ხალხური
1.
ბატონები ბატონებო
მოუოხეთ
2.
ბატონები „იავნანა ვარდონანა, იავნანინაო, შვიდნი კარავი დასცესო, იავნანინაო, ჩვენც გახარებული გვამყოფე, იავნანინაო, ორხუასა და ქეჩასა, იავნანინაო, განა მართლა ლევანიო, იავნანინაო, ბატონების ბაღშია მუხას ვაშლი ასხია,
მოუოხეთ ბატონებო
ლამაზი ბატონებია
ია და ვარდი ფენია
აქ ბატონები მობრძანდნენ, იავნანინაო,
შვიდნი და-ძმანი დადიან, იავნანინაო,
შვიდ სოფელს მოეფინენო, იავნანინაო,
მობრძანდნენ და გაგვახარეს, იავნანინაო,
იას და ვარდზე იარეთ, იავნანინაო,
თქვენს გზასაც გაუხარია, იავნანინაო,
ბატონების მამიდასა, იავნანინაო,
ქვეშ გავუშლი ხალიჩასა, იავნანინაო,
განა მარტო ხალიჩასა, იავნანინაო,
ბატონების მამიდასა, იავნანინაო,
ჩალხის აკვანი უდგია, იავნანინაო,
შიგ უწევს ბატონიშვილი, იავნანინაო,
ურქმევია ლევანიო, იავნანინაო,
მარგალიტის მტევანიო, იავნანინაო
დიბის საბანი უხურავს, იავნანინაო,
ატლასის არტახები აქვს, იავნანინაო,
მარგალიტის ჩანჩხურაი, იავნანინაო,
ათამაშებს ბატონიშვილი, იავნანინაო,
ზედ უსხედნა ბატონები, იავნანინაო,
დასძახიან ნანასაო, იავნანინაო,
ზედ ბულბულნი სხედანო
დასძახიან ნანასაო,
იავნანა ვარდო ნანა, იავნანინაო.
ია და ვარდსა ვკრეფავ, იავნანინაო,
ბატონების გზაზე ვფენავ, იავნანინაო“