ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა;
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება.
უძველესმა ტომმა დღემდე მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს;
ჯაგი
– ეკლიანი ბუჩქი, ჯაგნარი – ჯაგნარი ადგილი, სადაც ჯაგებია;
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს;
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში;
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა სთვლემენ სასთუმალთან...
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!