უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - პ
პაალ-ი (Paál) ლასლაო - უნგრელი ფერმწერი (1846-1879).
პაასიკივი (Paasikini) იუჰო კუსტი - ფინეთის სახელმწ. მოღვაწე (1870-1956).
პაასიო (Paasio) კუსტაა რაფაელ - ფინეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1903-1980).
პაბსტ-ი (Pabst) გეორგ ვილჰელმ - გერმანელი კინორეჟისორი (1885-1967).
პაგანინი (Paganini) ნიკოლო - იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1782-1840).
პაგანო (Pagano) ფრანჩესკო მარიო - იტალიელი იურისტი, ფილოსოფოსი და პოლიტ. მოღვაწე (1748-1799).
პაგერ-ი (Páger) ანტალ - უნგრელი კინომსახიობი (1899-1986).
პადერევსკი (Paderewski) იგნაცი იან - პოლონელი პიანისტი, კომპოზიტორი, პოლიტ. მოღვაწე (1860-1941).
პადლევსკი (Padlewski) ზიგმუნტ - პოლონელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1836-1863).
პადლუ (Pasdeloup) ჟიულ ეტიენ - ფრანგი დირიჟორი (1819-1887).
პავეზე (Pavese) ჩეზარე - იტალიელი მწერალი (1908-1950).
პაველ-ი (Pavel; ქალიშვილობის გვარი - სირბუ, Sirbu) ელენა - რუმინეთისა და მოლდავეთის ახალგაზრდული მოძრაობის მოღვაწე (1915-1943).
პაველიჩ-ი (Pavelič) ანტე - ხორვატიის ტერორისტული ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი (1889-1959).
პავლე I (ლათ. Paulus) - რომის პაპი (700-767).
პავლე II (ლათ. Paulus, ერისკაცობაში - პიეტრო ბარბო, Pietro Barbo) - რომის პაპი (1417-1471).
პავლე III (ლათ. Paulus, ერისკაცობაში - ალესანდრო ფარნეზე, Alessandro Farnese) - რომის პაპი (1468-1549).
პავლე IV (ლათ. Paulus, ერისკაცობაში - ჯამპიეტრო კარაფა, Giampietro Carafa) - რომის პაპი (1476-1559).
პავლე V (ლათ. Paulus, ერისკაცობაში - კამილ ბორგეზე, Borghese) რომის პაპი (1552-1621).
პავლე VI (ლათ. Paulus, ერისკაცობაში - ჯოვანი ბატისტა მონტინი, Giovanni Battista Montini) - რომის პაპი (1897-1978).
პავლე I (Paulos) - საბერძნეთის მეფე გლიუქსბურგების დინასტიიდან (1901-1964).
პავლე ალეპოელი - სირიელი საეკლესიო მოღვაწე (XVII ს. შუა წლები).
პავლე სილენციარიოს-ი (Paulos Silentiarios) - ბიზანტიელი პოეტი (VI ს.).
პავლიკ-ი (Pawlik) კარელ - ჩეხი მეან-გინოკოლოგი და უროლოგი (1849-1914).
პავლოვ-ი (Павлов) გეორგი - ბულგარელი ვეტერინარი (1881-1945).
პავლოვ-ი (Павлов, ნამდვ. გვარი; ფსევდ. - პ. დოსევი) ტოდორ დიმიტროვ - ბულგარელი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი და საზ. მოღვაწე (1890-1977).
პავსანია (Pausanias) - სპარტის მეფე (გ. ძვ. წ. 385).
პავსანია (Pausanias) - ძვ. ბერძენი მწერალი (II ს.).
პავსანია (Pausanias) - სპარტელი მხედართმთავარი (გ. დაახლ. ძვ. წ. 470).
პაზოლინი (Pasolini) პიერ პაოლო - იტალიელი მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი (1922-1976).
პაიერ-ი (Payer) იულიუს - ავსტრიელი არქტიკის მკვლევარი (1842-1915).
პაიერლე (Peyerle) ჰანს გეორგ - გერმანელი ვაჭარი, მოგზაური (XVI ს. დასასრ. – XVII ს. დასაწყ.).
პაიერლზ-ი (Peierls) რუდოლფ ერნსტ - ინგლისელი ფიზიკოსი (1907-1995).
პაიეტა (Pajetta) ჯან კარლო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ჟურნალისტი (1911-1990).
პაიზიელო (Paisiello), პაეზიელო (Paesiello) ჯოვანი - იტალიელი კომპოზიტორი (1740-1816).
პაიკ-ი (Pike) კენეტ ლი - ამერიკელი ენათმეცნიერი (1912-2000).
პაიპერ-ი (Peiper) ალბრეხტ - გერმანელი პედიატრი (1889-1968).
პაირო (Payró) რობერტო ხორხე - არგენტინელი მწერალი (1867-1928).
პაის-ი (Pais) ეტორე - იტალიელი ისტორიკოსი (1856-1939).
პაისი ხილენდარელი (Пайсий Хилендарски) - ბულგარეთის XVIII ს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგი, ისტორიკოსი (1722-1798).
პაკალა (Pakkala) ტეუვო (თავდაპირველი სახელი - თეოდორ ოსკარ ფროსტერუსი, Frosterus; ფსევდ. - ტაუსტან კალე) - ფინელი მწერალი (1862-1925).
პაკ დენ აი - კორეის პოლიტ. და საზ. მოღვაწე ქალი (კსდრ) (დ. 1907 - ? ).
პაკ ინ ნო (ნამდვ. სახელი; ფსევდ. - ნოგე) - კორეელი პოეტი (1561-1643).
პაკ ინ სიკ-ი - კორეელი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1859-1926).
პაკომბო - გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი კამბოჯაში (კამპუჩიაში) ( დ.? - გ. 1867).
პაკ ტალ-ი - კორეელი რევოლუციური მოღვაწე (1910-1960).
პაკ ჩი ვონ-ი (ფსევდ. - იონამი) - კორეელი მწერალი და მოაზროვნე (1737-1805).
პაკ ჩონ ჰი - სამხრეთ კორეის პოლიტ. მოღვაწე (1917-1979).
პალ-ი ბიშინ ჩანდრა - ინდოელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1858-1932).
პალადი (Pallady) ტეოდორ - რუმინელი ფერმწერი (1871-1956).
პალადიო (Palladio, საკუთრივ - დიპიეტრო, di Pietro) ანდრეა - იტალიელი არქიტექტორი (1508-1580).
პალავები - მმართველი საგვარეულო პალავების სახელმწიფოში (სამხრ. ინდოეთი) (III–IX სს.).
პალამას-ი (Palamas) კოსტის - ბერძენი პოეტი (1859-1943).
პალასიო ვალდეს-ი (Palacio Valdés) არმანდო - ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი (1853-1938).
პალაფოქს ი მელსი (Palafox y Melzi) ხოსე რებოლიედო დე, ჰერცოგი სარაგოსელი - ესპანეთის სამხ. მოღვაწე (1776-1847).
პალაცესკი (Palazzeschi, ფსევდ.; ნამდვ. გვარი - ჯურლანი, Giurlani) ალდო - იტალიელი მწერალი (1885-1974).
პალაცკი (Palacký) ფრანტიშეკ - ჩეხი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, XIX ს. ჩეხური კულტურისა და ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1798-1876).
პალეოლოგ-ი (Paléologue) მორის ჟორჟ - ფრანგი დიპლომატი (1859-1944).
პალეოლოგოსები (ბერძნ. Palaiologoi) - უკანასკნელი მმართველი დინასტია ბიზანტიის იმპერიაში (XIII ს. II ნახ.-1453).
პალესტრინა (Palestrina), ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა - იტალიელი კომპოზიტორი (დაახლ. 1525-1594).
პალი (Pally, Palli) ზენაიდა - რუმინელი მომღერალი ქალი (დ. 1919-).
პალისი (Palissy) ბერნარ - აღორძინების ეპოქის ფრანგი მხატვარ-კერამიკოსი და სწავლული (დაახლ. 1510-1589 ან 1590).
პალმ-ი (Palm) ავგუსტ - შვეციის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1849-1922).
პალმა (Palma) რიკარდო - პერუელი მწერალი და ჟურნალისტი (1833-1919).
პალმა უფროსი, პალმა ვეკიო (Palma Vecchio, საკუთრივ - ნეგრეტი, Negretti) იაკოპო - იტალიელი ფერმწერი (დაახლ. 1480-1528).
პალმელა (Palmella) პედრუ დი სოზა ოლსტეინი (Sousa Horstein) - პორტუგალიის პოლიტ. მოღვაწე (1781-1850).
პალმერ-ი (Palmer) ედუარდ ვანზ (ფსევდ.- რან დეილი, Rann Daly) - ავსტრალიელი მწერალი (1885-1959).
პალმერ-ი (Palmer) ნათანიელ ბრაუნ - ამერიკელი სელაპებზე მონადირე, სამხრეთ ორკნის კუნძულების აღმომჩენი (1799-1877).
პალმერსტონ-ი (Palmerston) ჰენრი ჯონ ტემპლ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1784-1865).
პალოტინო (Pallottino) მასიმო - იტალიელი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ფილოლოგი (1909 -1995).
პალოუშ-ი (Palouš) კარელ - ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორი (1913-1999).
პან-ი (Pann) ანტონ - რუმინელი პოეტი, კომპოზიტორი, ფოლკლორისტი (1796 ან 1797-1854).
პანაიტესკუ (Panaitescu) პეტრე - რუმინელი ისტორიკოსი (1900-1967).
პანეთ-ი (Paneth) ფრიდრიხ ადოლფ - გერმანელი ქიმიკოსი და გეოქიმიკოსი (1887-1958).
პანეკუკ-ი (Pannakoek) ანტონ - ნიდერლანდელი ასტრონომი (1873-1960).
პანი (Pani) მარიო - მექსიკელი არქიტექტორი (1911-1993).
პანინი - ძვ. ინდოელი გრამატიკოსი (ძვ. წ. V-IV სს.).
პანკჰერსტ-ი (Pankhurst) სილვია ესტელა - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი, პუბლიცისტი (1882-1960).
პანოფსკი (Panofsky) ერვინ - გერმანელი და ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე (1892-1968).
პანტ-ი სუმიტრანანდან - ინდოელი პოეტი (1900-1977).
პან ტიანშოუ - ჩინელი ფერმწერი (1897-1965).
პაოლინი (Paolini) სტეფანო - თეატინელი ბერი, იტალიელი მესტამბე, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის შემდგენელ-გამომცემელი (XVII ს.).
პაპ-ი (Paepe, De Paepe) სეზარ დე - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1842-1890).
პაპადატ-ბენჯესკუ (Papadat-Bengescu) ჰორტენზია - რუმინელი მწერალი ქალი (1876-1955).
პაპათანასიუ (Papathanasiu) ასპასია - ბერძენი მსახიობი ქალი (დ. 1918-).
პაპაიოანუ (Papaiõannu) ეზეკიას - კვიპროსის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908 - 1988)
პაპანდრეუ (Papandreu) ანდრეას - საბერძნეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1919 - 1996).
პაპანდრეუ (Papandreu) გეორგიოს - საბერძნეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1888-1968).
პაპარიგას-ი (Paparẽgas) დიმიტრის - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1949).
პაპე (Pappos) ალექსანდრიელი - ძვ. ბერძენი მათემატიკოსი (III ს. II ნახ.).
პაპენ-ი (Papin) დენი - ფრანგი ფიზიკოსი (1647-1714).
პაპენ-ი (Papen) ფრანც ფონ - ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამხ. დამნაშავე (1879-1969).
პაპინი (Papini) ჯოვანი - იტალიელი მწერალი (1881-1956).
პაპინიანე (Papinianus) ემილიუს - რომაელი იურისტი (დაახლ. 150-212).
პაპინო (Papineau) ლუი ჟოზეფ - კანადის პოლიტ. მოღვაწე (1786-1871).
პარამესვარე - მალაკის მმართველი (XV ს.).
პარანდოვსკი (Parandowski) იან - პოლონელი მწერალი და კულტურის ისტორიკოსი (1895-1978).
პარასიოს ეფესელი (Parrasios ho Ephessios) – ძვ. ბერძენი ფერმწერი (ძვ. წ. V ს. II ნახ.).
პარაცელსუს-ი (Paracelsus; ნამდვ. სახელი და გვარი - ფილიპუს ავრეოლუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი, von Hohenheim) - აღორძინების ეპოქის შვეიცარიელი ექიმი (1493-1541).
პარდო ბასან-ი (Pardo Bazán) ემილია - ესპანელი მწერალი ქალი (1852-1921).
პარე (Paré) ამბრუაზ - ფრანგი ქირურგი (1517, სხვა ცნობებით 1509, 1510 - 1590).
პარეტო (Pareto) ვილფრედო - იტალიელი ეკონომისტი და სოციოლოგი (1848-1923).
პარი (Parri) ფერუჩო - იტალიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1890-1981).
პარი (Parry) ჩარლზ ჰიუბერტ ჰეისტინგზ - ინგლისელი კომპოზიტორი (1848-1918).
პარინი (Parini) ჯუზეპე - იტალიელი პოეტი (1729-1799).
პარკ-ი (Park) მანგო - ინგლისელი აფრიკის მკვლევარი (1771-1806).
პარკერ-ი (Parker, ფსევდ.; ნამდვ. გვარი - როთშილდი, Rothschild) დოროთი - ამერიკელი მწერალი ქალი (1893-1967).
პარკერ-ი (Parker) რიჩარდ - ინგლისელი მეზღვაური (1767-1797).
პარლერ-ი (Parler) იოჰან - გერმანელი არქიტექტორი (XIV ს.).
პარლერ-ი (Parler) მიხაელ - გერმანელი არქიტექტორი (XIV ს.).
პარლერ-ი (Parler) ჰაინრიხ - გერმანელი არქიტექტორი (დ. 1300-სა და 1310-ს შორის).
პარლერ-ი (Parler), პარლერჟი (ჩეხ. Parléř) პეტერ - გერმანელი არქიტექტორი და მოქანდაკე, 1356-იდან მუშაობდა ჩეხიაში (1330-1399).
პარმელენ-ი (Parmelin) ელენ - ფრანგი მწერალი ქალი (1915 - 1998).
პარმენიდე ელეელი (Parmenidẽs ho Eleatẽs) - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დ. ძვ. წ. 540 ან 515).
პარმენიონ-ი (Parmeniõn) - ფილიპე II-ისა და ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარი (დაახლ. ძვ. წ. 400 – ძვ. წ. 330).
პარმიჯანინო (Parmigianino; ნამდვ. გვარი - მაცოლა, Mazzola) ფრანჩესკო - იტალიელი ფერმწერი (1503-1540).
პარნელ-ი (Parnell) ჩარლზ სტიუარტ - ირლანდიის პოლიტ. მოღვაწე (1846-1891).
პარნი (Parny) ევარისტ დეზირე დე ფორჟი (de Forges) - ფრანგი პოეტი (1753-1814).
პარო (Parrot) ანდრე - ფრანგი არქეოლოგი (1901- 1980).
პაროდი (Parodi) ჯოვანი - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1889-1962).
პარსონზ-ი (Parsons) ალბერტ როს - აშშ-ის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1848-1887).
პარსონზ-ი (Parsons) ტოლკოტ - ამერიკელი სოციოლოგ-თეორეტიკოსი (1902-1979).
პარსონზ-ი (Parsons; ლორდი როსი, Ross) უილიამ - ირლანდიელი ასტრონომი (1800-1867).
პარსონზ-ი (Parsons) ჩარლზ ალჯერნონ - ინგლისელი ინჟინერი და მეწარმე (1854-1931).
პარუნ-ი (Parun) ვესნა - ხორვატი მწერალი ქალი (1922 - 2010).
პარჰონ-ი (Parhon) კონსტანტინ - რუმინელი ექიმი და ბიოლოგი, საზ. მოღვაწე (1874-1969).
პასალიდის-ი (Pasalidẽs) იოანის - საბერძნეთის პოლიტ. მოღვაწე (1885-1968).
პასარგე (Passarge) ზიგფრიდ - გერმანელი გეოგრაფი და მოგზაური (1867-1958).
პას ესტენსორო (Paz Estenssoro) ვიქტორ - ბოლივიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1907-2001).
პასკალ-ი (Pascal) ბლეზ - ფრანგი რელიგიის ფილოსოფოსი, მწერალი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1623-1662).
პასკოლი (Pascoli) ჯოვანი - იტალიელი პოეტი (1855-1912).
პასტა (Pasta; ქალიშვილობის გვარი - ნეგრი, Negri) ჯუდიტა - იტალიელი მომღერალი ქალი (1797, სხვა ცნობებით 1798-1865).
პასტერ-ი (Pasteur) ლუი - ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი (1822-1895).
პასტორ-ი (Pastor) ლუდვიგ - ავსტრიელი ისტორიკოსი (1854-1928).
პასტორინო, პასტორინო ვისკარდი (Pastorino Viscardi) ენრიკე - ურუგვაისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (დ. 1918 -)
პასუშ და სილვა (Passos da Silva) მანუელ - პორტუგალიის პოლიტ. მოღვაწე (1801-1862).
პატანჯალი - ძვ. ინდოელი ფილოლოგი და ფილოსოფოსი (ძვ. წ. II ს.).
პატელ-ი ვალაბჰაი - ინდოეთის ეროვნული კონგრესის მოღვაწე (1875-1950).
პატი (Patti) ადელინა - იტალიელი მომღერალი ქალი (1843-1919).
პატინირ-ი (Patinir) იოახიმ - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლ. 1475/80 - 1524).
პატრიკ-ი (Patrick), პატრიკუსი (Patricus) - ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის დამაარსებელი (IV ს. დასასრ. და V ს. შუა წლები).
პატრიცი (Patrizi, Patrizzi) ფრანჩესკო - იტალიელი ჰუმანისტი და ფილოსოფოსი (1529-1597).
პაუდერლი (Powderly) ტირენზ ვინსენტ - აშშ-ის მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რეფორმისტი (1849-1924).
პაუელ-ი (Powell) სესილ ფრენკ - ინგლისელი ფიზიკოსი (1903-1969).
პაუკერ-ი (Pauker) ანა - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე ქალი (1893-1960).
პაულ-ი (Paul) ჰერმან - გერმანელი ენათმეცნიერი (1846-1921).
პაულზენ-ი (Paulsen) ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი და პედაგოგი (1846-1908).
პაული (Pauli) ვოლფგანგ - შვეიცარიელი ფიზიკოსი (1900-1958).
პაულიკ-ი (Paulick) რიხარდ - გერმანელი არქიტექტორი (გდრ) (1903 -1979).
პაულუს-ი იულიუს (Julius Paulus) - რომაელი იურისტი (III ს.).
პაულუს-ი (Paulus) ფრიდრიხ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1890-1957).
პაულუს დიაკონუს-ი (Paulus Diaconus) - ლანგობარდების ისტორიკოსი (დაახლ. 720-799).
პაუნდ-ი (Paund) ეზრა უესტონ ლუმის - ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი და ხელოვნების თეორეტიკოსი (1885-1972).
პაუნდ-ი (Paund) როსკოუ - ამერიკელი იურისტი (1870-1964).
პაშენ-ი (Paschen) ფრიდრიხ ლუის კარლ ჰაინრიხ - გერმანელი ფიზიკოსი (1865-1947).
პაშიჩ-ი (Пашųħ) ნიკოლა - სერბიის, მოგვიანებით იუგოსლავიის სახელმწ. მოღვაწე (1845-1926).
პაჩაკუტი (Pachacuti) - ინკების პირველი მმართველი (დაახლ. 1400-1448).
პაჩინოტი (Pacinotti) ანტონიო - იტალიელი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი (1841-1912).
პაჩოლი (Pacioli) ლუკა - იტალიელი მათემატიკოსი (დაახლ. 1445-1509-ის შემდეგ).
პაჩოსკი (Paczoski) იუზეფ - პოლონელი ბიოლოგი (1864-1942).
პაჩურია (Paciurea) დიმიტრე - რუმინელი მოქანდაკე (1873-1932).
პახელბელ-ი (Pachelbel) იოჰან - გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1653-1706).
პახერ-ი (Pacher) მიხელ - ავსტრიელი ფერმწერი და მოქანდაკე (დაახლ. 1435-1498).
პეანო (Peano) ჯუზეპე - იტალიელი მათემატიკოსი (1858-1932).
პეგი (Péguy) შარლ - ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი (1873-1914).
პედერსენ-ი (Pedersen) კრისტიერნ - დანიელი მწერალი, რეფორმაციის მოღვაწე (1480-1554).
პედერსენ-ი (Pedersen) ჰოლგერ - დანიელი ენათმეცნიერი (1867-1953).
პედრელ-ი (Pedrell) ფელიპე - ესპანელი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი და საზ. მოღვაწე (1841-1922).
პედრო I მრისხანე (Pedro el Gruel) - კასტილიისა და ლეონის მეფე (1334-1369).
პედრო I (Pedro) - ბრაზილიის იმპერატორი (1798-1834).
პედრუ II (Pedro) - ბრაზილიის იმპერატორი (1825-1891).
პეევა (Пеева) პენკა ველა - ბულგარეთის ახალგაზრდული რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, ბულგარეთის სახალხო გმირი (1922-1944).
პეეტერს-ი (Peeters) პაულ - ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი (1870-1950).
პევზნერ-ი (Pevsner) ნიკოლაუს - ინგლისელი ხელოვნებათმცოდნე; წარმოშობით გერმანელი (1902 - 1983).
პეიერ-ი (Peyer) კაროი - უნგრეთის პოლიტ. მოღვაწე (1881-1956).
პეი ვენჯუნ-ი - ჩინელი არქეოლოგი, პალეონტოლოგი და პალეოანთროპოლოგი (დ. 1904-?).
პეინ-ი (Paine) ტომას - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საზ. და პოლიტ. მოღვაწე (1737-1809).
პეიპერ-ი (Pijper) ვილემ - ნიდერლანდელი კომპოზიტორი (1894-1947).
პეიტ-ი (Peyt) იაკობ - ფლამანდელი გლეხი, გლეხთა აჯანყების (1323-28) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფლანდრიაში (გ. 1328).
პეკალა (Pekkala) მაუნო - ფინეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1890-1952).
პეკარჟ-ი (Pekař) იოსეფ - ჩეხოსლოვაკიელი ისტორიკოსი (1870-1937).
პეკ ნამ უნ-ი - კორეის პოლიტ. მოღვაწე და ისტორიკოსი (დ. 1894- ?).
პელაგიჩ-ი (Пелагиħ) ვასო - რევოლუციონერ-დემოკრატი, სერბიის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და სოციალისტური მოძრაობის მოღვაწე (1838-1899).
პელაიო (Pelayo) - ასტურიის პირველი მეფე (გ. 737).
პელე (Pelé; საკუთრივ - ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, Edson Arantes do Nascimento) - ბრაზილიელი სპორტსმენი (დ. 1940-).
პელიკო (Pellico) სილვიო - იტალიელი მწერალი (1789-1854).
პელიო (Pelliot) პოლ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1878-1945).
პელისიე (Pelissier) ემაბლ ჟან ჟაკ - საფრანგეთის მარშალი (1794-1864).
პელმან-ი (Pöhlmann) რობერტ - გერმანელი ისტორიკოსი (1852-1914).
პელნარჟ-ი (Pelnář) იოსეფ - ჩეხი ექიმი, მეცნიერი (1872-1964).
პელოპიდა (Pelópidas) - ძვ. ბერძენი პოლიტ. მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლ. ძვ. წ. 410-ძვ. წ. 364).
პელტიე (Peltier) ჟან შარლ ატანაზ - ფრანგი ფიზიკოსი და მეტეოროლოგი (1785-1845).
პელციგ-ი (Poelzig) ჰანს - გერმანელი არქიტექტორი (1869-1936).
პელცლ-ი (Pelcl), პელცელი ფრანტიშეკ მარტინ - ჩეხიის ეროვნული აღორძინების წარმომადგენელი, ისტორიკოსი, ლინგვისტი (1734-1801).
პემბრუკ-ი (Pembroke) რიჩარდ დე კლერი (Clare) - ირლანდიის ერთ-ერთი პირველი ინგლისელი დამპყრობელი [დაახლ. 1130(?) - 1176].
პენ-ი ალექსანდრე - ებრაელი პოეტი (ისრაელი) (1906-1972).
პენ-ი (Penn) უილიამ - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე (1644-1718).
პენ ბაი - ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1896-1930).
პენდერეცკი (Penderecki) ქშიშტოფ - პოლონელი კომპოზიტორი (დ. 1933 - )
პენ დეხუაი - ჩინეთის პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (1898-1974).
პენდლბერი (Pendlebury) ჯონ - ინგლისელი არქეოლოგი (1904-1941).
პენევ-ი (Пенев) ბოიან ნიკოლოვ. - ბულგარელი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1882-1927).
პენზიას-ი (Penzias) არნო ალან - ამერიკელი ასტროფიზიკოსი (დ. 1933 - )
პენია (Peña) ლასარო - კუბისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1911-1974).
პენკ-ი (Penck) ალბრეხტ - გერმანელი გეომორფოლოგი და გეოგრაფი (1858-1945).
პენკ-ი (Penck) ვალტერ - გერმანელი გეოლოგი და გეომორფოლოგი (1888-1923).
პენლევე (Painlevé) პოლ - ფრანგი მათემატიკოსი, სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1863-1933).
პენფილდ-ი (Penfield) უაილდერ გრეივზ - კანადელი ნევროლოგი და ნეიროქირურგი (1891-1976).
პეპე (Pepe) გულიელმო - იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1783-1855).
პეპელმან-ი (Pöppelmann) მათეუს - გერმანელი არქიტექტორი (1662-1736).
პერგოლეზი (Pergolesi); პერგოლეზე (Pergolese) (ნამდვ. გვარი - დრაგი, Draghi) ჯოვანი ბატისტა - იტალიელი კომპოზიტორი (1710-1736).
პერე (Perret) ოგიუსტ - ფრანგი არქიტექტორი (1874-1954).
პერედა (Pereda) ხოსე მარია - ესპანელი მწერალი (1833-1906).
პერეირა (Pereira) არისტიდეს მარია - გვინეა-ბისაუს რესპუბლიკის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1923-2011).
პერეირა (Pereira) ასტროჟილდუ - ბრაზილიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი (1890-1965).
პერეირა გომიშ-ი (Pereira Gómes) სოეირუ ჟოაკინ - პორტუგალიელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1909-1949).
პერენ-ი (Perrin) ჟან ბატისტ - ფრანგი ფიზიკოსი (1870-1942).
პერენ-ი (Perrin) ფრანსის - ფრანგი ფიზიკოსი (1901-1992).
პერეს გალდოს-ი (Pérez Galdós) ბენიტო - ესპანელი მწერალი (1843-1920).
პერეს დე აიალა (Pérez de Ayala) რამონ - ესპანელი მწერალი (1880-1962).
პერეს დე იტა (Pérez de Hita) ხინეს - ესპანელი მწერალი (დაახლ. 1544-დაახლ. 1619).
პერეს დე კუელიარ-ი (Pérez de Cuellar) ხავიერ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი 1982-დან, პერუს სახელმწ. მოღვაწე (დ. 1920-).
პერესუტი ენრიკო, /იხ. ბ პ რ .
პერეს ხიმენეს-ი (Pérez Jimẽnez) მარკოს - ვენესუელის სახელმწ. მოღვაწე (1914-2001).
პერეც-ი იცხოკ ლეიბუშ - ებრაელი მწერალი (1851-1915).
პერი (Péri) გაბრიელ - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, წინააღმდეგობის მოძრაობის გმირი, პუბლიცისტი (1902-1941).
პერი (Peri) იაკობო (მეტსახელი - გრძელთმიანი, Zarrerino) - იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი (1561-1633).
პერი (Perry) მეთიუ კოლბრაიტ - აშშ-ის სამხ.-საზღვაო მოღვაწე (1794-1858).
პერი (Perry) რალფ ბარტონ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1876-1957).
პერი (Perry) უილიამ ედუარდ - ინგლისელი არქტიკის მკვლევარი (1790-1855).
პერი ჩარლზ, / იხ. პარი ჩ.
პერი (Perry) ჯონ - ინგლისელი კაპიტანი, გემების, დოკებისა და არხების მშენებელი (1670-1733).
პერიანდრე (Periandros) - კორინთის ტირანი (დაახლ. ძვ. წ. 660 - დაახლ. ძვ. წ. 585).
პერიე, კაზიმირ-პერიე (Cassimir-Périer) ჟან პოლ პიერ - საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1847-1907).
პერიკლე (Periclẽs) - ძვ. ბერძენი სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (ძვ. წ. 490-429).
პერკინ-ი (Perkin) უილიამ ჰენრი - ინგლისელი ქიმიკოსი (1838-1907).
პერკინ-ი (Perkin) უილიამ ჰენრი - ინგლისელი ქიმიკოსი (1860-1929).
პერლ-ი (Pearl) რაიმონდ - ამერიკელი ბიოლოგი (1879-1940).
პერლო (Perlo) ვიქტორ - ამერიკელი ეკონომისტი და პუბლიცისტი (1912-1999).
პერმეკე (Permeke) კონსტან - ბელგიელი ფერმწერი (1886-1952).éé
პერმოზერ-ი (Permoser) ბალთაზარ - ავსტრიელი მოქანდაკე (1651-1732).
პერო (Perrault) კლოდ - ფრანგი არქიტექტორი (1613-1688).
პერო (Perrot) ჟიულ ჟოზეფ - ფრანგი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი (1810-1892).
პერო (Perrault) შარლ - ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი (1628-1703).
პერონ-ი (Perron) შარლ ედგარ დიუ - ნიდერლანდელი მწერალი (1899-1940).
პერონ-ი (Perón) ხუან დომინგო - არგენტინის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1895-1974).
პერონო (Perronneau) ჟან ბატისტ - ფრანგი ფერმწერი (1715-1783).
პერსევს-ი (Perseus) - მაკედონიის უკანასკნელი მეფე (დაახლ. ძვ. წ. 213-166).
პერსელ-ი (Purcell) ედუარდ მილზ - ამერიკელი ფიზიკოსი (1912-1997).
პერსელ-ი (Purcell) ჰენრი - ინგლისელი კომპოზიტორი და ორგანისტი (დაახლ. 1659-1695).
პერსიე (Percier) შარლ - ფრანგი არქიტექტორი (1764-1838).
პერსიუს-ი ავლუს ფლაკუს (Persius Aulus Flaccus) - რომაელი პოეტი-სატირიკოსი (34-62).
პერს სენ-ჟონ-ი, / იხ. სენ-ჟონ პერსი.
პერტინი (Pertini) ალესანდრო - იტალიის სახელმწ. მოღვაწე (1896-1990).
პერუ (Perroux) ფრანსუა - ფრანგი ეკონომისტი (1903-1987).
პერუც-ი (Perutz) მაქს ფერდინანდ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი; წარმოშობით ავსტრიელი (1914-2002).
პერუცი (Peruzzi) ბალდასარე - იტალიელი არქიტექტორი და ფერმწერი (1481-1536).
პერუჯინო (Perugino; საკუთრივ - ვანუჩი, Vannucci) პიეტრო - იტალიელი ფერმწერი (1445-სა და 1452-ს შორის - 1523).
პესი (Pessi) ვილე - ფინეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1902-1983).
პესოა (Pessoa) ფერნანდუ - პორტუგალიელი პოეტი (1888-1935).
პესტალოცი (Pestalozzi) იოჰან ჰაინრიხ - შვეიცარიელი პედაგოგი (1746-1827).
პეტენ-ი (Pétain) ანრი ფილიპ - საფრანგეთის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1856-1951).
პეტენკოფერ-ი (Pettenkofer) მაქს - გერმანელი ჰიგიენისტი (1818-1901).
პეტერმან-ი (Petermann) ავგუსტ - გერმანელი კარტოგრაფი და გეოგრაფი (1822-1878).
პეტერს-ი (Peters) კარლ - გერმანელი კოლონიური მოღვაწე (1856-1918).
პეტერს-ი (Peters) კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ - გერმანელი ასტრონომი (1806-1880).
პეტეფი (Petöfi) შანდორ - უნგრელი პოეტი, რევოლუციონერ-დემოკრატი (1823-1849).
პეტი (Petty) უილიამ - ინგლისელი ეკონომისტი (1623-1687).
პეტიონ-ი (Pétion) ალექსანდრ საბეს - ჰაიტის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1770-1818).
პეტიონ-ი, პეტიონ დე ვილნევი (Pétion de Villeneuve) ჟერომ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1756-1794).
პეტკოვ-ი (Петков) ნიკოლა დიმიტროვ - ბულგარეთის პოლიტ. მოღვაწე (1889-1947).
პეტკოვ-ი (Петков) პეტკო დიმიტროვ - ბულგარეთის პოლოტ. და საზ. მოღვაწე (1891-1924).
პეტრარკა (Petrarca) ფრანჩესკო - იტალიელი პოეტი (1304-1374).
პეტრაშკუ (Petraşcu) გეორგე - რუმინელი ფერმწერი (1872-1949).
პეტრე ამიენელი, / იხ. პიერ ამიენელი.
პეტრე I კარაგეორგიევიჩ-ი (Петар I Караħорħевиħ) - სერბიის, ხორვატიისა და სლოვანიის მეფე (1884-1921).
პეტრე I პეტროვიჩ ნეგოშ-ი (Петар Петровиħ Његош) - ჩერნოგორიის გამგებელი (1747-1830).
პეტრე II პეტროვიჩ ნეგოშ-ი, / იხ. ნეგოში პ. პ.
პეტრე პატრიკიოს-ი (Petros Patrikios) - ბიზანტიელი ისტორიკოსი და დიპლომატი (გ. 563-ის შემდეგ).
პეტრესკუ (Petrescu) კამილ - რუმინელი მწერალი (1894-1957).
პეტრესკუ (Petrescu) ჩეზარ - რუმინელი მწერალი (1892-1961).
პეტრეშკანუ (Pătrăscanu) ლუკრეციუ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, სოციოლოგი (1900-1954).
პეტრი (Petri) ეგონ - გერმანელი პიანისტი და პედაგოგი (1881-1962).
პეტრი (Petri) ლაურენტიუს - შვეციის რეფორმაციის მოღვაწე, შვეციის პირველი პროტესტანტი არქიეპისკოპოსი (1499-1573).
პეტრი (Petri) ოლაუს - შვეციის რეფორმაციის მოღვაწე და მწერალი (1493-1552).
პეტროვ-ი (Петров) ვალერი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ვალერი ნისიმ მევორახი) - ბულგარელი პოეტი (დ. 1920-).
პეტროვ-ი (Петров) ივაილო - ბულგარელი მწერალი (1923-2005).
პეტროვ-ი (Петров) ილია - ბულგარელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1903-1975).
პეტროვიჩ-ი (Petrovici) ემილ - რუმინელი ენათმეცნიერი (1899-1968).
პეტროვიჩ-ნეგოშები, /იხ. ნეგოშები.
პეტრონიუს-ი გაიუს (ან ტიტუს) [Pwtronius Gaius (Titus), არბიტრად (Arbiter) წოდებული] - რომაელი მწერალი (გ. 66).
პეტრუს პეტრეიუს დე ერლეზუნდა (ლათ. Petrus Petrejus), პერ პერსონი (შვედ. Peer Persson) - შვედი დიპლომატი და ისტორიკოსი (1577-1622).
პეშელ-ი (Paschel) ოსკარ - გერმანელი გეოგრაფი (1826-1875).
პეცკა (Pecka) იოსეფ ბოლესლავ (ფსევდ.-ბოლესლავ სტრაჰოვსკი, Strahovský) - ჩეხიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1849-1897).
პეცოლდტ-ი (Petzoldt) იოზეფ -- გერმანელი ფილოსოფოსი (1862-1929).
პიაჟე (Piaget) ჟან - შვეიცარიელი ფსიქოლოგი (1896-1980).
პიასტები (Piasty) - პოლონეთის სამეფო დინასტია (X-XVII სს.).
პიაფ-ი (Piaf; ნამდვ. გვარი - გასიონი,Gassion) ედიტ - ფრანგი საესტრადო მომღერალი ქალი, მიუზიკ-ჰოლის, დრამ. თეატრისა და კინოს მსახიობი (1915-1963).
პიაჩენტინი (Piacentini) მარჩელო - იტალიელი არქიტექტორი (1881-1960).
პიაცი (Piazzi) ჯუზეპე - იტალიელი ასტრონომი (1746-1826).
პიგალ-ი (Pigalle) ჟან ბატისტ - ფრანგი მოქანდაკე (1714-1785).
პიგაფეტა (Pigafetta) ანტონიო ფრანჩესკო - იტალიელი ზღვაოსანი (დაახლ. 1491-1534-ის შემდეგ).
პიგუ (Pigou) ართურ სესილ - ინგლისელი ეკონომისტი (1877-1959).
პიერ ამიენელი, განდეგილი (Pierre L΄ Ermite, ლათ. Petrus Heremita) - ფრანგი ბერი, ღარიბთა რაზმის მეთაური პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში (დაახლ. 1050-1115).
პიერლო (Pierlot) იუბერ - ბელგიის სახელმწ. მოღვაწე (1883-1963).
პიერო დელა ფრანჩესკა (Piero della Francesca) - იტალიელი ფერმწერი (დაახლ. 1420-1492).
პიერო დი კოზიმო (Piero di Cosimo; ნამდვ. სახელი და გვარი - პიერო დი ლორენცო, Piero di Lorenzo) - იტალიელი ფერმწერი (1462-1521).
პიერონ-ი (Piéron) ინრი - ფრანგი ფსიქოლოგი (1881-1964).
პიეტრო და კორტონა (Pietro da Cortona; ნამდვ. სახელი და გვარი - პიეტრო ბერეტინი, Berretuni) - იტალიელი ფერმწერი და არქიტექტორი (1596-1669).
პიზაკანე (Pisacane) კარლო - იტალიელი რევოლუციონერ-დემოკრატი (1818-1857).
პიზანელო (Pisanello; საკუთრივ - ანტონიო დი პუჩო დი ჩერეტო, Antonio di Puccio di Cerreto) - იტალიელი ფერმწერი, მედალიერი (1395-1455).
პიზანი (Pisani) ვიტორე - იტალიელი ენათმეცნიერი (1899-1990).
პიზანო (Pisano) ანდრეა (ნამდვ. სახელი და გვარი - ანდრეა და პონტედერა, Andrea da Pontedera) - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლ. 1290-1348 ან 1349).
პიზანო (Pisano) ნიკოლო (ნიკოლა) - იტალიელი მოქანდაკე (დაახლ. 1220 – 1278-სა და 1284- შორის).
პიზანო (Pisano) ნინო - იტალიელი მოქანდაკე, არქიტექტორი და იუველირი (დაახლ. 1315-1368).
პიზანო (Pisano) ჯოვანი - იტალიელი მოქანდაკე და არქიტექტორი (დაახლ. 1245/50 – 1314-ის შემდეგ).
პითაგორა (Pythagoras) სამოსელი - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი (ძვ. წ. 570- დაახლ. 500)
პი ი. მარგალ-ი (Pi y Margall) ფრანსისკო - ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1824-1901).
პიიო (Pillot) ჟან ჟაკ - ფრანგი რევოლუციონერი (1808-1877).
პიკ-ი (Pieck) ვილჰელმ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, გდრ-ის პარტ. და სახელმწ. მოღვაწე (1876-1960).
პიკარ-ი (Picard) ედმონ - ბელგიელი მწერალი და იურისტი (1836-1924).
პიკარ-ი (Picard) ემილ - ფრანგი მათემატიკოსი (1856-1941).
პიკარ-ი (Piccard) ოგიუსტ - შვეიცარიელი ფიზიკოსი, კონსტრუქტორი (1884-1962).
პიკარ-ი (Picard) ჟან - ფრანგი ასტრონომი (1620-1682).
პიკასო (Picasso; საკუთრივ - რუის ი პიკასო, Ruiz y Picasso) პაბლო - ფრანგი მხატვარი; წარმოშობით ესპანელი (1881-1973).
პიკერინგ-ი (Pickering) ედუარდ ჩარლზ - ამერიკელი ასტრონომი (1846-1919).
პიკი (Pichi) მარიო - იტალიელი მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი (დ. 1927 - ).
პიკო დელა მირანდოლა (Pico della Mirandola) ჯოვანი - იტალიელი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი (1463-1494).
პიკოლომინი (Piccolomini) ენეა სილვიო - იტალიელი ჰუმანისტი, 1458-დან - რომის პაპი, / იხ. პიუს II.
პიკფორდ-ი (Pickford) მერი (ნამდვ. სახელი და გვარი - გლედის მერი სმითი, Smith) - ამერიკელი კინომსახიობი ქალი (1893-1979).
პილ-ი (Peel) რობერტ - დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1788-1850).
პილატე, / იხ. პონციუს პილატე.
პილერსდორფ-ი (Pillersdorf) ფრანც - ავსტრიის სახელმწ. მოღვაწე (1768-1862).
პილონ-ი (Pilon) ჟერმენ - ფრანგი მოქანდაკე (1536/37 - 1590).
პილსუდსკი (Piłsudski) იუზეფ - პოლონეთის პოლიტ. მოღვაწე (1867-1935).
პიმ-ი (Pym) ჯონ - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე (1584-1643).
პინდარე (Pindaros) - ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. 518-466 ან 438).
პინდემონტე (Pindemonte) იპოლიტო - იტალიელი პოეტი (1753-1828).
პინდემონტე (Pindemonte) ჯოვანი - იტალიელი პოეტი და დრამატურგი (1751-1812).
პინელ-ი (Pinel) ფილიპ - ფრანგი ექიმი (1745-1826).
პინერო (Pinero) ართურ უინგ - ინგლისელი დრამატურგი (1855-1934).
პინოჩეტ უგარტე (Pinochet Ugarte) აუგუსტო - ჩილეს სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1915-2006).
პინსონ-ი (Pinzón) ვისენტე იანიეს - ესპანელი ზღვაოსანი (1460-დაახლ.1524).
პინსონ-ი (Pinzón) მარტინ ალონსო - ესპანელი ზღვაოსანი (დაახლ. 1440-1493).
პინტერ-ი (Pinter) ჰაროლდ - ინგლისელი დრამატურგი (1930-2008).
პინტილიე (Pintilie) ილიე - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1940).
პინტორ-ი (Pintor) ჯაიმე - იტალიელი ანტიფაშისტი, კომუნისტი, მწერალი და კრიტიკოსი (1919-1943).
პინტოს პერეირა (Pintos Pereyra) ფრანსისკო რიკარდო - ურუგვაის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1880-1968).
პინტუ და კოშტა (Pinto da Costa) მანუელ - სან-ტომესა და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1938 -)
პინტურიკიო (Pinturicchio; საკუთრივ - ბერნარდინო დი ბეტო დი ბიაჯო, Bernardino di Betto di Biagio) - იტალიელი ფერმწერი (დაახლ. 1454-1513).
პიო (Pio) ლუი - დანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1841-1894).
პიოვენე (Piovene) გუიდო - იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი (1907-1974).
პიომბო სებასტიანო დელ, /იხ. სებასტიანო დელ პიომბო.
პიპინ მოკლე (ლათ. Pippinus Brevis) - ფრანკთა მეფე (714 ან 715 - 768).
პიპკოვ-ი (Пипков) ლიუბომირ - ბულგარელი კომპოზიტორი, პედაგოგი (1904-1974).
პირანდელო (Pirandello) ლუიჯი - იტალიელი მწერალი (1867-1936).
პირანეზი (Piranesi) ჯოვანი ბატისტა - იტალიელი გრავიორი და არქიტექტორი (1720-1778).
პირენ-ი (Pirenne) ანრი - ბელგიელი ისტორიკოსი (1862-1935).
პირვან-ი (Părvan) ვასილე - რუმინელი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1882-1927).
პირი (Peary) რობერტ ედუინ - ამერიკელი არქტიკის მკვლევარი (1856-1920).
პირკე (Pirquet) კლემენს - ავსტრიელი პათოლოგი და პედიატრი (1874-1929).
პირკჰაიმერ-ი (Pirckheimer, Pirkheimer) ვილიბალდ - გერმანელი ჰუმანისტი (1470-1530).
პირონ-ი (Pyrhon) - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. ძვ. წ. 365-დაახლ. 270).
პიროს-ი (Pyrros) - ეპირის მეფე (ძვ. წ. 319-273).
პირს-ი (Peirce) ჩარლზ სანტიაგო სანდერზ - ამერიკელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი და ბუნებისმეტყველი (1839-1914).
პირსონ-ი (Pearson) კარლ - ინგლისელი მათემატიკოსი, ბიოლოგი, ფილოსოფოსი (1857-1936).
პირსონ-ი (Pearson) ლესტერ ბოულზ - კანადის სახელმწ. მოღვაწე (1897-1972).
პისარო (Pissarro) კამილ ჟაკობ - ფრანგი ფერმწერი (1831-1903).
პისარო (Pizarro) ფრანსისკო - ესპანელი კონკისტადორი (1470-სა და 1475-ს შორის - 1541).
პისისტრატე (Peisistratos) - ათენის ტირანი (ძვ. წ. VI ს.).
პისკატორ-ი (Piscator) ერვინ - გერმანელი რეჟისორი (1893-1966).
პისკატორ-ი (Piscator) ნიკოლას იოანის [საკუთრივ - ვისხერი (Visscher) კლას იანს უმცროსი] - ჰოლანდიელი გამომცემელი და გრავიორი (დაახლ. 1586-1652).
პიტ-ი (Pitt) უილიამ უმცროსი - დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1759-1806).
პიტ-ი (Pitt) უილიამ უფროსი, გრაფი ჩათამი (Chatham) - დიდი ბრიტანეთის სახელმწ. მოღვაწე (1708-1778).
პიტერ არტსენ-ი (Pieter Aertsen) - ნიდერლანდელი ფერმწერი (1508 ან 1509-1575).
პიტერზ-ი (Peters) რუდოლფ ალბერტ - ინგლისელი ბიოქიმიკოსი (1889-1982).
პიტერმან-ი (Pittermann) ბრუნო - ავსტრიის პოლიტ. მოღვაწე (1905-1983).
პიტოევ-ი (Pitoëff) ლუდმილა - ფრანგი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1895-1951).
პიტოევ-ი (Pitoëff) ჟორჟ - ფრანგი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე (1884-1939).
პიტრე (Pitré) ჯუზეპე - იტალიელი ეთნოგრაფი და ფოლკლორისტი (1841-1916).
პიტრი, პიტრი ფლინდერზი (Petrie Flinders) უილიამ მეთიუ - ინგლისელი ეგვიპტოლოგი და არქეოლოგი (1853-1942).
პიტ-რივერზ-ი (Pitt-Rivers) ოგასტეს ჰენრი (ნამდვ. გვარი - ლეინ-ფოქსი, Lane Fox) - ინგლისელი არქეოლოგი (1827-1900).
პიუვი დე შავან-ი (Puvis de Chavannes) პიერ - ფრანგი ფერმწერი (1824-1898).
პიუჟე (Puget) პიერ - ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორი (1620-1694).
პიუს I (ლათ. Pius) - რომის პაპი 140-154 წლებში.
პიუს II (ლათ.Pius, ერისკაცობაში - ენეა სილვიო პიკოლომინი, Piccolomini) - რომის პაპი (1405-1464).
პიუს III (ლათ.Pius, ერისკაცობაში - ფრანჩესკო ტოდესკინი-პიკოლომინი, Todescini-Piccolomini) - რომის პაპი 1503 წელში
პიუს IV (ლათ.Pius, ერისკაცობაში - ჯოვანი ანჯელო მედიჩი, Medici)-რომის პაპი (1499-1565).
პიუს V (ლათ.Pius, ერისკაცობაში - მიკელე გისლიერი, Ghislieri) - რომის პაპი (1504-1572).
პიუს VI [ლათ. Pius, ერისკაცობაში - ჯოვანი ანჯელო (შემოკლებით -ჯანანჯელო) ბრასკი, Brasci] - რომის პაპი (1717-1799).
პიუს VII (ლათ. Pius, ერისკაცობაში - გრეგორიო ლუიჯი ბარნაბა კიარამონტი, Chiaramonti) - რომის პაპი (1742-1823).
პიუს VIII (ლათ.Pius, ერისკაცობაში - ფრანჩესკო სავერიო კასტილიონი, Castiglioni) - რომის პაპი (1761-1830).
პიუს IX (ლათ.Pius, ერისკაცობაში - ჯოვანი მარია მასტაი-ფერეტი, Mastai-Ferreti) - რომის პაპი (1792-1878).
პიუს X (ლათ. Pius, ერისკაცობაში - ჯუზეპე მელკიორე სარტო, Sarto) - რომის პაპი (1835-1914).
პიუს XI (ლათ. Pius, ერისკაცობაში - აკილე რატი, Ratti) – რომის პაპი (1857-1939).
პიუს XII (ლათ. Pius, ერისკაცობაში - ეუჯენიო პაჩელი, Pacelli) - რომის პაპი (1876-1958).
პიქტე (Pictet) ამე - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1857-1937).
პიშეგრიუ (Pichegru) შარლ - საფრანგეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1761-1804).
პიჩინი (Piccinni) ნიკოლა ვინჩენცო - იტალიელი კომპოზიტორი (1728-1800).
პიცეტი (Pizzetti) ილდებრანდო - იტალიელი კომპოზიტორი (1880-1968).
პიცინატო (Pizzinato) არმანდო - იტალიელი ფერმწერი (1910-2004).
პლავტუს-ი ტიტუს მაქციუს (Titus Maccius Plautus) - რომაელი კომედიოგრაფი (დაახლ. ძვ. წ. 250 - დაახლ. 184).
პლანკ-ი (Planck) მაქს კარლ ერნსტ ლუდვიგ - გერმანელი ფიზიკოსი (1858-1947).
პლანკეტ-ი (Planquette) რობერ - ფრანგი კომპოზიტორი (1848-1903).
პლანკეტ-ი (Plunkett) ჯოზეფ მერი - ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1887-1916).
პლანტაგენეტები (Plantagenets), ანჟუს დინასტია - ინგლისის სამეფო დინასტია (1154-1399).
პლანტენ-ი (Plantin, Plantijn) კრისტოფ - ნიდერლანდელი მესტამბე-გამომცემელი, სწავლული (დაახლ. 1520 - 1589).
პლანშონ-ი (Planchon) როჟე - ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი (დ. 1931-).
პლასიდო (Plácido; ნამდვ. სახელი და გვარი - გაბრიელ დე ლა კონსეფსიონ ვალდესი, Valdès) - კუბელი პოეტი (1809-1844).
პლასკეტ-ი (Plaskett) ჯონ სტენლი - კანადელი ასტრონომი (1865-1941).
პლატენ-ი (Platten) ფრიდრიხ (ფრიც) - შვეიცარიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1883-1942).
პლატონ-ი (Platõn) - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ. 428 ან 427-348 ან 347).
პლევენ-ი (Pleven) რენე - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1901-1993).
პლეის-ი (Place) ფრანსის - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე (1771-1854).
პლესნერ-ი (Plessner) ჰელმუტ - გერმანელი ფილოსოფოსი (გფრ) (1892-1985).
პლითონ-ი (Plẽthõn) გეორგიოს გემისტე - ბიზანტიელი ფილოსოფოსი (დაახლ. 1355-1452).
პლინიუს უმცროსი, გაიუს პლინიუს ცეცილიუს სეკუნდუსი (Gaius Plinius Caecilius Secundus, Junior ან Minor) - რომაელი მწერალი და სახელმწ. მოღვაწე (61/62-113/114).
პლინიუს უფროსი, გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (Gaius Plinius Secundus; Maior) - რომაელი მწერალი, სწავლული და სახელმწ. მოღვაწე (23/24 - 79).
პლიუკერ-ი (Plücker) იულიუს - გერმანელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი (1801-1868).
პლონსკი (Płoński) მიხაილ - პოლონელი მხატვარი და გრავიორი (1778-1812).
პლოტინე (Plōtinos) - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. 204/205 – 269/270).
პლუდრა (Pludra) ბენო - გერმანელი მწერალი (გდრ) (დ. 1925-).
პლუტარქე (Plutarchos) - ძვ. ბერძენი მწერალი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი (დაახლ. 46/50 – 125/127).
პნიევსკი (Pniewski) ბოგდან - პოლონელი არქიტექტორი (1897-1965).
პო (Poe) ედგარ ალან - ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი (1809-1849).
პობლეტე, პობლეტე დე ესპინოსა (Poblete de Espinosa) ოლგა - ჩილეს საზ. მოღვაწე ქალი (1908-1999).
პოგაჩიჩ-ი (Pogačić) ვლადიმირ - იუგოსლავიელი კინორეჟისორი და სცენარისტი (დ. 1919).
პოგენდორფ-ი (Poggendorff) იოჰან კრისტიან - გერმანელი ფიზიკოსი (1796-1877).
პოდებრად-ი იირჟი (Jiři z Poděbrad) - ჩეხიის მეფე (1420-1471).
პოზნერ-ი (Pozner) ვლადიმირ - ფრანგი მწერალი (1905-1992).
პოიტინგერ-ი (Peutinger) კონრად - გერმანელი ჰუმანისტი (1465-1547).
პოკორნი (Pokorny) იულიუს - გერმანელი კელტოლოგი და ინდოევროპეისტი (გფრ) (1887-1970).
პოკორნი (Pokorný) კარელ - ჩეხი მოქანდაკე (1891-1962).
პოლ-ი (Pol) ვინცენტი - პოლონელი პოეტი (1807-1872).
პოლაიოლო (Pollaiolo, Pollaiuolo; საკუთრივ - ბენჩი, Benci) - იტალიელი ფერმწერი, მოქანდაკე, იუველირი და გრავიორი (1433-1498).
პოლაკ-ი (Polak) კარლ - გერმანელი საზ. მოღვაწე და მეცნიერი იურისტი (გდრ) (1905-1963).
პოლაკ-ი (Pollack) მიხაი - უნგრელი არქიტექტორი (1773-1855).
პოლ-ბონკურ-ი (Paul-Boncour) ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1873-1972).
პოლენც-ი (Polenz) ვილჰელმ ფონ - გერმანელი მწერალი (1861-1903).
პოლიანოვ-ი (Полянов) დიმიტრ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - დიმიტრ ივანოვ პოპოვი) - ბულგარელი პოეტი (1876-1953).
პოლიბიოს-ი (Polybios) - ძვ. ბერძენი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 200/201 - დაახლ. 120).
პოლიგნოტე (Polygnõtos) - ძვ. ბერძენი მხატვარი (დ. დაახლ. ძვ. წ. 510).
პოლიგნოტე (Polygnõtos) პირველი - ძვ. ბერძენი ლარნაკმწერი (ძვ. წ. V ს. III მეოთხედი).
პოლივკა (Polivka) იირჟი - ჩეხი ფოლკლორისტი, ლინგვისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი (1858-1933).
პოლიკლიტე (Polykleitos) არგოსელი - ძვ. ბერძენი მოქანდაკე და ხელოვნების თეორეტიკოსი (ძვ. წ. V ს. II ნახ.).
პოლიკლიტე (Polykleitos) უმცროსი - ძვ. ბერძენი არქიტექტორი (ძვ. წ. IV ს.).
პოლიმედე არგოსელი (Polymẽdẽs ho Argeinos) – ძვ. ბერძენი მოქანდაკე (მოღვაწეობდა დაახლ. ძვ. წ. VII-VI სს. მიჯნაზე).
პოლინგ-ი (Pauling) ლაინუს კარლ - ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, საზ. მოღვაწე (1901-1994).
პოლინიაკ-ი (Polignac) ოგიუსტ ჟიულ არმან მარი - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1780-1847).
პოლიტ-ი (Pollitt) ჰარი - ინგლისისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1890-1960).
პოლიტცერ-ი (Politzer ) ჟორჟ - ფრანგი ფილოსოფოსი (1903-1942).
პოლიტცერ-ი (Politzer ) ადამ - ავსტრიელი ექიმი (1835-1920).
პოლიციანო (Poliziano; ნამდვ. გვარი - ამბროჯინი, Ambrogini) ანჯელო - იტალიელი პოეტი, ფილოლოგი (1454-1494).
პოლო (Polo) მარკო - იტალიელი მოგზაური და მწერალი (დაახლ. 1254-1324).
პოლოკ-ი (Pollock) ჯექსონ - ამერიკელი ფერმწერი (1912-1956).
პოლუს-ი (Paulus) პიერ - ბელგიელი ფერმწერი (1881-1959).
პომბალ-ი (Pombal) სებასტიან ჟოზე - პორტუგალიის სახელმწ. მოღვაწე (1699-1782).
პომპადურ-ი (Pompadour) ჟან ანტუანეტ პუასონი (Poisson) მარკიზა დე - საფრანგეთის მეფის, ლუი XV-ის ფავორიტი ქალი (1721-1764).
პომპეუს-ი გნეუს მაგნუს (Gnaeus Pompeius Magnus) - რომაელი სარდალი და პოლიტ. მოღვაწე (ძვ. წ. 106-48).
პომპეუს-ი სექსტუს (Sextus Pompeius) რომაელი სარდალი და პოლიტ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 75-35).
პომპიდუ (Pompidou) ჟორჟ - საფრანგეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1911-1974).
პომპონაცი (Pomponazzi) პიეტრო - იტალიელი ფილოსოფოსი (1462-1525).
პომპონიუს-ი (Pomponius) სექსტუს - რომაელი იურისტი (ახ. წ. II ს.).
პომპონიუს ლეტუს-ი, / იხ. ლეტუს პომპონიუსი.
პონიატოვსკი (Poniatowski) იუზეფ - პოლონელი გენერალი, საფრანგეთის მარშალი (1763-1813).
პონიატოვსკი (Poniatowski) სტანისლავ ავგუსტ - პოლონეთის მეფე (1732-1798).
პონიჩან-ი (Poničan) იან (ფსევდ.- რობი, Rob) – სლოვაკი მწერალი (1902-1978).
პონკიელი (Ponchielli) ამილკარე - იტალიელი კომპოზიტორი (1834-1886).
პონსე დე ლეონ-ი (Ponce de León) - ესპანელი კონკისტადორი (დაახლ. 1460-1521).
პონსელე (Poncelet) ჟან ვიქტორ - ფრანგი მათემატიკოსი და ინჟინერი (1788-1867).
პონტი (Ponti) ჯო (საკუთრივ ჯოვანი) - იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი (1891-1979).
პონტიაკ-ი (Pontiac) - ინდიელთა ტომის ბელადი, ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ მიმართული აჯანყების მეთაური (დაახლ. 1720-1769).
პონტოპიდან-ი (Pontoppidan) ჰენრიკ - დანიელი მწერალი (1857-1943).
პონტორმო (Pontormo, საკუთრივ - იაკოპო კარუჩი, Carrucci) - იტალიელი ფერმწერი (1494-1557).
პონციუს პილატე (Pontius Pilatus) – იუდეის რომაელი პროკურატორი (ძვ. წ. I ს. დასასრ.- ახ. წ. I ს. დასაწყ.).
პოპერ-ი (Popper) დავიდ - ჩეხი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და პედაგოგი (1843-1913).
პოპერ-ი (Popper) კარლ რაიმუნდ - ავსტრიელი და ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი და სოციოლოგი (1902-1994).
პოპესკუ-გოპო (Popescu-Gopo) იონ - რუმინელი კინორეჟისორი და მხატვარი (1923-1989).
პოპოვ-ი (Попов) ბლაგოი - ბულგარეთისა და საერთაშორისო ახალგაზრდობისა და მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1902-1968).
პოპოვ-ი (Попов) მეთოდე ატანასოვ - ბულგარელი ბიოლოგი (1881-1954).
პოპოვა (Попова) მარტა ივანოვა - ბულგარელი მსახიობი ქალი (1891-1978).
პოპოვა (Попова) როზა მიხაილოვა - ბულგარელი მსახიობი ქალი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1879-1949).
პოპოვიჩ-ი (Поповиħ) იოვან - სერბი მწერალი და პუბლიცისტი (1905-1952).
პოპოვიჩ-ი (Popovici) ტიტუს - რუმინელი მწერალი და სცენარისტი (1930-1994)
პოპტომოვ-ი (Поптомов) ვლადიმირ ტომოვ - ბულგარეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ბულგარეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1890-1952).
პორჟეზინსკი ვიქტორ კარლის ძე - რუსი და პოლონელი ენათმეცნიერი (1870-1929).
პორსელის-ი (Porcellis) იან - ჰოლანდიელი ფერმწერი (დაახლ. 1584-1632).
პორტა (Porta) კარლო - იტალიელი პოეტი (1775-1821).
პორტა (Porta) ჯაკომო დელა - იტალიელი არქიტექტორი (1540-1602).
პორტალ-ი (Portal) ჩარლზ ფრედერიკ ალჯერნონ - დიდი ბრიტანეთის სამხ. მოღვაწე, მარშალი (1893-1971).
პორტან-ი (Porthan) ჰენრიკ გაბრიელ - ფინელი განმანათლებელი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი (1739-1804).
პორტერ-ი (Porter) როდნი რობერტ - ინგლისელი იმუნოლოგი, ბიოქიმიკოსი (1917-1985).
პორტერ-ი (Porter) ჯორჯ - ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1920-2002)
პორტინარი (Portinari) კანდიდო - ბრაზილიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1903-1962).
პორუმბესკუ (Porumbescu) ჩიპრიან - რუმინელი კომპოზიტორი, დირიჟორი (1853-1883).
პორფირიოს-ი (Porphyrios), პორფირი ტვირელი - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. 233- დაახლ. 304).
პორციგ-ი (Porzig) ვალტერ - გერმანელი ფილოლოგი (1895-1961).
პოსარტ-ი (Possart) ერნსტ - გერმანელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრ. მოღვაწე (1841-1921).
პოსტ-ი (Post) ემილ ლეონ - ამერიკელი მათემატიკოსი და ლოგიკოსი (1897-1954).
პოტ-ი (Pott) ავგუსტ ფრიდრიხ - გერმანელი ენათმეცნიერი (1802-1887).
პორტგიტერ-ი (Potgiter) ევერარდ იოჰან - ნიდერლანდელი მწერალი და კრიტიკოსი (1808-1875).
პოტენ-ი (Potain) პიერ კარლ ედუარ - ფრანგი თერაპევტი და მეცნიერი (1825-1901).
პოტერ-ი (Potter) პაულუს - ჰოლანდიელი ფერმწერი და ოფორტისტი (მიონათლა 1625-1654).
პოტიე (Pottier) ეჟენ - ფრანგი პოეტი (1816-1887).
პოტოცკი (Potocki) ვაცლავ - პოლონელი პოეტი (1621-1696).
პოტოცკი (Potocki) იან - პოლონელი ისტორიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი, მოგზაური; აქვს ცნობები საქართველოზე (1781-1815).
პოტრჩ-ი (Potrč) ივან - სლოვენი მწერალი (დ. 1913-).
პოტჰასტ-ი (Potthast) ავგუსტ - გერმანელი ისტორიკოსი (1824-1898).
პოუგ-ი (Pogue) უილიამ - აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (დ. 1930 -)
პოუელ-ი (Powell) ჯონ უეზლი - ამერიკელი გეოლოგი, გეომორფოლოგი (1834-1902).
პოულიკ-ი (Poulik) იოსეფ - ჩეხოსლოვაკიელი არქეოლოგი (1910-1998).
პოუპ-ი (Pope) ალეგზანდერ - ინგლისელი პოეტი (1688-1744).
პოშეპნი (Pošepný) ფრანტიშეკ ბერგრატ - ჩეხი გეოლოგი (1836-1895).
პრადო (Prado) ჩავეს ხორხე დელ - პერუს მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1910-1999).
პრაისლერ-ი (Preiβler) ჰელმუტ - გერმანელი მწერალი (გდრ) (დ. 1925).
პრამუდია ანანტა ტურ-ი, / იხ. ტურ პრამუდია ანანტა.
პრანდტლ-ი (Prandtl) ლუდვიგ - გერმანელი მეცნიერი მექანიკის დარგში (1875-1953).
პრასად-ი რაჯენდრა - ინდოეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1884-1963).
პრასად-ი ჯაიშანკარ - ინდოელი მწერალი (1889-1937).
პრატ-ი (Pratt) ჯეიმზ ბისეტ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1875-1944).
პრატოლინი (Pratolini) ვასკო - იტალიელი მწერალი (1913-1991).
პრაქსიტელე (Praxitelẽs) - ძვ. ბერძენი მოქანდაკე (დაახლ. ძვ. წ. 390-დაახლ. 330).
პრებისლავ-ი - ბოდრიჩების მთავარი, მეკლენბურგების დინასტიის მამამთავარი (გერმანია) (გ. 1178).
პრებიშ-ი (Prebisch) რაულ - არგენტინელი ეკონომისტი (1901-1986).
პრეგლ-ი (Pregl) ფრიც - ავსტრიელი ქიმიკოსი (1869-1930)
პრედა (Preda) მარინ - რუმინელი მწერალი (1922-1980).
პრევერ-ი (Prévert) ჟაკ - ფრანგი პოეტი (1900-1977).
პრევილ-ი (Préville; ნამდვ. სახელი და გვარი - პიერ ლუი დიუბიუსი, Dubus) - ფრანგი მსახიობი (1721-1799).
პრევო (Prévost) ეჟენ მარსელ - ფრანგი მწერალი (1862-1941).
პრევო დ’ეგზილ-ი (Prévost d΄Exiles) ანტუან ფრანსუა - ფრანგი მწერალი (1697-1763).
პრელოგ-ი (Prelog) ვლადიმირ - შვეიცარიელი ქიმიკოსი (1906-1998).
პრემჩანდ-ი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი - დჰანპატრაი შრივასტავი) - ინდოელი მწერალი და პუბლიცისტი (1880-1936).
პრეჟიჰოვ ვორანც-ი (Prežihov Voranc) (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ლოვრო კუჰარი, Lovro Kuhar) - სლოვენი მწერალი (1893-1950).
პრერადოვიჩ-ი (Preradović) პეტარ - ხორვატი პოეტი (1818-1872).
პრესკოტ-ი (Prescott) უილიამ ჰიკლინგ - ამერიკელი ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე (1796-1859).
პრესლ-ი (Presl) იან სვატოპლუკ - ჩეხი მეცნიერი (1791-1849).
პრესლ-ი (Presl) კარელ ბორჟივოი - ჩეხი მეცნიერი (1794-1852).
პრესტეს-ი (Prestes) ლუის კარლოს - ბრაზილიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898-1990).
პრეტორიუს-ი (Pretorius) ანდრიეს ვილჰელმუს იაკობუს - ბურების პოლიტ. მოღვაწე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) (1798-1853).
პრეტორიუს-ი (Pretorius) მარტინუს ვესელს - ბურების პოლიტ. მოღვაწე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) (1819-1901).
პრეშერნ-ი (Prešéren) ფრანცე - სლოვენი პოეტი (1800-1849).
პრიბიჩევიჩ-ი (Прибиħевиħ) სვეტოზარ - სერბიის პოლიტ. მოღვაწე (1875-1936).
პრიგოჟინ-ი (Prigogine) ილია რომანის-ძე - ბელგიელი ფიზიკოსი (1917-2003).
პრიდი პანომიონგ-ი - ტაილანდის (სიამის) პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1900-1983).
პრიეტო, პრიეტო ტუერო (Prieto Tuero) ინდალესიო - ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1883-1962).
პრითვირაჯ III - ჩრდ. ინდოეთის ტერიტორიაზე არსებული ჩაუჰანების სახელმწიფოს მმართველი (XII ს.).
პრიმ-ი, პრიმ ი პრატსი (Prim y Prats) ხუან - ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1814-1870).
პრიმო დე რივერა, პრიმო დე რივერა ი ორბანეხა (Primo de Rivera y Orbaneja), მარკიზი დე ესტელია (de Estella) მიგელ - ესპანეთის სახელმწ. მოღვაწე (1870-1930).
პრიმო დე რივერა, პრიმო დე რივერა ი საენს დე ერედია (Primo de Rivera y Saenz de Heredia) ხოსე ანტონიო - ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1903-1936).
პრინგლ-ი (Pringle) ჯონ - შოტლანდიელი ექიმი (1707-1782).
პრინგსჰაიმ-ი (Pringsheim) ნათანაელ - გერმანელი ბოტანიკოსი (1823-1894).
პრინსტერერ გრუნ ვან-ი, / იხ. გრუნ ვან პრინსტერერი.
პრისკე პანიონელი (Priskos Panites) - ბიზანტიელი ისტორიკოსი (გ. 472-ის შემდეგ).
პრისტლი (Priestley) ჯოზეფ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ქიმიკოსი, საზ. მოღვაწე (1733-1804).
პრისტლი (Priestley) ჯონ ბოინტონ - ინგლისელი მწერალი (1894-1984).
პრიტ-ი (Pritt) დენის ნოუელ - ინგლისელი იურისტი და საზ. მოღვაწე (1887-1972).
პრიუდონ-ი (Prud΄hon) პიერ პოლ - ფრანგი ფერმწერი (1758-1823).
პრიუნიერ-ი (Prunières) ანრი - ფრანგი მუსიკათმცოდნე (1886-1942).
პრიჩარდ-ი (Prichard) კათარინ სიუზანა - ავსტრალიელი მწერალი ქალი (1884-1969).
პროდანოვიჩ-ი (Продановиħ) იაშა - იუგოსლავიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1867-1948).
პროვაცეკ-ი (Prowazek) სტანისლავ - ავსტრიელი ზოოლოგი (1875-1915).
პროკლე (Proklos) დიადოქოსი - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (410-485).
პროკოპ დიდი (Prokop Veliky) პროკოპ ტიტველი (Prokop Holý) - ჰუსიტთა რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხიაში (დაახლ. 1380-1434).
პროკოპი კესარიელი (Prokopios Kaesariensis) - ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი, კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი (დაახლ. 507-562-ის შემდეგ).
პროკოპ მცირე (Prokop Malý), პროკუპეკი (Prokůpek) - ჰუსიტთა რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ჩეხიაში (გ. 1434).
პროკულუს-ი (Proculus) - რომაელი იურისტი (ახ. წ. I ს.).
პროპერციუს-ი სექსტუს (Sextus Propertius) - რომაელი პოეტი (ძვ. წ. 47-დაახლ. 15).
პროტაგორა (Protagoras) აბდერელი - ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. ძვ. წ. 480-410).
პროტო (Protot) შარლ ლუი ეჟენ - პარიზის კომუნის (1871) წევრი (1839-1921).
პროქტერ-ი (Procter) ბრაიან უოლერ (ნამდვ. სახელი და გვარი; ფსევდ.-ბარი კორნუოლი, Cornwall) - ინგლისელი მწერალი (1787-1874).
პროხასკა (Procháska), პროხაზკა (Procházka) იირჟი (გეორგ) - ჩეხი ფიზიოლოგი, ანატომი, ოფთალმოლოგი (1749-1820).
პრჟემისლ I (Přemysl) ოტოკარი - ჩეხიის მთავარი (გ. 1230).
პრჟემისლ II (Přemysl) - ჩეხიის მეფე (დაახლ. 1230-1278).
პრჟემისლოვიჩები - ჩეხი მთავრებისა და მეფეების დინასტია (IX-XIV სს.).
პრუდონ-ი (Proudhon) პიერ ჟოზეფ - ფრანგი წვრილბურჟუაზიული სოციალისტი, ანარქიზმის თეორეტიკოსი (1809-1865).
პრუნარიუ (Prunariu) დუმიტრუ - რუმინეთის კოსმონავტი მკვლევარი (დ. 1952-).
პრუს-ი (Prus) ბოლესლავ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ალექსანდრ გლოვაცკი, Glowacki) - პოლონელი მწერალი (1847-1912).
პრუსტ-ი (Proust) მარსელ - ფრანგი მწერალი (1871-1922).
პრუსტ-ი (Proust) ჟოზეფ ლუი - ფრანგი ქიმიკოსი (1754-1826).
პრუხა (Průcha) იაროსლავ - ჩეხოსლოვაკიელი მსახიობი, რეჟისორი (1898-1963).
პრუხნიაკ-ი (Próchniak) ედუარდ (პარტ. ფსევდ.-„სევერი“, Sewer) - პოლონეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1888-1937).
პტი (Petit) ალექსი ტერეზ - ფრანგი ფიზიკოსი (1791-1820).
პტი-დიუტაი (Petit-Dutaillis) შარლ - ფრანგი ისტორიკოსი (1868-1947).
პტოლემე (Ptolemaios) კლავდიოს - ძვ. ბერძენი ასტრონომი (II ს.).
პტოლემეები (ბერძნ. Ptolemaioi), ლაგიდები (Lagidai) - სამეფო დინასტია ელინისტურ ეგვიპტეში (ძვ. წ. 305-30).
პუაზეი (Poiseuille) ჟან ლუი მარი - ფრანგი ექიმი და ფიზიკოსი (1799-1869).
პუანკარე (Poincaré) ჟიულ ანრი - ფრანგი მათემატიკოსი (1854-1912).
პუანკარე (Poincaré) რაიმონ - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1860-1934).
პუანსო (Poinsot) ლუი - ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი (1777-1859).
პუასონ-ი (Poisson) სიმეონ დენი - ფრანგი მეცნიერი მექანიკის, მათემატიკისა და მათემატიკური ფიზიკის დარგში (1781-1840).
პუიმანოვა (Pujmanová) მარია - ჩეხი მწერალი ქალი (1893-1958).
პულენკ-ი (Poulenc) ფრანსის - ფრანგი კომპოზიტორი (1899-1963).
პულჩი (Pulci) ლუიჯი - იტალიელი პოეტი (1432-1484).
პუნი (Pugni) ჩეზარე - იტალიელი კომპოზიტორი (1802-1870).
პუპინ-ი (Pupin) მაიკლ (მიხაილო) - ამერიკელი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი; წარმოშობით სერბი (1858-1935).
პურბახ-ი (Purbach), პოიერბახი (Peuerbach) გეორგ - ავსტრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი (1423-1461).
პურკინიე (Purkynĕ) კარელ - ჩეხი ფერმწერი (1834-1868).
პურკინიე (Purkynĕ) იან ევანგელისტა - ჩეხი ბიოლოგი და საზ. მოღვაწე (1787-1869).
პურტალეს-ი (Pourtalés) ფრიდრიხ - გერმანელი დიპლომატი (1853-1928).
პუსენ-ი (Poussin) ნიკოლა - ფრანგი ფერმწერი (1594-1665).
პუ სუნლინ-ი (ფსევდ. - ლიაო ჯაი) - ჩლნელი მწერალი (1640-1715).
პუტრამენტ-ი (Putrament) იეჟი - პოლონელი მწერალი (1910-1986).
პუფენდროფ-ი (Pufendorf) სამუელ - გერმანელი განმანათლებელი (1632-1694).
პუჩინი (Puccini) ჯაკომო - იტალიელი კომპოზიტორი (1858-1924).
პუციჩ-ი (Pucić) მედო - ხორვატიის პოლიტ. და საზ. მოღვაწე, ისტორიკოსი, პოეტი (1821-1882).
პუხლევ-ი (Пухлев) ალექსი რომანოვ - ბულგარელი ექიმი, მეცნიერი (1905-1979).
პუხტა (Puchta) გეორგ ფრიდრიხ - გერმანელი მეცნიერი იურისტი (1798-1846).
პფაიფერ-ი (Pfeiffer) რიხარდ - გერმანელი ბაქტერიოლოგი, იმუნოლოგი და ჰიგიენისტი (1858-1945).
პფაფ-ი (Pfaff) იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი მათემატიკოსი (1765-1825).
პფეფერ-ი (Pfeffer) ვილჰელმ - გერმანელი ბოტანიკოსი (1845-1920).
პფლიუგერ-ი (Pflüger) ედუარდ ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი ფიზიოლოგი (1829-1910).
პფულ-ი (Pfuel) კარლ ლუდვიგ ავგუსტ - პრუსიელი სამხ. თეორეტიკოსი (1757-1826).