უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ბ
ბაადე (Baade) ვალტერ (უოლტერ) - გერმანელი ასტრონომი; 1931–1958 წლებში მუშაობდა აშშ-ში (1893 – 1960).
ბაადე (Baade) ფრიც - გერმანელი ეკონომისტი (გფრ) (1893 – 1974).
ბაადერ-ი (Baader) ფრანც ქსავერ ფონ - გერმანელი ფილოსოფოსი, ბუნებისმეტყველი (1765 – 1841).
ბაბ-ი (ნამდვ. ლი - საიდ ალი მუფამადი)- ბაბიდების სექტის დამაარსებელი ირანში (1819 – 1850).
ბაბა, ბჰაბჰა ჰომი ჯეჰანგირ - ინდოელი ფიზიკოსი (1909 – 1966).
ბაბა (Baba) კორნელიუ - რუმინელი გრაფიკოსი (1906-1997).
ბაბა თაჰერ ურიან-ი - სპარსელი პოეტი-მისტიკოსი (დაახლ. 1000 - დაახლ. 1055).
ბაბა ფეღანი (მეტსახელი - ჰაფეზ მცირე) - ირანელი პოეტი (გ. 1516 ან 1519).
ბაბა ქუჰი შირაზი აბუ აბდ ალ-ლაჰ ალი იბნ მუჰამად - სპარსელი პოეტი-მისტიკოსი (გ. 1036 ან 1050/51).
ბაბეფ-ი (Babeuf) გრაკქუს (ნამდვ. სახელი - ფრანსუა ნოელი) - ფრანგი რევოლუციონერი (1760 – 1797).
ბაბექ-ი (ნამდვ. სახელი - ჰასანი) - სახალხო აჯანყების ბელადი აზერბაიჯანსა და დას. ირანში (დაახლ. 798/800 – 838).
ბაბინსკი (Babinski) ჟოზეფ - ფრანგი ექიმი (1857-1932).
ბაბიჩ-ი (Babics) ანტალ - უნგრელი ქირურგი (1902-1992).
ბაბიჩ-ი (-Babits) მიხაი - უნგრელი მწერალი (1883 – 1941).
ბაბრიოს-ი (Babrios) - ძვ. ბერძენი პოეტი-მეიგავე (IIს.).
ბაბურ-ი ზაჰირედინ მუჰამად - დიდ მოგოლთა სახელმწიფოს დამაარსებელი ინდოეთში (1483 – 1530).
ბაგესენ-ი (Baggesen) იენს - დანიელი მწერალი, მთარგმნელი და ფილოსოფოს-განმანათლებელი (1764-1826).
ბაგრიანა (Багряна) ელისავეტა (ნამდვ.გვარი - ბელჩევა, Белчева) - ბულგარელი პოეტი ქალი (1893-1991)
ბადი ალ-ზამან-ი აბუ ლ-ფადლ აჰმად იბნ ალ-ჰუსეინ ალ-ჰამადანი - არაბი მწერალი (968 - 1008).
ბადი ალ-ზამან ფორუზანფარ-ი - ირანელი ლიტერატურათმცოდნე და პოეტი (დ. 1900-).
ბადოლიო (Badoglio) პიეტრო - იტალიის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე, მარშალი (1871-1956).
ბაზარ-ი (Bazard) სენტ ამან - ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი (1791–1832).
ბაზედოვ-ი (Basedow, გერმ. გამოთქმით - ბაზედო) იოჰან ბერნჰარდ - გერმანელი პედაგოგი (1724–1790).
ბაზედოვ-ი (Basedow, გერმ. გამოთქმით - ბაზედო) კარლ - გერმანელი ექიმი (1799–1854).
ბაზენ-ი (Bazaine) აშელ ფრანსუა - საფრანგეთის მარშალი (1811–1888).
ბაზენ-ი (Bazin) ერვე (ნამდვ. სახელი და გვარი - ჟან პიერ მარი ერვე-ბაზენი, Hervé-Bazin) - ფრანგი მწერალი (1911–1996)
ალ-ბათანი აბუ აბდ ალ-ლაჰ მუჰამად იბნ ჯაბირ - არაბი ასტრონომი (858–929).
ბათო-ყაენი, ბათუ, საინ-ხანი - მონღოლი ხანი (ყაენი) (1208–1255).
ბაი (Baye) ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (Berthelot), ბარონ დე - ფრანგი არქეოლოგი (1853–1931).
ბაიაზიდ I ილდირიმ (Bayazid Yildirim) - ოსმალეთის სულთანი (1354 ან 1360–1403).
ბაიაზიდ ანსარი (ზედმეტი სახელი - ფირი როშანი) - ავღანელი პოეტი (1515 ან 1525-1585).
ბაიათი აბდ ალ-ვაჰაბ - არაბი პოეტი (ერაყი) (დ. 1926).
ბაიარ-ი (Bayar) მაჰმუდ ჯელალ - თურქეთის სახელმწ. მოღვაწე (დ.1883/1884-1960).
ბაიერ-ი (Baeyer) ადოლფ - გერმანელი ქიმიკოსი (1835–1917).
ბაიერ-ი (Bayer) გოტლიბ ზიგფრიდ (გერმ. ლიტერატურაში - თეოფილ ზიგფრიდი) - გერმანელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1694–1738).
ბაიერ-ი (Baeyer) იოჰან იაკობ - გერმანელი გეოდეზისტი (1794–1885).
ბაიერ-ი (Beyer) ფრანკ - გერმანელი კინორეჟისორი (1932-2006).
ბაიერნ-ი (Bayern) ფრიდრიხ (თედორე) სამუელის ძე - ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი (1817-1886).
ბაიი (Bailly) ჟან სილვენ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, ასტრონომი (1736-1793).
ბაილშტაინ-ი (Beilstein) ფრიდრიხ (თედორე თედორეს ძე) - ქიმიკოსი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ეროვნებით გერმანელი (1838-1906).
ბაიმლერ-ი (Beimler) ჰანს - გერმანელი კომუნისტი (1895-1936).
ბაიორ-ი (Bajor) გიზი - უნგრელი მსახიობი ქალი (1893-1951).
ბაირაქთარ-ი (Bayraktar) მუსტაფა-ფაშა - ოსმალეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1765-1808).
ბაირონ-ი (Byron) ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (1723-1786).
ბაირონ-ი (Byron) ჯორჯ ნოელ გორდონ - ინგლისელი პოეტი (1788-1824).
ბაიფ-ი (Baif) ჟან ანტუან დე - ფრანგი პოეტი (153-1589).
ბაიჩი-ჟილინსკი (Bajcsy Zsilinszky) ენდრე - უნგრეთის პოლიტ. მოღვაწე (1886-1944).
ბაკ-ი (Bacq) ზენონ მარსელ - ბელგიელი ფიზიოლოგი, ფარმაკოლოგი და რადიო-ბიოლოგი (1903-1983).
ბაკ-ი (Buck) პერლ - ამერიკელი მწერალი ქალი (1892-1973).
ბაკ-ი (Buck) ტიმ - კანადის კომუნისტური და მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1891-1973).
ბაკალოვ-ი (Бакалов) გეორგი ივანოვ - ბულგარელი პუბლიცისტი (1873-1939).
ბაკასირ-ი ალი აჰმედ - ეგვიპტელი დრამატურგი და მწერალი (1910-1969).
ბაკემა (Bakema) იაკობ ბერენდ - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1914-1981).
ბაკი (Baki) მაჰმუდ აბდულბაკი - თურქი პოეტი (1526-600).
ბაკინგემ-ი (Buckingham) ჯორჯ ვილერზ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1592-1628).
ბაკოვია (Bacovia, ფსევდ.; ნამდვ. გვარი - ვასილიუ, Vasiliu) ჯორჯე - რუმინელი პოეტი (1881-1957).
ბაკლუნდ-ი (Backlund) ჰელგე გეტრიკ - შვედი გეოლოგი და პეტროგრაფი (1878-1958).
ბაკქილიდე (Bakchylidēs) - ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. 505-450).
ბალაგერ-ი (Balaguer) ხოაკინ - დომინიკელთა რესპუბლიკის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1907-2002).
ალ-ბალაზური აჰმად იბნ იაჰია იბნ ჯაბირ - არაბი ისტორიკოსი (დაახლ. 820-892).
ბალამი აბუ ალი მუჰამად იბნ მუჰამად - სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (გ. 974 ან 996).
ბალანჩინ-ი (Balanchine) ჯორჯ (ნამდვ. სახელი და გვარი - ბალანჩივაძე გიორგი მელიტონის ძე) - ამერიკელი ბალეტმაისტერი; წარმოშობით ქართველი (1904-1983).
ბალაჟ-ი (Balázs) ბელა - უნგრელი მწერალი (1884-1949).
ბალარ-ი (Balard) ანტუან ჟერომ - ფრანგი ქიმიკოსი (1802-1876).
ბალაშა (Balassa), ბალაში (Balassi) ბალინტ - უნგრელი პოეტი (1554-1594).
ბალბო (Balbo) ჩეზარე - იტალიის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი და მწერალი (1789-1853).
ბალბოა ვასკო ნუნიეს დე, /იხ. ნუნიეს დე ბალბოა ვ.
ბალგოს-ი (Balgos) მარიანო - ფილიპინების მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1898–1954).
ბალდუნგ-ი (Baldung; მეტსახელი - გრინი, Grien) ჰანს - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დაახლ. 1484/85–1545).
ბალდუს-ი (Baldus), ბალდო (Baldo) - იტალიელი იურისტი (1327-1400).
ბალზაკ-ი (Balzac) ონორე დე - ფრანგი მწერალი (1799-1850).
ბალზაკ-ი (Balzac) ჟან ლუი გეზ დე - ფრანგი მწერალი (1597-1654).
ბალთაზარ-ი - ბაბილონის მეფის, ნაბონიდის შვილი (გ. ძვ. წ. 539).
ბალი (Bally) შარლ - შვეიცარიელი ენათმეცნიერი (1865-1947).
ბალინიო (Baliño) კარლოს - კუბელი რევოლუციონერი (1848–1926).
ბალინტ-ი (Balint) გაბრიელ - უნგრელი ენათმეცნიერი (1844-1913).
ბალკანსკი (Балкански) ნენკო დიმიტროვ - ბულგარელი ფერმწერი (1907-1977).
ბალმასედა (Balmaceda) ხოსე მანუელ - ჩილეს სახელმწ. მოღვაწე (დაახლ. 1840-1891).
ბალტიმორ-ი (Baltimore) დეივიდ - ამერიკელი ვირუსოლოგი (დ. 1938-).
ბალფურ-ი (Balfour) ართურ ჯეიმზ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1848-1930).
ბალფურ-ი (Balfour) ფრანსის მეიტლენდ - ინგლისელი ზოოლოგი (1851-1882).
ბალცერ-ი (Balzer) ოსვალდ მარიან - პოლონელი ისტორიკოსი (1858–1933).
ბალხი აბუ ლ-მუაიად - სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი (Xს. II ნახ.).
ბან-ი (Bán) ფრიდიეშ - უნგრელი კინორეჟისორი (1902-1969).
ბანახ-ი (Banach) სტეფან - პოლონელი მათემატიკოსი (1892-1945).
ბანგ-ი (Bang) ჰერმან - დანიელი მწერალი (1857-1912).
ბან გუ (მეორე სახელი - ბან მენძიანი) - ჩინელი ლიტერატორი და ისტორიკოსი (32-92).
ბანდა (Banda) ჰეისტინგზ კამუზუ - მალავის რესპუბლიკის სახელმწ. მოღვაწე (1902/1905-1997).
ბანდარანაიკე სირიმავო - შრი-ლანკის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე ქალი (1916-2000).
ბანდარანაიკე სოლომონ - ცეილონის (შრი-ლანკის) პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1899–1959).
ბანდელო (Bandello) მატეო - იტალიელი მწერალი (დაახლ. 1485-1561).
ბანდროვსკა-ტურსკა (Bandrowska-Turska) ევა - პოლონელი მომღერალი ქალი (1899-1979).
ბანერჯი პრამასანას - ინდოელი ეკონომისტი და საზ. მოღვაწე (1879-1964).
ბანერჯი სურენდრანათ - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1848-1925).
ბანვილ-ი (Banville) თეოდორ დე - ფრანგი პოეტი (1823-1891).
ბანზენ-ი (Bahnsen) იულიუს - გერმანელი ფილოსოფოსი (1830-1881).
ბანიან-ი (Bunyan) ჯონ - ინგლისელი მწერალი (1628–1688).
ბანკოვიჩ-ი (Банковиħ) - სერბიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1857-1911).
ბანკროფტ-ი (Bancroft) ჯორჯ - აშშ-ის პოლიტ. მოღვაწე (1800-1891).
ბანტინგ-ი (Banting) ფრედერიკ გრანტ - კანადელი ფიზიოლოგი (1891-1941).
ბანუშ-ი (Banuş) მარია - რუმინელი მწერალი ქალი (1914-1999).
ბანფი (Banfi) ჯან ლუიჯი - იტალიელი არქიტექტორი (1910-1945) - იხ. ბ პ რ.
ბან ჩაო - ჩინელი მხედართმთავარი და დიპლომატი (32-102).
ბაო-დაი (Bao-Dai) - ვიეტნამის უკანასკნელი იმპერატორი (1913-1997).
ბაო-ჯაო (მეორე სახელი - ბაო მინიუანი) - ჩინელი პოეტი (დაახლ. 414- დაახლ. 466).
ბარ-ი (Bart) ჟან - ფრანგი მეზღვაური (1650-1702).
ბარან-ი (Baran) პოლ - ამერიკელი ეკონომისტი (1910-1964).
ბარანგა (Baranga) აურელ - რუმინელი დრამატურგი (1913-1979).
ბარანდ-ი (Barrande) იოახიმ - პალეონტოლოგი და გეოლოგი; მოღვაწეობდა ჩეხიაში (1799–1883).
ბარანი (Barany) რობერტ - ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი (1876-1936).
ბარას-ი (Barras) პოლ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1755-1829).
ბარბარო (Barbaro) იოსაფატ - ვენეციელი ვაჭარი და დიპლომატი; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (1413-1494).
ბარბე დ’ორვილი (Barbey d’Aurevilly) ჟიულ ამედე - ფრანგი მწერალი (1808-1889).
ბარბერ-ი (Barber) სემიუელ - ამერიკელი კომპოზიტორი (1910-1981).
ბარბეს-ი (Barbès) არმან - ფრანგი წვრილბურჟუაზიული რევოლუციონერ-დემოკრატი (1809–1870).
ბარბიე (Barbier) ანრი ოგიუსტ - ფრანგი პოეტი (1805-1882).
ბარბიუს-ი (Barbusse) ანრი - ფრანგი მწერალი და საზ. მოღვაწე (1873-1935).
ბარბოზა (Barbosa) რუი - ბრაზილიელი პოლიტ. მოღვაწე (1849-1923).
ბარბონ-ი (Barbon) ნიკოლას - ინგლისელი ეკონომისტი (1640-1698).
ბარბუ (Barbu) ეუჯენ - რუმინელი მწერალი (1924-1993).
ბარდემ-ი, ბარდემ მუნიოსი (Bardem Munõs) ხუან ანტონიო - ესპანელი კინორეჟისორი, სცენარისტი (1922-2002).
ბარდინ-ი (Bardeen) ჯონ - ამერიკელი ფიზიკოსი (1908-1991).
ბარდოშ-ი (Bárdossy) ლასლო - უნგრეთის პოლიტ. მოღვაწე (1890-1946).
ბარე (Barre) მოჰამედ სიად - სომალის სახელმწ. მოღვაწე (1919-1995).
ბარენც-ი (Barents, Barendsz) ვილემ - ჰოლანდიელი ზღვაოსანი (დაახლ. 1550-1597).
ბარერ-ი, ბარერ დე ვიეზაკი (Barère de Vieuzac) ბერტრან - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, ადვოკატი (1755-1841).
ბარეს-ი (Barrès) მორის - ფრანგი მწერალი (1862–1923).
ბარზანი, მუსტაფა ალ-ბარზანი - ერაყის პოლიტ. მოღვაწე (1903-1979).
ბართ-ი (Barth) კარლ - შვეიცარიელი თეოლოგი (1886-1968).
ბართ-ი (Barth) თომას ფრედრიკ ვეიბეი - ნორვეგიელი პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი (1899-1971).
ბართ-ი (Barth) ჰაინრიხ - გერმანელი ისტორიკოსი, ფილოლოგი, გეოგრაფ-მოგზაური (1821-1865).
ბართოლინუს-ი (Bartholin, Bartholinus) თომას - დანიელი ანატომი (1616-1680).
ბართოლინუს-ი (Bartholin, Bartholinus) კასპარუს - დანიელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ანატომი, ფიზიკოსი და ფილოსოფოსი (1655–1738).
ბარი (Barye) ანტუან ლუი - ფრანგი მოქანდაკე და ფერმწერი (1795–1875).
ბარი (Barrie) ჯეიმზ მეთიუ - შოტლანდიელი მწერალი (1860–1937).
ბარიმორ-ი (Barrymore) ჯონ (ნამდვილი გვარი - ბლაითი, Blythe) - ამერიკელი მსახიობი (1882–1942).
ბარიოს-ი (Barrios) ხუსტო რუფინო - გვატემალის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1835-1885).
ბარკლა (Barkla) ჩარლზ - ინგლისელი ფიზიკოსი (1877-1944).
ბარ კოხბა - იუდეაში ანტირომაული აჯანყების (132-135) სამხ. ხელმძღვანელის, სიმონის, საპატიო მეტსახელი.
ბარკროფტ-ი (Barcroft) ჯოზეფ - ინგლისელი ფიზიოლოგი (1872-1974).
ბარკჰაუზენ-ი (Barkhausen) ჰაინრიხ გეორგ - გერმანელი მეცნიერი ელექტრონული ფიზიკისა და ელექტროტექნიკის დარგში (1881–1956).
ბარლახ-ი (Barlach) ერნსტ - გერმანელი მოქანდაკე, გრაფიკოსი და მწერალი (1870-1938).
ბარლეტი (ალბ. Barleti, ლათ. Barletius) მარინ - ალბანელი ისტორიკოსი (1450-1512).
ბარლიცკი (Barlicki) ნორბერტ სტანისლავ - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1880-1941).
ბარნავ-ი (Barnave) ანტუან - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, სოციოლოგი (1761-1793).
ბარნარდ-ი (Barnard) ედუარდ ემერსონ - ამერიკელი ასტრონომი (1857-1923).
ბარო (Barrot) ოდილონ - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე, ადვოკატი (1791-1873).
ბარო (Barrault) ჟან ლუი - ფრანგი მსახიობი და რეჟისორი (1910-1994).
ბარონ-ი (Baron) მიშელ - ფრანგი მსახიობი (1653-1729).
ბაროს არანა (Barros Arana) - ჩილელი ისტორიკოსი და პედაგოგ-განმანათლებელი (1830–1907).
ბაროუ (Barrow) აიზეკ - ინგლისელი მათემატიკოსი (1630-1677).
ბაროხა ი ნესი (Baroja y Nessi) პიო - ესპანელი მწერალი (1872-1956).
ბარსაკ-ი (Barsacq) ანდრე - ფრანგი რეჟისორი და თეატრის მხატვარი (1909-1973).
ბარტ-ი (Bart) ჟან (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ეუჯენ ბოტეზი, Botez) - რუმინელი მწერალი (1874-1933).
ბარტელემი (Barthelemy) ოგიუსტ მარსელ - ფრანგი პოეტი (1796-1867).
ბარტოკ-ი (Bartók) ბელა - უნგრელი კომპოზიტორი (1881-1945).
ბარტოლი (Bartoli) მატეო - იტალიელი ენათმეცნიერი (1873-1946).
ბარტოლო და სასოფერატო (Bartolo da Sassoferrato), ბარტოლუსი (Bartolus) - იტალიელი იურისტი (1314-1357).
ბარტოლომეო (Bartolommeo) ფრა [ბარტოლომეო (ან ბაჩო) დელა პორტა, Della Porta] - იტალიელი ფერმწერი (1472 ან 1475-1517).
ბარტონ-ი (Barton) დერეკ ჰაროლდ რიჩარდ - ინგლისელი ქიმიკოსი (1918-1998).
ბარტონ-ი (Barton) ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი (1789-1852).
ბარტოშ-ი (Bartoš) მილან - იუგოსლავიელი იურისტი (1901-1974).
ბარტუ (Barthou) ჟან ლუი - საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ადვოკატი (1862-1934).
ბარქან-ი (Barkan) ომერ ლუთფი - თურქი ეკონომისტი, ისტორიკოსი (1902-1979)
ბარჰებრაია, ბარ ებრაია, გრიგოლ-იოანე (არაბული სახელი - აბულ-ფარაჯ იბნ ალ-იბრი) - სირიელი სწავლული და მწერალი (1226-1286).
ბარ-ჰილელ-ი იეჰოშუა - ებრაელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1915-1975).
ბასავან-ი - ინდოელი მინიატიურისტი (XVI ს. დასასრ. და XVII ს. დასაწყ.).
ბასანი (Bassani) ჯორჯო - იტალიელი მწერალი (1916-2000).
ბასანო (Bassano); ნამდვ. გვარი - და პონტე, da Ponte) იაკოპო - იტალიელი ფერმწერი (დაახლ. 1517/18–1592).
ბასარაბესკუ (Bassarabescu) იონ - რუმინელი მწერალი (1870-1952).
ბასილი I (Basileios) მაკედონელი - ბიზანტიის იმპერატორი, მაკედონელთა დინასტიის დამაარსებელი [826(?)–886].
ბასილი II (Basileios) ბულგართმმუსვრელი - ბიზანტიის იმპერატორი (958-1025).
ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი - ქრისტ. ეკლესიის მოღვაწე, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი (დაახლ. 330-379).
ბასო (Basso) ლელიო - იტალიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1978).
ბასტია (Bastiat) ფრედერიკ - ფრანგი ეკონომისტი (1801-1850).
ბასტიან-ი (Bastian) ადოლფ - გერმანელი ეთნოგრაფი (1826-1905).
ბასტიდ-ი (Bastide) სიუზან - ფრანგი იურისტი ქალი (1906-1995).
ბასტიენ-ლეპაჟ-ი (Bastien-Lepage) ჟიულ - ფრანგი ფერმწერი (1848-1884).
ბატ-ი (Butt) აიზეკ - ირლანდიის პოლიტ. მოღვაწე (1813-1879).
ბატალია (Battaglia) რობერტო - იტალიელი ისტორიკოსი და პუბლიცისტი (1913-1963).
ბატე (Batteux) შარლ - ფრანგი ფილოსოფოსი, ესთეტიკოსი და პედაგოგი (1713-1780).
ბატენბერგ-ი (Battenberg) ალექსანდრ - ბულგარეთის მთავარი (1857-1893).
ბატი (Baty) გასტონ - ფრანგი რეჟისორი და მსახიობი (1885-1952).
ბატიანი (Batthyány) ლაიოშ - უნგრეთის პოლიტ. მოღვაწე (1806-1849).
ბატისტა ი სალდივარ-ი (Batista y Zaldivar) რუბენ ფულხენსიო - კუბის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1901-1973).
ბატისტინი (Battistini) მატია - იტალიელი მომღერალი (1856-1928).
ბატლერ-ი (Butler) სემიუელ - ინგლისელი პოეტი (1612-1680).
ბატლერ-ი (Butler) სემიუელ - ინგლისელი მწერალი (1835-1902).
ბატლიე ი ორდონიეს-ი (Batlle y Ordóñez) ხოსე - ურუგვაის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1856-1929).
ბატმუნხ-ი ჟამბინ - მონღოლეთის სახელმწ. მოღვაწე (1926-1997).
ბატორი (Batory) სტეფან - პოლონეთის მეფე (1533-1586).
ბატუტა, /იხ. იბნ ბატუტა.
ბაუერ-ი (Bauer) ბრუნო - გერმანელი ფილოსოფოსი (1809-1882).
ბაუერ-ი (Bauer) ოტო - ავსტრიელ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი (1882-1938).
ბაუერ-ი (Bauer) ჰანს - გერმანელი თეოლოგი და სემიტოლოგი (1878-1937).
ბაუერნფელდ-ი (Bauernfeld) ედუარდ - ავსტრიელი დრამატურგი (1802-1890).
ბაუმგარტენ-ი (Baumgarten) ალექსანდერ გოტლიბ - გერმანელი ფილოსოფოსი (1714-1762).
ბაუმგარტენ-ი (Baumgarten) ართურ - გერმანელი მეცნიერი, იურისტი და საზოგადო მოღვაწე (1884-1966).
ბაუმოლ-ი (Baumol) უილიამ ჯეკ - ამერიკელი ეკონომისტი (დ. 1922-).
ბაუმშტარკ-ი (Baumstark) ანტონ - გერმანელი ორიენტალისტი (1872-1948).
ბაურ-ი (Baur) ერვინ - გერმანელი ბოტანიკოსი და გენეტიკოსი (1875-1933).
ბაურ-ი (Baur) ფერდინანდ კრისტიან - გერმანელი თეოლოგი (1792-1860).
ბაურა (Bowra) მორის - ინგლისელი ქართველოლოგი (1898-1974).
ბაუტს-ი (Bouts) დირკ - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლ. 1415-1475).
ბაუჰინ-ი კასპარ, /იხ. ბოენი კ.
ბაფინ-ი (Baffin) უილიამ - ინგლისელი პოლარეთის მკვლევარი (1584-1622).
ბაქასირ-ი ალი აჰმედ - არაბი დრამატურგი და მწერალი (ეგვიპტე) (1910-1969).
ბაქრ-ი აჰმად ჰასან - ერაყის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1914-1982).
ბაქსტერ-ი (Baxter) რიჩარდ - ინგლისელი მქადაგებელი და ღვთისმეტყველი (1615-1692).
ბაღდადი შავკი, / იხ. შავკი ბაღდადი.
ბაღდაშ-ი ხალედ - სირიის მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1912-1995).
ბაღირ-ხან-ი - რევოლუციური რაზმების ხელმძღვანელი თავრიზში ირანის რევოლუციის (1905-1911) დროს (1862-1915)
ბაშირ იბნ ბურდი - არაბი პოეტი (დაახლ. 714 – 784)
ბაშირ I შიჰაბი - ლიბანის მმართველი, შიჰაბიდების დინასტიის დამაარსებელი (1697-1707).
ბაშირ II შიჰაბი - ლიბანის მმართველი (1767-1850).
ბაშლარ-ი (Bachelard) გასტონ - ფრანგი ფილოსოფოსი (1884-1962).
ბაჩაი-საყავ-ი - მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყების (1928-1929) ერთ-ერთი ხელმძღვანელი ავღანეთში (1890-1929).
ბაჩერ-ი უოლტერ ჰერმან, / იხ. ბუშერი უ. ჰ.
ბა-ძინ-ი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი - ლი ფეიგანი) - ჩინელი მწერალი (1904-2005).
ბახ-ი (Bach) ვილჰელმ ფრიდმან - გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1710-1784).
ბახ-ი (Bach) იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ - გერმანელი კომპოზიტორი, კლავესინისტი და კაპელმაისტერი (1732-1795).
ბახ-ი (Bach) იოჰან სებასტიან - გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი (1685-1750).
ბახ-ი კარლ ფილიპ ემანუელ - გერმანელი კომპოზიტორი და კლავესინისტი (1714-1788).
ბახმან-ი (Bachmann) ინგებორგ - ავსტრიელი პოეტი ქალი (1926-1973).
ბახმან-ი (Bachmann) კურტ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1909-1997).
ბახოფენ-ი (Bachofen) იოჰან იაკობ - შვეიცარიელი სამართლის ისტორიკოსი, ეთნოგრაფი (1815-1887).
ბაჰა ალ-დინ ზუჰაირ-ი - არაბი პოეტი (1186-1258).
ბაჰარ-ი მუჰამად თაყი მალიქ ალ-შუარა - ირანელი პოეტი, მეცნიერი, ჟურნალისტი, პროგრესული საზ. მოღვაწე (1886-1951).
ბებელ-ი (Bebel) ავგუსტ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1840-1913).
ბედა ღირსი (Beda, Bede, Baeda Venerabilis) - ინგლისელი მემატიანე, თეოლოგი (672 ან 673-735).
ბედვარსონ-ი (Bödhvarsson) გუდმუნდურ - ისლანდიელი პოეტი (1904-?)
ბედიე (Bédier) ჟოზეფ შარლ მარი - ფრანგი ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი (1864-1938).
ბედილ-ი აბუ ლ-მაალი მირზა აბდ ალ-ყადირ - ინდოელი პოეტი და სწავლული; წერდა სპარსულ ენაზე (1644-1721).
ბედფორდ-ი (Bedford) ჯონ პლანტაგენეტ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1389-1435).
ბევერიჯ-ი (Beveridge) უილიამ ჰენრი - ინგლისელი ეკონომისტი (1879-1963).
ბევინ-ი (Bevin) ერნესტ - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე (1881-1951).
ბევკ-ი (Bevk) ფრანცე - სლოვენი მწერალი (1890-1970).
ბეზ-ი (de Bèze) თეოდორ დე - ფრანგი თეოლოგი და მწერალი (1519-1605).
ბეზანტ-ი ანი - ინდოელი საზ. მოღვაწე (1847-1933).
ბეზრუჩ-ი (Bezruč) პეტრ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ვლადიმირ ვაშეკი, (Vaŝek) - ჩეხი პოეტი (1867-1958).
ბეზუ (Bezout) ეტიენ - ფრანგი მათემატიკოსი (1730-1783).
ბეთაბ-ი აბდულჰაყ სუფი - ავღანელი პოეტი (დ. 1888-).
ბეთე (Bethe) ჰანს ალბრეხტ - გერმანელი და ამერიკელი ფიზიკოსი (1906-2005).
ბეთლენ-ი (Bethlen) გაბორ - უნგრეთის მეფე (1580-1629).
ბეთმან ჰოლვეგ-ი (Bethman Hollweg) თეობალდ ფონ - გერმანიის სახელმწ. მოღვაწე (1856-1921).
ბეთჰოვენ-ი (Beethoven) ლუდვიგ ვან - გერმანელი კომპოზიტორი (მოინათლა 1770–1827).
ბეიათლი (Beyath) იაჰია ქემალ - თურქი პოეტი, სახელმწ. მოღვაწე (1884-958).
ბეიერენ-ი (Beyeren) აბრაჰამ ვან - ჰოლანდიელი ფერმწერი (1620 ან 1621-1690).
ბეიერინკ-ი (Beyerinck) მარტინ - ჰოლანდიელი ბოტანიკოს-მიკრობიოლოგი (1851-1931).
ბეიზ-ი (Bayes) ტომას - ინგლისელი მათემატიკოსი (1702-1761).
ბეიკერ-ი (Baker) სემიუელ უაიტ - ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი (1821-1893).
ბეილ-ი ანრი მარი,/ იხ. სტენდალი.
ბეილ-ი (Beyle) პიერ - ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და პუბლიცისტი (1647-1706).
ბეილი (Baily) სემიუელ - ინგლისელი ეკონომისტი (1791-1870).
ბეილის-ი (Bayliss) უილიამ მედოკ - ინგლისელი ფიზიოლოგი (1860-1924).
ბეინ-ი (Bain) ალეგზანდერ - ინგლისელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი (1818-1903).
ბეინიმ-ი (Banim) მაიკლ - ირლანდიელი მწერალი (1796-1874).
ბეინიმ-ი (Banim) ჯონ - ირლანდიელი მწერალი (1798-1849).
ბეინკერსჰუკ-ი (Bynkershoek) კორნელის ვან - ჰოლანდიელი მოსამართლე და სწავლული (1673-1743).
ბეის-ი ტომას, / იხ. ბეიზი ტ.
ბეის ბალოტ-ი (Bays Ballot) კრისტოფორ ჰენრიკ დიდერიკ - ჰოლანდიელი მეტეოროლოგი (1817-1890).
ბეისენს-ი (Buyssens) ერიკ - ბელგიელი ენათმეცნიერი (1900-2000).
ბეიტევეხ-ი (Buytewech) ვილემ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1591 ან 1592-1624).
ბეიტენდეიკ-ი (Buytendejk) ფრედერიკ - ჰოლანდიელი ფილოლოგი (1887-1974).
ბეიტს-ი (Bates) ჰენრი უოლტერ - ინგლისელი ნატურალისტი (1825-1892).
ბეიტსონ-ი (Bateson) უილიამ - ინგლისელი ბიოლოგი (1861-1926).
ბეიუსე (Buysse) სირილ - ბელგიელი მწერალი (1859-1932).
ბეიჰაყი აბუ ლ-ფაზლ მუჰამად იბნ ჰუსაინ - სპარსელი ისტორიკოსი (დაახლ. 996-1077).
ბეკ-ი (Böckh) ავგუსტ - გერმანელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1785-1867).
ბეკ-ი (Beck) იუზეფ - პოლონეთის სახელმწ. მოღვაწე (1894-1944).
ბეკ-ი (Beck) კარლ - ავსტრიელი პოეტი (1817-1879).
ბეკ-ი (Beck) ლუდვიგ - გერმანიის ფაშისტური არმიის გენერალ-პოლკოვნიკი (1880-1944).
ბეკარია (Beccaria) ჩეზარე, მარკიზ დი - იტალიელი მეცნიერი იურისტი და პუბლიცისტი (1738-1794).
ბეკერ-ი (Becker) იოჰან ფილიპ - გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1809-1886).
ბეკერ-ი (Becker) კარლ ჰაინრიხ - გერმანელი ისლამმცოდნე და სახელმწ. მოღვაწე (1876-1933).
ბეკერ-ი (Becker) კნუტ - დანიელი მწერალი (1893-1974).
ბეკერ-ი (Becker) ჟაკ - ფრანგი კინორეჟისორი (1906-1960).
ბეკერელ-ი (Becquerel) ალექსანდრ - ფრანგი ფიზიკოსი (1820-1891).
ბეკერელ-ი (Becquerel) ანტუან ანრი - ფრანგი ფიზიკოსი (1852-1908).
ბეკერელ-ი (Becquerel) ანტუან სეზარ - ფრანგი ფიზიკოსი (1788-1878).
ბეკერელ-ი (Becquerel) ჟან - ფრანგი ფიზიკოსი (1878-1953).
ბეკეტ-ი (Beckett) სემიუელ - ირლანდიელი მწერალი (1906-1989).
ბეკეტ-ი (Becket) ტომას - ინგლისელი საეკლ. და პოლიტ. მოღვაწე (1118-1170).
ბეკინგემ-ი ჯორჯ ვილერზ, / იხ. ბაკინგემი ჯ. ვ.
ბეკეში (Békésy) დიერდ (ჯორჯ) ფონ - ამერიკელი ფიზიკოსი, ბიოფიზიკოსი და ფიზიოლოგი; ეროვნებით უნგრელი (1899-1972).
ბეკლინ-ი (Böklin) არნოლდ - შვეიცარიელი ფერმწერი (1827-1901).
ბეკმან-ი (Beckmann) ერნსტ ოტო - გერმანელი ქიმიკოსი (1853-1923).
ბეკონ-ი (Bacon) ნათანიელ - ფერმერთა აჯანყების ხელმძღვანელი ვირჯინიაში (ინგლისის კოლონია ჩრდ. ამერიკაში) (1642 ან 1647-1676).
ბეკონ-ი (Bacon) როჯერ - ინგლისელი ფილოსოფოსი და ბუნებისმეტყველი (1214-1292).
ბეკონ-ი (Bacon) ფრანსის - ინგლისელი ფილოსოფოსი (1561-1626).
ბელ-ი (Bell) აიზეკ ლოუთიან - ინგლისელი მეტალურგი (1816-1904).
ბელ-ი (Bell) ალეგზანდერ გრეიამ - ინგლისელი გამომგონებელი; მოღვაწეობდა აშშ-ში (1847-1922).
ბელ-ი (Bell) ჩარლზ - შოტლანდიელი ანატომი, ფიზიოლოგი და ქირურგი (1774-1842).
ბელ-ი (Bell) ჯონ - შოტლანდიელი მემუარისტი (1691-1780).
ბელ-ი (Böll) ჰაინრიხ - გერმანელი მწერალი (1917-1985).
ბელა I (Béla) - უნგრეთის მეფე (1016-1063).
ბელა II (Béla) ბრმა (Vak) - უნგრეთის მეფე (1108-1141).
ბელა III (Béla) - უნგრეთის მეფე (1145-1196).
ბელა IV (Béla) - უნგრეთის მეფე (1206-1270).
ბელამი (Bellamy) ედუარდ - ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი (1850-1898).
ბელანჟე (Belanger) შარლ - ფრანგი ნატურალისტი (1805-1878).
ბელაუნდე ტერი (Belaunde Terry) ფერნანდო - პერუს სახელმწ. მოღვაწე (1912-2002).
ბელგრანო (Belgrano) მანუელ - ესპანელთა წინააღმდეგ ლა-პლატის ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1770-1820).
ბელერზ-ი (Bellers) ჯონ - ინგლისელი ეკონომისტი (1654-1725).
ბელეჩანუ (Bălăceanu) ემანოილ (მანოლაკე) - რუმინელი სოციალისტ-უტოპისტი (გ. 1842).
ბელი (Belli) ჯუზეპე ჯოაკინო - იტალიელი პოეტი (1791-1863).
ბელიგან-ი (Beligan) რადუ - რუმინელი მსახიობი (დ. 1918-).
ბელინი (Bellini) ვინჩენცო - იტალიელი კომპოზიტორი (1801-1835).
ბელინი (Bellini) იაკოპო - ვენეციელი მხატვარი (დაახლ. 1400-1470/71).
ბელინი (Bellini) ჯენტილე - ვენეციელი მხატვარი (დაახლ. 1429-1507).
ბელინი (Bellini) ჯოვანი - ვენეციელი მხატვარი (დაახლ. 1430-1516).
ბელიო (Bello) ანდრეს - ვენესუელელი პოეტი, სწავლული და პოლიტ. მოღვაწე (1781-1865).
ბელიჩ-ი (Белиħ) ალექსანდრ - სერბი ენათმეცნიერი (1876-1960).
ბელკამპო (Belcampo, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ჰერმან პ. შენფელდ ვიხერსი, Wichers) - ნიდერლანდელი მწერალი (1902-1990).
ბელმან-ი (Bellman) კარლ მიკაელ - შვედი პოეტი (1740-1795).
ბელოვ-ი (Below, გერმ. გამოთქმით - ბელო) გეორგ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი (1858-1927).
ბელოიანის-ი (Mpelogiannis) ნიკოს - საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1915-1952).
ბელოკ-ი (Belloc) ჰილარი - ინგლისელი მწერალი და ისტორიკოსი (1870-1953).
ბელონ-ი (Belon) პიერ - ფრანგი ნატურალისტი (1517-1564).
ბელოტო (Bellotto) ბერნარდო - იტალიელი ფერმწერი და ოფორტისტი (1720-1780).
ბელოუ (Bellow) სოლ - ამერიკელი მწერალი (1915-2005).
ბელოუზ-ი (Bellows) ჯორჯ უეზლი - ამერიკელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1882-1925).
ბელოხ-ი (Beloch) კარლ იულიუს - გერმანელი ისტორიკოსი (1854-1929).
ბელსუ (Belzú) მანუელ ისიდორო - ბოლივიის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1808-1865).
ბელტრამ-ი (Beltrami) ეუჯენიო - იტალიელი მათემატიკოსი (1835-1900).
ბელჩერ-ი (Belcher) ედუარდ - ინგლისელი ზღვაოსანი (1799-1877).
ბელჩესკუ (Bălcescu) ნიკოლაე - რუმინელი რევოლუციონერი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი (1819-1852).
ბელჯოიოზო (Belgioioso) ლოდოვიკო - იტალიელი არქიტექტორი (1909-2004 ), /იხ. ბპრ.
ბემ-ი (Bem) იუზეფ ზახარიაშ - პოლონეთის პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (1794-1850).
ბემ-ბავერკ-ი (Böhm-Bawerk) ოიგენ - ავსტრიელი ბურჟუაზიული ეკონომისტი (1851-1914).
ბემბო (Bembo) პიეტრო - იტალიელი მწერალი (1470-1547).
ბემე (Böhme) იაკობ - გერმანელი ფილოსოფოსი (1575-1624).
ბემელენ-ი (Bemmelen) რეინაუტ ვილემ ვან - ჰოლანდიელი გეოლოგი (1904-1983).
ბემის-ი (Bemis) სემიუელ ფლეგ - ამერიკელი ისტორიკოსი (1891-1973).
ბენ-ი (Benn) გოტფრიდ - გერმანელი მწერალი (1886-1956).
ბენავა აბდ ალ-რაუფ - ავღანელი მწერალი, განმანათლებელი, მეცნიერი, პუბლიცისტი (1913-1987).
ბენავენტე ი მარტინეს-ი (Benavente y Martinez) ხასინტო - ესპანელი დრამატურგი (1866-1954).
ბენავიდეს-ი (Benavides) მანუელ დომინგეს - ესპანელი მწერალი (1895-1947).
ბენ-ბარკა ალ-მაჰდი - მაროკოს პოლიტ. მოღვაწე (1920-1965).
ბენ-გურიონ-ი დავით - ისრაელის სახელმწ. მოღვაწე (1886-1973).
ბენდა (Benda) იირჟი (გეორგ) - ჩეხი კომპოზიტორი (1722-1795).
ბენედეკ-ი (Benedek) ლუდვიგ ავგუსტ - ავსტრიელი გენერალი (1804-1881).
ბენედენ-ი (van Beneden) ედუარდ ვან - ბელგიელი ჰისტოლოგი და ემბრიოლოგი (1846-1910).
ბენედენ-ი (van Beneden) პიერ ჟოზეფ ვან - ბელგიელი ემბრიოლოგი (1809-1894).
ბენედეტი მიკელანჯელი (Benedettii Michelangeli) არტურო - იტალიელი პიანისტი (1920-1995).
ბენედიქტე XIV (Benedictus, ერისკაცობაში - პროსპერო ლამბერტინი) - რომის პაპი (1675-1758).
ბენედიქტე XV (ერისკაცობაში - მარკიზი ჯაკომო დელა კიეზა) - რომის პაპი (1854-1922).
ბენედიქტსონ-ი (Benediktsson) ბიარნი - ისლანდიის სახელმწ. მოღვაწე (1908-1970).
ბენედიქტსონ-ი (Benediktsson) გიუნარ - ისლანდიელი მწერალი (დ. 1892-).
ბენედიქტსონ-ი (Benediktsson) ეინარ - ისლანდიელი პოეტი და ჟურნალისტი (1864-1940).
ბენედიქტსონ-ი (Benediktsson, ნამდვ. გვარი; ფსევდ. - ერნსტ ალგრენი, Ernst Ahlgren) ვიქტორია - შვედი მწერალი ქალი (1850-1888).
ბენელი (Benelli) სემ - იტალიელი დრამატურგი (1877-1949).
ბენეტ-ი (Bennett) არნოლდ - ინგლისელი მწერალი (1867-1931).
ბენეშ-ი (Beneš) ედუარდ - ჩეხოსლოვაკიის სახელმწ. მოღვაწე (1884-1948).
ბენვენისტ-ი (Benveniste) ემილ - ფრანგი ენათმეცნიერი (1902-1976).
ბენთამ-ი (Bentham) იერემია - ინგლისელი სამართლისმცოდნე და ფილოსოფოსი (1748-1832).
ბენთამ-ი (Bentham) ჯორჯ - ინგლისელი ბოტანიკოსი (1800-1884).
ბენიამინ-ი (Benjamin) ვალტერ - გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1892-1940).
ბენიამინ-ი (Benjámin) ლასლო - უნგრელი პოეტი (1915-1986).
ბენიამინ ტუდელელი (Benjamin de Tudela) - მოგზაური; ნავარის სამეფოს ქ. ტუდელის რაბინი (გ. 1173).
ბენიუკ-ი (Beniuc) მიჰაი - რუმინელი პოეტი (1907-1988).
ბენკა (Benka) მარტინ - სლოვაკი ფერმწერი (1888-1971).
ბენკოვსკი (Бенковски) გეორგი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - გავრილ ხლიტევი) - ბულგარელი რევოლუციონერი (1841/44 - 1876).
ბენტამ-ი იერემია,/ იხ. ბენთამი ი.
ბენუა (Benoit) პიერ - ფრანგი მწერალი (1886-1962).
ბენფაი (Benfey) თეოდორ - გერმანელი ფილოლოგი (1809-1881).
ბენჩილე (Băncilă) ოქტავ - რუმინელი ფერმწერი (1872-1944).
ბერ-ი (Bert) პოლ - ფრანგი ბუნებისმეტყველი და ექიმი (1833-1986).
ბერ-ი (Baer) ჟან ჟორჟ - შვეიცარიელი ზოოლოგი (1902-1975).
ბერანჟე (Béranger) პიერ ჟან დე - ფრანგი პოეტი (1780-1857).
ბერბანკ-ი (Burbank) ლუთერ - ამერიკელი სელექციონერი (1849-1926).
ბერბეჯ-ი (Burbage) რიჩარდ - ინგლისელი მსახიობი (დაახლ. 1567-1619).
ბერგ-ი (Berg) ალბან - ავსტრიელი კომპოზიტორი (1885-1935).
ბერგამინ-ი (Bergamin) ხოსე - ესპანელი მწერალი და კრიტიკოსი (1895-1983).
ბერგანდერ-ი (Bergander) რუდოლფ - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1909-1970).
ბერგიუს-ი (Bergius) ფრიდრიხ - გერმანელი ქიმიკოს-ტექნოლოგი (1884-1949).
ბერგმან-ი (Bergmann) ერნსტ - გერმანელი ქირურგი (1836-1907).
ბერგმან-ი (Bergman) ინგმარ - შვედი რეჟისორი (1918-2007).
ბერგმან-ი (Bergman) ტორბერნ ულაფ - შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი (1735-1784).
ბერგმან-ი (Bergman) ჰიალმარ - შვედი მწერალი (1883-1931).
ბერგსონ-ი (Bergson) ანრი - ფრანგი ფილოსოფოსი (1859-1941).
ბერგსტედტ-ი (Bergstedt) ჰარალდ - დანიელი მწერალი (1877-1965).
ბერგსტრემ-ი (Bergström) სუნე - შვედი ბიოქიმიკოსი (1916-2004).
ბერგჰოლც-ი (Bergholz) ფრიდრიხ ვილჰელმ - ჰოლშტაინელი აზნაური, მემუარისტი (1669-1765).
ბერდ-ი (Byrd) რიჩარდ - ამერიკელი პოლარეთის მკვლევარი, მფრინავი, ადმირალი (1888-1957).
ბერდ-ი (Byrd) უილიამ - ინგლისელი კომპოზიტორი (1543-1623).
ბერდზლი ობრი ვინსენტ, /იხ. ბიერდზლი ო. ვ.
ბერეზოვსკი (Berezowski) ცეზარი - პოლონელი იურისტი (1898-1970).
ბერენგარიუს ტურელი (Berengarius Turonensis) - ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი (დაახლ. 1000-1088).
ბერენს-ი (Behrens) პეტერ - გერმანელი არქიტექტორი, მხატვარ-კონსტრუქტორი (1868-1940).
ბერენს-ი (Behrens) ფრიც - გერმანელი ეკონომისტი (გდრ) (დ. 1909-).
ბერენსონ-ი (Berenson) ბერნარდ - ამერიკელი ხელოვნების ისტორიკოსი (1865-1959).
ბერენტ-ი (Berent) ვაცლავ - პოლონელი მწერალი (1873-1940).
ბერვალდ-ი (Berwald) ფრანც ადოლფ - შვედი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი (1796-1868).
ბერვინსკი (Berwinski) რიშარდ - პოლონელი პოეტი (1819-1879).
ბერზევიცი (Berzeviczy) გერგეი - უნგრელი ეკონომისტი (1763-1822).
ბერთლო, ბერთელო (Berthelot) პიერ ეჟენ მარსელენ - ფრანგი ქიმიკოსი და საზ. მოღვაწე (1827-1907).
ბერთოლე (Berthollet) კლოდ ლუი - ფრანგი ქიმიკოსი (1748-1822).
ბერიზფორდ-ი (Beresford) უილიამ კარ - ინგლისელი გენერალი (1768-1854).
ბერინგ-ი (Behring) ემილ ადოლფ - გერმანელი ბაქტერიოლოგი (1854-1917).
ბერინგ-ი (Bering) ვიტუს იონასენ (საბუთებში ხშირად - ივანე ივანეს ძე) - ზღვაოსანი, რუსეთის ფლოტის ოფიცერი; წარმოშობით დანიელი (1681-1741).
ბერიო (Bériot) შარლ ოგიუსტ - ბელგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი (1802-1870).
ბერკ-ი (Burke) ედმუნდ - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე, პუბლიცისტი (1729-1797).
ბერკ-ი (Burke) რობერტ ო’ჰარა - ინგლისელი ავსტრალიის მკვლევარი (1821-1861).
ბერკლი (Berkeley) ჯორჯ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1685-1753).
ბერკჰოლც-ი ფრიდრიხ ვილჰელმ, /იხ. ბერგჰოლცი ფ. ვ.
ბერლ-ი (Berle) ადოლფ ოგასტეს - ამერიკელი ეკონომისტი და იურისტი (1895-1971).
ბერლაგე (Berlage) ჰენდრიკ პეტრუს - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1856-1934).
ბერლანგა (Berlanga) ლუის გარსია - ესპანელი კინორეჟისორი, სცენარისტი (1921-2010).
ბერლეზე (Berlese) ანტონიო - იტალიელი ზოოლოგი (1863-1927).
ბერლინგუერ-ი (Berlinguer) ენრიკო - იტალიის და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1922-1984).
ბერლიოზ-ი (Berlioz) ექტორ - ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი (1803-1869).
ბერლიხინგენ-ი (Berlichingen) გეც (გოტფრიდ) ფონ - გერმანელი იმპერიის რაინდი (1480-1562).
ბერნადოტ-ი (Bernadotte) ჟან ბატისტ ჟიულ - საფრანგეთის მარშალი (1804); 1818–1844 წლებში - შვეციის მეფე კარლ XIV იუჰანის სახელით (1763-1844).
ბერნადოტები (Bernadotte) - შვეციის თანამედროვე სამეფო დინასტია (1818-დან).
ბერნალ-ი (Bernal) ჯონ დეზმონდ - ინგლისელი ფიზიკოსი და საზ. მოღვაწე (1901-1971).
ბერნანოს-ი (Bernanos) ჟორჟ - ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი (1888-1948).
ბერნარ-ი (Bernard) კლოდ - ფრანგი ფიზიოლოგი და პათოლოგი (1813-1878).
ბერნარ-ი (Bernhardt) სარა - ფრანგი მსახიობი (1844-1923).
ბერნარდე ნეაპოლელი - იტალიელი კათოლიკე მისიონერი; 1670–1680 წლებში ცხოვრობდა საქართველოში.
ბერნარდენ დე სენ-პიერ-ი (Bernardin de Saint Pierre) ჟაკ ანრი - ფრანგი მწერალი (1737-1814).
ბერნარ კლერვოელი, ბერნარდუსი (Bernard de Clairvaux; Bernardus abbas Clarae Vallis) – კათოლიკური ეკლესიის მოღვაწე, თეოლოგი (1090-1153).
ბერნატ-ი (Bernáth) აურელ - უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1895-1982).
ბერნე (Börne) ლუდვიგ - გერმანელი მწერალი (1786-1837).
ბერნეკერ-ი (Berneker) ერიხ - გერმანელი ენათმეცნიერი (1874-1937).
ბერნემ-ი (Burnham) ჯეიმზ - ამერიკელი სოციოლოგი (1905-1987).
ბერნეტ-ი (Burnet) ფრანკ - ავსტრალიელი ვირუსოლოგი (1899-1985).
ბერნეტ-ი (Burnett) ფრანსის ილაიზა - ამერიკელი მწერალი ქალი (1849-1924).
ბერნზ-ი (Burns) ართურ - ამერიკელი ბურჟუაზიული ეკონომისტი (1904-1987).
ბერნზ-ი (Burns) ჯონ - ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1858-1943).
ბერნი (Berni) ანტონიო - არგენტინელი ფერმწერი (1905-1981).
ბერნი (Berni) ფრანჩესკო - იტალიელი პოეტი (1497-1535).
ბერნინი (Bernini) ჯოვანი (ჯან) ლორენცო - იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე და ფერმწერი (1598-1680).
ბერნს-ი (Burns) რობერტ - შოტლანდიელი პოეტი (1759-1796).
ბერნსაიდ-ი (Burnside) უილიამ - ინგლისელი მათემატიკოსი (1852-1927).
ბერნსონ-ი ბერნარდ, /იხ. ბერენსონი ბ.
ბერნსტაინ-ი (Bernstein) ლეონარდ - ამერიკელი კომპოზიტორი (1918-1990).
ბერნსტორფ-ი (Bernstorff) ანდრეას პეტერ - დანიის სახელმწ. მოღვაწე (1735-1797).
ბერნსტორფ-ი (Bernstorff) იუჰან ჰარტვიგ ერნსტ - დანიის სახელმწ. მოღვაწე, დიპლომატი (1712-1772).
ბერნსტორფ-ი (Bernstorff) კრისტიან გიუნტერ - დანიისა და პრუსიის სახელმწ. მოღვაწე და დიპლომატი (1769-1835).
ბერნული (Bernoulli) დანიელ - შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი, მედიკოსი (1700-1782).
ბერნული (Bernoulli) იაკობ - შვეიცარიელი მათემატიკოსი (1654-1705).
ბერნული (Bernoulli) იოჰან - შვეიცარიელი მათემატიკოსი (1667-1748).
ბერნშტაინ-ი (Bernstein) ედუარდ - რევიზიონიზმის იდეოლოგი და გერმანიის სოციალ-დემოკრატთა ოპორტუნისტული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი (1850-1932).
ბერნ-ჯოუნზ-ი (Burne-Jones) ედუარდ კოლი - ინგლისელი ფერმწერი (1838-1898).
ბერნჰარდი (Bernhardi) თეოდორ ფონ - გერმანელი ისტორიკოსი, ეკონომისტი და დიპლომატი (1803-1887).
ბეროსე ბაბილონელი (ბერძ. Bērōssos ho Babylonios) - ბაბილონელი ისტორიკოსი, ქურუმი (დაახლ. ძვ. წ. 350–280).
ბეროუზ-ი (Borroughs) ედგარ რაის - ამერიკელი მწერალი (1875-1950).
ბერჟერონ-ი (Bergeron) ტურ - შვედი მეტეოროლოგი (1891-1977).
ბერსაბე (ძვ. ებრ. ბათშება) - იუდეველთა მეფის, დავითის, ერთ-ერთი ცოლი (ძვ. წ. XIს.).
ბერსეო (Berceo) გონსალო დე - ესპანელი პოეტი (დაახლ. 1160 ან 1198-დაახლ. 1265).
ბერტალანფი (Bertalanffy) ლუდვიგ ფონ - ავსტრიელი ფილოსოფოსი და ბიოლოგი (1901-1972).
ბერტი (Berti) ჯუზეპე - იტალიელი ისტორიკოსი (1901/1902-1979).
ბერტიე (Berthier) ლუი ალექსანდრ - საფრანგეთის მარშალი (1753-1815).
ბერტიიონ-ი (Bertillon) ალფონს - ფრანგი კრიმინალისტი (1853-1914).
ბერტიიონ-ი (Bertillon) ლუი ადოლფ - ფრანგი მეცნიერი, დემოგრაფი (1821-1883).
ბერტიიონ-ი (Berthillon) ჟაკ - ფრანგი სტატისტიკოსი და ანთროპოლოგი (1851-1922).
ბერტრან-ი (Bertrand) ანრი გრასიენ - ფრანგი გენერალი (1773-1844).
ბერტრან-ი (Bertrand) მარსელ - ფრანგი გეოლოგი (1847-1907).
ბერტრან-ი (Bertrand) ჟოზეფ ლუი ფრანსუა - ფრანგი მათემატიკოსი (1822-1900).
ბერტრან დე ბორნ-ი (Bertran de Born) - პროვანსელი ტრუბადური (1140-1215).
ბერუგეტე (Berruguete) ალონსო - ესპანელი მოქანდაკე, არქიტექტორი, ფერმწერი (დაახლ. 1486-1561).
ბერუგეტე (Berruguete) პედრო - ესპანელი ფერმწერი (დაახლ. 1450(?)-1504).
ბერუტ-ი ბოლესლავ, /იხ. ბიერუტი ბ.
ბერქ-ი (Berk) ილხან - თურქი პოეტი (დ. 1916-).
ბერქა-ყაენი - ოქროს ურდოს ყაენი (1209-1266).
ბერშე (Berchet) ჯოვანი - იტალიელი პოეტი (1783-1851).
ბერჩ-ი (Birch) ართურ - ავსტრალიელი ქიმიკოსი (1915-1995).
ბერცელიუს-ი (Berzelius) იენს იაკობ - შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი (1779-1848).
ბერჯ-ი (Berge) უენდელ - ამერიკელი იურისტი და ეკონომისტი (1903-1955).
ბერჰანუ დენკე - ეთიოპელი მწერალი (XXს.).
ბესარიონ ნიკეელი (Bēssariōn ho Nikaeos) - ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე, ჰუმანისტი (დაახლ. 1403-1472).
ბესელ-ი (Bessel) ფრიდრიხ ვილჰელმ - გერმანელი ასტრონომი (1784-1846).
ბესემერ-ი (Bessemer) ჰენრი - ინგლისელი გამომგონებელი ტექნიკის სხვადასხვა დარგში (1813-1898).
ბესტეირო ი ფერნანდეს-ი (Besteiro y Fernández) ხულიან - ესპანეთის პოლიტ. მოღვაწე (1870-1940).
ბესტერმენ-ი (Besterman) თეოდორ ნათანიელ - ინგლისელი ბიბლიოგრაფი (1904-1976).
ბესტლაინ-ი (Bästlein) ბერნჰარდ - გერმანელი კომუნისტი (1894-1944).
ბეტანკურ-ი, ბეტანკურ ი მოლინა (Béthencourt y Molina) აგუსტინ (ავგუსტინ ავგუსტინის ძე) - ინჟინერ-მექანიკოსი და მშენებელი; წარმოშობით ესპანელი, 1808-დან მოღვაწეობდა რუსეთში (1758-1824).
ბეტანკურ-ი (Betancourt) რომულო - ვენესუელის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1908-1981).
ბეტი (Beti) მონგო (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ალექსანდრ ბიიდი, Biyidi) - კამერუნელი მწერალი, წერს ფრანგულ ენაზე (დ. 1932-).
ბეტლინგკ-ი (Böhtlingk) ოტონ ნიკოლოზის ძე - გერმანელი და რუსი ფილოლოგი (1815-1904).
ბეტსონ-ი უილიამ, /იხ. ბეიტსონი უ.
ბექირ სითქი ქუნთ-ი (Bekir Sıtkı Künt) - თურქი მწერალი (1905-1959).
ბეშკოვ-ი (Бешков) ანტანას სტოიანოვ - ბულგარელი გეოგრაფი (1896-1964).
ბეშკოვ-ი (Бешков) ილია - ბულგარელი გრაფიკოსი, კარიკატურისტი და ილუსტრატორი (1901-1958).
ბეცენბერგერ-ი (Bezzenberger) ადალბერტ - გერმანელი ფილოლოგი და არქეოლოგი (1851-1922).
ბეცოლდ-ი (Bezold) ვილჰელმ - გერმანელი მეტეოროლოგი (1837-1907).
ბეცოლდ-ი (Bezold) კარლ - გერმანელი სემიტოლოგი და ასირიოლოგი (1859-1922).
ბეხერ-ი (Becher) ერიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1882-1929).
ბეხერ-ი (Becher) იოჰანეს რობერტ - გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, ლიტერატურის თეორეტიკოსი (1891-1958).
ბეხერ-ი (Becher) იოჰან იოახიმ - გერმანელი ქიმიკოსი და ექიმი (1635-1682).
ბეჰაიმ-ი (Behaim) მარტინ - გერმანელი გეოგრაფი და მოგზაური (1459-1507).
ბეჰაიმ-ი (Böheim) ჰანს, ჰანს მესალამურე - მწყემსი, მუსიკოსი, მქადაგებელი, ფრანკონიის (ცენტრალური გერმანია) გლეხთა მოძრაობის სულისჩამდგმელი (გ. 1476).
ბეჰანზინ-ი გბეჰანზინი - დაჰომეის მმართველი (1851-1906).
ბეჰზად-ი ქამალ ალ-დინ - ირანელი მინიატიურისტი (დაახლ. 1455-1535/36).
ბეჰზად-ი ჰოსეინ - ირანელი მხატვარი (დ. 1895-).
ბიალიკ-ი ხაიმ ნახმან - ებრაელი პოეტი (1873-1934).
ბიანკი (Bianchi) ლუიჯი - იტალიელი გეომეტრი (1856-1928).
ბიანკი-ბანდინელი - იტალიელი არქეოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი და საზ. მოღვაწე (1900-1975).
ბიგარ-ი (Biggar) ჯოზეფ გილის - ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1828-1890).
ბიდელ-ი, / იხ. ბედილი.
ბიდეპოტი, /იხ. ვიდიაპატი.
ბიდილ-ი, /იხ. ბედილი.
ბიდლ-ი (Beadle) ჯორჯ უეილზ - ამერიკელი გენეტიკოსი (1903-1989).
ბიდო (Bidault) ჟორჟ - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1899-1983).
ბიდსტრუპ-ი (Bidstrup) ჰერლუფ - დანიელი მხატვარი, კარიკატურისტი (1912-1988).
ბიებლ-ი (Biebl) კონსტანტინ - ჩეხი პოეტი (1898-1951).
ბიელსკი (Bielski) მარცინ - პოლონელი ისტორიკოსი და სატირიკოსი (1495-1575).
ბიენ-ი (Behan) ბრენდან - ირლანდიელი მწერალი (1923-1964).
ბიერდზლი (Beardsley) ობრი ვინსენტ - ინგლისელი მხატვარი (1872-1896).
ბიერკნეს-ი (Bjerknes) ვილჰელმ ფრიმან კორენ - ნორვეგიელი ფიზიკოსი და გეოფიზიკოსი (1862-1951).
ბიერკნეს-ი (Bjerknes) იაკობ - ნორვეგიელი მეტეოროლოგი (1897-1975).
ბიერნსონ-ი (Björnsson) სვეინ - ისლანდიის სახელმწ. მოღვაწე (1881-1952).
ბიერნსონ-ი (Bjørson) ბიერნსტიერნე მარტინიუს - ნორვეგიელი მწერალი (1832-1910).
ბიერუტ-ი (Bierut) ბოლესლავ - პოლონეთის პოლიტ. მოღვაწე (1892-1956).
ბივერბრუკ-ი (Beaverbrook) უილიამ მაქსუელ ეიტკინ - ინგლისის პოლიტ. მოღვაწე (1879-1964).
ბიზე (Bizet) ჟორჟ (ალექსანდრ სეზარ ლეოპოლდ) - ფრანგი კომპოზიტორი (1838-1875).
ბითლისი შერეფ ალ-დინ (შერეფ-ხან) იბნ შამს ალ-დინ - სპარსულენოვანი ქურთი
ისტორიკოსი (დ. 1543).
ბიიანხუ (ჩინ. ბაი იანხუ) - ხუეიძუს ხალხის (ჩინეთი) აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (გ. 1882).
ბიიო-ვარენ-ი (Billaud-Varenne) ჟან ნიკოლა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1756-1819).
ბიიუ (Billoux) ფრანსუა - საფრანგეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1903-1978).
ბიკონზფილდ-ი ბ., / იხ. დიზრაელი ბ.
ბილდერდეიკ-ი (Bilderdijk) ვილემ - ჰოლანდიელი პოეტი, ფილოლოგი, ისტორიკოსი (1756-1831).
ბილროთ-ი (Billroth) თეოდორ - გერმანელი ქირურგი (1829-1894).
ბინ-ი (Bean) ალან - ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი (დ. 1932-).
ბინდერ-ი (Binder) ლუდვიგ - გერმანელი ელექტროქიმიკოსი (1881-1958).
ბინე (Binet) ალფრედ - ფრანგი ფსიქოლოგი (1857-1911).
ბინკერსჰუკ-ი (Bynkershoek) კორნელიუს ვან - ჰოლანდიელი მოსამართლე და მეცნიერი (1673-1743).
ბიო (Biot) ჟან ბატისტ - ფრანგი ფიზიკოსი, გეოდეზისტი და ასტრონომი (1774-1862).
ბიოლ-ი ჰაინრიხ, /იხ. ბელი ჰ.
ბიონდო (Biondo) ფლავიო - იტალიელი ჰუმანისტი, ისტორიკოსი (1392-1463).
ბიონ-ი (Bion) - ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. IIს.).
ბიორნე ლუდვიგ, /იხ. ბერნე ლ.
ბირ-ი (Bier) ავგუსტ - გერმანელი ქირურგი (1861-1949).
ბირგერ იარლ-ი (Birger Jarl), ბირგერ ბელბიუელი - შვეციის სახელმწ. მოღვაწე, სახელმწიფოს მმართველი (იარლი) (გ. 1266).
ბირდ-ი (Beard) ჩარლზ ოსტინ - ამერიკელი ისტორიკოსი (1874-1948).
ბირენდრა ბირ ბიქრამ შაჰ დევა - ნეპალის მეფე (დ. 1945-).
ბირინგუჩო (Biringuccio) ვანოჩო - იტალიელი ინჟინერი და სწავლული (1480-1539).
ბირკეტ-სმით-ი (Birket-Smith) კაი - დანიელი ეთნოგრაფი და არქეოლოგი (1893-1977).
ბირკჰოფ-ი (Birkhoff) ჯორჯ დეივიდ - ამერიკელი მათემატიკოსი (1884-1944).
ბირს-ი (Bierce) ემბროუზ გუინეტ - ამერიკელი მწერალი (1842-1914).
ალ-ბირუნი აბუ ლ-რაიჰან მუჰამად იბნ აჰმად - შუააზიელი მეცნიერ-ენციკლოპედისტი; წერდა არაბ. ენაზე (973 – 1048, სხვა მონაცემებით - 1050-ის შემდეგ).
ბისკო (Biscoe) ჯონ - ინგლისელი ზღვაოსანი (1794-1843).
ბისმარკ-ი (Bismarck) ოტო ედუარდ ლეოპოლდ, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი (Schönhausen) - გერმანიის სახელმწ. მოღვაწე (1815-1898).
ბისოლატი, ბისოლატი ბერგამასკი (Bissolati Bergamaschi) ლეონიდა - იტალიის პოლიტ. მოღვაწე (1857-1920).
ბიტელ-ი (Bittel) კურტ - გერმანელი არქეოლოგი და ორიენტალისტი (1907-1991).
ბიტი (Beatty) ბესი - ამერიკელი მწერალი ქალი (1886-1947).
ბიტი (Beatty) დეივიდ - ინგლისის ფლოტის ადმირალი (1871-1936).
ბიტნ-ი (Bethune) ნორმან - კანადელი ქირურგი, საზ. მოღვაწე (1890-1939).
ბიტოსი (Bitossi) რენატო - იტალიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1899-1969).
ბიუისონ-ი (Buisson) ფერდინან - ფრანგი პედაგოგი და საზ. მოღვაწე (1841-1932).
ბიუკენენ-ი (Buchanan) დეივიდ - ინგლისელი პუბლიცისტი და ეკონომისტი (1779-1848).
ბიუკენენ-ი (Buchanan) ჯეიმზ - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1791-1868).
ბიუკენენ-ი (Buchanan) ჯორჯ - შოტლანდიის პოლიტ. მოღვაწე (1506-1582).
ბიულერ-ი (Bühler) კარლ - გერმანელი ფსიქოლოგი (1879-1963).
ბიულოვ-ი (Bülow, გერმ. გამოთქმით - ბიულო) ადამ ჰაინრიხ დიტრიხ ფონ - პრუსიელი სამხ. მწერალი, გვარდიის ოფიცერი (1757-1807).
ბიულოვ-ი (Bülow, გერმ. გამოთქმით - ბიულო) ბერნჰარდ ფონ - გერმანიის სახელმწ. მოღვაწე (1849-1929).
ბიულოვ-ი (Bülow, გერმ. გამოთქმით - ბიულო) ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ - პრუსიელი გენერალი (1755-1816).
ბიულოვ-ი (Bülow, გერმ. გამოთქმით - ბიულო) ჰანს გვიდო ფონ - გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი (1830-1894).
ბიურგერ-ი (Bürger) გოტფრიდ ავგუსტ - გერმანელი მწერალი (1747-1794).
ბიური (Bury) ჯონ ბაგნელ - ინგლისელი ფილოლოგი და ისტორიკოსი (1861-1927).
ბიურნელ-ი (Burnelle) ერნესტ - ბელგიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1968).
ბიურნუფ-ი (Burnouf) ეჟენ - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე (1801-1852).
ბიუსკენ ჰიუეტ-ი (Busken Huet) კონრად - ნიდერლანდელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი (1826-1886).
ბიუტ-ი (Bute) ჯონ სტიუარტ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1713-1792).
ბიუტორ-ი (Butor) მიშელ მარი ფრანსუა - ფრანგი მწერალი (დ. 1926-).
ბიუფონ-ი (Buffon) ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე - ფრანგი ბუნებისმეტყველი (1707-1788).
ბიუშე (Buchez) ფილიპ ჟოზეფ - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1796-1865).
ბიუჩლი (Bütschli) ოტო - გერმანელი ზოოლოგი (1848-1920).
ბიუხერ-ი (Bücher) კარლ - გერმანელი ეკონომისტი (1847-1930).
ბიუხნერ-ი (Büchner) გეორგ - გერმანელი მწერალი (1813-1837).
ბიუხნერ-ი (Büchner) ლუდვიგ - გერმანელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1824-1899).
ბიქსიო (Bixio) ჯიროლამო ნინო - იტალიელი ბურჟუაზიული დემოკრატი, ჯ. გარიბალდის თანამებრძოლი (1821-1873).
ბიშა (Bichat) მარი ფრანსუა ქსავიე - ფრანგი ანატომი, ფიზიოლოგი და ექიმი (1771-1802).
ბი შენ-ი - ხელოსანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მოძრავი ლიტერებით წიგნის ბეჭდვას ჩინეთში (XI ს.).
ბიშოფ-ი (Bischoff) თეოდორ ლუდვიგ - გერმანელი ანატომი, ემბრიოლოგი და ფიზიოლოგი (1807-1882).
ბიჩემ-ი (Beacham) ტომას - ინგლისელი დირიჟორი (1879-1961).
ბიჩერ-სტოუ (Beecher-Stowe) ჰარიეტ ელიზაბეთ - ამერიკელი მწერალი ქალი (1811-1896).
ბიჰარი (Bihari) იანოშ - უნგრელი მევიოლინე და კომპოზიტორი (1764-1827).
ბლაგა (Blaga) ლუჩიან - რუმინელი პოეტი და ფილოსოფოსი (1895-1961).
ბლაგოევ-ი (Благоев) დიმიტრი - ბულგარეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1856-1924).
ბლაიხშტაინერ-ი (Bleichsteiner) რობერტ - ავსტრიელი ენათმეცნიერი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ქართველოლოგი (1891-1954).
ბლაკმორ-ი (Blackmore) რიჩარდ დოდრიჯ - ინგლისელი მწერალი (1825-1900).
ბლამან-ი (Blaman) ანა (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - იოჰანა პეტრონელა ფრიუხტი, Vrugt) - ნიდერლანდელი მწერალი ქალი (1905-1960).
ბლამბერგ-ი (Blamberg) ბარუხ სემიუელ - ამერიკელი ექიმი (1925-2011).
ბლან-ი (Blanc) ლუი - ფრანგი სოციალისტ-უტოპისტი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი, 1848 წლის რევოლუციის მოღვაწე (1811–1882).
ბლანკი (Blanqui) ლუი ოგიუსტ - ფრანგი რევოლუციონერი, უტოპისტ-კომუნისტი (1805-1881).
ბლანშარ-ი (Blanchard) რაულ - ფრანგი გეოგრაფი (1877-1965).
ბლანშ კასტილიელი (Blanche de Castille) - საფრანგეთის დედოფალი (1188-1252).
ბლასკო იბანიეს-ი (Blasco Ibáñez) ვისენტე - ესპანელი მწერალი (1867-1928).
ბლას როკა (Blas Roca, ნამდვ. სახელი და გვარი - ფრანსისკო ვილფრედო კალდერიო, Calderio) - კუბის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1908-1987).
ბლასტარ-ი (Blastarēs) მათე - ბიზანტიელი მწერალი (XIV ს.).
ბლატი (Bláthy) ოტო ტიტუს - უნგრელი ელექტროტექნიკოსი (1863-1908).
ბლაშკოვიჩ-ი (Blaškovič) დიონიზ - ჩეხოსლოვაკიელი მიკრობიოლოგი და ვირუსოლოგი (დ. 1913-).
ბლეგენ-ი (Blegen) კარლ - ამერიკელი არქეოლოგი (1887-1971).
ბლეიკ-ი (Blake) რობერტ - ინგლისელი ადმირალი (1599-1657).
ბლეიკ-ი (Blake) რობერტ პირპონტ - ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი (1886-1950).
ბლეიკ-ი (Blake) უილიამ - ინგლისელი პოეტი და მხატვარი (1757-1827).
ბლეიკმორ-ი რიჩარდ დოდრიჯ, /იხ. ბლაკმორი რ. დ.
ბლეიქსლი (Blakeslee) ალბერტ ფრანსის - ამერიკელი ბოტანიკოსი და გენეტიკოსი (1874-1954).
ბლეკ-ი (Black) ჯოზეფ - შოტლანდიელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1728-1799).
ბლეკეტ-ი (Blackett) პატრიკ მეინარდ სტიუარტ - ინგლისელი ფიზიკოსი (1897-1974).
ბლენვილ-ი (Blainville) ანრი - ფრანგი ზოოლოგი და ანატომი (1777-1850).
ბლერიო (Blériot) ლუი - ფრანგი ინჟინერი, თვითმფრინავების კონსტრუქტორი და პილოტი (1872-1936).
ბლესტ განა (Blest Gana) ალბერტო - ჩილელი მწერალი (1830-1920).
ბლექსლი ალბერტ ფრანსის, /იხ. ბლეიქსლი ა. ფ.
ბლეხენ-ი (Blechen) კარლ - გერმანელი ფერმწერი (1798-1840).
ბლიუმ-ი იზაბელ, /იხ. ბლუმი ი.
ბლიუმ-ი ლეონ, /იხ. ბლუმი ლ.
ბლიუხერ-ი (Blücher) გებჰარდ ლებერეხტ - პრუსიის გენერალ-ფელდმარშალი (1742-1819).
ბლიქსენ-ფინეკე (Blixen-Finecke) კარენ - დანიელი მწერალი და ჟურნალისტი ქალი (1885-1962).
ბლიხერ-ი (Blicher) სტენ სტენსენ - დანიელი მწერალი (1782-1848).
ბლოილერ-ი (Bleuler) ოიგენ - შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი (1857-1939).
ბლოკ-ი (Bloch) კონრად ემილ - ამერიკელი ბიოქიმიკოსი (1912-2000).
ბლოკ-ი (Bloch) ერნესტ - შვეიცარიელი და ამერიკელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი და პედაგოგი (1880-1959).
ბლოკ-ი (Bloch) მარკ - ფრანგი ისტორიკოსი (1886-1944).
ბლოკ-ი (Bloch) ჟან რიშარ - ფრანგი მწერალი და საზ. მოღვაწე (1884-1947).
ბლოკ-ი (Bloch) ფელიქს - ამერიკელი ფიზიკოსი (1905-1983).
ბლომბერგ-ი (Blomberg) ვერნერ ფონ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1878-1946).
ბლომსტრანდ-ი (Blomstrand) კრისტიან ვილჰელმ - შვედი ქიმიკოსი და მინერალოგი (1826-1897).
ბლონდელ-ი (Blondel) მორის - ფრანგი ფილოსოფოსი (1861-1949).
ბლონდელ-ი (Blondel) ფრანსუა - ფრანგი არქიტექტორი (1618-1686).
ბლონდელ-ი (Blondel) შარლ - ფრანგი ფსიქოლოგი (1876-1939).
ბლოს-ი (Blos) ვილჰელმ - გერმანელი პუბლიცისტი და ისტორიკოსი (1849-1927).
ბლოუტ-ი (Blout) ელკან - ამერიკელი ბიოქიმიკოსი (1919-2006).
ბლოხ-ი ერნესტ, / იხ. ბლოკი ე.
ბლოხ-ი კონრად ემილ, / იხ. ბლოკი კ. ე.
ბლოხ-ი ფელიქს,/ იხ. ბლოკი ფ.
ბლუმ-ი (Blume) იზაბელ - ბელგიელი საზ. მოღვაწე (1892-1975).
ბლუმ-ი (Blume) ლეონ - საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1872-1950).
ბლუმ-ი (Blum) რობერტ - გერმანელი წვრილბურჟუაზიული დემოკრატი, პუბლიცისტი (1807-1848).
ბლუმაუერ-ი (Blumauer) ალოის - ავსტრიელი მწერალ-განმანათლებელი (1755-1798).
ბლუმდალ-ი (Blomdahl) კარლ ბირგერ - შვედი კომპოზიტორი (1916-1968).
ბლუმენბახ-ი (Blumenbach) იოჰან ფრიდრიხ - გერმანელი ანატომი, ზოოლოგი და ანთროპოლოგი (1752-1840).
ბლუმფილდ-ი (Bloomfield) ლენარდ - ამერიკელი ენათმეცნიერი (1887-1949).
ბლუნჩლი (Bluntchli) იოჰან კასპარ - შვეიცარიელი იურისტი (1808-1881).
ბოარნე (Beauharnais) ეჟენ - ფრანგი გენერალი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი, იტალიის ვიცე-მეფე (1781-1824).
ბოარნე (Beauharnais) ჟოზეფინ - ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი (1763-1814).
ბოას-ი (Boas) ფრანც - ამერიკელი ეთნოგრაფი (1858-1942).
ბობროვსკი (Bobrowski) იოჰანეს - გერმანელი მწერალი (გდრ) (1917-1965).
ბობჟინსკი (Bobrzyński) მიხალ - პოლონელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1849-1935).
ბოგდან-ი (Bogdan) იოან - რუმინელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1864-1919).
ბოგდანოვიჩ-ი (Bogdanović) ბოგდან - იუგოსლავიელი არქიტექტორი (1922-2010).
ბოგზა (Bogza) ჯეო - რუმინელი მწერალი (1908-1993).
ბოგიშიჩ-ი (Bogišić) ბალტაზარ - ხორვატი ეთნოგრაფი და საზ. მოღვაწე (1834-1908).
ბოგნარ-ი (Bognár) იოჟეფ - უნგრელი ეკონომისტი, საზ. და სახელმწ. მოღვაწე (დ. 1917-).
ბო გუ (ფსევდ.; ნამდვ. გვარი - ცინ ბანსიანი) - ჩინეთის კომპარტიის მოღვაწე (1907-1946).
ბოგუსკი (Boguski) იუზეფ იეჟი - პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1853-1933).
ბოგუსლავსკი (Boguslawski) ვოიცეხ - პოლონელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე (1757–1829).
ბოდე (Bode) ვილჰელმ - გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი და სამუზეუმო საქმის მოღვაწე (1845-1929).
ბოდე (Bode) იოჰან ელერტ - გერმანელი ასტრონომი (1747-1826).
ბოდენ-ი (Bodin) ჟან - ფრანგი პოლიტ. მოაზროვნე, მეცნიერი იურისტი (1530-1596).
ბოდენშტედტ-ი (Bodenstedt) ფრიდრიხ - გერმანელი მწერალი (1819-1892).
ბოდლერ-ი (Baudelaire) შარლ - ფრანგი პოეტი (1821-1867).
ბოდმერ-ი (Bodmer) იოჰან იაკობ - შვეიცარიელი მწერალი, კრიტიკოსი (1698-1783).
ბოდო (Baudot) ჟან მორის ემილ - ფრანგი გამომგონებელი ტელეგრაფიის დარგში (1845-1903).
ბოდუენ I (Baudouin) – ბელგიის მეფე (1930-1993).
ბოდუენ დე კურტენე (Baudouin de Courteney) ივანე ალექსანდრეს ძე - რუსი და პოლონელი ენათმეცნიერი (1845-1929).
ბოეთიუს-ი (Boëthius) ანციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს - რომაელი მწერალი, ფილოსოფოსი და სახელმწ. მოღვაწე (დაახლ. 480-524).
ბოენ-ი (Bouhin) კასპარ - შვეიცარიელი ბოტანიკოსი, ანატომი და მცენარეთა სისტემატიკოსი (1560-1624).
ბოვე (Bovet) დანიელ - იტალიელი ääფარმაკოლოგი (1907-1992).
ბოვერი (Boveri) თეოდორ - გერმანელი ციტოლოგი და ემბრიოლოგი (1862-1915).
ბოვუარ-ი (Beauvoir) სიმონ დე - ფრანგი მწერალი ქალი (1908-1986).
ბოვშოვერ-ი იოსებ - ებრაელი მწერალი (1873-1916).
ბოზანკეტ-ი (Bosanquet) ბერნარდ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1848-1923).
ბოზე შატიენდრანატ - ინდოელი ფიზიკოსი (1894-1974).
ბოზორგ ალავი, /იხ. ალავი ბოზორგ.
ბოთე (Bothe) ვალთერ - გერმანელი ფიზიკოსი (1891-1957).
ბოიაი (Bolyai) იანოშ - უნგრელი მათემატიკოსი (1802-1860).
ბოიარდო (Boiardo) მატეო მარია, გრაფი სკანდიანო - იტალიელი პოეტი (1441-1494).
ბოიაჯიევ-ი (Бояджиев) ზლატიუ - ბულგარელი ფერმწერი (1903-1976).
ბოიერ-ი (Bojer) იუჰან - ნორვეგიელი მწერალი (1872-1959).
ბოილ-ი (Boyle) რობერტ - ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი (1627-1691).
ბოიმლერ-ი (Bäumler) ალფრედ - გერმანელი ფილოსოფოსი (1887-1968).
ბოი-ჟელენსკი (ნამდვ. გვარი - ჟელენსკი, Zeleński, ფსევდ. - ბოი, Boy) ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1874-1941).
ბოისენ იენსენ-ი (Boysen Jensen) პეტერ - დანიელი მცენარეთა ფიზიოლოგი (1883-1959).
ბოიტო (Boito) არიგო - იტალიელი კომპოზიტორი, პოეტი, ლიბრეტისტი (1842-1918).
ბოკ-ი (Bock) ფედორ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1880-1945).
ბოკანი (Bokányi) დეჟე - უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1871-1940).
ბოკაჟ-ი (Bocage) პიერ - ფრანგი მსახიობი [(1799(7?)–1862(3?)].
ბოკაჟი (Bocage) მანუელ მარია ბარბოზა დუ - პორტუგალიელი პოეტი (1765-1805).
ბოკასა (Bokassa) ჟან ბედელ - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწ. მოღვაწე (1921-1996).
ბოკაჩო (Boccaccio) ჯოვანი - იტალიელი მწერალი (1313-1375).
ბოკერინი (Boccherini) ლუიჯი - იტალიელი კომპოზიტორი და ვიოლონჩელისტი (1743-1805).
ბოკლ-ი (Buckle) ჰენრი ტომას - ინგლისელი ისტორიკოსი, სოციოლოგი (1821-1862).
ბოკქორის-ი (ბერძ. Bokchoris) - ძვ. ეგვიპტის ფარაონი ძვ. წ. 732–726 ან 718–711 წლებში.
ბოლ-ი (Ball) ჯონ - ინგლისელი მქადაგებელი, 1381 გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ბელადი (გ. 1381).
ბოლანდ-ი (Bolland) გერარდუს - ჰოლანდიელი ფილოსოფოსი (1854-1922).
ბოლდუინ-ი (Baldwin) სტენლი - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1867-1947).
ბოლდუინ-ი (Baldwin) ჯეიმზ - ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი (1924-1987).
ბოლეინ-ი (Boleyn, Ballen) ენ - ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის მეორე ცოლი (დაახლ. 1507-1536).
ბოლესლავ I (Bolesław) მამაცი - პოლონეთის მთავარი და მეფე (967-1025).
ბოლესლავ III (Bolesław) პირმრუდე (Krzywousty) - პოლონეთის მთავარი (1085-1138).
ბოლი (Baulig) ანრი - ფრანგი გეოგრაფი (1877-1962).
ბოლიაი იანოშ,/იხ. ბოიაი ი.
ბოლივარ-ი (Bolivar) სიმონ - სამხრ. ამერიკის ესპანური კოლონიების განთავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1783-1830).
ბოლინგბროკ-ი (Bolingbroke) ჰენრი სენტ-ჯონ - ინგლისის სახელმწ. მოღვაწე (1678-1751).
ბოლინტინიანუ (Bolintineanu) დიმიტრიე - რუმინელი პოეტი და პუბლიცისტი (1819-1872).
ბოლნოვ-ი (Bollnow, გერმ. გამოთქმით - ბოლნო) ოტო ფრიდრიხ - გერმანელი ფილოსოფოსი (1903-1991).
ბოლსტად-ი ეივინ, / იხ. ბულსტადი ე.
ბოლცანო (Bolzano) ბერნარდ - ჩეხი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი (1781-1848).
ბოლცმან-ი (Boltzmann) ლუდვიგ - ავსტრიელი ფიზიკოსი (1844-1906).
ბომანუარ-ი (Beaumanoir) ფილიპ დე რემი - შუა საუკუნეების ფრანგი იურისტი (1250-1296).
ბომარშე (Beaumarchais) პიერ ოგიუსტენ კარონ დე - ფრანგი დრამატურგი (1732-1799).
ბომბელი (Bombelli) რაფაელე - იტალიელი მათემატიკოსი და ინჟინერი (დაახლ. 1530-1572).
ბომე (Baumé) ანტუან - ფრანგი ქიმიკოსი, ფარმაცევტი და ტექნოლოგი (1728-1804).
ბომონტ-ი (Beaumont) ფრანსის - ინგლისელი დრამატურგი (1584-1616).
ბონ-ი (Boon) ლუის პოლ - ბელგიელი მწერალი (დ. 1712).
ბონავენტურა (Bonaventura, ნამდვ. გვარი - ჯოვანი ფიდანცა. Fidanza) - იტალიელი ფილოსოფოსი და საეკლ. მოღვაწე (1221-1274).
ბონალდ-ი (Bonald) ლუი გაბრიელ ამბრუაზ - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი (1754-1840).
ბონაპარტები (ფრანგ. Bonaparte, იტალ. Buonaparte) - ფრანგ იმპერატორთა დინასტია (1804-1870).
ბონარ-ი (Bonnard) ანდრე - შვეიცარიელი ფილოლოგი და საზ. მოღვაწე (1888-1959).
ბონარ-ი (Bonnard) პიერ - ფრანგი მხატვარი (1867-1947).
ბონგო (Bongo) ალბერ ბერნარ - გაბონის სახელმწ. მოღვაწე (1935-2009).
ბონდ-ი (Bond) ჯორჯ ფილიპს - ამერიკელი ასტრონომი (1825-1865).
ბონდოპადჰაი მანიკ (ლიტერატურული სახელი; ნამდვ. სახელი - პრობოდჰ კუმარი) - ინდოელი მწერალი (1908-1956).
ბონდოპადჰაი ტარაშონკორ - ინდოელი მწერალი (1898-1971).
ბონე (Bonnet) შარლ - შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი (1720-1793).
ბონვილ-ი (Bonneville) ნიკოლა - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე, პუბლიცისტი (1760-1828).
ბონივარ-ი (Bonivard) ფრანსუა - შვეიცარიის პოლიტ. მოღვაწე, ჰუმანისტი (1493-1570).
ბონინგტონ-ი (Bonington) რიჩარდ პარქს - ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1801-1828).
ბონიფასიო (Bonifacio) ანდრეს - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი ფილიპინებზე (1863-1897).
ბონიფაციუს VIII (Bonifacius, ერისკაცობაში - ბენედეტო კაეტანი, Benedetto Caetani) – რომის პაპი (დაახლ. 1235–1303).
ბონომი (Bonomi) ივანოე - იტალიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1873-1951).
ბონოსკი (Bonosky) ფილიპ - ამერიკელი პუბლიცისტი და მწერალი (დ. 1916-).
ბონტემპელი (Bontempelli) მასიმო - იტალიელი მწერალი (1878-1960).
ბონფანტე (Bonfante) ჯულიანო - იტალიელი ენათმეცნიერი (1904-2005).
ბოპ-ი (Bopp) ფრანც - გერმანელი ენათმეცნიერი (1791-1867).
ბოპლან-ი (Beauplan) გიიომ - ფრანგი ინჟინერი (1600-1673).
ბო პუ (მეორე სახელი - ბო ჟენფუ) - ჩინელი დრამატურგი და პოეტი (დაახლ. 1226- დაახლ. 1312).
ბოჟურ-ი (Beaujour) ლუი, ბარონ დე - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე და დიპლომატი (1765-1836).
ბორ-ი (Bohr) ნილს ჰენრიკ დავიდ - დანიელი ფიზიკოსი (1885-1962).
ბორ-ი (Bohr) ოგე - დანიელი ფიზიკოსი (1922-2009).
ბორ-ი (Bohr) ჰარალდ - დანიელი მათემატიკოსი (1887-1951).
ბორა (Borah) უილიამ - აშშ-ის პოლიტ. მოღვაწე (1865-1940).
ბორას-ი (Borrás) ენრიკე - ესპანელი მსახიობი (1862-1957).
ბორგენ-ი (Borgen) იუჰან - ნორვეგიელი მწერალი (1902-1979).
ბორდა (Borda) ჟან შარლ - ფრანგი ფიზიკოსი და გეოდეზისტი (1733-1799).
ბორდაბერი (Bordaberry) ხუან მარია - ურუგვაის პოლიტ. მოღვაწე (1928-2011).
ბორდე (Bordet) ჟიულ - ბელგიელი მიკრობიოლოგი (1870-1961).
ბორდიგა (Bordiga) ამადეო - იტალიის პოლიტ. მოღვაწე, ინჟინერი (1889-1970).
ბორელ-ი (Borel) ემილ - ფრანგი მათემატიკოსი (1871-1956).
ბორელი (Borelli) ჯოვანი ალფონსო - იტალიელი ნატურალისტი (1608-1679).
ბორის I - ბულგარეთის მთავარი (გ. 907).
ბორის III - ბულგარეთის მეფე (1894-1943).
ბორმან-ი (Borman) ფრანკ - ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი (დ. 1928-).
ბორნ-ი (Born) მაქს - გერმანელი ფიზიკოსი (1882-1970).
ბორნ-ი (Born; ნამდვ. გვარი - ბუტერმილხი, Buttermilch) შტეფან - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1824-1898).
ბოროვსკი (Borowski) ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1922-1951).
ბორომეო (Borromeo) ანდრეა - თეატინელი მისიონერი ბერი; აქვს ცნობები საქართველოს შესახებ (გ. 1683).
ბორომინი (Borromini; ნამდვ. გვარი - კასტელი, Castelli) ფრანჩესკო - იტალიელი ხუროთმოძღვარი (1599-1667).
ბორტენ-ი (Borten) პიერ - ნორვეგიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1913-2005).
ბორტკიევიჩ-ი (Bortkiewicz) ვლადისლავ იოსების ძე - ეკონომისტი და სტატისტიკოს-თეორეტიკოსი; წარმოშობით პოლონელი, მოღვაწეობდა რუსეთსა და გერმანიაში (1868-1931).
ბორხგრევინკ-ი (Borchgrevink) კარსტენ - ნორვეგიელი მოგზაური (1864-1934).
ბორხერტ-ი (Borchert) ვოლფგანგ - გერმანელი მწერალი (1921-1947).
ბორხეს-ი (Borges) ხორხე ლუის - არგენტინელი მწერალი (1899-1986).
ბორჯა ალფონსო, /იხ. კალიქსტუს III.
ბორჯა (იტალ. Borgia, ესპ. Borja) ლუკრეცია - იტალიელი არისტოკრატი ქალი, პაპ ალექსანდრე VI-ის შვილი (1480-1519).
ბორჯა როდრიგო, / იხ. ალექსანდრე VI.
ბორჯა (იტალ. Borgia, ესპ. Borja) ჩეზარე - რომანიის მმართველი, პაპ ალექსანდრე VI-ის შვილი (დაახლ. 1475-1507).
ბოს-ი ატულ - ინდოელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1898-1977).
ბოს-ი (Boss) ლუის - ამერიკელი ასტრონომი (1846-1912).
ბოს-ი სუბჰას ჩანდრა - ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1897-1945).
ბოს-ი ჯაგდიშ ჩანდრა - ინდოელი ფიზიოლოგი, ფიზიკოსი და ბიოფიზიკოსი (1858–1937).
ბოსბომ-ტუსენ-ი (Bosboom-Toussaint) ანა ლუიზა გერტრეიდა - ნიდერლანდელი მწერალი ქალი (1812-1886).
ბოსიუე (Bossuet) ჟაკ ბენინ - ფრანგი მწერალი, სასულიერო მოღვაწე (1627-1704).
ბოსკან ალმოგავერ-ი (Boscan Almogaver) ხუან - ესპანელი პოეტი (დაახლ. 1490-1542).
ბო სინძიან-ი, ჯი-ტუი - ჩინელი მწერალი (დაახლ. 770- დაახლ. 816).
ბოსტრემ-ი (Boström) კრისტოფერ იაკობ - შვედი ფილოსოფოსი (1797-1866).
ბოსხ-ი (Bosch) ჰიერონიმუს (ნამდვ. სახელი და გვარი - ჰიერონიმუს ვან აკენი, Hieronymus van Aeken) - ნიდერლანდელი ფერმწერი (დაახლ. 1450/60-1516).
ბოტა (Botha) ლუის - ბურების რესპუბლიკის - ტრანსვაალის, ხოლო შემდეგ სამხრეთ აფრიკის კავშირის სახელმწ. მოღვაწე (1862-1919).
ბოტევ-ი (Ботев) ხრისტო - ბულგარეთის ეროვნული გმირი (1849-1876).
ბოტეზ-ი (Botez) დემოსთენე - რუმინელი პოეტი (1893-1993).
ბოტიჩელი (Botticelli) სანდრო (ნამდვ. სახელი და გვარი - ალესანდრო დი მარიანო ფილიპეპი, Alessandro di Mariano Filipepi) - იტალიელი ფერმწერი (1445-1510).
ბოტო (Botto) იან - სლოვაკი პოეტი (1829-1881).
ბოუდა (Bouda) კარლ - გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი (1901-1979).
ბოუენ-ი (Bowen) ნორმან ლევი - ამერიკელი პეტროგრაფი (1887-1956).
ბოუდიკა, ბონდიკა - ანტირომაული აჯანყების მეთაური ქალი ბრიტანიაში (ახ. წ. Iს.).
ბოუი (Bowie) უილიამ - ამერიკელი გეოდეზისტი (1872-1940).
ბოფრან-ი (Boffrand) გაბრიელ ჟერმენ - ფრანგი არქიტექტორი და ინჟინერი (1667-1754).
ბოშ-ი (Bosch) ხუან - დომინიკელთა რესპუბლიკის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე, მწერალი (1909-2001).
ბოული (Bowley) ართურ ლაიონ - ინგლისელი ეკონომისტი (1869-1957).
ბოუნ-ი (Bowne) ბორდენ პარკერ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1847-1910).
ბოურიანუ (Boureanu) რადუ - რუმინელი პოეტი (1906-1997).
ბოშკოვიჩ-ი (Bošković) რუჯერ იოსიპ - ხორვატი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი (1711-1787).
ბოშ ხიმპერა (Bosch Gimpera) პედრო - ესპანელი ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი (1891-1974).
ბოჩკაი (Bocskai) იშტვან - უნგრელი ფეოდალი, ანტიჰაბსბურგული მოძრაობის ხელმძღვანელი (1557-1606).
ბოჩონი (Boccioni) უმბერტო - იტალიელი ფერმწერი და მოქანდაკე (1882-1916).
ბოცარის-ი (Mpotsarēs) მარკოს - საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების (1821-29) გმირი (1790-1823).
ბო ძიუი - ჩინელი პოეტი (772-846).
ბოხენსკი (Bocheński) იუზეფ მარია - შვეიცარიელი ფილოსოფოსი (1902-1995).
ბპრ (BPR), თავდაპირველად ბბპრ - იტალიელ არქიტექტორთა შემოქმედებითი კოლექტივი, იხ. ბანფი ჯ. ლ., ბელჯოიოზო ლ., პერესუტი ე., როჯერსი ე.ნ.
ბრაგა (Braga) ტეოფილუ - პორტუგალიის პოლიტ. მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი (1843-1924).
ბრაგანსა-კობურგები (Bragança-Coburg) - ბრაგანსების სამეფო დინასტიის უმცროსი შტო პორტუგალიაში (1853-1910).
ბრაგანსები (Bragança) - პორტუგალიელი მეფეებისა (1640-1853) და ბრაზილიის იმპერატორთა (1822-1889) დინასტია.
ბრავე (Bravais) ოგიუსტ - ფრანგი კრისტალოგრაფი (1811-1863).
ბრაზა (Brazza) პიერ სავორნიან დე - ფრანგი ეკვატორული აფრიკის მკვლევარი და კოლონიზატორი (1852-1905).
ბრაიან-ი (Bryan) უილიამ ჯენინგზ - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (1860-1925).
ბრაიანტ-ი (Bryant) ლუიზა - ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ქალი (1890-1936).
ბრაიანტ-ი (Bryant) უილიამ კალინ - ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი (1794-1878).
ბრაიდი (Bridie) ჯეიმზ - შოტლანდიელი დრამატურგი (1888-1951).
ბრაილ-ი (Braille) ლუი - ფრანგი ტიფლოპედაგოგი, უსინათლოთათვის სპეციალური შრიფტის შემქმნელი (1809-1852).
ბრაინერ-ი (Brainer) ბელა - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1896-1940).
ბრაიტ-ი (Bright) რიჩარდ - ინგლისელი ექიმი (1789-1858).
ბრაიტინგერ-ი (Breitinger) იოჰან იაკობ - შვეიცარიელი მწერალი და ლიტერატურის თეორეტიკოსი (1701-1776).
ბრაიტმენ-ი (Brightman) ედგარ შეფილდ - ამერიკელი ფილოსოფოსი (1884-1953).
ბრაიტშაიდ-ი (Breitscheid) რუდოლფ - გერმანიის სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი (1874-1944).
ბრაკ-ი (Braque) ჟორჟ - ფრანგი ფერმწერი (1882-1963).
ბრაკე (Bracke) ვილჰელმ - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1842-1880).
ბრამ-ი (Brahm; ნამდვ. გვარი - აბრაჰამზონი, Abrahamsohn) ოტო - გერმანელი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, კრიტიკოსი (1856-1912).
ბრამანტე (Bramante; ნამდვ. სახელი და გვარი - პასკუჩო დ’ანტონიო, Pascuccio d’Antonio) დონატო - იტალიელი ხუროთმოძღვარი (1444-1514).
ბრამს-ი (Brams) იოჰანეს - გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1833-1897).
ბრანგუინ-ი (Brangwyn) ფრანკ - ინგლისელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1867-1956).
ბრანდ-ი (Brand) ვენს - აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი (დ.1931-).
ბრანდეს-ი (Brandes) გეორგ - დანიელი ლიტერატურათმცოდნე (1842-1927).
ბრანდის-ი (Brandys) კაზიმიეჟ - პოლონელი მწერალი (1916-2000).
ბრანდლერ-ი (Brandler) ჰაინრიხ - გერმანიის კომპარტიის მემარჯვენე ოპორტუნისტული მიმართულების ერთ-ერთი ლიდერი (1881-1967).
ბრანდტ-ი (Brandt) ვილი (ნამდვ. სახელი და გვარი - ჰერბერტ კარლ ფრამი, Frahm) - გფრ-ის სახელმწ. მოღვაწე (1913-1992).
ბრანერ-ი (Branner) ჰანს კრისტიან - დანიელი მწერალი (1903-1966).
ბრანკო ელიზა, /იხ. ბრანკუ ე.
ბრანკოვიჩ-ი (Бранковиħ) ჯორჯე - სერბიის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1645-1711).
ბრანკუ (Branco) ელიზა - ბრაზილიის ქალთა მოძრაობისა და მშვიდობის მსოფლიო მოძრაობის მოღვაწე ქალი (1912-2000).
ბრანტ-ი (Brant) სებასტიან - გერმანელი მწერალი, ჰუმანისტი (1458-1521).
ბრანტინგ-ი (Branting) კარლ იალმარ - შვეციის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1860–1925).
ბრასერ-ი (Brasseur, ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - ალბერ ესპინასი, Espinasse) პიერ - ფრანგი მსახიობი (1905-1975).
ბრატეინ-ი (Brattain) უოლტერ - ამერიკელი ფიზიკოსი (1902-1987).
ბრატელი (Bratteli) ტრიუგვე მარტინ - ნორვეგიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1910-1984).
ბრასიდა (Brasidas) - სპარტელი მხედართმთავარი (ძვ. წ. IVს.).
ბრაუერ-ი ადრიან,/ იხ. ბრაუვერი ა.
ბრაუერ-ი (Brouwer) ლოიტზენ ეგბერტ იან - ჰოლანდიელი მათემატიკოსი (1881-1966).
ბრაუვერ-ი (Brouwer) ადრიან - ფლამანდელი ფერმწერი (1605 ან 1606-1638).
ბრაუნ-ი (Braun) ალექსანდერ - გერმანელი ბოტანიკოსი (1805-1877).
ბრაუნ-ი (Browne) ედუარდ გრენვილ - ინგლისელი აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე (1862-1926).
ბრაუნ-ი (Brown) ერნესტ უილიამ - ამერიკელი ასტრონომი და მათემატიკოსი (1866-1938).
ბრაუნ-ი (Braun) ვერნერ ფონ - ამერიკელი მეცნიერი (1912-1976).
ბრაუნ-ი (Braun) იან - პოლონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ბასკოლოგი (დ. 1926-).
ბრაუნ-ი (Braun) კარლ ფერდინანდ - გერმანელი ფიზიკოსი (1850-1918).
ბრაუნ-ი (Braun) ოტო - გერმანიისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1900-1974)
ბრაუნ-ი (Browne) რობერტ - ინგლისელი თეოლოგი (1550-1633).
ბრაუნ-ი (Brown) რობერტ - ინგლისელი ბოტანიკოსი (1773-1858).
ბრაუნ-ი (Braun) ფელიქს - ავსტრიელი მწერალი, ლიტერატურის ისტორიკოსი (1885-1973).
ბრაუნ-ი (Brown) ფორდ მედოქს - ინგლისელი ფერმწერი (1821-1893).
ბრაუნ-ი (Brown) ჩარლზ ბროკდენ - ამერიკელი მწერალი (1771-1810).
ბრაუნ-ი (Brown) ჯონ - აშშ-ის პოლიტ. მოღვაწე (1800-1859).
ბრაუნე (Braune) ვილჰელმ - გერმანელი ენათმეცნიერი (1850-1926).
ბრაუნერ-ი (Brauner) ბოჰუსლავ - ჩეხი ქიმიკოსი (1855-1935).
ბრაუნინგ-ი (Browning) ელიზაბეთ ბარეტ - ინგლისელი პოეტი ქალი (1806-1861).
ბრაუნინგ-ი (Browning) რობერტ - ინგლისელი პოეტი (1812-1889).
ბრაუნინგ-ი (Browning) ჯონ - ამერიკელი გამომგონებელი (1855-1926).
ბრაუნშვაიგის ჰერცოგი, /იხ. კარლ ვილჰელმ ფერდინანდი.
ბრაუხიჩ-ი (Brauchitsch) ვალტერ ფონ - გერმანიის ფაშისტური არმიის გენერალ-ფელდმარშალი (1881-1948).
ბრაქტონ-ი (Bracton) ჰენრი - ინგლისელი იურისტი (გ. 1268).
ბრაჩოლინი (Bracciolini) ჯან ფრანჩესკო პოჯო [პოჯოდ (Poggio) წოდებული] - იტალიელი მწერალი, ჰუმანისტი (1380-1459).
ბრაჰე (Brahe) ტიხო - დანიელი ასტრონომი (1546-1601).
ბრაჰმაგუპტა - ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი (დაახლ. 598-660).
ბრეალ-ი (Bréal) მიშელ - ფრანგი ფილოლოგი და ენათმეცნიერი (1832-1915).
ბრეგ-ი (Bragg) უილიამ ლორენს - ინგლისელი ფიზიკოსი (1890-1971).
ბრეგ-ი (Bragg) უილიამ ჰენრი - ინგლისელი ფიზიკოსი (1862-1942).
ბრეგერ-ი (Brøgger) ვალდემარ კრისტოფერ - ნორვეგიელი პეტროგრაფი (1851-1940).
ბრედალ-ი (Bredahl) კრისტიან ვიდ - დანიელი მწერალი (1784-1860).
ბრედელ-ი (Bredel) ვილი - გერმანელი მწერალი (გდრ) (1901–1964).
ბრედერო (Bredero) გერბრანდ ადრიანს - ნიდერლანდელი პოეტი და დრამატურგი (1585-1618).
ბრედლი (Bradley) ენდრუ სესილ - ინგლისელი ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი (1851-1935).
ბრედლი (Bradley) ომარ ნელსონ - აშშ-ის არმიის გენერალი (1893-1981).
ბრედლი (Bradley) ფრანსის ჰერბერტ - ინგლისელი ფილოსოფოსი (1846-1924).
ბრედლი (Bradley) ჯეიმზ - ინგლისელი ასტრონომი (1693-1762).
ბრეზა (Breza) ტადეუშ - პოლონელი მწერალი (1905-1970).
ბრეი (Bray) ჯონ ფრანსის - ინგლისელი ეკონომისტი, სოციალისტ-უტოპისტი (1809-1895).
ბრეიგელ-ი „ხავერდოვანი“ (Brueghel, „de Fluwelen“) იან - ბელგიელი ფერმწერი (1568-1625).
ბრეიგელ-ი უფროსი ან „გლეხი“ (Bruegelle de Oude, Broeren Brueghel) პიტერ - ნიდერლანდელი ფერმწერი და გრავიორი (დაახლ. 1525/30–1569).
ბრეიდვუდ-ი (Braidwood) რობერტ - ამერიკელი არქეოლოგი და ანთროპოლოგი (1907-2003).
ბრეიერ-ი, მარსელ ლაიოშ -/ იხ. ბროიერი მ. ლ.
ბრეილ-ი (Breuil) ანრი ედუარდ პროსპერ - ფრანგი არქეოლოგი (1877-1961).
ბრეინ-ი (Braine) ჯონ - ინგლისელი მწერალი (1922-1986).
ბრეიტნერ-ი (Breitner) გეორგ ჰენდრიკ - ჰოლანდიელი ფერმწერი (1857-1923).
ბრეკენრიჯ-ი (Brackenridge) ჰიუ ჰენრი - ამერიკელი მწერალი (1748-1816).
ბრემ-ი (Brehm) ალფრედ ედმუნდ - გერმანელი ზოოლოგი (1829-1884).
ბრემ-ი (Brehm) კრისტიან ლუდვიგ - გერმანელი ზოოლოგი (1787-1864).
ბრემერ-ი (Bremer) ფრედრიკა - შვედი მწერალი ქალი (1801-1865).
ბრენგვინ-ი ფრანკ, /იხ. ბრანგუინი ფ.
ბრენდ-ი (Brand) მონა - ავსტრალიელი მწერალი ქალი (1915-2007).
ბრენდალ-ი (Brøndal) ვიგო - დანიელი ენათმეცნიერი (1887-1942).
ბრენტანო (Brentano) კლემენს - გერმანელი მწერალი (1778-1842).
ბრენტანო (Brentano) ლუიო - გერმანელი ეკონომისტი (1844-1931).
ბრენტანო (Brentano) ფრანც - გერმანელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი (1838-1917).
ბრესონ-ი (Bresson) რობერ - ფრანგი კინორეჟისორი (1901(1907?)-1999).
ბრესტედ-ი ჯეიმზ ჰენრი, /იხ. ბრესტიდი ჯ. ჰ.
ბრესტიდ-ი (Breasted) ჯეიმზ ჰენრი - ამერიკელი ეგვიპტოლოგი (1865-1935).
ბრეტიანუ (Brătianu) იონ - რუმინეთის პოლიტ. მოღვაწე (1821-1891).
ბრეტიანუ (Brătianu) იონ - რუმინეთის პოლიტ. მოღვაწე (1864–1927).
ბრეტიანუ (Brătianu) კონსტანტინ (დინუ) - რუმინეთის პოლიტ. მოღვაწე (1866-1950).
ბრეტონ-ი (Breton) ანდრე - ფრანგი მწერალი (1896-1966).
ბრეტ-ჰარტ-ი ფრანსის, / იხ. ჰარტი ფ. ბ.
ბრეცელ-ი (Brecelj) ბოგდან - იუგოსლავიელი ქირურგი, ორთოპედი (1906-1986).
ბრეხტ-ი (Brecht) ბერტოლტ - გერმანელი მწერალი, თეატრალური და საზ. მოღვაწე, ხელოვნების თეორეტიკოსი 1898-1956).
ბრიან-ი (Briand) არისტიდ - საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე, დიპლომატი (1862-1932).
ბრიან-ი (Brian), ბოროიმე (Boroimhe) - ირლანდიის მეფე (926 ან 941–1014).
ბრიაქსის-ი (Bryaxis) - ძვ. ბერძენი მოქანდაკე (ძვ. წ. IV ს. II ნახ.).
ბრიგე (Brygos) - ძვ. ბერძენი მეთუნე (ძვ. წ. V ს. I მესამედი).
ბრიგზ-ი (Briggs) ჰენრი - ინგლისელი მათემატიკოსი (1561-1630).
ბრიერ-ი (Brière) მორის - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი (1881-1960).
ბრიერ-ი (Brière) ჟან - ჰაიტელი პოეტი და საზ. მოღვაწე (დ. 1909).
ბრილუენ-ი (Brillouin) ლეონ - ფრანგი ფიზიკოსი (1889-1969).
ბრინელ-ი (Brinell) იუჰან ავგუსტ - შვედი ინჟინერ-მეტალურგი (1849-1925).
ბრინკოვიანუ (Brîncoveanu) კონსტანტინ - ვლახეთის გოსპოდარი (გამგებელი) (1654-1714).
ბრინკუში (რუმინ. Brâncuşi, Brîncuşi), ბრანკუზი (ფრანგ. Brancusi) კონსტანტინ - რუმინელი მოქანდაკე (1876-1957).
ბრისო (Brissot) ჟაკ პიერ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1754-1793).
ბრიტენ-ი (Britten) ბენჯამინ - ინგლისელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი (1913-1976).
ბრიუკე (Brücke) ერნსტ - გერმანელი ფიზიოლოგი (1819–18920).
ბრიუკნერ-ი (Brückner) ალექსანდრ - პოლონელი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე (1856-1939).
ბრიუკნერ-ი (Brückner) ედუარდ - გერმანელი გეოგრაფი და კლიმატოლოგი (1862-1927).
ბრიუნ-ი (Brunhes) ჟან - ფრანგი გეოგრაფი (1869-1930).
ბრიუნეტიერ-ი (Brunetière) ფერდინან - ფრანგი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი და ისტორიკოსი (1849-1906).
ბრიუნინგ-ი (Brüning) ჰაინრიხ - გერმანიის პოლიტ. მოღვაწე; 1934-დან იმყოფებოდა ემიგრაციაში აშშ-ში (1885-1970).
ბრიუნო (Bruneau) ლუი შარლ ბონავანტიურ ალფრედ - ფრანგი კომპოზიტორი, კრიტიკოსი და მუსიკის მოღვაწე (1857-1934).
ბრიუნო (Brunot) ფერდინან - ფრანგი ენათმეცნიერი (1860-1938).
ბრიუნსვიკ-ი (Brunschvicg) ლეონ - ფრანგი ფილოსოფოსი (1869-1944).
ბრიუსტერ-ი (Brewster) დეივიდ - ინგლისელი ფიზიკოსი (1781-1868).
ბრიჯეზ-ი (Bridges) რობერტ სეიმურ - ინგლისელი პოეტი (1844-1930).
ბრიჯმენ-ი (Bridgman) პერსი უილიამზ - ამერიკელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი (1882-1961).
ბროდ-ი (Brod) მაქს - ავსტრიელი მწერალი (1884-1968).
ბროდელ-ი (Braudel) ფერნან - ფრანგი ისტორიკოსი (1902-1985).
ბროდი (Bródy) შანდორ - უნგრელი მწერალი (1863-1924).
ბროიერ-ი (Breuer) მარსელ ლაიოშ - ამერიკელი არქიტექტორი; წარმოშობით უნგრელი (1902-1981).
ბროილ-ი, დე ბროლი (de Broglie) ლუი დე - ფრანგი ფიზიკოსი (1892-1987).
ბროკა (Broca) პოლ - ფრანგი ანატომი და ანთროპოლოგი (1824–1880).
ბროკდორფ-რანცაუ (Brockdorff-Rantzau) ულრიხ - გერმანელი დიპლომატი (1869-1928).
ბროკელმან-ი (Brockelmann) კარლ - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე (1868-1956).
ბრონზინო (Bronzino) (საკუთრივ - დი კოზიმო დი მარიანო, di Cosimo di Mariano) ანჯელო (ანიოლო) - იტალიელი ფერმწერი (1503-1572).
ბრონიარ-ი (Brongniart) ადოლფ ტეოდორ - ფრანგი ბოტანიკოსი (1801-1876).
ბრონიარ-ი (Brongniart) ალექსანდრ - ფრანგი გეოლოგი (1770-1847).
ბრონიევსკი (Broniewski) ვლადისლავ - პოლონელი პოეტი (1897-1962).
ბრონკ-ი (Bronk) დეტლევ ვულფ - ამერიკელი ფიზიოლოგი (1897-1975).
ბრონტე (Bronte) ემილი - ინგლისელი მწერალი ქალი (1818-1848).
ბრონტე (Bronte) ენ - ინგლისელი მწერალი ქალი (1820-1849).
ბრონტე (Bronte) შარლოტ - ინგლისელი მწერალი ქალი (1816-1855).
ბროს-ი (Brosse, Debrosse) სალომონ დე - ფრანგი არქიტექტორი (დაახლ. 1571–1626).
ბროსე (Brosset) მარი ფელისიტე - ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი (1802-1880).
ბროუნ-ი რობერტ, / იხ. ბრაუნი რ.
ბროუნკერ-ი (Brouncker) უილიამ - ინგლისელი მათემატიკოსი (1620-1684).
ბროუნ-სეკარ-ი (Brown-Séquard) შარლ ედუარ - ფრანგი ფიზიოლოგი და ნევროპათოლოგი (1817-1894).
ბროძინსკი (Brodziński) კაზიმიეჟ - პოლონელი პოეტი (1791-1835).
ბროხ-ი (Broch) ჰერმან - ავსტრიელი მწერალი (1886-1951).
ბრუგმან-ი (Brugmann) კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ენათმეცნიერი (1849-1919).
ბრუგშ-ი (Brugsch) თეოდორ - გერმანელი თერაპევტი (1878-1963).
ბრუგშ-ი (Brugsch) ჰაინრიხ - გერმანელი ეგვიპტოლოგი (1827-1894).
ბრუკ-ი (Brooke), ალანბრუკი (Alanbrooke) ალან ფრანსის - დიდი ბრიტანეთის ფელდმარშალი (1883-1963).
ბრუკ-ი (Broek) იოჰანეს ჰენდრიკ ვან დენ - ჰოლანდიელი არქიტექტორი (1898-1978).
ბრუკ-ი (Brook) პიტერ - ინგლისელი რეჟისორი (დ. 1925-).
ბრუკ-ი (Brooke) რუპერტ - ინგლისელი პოეტი (1887-1915).
ბრუკერ-ი (Brouckère) ლუი დე - ბელგიელი სოციალ-დემოკრატი (1870-1951).
ბრუკნერ-ი (Bruckner) ანტონ - ავსტრიელი კომპოზიტორი, ორგანისტი და პედაგოგი (1824-1896).
ბრუკნერ-ი (Bruckner) ფერდინანდ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი - თეოდორ ტაგერი, Tagger) - ავსტრიელი მწერალი (1891-1958).
ბრუმ-ი (Brum) ბალტასარ - ურუგვაის სახელმწ. მოღვაწე (1883-1933).
ბრუმ-ი (Brougham) ჰენრი - დიდი ბრიტანეთის პოლიტ. მოღვაწე (1778-1868).
ბრუნ-ი (Brun) იულიან (ფსევდ. - ანტონოვიჩი, ბრონოვიჩი, სპისი, იულიანსკი) - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი (1886-1942).
ბრუნელესკი (Brunelleschi), ბრუნელესკო (Brunellesco) ფილიპო - იტალიელი არქიტექტორი და მოქანდაკე (1377-1446).
ბრუნერ-ი (Brunner) ემილ - შვეიცარიელი თეოლოგი (1889-1966).
ბრუნერ-ი (Bruner) ჯერომ სეიმურ - ამერიკელი ფსიქოლოგი (დ. 1915-).
ბრუნერ-ი (Brunner) ჰაინრიხ - გერმანელი ისტორიკოსი (1840-1915).
ბრუნეტო ლატინი,/ იხ. ლატინი ბ.
ბრუნი (Bruni) ლეონარდო, არეტინოდ (Aretino) წოდებული - იტალიელი ჰუმანისტი, მწერალი, ისტორიკოსი (1370 ან 1374-1444).
ბრუნო (Bruno) ჯორდანო ფილიპო - იტალიელი ფილოსოფოსი და პოეტი (1548-1600).
ბრუნს-ი (Bruns) ჰაინრიხ ერნსტ - გერმანელი ასტრონომი, გეოდეზისტი და მათემატიკოსი (1848-1919).
ბრუნჰილდე (Brunhilde, Brunichilde) - ფრანკების დედოფალი (დაახლ. 534-613).
ბრუს-ი (Brousse) პოლ ლუი - საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე (1844-1912).
ბრუს-ი (Bruce) რობერტ - შოტლანდიის მეფე (1274-1329).
ბრუს-ი (Bruce) უილიამ - შოტლანდიელი მეზღვაური და ექიმი (1867-1921).
ბრუსე (Broussais) ფრანსუა ჟოზეფ ვიქტორ - ფრანგი მეცნიერი, ექიმი (1772-1838).
ბრუტუს-ი დეციმუს იუნიუს ალბინუს (Brutus Decimus Junius Albinus) - რომაელი პოლიტ. და სამხ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 84 - ძვ. წ. 43).
ბრუტუს-ი მარკუს იუნიუს (Marcus Junius Brutus) - რომაელი პოლიტ. მოღვაწე (ძვ. წ. 85 - ძვ. წ. 42).
ბრუქს-ი (Brooks) ვან ვიკ - ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე (1886-1963).
ბუაგილბერ-ი (Boisguillebert) პიერ - ფრანგი ეკონომისტი (1646-1714).
ბუავ-ი (Boyve) ედუარ დე - საფრანგეთისა და საერთაშორისო კოოპერაციული მოძრაობის წარმომადგენელი (1840-1925).
ბუალდიე (Boieldieu) ფრანსუა ადრიენ - ფრანგი კომპოზიტორი (1775-1834).
ბუალო, ბუალო-დეპრეო (Boileau-Despréaux) ნიკოლა - ფრანგი პოეტი, ლიტერატურის თეორეტიკოსი (1636-1711).
ბუასელ-ი (Boissel) ფრანსუა - ფრანგი რევოლუციონერი, უტოპისტ-კომუნისტი (1728-1807).
ბუასიე (Boissier) გასტონ - ფრანგი ისტორიკოსი (1823-1908).
ბუასიე (Boissier) პიერ ედმონ - შვეიცარიელი ბოტანიკოსი (1810-1885).
ბუასონად-ი (Boissonade) პროსპერ ბენჟამენ - ფრანგი ისტორიკოსი (1862-1935).
ბუბერ-ი (Buber) მარტინ ან მარდოხაი - ებრაელი რელიგიის ფილოსოფოსი და მწერალი (1878-1965).
ბუგენვილ-ი (Bougainville) ლუი ანტუან დე - ფრანგი ზღვაოსანი (1729-1811).
ბუგერ-ი (Bouguer) პიერ - ფრანგი ფიზიკოსი (1698-1758).
ბუდაი-დელიანუ (Budai-Deleanu) იონ - რუმინელი პოეტი (დაახლ. 1760-1820).
ბუდევსკა (Будевска) ადრიანა (ნამდვ. სახელი და გვარი - ადრიანა კინჩევა-განჩევა) - ბულგარელი მსახიობი ქალი (1878-1955).
ბუდენ-ი (Boudin) ეჟენ - ფრანგი მხატვარი (1824-1898).
ბუდენზიგ-ი (Buddensieg) ჰერმან - გერმანელი პოეტი, „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელი (1893-1976).
ბუდენც-ი (Budenz) იოჟეფ - უნგრელი ენათმეცნიერი (1836-1892).
ბუდი (Budi) პიეტერ - ალბანეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე (1566-1622).
ბუდიე-ბაკერ-ი (Boudier-Bakker) ინა - ნიდერლანდელი მწერალი ქალი (1875-1966).
ბუდსკი (Budský) იოზეფ - ჩეხოსლოვაკიელი მსახიობი და რეჟისორი (1911-1989).
ბუზოლტ-ი (Busolt) გეორგ - გერმანელი ისტორიკოსი (1850-1920).
ბუზონი (Busoni) ფერუჩო ბენვენუტო - იტალიელი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1866-1924).
ბუთ-ი (Booth) ედუინ ტომას - ამერიკელი მსახიობი (1833-1893).
ბუთ-ი (Booth) ჯონ უილქს - ამერიკელი მსახიობი (1838–1865).
ბუთ-ი (Booth) ჯუნიუს ბრუტუს - ამერიკელი მსახიობი (1796-1852).
ბუიაკ-ი (Bujak) ფრანციშეკ - პოლონელი ისტორიკოსი და ეკონომისტი (1875-1953).
ბუიდები - დინასტია ახლო და შუა აღმოსავლეთში (932-1062).
ბულ-ი (Boulle) ანდრე შარლ - ფრანგი ავეჯის ოსტატი (1642-1732).
ბულ-ი (Bull) ედვარდ - ნორვეგიელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1881-1932).
ბულ-ი (Bull) ულე - ნორვეგიელი მევიოლინე, კომპოზიტორი და ფოლკლორისტი (1810-1880).
ბულ-ი (Boole) ჯორჯ - ინგლისელი ლოგიკოსი და მათემატიკოსი (1815-1864)
ბულაიიჩ-ი (Bulajić) ველკო - იუგოსლავიელი კინორეჟისორი (დ. 1928-)
ბულანჟე (Boulanger) ჟორჟ ერნსტ - ფრანგი გენერალი, პოლიტ. მოღვაწე (1837-1891)
ბულეზ-ი (Boulez) პიერ - ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი (დ.1925-)
ბულენვილიე (Boulainvilliers) ანრი - ფრანგი ისტორიკოსი (1658-1722)
ბულვერ-ლიტონ-ი (Bulwer-Lytton) ედუარდ ჯორჯ - ინგლისელი მწერალი და სახელმწ. მოღვაწე (1803-1873).
ბულინგერ-ი (Bullinger) ჰაინრიხ - რეფორმაციის მოღვაწე შვეიცარიაში (1504-1575).
ბულიჩ-ი (Bulić) ფრანე - იუგოსლავიელი არქეოლოგი (1846-1934).
ბულსტად-ი (Bolstad) ეივინ - ნორვეგიელი მწერალი (1905-1979).
ბულტმან-ი (Bultmann) რუდოლფ - გერმანელი პროტესტანტი თეოლოგი, ფილოსოფოსი და რელიგიის ისტორიკოსი (1884-1976).
ბუმაცენდე - მონღოლეთის სახელმწ. მოღვაწე (1881-1953).
ბუმედიენ-ი ჰუარი - ალჟირის პოლიტ., სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1925-1978).
ბუმი პაპა (Mpunē Papa) რიტა - ბერძენი პოეტი ქალი (1906-1984).
ბუნზენ-ი (Bunsen) რობერტ ვილჰელმ - გერმანელი ქიმიკოსი (1811-1899).
ბუნიუელ-ი (Buñuel) ლუის - კინორეჟისორი; მოღვაწეობდა საფრანგეთში, შემდეგ - მექსიკაში; ეროვნებით ესპანელი (1900-1983).
ბუონაროტი მიქელანჯელო,/ იხ. მიქელანჯელო ბუონაროტი.
ბუონაროტი (Buonarroti) ფილიპო მიკელე - საფრანგეთისა და იტალიის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე (1761-1837).
ბუოცი (Buozzi) ბრუნო - იტალიის პროფკავშირული მოძრაობის მოღვაწე (1881-1944).
ბუჟორ-ი (Bujor) მიჰაილ გეორგიუ - რუმინეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1881-1964).
ბურბაკი ნიკოლა (Bourbaki Nicolas) - ახალგაზრდა ფრანგ მათემატიკოსთა კოლექტიური ფსევდონიმი (ჯგუფი დაარსდა 1937 წელს, არსებობს დღესაც. წევრთა რაოდენობა და ვინაობა გასაიდუმლოებულია).
ბურბონ-ი (Bourbon) ანტუან - საფრანგეთის სახელმწ. მოღვაწე (1518-1562).
ბურბონ-ი (Bourbon) შარლ - საფრანგეთის არმიის კონეტაბლი (მთავარსარდალი) (1490–1527).
ბურბონები (ფრანგ. Bourbons, ესპ. Borbones, იტალ. Borboni) - სამეფო დინასტია საფრანგეთში (1589–1792, 1814–1815, 1915–1930), ესპანეთსა (1700–1808, 1814–1868, 1874–1931) და ორივე სიცილიის სამეფოში (1735–1805, 1814–1860).
ბურგიბა ჰაბიბ იბნ ალი - ტუნისის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1903-2000).
ბურგკმაირ-ი (Burgkmair) ჰანს უფროსი - გერმანელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1473-1531).
ბურდახ-ი (Burdach) კარლ ფრიდრიხ - გერმანელი ანატომი და ფიზიოლოგი (1776-1847).
ბურდელ-ი (Bourdelle) ემილ ანტუან - ფრანგი მოქანდაკე (1861-1929).
ბურიან-ი (Burian) ემილ ფრანტიშეკ - ჩეხოსლოვაკიელი რეჟისორი, კომპოზიტორი, მწერალი, დრამატურგი (1904-1959).
ბურიან-ი (Burian) კარელ - ჩეხოსლოვაკიელი მომღერალი (1870–1924).
ბურიდან-ი (Buridan) ჟან - ფრანგი ფილოსოფოსი (დაახლ. 1300- დაახლ. 1358).
ბურკიელო (Burchiello; ნამდვ. სახელი - დომენიკო დი ჯოვანი, di Giovani) - იტალიელი პოეტი (1404-1449).
ბურკჰარდტ-ი (Burchhardt) იაკობ - შვეიცარიელი ისტორიკოსი და კულტურის ფილოსოფოსი (1818-1897).
ბურმოვ-ი (Бурмов) ალექსანდრ კოლევ - ბულგარელი ისტორიკოსი (1911–1965).
ბურნონვილ-ი (Bournonville) ავგუსტ (ოგიუსტ) - დანიელი ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, პედაგოგი (1805-1879).
ბურჟე (Bourget) პოლ შარლ ჟოზეფ - ფრანგი მწერალი (1852-1935).
ბურჟელა (Bourgelat) კლოდ - ვეტერინარული მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საფრანგეთში (1712-1779).
ბურჟუა (Bourgeois) ვიქტორ - ბელგიელი არქიტექტორი (1897-1962).
ბურჰაავე (Boerhaave) ჰერმან - ნიდერლანდელი ექიმი, ბოტანიკოსი, ქიმიკოსი (1668-1738).
ბურჰანედინ სივასი (Burhaneddin Sivasi) ყადი აჰმედ - თურქი პოეტი, სწავლული, სახელმწ. მოღვაწე (1345-1398).
ბუსენარ-ი (Boussenard) ლუი ანრი - ფრანგი მწერალი (1847-1910).
ბუსენგო (Boussingault) ჟან ბატისტ - ფრანგი ქიმიკოსი (1802-1887).
ალ-ბუსთანი, ბუთრუს ალ-ბუსთანი - არაბი განმანათლებელი და ლიტერატორი (1819-1883).
ალ-ბუსთანი, ბუთრუს ალ-ბუსთანი - არაბული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიკოსი (დ. 1898).
ალ-ბუსთანი, სელიმ ალ-ბუსთანი - არაბი პუბლიცისტი და არაბული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1848-1884).
ალ-ბუსთანი, სულეიმან ალ-ბუსთანი - არაბი პუბლიცისტი, ჰომეროსის „ილიადას“ მთარგმნელი არაბულ ენაზე (1856-1925).
ალ-ბუსთანი, ფუად აფრამ ალ-ბუსთანი - არაბი ლიტერატურათმცოდნე, არაბული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიკოსი, არქეოგრაფი, არაბული ენციკლოპედიის გამომცემელი (დ. 1906-).
ბუსი დე ალიენდე (Bussi de Allende) ორტენსია - ჩილეს და საერთაშორისო ქალთა დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე (დ.1914/ 1915-2009).
ბუსინეკ-ი (Boussinesq) - ფრანგი მეცნიერი, მექანიკოსი (1842-1929).
ალ-ბუსირი შარაფ ალ-დინ მუჰამად იბნ საიდ - არაბი პოეტი (1212-1296).
ბუსტამანტე (Bustamante) კარლოს მარია დე - მექსიკელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1774-1848).
ბუსტამანტე, სანჩეს დე ბუსტამანტე ი სირვენი (Sánchez de Bustamante y Sirvén) ანტონიო - კუბელი იურისტი და დიპლომატი (1865-1951).
ბუსჰაყ-ი, ბუსჰაყ ათემე (ლიტერატურული ფსევდ.; ნამდვ. სახელი - ფახრ ალ-დინ აჰმად იბნ ჰალაჯ - ირანელი პოეტ-სატირიკოსი (გ. 1427).
ბუტენანდტ-ი (Butenandt) ადოლფ ფრიდრიხ - გერმანელი ბიოქიმიკოსი (1903-1995).
ბუტრუ (Boutroux) ემილ - ფრანგი ფილოსოფოსი (1845-1921).
ბუქსტეჰუდე (Buxtehude) დიტრიხ - გერმანელი კომპოზიტორი (1637-1707).
ბუღა თურქი - არაბი სარდალი (IX ს.).
ბუშ-ი (Bush) ალან დადლი - ინგლისელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და საზ. მოღვაწე (1900–1979).
ბუშ-ი (Busch) ერნსტ - ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალი (1885-1945).
ბუშ-ი (Busch) ერნსტ - გერმანელი საესტრადო მომღერალი და დრამატული მსახიობი (1900-1981).
ბუშ-ი (Busch) ვილჰელმ - გერმანელი პოეტი და მხატვარი (1832-1908).
ბუშ-ი (Bush) ჯორჯ ჰერბერტ უოკერ - აშშ-ის სახელმწ. მოღვაწე (დ. 1924-).
ბუშარდა (Bouchardat) გიუსტავ - ფრანგი ქიმიკოსი (1842-1918).
ბუშატლი (Bushatli), ბუშატი (Bushati) - ფეოდალური დინასტია ალბანეთში (XV ს.-დან 1831-მდე).
ბუშე (Boucher) ფრანსუა - ფრანგი ფერმწერი (1703-1770).
ბუშე დე პერტ-ი (Boucher de Perthes) - ფრანგი არქეოლოგი (1788-1868).
ბუშერ-ი (Bucher) უოლტერ ჰერმან - ამერიკელი გეოლოგი (1888-1965).
ბუშოტ-ი (Bouchotte) ჟან ბატისტ ნოელ - საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1754-1840).
ბუჩეკ-ი (Buczek) მარიან - პოლონეთის კომპარტიის მოღვაწე (1896-1939).
ბუცერ-ი (Bucer, Butzer) მარტინ - რეფორმაციის მოღვაწე სამხრ.-დას. გერმანიაში (1491-1551).
ბუძინსკი (Budzyński) სტანისლავ - პოლონეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1937).
ბუხ-ი (Buch) ლეოპოლდ - გერმანელი გეოლოგი (1774-1853).
ბუხვიც-ი (Buchwitz) ოტო - გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1879-1964).
ბუხნერ-ი (Buchner) ედუარდ - გერმანელი ქიმიკოსი (1860-1917).
ალ-ბუჰთური აბუ უბადა ალ-ვალიდ იბნ უბაიდ ალ-ტაი - არაბი პოეტი (821-897).
ბჰაგავატიჩარან ვარმა - ინდოელი მწერალი (დ. 1903-?).
ბჰავაბჰუტი - ინდოელი დრამატურგი (VIII ს.).
ბჰამაჰა - ინდოელი სწავლული (VII ს. II ნახ.).
ბჰარატენდუ ჰარიშჩანდრა - ინდოელი დრამატურგი, პოეტი, პუბლიცისტი, განმანათლებელი (1850-1885).
ბჰარტრიჰარი - ინდოელი პოეტი (VII ს.).
ბჰასა - ინდოელი დრამატურგი (დაახლ. III ს.).
ბჰასკარა, ბჰასკარა აჩარია - ინდოელი მათემატიკოსი და ასტრონომი (1114–1178-ის შემდეგ).
ბჰატანარაიანა - ინდოელი დრამატურგი (VIII ს. I ნახ.).
ბჰუტო ზულფიკარ ალი - პაკისტანის პოლიტ. მოღვაწე (1928-1979).