The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სად მიდრკეს თავი?

კალანდაძე ანა

სად მიდრკეს თავი?

„ამდენ ხალხში კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარ~
                                                              ილია

ოდეს გონების სხივი ბნელდება,
აღარ გამოკრთის. მისი ციალი,
„კაცი არ არი, რომ ფიქრი ვანდო,
და „გრძნობა ჩემი განვუზიარო!“
ჩაუსისინებს ცივქარი ვარდებს, -
არა, მეფობა არ თქვათ სვიანი!
„კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო“
და „გრძნობა ჩემი გავუზიარო!...“
„ძისა კაცისა სად მიდრკეს თავი?
მიუსაფრობა -
მისი ზიარი!
„კაცი არ არი, რომ ფიქრი ვანდო
და გრძნობა ჩემი განვუზიარო“.