The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ქ


სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ქ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 ქალური რითმა

▲ზევით დაბრუნება


ქალური რითმა რითმა, რომლითაც ორი მარცვალია შეთანხმებული. მაგ:

„ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავით ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა.“ – (რუსთაველი).

იხ. აგრეთვე: რითმა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

2 ქართული ლექსთწყობა

▲ზევით დაბრუნება


ქართული ლექსთწყობა სილაბურ–ტონური ლექსთწყობა; ქართული ლექსთწყობა სილაბურია იმდენად, რამდენადაც მას ახასიათებს ტაეპებში მარცვალთა საერთო რაოდენობის თანაბრობა.

მაგ: „არც არავის ყმა ვყოფილვარ,(8)
არც არავინ ყმად მყოლია,(8)
ძველი პური, ძველი ღვინო,(8)
წლითწლობამდე გამყოლია”(8) – (ხალხური)

ქართული ლექსი ტონურადაც გვევლინება იმდენად, რამდენადაც მასში დაცულია აგრეთვე მახვილიან მარცვალთა რაოდენობა. ზემოაღნიშნულ ლექსში ყოველ ტაეპში ორ–ორი მახვილიანი მარცვალია:

„არც არავის ყმა ვყოფილვარ,(2)
არც არავინ ყმად მყოლია,(2)
ძველი პური, ძველი ღვინო,(2)
წლითწლობამდე გამყოლია.(2)

იხ. აგრეთვე: სილაბური ლექსთწყობა, ტაეპი, ტონური ლექსთწყობა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 ქვეთემა

▲ზევით დაბრუნება


ქვეთემა

საკითხი, რომელიც ნაწარმოების ცალკეულ ნაწილში შუქდება.

„კაკო ყაჩაღში” უმთავრესად ბატონყმობაზეა ლაპარაკი. ამიტომ ამ ნაწარმოების მთავარი თემა ბატონყმობაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ პოემის ნაწილებს – ცალკე აღებულს, მათში ლაპარაკია ზაქროს ბავშვობაზე, მამამისის გაროზგვაზე, ზაქროსა და კაკოს შეხვედრაზე და სხვ.

ზემოჩამოთვლილი საკითხები, რომლებიც პოემის სხვადასხვა თავებში შუქდება, ქვეთემებია იხ. აგრეთვე: ეპიზოდი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება,

4 ქორეული ტერფი

▲ზევით დაბრუნება


ქორეული ტერფი

ორმარცვლიანი ტერფი, რომელთაგან პირველი მარცვალი მახვილიანია, ხოლო მეორე – უმახვილო.

მისი სიმბოლური ნიშანია – .

ქორეული ტერფების ნიმუშებია:

„იავ,/ ნანა/ ვარდო / ნანა/”(ხალხური).

„ყური მიგდეთ, გეტყვით ამბავს...” - (ი. ჭავჭავაძე ).

„თრთოლვით იწვევს ცისფერ ლანდებს...” - (გ. ტაბიძე)

იხ. აგრეთვე: აშუღური, ტერფი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977