![]() |
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს |
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს
(ქართველი პოეტები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას) თბილისი 2019
მთავარი რედაქტორი და შემდგენელი ნინო სიხარულიძე რედაქტორი მაია შონია © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2019
ყდაზე: ლადო გუდიაშვილი, „აღდგომა“, ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება”, 1919 წელი.
ISBN 978-9941-9640-0-8
![]() |
1 სარჩევი |
▲ზევით დაბრუნება |
სარჩევი
ემზარ
ჯგერენაია
წინათქმა
დარია
ახვლედიანისა
შენ
ა.
ახნაზაროვი
ვეხიბ-ფაშას
სიმღერა
ქაიხოსრო
ბახუტაშვილი
ამირანი
დ.
გაბრუაშვილი
26
მაისი
საქართველოს
მაისი
გელა
26
მაისი
აეტი
გეწაძე
შავი
გველი
ვ.
გორგაძე
თბილისი
გვარდიელი
პლატონ
გურული
სამშობლოს
დამცველებს
მიხ.
დევაძე
ზეიმზე
სტუდ
ბაგრატ
ბ.
დეისაძე
26
მაისს
მუშა
პ.
დვანელი
მაისის
26
დ.
დოლიძე
ოცდა
ექვსი
მაისი
ს.
ერთაწმინდელი
26
მაისი
26
ი.
ვადაჭკორია
გაუმარჯოს
საქართველოს
ი.
ვაზი
ივერია
პლატონ
თარგამაძე
საქართველოს
რესპუბლიკას
ინ-ბანი
სამშობლოს
ლადო
კეკელიძე
26
მაისს.
1919
წ.
ვასილ
კირვალიძე
სამშობლო
ვ.
კირვალიძე
სახალხო
გვარდიას!
დავით
კოპალი
26
მაისი
გვარდიელებს
აპოლონ
კულაშელი
სამშობლოს
ი.
ნ.
კურტანიძე
საქართველო
გ.
ლადოშვილი
ჩვენს
გვარდიას
გ.
ლეონიძე
26
მაისი
რ.
ლეჩხუმელი
სამშობლოს
ცალფეხა
გ.
ლომთათიძე
26
მაისისთვის
სოსო
მაჭავარიანი
სიზმარი
საფო
მგელაძე
გვარდიელებს
დუტუ
მეგრელი
განთავისუფლდა
ამირან
გმირი
ჩვენს
მხედრებს
ი.
მეგრელიძე
სახალხო
გვარდიას
შალვა
მეფანდურე
დღეს
ზეიმია
ზეიმს
ვიხდი,
მომილოცე!
დ.
მეჩონგურე
12
მარტი
26
მაისი
ნიკოლოზ
მიწიშვილი
დღეს
ი.
მოსაშვილი
ჩვენს
საამაყო
გვარდიას
შიო
მღვიმელი
ჩემი
ბაღი
შვიდნი
ი.
მჭედლიშვილი
ქართველი
ლაშქარი
ფ.
რუშაველი
ლაშქრული
ვ.
რუხაძე
საქართველოს
რ.
საჯავახელი
(რაჟდენ
ხუნდაძე)
26
მაისი
ი.
სიხარულიძე
სახალხო
გვარდიელებს
ილია
სიხარულიძე
რესპუბლიკის
ჯარს
გალაკტიონ
ტაბიძე
დაბრუნება
საქართველოში
გვარდია
გვარდია
შ.
ქედელი
26
მაისისთვის
გ.
ქუჩიშვილი
26
მაისი
სახალხო
გვარდია
ვაშა
გვარდიას!
ვარდენ
ღვანკითელი
ვაშა
მეთაურთ!
ვარდენ
ყიფიანი
სადღეგრძელო
აკაკი
შანიძე
ქართული
ეროვნული
ჰიმნი
ვარლამ
ჩლაიძე
აღფრთოვანება
ოცნება
ა.
ჩხარელი
ჯარის
კაცის
სიმღერა
გერონტი
ცინცაძე
26/5
ირაკლი
(კაკი)
წერეთელი
მოწოდება
ლ.
წულაძე
თავისუფალ
საქართველოს
ოცდაექვსი
მაისი
დღესასწაული
წაუშლელი
თარიღი
გ.
ხელაშვილი
მეომარი
ნიკო
ჯაფარიძე
დღევანდელი
დღე
უცნობი
ავტორი
სალამი
საქართველოს
თავისუფლებას
უცნობი
ავტორი
ღიღინი
მეგობრულად
შენიშვნები
დ.
ჭანჭათელი
![]() |
2 შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
წინათქმა ორ წელზე მეტია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ინტენსიურად სწავლობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ დოკუმენტებს და 1918-1921 წლებში გამოცემულ პერიოდულ და სხვა გამოცემებს. ინტერესი ამ ეპოქისადმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავმა გააღვივა. ქართველმა მკვლევრებმა მრავალი ნაშრომი გამოსცეს, რომელთაც იმ ეპოქის სრულებით ახალი სურათი გამოკვეთეს. აღმოჩნდა, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა სულაც არ იყო უსუსური, ანტიპატრიოტული და ანტიჰუმანური, როგორც ამას საბჭოთა ისტორიოგრაფია გვიხატავდა. პირველი რესპუბლიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან უმოკლეს დროში შეძლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარება, დამფუძნებელი კრების
პარლამენტის
დაფუძნება, საქართველოს კონსტიტუციის და მრავალი კანონის მიღება. ჩვენს დღევანდელობას მათი შრომაც უმაგრებს მხარს. მაშინდელი საქართველოს არა მხოლოდ ელიტა, არამედ რიგითი მოქალაქეებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობას. საქართველო იმედით შეჰყურებდა მომავალს, ხოლო მრავალი ადამიანი ტკივილამდე განიცდიდა იმ საფრთხეებს, რომელიც ახალ სახელმწიფოს ემუქრებოდა. ეს ჩანს ქართველი პოეტების შემოქმედებაშიც, რომლებმაც დამოუკიდებელ საქართველოს არაერთი პოეტური ქმნილება
მიუძღვნეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა მხოლოდ მაშინ იძენს სხეულს, მხოლოდ მაშინ გადაიქცევა საერთო სულისკვეთებად, თუ მწერლობა ამ მოვლენას აღნიშნავს.
ჩვენთვის ძალზე ამაღელვებელი იყო მრავალი ქართველი პოეტის, მათ შორის აწ უკვე კლასიკოსებად შერაცხული გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ნიკოლო მიწიშვილის, დუტუ მეგრელის და სხვათა ლექსების აღმოჩენა, რომლებიც მათ დამოუკიდებლობას მიუძღვნეს.
ამ მცირე მოცულობის კრებულის გამოცემის იდეა ჩემს კოლეგას, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის თანამშრომელს ნინო სიხარულიძეს გაუჩნდა. იდეა ყველას ძალზე მოგვეწონა. მისი დამსახურებაა, რომ მკითხველი პირველად იხილავს საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი, დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ლექსებს. იმედი გვაქვს, რომ ქართული პოეზიის მკვლევრები ამ გამოცემით დაინტერესდებიან.
მასალის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობას ვუხდით ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს მარიამ ხოფერიას.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ პროფესორ მერაბ ღაღანიძეს ამ გამოცემისადმი გამოჩენილი ინტერესისა და რჩევებისათვის.
ემზარ ჯგერენაია
მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების
დეპარტამენტის დირექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
![]() |
2.2 შენ |
▲ზევით დაბრუნება |
დარია ახვლედიანისა შენ
შენ ციმციმობ და გულს გვითბობ, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 26 მაისი
ვით თვალ- ლურჯა გაზაფხული;
შენ ხარ ჩაგრულთ ჩამქრალ გრძნობის,
ასანთებად გადმოსული.
შენ გვაყნოსე ია- ვარდი,
აგვიტოკე გულის სიმი;
შენ შეაშრე ჩვენს რვეულზე.
ნამი გრძნობით დანაწვიმი,
შენ მოჰფინე ჩაგრულთ კერას
განთიადის ნაზი სხივი,
შენ გაგვითბე უიმედო
სული სევდით განაცივი.
შენ გვასმინე ტანჯულ მონებს
სანეტარო შვების ჰანგი
და მეც მყისვე გამოვძებნე
მიჟანგული ძველი ჩანგი
და დავმღერი, შენმა სხივმა
შეარყია ქედი, მთანი
და შენ ახსენ საუკუნოდ
მიჯაჭული ამირანი...
კვლავ დავმღერი... მე ხომ შენში
ვსჭვრეტდი მხოლოდ მთელ სამყაროს,
და ეს გრძნობა სიყვარულის
ჯოჯოხეთმაც ვერ დაფაროს!
იციმციმე, გულის ვარდო,
შენი ჭირი შემეყაროს:
დე, შენ მყავდე უვნებელად,
მე თუნდ მიწა დამეყაროს!...
![]() |
2.3 ვეხიბ-ფაშას სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ა. ახნაზაროვი ვეხიბ-ფაშას სიმღერა („ალი-ფაშამ გვიღალატა“-ს ხმაზედ) გაზეთი „საქართველო“.- 1918. – 2 ივლისი
სალამ-ელიქ! მე გახლავართ
ფერიხ-ვეხიბ მეჰმედ-ფაშა!
თავისუფალს საქართველოს
გაუმარჯოს!... ვაშა! ვაშა!
ძლივს მეღირსა, ალლაჰს ვფიცავ,
ეს ზეიმი, ეს თამაში,-
ამ მშვენიერს მინდორ-ველზედ
მეც ლეკური მეთამაშა.
ოსმალო მთვარე მილეული
ამობრწყინდა, იკაშკაშა,
გაიხარეთ, თქვენთანა ვარ
ფერიხ-ვეხიბ მეჰმედ-ფაშა!
სულ ყაბლუ-ფლავს მოგიხარშავთ,
ნუღარ გინდათ ურუსთ „კაშა“,
ნუ მოიწყენთ, გიპატრონებთ
ფერიხ-ვეხიბ მეჰმედ-ფაშა!
ბათუმ-ყარსი, არტაანი
ჩვენ მაჰმადმა გვიფეშქაშა,
მოდი და ნუ გაახარებს
ფერიხ-ვეხიბ მეჰმედ-ფაშა!...
![]() |
2.4 ამირანი |
▲ზევით დაბრუნება |
ამირანი
(ამონაწერი დრამატიულ პოემიდან, რომელიც განვიზრახე დამეწერა დღევანდელ
ბრწყინვალე დღისათვის, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზების გამო ვერ
მოვასწარი) ავტორი. უწინ იბერნი, ტომით აბელნი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1-
კაცთა სიყვარულს ვეღარ ჰგონებდნენ,
სულ დაცემულნი, წარმართებულნი
ერთი მეორეს ჰკლავდნენ, ჰმონებდნენ.
ურთიერთ კვლითა და სისხლის ღვრითა
ერი დასუსტდა, დიდება განქრა,
გარეშე მტერმა, სასტიკ ძრიელმა
იბერიისკენ გამოილაშქრა.
დადგა შავი დრო, იბერთ სამკვიდრო
სასტიკმა მტერმა უმალ იმონა,-
ბავშვთა ტირილი, ქვრივთა ჩივილი
ბარბაროს მტერმა არ გაიგონა.
დამონებულებს, გაწამებულებს
თავებს ჰკვეთავდნენ და წყალში ჰყრიდნენ,
ბრალთა, უბრალთა, კაცთა თუ ქალთა
თვალებს სჩიჩქნიდნენ, ენას აჭრიდნენ.
სიმღერა, ლხინი, ცხოვრება ტკბილი
ხალხს შეუცვალეს გლოვით და ზარად,
ცრემლი, ტირილი, კვნესა, წუხილი
ხალხსა დაჰმართეს მარად და მარად.
იყო შიმშილი, იყო წყურვილი,
ხალხი შიშველი იარებოდა,
ჭირი მოდებული, მიწას გდებული
ხალხი უწამლოთ იკარგებოდა.
ბევრის შრომითა, ტვირთის ზიდვითა
მკლავის და წელის ძარღვნი წყდებოდნენ,
მტერთ უხაროდათ, არა სჯეროდათ
სანამ ტვირთ ქვეშა არა ჰკვდებოდნენ.
ასია თუ ნებით, ძალ დატანებით
წაართვა ხალხმა თავ შესაფარი,
ვენახი, ზვრები, სახნავ-მინდვრები,
ველები, ტყენი და მთა და ბარი...
ოთხფეხი გახდა, სულყველა წახდა,
ვაზი, ხეხილი იყო გამხმარი,
ვარდი ჭკნებოდა და იზრდებოდა
ტიალ ბაღჩაში ეკალი-ნარი.
ხალხი ჰგოდებდა და იგონებდა:
- ნეტავ უფალი ქვეყნათა არი?
აჰა, ინდომა ღმერთმა ღმერთობა-
გაჩნდა ამირან, ღვთის დასადარი.
მძლავრი მძლავრთაგან, ფიქრით ყოველგან,
ჭკვიანთ ჭკვიანი, გონებიანი
მხედართ მხედარი, გასაოცარი,
სულით მაღალი განგებიანი.
გულით მაგარი, ხმითაც მაღალი-
ერთსა იტყოდა, ათასს ესმოდა,
ერთი შეტევით, მტერი გაქცევით
ზარით, ღრიალით, იკარგებოდა.
მტერთა მახვილნი, მისკენ გაწვდილნი
უმიზნოთ ტარში ტყდებოდნენ,-
მისგან ნაკრავნი, მტარვალთა თავნი
ვით მოცელილნი ძირსა წვებოდნენ.
არა ჰზოგავდა, ჰმუსრავდა, ჰკლავდა
ხალხის მტერს გამხეცებულსა,-
მან აღუბრწყინა, მან აღუზდგინა
ნეტარ სიცოცხლე დამონებულსა.
სულთა დაწრტობა და წარმართობა
ერის დიდებას დასცემს, დაამხობს-
მით, რომ სიყვარულს, ხალხთა სიხარულს,
არ აღიარებს და უარსა ჰყოფს.
სულთა დიდებას, სარწმუნოებას
მარად ამტკიცებს ცათა ღვთაება,-
წარმართი ჰქრება, მაგრამ ღვთაება
არს ჭეშმარიტათ ის უკვდავება.
თუ ერთით რწმუნობს, ერთით სულდგმულობს
ერი ღვთაების მადიდებელი,-
ერთსულოვნება, ერთგულოვნება
არის ერისა გამდიდებელი.
ესრედ დიდება და განდიდება
ერს ამირანმა გამოუნახა:
ცათა ღვთაებათ, სარწმუნოებათ
მან ცის კამარი (გამოუნახა) გამოუსახა.
წმინდა კამარი, ცათ მინაბარი
არის ის მრწამსი სიყვარულისა
და სიყვარული არის ერთგული
წინამავალი სიხარულისა.
და ერმაც იცნო, სიმართლე იგრძნო,
ერი კამარსა ღმერთათ ჰსახავდა,
ჰხარობდა ერი სულ მადლიერი
და სიყვარულიც აღზდგა, აჰყვავდა.
აღზდგა მამული, დიდ ჭირნახული,
ხარობდა ველი ამწვანებული,
წალკოტი შლილი, გადაფურჩქვნილი
ვაზი ცრემლებით გახარებული
ვარდნი წითელნი, ის მშვენიერნი
ბუჩქებში მორცხვათ იმალებოდნენ,
ნაზნი ბულბულნი, აღტაცებულნი
ცელქნი გალობით თავს ევლებოდნენ.
ვარდით ბულბული შეყვარებული,
ვარდის კოცნაში ბაგეს ივსებდა,
სურნელოვანი, ნაზ ზვირთოვანი
სიოც ჩურჩულით უალერსებდა.
1007.- ტექსტიდან ფურც. 46
![]() |
2.5 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი მზემ ღიმილით დედამიწას ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 26 მაისი
ოქროს-ფერი სხივი სტყორცნა,
გაახარა და ერთმანეთს
შესთავაზეს ხვევნა-კოცნა.
მიწამ გული გადიღეღა,
აღმოცენდა ია- ვარდი
დასტკბა მით და ჩვენც დაგვატკბო,
შეგვიმუსრა გულზე დარდი.
შეიმოსა საქართველო-
აღდგა მკვდრეთით წამებული.
თაი-გულად შეიკონა,
მასში გალობს დღეს ბულბული,
ავი ღმერთი წამებისა
ჩადნა, ჩაკვდა გაცამტვერდა,
მორჩა ტანჯვას ამირანი
მისი გრდემლი აწ ამტვერდა.
სამშვიდობოდ ქვეყნისათვის
ზე აღმართა თვისი დროშა
გაუმარჯოს საქართველოს!
მის გმირ შვილებს ვაშა, ვაშა!
![]() |
2.6 საქართველოს მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მაისი გაზაფხულმა ფრთა გაშალა, აბიბინდა მწვანე მდელო, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1918. – 2 ივნისი
საქართველოც მკვდრეთით აღსდგა, გავიტანეთ დიდი
ლელო!...
ის აღსრულდა, რასაც მარად შენატროდა ჩვენი გული,
რასაც ტკბილის ოცნებითა შეხაროდა ვნებით კრული
დღეს ზეიმობს ნაწამები ქართლოსის ძე, ხარობს,სტკბება,
მრწამს მე მისი სიდიადე, მის სამშობლოც არმოკვდება!...
![]() |
2.7 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
გელა 26 მაისი ცის ლანდების სავანე
- ცა კუპრული გაირღვა, მზის სხივები,
გაირღვა წყვდიადი, ადიდდა გულის თქმა, ზღვა ხალხი გუგუნებს, ზეიმობს გარემო; სამშობლო ზეიმობს, მიუძღვის მზე ლხინის, გაზეთი „ერთობა“. – 1919.
- 26 მაისი
ოქროს ცრემლი მოდინდა ფერად სივრცით დენილი,
ათვალჭრელდა გარემო დღის ხავერდით ფენილი
და იქ სიტყვა მზიური ერის გულზე დაიფრქვა!...
ვით ისრები ციმციმობენ, ომობენ,
ერს უებარს,
თავისუფალს, - ძლევის ხმებით ამკობენ!...
და ლოცვა დიადი გარდიქმნა ერის ხმათ,
სამშობლო ზეიმობს, მოუდის მზე ლხინის!...
ალამი გულისა თან მიაქვს, უცინის!...
გუგუნებს, ტრიალებს მძლე ხმა და ზვირთები
ეეჰ! რად შეშურდათ ჩვენი ხმა საგემო,
მოდით და ვილხინოთ, თუ ძმები ვიქნებით!...
ალამი გულისა თან მიაქვს, უცინის!..
![]() |
2.8 შავი გველი |
▲ზევით დაბრუნება |
შავი გველი აი აგერ: როგორ ცოცავს, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 9 ნოემბერი
ქეჩოს იყრის შავი გველი;
კვლავ ჩაყლაპვას გვეპირება
არამზადა, საძაგელი!?
ცა-ქვეყანა მოღუშულა
და ცეცხლს აფრქვევს მინდორ ველი;
ბრძოლის ველზე გამოსულა
ამირანი მაშვრალთ მხსნელი!.
აღუმართავს ძლევის დროშა,
დაუდვია ხმალზე ხელი;
მოსისხლე მტერს იქ ემუქვრის
სადაც არის საფლავ ბნელი!!
ზიზღი ავ-სულს, აღარ იქმნეს
ამიერით სისხლის მსმელი,
რო მის ნაცვლად აღმოცენდეს:
მშობელ ერის გრძნობა მხსნელი!
ვაშა იმას, ვინც ბრძოლაში
ჩაებმება დღეს ქართველი
და მოძმისთვის თავს გასწირავს,
რომ აღგავოს ავი გველი!..
![]() |
2.9 თბილისი |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისი სხივთა ლეჩაქად გარს მოივლე მზის სიხალისე. გაზეთი „საქართველო“. – 1918. – 26 ივლისი
შორეულ მთების გიალერსებს ტყეთა ჩრდილები, -
შენში ალერსით იშლებიან ყარამფილები
და გაზაფხულზე ყვავილებით გათრობს მაისი,
გიყვარს ოცნება შორეულზე... წარსულის ლანდი
ვნებით გაჟღერებს საუკუნეთ მოგონებებში
და, შენც უყიფი მზის რაყიფებს მზის ოცნებებში, -
ბრძოლის ველისკენ გმირთ მოუხმობ ვით გარიბალდი!...
ლაღი ბესიკი გეზმანება ჩრდილთ ხეივნებში
მუხამბაზებით ჭიანურზე ათრთოლებული, -
გათრობს ვახტანგის მამაცობა ალმოდებული
ვით კაეშანი ატირებულ თარის სიმებში!...
მზის სადიდებლად აიტანე მთაზე არმაზი.
ღმერთად იწამე სიყვარული და სილამაზე.
ცეცხლის ქურუმი, ვიამაყებ შენი სახელით.
ქართლოსის გულო! განიძარცვე დღეს ძაძა შავი.
დროთა სივრცეში აკაშკაშდა ტურფა ვარსკვლავი -
შენი მშვენების და დიდების გამომსახველი!
![]() |
2.10 სამშობლოს დამცველებს |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლოს დამცველებს ბრძოლის ველზედ ყიჟინა ჟურნალი „მხედარი“. – 1920. – 5 სექტემბერი
ქუხს და დრტვინავს ზარბაზნები,
მტრის ურდოებს მედგრად ხვდება
საქართველოს დევ-გმირები.
„წინ! წინ! ძმებო შორს გაისმა
შეტევაზედ ერთად ყველა,
შევანანოთ მტრის ბრბოებსა
თავს დასხმა და შემოტევა.“
მწყობრად მიდის ჩვენი ჯარი
ცეცხლის რგოლებს არღვევს მკერდით,
მტერს შეჰყვირის - „საქართველო
აღმდგარია უკვე მკვდრეთით“.
ბრძოლა არის ხელჩართული
გასალკდევდა ქართვლის გული,
ძველებურად გაახსენდათ -
„გამარჯვება ან სიკვდილი“,
ბრძოლის ველზე ყიჟინაა
სისხლით რწყავენ მწვანე მდელოს,
და სამშობლოს დევ-გმირები
ბედს უჭედენ საქართველოს.
![]() |
2.11 ზეიმზე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.12 26 მაისს |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.13 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
მაისის 26 დღეს ზეიმია ივერთა, თეთრი - მშვიდობის სიმბოლო, ქუჩებში ისმის გუგუნი, ხელში უჭირავთ ალამი დღესასწაულობს ივერი საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
ერი აღმზდგარა მკვდრეთითა,
ურიცხვი დროშა ფრიალებს
შემკული სამის ფერითა.
შავი შავდროთა ფერისა:
წითელი - ბრძოლის ნიშანი
რისხვის მიმცემი მტერისა.
ეროვნულ ჰიმნსა მღერიან
მრავალი ქალი და კაცი
გუნდ-გუნდად ირაზმებიან.
ნიშანი ივერიისა,
თეთრი გიორგი ჰხატია
დამმარცხებელი ბნელისა.
ერი აღმსდგარა მკვდრეთითა
თავისუფლებას, სამშობლოს
დაიცავს მტკიცე მკერდითა!..
1007. - ტექსტიდან ფურც. 43
![]() |
2.14 ოცდა ექვსი მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
ოცდა ექვსი მაისი
დღეს სიხარულით ჩვენ ვიგონებთ მკვდარ
საუკუნეს...
აღდგენილ ტაძრის გალავანში, ვავლენთ მწველ
ლოცვებს,
ლოცვა ღვთიური სიყვარულის ცეცხლით სწვავს
სულებს...
ჩვენი მზიური ამზევდა, მზეს გააოცებს...
დღევანდელი დღე, ჩვენს წრფელ სულში
ისალამურებს...
დღეს ვით ყოველთვის, ვიწვით ლოცვად ჩვენს
ღვთაებაზედ...
საქართველოში არასოდეს ისალამურებს
ვმღერით, ჩვენ ვმღერით... საქართველოს უკვდავე
ბაზედ...
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
1007. - ტექსტიდან ფურც. 40
![]() |
2.15 26 მაისი 26 |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი 26 მაისი მუსიკალობს... - და ია მით ვმღერ მისი; - წითელ აფრად სიოზე: შლილობს დროშა ივერის: - ანგელოზნი ლილისა ფონს: რთავენ ბრილიანტით; - დაფნ-ვარდ მარშით, სიყვარული: ქნარობს მშვენიერი: - მაისი მუსიკალობს... - და ია მით ვმღერ მისი; -
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1920. - 26 მაისი
გაისი მას უგალობს... და სიამით მერმისი.
ცით ელვა-აფრად სიონზე: ცვლილობს დროთა იერის.
ჰანგ მდელოსნი, დილის ათონს: სწნავენ გირლიანდით.
დაფ-მარდ რაშით, სიტყვა სრული: ჰხარობს მშვენიერი.
გაისი მას უგალობს... და სიამით მერმისი.
![]() |
2.16 გაუმარჯოს საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
გაუმარჯოს საქართველოს რა ვქნა, რა ვქნა, შვების ცრემლი გაზეთი „სახალხო საქმე“. – 1918. – 30 მაისი
კვლავ დაემსხვრა ვერცხლის მძივად,
თუმცა სული კვლავად დრტვინავს,
თუმცა გული კვლავ მაქვს ცივად.
მე არ ვიცი: ცეცხლის სხივი
მზემ რომ სტყორცნა მშობელ მხარეს
შვება-ლხენას გვიქადის თუ
გლოვის ცრემლებს და ხვედრს მწარეს.
მე არ ვიცი: შვების ცეცხლი
კვლავ იმზევებს, ისხივოსნებს
და დაათრობს უშრეტ ალით
მშობელ ერის სათუთ მგოსნებს,
თუ კვლავ ჩრდილი ჩამოწვება
ჩემი ერის დრტვინავ სულში,
მწარე ხვედრი არ აკმარებს
რაც იტანჯა მან წარსულში.
მე არ ვიცი რა იქნება:
კვლავ ზამთარი თუ ზაფხული,
კვლავ ყორანი თავს დაგვჩხავლებს,
თუ გვიმღერებს კვლავ ბულბული,
მაგრამ მაინც აღარ ვკვნესი,
გულს არ ვიტეხ შავ ფიქრებით
და სამშობლოს თავს ვევლები
ლაღ ოცნების ლაღი ფრთებით.
და ვიძახი: გაუმარჯოს
ამაყ მთებს და ტურფა მდელოს,
გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს,
გაუმარჯოს საქართველოს!!!
![]() |
2.17 ივერია |
▲ზევით დაბრუნება |
ივერია სიჩუმე... სიჩუმე... სიჩუმე... ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 11 მაისი
(კანტატა)
ყინვით შებოჭილი, სამშობლო დევნილი
ქვეყანა ცრემლითა და სისხლით მორწყული,
ჩვეული დარხევას, ფეხქვეშ გათელვას!..
იელვა... იელვა... იელვა...
ქუხილი მოისმა... მთა ბარმა - ხმა გასცა,
ჰაერი დაიხშო... ქვეყანა აძრწუნდა,
აკვნესდა, ატირდა, ვაებამ წალეკა!
იჭექა... იჭექა... იჭექა...
ყინვარი განრისხდა!.. მთა ბარი ათორთხლდა.
კლდეღრენი დაიძრნენ, ზღვა-წყალნი აშფოთდნენ,
ტალღები ცას ეცნენ, ცა მიწას დაეცა!
დალეწა... დალეწა... დალეწა...
ბორკილი დაიმსხვრა... ნიავმა დაჰქოლა!
მზის სხივმა ღვთის მშობლის წალკოტი ჩაკოცნა!
იმერნი, ამერნი შეერთნენ, შეზღუდენ...
მკვდრეთით აღზდგნენ, მკვდრეთით აღზდგნენ
სხივში საქართველო მოსილი წარმასდგა,
ხელახლად აჰყვავდა!?, სხეულით დუღდება.
მაგრდება... იზრდება... ქართველთა დიდება!
დიდება... დიდება... დიდება!
![]() |
2.18 საქართველოს რესპუბლიკას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკას
ჩვენს ტურფა, ნორჩ საქართველოს საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
(პირველი წლის თავის აღსანიშნავად)
ვეგებები თაიგულით.
და ვულოცავ ამ დიად დღეს
კაი სულით, კაი გულით.
საქართველოს შვილი რომ ვარ
მიტომ ვხარობ, ვუსტვენ ბულბულს,
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს
დიდ მაისის განახლებულს.
გაუმარჯოს ჩვენს მთავრობას
ხალხის ნების გამომხატველს,
გაუმარჯოს ხალხთა კავშირს,
წყევლა-კრულვა წარსულ შავ-ბნელს.
გაუმარჯოს ჩვენს დევიზებს -
ძმობას, სიყვარულს დიადსა.
გაუმარჯოს ჩვენს ერთობას,
რომელიც ანგრევს წყვდიადსა.
1007. - ტექსტიდან ფურც. 32
![]() |
2.19 სამშობლოს |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლოს
შენ, ტკბილო დედავ ივერიავ, ხარ მზისა დარი! გაზეთი „საქართველო“. – 1918. – 26 მაისი
ხან თუ გესმოდა ღრუბელთ ჯარი, ხან გედგა დარი.
შენ, ტკბილო დედავ ივერიავ, ხარ ღვთისა დარი!
შენთვის აღაგეს გმირთ ტაძარი ამაყად მდგარი,
შენთვის აღმართეს ტანჯულთ ჯვარი ლალის სადარი.
შენ ტკბილო დედავ ივერიავ, ხარ ცისა დარი!
შენთვის მოვაწყეთ სიმთა ჯარი, ხარ ამაგდარი!
რომ შეგეწიროს გული მკვდარი მარად მზად არი.
![]() |
2.20 26 მაისს. 1919 წ. |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისს. 1919 წ.
სწორედ, ოცდა ექვსი იყო
წარსული წლის მაისი
როცა, ტანჯულ საქართველომ
დაიბრუნა, თავისი.
ჭეშმარიტად, ქრისტე აღზდგა
გაიძახის, ქართველთ ერი
წითელ დროშის, ქვეშა ლხინობს
ქალი კაცი, მშვენიერი.
გაუმარჯოს, ქართველთ
შორსა მჭერმეტყველებს, ღვთით
ბრძოლის ველზედ გმირთ
გამარჯვებით, ბედნიერთ.
მოგილოცავთ დღესასწაულს
იყავთ მუდამ, ყველა ძმურად,
და შენდობა იმ ჩვენ გმირებს
ვინც საფლავში არის მდგმურათ.
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
1007. - ტექსტიდან ფურც. 18
![]() |
2.21 სამშობლო |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლო გავსწყვიტეთ ჯაჭვი მონური, ისიც გეყოფა რუსებმა
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. - 1919. – 26 მაისი
ნაღველი უკუ ჰყარეო;
გილოცავ თავისუფლებას,
ჩემო სამშობლო მხარეო!
რაც დღე განახვეს მწარეო;
დღეს აღსდგა შენი გმირები,
დასტკბი და გაიხარეო!
![]() |
2.22 სახალხო გვარდიას! |
▲ზევით დაბრუნება |
ვ. კირვალიძე სახალხო გვარდიას!
გაუმარჯოს ჩვენს გვარდიას, ჩვენს ჯარსა და მათ
სარდლებსა;
გაუმარჯოს საქართველოს, წყევა კრულვა მოსულ
მტრებსა!
ვაშა, ვაშა გმირ გვარდიელთ, ბრძოლის ცეცხლში
გამოცდილებს,
და კურთხევით მოგონება ბრძოლის ველზე
დახოცილებს!..
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. - 12 დეკემბერი
![]() |
2.23 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი მაისის ფერ თბილ ქალაქში სიონშიაც ზარს ჩამოჰკრეს, მტერსაც ძმურად ხელსა უწვდის, მაისის ფერ თბილ ქალაქში
გაზეთი „საქართველო“. – 1918. – 29 მაისი
ძველი ახალს ებუტება,
და ცოცხალი პაპათ ლანდი
ქართულ დროშას ეხუტება.
სასახლისკენ მიდის ხალხი,
თვის უფლებას ეუფლება
და ეხსნება დროშას თალხი.
შავს წარსულზე იკლავს დარდებს,
მამა-პაპათ მადლსა უხდის,
მოუწოდებს იმათ ლანდებს.
ძველი ახალს ებუტება,
და ცოცხალი პაპათ ლანდი
ქართულ დროშას ეხუტება.
![]() |
2.24 გვარდიელებს |
▲ზევით დაბრუნება |
გვარდიელებს სიყვარულით ხალხში დაჰფრენთ, ბრძოლის ჰიმნი თუ რომ დაჰკრეს, ბრძოლის დროს ხართ, უფრო ჩქარი ქართველებო! ცეცხლის ძმებო! ერი გმირებს გაძლიერებს
გაზეთი „ბათომის ფურცელი“. – 1920. – 12 დეკემბერი
ექიშპებით მებრძოლ არწივს.
საქართველოს ნათელს აფენთ,
როცა თავზე სისხლი აწვიმს.
საზღვრებისკენ გაიწევით.
საქართველო, რომ არ გაჰქრეს
ცოცხლად ცეცხლში დაიწვებით.
უფრო ჩქარი ვიდრე ფიქრი
ვერ გეწევათ ჩქარი ქარი
ქარს უკან სტოვთ და წინ მიჰქრით
როს მიაღწევთ წითელ მიზანს,
ძმობის ღმერთი მებრძოლებო!
დაგიჰკოცნის თვალებს მზიანს.
ფეხ ქვეშ გიფენს ვარდს და შროშანს.
ვაშა... ვაშა... გვარდიელებს
ეროვნულს და წითელ დროშას.
![]() |
2.25 სამშობლოს |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლოს
(26 მაისის ზეიმის გამო)
საუკუნებმა გადირბინეს შენს თავზე მძლავრად
და უთვალავი მტერთა ურდო შემოგებრძოლა,
ყველა შემუსრე და აჩვენე, რომ შეგწევს ძალა,
შეინარჩუნე შენი სახე ფოლადის ფარად!..
ძირს არ დახარე შენი დროშა - ხელთ გეპყრა მარად,
რაინდო სულით, შენ არ იცი შიში და ძრწოლა,
ერთსულოვნება მუდამ შეგწევს და იცი ბრძოლა,
გარს არწივები გდარაჯობენ ბრინჯაოს ჯარად!..
და დღეს ზეიმობს შენი სული მუდამ მგზნებარე, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1920. – 26 მაისისაქართველო
გული გიმღერის, რადგან შენ ხარ გამარჯვებული,
მე შენი სახე, უკვდავებავ, ლაღ მზეს ვადარე, -
და როგორც დღემდინ აწ მარადის ტკბილად
გვატარე,
მსურს იყო მარად მონარნარე, აყვავებული -
ჩემო ლამაზო, მშვენიერო სამშობლო მხარე!..
![]() |
2.26 საქართველო |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო
დიდ მუხის ძირას ჰყვაოდა
პატარა ია ობოლი,
გარს შემორტყმოდა მას ჩერო
გულშემხუთავი ვით რგოლი.
მზის სხივი ენატრებოდა,
თრთოდა და ჰკრთოდა იაი,
სულ მუდამ გაიძახოდა:
მე სიხარული მშიაო.
მუხა კი რიხით დაჰყურებს
მას არ აქვს სიბრალულია,
ია, რომ იჩაგრებოდა
არ შესტკიოდა გულია.
ან კი რად ეჭირვებოდა
მას იის სიბრალულია,
როს ქარტეხილსა უძლებდა
ის მუხა დიდებულია.
მაგრამ გაუჩნდა მას ძირში
თხუნველა-თაგვი-ჭიაი,
მუხა ძირს დასცა ძალუმად
ანთავისუფლა იაი.
მე, რომ მზემ სხივი მესროლა -
აწ გაიძახის იაო -
თავისუფლება მეღირსა,
მერწმუნეთ, აღარ მშიაო.
დღეს შესრულდა წელიწადი
თვითონ ვებრძვი ქარტეხილსა
მოვიშორებ ჩემს გარშემო
ჭირს და ვარამს ატეხილსა.
1007. - ტექსტიდან ფურც. 41
![]() |
2.27 ჩვენს გვარდიას |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენს გვარდიას
(გვარდიის დღის გამო)
შეუპოვარი გმირი მებრძოლი;
ჭირში მდეგარი დაუძლეველი,
სამშობლოს მტრების სიკვდილის რგოლი, -
ვინც საქართველოს კიდით-კიდემდე
ამოუშლელი გაავლო ზოლი.
მტრებს ძრწოლასა ჰგვრის მოყვარეს შვებას
მისი სახელი და ხმა მქუხარე,
მასზე ამყარებს მომავლის იმედს
ქართველი ერი - სამშობლო მხარე -
თავისუფლების მტკიცდება ფუძე
კვდება ვარამი და სიმწუხარე...
ის არ შეარცხვენს მშობლის სახელს,
მის სადიდებლათ მსხვერპლათ სდებს თავსა;
სასიყვარულო ცეცხლით გზნებული
აღთქმის ქვეყნისკენ უკაფავს გზასა
და სანამ მშობელს გარს ასხა მტერი
ძირს არ დაუშვებს ამოწვდილს ხმალსა...
უყვარს მშობელსაც ვაჟკაცი შვილი,
სიხარულსა გრძნობს, ზეიმობს ერი,
დაფნის გვირგვინებს უწნავს გმირ მცველებს
ის თავ მომწონე და მადლიერი -
მტკიცეა ბურჯი ჩვენის ქვეყნისა!
აწ შიშით ძრწოდეს ბოროტი მტერი!!.
![]() |
2.28 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
გ. ლეონიძე
დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.
ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი...
აცეცხლებულა ტოპაზებით ამაყი სახლი.
მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას - მთებში ნაფარი;
რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..
საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი
მიწისა,
აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;
აღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა -
დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე...
შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ
მოედანს...
დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.
ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები -
თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად...
და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.
მისრეთი... ჰინდი... ბაბილონი და ასურეთი...
ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,
ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.
დღეს სიხარული - ვით ცეკვაში მთვრალი
სალომე,
როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!.
ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით
გამეთარეშა -
არმაზისაკენ!
ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.
გაზეთი „საქართველო“. – 1918. – 6 ივნისი
![]() |
2.29 სამშობლოს |
▲ზევით დაბრუნება |
სამშობლოს
ჩემო სამშობლოვ! შვებით სავსე მაქვს სულის ფსკერი,
გაზეთი „ერთობა“. – 1919. - 26 მაისი
წითელ დროშის ქვეშ ხარ ბრწყინვალე, ხარ
მშვენიერი!
სისხლის ფერ დროშას როცა სიო ფრთას კრავს,
გაქროლებს,
შენი ბორკილის როცა ვხედავ დამტვრეულ რგოლებს,
უკანასკნელ ნაშთს ცოდვებისას, როცა ცეცხლი
სწვავს,
და მცინარ ბრბოს წინ მის გაქრობას ვერვინ ბედავს,
ქუჩის ყიჟინამ როს შესცვალა სასახლის შვება,
ბრბომ მოიტაცა, ბრბომ წაიღო ძველი დიდება,
როცა ნანგრევებს შრომის შვილი, ამაყი, მარჯვე,
დაადგა თავზე და იძახის: მე გავიმარჯვე!
მაშინ სამშობლოვ, საყვარელო, ნეტარებს სული,
იყავ ბედნიერ, მომილოცავს დღესასწაული!..
![]() |
2.30 26 მაისისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისისთვის ეს გუშინ იყო რომ ჩვენს ტანჯულ ქედს
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
ბინძური მტარვალი ადგამდა ფეხს,
გვთელავდა უღმერთოდ და გვხდიდა სულს,
თითონ კი ხარობდა, ილხენდა გულს;
ღირსება კაცური აგვხადეს ჩვენ;
ამისთვის შობილნი არ ხართო თქვენ.
და ქედებს სიმძიმით ვხრიდით ჩვენ ძირს...
ნატვრად გვიქციეს სინათლე ცის...
და განა სიცოცხლე მონური ჰღირს?
საზღვარი დავუდეთ ტანჯვას და ჭირს:
მივეცით მხარი-მხარს და ხელი-ხელს,
ვსთქვით „დავსცეთ თავს ზარი მტარვალსა გველს!
მამაცად, ბიჭებო!.. მტარვალი ძირს!..
ვიხილოთ, ძმებო, ჩვენც სინათლე ცის!“
შეშფოთდენ მტარვალნი, გვიღერდენ მუშტს,
მაგრამ ვერ გვტუქსავდენ მწყრალსა და კუშტს...
შევინძერთ ერთბაშად ყველა ერთს წუთს, -
ცუდი დღე ვუთენეთ მტარვალსა წუწკს:
გადვიგდეთ ქედთაგან, გავშხლართეთ ძირს,
მათ თვალთგან დღეს სისხლის ცრემლები სდის.
გავთელეთ, შევდექით რა იმათს მკერდს,
შურისა ძიების მოვუხმეთ ღმერთს,
ლახვარი ჩავეცით მათს ბინძურ ყელს...
საშველად ამაოდ იქნევენ ხელს...
ავსწიეთ ქედები... კარგია... ვიშ...
ვიხილეთ სამოთხე - სინათლე ცის!..
ვიგემეთ უფლება თავისა თვის...
აწ ჩვენი მონება ვის ძალუძს, ვის?..
1007. - ტექსტიდან ფურც. 17
![]() |
2.31 სიზმარი |
▲ზევით დაბრუნება |
სიზმარი
საქართვ. ბედი ბეწვზედ ეკიდა, დემოკრატიის სიხარული ნადგურდებოდა. ჩვენ ქვეყანას
ჭია-ღუა დასეოდა, ჩანთქვას უქადდა. საშინელი იყო ყოველი წუთი, მეც განვიცდიდი მთელ
მწუხარებას საქართველოს დემოკრატიის ბედისას. მოქანცული ზღვათა ფიქრებისაგან
მივწექი მისაძინებლათ. ძილის დროს ვნახე საშინელი რამე სიზმარი: კუბოში იდვა ვინმე
ქანწული, მშვენება საქართველოსი, მკვდარი მტრებისგან. ხალხი ღელავდა, არ ჯეროდათ
მისი სიკვდილი, კუბო მიჰქონდათ. ის იყო სასაფლაოსთან მიუახლოვდნენ, რომ ქანწულმა
თავი წამოყო, წამოჯდა და გაყვითლებული სახით გადაავლო თვალი ურიცხვ ხალხს და
შესძახა: სიცოცხლე მინდა, რათა მკლავთო! კუბო მაინც მიიტანეს სასაფლაოსთან და ჩადეს
გათხრილ საფლავში, მიწა ნახევრათ მიყრილი იყო, რომ კვლავ წამოიწია ქანწულმა და
დაიძახა, მიშველე, (ნოე) ხედამ როგორ უსამართლოთ ჰმარხავენ, მიშველეო. უცბათ
გამოჩნდა (ნოე) სტაცა ხელი და საფლავ- ში ნადები ქანწული ამოიყვანა და დაიძახა:
ცოცხალია, არ მომკვდარა. მტრები გაიფანტნენ. მოყვარების სიხარულს საზღვარი არა
ჰქონდა დღესასწაულობდნენ გამარჯვებას. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. –
1833 – 1 -
(უძღვნი თავისუფალ საქართველოს)
1007. - ტექსტიდან ფურც. 6
![]() |
2.32 გვარდიელებს |
▲ზევით დაბრუნება |
გვარდიელებს
ისმის სიმღერა მხიარული, ისმის ყიჟინა
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 12 დეკემბერი
ჩამოეცალეთ, გზა მიეცით, გზა - გვარდიელებს!
მტერი გარეკეს, ვერ აღუდგა ვერვინ წინა,
მამაც რაინდებს, ახალგაზრდა ივერიელებ!
მაყრულს ამბობენ, გესმით, მაყრულს ჩვენი გმირები,
თავისუფლების ლამაზ სხივებს ხელით იჭერენ,
დღეს ზეიმობენ, ქორწილი აქვთ გადასახადი:
ტარიელს ნესტან უპოვნია და ჯვარსა სწერენ;
ამაყობს დედა - საქართველო თავის შვილებით,
და მასთან ერთად მეც ვამაყობ - ქართველი ქალი;
წინ მივეგებოთ, ჩამოვართვათ დაღლილებს ხმალი.
ისმის მაყრული მხიარული, ისმის ყიჟინა:
ჩამოეცალეთ, გზა მიეცით, გზა გვარდიელებს!
მტერი გარეკეს, ვერ აღუდგა ვერავინ წინა,
მამაც რაინდებს, ახალგაზრდა ივერიელებს!..
![]() |
2.33 განთავისუფლდა ამირან გმირი |
▲ზევით დაბრუნება |
განთავისუფლდა ამირან გმირი
(უძღვნი ივ. გომართელს)
საუკუნენი საუკუნეთ, ვით წუთნი, სდევდნენ
და თან მიჰქონდათ სიამენი, თუ ვაებანი, -
გუშინ დამტკბარნი ცხოვრებითა დღეს სულსა
ლევდნენ,
დღეს მონეტარეთ მოელოდათ ხვალ წამებანი
და საქართველოც, სამოთხის დარი,
ხან თუ ხარობდა, გალაღებული,
ხან, სამარისა კარზედა მდგარი,
ძლივს-ღა სუნთქავდა, დასუსტებული!
ბევრჯერ უსწორო ის ბრძოლაში დამარცხებული
მტრის ურდოთ ცეცხლის და მახვილის მსხვერპლადა
ქმნილი,
მაგრამ კვლავ მალე, ვით ფენიქსი, განახლებული,
აყვავებულა, საარაკო წალკოტად შლილა.
და ხშირად იგივ დაუძლევია,
ვინც აყენებდა მას საზარ დღესა
და გამარჯვების ჰიმნად ჰქცევია
დამარცხებულის მოთქმა და კვნესა!
და, აი. ახლაც, სიმწარის-რა შესვა ფიალა,
სისხლით და ცრემლით მორწყო თვისი მთლად მთა
და ბარი,
თავისუფლების დროშა ისევ ააფრიალა
და იბრძვის მისთვის, გაშმაგებულ ლომისა დარი,
და ამაოა ცდა მის მტრებისა,
რომ განუახლონ განვლილი ჭირი, -
დაიმსხვრა ჯაჭვი ბორკილებისა,
განთავისუფლდა ამირან გმირი!..
გაზეთი „ერთობა“. – 1919. - 26 მაისი
![]() |
2.34 ჩვენს მხედრებს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენს მხედრებს
ქართველო, უნდა ხმალს იკრა ხელი!
ხომ ხედავ, როგორ გადაგვეკიდენ?
ყოველი მხრიდან გვეხვევა მტერი!
ამ ჩვენ პატარა ტურფა ქვეყანას
და, ვაი, ხშირად ისიც კი გვესმის,
რომ ძმად ნაგულვიც ზურგში გვცემს დანას!
და გვიმზადებენ კვლავ ბორკილებსა,
მაგრამ ჭირში მყოფ მამულის შველას
ვერვინ ასწავლის ქართველ გმირებსა!
მთელ ერს აფრთოვნებს დღეს მხოლოდ გრძნობა,
რომ სამუდამოდ გაერთიანდეს
და დაამყაროს თვისს შორის ძმობა.
ვერაგი მტერი შემუსროს სრულად
და ეს გამოცდაც, უკანასკნელი,
ბედს ჩააბაროს მან ღირსეულად!
ტანჯვა-წვალება, სიკვდილი მწარე?
სამაგიეროდ სახელს თვისს მხსნელის
გააუკვდავებს მშობელი მხარე:
არ მიეცემა ის დავიწყებას
და არა ერთი აღფრთოვნებული
მგოსანი უძღვნის ქება-დიდებას!
ქართველო, უნდა ხმალს იკრა ხელი!
ხომ ხედავ როგორ გადაგვეკიდენ?
ყოველი მხრიდან გვეხვევა მტერი!..
![]() |
2.35 სახალხო გვარდიას |
▲ზევით დაბრუნება |
სახალხო გვარდიას
ბოლო მოუღო შავ-ბნელ სამყაროს
ხალხთა შურისა და მტრობის ნაცვლად.
ძმობა ერთობა რომ დაამყაროს...
მაშ წინ გასწიეთ მოურიდებლათ
მოსპეთ ჩვენს ირგვლივ მტერთა თარეში
რომ მალე ყველა ერთად შევიდეთ
დიდის ხნის ნანატრ-აღთქმის მხარეში
![]() |
2.36 დღეს ზეიმია |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს ზეიმია
დღესასწაულობს ერთ წლის ნეტარ თავისუფლებას,
დღეს კვლავ გაისმის ხმა მქუხარე ამერ იმერის
დღეს სამუდამოთ განამტკიცებ თავის უფლებას...
დღეს ავაჟღერებ ჩემ ფანდურის მგრძნებარე სიმებს,
დღეს ჩემს სატრფოსაც მიულოცავ ამ დღესასწაულს,
დღეს ბედით სრული დავამღერებ ვარდისფერ
ჰიმნებს,
დღეს ერი ჩემი გადაიცვამს ფერად სამკაულს!..
![]() |
2.37 ზეიმს ვიხდი, მომილოცე! |
▲ზევით დაბრუნება |
ზეიმს ვიხდი, მომილოცე!
ზეიმს ვიხდი, მომილოცე ნუღარ ცელქობ მოდი
ჩქარა,
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. - 12 დეკემბერი
დღეს საამო ხმებს გაჰფანტავს რაინდ ერის
ბუკ-ნაღარა!
მოდი, მოდი ამდენ ტანჯვით გული ჩემი დაიღარა,
აღარ ძალმიძს რომ ვიტანჯო შენ მკრთალ ლანდის
ანაბარა!
ფრთებ გაშლილი, თავისუფლად მოგეხვევი ბროლის
ყელზე,
სადაც წავალთ იქით მომყე ჭირში, ლხინში ბრძოლის
ველზე
![]() |
2.38 12 მარტი |
▲ზევით დაბრუნება |
12 მარტი გაზაფხულის მახარობელს, განახლების პირველ
მერცხალს, ჟურნალი „რესპუბლიკის ჯარი“. – 1919. – 16 მარტი
ვის ლოდინში გული კვნესდა, სახე დაჭკნა,
დაიღარა...
დრო დაგვიდგა სანეტარო, მგლოვიარემ გაიხარა,
და სიცოცხლის ნიშან წყარო გადაეკრა სახეს
ფერ-მკრთალს.
მზე-ჭაბუკსა სხივთა მფრქვეველს შორ მიზნისკენ
ხელებ გაწვდილს,
ხალხის გულში სათუთად ზრდილს, მომავალის ნეტარ აჩრდილს, -
ჩვენ ვუმღეროთ ტრფობის ჰიმნი ხალხის სურვილს,
მშრომელთ ნებას...
გაიხარეთ, კვლავ გამხნევდით! - გადავძახოთ წელში
დახრილს...
მიულოცოთ გამარჯვება დამაშვრალთა იმედს
გაზრდილს...
ვაშა, ვაშა! საქართველოს დამფუძნებელ პირველ
კრებას!
![]() |
2.39 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი
რღვევის ტალღა ჩვენს სუსტ ხომალდს ვით ნაფოტსა
ათამაშებს: გაზეთი „ერთობა“. – 1920. – 26 მაისი
(ნ. ნ. ჟორდანიას)
ხან ერთ კიდეს გადაისვრის, ხან ტალღათ მთებს
დააჯახებს,
ზღვის მორევის მოლოდინში მეიალქნეს უკრთის
გული
სამშვიდობოს გასცურავს თუ ბედით არის
განწირული!
ჰა, ნაპირიც ახლოს არის, ჰა სამშობლოს მოსჩანს
მთები...
სამშობლო დღეს მხიარულობს დიდი ხნიდან
ნაწამები...
დღეს იქ ლაღათ დაფრიალებს ძმობის დროშა
წითელ ფერი:
დღეს განახლდა საქართველო და დღეს აღსდგა
ჩვენი ერი!...
და ხომალდიც მიჰქრის მალი... ხან მოსჩანს,
ხან იმალება.
ხან იმედის ნაპერწკალი ზღვის ბურუსში ისევ
ჰქრება.
რა მოელის მეიალქნეს: სიცოცხლე თუ ბედი მწარე?!
აღარ ფიქრობს, - რადგან იცის ბედნიერობს მისი
მხარე.
რღვევის ტალღა ჩვენს სუსტ ხომალდს ათამაშებს
ვით ნაფოტსა...
მეიალქნეც თავგანწირვით დღე-ღამ ებრძვის
ტალღათ შფოთსა!
![]() |
2.40 დღეს |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს
დელია ოდელა დელია... ზეიმობს სამშობლო მწვანეთი. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. – 1919. – 26 მაისი
(ექსპრომტათ)
ძველ კახეთს მოუხმობს გურია, იმერეთს ეძახის
სვანეთი.
ზარები მღერიან ქალაქში. სხვა გვარად მღერიან
ზარები,
სამშობლო მოუცავს სიხარულს. გამთბარა ძველად
ნამწარები.
დაფნა და ვარდები სამშობლოს. დასწნავენ შვილები
გვირგვინებს,
დადგება ამინდი მზიანი. ჩვენს ცაზე მეხი არ
იგრგვინებს.
სიხარულს, სიყვარულს ქვეყნისას ვერ იტევს დღეს
ჩვენი მკერდები.
მზიანო სამშობლო იხარე. ჭაბუკო შენ არ დაბერდები.
იქნები, შენ აღარ მიჰქრები. ინათებს სულ შენი
ლამპარი.
შენია მთლად ჩვენი ფიქრები. და ჩვენი მკერდები
დამფარი.
ზარები მღერიან ქალაქში. ზეიმობს სამშობლო
მწვანეთი,
ცხელ კახეთს მოუხმობს გურია. ხელს უწვდის
იმერეთს სვანეთი.
![]() |
2.41 ჩვენს საამაყო გვარდიას |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენს საამაყო გვარდიას
აენთო ალმას - ბროლით...
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 9 ნოემბერი
ძარღვებში სისხლი გახელდა...
მოჰქრიან გმირები ბრძოლით, -
მტერს უვლის სხეულში ელდა...
მღერიან ჩაგრულათ მაყრულს
ენთება ალამი სხივათ
და მუხთალს ხმალნაკრავ დაკრულს
აზმორებს კანკალით ცივად...
უხდებათ მტრის რაზმში შევლა...
ალესენ სისხლში ხმლის პირებს.
ქვეყნის მტერს კრულვა და წყევა...
სალამი ჩვენს ძმებს... ჩვენს გმირებს...
![]() |
2.42 ჩემი ბაღი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემი ბაღი
მშვენიერი მქონდა ბაღი,
გაბატონდა შიგ ეკალი,
წარა-მარა მეპატრონე:
ფრინველები: ბუ და ჭოტი,
მაგრამ დაჰკრა ბედის ზარმა,
ეხლა უვლი ჩემს ბაღს თავად
ისე ტურფად ვაკოხტავებ,
და იცით რა ბაღი მაქვს დღეს?
ვინც ჩემ ბაღს არ მაპატრონა
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. - 1919. – 26 მაისი
მაგრამ იყო მოუვლელი;
ზედ არავინ მაკარებდა,
მუშაობდა სხვისი ხელი.
შამბი, ჩალა, ხვართქლა, ლელი,
ლენცოფა და ცუცუმყრალა,
სხვაც რამ ბევრი ულეველი.
ტურა, მაჩვი, მგელი, მელა,
თრითინადან დაწყობილი -
თხუნელა და ჭიაყელა.
მიკიოტი, ყვავი ძერა,
ერთი სიტყვით ყველა მავნე,
ორპირი და გაიძვერა.
მოვიკრიფე ღონე, ძალა,
სანამ დაუტატანებდი,
ყველა თავად მიიმალა.
და აღარ მაქვს მოუვლელი,
შიგ ტრიალებს ჩემი გული
და მარჯვენა მოუღლელი.
ისე უვლი შიგ ყვავილებს,
როგორც ჩემ ღვიძლ სისხლსა და ხორცს,
როგორც დედა თავის შვილებს.
დიდებული, მშვენიერი!
ჩემს ლამაზ ბაღს დარაჯად ჰყავს:
ჩემი გულის ქორფა ერი.
დღეს სწუხან და ინანიან,
და მე კი ჩემს ტურფა ბაღში
ყვავილები მიცინიან.
![]() |
2.43 შვიდნი |
▲ზევით დაბრუნება |
შიო მღვიმელი შვიდნი
1. 2. 3. 4. 5. 6. 7.
ჟურნალი „ნაკადული“. – 1919. – №3-4
ყვავილებმა დამპატიჟეს
და მაწვიეს მწვანე მდელოს,
დამკოცნეს და ასე მითხრეს:
გაუმარჯოს საქართველოს!
წყარომ ტკბილად შემომცინა,
ველმა გადაიხსნა გული,
ჩამიკრა და მომილოცა
საქართველოს გაზაფხული.
გული მერცხლად გადამექცა,
ფრთა ვცქვიტე და ავიქნიე,
ჩემი ქვეყნის სიხარულით
მზის სხივებში გავეხვიე.
მეც თან ავყე ვით ტოროლა
და მივეკარ ცისარტყელას,
ვარსკვლავები იძახოდნენ
ვაშა, ვაშა საქართველოს!
და მე კი ეს აღტაცება
აქ ვარდისგან გავიგონე,
ავგალობდი ბულბულივით
და ფურცლებზე დავეკონე.
შევარდენად შევიცვალე,
გადვიფრინე შორი მთები,
და რაც აქ არ გავიგონე
იქ მოვფინე იგივ ხმები.
ყველანი კი შვიდ მნათობის
სახით უმზერთ საქართველოს
და ერთის ხმით გავიძახით:
იცოცხლოს და იდღეგრძელოს!..
![]() |
2.44 ქართველი ლაშქარი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველი ლაშქარი
ლამაზ-ლამაზი ბიჭები
მათ ბევრი ომი გადახდათ
გადაარჩინეს სამშობლო,
და ქუდი გვერდზე რო ჰხურავთ,
ჟურნალი „ნაკადული“. – 1919. № 3-4
მზიურ ღიმილით ჰფერიან,
მოდიან გამარჯვებულნი,
საქართველოზე მღერიან.
მკაცრი და დაუდგრომელი,
მაგრამ ვინ დადგა იმათ წინ,
ვინ იყო, სად და რომელი?!
იმისი ხალხიც მშრომელი,
გაანადგურეს მტარვალი
ქვეწარმავალი, მძრომელი.
მზიურ ღიმილით ჰფერიან,
მოდიან გამარჯვებულნი, -
საქართველოზე მღერიან.
![]() |
2.45 ლაშქრული |
▲ზევით დაბრუნება |
ლაშქრული
გავშალოთ დროშა ქართული, ხელი ხელს მივცეთ
ძმურადა,
ჟურნალი „მხედარი“. – 1920. – 26 მაისი
მამულის გამოსახსნელად წინ გასწით მამაცურადა;
თავი გვაქვს გადადებული სამშობლოს სამსახურადა,
ძმებო, მოსეულ მტარვალებს ვეკვეთოთ ვაშკაცურადა!
გახსოვდეთ, ძმებო, ჩვენა ვართ ჩვენი მიწაწყლის
მცველია,
იგი არ დავთმოთ უსისხლოდ, შევღებოთ მთა და
ველია!
თავისუფლების დროშაზე მტკიცედ გვეჭიროს ხელია
მამულისათვის სიკვდილი არ არის სანაღვლელია!
მხედარნო, ქართველი ერი დღეს წელში გამართულია,
სამშობლოს აღორძინება გულში აქვს დანერგულია,
თან მოაქვს თავისუფლება, ძმობა და სიყვარულია,
სხვა ერთან ძმური კავშირი მისი რწმენა და რჯულია!
![]() |
2.46 საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დღეს კიდევ უფრო გაანათებ, ასხივფერდები,
გაზეთი „ერთობა“. – 1919. - 26 მაისი
გადაიშლება შენს ქუჩებზე წითელი ტევრი,
აყივლდებიან არწივები იქ ბევრზე ბევრი, -
და დაინახავს შენი მტრები, რომ არ ბერდები, -
დეე, გაიგონ რომ შენცა ხარ მსოფლიოს წევრი,
მიყვარს სიცოცხლე, განსაცდელის წინ არ ჩერდები,
უკეთეს შვილთა სისხლით მორწყე კლდე-ღრე,
ფერდები
და სამუდამოდ მოიშორე მონობის კევრი!
და ეს იქნება უკეთესი საბუთი, მჭევრი,
როს გვწვევიან უფხოეთით თეთრი მხედრები,
რომ მოკრძალებით მოიხარონ შენს წინ ქედები,
არ მოგიხადონ უნებურათ მარანში ქვევრი!
დღეს კიდევ უფრო გაანათებ, ასხივფერდები,
გადაიშლება შენს ქუჩაზე წითელი ტევრი,
აყივლდებიან არწივები იქ ბევრზე ბევრი, -
და დაინახავს შენი მტრები, რომ არ ბერდები!
![]() |
2.47 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
რ. საჯავახელი (რაჟდენ ხუნდაძე)
26 მაისი
შუქურამ შუქი მოფინა
ღამის გუშაგმა ქათქათი
ზეიმობს მთელი ბუნება
დავითი აღმაშენებლობს,
შოთა რითმაობს, გორგასლანს
ქართველი ისევ ქართველობს,
ქართველი ჭირის და ლხინის
მაშ ყანწი ხელში, ქართველო,
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
და იადონმა ანათა,
მზემ, უთვალავი სხივები
აფრქვია მთად და ბარათა.
მზეს შეუერთა ძმურათა,
დიად ჩირაღდნათ ქცეული
ნათელს ჰფენს ამაყურათა
ქართველთა მთა და ბარია,
მტერს შხამი აღრჩობს... ბოღმა ჰკლავს
მარა რა ჩემი ბრალია.
თამარ კეკლუცობს ნაზათა,
დავით სოსლანი მეჯლისობს...
რა შვენის რა ძვირფასათა?
ხელს შუბი დაუჭერია...
ბაყათარ პირქვე აგდია,
შუბის წვერს გაუგმირია...
თავის თავისი პატრონი,
სხვას არ ბატონობს, არც უნდა
რომ იყოს სხვისი ბატონი.
ათასჯერ განაცადია...
შარავანდედით შემოსავს
თვისსა სამეფოს, ცხადია.
აზარფაშა და ბადაა
მტრის მუსრვა... მეჯლისში ლხინი
ქართველთა დანაბადია
1007. - ტექსტიდან ფურც. 7
![]() |
2.48 სახალხო გვარდიელებს |
▲ზევით დაბრუნება |
სახალხო გვარდიელებს<
როდესაც მტრებს ჩვენს მხარეზე ყოველ მხრიდან მოზღვავებულთ,
ჟურნალი „რესპუბლიკის ჯარი“. – 1918. – 8 დეკემბერი
წუთიერი გამარჯვებით თავბრუ დასხმულთ, დაბრმავებულთ,
სურდათ ჩვენი აოხრება, სურდათ ჩვენი მთლად აკლება,
სურდათ ფეხით გაეჯიჯგნათ ხალხის ნება და უფლება;
როცა დროშა გამარჯვების ეცემოდა, იხრებოდა,
როდესაც შინ უგნურთ ხელით ძმათა სისხლი იღვრებოდა,
როს არყოფნას გვიქადოდა ულმობელი ბედის წერა,
- მაშინ აღსდგა ჩაგრულთ მხარე, მაშინ აღსდგა ტანჯულთ კერა;
ბრძოლის ცეცხლში გამომწვარნი თვისი გმირნი სწრაფლ დარაზმა,
ხელში მისცა ძლევის დროშა, ხსნის იმედით მოუკაზმა,
და წარგზავნა ბრძოლის ველათ... და, ჰა, აღზსდგენ ლომგულები,
დაჰკრეს ბუკი და ნაღარა, მოიმარჯვეს თოფი, ხმლები,
უწყეს მუსვრა მუხანათ მტრებს გააფთრებით, თავგანწირვით,
მთლად ქვეყანა გააკვირეს აურაცხელ მსხვერპლთ შეწირვით.
და დღეს თუ აქ არ ირყევა ახალ ყოფნის საძირკვლები,
დე, იცოდეთ! მას ამაგრებს გმირთა სისხლი, გმირთა ძვლები!!
და დღესაც ხომ მხნეთ იცავენ უზენაეს ხალხის ნებას,
გწამდეთ არვის შეარჩენენ მის შებილწვა, შეგინებას.
თუმცა დღემდე ბრძოლის ველზე გმირნი იყვნენ მარტო, ობლად,
თუმც არვინ არა ჰყავდათ ჭირში მხარის შემამკობლად
მაგრამ დღეს ხომ ირაზმება, საქართველოს ნორჩი ჯარი,
ისინიც მას ხელ, უწვდიან!.. მაშ, ხელი ხელს, და მხარს მხარი!
![]() |
2.49 რესპუბლიკის ჯარს |
▲ზევით დაბრუნება |
რესპუბლიკის ჯარს
ბრძოლის ცეცხლში გაიჭედა ჩვენი ბედი გაზაფხულზე, -
ჟურნალი „რესპუბლიკის ჯარი“. – 1918. – 8 დეკემბერი
როცა მტერი ჩვენს სამშობლოს უმიზნებდა ლახვარს გულზე,
როს ურდოებს მადა-გახსნილს, თვის სწრაფვაში შეუპოვარს,
ჩვენ ვებრძოდით და ვიცავდით ჩვენი ბრძოლით მონაპოვარს,
მაშინ ორგულთ შინ და გარეთ თუმც მოგვიდეს ცეცხლის ალი,
მაგრამ ჩვენ არ დავბნეულვართ, გამოვნახეთ გზა და კვალი,
და მუხანათ მტრის წინაშე ქედი აღარ მოგვიხრია,
და ჰა, დროშა გამარჯვების დღემდისაც ხომ ხელთ გვიპყრია...
და ამისთვის განა ვინმემ მოგვასმინეს ვაშა, ტაში??!
- არა!! მტრებმა შინ და გარეთ შექმნეს დრტვინვა და განგაში.
- და ეს დრტვინვა, ეს განგაში დღემდისაც ხომ არ დამცხრალა,
მათ აშინებთ, თავ-ზარსა სცემს ერთობის და ძმობის ძალა!..
ფხიზლად ძმებო! ყოველ მხრიდან ილესავენ ჩვენზე კბილებს!..
მაშ, შემოვკრბეთ, ვით შეშვენის თავისუფალ ხალხის შვილებს,
დავირაზმოთ და მუხთალ მტრებს დავსცეთ რისხვა, დავსცეთ ზარი!!.
დეე, იგრძნონ, თუ რა არის საქართველოს მძლე ლაშქარი...
![]() |
2.50 დაბრუნება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
დაბრუნება საქართველოში
ლიხს იქით და აქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. – 1919. – 26 მაისი
არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს,
სადაც მზე მწველია, ცხელია ქარები,
მცხეთაში გრიალით მიჰქრიან ზარები,
გუგუნებს იტრიის ხეობა უღრანი,
და ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი.
ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლის
თამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის.
და
ყოველ საფლავზე, მზის ყოველ ღეროზე,
ხაზებით იშლება ელადა, ეროსი!
სალამი,
სალამი სამშობლოს!
სალამი ჩემს ძვირფასს სამშობლოს!
საღამოს ლანდებად ბურუსი ნიავის
მიდამოს სდებია...
გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?
ეს ჩემი სამშობლოს მთებია!
მე რაღაც იდუმალ მოლოდინს ვუნდები...
ირგვლივ ზვირთებია
და გემი „დალანდი~, რომლითაც ვბრუნდები!
![]() |
2.51 გვარდია |
▲ზევით დაბრუნება |
გვარდია
თვალს ნაზი და მთვარეული
გაზეთი „ერთობა“. – 1920. – 12 დეკემბერი
აღელვებდენ ლანდები
ვიყავ თქვენში ჩარეული
ლხინით თვალ-ანანთები.
მოგვეჩვენა ტრიანონის
კოშკში გულის ნდომანი
დე გრეისა და მანონის
სევდიანი რომანი.
მივაფრენდით ქარში მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები,
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდენ სხვა ტავერნები.
და ვხედავდით როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის
და ვხედავდით ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას
სამშობლოზე ოცნებები
თითქო შვლის სიმარდეა...
წინ, გვარდია! შენი ხმები
მხოლოდ სხვაზე დარდია.
![]() |
2.52 გვარდია |
▲ზევით დაბრუნება |
გვარდია
ვდღესასწაულობთ პირველ თაველებს
გაზეთი „ერთობა“. – 1920. – 12 დეკემბერი
მოსასწაულე ვარდთა დაგებით.
ბაღებს რტოები ააყვავილებს
აივნებს ნოხი და ფარდაგები.
განთიადისას წავედით ტყეში
თვალებს მოედო ელვა წყაროთა
ყვავილს, რომელსაც ჰქვია ნუგეში
ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა.
ვეძებდით ომებს, მტრების ხაზინას,
თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,
არც მოგვასვენეს, არც დაგვაძინეს
და ასე, აჰა, შემოგვათენდა.
უეცრად მტერი ავშალეთ მთაში
გამოვედევნეთ ისართ ჯირითით.
შეკრთობით დაკრეს ფოთლებმა ტაში.
ჩვენც სიხარული არ დავირიდეთ.
![]() |
2.52.1 26 მაისისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
შ. ქედელი
26 მაისისთვის
დღეს დღე არის ამირანის მკვდრეთით აღდგომისა,
დღეს დღე არის დასაწყისი მის აღორძინებისა.
დღეს დღე არის ხალხთ შორის ერთობის დამყარებისა.
საქართველოს მკვიდრ ცხოვრების დღეს შესრულდა ერთი წელი,
თუმც ჩვენს ხალხს გადახდა, დიდი დაგვა გრძნობის მწველი;
მაგრამ მაინც მტკიცედა ვართ არ შედრკება ჩვენი გული;
როს ჩვევია ქართველ ხალხსა ხელი გულზე დაკრეფილი.
წინ მედგრად!!! არ გვეშინია გარდამავალ დროთა სვლისა,
ეს დრო ჩვენთვის ულმობელი, მალე, მალე გაივლისა.
ხალხთ შორის დამყარდება ძმობა, ერთობა, სიყვარული,
გრძნობა ხალხის გაბრწყინდება არ იქნება მოღრუბლული.
1007.- ტექსტიდან ფურც. 50
![]() |
2.52.2 26 მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
26 მაისი
ერის ცრემლზე, გმირთა ძვლებზე,
ძლივს იფეთქა გაზაფხულმა,
და გულ-წითელ ყვავილებზე
შემოვძახე ვით ბულბულმა!
ყოვლად
სრული
სიხარული,
სილამაზე,
სიყვარული,-
მოცქრიალდა,
მოშრიალდა,-
გაზაფხული!!
გაზაფხული!!!
ცეკვავს ყველა, მღერის ყველა,
ფერხულია, ლაღობს ერი;
თავს უდაფნის ცისარტყელა,
შვიდ ფერი და მშვენიერი!
დიადია ეს დღეობა,
ეს პირველი გაზაფხული!
საეროა ეს ღრეობა,
ას წელიწადს დამარხული!
![]() |
2.52.3 სახალხო გვარდია |
▲ზევით დაბრუნება |
სახალხო გვარდია მოდიან, ცას მოარღვევენ საგმირთაგმირო ჰანგითა, მოჰქრიან, მოყიჟინებენ დროშების ლაღი ფრენითა, მსურს ყველას გადავეხვიო და დაუკოცნო პირიმე,
ბანს აძლევს დედა-ქალაქი თავისუფლების მცველებსა!
წინ ვეგებები საყვარლებს ამღერებული ჩანგითა!
ისეთი სანახავია, ვერ გამომითქვამს ენითა!
მაგრამ ცრემლები მერევა და სიხარულით ვსტირი მე!
![]() |
2.52.4 ვაშა გვარდიას! |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.52.5 ვაშა მეთაურთ! |
▲ზევით დაბრუნება |
ვარდენ ღვანკითელი ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 9 ნოემბერი
გილოცავ გულით, აღფრთოვნებული,
დღეს გაგვიცოცხლდა ვახტანგ-გორგასლან,
მეფე დიმიტრი თავდადებული:
პატარა კახი, ნინო, ქეთევან,
დავით, გიორგი გაბრწყინვებული,
მცხეთოს, ფარნაოზ, დიდი თამარი
და სააკაძე ომში ქებული.
მეფე ერეკლე მხიარულ სახით,
დინჯად გაჰყურებს კრწანისის ველებს,
და პირჯვრის წერით ღმერთსა ავედრებს
ჩვენი სამშობლოს მამულის მცველებს;
ლეონიძე და ხიმშიაშვილი
მეტეხის ციხეს კვლავ დარაჯობენ,
მსაჯულთ-მსაჯული თავის მრჩევლებით
ძველებურადა ქართულად ბჭობენ.
გოგი დიაკონს გაჰხარებია,
აღარ რეკს ზარას სამგლოვიაროს,
და საბა-სულხან ორბელიანი
ღვთის მშობელს შესთხოვს კვლავც მოგვიაროს.
ვაშა მეთაურთ, რომ გამოგვიხსნეს,
ამდენი ხნობით დამონებული,
მეც მრწამდა სულ არ დაეცემოდა
დიადი სულით ამაღლებული!..
![]() |
2.52.6 სადღეგრძელო |
▲ზევით დაბრუნება |
სადღეგრძელო
იმის მოდგმას, იმის შვილებს;
გაუმარჯოს ვინც ქვეყნისას
ჭირს და ვარამს ინაწილებს...
გაუმარჯოს ჩვენს მეომართ,
სამშობლოის არწივ-გმირებს,
ვინც მამულსა ისე უვლის,
როგორც კრუხი თვის წიწილებს!..
![]() |
2.52.7 ქართული ეროვნული ჰიმნი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული ეროვნული ჰიმნი
(„ალიფაშას“ ხმაზე)
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩაუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
და ყური უგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!
მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი
მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი,
და ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა, მაშრიყ-მაღრიბელი.
იყო დრო რომ მმართველობა, სამართალი გვქონდა, სხვისი.
ბაღდადსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,
და იმედს მაინც არ ვჰკარგავდით,- სული გვახლდა შოთაისი.
სად არ დგმულა ჩვენი ფეხი? სისხლი სად არ დაგვიღვრია?
ერანს, თურანს, ავღანისტანს ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია
და ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არი მღვრია.
ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია:
სადღა არი ძველი რომი, ან ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.
და ვის ახსოვს მონღოლები? სხვების ბედიც აგეთია!
სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.
მრავალ შავს დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა,
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
და გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ ჩვენს ტკბილს მრავალ-ჟამიერსა.
სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და რიონ-მტკვარი,
სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა, არც მოკვდება, საქართველო მოცინარი,
და მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.
აბა, ფხიზლად ქართველებო! მივყვეთ მამა პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩაუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
და ყური უგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!
![]() |
2.52.8 აღფრთოვანება |
▲ზევით დაბრუნება |
აღფრთოვანება ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1918. – 2 სექტემბერი
ამირანმა ბორკილები დალეწა და მოიშორა,
აღსდგა მკვდრეთით საქართველო, ხმა მომესმა ძირს მიწიდან
და მეც ლაღი, ფრთა გაშლილი, გადმოვეშვი ცის სივრციდან.
შევიკვეცე სიხარულით საოცნებო ჩემი ფრთების
და განვშორდი ტკბილ ოცნებას, ამიცხადდა იმედები
რა ვიხილე ტურფა მხარე მღელვარე და მოამაყე,
განვიცადე სიტკბოება და უბედური სიამაყე.
![]() |
2.52.9 ოცნება |
▲ზევით დაბრუნება |
ოცნება სიყრმიდანვე დავსტიროდი ჩემს სამშობლოს, მონურ
მხარეს, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1918. – 2 სექტემბერი
მისი ხვედრით ვიტანჯოდი, მზეს ველოდი
მოელვარეს,
და დავფრენდი ცის სივრცეში, ვშორდებოდი ტურფა
მდელოს,
სად ოცნებით მე ვპოებდი თავისუფალ
საქართველოს;
და იქ მხოლოდ განვიცდიდი წუთიერსა სიამაყეს,
იქ ვხედავდი ქედმოღერილ ქართველ გმირებს
მოამაყეს.
და იქ იყო ჩემი ბინა, სამლოცველო ჩემი ხატი,
ფრთა გაშლილი საქართველო, ოცნებითა
დანახატი...
![]() |
2.52.10 ჯარის კაცის სიმღერა |
▲ზევით დაბრუნება |
ჯარის კაცის სიმღერა
ჯარის კაცის სიმღერა გაზეთი „ბათომის ფურცელი“. – 1920. – 27 ნოემბერი
გაშალეს დროშა
ჯარი შეჰყარეს...
საქართველოზე მოდის მტერიო.
არ შეგეშინდეს ჩვენო მშობლებო.
შიში არ იგრძნო
ტურფა მამულო,
ქართველის ხმალი
ჯერ არ შემდგარა,
მტერს ზურგი ქართველთ
როდის აჩვენეს?..
დღესაც ქართველი
გაამაყდება და ბრძოლის ველზე
წავა სიმღერით,
ნუ გვერჩი მტერო
თორემ ჩვენ ხმალსა
ბევრი თქვენგანი უნაცვლებია.
![]() |
2.52.11 მოწოდება |
▲ზევით დაბრუნება |
გერონტი ცინცაძე
ბნელი ღამეა- სულის მხუთველი. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 –
26/5
ირგვლივ მკვტარია ის არე მარე,
სად მიჯაჭვული კლდეს ამირანი
იბრძვის და ომობს რისხვით მჭექარე.
თავისუფლების მაძიებარი
მთელ საუკუნე არავის არ ინდობს,
და იქ ჯურღმულშილ ობლად-მარტოკა
ვითა მანქანა დაუდეგ ომობს.
ომობს და ომობს რაინდი გმირი,
პირიდან აფრქვევს ალმურად ცეცხლსა,
და მთელ სხეულით აქცევს-ვით წყაროს,
თავისუფლების მდუღარე ოფლსა.
თანაც იმედით ირგვლივ გასძახის
- დრო ახლოვდება, აღვსდგებით მტვრეთით,
და გამოჩდება სრული სიმართლე-
- გავდევნი მტარვალთ ამ ბოლო წუთით.
და გარიჟრაჟზე- ოცდა ექვს მაისს
მზემ სხივთაფრქვევით როს ამოწვერა
ბნელი ის ღამე დაუნდობელი
გააქრო კიდეს გადააბარა,
მაშინ ამირან გამხეცებულმა
ალმური ცეცხლი ჯაჭვებ აქცია
და მთელ არსებით გმირთა-გმირისა
ნაფლეთ-ნაფლეთად იგი აქცია.
ბორკილ ახსნილი გმირი ამირან
ზე ასულ იყო თავისუფლადა,
და წითელ დროშით- მჭექარე ხმითა
ჩაგრული ქვეყნის ზურგს გადასძახოდა:
„აღსდგა მტვრეთითის, რომლის ხსენება
დიდება იყო უხსოვარ დროის;
მონობის შემდეგ- ბორკილ აყრილი
მე ვარ საუნჯე ძმობა ერთობის.
მოდით მოძმენო- მშრომელო ხალხნო,
თქვენც ჩაერივნეთ ამ ჩვენს ლხინშიდა;
მარად გახსოვდეთ, რომ ეს დღე ჩვენთვის
უვიწყარი არს თუმც გინდ ჭირშიდა.
და თუმც პირველი ეგა მაისი
შობა არს ჩაგრულ ხალხისა,
მაშინ იმისი მეოცდაექვსე
დღე აღდგომაა ქართველ მშრომლისა.
1007- ტექსტიდან ფურც. 30
![]() |
2.52.12 მოწოდება |
▲ზევით დაბრუნება |
მოწოდება ვით პირველ მერცხალს გაზაფხულისას ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 20 აპრილი
ვით განთიადის პირველ ტოროლას,
იმედით გულში და თანაგრძნობით
ჩვენ ვეგებებით შორიდან ბრძოლას.
დღეს პირველადა ჩვენს ქვეყანაში
გაისმის სიტყვა თავისუფალი-
და პირველ ალსა, ერთხელ ანთებულს,
აწ ვერ ჩააქრობს ვერა რა ძალი.
ვინც უნდა იყვეთ, მხნე მეომარნო,
მიიღეთ ჩემგან სალამი ძმური,
თქვენ დასცით ჩვენში ბრძოლის ნაღარა,
თქვენ პირველობა გხვდათ საამური!
მსოფლიო ომში, სადაც სიბნელეს
მედგრათა ებრძვის ძალა ნათელი,
თქვენ ჩაერიეთ, უშიშრად ძმებო,
და შეიყვარეთ რაზმი ქართველი!
ადრე თუ გვიან, ველი მისია,
და ის დარჩება ომში მძლეველად,
ვის დიად საქმეს მშრომელთა ოფლი
უდევს საფუძვლად შეურყეველად!
და იმ დღეს, როცა თავისუფლების
ქვეყნად ცხოველი მზე გაბრწყინდება,
ჩვენს მშობელ ხალხსა სისხლით ნაყიდი
სიცოცხლის სხივი დაეფინება!..
![]() |
2.52.13 თავისუფალ საქართველოს |
▲ზევით დაბრუნება |
ლ. წულაძე თავისუფალ საქართველოს ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ქართველთ აკვანო
![]() |
2.52.14 ოცდაექვსი მაისი |
▲ზევით დაბრუნება |
ოცდაექვსი მაისი
ოცდაექვსო მაისო,
გაზეთი „ერთობა“. – 1919.- 26 მაისი
ჩვენო შვებავ ხალისო,
გაგვამხნევე, რომ შიში
აღარ გვქონდეს ხვალისო!
ოცდაექვსო მაისო,
ჩვენო სვეტო ნათლისო,
უხვად გვფინე ნათელი
შენის უხვი მადლისო!
ოცდაექვსო მაისო,
უკვდავების სასმისო,
დაგვაწაფე შენს წყაროს,
მოგვეც გრძნობა სამისო!
ოცდაექვსო მაისო,
ჩვენო ოქროს საწმისო,
ოქროს ხანა მოგვმადლე,
მტკიცე მარად ჟამისო!
ოცდაექვსო მაისო,
ჩვენ ორგულთა სადგისო,
აგრძნობინე იმათაც
გემო შენის მადლისო!
ოცდაექვსო მაისო,
ჩვენო შვებავ, ხალისო,
ღირს გვყავ მეტის ზეიმით
შეგეგებოთ გაისსო!
![]() |
2.52.15 დღესასწაული |
▲ზევით დაბრუნება |
დღესასწაული დღევანდლამდის მუნჯი ვიყავ
(26 მაისი)
დღეს მეტყველობს ბაგე:
სიხარულით ტოკავს გული.
ტრფობით დავიდაგე
ჰა, მიეცა ჩემს სამშობლოს
თავის შნო და ფერი!..
გაიგონეთ ფეხზე დგება
ჩემი ტურფა ერი!..
წელია თავს უვლის
არვის არ ნებდება
მტრებსა ქედს არ უხრის
მას გმირულად ხვდება!..
გაუმარჯოს მის მცველთ
გვარდიას და ჯარსა,
ჩვენი ქვეყნის მცველებს,
ჩვენი ქვეყნის თვალსა!..
გაუმარჯოს ჩვენს ხალხს
და მის საქართველოს!..
თავდაცვისთვის გმირსა,
მუდამ სასახელოს!..
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 26 მაისი
![]() |
2.52.16 წაუშლელი თარიღი |
▲ზევით დაბრუნება |
წაუშლელი თარიღი რა
კარგია მაისი
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1920. – 26 მაისი
(26 მაისი)
ოცდა ექვსი მაისი,
ჩემი ერის მშვენება,
ჩემი ერის ხალისი!..
რა კარგია რა კარგი...
ტურფა, ლაღი ფაქიზი, -
დღეს მზის სხივით დათვრება
ბილილა და ნარგიზი...
ეს დღე წინსვლის დღე არის,
დღე ვარდებით ნაქარგი...
ამ დღემ ჩემს ერს აჩუქა
საუკუნით ნაქარგი.
ეს დღე მუდამ იქნება
საქართველოს ხატებად,
ახალ ყოფნის სიმბოლოდ
წინსვლის ჭეშმარიტებად...
და იცოცხლებს, იცოცხლებს -
ოცდა ექვსი მაისი -
ჩემი ერის მშვენება,
ჩემი ერის ხალისი...
![]() |
2.52.17 დღევანდელი დღე |
▲ზევით დაბრუნება |
მეომარი
დაჰკრა საათმა, მეძახის გმირსა,
ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“. – 1919. – 20 აპრილი
უებრო სატრფოს სული და გული:
ჩემი არსების დიდი სიცოცხლე
ჩემი სამშობლო, ჩემი მამული.
მეძახის: მიხსენ ტყვეობისაგან
შენი აღმზრდელი, შენი აკვანი;
მომეცი შვება შენთვის ერთგულსა,
მომხსენ ბორკილი, დამხსენ საკანი.
ყურში ჩამძახის: რისთვის აღგზარდე,
თუ გახდებოდი სხვის მორჩილ-მონა,
ჩემი არსების დიდი მშვენება
შენს სათუთ გულ-მკერდს არ ჩაეკონა?!.
და აჰა მეც დღეს მივალ საომრად,
არ მსურს ვატარო მონის უღელი,
მივლეწ-მოვლეწო ხუნდ-ბორკილები,
სულის მტანჯველი და გულის მკვლელი.
მინდა დავიხსნა მშობელი კერა,
სადაც მიმღერდა დედა ნანასა,
სადაცა ჟღერდა ჩანგი შოთასი
ქართველ ერისთვის ოქროს ხანასა
დედავ, მშობელო, გზა დამილოცე,
რომ შენის ლოცვით ვიყო ძლიერი,
ვიხსნა მამული მტარვალებისგან,
ვიხსნა სამშობლო და ჩემი ერი.
![]() |
2.52.18 დღევანდელი დღე |
▲ზევით დაბრუნება |
დღევანდელი დღე
მაისი - ტურფა, საყვარელი და ცხოველმყოფელი მაისი!..
იგი აღორძინების, განახლების და ახალი სიცოცხლის წინამორბედია...
მისი ნაზი მზიანი დღის სხივები ჩასწვდა გულის
სიღრმეში ტანჯულ მხარეს, და მრავალ ზამთრის
სუსხში გათოშილი ფოთლები კვლავ გაანედლა, აამწვანა,
ააშრიალა...
და აი, შარშან, სწორედ ამ დღეს - 26 მაისს -
კვლავ გაცოცხლდა იგი, აღსდგა მკვდრეთით ძირს
გადებული, დამცირებული და შეურაცყოფილი.
ერთი წელიწადია მას შემდეგ რაც ძაძით შემოსილმა
მტირალმა მშობელმა ჰპოვა თავისი წამებული
შვილი.
უკუ აგდო დედამ გლოვა და მწუხარება.
ძაძები შესცვალა სიხარულის სამკაულებმა.
ცრემლის ნაცვლად, მშობლის სახე ნეტარების სხივმა
შემოსა. ხალხმა იგრძნო დედის ბედნიერება, ახმაურდა,
ამოძრავდა, ერი აღფრთოვანდა, ირგვლივ გაისმა
ხოტბა და დიდება, ქვეყანას მოეფინა ჰანგი წმინდა
საგალობლისა...
ერთი წელიწადია რაც ერი გალობს ამ საგალობელს...
ბევრი ხმაურობს, ჟრიამულსა სტეხს, ხელს გვიშლის.
მაგრამ ერის ხმა უფრო მტკიცედ და იმედიანად
მოისმის.
დღეს საქართველოს უდიდესი დღესასწაულია.
ერთხმად შეასრულებს დღეს ქართველი ერი თავის
ეროვნულ ჰიმნს, ერთხმად იგალობებს იგი საერთაშორისო ინტერნაციონალს!..
გაუმარჯოს ამ წმინდა საგალობლებს.
სალამი და გამარჯვება ჩვენს საყვარელ მშობელ
დედას - საქართველოს - და მის პირმშო შვილს -
დემოკრატიულ რესპუბლიკას! –
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი. – 1833 – 1 -
1007. - ტექსტიდან ფურც. 42
![]() |
2.52.19 სალამი საქართველოს თავისუფლებას |
▲ზევით დაბრუნება |
სალამი საქართველოს თავისუფლებას
დღეს სხვა დილა გაგვითენდა
ცქრიალა და მხიარული!
გულსა და სულს აცისკროვნებს
ერის კისკის-ჟრიამული!
ცეცხლის ბურთი მონარნარებს
პირ-მცინარედ ამოსული
ჩვენთან სტკბება სააკაძის
სული ციდან ჩამოსული!
კავკასიის გზაზე „მერანს“
ამირანი მოაქროლებს,
ბორკილები აუხსნია -
ყვავს და ყორანს ეს ათრთოლებს...
ერთი შეხეთ, რა ყოფა აქვთ,
ყური უგდეთ ბაღში ფრთოსნებს!
თითქო „ჰიმნსა“ უგალობენ
საქართველოს წარსულ მგოსნებს!
ჭოლაკიდან ხმა მოისმის
წყაროს ლუკლუკ-რაკრაკისა,
ილიას ჩანგს უერთდება
სიმთა-ჟღერა აკაკისა!
ვაჟა მსმენელს აფრთოვანებს,
ციურ ჰანგით გულს აუძგერს
და „სამშობლო ხევსურისას“
რაფიელი ტკბილად უმღერს!
ყველანი აქ შეკრებილან
მოღვაწეთა წმინდა სულნი
თვისი ერის შვებისათვის -
ამ დღისათვის მონატრულნი!
კლდეებიდან თამაშობით
მორბის, მოხტის ნაკადული,
ფიანდაზად ეფინება
არე-მარე მოქარგული!
ივერიის კონა იკვრის,
მზის სხივები ზედ ეფრქვევა,
ფრთა-შესხმული დილის სიო
მის თაიგულს ყელს ეხვევა!
![]() |
2.52.20 ღიღინი მეგობრულად |
▲ზევით დაბრუნება |
უცნობი ავტორი ღიღინი მეგობრულად ჩვენი რესპუბლიკის საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი.
– 1833 – 1 -
(26 მაისისთვის)
შესრულდა წლის თავი,
დღეს ჩვენვე გვეკუთვნის
საკუთარი თავი!
არ გვტანჯავს სტრაჟნიკი,
არც ძველი პრისთავი,
(ახლები ვარესობს
ზოგი ვირისთავი!)
ბევრი დაბრკოლება
ვსძლიეთ, გადავლახეთ,
ბრძოლაშიც ვივარგეთ
და მტრები გავლახეთ,
მაგრამ ბევრი რამეც
კი გვაქვს დასაძრახი,
(მტრობით თუ ვამბობდე
გავხდე დასამარხი).
ვინ მკითხავს მე რჩევას,
ან ვინ გამიგონებს,
მაგრამ გულს მაკლია
რომ ვსჭრით ამდენ ბონებს.
გავიგოთ სად მიდის,
კანტროლები გვყავდეს,
(მამაჩემს ცხონება,
რამდენიც ყლაპავდეს).
არ უნდა მტკიცება,
გოგიტელას ლისტი
რომ ჩვენში ბევრია
ცრუ სოციალისტი,
რომლებიც ვითომდა
ქვეყანას ასწორებს,
(ნამდვილად - იტენავს
ჯიბეებს და ტორებს!).
1007. - ტექსტიდან ფურც. 104
![]() |
2.53 შენიშვნება |
▲ზევით დაბრუნება |
ახვლედიანი დარია
-
(ხუნდაძე დარია – 1878-1941, სხვა ცნობით 1873-1941) – პოეტი, ჟურნალისტი და
საზოგადო მოღვაწე. (ფსევდ.: დიანა). უშვებდა ქალთა ჟურნალ „გუშაგს“ (1907).
თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის, მ. დემურიასთან ერთად, ჟურნალ „ნაკადულის“
დაარსებასა და გავრცელებაში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების წევრი (1900-1918).
გაბრუაშვილი დავით (1869-1943) – მწერალი. მისი პირველი წერილი დაიბეჭდა გაზეთ
„ცნობის ფურცელში“ 1897 წელს. 1901 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი
კრებული. 1905 წელს კი დრამატული პოემა „ბრძოლა არსებობისთვის“.
გელა ბ. (გელაზანია ბარნაბ – 18??-?) – ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-?).
გეწაძე აეტი (1879-?) – მუშა პოეტი. გორგაძე ვასილ (1895-?)
– პოეტი, მთარგმნელი. (ფსევდ.: ცოტნე დადიანი,
ვან-გოგი). 1910 წელს მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა ჟურნალ „ჯეჯილში“. 1910-1920
წლებში თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: „სახალხო ფურცელი“, „ჯეჯილი“,
„ნაკადული“, „განათლება“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვ. დევაძე მიხეილ (1879-1933) – მუშა მწერალი, რევოლუციონერი და გამომგონებელი.
სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1917 წელს. მ. დევაძემ, როგორც სოციალ-დემოკრატმა
მუშამ, თავისი გამოსვლით, წერილებითა და ლექსებით (უმთავრესად იოსებ
იმედაშვილის გაზეთ „ხალხის თავისუფლებასა“ და „თეატრსა და ცხოვრებაში“),
ქართველი მუშების თვითცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი.
დვანელი პ. - მუშა. ერთაწმინდელი სეზმან (ბატკუაშვილი სეზმან – 1888-1944) კოპალი დავით (კოპალეიშვილი დავით – 1890-1937)
– იურისტი, მწერალი. დახვრიტეს
1937 წელს. კულაშელი აპოლონ (ხაჟალია აპოლონ სპირიდონის ძე – (18??-?)
– ქართველთა შორის
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ლადოშვილი გ. – ტოტოჩავა გერმანე ვლადიმერის ძე.
ლეჩხუმელი რ. (ყიფიანი რუბენ – 1883-1961) – პოლიტიკოსი. (ფსევდ.: ასკრიონელი,
ლეჩხუმელი, რ. ლეჩხუმელი, მოწაფე, რუბენა ლეჩხუმელი, Р. Кинвари და რალფი).
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. მუშაობდა
სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, პარალელურად თანამშრომლობდა პრესასთან. მგელაძე საფო (გიგინეიშვილი საფო – 1894-1936) – მწერალი, პოეტი. (ფსევდ.:
გურული ქალი, ეწერელი ქალი, მუშა ქალი, სანი). მისი პირველი ლექსი „საქართველო“
დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი, პოემა „ბახმარო“, გამოვიდა 1927 წელს.
თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „კავკასიონი“, „ჩვენი გზა“, „ტრიბუნა“,
„კომუნისტი“, „ხმა ქართველი ქალისა“, „ლიტერატურული საქართველო“, „პროლეტარული
მწერლობა“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“, „მნათობი“. მეგრელი დუტუ (ხოშტარია დიმიტრი – 1867-1938) – მწერალი, პოეტი, საზოგადო
მოღვაწე. მისი პირველი ლექსი 1888 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „თეატრში“. 1892 წელს
გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“, ხოლო 1893
წელს – მისი ლექსების კრებული „ცრემლები“. მისი ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“
და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების
კარში“. მეფანდურე შალვა – იმედაშვილი შალვა.
მეჩონგურე დ. (ქარცივაძე დავით – 1881-1924) – პოეტი, რევოლუციონერი, სამხედრო
პირი. 1898 წლიდან „მეჩონგურის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა სოციალისტური
მიმართულების ჟურნალ-გაზეთებთან. მისი ლექსები ქვეყნდებოდა ილია ჭავჭავაძის
„ივერიაში“. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
დახვრიტეს 1924 წელს. მეჩონგურე სიმონა (ქვარიანი სიმონ – 1868-1946) – ისტორიკოსი, მწერალი,
პუბლიცისტი. 1901 წლიდან აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ
ჟურნალ-გაზეთებში. ავტორი ისტორიული ნაწარმოებებისა: „ქართველი ერის უძველესი
კულტურა და როლი მსოფლიო ისტორიაში“ (1901), „ხეთი და ნაირი“ (1909),
„საქართველოს ისტორია“ (1917) და სხვ. მიწიშვილი ნიკოლოზ (ნიკოლო) – (სირბილაძე ნიკოლოზ – 1896-1937)
– პოეტი. მისი
ლექსი „მთებში“ პირველად 1912 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“
გამოქვეყნდა. 1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთს
„გოლოს სალდატა“. თანამშრომლობდა სიმბოლისტთა პერიოდულ გამოცემებთან: „მეოცნებე
ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“. 1921 წელს,
მისი რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთი „ფიგარო“. 1922 წელს თბილისში
გამოიცა პოეტის პირველი წიგნი „წმინდანიანი“. 1924 წელს პარიზში ჩამოაყალიბა
„ქართველ ხელოვანთა კავშირი“. 1926-1928 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „ქართულ
მწერლობას“. უკანასკნელ წლებში რედაქტორობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“. 1937 წლის
2 ივნისს დააპატიმრეს და 13 ივლისს დახვრიტეს. მოსაშვილი ილო (1896-1954) – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი და
სცენარისტი. 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ „სინათლეში“.
აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს, პიესებს. ასევე წერდა
ნაწარმოებებს ბავშვებისთვის. თარგმნა შევჩენკოს, ფრანკოს, მაიაკოვსკისა და
ესენინის ნაწარმოებები. მღვიმელი შიო (ქუჩუკაშვილი შიო – 1866-1933) – საბავშვო პოეტი, ქართული
საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1885 წელს გაზეთ „დროებაში“
გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „დილა“. 1891 წელს მისი ლექსები გამოიცა ცალკე
წიგნად. დამოუკიდებლობის პერიოდში მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა
სოციალისტ-ფედერალისტთა გაზეთში „სახალხო საქმე“. თანამშრომლობდა ჟურნალებთან:
„ჯეჯილი“, „ნაკადული“, „პიონერი“. მჭედლიშვილი იოსებ (1888-1956)
– მწერალი. მისი პირველი ლექსი „ვერ შამაშინებს
მტარვალის რისხვა“ 1906 წელს დაიბეჭდა გაზეთ „ზარში“. მას შემდეგ მისი ლექსები
და მოთხრობები ქვეყნდებოდა პერიოდულ გამოცემებში: „სახალხო საქმე“, ჟურნალი
„ნაკადული“, „ჯეჯილი“ და
რუშაველი ფ. - საჯავახოელი (ხუნდაძე რაჟდენ – 1845-1929) – ლიტერატურათმცოდნე, პოეტი,
სასულიერო პირი. (ფსევდ.: საჯავახოელი, საჯაოხელი, ქართველიშვილი). 1885-1912
წლებში გამოსცა ქართული სასულიერო საგალობლის ათზე მეტი კრებული, მათგან
აღსანიშნავია: „შემოკლებული საეკლესიო ტიბიკონი“, „ღვთისმშობლის მიძინების
სვინაქსარი“, „ქართული საეკლესიო გალობა გურულ-იმერულ კილოზე“, „ქართული
გალობა“. აქვეყნებდა ლექსებს და პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პერიოდულ
გამოცემებში: „ივერია“, „მწყემსი“, „კოლხიდა“, „განათლება“, „ჩვენი ქვეყანა“.
სიხარულიძე ილია (1889-1963) – პოეტი, პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული
მასწავლებელი. მისი პირველი წიგნი „საბავშვო თამაშობანი ლექსად“ გამოქვეყნდა
1925 წელს. მისი საბავშვო იგავ-არაკები ქვეყნდებოდა ჟურნალებში „ჯეჯილი“ და
„ნაკადული“. ტაბიძე გალაკტიონ (1891-1959) – პოეტი და საზოგადო მოღვაწე. 1914 წელს დაიბეჭდა
მისი ლექსების პირველი ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი (1886-1947) – ქართველი საბავშვო მწერალი. მისი
პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1906 წელს. აღსანიშნავია მისი ლექსების ციკლი „ქუჩის
სიმღერები“, მინიატიურები „უსახელო“, „საცოდავი“. გ. ქუჩიშვილის კალამს
ეკუთვნის აგრეთვე საბავშვო ლექსები: „აღტაცება“, „პაწია მეგობრები“.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ
სამწერლობო საქმიანობას. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა მისი ლექსები: „შალვა
დადიანს“, „სიმღერა“. ლექსი მიუძღვნა მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას.
ყიფიანი ვარდენ (ფსევდ.: ღვანკითელი). შანიძე აკაკი (1887-1987) – ენათმეცნიერი. ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან
ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერულ კვლევებს. შანიძის ადრეული
ენათმეცნიერული გამოკვლევები თავმოყრილია ნაშრომში „ქართული ენის გრამატიკა“,
რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული
გრამატიკა. 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა
სოციალ-ფედერალისტური პარტიის სიით, იყო საკანდიდატო სიის 33-ე ნომერი. იყო
თბილისის ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ჩლაიძე ვარლამ (1883-?)
– მწერალი, კოოპერატორი. წერეთელი (კაკი) ირაკლი (1881-1959) – პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი. „მესამე
დასის“ იდეური სულისჩამდგმელი და მისი ყოველკვირეული პოლიტიკური ორგანოს,
„კვალის“ დამაარსებელი. საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ეროვნული
მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. საერთაშორისო
კონგრესებზე სიტყვით გამოდიოდა და იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. იყო
მეორე ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1940 წელს ი. წერეთელი
საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და იქ გარდაიცვალა, ჩაუტარდა კრემაცია. 1973
წელს მისი ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.
წულაძე ლავრენტი (1867-1923) – მწერალი, პედაგოგი და სასულიერო პირი. (ფსევდ.:
დათიკო ვერმიცანაშვილი). 1883 წელს საკუთარი სკოლა დააარსა სოფელ სურებში. 1886
წლიდან გახდა გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტი. 1894 წლის სექტემბერს ქ. ფოთში
დააარსა სამრევლო სკოლა. 1917 წლამდე მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებლად ფოთის ქალთა გიმნაზიაში და სამოქალაქო სასწავლებელში, განაგრძობდა
კორესპონდენტობას იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით ხშირად ათავსებდა
წერილებს სახალხო განათლების საკითხებზე ჟურნალ „განათლებაში“. 1917 წელს
გადავიდა მშობლიურ სოფელში და განაგრძო მასწავლებლად და სკოლის გამგედ მუშაობა
აკეთის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში. ჭანჭათელი დ. – გოგუაძე დათიკო.
„ნიშადური“. ავტორია ნაწარმოებებისა: „მსოფლიო გრგვინვაში“, „მწყემსის
წერილები“, „შვიდნი ძმანნი ხევსურნი“, „ჯვარცმული ლეგენდა“ და სხვ.