The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ზ

უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ზ

ზაარ-ი (Saar) ფერდინანდ ფონ – ავსტრიელი მწერალი (1833-1906)

ზაბორსკი (Záborský) იონაშ – სლოვაკი მწერალი და დრამატურგი (1812-1876)

ზაგორჩინოვ-ი (Загорчинов) სტოიან – ბულგარელი მწერალი (1889-1969)

ზაგურსკი (Zagórski) იეჟი – პოლონელი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, მთარგმნელი (თარგმნა ვეფხისტყაოსანი და ქართველი პოეტების ლექსები (1907-1984)

ზავადსკი (Zawadzki) ალექსანდრ – პოლონეთის სახელმწ. მოღვაწე (1899-1964)

ზავადსკი (Zawadzki) სილვესტრ – პოლონელი მეცნიერი იურისტი (დ. 1921-)

ზავინი (Savigny) ფრიდრიხ კარლ ფონ – გერმანელი იურისტი (1779-1861)

ზაზო (Zazzo) რენე – ფრანგი ფსიქოლოგი (დ.1909/1910 - 1996)

ზაია-პანდიტა (საკუთარი სახელი – ნამხაიჯამცო) – ჯუნგარიისა და აღმ. მონღოლეთის პოლიტ. და საეკლ. მოღვაწე (1599-1662)

ზაიდელმან-ი (Zeydelmann) კარლ – გერმანელი მსახიობი (1793-1843)

ზაიდლიც-ი (Seydlitz), ზაიდლიც-კურცბახი ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ – პრუსიელი გენერალი (1721-1773)

ზაიმის-ი (Zaimēs) ალექსანდროს – საბერძნეთის სახელმწ. მოღვაწე (1855-1936)

ზაიმოვ-ი (Заимов) ვლადიმირ სტოიანოვ – ბულგარეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1888-1942)

ზაიონჩკოვსკი (Zajųczkowski) ანანიაშ – პოლონელი აღმოსავლეთმცოდნე (1903-1970)

ზაიპელ-ი (Seipel) იგნაც – ავსტრიის პოლიტ. მოღვაწე (1876-1932)

ზაიც-ი (Zajc) ივან – ხორვატი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1832-1914)

ზალვისბერგ-ი (Salvisberg) ოტო რუდოლფ – შვეიცარიელი არქიტექტორი (1882-1940)

ზალკა (Zalka) მატე (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ბელა ფრანკლი, (Frankl) – უნგრეთისა და საერთაშორისო მუშათა მოშრაობის მოღვაწე (1896-1937)

ზალტენ-ი (Salten) ფელიქს – ავსტრიელი მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი (1869-1947)

ზამენჰოფ-ი (Zamenhof) ლუდვიკ ლაზარ – პოლონელი ექიმი, ესპერანტოს შემქმნელი (1859-1917)

ზამოისკი (Zamoyski) იან – პოლონეთის სახელმწ. მოღვაწე (1542-1605)

ზანდ-ი ჟორჟ,/ იხ. სანდი ჟორჟ

ზანდერ-ი (Sander) ბრუნო – ავსტრიელი პეტროგრაფი (1884-1979)

ზაპოლსკა (Zapolska, ფსევდ.; ნამდვ. გვარი – კორვინ-პიოტროვსკა; პირველი ქორწინებით – სნიეჟკო, მეორით – იანოვსკა) გაბრიელა – პოლონელი მწერალი და მსახიობი ქალი (1857-1921)

ზაპოტოცკ-ი (Zápotocký) ანტონინ – ჩეხოსლოვაკიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე; ჩეხოსლოვაკიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე; მწერალი (1884-1957)

ზაპოტოცკ-ი (Zápotocký) ლადისლავ – ჩეხიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე(1852-1916)

ზარა იაკობ-ი – ეთიოპიის იმპერატორი (გ. 1468)

ზარევ-ი (Зарев) პანტელეი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – პანტელეი იორდანოვ პანტოვი) – ბულგარელი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, საზ. მოღვაწე (დ.1911-)

ზაუდიტუ – ეთიოპიის დედოფალი (1876-1930)

ზაუერბრუხ-ი (Sauerbruch) ფერდინანდ – გერმანელი ქირურგი (1875-1951)

ზაქანი ობეიდ – სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი, სატირიკოსი (1270-1370)

ზაქარია რიტორი (Zacharia Rētõr) – ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე (დაახლ. 482 – დაახლ. 560)

ზაქს-ი (Sachs) იულიუს – გერმანელი ბოტანიკოსი (1832-1897)

ზაქს-ი (Sachs) ნელი – გერმანელი მწერალი ქალი (1891-1970)

ზაქს-ი (Sachs) ჰანს – გერმანელი პოეტი, მაისტერზინგერი (1494-1576)

ზაღლულ-ი, ზაღლულ-ფაშა, საად – ეგვიპტის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1857-1927)

ზახერ-მაზოხ-ი (Sacher-Masoch) ლეოპოლდ – ავსტრიელი მწერალი (1836-1895)

ზახვატოვიჩ-ი (Zachwatowicz) იან – პოლონელი არქიტექტორი და არქიტექტურის ისტორიკოსი (1900-1983)

ზაჰავი ჯამილ სიდკი – არაბი პოეტი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე (ერაყი) (1863-1936)

ზაჰირ-ი აბდულ – ავღანეთის სახელმწ. მოღვაწე (დ.1910 - 1981ან 1983)

ზაჰირ ალ-უმარ-ი – ჩრდ.-დას. პალესტინის მმართველი (1686-1775)

ზაჰირ-შაჰ-ი მუჰამედ – ავღანეთის მეფე 1933-1973 წლებში (დ. 1914)

ზებუნისა – სპარსულენოვანი ინდოელი პოეტი ქალი (1639-1702)

ზეგადლოვიჩ-ი (Zegadłowicz) ემილ – პოლონელი მწერალი (1888-1941)

ზეგერს-ი ჰერკულეს, /იხ. სეგერსი ჰ.

ზეგერს-ი (Seghers) ანა (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ნეტი რადვანი, Radványi, ქალიშვილობის გვარი – რაილინგი, Reiling) – გერმანელი მწერალი ქალი (გდრ) 1900-1983)

ზეებეკ-ი (Seebeck) თომას იოჰან – გერმანელი ფიზიკოსი (1770-1831)

ზეეგერ-ი (Seeger) ბერნჰარდ – გერმანელი მწერალი (გდრ) (1927-1999)

ზეელენბინდერ-ი (Seelenbinder) ვერნერ – გერმანიაში ფაშიზმის საწინააღმდეგო მოძრაობის მოღვაწე (1904-1944)

ზეელიგერ-ი (Seeliger) ჰუგო – გერმანელი ასტრონომი (1849-1924)

ზეემან-ი (Zeeman) პიტერ – ნიდერლანდელი ფიზიკოსი (1865-1943)

ზევაეს-ი (Zevaés) ალექსანდრ (ნამდვ. სახელი და გვარი – გიუსტავ ალექსანდრ ბურსონი, Bourson) – საფრანგეთის პოლიტ. მოღვაწე, ადვოკატი, ისტორიკოსი (1873-1953)

ზევგოს-ი (Zébgos, ფსევდ.; ნამდვ. გვარი – ტალაგანისი, Talaganēs) იანის – საბერძნეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, ისტორიკოსი (1899-1947)

ზევერინგ-ი (Severing) კარლ – გერმანიის პოლიტ. მოღვაწე, ჟურნალისტი (1875-1952)

ზევქსის-ი (Zeuxis) – ძვ. ბერძენი ფერმწერი (ძვ. წ. V ს. დასასრ. - IV ს. დასაწყ.)

ზეთე (Sethe) კურტ – გერმანელი ეგვიპტოლოგი (1869-1934)

ზეიერ-ი (Zeyer) იულიუს – ჩეხი პოეტი (1841-1901)

ზელენკა (Zelenka) ლადისლავ – ჩეხი ვიოლონჩელისტი და პედაგოგი (1881-1957)

ზელვეროვიჩ-ი (Zelwerowicz) ალექსანდერ – პოლონელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, პედაგოგი (1877-1955)

ზემან-ი (Zeman) კარელ – ჩეხოსლოვაკიელი კინორეჟისორი (1910-1989)

ზემბრიხ-ი (Sembrich) მარჩელა (ნამდვ. სახელი და გვარი – მარცელინა კოხანსკა, Kochanska) – პოლონელი მომღერალი ქალი (1858-1935)

ზემელვეის-ი (Semmelweis) იგნაც ფილიპ – უნგრელი მეანი (1818-1865)

ზემპერ-ი (Semper) გოტფრიდ – გერმანელი არქიტექტორი და ხელოვნების თეორეტიკოსი (1803-1879)

ზენგერ-ი (Sänger) ოიგენ – გერმანელი ფიზიკოსი (1905-1964)

ზენეფელდერ-ი (Senefelder) ალოის – გერმანელი გამომგონებელი (1771-1834)

ზენოდოტე ეფესელი (Zenodotos ho Ephesios) – ძვ. ბერძენი გრამატიკოს-ფილოლოგოსი (ძვ. წ. III ს.)

ზენონ-ი (Zenon) ბერნარდ – ლუქსემბურგის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1894-1942)

ზენონ კიტიონელი (Zēnōn ho Kitieus) – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. ძვ. წ. 336-264)

ზერფიუს-ი (Zehrfuss) ბერნარ – ფრანგი არქიტექტორი (1911-1996)

ზეფკოვ-ი (Saefkow) ანტონ – გერმანიის კომპარტიის მოღვაწე (1903-1944)

ზვევო (Svevo) იტალო (ნამდვ. სახელი და გვარი – ეტორე შმიცი, Schmitz) იტალიელი  მწერალი (1861-1928)

ზვორიკინ-ი (Zworykin) ვლადიმერ კუზმას ძე – ამერიკელი ინჟინერი და გამომგონებელი ელექტრონიკის დარგში; წარმოშობით რუსი (1889-1982)

ზია გოქალფ-ი (Ziya Gökalf; ნამდვ. სახელი და გვარი – მეჰმედ ზია) – თურქი მწერალი და საზ. მოღვაწე (1875-1924)

ზია ლონგ-ი, ჟია ლონგი, ნგუენ ფუკ ანი – ვიეტნამის მეფე. ნგუენთა იმპერატორების დინასტიის დამაარსებელი (1762-1820)

ზია-ფაშა (Ziya Paşa) აბდულ-ჰამიდ ზია-ბეი – თურქი პოეტი, პუბლიცისტი და საზ. მოღვაწე (1825-1881)

ზიბელ-ი (Sybel) ჰაინრიხ ფონ – გერმანელი ისტორიკოსი და პოლიტ. მოღვაწე (1817-1895)

ზიბოლდ-ი (Siebold) კარლ თეოდორ ერნსტ – გერმანელი ზოოლოგი (1804-1885)

ზიგბან-ი კარლ მანე გეორგ, / იხ. სიგბანი კ. მ. გ.

ზიგელ-ი (Siegel) კარლ ლუდვიგ – გერმანელი მათემატიკოსი (1896-1981)

ზიგმონდი (Zsigmondy) რიხარდ – ავსტრიელი ქიმიკოსი (1865-1929)

ზიდაროვ-ი (Зидаров) კამენ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი – ტოდორ სიბევ მანოვი) – ბულგარელი მწერალი (1902 -1987)

ზივერს-ი (Sievers) ედუარდ – გერმანელი ენათმეცნიერი (1850-1932)

ზივერს-ი (Sievers) ვილჰელმ – გერმანელი გეოგრაფი (1860-1921)

ზიკინგენ-ი (Sickingen) ფრანც ფონ – გერმანელი საიმპერიო რაინდი (1481-1523)

ზიმელ-ი (Simmel) გეორგ – გერმანელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი (1858-1918)

ზიმენს-ი (Siemens) ერნსტ ვერნერ – გერმანელი ელექტროტექნიკოსი და მეწარმე (1816-1892)

ზიმონ-ი (Simon) გიუნთერ – გერმანელი მსახიობი (1825-1972)

ზინგა მბანდი ნგოლა ანა – ნდონგოს (ანგოლა), შემდეგ მატამბის სახელმწიფოს გამგებელი ქალი (1581 ან 1582-1663)

ზინგერ-ი (Singer) პაულ – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი (1844-1911)

ზიდერმან-ი (Sindermann) ჰორსტ – გერმანიის სახელმწ. მოღვაწე (გდრ) (1915-1990)

ზიპერნოვსკი (Zipernovsky) კაროი – უნგრელი გამომგონებელი ელექტროტექნიკის დარგში (1853-1942)

ზიტეკ-ი (Zitek) იოსეფ – ჩეხი არქიტექტორი (1832-1909)

ზიუდეკუმ-ი (Südekum) ალბერტ – გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერი (1871-1944)

ზიურინგ-ი (Süring) რაინჰარდ – გერმანელი მეტეოროლოგი (1866-1950)

ზიუს-ი (Suess) ედუარდ – ავსტრიელი გეოლოგი (1831-1914)

ზიჩი (Zichy) მიხაი – უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი; 1847-იდან მოღვაწეობდა პეტერბურგში; 1881-82 ცხოვრობდა კავკასიაში. შექმნა ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები და რამდენიმე ტილო ქართულ თემაზე (1827-1906)

ზლატარსკი (Златарски) ვასილ ნიკოლოვ – ბულგარელი ისტორიკოსი (1866-1935)

ზმაი (Змаj; ნამდვ. გვარი – იოვანოვიჩი, Jовановиħ) იოვან – სერბი პოეტი და საზ. მოღვაწე (1833-1904)

ზნანიეცკი (Znaniecki) ფლორიან ვიტოლდ – პოლონელი ბურჟუაზიული სოციოლოგი (1882-1958)

ზოგოვიჩ-ი (Зоговиħ) რადოვან – ჩერნოგორიელი პოეტი (1907-1986)

ზოგრაფ-ი (Зограф) ზახარი – ბულგარელი ფერმწერი (1810-1853)

ზოგუ (Zogu) ახმედ – ალბანეთის სახელმწ. მოღვაწე (1895-1961)

ზოიმე (Seume) იოჰან გოტფრიდ – გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, განმანათლებელი (1763-1810)

ზოიფერ-ი (Soyfer) იურა – ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი (1912-1939)

ზოლა (Zola) ემილ – ფრანგი მწერალი (1840-1902)

ზოლგერ-ი (Solger) კარლ ვილჰელმ ფერდინანდ – გერმანელი ფილოსოფოსი და ესთეტიკოსი (1780-1819)

ზომბარტ-ი (Sombart) ვერნერ – გერმანელი ეკონომისტი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, კულტურის ფილოსოფოსი (1863-1941)

ზომერფელდ-ი (Sommerfeld) არნოლდ – გერმანელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი (1868-1951)

ზონენთალ-ი (Sonnenthal) ადოლფ ფონ – ავსტრიელი მსახიობი (1834-1909)

ზონტაგ-ი (Sontag) ჰენრიეტე (ნამდვ. სახელი და გვარი – გერტრუდ ვალპურგის ზონტაგი, Sonntag; ქმრის გვარი – როსი, Rossi) – გერმანელი მომღერალი ქალი (1806-1854)

ზორგე (Sorge) ფრიდრიხ – გერმანელი მარქსისიტი, საერთაშორისო და ამერიკის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1828-1906)

ზოჯი (ფსევდ.; ნამდვ. სახელი – უ ტეინ ხანი) – ბირმელი პოეტი (1908-1990)

ზრზავი (Zrzavý) იან – ჩეხი ფერმწერი და გრაფიკოსი (1890-1977)

ზრინი (Zrinyi) მიკლოშ – უნგრეთისა და ხორვატიის სახელმწ. მოღვაწე მხედართმთავარი (1508-1566)

ზრინი (Srinyi) მიკლოშ – უნგრელი პოეტი, სახელმწ. მოღვაწე და მხედართმთავარი (1620-1664)

ზუბატი (Zubatý) იოსეფ – ჩეხი ფილოლოგი (1855-1931)

ზუდერმან-ი (Sudermann) ჰერმან – გერმანელი მწერალი (1857-1928)

ზუ ლ-ნუნ-ი აიუბ – არაბი მწერალი და პუბლიცისტი (ერაყი) (დ. 1908-)

ზულოაგა იგნასიო, /იხ. სულოაგა ი.

ზუ ლ-რუმა აბუ ლ-ჰარის ღაილიან ალადავი – არაბი პოეტი (696-735)

ზულცერ-ი (Sulzer) იოჰან გეორგ – გერმანელი ესთეტიკოსი და პედაგოგი (1720-1779)

ზუპან-ი (Supan) ალექსანდერ – გერმანელი გეოგრაფი (1847-1920)

ზუპე (Suppe) ფრანც ფონ (ნამდვ. სახელი და გვარი – ფრანჩესკო ეცეკილე ერმენეჯილდო ზუპე-დემელი) – ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1819-1897)

ზუტნერ-ი (Suttner) არტურ გუნდაკარ ფონ – ავსტრიელი მწერალი (1850-1902)

ზუტნერ-ი (Suttner) ბერტა ფონ (ქალიშვილობის გვარი – კინსკი, Kinsky) – ავსტრიელი მწერალი ქალი (1843-1914)

ზეჰაირ-ი იბნ აბუ სულმა – არაბი პოეტი (დაახლ. 520-610)

ზუჰრი მუჰამად იბნ მუსლიმ – არაბი ისტორიკოსი (გ. 741 ან 742)