ხალხური
შემომეყარა ყივჩაღი
შემომეყარა
ყივჩაღი სამზღვარსა მუხრანისასა. პური მთხოვა და ვაჭმიე, |
ყივჩაღი ანუ ყივჩაყი - თურქულენოვანი ტომი შუა საუკუნეებში. მისდევდნენ მომთაბარე მესაქონლეობას, ცხოვრობდნენ კარვებში (იურტები). ჰქონდათ წარმართული რწმენები. გავრცელებული იყო სისხლის აღების წესი დავით IV აღმაშენებელმა 1118 წელს საქართველოში 40 ათასი ყივჩაყი გადმოასახლა. აღმაშენებელმა ცოლად შეირთო ყოვჩაყთა ერთ-ერთი მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი. | |
ვურჩევდი
თავთუხისასა ხორცი მთხოვა და ვაჭმიე, ვურჩევდი ხოხობისასა. ღვინო მთხოვა და ვასმიე, |
თავთუხი - ხორბლის ერთ-ერთი სახეობა. მისი ფქვილისგან მზადდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი. | |
ვურჩევდი
ბადაგისასა |
ბადაგი – ყურძნის წვენი. აქ: საუკეთესო ღვინო. |
|
ვენდვე მადლს
ლაშრის ჯვრისასა. გავჭერი ცხენი და კაცი, წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, - არ იყო ღირსი, მოშორდა ცქერას წითელის მზისასა. აქეთ მე ვკვდები, იქით - ის, ქალი წავიდა სხვისას |
ლაშრის ჯვარი (ხატი) - ფშავ-ხევსურთა სალოცავი |