უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი - ე
ეანათუმ-ი –ლაგაშის სახელმწიფოს გამგებელი (დაახლ. ძვ. წ. 2450-2425)
ეანეშ-ი (Eanes) ანტონიუ დუშ სანტუშ რამალიუ – პორტუგალიის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (დ. 1935-)
ებელინგ-ი (Ebeling) კარლ – ჰოლანდიელი ენათმეცნიერი (დ. 1892)
ებერ-ი (Hébert) ჟაკ რენე – საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1754-1794)
ებერს-ი (Ebers) გეორგ – გერმანელი ეგვიპტოლოგი (1837-1898)
ებერტ-ი (Ebert) მაქს – გერმანელი არქეოლოგი (1879-1929)
ებერტ-ი (Ebert) ფრიდრიხ – გერმანიის პოლიტ. მოღვაწე (1871-1925)
ებერტ-ი (Ebert) ფრიდრიხ – გდრ-ის პარტ. და სახელმწ. მოღვაწე (1894-1979)
ებინგჰაუს-ი (Ebinghaus) ჰერმან – გერმანელი ფსიქოლოგი (1850-1909)
ებნერ-ეშენბახ-ი (Ebner-Eschenbach) მარი ფონ – ავსტრიელი მწერალი ქალი (1830-1916)
ეგბერტ-ი (Egbert, Ecgbert, Ecgbryht) – უესექსის მეფე (გ. 839)
ეგე ლადისლავ,/ იხ. იეგე ლ.
ეგედე-ნისენ-ი (Egede-Nissen) ადამ იალმარ – ნორვეგიის მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1868-1953)
ეგერტ-ი (Eggert) ჯონ ემილ მაქს – გერმანელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1891-1973)
ეგკ-ი (Egk) ვერნერ – გერმანელი კომპოზიტორი (გფრ) (1901-1983)
ეგმონტ-ი (Egmont) ლამორალ – ჰავრის პრინცი, ნიდერლანდის პოლიტ. მოღვაწე და მხედართმთავარი (1522-1568)
ეგრეში (Egressy) გაბორ – უნგრელი მსახიობი (1808-1866)
ეგუტი კიიოსი, ეგუტი კანი – იაპონელი მწერალი (1887-1975)
ედ-ი (Eudes) ემილ ფრანსუა დეზირე – პარიზის კომუნის (1871 ) წევრი (1843-1888)
ედელმან-ი (Edelman) ჯერალდ მორის – ამერიკელი ბიოქიმიკოსი (დ. 1929-)
ედელფელტ-ი (Edelfelt) ალბერტ – ფინელი ფერმწერი (1854-1905)
ედენ-ი (Edén) ნილს – შვეციის პოლიტ. მოღვაწე, ისტორიკოსი (1871-1945)
ედენ-ი (Eeden) ფრედერიკ ვან – ნიდერლანდელი მწერალი (1860-1932)
ედინგტონ-ი (Eddington) ართურ სტენლი – ინგლისელი ასტრონომი (1882-1944)
ედისონ-ი (Edison) ტომას ალვა – ამერიკელი ელექტროტექნიკოსი და გამომგონებელი (1847-1931)
ედრიან-ი ედგარ დაგლას, /იხ. ეიდრიანი ე. დ.
ედუარდ I (Edward) – ინგლისის მეფე (1239-1307)
ედუარდ II (Edward) – ინგლისის მეფე (1284-1327)
ედუარდ III (Edward) – ინგლისის მეფე (1312-1377)
ედუარდ IV (Edward) – ინგლისის მეფე (1442-1483)
ედუარდ VI (Edward) – ინგლისის მეფე 1537-1553)
ედუარდ VII (Edward) – ინგლისის მეფე (1841-1910)
ედუარდ VIII (Edward) – ინგლისის მეფე (1894-1972)
ედუარდ აღმსარებელი (Edward the Confessor) – ანგლოსაქსთა მეფე (დაახლ. 1003-1066)
ედუარდზ-ი (Edwards) ჯონათან – ამერიკელი რელიგიის ფილოსოფოსი, თეოლოგი (1703-1758)
ევაგრიოს სქოლასტიკოს-ი (Euagrios Scholastikos) – ბიზანტიელი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, იურისტი და ლიტერატორი (535 ან 536 – VI ს. დასასრ.)
ევალდ-ი (Ewald) იოჰანეს – დანიელი მწერალი (1743-1781)
ევანზ-ი (Evans) ართურ ჯონ – ინგლისელი არქეოლოგი (1851-1941)
ევანზ-ი (Evans) ედით – ინგლისელი მსახიობი ქალი (1888-1976)
ევანზ-ი (Evans) რონალდ – ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი (1933-1990)
ევანხელისტა (Evangelista) კრისანტო – ფილიპინების ეროვნულ-განმათავისუფლებელი, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე (1888-1942)
ევბულე (Eubulos) – ათენელი ორატორი და სახელმწ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 405-330)
ევბულიდე მილეტელი (Eubulidēs ho Millesios) – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ.
IV ს.)
ევგენი IV (Eugenius; ერისკაცობაში – გაბრიელე კონდულმერი, Gabriele Condulmer) – რომის პაპი (1383-1447)
ევგენი (ოიგენ) სავოიელი (Eugen von Savoyen) – პრინცი, ავსტრიის მხედართმთავარი და სახელმწ. მოღვაწე (1663-1736)
ევდემე როდოსელი (Eudēmos Rhodios) – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ. IV ს.)
ევდოქსე კნიდოსელი (Eudoxos ho Knidios) – ძვ. ბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი (დაახლ. ძვ. წ. 408-355)
ეველინგ-ი (Avelling) ედუარდ – ინგლისის მუშათა მოძრაობის მოღვაწე, სოციალისტი (1851-1898)
ეველინგ-ი ელეონორ – იხ. მარქსი ე.
ევენსმუ (Evensmo) სიგურდ – ნორვეგიელი მწერალი (1912-1978)
ევერლან-ი (Øverland) არნულფ – ნორვეგიელი პოეტი (1889-1968)
ევკლიდე (Eukleidēs) – ძვ. ბერძენი მათემატიკოსი (ძვ. წ. III ს.)
ევლია ჩელები (Evllya Celebi), დერვიშ მეჰმედ ზილი – თურქი მოგზაური, გეოგრაფი და ისტორიკოსი (1611-1682)
ევმელე (Eumēlos) ბოსფორის მეფე ძვ. წ. 310-304 წლებში
ევრიპიდე (Euripidēs) – ძვ. ბერძენი დრამატურგი (ძვ. წ. 485 ან 480-406)
ევრიპონტიდები (ბერძ. Eurypōntidai) – დინასტია, მეფობდა სპარტაში ძვ. წ. XI-II სს.)
ევსები კესარიელი (Eusebius ho Keisareus), ევსები პამფილიელი – რომაელი საეკლ. მწერალი, ისტორიკოსი (260-სა და 263-ს შორის – 340)
ევსტათი თესალონიკელი (Eustathios ho Thessalonikeus) – ბიზანტიელი კომენტატორი, თესალონიკეს არქიეპისკოპოსი (XII ს.)
ევსტათი მაკრემბოლიტე (Eustathios ho Macrembolitēs) – ბიზანტიელი მწერალი
(XII ს.)
ევსტაქი (ლათ. Eustachius), ეუსტაქიო (იტალ. Eustachio) ბარტოლომეო – იტალიელი ანატომი და ექიმი (დაახლ. 1510-1574)
ევტროპიუს-ი ფლავიუს (Eutropius Flavius) – რომაელი ისტორიკოსი (გ. დაახლ. 370)
ევფორიონ-ი (Euphoriōn) – ძვ. ბერძენი მწერალი და გრამატიკოსი (დ. დაახლ. ძვ. წ. 275)
ევფრონიოს-ი (Euphronios) – ძვ. ბერძენი ლარნაკმწერი და მეთუნე (ძვ. წ. VI ს. დასასრ. და V ს. დასაწყ.)
ევჰემერე (Euhemeros) მესენელი – ძვ. ბერძენი მწერალი და ფილოსოფოსი (ძვ. წ. IV ს. დასასრ. და III ს. დასაწყ.)
ეზანა – აქსუმის სახელმწიფოს ( ახლანდელი ეთიოპიის ტერიტორია ) მეფე (დაახლ. 325 – არა უგვიანეს 375-ისა)
ეზეკია – იუდეველთა მეფე (ძვ. წ. VIII ს.)
ეზეკიელ-ი – ძვ. ებრაელთა ერთ-ერთი წინასწარმეტყველი (ძვ. წ.VI ს.)
ეზოპე, / იხ. ესოპე
ეზრა – ბაბილონელი ებრაელი მღვდელი, იუდაიზმის რეფორმატორი (ძვ. წ. IV ს.)
ეიდრიან-ი (Adrian) ედგარ დაგლას – ინგლისელი ფიზიოლოგი (1889-1977)
ეივე (Euwe) მაგიელის (მაქს) – ჰოლანდიელი მოჭადრაკე (1901-1981)
ეიზელ-ი (Eisele) დონ – ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი ( 1930-1987)
ეიზენჰაუერ-ი (Eisenhower) დუაიტ დეივიდ – აშშ-ის სახელმწ. და სამხ. მოღვაწე (1890-1969)
ეიკ-ი იან, /იხ. ვან ეიკი ი.
ეიკ-ი ჰუბერტ, /იხ. ვან ეიკ ჰ.
ეიკია (Äikiä) არმას (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ვილიე ვეიე) – ფინელი პოეტი, ჟურნალისტი და საზ. მოღვაწე (1904-1965)
ეიკმან-ი (Eijkman) კრისტიან – ნიდერლანდელი ბაქტერიოლოგი და ფიზიოლოგი (1858-1930)
ეილერ-ი (Euler) ლეონარდ – შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი (1707-1783)
ეილერ-ი, ეილერ – კელპინი (von Euler-Chelpin) ულფ სვანტე ფონ – შვედი ფიზიოლოგი (19051983)
ეილერ-კელპინ-ი (Euler-Chelpin) ჰანს კარლ ავგუსტ სიმონ ფონ – შვედი ქიმიკოსი (1873-1963)
ეინარ იოუნსონ-ი (Einar Jónsson) – ისლანდიელი მოქანდაკე (1874-1954)
ეინაუდ-ი (Einaudi) ლუიჯი – იტალიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1874-1961)
ეინტჰოვენ-ი (Einthoven) ვილემ – ნიდერლანდელი ელექტროფიზიოლოგი (1860-1927)
ეირ-ი (Eyre) ედუარდ ჯონ – ინგლისელი ავსტრალიის მკვლევარი (1815-1901)
ეირიკ რაუდი (Eirikr Raudi) ეირიკ რაუდა (მწითური), ეირიკ თორვალდსონი (Thorvaldsson) – ფინელი ზღვაოსანი (X ს.)
ეისკენს-ი (Eyskens) გასტონ – ბელგიის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1905-1988)
ეისნერ-ი (Eisner) იან – ჩეხოსლოვაკიელი ისტორიკოსი და არქეოლოგი (1885-1967)
ეიფელ-ი (Eiffel) ალექსანდრ გიუსტავ – ფრანგი ინჟინერ-მშენებელი (1832-1923)
ეკ-ი (Ék; ფსევდ. – ალექს კეილი, Keil) შანდორ – უნგრელი მხატვარი (1902-1975)
ეკარიუს-ი (Eccarius) იოჰან გეორგ – გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1818-1889)
ეკატერინე მედიჩი, კატრინ დე მედიჩი (Catherine de Médicis) – საფრანგეთის დედოფალი (1519-1589)
ეკაუდ-ი (Eekhoud) ჟორჟ – ბელგიელი მწერალი (1854-1027)
ეკერმან-ი (Eckermann) იოჰან პეტერ – გერმანელი ლიტერატორი (1792-1854)
ეკერსბერგ-ი (Eckersberg) კრისტოფერ ვილჰელმ – დანიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1783-1853)
ეკვენზ-ი (Ekwensi) სიპრიან – ნიგერიელი მწერალი (1921-2007)
ეკლზ-ი (Eccles) ჯონ კერუ – ავსტრალიელი ფიზიოლოგი (1903-1997)
ეკმან-ი (Ekman) ვაგნ ვალფრიდ – შვედი გეოფიზიკოსი (1874-1954)
ეკონომო (Economo) კონსტანტინ ფონ სან ზერფ – ავსტრიელი ნევროლოგი (1876-1931)
ეკჰარტ-ი (Eckhart) იოჰანეს, მაისტერ ეკჰარტი – გერმანელი მოაზროვნე (1260-1327)
ეკჰოფ-ი (Ekof, Eckhof) კონრად – გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე (1720-1778)
ელაგაბალ-ი, /იხ. ჰელიოგაბალუსი
ელგარ-ი (Elgar) ედუარდ უილიამ – ინგლისელი კომპოზიტორი და დირიჟორი (1857-1934)
ელ გრეკო (El Greco; ნამდვ. გვარი – თეოტოკოპული, Theotocopuli) დომენიკო – ესპანელი ფერმწერი; წარმოშობით ბერძენი (1541-1614)
ელენშლეგერ-ი (Oehlenschläger) ადამ გოტლობ – დანიელი პოეტი და დრამატურგი (1779-1850)
ელზუორთ-ი (Ellsworth) ლინკოლნ – ამერიკელი პოლარეთის მკვლევრი (1880-1951)
ელი დე ბომონ-ი (Elie de Beaumont) ლეონს (ბომონი ჟან ბატისტ არმან ლუი ლეონს ელი დე) – ფრანგი გეოლოგი (1798-1874)
ელინგტონ-ი (Ellington) ედუარდ კენედი (მეტსახელი – დიუკი, Duke) – ამერიკელი პიანისტი, კომპოზიტორი (1899-1974)
ელინ პელინ-ი (Елин Пелин; ნამდვ. სახელი და გვარი – დიმიტრ ივანოვ სტოიანოვი) – ბულგარელი მწერალი (1877-1949)
ელიოტ-ი (Eliot) ტომას სტერნზ – ინგლისელი პოეტი და კრიტიკოსი (1888-1965)
ელიოტ-ი (Eliot) ჯორჯ (ნამდვ. სახელი და გვარი – მერი ენ ევანზი, Evans) – ინგლისელი მწერალი ქალი (1819-1880)
ელის-ი (Ellis) ფრედ – ამერიკელი გრაფიკოს-კარიკატურისტი (1886-1965)
ელისაბედ I ტიუდორი (Elizabeth) – ინგლისის დედოფალი (1533-1603)
ელისაბედ II (Elizabeth) – დიდი ბრიტანეთის დედოფალი (დ. 1926-)
ელისონ-ი (Ellison) რალფ უოლდოუ – ამერიკელი მწერალი (1914-1994)
ელიუი ჩუცაი – მონღოლეთის სახელმწ. მოღვაწე და მეცნიერი (1189-1243)
ელოი ბლანკო (Eloy Blanco) ანდრეს – ვენესუელელი პოეტი, პოლიტ. მოღვაწე (1897-1955)
ელსკამპ-ი (Elskamp) მაქს – ბელგიელი პოეტი (1862-1931)
ელსლერ-ი (Elssler) ფანი (ნამდვ. სახელი – ფრანცისკა) – ავსტრიელი ბალერინა(1810-1884)
ელსნერ-ი (Elsner) იუზუფ – პოლონელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი (1769-1854)
ელსტერ უფროსი (Elster) კრისტიან მანდრუპ – ნორვეგიელი მწერალი (1841-1881)
ელსხოტ-ი (Elsschot) ვილემ (ფსევდ.; ნამდვ. სახელი და გვარი – ალფონს დე რიდერი, De Ridder) – ბელგიელი მწერალი (1882-1960)
ელსჰაიმერ-ი (Elsheimer) ადამ – გერმანელი ფერმწერი (მოინათლა 1578-1610)
ელუარ-ი (Eluard) პოლ (ნამდვ. სახელი და გვარი – ეჟენ გრენდელი, Grindel) – ფრანგი პოეტი – (1895-1952)
ემანიუელ-ი (Emmanuel) პიერ – ფრანგი პოეტი (1916-1984)
ემდენ-ი (Emden) რობერტ – შვეიცარიელი ასტროფიზიკოსი და გეოფიზიკოსი (1862-1940)
ემე (Aymé) მარსელ – ფრანგი მწერალი (1902-1967)
ემერსონ-ი (Emerson) რალფ უოლდოუ – ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი (1803-1882)
ემეტ-ი (Emmet) რობერტ – ირლანდიის ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (1778-1803)
ემინესკუ (Eminescu) მიჰაი (ნამდვ. გვარი – ემინოვიჩი, Eminovici) – რუმინელი პოეტი (1850-1889)
ემინ-ფაშა (Emin Pascha; ნამდვ. სახელი და გვარი – ედუარდ შნიცერი, Schnitzer) – გერმანელი კოლონიური მოღვაწე (1840-1892)
ემის-ი (Amis) კინგზლი – ინგლისელი მწერალი (1922-1995)
ემონზ-ი (Emmons) უილიამ ჰარვი – ამერიკელი გეოლოგი (1876-1948)
ემპედოკლე (Empedoklēs) აკრაგანტელი – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი, ექიმი და პოლიტ. მოღვაწე (დაახლ. ძვ. წ. 490-430)
ემპესინადო, ელ ემპესინადო (El Empecinado; ნამდვ. გვარი – დიასი, Diaz) ხუან მარტინ – ესპანელი რევოლუციონერი (1775-1825)
ენგელ-ი (Engel) ერიხ – გერმანელი მსახიობი და რეჟისორი (1891-1966)
ენგელ-ი (Engel) ერნსტ – გერმანელი ეკონომისტი (1821-1896)
ენგელბერგ-ი (Engelberg) ერნსტ – გერმანელი ისტორიკოსი (გდრ) 1909-2010)
ენგელბრექტ ენგელბრექტსონ-ი (Engelbrekt Engelbrektsson) – შვეციის პოლიტ. მოღვაწე (1390-1436)
ენგელმან-ი (Engelmann) თეოდორ ვილჰელმ – გერმანელი ბუნებისმეტყველი (1843-1909)
ენგელმან-ი (Engelmann) პალ გაბორ – უნგრეთის მუშათა მოძრაობის მოღვაწე (1854-1916)
ენგელს-ი (Engels) ფრიდრიხ – მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1820-1895)
ენგლერ-ი (Engler) ადოლფ ჰაინრიხ გუსტავ – გერმანელი ბოტანიკოსი (1844-1930)
ენგლერ-ი (Engler) კარლ ოსვალდ ვიქტორ – გერმანელი ქიმიკოსი (1842-1925)
ენგრ-ი (Ingres) ჟან ოგიუსტ დომინიკ – ფრანგი მხატვარი (1780-1867)
ენდერზ-ი (Enders) ჯონ ფრანკლინ – ამერიკელი ბაქტერიოლოგი და იმუნოლოგი (1897-1985)
ენდი (c Indy) პოლ მარი თეოდორ ვენსან დ – ფრანგი კომპოზიტორი (1851-1931)
ენდიკოტ-ი (Endicott) ჯეიმზ – კანადელი მღვდელი, თეოლოგი, სინოლოგი (1898-1993)
ენდლერ-ი (Endler) ადოლფ – გერმანელი მწერალი (1930-2009)
ენდო სიუსაკუ – იაპონელი მწერალი ( 1923-1996)
ენესიდემე (Ainesidēmos) – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ. I ს.)
ენესკუ (Enescu) ჯორჯე – რუმინელი კომპოზიტორი, მევიოლინე, დირიჟორი, პიანისტი, პედაგოგი და საზ. მოღვაწე (1881-1955)
ენვერ-ფაშა (Enver Paşa) – თურქეთის სამხ. და პოლიტ. მოღვაწე (1881-1922)
ენვონვუ (Enwonwu) ბენედიქტ (ბენ) – ნიგერიელი მხატვარი (1921-1994)
ენიუს-ი კვინტუს (Quintus Ennius) – რომაელი პოეტი და დრამატურგი (ძვ. წ. 239-169)
ენკე (Encke) იოჰან ფრანც – გერმანელი ასტრონომი (1791-1865)
ენო-პელტერი (Esnault-Peltérie) რობერ – ფრანგი მეცნიერი (1881-1957)
ენრიკე ბურგუნდიელი (Henrique) – პორტუგალიის პირველი გრაფი (1057-1114)
ენრიკე ზღვაოსანი (Dom Henrique o Navegador) – პორტუგალიელი პრინცი, საზღვაო ექსპედიციების ორგანიზატორი (1394-1460)
ენსინა (Encina) ფრანსისკო ანტონიო – ჩილელი ისტორიკოსი და სოციოლოგი (1874-1965)
ენსინა (Encina, Enzina) ხუან დელ – ესპანელი დრამატურგი (1469-1529)
ენსორ-ი (Ensor) ჯეიმზ – ბელგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (1860-1949)
ენცენსბერგერ-ი (Enzensberger) ჰანს მაგნუს – გერმანელი პოეტი და მთარგმნელი (გფრ) (დ. 1929-)
ეპამინონდა (Epaminondas) – ძვ. საბერძნეთის პოლიტ. მოღვაწე და მხედართმთავარი (დაახლ. ძვ. წ. 420-362)
ეპიკურე (Epikuros) – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (ძვ. წ. 341-270)
ეპინუს-ი (Aepinus) ფრანც ულრიხ თეოდორ – რუსი ფიზიკოსი; ეროვნებით გერმანელი (1724-1802)
ეპიქარმე (Epicharmos) – ძვ. ბერძენი პოეტი (ძვ. წ. 550-460)
ეპიქტეტე (Epiktētos) – ძვ. ბერძენი ლარნაკმწერი (ძვ. წ. VI ს. დასასრ.– V ს. დასაწყ.)
ეპიქტეტე (Epiktētos) – ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი (დაახლ. 50 – დაახლ. 138)
ეპლტონ-ი (Appleton) ედუარდ ვიქტორ – ინგლისელი რადიოფიზიკოსი (1892-1965)
ერაზმ როტერდამელი (Erasmus von Rotterdam), ერაზმუს დეზიდერიუსი (Erasmus Desiderius; ნამდვ. სახელი და გვარი – გერჰარდ გერჰარდსი, Gerhard gerhards) – ნიდერლანდელი ჰუმანისტი, თეოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი, ფილოლოგი, მთარგმნელი (1466-1536)
ერანი თაყი – ირანელი მეცნიერი, ირანის კომპარტიის მოღვაწე (1902-1940)
ერასისტრატე (Erasistratos) – ძვ. ბერძენი ექიმი (ძვ. წ. IV-III სს.)
ერატოსთენე (Eratosthenēs) – ძვ. ბერძენი მეცნიერი (დაახლ. ძვ. წ. 276-194)
ერბ-ი (Erb) ელკე – გერმანელი მწერალი ქალი (გდრ) (დ. 1938-)
ერბ-ი (Erb) ვილჰელმ ჰაინრიხ – გერმანელი ექიმი (1840-1921)
ერბენ-ი (Erben) კარელ იარომირ – ჩეხი პოეტი (1811-1870)
ერბრან-ი (Herbrand) ჟაკ – ფრანგი მათემატიკოსი (1908-1931)
ერგოტიმე (Ergotimos) – ძვ. ბერძენი მეთუნე (ძვ. წ. VI ს. II მეოთხედი)
ერდეი (Erdei) ფერენც – უნგრელი ეკონომისტი, იურისტი და სახელმწ. მოღვაწე (1910-1971)
ერდეი-გრუზ-ი (Erdey-Grús) ტიბორ – უნგრელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი (1902-1976)
ერდინჩ-ი (Erdinc) ფაჰრი – თურქი მწერალი (დ. 1917-)
ერდმან-ი (Erdmann) ბენო – გერმანელი ფილოსოფოსი (1851-1921)
ერედია (Hérédia) ჟოზე (ხოსე) მარია დე – ფრანგი პოეტი (1842-1905)
ერედია (Heredia) ხოსე მარია – კუბელი პოეტი (1803-1839)
ერენბერგ-ი (Erenberg) კრისტიან გოტფრიდ – გერმანელი ნატურალისტ-ზოოლოგი (1795-1876)
ერენთალ-ი (Aehrenthal) ალოიზ ფონ – ავსტრია-უნგრეთის პოლიტ. მოღვაწე და დიპლომატი (1854-1912)
ერენფესტ-ი (Ehremfest) პაულ – ნიდერლანდელი ფიზიკოსი (1880-1933)
ერერა (Herrera) ფერნანდო დე – ესპანელი პოეტი (1534-1597)
ერერა უფროსი (de Herrera el Viejo) ფრანსისკო დე – ესპანელი ფერმწერი (1576-1656)
ერერა (de Herrera) ხუან ბაუტისტა დე – ესპანელი არქიტექტორი (1530-1597)
ერვე (Hervé) გიუსტავ – საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1871-1944)
ერვე (Hervé; ნამდვ. სახელი და გვარი – ფლორიმონ რონჟე, Ronger) – ფრანგი კოპოზიტორი და დირიჟორი (1825-1892)
ერი (Airy) ჯორჯ ბიდელ – ინგლისელი ასტრონომი (1801-1892)
ერია (Hériat) ფილიპ (ნამდვ. სახელი და გვარი – რაიმონ ჟერარ პეიელი, (Payelle) – ფრანგი მწერალი (1898-1971)
ერიკ IX (Erich) წმინდა – შვეციის მეფე (გ. 1160)
ერიკ XIV (Erich) – შვეციის მეფე (1533-1577)
ერიო (Herriot) ედუარდ – საფრანგეთის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1872-1957)
ერიუგენა იოანე სკოტუს,/ იხ. იოანე სკოტუს ერიუგენა
ერიქსონ-ი (Erixon) სიგურდ – შვედი ეთნოგრაფი (1888-1968)
ერკარტ-ი (Urquhart) დეივიდ – ინგლისის პოლიტ. მოღვაწე, დიპლომატი (1805-1877)
ერკელ-ი (Erkel) ფერენც – უნგრელი კომპოზიტორი (1810-1893)
ერკერტ-ი (Erckert) რიხარდ – პრუსიელი მკვლევარი; ეთნოგრაფიული და ენათმეცნიერული ხასიათის შრომებში აქვს ცნობები კავკასიის ხალხთა შესახებ (1830-1900)
ერკმან-შატრიან-ი (Erckmann-Ghatrian) – ორი ფრანგი მწერლის ემილ ერკმანისა (1822-1899) და შარლ ლუი გრატიენ ალექსანდ შატრიანის (1826-1890) ლიტერატურული სახელი
ერკულანუ, ერკულანუ დი კარვალიუ ი არაუჟუ (Herculano de Carvalho e Araújo) ალეშანდრი – პორტუგალიელი მწერალი და საზ. მოღვაწე (1810-1877)
ერლანგა – მატარამის სახელმწიფოს (კ. იავა) მაჰარაჯა (1001-1049)
ერლანდერ-ი (Erlander) ტაგე ფრიტიოფ – შვეციის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1901-1985)
ერლენმაიერ-ი (Erlenmeyer) რიხარდ ავგუსტ კარლ ემილ – გერმანელი ქიმიკოსი (1925-1909)
ერლიხ-ი (Ehrlich) პაუელ – გერმანელი ექიმ-ბაქტერიოლოგი (1854-1915)
ერმან-ი (Erman) ადოლფ – გერმანელი ეგვიპტოლოგი (1854-1937)
ერმანარიხ-ი (Ermanarich), ჰერმანარიხი (Hermanarich) – ოსტგუთების მეფე (გ. 375)
ერმიტ-ი (Hermite) შარლ – ფრანგი მათემატიკოსი (1822-1901)
ერმოსილია ალვარეს-ი (Hermosilla Álvarez) კარლოს – ჩილელი გრაფიკოსი და ფერმწერი (1905-1991)
ერნანდეს-ი (Hernández) მიგელ – ესპანელი პოეტი (1910-1942)
ერნანდეს-ი (Hernández) ხოსე – არგენტინელი პოეტი (1834-1886)
ერნი (Erni) ჰანს – შვეიცარიელი ფერმწერი და გრაფიკოსი (დ. 1909-)
ერო დე სეშელ-ი (Hérault de Séchelles) მარი ჟან – საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე (1759-1794)
ერსილია ი სუნიაგა (Ercilla y Zúñiga) ალონსო დე – ესპანელი პოეტი (1533-1594)
ერსლევ-ი (Erslev) კრისტიან – დანიელი ისტორიკოსი (1852-1930)
ერსტედ-ი (Ørsted ან Oersted) ჰანს კრისტიან – დანიელი ფიზიკოსი (1777-1851)
ერუ (Héroult) პოლ ლუი ტუსენ – ფრანგი მეტალურგი (1863-1914)
ერცბერგერ-ი (Erzberger) მათიას – გერმანიის პოლიტ. მოღვაწე (1875-1921)
ერჰარდ-ი (Erhard) ლუდვიგ – გფრ-ის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1897-1977)
ესა დი კეიროშ-ი (Eça de Queiróz) ჟოზე მარია – პორტუგალიელი მწერალი (1845-1900)
ესაია – ძვ. ებრაელთა პოლიტიკური მოღვაწე და რელიგიის რეფორმატორი; ცნობილია წინასწარმეტყველის სახელით (ძვ. წ. 770 ან 760 – 687 ან 642)
ესაკი (Esaki) ლეო – იაპონელი ფიზიკოსი; მოღვაწეობს აშშ-ში (დ. 1925-)
ესბროკ-ი (Esbroeck van) მიშელ ვან – ბელგიელი ორიენტალისტი, ქართველოლოგი, არმენოლოგი (1934-2003)
ესექს-ი (Essex) რობერტ დევერე (Devereux) – XVII ს. ინგლისის მოღვაწე (1591-1646)
ესკიროლ-ი (Esquirol) ჟან ეტიენ დომინიკ – ფრანგი ექიმი (1772-1840)
ესკოლა (Eskola) პენტი – ფინელი პეტროლოგი (1883-1964)
ესმენ-ი (Esmein) ჟან პოლ იპოლიტ ემანიუელ – ფრანგი მეცნიერი იურისტი (1848-1913)
ესოპე (Aesopos) – ძვ. ბერძენი მწერალი, იგავ-არაკის ჟანრის ფუძემდებელი (ძვ. წ.
VI ს.)
ესოპუს-ი კლოდიუს (Clodius Aesopus) – რომაელი მსახიობი (ძვ. წ. I ს.)
ესპარტერო (Espartero) ბალდომერო – ესპანეთის სამხ. და სახელმწ. მოღვაწე (1793-1879)
ესპი (Espy) ჯეიმზ პოლარდ – ამერიკელი მეტეოროლოგი (1785-1860)
ესპინელ-ი (Espinel) ვისენტე – ესპანელი მწერალი (1550-1624)
ესპინოსა (Espinosa) ოლგა პობლეტე დე ესპინოსა – ჩილეს საზ. მოღვაწე ქალი (1908-1999)
ესპრონსედა, ესოპრონსედა ი დელგადო (Espronceda y Delgado) ხოსე დე – ესპანელი მწერალი (1808-1842)
ესტბერგ-ი (Ostberg) რაგნარ – შვედი არქიტექტორი (1866-1945)
ესტრუპ-ი (Estrup) იაკობ ბრენუმ სკავენიუს – დანიის პოლიტ. და სახელმწ. მოღვაწე (1825-1913)
ესქილე (Aischylos) – ძვ. ბერძენი დრამატურგი (დაახლ. ძვ. წ. 525-456)
ესქინე (Aischinēs) – ათენის პოლიტ. მოღვაწე და ორატორი (დაახლ. ძვ. წ. 390-314)
ეტვეშ-ი (Eötvös) იოჟეფ – უნგრელი ფერმწერი (1813-1871)
ეტვეშ-ი (Eötvös) ლორანდ – უნგრელი ფიზიკოსი (1848-1919)
ეტიენ-ი (Etienne), ესტიენი (Estienne; ლათ. Stephanus) ანრი I – ფრანგი მესტამბე და გამომცემელი, ოჯახური დინასტიის საგამომცემლო საქმიანობის დუძემდებელი (დაახლ. 1460-1520)
ეტიენ-ი (Etienne), ესტიენი (Estienne; ლათ. Stephanus) რობერ I – ფრანგი მესტამბე და ფილოლოგი (1503-1559)
ეტიენ-ი (Etienne), ესტიენი (Estienne; ლათ. Stephanus) ანრი II – ფრანგი მესტამბე გამომცემელი და ფილოლოგი (1828 ან 1531-1598)
ეტლი (Attlee) კლემენტ რიჩარდ – ინგლისის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1883-1967)
ეტუოტერ-ი (Atwater) უილბერ – ამერიკელი ფიზიოლოგი (1844-1907)
ეფელ-ი (Effel) ჟან (ნამდვ. სახელი და გვარი – ფრანსუა ლეჟენი, Lejenne) – ფრანგი გრაფიკოსი, კარიკატურისტი (1908-1982)
ეფიალტე (Ephialtēs) – ათენის პოლიტ. მოღვაწე (დაახლ. ძვ.წ. 500-461)
ეფლათუნ-ი (Eflâtun) ჯემ გუნეი – თურქი მწერალი (1896 - 1980)
ეფორე (Ephoros) – ძვ. ბერძენი ისტორიკოსი (დაახლ. ძვ. წ. 405-330)
ეფრემ ასურ-ი – სირიელი პოეტი, მწერალი, საეკლ. მოღვაწე (306-373)
ეფსტაინ-ი (Epstein) ჯეიკობ – ამერიკელი მოქანდაკე (1880-1959)
ეფტმიუ (Eftimiu) ვიქტორ – რუმინელი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე (1889-1972)
ექსეკია (Exēkias) – ძვ. ბერძენი მეთუნე და ლარნაკმწერი (ძვ. წ. VI ს.)
ეყბალ-ი, ეყბალ აშთიანი აბას – ირანელი ისტორიკოსი და ფილოლოგი (1897-1956)
ეშბი (Ashby) უილიამ როს – ინგლისელი ფსიქიატრი, კიბერნეტიკის სპეციალისტი (1903-1972)
ეშთეჰა (იშტა) მირზა (ნამდვ. სახელი – მირზა აბდ ალ-ლაჰ იბნ ფერიდუნ გორჯი) – სპარსელი პოეტი; წარმოშობით ქართველი (1829-1872)
ეშლი (Ashley) უილიამ ჯეიმზ – ინგლისელი ეკონომისტი და ისტორიკოსი (1860-1927)
ეშრეფ-ი (Eճref) მეჰმედ – თურქი პოეტი (1846-1912)
ეშყი მირზა-ზადე – ირანელი პოეტი და პუბლიცისტი (1894-1924)
ეჩეგარაი ი ეისაგირე (Echegaray y Eizaguirre) ხოსე – ესპანელი დრამატურგი (1832-1916)
ეჩევერია (Echeverria) ესტებან ხოსე ანტონიო – არგენტინელი სოციოლოგი, პოეტი, ისტორიკოსი (1805-1851)
ე ძიანინ-ი – ჩინეთის სამხ., სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1897-1986)
ეხნატონ-ი, /იხ. ამენჰოტეპ IV
ეჯევით-ი (Ecevit) ბულენთ – თურქეთის სახელმწ. და პოლიტ. მოღვაწე (1925-2006)
ეჯუორთ-ი (Edgeworth) მარია – ირლანდიელი მწერალი ქალი (1767-1849)
ეჯუორთ-ი (Edgeworth) ფრანსის ისიდრო – ინგლისელი ეკონომისტი (1845-1926)
ეჰლი შირაზი, /იხ. აჰლი შირაზი