![]() |
მედიაში ხშირად გამოყენებული ტერმინების ლექსიკონი |
მედიაში ხშირად გამოყენებული ტერმინების ლექსიკონი
რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება
ბროშურის მიზანია მედიისთვის რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების, ასევე
მიგრანტთა საკითხების გაშუქებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ტერმინების
გაცნობა, განმარტება, მცდარი და ეთიკური დასახელებების გარჩევა, ინკლუზიური
გაშუქებისთვის საჭირო ზოგადი რეკომენდაციების შეთავაზება, რაც საბოლოოდ მედიის
მიერ აღნიშნული თემატიკის პროფესიულად და ეთიკის სტანდარტების დაცვით გაშუქებას
შეუწყობს ხელს.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), 2020
ლექსიკონზე მუშაობდნენ:
ეკა ჭითანავა სახელმძღვანელო მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული
მრავალფეროვნების ხელშეწყობა საჯარო სკოლებში“ ფარგლებში.
ნინო თეთრაული
![]() |
1 რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების გაშუქებისას გასათვალისწინებელი საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
მედიაში ხშირად გამოყენებული ტერმინების ლექსიკონი
რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება
რელიგიური, ეთნიკური და კულტურული
მრავალფეროვნების
გაშუქებისას გასათვალისწინებელი საკითხები
![]() |
1.1 სათაური |
▲ზევით დაბრუნება |
სათაური
გამოსაქვეყნებელი მასალის მომზადებისას, სათაურის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად. თუმცა, სათაური არ უნდა უწყობდეს ხელს სტერეოტიპების გაღვივებას, უმცირესობათა ჯგუფების ეგზოტიზაციას ან უარყოფითი განწყობების გავრცელებას.
მაგალითად, ხშირად სათაურებში კრიმინალის გაშუქებისას გვხვდება ამა თუ იმ ეთნოსის ან ეროვნების დასახელება. ასეთი სიუჟეტი/სტატია ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების წახალისებას და ერთი კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი ქმედების მთელ ჯგუფზე განზოგადებას. მაგალითად, „ირანელმა ბიჭმა გაქურდა მაღაზია“.
ჟურნალისტური მასალის სათაურში არ უნდა მიეთითოს სუბიექტის ეთნოსი, რელიგია ან ეროვნება, თუ ეს საქმის არსებითი შემადგენელი ნაწილი არ არის. მეორე მხრივ, დისკრიმინაციასთან ან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით, საჭიროა იდენტობის მითითება, რადგან, მაგალითად, ეროვნება, მოქალაქეობა, რელიგია ან სხვა ნიშანი შეიძლება იყოს დანაშაულის ჩადენის საფუძველი ან ასახავდეს სახელმწიფო პოლიტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემას. (შენიშვნა: იგივე პრინციპი მოქმედებს არა მხოლოდ სათაურის, არამედ მთლიანი ტექსტის/აუდიო/ვიდეომასალის შინაარსში).
მაგალითად,
,,საქართველოში ინდოელების დიდ ნაწილს სახელმწიფო საზღვარზე არ უშვებენ“.
![]() |
1.2 ეგზოტიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზოტიზაცია
ზოგჯერ მედია უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს ვიწრო ჭრილში,
არსებული სტერეოტიპული წარმოდგენებიდან გამომდინარე. მაგალითად, ბოშათა თემზე
მასალის მომზადებისას ყურადღება მახვილდება ამ ჯგუფის შესახებ საზოგადოებაში
არსებულ წარმოდგენებზე, ბოშა –
მოცეკვავე, მომთაბარე, მკითხავი, ქურდი. შეიძლება
ბოშათა ნაწილი ამ საქმიანობასაც მისდევდეს, მაგრამ მედია უნდა ცდილობდეს,
დამკვიდრებული წარმოდგენებისგან განსხვავებული ამბებიც მოიძიოს, აღმოაჩინოს და
საზოგადოებას გააცნოს.
აუცილებელია ამა თუ იმ ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფზე მასალის მომზადებისას,
გავითვალისწინოთ სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი, არ შევუწყოთ ხელი ამ
ჯგუფის ეგზოტიზაციას, გაშარჟებას და მათ მიმართ სტერეოტიპების გამყარებას, აღვწეროთ
მათი პრობლემები და გამოწვევები.
![]() |
1.3 სტერეოტიპიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
სტერეოტიპიზაცია
ხშირად კონკრეტული სოციალური საკითხი შუქდება, როგორც ერთი კონკრეტული ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფისთვის დამახასიათებელი პრობლემა. მაგალითად, ადრეული ქორწინება. შესაძლოა ამგვარი პრაქტიკა მეტად გავრცელებული იყოს კონკრეტულ რეგიონში, ამა თუ იმ ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებულ ადგილას, თუმცა მხოლოდ ეთნოსის ან რელიგიის გამოყოფა პრობლემის ინდიკატორად მცდარია და იგი შეიძლება უკავშირდებოდეს უფრო ზოგად სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორიცაა: ინფორმაციის ნაკლებობა, სიღარიბე, განათლებისადმი ნაკლები ხელმისაწვდომობა, გეოგრაფიული პერიფერია, ინტეგრაციის პოლიტიკის ხარვეზები და ა.შ. ჟურნალისტურ მასალაში საკითხი მრავალმხრივად და სიღრმისეულად უნდა იყოს გაშუქებული.
![]() |
1.4 ჩვენ და ისინი /გაუცხოება |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ და ისინი /გაუცხოება
ზოგჯერ დომინანტი ჯგუფისგან განსხვავებული ეთნოსის, რელიგიის, კანის ფერის
ადამიანები პოლიტიკურ და მედიადისკურსში ჩანან, როგორც გაუცხოებული ჯგუფები და
კულტურული „სხვები“. „ჩვენ –
ისინი“ დიქოტომია დომინანტი ჯგუფის უპირატესობას
უსვამს ხაზს და „სხვის“ იდენტობას საფრთხედ ან პრობლემად წარმოაჩენს.
ზოგჯერ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხები
აღწერილია არა უფლებრივ, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკის კონტექსტში.
მაგალითად, როდესაც საქმე ეხება საქართველოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების
კონსტიტუციურ უფლებებს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ან საბჭოთა
პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, მინიშნება კეთდება მეზობელ ქვეყნებში
ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობასა თუ ეთნიკურ ქართველებთან
დამოკიდებულებაზე. ამ შემთხვევაში, ხდება ეთნიკური აზერბაიჯანელების, მუსლიმების,
ეთნიკური სომხების დიასპორად, უცხო სხეულად წარმოჩენა (მაგალითად, დავით გარეჯის,
თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების საკითხების გაშუქება). ზოგჯერ
ჟურნალისტები არაეთიკური და ზედაპირული გაშუქებით ხელს უწყობენ ისტორიული
ტრავმის გაღვივებას და წარსულის მოვლენების თანამედროვე კონტექსტში
პრობლემატიზაციას.
![]() |
1.5 მრავალფეროვნების ინკლუზიური და კონტექსტური გაშუქება |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალფეროვნების ინკლუზიური და კონტექსტური გაშუქება
ხშირად მედია უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს მხოლოდ მიმდინარე კონფლიქტების კონტექსტში. მაგალითად, სოფელ მოხეში მუსლიმებს უნგრევენ მეჩეთს. დისკრიმინაციისა და რელიგიური, ეთნიკური ან რასობრივი ნიშნით დევნის საკითხების დროული, მიუკერძოებელი და ანალიტიკური გაშუქება აუცილებელია, თუმცა, არსებობს სისტემური საკითხები, რომლებიც შესაძლოა ერთი დღის ნიუსი არ იყოს, მაგრამ ხანგრძლივად აქტუალურია და მედია ამ თემების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უნდა აწვდიდეს. მაგალითად, რატომ ვერ იბრუნებენ რელიგიური გაერთიანებები საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ ქონებას? რატომ ექმნებათ დაბრკოლებები ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობისას? როგორ მსახურებენ არადომინანტი რელიგიური გაერთიანებები კოვიდ-19-ის პანდემიისას კარანტინში? რა პრობლემები არსებობს სახელმწიფო ენის სწავლასთან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში? რატომ არის სკოლის სახელმძღვანელოებში მიჩქმალული ქვეყნის ეთნიკურ-რელიგიური მრავალფეროვნება, საჯარო სკოლებში რატომ არ ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ავტორებსა და მათ შემოქმედებას, მაშინ როდესაც მათ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით?
რა პრობლემები ექმნებათ მიგრანტებს/უცხოელებს ბინადრობის ნებართვის მიღებისას და რატომ? რა სახის დაბრკოლებები ხვდებათ უცხოელებს საქართველოში კანის ფერის გამო და როგორ ვლინდება რასიზმი სხვადასხვა ფორმით? ზოგადად, როგორია მიგრაციის დინამიკა, რას საქმიანობენ და რა აწუხებთ მიგრანტებს საქართველოში?
ზოგჯერ მედია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების დროს, რომლებიც რელიგიას უკავშირდება, ნაკლებად აშუქებს ამ კონტექსტში არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას. ამის კარგი საილუსტრაციო მაგალითია, 2020 წლის გაზაფხულზე, კოვიდ-19-ის პანდემია და საგანგებო მდგომარეობა. მაშინ როდესაც მთავარი აქცენტი კეთდებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვასა თუ დარღვევაზე, სხვა რელიგიური ორგანიზაციები ძირითადად მედიის ყურადღების მიღმა დარჩნენ –
როგორ მსახურებდნენ და ახორციელებდნენ საქველმოქმედო პროგრამებს? ტრადიციული რელიგიური მსახურებები ფიზიკური
სივრციდან როგორ გადაიტანეს ალტერნატიულ, ონლაინ სივრცეში? როგორ იცავდნენ ისინი კარანტინის წესებს? როგორ მოუწოდებდნენ მორწმუნეებს, დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. რა რესურსები ჰქონდათ რელიგიურ გაერთიანებებს ამ ცვლილებებისთვის? დაეხმარა თუ არა მათ სახელმწიფო რეკომენდაციებით? საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რელიგიური ორგანიზაციების ნაწილი გაურკვევლობაში აღმოჩნდა. სახელმწიფოს არ ჰქონდა მათთან კომუნიკაცია, როგორ უნდა წარემართათ რელიგიური საქმიანობა ისე, რომ რეგულაციები არ დაერღვიათ.
ცალკე საკითხია მედიის მიერ სხვადასხვა კონფესიის თუ ეთნიკური ჯგუფის დღესასწაულების გაშუქება. ხშირად ჟურნალისტები დიდ დღესასწაულებს აშუქებენ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა დღის წესრიგის მიხედვით, შესაბამისად, სხვა ჯგუფები უხილავები რჩებიან.
საქართველოში ძლიერდება რასისტული განწყობები. მნიშვნელოვანია, მედია ამ პრობლემას თვალს ადევნებდეს და გაშუქებას სათანადო დროს უთმობდეს. რასიზმის ინდივიდუალური გამოვლინებების (მაგ. კანის ფერის გამო, უცხოელს თავს დაესხნენ) გარდა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ინსტიტუციურ რასიზმს, რომლის ამოცნობაც, ხშირად, უფრო რთულია ხოლმე. ინსტიტუციური რასიზმის მაგალითებია, როდესაც კონკრეტული ეროვნების, მოქალაქეობის ან წარმოშობის ადამიანებს უფრო ხშირად ეუბნებიან დაუსაბუთებელ უარს ბინადრობის ნებართვის ან თავშესაფრის მიღებაზე, ვიდრე სხვებს; კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ მათ მიმართ არსებული სტერეოტიპული და მტრული განწყობების გამო და ა.შ.
საქართველოში რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას, პოლიციასთან ურთიერთობისას.
![]() |
1.6 სიძულვილის ენის ტირაჟირება |
▲ზევით დაბრუნება |
სიძულვილის ენის ტირაჟირება
ხშირად მედია პოპულისტურ, ძალადობრივ და სიძულვილის ჯგუფებს ღია პლატფორმას უთმობს. მათ იწვევენ პოლიტიკურ ტოქშოუებსა და ანალიტიკურ გადაცემებში ერთგვარი
„ბალანსის“ დაცვის მიზნით, აშუქებენ მათ ძალადობრივ აქციებსა და დემონსტრაციებს კრიტიკული კომენტარის გარეშე. ეს ჯგუფები ხელს უწყობენ შეუწყნარებლობის, ექსტრემისტული განწყობების, დისკრიმინაციისა და ძალადობრივი გარემოს შექმნას.
აუცილებელია, მედიამ გააშუქოს ამგვარი ჯგუფების საქმიანობა, თუმცა, იგი არ უნდა იქცეს მათი მობილიზაციის მთავარ წყაროდ.
რესპონდენტების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში, მედიამ კრიტიკულად უნდა შეაფასოს, გამოკვეთოს საკითხის პრობლემურობა, გამიჯნოს ერთმანეთისგან ფაქტი და კომენტარი.
რადგან ამგვარი ჯგუფებისა და ნარატივის გაძლიერება მზარდი პრობლემაა საქართველოში, მედიამ ფართო კონტექსტში უნდა გააშუქოს მათი საქმიანობა, ვინ არიან? რა კავშირები აქვთ სხვა ქვეყნებში არსებულ მსგავს მოძრაობებთან? სახელმწიფო რას აკეთებს ექსტრემიზმსა და ძალადობასთან საბრძოლველად?
![]() |
1.7 მიუკერძოებელი, ნეიტრალური აღწერა და სიზუსტე |
▲ზევით დაბრუნება |
მიუკერძოებელი, ნეიტრალური აღწერა და სიზუსტე
მრავალფეროვნების გაშუქებისას მედიამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რამდენად სწორად იყენებს რელიგიური ატრიბუტების, დღესასწაულების, გაერთიანებების, კონფესიების, სასულიერო პირების დასახელებებსა და წოდებებს, ეთნონიმებს და მრავალფეროვნების გაშუქებისთვის საჭირო სხვა ტერმინოლოგიას. ასევე, სასულიერო პირების, იერარქების, ორგანიზაციების მოხსენიებისას, მედიის ენა უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი.
ქართულ სამეტყველო ენაში ზოგჯერ გვხვდება დამკვიდრებული რელიგიური, ეთნიკური ჯგუფების აღმნიშვნელი და რასისტული ტერმინები, დასახელებები, რომლებიც ამახინჯებენ ამა თუ იმ ჯგუფის იდენტობის მნიშვნელობასა და შინაარსს, არაადეკვატურია მათ აღსაწერად (მაგ. გრიგორიანელი, თურქი მესხი, თათარი ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ) ან ნეგატიურ კონოტაციას შეიცავენ (სექტანტი, ზანგი) და მათი გამოყენება ამა თუ იმ ჯგუფთან მიმართებით, შეურაცხმყოფელია (იეღოველები, ჩამოსახლებული). ზოგჯერ ასევე გვხვდება ტერმინები, რომლებიც მიკერძოებულია დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ და/ან მცდარია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით (ქართული ეკლესია, კათოლიკური შობა).
რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მოხსენიებისას, მნიშვნელოვანია, დავარქვათ მათ ის სახელი, როგორც თავად მოიხსენიებენ თავს (მაგ. იეჰოვას მოწმე და არა იეღოველი, რელიგიური გაერთიანება და არა სექტა, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია და არა გრიგორიანული ეკლესია). ზოგჯერ ადამიანის იდენტობის რომელიმე ნიშნის დასახელება საერთოდ არ არის საჭირო (მაგალითად, კანის ფერი, ან ეროვნება, რელიგია, ეთნოსი), ზოგჯერ კი არსებითი და აუცილებელია (მაგ. შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე საუბრისას).
ქვემოთ მოცემულია ლექსიკონი, რომელშიც თავმოყრილია ხშირად გამოყენებული ტერმინების განმარტებები და შესაბამისი მაგალითები.
![]() |
2 რელიგიასა და ეთნოსთან დაკავშირებული ტერმინები და ცნებები, რომლებიც ხშირად დამაკნინებელი,არაზუსტი მნიშვნელობით გამოიყენება, ან მცდარია |
▲ზევით დაბრუნება |
არატრადიციული რელიგიები
– ამ ტერმინით მოიხსენიებენ შედარებით მცირე ან გვიან
დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციებს, რითაც ხაზს უსვამენ მათ უთანასწორო
მდგომარეობას დომინანტ ან აბრაამულ, ე.წ. ტრადიციულ კონფესიებთან მიმართებით.
ჟურნალისტურ მასალაში უნდა გამოვიყენოთ ნეიტრალური ტერმინი,
რელიგიური
გაერთიანება/ორგანიზაცია/ჯგუფი. თათრები –
თურქული წარმომავლობის დიდი ეთნიკური ჯგუფის ეთნონიმია. დღეს, ამ
ეთნონიმის გამოყენება, მით უმეტეს, ნეგატიური მნიშვნელობით, თურქებსა და
აზერბაიჯანელებთან ან მუსლიმებთან მიმართებით, მცდარია სამეცნიერო თვალსაზრისითაც
და სოციალური მნიშვნელობითაც. თურქი/მაჰმადიანი მესხი –
თურქ/მაჰმადიან მესხებად ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის
40-იან წლებში საქართველოს სსრ-ის მესხეთის რეგიონიდან იძულებით გადასახლებულ ხალხს
მოიხსენიებენ, რომლებიც შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს. 2007 წელს საქართველომ
დეპორტირებული მესხების სამშობლოში რეპატრიაციის ვალდებულება აიღო. არსებობს აზრთა
სხვადასხვაობა წოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე მისაღები ტერმინია
დეპორტირებული ან გადასახლებული მესხები / მესხეთიდან გადასახლებული. იეღოველი –
დამაკნინებელი მნიშვნელობით გამოიყენება და არაკორექტულია. სწორია
იეჰოვას მოწმე. ისლამისტი –
პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერი, რომელიც იზიარებს სახელმწიფოსა და
საზოგადოების მართვის იდეას რელიგიური დოქტრინის საფუძველზე. ბევრი მუსლიმისთვის
აღნიშნული ტერმინი მიუღებელია. სჯობს, მებრძოლების, სამხედროების, ექსტრემისტების
ან რადიკალების მოხსენიებისას, კონკრეტული ჯგუფის აღმნიშვნელი ტერმინები
გამოვიყენოთ, მაგალითად, ალ-კაიდასთან, ჰეზბოლასთან და ა.შ. დაკავშირებული პირები.
ისლამური დაჯგუფებები –
ხშირად გამოიყენება ტერორისტულ ჯგუფებთან მიმართებით,
რომლებიც დანაშაულს რელიგიის სახელით სჩადიან. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ
ისინი რელიგიას პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის იყენებენ და „ე.წ. ისლამური“
ტერორისტული დაჯგუფებები არიან. მორწმუნე მუსლიმები ეწინააღმდეგებიან რელიგიის
სახელით ტერორიზმსა და ძალადობას. კათოლიკური ეკლესია –
მცდარია ტერმინი „კათოლიკური ეკლესია“, ისევე როგორც
არაზუსტია მართლმადიდებლური ეკლესია. ხსენებული ეკლესიები საკუთარ თავს ცოცხალ
ორგანიზმად მიიჩნევენ, ეკლესიასაც, შესაბამისად, უწოდებენ კათოლიკე ეკლესიას და
მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც მორწმუნეს უწოდებენ მართლმადიდებელს ან კათოლიკეს
და არა –
კათოლიკურს ან მართლმადიდებლურს. კათოლიკური ეკლესია –
ეს
სიტყვათშეთანხმება გამოიყენება უშუალოდ ტაძრის, შენობის აღნიშვნისას. ასევე
მართლმადიდებელი ეკლესია –
რელიგიური გაერთიანების შემთხვევაში, ხოლო
მართლმადიდებლური –
საგალობლის, ტაძრის, რიტუალის და ა.შ. მაგალითად, სწორია:
კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს შობას.
კათოლიკურ ტაძარში ხალხი შეიკრიბა.
მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღესრულა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ შეუერთდა კრეტაზე ეკლესიათა მსოფლიო
კრებას. კათოლიკური შობა –
25 დეკემბერს შობა დღის აღნიშვნასთან მიმართებით, ხშირად
გამოიყენება ეს მცდარი სიტყვათშეთანხმება. 25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესიის
გარდა, პროტესტანტული ეკლესიები და მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა
ზეიმობს. კონკორდატი –
ხელშეკრულება, რომელსაც ვატიკანი სხვადასხვა სახელმწიფოსთან დებს;
საქართველოში კონკორდატი გამოიყენება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების
აღსანიშნად. ჟურნალისტურ მასალაში მართებული იქნება გამოვიყენოთ ტერმინი
„კონსტიტუციური შეთანხმება“, კონკორდატის ნაცვლად, რადგან ეს არის ხელშეკრულება არა
ორ სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციას შორის.
მამა/მამაო –
ზოგიერთ ქრისტიანულ კონფესიაში ასე მიმართავენ მღვდელმსახურებს.
მაგალითად, „მამა იოანემ თქვა“. ქართულ სამეტყველო ენაში, სახელობით ბრუნვაში
გამოყენებული „მამაო“ მცდარი ფორმაა, თუმცა, სწორია „მამაო, მომიტევე“ (წოდებითი
ბრუნვა). ჟურნალისტურ მასალაში, რელიგიური ნეიტრალობის დაცვის მიზნით,
გამოყენებული
უნდა იყოს სასულიერო პირის წოდებები. მაგალითად, მღვდელმა ათანასემ აღნიშნა (და არა, მამა/მამაო ათანასემ აღნიშნა).
მაჰმადიანი –
ტერმინი „მაჰმადიანი“ არ შეიცავს დამაკნინებელ შინაარსს. მაგრამ
არაზუსტად, დამახინჯებით გადმოსცემს ისლამისა და მისი მიმდევრობის შინაარსს. მისი
უშუალო მნიშვნელობა გულისხმობს, რომ ესა თუ ის მორწმუნე, მოციქულ მუჰამედის
მიმდევარია და არა ღმერთის. ტერმინები: „მუსლიმი“ და „ისლამი“ კი, ეტიმოლოგიური
მნიშვნელობითაც და თეოლოგიურადაც, უზენაესის მორჩილებასა და მის მიდევნებას
ნიშნავს. დღესდღეობით, მუსლიმთა რელიგიური ლიდერების აქტიური მუშაობის შედეგად,
სახელი „მაჰმადიანი“, ფაქტობრივად, ანაქრონიზმად იქცა. სწორი ტერმინია მუსლიმი (და
არა მუსულმანი). მეუფე –
სამღვდელმთავრო ხარისხის მქონე პირისადმი მიმართვა, სამღვდელმთავრო
მიმართვის ფორმა. ჟურნალისტურ მასალაში, სახელობით ბრუნვაში უნდა გამოვიყენოთ
წოდება ეპისკოპოსი, ხოლო წოდებით ბრუნვაში წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი
მიმართვისას, მეუფე. მაგალითად, მეუფე ანტონ, როგორ შეაფასებდით საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას უკრაინის
ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით? ეპისკოპოსი პეტრე სინოდის სხდომას ესწრებოდა (და არა მეუფე პეტრე).
მონოფიზიტები –
ასე ხასიათდება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის
აღმსარებლობა, ქალკედონის კრების (451 წ.) არაღიარების გამო, რაც შეცდომაა.
ქალკედონის არაღიარება არ ნიშნავს მონოფიზიტობის აღიარებას. ამ ტერმინით სომეხთა
სამოციქულო ეკლესია თავად არ განსაზღვრავს საკუთარი რწმენის შინაარსს. ამ
შემთხვევაში უფრო კორექტული და ზუსტი იქნება „არაქალკედონური აღმსარებლობის“
გამოყენება. ოფიციალური რელიგია –
ეს ტერმინი სამეტყველო პრაქტიკაში გვხვდება დომინანტი
რელიგიური ორგანიზაციის უპირატესობის ხაზგასასმელად, „სახელმწიფო რელიგიის“
მნიშვნელობით. თუმცა, მცდარი ტერმინია, რადგან საქართველოში არცერთ რელიგიურ
ორგანიზაციას არ აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. სექტა/სექტანტები
–
არაერთი თანამედროვე ან მცირერიცხოვანი რელიგიური გაერთიანების
აღწერისას, შესაძლოა შეგვხვდეს ტერმინები „სექტა“ და „სექტანტები“ –
პროტესტანტულ
აღმსარებლობებთან, დუხობორებთან, მალაკნებთან, იეჰოვას მოწმეებთან ან ყველა იმ
რელიგიურ გაერთიანებასთან მიმართებით, რომლებიც შესაძლოა უცხოდ, მცირერიცხოვნად და
განსხვავებულად მიიჩნეოდნენ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგიურ
კვლევებში ეს ტერმინები გამოიყენება, თანამედროვე ქართულ რეალობაში, ისინი ნეგატიურ
კონოტაციას შეიცავს და ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფისადმი უარყოფით განწყობას ქმნის.
ამ ტერმინების ნაცვლად, უნდა გამოვიყენოთ: რელიგიური
ორგანიზაციები/ჯგუფები/გაერთიანებები. ქართული ეკლესია - მცდარი ტერმინია, რამდენადაც ეთნიკური ნიშნით საეკლესიო მოწყობას
მართლმადიდებელი ეკლესია არ იცნობს, არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
შაჰიდი –
არაბულ ენაზე „შაჰიდი“ „მოწმეს“, ასევე „წამებულს“ ნიშნავს. „შაჰიდი“
მედიაში ძირითადად თვითმკვლელ ტერორისტებთან მიმართებით გამოიყენება, რაც მორწმუნე
მუსლიმებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩამოსახლებული –
ხშირად გამოიყენება ეთნიკურ ან რელიგიურ უმცირესობებთან
მიმართებით, მათი დომინანტი რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფისგან გამორჩევის, მკვიდრი
მოსახლეობისგან განსხვავების, დაკნინების მიზნით. მიუღებელი ტერმინია.
გრიგორიანული ეკლესია და გრიგორიანელები –
ეს ტერმინი, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია,
მაგრამ სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ამ დასახელებათა
გამოყენებით კნინდება და ფუნდამენტურად იცვლება აღმსარებლობის ხასიათი და შინაარსი.
გრიგოლ განმანათლებელი სომხეთში ქრისტიანობის გამავრცელებელი იყო, მაგრამ სომხები
არა გრიგოლის რწმენას, არამედ სამოციქულო აღმსარებლობას, ანუ ქრისტეს რწმენას
აღიარებენ. მაგალითად, ანალოგიურად, არასწორი იქნება ტერმინ „ნინოიანელების“
გამოყენება მართლმადიდებლებთან მიმართებით. მართებული დასახელებაა სომეხთა
სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია.
![]() |
3 რასისტული და/ან მოძველებული, უცხოელთა/მიგრანტთა შესახებ გამოყენებული არაკორექტული ტერმინები |
▲ზევით დაბრუნება |
რასისტული და/ან მოძველებული,
უცხოელთა/მიგრანტთა შესახებ გამოყენებული არაკორექტული ტერმინები
არალეგალი -
გვხვდება ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ადამიანის აღსანიშნად.
ზოგჯერ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სიძულვილის ენის გაღვივების
მიზნით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განმარტებით, ალტერნატიული,
სწორი ტერმინია: დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტი.
რასები ან რასობრივი ჯგუფები -
ენციკლოპედია ბრიტანიკა რასას შემდეგნაირად
განმარტავს: „რასა“ არის იდეა, რომ ადამიანთა სახეობები იყოფა განსხვავებულ
ჯგუფებად მემკვიდრეობით გადაცემული ფიზიკური და ბიჰევიორისტული განსხვავებების
საფუძველზე. მე-20 საუკუნის გენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა უარყვეს
ბიოგენეტიკურად განსხვავებული რასების არსებობა“. შესაბამისად, რასა არა ბიოლოგიური
მოცემულობა, არამედ სოციალური და პოლიტიკური კონსტრუქტია. რასობრივი კატეგორიები
მცდარია და არ აღწერს გენეტიკურ მრავალფეროვნებას. დღეს არაეთიკური, რასისტული და
არააკადემიურია რასობრივი ტიპოლოგიების გამოყენება ადამიანთა ფენოტიპური,
ფიზიოლოგიური თუ ინტელექტუალური მახასიათებლების აღწერისას. მეორე მხრივ, ტერმინი
„რასა“ გვხვდება ბევრ სამართლებრივ დოკუმენტში, მათ შორის, საერთაშორისო აქტებსა და
დეკლარაციებში. თუმცა, აქ სიტყვა „რასას“ არ აქვს ის მნიშვნელობა და შინაარსი,
რომელიც რასობრივ ტიპოლოგიებშია. აქ „რასა“ გამოყენებულია რასის საფუძველზე
დისკრიმინაციის შინაარსის აღსაწერად და არა რასობრივი განსხვავების აღსანიშნად.
მაგალითად,
ზანგი -
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ დამკვიდრებულ ტერმინს
თანამედროვე სამეტყველო ენაში ნეგატიური შინაარსი შეიძლება ჰქონდეს. თუკი,
ეტიმოლოგიურად, „ზანგი“ აღნიშნავს მხოლოდ კანის ფერს, კოლექტიურ ცნობიერებაში ეს
დასახელება უარყოფით, დამაკნინებელ შინაარსს იძენს. მაგალითად, ფრაზა „ზანგები ხო
არ ვართ“, ან „გაზანგებული“, ორივე შემთხვევაში, მონობასა და დაჩაგრულობას,
რასიზმს, დამამცირებელ სტატუსში ყოფნას გამოხატავს. ამდენად, მნიშვნელოვანია,
ზანგის ნაცვლად
„შავკანიანი“ ან აფრიკელი ამერიკელი (შეიძლება ასევე გვხვდებოდეს „აფროამერიკელი“,
ამერიკელი შავკანიანი, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ თავის წარმოშობას აფრიკის
კონტინენტს ან ხალხს უკავშირებს) იყოს ნახსენები. შენიშვნა: აფრიკელი ამერიკელი (აფროამერიკელი) კონკრეტულად ამერიკელ შავკანიანს
გულისხმობს და არაადეკვატურია მისი გამოყენება, მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ
ნიგერიის მოქალაქესთან მიმართებით.
ზოგჯერ ჟურნალისტური მასალა შეიძლება არ მოითხოვდეს კანის ფერის პირდაპირ
დასახელებას.
მაგალითად,
შავკანიან ჯორჯ ვემსს საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაესხნენ თავს.
უმჯობესია: კამერუნის მოქალაქეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში კანის ფერის გამო
დაესხნენ თავს.
სწორია: ჯორჯ ვემსი მიიჩნევს, რომ მას შეურაცხყოფა იმიტომ მიაყენეს, რომ
შავკანიანია / ან შეურაცხყოფა კანის ფერის გამო მიაყენეს.
სწორია: ნიგერიის მოქალაქე სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლია.
მცდარია: დღესასწაულში მონაწილეობა სხვადასხვა რასის წარმომადგენლებმა მიიღეს.
სწორია: დღესასწაულში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნებისა და წარმოშობის ადამიანებმა
მიიღეს.
![]() |
4 უცხოელთა/მიგრანტთა მიმართ ხშირად გამოყენებული ტერმინები |
▲ზევით დაბრუნება |
უცხოელთა/მიგრანტთა მიმართ ხშირად გამოყენებული ტერმინები
თავშესაფრის მაძიებელი
-
ადამიანი, რომელიც ეძებს სხვა სახელმწიფოში თავშესაფარს და
ითხოვს ლტოლვილის სტატუსს. მიგრანტი
-
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განმარტებით, „მიგრანტი“
ქოლგა ტერმინია და მოიაზრებს ყველა იმ პირს, რომელმაც გადალახა საერთაშორისო
საზღვარი და საცხოვრებლად წავიდა სხვა ქვეყანაში (დროებით ან მუდმივად), მიუხედავად
მისი 1) სამართლებრივი სტატუსისა, 2) გადაადგილება იყო ნებაყოფლობითი თუ იძულებითი,
3) დარჩენის ხანგრძლივობისა. ლტოლვილი -
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს 1951 წლის კონვენციის მიხედვით,
ლტოლვილად მიიჩნევა პირი, რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს დაბრუნდეს იმ ქვეყანაში,
რომლის მოქალაქეც არის, რადგან აქვს საფუძვლიანი შიში, რომ გახდება დევნის
მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების
ან პოლიტიკური შეხედულების გამო.
![]() |
5 ხშირად გამოყენებული სოციოლოგიური, სამართლებრივი, პოლიტიკური ტერმინები და მათი განმარტებები |
▲ზევით დაბრუნება |
ხშირად გამოყენებული სოციოლოგიური,
სამართლებრივი, პოლიტიკური ტერმინები და მათი განმარტებები
ანტისემიტიზმი -
2016 წლის 26 მაისს, ბუქარესტში, ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო
ალიანსმა (IHRA) შეიმუშავა ჰოლოკოსტის სამუშაო განმარტება.
IHRA-ს განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც
შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური
გამოვლინებები მიემართება ებრაელებს ან არაებრაელებს ან/და მათ ქონებას, ებრაულ
ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. გენოციდი -
გაერთიანებული ერების გენოციდის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ
კონვენციის განმარტების მიხედვით, გენოციდი არის საერთაშორისო სისხლის სამართლის
დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეთნიკური, ეროვნული,
რელიგიური, რასობრივი ნიშნით გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის დევნის, მათი სრული ან
ნაწილობრივი განადგურების მიზნით. დისკრიმინაცია -
განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რაიმე
ნიშნით, როგორიცაა კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი,
ეროვნება ან სოციალური წარმომავლობა, საკუთრება, დაბადება ან სხვა გარემოება, რის
შედეგადაც ილახება ადამიანის უფლებები. ექსტრემიზმი -
იდეათა ერთობლიობა, იდეოლოგია, რომელიც არ აღიარებს ადამიანთა
თანასწორობის პრინციპს, მხარს უჭერს სიძულვილს, შეუწყნარებლობას, ძალადობას,
საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წყობას და კანონის უზენაესობას.
თეოკრატია -
სახელისუფლებო სისტემა, როდესაც სახელმწიფო იმართება რელიგიური
ინსტიტუტის მიერ და რელიგიური დოქტრინის მიხედვით. ისლამოფობია
-
ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI)
ისლამოფობიას განმარტავს (ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია ნო.15 სიძულვილის ენასთან
საბრძოლველად, 2015), როგორც ცრურწმენას, სიძულვილს ან შიშს ისლამისა და მუსლიმების
მიმართ. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა
-
პირის უფლება, არ იმოქმედოს საკუთარი სინდისისა და
მრწამსის საწინააღმდეგოდ.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა
ეფუძნება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას, როდესაც ეს უკანასკნელი,
ძალის სავალდებულო გამოყენებით ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას ეწინააღმდეგება.
ძირითადად ეს ტერმინი სამხედრო სამსახურის კონტექსტში გვხდება, თუმცა პირს შეიძლება
ჰქონდეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სხვა შემთხვევებშიც, ბიოეთიკური, სამედიცინო
და სხვა მოსაზრებით (მაგალითად, ექიმი ეწინააღმდეგებოდეს აბორტის გაკეთებას).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, კეთილსინდისიერი
წინააღმდეგობის წარმოშობის საფუძველია ადამიანის რწმენა, რომელიც მას უკრძალავს
ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას, შესაბამისად, ასეთი ადამიანები უარყოფენ იარაღით
ხელში სამსახურს როგორც ომის, ისე მშვიდობის დროს.
საქართველოს კანონმდებლობით, მათ, ვისაც აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა
სამხედრო სამსახურის მიმართ რწმენისა და აღმსარებლობის გამო, შეუძლიათ აირჩიონ
ალტერნატიული არასამხედრო სამსახური.
2011 წლამდე, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონი ამ სამსახურის გავლას
ყველას ავალდებულებდა, მათ შორის, იეჰოვას მოწმეებსაც. თუმცა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა 2011 წელს არაკონსტიტუციურად ცნო (2011
წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება).
პოპულიზმი -
იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც, საზოგადოება იყოფა ორ ერთგვაროვან
ჯგუფად: „უბრალო ხალხად“ და „კორუმპირებულ ელიტად“. პოპულისტის თვალთახედვით,
პოლიტიკა ხალხის „საერთო ნებას“ (volonté générale) უნდა გამოხატავდეს (Cas Mudde).
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება -
რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის
ფუნდამენტური უფლებაა. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის
თავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-
18, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-9 და
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-18 მუხლები განსაზღვრავს
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.
რწმენისა და რელიგიის თავისუფლება მოიცავს შინაგან (forum internum) და გარეგან
(forum externum) განზომილებებს. შინაგანი განზომილება -
უფლება, ადამიანს ჰქონდეს,
მიიღოს ან შეიცვალოს რელიგია ან რწმენა -
აბსოლუტური უფლებაა და მისი შეზღუდვა
დაუშვებელია. რელიგიის თავისუფლების გარეგანი განზომილება კი გულისხმობს რწმენისა
და რელიგიის გამოხატვის უფლებას ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, პრივატულად ან
საჯაროდ ღვთისმსახურების, სწავლების, პრაქტიკისა და რიტუალების აღსრულების
საშუალებით. სახელმწიფო ვალდებულია, იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი ყველა
რელიგიური ჯგუფისა და მისი წარმომადგენლის მიმართ. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს
პლურალიზმს, განსხვავებულ ჯგუფებს შორის შემწყნარებლობასა და ტოლერანტული გარემოს
დამკვიდრებას. რადიკალიზაცია -
რადიკალიზაცია შეიძლება გავიგოთ, როგორც ეტაპობრივი და კომპლექსური
პროცესი, სადაც ინდივიდი ან ჯგუფი იღებს რადიკალურ იდეოლოგიას, ან რწმენას, რომელიც
ამართლებს ან იყენებს ძალადობას, მათ შორის, ტერორიზმს, საკუთარი პოლიტიკური ან
იდეოლოგიური მიზნებისთვის. რასიზმი / რასობრივი დისკრიმინაცია
-
რასიზმი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს
ერთმანეთისგან განსხვავებული განვითარებისა და უპირატესობის მქონე ადამიანთა
რასები. რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად გაეროს საერთაშორისო
კონვენციის მიხედვით (1965), „რასობრივი დისკრიმინაცია“ ნიშნავს ნებისმიერ
გარჩევას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე,
ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე. 21 მარტს რასობრივი დისკრიმინაციის
აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სეკულარიზმი და სეკულარობა / სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების
ურთიერთგამიჯვნა
ტერმინი „სეკულარიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან saecularis, რაც საეროს
ნიშნავს. თავდაპირველად გამოიყენებოდა კანონიკურ და სახელმწიფო-საეკლესიო
სამართალში. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრდა სამართლებრივ- პოლიტიკურ და
სოციოლოგიურ სფეროში.
სეკულარიზაციის მახასიათებლებია: 1) დიფერენციაცია
-
პროცესი, რომლის შედეგადაც
რელიგია კარგავს გავლენას სხვა საზოგადოებრივ სფეროებზე (პოლიტიკა, ხელოვნება,
მეცნიერება, სამართალი); 2) პრივატიზაცია -
როდესაც ამ დიფერენციაციის შედეგად,
რელიგია ადამიანის პირად საქმედ იქცევა და არა კოლექტიური ცხოვრების აუცილებელ
პირობად; 3) რელიგიის შესუსტება -
ეს უკანასკნელი, წინა ორი პროცესის ლოგიკურ
შედეგად წარმოჩნდება ხოლმე თანამედროვე საზოგადოებაში (სეკულარიზაცია: კონცეპტები
და კონტექსტები. 2009. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). თუმცა, დღეს, ავტორების
ნაწილი სეკულარიზმის განსაზღვრებას მოძველებულად მიიჩნევს, რადგან, მათი აზრით,
თანამედროვე მსოფლიოში რელიგიის მნიშვნელობა არ დაკნინებულა და პირიქით, ადგილი
აქვს დესეკულარიზაციას.
მოდერნულ საზოგადოებაში სეკულარობა მოიაზრებს რელიგიური ინსტიტუტების გავლენებისგან
თავისუფალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. არსებობს სეკულარიზმის
განსხვავებული მოდელები, რომლებიც განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტში ჩამოყალიბდა,
მაგალითად, საფრანგეთის შემთხვევაში, laïcité გაჩნდა ძლიერი ეკლესიის წინააღმდეგ
ბრძოლისას. საფრანგეთში სახელმწიფო მეტად აკონტროლებს ეკლესიას საჯარო სფეროში და
რელიგიის პრივატიზებას ცდილობს, ხოლო აშშ-ში ურთიერთგამიჯვნის მოდელი მოქმედებს.
სამართლებრივი გაგებით, სეკულარობის პრინციპი გულისხმობს სახელმწიფოსა და რელიგიის
ინსტიტუციურ ურთიერთგამიჯვნასა და სახელმწიფოს ნეიტრალურ და მიუკერძოებელ
დამოკიდებულებას რელიგიური ჯგუფების მიმართ პლურალურ საზოგადოებაში.
სეკულარობის პრინციპი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც განსაზღვრავს
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მოდელს, ასევე ადგენს რწმენის თავისუფლების
გარანტიებს. კონსტიტუციის მე-11 მუხლი აღიარებს კანონის წინაშე თანასწორობის
პრინციპს, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ხოლო მე-16 მუხლი უზრუნველყოფს
ადამიანის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებების დაცვას. რწმენისა და
აღმსარებლობის სრული თავისუფლება გარანტირებულია კონსტიტუციის მე-8 მუხლითაც. მეორე
მხრივ, მე-8 მუხლი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის მოდელს
განსაზღვრავს -
სახელმწიფო აღიარებს „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის
დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“. აღნიშნული ნორმა არ აწესებს რაიმე პრივილეგიას
რომელიმე რელიგიური ჯგუფისთვის და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული როლის
აღნიშვნით შემოიფარგლება, ასევე ადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამიჯვნის,
მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობის გარანტიებს.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული -
შეუწყნარებლობის/სიძულვილის საფუძველზე
ჩადენილი დანაშაულები სხვა ტიპის დანაშაულებისგან განსხვავდება კონკრეტული
ინდივიდის თუ ჯგუფის მიმართ, იდენტობის რომელიმე ნიშნის გამო (რელიგიური, კანის
ფერის, ეროვნების და ა.შ) გამოკვეთილი მოტივით.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც ჩადენილია
ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ არსებული უარყოფითი წინასწარგანწყობის,
შეუწყნარებლობის საფუძველზე. იმისთვის, რომ დანაშაული შეფასდეს, როგორც სიძულვილით
მოტივირებული, იგი უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: 1) იყოს სისხლის სამართლის
დანაშაული მოქმედი კანონმდებლობით; 2) ქმედება უნდა იყოს ჩადენილი შეუწყნარებლობის,
უარყოფითი წინასწარგანწყობის საფუძველზე.
შეუწყნარებლობის საფუძველი ფართოდ განიმარტება და გულისხმობს უარყოფით
შეხედულებებს, სტერეოტიპულ წარმოდგენებს, შეუწყნარებლობას ან სიძულვილს კონკრეტული
ჯგუფის მიმართ, რომელთაც აქვთ საერთო მახასიათებლები: რასა, ეთნოსი, ენა, რელიგია,
ეროვნება, სექსუალური ორიენტაცია, გენდერი ან სხვა. შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ადამიანები ასევე შეიძლება იყვნენ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის
მსხვერპლი.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული მოიცავს მუქარას, ქონების დაზიანებას, ფიზიკურ
ძალადობას, მკვლელობას ან სხვა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია
შეუწყნარებლობის საფუძველზე. სიძულვილის ენა -
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული
რეკომენდაციის თანახმად, სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას,
რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს,
ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობის სხვა ფორმებს, მათ შორის,
გამოხატულს აგრესიული ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და
უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ მტრობის სახით. სიონიზმი
-
რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა, შეიქმნა 1897 წელს (პირველი მსოფლიო
სიონისტური კრება), მიზნად ისახავდა ებრაელთა სახელმწიფოს აღდგენას.
ფანატიზმი -
ბრმადმორწმუნეობა; ხშირად მოიცავს შეუწყნარებლობას საწინააღმდეგო
მოსაზრებების მიმართ. ფუნდამენტალიზმი -
უარყოფითი რეაქცია მოდერნულობაზე. ენციკლოპედია ბრიტანიკას
მიხედვით, რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის კონსერვატიული რელიგიური იდეოლოგიის
ფორმა, რომელიც ხასიათდება რელიგიური ტექსტების მკაცრი, სწორხაზოვანი
ინტერპრეტირებით. ფუნდამენტალიზმი წმიდა წერილებში (თორა, ბიბლია, ყურანი, თალმუდი,
წმიდა მამების ნაწერები, პაპის ენციკლიკები, შარიათის კანონები) გადმოცემულ ღვთიურ
გამოცხადებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს და მოითხოვს წმიდა ტექსტების
პირდაპირ, ზედმიწევნით, ერთმნიშვნელოვან გაგებას. ეს ტერმინი პირველად მეოცე
საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს ამერიკელ პროტესტანტთა შორის გამართული პოლემიკის
დროს. 1910-1913 წლებში ევანგელისტმა პროტესტანტებმა გამოაქვეყნეს პამფლეტების
ციკლი სახელწოდებით „საფუძვლები“ (The Fundamentals), რომელიც ბიბლიის
სიტყვასიტყვით გაგებას ემხრობოდა და იცავდა მას თანამედროვე ინტერპრეტაციებისგან.
ხშირად, მედიასა და სამეტყველო ენაში ფუნდამენტალიზმი არასწორად გამოიყენება მხოლოდ
ისლამთან მიმართებით. ქსენოფობია -
სიტყვასიტყვით ნიშნავს შიშს უცხოელის მიმართ; აღწერს განსხვავებული
ადამიანების მიმართ მიუღებლობას და მათ მიმართ მტრულ დამოკიდებულებას; ქსენოფობია
უკავშირდება ცრურწმენას და უარყოფით წინასწარგანწყობას, რომ უცხოელები,
განსხვავებული ჯგუფის, კულტურის, რელიგიურ-ეთნიკური იდენტობის ადამიანები საფრთხეს
ქმნიან. ჰოლოკოსტი -
ბერძნული სიტყვაა და „ცეცხლით მსხვერპლშეწირვას“ ნიშნავს, გულისხმობს
ნაცისტური რეჟიმის მიერ დაახლოებით ექვსი მილიონი ებრაელისა და სხვათა მასობრივ
დევნასა და განადგურებას. ჰოლოკოსტს, ებრაელებთან ერთად, შეეწირნენ ბოშები,
შავკანიანები, იეჰოვას მოწმეები, სლავები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, პოლიტიკური ოპონენტები.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც უარყოფდნენ
ჰოლოკოსტს, როგორც მოვლენას იმ სახით, როგორც ის აღიწერება საყოველთაოდ აღიარებულ
ისტორიოგრაფიაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ებრაელების სასარგებლოდ
დოკუმენტების მასობრივ გაყალბებასა და ფაქტების დამალვას.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 და 2007 წლების რეზოლუციებით (№60/7, №61/255)
დაგმო ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის, სრული ან ნაწილობრივი უარყოფა.
ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წელს საქმეში პასტურსი
გერმანიის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ჰოლოკოსტის უარყოფა არ არის სიტყვის
თავისუფლებით / ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული.
ანტისემიტიზმის გამოვლინება შეიძლება მიმართული იყოს ისრაელის, როგორც ებრაელთა
ერთობის წინააღმდეგ. თუმცა, ისრაელის კრიტიკა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა
სახელმწიფოსი, არ არის ანტისემიტიზმი.
ანტისემიტიზმი მოიცავს შეთქმულების თეორიებს ებრაელების შესახებ და ადანაშაულებს
ებრაელებს, როდესაც რაღაც უარყოფითი მოვლენა ხდება. ანტისემიტიზმი ვლინდება
სიტყვიერად, წერილობით, ვიზუალური ფორმებით და ქმედებებით და იყენებს უარყოფით
სტერეოტიპებს.
ჰოლოკოსტის არაღიარება ან ანტისემიტური მასალების გავრცელება ანტისემიტური
ქმედებებია.
ტერმინი პოპულიზმი, პირველად, 1890-იანი წლების დასაწყისში ამერიკულ გაზეთებში იყო
ნახსენები. თუმცა, აკადემიურ წრეში დისკუსია 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც
გამოიცა გელნერისა და ლონესკუს ცნობილი ნაშრომი პოპულიზმი: მისი მნიშვნელობები და
ნაციონალური მახასიათებლები (Populism: Its meanings and national
characteristics). ევროპაში პოპულიზმზე მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალური გახდა
აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და 2016 წელს ბრექსითის შემდეგ.
პოლიტიკური და სოციოლოგიური თვალსაზრისით, ფუნდამენტალიზმი არის რეაქცია
მოდერნიზაციისა და, კონკრეტულად, ლიბერალიზმის წინააღმდეგ, ისეთი მსოფლმხედველობისა
და სოციალური და პოლიტიკური წყობის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის, პიროვნების
არჩევანს ამოსავალ ღირებულებად მიიჩნევს.
![]() |
6 რელიგიურ-ეთნიკური ტერმინების მოკლე ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
რელიგიურ-ეთნიკური ტერმინების მოკლე
ლექსიკონი აგნოსტიციზმი -
ფილოსოფიური მოძღვრება, შეხედულება, რომელიც უარყოფს ზებუნებრივი
ძალის ან ღმერთის არსებობის შემეცნების შესაძლებლობას -
ადამიანის გონებას არ
შეუძლია ღმერთის არსებობის ან არარსებობის რაციონალური არგუმენტებით დასაბუთება.
ავტოკეფალია/ავტოკეფალური -
აღმოსავლურ ქრისტიანულ ტრადიციაში ავტოკეფალური ეკლესია
ადმინისტრაციულად და კანონიკურად დამოუკიდებელ სხეულს წარმოადგენს და თავად ირჩევს
საკუთარ წინამძღოლებსა და ეპისკოპოსებს. თანამედროვე ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიები არიან ნაციონალური ეკლესიები, რომელთა იურისდიქცია ვრცელდება კონკრეტული
ქვეყნის (ან ქვეყნების) ფარგლებში. ავტოკეფალური ეკლესიები ინარჩუნებენ კანონიკურ
და ევქარისტიულ ერთობას. ავტოკეფალური ეკლესიის ხელმძღვანელებს აქვთ შემდეგი
სასულიერო წოდებები: პატრიარქი -
კონსტანტინეპოლი, ანტიოქია, იერუსალიმი, მოსკოვი,
სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი; კათოლიკოს- პატრიარქი -
საქართველო; პაპი და
პატრიარქი -
ალექსანდრიის ეკლესია; არქიეპისკოპოსი -
ათენი, კვიპროსი; მიტროპოლიტი
-
პოლონეთი, ამერიკა, უკრაინა. აზანი
-
მუსლიმებში სავალდებულო ლოცვისკენ მოწოდება. აია - ყურანის სტროფი, რიცხვით აღნიშნული თითოეული გამოთქმა თუ აბზაცი.
არქიმანდრიტი -
უმაღლესი საბერო წოდება ქრისტიანობაში; მონასტრის წინამძღვარი.
ათეიზმი -
ღმერთის არსებობის უარყოფა. აიათოლა -
შიიტი მუსლიმების უმაღლესი რელიგიური ლიდერი. ალაჰი -
ღმერთის სახელი
არაბულად. აპოკალიფსი -
(იოანეს გამოცხადება), ახალი აღთქმის ბოლო წიგნი, რომელიც შეიცავს
წინასწარმეტყველებას ქვეყნის დასასრულზე. ატმანი -
სანსკრიტზე თვითარსი, სუნთქვა. ინდუიზმში ერთ-ერთი მთავარი კონცეპტი -
სული, რომლითაც გამსჭვალულია ყველა სულიერი ქმნილება. გარდაცვალების შემდეგ იგი
გარდაიქმნება ახალ სიცოცხლედ ან თავისუფლდება მოკშასგან (სიკვდილისა და ხელახლა
დაბადების ციკლი). აშრამი -
აღმოსავლურ რელიგიებში მედიტაციისა და ლოცვის ადგილი. ახალი აღთქმა -
ქრისტიანული სწავლების მთავარი ტექსტი, სადაც გადმოცემულია იესო
ქრისტეს მოღვაწეობა და მოძღვრება. აჰიმსა -
სანსკრიტზე ნიშნავს ძალადობის უარყოფას. ინდუიზმის, ბუდიზმისა და
ჯაინიზმის რელიგიურ-ეთიკური პრინციპი, რომელიც კრძალავს ცოცხალი არსებისთვის ზიანის
მიყენებას. აჰმადია -
თანამედროვე მიმდინარეობა ისლამში; დაარსდა პენჯაბში, ინდოეთში, 1889
წელს მირზა გულამ აჰმადის მიერ. აჰმადი თავს მიიჩნევდა მაჰდიდ (ზოგიერთი მუსლიმის
რწმენით, სამყაროს დასასრულს გამოჩნდება). აჰმადიები ქადაგებენ მშვიდობას და
უარყოფენ ყოველგვარ ძალადობას ჯიჰადის სახელით. მათ ასევე ლიბერალური მიდგომები
აქვთ ბევრ დოქტრინალურ საკითხთან დაკავშირებით. ბაჰაის
რწმენა / ბაჰაიზმი -
რელიგია დაარსდა ირანში, მეცხრამეტე საუკუნის შუა
წლებში, მირზა ჰოსეინ ალი ნურის მიერ (იგივე ბაჰა ალაჰი). მიმდევრების რწმენით,
დამაარსებელი ბაჰა ალაჰი და მისი წინამორბედი, შეუცნობელი ღმერთის გამოვლინებებია.
ბაჰაის მოძღვრების ძირითადი პრინციპები სოციალური ეთიკა, კაცობრიობის ჰარმონიული
ერთობა, რელიგიური, კლასობრივი და რასობრივი ცრურწმენების გაქრობისკენ სწრაფვაა.
ბაჰაის მიმდევრებს არ ჰყავთ სასულიერო პირები და არ ატარებენ ღვთისმსახურების
რიტუალებს. ბრაჰმანა -
ვედების პროზაული კომენტარები, ადრეული ინდუისტური ტექსტები, რომელიც
ხსნის მათ არსს რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს და სასულიერო პირების ქმედებათა
სიმბოლურ მნიშვნელობას. ტერმინი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს უზენაეს მყოფობას.
ბრაჰმანი -
ინდუიზმში ყველაზე მაღალი რანგის (ვარნა) წარმომადგენელი, ქურუმი,
ინტელექტუალი. ბუდიზმი -
რელიგია და ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ეფუძნება ბუდას (სანსკრიტზე
ნიშნავს „გასხივოსნებულს“) სწავლებას. გადმოცემით, ბუდა, სიდჰართა გაუტამა, იყო
სწავლული, რომელიც ცხოვრობდა ჩრდილოეთ ინდოეთში ძვ.წ. მე-6-მე-4 საუკუნეების
შუალედში. ბუდიზმი ინდოეთიდან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში,
კორეასა და იაპონიაში, მე-20 საუკუნეში კი, დასავლეთის ქვეყნებში გავრცელდა.
ბურქა -
ისლამური საფარველი, რომელიც ფარავს სახეს და ტანს. ხშირად მოიცავს ბადეს
მხედველობის არეში. შენიშვნა: განსხვავებისთვის იხ. ნიქაბი, ჰიჯაბი.
ბჰაგავატგიტა -
სანსკრიტზე ნიშნავს ღმერთის სიმღერას. ინდუისტური პოემის,
მაჰაბჰარატას ერთ-ერთი ეპიზოდი (მეექვსე წიგნის 23-40 თავები). გადმოსცემს პრინც
არჯუნასა და კრიშნას (ღმერთ ვიშნუს ინკარნაცია) შორის დიალოგს.
დაოიზმი/ტაოიზმი -
ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება, რომელიც ჩინეთში ჩაისახა. მის
ფუძემდებლად ითვლება ლაო ძი. მისი სწავლება გადმოცემულია წიგნში „დაო დე ძინი (ტაო
ტე ძინი)“, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. მე-3 საუკუნეში გავრცელდა. მისი ფოლოსოფიის
უმაღლესი კატეგორიაა დაო(ტაო), სულიერი განვითარების გზა, რომელიც ადამიანმა უნდა
გაიაროს. დეიზმი -
Deus ლათინურად ღმერთს ნიშნავს. აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს
პირველმიზეზის არსებობას, მაგრამ უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს. დეისტების
აზრით, რელიგიური ცოდნა თვითნაბადი, თანდაყოლილია ყველა ადამიანში, ან მისი წვდომა
შესაძლებელია გონების საშუალებით. დეიზმი უარყოფს გამოცხადებას, ეკლესიების
სწავლებას, ორგანიზებულ რელიგიასა და ყოველგვარ დოგმატურ მოძღვრებებს. ევროპაში
დეისტური მიმდინარეობა მე-17-
მე-18 საუკუნეებში გაძლიერდა. დენომინაცია
-
რელიგიური ჯგუფის განშტოების აღმნიშვნელი ტერმინი; სიტყვასიტყვით
ლათინურიდან ითარგმნება, როგორც გადარქმევა. ძირითადად გამოიყენება ქრისტიანული
სარწმუნოების მიმდინარეობის მიმართ (მაგ. პროტესტანტული ეკლესიის დენომინაციად
შეიძლება განისაზღვროს ბაპტისტური ეკლესია), თუმცა რიგი ეკლესიები ეწინააღმდეგებიან
მათთან მიმართებით ტერმინ დენომინაციის გამოყენებას. დიაკონი -
სიტყვასიტყვით მსახურს ნიშნავს; მართლმადიდებელ, კათოლიკე და
პროტესტანტულ ეკლესიებში სასულიერო პირი, მოძღვრის თანაშემწე, რომელიც მას ეხმარება
ღვთისმსახურების წესების შესრულებაში. დოგმა -
ქრისტიანობასა და ისლამში დოგმები არის ძირეული პრინციპები, რომლებიც
მორწმუნემ უნდა დაიცვას. დოგმა ეფუძნება წმინდა წიგნს ან ტრადიციას.
ევანგელური -
ზოგადი განსაზღვრების თანახმად, ყველა ქრისტიანი ევანგელური ეკლესიის
წევრია. სიტყვა ევანგელური მომდინარეობს ბერძნული სიტყვა evangelion-იდან, რაც
სასიხარულო ამბავს, ანუ სახარებას ნიშნავს. თუმცა ტერმინმა ევანგელური შეიძინა
დამატებითი მნიშვნელობები და გულისხმობს პროტესტანტებს, ვინც პიროვნული გარდაქმნის
მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ევქარისტია/ზიარება -
ქრისტიანული შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი. მომდინარეობს
ბერძნული სიტყვიდან εὐχαριστία (ეუქარისტია), რაც მადლიერებას ნიშნავს.
ევქარისტიული ტაბლა -
საკურთხეველზე გაწყობილი პური და ღვინო, რითაც ქრისტიანები
ეზიარებიან. ევქარისტიული კავშირი -
გულისხმობს ერთი ეკლესიის ერთობას სხვა ეკლესიასთან.
მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელ და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს აქვთ
ევქარისტიული კავშირი, მაგრამ საქართველოსა და სომეხთა სამოქიცულო მართლმადიდებელ
ეკლესიებს არ აქვთ (განსხვავებული ეკლესიებია). ეზიდიზმი -
ეზიდთა სინკრეტული რელიგია, მოიცავს როგორც უძველესი სპარსული
რელიგიების, ისევე იუდაიზმის, ნესტორიანული ქრისტიანობის (ქრისტიანული ერესი,
ქრისტეს მხოლოდ ადამიანური საწყისის აღიარება) და ისლამის ელემენტებს. ამ რელიგიის
მიმდევრები ეზიდებად იწოდებიან და წარმოადგენენ სუბეთნოსს ქურთულ ეთნიკურ ჯგუფში.
მათი ისტორიული სამშობლო სამხრეთ ქურთისტანია (ერაყის ჩრდილოეთი). ეზიდები
ცხოვრობენ საქართველოსა და სომხეთშიც. ეზიდების რწმენით, ყველაფერი ღვთის ნებით
ხდება და არ შეიძლება ბოროტების ღმერთი არსებობდეს. ღმერთმა ეს სამყარო
მრავალფეროვანი შექმნა, რათა ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან
გარჩევა. ეკუმენიზმი -
ბერძნული სიტყვიდან οἰκουμένη (ოიკუმენე), რაც ნიშნავს დასახლებულ
სამყაროს, სახლს. ეკუმენური მოძრაობა მიზნად ისახავს ქრისტიანული ეკლესიების
დაახლოებას, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას, და ასევე ადამიანთა ჰარმონიულ
თანაცხოვრებას -
სამოციქულო იდეას განსხვავებულთა ერთობის შესახებ. ესქატოლოგია
-
მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, ἔσχατος, Eschatos -
უკანასკნელი;
logos -
მოძღვრება, ან სწავლება. სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციაში, მოძღვრება ბოლო
ჟამის, კაცობრიობის უკანასკნელი დღის, ბოლო მოვლენების შესახებ.
ეპისკოპოსი -
სიტყვასიტყვით ზედამხედველს, მეთვალყურეს ნიშნავს. ქრისტიანულ
სამღვდელო იერარქიაში დადგენილ მღვდელმსახურთა სამი ხარისხიდან (დიაკონი, მღვდელი,
ეპისკოპოსი) უმაღლეს რანგს ატარებს. აღასრულებს ღვთისმსახურებას, სხვა
ღვთისმსახურთა ხელდასმას, მართავს ეპარქიას. ვაჰაბიზმი -
მე-18 საუკუნეში ისლამის რელიგიური და სამართლებრივი მკვლევრის,
მუჰამად იბნ ალ-ვაჰაბის მიერ შექმნილი მიმდინარეობა და სწავლება, რომელიც ჩაისახა
და გავრცელდა დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე. ვაჰაბიტური სწავლების
განმასხვავებელი ნიშან-თვისებებია: აბსოლუტური მონოთეიზმი და ყურანის მკაცრი,
სწორხაზოვანი, პირდაპირი ინტერპრეტაცია. ვედანტა -
ინდური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება. ვედები -
სანსკრიტზე ნიშნავს ცოდნას. უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები,
რელიგიურ-ლიტერატურული ძეგლები, მორალისა და სამართლის კოდექსები, რომელიც შეიქმნა
ინდოეთში, ძვ.წ. მეორე ათასწლეულში. ზოროასტრიზმი -
ირანის (სპარსეთის) უძველესი, ისლამის წინარე რელიგია.
ზოროასტრიზმის დამფუძნებლად მიიჩნევენ წინასწარმეტყველსა და რელიგიურ რეფორმატორს
ზარათუსტრას (ზარათუშტრა). ზოროასტრიზმი დუალისტური რელიგიაა, იგი ეფუძნება
რწმენას, რომ უზენაეს ღვთაებას დასაბამიდანვე უპირისპირდება ბოროტებისა და
წყვდიადის ღმერთი. სამყაროში მუდმივი ჭიდილია კეთილსა და ბოროტს შორის. ადამიანის
ვალია, გააკეთოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ. თალმუდი -
იუდაიზმში უძველესი სწავლული რაბინების ინტერპრეტაციები და კომენტარები,
რომლებიც დაერთვის, იუდაური რწმენის თანახმად, ღმერთის მიერ სინაის მთაზე მოსესთვის
მიცემულ ზეპირსიტყვიერ მცნებებს. თანახი -
იუდაური საღვთო წერილი, ძველი აღთქმის წიგნები. სახელწოდება „თანახ“
წარმოადგენს აბრევიატურას, შედგენილს ამ სამი ნაწილის სახელწოდებათა პირველი
ასოებისგან: თ -
თორა (მოსეს რჯული ან ხუთწიგნეული), ნ -
ნაბიიმ
(წინასწარმეტყველნი), ხ თეიზმი
-
რელიგიურ-ფილოსოფიური ხედვა ღმერთის ან ღმერთების შესახებ, სამყაროს
შემქმნელის არსებობის რწმენა. თერავადა/თჰერავადა
-
სანსკრიტიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც უხუცესთა გზა,
უხუცესთა სწავლება. მიმდევრები აღიარებენ ადრეული ბუდიზმის წერილებს, პალის კანონს
(დაწერილია ძველ ინდურ, პალის ენაზე) საკუთარ წარმომავლობას კი უკავშირებენ პირველი
ბუდისტური საზოგადოების ტრადიციების მიმდევარ უხუცესებს. ძირითადად გავრცელებულია
შრი ლანკაში, მიანმარში, ტაილანდში, კამბოჯასა და ლაოსში. თორა
-
იუდაიზმში წმინდა წიგნი, ძველი აღთქმის პირველი ხუთი წიგნი.
იმამი -
შიიტებთან ისლამის მოციქულის სიძე -
წმინდა ალი, ორი შვილიშვილი -
იმამი
ჰასანი და იმამი ჰუსეინი და იმამ ჰუსეინის ხაზით გაგრძელებული, მეთორმეტე „ფარულ“
იმამამდე. სუნიტ მუსლიმებთან -
რელიგიური ლიდერი ან პირი, რომელიც მეჩეთში ატარებს
ღვთისმსახურების რიტუალს. იოგა
-
ინდურ კულტურაში ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის,
ვარჯიშის ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობაში
ჩამოყალიბდა. კაბალა -
სიტყვასიტყვით, ივრითზე ნიშნავს ტრადიციას. მე-12 საუკუნეში იუდაიზმში
გაჩნდა ეზოთერულ-მისტიკური მიმდინარეობა. კაბალა არსებითად ყოველთვის ზეპირსიტყვიერ
ტრადიციას წარმოადგენდა, რომლის მიზანიც მისტიკური გამოცდილებების თანხმლები
საფრთხეების თავიდან აცილება იყო. კაბალისტების აზრით, იგი შეიცავს დაუწერელი თორას
(ებრაელთა წმინდა წიგნი) საიდუმლო ცოდნას, რომელიც ღმერთმა ადამს და მოსეს გადასცა.
კათალიკოსი -
სიტყვასიტყვით ნიშნავს საყოველთაოს, მთავარს; ზოგიერთი აღმოსავლური
ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირი. კანდელი -
ეკლესიაში ჩამოკიდებული ლამპარი, სადაც ზეთი ინთება. კანონიზაცია -
საეკლესიო კანონის დამტკიცება, წმინდანად აღიარება. კარმა
-
სანსკრიტზე ნიშნავს ქმედებას. ინდუიზმსა და ზოგიერთ აღმოსავლურ რელიგიასა
და ფილოსოფიაში კანონზომიერება, რომლითაც ადამიანის კარგი თუ ცუდი ქმედება
განაპირობებს მის ბედსა და ცხოვრებას. კიპა -
ებრაელი მამაკაცის ტრადიციული მრგვალი ქუდი, რომელიც კეფის ზედა ნაწილს
ფარავს. მორწმუნეები მისი ტარებით ღმერთის არსებობას აღიარებენ -
მსახურება, ლოცვა,
კურთხევა მხოლოდ ამ თავსაბურავით ხდება. კონფუციანიზმი -
ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრება. კონფუციანიზმის ფუძემდებელია
კონფუცი (კუნგ ფუძი), მე-6-
მე-5 საუკუნეებში მოღვაწე მოაზროვნე და განმანათლებელი.
კონფუცის მოსაზრებები მისმა მოწაფეებმა შეაგროვეს კრებულში „ლუნ იუ“ (ანალექტები).
კონფუციანიზმის მთავარი პრინციპებია ჰუმანურობა და ეტიკეტი. კონფუციანიზმი
ჩინეთიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა -
კორეაში, იაპონიასა და ვიეტნამში. კრიალოსანი -
სალოცავად ასხმული მძივებიანი ძაფი; კრიალოსანი ბევრ რელიგიურ
ტრადიციაში გვხვდება, სადაც ლოცვის დისციპლინას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
კრიშნა -
ვაიშნავიზმში ღმერთ ვიშნუს მერვე ინკარნაცია (ავატარი), უზენაესი ღმერთი.
კულტი -
ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თაყვანისცემას. კულტი ადრეულ რელიგიებში
გაჩნდა და მისი მიზანი იყო ღმერთის ან გმირის კეთილგანწყობის დამსახურება, ან მათი
ხსოვნის პატივისცემა. ამ მიზნით აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვის, ლოცვის,
ინიციაციისა და სხვა რიტუალები. გადატანითი მნიშვნელობით, კულტი ვინმეს განდიდებასა
და გაკერპებას ნიშნავს. ლიტანია, ლიტანიობა -
საყოველთაო ლოცვა, რომელიც სრულდება ქრისტიანულ და იუდაურ
ტრადიციებში. როგორც წესი, ლიტანია თავის თავში მოიაზრებს საეკლესიო პროცესიებსა და
საერთო სავედრებელ ლოცვებს. აღმოსავლურ ტრადიციაში, ლიტანიის აღსრულების დროს,
ეკლესიას გარს უვლიან. ლიტურგია -
მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან λειτουργία, რაც ნიშნავს „ხალხისადმი
მსახურებას“ ან „სახალხო/საჯარო მსახურებას“. ლიტურგია შედგება ღვთისმსახურების
ისეთი ელემენტებისაგან, როგორიცაა ღვთის განდიდება, სავედრებლები და სამადლობლები,
რელიგიური საიდუმლოებების აღსრულება. ლიტურგიკა -
დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ლიტურგიასა და ლიტურგიკულ ტექსტებს.
მანდალა -
სანსკრიტზე ნიშნავს წრეს. ინდუისტურ და ბუდისტურ ტრადიციაში, სიმბოლური
დიაგრამა, გამოიყენება წმინდა რიტუალების შესრულებისას და მედიტაციის ინსტრუმენტად.
მანდალა სიმბოლურად სამყაროს გამოხატავს, განასახიერებს წმინდა ადგილს, სადაც
სამყაროს ძალები კონცენტრირდება. ადამიანი (მიკროსამყარო), გონებრივად მანდალაში
„შესვლით“ და ცენტრისკენ „სვლით“, იმეორებს დაშლისა და გამთლიანების კოსმიურ
პროცესებს. მაჰაბჰარატა -
ძველი ინდური ეპოსი, სანსკრიტზე დაწერილი ორი პოემიდან ერთ-ერთი
(მეორეა რამაიანა). მაჰაბჰარატა ინდუიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას
იძლევა. იგი ეფუძნება მითოლოგიურ და დიდაქტიკურ თქმულებებს და გადმოსცემს საგმირო
ამბებს. პოემა შეიცავს დაახლოებით ასი ათას ორლექსეულს. წერილობითი ფორმით ძვ.წ.
400 და ახ.წ. 400 წლებში ჩამოყალიბდა. მაჰაიანა ბუდიზმი -
რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ადრეულ ბუდიზმში წარმოიშვა,
ახ.წ. მე-9 საუკუნეში კი ცენტრალურ და აზიურ ბუდისტურ კულტურებში დიდი გავლენა
მოიპოვა. მაჰაიანას ტრადიციის სწავლების მიხედვით, მაჰაიანა მიისწრაფვის ყველა
ცოცხალი არსების ნირვანაში განთავისუფლებისკენ, მას ასევე ჰქვია „ბოდჰისატვაიანა“.
მედრესე -
მუსლიმური სასწავლებელი. მენორა -
სიტყვასიტყვით ნიშნავს შუქს, გამნათებელს; იუდაიზმის ერთ-ერთი უძველესი
რელიგიური ატრიბუტი, შვიდსანთლიანი რიტუალური შანდალი. მირონი -
მცენარეული, სურნელოვანი, ნაკურთხი ზეთი, რომელიც გამოიყენება საეკლესიო
რიტუალების, კურთხევისა და მირონცხების დროს ანგლიკანურ, სომეხთა სამოციქულო,
ასირიულ, კათოლიკე, მართლმადიდებელ, აღმოსავლურ და სხვადასხვა პროტესტანტულ
ეკლესიაში. მიტროპოლიტი -
ეპისკოპოსის მაღალი წოდება (ეპარქიის მთავარი ქალაქის ეპისკოპოსი).
მოლა -
მუსლიმი სწავლული სასულიერო პირი (რანგით მღვდლის მსგავსი), რომელიც
მონაწილეობს მიცვალებულის გაპატიოსნებაში, ქორწინების აქტის -
ქაბინის შედგენაში და
სხვ. მოძღვარი -
სასულიერო პირი, მღვდელი, ხუცესი, სულიერი მამა. მუეძინი
-
რელიგიის მსახური ისლამში, რომელიც მორწმუნეებს სალოცავად უხმობს -
მუფთი -
სუნიტი მუსლიმი სწავლული / სამართლებრივი ექსპერტი, რომელიც გასცემს
განკარგულებებს (ფატვა) რელიგიურ საკითხებზე. მღვდელი -
ეკლესიის მსახური, სასულიერო პირი. მის მოვალეობაში შედის ქადაგება,
წირვა- ლოცვა და რელიგიური რიტუალების შესრულება. მღვდელმთავარი
-
საეკლესიო იერარქიის უმაღლესი პირი, იგივე ეპისკოპოსი. ნათლობა
-
ქრისტიანობაში შესვლა, ეკლესიის წევრად გახდომა. აღესრულება წყლის
სხურებით ან წყალში სამგზის დაფლვით. ნამაზი -
ან სალათი -
ისლამში სავალდებულო ლოცვა, რომელსაც მუსლიმი დღეში ხუთჯერ
ასრულებს. ნეოფიტი -
რომელიმე სარწმუნოების ახალი მიმდევარი. ნირვანა -
ბუდიზმში სულიერი განვითარების ბოლო საფეხური; სიხარბის, სიძულვილის,
უვიცობისგან გათავისუფლება. სიტყვასიტყვით ნიშნავს ჩაქრობას, აორთქლებას. ინდუისტურ
ტრადიციაში გარკვეული მედიტაციური პრაქტიკის მიზანი. ნიქაბი (ნიკაბი)
- მუსლიმებში სახის საფარველი. შენიშვნა: ბურქისგან (ბურკა)
განსხვავებით, იგი მხოლოდ სახეს ფარავს და არა მთლიან სხეულს, ასევე არ ფარავს
თვალებს. პაგოდა -
ბუდისტური ტაძარი. პარაკლისი -
ქრისტიანულ პრაქტიკაში, სამადლობელი, სავედრებელი ლოცვა; ლოცვა
ნუგეშისთვის. პასტაფარიანიზმი
-
მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია. პირველად „მფრინავი
სპაგეტის მონსტრი“ 2005 წელს ახსენა ამერიკაში ბობი ჰენდერსონმა სატირულ ღია
წერილში, რომლითაც ეწინააღმდეგებოდა გონივრული ჩანაფიქრის თეორიასა და
კრეაციონიზმის
სწავლებას საჯარო სკოლებში. მას შემდეგ, რაც მან წერილი თავის ვებგვერდზე
გამოაქვეყნა, მფრინავი სპაგეტის იდეა ბევრმა ადამიანმა აიტაცა და პასტაფარიანიზმი
სოციალურ მოძრაობად იქცა. მისი მიმდევრები გვხვდებიან ძირითადად ჩრდილოეთ
ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. საქართველოში, 2016 წელს, რამდენიმე პირმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის“ საჯარო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით რელიგიურ გაერთიანებად რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. რეესტრმა
რეგისტრაციაზე უარი თქვა, რადგან მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა ევროპის საბჭოს წევრ
ქვეყნებში რელიგიური მიმდინარეობის არსებობა. პასტორი -
პროტესტანტი სასულიერო პირი, იგივე ხუცესი, მწყემსი. პროზელიტიზმი -
მორწმუნეების მიერ რელიგიური რწმენის, დოქტრინის სხვებისთვის
გაცნობა, რელიგიური სწავლების გავრცელება. პროტოპრესვიტერი
-
ქრისტიანობაში საკათედრო ტაძრის წინამძღვარი; თეთრი
სამღვდელოების უმაღლესი წოდება. „ჟენ“ პრინციპი -
ჩინურად ნიშნავს კაცთმოყვარეობას, ჰუმანურობას, სიკეთესა და
სიყვარულს. კონფუციანიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. რაბინი
-
სასულიერო პირი იუდაიზმში. რეფორმაცია
-
რეფორმაცია, როგორც საპროტესტო მოძრაობა, მე-16 საუკუნეში კათოლიკე
ეკლესიის წიაღში წარმოიშვა. მისი ლიდერები იყვნენ მარტინ ლუთერი, ჟან კალვინი,
ჰალდრიჰ ცვინგლი. რეფორმაციის დასაწყისად მიიჩნევენ თარიღს, როდესაც, გადმოცემით,
1517 წლის 31 ოქტომბერს, მღვდელმა და უნივერსიტეტის პროფესორმა, მარტინ ლუთერმა
(1483-1546 წწ.) „95 თეზისი“ გამოაკრა ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე. ამ მოძრაობამ
საფუძველი დაუდო პროტესტანტულ ეკლესიებს. სამოციქულო ეკლესია
-
ისტორიულად ტერმინი მიემართება სრულიად ქრისტიანულ ეკლესიას
თორმეტი მოციქულის პერიოდში, ან ნებისმიერ უძველეს ეკლესიას, რომელიც რომელიმე
მოციქულის დაარსებულია. თეოლოგიაში, ტერმინი გულისხმობს ეკლესიას, რომელიც იზიარებს
მოციქულთა სწავლებას ან/და დაკავშირებულია მოციქულებთან ისტორიული უწყვეტობით.
სხვადასხვა რელიგიური დენომინაცია ტერმინ „სამოციქულოს“ საკუთარ დასახელებაში
იყენებს (მაგალითად, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია).
სამსარა -
ინდურ ფილოსოფიასა და რელიგიებში მეტემფსიქოზის, ანუ სულთა გადასახლების,
რეინკარნაციის მთავარი კონცეპტი; ტანჯვასთან ასოცირებული ხელახლა დაბადების
წრებრუნვა, რომელშიც სული ცდილობს გათავისუფლებას საკუთარი წარსულისგან. მისგან
გათავისუფლება, გამოსვლა შესაძლებელია მოკშას, ანუ ჩაქრობის მდგომარეობით
(ინდუიზმში) ან ნირვანის მიღწევით (ბუდიზმში). სანსეი -
იაპონურ ტრადიციაში მასწავლებელი, ოსტატი. სალაფიზმი -
(არაბ: ალ-სალაფალ-საალიჰ) სუნიტური ისლამის განშტოება, რომლის
თანამედროვე მიმდევრებიც მიიჩნევენ, რომ „ღვთისმოსავ წინაპრებს“ მაქსიმალურად
ბაძავენ. სახარება -
მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ევანგელიონ“ და ნიშნავს „კეთილ
ამბავს“. მასში თავმოყრილია იესო ქრისტეს ცხოვრების, მოღვაწეობისა და სწავლების
უმთავრესი ტექსტები. არსებობს ოთხი კანონიკური სახარება, რომელთა ავტორების შესახებ
ქრისტიანული ეკლესია მეორე საუკუნეში შეთანხმდა. ქართულად მას ოთხთავსაც უწოდებენ
-
მათეს სახარება, მარკოზის სახარება (ყველაზე ძველი), ლუკას სახარება, იოანეს
სახარება. ეს სახარებები წარმოადგენს ახალი აღთქმის ნაწილს მოციქულთა საქმეების,
მოციქულთა წერილებისა და გამოცხადების წიგნთან ერთად. სახარებების დაწერის
თარიღებად მიჩნეულია ახალი წ.აღ. 66-110 წლები. კანონიკური ტექსტების გარდა,
არსებობს არაკანონიკული სახარებებიც, ტექსტები, რომლებიც საეკლესიო ტრადიციით
ამახინჯებენ ქრისტეს მოძღვრებას და გვიან, მე-2-
მე-3 საუკუნეებშია შექმნილი. სეიდი - არაბულიდან ითარგმნება როგორც ოსტატი ან ბატონი. წოდება, რომელიც
გამოხატავს პატივისცემას. ასევე ტიტული, რომელიც აღნიშნავს წინასწარმეტყველ
მუჰამედის შვილიშვილების ჰასან იბნ ალის, ჰუსეინ იბნ ალის, ასევე მისი ქალიშვილის
ფატიმასა და სიძის ალი იბნ აბუ ტალიბის მამაკაც შთამომავლებს.
სინაგოგა -
იუდაიზმის მიმდევართა სამლოცველო სახლი. სინტოიზმი/შინტოიზმი
-
იაპონიის მკვიდრი რელიგიური რწმენა და პრაქტიკა. სინტოს
მთავარი სულიერი პრინციპია ადამიანის ცხოვრება ბუნებასა და საზოგადოებასთან სრულ
ჰარმონიაში. სიქჰიზმი -
რელიგია და ფილოსოფია, რომელიც მე-15 საუკუნეში ინდოეთში, პანჯაბის
რეგიონში ჩაისახა. მისი მიმდევრები სიქჰებად იწოდებიან. სიქჰიზმის ფუძემდებლად
ითვლება გურუ ნანაკი (1469-1539), რომლის შემდეგაც მოღვაწეობდა კიდევ ცხრა გურუ.
მეათე გურუს გარდაცვალების შემდეგ, მარადიული გურუს სული ტრანსფორმირდა და გამოვლინდა სიქჰთა წმინდა წიგნში, გურუ გრანტ საჰიბში, რომელიც ამის შემდეგ
ერთადერთ გურუდ მიიჩნევა. სუნა -
ენციკლოპედია ბრიტანიკას მიხედვით, ისლამში ტრადიციული სოციალური და
სამართლებრივი წეს-ჩვეულებისა და პრაქტიკის ერთობლიობა. ყურანსა (ისლამის წმინდა
წიგნი) და ჰადისებთან (წინასწარმეტყველ მუჰამედის გამონათქვამები) ერთად,
წარმოადგენს შარიათის, ანუ ისლამური სამართლის, მთავარ წყაროს.
სუნიმზი -
ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ისლამში. ტერმინი მომდინარეობს სიტყვიდან
„სუნა“ (წინასწარმეტყველ მუჰამედის გამონათქვამები და მასთან დაკავშირებული
გადმოცემები). სუნიტებად ითვლებიან ის მუსლიმები, რომლებიც აღიარებენ პირველი ოთხი
მართლმორწმუნე ხალიფას (აბუბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი) კანონიერებას, ჰადისთა ექვსი
კრებულის უტყუარობას (მუჰამედის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადმოცემები) და
ეკუთვნიან ოთხი საღვთისმეტყველო სამართლებრივი სკოლიდან ერთ-ერთს.
სურა -
ყურანის შემადგენელი თავების აღმნიშვნელი ტერმინი. ყურანში სულ 114 სურაა,
თითოეული მათგანი კი აიებად, სტროფებადაა დაყოფილი. სუფიზმი -
ისლამის მისტიკურ-ფილოსოფიური ინტერპრეტაცია და პრაქტიკები. სუფიებს დიდი
წვლილი მიუძღვით მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურის შექმნაში. მათ შორის
აღსანიშნავია, მე-13 საუკუნის სპარსი პოეტის, იურისტისა და სწავლულის, ჯალალ ად-დინ
რუმის შემოქმედება. სტიქაროსანი
-
პირი, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში ღვთისმსახურს ეხმარება.
სქიზმა -
სიტყვასიტყვით ნიშნავს გაყოფას; განხეთქილება რელიგიურ გაერთიანებაში;
კანონიკურ საფუძვლებზე ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა.
ტაიჩი -
ჩინურ ფილოსოფიაში, რეალური სამყაროს უზენაესი ძალა და მამოძრავებელი
მიზანი, პირველმიზეზი, კოსმოსის ორი საწყისის, იანის და ინის კავშირის წყარო.
ტრიპიტაკა -
ადრეული ბუდისტური ტექსტების კრებული, რომელიც დაიწერა ძველ ინდურ,
პალის ენაზე, იგივე, პალის კანონი. უმმა -
რელიგიური კავშირით განმტკიცებული ყველა მუსლიმის ერთობა, გლობალური
მუსლიმური საზოგადოება, სახელმწიფო. უპანიშადები -
სანსკრიტზე ნიშნავს კავშირს. ინდუისტური ტრადიციის წმინდა ტექსტები,
ვედების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ფარანჯა -
ფართო მოსასხამი/საფარველი, რომელსაც მუსლიმი ქალები გარეთ ატარებენ.
ყურანი -
ისლამის წმინდა წიგნი; შედგება 114 სურისგან, დაწერილია არაბულად.
მუსლიმთა რწმენით, ყურანი ზეცითაა გარდმოვლენილი, ანუ ზეცაშია შექმნილი და მისი
ყოველი სიტყვა წმინდაა. ქოშერი -
საკვები, რომელიც მომზადებულია იუდაიზმისა და იუდაური ტრადიციის წესების
დაცვით. შარიათი -
ისლამური კანონიკური სამართალი. მუსლიმების რწმენით, იგი მორწმუნეებს
ღმერთმა მოუვლინა და ღმერთის ნების გამოხატულებად ითვლება; ეფუძნება ყურანის
სწავლებებსა და რელიგიურ პრაქტიკას; მოიცავს როგორც რელიგიურ, ასევე საერო
მოვალეობებს და, ზოგიერთ შემთხვევებში, ითვალისწინებს სასჯელს კანონის
დარღვევისთვის. შეიხი -
მუსლიმი საზოგადოების/თემის ლიდერი, ზოგჯერ უმაღლესი სასულიერო პირი. მაგ.
შეიხულ ისლამი -
ისლამის შეიხი ანუ უხუცესი, შიიტებთან ხშირად მხოლოდ საპატიო
ტიტულია. შიიზმი -
ისლამის ერთ-ერთი მთავარი განშტოება. სუნიტებსა და შიიტებს შორის
განსხვავება, რელიგიური გადმოცემით, წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების
შემდგომ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. შიიტი მუსლიმები, სუნიტებისგან
განსხვავებით, მიიჩნევენ, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით 632 წელს, წინასწარმეტყველ
მუჰამადის გარდაცვალების შემდეგ, მისი სულიერი და პოლიტიკური ძალაუფლება
მემკვიდრეობით მის ბიძაშვილსა და სიძეს -
ალის გადაეცა. ენციკლოპედია ბრიტანიკას
მიხედვით, ტერმინი „შია“ (არაბულად ნიშნავს „მხარდამჭერს“) პირველად გამოყენებული
იყო იმ მუსლიმებთან მიმართებით, რომლებიც ხალიფა ალის ომაიანთა სახალიფოს
წინააღმდეგ ომში გაჰყვნენ. ძენ ბუდიზმი
-
აღმოსავლეთ აზიის ბუდიზმის მნიშვნელოვანი სკოლა. გავრცელებულია
ჩინეთში, კორეაში, ვიეტნამში, იაპონიაში. ძენის სწავლების ფუნდამენტური პრინციპია,
რომ გამოღვიძება ყველას შეუძლია, ოსტატის მიერ შესაბამისი სულიერი წვრთნის შედეგად.
ძველი აღთქმა -
ასე უწოდებს საქრისტიანო კანონიკური ბიბლიის პირველ ნაწილს.
კათოლიკე ეკლესია აღიარებს ძველი აღთქმის 46 წიგნს, აღმოსავლური მართლმადიდებელი
ეკლესია -
49-ს, პროტესტანტული ეკლესიების ნაწილი კი მხოლოდ 39 წიგნზე თანხმდება.
შესაბამისად, განსხვავდება სხვადასხვა ქრისტიანულ ტრადიციაში ძველი აღთქმის
წიგნების დასახელებები, ნუმერაცია და თანამიმდევრობა. ძველი აღთქმის წიგნში შედის:
თორა, ისტორიული წიგნები, სიბრძნის წიგნები და წინასწარმეტყველებანი.
წინადაცვეთა -
ბიჭის ინიციაციის რიტუალი, წეს-ჩვეულება, რომელიც გავრცელებულია
იუდაიზმისა და ისლამის მიმდევართა, აგრეთვე აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში,
ადგილობრივი რელიგიების წარმომადგენლებს შორის (ზოგჯერ ქალებშიც).
ხალიფა და სახალიფო - ტერმინი „ხალიფა“ „წინასწარმეტყველი მუჰამადის შთამომავალს“, „მონაცვლეს“ აღნიშნავს, ხოლო „სახალიფო“ (არაბ. ხილაფა) -
მუსლიმი საზოგადოების
(უმმა) ან სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის სამყოფელს. ჯაინიზმი
-
რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც ჩაისახა ინდოეთში და ქადაგებს
სულიერ განვითარებას, ძალადობის უარყოფის საფუძველზე, ყველა სულიერი არსების
მიმართ. ჰადისები -
ისლამში, წინასწარმეტყველ მუჰამედის შემონახული გამოთქმები, მიჩნეული და
მიღებული რელიგიური კანონის/სამართლის და მორალური ხელმძღვანელობის მთავარ წყაროდ.
ჰაჯი -
მუსლიმების პილიგრიმობა (მომლოცველობა) მექაში (საუდის არაბეთი).
ჰიჯაბი -
მუსლიმი ქალის სამოსი, რომელიც ფარავს თავსა და კისერს, მაგრამ ღიად
ტოვებს სახეს. შენიშვნა: განსხვავების სანახავად, იხ.: ნიქაბი, ბურქა, ფარანჯა.
ახალი აღთქმის მიხედვით, ევქარისტიის წესი თავად იესო ქრისტემ დაუტოვა თავის
მოწაფეებს საიდუმლო სერობისას. ქრისტიანული ეკლესიების ტრადიციები განსხვავდება
ერთმანეთისაგან ზიარებასთან მიმართებით. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ტრადიციაში
მიიჩნევა, რომ ზიარებისას პური და ღვინო იქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად, ანუ
ხდება მათი ტრანსუბსტანცია (არსის შეცვლა). პროტესტანტული ეკლესიების ტრადიციაში,
პური და ღვინო წარმოადგენს ქრისტეს სისხლისა და ხორცის გახსენებას, სიმბოლოს. არის
ქრისტიანული დენომინაციები, რომლებიც არ აღასრულებენ ზიარების წესს.
-
ქეთუბიმ (წერილები).
იღუმენი/იღუმენია -
ნიშნავს წინამძღოლს; იღუმენი -
მართლმადიდებელი მონასტრის
მამაკაცი წინამძღვარი; იღუმენია -
დედათა მონასტრის ქალი წინამძღვარი.
რელიგიური მოძრაობების სოციოლოგიურ კლასიფიკაციაში კულტი არის რელიგიური ჯგუფი,
რომელსაც ახალი ან დევიანტური (არსებული სოციალური ნორმებისგან განსხვავებული)
პრაქტიკა და რწმენა აქვს. თუმცა, ეს განსაზღვრება ხშირად ბუნდოვანია. ხშირად კულტს
უარყოფითი კონოტაცია აქვს, ისევე როგორც სექტას, და განსხვავებული რელიგიური
დოქტრინებისა და პრაქტიკის აღნიშვნისთვის იყენებენ -
ამ შემთხვევაში, კულტის
ნაცვლად, უნდა გამოვიყენოთ რელიგიური ჯგუფი, გაერთიანება (ამ თემაზე იხ.
სექტა/სექტები).
„აზანს“ კითხულობს.
შენიშვნა: განსხვავების სანახავად, იხ.: ნიქაბი, ბურქა და ჰიჯაბი.
![]() |
7 მთავარი ეთნიკური და რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც საქართველოში აღინიშნება |
▲ზევით დაბრუნება |
აიდა ეზიდი – დეკემბრის პირველი პარასკევი (იულიანური კალენდრით) – აიდა ეზიდ (ეზიდის ამ ქვეყნად მოვლინების დღესასწაული). დღესასწაული დეკემბრის პირველ
პარასკევს აღინიშნება. ამ დღემდე, სამი დღის განმავლობაში, ყველა ეზიდურ ოჯახში
განსაკუთრებული სადილი მზადდება ახლობლების, ნათესავებისა და მეზობლებისათვის
გასაზიარებლად. ამ რიტუალით ეზიდი თემი გარდაცვლილებს მიაგებს პატივს.
პარასკევს კი დღესასწაული დგება. ეზიდური ტექსტების თანახმად, ეს დღე სამყაროს
შექმნის, სამყაროს დასაბამის, დაბადების, ახალი სიცოცხლის დღესასწაულია.
აიდა სარსალე – ეზიდური ახალი წელი, აღინიშნება აპრილის პირველ ოთხშაბათს
(იულიანური კალენდრით). ეზიდები ამ დღეს კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ და
ნაჭუჭებს მინდორში ფანტავენ, აცხობენ ქადებს, სახლის შესასვლელ კარებს გარედან
მინდვრის წითელი ყვავილებით რთავენ. ალ-ჰიჯრა –
არაბულად „მიგრაციას“ ნიშნავს. ისლამური გადმოცემით, ჰიჯრას დროს,
ანუ ა.წ. 622 წელს, წინასწარმეტყველი მუჰამედი მექიდან მედინაში გადავიდა, რათა
დევნისთვის თავი დაეღწია. მედინაში მან პირველი ისლამური სახელმწიფო დააარსა.
ისლამური კალენდარი წელთაღრიცხვას ჰიჯრადან იწყებს, რის გამოც მუსლიმურ
თარიღებს აქვთ სუფიქსი ჰ.შ. (ჰიჯრას შემდეგ).
ამაღლება –
ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულიდან მე-40 დღეს ზეიმობენ იესო
ქრისტეს ამაღლებას. ქრისტიანული გადმოცემით, ამ დღეს იესო გამოეცხადა
მოციქულებს, აიყვანა ისინი ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე და უბრძანა, არსად
წასულიყვნენ იერუსალიმიდან, რადგან მიიღებდნენ განსაკუთრებულ ძალას, როცა
სულიწმიდა გადავიდოდა მათზე. ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად
აამაღლა და განაღმრთო.
აღდგომა / აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული –
ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი დღესასწაული, აღნიშნავს იესო ქრისტეს აღდგომას. თარიღი მოძრავია,
აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის პირველი სავსე მთვარის მომდევნო კვირას.
შენიშვნა:
აშურა –
ემთხვევა მეათე მუჰარამს, ისლამური მთვარის კალენდრის პირველ თვეს.
აშურას დროს სუნიტი მუსლიმები მარხულობენ და ორ მოვლენას აღნიშნავენ: დღეს,
როდესაც, გადმოცემით, ნოემ დატოვა კიდობანი; და როდესაც ღმერთმა მოსე
ეგვიპტელებისგან გადაარჩინა. შიიტი მუსლიმებისთვის კი აშურა გლოვის დღეა.
გადმოცემით, ამ დღეს წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი, ჰუსეინ იბნ ალი
ქარბალას ბრძოლას შეეწირა. შიიტებთან ამ დღეს მარხვა ცოდვად მიიჩნევა, რადგან
მარხვა თავისი არსით ზეიმურია. შიიტებთან მუჰარამის მხოლოდ პირველ რიცხვში
შეიძლება მარხვა და იგი სავალდებულო არაა. ბზობა –
ქრისტიანული რელიგიის მიხედვიით, იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით
შესვლა. ამ დროს მას ხალხი, ქართული ტრადიციით, ბზის (ბაიის) ტოტებს უფენდა.
გაურა პურნიმა –
ვაიშნავთა ტრადიციის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, უფალი შრი
ჩაიტანიას მოვლინების დღე.
გოვარდჰანა პუჯა –
ვაიშნავები დიპავალის (ჩირაღდნების დღესასწაული) მომდევნო
დღეს აღნიშნავენ. ვაიშნავური სწავლების მიხედვით, გოვარდჰანა წმინდა მთა
უზენაესი უფლის გართობის ადგილია. „როდესაც გაბრაზებულმა ინდრამ გადაწყვიტა,
თავსხმა წვიმებით წაელეკა ვრინდავანი, შეშინებულ მცხოვრებთა თავშესაფრად
კრიშნამ ასწია გოვარდჰანას მთა და რამდენიმე დღის განმავლობაში მარცხენა ხელის
ნეკით ეჭირა იგი“.
ვარდავარი –
იესო ქრისტეს ფერისცვალება, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი
ეკლესიის ხუთი უმთავრესი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, რომელიც აღინიშნება აღდგომის
შემდეგ მე-14 კვირას. ღვთისმსახურების შემდეგ, მორწმუნეები ტრადიციულ წყლის
შესხმის რიტუალს ასრულებენ. მათი რწმენით, წყალი განასახიერებს საღმრთო მადლს.
იესო ქრისტეს შობა –
შობას სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები განსხვავებული
კალენდრით აღნიშნავენ. საქართველოს, რუსეთის, იერუსალიმისა და სერბეთის
მართლმადიდებელი ეკლესიები და ე.წ. ბერძენი ძველი კალენდარისტები შობას 7
იანვარს ზეიმობენ. უმრავლესობა მართლმადიდებელი ეკლესიებისა (მაგ.
კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის,
რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების) შობას
აღნიშნავს 25 დეკემბერს. 25 დეკემბერს შობას ზეიმობენ კათოლიკე და პროტესტანტი
ეკლესიები. 6 იანვარს კი –
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია.
იომ ქიფური –
მონანიების დღე, იუდაური რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
დღესასწაულია. აღინიშნება ებრაული კალენდრის პირველი თვის, თიშრეის მეათე დღეს.
მონანიების და მარხვის ათი დღის დასასრულს.
კლოჩე სარე სალე –
ეზიდებისთვის განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის
დღესასწაული, მარტში აღინიშნება. ამ დღესასწაულს ეზიდები ორი დღის განმავლობაში
სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო და სახალხო რიტუალით აღნიშნავენ. პირველ დღეს,
მიცვალებულთა მოსახსენიებლად, ეზიდები მეზობლებსა და ახლობლებს ქადებით
უმასპინძლდებიან. ტრადიციულად, იმავე საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო
ნამცხვარს, კლოჩს აცხობს, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული. მეორე დილას
ოჯახის უფროსი კლოჩს შვიდი წმინდანისა და ოჯახის წევრების სახელზე ჭრის. თუკი
რომელიმე წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდება მძივის ბურთულა, ის
წმინდანი იქნება იმ წელს ოჯახის მფარველი, ხოლო თუ ოჯახის წევრთა სახელზე
განკუთვნილ ნაჭერში აღმოაჩენენ, მაშინ ოჯახის ეს წევრი წლის მეკვლე ხდება.
მუჰარამობა („შახსეი-ვახსეობა“) –
ისლამური გლოვის დღე. არაბული კალენდრის
პირველი თვის „მუჰარამის“ პირველი ათი დღის განმავლობაში, წინასწარმეტყველის
შვილიშვილის –
იმამი ჰუსეინის და მის მომხრეთა მცირერიცხოვანი ჯგუფის,
დღევანდელი ერაყის ქალაქ ქარბალასთან უმაიდების (ომაინთა), იმდროინდელი
„ხალიფის“ იაზიდ იბნ მუავიას მიერ ალყაში მოქცევას და მეათე დღეს მოწამეობრივად
მოკვდინებას ეძღვნება. „მუჰარამობა” მუჰარამის თვის პირველ დღეს იწყება და
მეათე „აშურას“ (რაც არაბულად ათს ნიშნავს) დღეს მთავრდება. ქართულ სამეტყველო
ენაში იხსენიება, როგორც „შახსეი-ვახსეობა“.
ნოვრუზ ბაირამი –
„ნოვრუზი“ სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი „ნოვ“ –
ახალს,
ხოლო მეორე, „რუზ“, დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის,
ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია. აღინიშნება 21 მარტს. 2010 წელს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. ამ დღის
აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით: „ამა ქალაქსა წესია: დღეს ამას ნავროზობასა –არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ
კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა“.
პასექი (ფესახი) –
ფესახი ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევას
აღნიშნავს. ამ დღეს იუდაიზმის მიმდევარი მორწმუნეები ფიზიკური და სულიერი
გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს
მოილოცავენ და უფუარ პურს –
მაცას მიირთმევენ. აღინიშნება ებრაული კალენდრის
ნისანის თვის მე-15 დღიდან 21-ე დღის ჩათვლით.
პრაბჰუპადას მოვლინების დღე –
ვაიშნავთა რელიგიური მოღვაწის, გაუდია
ვაიშნავიზმის მოწაფეობრივი ხაზის სულიერი მოძღვრის, კრიშნას ცნობიერების
საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებლის მოვლინების დღე.
რამადანი/რამაზანი –
ისლამის მიმდევრებისთვის რამადანი კალენდრის მეცხრე თვეა.
ისლამური გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ
მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც
მიმადლა. მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან
დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ
აკრძალვებისგან იგი თავისუფლდება მზის ჩასვლის შემდეგ, თუმცა მორწმუნეს ღამის
საათებშიც მხოლოდ სიკეთის კეთება მართებს. მარხვა შეიძლება გაგრძელდეს 28, 29
ან 30 დღის განმავლობაში და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.
როშ ჰაშანა –
ებრაული ახალი წლის დადგომის დღესასწული. (ებრაული წელთაღრიცხვა
აღინიშნება ადამ და ევას შექმნის დღიდან). იუდაური ტრადიციის მიხედვით, ამ
დღეებში
ფასდება ადამიანის განვლილი წელი და განისაზღვრება მისი მომავალი დამდეგ წელს.
ებრაული კალენდრის პირველი თვის, თიშრეის პირველ და მეორე დღეს.
სულთმოფენობა –
ქრისტიანული დღესასწაული, აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს;
მოციქულებზე წმინდა სულის გადმოსვლის დღესასწაული.
სურბ სარგისი (წმინდა სარგისი) –
მეოთხე საუკუნის მოწამე მთავარსარდალი,
რომელიც წმინდანადაა აღიარებული სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა
ეკლესიაში. მისი სახელითაა ცნობილი მოწამის ხსოვნას მიძღვნილი დღესასწაული,
რომელიც მდიდარია ხალხური წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. მათ შორისაა
მარილიანი კვერის დარიგება, ღამით გარეთ ფქვილიანი ჯამის დატოვება, წმინდა
სარგისის ცხენმა ნალის კვალი რომ დატოვოს და სხვა. დღესასწაულის აღნიშვნის
თარიღი მოძრავია და დამოკიდებულია აღდგომის აღნიშვნის თარიღზე.
ტავაფა ეზიდ – თბილისის ეზიდური ტაძრის სატაძრო დღესასწაული. მას ეზიდები
საქართველოში ივნისის თვის მეორე კვირას ზეიმობენ. ეზიდთა ტაძარი და მასთან
არსებული კულტურის ცენტრი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე
ერთადერთი ეზიდური რელიგიურ-კულტურული და საგანმანათლებლო კერაა, 2012 წელს
დაარსდა ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ. 2015 წლის 16 ივნისს ტაძარი საზეიმოდ
გაიხსნა.
ფერისცვალება –
თორმეტი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულიდან ერთ-ერთი;
აღინიშნება 19 აგვისტოს. ყურბან ბაირამი –
ისლამში მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, რომელსაც მუსლიმები
მთვარის კალენდრის მეათე დღეს ზეიმობენ. დღესასწაული, მექაში პილიგრიმობის
(მომლოცველობის), ჰაჯის კულმინაციური ეტაპია. მუსლიმთა წმინდა წიგნი, ყურანი
გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი
გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა
ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის
აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად
იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი –
კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად
სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა წინასწარმეტყველს –
ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა
გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
შავუოთი –
ერთ-ერთი მთავარი და გამორჩეული ებრაული დღესასწაული. რელიგიური
გადმოცემით, ებრაელებისა და მოსესთვის სინაის მთაზე უზენაესის მიერ „ათი
მცნების“ და თორის ბოძების აღსანიშნავი დღესასწაული. აღინიშნება პასექის
დღესასწაულის დასრულებიდან შვიდი კვირის შემდეგ (პასექის შაბათის გასვლიდან
ორმოცდამეათე დღეს, სახელწოდება „შავუოთი“ ნიშნავს „კვირებს“).
ხაბ-ნისანი –
ასურელთა ახალი წელი პირველ აპრილს აღინიშნება. ეს არის
გაზაფხულის მოსვლისა და ბუნების გამოცოცხლების დღესასწაული, რომელიც
უკავშირდება შუმერების მიერ მესოპოტამიაში მინდვრის სამუშაოების დაწყებას.
„ბრწყინვალე“ მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის შესახებ ითქმის მართლმადიდებლური
ტრადიციით, რადგან გამორჩეულად მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
![]() |
8 გამოყენებული წყაროები |
▲ზევით დაბრუნება |
ოქსფორდის ლექსიკონი
ლექსიკონი
ბრიტანიკა
ევროპის საბჭოს გაიდლაინები
ადამიანის უფლებების
სწავლებასთან დაკავშირებით
რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან
დაკავშირებით საერთაშორისო კანონმდებლობა
და სტანდარტები
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის ანტისემიტიზმის
მონიტორინგისა და
აღმოფხვრის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის განმარტებები და
რეკომენდაციები
ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო
ალიანსის (International
Holocaust Remembrance Alliance (IHRA) რეკომენდაციები
და განმარტებები
Religion Newswriters
Foundation, სტილის სახელმძღვანელო
ჟურნალისტებისთვის (მისურის უნივერსიტეტი,
აშშ)
რელიგიები საქართველოში, სახალხო
დამცველთან არსებული ტოლერანტობის
ცენტრის ენციკლოპედია,
2008
გზამკვლევი სახელმძღვანელოს ავტორებისთვის,
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების
ინსტიტუტი (TDI),
2018
მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებები
მედია გაშუქებისა
და შეურაცხმყოფელი
ტერმინოლოგიის
მიმართ, მედიის
განვითარების ფონდი
(MDF), 2017
სეკულარიზაცია: კონცეპტი და
კონტექსტები. რედ: გიგა
ზედანია, მერაბ
ღაღანიძე, 2009.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Mudde,
Cas. (2016).
On
გამოყენებული წყაროები: