The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დავით აღმაშენებლის ეპიტაფია
დავით აღმაშენებლის ეპიტაფია

არსენ იყალთოელი

დავით აღმაშენებლის ეპიტაფია

 

ვის  ნაჭარმაგევს  მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს.

 

ეპიტაფია (ბერძნ. = საფლავზედა) -  წარწერა საფლავის ქვაზე. აქ: ამ ფორმით დაწერილი ლექსი. ნაჭარმაგევი - გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება, დღევანდელი კარალეთი, სადაც მეფის რეზიდენცია იყო; შესაძლებელია მეორე გაგებაც: დავით აღმაშენებლის ძლიერების გამომხატველი ეპითეტი. მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს - იგულისხმება: დავით აღმაშენებელი - მეფე  აფხაზთა (ე.ი. დას. საქართველოს ფლობა -1089 წ.), ქართველთა (ქართლი, კახთა (კახეთი -1101-1104წწ.) რანთა (ჰერეთი), სომეხთა (ლორე-ტაშირი - 1118 წ.), შაჰან-შაჰ (ანისის - 1123 წ.), შარვან-შაჰ (შარვანის - 1124 წ.). შთამესხნეს - ჩამისხამს.  ხელნი გულზედა დამესხნეს - გულზე ხელები დამიკრეფია.