მაჭავარიანი მუხრან
ლაშურა
კითხულობს:მთარგმნელი:
გიორგი მესხი
-
გაამაყდიო!
აღარ მკადრულობ, -
აღარ ბანაობ ლაშურაშია...
- „გაამაყდიო!“
ეჰ, ნაკადულო...
გაამაყება რა შუაშია!
მე გავიზარდე.
შენ ხარ პატარა.
წინათ?!
პატარა ვიყავი წინათ.
დღეს კი...
პატარა უკვე აღარ ვარ.
ვარ დიდი.
ალბათ, გამზარდა წვიმამ?!
წვიმით
მხოლოდ შენ დიდდები ხოლმე,
ჩემო ლაშურა -
ისიც დროებით...
არ შემწევს ღონე,
არ შემწევს, თორემ -
განა მე არ მსურს,
ვიყოთ ტოლები?! |
|
|