The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921) ტომი II

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია (1921) ტომი II


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მასალები საქართველოს პირველი კონსტიტუციისთვის
თარიღი: 2018
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სამოქალაქო განათლების განყოფილება მასალები და დოკუმენტები თბილისი 2018 UDC (უაკ) 342.4(479.2) სუ – 323 რედაქტორები: ემზარ ჯგერენაია, თეა კენჭოშვილი შემდგენლები: ხათუნა დავითური, მარინა ალანია, ნანო ომანაძე, ეკატერინე ჭელიძე, ნათია შენგელაია, ნელი გიორგაძე, ლელა აბაშიძე, გამომცემლობა ISBN 978-941-0-8186-6 (ორივე ტომის) ISBN 978-941-27-862-4 (მეორე ტომის) © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ეძღვნება ისიდორე დოლიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს



1 1919 წელი

▲ზევით დაბრუნება


1.1 საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის N1 სხდომის ჟურნალი (1919 წ. მარტის 19)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: გ. გვაზავა, რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე, ს. ჯაფარიძე, გ. ლასხიშვილი, სპ. კედია, რ. ჩიხლაძე, კ. ანდრონიკაშვილი, ლ. ნათაძე, ი. ბარათაშვილი. მ. რუსია და ი. გობეჩია.

თავმჯდომარეობდა გ. გვაზვა და რ. არსენიძე……..მდივნობდა ი. ხანანაშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.















2.









3.










4.









5.





6.





7.








8.










9.

კომისიის პრეზიდიუმის არჩევა.















ცნობა კომისიის საჭიროებისათვის ბიბლიოთეკის არსებობისა.








კომისიის ოქმების შედგენა სტენოგრაფიით.









ბინის კითხვა.









დრო კომისიის სხდომებისა.





ქვორუმი.





საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენება.







საკონსტიტუციო კანონპროექტები.










საკანონმდებლო წინადადება შეუთავსებლობის შესახებ.





თავმჯდომარე

მდივანი

პირველ სხდომას ხსნის კომისიის უხუცესი წევრი გ.გვაზავა 12 ს. 30 წ., რომელიც წინადადებით მიმართავს კომისიის წევრთ აირჩიონ კომისიის მუდმივი თავმჯდომარე.

თავმჯდომარეთ ერთხმად იქნა არჩეული რ. არსენიძე, რომლის წინადადებითაც კომისია ირჩევს თავმჯდომარის თანაშემწესა და მდივანს. თავმჯდომარის თანაშემწედ არჩეულ იქნა ს. ჯაფარიძე, ხოლო მდივნად გ. ფაღავა.



პ. საყვარელიძე ცნობისათვის მოახსენებს კომისიას, რომ ყოფილ პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის განკარგულებაში მცირე ბიბლიოთეკა იყო და ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა დამფუძნებელ კრების საკონსტიტუციო კომისიის წევრთ შეუძლიანთ.


კომისიის წევრთა შორის იბადება კითხვა ოქმების სტენოგრაფიით მწერავ პირის დაქირავების შესახებ. ამ კითხვის გამო მცირე აზრთა გაცვლა გამოცვლის შემდეგ კომისია ადგენს: კითხვის საბოლოოდ გადაწყვეტა გადაიდოს იმ დრომდე, სანამ იგი სავსებით გაშუქდებოდეს და გამოირკვევოდეს.


აღიძრა კითხვა კომისიისათვის მუდმივ ბინის მიჩენისა.


ჩიხლაძის წინადადებით კომისია ადგენს: რომ ბინის კითხვის გამორკვევა შეთანხმებით გადაწყდეს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმთან ერთად.


კომისიამ გადაწსყვიტა იკრიფებოდეს კვირაში ორჯერ: ოთხშაბათობით - საღამოს 7-10 საათ. და შაბათობით - დილის 12-1/2 3 საათ.


ქვორუმის რაოდენობა კომისიამ 5 წევრით განსაზღვრა, იმ პირობით კი, რომ ამ 5 წევრთა შორის უნდა იქნეს თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე.


კომისია უკამათოდ ადგენს, რომ მოხსენება პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ გადაიდოს სხვა დროისათვის, ხოლო ისე, რომ კომისიის ყოველ წევრს წინასწარ გასაცნობად მიეცეს ერთი ცალი დაბეჭდილი მოხსენებისა.


მოხსენება დაევალა ს. ჯაფარიძეს.


ამასთანავე ერთად კომისიამ გადასწყვიტა, რათა საერთოდ ყოველი საკონსტიტუციო ხასიათის კანონპროექტი იმდენ ეკზემპლიარად დაიბეჭდოს, რომ კომისიის ყოველ წევრს საშვალება ექნეს გაეცნოს კონსტიტუციის პროექტს.


რ. არსენიძის წინადადებით კომისია ადგენს, რომ კანონპროექტი გადაეცეს სპ. კედიას, რომელსაც დაევალა მისი შემუშავება და განხილვა და კომისიის წინაშე მოხსენება შაბათის სხდომაზე.


სხდომა იხურება 1 ს. 30 წ.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 21-22

ხელნაწერი

1.2 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი მარტის 26

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: რ. არსენიძე, ლ. ნათაძე, ს. კედია, პ. საყვარელიძე, კ. ჯაფარიძე, რ. ჩიხლაძე, კ. ანდრონიკაშვილი, გ. გვაზავა, პ. წულაია, გ. ფაღავა, ი. გობეჩია, ს. ჯაფარიძე, ი. ბარათაშვილი, გ. ლასხიშვილი.

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე………………………მდივნობდა გ. ფაღავა

№№

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.






2.






3.



4.









5.








6.

თავმჯდომარემ შემოიტანა შემდეგი წინადადებანი:


კომისიის ოქმები წინა სხდომისა მზად იყოს მეორე სხდომისთვის.


ეთხოვოს დამფუძნებელი კრების კანცელარიის გამგეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმის მწარმოებელი გაანთავისუფლოს ყოველივე სხვა საქმისაგან.

ეთხოვოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, კომისიისთვის დათმობილ იქნეს ცალკე ოთახი.

პ. საყვარელიძემ შემოიტანა წინადადება, რომ კომისიაში სამუშაოდ მოწვეულ იქნენ - დამხმარე წევრებად: გ. ნანეიშვილი, კ. მიქელაძე, რომლებიც წინადაც მუშაობდენ პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში და შემუშავებულიც აქვთ რამდენიმე დებულება.


დღიური წესრიგი:


1. შეუთავსებლობის კანონისა.

2. ქვეშევრდომობის კანონის დამატება.

3. იმუნიტეტი წევრთათვის.

4. კონსტიტუციის შესამუშავებელი გეგმის გათვალისწინება.

განსახილველი კანონპროექტი დამფუძნებელ კრების წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა და გასამრჯელოსი/ დიეტისა.


მომხსენებელია სპ. კედია, რომელიც მოახსენებს კომისიას, რომ მას დავალებული ჰქონდა შესწავლა და მოხსენება ხსენებულ დებულებისა, სადაც ორი მთავარი კითხვაა: ერთი წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა, ხოლო მეორე გასამრჯელოსი.


რაც შეეხება პირველ კითხვას - საფუძვლათ უნდა დაედოს ორი მოსაზრება: დამფუძნ. კრების წევრი ყოველ მხრივ თავისუფალ უნდა იყოს მთავრობის გავლენისაგან თუ ნივთიერი მდგომარეობით იგი არ უნდა იყოს დამოკიდებული ვისგანმე.


ყველა კულტურულ სახელმწიფოში მიღებულია ისეთი წესი, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრი არ უნდა იყოს იმავე დროს სახელმწიფო დაწესებულებების მოხელე.


ეს ქმნის იმის გარანტიას, რომ წევრი ემსახურება სახელმწიფოს ზედგავლენის გარეშე.


რაც შეეხება წევრის გასამრჯელოს, ყველა სახელმწიფოში მიღებულია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ეძლეოდეს განსაზღვრული სასყიდელი, დამფუძნებელ კრების წევრებსაც უეჭველად უნდა მიეცეთ განსაზღვრული გასამრჯელო; მხოლოდ იმ პირთ, რომელნიც მსახურებენ ან მთავრობაში, ან თვითმმართველობაში რომელნიც ორივე თანამდებობას ასრულებენ, არ უნდა მიეცეთ ორი სასყიდელი, არამედ მიეცეთ ერთი რომელიმე ადგილიდან.


დამფუძნებელ კრების წევრობა და მთავრობაში და თვითმართველობაში სამსახური ზემოხსენებულის პირობებში მომხსენებელს მისაღებად მიაჩნია.


იმართება ზოგადი მსჯელობა.


ბ. ნათაძე გამოსთქვამს სურვილს, რომ მომხსენებელმა გააცნოს რომელიმე ტექსტი იმ კონსტიტუციისა, საიდანაც ამოღებული აქვს დებულების რომელიმე მუხლი, მაშინ გაადვილებული იქნება შედარება და კომისიის შრომაც.


ბ. კედია უპასუხებს ბ. ნათაძეს და განმარტავს, რომ მას მხედველობაში ჰქონდა მოხსენების დროს კონსტიტუციები საფრანგეთისა, შვეიცარიისა, გერმანიისა, ინგლისისა და შეერთებული შტატებისა. ყველგან იქ მიღებულია ისე, როგორც მან მოიხსენია: სხვათა შორის მინისტრი რჩება საკანონმდებლო ორგანოს წევრად.


თვითმმართველობის ხმოსნობა და წევრობა შესათავსებელია მხოლოდ თვითმმართველობის გამგეობის წევრობა და დამფუძნებელ კრების წევრობა კი შეუთავსებელია.


გასამრჯელოს შესახებ კი ყველა კონსტიტუციაში არის ნათქვამი, რომ დეპუტატებს ეძლევათ სასყიდელი და საზოგადოდ ცხოვრებაც იქით მიდის, რომ შრომა უსასყიდლოდ არ უნდა იყოს.


ბ. ბარათაშვილი ამბობს, რომ შეუთავსებლობას აქვს ორი მხარე - ორი ნაწილი, ერთი უდავო, რომ წევრი უნდა იღებდეს სასყიდელს ერთი წყაროდან; მეორე - სადაოა, - დამფუძნებელ კრების წევრი შეიძლება თუ არა იყოს წევრი სხვა დაწესებულებისაც. დამფუძნებელ კრების წევრს დაევალება ზოგიერთი დაწესებულების კონტროლი, ზედამხედველობა და იმავე დაწესებულების წევრიც თუ იქნება იგი, ეს ხომ შეუძლებელია, მიუღებელია, რომ უზენაესი უფლებაც ჰქონდეს კაცს და პასუხისმგებელიც იყოს.


შეუძლებელია ამგვარი მოვლენის დადასტურება, მიუხედავად სხვა სახელმწიფოს პრაქტიკისა.


ზოგიერთი მოღვაწე მეტად სასარგებლო წევრი იქნება, მაგრამ დამფუძნებელ კრების წევრი თავისუფალი უნდა იყოს სხვა გავლენისა და მოვალეობისაგანაც. ამიტომ მისი აზრით დამ. კრ. წევრი არ უნდა იყოს თვითმმართველობის გამგეობის წევრიც.


გ. გვაზავა ამბობს, რომ კაცის მოღვაწეობას ორი ნაწილი აქვს, ანუ ორი მხარე - ერთია სახელმწიფო სამსახური, მეორე კი თავისუფალი მუშაობის, თავისუფალი პროფესია, როგორც ვექილობა, ერობობა და სხ.

ეს უკანასკნელი სფერო შრომისა თავისუფალია და არ შედის განსახილველ კანონპროექტების სფეროში, აგრეთვე თავისუფალია მუშაობა ვაჭრული და საქველმოქმედო დაწესებულებათა მოღვაწისა.


სულ სხვაა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური და მოღვაწეობა; იქ ვინც მოღვაწეობს, იგი თავისუფალი არ არის, მაგალითად, საქალაქო და საერობო თვითმმართველობებში მოღვაწენი ითვლებიან სახელმწიფო სამსახურში და თუ იქ ჯამაგირს იღებენ, მაშინ იქ თავი უნდა დაანებონ სამსახურს, თუ არ იღებენ ჯამაგირს, მაშინ შეუძლიანთ დარჩენა წევრად. იგი განმარტავს თავის აზრს აგრეთვე ფილოსოფიურის მოსაზრებით, რომ, თუმცა ადამიანის ნებისყოფა მიმართულია სიკეთისაკენ, მაგრამ თუ კაცი ორგან იღვაწებს, მაშინ მისი პსიქიკა იცვლება და კეთილისყოფას აბრუნდებს, - ამ გვარად ორმაგ საქმიანობის ზეგავლენას ექნება ადგილი, რაც მეტად საზიანოა.


მაშასადამე სახელმწიფო სამსახურში მყოფმა დამფ.კრ. წევრმა ჯამაგირი არ უნდა აიღოს იმ დაწესებულებიდან, ან სულ არ უნდა იყოს სახელმძღვანელოს სამსახურში.


ბ. ი. გობეჩია ეკამათება გ. გვაზავას და ამბობს, რომ უკანასკნელის პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელოს კომისიამ, რადგან იგი მიუღებელია. დამფ. კრება ვერ გამოეკიდება იმას, რომ არკვიოს, რომელი წევრი სადა მსახურობს და იღებს თუ არა იგი გასამრჯელოს საიდანმე. ამას დასჭირდებოდა დიდი კანტროლის გაწევა და საქმესაც გაართულებს. კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს იმ აზრით, რომ - თუ დ. კრ. წევრი ემსახურება საზოგადოებას რომელიმე საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ის მეორე ადგილას ვეღარ იმუშავებს, რადგან კაცი ერთს ადგილს ნაყოფიერად თუ მუშაობს, მეორე ადგილას იგი ვეღარ იმუშავებს შესაფერისად და ორგანვე შემცირდება მის შრომის ნაყოფიერება. აი ამ აზრით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მაშინ ცხადი იქნება, რომ ქალაქის და ერობის წევრებს არ შეუძლიანთ იყვნენ დ. კრ. წევრებიც.


შესაძლებელია დამ. კრ. წევრები იყვნენ ხმოსნებად, რადგან ხმოსნობა ნაკლებ დროს და შრომას თხოულობს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავსება შეუძლებლად მიმაჩნია.


კ. ჯაფარიძე ეკითხება თავმჯდომარეს იმის შესახებ, ეს დებულება შევა კონსტიტუციაში, თუ იგი დროებითია.


თავმჯდომარე უპასუხებს ჯაფარიძეს და განმარტავს, რომ დებულება ჯერ დროებითია, - შემდეგ გამოირკვევა, შევა იგი კონსტიტუციაში თუ არა.


გ. გვაზავა უპასუხებს ი. გობეჩიას და ამბობს, რომ მისი კრიტერიუმი - შრომის ნაყოფიერებისა - არ ვარგა, ვინაიდან ზოგს მეტი მუშაობა შეუძლიან, ზოგს ნაკლები; იცავს თავის შეხედულებას და განმარტავს, რომ მისი საზომი მატერიალურ მხარეს შეეხება და უფრო სახელმწიფოებრივია.


პ. საყვარელიძის აზრით მატერიალური მხარე მეორე ხარისხოვანია, პირველი კი არის პოლიტიკური მხარე. მეტი ჯამაგირი რომ აიღოს, ეგ არაფერია, ოღონდ მეტი საქმეც გააკეთოს; მაგრამ პოლიტიკურად მიუღებელია, რომ დამ. კრ. წევრი სხვა დაწესებულების წევრიც იყოს. ევროპაში სახელმწიფო მოღვაწენი (მაგალითად ვექილი), კერძო კაცის პრაქტიკასაც აღარ მისდევენ, თუ ისეთი შესანიშნავი საქმე რამ არ იქნება, ბანკის დირექტორებიც ვერ იქნებიან პარლამენტის წევრად, რომ გავლენა არ მოახდინონ. ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც მთავრობა აძლევს დახმარებას და კონტროლს უწევს რაიმე დაწესებულებას, ამ უკანასკნელის წევრნიც ვერ იქნებიან პარლამენტის წევრად.


წინადადება შემოდის, კომისია მუხლობრივ განხილვაზედ გადვიდეს.


მომხსენებელი ს. კედია კითხულობს პირველ მუხლს: მთავრობის დაწესებულებებში მოსამსახურენი არ შეიძლება იმავე დროს იყვნენ დამფუძნებელ კრების წევრად.


გამონაკლისს შეადგენენ: მთავრობის წევრები (მინისტრები), მათი ამხანაგები, ელჩები და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრები. ამ უკანასკნელთათვის შეთავსება დასაშვებია.

შემდეგ წაკითხვისა იგივე ამბობს,

რომ ამ მუხლის პირველი ნახევარი უცვლელად უნდა დარჩენ, ხოლო მეორე ნახევარს, რადგანაც გამონაკლისზეა ლაპარაკი, უნდა დაემატოს სახელმწიფო კონტროლიორი და მისი ამხანაგი; ის პირები, ვისაც რაიმე სახელმწიფო დავალება ექნებათ მინდობილი, ხოლო ვადით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. /მაგალითად ასახელებს ევროპაში გაგზავნას კონფერენციაზედ/; აგრეთვე სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩეული პროფესორები, როგორც საფრანგეთის კონსტიტუციაშია.


რაც შეეხება გვარდიის შტაბის წევრებს, იგი ამბობს, რომ გვარდია იგივე ჯარია, სამხედრო ძალა სახელმწიფოსი. შესაძლებელია ერთს მიეცეს უფლება, მეორეს კი არა. კანონმდებელი უნდა ერიდოს გაღიზიანებას ერთი მეორის წინააღმდეგ - ეს ერთი, მეორე - რომ გვარდიაში სამსახური არის სახელმწიფო სამსახური. დამ. კრ. წევრი კი თავისუფალი უნდა იყოს, დამოუკიდებელი თავის მოქმედებისაგან მსჯელობაში. გვარდია კი როგორც სახელმწიფო სამსახურში მყოფი, - შეუძლებელია იყოს დამ. კრ. წევრად მიუხედავად მათი დიდი დამსახურებისა სამშობლოს წინაშე. შემდეგ წარმოადგინა თავისი რედაქცია პირველი მუხლის მეორე ნახევარისა.


ბ. ანდრონიკაშვილი იმ აზრისაა, რომ დამ. კრ. წევრისათვის სახელმწიფო დავალების შესახებ გამონაკლისის მიღება შეუძლებელია, რადგან მთავრობას უფლება არა აქვს დ. კ. წევრის დავალებით გაგზავნა. დ. კრ. თვითონ არის განმკარგულებელი ძალაც და მის წევრებს მისივე არჩეული მთავრობა ვერ დაასაქმებს. წინანდელს დროს, როცა პარლამენტი მოქმედებდა, ეხლა ეგ მიუღებლად მიაჩნია.


რაც შეეხება გვარდიას, იგი არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რევოლუციის დამცველი; როცა რევოლუცია გათავდება, მაშინ მათი მოქმედება გათავდება; ჯარი კი მუდმივი სახელმწიფო დაწესებულებაა, საჭიროდ მიაჩნია, რომ გვარდიის შტაბის წევრები იყვნენ დამ. კრ. წევრებად; აგრეთვე მისაღებად სთვლის, რომ პროფესორებიც იყვნენ წევრებად.


ბ. წულაია გაახსენებს კომისიის წევრებს, რომ საჭიროა გამოირკვეს საგანგებო სასამართლოს წევრების მდგომარეობაც, რომელნიც დ. კრ. წევრად არიან - მათი თანამდებობა შესათავსებელია თუ არა.


გ. გვაზავა არ ეთანხმება მომხსენებელს იმაში, რომ მთავრობის წევრებს ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. (შვეიცარიაში არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, საფრანგეთში კი აქვთ), სანამ ისინი მინისტრებად არიან, არ უნდა ჰქონდეთ უფლება ხმის მიცემისა. მხარს უჭერს აზრს გვარდიის შტაბის წევრების შესახებ, რომ ისინი არ უნდა იყვნენ დამ. კრ. წევრებად.


ი. ბარათაშვილს შეუთავსებლად მიაჩნია წევრობის და სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურის მოვალეობანი, მაგრამ გვარდიას იგი სთვლის არა მუდმივ დაწესებულებად, ყოველი მოქალაქის მოვალეობად, ამიტომ გვარდიის შტაბის წევრის დამ. კრ. წევრად ყოფნა შესაძლებლად მიაჩნია. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, მათი უფლება ხმის მიცემისა შეუზღუდველი უნდა იყოს, რადგან იგი აღმასრულებელი ორგანოა კრებისა, რომელმაც იგი დააყენა.


მთავრობის წევრი მუშაობის დროს იცვლის გეზს და ხაზს; ხანდახან მოხდება კოლიზია, რომლის დროსაც ერთს ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და მთავრობის წევრს შეუძლიან თავის სასარგებლოდ გადახაროს გადაწყვეტილების სასწორი. ამ გვარად მთავრობას შეძლება ეძლევა გავლენა მოახდინოს საკანონმდებლო ორგანოზედ. ეს მიუღებელია და მთავრობის წევრებს ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.


ბ. არსენიძე (თავმჯ.) გამოსთქვამს იმ აზრს, რომ პირველი ნახევარი პირველი მუხლისა უდაოა, მეორე სადაო; მაგრამ ზოგიერთი დამატებანი მომხსენებლის მიერ შემოტანილი მას მისაღებად მიაჩნია. მაგალითად, კონტროლიორის და მისი ამხანაგის შესახებ. რაც შეეხება 6 თვით, ეს კი მას კარგად ვერ გაუგია, რა აზრით არის შემოტანილი; მას ჰგონია, რომ ალბად აქ იგულისხმება განსაკუთრებული დავალებანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა, - თუ ასეა ნაგულისხმები, მაშინ მისაღებლად მიაჩნია და თუ უბრალო კომისია ან ელჩად დანიშვნა - მაშინ მიუღებლად. მაგრამ უამისოდაც დამ. კრებას შეუძლიან დავალებით გაგზავნოს თავისი წევრები და ყოველივე ფორმალური მხარეც დაცული იქნება, - ამიტომ 6 თვის დავალების შესახებ შეტანა საჭიროდ არ მიაჩნია.


გვარდიის შესახებ იგი იმ აზრისაა, რომ გვარდია პოლიტიკური ორგანიზაციაა; გვარდიელობა წმინდა სამხედრო მოქმედების დროს არიან იგინი მოვალენი იმსახურონ, ამის გარეშე - ისინიც ისეთივე მოქალაქენი არიან, როგორც სხვები; უბრალო გვარდიელს არ ჩამოურთმევია უფლება დამ. კრ. წევრობის და არც შტაბის წევრისათვის ჩამოურთმევია ვისმე; უკანასკელი გამონაკლისი უნდა დარჩეს. რაც შეეხება ფინანსიურ მხარეს, ეგ მას სამართლიანად მიაჩნია, რომ ერთი დაწესებულებიდან იღებდეს გასამრჯელოს.


ბ. გვაზავა არ ეთანხმება გამოთქმულ აზრს გვარდიის შესახებ და ამბობს, რომ მაგალითად: თუ მილიციონერები 120 კაცი აირჩიეს წევრებად, ის 120 მილიციონერი აღარ უნდა იყოს მილიციონერად, სამსახურს თავი უნდა დაანებოს; თუ გვარდიელია, იგი გვარდიელობიდან უნდა განთავისუფლდეს, იყოს დამ. კრ. წევრი, ამით საქმე არ წახდება და გაუმჯობესდება კი.


ბ. ნათაძე ეკამათება გვაზავას და ამბობს, რომ შვეიცარიაში ყველა მოქალაქე მილიონერია, - როცა ომი გამოცხადდება, ისინიც გაწვეული იქნებიან... მაშ მათ პარლამენტის წევრობის უფლება არ ჰქონიათ, ეგრევეა გვარდიელებიც.


ბ. გვაზავა უპასუხებს, რომ გვარდიელები მოხალისენი არიან, შვეიცარიის მილიციონერები კი ვალდებული.


კამათი პირველი მუხლის გამო თავდება და სიტყვა ეძლევა მომხსენებელ სპ. კედიას.


ბ. კედია უპასუხებს ზოგიერთ ორატორებს და ამბობს, რომ სახელმწიფოებრივი დავალება 6 თვით ისე ესმის მასაც, როგორც განმარტა ბ. არსენიძემ; იგი თანახმაა, მოხსნას ეს დამატება, რაკი კამათს იწვევს; რაც შეეხება გვარდიის შტაბის წევრის დატოვებას, ამის შესახებ ამბობს, რომ კანონმდებლობისთვის შეჰქმნილი უნდა იყოს ისეთი პირობები, რომ იგი თავისუფალი იყოს თავის მუშაობაში ყოველნაირი გავლენისაგან; არ უნდა იყოს დამოკიდებული ჯამაგირის მიღებაში ვისგანმე, არ უნდა იყოს დამოკიდებული მთავრობისაგან და არც პასუხისმგებელი სხვის წინაშე. მას არ მიაჩნია გვარდია პოლიტიკურ ორგანიზაციად და სამართლიანად სთვლის შეუთავსებლობას გვარდიის შტაბის წევრის დ. კრ. წევრის თანამდებობებისას.


საგანგებო სასამართლოს წევრობის შესახებ იგი ამბობს, რომ ეს თანამდებობა სახელმწიფო სამსახურად ითვლება და აქაც იგივე შეუთავსებლობას აქვს ადგილი. საპატიო პირები არ უნდა იყვნენ წევრებად.


მთავრობის წევრი კი დამ. კრ. წევრად დარჩება მხოლოდ ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.


კენჭისყრა:

პირველი მუხლის პირველი ნახევარი მიღებულია უცვლელად. მეორე ნახევარიც მიღებულია იმ ცვლილებებით, რომელიც შემოიტანა მომხსენებელმა, გარდა 6 თვის დებულებისა, - მხოლოდ კამათი გამოიწვია პროფესორების ჩამატების საკითხმა, რადგანაც სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორები ცოტაა, არიან აგრეთვე პრივატ-დოცენტები, ლაბორანტები და სხვ.


კამათის შედეგად მიღებულ იქნა ჩაემატოს: უმაღლეს სკოლის პროფესორები და მასწალებლები.


საკითხი გვარდიის შტაბის წევრების გამონაკლისისა - კენჭის ყრით. (6-4) მიღებულია.


მთელი მუხლიც მიღებულია შესწორებებით.


2 მუხლი: ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრებს და ხმოსნებს არ ეკრძალებათ იყვნენ იმავე დროს დამფუძნებელ კრების წევრად.


ს. კედია კითხულობს მის მიერ შესწორებულს ამავე მუხლის ტექსტს.


ბ. ბარათაშვილი ამბობს, რომ ხმოსნებზედ ლაპარაკი საჭირო არ არის, არამედ მხოლოდ გამგეობის წევრებზედო.


ამ უკანასკნელ კითხვის გარშემო იმართება კამათი.


ბ. ნათაძეც იმავე აზრისაა, რომ აქ უმთავრესი ყურადღება უნდა მიექცეს თვითმმართველობათა გამგეობის წევრებს; მათი თანამდებობის შეთავსება კი უნდა მიიღოს კომისიამ, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა ავალებს ყველას, რომ პროვინცია არ გამოიწუროს ინტელიგენტურ ძალებისაგან. ბევრი პროვინციელი მოღვაწეა არჩეული დამ. კრ. წევრად და თუ ისინი სულ აქ ჩამოვიდნენ, პროვინცია გამოიფიტება.

საჭიროდ მიაჩნია ცენტრი დაუახლოვდეს პროვინციას მათი შემწეობით, როგორც მოხდა ეს 1793 წელს საფრანგეთში; როდესაც კონვენტმა მოიწვია ადგილობრივი მოღვაწენი, რომელთაც ცენტრში შეითვისეს სახელმწიფოებრივი ინტერესები და დაბრუნებული ერთ თვეს ადგილზედ ავრცელებდნენ და იცავდენ სახელმწიფოებრიობას. სასურველად მიაჩნია ჩვენშიაც მიღებულ იქნეს ასეთი წესი, - რაც უფრო გაამაგრებს ცენტრს.


ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებათა კონტროლის შესახებ იგი ამბობს, რომ მათ საკონტროლოდ თუ სარევიზიოდ გაიგზავნებიან სულ სხვანი და არა იქაურივე მოღვაწენი. ამიტომ მას შესაძლებლად მიაჩნია შეთავსება დამ. კრ. წევრობისა და თვითმმართველობის გამგეობის წევრობისა.


ბ. ბარათაშვილი უპასუხებს ნათაძეს და ამბობს, რომ შეუძლებელია გორის მოღვაწე იყოს დამ. კრ-ის წევრი, ვინაიდან იგი ვერც რას იქ გააკეთებს და ვერც რას აქ. უმთავრესად კი ეს კანონი მისი აზრით ეხება უფრო ქ. თბილისს და თუ ხალხის ნაკლებულებისაგან გამომდინარეობს ეს კანონი, მაშინ შეიძლება მოწვეულ იქნეს სახაზინო პალატის თავმჯდომარეც. ისიც და თვითმმართველობის გამგეობის წევრიც სახელმწიფო დაწესებულებაა. ორივე დაეხმარებიან ცენტრს ხალხში გამავრცელებლად რაიმე აზრისა. ნათაძის ნათქვამი მას მიაჩნია პრაქტიკულ მოსაზრებად და არა პრინციპიალურად. უმთავრესი კი პრინციპი უნდა იყოს.


წინადადებაა შემოსული შესწყდეს კამათი.


მომხსენებელი ამბობს, რომ ხმოსნის ამოშლა მას შესაძლებლად მიაჩნია; გამგეობის წევრის შესახებ კი იმ აზრისაა, რომ ან ერთს ადგილას - გამგეობაში იმსახუროს, ან მეორე ადგილას, - დამ. კრებაში. ორი თანამდებობა უნდა დაჰშორდეს ერთმანეთს.


ხმის უმეტესობით მიღებულია პირველი რედაქცია, რამდენიმე სხვა სარედაქციო შესწორებანი უარყოფილ იქნა.


ამის შემდეგ კითხვა აღიძრა იმის შესახებ, რომ მეორე მუხლი შენიშვნად იქნეს შეტანილი, თუ მუხლადვე დარჩეს.


ხმის უმეტესობით გადაწყდა მუხლადვე დარჩეს.



3 მუხლი დაენიშნოს დამფუძნებელ კრების წევრს გასამრჯელო 1500 მან. თვიურად.


მომხსენებელი სპ. კედია ამ მუხლის თავის რედაქციის წაკითხვის შემდეგ განმარტავს, რომ დღევანდელი სიძვირის მიხედვით და დამ. კრ. წევრის ღირსების დასაცავად საჭიროა მეტი გასამრჯელოს დანიშვნა, ვიდრე პროექტშია აღნიშნული, ნივთიერი გარემოება ისეთი უნდა ჰქონდეს წევრს, იმდენად უნდა უზრუნველყოფილიყოს, რომ შეეძლოს მთელი თავისი ძალღონე მოახმაროს თავის დანიშნულებას, და იძულებული არ იყოს იგი, კიდევ სადმე ირბინოს სარჩოს საშოვნელად. ამის და მიხედვით მისი აზრით უმცირესი, რაც უნდა დაენიშნოს წევრს გასამრჯელოდ, უნდა იყოს არა ნაკლებ 2000 მან.


ბ. გვაზავა ამბობს, რომ საჭიროა გაბედულად ლაპარაკი და აღიარება, რომ სულ უკანასკნელი 3000 მან. მაინც უნდა ჰქონდეს წევრს, რომ შიმშილს არ განიცდიდეს, ამიტომ მისი წინადადებაა წევრს გასამრჯელოდ დაენიშნოს 3000 მანეთი.


ბ. ნათაძემ განაცხადა, რომ სოც. დემ. ფრაქციაშიც იყო ამაზედ ლაპარაკი და იქ მას გამოუთქვამს აზრი გასამრჯელოდ მეტის დანიშვნისა, ვიდრე ეხლაა განსაზღვრული, რაც ინტენსიური მუშაობისათვის საჭირო იქნებოდა; მაგრამ დღევანდელი გარემოების მიხედვით 3000 მანეთიც არ ეყოფა კაცს, ამიტომ წევრები იძულებული იქნებიან სხვა შემოსავლის წყაროც მოძებნონ.


ბ. წულაია ამბობს, რომ 1500 მანეთი ცოტაა, მართალია, წევრის უზრუნველყოფას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ფულის მომატება საქმეს ვერ უშველის; მშრომელი ხალხი ეცდება წევრებს გაუთანასწორდეს ჯამაგირით, რაც გამოიწვევს დიდს არევ დარევას, გაფიცვებსაც, ეს კი სასურველი არ არის. წევრებმა ხალხს რაიმე უნდა უთხრან და დიდი ჯამაგირით უფრო ცუდს შთაბეჭდილებას მოახდენენ. უეჭველია, მსხვერპლის მოტანა დასჭირდებათ წევრებს და კიდეც უნდა მიიღონ, ამიტომ 1500 მანეთს უჭერს იგი მხარს. შემდეგ შემოვიდა წინადადებები: - გასამრჯელოს შესახებ:


კანონპროექტისა - 1500 მ.

მომხსენებლისა - 2000 მ.

გვაზავასი - 3000 მ.

გობეჩიასი - 900 მ.


კენჭის ყრით მიღებულ იქნა პირველი 1500 მანეთი 6 ხმით - 4 წინააღმდეგ.


4 მუხლი: არავის არა აქვს უფლება აიღოს ჯამაგირი ერთსა და იმავე დროს დამფუძნებელ კრებიდან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებისგან, თუ ადგილობრივ თვითმმართველობისაგან. მომხსენებელი კითხულობს აგრეთვე თავის რედაქციას და ამბობს, რომ არჩეულმა კაცმა იმუშაოს ინტენსიურად, ჯამაგირიც დ. კრებიდან უნდა აიღოს და არა სხვა ადგილიდან.


სხვებიც ეთანხმებიან ამ აზრს.


ორი წინადადებაა: ერთი - რომ ერთი ადგილიდან მიიღოს გასამრჯელო, საიდგანაც მოისურვებს, ხოლო მეორე - მხოლოდ დამფ. კრებიდან, მიღებულია უკანასკნელი 8-6 ხმით.


მხოლოდ პ. საყვარელიძის წინადადებით და რ. არსენიძის შესწორებით ამ მუხლის შენიშვნათ მიღებულია შემდეგი: ის თანამდებობის პირები, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი, გასამრჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით.


5 მუხლი: ყოველი წევრი დამფ. კრებისა, რომელიც პირველ მუხლში აღნიშნულ დაწესებულებებში მსახურებს, ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში დღიდან კანონის მიღებისა წარმოადგინოს საბუთი იმის, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დამფუძნებელ კრების წევრად არ ჩაითვლება და მის ადგილს შემდეგი კანდიდატი იჭერს.


მცირე კამათის შემდეგ მიღებულია ცვლილებით.



წინადადებაა შემოტანილი, რომ მეექვსე მუხლად შეტანილ იქნეს შემდეგი: ეს კანონი ძალაში შედის დღიდან დამფუძნებელ კრების მიერ მიღებისა.


კანონპროექტი მთლიანად მიღებულია ყველასაგან.


6 მომხსენებელი ამ კანონპროექტისა დამფუძნებელ კრებაზედ.

თავმჯდომარე

მდივანი




წინადადება მიღებულია.



მიღებულია






მიღებულია.



მოწვეულ იქნენ ბ. გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე, როგორც დამხმარე წევრები სათათბირო ხმით და გაეგზავნოთ მოსაწვევი ბარათები.




წესრიგი დამტკიცებულია.














































































































































































































































































































































































































































პირველი მუხლი მიღებულია ასე: დამფუძნებელ კრების წევრობა და სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელია.


ეს დებულება არ ვრცელდება: მინისტრებსა, მათს ამხანაგებსა, სახელმწიფო კონტროლიორსა, მის ამხანაგსა, ელჩებსა, უმაღლეს სკოლის პროფესორებსა, პრივატ-დოცენტებსა და მასწავლებლებზედ.


არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის წევრებზედ აქ ჩამოთვლილი თანამდებობათა შეთავსება შესაძლებელია.



მეორე მუხლი მიღებულია ასე: „ადგილობრივ თვითმმართველობათა გამგეობის წევრებს - არ აეკრძალებათ იყვნენ იმავე დროს დამფუძნებელ კრების წევრად“.




















































































მე-3 მუხლი მიღებულია ასე: დამფუძნებელ კრების წევრს გასამრჯელოდ მიეცეს 1500 მან. თვიურად.



























































მეორე მუხლი მიღებულია ასე: დამფუძნებელი კრების წევრი სხვა ჯამაგირს ვერც სახელმწიფო დაწესებულებიდან მიიღებს და ვერც ადგილობრივ თვითმმართველობიდან.
















შენიშვნა: ის თანამდებობის პირები, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი, გასამრჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით.


მეხუთე მუხლი მიღებულია ასე: ყოველი წევრი, რომელიც შეუთავსებელ თანამდებობას ასრულებს, მოვალეა დღიდან ამ კანონის მიღებისა ერთი თვის განმავლობაში შემოიტანონ განცხადება, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰკარგავს დამფ. კრ. წევრის უფლებას და მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი სათანადო სიიდან.



მეექვსე მუხლად მიღებულია: ეს კანონი ძალაში შედის დღიდან დამფუძნებელ კრების მიერ მიღებისა.





არჩეულ იქნა მომხსენებლად რ. არსენიძე.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 180, ფურც. 10-18

ხელნაწერი

1.3 სხდომის ჟურნალი 2/IV-19 წ

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: გ. გვაზავა, ს. საყვარელიძე, კედია, ნათაძე, ჯაფარიძე, რუსია, ბარათაშვილი, წულაია, გ. ფაღავა, რ. არსენიძე

თავმჯდომარეობდა არსენიძე

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

არსენიძე. საჭიროა კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი

ლეო ნათაძე. ასახელებს პავლე საყვარელიძეს.

გვაზავა. ბარათაშვილს

არსენიძე. ი. ბარათაშვილს

საყვარელიძე გ. გვაზავას

თავმჯდომარე ი. ბარათაშვილს

საყვარელიძე. გეგმა სამუშაო

სამუშაოს განაწილება

საყვარელიძე. საჭიროა თუ არა მოხსენების გაკეთება ძველი პრეზიდიუმის მიერ?

გვაზავა. უწინდელ ნამუშევარი არის თავისებური მასალა, რომლითაც შეიძლება ვიხელმძღ. კონსტიტუციის შემუშავება რთული საკითხია, რომელსაც სჭირდება განსაზღვრული გეგმა.

საჭიროა დაყოფა ნაწილებათ სამუშაოსი, რომ ცალ-ცალკე გაკეთდეს, შემდეგ პლენუმზე მოხსენება.

თავმჯდომარე. გეგმა მუშაობისა გვქონდა ჩვენ შემუშავებული, მართალია არ შესრულდა ისე, როგორც საჭიროა იყოს სამუშაო, მაგრამ განსაზღვრული გეგმა იყოს.

საზოგადო მსჯელობა ზოგიერთს ძირითად პრინციპებზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ჩვენი კონსტიტუცია.

შემდეგ, დანარჩენი სამუშაო უნდა დანაწილებულ იქნეს, კონსტიტუციის ამა თუ იმ ნაწილის დასამუშავებლად ზოგადი პრინციპების მიხედვით.

გვაზავა. ზოგა. პრინ. ზეპირ. ვრცელია, ამიტომ ბევრს დროს მოვანდომებთ.

ამიტომ კონსტიტუციის ამა თუ იმ ნაწილების შემუშავების დროს, ზოგადი პრინციპებზე მაშინ გვექნება მსჯელობა.

თვმჯდომ. საჭიროა ჯერ ტიპების გარკვევა, შემდეგ შემუშავება ამა თუ ნაწილისა.

მაგალ. არის სახვადასხვა ტიპი რესპუბლიკისა, საფრანგეთის, შვეიცარიის, შეერთებული შტატების. ჩვენ ან ერთს ავიღებთ ან შერეულს ამიტომ საჭიროა წინასწარი მსჯელობა ზოგად პრინციპებზე, რომ შესაძლებელი იყოს ასე იმ ნაწილის დამუშავება.

ლ. ნათაძე. მეშინია, რომ მსჯელობა ტიპის დამუშავებისა შორს წაგვიყვანს.

თეორიულ მსჯელობის ნაცვლად დავადგეთ გვაზავას აზრს უკეთესი იქნება. მაგ., ნოე ჟორდანიამ რომ წაიკითხა მოხსენება ყოველ დებულების შესახებ შეიძლება კამათი, რაც შორს წაგვიყვანს.

არსენიძე. ვიმსჯელებთ, საფრანგეთმა ხუთი წელი იმუშავა კონსტიტუციაზე, ინგლისმა 9 საუკუნე.

ბარათაშვილი. ცალკე მუხლების განხილვამდე საჭიროა საერთო აზრის შემუშავება, ამიტომ საჭიროა ტიპის შემუშავება, ცალკე მუხლები კი - კერძო ნაწილები, რასაკვირველია პრაქტიკულად უნდა შევხედოთ საკითხსაც მხედველობაში გვაქვს სხვადასხვ. სახელმწიფონი, ამასაც მივაქცევთ ყურადღებას, აგრეთვე თეორიას.

რუსია. უმთავრესი კითხვაა სხვა იქნეს ცენტრი რომელიც 1 ქვეყნის ცენტრია - საბჭო, ზოგან პარლამენტი, ზოგან ხელმწიფ. საჭიროა თავიდანვე რომ გავეცნოთ საკითხს კარგად - თუ როგორ აქვს სხვადასხვა სახელმწიფოებს და საბჭოებს, რუსეთს მოწყობილი სახელმწიფო, რომ ამის მიხედვით შევუდგეთ მუშაობას.

ლეო ნათაძე. სამეცნიერო წრეები ხომ არაა.

რუსია. დიახ, სწავლა გვჭირდება, რადგან ცოტა რამ ვიცით ამ საკითხში. მე ამ გზას ვადგივარ, რომ საერთო ხასიათის მოხსენება, რომ გავერკვიოთ საკითხში.

არსად მომხდარა რამდენიმე თვეში კონსტიტუციის დაწერა.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 14

1.4 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1919 წლის 5 აპრილი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

უმცირესობა და ქვეშევრდომობა

დაესწრნენ: ბარათაშვილი, ჩხენკელი, ნათაძე, გვაზავა, რუსია, საყვარელიძე, კ. ჯაფარიძე, პ. წულაია, მიქელაძე, ნანეიშვილი, ხოჭოლავა.

თავმჯდ. - ბარათაშვილი

1. ოთახის დამზადება


2. ქვეშევრდომობის დამატებითი კანონი


განცხადება თავმჯდომარის პრესბიუროსთვის ახალ პროექტების მიცემა გადასაბეჭდად.


საყვარ. - ყოვლად მიუღებელია


თავმჯდომარე - სომხის ნაციონალურ საბჭოს წარმომადგენელნი - უმცირესობის უფლებების [...] ჩვენ წარმომადგენლის დასწრება, რადგან არა ჰყავს წარმომადგენელი დამფუძნ კრებაში, ან წერილობით გაგვაცნოს, ან პრესის საშუალებით.


გვაზავა ყოვლად მიუღებელია მათი წარმომადგენელი მივიღოთ.


არსენიძე ეს არ მოუთხოვიათ.


გვაზავა განსაკუთრებულ უფლებებს ვერ მივცემთ ამა თუ იმ საბჭოს, რაც შექმნის პრეცენდენტს


ბარათაშვილი ვეთანხმები გვაზავას.


ორი უმთავრესი კითხვა ქვეშევრდომობით დაკარგულ უმცირესობათ რომელიც სხვა ერებს ეხება.


რატომ არ უნდა დავუშვათ მათი წარმომადგენელი, როდესაც ეს ეროვნულ უმცირესობას ეხება.


სასურველია მათი წარმომადგენელი იყოს ეროვნულ უმცირესობის უფლების განხილვის დროს.


ნათაძე მეშინია ისევ ბიუროკრატიული ხასიათი არ მიიღოს კომისიაში როგორც წინად იყო.


თავმჯდ. ბიუროკრატიული ხასიათი ჩვენ კომისიას არ ჰქონია.


ლეო. მე არ მახსენებს საერთოდ პარლამენტის კომისიებზე, ბევრი კანონპროექტი საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო.


მე მომხრეცა ვარ შავი კანონპროექტი გამოქვეყნებულიც იყოს პრესაში. მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ არა მომხრეებს, მტრების აზრიც. მაგ. საზოგ. სოც. დემოკრატებიც მოვიდნენ სხვა ერების წარმომად., როგორც ექსპერტები, როგორც ამისთვის ამბობს, ამიტომ მომხრე ვარ როცა ეროვნულ უმცირესობას ეხება ეროვნული უმცირესობები წარმომადგენელ დაესწრონ.


რუსია ეროვნული უმცირესობები ითხოვენ როცა ჩვენ გვეხება საკითხი, მოგვეცით დავესწროთ, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს არა მარტო სომხებს, არამედ ყოველ უმცირესობათა წარმომადგენ აქ არავითარი პრესტიჟის დაცემა არაა მხოლოდ მათ აზრს მოვუსმენთ.


გვაზავა არავითარი la lalfene perfati-თ თამაში ეხება იმას ვისაც ბრალდება ეხება ეს პრინციპ. იურდიულია ჩვენი სფერო კი ასეა - კანონმდებლობისა.


დამფუძნებლი კრება [...] იდეა კი მოითხოვს ძირითადი დებულებანი შეიმუშავოს ვისაც დავალებული აქვს, ჩვენ იმავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ როცა ესა თუ ის საკითხი არ გაგვეგება მაშინ მცოდნე პირები უნდა მოვიწვიოთ. აქ კი ამბობენ რომ უნდა მოვიწვიოთ სომხები, როგორც წარმომადგენელნი სომ. ერისა, ეს სულ სხვა საკითხია. სახიფათოცაა ისეთ პირების შემოყვანა, რომელიც ყუმბარას ჩაუდებს ჩვენს მუშაობას. შეიძლება წამოიჭრეს საკითხი მაგ. სომხ. ავტონომიისა, ერთგვარ თუ საბჭომ რომელიც სახელმწიფოში არ უნდა იარსებოს, [...] არც იარსებებს.


თავმჯდ. იმ ხალხმა ითხოვა არა კომისიაში მონაწილეობა, არამედ საშუალება მოგვეცეს გავეცნოთ, გამოქვეყნებით, თუ ერთი პირის მიცემით, ქვეშევრდომობისა და ეროვნული უმცირესობის უფლების კანონის შემუშავების შესახებ. დღეს კი კითხვას - ვინ მოვიწვიოთ ვხსნი, რადგან ამ თხოვნით არავის მოუმართავთ. პრაქტიკულად ეს კითხვა არ დასმულა. როცა პროექტი წარმოდგენილია შეიძლება გამოქვეყნება.


გვაზავა.შეუძლებელია პროექტის გამოქვეყნება, რადგან საზოგადოებაში აურზაურს შეიტანს.


თავმჯდ. ორი წინადადება: ა) როცა პროექტი შემოვა კომისიაში, და განიხილება. კომისიაში დამფ. კრებაზე წარსადგენად, შეიძლებოდეს გამოქვეყნება.


გვაზავა რა აზრია პროექტის გამოქვეყნების როცა შეიძლება შესწორებანი იქნეს შეტანილი, ამიტომ კომისია რომ მიიღებს მაშინ შეიძლება გამოქვეყნება.


თავმჯდ. აქ ყველა [...] კომისიების პროექტების გამოქვეყნება შესაძლებელი.


ბ) არ დაიბეჭდოს ამგვარი პროექტი


მუხრან.რა მიქნეს რომ გაუშალაშინებელი პროექტი პრესაში გამოქვეყნდა, ეს კია ზერელედ ნავ. ხელ. ქნეს.


ორ - წინადადება.


ა) პროექტი


თავმჯდ. მომხსენებელს ილაპარაკოს.


საყვარელიძე ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულმა კანონმა მოქ. აურზაური დაბადა, ამიტომაც საჭირო იყო დამატება.


ყოველი მოქალაქე მკვიდრი არის მიწერი. რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე, რაიც ვაღიარეთ ძირითად პრინციპად. მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფო არსებობდა, ეს ჩვენი ყველა პარტიასთან იყო მიღებული - პრინციპი მიწერია.


აქედან არის მეტი ეფექტი - ა. მცხოვრები ქართველი, რომელ. მუშაობს ეს კანონი [...] ამბობს, არიან საქართველოში კიდევ სხვა ტომის ხალხი, რომელთაც შესახებ არაფერია ნათქვამი, მთავრობამ აღძრა საკითხი დამატებითი კანონის დაწერისა. იყო წარმოდგენილი [...] რამდენიმე პროექტი, მაგრამ კომისიამ მიიღო სერგო ჯაფარიძის პროექტი რომელიც შეიძლება იმავ დროს ჩაითვალოს მთავრობის პროექტად. (კითხულობს ჯაფარიძის მოქალაქეობის პროექტის მუხლებს).


უცხო ელემენტთ ქართვ. სახელმწიფოებრივობისა არ [...] საქართ. მოქალაქეთ/.


კომისიის მიერ მიღებული გამოქვეყნდეს


ბ) კომისაში შეტანილი . ჯ. პროექტი პრეზიდიუმის მიერ მიღებული მხოლოდ


ნათაძე ავტორის დამატებით


თავმჯდ. ქვეშევრდომობის საკითხი - საყვარელიძე.


როცა საქართველო გამოცხადდა სახელმწიფოდ, იურიდიულად და პოლიტიკურად საჭიროა მოქალაქეობის საკითხის გარკვევაც.


ნათაძე იქნებ საზოგადო საკითხებზე დავიწყოთ ლაპარაკი.


ჯაფარიძის პროექტი მეტად მოკლეა. თუ გვინდა შევიტანოთ მუხლები - უცხოეთში ქართველების მყოფი, რომელთაც სურთ საქართვ. მოქალაქეობა, ან მიწერილი არ არიან მიწერილი ადმინისტრაციულ ერთეულზე.


მე არ მივიღე ეს პროექტი მთლიანად, თუმცა ვისარგებლე მით.


ახლა გავიგე გ. გვაზავას პროექტზე (მომხსენებელი კითხულობს გვაზავას მოქალაქ. პროექტს)


ამ პროექტში არის ნაკლი, ეტყობა ნაჩქარევი შედგენა, მაგ. რა უყო იმ ხალხს, რომელიც ჩვენსა ცხოვრობენ ან კი არ არიან მიწერილნი, ან იმათ, ვინც ქართველია და უცხოეთში კი ცხოვრობს. ისე რომ გვაზავას პროექტს ვერ მივიღებთ.


უდიდესი თავსატეხი საკითხებია. მიუწერელი ქართველები არიან ბ/და გარედ, გ/მესამე - მიეწერო - არა ქართველობა, შემდეგ - 4) ნატურალიზაცია და 5) პრივილეგიური - ნატურალიზაცია.


(კითხულობს თავის პროექტს შედარებითი ს. ჯაფარიძისა და მომხსენებლის ზოგადათ მუხლებს).


მე არ შევხებივარ ქვეშევრდომობის კითხვას, რადგან მეტად გაურკვეველი კითხვაა, ამას ჩვენ სახელმწიფო ვერ გადასჭრის, ეს უნდა გადაიჭრეს საერთაშორისო გზით. ზოგი კონსტიტუცია ქვეშევრდომობის მომენტს ხედავს - სისხლის მომენტში, მეორე სახელმწიფოში - ტერიტორიის პრინციპით, რაც შეეხება ფორმას, ვერ მოვასწარი ჩვენ დავალებული გვქონდა, როგორც მოქალაქეობის, ისე დაკარგვის პროექტი. მე და ნათაძემ გავითვალისწინეთ ეს საქმე მოქ. დაკარგვის პროექტს წარადგენს ნათაძე.


თავმჯდომარე წინადადება, რომ განხილვა იქნეს, რომელი მომხსენებელი ჩამოაყალიბებს


დაიბეჭდოს პროექტი და ერთი დღით ადრე დაეგზავნოს კომისიის წევრებს.

გადაწყდა









გადაწყდა არ მიეცეს





















































































































































































უმრავლესობა



უარყოფილია

სეა. ფ. 1833, წერა 1, საქ.181 ფურც. 195-199

1.5 საკონსტიტუციო კომისია (16/IV)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
შავი

დაესწრნენ: არსენიძე, წულაია, კედია, ნანეიშვილი, საყვარელიძე, ნათაძე, მიქელაძე, კ. ჯაფარიძე, რუსია, ი. გობეჩია.

1. დღიური წესრიგი

[...] მოქ. იმუნიტეტი

საბოლოო რედაქცია

თავმჯდომარე კითხულობს მუხლი 1.

არსენიძე. ეს ტექსტი ჩემში ჯაფარიძის არ იყოს იწვევს გაუგებრობას - ექვსი თვის განმავლობაში ჩაირიცხებიან, თუ ამ ხნის გასვლის შემდეგ ჩაირიცხებიან თავისუფლად, უკეთუ არ განაცხადებენ უარს.

კ. ჯაფარიძე. ჩემთვის ეხლაც გამოურკვეველია - გამოდის ასე: უნდა ვუცადოთ ექვსი თვე და შემდეგ უნდა ჩაირიცხონ მოქალაქეთ. ჩემი აზრით, საჭიროა დღეიდან კანონის გამოცხადებიდან ჩაირიცხონ მოქალაქეთ. მე მიმაჩნია უკეთესად უკრაინის მოქალაქეობის ტექსტი, (კითხულობს)

ნათაძე. ექვს თვეს აქვს ის მნიშვნელობა, რომ ამის შემდეგ არა აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეობის უფლება.

ნანეიშვილი. ექვსი თვის ვადა უნდა გაუშვას, თუ კ. ჯაფარიძის რედაქციას მივიღებთ. მაშინ პირდაპირ უნდა ვიყვიროთ, რომ ყოველი ქართველი+საქართველოს ქვეშევრდომია. რაც შეეხება უკრაინის კონსტიტუციის საამისო ტექსტს

ის სხვა პირობებს განსაზღვრავს - იქ ვისაც ეს უნდა.

ბარათაშვილი - ვისაც არ უნდა, იმას

თავმჯდ. ქართველი - იურიდიულად არაა განსაზღვრული.

კედია. ფაქტია, რომ ქართველია სისხლის პრინციპით მიხედვით, უცხოეთში კი ცხოვრობს ქართველი მოქალაქეა, ფაქტ[...] მათი ქართველობაც - იურიდიული შინაარსიცაა.

არსენიძე. ფაქტის განმარტება არაა დამამტკიცებელი.

თავმჯ. კითხულობს მოქალაქეობის დაკარგვის მუხლებს

მუხლი 1 -

2 -

წინადადება: „ვინც“ შეიცვალოს სიტყვით: „ქალი“

3

გობ. წინად. ამოიშალოს მესამე მუხლი

4

5

ვინც უცხო სახელმწიფოს ჯარში ჩაწერა, ან უცხო სახელმწიფოსგან რაიმე თანამდებობის ან ტიტულს მიიღებს.


თავმჯდ. - წინადადება ეს კანონპრ. ამ სახით შევიტანოთ დაფ. კრებაში


გ. ნანეიშვილი
. არ ეთანხმება ბარათაშვილს


კედია
. წინააღმდეგია, რომ ბარათაშვილის წინადადება შეტანილი იქნეს ამ მუხლში.


თავმჯდ
. წინადადება კამათი შეწყვეტისა.


ი. ბარა.
საქართველოს დამოუკიდებლობის (1918 წ 26 მაისამდე) გამოცხადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და სამი თვის განმავლობაში განაცხადებს სურვილს


თავმჯ. პუნქტი ბ)

თავმჯდომარე ასე კითხულობს შენიშვნას

თავმჯ. აღდგომის შემდეგ პირველ კრებაზევე შეტანილ იქნეს დამფ. კრებაში


ბარათაშვილი
. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ადმინისტრ. ერთეულზე აქვს და აქვს უძრავი ქონება, ამისთვის პრინციპიალური შეხედულება გვქონდეს მათ ჰქონდეთ მხოლოდ ex-patriati -ის თუ არ მოინდომებენ ჩვენ მოქალაქეობას.


თავმჯ
. ჩაირიცხონ საქართველოს მოქალაქეთ, ბარათაშვილის აზრით ვინც 1914 წ. 14 ივლსამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცხოვრობს ჩვენში და აქვს უძრავი ქონება


ბარათაშვ
. მიზანი ჩემი წინადადების შემდეგია: ასეთი პირი სხვის ქვეშევრდომობას მიიღებს და თუ მის უძრავ ქონებას რაიმე მოუვიდა საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ უმეცრების [...] ანაზღაურებას მიიღებს უცხო ქვეშევრდომობის პრივილეგიის სახით.


თავმჯდ
. უნდა დაიყოს ეს მუხლი.


რუსია
. მომხრეა ყოველი ქართველი საქართველოს გარეშე მყოფი ჩაითვალოს მოქალაქედ სანამ უარს არ განაცხადებს.


კედია
. შეწყდეს კამათი


თავმჯდომარე.
წინადადებანი:

2. პ. წულაიასი

3. საყვარელიძე + (ტექსტის ასეა)


სკ ბ/


თავმჯდ. არსენიძე
საჭიროა შეიცვალოს 1914 წ. ივლისამდე უნდა გამოირკვეს საკმარისია სხვა რედაქცია, რომ სჩანდეს უკანასკნელი სამი წელი ცხოვრება.


რუსია
. ჩვენ გვინდა, რომ 1914 წ. 13, 12 - ცხოვრ.


თავმჯდომარე არსენიძე
შეიცვალოს ასე: 1912 წ. + არა ნაკლები სამი წელიწადი გამოკლებით/непреривно.


კედია.
არ ეთანხმება ნათაძის აზრს, უნდა გამოსწორდეს ის შეცდომა რომელიც ძირითად კანონში მოგვივიდა.


ვადის ამოშლა არაფერს უშლის, რადგან ვიცი ქართველი რუსეთის ქვეშევრდომად ნამყოფი გამოცხადებულია საქართველოს მოქალაქეთ და თუ არ უნდა შეუძლია გავიდეს ex-patriati-ის წესით.


ბარათაშვილ
. ვადის შესახებ - შეღავათიან პირობებს ვერ მივცემთ, არამედ ex-patriati-ის წესით, რადგან ნათესაურობის პრინციპით უნდა ვიხ. რადგან ქართველს ეყრდნობა ჩვენი სახელმწიფო.


წულაია
. შემოაქვს შემდეგი წინადადება:


ა) შესასწორებლად: უკეთუ ისინი 6 თვის ვადაში არ წარმოადგენენ საბუთს იმისას, რომ მიწერილი არიან სხვა რომელიმე სახელმწიფოს ქვეშევრდომათ.


მ. რუსია.
მომხრეა ამოშლისა და ex-patriati-ის პრინციპით სარგებლობს.


ლ. ნათაძე.
ძირითად კანონსა და ამ კანონპროექტის პირველ პარაგრაფს შორის წინააღმდეგობაა: პირველი ხელმძღვანელობს - მკვიდრზე და მიწერილს ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ კი - საზოგადოა - ვინც ქართველია, ვინც ყველა ქვეშევრდომია, ვინც მიიღებს ამას, ძირითად კანონს აუქმებს.

კედია. ვადა რათა საჭიროა.

გ. ნათაძის ვადა საჭიროა, რომ ყოველი ქართველი მოქალაქეც, მაგრამ თუ არ უნდა ჩვენი მოქალაქეობა არა ექვსი თვის ვადაში შეუძლიან უბრალო განცხადებით განაცხადოს ეს.

საყვარელიძე. ვადა იყოს იმათთვის ვისაც არ უნდა ჩვენი მოქალქეობა და შეიძლება ჩაემატოს „მიუწერელი“.

რადგან [...] სცხოვრობენ ბაგრატიონები, წერეთლები და მითხარით, ისინი ქართველები არიან თუ უცხონი. მაშასადამე საკმარისია რაიმე გამოსავალი გზა.


ბარათაშვილი
. ამას არც ვადა შველის


არსენიძე
. მართალია ამიტომაც მეც სრულიად პირველივე ამოშლის მომხრე ვარ.


გ. ნანეიშვილი
. ეთანხმება არსენიძეს - რომ ქართველი - იურიდიულად არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ სისხლის პრინციპი ერთადერთი კრიტერიუმია, რომლითაც ხელმძღვანელობენ უცხო ქვეყნის კონსტიტუციები.


კ. ჯაფარიძე.
ერთათ ერთს გამოსავალს ხედავს უკრაინის კონსტიტუციის საამისო მუხლი გამყარებულია.


გ. ნანეიშვილი.
ან დარჩეს ასე, ან სულ ამოიშალოს.


საყვარელიძე.
სახელმძღვანელოდ სთვლის ეროვნულ მომენტს, რის გვერდის ახვევა შეუძლებელია, მომხრეა დარჩეს მუხლი - ამგვარ სახით.


თავმჯდ
. გადასაწყვეტია საკითხი:


1) რუსეთის ქვეშევრდომი ქართველები დღეიდან კანონის გამოცხად. გამოცხადდნენ დღისა ამ კანონის მიღებისა.


2) უბრალო განცხადების შემოტანით 6 თვის განმავლობაში უარს აცხადებს მოქალაქეობაზე.


მ. გობეჩია
წელიწადის ვადა მოეცეთ იმათ, ვისაც არ უნდა მოქალაქეობა ჩვენი.


კედია.
მომხრეა ვადის სრულებით მოხსნა.


თავმჯდ
. არის წინადადება ექვსი თვის ვადა მოიხსნა და ex-patriati-ის წესი

მიღებულია

მიღებულია

უარყოფილია


უარყოფილია

მიღებულია

ამოიშალოს

ამოშლილია






მიღებულია













უარყოფილია







მიღებულია

მიღებულია


მიღებულია













უარყოფილია























შეწყდა



უარყოფილია

უარყოფილია













































































































მიღებულია














მიღებულია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 402-406

1.6 საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის ჟურანალი 3 (1919 წ. 22/IV)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

დაესწრნენ:

პარლამენტის თავმჯდომარე მისი ამხანაგი:

პარლამენტის მდივანი მისი ამხანაგი

თავმჯდომარეობდა არსენიძე……………….მდივნობდა ფაღავა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

თავმჯდომარის ამხანაგის არჩევა


სამუშაოს განაწილება:


გ. გვაზავას საჭიროთ მიაჩნია კონსტიტუციის დარგებათ დაყოფა და შესამუშავებლად დარიგება.


უმთავრესი ძირითადი პრინციპები, რომელიც გამოთქმული იყო 26 მაისის დეკლარაციაში უნდა იქნას მოყვანილი.


პ. საყვარელიძეს საჭიროთ მიაჩნია ძირითად დებულებებზე საერთო აზრთა გაცვლა-გამოცვლა.


რ. არსენიძე თანხმდება.

გვაზავა.



1) დაემატება 13) ეროვნულ უმცირესობათა უფლებები 14) კონსტიტუციის გადასინჯვა

15) საარჩევნო უფლება.













































2)წიგნების შესახებ.

აირჩიეს ი. ბარათაშვილი.


დაიყოს დარგებათ კონსტიტუცია, მიენდოს წევრებს დასამუშავებლად. ამავე დროს ძირითად საკითხზე უნდა იქნას წარმოდგენილი მოხსენება დემოკრატიული რესპუბლიკის კანონპროექტის შესახებ.


პირველ რიგში ოთხი მომხსენებელი:


1. რ. არსენიძე ან პ. საყვარელიძე

2. გვაზავა

3. ბარათაშვილი

4. გობეჩია


კანონპროექტის სახით მაინც უნდა იყოს:




1) საზ. დებულებანი - ი. ბარათაშვილი, პ. საყვარელიძე


2) სახელმწიფოებრივი ტერიტორია - პ. საყვარელიძეს, რ. ჩიხლაძეს


3) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლება-მოვალეობანი - კ. ჯაფარიძეს.


4) რესპუბლიკის ჯარი - კ. ანდრონიკაშვილი


5) სახელმწიფოს ფინანსები - სპ. კედიას.


6) სასამართლო - ი. ბარათაშვილს.


7) სახელმწიფო და ეკლესია - ლ. ნათაძეს.


8) ადგილობრივი თვითმმართველობა - მელ. რუსიას.


9) პარლამენტი -


10. სახელმ. მოხელენი - პ. საყვარელიძეს, რ. ჩიხლაძეს


11) ეროვნულ უმცირესობათა უფლება - გ. ლასხიშვილი.


12) კონსტიტუციური გადასინჯვა - გ. ნანეიშვილი.


13) საარჩევნო უფლება - გ. ფაღავას, პ. წულაიას


2/3 აპრილისათვის წარმოდგენილ იქნას მოხსენება მთავარ საკითხზე.



დაევალოს პრეზიდიუმს, რომ წიგნები იყიდონ ბიბლიოთეკებიდან.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 3-4

1.7 საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია

▲ზევით დაბრუნება


ოქმი

ოთხშაბათს, 1919 წ. აპრილის 30-ს საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა არ შესდგა კომისიის წევრთა კანონიერ რიცხვის დაუსწრებლობისა გამო.

სხდომაზე გამოცხადდნენ: კომისიის თავმჯდომარეს ამხანაგი იესე ბარათაშვილი, მელიტონ რუსია, ლეო ნათაძე, პავლე წულაია და დამხმარე წევრი გ. ნანეიშვილი.

საკონსტიტუციო კომისიის
თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 21

1.8 საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია

▲ზევით დაბრუნება


ოქმი

შაბათს, 1919 წ. აპრილის 26-ს მორიგი სხდომა საკონსტიტუციო კომისიისა არ შესდგა კომისიის წევრთა კანონიერ რიცხვის დაუსწრებლობისა გამო.

სხდომაზე გამოცხადდნენ მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ამხანაგი იესე ბარათაშვილი, გ. გვაზავა და დამხმარე წევრნი გ. ნანეიშვილი და კ. მიქელაძე.

საკონსტიტუციო კომისიის
თავმჯდომარე
მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 20

1.9 საკონსტიტუციო კომისია (შაბათი 3/V-19 წ.)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

გვაზავა, ფაღვა, არსენიძე, რუსია, საყვარელიძე, ანდრონიკაშვილი, ნანეიშვილი, ნათაძე, გობეჩია, წულაია

თავმჯდომარეობს არსენიძე

წესრიგი

1. იმუნიტეტი

მუხლი 2

წინადადება გვაზავასი - მიღებულია

მუხლი 5

დამატება არსენიძის, გვაზავასი - უარყოფილია

მუხლი 6

რუსიას წინადადება ორი მესამედისა, არამედ უბრალო უმრავლესობით - უარყოფილია

7მ

არსენიძის წინადადება: ამოიშალოს „და ნივთები“

მუხლი 8

არსენიძის წინადადება - მუხლი 5 დამფუძნ. კრების წევრის დაპატიმრება და სასამართლოში მიცემა შეიძლება მხოლოდ დამფუძნებელი კრების დადგენილებით.

შენიშვნა: უკეთუ დამფუძნებელი კრების წევრს დანაშაულის ან მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს მოუსწრებენ, შეიძლება იგი დაპატიმრებულ იქნეს, რაც უნდა ეცნოს დაუყოვნებლივ დამფ. კრებას. - მიღებულია.

მომხს. არსენიძე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 242

1.10 კანონი მოქალაქეობისა

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: კომისიის მიერ მიღ. 5/V-19 .

I

1/. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მოქალაქედ ჩაითვლება ყოველი მკვიდრი, რომელიც მიწერილი იყო რესპუბლიკის ტერიტორიის რომელსამე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წლის ივლისის 19-მდე (ძვ. სტ.).

2/. ყოფილ რუსეთის იმპერიის ყოველი ქვეშევრდომი, რომელიც პირველ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებს, მაგრამ 1914 წლის ივლისის 19-დე /ძველი სტილით/ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ სცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და სამი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა განაცხადებს, რომ მას სურს საქართველოს მოქალაქეობა, მიღებულ იქნება საქართველოს მოქალაქედ მე-4 მუხლში აღნიშნული წესით.

3/. მე-4 მუხლში აღნიშნულ წესითვე მიღებულ იქნება საქართველოს მოქალაქეთ ყოფილი რუსეთის იმპერიის ყოველი ქვეშევდრომი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ სამ პირობას: ა) აქვს რაიმე უძრავი ქონება საქართველოს რესპუბლიკაში ან თავის საქირაო შრომით ირჩენს თავს; ბ) არა ნაკლებ სამი წლისა სცხოვრობს განუწყვეტლივ საქართველოს ტერიტორიაზე, და გ) სამი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის მიღებისა განაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა.

4/. მე-2 და მე-3 მუხლში აღნიშნული განცხადება წარედგინება ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც თუ მთხოვნელი სათანადო პირობას აკმაყოფილებს, მისცემს მას მოქალაქეობის მოწმობას.

5/ ყოველი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი ყოველი ქართველი უნდა ჩარიცხულ იქნეს საქართველოს მოქალაქეთ ზემოთ აღნიშნული /I, 2, 3/ პირობისა გარეშეც, უკეთუ ის სამი თვის განმავლობაში დღიდან ამ კანონის გამოქვეყნებისა განუცხადებს ამის სურვილს საქართველოში მცხოვრები ადგილობრივ მომრიგებელ მოსამართლეს ხოლო უცხო სახელმწიფოში მცხოვრებმა - მახლობელ კონსულს, ეს უკანასკნელნი ვალდებული არიან მისცენ მთხოვნელს საქართველოს მოქალაქეობის მოწმობა.

II

6/. საქართველოს მოქალაქედ ჩაითვლება აგრეთვე:

ა/ საქართველოს მოქალაქე მამისაგან საქართველოს ტერიტორიაზე, ან მის გარეთ.

ბ/ ქორწინების გარეშე შობილი საქართველოს მოქალაქე დედისაგან.

გ/ ცოლი ან ქვრივი საქართველოს მოქალაქისა.

დ/ კანონიერის წესით ნაშვილები /შვილად აყვანილი/ საქართველოს მოქალაქისაგან.

ე)/ უცხოეთში გათხოვილი საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელიც დაქვრივების ან განქორწინების შემდეგ განაცხადებს რომ სურს საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო უწლოვანი შვილი ასეთი ქვრივისა ან განქორწინებულისა, უკეთუ იგინი ერთი წლის განმავლობაში დასრულწლოვანების შემდეგ არ განაცხადებს, რომ სურს მამის მოქალაქეობაში დარჩენა.

ვ)/ უცხოელთა უწლოვანო შვილები, ქორწინებაში თუ მის გარეშე შობილნი, ამ დღიდან, როცა მისი მშობლები მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას;

ზ)/ შვილი საქართველოს მოქალაქე იმ ქალისა, რომელიც უცხოელს მისთხოვდა, მაგრამ მუდმივად სცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, უკეთუ ისინი ერთი წლის განმავლობაში დასრულწლოვანების შემდეგ არ განაცხადებენ, რომ სურს მამის მოქალაქეობის შენარჩუნება და

ც/ ვინც ნატურალიზაციით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

7. ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვებისათვის შუამდგომლობის აღძვრა შეუძლიან უცხო ქვეშევრდომს ან უქვეშევრდომოს, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შუამდგომლობა უნდა წარედგინოს ადგილობრივ თვითმმართველობის საბჭოს, რომელიც ერთი წლის შემდეგ დღიდან შუამდგომლობის აღძვრისა განიხილავს მის თოხვნას და მიანიჭებს მთხოვნელს მოქალაქეობას, თუ მას სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მავნე პირად არ მიიჩნევს. თხოვნის შეტანიდან განხილვამდე ყოველი უცხო ქვეშევრდომი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე თავის მეცნიერული შრომით, სამხედრო დახმარებით საზოგადოებრივი მოღვაწეობით, თუ სხვა მხრივ, შეიძლება ამ ვადის მოუთხოვნელადაც იქნეს მიღებული საქართველოს მოქალაქეთ. აუცილებლად საქართველოში უნდა ბინადრობდეს.

ხელით მინაწერი: შენიშვნა: II საქართველოს მოქალაქეთ აგრეთვე ვადის მოუთხოვნელად შეიძლება მიღებულ იქნეს

შენიშვნა: 2. ვადის მოუთხოვნელად შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ყოველი უცხო ქვეშევრდომი საქართველოს მოქალაქედ

8/. საქართველოს რესპუბლკის მოქალაქეს არ შეუძლიან იყოს იმავე დროს სხვის სახელმწიფოს მოქალაქეთ:

9/. საქართველოს რესპუბლიკაში მხოლოდ მისი მოქალაქე არის აღჭურვილი პოლიტიკური უფლებით.

10/. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას ჰკარგავს:

ა/ ვინც უცხო სახელმწიფოს ქვეშევდრომობას მიიღებს ნატურალიზაციის წესით;

ბ/ ვინც უცხო სახელწმიფოს სამსახურში შევა საქართველოს მთავრობის ნებადაურთველად.

გ/ ვინც სამხედრო ბეგარის და სხვა სახელმწიფო ვალდებულების მოხდის შემდეგ განაცხადებს, რომ სურს საქართველოს მოქალაქეობიდან ამოირიცხოს.

დ/.ვინც უცხო ქვეშევრდომს მითხოვდება და არ განაცხადებს სურვილს საქართველოს მოქალაქედ დარჩენისას.

III

I 1918 წლის ივლისი 16-ს დებულება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის გაუქმებულ იქნეს.

ხელით მინაწერი: მომხსენებელი არსენიძე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191 ფურც. 208-209

1.11 საკონსტიტუციო კომისია ოთხშაბათი, (მაისის 14სსს )

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

არსენიძე, ბარათშვილი, ნათაძე, რუსია, წულაია, ჯაფარიძე, გ. ნანეიშვილი, კ. მიქელაძე.

1/ მინიმუმის უზრუნველყოფა ყოველ მოქალაქისათვის; როგორც უფლება მოქალაქისა.


რუსია, ნანეიშვილი, რ. არსენიძე, ნათაძე, ბარათაშვილი, ჯაფარიძე, პ. წულაია.


ნათაძე.: დავავალოთ ვინმეს მოხსენების წარმოდგენა.


არსენიძე - ამავე საკითხთან ჯარის ორგანიზაციაა დაკავშირებული.


ანდრონიკაშვილი „სამხედრო ბეგარა“ ნაცვლად სიტყვებისა: ვისაც იარაღის ტარება შეუძლია.


შენიშვნ. ამოიშალოს გვაზავას წინადადება.


მუხლი 2


ნანეიშვილი ამოიშალოს


მუხლი 3


ბარათაშვლი: ამოიშალოს:


არსენიძე - ზედმეტია


ანდრონიკაშვილი - იცავს მუხლს.


არსენიძე - ჯარი მოქმედებს პარლამენტის საშუალებით, გარდა გამონაკლისის - კანონშია აღნიშნული.


ანდრონიკაშვილი: თუ „პარლამენტი“ არის ჯარის შესახებ. მაშინ აქ არა.


არსენიძე - ამოიშალოს


მუხლი 4


მუხლი 5


მე 6


არსენიძე - ამოიშალოს.


მე-7-ე -


8,9 - არსენიძის წინად.


მუხლი 10


არსენიძე









გ. ნანეიშვილს










მიღებულია





უარყოფილია
















მიღებულია


მიღ. შესწ.


მიღებ.




ამოიშალოს


მიღებულია


ამოიშალოს




ამოიშალოს

კანონი სამხედრო ბეგარისა


მუხლ 1,2


მუხლი 3


ბარათაშვ. - წინააღმდეგია გამონაკლისი იყოს დუხობორებისთვის.


მდივანი - იცავს


ნათაძე -


არსენიძე: დუხაბორები სამხედრო ბეგარისაგან განთვისუფლებულია


მუხლი 8



მიღებულია














მიღებულია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 243,245

1.12 საკონსტიტუციო კომისია შაბათს, (მაისის 24, სასახლე)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

დაესწრნენ: რ. არსენიძე, გ. გვაზავა, მ. ხოჭოლავა, კ. ანდრონიკაშვილი, ლ. ნათაძე, ი. გობეჩია, კ. ჯაფარიძე, გ. ნანეიშვილი, კ. მიქელაძე.

თავმჯდომარეობს: რ. არსენიძე……………….მდივნობს

დღიური წესრიგი თავმჯდომარე აცხადებს შემდეგ დღიურ წესრიგს:

1. სახელმწიფო მოხელენი და პროექტი კ. მიქელაძის

2. პარლამენტის პროექტი რ. არსენიძის

3. აღმასრულებელი ხელისუფლება პროექტი რ. არსენიძისა

საკონსტიტუციო კომისია ამტკიცებს დღიურ წესრიგს.

განსახილველია პროექტი - სახელმწიფო მოხელეების შესახებ. მომხსენებელია ავტორი პროექტისა კ. მიქელაძე, რომელიც დაწვრილებით ეხება პროექტის ძირითად დებულებებს.

მოხსენების შესახებ იმართება კამათი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კ. ანდრონიკაშვილი, მ. ხოჭოლავა, კ. ჯაფარიძე, გ. ნანეიშვილი.

მ. ხოჭოლავას წინადადებით - კომისია ადგენს ზოგადი მსჯელობის მოსპობას და მუხლობრივ განხილვაზე გადასვლას.

მუხლი I მომხსენებელი კითხულობს - პირველი მუხლის ტექსტს, რომელიც იწვევს კამათს.

გ. ნანეიშვილის წინადადებით, კომისია ადგენს პროექტის პირველი მუხლის ტექსტი შეიცვალოს შემდეგით: ყოველ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველი მოქალაქე თუ იგი კანონში აღნიშნულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

მუხლი 2 მომხსენებელი კითხულობს მეორე მუხლს რომელიც იწვევს კამათს,

მსჯელობაში მონაწილეობას იღებენ: რ. არსენიძე, ი. გობეჩია, გ. ნანეიშვილი.

გ. გვაზავას აზრით მთავრობას პირველ ხანში მაინც მიეცეს უფლება მოხელეთა შერჩევისა.

რ. არსენიძე საჭიროდ არ ცნობს, კონსტიტუციაში შეტანილ იქნეს მუხლი მოხელეთათვის გარანტიისა.

მ. ხოჭოლავას აზრით, მთავრობას უნდა მიეცეს ჯერხნობით მოხელეთა გადაყენების უფლება.

არსენიძე მოხელეთა გამორიცხვა სამსახურიდან სასამართლოს კონპეტენციას უნდა შეადგენდეს.

მ. ხოჭოლავა იძლევა წინადადებას ასეთი საქმეები სასამართლოს ნაცვლად კოლეგიას გადაეცეს.

კ. ანდრონიკაშვილი საჭიროდ მიაჩნია ამ მუხლიდან ამოშლილ იქნეს სიტყვები: „გარდა იმ შემთხვევის, როდესაც დათხოვნის მიზეზი არის მოხელის სამსახურისათვის უვარგისი“.

გ. ნანეიშვილი წინადადებით, კომისია ნაცვლად პროექტის პირველ ტექსტისა იღებს შემდეგს მეორე მუხლად: „მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება იქნეს გადაყენებული თანამდებობიდან იმ ორგანოს ან პირის განკარგულებით, ვისგანაც იყო დანიშნული. მოხელის სრულებით დათხოვნა სამსახურიდან შეიძლება სასამართლოს ან მის ორგანოთა დადგენილებით, რომელსაც ამის უფლება ექნება მინიჭებული კანონის მიერ.

მოხელენი

მუხლი 3, 4, 5 მომხსენებელი ცალცალკე კითხულობს მესამე, პროექტის მეოთხე და მეხუთე მუხლს.

რ. არსენიძისა და გ. ნანეიშვილის წინადადებით კომისია ადგენს ეს მუხლები ამოშლილ იქნენ პროექტიდან.

მუხლი 6 მომხსენებელი კითხულობს მეექვსე მუხლს, რომელიც იწვევს კამათს.

მსჯელობაში მონაწილეობას იღებენ: მ. ხოჭოლავა, კ. ჯაფარიძე, მომხს. კ. მიქელაძე.

მ. ხოჭოლავას აზრით, ამოშლილი უნდა იქნეს პენსიის საკითხი, რადგან ეს კონსტიტუციის საკითხი არაა.

კ. ჯაფარიძე საჭიროდ სთვლის, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს აღნიშნული ზოგადად პრინციპი მოხელეთა უფლება პენსიაზე.

კომისია მეექვსე მუხლს მესამე მუხლად უცვლელად ტოვებს.

მუხლი 7 მომხსენებელი კითხულობს მეშვიდე მუხლს, რომელიც იწვევს კამათს.

მსჯელობაში მონაწილეობას იღებენ: მ. გვაზავა, გ. ნანეიშვილი, მომხს. მიქელაძე.

წარმოდგენილ იქნეს მეშვიდე (მეოთხე) მუხლის ახალი ტექსტები გ. ნანეიშვილის მიერ: „თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესის მიხედვით“.

გ. გვაზავას მიერ: „ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე მის დანაშაულის გამო საზოგადო წესით.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მოხელეს მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს სახელმწიფოს.“

კომისია იღებს გ. ნანეიშვილისა და გ. გვაზავას შესწორებებს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 258-260

1.13 საკონსტიტუციო კომისია (ოთხშაბათს, მაისის 28ს)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

არსენიძე, ხოჭოლავა, გვაზავა, ჯაფარიძე, მიქელაძე, ნანეიშვილი, საყვარელიძე, წულაია, ფაღავა, საყვარელიძე, ლ. ნათაძე, ბარათაშვილი, რუსია.

  1. საბოლოო ტექსტი - სახელმწიფო მოხელენი.

  2. პარლამენტი

  3. აღმასრულებელი ძალა

არსენიძე (მომხს.) დაყოფა ძალებისა, პრიორიტეტი

საკანონმდებლო ნაწილისა 1.2.3.4.5. სამ.

……………………………….1.2.3.4.5.

მთვრობის არჩევა და სასამართლოს

ნეიტრალობა

მთელი ძლაუფლება ხალხის ხელშია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 238

1.14 საკონსტიტუციო კომისია ოთხშაბათს, თიბათვის 4-ს

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

დაესწრნენ: რ. არსენიძე, გ. გვაზავა, სპ. კედია, მ. რუსია, ივ. გობეჩია, კ. მიქელაძე, გ. ნანეიშვილი, მ. ხოჭოლავა, ლ. ნათაძე, კ. ანდრონიკაშვილი.

თავმჯდომარეობს: რ. არსენიძე ………………………….მდივნობს

სხდომა საღ. 7 ს. იხსნება.

დღური წესრიგი კრების გახსნისას თავმჯდომარე აცხადებს შემდეგ დღურ წესრიგს:

1. კომისიის წევრის პ. საყვარელიძის განცხადება.

2. პროექტი - პარლამენტის დებულების.

საკონსტიტუციო კომისია ამტკიცებს ამ დღიურ წესრიგს.

კომისიის წევრის პავლე საყვარელიძის განცხადება

მდივანი კითხულობს კომისიის წევრის პავლე საყვარელიძის შემდეგ განცხადებას:

„საკონსტიტუციო კომისიას.

ამით გაუწყებთ, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული ვარ ცოტახნით სოფელში წავიდე. გთხოვთ იქონიოთ ეს მხედველობაში. მივდივარ პარასკევს, მანამდე მოსამზადებელი მაქვს საქმეები.“

კომისია იღებს ცნობად ამ განცხადებას.

პროექტი არსენიძისა - „პარლამენტი“ - განსახილველია

პროექტი - პარლამენტის დებულებისა.

თავმჯდომარის წინადადებით, კომისია ადგენს ზოგადი მსჯელობის მოსპობას და მუხლობრივ განხილვაზე გადასვლას.

მუხლი 1. მომხსენებელი კითხულობს პროექტის პირველ მუხლს, რომელიც იწვევს კამათს

მუხლობრივი განხილვა


მუხლი I


შესწორება: „პროპორციული წესით“

არსენიძე მომხრეა -


ჯაფარიძე - წინააღმდეგი ამ სიტყვის ჩამატების, რადგან ამას ავღნიშნავთ კონსტიტუციის მუხლში: - საარჩევნო უფლება.


გვაზავა - პრინციპი ერთ საარჩევნო სისტემაზე მეთოდი - რამდენიმეა.

ჩვენ გვაინტერ. პრინციპი, რომ ყოველ პარტიას ყავდეს წარმომადგენელი რაც მაჟორიტარული არჩევნების დროს არ იყოს.


რუსია: წინადადება განურჩევლად სქესისა


ჯაფარიძე: 95,000 ათას კაცზე ერთი.


რუსია: 120 დეპუტატი.


არსენიძე - 120 საკმარისია.


გვაზავა - ამერიკული სისტემა, როდესაც რიცხვით ცხოვრებთა საზღვარი - დეპუტატი

თუ არა 25,000 დეპუტატზე ერთი კაცი 20,000 ამომრჩ. ერთი დეპუტატი.


ხოჭოლავა, ნათაძე - 30,000 - ერთი.


თავმჯ. ორი წინადადება:

1. ცხოვრებთა კოეფიციენტ. განსაზღვრა.

2. დეპუტატთა რიცხვის განსაზღვრა.


სპ. კედია - 80 დეპუტატი


ხოჭოლავა 150 დეპუტატი.


ორი წლის ვადა.


მუხლი 2


ხოჭოლავა - ამოიშალოს.


მუხლი 3


ლეო. დეპუტატთა წარმომადგენლობა - პრინციპიალური საკითხია და გამოურკვეველია ამომრჩეველთა წარმომადგენელია დეპუტატი თუ მთელი ერის - პარლამენტი უზენაესი დაწესებულება, ასე რომ პარტიული კინკლაობის ზეგავლენა არ უნდა ახდენდეს მასზე ზეგავლენას.


არსენ. ადმინისტრაციული თვითნებობაა, რისგანც უნდა დავიცვათ დღესდღეობით. ამიტომაც უნდა დაიცვას ეს მუხლი.


ნანეიშვილი შვეიცარიის კონსტ. არ არის ამგვარი მუხლი, რაც აიხსნება პარტიათა ბრძოლა ჩვენში პოლიტიკური ბრძოლაა და შესაძლებელია უმრავლესობათა მხრით დატუსაღებული იქნეს დეპუტატი.


გვაზავა - უნდა დარჩეს, ეს აღმოცენდა ბრძოლის ნიადაგზე, მაგრამ ბრძოლისაგან ჩვენ არა ვართ განთავისუფლებული

- „პარტიული“ შესაძლებელია პოლიტიურ ცხოვრებაში ისეთი კომბინაციები მოხდეს, რომ ეს მუხლი საჭირო იყოს. ეს მუხლი უნდა დარჩეს.


კედია საკითხი სხვა სფეროში უნდა დარჩეს, მითუმ. მთავ. თვმჯ. პოლიტიკურ სფეროში შესაძლებელ ოპოზიციელი დეპუტატები მოუხდება ფართე ოპოზიციის წარმოებას, მაშინ შესაძლებელია მთვრობის რეპრესიისაგან არ იყოს დაცული.


სამოქალაქო ცხოვრებაში - დეპუტატი მეტის ლმობიერებით უნდა მოეპყრას მის მდგომარეობის გამო, ამიტომ უნდა დარჩეს.


ლეო არის კიდევ ერთი მოსაზრება, რაიც აღნიშნულია პირველ მუხლში - პარლამენტში წარმოთქმულ აზრისთვის არ მიეცემა პასუხისგებაში.


გობეჩია პრივილეგიები […] მეოთხე მუხლში, რაც წინააღმდეგობას […], აქ კი მომხრე ვარ.

შესაძლებელია უმრვალესობის პარტიამ გამოუცხადა ბრძოლა ოპოზიციის წევრს და რომ არ შეიძლებოდეს მისი დასჯა, რითაც 20 30 000 ამომრჩევლის ინტერესი ილახება. დეპუტა.


ხოჭოლავა. ეს საკითხია [...] შედეგი, მაგრამ ეს წასული საქმეა, ამჟამად მას არა აქვს საბუთი, წინად ისტორიული საბუთ. ქონდა.


მიქელაძე საზოგადოება იყოფა არა კლასებათ, კლასებს ყავს წარმომადგენელნი, რომელნიც არ შეიძლება წარმოადგენდნენ მთელი ერის წარმომადგენლობას და პარტიათა არსებობით შინაარს. ამას ბურჟუაზიული ინგლისი იცავს მაგ [...] ზოგიერთ ხალხ. წარმომადგენლობას [...] ამიტომ უნდოდა. ეს დებულება ეწინააღმდეგება ცხოვრებაში ძალთა განწყობებს.


გვაზავა ეს ისეთი აზრია, რომ მისაღებია კონსტიტუციაში და ეს საჭიროა არა ჩვენთვის არამედ ფართო საზოგადოებისათვის. ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ექნება.


გობეჩია - პროვინციალიზმის მოსპობისთვის თუ ცდილობთ, რა საჭიროა ჩვენი ოლქებად დაყოფა საქართველოს ტერიტორიის.


ამოიშალოს ეს მუხლი.

მუხლი 4


გვაზავა „დანაშაული“ შეიცვალოს: „ბოროტმოქმედებით“.


ხოჭოლავა ემხრობა გვაზავას: ან მძიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება.


არსენიძე წინააღმდეგია, რადგან იურიდიულ კომისიას აქვს ეს ტერმინი მიღებული.


გობეჩია დანაშაულისთვის მოქალაქეს საერთოდ არ იჭერენ, მით უმეტეს დეპუტატს.


წინადადება: - ჩაემატოს „შეიძლება“


კ. ჯაფარიძე აქ არ განისაზღვრება როდის უნდა დაიჭიროს. აქ მოხელეც გამონაკლისია და ეხება დეპუტატებს.


მთავრობის თავჯდომარე უვარგისია მეოთხე მუხლი, ეს ზოგიერთ კონსტიტუციაშია, და არსებით ეწინააღმდეგება დემოკრატიულ წესწყობილებას. პარლამენტის წევრი [...] შეაჩერებს სისხლით კანონებს.


კ. ჯაფარიძე კონსტიტუციის დაწერა არაფერია, საჭიროა ორგანოს შექმნა, რომელმაც უნდა დაიცვას კონსტ., მაგ. ამერიკაში ასეთი სასამართლოა. დეპუტ. პასუხისმგებელი უნდა იყოს ზოგ შემთხვევაში, მაგ. ლიფ-მაციის, აჯანყებისთვის მო[..]თვის.


კამათი მოისპოს


მუხლი დარჩეს


ხოჭოლავას შესწორება


მუხლი 4



მუხლი 5



„ „ „ 6



ხოჭოლავა ამოიშალოს: ჯამაგირიანი.


ნათაძე წინაც მიღებულ კანონში შეიძლებოდა ჯამაგირიანის ადგილი მიღება, მხოლოდ ერთ ადგილიდან იღებდეს.


ამოიშალოს დაწერილი სიტყვებით:

„და ეჭიროს“ ბოლომდე


„ჯამაგირიანი“ ამოიშლოს


შესწორება: მინისტრის ამხანაგებს არა ჰქონდეთ ჯამაგირიანი.


ნანეიშვილი დაემატოს: „პროფესორები“


კ. ჯაფარიძე: ექვსი თვით გაგზავნილი დეპუტატი უცხოეთში რჩება დეპუტატად.


ნოე ჟორდანია ამ მუხლით სახელმწიფოს ვართმევთ სასარგებლო პირებს და პარლამენტის გარეშე ვაყენებთ მთელ კატეგორიას პირებისას, ამიტომ საჭიროა შესწორების შეტანა.


გობეჩია საჭიროდ სთვლის დარჩეს ეს მუხლი.


ნოე ჟორდანია ეს მუხლი არაა მუხლი დემოკრატიულ კონსტიტუციისა, მაგ. ნანეიშვილის აზრით, მასა შეუგნებელია, რითაც იგი არ [...]დება, სახე კულტურული [...]


ლეო შემეკითხა - პარლამენტში აზრისთვის დაჭერა შეიძლება ეს რასაკვირველია დამოკიდებულია, თუ რაგვარ - წყობილება იქნება სახელმწ. და უფლება მოქალაქეობისა, ის იქნება დეპუტატის ვსთქვათ, დეპ. პარლამენტში შეაქვს ქურდობა, კაცისკვლა, ან დიფამაციისთვის - და [...] [...] არ იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში ხელშეუხებლობის უფლება.

სახელმწიფო დუმის დროს, მომხრე ვიყავი დეპუტატებისთვის ფართე უფლებებისთვის. დეპუტატს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, როგორც მოქალაქეს.

გვაზავამ სთქვა - პოლიტიკური ბრძოლა შესაძლებელია დეპუტ. შელახვა, მაგრამ ეს უკვე ბრძოლა კონსტიტუციის გარეშე და არის ბრძოლის საქმე. მაგ. საფრანგეთში ჟირონდეისტები სულ გამოაგდეს პარლამენტიდან თუ კონსტიტუციის ფარგლებში კი არავითარ მთავრობას არ აქვს უფლება პოლიტიკური უფლებების შელახვისა საერთოდ ეს მუხლი არავითარი მოსაზრებით არ [...] დემოკრატიულ შემეცნებაში. მხოლოდ ერთი სადაო საკითხია დიფამაციისა და შეურაწყოფისთვის შეიძლება თუარა პასუხისგებაში მიცემა.


არსენიძე ნოეს მოსაზრება ფართეა, ვინე მე ეს მუხლი, თუ კონსტიტუციის დარღვევა შესაძლებელია, მაშინ რისთვის იწერება ეს კონსტიტუცია, ესაა: საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა. საჭიროა თუ არა ეს გარანტიები:


ა) ბრძოლა პარტიათა შორის - ისარგებ. კონსტიტუც. გზით; წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიულ ბრძოლაში შეიძლება უმცირესობის დეპ. მოშორება.


ბ) თუ აჯანყებას ან სხვა ბოროტმოქმედებისთვის, სამართალში შესვლა.

დღეს დღეობით ამგვარი ზომების მიღება საჭიროა.


გ) გვესაჭიროება დემოკრატიზმით ფერიფერიაში გავრცელება.

დემოკრატიული წყობილების და შეგნების რომ იყოს ჩვენში დამკვიდრებული. მაშინ შეიძლებოდა გამოშვება, ამიტომ ამ მოსაზრებით და არა ისტორიული მოსაზრებით ვიცავ მას პრაქტიკული მოსაზრებით და დემოკრატ. წყობილებისთვის საშიშია.


ნოე ჟორდანია არსენიძე იქიდან გამოდის, რომ 120 დეპუტატს იცავს, დანარჩენი სამი მილიონი კი ისე იყოს, ჩვენი მიზანი კი უნდა იყოს - ხალხი ჩვაყენოთ უფლებრივ კალაპოტში. ამას შეაქვს ჩვენს ხალხში ყოველნაირი შეგნების უფლებისა და პიროვნულ პატივისცემისას.


არსენიძე უპასუხებს ჟორდანიას.

ა) ნეიტრალიტეტი რომ არა,

2) მუდმივი ჯარი არსებობა,

კიდევ ყველა ამისთვის შეუძლებელია ამ მუხლის ამოშლა და იდეა, რომ პარლამენტის მუშაობა არ იქნეს დარღვეული.


ხოჭოლავა მინდა კომპრომისული წინადადება იმუნიტეტის პრივილეგია, მაგრამ არსენიძეს მოსაზრება მისაღებია.

შესაძლებელია მისი დაჭერა, მაგრამ ამ პარლამენტზეა დამოკიდებული და შეუძლია გაუშვას.


ჯაფარიძე შემოაქვს შესწორება: ბოროტმოქმედებისას ჩადენილს დეპუტატის საქმე შეჩერებულ იქნება, სანამ იგი დეპუტატია და სხვა.


ხოჭოლავა იცავს თავის წინადადებას.


ნოე ჟორდანია სამოქალაქო საქმეებში ერევა პარლამენტი, რაც პოლიტიკური ტირანიაა - ფრაქციული მოსაზრებით განსაზღვრულ პირობებში გარკვეული [...] მოქალაქოეობისა იმას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა - ბრძოლა ხალხის წარმომადგენელთ და აღმასრულებელი ძალისა.

ჩვენში კი სხვა მდგომარეობაა მთელი ძალა ხალხის ხელშია და დეპუტატი უაღრესი რამ კი არ არიან, მხოლოდ წარმოადგენენ, დღეს ერთნი არიან ხვალ მეორე და გარდა ამისა, არ არის საბრძოლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალთა შორის. ამიტომ სრულებით არ შეესაბამება, რაც ჩვენშია, სადაც აღმასრ. და კანონმდებლობითი ძალა ერთი და იგივეა.

ჩვენში არც რეალური საფუძველია არც თეორეტიული, რომ ყველა მოქალაქენი თვისუფალნი არიან.


ანდრონიკაშვილი სრული ჭეშმარიტება, რომ იდეალურ პირობებში ვცხოვრობდეთ, მაგრამ ჩვენი პირობები, როცა შეუგნებლობაა გა[...]ული და





მიღებულია



პარლამენტი










მიღებულია






მიღებულია










უარყოფილია

მიღებულია 4-4


უარყოფილია (2)


უარყოფილია (3)


მიღებულია




მიღებული შესწ.





































































დარჩა


4-3


უარყოფილია




























მიღბულია


მიღებულია


უარყოფილია


უცვლელად მიღებულია


მიღებულია უცვლელად


მიღებულია უცვლელად











დარჩეს

4-4-

ოქმი არასრულია

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 267-274

1.15 საკონსტიტუციო კომისია 14 ივნისი 1919 წ.

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

გვაზავა, არსენიძე, ბარათაშვილი, ნათაძე, ჯაფარიძე, ფაღავა, რუსია, ნანეიშვილი, მიქელაძე, ხოჭოლავა.

დღის წესრიგი:
აღმასრულებელი ძალა.

გვაზავა

ბარათაშვილი [...]

ნანეიშვილი - მთლიანობა არაა დაცული, საჭიროა პრეზიდენტის ან უპრეზიდენტობის მიღება, მაშინ რამდენიმე მუხლი იქნება [...].

მიქელაძე - პარლამენტის თავმჯდომარე წინადადებას აძლევს ერთ პირად შეადგინოს კაბინეტი წევრი არ წარედგინება დასამტკიცებლად.

მიქელაძე - მუხლობრივი განხილვა - მიღებულია.

რუსია

მუხლი I - მიღებულია

ნანეიშვილი - წინადადება - რიცხვი მთავრობის წევრთა ამოშლილ იქნეს.

ნათაძე - ემხრობა ნანეიშვ.

ბარათაშვილი - ყოველი დარგის სათავეში უნდა იყოს პასუხისმგებელი გამგებლათ. დაწერილ იქნეს ეს „არანაკლებ 7 წევრისა“.

რუსია - კონსტ. მუხლების ხშირი ცვლილებები წინააღმდეგი.

გვაზავა წინადადება - 1-6

ნათაძე წინ. „არანაკლებ ოთხის“.

რუსია - ხუთი.

არსენიძე - რომელიც ერთ მთლიან კაბინეთს შეადგენს: - უარყოფილია

მუხლი 2

ბარათაშვილი - ამოიშალოს: „საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარე, თავმჯდომარეს ყავს მოადგილე“. - მიღებულია

ლ. ნათაძე - წინააღმ. მთავრობის თავმჯდომარე იყოს იმავე დროს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.

გვაზავა - იცავს პრეზიდენტის საჭიროებას.

პასუხისმგებლობა თუ იქნება, საჭიროა პრეზიდენტის ფუნქციის გამოყოფა.

რუსია - „რომელიც არის იმავე დროს უმაღლესი წარმომადგენელი რესპუბლიკისა“.

მიქელაძე - ეთანხმება წინა ორატორს. - მიღებულია.

ნანეიშვილი - მხარს უჭერს რუსიას წინადადებას.

ნათაძე - ამოიშალოს: რესპუბლიკის თავმჯდომარე.

ბარათაშვილი - მესამე და მეოთხე შესწორდეს.

სყვარელიძე - იცავს ტექსტის მეორე მუხლებს.

ნანეიშვილი - პრეზიდენტის იდეის გატარება.

გვაზავა - იწონებს. კამათი მერე - უარყოფილია.

რუსია - უპასუხებს საყვარელიძე.

არსენიძე

ნათაძე

ბარათაშვილი წინადადება: [...] „რომელიც არის დროს არის [...]პირველი თანასწორობის“ - 1.-4 უარყოფილია.

რუსია - წინადადება მიღბულია.

გვაზავა - თავმჯდომარის თავმჯდომარეს ირჩევს ხალხი. - უარყოფილია

მუხლი 4

ბარათაშვილის წინადადება - მთავრობის დანარჩენ წევრებს მინისტრებს - მიღებულია.

გვაზავა - ამოიშალოს: ამტკიცებს პარლამენტი - უარყოფილია.

მუხლი 5 - მიღებულია.

მუხლი 6

გვაზავა - წინადადება შეერთდეს მე-6-7 მუხლები.

ბარათაშვილი - შესწორებები: მინისტრთა საბჭო ნიშნავს [...]“

გვაზავა, ჯაფარიძე არსენიძე

გვაზავას წინადადება: ზოგ შემთხვევაში თავმჯდომარე ამტკიცებს არჩეულ პირთ.

ჯაფარიძე - 6 მუხლი ამოიშალოს და გადატანილ იქნეს სხვაგან - მიღებულია

მუხლი 7 - მიღებულია.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 283-284

1.16 Въ комиссiю по самоуправленiю при учредительномъ собрании грузiи.

▲ზევით დაბრუნება


№2520
მიღებულია ივნისს 1919 წ.

Осетинскiй
Национальный
Советъ
№2468
Тов:

Южно-Осетинскiй нацiональнiй Советъ на заседанiи отъ 16-го iюня сего года призналъ целесообразнимъ введенiе автономiи для Южной Осетiи, вместо земского самоуправленiя.

Проэкт автономiи принятий Нацiональнимъ Советомъ, при семъ представляется.

ПРЕДСЕДАТЕЛЬ СОВЪЕТА

СЕКРЕТАРЬ

ხელით მინაწერი: გადიბეჭდოს 15 ცალი / Н.Э/12.VII.19

Принятъ на засъданiи Южно-Осетинского
Совъета отъ 16 iюня
1919 года
Председатель Ю.-Осетинскаго Нац.
Совъта /подписъ/

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 11

1.17 Проэктъ - КОНСТИТУЦIИ КАНТОНА ЮЖНАЯ ОСЕТIЯ

▲ზევით დაბრუნება


Глава I.
Общiя положенiя.

Статья

1. Кантонъ Южная осетiя составляетъ автономную часть Грузинской Демократической республики.

2. Осетины, живущiе въ Республике, вне пределовъ кантона, подлежатъ веденiю Кантона по вопросамъ культурной автономiи.

3. Республика гарантируетъ Кантону его права и конституцiю, если она обеспечиваетъ осуществленiе политическихъ правъ въ демократическихъ формахъ.

4. Всякiй частный союзъ и всякiй договоръ политическаго характера между кантономъ и Иностранными Государствами воспрещены. Но въ виде исключения, Кантонъ можетъ заключить съ Иностранными Государствами Договоры, касающiеся народной экономiи, соседскихъ и полицейскихъ отношенiй однако, въ этихъ договорахъ не должно быть ничего противнаго Республике.

5. Оффицiальныя отношенiя между Кантономъ и Иностранными Правительствами или ихъ представителями имеютъ место при посредстве Республики. Во всякомъ случае, кантонъ может непосредственно сноситься съ низшими властями и должностными лицами Иностраннаго Государства по вопросамъ, указаннымъ въ предыдущей статье.

6. Кантону принадлежитъ исключительное право эксплоацiи лесовъ, пастбищъ, недръ и другихъ естественныхъ богатствъ въ пределахъ его территорiи.

7. Въ отношенiи налоговой системы Кантонъ приравнивается къ другимъ самоуправляющимся единицамъ и наравне съ ними пользуется финансовой поддерожкой Государства.

8. Все граждане кантона об отбиваютъ воинскую повинность на территорiи Кантона и составляють отдельную Кантональную войсковую часть Республиканской армiи.

9. Командующiй Кантональной войсковою частью въ мирное время назначается по представленiю Кантональной власти.

10 Начальное обученiе въ Кантоне всеобще, обязательно и безплатно. Кантону выдаются субсидiи въ целяхъ исполненiя его обязанностей въ области начальнаго обученiя.

11. Все языки, существующiе въ пределахъ Кантона, равноправны, но сношенiе и делопроизводство во всехъ кантональныхъ и республиканскихъ учережденiяхъ совершается на осетинскомъ языке.

12. Все граждане Республики, проживающiе въ пределахъ кантона, считаются гражданами Кантона и пользуются одинаковыми правами безъ различiя нацiональностей и вероисповеданiя. Въ Кантоне нетъ никакихъ привилегiй - местныхъ, прирожденныхъ, фамильныхъ или личныхъ.

13. Законъ гарантируетъ гражданам кантона свободу слова, печати, собранiй, союзовъ, веры, совести и неприкосновенность личности и жилища.

14. Никакое выраженiе мыслей не можетъ быть предметомъ судебнаго или административнаго преследованiя иначе, какъ въ случаяхъ оскорбленiя нравственности или правъ третьихъ лицъ, призыва къ преступленiю и нарушенiю общаго порядка.

15. Никто не можетъ быть преследуемъ и арестуемъ судомъ иначе, чемъ въ указанныхъ заканомъ случаяхъ и въ предписанныхъ имъ формахъ. Къ арестованному должно быть предъявлено обвиненiе не позже 24 час.

16. Ничья личность, семья, жилище и документы не могутъ быть предметомъ посягательства иначе, какъ въ силу письменнаго приказа компетентной власти, легализующаго это действiе и мотивирующаго его законную причину.

17. Все граждане Кантона, достигшiе 20 летъ безъ различiя пола пользуются одинаковымъ избирательнымъ правомъ - активнымъ и пассивнымъ, за исключенiемъ умалишенныхъ, лишенныхъ по суду всехъ правъ и состоящiхъ подъ судомъ и глухонемыхъ.

18. Смертной казни за политическия преступления не существуетъ.

Глава II
Кантональная власти
I. Народный Советъ

19. Съ сохранениемъ правъ народа высшая власть въ Кантоне осуществуляется:

А. Народным советомъ и

Б. Народным Комиссарiатом

А. Народным советомъ и

20. Народный Советъ состоитъ изъ представителей народа въ количестве 35, избираемыхъ на основе всеобщаго, прямого, равнаго и тайнаго голосованiя по системе пропорцiональныхъ выборовъ.

21. Члены Народнаго совета пользуются личной неприкаснавенностью и немогутъ быть лишены свободы безъ согласiя Н. Совета.

22. Народный Советъ выбирается на 2 (2) года и возобновляется всякiй разъ полностью.

23. Народный Советъ собирается на сессiи 2 разъ въ год, въ дни, установливаемыхъ регламентомъ.

24. Народный Советъ выбираетъ изъ своей среды председателя, 2-хъ товарищей и 2-хъ секретарей.

25. Первое заседанiе Н. Совета открывается Народнымъ Комиссарiатомъ. Заседанiя происходятъ въ центре Кантона - Цхинвале.

26. Предметы веденiя народнаго Совета суть следующiе:

1) Законодательство, требуемое особенностями местной жизни;

2) Организацiя и избранiе Кантональной исполнительной власти.

3) Вотированiе годичнаго бюджета, утвержденiе финансоваго отчета и постоновленiе о заключенiи займа.

4) Устанвленiе местнаго налоговаго обложенiя.

5) Верховный надзоръ за деятельностью Кантональн. Властей.

6) Разрешенiе пререканiй по вопросу о компетенцiи между административной и судебной властями.

7) Представленiе кандидата на должность Командующаго Кантональной войсков. частью въ мирное время.

8) Избранiе судей.

9) Осушествленiе реферандума на разработку естествен. богатствъ Кантона.

11) Пересмотрънамтоящей конституцiи.

27. Принятые Н. Советомъ законы подлежатъ утвержденiю Главы Республиканской власти.

28. Для действительности постановленiй Н. Совета требуется присутствiе абсолютнаго большинства общаго числа даннаго Совета.

29. Въ Нар. Советъ решенiя принимаются абсолютнымъ большинствомъ голосовъ.

30. Иницiатива принадлежитъ каждому члену Нар. Совета и это право она осуществляетъ писменно.

31. Заседанiя Н. Совета публичны, въ необходимых случаяхъ закрыты.

32. Народный Советъ определяетъ формы своей деятельности въ наказе.

Б. Народный Комиссарiатъ.

33. Высшая испольнительная власть въ Кантоне осуществляется народнымъ комиссарiатомъ, состоящимъ изъ 3 членовъ: Комиссара по внутреннымъ деламъ; Комиссара по народному просвещенiю и Юстицiи и Комиссара по деламъ Народнаго Хозяйства.

34. Народный советъ избираетъ Представителя Комиссаровъ и поручаетъ ему приглашенiе остальныхъ двухъ комиссаровъ, коихъ утверждаетъ Н. Советъ.

35. Народный Комиссарiатъ ведаетъ, вообще, все дела, относящiяся къ исполнительной власти, какъ таковой; въ частности же ему принадлежитъ:

1) Приведенiе въ исполненiе законовъ Республики и Кантона.

2) Управленiе финансами Кантона, составленiе бюджета и отчета о приходе и расходе.

3) Назначенiе должностныхъ лицъ и надзоръ за ихъ деятельностью.

4) Надзоръ за коммунальными управленiями Кантона.

5) Разрешенiе Жалобъ на распоряженiя коммунальныхъ учрежденiй.

6) Утвержденiе выработанныхъ коммунами обязательныхъ постанавленiи.

7) Забота о внутренномъ спокойствiи страны и охране порядка.

8) Представленiе годового отчета объ администрацiи Кантона.

36. Народный Комиссарiатъ ответствененъ передъ Н. Советомъ и выходитъ въ отставку по выраженiи ему недоверiя.

37. На предъявленный къ нему запросъ Н. Комиссарiатъ даетъ ответъ перед Н. Советомъ не позже двухъ недель со дня предъявленiя запроса.

III. Кантональный Судъ.

38. Для осуществленiя правосудiя въ пределахъ Кантональной компетенцiи существуетъ Кантональный Судъ.

39. Кантональный Судъ образуютъ въ первой инстанцiи - мировые судьи, во второй - апелляцiонной-окружный судъ и въ третьей-кассацiонной главный судья въ 2-мя заседателями. Для уголовныхъ делъ существуетъ судъ присяженныхъ.

40. Окончательное устройство Кантональнаго судя определяетъ Народный Советъ.

IV. Коммунальное Самоуправленiе.

41. Положенiе коммунальнаго Самоуправленiя въ пределахъ Кантона вырабатываетъ, въ соответствiи съ настоящей конституiей, Народный Советъ.

V. Референдумъ и Инициатiва.

42. Народу принадлежитъ право референдума; всякiй законъ, принятый Народнымъ Советомъ, подлежитъ всенародному голосованiю, если того потребуетъ не менее 3000 гражданъ Кантона въ теченiе 2-хъ месяц со дня принятiя его Н. Советом.

43. Народу принадлежитъ право законодательной Иницитивы; 1000 гражданъ - избирателей могутъ требовать выработки, измененiя и отмены законовъ, Приятыхъ Народнымъ Советомъ. Предложенiя такiя подаются либо устно, либо писменно въ Народный Советъ, который производить по нимъ народное голосованiе.

44. Галосованiя происходятъ два раза въ годъ.

45. Народныя постановленiя принимаются абсолютнымъ большинствомъ.

46. Конституцiя - верховный законъ Кантона. Никакой законъ, стоящiй в противоречiи съ настоящей, Конституцiей, не можетъ быть обнародованъ.

47. Исполненiе конституцiи и примененiе ея принциповъ есть первый долгъ кантональной власти.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 11-13

1.18 საკონსტიტუციო კომისია (18/VI - ოთხშაბათი)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

გვაზავა, ბარათაშვილი, საყვარელიძე, წულაია, არსენიძე, ნანეიშვილი

მუხლი 7


საყვარელიძე - მოიხსნას „წარმოადგენს“


გვაზავა - თავმჯდომარის მიერ დანიშნული პირი, რომელიც ადგენს მთავრობის მოადგილე


წულაია - მომხრეა დარჩეს კონსტიტუციაში.


ნანეიშვილი დარჩეს.


ბარათაშვილი წინააღმდეგია მუხლის.













უარყოფილია

რუსია მიენდოს თავმჯდომარეს წარადგინოს თავისი მოადგილე


ლეო - რა წესით იქნეს არჩეული

მოადგილე უნდა იქნეს აღნიშნული ერთ-ერთი მინისტრი რომელსაც თვითონ თავმჯდომარე მიანიჭებს


რუსია -




მიღებულია

9

ა)

ბ) „სისწორით“

გ)



ნანეიშვილი

არსენიძე

რუსია

შეიცვალოს:

ნათაძე - მიღებ „დასკვნა“ [...] აღინიშნოს


არსენიძე იცავს ტექსტს


ნანეიშვილი


მიღებულია

მიღებულია

მიღებულია

დ) -------------------

ე)


ლეო - შესწორდეს ეს


გვაზავა - ამოიშალოს „ნეიტრალობა“


პ. საყვარელიძე - დარჩეს „ნეიტრალობა“


ლეო - ამოიშალოს: „ ნეიტრალური“ და დ) და ე) [...]დნენ. სამა[....] შესწორებით.



რუსია - დარჩეს „ნეიტრალიტეტი“


გვაზავა -წინააღმდეგია დარჩეს რადგან პროექტი არაა.


ლეო - ნეიტრალიტეტი - ორ ერს იხმარება: როცა დამოუკიდებლობა ილახება ამა თუ იმ ერისა და, მეორე: როცა ორი ომობს - მესამე არც ერთს არ ეცილება. მეორე შემთხვევაში მეორე შემთხვევაში ნეიტრალიტეტი ნულია.


ხოჭოლავა უპასუხებს გვაზავას

ჩვენ გვაქვს ორი პროექტი - საქართ. სახელმწ. ამიტომ საჭიროა ნეიტრალიტეტ. აღნუსხვა კონსტიტუციაში.


პ. საყვარელიძე აღიარეს ნეიტრალიტეტის აქტში უნდა გულისხმობდეს კონსტიტუცია [....]ბა. ამ მხრივ ობიექტზე ლაპარაკი ზედმეტია. ბრძოლა თავისი არსებობისთვის კიდევ არ ნიშნავს ნეიტრალობის დაკარგვას, არამედ ხშირად მის დაცვას გულისხმობს.


რუსია ეკამათება გვაზავას

დარჩეს ნეიტრალიტეტი


გვაზავა უპასუხებს რუსიას

დეკლარაცია - იდეალია ერისთვის ვიბრძვით.


ნანეიშვილი დარჩეს „ნეიტრალობა“

მიღებულია
მიღებულია



უარყოფილია




მიღებულია

3)


ხოჭოლავა: სამი კვირა გავიდა და [...] ათასი საჭიროა რათა, ამ[...] იმ[...]

გვაზავა ეთანხმება

ნანეიშვილი გამოიყენოს სამხედრო ძალა, მაგრამ აუწყოს პარლამენტს

ბარათაშვილი საჭიროა, რადგან განმარტავს თავდაცვის საჭიროებისთვის სამხედრო ძალების გამოყვანისა [....] შემთხვევის, სულ - ისმის [....], მაშინ [....]

გვაზავა ამოიშალოს, სახეირო არაა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით

მიღებ. უცვლელ.

კამათ. მოისპოს


რუსია 5,0000მ


ზ)

თ)



უარყოფილია


მიღებულია

უარყოფილია

მუხლი 10

- 11

- 12

მიღებულია უცვლელად

მიღებულია უცვლელად

მიღებულია უცვლელად

ხოჭოლავა „ამოიშალოს“


გვაზავა როცა ეხება ამა თუ იმ უწყების მინისტრებს მაშინ ხმა არ უნდა მისცეს


გაიხსნას კამათი

ნანეიშვილი

გობეჩია მთვრ [...] არა აქვს უფლება [...] ხმის მიცემისა







მიღებულია

მუხლი 13

არსენიძე დაემატოს: მთავრობის ყოველ წევრს

მიღებულია

14

ნანეიშვილი პარლამენტმა თუ მოისურვა მთავრობის დათხოვნა მიეცენ სასამართლოს. საერთო წესით

მიღებულია

15

ნანეიშვილი ვადის განსაზღვრა

ამოიშალოს

არსენიძე თავმჯდ. მთ. არჩევა ყოველ წელიწადს, როცა ვადა უთავდება, ყოველ შემთხვევაში ორ წელიწადზე მეტს ვერ აირჩევა.

ხოჭოლავა

გვაზავა

16 (დამატებით)

ხოჭოლავა: ერთი და იგივე თავმჯ. მთავრობისა

მიღებულია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 286-287

1.19 საკონსტ.და საგარეო კომ. (შაბათს, ივნისის 28 ს)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

დაესწრნენ: საყვარელიძე, არსენიძე, ნათაძე, ს. ჩარკვიანი, ი. ბარათაშვილი, წულაია

(არ შესდგა)

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 301

1.20 საკონსტ. პარასკევს, ივლისის 1 11/2

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

არსენიძე, რუსია, ანდრონიკაშვილი, გვაზავა, წულაია, ნანეიშვილი, ბარათაშვილი, ნათაძე.

თავმჯდომარე: არსენიძე.

ანდრონიკაშვილი მომხსენებელი-[...] სამ. ორ. თანა[...] [...]: სამეურნეო საბჭო - გვარ. და არის წარმ. გვარდია სამ. მხრით არ ექვემდ. სამხ. მინისტრ. ამხანაგს, ომის დროს - სამხ. მინისტრს.

რესპ. შეიარაღებული ძალები: დუხობორების შესახებ - [...] აზრი -

გვაზავა - ზოგადი დებულება მივიღოთ.

არსენიძე: სათაური შევცვალოთ. სამხედრო ძალა - მიღებულია.

არსენიძე: კანონი დააწესებს. გამონაკლისს ამ საერთო წესიდან.

გვაზავა: - გარდა იმ განსხვავებისა, რომელსაც დააწესებს კანონი.

რუსია: ამოიშალოს: წლები 20-45 წლამდე. - მიღებულია

ბარათაშვილი: ამოიშალოს: „ვისაც იარაღის ტარება შეუძლია“ - მიღებულია

გვაზავა: - გარდა იმ გამონაკლისისა, რომელსაც განსაზღვრავს კანონი - თანახმად სამხედრო კანონისას ნაცვლად.

1. შემადგენლობაში მყოფი სასწავლო ყრილობაში გაწვეულნი სამხედრო მსახურნი, პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებენ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.

მდივანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 255

1.21 საკონსტიტუციო კომისია (ოთხშაბათს, 2 ივლისი)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

იოსებ ბარათაშვილი, პავლე საყვარელიძე, არსენიძე, კ. ჯაფარიძე, ნანეიშვილი, რუსია, წულაია, გობეჩია, ნათაძე.

თამჯდ. ბარათაშვილი

საყვარელიძე საზოგადო დებულება - ყველა კონსტიტუციაშია. ზოგში ნახევარზე მეტია, დანარჩენ კონსტიტუციაში - ზოგიერთი ფორმაა აღნიშნული.

ლ. ნათაძე

პირველ ყოვლისა - აქ აღინიშნა ჩვენი სახელმწიფოს არსი - უნიტარული რესპუბლიკა. ავტონომიას უშვებთ ჩვენ, როგორც დამატება სახელმწიფო ჩვენი არის დემოკრატიული ნეიტრალიტეტი; დედაქალაქის შესახებ დროშა, ღერბი და ენა.

მე-6 და მე-7 მუხლი შეიძლება ამოიშალოს, ამოვიღე ბელგიის კონსტიტუციიდან.

ი. ბარათაშვილი განუყოფელი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო თუ არა. მე დღეს უჭერ მხარს უნიტარულ სახელმწიფოს, თუმც ფედერალისტი ვარ.

ჩვენში ცხოვრობს ერები: ოსები, აფხაზნი და სხვა. ავტონომიური წესწყობილება ან უნდა გაფართოვდეს, ან შეიკვეცოს. არ ვიცი რა მოთხოვნებია. ეს განვითარებული მომავალში ერები, - შეიძლება ფედერაციული შეერთება.

ვიდრე ქართველი ერი არ ჩამოყალიბდება და იგრძნობს თავის თავს, ჩვენ იმ დრომდე დავიცავთ საქართველოს ტერიტორიის დამოუკიდებლობას.

მომხს. საყვარელიძე - ჩვენ გავყევით ბელგიის კონსტიტუც. ჩვენი სახელმწიფო განუყოფელი უნდა იყოს, რაც უნდა ავტონომიები მიენიჭოთ საქართველოს ფარგლებში მცხოვრებ ერთ.

მუხლი 1

რუსია: გაუგებრობის ასაცილებლად საჭიროა ამოიშალოს: მუდმივი და უცვლელი ფორმა, რადგან ეს ეწინააღმდეგება…

გ. ნანეშვილი უპასუხებს რუსიას.

გობეჩია ემხრობა რუსიას წინადადებას.

ი. ბარათაშვილი ძირითად კანონად მივიღეთ რეფერენდუმი, ამით ხალხს შეულია გადასინჯოს კონსტიტუცია. ეს - მუდმივი და უცვლელი ეწინააღმდეგება რეფერენდუმს.

ლეო ნათაძე იდეა ამ სიტყვებისა სწორეა, იგი არი მიმართული მარცხნივ. არ ეწინააღმდეგება სოციალიზმის იდეას ეს სიტყვები ეს მიმართულია მარჯვნივ. - ასეთი .[...]. არა. - ამიტომ ზედმეტია ეს სიტყვები, რადგან არაა მარჯვნივ მტერი.

საყვარელიძე უპასუხებს გობეჩიას.

დემოკრატიული რესპუბლიკა იმავ დროს სოციალისტურის. სოციალისტურ რესპუბლიკასაც უნდა. სახელმწ. ფორმა - ესაა დემოკრატიული რესპუბლიკა, წინააღმდეგ უნდა მივიღოთ საბჭოთა ორგანიზაცია. ეს სიტყვები მიმართულია როგორც მემარცხენეების ისე მემარჯვენეების წინააღმდეგ.

რეფერენდუმი არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ფორმის აღნუსხვას მუდმივობის აღიარება კონსტიტუციაში. დემოკრატიული რესპუბლიკა აღნიშნულია დამოუკიდებლობის აქტში.

ნანეიშვილი. ემხრობა საყვარელიძე.

რუსია დემოკრატ. რესპ. - უმაღლესი ფორმაა განთავისუფლების - პოლიტიკურის სფეროში სოც. რესპ. - უმაღლესი ფორმა ეკონომიური - განვითარებ [...] ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება.

ბარათაშვილი მოაზროვნეთ შეუძლიათ სთქვან, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ თავი. რესპ. წინააღმდეგი ეს სიტყვები - მუდმივი და უცვლელი ხელს უწყობს ბურჟუაზიულ იდეოლოგიას.

გობეჩია დემოკრატიული რესპუბლიკა არა სოციალისტური რესპუბლიკაა. დემოკრ. რესპუბლიკაში შეიძლება მოექცეს ბურჟუაზიული ელემენტები. რევოლუციის დროს მშრომელმა მაგრამ უნდა დაამხოს დემ. რესპუბლიკა. უნდა იყოს გამოცხადებული: მუდმივი და უცვლელი.

კ. ჯაფარიძე ამოიშალოს ეს სიტყვები ემხრობა რუსიას სადაც [...]ება. დემოკრ რესპუბლიკისა.

გ. ნანეიშვილი ეკამათება რუსიას.

დემოკრატიული რესპუბლიკა არ ეწინააღმდეგება სოციალიზმს.

მდივანი ისტ. ანალოგიას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კონსტ. სწერს ერი თუ კლასი და თუ მას ძალები ექნება იკარგება. ზედმეტია ეს სიტყვები.

დემოკრა. რესპ. ფორმაა შინაარსია - კონსტიტუცია.

დემოკრ. რესპ. ფორმა უცვლელია და მუდმივი. დემოკრატ. და სოციალისთვის საჭიროა დარჩეს ეს სიტყვები.

წულაია უნდა დარჩეს

[...]: მუდმივი და უცვლელია მაგიერ აუცილებელი.

საყვარელიძე

მუხლი I

გობეჩია: შესწორება: ამოიღოს მუდმივი და უცვლელი 4-4

წულაია: აუცილებელია - 1-6

არსენიძე: ამოიშალოს: სახელმწიფო წყობილება.

მონაწილეობას არ იღებს გობეჩია, რადგან მიუღებელია

არსენიძის წინად.: ამოიშალოს: პოლიტიკური წყობილება - უარყოფილია,

მუხლი 2 მიღ. შესწ.

ბარათაშვილი: ამოიშალოს: ომიანობის თავში - მიღებულია

მუხლი 3 - მიღებულია

მუხლი 4

არსენიძე: ამოიშალოს ეს მუხლი - ამოიშალოს.

მუხლი 5 - მიღებულია

მუხლი 6 - მიღებულია უცვლელად.

მომხსენებელი: ამოიშალოს - უარყოფილი.

მუხლი 7 - უ

არსენიძე: ამოიშალოს: - მიღებულია.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 301-304

1.22 საკონსტ. კომისია (შაბათი, ივლისის 5-ს.)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

არსენიძე, ნანეიშვილი, რუსია, ნათაძე, ჯაფარიძე, ფაღავა.

1. სახელმწიფოებრივი ტერიტორია.

მუხლი I - ღიად დარჩეს

საყვარელიძე - ღიათ დავტოვოთ პირევლი მუხლი.

ბარათაშვილი - დამფუძნებელი კრება მოქმედებს ტერიტორიის ფარგალი აღიარებული უნდა იყოს, უეჭველად უნდა ჩამოთვლა, მაგრამ შესაძლებელია დღევანდელ პირობებში ჩამოთვლა გადაიდოს. აღნიშნვა ტერიტორიისა კიდევ არ ნიშნავს ფაქტიურად ქონებას, მაგრამ - [...] უფლებას პირველი მუხლი აღნიშნული უნდა იყოს.

მუხლი 2 - მიღებულია შესწორებით.

არსენიძე: ამოიშალოს შესწორება - ამოიშალოს.

ჯაფარიძე - გადაცვალა - ამოიშალოს.

მუხლი 3.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 273

1.23 საკონსტ. (პარასკევს, ივლისის 11-ს)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

არსენიძე, რუსია, ანდრონიკაშვილი, გვაზავა, წულაია, ნანეიშვილი, ბარათაშვილი, ნათაძე

თავმჯდომარე: არსენიძე

ანდრონიკაშვილი მომხს.-[...]სამ ორ. თანა[...]

[...]ნეს: საკონს საბჭო - გვარ. და არის წარმ.გვარდია სა[...] მხრით ექვემდ. სამხ. მინისტრ. ამხანაგს, ომის დროს - სამხ. მინისტრს.

რესპ.შეიარაღებული ძალები:

დუხობორების შესახებ - სა[...] აზრი -

გვაზავა - ზოგადი დებულება მივიღოთ.

საქართვ. სამხედრო მმართველობის მინისტრს.

მუხლი I

არსენიძე შესწორება

არსენიძე: სათაური შევსცვალოთ. სამხედრო ძალა - მიღებულია.

არსენიძე: კანონი დააწესებს.გამონაკლისს ამ საერთო წესიდან.

გვაზავა - გარდა იმ განსხვავებისა, რომელსაც დააწესებს კანონი.

რუსია: ამოიშალოს: წლები 20-45 წლამდე. - მიღებულია

ბარათაშვილი: ამოიშალო: „ვისაც იარაღის ტარება შეუძლია“ - მიღებულია

გვაზავა - გარდა იმ გამონაკლისისა, რომელსაც განსაზღვრავს კანონი - თანახმად სამხედრო კანონისას ნაცვლად.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 255

1.24 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1919 წ. ივლისი)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს
დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1919 წ. ივლისი

საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა სამხედრო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი რესპუბლიკის სამხედრო ძალებისა და საჭიროდ დაინახა შეეტანა ამ კანონპროექტში შემდეგი შესწორებანი:

მუხლი 1. რესპუბლიკის ყოველივე მოქალაქე ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა თანახმად სამხედრო კანონის.

მუხლი 2. რესპუბლიკის სამხედრო ძალების დანიშნულებაა სახელმწიფოს დაცვა გარეშე მტრისაგან და წესიერების უზრუნველყოფა შიგნით.

მუხლი 3. ამოშლილია.

მუხლი 4. ჯარის ნაწილების წყობილება, სამხედრო ბეგარის ვადა და ყოველივე წესები სამხედრო ძალთა შესახებ განისაზღვრება კანონით.

მუხლი 5. ჯარში გასაწვევ პროვიზიათა რაოდენობას ყოველწლივ ადასტურებს პარლამენტი.

მუხლი 6. ამოშლილია.

მუხლი 7. სდებს ფიცს ან აღთქმას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ერთგულებისას.

მუხლი 8, 9, 10. ამოშლილია.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 246

1.25 საკონსტიტუციო კომისია - 5 აგვისტო.

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

დაესწრნენ - პ. საყვარელიძე, პ. წულაია, პ. გელეიშვილი, შელია, ნათაძე, ჩხენკელი, გობეჩია, ვეშაპელი, ს. ჯაფარიძე.

ვეშაპელი - აფხაზეთის მომართვა - პრეზიდიუმს, ჩვენი დასკვნისათვის /კითხულობს/

ს. ჯაფარიძე - ოქმში შესწორება: - „имеет право законодотельствовать“.

ჩხენკელი - შეუძლებელია ავტონ. მიღება სანამ არ არის მიღებული რესპ. კონსტ.

მეორე - სრულიად ხელოვნური იქნებოდა ეხლა დეკლარაც. შეტანა; მესამე - ავტონომია არის აღიარებული კონსტ-ში, მესამე - მომავალ სესიაში იქნება განხილული.

კედია - იზიარებს ჩხენკელის აზრს

ჩხენკელი - მიენდოს პრეზიდიუმს შეადგინოს ბარათი და დამფ. კრების პრეზიდ./ გაუგზავნის ამ ბარათს.

წინადადება მიღებულია.

[…]- როგორ გავგზავნოთ? არ ვიცით მთავარ. აზრი - არც ფრაქციისა; და რომ არ დაგვეთანხმონ მაშინ კომისიისათვის საშინელი მდგომარეობა.

ჩხენკელი - ავტონომიის წინააღმდეგი მთავრობაში არავინ იქნება; შეიძლება ზოგი არ იზიარებდეს, მაგრამ ყველამ იცის ამ საკითხის ისტორია. და ამავ დროს იციან, რომ ეს ავტონომია არ იქნება, ის ფართო და ფედერაციული. მთავრობა გულისხმობს - თვითმმართველობას.

წინადადება: ამ ზაფხულში მიუძღვის ვისმე შეიმუშაოს პროექტი ავტონომიისა, რომ ჩვენი კონსტ. მიღებისთანავე იქნას განხილული დამფ. კრებაში.

წინადადება მიღებულია საყვარელიძე, ჩხენკელი, ნათაძე

ვეშაპელის განცხადება - არაფერს საწინააღმდეგოს არ ვხედავ თხოვნა დელეგაციისა დაკმაყოფილებული იქნება.

გობეჩია იზიარებს ვეშაპელის აზრს.

გობეჩია - შესაძლებლად მიაჩნია თხოვნა დაკმაყოფილებული იქნეს. რადგანაც პრინციპ. მიღებული გვაქვს რომ მიენიჭოს თვითმმართველობა.

2) საყვარელიძე - მომხსენებლები სამეცნიერო მუშაობის თეზისები წარმოუდგინოს კომისიას ადრევე, რომ შინაგანი წინააღმდეგობა არ ქონდეს ადგილი /ეს მიღებულია/

3) კომენტარების გამოცემა -

საყვარელიძე - ნანეიშვილმა დაამასალა 9 თუ 10 კომენტ. რომელსაც დამუშავება სჭირდებოდა, პრეზიდიუმის აზრი ასეთია სირცხვილი არ იქნეს კომენტარების და შეიძლება კომისია მიიღებს ზომებს გამოსცეს

ვეშაპელი - გამოსცეს ოქმები - ის იქნებოდა საუკეთესო მასალა;

ნათაძე - თუ ნანეიშვილის კომენტარები ისეთია როგორც მისი ნალაპარაკები - ასეთი კომენტარები გვინდა სწორედ - და სამართლიან პრინ-ზე მო[...] თუ არი დაწერილი შეიძლება განაწილდეს დანარჩენი.

გობეჩია - კომენტარები ვერ შეძლებს გამოხატოს სულისკვეთება

ჯაფარიძე - ასე შემთხვევით შედგენილი კომენტარები უსაფუძვლოა - კაცი არ ესწრებოდა და როგორ დასწერს - ეს ვერ გამოხატავს კომისიის ჭკუას. ფაქტიურადაც შეუძლებელია გამოცემა.

საყვარელიძე - ოქმები არ არის მაგრამ კომენტარები შეიძლება ტეხნიკურად თუ მოხერხდა

ჩხენკელი - საერთო მომხსენებელმა დასწეროს და დაგვირიგოს

ვეშაპელი - სიტყვა კომენტარები, ნუ ვიხმართ, არამედ „არამედ განმარტებითი ბარათი“

ჩხენკელი - თვითეულ მომხსენებელმა მოიტანოს თავის შესახებ განმარტებითი ბარათი

ნათაძე - მოიტანოს მოკლე მოხსენება სესიის დაწყებისას.

საყვარელიძე - წარმოდგენილ იქნეს 1 ოქტომბრისთვის.

საყავრელიძის წინადადება მიღებულ იქნეს.

ჩხენკელი - დამუშავდეს ოქმები და მიეცეს გასამჯელო /მიღებულია/.

თუ აღვადგინეთ ძველი ოქმები მიეცეს სუბსიდიის სახით / მიღებულია/.

დეკრეტი -

საყვარელიძე - დავადასტუროთ მაშინდელი დადგენილება

ჩხენკელი - პრეზიდიუმს შეუძლია გასცეს პასუხი რომ ასე იყო ან ასე.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 366 - 367

1.26 საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის ბ-ს პ. დ. ძეს. საყვარელიძეს.

▲ზევით დაბრუნება


სამუსლიმანო
საქართველოს
განმათავისუფლებელი მთავარი
კომიტეტი
30 აგვისტო 1919 წ.
№271

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი მთავარი კომიტეტი გთხოვთ მობრძანდეთ ხვალ 31 აგვისტოს 4 საათზე ნაშუადღევს ქ-ს. თვით მართველობის დარბაზში, სადაც შესდგება ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმანების რწმუნებულთ კრება.

კომიტეტის თავმჯდომარე მ. ბ. აბაშიძე
მდივანი სულ. ვარშანიძე

პავლე საყვარელიძის პირადი არქივი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა

1.27 ამონაწერი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1919 წ. 1 ენკენისთვის სხდომის ოქმიდან.

▲ზევით დაბრუნება


მოისმინეს:

მოისმინეს

დაადგინეს

მოხსენება მთავრობის თავმჯდომარისა:


ბათომის ოლქის ქართველ მუსულმანების წარმომადგენელთა ყრილობის მიერ მიღებული ორი დადგენილება. (წარდგენილნი მთავრობაში დელეგაციის საშუალებით დასადასტურებლად).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოისმინა რა ბათომის ოლქის ქართველ მუსულმანთა წარმომადგენლების ყრილობის მიერ ა/წ. 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს მიღებული რეზოლიუციები, დაადგინა:


1. ბათომის ოლქის ქართველ მუსულმანთა წარმომადგენლების ყრილობის მიერ 1919 წელს აგვისტოს 31 მიღებული დადგენილება დადასტურებულ იქმნას.


2. 1919 წ. 1 სექტემბრის დადგენილება მიღებულ იქმნას პრინციპიალურად და გადაეცეს დამფუძნებელ კრების საკონსიტიტუციო კომისიას დაწვრილებითი განხილვისათვის.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 185

1.28 ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების ყრილობამ, რომელიც შესდგა ქალაქ ბათუმში, ქალაქის თვითმართელობის შენობაში, თავის მუშაობის მეორე დღეს, პირველ სექტემბერს 1919 წ., მიიღო შემდეგი დადგენილება:

▲ზევით დაბრუნება


1. სამუსლიმანო საქართველოს დედა-სამშობლო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ფარგლებში უნდა ჰყავდეს თავის ავტონომიური მთავრობა.

2. სამუსლიმანო საქართველოს საკანონდებლო პარლამეტი უნდა ჰყავდეს.

3. სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიური მთავრობა შინაგან საქმეებში უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. ეს საქმეებია:

ა/ სარწმუნოებრივი საქმე, ბ/ სამოსამართლო, ვ/ საადმინისტრაციო,

გ/ სამოსწავლო, ე/ სამეურნეო, სავაჭრო-სამრეწველო და სხვა ეკონომიური საქმეები და ვ/ სხვა შინაური საქმეები.

4. სამუსლიმანო საქართველოს ავტონომიური მთავრობა მთელ საქართველოს მთავრობასთან ერთად განსაზღვრულ პირობებში უნდა აწარმოებდეს შემდეგ საქმეებს: სამხედროს, საფინანსოს, საგარეოს, ფოსტა-ტელეგრაფს, რკინის გზებს და საბაჟოს.

5. ავტონომიურ სამუსლიმანო საქართველოს ძირითადი კანონები შემუშავებული უნდა იქნას მოწვეულ დამფუძნებელ კრების მიერ.

6. ყრილობა ბათუმის ოლქის მცხოვრებთა ინტერესების და უფლებების დასაცველად და აგრეთვე ოლქის მართვა-გამგეობისათვის ირჩევს 37 წევრისაგან შემდგარ მეჯლისს.

7. მეჯლისს უფლება ეძლევა მიიღოს საჭირო ღონისძიებანი, რათა სამუსლიმანო საქართველო ფართე ავტონომიურად შეუერთდეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას; ამისათვის მას ევალება აღძრას შუამდგომლობა სამუსლიმანო საქართველოს ფართე ავტონომიის დამტკიცებისათვის როგორც საქართველოს რესპუბლიკის, აგრეთვე პარიზის საზავო კონფერენციის წინაშე.

8. მეჯლისს ევალება აღძრას შუამდგომლობა ინგლისის მთავრობისა და მის მოკავშირეთა წინაშე: ა/ რათა ბათუმის ოლქის მართებლობის უფლება გადაეცეს თვით ოლქის მცხოვრებლებს, ბ/ მოხდეს სასწრაფო ახალი არჩევნები ქალაქის თვითმართველობისა, ბ/გადაეცეს ფოსტა-ტელეგრაფი საქართველოს მთავრობას საერთო წარმოებისათვის და დ/ გადმოტანილ იქნას ქ. ბათუმში ნატანების საბაჟო აგრეთვე საერთო წარმოებისათვის.

ყრილობის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე

[ორიგინალი არაბულადაა]

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 186

1.29 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. (23 сен.1919)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის
საქმეთა მართველობა 23 сен.1919
მიღ. - 3114 /ბეჭედი/

ამა წლის 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ქ. ბათუმში, ქალაქის თვითმართველობის შენობაში მოხდა ყრილობა ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლებისა. ყრილობამ ერთხმად მიიღო დადგენილება, რათა სამუსლიმანო საქართველო შეუერთდეს დედა-სამშობლო საქართველოს ფართე ავტონომიურ საფუძველზე. ყრილობამ აირჩია ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმანთა მეჯლისი, რომელსაც დაავალა წარუდგინოს დელეგაციის საშუალებით საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობას ყრილობის დადგენილებანი და თხოვოს მას, რათა მან მიიღოს დაჩქარებითი საჭირო ზომები ყრილობის დადგენილებების განსახორციელებლად.

მეჯლისმა ამ დადგენილების თანახმად აირჩია დელეგაცია, რომელსაც პატივი აქვს ამასთანავე წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ყრილობის დადგენილებანი. დელეგაცია შუამდგომლობს თქვენს წინაშე, რათა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობის მიერ ეს დადგენილებანი დამტკიცებულ და მიღებულ იქნას ზომები ყრილობის დადგენილებათა ცხოვრებაში გასატარებლად.

ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა მეჯლისის დელეგაციის თავმჯდომარე: მემედ აბაშიძე

პავლე საყვარელიძის პირადი არქივი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა

1.30 საკონსტ. და იურიდ. (შაბათი, 27. IX)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

თავმჯდომარე არსენიძე

ჯაფარიძე კ, გვაზავა, ბარათაშვილი, რუსია, წულაია, ხოჭოლავა, ლ. ნათაძე, - აფხაზ წარმომადგენელნი ემხვარი ს.ჯაფარიძე.

1. აფხაზთა საბჭოს წარმოადგენელ განცხადება - კ[...] პარიტეტული პრინციპით იქნეს მუშაობა.

არსენიძე -

აფხაზთა საბ. წარმ გრიგოლია მთავარ და ქვემდებარე დაწესებულებათა შორის შეუძლებელია, მიუხედავად ამისა იძულებული ვიყავი უმცირესობისთვის დაგვეთმო.

ხოჭოლავა - [...] вопроса о паритетности.

რუსია - თეორეტიულ მსჯელობას თავი დავანებოთ, პრაქტიკულ სფეროში გადავიტანოთ საკითხი.

გვაზავა -კონსტიტუციის შედგენა, კერძოთ აფხაზეთისა შეიძლება მას შემდეგ, რაც აფხაზებ დამფ. კრებაში იქნება არჩეული წარმომადგენელნი და ეს უკანასკნელნი მიიღებენ კონსტ.

თოფურიძე - ჯერ საჭიროა მთელის კონსტიტუციის შედგენა, შემდეგ ნაწილისა.

გრიგოლია - აფხაზთა საბჭოს მიერ მიღებელია აფხაზეთი ავტონომ ნაწილია საქართ. რესპუბლიკისა და კონსტიტუციის შემუშვება უნდა სწარმოებდეს პარიტეტულ პრინციპით... და თუ ამ პირობებში არ მოხდება მუშაობა, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ შევატყობინოთ აფხაზთ საბჭოს.

ხოჭოლავა - სანამ ფორმალურად არ გადაწყდება საკითხი მუშაობის შესახებ, მანამ არსებითი მუშაობა შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა საკითხის გადაწყვეტა: როგორ

ნ. ნათაძე - როგორი წესით შევიდა ეს პროექტები

თვმჯ. - ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხის გადაწყვეტა.

კოროლევი - […]ეს გა[…] საკითხი.

მესხიშვილი - აფხაზეთის საბჭოს წარმომადგენელ რწმუნებულების შესახებ ჩვენ მოვახსენეთ, სანამ იურიდიული და კონსტ კომისიებს არ გამოურკვევია - ამიტომ მოიხსნეს.

არსენიძე - მოთხოვნას საკითხის 2 შესახებ და, ჩვენი კომისიები გამოარკვევს თავის შეხედულებას და გადასცემს დამფ კრების პრეზიდიუმს - მოიხსნა.

წესდება სახელმწიფო ბანკისა.

მოხს. რუსია

თოფურიძე

(საბ. კომ. თავმჯდ.)

რუსია გადაიდოს სახელმწიფოს ბანკის დაარსება.

მესხიშვილი. არსებით ნუ შევეხებით ამ საკითხს რადგან ეს იურიდიული კომისიის საქმე არაა.

არსენიძე. ბანკი არ უნდა ექვემდებარებოდეს მთავრობას, არამედ პარლამენტს.

გვაზავა, თოფურიძე - მიღებულია პრინციპი ბანკის გამგეობა ექვემდებარება პარლამენტს 5-2-თავი შეიკავა.

3. მთავრობის მმართველობის მი[...]

1919 2. 26 IX №2450

4. არს. ჯაფარიძის მოხსენება.

5. მ[...] შვილის წინადადება

ას[...] უფლება მიეცემა პა[...] საგანგებო სასამართლოსგან ბუნებრივია თუ სენატი პირველი ოქტომბრიდან არ დაიწყებს მუშაობას.- გადაიდოს

6. მესხიშვილი, ხოჭოლავა აფხაზეთის კონსტიტუცია საბოლოო რედაქციით მიღბულ უნდა იქნეს საქართველოს დამფ. კრების მიერ

გვაზავა. - არ უნდა გავამწვავოთ დამფ. კრებაში არჩევნები აფხაზთა და მათის მონაწილეობით კონსტ. შემუშავება საქართვ. დამფ. კრებაში

ბარათაშვილი წინადადება: პარიტეტულ ნიადაგზე საკონსტ. კომ. კონსტ. შემუშავება აფხაზეთისა თუ ვერ მოვაგვარებთ, საკითხს სწყვეტს საქართ. დამფუძნებელი კრება.

რუსია - ასეთი პასუხი გავცეთ. ჯერ მთელი საკონსტ. შენობა არა გვაქვს, ამიტომ არ შეგვიძლია [...] შესახებ ამიტომ ასეთი პასუხი გავცეთ.

გობეჩია. - მისცეს არჩევნები სოხუმის ოლქში, მათი დეპუტატები მიიღებენ მონაწილეობას კონსტიტუციის შედგენაში.

ლეო. - ჩვენი ასეთი შთბეჭდილება გვექმნება. რომ აფხაზეთი თავის ნებით გვიერთდება. დიდი გაურკვევლობაა, რასაც უნდა გამორკვევა.

პასუხი ერთია: რა უნდ. მათ, ვკითხოთ ავტონომია, თუ ორ სახელმწიფოთა კავშირი.

ვმჯდომარე - იურიდიულად მისაღებია

ვეშაპელი - საკონსტიტუციო საკითხი: არჩევნების საკითხი - მონაწილეობა, აფხაზების ჩვენ დამფ. კრებაში. რაც შეეხება კონსტ. ჯერ არ ვიცით ჯერ არ დამთავრებულა მუშაობა.

ხოჭოლავა - მივიღოთ შემდეგი დებულება:

იურიდიული პასუხი: უზენაესობა დამფ. კრებისა. - […]

ჯაფარიძე - რა უნდა დამყარდეს საქართ. და აფხაზეთს შორის. - გადავწყვიტოთ საკითხი ან: 1) ჯერ უნდა გადაწყდეს პირველად საერთო კონსტიტუცია, შემდეგ პერიოდებში ანაც 2) უნდა შესდგეს დეკრეტით საგანგებო კომისია რომელშიც შევლენ წარმომადგენელნი აფხაზეთის საბჭოსა და შედგენილი კონსტიტუცია უნდა იქნეს მიღებული დამფ. კრების მიერ. - მიღებულია

თვმჯ. შემდეგი საკითხებია გადასაწყვეტი: -

1. დამფუძნებელი კრებ. გადასაწყვეტია აფხაზეთის

2. აფხაზეთის კონსტიტუცია ერთი თავია საერთო კონსტ.

3. მეორე კომისია საკონსტ. კომ. აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობით.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 201-203

1.31 საკონსტიტუციო კომისია (1/X-19 წ.)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

არსენიძე, რუსია, საყვარელიძე, ჯაფარიძე, წულაია, გვაზავა, გობეჩია, დადიანი, ბარათაშვილი.

ჯაფარიძე. მოქალაქეთა უფლებანი განსაზღვრულია კონსტიტ. სახელმწიფოთა ხელისუფლება მოქმედებს იმ ფარგლებში, რომლებიც კონსტ. აღნიშნული.

მთავარ. უფლება მოქალაქისა - პიროვნების თავისუფლება. საჭიროა თავისუფლება მოქალაქისა განისაზღვროს კონსტიტუციით.

პირად თავისუფლებას საფუძვლად უდევს უფლება წინასწარ არ მიიღოს ნებართვა ამა თუ იმ მოქმედებაში.

საქმე იმაშია, რომ პიროვნების თავისუფლება განისაზღვრება სასამართლოს კომპეტენციით დაარღვია თუ არა მოქალაქემ ნორმა უფლებრივი.

დამახასიათებელი თვისება პიროვნული თავისუფ. - პიროვნული ხელშეუხება. ამიტომ ხელისშეხება პიროვნების - შეუძლებელია ადმინისტრაციის მხრით, თუ დასაბუთებულია მოხსენებით სასამართლოს აქვს უფლება ხელის შეხებისა. მაგრამ არის შემთხვევა, როცა უსაჭიროესი მოთხოვნილებაა მოქალაქის დატუსაღებისა - მაშინ ადმინისტრ. უფლება აქვს დაპატიმრებისა, გიჟების მიმართაც შეიძლება, სიმთვრალის და სხვა.

ადმინისტრ. შეუძლია დააწესოს

პრინციპები

ზნეობრივ ნორმების დამრღვევთა პრინციპებს მაგ.

განსაკუთრებულ შემთხვევაში დაპატიმრების უფლება უნდა ჰქონდეს კერძო პირსაც.

1) დაპატიმრებული პირი 24 საათში უნდა იქნეს წარდგენილი სასამართლოში.

2) საპატიმროს ადმინისტრაციას უფლება არა აქვს 24 მეტი გააჩეროს პატიმარი, თუ სასამართლოსგან არა აქვს განაჩენი.

3) პატიმარს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს დამ.

II. ბინის ხელშეუხობა.

ადმინისტრ. უფლება აქვს: 1) სტიქიური უბედურების გამო, (ცეცხლი და სხვა.) მთავრობის დადგენილებით - კანონიერი დადგენილების სისრულეში მოსაყვანად.

III მიწერ-მოწერის გადაშინჯვის უფლება ადმინისტრ. არა აქვს.

IV მისვლა-მოსვლა და ბინადრობის თავისუფ. - წინასწარ ნებართვა არაა საჭირო.

მცირე შეზღუდვა აქაც საჭიროა, მაგრამ არა ადმინისტრ. მიერ, არამედ კანონებში უნდა იყოს განსაზღვრული.

V ემიგრაციის თავისუფლება.

VI სინდისის, კავშირის თავისუფლება.

ეს საკონსტიტუციო ნორმები შემოღებულია ჩვეულებრივ დროებისათვის, მაგრამ არის დრო განსაკუთრებული როდესაც სახელმწიფოს საგანგებო ზომები უნდა მიიღოს, როდესაც საკონსტიტუციო გარანტია ჩერდება.

ევროპაში - გერმანიაში, საფრანგეთში განსაკუთ. ტიპის საკონსტ. ნორმები ჩერდება და ძალა უფლება ადმინისტრაციის ხელში გადადის.

შეერთებულ შტატებში და ინგლისში ნაწილობრივ ჩერდება habeas Corpus.

ჩვენს კონსტიტუციაში საკონსტ. ნორმების შეჩერება - პარლამენტის დადგენილებით ხდება, თუ არ მოქმედებს მთავრობის დადგენილების პრინციპები ერთხმად მიღებულია.

განსახილველი საგანი

დადგენილება

მუხლი 1)

მუხლი 2)

მუხლი 3)


მომხს. სადავოა დისციპლინალური სასჯელი - (ჯარში, პარლამენტში, სასწავლებელში).


ბარათაშვილი აქ ნაგულისხმებია საერთოდ მოქალაქე დისციპლინარული წესით დასჯა აღნუსხულია ამა თუ იმ დაწესებულების რეგლამენტში - ერთი მეორეს ეწინააღმდეგება.


გვაზავა ეთანხმება ბარათაშვილს


თავმჯდ სასჯელი არის სამნაირი: სასამართლოს, დისციპლინარული და ადმინისტრაციული, დარჩეს თუ არა სამივე.


გობეჩია მუხლი დარჩეს უცვლელი. დისციპლინარული სასჯელი უნდა დარჩეს მაგრამ განსაზღვრული მინიმუმ-მაქსიმუმი იქნეს შენიშვნის სახით.


თავმჯ. იყოს დისციპლინარული და სასამართლოს წესით.


თავმჯ. ვინ არის მომხრე, რომ აღნიშნული იქნეს კონსტ. დისციპლინარული სასჯელი.


მუხლი 4

ბარათაშვილი. ამიტომ ეს მუხლი შევიტანოთ „სასამართლო“-ში.


მუხლი 5

მომხ. შეიძლება ამოშლილი იქნეს დაწერილი სიტყვები: „რომელშიც აღნიშნული იქნება“ და სხვ.


გვაზავა ჩაემატოს: პიროვნება ხელშეუხებელია.


მუხლი 6.

გვაზავა: მთლიანად ამოიშალოს.


არსენიძე მე-4 ნაწილი ამოიშალოს (მეორე აბზაციდან).


არსენიძე: გამომძიებელს დავრთოთ უფლება ბოროტმოქმედების დაჭერისა. უნდა ჰქონდეს ეს უფლება, ამიტომ მე-4-ე მუხლში სასამართლოს ნაცვლად დავწერთ: „სასამართლოს ორგანოების“...


ამოიშალოს „საგამომძიებლო ორგანოს... და“


მეორე აბზაცი ამოიშალოს.

მიღებულია უცვ.

უცვლელად

























მიღებულია 8-1 (ბარათაშვილი წინააღმდეგია, შეტანილი იქნეს)


4-3

1 თავი შეიცვალა (ლეო ნათაძემ)




მოიხსნას




მიღებულია













მიღებულია






ამოშლილია



მიღებულია

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 22-25

1.32 საკონსტიტუციო საგანგებო სხდომა (6/X-19 ორშაბათი)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

არსენიძე, დადიანი, რუსია, გ. ფაღავა, ხოჭოლავა, ნანეიშვილი და აფხ. საბჭოს წარმომადგენელნი კოროლოვი, გრიგოლია, ემხვარი და ორი სხვა [...]

1)

2)

3)

4)

5)

არსენიძე, გრიგოლია, ემუხვარი, ხოჭოლავა, კოროლიოვი, რუსია, გე[...]

არსენიძე მცირე კომისია ამორჩეულ იქნეს, რომელიც პროექტს აფხაზეთის კონსტ. ამ პროექტიდან დროებით ამოიღება დეკრეტის სახები და გამოიცემა აფხ. მმართველობისა

მიღბულია

მ. ხოჭოლავა

პ. საყვარელიძე

ნანეიშვილი

სამ. დადიანი

გვაზავა


კომისიის პ[..]

მ. ხოჭოლავა - თავმჯ.

დადიანი - მდივანი


6 საათზე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 283

1.33 საკონსტიტუციო კომისია (8/X 19 წ.)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

დაესწრნენ: საყვარელიძე, არსენიძე, კედია, გვაზავა, ნათაძე, ჯაფარიძე, გ. ფაღვა, და გ. ნანეიშვილი

განსახილველი საგანი

დადგენილება

მუხლი 7

„ „ „ 8

„ „ „ 9

„ „ 10


წინად. გავაზვასი: 27 21 დამატებით

სულ საჭირო ოქმები გზისათვის

„ „ „ 11

12, 13,

14

15

შესწ. ავტორისა - ამოიშალოს

„რომელიც გარკვევით ბოლომდე

მუხლ 16

17

18

გვაზავას შეს.ამოშლის

19

20

21

22

23

24

არსენიძე - შესწორება

25

ავტორის წინად

ამოშლილია 26

27 ----------

28

29

30

31

32

33

34

35

მუხლ 35

არსენიძის - შესწ. დაემატოს მუხლ 34

36

ამოღებულ

მიღებულ

ამოშლილია

მიღ. შესწ.


მიღებულ


მიღებულ

მიღებულ

ამოშლილი

მიღებული შესწ.



მიღებულ.

მიღ. შესწ.

ამოშლილია


ამოშლილია

მიღებულია

მიღებულია შესწ

ამოშლილია

მიღებულია



ამოშლილია


ამოშლილია

მიღებ. შესწორებით

მიღებული

მიღებ. შესწორ

მიღებულია

მიღებულია შესწ.

ამოშლილია შესწორებით

მიღებულია

მიღებულია

მიღებულია შესწორებით

მიღებულია

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 26-27

1.34 საკონსტიტუციო კომისია (შაბათი 11/X 19)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

ხოჭოლავა, გვაზავა, საყვარელიძე, რუსია, კ. ჯაფარიძე, წულაია, ლ. ნათაძე და აფხაზთა კომისარიატის თავმჯდომარე - ემხვარი.

თავმჯდომარე არსენიძე

ხოჭოლავა (თავმჯდომარე მცირე კომისიაში)

მცირე კომისიაში შეუძლებელი გახდა მუშაობა ჩვენსა და აფხ. დელეგაციას შორ. ყველგან მთავარ არის წარმომადგენ, მოლაპარაკება, მთავრობა თითქმის დაეთანხმა აფხაზეთის დელეგაციას. ჩვენ რადგან არა გვქონდა დირექტივები ამ ახალ პირობებში ზე--სი.

არსენიძე მცირე კომისიას უფლება აქვს რომელიმე პროექტი საფუძვლად მიიღოს.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 285

1.35 საკონსტ. კომისია (22/X-19 წ.)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

თავმჯ. არსენიძე

რუსია, არსენიძე, ლ. ნათაძე, ნანეიშვილი, კ. ჯაფარიძე, საყვარელიძე, ფაღავა, ს. დადიანი, ხოჭოლავა, გობეჩია, გრ. ვეშაპელი, წულაია. გვაზავა.

რუსია. ძველი რეჟიმის დროს ადგ. თვითმმართვ. არაფერი მმართ. არ წარმ. დღეს ერობები და ქალაქ. თვითმმ. განაგებენ ადგილობრ. საქმეებს, აგრეთვე არიან სახელმწ. ფუნქციების მატარებელი.


ფუნქციები და მოვალეობანი იქნება აღნიშნ. სპეციალ. დებულებაში თვითმართვ.


ერთ უფლებას შევეხე არა სქემით სავალდებულოთ დადგენილებას. როგორ იქნება არჩეული ეს თვითმმართველობა, აგრეთვე საზღვრების შესახებ.


პასუხისმგებლობას კანონპროექტების მხრით, ისიც სასამართლოს წინაშე. დღეს სასამართლოს თუ ესმის, რომ ერევ. შინაარს.


თვით მთავრობას უნდა მივანიჭოთ უფლება რომ სასამართლოს გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტ. საშუალებით ჩაერთოს თვითმმართველობის მიერ ზოგიერთ კითხვების გადაწყვეტის დროს და მთავრობის მიერ დადასტურებული.


ბარათაშვილი მომხს. არ დაახასიათა მნიშვნელობა თვითმმართველობისა. მოქმედება თვითმმართველობის დამახასიათებელი თვისებაა დემოკრატიულ რესპუბლიკისა - უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია უფლებისა.

ურთიერთობა მთავრობისა და თვითმმართვ. არ არის აღნიშნული მოხსენებაში ამისთანა თვითმმართვ. ჩვენც დავუჭერთ მხარს.

საყვარელიძე - საკითხს პრაქტიკულად უნდა შევეხოთ. არის ზოგადად კარგი ადმინისტრ. ადგილ. თვითმმართ. გადაეცეს პრაქტიკულად საქმე ისე იყოს, რომ ცენტრ. მთავრობის ხელში გადავიდეს. აქ ნუ შევიტანთ დაწვრილებით აღნიშვნას კონსტიტ, ამისთვის ჩვეულებრივი კანონები იქნება გამოცემული.

ჯაფარიძე ეთანხმება საყვარელიძეს და ეკამათება ბარათაშვილს. წინააღმდეგია კონსტ. დაწვრილებით ჩამოთვლისა ადგილობრ. მმართ. ორგანოების ფუნქციების.

საყვარელიძე კანონ. რომ გამოიცემა, უნდა გაატაროთ ცხოვრებაში. როცა რაიმე კ-ონს გამოსცემს ცენტრი ადგილ. მმართვ. მოვალეა გაატაროს ცხოვრებაში. შესაძლებელია არ გაატაროს ცხოვრებში, სასამრთლოს გარდა, საჭიროა რომ ძალა, რომელიც ძალას დაატანს ცხოვრებაში გაატაროს, ამისთანა ძალა იქნება - ცენტრს დამორჩილება ადმინისტრაციულ საქმეებში.

თვითმმართ. არის იმავ დროს მმართვ. აპარატი და მიტომ ადმინისტრაციულ საკითხებში უნდა ექვემდებარებოდეს ცენტრს.


. დადიანი ეთანხმება კ. ჯაფარიძესა და რ. არსენიძეს. ზოგიერთ საკითხებში ზოგადად რომ უნდა აღინიშნოს, რა ეკუთვნის ერთეულებს ადგილობრივ. ადგილ. ერთეულებმა უნდა იცოდეს რა საკითხების გადაწყვეტა ეკუთვნის მათ, რაც დარჩება - ცენტრის კომპეტენციას შეიხამებს.


ცენტრს შინაგან სამინისტ. სახით რომ ჩარევის უფლება ჰქონდეს, ამასაც შემოფარგვლა უნდა.


. ნანეიშვილი არ არის კავშირი - ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა შორის.


. რუსია თვითმმართველობა - ეს ტერმინი არ გამოხატავს იმას, რასაც გამოხატავს ტერმინი მმართველობა. ეს სიტყვა გამოხატავს სისწორით მდგომარეობას, ამიტომ უნდა დარჩეს. შემდეგ უპასუხებს ოპონენტებს.


. ჯაფარიძე მოისპოს ზოგადი მსჯელობა და გადავიდეთ მუხლობრივ განხილვაზე -


მომხს. სახელწოდება გვაზავას წინადადება - ერობის ნაცვლად - „სოფელი“, ე.ი. სოფლები.


თვითმმართველობა, ქალაქური თვითმმართველობა.


. ჯაფარიძე წინააღმდეგია შეცვლისა.


ნანეიშვილი „საზოგადოებრივი მმართველობის“ მაგიერ Органы местнаго управления.


. ბარათაშვილი დარჩეს სიტყვა: „ერობა“ და „მმართველობის“ ნაცვლად: „თვითმმართველობანი“.


არსენიძე „ადგილობრივი მმართველობის ორგანოები“.

1) ქალაქის და ერობის.

2) ადგილ. მმართველ.

3) ადგილ. თვითმარ.


მუხლი I

არსენიძის შესწ.



მუხლი 2

„ „ 3

„ „ 4


5 -

მსჯელობა: არსენიძე, ნანეიშვ. რუსია, გვაზავა. ვეშაპელი, კ. ჯაფარიძე - მიეთითოს მომხს. ამ მუხლის გადამუშავება.


6 (ჩაემატოს)



მუხლი 7

ცენტ. ხელისუფლებას უფლება აქვს შეჩერების... (წინად.)



მუხლი 8


























































































მიღებულია

3-1



მიღებ.

















ამოშლილია

მიღებულია 4-4 (თავმჯდ. მიემხრო პირველს)


უარყოფილია


მიღებ.

შესწორებ. ერთხმად



ამოშლილია

მიღებ.შესწორებ.




მიღებ.შესწორებ.





პროექტი ამ მუხლის

წარმოადგ. მომხს.



მიღებ.

დამუშავდეს

მუხლები

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 33-36

1.36 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას (1919 წ. ოქტომბერის 22)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების
კანცელარია
1919 წ. ოქტომბერის 22
2095
ქ. ტფილისი

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად გაახლებთ ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის წერილობითი განცხადებას, რომლითაც ფრაქცია მოითხოვს, რომ დამფუძნებელ კრებას წინადადება წარედგინოს შემდეგი დადგენილების მიღების შესახებ: „დაევალოს საკონსტიტუციო კომისიას წარმოადგინოს ერთი თვის განმავლობაში კანონპროექტი კონსტიტუციისა“.

ამასთანავე მოგახსენებთ რომ ეს წინადადება შეტანილია დამფუძნებელი კრების ამა ოქტომბრის 24-ს სხდომის დღის წესრიგში.

კანცელარიის გამგე

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1836, აწერა 1, საქ. 46, ფურც. 5

წინადადება:

საქართველოს დამფუძნებელი კრების
ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

დამფუძნებელი კრების პირდაპირი და უმთავრესი დანიშნულება არის „დაფუძნება“ სახელმწიფოებრივი წყობილებისა ე.ი. შემუშავება იმ ძირითად დებულებათ, რომლის ფარგალში უნდა მიმდინარეობდეს უფლებრივი ცხოვრება სახელმწიფოსი.

დამფუძნებელი კრება გაიხსნა 12 მარტს. ამ დღიდან უკვე გავიდა შვიდი თვე, მაგრამ დღემდე დამფუძნებელ კრებაში არც კი შემოტანილა კანონპროექტი კონსტიტუციისა.

ეს გარემოება ძალიან სახიფათოა. როგორც ვიცით, პარიეის კონსტიტუცია ამ ჟამად სრული ბატონია მდგომარეობისა. მის ყურადღებას იპყრობს განსაკუთრებით ის ქვეყნები, სადაც იბადება ახალი ცხოვრება, მკვეთრად ირკვევა ეროვნული ნებისყოფა და მტკიცე საფუძველი ეყრება სახელმწიფოებრივ აღდგენას.

ეს მსწრაფლშეიგნეს უფრო მოწინავე ერებმა და შეიმუშავეს ძირითდი ფორმა თავის სახელმწიფოებრივ ცხოვრებისა. გერმანიამ სულ ორი სამი თვე მოანდომა თავის კონსტიტუციის შემუშავებას. პოლონეთი, ჩეხოსლოვაკეთი, იუგო-სლავია, და ზოგი სხვა ერები, თუმცა ჩვენზე უფრო გვიან დაიწყეს ეს აღნაგებითი მუშაობა, მაგრამ დიდი ხანია უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი კონსტიტუცია. მხოლოდ ჩვენ ვდგევართ ერთ და იმავე ადგილას. ჩვენთვის უაღრესად საჭიროა კონსტიტუციის დამტკიცება და გამოცხადება, არა მარტო იმიტომ, რომ ამისთანა ისტორიული აქტი მშვიდობიან კალაპოტში ჩააყენებს ჩვენს შინაურ ცხოვრებას, გააღვიძებს ხალხში უფლებრივ შეგნებას და დაამყარებს წესიერებას... კონსტიტუციას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის საერთშორისო თვალსაზრისით.

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ მსოფლიო ომის დამთვრების შემდეგ შეთანხმების სახელმწიფოებმა გამოუცხადეს ახალი ომი ბოლშევიკებს, როგორც უკიდურეს სოციალისტურ მოძრაობას. ამ სახელმწიფოთა სიაშია ცნობა თუ არცნობა ახლად დაბადებული სახელმწიფოებისა. ისინი დიდის სიფრთხილით და ჩაკვირვებით უყურებენ ყოველ ეროვნულ სულისკვეთებას და ნებისყოფას. თუ დაინახავენ, რომ ეს ნებისყოფა მიმართულია არა ანარქიისა და სამოქალაქო ომისაკენ, არამედ მისი მიზანია მხოლოდ უფლებრივი სახელმწიფოს შექმნა და წესიერების დამყარება, ეჭვი არ არის, რომ მათი თანაგრძნობა ცოტად-თუ ბევრად მოპოვებული იქნება. კონსტიტუცია არის სწორედ სარკე ამ ეროვნული ნებისყოფისა. ეს სარკე ჩვენ დროზე უნდა წარვადგინოთ იმ მსოფლიო სამსჯავროში, სადაც წყდება ჩვენი ბედი. იმის და მიუხედავად, თუ რა პრინციპები დაედება საფუძვლად ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, დაგვაფასებენ ჩვენ და შეიძლება შეგვიყვანონ საერთაშორისო ოჯახში, როგორც სრულ უფლებიანი წევრი.

ამ მოსაზრებათა გამო შემოგვაქვს წინადადება, რათა დამფუძნებელმა კრებამ მიიღოს შემდეგი დადგენილება:

„დაევალოს საკონსტიტუციო კომისიას წარმოადგინოს ერთი თვის განმავლობაში სრული კანონპროექტი კონსტიტუციისა“.

ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დავალებით გ. გვაზავა
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 46, ფურც. 3
ხელნაწერი

1.37 საკონსტიტუციო კომისია (1919 წ. ოქტომბრის 25ს)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: რ. არსენიძე, გ. გვაზავა, კ. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, გ. ნანეიშვილი, ი. ბარათაშვილი, გ. ფაღავა, ლ. ნათაძე, მ. რუსია.

დღიური წესრიგი:

1. სასამართლო.

მომხს. ი. ბარათაშვილი: სასამართლო ბურჯია სახელმწიფოს არსებობისა და ამიტომ მისი მოწყობა უპირველესი საკითხია.

სამი მომენტი ახასიათებს სახელმწიფოებრივ ცხოვრებას: კანონმდებლობა, მთავრობა და სასამართლო.

შევეხები უკანასკნელს.

უმაღლესი სასამართლო არის: სენატი, რომლის შესახებაც ცალკე კანონია.

სასამართლო უნდა დანაწილდეს სამ დარგად: სისხლის საქმეების, სამოქალაქო და ადმინისტრაციული.

სენატს აქვს ფორმალური მხარე.

საზოგადოდ, სასამართლო ხალხს უნდა იყოს დაახლოვებული. სისხლის საქმეებში - ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა სასამართლოში ნაფიც მსაჯულთ ინსტიტუტის სახით.

ჩემი აზრით, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა სისხლის საქმეებში, მაგალითებს - პოლიტიკურში, მოხელეები და სხვა.

სისხლის საქმეებისთვის ვსპობ პალატას.

სამოქალაქო საქმეებისთვის - ახალს ვერაფერს შემოგთავაზებთ, რომ იქნება: ოლქის სასამართლო, პალატი-ს, აპელაციის და სენატი - საკასაციო ინსტანცია.

უნდა იქნეს შემოღებული სისხლის სამართლისათვის ახალი ინსტიტუტი - წინასწარი განხილვა საბრალდებო ოქმებისა. ([] предания суду)

უნდა შემოღბულ იქნას აგრეთვე - მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი.

კ. ჯაფარიძე პროექტში მეტად დეტალურად არის აღნიშნული სასამართლოს ორგანიზაციის შესახებ, რაიც ცალკე კანონი იქნება ისიც აღნიშნულია.

გ. გვაზავა ამ პროექტში ბევრია სადაო, მაგრამ კამათი მათ შესახებ შორს წაგვიყვანს. ამიტომ უმჯობესია პროექტის მუხლობრივ განხილვაზე გადავიდეთ.

რ. არსენიძე ამ პროექტში რესპუბლიკის სასამართლოს შესახებ არაფერია.

კ. ჯაფარიძე რესპუბლიკის სასამართლოს შესახებ მოხსენების გაკეთება საგანგებოდ ვინმეს მიენდოს.

გ. გვაზავა აი ძირითადი პრინციპები:

1) სასამართლოს დამოუკიდებლობა;

2) უმაღლეს სასამართლოს კონტროლი, როცა ვისიმე კერძო ინტერესი შეიბღალვება;

3) შეუცვლელობა მოსამართლისა;

4) საქმის ორჯერ გარჩევა;

5) მოსამართლეთა არჩევის წესი.

შესაძლებელია კიდევ კონსტიტუციაში შევიტანოთ ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ.

ი. ბარათაშვილი (მომხს.) უპასუხებს გვაზავას და ამბობს, რომ თითქმის ყველაფერი რაც მან აღნიშნა შეტანილი აქვს თავის პროექტში.

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

არსენიძე. არის თუ არა საჭირო უმაღლეს სასამართლოს კონტროლი კონსტიტუციის დასაცავად მთავრობისა და პარლამენტის მხრით და ამ საკითხის შესახებ სასურველია ცალკე მოხსენების წარმოდგენა.


გ. გვაზავა გადავდივართ მუხლობრივ პროექტის განხილვაზე


მომხს. მომხსენებელი კითხულობს პროექტის პირველ მუხლს.




მუხლი მეორე

არსენიძე იძლევა წინადადებას მეორე მუხლს დაემატოს გ. ნანეიშვილის მეოთხე მუხლი.


მეხლი 3




მუხლი 4




მუხლი 5



მუხლი 6


იმართება ამ მუხლის შესახებ მსჯელობა:


მ. რუსია - საერთოდ წინააღმდეგია არჩევისა


კ. ჯაფარიძე - უპასუხებს რუსიას და იცავს მოსამართლეთა გადაყენების საერთო წესით.


ი. ბარათშვილი აღძრავს საკითხს გამომძიებელთა შესახებ.


გ. გვაზავა ითხოვს „გამომძიებელნი“ ამოშლილი იქნეს პროექტიდან


რ. არსენიძე შემოაქვს წინადადება ამოშლილ იქნეს პროექტიდან 7-12 მუხლები და მეშვიდე მუხლად იქნეს გ. ნანეიშვილის პროექტიდან პირველი მუხლი.

მიღებულია






მიღებულია



პირველ მუხლად კომისია იღებს გ. ნანეიშვილის პროექტის მუხლს.



მიღებულია შესწორებით


მიღებულია




მიღბულია ნანეიშვილის პრ. მე-5 მუხლი



მიღებულია ნანეიშვილის პროექტის მე-7 მუხლი



მიღებულია



მიღებულია




მიღებულია









მიღებულია



მიღებულია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 40-41

1.38 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. ოქტომბრის 29)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ მ. რუსია, კ. ჯაფარიძე, იეს. ბარათაშვილი, ს. დადიანი, რ. არსენიძე, პ. წულაია, გ. გვაზავა, ივ. გობეჩია.

მცოდე პირი: გ. ნანეიშვილი

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე ..............მდივნობდა ვლ. სვიმონიშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

I.

ეროვნულ უმცირესობათა საკითხი

შესაფერის პროექტის შემუშავება შესახებ ამ საკითხის მიენდოს ს. დადიანს.

2

კანონპროექტი - დამფუძნებელ კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა გასამრჯელოს კანონის დამატებისა.

მოხსენება შემდეგი სხდომისათვის მიენდოს იეს. ბარათაშვილს.

3

ქართველ მუსულმანთა ეროვნულ საბჭოს პროექტი - სამუსულმანო საქართველოს ავტონომიურად მოწყობის შესახებ.

გადაიდოს განხილვა ეროვნულ უფლებათა შესახებ პროექტის განხილვამდე.

4

ადგილობრივი მმართველობანი. მოხსენებულია მელ. რუსია.

მუხლი I.

მუხლი 2.

მუხლი 3.

მუხლი 4.

მუხლი 5.


რ. არსენიძე
იძლევა წინადადებას შეიცვალოს ამ მუხლის რედაქცია შემდეგ რიგად: „ადგილობრივ მართველობათა დადგენილებანი და განკარგულებანი შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით“.


მუხლი 6.


ივ.გობეჩია
განაცხადებს, რომ წინააღმდეგია, რომ ადგილობრივი მართველობანი თავის მართვა გამგეობის საქმეებში ემორჩილებოდნენ მთავრობას.


იოს. ბარათაშვილი
განაცხადებს, რომ ადგილობრივი მართველობანი მთავრობისაგან დამოუკიდებელნი უნდა იყვენ.


გ. გვაზავა
- განაცხადებს, რომ როგორც წარსულ სხდომაზე, ისე ეხლა მომხრეა, რომ ადგილობრივი მილიცია ჩაბარებული ჰქონდეს მთავრობისგაან სპეციალურად დანიშნულ პირს.


მუხლი 7.













მუხლი 8.


თავმჯდომარე:
მთლიანად კენჭს უყრის პროექტს.


გ. გვაზავა
- განაცხადებს, რომ წინააღმდეგია საზოგადოდ ადგილობრივ მართველობათა კონსტიტუციისა და მათი კომპეტენციისა.


თავმჯდომარე


მდივანი



მიღებულია უკამათოდ.

მიღებულია უკამათოდ.

მიღებულია უკამათოდ.

მიღებულია უკამათოდ.

მიღებულია უკამათოდ.









მიღებულია.


მიღებულია შემდეგი რედაქიით;

„ადგილობრივი მართველობანი მართვა-გამგეობის საქმეებში ემორჩილებიან მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს.“












მიღებულია შემდეგი რედაქციით:

„მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეაჩერონ ადგილობრივ მართველობათა დადგენილებანი და განკარგულებანი, თუ იგინი ეწინააღმდეგებიან კანონს. წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრბა კანონით.“

ეს მუხლი უნდა გადატანილ იყოს მე-6 მუხლად; მე-6 მუხლი დაიწეროს მე-7 მუხლად.


მიღებულია უცვლელად.


მიღებულია.



წინააღმდეგია: გ. გვაზავა და ივ. გობეჩია.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 42

1.39 მოქალაქეთა უფლებანი

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: მიღებული საკონსტ. კომ. მიერ ოქტომბერში

/შემუშავებული კ.იას. ჯაფარიძის მიერ/.

1. ყველა მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან.

2. წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

3. არავინ არ შეიძლება იქნეს დასჯილი სხვაფრივ, თუ არა სასამართლოს წესით, აქიდან გამონაკლისს შეადგენს ცალკე კანონში განსაზღვრული დისციპლინალური წესი.

4. ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.

5. არავინ არ შეიძლება დატუსაღებული ან სხვა საშუალებით თავისუფლებას მოკლებული და პირადათ გაჩხრეკილი, თუ არა სასამართლოს და საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.

6. ადმინისტრაციას შეუძლია თავისი უფლებით დააკავოს ვინმე შემდეგ შემთხვევაში: ა/ როცა ის დამნაშავეს დანაშაულობის ადგილზე შეისწრებს, ბ/ როცა ახალ ჩადენილ დანაშაულობას მიუსწრებს და მასთან დანაშაულობისაგან დაზარალებულნი ან დამსწრე პირები პირდაპირ ვინმეზე მიუთითებენ, გ/ როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთები აღმოაჩნდება ან როცა მის ტანზე ან მის ბინაზე დანაშაულობის აშკარა ნიშნები და კვალი აღმოაჩნდება.

7. დამნაშავეთა დაკავება შეუძლიათ კერძო პირთაც, თუ რამ მათ დანაშაულობის ადგილზე მიუსწრებენ და მასთან მოსალოდნელია ადმინისტრაციის მოსვლამდის მათი მიმალვა.

8. როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრაციის ბრძანებით დაკავებულნი, 24 საათის განმავლობაში უნდა იქნენ წარდგენილნი მახლობელ სასამართლოში. თუ აღნიშნული სასამართლო ისე დაშორებულია, რომ 24 საათის განმავლობაში დამნაშავე პირთა წარდგენა შეუძლებელია იმ შემთხვევაშო ეს ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს ადგილობრივ პირობების მიხედვით იმდენათ, რამდენადაც ეს აუცილებელი საჭიროა, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.

9. მე-8 მუხლში სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაჰკითხოს დაუყონებლივ, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, რის შემდეგაც წერილობითი ბრძანება ან მისი დატუსაღების განგრძობისა ან დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ.

10. ზემოხსენებული სასამართლოს ორგანოები ვალდებულნი არიან, უკე თუ რაიმე გზით და საშუალებით ეცნობათ, რომ ვინმე არა ზემოაღნიშნული წესითაა დაკავებული, დაუყონებლივ გამოიძიონ საქმე და გასცენ წერილობითი ბრძანება ან მისი განთავისუფლებისა ან და მის დაკავების განგრძობის შესახებ.

11. უფროსი იმ საპატიმროსი ან სხვა დაწესებულებისა, სადაც დაკავებული პირი ზის, ვალდებულია გაანთავისუფლოს უკანასკნელი, თუ რომ მას 24 საათის განმავლობაში სასამართლოს წერილობითი ბრძანება არ მოუვიდა დაკავების განგრძობის შესახებ.

12. ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია. მისი განჩხრეკა შეიძლება მხოლოდ კანონის მიერ გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილებით.

13. კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია, მისი ამოღება და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

14. ყოველი მოქალაქე მისვლა-მოსვლაში და ბინადრობის არჩევაში სარგებლობს სრული თავისუფლებით. ასეთი უფლება შეიძლება შეზღუდულ იქნეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით.

15. ყოველი მოქალაქე სარგებლობს სინდისის სრული თავისუფლებით. არავინ არ შეიძლება სარწმუნოების გამო იქნეს დევნილი და შეზღუდული თავის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებში. ყოველ მოქალაქეს შეუძლიან აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც მას სურს ან შეიცვალოს ერთი სარწმუნოება მეორეთი ან არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს.

არავის შეუძლია სარწმუნოების მიხედვით უარი განაცხადოს მოქალაქეობრივი და პოლიტიკურ მოვალეობის ასრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც ცალკე კანონში იქნება განსაზღვრული.

იმ აქტებს, რომლებსაც სარწმუნოებრივი ხასიათი აქვს, არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლება მდგომარეობაზე.

16. ყველა მოქალაქეთ შეუძლიანთ თავისუფლად დაარსონ ყოველგვარი სარწმუნოებრივი კავშირები, თუ რომ ამ კავშირის მიზანი და მოქმედება კანონით აკრძალული არ არის.

17. ყველა მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭვდითი ანუ სხვა რაიმე მექანიკური საშუალებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნება დაურთველათ. ყოველი ბოროტმოქმედებისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს პასუხს აგებს მხოლოდ მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

18. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბონ საჯაროთ და უიარაღოთ, როგორც დახურულში, ისე ღია ადგილას.

19. ადმინისტრაციას შეუძლიან დახუროს კრება, თუ რომ მან ისეთი ხასიათი მიიღო, რომელიც შეიცავს რაიმე დანაშაულს.

20. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დაარსონ ყოველგვარი კავშირები, თუ მათი მიზანი კანონით არ არის აკრძალული.

კავშირის დახურვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

21. ის, ვინც ზემოაღნიშნულ კანონთა დადგენილებათ დაარღვევს, როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი, მიეცემა პასუხისგებაში თანახმად სისხლის სამართლის კანონებისა.

22. გარდა 21 მუხლში აღნიაშნულ პასუხისგებაში მიცემისა, დაბრალებულთ უფლება აქვთ ეძიონ უკანონო მოქმედებით მიღებული ბრალის ანაზღაურება.

23. კერძო საკუთრების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით და საფასურით.

24. პირველ დაწყებითი სწავლა-განათლება უფასო და სავალდებულოა ყველასათვის.

25. სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

26. შინაური ამბოხების ან უცხო სახელმწიფოსთან ომის დროს პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელ რესპუბლიკაში ან რომელიმე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 5, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 17, 18, და 25. ომის დროს კი 34 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ სახით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა დასაშვებია მხოლოდ მოქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

თუ რომ პარლამენტი შეკრებილი არ არის მთავრობას შეუძლიან თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შეაჩეროს ზემოაღნიშნული გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ მან დაუყონებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და მას ასეთი თავის დადგენილება წარუდგინოს.

28. დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე-5, 8, 19 და 14 მუხლებში აღნიშნული უფლებათა გარანტია ნაწილობრივ, იმდენათ, რამდენათაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 221-222

1.40 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ ნოემბრის 5)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: რ. არსენიძე, იოს. ბარათაშვილი, გ. გვაზავა, ივ. გობეჩია, მ. რუსია, მუხ. ხოჭოლავა.

მცოდნე პირი გ. ნანეიშვილი

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე........................მდივნობდა ს. სვიმონიშვილი


რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1

კანონპროექტი-დამფუძნებელი კრების წევრობისა და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთ გასამრჯელოს კანონის დამატებისა.


მომხსენებელის იოს. ბარათაშვილი. გააცნობს კომისიას განათლების კომისიის პროექტს, რომელიც შეიცავს დამატებას ზემოხსენებული კანონისა შენიშვნების სახით. თითონ შენიშვნა ასეთია: „ეს მუხლი არა ვრცელდება უმაღლეს სკოლის პროფესორებზე, პრივატდოცენტებზე და დოქტორებზე, რომელთაც უფლება ეძლევათ გასამრჯელო მიიღონ როგორც დამფუძნებელი კრებიდან ისე უმაღლესი სკოლიდან. მომხსენებელს სამართლიანად მიაჩნია დაკმაყოფილებულ იყვენ უმაღლეს სკოლის მოღვაწენი ორნაირ გასამრჯელოთი, როგორც დიეტით ისე ჯამაგირით, რომელიც მიკუთვნებული აქვთ უმაღლეს სკოლაში.


მუხ. ხოჭოლავა. პრაქტიკულად მისაღებია, მხოლოდ რა იურიდიულ ფორმას მისცემთ ვერ წარმომიდგენია.


მელ. რუსია. სამართლიანი იქნება, რომ პროფესორებს და სხვა გასამრჯელო ორივე მხარედან ეძლეოდეთ-დიეტაც და ჯამაგირიც.


გ. გვაზავა. ჩემი აზრით იურიდიული საფუძველი შემდეგია: დიეტის შემოღებას აზრად აქვს ფულის მხრივ ნებაყოფილება დეპუტატისა არ იყოს შეზღუდული, მაგალითად, რაიმე სააქციონერო საზოგადოების ან ბანკის გამგეობის წევრ-დეპუტატი თუ ფულის მხრივ /ჯამაგირით/ დაინტერესებული იქნება გარედან, ამით შეიძლება ნებაყოფილება დეპუტატის შეზღუდულ იყოს, პროფესორები ამ შემთხვევაში გამონაკლის შეადგენენ რადგან უნივერსიტეტი-უმაღლესი სწავლა-განათლების წყარო-ავტონომიური დაწესებულება არის და პროფესორი-დეპუტატი უნდა განვიხილოთ როგორც ცოდნის და გამოცდილების წარმომადგენელნი.

რ. არსენიძე. ამ პრინციპს რომ დავადგეთ, გამონაკლისს მარტო პროფესორები - კი არა, თითქმის ნახევარი პარლამენტი შეადგენს, მაგალითად: ერობები და ქალაქების მოღვაწენი.


ი. ბარათაშვილი. თუ მაგალითად მინისტრებისათვის არის გამონაკლისი ამ მხრივ, რომ დამფუძნებელი კრების წევრობა და მოხელეობა შეთავსებულია კანონით, შეიძლება მივიღოთ მეორე გვარის გამონაკლისი პროფესორებისთვის - დაუშვათ გასამრჯელოს „შეთავსება“, ე.ი. მიეცეთ მათ უფლება, რომ გასამრჯელოს იღებდნენ ორგან.


თავმჯდომარე აღიარებს, რომ სათნადო იურიდიული საბუთი ვერ გამოარკვია კომისიამ. შემოდის წინადადება რომ კამათი მოისპოს.


მეორე წინადადება - უცვლელად იყოს მიღებული განათლების კომისიის პროექტი.










































































მიღებულია.

მიღებულია. მიეწეროს განათლების კომისიას.

კონსტიტუციის გადასინჯვა


მომხსენებელი გ. ნანეიშვილი წაიკითხავს თავის სანიმუშო პროექტს. თითონ პროექტი ასეთია:


1. კონსტიტუციის მუხლების გადასინჯვის თაოსნობის /მოთხოვის/ უფლება აქვთ პარლამენტის დეპუტატების საერთო რიცხვის ერთ მეოთხედს, ან ორმოცდაათ ათასს ამომრჩეველს. კონსტიტუციის მუხლების გადასინჯვას პარლამენტი შეუდგება მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დღიდან კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ განცხადების პარლამენტში შეტანისა. პარლამენტის მიერ მიღებული კონსტიტუციის ცვლილებანი ძალაში შედის მხოლოდ რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ.


შენიშვნა: მეორე მუხლი ამა კონსტიტუციისა არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.


2. ამა კონსტიტუციის ავტონომიური ერთეულების შესახები ამა თუ იმ მუხლის შცვლა შეიძლება პირველ მუხლში აღნიშნული წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თანხმობას ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო და ავტონომიური ერთეულის მცხოვრებთა უმრავლესობა განაცხადებს.


გ. გვაზავა. თუ უმცირესობას არა აქვს გავლენა კანონმდებლობაზე, როგორც შეიძლება უმცირესობამ - ერთმა მეოთხედმა დეპუტატების საერთო რიცხვისა - მოითხოვოს კონსტიტუციის გადასინჯვა. მაშინ ჩვენ კონსტიტუციას ერთს საათში დავანგრევთ. უკანასკნელი ორი მესამედი დეპუტატების საერთო რიცხვისა უნდა იყოს პარლამენტში, მხოლოდ ამომრჩეველთა რიცხვი უნდა უფრო შევაცოტავოთ: საკმარისია 20.000 ამომრჩევლის რიცხვი საინიციატოვოდ. ამ უკანასკნელთ ინიციატივას პარლამენტი ჯერ გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ და თუ ხალხმა იგი დაადასტურა - მაშინ პარლამენტი შეიმუშავებს შესაფერისს პროექტს, რომელიც ისევე ხალხს უნდა გადაეცეს სარეფერენდუმოთ და მხოლოდ ხალხის მიერ დადასტურების შემდეგ ეს პროექტი მიიღებს კანონის ძალას.


მუხ. ხოჭოლავა. საინიციატივოდ ერთი მეოთხედი დეპუტატების საერთო რიცხვისა საკმარისია, მხოლოდ გადასინჯვის საკითხი კვალიფიციურ უმრავლესობით გადაწყდება. რაც შეეხება 50.000 ამომრჩეველთა რიცხვს - დიდია ეს რიცხვი, მაგრამ როგორც გ. გვაზავა ართულებს საკითხს - ეს სულ ზედმეტია. საკმარისია ამათ ინიციატივასაც მოვექცეთ ისევე, როგორც პარლამენტის კვალიფიციური უმცირესობის - ერთ მეოთხედის - ინიციატივას ე.ი. პარლამენტის კვალიფიციური უმცირესობა სამი მეოთხედი - სწყვეტს ამ საკითხს ამა თუ იმ მხრივ.


მომხსენებელი განმარტავს, რომ პარლამენტის ერთ მეოთხედს ეძლევა მხოლოდ ინიციატივის აღძვრის უფლება და მიიღოს თუ უარყოს ეს ინიციატივა - ეს პარლამენტის საქმეა.


მელ. რუსია. ერთი მეოთხედის ინიციატივა მისაღებია, მხოლოდ პარლამენტის ორმა მესამედმა არა ნაკლებ - უნდა მისცეს მხარი გადასინჯვის ინიციატივას და შემდეგ მიეცემა მსვლელობა.


თუ 50.000 ამომრჩევლის ინიციატივით არის აღძრული გადასინჯვის საკითხი, ამ შემთხვევაში, პარლამენტმა ექვსი თვის შემდეგ უეჭველად უნდა განიხილოს გადასინჯვის საგანი არსებითად. აქ შეიძლება იყოს სამი შემთხვევა: პირველი - პარლამენტმა მიიღო, მეორე - მიიღო შესწორებით, მესამე - უარყო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პარლამენტი ხალხს არ შეეკითხება, მხოლოდ საერთოდ დაისმება საკითხი კონსტიტუციის გადასინჯვისა.


მუხრ. ხოჭოლავა. როგორც ხალხის ინიციატივას ისე პარლამენტის ერთი მეოთხედის ინიციატივას უეჭველად უნდა მიეცეს ერთნაირი მსვლელობა, ე.ი. ექვსი თვის შემდეგ უნდა განიხილოს პარლამენტმა და ორივე შემთხვევაში მიიღებს თუ უარჰყოფს - გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ. თუ ვინიცობაა პალამენტის მიერ უარყოფილ ინიციატივას ხალხი არ უარყოფს, არამედ დაადასტურებს, მოხდება პარლამენტის კრიზისი და პარლამენტი უნდა გადადგეს.


ივ. გობეჩია. ინიციატივის უფლება მიენიჭოს 20.000 ან 25.000 ამომრჩეველს და დეპუტატების საერთო რიცხვის ერთს მეოთხედს. ექვსი თვე შემცირებულ იყოს ნახევრად. თუ ვინიცობაა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობა უარყოფს ინიციატივას, ამის გამო ინიციატივა არ უნდა ჩაქრეს - ეს ინიციატივის უპატივცემულობა იქნება - არამედ უნდა გადაეცეს ხალხს სარეფერენდუმოთ.


გ. გვაზავა. მომხსენებლის განმარტების შემდეგ მისაღებია დეპუტატების საერთო რიცხვის ერთი მეოთხედის ინიციატივა; თუ პარლამენტმა ეს ინიციატივა არ დაადასტურა, იგი ჰქრება და აღარსად მიდის; მხოლოდ თუ პარლამენტმა იგი დაადასტურა მაშინ გადაეცემა ხალხს სარეფერენდუმოთ. თუ ამომრჩეველთა ინიციატივა შემოდის პარლამენტში, მაშინ პარლამენტი მხოლოდ დაადასტურებს, რომ შემოვიდა ესა და ეს წინადადება კონსტიტუციის გადასინჯვისა და გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ. თუ ხალხი მიიღებს - პარლამენტი შეუდგება შესაფერისი კანონის შემუშავებას.


მუხ. ხოჭოლავა. შეეკითხება გ. გვაზავას - პარლამენტი ხალხისაგან შემოსულ ინიციატივას წინასწარ განიხილავს, თუ პირდაპირ გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ.


გ. გვაზავა. შეუძლებელია, რომ პარლამენტმა ოპოზიციური მდგომარეობა დაიჭიროს ხალხის წინაშე, ამიტომ პირდაპირ გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ.


მომხსენებელი: როგორც ხალხის ინიციატივის აგრეთვე პარლამენტის დეპუტატების ინიციატივასაც უნდა ეძლეოდეს ერთნაირი მსვლელობა, ვინაიდან ძალიან ადვილად შეიძლება დაუშვათ, რომ თუ პარლამენტის ნაოთხალი დაშორდა უმრავლესობას ინიციატივის გამოჩენაში, შესაძლოა, რომ 50.000 მოქალაქეც დაშორებულ იყოს სამ მილიონ მოქალაქეს.


გ. გვაზავა. რაც შეეხება პარლამენტის ინიციატივას - პარლამენტი უფალია - ამიტომ კვალიფიციურ უმრავლესობას აქვს უფლება ჩააქროს ეს ინიციატივა, მხოლოდ რაც შეეხება ხალხს - თუ ხალხის წიაღიდან გამოვიდა ინიციატივა - ამას უნდა უეჭველად მიეცეს მსვლელობა.


თავმჯდომარე: შემოვიდა წინადადება კამათის გაგრძელება გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის და სხდომა შეწყდეს, ვინაიდან მეთერთმეტე საათი იწყება.


თავმჯდომარე


მდივანი














































































































































































მიღებულია. ამგვარად კამათი გადადებულია შემდეგ სხდომისათვის.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 45-48

1.41 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. ნოემბრის 26)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე, მელ. რუსია, იოს. ბარათაშვილი, ლ. ნათაძე, გ. გვაზავა, კ. ჯაფარიძე, ივ. გობეჩია და გარედან მოწვეული მცოდნე პირი გ. ნანეიშვილი.

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე.........................მდივნობდა ვ. სვიმონიშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

კონსტიტუციის გადასინჯვა.

მომხსენებელია ვ. ნანეიშვილი.

თავმჯდომარე გაანაწილებს საკითხს გადასინჯვის წესისას ორად: პირველი - ვის ეკუთვნის ინიციატივა გადასინჯვისას; მეორე - იყოს თუ არა რეფერენდუმი.

პ. საყვარელიძე: გარდა პარლამენტის წევრებისა და ამომრჩევლებისა, უფლება ინიციატივისა მიეცეს აგრეთვე 5 ან 10 ერობის.

ვ. გვაზავა: ინიციატივა ჰქონდეს დეპუტატებს - არა ნაკლებ პარლამენტის ¼- და ხალხს - არა ნაკლებ 25.000 ამომრჩევლისა.

მელ. რუსია: ინიციატივა უნდა ჰქონდეს მარტო ხალხს, - გამონაკლის ამ პრინციპიდან შეადგენს პარლამენტის წევრები, როგორც ხალხისგან არჩეული სპეციალურად კანონმდებლობისათვის.

ლ. ნათაძე: ინიციატივის უფლება მიეცეს გარდა უკვე ნათქვამისა აგრეთვე ერობებს და ქალაქის თვითმართველობებს.


იოს. ბარათაშივილი: უერთდება ლ. ნათაძის წინადადებას, მხოლო საჭიროდ სცნობს, რომ ამ შემთხვევაში ინიციატივის უფლება ფრიად შეზღუდული იყოს.


თავმჯდომარე: არის წინადადება კამათი მოისპოს: ვინ არის მომხრე.


თავმჯდომარე კენჭს უყრის შემოსულ წინადადებებს შესახებ პარლამენტის დეპუტატების თაოსნობისა.


1. წინადადება - პ. საყვარელიძესი - რომ თაოსნობის უფლება ჰქონდეს პარლამენტის დეპუტატების საერთო რიცხვის უმრავლესობას.


2. წინადადება - მომხსენებლის მიერ დასახელებული 1/4 დეპუტატების საერთო რიცხვისა.


3. წინადადება - რ. არსენიძესი - რომ თაოსნობის უფლება ჰქონდეს პარლამენტის დეპუტატების საერთო რიცხვის ერთ მესამედს /1/3/





შესახებ ხალხის თაოსნობისა:


1. წინდადება - იოს. ბარათაშვილისა - გადასინჯვის თაოსნობის უფლება ჰქონდეს 20.000 ამომრჩეველს.


2. წინადადება - გ. გვაზავასი - 25.000 ამომრჩევლის.


3. წინადადება - რ. არსენიძესი - 100.000


4. წინადადება - ივ. გობეჩიასი - 10.000


5. წინადადება - მომხსენებლის მიერ დასახელებული 50.000 ამომრჩეველი.








შესახებ ქალაქების და ერობების თაოსნობისა:


1. წინადადება - პ. საყვარელიძესი - რომ გადასინჯვის თაოსნობის უფლება ჰქონდეს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ქალაქის თვითმართველობების და ერობების უმრავლესობის ერთად.


2. წინადადება - მელ. რუსიასი - უმრავლესობის ერობების და ქალაქების ცალკ-ცალკე.


3. წინადადება - ივ. გობეჩიასი - ერთ ერობას და ყველა ქალაქს ერობის უფლებით.


4. წინადადება - იოს. ბარათაშვილი - 2 ერობას.







თავმჯდომარე: შემდეგი საკითხია - რამდენი ხანი გააჩეროს პარლამენტმა გადასინჯვის საკითხის შეტანა თავის დღიურ წესრიგში.


1.წინადადება - კ. ჯაფარიძისა - კონსტიტუციის მუხლების გადასინჯვის საკითხი პარლამენტის დღიურ წესრიგში შევიდეს არა უადრეს სამი თვისა.


2. წინადადება- მომხსენებლის მიერ დასახელებული ვადა - ექვსი თვე.









თავმჯდომარე: გადადის რეფერენდუმის საკითხზე.


გ. გვაზავა: რეფერენდუმი ხდება იმ შემთხვევაში როდესაც ხალხის ინიციატივით არის აღძრული გადასინჯვის საკითხი; თუ რეფერენდუმი დაადასტურებს მაშინ პარლამენტი შეიმუშავებს შესაფერისს კანონს და ხელახლად წარუდგენს ხალხს სარეფერენდუმოდ. როდესაც გადასინჯვის საკითხი პარლამენტის წევრების ინიციატივით არის აღძრული და თუ პარლამენტი ინიციატივას მიიღებს, შეიმუშავებს შესაფერისს კანონს და გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოდ; თუ პარლამენტი ინიციატივას არ დაადასტურებს მაშინ ინიციატივა ჰქრება და სარეფერენდუმოდ არ გადადის.


მომხსენებელი. რეფერენდუმი უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში - როდესაც პარლამენტმა ინიციატივა მიიღო და შესაფერისი კანონი შეიმუშავა. ეს კანონი კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლების ცვლილებისა გადაეცემა ხალხს სარეფერენდუმოთ.


თავმჯდომარე: ყოველგვარი ინიციატივა კონსტიტუციის გადასინჯვისა თუ მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ - პარლამენტი შეიმუშავებს შესაფერისს კანონს და გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ; მხოლოდ მეორე შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი არ ადასტურებს ინიციატივას, რეფერენდუმი უნდა მოხდეს იმისდამიხედვით, თუ ვისი ინიციატივა უარყო პარლამენტმა... ხალხისა და პარლამენტის წევრთა. პირველ შემთხვევაში გადასინჯოს საკითხი, პარლამენტის მიერ უარყოფილი, - საბოლოო გადასაწყვეტად გადაეცემა ხალხს. თუ ხალხი ინიციატორთა წინადადებას მიიღებს - მაშინ პარლამენტი შეიმუშავებს შესაფერისს კანონს და გადასცემს ხალხს სარეფერენდუმოთ ხელმეორედ.

მეორე შემთხვევაში, - როდესაც პარლამენტი არ ადასტურებს დეპუტატების ინიციატივას - იგი ჰქრება და სარეფერენდუმოდ არ გადადის. მე ვგონებ საკითხი გამორკვეულია, კამათი შეწყდეს და დაევალოს მომხსენებელს წარმოუდგინოს შემდეგ სხდომას გადასინჯვის წესის პროექტი საბოლოო რედაქციით, პრინციპად დაედოს ყველაფერი ზემოხსენებული.


































მიღებულია.







მომხრეა 2.





მომხრეა 3.




მომხრეა 5. ამგვარად, ხმის უმეტესობით, მიღებულია, რომ გადასინჯვის ინიციატივის უფლება ჰქონდეს პარლამენტის დეპუტატებს საერთო რიცხვის ერთ მესამედს /1/3/.



მომხრეა 2.




მომხრეა 4.



მომხრეა 1.


მომხრეა 1.


მომხრეა 4. /თავმჯდომარის ხმით/ ამგვარად მიღებულია, რომ გადასინჯვის თაოსნობის უფლება ჰქონდეს ორმოცდაათ ათასს /50.000/ ამომრჩეველს.






მომხრეა 3.






მომხრეა 1.




მომხრეა 1.



მომხრეა 1.

ამგვარად მიღებულია, რომ ინიციატივის უფლება მიეცეს ერობათა და ქალაქთა თვითმართველობათა უმრავლესობას ერთად.





მომხრეა 3.





მომხრეა 4.

ამგვარად, მიღებულია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხი პარლამენტის დღიურ წესრიგში შედის არა უადრეს ექვსი თვისა მისი შემოტანის დღიდან.


















































მიღებულია.

მეორე მუხლი გამოტოვებულია.

2.

სახელმწიფო და ეკლესია.


მომხსენებელია გ. ნანეიშვილი.
პროექტი სამ მუხლინია და შეიცავს შემდეგს:


„I. სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელი არიან ერთმანეთისაგან. არ შეიძლება იქნეს გამოცემული ისეთი კანონი, რომელიც აღიარებს ან უარყოფს რომელიმე სარწმუნოებრივობას ან სარწმუნოებრივ ორგანიზაციას.


2. არც ერთი სარწმუნოებრივი კულტი არ სარგებლობს უპირატესობით.


3. ყოველნაირი ხარჯი სახელმწიფო ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოების კულტის საჭიროებისათვის აკრძალულია.“



პროექტი მიღებულია უცვლელად.

3.

თავმჯდომარე მოახსენებს სხდომას, რომ კონსტიტუციის განმარტებითი ბარათს სწერს გ. ნანეიშვილი. დაწერილი შეადგენს 250 ბეჭვდითი გვერდს. ამის გასამრჯელო, რასაკვირველია, უნდა მიეცეს ავტორს, მხოლო რაოდენობა თვითონ კომისიამ გამოარკვიოს.


შემოვიდა წინადადება მიეცეს 10-20

ათასამდე.


თავმჯდომარე


მდივანი

მიღებულია 15-20 ათასამდე.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 50

1.42 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. ნოემბრის „28“)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

დაესწრნენ: რ. არსენიძე, პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე, მელ. რუსია, ივ. გობეჩია.

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე..............................მდივნობდა სვიმონიშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

სახელმწიფო ფინანსები

მოახსენებს თავმჯდომარე


მუხლი 1.

— „— 2.

— „— 3.

— „— 4.

— „— 5.

— „— 6.

— „— 7.


ივ. გობეჩია. უნდა იყოს არაჩვეულებრივი დრო, რომ პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ მოასწროს. ამისთანა დროისათვის პარლამენტი თვითონ გამონახავ შესაფერის გამოსავალს. კონსტიტუციაში კი ამას ნუ შევიტანთ, რომ ამით მთავრობას არ მიეცეს წასაქეზებელი მიზეზი ბიუჯეტის დაუმტკიცებლივ ახალი ხარჯების ძველი ბიუჯეტის მიხედვით დაფარვისა. ამიტომ ამ მუხლს მიუმატოთ სიტყვები: „პარლამენტის ნებართვით.“


მუხლი 8.


თავმჯდომარე


მდივანი




მიღებულია უკამათოდ

— „— — „—

— „— — „—

— „— — „—

— „— — „—

— „— — „—

მიღებულია ამ მუხლს დაერთოს განგრძობად სიტყვერბი „პარლამენტის ნებართვით“.











მიღებულია

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 52

1.43 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. - დეკემბრის „10“)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: რ. არსენიძე, გ. გვაზავა, მ. საყვარელიძე, ივ. გობეჩია, კ. ჯაფარიძე, მუხ. ხოჭოლავა.

მცოდნე პირი გ. ნანეიშვილი

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე......................მდივნობდა სვიმონიშვილი

№№

განსახილველი საგანი.

დადგენილება.

1.

სოციალური უფლებანი.


მომხსენებელია რ. არსენიძე

ვინაიდან წევრების უმეტესობამ განაცხადა სურვილი მეტი დრო მიეცეთ პროექტთან გასაცნობად მიღებულია განხილვა გადადებულ იყოს შემდგომ სხდომისთვის.

2.

გ. გვაზავას შემოაქვს განცხადება, რომ კომისიამ იშუამდგომლოს სათანადო სამინისტროს წინაშე, რათა მიეცეს მას შეღავათიან ფასებში ქაღალდი წიგნის - „კონსტიტუციის პრინციპების“ - გამოსაცემად.

კომისიამ მიიღო და დაადგინა შუამდგომლობის აღძრა მიენდოს თვით გ. გვაზავას, რისთვისაც მიეცეს მას სათანადო მოწმობა.

3.

თავმჯდომარე: არის წინადადება ავირჩიოთ კომისია სამი კაცისაგან შემდგარი, რომელსაც დაევალება შეიმუშაოვოს და წარმოუდგინოს მახლობელი სხდომას პირიქით პროექტი ეროვნული უმცირესობათა უფლებების გარანტიის შესახებ.




თავმჯდომარე:


მდივანი:


მიღებულია.


კომისიაში არჩეული იქნენ: მუხ. ხოჭოლავა, ივ. გობეჩია და იოს. ბარათაშვილი.



მუხ. ხოჭოლავას დაევალა შემუშავება საარჩევნო უფლების დებულებისა.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 54

1.44 საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 წ. დეკემბრის „20“)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრენ: პ. საყვარელიძე, კ. ჯაფარიძე, მუხრ. ხოჭოლავა, ს. დადიანი, რ. არსენიძე, ლ. ნათაძე.

თავმჯდომარეობდა რ. არსენიძე.....................................მდივნობდა სვიმონიშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

მიეცეს პრესას კომისიის მიერ მიღებული კონსტიტუციის თავები.

2.

სწავლა განათლება.


მომხსენებელი რ. არსენიძე კითხულობს პროექტს მუხლობრივ.


მუხლი I. „რესპუბლიკაში ორივე სქესის ბავშვებისათვის წესდება სავალდებულო უფასო და საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლა საზოგადო და პროფესიონალური ხასიათისა.

სავალდებულო სახალხო სკოლის კურსი რვა წლიანია“.


მუხლი 2. „ღარიბ ბავშვებს საზრდო, სამოსი და სასწავლო ნივთები უფასოდ მეცემათ“.


პ. საყვარელიძე: ეს მუხლი სულმთლად ამოიშალოს, რადგან ამგვარი დეტალიზაცია არ არის საჭირო და იმავე დროს დიდ მოვალეობას აკისრებს სახელმწიფოს.


კ. ჯაფარიძე. უნდა დარჩეს ეს მუხლი და უნდა სწორედ სავალდებულოდ გადაიქცეს სახელმწიფოს დახმარება.


მ. ხოჭოლავა თუ პირველი მუხლის ძალით სწავლა სავალდებულოდ ვაღიარეთ უნდა დარჩეს მეორე მუხლიც.


თავმჯდომარე: პრინციპიალურად მისაღებია თუ არა მე-2-ე მუხლი.



თავმჯდომარე: არის წინადადება შეიცალოს ამავე მუხლში სიტყვა „ღარიბი“ - „უღარიბესით“.













მუხლი 3. „რესპუბლიკა ყველა ნიჭიერ მოსწავლეს საშვალებას აძლევს საზოგადო ან სპეციალურ სკოლებში სწავლის განგრძობისა მისი ნიჭის მიხედვით, რისთვისაც სახელმწიფო აარსებს საკმაო საშუალო და მაღალ სკოლებს, მხოლოდ ღარიბ მოსწავლეთ აძლევს დახმარებას ან სესხს მათ დამთავრებამდე“.






მუხლი 4. „კერძო ინიციატივით გახსნილი სკოლები რესპუბლიკის საერთო კანონებს ემორჩილება“.







თავმჯდომარე


მდივანის მაგ.






ხმის უმეტესობით / 3-1 წინააღ./ მიღებულია ამოიშალოს სიტყვები: „სავალდებულო სახალხო სკოლის კურსი რვა წლიანი“. მუხლი მიღებულია.





















ხმის უმეტესობით /4-1 წინააღმდეგ/ მე-2-ე მუხლი მიღებულია პრინციპიალურად.


ხმის უმეტესობით /4-1 წინააღ./, მიღებულია შეიცვალოს მე-2-რე მუხლში სიტყვა „ღარიბი“ - „უღარიბესით“.


მუხ. ხოჭოლავას წინადადება, რომ მთელი მე-2-ე მუხლი შეცვლილ იყოს ასე: „უღარიბეს ბავშვების საზრდო, სამოსის და სასწავლო ნივთების შესაძენად სახელმწიფო დახმარებას აძლევს“ - უარყოფილია ხმის უმეტესობით /4-2-ის წინააღმდეგ/.


ხმის უმეტესობით /4-1-ს წინააღმდეგ/ მე-3-მე მუხლი მიღებულია პრინციპიალურად. რედაქცია ამ მუხლისა შეცვლილია ამ რიგად: „რესპუბლიკა ყველა ნიჭიერ მოსწავლეს, რომელსაც საშვალება არა აქვს საზოგადო ან სპეციალურ სკოლებში სწავლის განგრძობისა, აძლევს დახმარებას მათ დამთავრებამდე“.


მე 4-ე მუხლი მიღბულია პრიციპიალურად.


კომისიამ დაადგინა იქონიოს ცალკე მსჯელობა ეროვნულ უმცირესობათა საკითხის განხილვის დროს იმის შესახებ, თუ რომელ თავში კონსტიტუციისა იქნეს შეტანილი ეს მუხლი.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 180, ფურც. 31-32

1.45 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1919 დეკემბრის 24)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: რ. არსენიძე, კ. ჯაფარიძე, პ. საყვარელიძე, პ წულაია, მუხრ. ხოჭოლავა, მელ. რუსია,. ლ. ნათაძე

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

სქესთა ურთიერთობა

მომხსენებელი რ. არსენიძე

მუხლი 1.

მუხლი 2.

მუხლი 3.

მუხლი 4.




მიღებულია უცვლელად.

მიღებულია უცვლელად.

მიღებულია უცვლელად.

მიღებულია. უცვლელად

2.

საყვარელიძე იძლევა წინადადებას ქვეშევრდომობის კანონი შეტანილ იყოს კონსტიუტციაში.

მიღებულია. შემუშავება შესაფერისი პროექტისა მიენდო პ. საყვარელიძეს.

3.

სოციალური უფლებანი.


მომხსენებელია რ. არსენიძე.

მუხლი 1.

მუხლი 2.


მუხრ. ხოჭოლავა სიტყვები „არა ნაკლები საცხოვრებელი მინიმუმისა“ ამოვშალოდ. საკმარისია რაც დარჩება, ვინაიდან შეუძლებელია უტოპიოური ხასიათი მივცეთ კონსტიტუციას.


პ. საყვარელიძე მე-2-ე მუხლი სულ ამოიშალოს. რატომ უნდა იყოს კონსტიტუციაში ისეთი მუხლი, რომელიც არ განხორციელდება. ჩვენთვის - როგორც სოციალისტებისთვის - ეს პროგრამა ნაკლებია. ხოლო ჩვენთვისვე, როგორც დემოკრატებისთვის - ზედმეტია. რადგან დღესდღეობით ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კონსტიტუციაც უნდა დემოკრატიული გვქონდეს. ამიტომ ეს მუხლი სულმთლად ამოიშალოს.


ლ. ნათაძე წინააღმდეგია მე-2-ე მუხლის მთლად. ჩვენ შევქმნით უმუშევარ პროლეტარიატს უზრუნველყოფილის სახელმწიფო თანხით მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ არის წარმოების პატრონი.


ივ. გობეჩია. ეს მუხლი ვალდებულად ხდის ჩვენ პარლამენტს, მთავრობას, იზრუნოს იმაზე, რომ ყველა მუშას ვისაც მუშაობის უნარი აქვს, სამუშაო მისცეს, გაუჩინოს.


თუ ეს მუხლი არ შევიტანეთ ჩვენ, მაშინ უმუშევარი ბევრი დარჩება, გავრცელდება ავაზაკობა და სხვა ამგვარი ან და სახელმწიფო მათხოვრებით აივსება.


მეორე ნაწილი ამ მუხლისა სავსებით მისაღებია. ამით ჩვენ სოციალიზმს კი არ ვამყარებთ, არამედ შევქმნით ისეთ პირობებს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ მუშა უმუშევრობის გამო არ გადაგვარდეს და არ დაიხშოს.


მ. ხოჭოლავა იძლევა წინადადებას პირველი ნაწილი ამ მუხლისა ამოიშალოს, მხოლოდ მეორე ნაწილი შეიცვალოს ამგვარად: „უმუშავარ დარჩენილ მოქალაქეთ, მიეცემათ დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“.


მელ. რუსია. უზრუნველყოფა საცხოვრებელ მინიმუმისა არის პირველი პერიოდი სოციალიზმის გამოცხადებისა. მეორე მხრივ არ ეთანხმება პ. საყვარელიძეს. შეუძლებელია სახელმწიფოს განთავისუფლება მუშის კეთილდღეობაზე ზრუნვისაგან. ამიტომ მხარს უჭერს მ. ხოჭოლავას წინადადებას.


მომხსენებელი იცავს მეორე მუხლს მთლიანად.


თავმჯდომარე. საკითხი გამორკვეულია, კამათი შევწყვიტოთ და შეუდგეთ წინადადების კენჭის ყრას.


I წინადადება - მე-2-ე მუხლი ამოიშალოს სულმთლად.


2 წინადადება - მუხრ. ხოჭოლავასი - რომ „უმუშავარ დარჩენილ მოქალაქეთ მიეცემათ დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“.



მუხლი 3.

მუხლი 4.

მუხლი 5.

მუხლი 6.








მუხლი 7.




თავმჯდომარე


მდივანი

ზოგადად მიღებულია.



მიღებულია ერთხმად.































































მიღებულია




უარყოფილია



მიღებულია /5-1-ს წინააღმდეგ/ ამ წინადადების საბოლოო ფორმულიროვკა იკისრა მომხსენებელმა.


მიღებულია უცვლელად.

მიღებულია უცვლელად.

მიღებულია უცვლელად.

მიღებულია უცვლელად.


მ. ხოჭოლავას შესწორება, რომ სიტყვები „არა ნაკლები 5 ს“ შეიცვალოს სიტყვებით „განსაზღვრული თანხა“ - უარყოფილია.


გადაიდოს შემდეგ სხდომისათვის დანარჩენი მუხლების განხილვა.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 180, ფურც. 235

2 1920 წელი

▲ზევით დაბრუნება


2.1 საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


სოციალისტ-რევოლუციონერთა
ფრაქციის შესწორებანი
საქართველოს კონსტიტუციის
პროექტის პირველი თავისა.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველ თავში ამოიშალოს მუხლები 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 10, 11, 12, 13, და 14 და ნაცვლად ამ მუხლებისა შეტანილ იქნეს პირველ თავში შემდეგი:

„ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მშრომელნი, ვითვალისწინებთ რა ჩვენი ქვეყნის თავისებურ სოციალ-ეკონომიურ სტრუქტურას და ძლევა მოსილი რევოლუციის მიერ შექმნილ უმაგალითო შესაძლებლობათ შრომის განთავისუფლებისა და კაპიტალის ბატონობის დამხობისათვის, ვაცხადებთ საქვეყნოთ:

დაამსხვრია რა მონობის ბორკილები, საქართველოს მშრომელი ხალხი ამყარებს ახალს სოციალ-პოლიტიკურ წყობილებას, რომლის მიზანი არის პიროვნების ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფა და ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის საზოგადოებრივ ფორმებში განსახიერება.

საქართველოს მშრომელთ სურთ შექმნან უტყუარი გარანტია შრომის ნამდვილი ბატონობისა და ერის დამოუკიდებლობისა; სრული რწმენით, რომ უკვე დადგა კაპიტალიზმის აღსასრული, რომ ყოველი ერი სოციალიზმის სამეფოში უნდა შევიდეს თავის ინდივიდუალობითა და საკუთარი გზით, - საქართელოს დამფუძნებელი კრება, არჩეული საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული, და პროპორციული ხმის მიცემით, იღებს შემდეგს კონსტიტუციას:

თავი პირველი
ზოგადი დებულებანი.
მუხ. I

საქართველო არის შრომის რესპუბლიკა.

მუხ. II

საქართველოს რესპუბლიკა დაუნდობლად ებრძვის ექსპლოატაციისა და ჩაგვრის ყველა ფორმებს: კლასობრივს, რასიულს, ეროვნულსა და რელიგიურს და მიისწრაფვის ერთა სოლიდარობისა და თავისუფალ თანამშრომლობის დამყარებისაკენ.

მუხ. III

სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება საქართველოში ეკუთვნის მთელს ერს. ამ ძალა-უფლებას ის ანხორციელებს თვითონ უშუალოდ ან მის მიერ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული სისტემით არჩეული ორგანოების საშუალებით.

მუხ. IV

საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

მუხ. V

სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, განაწილება - და გაყიდვა შეუძლებელია.

მუხ. VI

ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითი წესით.

მუხ. VII

დამფუძნებელი კრების მიერ მიღების შემდეგ ეს კონსტიტუცია გადაეცემა ხალხს სარეფერენდუმოთ“.

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის თავმჯდომარე ივანე გობეჩია.

1920 წ., 18 იანვარი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 8-9

2.2 ეროვნულ დემოკრატიული ფრაქციის შესწორებანი კონსტიტუციის პროექტის პირველ თავში

▲ზევით დაბრუნება


1920 20 იანვარი, კონსტიტუციის 1-ლი თავის შესწორებები:

1. ამოიშალოს მუხლი მე-2.

2. მე-10 მუხლის მეორე ნაწილში, ორი უკანასკენლი სიტყვის წინ, ჩაემატოს სიტყვა „პირველი“

3. მე-13 მუხლს დაემატოს მეორე ნაწილი შემდეგი შინაარსისა:

„საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი საერთაშორისო უფლებისა ჰხდება სავალდებულო ნაწილი საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა“.

ფრაქციის დავალებით

გ. გვაზავა

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 6.

2.3 მშრომელი ხალხის კონსტიტუცია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, წარდგენილი დამფუძნებელ კრებაში სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის მიერ

ჩვენ, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მშრომელნი, ვითვალისწინეთ რა ჩვენი ქვეყნის თავისებურ სოციალ-ეკონომიურ სტრუქტურას და ძლევამოსილი რევოლუციის მიერ შექმნილ უმაგალითო შესაძლებლობათ შრომის განთავისუფლებისა და კაპიტალის ბატონობის დამხობისათვის, ვაცხადებთ საქვეყნოთ:

დაამსხვრია რა მონობის ბორკილები, საქართველოს მშრომელი ხალხი ამყარებს ახალს სოციალ-პოლიტიკურ წყობილებას, რომლის მიზანი არის პიროვნების ყოველმხრივი ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფა და ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის საზოგადოებრივ ფორმებში განსახიერება.

საქართველოს მშრომელთ სურთ შექმნან უტყუარი გარანტია შრომის ნამდვილი ბატონობისა და ერის დამოუკიდებლობისა; სრული რწმენით, რომ უკვე დადგა კაპიტალიზმის აღსასრული, რომ ყოველი ერი სოციალიზმის სამეფოში უნდა შევიდეს თავისი ინდივიდუალობითა და საკუთარი გზით.

საქართველოს დამფუძნებელი კრება, არჩეული საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული ხმის მიცემით იღებს შემდეგს კონსტიტუციას:

თავი პირველი.
ზოგადი დებულებანი.
მუხლი 1.

საქართველო არის შრომის რესპუბლიკა.

მუხლი 2.

საქართველოს რესპუბლიკა დაუნდობლად ებრძვის ექსპლოატაციისა და ჩაგვრის ყველა ფორმებს: კლასობრივს, რასიულს, ეროვნულსა და რელიგიურს და მიისწრაფვის ერთა სოლიდარობისა და თავისუფალ თანამშრომლობის დამყარებისათვის.

მუხლი 3.

სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება საქართველოში ეკუთვნის მთელს ერს, ამ ძალა უფლებას ის ანხორციელებს თვითონ უშუალოდ, ან მის მიერ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული სისტემით არჩეული ორგანოების საშვალებით.

მუხლი 4.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

მუხლი 5.

სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია.

მუხლი 6.

ადმინისტრატიული დაყოფა და თვითმმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითი წესით.

მუხლი 7.

დამფუძნებელი კრების მიერ მიღების შემდეგ ეს კონსტიტუცია გადაეცემა ხალხს სარაფერენდუმოთ.

თავი მეორე.
მოქალაქეობა.
მუხლი 8.

საქართველოს მოქალაქეთ ითვლება ყველა: 1) ვინც ამ კონსტიტუციის მიღებამდი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრობდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ კი ის ერთი თვის განმავლობაში დღიდან ამ კონსტიტუციიის მიღებისა არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და ბ) ვინც ნატურალიზაციით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

მუხლი 9.

ნატურალიზაციის წესით საქართველოს არა-მოქალაქეს შეუძლია მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ კი ის ერთი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე; სათანადო შუამდგომლობა უნდა წარედგინოს ადგილობრივ თვითმართველობას, და თუ უკანასკნელმა ორი კვირის განმავლობაში შუამდგომლობა არ უარყო, მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეთ ჩაითვლება.

შენიშვნა: უცხო მოქალაქე, რომელსაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე, შეიძლება ამ ვადის გარეშეც მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქეთ.

მუხლი 10.

საქართველოს მოქალაქეობას ჰკარგავს: ა) ვინც რესპუბლიკის წინაშე კანონით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულების შემდეგ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე, და ბ) ვინც უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას მოიპოვებს.

თავი მესამე.
მოქალაქის უფლებანი
მუხლი 11.

ყოველი მოქალაქე სარგებლობს: სინდისის, სიტყვის, ბეჭდვის, კრების, მიმოსვლისა და ბინადრობის სრული თავისუფლებით.

მუხლი 12.

ყოველი მოქალაქე შეუვალია: მისი შეპყრობა ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 13.

დამნაშავეთა დაკავება შეუძლია ყოველ მოქალაქეს, თუ ბოროტმომქმედს დანაშაულის ადგილას მიუსწრებს.

მუხლი 14.

ყოველი შეპყრობილი 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი, და სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს არა უგვიანეს 24 საათისა წაუყენოს ბრალდება, ან დაუყონებლივ გაათავისუფლოს.

მუხლი 15.

მოქალაქის ბინა და კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია; ბინის გაჩხრეკა და კორესპოდენციის ამოხვმა-გადაშინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 16.

მოქალაქის დასჯა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს წესით.

მუხლი 17.

ყველა მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან.

მუხლი 18.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსოს ყოველგვარი კავშირი.

მუხლი 19.

მუშათა გაფიცვა თავისუფალია.

მუხლი 20.

მე-18 და მე-19 მუხლებში აღნიშნული უფლებებით სარგებლობენ აგრეთვე სახელმწიფო მოხელენი.

მუხლი 21.

ორივე სქესის მოქალაქე ყოველგვარ უფლებებში გათანასწორებულია.

მუხლი 22.

აკრძალულია უცხო სახელმწიფოს გადაეცეს პოლიტიკური დამნაშავე.

მუხლი 23.

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

მუხლი 24.

წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

მუხლი 25.

მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის; მოქალაქეს უფლება აქვს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს სახელმწიფოს.

თავი მეოთხე
სახალხო საბჭო
მუხლი 26.

რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის საქართველოს სახალხო საბჭო; სახალხო საბჭო შედგება 100 დეპუტატისაგან. დეპუტატები არჩეული არიან საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ორივე სქესის მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შესრულებია. სახალხო საბჭო ირჩევა ორი წლის ვადით.

მუხლი 27

სახალხო საბჭოს წევრთა ასარჩევად რესპუბლიკა დაყოფილია საარჩევნო ოლქებად.

მუხლი 28.

სახალხო საბჭოს წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა მის მიერ გამოთქმული აზრისა და შეხედულებისათვის. სახალხო საბჭოს წევრის პიროვნება შეუვალია; ის არ შეიძლება შეპყრობილ, ან სამართალში მიცემულ იქნეს, ვიდრე სახალხო საბჭოს წევრად ითვლება, თუ თვით სახალხო საბჭომ ნება არ დართო.

მუხლი 29.

სახალხო საბჭოს წევრებს მიეცემა გასამრჯელო.

მუხლი 30.

სახალხო საბჭოს წევრობა სხვა თანამდებობასთან შეუთავსებელია. გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ მთავრობის წევრები, რომლებიც არ სარგებლობენ სახალხო საბჭოში დეპუტატის ხმის მიცემის უფლებით, ვიდრე მთავრობის წევრებად არიან.

მუხლი 31.

სახალხო საბჭო გამოსცემს კანონსა და დადგენილებას, რომელიც გამოქვეყნდება კანონით განსაზღვრული წესით მხოლოდ სახალხო საბჭოს თავმჯდომარის, ან მისი ამხანაგის ხელმოწერით.

მუხლი 32.

სახალხო საბჭოს ეკუთვნის:

ა) უმაღლესი გამგებლობა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალისა;

ბ) ამნისტიისა და შეწყალების უფლება;

გ) თანამდებობის პირთა არჩევა, - კონსტიტუციის, ან კანონით მისდა მინიჭებული.

დ) აღმასრულებელი ხელის უფლების საერთო კონტროლი;

და ე) ხალხისთვის კანონების წარდგენა იმ საკითხებში, რომელთათვის დაწესებულია სავალდებულო რეფერენდუმი.

მუხლი 33.

სავალდებულო რეფერენდუმით სწყდება:

ა) სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება, ან სადაო საზღვრების შესწორება;

ბ) ომისა და ზავის საკითხები;

გ) სესხის აღება;

დ) საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულებათა დამტკიცება;

და ე) ბიუჯეტის დამტკიცება.

მუხლი 34.

სახალხო საბჭოს წევრთ უფლება აქვთ მთავრობისადმი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა.

მუხლი 35.

სახალხო საბჭო თითონ განსაზღვრავს რეგლამენტით თავის მოქმედების წესს.

მუხლი 36.

სახალხო საბჭო იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი სახალხო საბჭოს არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ სახალხო საბჭოს გახსნას.

მუხლი 37.

სახალხო საბჭოს მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ სახალხო საბჭოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 38.

სახალხო საბჭოს მუშაობა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ვადით, არა უმეტეს სამი თვისა წელიწადში. როცა სახალხო საბჭოს მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებული შემთხვევისათვის აქვს სახალხო საბჭოს პრეზიდიუმს. სახალხო საბჭოს შეკრება სავალდებულოა, თუ დეპუტატთა ერთი მეხუთედი მოითხოვს.

მუხლი 39.

ინიციატივის უფლება ეკუთვნის:

ა) სახალხო საბჭოს ყოველ წევრს,

და ბ) 1000 ამომრჩეველს.

მუხლი 40.

თუ დეპუტატთა მთელი შემადგენლობის ერთმა მეხუთედმა ან 10.000 ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, სახალხო საბჭო ვალდებულია ახლათ მიღებული კანონი ან დადგენილება 6 კვირის განმავლობაში დღიდან მისი გამოქვეყნებისა სარეფერენდუმოთ ხალხს წარუდგინოს.

მუხლი 41.

სახალხო საბჭო ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს. არ შეიძლება ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ ან მის ამხანაგად ზედიზედ იქნეს არჩეული.

მუხლი 42.

სახალხო საბჭო ვადის გასვლამდი ხელახლა უნდა იქნეს არჩეული, თუ ამას მოითხოვს ამომრჩეველთა ნახევარი.

თავი მეხუთე.
აღმასრულებელი ხელისუფლება.
მუხლი 43.

რესპუბლიკის მთავრობა არის ხალხის მსახური და მისი ნების ცხოვრებაში გამტარებელი. მთავრობას ევალება რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა. ის იღებს სასწრაფო და გამაფრთხილებელ ზომებს რევოლუციის მონაპოვართა დასაცავად და შრომის წყობილების განსამტკიცებლად.

მუხლი 44.

მთავრობას აქვს უფლება საკანონმდებლო ინიციატივისა.

მუხლი 45.

მთავრობა ვალდებულია სახალხო საბჭოს ყოველს მოთხოვნაზე, ხოლო ჩვეულებრივ ყოველ სამ თვეში წარუდგინოს მას მოხსენება რესპუბლიკის საშინაო და საგარეო მდგომარეობისათვის.

მუხლი 46.

მთავრობას შეუძლია სახალხო საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით მოულოდნელ შემთხვევაში გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა ხუთი ათას კაცამდი ვადით, არა უმეტეს 14 დღისა; უკეთუ მეტი ძალა დასჭირდა, ამის ნებართვა სახალხო საბჭოსაგან უნდა მიიღოს.

მუხლი 47.

მთავრობა ვალდებულია წარუდგინოს სახალხო საბჭოს ყოველწლივ შემოსავალ-გასავლის აღრიცხვა და ბიუჯეტი.

მუხლი 48.

მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევს სახალხო საბჭო ერთის წლის ვადით.

მუხლი 49.

მთავრობის დანარჩენ წევრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეთაგან.

მუხლი 50.

მთავრობის წევრობა სხვა თანამდებობასთან, გარდა სახალხო საბჭოს წევრობისა შეუთავსებელია.

მუხლი 51.

მთავრობის თავმჯდომარეს არავითარი განსაკუთრებული უფლება არა აქვს, გარდა იმისა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისდამი მიკუთვნილი. მთავრობის თავმჯდომარე სცემს ბრძანებას და განკარგულებას კანონის ასრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს.

მუხლი 52.

მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მისი მოვალეობის ასრულება დროებით დაავალოს მთავრობის ერთ-ერთს წევრს.

მუხლი 53.

ერთი და იგივე პირის არჩევა მთავრობის თავმჯდომარედ ზედიზედ არ შეიძლება.

მუხლი 54.

მთავრობა პასუხისმგებელია საერთო გამგებლობისათვის.

მუხლი 55.

თითოეული მინისტრი დამოუკიდებლად და სახალხო საბჭოს წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით უძღვება მისთვის მინდობილ საქმეს.

მუხლი 56.

როგორც მთავრობა, ისე თითოეული მინისტრი უნდა გადადგეს, თუ დაჰკარგავს სახალხოს საბჭოს ნდობას.

მუხლი 57.

მთავრობის წევრთა პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ სახალხო საბჭოს; მთავრობის წევრთა გასამართლება საერთო წესით წარმოებს.

თავი მეექვსე
სასამართლო
მუხლი 58.

რესპუბლიკა დაყოფილია წვრილ სასამართლო ერთეულებად; ყოველ ერთეულში არსებობს კოლეგიალური სასამართლო, რომლის წევრებს ორი წლის ვადით ირჩევენ ერთეულის სრულუფლებიანი მოქალაქენი.

მუხლი 59.

რესპუბლიკაში არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო, რომლის წევრებს ორი წლის ვადით ირჩევენ რესპუბლიკის სრულუფლებიანი მოქალაქენი.

მუხლი 60.

აღნიშნულ სასამართლოთა ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 61.

სასამართლო დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

მუხლი 62.

სასამართლოს წევრის დათხოვნა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით.

მუხლი 63.

სასამართლო უფასოა.

მუხლი 64.

მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს შრომის რესპუბლიკის სახელით.

თავი მეშვიდე.
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი.
მუხლი 65.

რესპუბლიკის ფინანსების მთავარი წყარო არის მისი საზოგადოებრივი მეურნეობა.

მუხლი 66.

არაპირდაპირი გადასახადი გაუქმებულია ყველა საგნებზე გარდა ფუფუნების საგნებისა.

მუხლი 67.

დაწესებულია შემოსავლის კვალობაზე პროგრესიული გადასახადი.

მუხლი 68.

მცხოვრებთა ღარიბი ნაწილი სრულიად თავისუფალია გადასახადისაგან.

მუხლი 69.

სახელმწიფოს აქვს ერთი მთლიანი ბიუჯეტი, სადაც ყოველივე მისი შემოსავალ-გასავალი აღნიშნული უნდა იქნეს. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარუდგინოს სახალხო საბჭოს დასამტკიცებლად.

მუხლი 70.

ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში არ შეიძლება.

მუხლი 71.

სახალხო საბჭოს ნება დაურთველად არც ერთი გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს.

მუხლი 72.

სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება და სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

მუხლი 73.

სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს სახალხო საბჭო, რომლის წინაშე ის პასუხისმგებელია.

თავი მერვე.
სახელმწიფო თავდაცვა.
მუხლი 74.

მუდმივი ჯარი გაუქმებულია.

მუხლი 75.

რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალას შეადგენს სახალხო მილიცია.

მუხლი 76.

ყოველი მოქალაქე ვალდებულია პირადათ მოიხადოს სამილიციო ბეგარა.

მუხლი 77.

სახალხო მილიციის ორგანიზაცია ცალკე კანონით განისაზღვრება.

თავი მეცხრე.
ადგილობრივი თვითმართველობა.
მუხლი 78.

ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო არის ფუძე შრომის რესპუბლიკისა, განაგებს თვითმართველობისა და მართველობის საქმეებს და ანხორციელებს მეურნეობის ფართო და აქტიურ განსაზოგადოებრივობის პრინციპებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 79.

ადგილობრივ თვითმართველობათა ცენტრალურ კავშირებს ენიჭება საჯარო უფლებები.

მუხლი 80.

ადგილობრივ თვითმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება.

მუხლი 81.

ადგილობრივ თვითმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.

მუხლი 82.

ადგილობრივ თვითმართველობის ორგანიზაცია და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 83.

ინიციატივის უფლება აქვს ყოველ ხმოსანს და ხმის მიმცემთა იმ რაოდენობას, რომელიც თითოეულს ცალკე შემთხვევაში ხმოსნის საარჩევნო მეტრს უდრის.

მუხლი 84.

ადგილობრივ თვითმართველობის დადგენილება გადაეცემათ ადგილობრივ მცხოვრებთ სარეფერენდუმოთ, თუ ამას მოითხოვს ხმოსანთა 1/5 ან ხმის მიმცემთა ის რაოდენობა, რომელსაც თითოეულს ცალკე შემთხვევაში ხმის მიმცემთა 1/5-ს უდრის.

თავი მეათე
სწავლა-განათლება და სკოლა.
მუხლი 85.

სულის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას რესპუბიკა სთვლის პიროვნების სრული განთავისუფლების აუცილებელ პირობათ. მეცნიერება და ხელოვნება რესპუბლიკის ზრუნვის უპირველეს საგანს შეადგენს.

მუხლი 86.

სწავლა ყველა საფეხურზე უფასოა და საეროა.

მუხლი 87.

პირველ და უმაღლეს - დაწყებითი სწავლა საყოველთაოა და სავალდებულოა.

მუხლი 88.

ღარიბ მოსწავლეთ რესპუბლიკა უზრუნველყოფს ნივთიერად სწავლის ყველა საფეხურზე.

მუხლი 89.

არავითარი შკოლა, არც დაბალი, არც საშვალო და არც უმაღლესი თავისთავად არავითარ სახელმწიფოებრივ უფლებებს და უპირატესობათ არ ანიჭებს მოქალაქეს.

მუხლი 90.

სკოლა მთლიანია და შრომის პრინციპზე აგებული.

მუხლი 91.

ხელოვანნი და მეცნიერნი, რომელნიც სპეციალურად ხელოვნებასა და მეცნიერებას ემსახურებიან, ითვლებიან რესპუბლიკის სამსახურში და, თავიანთი ნიჭისა და შრომის უნარის მიხედვით, ღებულობენ გასამრჯელოს.

თავი მეთერთმეტე.
სოციალ-ეკონომიური უფლებანი.
მუხლი 92.

სოციალ-ეკონომიურ სფეროში რესპუბლიკის ძირითადი მიზანია: შრომის საბოლოო განთავისუფლება შრომისა და საკუთრების მწყობრ სისტემატიურ სოციალიზაციის საფუძველზე.

მუხლი 93.

რესპუბლიკა აღიარებს უფლებას შრომაზე.

მუხლი 94.

სიღარიბესა და ექსპლოატაციასთან საბრძოლველად შემოღებულია შრომის საყოველთაო ბეგარა.

მუხლი 95.

რესპუბლიკა ვალდებულია უზრუნველყოს ნივთიერათ-შრომის უნარს მოკლებულნი.

მუხლი 96.

მუშათა საბჭოების არსებობა და მოქმედება უზრუნველყოფილია.

მუხლი 97.

წარმოებაში დაწესებულია მუშათა კონტროლი.

მუხლი 98.

წესდება ხელფასის მინიმუმი.

მუხლი 99.

ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს; გამონაკლისს სამუშაო დროს შესახებ განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 100.

წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია; 16-18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო ისაზღვრება 6 საათით დღეში. მოზარდთა და საზოგადოდ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.

მუხლი 101.

განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუ-მწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოში ამყოფოს მუშა-ქალები.

მუხლი 102.

ყველა სახლები და შენობანი, რომლებიც უშრომო შემოსავლის წყაროს შეადგენს, ერის კუთვნილებად ცხადდება და გადადის რესპუბლიკის ცენტრალურისა და ადგილობრივ ორგანოთა განკარგულებაში.

მუხლი 103.

ბანკები და ყველა საკრედიტო დაწესებულებანი გადადიან სახელმწიფოს ხელში.

მუხლი 104.

კოოპერაცია რესპუბლიკის განსაკუთრებული ყურადღებისა და მზრუნველობის საგანს შეადგენს.

თავი მეთორმეტე.
მიწის სოციალიზაცია.
მუხლი 105.

საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში ყველა მიწები, ტყეები და წყლები და აგრეთვე ყოველივე ის, რაც მიწის წიაღშია შეადგენს ამიერიდან და სამუდამოთ ხალხის საერთო ავლა-დიდებას.

მუხლი 106.

ყველა მოქალაქეს აქვს თანასწორი უფლება მიწაზე, ტყეზე და წყალზე და აგრეთვე ყოველივე მასზე, რაც მიწის წიაღშია.

შენიშვნა: პირველ რიგში მიწით დაკმაყოფილებულნი იქნებიან მიწის მუშები.

მუხლი 107.

უმაღლესი გამგებლობა მიწის, ტყეების, წყლების და აგრეთვე ყოველივე იმის, რაც მიწის წიაღშია, ეკუთვნის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს. ადგილობრივი გამგებლობა ევალება ადგილობრივ თვითმართველობათ, თვითოეულს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 108.

მიწის უმაღლესი გამგებლობისა და აგრეთვე ადგილობრივ თვითმართველობათა დანიშნულებას შეადგენს: შექმნა ხალხის საკეთილდღეოთ საჭირო პირობების საწარმოვო ძალთა უაღრესი განვითარებისათვის, ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენება და მისი სამართლიანი განაწილება მცხოვრებთა შორის.

მუხლი 109.

პირთა და დაწესებულებათა უფლება მიწაზე ხორციელდება მხოლოდ სარგებლობის სახით.

თავი მეცამეტე.
ჯანმრთელობა.
მუხლი 110.

ჯანმრთელობა, როგორც ერის ფიზიკური არსებობის აუცილებელი პირობა, რესპუბლიკის განსაკუთრებული მზრუნველობის საგანს შეადგენს.

მუხლი 111.

რესპუბლიკა ვალდებულია:

ა) აღმოუჩინოს მოქალაქეთ უფასო საექიმო დახმარება;

ბ) მოაწყოს უფასო სანატორიუმები; და

გ) აწარმოოს ფართო ბრძოლა ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ.

მუხლი 112.

რესპუბლიკას ევალება დედობისა და ბავშვების დაცვისათვის განსაკუთრებული მზრუნველობა.

თავი მეთოთხმეტე.
ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.
მუხლი 113.

ყოველ ეროვნულ უმცირესობას აქვს უფლება შეინარჩუნოს თავისებურობა და განავითაროს თავისი ეროვნული ინდივიდუალობის პროგრესიული მხარეები.

მუხლი 114.

ერთა თანასწორობა რესპუბლიკაში უზრუნველყოფილია.

მუხლი 115.

ამა თუ იმ ეროვნულ უმცირესობისათვის თავის მიკუთვნება განისაზღვრება მოქალაქეთა პირადი და ნებაყოფლობითი განცხადებით.

მუხლი 116.

ეროვნულ კავშირებს ენიჭებათ საჯარო უფლებები.

მუხლი 117.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დედა-ენაზე თავისუფლად წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს.

მუხლი 118.

ეროვნული უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის დედა-ენაზე.

მუხლი 119.

ეროვნულად ნარევ ოლქებში კულტურულ-განმანათლებელ საქმეებისათვის გადადებული თანხის ხარჯვაში უნდა იქნეს დაცული შესაფერისი პროპორცია.

მუხლი 120.

ადგილობრივი მართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20 პროც. ამ ეროვნული უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთათ და მის დედა-ენაზეც.

მუხლი 121.

არა ქართველ დეპუტატს შეუძლია სახალხო საბჭოში სიტყვა წარმოსთქვას დედა-ენაზე.

თავი მეთხუთმეტე.
აფხაზეთის, სამუსლიმანო საქართველოს, და ზაქათალის
ავტონომიური მართველობა.

მუხლი 122.

საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს: აფხაზეთს, სამუსლიმანო საქართველოს და ზაქათალას ენიჭებათ ფართო ავტონომია.

მუხლი 123.

ავტონომიური ერთეულის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა კომპეტენცია განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 124.

ავტონომიური ერთეული შეადგენს ცალკე საარჩევნო ოლქს საქართველოს სახალხო საბჭოს არჩევნების დროს; არჩევნები ხდება საერთო წესით; დეპუტატების რიცხვი განისაზღვრება მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით.

თავი მეთექვსმეტე.
სახელმწიფო და ეკლესია.
მუხლი 125.

ეკლესია სახელმწიფოსაგან განცალკევებულია.

მუხლი 126.

არც ერთს სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

მუხლი 127.

ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

თავი მეჩვიდმეტე.
დედაქალაქი, დროშა, ღერბი.
მუხლი 128.

რესპუბლიკის დედაქალაქი არის ტფილისი, სადაც ჩვეულებრივ იმყოფება სახალხო საბჭო და მთავრობა.

მუხლი 129.

რესპუბლიკის დროშა არის წითელი იისფერი წარწერით: საქართველოს შრომის რესპუბლიკა.

მუხლი 130.

რესპუბლიკის ღერბი არის თეთრი გიორგი თეთრ რაშზე მჯდომარე.

თავი მეთვრამეტე.
კონსტიტუციის გადაშინჯვა.
მუხლი 131.

კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადაშინჯვის ინიციატივის უფლება აქვს:

ა) სახალხო საბჭოს წევრთა ნახევრის არა ნაკლებს

და ბ) 30.000 ამომრჩეველს.

მუხლი 132.

კონსტიტუციის საზოგადო გადაშინჯვის წინადადება მიღებული უნდა იქნეს სახალხო საბჭოს ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით, ნაწილობრივი გადაშინჯვის წინადადება მიღებული უნდა იქნეს სახალხო საბჭოს ყველა წევრთა არა ნაკლებ ნახევარის მიერ. გადაშინჯული მუხლი ძალაში შედის მხოლოდ ხალხისაგან დადასტურების შემდეგ.

დამფუძნებელი კრების სოციალისტ რევოლიუციონერთა ფრაქცია:

1. ლეო შენგელაია,

2. ილია ნუცუბიძე,

3. ივანე გობეჩია

4. იოსებ გობეჩია

5. გ. ნათაძე,

6. ივანე ლორთქიფანიძე.

რედაქტორი ილია ნუცუბიძე.
გამომცემელი ცენტრ. კომიტეტი.

გაზ. „შრომა“ - 1921 წ. - 4. - 23 იანვარი

2.4 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. იანვრის „24“ /შაბათი/

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: ი. ბარათაშვილი, პ. საყვარელიძე, პ. წულაია, კ. ჯაფარიძე, გ. გვაზავა და გ. ავეტისიანი.

თავმჯდომარეობდა ი. ბარათაშვილი.................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

საკითხი განაპირა ქვეყნების შესახებ.


ი. ბარათაშვილი აღძრავს კითხვას უნდა იყვეს, ან თუ საჭიროა, რა სახით იქნეს შეტანილი კონსტიტუციაში რესპუბლიკის განაპირა ნაწილების უზრუნველსაყოფად, გარანტია.


ბარათაშვილი და პ. საყავარელიძე გამოსთქვამენ იმ აზრს, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო არის და ამისთვის აუცილებლად საჭიროა რამე დებულების შეტანა კონსტიტუციაში.


გ. გვაზავა წინააღმდეგია ამ აზრისა და, ამტკიცებს, რომ განაპირა ქვეყნების საკითხი არ არის საკონსტიტუციო და ამიტომ მათ შესახებ, რაიმე გარანტიის შეტანა კონსტიტუციაში საჭირო არ არის.

კ. ჯაფარიძეს შემოაქვს წინადადება მოსპოს დღევანდელ სხდომაზედ მსჯელობა ამ საკითხის შესახებ.



კომისიამ დაადგინა: დღევანდელ სხდომაზედ მსჯელობა განაპირა ქვეყნების შესახებ მოისპოს.

2.

პ. საყვარელიძის წინადადებანი. პ. საყვარელიძეს შემოაქვს წინადადებანი - 1 / ყველა მასალა რომელიც შემუშავებულია კომისიის მიერ, მოგროვილ იქნეს და დაურიგდეს კომისიის თვითეულ წევრს გასაცნობად.


2 / გამოირკვეს რადა რა საგანი დარჩა კიდეც განუხილველი.


კონსტიტუციის პროექტი დაიბეჭდოს და დაურიგდეს კომისიის წევრებს და ფრაქციებს.

კომისიამ პ. საყვარელიძის წინადადებანი ერთხმათ მიიღო.

3.

საკითხი რესპუბლიკის მცირე ერების უფლებების შესახებ მსჯელობის წესისა.


პ. საყვარელიძე აცხადებს, რომ დადგენილების თანახმად სხდომაზედ რომელზედაც ირჩევა საკითხი მცირე ერთა უფლების საკითხი, მოწვეულ იქნებიან ამ ერების წარმომადგენლებიც, იბადება საკითხი საჭიროა კომისიამ იქონიოს წინასწარი მსჯელობა ამ საკითხის შესახებ და გამოიტანოს წინასწარი აზრი თუ არა.


გ. გვაზავა გამოსთქვამს აზრს, რომ არავითარი წინასწარი მსჯელობის და საკითხის შესახებ აზრის გამოტანა არ უნდა იქნეს. მსჯელობა უნდა იყვეს მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც კომისიის წევრები გაეცნობიან მცირე ერთა წარმომადგენლების აზრს.


კ. ჯაფარიძე მომხრეა წინასწარ მსჯელობისა და რამე საერთო აზრის გამოტანისა კომისიის მიერ. ბარათაშვილი მომხრეა იმისა, რომ კომისიამ იქონიოს მსჯელობა, ხოლო არავითარი წინასწარი აზრი არ გამოიტანოს.

კომისიამ დაადგინა წინასწარი მსჯელობა მცირე ერების უფლების შესახებ იქონიოს, ხოლო არავითარი წინასწარი აზრი გამოტანილი არ იქნეს.

4.

საკითხი კომისაში ს-დ, ფრაქციიდან, ერთი წევრის მოწვევის ნაცვლად რ. არსენიძისა და კომისიის თავმჯდომარის არჩევისა.





თავმჯდომარე
მდივანი

კომისიამ დაადგინა:

მიეცეს წინადადება, ფრაქციას გამოეგზავნოს კომისიაში ერთი წევრი, რ. არსენიძის ნაცვლად.


კომისიის შედგენილობის შევსების შემდეგ მოხდეს თავმჯდომარის არჩევანი.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 64

2.5 საქართველოს კონსტიტუციის პროექტი

▲ზევით დაბრუნება


ვასილ წერეთელი

გამოქვეყნდა საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, რომლის ზოგიერთი მუხლის განხილვაც არის ამ წერილის საგანი.

ნეიტრალობა

პროექტით საქართველომ თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა გამოაცხადოს.

რა არის ნეიტრალური სახელმწიფო?

აი რა: საქართველო არავის არ უნდა შეედავოს და არც არავინ საქართველოს უნდა შეედავოს საზღვრების გამო.

საქართველო, მაშასადამე აწინდელი საზღვრებით შემოფარგლული უნდა დარჩეს და სამუდამოდ ხელი უნდა აიღოს თავის ისტორიულსა და ეთნოგრაფიულ ნაწილზე - ჭანეთ - ისპირ - შავშეთ - არტაან - ოლთის - თორთუმზე, ლორეზე - სოჭზე და სხ.

ცხადია, რომ თავის ასეთი შებორკვა - მიზანშეუსაბამოა.

პარლამენტი

პროექტის მიხედვით საქართველოში წარმომადგენლობითი სისტემა უნდა დაკანონდეს.

პარლამენტი - სუვერენობის გამომხატველია.

და პარლამენტის წევრები წარმოადგენენ მთელს ერს და არა ერთ-ერთს კუთხეს, ანუ ერთ-ერთს პარტიას.

ეს სრულიად არ შეესაბამება პირდაპირი კანონმდებლობის წესს, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ ერთს თავის მოხსენებაში აღიარა.

რა განსხვავებაა ამ ორ სისტემას შორის?

ამას ცხადჰყოფს ისტორია.

პირდაპირი კანონმდებლობა ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში იყო.

ათინის მთელი სრულ უფლებიანი ხალხი კანონმდებელი იყო.

ამავე დროს უხუცესთა საბჭოსაც ჰქონდა საკანონმდებლო ფუნქციები.

აგრეთვე ძველს რესპუბლიკურ რომში საკანონმდებლო უფლება მთელ ხალხს, დემოკრატიას, ჰქონდა.

დემოსის უფლებას კი უპირისპირდებოდა უხუცესთა საბჭოს სენატის უფლება.

როგორ იყო მოწყობილი ათინისა და მის და ქვემდებარე რესპუბლიკების ფედერაციის მართვა-გამგეობა?

ქალაქი ათინა, რომელიც იყო იმავე დროს სახელმწიფო, იყო მასზე დამოკიდებულ ქალაქ სახელმწიფოთა ბატონი.

აგრეთვე რომი იყო გაბატონებული სხვა ქალაქებზე.

რომის დემოსისა და სენატის დადგენილება სავალდებულო იყო ყველა იმ ქალაქისა და ქვეყნისათვის, რომელიც რომის უფლებისა და ბატონობის ფარგლებში შედიოდა.

იმავე დროს სხვა ქალაქებისა და ქვეყნების წარმომადგენლები სრულიად არ ღებულობდნენ მონაწილეობას რომის დემოკრატიისა და სენატის საკანონმდებლო მუშაობაში.

აქედან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: პირდაპირი კანონმდებლობა მხოლოდ ვიწრო ფარგლებშია შესაძლებელი და ვერ გარემოიცავს დიდ ტერიტორიას.

შვეიცარიაში პირდაპირი კანონმდებლობა მხოლოდ ზოგიერთს პატარა კანონშია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი კანონმდებლობა არ არის.

მაშ პირდაპირი კანონმდებლობა საქართველოში - შეუძლებელია.

წარმოვიდგინოთ, რომ დავსძლიეთ ყოველი დაბრკოლება და განვახორციელეთ პირდაპირი კანონმდებლობა. მაშინ თვითეულს კანონპროექტს მთელმა საქართველომ უნდა მისცეს ხმა! ამისთვის კი მთავრობასა და ხალხს აუარებელი ქონებრივისა და ზნეობრივი ენერგიის დახარჯვა დასჭირდებათ.

ცხადია, მაშასადამე, რომ თანამედროვე სახელმწიფოში, რომლის ნაწილებს შორის სრული უფლებრივი თანასწორობაა, პირდაპირი კანონმდებლობა შეუძლებელია და, პირიქით პარლამენტი აუცილებელია.

დიაღ! დიდმა სახელმწიფომ, რომელშიაც გაბატონებული და დამონებული ნაწილები არ არიან, კანონმდებლობა მხოლოდ წარმომადგენლების საშუალებით უნდა განახორციელოს.

მაშასადამე პარლამენტი - წარმომადგენლობითი საკანონმდებლო სისტემაა. და მისი უარყოფა - პოლიტიკური თანასწორობის უარყოფაა.

მაგრამ პარლამენტი - საშუალ საუკუნეთა წარმომადგენლობისაგან ძირიანად განსხვავდება.

საშუალ საუკუნეთა წარმომადგენლებს უფლება არ ჰქონდათ ეთქვათ თავისი სიტყვა: მხოლოდ ის უნდა დაეცვათ, რის დაცვაც ამომრჩევლების მიერ დავალებული ჰქონდათ, ე.ი. ვერ გადუხვევდნენ, წინააღუდგებოდნენ მინდობილობას, მანდატს.

პარლამენტის წევრი კი უფლებრივად დამოუკიდებელია თავის ამრჩევლებზე: ნება აქვს საკუთარი აზრის და მიხედვით იმოქმედოს.

რატომ არის ეს საჭირო? მიტომ რომ, ჯერ ერთი, მანდატი ყოველგვარ საჭიროებას ვერ გარეშეიცავს; მეორე, ცხოვრება ცვალებადია და ის, რაც გუშინ მიზან-შესაბამი იყო, დღეს, შეიძლება, მიზანშეუსაბამოა; და, მესამე, დეპუტატი, რომელიც მხოლოდ მანდატის ფარგლებში იქნებოდა მომწყვდეული, სრულიად მოკლებული იქნებოდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარსა და ინიციატივას.

მაშასადამე, პარლამენტის წევრი რომ დამოუკიდებელია, ე.ი. მოვალე არ არის, უნდა თუ არა, მანდატი დაიცვას, ეს სრულიადაც არ არღვევს ამრჩევლების უფლებას, არამედ, პირიქით, აუცილებელია იმ საზოგადოებაში, რომელშიაც კულტურისა და განათლების შეუწყვეტელი წინსვლა სწარმოობს.

დასასრულ, არ შემიძლია არ შევჩერდე ერთს მავნებელ ტრადიციაზე, რომელიც ჩვენმა საზოგადოებრივობამ შეისისხლხორცა: მოგახსენებთ პარტიულ დიქტატურაზე.

ჩვენში პარტიულმა დიქტატურამ საკანონმდებლო დაწესებულების წევრს სრულიად წაართვა კანონმდებლობითი დამოუკიდებლობა.

საკანონმდებლო დაწესებულების წევრი შებორკილია პარტიულ მანდატითა და საკანონმდებლო კრებაზე დამზადებული დადგენილებით მოდის, რომელსაც ვერ უღალატებს, კამათმაც რომ ამ დადგენილების მიზან-შეუსაბამობა დაანახვოს.

ეს, რასაკვირველია, პარლამენტარიზმის უარყოფაა, ამავე დროს უკან დახევაა საშუალო საუკუნეებისკენ, არა თუ წინსვლა.

დიაღ! პარტიული მანდატი - საშუალ საუკუნეთა მანდატებს მოგვაგონებს. და, თუ ეს წესი დარჩა, საკანონმდებლო დაწესებულება პარტიული ფანატიზმის სხვერპლად გადაიქცევა.

პარტიულმა ფანატიზმმა ჩვენში ბევრი რამე შეიწირა სხვერპლად: თავისუფალი აზროვნობა, თავისუფალი, დამოუკიდებელი ხელოვნება, პიროვნებისა და სხვისი აზრის პატივისცემა, ადამიანების დაფასება და დასასრულ, როგორცა ვთქვით, კანონმდებლის დამოუკიდებლობა.

მართალია, რომ ამბობენ, ისტორია მეორდებაო.

ფანატიზმის ხანა თურმე საზოგადოებრივი ევოლუციის ერთ ერთი საფეხური ყოფილა, რომელიც თვითეულმა ერმა აუცილებლად უნდა გაიაროს.

მაშასადამე, რაც იყო ევროპისთვის საშუალ საუკუნეთა სარწმუნოებრივი ფანატიზმი მისი სექტებით, სარწმუნოებრივი ომებით, ინკვიზიციითა და იეზუიტიზმით, იგივეა დღეს პარტიული ფანატიზმი მისი სამოქალაქო ბრძოლით, ტრიბუნალებითა და დემაგოგიით.

და მწამს, როგორც საფრანგეთსა და ინგლისში - ნაწილობრივ გერმანიაშიაც - სარწმუნოებრივმა და შემდეგ პარტიულმა ფანატიზმმა - მაგალითად, იაკობინიზმმა, ანარქიზმმა, კოპმუნიზმმა - ჩაილურის წყალი დალია და ისტორიას ჩაბარდა, იგივე დაემართება ჩვენშიაც პარტიულ ფანატიზმს, რომელიც უკვე ყველას მოსძულდა.

და, უეჭველია, შორს აღარ არის ის დრო, როცა კანონმდებელი განთავისუფლდება პარტიული ტყვეობისაგან.

საქართველო - განუყოფელი სახელმწიფოა (პროექტის 2 მუხლი)

ფედერაციად უნდა შეიქნეს საქართველო თუ ერთიან რესპუბლიკად?

პასუხი ძნელი არ არი.

შვეიცარია მიტომ წარმოადგენს ფედერაციას, ე.ი. კანტონების კავშირს, რომ თვითეული კანტონი კავშირში შესვლამდის დამოუკიდებელი იყო. ოცდაოთხი კანტონია; მათ შორის ოთხი - ნახევარ-ნახევარ კანტონს წარმოადგენს.

ასეთივე მდგომარეობა იყო ჩრდილო ამერიკაშიაც, ვიდრე შეერთებული შტატების ფედერაციად გადაიქცეოდა (ახლა 49 შტატია).

ხსენებულ ფედერატიულ რესპუბლიკებში მაშასადამე თვითეულ კანტონს ანუ შტატს დამოუკიდებლობის ტრადიცია ჰქონდა.

საქართველოში კი ყოველთვის ან ერთმეფობა ყოფილა ან ერთმეფობისა ე.ი. მთლიანობისაკენ, სწრაფვა.

ამასთანავე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შედარება შეუძლებელია.

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკა - ვეებერთელა ქვეყანაა, რომელიც ძალაუნებურად ფედერატიულად უნდა მოეწყოს, ვინაიდან ცენტრალიზაცია ასეთს დიდ სივრცეზე - უკიდურეს ბიუროკრატიზმად შეიქნებოდა და ყოველგვარ წარმატებას შეაფერხებდა.

შვეიცარია, მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ დასახლებულია უმთავრესად გერმანელებით, ფრანგებითა და იტალიელებით.

და, თუ თვითეულის ეროვნული ელემენტის ისტორიას, ეროვნულ შეგნებას, კულტურასა და ეკონომიურ ძალას ყურად ვიღებთ, ადვილად გავიგებთ, რატომ არის შვეიცარიის ფედერაცია აუცილებელი.

დასასრულ, საქართველოში ქართველობა გაცილებით მეტი პროცენტული რაოდენობით აღემატება თვითეულ სხვა ერს, ვიდრე მაგალითად, შვეიცარიაში გერმანელთა რაოდენობა, ფრანგთა რაოდენობას.

უეჭველია, ეს უკანასკნელი მომენტიც ყურადღებულ უნდა იქნეს.

მაშასადამე საქართველოში, ამ პატარა რესპუბლიკაში, რომელშიაც ქართველობა მცხოვრებთა 80 პროცენტზედ მეტს შეადგენს, ფედერაცია - მიზანშეუსაბამოა.

დიაღ! საქართველო - ერთიანი რესპუბლიკა უნდა იყოს და საქართველოს სივრცეზე ერთი კანონმდებლობა უნდა წარმოობდეს.

რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობის კულტურულ-ეროვნულ უფლებათ, ეს საკონსტიტუციო საკითხი არ არის და სათანადო კანონი იმგვარადვე უნდა იქნეს შეტანილი კანონთა კრებულში, როგორც თვითეული სხვა არა საკონსტიტუციო კანონი.

მაგრამ არის ერთი მხარე, რომელიც საქართველოსაგან განსხვავდება სარწმუნოებრივად - სამაჰმადიანო საქართველო. მას უნდა მიეცეს ადმინისტრაციული ავტონომია. დეე, თავისი ადგილობრივი საქმეები თვითონვე განაგოს.

დასასრულ, მეორე მხარე - აფხაზეთიც - განსხვავდება საქართველოსაგან ერთის თავისი ნაწილით ეთნიურად და სარწმუნოებრივად, რასაკვირველია, მასაც ასეთივე ადმინისტრატიული ავტონომია უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ, აფხაზეთის დღევანდელს ეროვნულ საბჭოს, რომელთა წევრთა უმეტესობა რაცღა ბედად უცხო ელემენტებისაგან შედგება, ავტონომია წარმოუდგენელია, როგორც სრული დამოუკიდებლობა, და აფხზეთსა და საქართველოს შორის გაუვალი ეკონომიური კედელი აღუმართავს.

აფხაზეთიდან საქართველოში სიმინდი არ შემოუშვა, მაშინ როდესაც ეს სანოვაგე კონტრაბანდით ოსმალეთში გადის და საქართველო შიმშილის კარზეა!

საქართველოს ტერიტორიის ფარგალში ასეთი ეკონომიურად დამოუკიდებელი ნაწილი შეუწყნარებელია.

დიაღ! საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საზღვარი უნდა იყოს - ამ ტერიტორიის კიდეებზე, პერიფერიაზე, - ტერიტორიის შიგნით კი საბაჟოები და ხელოვნურად აღმართული ზღუდეები - უნდა მოიშალოს.

თვინიერ ამ პირობისა საქართველოს დამოუკიდებლობა უზრუნველ ყოფილი არ იქნება.

სახალხო ინიციატივა და რეფერენდუმი.

სამი მაზრის, ერობის ან 20, 000 ამომრჩევლის ხელმოწერილ მოთხოვნით პარლამენტი მოვალეა კანონ-პროექტი საბოლოოდ განხილვის შემდეგ ხალხის წინაშე დასვას (პროექტის 20 მუხ.).

მაშასადამე ხალხს ექნება საშუალება თავისი სიტყვა სთქვას, მოიწონოს თუ დაიწუნოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონ-პროექტი.

ინიციატივა და რეფერენდუმი (ხალხის დაკითხვა) ზედ-მეტად ქმნიან სენატს.

შვეიცარიაში, სადაც ინიციატივისა და რეფერენდუმის წესია, ორი საკანონმდებლო პალატაა და თვითეული კანტონი ზედა პალატაში ორ წევრს ირჩევს.

აგრეთვე ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითეული შემადგენელი ნაწილი მეორე პალატაში წარმომადგენელთა თანასწორ რაოდენობას აგზავნის, სულ ერთია, დიდია თუ არა მისი ტერიტორია (ჩრდილო ამერიკის ზოგიერთი შტატი საფრანგეთისოდენაა) და მრავალრიცხოვანია თუ არა მოსახლეობა (ნიუორკის შტატში 7 მილიონი მცხოვრებია, ზოგიერთს შტატში კი რამდენიმე ასი ათასი).

მაშასადამე ხსენებულ რესპუბლიკებში მეორე პალატის დანიშნულება უმთავრესად შემადგენელი ნაწილებია (კანტონების, შტატების) უფლებათა დაცვაა.

ერთიანის, არაფედერატული საქართველოსთვის კი სენატი, როგორც საკანონმდებლო დაწესებულება, საჭირო არ იქნება.

მეორე მხრით, საფრანგეთში, რომელიც ერთიან რესპუბლიკას წარმოადგენს, სენატი არის, (სადეპარტამენტო და სამუნიციპალო თვითმართველობათა წარმომადგენლებისაგან შესდგება).

მაგრამ მისი უმთავრესი დანიშნულება - ქვედა პალატის მიერ გადადგმული აჩქარებული საკანონმდებლო ნაბიჯის შეჩერებაა.

მაგრამ იქ, სადაც სახალხო ინიციატივა და რეფერენდუმია, სენატს ამ მხრით ყოველივე მნიშვნელობა ეკარგება.

მაშასადამე ან სენატი უნდა იყოს, ან სახალხო ინიციატივა და რეფერენდუმი. და საქართველოში, ამ პატარა რესპუბლიკაში უპირატესობა, უეჭველია, უფრო დემოკრატიულ წესს - სახალხო ინიციატივასა და რეფერენდუმს უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ, ჩვენი სოციალ-დემოკრატია დღეს ავტოკრატულად კანონმდებლობს: თუმცა ფიცულობს, ხალხის უკითხავად არაფერს ვაკეთებო, მაგრამ ჯერ არცერთი კანონის შესახებ ხალხისათვის არა უკითხავს რა.

აღმასრულებელი ხელისუფლება

პროექტის მიხედვით:

1) უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას;

2) მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს არის რესპუბლიკის წარმომადგენელი;

3) მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევს პარლამენტი;

4) მთავრობის დანარჩენ წევრებს - მინისტრებს - იწვევს მთავრობის თავმჯდომარე; მინისტრად შეიძლება იქნეს მიწვეული არა დეპუტატიც.

5) მთავრობა კოლექტიურად პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისთვის და თვითეული წევრი პირადად თავისი მოქმედებისთვის.

აქ შერეულია შვეიცარიული და ამერიკული სისტემები.

შვეიცარიაში პრეზიდენტად ითვლება მთავრობის თავმჯდომარე.

იმავე დროს მთავრობის წევრები პრეზიდენტებად მორიგეობით არიან.

საფრანგეთში პრეზიდენტი პალატათა შეერთებული კრების მიერ არის არჩეული და დიდი უფლებით აღჭურვილია.

ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი პირდაპირი ხმის მიცემით ირჩევს, კიდევ მეტი უფლებით არის აღჭურვილი.

ვფიქრობ, სჯობს, საქართველოს პრეზიდენტი ხალხის მიერ იქნეს არჩეული. დაე, ხალხს ჰყავდეს წარმომადგენლად ის, ვისაც ენდობა. დეე, ამ მეტად პასუხსაგებ საქმეში ხალხმა თავისი სიტყვა პირდაპირ სთქვას, თავისი ნება პირდაპირი ხმის მიცემით განახორციელოს. დეე, პარტიები ამ საქმეში მაინც ნუ გადაეღობებიან წინ. დაუთმონ ხალხს, რომელსაც პიროვნება უფრო სწამს, ვიდრე პარტიული დოგმები.

მაგრამ რა უფლება უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს? ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა უნდა განაგოს რესპუბლიკა მინისტრების საშუალებით. მინისტრები კი პასუხისმგებელი უნდა იყვნენ პარლამენტის წინაშე.

ასეთი წესია საფრანგეთში.

ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში მინისტრები პრეზიდენტის წინაშე არიან პასუხის მგებელი და არა პარლამენტის წინაშე.

ეს წესი კი საკმაოდ დემოკრატიული არ არის.

რაც შეეხება კანონპროექტის მიხედვით არჩეულს მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც პარლამენტში გაბატონებული ფრაქციის წარმომადგენელი იქნება, და მის მინისტრებს ეს - პარტიული ორგანო უფრო იქნება, ვიდრე სახალხო, დემოკრატიული, ეროვნული.

გაზ. „საქართველო“ - 1920 წ. - №174, 179 - 24, 30 იანვარი

2.6 ცნობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა და კომისიების შემადგენლობის შეცვლა-შევსების შესახებ.

დაწესებულებათა სახელწოდება.

ამოირიცხოს წევრი

ჩაირიცხოს წევრი

დამფუძნებელი კრების სხდომის ჟურნალი.

საკონსტიტუციო კომისია

რ. არსენიძე

(ს.დ.)

ს. ჯაფარიძე

(ს.დ.)

1920 წ.

30/I.

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 411

2.7 საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს (1920 წ. იანვარი)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების
სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია
1920 წ. იანვარი
ტფილისი
ტელეფონი №106

თანახმად სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ბიუროს დადგენილებისა გაცნობებთ: სასურველია რომ კომისიამ ისარგებლოს კანიკულებით და დააჩქაროს კონსტიტუციის განხილვა.

ფრაქციის თავმჯდომარის ამხანაგი გიორგაძე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 62

2.8 საქართველოს კონსტიტუციისთვის.*)

▲ზევით დაბრუნება


პ. საყვარელიძე.

I.

შეუძლებელია წარმოვიდგინოთ სახელმწიფო ამ სიტყვის ნამდვილი უფლებრივი მნიშვნელობით, რომ მას არ ჰქონდეს თავისი საკუთარი ძირითადი კანონები, თავის კონსტიტუცია, რომლის თანახმად ეწყობა სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, სახიერება სახელმწიფოს უმაღლესი ნებისყოფა და ისაზღვრება მისი მთავარი ორგანოების ურთიერთული დამოკიდებულება და კომპეტენცია.

„სახელმწიფო უკონსტიტუციოთ იქნებოდა ანარქია - ამბობს პროფესორი ედინეკი1) - კონსტიტუცია მოსდგამს ძველი ქვეყნის ტირანიასაც კი, ეგრეთ წოდებულ დესპოტებს ისე, როგორც იმგვარ წყობილებას, სადაც მართვა გამგეობა საზოგადოებრივი ხსნის დემოკრატიულ კომიტეტის ხელშია 1793 წლის საფრანგეთის მაგალითის მსგავსად“.

მაგრამ მაინც რა არის კონსტიტუცია? რაში მდგომარეობს მისი საგანი და დანიშნულება?

ლასალი საზღვრავს კონსტიტუციას, როგორც ძალთა ნამდვილ განწყობილებას სახელმწიფოში. მთავარ საზოგადოებრივ მოქმედ ძალთა ურთიერთობა და მასზე აგებული სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება, როგორც სწორი გამომხატველი ამავე საზოგადოებრივ ძალთა დამოკიდებულების, წარმოადგენს ქვეყნის რეალურ კონსტიტუციას. ვისაც უნდა შესცვალოს სახელმწიფოში არსებული კონსტიტუცია, მან უწინარეს ყოვლისა უნდა შესცვალოს საზოგადოებრივ ძალთა ურთიერთური განწყობილება. სწორეთ ამ ძალთა განწყობილების ცვლილება არის ქვაკუთხედი საზოგადოდ კონსტიტუციის ცვლილების. მემარჯვენეთ ამ ძალთა განწყობილების ცვლილების მოხდენა სურთ თავის სასარგებლოდ, ისინი ცდილობენ საზოგადოების ძალთა სიმძიმის ცენტრი გადახარონ მარჯვნით, კონსტიტუცია გაამარჯვნონ. მემარცხენენი თავის მხრით ამ ძალთა ცენტრს მარცხნით ეწევიან და რეალურ კონსტიტუციას ამარცხებენ. არსებითად ამაში მდგომარეობს პარტიათა ბრძოლის მთავარი აზრი და შინაარსი.

ის უფლებრივი ნორმები და წესები, რომელთაც ჩვენ დაწერილს თუ დაუწერელ კონსტიტუციას ვუწოდებთ, ამ რეალურ საზოგადოებრივ ძალთა ურთიერთულ განწყობილებას უნდა შეესაბამებოდეს. უფლებრივი თვალსაზრისით კი, კონსტიტუცია, თუ გნებავთ, არის სახელმწიფოებრივი წესდება, სადაც აღნიშნულია სახელმწიფოს ძირითადი კანონები, რომლის თანახმად „იქმნება და სრულდება მისი ნება, ისაზღვრება მისი კომპეტენცია, წესრიგდება მისი წევრების მდგომარეობა“ და სხ. კიდევ სხვანაირათ რომ ვთქვათ, კონსტიტუცია არის იმ ძირითადი წესების კრებული, რომელიც საზღვრავს ერთის მხრით სახელმწიფოს წესწყობილების და მთავრობის ფორმას, სახელმწიფოს უმაღლესი ძალა-უფლების მატარებელ ორგანოების ურთიერთობას, მეორე მხრით მოქალაქეთა უფლებებს, რომელთაც სახელმწიფო უზრუნველ ჰყოფს.

კონსტიტუცია შეიძლება იქნეს დაუწერელი. ეს მაშინ არის, როცა იგი ემყარება დაუწერელ უფლებას, ჩვეულებებს, უკეთ ჩვეულებითი უფლებას ან კიდევ ჩვეულებრივი წესით გამოცემულ ჩვეულებრივ კანონდებას, სამოსამართლო განაჩენებს, ტრადიციებს და სხ. ასეთი კონსტიტუციის მაგალითს წარმოადგენს ინგლისის კონსტიტუცია. უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპი კონსტიტუციის თანამედროვე ხალხთა პოლიტიკურ უფლებრივ ისტორიაში იშვიათი მოვლენაა. საზოგადოთ გავრცელებული კონსტიტუციის ტიპი არის დაწერილი კონსტიტუცია. სამაგალითოთ შეიძლება დავასახელოთ საფრანგეთი, ხოლო დაწერილ კონსტიტუციის წმინდა ტიპად უნდა მივიღოთ, როგორც ხალხის უზენაესი ნების გამოხატულება - დემოკრატიული კონსტიტუცია. (შ. ბორჟო. Учрежденiе и пересмотръ конституцiй გვ.34).

ბევრი იმ აზრის იყო და არის, რომ კონსტიტუცია ყოველთვის დაწერილი უნდა იყოს, დაუწერელი კონსტიტუცია კონსტიტუცია არ არისო. თომას პენი ფიქრობდა, რომ თუ ჯიბეში კონსტიტუციის ჩადება არ შეიძლება, იგი არ არსებობს ე.ი. კონსტიტუცია ყოველთვის წერილობით უნდა იყოსო. ზოგიერთები კი და მათ შორის ყველაზე უკიდურესი ჟ. დე მეტრი, აღიარებენ, რომ პოლიტიკური კონსტიტუციის ფესვი ყველა დაწერილ კანონამდე არსებობს, საკონსტიტუციო კანონი არის მხოლოდ განვითარება ან დამტკიცება ადრევე არსებული დაუწერელი უფლების. დე მეტრი პირდაპირ ამბობს, რომ კონსტიტუცია არასოდეს არ იწერება და არც შეიძლება დაიწეროსო. დე მეტრი, როგორც მონარქისტი და კათოლიკი კონსტიტუციას ღვთაებრივ ხასიათს აძლევს, ამიტომ იგი უარყოფს, რომ ადამიანის ჭკუა-გონებას შეეძლოს კონსტიტუციის შექმნა და დაწერა. ცხადია, ასეთი ღვთაებრივი ხასიათის საბუთი დაწერილი კონსტიტუციის არსებობის წინააღმდეგ უსაბუთობას უდრის და იგი სრულიად არ ეგუება თანამედროვე კაცობრიობის პოლიტიკურ სინამდვილეს, რომელიც თვალნათლივ ამტკიცებს საზოგადოებრივ წყობილების რყევას და კონსტიტუციების შექმნასა და ცვლას სწორეთ ადამიანთა შრომისა და ბრძოლის მეოხებით.

დაწერილ კონსტიტუციების მიზანი, ბორჟოს თქმით, მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ განამტკიცოს და დააკანონოს არსებული ფორმები, როგორი გზითაც - რევოლიუციით თუ ევოლიუციით - უნდა იყვნენ წარმოშობილი ისინი. კონსტიტუციებს ჰქმნიან, „აკეთებენ“, მაგრამ არა იმ აზრით, რომ სრულიათ ახალი სახელმწიფოსთვის სრულიად უჩვეულო და შეუსაბამო ფორმები და მართვა-გამგეობა გამოსახონ და დაამყარონ. თითქმის ყველა თავისუფალი ხალხი და დემოკრატიული სახელმწიფო კონსტიტუციას იწერს თავისთვის და ამ მხრით მისდევს ამერიკის და საფრანგეთის წერილობითი კონსტიტუციების მაგალითს და არა ინგლისურ სისტემას დაუწერელი კონსტიტუციისას, რომელიც მიმბაძველს ვერ ნახულობს და თითქმის სრულიად განმარტოებული სდგას კონსტიტუციათა ისტორიაში. დაწერილი კონსტიტუცია წარმოადგენს უმთავრესათ „გარანტიათა კანონს, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის სუვერენულ უფლებებს და თავისუფალ განვითარებას. და ყველაზე უფრო დაწერილი, მეცნიერულათ შემუშავებული კონსტიტუცია სწორეთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ესაჭიროება“. (ბორჟო იგივე თხზულება გვ. 36. და 39).

ზოგიერთი კონსტიტუციები ბოძებულია ან წარმოადგენს ხარტიას, ერთგვარ შეთანხმებას მეფისა და ხალხს შორის. ასეთი კომპრომისული ხასიათის და ბუნების არის კონსტიტუციურ მონარქიების დიდი უმრავლესობის კონსტიტუციები, მაგრამ არის მეორე გვარის კონსტიტუციები, რომელთაც საფუძვლად უძევს ხალხის სუვერენიტეტის აღიარება და რომელნიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქმედებენ. აქ კონსტიტუციას აწესებენ, აფუძნებს თვით ხალხი, მპყრობელი უზენაესი ძალა უფლების, ან პირდაპირ ან კიდევ თავის წარმოდგენილთა საშუალებით.

ჩვენს სამშობლოში დემოკრატიული წეს წყობილება არსებობს. საქართველოში პირდაპირ ხალხის მიერ არჩეული დამფუძნებელი კრება ბრძანებლობს. დამფუძნებელი კრების უმთავრესი დანიშნულება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება და მიღებაა. და, აი დამფუძნებელი კრებაც ცოტა ხნის შემდეგ შეუდგება საქართველოს კონსტიტუციის პროექტის განხილვას, იმ პროექტის, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და გამოაქვეყნა ყველას საყურადღებოდ და საცნობად. ვფიქრობთ, ეს გარემოება უთუოდ გამოიწვევს პოლიტიკური მწერლობის მნიშვნელოვან გამოხმაურებას და საშუალებას მისცემს ყველას, ვინც კი დაინტერესებულია ჩვენი რესპ. სვე-ბედით, ფრთხილათ ასწონ-დასწონოს ყოველი თავი, ყოველი წინადადება, ყოველი სიტყვა საკონსტიტუციო პროექტისა და ამ გვარათ თავის კრიტიკული შეხედულების გამოთქმით და საზოგადოებრივი აზრის ამუშავებით პირდაპირ ჩაერიოს ხალხის კონსტიტუციურ ნების ჩამოყალიბებაში.

დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი დიდ სახელმწიფოთა არეოპაგის წინაშეა დასმული ევროპაში. ჩვენ მოულოდნელათ ველით ჩვენი სახელმწიფოებრივების, ჩვენი ერის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ცნობას. ჩვენ ერთი წუთითაც არ გვინდა დაუშვათ, რომ ვინმე ძლიერთაგანი ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში ძალმომრეობის და უსამართლობის გზაზე შესდგება და ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ გაილაშქრებს. საქართველოს აქვს შეურყეველი უფლება, გამტკიცებული ისტორიით და დაგვირგვინებული ხალხის დემოკრატიული თვითგამორკვევით, გაფოლადებული რწმენით შეხედოს თავის მომავალს. ჩვენს სულისკვეთებას იზიარებს და აწი კიდევ უფრო გაიზიარებს საერთაშორისო დემოკრატია. პროფ. ა. ა. ცაგარელი თავის უკანასკნელ ხანში გამოქვეყნებულ შრომაში, ამბობს, რომ ქართველები მოითხოვენ რა თავის სახელმწიფოებრივ უფლებათა აღდგენას და აღიარებას, ემყარებიან არსებულ საერთაშორისო უფლებას და იმედი აქვთ პირველ-ყოვლისა კანონიერების, სამართლიანობის და მართლ-მსაჯულების, რომელიც გამომდინარეობს თანამედროვე საერთაშორისო კანონმდებლობისაგან. 2) მაგრამ ამ ისტორიულ უფლების სამართლიანობას თან ახლავს და ადასტურებს დღევანდელი კულტურული, ეკონომიური და პოლიტიკურ მდგომარეობა ქართველი ხალხის, რომელიც სრულიად თვითგამორკვეული, თავისუფალი ნების აღიარებით აცხოველმყოფელებს და აკანონებს თავის დამოუკიდებლობას.

ჩვენ უწინარეს ყოვლისა ჩვენი საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს, ჩვენ შინაური სახელმწიფოებრივი ძალების სიმტკიცეს და ორგანიზაციას უნდა დავემყაროთ, ჩვენვე ვიცნოთ და შევიგნოთ ჩვენი თავი და მთელს ჩვენ კოლექტიურ არსებაში გავაუკვდავოთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. კონსტიტუციის მიღება დამფუძნებელი კრების მიერ ეს იქნება უდიდესი სახელმწიფოებრივი შემოქმედება, უდიდესი გამამტკიცებელი, დამფუძნებელი აქტი, მაჩვენებლი ხალხის ნებისყოფის და ბრძანების. მის წინაშე ქედი უნდა მოიხაროს ყველამ მტერმაც და მოყვარემაც.

2.

საქართველო უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში რუსეთის გველეშაპის ხელში იგუდებოდა. მას უბრალო ოცნებაც კი აკრძალული ჰქონდა თავის შელახული და შეგინებული უფლების აღდგენისათვის. 1783 წ. ტრაქტატის ძალით იგი თავისუფალი და შინაურ ცხოვრებაში სრულიად დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. ხოლო თვითმპყრობელი რუსეთის ტლანქმა ძალამ ყოველივე უფლება და სამართლიანობა გასთელა და საქართველო პოლიტიკურათ სრულებით გააუქმა და ქართველები ეროვნულად დაიმონავა. მაგრამ დასევდიანებული, დამწუხრებული საქართველო იმედს მაინც არ იქრობდა გულში და თავის აღორძინება-გამთელებისათვის უკეთესი მერმისის მოსაახლოვებლად იბრძოდა დიდი ყოფილი რუსეთის ფარგლებში მთელი რუსეთის დემოკრატიასთან ერთად. მას, ცოდვა გამჟღავნებული სჯობს, პოლიტიკური სახეობა დაკარგული ჰქონდა და რუსეთის სახელმწიფოში წარმოდგენილი იყო, როგორც ტფილისის და ქუთაისის გუბერნია. მაგრამ თვით საქართველოს ძირითად მოსახლეობაში ქართველ ხალხში, რომელიც მემკვიდრეობდა ორი ათასი წლის კულტურას, ცოტახნის თვლემის და ძილის შემდეგ თანდათან გაღვივდა ცეცხლი ეროვნული თვითშეგნების და განთავისუფლების. მძლავრი დემოკრატიის დაბადებამ და მისმა ბრძოლამ ფაქტიურათ გადასწყვიტა ბედი ქართველი ერის გაერთიანებისა და პოლიტიკურათ აღორძინების.

საქართველო უფლებრივათ და პოლიტიკურათ აღარ არსებობდა, რუსეთის თვალსაზრისით ის უბრალო ჩვეულებრივი პროვინცია იყო და მეტი არაფერი. ფაქტი ამას ღაღადებდა. და აი ამ ფაქტიური მდგომარეობის წინაშე იჩოქებდა არა ერთი და ორი პოლიტიკური მოღვაწე, რომელნიც საერთო მტერთან თვითმპყრობლობასთან ბრძოლით თავდავიწყებამდე გატაცებულნი გულწრფელად ივიწყებდენ ერის ისტორიულ უფლებას და მის დაუცხრომელ ლტოლვას ნაციონალურ თვითაღდგენისადმი. თვით რუსეთში კი არ იყო არც ერთი პარტია, არც ერთი ჯგუფი, არც დემოკრატიული, არც სოციალისტური, რომელსაც მოგონებოდეს საქართველოს უფლება და პოლიტიკური თავისუფლება და მათ აღდგენაზე ხმა ამოეღოს. არამც თუ ძველი წყობილება, რუსეთის დროებითს რევოლიუციურ მთავრობებსაც არ ემეტებოდათ უბრალო თვითმართველობაც კი პატარა ერებისათვის და კერძოთ საქართველოსთვის. ასეთია საზოგადოთ დიდპყრობელური ფილოსოფია. ამ მხრით ყველა რუსული პარტია, რუსეთის ყოველნაირი სახელმწიფოებრივი რეჟიმი, ბოლშევიკურიც კი, უაღრესათ რუსულ-ნაციონალური და იმპერიალისტურია.

მაგრამ რუსული პარტიები და რუსეთის მოღვაწენი თუ ივიწყებდენ ერის უფლებას და მის გამათავისუფლებელ ლტოლვილებას, სამაგიეროთ თვით ერი არ ივიწყებდა თავის თავს და როგორც კი დაჰკრა რევოლიუციის საათმა, მან მყისვე იგრძნო გულის სიღრმეში განთავისუფლების მოახლოვების სიხარული და საერთო რევოლიუციურ პოზიციების გამტკიცებასთან ერთად შეუდგა ეროვნულ ძალთა პოლიტიკურ გამთელების საქმესაც.

საერთო ნიადაგის გამოუნახველად შეუძლებელი იყო ეროვნული ორგანიზმის აღდგენა. ამ საერთო ნიადაგის გამონახვა გაადვილა ჯერ საერთაშორისო ომმა და კარზე მომდგარმა გასაჭირმა (სამაჰმადიანო საქართველოს ბრძოლის ველად გადაქცევა), შემდეგ რევოლიუციის მსვლელობამ და თავდაცვითმა ომებმა.

ჯერ ისევ ძველი რეჟიმის ბატონობის დროს ჩაისახა ინტერპარტიული პოლიტიკური თათბირი და შეთანხმება სხვა და სხვა საშინაო თუ საგარეო საკითხების შესახებ. რევოლიუციამ ყველას ფრთა შეასხა. თავისთავად ცხადია, საერთო სრულიად რუსეთის საკითხები იპყრობდა პარტიების ყურადღებას. მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობა და რევოლიუციის ლოღიკური განვითარება ყველას თავზე ახვევდა ერის გადარჩენის და რევოლიუციის მონაპოვარის ადგილობრივად ეროვნული ტერიტორიალურ საზღვრებში შენარჩუნების საჭირბოროტო საკითხს. ეს კი იწვევდა ერის თავისუფლების გამოცხადებას და მისი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოწყობას. არავინ არ ფიქრობდა რუსეთიდან გამოყოფას. მაგრამ ისტორიული და პოლიტიკური აუცილებლობის კარნახით ბოლოს და ბოლოს ყველა აქეთკენ მიილტოდა.

რევოლიუციის შემდეგ დაარსდა საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო, შემდგარი ჩვენში მოქმედ პარტიათა წარმომადგენლობისგან, რომელმაც ბოლოს დელეგატებიც კი გაგზავნა პეტროგრადის დემოკრატიულ თათბირებზედ, სადაც ა. ი. ჩხენკელმა განაცხადა სხვათა შორის შემდეგი:

„მე მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა ქართველი ერისა და ყველა მისი პარტიების სახელით, რომლებიც ეროვნულ საკითხში უკვე შეერთდენ საპარტიათაშორისო საბჭოს დაარსებით... ამ საკითხის შესახებ (ეროვნული საკითხი) ქართველ ერს, მისი პოლიტიკური პარტიების სახით, უკვე აქვს თავისი აზრი, რომელიც ეროვნულ პროგრამებში გამოითქმება, მთელი ერი გაერთიანებულია და პროგრამა იგი მოითხოვს საქართველოს თვით ეროვნულ ტერიტორიალურ თვითმართველობის მიკუთვნება. მე ვსთქვი სიტყვა მიკუთვნება, ნამდვილად კი შეიძლებოდა მეთქვა საქართველოს უფლებების „აღდგენა“ ეს უფლებები მას ჰქონდა, ესენი დაცულია ცნობილ ხელშეკრულობაში, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შუა დაიდო მაშინ, როდესაც 100-ზე მეტი წლის წინად საქართველო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. მხოლოდ ეს უფლებები გასთელეს, მნიშვნელობა დაუკარგეს. მაშასადამე ეხლა მათ აღდგენაზე გვიხდება ლაპარაკი“. (სტენოგრაფიული ანგარიშებიდან ეს სიტყვა ცალკე წიგნადაც არის ქართულად გამოცემული).

ეს ხელშეკრულობა (1783 წ.) ნათლად აღიარებდა რუსეთის და საქართველოს უფლება-მოვალეობას და მათ ურთიერთულ დამოკიდებულებას. რუსეთს ამ ხელშეკრულობის დედა აზრის ძალით მფარველობა უნდა გაეწია საქართველოსათვის და მისი ხელშეკრულობის შეცვლა ან გაუქმება ორივე მხარის ნებაყოფლობით უნდა მომხდარიყო. პროფეს. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევის მიხედვით 1784 წ. ხელშეკრულობა თვით ხელშემკვრელ მხარეებს მფარველობითი მოკავშირეობის ტრაქტატად მიაჩნდათ და ჩვენც არავითარი უფლება არა გვაქვს გვერდი აუხვიოთ მათს ცხადად გამოთქმულს ამ ნებისყოფას და იმ ზოგიერთი განსხვავების გამო, რომელიც თანამედროვე მეცნიერებასა და მაშინდელ უფლებრივ შეხედულებათა შორის არსებობს, 1783 წ. ხელშეკრულობა სხვა თვისების საბუთად ჩავთვალოთ“. („დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე-XVIII საუკუნეში“.გვ. 32).

აი ეს ხელშეკრულება „მფარველობითი მოკავშირეობის“, რომელსაც თავისთავად მავნებლობის მეტი არაფერი მოუტანია საქართველოსთვის („პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა“. ამბობს პროფ. ივ. ჯავახიშვილი), რამოდენიმე წლის შემდეგ სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ დაარღვია რუსეთმა და ძალმომრეობის მანიფესტით საქართველო შეიერთა. მაშასადამე საქართველოს ყოველთვის ჰქონდა უფლება პოლიტიკური თავისუფლების აღდგენა მოეთხოვა, დადებული ხელშეკრულება დარღვეულად და გუქმებულად გამოეცხადებია და თავის დამოუკიდებელ უფლებრივ მდგომარეობას დაბრუნებოდა...

1917 წ. 19 ნოემბერს ინტერპარტიული საბჭოს თაოსნობით და ხელმძღვანელობით მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც გააერთიანა მთელი ერი. ეს იყო უდიდესი და უშესანიშნავესი მოვლენა საქართველოს უკანასკნელ 117 წლის განმავლობაში. მაშინ აღსდგა ქართველი ერი როგორც კულტურულ პოლიტიკური ერთეული და იურიდიული პიროვნება. მართალია ამ ყრილობას არ ჰქონია აზრად დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგრამ ეს უაკანასკნელის წინამორბედი იყო, მან დარაზმა ძალები და მოამზადა ნიადაგი ოც და ექვსი მაისისთვის, რომელიც მის მიერ არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა. საქართველოს სახელმწიფო ჯერ არ გამოცხადებულიყო, მაგრამ მისი აუცილებლობა, მისი გარდაუვალი საჭიროება უკვე ნაგრძნობი და ნაგულისხმევები იყო, სრული თავისუფლების და დამოუკიდებლობის აზრი ჰაერში ტრიალებდა. ყრილობის თავმჯდომარემ, ნ.ნ. ჟორდანიამ მისასალმებელ სიტყვაში ასე გამოხატა ეროვნული ყრილობის მოწვევის საჭიროება: „ჩვენ ვშიშობთ აბობოქრებულ ცხოვრების ზღვის ტალღებმა ჩვენც არ ჩაგვიტანოს რღვევის მორევში. ჩვენ პატარა ერი ვართ და ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომლის ახლოს გაჭიმულია დიდი საომარი ფრონტი. ამიტომ გვმართებს დიდი სიფხიზლე, გარდა ამისა, რუსეთში გაჩაღდა სამოქალაქო ომი. დღეს არ არსებობს ცენტრალური მთავრობა და რუსეთთან ჩვენი პატარა ქვეყნის კავშირი თითქმის სავსებით გაწყდა. ამნაირათ ერთის მხრით ჩვენს ახლოს დიდი საომარი ფრონტის არსებობა, ხოლო მეორეს მხრით რუსეთთან კავშირის გაწყვეტა გვავალებს ჩვენს თავს მივხედოთ, ჩვენს თავს ვუპატრონოთ. ამ ნიადაგზე შეერთდა ჩვენში არსებული პოლიტიკური პარტიები“.

რადგანაც პირველ ეროვნულ ყრილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების და სახელმწიფოებრივი აღორძინების ისტორიაში, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია აქვე მოვიყვანოთ, შემოკლებით ერთი მისი უმთავრესი პოლიტიკური დადგენილება, რომელიც ეხება საქართველოს პოლიტიკურ თვითმმართველობას. ითვალისწინებს რა საერთო მდგომარეობას რუსეთში და ჩვენში, ეროვნული ყრილობა აცხადებს:

„ყრილობა საჭიროდ სცნობს შესდგეს, როგორც დროებითი დაწესებულება, საქართველოს ეროვნული საბჭო, ნაციონალურ კითხვათა და საჭიროებათა გასარკვევათ, გასაძღოლად და ცხოვრებაში გასატარებლად. საბჭოს შესადგენად ყრილობა ირჩევს 60 წევრს. საბჭოს წევრები ადგილს უთმობენ ამიერკავკასიის სეიმის ქართველ დეპუტატებს, როდესაც არჩევნების დასრულებით ამიერკავკასიის საარჩევნო ოლქში მათი ვინაობა გამოირკვევა. რიცხვი დეპუტატებისა გამორკვეულ იქნება საარჩევნო პროპორციის მიხედვით. პარტიათა შეთანხმებით საბჭოს წევრებათ შეიძლება მიღებულ იქნან აგრეთვე ისეთი პირები, რომელნიც დამფუძნებელ კრების საარჩევნო სიებში შეტანილი არ ყოფილან. (მუხლი 4) ყრილობა საჭიროდ სთვლის განხორციელებულ იქმნას საქართველოში ისეთი ნორმები, რომელნიც მას საშუალებას მისცემენ თავისუფლად განვითარებისათვის და ავალებს დამფუძნებელ კრების ქართველ დეპუტატებს მოითხოვონ რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე ამ ნორმების მიღება და დადასტურება. ასეთ ნორმებად მიაჩნია ყრილობას საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ საკითხებზე. ტერიტორიის საზღვრები გაიმიჯვნება დაინტერესებულ მოსაზღვრეებთან შეთანხმებით. საქართველოში მოქცეული ნაციონალური უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურული განვითარებისას. ყრილობა საჭიროდ აღიარებს ამ მთავარ კითხვაში მოხდეს შეთანხმება ამიერკავკასიის ერთა შორის. სამაჰმადიანო საქართველოს მიენიჭება ფართო თვითმმართველობა, ასეთივე ფართო თვითმმართველობა მიენიჭება ყველა იმ განაპირა ადგილებს, რომელთა მცხოვრებნი მოისურვებენ საქართველოს თვითმმართველ ერთეულში შემოსვლას (მუხლი 6). თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდა და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავლისათვის ვერ მოხერხდა, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი დამფუძნებელი კრება, როგორც ამიერკავკასიის ისე ცალ-ცალკე ერების, რომელნიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ნაციონალურ წყობილებას, როგორც თვითეულ ეროვნულ ტერიტორიალურ ერთეულებში, ისე მთელ ამიერკავკასიაში (მუხ. 7). საქართველოს დამფუძნებელ კრების მოწვევისათვის ზრუნვა ევალება საქართველოს ეროვნულ საბჭოს (მუხლი 8)“.

ასეთი იყო ის უფლებრივ-პოლიტიკური ნორმები, რომლებიც ქართველმა ხალხმა თავისთვის შეიმუშავა იმ გარდამავალ ხანაში, როცა ბოლშევიკების გაბატონებისას რუსეთი, როგორც სახელმწიფო დაიშალა, ახალი კი არც ამიერკავკასიის ფედერატიული რესპუბლიკის და არც საქართველოს რესპუბლიკის სახით ჯერ არსად სჩანდა. ამ დროს უფლებრივ სახელმწიფოებრივად ყველგან საშინელი ქაოსი და გაუგებრობა მეფობდა. ხოლო მიუხედავად ამისა დემოკრატიის საზოგადოებრივ ძალთა ორგანიზაციის წყალობით ფაქტიურად რევოლუციური წესიერება დაცული იყო. ამიერკავკასიის ხალხთ მაჯლაჯუნასავით თავს დასწოლოდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. ყარსი და ბათუმი დაეცა. ოსმალეთი ოზურგეთისკენ მოემართებოდა. ქართველი ერი შემოსეულ მტერს ებრძოდა თავგამეტებით.

ამიერკავკასიის სეიმში ყველაზე გავლენიანმა ფრაქციამ სოც. დემოკრატიამ (ფაქტიურად ეს იყო საქართველოს სოც. დემოკრატია) შესძლო მეტათ გართულებულ პოლიტიკურ მდგომარეობის სწორად ამოკითხვა და დეპუტატ დ. ონიაშვილის პირით განაცხადა, რა რომ დღეს უკვე რუსეთის ორიენტაცია არსებითად რეაქციონური ორიენტაციაა, წინადადება მისცა სეიმს აღეარებინა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. მაგრამ ამ ეფემერულმა სახელმწიფომ ერთ თვეს ძლივს იცოცხლა, რადგან იგი თავისში ატარებდა დაშლის და თვითდარღვევის ელემენტებს (1918 წ. 22 აპრილი, 1918 წ. 26 მაისი).

გათენდა ამიერიდან ისტორიული 1918 წ. 26 მაისი, როცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა სასახლის თეთრ დარბაზში. საბჭოს თავმჯდომარემ ნ. ჟორდანიამ ამ გვარათ გამოთქვა ისტორიული მომენტის მნიშვნელობა: „მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის იშვიათის და ამავე დროს ტრაღიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს“. ამიერკავკასია როგორც სახელმწიფო მოკვდა, ხელმეორედ იშვა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დემოკრატიული რესპუბლიკა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ამ ისტორიულ კრებაზე გამოცხადებული, უდიდესი მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც უფლებრივ და კონსტიტუციურ გამოხატულებას აძლევს საქართველოს სახელმწიფოებრივობის შობას და დასაწყისს. ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოებრივ უფლებრივი არსებობა ემყარება ამ დამოუკიდებლობის აქტს.

ეს არის თუ გნებავთ ჩვენი კანონთა კანონი ჩვენი კონსტიტუციათა კონსტიტუცია. ამიტომ ეს დიდებული აქტი, რომელიც შემდეგ საქართველოს დამფუძნებელ კრებამ მიიღო და დაადასტურა 1919 წლის მარტის 12, ერთიანად უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც შესავალი კარი, რაც სახელმწიფოს დაფუძნების აქტს დაუკავშირებს საკონსტიტუციო კანონმდებლობას და მთლიანად ხასიათს მისცემს მთელ კონსტიტუციას.

აი ეს დამოუკიდებლობის აქტი, როგორც იგი მიიღო, დაადასტურა და გამოაქვეყნა ყველა თავის წევრთა ხელმოწერით საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ:

„საქართველოს დამფუძნებელი კერება, - არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12 ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს საბჭოს მიერ 1918 წ. მაისის 26 ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. ტფილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი:

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

„მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისგან დაეცვა.

„რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

„დარჩნენ რა თავის ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

„ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელ კრების მოწვევამდე მთელის საქართველოს მართვა გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

ამ გვარათ საქართველომ თავის დამფუძნებელი კრების სახით იცნო თავის თავი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დემოკრატიულ რესპუბლიკანური წესწყობილებით, თავის თავად ცხადია, რაკი დამფუძნებელმა კრებამ იცნო, დაადასტურა და აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ, ამით მან eo ipso იცნო და დაადასტურა ყოველივე ის, რაც მოიმოქმედა ჯერ ეროვნულმა საბჭომ და შემდეგ საქართველოს პარლამენტმა თავის საკანონმდებლო მოღვაწეობით ზემოხსენებული აქტის ძალით. მაშასადამე სულ ზედმეტი უნდა ყოფილიყო ამ საკანონმდებლო ორგანოს (ეროვნულმა საბჭომ საქართველოს პარლამენტი დაირქვა) მიერ მიღებული კანონების ცალცალკე ან ერთად დადასტურება დამფუძნებელი კრების მხრით.

ამ წინასწარი შენიშვნების შემდეგ დაუახლოვდეთ საგანს და გავითვალისწინოთ რესპუბლიკების ძირითადი, ტიპიური ფორმები და სათანადო უფლებრივი კალაპოტი და აგებულება მოვუნახოთ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, როგორც სახელმწიფოებრივობის კონსტიტუციონურ ფორმას.

3.

ნამდვილი პოლიტიკური დემოკრატიის საფუძველია ხალხის სუვერენიტეტის აღიარება. ყოველი უფლობის ანუ ხელმწიფების წყარო ხალხშია. ყოველი ძალა უფლება ხალხიდან მომდინარეობს ყველა დიდ სახელმწიფოებრივ საკითხში უკანასკნელი გადასაწყვეტი ხმა ეკუთვნის ხალხს. ამას მოითხოვს დემოკრატიის პრინციპი.

მაგრამ დემოკრატიის ეს ძირითადი სახელმწიფოებრივი პრინციპი ყველა პოლიტიკურ დემოკრატიაში ერთგვარათ არ სახიერდება. ზოგან ხალხი პირდაპირ, განუყოფელათ უშუამავლოთ ანხორციელებს სახელმწიფოს კანონმდებლობითს და მმართველობითს ფუნქციებს. ეს პირდაპირი დემოკრატიაა. ზოგან ხალხი, თანახმად უფლობათა დაყოფის თეორიისა, განსაზღვრულ პირობებში თავის წარმომადგენლებს ანდობს სახელმწიფოს კანონმდებლობითი და მმართველობითი ფუნქციების ასრულებას, აშორებს რა პრინციპიალურათ ერთმანეთს კანონმდებლობით ხელისუფლებას (ძალაუფლება) და აღმასრულებელ ხელისუფლებას (მმართველობა). ამას დავარქვათ უბრალოდ წარმომადგენლობითი დემოკრატია. ზოგან კი ხალხი კანონმდებლობს დემოკრატიულათ არჩეული პარლამენტის საშუალებით, ხოლო მთავრობა დაკავშირებულია პარლამენტთან თავის წარმოშობით და მის წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობით, ეს პარლამენტარული დემოკრატიაა.

ასეთია ის სამი ძირითადი ტიპი პოლიტიკური დემოკრატიის, რომელიც ამა თუ იმ ცვლილებით ბატონობს დღეს სხვა და სხვა რესპუბლიკებში. პირდაპირი დემოკრატიის სამშობლოა შვეიცარია. წარმომადგენლობითი დემოკრატიის (დემოკრატია განაწევრებული ანუ ხელმწიფებით ან ძალაუფლებით) ქვეყნად დღეს ამერიკა უნდა ჩავთვალოთ. ხოლო პარლამენტარული დემოკრატიის კლასიკურ მაგალითს იძლევა საფრანგეთის რესპუბლიკა.

(იხ. პროფ. ი. გაჩეკი „საზოგადო სახელმწიფო უფლება:. რუს. ტ. II „თანამედროვე დემოკრატიის უფლება“).

მაშასადამე ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმები განყენებულათ ზემოხსენებული დახასიათების მიხედვით დავანაწილოთ შემდეგნაირათ:

დემოკრატიული რესპუბლიკა შვეიცარული ტიპის პირდაპირი დემოკრატიით; 2) დემოკრატიული რესპუბლიკა ამერიკული ტიპის დუალისტური, უფლობა-განაწევრებული დემოკრატიით; და 3) დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგული ტიპის პარლამენტარული დემოკრატიით.

საქართველოს დამფუძნებელი კრების უზენაესი ნების აღიარებით საქართველო გამოცხადებულია დემოკრატიულ რესპუბლიკად. დამოუკიდებლობის აქტის ფორმულა, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა, ამბობს რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

აქედან არ სჩანს თუ როგორი ტიპის უნდა იყოს ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა და ვის პოლიტიკური დემოკრატიის შინაარსით, რომელ ზემოთ ჩამოთვლლილ ტიპიურ ფორმათაგან უნდა ჰგავდეს იგი თავის კონსტიტუციური აგებულობით, პირდაპირ დემოკრატიას უნდა წარმოადგენდეს ის, უფლობა-განაწევრებულ დემოკრატიას თუ წმინდა პარლამენტარულ დემოკრატიას.

ეს კითხვა ჩვენი სახელმწიფოებრივი წესწყობილების ძირითადი კითხვაა. ის არის აგრეთვე ღერძი მთელი კონსტიტუციის. ამ კითხვის გადაჭრაზეა დამოკიდებული კონსტიტუციის ხასიათი, ბუნება და მიმართულება. ამიტომ ხდება აუცილებელი ეხლავე, სანამ კონსტიტუციის გამოქვეყნებულ პროექტის განხილვას შეუდგებოდეთ ნაწილ-ნაწილად და მუხლობრივ, განვიხილოთ კონსტიტუციის ხერხემალი, მთავარი ჩონჩხი, რომელზედაც ბუნებრივად დამყარებულია მთელი შენობა, მისი ყველა მნიშვნელოვანი და არა მნიშვნელოვანი ნაწილები. ე.ი. განვიხილოთ ის, თუ როგორი ტიპის დემოკრატიაა ჩვენი დემოკრატია, როგორი ფორმის რესპუბლიკაა ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა და როგორ პრინციპზეა აღმოცენებული სხვა და სხვა ძალა-უფლების, თუ ხელისუფლებათა ურთიერთული დამოკიდებულება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იდეალურად ყველაზე უკეთესი დემოკრატია ეს პირდაპირი და შვეიცარიული დემოკრატიაა. თუ არჩევაზე მიდგება საქმე, ცხადია, ასეთ დემოკრატიას ავირჩევდით და ჩვენს რესპუბლიკანურ კონსტიტუციას პირდაპირი დემოკრატიის პრინციპს დავუდებდით საფუძვლად, მაგრამ მარტო არჩევით და პირდაპირ წამბაძველობით ვერ ვიხელმძღანელებთ ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის ფორმის გამოჭრის საქმეში. ყოველი ქვეყანა თავის ბუნებრივი გზით ვითარდება და მიუხედავად სხვა ქვეყნების ისტორიულ-კულტურული გავლენისა თავის პოლიტიკურ დაწესებულებებს თავისებურობას აძლევს. ერთი საზომის გამოჭრა ყველასათვის შეუძლებელია. სხვა და სხვა ერების ცხოვრება იმდენად რთული, იმდენად მრავალ მხრივი და განსხვავებულია, რომ მათი სავსებით ერთნაირ კალაპოტში მოქცევა, მათი უფლებრივი და კონსტიტუციური ვითარების სრულებით ერთგვარ ყალიბში ჩამოსხმა შეუწყნარებელია ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად. ყოვლის შემძლებმა ნაპოლეონმა 1798 წ. სცადა შვეიცარიისთვის მოეხვია თავზე მის მიერ მოწონებული ცენტრალიზმი და გამოაცხადა შვეიცარიის უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა, ერთი და განუყოფელი, მსგავსად საფრანგეთის ერთნაირი რესპუბლიკისა. მაგრამ შვეიცარიის ხალხმა არ მიიღო ცენტრალისტური დემოკრატიზმი, როგორც მისთვის შეუსაბამო და შეუფერებელი. ნაპოლეონიც იძულებული გახდა შერიგებოდა ამას და ეთქვა - სჩანს, ცენტრალიზაცია ალპების ყვავილი არ ყოფილაო.

საქართველო პირწმინდათ ვერც შვეცარიულ სისტემას გადმოიღებს, ვერც ამერიკულ სისტემას და ვერც ფრანგულ სისტემას. ის იმდენათ თავისებურს ისტორიულ-გეოგრაფიულ არეში იმყოფება, იმდენათ განსაკუთრებულ კულტურულ ეკონომიკურ წრეში და უკლებრივ პოლიტიკურ და საერთაშორისო პირობებშია ჩაყენებული, რომ აუცილებლად საჭიროებს რამოდენიმედ განსხვავებულ კონსტიტუციურ წყობილებას თუ გნებავთ შერეული სისტემის წყობილებას, რომელიც კერძოდ, საკუთრივ არც ერთ ზემო დახასიათებულ სამ ფორმათაგანს არ ჰგავს სავსებით და ყველაფერში, მაგრამ შესაძლებელია თავის არსებითი თვისებით მიემგზავსოს საშუალოდ შემუშავებულ ტიპს.

და მართლაც შესაძლებელია საქართველომ ერთიანათ შვეიცარიული სისტემა მიიღოს და თავის კონსტიტუციით პირდაპირი დემოკრატია დააკანონოს? ვნახოთ.

წმინდა, პირდაპირი დემოკრატია დღეს გაბატონებულია შვეიცარიის რამოდენიმე კანტონში, ურიშში, აპენცელში, უნტერვალდენში და სხვა აქ არის ხალხის პირდაპირი კანონმდებლობა და ხალხის პირდაპირი მმართველობა. ეს არის dancqemeinden. მთელი კანტონის ხალხი ყოველ წელიწადს ერთად იკრიბება ერთხელვე დანიშნულ ადგილას, გაშლილ ჰაერზე. ეს შესაძლებელი ხდება იქ, იმიტომ რომ ეს კანტონები პატარა მი-სუვერენული სახლემწიფოებია; კრებას ესწრება 10.000 ან 15. 000 მოქალაქე. არ ვთვლით ბავშვებს და ქალებს, რომელთაც აგრეთვე შეუძლიათ დაესწრონ კრებას. მთელი ხალხი როგორც სუვერენული და პირდაპირ კანომნდებელი კრება ისმენს კანტონის საერთო მდგომარეობას, სწყვეტს საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებს, სცვლის და ადგენს კანტონალურ კანონებს, ნიშნავს მოხელეებს და სხ. ამ ხალხის საკანონმდებლო კრებაზე გასაოცარი წესიერება სუფევს. სრული თავისუფლებაა სიტყვის, მაგრამ ამით არავინ სარგებლობს, რომ წესრიგი დაარღვიოს და საერთო მუშაობას ხელი შეუშალოს. ორატორებს განსაკუთრებული მოთმინებით უსმენენ. ყველა გრძნობს, რომ საკანონმდებლო კრებაა და სწყდება სახელმწიფოებრივი საკითხები. სახალხო კრება სულ პირველად ირჩევს კანტონის პირველ მაგისტრატს-მოხელეს, რომელსაც ეწოდება dandamann-ნ. იგი ირჩევა მხოლოდ შემდეგ კრებამდე, ე.ი. მხოლოდ ერთი წლით. იგი არის ამავე დროს კანტონალური მთავრობის თავმჯდომარე და მთელი კანტონის წარმომადგენელი და თავმჯდომარე. მთავრობა აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოკლებულია, იგი უმაღლესი მოხელეების საქმიანი და ამსრულებელი კრებულია და მეტი არაფერი.

ასეთია შეურეველი ტიპი პირდაპირი დემოკრატიის.

ყველა მიხვდება, რომ ასეთი დემოკრატიული წყობილების მაგალითი. ჩვენი კონსტიტუციის საფუძვლად ვერ გამოდგება ჩვენი ხალხის ან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის რაოდენობა და სივრცე ვერ გაამართლებს ასეთი დემოკრატიის შემოღებას. ამას არ უწყობს ხელს არც ჩვენი ისტორიულ-კულტურული ტრადიცია და უფლებრივი შემეცნება. ჩვენი ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობაც ისეთნაირია, რომ წარმოუდგენელია იგი მოთავსდეს ასეთი პირდაპირი დემოკრატიის საკონსტიტუციო ფარგალში. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ შვეიცარიის ის კანტონები, სადაც წმინდა პირდაპირი დემოკრატიაა განხორციელებული, არ წარმოადგენენ კონფედერაციაში იმ მოწინავე კანტონებს, რომელთა საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრება მისაბაძავი იყოს კულტურულათ ჩამორჩენილ ქვეყნისთვის.

რუსო მართალია: იდეალურათ რომ წარმოვიდგინოთ საკითხი, ხალხის პირდაპირი კანონმდებლობა ცხადია, ნაციონალურ სუვერენიტეტს უფრო შეეფერება, მაგრამ იგი, როგორც საერთო წესი პირდაპირ განუხორციელებელია თანამედროვე დემოკრატიულ სახელმიწოფებში. ის მთელ დედამიწის ზურგზე მხოლოდ რამოდენიმე პაწაწკინტელა დემოკრატიულ ნახევრად სუვერენულ სახელმწიფოებში არსებობს. მისი განხორციელება რომ ეცადათ თანამედროვე დიდ და საშუალო დემოკრატიულ სახელმწიფოთა პირობებში, ნაციონალური სუვერენიტეტის პრინციპი არსებითად გაყალბდებოდა, ხალხის პოლიტიკური წინამსვლელობა შეფერხდებოდა, სახელმწიფოებრივი მთლიანობა დაირღვეოდა და არევ დარევა და თუ შეიძლება ითქვას, სახელმწიფოებრივი შეუძლებლობა გაბატონდება. ამას კარგათ გრძნობდა თვითონ რუსო.

არის ისეთი კანტონები შვეიცარიის კონფედერაციაში, სადაც წარმომადგენლობითი დემოკრატიის სისტემაა დაარსებული. მაგრამ ეს წარმომადგენლობითი სისტემა ძალიან შეზღუდულია პირდაპირი დემოკრატიის ჩარევით. ხალხის პირდაპირი ჩარევის ფორმებია რეფერენდუმი და ინიციატივა.

რეფერენდუმი არის ხალხის შეკითხვა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის დასადასტურებლად და დასამტკიცებლად. ასეთ შემთხვევაში არსებითათ და ფორმულარურადაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კიდევ არ კანონობს, ის მხოლოდ კანონ-პროექტია, რომელიც გადაეცემა ხალხს დასტურისათვის. თუ უმრავლესობამ მოიწონა ეს პარლამენტში გატარებული კანონი - კანონპროექტი, მხოლოდ მაშინ ხდება იგი კანონად და ძალაში შედის.

მაგრამ რეფერენდუმი ორგვარია. ერთია რეფერენდუმი სავალდებულო, ხოლო მეორე რეფერენდუმი არასავალდებულო, ფაკულტატიური. სავალდებულოა რეფერენდუმი მაშინ, როცა პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი აუცილებლად უნდა გადაეცეს ხალხს შესაკითხავად და დასადასტურებლად. არასავალდებულო რეფერენდუმი მაშინ არის, როდესაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გადაეცემა ხალხს, შესაკითხავათ და დასადასტურებლად, თუ განსაზღვრულ დროში ამას მოითხოვს მოქალაქეთა განსაზღვრული რაოდენობა. დამახასიათებელია, რომ ზოგან ზგიერთი კანონები, მაგ.: ფინანსიური, ექვემდებარება სავალდებულო რეფერენდუმს დანარჩენი კანონები კი არასავალდებულო რეფერენდუმს. თავისთავად ცხადია საკონსტიტუციო კანონის მიღება ყოველთვის სავალდებულო რეფერენდუმს ემორჩილება.

რაც შეეხება ინიციატივის უფლებას, იგი უფლებაა ხალხის პირდაპირი საკანონმდებლო თაოსნობის, მოქალაქეთა განსაზღვრულ რიცხვს უფლება აქვს ყოველთვის წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად და მისაღებად, ესა თუ ის საკანონმდებლო წინადადება და კანონ პროექტი. ბერნის კანტონში შეიძლება კონსტიტუციის რევიზია მოხდეს 8000 მოქალაქის მოთხოვნით. ციურიხის კანტონში 5000 მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ყოველი კანტონალური კანონის გაუქმება ან შეცვლა, და თუ ამ მოთხოვნას არ ემხრობა კანტონალური პარლამენტი (საბჭო), კითხვა პირდაპირ ხალხს გადაეცემა გადასაჭრელად.

ზოგან შემოღებულია ვადის გასვლამდე დეპუტატის რწმუნებულობის გაუქმება, თუ ამას მოითხოვს ამრჩევლების განსაზღვრული რაოდენობა, ზოგან შეიძლება ვადის გასვლამდე მოხდეს მთელი პარლამენტის განახლება ამომრჩეველთა განსაზღვრული ნაწილის გადაწყვეტილებით. მთავრობას წარმომადგენლობითი სისტემის კანტონებში ირჩევს ან საკანონმდებლო კრება ან პირდაპირ ხალხი. მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, არჩეული მხოლოდ ერთი წლით. რა თქმა უნდა არც კანტონებში და არც საკავშირო სახელმწიფოში, კონფედერეციაში, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას არ აქვს უფლება დაითხოვოს საკანონმდებლო დაწესებულებანი, რომელნიც ხალხის მუდმივი ზედამხედველობის და კონტროლის ქვეშ, აღჭურვილნი არიან უმაღლესი უფლებით. (ე. ფრანდენი, Institutions Folitqus del' Europe centemporaine, ტ. III, გვ.120 -122.).

შვეიცარია ფედერატიული სახელმწიფოა, შედგება ოცდახუთი პატარა სახელმწიფოსაგან, კანტონებისაგან, რომელთა შესახებ გაკვრით ვილაპარაკეთ ზევით. აქ დემოკრატია მეფობს, როგორც ძირს კანტონალურ ცხოვრებაში, ისე ზევით კონფედერაციაში. შვეიცარიაში საკანონმდებლო ხელისფლება ეკუთვნის საკავშირო ანუ ფედერალურ კრებას, რომელიც ორი პალატისაგან შესდგება: კანტონალური საბჭო (კანტონთა წარმომადგენლობა) და ნაციონალური საბჭო (მთელი შვეიცარიის ხალხის წარმომადგენლობა). აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის ფედერალურ საბჭოს (მთავრობას), რომელსაც ირჩევს ფედერალური კრება შვიდი წევრისაგან სამი წლის ვადით. ერთს ამ შვიდთაგანს მთელი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტად ირჩევს ფედერალური კრება ანუ პარლამენტი მხოლოდ ერთი წლის ვადით. ის არის ამავე დროს თავმჯდომარე ფედერალურ საბჭოსი ანუ მთავრობის და ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ერთი და იმავე პირის არჩევა პრეზიდენტად და მაშასადამე მთავრობის თავმჯდომარედ ზედიზედ შეუძლებელია.

შვეიცარიის პრეზიდენტის თანამდებობა უფრო საპატიოა, ვიდრე რაიმე განსაკუთრებული უფლების და უპირატესობის მატარებელი, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან საფრანგეთში, სადაც პრეზიდენტები თავის ძალაუფლებით კონსტიტუციურ მეფეებს არ ჩამოუვარდებიან. მთავრობის წევრებს ცალცალკე ირჩევენ, სდგება საქმიანი არაპარლამენტარული სამინისტრო, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი და ნდობა-უნდობლობის გამოცხადების ციებ ცხელებას არასოდეს არ განიცდის. აქ აღმასრულებელი ხელისუფლება გამომდინარეობს საკანონმდებლო კრებიდან, რომელსაც იგი ემორჩილება. მთავრობას და პარლამენტის ურთიერთობაში შეთანხმების და ხელისუფლებათა კორდინაციის პრინციპს კი არ აქვს ადგილი როგორც ეს ამერიკულ დუალისტურ დემოკრატიაშია, არამედ ბატონობს პრინციპი. ხელისუფლებათა მთავრობა ემორჩილება ყველაფერში სუბორდინაციას, პარლამენტს.

როგორც ხედავთ, შვეიცარიაში წარმომადგენლობითი დემოკრატია ყოფილა. მაგრამ თუ ჩვენ მაინც შვეიცარიულ დემოკრატიას პირდაპირ დემოკრატიასთან ვათანაბრებთ, ეს იმიტომ რომ ჯერ მართლა პირდაპირი დემოკრატია შვეიცარიის კანტონებშია განხორციელებული და მეორედ რეფერემდუმში და ინიციატივა, რომელიც კონფედერალურ სფეროშია შემოღებული, ფაქტიურათ ძალიან აახლოვებს შვეიცარიის წყობილებას პირდაპირ დემოკრატიასთან. ასეთია მოკლედ შვეიცარიულ დემოკრატიის მთავარი დამახასიათებელი კონსტიტუციონური თვისებანი.

ახლა ვიკითხოთ: შეიძლება ყველა ეს დამახასიათებელი თვისებანი შვეიცარიული დემოკრატიისა უცვლელად გადმოვიტანოთ ჩვენი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და მივაკუთნოთ საქართველოს კონსტიტუციას? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება.

წმინდა დემოკრატიულ კანტონებზე უკვე გვქონდა ლაპარაკი. არც სხვა კანტონების მაგალითების პირდაპირი გადმოღებით წავალთ შორს ჩვენს პოლიტიკურ აღმაშენებლობაში. სავალდებულო რეფერენდუმი საკანონმდებლო მოღვაწეობას გააჩანაგებს და ჩვენს დემოკრატიას სარგებლობის ნაცვლად მავნებლობის მეტს არას მოუტანს. თვითონ შვეიცარია ფედერატიული რესპუბლიკაა (კონსტიტუცია ხმარობს კონფედერაციას). ამიტომ მაინც და მაინც გასაკვირველიც არა არის რა, თუ შვეიცარიის ფედერატიული ტანისამოსი სავსებით არ მოადგეს ჩვენი რესპუბლიკის პოლიტიკურ სხეულს.

გარდა ამისა შვეიცარიის მთავრობა თავის ხასიათით პოლიტიკური მთავრობა არაა. პარლამენტარული სოლიდარული პასუხისმგებლობა მან არ იცის. მისი პოლიტიკა თუ პარლამენტმა არ მიიღო ან მის მიერ შემოტანილი კანონ-პროექტი უარჰყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობამ ამაში დაინახოს პოლიტიკური უნდობლობა და მყისვე გადადგეს. სრულიადაც არა. მას შეუძლია აუშფოთებლად განაგრძოს თავისი საქმიანობა კანონით დადებული ვადის (3 წლით) გასვლადმე. აქ მთავრობის წევრები ვადით არჩეული უმაღლესი მოხელენია, საქმიანი ამსრულებლებია პარლამენტის ნება სურვილების და პოლიტიკის.

ასეთი სისტემა მთავრობის და პარლამენტის ურთიერთობისა ჩვენთვის მისაღები არ არის. ჩვენ სულ სხვა საერთაშორისო გარემოებაში ვიმყოფებით, სულ სხვა კულტურულ და სოციალურ განვითარების დონეზე ვდგევართ. სახელმწიფოებრივად ახლა ვმაგრდებით. გვეჭირვება მაგარი, პოლიტიკური, კოლექტიური პასუხისმგებლობით შეკრული მთავრობა. მთავრობა როგორც სხვა და სხვა დეპარტამენტის უბრალო გამგეთა კრებული, რაგინდ ნიჭიერი და წინდახედულნი იყვნენ ეს გამგენი, აღმასრულებლ ხელისუფლებად თანამედროვე ისტორიულ პირობებში საქართველოს ვერ გამოადგება. ამას ჩვენში ყველა დაკვირვებული პოლიტიკოსი გრძნობს.

ისიც სათქმელია, რომ ჩვენი ჩვეულებითი უფლებით და კონსტიტუციური პრაქტიკით, რომელსაც ვაწარმოებთ ეს მეორე წელიწადია, შვეიცარული სისტემა არ დამკვიდრდა. ჩვენ პარლამენტული მთავრობა გვყავს, რომელიც პოლიტიკურათ პასუხისმგებელია დამფუძნებელი კრების წინაშე. მთავრობის შედგენაც სულ სხვანაირი წესით ხდება აქ.

დამფუძნებელმა კრებამ 1919 წ. მარტის 14 მიიღო დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შედგენისა. ამ დეკრეტით ევალება დამფუძნებელ კრების წევრს ნოე ჟორდანიას საქართველოს მთავრობის შედგენა მისივე თავმჯდომარეობით. დეკრეტი აგრეთვე აღიარებს, რომ „მთავრობის თავმჯდომარე იმავე დროს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელია“.

ამ ნაირათ დამფუძნებელი კრება ირჩევს პრემიერს, რომელიც იწვევს დანარჩენ მინისტრებს თავის შეხედულებისამებრ. ეს საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური პრაქტიკის გაგრძელებაა. მხოლოდ საქართველოს პირველი დროებითი მთავრობა ნ.ბ. რამიშვილის თავმჯდომარეობით, ეროვნულ საბჭოს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, იყო სხვა წესით შემდგარი. ამ მთავრობის წევრები საბჭომ ცალ ცალკე აირჩია. შემდეგ როცა ნ.ნ. ჟორდანია იქნა მთავრობის თავმჯდომარედ არჩეული შემოვიდა და გამტკიცდა პრემიერული სისტემა. ეს სისტემაა გაბატონებული დღეს და არავითარი საბუთი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი შეიცვლება ახლო მომავალში.

თუ დაუკვირდებით, საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო დაწესებულებათა ურთიერთობის პრაქტიკა განსხვავებულ მაგალითს წარმოადგენს.

ჩვენს სახელმწიფოებრივ პრაქტიკაში პოლიტიკური სამინისტროს მთავარი ელემენტები გაბატონდა. პარლამენტარული პასუხისმგებლობა - უმთავრესი დამახასიათებელი თვისება პარლამენტარიზმისა - ფაქტია. ყოველივე ეს მოგაგონებთ ფრანგული ტიპის პარლამენტარულ დემოკრატიას. მაგრამ საკონსტიტუციო პროექტით განზრახული რეფერენდუმ ინიციატივით, თავმჯდომარის ყოველწლიური არჩევით, მთავრობის თავმჯდომარის იმავე დროს მთელი რესპუბლიკის წარმომადგენლის რომლის მინიჭებით, ერთი და იმავე პირის მთავრობის თავმჯდომარის ადგილზე ზედიზედ აურჩევლობით და სხვ. კონსტიტუციის პროექტი რამდენიმედ აახლოებს ჩვენს მდგომარეობას შვეიცარიულ დემოკრატიასთან.

მაგრამ ახლა შედარებებს თავი დავანებოთ და სხვა დემოკრატიულ კონსტიტუციების არსებითი მხარეები წარმოვიდგინოთ, რამდენათაც ეს ჩვენი თემისთვის არის საჭირო და აუცილებელი.

ჩრ. ამერიკულ შეერთებული შტატებიც დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც შესდგება 50-დე პატარა რესპუბლიკისაგან. ამერიკის ამ დიდს ფედერაციაში საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის კონგრესს (პარლამენტს), რომელიც დეპუტატთა პალატისა (მთელი ხალხის წარმომადგენლობა) და სენატისაგან (შტატების წარმომადგენლობა) შესდგება. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა ხალხის მიერ ოთხი წლით. ერთი და იგივე პირი, ჩვეულების ძალით, პრეზიდენტად მესამეჯერ აღარ აირჩევა, რომ მისი ძალა-უფლება მუდმივი და ხალხისთვის საშიშარი არ გახდეს. ამერიკის პრეზიდენტი ერთი უძლიერეს პრეზიდენტთაგანია ყველა რესპუბლიკის პრეზიდენტთა შორის. რაში მდგომარეობს მისი უფლება და მოვალეობა?

ამერიკის პრეზიდენტი განაგებს ჯარს, ფლოტს და მილიციას. სდებს ხელშეკრულობას სხვა სახელმწიფოებთან სენატის თანხმობით. ნიშნავს ელჩებს და ყველა მოხელეებს. აქვს შეწყალების უფლება. შეუძლია საგანგებო შემთხვევებში მოიწვიოს პარლამენტი. აქვს ვეტოს უფლება: მას შეუძლია არ დაეთანხმოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ამ შემთხვევაში ის უკან აბრუნებს კანონს ხელახლა განსახილველად ათი დღის განმავლობაში. მეორედ განხილვის და დადასტურების შემდეგ კანონი ძალაში შედის მიუხედავად პრეზიდენტის თანხმობა-უთანხმოებისა. პრეზიდენტი აცნობს პარლამენტს საერთო მდგომარეობას, უთითებს საჭირო ზომებს, ზრუნავს კანონის ასრულებისათვის და სხ. ომიანობის დროს ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ დიქტატორული უფლებით იმოსება.

დაუკვირდით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციას. მინისტრებს ნიშნავს თვითონ პრეზიდენტი. მაშასადამე, ისინი პასუხისმგებლები არიან პრეზიდენტის და არა პარლამენტის წინაშე. აღმასრულებელი ხელისუფლება სრულებით ჩამოშორებულია საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. მთავრობის წევრები ვერასოდეს ვერ იქნებიან პარლამენტის წევრები, მათ არა თუ ხმის მიცემა და მსჯელობა, პარლამენტის სხდომებზე დასწრების უფლებაც არ აქვთ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე, თავისთავად ცხადია, ასეთ სისტემაში არ არსებობს. პრეზიდენტი მხოლოდ ხალხის წინაშე აგებს პასუხს პირდაპირ და სრულიადაც არ არის ვალდებული არც ის და არც მისი მინისტრთა კაბინეთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგრძნონ პარლამენტის მიმართ.

ამ ნაირათ ამერიკული უფლობა განაწევრებული დემოკრატიის წყობილება სულ სხვა გვარის და ბუნების არის, ვიდრე შვეიცარიაში და საფრანგეთში არსებული დემოკრატიები. შვეიცარიაში პარლამენტი ირჩევს მთავრობას, როგორც თავის გადაწყვეტილებათა და კანონთა ამსრულებელ ორგანოს. საფრანგეთში პრეზიდენტი უპასუხისმგებლოა (გარდა სახელმწიფოებრივი ღალატისა), მაგრამ, როგორც დავინახავთ, მინისტრები ცალ ცალკე და საერთოთ მთელი კაბინეთი სოლიდარულად პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, საიდანაც სდგება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პრემიერ მინისტრის თაოსნობით პოლიტიკური სამინისტრო. ამერიკის დემოკრატიაში კი პრეზიდენტი პასუხის მგებელია ხალხის წინაშე, ხოლო მის მიერ დანიშნული მინისტრები მხოლოდ და მარტოოდენ მას ემორჩილებიან და სრულებით დამოუკიდებელნი არიან პარლამენტისაგან. აქედან აშკარად სჩანს, რა უუფლებო და პოლიტიკურათ სუსტს თანამდებობას წარმოადგენს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს მთავრობის თავმჯდომარეცაა და თავის კოლეგიაში მხოლოდ პირველია თანასწორთა შორის.

მკითხველს, ვიმედოვნებთ, არ გაუჭირდება იმ აუცილებელი დასკვნის გამოტანა ზემოხსენებულიდან, რომ საქართველოს დემოკრატიულ წყობილებას და მის კონსტიტუციას არ მოუხდება და არც შეეფერება ამერიკის უფლობა განაწევრებული დემოკრატიის ურთიერთული დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის და მისი პრეზიდენტის უფლობა მოსილობა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური წყობილებისათვის ვერ ვღებულობთ სავსებით შვეიცარიის დემოკრატიის კონსტიტუციის შესახებ მთავრობის მოწყობისა. ვერ მივიღებთ ჩვენი კონსტიტუციისათვის ვერც ამერიკულ დემოკრატიის უპასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე. იმაზე აღარ გვინდა შევჩერდეთ, რომ საქართველოს დღევანდელი სახელმწიფოებრივი აღმაშენებლობის ცდა დიდათ განსხვავებულია ამერიკის კონსტიტუციურ გაკვეთილებისაგან. ჩვენთვის ამერიკის დიდი დემოკრატია დიდი მაგალითია, მისი მდიდარი ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა მწვრთნელი და ჭკუის მასწავლებელია ყველა დემოკრატიის პოლიტიკური შემოქმედებისა და ცხოვრებისათვის. მხოლოდ არ ვფიქრობთ ამ საკითხში, ე.ი. სახელმწიფოებრივ ძალაუფლების ორგანიზაციის საქმეში მისი წაბაძვა ხელსაყრელი იყო ჩვენთვის.

დაგვრჩა პარლამენტარული დემოკრატიის განხილვა. მაგრამ გზა და გზა მის შესახებ იმდენი ვილაპარაკეთ, რომ სათქმელი ბევრი აღარ გვექნება. ვიხელმძღვანელოთ საფრანგეთის მაგალითით.

საფრანგეთის რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტის ორივე პალატის - სენატისა და დეპუტატთა პალატის - შეერთებული კრება (ნაციონალური კრება) ირჩევს 7 წლით. ვინც იცის რა ტანჯვით და ბრძოლით წარმოიშვა საფრანგეთის რესპუბლიკა, რა მონარქისტული დაბრკოლებანი ეღობებოდა მის საბოლოო აღიარებას და დაფუძნებას, მას არ გაუკვირდება ასეთი დიდვადიანი საპრეზიდენტო თანამდებობა. მაინცა და მაინც ამ ვადის დაწესების გარეგნული საბაბი ის იყო, რომ მარშალი მაკიმგონი მეთაურობდა აღმასრულებელ ხელისუფლებას შვიდი წლის განმავლობაში. საფრანგეთის პრეზიდენტს ძალიან დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. მას ემორჩილება მთელი შეიარაღებული ძალა, იგი ნიშნავს მოხელეთ, სდებს ხელშეკრულებებს სხვა სახელმწიფოებთან და სხ. აქვს უფლება ხელმეორედ გაახილვინოს კანონი პარლამენტს. აგრეთვე მას აქვს უფლება სენატის თანხმობით დაითხოვოს დეპუტატთა პალატა და ახალი არჩევნები მოახდინოს. პარლამენტის დათხოვის უფლება ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს, თუმცა სხვა მხრივ მისი უფლებები, როგორც დავინახეთ არ ჩამოუვარდება საფრანგეთის პრეზიდენტისას.

პარლამენტარული დემოკრატიისთვის, რაღა თქმა უნდა, დამახასიათებელია არა ეს პრეზიდენტის უფლებათა სიფართოვე, არამედ მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე. მინისტრებს ნიშნავს ფორმალურათ პრეზიდენტი. მაგრამ ფაქტიურათ ის ვალდებულია პრემიერად მოიწვიოს პარლამენტის უმეტესობის ნდობით აღჭურვილი პირი, პარლამენტის დიდი ფრაქციების რომელიმე მეთაური, რომელიც შემდეგ თვითონ ადგენს სამინისტროს (კაბინეთს) საკუთარი გეგმის და სურვილის თანახმად. ეს სამინისტრო პოლიტიკურად და სოლიდარულად პასუხის მგებელია პარლამენტის წინაშე. იგი ვალდებულია გადადგეს, თუ პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. საფრანგეთის მინისტრები პასუხის მგებლები არიან არა მარტო თავის მოქმედებისა და პოლიტიკისათვის, არამედ პრეზიდენტის სახელმწიფური მოქმედებისა და აქტებისათვის, რომელთაც გამოქვეყნებისას სათანადო მინისტრები უნდა ადასტურებდენ ხელისმოწერით. თვითონ პრეზიდენტი კი, როგორც ითქვა, უპასუხისმგებლოა. ხოლო ყოველივე ეს, ვიმეორებთ, არაა დამახასიათებელი პარლამენტარული დემოკრატიული წყობილებისათვის. ასეთი წყობილება ბატონობს ამერიკის ზოგიერთ დემოკრატიულ რესპუბლიკებში. მაგალითად ვენეცუელა, ჩილი, სანდომინგო და სხ. ვენეცუელაში და სანდომინგოში მინისტრს არ აქვს პარლამენტის წევრობის უფლება, მაგრამ პარლამენტის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მინისტრის გადადგომას. აი ეს ახასიათებს უმთავრესად პარლამენტარიზმს.

საქართველოს კონსტიტუციას შეუძლია შეითვისოს პარლამენტარულს დემოკრატიის მართველობა. მაგრამ მან ამასთან ერთად უნდა შეითვისოს ის კონსტიტუციური გარანტიები, რომელსაც იძლევა შვეიცარიული დემოკრატია. ამ ორი ტიპის დემოკრატიის პრინციპების ფრთხილი შეთანხმება და შეზავება მოგვცემს საქართველოს რესპუბლიკისთვის საუკეთესო კონსტიტუციას. ასეთი კონსტიტუცია დაზღვეული იქნება ორივე დემოკრატიის უარსაყოფი და მიუღებელი მხარეებისაგან, მატარებელი იქნება ორივე დემოკრატიის დადებითი თვისებებისა. ჩვენი კონსტიტუციით მთავრობა კოლექტიურად პასუხისმგებელი უნდა იყოს პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისთვის და თვითეული წევრი მთავრობისა პირველათ თავის მოქმედებისათვის, როგორც ამბობს კონსტიტუციის პროექტი. მაგრამ კონსტიტუცია უნდა აღიარებდეს აგრეთვე იმ პრინციპებს, რომლებიც გულისხმობენ ხალხის პირდაპირს ჩარევას კანონმდებლობასა და მმართველობაში.

დაწვრილებით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განვიხილოთ კონსტიტუციის პროექტის თავების გარჩევის დროს. მაშინ შევეხებით იმ საკითხსაც, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანიზაციასთან. ეს არის პრეზიდენტობის შემოღების თუ შემოუღებლობის საკითხი...

საზოგადო დებულებანი. - დამოუკიდებლობა და განუყოფელობა.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ თავიდანვე მიღებულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაყოფილ იქნეს თავებად და სათაურებად. ერთს ასეთ თავს წარმოადგენს ეგრეთ წოდებული? „საზოგადო დებულებანი“.

ზოგან კონსტიტუციებში ასეთი თავი სრულებით არ არის. ხოლო სადაც ეს თავი ცალკეა შეტანილი კონსტიტუციაში (მაგ. შვეიცარია, ნორვეგია, ბელგია და სხ.), იქ მათ შორის შინაარსის მხრივ დიდი განსხვავებაა. შვეიცარიის კონსტიტუციაში „საზოგადო დებულებანი“ შეიცავს კონსტიტუციის უდიდეს ნაწილს და ეხება თითქმის ყველა საკონსტიტუციო საკითხს, გარდა პარლამენტისა და კონსტიტუციის გადაშინჯვისა.

ნორვეგიის კონსტიტუციაში კი „საზოგადო დებულებანი“ შეიცავს სულ 21 მუხლს და არკვევს უმთავრესათ მოქალაქეთა უფლებებს, ხოლო ბელგიის კონსტიტუცია და მისი მიმბაძველი კონსტიტუციები, როგორც მაგალითად, რუმინიის, „საზოგადო დებულებათა“ თავში აქცევს სულ რამოდენიმე მუხლ. და საზოგადო ხასიათის კითხვებს. მაგალითად: სახელმწიფოებრივი დროშა, მთავრობის რეზიდენცია, ფიცის დადება და სხ.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სათაურებს შეესაბამებოდეს მათი შინაარსი, რომ ის ნათლად და მარტივად იყოს შედგენილი და ამავე დროს ადვილი შესასწავლიც იქნეს ამიტომ ვამჯობინებთ ამ შემთხვევაში ბელგიის კონსტიტუციის მაგალითით ხელმძღვანელობას.

ჩვენი კონსტიტუციის „საზოგადო დებულებანი“ შეიცავს სულ ხუთ მუხლს.

პირველი მუხლი შესდგება ორი ნაწილისაგან. პირველში ნათქვამია, რომ „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“. ხოლო მეორე ნაწილი აღიარებს, რომ მისი „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა, არის დემოკრატიული რესპუბლიკა“.

საჭიროდ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში იყოს განსაკუთრებული მუხლი იმის შესახებ, რომ საქართველო არის სახელმწიფო თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი. თავისთავად ცხადია, ასეთი მუხლი კონსტიტუციისთვის საერთოთ სავალდებულო სულაც არ არის. მრავალი ქვეყნის კონსტიტუციამ არ იცის მზგავსი მუხლი. თითქოს თავისთავად იგულისხმება, რომ სახელმწიფო, რომელიც თავისთავს კონსტიტუციას უდგენს, არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი. ხშირათ ამბობენ ამ განსაზღვრათა ნაცვლათ ერთს ყოვლის შემცველ სიტყვას „სუვერენული“, ან როგორც ჩვენ დამოუკიდებლობის აქტშია, „სუვერენულ უფლებათა მატარებელი“ სახელმწიფო. და მართლაც უფლებისმეტყველების განმარტებით ყველა ეს თვისება - სახელმწიფოს თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა და განუყოფლობა დამახასიათებელი მომენტებია სუვერენიტეტისთვის.

სუვერენიტეტი უფლებრივ-პოლიტიკური ცნებაა და ნიშნავს უზენაეს ბრძანებლობას, უმაღლეს უფლობა მოსილებას სახელმწიფოში. ზოგიერთები სუვერენიტეტს უწოდებენ თავისუფალი პოლიტიკური განსაზღვრის უფლებას ანტონ მენეგერი თავის წიგნში „ახალი სწავლა სახელმწიფოზე“ სუვერენიტეტს უწოდებს „უმაღლეს ფაქტიურ ძალა-უფლებას სახელმწიფოში“. სუვერენიტეტი როგორც უზენაესი ბრძანებლობის უფლება ხან ხალხის ერთ ნაწილს, უმცირესობას, არისტოკრატიას ეკუთნოდა, ხან ერთ პირს, მონარქს. ამით ხასიათდებოდა უმთავრესათ არისტოკრატიული თუ მონარქიული სახელმწიფოებრივობა. მაგრამ სუვერენიტეტი რომ საზოგადოების ყველა წევრთ, მთელ მის შემკრებლობას ჰქონოდეს, ეს ძველმა ისტორიამ არ იცის. ათინაში დემოკრატიის ბატონობის დროს, ხალხის დიდს უმრავლესობას უფლებას მოკლებული მონები შეადგენდნენ. პრინციპი ნაციონალური სუვერენიტეტის მჭერმეტყველურათ დაიცვა რუსომ თავის „Contract Social“-ში, იგი გადაიქცა საფრანგეთის დიდი რევოლიუციის უმნიშვნელოვანეს პრინციპად. ნაციონალური სუვერენიტეტი მოასწავებს ხალხის თვითმპყრობელობას, ერის ბრძანებლობას. სუვერენიტეტი ეკუთვნის მთელ ხალხს მთლიანად აღებულს, იგი სხვას არავის ეკუთვნის.

ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია 1789 წ. ამბობს: „ყოველი სუვერენიტეტის პრინციპი ეკუთვნის ერს; არავითარ კოლეგიას, არავითარ პიროვნებას არ შეუძლია ისარგებლოს ხელისუფლებით, რომელიც მისგან არ გამომდინარეობს“. საფრანგეთის 1793 წ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „სუვერენიტეტი ხალხში იმყოფება. იგი ერთი და განუყოფელია, გაუცემელი და ხელუხლებელია“.

ნაციონალური სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს ტერიტორიალური სუვერენიტეტი, ტერიტორიალური ბრძანებლობა, რომელიც ახასიათებს სწორეთ სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. სახელმწიფო თვის სუვერენობას ჰკარგავს, როდესაც მის შინაურ და გარეშე პოლიტიკაში სხვა სახელმწიფო ერევა, რითაც ისაზღვრება მისი სახელმწიფოებრივი ნებისყოფა. ამ ჟამათ არ გვინდა მკითხველს გადავუშალოთ ის დიდი პოლიტიკურ ფილოსოფიური და უფლებრივი კამათი სუვერენიტეტის გარშემო, რომელიც უფლების მეცნიერებაში სწარმოებს. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სუვერენიტეტის პრინციპი საფუძველია ყველა დემოკრატიული კონსტიტუციის. ჩვენი პირველი საკონსტიტუციო დამფუძნებელი პარტია თავისუფლებისა - დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუციის პროექტი სწორედ აი ამ ხალხის სუვერენიტეტზე, მის ბრძანებლობაზე არის აგებული.

ხშირათ სახელმწიფო, რომელიც თავისთვის კონსტიტუციას იმუშავებს ბევრნაირათ არ არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი, მაშასადამე არც სუვერენული. მაგალითისათვის მოვიგონოთ დამოუკიდებელი, მისუვერენული ანუ ნახევრათ სუვერენული სახელმწიფოები როგორც საერთაშორისო ისე სახელმწიფოებრივ-ფედერატიულ უფლების სფეროში.

ჩვენმა კონსტიტუციამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველო თავისუფალია; ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავის არსებობასა და მოქმედებაში ემყარება ავტონომიურ ნების აღიარებას, თავის სახელმწიფოებრივ უფლების შემოქმედებისას, გამოდის საკუთარ თავისუფალ, შეუზღუდველ თვითგამორკვევიდან. კონსტიტუციამ უნდა თქვას, რომ საქართველო დამოუკიდებელია; ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფოთაგან, სუბიექტია საერთაშორისო უფლებისა და ხალხთა ოჯახში თავისუფალი მსვლელობა აქვს. საერთაშორისო უფლება თხოულობს, რომ ახლად დაბადებული სახელმწიფო, სანამ ფორმალურათ საერთაშორისო უფლებრივ სუბიექტად გახდებოდეს, აუცილებლად საჭიროებს ცნობას სხვა სახელმწიფოთაგან. ეს იყო ჩვენი დღევანდელი უდიდესი საერთაშორისო საკითხი, საკითხი ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობისა, დიდ სახელმწიფოთა მიერ ჩვენი სახელმწიფოს აღიარებისა ეს ცნობა ჩვენი დამოუკიდებლობისა დღეს (ამ წლის 12 იანვრიდან) უკვე ფაქტია.

მაგრამ ეს ცნობა, ეს აღიარება საზოგადოთ ეხება არა სახელმწიფოს, როგორც ასეთის არსებობას, არამედ მის საერთაშორისო უფლებრივ მდგომარეობას, მის უფლებრივ ურთიერთობის მოწესრიგებას დანარჩენ სახელმწიფოებთან.

სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობა ბადებს ორმაგ ვალდებულებას. სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, რომ სხვა სახელმწიფოებმა იცნონ მისი დამოუკიდებლობა, ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო უფლებრივი ნორმები. აგრეთვე ის სახელმწიფონი, რომლებიც მის დამოუკიდებლობას იცნობენ, ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო უფლებრივი ნორმები. აგრეთვე ის სახელმწიფონი, რომლებიც მის დამოუკიდებლობას იცნობენ, ვალდებული არიან პატივი სცენ და ანგარიში გაუწიონ მის საერთაშორისო უფლებრივ მდგომარეობას.

ჩვენმა კონსტიტუციამ უნდა აღიაროს აგრეთვე, რომ საქართველო განუყოფელია, როგორც თავის სახელმწიფოებრივი ტერიტორიით ისე სახელმწიფოებრივი ძალა უფლებით და სუვერენიტეტით. ჩვენი სახელმწიფო ერთი, მთლიანი და განუყოფელია. ის სადა, უნიტარული სახელმწიფოა და არა რთული, ფედერატიული. ჩვენი სახელმწიფოებრივობის საზღვრებში შეუძლებელია სხვა სახელმწიფოებრივი ტერიტორიები, სხვა სახელმწიფოებრივი ავტონომიები ცალ ცალკე ცენტრთან დაკავშირებით ან და მათი ფედერატიული კავშირი ფედერალური უფლების გამტკიცებით. როგორც იცით, მრავალი სახელგანთქმული უფლებისმეტყველის ფიქრით, ფედერატიულ სახელმწიფოში სახელმწიფოებრივი ძალა-უფლება და სუვერენიტეტი განუყოფელი არ არის. ფედერატიულ სახელმწიფოში ცენტრსა და შემადგენელ სახელმწიფოთა შორის არის განაწილებული სახელმწიფოებრივი ფედერალური უფლობა, იქ არსებობს ორმაგი სუვერენიტეტი, ფედერალური ცენტრი საზღვრავს შემადგენელ სახელმწიფოებს, კანტონებს, შტატებს და ეს უკანასკნელი საზღვრავენ ფედერალურ ცენტრს. ხდება თუ გნებავთ გაორმაგებული სუვერენიტეტის ურთიერთული შეერთება, ორი სუვერენიტეტის ურთიერთული შემსჭვალვა - penetration réciproque როგორც ამბობს დუბსი.

რაღა თქმა უნდა, ჩვენს რესპუბლიკაში ამ ორმაგი სუვერენიტეტის პრინციპის ნასახიც არ არის. იგი არავისთან არ არის შეკავშირებული რომელიმე ტიპის უნიით, არც დასერილი აქვს სახელმწიფოებრივი სხეული, რომ მრავალ უფლება მოსილს ცენტრთა კომპრომისულ ურთიერთობის ნიადაგზე იყოს აღმოცენებული მისი პოლიტიკური არსებობა. იგი მთლიანი და განუყოფელია.

ცხადია შეგვეძლო გვეთქვა კონსტიტუციაში, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. ეს იმის მომასწავებელია, რომ საქართველოს აქვს უზენაესი უფლება ბრძანებლობისა ყველა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქის მიმართ. ამავე დროს მას აქვს უზენაესი უფლება თავისი ხალხი წარმოადგინოს საერთაშორისო ურთიერთობაში. პირველ უფლებას ესმენი უწოდებს შინაურ სუვერენიტეტს, მეორეს კი - საგარეო სუვერენიტეტს. მაგრამ ვფიქრობთ, განსაზღვრა, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფოა, სავსებით გულისხმობს როგორც პირველს, ისე მეორე უფლებას უკეთ საქართველოს განუყოფელ ერთაარს უფლობა მოსილებას.

შედარებითი საკონსტიტუციო უფლება ადასტურებს არსებითად ამ გვარი განსაზღვრის შესაძლებლობას კონსტიტუციაში. ნორვეგიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ასე იწყება: „სამეფო ნორვეგია არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი და გაუცემელი სახელმწიფო“. რომ ანალოგიური მუხლი მიზანშეწონილი და შესაძლებელია ამას, სხვათა შორის ამტკიცებს მრავალი ქვეყნის კონსტიტუცია, მათ შორის სერბიის, რუმინიის, ბულგარეთის და სხ. კონსტიტუციები.

უნდა აღინიშნოს აგრედვე, რომ ასეთი კონსტიტუციური თვითგანსაზღვრა თავის პოლიტიკური ვინაობის უფრო სავალდებულოა იმისთანა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ახლა დაიბადენ და როგორც სუვერენული ერთეულები ახლა გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზედ. საქართველომ 118 წლის მონობის შემდეგ ხელახლა იწყო სახელმწიფოებრივი ცხოვრება და მის პირველ დემოკრატიულ კონსტიტუციაში აღნიშვნა იმის, რომ ის არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, არა თუ ზედმეტი აუცილებელიცაა.

6.
დემოკრატიული რესპუბლიკა

აქნამდი ჩვენ გვქონდა სახეში სახელმწიფო, ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი პოლიტიკური ორგანიზმი, ხოლო ამ გარემოების აღნიშნვა არაფერს გვეუბნება ჩვენ თვით სახელმწიფოს პოლიტიკური წესწყობილების ფორმის და შინაარსის შესახებ. ინგლისი, საფრანგეთი, შვეიცარია - ყველა ესენი თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. მაგრამ მათი პოლიტიკური წყობილება ერთნაირი სრულებით არ არის. ინგლისი პარლამენტარული მონარქიაა, საფრანგეთი - პრეზიდენტული, ბურჟუაზიული რესპუბლიკა, ხოლო შვეიცარია - დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ამიტომ საჭირო იყო ჩვენს კონსტიტუციაში მოკლეთ და ზოგადათ აღნიშნვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური მართვა-გამგეობის ფორმის. სწორეთ ამას ეხება საზოგადო დებულებათა პირველი მუხლის მეორე ნაწილი: მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

ეს დებულება პირველ ყოვლისა არსებითათ ეთანხმება დამოუკიდებლობის აქტში უკვე გამოთქმულ აზრს: „დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა“. აქ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დამოუკიდებლობის აქტი არ ლაპარაკობს საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმის - დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივობასა და უცვლელობაზე. და ეს განსხვავება როგორც პრინციპიალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ამ საკითხს ეძლევა მნიშვნელობა ე. წოდებულ კონსტიტუციის გადაშინჯვის საქმეში. მაშასადამე ამას შევეხებით ჩვენ უფრო დაწვრილებით მაშინ, როცა კონსტიტუციის გადაშინჯვას განვიხილავთ. ახლა შეიძლება მხოლოდ ის ითქვას, რომ ფორმა ჩვენი სახელმწიფოებრივი წყობილების დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც - კონსტიტუციის ძალით არასოდეს გადაისინჯება, არასოდეს არ შეიცვლება, როგორც უნდა შეიცვალოს თვით ჩვენი კონსტიტუცია. მისი გადაშინჯვა კი შეიძლება მოხდეს მთელათ ან ნაწილობრივათ.

ჩვენ ვგულისხმობთ ლეგალურ, კანონიერ კონსტიტუიურ უფლებას და საშუალებას, რომელიც ეყრდნობა ერთხელვე აღიარებულ სრულუფლებოვან ხალხის უზენაეს ნებისყოფას და რომელსაც, როგორც ვთქვით, პოლიტიკური „დაცვის გარანტიის“ ხასიათი აქვს.

არის ერთი გზა კონსტიტუციაში აღიარებულ წყობილების (დემოკრატიული რესპუბლიკა) დასანგრევათ და შესაცვლელათ. ეს არის გზა აჯანყების დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. „სახელმწიფოს კონსტიტუცია, - ამბობს ელინეკი („изменение и преобразование конституции“ გვ.7), შეიძლება ძირიანათ შეიცვალოს ძალმომრეობით. ყველა რევოლუციის მიზანია კონსტიტუციის შეცვლა“. ყოველი გამარჯვებული რევოლუცია ქმნის ახალ უფლებას. გარდა რევოლუციისა კონსტიტუციის შეცვლა ხდება დაპყრობით, შეერთებით, ჩამოცილებით და სხ. (iв.).

საერთოდ ეს მართალი მოსაზრებანია. მაგრამ ამ ჟამათ ჩვენ სხვა საკითხი გვაინტერესებს. ჩვენ კონსტიტუციურ და უფლებრივ ნიადაგზე ვდგავართ. სხვანაირათ კონსტიტუციის ნორმების შემუშავება შეუძლებელია. სუვერენულ სახელმწიფოს, მის სუვერენულ ხალხს შეუძლია შესცვალოს, სულ უარყოს ძველი ან სულ ახალი კონსტიტუცია მიიღოს. საკითხს რომ სრულებით ჩამოვაშოროთ პოლიტიკური ხასიათი და სულ განყენებულათ წარმოვიდგინოთ უფლებრივ კონსტიტუციური ვითარება, უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია კონსტიტუციის რომელიმე დებულების მუდმივობასა და უცვლელობაზე ლაპარაკი. დამფუძნებელი ძალაუფლება შეუზღუდველია. კონსტიტუციის დამფუძნებელი ან გადამშინჯველი დემოკრატიულ სახელმწიფოებში თვით ხალხია, პირდაპირათ თუ არაპირდაპირათ, და მას აქვს ურყეველი უფლება კონსტიტუციური კანონები შესცვალოს ისე, როგორც სურს და შეეფერება მის ინტერესებს. ჯერ კიდევ სიესი ამბობდა, რომ ხალხის დამფუძნებელი ძალა უფლება ხელმწიფება, pouvoir konstituant, არ არის შეზღუდული და არც შეიძლება შეიზღუდოს არავითარი კონსტიტუციური ფარგლებით. ეს ხალხის ბუნებრივი უფლებაა. კლარკის თქმით, „ყველა ხალხს და ერს აქვს თავისუფლება და უფლობა ასწოროს და ცვალოს თავის კონსტიტუციები“, საფრანგეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია 1793 წ. ამბობს:

„ხალხს ყოველთვის აქვს უფლება გადასინჯოს, გააუმჯობესოს და შესცვალოს თავისი კონსტიტუცია. ერთს თაობას არ შეუძლია თავის კანონებით საუკუნოთ შეზღუდოს ყველა მომავალი თაობანი“.

ჩვენთვის მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ საფრანგეთის დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია (1793 წ.) აღიარებს კონსტიტუციის ცვლილების მუდმივ შესაძლებლობას. ერთს თაობას არ აქვს უფლება ისეთი კონსტიტუცია დასწეროს, რომელიც შეჰკრავს და შეზღუდავს მომავალ თაობათა ნებასა და სურვილს. ასეთია ბუნება და ხასიათი ხალხის სუვერენიტეტის პრინციპების და უფლებრივი წყარო სათავის - დამფუძნებელი ძალისა და ხელისუფლების. ცხადზე უცხადესია, რომ ეს მუდმივი ცვლილების შესაძლებლობა ეხება, როგორც მთელ კონსტიტუციას ისე მის რომელიმე ნაწილს, როგორც კონსტიტუციაში გამოსახულ სახელმწიფოებრივ პრინციპებს ისე სახელმწიფოებრივ მართვა-გამგეობის ფორმას.

მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ საყურადღებოა სწორეთ ის, რომ დღევანდლი საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონები, თუმცა აღიარებენ გადასინჯვის საჭიროებას და აწესებენ მის ფორმებს, ერთ მთავარ დებულებას მაინც უცვლელს და სამუდამოდ ხელუხლებელს სტოვებენ. ეს არის საფრანგეთის მართვა გამგეობის გამგეობის ფორმის შეუცვლელობა კონსტიტუციის ძალით. საფრანგეთის საკონსტიტუციო კანონებში ნათქვამია, რომ „მართველობის რესპუბლიკანური ფორმა არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად“. (1875 წ. კონსტიტუციის მერვე მუხლი).

ეს 1875 წლის კონსტიტუციის დამატებაა, რომელიც მიიღო საფრანგეთის ნაციონალურმა კრებამ (სენატის და დეპუტატთა პალატის შეერთებულმა კრებამ) 1884 წელს. აი ეს დამატება პირდაპირ ნაკარნახევია იმ პოლიტიკური პირობებით, რომელშიაც წარმოიშვა მესამე რესპუბლიკა და შემუშავდა საფრანგეთის უკანასკნელი კონსტიტუცია, მისი ისტორიული დედა აზრი ის არის, რომ საფრანგეთის 1875 წ. საკონსტიტუციო კანონები პირდაპირ არ აღიარებდენ რესპუბლიკანურ მართვა-გამგეობის შემოღებას. მონარქისტებს, რომლებიც საკონსტიტუციო კანონების მიღების დროს თითქმის იმდენი იყვნენ ნაციონალურ კრებაში, რამდენიც რესპუბლიკანელები, შეეძლოთ ამით ესარგებლათ და კანონიერის გზით, კონსტიტუციის ძალით გაეუქმებიათ რესპუბლიკა და აღედგინათ მონარქია. ეს იყო უმთავრესი მოსაზრება, რომელმაც აიძულა 1884 წლის ნაციონალური კრება კონსტიტუციაში შეეტანა დამატების სახით „ძირითადი პრინციპი“ რესპუბლიკანური წყობილების უცვლელობის შესახებ. ამით აეყარათ იარაღი მონარქისტებს, რომლებიც ამიერიდან უნდა გამოსხთოვოდენ ლეგალური საშუალებით თავის მთავარი მიზნის განხორციელებას.

პორტუგალიის რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებული 1917 წელს აგვისტოს 21 ამბობს, რომ არ შეიძლება გადასინჯვის საგნად გახდეს ისეთი წინადადება, რომელსაც მიზნად აქვს მართვა გამგეობის რესპუბლიკანური ფორმის გაუქმება. (განყ. VII, სტ. 82, §2.)

ამნაირათ ნაციონალურ კრებას შეუძლია კონსტიტუცია შეცვალოს, გადაშინჯოს, მიუმატოს, მოაკლოს. მაგრამ მას არ შეუძლია შეცვალოს თვით მართვა გამგეობის ფორმა, არ შეუძლია რესპუბლიკა გააუქმოს და მონარქია შემოიღოს. რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს საზოგადოებრივ ძალთა წონასწორობა სწყვეტს საკითხს და შეიარაღებული და გამარჯვებული ძალით ყოველი კონსტიტუციის დაშლა შეიძლება. მაგრამ თავისთავად კონსტიტუცია, უფლებრივი ცხოვრება, უფლებრივი ტრადიცია, კონსტიტუციურ ფარგლებში გამოკვეთილი, რომლისთვისაც მუდამ მზად არის სახელმწიფო იბრძოლოს, დიდს ძალას წარმოადგენს და უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობის და მისი ხანგრძლივობის.

შვეიცარიის, ჩრ. ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციები პირდაპირ არ აღიარებენ, რომ მათი სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმა მუდმივი და უცვლელია. მაგრამ როცა კონსტიტუცია ბრძანებს, რომ კონფედერაცია (იხ. შვეიცარიის კონს. მე-6 მუხლი - კავშირი (იხ. შეერთ. შტატების კონსტ. სტ. IV განყოფ. 4). თუ სხვა რომელიმე დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი ორგანო მხოლოდ რესპუბლიკანურ და დემოკრატიულ მართვა-გამგეობის ფორმას იცავს და უზრუნველჰყოფს კონსტიტუციურათ. ცხადია, მათი დემოკრატიულ რესპუბლიკანური წყობილების სახე არსებითად უცვლელი და მუდმივია. შვეიცარიის არც ერთს კანტონს არ აქვს ნება ძირითადი კონსტიტუციის ძალით რესპუბლიკა-დემოკრატიული თუ წარმომადგენლობითი, - შეცვალოს და მონარქიული ან არისტოკრატიული წყობილება შემოიღოს.

მონარქიული კონსტიტუციები აღიარებენ ხოლმე მთავარი მონარქიული პრინციპის ხელუხლებლობას, მის ასე ვთქვათ „სიწმინდეს“ და მუდმივობას. თუ ეს ასეა, დღეს, როცა ბრძოლა სრული დემოკრატიზაციისათვის ყოველგან გრძელდება, დემოკრატიამ უფრო მეტის უფლებით უნდა მოითხოვოს თავის დემოკრატიული პრინციპის ხელუხლებლობა, მუდმივობა და ამის კონსტიტუციაში აღნიშნვით ხალხის სახელმწიფოებრივ თავისუფლებას და უფლობა მოსილებას მტკიცე გარანტია მისცეს და უფლებრივი საფუძველი ჩაუყაროს.

ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკა ერთად-ერთი ნამდვილი და მაღალი ფორმაა ხალხური მართველობის, შეთანხმებული ხალხის ინტერესებთან და მის ცხოველმყოფელ სახელმწიფოებრივ ნებისყოფასთან. შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური სუვერენიტეტი მხოლოდ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნახულობს თავის ბუნებრივ გამოხატულებას. პროფ. ესმენი პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს ხალხის სუვერენიტეტის ბუნებრივს და სრულს განხორციელებას. რადგანაც აქ ამ შემთხვევაში ყველა ხელისუფლებას, პირდაპირ თუ არაპირდაპირი თვით ერი, ნაცია ანდობს და ანდობს მხოლოდ დროებით, ნაციონალურ სუვერენიტეტს რჩება თავისი მუდმივი აქტივობა და პერიოდულად იჩენს თავს სინამდვილეში (იხ. „საკონსტიტუციო უფლება“. რუს. გვ.138).

ამიტომ სუვერენულ ერს, რომელიც ისტორიის წინაშე გამოდის და მოქმედებს მომავალ თაობათა სახელით, შეუძლია ერთხელ და სამუდამოთ აღიაროს სახელმწიფოებრივი წყობილების განსაზღვრული ფორმა - სახელდობ დემოკრატიული რესპუბლიკა. მას ნება აქვს, ეს აუცილებელიცაა თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით, რომ თავის სუვერენული, აბსოლუტური უფლების ძალით რესპუბლიკანურ-დემოკრატიულ მართვა გამგეობის უცვლელობის და მუდმივობის ძირითადი პრინციპი კონსტიტუციით გამოაცხადოს და ყველა წარმოშობილი ხელისუფლების სავალდებულოთ და სახელმძღვანელოთ. ჩვენი ხალხი ამ დებულების შეტანით კონსტიტუციაში უფრო დამშვიდებული, გაფრთხილებული და უზრუნველყოფილი იქნება.

რაც შეეხება თვით დემოკრატიულ რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკური წყობილების ფორმას ჩვენ იგი მიგვაჩნია „ერთადერთ ხალხური პოლიტიკური წყობილების ფორმად არა მარტო დღევანდელი პირობებისათვის, როცა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი და განუვითარებელია ცხოვრება, არამედ მომავლისთვისაც, როცა შრომის სამეფო დამყარდება და საზოგადოების ურთიერთობის სოციალისტური გარდაქმნა განხორციელდება. დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმაა, რომელშიაც სავსებით მოთავსდება საზოგადოების სოციალისტური შინაარსი. ამ მხრით პროლეტარიატის პოლიტიკური იდეალი დემოკრატიული რესპუბლიკაა. ამავე აზრით ამბობს ცნობილი სოციოლოგი მარქსისტი კაუცკი: „ჩვენ უკვე მიტომ ვართ რესპუბლიკელები, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა ერთადერთი პოლიტიკური ფორმაა, რომელიც ეთვისება სოციალიზმს“.

არ გვავიწყდება ყველა ის უარყოფითი მხარე, რომელიც ახასიათებს თანამედროვე დემოკრატიულ რესპუბლიკათა საზოგადოებრივ ცხოვრებას. კარგად ვიცით, რომ თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა კიდევ შორს არის სოციალური რესპუბლიკის ბატონობისაგან; იგი პირველ ყოვლისა ხალხის პოლიტიკური ბატონობის ფორმაა, რომელიც ელის სოციალურ შინაარსს. დღეს რესპუბლიკაში შეუძლო კლასებს ლუკმა პურისათვის უხდებათ საშინელი ბრძოლა, ჯერ კიდევ ბურჟუაზიული საზოგადოებრიობის პრინციპი ბატონობს. მაგრამ აქ თვითონ დემოკრატიული რესპუბლიკა საუკეთესო პოლიტიკური წყობილებაა, რომელიც ყოველნაირად ხელს უწყობს ეკონომიურ სამართლიანობის დამყარებას და ხალხის სოციალისტური კულტურის შეთვისებას და განვითარებას. რესპუბლიკანური წყობილების პოლიტიკური ფორმა საუკეთესო კალაპოტია მუშათა მოძრაობის მიზნების განხორციელებისათვის. ამ მოძრაობის საბოლოო გამარჯვება არა თუ გააუქმებს სახელმწიფოს რესპუბლიკანურ ფორმას, არამედ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს მას. პროფ. ანტონ მეიერი სწერს „როცა სახალხო მუშური სახელმწიფო გაათანასწორებს მასების პოლიტიკურ და ეკონომიურ უფლებებს, მხოლოდ მაშინ მოისპობა საბოლოოდ ყოველივე საფრთხე სახელმწიფოს რესპუბლიკანური ფორმისათვის“ (Новое учение о государстве გვ. 182).

ამ შეხედულებას დემოკრატიულ რესპუბლიკაზე უარჰყოფს ბალშევიზმი, რომელიც უპირდაპირდებს მას საბჭოთა რესპუბლიკას. ლენინი თავის ისტორიულ „თეზისებში“ აღიარებს, რომ რუსეთმა უკვე გადალახა ფორმა დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და აღიარა პროლეტარიატისათვის ერთადერთი მისაღები ფორმა - პროლეტარული დიქტატურის გამომხატველი, საბჭოების მართვა გამგეობა. ლუნაჩარსკი სწერს ბალშევიკურ ხიშტით გარეკილ რუსეთის დამფუძნებელ კრების შესახებ: „იგი მოკვდა, როგორც უკანასკნელი მემკვიდრეობა დემოკრატიული რესპუბლიკის, რომელსაც რუსეთმა უკვე გადააბიჯა“. ამ გზას უნდა გაჰყვეს ყველა ქვეყნის მუშა ხალხი. არა დემოკრატიული გზით სოციალიზმისაკენ, არამედ არა დემოკრატიული რესპუბლიკით მომავლისაკენ, არამედ დემოკრატიის უარყოფა და დიქტატურის გამოცხადება საბჭოების სახით - აი ბალშევიზმის მთელი პოლიტიკური სიბრძნე-სიცრუე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბალშევიკური საბჭოთა რესპუბლიკა არ წარმოადგენს სოციალიზმის და კომუნიზმის უზრუნველყოფას. რუსეთის სოვდეპიის მაგალითი ააშკარავებს, რომ ყოველი „დიქტატურა“ არ არის პროლეტარიატის დიქტატურა, რომელიც უსათუოდ გულისხმობს ხალხის დიდი უმრავლესობის მიმხრობას და მისი ბრძანებლობის და დემოკრატიის ფორმების განმტკიცებას. ბალშევიზმის ბატონობა აიხსნება რუსეთის განსაკუთრებული პირობებით. მის ხანგრძლივობას ხელს უწყობს გარეშე ძალთა ჩარევა და ომის წარმოება, რომელიც აკავშირებს და ერთი დროშის ქვეშ აყენებს ყველა რევოლუციონურ ძალებს. გარეშე საფრთხის მოძრაობასთან ერთად ბალშევიზმი უნდა შეუდგეს შინაურ შემოქმედებას და აი ის ამ ნიადაგზე ან დაიღუპება კატასტროფიულად ან და ნელი და შეუჩერებელი ევოლიუციით მივა დამფუძნებელი კრების მოწვევის აუცილებლობამდე დემოკრატიის აღიარებამდე. ე.ი. მიიღებს იმას, რასაც უარყოფდა და უარყოფს იმას, რაც შეადგენდა მის არსებობას და თავისებურობას.

დემოკრატიულ რესპუბლიკას ვერც ერთი წინამავალი ერი ვერ უარყოფს; დემოკრატიის გარეშე, დემოკრატიის წინააღმდეგ სოციალიზმს ვერ დაამკვიდრებს ვერც ერთი სახელმწიფო, რაგინდ განვითარებული იყოს იგი, როგორც გერმანია, ან რაგინდ განუვითარებელი იყოს იგი როგორც რუსეთია დღეს.

7.
ნეიტრალობის შესახებ.

„საზოგადო დებულებათა“ მესამე მუხლი აღნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობას, განსაკუთრებით მის საერთაშორისო დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოთა მიმართ ომიანობის დროს. ეს მუხლი ასეა გამოთქმული:

„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ნეიტრალური სახელმწიფოა“.

ეს დებულება ცოტა სხვა რედაქციით გამოცხადებულია დამოუკიდებლობის აქტში, სადაც სწერია: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“. ეს, სხვათა შორის, გვავალებს, რომ ჩვენს კონსტიტუციაში უთუოთ აღნიშნული იყოს საქართველოს მუდმივი ნეიტრალიტეტი.

რა არის ნეიტრალიტეტი? როგორია ნეიტრალური სახელმწიფო?

პირველ ყოვლისა ნეიტრალიტეტი გულისხმობს ჩაურევლობას სხვათა გამწვავებულ საქმეში, სხვათა ომში: ეს საერთაშორისო მოვლენაა, საერთაშორისო უფლებრივი მდგომარეობაა. დროებიანი ნეიტრალიტეტი ეხება განსაზღვრულ მოვლენას, განსაზღვრულ კონფლიქტსა და ომს. სახელმწიფო, ყველასაგან ცნობილი და აღიარებული, სხვა სახელმწიფოთა შორის შეიარაღებულ მოქმედების დროს, გამოდის და აცხადებს: არც იქით ვარ, არც აქეთ, ნეიტრალიტეტი მიჭირავსო. და ამას ანგარიში უნდა გაუწიოს ყველა სახელმწიფომ და განსაკუთრებით მებრძოლმა მხარეებმა.

სულ სხვაა მუდმივი ნეიტრალიტეტი. იგი დამყარებულია შეთანხმებაზე ნეიტრალურ სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოთა შორის და საფუძველს შეადგენს მონაწილე სახელმწიფოთა უფლებრივი ურთიერთობისას (ლისტი). ნეიტრალიტეტი, რომელიც სრულებით არ გულისხმობს დამოუკიდებლობის შეზღუდვას, გამოწვეულია თავის დაცვის ინტერესებით, მშვიდობის მყოფელობით თუ გავლენიან დაინტერესებულ სახელმწიფოს არ შეუძლია ომი აწარმოოს ვისიმე წინააღმდეგ ან შეკრას სხვასთან სამხედრო კავშირი ომის საწარმოებლათ. მაგრამ იგი თავისუფალია დაიცვას თავისი თავი შემოსევისაგან. ამ მიზნით მას შეუძლია იყოლიოს ჯარი, საერთოთ შეიარაღდეს თავიდან ფეხებამდე თავის დამოუკიდებლობის და ტერიტორიის დასაცავად. ეს შეიარაღებული ნეიტრალიტეტია.

მუდმივი ნეიტრალიტეტი, როგორც საერთაშორისო უფლებრივი მდგომარეობა, გულისხმობს არა მარტო ნეიტრალური სახელმწიფოს საერთაშორისო უფლება-მოვალეობის არამედ აგრეთვე საერთაშორისო უფლება-მოვალეობას იმ სახელმწიფოებისას, რომლებმაც აღიარეს და დააკანონეს ეს ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული ხელშეკრულების დადებით. ნეიტრალიტეტი ავალებს იმათაც კი ვინც მის დამყარებაში პირდაპირ მონაწილეობას არ იღებდა, მაგრამ მაინც ხმამაღლა თუ ხმა ამოუღებლივ იცნო და დაეთანხმა ნეიტრალიტეტს. თავის თავად ცხადია, თუ ნეიტრალურ სახელმწიფოს ჩარევა ომში მოასწავებს ნეიტრალიტეტის დარღვევას, მაშასადამე თავის საერთაშორისო მოვალეობის ასრულებაზე ხელის აღებას და წარმოადგენს უთუოდ საერთაშორისო უფლებრივ დანაშაულს (დელიგტს) მაშინ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის დამრღვეველი მეომარი სახელმწიფონი იღებენ ხელს თავის საერთაშორისო მოვალეობაზე და სჩადიან საერთაშორისო უფლებრივ დანაშაულს. სწორეთ ასეთი დანაშაული ჩაიდინა ამ დიდი საერთაშორისო ომის დასაწყისში გერმანიამ ნეიტრალური ბელგიის და ლუქსემბურგის მიმართ. მაგრამ რადგან არავითარი საერთაშორისო ორგანო, ამ დანაშაულის დამსჯელი არ არსებობდა და არც დღეს არსებობს, (ერთა ლიგა და არბიტრაჟი კიდევ მომავლის საქმეა), მაშინდელ მოძალადეებს თამამათ შეეძლოთ ეთქვათ - საერთაშორისო სამართალი ფარატინა ქაღალდიო.

ისიც უნდა ითქვას, რომ მუდმივი ნეიტრალიტეტი, როგორც უფლებრივი მოვლენა, შეიძლება შეიცვალოს ან მოისპოს მხოლოდ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოთა თანხმობით. ნეიტრალიტეტის დასაწესებლათ, საერთაშორისო უფლებაში, არ კმარა ნეიტრალობის მოსურნე სახელმწიფოს განცხადება - ნეიტრალური ვარო. ეს ცხადია, თავისთავად დიდ-მნიშვნელოვანი საქმეა, როცა სახელმწიფო, ხალხის ნებასურვილი მოითხოვს ხელუხლებლობას, ჩაურევლობას და მუდმივი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის წარმოებას. მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა სხვა სახელმწიფოების თანხმობა და ფორმალური ხელშეკრულობა მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ. ნეიტრალურ სახელმწიფოს არ შეუძლია როცა მოესურვება მაშინ უარყოს ნეიტრალიტეტი და დაარღვიოს მის შესახებ სხვებთან დადებული ხელშეკრულობა ცალმხრივი განცხადების ძალით. არც სხვა რომელიმე ნეიტრალიტეტის დამყარებაში მონაწილეობის მიმღებ სახელმწიფოს აქვს უფლება თავის ნებით უარყოს ეს საერთაშორისო ხელშეკრულობა. ნეიტრალურ სახელმწიფოს ტერიტორიალური გაფართოება შეუძლებელია მოხდეს სხვა სახელმწიფოთა დაუთანხმებლათ.

კლასიკური ნეიტრალური ქვეყნებია შვეიცარია, ბელგია, ლიუქსემბუერგი. პირველის ნეიტრალიტეტი გამოცხადდა ვენის კონგრესის დროს 1815 წ. დიდი სახელმწიფოების კოლექტიური უზრუნველყოფით. მეორე, ბელგია, დამტკიცდა ნეიტრალურ სახელმწიფოდ პირველად 1831 წელს საერთაშორისო ხელშეკრულობით, რომელსაც უზრუნველყოფენ დიდი სახელმწიფონი. კარგათ გახსოვთ, თუ როგორ დაარღვია გერმანიამ ეს ნეიტრალიტეტი და როგორ გაანადგურა მისმა სამხედრო ძალამ ბელგიის ხალხის კეთილდღეობა. მესამე, ლიუქსემბურგი, რომელიც სავსებით გადასთელა და გაანადგურა იმპერიალისტურმა გერმანიამ უკანასკნელი ომის დროს, აღიარებულ იქნა ნეიტრალურ სახელმწიფოდ 1867 წ. დიდი სახელმწიფოების მიერ.

საქართველო აცხადებს, რომ ის ნეიტრალური სახელმწიფოა: ამ განცხადებას, რომელიც კონსტიტუციის დებულებად იქცევა, უნდა დიდი სახელმწიფოების საერთაშორისო სანქცია. საჭიროა ცნობა ჩვენი ნეიტრალიტეტის სხვების მიერ განსაკუთრებული შეთანხმების აქტის ძალით, ისე როგორც აუცილებელი იყო ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობა ევროპის მიერ საერთაშორისო ოჯახში თავისუფლათ შესასვლელათ. ცალმხრივათ გამოცხადებული მუდმივი ნეიტრალიტეტი ცოტა რამეს ნიშნავს, თუ იგი არ იქნა აღიარებული აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა მიერ საერთაშორისო უფლების საზღვრებში. ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა ყურადღება განსაკუთრებით უნდა მიექცეს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის კიდევ უფრო გაძლიერებას და მისი ნეიტრალიტეტის უფლების საყოველთაო ცნობას და უზრუნველყოფას.

ჩვენ ჩვენის მხრით ვიცავთ მუდმივ ნეიტრალიტეტს, როგორც დემოკრატიული ხალხი, რომელიც მთელის თავის არსებით მოწადინებულია კეთილი განწყობილება იქონიოს ყველა ხალხთან და ყოველნაირათ ხელი შეუწყოს საერთაშორისო სოლიდარობის გაღრმავებას და გამტკიცებას. გარდა ამისა ჩვენ პატარა ხალხი, პატარა სახელმწიფო ვართ და დიდ იმპერიალისტურ სახელმწიფოთა აყოლა არ გვარგია დიდი მუდმივი ჯარის შენახვა წელში გაგვწყვეტს. კიდეც რომ გვინდოდეს, დიდი იმპერიალისტური სახელმწიფო ვერ გავხდებით, ოღონდ ერთი უნდა იყოს ყველასათვის ცხადი: არც სხვა სახელმწიფოს შინაურ საქმეებში ჩავერევით და არც სხვას მივსცემთ ნებას ჩვენ სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს როგორც სწერდა ამას წინეთ გაზ. „ერთობა“ (№10 1920).

ჩვენი გეოგრაფიული, პოლიტიკური და საერთაშორისო მდგომარეობა და ინტერესები გვიკარნახებს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და მისი ცნობისათვის სწორი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოებას. ეს არსებითათ გამოხატავს ჩვენი ხალხის დემოკრატიულ მოთხოვნილებას და ჩვენი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ აუცილებლობას.

როცა ნეიტრალობის გამოცხადებაზე გვაქვს მსჯელობა, ჩვენ კარგათ გვესმის, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოასწავებს ჩვენი სახელმწიფოებრივი საზღვრების საკითხების საბოლოოდ გამოურკვევლობას და გადაუწყვეტელობას. ცხადია ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფო ვერ ვიქნებით, თუ ჩვენი საქართველოს ბუნებრივი, ისტორიულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საზღვრები არ იქნენ აღდგენილი. სამაჰმადიანო საქართველო განუკვეთელი ნაწილია საქართველოს სახელმწიფოებრივი ორგანიზმის. ამიტომ როდესაც ნეიტრალობაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ ჩვენ ბუნებრივ საზღვრებს და საქართველოს სახელმწიფოებრივ ტერიტორიას. სწორედ აი ამ ბუნებრივ გეოგრაფულ და ისტორიულ საზღვრებში და სახელმწიფოებრივ ტერიტორიის მთლიანობის ფარგლებში გვინდა ვიყოთ ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფო. მხოლოდ ასეთ პირობებში შეგვიძლია გულწრფელად აღვიაროთ და დავიცვათ მუდმივი ნეიტრალიტეტი, არავის არ შევედავოთ და არც არავის მივცეთ ნება შემოდავების სწორეთ ასეთ ბუნებრივათ და ისტორიულათ გამოკვეთილ პირობების მიხედვით და ცნობით უნდა მოხდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება. ამას მოითხოვს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ხალხის დაუძლეველი ზრახვანი, ეს არის შეურყეველი მოთხოვნა სამართლისა და უფლების.

დღევანდელ ხალხთა სვე-ბედის მთავარი მესაჭე, დიდ სახელმწიფოთა არეოპაგი, რომელმაც უკვე იცნო ფაქტიურათ საქართველოს დამოუკიდებლობა, ყოველივე ამას უთუოთ დიდს ანგარიშს გაუწევს და დამოუკიდებლად აღიარებულ სახელმწიფოს არსებობის საშვალების მიცემაზე უარს ვერ ეტყვის.

Cuique suuml და ჩვენც ჩვენი უნდა მოგვეცეს.

ცხადია ჩვენ სახელმწიფოებრივ საზღვრების საბოლოო ჩამოყალიბების საქმეში შეთანხმების და მშვიდობიანობის გზით უნდა ვიაროთ. ეს არა ერთხელ განუცხადებია ჩვენს მთავრობას, როგორც ევროპის დიდ სახელმწიფოსთვის ისე თავის მეზობლებისათვის. ეს არა მარტო სიტყვით, საქმითაც დაუმტკიცებიათ ჩვენს ერს და მის მესვეურთ.

ყველამ და განსაკუთრებით ჩვენმა მეზობლებმა უნდა იცოდენ ჩვენი სურვილი მუდმივი მშვიდობისმყოფელობისა. სადავო საკითხების გადაჭრას ყოველთვის ავარჩევთ შეთანხმების და მოლაპარაკების გზით. საერთაშორისო არბიტრაჟის კითხვა ჩვენთვის უბრალო სიტყვის მასალა და დიპლომატიური ტკბილ სიტყვაობა არ გახლავთ.

მაგრამ ვისაც ჩვენთან რაიმე კეთილ განწყობლური დამოკიდებულება სურს დაამყაროს, იგი ვალდებულია ჩვენი რესპუბლიკის დემოკრატიული სახელმწიფოებრივი სულისკვეთება გაიგოს და ქართველი ერის უფლებას პატივისცეს. ცხადია, „ზოგან, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი არსებობისთვის უვნებლად დათმობა შეიძლება, საქართველოს შეუძლიან დაუთმოს მეზობლებს, რომ მეზობლური განწყობილება, რომელიც საქართველოს წარსულშიც კარგი ჰქონდა, ეხლაც თანხმობითა და მშვიდობიანობით დაიწყოს“ (ივ. ჯავახიშვილი „საქართველოს საზღვრები“ გვ. 49). ამ გონიერ დათმობას საზღვრების საკითხში საქართველოში არავინ არ უარყოფს. ოღონდ თავი და თავი ის არის, რომ დათმობის პოლიტიკას ყოველთვის და ყოველგან უნდა საზღვრავდეს რესპუბლიკის ინტერესები და დემოკრატიული სახელმწიფოებრივობის საჭიროება.

მაშასადამე ჩვენ გვინდა საქართველო იყოს ნეიტრალური სახელმწიფო თავის ბუნებრივ ისტორიულ საზღვრებში, აღდგენილი თავის უფლების, სამართლიანობის და ინტერესების თანახმად. ამ წუთს იგი სულგანაბული ელის. უამისოდ მისი ნეიტრალიტეტის მუდმივობა წარმოსადგენადაც შეუძლებელია. ჩვენ მოველით ამ კითხვის გადაწყვეტას ახლო მომავალში.

მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადება და სხვა სახელმწიფოთაგან მისი ცნობა არ კმარა, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილი იყოს. დღევანდელ საერთაშორისო ჭიდილის და მეტოქეობის დროს უფლებას, სადაც და როგორადაც უნდა იყოს იგი გამოთქმული, პატივს არ სცემენ, თუ მას თან არ ახლავს მფარველი ძალა. ჩვენი სახელმწიფო აცხადებს და იცავს თავის მუდმივ ნეიტრალიტეტს ზემოთ განმარტებული აზრით. საქართველო სხვისას არაფერს მოინდომებს, ხოლო თავისას არავის დაანებებს; რაც მას ეკუთვნის დღევანდელი სინამდვილით, ისტორიით და უფლებით, მთელი თავის ძალღონით დაიცავს და შეინარჩუნებს. ეს საყოველთაო სახელმწიფოებრივი და სახალხო რწმენა და ლტოლვილებაა.

მართალია, ნეიტრალიტეტის უზრუნველმყოფელი სახელმწიფონი ვალდებულნი არიან მფარველობა გაუწიონ ნეიტრალურ სახელმწიფოს თავდასხმის და შეურაცხყოფის დროს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მშვიდობიანი განვითარებისთვის. მაგრამ ამის იმედით ვერ დარჩება საერთოდ ვერც ერთი ნეიტრალური სახელმწიფო და კერძოთ საქართველოს რესპუბლიკა. მას თავის დასაცავად ყოველთვის ეყოლება და უნდა ჰყავდეს შეიარაღებული ძალა ამა თუ იმ სახით. ნეიტრალურ სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი მთლიანობა, თავისი ნეიტრალიტეტი დაიცვას სამხედრო ძალით, თუ კი ვინმე მოძალადე გაბედავს მათ შელახვას. ამ შელახვის უბრალოდ გულში გავლება, უბრალო განზრახვა ფეხზე აყენებს ხოლმე ნეიტრალურ სახელმწიფოს. ამის მაგალითია ნეიტრალური შვეიცარია. თანამედროვე პირობებში საქართველოსთვის ასეთი მდგომარეობა სრულიად ნორმალური იქნება. ამ მდგომარეობას საერთაშორისო უფლების ენაზე, როგორც უკვე ვსთქვით ერთხელ, შეიარაღებულ ნეიტრალიტეტს ეძახიან.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ნეიტრალური ბელგიის და ნეიტრალური ლიუქსემბურგის მაგალითები. თუ ისინი თანამედროვე იმპერიალისტურმა ომმა გაანადგურა, არა გვგონია ვინმემ ამის ბრალი მათ ნეიტრალურ მდგომარეობას დასდოს. თუ როგორ განხორციელდება უფლება ნეიტრალიტეტისა, ეს არ არის კონსტიტუციის საქმე. ჩვენ უნდა შევიტანოთ კონსტიტუციაში, როგორც პრინციპი დებულება საქართველოს საუკუნო ნეიტრალიტეტისა.

8.
დედაქალაქის საკითხი.

დედაქალაქის საკითხს ყველგან დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის. ტფილისი ყოველთვის დედაქალაქი ყოფილა საქართველოსი, მაშინაც კი, როცა უკანასკნელი ბაბილონის საშინელ ტყვეობას განიცდიდა ხოლმე, და ამ ერიდან უკუნისამდე საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქადვე დარჩება იგი.

იტალიის ცნობილი პატრიოტი კავერი ჯერ კიდევ გაუერთიანებელ იტალიაში ამბობდა: რომი უნდა იყოს იტალიის დედაქალაქი, ურომოდ იტალია საბოლოოდ ვერ გაერთიანდებაო. დღეს საქართველოში შეიძლება ითქვას: ტფილისი საქართველოს დედაქალაქია, უტფილისოდ არ არის საქართველო. მაშასადამე უმისოდ საქართველო ვერ გაერთიანდებოდა, გაუერთიანებლად ვერ გათავისუფლდებოდა. ხოლო გაუთავისუფლებლად იგი ვერასოდეს ვერ გაღონიერდებოდა და ამაღლდებოდა კულტურულათ, პოლიტიკურათ და სოციალურათ.

ტფილისი ჩვენი სამშობლოს თავი და გულია ერთსა და იმავე დროს, საქართველოს თვალი და ყურია. ეს უნდა იცოდეს ყოველმა ქართველმა, უნდა შეიგნოს საქართველოს ყოველმა მოქალაქემ.

„აშკარაა ტფილისის ვითარება - ეს მთელი ჩვენი ქვეყნის ვითარებაა. ტფილისის განვითარება - ეს საქართველოს განვითარებაა, ტფილისის ისტორია საქართველოს ისტორიაა, და მათი მერმისიც მჭიდროთ შეკავშირებულია ერთმანეთთან“. ამას სწერდა ამ ოცი წლის წინეთ ნ. ჟორდანია და იგივე შეგვიძლია მუდამ ვიმეოროთ ტფილისის და საქართველოს ურთიერთულ დამოკიდებულების შესახებ.

საკონსტიტუციო კანონმა უნდა აღიაროს ერთხელ და სამუდამოთ, რომ თფილისი საქართველოს დედაქალაქია, ჩვენი რესპუბლიკის სატახტო ქალაქია. ეს იმას ნიშნავს, რომ არავის - არც შინაურს, არც გარეულს, აზრადაც არ უნდა მოუვიდეს ტფილისის უსაქართველოდ და საქართველოს უტფილისოდ წარმოდგენა, ტფილისის საქართველოდან გამოყოფა, ტფილისის სხვების ხელში გადასვლა ან მისი ინტერნაციონალურ ქალაქად გადაქცევა, როგორც ამაზე ტკბილათ ოცნებობდენ ჩვენი დაუძინებელი მტრები. წინათ ზოგიერთებს ჩვენშიაც ეტყობოდა მერყეობა და ყოყმანი ტფილისის საკითხში. მაგრამ მათ ეს მოსდიოდათ გადაჭარბებული ტაქტიკური სიფრთხილით თუ გაუგებრობით, სამშობლოს და დემოკრატობის თავისებურათ გაგებული სიყვარულით.

შეიძლება სრულებით არ აღნიშნოთ კონსტიტუციაში ტფილისის დედაქალაქობა. და ამით მას საქართველოს ვერავინ ჩამოართმევს, ისე როგორც ქართულ ენას ვერავინ წაართმევს ჩვენს ხალხს, კიდეც რომ არ მოიხსენიოთ იგი არც ერთ კანონში და კონსტიტუციაში. მაგრამ ამის დაკანონება კონსტიტუციით არის ქვეყნის და მთელი კაცობრიობის წინაშე აღნიშვნა და გამტკიცება ისტორიული, პოლიტიკური და იურიდიული მდგომარეობის, არის ხალხის ძვალ-რბილში გაჯდომა ტფილისის - როგორც დედაქალაქის - აუცილებლობის და გარდუვალობის აზრისა ჩვენ სახელმწიფოებრივ არსებობის ისტორიაში. ამას გვიკარნახებს ჩვენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია და საერთაშორისო უფლებრივობა ისე შინაური სახელმწიფოებრივი ცხოვრების ვითარება. არიან სახელმწიფონი, რომელთათვის განსაკუთრებული აზრი და მნიშვნელობა აქვს დედა ქალაქის აღნიშვნას საკონსტიტუციო კანონებში. და სწორედ ასეთ სახელმწიფოთა რიცხვს ვეკუთვნით ჩვენც. სხვა არა იყოს რა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელი ცხოვრება ერთ საუკუნეზე მეტი შემწყდარი იყო და ახლა, პოლიტიკურათ მკვდრეთით აღდგომისას, როცა ხალხი ორნაირათ (დემოკრატიულათ და ნაციონალურათ) დღესასწაულობს თავის განთავისუფლებას მტარვალობისაგან, როცა მის დედაქალაქს საუკუნოებით დასჩხაოდენ თვალბედითი შავი ყორნები, ტფილისის მთავარ სახელმწიფოებრივ ქალაქად აღიარება, მისი კონსტიტუციურ დედა-ქალაქად გამოცხადება უაღრესად მიზანშეწონილი და კანონიერია.

კონსტიტუციის პროექტის სათანადო მუხლი ასე გამოითქმება:

„საქართველოს დედა-ქალაქი არის ტფილისი, სადაც მუდმივად იმყოფება საქართველოს პარლამენტი და მთავრობა“.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოდ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ცენტრი, ჩვენი დედა-ქალაქი ტფილისი არის ამავე დროს დედა-ქალაქი კულტურის, დემოკრატიის და რევოლიუციის. ეს არის აკვანი ჩვენი რესპუბლიკის მომავალი დიდების.

დიდი რესპუბლიკანელი მაძინი სწერდა იმავე რომზე, კეისართა რომის შემდეგ პაპების რომი, ხოლო პაპების რომის შემდეგ ხალხის რომიო. ეს იყო მთელი პოლიტიკური პროგრამა იტალიის რესპუბლიკანური გაერთიანების, რომელიც მაძინის იდეალების თანახმად, რესპუბლიკანურათ არ განხორციელდა. იტალია დღევანდლამდე გაერთიანებული კონსტიტუციონურ-მონარქიული სახელმწიფოა. ჩვენ ვიტყვით ცოტა გარდასხვაფერებულათ: მეფე-ფეოდალთა ტფილისის შემდეგ ნამესტნიკების ტფილისი; ნამესტნიკების ტფილისის შემდეგ ხალხის, დემოკრატიის ტფილისი. ესეც პოლიტიკური პროგრამა გახლავს საქართველოს რესპუბლიკანურ-დემოკრატიული გაერთიანების, რომელიც უკვე განხორციელდა და თანდათან სიმტკიცით ღრმავდება ჩვენი ხალხის კოლექტიურ არსებაში.

ცოტაა ქვეყნად ისეთი კონსტიტუცია, სადაც ამა თუ იმ სახით აღნიშნული არ იყოს სახელმწიფოს დედა ქალაქი, რომელშიაც მუდმივად ბინადრობს სახელმწიფოებრივი ხელისუფლებანი.

საფრანგეთში განსაკუთრებული საკონსტიტუციო კანონია მიღებული (1879 წ.) სახელმწიფოს დედა ქალაქის - პარიჟის, როგორც პარლამენტის მუდმივი რეზიდენციის შესახებ. კონსტიტუციის სათანადო ტექსტი ამბობს: „აღმასრულებელი ხელისუფლების და ორივე პალატის (ე.ი. პარლამენტის პ.ხ.) სამყოფი ადგილი პარიჟი უნდა იქნეს“. კონსტიტუცია არა მარტო ამას აღნიშნავს, ის სასახლეებს და მათ დარბაზებსაც კი ანაწილებს პალატებს შორის: ლიუქსემბურგის სასახლე ეძლევა სენატს, ბურბონის სასახლე დეპუტატთა პალატას. მაგრამ ისიც არის დამატებული, რომ პალატებს ნება აქვთ პარიჟში სადაც უნდა იქ აირჩიონ თავისთვის სასახლე. ამ საკითხს, შედარებით უმნიშვნელოს, საინტერესო ფურცელი აქვს დათმობილი საფრანგეთის პოლიტიკურ ისტორიაში, რომლის გაყოლა ახლა შორს წაგვიყვანდა. ეს იმდენად არც საჭიროა ჩვენთვის ახლა.

შვეიცარიის კონსტიტუცია აღიარებს: „ყოველივე, რაც ეხება კონფედერაციის ხელისუფლებათა სამყოფს, ეკუთვნის ფედერალურ კანონმდებლობის უწყების საგანს“. და ჩვენ ვიცით, რომ ფედერალურ კანონმდებლობით შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის და მთავრობის სამყოფი ქალაქი ბერნია, ხოლო შვეიცარიის უმაღლესი სამსაჯულო იმყოფება ქ. ლოზანაში. ასეთი გაორება არ აიხსნება კანტონალურ-ფედერალური წყობილების ისტორიით.

ბელგიის კონსტიტუციისთვის „ბრიუსელი ითვლება ბელგიის სატახტო ქალაქად და მთავრობის რეზიდენციად“. რუმინიის კონსტიტუცია: „ქალაქი ბუხარესტი არის რუმინიის დედა ქალაქი და მთავრობის სამყოფი ადგილი“. როგორც ხედავთ ამ კონსტიტუციებში აღნიშნულია სახელმწიფოს დედაქალაქი, მხოლოდ როგორც მთავრობის სამყოფელი ადგილი. პარლამენტი აქ ნახსენები არ არის. ასე იქცევა მრავალი კონსტიტუცია. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში მათ არ წავბაძავთ და ვიხსენიებთ კონსტიტუციაში დედაქალაქს, უმთავრესად როგორც პარლამენტის და მთავრობის რეზიდენციას.

დედაქალაქის საკითხი ერთობ საინტერესოდ სდგას საზოგადოთ ფედერატიულ სახელმწიფოებში, სადაც ყველა შემადგენელი სახელმწიფო, შტატი ანუ კანტონი ცდილობს თავის ტერიტორიაზე იყოს მთელი კავშირის დედაქალაქი, მათი საკუთარი დედაქალაქი გახდეს კონსტიტუციით მთელი ფედერალური მთელის ცენტრი, მთელი საკავშირო სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრატიული ცხოვრების სათავე. ზევით მოვიხსენიეთ შვეიცარიის კონფედერაცია. აგრეთვე შეგვიძლია მოვიხსენიოთ ჩრ. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთა ფედერალური დედა ქალაქი ვაშინგტონია.

ავსტრალიის ფედერაციაში კონსტიტუციის ძალით პარლამენტს ენდობა მთავრობის სამყოფელი ადგილის განსაზღვრა. ის საკითხი თუ სად, რომელ შტატში უნდა ყოფილიყო ფედერალური ქალაქი, დიდს აურ-ზაურს და სიმწვავეს ბადებდა ავსტრალიაში. ამ ბრძოლის და შემდეგ საკითხის კომპრომისული და ხელოვნური გადაჭრის შედეგები ნათლად გამოსჩანს თვით კონსტიტუციიდანაც, რომელიც ამის შესახებ ამბობს (მუხლი 125): მთავრობის სამყოფელ ადგილს განსაზღვრავს პარლამენტი. ეს ადგილი უნდა იქნეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაეთმობა ფედერაციას ან შეძენილ იქნება მისგან. ეს ადგილი უნდა იმყოფებოდეს ახალ სამხრეთის უელსის სახელმწიფოში სიდნეიდან არა ნაკლებ ასი მილის მანძილზე“.

ასე ხელოვნურათ და ნაძალადევათ შექმნეს ავსტრალიის ფედერალისტებმა ავსტრალიის საკავშირო დედაქალაქი, სახელწოდებით დელგეთი, რომელიც არსებითად, მცხოვრებთა რაოდენობით და პოლიტიკურ-სოციალურათ სრულიად უმნიშვნელოა.

________________

*) კონსტიტუციის საკითხი დიდი სახელმწიფოებრივი საკითხია. დამფუძნებელი კრების უმთავრესი მიზანიც საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაა, ამისათვის საჭიროდ მიგვაჩნია ამ საკითხის ყოველ მხრივ გაშუქება. ბ.პ. საყვარელიძის წერილების დასრულების შემდეგ. კონსტიტუციის შესახებ სხვა მცოდნე პირთა აზრთა გაცვლა გამოცვლასაც სიამოვნებით დავბეჭდავთ. (რედ.)

1) იხ. მისი „ზოგადი სწავლა სახელმწიფოზე“, რუსულად, თავი 15 „სახელმწიფოებრივი წესწყობილება“.

2) პროფ. ა.ა. ცაგარელი, «Непререкаемыя права грузiи» ტფ. ა. არაბიძის გამომცემლობა

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“. 1920.წ.

№17, №20,. №21,. №24, №25, № 26, №30, № 32, №43, № 36, №37, №41.

2.9 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. თებერვლის „4“

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ს. ჯაფარიძე, წულაია, ლ. ნათაძე, მუხ. ხოჭოლავა, ივ. გობეჩია.

იუსტიციის მინისტრი: რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე.............მდივნობდა სვიმონიშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

სოციალური უფლებანი.


მომხსენებელი ბ. არსენიძე განაგრძობს მუხლობრივ წაკითხვას.


მუხლი 7.


მუხ. ხჭოლავა მომხრეა პრინციპიალურად, მხოლოდ გამოსთქვამს, რომ საჭიროა იმ ნაწილს მუხლისა, რომელიც მინიმუმს შეეხება და რომელსაც ერთგვარი კოტეგორიული ხასიათი აქვს მიეცეს უფრო ზოგადი ხასიათი.


ივ. გობეჩია მომხრეა მუხლის მთლად.


ლ. ნათაძე წინააღმდეგია მთლად.


მომხსენებელი გამოსთქვამს, რომ ეს მინიმუმი აწესებს იმ მინიმუმს, რომლის ქვეით არ შეიძლება მიეცეს მუშას მარტივი შრომისათვის.


თავმჯდომარე ასახელებს წინადადებებს:


1. წინადადებას არ გამოირიცხოს 7 მუხლი


2. წინადადება-მომხსენებლის დებულება, სიტყვა „საარსებო“-ს გამოკლებით.


3. წინადადება მუხ. ხოჭოლავასი რომელიც შეიცავს შემდეგს: „სახელმწიფოს აუცილებელ საზრუნავს შეადგენს დაეხმაროს მუშათა კლასს მიწების რეგლამენტაციით“


მუხლი 8


მუხლი 9







მუხლი 10

მუხლი 11

მუხლი 12
































მომხრეა 2.



მომხრეა 2.




მომხრეა 3.

ამგვარად მიღებულია მუხ. ხოჭოლავას წინადადება, რომელიც უნდა შევიდეს მე 7-დე მუხლად.



მიღებულია უცვლელად.


მიღებულია უცვლელად.

მუხ. ხოჭოლავას წინადადება, რომ სამუშაო დრო 16-18 წლის მოზარდთათვის უდრიდეს 5 საათს, მაგიერ 6 საათისა დღეში - უარყოფილია.


მიღებულია უცვლელად.

მიღებულია უცვლელად

მიღებულია უცვლელად


შემდეგი სხდომა თებერვლის 7-ს დილის 12 საათზე.

2.

თავმჯდომარის წინადადებით კომისია შეუდგება თავმჯდომარის არჩევნებს, მაგიერ ყოფილი თავმჯდომარის რ. არსენიძესი, და აგრეთვე თავმჯდომარის ამხანაგისა




თავმჯდომარე


მდივანი

თავმჯდომარეს არჩეულია პ. საყვარელიძე ამხანაგად ს. ჯაფარიძე.




შემდეგი სხდომა თებერვლის 7-ს დლის 12 საათზე.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 66

2.10 ამონაწერი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1920 წ. თებერვლის „5“-ს სხდომის ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

2/25

თავმჯდომარის განცხადება, რომ, მიუხედავად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებისა პლენუმის სხდომაზე 1919 წლ. ოქტომბრის 24, რომ კონსტიტუცია განსახილველად დამფუძნებელ კრებას 1920 წ. იანვარში წარედგინებაო, - აქამდის არავითარი ცნობა არა აქვს პრეზიდიუმს, - რა მდგომარეობაშია ძირითად კანონების შემუშავების საქმე.

ეთხოვოს საკონსტიტუციო კომისიას - დააჩქაროს კონსტიტუციის დამთავრება და დამფუძნებელი კრებისათვის წარდგენა, - ხოლო ახლავე პრეზიდიუმისათვის ცნობის მიწოდება იმის შესახებ, თუ კიდევ რამდენი ხანი დააგვიანდება ამ აქტის პლენუმში შემოტანას.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 76, ფურც. 22

2.11 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას (1920 წ. თებერვლის 7)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების
პრეზიდიუმ
1920 წ. თებერვლის 7
№498
ქ. ტფილისი
ს.25/920

მალე ერთი წელიწადი შესრულდება რაც დამფუძნებელმა კრებამ მოქმედება დაიწყო. მისი უმთავრესი მოწოდება იყო ძირითად სახელმწიფოს კანონების შედგენა, რისთვისაც არჩეულ იქნა განსაკუთრებული კომისია - საკონსტიტუციო.

ეს კომისია რომ რეგულიარულად მუშაობს - ეს პრეზიდიუმმა იცის, მაგრამ საჭირო იყო - დროგამოშვებით პრეზიდიუმს ჰქონოდა ცნობა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია კონსტიტუციის შემუშავების საქმე.

ჯერ კიდევ 1919 წლის დამფუძნებელი კრების ერთ-ერთმა ჯგუფმა განცხადება-წინადადება შემოიტანა - დავალებოდა საკონსტიტუციო კომისიას - ერთ თვეში კონსტიტუციის დამფუძნებელი კრებისათვის წარდგენა. მაშინ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის მთავარი ნაწილი უკვე მზადაა და მთლად განსახილველად იგი 1920 წ. იანვარში წარედგინება დამფუძნებელ კრებასო.

მას შემდეგ გაზეთებში კიდეც დაიბეჭდა ნაწილი ძირითადი კანონებისა. იანვარმაც განვლო, მაგრამ კონსტიტუციის დამფუძნებელი კრებისათვის წარდგენისა არავითარი ნიშანი არა სჩანს, არც ის იცის პრეზიდიუმმა, - სახელდობრ როდისთვის უნდა მოველოდეთ მის შემოტანას.

ამის გამო პრეზიდიუმი გთხოვთ კეთილი ინებოთ და აცნობოთ მას, - რა მდგომარეობაშია კონსტიტუციის მთლიანად დასრულებისა, დაბეჭდვისა და კრებისათვის წარდგენის საქმე, აცნობოს, რადგანაც უკვე უკმაყოფილების ხმა გაისმის ამა თუ იმ წრეებში ძირითად კანონების შემუშავების დაგვიანების გამო.

თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

მდივანი

კანცელარიის გამგე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 76, ფურც. 21

2.12 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. თებერვლის 7)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ტ. ავეტისიანი, წულაია.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე.................მდივნობდა ვ. სვიმონიშვილი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

თავმჯდომარე. ვინაიდან ქვორუმი არ მოგროვდა კომისიის სხდომა არ შესდგეს.




თავმჯდომარე. აღნიშნავს რომ მთელი რიგი წევრებისა სხდომებს არ ესწრება, მაგალითად გოგიტა ფაღავა, მუხრან ხოჭოლავი, სამსონ დადიანი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, სპირიდონ კედია და სხვანი.


თავმჯდომარე


მდივანი

მიღებულია -

კომისიის სხდომა არ შესდგეს.

შემდეგი სხდომა ორშაბათს ამა თებერვლის II-ს საღამოს 7 საათზე.


მიღებულია მიეწეროს პრეზიდიუმს და ეთხოვოს მათი შეცვლა სხვა წევრებით.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 64.

2.13 ცნობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა და კომისიების შემადგენლობის შეცვლა-შევსების შესახებ.

დაწესებულებათა სახელწოდება.

ამოირიცხოს წევრი

ჩაირიცხოს წევრი

დამფუძნებელი კრების სხდომის ჟურნალი.

საკონსტიტუციო კომისია

პ. ანდრონიკაშვილი

(ს.დ.)

გ. ფაღავა (ს.დ.)

რ. ჩიხლაძე (ს.დ.)

ა. ჩხენკელი (ს.დ.)


ივ. გომარული (ს.დ.)

პ. გელეიშვილი (ს.დ.)


1920

10/II

საქმისმწარმოებელი.

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 410

2.14 1920 წლის 11 თებერვლის

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, პ. წულაია, აკ. ჩხენკელი, პ. გელეიშვილი ტ. ავეტისიანი, ლ. ნათაძე.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე......................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

თავმჯდომარე არის წინადადება დაარსდეს კომისიასთან საგანაპირო სექცია, რომელიც განიხილავს საგანაპირო საკითხებს.

მიღბულია პარასკევისთვის (ამა თებერვლის 13-ს) დილის 11 საათისთვის მოწვეულ იქნას თვითმართველობის კომისია, რომელთან ერთად კომისია აირჩევს საგანაპირო სექციას.

2.

მოქალაქეობა (26 მაისის, კანონი, 1919 წ. კრებული №8)


თავმჯდომარე შეეკითხება კომისიას თუ როგორი არის კომისიის პრინციპიალური შეხედულება მოქალაქეობის ცალკე თავად კონსტიტუციაში შეტანის შესახებ.


ვმჯდომარე. ეხლა გამოვარკვიოთ რა ცვლილებანი უნდა იქნეს შეტანილი 26 მაისის კანონში მისი კონსტიტუციაში შესატანად.


ლ. ნათაძე გამოსთქვამს, რომ ნატურალიზაციის წესი და მოქალაქეობის უფლების დაკარგვის წესი არ იქნეს შეტანილი კონსტიტუციაში, როგორც ცვალებადი; მხოლოდ ნახსენები იქნება კონსტიტუციაში, რომ ამა და ამ წესს განსაზღვრავს ცალკე კანონი.


თავმჯდომარე. სასურველია თუ არა პირველი ნაწილი შევიდეს კონსტიტუციაში?


აკ. ჩხენკელი პირველი ნაწილი, როგორც გარდამავალი შინაარსისა არ უნდა შევიდეს კონსტიტუციაში.


თავმჯდომარე. პრინციპიალურად მისაღების თუ არა, რომ ნატურალიზაციის წესი შევიდეს კონსტიტუციაში.






თავმჯდომარე


მდივანი

პრინციპიალურად მიღებულია შეტანილ იყოს კონსტიტუციაში თავი - „მოქალაქეობა“











მიღებულია პირველი ნაწილი არ შევიდეს კონსტიტუციაში.


მიღბულია შევიდეს კონსტიტუციაში ნატურალიზაციის წესი.




ხმის უმეტესობით მიღებულია სამი წლის ვადა (ორის მაგიერ) იმ პირთათვის რომლებიც ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვებისთვის შუამდგომლობის აღძრავრას მოისურვებენ.


მოქალაქეობის უფლების მიღება მიღბულია მიენდოს რესპუბლიკის მთავრობას (მაგიერ ადგილობრივ თვითმართველობის საბჭოსი)



პრინციპიალურად მიღებულია შეტანილ იქნეს კონსტიტუციაში სენატის და სახელმწიფო კონტროლის დებულებანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 180, ფურც. 47

2.15 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუცო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. თებერვლის „14“

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ა. ჩხენკელი, ი. გომართელი, კ. ჯაფარიძე, მ. რუსია, ს. ჯაფარიძე, ლ. ნათაძე, გ. გვაზავა, ს. კედია, გობეჩია, ავეტისიანი და გელეიშვილი.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე...................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

მოქალაქეობის დაკარგვა.


თავმჯდორე მოაგონებს სხდომას დამფუძნებელი კრების მიერ, ხსენებული საკითხის შესახებ მიღებულ კანონს და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ზოგიერთ წევრმა საჭიროდ დაინახა შეიტანოს დამფუძნებელი კრების კანონში მცირეოდენი შესწორება და ერთიც ახალი მუხლი-შესწორება ეხება მოქალაქეობის დაკარგვის კანონის პუნქტს - „ა“-ს, ხოლო ახალი მუხლი რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეობას კარგავს ის პირი, რომელიც უცხოეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა და არ გამოცხადდა ბეგარის მოსახდელად.


საკითხი იწვევს ხანგრძლივ კამათს.


ბ. მ. რუსია - წინააღმდეგია ისეთი შეზღუდული უფლებისა მოქალაქეობის დაკარგვის საქმეში, როგორსაც გულისხმობს წარმომადგენელი რედაქცია. მოქალაქეობის უფლება არ არის ისეთი უფლება რომლის დაკარგვა შეიძლებოდეს; ეს იურიდიული თვალსაზრისით დაუშვებელი; სახელმწიფო ანთავისუფლებს მოქალაქეს, მაგრამ ეს უკანასკნელი ვალდებულია მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა; მოქალაქეობა არ არის მარტო უფლება, იგი მოვალეობაც არის. ვინც სამხედრო ბეგრის მოსახდელად არ გამოცხადდა ის თავისუფალი კი არ არის, ჩვენ მას ვსდევნით და პირველი შემთხვევისთანავე ვსჯით. ვინც კარგავს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას, მან უნდა შეიძინოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი თავისუფლება ენიჭება მოქალაქეს, რომ ერთი მილიონი ქართველი, თუ მათ ეს მოესურვათ, დღესვე მიგვატოვებს და გავა ჩვენი მოქალაქეობიდან. ამიტომ, მოქალაქეობის დაკარგვის აუცილებელ პირობად უნდა აღიარებულ იქნეს ერთი მხრით, - განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულება, ხოლო მეორე მხრით - წინასწარი მიღება უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობისა. ამიტომ წარმოდგენილ რედაქციაში, სიტყვა „ან“, რომელიც ყოფს ამ ორ პირობას და თითოეულ მათგანს ანიჭებს დამოუკიდებლობას, უნდა შეიცვალოს სიტყვა „და“-თ, რომელიც ამ პირობებს შეაერთებს. ვინც ამის წინააღმდეგია, არღვევს სახელმწიფო უფლებას.


რაც შეეხება ახალ მუხლს, რომ მოქალაქეობას ჰკარგავს ის პირი, რომელიც უცხოეთში უგზო-უკვლოდ დაიკარგა და არ გამოცხადდა სამხედრო ბეგარის მოსახდელად, ბ. რუსია მოითხოვს ეს მუხლი სრულებით ამოიშალოს; ასეთი პირი არ თავისუფლდება მოქალაქეობიდან; ჩვენ მას ვსჯით გამასწორებელი რაზმით, როცა გამოცხადდება; ხოლო თქვენ ვერ დასჯით იმას ვინც მოქალაქე არ არის; მეორეს მხრით არ შეიძლება ითქვას რომ ეს პირი სამუდამოთ დაიკარგა, თუ გნებავთ იმიტომაც რომ იგი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული; შეიძლება ის გამოცხადდეს ათი, ოცი წლის შემდეგ. საზოგადოთ კი, დაასკვნის ორატორი, მოქალაქეობის უფლება არის ისეთი უფლება, რომლისგან განთავისუფლებისათვის საჭიროა ჩვენი თანხმობა. რა პირობებში ვართ ჩვენ თანახმა. აი კითხვა; ხოლო პასუხი ასეთია: განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულება და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვში შესვლა.


პ. გელეიშვილი ეთანხმება მ. რუსიას კანონის ახალი მუხლის შესახებ; ხოლო პირველ მუხლს ორატორი სულ სხვაგვარად აფასებს; მისი აზრით ასეთი შეზღუდვა პიროვნების თავისუფლებისა ბატონ-ყმობა თუ არ არის, გვაგონებს მაინც ბატონ-ყმობას. თუ ბ. მ. რუსიას აზრს დავადეგით, ჩვენი რესპუბლიკა ყოფილა რაღაც ფეოდალური ქვეყანა, სადაც პიროვნებას გასაქანი არა აქვს. თუ მართლა შესაძლებელია, რომ ერთმა მილიონმა ქართველმა მიგვატოვოს, სულერთია ეს მაინც მოხდება და ეს მომენტი განუკურნავია; ჩვენ ვქმნით არსებობის კანონს, დასძენს ორატორი და პირდაპირ მიუღებელია პიროვნების ასე მიჯაჭვა სახელმწიფოზე. ბ. გომართელის აზრით მოქალაქეობის დასაკარგავად საკმარისათ უნდა ჩაითვალოს ერთი მხრით განსაზღვრულ, სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულება და მეორეს მხრივ ერთგვარი მოწმობის წარმოდგენა, რომ მოქალაქე გახდება სხვა, უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომი.


კ. ჯაფარიძე - აღნიშნავს რომ ის პირობები მოქალაქეობის დაკარგვისა, რომელსაც ქმნის მაგ. გომართელის წინადადება, მეტად ბორკავს, პიროვნებას: ერთი მხრით სახელმწიფოს საიდანაც მოქალაქე მიდის მოითხოვს მისგან მოწმობას, რომ იგი გახდება რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქედ, მეორეს მხრივ სახელმწიფო რომელიც იღებს მოქალაქეს, მოსთხოვს კიდევ მოწმობას, რომ იგი თავისუფალია ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან. ბ. ჯაფარიძის აზრით საჭიროა მოხდეს ერთგვარი შეთანხმება: მოქალაქეობის დასაკარგავად საკმარისი იქნება ზოგიერთ მოვალეობათა ასრულება და უბრალო განცხადება რომ მოქალაქეს სურს ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა. ამასთანავე ჯაფარიძეს წინადადება შემოაქვს კანონში განსაზღვრული იყოს ის მოვალეობანი, რომელთა ასრულება ერთ-ერთი პირობაა მოქალაქეობის დასაკარგავად. ორატორის აზრით ამ მოვალეობაში უმთავრესად შედის - სამხედრო ბეგარა და გადასაახადები.


თავმჯდომარე იზიარებს ახალი მუხლის გაუქმების აზრს და ამბობს, რომ შეუძლებელია მოქალაქეს წავართვათ უფლება დატოვოს ჩვენი მოქალაქეობა, როცა მან ყველა უწყებული სახელმწიფოებრივი მოვალეობანი შეასრულა. აქ არავითარი სხვა პირობა მოქალაქის გასანთავისუფლებლად აღარ უნდა არსებობდეს; მეორე მხრით თუ ნატურალიზაციის წესით ვინმემ მოიპოვა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, თქვენ მას ვერ წაართმევთ უფლებას თქვენი სახელმწიფოდან წავიდეს; ამიტომ წინააღმდეგ ბ. რუსიას აზრისა რედაქციაში უნდა დარჩეს „ან“ და არა „და“ ვინაიდან აქ ორი მომენტია ნაგულისხმევი. ქვეყნის კანონი დასძენს თავმჯდომარე - ებრძვის უქვეშევრდომობას და ის ვინც უარს ამბობს ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე კიდევ არ არის საერთაშორისო „ბოსიაკი“.


სხდომა გადადის კანონის მუხლობრივ განხილვაზე;


კ. ჯაფარიძე - ეთანხმება ა. ჩხენკელს, რომ იმ მოვალეობათა განსაზღვრა, რომელთა ასრულება მოეთხოვება მოქალაქეობიდან გასვლის მსურველს, უნდა მოხდეს კანონში, ხოლო წინადადებას იძლევა საკონსტიტუციო მუხლი დაიწეროს შემდეგი რედაქციით: „ვინც სახელმწიფოს წინაშე კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა ასრულების შემდეგ და სხვა“. თავის მეორე წინადადებას ბ. ჯაფარიძეს ისევ იცავს და აღნიშნავს, რომ აქ ორი მომენტია - მოქალაქე, რომელსაც სურს საზოგადოთ ქვეშევრდომი იყოს, და მოქალაქე, რომელსაც არავის ქვეშევრდომობა არ სურს; პირველისათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს დასწეროს და შემოიტანოს განცხადება. მეორეს, კი ჩვენ სხვა ზომებითაც უნდა შევებრძოლოთ.


ბ. კედიას აზრით კანონმდებლობას მოქალაქეობის დაკარგვის სფეროში ორი მიზანი უნდა ჰქონდეს - ერთი რომ შევებრძოლოთ მოხეტიალე ხალხს, უქვეშევრდომობას და მეორე, რომ სახელმწიფომ უმიზეზოდ არ დაჰკარგოს მოქალაქე. ამას მივაღწევთ მაშინ თუ ვიცით, რომ ჩვენგან წასვლის მსურველი შეეწყო და შეესისხლხორცა სხვა სახელმწიფოს და სურს მისი მოქალაქე გახდეს. ამით ერთი მხრით ჩვენ ვებრძვით ბოსიაკობას და მეორე მხრით ვკარგავთ მოქალაქეს, რომელიც შეუსხეულდა სხვა სახელმწიფოს და ფაქტიურად ჩვენი აღარ არის.


ბ. გობეჩია ფიქრობს, რომ არავითარი შეზღუდვა პიროვნებისა მისაღები არ არის; საქართველოს მოქალაქეობას ჰკარგავს ის ვინც მასზე უარს იტყვის; სახელმწიფოს ინტერესი არ მოითხოვს სამხედრო ბეგარა მოვახდევინოთ ისეთ პირს, რომელსაც ეს სახელმწიფო არ სწამს.


თავმჯდომარე კენჭს უყრის წარმოდგენილ რედაქციას და კ. ჯაფარიძის წინადადებას.


კამათს იწვევს აგრეთვე ნატურალიზაციის საკითხი. ს. ჯაფარიძის აზრით საჭირო არ არის კანონში დარჩეს ისეთი მუხლი, რომელიც მხოლოდ ნატურალიზაციის წესით გულისხმობს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვებას; ცხოვრებამ შეიძლება შექმნას ახალი წესი; ორატორი აცხადებს თავის ფორმულას: „საქართველოს მოქალაქეობას კარგავს ის, ვინც მოიპოვებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას“.


თავმჯდომარე კენჭს უყრის ჯაფარიძის რედაქციას; მომხრეა ორი; დანარჩენი წინააღმდეგი.


კენჭი ეყრება შემდეგ რედაქციას: „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას კარგავს: ვინც რესპუბლიკის წინაშე კანონით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულების შემდეგ განაცხადებს უარს რესპუბლიკის მოქალაქეობაზედ და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას მოიპოვებს ნატურალიზაციის წესით“.



მოქალაქეობის დაკარგვის პუნქტი - „ა“ შეიცვალოს ასე:


„საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას ჰკარგავს: ვინც რესპუბლიკის წინაშე კანონის განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულების შემდეგ, განაცხადებს უარს რესპუბლიკის მოქალაქეობაზე და უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას მოიპოვებს ნატურალიზაციის წესით“.


პუნქტი „ბ“ და „გ“ დარჩეს უცვლელად.

2.

ეროვნულ უმცირესობათა კანონი.

შემდეგ ამისა სხდომა ისმენს თავმჯდომარის განცხადებას ეროვნულ უმცირესობათა კანონის შესახებ. ამ საკითხზე მოხსენების წარმოდგენა დავალებული ქონდა ბ. ი. ბარათაშვილს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს მოხსენება დღემდის არ არის წარმოდგენილი საქმე კი მეტად საჩქაროა; ამასთანავე განზრახულია ამ საკითხის შემდეგის წესით დამუშავება: კითხვას ჯერ განიხილავს კომისია, შემდეგ მოხდება კომისიისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების შეერთებული სხდომა, ხოლო დასასრულ კომისია მიიღებს საბოლოო კანონის პროექტს, ვინაიდან ეს მუშაობა დიდ დროს მოითხოვს, თავმჯდომარე წინადადებას იძლევა დღესვე გაიმართოს კამათი ამ საკითხის შესახებ, მოხდეს ერთგვარი აზრთა გაცვლა-გამოცვლა. უმცირესობის უფლება, დასძენს თავმჯდომარე, ჩვენში ძალიან გაადვილებულია; არც ერთ რესპუბლიკას ამ მხრივ ჩვენ არ ჩამოუვარდებით. თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის კითხვა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად იყო დასმული. ბევრხალხიან სახელმწიფოში ჩვენ ფედერაციის მომხრე ვიყავით; ენის კითხვა მთავარი კითხვაა ამ სფეროში, რომელიც ჩვენში თითქმის გადაჭრილია. იმ ტერიტორიის სასამართლოებში მაგ. სადაც ეროვნული უმცირესობა შეადგენს 20%, ამ უმცირესობის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის ენაზე ილაპარაკოს შეიტანოს განცხადება, თხოვნა, და სხვა. თვითმმართველობის ორგანოებშიც ენის საკითხი გადაწყვეტილია; ჩვენ პარლამენტშიდაც იყო მაგალითი, რომ ორატორს სამშობლო ენაზე შეეძლო ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს ბ. ბარათაშვილის პროექტი ეროვნულ უმცირესობის კანონისა, /კითხულობს/.


კ. ჯაფარიძეს წინადადება შემოაქვს კამათი გადაიდოს და დაევალოს ერთს ან რამდენიმე წევრს წარმოუდგინონ კომისიას სათანადო მოხსენება.


წინადადებას თავმჯდომარე კენჭს უყრის.

დაევალა პ. საყვარელიძეს და ტ. ავეტისიანს შემდეგი მორიგი სხდომისათვის წარმოუდგინონ კომისიას მოხსენებანი უმცირესობის კანონის შესახებ.





















































მიღებულია.

3.

სენატი და კონტროლი.


თავმჯდომარე აცხადებს, რომ სენატისა და კონტროლის შესახებ ჯერჯერობით კომისიას არაფერი გაუკეთებია და საჭიროდ მიაჩნია აირჩეს კომისია, რომელიც წარმოადგენს სათანადო პროექტებს.



სენატისა და კონტროლის შესახებ მოხსენების დამზადება დაევალოს ს. ჯაფარიძეს და გ. გვაზავას.

4.

კონსტიტუციისა დალაგების სისტემა


თავმჯდომარე: კონსტიტუცია დაყოფილი იქნება თავებათ და შემდეგ მუხლებათ; ასეთი სისტემა საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს, რომ ბუნდოვანობა თავიდან ავიცილოთ. თავმჯდომარე კითხულობს თავების სათაურს და წინადადებას აძლევს სხდომას თუ ვისმე კიდევ რაიმე ახალი თავის შეტანა საჭიროდ მიაჩნია, ამის შესახებ მოახსენოს კომისიას.


ბ. რუსია - მიაქცევს კომისიის ყურადღებას იმ გარემოებას, რომ კომისიამ უნდა გამოარკვიოს რომელ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მოწვევა სურს მას თავის სხდომაზე; „ამიერ-კავკასიას რუსთა ეროვნული საბჭო“, მაგალითად - ამბობს რუსია, დღემდის ამიერ-კავკასიას საზოგადოთ და საქართველოს კერძოდ უყურებს როგორც რუსეთის ნაწილს, იგი ჩვენ არ გვცნობს და გარდა ამისა უმთავრესი ის არის, რომ ეს საბჭო არ წარმოადგენს ჩვენ ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობას, არამედ მთელი ამიერ-კავკასიის რუსობას, ამიტომ მისი მოწვევა ბ. რუსიას დაუშვებლად მიაჩნია.


ბ. ჩხენკელი აღნიშნავს, რომ ფრიად სერიოზულია ის კითხვა რომელიც ბ. რუსიამ წამოაყენა რომ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ აზრით, რომ თუ რესპუბლიკა ვის მისცემს იურიდიული არსებობის უფლებას, მისცემს მხოლოდ იმას, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე სცხოვრობს.

5.

დასასრულ თავმჯდომარე სხდომას მოახსენებს, რომ საკონსტიტუციო კომისიას სამუშევარი აქვს კიდევ ერთ სფეროში ეს არის სანაპირო ადგილები. ჩხენკელის წინადადებით, ბრძანებს ბ. თავმჯდომარე, საჭიროა ავირჩიოთ სანაპირო სექცია, რომელშიდაც შევა საკონსტიტუციო და თვითმმართველობის კომისიების წარმომადგენელნი. ამ სექციას დაევალება საფუძვლიანად შეისწავლოს ხსენებული საკითხი.


წინადადება კამათს არ იწვევს.
თამჯდომარე
მდივანი

სანაპირო სექციაში კომისიის წარმომადგენლებად დაინიშნოს: პ. საყვარელიძე, აკ. ჩხენკელი და გ. გვაზავა.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 112-116

2.16 გაზეთ საქართველოს რესპუბლიკის ბ-ნ რედაქტორს (1920 წ. თებერვლის 16)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 . თებერვლის 16
№4
ქ.ტფილისი

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის დავალებით უმორჩილესად გთხოვთ ბ-ნო რედაქტორო, ხვალინდელ №-ში თებერვლის 17-ს მოათავსოთ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციისთვის „სახელმწიფო ტერიტორია“, „საზოგადო დებულებანი“, „პარლამენტი“, „სახელმწიფო ფინანსები“.

ამასთანავე გეგზავნებათ ტექსტი ზემოაღნიშნულ დებულებების.

საქმის მწარმოებელი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 117

2.17 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციის კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. თებერვლის „18“)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ პ. საყვარელიძე, სპ. კედია, ტ. ავეტისიანი, მ. რუსია, პ. გელეიშვილი

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე...................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1

კონსტიტუციის გადასინჯვა.


თავმჯდომარე მოახსენებს სხდომას, რომ ეს საკითხი უკვე განიხილა კომისიამ, ხოლო საბოლოოდ მიღებული პროექტი გადასინჯვისა დღესაც არ არსებობს. ოქმების მიხედვით აღვადგინეთ მხოლოდ ნაწილობრივად.


ბოლო და უმთავრესი საკითხი - რა შემთხვევებში ხდება რეფერენდუმი - გამორკვეულია. შეეკითხება სხდომას თავიდან განვიხილოთ გადასინჯვის პროექტი თუ მარტო ბოლო საკითხზე-რეფერენდუმზე-ვიმსჯელოთ.


პ. გელეიშვილი. 50.000-სი ამომრჩეველისათვის გადასინჯვის ინიციატივის უფლების მიკუთვნება კონსტიტუციისათვის სახიფათოდ მიაჩნია, რადგან 50.000-სი ხელის მოწერის შეკრება ადვილია და ამ ინიციატივის შეჩერება - კი ძნელია, ვინაიდან, თანახმად პროექტისა, თუ ხალხის ინიციატივას პარლამენტი არ ეთანხმება, საბოლოო გადასაწყვეტად იგი გადაეცემა ხალხს საფერენდუმოთ, რომლის დროსაც ამ ინიციატორთა უმცირესობამ შეიძლება შეიტანოს რყევა მთელ რესპუბლიკსაში.


პ. საყვარელიძე. დაწვრილებით განმარტავს პროექტს გადასინჯვისა. 50.000 ამომრჩეველთა რიცხვი როგორც ინიციატორტა რიცხვი - მისაღებად მიაჩნია. აგრეთვე საჭიროდ მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი ხალხის ინიციატივას არ ეთანხმება, უკანასკნელი უნდა გადადიოდეს ხალხშივე სარეფერენდუმოთ.


პ. გელეიშვილი. რეფერენდუმის საკითხში ეთანხმება პ. საყვარელიძეს, ხოლო საჭიროდ მიაჩნია ინიციატორტა რიცხვი გაორებულ ან გასამებულ იყოს, ვიდრე პროექტშია მოხსენებული.


მელ. რუსია. 600.000 ამომრჩეველი გვყავს სულ და 50.000 ამომრჩეველი - როგორც ინიციატორთა რიცხვი - არ არის ცოტა. წინააღმდეგია, რომ პარლამენტის მიერ უარყოფილი ხალხის ინიციატივა ხალხშივე გადაიდოს სარეფენდუმოთ. ან და ლოღიკურად უნდა დაუშვათ, რომ პარლამენტის წევრთა ინიციატივაც, პარლამენტის მიერ უარყოფილი, გადაეცემოდეს ხალხს სარეფერენდუმოთ, ვინიაიდან ერთ მესამედს პარლამენტის წევრთა საერთო რიცხვისა და 50.000 ამომრჩეველს ერთნაირად განიხილავს ჩვენი პროექტი.


სპ. კედია. ქალაქების და ერობების ინიციატივა უნდა უარყოფილ იყოს. დარჩეს ინიციატივა ხალხის და პარლამენტის წევრების. რაც შეეხება 50.000 ამომრჩეველთა რიცხვს - შესაძლებლად მიაჩნია რომ ეს რიცხვი დატოვებულ იყოს. მხოლოდ გადამწყვეტი ინსტანცია უნდა იყოს პარლამენტი: უარყოფა თუ მიღება პარლამენტის უფლებაა - და სარეფერენდუმოთ არ უნდა გადადიოდეს.


იგივე ეწევა პარლამენტის წევრთა ინიციატივას. ნუ დაგვავიწყდება რომ პარლამენტი აირჩევა ორი წლის ვადით და თუ მართლა საჭიროებს ხალხი, რომ კონსტიტუცია გადასინჯულ იყოს, ამ ვადის დამლევს აირჩევს ისეთ პარლამენტს, რომელიც ამ გადასინჯვას განახორციელებს.


პარლამენტის მიერ საბოლოოდ მიღებული კანონი ამა თუ იმ მუხლის შეცვლისა არ უნდა გადაეცეს ხალხს საფერენდუმოდ, მხოლოდ აუცილებლივ საჭიროა კონსტიტუციაში დასახელებულ იყოს კვალიფიციური უმრავლესობა პარლამენტისა გადასინჯვის საკითხის მიღებისა თუ უარყოფის დროს.


პ. გლეიშვილი. მომხრეა, რომ პარლამენტი იყოს ინიციატივის გადამწყვეტი - მიმღები ან უარმყოფელი. დაე 2 წლის შემდეგ ხალხმა აირჩიოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ამ ინიციატივას მიიღებს.


თავმჯდომარე აღიარებს, რომ საკითხი გამორკვეულია და თითქმის ყველა უმთავრეს საკითხში, პრინციპულად შეთანხმება დაგვეტყო. ყველაზე უფრო სადაო საკითხია - ერობების და ქალაქების თაოსნობის უფლება კონსტიტუციის გადასინჯვაში.


არის ორი წინადადება: პირველი - ქალაქებს და ერობებს ინიციატივის უფლება არა ჰქონდეს; მეორე - მიეკუთვნოს ეს უფლება ქალაქების და ერობების უმრავლესობას ერთად.
















მიღებულია მთელი პროექტის ხელმეორედ განხილვა.


























































































































3 ხმის უმრავლესობით უარყოფილია ერობების და ქალაქების ინიციატივის უფლება კონსტიტუციის გადასინჯვაში.


გადასინჯვის პროექტი მიღებულია შემდეგ რიგად:


1) კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივ გადასინჯვის ინიციატივის უფლება ეკუთვნის.


ა) პარლამენტის წევრთა საერთო რიცხვის ნახევარს (მომხრეა 3)


ბ) 50.000 ამომრჩეველს (მომხრეა 4).

--------------------------------------------

2) კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივ გადასინჯვის საკითხი პარლამენტის დღიურ წესრიგში შედის განსახილველად არა უადრეს ექვსი თვისა მისი შემოტანის დღიდან.

--------------------------------------------

3) პარლამენტის მიერ საზოგადოდ ან ნაწილობრივ გადასინჯული კონსტიტუცია ძალაში შედის ხალხის უმრავლესობის დადასტურების შემდეგ (მომხრეა 3).

----------------------------------
----------

4) პარლამენტის დადგენილება კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივ გადასინჯვის ინიციატივის უარყოფის შესახებ ხალხის შეკითხვის საგნად არ ხდება.

----------------------------------
---------

5) ამა კონსტიტუციის პირველი მუხლი არავითარ შემთხვევაში გადასინჯვის საგნად არ გადაიქცევა.

2

ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.



თავმჯდომარე


მდივანი

გადადებულია შემდეგი სხდომისათვის:

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 179-180

2.18 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. თებერვლის „20“)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, კ. ჯაფარიძე, მ. რუსია, ი. ბარათაშვილი, გ. გვაზავა, ლ. ნათაძე, ი. გობეჩია, პ. გელეიშვილი, ავეტისიანი.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე........................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.




თავმჯდომარე სხდომის ყურადღებას მიაქცევს იმ არა ნორმალურ მდგომარეობას, რომელიც შეიქნა კომისიის მუშაობაში:

იმის გამო, ამბობს თავმჯდომარე, რომ წევრები სხდომაზე არ დადიან, სხდომები სისტემატურად იდება, საქმე კი მეტად საჩქარო გვაქვს, ჩვენამდი საყვედური გაისმის პრესაშიც და საზოგადოებაშიც; ამ საყვედურის ნიმუშია აგრეთვე შეკითხვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამფ. კრებაში ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის მხრივ, კონსტიტუციის დაგვიანების შესახებ; თქვენ აგრეთვე მოგეხსენებათ ის ბარათი, რომელიც კომისიამ მიიღო პრეზიდიუმისგან, სადაც გვისაყვედურებენ კონსტიტუციის დაგვიანებას და აღნიშნავენ რომ ამ საქმის დაჩქარება აუცილებელია. არის კიდევ ახალი გარემოება: ამერიკის მისიას წინადადებით მოუმართავს გაეგზავნოს მას კონსტიტუცია. ასეთი მდგომარეობაა, დასძენს თავმჯდომარე, და მე ვფიქრობ ყველა ნათლად ხედავს რამდენათ საჩქაროა კონსტიტუციის დასრულება, თავმჯდომარეს შემოაქვს შემდეგი წინადადება დაევალოს ყველა წევრს, რომ სხდომებს აუცილებლად დაესწროს, კომისიამ მიმართოს ყველა ფრაქციებს რათა მათ დაავალონ წევრებს სხდომას სისტემატურად დაესწრონ. ეს წინადადება


შემდეგ თავმჯდომარე სხდომას აცნობს იმ მუშაობას, რომელიც კომისიაში სწარმოებდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხის შესახებ. ამ კითხვის დამუშავება მინდობილი ქონდა კომისიის წევრს ს. დადიანს, რომელმაც ბევრი იმუშავა, შემდეგ გადაეცა ი. ბარათაშვილს, რომელმაც მეტად დიდი გეგმა წარმოადგინა, რაც ავტორის მიერ შემოკლებულ იქნა და წარმოდგენილი პროექტის სახით. ბ. ბარათაშვილი წარმოადგენს აგრეთვე მოხსენებას.


ამ განცხადების შემდეგ კრება ისმენს პ. საყვარელიძის მოხსენებას, ეროვნულ უმცირესობათა უფლების შესახებ.


იმ საკითხს, ამბობს პ. საყვარელიძე, რომელიც ჩვენს წინაშე სდგას მრავალი მხარე აქვს; საზოგადოთ ეროვნული და კერძოდ ეროვნულ უმცირესობათა საკითხი ფრიად ძნელი და რთული საკითხია; მაგრამ მე არ მინდა ასე ფართოდ შევეხო საკითხს; მე საკითხს დავსვამ სახელმწიფოს ფარგლებში. სოციოლოგიამ, იმ სახით, რა სახითაც იგი დღეს არსებობს, დაამტკიცა რომ ხსენებული საკითხის იდეალურათ გადაჭრა მდგომარეობს ეროვნულ სახელმწიფოს შექმნაში; თანამედროვე რევოლიუცია აღინიშნა ფართო ეროვნული მოძრაობით: მას აუცილებელ შედეგათ მოჰყვა მთელ რიგ ნაციონალურ სახელმწიფოთა დაარსება; ეს არ გახლავთ რაიმე სასწაულის ან შემთხვევის შედეგი, არამედ გარდაუვალი ლოღიკა ისტორიული მსვლელობისა. ეროვნული სახელმწიფო - ეს არის, ვიმეორებ, საკითხის იდეალურად გადაჭრა. ბლუნჩლი ამბობდა და დღეს კაუცკი ამტკიცებს რომ ერთი ერი ერთი სახელმწიფო უნდა იყოს. ერთი სახელმწიფო არის დემოკრატიის მოთხოვნილება და შეადგენს მისი ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. დემოკრატია ვერ განავითარებს თავის ძალებს იქ, სადაც არის კინკლაობა და შეხლა-შემოხლა ეროვნული ჩაგვრისა და ძალდატანების ნიადაგზე. ავსტრია, რუსეთი და საზოგადოთ მრავალ-ეროვანი სახელმწიფო იშლება, რჩება ერთი ერი, ეროვნული სახელმწიფო. წინად, რევოლიუციამდე ჩვენს წინაშე სხვაგვარად იდგა საკითხი და ჩვენც სხვა მხრიდან, სხვა საზომით უდგებოდით მას; ჩვენ გვინდოდა ერთი სახელმწიფო და ამავე დროს უზრუნველყოფა შიგ მოსახლე ერების თავისუფალი განვითარებისა. გვინდოდა ერთი სახელმწიფო ყოფილიყო და ერებიც არ დაჩაგრულიყვენ; ამ ნიადაგზე ბუნებრივად იზრდებოდა აზრი ავტონომიის, ფედერალიზმის თუ სხვა მოძღვრებისა. დღეს სხვა მდგომარეობაა, სხვა პირობებში ვცხოვრობთ, გამოვეყავით რუსეთს და ეროვნული სახელმწიფო შევქმენით; შეიძლება სთქვან: აქაც, ჩვენ ტერიტორიაზედაც ხომ ბინადრობს სხვა ეროვნებანიო; მართალია, მაგრამ როცა ეროვნულ სახელმწიფოს შინჯავთ ამას მნიშვნელობა არა აქვს; საფრანგეთში სცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენელნი, მაგრამ საფრანგეთი უაღრესად ეროვნული სახელმწიფოა. ჩვენში მაგ. სცხოვრობენ სომხები; ცხადია, აქ შეუზღუდველ თავისუფლებაზე ლაპარაკი არ შეიძლება; სინამდვილეა ის რომ მცირე შეზღუდვა მათ ვერ ასცდება; სამაგიეროთ ისინი სავსებით თავისუფალნი არიან სომხეთში, სადაც, თავის მხრივ, იჩაგრებიან თათრები; ეს არის კანონი, რომელიც თანასწორად ვრცელდება ყველაზე და რომელსაც ვერ გადალახავთ, თუ გსურთ მტკიცედ დაიცვათ სახელმწიფოს ინტერესი წინად ჩვენ ვიყავით მრავალერიან სახელმწიფოში, იგი დაინგრა; ცეცხლის პირველი ანთებისთანავე ავსტრია დაიშალა; პირველიც და მეორეც, შეიძლება ითქვას, ერთი და იმავე მიზეზით დაინგრა. - ეს კატასტროფა ბუნებრივი კანონით მოხდა. დღეს ჩვენი მოვალეობა არის - შევქმნათ მთლიანი, მტკიცე ეროვნული ორგანიზმი და ავიცდინოთ ის მიზეზები, რომლის გამო სუსტდება და ირღვევა იგი; ამიტომ ჩვენ უნდა განვაცხადოთ: სხვა ერის სახელმწიფოს ჩვენ აქ ვეღარ შევქმნით, სახელმწიფოში ახალ სახელმწიფოს ვეღარ დავაარსებთ; ჩვენ ვერ დავუშვებთ ვერც კურიებს, ვერც ავტონომიას და საზოგადოთ საჯარო უფლებრივ ხასიათის ორგანიზაციას.


ეხლა რა მოტივებია, ბატონებო, ის მოტივები, რომელიც ამტკიცებს ეროვნულ სახელმწიფოს შექმნის უპირატესობას და სამართლიანობას; მე დავასახელებ შემდეგს: პირველი არის ის, რომ ყოველი სახელმწიფო სცდილობს საჯარო უფლებრივ ორგანოების შექმნას, ეს არის აუცილებელი პირობა მისი თავისუფალი განვითარებისა; სადაც ეს არ არის იქ ხალხი შებოჭილია; ხოლო ამ სფეროში უფლების მაქსიმუმს იძლევა დამოუკიდებელი არსებობა. მეორე არის ბრძოლა ერთა შორის; თავისუფლად ამოძრავება მას შეუძლია იქ, სადაც ამ ბრძოლას ადგილი არა აქვს, ე.ი. ნაციონალურ სახელმწიფოში. მესამე - კულტურული მოტივი - რაც მეტი მშვიდობიანობაა, რაც ნაკლები ბრძოლაა ენათა შორის მით უფრო მეტად ვითარდება კულტურა - ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. აგრეთვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მრავალერიან სახელმწიფოში შეფერხებულია სოციალური ბრძოლა და აქაც, მაშასადამე, სოციალისტური მოტივიც მოითხოვს წმინდა ეროვნული სახელმწიფოს შექმნას.


ჩვენ ვიღებთ საქართველოს და ვამბობთ, რომ იგი ეროვნული სახელმწიფოა 90% და უფრო მეტიც აქ ქართველობაა. ამიტომ ჩვენ ვდგევართ ეროვნული სახელმწიფოს ნიადაგზე და მისი ინტერესების თვალსაზრისით ვშინჯავთ ეროვნულ უმცირესობათა საკითხს. ჩვენი მეზობლებიც, ახლობელი და შორეული ყველა აღიარებს, რომ ჩვენი რესპუბლიკა ერთიანი სახელმწიფოა, რომ იგი უაღრესად დემოკრატიულია. არსებული კანონმდებლობა უკვე აღიარებს და უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, თავისუფალ არსებობას და განვითარებას; ასე არის სარწმუნოების საკითხში, პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებების სფეროში; ეს გამოიხატება პროპორციონალი ხმის მიცემის სისტემაში, რაიც არის უდიდესი იარაღი ყოველი უმცირესობისათვის თავის უფლებების დაცვისათვის; ასე არის სოციალურ უფლებათა კითხვისა და ენის ხმარებაშიც, უცხო ენის ხმარებას ადგილი ქონდა საბჭოში და პარლამენტში; ამ ენის უფლებები სავსებით დაცულია ადგილობრივ თვითმართველობებში და სასამართლოში.


მიუხედავად ამისა, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ეროვნულ უმცირესობათა უფლებების კითხვა ცალკე თავად შევიტანოთ კონსტიტუციაში. ჩვენ ყველაფერს დავუშვებთ, მაგრამ ვერ შევქმნით საჯარო-უფლებრივ ორგანიზაციებს, ყველას მოეხსენება - რას ნიშნავს ასეთი ორგანიზაცია; მის განკარგულებაში გახლავთ სკოლისა და გადასახადების საკითხი; იგი იძულებით კრეფს გადასახადს. ამ შემთხვევაში მას ფიზიკური ძალის შექმნის უფლება სურს მოიპოვოს; იგი სრული კანონმდებელია - ერთი სიტყვით სახელმწიფოებრივ ფუნქციების მატარებელია; მაშინ ჩვენს რესპუბლიკაშიც იქნება 15, საჯარო უფლებით შემოსილი ეროვნული საბჭო; გვექნება ცენტრალური სახელმწიფო და კიდევ 8, 9 სახელმწიფო ჩვენს გვერდით; და წარმოიდგინეთ ის კინკლაობა, ჩხუბი, წიწკნა-გლეჯა, რომელიც აუცილებელი შედეგი იქნება ასეთი მდგომარეობისა. ამიტომ ჩვენ მეტად ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ამ საკითხს. უპირველესად ყოვლისა ჩვენ უნდა ვიდგეთ სახელმწიფოებრივ ნიადაგზე და ვდგავართ რა ამ ნიადაგზე, ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების ნიადაგზე, ჩვენ ვამბობთ რომ ეროვნულ უმცირესობათა უფლებები კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს შემდეგი სახით. (კითხულობს პროექტს).


მაშასადამე ჩვენი აზრი მოკლეთ ასეთია: მტკიცე ეროვნული სახელმწიფო, მიუღებელია სახელმწიფოში ახალ სახელმწიფოს, ან რაიმე საჯარო უფლებრივ ორგანიზაციების შექმნა. ეროვნულ უმცირესობათა საკითხში ჩვენ უნდა ვიდგეთ უფლებრივ უზრუნველყოფის ნიადაგზე.



პ. საყვარელიძის მოხსენების შემდეგ, კ. ჯაფარიძეს წინადადება შემოაქვს კამათი გაიმართოს ყველა მოხსენებების მოსმენის შემდეგ.

ეს წინადადება მიღებულია.


კრება ისმენს ი. ბარათაშვილის მოხსენებას; ორატორი აღნიშნავს რომ თავის პროექტის შემუშავების დროს იგი მხედველობაში იღებდა არა პერიფერიას, არამედ შიგნი, ადგილობრივ გაფანტულ ძალებს, რომ ავტონომიის დაშვება შეიძლება იმის მიხედვით თუ როგორი ძალთა განწყობილება არსებობს; ჩვენ ცხადია აჭარას და აფხაზეთს ავტონომიაზე უარს ვერ ვეტყვით, მაგრამ როგორ უნდა მოვაწყოთ ის ეროვნული უმცირესობანი, რომელიც სცხოვრობენ აქ, ჩვენს დედა ქალაქში? სწორედ ამ უკანასკნელ მოვლენაზე ეყრდნობა ჩემი პროექტი; ცხადია, დასძენს ორატორი, რომ ჩვენ ვერ გადავაბიჯებთ ეროვნულ სახელმწიფოთა ფარგლებს; ეროვნული სახელმწიფოების შექმნა ხდება იმანენტური ძალით; მაგრამ როდესაც ვქმნით ასეთ სახელმწიფოს არ უნდა შეიქნას მისი მოწინააღმდეგე ძალა; ჩვენ უყურადღებოთ ვსტოვებთ იმ საერთო კითხვებს რომელიც ბ. საყვარელიძემ წამოაყენა. ჩვენი პროექტი ეხება ადგილობრივ მდგომარეობას ეხება იმას თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეროვნულ უმცირესობათა ცხოვრება შერეულ ადგილებში; აქ ჩვენი აზრით შეიძლება მათ მიეცეთ ფართო უფლებები თავისუფალი განვითარებისათვის. რასაკვირველია იმ ფარგლებში, სადაც არ ილახება ეროვნული სახელმწიფოს ინტერესები. მე არ შევჩერებულვარ იმ წვრილმანებზე, რომელზედაც ბ. პავლე მოგახსენებდათ, მე შევეხე ძირითად კითხვებს; პირველი გახლავთ უფლება კავშირების დაარსებისა, რომელთაც თავის მხრივ უფლება აქვთ თავიანთ ინტერესებს ყურადღება მიაქციონ; მაგრამ მათი მოქმედება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთო კანონს. უკანტროლობა ხომ შეუძლებელია. შემდეგ, პირველდაწყებითი სწავლა უნდა იყოს საერთო და საქმის წარმოება თვითმართველობასა და სასამართლოში უნდა ხდებოდეს უმრავლესობის ენაზე. ეს გახლავთ ძირითადი კითხვები, საკონსტიტუციო მუხლები, რომლის დეტალიზაცია არის უკვე ცალკე კანონების საქმე. ჩვენ არ შეგვიძლიან კონსტიტუციაში შევიტანოთ ისეთი წვრილმანები, როგორიც წარმოადგინა ბ. საყვარელიძემ. ამ გვარად ჩვენ ვსვამთ არა საერთო კითხვას, არა პერიფერიების კითხვას, არამედ ეროვნულად შერეულ ადგილებს ვიღებთ მხედველობაში. არის ჩვენს შორის მცირე უთანხმოება არა პრინციპიალური ხასიათისა.


ბარათაშვილის მოხსენების შემდეგ სხდომა იღებს წინადადებას, რომ უკანასკნელი მოხსენება ბ. გვაზავასი მოსმენილ იქნეს მომავალ სხდომაზე.

გვაზავას მიერ წარმოდგენილი პროექტი მიღებულ იქნეს.


მიენდოს პ. საყვარელიძეს შემდეგ სხდომაზე წარმოუდგინოს კომისიას კონსტიტუციის დალაგების სისტემა.























































მიღებულია.

კრება გადადის კონტროლის კითხვაზე. კონტროლის შესახებ მოხსენებას აკეთებს ბ. გვაზავა.


გ. გვაზავა - კონსტიტუციაში სახელმწიფო კონტროლი უნდა მოექცეს ბიუჯეტის შემდეგ. საბიუჯეტო უფლება, რომელიც გამოიხატება ბიუჯეტის შეკრებისა და დახარჯვის განსაზღვრაში, ეკუთვნის პარლამენტს. პრინციპი საბიუჯეტო უფლებისა ასეთია: ერთ კაპეიკს ვერ აიღებთ უკანონოთ და ერთ კაპეიკს ვერ დახარჯავთ უკანონოთ, კონტროლი არის ამ კანონის მეთვალყურე. ამიტომ აუცილებელია ისეთი ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს საბიუჯეტო უფლებათა პრინციპის კანონიერ განხორციელებას; ეს გახლავთ საფუძველი კონტროლისა. (კითხულობს პროექტს). პირველ მუხლში შემოსავალი და გასავალი მე გავიმეორე, რადგან შემოსავალი არის ბიუჯეტის გარეშეც. ბ. გვაზავას პროექტი თითქმის არ იწვევს კამათს.

საკონსტიტუცია კომისიის თავმჯდომარე:





გვაზავას პროექტი თითქმის არ იწვევს კამათს.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 176-178

2.19 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. თებერვლის 26)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, გ. გვაზავა, ი. ბარათაშვილი, პ. გელეიშვილი, კ. ჯაფარიძე, ლ. ნათაძე, ს. დადიანი, ა. ჩხენკელი, მ. რუსია და ავეტისიანი.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე................................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

განსახილველია - ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.


სიტყვა მოხსენებისთვის ეძლევა ბ. გვაზავას.


ორატორი ფართოდ ეხება საკითხს; აღნიშნავს თუ როგორ არის ეს კითხვა გადაჭრილი შვეიცარიაში, ბელგიაში და საფრანგეთში. მართალია, ამბობს მომხსენებელი, ფიქრობენ რომ ყველაზე უკეთ ეროვნულ უმცირესობის კითხვა მოწესრიგებულია შვეიცარიაში, რადგან იქ გათანასწორებულია სამი ენა - იტალიური, ფრანგული და გერმანული, მაგრამ ეს ენები გახლავთ, შეიძლება ითქვას, საერთაშორისო, საკაცობრიო ენები; სამივე ენა არის ბჭე, რომლითაც ჩვენ შევდივართ მსოფლიო კულტურის სალაროში; ამიტომ ამ ენების შესწავლა ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ყველა სწავლობს თავისი სურვილით, ნებაყოფილობით; მეორე ენა - რომანული კი არ არის მიღებული და ამიტომ არც გათანასწორებულია ამ სამ ენასთან. ასევეა ბელგიაში: ფრანგილი და ფლამანდური სწორუფლებიანი ენებია; ჩვენში კი არ შეიძლება ყველა ენების გათანასწორება - ჯერ ერთი იმიტომ, რომ თორმეტი და მეტი ენა გვექნება, მეორე იმიტომ რომ აქ ყველა ენის სწავლა იქნება ძალდატანება, რადგან ეს არ იქნება ბუნებრივი მოთხოვნილება. საფრანგეთში ბასკებისა და ბრეტონელების ენა შეფერხებულია, მაგრამ ეს ხალხი ორივე სრული თავისუფლებით სარგებლობს იმ დემოკრატიული პრინციპების წყალობით, რომელიც გამეფებულია ამ სახელმწიფოში; ჩვენ წინააღმდეგი ვართ ეროვნული უმცირესობის ყოველნაირ შევიწროებისა და თავის მხრივ, ეროვნულ უმცირესობას ნება არა აქვს შეავიწროოს სახელმწიფო. ეროვნული იდეა, თავის გარშემო იყრის ხალხს; მეორე მხრით ის უფლებები, რომლითაც ჩვენში სარგებლობს ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა, და აგრეთვე პროპორციული არჩევნები, საშუალებას აძლევს ეროვნულ უმცირესობას მიიღოს მონაწილეობა ყოველგვარ არჩევნებში და იყოლიოს თავისი წარმომადგენელი ყოველგვარ დაწესებულებაში და საკანონმდებლო ორგანოშიც; შემდეგ მომხსენებელი აღნიშნავს რომ ყოველ მოქალაქეს უნდა ქონდეს თანასწორი უფლება დაიჭიროს ესა თუ ის თანამდებობა; გარდა ამისა საჭიროა, მომხსენებლის აზრით, ადმინისტრაციისა და სასამართლოს წარმომადგენელმა იცოდეს ადგილობრივი ენა, რადგან ეს ორი დარგი ყველაზე უფრო ითხოვს ხალხთან დაახლოვებას; განათლების საქმეში სახელმწიფომ უნდა გაუწიოს ფართო დახმარება ეროვნულ უმცირესობას, რასაკვირველია კანონისა და სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში. პირველდაწყებითი სკოლა სწარმოებს სამშობლო ენაზე და უმაღლესი განათლებისათვის მაგ. სომეხს შეუძლია სომხეთში წავიდეს. რაც შეეხება თვითმართველობებში ენის ხმარებას, ბ. გვაზავა იმ აზრს გამოსთქვამს, რომ საქმის წარმოება უნდა ხდებოდეს უმრავლესობის ენაზე; ყოველი თვითმართველობა ჩვენში თავისებური კანონმდებელია, და ეს საქმე უნდა მიენდოს თვითონ თვითმართველობას. დასასრულ მომხსენებელი არ ეთანხმება პ. საყვარელიძეს და ამბობს რომ ეროვნულ უმცირესობას არ უნდა ჰქონდეს უფლება თავის უფლებების დარღვევის გამო საჩივარი შეიტანოს სასამართლოში. ორატორის აზრით, ამას არავითრი მნიშვნელობა არ ექნება. პარლამენტში სამშობლო ენის ხმარების შესახებ ბ. გვაზავა აცხადებს, რომ ის თანახმა იქნება ამისი, რომ ასეთ უფლებას არ მოყვებოდეს ბევრი არა სასურველი შედეგი: მაგ. თარჯიმანების აყვანა სტენოგრაფისტები და სხვა.


ასეთია, დასძენს ორატორი, მთვარი მოხაზულობა ეროვნული უმცირესობის უფლების კითხვისა. პროექტი ჩვენი ასეთია /კითხულობს/.


უკანასკნელი მოხსენების შემდეგ იმართება ცხოველი კამათი.


ბარათშვილი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ პროექტში მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ მისი პროექტი შესაძლებლად ცნობს ცალმხრივ საჯარო უფლების მინიჭებას ეროვნულ უმცირესობისადმი; უკანასკნელთ უნდა ქონდეთ უფლება მაგ. გადასახადის დადებისა, ხოლო მისი განხორციელება ხდება ცენტრის, სახელმწიფო აპარატის საშუალებით. სახელმწიფო იტოვებს „ვეტოს“ უფლებას - ეს არ არის საჯარო უფლება, არამედ ნახევრად საჯარო უფლება. საყვარელიძისა და გვაზავას პროექტებში, ორატორის აზრით, არეულია კერძო საერთოში; მაგ. ენის კითხვა. კონსტიტუციაში შედის საერთო, ძირითადი პრინციპები. დეტალიზაცია კანონის საქმეა; ორატორი იმეორებს თავის პროექტს, იცავს მას და ამბობს რომ მის პროექტში ნაგულისხმებია ყოველი სფერო და კითხვა, ყველა ის დეტალები, რომელსაც ეხება დანარჩენი პროექტები, მაგრამ ეს დეტალები კი არ უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, არამედ საერთო დებულებანი.


ბ. საყვარელიძე იცავს თავის პროექტს და კვალ და კვალ უპასუხებს მოწინაღმდეგე ორატორებს; თუ ჩვენ დავუშვებთ რომ ყველა ერს ჩვენში აქვს თავისი საკანონმდებლო ორგანო და სახელმწიფო არის აღმასრულებელი ძალა, მაშინ ჩვენს რესპუბლიკაში თექვსმეტი პარლამენტი და თექვსმეტი სახელმწიფო იქნება; ხოლო ნახევრად საჯარო უფლება, როგორც ბრძნებს ბ. ბარათაშვილი, სრულიად არევს საქმეს და ამის მიღება ნიშნავს ჩვენთვის ეროვნული სახელმწიფოს დაღუპვას; დიდ სახელმწიფოში ეს კიდევ დასაშვებია; პატარაში კი როგორიც ჩვენი რესპუბლიკაა, ყოვლად მიუღებელი.


ორატორი უარყოფს რა ბარათაშვილის პროექტს, შესაძლებლად სცნობს მისი და ბ. გვაზავას [ხელით მინაწერი: პროექტების შერიგებას, იზიარებს გვაზავას აზრს] რომ ადმინისტრაციისთვის სავალდებულო უნდა იყოს ადგილობრივი ენის ცოდნა და იცავს თავის პროექტის მე-7 მუხლს დარღვეულ უფლების აღსადგენად სასამართლოში საჩივრის შეტანის შესახებ, აგრეთვე პროპორციული ბიუჯეტის აუცილებლობას და პროექტის დროებით მუხლებს. თუ ამ უკანასკნელ კითხვებში შევთანხმდით, დასძენს ორატორი, მაშინ ადვილათ შეიძლება შერიგება ამ ორი პროექტისა.


გვაზავა ლაპარაკობს საჯარო უფლების წინააღმდეგ: ამის დაშვება შეუძლებელია, სანამ ეროვნული სახელმწიფოს ნიადაგზე ვდგევართ. პრაქტიკულათ შეუძლებელია, აგერთვე, ყოველ ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენელს ქონდეს უფლება ილაპარაკოს პარლამენტში მშობლიურ ენაზე; დეპუტატმა რომ გაგლანძღოთ ვერაფერს გაიგებთ, ხოლო თარჯიმანებისა და სტენოგრამის კითხვა ამ შემთხვევაში დაუძლეველ სიძნელეს წარმოადგენს. ორატორი მოითხოვს ეს მუხლი სრულიად ამოშლილი იქნეს: უნდა გაუქმდეს, ბ. გვაზავას აზრით, აგრეთვე ის მუხლი, რომელიც ეროვნულ უმცირესობას საჩივრის უფლებას აძლევს; ორატორის აზრით, ბიუჯეტის პროპორციული განაწილებაც მიუღბელია, ფულის გაღება თითოეულ შემთხვევაში ხდება კონკრეტულ პირობებში, საჭიროებათათვის საკითხი კონკრეტულად უნდა სწყდებოდეს თვითმართველობაში.


ლ. ნათაძე მხარს უჭერს ბიუჯეტის პროპორციულ განაწილებას: მისი აზრით სკოლა უნდა იყოს თანასწორ პირობებში და ყველას აქვს უფლება მოითხოვოს წლის ბიუჯეტში პროპორციული მონაწილეობა; ამას მოითხოვს სამართლიანობის პრონციპი.


ს. დადიანი იზიარებს ბიუჯეტის პროპორციულ განაწილებას და ამბობს, რომ გაღებულ თანხას უსათუოდ უნდა ხარჯავდეს ის ორგანო, რომელიც უშუალოდ უძღვება კულტურულ-განმანათლებელ საქმეს; ორატორი იცავს აგრეთვე საჯარო უფლებას ბ. ბარათაშვილის პროექტის ფარგლებში. თუ ეროვნულ კავშირებს, ამბობს დადიანი არ მიეცათ უფლება რომ მათ დადგენილებათ ექნეს სავალდებულო ხასიათი, თვით მათი არსებობა ფიქცია იქნება. თუ სკოლის საქმეს არ ეყო გაღებული თანხა, კავშირს უფლება უნდა ქონდეს დააწესოს გადასახადი, სამართლიანი და ნორმალი ხასიათის, ხოლო მისი სისრულეში მოყვანა უნდა იყოს სახელმწიფოს ხელში. სახელმწიფოს აქვს კონტროლის უფლება. ორატორი იზიარებს აგრეთვე ბ. საყვარელიძის აზრს, რომ ეროვნულ უმცირესობას დარღვეულ უფლების აღსადგენად საშუალება უნდა ქონდეს მიმართოს სასამართლოს. ეს არის ყოველი მოქალაქის უფლება.


ბ. ჩხენკელი ფართოდ ეხება საკითხს; აღნიშნავს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხს არა მარტო უმცირესობებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის; ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენ ვერავის მივბაძავთ, ვერსაიდან გადმოვიღებთ რასმე, რადგან არ არის ისტორიაში სათანადო, ჩვენი დამაკმაყოფილებელი მაგალითები; ეს კითხვა უნდა გადავჭრათ ჩვენი გონებით იმდენათ საფუძვლიანად, რომ სხვისთვის გახდეს სამაგალითოდ. ბ. ჩხენკელი დიდხანს ჩერდება ამ კითხვაზე, თუ რა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ინტერესები მთელის-სახელმწიფოსი და ნაწილის - ეროვნული უმცირესობისა: ერთის ბედნიერება მეორეს ბედნიერებაა და ერთის უბედურება - უბედურებაა მეორესთვის; აყვავება სახელმწიფოსი არის აყვავება და გამდიდრება უმცირესობისა. ეს უნდა ქონდეს შეგნებული ყოველ უმცირესობას, რომ ადგილი არ ექნეს რაიმე გაუგებრობასა და უნდობლობას; უმცირესობის აყვავება ჩვენი ინტერესიც არის და სწორედ საკითხის ასეთი გაშუქებიდან გამოგვყავს ჩვენი მაქსიმუმი იმ უფლებათა შეფასება სახელწიფოს თვისუფალი განვითრებისა, შებორკვა მისი უფლებისა და, მაშასადამე, ეს არის უმცირესობის შევიწროვებაც. ორატორი გადადის რა უმცირესობის უფლებათა განსაზღვრაზე, ამბობს, რომ ქონებრივი, პოლიტიკური, სოციალური უფლება უმცირესობისა შეუზღუდველია. რაც შეეხება საჯარო უფლებას ბ. ჩხენკელი იმ აზრისაა, რომ უმცირესობას უნდა ჰქონდეს საჯარო უფლებრივი ორგანოები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ-განმანათლებელ სფეროში. საჯარო უფლება განაგრძობს ორატორი, თუ მას აქვს მოვალეობის ხასიათი ტვირთად დააწვება ბევრს, ამიტომ ეს უფლება არის მხოლოდ უფლება და არა მოვალეობა, ჩვენ ამის მომხრე ვართ, დასძენს ბ. ჩხენკელი, ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, ვინაიდან საჯარო უფლებრივი ორგანო არ არის სახელმწიფოებრივი ორგანო. შემდეგ ბ. ჩხენკელი იცავს ბიუჯეტის პროპორციულად განაწილებას და წინააღმდეგია გადასახადის გაწერის უფლებისა. ენის შესახებ ორატორი ამბობს, რომ პარლამენტში უნდა დაუშვათ ლაპარაკი არა სახელმწიფო ენაზედაც, თარგმნა უხერხულია და არც არის საჭირო /მოყავს ავსტრიის მაგალითი/. ენის თვისუფალი ხმარება არის უფლება და ამ უფლებას ჩენ ვერ უარვყოფთ. ყველა დანარჩენ მუხლებს ენის შესახებ ბ. ჩხენკელი იზიარებს. საჯარო უფლების წინაააღმდეგ ლაპარაკობს მ. რუსია და ლ. ნათაძე.

პირველის აზრით საჯარო უფლება იძულებითი უფლებაა; მოქალაქეს განურჩევლად ეროვნებისა უნად ქონდეს უფლება თავის შვილს ისე ასწავლოს და ის ენა ასწავლოს, რომელიც თვითონ სურს. არის ფანატიკოსი, რომელიც სომეხს მაგ. აუკრძლავს ქართულის სწავლას; ეს, ორატორის აზრით, მეტად საშიში მოვლენაა ვინაიდან ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ამიტომ საჯარო უფლებრივ ორგანოებს ჩვენ ვერ მივიღებთ.


ლ. ნათაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საჯარო უფლება წარმოადგენს დიდ საფრთხეს, ვინაიდან ეროვნულ კავშირების შედგენაში არის ერთი დიდი დაბრკოლება. როგორ მოხდება ეს შეკავშირება, ენისა თუ სარწმუნოების მიხედვით. ორატორის აზრით ორივეს მიხედვით შეიძლება მოხთეს; მაგ. თათრებში ენის მხრითაც შეკავშირდებიან და სარწმუნოების მხრითაც; ამ გვარად ერთი და იგივე მოქალაქე შეიძლება შევიდეს ორ კავშირში. ასეთი კურიოზები შეიძლება მოყვეს საჯარო უფლებას.


ბ. კ. ჯაფარიძე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბ. რუსიას და ბ. ნათაძეს ისე ვერ აქვთ წარმოდგენილი კავშირების შედგენა, როგორც ეს სინამდვილეში მოხდება; კავშირი დგება მსურველებისაგან; ყოველი მოქალაქე შედის ამა თუ იმ კავშირში წინასწარი მოფიქრების შემდეგ; მას გათვალისწინებული აქვს ყოველგვარი უფლება და აგრეთვე მოვალეობა, რომელსაც იგი მიიღებს კავშირში შესვლით. სანამ მოქალაქე არის ამა თუ იმ კავშირში მას აქვს განსაზღვრული მოვალეობანი; გამოსვლა კავშირიდან ყველას შეუძლია თვისუფლად. მაშასადამე აქ არავითარი ძალმომრეობა არ არის. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ძნელი გამოსარკვევია ვინ რომელ კავშირში შევა და თითქოს ერთი მოქალაქე ორ კავშირში მოხვდება, ეს შეუძლებელია, რადგან მოქალაქე თავისუფალია და ..ის სად მიდის და როგორ მიდის. ამ მხრით, დასძენს კ. ჯაფარიძე, საჯარო უფლება არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს.


ავეტისიანი აცხადება, რომ იგი არ ლაპარაკობს სომხების ეროვნულ საბჭოს სახელით, არამედ გამოთქვამს თავის პირად შეხედულებას. საქართველომ ორატორის აზრით, მთავარი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ უმცირესობას, რომელნიც მუდმივათ სცხოვრობენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე: რუსები, გერმანელები, ბერძნები წავლენ და ჩვენ უნდა ვეცადოთ იმ უმცირესობათა ცხოვრება მოვაწესრიგოთ, რომელნიც აქ არიან. ყოველი სახელმწიფო ძლიერია თუ მისი ეროვნული ორგანიზმი ღონიერია, ყველაფერი რაც ხელს უშლის ამ ორგანიზმის განვითრებას, ჩვენთვის მიუღბელია. მე ვდგევარ, აცხადებს ბ. ავეტისიანი, სახელმწიფოებრივ ნიადაგზე და ყოველი კითხვა და ეროვნულ უმცირესობათა კითხვაც უნდა დაუკავშირდეს სახელმწიფოს ინტერესებს. უმცირესობას უფლება უნდა ქონდეს სავსებით აღასრულოს თვისი კულტურული მისია, რომ მით შექმნას სიმდიდრე სახელმწიფოსათვის. ბ. ავეტისიანის აზრით, კავშირი უნდა შეიცვალოს თვითმართველობათ; ამავე დროს, ენა ვერ განსაზღვრავს ეროვნებას, მაშინ სომხები, რომელნიც ლაპარაკობენ ქართულად, ქართველები იქნებოდნენ. ეროვნების განმსაზღვრელად უნდა იყოს სხვა საშუალებანი. უმცირესობას უნდა ქონდეს უფლება დააარსოს დაბალი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები. მე არ ვიზიარებ ერთ თეორიას, დასძენს ბ. ავეტისიანი, მე ვაერთებ კულტურულ ავტონომიას პერსონალებთან.


ბ. საყვარელიძე უპასუხებს რა ყველა მოწინააღმდეგე ორატორებს, ჩერდება საჯარო უფლების საკითხზე. კულტურულ-პერსონალური ავტონომია, ამბობს ორატორი, გაკოტრდა ყველა რედაქციით; კულტურულმა ავტონომიამ დაარღვია ავსტრია და მისი განხორციელება შეუძლებელია. ყოველი სახელმწიფო ორგანიზმი, იბრძვის თვითგანვითარებას. ჩვენ დავაარსეთ ნაციონალური სახელმწიფო და თავგამოდებით ვიცავთ მას; ამავე დროს კი თქვენ გინდათ შექმნათ საჯარო უფლებრივი ორგანიზაციები, რომელიც ეჭვს გარეშეა, არღვევს და ძირს უთხრის ამ სახელმწიფოს; თქვენ გინდათ სახელმწიფო შექმნათ სახელმწიფოში და ამით განა თქვენივე ხელით არ სპობთ იმას, რის გაკეთება და აშენება თითქოს მიზნად დაისახეთ. თქვენ გინდათ ვისაც კი აქვს თავისი ენა ილაპარაკოს ამ ენაზე სადაც და როგორც უნდა. ეს დაუშვებელია; შვეიცარია ტყავს აძრობს გრიზონის კანტონს. ორატორი ხელმეორედ იმეორებს თავის პროექტს და იცავს ფართო დასაბუთებით.

ჩხენკელის წინადადებით კამათი შეწყვეტილია.

თავმჯდომარე კრებას ხურავს.

თავმჯდომარე

მდივანი

3 მარტის კომისიის სხდომაზე, ოთხშაბათს 7 საათზე მოწვეულ იქნენ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი;


წარმომადგენელნი გააცნობენ კომისიას თავიანთ პროექტებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ; არავითარ კამათს წარმომადგენლებთან, გარდა შეკითხვებისა, ადგილი არ ექნება.


პროექტები კომისიის მიერ გამოყენებული იქნება, როგორც მასალა.

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 125-128

2.20 ახალი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1920 წ. თებერვალს)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წ. თებერვალს
№_________
ქ. ტფილისი

თქვენი მოწერილობის გამო (თებერვლის 7 №418) შეგვიძლია მოვახსენოთ პრეზიდიუმს შემდეგი.

კონსტიტუციის პროექტი შავად თითქმის გათავებულია. აკლია მხოლოდ ერთი თავი - ეროვნულ უმცირესობათა უფლება. აგრეთვე შეიძლება მეორედ კოლექტიური გამოკითხვის შესახებ იქა-აქ შესწორება-დამატება იქნა შესატანი ტექსტში. იურიდიულ კომენტარიები დაწერილია. აქვს დღეს საკნ. კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს დღევანდელ იუსტიციის მინისტრს რ. არსენიძეს, რომელიც მას ეცნობა და მალე დაგვიბრუნებს. მას დასჭირდება აგრეთვე გადაკითხვა და რედაქცია. ამას რომ ვიზამთ, მაშინ სულ მზად იქნება კონსტიტუციის პროექტი თავის კომენტარიებით, რომელიც უნდა დაიბეჭდოს და გამოქვეყნდეს, როგორც პროექტი და მისი განმარტება. ამის ხარჯების გადადება დასჭირდება პრეზიდიუმს. ეს სულ მალე იქნება საჭირო, თუ კომისიის წევრები თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ და კრებებს არ გამოუშვებენ. თუ მუშაობა შეუწყვეტლივ იწარმოებს, ამისთვის კიდევ საჭირო იქნება რამოდენიმე კვირა. ამასთანავე, გაეგზავნებათ პროექტი კონსტიტუციის. კომისიის ოქმებს, რამდენადაც შესაძლებელია, ვაწესრიგებთ, რომ შესაძლებელი გახდეს მათი გაცნობა და შესწავლა დაინტერესებულთათვის.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 82

2.21 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების შეერთებული სხდომის ჟურნალი (1920 წ. მარტის „3“)

▲ზევით დაბრუნება


სხდომას დაესწრნენ: კომისიის წევრები: ა. ჩხენკელი, ი. ბარათაშვილი, მ. რუსია, ლ. ნათაძე, კ. ჯაფარიძე, გ. გვაზავა, პ. გელეიშვილი, ავეტისიანი; ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი: სომხებისა, თათრებისა, რუსებისა, გერმანელებისა, ტფილისის ებრაელებისა, ბერძნებისა და ებრაელთა სოც. დემოკრატიული პარტიის - „ბუნდის“ წარმომადგენელი.

თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდ.ამხ. ი. ბარათაშვილი.....მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

თავმჯდომარე კრებას მოახსენებს თუ რა მიზეზითა და მიზნით მოიწვია კომისიამ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი და სთხოვს მათ წარმოადგინონ თავიანთი პროექტები ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ.


რუსების წარმომადგენელი - აცხადებს რომ მას არ შეუძლია წარმოადგინოს რაიმე ოფიციალური პროექტი, ვინაიდან ასეთი მას არა აქვს და შეუძლია მხოლოდ თავისი პირადი აზრი გამოთქვას საკითხის შესახებ.


სომხების წარმომადგენელი - აღნიშნავს რა, რომ მათი პროექტი ეროვნულ საბჭოში, არის დამუშავების პროცესში და რომ მას დღეს არა აქვს განსაზღვრული აზრი ოფიციალი წარმომადგენელისა. აცხადებს რომ ამ მუშაობის დაჩქარებისათვის, პროექტების დამზადებისათვის, აუცილებლათ საჭიროა მათ ქონდეთ ფართო ინფორმაცია იმ მუშაობის შესახებ რომელიც სწარმოებს საკონსტიტუციო კომისიაში აღნიშნულ კითხვის გარშემო; ჩვენ უნდა გავეცნოთ იმ პროექტს, რომელიც რამდენადაც ვიცით უკვე აქვს კომისიას. ამასთანავე, დასძენს ორატორი, ჩვენთვის მეტად საინტერესოა ვიცოდეთ, თუ როგორ განისაზღვრება ჩვენი როლი თქვენს მუშაობაში; მაგ. ჩვენ მოგვისმენენ მხოლოდ და ამით გათავდება ჩვენი მონაწილეობა ეროვნულ უმცირესობათა კითხვის გადაჭრაში, - ჩვენ ვიქნებით მუდმივი თანამშრომელნი ამ საქმის მოგვარებაში, რომელიც ჩვენთვის ასე დიდათ საინტერესოა.


კომისიის წევრი მ. რუსია - აცხადებს, რომ კომისიას არა აქვს არავითარი პროექტი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომისიისთვის აზრი არ ექნებოდა ეროვნებათა წარმომადგენლების მოწვევას. კომისიაში სწარმოებს მხოლოდ წინასწარი მუშაობა, არავითარი განსაზღვრული აზრი კომისიისა ჯერ-ჯერობით არ არსებობს და ამიტომ ვერც რაიმე ინფორმაციის მოცემა შეგვიძლია. ხოლო რაც შეეხება თანამშრომლობის საკითხს, აცხადებს ბ. რუსია, ამის შესახებ კი შემიძლია გაგაცნოთ კომისიის გარკვეული აზრი - ჩვენ მოგისმენთ თქვენ, წარმოადგენთ თქვენ პროექტებს წერილობით, რომელიც ჩვენ მიერ მასალათ იქნება გამოყენებული. თუ ასეთი პროექტი დღეს არა აქვს წარმომადგენლებს, მე მოვითხოვდი კრება გადადებულ იქნას.


ბერძნების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მას თან აქვს პროექტი და შესაძლებლად მიაჩნია, ვინაიდან ყოველ ეროვნების წარმომადგენელს უსათუოდ აქვს გარკვეული აზრი საკითხის შესახებ. დღესვე იქნას მოსმენილი პროექტები, მიუხედავად იმისა წერილობით იქნება იგი წარმოდგენილი, თუ არა.


ბ. ი. ბარათაშვილი - კომისიისათვის მნიშვნელობა აქვს არა კერძო პირთა აზრებს, არამედ წარმომადგენლების, როგორც ასეთების, ოფიციალურ აზრსა და შეხედულობას. ჩვენ გთხოვთ რომ ასეთი პროექტი წარმოგვიდგინოთ. კომისია კი ვერ გადმოგცემთ რაიმე მასალას ვინაიდან ასეთი მას არაფერი აქვს; შეიძლება იყოს მხოლოდ კერძო აზრები ამა თუ იმ წევრისა, რასაც წარმომადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს.


რუსების წარმომადგენელი იზიარებს სომხების აზრს და ამბობს: ყოველი მასალა, რომელსაც კი გადმოგვცემს საკონსტიტუციო კომისია საგრძნობლათ დააჩქარებდა ჩვენი პროექტების დამუშავებას. ამასთანავე, ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია ჩვენი თანამშრომლობა განისაზღვროს მხოლოდ პროექტების წარმოდგენით. ჩვენ რომ მარტო დეკლარაცია გვაკმაყოფილებდეს შეგვეძლო პრესის საშუალებითაც გაგვეცხადებია ჩვენი დამოკიდებულება საკითხთან. აუცილებლათ მიგვაჩნია ჩვენი მონაწილეობა გაფართოებულ იქნას რომ უჩვენოდ არ გადაწყდეს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის საკითხი; ამას სახელმწიფოს ინტერესიც მოითხოვს.


ბ. მ. რუსია იცავს რა თავის წინადადებას რომ კრება გადადებულ იქნას უახლოეს დროისათვის, როცა ეროვნებანი წარმოადგენე პროექტებს. ამბობს რომ როლები შეიცვალა: „წარმომადგელებს ჩვენ ვთხოვდით მასალებს ეხლა კი ისინი გვთხოვენ; მასალები ჩვენ გვინდა; ჩვენ ვართ საკონსტიტუციო კომისია და არა თქვენ; კომისია ვერ გადმოგცემთ მასალებს, რომელიც მას არა აქვს“.


სომხების წარმომადგენელი იმეორებს, რომ მას არა აქვს პროექტი და მისი დამზადებისთვის ორატორს აუცილებლათ მიაჩნია რომ წარმომადგენელთ საშუალება მიეცეთ გაეცნონ არა მარტო საკონსტიტუციო კომისიის იმ მუშაობას, რომელიც შეეხება კერძოდ ეროვნულ უმცირესობათა საკითხს, არამედ საერთოდ მთელ კონსტიტუციას; ეს საჭიროა რათა ეროვნულ უმცირესობათა კითხვა გადაიჭრას ზოგად სახელმწიფოებრივ კონსტიტუციასთან შეთანხმებით.


ბ. ა. ჩხენკელი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა მიღებულ იქნას მუშაობის ის პლანი რომელიც აქვს საკონსტიტუციო კომისიას: ჩვენ მოუსმენთ წარმომადგენლებს, ესენი განმარტავენ იმ კითხვებს, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი იქნება და შემდეგი ჩვენი მუშაობა დაგვანახებს საჭირო იქნება თუ არა განმეორებით წარმომადგენლების მოწვევა. საკონსტიტუციო კომისიას წინასწარ არ გადაუწყვეტია თანამშრომლობისა და ჩვენს მუშაობაში მონაწილეობის საკითხი; თუ კომისიამ საჭიროდ დაინახა, ცხადია წარმომადგენელნი მოწვეულ იქნებიან. ჩხენკელს წინადადება შემოაქვს გადაიდოს სხდომა და ეთხოვოს წარმომადგენელთ წარმოადგინონ თეზისები ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ ახლო მომავალში.


ამით სხდომა იხურება. წარმომადგენელნი მიდიან და გრძელდება კომისიის სხდომა.


ისმის საკითხი წარმომადგენელთა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ; წინანდელი დადგენილება კომისიისა ამ საკითხის თაობაზე კამათს არ იწვევს.


ჩხენკელს შემოაქვს წინადადება 9 მარტს სამშაბათს შესდგეს კომისიის საგანგებო სხდომა წინასწარ მოსალაპარაკებლად. თავმჯდომარე წინადადებას კენჭს უყრის და სხდომას დახურულად აცხადებს.



თავმჯდომარე

ხელით მინაწერი: საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე

მდივანი

1. სხდომა გადაიდოს; შემდეგი შეერთებული სხდომა მოხდეს 10 მარტს საღამოს 7 საათზე; საკონსტიტუციო კომისიას წარედგინოს პროექტები არა უგვიანეს 8 მარტისა.


2. ძალაში დარჩეს კომისიის დადგენილება, რომ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი კომისიას წარმოუდგენენ პროექტებს ფართო განმარტებებით და რომ შეკითხვების გარდა არავითარ კამათს ადგილი არ ექნება.





































































































































































3. სამშაბათს მარტის 9-ს შესდგეს კომისიის საგანგებო სხდომა წინასწარ მოსალაპარაკებლად.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 133-134

2.22 О культурной автономiи немцевъ в грузинской демократической республике

▲ზევით დაბრუნება


Центральный Советъ Союза Закавказскихъ немцевъ педставляетъ себе культурную автономiю немцевъ в Грузiи в следующемъ виде:

1) Въ духовно- научном отношенiи немцы расчитываютъ на признанiе за ними:

а) права на ограниченное употребленiе своего т.е. немецкаго языка у себя дома, въ школе и въ общественной жизни, причемъ подъ последней подразумевается также ведение делъ в собственныхъ учрежденияхъ самоуправленiя, не исключая низшихъ (сельскихъ) судебныъ учрежденiй.

Б) права на сохраненiе и развитiе общаго духовнаго состоянiя въ области немецкой культуры, подразумевая подъ таковымъ преимущественно связь съ немецкой наукой, въ смысле возможности распространять её среди подростающего поколенiя въ подлежащихъ учебныхъ заведенiяхъ, а именно, начиная съ народной школы и кончая высшiми учебными заведенiями, въ томъ числе и въ сельско-хозяйственныхъ, техническихъ и коммерческихъ училищахъ.

В) права на распространенiе среди немцевъ всехъ возрастовъ познаний, касающiхся законовъ жизни и гражданственности, как наприм. Общественнаго здравия, приличiя и хозяйства, государственнаго беспорядка, задачъ общечеловеческаго культурного преуспеванiя, способовъ достиженiя истинных благъ жизни и т.п. путём учрежденiя народныхъ университетовъ, библiотек, читаленъ и другихъ общеобразовательных заведенiй с применениемъ во всехъ этихъ случаяхъ немецкаго языка и немецкихъ методовъ и теорiи предпочтительно передъ не-немецкими языками, методами и теорiями, а равно права на распространенiе всякаго рода газетъ и журналовъ, поощряющих восприниманiе немецкой духовной-науной мысли.

2) В религиозно-нравственномъ отношенiи немцы претендуютъ на следующiя права:

а) на право свободнаго исповеданiя своей религiи и, главнымъ образомъ, евангелическо-лютеранской веры какъ въ церкви, такъ и въ школе и на дому, съ применениемъ при этомъ немецкаго языка и правилъ, исходящихъ от Закавказскаго Ев. - Лют. Синода, как высшаго церковнаго учрежденiя ев. - лютеран в Грузiи. Согласно постановленiя большинства немецкихъ приходовъ в Заказвказьи, въ томъ числе именно всехъ колонiйскихъ приходовъ, или въ техъ немногочисленныхъ, преимущественно, или вернее - исключительно городскихъ приходовъ, которые не вошли пока въ означенный синодальный союзъ, техъ правилъ, кои предусмотрены закономъ (Св. Зак. Т. XI, Уст. Иностран. Исп.) для подобныхъ приходовъ, причёмъ преподавание Закона Божьего, какъ обязательнаго предмета въ школьномъ обученiи, не следовало бы ограничить также для ев. - лютеранъ в государственно- законодательномъ порядке.

б) на право сохраненiя и укрепленiя въ собственномъ кругу нравственнаго сознанiя свойственнаго германскимъ народамъ, и на вытекающее из сего сознания - уважение к немецкимъ традициямъ и немецкой самобытности в отношенiи нравственности, кои проявляются прежде всего в призванiи Бога. Какъ начала всего существующаго, в почитанiи родителей и начальствъ, въ уваженiи мненiя третьего лица, въ соблюденiи действующихъ государственнаго и правоваго порядковъ и въ исполненiи нравственныхъ обязанностей, признаваемыхъ сыздавна въ немецкой родной семье.

в) В художественно-литературномъ отношенiи надлежало бы признать за немцами следующiя права:

а) Право постановки на открытой сцене немецкихъ пъесъ и право на устройство выставокъ какъ произведенiй немецкiхъ изящныхъ искусствъ, такъ и немецкой художественной промышленности, со включенiемъ в неё и немецкой кустарной промышленности.

б) право издательства относительно книг и другихъ литературныхъ произведенiй на немецком языке , а равно газетъ и журналовъ на немецкомъ языке.

в) Право читать публичныя лекцiи на всякие темы, устраивать литературные, драматическiе и музыкальные вечера, показывать кинематографические картины и т.п. пользуясь при этомъ, какъ средствомъ объясненiя, немецкой речью, или въ последнем случае - немецкими надписями.

4) В хозяйственно-техническомъ отношенiи немцамъ нужны следующiя права:

а) Право на свободное примененiе собственныхъ хозяйственныхъ методовъ и порядковъ, не исключая поливки садовъ, огородовъ, полей и иных видовъ угодiй, восколько пользованiе этимъ правомъ не противоречит общегосудараственнымъ интересамъ (Ср. Зак. Т. XII, Уст. Сельск. Хоз., прил. К ст. 223), причёмъ преимущественно применялось бы, сообразно с местными условiями методы и порядки, применяемые въ Германiи и другихъ странахъ съ преобладающимъ германскимъ населениемъ.

б) Право на свободное примененiе собственныхъ техническихъ методовъ какъ въ сельско-хозяйственномъ быту, такъ и въ дргихъ отраслях практическаго труда, начиная с кустарной промышленности и ремеселъ и кончая фабричнымъ производствомъ, отдавая и въ данномъ отношенiи предпочтенiе методамъ, испытаннымъ въ указанныхъ въ предыдущемъ подотделе (лит.а) странахъ.

5) В государственно-общественномъ отношенiи немцы претендуютъ на следющiя права:

а) Права на установленiе известнаго правопорядка въ отношенiяхъ немцевъ, живущихъ группами как напр. Колонiи, или отдельно от таковыхъ, но не потерявъ связи с ними оставаясь членами сихъ обществъ, к самому Государству, т.е. Грузинской Демократической Республике, къ органамъ городскаго и земскаго самоуправленiя, къ имуществу движимому и недвижимому, состоящему въ их владенiи по праву исключительно или общей собственности и.т.д. подобно тому правопорядку, который установленъ закономъ, а именно «Положениемъ о колонияхъ в Закавказьи», Св. Зак. Т. IX, Зак. Сост. Прил. К. ст. 680 (прим.2). не отменённомъ по настоящее время въ Грузiи и

б) вытекающiя изъ сего общаго права отдельные права:

а.а.) право пользованiя на всей територiи Грузiи всеми личными и имущественными правами присвоенными по закону гражданамъ Грузинской Демократической Республики.

б.б.) право на самообложенiя для удовлетворенiя своихъ культурныхъ надобностей въ пределахъ предоставляемой имъ, немцемъ, автономiи.

в.в.) Право самоуправленiя въ делахъ общественныхъ какъ сельчанъ, таки и горожанъ, въ самыхъ широкихъ демократическихъ размерахъ по собственному усмотренiю восколько таковое не противоречит общегосударственнымъ интересамъ (самоотдельное правленiе, самотоятельный судъ по маловажнымъ деламъ, оппределяемыми въ законодательномъ порядке).

г.г.) право веделенiя изъ общей земской организацiи самостоятельныхъ мелкихъ земскихъ единицъ по соглашенiя с местными раiонами и уездными земствами и с подлежащими правительственными учрежденiями.

д.д.) право неприкосновенности гарантированныхъ действующимъ спецiальнымъ закономъ, т.е. Положенiемъ о колонiяхъ въ Закавказьи, имущественных правъ немцевъ-поселенцевъ («колонистов») на состоящiя въ ихъ владенiи по праву общественной собственности земельныя угодия, восколько органиченiе этихъ правъ не вызывается государственной надобностью.

е.е.) право видоизмененiя существующаго въ немецкихъ колонияхъ, по указанному в предыдущемъ пункте (д.д.) Положенiю землепользованiя въ современномъ духе демократизацiи, съ сохраненiемъ однако фидеиксиссиато (родового) характера сего землепользованiя, въ целяхъ поддерживанiя и впредь цельности колонiйсскаго владенiя на благо всей республики (немцы-колонисты) самые аккуратные плательщики требуемыхъ съ нихъ въ столь крупныхъ размерахъ податей и повинностей и на благо окрестныхъ соплеменныхъ жителей, для коих немецкие сельские хозяева призваны служить примерами.

ж.ж.) право выделенiя на всей триторiи Грузiи немецкихъ школъ, без различiя типовъ и степеней ихъ, въ особую школьную систему, руководимую собственнымъ (немецкимъ) инструкторомъ или инспекторомъ, избираемымъ представителями Союза Закавказскихъ Немцевъ (на делегатском собранiи) большинствомъ голосовъ и утверждаемыхъ въ установленномъ порядке Правительством Грузiи, причём главный котнороль въ отношенiи деятельности сего выборного должностнаго лица и подведомственных ему школ признаётся также за правительствомъ Грузiи, а содержанiе как названного инструктора, такъ и всехъ немецких школъ немцы принiмают на себя, если они будутъ освобождены отъ взноса податей и повинностей, предназначенныхъ на содержанiя школьнаго аппарата въ Республике вообще.

з.з.) право сохраненiя существующаго Союза Закавказскихъ немцевъ и исполнительнаго его органа, Центральнаго Совета, по уставу, выработанному и отверждённому делегатскимъ Собраниемъ Союза на съезде 15-18 декабря 1919 г. В каковой Союзъ въ настоящее время входятъ 18 отдельных (2 городскихъ и 16 сельскихъ) группъ (такъ называемыхъ «Ортсгруппен») и группа Союза Закавказскихъ немецкихъ учителей», руководствующаяся особымъ уставомъ, согласованнымъ съ уставомъ Союза и утверждённымъ на томъ же (вышеупомянутомъ) съезде представителей последняго.

Председатель Центрального Совета
Совета Закавказскихъ Немцевъ:

«3» Марта 1920 года
Гор. Тбилиси

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 154-156

2.23 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. 6 მარტის)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ პ. საყვარელიძე, ა. ჩხენკელი, კ. ჯაფარიძე, პ. გელეიშვილი, გ. გვაზავა და ლ. ნათაძე.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

კომისიების არჩევა.


თავმჯდომარე წინადადებას აძლევს სხდომას არჩეულ იქნეს ორი კომისია: მცირე კომისია, რომლის მოვალეობა იქნება კონსტიტუციის გადასინჯვა, კომენტარიების განხილვა და მისი სისტემაში მოყვანა;




მეორე - სარედაქციო კომისიაში, რომელსაც დაევალება კონსტიტუციის რედაქციული გასწორება.

მცირე კომისიაში არჩეულ არიან: ა. ჩხენკელი, პ. საყვარელიძე, გ. გვაზავა, ხოლო საზოგადოებიდან ამ კომისიაში მოწვეულ იქნეს ბ. რ. არსენიძე. მცირე კომისიის მიერ განხილული მასალები თანდათანობით გადაეცეს პლენუმს საბოლოო დასკვნისათვის.


სარედაქციო კომისიაში არჩეულ არიან: ა. ჩხენკელი, პ. საყვარელიძე, გ. გვაზავა; საზოგადოებიდან ამ კომისიაში მოწვეულ იქნეს: კ. ნინიძე, ივ. ჯავახიშვილი, ივ. გომართელი. გრ. ყიფშიძე, ექ. თაყაიშვილი, ვ. ყიფიანი და კარიჭაშვილი. აღნიშნული კომისიისათვის ქვორუმს შეადგენს სამი კაცი: ერთი კომისიიდან, ორი მოწვეულთაგან.

კომისიების არჩევის შემდეგ თავმჯდომარეს წინადადება შემოაქვს, ვინაიდან დრო ბევრი დარჩა დღესვე შეუდგნენ კონსტიტუციის გადასინჯვას; წინადადება კამათს არ იწვევს, თავმჯდომარე კენჭს უყრის;


პ. საყვარელიძე აცხადებს ზოგიერთ დამატებას, რომელთა შეტანა საჭიროდ მიაჩნია კონსტიტუციის პირველ თავში.


დამატებები ხუთი მუხლისაგან შესდგება: 1/ დროშის შესახებ; 2/ კონსტიტუციის მოქმედების მუდმივობისა და შეუჩერებლობის შესახებ, 3/ კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა, 4/ დამტკიცების შემდეგ კონსტიტუციას სცემს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი ყველა წევრის ხელმოწერით და 5/ დეკლარატიული განცხადება საერთაშორისო კონფლიქტების ასაცილებლად.


ა. ჩხენკელი ეხება დროშის ფერებს და ამბობს რომ თეთრი და შავი ფერი ჩვენი დროშისა დაფუძნებულია შვინდის ფერ ფონზე, წითელ ფერზე, ვინაიდან ჩვენი კონსტიტუცია, და საერთოდ ჩვენი თავისუფლება - დამოუკიდებლობა, ემყარება რევოლუციას; რევოლუცია არის მთავარი მომენტი, პირველწყარო ერის განთავისუფლებისა და იქ არის პირველი და მთავარი საძირკველი ჩვენი არსებობისა - ეს აზრი უნდა გამოისახოს ჩვენი ეროვნული დროშის ფერების შეზავებაში და ასევე აზრი სასურველია აღინიშნოს კონსტიტუციაში ერთი ფრაზით, მოკვეთილი გამოთქმით.


კ. ჯაფარიძე იმ აზრისაა, რომ დროშის მოხსენება კონსტიტუციაში შეიძლება, ვინაიდან იგი მუდმივი მოვლენაა; ხოლო ფერების მოხსენება ორატორს მიაჩნია მიუღებლად, რადგან ეს საგანი განიცდის ცვლილებას: დღეს ერთი ფერია მოწონებაში, ხვალ შეიძლება სხვა ფერი იქნეს; ამიტომ ბ. ჯაფარიძე წინადადებას იძლევა, რომ დროშა ან სულ ნუ მოიხსენება, როგორც ეს არის ზოგიერთ სახელმწიფოს კონსტიტუციებში, ან მოხსენებულ ფერების აღუნუსხველად.


პ. გელეიშვილი ეხება სახელმწიფო ღერბს და სასტიკად აკრიტიკებს მას; ორატორის აზრით ეს ღერბი არაფერს არ წარმოადგენს და ვერავითარ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს; აზრიც არაა შიგ; თვითონ გიორგი არც ქალია და არც ბიჭი; გაუგებარია უცხოსათვის ცხენის მუცლის ქვეშ უშნოდ ამოზიდული, თითქოს მთის მწვერვალი.


პ. საყვარელიძე ამბობს, რომ ისტორიული გიორგი, რომელიც დრაკონს ჰკლავს შუბით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს; აქ არის მუდმივი დაუსრულებელი ბრძოლა ბნელსა და ნათელის შორის, ბრძოლა რომელსაც ბოლო არ უჩანს. ამ ბრძოლად სწორუპოვრად სახავს ისტორიული გიორგი, მასში არის უდიდესი იდეა, დღევანდელი გიორგი კი არაფერს აღარ წარმოადგენს. ტრადიცია ხალხის სულია და ამ ტრადიციას მნიშვნელობა აქვს დროშისა და ღერბის შესახებ; უნდა აღდგენილ იქნეს ძველი გიორგი, მაგრამ ორატორის აზრით კომისიას არ შეუძლია ასეთი ცვლილება მოახდინოს, ხოლო ღერბიც და დროშაც კონსტიტუციაში უნდა მოხსენებულ იქნეს.


მცირე კამათის შემდეგ თავმჯდომარე საკითხს კენჭს უყრის.


მეორე და მესამე დამატება კამათს არ იწვევს.









მეოთხე დამატების შესახებ ჩხენკელს წინადადება შემოაქვს, ვიანიდან კონსტიტუციის გამოქვეყნების შესახებ უნდა მიღებულ იქნეს ცალკე კანონპროექტი. ეს დამატება ამოიშალოს. წინადადებას თავმჯდომარე კენჭს უყრის.


მეხუთე დამატების რედაქციის შესახებ შეთანხმება ვერ მოხდა.


კომისიის თავმჯდომარე
მდივანი

ეს წინადადება მიღებულია.


კონსტიტუცია გადაშინჯულ იქნეს ცალკე თავებად და განსახილველი თავები წინასწარ ეცნობოს მათ ავტორებს. სათანადო შესწორებისა, დამატებისა ან გამოკლების გასაკეთებლად.
















კონსტიტუციაში მოხსენებულ იქნეს დროშა და ღერბი; დროშის არსებული ფერები და მათი შეზავება დარჩეს უცვლელად.


ღერბი შეტანილ იქნეს ასე: „თეთრი გიორგი თეთრ რაშზე“























































მიღებულ იქნეს შემდეგი დამატებანი: 1/ „ამ კონსიტუტციის მოქმედება მუდმივი და შეუჩერებელია გარდა იმ შემთხვევებისა, რომელნიც გათვალისწინებულია ამავე კონსტიტუციით“, 2/ „კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა, გარდა სისხლის სამართლისა, უკეთუ იგი ამსუბუქებს ბრალდებულის მოქმედებას“.






მეოთხე დამატება ამოიშალოს.


მიენდოს პ. საყვარელიძეს კრებაზე არსებულ კამათის მიხედვით შეიმუშაოს მეხუთე დამატების რედაქცია და წარმოუდგინოს კომისიას. შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნეს: „სახელმწიო ტერიტორია“, „მოქალაქეობა“ და „მოქალაქის უფლებანი“.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 205.

2.24 Проектъ

▲ზევით დაბრუნება


Статуса Самоуправленiя Эллиновъ Грузiи.

Ст. 1. Высшимъ органовъ нацiональнаго самоуправленiя эллиновъ Грузiи явлется Эллинскiй Нацiональный Советъ Грузiи.

ПРИМЕЧАНIЕ: 1. Эллинами Грузiи считаются все эллины граждане Грузiи (несущiя общегосударвстенныя, городския и земския повинности).

Ст. 2. На Эллинскiй Национальнiй Советъ возлагается:

  1. Защита нацiональныхъ интересовъ эллинскаго населенiя Грузiи.

  2. Объединенiе, руководительство, управленiе и заведыванiе всеми делами населенiя въ областяхъ культурно-просветительной, образованiя, общественнаго призренiя, здравоохраненiя, соцiально-экономической помощи, равно и въ области религiознаго культа.

Ст. 3. Въ компетецiю эллинскаго Нацiлнальнаго Совета входитъ:

  1. Задачи народнаго образованiя, учрежденiе и содержанiе школъ, гимназiй, народныхъ университетовъ, заботы о школьномъ и дошкольномъ образованiи и проч.

  2. Культурно-просветительнiя задачъ. Учрежденiе народныхъ домовъ, библiотекъ, читаленъ, музеевъ, театровъ, устройство народныхъ чтенiй, публичныхъ лекцiй, заботы о народной литературе и музыке и проч.

  3. Задачи социально-экономической помощи: устройство рабочихъ домовъ, бюро труда, кооперативовъ, судо-сберегательных товариществъ и проч.

  4. Задачи общественнаго призренiя, устройство сиротскихъ домовъ, народныхъ столовыхъ, домовъ для инвалидовъ и старыхъ и другихъ благотвартельныхъ учрежденiя.

  5. Задачи народнаго здраво-охранения: устройство больницъ, амбулаторiй, сенатроiй, детскихъ колонiй, капли молока, институтовъ физического развитiя детей и юношества.

  6. Вопросы беженства, иммиграцiи и эммиграцiи эллинскаго населенiя.

  7. Метрикацiя и регистрацiя эллинскаго населенiя.

  8. Бюджетъ, а также изданiе для своихъ учрежденiй уставовъ и инструкцiй.

  9. Представительство в местныхъ органахъ Правительственной власти городского и земскаго самоуправленiя по всемъ деламъ касающiмся эллинскаго населения.

  10. Представленiе Нацiональному Совету права на полученiе соответсвенной доли (пропорцiональное отчисленiю) изъ Государственнаго и местнаго бюджета на все нужды местнаго эллинскаго населенiя.

  11. Представительство эллинскаго Нацiонального Совета воъ всехъ центральныхъ органахъ по всемъ вопросамъ эллинской жизни.

Ст. 4. В видахъ достиженiя указанныхъ в ст. 3 задачъ, устанавливается единство кассы всехъ нацiональныхъ организацiи, единство бюджета (доходовъ и расходовъ) и единство сборовъ с населенiя.

Ст. 5. Для заведыванiя отдельными частями управленiя учреждаются при Национальномъ Совете отделы, которые действуютъ подъ руководствомъ и наблюдениемъ Совета, как оганы исполнительной власти.

Ст. 6. Для удовлетворенiя нужды населенiя и осуществленiя всехъ задачъ Совета-Совет устанавливаетъ обязательные взносы с населенiя, на основанiи принудительнаго прогрессивнаго-подоходнаго налога (право обложенiя).

Ст. 7. Нацiональнымъ языкомъ Совета и всехъ эллинскихъ организацiй признаётся языкъ эллинскiй. В офицiальныхъ же сношенiяхъ в делопроизводстве и въ заседанияхъ Совета применяется временно русскiй, как общепонятный.

Ст. 8. Члены Нацiональнаго Совета несут свои обязанности безплатно, получая лишь дiету, (суточныя). Члены же исполнительнаго комитета и служащие в учрежденяях последняго получаютъ определённое вознагражденiе наравне со служащими в Государственныхъ учрежденiяхъ.

Ст. 9. Средства Эллинскаго Нацiонального Совета состоятъ изъ:

  1. Прапорцiональнаго отчисленiя изъ бюджета органовъ местнаго самоуправленiя и государственной власти.

  2. Поступлений отъ принудительнаго обложенiя населенiя по принципу прогрессивно-подоходнаго обложенiя.

  3. Пожертвованiй и отказовъ по завещаниямъ и иныхъ поступленiй.

  4. Доходовъ от принрадлежащихъ Эллинскому Национальному Совету движимыхъ и недвижимыхъ имуществъ.

  5. Поступленiй от пользованiя учрежденiями Нацiональнаго Совета (больницы, столовыя, библiотеки и друг.)

Ст. 10. Эллинский Национальный Советъ избирается всем эллинскимъ населенiемъ обоего пола въ возрасте не менее 20-ти лет.

Ст.11. Выборы в Советъ производятся путём всеобщаго, прямого, равнаго и тайнаго голосования по принципу пропорцiонального представительства.

Ст.12. Эллинский Национальный Советъ стоитъ за територiальное отбыванiе воинской повинности и желаетъ, чтобы судебно-административное отделенiе Государственной территорiи совпадало с естественной группировкой эллиновъ Грузiи, а равно, чтобы выборы лицъ на судебно-административныя должности происходили бы согласно желанiя нации и рекомендацiи Национальнаго Совета.

«8» Марта 1920 года.

Гор. Тифлис.

Уполномоченный 2-ымъ съездомъ Эллиновъ Гражданъ Грузiи для принятiя участiя в работахъ конституцiонной комиссiи и защиты интересовъ Эллиновъ Грузiи.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 164-165

2.25 Въ конституцiонную комиссiю учредительнаго собранiя Грузiи.

▲ზევით დაბრუნება


Проектъ Русскаго национальнаго совета о правахъ нацiональных меньшинствъ

1. Все народности въ Грузiи - равны перед законом. Всеобщая перепись отмечаетъ число гражданъ каждой нацiи, принадлежность къ которой определяется свободнымъ волеизъявленiемъ совершеннолетнихъ гражданъ, совершеннымъ передъ компетентными учрежденiями и отмечается въ нацiональныхъ метрикулахъ.

ПРИМЕЧАНIЕ: I. Дети до 16-ти летъ отмечаются в метрикулахъ родителей.

II. Принадлежащими къ определённой нацiи почитаются и те граждане, кои не будучи занесены въ национальные метрикулы, - всемъ образомъ своей жизни, либо отдельными знаменательными действiями (посещенiе нацiональной школы , участiе въ культурныхъ нацiональныхъ органiзацияхъ, служба по нацiональному самоуправленiю и т.д.) заставлять допустить презумпцiю таковой ихъ нацiональной принадлежности.

III. Для нацiональныхъ объединенiй иметрикуляцiя гражданъ должна являться базисомъ для школьнаго образованiя и собственнаго прямого обложенiя.

IV. Всякое посягательство на свободу волеизъявленiя, указаннаго въ семь параграфъ, карается уголовнымъ закономъ.

2. Впредь до состановленiя национальныхъ кадастровъ, принадлежащiми къ данной нацiональности, считаются граждане, соотвествующей этнической группе, независимо отъ религiозной принадлежности, за исключнiем техъ, кто добровольно заявитъ передъ подлежащими учрежденiями о своей непринадлежноси къ данной нацiи.

3. Нацiональные меньшинства, кои организуются въ союзы съ центральными и местными органами, - избираемыми всеми членами нацiи, на основе всеобщаго, равнаго и тайнаго голосованiя, признаются частно и публично право и дееспособными юридическими лицами.

ПРИМЕЧАНIЕ: I. Какъ центральные, такъ и местные Советы избираются путёмъ пропорцiональныхъ выборовъ по системе единаго избирательнаго округа. Определенiе округовъ местныхъ советовъ производится центральнымъ советомъ.

4. На органы Нацiональныхъ Самоуправленiй возлагается защита правъ и интересовъ нацiональныхъ учрежденiй и гражданъ данной нацiональности. Центральные нацiональные советы въ Грузiи являются органами представительства нацiональныхъ меньшинствъ передъ властями въ Грузiи.

5. Для содействiя разрешенiю вопросовъ, связанныхъ съ интересами нацiональных меньшинствъ и съ осуществленiемъ нацiональнаго самоуправленiя при Правительстве Грузiи состоятъ народные уполномоченные, избираемые и смещаемые подлежащими нацiональными Советами и утверждаемыя Правительствомъ Грузiи. Все уполномоченные по нацiональнымъ деламъ образуютъ Советъ по нацiональнымъ деламъ при Председателе Правительства Грузiи.

6. Государство представляетъ организованнымъ нацiональнымъ союзамъ право самоуправленiя въ нацiональныхъ делахъ, выделяетъ и передаётъ имъ функцiи, связанныя съ вопросами культуры, находящимся въ веденiи органовъ государства и местнаго самоуправленiя, какъ-то организацiю: 1) Народнаго (общаго, внешкольнаго, дошкольнаго и профессиональнаго) образованiя, искусствъ и вообще всесторонее развитiе нацiональной культуры. 2) веденiе всеми видами общественной и благотворительной помощи.

7. Въ условiяхъ переходнаго времени, впредь до окончательнаго утвержденiя демократическаго строя, государство возлагаетъ на организованныя въ Союзе нацiональныя меньшиньства и имъ предоставляетъ право принять на себя заведыванiе определяемаго въ ихъ веденiи органами Центральнаго и Местнаго Управленiя функцiй по деламъ касающимся: 1) Народнаго здравiя, 2) организацiи распределенiя (дело продовольственной помощи).3) Участiя въ разрешенiи вопросовъ, связанныхъ съ организацией сельско-хозяйственной помощи и переселенiемъ.

8. Органы Нацiональнаго Самоуправленiя получаютъ въ своё распоряженiе средства, ассигнуемыя государствомъ и органами местнаго управленiя на нужды, находящiеся въ веденiи Нацiональнаго Союза. Средства эти должны быть пропорцiональными численному соотношенiю данной нацiональности со всем] населением] Республики. На покрытiе нужд Нацiональных Союзовъ, не обеспеченныхъ суммами - государственнаго бюджета, имъ для осуществленiя задачъ и целей нацiональнаго самоуправленiя, предоставляется право обложенiя членовъ нацiональнаго объединенiя прогрессивнымъ подоходнымъ налогомъ.

9. Все нацiональные языки въ школе, суде, законодательныхъ и административныхъ учрежденияхъ, торговой и коммерческой жизни, печати и публичныхъ собранияхъ и повсеместно въ общественной жизни, признаются равноправными и свободными къ употребленiю.

ПРИМЕЧАНIЕ: Нарушенiе свободы пользованiя языкомъ нацiональнаго меньшинства карается уголовнымъ закономъ.

10. При достиженiи въ какой либо админимстративной единице (городъ, уездъ, село, теми) данной нацiональностью установленнаго закономъ процента, эта административная единица считается разноязычной и органы местной власти обязаны пользоваться языкомъ этой нацiи во всехъ словесныхъ и письменныхъ сношенияхъ съ ея членами.

ПРИМЕЧАНIЕ: Права эти обеспечиваются спецiальнымъ закономъ о языке.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 80-86

2.26 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის და ეროვნულ უმცირესობათა წამომადგენლების შეერთებული სხდომის ჟურნალი (1920 წ. მარტის 10)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: კომისიის წევრები: პ. საყვარელიძე, აკ. ჩხენკელი, ლ. ნათაძე, კ. ჯაფარიძე, გ. გვაზავა, პ. გელეიშვილი, მ. რუსია, ი. ბარათაშვილი, ს. დადიანი; ეროვნულ უმცირ. წარმომადგენელნი: სომხებისა, თათრებისა გერმანელებისა, ტფილისის ებრაელებისა, ბერძნებისა, ოსებისა, ებრაელთა და ს.-დემოკრ. პარტია - ბენდისა, ქართველ ებრაელთა სახელით კრებას დაესწრო ი. ხახანაშვილი.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე.................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.


თავმჯდომარე მოახსენებს კრებას, რომ წინა შეერთებულ სხდომაზე დადგენილი იყო დღეისთვის მოგვეწვია სხდომა და მოგვესმინა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების პროექტები; ეს პროექტები თანახმად იმავე სხდომის დადგენილებისა კომისიისათვის უნდა წარმოედგინათ არა უგვიანეს 9 მარტისა; სამწუხაროდ ბევრს დღესაც არ წარმოუდგენია; ასეთია, აცხადებს თავმჯდომარე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ და გავეცნოთ იმ პროექტებს, რომელიც დღეს ხელთა გვაქვს.

რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობას ჩვენს მუშაობაში, ამბობს თავმჯდომარე, კომისიას აქვს დადგენილება: ჯერ-ჯერობით გაეცნოს და შეისწავლოს პროექტების სახით წარმოდგენილი მასალები და შემდეგ პრაქტიკული მიზანშეწონილობა დაანახვებს კომისიას თუ რამდენათ საჭირო იქნება წარმომადგენლების მოწვევა, ან მათი ასეთი თუ ისეთი მონაწილეობა კომისიის მუშაობაში; წინადადებას აძლევს სტუმრებს წარმოადგინონ პროექტები ფართო დასაბუთებით;


სომეხთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეროვნულმა საბჭომ ჯერ კიდევ ვერ დაასრულა პროექტის დამუშავება, ხოლო შემდეგი სხდომისათვის იგი მზათ იქნება და წარმოედგინება კომისიას.


ოსების წარმომადგენელი - პროექტი წარმოდგენილია დამფუძნებელი კრების თვითმართველობის კომისიაში; იგი ან ამავე კომისიაში დარჩა, ან მთავრობას უნდა ქონდეს.


კრება პირველად ისმენს გერმანელების პროექტს; წარმომადგენელი მცირე განმარტებებით კითხულობს პროექტს და დასძენს, რომ თუ ეს პროექტი მიღებული იქნა გერმანელების განვითარება საქართველოში უზრუნველყოფილად ჩაითვლება.


დამფ. კრების წევრი ბერნშტეინი - პროექტი, რომელიც წარმოდგენილია ამიერკავკასიის გერმანელთა კავშირის ცენტრალ საბჭოსაგან, შედგენილია ადგილობრივი გერმანელების ზოგიერთი ჯგუფების გავლენით, რაც მტკიცდება იმით, რომ პროექტი ითხოვს მიწით სარგებლობას გერმანელებისათვის შერჩეს შთამომავლობითი [ხელით მინაწერი: фидеикомисный] ხასიათი; რაც შეეხება სავალდებულო თვითდაბეგვრის უფლებას ეს დიდ სიძნელეს წარმოადგენს, რადგან მოქალაქე ერთი ეროვნებიდან გადადის მეორეში - ეს მისი სურვილის საქმეა, - და ვერავითარი აღწერა საქმეს ვერ შველის; ხოლო თუ ეს თვითდაბეგვრა იქნება ნებაყოფილობითი - ეს, რასაკვირველია, მისაღებია და არავის შეუძლია აკრძალოს; სარწმუნოების თავისუფლება საქართველოში უზრუნველყოფილია და საღვთო სჯულის სწავლა მშობლების სურვილზეა დამოკიდებული; ხოლო რომ მოგვთხოვონ გერმანელებისათვის რაიმე ცალკე გარანტია შევიტანოთ კონსტიტუციაში ეს შეუძლებელია; ვერავის მივსცემთ რაიმე განსაკუთრებულ უფლებებს, ყველა უნდა დაემორჩილოს იმ ძირითად კანონებს, რომელზედაც დაფუძნებული იქნება საერთოდ მთელი რესპუბლიკა და კერძოდ მისი ნაწილი - ეროვნული უმცირესობა. (კითხულობს თავის თეზისებს).


გერმანელთა საბჭოს წარმომადგენელი - მე ვლაპარაკობდი საბჭოს სახელით, ვლაპარაკობდი მთელი გერმანელების სახელით, ვისი სახელით ლაპარაკობს ბ. ბერშტეინი? როდესაც იგი უარყოფს თვითდაბეგვრის უფლებას, როგორ სურს მას დააკმაყოფილოს კულტურულ მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ხარჯები?


ელინთა წარმომადგენელი - ელინთა ეროვნული უმცირესობა განსაკუთრებულ მდგომარეობაშია; ჩვენ გადმოხვეწილი ვართ მცირე აზიიდან და სრულიად დავკარგეთ მშობლიური კულტურა; თუ სხვებს აქვთ ნიადაგი, ბაზა თავისი კულტურული განვითარებისათვის, ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, ჩვენ უნდა დავიწყოთ თავიდან, ჯერ ნიადაგი უნდა შევქმნათ და მერე განვავითაროთ მშობლიური კულტურა - ჩვენ ცალკე ეროვნული უმცირესობა ვართ და ასეთი გვსურს დავრჩეთ; ყველაფერი, რაც ჩვენ პროექტში არის ნაკარნახევია ცხოვრებით და მისი დათმობა ჩვენთვის ძნელია, მაგრამ მზად ვართ უკან წავიღოთ მთელი პროექტი თუ იგი ეწინააღმდეგება ზოგად-სახელმწიფოებრივ კონსტიტუციას და რესპუბლიკის ინტერესებს. (კითხულობს პოექტს).


შეკითხვებს იწვევს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი მცხოვრებთა იძულებითი დაბეგვრის შესახებ, რომელსაც წარმომადგენელი იცავს.


რუსთა საბჭოს წარმომადგენელი - ჩვენი ერთადერთი მიზანია შევქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ სოლიდარობას, და მოსპობს ეროვნებათა შორის შუღლსა და კონფლიქტებს; ეს მიზანი თავის მხრივ იმ მთავარი ჩვენი აზრისაგან გამომდინარეობს, რომ ჩვენ გვსურს შევქმნათ მტკიცე და ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო; სახელმწიფო მით უფრო ძლიერია, რაც მეტი შეკავშირებაა ეროვნულ ცენტრების გარშემო. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა თვითეულ ეროვნულ უმცირესობას საშვალება აქვს თავისუფლად განვითარდეს და არ გრძნობდეს არა თუ რაიმე ძალდატანებას, არამედ მცირე გავლენასაც კი; თავის მხრივ ეს ხდება მხოლოდ ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიის ფარგლებში; ეროვნულ ცენტრებს უნდა ქონდეთ საჯარო-უფლებრივი ორგანოების ხასიათი; ამ საფუძველზეა დამყარებული ჩვენი პროექტი (კითხულობს პროექტს).


შეკითხვებს იწვევს ზოგიერთი მუხლები.


პ. საყვარელიძე - როგორ უნდა გავიგოთ პროექტის მე-5 მუხლი - სახელდობრ ის, რომ მთავრობასთან არსებობს სახალხო რწმუნებულთა საბჭო, რომელიც ვიღაცას დახმარებას უწევს იმ კითხვების გადაჭრაში, ეროვნულ უმცირესობათა ინტერესებს რომ შეეხება?, თქვენ იცით არსებობს ისეთი კითხვები, რომელიც მართალია შეეხება ეროვნულ უმცირესობის ინტერესებს, მაგრამ სცილდება მის უფლებებს?


წარმომადგენელი - ეს მუხლი ნახევრად შეიძლება დეკლარატიულად ჩაითვალოს, მაგრამ არსებობს ისეთი კითხვებიც, რომლის გადაჭრა არ შედის ეროვნულ უმცირესობათა ცენტრალ ორგანოების კომპეტენციაში, მაგრამ მათ გადაწყვეტაში ზოგჯერ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. ეს მუხლიც ასეთ მდგომარეობას გულისხმობს.


პ. საყვარელიძე - მერვე მუხლის შესახებ, - თქვენ აუცილებლად მიგაჩნიათ იძულებითი დაბეგვრა?


რუსთა წარმომადგენელი - თუ ეროვნულ უმცირესობის აღმასრულებელ ორგანოებს მისცემთ საჯარო უფლებრივ ხასიათს მათ თავის თავად ცხადია ასეთი დაბეგვრის უფლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს უფლება არ არის უკონტროლო, მთავრობას აქვს „veto“-ს უფლება.


პ. საყვარელიძე - მე-9 მუხლი მოითხოვს ენათა სწორუფლებიანობას, როგორ განვახორციელოთ ეს ჩვენში, 15, 16 ენიან სახელმწიფოში?


რუსთა წარმომადგ. რუსეთის დამფუძნებელ კრებაში 87 მთარგმნელი-თარგმანი იყო; აქ არის ტეხნიკური სიძნელე რომელიც დაძლეულ უნდა იქნეს, არ შეიძლება ვისმე იძულებით ასწავლოთ სახელმწიფო - ქართული ენა.


პ. საყვარელიძე - აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა სახელმწიფო ენას, და საერთოდ არსებობს იგი თუ არა?


რუსთა წარმომად. - ქვეყანაზედ არსად არის სოციალისტური მთავრობა, ეს არის საქართველოში და ეს გარემოება ავალებს მთავრობას ზოგ რამეს რაც სხვა სახელმწიფოსათვის უჩვეულოა და შეუძლებელი.


თავის პროექტებს კითხულობენ წარმომადგენლები მუსულმანებისა, ებრაელებისა და „ბენდისა“. აგრეთვე ქართველ ებრაელების სახელით განცხადებას კითხულობს ი. ხახანაშვილი.


თავმჯდომარე - ყველა პროექტებს ჩვენ გავეცანით, დაგვრჩა კიდევ სომხებისა და ოსების პროექტები, რომელთაც შემდეგ სხდომებზე განვიხილავთ. რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც წარსულ სხდომაზე წამოაყენა სომეხთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელმა - სახელდობრ თუ როგორ განისაზღვრება თქვენი მონაწილეობა ჩვენ მუშაობაში - ამ კითხვის შესახებ კომისიას ქონდა ისეთი დადგენილება, რომ მოუსმინოს წარმომადგენლებს, გაეცნოს მათ მოსაზრებებს და წარმოდგენილი მასალებით იხელმძღვანელოს თავის მუშაობის დროს. მაგრამ კომისიას წინასწარ არ გადაუწყვეტია და ვერ გადაწყვეტდა თქვენი თანამშრომლობის საკითხს; თუ კომისიამ საჭიროდ დაინახა განმეორებით მოიწვევს წარმომადგენლებს; ისე კი, უნდა მოგახსენოთ, ჩვენი მიზანი მიღწეულად უნდა ჩაითვალოს, რამდენათაც ჩვენ გავეცანით თქვენ სურვილებსა და მოსაზრებებს.


აკ. ჩხენკელი - კომისიამ დაადგინა მოუსმინოს წარმომადგენლებს; ეს დადგენილება ჩვენ შევასრულეთ; ეხლა ნება გვიბოძეთ ჩვენ თვითონ გავარკვიოთ როგორ მოვიქცეთ, იქნება თუ არა საჭირო თქვენი მოწვევა და სხვა აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჩვენ შორის სულ ადვილათ შეიძლება კიდევ ექნეს ადგილი; თქვენი განმარტებანი კი აუცილებელი იყო კომისიის ნორმალური მუშაობისათვის, ხოლო გადაჭრა ჩვენი მომავალი მუშაობის წესისა და გეგმის საკითხისა ჩვენ უფლებას შეადგენს და ჩვენ დარწმუნებული ვართ თქვენ არ მოისურვებთ ეს უფლება გაგიზიაროთ; და მეორე მხრით თქვენც უნდა დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თუ საქმის ინტერესმა მოითხოვა თქვენ კიდევ მობრძანდებით ჩვენთან.


ამით მთავრდება პროექტების კითხვა;


თავმჯდომარე - შემდეგი სხდომის შესახებ წარმომადგენლებს ვაცნობებთ პრესის საშვალებით; კომისიის სახელით მადლობას უცხადებს წარმომადგენლებს მობრძანებისათვის, და იმ მასალების მოწოდებისათვის, რომელთაც კომისიისათვის უაღრესი მნიშვნელობა აქვთ; თავმჯდომარე კრებას დახურულად აცხადებს.


წარმომადგენლები მიდიან; თავმჯდომარე ხსნის კომისიის სხდომას; ისმის საკითხი წარმოდგენილი პროექტების გამოქვეყნების შესახებ. მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ საკითხს კენჭი ეყრება და თავმჯდომარე სხდომას ხურავს.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

1. შემდეგი სხდომა კომისიისა მოწვეულ იქნეს შაბათს, 13 მარტს.


2. წარმოდგენილი პროექტები ჯერ არ გამოქვეყნდეს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 147-149

2.27 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის 1920 წ. 13 მარტის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, აკ. ჩხენკელი, გვაზავა, ლ. ნათაძე, პ. გელეიშვილი.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

კონსტიტუციის გადაკითხვა-გადასინჯვა.


თავი პირველი - ზოგადი დებულებანი.


მცირე კამათს იწვევს მე-5 მუხლის რედაქცია.


ბ. ჩხენკელს მიუღებლად მიაჩნია ის ფრაზა, რომელიც შეეხება სახელმწიფო ღერბს; წინადადებას იძლევა იგი შეიცვალოს;


გვაზავას შემოაქვს შემდეგი რედაქცია - „ღერბი - ძლევა-მოსილი გიორგი თეთრ რაშზე“ ამ რედაქციას თავმჯდომარე კენჭს უყრის.


მე-6 მუხლში ბ. ჩხენკელს საჭიროდ მიაჩნია სიტყვები: „კანონი ცხადდება კანონიერი წესით“ შეიცვალოს ასე: „კანონი ცხადდება სათანადო წესით“; ბ. გვაზავა იცავს ძველ რედაქციას; თავმჯდომარე კენჭს უყრის; წევრებს საჭიროდ მიაჩნიათ მე-9 მუხლის რედაქცია, ბ. საყვარელიძის მიერ წარდგენილი შეიცვალოს; აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ თავმჯდომარე კენჭს უყრის შემდეგ რედაქციას: „საყოველთაო მშვიდობიანობის დასამკვიდრებლად საქართველოს რესპუბლიკა ერთადერთ საშვალებად აღიარებს თავისუფალ ერთა კავშირს“. ამ რედაქციის მომხრეა 4; ერთმა თავი შეიკავა.


თავი მესამე - მოქალაქეობის უფლებანი.


კრებას საჭიროდ მიაჩნია ამ თავში შეტანილ იქნეს ახალი მუხლი წარჩინების ნიშანის და ორდენის მიცემის აკრძალვისა, და აგრეთვე რომ მოქალაქეს არ შეუძლია უცხო სახელმწიფოსაგან მიიღოს ნიშანი.

მესამე მუხლში კამათს იწვევს დისციპლინარული დასჯა მოქალაქისა;

ჩხენკელი წინააღმდეგია ეს მომენტი შეტანილ იქნეს კონსტიტუციაში; ეს არ შეეფერება დემოკრატიულ სახელმწიფოს.

გვაზავაც და დანარჩენი წევრები კომისიისა მომხრენი არიან ასეთი სასჯელისა, რადგან, მათი აზრით, მის გარეშე ვერ იარსებებს საზოგადოებრიობა; არის ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქე უნდა დაისაჯოს მაგრამ სასამართლოს ვერ მიმართავთ.


თავმჯდომარე კენჭს უყრის საკითხს და სხდომას დახურულად აცხადებს.
თავმჯდომარე:
მდივანი

1) მუხლი 1, მე-2, მე-3 და მე-4 მიღებულ იქნას უცვლელად.


2) მეხუთე მუხლში სიტყვები: „თეთრი გიორგი თეთრ რაშზე“ - შეიცვალოს ასე: „ძლევამოსილი გიორგი რაშზე“.


3) მე-6 მუხლი შეიცვალოს ასე: „ყოველ კანონსა და სავალდებულო დადგენილებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა უკეთუ იგი გამოცხადებულია სათანადო წესით“.


4) მუხლები მე-7 და მე-8 დარჩეს უცვლელად.


5) მე-9 მუხლი შეიცვალოს ასე: „საყოველთაო მშვიდობიანობის დასამკვიდრებლად საქართველოს რესპუბლიკა ერთად-ერთ საშვალებად აღიარებს თავისუფალ ერთა კავშირს“.


6) მეორე თავი - სახელმწიფო ტერიტორია - დარჩეს უცვლელად.


7) მესამე თავის 1 და მე-2 მუხლი მიღებული იქნეს უცვლელად.


8) შეტანილ იქნეს ამავე თავში მე-3 მუხლად შემდეგი: „ხარისხის მინიჭება შეიძლება მხოლოდ თანამდებობის ან პროფესიის აღსანიშნავად; აკადემიურ ხარისხს ეს არ შეეხება;

ორდენი და წარჩინების ნიშანი სახელმწიფომ არ უნდა მიანიჭოს.

მოქალაქეს არ შეუძლიან უცხო სახელმწიფოსაგან მიიღოს წარჩინების ნიშანი.

9) მე-3 მუხლი დარჩეს უცვლელად.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 157

2.28 დამფუძნებელი კრების საკონსტიტ. და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენ. კომიისის შეერთებული სხდომის ჟურნალი (1920 წ. მარტის „17“)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ კომისიიდან: პ. საყვარელიძე, პ. გელეიშვილი, ლ. ნათაძე, კ. ჯაფარიძე, ი. ბარათაშვილი, გ. ავეტისიანი, ს. დადიანი. წარმომადგენელნი: - სომხებისა, რუსებისა, ოსებისა, ებრაელებისა, თათრებისა და გერმანელებისა.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე............................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

თავმჯდომარე - დაგვრჩა ორი პროექტი სომხებისა და ოსებისა, დღევანდელ სხდომაზე - ჩვენ ამ ორ პროექტს მოვისმენთ;


სიტყვა ეკუთვნის სომეხთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელს.


სომეხთა საბჭოს წარმომადგენელი - ჩვენი ცდა იმისკენ არის მიმართული, რომ ეროვნულ უმცირესობის თვითმართველობის უფლებები შეუთანხმოთ სახელმწიფოს ინტერესებს; თუ რამდენათ მოვახერხეთ ჩვენ ამის შესრულება, დაინახავთ ჩვენი პროექტიდან /კითხულობს/.


ოსების წარმომადგენელი - აცხადებს რა, რომ მათი პროექტი ეხება რაჭის, შორაპნისა და გორის მაზრებში მცხოვრებ ოსობას, კითხულობს პროექტს და დასძენს, რომ ამ პროექტს რამოდენიმეთ ესაჭიროება შეცვლა-შესწორება.


თავმჯდომარე - ამგვარად ჩვენი მუშაობა დასრულებულია; ჩვენ მოუსმინეთ ყველას და მიზანი მიღწეულია; კომისია, თავის-თავად ცხადია იხელმძღვანელებს იმ პროექტებით, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი; თუ კომისიამ საჭიროდ დაინახა იგი კიდევ მოიწვევს წარმომადგენლებს, მაგრამ ესეც რომ არ მოხდეს ეროვნულ უმცირესობათ ჰყავთ თავის წარმომადგენლები დამფუძნებელ კრებაში და მათ უფლება აქვთ ყოველთვის დაესწრონ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებს და ამ სახით მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მუშაობაში.


თავმჯდომარე კომისიის სახელით - მადლობას უცხადებს წარმომადგენლებს;


წარმომადგენელნი მიდიან და თავმჯდომარე ხსნის კომისიის სხდომას.


თავმჯდომარე - სომეხთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ვინაიდან მათ არ შეუძლიათ ყველაფრის თქმა ამდენ ეროვნებათა წარმომადგენლებთან, მრავალრიცხოვან კრებაზე, ნება მიეცეთ ზოგიერთი თავისი აზრები დაწვრილებით ცალკე გააცნონ კომისიას; ჩემი აზრით მათ უნდა მიეცეთ ამის საშვალება და მე საწინააღმდეგო არაფერი მექნება.


კ. ჯაფარიძე იზიარებს თავმჯდომარის აზრს.


პ. გელეიშვილი - აქ კეთდება ისტორიული საქმე, ყველაფერი დაწერილი, აშკარა და დაუმალავი უნდა იყოს ყველასაგან. მიუღებელი მდგომარეობაა ის, რომ თქვენ ყველას გამოემშვიდობეთ, მადლობა უთხარით და ეხლა ერთს ცალკე იწვევთ, - გამოდის, რომ ჩვენთვის თითქო ერთი მეზობელი უფრო კარგი და ძვირფასია მეორეზე.


ი. ბარათაშვილი - გაუგებარი ეს ამბავი არ დარჩება და მეტად ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენს; ჩემი წინადადებაა: მობრძანდენ ერთ-ერთ სხდომაზე, სთქვან, რომ მათ აქვთ განცხადება და ასეთი განცხადების სახით მათ შეუძლიათ გაგვაცნონ თავის აზრები.


თავმჯდომარე - ბარათაშვილის წინადადებას კენჭს უყრის;


წინადადებას აძლევს კრებას დღესვე იქნეს გამორკვეული წესი კომისიის მუშაობისა ეროვნულ უმცირესობათა კითხვის გარშემო; თავმჯდომარე ფიქრობს, რომ დღეს შეიძლება საერთო კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდეს, ხოლო შემდეგ უნდა შემუშავდეს საკონსტიტუციო პროექტები, სადაც უკვე შეუდგებით მუხლობრივ განხილვას.


გელეიშვილი არავითარი აზრი არ ექნება დღევანდელ კამათს, რადგან წარმოდგენილ პროექტებს, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი აზრის გამოსარკვევად, არავინ იცნობს შესაფერად-საჭიროა ჯერ შევისწავლოთ ეს პროექტები.


შემოსულია წინადადება - მომავალ სხდომისათვის წარმოდგენილ იქნეს კანონის პროექტები; ხოლო ეროვნებათა პროექტები დაიბეჭდოს კომისიის საქმის მწარმოებლის ჯამაგირის შესახებ.


თავმჯდომარე


მდივანი





















































1. სომეხთა ეროვნულ საბჭოს წარმომადგენელს ნება მიეცეს განცხადების სახით გააცნოს კომისიას თავისი მოსაზრებანი უმცირესობის უფლებათა შესახებ, რომელთა განცხადება საზოგადო სხდომაზე, მათივე სიტყვით, უხერხულად მიაჩნიათ.





























1/მომავალი სხდომისათვის წარმოუდგინოს კომისიას პროექტები.


2/ უმცირესობათა პროექტები დაიბეჭდოს კომისიის წევრების გასაცნობად.















კომისიის საქმისმწარმოებლის ჯამაგირის საკითხის გადაწყვეტა მიენდოს კომისიის პრეზიდიუმს

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურვ. 158-159

2.29 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 . მარტის 18
№18
. ტფილისი

საკონსტიტუციო კომისია ამით გაუწყებთ, რომ 1920 წელს 10 თებერვლიდან დროებითი მუშაობისათვის კომისიაში მოწვეულია ანდრია ბეგლარის ძე საყვარელიძე. კომისიის დადგენილებით თვიურ სასყიდლად საყვარელიძეს უნდა მიეცეს ოთხი ათას ხუთასი /4500/ მან.

კომისიის თავმჯდომარე
მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 144

2.30 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. მარტის „20“)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: საყვარელიძე, ბარათაშვილი, გვაზავა, კ. ჯაფარიძე, ლ. ნათაძე, აკ. ჩხენკელი

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე……………………….მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

ეროვნულ უმცირესობათა უფლებები


თავმჯდომარე - დღეს განსახილველი გვაქვს პროექტები ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ; მიუხედავად წარმოდგენილ პროექტებისა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი რაც ითქვა, მე მაინც არ შემიცვლია ჩემი აზრი: დღესაც დარწმუნებული ვარ, და გადაჭრით ვამბობ, რომ საჯარო უფლებებს ჩვენ ვერავის მივცემთ. არ შემიძლია დაუშვა ის აზრი, რომ ჩვენ ახალი სახელმწიფოები შევქმნათ სახელმწიფოში; ჩვენ ვსწერთ კონსტიტუციას უნიტარული სახელმწიფოებისთვის. ოსებს კი მაგ. სურთ დაგვაწერინონ კონფედერატიული, ან ფედერატიული სახელმწიფოებისთვის; ჩემთვის ეს სრულიად მიუღებელი გარემოებაა. ჩვენ ვდგევართ ზედ საჯარო უფლების საზღვარზე, ამ საზღვარს ვერ გავსცილდებით, მაგრამ უდაოდ ვაძლევთ იმ უფლელბებს, რომელიც საზღვარს შიგნით არის, აქ კი, ჩვენი ფიქრით, ძალიან ფართო უფლებებია, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს უმცირესობის თავისუფალ არსებობას და განვითარებას. ვდგავართ რა ამ ნიადაგზე ჩვენი პროექტი შემდეგი სახის გახლავთ: /კითხულობს/ პირველი მუხლი დემოკრატიულია, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგ, აუცილებელია თვითეული ეროვნული უმცირესობა მკაცრად განსაზღვრული იყოს - უნდა ვიცოდეთ ვინ შეადგენს მას და ვინ შედის შიგ; ეს შედგენა შეუძლებელია ძალდატანებით ხდებოდეს, ვერავის ვერ ვაიძულებთ ჩაეწეროს ამა თუ იმ უმცირესობაში, ეს უნდა ხდებოდეს ძალდაუტანებლად; თუ ეს არ იქნა ბევრ არა სასურველ უსამართლობას და შეცდომებს ჩავიდენთ. საჭიროა, აგრეთვე, ყოველ უმცირესობას ქონდეს უფლება შეადგინოს ეროვნული კავშირი რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც კანონის ფარგლებში გაუძღვება კულტურულ საქმეს; ასეთი ცენტრის შექმნა აუცილებელია. ამავე დროს მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ მის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებას არავითარი საფრთხე არ მოელის ამა თუ იმ კავშირში მონაწილეობისათვის და ჩვენ საჭიროდ დავინახეთ ეს მომენტი ცალკე მუხლად იქნეს შეტანილი. შემდეგ ეროვნულ კავშირს უნდა ქონდეს უფლება დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც შეიცავს კონსტიტუციით ან კანონით მისთვის მინიჭებულ უფლების დარღვევას. ეს არ შეიცავს საჯარო უფლებას და ამავე დროს უმცირესობისათვის დიდი გარანტიაა.



კამათი გაგრძელდა შემდეგ სხდომაზე

ოქმი არასრულია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 148

2.31 დამფუძნებელი კრების საკონსტუტიციო კომისიის 1920 წ. 31 მარტის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: ი. ბარათაშვილი, კ. ჯაფარიძე, ლ. ნათაძე, პ. გელეიშვილი, ს. ჯაფარიძე, რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობდა ი. ბარათაშვილი…………………მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

გაგრძელება მოქალაქეთა მიღების გადასინჯვისა.


მეექვსე მუხლის შესახებ ი. ბარათაშვილი აცხადებს, რომ ეს მუხლი უარყოფს წინა მუხლს და მოქალაქის უფლება და თავისუფლება საფრთხეში ვარდება იმ თვითნებობის დროს, რომელსაც აღნიშნული მუხლის მიღებით, შეიძლება, ადგილი ექნეს ადმინისტრაციის მხრივ; ადმინისტრაციას არ უნდა ქონდეს უფლება მოღალატის დატუსაღებისა; ასეთი უფლება ბოროტად იქნება გამოყენებული; ამ მუხლის მიღება კიდევ დასაშვებია თუ აქ დაემატება. რომ ადმინისტრაცია ვალდებულია დაპატიმრებული 24 საათში გადასცეს სასამართლოს.


მომხსენებელი ბ. კ. ჯაფარიძე უპასუხებს ბ. ბარათაშვილს და ამბობს, რომ ყოველ სახელმწიფოს კონსტიტუციაში არის შეტანილი ადმინისტრაციის ასეთი უფლება და ეს გამოწვეულია იმ უდავო ჭეშმარიტების გამო, რომ შეუძლებელია ახლად ჩადენილ ბოროტმოქმედებას წაუსწროს ადმინისტრაციამ და დამნაშავე არ დააკავოს და უცადოს სასამართლოს განკარგულებას, როცა ახლად ჩადენილ დანაშაულობაზეა ლაპარაკი ასეთი უფლება ადმინისტრაციისა დასაშვებია და აუცილებელიც. რაც შეეხება 24 საათში დამნაშავის სასამართლოსთვის გადაცემას ეს არის ქვედა მუხლში, რაც გარანტიაა იმისა რომ ბოროტმოქმედებას ადმინისტრაციის მხრივ ადგილი არ ექნება.


თავმჯდომარე საკითხს კენჭს უყრის. ლ. ნათაძეს სიტყვა ეძლევა წესრიგისათვის და აცხადებს, რომ ხელახალი კამათი ნიშნავს კონსტიტუციის მთელი სისტემის გადასინჯვას, იმ სისტემის, რომელიც ხანგრძლივი კამათისა და მუშაობის შემდეგ მიღებული იყო კომისიის მიერ. ჩვენ თავიდან ვიწყებთ მუშაობას ეს მიუღებელია.


კ. ჯაფარიძეს წინადადება შემოაქვს კამათი იცნეს მხოლოდ ახალი დამატებების ან გამოკლებების შესახებ.


წინადადებას თავმჯდომარე კენჭს უყრის.


ი. ბარათაშვილი მოითხოვს მეშვიდე მუხლი სრულიად ამოიშალოს; მისი აზრით მოქალაქეს არ უნდა ქონდეს უფლება მოქალაქე დააკავოს.


მომხსენებელი კ. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოროტმოქმედების ადგილზე, როცა მოსალოდნელია ბოროტმოქმედების მიმალვა. ასეთი უფლება უსათუოდ უნდა ქონდეს ყოველ მოქალაქეს, აქ არავითარი საფრთხე არ არის, ვინც უმიზეზოთ დაატუსაღებს, პასუხისმგებლობაში იქნება მიცემული.


მე-19 მუხლის შესახებ ს.ჯაფარიძე წინადადებას იძლევა მიღებულ იქნეს გერმანიის კონსტიტუციის მუხლი; საზოგადოებრივი მყუდროება, ამბობს ს. ჯაფარიძე, უნდა იქნეს სავსებით დაცული; ინგლისში წესიერების დარღვევის ოდნავი ნიშნების დროსაც - კი ადმინისტრაციას უფლება აქვს კრება დაშალოს; ასეთივე სისასტიკით უნდა ვიცავდეთ ჩვენ წესიერებას.


რ. არსენიძის აზრით მუხლი უნდა დარჩეს უცვლელად. იარაღით შეკრება აკრძალულია აცხადებს ბ. არსენიძე, ხოლო სადაც არ არის იარაღი იქ მშვიდობიანობა უზრუნველყოფილია.


22 მუხლის შესახებ წინადადება შემოაქვს ბ. არსენიძეს: „ვინაიდან ეს მუხლი ნაწილია „მოხელეთა უფლებების“ ერთი მუხლისა, იგი სრულიად ამოიშალოს“.


წინადადება იწვევს მეორე აზრთა გაცვლა-გამოცვლას.


23 მუხლის შესახებ არსენიძეს წინადადება შემოაქვს: „ვინაიდან ამ მუხლის შესაფერი მუხლი კარგად არის შედგენილი გერმანიის კონსტიტუციაში, იგი დამუშავებულ იქნეს მასთან შედარებით და გადავიდეს ეკონომიურ უფლებათა თავში, რადგან აქ პოლიტიკური უფლება არ არის.


წინადადება იწვევს მცირე კამათს.





საკონსტუტიციო კომისიის თავმჯდომარე


მდივანი

მუხლები: მეოთხე და მეხუთე დარჩეს უცვლელად.


მე-6 მუხლი დარჩეს უცვლელად.


























































წინადადება მიღებულია.



მუხლი მე-7 დარჩეს უცვლელად.


მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 მუხ. მიღებულია უკამათოდ.












მე-19 მუხლი დარჩეს უცვლელად


მე-20 და მე-21 მუხლები დარჩეს უცვლელად.

















22 მუხლი გადაისინჯოს მოხელეთა უფლებების იმ მუხლთან შედარებით, რომელიც ამავე საგანს შეეხება.






23 მუხლი დამუშავდეს გერმანიის კონსტიტუციის მუხლთან შედარებით, ხოლო მისი კონსტიტუციის სხვა ნაწილში გადატანა შემდეგ გადაწყდეს.


24 მუხლის მიღება შეჩერდეს ეს მუხლი შეიძლება გადავიდეს სოციალურ უფლებების თავში.


მუხლები: 25, 26, 27 და 28 დარჩეს უცვლელად.


შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნეს სენატი და პარლამენტი.


სხდომა იხურება საღამოს 10 საათზე.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 184-185

2.32 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის 1920 წ. 14 აპრილის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: ი. ბარათაშვილი, ს. ჯაფარიძე, გ. გვაზავა, ს. კედია, ლ. ნათაძე, და საკონსტიტ. კომისიის წევრი რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობდა ი. ბარათაშვილი........................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

კონსტიტუციის თავების - პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაშინჯვა.


თავმჯდომარე
- კითხულობს რა პარლამენტის პირველ მუხლს წინადადებას აძლევს დამსწრეთ გამოსთქვან თავიანთი აზრი ხსენებული მუხლის შესახებ.


გ. გვაზავა
- პარლამენტი უპირველესად ყოვლისა არის კანონმდებლობითი ორგანო, ეს მისი უზენაესობის ნიშანია, საჭიროდ მიმაჩნია ამ მუხლში გარკვევით აღინიშნოს რომ საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა.


რ. არსენიძე
- ჩვენში პარლამენტი ხშირად აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, ამ მხრივ იგი აღმასრულებელ ორგანოს ნიშანსაც ატარებს, ამიტომ ბ. გვაზავას წინადადება მიუღებლად უნდა ჩაითვალოს.


საკითხი კამათს არ იწვევს, თავმჯდომარე გვაზავას წინადადებას კენჭს უყრის.


რ. არსენიძე. ჩვენი ფიქრით პარლამენტის დეპუტატთა რიცხვის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრა კონსტიტუციაში დიდი შეცდომა იქნებოდა; პირდაპირ გაუგებრობათ უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ამ მუხლში ასეთ განსაზღვრას აქვს ადგილი; თუ გავითვალისწინებთ მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიის მოსალოდნელ გაფართოებას, რაც გამოიწვევს დეპუტატთა რიცხვის გადიდებას, ან მრავალ სხვა მიზეზს, რომელთაც შეუძლიათ ასეთი თუ ისეთი გავლენა მოახდინონ და შესცვალონ ეს რიცხვი, ჩვენ უყოყმანოდ უნდა უარვყოთ ამ რიცხვის განსაზღვრა და მისი უცვლელობის სამუდამო დადასტურება.


ორატორს წინადადება შემოაქვს მუხლიდან ამოიშალოს ციფრი: „120“. წინადადება კამათს არ იწვევს თავმჯდომარე კენჭს უყრის.


ს. ჯაფარიძე. - მოკლედ მიაჩნია ორი წლის ვადა პარლამენტისათვის: პარლამენტი ვერცკი მოასწრობს რაიმე მისცეს ხალხს, აგრძნობინოს მას ხალხისათვის სასარგებლო საქმიანობა და იგი უნდა დაიშალოს: ამასთანავე ჩვენში მრავალი არჩევნები ხდება სხვადასხვა დაწესებულებაში და ჩვენი ხალხი გამუდმებულ არჩევნებში იქნება ჩათრეული - ეს გარემოება ხალხს დაღალავს და თავის მხრივ ეს გამოიწვევს ხალხის გაგულგრილებას ყოველგვარი არჩევნებისადმი; უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე ის დიდი ხარჯები, რომელსაც არჩევნები იწვევს; ამ მოსაზრებათა გამო საჭიროდ მიმაჩნია პარლამენტი ირჩეოდეს სამი წლის ვადით.


ს. კედია - იზიარებს ბ. ჯაფარიძის აზრს. რადგან კომისიის ერთი წევრი სხდომას სტოვებს და ქვორუმი არ არის თავმჯდომარე სხდომას დახურულად აცხადებს.

თავმჯდომარე
მდივანი

1. არ იქნეს განსაზღვრული პარლამენტის დეპუტატთა რიცხვი და ციფრი „120“ ამოიშალოს.

2. სიტყვა: „დეპუტატისაგან“ შეიცვალოს: „დეპუტატებისაგან“.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 400-401

2.33 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის 1920 წ. 17 აპრილის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ.საყვარელიძე, ს.ჯაფარიძე, კ. ჯაფარიძე, ლ. ნათაძე, პ. გელეიშვილი, ი. ბარათაშვილი, ს. კედია, რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობდა: პ.საყვარელიძე.............................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

კონსტიტუციის თავების - პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაშინჯვა.


თავმჯდომარე: - წინა სხდომაზე კომისია შეჩერებულა პარლამენტის ვადის საკითხზე: ეგ საკითხი გადაუჭრელი დარჩენილა. გთხოვთ გამოსთქვათ თქვენი აზრი.


ს.ჯაფარიძე - ჩვენ ვდგევართ წინა სხდომაზე გამოთქმულ აზრზე, რომ ორი წელი მეტად მოკლე ვადაა, რომ პარლამენტი სანამ რაიმე მნიშვნელოვან ნაყოფს გამოიღებდეს უნდა დაიშალოს, რომ ჩვენში ძალიან ხშირი არჩევანი იქნება, რომ ეს დაღალავს ხალხს და გააფართოვებს მის ინდიფერენტიზმს არჩევნებში და რომ ასეთი ხშირი არჩევნები იწვევს დიდძალ ხარჯებს. გერმანიის პარლამენტი ოთხი წლის ვადით ირჩევა და საზოგადოდ პრაქტიკამ დაგვანახა, რომ მოკლე ვადა დიდ ზიანს აყენებს საქმის ნაყოფიერებას. ამიტომ ჩვენი პარლამენტი, როგორც შვეიცარიისა, უნდა ირჩეოდეს სამი წლის ვადით.


ლ. ანთაძე - მე წინააღმდეგი ვარ ვადა გადიდდეს; მართალია გერმანიის პარლამენტი ოთხწლიანია, მაგრამ ეს უსათუოდ დათმობა იყო დემოკრატიის მხრივ ბურჟუაზიის წინაშე. ისიც მართალია, რომ შვეიცარიაში სამი წლით ირჩევა პარლამენტი; მაგრამ ისეთი სახელმწიფოც არის, სადაც ორწლიანი პარლამენტია. ხშირი არჩევნები ხალხს არ დაღალავას და ვერ გამოიწვევს მის გულგრილობას, სწორედ ეს ხშირი არჩევნები აჩვენებს ხალხს, რომ მმართველობა მის ხელშია და ის არის ბატონ-პატრონი ქვეყნისა. არჩევნები არის ერთადერთი საშუალება ხალხის უზენაესობის განხორციელებისა, ეს დღეს თუ არა აქვს ხალხს შეგნებული, ხვალ შეიგნებს. ამიტომ მე მომხრე ვარ დარჩეს ორი წელი.


კ. ჯაფარიძე
- იზიარებს ს. ჯაფარიძის აზრს, ხალხში არის აბსენტიზმი, რომელიც ხშირი არჩევნებით კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩვენში ათასი არჩევნებია; ხალხს პოლიტიკური საკითხები არ აინტერესებს. ვადის შემოკლება შეიძლება როცა პარლამენტის ხელში ჩვენი ცხოვრების ეკონომიური მხარეც იქნება, როცა მაშასადამე ხალხი ზედმიწევნით იქნება დაინტერესებული პარლამენტის ბედით. დღევანდელ პირობებში კი მე მომხრე ვარ სამწლიანი პარლამენტისა.


პ.გელეიშვილი - მომხრეა სამი წლის ვადისა. პარლამენტი ვერაფრის გაკეთებას მოასწრებს და იქვე ახალი არჩევნები უნდა მოხდეს. ამასთანავე მილიონები იხარჯება ამ არჩევნებისათვის; თუ ვისმე ეშინია, რომ დემოკრატიულ პრინციპებს ვღალატობთ, ეს გაუგებრობაა - სამი წელიწადი პარლამენტისთვის სრულიად არ არის გრძელი ვადა.


თავმჯდომარე - საკითხს კენჭს უყრის - ლ. ნათაძე და ი. ბარათაშვილი წინააღმდეგნი არიან სამი წლისა.


თავმჯდომარე კითხულობს მეორე მუხლს; რ. არსენიძეს წინადადება შემოქავს ამ მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი: „დანარჩენს განსაზღვრავს საარჩევნო კანონი“. წინადადება კამათს არ იწვევს, თავმჯდომარე კენჭს უყრის.


მუხლები მე-3, მე-4, და მე-5 კამათს არ იწვევს.


მე-6 მუხლი იწვევს მცირე კამათს.


ი.ბარათაშვილი წინააღმდეგია დეპუტატს ეჭიროს რაიმე საპატიო თანამდებობა; ამასთანავე, ორატორის აზრით, თუ რაიმე თანამდებობით დეპუტატი ასრულებს სახელმწიფოებრივ ფუნქციებს, ეს მიუღებელი იქნებოდა, რადგან აქ არის შეუთავსებლობა.


გვაზავა - ფიქრობს, რადგან მეორე თანამდებობის ასრულების დროს დეპუტატს არ ეძლევა ჯამაგირი, მას არა აქვს არავითარი ინტერესი ეს ადგილი გამოიყენოს რაიმე მიზნებისათვის.


კედიას - აზრით თუ დეპუტატის პოლიტიკური პიროვნება მოახდენს რაიმე ზეგავლენას ამა თუ იმ დაწესებულებაში მაგ. სასამართლოში, მაშინ ასეთი მდგომარეობა დაუშვებელი იქნება.


არსენიძე - მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, კარგავს თუ არა დეპუტატი დამოუკიდებლობას სხვა თანამდებობის დაჭერის დროს ჩვენ გადაჭრით ვამბობთ, რომ იგი დამოუკიდებელი რჩება სრულიად და მაშასადამე არავითარი დაბრკოლება არ არის იმისათვის, რომ დეპუტატს უფლება ქონდეს დაიკავოს რაიმე სხვა ადგილი.


თავმჯდომარე კენჭს უყრის აღნიშნულ კითხვას.


კენჭი ეყრება აგრეთვე კითხვას: უნდა ქონდეს თუ არა დეპუტატს უფლება, ეჭიროს რაიმე საპატიო თანამდებობა; ხმები შუაზე იყოფა, თავმჯდომარე ხმას აძლევს წინააღმდეგ.


იკითხება - მე-7 მუხლი.


გ.გვაზავა - ცუდათ არის ნახმარი „სუვერენობა“. პარლამენტს ირჩევს ხალხი; ყველაფერი ხალხის ხელშია და ხალხი სდგას პარლამენტის ზემოთ. ამ მუხლის რედაქცია ისეთია, რომ თითქოს რეფერენდუმი ჩვენში გაუქმებულია. ხალხი აძლევს პარლამენტს ხელისუფლებას, ხალხს ეკუთვნის სუვერენობა და სწორედ ამის აღნიშვნაა საჭირო ამ მუხლში. ამიტომ ეს მუხლი უნდა შეიცვალოს ასე: „სუვერენობა ეკუთვნის ხალხს; პარლამენტი ამ კონსტიტუციით დადებულ ფარგლებში ანხორციელებს ხალხის სუვერენობას“.


აზრთა მეორე გაცვლა-გამოცვლის შემდეგ თავმჯდომარე გვაზავას წინადადებას კენჭს უყრის. მომხრეა ოთხი. წინააღმდეგი - სამი, ერთმა თავი შეიკავა.


მუხლები: მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე013, მე-14 და მე-15 კამათს არ იწვევს.


მე-16 მუხლის შესახებ ბ. არსენიძეს შემოაქვს წინადადება რომ საჭიროა ამ მუხლში რამდენიმეთ მაინც იყოს განსაზღვრული ახალი პარლამენტის არჩევნების წესი. არჩევნები უნდა ინიშნებოდეს შემოდგომაზე ისეთი ანგარიშით, რომ ახლად არჩეულები დაესწრნენ სესიის პირველ დღეს. წინადადება აზრთა წინააღმდეგობას არ იწვევს; და მას კენჭი ეყრება.


მცირე კამათისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ სხდომას შეაქვს მცირე დამატება-შესწორებანი დანარჩენ მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და მე-21 მუხლებში.


შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, ამით კრება იხურება.


თავმჯდომარე:

მდივანი

1. პარლამენტის ვადათ აღიარებულ იქნეს სამი წელი.


2. მე-2 მუხლს ბოლოში ჩაემატოს შემდეგი: „დანარჩენს განსაზღვრავს საარჩევნო კანონი“.


3. მე-6 მუხლში შემდეგ სიტყვებისა: „მთავრობის წევრი, სახელმწიფო კონტროლიორი: ჩაემატოს სიტყვები: „ან მინისტრის ამხანაგი“, და სიტყვები: „ან რაიმე საპატიო“ ამოიშალოს. ამავე მუხლში, უკანასკნელ წინადადებაში სიტყვების შემდეგ: „რაიმე პოლიტიკური დავალება“ ჩაემატოს სიტყვა: „ვადით“.


4. მე-7 მუხლი შეიცვალოს ასე: „სუვერენობა ეკუთვნის ხალხს, პარლამენტი ამ კონსტიტუციით დადებულ ფარგლებში ახორციელებს ხალხის სუვერენობას“.


5. მე-16 მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი: „ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე ერთ და იმავე დროს მთელ რესპუბლიკაში იმ ანგარიშით, რომ სესიის პირველ დღეს ახალ არჩეულ წევრთ შეძლება ექნეთ შეკრებისა“.


6.მე-17 მუხლში სიტყვა: „სესიის შეიცვალოს სიტყვით: „მუშაობის“ და სიტყვა: „შეჩერება“ სიტყვით „შეწყვეტა“.


7. მე-18 მუხლი შეიცვალოს ასე: „პარლამენტის მუშაობა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს წელიწადში არა უმეტეს ხუთი თვისა, როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას; პარლამენტის შეკრება სავალდებულოა თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს.


8. მე-19 მუხლში სიტყვა: „თვითმმართველობას“ ამოიშალოს.


9. მე-20 მუხლის თავში სიტყვები: „სამი მაზრის ერობას ან“ ამოიშალოს. ბოლოში ამავე მუხლს დაემატოს: „რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი“.


10. მე-21 მუხლში სიტყვები: „თითოეულ სესიის დასაწყისში“ ამოიშალოს, მათ მაგიერ ჩაიწეროს: „ყოველწლიურად“. შემდეგ სიტყვებისა: „ერთი და იგივე პირი არ შეიძლება“ ჩაემატოს სიტყვა „ზედიზედ“. სიტყვები: „ორი სესიის განმავლობაში“ ამოიშალოს. ბოლოში ჩაიწეროს სიტყვა „არჩეული“.





























































































































II. შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლება.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 216-218

2.34 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. აპრილის 21

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

სხდომას დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, გ. გვაზავა, ს. ჯაფარიძე, პ. გელეიშვილი. ს. კედია, მ. რუსია, ი. ბარათაშვილი, ლ. ნათაძე, ი. გობეჩია და კომისიის ყოფილი თავმჯდომარე - იუსტიციის მინისტრი - რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობს პ. საყვარელიძე.

№№
რიგზე

განსახილველია

დადგენილება

1.

კონსტიტუციის კომენტარების გამოცემა.


თავმჯდომარე - მოახსენებს კრებას, რომ კომისიას ყველა თავების კომენტარიანი არა აქვს, ამავე დროს მათი გამოქვეყნება აღიარებულია აუცილებელ საჭიროებად, რადგან ეს დიდი მნიშვნელობის მასალა იქნება ისტორიისათვის და მეორე საზოგადოებასაც დღეს გაუადვილებს კონსტიტუციის გაცნობასა და შესწავლას. ორი წინადადება არის, ამბობს თავმჯდომარე: პირველი რომ კონსტიტუციის ტექსტი და კომენტარები სრულად გამორიცხავს ცალ-ცალკე, მეორე, რომ ერთად დაიბეჭდოს ტექსტი და კომენტარები, რაც დღეს არის ახწერილი. წევრები ყველა იმ აზრისა არიან რომ კომანტარები უსათაუროდ უნდა გამოიცეს.


თავმჯდომარე კენჭს უყრის წინადადებას: „დარჩეს თუ არა ძალაში კომისიის წინადადება, რომელსაც აღიარებს კონსტიტუციის ტექსტთნ ერთად, მის კომენტარების, გამოცემის საჭიროებას“.






















ძალაში დარჩეს კომისიის წინანდელი კომენტარების გამოცემის შესახებ.

2.

კომისიის მუშობის დაჩქარება.

თავმჯდომარე აღნიშნავს რა, რომ კონსტიტუციის დამზადება მეტად სასწრაფო საქმეა და ეს კითხვა ხშირად ისმის როგორც დამფუძნებელ კრებაში, ისე პრეზიდიუმში და საზოგადოებაში, წინადადებას იძლევა დააჩქაროს კომისიამ მუშობა და კვირაში დაინიშნოს ოთხი სხდომა.


არსენიძე - სასურველია თუ სხდომები ყოველდღე იქნება.


კ. ჯაფარიძე - ფიქრობს, რომ კომისიას კაცი აღარ მიეკარება თუ კრებები სისტემატურად შესდგება. საკმარისად მიმაჩნია კვირაში ჩვეულებრივი ორი სხდომა.


ჯაფარიძე - დარჩეს როგორც არის და იმუშაოს მცირე კომისიამ.


თავმჯდომარე კენჭს უყრის.

კომისიის მუშობის წესი

- კვირაში ორი სხდომა დარჩეს უცვლელად.

3.

გერმანიის კონსტიტუციის გამოცემა.


ავმჯდომარე - შეუძლებლად მიმაჩნია კომისიის წევრებისთვის გამოსცეს ხსენებული კონსტიტუცია; გაზ. „ერთობაში“ იბეჭდებოდა ეს კონსტიტუცია და წევრებს შეუძლიათ ამ გზით გაეცნონ მას.


დანარჩენ წევრებს საჭიროდ მიაჩნიათ კონსტიტუციის გამოცემა, რადგან გერმანიის კონსტიტუციას კომისიის მუშობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.


თავმჯდომარეს შემოაქვს შემდეგი წინადადება: „კონსტიტუცია დაიბეჭდოს იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრებისთვის ვერ ვიშოვით საკმარის რიცხვს გაზ. „ერთობის“ იმ ნომრებს, სადაც გერმანიის კონსტ. დაიბეჭდა“.

წინადადებას კენჭი ეყრება.



გერმანიის კონსტიტუცია დაიბეჭდოს საკონსტიტუციო კომისიის სახელით იმ შემთხვევაში, თუ გაზ. „ერთობის“ კომისიისათვის საჭირო რიცხვი არ აღმოჩნდა.

4.

აღმასრულებელი ხელისუფლება



2 მუხლი


ი. ბარათაშვილი - აღნიშნავს, რომ ამ მუხლში იმალება დიდი საფრთხე, მთავრობის თავმჯდომარეს ეს მუხლი მეტად დიდ უფლებებს ანიჭებს; კაცი იფიქრებს კიდევ, რომ იგი პრეზიდენტია, ამავე დროს ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ ყოველთვის გვეყოლება მთავრობის ისეთი თავმჯდომაარე, რომელიც ბოროტად არ გამოიყენებს ასეთ უფლებებს; მთავრობა კოლეგიური დაწესებულებაა და არც ერთ წევრს უპირატესობა არ უნდა ქონდეს; თავმჯდომარე არ უნდა იყოს აღჭურვილი რაიმე განსაკუთრებული უფლებით, რომელიც მას ამხანაგებისგან გამოაჩევს.


ბ. არსენიძე მოითხოვს შემოტანილ იქნეს გარკვეული შესწორება ამ მუხლში და ასეთი შესწორების გარშემო იქნეს კამათი.


თავმჯდომარეს შემოაქვს შესწორება: სიტყვები „არის რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი“ შეიცვალოს ასე: „არის პირველი თანასწორთა შორის“.


შესწორებას კენჭი ეყრება - მომხრეა სამი, წინააღმდეგია - ხუთი.


თავმჯდომარე კენჭს უყრის ტექტის რედაქციას.


მომხრეა შვიდი, ორმა თავი შეიკავა.


კამათს იწვევს მეოთხე მუხლი: კომისიის ზოგიერთი წევრები აღნიშნავენ, რომ ამ მუხლში დიდი წინააღმდეგობა არის;


ბ. საყვარელიძე იმ აზრს გამოსთქვამს, რომ შეუძლებელია მთავრობა პასუხისმგებელი იყოს და ამავე დროს მინისტრებს ამტკიცებდეს პარლამენტი; პასუხისმგებელს უფლება უნდა ქონდეს აირჩიოს ვინც უნდა.


ბ. არსენიძე იცავს პროექტის რედაქციას; არსენიძეს შესაძლებლად მიაჩნია გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, თუ მის მიერ მოწვეული მინისტრი პარლამენტმა არ დაამტკიცა.


ბ. საყვარელიძეს შემოაქვს წინადადება სიტყვები: „ამტკიცებს პარლამენტი“ ამოიშალოს;


ს. ჯაფარიძე წინადადებას იძლევა გადმოღებულ იქნეს შვეიცარული სისტემა: მთავრობას ირჩევს პარლამენტი და იგი პასუხისმგებელი არ არის.


მცირე კამათის შემდეგ თავმჯდომარე საკითხს კენჭს უყრის.


მე-10 მუხლის შესახებ არსენიძე წინადადებას იძლევა ეს მუხლი შეიცვალოს გერმანიის კონსტიტუციის შესაფერ მუხლის მიხედვით. წინადადებას კენჭი ეყრება.


მე-13 მუხლში ბ. გვაზავა მოითხოვს რომ მთავრობის წევრთა პასუხისგებაში მიცემის უფლება ქონდეს უბრალო მოქლაქესაც; თუ ინგლისში ასეთი უფლება აქვს ყოველ მოქალაქეს, ეს მით უფრო ჩვენში, დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იყოს. მცირე კამათის შემდეგ თავმჯდომარე გვაზავას წინადადებას კენჭს უყრის, მომხრეა ორი დანარჩენი წინააღმდეგი.





















თავმჯდომარე

მდივანი

პირველი მუხლი დარჩეს უცვლელად.


მე-2 მუხლი დარჩს უცვლელად





































მე-3 მუხლი დარჩეს უცვლელად.


მე-4 მუხლში სიტყვები: „და ამტკიცებს პარლამენტი“ - ამოიშალოს.


მე-5 მუხლი დარჩეს უცვლელად

მუხლი მე-6 და მე-7 დარჩეს უცვლელად, მე-8 მუხლის პუნქტი - „ზ“ - სიტყვები: „შესავალ-გასავალის პროექტს“ შეიცვალოს ასე: „შემოსავალ-გასავალის პროექტს“. პუნქტი - „თ“-ის დასაწყისი: „ანგარიშს მისცემს შეიცვალოს: „ანგარიშს აძლევს“; ამავე პუნქტში სიტყვები „ყოველ სესიაში“ შეიცვალოს: „ყოველ წელიწადში“. ამავე მუხლს ახალ პუნქტად ჩაემატოს შემდეგი: „ასრულებს ყოველივეს, რაც კანონით საერთოდ მთავრობას აქვს დაკისრებული და მინდობილი“.

მე-9 მუხლი დარჩეს უცვლელა.

მე-10 მუხლი შეიცვალოს ასე: „როგორც მთავრობა მთლიანად ისე თვითეული მინისტრი აღჭურვილი უნდა იყოს პარლამენტის ნდობით; როგორც მთვრობა ისე თვითული მინისტრი უნდა გადადგეს თუ ის დაჰკარგავს პარლამენტის გადაჭრილი დადგენილებით მის ნდობას; მთავრობა განსაზღვრავს პროექტის საერთო მიმართულებას და პასუხისმგებელია ამ მიმართულებისა და საერთო გამგეობისათვის; თვითეული მინისტრი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით უძღვება მისთვის მინდობილ დარგს“.

მე-11 მუხლი დარჩეს უცვლელად.

მე-12 მუხლი შეიცვალოს ასე: „მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიების სხდომებს დაესწროს და, უკეთუ მოითხოვს, პარლამენტი და კომისია ვალდებულია მას მოუსმინოს. თავის მხრივ პარლამენტისა და კომისიის მიზნით მინისტრიც ვალდებულია სხდომაზე გამოვიდეს და ახსნა-განმარტება მისცეს“.

მე-13 მუხლი დარჩეს უცვლელად.

მე-14 მუხლი ამოიშლოს როგორც ზედმეტი.

მე-15 მუხლი დარჩეს უცვლელად.

შემდეგ სხდომაზე განხილულ იქნეს კონსტიტუციის დანარჩნი თავები.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 5

2.35 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. მაისი „5“

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, აკ. ჩხენკელი, პ. წულაია, პ. გელეიშვილი, გ. ავეტისიანი, ლ. ნათაძე, სპ. კედია, ს. ჯაფარიძე, მელ. რუსია, შინაგან საქმეთა მინისტრი ბ-ნი ნ. რამიშვილი.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე...........................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი.

დადგენილება.

1.

თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა კომისიამ დააჩქაროს კონსტიტუციის შემუშავება. ამისათვის კომისიამ უნდა განსაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც კონსტიტუცია დამთავრებული უნდა იქნეს. ამ ვადათ ასახელებს მაისის დამლევს. აგრეთვე, მისი აზრით, კომისიების სხდომები შესაფერისად უნდა იქნეს გახშირებული.


აკ. ჩხენკელი ეთანხმება ბ-ნ თავმჯდომარეს და საკმარისად მიაჩნია ორი კვირის ვადა, თუ ამ დროისთვის კომენტარები არ მოესწრო შეიძლება მათი შემუშავება იკისროს თვითონ დამფუძნებელმა კრებამ.


კომისიების სხდომების გახშირების მაგიერ წინადადება იძლევა: დაევალოს მცირე კომისიას აწარმოოს დამუშავება და შემდეგ წარმოუდგინოს დიდ პლენუმს, რომელიც თავის მხრივ შეიკრიბება კვირაში ერთხელ.


თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბ-ნ ჩხენკელის წესით ორ კვირაში შესდგება ორი სხდომა პლენუმისა რაც, რასაკვირველია საკმარისი არ იქნება; საჭიროა კვირაში ორი სხდომა მაინც იქნეს.

მიუღებელია ორი კვირის ვადა. სხდომები დანიშნულია: შაბათობით ჩვეულებრივ დროს, ორშაბათობით და სამშაბათობით

საღამოს 7 საათზე.





მცირე კომისიის ახალ წევრად არჩეულია ს. ჯაფარიძე.



აკ. ჩხენკელს დაევალა მომავალი შაბათისათვის მოხსენების გაკეთება საგანაპირო საკითხის შესახებ.

2.

უმცირესობათა უფლებანი.


თავმჯდომარე მოახსენებს სხდომას, რომ ამ საკითხის გასაშუქებლად და გამოსარკვევად შესდგა ხუთი კრება. მოწვეულ იქმნენ ეროვნებათა წარმომადგენელნი. ამ სხდომებზე გამოირკვა, რომ ცხადათ ისახება ხუთი ტიპი უმცირესობათა მოთხოვნებისა:


I ტიპი - არავითარ განსხვავებას არ გულისხმობს თავისა და ეროვნულ უმცირესობათა შორის /ქართული ებრაელები/;


2 ტიპი - არის ცოტა რამ განსხვავება უმნიშვნელო ხასიათისა;


3 ტიპი - მოითხოვს კულტურულ-სარწმუნოებრივ ავტონომიას /მაჰმადიანები/;


4 ტიპი - იყოს კულტურულ-ექსტერიტორიული ავტონომია /რუსები და სხვა/;


5 ტიპი - კულტურულ-ტერიტორიალური / ოსები/.


მეორეს მხრივ ჩვენს წრეში არის შემდეგი შეხედულებანი:


I - სავსებით დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნილებანი;


2 - მიეცეთ თვითდაბეგვრის და კულტურული უფლებანი;


3 - საჯარო უფლებანი ნუ მიეცემათ, მხოლოდ მიეცემათ დიდი გარანტიები, ისეთი გარანტიები, რომლის მაგვარი არც ერთ კონსტიტუციაში არ მოიძებნება.


შემდეგ, თავმჯდომარე კენჭს უყრის საკითხს - რომელი ტიპის პროექტი უნდა იქნეს აღებული საფუძვლად კონსტიტუციის პროექტისათვის.


სხდომა შეუდგება პ. საყვარელიძის პროექტის განხილვას.


მუხლი I.

მუხლი II.










მუხლი III.






მუხლი 4.


- მუხლი 5.


- მუხლი 6.


- მუხლი 7.





თავმჯდომარე

მდივანი

















































საფუძვლად მიღებულია პ. საყვარელიძის პროექტი.









მიღებულია.


მიღებულია და უნდა დაიხვეწოს შემდეგნაირად:


„ამა თუ იმ ეროვნებათა უმცირესობისადმი მიკუთვნება“ განისაზღვრება თანახმად თვით მოქალაქეთა სურვილის და მათი ნებაყოფილობითი განცხადებისა“.


მიღებულია შემდეგის შესწორებით: ამოიშალოს სიტყვები: „დემოკრატიულად არჩეული“ და „წარმოადგინოს“.



მიღებულია.


მიღებულია.


მიღებულია.


მიღებულია.


დანარჩენი მუხლების განხილვა გადადებულია შემდეგი სხდომისათვის.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 418

2.36 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. მაისის 8

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, აკ. ჩხენკელი, კ. ჯაფარიძე, პ. წულაია, ლ. ნათაძე, გ. გვაზავა, მ. რუსია, ს. ჯაფარიძე.

თავმჯდომარეობდა: პ. საყვარელიძე...........................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

I

კომისიის მიერ პუშკინის სახელობის ქალაქის ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნები.


თავმჯდომარე კომისიის მიერ ბიბლიოთეკიდან წამოღებული იყო სხვა და სხვა წიგნები და გვთხოვენ ეს წიგნები დავაბრუნოთ. (კითხულობს გამგეობის წევრთა მიმართვას). წიგნები დღეს უნდა ქონდეს კომისიის წევრებს კომისიაში თითქმის არცერთი წიგნი არ არის და საჭიროა დავავალოთ ყველას ვისაც წიგნი აქვს ჩვენ გადმოგვცეს. კითხვა იწვევს მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

დაევალოს კომისიის საქმის მწარმოებელს გამოარკვიოს ვის აქვს წიგნები და მიიღოს ზომები მათი შეკრებისათვის.

2.

ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი

პროექტის მე-8 მუხლი


ლ. ნათაძე პირველ დაწყებით სასწავლებლებში სწავლება უნდა სწარმოებდეს მხოლოდ დედა-ენაზე; ეს პედაგოგის ელემენტარული მოთხოვნიულებაა; გარდა ამისა კერძო სასწავლებლებში არ შეიძლება სავალდებულოდ გავხადოთ სახელმწიფო ენის სწავლება. ამ სასწავლებლებზე არ იხარჯება სახელმწიფო ფული. საერთოდ კი ამ მუხლში ვალდებულება და იძულებაზეა ლაპარაკი, კონსტიტუციაში კი მხოლოდ უფლება უნდა იყოს.


გ. გვაზავა იცავს პროექტის რედაქციას. ამბობს, რომ ამ მუხლში გარკვეულათ არის აღნიშნული ისიც, რომ სწავლება დედა-ენაზე სწარმოებს და ისიც სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო უნდა იყოს.


კ. ჯაფარიძე - ეს მუხლ არ შეეხება კერძო სასწავლებლებს. არამედ იმ სკოლებს, რომელთაც მე-7 მუხლი გულისხმობს. პირველ დაწყებით სასწავლებლებში ვეთანხმები ბ. ნათაძეს. სწავლება უნდა იყოს დედა-ენაზე. ხოლო სახელწმიფო ენა სავალდებულოა შემდეგ საფეხურებზე; ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ენა კერძო სასწავლებელშიც უნდა ისწავლებოდეს; ამით არამარტო ჩვენ ინტერესებს, არამედ აქ მოსწავლეთა ინტერესებსაც ვიცავთ. სახელმწიფო ენა კონსტიტუციაში უნდა იქნეს მოხსენიებული.


ლ. ნათაძე - ვიმეორებთ ამ მუხლში უნდა იყოს მხოლოდ უფლება და არა ვალდებულება ან იძულება; სწავლება პირველდაწყებით სასწავლებლებში უსათუოდ სწარმოებდეს დედა-ენაზე. ძველი რეჟიმის პოლიტიკა ამ უდიდეს პრინციპს ებრძოდა და ჩვენ კი ამ პოლიტიკას ვებრძოდით. სწავლა-განათლების საანბანო ჭეშმარიტებაა, რომ პირველდაწყებით სკოლებში საგნების შესწავლა მაშინ არის ნაყოფიერი, თუ სწავლება დედა-ენაზე ხდება. სახელმწფო ენის შესწავლა უნდა დაიწყოს შემდეგ საფეხურზე-უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებლებში.


ჩხენკელი - ვეთანხმები ნათაძეს, რომ აქ მხოლო გარანტიები უნდა იყოს და არა ვალდებულებანი. მართალია, კონსტიტუცია ვალდებულებაცაა, მაგრამ ამ მუხლში მარტო უფლებებზე შეიძლება ლაპარაკი; სახელმწიფო ენას აქ ნუ მოვიხსენიებთ; წინადადებას ვიძლევი ითქვას ასე: ეროვნულ უმცირესობის სკოლებში სწავლება სწარმოებს ბავშვთა დედა-ენაზე.


პ. საყვარელიძე - კონსტიტიუციის მოვალეობაც არის და უფლებაც. სახელმწიფო ენისათვის კონსტიტუციაში უსათუდო უნდა იყოს ერთგვარი კალაპოტი, უამისოდ მას არავინ არ შეისწავლის.


თავმჯდოარე საკითხს კენჭს უყრის:


მე-9 მუხლის შესახებ კრება ერთხმად იზიარებს იმ აზრს, რომ ამ მუხლს სჭირდება გადამუშავება.





თავმჯდომარე:

მდივანი




მე-8 მუხლი შეიცვალოს ასე: ეროვნულ უმცირესობის სკოლებში სწავლება სწარმოებს ბავშვთა დედა ენაზე.










































































მე-9 მუხლის გადამუშავება დაევალოს პ. საყვარელიძესა და კ. ჯაფარიძეს.


შემდეგი სხდომა შესდგეს ორშაბათს მაისი 10-ს საღამოს 8 საათზე.

სეა. . 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 325

2.37 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. მაისის „10“

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ს. ჯაფარიძე, ლ. ნათაძე, პ. გელეიშვილი, ს. კედია, მელ. რუსია.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე...........................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი.

დადგენილება.

1.

ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი.


პ. საყვარელიძე კითხულობს მე-9 და მე-10 მუხლებს ერთ მუხლად შეერთებულს.


მ. რუსია - ეს მუხლები უნდა დარჩეს ცალ-ცალკე, რადგან მე-9 მუხლი გულისხმობს ისეთ ადგილებს, სადაც უმრავლესობას შეადგენს ეროვნული უმცირესობა, ხოლო მე-10 ისეთ ადგილებს, სადაც იგი უმცირესობაშია.


ლ. ნათაძე ორივე მუხლისათვის ავიღოთ მცხოვრებთა 20% და მუხლები შევაერთო, თუ უმცირესობა 20%-ს შეადგენს, მას უნდა ჰქონდეს უფლება ილაპარაკოს თავის ენაზე მაგ. ერობაში, შეიტანოს თხოვნა და საქმის წარმოებაც ამავე ენით აწარმოოს.


ს. ჯაფარიძე - დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობას, თუ იგი 20%-ს შეადგენს, ნება უნდა ჰქონდეს მისთვის გასაგებ ენაზე ხდებოდეს საქმის წარმოება; მაგრამ ეს უნდა იყოს უფლება ე.ი. თუ უმცირესობა მოისურვებს, შეუძლია თავის ენაზედაც შემოიღოს საქმისწარმოება, ან ამავე ენაზე წარადგინოს თხოვნა, განცხადება და სხვა.


მე მხედველობაში მაქვს მოქალაქის კერძო საქმეები და არა ბუჰალტერია, ამიტომ ჩემი რედაქცია ასეთი იქნება: /კითხულობს: „იმ ადგილებში, სადაც ერთი რომელიმე უმცირესობა აღემატება ყველა მცხოვრებთა 20%-ს და რომლის მშობლიური ენა არის არა ქართული ენა, ასეთი უმცირესობის წევრის საქმე, თუ ის ისურვებს, სწარმოებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში მის ენაზე; ამავე წესით ხდება მსჯელობა სასამართლოსა, ერთობისა თემის სხდომებზე“/.


თავმჯდომარე კენჭს უყრის პ. საყვარელიძისა და ს. ჯაფარიძის რედაქციას; ჯაფარიძის რედაქცია უარყოფილია; მე-2 მუხლის შესახებ ზოგიერთი წევრი იმ აზრისაა, რომ რადგან პრაქტიკა გამონახავს გზას და თავისთავად, მეხანიკურად განხორციელდება ამ მუხლით ნაგულისხმევი გარანტია, მისი შეტანა კონსტიტუციაში საჭირო არ არის.


თავმჯდომარე კენჭს უყრის.


მე-12 მუხლი.


პ. გელეიშვილი - კანონი, ამ მუხლის ძალით, უნდა ითარგმნებოდეს თექვსმეტ ენაზე, რაც სრულიად განუხორციელებელია.


ლ. ნათაძე - ყველა ენაზე თარგმნა შეუძლებელია, მაგრამ უმცირესობის რაოდენობის მიხედვით კანონი გადითარგმნება ორ-სამ ენაზე.


ს. ჯაფარიძე - თუ გვინდა ხალხმა სისწორით გაიგოს და იცოდეს კანონი, იგი უნდა ითარგმნებოდეს ზოგიერთ ენებზე მაინც, მაგ., სომხურზე, თათრულზე და რუსულზე; რაც შეეხება ტეხნიკურ მხარეს - განსაკუთრებული კომისია უნდა არსებობდეს სენატთან. ან პარლამენტთან ან სენატის საკოდიფიკაციო განყოფილებასთან.


ს. კედია ხალხისთვის კანონი ყოველთვის გაუგებარი რჩება; ეს მცირე წრის საკუთრებაა, ამიტომ მუხლი ამოიშალოს.


პ. გელეიშვილი - აზრს ვიცვლი ზოგიერთ ენაზე მართლა უნდა ითარგმნებოდეს კანონი; მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს უმცირესობის პროცენტის მიხედვით.


პ. საყვარელიძე - ეს მუხლი დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და საშიში არაფერია, უნდა იყოს რასაკვირველია, უწყებული პროცენტი.


თავმჯდომარე - კენჭს უყრი პრინციპულად თარგმნის საკითხს. ორი წინააღმდეგია, დანარჩენი მომხრე.


მაშადამე მიღებულია, რომ კანონი უნდა გადითარგმნოს ეხლა. როგორ გნებავთ თარგმნა ხდება პროცენტის თუ ეროვნების მიხედვით.


ლ. ნათაძე - დასახელდეს ეროვნებანი, რადგან პროცენტი თუ ავიღეთ, კანონი გადითარგმნება ისეთ ენაზე, რომელზედაც თარგმნა საჭირო არ არის. მაგ., ბერძნულზე, ოსურზე და სხ. დავასახელოთ სამი ეროვნება - სომხები, თათრები და რუსები.


მელ. რუსია - კონსტიტუციაში ითქვას, რომ კანონი ითარგმნება, და თარგმნის წესს განსაზღვრავს ცალკე კანონი; ირკვევა, რომ პროცენტის მიხედვით თარგმნა შეუძლებელია, ხოლო ზოგიერთ ეროვნებათა დასახელება სრულიად უხერხული იქნება, ეს აჯანყებას გამოიწვევს.


მუხლის რედაქციის შესახებ სწარმოებს მცირე კამათი; თავმჯდომარე კენჭს უყრის.


მე-13 მუხლი:


ს. კედია - დეპუტატმა სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს; ეს მუხლი უნდა ამოიშალოს.


ლ. ნათაძე - მუხლი უნდა დარჩეს; ეს უმცირესობის გარანტიაა და არა პიროვნების.


ს. ჯაფარიძე - პრაქტიკულად არავითარი უხერხულობა არ იქნება, რადგან არც ერთი დეპუტატი არა ქართულად არ ილაპარაკებს; ამავე დროს ამ მუხლს აქვს მეტად დიდი მნიშვნელობა.


პ. საყვარელიძე - მუხლი უნდა დარჩეს; მიუხედავათ იმისა, რომ შეიძლება იგი მკვდარი მუხლია, შიგ აღიარებული უფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თავმჯდომარე კენჭს უყრის.


ლ. ნათაძეს შემოაქვს შემდეგი დამატებითი მუხლები: 1 -, „თვითმმართველობის ერთეულების განსაზღვრა უნდა ისე ხდებოდეს, რომ თვითეული მათგანია მოსახლეობა შეძლებისამებრ ერთი ეროვნებისა იყოს“, 2 - „ეროვნულ უმცირესობათა ორგანოებს უნდა უფლება მიენიჭოთ შუამდგომლობა აღძრან სათანადო დაწესებულებათა წინაშე, თვითმმართველობის ერთეულების საზღვრების შეცვლის შესახებ, ეროვნულ უმცირესობის საჭიროების მიხედვით“.


ნათაძე იცავს ამ მუხლებს; ფიქრობს, რომ აქ არის გარანტია, რომელიც კონსტიტუციაში უნდა იქნეს შეტანილი;


აზრთა მცირე გაცვლა-გამოცვლის შემდეგ - თავმჯდომარე კენჭს უყრის.

მე-9 და მე-10 მუხლები შეერთებულ იქნეს ასე: „ადგილობრივ თვითმმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთ 20%-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედაენაზედაც“.



მე-2 მუხლი ამოიშალოს.







































































































კანონი უნდა ითარგმნებოდეს











მე-12 მუხლი შეიცვალოს ასე: „კანონის გამოქვეყნების წესი ეროვნულ უმცირესობათათვის განისაზღვრება ცალკე კანონით“.



























მე-13 მუხლი დარჩეს უცვლელად; ამ მუხლის შენიშვნა წაიშალოს.



















ლ. ნათაძის დამატებითი მუხლები უარყოფილ იქნება.

აკ. ჩხენკელი კითხულობს განაპირა კუთხეების თვითმმართველობის საკონსტიტუციო დებულებას.





საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე


მდივანი

პროექტის სათაურში სიტყვები: „ადგილობრივი მმართველობის“ ნაცვლად დაიწეროს: „ავტონომიური მმართველობა“.


ეს თავი მოთავსებულ იქნეს კონსტიტუციაში ადგილობრივი მმართველობის თავის შემდეგ.


შემდეგი სხდომა დაინიშნოს მაისის 11-ს საღამოს 7 საათზე.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 329-331

2.38 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. მაისის „11“

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე, კ. ჯაფარიძე, პ. წულაია, .გ. გვაზავა, ს. კედია, პ. გელეიშვილი, აკ. ჩხენკელი, მელ. რუსია.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე.............................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

„სახელმწიფო ფინანსები“.

თავმჯდომარე კითხულობს პროექტს, რომელიც კამათს არ იწვევს.

„სახელმწიფო ფინანსების“ ყველა მუხლი დარჩეს უცვლელად.

2.

„სახელმწიფო კონტროლი“ -

თავმჯდომარე კითხულობს პროექტს და კენჭს უყრის თითვეულ მუხლს.

„სახელმწიფო კონტროლის“ ყველა მუხლი დარჩეს უცვლელად

3.

„რესპუბლიკის სამხედრო ძალები“ -

თავმჯდომარე კითხულობს პროექტს; კრებას შეაქვს ტექსტში რედაქციული შესწორებანი.

პროექტის სათაური: „რესპუბლიკის სამხედრო ძალები“ შეიცვალოს: „სახელმწიფო თავდაცვა“.


მე-2 მუხლი შეიცვალოს ასე: „სამხედრო ძალების დანიშნულებაა დაცვა რესპუბლიკის და მისი ტერიტორიისა“.


მე-3 მუხლის თავში სიტყვები: „ჯარის ნაწილების წყობილება“ - ამოიშალოს.


მე-4 მუხლი შეიცვალოს ასე: „ჯარში გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ ამტკიცებს პარლამენტი“.


მე-5 მუხლი დარჩეს უცვლელად.

4.

„ადგილობრივი მმართველობანი“ -

კრებას შეაქვს მცირე რედაქციული შესწორებანი და ერთი ახალი მუხლი.

სათაური: „ადგილობრივი მმართველობანი“ შეიცვალოს: „ადგილობრივი მმართველობა“ მე-6 მუხლის თავში სიტყვა „მმართველობის“ შეიცვალოს „მთავრობის“.

ახალ, მე-9 მუხლად დაემატოს შემდეგი: „ადგილობრივ მმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება განსაზღვრული ცალკე კანონით“.

5.

„სახელმწიფო და ეკლესია“

კრებას შეაქვს რედაქციული შესწორებანი.

1-ლ მუხლში სიტყვა: „სარწმუნოებრიობას“ შეიცვალოს: „სარწმუნოებას“.


მე-2 მუხლი შეიცვალოს ასე: „არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა“.

6.

„სახელმწიფო მოხელენი“ - კრებას შეაქვს მცირე რედაქციული შესწორებანი.










საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

მე-2 მუხლში სიტყვა: „სასამართლოს“ - ამოიშალოს.


მე-4 მუხლის უკანასკნელ აბზაცში სიტყვებს: „მოხელეს“ და „მოქმედებით“ შუა ჩაემატოს სიტყვა: „უკანონო“.


შემდეგი სხდომა დაინიშნოს მაისის 12-ს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 128

2.39 დამფუძნებელი კრების საკონსტიტიუციო კომისიის 1920 წ. 15 მაისის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ს. ჯაფარიძე, კ. ჯაფარიძე, პ. გელეიშვილი, გ. გვაზავა, დ. ნათაძე, ს. კედია; იუსტიციის მინისტრი რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე...................................................მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

I

























2

კონსტიტუციის გადასინჯვა


პროექტის I-ლი მუხლის პუნქტი - „ა“ იწვევს მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლას.


მე-2 მუხლი კამათს არ იწვევს.


მე-4 მუხლი იწვევს მცირე კამათს, სახელდობრ; დამსწრეთა ორი მესამედი თუ ყველა წევრთა ორი მესამედი. სწყვეტს კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის წინადადების მიღებას.








მე-5 მუხლში კრებას შეაქვს რედაქციული შესწორება.





სოციალურ-ეკონომიკური უფლებანი.



მუხლი იწვევს აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

გვაზავას წინადადება: „რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა კეთილდღეობისათვის“.


ს. ჯაფარიძის წინადადება: „რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ადამიანის ღირსებისათვის შესაფერ არსებობის უზრუნველსაყოფად“.


მესამე წინადადება: „რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეულ არსებობის უზრუნველსაყოფად“.


თავმჯდომარე წინადადებას კენჭს უყრის.


მე-2 მუხლი.


ს. ჯაფარიძე - საკუთრება არ არის განუსაზღვრელი; ამ მუხლის შეტანა საჭირო არ არის.


პ.საყვარელიძე - საკუთრების შესახებ რამე უნდა ითქვას კონსტიტუციაში: თუ აქედან ამოიღეთ ეს მუხლი, რაიმე სახით უნდა შეიტანოთ სხვა ადგილას.


რ.არსენიძე - ეს მუხლი უნდა დარჩეს, რადგან ერთგვარ მიმართულებას აძლევს მომავალ კანონმდებლობას.


თავმჯდომარე კენჭს უყრის; მუხლის დატოვების მომხრეა სამი; წინააღმდეგია - ოთხი.


მე-3 მუხლი.


კ. ჯაფარიძე - მუხლი მისაღებია. მხოლოდ გარკვევითა და კატეგორიულად უნდა იყოს ნათქვამი, რომ არავის არაფერი არ ჩამოერთმევა, ხოლო თუ ჩამოერთვა - უსათუოდ საფასური მიეცემა.


რ. არსენიძე - სახელმწიფოს უნდა ქონდეს უფლება ზოგიერთ შემთხვევაში უფასოდ ჩამორთმევისა.


ფარიძე - დიდი მესაკუთრე აღარ არის პატარა მესაკუთრე უნდა დამშვიდებულ იქნეს, რომ არავინ წაართმევს რასმე; კაუცკი გარკვევით იცავს საფასურის მიცემის აუცილებლობას.


ჯაფარიძის წინადადების მომხრეა ოთხი: არსენიძის წინადადების მომხრე - ორი.


მე-4 მუხლი კამათს არ იწვევს.


მე-5 მუხლის გარშემო სწარმოებს მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლა.


მე-6 მუხლი აგრეთვე იწვევს მცირე კამათს.


კ. ჯაფარიძის წინადადება: მუხლი ამოიშალოს; „სქესთა ურთიერთობის I-ლი მუხლი გადატანილ იქნეს „მოქალაქეთა უფლებაში მესამე მუხლად.“


თავმჯდომარე კენჭს უყრის.


მე-9 მუხლი იწვვეს მცირე კამათს. რამდენიმე წევრი იცავს მუხლის დატოვებას, ზოგიერთი წინააღმდეგია. თავმჯდომარე კენჭს უყრის.






















21 მუხლის რედაქცია იწვევს მცირე აზრთა გავლა-გამოცვლას: ზოგიერთი წევრი მოითხოვს აგრეთვე ეს მუხლი გადატანილ იქნეს „მოქალაქეთა უფლებაში“.



















თავმჯდომარე:

მდივანი



I - ლი მუხლი პუნქტი „ა“ შეიცვალოს ასე: „პარლამენტის წევრთა არა ნაკლებ ნახევარისა“.

მე-2 მუხლი დარჩეს უცვლელად.

მე-3 მუხლი ამოიშალოს.

მე-4 მუხლში სიტყვები: „პარლამენტის წევრთა ორი მესამედი“. შეიცვალოს ასე: „პარლამენტის ყველა წევრთა ორი მესამედი“.

ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი: „პარლამენტის წევრთა მიერ გადასინჯული და მიღებული კონსტიტუცია ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის დადასტურების შემდეგ“.


მე-5 მუხლში სიტყვები: „დემოკრატიულ-რესპუბლიკის ფორმის გაუქმება“ შეიცვალოს ასე: „დემოკრატიულ-რესპუბლიკანურ მართვა-გამგეობის გაუქმება“.


სათაური შეიცვალოს ასე: „სოციალ-ეკონომიკური უფლებანი“.



I-ლი მუხლი შეიცვალოს ასე: „რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეულ არსებობის უზრუნველსაყოფად“.












მე-2 მუხლი ამოიშალოს.




















მე-3 მუხლი შეიცვალოს ასე: „საკუთრების იძულებითი ჩამორთვმევა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული მიზნებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესითა და საფასურით“.













მე-4 მუხლი დარჩეს უცვლელად.


მე-5 მუხლი ამოიშალოს.





სქესთა ურთიერთობის „I-ლი მუხლი გადავიდეს მოქალაქეთა უფლებაში“ მესამე მუხლად და მეექვსე მუხლი ამოიშალოს.

მე-7 მუხლი ამოიშალოს.

მე-8 მუხლი დარჩეს უცვლელად.


მე-9 მუხლი ამოიშალოს.


მე-10 მუხლში სიტყვა „განსაკუთრებულ“ ამოიშალოს.

მე- 11 მუხლში სიტყვები: „და დასხვა“ და „რომელნიც“ - შუა დაემატოს: „ამგვარი დაწესებულებანი“.


მუხლები: მე-12, მე-13, მე-14, და მე-15 დარჩეს უცვლელად.


მე-16 მუხლში სიტყვები: „მეურნეობის არც ერთ დარგში“ ამოიშალოს; ამავე მუხლს ბოლოში ჩაემატოს: „გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი“.


მუხლები: მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 დარჩეს უცვლელად.


მე-21 მუხლი შეიცვალოს ასე „ქორწინება დაფუძნებულ უნდა იყოს. უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობაზე; ქორწინების ფორმასა და წესს განსაზღვრავს კანონი; ქორწინების გარეშე შობილი გათანასწორებულია უფლებითა და მოვალეობით ქორწინებაში შობილთან; დედას უფლება აქვს დაამტკიცოს. ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა; აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს. უფლება აქვს ეძიოს მამა თვისი“.


ეს მუხლი გადავიდეს „მოქალაქეთა უფლებაში“.


22 მუხლი დარჩეს უცვლელად.


შემდეგი სხდომა დაინიშნოს მაისის 17-ის საღამოს 7 საათზე.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 327-328

2.40 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. მაისის 22

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, გ. გვაზავა, კ. ჯაფარიძე, ს. ჯაფარიძე, აკ. ჩხენკელი, პ. გელეიშვილი, ს. კედია, ლ. ნათაძე, მ. რუსია

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

კონსტიტუციის პროექტში მოსალოდნელ შესწორებისა ან დამატების მიზნით სხდომა ისმენს ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუციას ეროვნულ უმცირესობათ შესახებ და პოლონეთის ხელშეკრულებას ანტანტასთან,


. ჯაფარიძე - რომ ეს მასალები ნაყოფიერად იქნება გამოყენებული წინადადებას ვიძლევი დაიბეჭდოს და დაურიგდეს კომისიის წევრებს.


გ. გვაზავა - არც ერთ დოკუმენტში ისეთი არაფერია, რომ ჩვენ ვისარგებლოთ, ამიტომ მათი დაბეჭდვა ზედმეტია.


პ. გელეიშვილი - იზიარებს ს. ჯაფარიძის აზრს,


თავმჯდომარე კენჭს უყრის.

პოლონეთის ხელშეკრულება დაიბეჭდპს გაზ. „ერთობაში“, ხოლო ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუცია გაზ. „ბორბაში“

2.

პ. საყვარელიძის დამატებანი


პირველი დამატება გულისხმობს ეროვნულ კავშირების უფლებას გახდნენ იურიდიულ პიროვნებად


აკ. ჩხენკელი - კონსტიტუციაში ვეთნხმები ბ. საყვარელიძეს უნდა იყოს აღიარებული, რომ კავშირებს ეძლევათ უფლება იურიდიულ პიროვნებისა -სხვა-და სხვა ქონების შეძენისა, ყიდვა-გაყიდვისა და სხვა


გ. გვაზავა - საზოგადოებამ უნდა შეადგინოს კავშირი და წესდება; წესდება უნდა წარუდგინოს მთავრობას დასამტკიცებლად და მთავრობას აქ უნდა ქონდეს სრული თვისუფლება, საკითხის გადაჭრისთვის


აკ. ჩხენკელი - კვლავ მოითხოვს ეს უფლება აღიარებულ იქნეს შემდეგი რედაქციით: „ნაციონალური კავშირი სარგებლობს“ „იურიდიული პიროვნების უფლებას“.


კ. ჯაფარიძე - კულტურულ საქმეებში ასეთი უფლება დასაშვები იქნებოდა, მაგრამ რომ სინდიკატმა ან ეროვნულმა კავშირმა მთლი ქალაქი შეისყიდოს ეს მიუღებელი მდგომარეობაა.


ს. ჯაფარიძე წარადგენს ასეთ ფორმულას: „ეროვნულ კავშირს შეუძლია გახდეს იურიდიულპირად თანახმად საერთო წესებისა“.


თავმჯდომარე წარმოდგენილ ფორმულას კენჭს უყრის.


ჩხენკელის რედაქციის მომხრეა ორი, დანარჩენი წინააღმდეგი; ს. ჯაფარიძის ფორმულის მომხრეა ექვსი, წინააღმდეგია ორი.


მე-2 დამატება აღიარებს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების შესახებ, რომელიც მას გაანდვეს


მე-2 დამატება აღიარებს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების შესახებ, რომელიც მას გაანდვეს.


დამატება კამათს არ იწვევს;



დამატება მიღებულ იქნეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნულ კავშირს შეუძლია გახდეს იურიდიულ პიროვნებად თანახმად საერთო წესებისა“.










































დამატება მიღებულ იქნეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს. ეს უფლება არ ეკარგება მას მაშინაც, როცა დეპუტატად აღრ ითვლება“.

პ. საყვარელიძე - ერთ-ერთ კრებაზე, რომელსაც მე დავესწრებივარ, უარყვეს სენატის შეტანა კონსტიტუციაში; ჩვენ ეს არანორმალურ მოვლენად მიგვანია და რაღც გაუგებრობით ვხსნით; სრულიად უბრალო დეტალები არ გამორჩა ჩვენს კონსტიტუციას და ისეთი დიდი მოვლენა კი, როგორიცაა სენატი, შიგ მოხსენებული არ იქნებაო, ეს შეუძლებელია; წინადადებას ვიძლევი სენატი შეყანილ იქნეს თუ ცალკე თავის სახით არა, სასამართლოს თავში მაინც.


ს. ჯაფარიძე - სენატს თითქმის არა აქვს რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია; ყოველი სასამართლო ვალდებულია აღადგინოს კანონიერება; ამიტომ სენატის შეტანა კონსტიტუციაში ზედმეტია.


აკ. ჩხენკელი - ორი მომენტია ყურადსაღები - პირველი ის, რომ მოქალაქეს შეუძლია მინისტრზე საჩივარი შეიტანოს სენატში და მეორე ისა, რომ მინისტრი ვალდებულია თავისი ცირკულარი წარუდგინოს სენატს; ორივე მომენტში დიდი გარანტია არის მოქალაქისა და დიდი უფლება; სენატს შეუძლია გააუქმოს მინისტრის განკაგულება ეს დიდი ამბავია; მარტო ეს ორი მოსაზრება გვავალებს სენატის შესახებ კონსტიტუციაში რაიმე ვთქვათ;


გ. გვაზავა - ინგლისის მოქალაქეს უფლება აქვს მინისტრს სასამართლოში უჩივლოს, ჩვენ იმის უფლება მაინც მოგვეცით, უმაღლეს სასამართლოში - სენატში შევიტამოთ საჩივარი. ამის შეტანას კონსტიტუციაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.


თვმჯდომარე საკითხს კენჭს უყრის.


სენატის კონსტიტუციაში შეტანის მომხრეა შვიდი, წინააღმდეგი ერთი.


წარმოებს აზრთ გაცვლა-გამოცვლა იმის შესახებ, თუ როგორი რედაქციით იქნება შეტანილი სენატი.


ს. ჯაფარიძე -აღდგენს თავის ფორმულას, რომელსაც იზიარებს უმრავლესობა.

„სასამართლოს თავში შეტანილ იქნეს სენატი შემდეგი რედაქციით: „საქართველოს რესპუბლიკის მთლ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო - სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი და რომელიც მოვალეა

ა/ თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და სისწორით ასრულებას და

ბ/ განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ“.

შემოდის წინადადება შეტანილ იქნეს კონსტიტუციაში გერმანიის კონსტიტუციის „პიროვნების“ თავიდან შემდეგი:


„ხარისხის მინიჭება შეიძლება მხოლოდ თანამდებობის ან პროფესიის აღსანიშნავად; აკადემიურ ხარისხს ეს არ შეეხება; ორდენი და წარჩინების ნიშანი სახელმწიფომ არ უნდა მიანიჭოს; მოქალაქეს არ შეუძლია უხცო სახელმწიფოსაგან მიიღოს წარჩინების ნიშანი“ ეს წინადადება კამათს არ იწვევს; თავმჯდომარე კენჭს უყრის.

„მოქალაქის უფლებაში“ მესამე მუხლად შეტანილ იქნეს შემდეგი: „ხარისხის მინიჭება შეიძლება მხოლოდ თანამდებობის და პროფესიის აღსანიშნავად; აკადემიურ ხარისხს ეს არ შეეხება; ორდენი და წარჩინების ნიშანი სახელმწიფომ არ უნდა მიანიჭოს; მოქალაქეს არ შუძლია უცხო სახელმწიფოსაგან მიიღოს წარჩინების ნიშანი“.

თავმჯდომარე მოახსენებს კრებას, რომ ბ. სვიატოშს, რომელმაც სთარგმნა ჩეხოსლოვაკიის კონსტიტუცია რუსულ ენაზე და ბ. იმნაიშვილს, რომელმაც გერმანიის კონსტიტუცია გადმოთარგმნა, უნდა მიეცეთ სათანადო ჯილდო.


თავმჯდომარის განცხადება იწვევს მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

ბ. სვიატოშს ჩეხოსლოვაკთა კონსტიტუციის თარგმნის ჯილდოთ მიეცეს დამფუძნებელი კრების წევრის თვიური ჯამაგირის რაოდენობა - 7.800 მან., ხოლო ბ. იმნაიშვილს გერმანიის კონსტიტუციის თარგმნისათვის - 3.000 მან.

დასასრულ ისმის საკითხი კონსტიტუციის პროექტისა და კომენტარების დაბეჭვდის შესახებ.


კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

კონსტიტუციის პროექტი დაიბეჭდოს უკომენტარიოდ ფართო საზოგადოების გასაცნობად.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 67-68

2.41 ბ. ივ. ჯავახიშვილს

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: ..........................ბ. ივ. ჯავახიშვილს

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას აქვს პატივი მოგიწვიოთ თქვენ სარედაქციო კომისიაში, რომელსაც ევალება კონსტიტუციის სტილისტიური და სარედაქციო მხარის გასინჯვა და შესწორება; გაუწყებთ რა ამას, საკონსტ. კომისია გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ კომისიის პირველ სხდომას, რაიც შესდგება სამშაბათს 18 მაისს დილის 11 საათზე დამფუძნებელი კრების დარბაზში.

კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე

მდივანი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 413

2.42 ბ. გრ. ყიფშიძეს

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: ...............................ბ. გრ. ყიფშიძეს

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას აქვს პატივი მოგიწვიოთ თქვენ სარედაქციო კომისიაში, რომელსაც ევალება კონსტიტუციის სტილისტიური და სარედაქციო მხარის გასინჯვა და შესწორება; გაუწყებთ რა ამას, საკონსტ. კომისია გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ კომისიის პირველ სხდომას, რაიც შესდგება სამშაბათს 18 მაისს დილის 11 საათზე დამფუძნებელი კრების დარბაზში.

კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე

მდივანი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 417

2.43 ბ. ილ. ზურაბიშვილს

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: юююююююююბ. ილ. ზურაბიშვილს

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას აქვს პატივი მოგიწვიოთ თქვენ სარედაქციო კომისიაში, რომელსაც ევალება კონსტიტუციის სტილისტიური და სარედაქციო მხარის გასინჯვა და შესწორება; გაუწყებთ რა ამას, საკონსტ. კომისია გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ კომისიის პირველ სხდომას, რაიც შესდგება სამშაბათს 18 მაისს დილის 11 საათზე დამფუძნებელი კრების დარბაზში.

კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 416

2.44 ბ. ექ. თაყაიშვილს

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: ...........................ბ. ექ. თაყაიშვილს

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას აქვს პატივი მოგიწვიოთ თქვენ სარედაქციო კომისიაში, რომელსაც ევალება კონსტიტუციის სტილისტიური და სარედაქციო მხარის გასინჯვა და შესწორება; გაუწყებთ რა ამას, საკონსტ. კომისია გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ კომისიის პირველ სხდომას, რაიც შესდგება სამშაბათს 18 მაისს დილის 11 საათზე დამფუძნებელი კრების დარბაზში.

კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე

მდივანი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 418.

2.45 ბ. კ. ნინიძეს

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: ...................................ბ. კ. ნინიძეს

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას აქვს პატივი მოგიწვიოთ თქვენ სარედაქციო კომისიაში, რომელსაც ევალება კონსტიტუციის სტილისტიური და სარედაქციო მხარის გასინჯვა და შესწორება; გაუწყებთ რა ამას, საკონსტ. კომისია გთხოვთ დაესწროთ აღნიშნულ კომისიის პირველ სხდომას, რაიც შესდგება სამშაბათს 18 მაისს დილის 11 საათზე დამფუძნებელი კრების დარბაზში.

კომისიის თავმჯდომარე პ. საყვარელიძე

მდივანი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 415

2.46 მე-6 ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს (1920 წ. მაისის -)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წ. მაისის -

ქ. ტფილისი

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია გაუწყებთ რა რომ თქვენდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელი ბ. ნ. მირიანაშვილი კომისიის მიერ მიწვეულია კონსტიტუციის ენისა და სტილის შემსწორებელ კომისიაში, გთხოვთ პარასკვევს მაისის 28-ს და აგრეთვე იმ დღეებისათვის როცა დანიშნული იქნება ხსენებული კომისიის სხდომა გაანთავისუფლოთ გაკვეთილებისაგან.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 461

2.47 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1920 წ. მაისი)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წ. მაისი
№28
ქ. ტფილისი

ამით გაუწყებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ დაადგინა ბ. სვიატოშს ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის კონსტიტუციის რუსულ ენაზე თარგმნისათვის მიეცეს შვიდი ათას რვაასი მანეთი (7.800), ხოლო ბ. იმნაიშვილს გერმანიის კონსტიტუციის გადმოქართულებისათვის სამიათასი (3.000) მან.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 263

2.48 სოციალურ-ეკონომიური უფლებანი (1920 წ. მაისის)

▲ზევით დაბრუნება


იუსტიციის სამინისტრო
1920 წ. მაისის
ქ. ტფილისი
ტელეფ 1-03

ხელით მინაწერი: 1. რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეულ არსებობის უზრუნველსაყოფად.

2. საკუთრების იძულებით ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული მიზნებისთვის.

ხელით მინაწერი: ცალკე კანონში განსაზღვრული წესით და საფასურით.

3. რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით მოახდინოს განსაზოგადოებრივება სავაჭრო, სამრეწველო და სამეურნეო დარგების და კერძო წარმოების, რომელნიც ამისთვის გამოსადეგი არიან.

4. რესპუბლიკის განსაკუთრებულ საზრუნავ საგანს შეადგენს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 8

2.49 დამფუძნებელი კრების კონსტიტუციონურ კომისიას (1920 წ. მაისი)

▲ზევით დაბრუნება


თბილისის ქალაქის გამგეობა
სახალხო განათლების განყოფილება
1920 წ. მაისი
№1628
ქ. თბილისი

1918 წლის ივლისში ქალაქის გამგეობის ნებართვით თქვენ მიერ წამოღებულ იყო პუშკინის სახელობის ქალაქის ბიბლიოთეკიდან 22 წიგნი სახელმწიფო უფლებების საკითხების შესახებ, და დაგიბრუნებიათ ბიბლიოთეკის გამგეობისთვინ მხოლოდ 6 წიგნი.

გთხოვთ დაუბრუნოთ დანარჩენი 16 წიგნიც, რადგანაც ბიბლიოთეკისთვინ ეს წიგნები საჭირონი არიან.

გამგეობის წევრი გ. კონიაშვილი

საქმის მწარმოებელი/თან. მ. თათუხაძე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 264

2.50 საქართველოს კონსტიტუციის პროექტი მიღებული დაფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის მიერ (ტფილისი 1920 წელი მაისი)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს დამფუძნებელი კრება, - არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, - თავის პირველსავე სხდომაზე, 1919 წელს, მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წლის მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს ტფილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ-რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერ-კავკასიამ თვით იდვეს თავსა საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.

მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა, არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

მუხლი 2.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ნეიტრალური სახელმწიფოა.

მუხლი 3.

საქართველოს დედა ქალაქი არის ტფილისი, სადაც მუდმივ იმყოფება საქართველოს პარლამენტი და მთავრობა.

მუხლი 4.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

მუხლი 5.

საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის - შვინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა.

საქართველოს რესპუბლიკის ღერბი არის - ძლევამოსილი გიორგი თეთრ რაშზე მჯდომარე.

მუხლი 6.

ყოველ კანონსა და სავალდებულო დადგენილებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, უკეთუ გამოცხადებულია სათანადო წესით.

მუხლი 7.

კანონს არა აქვს უკუქცევითი ძალა, გარდა სისხლის სამართლის კანონისა, უკეთუ იგი ამსუბუქებს ბრალდებულის მდგომარეობას.

მუხლი 8.

სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია.

სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

მუხლი 9.

ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა, სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

მუხლი 10.

კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა აზრის წინააღმდეგია.

კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობასა და მართვა-გამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს.

მუხლი 11.

კონსტიტუციის მიღებამდე გამოცემული და გამოქვეყნებული კანონი და დეკრეტი ძალაში რჩება, უკეთუ კონსტიტუციასა და მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

მუხლი 12

ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.

მუხლი 13

საერთაშორისო მშვიდობიანობის დასამყარებლად საქართველოს რესპუბლიკას ერთად ერთ საშვალებად მიაჩნია თავისუფალ ერთა კავშირი.

მუხლი 14

დამტკიცებისა და მიღების შემდეგ კონსტიტუციას აქვეყნებს დამფუძნებელი კრება თავის წევრთა ხელ მოწერით.

თავი მეორე
მოქალაქეობა
მუხლი 15

საქართველოს მოქალაქედ ითვლება:

ა) შვილი საქართველოს მოქალაქისა, დაბადებული საქართველოს ტერიტორიაზე, ან მის გარეშე;

ბ) ქორწინების გარეშე შობილი საქართველოს მოქალაქე დედისგან;

გ) ცოლი ან ქვრივი საქართველოს მოქალაქისა;

დ) კანონიერი წესით შვილად აყვანილი საქართველოს მოქალაქის მიერ;

ე) უცხოეთში გათხოვილი საქართველოს მოქალაქე-ქალი, რომელიც დაქვრივების ან განქორწინების შემდეგ, განაცხადებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვლის; ხოლო არასრულწლოვანი შვილი ასეთი ქვრივისა ან განქორწინებულისა, უკეთუ ერთი წლის განმავლობაში დასრულწლოვანების შემდეგ არ განაცხადა მამის მოქალაქეობაში დარჩენის სურვილი;

ვ) უცხოელთა არასრულწლოვანი შვილი, ქორწინებაში თუ მის გარეშე შობილი იმ დღიდან, როცა მისი მშობლები მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას;

ზ) შვილი საქართველოს იმ მოქალაქე-ქალისა, რომელიც უცხოელს მისთხოვდება, მაგრამ მუდმივ სცოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, უკეთუ ერთი წლის განმავლობაში დასრულწლოვნების შემდეგ არ განაცხადა, რომ სურს მამის მოქალაქეობა შეინარჩუნოს, და

ჰ) ვინც ნატურალიზაციით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

მუხლი 16.

ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვებისათვის შუამდგომლობის აღძვრა შეუძლიან უცხო ქვეშევრდომს ან ქვეშევრდომობის გარეშე მყოფს რომელიც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ სცხოვრობს რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შუამდგომლობა უნდა წარედგინოს რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც ერთი წლის შემდეგ დღიდან შუამდგომლობის აღძვრისა, განიხილავს მის თხოვნას და მიანიჭებს მთხოვნელს მოქალაქეობას, უკეთუ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მავნებლად არ მიიჩნევს; თხოვნის შეტანიდან განხილვამდე მთხოვნელი აუცილებლად საქართველოში უნდა ბინადრობდეს.

შენიშვნა I. უცხო ქვეშევრდომი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე თავისი სამეცნიერო შრომით, სამხედრო დახმარებით, საზოგადოებრივი მოღვაწეობით თუ სხვა რითიმე, შეიძლება ამ ვადის გარეშეც მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ.

შენიშვნა 2. აგრეთვე ვადის არ მიხედვით შეიძლება ამოღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ ყოველი უცხო - ქვეშევრდომი ქართველი.

მუხლი 17.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს უცხო სახელმწიფოს მოქალაქედ.

მუხლი 18.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობას ჰკარგავს:

ა) ვინც რესპუბლიკის წინაშე, კანონით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულების შემდეგ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს ნატურალიზაციის წესით;

ბ) ვინც უცხო სახელმწიფოს სამხედრო ან სამოქალაქო თანამდებობას მიიღებს საქართველოს მთავრობის ნებადაურთველად, და

გ) ვინც უცხო ქვეშევრდომს მისთხოვდება და არ განაცხადებს საქართველოს მოქალაქედ დარჩენის სურვილს.

თავი მესამე
მოქალაქის უფლებანი
მუხლი 19

მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

მუხლი 20

წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

მუხლი 21

ხარისხის მინიჭება შეიძლება მხოლოდ თანამდებობის ან პროფესიის აღსანიშნავად, აკადემიურ ხარისხს ეს არ შეეხება.

ორდენი და წარჩინების ნიშანი სახელმწიფომ არ უნდა მიანიჭოს.

მოქალაქეს არ შეუძლიან უცხო სახელმწიფოსგან მიიღოს წარჩინების ნიშანი.

მუხლი 22

არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით; გამონაკლისია კანონით განსაზღვრული დისციპლინური წესი.

მუხლი 23

ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.

მუხლი 24

არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაფრივ თავისუფლებას მოკლებულ და პირადად გაჩხრეკილ იქნეს ვინმე, თუ არ სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.

მუხლი 25

ადმინისტრაციას შეუძლიან თავისი უფლებით შეიპყროს ვინმე შემდეგ შემთხვევაში:

ა) როცა ბოროტმოქმედს ზედ დანაშაულის ადგილზე მიასწრებს;

ბ) როცა დანაშაულზე მიასწრებს და დანაშაულისაგან დაზარალებული, ან დამსწრე ვინმე ბოროტმოქმედს ხელს დაადებს;

გ) როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთი აღმოჩნდება, ან როცა მის ტანზე, ან მის ბინაზე დანაშაულის აშკარა ნიშანი და კვალი აღმოჩნდება.

მუხლი 26

დამნაშავეთა დაკავება შეუძლიან კერძო პირსაც, თუ დანაშაულის ადგილას მიასწრებს და ამასთანავე ადმინისტრაციის მოსვლამდის მათი მიმალვა მოსალოდნელია.

მუხლი 27

როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრაციის ბრძანებით შეპყრობილი, 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნეს წარმოდგენილი; თუ აღნიშნული სასამართლო ისეა დაშორებული, რომ 24 საათში დამნაშავის წარდგენა შეუძლებელია, ეს ვადა განგრძობილ უნდა იქნეს ადგილობრივ გარემოების მიხედვით, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.

მუხლი 28

მე-27 მუხლში აღნიშნული სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაუყოვნებლივ, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, დაჰკითხოს; ხოლო შემდეგ წერილობითი ბრძანება გასცეს ან მისი შეპყრობის, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლებისათვის.

მუხლი 29

სასამართლოს სათანადო ორგანოები ვალდებულნი არიან, უკეთუ რაიმე გზითა და საშვალებით ეცნობათ, რომ ვინმე ზემოაღნიშნულ წესთა დარღვევითაა შეპყრობილი, დაუყოვნებლივ გამოიძახონ საქმე და წერილობითი ბრძანება გასცენ ან მისი განთავისუფლებისა ან შეპყრობის განგრძობის შესახებ.

მუხლი 30

იმ საპატიმროს ან სხვა დაწესებულების უფროსი, სადაც შეპყრობილი ზის, ვალდებულია გაანთავისუფლოს უკანასკნელი, თუ 24 საათში სასამართლოს წერილობითი ბრძანება არ მიუვიდა შეპყრობის განგრძობისათვის.

მუხლი 31

ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია; მისი გაჩხრეკა მხოლოდ სასამართლოს დადგენილებისამებრ შეიძლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 32

კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია; მისი ამოღება და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 33

ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალია; ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

მუხლი 34

ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს; მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება. ყველას შეუძლიან აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს.

სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქობრივი და პოლიტიკური მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლიან, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე.

მუხლი 35

ყველა მოქალაქეს შეუძლიან თავისუფლად დააარსოს ყოველგვარი სარწმუნოებრივი კავშირი, თუ იმ კავშირის მიზანი და მოქმედება კანონით აკრძალული არ არის.

მუხლი 36

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადართულად; ყოველი ბოროტმოქმედებისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

მული 37

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბენ საჯაროთ და უიარაღოთ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

მუხლი 38

ადმინისტრაციას შეუძლიან დახუროს კრება, თუ დანაშაულის ხასიათი მიიღო.

მუხლი 39

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადართულად დააარსონ ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანინით არ არის აკრძალული; კავშირის გაუქმება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 40

გონებრივი, სასულიერო, სავაჭრო და სამეურნეო სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონების მიხედვით.

მუხლი 41

პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.

მუხლი 42

მუშათა მშვიდობიანი გაფიცვა თავისუფალია, უკეთუ არ ეწინააღმდეგება კანონსა და სახელმწიფოს ინტერესებს.

მუხლი 43

ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით.

მუხლი 44

ქორწინება უნდა ემყარებოდეს უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობასა. ქორწინების ფორმას აწესებს კანონი და განსაზღვრავს.

ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი, უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან. დედას უფლება აქვს იდაოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა; აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს ეძიოს თავისი მამა.

მუხლი 45

აკრძალულია - უცხო სახელმწიფოს გადაეცეს პოლიტიკური დამნაშავე.

მუხლი 46

საქართველოში უცხოელებს ისეთივე პირადი და ქონებრივი უფლება აქვთ, როგორც რესპუბლიკის მოქალაქეებს, თუ მათი უფლება სხვარიგად არ არის განსაზღვრული საერთაშორისო წესით.

მუხლი 47

ზემოაღნიშნულ კანონთა დადგენილების დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის ისე კერძო პირი მიეცემა პასუხისგებაში, თანახმად სისხლის სამართლის კანონებისა.

მუხლი 48

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

მუხლი 49

შინაური ამბოხებისა ან უცხო სახელმწიფოსთან იმის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია. რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 24, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 36, 37, 42 და 48, იმის დროს კი 23 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

თუ პალამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლიან თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დადგენილება წარუდგინოს.

მუხლი 50

დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე-24. 27, 28 და 33 მუხლში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.

მუხლი 51

კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ შეწყნარებული პრინციპებისაგან.

თავი მეოთხე
პარლამენტი
მუხლი 52

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი, და პროპორციული წესისამებრ არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, რომელსაც ოცი წელი შესრულებია.

პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.

მუხლი 53

პარლამენტის წევრთა ასარჩევად რესპუბლიკა დაყოფილია საარჩევნო ოლქებად თანახმად კანონისა. თითოეულ ოლქს უნდა მიეკუთვნოს განსაზღვრული პროპორციული რიცხვი დეპუტატებისა, მცხოვრებთა რაოდენობისამებრ. არჩევნების დანარჩენ წესრიგს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 54

პარლამენტის წევრები წარმოადგენენ მთელს ერს და არა ცალკე ოლქს, რომელმაც ისისნი აირჩია.

მუხლი 55

პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს; პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ნება არ დართო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა ჩადენაზე მიასწრებენ, ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს; შეპყრობილი ან სასამართლოში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი მოითხოვს.

მუხლი 56

პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს, ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება.

მუხლი 57

პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.

მუხლი 58

პარლამენტის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე ჯამაგირიანი თანამდებობა ეჭიროს სახელმწიფოს ან ადგილობრივ მმართველობის სამსახურში; იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის წევრი, სახელმწიფო კონტროლიორი, მინისტრის ამხანაგი, ან ასრულებდეს ადგილობრივ მმართველობის ხსოვნის მოვალეობას; დეპუტატს შეუძლიან მიიღოს მთავრობისაგან რაიმე პოლიტიკური დავალება ვადით - არა უმეტეს ექვსი თვისა.

მუხლი 59

ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს. პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.

მუხლი 60

პარლამენტი გამოსცემს კანონს, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

მუხლი 61

პარლამენტის უფლებაა:

ა) უმაღლესი გამგებლობა რესპუბლიკის ჯარისა და საზოგადოდ ყოველი შეიარაღებული ძალისა;

ბ) ომის გამოცხადება;

გ) ზავის ჩამოგდება;

დ) დამტკიცება საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულობისა უცხო სახელმწიფოებთან;

ე) ამნისტია;

ვ) ბიუჯეტის დამტკიცება;

ზ) საშინაო და საგარეო სესხის აღება;

კ) თანამდებობის პირთა არჩევა, კონსტიტუციით ან კანონით მისდა მიკუთვნებული; და

თ) საერთო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა.

მუხლი 62

პარლამენტის სხდომები საჯაროა, მაგრამ პარლამენტს შუძლიან განსაკუთრებული დადგენილებით ფარულად გამოაცხადოს თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა.

მუხლი 63

პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და გადასწყვეტს ყოველსავე დავას ამ საგანზე.

მუხლი 64

პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული.

მუხლი 65

პარლამენტის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დეპუტატთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა.

მუხლი 66

პარლამენტის წევრთ უფლება აქვთ მთავრობისადმი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა. წესი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა განისაზღვრება კანონით ან რეგლამენტით.

მუხლი 67

პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტით მოქმედების წესს.

მუხლი 68

პარლამენტი იკრიბება ყოველ წლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ პარლამენტის გახსნას.

მუხლი 69

პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.

მუხლი 70

პარლამენტის მუშაობა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ვადით არა უმეტეს ხუთი თვისა წელიწადში. როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას, ან პარლამენტის პრეზიდიუმს.

მუხლი 71

ინიციატივის უფლება ეკუთვნის:

ა) პარლამენტის ყოველ წევრს, და

ბ) 5, 000 ამომრჩეველს.

მუხლი 72

თუ ოცი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხალხს წარუდგინოს.

რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 73

პარლამენტი ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს.

არ შეიძლება ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ, ან მის ამხანაგად არჩეულ იქნეს ზედიზედ.

თავი მეხუთე
აღმასრულებელი ხელისუფლება
მუხლი 74

უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.

მუხლი 75

მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს არის რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი.

მუხლი 76

მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი.

მუხლი 77

მთავრობის დანარჩენ წევრებს - მინისტრებს, იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

მუხლი 78

მთავრობის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს, ის რომელსამე პროფესიას მისდევდეს; შეუძლიან იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი მმართველობის ხმოსანი.

მუხლი 79

თავმჯდომარე სცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს.

მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს რევიზია მმართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისა კანონში აღნიშნულ წესისამებრ.

თავმჯდომარეს არააქვს არავითარი განსაკუთრებული უფლება, გარდა იმისა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისდა მიკუთვნებული.

მუხლი 80

როდესაც თავმჯდომარე ავად არის ან სხვაგან იმყოფება, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მისივე დავალებით.

მუხლი 81

მთავრობის საერთო უფლება და მოვალეობაა:

ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, თანახმად კანონისა.

ბ) თვალ-ყურის დევნა და აღსრულება კონსტიტუციისა და კანონებისა.

გ) წარდგენა პარლამენტის წინაშე თავის კანონპროექტისა, აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტისა ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული.

დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა.

ე) უზრუნველყოფა რესპუბლიკისა გარეშე განსაცდელისაგან და დაცვა მისი ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობისა.

ვ) ზრუნვა შინაური წესიერებისა და უშიშროების დაცვისათვის.

მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა, მთავრობას უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა რესპუბლიკისა 3, 000 კაცამდე, ვადით არა უმეტეს 21 დღისა; უკეთუ მეტი ძალა დასჭირდა, ან მეტის ვადით, ამის ნებართვა პარლამენტისგან უნდა მიიღოს.

ზ) განაგოს ფინანსები, სჭრას ფული თანახმად კანონისა, და ყოველ წლივ წარუდგინოს პარლამენტს შემოსავალ-გასავლის სავარაუდო აღრიცხვა და ბიუჯეტი.

თ) აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და ყოველ წელს ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობისათვის; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება, უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა, და

ი) შეასრულოს ყოველივე, რაც კანონს ან პარლამენტს მისთვის დაუვალებია.

მუხლი 82

რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა-გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის.

მუხლი 83

როგორც მთავრობა მთლიანად, ისე თვითეული მინისტრი აღჭურვილი უნდა იყოს პარლამენტის ნდობით. როგორც მთავრობა ისე თვითეული მინისტრი უნდა გადადგეს, თუ დაჰკარგავს პარლამენტის ნდობას მისი გადაჭრილი დადგენილებით.

მავრობა განსაზღვრავს პოლიტიკის საერთო მიმართულებას და პასუხისმგებელია ამ მიმართულებისა და საერთო გამგებლობისათვის (მუხ.81), თვითეული მინისტრი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით, უძღვება მისთვის მინდობილ საქმეს (მუხ.82).

მინისტრს უფლება აქვს პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ მაშინ, როცა დეპუტატად ირიცხება.

მუხლი 84

მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს, თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს თავის მხრით პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით მინისტრიც ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა - განმარტება მისცეს.

მუხლი 85

მთავრობის წევრთა პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მთავრობის წევრთა გასამართლება საერთო წესით სწარმოებს.

მუხლი 86

ერთისა და იმავე პირის არჩევა მთავრობის თავმჯდომარედ ზედი-ზედ არ შეიძლება.

თავი მეექვსე
სასამართლო
მუხლი 87

საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო - სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი და რომელიც მოვალეა:

ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და სისწორით ასრულებას, და

ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

მუხლი 88

სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრატიული სამართლის საქმეთა საწარმოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.

სასამართლოს ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

მუხლი 89

სასამართლო დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.

მუხლი 90

სასამართლოს არცერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრატიული ორგანოს მიერ.

მუხლი 91

სასამართლოს სხდომა საჯაროა; მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება კარდახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 92

ყოველგვარ სისხლის სამართლის, პოლიტიკურის და აგრეთვე ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

მუხლი 93

მოსამართლის თანამდებობის მიღების წესი, აგრეთვე პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, აღნიშნულია კანონში.

მუხლი 94

არ შეიძლება სასამართლოს წევრის დათხოვნა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ.

თავი მეშვიდე
სახელმწიფო ფინანსები
მუხლი 95

არცერთი გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს, თუ წინასწარ პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.

შენიშვნა: ადგილობრივი მმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას განსაზღვრავს ცალკე კანონი.

მუხლი 96.

სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება, თუ არ კანონის ძალით.

მუხლი 97.

თუ არ კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადოთ - ხარჯი არ შეიძლება გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან.

მუხლი 98.

პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება აღებულ იქნეს სახელმწიფო სესხი და არც რაიმე ფინანსიური ვალდებულება.

მუხლი 99.

როდესაც პარლამენტის სხდომები შეწყვეტილია, ხოლო სესხის აღებას საჭიროება მოითხოვს, პარლამენტი საჩქაროდ მოწვეულ უნდა იქნეს.

მუხლი 100.

სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში აღნიშნული უნდა იქნეს. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მუხლი 101.

თუ ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტმა ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დამდეგამდე, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაჰფაროს, პარლამენტის ნებართვით.

მუხლი 102

ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.

თავი მერვე
სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 103

სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება,

ბ) სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი და

გ) მთავრობის და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში.

მუხლი 104.

სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

მუხლი 105.

კონტროლის ორგანიზცია და წესი მოქმედებისა განსაზღვრულია კანონით.

თავი მეცხრე
სახელმწიფო თავდაცვა
მუხლი 106.

ყოველი მოქალაქე რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა თანახმად კანონისა.

მუხლი 107.

სამხედრო ძალთა დანიშნულება არის დაცვა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიისა.

მუხლი 108.

სამხედრო ბეგარის ვადა და სამხედრო ძალთა ყოველი მოწყობის წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 109.

ჯარში გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ პარლამენტი ამტკიცებს.

მუხლი 110.

ჯარში ჩარიცხული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ერთგულების ფიცსა ან აღთქმას სდებს.

თავი მეათე
ადგილობრივი მმართველობა
მუხლი 111.

ადგილობრივი მმართველობა განაგებს ადგილობრივი მართვა-გამგეობის და მეურნეობის საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 112.

ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაცია, უფლება, მოვალეობა და მართვა-გამგეობის წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 113.

ადგილობრივ მმართველობას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება თანახმად კანონისა.

მუხლი 114.

ადგილობრივი მმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.

მუხლი 115.

ადგილობრივ მმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.

მუხლი 116.

მთავრობის ცენტრალ ორგანოებს უფლება აქვთ შეაჩერონ ადგილობრივი მმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ ეწინააღმდეგება კანონს. წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.

მუხლი 117.

ადგილობრივი მმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილება მთავრობის ცენტრალ ორგანოებს.

მუხლი 118.

იმ საგნებს, რომლის შესახებაც ადგილობრივი მმართველობის დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალ ხელისუფლების მიერ, განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 119.

ადგილობრივ მმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება, განსაზღვრული ცალკე კანონით.

თავი მეთერთმეტე
აფხაზეთისა, სამუსლიმანო საქართველოს და ზაქათალის ავტონომიური მმართველობა

მუხლი 120.

აფხაზეთს (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველოს (ბათუმის მხარე) და ზაქათალას (ზაქათალის ოლქი), საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს, ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 121.

წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობის დებულება შემუშავებულ იქნება ცალკე კანონით.

თავი მეთორმეტე
სწავლა-განათლება და სკოლა
მუხლი 122.

ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია; სახელმწიფოს მოვალეობა არის მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

მუხლი 123.

სახელმწიფო ზრუნავს - ხელოვნებისა, ისტორიისა, კულტურისა თუ ბუნების ნაშთი და ძეგლი დაცულ იქნეს და უცხოეთში არ იქნეს გატანილი.

მუხლი 124.

პირველ დაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთ ორგანიულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველ დაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა.

სწავლა-განთლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა.

მუხლი 125.

პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცემათ.

მუხლი 126.

კერძო თაოსნობით გამართული სკოლა ემორჩილება რესპუბლიკის კანონს.

მუხლი 127.

სავალდებულო სწავლის დამთავრებისას თვითოეული მოწაფეს ეძლევა ერთი ცალი კონსტიტუცია.

თავი მეცამეტე
სოციალ-ეკონომიური უფლებანი
მუხლი 128.

რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.

მუხლი 129.

საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესითა და საფასურით.

მუხლი 130.

რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო, სამრეწველო და სამეურნეო დარგი და კერძო წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.

მუხლი 131.

რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია სოფლის მეურნეობის აყვავება, მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწისმფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.

მუხლი 132.

დაქირავებული სამუშაო ძალა რესპუბლიკის კანონმდებლობის საზრუნავი საგანია.

მუხლი 133.

რესპუბლიკის კანონმდებლობით ადგილობრივ მმართველობას ევალება დააარსოს შრომის ბირჟა, შუამავალი კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს საშოვნელად.

ასეთ დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოში მუშათა კავშირის წარმომადგენელთა რიცხვი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მუხლი 134.

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.

მუხლი 135.

მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არა აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძოსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომის უნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლიან.

მუხლი 136.

დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაჰკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შესდგეს დამქირავებელზე შეწერილ საგანგებო გადასახადისაგან.

მუხლი 137.

გარდა საგანგებო ან ამ მიზნით შეწერილი გადასახადისა, ზემოაღნიშნულ მოვალეობათა ასასრულებლად, რესპუბლიკის წლიური შემოსავლიდან უნდა გადაიდოს არა ნაკლებ 5%-ისა.

მუხლი 138.

ნორმალი სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 139.

წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია; 16-18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო ისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და საზოგადოთ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.

მუხლი 140.

რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში.

არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან.

მუხლი 141.

განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში; მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად; დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.

მუხლი 142.

შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

მუხლი 143.

რესპუბლიკას და ადგილობრივ მმართველობას ევალება დედობის და ბავშვების დაცვისათვის მზრუნველობა.

თავი მეთოთხმეტე
ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი
მუხლი 144.

არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა გამგეობა.

ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა-ენაზე.

მუხლი 145.

ამა თუ იმ უმცირესობისადმი მიკუთვნება განისაზღვრება თანახმად მოქალაქეთა სურვილისა და მათი ნებაყოფლობითი განცხადებისა.

მუხლი 146.

საქართველოს რესპუბლიკის ყოველ ეროვნულ უმცირესობას უფლება აქვს შეადგინოს ეროვნული კავშირი, მოაწყოს და დაიცვას თავისი კულტურული საქმე კონსტიტუციისა და კანონების საზღვრებში.

მუხლი 147.

ეროვნულ კავშირს უფლება აქვს გახდეს იურიდიულ პიროვნებად თანახმად საერთო წესებისა.

მუხლი 148.

არ შეიძლება შეიზღუდოს ვისიმე პოლიტიკური და მოქალაქობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისათვის.

მუხლი 149.

ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც შეიცავს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნულ უმცირესობის უფლების დარღვევას.

მუხლი 150.

საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური.

მუხლი 151.

ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა-განათლებისათვის გაღებული თანხით დაარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებათა მოქალაქეთა ეროვნულ შედგენილობის პროპორციის მიხედვით.

მუხლი 152.

ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის დედა-ენაზე.

მუხლი 153.

ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20%-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედა-ენაზედაც.

მუხლი 154.

კანონთა გამოქვეყნების წესი ეროვნულ უმცირესობისათვის განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 155.

არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, შეუძლიან პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა-ენით.

თავი მეთხუთმეტე
სახელმწიფო მოხელენი
მუხლი 156.

საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ კანონის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

მუხლი 157.

მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ იქნეს იმ დაწესებულების ან უფროსის განკარგულებით, ვისგანაც იყო მიღებული; ხოლო სრულებით დათხოვნა სამსახურიდან შეიძლება იმ ორგანოს დადგენილებით, რომელსაც ამის უფლება ექნება მინიჭებული კანონით.

მუხლი 158.

თვითეულ მოხელეს მიენიჭება უფლება პენსიისა; მოხელისა და მის ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობას განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 159.

თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ.

მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის.

მოქალაქეს უფლება აქვს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს სახელმწიფოს.

თავი მეთექვსმეტე
სახელმწიფო და ეკლესია
მუხლი 160.

სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან. არ შეიძლება იქნეს გამოცემული ისეთი კანონი, რომელიც აღიარებს ან უარყოფს რომელსამე სარწმუნოებას ან სარწმუნოებრივ ორგანიზაციას.

მუხლი 161.

არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა.

მუხლი 162.

ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ მმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია

თავი მეჩვიდმეტე
კონსტიტუციის გადაშინჯვა
მუხლი 163.

კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადაშინჯვის ინიციატივის უფლება აქვს:

ა) პარლამენტის წევრთა ნახევრის არა ნაკლებსა, და

ბ) 50. 000 -ს ამომრჩეველსა.

მუხლი 164.

წინადადება კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივ გადაშინჯვისა პარლამენტის დღიურ წესრიგში შედის განსახილველად არა უადრეს ექვსი თვისა შეტანის დღიდან.

მუხლი 165.

კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადაშინჯვის წინადადება მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის დადასტურების შემდეგ.

მუხლი 166.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდის კონსტიტუციის გადაშინჯვის წინადადების საგნად.

თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალში ან გამოძიებაში იქნება მოცემული.

სრულიად დათხოვნა - კი შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენის ძალით.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტი / შედგენილი და გამოცემული
დამფუძნებელი კრების საზოგადოების მიერ,
1920 . ივნისი. - ტფ., 1920.

2.51 დამფუძნებელი კრების კომისიის სხდომის ჟურნალი (1920 წ. ივნისის 2)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე, პ. გელეიშვილი, გ. გვაზავა, ს. კედია, ი. ბარათაშვილი, ს. დადიანი, რ. არსენიძე.

თავმჯდომარეობდა პ. საყვარელიძე...............................................მდივნობდა

№№
რიგზე.

განსახილველი საგანი.

დადგენილება

1.

კონსტიტუციის უკანასკნელი კითხვა.


თავმჯდომარე კითხულობს კონსტიტუციის უკანასკნელ ტექსტს, შესწორებულს სარედაქციო კომიის მიერ. კრებას საჭიროდ მიაჩნია ზოგიერთ მცირე შესწორებების შეტანა.

კონსტიტუციაში ახალ დამატებებს კომისია არ შეიტანს; აუცილებელ შესწორებათა შეტანა ტექსტში დაევალოს მცირე კომისიას.

კონსტიტუცია დღესვე მიცემულ იქნეს დასაბეჭდათ; მცირეკომისიამ შესწორებანი შეიტანოს კორექტურის სახით.

2.

აფხაზეთის ავტონომია.


თავმჯდომარე
აცხადებს აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპეშას, იმის შესახებ რომ საბჭოს აურჩევია დელეგაცია ავტონომიის კონსტიტუციის დასამუშავებლად და სთხოვს საკონსტიტუციო კომისიას აცნობოს საბჭოს, როდის იქნება საჭირო დელეგაციის მოსვლა.

საკონსტ. კომისიის თავმჯდომარემ აცნობოს აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს, რომ ავტონომია აღიარებულია რესპუბლიკის კონსტიტუციის მიერ, ხოლო განსაკუთრებული კანონი, რომელიც საკონსტიტუციო დებულებას განსაზღვრავს, დამუშავებულ იქნება საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით.





3.

თავმჯდომარე წინადადებას აძლევს კრებას გამოუცხადოს მადლობა სარედაქციო კომისიაში მოწვეულ პირებს.


კონსტიტუციის გადათარგმნა ფრანგულსა და რუსულ ენაზე.











თავმჯდომარე

მდივანი

მიღებულია.




კონსტიტუციის გადათარგმნა ფრანგულ ენაზე ეთხოვოს მიხეილ წერეთწლს.


მიღებულ იქნეს ზომები, სხვა მცოდნე პირების მოწვევით, ასცდეს თარგმანს ყოველგვარი შეცდომა.


კომისია შეეცადოს გადათარგმნილ იქნეს კონსტიტუცია აგრეთვე რუსულ ენაზე.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 265

2.52 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (1920 წ. ივნისის „5“)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სახელით და პირადად ჩემგანაც მოგიძღვნით უგულითადეს მადლობას იმ მნიშვნელოვან მონაწილეობისათვის, რომელიც მიიღეთ თქვენ, სხვა მცოდნე პირებთან ერთად, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაში.

კომისია განსაკუთრებულის კმაყოფილებით აღნიშნავს რომ თქვენი ავტორიტეტული თანამშრომლობა თავმდებია, რომ ეს დიადი საკანონმდებლო აქტი ჩვენი სახელმწიფოებრივობის ჩამოყალიბებისა - სრული და შედარებით უნაკლო იქნება.

მარადის თქვენი პატივისმცემელი

№31
1920 წ. ივნისის „5“
ქალ. ტფილისი.

ხელით მინაწერი: გაეგზავნა ბ. ბ. ივ. ჯავახიშვილს, გრ. ყიფშიძეს, ვას. ყიფიანს, პ. მირიანაშვილს და დავ. კარიჭაშვილს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 298

2.53 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1920 წ. ივნისის 11.)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წ. ივნისის 11.
№34
ქ. ტფილისი
ს. 25/920

საქართველოს დამფუძნებელი
კრების კანცელარია
მიღებულია: 1920 ივნისი 11
შემოსულ. ქაღ. - დავთრის 1338

ამით გაცნობებთ, რომ დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ თავის სხდომაზე ა/წ. 21 აპრილს დაადგინა გამოსცეს უკომენტარიოდ კონსტიტუციის ტექსტი პროექტის სახით დეპუტატებისა, პრესისა და საზოგადოების გასაცნობათ. ეს დადგენილება დადასტურებული იქნა კომისიის ამავე წლის 22 მაისის სხდომაზე.

ეს პროექტი უკვე გამზადებულია დასაბეჭდათ. საჭიროა ამის შესახებ პრეზიდიუმის გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო კომისიის
თავმჯდომარე: პ. საყვარელიძე

ხელით მინაწერი: დადასტურებულია პრეზიდიუმის მიერ 11 ივნისის სხდომაზე: დაიბეჭდოს 5000 ცალი გასასყიდათ, ფასად 25 მან. დაედოს გამოიცეს საკონსტიტუციო კომისიის სახელით.

ალ. ლომთათიძე
II.V.20.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 76, ფურც. 69

2.54 დამფუძნებელი კრების კონსტიტუციონურ კომისიას (1920 წ. 30 ივნისი)

▲ზევით დაბრუნება


თბილისის ქალაქის გამგეობა
სახალხო განყოფილება
1920 წ. 30 ივნისი
№24-28
ქ. თბილისი

პუშკინის სახელობის ქალაქის ბიბლიოთეკის გამგის განცხადებით თქვენ წაღებული გაქვთ უკვე ორი წელიწადია 16 წიგნი სახელმწიფო უფლებების შესახებ. ბიბლიოთეკისთვინ ეს წიგნები საჭირონი არიან და ამიტომ განმეორებით გთხოვთ დაუყონებლივ დაუბრუნოთ მას აღნიშნული წიგნები.

გამგეობის წევრი გ. კონიაშვილი
საქმის მწარმოებელი თან. მ. თათუხაძე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 307

2.55 Резолюцiя

▲ზევით დაბრუნება


Принятая Армянскимъ Нацiональнымъ Советомъ въ Грузiи, на заседанiи 6 iюля 1920 г.

Армянскiй Нацiональный Советъ въ Грузiи, обсудивъ разделъ конституцiи Республики Грузiи о правахъ национальныхъ меншенствъ, выработанный Конституцiонной Комиссiей Меньшенствъ, выработенный Конституционной Комиссией Учредительнаго Собранiя, находить, что разделъ вообше не можетъ удовлетворить требованiй нацiональныхъ меньшинствъ, особенно армянъ въ Грузiи, которые въ числе другихъ меньшенствъ по своему количеству и другими отличиями занимаютъ первое место.

Одновременно Советъ находитъ, что разделъ, вовсе не обеспечивая нацiонально-культурные интересы армянъ въ Грузiи, отрицаетъ даже те права, которыми армяне въ Грузiи фактически до сихъ поръ пользовались.

Но сему Советъ, протестуя противъ этого Раздела, предлагаетъ Президiуму принять соответствующiя меры, для обезпеченiя культурно-нацiональныхъ требованiй армянъ въ Грузiи, согласно выработанному Нацiональнымъ Советомъ проекту.

Верно\\Член-Секрктарь Совета

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 76, ფურც. 112

2.56 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. ივლისის 7

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ.საყვარელიძე, ს.ჯაფარიძე, ივ. გომართელი, დ. ნათაძე, მ.რუსია, ს.კედია, ს.დადიანი, პ.წულაია.

თავმჯდომარეობდა პ.საყვარელიძე………………………………… მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

აფხაზეთის ავტონომია.


თავმჯდომარე - დღეს კრებაზე უნდა გამოცხადდნენ აფხაზეთის საბჭოს წარმომადგენელნი, რომელნიც ჩამოსულან ავტონომიის საკითხის გადასაჭრელად: ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული პასუხი დელეგაციისათვის. იმის შესახებ თუ რაში უნდა გამოიხატოს დღევანდელი მუშაობა.

ჩვენი აზრი ასეთია, რომ დამოუკიდებლობას, ან ფართო ავტონომიას ჩვენ ვერავის მივსცემთ. უსათუოდ უნდა იქნეს დაცული უნიტარული ხასიათი ჩვენი სახელწმიფოსი. ავტონომიის ფარგლები არ უნდა გასცილდეს ჩვენი ერობის უფლებებს; რაც შეეხება დელეგაციას მე ვფიქრობ კომისიამ აირჩიოს რამდენიმე კაცი, რომელნიც დელეგაციასთან ერთად შეიმუშავებს მასალებს ავტონომიის პროექტისათვის და წარმოუდგენს კომისიას. ჩვენ ასეთი პასუხით უნდა შევხვდეთ დელეგაციას.


მ.რუსია - ჩვენ შევიმუშავეთ საკონსტიტუციო დებულება, ხოლო ამ დებულების განსაზღვრული კანონის დამუშავება ჩვენი საქმე არ არის, და საკონსტიტუციო კომისიას ეხება.


დ. ნათაძე - ავტონომია-ავტონომიაა და ერობა-ერობა. მათ შორის ზღვარია; ავტონომიის მაგიერ ერობის მიცემა შეუძლებელია. ჩვენი მიცემული სიტყვა და დაპირება უნდა შევასრულოთ.


ს.ჯაფარიძე - აფხაზეთის ავტონომიის საკითხი სწორეთ საკონსტიტუციო კომისიას შეეხება. მაგრამ კომისია ვერ გადაჭრის ამ კითხვას, რადგან აუცილებელია დეტალურად ცოდნა იმ დამოკიდებულებისა, კონფლიქტებისა და სხვა, რომელსაც დღემდე ჰქონია ადგილი ჩვენსა და აფხაზეთს შორის; ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ავტონომიური მმართველობა გულისხმობს საკანონმდებლო ორგანოს არსებობას ზოგიერთ ფარგლებში მაინც; ამიტომ მთავრობას, რომელსაც მეტი გამოცდილება აქვს, უფრო ადვილად შეუძლია ავტონომიის კითხვის დამუშავება, რაიც უნდა წარმოუდგინოს საკონსტიტუციო კომისიას.


პ.საყვარელიძე - კომისია, რომელიც მე დავასახელე შეაგროვებს სწორედ იმ მასალებსა და ცნობებს, რომელთა შესახებ მოგახსენებდათ გ.ჯაფარიძე. ჩემი წინადადებაა არჩეულ იქნეს ასეთი კომისია.



კომისიის არჩევა


ს.ჯაფარიძე - კომისია შესდგეს ფრაქციათა წარმომადგენელთაგან.


მეორე წინადადება -კომისია არჩეულ იქნას დამსწრეთაგან.

თავმჯდომარე კენჭს უყრის.

























































წინადადება მიღებულია

არჩეულ იქნეს პატარა კომისია, რომელიც აფხაზეთის დელეგაციასთან ერთად, შეიმუშავებს მასალებს აფხაზეთის ავტონომიისათვის და წარუდგენს საკონსტიტუციო კომისიას. დელეგაციის მისია ამით დასრულდება.


კომისიაში არჩეულ იქნეს პ.საყვარელიძე, დ.ნათაძე, ს.კედია.

კომისიას ქონდეს უფლება მოიწვიოს მცოდნე პირები.

დამფუძნებელი კრების მიერ კონსტიტუციის განხილვის წესი.


საკითხის შესახებ სწარმოებს მცირე აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

კონსტიტუცია განხილულ იქნეს დამფუძნებელი კრების მიერ შემდეგი წესით:1) ზოგადის მსჯელობა კონსტიტუციის შესახებ მთლიანად მთავარი მოხსენების გარშემო. 2) /პირველი/ზოგადი/მსჯელობა და განხილვათვითოეული თავისა შესაფერ მოხსენების გარშემო.

3) /მეორე/მუხლობრივ/განხილვა თითოეულ თავისა რეგლამენტით არსებულ წესის დაცვით.

4) პირველსა/კონსტიტუციის შესახებ მთლიანად/ და მეორე/ცალკე თავების შესახებ/ზოგად მსჯელობას შორის საჭირო არ არის განსაზღვრული დროის გასვლა; ამის გამო დამფუძნებელ კრების რეგლამენტში შეტანილ იქნეს სათანადო დამატება.

5)რეგლამენტისათვის დამატების შედგენა მიენდოს კომისიის პრეზიდიუმს.


მოხსენებისათვის კონსტიტუცია განაწილებულ იქნეს ასე: მთავარი მოხსენება კონსტიტუციის შესახებ მთლიანად პ.საყვარელიძე.

თავი პირველი. მე-2 და მე-17 ზოგადი დებულებანი, მოქალაქეობა და კონსტიტუციის გადასინჯვა, - პ.საყვარელიძე.

თავი მე-ე და მე-16 მოქალაქის უფლებანი და სახელმწიფო მოხელენი კ.ჯაფარიძე. თავი მე-4 და მე-5 პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ს.ჯაფარიძე. თავი მე-6 - სასამართლო- ს.დადიანი.

თავი მე-7 სახელმწიფო ფინანსები - ივ.გომართელი.

თავი მე-8- კონტროლი - პ.გელეიშვილი.

თავ მე-9-სახელმწიფო თავდაცვა - სპ.კედია.

თავი - 10 ადგილობრივი მმართველობა - მ.რუსია.

თავი მე-11 და მე-13 აფხაზეთისა, სამუსლიმანო საქართველოსა და ზაქათალას ავტონომიური მმართველობა და სოციალ-ეკონომიკური უფლებანი - აკ. ჩხენკელი.

თავი მე-12 და მე-14 სწავლა-განათლება და სკოლა, და ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი - დ.ნათაძე.

თავი მე-16 სახელმწიფო და ეკლესია - ი.ბარათაშვილი.

კრებაზე გამოცხადდნენ აფხაზეთის საბჭოს წარმომადგენლენი.

სიტყვა ეძლევა - ბ-ნ ემუხვარს.

ემუხვარი-ავტონომიის საკითხის გადასაჭრელად სამჯერ ჩამოვიდა საბჭოს კომისია; მაგრამ მდგომარეობა დღესაც გაურკვეველია, რაც ქმნის მეტად არა სასურველ ატმოსფეროს; შექმნილ მდგომარეობას სარგებლობს ბნელი ელემენტები და ხალხს ეუბნებიან საქართველოს მთავრობა გატყუებთ და ავტონომიას არ მოგცემთო, გარდა ამისა, ჩვენც ვერ ვმუშაობთ გულდამშვიდებით; ამიტომ ჩვენი ჩამოსვლის მიზანია რაც შეიძლება დავაჩქაროთ ავტონომიის დებულების დამუშავება და მიღება.


თავმჯდომარე აცნობებს დელეგაციას კომისიის დადგენილების იმის შესახებ, რომ დელეგაცია პატარა კომისიასთან ერთად შეიმუშავებს მისაღებს ავტონომიის პროექტისათვის, ამით დელეგაციის მისია დასრულებულად ჩაითვლება და საკონსტიტუციო კომისიის მიერ შედგენილი პროექტი ავტონომიის დებულებისა წარედგინება დამფუძნებელ კრების განსახილველად.


დელეგაცია იზიარებს კომისიის დადგენილებას და არავითარ უთანხმოებას არ აცხადებს.

შეერთებული სხდომა აფხაზეთის დელეგაციის და პატარა კომისიისა დაინიშნოს ივლისის 9-ს დილის 9 საათზე;


მოწვეულ იქნენ კრებაზე აკ.ჩხენკელი, რ.არსენიძე, პ.სურგულაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონი.


თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონის დამუშავება მინდობილი ჰქონდა მ. ხოჭოლავას; და წინადადებას იძლევა თუ ბ-ნ . მ.ხოჭოლავას კანონი არ გაუმზადებია - გადასცეს კომისიის სხვა წევრს.


თავმჯდომარე წინადადებას აძლევს კრებას მიხ.წერეთლის კონსტიტუციის ფრანგულ ენაზე გადათარგმნისთვის მიეცეს შესაფერი გასამრჯელო.

დასასრულ კრება ისმენს დამფუძნებელლი კრების წევრის ბ-ნ დავარაშვილის განცხადებას; იმ მეგობრულ განწყობიულებას, რომელიც არის ქართველ ისრაელთა და ქართველ ხალხს შორის აცხადებს, რომ ისრაელებს მეტად აშინებს სწავლა-განათლების ის მუხლი, რომელიც მთელ სწავლა-განათლებას საერთოდ აცხადებს; ისრაელების სურვილია, რომ მათი ეროვნული სახე არ მოისპოს; ასეთი მოსპობა კი აუციელებლი იქნება თუ ტალმუდი და კორანი დარჩა საერო საგნების გარეშე და უფლება არ გვექნა მათი თავისუფალი შესწავლისა. ქართველ ისრაელებში აშკარა შიშსა და უკმაყოფილებას იწვევს კონსტიტუციის ეს მუხლი; ბ-ნი დავარაშვილი მთელი ისრაელებს სახელით მოითხოვს სათანადო შესწორება იქნეს შეტანილი კონსტიტუციაში.


კომისიის წევრები აძლევენ ბ-ნ დავარაშვილს ისეთ განმარტებას, რომ ისრაელების შიში სრულიად უნიადაგოა, რომ კანონი უსათუოდ მხედველობაში მიიღებს კულტურის სხვა და სახეობას და უზრუნველყოფს, კერძოდ, ისრაელების თავისუფალ განვითარებასაც მათი ზნე-ჩვეულებისა კულტურის მიხედვით.


და ბოლო დავარაშვილი კმაყოფილდება პ. საყვარელიძის განცხადებით, რომ კონსტიტუციის განხილვის დროს დამფუძნებელ კრებას შეუძლია შეიტანოს ისრაელებისათვის შესაფერი შესწორება.


თავმჯდომარე კრებას ხურავს.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 312-315

2.57 იუსტიციის მინისტრს (1920 წლის ივლისის 8)

▲ზევით დაბრუნება


ს.დ.რ.
დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წლის ივლისის 8
№40
ქ. ტფილისი

საკონსტიტუციო კომისიამ თავის სხდომაზე ამა წლის ივლისის 7-ს აირჩია პატარა კომისია, რომელსაც აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით ევალება აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულების შემუშავება.

გაცნობებთ რა ამას გთხოვთ დაესწროთ კომისიის სხდომას რომელიც შესდგება ამა წლის ივლისის 9-ს დილის 9 საათზე.

საკონსტიტუციო კომისიის
თავმჯდომარე
მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 180, ფურც. 254

2.58 შინაგან საქმეთა მინისტრს. (1920 ივლისის „8“)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 ივლისის „8“
№41
ქ. ტფილისი

საკონსტიტუციო კომისიამ თავის სხდომაზე ამა წლის ივლისის 7-ს აირჩია პატარა კომისია, რომელსაც აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების თანდასწრებით ევალება აფხაზეთის ავტონომიურ მმართველობის დებულების შემუშავება.

გაცნობებთ რა ამას გთხოვთ გამოგზავნოთ კომისიის სხდომაზე თქვენი წარმომადგენელი, ამა წლის 9 ივლისს დილის 9 საათზე.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 362

2.59 დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს (1920 წ. ივლისის 8)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წ. ივლისის 8
34

ქ. ტფილისი

ამით გაუწყებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ამა წლის ივლისის 7-ს დაადგინა მიეცეს ბ. მიხეილ წერეთელს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის ფრანგულ ენაზე თარგმნისათვის ათი ათასი /10.000/ მან.

თავმჯდომარე

მდივანი/მაგიერ/

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 318

2.60 10 ივლისის სხდომა

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

დაესწრენ: ემუხვარი, თარნავა, ექიმი, სურგულაძე, საყვარელიძე, ნათაძე გაგრძელება კამათისა.

I

საყვარელიძე - Комиссiя со стороны учред находит что вопр. внешн полит вся [...]. целиком Оценить \\?\\ условiя - если будет отдельный избират округ [...].

თარნავა - независимо от того будет ли отдельный .избирательный округ и - необходимо предварительные соглашения по вопросам касательно Абхазiи.

2

А) териториальное комплектованiе.

До сих пор абхазцев не брали, теперь необход. и оставить там-же

[...] - побудив нас принять територияльн. административный характер местнаго населенiя

Б) можно вывести войска когда госуд. В состоянiи воины?

- а внутренняя анархия

[...] - ფრთხილად უნდა მოვექცეთ ამ გარემოებას რომ აბხაზები არ მსახურებდენ [...]. начальство само распоряжается, что нам делать. в [...]. говорится о переводе войск по распоряж. совет. [...]. - это неприемлемо, это право начальствующая вручил практические шаги - не призывать на военную служ.

[...] - желательно чтобы они несли службу в своей стране только это нужно так усроить чтобы в нужное время у правит. не были связанны руки; не только состоянiе войны; если даже она не началась, но надвигается в этом случае пр.-ство тоже имеет права Затем передвигать и выводить войска не может никто кроме начальника.

Нахажд. других воиск, кроме сущест, что не применительно потому что нужно защишать границы, а поэтому [...] войска.

თარნავა - ещё раньше автоном государств имели даже свои войска; мы же согласились на общее войска но мы сделали оговорку.

2)

- если вы будете передвигать по своему усмотр. Нужно согласие

- а в 3 пункте говорится о мирном времени; тут нет военных надобностей. предлагает принять с оговорками.

საყვარელიძე - не одна авт. Не имеет воиска; даже Швеиц. Кантон, почти федерацiя имеет только 300; а Австрия - далеко от место [...]

- затем не при состоянiи войны, а когда гос-тву угрожает опасность.

3 пункт - тут есть момент федеральности - говорится о необходимости согласiя, как по вопросу о внешней политике; но если не достигнуто соглашенiе, тогда что делать; а потому нужно стать на унитарн. государства с автономными частями.

2 пункт излишне

ემუხვარი - 1) територ. комплектов, 2) несенiе службы в Абхазiи на исключ. когда Гос. что-то угрож. Аб. общiй устав, общее высшее командованiе.

თარნავა - в 3 пункте предлагает сосреточение войск на границах. /может быть соглаш./

საყვარელიძე - опять не приемлемо.

საყვარელიძე - წინადადებას იძლევა დარჩეს ასე აზრთა სხვადასხვაობა.

3

Все другие вопросы принимаются.

4. право совета Абхазiи.

Пункт а - совет может законод. По всем отдельным вопросам - а также и по вопросам - /ამოიშალა საყვარ. წინადადებით/

Пункт б - местное аграрное законодательство. ----

= ამოიშალა და შევა ცალკე მუხლად, მაგ. პარიტეტული კომისიის რედაქციით.

Пункт 2 - заведование и распор. Государст. Имущест. И природ. Богатств Абхазии.

საყვარ. -все земли явл. общегосуд. достоян. И управл. совет, но как формулировать этот принцип - это дело закона; Но писать распоряж. нельзя, что это не ваша собственность; общие руководство принадлежитъ закону;

Остановились: заведыванiе и пользованiе применительно с местными усл. согласно закону.

Собранiе закрывается.

Следующий сбо - в понедельник .в 9 часов.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 344

2.61 11 июля

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

присутствуют - საყვარ., ნათაძე, სურგულაძე, ზახაროვი, თარნავა, ანჩაბაძე, ემუხვარი, სურღაია.

Предлагаем знакомить нового делегата с работой комисiи

Выработали не формулы а положенiя.

- Органы управленiя.

Как состовляются законод. органы парламент. и народн. совет?

ემუხვარი - было целесообр. если законод. орган, был бы составлен путём двухстеп выборов - т.-е. земцы выбирают орган. главное тут - согласованность в работе;

Захаров - против - тогда это является повтор. тех же земств; тренiя были и здесь и будут. наоборот это внесёт хаос постольку не будут строго разгроничены эти ограны.

სურღაია - я стою на точке науки; [...]. не должны от прин. законод. органы выбир. прямым и непостредст. голосованием.

ემუხვარი - дайте самые широкiе права закон. органу но с точки зренiя практик. целесообр. нада признать преимущество за двухстеп.

Захаров - составы наших земст не высокого качества.

საყვარელიძე - я согласен что научным принцiпи практ. Имеют противоречiи научным прин. Абхазия есть автономная единица и трактует об самост. гражданском законе; у нас 2 зак. значит; это уже федерацiя; затем ваша соглсительная комиссiя; вот противоречие научным принципам; нужно практически целесообр. Не будет антинаучно если мы создадим особые центры; важно чтобы не было умаленiя компетен.

- Целесообр. чтобы - выбир. земцы с одной стороны союз земцев - и наро.

Затем - финансовый вопрос; плохо автономи. котор. Расчитывает на центральную кассу.

Может содержать Абхазiя все эти органы? Нет; когда же вы создадите двустеп. Выборы - это не демокр. выбор. Мы ведь выбираем в земство прямым выбор.; - а как состав. - сейчас отношенiе центральн. власть с местной если будет один центр - и политически и экономически то это будет очень хорошо. это не будет союз земств а самост. Автоном. Власть; если будет отдельно тогда республик. будет вести дело отдельно со всеми и это растроит дело; а тогда власти наши будут ... с одним центром затем интеллигентскiй вопрос.

- пренiя отложены на завтра в 9 часов.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 345

2.62 13-შია июля

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

13-შია июля - საყვარელიძე, სურგულაძე, ნათაძე, საბახტარაშვილი, ემუხვარი, თარნავა, ანჩაბაძე, სულღაია.

სულღაია - Мы настаив. на вчерашнее, но чтобы удовлет. население, с точки зренiя тактической и того что в парламент выборы производит всегда и всюду прямо и непосредственно тем более что объем полномочiй остаются те же

ემუხვარი - იცავს თავის აზრს.

სულღაია - если народ наш хочет иметь парламент то он не сомн. пожелает чтоб все [...] присущiе этому учрежд. были соблюдены.

საყვარელიძე - Я опять думаю, что с точки зрения укрепления местнаго органа -, с точки зренiя интересов

ნათაძე - Такая система нигде не имеет места, теми здное земство, парламент везде выборы прямые средняя организ. автономный парламент тоже тем более что

ემუხვარი - Я высказывал не только для автон. но и для центра /принять прямые выборы/

თარნავა - нужно изменить названiе - «парламент авт. Абхаз.»

სულღაია - народный совет не имеет в массе авторитет много неприятных воспомин. а потому парламент

საყვარელიძე- и у нас парламент и у вас: будет смешенiе а потому оставить; /остается открытым/

- Об отдельном избирательном округе избирает окруж отделы принимается.

Об языке

საყვარელიძე - Мы не можем согласиться офиц. госуд. - грузинс. язык

ნათაძე - Я должен предупр. что госуд. допускает обученiя единственно - материнский, и государство педагогически другого обученiя нет как на [...] языке; может [..] насилие: но никто не отказ от насилiя всеобщ. обученiя. В Абхазiи тоже на родном языке, это установл. констит. что касается делопроизв. что это тоже Конст. порядком [...] напр. вводится и на языке а для сношенiя или [...] или государства

ემუხვარი - нужно смотреть с практ. у нас нет литературы не обучались на абхазском языке; необх постепенность что касается делопроиз. то никто не знает абхазского языка два три человека.

სულღაია - обсалютно не возможно, будет колосальная ломка, у нас нет даже писменности. Грузiя при старом реж развивали свою культуру а мы; изучают грузински и может быть что через десятки лет. Государств. язык мы согласны - будет грузiнский; по делопр. [...] ни на грузинс ни на абхазском; если мы на рус. языке это не значит что ест тяготение к России.

თარნავა - мы смотрим с практ. точки мы рус. язык сохраняем для удобст сношенiй. большинств. из нас абхазцы не понимающiе грузинск. язык. объединяющiй язык у нас русск; выбор - должен быть предоствлен нам. тем более что дело просвещ. вы предост. местным органам; делоп. мы не можем вести ни на груз и на абхазском; грузинский язык признается для будущ. и должны уступить треб. жизни.

საყვარელიძე - я возраж против того, что будто вы соверш. свободны в деле просвещ. если вы не подчин. общей конст. вы отрицаете государств. вам дается автоном. в пределах Констит. обученiй всеобщ. и светски вы должны подчиниться. логика наоборот за нас. рус. язык. это язык кучки интеллиген. язык обучения - это матер. если у вас ничего нет - ни письменности то тогда мы должны согласится, тогда у вас русский будет родным; и абхазски сотрется. вы говорили о принужденiи - тут другое принужд.Там навяз. Вам русски

- затем государст. язык не есть историческiй а язык связи; [...] с нами можно только на грузинск. языке

- затем государст язык имеет у вас [...] гражданск права - я должен иметь право говорить на грузинск; паритетн. комиссiя меня удовлетвор. совет выбирает язык делопроизвод.

ნათაძე - Я должен отметить тов. Зубухiя стоит на нашей платформе; а [...] вылется за пределы автономiй. Я говорил, что конституцiя обязательна для всех, конст. говорит об автономiи; мы должны воплотить эту конституцiю; нет насилия никакого; а есть государств. принуждения, если вы хотите автономiи вы должны в этих пределах: конст. требует обучение на родном языке это обязательно. даже когда это было бы в пользу Грузiи; это есть принцип педагогии; это азбука.

- Я могу допустить делопр. вести на русском языке; это ненормально но я еще допускаю, но допустить обученiе никак нельзя; нужно постараться устранить эту беду - с низу строить фундамент.

- временно я согласен делопр. на русском языке, но совершенно свободно и государст. и родной.

Захаров - обучение мы должны согласиться на роднос языке; делопр. согласимся вести на общеупотребительном языке;

თარნავა - мы вкладываем язык обученiя - русский; народный совет пусть решит вопрос об обученiи;

სურგულაძე - принцiп обученiя на родном языке легко осуществ. для других национ. трудно для абхазцев; но необходимы екстрен. меры; открыть курсы абхазск. языка, чтобы подготовить учительский персонал. делопр. ведется на русском языке.

ემუხვარი - постепенно проводить принцiпы педагогiи делопр. на русском языке - не нормально

Зухубая - недороз. […]; язык обученiя - родной язык; должны постар. чтоб абхазск. язык развив.

- иметь в наст. время абхазс. гимназии не возможно в ближайшее будущее - просим чтобы мы устромли один или два школы где обучали бы все. делопроизв. - на русском языке.

Постановлено - общегос. язык - грузинск.

Нар. Совет - имеет право устанавливать язык делопроиз. и […] обучение на родном языке.

[…] - предлагает внести в Конст. что русский язык временно применяется во всех учрежденiях.

[…]

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 346-347

2.63 14 июля

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

დაესწრნენ:

Гражданскiя права

საყვარელიძე - нада вычеркнуть, общие законы республики будут регулировать и охранять. что же касается пункта о том гражданство независимо определяется Абхазiей то это абсолютно не прiемлемо - это уже федерацiя.

Захаров - вносит предложенiе в Конст. было перечислено кто является гражданином Абхазiи.

[...]ая - Находит что раз противоречiй нет между конт-ми то повторить для Абхазiи можно.

Захаров - в пределах автономiи возможно только одно поданств.

სულღაია - По моему не допустимо два поданства, два гражданства.

თარნავა - безспорно гражд. Абхазiи являются - гражд. Грузiи; но кто является гражд. автономной Абхазiи? Это право народному Совету. Совет будет давать вам граждан.

ნათაძე - Мы не против того чтоб Совет определял кто является гражд. Абхазiи, важно гражданином какого г-ва является лицо после определенiя, определить то можно, но что вы будете определять гражданство Грузiи или Абхазiи. несомненно определяете гражданство Грузiи.

დადიანი - Государств. право не допускает передать права своей части определять гражданство; Совет где большинство скажем будут грузинами, не может опред. Совет а Центр.

თარნავა - должен быть один закон, но граждане Абхазiи должны отличатся от напр. жителя Зугдиди уезда. чисто по тактическим соображенiям я нахожу необходим. сохранить названiе - граждан Абхазiи - и в то же время он гражд. Грузiи

Захаров - нада только установить что гражд. Абхазiи явл. подан Грузiи / согласно /ნათაძე/

ემუხვარი - одно гражданство, определять может Нар. Совет

დადიანი - „ -„ -

საყვარელიძე -

Зухбая - утвердительное разреш. этого вопроса находим в других государствах - Канада - в Англiи. возможно гражданскiя права строить на других основах чем в Респуб. это возможно. у нас граждане напр. по особым законам -возмож Респуб. тоже хотели дать им права своих граждан /отложено на 15 июля/

საყვარ. - 59 пункт о согласит. комис. вычеркивается; и кофликты Сенату.

/Исполнительная власть откладывается /

- финансовый вопрос

- О законодат. власти - на 3 года

- Об избир. законе

- О роспуске Совета

О представительстве

- Абхазскiй при Грузин.Прав. и наоборот

Захаров и Эмухвари - находят что специального предст. не нужно.

Анчабадзе - საჭიროდ მიაჩნია

Зухубая - просто для осведомленiя - предста. Наци. в парлам.

სურგულაძე - Необходимо чтобы Грузiя имела представителя с властью чтобы следить.

Зухубая - не нада никакого предст. а все постонови. закон и т. д. немедленно сообщается Центру. через

დადიანი - в Канаде есть ген. губерн. Корела. он без всяких прав находит - что можно определивший права представителя, иметь такого представ. ведь Абхазiя будут возмож. через членов парламента иметь всякiя сведенiя то же самое нужно нам.

Зухубая - выраж. опасенiе, что предст. даже не имея никак. права, будет вмешиваться.

Захаров - Констит. положенiе оставить о едином гражданстве, и временный закон для конструированiя.

დადიანი - должен быть один закон.

თარნავა - абхазцы подумают, что их отдали в рабство

[...] - права и обязан. общие, это принято гражданств. определ. Советам, по признакам применительным к местным условiям.

[...] - но это временный закон нельзя вносить в Конституцiю. страна желающая иметь свой закон о приобрет. гражд. самостоятельна

დადიანის ფორმულა - гражд. автономной Абх. являются гражд. Респуб. порядок приобр. гражд. опред. особым законом. Соглашение не достигнуто.

О представительстве

..... - совершенно отклонили

საყვარელიძე

[...] - без предст. немыслимо представ. нашей власти следить за действiями местной власти

დადიანი - у нас админист. имеет право напр. право разогнать собранiе, если у нас не будет предст. нет и надзора значит в Абхазiи пользуются большими правами или какой-нибудь законопроект - в разрез нашим интересам - кому следить. опасенiе самодура может определенные инструкцiи выработан.; вы имеете предст. в парламенте и следите, а нам то как быть.

თარნავა - вы хотите для связи; мы против этого; мы знаем из практики как вели ваши представит. они мешали. инструк. бумага не связывает никого. мы будем сообщать для передаточного пункта нет необход. назначить предств. и наша законод. и исполнит. власть состоит у нас из лиц.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 358-359

2.64 16 июля

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

16 июля. საყვარ, კედია, სურგულაძე, ზუხუბაია, თარნავა, ემუხვარი, ზახაროვი, ანჩაბაძე.

Об организацiи Пр-ва

Захаров - предл. отказаться от парламентаризма, а принять швейцарскую систему / принято \\ на срок полномочiй Совета. Выборы

[…] - в общегосуд. учрежд. служ. назначает П - во с согласiя Совета;

[…] - Вы можете всякого отвести; внеш. политика напр. генерал защищающiй границы. где же гарантiя того что; это правовой вопрос.

[…] - невозможно внести этот пункт; выходит, что доминирующая власть принад. местному зак. органу

[…] - как же бороться с лицами Вам нежелательны у Вас есть в парламенте предст. которое может поднять бурю.

[…] - мы отказываемся в виду того, что действ. есть нарушенiя суверенитета Центра.

(....) - Право переселенiя и поселенiя должно принадлежать местной власти в случае массового характера.

Об (обсужденiи) недвижимых имуществ.

О концессiи

[…] - всех богатств и отдача их на концессiю

[…] - право монополiй Центру с согласия Совета; но и Совету принадлеж. это право не зависимо;

[…] - право монопол. принад какому нибудь одному орган.

[…] - с этим вопросо и внешняя политика; для экономич. отнош. требуется опред. политич. отношен.

нада постар. чтобы эконом. полит. была здорова, но предоставить местной власти соверш. не возможно, уступить нельзя; - политич. от участiя устранить вас тоже не возможно.

Зухубая - верно. возможно с нами и не будут говорить, но что необходимо наше участiе без этого фикция расхожденiй нет.

Законодательство общесоциальное.

\\детализировать\\

Дороги -

принадлеж. Центру - но построенныя Советом - Совету .

Саквар -ну а стратегического значенiя?

Зухубая - такия дороги конечно

სურგულაძე - но есть другая сторона вопроса - а если вы поручите строить таким орган -как нам будут вредны?

საყვარ. - предл. избрать комиссiю или назначить одно лицо

დაევალა საყვარელიძეს.

След. засед. в понедел.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 351

2.65 23 ივლისის საკონსტიტუციო კომისიისა და აფხაზეთის დელეგაციის შეერთებული სხდომა.

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

დაესწრნენ: პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე, კ. ჯაფარიძე, ს. ჯაფარიძე, ივ. გომართელი, გრ. ვეშაპელი, პ. სურგულაძე, პ. წულაია, აკ. ჩხენკელი, მ. ხოჭოლავა, დელეგაციიდან: ემუხვარი, ზუხუბაია, ანჩაბაძე და თარნავა.

თავმჯდომარეობდა - პ. საყვარელიძე.

თავმჯდომარე მოკლედ აცნობს კრებას იმ მუშაობას რომელიც სწარმოებდა კომისიაში აფხაზეთის ავტონომიის პროექტის მასალების დასამუშავებლათ. კომისია ხელმძღვანელობდა ამ ხელშეკრულებით წინათ რომ იყო დადებული საქართველოსა და აფხაზეთს შორის და აგრეთვე რამდენიმე პროექტით რომელთა შორის მხოლოდ ერთი პროექტი - სოც. დემოკრატიული ფუნქციისა თავსდება ავტონომიის ფარგლებში, დანარჩენი კი ყველა იხრება ფედერალიზმისაკენ, რაც უსათუოდ ეწინააღმდეგება უნიტარულ სახელმწიფოს იდეას, რომელნიც არის ჩვენი რესპუბლიკა. დელეგაცია თავის მანდატის მიხედვით მოითხოვდა რომ კომისიის მუშაობას საფუძვლად აღებული ყოფილიყო კომისარიატის პროექტი. მაგრამ ვინაიდან სამ მთავარ კითხვაში - მოქალაქეობის სფეროში, შინაგან და საგარეო პოლიტიკაში ამ პროექტს შექონდა ფედერაციის ელემენტი, ამიტომ შეთანხმებით კომისია შეჩერდა პარიტეტულ კომისიის პროექტზე. ორივე მხარემ დაუთმო ზოგი რამ ერთმანეთს, არის პატარა კითხვებიც, რომელშიდაც შეთანხმება სავსებით ვერ მოხდა, მაგრამ ასე თუ ისე, კომისიამ ჩვენი ფიქრით მაინც ბევრი გააკეთა და მუშაობის შედეგი ასეთი გახლავთ: მთავარი კითხვები შემდეგია: 1-ლი -კომპეტენციის კითხვა, მე-2 - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, მე-3 - მოქალაქეობა, მე-4 - ენა, მე-5 - კონცესია და მე-6 - აგრალური კითხვა.

კომპეტენციის კითხვაში თითქმის არავითარი უთანხმოება არ იყო; საგარეო პოლიტიკა მთლიანად არის ცენტრის ხელში, აგრეთვე მთელი სამხედრო ძალა ექვემდებარება ცენტრს და აფხაზეთის მცხოვრებნი სამხედრო ბეგარას იხდიან თანახმად ტერიტორიალურ პრინციპისა. კითხულობს მე-4 მუხლის პუნქტებს აგრეთვე მე-5 მუხლს რომელიც საზღვრავს ავტონომიის მნიშვნელობაში მყოფ სფეროს - ასეთი გახლავთ ზოგად სახელმწიფოებრივი და ავტონომიური ხასიათის კითხვები - ასეთი არის კომპეტენცია, რომლის შესახებ განხეთქილება არ ყოფილა.

საკანონმდებლო ორგანოს ორგანიზაციის შესახებ კომისიაში იყო აზრთა სხვადასხვაობა. მე და ამხ. ემუხვარი ამ აზრს ვადექით, რომ ეს ორგანო შემდგარიყო არა პირდაპირი, უმეშვეო კენჭის ყრით, არამედ ერთობათა წარმომადგენლებისგან. დელეგაციის დანარჩენი წევრები და აგრეთვე საკონსტ. კომისიის ზოგიერთი წევრი იცავდნენ საყოველთაო არჩევნების სისტემას, რომელზედაც მოხდა შეთანხმება. საარჩევნო კანონი აფხაზეთისათვის შედგენილ უნდა იქნეს. საერთო საარჩევნო კანონის მიხედვით, ამასთანავე აფხაზეთი შეადგენს ცალკე საარჩევნო ოლქს.

შემდეგ მთავრობის ორგანიზაცია - ამ საკითხში დელეგაციამ ჩემი წინადადებით უარყო პარლამენტიზმის პრინციპი და მიიღო შვეიცარიული სისტემა.

უთანხმოება იყო და რამოდენიმე ეხლაც არის ენის კითხვაში. დელეგაციამ სახელმწიფო ენად სცნო ქართული ენა, ხოლო საქმის წარმოებასა და სწავლებისათვის მოითხოვდა რუსულ ენას, ასეთი მოთხოვნილება ჩვენთვის მიუღებელი იყო; ჩვენ ვამბობთ, რომ ეს გარემოება ეწინააღმდეგება ერთსა და იმავე დროს ჩვენ კონსტიტუციას და პედაგოგიკის მოთხოვნილებებსაც. მაგრამ გაგვაცნო რა დელეგაციამ ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია აფხაზეთში, რომ იქ შეუძლებელია, პირველ ხანებში მაინც შემოღებული იქნეს სხვა ენა გარდა რუსულისა, ჩვენ გამოვძებნეთ თითქოს ასეთი კომპრომისი, რომ საქმის წარმოებისა და სწავლების ენის დაწესება შეადგენს აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს უფლებას.

წარმომადგენლობა ერთისა და მეორეს მხრივაც უარყოფილია. არის ერთი მუხლი, რომელიც აღიარებს რომ აფხაზეთის საბჭო ვალდებულია მიღებული კანონი ორი კვირის განმავლობაში აცნობოს ცენტრს და ამ უკანასკნელს, თუ კანონი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს საზოგადო კანონმდებლობას, უფლება აქვს მისი მოქმედება შეაჩეროს და საკითხი გამოსარკვევად გადაეცეს რესპუბლიკის სენატს. ეს გახლავთ ერთადერთი უფლებრივი კავშირი ცენტრსა და ავტონომიურ თვითმმართველობას შორის.

მოქალაქეობა არის ერთი საერთო, მაგრამ დელეგაცია ტაქტიკური მოსაზრებებით მოითხოვდა, რომ აფხაზეთის მცხოვრებნი იმავე დროს იწოდებოდნენ აფხაზეთის მოქალაქეებად, ჩვენ დღესაც იმ აზრისა ვართ, რომ მოქალაქეობა არის ერთი და მოქალაქის უფლებანი განისაზღვრება ზოგად საერთო კანონით.

აგრარულ საკითხში სადავო გახლავთ ერთი კითხვა კულტურულ მამულების შესახებ; დელეგაცია მოითხოვდა, რომ მის უფლებას შეადგენდეს არა მარტო გამგებლობა ამ მამულებისა, არამედ მათი სარგებლობაცა და განკარგულება; ჩვენ აქ დაუთმეთ; მიწის გულს კი განაგებს ავტონომიური მმართველობა ზოგადი კანონების საფუძველზე.

კონცესია შეადგენს ავტონომიის უფლებას, მაგრამ ეს უფლება მიწის გულზე არ განხორციელდება, მონოპოლიაც არის მათ ხელში არსებული ზოგადი კანონების ფარგლებში.

არის კიდევ ერთი კითხვა - ეს გახლავთ სახელწოდება ავტონომიის დებულებისა; დელეგაცია მოითხოვს მას კონსტიტუცია ეწოდოს, ჩვენ ვიცავთ დებულებას“. (თავმჯდომარე კითხულობს პროექტს მთლიანად).

სიტყვა ეძლევა ბ-ნ ზუხუბაიას.

ზუხუბაია - ყველამ იცის რა არის ავტონომია; უთანხმოება ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ავტონომიის უფლებებზე, მის შინაარსზე იწყება მსჯელობა. მე მსურს მოვიგონო ახლო წარსული; რევოლუციის შემდეგ აფხაზეთმა, მოიგონა რა თავისი შორეული დამოუკიდებლობა, ნათლად გამოაცხადა სურვილი თვითგამორკვევისა, ეს უფრო აშკარა გახდა ამიერკავკასიის კომისარიატის დაშლის შემდეგ; ხალხმა ზურგი აქცია თითქოს საქართველოს და მთიელთა რესპუბლიკისაკენ ეჭირა თვალი; მაგრამ ინტელიგენციის დიდი ნაწილი არ თანაუგრძნობდა ამ განკარგულებას; იმაზე ხალხმა უნდობლობა გამოუცხადა საბჭოს და საქართველოს ორიენტაციამ მაგრად მოიდგა ფეხი. ამ ხნის ხელშეკრულების ისტორია ყველას კარგად მოეხსენება; ამას შემდეგ დაიწყო დიდი ანარქიული მოძრაობა აფხაზეთში; საქართველო თანაგრძნობით შეხვდა აფხაზეთის თხოვნას დახმარებისათვის და ჩვენი მხარე ბოლშევიკებისაგან გაწმინდა; სწორედ ამ დროს ბათომში აფხაზეთი თავისი წარმომადგენლების სახით აგიტაციის გაწევა და იცავს ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ორიენტაციას; როცა დელეგაცია ბათომიდან დაბრუნდა საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე გამოცხადებული იყო; საქართველოში გაიგზავნა ჩვენი დელეგაცია, რის შედეგიც ივნისის 11-ს ხელშეკრულება იყო, რომელიც ავტონომიას ითვალისწინებს; 1919 წ. მარტის ოცს მოწვეული იქნა აფხაზეთის საბჭო; საბჭომ საქვეყნოდ აღიარა აფხაზეთი საქართველოს ფარგლებში შევიდეს; ასეთია მოკლედ ჩვენი დამოკიდებულების ისტორია; მისი მოგონება საჭირო იყო ავტონომიის შინაარსის გამოწვევებისათვის; იყო მაშასადამე მთელი რიგი ხელშეკრულებისა და პროექტებისა, მაგრამ ისეთი პროექტი, რომელსაც შესძლებოდა აფხაზეთის ხალხის უმრავლესობის ნებისყოფის გამოხატვა. მხოლოდ კომისარიატის პროექტი უნდა ჩაითვალოს ასეთ პროექტად; ამ პროექტს მხარს უჭერს სოც.-დემოკრატიული ფრაქცია, რომელიც შეთანხმებით მოქმედობს საქართველოს ს.-დემოკრატ. პარტიასთან. ამ სახით ეს პროცესი აფხაზეთის ხალხის უმრავლესობას ეკუთვნის; კომისიაში გამოთქმულია აზრი, რომ პროექტი ფედერაციის პრინციპის მატარებელია; ჩვენ პატარად უარვყავით პროექტის ის მუხლები, რომლის მიუღებლობაში ჩვენ დავრწმუნდით; მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც შესაძლებლად მიგვაჩნია აფხაზეთის მცხოვრები არის რა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, იწოდებოდეს ამავე დროს აფხაზეთის მოქალაქედ. თავმჯდომარის მოხსენებისგან ყველა დაინახავდა რომ ჩვენგან თითქმის ყველაფერი დავსთმეთ. მხოლოდ ორი ამბავია სადაც შეთანხმება ვერ მოხდა - კონცესია და მონოპოლია და ესეც იმიტომ, რომ ჩვენს წინაშე საკითხი ასე სდგას ესე შეუძლებელია ავტონომიის არსებობა თუ იგი ეკონომიურად უზრუნველყოფილი არ არის; თუ ჩვენ მათ არსებულ სფეროებში გვექნა ფართო უფლებები, თქვენ გვისპობთ ავტონომიის მთავრობის უფლებრივ მდგომარეობას, ვიმეორებთ, ჩვენ დავთმეთ ყველაფერი, მაგრამ არ შეგვიძლია დავთმოთ ის, რაზედაც ჩვენი არსებობაა დამოკიდებული.

გელენავა - ბ-ნი თავმჯდომარეც და ბ-ნი ზუხუბაიაც ამბობენ რომ ჩვენ შორის ორი სადაო კითხვა იყო; ეს გაუგებრობად მიმაჩნია; ამ კითხვებშიც მოხდა შეთანხმება მიღებულიც არის სათანადო რედაქცია; როდის აქეთ გამოცხადდა ეს კითხვები სადაოდ - მე არ ვიცი; ჩვენ გვაქვს მხოლოდ რედაქციული შესწორებანი და არც ერთი სადაო საკითხი არ არსებობს;

ხოჭოლავა - პროექტი განვიხილოთ მუხლობრივ; განსხვავება და უთანხმოება ამ გზით უფრო ნათელი გახდება და უფრო ადვილად გასარკვევი. მე ვმუშაობდი პარიტეტულ კომისიაში და გასაოცარია აფხაზეთის დელეგაციის მაშინდელი და ეხლანდელი პოზიციის წინააღმდეგობა; მაშინ დელეგაცია აცხადებდა რომ ავტონომია მოთხოვნილია ტაქტიკური მოსაზრებებით და შესაფერ შემთხვევაში საბჭო სრულიად დაიბნაო. ეხლა კი სრულიად სხვა პოზიციაზე სდგას ფრაქცია. ავტონომია ჩემთვის ფეტიში არ არის, მაგრამ თუ აფხაზეთის ინტერესები მოითხოვს მე ავტონომიას მხარს დავუჭერ.

არსენიძე და პ. საყვარელიძე უარყოფენ ხოჭოლავას აზრს, აცხადებენ, რომ დელეგაცია პარიტეტულ კომისიაშიც იცავდა ავტონომიას პრინციპიალურად.

ჩხენკელი - რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული.

პ. საყვარელიძე - ავტონომიის პროექტი არ შეიძლება განვიხილოთ დამფ. კრების მიერ. ვიდრე მიღებული არ იქნება ზოგად - ცალმხრივი კონსტიტუცია. ხოლო მმართველობის წესით შემოღებულ იქნეს რაიმე განკარგულება ან სხვა ზომები აფხაზეთის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. ეხლა კი დავიშალოთ; საკონსტ. კომისია გაეცნო საქმის მდგომარეობას და მან დამოუკიდებლად უნდა გადაჭრას საკითხი.

თარნავა - ის წესი რომელსაც ბ-ნი თავმჯდომარე იცავს, ყველასთვის მიუღებელია; თქვენ თავიდან იშორებთ დელეგაციას და უჩვენოდ სწყვეტთ ჩვენს ბედს; ეს შეუძლებლად მიგვაჩნია, შეუძლებელია ჩვენ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მუშაობაში რომელიც აფხაზეთის ავტონომიის საკითხს ეხება.

ვეშაპელი - თავმჯდომარის წესი მართლაც მიუღებელია დელეგაციას უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს მის მოგვარებაში, რომელიც უშუალოდ მას შეეხება; თუნდაც ეს რეგლამენტის დარღვევა იყოს, მაგრამ დაინტერესებული მხარე ამ შემთხვევაში უნდა მოვიწვიოთ; გარდა ამისა რაკი კონსტიტუციაში არის ცალკე თავი ავტონომიაზე, შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს მისი დებულების მთლიანად შეტანა კონსტიტუციაში და მისი განხილვა დამფ. კრების მიერ კონსტიტუციასთან ერთად.

საყვარელიძე - საკონსტ. კომისიის უფლებაა თითონ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ავტონომიის კითხვა; შეუძლებელია უფლების გაუქმება ან მისი შემცირება; კომისიას მხოლოდ ის აზრი ქონდა, რომ წინასწარი შეთანხმება მომხდარიყო, რაიც გარანტია იქნებოდა აფხაზეთისათვის. შეთანხმება შეიძლება ითქვას მიღწეულია და აფხაზეთი დამშვიდებული უნდა იყოს, მის უფლებებს ვერავინ შეეხება.

ჩხენკელი - ამ საკითში კანონპროექტის დამუშავებასა და კომისიაში წარდგენას ცხადია ვერ მოვიწონებთ; კომისიას ბევრი სამუშაო აქვს; ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია მოხდეს პირველი გენერალური დებატები; ერთი საღამო ამ საქმეს როგორმე კიდევ უნდა მივუძღვნათ. ჩხენკელის წინადადებას თავმჯდ. კენჭს უყრის.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 324-326

2.66 24 ივლისი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

შეერთებული სხდომა

ესწრებოდნენ - საყვარელიძე, სურგულაძე, გომართელი, ჩხენკელი, გობეჩია, დადიანი, თარნავა, ზუხუბაია, ანჩაბაძე, ემუხვარი, გობეჩია, ვეშაპელი.

სომხების მომართვა -

კონსტიტუციის მომხსენებლების საკითხი /კითხულობს განაწილებას/

განაწილება დადასტურებულია. კონტროლი პ. გელეიშვილს.

ავტონომია

[…] - Общiй обмен мненiй был в комиссии тепер желательно по существу по пунктам

ემუხვარი - приступить к спорным пунктам.

საყვარელიძე - над нашей конст. работали 2 года как же мы можем успеть сейчас же выработать проект положенiя.

ვეშაპელი - открывать пренiя общiя нецелесообр. чтобы не теряли времени много, нада судить по конкретным вопросам а такими конкретными пунктами являются пункты согласит. комиссии

[…] - у нас установили опред. […] пока не раздали членам

2) происходит заседание Конст. комиссии, а по регламенту пока общее обсужденiiе.

Зухубая - наша задача вернуться чем нибудь,. с определен. мненiем Конст. комиссiи и я настаиваю чтобы обсудить постатейно в присутствiи подкомиссiй и делегацiй у нас есть разногласiя по мнению и концессiи но есть и редакционныя поправки.

Саквар - 1) не раздали

2) не было общаго обсужденiя, мы вчера только информировали вчера

3) как же мы можем так молнiеносно принять то или иное положенiе когда требуется подготовка /принять общее суждениiе/

Слово берет -

Чхенкели - есть некоторые вопросы - о компетент. местной власти - говорится о миров. судах и т.д. как понимать по этим вопросам будут ли абсолютное самостоят. законодательство.

Сaквар. - под общим руководством центра и общих законов.

Зухубая - так мы не мыслили никогда есть известные дела по которым мы законодательств. Совершен. самост.

Чхенкели - спрашивается - Абхазiя самоуправл. входит. ли в систему общей государств. власти, яв. ли она органам госуд. власти?

Саквар - Тов. мы говор. например о просвещенiи и сказали что абсолютной самост. нельзя, то же самое об администрацiи - тоже не представляет никакой автономiи: есть общее руковод.

Чхенкели - 1) является ли положенiя нашей констит. обязательны для абхаза, и 2) являются ли обыкновен. законы касающiеся местного самоупр. имеют ли эти законы приоритет перед местными законами.

Зухубая - раз вы даете законодат. орган, вы должны дать - мы вырабатывали констит. положенiя, которiя разграничивают строго наши компетенцiи.

Чхенкели - указывает на 26 статьи /передается Сенату./ чем же мы должны руководствоваться если не нашими законами в вопросе о противоречiи ваших законов с нашими

Гомартели - Всякая автономiя имеет свою констит. которая в свою очередь подчиняет нашему конституцiя.

[…] - Что значит заключит […]

თარნავა - Самое главное решить вопросы о роде автономiи предоставляемой Абхазiи

Гобечiя -если у нас будут по пунктам.

Зухубая - нужно было написать «противор. с основн., констит. законами»

Саквар - мы живем по одним государств. админист. или законод. орган должен действовать в согласiи с общими закон. вы не получите особенного самоуправленiя не похожего например на Тифл. земство. Это автономiя не государственная. Вот вы выделили торговую политику, нельзя предоставить полную свободу. Существуют общiе, основные законы в пределах которых действует автономная часть. Нельзя упускать из виду никогда опорную базу всей юридической жизни респуб.

Вешапели - кардин. вопрос - это Чхенк соотношение законодательства центрального и местного. Если бы это положенiе входило в нашу как равноправн. то тогда возможно не подчинилась бы Конст. но 26 пункт разрешает все. и мы можем перейти к следующим вопросам.

Зухубая - 26 пункте допущена ошибка пункт - «с конституцiей», которой мы подчиняемся.

Саквар - мы эти выраженiя взяли по паритетной - затем вы подчиняетесь только конституцiи но вы нам передали гражд. законод. и т.д. как же вы можете не подчинится общегосуд. законам, в выработке которого вы принимаете участiе как органическая часть.

Гомартели - Чего боятся того, что их законодательство будет противор. когда Сенат

Кедiя - не вызывает спору что подчиняется 2 части - одна отходит центру другая местному. в той отрасли которая дается местному органу, она самостоят. обложенiе напр. совершенно свободно.безспорно положенiе, что есть сфера где автономная часть самостоятел. задача значит строго разграничить эти сферы, и детализировать. это мое предложенiе.

Зухубая - все подчеркивают что коль скоро мы автономны, у нас есть сфера самостоят. закону; в областях где говорится что мы действуем в пределах Конст. мы так действуем.

Саквар - По некоторы вопрос

Чхенкели - Сопостав. параграф 5 с 26-ым вопрос о компетент. самы главны вопрос здесь соглашение и это прогрес.

Только нужно как Кедiя, детализацiя - местные финансы - важный вопрос без урегулир. автон нет -. у вас в проекте нет налоговой систеемы, бюджета и т.д. но это опять таки должны по общим законам - не может быть нарушена общая налоговая система. Затем заем /Дадiа/ несомненно только внутренна затем. если каждый закон центральны не может распростр. на Абхазiю. но у вас есть как будто признак федерализацiи представляя некотор. совершен самостоят - везде даже в федеративном государ. прiоритет принадлежит общегосударственному закону. Общую конституцiю надо привести в соответсви с местным.

Затем местные органы земскiе и городскiе учрежденiя. у нас земскiе учрежд. в некоторых областях совершен. самост. и я боюсь чтобы у них не вышла колизiя властей между земск. органом и автономными органами; поэтому нельзя такiя широкiя права давать местным самоуправленiям.

Этот вопрос самый главный и может быть для них прiидется оставить в силе некоторые положенiя наших законов о самоуправлени.

Вот такие детали, которые нельзя разрешить на 2 или 3 засед. но если у вас нет пока окончательного проекта - то у вас есть признанный принцип автоном и есть подготовит. работа.

Зухубая - Конечно ж 2 или 3 но делегацiя не может уйти без того чтоб не узнать что Абхазiя совершенно самостоят. в тех областях которые отмежеваны для нас. Вот признаете здесь что в этой области мы законодательствуем.

Чхенкели - можно совершенно определится ответить.

«в пределах компентенцiи определяемых проектом Совет законодательствует самост. по мнению Конст. Комиссiи»

О торговой политике

თარნავა - если подразум. и внешняя и внутр. тогда нельзя согласиться

Саквар - у государства есть одна единая торговая политика.

თარნავა - Напр. вопрос о снабженiи есть глухое недовольство - значит вы должны вмешиваться только внешней торг.

Вешапели - можно быть уступчивыми в этом вопросе - раз земствам у нас есть своя торговая политика.

Чхенкели - такую торговую политику имеют и их земства. можно сказать - «есть общая торговая политика»

Гобечiя - никаких общих пренiй у нас нет. надо приступить к постатейному обсужд.

ანჩაბაძე - мы просим включить в круг наших полномочiй местную торговую политику.

Экономич. вопросы

Саквар - /читает пункты касающ. эконом. жизни моноп. конца пункты 8,31 и 32 и т. д./

Чхенкели - на счет культ. именiй и климата [....].сомненiя нет нужно передать автоном не правится выраженiе - «распоряженiе» затем земли и недра поскольку можно извлекать доходы передается автоном но в доходах учавствует государство надо выяснить вопросы входящiе в общую систему государ. экономич. жизни. высказывается против концессiи и монополiй - тут должно быть взаимное пониманiе. Тут мы поймем друг-друга Я не верю в автоном. Абхазии без эконом. средств, но если что противоречит - - - -

Вешапели - фискальный момент не удовлетворяет но нужно чтобы были гарантированы местным народно-хозяйственные интересы, а потому общее участiе.

Сургуладзе - несколько сторон - Закон. полит. и культурная. на это указывают много и в комиссiи - напр. сняли лесъ - я разделяю леса на общегосуд. и местные. Дать полную свободу эксплоатацiи богатс. не можем. да не к тому и технич. сии конечно нада обезпечить; но все культ. именiя, и леса местн. знач. передается - но леса общег. значенiя с согласiя центра. Недра в полном распоряженiи Центра.

Кедiя - Везде леса делятся на две части - если окажется что есть леса общег.

недра - из доходов проценты должны быть переданы несомненно Абхазiи но всецело Центру.

Монополiи если Центральн власть

Концессiи - мы не должны создавать такiя нормы ------ если напр. Россiя будет иметь концессiю в Абхазiи - может создаться такое положенiе------

но я не забываю другого вопроса об экономическом обеспеченiи Абхазiи. Но этот вопрос надо изучить - подумайте и вы и мы

თარნავა - Наши права земскiя права единственное что мы требуем это монополiй и концессiи, без этого не может быть никакого культурного преуспеванiя. Мы все уступили, мы хотим права касающiеся хозяйственной жизни в этом отношении мы могли быть самостоят. чем нибудъ нада же отличить нас от земства. Говорил и о леса но Абхазiя не будет неправильно эксплоатировать свои богатства. затем не будут несомненно не будут приглашены враги республики. вы дадите нам проценты значит мы должны ждать, пока вы прiйдете. сейчас лишить нас этого права значит поработить нас эконом. и развить то недовольство среди населенiя которие имеет место. Монополiи - часть вы обявите часть мы, если же вместе то будут соглашенiе.

ემუხვარი - Нада согласовать интересы местные с общими. горцы себя погубили и нада быть осторож. мы, если нигде в мире автономной части не дано право монополiи ------ важно только средства

Чхенкели - мы говорим уже общим языком. мы уже понимаем друг друга раз есть понятiе общих интересов у земства нет таких прав; мы никаких процентов им не даем; На Вешапели я говорю что общими усилiями мы лучше эксплоатируем, и процент для Вас будет больше - ибо вас угрожает попасть в Кабалу. чужеземного капитала.

Государства будут обращаться к нам, и дайте возможность общими усилiями, - ---- при непременном удовлетворенiи ваших экономич. интересов.

Положенiе мое - культ. именiя, и леса местн. значенiя, в их руках - но недри в наших руках с участiем Абхазiи в долях.

Зухубая - я защищаю мненiе делегацiи Чхенкели и Кедiя - опасенiе что в кабалу но почему не допустили что Абхазiя может дать концессiю гражданам Республ. есть противоречiе - вы даете право експлоатировать леса, культ. именiя, и не даете право на концессiю. если вы не спрося нас ------- то это может вызвать среди населенiя и вот нада при выработке пункта об этих вопросах то, что концессiю можно дать и граждан. или юрид. лицам Респуб.

Кедiя - очень ценныя замечанiя; напр. выдача концессiи граждана Респуб. спора не вызывает.

გობეჩია - если прiимем 8 пункт то 31 вытекает. Кому иницiятива выдачи концессiи? - Автономной части. о своих интересах они больше заботятся если мы боимся капиталиством то Центр может оставить право дать преимущество своим пре равных условiях. если Центр через 6 лет концесiй, а совет хочет выдать сегодня же можно делать примечанiя в пользу охраны прав Центра, но в принципе право полного распоряженiя местными богатствам, должно принадлежать Совету.

Кедiя - выражены ценныя соображенiя есть желанiе найти общiй языкъ и все это принято будет во вниманiе при выработке /принято/

разработка проекта будет в следующей сессiи

თარნავა - мы хотели вывести некоторые положенiя, и в порядке управленiя хотели урегулировать

Кедiя - было бы хорошо если бы с собой повезли закон но нет никак возмож. если даже был бы проект Конст. Комит. то все равно до принятiя Учр. Собр.

Гобечiя - после окончанiя сессiи можно уделить 2, 3 заседанiя и выработать проект, что удовлетворило бы делегацiю.

Чхенкели - у нас не будет кворума Как только закончится прения по бюджету никого не будет законодательствовать вы все равно не могли бы, для успокоенiя умов но то что сделать это очень важно У Вас есть по крайней мере Констит. гарантiя об автономiи.

Саквар - Закончены, есть надежда что скоро встретимся над выработкой. выражаем благодарн

გობეჩია და ვეშაპელი მოითხოვენ დღესვე იქნეს დამუშავებული კანონპროექტი.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 331-338

2.67 დამფუძნებელი კრების ყოფილ საქმისმწარმოებელ ვლადიმერ ცაგურიას (1920 წ. აგვისტო „6“)

▲ზევით დაბრუნება


გრიფით სასწრაფო

დამფუნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
1920 წ. აგვისტო 6

ქ. ტფილისი

საკონსტიტუციო კომისიის დადგენილებით, რომლითაც პრეზიდიუმს დაევალა მიიღოს ყოველი ღონისძიება, რათა ამ კომისიის სხდომების ოქმი აღდგენილ იქნეს რაც შეიძლება სრულად, - გთხოვთ, როგორც საკონსტიტუციო კომისიის ყოფილ საქმისმწარმოებელს, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ თქვენი მონაწილეობით წარმოებული სხდომების ოქმის აღდგენის საქმე.

უამისოდ კომისიას, ან სხვა ვისმე, რომელიც მოისურვებს კონსტიტუციის შემუშავების პროცესს გაეცნოს, არავითარი წყარო არ ექნება და ეს კი ისეთი გარემოებაა, რომელიც მთლად დაუკარგავს მნიშვნელობას როგორც კომისიის მუშაობას ისე თვით კონსტიტუციასაც.

კომისია დარწმუნებულია, რომ თქვენ, როგორც ინტელიგენტი და შეგნებული ქართველი, არ მოისურვებს ასეთი არა სასურველი დეფექტი დაერთოს ამ უდიდესი აქტის შემუშავების საქმეს.

ყოველ შემთხვევაში, თუ ოქმების დაწვრილებით აღდგენა უკვე შეუძლებელია, იქნებ შემოკლებით მაინც დაიწეროს.

კომისიის თავმჯდომარე

მდივნის მაგიერ

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 160

2.68 საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1920 წ. აგვისტოს „19“-ს სხდომის ჟურნალიდან.

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

2_

232

საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის ამონაწერი ამა აგვისტოს 5-ს თარიღითა და 3929 №-რით რომელსაც დართული აქვს - საქართველოს ქალაქთა წარმომადგენლების მესამე ყრილობის რეზოლუციის ასლი - მთავარი

კომოტეტის თავმჯდომარის ამხანაგის მელიტონ რუსიას მოხსენების შესახებ - შემდეგ თემაზე: - ადგილობრივი მმართველობანი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის მეათე თავის I მუხლ. III, II 2, II3, II4, II5, II6, II7, II8, II9. მიხედვით. - რეზოლუცია შემდეგი შინაარსისა:

„ადგილობრივი მართველობანი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის მიხედვით; კონსტიტუციის პროექტის მუხლობრივ განხილვის შემდეგ ყრილობა ადგენს: ას მეთერთმეტე | III | მუხლი მიღებულ იქმნას შემდეგი რედაქციით: ადგილობრივი თვითმმართველობა არის იმავე დროს ადგილობრივი მმართველობის ორგანო და განაგებს ყოველ ადგილობრივ მმართველობის, მეურნეობის და საზოგადოებრივ კულტურულ საქმეებს.

II 2, II 3, II 4, II 5, II 8 და II 9 მუხლები დარჩეს უცვლელად, მხოლოდ სიტყვა „მმართველობა“ შეიცვალოს „თვითმმართველობა“-თი.

II 6 მუხლი მიღებულ იქმნას შემდეგ რედაქციით: თუ თვითმმართველობის რომელიმე დადგენილებას ან განკარგულებას მთავრობა ან რომელიმე მინისტრი კანონის წინააღმდეგად სცნობს და პროტესტს განაცხადებს სათანადო სასამართლოს წინაშე, ასეთი დადგენილების ან განკარგულების აღსრულება უნდა შეჩერებულ იქმნას. წესი, პირობა და ვადა პროტესტის განცხადებისა და შეჩერებისა განისზღვრება კანონით.

117 მუხლი მიღებულ იქმნას შემდეგი რედაქციით: ცენტრალურ ხელისუფლების განკარგულებანი რესპუბლიკის საერთო მართვაგამგეობის საქმეში სავალდებულოა თვითმმართველობისათვის. და ას მეორმოცე მუხლს |140| კი ჩაემატოს სიტყვები: „და ადგილობრივი თვითმმართველობის“

კანცელარიის გამგე ი. ზურაბიშვილი

ამ ჟურნალის ამონაწერი გაეგზავნოს ცნობად საკონსტიტუციო და თვითმმართველობის კომისიათ და ფრაქციებს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 173

2.69 საქართველოს ქალაქთა წარმომადგენლების მესამე ყრილობის რეზოლუცია კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის შესწორების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მთავარი კომიტეტი
საქართველოს რესპუბლიკის
ქალაქთა კავშირისა
5 აგვისტო 1920 წ.

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

ა/წ. ივნისის 16-ს ტფილისში შემდგარ საქართველოს ქალაქთა წარმომადგენლების მე-3 ყრილობამ, სხვა მოხსენებათა შორის მოისმინა და განიხილა აგრეთვე მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგის მ.ი. რუსიას მოხსენება შემდეგ თემაზე: ადგილობრივი მართველობანი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის მეათე თავის (მულხ. 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119) მიხედვით.

გაუწყებთ რა ამას, მთავარი კომიტეტი გაახლებთ ამასთან ერთად იმ რეზოლუციას, რომელიც გამოტანილი იქნა ყრილობის მიერ ერთხმად ამ კითხვის შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარე
მდივანი

სცსსა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 863, ფურც. 39

2.70 საქართველოს ქალაქთა წარმომადგენლების 1920 წ. ივნისის 16-ის მე-3 ყრილობის მიერ მიღებული

▲ზევით დაბრუნება


რეზოლუცია

„ადგილობრივი მმართველობანი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის მიხედვით: კონსტიტუციის პროექტის მუხლობრივ განხილვის შემდეგ ყრილობა ადგენს: ას მეთერთმეტე (111) მუხლი მიღებულ იქმნას შემდეგი რედაქციით: ადგილობრივი თვითმმართველობა არის იმავე დროს ადგილობრივი მმართველობის ორგანო და განაგებს ყოველ ადგილობრივ მმართველობის, მეურნეობის და საზოგადოებრივ კულტურულ საქმეებს.

112, 113, 114, 115, 118 და 119 მუხლები დარჩეს უცვლელად, მხოლოდ სიტყვა „მმართველობა“ შეიცვალოს „თვითმმართველობით“.

116 მუხლი მიღებულ იქმნას შემდეგი რედაქციით: თუ თვითმმართველობის რომელიმე დადგენილებას ან განკარგულებას მთავრობა ან რომელიმე მინისტრი კანონის წინააღმდეგ სცნობს და პროტესტს განაცხადებს სათანადო სასამართლოს წინაშე, ასეთი დადგენილების ან განკარგულების აღსრულება უნდა შეჩერებულ იქმნას. წესი, პირობა და ვადა პროტესტის განცხადებისა და შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.

117 მუხლი მიღებულ იქმნას შემდეგი რედაქციით: ცენტალურ ხელისუფლების განკარგულებანი რესპუბლიკის საერთო მართვა-გამგეობის საქმეში სავალდებულოა თვითმმართველობისათვის“.

მდივანი

ეა, ფ. 1833, აღწ. 1, საქ. 863, ფურც. 39 40.

2.71 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას. (1920 წ. აგვისტოს „24“)

▲ზევით დაბრუნება


..
დამფუძნებელი კრების
კანცელარია
№-3600
1920 . აგვისტოს „24“

სასახლე ტელ. 6-42.
. თბილისი
№ 232/920

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად - გაახლებთ ამასთანავე ცნობად - პრეზიდიუმის ამა აგვისტოს 18-ს სხდომის ჟურნალის ამონაწერს, რომელიც შეიცავს - საქართველოს ქალაქთა წარმომადგენლების მესამე ყრილობის მიერ მიღებულ რეზოლუციას-საქართველოს კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის შესწორების შესახებ.

კანცელარიის გამგე

საქმის მწარმოებელი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 172

2.72 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას. (1920 წ. აგვისტოს 25)

▲ზევით დაბრუნება


ს. დ. რ.
დამფუძნებელი კრების
კანცელარია
3620
1920 წ. აგვისტოს 25
სასახლე ტელ. 6-42.
ქ. თბილისი.

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად - გაახლებთ ამასთანავე - პრეზიდიუმის ამა აგვისტოს 19-ს სხდომის ჟურნალის ამონაწერს - საქართველოს ეკლესიის მეორე კრების დადგენილების ასლითურთ - ეკლესიის სახელმწიფოდან გამოყოფის შესახებ.

კანცელარიის გამგე

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 174-175

2.73 საქართველოს ეკლესიის მეორე კრების დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


1920 წელსა ივლისის 2 სრულიად საქართველოს მეორე საეკლესიო კრებამ, რომელიც ამორჩეულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის ყველა წევრთაგან საყოველთაო ხმის მიცემით, განიხილა სახელმწიფოებრივ წრეებში დასმული საკითხი შესახებ ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის და დაადგინა:

ივერიის ეკლესია უძველეს დროიდანვე უძლიერესი ეროვნული და კულტურული ძალა იყო ქართველი ერისათვის. ეკლესია და სახელმწიფო თანშეზრდილი და შეთვისებული იყო მრავალ საუკუნეთა განმავლობაში და ქართველს ერს არასოდეს არ დაუპირდაპირებია ერთმანეთისათვის ეს ორი ეროვნული ძალა. ერმა ეკლესიაში ძველთაგანვე განასახიერა თავისი კულტურული ცხოვრება და აქ ჩაისახა მისი მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა და, საზოგადოთ ქართული ხელოვნება.

საეკლესიო ნაშთები საუკეთესო ძეგლებია ქართველი ერის ისტორიული განვითარებისა. მრავალ საუკუნეთა განმავლობაში უკანასკნელ საუკუნეში თავისუფლების დაკარგვამდე ეკლესია და სახელმწიფო ერთის გზით ვლიდენ და განამტკიცებდენ ეროვნულ ცხოვრებას.

ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი თავისუფლების დაკარგვის შემდგომაც არ დაუკარგავს ეკლესიას თავისი ეროვნული გზა. ის განაგრძობდა ბრძოლას და მოღვაწეობას ეროვნულ და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის იმ კულტურულ ძალებთან ერთად, რომელნიც იყვნენ სახელმწიფოებრივი თავისუფლების იდეის მატარებელი. საქართველოს ეკლესიის ასეთი ხალხოსნური ბუნებით აიხსნება, რომ ჩვენს სამშობლოში სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის არ ყოფილა რაიმე ბრძოლა და არ არსებობდა მასში ეგრედ წოდებული კლერიკალიზმი. შემთხვევითი არ ყოფილა ის მოვლენა, რომ ჩვენი ეროვნული ცხოვრების სხვა ნაწილებთან შედარებით ეკლესიამ ყველაზე მეტი ბრძოლა განიცადა ეროვნული თავისუფლების დასაცავად და 1917 წელს 12 მარტს პირველად მან აღმართა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშა.

ჩვენი სახელმწიფოებრივი თავისუფლების აღდგენა მოხდა ერთი წლის შემდგომ რევოლიუციურ დუღილის პროცესში. სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჯერ კიდევ არ განმტკიცებულა და არ ჩამოყალიბებულა თავის ფორმაში ასეთს ცვალებადსა და გარდამავალ ხანაში სახელმწიფოებრივის წრეებში ისმება საკითხი ერთმანეთისგან - განშორებისა და განცალკავებისა სახელმწიფოსა და ეკლესიისა, რომელნიც მრავალ საუკუნოვან ცხოვრებით იყვნენ ერთმანეთთან შეთვისებული და შეხორცებული.

საეკლესიო კრება ჰფიქრობს, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს ერთი-ერთისაგან განშორება თავისთავად არ წარმოადგენს საშიშროებას იქ სადაც ამისთვის მომზადებულია საზოგადოებრივი აზროვნება, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შეუძლიან ერთი-ერთისაგან დაუხმარებლად მოაწყონ სასურველად ორივესათვის საერთო საზრუნავი საგნის - ერის კეთილი ცხოვრება. საეკლესიო კრების აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვართ იმდენად მომზადებული, რომ ერთმანეთის დაუხმარებლივ შევსძელით მშობელი ერის სამსახური, განსაკუთრებით დღეს, როდესაც „სამკალი ფრიად არის ხოლო მუშაკნი მცირეს“ /მატ. 9,37./ ეკლესიის დახმარება და თანამშრომლობა დღესაც დიდს სამსახურს გაუწევდა სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და ძლიერების შექმნის საქმეს. ამის გამო საეკლესიო კრება ვერ აიღებს თავის თავზე მძიმე პასუხის მგებლობას მორწმუნე ერის წინაშე ეკლესიის სახელმწიფოდან გამოყოფის შესახებ განჩინების გამოტანისა და ვჰფიქრობს, რომ ასეთი დიდი საკითხის გადაჭრა უმჯობესი იქნებოდა მთელი ერის დაკითხვის შემდეგ, რეფერენდუმის წესით.

მაგრამ, თუ დამფუძნებელი კრება და რესპუბლიკის მთავრობა არ სცნობენ საჭიროს ქვეყნისათვის აღმშენებლობითი მუშაობის დროს დაიხმარონ ეკლესიის, მუშაობაში გამოცდილი და გამობრძმედილი ძალები და ერის დაუკითხავად, რეფერენდუმის გარეშე მოისურვებენ ეკლესიის სახელმწიფოსგან განცალკევებას, ეკლესიას არა დარჩენიაარა მის მეტი, რომ „დაემორჩილოს ხელმწიფობასა მას უმთავრესისასა /რომ. 1311/, დამფუძნებელი კრების უზენაეს ნებას და განაცხადოს, რომ, თუ მას სურს ეკლესიის და სახელმწიფოს ურთი-ერთისაგან, რამდენადაც შეიძლება, უმტკივნეულოდ ჩამოშორება, ამისთვის საჭიროა, იქმნას ჩვენს რესპუბლიკის ეკლესიასთან შეთანხმებით გამომუშავდეს ისეთი უფლებრივი პირობანი, რომელნიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოსაგან გამოყოფილი ეკლესიის უფლებრივ მდგომარეობას.

მაგრამ ამ უფლებრივ ფარგლებით ეკლესიის სახელმწიფოსაგან განცალკევება კიდევ ვერ უზრუნველყოფს მრავალსაუკუნეთა განმავლობაში მორწმუნე ერის მიერ აშენებულ ივერიის ეკლესიის არსებობას. ურთი-ერთისაგან განშორებულ ეკლესიას და სახელმწიფოს უნდა მოეპოვებოდეს სახსარი არსებობისა.

საქართველოს ეკლესია მუდამ საზრდოობდა ეკლესიის წევრთა მზრუნველობით უმშვენიერესი ტაძარნი და მონასტერნი, სასწავლებელნი და ეკლესიის სხვა ქონებანი შექმნილია მორწმუნე ერის და სამღვდელოების შრომით, გარჯით და შეწირულებით. ყოველივე ქონება, რაც მოეპოვება ეკლესიას არის მორწმუნე ერის საკუთრება. საქართველოს ეკლესია განიძარცვა რუსეთის ბატონობის დროს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს, რომ ივერიის ეკლესიას აუნაზღაურდეს ეს ზარალი. უკანასკნელ ხანებში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილებით ივერიის ეკლესიას ჩამოერთვა მრავალი ქონება და მამულები. საეკლესიო ქონება მუდამ მშრომელი ხალხის სარგებლობაში იყო შეღავათიან პირობებში და საეკლესიო კრება სიამოვნებით შეხვდება, უკეთუ საეკლესიო მიწები, გარდა იმ მცირე ნაწილისა, რომელიც ეკლესიისათვის აუცილებელ საჭიროებას შეადგენს, გადაეცემა მშრომელ ხალხს სრულს საკუთრებად. ხოლო მორწმუნე ერის ყოვლად სამართლიანი ინტერესები გვავალებს ვითხოვოთ, რომ ამ ქონების სამართლიანი ღირებულება გადაეცეს ივერიის ეკლესიას, რათა მან ამ სახსარით განაგრძოს თავისი მოღვაწეობა და ერის სამსახური და არ დააწვეს მძიმე ტვირთად მორწმუნე ერს, რომელსაც დღევანდელ გაჭივრებულს პირობებში მეტად გაუძნელდება თავის ეკლესიის დაუზიანებლათ შენახვა.

საკათალიკოსო საბჭოს მდივანი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 176-177

2.74 ჩვენი კონსტიტუცია

▲ზევით დაბრუნება


(განხილული ხალხოსნური სახელმწ. უფლების თვალსაზრისით)
პატარა განმარტება

ს. დადიანი

ამ მიმოხილვაში აზრები და შენიშვნები მოხსენდა მთავარ კომიტეტს პარტიისას, რომელმაც ბევრი მოსაზრება მიიღო და ბევრი უარჰყო.

კონტიტუციის ამ მიმოხილვის მიზანია ობიექტურად განხილვა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის ამ პროექტისა, რომლის შემუშავებაში საპარლამენტო ყველა ფრაქცია იღებდა მონაწილეობას და, იღებს რა პროექტის ძირითად პრინციპებს ავტორს ამ მიმოხილვისას, შეაქვს მხოლოდ შესწორებანი.

ამ მიმოხილვაში აღნიშნულია თითქმის ყველა ის პრინციპი, რომელიც თანდათან პირველ ადგილს იჭერს ახალი სახელმწიფოს აღმშენებლობის დროს ახალ სხივებად იჭრება სახელმწიფოებრივი უფლების თეორეტიულ კვლევა-ძიებაში.

რადგანაც მომავალი პარტიული კონფერენცია განიხილავს კონსტიტუციის პროექტს და მთავარი კომიტეტის შესწორებანი სრულიად არა ზღუდავენ მას, ჩვენც ამ მიმოხილვას ვბეჭდავთ იმ სახით, რა სახითაც მთავარმა კომიტეტმა იგი მოისმინა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იზიარებს ჩვენს ზოგიერთ შესწორებას.

შესწორებანი და მუხლობრივი განხილვა ამ მიმოხილვაში არ არის დალაგებული, ასე ვსთქვათ, თანდათანობით, ზედმიყოლებით, არამედ იმისდა მიხედვით, რომ აზრთა და პრინციპთა გაშლა ლოღიკურად განვითარებულიყო. ამიტომ მკითხველს მოუხდება გადასვლა არა შემდეგს და შემდეგს მუხლებზე, არამედ უკან მობრუნება და წინა მუხლების ანალიზი, მაგრამ ეს აზრების გაცნობას და შეთვისებას არ უშლის.

მიმოხილვა აგრედვე თავისუფალია ყოველგვარი პოლემიკისაგან და თუ არის კამათი, ეს მხოლოდ პრინციპებთან და არა რომელიმე პოლიტიკურს მიმართულებასთან და აქ ებრძვის წმინდა ხალხოსნური პრინციპები ბურჟუაზიულს და წმინდა პარლამენტარისტულს; შესწორებანიც იმ მიზნითაა შეტანილი, რომ პროექტი გაიწმინდოს დაძველებული სახელმწიფო უფლების პრინციპებისაგან და გაშუქებულ იქნას წმინდა ხალხოსნური სახელმწიფოს პრინციპები.

მიმოხილვაში ზოგიერთი თავი პროექტისა სულაც არ არის განხილული იმიტომ, რომ ამ თავებს ავტორი უცვლელად იღებს.

აგრედვე არ არის აღნიშნული ზოგიერთი შესწორება, რომელსაც პრინციპიალური ხასიათი არა აქვს.

შეიძლება როგორც ნაკლად, ისე ღირსებადაც ჩაეთვალოს ამ მონოგრაფიას ისა, რომ მრავალი დებულება მხოლოდ დასმულია, მაგრამ დასაბუთება მოკლე აქვს, ასეთია ის დებულებანი, რომელნიც ავტორს უდავოდ მიაჩნია და მისი ვრცელი არგუმენტაცია კი მეტს დროს და ადგილს მოითხოვდა. ვინც არ იღებს ამ დებულებათ, მას შეუძლიან სპეციალურ ლიტერატურას გაეცნოს და იმას მაინც იტყვის, რომ ახალს პრინციპებზე შენდება მომავალი სახელმწიფოებრივი უფლება.

. . .

დღევანდლამდე არსებული ყოველი სახელმწიფო იყო დამცველი კლასობრივი ინტერესებისა და დამცველი საზოგადოების გაბატონებული უმცირესი ნაწილისა.

რომელ ჯგუფსაც, წოდებას ან კლასს ექნებოდა ხელში სახელმწიფოებრივი აპარატი, იგი იყო გამგებელიც მთელი სახელმწიფოსი, იგი განაგებდა მთელი ერის ბედ-იღბალსაც.

როგორც ფეოდალურს წესწყობილებაში, აგრედვე მთელი საუკუნოების განმავლობაში ბურჟუაზიის ბატონობის დროსაც, ხალხის დიდს უმრავლესობაზე გაბატონებული იყო უმცირესობა და ეს ბატონობა განმტკიცებული იყო სახელმწიფოს მთელი აპარატებით და მისი აუცილებელი ატრიბუტებით: ჯარით და ბიუროკრატიით. ეს ბატონობა უმცირესობისა ფეოდალურს აბსოლუტურს მონარქიებში მტკიცდებოდა მონარქის სახით, რომელიც იყო წყარო ყოველივე „კანონიერების და კანონებისა“.

ისტორიამ იცის რამოდენიმე მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოს საშოში არსებობდა ერთგვარი ქიშპი და ბრძოლა მონარქის „უზენაეს“ ძალა-უფლებასა და საზოგადოების რომელიმე ჯგუფის ამ ძალა-უფლების გაზიარებისადმი ლტოლვის გამო. მაგალითად, ინგლისის პარლამენტს, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში ჩაეყარა ნიადაგი.

ბრძოლა თვითმპყრობელობის შესაზღუდავად სწორედ ფეოდალობის დროს იწყება; ისტორია პარლამენტის განვითარებისა არის ისტორია იმისა, თუ როგორ ხდებოდა თანდათან უფრო ფართო წრეები საზოგადოებისა მოზიარე სახელმწიფოებრივი ძალა-უფლებისა.

ვინაიდგან უმეშვეო დემოკრატიის დრო გადასული იყო; ვინაიდგან თანდათან პრაქტიკულად შეუძლებელი შეიქმნა qorum, agora, ekklesia bere-ს სისტემა, რადგანაც გაიზარდა ფარგლები ეროვნული სახელმწიფოებისა და ყველა მოქალაქის შეკრება მოედანზე საკანონმდებლოდ ვეღარ ხერხდებოდა, თანდათანობით ეს „უმეშვეო დემოკრატია“ ეძებს სხვა ფორმას და ამ ძიების გზაზე ვითარდება კოლექტივისტური (სოციალური) თეორია საყოველთაო არჩევნების სისტემისა.

შემცდარი აზრია, ვითომ საყოველთაო არჩევნების სისტემა: პარლამენტი, წარმომადგენლობა ბურჟუაზიის მოგონილი იყოს და ბურჟუაზიის ინტერესებს იცავდეს.

ისტორია მთელი რიგი ერებისა და სახელმწიფოებისა გვასწავლის, რომ არ არსებობდა ბურჟუაზია მაშინ, როდესაც ცხოვრება იმუშავებდა წარმომადგენლობით სისტემას და ჩნდებოდა ჩანასახი პარლამენტისა. არც ის არის მართალი თითქოს წარმომადგენლობითი სისტემა და პარლამენტი იყოს იარაღი ბურჟუაზიის ბატონობისა.

მართალი მხოლოდ ის არის, რომ ეს სისტემაც ისე, როგორც ყოველი სახელმწიფო აბატონებს და საზოგადოების, საზოგადოებრივი ცხოვრების მესვეურად ჰხდის ყველას, ყოველს ჯგუფს ან კლასს, რომელიც კი დაეპატრონება ამ სისტემას, რომელიც ჩაიგდებს მას ხელში და ამსახურებს თავის ინტერესებს.

იყო დრო, როდესაც მხოლოდ ერთი ნაწილი ერისა, ფეოდალური წრეები, პრივილეგიური წოდებანი განაგებდნენ მთელი ერის, ეროვნული სახელმწიფოს ბედ-იღბალს და ამაში მათ ხელს უწყობდა, უდიდეს იარაღად ადგებოდა სწორედ წარმომადგენლობითი სისტემა და პარლამენტი.

გამოეცალა ნიადაგი ფეოდალიზმს. მთელი ძალა-უფლება მიითვისა მონარქმა, განმტკიცდა თვითმპყრობელობა, მაგრამ ისტორიის ასპარეზზე გამოვიდა ახალი გამარჯვებული კლასი, ისევ უმცირესობა ერისა, ბურჟუაზია და ახლა ეს შეებრძოლა თვითმპყრობელობას.

ერთი უდიდესი იარაღი ბურჟუაზიისა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ იყო წარმომადგენლობითი სისტემა და პარლამენტი. არა მარტო ბარიკადებზე იღვრებოდა სისხლი თავისუფლებისათვის, არამედ პარლამენტსაც ჰყავს თვისი წამებული და თვითმპყრობელობასაც გაუღია სისხლის მსხვერპლი თვისი უფლებების დაცვისათვის პარლამენტარული ბრძოლის ველზე.

დედოფალ ელისაბედის დროს ინგლისში პარლამენტი სრულიად მორჩილია მეფისა და 1593 წლამდე იგი ვერც კი ახერხებს თვისი უფლებისათვის ბრძოლას. პარლამენტს აიძულებენ დათანხმდეს პასიურს როლს და კმაყოფილი უნდა იყოს, თუ მას იმის უფლებას მისცემენ, რომ მეფის საკანონმდებლო წინადადებას მისცეს დასტური, იშვიათ შემთხვევაში შეიტანოს შესწორება და უფრო იაშვიათ შემთხვევაში კი უარი უთხრას დამტკიცებაზე.

მაგრამ 1593 წლიდან პარლამენტი აღარ კმაყოფილდება ასეთი პასიური როლით, იწყება გამუდმებული ბრძოლა ტახტსა და პარლამენტს შორის და პარლამენტი სცდილობს აღადგინოს კანონმდებლობითი ფუნქციები, რომელნიც მას ძველთაგანვე ჰქონდა.

ელისაბედის სიკვდილის შემდეგ, რითაც მოისპო დინასტია ტიუდორებისა, რომელმაც მისცა ინგლისს უაღრესად აბსოლუტური მეფეები, სამეფო ტახტზე მკვიდრდება შოტლანდიელი დინასტია სტიუარტებისა, იაკობ I შვილი მარიამ სტიუარტისა, რომელმაც პრესვიტარიანიზმთა ბრძოლაში ეშაფოტზე დალია სულია.

თუ აქამდე პარლამენტი თვისი უფლებებისა და პრივილეგიებისთვის იბრძოდა, ამის შემდეგ ამას მიემატა სტიუარტების სიძულვილი პრესვიტრიანიზმისა, (პრესვიტერიანცები უარყოფენ ეპისკოპოზის უფლებას; არა აქვთ არავითარი იერარქია გარდა არჩეული მღვდლებისა; მრევლის კრება მათ საკანონმდებლო ორგანოა; ამ კრების მიერ არჩეული მღვდლებისაგან შესდგება სინოდი-უმაღლესი სასულიერო საკანონმდებლო ორგანო). იაკობ პირველი უარყოფდა ამ სისტემის მთელს რიგს თავის ტრაქტატებში და მას ეკუთნის თქმა: No bishop no king (თუ არ არის ეპისკოპოზი, არ არის არც მეფეო) და მაშასადამე სიმწვავე სამეფო ტახტის და პარლამენტის ბრძოლისა ორკეცდება.

აქედან იწყება თანდათანი გაფართოება პარლამენტის უფლებებისა: უფლება დეპუტატების მანდატების შემოწმებისა, უფლება თემთა პალატისა ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცებისა (ლორდთა პალატას რჩება უფლება მთლიანად მიღების ან მთლიანად უარყოფისა); გამოგლეჯა მეფისა და მისი საბჭოს ხელიდან სავაჭრო და საკოლონიო მონოპოლიის საქმისა და სხ. და სხ.

ამ ბრძოლის პროცესში მეფეები, როგორც იაკობ პირველი, მიჰმართავენ სხვა და სხვა საშუალებებს, როგორმე პარლამენტის გარეშე და მის მოუწვევლადაც ჰმართონ ქვეყანა, აჰკრიფონ გადასახადები და სხ., მაგრამ პარლამენტიც ფხიზლად იცავს თავის უფლებებს.

დეპუტატი ფილიპსი, ჯორჯ ელიოტი, ლორდ კოკი, ლორდ სტრაფორდი, რომელიც შემდეგში გადუდგა პარლამენტს, რომელი დეპუტატ პიმის ინიციატივით დაწყებულს ბრძოლაში დამარცხდა და 1645 წლის იანვრის 10-ს კიდევაც სიკვდილით იქნა დასჯილი, ეს სახელებია პარლამენტის პრივილეგიების და მათ წინააღმდეგ მებრძოლ მოღვაწეთა.

ჩვენს დრომდი მოაღწია ამ ბრძოლამ და დაგვიგვირგვინდა იგი პარლამენტის სრული გამარჯვებით. თუმცა ინგლისში არის მეფე, მაგრამ იგი უფრო დეკორაციაა მეტი არაფერი და დღეს ინგლისია სანიმუშო ქვეყანა წმინდა პარლამენტარიზმისა.

იმის მიხედვით, რომელი ჯგუფი საზოგადოებისა გამოდიოდა მორიგეობით ისტორიის ასპარეზზე, ხდება შეზღუდვა თუ, გაფართოება პარლამენტის უფლებებისა და ვინაიდგან მეცხრამეტე საუკუნე და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი დახასიათდება იმით, რომ ხალხის ფართო მასსა თანდათან წინა რიგში გამოდის, პარლამენტშიაც იჭრება ეს ახალი ელემენტი, ეს ახალი ფაქტორი და ისტორიისა პოლიტიკური ცხოვრებისა.

ჩვენა ვსთქვით, რომ ყოველი სახელმწიფო იყო დამცველი კლასობრივი ინტერესებისა და ამ სახელმწიფოს აპარატების წყალობით გაბატონებული იყო სხვა და სხვა კლასი, რომელიც დიდს უმცირესობას შეადგენდა ერისას.

ეს ისტორიული სინამდვილე დღეს ყველასაგან მიღებულია, მაგრამ აქედან სხვა და სხვა პოლიტიკურს პარტიებს, მეცნიერთ და ჯგუფებს სხვა და სხვანაირი დასკვნა გამოჰყავთ. ერთნი ამბობენ: ვინაიდგან აქამდე არსებული სახელმწიფოები გაბატონებულ კლასებს ემსახურებოდა, იგი მომავალშიაც ასეთი იქნება, რა ფორმაშიაც არ უნდა ჩამოისხას, და ამიტომ იგი უარყოფილი უნდა იქნას მთელი თვისი აპარატებით და ატრიბუტებითაო. სახელმწიფო აღმოცენდა კერძო საკუთრების ინსტიტუტის ნიადაგზე, მისი დაწერილი კანონები დამცველია ამ სისტემისა და ის, ვინც ჰხედავს, ვისაც შეთვისებული და შეგნებული აქვს ტენდენცია ისტორიის განვითარებისა, რომელსაც მივყევართ კერძო საკუთრების სისტემის მოსპობისაკენ, შრომის სრული განთავისუფლებისაკენ და შრომის მეუფების დამყარებისაკენ, უნდა უარყოფდეს თვით სახელმწიფოს ისევე, როგორც კერძო საკუთრების ინსტიტუტს, უნდა უარყოფდეს მაშასადამე თვით კანონებს და მის წყაროს - პარლამენტსაცო.

ასე მსჯელობენ ანარქისტები ინდივიდუალისტები, ანარქისტი კომუნისტები და კომუნისტები მარქსისტული სკოლისა.

ჩვენ თავს ვანებებთ ანარქიზმის თეორიას და საჭიროდ მიგვაჩნია გავითვალისწინოთ. მარქსისტული სკოლა კომუნისტებისა, რომელნიც იჩემებენ პირველობას და ამ რევოლიუციონურს ხანაში ცდილობენ სინამდვილეში განახორციელონ თვისი თეორია.

სახელმწიფოებრივი ფორმების ევოლიუციაში და პოლიტიკურს განვითარებაში არსებობს ერთგვარი ცირკულაცია.

თავდაპირველად საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრება ჩამოსხმული იყო წმინდა ხალხოსნობაში, უმეშვეო დემოკრატიაში. ათინაში, რომში და სხ. საფუძვლად სახელმწიფოებრიობას სწორედ ეს „უმეშვეო დემოკრატია“ ედვა თუმცა დიდი ნაწილი საზოგადოებისა, სახელმწიფოსი სრულიად გარეშე იდგა ამ სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა, მაგრამ მას მაინც ერქვა რესპუბლიკა, ვინაიდგან ის უუფლებო ნაწილი საზოგადოებისა იყვნენ მონები და ეს მონები იყვნენ ბრძოლის ველზე დამარცხებულნი მტრები, უცხო ტომის, უცხო სახელმწიფოს შვილნი, რომელთაც გამარჯვებულნი იმასაც კი აყვედრიდნენ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, ბედნიერნი უნდა ყოფილიყვნენ ამით. მაშინდელი შეგნებით სასაცილოც იქნებოდა პრეტენზიები იმისა, რომ მათაც ჰქონოდათ ის უფლებები, რაც ჰქონდათ სახელმწიფოს მოქლალქეთ.

რასაკვირველია ისტორიამ იცის აუარებელი აჯანყებანი, მაგრამ ეს იყო აჯანყება მონებისა და არა მოქალაქეთა და მოქლაქეებად ირიცხებოდნენ მხოლოდ გამარჯვებულნი, რომელნიც იყვნენ აგრეთვე გამგენი მთელი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

იმ ძველი დროის რესპუბლიკაში მთელი სუვერენობა, სახელმწიფოებრიობა ეკუთვნოდა ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, ვისაც კი იარაღის ტარება შეეძლო და ამ სახელმწიფოებრიობას იგი უმეშვეოდ ანხორციელებდა პირდაპირი კანონმდებლობით ფორუმზე, აგორაზე, ეკლესიაში.

ვანდალების, ჰუნების და სხვა ველურების შემოსევით დაემხო ძველი ქვეყნის რესპუბლიკები და ხალხთა დიდმა აღრევამ წარმოშვა ახალი ფორმები, რომელნიც საშუალო საუკუნოებში დაგვირგვინდა ფეოდალიზმით და მეთვრამეტე საუკუნეში და მეცხრამეტის პირველ ნახევარში უკვე მივიღეთ სრულიად ჩამოყალიბებული კლასობრივი სტრუქტურა ახალი კულტურის ქვეყნებისა. ამ სტრუქტურის გამომხატველია თვითმპყრობელობა და პარლამენტარიზმი. პირდაპირი ხალხოსნობა ძველი დროისა, უმეშევეო დემოკრატია, როგორც პირდაპირი კანონმდებელი შეიცვალა წარმომადგენლობითი სისტემით და ეს სისტემა ხორციელდება პარლამენტში.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან სახელმწიფოს და ადამიანთა შორის ურთიერთობის საფუძვლად ედება ფაქტი საზოგადოებრივი უთანასწორობისა და ერთურთის დამონებისა. მთელს საზოგადოებაში, მთელს ერში კაპიტალიზმის ზეგავლენით ხდება საზოგადოებრივი განვითარება, დიფერენციაცია და თითოეული განვითარებული საზოგადოებრივი ჯგუფი სდგება თავისი ეკონომიური ინტერესების ნიადაგზე და უპირისპირდება მეორე ჯგუფს, მეორე კლასს, რომელთა შორის ჩაღდება დაუნდობელი ბრძოლა.

ამ ბრძოლაში ყოველი კლასი, რომელიც მიისწრაფის გამარჯვებისაკენ, საბრძოლველ იარაღად მოიმარჯვებს ხოლმე სახელმწიფოს და მის აუცილებელს ატრიბუტს პარლამენტს და საარჩევნო უფლებას.

ერთი მხრით გაბატონებული კლასი ბურჟუაზიისა ამტკიცებს კლასობრივ სისტემას არჩევნებისას და ცდილობს ამ უფლების გარეშე დააყენოს რაც შეიძლება მეტი ნაწილი საზოგადოებისა და მეორეს მხრით კი მშრომელი მასსა, კლასი მუშა-პროლეტარიატისა იბრძვის საარჩევნო უფლების დემოკრატიზაციისათვის, მისი გაფართოებისათვის, რომ ამ გზით თითონ ჩაიგდოს ხელში სახელმწიფოს უდიდესი აპარატი და ბურჟუაზიის ალაგას თითონ გაბატონდეს.

ამ ბრძოლაში აშკარავდება ახალი ტენდენცია ისტორიული პროცესისა და ჩვენ თითქოს ისევ მივილტვით წმინდა ხალხოსნობისაკენ, როდესაც ხალხის ბედის გამგებელი არის თითონ ხალხი.

ეს მებრძოლი კლასები სოციალურს და პოლიტიკურს ბრძოლას აწარმოებენ ჯგუფობრივ თავისი იდეოლოგების მეთაურობით და პარტიულად დარაზმულნი. ჩვენ, სოციალისტური პარტიები არ უარვყოფთ თვით იდეას სახელმწიფოსას; იმ საზოგადოებრივს ფორმას, რომელიც იქნება თვით სოციალიზმის დროსაც, შეგვიძლიან უწოდოთ სახელმწიფო. რასაკვირველია, იმ სოციალისტური ურთიერთობის ფორმა სულ სხვა პრინციპებზე იქნება აგებული. თუნდაც მარტო ის გავითვალისწინოთ, რომ სოციალისტური სახელმწიფო არ იქნება კლასობრივი ხასიათის მატარებელი, ვინაიდან მაშინ თვით კლასები არ იქნებიან. ესეც კი ცხადყოფს ჩვენთვის თუ რაოდენად განსხვავდება დღევანდელი სახელმწიფო იმ სოციალისტურისაგან. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვერ წარმოგვიდგენია კაცობრიობის განვითარების ისეთი მდგომარეობა, როდესაც არ იქნება საჭირო არავითარი ნორმები, როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობის რეგულიატორი, არ იქნება საჭირო არავითარი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სხ. და მაშასადამე, სადაც ესენი არის, იქ უეჭველია უნდა იქნას იძულებითი ხასიათის ორგანოები და მაშასადამე იქნება სახელმწიფოებრივი ცხოვრებაც.

ჩვენ ვდგევართ მშორმელი კლასის ინტერესების ნიადაგზე, მაშასადამე ვიცავთ ინტერესებს ერის უმრავლესობისას და ვეძებთ ისეთს ფორმებს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისას, რომელიც მაშინაც კი, როდესაც სრულიად არ მოსპობილა კლასები, როდესაც სრულად არ განადგურებულა კლასი ბურჟუაზიისა, მაშინაც კი შეეძლოს ერის უმრავლესობას, მშრომელთა კლასს გაბატონება პოლიტიკურად და მაშასადამე ეკონომიურადაც.

დღესვე დანამდვილებით არ შეგვიძლიან დაწვრილებით წარმოვადგინოთ რა ფორმებს მიიღებს შორეულ მომავალში საზოგადოება. შესაძლებელია იმდენად განვითარდეს ადამიანი და მისი საზოგადოებაც, რომ ერთეულებს და პატარა ჯგუფებსაც შეეძლოთ თავისად არსებობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სოციალისტურ სამეფოში გადასვლა ჩვენ წარმოგვიდგენია ერთგვარ ეტაპებით და ერთ-ერთ ამ გადამავალი ხნის ფორმად ჩვენ მიგვაჩნია წმინდა დემოკრატია, რესპუბლიკა ან როგორც ჩვენს დროში ტავტოლოგიურად ვხმარობთ დემოკრატიული რესპუბლიკა ხალხოსნობა.

სახელმწიფოთა ფორმების ცირკულიაციაში ეს რგოლი ხალხოსნობისა იმ პუნქტიდან, საიდანაც დღეს ჩვენ გავსცქერით ახლობელი მომავლის პერსპექტივას არის თითქმის მიზანი, იდეალი უაღრესი თავისუფლებისა.

ყველაფერი ხალხისათვის, ყველაფერი ხალხს, ყველაფერი ხალხის შემწეობით თუ ეს ლოზუნგი გამოჰხატავს იმას, რომ პოლიტიკურადაც და ეკონომიურადაც თითონ ხალხია უმეშვეოდ თავისი თავის ბატონ-პატრონი, ცხადია, რომ სოციალისტების საზრუნავი საგანიც სწორედ ეს არის.

კონკრეტულად ჩვენი სინამდვილისთვისაც, მაშასადამე, ჩვენ მისაღებად მიგვაჩნია დემოკრატიული რესპუბლიკა პარლამენტით, სახელმწიფოებრივი აპარატებით.

აგრედვე სინამდვილეში ცდილობენ განახორციელონ და დაამყარონ საზოგადოებრიობა სხვა პრინციპებზე და თავგანწირვით იბრძვიან ამისათვის მთელს რუსეთში და ბევრგან სხვა ქვეყნებშიაც რევოლიუციონური ძალები.

ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი სინამდვილის საზომით გავზომოთ ეს ორივე სისტემა და ვნახოთ რომელი სისტემა უფრო უახლოვდება ხალხის სუვერენობის დამყარებას: დემოკრატიული რესპუბლიკა თუ საბჭოთა სისტემა. საბოლოო მიზანი ხომ ერთი გვაქვს ჩვენ, სახელმწიფოებრივს სოციალისტებს და კომუნისტებსაც და ეს მიზანია მოსპობა კლასობრივი ბატონობისა, დამყარება პოლიტიკური და სოციალური თანასწორობისა, გაბატონება მშრომელთა და ვინაიდგან განთავისუფლებული შრომის მეუფების დროს ყველა მშრომელი იქნება, არ იქნება არავინ მუქთახორა, ექსპლოატატორი, მაშასადამე მშრომელთა კლასი და მთელი ერი სინონიმი უნდა იქნას მომავალში.

მაშასადამე უაღრესი ხალხოსნობა, აგრე წოდებული „უმეშვეო დემოკრატია“, ისევ „აგორა“, „ფორუმი“, „ეკლესია“, „ვეჩე“ ყოფილა იდეალური წესწყობილება, როდესაც ხორციელდება ლოზუნგი: „კანონი არის მხოლოდ ის, რაცა სურს და რასაც ბრძანებს თვით ხალხიო“. იდეალი არისტოტელისა დღესაც მიუღწეველია და დღესაც იდეალია ჩვენთვის, იგი ამბობდა: „თავისუფლება და თანასწორობა მხოლოდ იქ არის, სადაც ყოველი მოქალაქე თანასწორად, სრულიად და უმეშვეოდ მონაწილეობს მართვა-გამგეობაშიო“, ანდა კიდევ „თუ შესაძლებელია, უმჯობესია სრულიად არ გმართვიდენ, მაგრამ თუ ეს არ შეიძლება, მაშინ ყოველ შემთხვევაში ხან უნდა გმართვიდენ, ხან კი თვითონ მართვიდეო“, ამბობს ეს უკვდავი ფილოსოფოსი.

არისტოტელის გონება იმასაც მისწვდა, ჯერ კიდევ იმ შორეულს წარსულში, რომ საუკეთესო მდგომარეობა მხოლოდ აბსოლუტურს თავისუფლების დროსაა, ე.ი. როდესაც არავინ გაწუხებს თავის მართველობით, წესებით, კანონებით და სხ. მაგრამ ეს მასაც საოცნებო ბედნიერებად მიაჩნია ინდივიდისათვის, მისი მხოლოდ მიახლოება შეიძლება.

თუ პიროვნება, მოქლალქე იძულებულია დაემორჩილოს რაიმე ნორმებს, თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის აუცილებელია რაიმე იმპერატიული ნორმები, ყოველ შემთხვევაში ეს ნორმები თითოეული პიროვნების ნებისყოფის გამომხატველი მაინც უნდა იყოს.

ჩემთვის უფრო ადვილია დავემორჩილო და სავალდებულოდ გავიხადო ისეთი ნორმა, რომელიც როდესმე მაინც, ამადა ამ წუთში მე მსურდა. სრულიად მართალი იყო ჟ.ჟ. რუსო, როდესაც იგი ამბობდა: მე ვიცი რა მსურს დღეს, მაგრამ იმისი თქმა არ შემიძლია, ხვალაც იგივე მენდომება თუ არაო და მიტომ იგი უარყოფს წარმომადგელობას და მომხრეა უმეშვეო კანონმდებლობისა, მაგრამ ჩვენ ვინაიდან დავინახეთ, რომ ეს ტეხნიკურად შეუძლებელია, იმისთანა წესი მაინც უნდა შევიმუშაოთ, რომ ამ იდეალს გვაახლოებდეს და ეს კი მოხდება მაშინ, როდესაც განხორციელდება ისევ და ისევ არსიტოტელის ფორმულა: „ჩვენ მოქალაქეს იმას ვუწოდებთ, ვინც თანასწორად მონაწილეობს განმსჯელ, გადამწყვეტ და განმხილველ უფლებაშიო“ და ჩვენ ვიტყოდით „ვინც მონაწილეობს კანონმდებლობითს, აღმასრულებელ და სასამართლო უფლებებში“, ე.ი. მოქლაქე იქ არის, სადაც იგი თითონ არის მატარებელი სუვერენობის, სახელმწიფოებრიობის და ეს შესაძლებელია მხოლოდ ხალხოსნურს წესწყობილებაში.

საუკეთესო წყობილება იქ არის, სადაც მეტი უფლება აქვს ხალხს, სადაც იგია სუვერენი. ჩვენს დროში ორს ფორმაში შეიძლება გამოიხატოს ეს ხალხის ხელმწიფება. შვეიცარიის კანტონი გლარუსი და ური; ორი ნახევარი კანტონი უნტერვალდენისა და ორი ნახევარი კანტონი აპპენცელისა კანონმდებლობს თავისი Landsgemainde-ს (საჭირო ყრილობა) საშუალებით და სხვა დიდი კანტონები კი რეფერენდუმით და ფართო ინიციატივის უფლებით.

მარქსისტული სკოლის კომუნისტები უარყოფენ ყოველივე ამას, როგორც ბურჟუაზიულს მეწვრილმანეობას და გვაწვდიან თავიანთ „საბჭოთა სისტემას“.

საინტერესოა ხალხის უმრავლესობის ინტერესების თვალსაზრისით გადავხედოთ და შევაფასოთ საბჭოთა სისტემის ღირსება, ს.-რ.ს.ფ.რ. კონსტიტუცია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა იმ სახით, როგორც ეს განხორციელებულია რუსეთის კომუნისტთა კონსტიტუციაში, გაცილებით უფრო დაშორებულია ხალხის სუვერენობას და მაშასადამე სოციალიზმსაც, ვიდრე დემოკრატია, ვიდრე რესპუბლიკა, ან თანამედროვე ტერმინოლოგიით: დემოკრატიული რესპუბლიკა, მისი შერეული პარლამენტარიზმით და ხალხოსნობით. მარქსის სკოლის კომუნისტებს ეს ჩვენი ხანა მიაჩნიათ გარდამავალ ხანად ბურჟუაზიულ და კაპიტალისტური წეს-წყობილებიდან სოციალიზმში და ამ გარდამავალ ხანაში ისინი სახელმწიფოს აყალიბებენ საბჭოთა სახით.

ეს კომუნისტები იმდენად უახლოვდებიან ანარქისტ-კომუნისტებს, რომ ძნელი ხდება მათი განსხვავების მკაფიოდ ასახვა. თითონ ლენინი მხოლოდ გაკვრით ეხება ამ განსხვავებას, ბურჟუაზიულ აზროვნებად ჰსახავს მას (იხ. Переходъ вр. И госуд.) და მხოლოდ იმას უწუნებს ანარქისტებს, რომ იმათ არა აქვთ ეს „გარდამავალი“ ეტაპი და პირდაპირ უნდათ კომუნაზე გადახტომაო.

ჩემი აზრით, ეს ისეთი მცირე განსხვავებაა, რომ ანარქისტებს თუ დაერქმით უტოპისტები და ბურჟუაზიულ აზროვნებად დავსახავთ მათს „პერმანენტულს რევოლიუციას“ თვით კომუნიზმის განხორციელებამდე, მაშინ შორს არ ყოფილან არც რუსეთის კომუნისტები ასეთსავე უტოპიაზე.

სოციალიზმი ჰნიშნავს კლასების მოსპობას. პროლეტარიატის დიქტატურამ შესაძლებლობის ფარგლებში ყოველისფერი გააკეთა მათ მოსასპობლად, მაგრამ კლასების მოსპობა უცებ არ შეიძლება.

კლასები დარჩნენ და დარჩებიან პროლეტარიატის დიქტატურის მთელს ეპოქაში. დიქტატურა ზედმეტი იქნება, როდესაც კლასები გაჰქრებიან, ხოლო უდიქტატუროდ ისინი არ გაჰქრებიან“-ო, ამბობს ლენინი (იხ. „საქართველოს კომუნისტი“ №14 ეკონომიკა და პოლიტიკა პროლ. დიქტატურის დროს) რა ლოღიკური დასკვნები გამოდის ამ დებულებიდან? ლენინის აზრით დღეს მძვინვარებს სოციალისტური რევოლიუცია, რომელიც მოედება მთელს ევროპას და იქიდან აზიასაც. ანდა რაკი ეს გზა არ გამოდგა, მოედება მთელს ნახევრად ველურს აზიას და ეს „განწმენდის ცეცხლი“ გადავარდება ევროპის სახურავზედაც. ამ ჟამად რუსეთში განხორციელებულია „დიქტატურა პროლეტარიატისა“ და ასევე იქნება ამ მოკლე ხანში, ამ დიდი რევოლიუციის პროცესში მთელს მსოფლიოში, მაგრამ „შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა ამ დიქტატურამ კლასების მოსასპობად“, კლასები კი სულ არ განადგურებულან „კლასები დარჩებიან ამ დიქტატურის მთელს ეპოქაშიო“... კლასების მოსპობა უცებ არ შეიძლებაო“; არ არის გამორკვეული ეს „უცებ“ რას ჰნიშნავს, რას უდრის დრო და სივრცეში, თუ ასე ითქმის, „დიქტატურის მთელი ეპოქა“. თუ დიქტატურა მანამდე იქნება, სანამდის კლასები არ მოისპობიან და დიქტატურა კი არსებითად ბრძოლაა ამ კლასების მოსასპობად, სჩანს ეს დიქტატურა, რომელიც უდრის კომუნისტების შეგნებით რევოლიუციონურს ქმნას და გარდაქმნას, რაღაც პერმანენტულს ხასიათს იღებს, ყოველ შემთხვევაში განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. მაშასადამე ანარქისტები უფრო მართალნი ყოფილან, როდესაც ისინიც ქადაგობენ მუდმივს, შეუჩერებელს და თანდათან ინტენსიურს გაღრმავებას რევოლიუციისას, რადგანაც რაღა საჭიროა ამ ბუმბერაზ ბრძოლაში კლასთა მოსასპობად კიდევ შეჩერდეს პროლეტარიატი და განუსაზღვრელი დროის განმავლობაში განამტკიცოს „დიქტატურა პროლეტარიატისა“, როდესაც კლასები ისევ არსებობენ და თურმე კლასი ბურჟუაზიის „ასჯერ და ათასჯერ უფრო ძლიერია“. „მათ დარჩათ საერთაშორისო ბაზა, საერთაშორისო კაპიტალი, რომლის წარმომადგენლები რუსეთში ისინი არიან... მათი ბრძოლის ენერგია გაიზარდა ასჯერ, და ათასჯერ მეტად სწორედ მათი დამარცხების გამო“-ვო სწერს ლენინი (იხ. გაზ. „საქ. კომ.“ №14).

მართალი მოგახსენოთ უცნაური აფორიზმია და ახირებული ბრძოლის მეთოდი! რუსეთის პროლეტარიატი ეს მესამე წელიწადია სისხლის მორევში სცურავს, ტიტანიურს ძალას იჩენს ბრძოლაში, უკანასკნელს ძალებს იკრებს და ბურჟუაზია კი, რომელიც მან დაამარცხა „სწორედ ამ დამარცხებით ათასჯერ უფრო ღონიერი გამხდარა!“

ბევრი სიმართლეა ამ დებულებაში; ინტერნაციონალურს პროლეტარიატს შეებრძოლა ინტერნაციონალური კაპტალიზმი და ბურჟუაზია და სწორედ ამას უნდა დაესვა კომუნისტებისთვის საკითხი: შეიძლება ჯერ კიდევ საჭირო იყო საბოლოო გამარჯვებისათვის ნიადაგის შემზადება და საბოლოო იერიშამდე მოხერხებული მანიოვრებით და პარტიზანული ომით დაუძლურება ამ ასთავიანი გველეშაპისა; თორემ ვ. ლენინის დახასიათებით ეს ბურჟუაზია რაღაც საზღაპრო გველეშაპად გადაქცეულა: წასჭრიან მას ერთს თავს და მის ადგილას ასი ახალი ამოდის! და აი ეს „მოხერხებული მანიოვრებია“ საერთაშორისო ბურჟუაზიის დაქსასვაა, ცალკე გამომინდვრებაა და „პარტიზანული ომია“ თანდათან წართმევა ამ იარაღისა რომლითაც იგი ძლიერია, რომლითაც იგი დღეს იბრძვის, ე.ი. სახელმწიფოებრივი აპარატების, საარჩევნო სისტემის და პარლამენტის ჩამორთმევა. როგორი იქნებოდა ის სარდალი, რომელიც მტერს ზარბაზნებს წაართმევდა მთელი მოწყობილობით და იმის ნაცვლად, რომ იგი მას მიუბრუნოს და დაუშინოს თითონვე ააფეთქებდა და გაანადგურებდა!

პროლეტარიატის დიქტატურა არ არის „უმრავლესობის“ დიქტატურა და ნუ თუ ჩვენ ხელი უნდა ავიღოთ იმ საბრძოლველ საშუალებაზე, რომელიც ჩვენს მხარეზე გადმოიყვანს ამ „მშრომელი მასების უმრავლესობას“!?

ჩვენი შეხედულებით „დემოკრატიული რესპუბლიკა“, საყოველთაო არჩევნების სისტემა, პარლამენტი და „უმეშვეო დემოკრატიაა“ ის იარაღი, რომლის საშუალებით მებრძოლი კლასის ბანაკში თავს უყრის მთელი ერის უმრავლესობა მშრომელი კლასის სახით.

თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ „საბჭოთა სისტემა“ არ უარყოფს პრინციპს წარმომადგენლობისას, მაგრამ აღებულია სრულიად უვარგისი ფორმა ამ სისტემისა. „საბჭოთა სისტემა“ სამსართულიანი არჩევნების ნიადაგზეა აშენებული: პირველი საფეხურია „სრულ, რუს. მუშ. გლეხთა, ყაზახთა და წითელ არმიელთა დეპუტატების საბჭოთა ყრილობა, მეორეა - „სრ. რუს. ცენტრ. აღმასრ. კომიტეტი“ და მესამე „სახალხო კომისართა საბჭო“.

ყოველი სახელმწიფოებრივი აპარატი და ორგანო მით უკეთესია და უფრო ხელსაყრელი მშრომელთა კლასისათვის, რომელიც რაც შეიძლება ახლო სდგას ამ ხალხთან და რასაკვირველია საყოველთაო არჩევნებით არჩეული დამფუძნებელი კრება და პარლამენტი უფრო ახლოსაა ხალხთან, როგორც უმაღლესი ორგანო, ვიდრე ეს „საბჭოთა სისტემა“ რომელიც გვირგვინდება „კომისართა საბჭოთა“, და ერთ და იმავე დროს არის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო.

ყოველი საზოგადოების, ყოველი ერის საშოში მშრომელთა კლასია დიდი უმრავლესობა და ცხადია საყოველთაო არჩევნები უმაღლეს სახელმწიფოებრივს ორგანოში აბატონებს ამ მშრომელთა უმრავლესობას.

ზევით ვამტკიცებდით, რომ ჩვენი „უმეშვეო დემოკრატიაა“ ის იდეალური ფორმა, როდესაც მშრომელთა კლასი, თუ სრულიად არა სპობს, მაინც აუძლურებს და გეგემონიას ართმევს დღეს გაბატონებულს ბურჟუაზიულს კლასს. ეს იდეალი უფრო მოახლოებულია ჩვენთვის საყოველთაო არჩევნების შემწეობით, ფრთებ-შეკვეცილი პარლამენტით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გაბატონებულია რეფერენდუმი და ინიციატივა, ვიდრე „პროლეტარიატის დიქტატურის“ დროს, როდესაც მმართველობს არა თითონ ხალხი, არამედ შეუზღუდველად „კომისართა საბჭო“.

ამ „საბჭოთა სისტემაში“ არ არსებობს რეფერენდუმი და ინიციატივა და კომუნისტების კონსტიტუციაში მხოლოდ 57-ს პარაგრაფშია ნათქვამი: „სადაც მოსახერხებელი იქნება, სოფლის ამომრჩეველნი თითონ განაგებენ მართვა-გამგეობასო“, აქ ჩვენ დაწვრილებით ვერ განვიხილავთ მარქსიზმის შეხედულებას ამის შესახებ, ხოლო უნდა აღვნიშნოთ, რომ, „ბოლშევიკები“ უფრო სწორედ განმარტავენ მარქსს, უფრო ჭეშმარიტი მარქსისტები არიან, ვინემ „მენშევიკები“. („ბოლშევიკებმა პრაქტიკაშიაც გამოაშკარავეს მარქსიზმის სიკოტრე“.)

ზოგადი დებულებანი

ჩვენს კონსტიტუციაში თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს პირველი მუხლი, სადაც ნათქვამია: „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა, არის დემოკრატიული რესპუბლიკა“-ო.

რაც შეეხება ამ პარაგრაფის მეორე ნაწილს: („მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა, არის დემოკრატიული რესპუბლიკა“) ეს სრულიად ზედმეტია მით უმეტეს იმიტომ, რომ არა თუ პოლიტიკური ფორმების, არამედ უფრო კონსერვატიული ხასიათის საზოგადოებრივი მოვლენათა შესახებ არ შეიძლება ითქვას ეს „ფორმა“, ეს მოვლენა საბოლოო და მუდმივიაო.

მით უმეტეს მიუღებელია ასეთი აბსტრაქცია ჩვენთვის, სოციალისტებისთვის და მით უმეტეს დღევანდელს მომენტში მოქმედ საზოგადოებრივ ძალებისთვის; ჩვენ, სოციალისტები ვდგევართ ევოლიუციონური თეორიის ნიადაგზე და გვწამს, რომ ცის ქვეშეთში ყოველივე ექვემდებარება ამ თანდათანობითი განვითარების პროცესს.

„პანტა რეი“-ო ამბობდა ელინთა ფილოსოფოსი და ჩვენცა გვწამს მეცნიერების ზეგავლენით, რომ ყოველივე მიმდინარეობს დრო და ჟამთან ერთად, ყველაფერი იცვლება და ეს ცვლა არის წინსვლა, განვითარება, გაუმჯობესება.

ჩვენ, სოციალისტ-ფედერალისტებს გვწამს ეს გზა პროგრესისა და თან ისიც, რომ ამ ბუნებრივ წინსვლას, ევოლიუციას აქვს თავისი ეტაპები, პერიოდები, ფაზისები.

მეცნიერნი და ეკონომისტ-პოლიტიკოსნი ხშირად მოიყვანდნენ ხოლმე ამ ევოლიუციის დასასურათებლად კვერცხს და წიწილს, ან ბავშვს დედის მუცელში ცხრა თვის, და სხვადასხვა პირუტყვებისაში სხვადასხვა დროის განმავლობაში, ხდება ევოლიუციონური განვითარება სპერმატომოიდისა და თუმცა ამ ზრდის დროსაც არის ხოლმე თითქოს „მოულოდნელი“ აფეთქება, ფეთქვა (როდესაც მაგალითად „ბავშვი თამაშობსო“, რომ იტყვიან) მაგრამ ეს ევოლიუციონური მსვლელობა უკვე აშკარა აფეთქებით, დიდი რევოლიუციით და იბადება ახალი არსება.

ასეთივე საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივი ფორმათა ევოლიუცია და იმ დიდს აფეთქებას, რის შედეგად იბადება ახალი ფორმა, ამას ჩვენ უწოდებთ რევოლიუციას. ამნაირად, ევოლიუციის გზაზე არის რევოლიუციონური მომენტები და პუნქტები. ჩვენი შემეცნებით საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევოლიუციონური მიმდინარეობა ჩვენი აქტიური ჩარევით შეიძლება დაჩქარდეს ან შეფერხდეს და კიდევაც რამდენადმე შეეცვალოს გეზი და მიმართულება.

გადამეტებული არ იქნება ვსთქვათ, რომ არა ვსთქვათ, რომ არა თუ ეს ევოლიუცია, არამედ რევოლიუციაც კი უფრო გამწე, ბუნებრივი და მუდმივი მოვლენაა, ვიდრე ის მომენტები, როდესაც შეფერხდება ხოლმე ეს ევოლიუცია, ან როდესაც რევოლიუციას მოჰყვება რეაქცია. უფრო მარტივად რომა ვსთქვათ, ვინაიდან ევოლიუცია და რევოლიუცია მომასწავებელია წინსვლისა, პროგრესისა, გაუმჯობესებისა და რეაქცია კი შეფერხება ან შეჩერება, ან უკან დახევა, და ვინაიდან მსოფლიო კანონია კანონი ევოლიუციისა, á priori შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ცვლილება ყოველთვის უფრო პროგრესიული იქნება არსებულზე. და თუ მოხდება კიდეც უკან მობრუნება, რეაქცია, ეს იქნება დროებითი გარდამავალი და ევოლიუციის საერთო კანონს იგი ვერ შესცვლის.

მაშასადამე შეუძლებელია ჩვენ არსებულს მივაკეროთ იარლიკი მუდმივობისა, მარადისობისა, რადგანაც ყოველი იცვლება, უცვლელი არაფერია, და მეორე მხრით არ შეგვიძლიან ჩვენ დღეს განუსაზღვრელ დროის სივრცისათვის აღვიაროთ ესა თუ ის მოვლენა მუდამ და უცვლელად პროგრესიულად.

ამიტომაც დღეს, ამ გარდამავალ ხანაში ვამკვიდრებთ დემოკრატიას, რესპუბლიკას, ამ მიღებული ტერმინით, „დემოკრატიულს“, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს უკანასკნელი საფეხურია ევოლიუციისა, ეს უკანასკნელი სიტყვაა საზოგადოებრივი ცხოვრების შემოქმედების ასპარეზზეო.

ამ ფორმულით, რომელიც არის კონსტიტუციაში, ჩვენ თითქოს ვამბობთ, რომ არც ბუნებრივი ევოლიუციით, არც კანონმდებლობითი ევოლიუციით, არც კანონმდებლობითი გზით ამ ფორმას ჩვენ ვერ გადავალთ და თუ მოხდება რაიმე ცვლილება, ეს ცვლილება უნდა მოხდეს რევოლიუციონური გზითო.

ეს ასეც არის, რაც მტკიცდება პროექტის 166 მუხლის ძალით, რომელიც ადგენს, რომ „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება მოხდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად“-ო.

არსებითად ამ მუხლის შესახებ მსჯელობა გვექნება მეჩვიდმეტე თავის განხილვის დროს, ახლა კი აღვნიშნავთ, რომ არ არის სასურველი და მისაღები ისეთი მდგომარეობა, როდესაც ხალხს მხოლოდ რევოლიუციონური გზით აქვს საშუალება კონსტიტუციის გადასინჯვისა და ძირითადი შეცვლისა.

იურიდიულადაც მიუღებელია ეს, ვინაიდან იურისპრუდენციამ, როგორც მეცნიერებამ არ იცის კატეგორია უცვლელობისა, იგი მას უარყოფს, როგორც მეტაფიზიკურს ცნებას.

მეორე დიდი ნაკლი პროექტისა ის არის, რომ კონსტიტუციის, ამ ძირითადს კანონებს „ამტკიცებს, იღებს და აქვეყნებს“ დამფუძნებელი კრება, რაც გათვალისწინებულია პროექტის მეთოთხმეტე მუხლში.

პროექტი პრინციპიალურად იმ პოზიციაზე სდგას, რომ ხალხს აქვს უფლება ინიციატივისა არა მარტო ჩვეულებრივს კანონმდებლობაში, არამედ კონსტიტუციის მთლიანს ან ნაწილობრივს გადასინჯვაში. ეს დემოკრატიული და აუცილებელი პრინციპია და თუ რაიმე შესწორება სჭირია პროექტს ამ საკითხში, მხოლოდ იმ მხრით, რომ ეს უფლება რეალური და რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს.

და თუ ხალხი კანონმდებლობს, იღებს მონაწილეობას ჩვეულებრივს კანონმდებლობაში, მით უმეტეს ეს უფლება მან უნდა გამოიყენოს მაშინ, როდესაც იგი ამტკიცებს შედარებით ყველა სხვა კანონზე უფრო მუდმივს ძირითად კანონებს.

კონსტიტუციის გადასინჯვის ინიციატივის უფლება ამ პროექტით ენიჭება პარლამენტის წევრთა ორს მესამედს ან ორმოცდა ათი ათას მოქალაქეს და მაშასადამე ულოღიკობა იქნებოდა თავიდანვე არ დავეკითხოთ იმ ხალხს - ჰსურს თუ არა ეს კონსტიტუცია.

ჩვენთვის გასაგებია და საიდეალოც, რომ ყოველი კანონი ხალხის მიერ იცემოდეს, ვინაიდან არავისა აქვს უფლება შეკრას ვალდებულებით ხალხი, როდესაც იგია ერთად ერთი მატარებელი სუვერენობისა და იგია აგრედვე წყარო ამ სუვერენობისა.

დამფუძნებელ კრებას არ შეუძლია რაიმე უწყალობოს, მიანიჭოს ხალხს, ვინაიდან დამფუძნებელი კრებაც თავის უფლებებს იღებს ხალხიდან.

შვეიცარიაში და ამერიკაში ფეხმოდგმული ჰქონდა ასეთ დებულებას: „Jex est quod populus jubet atque constituis“ (კანონი ის არის, რასაც ხალხი ბრძანებს და აგრეთვე დაამყარებსო). ეს დებულება შეითვისა საფრანგეთის დიდმა რევოლიუციამ და 1793 წლის კონსტიტუციამ.

ამ უაღრესად ხალხოსნურს, რესპუბლიკანურს პრინციპს ჩვენს დროშიაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და მაშასადამე ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც არის ძირითადი კანონი, უნდა მიღებული იქნას ხალხის მიერ, ხალხის დასტურით.

არის აგრედვე წვრილმანი უხერხულობანიც პროექტის პირველ თავში.

მეათე მუხლი ამბობს: „კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია“-ო. ეს მატეფიზიკური ტერმინი უზენაესი უნდა შეიცვალოს სიტყვა „ძირითადი“-თ. ქართულს ენაში უზენაესი გამომხატველია მხოლოდ იმ ძალისა, რომელიც იქ მაღლა ზეცაში ჰსუფევს. ეს ტერმინი გამომხატველია ღვთაებრივი დასაწყისისა და მაშასადამე იგი სრულიად არ შეეგუება ჩვენს სოფლმხედველობას და ჩვენს კანონმდებლობაშიაც არ უნდა იხმარებოდეს.

აგრედვე კონსტიტუცია არ არის ზემდგომარე, სხვა კანონების მაღლა მდგომარე, არამედ პირიქით იგი ფუძეა ყველა სხვა კანონისა, იგი ძირითადი კანონია და მასზე ემყარება მთელი რესპუბლიკაც.

ამავე მეათე მუხლში ნათქვამია: „კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობას და მართვა-გამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენსო“.

უხერხულად მიმაჩნია ამისი თქმა, ვინაიდგან „სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს“ არა მარტო კონსტიტუციის ასრულება და განხორციელება, არამედ საერთოდ ყველა კანონისაც. ეს რომ ასე დარჩეს ისე გამოდის, თითქოს კონსტიტუციის პრინციპების ასრულება სავალდებულოა და სხვა კანონებისა კი არა.

სრულიად საჭირო არ არის ამის აღნიშვნა, ვინაიდან აქსიომაა, რომ არა თუ კონსტიტუცია, არამედ ყოველივე კანონი და პრინციპი შესრულებული და განხორციელებული იყოს არა მარტო „ყოველი ხელისუფლების“, არამედ ყოველი მოქალაქის მიერ. ასე რომ, მეორე ნაწილი მეათე მუხლისა სულ უნდა ამოიშალოს. მეხუთე მუხლის მეორე ნაწილში ნათქვამია: „საქართველოს რესპუბლიკის ღერბი არის - „ძლევამოსილი გიორგი“-ო და სხ.

მართალია, გიორგის კულტი ძველთა-ძველია და ქართველი ერის კოსმოგონიური ფანტაზიის ნაყოფია, თუ ასე ითქმის, მაგრამ გიორგის საქრისტიანო ეკლესიაც იცნობს და სხვათა შორის რუსულმა ეკლესიამაც იცის Георгiй Победаносный. ჩემი აზრით, ეს „ძლევამოსილი“ არ არის ქართული წარმოშობისა, არამედ მას რუსული ელფერი აკრავს. ჩვენი გიორგი კი ხალხში ცნობილია, როგორც თეთრი გიორგი. როდესაც ეროვნული საბჭო ბჭობდა ამ ღერბის შესახებ, მაშინაც გიორგის ჩვენ უწოდეთ „თეთრი გიორგი“ და ამიტომ უნდა იყოს: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ღერბი არის - თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“.

პირველი თავის მეორე მუხლი ლაპარაკობს რესპუბლიკის ნეიტრალობაზე. ეს მუხლი ისევ დეკლარატიული ხასიათისაა, როგორც მეცამეტე მუხლი, რომელიც აღიარებს: „საერთაშორისო მშვიდობიანობის დასამყარებლად საქართველოს რესპუბლიკას ერთად ერთ საშუალებად მიაჩნია თავისუფალ ერთა კავშირიო“.

რასაკვირველია, არ არის საკმარისი რომელიმე სახელმწიფომ თავისი თავი აღიაროს ნეიტრალად, არამედ ეს ნეიტრალობა უნდა სწამდეს სხვებს, სწორედ იმათ, ვის გასაგონადაც ამას ვამბობთ და აღვიარებთ.

ისიც მართალია, რომ შეიძლება ისეთი მდგომარეობაც შეიქნას, რომ მიუხედავად ამ ჩვენი დეკლარაციისა, ჩვენ თავს დაგვესხან, ან მოინდომონ სხვა და სხვა პოლიტიკურ კომბინაციებში ჩათრევა. და ბოლოს ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ ბელგიისა და შვეიცარიის ნეიტრალობა სწორედ საერთაშორისო სფეროში დაისვა და საერთაშორისო კომბინაციების წყალობით აღიარებულ იქნა სხვებისაგან.

მაგრამ მიუხედავად ყველა ამისა, ეს მუხლი ჩემი აზრით უნდა დარჩეს კონსტიტუციაში.

ერთი რომ, ამ დეკლარაციას ამტკიცებს ჩვენი რესპუბლიკის არსებობის ფაქტიური მხარე. ჩვენ ეს პრინციპი აღვიარეთ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე და ამ ნეიტრალობას ვიცავდით კიდეც. ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი ჩათრევა მოინდომეს სხვა და სხვა მებრძოლმა ძალებმა საერთაშორისო მასშტაბით, მაგრამ ჩვენ ვაცხადებდით: „ჩვენ ნეიტრალი სახელმწიფო ვართ, ჩვენ მხოლოდ თავის დაცვა გვსურს და ვიცითო“.

შეიძლება გვითხრან: რაღაი თქვენ ნეიტრალი სახელმწიფო ხართ, კეთილი ინებეთ და იყოლიეთ ამდენი და ამდენი ჯარი, მეტის უფლება არა გაქვთო. მაგრამ ამაზე ჩვენ ვუპასუხებთ: ჩვენ სინამდვილეში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ჩვენდათავად ნეიტრალობის დაცვა, მაგრამ ჩვენ ხელს ვერ ავიღებთ თავდაცვაზე და ამ თავდაცვისათვის კი ამდენი ჯარი გვჭირდება; მაგრამ თუ ყველა არსებული სახელმწიფო მოგვცემს გარანტიებს, რომ ჩვენი ნეიტრალობა არავითარს შემთხვევაში შელახული არ იქნება და საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოფენ ჩვენს არსებობას, ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდებით საერთაშორისო უფლებით გათვალისწინებულს რიცხვს ჯარისას.

აგრედვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც თუ ასეთი საერთაშორისო გარანტიებია ყოველ დროისა და გარემოების მიხედვით ნამდვილი გარანტია. ბელგია ნეიტრალური სახელმწიფო იყო, მაგრამ ეს გარანტიები ქაღალდის ნაფლეთებად მიიჩნიეს.

ამრიგად, ეს მუხლი თუ კონსტიტუციას არაფერს ჰმატებს, ნაკლიც არ მოაქვს და უნდა დარჩეს.

მეცამეტე მუხლში „თავისუფალ ერთა კავშირია“ აღიარებული საერთაშორისო მშვიდობიანობის დასამყარებლად.

მართალია, შეიძლება ითქვას, რომ ეს დეკლარაციული მუხლიც არ უნდა იყოს კონსტიტუციაშიო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თვით კონსტიტუციაც საერთოდ ერთგვარი დეკლარაციაა.

კონსტიტუციით სახელმწიფო საყოველთაოდ აქვეყნებს თავისი პოლიტიკური და ეკონომიურ-კულტურული შემოქმედების გეგმას, პროგრამას. ეს ის ფართო პლატფორმაა, რომლითაც იცხოვრებს, რომელსაც იხელმძღვანელებს და განახორციელებს სახელმწიფო. კონსტიტუცია დეკლარაციაა მთელი კაცობრიობისადმი; ეს რეკომენდაცია, თავის გაცნობაა ყველა სხვასთან, ვინც ჩვენს გაცნობას მოისურვებს და იგი რეგულიარია შინაური ცხოვრებისა. ამის გარდაც ჩვენ, სოციალისტ-ფედერალისტებს სიხარულის მეტი არა გვმართებს, ვინაიდან მთელი ჩვენი პოლიტიკური საერთაშორისო შემეცნება ამ პრინციპზეა აშენებული. დიაღ, საერთაშორისო მშვიდობიანობის დასამყარებლად ერთად ერთ საშუალებად თავისუფალ ერთა თავისუფალი კავშირი უნდა იქნას აღიარებული.

თავი მესამე
მოქალაქის უფლებანი

ამ განყოფილებაში პრინციპიალური ხასიათის შესწორება არა მაქვს გარდა ერთისა, მუხლი 42 ამბობს: „მუშათა მშვიდობიანი გაფიცვა თავისუფალია, უკეთუ არ ეწინააღმდეგება კანონს და სახელმწიფოს ინტერესებს“. ხალხოსნურს სახელმწიფოში, ე.ი. ისეთს სახელმწიფოში, სადაც დამყარებულია ნამდვილი დემოკრატია, ხალხია თავისი მმართველ-პატრონი, უფლება გაფიცვებისა იღებს სულ სხვა ხასიათს, ვიდრე აბსოლუტურ ან წმინდა პარლამენტარისტულს სახელმწიფოში. იმ სახელმწიფოში, სადაც რომელიმე პრივილეგიური კლასია გაბატონებული, მუშათა კლასი, კლასი მშრომელი უმრავლესობისა უპირისპირდება ამ გაბატონებულს კლასს და მის ბატონობის ორგანოს სახელმწიფოს.

ბურჟუაზიული სახელმწიფო იცავს კერძო საკუთრებას, იგი დარაჯია ვაჭარ-მრეწველ-კაპიტალისტთა ინტერესებისა და სცოცხლობს ზედმეტი ღირებულების ნაწილით, რომელსაც სახელმწიფო იღებს ამ კლასისაგან სამსახურისათვის, როგორც დარაჯი.

სახელმწიფო და გაბატონებული კლასი ორივე მონაწილეა შრომის ექსპლოატაციისა და ბოლოს და ბოლოს ის ნაწილიც ზედმეტი ღირებულებისა, რომელიც ეძლევა სახელმწიფოს, ხმარდება ისევ იმ გაბატონებულ კლასს.

ასეთს მდგომარეობაში რასაკვირველია, მუშათა კლასი მუდმივს წინააღმდეგობაშია სახელმწიფოსთან ისევე, როგორც გაბატონებულს კლასთან. ასეთს სახელმწიფოში თუ რაიმე გაუმჯობესება შედის მუშათა ცხოვრებაში, ეს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია თვით სახელმწიფოსათვის და მუშათა ხელფასი უდრის მხოლოდ საცხოვრებელს მინიმუმს.

ეს მდგომარეობა უკარნახებს მუშათა კლასს ბრძოლის ყოველივე სასტიკ ზომას, ვინაიდგან ვერც პარლამენტი და ვერც მთავრობა ვერ იკისრებს მუშათა კლასის ინტერესების წინ წამოწევას. ამიტომაც იბადება უნდობლობა მუშათა კლასისა ბურჟუაზიული სახელმწიფოს ყოველივე ორგანოს და თვით პარლამენტისადმი.

ბურჟუაზიულ სახელმწიფოში შეუძლებელია ლაპარაკი კლასთა შეთანხმებაზე, სოლიდარობაზე, მშრომელი კლასის ინტერესების დაცვაზე და თუ ვინმე არწმუნებს მუშათა კლასს, რომ ეს სოლიდარობა არსებობს, იგი ატყუებს მას და ან მუშათა კლასს სწამს ეს „ერთობა“, იგი თავს იტყუებს.

რასაკვირველია, ჩვენ ვიცით რომ ერის ცხოვრებაში ხშირად დადგება ხოლმე ისეთი საბედისწერო მომენტი, როდესაც ერი იძულებულია სასწრაფოდ მოახდინოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და მთელი თავისი არსებით თვისი ფიზიკური არსებობისათვის იბრძოლოს. ეს ინსტიქტი არსებობისა, დროებით ჩრდილავს, ყველა სხვა ინტერესს, მაგრამ ეს მდგომარეობა არ არის მუდმივი და კლასობრივს ბრძოლას ვერა სპობს.

მაგრამ მდგომარეობა იცვლება, როდესაც თვით მშრომელთა კლასი იგდებს ხელში სახელმწიფოებრივს ძალა-უფლებას და სახელმწიფო ხდება ახლა ამ უმრავლესობის იარაღად. ზემოდ ჩვენს დროს გარდამავალი ხანა უწოდეთ, ე.ი. ისეთი ეპოქა, როდესაც ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური წესწყობილება სრულიად განადგურებული არ არის, მაგრამ პოლიტიკური ჰეგემონია უკვე მშრომელთა კლასის ხელშია, სახელმწიფო როგორც პოლიტიკური ორგანო და პოლიტიკური ბრძოლის იარაღი მშრომელთა კლასის ხელშია. სახელმწიფო და ხალხი უკვე იდენტური ცნებაა. თუ წინად სახელმწიფო უპირისპირდებოდა ხალხს, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას, ახლა სახელმწიფომ უნდა დაიცვას ამ მომენტში გაბატონებული კლასის ინტერესები, ე.ი. მშრომელი უმრავლესობის.

რასაკვირველია, საკითხი კიდევ სხანაირად დაისმის, როდესაც კლასები მოისპობა და სოციალიზმი განხორციელდება. მაშინ შეუძლებელი იქნება რომელიმე კლასის ინტერესებზე ლაპარაკი მაგრამ დღეს, ამ გარდამავალს ხანაში სახელმწიფო მაინც იარაღია ერთი კლასის გაბატონებისა, სახელდობრ მუშათა კლასისა, ეს არის ნამდვილი „დემოკრატია“ (ხალხის ბატონობა) და არა დიქტატურა პროლეტარიატისა, ე.ი. ბატონობა ერის უმცირესობისა უმრავლესობაზე.

მაშასადამე ჩვენი რესპუბლიკა უპირველეს ადგილზე უნდა აყენებდეს მშრომელი მასის ინტერესებს და იცავდეს მას. მუშათა კლასს აქვს რამოდენიმე იარაღი თავისი ინტერესების დასაცავად: შრომის ბირჟა, შუამავალი კანტორები, დაზღვევა, სხვა და სხვა კასები, შრომის ინსპექცია, განსაკუთრებული სოციალური კანონები, კანტროლი წარმოებისა, გაფიცვები და რევოლიუციონური გამოსვლა.

რესპუბლიკაში, განსაკუთრებით ჩვენს რესპუბლიკაში ეკონომიური პოლიტიკის გეზი ისეთია აღებული, რომ ფრთები ეჭრება კერძო ინიციატივას, კერძო წარმოებას და მთელი გულისყური მთავრობისა მიქცეულია საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ წარმოების გაფართოებისკენ, განმტკიცებისაკენ.

ჩვენი აზრით კერძო წარმოება ამ მოკლე ხანში სრულიად არ მოისპობა, მაგრამ როდესაც კერძო მწარმოებელმა იცის ასეთი გეზი სახელმწიფოსი ეკონომიურს სფეროში, იგი ვერ გაბედავს წარმოების გაჩაღებას, არ გამართავს ფაბრიკა-ქარხნებს. მაშასადამე ეს როლი კერძო კაპიტალისა თუ სრულიად არა, უდიდეს ნაწილად თვით სახელმწიფომ უნდა იკისროს და სახელმწიფო გამოვიდეს ერთ დიდ მექარხნედ, ერთ უდიდეს „ხაზეინად“.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ მოვითხოვთ მუშების მონაწილეობას წარმოების ორგანიზაციაში, მოვითხოვთ მშრომელ ხალხის პროფესიონალურ კავშირების ხელში გადაცემას შინაურ საადმინისტრაციო საქმეებისას ქარხნებში, ფაბრიკებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც კი მომუშავენი ერთს პროფესიონალურს ორგანიზაციას შეადგენენ. (იხ. ჩვ. პროგრამა).

მაშასადამე, ერთი მხრით სახელმწიფოს ხელში გროვდება თითქმის მთელი წარმოება, მეურნეობა, მრეწველობა და რადგანაც სახელმწიფოებრივი აპარატი მშრომელი კლასის ხელშია, ცხადია ერთი და იმავე დროს მუშა დამქირავებელიც არის და დაქირავებულიც; იგი აძლევს სამუშაოს, როგორც მონაწილე საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი მრეწველობისა და მეორე მხრით კი იგი თითონ ასრულებს დაქირავებულის როლს.

ეს ორმაგი მდგომარეობა, ეს გაორება პიროვნებისა უჩვეულ მდგომარეობაში აყენებს მუშას: იგი დაინტერესებული უნდა იყოს ამ სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მრეწველობის აყვავებაში და მაშასადამე ყოველგვარი ბრძოლა ხაზეინ-სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყოველგვარი გაფიცვა საზარალო იქნება სახელმწიფოსათვის, როგორც ეს საზარალო იყო წინათ კერძო მწარმოებელისათვის.

მაგრამ მეორე მხრით არც რესპუბლიკაში ეკუთნის მუშას მთელი ნაყოფი თავისი შრომისა. როგორც კერძო მწარმოებელი ითვისებდა ზედმეტ ღირებულებას, ასევე სახელმწიფო მრეწველი, ან საზოგადოებრივი წარმოებაც მიითვისებს ამ ზედმეტ ღირებულებას, - მართალია სახელმწიფო ნაკლები პროცენტით დაკმაყოფილდება, მაგრამ მუშის შრომის ნაწილს მაინც ითვისებს.

უეჭველია მაშასდამე მუშის ინტერესები სრულიად უზრუნველყოფილი არც ამ გარდამავალ ხანაში იქნება და მაშასადამე ადგილი ექნება ბრძოლას სახელმწიფოსა და მუშას შორის.

როდესაც ჩვენი კონსტიტუცია იძლევა მშვიდობიან გაფიცვების უფლებას, თუ ეს გაფიცვა არ ეწინააღმდეგება უდრის იმას, რომ გაფიცვის უფლება მოსპოთ, ვინაითგან გაფიცვა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.

თითქოს სრულიად ლოღიკურია ჩვენი კონსტიტუციის ეს დებულება: სახელმწიფო თვით მუშათა კლასისაა და თავის თავს ხომ არ გაეფიცებაო! მაგრამ ცხადია სახელმწიფოს და მუშის ინტერესები თანასწორი არ არის ამიტომ შვენ არ შეგვიძლია მუშას მოუსპოთ საშუალება გაფიცვისა.

უეჭველია მუშათა კლასი კრიჭაში არ ჩაუდგება სახელმწიფოს, ვინაიდგან ეს სახელმწიფო მისია; უეჭველია მუშა არ მოისურვებს წარმოების მოსპობას, რადგანაც თითონ არის პატრონი, როგორც მოქალაქე და აი ჩვენი ცხოვრება ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვიმტკიცებს, რომ ჩვენს მშრომელს ხალხს უკვე შეგნებული აქვს ეს და იობის მოთმინებით იტანს გაჭირვებას, არ ეფიცება თავის სახელმწიფოს. და თუ ამას იგი იტანს დღეს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის კალაპოტში ჩამდგარი ცხოვრება და კერძო მწარმოებელი კიდევ დაპარპაშობს ასპარესზე, იგი უფრო მეტის ლმობიერებით მოეპყრობა სახელმწიფოს, როდესაც მართლა განხორციელდება საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ეკონომიური პოლიტიკა. მაგრამ ჩვენ ვერ მოუსპობთ მათ იმის საშუალებას, რომ უკიდურეს შემთხვევაში მუჯლუგუნი წაჰკრას სახელმწიფოს და მოაგონოს თავისი გაჭირვება.

ამიტომ მუხლი 42 უნდა ამგვარად შესწორდეს: „მუშათა ეკონომიური ხასიათის მშვიდობიანი გაფიცვა ნებადართულია“ და ამას კიდევ მიემატოს: „გაფიცვის დროს მუშებს ჯამაგირი უნდა ეძლიოს“.

აგრედვე აქ ირკვევა კიდევ ერთი ფრიად პრინციპიალური საკითხი, - ეს საკითხი ეხება მოხელეთა და მოსამსახურეთა უფლებებს. ჩვენი კონსტიტუცია სრულიად არ აქცევს ყურადღებას ამ დიდს ჯგუფს საზოგადოებისას. სხვა უფლებებზე მოხელეებისა ჩვენ ვილაპარაკებთ მეთხუთმეტე თავის განხილვის დროს, ხოლო აქ დროულად მიგვაჩნია გამოვარკვიოთ მოხელეთა უფლება გაფიცვებზე.

ხელმწორედ უნდა მოვიგონოთ, რომ ჩვენ ვამყარებთ დემოკრატიას, ვამყარებთ გარდამავალს ფორმას ხალხოსნური სახელმწიფოსას. აგრედვე დავინახეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა გახდნენ მწარმოებლებად. და უნდა გაჩაღდეს საზოგადოებრივი მრეწველობა-მეურნეობა.

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ხელში მოგროვდება თითქმის მთელი ეკონომიური ცხოვრება ჩვენი ერისა და იგი მოგვევლინება ხან როგორც მექარხნე, ხან მეურნე, ხან ვაჭარი, ხან მეთამბაქოე, ხან ელექტრონის, განათების, ტელეფონი, ფოსტის პატრონი, ხან აღმაშენებელი კომპანია, შარა-გზების და რკინის გზების გამყვანი და სხ. და სხ.

ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ინგლისმა მოახერხა გასაზოგადოებრიობა და გასახელმწიფოებრიობა მთელი რიგი დარგებისა, როგორც მრეწველობაში, აგრედვე მეურნეობაში და როგორც არა ერთხელ აღუნიშნავთ ეკონომისტებს, ინგლისში მოქალაქე რასაც კი ახლებს ხელს, ყველაფერი ეს დამზადებულია საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ორგანიზაციების მიერ და ჩვენს სახელმწიფოს ხომ კიდევ უფრო ფართო დავალება ეხსნება ამ მხრით.

მეორე მხრით, ჩვენს ხალხოსნურს სახელმწიფოში თანდათან ფეხს მოიკიდებს ის პრინციპი, რომ ყოველი მოქალაქე უნდა შრომობდეს და ხალხოსნურს სახელმწიფოში ყველა, ვინც კი ასრულებს საზოგადოებრივს სახელმწიფოებრივს ბეგარას, იქნება ის ფიზიკურად მომუშავე, ეგრედ წოდებული შავი მუშა, თუ მოხელე, კანტორის მოსამსახურე, იგი იქნება სახელმწიფოს მუშა-მოსამსახურე.

ამ შემთხვევაში ასეთ მუშა-მოსამსახურეზე და მოხელეზე შეუძლებელი იქნება ვიქონიოთ ძველებური ბიუროკრატიული შეხედულება, ვინაიდან ეს მოხელენი ცალკე კასტა კი არ იქნება, არამედ ყველა მოქალაქე იქნება აუცილებელი ნაწილი მთელი სახელმწიფოებრივი მანქანისა.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, „მუშათა გაფიცვებიო“, მუშათა წრიდან ვერ გამოვრიცხავთ სხვა მოქლაქეთაც, რომელნიც ასრულებენ სახელმწიფოებრივს საქმეს, ერთგვარს მოვალეობას, ბეგარას.

ავიღოთ სანიმუშოდ მუშები, რომელნიც მუშაობენ მაღაროებში, რომელთაც სახელმწიფომ უკვე მოუხდინა ნაციონალიზაცია, ან ავიღოთ მუშები იარაღის, თოფისწამლის, ფულის ექსპედიციის და სხ. და ცხადია, რომ ასეთ დარგში მომუშავე მუშების გაფიცვა ყოველთვის საზიანო იქნება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. მაშასადამე იმ ფორმულის ძალით 42 მუხლში რომაა ნახმარი, მთელი რიგი მუშებისა მოკლებულნი იქნებიან გაფიცვის უფლებას.

მეორე მხრით მოხელენიც ასევე უმეშვეოდ სახელმწიფოებრივს საქმეს აკეთებენ და მათი გაფიცვაც ისევე საზიანო იქნება, როგორც ზემოდ დასახელებული დარგის მუშებისა.

ამიტომ ჩვენ ვდგევართ ასეთი ალტერნატივის წინაშე: საერთოდ ჩვენს დემოკრატიაში იქნება დაშვებული გაფიცვა თუ არა.

ჩვენი აზრით, როგორც მუშებს ვერ წავართმევთ უფლებას თვისი ეკონომიური ინტერესების დაცვისას, აგრედვე ვერც მეორე დარგს მუშებისას, რომელთაც მოხელენი ეწოდება, ვერ წავართმევთ ამ უფლებას.

მშრომელს ხალხს ბოლოს და ბოლოს თავისი სახელმწიფო იმისთვის უნდა, რომ მათი არსებობა უზრუნველყოფილი იქნას და მათი ეკონომიური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს. თუ დღეს, როდესაც ეს-ეს არის ფეხს იდგამს ჩვენი რესპუბლიკა მუშებთან ერთად ითმენენ და ჩუმად არიან მოხელენიც, როდესაც მომავალში მომაგრდება სახელმწიფო, უკვე შესაძლებელი იქნება დავაჩუმოთ და დავამშვიდოთ ჩვენ მშრომელი ხალხი იმით, რომ ეს მათი სახელმწიფოა და უნდა მოითმინონ, იშიმშილონ, ყველაფერი მოიკლონ.

ჩვენთვის სახელმწიფო კი არ არის თვით მიზანი, არამედ მიზანი ხალხის უმწვერვალესი კეთილდღეობაა და სახელმწიფო ამის საშუალება.

ამ მოსაზრებათა მიხედვით საბოლოოდ მე-42 მუხლმა ასეთი სახე უნდა მიიღოს: „მუშა მოსამსახურეთა და მოხელეთა მშვიდობიანი გაფიცვა თავისუფალია“ (ან უკეთ რომ ვსთქვათ: ნებადართულია).

შემდეგ მუხლი 27 და 28 იძლევა გარანტიას, რომ დატუსაღებული მოქალაქე გამოუძიებლად და დაუკითხავად 48 საათზე მეტს აღარ დარჩება, მაგრამ აგრედვე უნდა მიეცეს შეპყრობილს გაიგოს რაში სდებენ ბრალს და მიეცეს საშუალება ამ ბრალდების წინააღმდეგ განმარტების და საბუთების წარდგენისა. აშკარაა, რომ მოქალაქემ უნდა იცოდეს ეს მისი უფლებაა, რაში სდებენ ბრალს, ამიტომ 28 მუხლს აბზაცს უნდა მიემატოს: „თავისუფლება წართმეულ პირებს ამავე დროს განმავლობაში უნდა ეცნობოს რომელი აღმასრულებელი ორგანოს მიერაა მათი დაკავება ბრძანება გაცემული და დაუყონებლივ უნდა მიეცეს მათ უფლება ამის წინააღმდეგ საბუთების და მოსაზრებების წამოყენებისა“.

მუხლი 38. „ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს კრება, თუ დანაშაულის ხასიათი მიიღო“. ასეთი ფორმულა მიუღებელია, რადგანაც ერთობ ზოგადადაა ნათქვამი და ადმინისტრაციას საშუალება ეძლევა „დანაშაულის ხასიათი“ ხშირად იქ დაინახოს, სადაც არ არის ასეთი დანაშაული. ამიტომ ეს მუხლი სრულიად უნდა ამოიშალოს.

მუხლი 40 სრულიად უნდა ამოიშალოს, რადგანაც მთელი შინაარსი კონსტიტუციისა ჰგულისხმობს ასეთს თავისუფლებას, ხოლო ზოგიერთ ნაწილში კი სხვა მუხლებს და საერთოდ გეზს რესპუბლიკისას არ ეთანხმება. ამ კონსტიტუციით საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის ფართო ასპარეზი ეძლევა კერძო საკუთრების, წარმოების და სხ. ჩამორთმევას და გასაზოგადოებას (იხ. 129 და 130 მუხლი). ასეთს ატმოსფეროში კი ცხადია კერძო ინიციატივა, კერძო სამრეწველო პროფესია ფრთებს ვერ გაშლის და საერთო ეკონომიური პოლიტიკა ჩვენი ისეთია, რომ ცნობილია პრიმატი (პირველობა) საზოგადოებრივი შემოქმედებისა. მაშასადამე არ შეესაბამება სინამდვილეს იმის თქმა, რომ უზრუნველყოფილია „სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარებაო“, მით უმეტეს ეს ითქმის „სავაჭრო“ პროფესიაზე. სახელმწიფოებრივი ფართო მონოპოლიის სისტემის რესპუბლიკაში არ შეიძლება ითქვას „უზრუნველყოფილია“ სავაჭრო პროფესიის თავისუფალი განვითარებაო“.

ამასთანავე შეუძლებელია ერთმანეთში აირიოს და ერთს მუხლში მოვათავსოთ „გონებრივი, სასულიერო, სავაჭო, სამეურნეო და სამრეწველო“ დარგებო კულტურისა. რა აქვთ ამათ საერთო!

45 მუხლში სადანადოთ არ არის აზრი გამოთქმული. „აკრძალულია უცხო სახელმწიფოს გადაეცეს პოლიტიკური დამნაშავეო“. ეს აზრი უკეთესია ასე გამოვსთქვათ: „უცხო სახელმწიფოთა პოლიტიკური დამნაშავე არ გაიცემა“ (არ გადაეცემა).

46 მუხლი ასე შესწორდეს: ამოიშალოს „საერთაშორისო წესით“ და დაემატოს: „თუ მათი უფლება სხვაფრივად არ არის განსაზღვრული საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს ურთიერთ შეთანხმებით“.

47 მუხლიდანაც ისე გამოდის, თითქოს მხოლოდ „ზემოაღნიშნულ კანონთა დადგენილების დარღვევისათვის“ მოეთხოვებოდეს კერძო ან თანამდებობის პირთ პასუხი. ნამდვილად კი პასუხი მოეთხოვება ყველას არა ზემოაღნიშნულ, არამედ „ქვემოდჩამოთვლილი“ და საერთოდ ყოველი კანონის დარღვევისათვის. ამას გარდა უხერხული გამოთქმაა „კანონთა დადგენილების დარღვევა“. კანონი ერთი მხრით თითონაა დადგენილება და დადგენილებასაც შეიძლება კანონის ხასიათი მიეცეს.

ასე რომ საერთოდ ეს მუხლი სულ ზედმეტია, რადგანაც პასუხისმგებლობა თავისთავადაც იგულისხმება და სხვა მუხლებშიაც არის აღნიშნული.

თავი მეოთხე
პარლამენტი

ჩვენ ზემოდ საკმაოდ ვილაპარაკეთ პარლამენტარიზმის შესახებ. საერთოდ საყოველთაო არჩევნებზე, წარმომადგენლობაზე და ხალხოსნობაზე, დემოკრატიაზე. მოვიგონებთ რა იმ პრინციპიალურს მოსაზრებებს ამ ცნებათა შესახებ, მოკლედ კიდევ შემდეგს ავღნიშნავთ.

მუხლი 53 ამბობს, რომ რესპუბლიკა დაყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებად და თითოეულს ოლქს მიეცემა „განსაზღრული პროპორციული რიცხვი დეპუტატებისა“-ო.

თავდაპირველად ეს სისტემა მიუღებელია, არ არის სასურველი სპეციფიური ადგილობრივი საქართველოს ისტორიული მიზეზების გამო. მთელი ჩვენი ძველი ისტორიული ცხოვრება დახასიათდება დაქსაქსულობით, პარტიკულიარიზმით, რომელსაც ასაზრდოებდა ფეოდალიზმი.

თუ მეთორმეტე საუკუნეს, თამარის დროს ისტორიკოსები ოქროს ხანას უწოდებენ ჩვენს ისტორიაში და მართლადაც ამ დროს მიაღწია საქართველომ სახელმწიფოებრივ ძლიერებას, განათლების და კეთილდღეობის უმწვერვალეს წერტილს შედარებით სხვა დროსთან, ეს იმით აიხსნება, რომ ამ პიროვნებამ შესძლო დაეძლია ტომობრივი დაქსასულობა, დაემორჩილებია გოროზი ფეოდალები, მოესპო პარტიკულიარიზმი და შეექმნა ერთი მთლიანი საქართველო.

ამ ერთობამ შეაძლებინა საქართველოს მტრების ალაგმვა და თვისი საზღვრების უზრუნველყოფა. მაგრამ თამარის სიკვდილთან ერთად დაირღვა ეს მთლიანობაც და მას შემდეგ იწყება საქართველოს დასუსტება, დაქვეითება, მისი ცხოვრების დეკადანსი და ესეც იყო ერთი უდიდესი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ „დიდს ერთმორწმუნე რუსეთს შეაფარა თავი“.

ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამბობს ხალხი და რუსეთის ბატონობამ ის სიკეთე მოგვიტანა ჩვენ, რომ საუკუნოებით დაქსაქსული საქართველო გააერთიანა. მთელმა საქართველომ ერთნაირად იგრძნო მონობაში თავი და, ვინაიდან მთელი ერი ერთს ტაფაში იხრაკებოდა თანდათან განვითარდა მთლიანობის გრძნობა ეროვნული შეგნება და დღეს თუ ჩვენ მოპოებული გვაქვს ეროვნული თავისუფლება და ვაშენებთ ეროვნულს სახელმწიფოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ეროვნული შეგნების ნაყოფია.

ეს ასეა, მაგრამ ცხადია, რომ დღესაც არსებობს ერთგვარი ტომობრივი ტრადიციები, კუთხური პატრიოტიზმი და ჩვენ რომ ხელი შეუწყოთ ამ გრძნობას, გავაღვივოთ იგი, ამით სამარეს გავუთხრით ჩვენს ერთობას; ისევ დავქსაქსავთ მთლიანს ერს და ამით შეუძლებელს გავხდით ეროვნულს აღორძინებას. კონსტიტუციაში არა სჩანს რამდენ ოლქად იქნება დაყოფილი რესპუბლიკა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ორი შესაძლებლობა: ან უნდა იყოს დაყოფილი საერისთავოდ და სამთავროებად, ე.ი. ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო და სხ. ან შეიძლება დაიყოს მაზრებად.

არც ერთი არც მეორე მისაღები არ არის, რადგანაც ამას არ მოითხოვს არავითარი მოსაზრება, არც პრინციპიალური და არც ტეხნიკური და ზიანს კი დიდს მოგვიტანს, მაზრებიც თითქმის იგივე ტომობრივი დაყოფა იქნება: ოზურგეთის მაზრა გურიაა, სენაკის და ზუგდიდის - სამეგრელო, ქუთაისის და შორაპნისა - იმერეთი, გორის მაზრა - ქართლი, თელავისა - კახეთი და თუ გნებავთ სიღნაღისა - ქიზიყი და სხ.

მაგრამ არსებობს ბევრი სხვა მოსაზრებაც, ღრმა პრინციპიალური ხასიათისა, რაიცა შეუძლებლად ჰხდის შედარებით პატარა ერთეულის კიდევ ოლქებად დაყოფას.

როდესაც საფრანგეთი და ამერიკა დაყოფილია საარჩევნო ოლქებად, ეს კიდევ გასაგებია, რადგანაც ტეხნიკურად ძნელია რამდენიმე მილიონი ამომრჩევლის ერთ ერთეულში მოქცევა; სხვა არა იყოს, ხმების დათვლა მოითხოვს დიდს შრომას. მაგრამ საქართველოს დაყოფვა გურიის ან ოზურგეთის მაზრის, სამეგრელოს ან ზუგდიდის მაზრის და სხ. დეპუტატებად სრულიად მიუღებელია. არსებობს წმინდა პარლამენტარიზმისაგან განმტკიცებული ერთი ფრაქცია, რომ დეპუტატი წარმომადგენელია მთელი ერის და არა ოლქისაო. ბურჟუაზიას ამ პრინციპის განმტკიცება იმისათვის დასჭირდა, რომ განემტკიცებინა ამით პარლამენტის სუვერენობა. თუ დეპუტატები მთელი ერის წარმომადგენელნი არიან, ეს დიდს ავტორიტეტს აძლევს ამ ერის თვალში პარლამენტს და ამით კი სარგებლობს პარლამენტი და ერის სუვერენობა თავის თავზე გადააქვს.

ჩვენს რესპუბლიკაში კი არ არის წმინდა პარლამენტარიზმი, ე.ი. სუვერენობა ეკუთნის არა პარლამენტს, არამედ ხალხს; ჩვენშია არა პარლამენტარიზმი არამედ დემოკრატიზმი. მაშასადამე თუ პარლამენტარიზმის სისტემისთვისაც კი, სადაც არჩევნები ოლქობრივ სწარმოებს, ფიქციაა რომ ვითომ ყოველი დეპუტატი წარმომადგენელია მთელი ერისა და არა ოლქისა, მით უმეტეს შეუფერებელია ეს პრინციპი ჩვენი ხალხოსნური სახელმწიფოსათვის.

არსებითად მართალი არ არის, თითქოს ყოველი დეპუტატი მთელი ერის წარმომადგენელი იყოს იმიტომაც, რომ დეპუტატებს ირჩევენ პოლიტიკური პარტიები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, რადგან მათ აქვთ თვისი ინტერესები ამისდა მიხედვით, თუ რომელ კლასს ეყრდნობიან, რომელი კლასის ინტერესებს იცავენ. აგრედვე რომელიმე ჯგუფი იმისთვის ირჩევს ამა თუ იმ დეპუტატს, რომ იგი იყოს სახელმწიფოებრივ უმაღლეს ორგანოში მისი წარმომადგენელი და დაიცვას მისი კლასობრივი ან ჯგუფობრივი ინტერესი. და რომ მართლაც მთელი ერი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ამისთვისაა შემოღებული პროპორციული სისტემა არჩევნებში. პროპორციული სისტემის წყალობით უმცირესს ჯგუფსაც საშუალება ეძლევა იყოლიოს წარმომადგენელი პარლამენტში და ეგევე სისტემა უფრო ცხადჰყოფს, რომ შეუძლებელია თვითოეულს დეპუტატს ერის წარმომადგენელი უწოდოთ. ვსთქვათ რომელიმე სიამ მიიღო სწორედ იმდენი ხმა, რამდენიც საჭიროა ერთი დეპუტატის ასარჩევად. მაგალითად 5 ან 6 ათასი: ხომ ცხადია, რომ ასეთი დეპუტატი არის წარმომადგენელი ამ ხუთი ათასი მოქალაქისა და გამომხატველი მათი ინტერესისა და არ მთელი ერისა.

ამ უკანასკნელს დროს უფრო დემოკრატიულს ქვეყნებში, შვეიცარიასა და ამერიკაში კიდევაც სწარმოებს ერთგვარი ბრძოლა ამ ფიქციის წინააღმდეგ. ამერიკაში თვით ხალხი და დეპუტატებიც სთვლიან დეპუტატს ოლქის წარმომადგენლად და საამისო გამოთქმაც მუშავდება: ამბობენ „დეპუტატი ედინბურგისა, აბერდინისა“-ო და სხ. ყურადსაღებია, რომ მეცნიერებაში ამ საკითხის შესახებ აზრები იცვლება იმისდა-მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია პარლამენტი.

მე-XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისში ლორდ ბლეკსტონი იცავდა პარლამენტის „თვითმპყრობელობას და უკონტროლობას“ ეს ის დრო იყო, როდესაც მივწყებული იყო ხალხის დიდი მოძრაობა და პარლამენტმა ჩაიგდო ფაქტიურად ხალხის უფლება ხელში, ბლეკსტონი იცავდა იმ აზრს, რომ დეპუტატი წარმოადგენს მთელს ხალხს და არა ოლქსაო.

მაგრამ მეორე მეცნიერი, ტომას პენი ისევ რევლიუციონურს ხანაში ცხოვრობდა და ჯონ ლოკკივით და უფრო გაბედულადაც იცავდა ხალხის სუვერენობას პარლამენტის სუვერენობის წინააღმდეგ.

მეცნიერი ესმენიც ბლეკსტონივით დეპუტატს სახავს ნაციის წარმომადგენლად და არა ოლქისა „და ეს იმისათვის, რომ მოსპონ დეპუტატის პასუხისმგებლობა“-ო, სწერს ტახტარიოვი (იხ. მისი წიგნი: «Отъ представительства къ народовластiю»).

ამერიკელი მეცნიერი დოუელი ამბობს: „არ არის წარმომადგენელი, რომელიც მართლაც მთელი ერის წარმომადგენელი იყოსო“ და განმარტავს, რომ დეპუტატი არსებითად თავისი საკუთარი იდეების წარმომადგენელია ზნეობრივი მიდრეკილების მხრით და სხვა მხრით კი იგი უაღრესად იმათი იდეების გამომხატველია, რომელთაც იგი აირჩიეს და რომელთა ხმების იმედიც მას აქვს შემდეგისთვისაცო.

საინტერესოა აგრედვე ღენერალ ბულანჟეს ისტორია ამ საკითხის გასაშუქებლად. 1881 წელს ბულანჟემ საფრანგეთის ყველა ოლქში დაიდგა ყუთი რომ „ერის წარმომადგენლად“ მოვლინებულიყო, მაგრამ სწორედ მეცნიერებმა ასტეხეს განგაში, რომ ეს არის ხალხის უფლებების უზურპაციაო და სხ.; ბულანჟე იძულებული შეიქნა თავი მოეკლა და გამოიცა კანონი 1889წ. 17-VI „არავის შეუძლია კანდიდატად გამოსვლა ერთი ოლქის მეტშიო“.

ამნაირად, როდესაც საზოგადოება ჯერ კიდევ კლასობრივი სტრუქტურისაა როდესაც არსებობს პარტიული სიების სისტემა, და სადაც არის პროპორციული არჩევნები, აბსურდია იმის თქმა, რომ დეპუტატი მთელი ერის წარმომადგენელიაო.

ამიტომაცაა ჩვენი კონსტიტუციის პროექტის 54 მუხლი ბუნდოვანი: „პარლამენტის წევრები წარმოადგენენ მთელ ერს და არა ცალკე ოლქს, რომელმაც ისინი აირჩიაო“. აქ არა სჩანს „თვითეული“ წევრის შესახებაა ლაპარაკი, „ოლქის დეპუტატებზე“, თუ „ყველას“ შესახებ.

თუ აქ იმის თქმა უნდათ, რომ „თვითეული დეპუტატი წარმოადგენს მთელს ერსო“, ეს, როგორც ზევით დავინახეთ, არ შეესაბამება სინამდვილეს და არ ეგუება დემოკრატიას („დემოკრატიულს რესპუბლიკას“) და თუ ამას ამბობენ წარმომადგენლების შესახებ „მთლიანად“, ეს კიდევ მისაღებია, მაგრამ ოლქის გამო ლაპარაკი ზედმეტი ხდება.

ასე რომ, თუ ჩვენ მივიღებთ ოლქობრივს სისტემას, მაშინ ძალა უნებურად უნდა მივიღოთ ის ფიქციაც, ვითომ მიუხედავად იმისა, რომ კაცს ოლქში ირჩევენ, იგი მაინც მთელი ერის წარმომადგენელი არისო, - ეს კი არც საჭიროა და არც სასურველი. ორში ერთი უნდა მივიღოთ: ან მთელი რესპუბლიკა ერთს საარჩევნო ოლქად დარჩეს და მაშინ კიდევ მისაღებია ის ფიქცია, მაგრამ თუ ოლქებად დაიყო, დეპუტატებიც უნდა მივიღოთ, როგორც ოლქის დეპუტატები.

ოლქობრივი სისტემა თუ იქნა დატოვებული კონსტიტუციაში, მაშინ ისიც უნდა იქნას განსაზღვრული, თუ რამდენს ოლქში შეიძლება კანდიდატურის წამოყენება.

ამერიკაში კონსტიტუციურ ჩვეულებად განმტკიცდა, რომ კანდიდატი იმ ოლქის მცხოვრებიც უნდა იყოს, სადაც მისი კანდიდატურაა წამოყენებული.

აგრედვე ოლქობრივი სისტემა აადვილებს ნამდვილს დემოკრატიულს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთ შეეძლოთ უკანვე გამოწვევა დეპუტატისა, თუ იგი გადაუხვევს მათს მიზნებს ან არ გაამართლებს მათს იმედებს.

აქვე იჩენს თავს საკითხი, აქვთ თუ არა უფლება ამომრჩეველთ განსაზღვრული დავალება დააკისრონ დეპუტატს და სხ. და სხ.

ასე რომ ოლქობრივი სისტემა თუ დარჩება, მაშინ ამგვარი მოთხოვნილებათა მთელი რიგი უნდა იქნას მხედველობაში მიღებული; ჩვენს პროექტში კი ეს არ არის გათვალისწინებული და ამ მხრით იგი უსრულია.

ოლქობად დაყოფა გვავალებს ყველა ეს მოთხოვნილებაც ავასრულოთ და მათი კონსტიტუციაში აღნიშვნა კი სასურველი არ არის.

ოლქობრივს სისტემას აგრედვე ბევრი ნაკლიცა აქვს. ოლქობრივი სისტემის ბრალია რამოდენიმედ ის, რომ ოლქის ერთეულში არჩეული დეპუტატები ერთგვარს პრეტენზიებს აცხადებენ ამ ოლქზე; მაგალითად ამ ოლქში მოსამსახურეთა და მოხელეთა დანიშვნა თავის უფლებად მიაჩნიათ და თავის კანდიდატს აყენებენ. ჩვენში ჯერ ახლა რამდენი უხერხულობაა ამ მხრით და ადვილი წარმოსადგენია, რა იქნება ოლქობრივი სისტემის დროს.

თუ ოლქები იქნება, ცხადია თვითეულს ოლქს უნდა მივაკუთნოთ პროპორციულის წესით განსაზღვრული რიცხვი დეპუტატებისა. ამისათვის კი ყოველი ახალი არჩევნების წინ უნდა მოხდეს ახალი აღწერა მცხოვრებთა, რადგანაც მცხოვრებთა რიცხვი აუცილებელი იქნება, თორემ შესაძლებელია ჩვენშიც განმეორდეს ინგლისის „დამპალი დაბების“ ისტორია, ე.ი. შეიძლება რომელიმე საარჩევნო ოლქი, თუ სულ არ დაიცლება, იმდენად მაინც შემცირდეს, რომ ათი დეპუტატის ნაცვლად ერთი ერგებოდეს, მაგრამ მაინც ათს ირჩევდეს შეიძლება ისიც მოხდეს, რომ რომელიმე ოლქი ხუთი-ათი წლის განმავლობაში და სამს წელშიაც ისე გაიზარდოს, რომ ორი იმდენი დეპუტატი ერგებოდეს, რამდენიც წინად ჰყავდა. ასეთი ხშირი აღწერა კი ძალიან კარგია, მაგრამ ისეთი ძნელია და ძვირი, რომ ჩვენი ხაზინა ამას ვერ შეძლებს.

ერთი დიდი ნაკლი აქვს იმ წესს, როდესაც მთელი რესპუბლიკა ერთს საარჩევნო ერთეულს წარმოადგენს. ეს ნაკლი ის არის, რომ ერთი გავლენიანი პარტია თვისი პოპულიარული და გავლენიანი ლიდერების სახელით დაჩრდილავს სხვა პარტიებს. შესაძლებელია თვით პარტიას არ მისცეს ბევრმა ხმა, მაგრამ როდესაც იგი ამ პარტიის სიის პირველს რიგში ამოიკითხავს საყოველთაოდ ცნობილს და პოპულიარულს პირებს, იგი ბრმავდება ამ პიროვნებათა ავტორიტეტით და ხმას აძლევს მისთვის არა სასურველს პარტიას. ეს აშკარაა, მაგრამ ოლქობრივ სისტემის ნაკლი გაცილებით მეტია და ამიტომ ჩვენ ისევ ერთი მთლიანი საარჩევნო ერთეულის სისტემას ვირჩევთ.

ამნაირად 53 და 54 მუხლი ჩვენი შესწორებით ასეთი უნდა იყოს: § 53 პარლამენტის წევრთა ასარჩევად რესპუბლიკა ერთი მთლიანი ერთეულია.

პარლამენტის წევრები მთელი ერის წარმომადგენლები არიან.

§55. დეპუტატი განსაკუთრებით დემოკრატიაში, რესპუბლიკაში, („დემოკრატიულს რესპუბლიკაში“) არა მარტო პარლამენტშია ვალდებული ფხიზლად მოეკიდოს თავის მოვალეობას და ემსახუროს ხალხს, არამედ იგი ყოველგან და ყოველთვის თვალსყურს ადევნებს, როგორც კანონმდებლობას, აგრედვე კანონის ასრულებას და აგრედვე მართლ მსაჯულებას. დეპუტატის შესახებ უნდა არსებობდეს, და არსებობს კიდეც, ისეთი პრეზუმცია, - თავის თავად იგულისხმება რომ იგი მუდამ „თავის მოვალეობას ასრულებს“. მაშასადამე სრულიად ზედმეტია იმისი თქმა, რომ იგი პასუხს აგებს „იმ აზრსა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროსა“-ო.

აგრედვე ამ მუხლში ერთი ვრცლად და ბუნდოვნადაა ნათქვამი მისი შეპყრობის ან სამართალში მიცემის შესახებ და საბოლოდ ეს მუხლი ასე უნდა შესწორდეს: §54 (-55 პრ.) „არ შეიძლება პარლამენტის წევრის პასუხისგებაში მიცემა მის მიერ წარმოთქმული აზრისა და შეხედულებებისათვის“. შემდეგ რჩება პროექტის ტექსტი, ხოლო კიდევ ჩაემატება: ...„გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ“ და სხ.

§ 57 (-58 პრ.) ჩაემატოს „პროფესორი“ იმათ რიცხვში რომელთაც შეუძლიათ იყვნენ ერთ და იმავე დროს დეპუტატიც. ერთი რომ ჩვენ უკვე გვაქვს კანონი და ტრადიციაც ასეთი შეთავსებისა და მეორე მხრით ეს სასარგებლოც იქნება. რასაკვირველია პარლამენტში რაც შეიძლება მეტი სერიოზული და მცოდნე პირები უნდა იყვნენ და მეორე მხრით ჩვენი უნივერსიტეტი ისე ღარიბია სამეცნიერო ძალების მხრით, რომ როდესაც ეს შესაძლებელია მას სრულიად არ უნდა გამოვსტაცოთ მეცნიერი. § 71 (72 პრ.) ამ მუხლში უნდა ამოიშალოს სიტყვა „ახლად“. ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება განუწყვეტლივ თვალყური ადევნოს კანონმდებლობას, დაიწუნოს, რაც არ მოსწონს, მოთხოვოს რა კანონიცა ჰსურს. პროექტი კი ამ უფლებას ზღუდავს და ხალხს აძლევს უფლებას ინიციატივისას, თაოსნობისას მხოლოდ „ახლად მიღებული“ კანონის სარეფერენდუმოდ მოთხოვნას. მაგრამ თუ ამოვშლით სიტყვას „ახლად“, მაშინ ხალხს უფლება ექნება, მოითხოვოს ხმის ჩამოტარება, როგორც ახალი ისევე ძველი კანონისათვის და აგრედვე დამზადებული პროექტიც მოაწოდოს პარლამენტს სარეფერენდუმოდ.

§ 72 (73 პრ.) ამ მუხლში უნდა ამოიშალოს მეორე ნაწილი ამ მუხლისა, ვინაიდან არავითარი მოსაზრება არ არსებობს იმის გასამართლებლად, თითქოს არ შეიძლებოდეს ზედი-ზედ სამი წლის განმავლობაში (სესიის ვადა) არჩეულ იქნას თავმჯდომარეს და მის ამხანაგად ერთი და იგივე პირი. ერთად-ერთი მხედველობაში მისაღებია ხალხის ინტერესი და ამ თვალსაზრისით კი უფლების უზურპაცია ან სხვა რამ საშიშროება შეუძლებელია ამ მხრით. ზოგიერთს რესპუბლიკაში პრეზიდენტის შესახებაა ასეთი აკრძალვა გათვალისწინებული და ამას აქვს ერთგვარი საფუძველი, რადგანაც პრეზიდენტიდან მეფემდე ერთი ნაბიჯია.

ამ მეოთხე თავს უნდა ჩაემატოს შემდეგი მუხლები.

§ 73 (ახალი). „იმ მოხელეს და მუშა-მოსამსახურეს, რომლის კანდიდატურაც წამოყენებული იქნება, უნდა მიეცეს არჩევნების მომზადებისათვის არა ნაკლებ ორი კვირის შვებულება“.

§ 74 (ახალი.) „პარლამენტი ნიშნავს საგამომძიებლო პარლამენტის კომისიას, თუ ამას მოითხოვს პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედი“. ეს აუცილებელი შესწორებაა შეკითხვის უფლებისა. ჩვენი რესპუბლიკის სინამდვილემ დაგვანახვა, რომ შეკითხვას ოპოზიციისას, რაც უნდა სამართლიანი და საბუთიანი იყოს იგი, ფაქტიური შედეგი არ მოსდევს. უმრავლესობის პარტია იმის შიშით, რომ მათს მთავრობას უნდობლობა არ გამოუცხადონო, აშკარა უწესოებასაც კი ხელს აფარებს და შინაურული წესით ასწორებს, თუ მოისურვებს მითითებულ დეფექტებს მაგრამ თუ ერთი მეხუთედის მოთხოვნით პარლამენტი დანიშნავს გამოძიებას, მაშინ ხალხს ექნება ერთგვარი გარანტია, რომ უმრავლესობის პარტიის უპასუხისმგებლობა არ იქნება. ეს სასარგებლო იქნება, ვინაიდან მთავრობისთვის უნდობლობის გამოუცხადებლადაც შესაძლებელი გახდება იმისი გამორკვევა მართალია თუ არა ოპოზიციის მიერ აღნიშნული დეფექტები.

თავი მეექვსე
სასამართლო

Quod principis placuit legis habet vigorem - რასაც მეფე დაადგენს - კანონის ძალა აქვსო. ასე დახასიათდება ის სახელმწიფო, სადაც მთელი ძალა-უფლება და ხელისუფლების ყველა ფუნქცია ერთის ხელში არის.

ძველს აბსოლიუტურს სახელმწიფოში არავითარი განსხვავება კანონსა და თვითმპყრობელის ნება-სურვილს შორის არ არსებობს.

მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეში საყოველთაოდ ცნობილია აუცილებლობა იმისა, რომ მეფის უფლება კანონზე მაღლა სდგას. მეფეა წყარო კანონისა და ყოველი ნორმისა, მაგრამ ამ კანონთა და ნორმათა ძალა ვერ ადის „მეფის ტახტის სიმაღლემდე“.

ძველს მონარქიაშიაც არის, ეგრედწოდებული, ადმინისტრაციული კანონები, მაგრამ მათ ძალა აქვთ ქვევით მდგარ ხელის-უფლებაზე და განსაკუთრებით ქვეშევრდომებზე, მაგრამ არა ვრცელდება თვითმპყრობელზე.

რასაკვირველია, ქვეშევრდომს არა აქვს არავითარი უფლება იმ მმართველი ხელისუფლებისადმი, რომელიც კანონის მაღლა სდგას და ეგრედ წოდებული კატეგორია სუბიექტიური საჯარო უფლებისა - უფლება მოქალაქეთა, ამ რეჟიმმა არ იცის, - იქ არის უფლებანი მხოლოდ წოდებათა და არა უფლება მოქალაქისა და იქ თვით მოქალაქეც არ არსებოს.

აბსოლიუტური მონარქიების ქვეშევრდომს, როდესაც რაიმე განკარგულება და ბრძანება არღვევს და ჰლახავს მის ინტერესებს, ამის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ჩივილი შეუძლიან უფროსებთან, მაგრამ მას არა აქვს უფლება სასამართლოში საჩივრის ან სარჩელის აღძვრისა.

აბსოლიუტურს წესწყობილებაში არის ქვეშევრდომი, რომელიც კანონის თვალში ობიექტია და არ არსებობს. მოქალაქე, რომელსაც აქვს მთელი კომპლექტი მოვალეობათა და უფლებათა.

უმთავრესი დამახასიათებელი პრინციპი აბსოლიუტიზმისა ხელისუფლებათა დიფერენციაცია, განვითარება, კანონმდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლება და სასმართლო შეგროვილია თვითმპყრობელის ხელში.

მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის ფილოსოფიის განმათავისუფლებელი იდეების მეოხებით დამკვიდრდა ეს განვითარება კანონმდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლებისა, მაგრამ რაც შეეხება სასამართლოს, იგი ამ აბსოლიუტიზმის დროსაც ახერხებდა, ასე თუ ისე დამოუკიდებელს არსებობას.

მართალია, ყოველი სასამართლოს საქმე შეეძლო შეეჩერებინა, თავის განხილვაში აეღო, ჩარეოდა სასამართლოს უმაღლესი მთავრობა, მეფე და ამ „უფლების“ გამომხატველი ნორმებიც კი არსებობდა საფრანგეთში - „jusfice refenue“ და გერმანიაში „Machtsprücse“ მაგრამ მაინც ერთგვარად სასამართლო კანონს ექვემდებარებოდა.

ერთი მხრით, ასე ვსთქვათ, ასეთს „თავისუფლებას სასამართლოსას“ ხელს უწყობდა ის, რომ მაგალითად, საფრანგეთში მოსამართლის თანამდებობის ყიდვა შეიძლებოდა. და ცხადია მოსამართლე, რომელსაც ნაყიდი ექნებოდა თანამდებობა, ეცდებოდა სხვისგან რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო, მონტესკიემ, რასაკვირველია, იცოდა ეს შედარებით დამოუკიდებელი მდგომარეობა სასამართლოსი და ამართლებდა კიდეც თანამდებობის ყიდვის სისტემს, რადგანაც მისი აზრით ასეთი წესის მეოხებით უფრო ძნელი იქნება საქმის მოჭახრაკება და ნათლიმამობაო.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს გერმანიაში თანდათან უფრო და უფრო ნაკლებ ერევა სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში უმაღლესი ხელის-უფლება, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ პირველი 1739 წელს იმუქრება, რომ იგი შეუბრალებლად ჩამოახრჩობს „ძაღლთან ერთად“ ყველას ვინც მას მიმართავს სასამართლოს მიერ გარჩეული საქმისათვის და 1752 წლის ოქტომბრის 22-ს რესკრიპტით აცხადებს, რომ იგი არ ჩაერევა სასამართლოს საქმეებში და თავის საქმეებშიც თითონაც სახელმწიფოს კანონებს დაექვემდებარება.

1772 წელს უკვე მთავრობის განცხადებით სასამართლოს უპირველესი საფუძველია, რომ არც ერთი საქმე, რომელიც უკვე გაირჩა სასამართლოს უკანასკნელს ინსტანციაში, არ შეიძლება გადასინჯული იქნასო.

რუსეთში პეტრე დიდმა რომ სენატი დააწესა, თან რეკეტმეისტერის თანამდებობის დაარსებისას უქაზით აკრძალა სენატის გადაწყვეტილების გასაჩივრება. სენატი მისი უდიდებულესობის უმაღლესი რწმუნებულია, უაღრესად პატიოსანთა და ცნობილთაგან შესდგება იგი და მის იქით არავის სათხოვნელი გზა არა აქვს და ვინც გაბედავს ასეთს კადნიერებას იგი სიკვდილით დაისჯებაო. ტენდენცია სასამართლოს „დამოუკიდებლობისა“ ასეთი იყო პეტრეს დროსაც. მაგრამ სამოქალაქო და სისხლის სასამართლო კანონს დაექვემდებარა მხოლოდ ალექსანდრე მეორის რეფორმის წყალობით.

თუ როდისმე იურიდიულს ნორმებს, კანონს აქვს და უნდა ჰქონდეს უაღრესად ავტორიტარული ხასიათი და ძალა, თუ როდისმე კანონი უნდა იყოს საფუძველი საზოგადოებრივი ურთიერთობისა სახელმწიფოში, ეს არსებობს და ხორციელდება მხოლოდ კონსტიტუციურს სახელმწიფოში, ე.ი. ისეთს სახელმწიფოში, სადაც უკვე აღარ არის ქვეშევრდომი, არამედ არის სუბიექტი კერძო და საჯარო უფლებათა მოქალაქე.

ყველასთვის, ვისაც კი სწამს და ვინც იღებს სახელმწიფოს, ე.ი. არ უარჰყოფს ფორმასთან ერთად თვით იდეას სახელმწიფოსას, აუცილებელია ცნობა და მიღება იმ სისტემისა, სადაც არც ერთი ხელის უფლება კანონზე მაღლა არა სდგას და მხოლოდ ასეთს სახელმწიფოს ეწოდება „უფლებრივი სახელმწიფო“.

მხოლოდ უფლებრივს სახელმწიფოშია აღმასრულებელი ხელისუფლება დაქვემდებარებული კანონმდებელს ხელისუფლებას და მხოლოდ იმ წესწყობილებას შეგვიძლია დავარქვათ „უფლებრივი“ სადაც ეს ასეა და აი სასამართლო მოწოდებულია დარაჯად უდგეს ამ უფლებრიობას.

სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის მიზანშეწონილების, საზოგადოებრივი ან კერძო სარგებლიანობის თვალსაზრისით ხელმძღვანელობა, არამედ იგი თვისი განაჩენით. აღნიშანავს უფლების არსებობას და განამტკიცებს, იცავს ამ უფლებას, თუ იგი შელახულია.

„აღნიშვნა უფლებისა უფლების დასაცავადო, აი ეს არის მოსამართლის დანიშნულებაო“ ამბობს მეცნიერება, თუ კანონმდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლება თვითმოქმედია და აქტიური, თუ იგი ხელმძღვანელობს კერძო და საზოგადოებრივს ინტერესებს, სასამართლო სრულიად უმოქმედოა მანამ, სანამდის მას არ მოუწოდებენ დარღვეული უფლების დასაცავად, სანამ არ დარღვეულა უფლება. „სადაც არ არის დავა - იქ არ არის სასამართლო“... „მოსამართლეს ჰკითხავენ - იგი უპასუხებსო“ სწერს ვ.მ. გესსენი.

უფლებრივს სახელმწიფოში მოქალაქე პოულობს, იღებს უკვე უფლებებს და ამ უფლებებს იელინეკი სამ ჯგუფად ჰყოფს 1. უფლება თავისუფლებისა ე.ი. განთავისუფლება მოქალაქისა, თუ ასე ითქმის სახელმწიფოს მეურვეობისაგან (от опеки) და მიღება სიტყვის, წერის სინდისის, კრების, კავშირის და სხვა და სხვა თავისუფლებისა. ამ უფლებათა დასაცავად მოქალაქეს აქვს უფლება საჩივრისა, სარჩელისა. 2. მეორე ჯგუფს შეადგენს ყოველივე ის, რისი მოთხოვნის უფლებაცა აქვს მოქალაქეს სახელმწიფოსაგან, რაც შეადგენს სახელმწიფოს მოვალეობას და მოქალაქის უფლებას, როგორც მაგალითად, უფლება საჩივრის აღძვრისა, მოთხოვნა სამართლისა. და 3. მესამე კატეგორიაა - პოლიტიკურ უფლებანი, ე.ი. უფლება სახელმწიფოებრივი ხელისუფლებაში მონაწილეობისა. (არჩევნები და სხვ.)

ყოველივე ამ უფლების დასაცავად საჭიროა არსებობდეს გარანტია და ერთ-ერთს ასეთს გარანტიას წარმოადგენს ადმინისტრაციული იუსტიცია, რომელსაც მეცნიერებაში განსაზღვრავენ როგორც ისეთს სასამართლოს, რომელიც აუქმებს ადმინისტრაციული ხელისუფლების უკანონო განკარგულებათ.

ფრანგი და გერმანელი სახელმწიფოებრივი უფლების მეცნიერნი თითქმის ყველაფერი იმ თეორიის მომხრენი არიან რომ ადმინისტრატიული სასამართლოები მოწოდებულია ყოველივე ხელისუფლების უკანონოთ მოქმედების და განკარგულების გასაუქმებლად და უფლებრივი წონა-სწორობის აღსადგენად. აგრედვე უფლებრივს სახელმწიფოში უნდა არსებობდეს საქალაქო და სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობა ხელისუფლებათა ყველა წარმომადგენლისა და თვით მინისტრებისაც.

ეს მდგომარეობა იწვევს აგრედვე იმ გარემოებას, რომ თანდათან სუსტდება და ბოლოს სულაც უქმდება ეგრედ წოდებული „ადმინისტრატიული გარანტია“ რაც იმაში მდგომარეობდა, რომ მოხელის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლებოდა, თუ არ მისი უფროსის ნებართვით.

ხელისუფლებათა განვითარების თვალსაზრისით (separation des pouviors) რასაკვირველია მიუღებელია ეს „ადმინისტრატიული გარანტია“, ვინაიდან თუ აღმასრულებელი ხელისუფლება დაქვემდებარებულია კანონმდებელს ხელისუფლებას კანონის და უფლების დარღვევის განხილვა და აღდგენა უნდა ჰქონდეს მინდობილი დამოუკიდებელს საერთო სასამართლოს.

კანონი ის არის, რაც ბატონს მოეპრიანებაო, თუ ამ პრინციპზე იყო აგებული აბსოლუტური სახელმწიფოები, უფლებრივი და მით უმეტეს ხალხოსნური სახელმწიფო, რესპუბლიკა, დემოკრატია ანხორციელებს და ემყარება ძველს რომაულს პრინციპს: lex est qouh populus jubet atque constitiut.

ჩვენი პროექტიც კონსტიტუციისა ამ პრინციპზეა აშენებული.

ბევრი რამ, რაც აღნიშნულია ჩვენი კონსტიტუციის პროექტში, გადმოღებულია ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლად არსებობის სინამდვილიდან და ეს უფრო ითქმის სწორედ სასამართლოს შესახებ. ნაშენობა, კონსტრუქცია სასამართლოსი ჩვენში დარჩა ისეთივე, როგორიც იყო რუსეთში, ხოლო რევოლიუციის სინამდვილემ შეიტანა ის ახალი უაღრესად დემოკრატიული პრინციპები, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ და განვიხილეთ.

არსებობს სამი ინსტანცია, სენატია ის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც ევალება „თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და სისწორით ასრულებას“ და იგია საკასაციო ინსტანცია.

ჩვენს პროექტში მტკიცედ გატარებულია სასამართლოს დამოუდებლობა და აგრედვე იგი დაქვემდებარებულია კანონს. მის საქმეში ჩარევა, ან მისი საბოლოო დადგენილების შეცვლა-შეჩერება არავის ძალუძს.

აგრედვე ჩვენი კონსტიტუციით გაუქმებულია ყოველგვარი განსაკუთრებული ან წოდებრივი სასამართლონი, ყოველი მოქალაქე გასამართლებული უნდა იქნეს საერთო წესითაო“ ამბობს 23 მუხლი და გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ დისციპლინარული წესი, მაგალითად სამხედრო უწყებაში.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი პროექტით „ყოველგვარი სისხლის სამართლის, პოლიტიკურის და აგრედვე ბეჭვდითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“ და ჩვენს სინამდვილეშიაც უკვე მიღებულია იგი, ამის სასურველობას და საჭიროებას მტკიცება არ ესაჭიროება ჩვენთვის ჩვენი ხალხისათვის, - იმათთვის, ვინც მთელი ნახევარი საუკუნე იმას ვევედრებოდით რუსეთის მთავრობას, რომ ჩვენთვისაც მიენიჭებინათ ეს ინსტიტუტი.

მაგრამ იმათთვის, ვინც ჰფიქრობს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საჭირო იყო მხოლოდ აბსოლიტიზმის და თვითმპყრობელობის რეჟიმში და რაკი ჩვენ დღეს ხალხოსნური სახელმწიფო გვაქვს, იგი ვითომ საჭირო არ იყოს, საჭიროდ ვსცნობ შემდეგი აღვნიშნო.

სწორედ იქ, სადაც ხელმწიფება ხალხს ეკუთვნის და ხალხია გამგებელი და ბატონ-პატრონი თავისი საზოგადოებრივი ცხოვრებისა, თვისი წევრთა მოქმედების განსჯაც მას უნდა ჰქონდეს.

ჩვენ ზევით აღვნიშნეთ, რომ საუკეთესო ფორმად საზოგადოებრივი ცხოვრებისა ჩვენ მიგვაჩნია „უმეშვეო დემოკრატია“. წარმომადგენლობითი სისტემა წარმოადგენს კომპრომისს „უმეშვეო დემოკრატიის“ ტეხნიკურად განუხორციელებლობის წინაშე, თორემ სასურველობის თვალსაზრისით, უმჯობესია „პირდაპირი კანონმდებლობა“. „პირდაპირი ხალხის განმგებლობა“ და მაშასადამე ხალხის მიერ საჯარო გასამართლებაც. თეორიულად ამის საწინააღმდეგოდ შეუძლებელია რისამე თქმა, ვინაიდან ულოღიკობა იქნებოდა გვეთქვა: ხალხს შეუძლია კანონმდებლობა (წარმომადგენელთა სახით), მაგრამ ამ კანონების აღსრულება და მოქალაქის მოქმედებათა აწონვა ამ კანონების სასწორზე კი არ შეუძლიაო.

ტეხნიკურად დღეს „ფორუმზე“, „ვეჩეზე“ გასამართლება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ამის გამოსასწორებლად გვაქვს მიღებული კომპრომისი - წარმომადგენლობითი სისტემა და აი ეს „ნაფიცი მსაჯულებიც“ არიან ხალხის საზოგადოების სინდისის წარმომადგენლები.

თავი მეთორმეტე
სწავლა-განათლება და სკოლა.

ყოველ შემთხვევაში სოციალისტური პარტიებისთვის სადაო არ არის, რომ ამ თავითვეა საჭირო მომავალი სოციალისტური სახელმწიფოსათვის ნიადაგის მომზადება და ამ მუშაობისათვის აუცილებლად საჭიროა, რომ მოქალაქე ერთ-ერთს დარგს ტეხნიკისას, ერთ-ერთს პროფესიას უნდა იცნობდეს. ამიტომ პირველწყებითს სასწავლებელში, სადაც ახალი თაობა უფასოდ იღებს განათლებას, ერთ-ერთი ხელობაც უნდა იყოს სავალდებულო ბავშვის ნიჭის მიხედვით.

ამისთვის 124 მუხლს უნდა ჩაემატოს ცალკე აბზაცად: „პირველდაწყებითს სასწავლებელში სავალდებულოა საპროფესიო განათლება“.

რასაკვირველია, დემოკრატიულს რესპუბლიკაში სწავლა-განათლება, სკოლების გახსნა, რაც შეიძლება, თავისუფალი უნდა იყოს. ყოველს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება საკულტურო დაწესებულებათა დაარსებისა, მაგრამ რესპუბლიკის კანონებს და წესებს მაინც უნდა ემორჩილებოდეს ყველა ეს არის აღნიშნული 126 მუხლში, მაგრამ „კანონს“ შემდეგ უნდა მიემატოს „და განკარგულებებს“.

თავი მეცამეტე
სოციალ-ეკონომიური უფლებანი.

მუხლი 128 უნდა ამოიშალოს, ვინაიდან თავის თავად იგულისხმება, რომ რესპუბლიკა ხალხის კეთილდღეობისათვის უნდა ზრუნავდეს. მაგრამ ეს აზრიც უხეიროდაა ამ მუხლში გამოთქმული; მაგალითად რას ნიშნავს „მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის“ ზრუნვა? რა საზომია ამ „ღირსეული არსებობისათვის“? ეს იმდენად ფართო ფორმულაა, რომ არავითარი შინაარსი აღარ რჩება და მნიშვნელობა აღარა აქვს.

მუხლი 129-ში უნდა ამოიშალოს სიტყვა „საფასურით“, სოციალისტური თვალსაზრისით კერძო საკუთრებას დიდი ხანია ჩამოეცალა ეს შარავანდედი, რომლითაც ბურჟუაზიულ-კაპიტალისტურს წეს-წყობილებაში, იგი შემოსილი იყო. თეორიები კერძო საკუთრების ინსტიტუტის სამართლიანობისა და აუცილებლობისა, ხელშეუხებლობისა დიდი ხანია დაიმსხვრა. კერძო საკუთრებას შეადგენს ან ის, რაც ბუნებით შექმნილია, რის შექმნაში შრომას ადგილი არა ჰქონია, როგორც მაგალითად, მიწა და აქ ცხადია, არა თუ „სამართლიანობა“, უსამართლობაა მიწაზე კერძო საკუთრების არსებობა. მიწა არავის შეუქმნია და მისი დაჩემება, მისაკუთრება მხოლოდ ისტორიული უსამართლობაა, რომელიც უნდა მოისპოს და მიწა უნდა საერთო კუთვნილებად გადაიქცეს.

მაშასადამე როდესაც სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ვისმე მიწა ჩამოერთმევა, არავითარი საფასური მას არ უნდა მიეცეს და შეიძლება ანაზღაურება იმ შრომისა და კაპიტალისა, რომელიც მიწის გაუმჯობესებისათვის მესაკუთრეს დაუხარჯავს. თუ ამ ჩამორთმევით მესაკუთრეს მოესპო ცხოვრების საღსარი, სახელმწიფომ აღმოუჩინოს მას დახმარება, მაგრამ დაკანონება იმისა, რომ უეჭველად საფასური მიეცესო, მისაღები არ არის. იგივე პრინციპი უნდა დაედვას ქალაქის უძრავი მამულების და შენობების ჩემორთმევას.

პრინციპი სოციალიზაციისა უნდა დაედვას საფუძვლად ჩვენი რესპუბლიკის სოციალურს ურთიერთობას, მაგრამ ამ პრინციპის ცხოვრებაში გატარების პროცესში კი იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მიცემა იმ საფასურისა, რომელიც პატრონს დაუხარჯავს და არ ამოუგია, მაგრამ აქაც შეუძლებელია კონსტიტუციაში კატეგორიულად აღინიშნოს, რომ საფასური მიეცემაო.

მუხლ. 130-ს ჩაემატოს და „სასოფლო“ სამეურნეო, ვინაიდან მეურნეობა ზოგად მცნებად გადაიქცა და აქ კი უნდა ცხადად იყოს ნაჩვენები, რომ ეს მუხლი გულისხმობს აგრედვე „სასოფლო-სამეურნეო“ დარგსაც.

მუხლი 137. 5 პროცენტი გადიდდეს 10 პროცენტამდე.

მუხლი 138 ჩაემატოს 42 საათის შემდეგ: „ყოველ მუშა-მოსამსახურეს უნდა მიეცეს წელიწადში ერთი თვის შვებულება ჯამაგირის შენახვით“.

მუხლი 140. ამ მუხლის პირველს აბზაცს უნდა მიემატოს: „დააწესოს თანასწორი ხელფასი თანასწორს მუშაობაში სქესის განურჩევლად“. და ამავე მუხლში მიემატოს ახალი აბზაცი: „უნდა დაწესდეს მუშათა მონაწილეობა წარმოების ორგანიზაციაში და მათი კანტროლი“.

თავი მეთოთხმეტე
ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი

ჩვენს კონსტიტუციაში ორნაირად ისმება ერთნაირი საკითხი: გათვალისწინებულია ავტონომიები და ამის გარდა გარანტიები ერთეული ერის სხეულში ჩათესილ ეროვნებათა უმცირესობათა უფლებებისა.

საერთოდ ეროვნული საკითხის განხილვის და გადაწყვეტის დროს ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, თუ თითოეულ კონკრეტულს შემთხვევაში ვისთან გვაქვს საქმე - არის ესა თუ ის ერთეული ეროვნულად განსხვავებული ჩვენგან, თუ იგია ეროვნულად ქართველი ერის შემადგენელი ნაწილი.

ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და ვინაიდგან სახელმწიფო არ არის გარეშე ტერიტორიისა მოქალაქეთა და სახელმწიფოებრივი აპარატისა, ჩვენც მოვალე ვართ ამ სამს ელემენტს მოუაროთ, შემოვუფარგლოთ სხვა და სხვა პრინციპების მიხედვით (გეოგრაფიული, ეთნიურ-გეოგრაფიული, ეთნიურ-ეთნოგრაფიული, ისტორიული, სტრატეგიული და სხ.) ქართველი ერი მრავალ შტოიან და მრავალ ტომიანი ერია, მაგრამ თვით ისტორიულს შორეულს წარსულშიაც კი, როდესაც დიდი პარტიკულიარიზმი, დიდი დანაწილება იყო ამ ერთეულის, მაშინაც კი მეგრელი, სვანი, თუ ფშავ-ხევსური, იმერელი და ქართლ-კახელი ერთი ეროვნული ორგანიზმი იყო. და თუ იყო იგი განვითარებული, დანაწილებული, ეს იყო დამახასიათებელი თვისება ფეოდალიზმისა არა მარტო ჩვენში, არამედ მთელს ევროპაში.

ავტონომია, ეროვნული ერთეულის გამოცალკევება მხოლოდ იქ არის აუცილებელი და სასურველი, სადაც ეროვნულად განსხვავებული ერთეული ითქვიფება უცხო ეროვნებაში, სადაც იკარგება ეროვნული სახიერება.

ან ეროვნული სხვაობა, ან ტერტორიალური სიდიდე, ან ეკონომიური ინტერესები უნდა ამართლებდეს ავტონომიური ურთიერთობის დამყარებას სხვა და სხვა ერებს შორის.

ყოველი ერი, მიუხედავად მისი ფიზკური და კულტურული სხვაობისა, უნდა ჩავთვალოთ თანასწორი ღირებულებისად ისევე, როგორც ჩვენ ვიღებთ თანასწორობას პიროვნებათა შორის, მიუხედავად მათი ფიზიკური, ზნეობრივი და კულტურული განსხვავებისა, ვინაიდგან, როგორც კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, კულტუროსნობა ამა თუ იმ ერისა, დროისა და გარემოების ნაყოფია და განუზომელია პოტენცია ერისა, სანამ მის ჟამს არ დაუკრავს.

აქედან გამომდინარეობს ერის უფლებაც და არც ერთს ძლიერს, კულტუროსანს ერს არა აქვს უფლება გაუბატონდეს სუსტსა და უკულტურო ერს, შეზღუდოს მისი ეროვნული უფლებები და გასთქვიფონ იგი თავის საშოში.

ეროვნული ავტონომია ერთ-ერთი იარაღის პატარა ერისა იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს თვისი ეროვნული თავისებურობა, განავითაროს თვისი ეროვნული ნიჭი და თავის წვლილი შეიტანოს საკაცობრიო კულტურის სალაროში.

ასეთი ავტონომია მით უფრო აუცილებელი ხდება ერისათვის, რამდენადაც მეტი საფრთხე მოელის მას მეორე ერის ეროვნული ზეგავლენის მხრით, მაგრამ სადაც ფაქტიურად ასეთი წყობილება არ არის და არც შეიძლება იყოს, იქ ზედმეტია „ეროვნული ავტონომია“.

ასეთი ხელოვნური ავტონომიები მხოლოდ დაასუსტებს როგორც ცენტრად მისწრაფს, აგრეთვე ცენტრით მსრბოლს ერთეულს.

თუ ქართველი ერის სხვა და სხვა ტომთა შორის საჭიროა იყოს რაიმე ხაზი, თუ საჭიროა მათი ერთეულებად ორგანიზაციისა, ეს მხოლოდ იმდენადაა სასურველი და აუცილებელი, რამდენადაც ხელს შეუწყობს მართველობის დემოკრატიზაციას, მმართველობის დაახლოებას ხალხთან. ამ მიზანს უნდა ემსახურებოდნენ ტერიტორიალური თვითმართველოსანი ერობების თუ სხვა რამ ორგანიზაციების სახით და ჩვენს რესპუბლიკაში ერთობათა კონსტრუქცია სავსებით აკმაყოფილებს სახელმწიფოს დემოკრატიას. უფრო მეტიც ითქმის, ჩვენი ერობები უახლოვდებიან პოლიტიკურ ავტონომიის საზღვრებს.

ჩვენ მხოლოდ ეროვნული თვალსაზრისით ვეხებით ავტონომიის საკითხს და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ხომ შეიძლება უფრო მეტად დამტკიცდეს უვარგისობა „ავტონომიებისა“, როგორც დედა-საქართველოსთვის, აგრეთვე იმ ერთეულთათვის რომელთაც აქვთ ცენტრით მრბოლი ტენდენციები.

მაშასადამე, თუ არ ისმის საკითხი სვანეთის, სამეგრელოს, გურიის, კახეთის პოლიტიკური ავტონომიებისა, შეუძლებელია არსებობდეს საკითხი მაგალითად „სამუსულმანო საქართველოს ავტონომიისაც“.

ისტორიის ზეგავლენით და გაუგებრობის ნიადაგზე ხშირად ხდება აღრევა ეროვნული და სარწმუნოებრივი სხვაობისა, ხშირად სარწმუნოებრივს სხვა და სხვაობას სახავენ ეროვნულ სხვა და სხვაობად და ამ ნიადაგზე იქმნის ილუზია „ეროვნული ერთეულისა“.

აჭარელი ეროვნულად ისეთივე ქართველია, როგორც გურული: ერთი ენით ზნე-ჩვეულებით, მოდგმით, და მათ ანსხვავებთ მსხოლოდ რჯული, სარწმუნოება. ლაზი, ან ჭანი იგივე მეგრელია და ორივე კი ერთი შტოა ქართველთა მოდგმის ხალხისა და მათი ეროვნული კულტურის წინსვლა შესაძლებელია მათი თანაშრომლობით ისტორიის ასპარეზზე.

რა თქმა უნდა შესაძლებელი და აუცილებელიც იყო სამუსულმანო საქართველოს მინიჭებოდა ფართო თვითმართველობა, მაგრამ ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომია მათი არ არის გამოწვეული ეროვნული პრობლემის, ეროვნული საკითხის მოსაწესრიგებლად და ამ მიზნით.

ეს ასეა ეროვნული პრობლემის თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური კონსტრუქტის ზეგავლენით საქართველომ აღუთქვა სამუსლიმანო საქართველოს ავტონომია და კონსტიტუციაშიაც აღნიშნულია იგი და ამ ისტორიული ფაქტის წინაშე ვალდებულნი ვართ ქედი მოვიხაროთ, ხოლო ჩვენს ტაქტზე და სახელმწიფოებრივი შემოქმედების უნარზე ჰკიდია რა კონკრეტიულს ფორმაში ჩამოისხმება ეს ავტონომია.

ჯერ-ჯერობით ასეთივე გამოურკვევლობის ან რკვევის ხანაშია აფხაზეთის ავტონომიის საკითხიც. საქართველომ აღიარა აფხაზეთის ავტონომია და კონსტიტუციაშიაც აღნიშნულია ეს.

იმ თვალსაზრისით, რომელიც ზევით განვავითარეთ, რომ ავტონომიის საჭიროება აქვს მხოლოდ ეროვნებით განსხვავებულს ერთეულს, აფხაზ ერს უეჭველად აქვს უფლება ავტონომიისა. ე.ი. აქვს უფლება შემოიკრიბოს მთლიანი აფხაზთა ერი, მოამწყვდიოს იგი ეროვნულს ფარგლებში, გაუძღვეს თავის ეროვნულს კულტურას, არ გაითქვიფოს სხვა ერში და ამ ეროვნული სახით შევიდეს საკაცობრიო ოჯახში. ხოლო ეროვნული პრობლემის თვალსაზრისით სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზთა მოდგმის ხალხი თვით აფხაზეთში უმცირესობას შეადგენს (იხ. უკანასკნელი გამოკვლევა პ. ინგოროყვასი. ხელნაწერი მოეპოვება დამფუძნებელი კრების თვითმართველობათა კომისიას).

რთულია საკითხი აფხაზეთის ავტონომიისა, იგი ჯერაც კვლევის საგანია სხვა და სხვა კომისიებისა და არ ვიცით რა შინაარსს მიიღებს ეს ავტონომია, მაგრამ უფლება აფხაზების მხარესა ავტონომიის მოთხოვნაში და ის სიძნელე, რომელიც წარმოშობილია იმით, რომ თვით აფხაზნი უმცირესობას წარმოადგენენ სოხუმის ოლქში, შეიძლება დაძლეულ იქნეს ეროვნული უმცირესობათა უფლებათა გარანტიების მოშველებით.

მაგრამ როდესაც ვმსჯელობთ ეროვნული უმცირესობის უფლებების შესახებ, კონსტიტუციის 144 მუხლში ჩვენ უნდა ავღნიშნოთ ერთი გაუგებრობა.

ეს მუხლი ანიჭებს სრულს საშუალებას ყოველს ეროვნულს უმცირესობას ეროვნული კულტურით სარგებლობისას და განვითარებისას, მაგრამ რომელ „პოლიტიკურ თავისუფლებაზე“ შეიძლება აქ ლაპარაკი!

„არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი პოლიტიკური (!), სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება“-ო. არის ნათქვამი ამ მუხლში.

ჩვენ არ გვესმის რას უნდა ჰნიშნავდეს „პოლიტიკური თავისუფლება უმცირესობისა“ იმის გარეშე რა პოლიტიკური თავისუფლებაცა აქვს რესპუბლიკის ყოველს მოქალაქეს, მათს საზოგადოებათ, ორგანიზაციებს და კავშირებს?!

„თავისუფალი პოლიტიკური განვითარება“ მხოლოდ პოლიტიკურს, სახელმწიფოებრივს ერთეულს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს რესპუბლიკაში ეროვნული უმცირესობანი წარმოადგენენ და უნდა წარმოადგენდენ კიდეცა მხოლოდ და მხოლოდ კულტურულს ერთეულს და არა პოლიტიკურს. თუ ჩვენ ეროვნულს უმცირესობას მივანიჭებთ პოლიტიკური მთელის უფლებებს, მას ჩვენ უნდა მივანიჭოთ სახელმწიფოებრივი ფუნქციები და ეს იქნება ავტონომია პოლიტიკურ-ეროვნული, მაგრამ ამ თავში აღნიშნული უფლებები უმცირესობათა არ ამჟღავნებენ ავტონომიას პოლიტიკური უფლებანი და თვისუფლებანი აღნუსხულია სხვა მუხლებში და თავებში ყველა მოქალაქისათვის და ამ თავში აღნიშნული ერთეულები, ეროვნული უმცირესობანი, ე.ი. სხვა ერის უმცირესობანი ქართველი ხალხის ტერიტორიაზე და რესპუბლიკაში და არა როგორც ერთი მთლიანი, შემოზღუდული ეროვნული ერთეული, ეროვნული პოლიტიკური ცხოვრება, ეროვნული სახელმწიფო აქვთ იქ, სადაც ბინადრობს მათი დედა ერი. მათი ეროვნული კულტურის კერა გაჩაღებულია არა საქართველოში, არამედ იქ, მათს სამშობლოში და მათ აქვსთ უფლება მოსთხოვონ საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ ის, რომ ისინი ეროვნულად არ მოწყდნენ სრულიად თვის ერს, მის კულტურას, მის ენას.

დედა-ენა, დედა ერის ზნეჩვეულება, მისი სარწმუნოება, ხელოვნება და სხვა ამგვარი ღირებულებაა, თუ გააჩნია რომელიმე ერის უმცირესობას სადმე და ეს უმცირესობა სცნობს საჭიროდ იქონიოს სულიერი კავშირი ამ ეროვნულ ღირებულებებთან, ჩვენ ვალდებულნი ვართ მივსცეთ ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს, მივსცეთ უფლებები, რაიც საჭიროა ამისათვის, მაგრამ პოლიტიკურ ერთეულად მათ ვერ დავსახავთ.

ყველა ეროვნული უმცირესობა უნდა შეურიგდეს იმ აზრს, რომ იგი უმცირესობაა სხვის სახელმწიფოში და ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეურიგდება სახელმწიფოში სახელმწიფოს. ჩვენ ეროვნული საკითხი გადაწყვეტილად მიგვაჩნია, თუ ვიღებთ და ვცნობთ ეროვნული ერთეულის სრულს პოლიტიკურ თავისუფლებას. ეროვნულს სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოში ეროვნული კულტურის გაჩაღებას; მეორე მხრით ყოველ სახელმწიფოში თუ ვანიჭებთ სხვა ერის უმცირესობის კულტურულად განვითარებას.

ყოველმა ერმა თავისი კულტურა უნდა განავითაროს, თავისი ეროვნული არსებობა დაიცვას თავის ხარჯზე და საკაცობრიო ასპარეზზე გააჩაღოს ერების თანამშრომლობა, მაგრამ შეუძლებელია ეროვნული ცენტრის შექმნა ყველგან, სადაც კი ჩათესილია რამოდენიმე რიცხვი ამა თუ იმ ერისა.

სრულს სახელმწიფოებრივს ავტონომიას მოითხოვენ ირლანდიელები ინგლისელებისაგან, მაგრამ არა მგონია ირლანდიელმა პატრიოტმა ინგლისს აგრედვე მოსთხოვოს ხელმწიფების უფლებები იმ ირლანდიელებისათვის, რომელნიც იცხოვრებენ ინგლისში და ერთდა იმავე დროს არ იქნებიან ორივე სახელმწიფოს მოქალქენი (თუ ორი სახელმწიფოს მოქალაქეობა იქნება დაშვებული).

ირლანდიელს ინგლისში ექნება მხოლოდ ის პოლიტიკურ უფლებები, რაცა აქვს ინგლისის მოქალაქეს, მაგრამ როგორც უმცირესობას, მას უნდა მიენიჭოს კულტურული განვითარების თავისუფლება ეროვნულს ნიადაგზე.

ჩვენს ავტონომიას მოვითხოვდით რუსეთის სახელმწიფოში საქართველოსათვის, ჩვენ არ გვქონდა წარმოდგენილი, რომ ქართველთა კოლონიას პეტერბურგში ან მოსკოვში ჰქონოდეს იგივე სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური უფლებები, რომელნიც ექნებოდა ავტონომიურს საქართველოს. (კანონმდებლობა) მაგრამ უეჭველად კი მოვითხოვდით, რომ პეტერბურგელს ქართველს მისცემოდა უფლება და საშუალება აღზრდისა თავის დედა ენაზე და განვითარება და სამსახური თვისი ეროვნული ხელოვნებისა. თუ ავტონომიური ერთეულის ნაწილს არ ვანიჭებდით ჩვენს საერთო სახელმწიფოს მოქალაქეზე მეტს უფლებებს, როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენს სახელმწიფოში მივანიჭოთ სომეხს, რუსს, ებრაელს, გერმანელს იმაზე მეტი რაც ქართველს ექნება!

ჩვენი კონსტიტუციით ყველას თავისუფალი უფლება აქვს მიაკუთნოს თავისი თავი ამა თუ იმ ეროვნებას; შეადგინოს ეროვნული კავშირი, „მოაწყოს და დაიცვას თავისი კულტურული საქმე კონსტიტუციისა და კანონების საზღვრებში“ და ამ „კავშირს უფლება აქვს გახდეს იურიდიულ პიროვნებად“.

არავითარი შეზღუდვა მოქალაქის უფლებებისა არ შეიძლება ეროვნულად თვითგამორკვევისათვის და თუ ასეთი რამ მოხდება, კავშირს უფლება აქვს აღადგინოს ეს დათრგუნვილი უფლებანი სასამართლოს წესით.

კავშირი ემსახურება დედა-ენის და ეროვნული კულტურის ინტერესებს და ამის გასაძღოლად მას პროპორციულად უნდა მიეცეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავისი წილი.

ჩვენს კონსტიტუციაში არ არის აღნიშნული ეს უფლება და ჩემი აზრით, ამ მხრით უნდა შევსებულიყოს იგი.

აგრედვე უნდა ჩაემატოს ამ თავს ერთი მუხლი 146 მუხლის შემდეგ: „ეროვნულს კავშირს უფლება აქვს თავისი საკულტური მიზნებისათვის თავის წევრთათვის დააწესოს განსაზღვრული გადასახადი“ მართალია ეს არის საჯარო უფლება, მაგრამ როდესაც ასეთი ნებაყოფლობითი დაბეგვრა თავის თავისა არაფერს დაუშავებს სახელმწიფოს, რა უნდა გვქონდეს მისი საწინააღმდეგო!

ეროვნულს კავშირში შესვლა არ ანთავისუფლებს არავის თავის მოვალეობისაგან სახელმწიფოს წინაშე და თუ მოქალაქე ზედმეტ წვლილს გაიღებს, საკულტურო საქმეზე, ამის უფლება მას უნდა მიენიჭოს. კავშირში შესვლა და გამოსვლა ნებაყოფლობითია და თუ კავშირისაგან დაწესებული გადასახადი არ იქნება სასურველი კავშირის წევრისათვის, იგი არც შევა მასში.

ჩვენს კონსტიტუციაში ეროვნული უმცირესობა აღიარებულია როგორც უფლებათა სუბიექტი. აღიარებულია უმცირესობის უფლებები და კავშირს აქვს უფლება სასამართლოს წესით მოითხოვოს ამის ასრულება.

თითქმის ყველა ეროვნულმა უმცირესობამ წარუდგინა დამფუძნებელი კრების ოქმი საკონსტიტუციო კომისიას პროექტი უფლებათა გარანტიებისა, მაგრამ ყველა ამ პროექტის ნაკლი ის არის, რომ თითოეული უმცირესობა თავის თავს ჰსახავს ეროვნებად და არა ეროვნულ უმცირესობად და მოითხოვენ პოლიტიკურს უფლებებს. ეს შეხედულება კი შემცდარია და სახელმწიფო მას ვერ გაიზიარებს, ხოლო იმ შესწორებებით, რომელნიც ჩვენ ავღნიშნეთ, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები სრულიად უზრუნველყოფილია კონსტიტუციით.

უნდა ყველა ეროვნებამ გაითვალისწინოს, რომ მით მეტ პატივისცემას გამოიწვევენ მათი უფლებების მიმართ, რამდენადაც მეტი იქნება პატივისცემა და შეგუება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, მათი მხრითაც.

არც ერთმა უმცირესობამ, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს არ უნდა წარუდგინოს ჩვენს რესპუბლიკას ისეთი ან იმაზე მეტი მოთხოვნილება, რასაც მათი ძმები მოელიან სხვა სახელმწიფოში. მაგალითად, სომხები ცხოვრობენ ამერიკის დემოკრატიულს რესპუბლიკას, რომელს შტატშიაც ისინი ცხოვრობენ ისეთს პროექტს, როგორიც წარმოადგინეს აქ? რასაკვირველია არ წარადგენენ, ვინაიდან ისინი არიან მოქალაქენი ამერიკის შტატებისა, ხოლო სულიერად არიან თავის დედა-ერთან. შეიძლება იკითხოთ; მაშ სომხებს არ შეუძლიათ ავტონომია მოითხოვონ ოსმალეთში, რაკი მათ საკუთარი სახელმწიფო აქვთ არარატის რესპუბლიკის სახითაო.

ერთი რომ ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი იქნებოდა ეს გათიშული და დანაწილებული ერის ერთს ტერიტორიაზე შეგროვილიყო.

მაშინ მეტი ფიზიკური ძალაც ექნებოდათ და მათი კულტურული განვითარებაც უფრო ძარღვიანი იქნებოდა.

მოხდება ეს თუ არა არ ვიცით, ხოლო დღეს სომხის ერის იმ ნაწილს, რომელსაც ერთი მთლიანი ტერიტორია უჭირავს ოსმალეთში და შეადგენს ამ ტერიტორიაზე უმრავლესოაბას, მას უფლება აქვს მოითხოვოს ეროვნული ტერიტორიალური ავტონომია, ვინაიდგან ეროვნულ-ტერიტორიალური ავტონომიის საფუძველია ტერიტორია და კომპაქტური ეროვნული მოსახლეობა.

ყველამ, ვისაც აქვს მისწრაფება ეროვნული ერთეულის შესაქმნელად ანგარიში უნდა გაუწიოს, როგორც იმ სახელმწიფოს ინტერესებს, რომლის ფარგლებშიაც იგი მოყოლილია, აგრედვე თავისი ეკონომიური და გეოგრაფიული ინტერესი და მდგომარეობას უნდა გაითვალისწინოს და მაშინ არ გაძნელდება ამ საკითხის მოგვარება.

გაზ. „სახალხო საქმე“ - 1920წ. - №948- 949, 953, 957, 959, 961, 965, 968, 971,
ოქტომბერ - 3, 7 ნოემბერი

2.75 დამფუძნებელი კრების საკონსტიტიუციო კომისიის სხდომის ჟურნალი 1920 წ. ნოემბრის 20

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ: პ.საყვარელიძე, კ. ჯაფარიძე, გ. გვაზავა, ს. კედია, პ. წულაია, აკ. ჩხენკელი, პ. გელეიშვილი, ივ. გობეჩია, მ. ხოჭოლავა.

თავმჯდომარეობდა პ.საყვარელიძე…………………….მდივნობდა

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1.

საარჩევნო კანონი


თავმჯდომარე - საქართველო დაყოფილია საარჩევნო ოლქებად; კონსტიტუციის პროექტიც ამას იცავს; ამის გამო ჩვენ ვფიქრობთ ბ.ხოჭოლავას უნდა დავავალოთ განაგრძოს თავისი მუშაობა კანონის დამუშავებისათვის.


კ.ჯაფარიძე - ჩვენ არ ვიცით ერთი ოლქი გვექნება თუ რამდენიმე ამიტომ წინადადება შემომაქვს ეს საკითხი, მისი პრინციპიალურად გადაჭრამდე გადაიდოს.


წინადადებას თავმჯდომარე კენჭს უყრის.

















მიღებულია

2.

პ. საყვარელიძე - ოთხშაბათს დამფუძნებელი კრება დაიწყებს კონსტიტუციის პროექტის განხილვას; საერთო მოხსენების გაკეთება მე მაქვს დავალებული, რომელიც თეზისები მინდა მოგახსენოთ. /კითხულობს თეზისებს განმარტებით/ და სთხოვს დამსწრეთ გამოსთქვან აზრი. I-ლი კონსტიტუციის გარანტიების უზრუნველყოფისა და მისი განმარტების შესახებ და მეორე რესპუბლიკის სამხედრო ძალის შესახებ სახელდობრ როგორ უნდა შეუთანხმოთ პროექტის აზრი მილიციის დაარსების პრინციპსა და მიზანს.


გვაზავა - კონსტიტუციის განხილვის რეგლამენტი მოითხოვს რომ საერთო მოხსენებაში მხოლოდ ძირითადი კითხვები იყოს გაშუქებული; მთავარი პრინციპია - პარლამენტი, აღმასრულებლი ხელისუფლება, ხალხის უფლება, სამოქალაქო უფლება და სხვ.მოხსენებაც, სწორედ ამ კითხვებს უნდა შეეხოს და ბ-ნ საყვარელიძის მოხსენებას უნდა ჩამოცილდეს წვრილმანები.


ჩხენკელი - გადაჭარბებული დეტალიზაცია მართლაც ზედმეტია; მოხსენება უნდა შეჩერდეს ძირითად მომენტებზე. ყურადღება უნდა მივაქციოთ და სათანადოთ გავაშუქოთ შემდეგი კითხვები - 1) ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა, როგორ გვაქვს წარმოდგენილი იგი, სახელმწიფოს ვამყარებთ და ამას ვესწრაფით კონსტიტუციით; 2) ხალხის უფლება - ჩვენი მიზანი იყო ხალხის ხელისუფლების განხორციელება აბსოლიტურად, მაგრამ ამ მიზნის განხორციელება ჩვენ ვერსად ვპოვეთ და ამ სახით მოხდა შეზავება, სინტეზი ხალხისა და წარმომადგენლობითი პრინციპისა, 3) სოციალ-ეკონომიკური უფლება - ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შრომა არის საფუძველი ჩვენი რესპუბლიკისა. საბჭოთა კონსტიტუციაზედაც უნდა ითქვას რამე, მაგრამ ისე, რომ ამას არ ექნეს პოლემიკური ხასიათი. რაც შეეხება ბ. საყვარელიძის მიერ წამოყენებულ კითხვებს ჯარისა და კონსტიტუციის გარანტიების შესახებ, უნდა ვთქვათ მოხსენებაში სანამ განხორციელებული არ არის საერთაშორისო მშვიდობიანობა არსებობს სამხედრო ძალა - ჯარი. ხოლო კონსტიტუციის უზრუნველყოფა სწორედ ისე გვესმის, როგორც ბ-ნ საყვარელიძეს-, ჩვენში არის პოლიტიკური გარანტია, ხალხი.


ხოჭოლავა - მეთოდი აღებული ბ-ნი საყვარელიძის მიერ სავსებით მისაღებია; - უფრო ტიპიური ჩვენ კონსტიტუციაში საერთაშორისო საკითხი კი არ არის არამედ სოციალური შინაარსი და მმართველობის სინტეტიური სისტემა. ამას უნდა მიექცეს მთავარი ყურადღება. ეს გატარებულია საყვარელიძის თეზისებში. რაიმე წვრილმანის გამოკლება რა საკვირველია შეიძლება, მაგრამ საერთოდ წარმოდგენილი მეთოდი მიღებულ უნდა იქნეს.


სიტყვა ეძლევა ხოჭოლავას საარჩევნო კანონისათვის. მცირე ინფორმაციის შემდეგ ამ კანონის მდგომარეობის შესახებ ხოჭოლავა წინადადებას იძლევა არჩეული იქნეს ინტერპარტიული კომისია.


საყვარელიძის მოხსენების მეთოდი მიღებულ იქნეს.



























აკ. ჩხენკელის წინადადებაზე მიღებულ იქნეს და ეცნობოს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს.

3.

აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაციის განცხადება.


თავმჯდომარე კითხულობს განცხადებას და პრეზიდიუმის მომართვას საკონსტიტუციო კომისიის სახელზე; ავალებს, რომ კომისიამ თავისი დასვკნა უნდა წარუდგინოს პრეზიდიუმს.

4.

გ.გვაზავა - დელეგაციის წინადადება დღეს მიღებულია; თავის დროზე საკონსტტუციო კომისია და დამფუძნებელი კრება იტყვის თავის სიტყვას.


ივ.გობეჩია - პრეზიდიუმისათვის საჭიროა თქვენი დასკვნა, რომ დელეგაციას ესა თუ ის პასუხი გასცეს; ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი აზრი გამოვსთქვათ.


აკ. ჩენკელი - ანგარიში უნდა გაუწიოთ პოლიტიკურ მომენტსაც; არ შეგვიძლია ავაჯანყოთ აფხაზეთის ხალხი; უნდა შევეცადოთ ამ დავას არ მიეცეს საერთაშორისო ხასიათი.


პრეზიდიუმს უნდა წარუდგინოთ ის აზრი, რომ ავტონომიის საკითხი შეტანილია კონსტიტუციის პროექტში, რომლის განხილვა დამფუძნებელი კრების მიერ ოთხშაბათს იწყება; სულ ახლო მომავალში ავტონომიის არსებობა დადასტურდება საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან. ხოლო ავტონომიის დებულების დამუშავება საკონსტიტუციო კომისიის მორიგი კითხვაა. კომისია ოფიციალურად დაისწრებს დელეგაციას თავის სხდომაზე და იქონიებს მასთან ფართო მსჯელობას; ამ გზით საკონსტიტუციო კომისია მიაღწევს სრულ შეთანხმებას დელეგაციასთან.

საკონსტიტუციო კომიის

თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 374-373

2.76 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1920 წ. ნოემბრის 22.)

▲ზევით დაბრუნება


ს. დ. რ.

დამფუძნებელი კრება

საკონსტიტუციო კომისია

1920 წ. ნოემბრის 22.

N 56

ქ. ტფილისი

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ ა/წ. ნოემბრის 20-ს სხდომაზე განიხილა აფხაზეთის დელეგაციის განცხადება პრეზიდიუმის სახელზე 1920 წ. ნოემბრის 6-ს თარიღითა და დაადგინა აფხაზეთის დელეგაციის ცნობისათვის მოხსენდეს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს, როს საერთოთ ავტონომიის და მაშასადამე კერძოდ აფხაზეთის ავტონომიის საკითხი სდგას დამფუძებელი კრების დღიურ წესრიგში და ახლო მომავალში რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად დაადასტურებს ავტონომიური აფხაზეთის არსებობას; ხოლო რაც შეეხება ავტონომიის დებულებას, რომელიც აღიარებულია საკონისტიტუციო კომისიის მუშაობის მორიგი, სადღეისო საქმედ, ზემოხსენებული სხდომის დადგენილების ძალით, აფხაზეთის სახალხო საბჭო თავისი დელეგაციის სახით, ფართო მონაწილეობას მიიღებს კომისიის მუშაობაში ავტონომიის დებულების გარშემო, კომისია თავის სხდომაზე მოიწვევს აფხაზეთის დელეგაციას, მასთან ფართო ოფიციალური მსჯელობისათვის და ღრმად დარწმუნებულია, რომ ეს ერთად-ერთი წესი ავტონომიის დებულების მიღებ-დამუშავებისა, სულ მოკლე ხანში გადაჭრის საკითხს აფხაზეთის ხალხის უფლებების დაცვითა და უზრუნველყოფით.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც 203

2.77 დამფუძნებელი კრება (ნოემბრის 24-ის სხდომა)

▲ზევით დაბრუნება


სხდომა იხსნება საღ. 6 ს. 25 წ. სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით.
განხილვა საქართველოს კონსტიტუციის პროექტისა.

პ. საყვარელიძე (მომხ.) - ბატონებო, დამფუძნებელ კრების წევრნო! დიდი მუშაობის და ლოდინის შემდეგ, დამფუძნებელ კრების წინაშე წარსდგა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი კონსტიტუციისა.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამფუძნებელი კრება ამისთვის იყო მოწვეული ეს იყო მისი ძირითადი აზრი: ჩვენ სახელმწიფოებრიობის საფუძვლის ჩაყრა, რომ უფლებრივ კალაპოტში მიმდინარეობდეს ჩვენი ცხოვრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონსტიტუცია არის მთლიანი, გაერთიანებულ საქართველოსი. საქართველოს, თვის ისტორიულ წარსულში დიდი ეპოქები ახსოვს, მაგრამ რომ ასე მთლიანი და შეკავშირებული ყოფილიყო იგი, არ ახსოვს. დღეს საქართველო მთლიანია - მასთან არის სამუსლიმანო საქართველო და ასე, გაერთიანებული, იგი იდეის ძირითად საფუძვლებს სახელმწიფო შენობისა. ეს გაერთიანება მოახდინა ჩვენმა კულტურამ და დემოკრატიამ. მე მგონია, რომ თანამედროვე თაობა იამაყებს მით, რომ იგი ცხოვრობდა ამ ხანაში.

სანამ გადავიდოდე კონსტიტუციის განხილვაზე, შევჩერდები საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაზე, საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივ ტრადიციას ისტორია აქვს. საქართველოს ძველი წყობილება ცუდი იყო, იგი იყო ფეოდალური, დაქსაქსული, მაგრამ იგი მედგრად იბრძოდა ამ თავისუფლებისთვის საუკუნეთა განმავლობაში. 1783 წ. რუსეთსა და საქართველოს შორის იყო დადებული ხელშეკრულება, ტრაქტატი. ამ ტრაქტატში ორი იურიდიული და სუვერენული პირია - რუსეთის და საქართველოს სახელმწიფო. ამ მხრივ სავსებით ყალბია ის მოსაზრება, რომ თითქოს საქართველო არ იყო სუვერენული სახელმწიფო, მართალია, იგი იყო დასუსტებული, დაქსაქსული, მაგრამ იგი იყო საერთაშორისო უფლების სუბიექტი და როგორც ასეთი, დაუკავშირდა რუსეთს. მართალია, რუსეთმა ეს ხელშეკრულების აქტი ცარიელ ქაღალდად აქცია და მოისპო ჩვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ მისი უფლება არსებობისა და სუვერენობისა არ მოსპობილა, არც მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში და არც შემდეგ. 1918 წ. 26 მაისის აქტით მოხდა აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მას, საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით შეეძლო მოეთხოვა თვისი დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენა მაშინაც კი, რომ იგი არ ყოფილიყო ასე კულტურული, რომ ეს გადატრიალება არ მომხდარიყო და რუსეთი არ დანგრეულიყო. მაგრამ გარდა საერთაშორისო უფლების მხრივ, მას ჰქონდა დამოუკიდებლობის გამოცხადება და თავისუფალ სახელმწიფოს შექმნა იმ მხრივაც, რომ იგი არის კულტურული ერი, და პოლიტიკურად დაწინაურებული. საქართველოს დამოუკიდებლობას აქვს გამართლება ისტორიულის, კულტურულის, პოლიტიკურის, რევოლუციურის და დემოკრატიულის თვალსაზრისით. დღევანდელ საქართველოს საფუძველი არის ხალხის მმართველობა, ხალხის თვითმპყრობლობა.

დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ეროვნულმა საბჭომ მიიღო 26 მაისს და რომელიც შემდეგ დადასტურებულ იქმნა დამფუძნებელი კრების მიერ, საფუძვლად უნდა დასდებოდა ჩვენს სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, მის კონსტიტუციას. და სწორედ, საკონსტიტუციო კომისიამ ამ აქტში გამოთქმული ძირითადი აზრები დაუდო საფუძვლად კონსტიტუციის პროექტს და რადგან ეს აქტი ფრიად მნიშვნელოვანი ფურცელია ჩვენი ისტორიისა, იგი არის დასაწყისი ახალ ხანისა, ამიტომ იგი, როგორც შესავალი კარი, უნდა შესულიყო კონსტიტუციაში. აქ არის აღიარებული, რომ საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას და იგი არის უფლება-მოსილი, სუვერენული სახელმწიფო. მისი ფორმა წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა და არის ნეიტრალური სახელმწიფო - იგი არც წარსულში და არც ეხლა არ ჩარეულა სხვის საქმეში და არც თვითონ ჩაირევს უცხო ძალას. იგი აღიარებს აგრეთვე პრინციპად, რომ საერთაშორისო განწყობილებაში ექნება კეთილი განწყობილება ყველა სახელმწიფოსთან, ყოველ მოქალაქეს ექნება სრული მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თავისუფლება განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა და მდგომარეობის. ყოველ ეროვნულ უმცირესობას ეძლევა სრული საშუალება განავითაროს თავისი ენერგია და კულტურა. ეს კონსტიტუცია აგებული არის ხალხის თვითმპყრობელობის ხალხის ბატონობის და სურვილების პრინციპზე. სხვა და სხვა ქვეყნებში დემოკრატიული რესპუბლიკები, სამგვარი ტიპისანი არიან. შვეიცარიისა, ამერიკისა, სადაც ხელწიფება განაწევრებულია და საფრანგეთისა, სადაც პარლამენტარული დემოკრატიზმია. შვეიცარიის პატარა კანტონებს და არც მათ ფედერატიულ კავშირს პარლამენტი არ აქვთ, გარდა სრულ-უფლებიანებისა და იქ წყდება სხვა და სხვა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხები და აქვე ირჩევენ მთავრობას. აქ ხალხი პირდაპირ კანომდებლობს, მას აქვს უფლება რეფერენდუმისა და ინიციატივისა. ამგვარად შვეიცარიის მოქალაქენი არიან არა მარტო ამომრჩევლები, არამედ კანონმდებელნიც. იქ არ არის პასუხისმგებელი მთავრობა და ამიტომ შვეიცარიამ არ იცის მთავრობის კრიზისი ასეთი მთავრობა საქართველოსთვის არ იქნება გამოსადეგი. ჩვენი მდგომარეობა ისეთია, რომ გვინდა ისეთი მთავრობა, რომელიც მტკიცე პოლიტიკის მატარებელი და პასუხისმგებელი იქნება. შვეიცარიის კონსტიტუციიდან ჩვენ ამოვიღეთ მხოლოდ პრინციპი რეფერენდუმისა და ინიციატივისა. ჩვენ უარვყავით როგორც წმინდა დემოკრატიული პარლამენტარიზმი ისე პირდაპირი დემოკრატიზმის პრინციპი და მივიღეთ შერეული პრინციპი, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში უკვე არის. პარლამენტი ირჩევს მთავრობის თავმჯდომარეს და მისი საშუალებით ადგენს მთავრობას. ხალხი პირდაპირ მეთვალყურეა და ერევა კანონმდებლობაში და მეორეს მხრით იგი პერმანენტულად მატარებელია ხელმწიფების უფლებისა. ჩვენ მივიღეთ მთავრობის პასუხისმგებლობის პრინციპი როგორც სოლიდარული, ისე პიროვნული. ვის აქვს უფლება კონსტიტუციის გადასინჯვისა? ჩვენი პროექტის მიხედვით ეს უფლება არის თვით ხალხის ხელში. ჩვენს კონსტიტუციაში გატარებული არის ინიციატივის და რეფერენდუმის პრინციპი არა მარტო კანონმდებლობის, არამედ კონსტიტუციის სფეროშიაც.

ჩვენ გვგონია, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა არის ისეთი წყობილება სადაც საუკეთესოდ არის გამოხატული პრინციპი ხალხის თვითმპყრობელობისა და ბატონობისა. და თუ აჯანყება არ მოხდა, სრულიად არ დაინგრა წყობილება, არც ერთ ჯგუფს და არც ფრაქციას არ შეუძლია ისეთი წინადადება შეიტანოს პარლამენტში, რომელიც აუქმებდეს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

შემდეგ მომხსენებელი ეხება კონსტიტუციის სოციალურ მხარეს და აღნიშნავს, რომ აქ არის დაცული შრომის უფლება და მფარველობა. აქ არის აგრეთვე სავსებით დაცული ეროვნულ უმცირესობის უფლებები და გარანტიები.

საერთაშორისო მშვიდობიანობის დასაცავად საჭიროა შეიქმნეს ერთი ცენტრი, ორგანო და ასეთი ორგანოდ ჩვენ მიგვაჩნია არა დღევანდელი ხალხთა ლიგა, არამედ ის ლიგა, რომელიც თავისუფალ ერთა თავისუფალ კავშირზე იქნება დამყარებული. ეს იქნება გარანტია საერთაშორისო მშვიდობიანობისა. სწორედ ეს პრინციპი შევიტანეთ ჩვენს კონსტიტუციაში.

გარდა ამისა, საჭიროა გამოირკვეს ის საკითხი, თუ ვინ უნდა იყოს მეთვალყურე იმისა, რომ ამ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი არ გამოიცეს რომელი ორგანო უნდა იყოს, რომელმაც უნდა განმარტოს კანონი და სთქვას: ეწინააღმდეგება თუ არა იგი კონსტიტუციას?

(გრ. ვეშაპელი - ცეკამ. სოციალი) ეს უდიდესი საკითხია. ამერიკაში არის უმაღლესი სასამართლო, რომელიც ამ მოვალეობას ასრულებს - იგი განმარტავს კანონებს და აღნიშნავს ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას. ჩეხოსლოვაკიაში არის 7 წევრისაგან შემდგარი საკონსტიტუციო სასამართლო და მან უნდა სთქვას; კანონი ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას ჩვენ უარვყავით ასეთი დაწესებულების შექმნა რადგან იგი შეიძლება ამა თუ იმ გაბატონებულ პარტიის გავლენას დაემორჩილოს, მისკენ გადაიხაროს და კანონს ისეთი განმარტება მისცეს, რომელსაც იგი არ გულისხმობს. მაშ სად უნდა იყოს გარანტია კანონმდებლობის დროს კონსტიტუციის დაცვისა? ამის გარანტია არის თვით პარლამენტი, ხალხი, პარტიათა შეხლა-შემოხლა პარლამენტში და რეფერენდუმის და ინიციატივის უფლება.

კონსტიტუციის საშუალებით ჩვენი ხალხი შესძლებს განვითარდეს, ამაღლდეს კულტურულად და პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა მომავალ ლიგის წინაშე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ დამფუძნებელი კრება მიიღებს ამ კონსტიტუციას და მომავალი თაობა კი იბრძოლებს მისი დაცვისათვის. (ტაში)

ამის შემდეგ სხდომა შეწყდა. კამათი დაინიშნა შემდეგი სხდომისათვის, რომელიც საგანგებოდ დანიშნული არის კონსტიტუციის განხილვისთვის შემდეგ კვირას ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე.

გაზ. „სახალხო საქმე“ - 1920წ. - №988 - 26 ნოემბერი

2.78 დამფუძნებელი კრება 1-ლი ქრისტეშობისთვის საღამოს სხდომა

▲ზევით დაბრუნება


გიორგი გვაზავას სიტყვა

ბატონებო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ჩვენ წინ დასმულია დიდი საკითხი: რა ნაირი უნდა იყოს ძირითადი საფუძვლები ჩვენი სახელმწიფოებრივი აღნაგებისა?! საკითხის დასმა ადვილია, განსაკუთრებით ომის და რევოლუციის დროს. კუნძულ ფორმოზამაც გამოაცხადა დემოკრატიული რესპუბლიკა, როცა იაპონიამ წაართვა იგი ჩინეთს, მაგრამ ამ გამოცხადებისგან არა გამოსულა რა, რადგანაც ხალხს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ რა არის ან რესპუბლიკა ან დემოკრატია. ბევრია ქვეყანაზე სხვა და სხვა ხალხი, რომელიც რიცხვით და ტერიტორიის სივრცით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, მაგრამ მათ სახელმწიფო ვერ შეუქმნიათ და ვერც შექმნიან ჯერ ჯერობით მაინც აშკარაა, სახელმწიფოს დასაარსებლად ხალხის რაოდენობას თუ ტერიტორიის სივრცეს, მით უფრო სხვა და სხვა ლოზუნგების გადასროლას თუ გამოცხადებას არა აქვს გადამჭრელი მნიშვნელობა. უმთავრესი მნიშვნელობა ამ საკითხში აქვს ხალხის კულტურულ განვითარებას და მის უფლებრივ შეგნებას. ამ სფეროში ქართველმა ერმა საუკუნეთა განმავლობაში დაამტკიცა თავისი ნიჭი და უნარი. არ შუდგებით აქ ჩვენი ძველი კულტურის, განსაკუთრებით უფლების და სასამართლოს განვითარების აღწერას, მაგრამ არ შემიძლია თქვენი ყურადღება არ შევაჩერო ერთს ისტორიულ მომენტზე, მეთორმეტე საუკუნის დამლევს, თამარ მეფის დროს, საქართველოში მოხდა დიდი პოლიტიკური მოძრაობა. მეჭურჭლეთუხუცესის, ყუთლუ ასლანის მეთაურობით ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ პირდაპირ ომი გამოუცხადა მეფის თვითმპყრობელობას. პარტია მოითხოვდა კანონმდებელი დარბაზის დაარსებას, სადაც უნდა ყოფილიყვნენ „განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი“. მიუხედავად თავისებური ტერმინოლოგიანი, ეჭვი არ არის, კითხვა შეეხებოდა საბიუჯეტო უფლებას და საზოგადოდ კანონმდებლობას. მეფეს უნდა მხოლოდ „სრულ ექმნა“ ასეთი „განგებანი“ ან დადგენილებანი, ე.ი. ჰრჩებოდა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენთვის მეტად საინტერესოა ეს მომენტი. მოიგონეთ, რომ ინგლისელებმა მიიღოს თავისი ცნობილი (მაგნა ხარტა ლიბერტატის) მხოლოდ 1215 წელს, ჰუნგრელებმა თავისი „ოქროს მუხლი“ მხოლოდ 1222 წელს. საქართველოში ამისთანავე მოძრაობა დაიწყო რამოდენიმე წლით უფრო ადრე, მაშინ როცა მთელს კაცობრიობაში არა ისმოდა რა ამის მსგავსი. ნუთუ ეს არ არის უტყუარი საბუთი ქართველი ერის ნიჭისა და უნარისა. მან პირველად გააღრმავა სახელმწიფოს უფლებრივი საკითხი და სწორედ გაავლო ხაზი ეროვნული სახელმწიფოს ორი ელემენტის შუა. მართალია, მონგოლების შემოსევამ და მუდმივმა ომმა მოსპო [...] ყოველი შესაძლებლობა თანდათანური განვითარებისა მაგრამ ეჭვი არ არის მიეცით ამ ერს, ქართველ ერს, მშვიდობიანი ცხოვრება, უზრუნველყავით სახელმწიფოებრივი სიმტკიცე გარედან და თავისუფალი განვითარება შიგნით და იგი კვლად დაიჭერს შესაფერ ადგილს თავისუფალ ერთა ოჯახში.

სწორედ იმაზე გვაქვს დღეს ლაპარაკი და მსჯელობა რა უნდა ვქნათ; რა საფუძვლები უნდა ჩავუყაროთ ჩვენს სახელმწიფოებრივ აღნაგებას, რომ შევქმნათ სახელმწიფო მტკიცე და შეურეველი გარედან, თავისუფალი და მშვიდობიანი შიგნით ჩვენ არა ვართ იმავე პირობებში, რომლებშიდაც იყვნენ მეთორმეტე საუკუნის მოღვაწენი.

ჩვენა გვაქვს დიდი გამოცდილება სხვა და სხვა ერებისა და აუარებელი მასალა, საჭიროა სახელმძღვანელო იდეა, საჭიროა რომ გავარკვიოთ გზა და კვალი ამ აუარებელ მასალაში მკაფიოდ და ნათლად წარმოვიდგინოთ ის გზა, რომელიც გაიარა კაცობრიობამ, და ის დასკვნა, სანამდის მივიდა ეს საკაცობრიო ევოლიუცია. ავიღოთ ეხლანდელი სახელმწიფოები ევროპისა და ამერიკისა, ეხლანდელი ხანა და შევადაროთ იგი იმ წესწყობილებას, რომელიც იყო ამ ოცი, ოცდახუთი საუკუნის წინად.

ინდოეთი, ეგვიპტე, სპარტა, ათენი, რომი - დაახლოებით წარმოადგენენ ერთ და იმავე სურათს. მთელი სახელმწიფო აშენებულია წოდებრივად, კასტობრივად. არის რამოდენიმე კლასნი ან კასტა, ერთი მეორეზე დადგმული, შეზღუდული და უფლებრივად სულ სხვა და სხვა ნაირი. პოლიტიკური უფლება ჰქონდა მხოლოდ მაღალ კლასს ან წოდებას - პატრიციებს რომში, ათენელ მოქალაქეთ და სპარტიატებს საბერძნეთში, ბრაჰმანებს ინდოეთში, ქურუმებს - ეგვიპტეში. ამ უმაღლეს კლასს ჰქონდა პოლიტიკური უფლება, მაგრამ არ იყო თავისუფალი სამოქალაქო თუ საჯარო უფლებაში. იყვნენ მონები, რომლებსაც არა ჰქონდათ არავითარი უფლება, იყვნენ ნახევრად თავისუფალნი რომლებთაც შეეძლოთ ვაჭრობა და მრეწველობა, მაგრამ არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლება და არ შეეძლოთ გამოსულიყვნენ თავიანთ წოდებრივი წრიდან. საზოგადოდ ადამიანი, როგორც პიროვნება, დამონებული იყო სახელმწიფოს მიმართ მას არ ჰქონდა არავითარი უფლება.

ეხლა სულ სხვაა. არსად არის წოდებრივი სხვა და სხვაობა. პოლიტიკური, საჯარო, სამოქალაქო უფლებანი ყოველგან თანაბრად და თანასწორად ეკუთვნის ყველას.

ადამიანი განთავისუფლებულია, მას აქვს თავისი უფლებრივი მოთხოვნილება. სახელმწიფოს არამც თუ უფლება არა აქვს ადამიანს უყუროს როგორც ნივთს, პირიქით, თვით სახელმწიფოს არსებობის გამართლება შეიძლება იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების გარანტიას აი რა დასკვნამდე მიაღწია კაცობრიობის უფლებრივმა რევოლუციამ. ეხლანდელი სახელმწიფო ევროპის და ამერიკისა არის უფლებრივი სახელმწიფო მას თავდაპირველად და უაღრესად ახასიათებს იდეა უფლებისა და ამ უფლების გარანტია. ეს უფლებაა - პოლიტიკური, საჯარო და სამოქალაქო, ან მოკლედ რომ გამოვთქვათ - თავისუფლება. ამ თავისუფლებით თანაბრად და თანასწორად სარგებლობს ყველა. მეორე მომენტი რომელიც ახასიათებს უფლებრივ სახელმწიფოს არის გარანტია თავისუფლებისა, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უტყუარი საშუალება აღადგინოს თავის უფლება, თუ იგი შელახულია, თანაც უნდა იყოს ამ უფლების შემლახველი, კერძო პირი თუ რომელიმე დაწესებულება ან სახელმწიფოებრივი ხელისუფლება.

ამ ნაირად, თუ მიზანი სახელმწიფოსი არის თავისუფლება, სახელმწიფოებრივი აღნაგება უნდა იყოს შეწონილი ამ მიზანთან და მიზანი უზრუნველყოფილი ამ აღნაგებით.

რა არის ამისთვის საჭირო?

დანაწილება ხელმწიფობისა.

„ხელმწიფობა ეკუთვნის მთელს ერს“ - ნათქვამია ჩვენს პროექტში. ეს პრინციპი სწორია და უდავო. მაგრამ ერს უნდა სათანადო ორგანოები ამ ხელმწიფობის განსახორციელებლად. გამოკვლეულია და დამტკიცებული, რომ ხელმწიფობა შესდგება სამი ელემენტისგან, ეს სამი ელემენტი, ე.ი. ხელისუფლება კანონმდებელი, აღმასრულებელი და მსჯავრდებული - უნდა დანაწილებული იყოს სამი უმთავრესი ორგანოთა შორის. თვითონ პრინციპი დანაწილებისა დავას არ იწვევს, სადავოა მხოლოდ დემარკაციული ხაზი, რომელიც ჰყოფს ამ ხელისუფლებებს ერთი მეორისგან. დანაწილება ამ უფლებისა უფრო მკაცრად გატარებულია ამერიკაში. როგორც ვიცით, ამით ამერიკა არამც თუ არა დაშლილა, როგორც სახელმწიფო, პირიქით უფრო და უფრო მაგრდება ეხლა თამაშობს პირველ როლს მსოფლიოში. ეს დანაწილება საჭიროა, როგორც ერთი უმთავრესი გარანტია თავისუფლებისა, ტირანიისა და თვითმყოფელობის. უბედურება სწორედ იმაშია, რომ ყველა ეს ხელისუფლება მოგროვილია ერთი კაცის ხელში. ტირანი თვითონ სცემს კანონს, თვითონ ასრულებს მას და თვითონ სჭრის სამართალს და დამყარებულია სრული თვითნებობა. ამ თვითნებობის საპირწონედ საჭიროა განცალკევება ამ ხელისუფლებათა ისე, რომ ერთი ხელისუფლებას შეეძლოს მხოლოდ ერთი ფუნქციის ასრულება და არა ყველასი ერთად. მაშინ არის ერთნაირი სწორწონობა და მუდმივი კონტროლი ერთი მეორისა.

მოგახსენეთ, ეს პრინციპი მიღებულია ყველგან, თვით შვეიცარიაშიდაც არის კანონმდებელი ორგანო პარლამენტი, აღმასრულებელი - სამინისტრო და მსჯავრდებული - სასამართლო, არის ეს პრინციპი გატარებული ჩვენს კანონმდებლობაშიც, მხოლოდ სჩანს დიდი ზეგავლენა შვეიცარიის მაგალითისა, რაც ჩვენთვის სრულებით არ არის არც მისაბაძი, არც ხელსაყრელი.

შვეიცარიაში სხვა პირობებია

შვეიცარიაში არ არის პრეზიდენტი რესპუბლიკისა, მაგრამ ეს გამოწვეულია ან განსაკუთრებული პირობებით. შვეიცარიის კომფედერაცია აღმოცენდა პატარ-პატარა სახელმწიფოების გაერთიანების ნიადაგზე. იქ იყვნენ პატარ-პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოები - კანტონები. იქ იყო წინააღმდეგობა ეროვნული, ლინგვისტიური, რელიგიური და ამ სხვა და სხვაობას დაერთო კიდევ წინააღმდეგობა პსიხოლოგიური: თვითეული კანტონი იცავდა თავის დამოუკიდებლობას და შიშით და ეჭვის თვალით უყურებდა და მეორე კანტონის გაძლიერებას და მის ჰეგემონიას. ეს ცხადი იქნება, თუ წაიკითხავთ 82 და 98 მუხლს შვეიცარიის კონსტიტუციისას. კანტონთა საბჭოში (ზედა პალატა) არ შეიძლება ერთიდაიმავე კანტონიდან არჩეულ იქნას ზედიზედ კანტონთა საბჭოს თავმჯდომარე ან მისი ამხანაგი. 96 მუხლის ძალით არ შეიძლება ორი მინისტრი იყოს ერთ და იმავე დროს ერთი კანტონიდან თუ ასეთი წესი გნებავთ შემოიტანოთ ჩვენში, უნდა პირდაპირ აღიაროთ, რომ არ შეიძლება იყოს მინისტრად ორი გურული, ან ორი მეგრელი ერთ და იმავე დროს. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენში არ არის ეს პირობები, ჩვენში სამეგრელო, გურია და სხვა ნაწილები საქართველოისა არ არიან კანტონები, დამოუკიდებელი სახელმწიფოები და არ შეიძლება იყოს ისეთი შიში და ქიშპობა, როგორც არის შვეიცარიაში. აქედან თქვენ დაინახავთ, რომ იმ პსიქოლოგიურ ნიადაგზე, რომელიც იყო შვეიცარიაში, შუძლებელი გახდა პრეზიდენტობის შემოღება. პრეზიდენტი - ერთი კაცია, ის უსათუოდ იქნებოდა ერთი რომელიმე კანტონიდან, ამ გარემოებას შეეძლო შეექმნა განსაკუთრებული უპირატესობა ამ კანტონისა და გადაეზნიქა იმისკენ პოლიტიკური ჰეგემონია იმიტომ უკეთესად სცნეს სულ გაეუქმებინათ პრეზიდენტობა.

არის მეორე მიზეზი უფრო მნიშვნელოვანი. 1815 წელს შვეიცარია საერთაშორისოდ ცნობილ იქნა ნეიტრალ სახელმწიფოდ. მაშასადამე გარეგანი საშიშროება იმას არ მოელოდა, და ამიტომ აღმასრულებელი ხელისუფლების სისუსტე და არა მთლიანობა დიდს უბედურებას არ წარმოადგენდა.

დაუმატეთ ყველა ამას ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა. შვეიცარია გზას არავის უღობავს ოკეანისაკენ; საფრანგეთს, გერმანიას და იტალიას, რომლებიც მას გარს ახვევიან, აქვთ თავისუფალი გზა. მას არავინ ეხლება და არავინ ემუქრება წალეკვით და განადგურებით. საქართველო კი ჰდევს მსოფლიო გზაზე, რუსეთი, სპარსეთი და ცენტრალური აზია მას ბუნებრივად აწვებდა და შეიძლება გადაჰლეკოს იგი. ჩვენი საერთაშორისო მდგომარეობა და მდებარეობა სულ სხვაა, ვიდრე შვეიცარიისა. ამიტომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენში უნდა მოიწყოს სულ სხვანაირად, ისე, როგორც არის ყოველგან, ყოველ სახელმწიფოში, გარდა შვეიცარიისა, ჩვენთვის აუცილებელია პრეზიდენტი რესპუბლიკისა. ჩვენში აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მთლიანი, თაოსანი, მუდამ ფხიზელი და ენერგიული.

თავისუფლება და დისციპლინა.

აქ ნოე ჟორდანიამ ბრძანა - სადაც დიდია თავისუფლება, იქ ხშირად ჰხდებოდა არეულობაცო. არა, ჩვენ კარგად გავითვალისწინებთ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ადვილად დავინახავთ, რომ თავისუფლება და დისციპლინა არავითარ დემოკრატიულობას არ წარმოადგენენ დემოკრატიულად მოწყობილ სახელმწიფოში. ამ აზრის გასაშუქებლად მოვიყვან ჰერბერტ სპენსერის შეხედულებას, მისი აზრით სახელმწიფო არის ცოცხალი ორგანიზმი, ამიტომ ზოგიერთი კანონი ორგანიზმის ცხოვრებისა ხშირად მისაბაძიაო. მართლაც, თუ დაუკვირდებით ცოცხალ ორგანიზმს, ჩვენ დავინახავთ, რომ თავის ან ტვინის ბრძანებას ემორჩილება მხოლოდ გარეგანი ორგანოები, და არა შინაგანი. მხოლოდ ორგანოები თავდაცვისა და გარეგან განწყობილებას - როგორიცაა ხელი, ფეხი, თვალი და სხვა, ემორჩილება თავის ბრძანებას. მაგრამ ისეთი ორგანოები, როგორიცაა გული, სისხლი, ფილტვი და სხვა, სრულებით დამოუკიდებლად განაგრძობენ თავიანთ მუშაობას და სულ არ ემორჩილებიან თავის ბრძანებას. აქედან აშკარაა ერთი ზოგადი კანონი, რომელიც შეიძლება სახელმწიფომაც მიიღოს სახელმძღვანელოდ: ყოველ სახელმწიფოებრივი ორგანო თავდაცვისა და გარეგან განწყობილებას უნდა ემორჩილებოდეს ერთ ცენტრს - მთავრობას. ასეთია ჯარი, მილიცია, ადმინისტრაცია და ორგანოები საერთაშორისო განწყობილებისა. ყველა ამ სფეროში აუცილებლად გატარებულ უნდა იყოს მკაცრი დისციპლინა და ცენტრალიზმი. ამის მიხედვით შემოტანილ კანონპროექტში ჩვენ უნდა შევიტანოთ სათანადო შესწორებანი. ჯარის და საზოგადოდ შეიარაღებულ ძალის გამგებლობა უნდა ჰქონდეს მთავრობას და არა პარლამენტს. საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივ საჭიროებათა მომწესრიგებელ ხელშეკრულებით, მაგრამ ადმინისტრაცია უნდა იყოს ცენტრალურ მთავრობის ხელში. ყოველ თვითმმართველობასთან უნდა იყოს ერთი წარმომადგენელი ცენტრალურ მთავრობისა, რომელიც ინიშნება ცენტრიდან და ემორჩილება ცენტრს. იგი ამსრულებელია ადგილობრივ თვითმმართველობის დადგენილებისა, მას ევალება ადგილობრივად დაცვა კანონიერების და წესიერებისა და პასუხისმგებელია მხოლოდ ცენტრალურ მთავრობის წინაშე. კანონიერების და წესიერების დაცვა ადგილობრივად არის დაცვა კონსტიტუციით უზრუნველყოფილ სამოქალაქო თავისუფლებისა. ამნაირად თვით მინისტრების პასუხისმგებლობას ეყრება ნამდვილი საფუძველი.

მაგრამ არის უფრო ვრცელი არე სახელმწიფოებრივ ცხოვრებისა - ვაჭრობა, მრეწველობა და საზოგადოდ მთელი ეკონომიური მხარე. ამ სფეროში რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფოებრივი ხელისუფლება, მით უკეთესია სახელმწიფოსათვის. აქ სრული თავისუფლების ნიადგაზე შედგება მრავალი ამხანაგობა, კომპანიები, კოოპერატივები, რომლებიც თავისუფლად და შეთანხმებულად აამოძრავებენ მთელს საწარმოვო ენერგიას და ადვილად დააკმაყოფილებენ მთელ ეროვნულ მოთხოვნილებას. აქ სახელმწიფო ხელისუფლების მოქმედება უნდა ამოიწუროს მხოლოდ წესიერების და კანონიერების დაცვით ე.ი. დაცვით კონსტიტუციით უზრუნველყოფილი თავისუფლებისა. გარეგანი სიმტკიცე და შინაგანი თავისუფლებაა იდეალი სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.

გარანტია თავისუფლებისა

გარანტია თავისუფლებისა თავდაპირველად არის თვით ერი და მისი უფლებრივი შეგნება. მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ თვით კონსტიტუციაში არ უნდა იყოს შესაფერი უფლებრივი გარანტია. ასეთი არის ერთი - კონტროლი ერთიმეორისა სხვა და სხვა ხელისუფლების - მიერ და შემდეგ - სასამართლო.

კანონმდებელი ხელისუფლება კონტროლს უწევს მთავრობას. მას აქვს კითხვის, შეკითხვის და გამოძიებისა, მას შეუძლიან სულ გადააყენოს მთავრობა (მინისტრები) უნდობლობის გამოცხადებით, მეორე მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს მცირეოდენი უფლება იმისთვის, რომ კანონმდებელ ხელისუფლების მუშაობა არ მოხდეს აჩქარებულად და ზერელედ ამიტომ კარგი იქნება თუ რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაინახა, რომ რომელიმე კანონი ჩქარებულია და ზერელედ არის მიღებული, მას უფლება ეძლევა მოითხოვოს ხელმეორედ განხილვა პარლამენტში იმ კანონისა. თუ პარლამენტმა ხელმეორედ მიიღო იგივე კანონი განსაზღვრული ხმის უმეტესობით იგი ჰხდება კანონად, თუნდაც პრეზიდენტი წინააღმდეგი იყოს ამისა. ასეთი წესი ჩვენთვის მით უფრო საჭიროა, რომ ჩვენ გვაქვს ერთპალატიანი პარლამენტი, სხვაგან, თითქმის ყველგან (შვეიცარიაშიდაც) მიღებულია ორ პალატიანი სისტემა. კანონი, მიღებულია ერთი პალატის მიერ, გადადის მეორე პალატაში, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს ან უარჰყოს მიღებული კანონი. ამიტომ კანონმდებლობა ყველგან სწარმოებს მეტად ფრთხილად და მიზანშეწონილად აი, ამ სიფრთხილისათვის სასურველია პრეზიდენტს ჰქონდეს ზემოხსენებული ვეტოსი უფლება, ისე როგორც არის ჩრდილო ამერიკაში.

უმთავრესი გარანტია თავისუფლებისა არის სასამართლო. იგი ერთიანად კონტროლს უნდა უწევდეს, როგორც აღმასრულებელ, ისე კანონმდებელ ხელისუფლებას.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლების მოქმედებას, აქ დავა არ არის, აქ ყველა თანახმაა, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მიჰმართოს სასამართლოს, პასუხისგებაში მისცეს ყოველი მხარე და საზოგადოთ სასამართლოს წესით აღადგინოს თავისი ხელისუფლება.

დაისვას მეორე საკითხი: შეიძლება თუ არა ასეთივე მეთვალყურეობა გაუწიოს სასამართლომ კანონმდებელ ხელისუფლებას? კონსტიტუცია წარმოადგენს თავისუფლების უფლებრივ გარანტიას.

სასამართლო და საზოგადოდ ყოველი სახელმწიფოებრივი ხელისუფლება ვალდებულია თავდაპირველად შეასრულოს კონსტიტუციით ბრძანება, როგორც ეს პირდაპირ ნათქვამია პროექტის მე-10 მუხლში. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ პარლამენტმა მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამ გზით ჰზღუდავს ან ჰლახავს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ სამოქალაქო თავისუფლებას.

ამისთანა შემთხვევაში ვის მიმართოს და როგორ აღადგინოს თავისი უფლება შევიწროვებულმა მოქალაქემ? რასაკვირველია, უნდა მიჰმართოს ისევ სასამართლოს.

აქ იბადება ზემოყვანილი ძირითადი საკითხი: აქვს თუ არა უფლება სასამართლოს განიხილოს ახალი კანონი კონსტიტუციურის თვალსაზრისით და უარი ჰყოს ისეთი კანონი, მიღებული პარლამენტის მიერ, რომელიც ეწინააღმდგება კონსტიტუციას? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აუცილებელია, ასეთი უფლება უნდა მიეცეს ჩვენს სენატს, როგორც უმაღლეს სასამართლოებრივ დაწესებულებას. ეს იქნება ერთნაირი კონტროლი მსჯავრმდებელ ხელისუფლებისა კანონმდებელ ხელისუფლების მიმართ, არა იმიტომ რომ შეაფერხოს პარლამენტის მუშაობა, არამედ იმიტომ, რომ დაიცვას კონსტიტუცია და მით უზრუნველყოფილი სამოქალაქო თავისუფლება. უამისოდ საკმარისი იქნება უბრალო დეკრეტის გამოცემა, რომ გაუქმებული იქნეს მთელი კონსტიტუცია თუ ეს არ გინდათ, უნდა მიიღოთ ჩვენი წინადადება.

დავასკვნი: ხელმწიფობა ეკუთვნის მთელ ერს, მაგრამ ამ ხელმწიფობის განსახორციელებლად საჭიროა სათანადო ორგანოები: ა) მთავრობა, რომელიც შესდგება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისაგან და პასუხისმგებელი მინისტრებისაგან; ბ) პარლამენტი, არჩეული ხალხის მიერ, რომელიც ახორციელებს მხოლოდ კანონმდებელ ხელისუფლებას და კონტროლს უწევს მთავრობას და გ) დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც დარაჯია კონსტიტუციისა. მხოლოდ ამნაირი სახელმწიფოებრივი კონსტიტუციით შეიძლება უზრუნველყოფილ იქმნეს თავისუფლება, რომელიც ერთად ერთი მიზანია და გამართლება თავისი სახელმწიფოსი.

დანარჩენ ძირითად პრინციპებს შემოტანილ კანონპროექტიასა, ჩვენ თითქმის სავსებით ვიზიარებთ. ზოგან და ზოგან სათანადო შესწორება თავის დროზე შემოტანილი იქნება.

გაზ. „საქართველო“ - 1920 წ. - 165-166.- ქრისტეშობის თვის 4, 5 - გვ. 2

2.79 მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანიას სიტყვა. დამფუძნებელი კრება, 1-ლ დეკემბრის სხდომა.

▲ზევით დაბრუნება


მოქალაქენო! წინა სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ თქვენ მოგახსენათ კომისიის საერთო მოსაზრება კონსტიტუციის პროექტის შესახებ, ეხლა მე მსურს მოგახსენოთ ს. დ. პარტიას და ფრაქციის მოსაზრებანი და საერთო შეხედულება ამავე საკითხზე.

პირველად ყოვლლისა ჩვენ უნდა დავსვათ ერთი კითხვა. რა არის კონსტიტუცია საზოგადოთ და მერე როგორი უნდა იყოს ის ჩვენში, ჩვენი პირობების მიხედვით? თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივი კონსტიტუცია არის ერთნაირი ძირითადი უფლებები, ნორმა, რომლის ფარგალში ყოველი სახელმწიფო მუშაობს და მისი ორგანოები მოღვაწეობენ. ის არის, ასე ვთქვათ, ერთნაირი საერთო დიპლომი, სახალხო ხარატი, რომელზედაც არის დაბჯენილი მთელი სახელმწიფოს წეს-წყობილება და თითეულმა მოქალაქემ იცის, თუ რა უფლებანი აქვს მას ამ ხარატის მიხედვით და რა მოვალეობანი აწევს მას სახელმწიფოს მიმართ. ეს, ასე ვთქვათ, ერთნაირი წესდებაა, წესდება ისეთი ხასიათის, როგორიცაა მაგალითად რომელიმე საზოგადოების წესდება. ამ წესდების თანახმად მუშაობს საზოგადოება, სავაჭრო იქნება ის, საქველმოქმედო თუ სხვ. ასეთი წესდებაა ეს კონსტიტუცია თითეულ სახელმწიფოსათვის. აი ასეთი წესდება, ძირითადი ნორმა, ასეთი პოლიტიკური წესდება არსებობს ყველა თანამედროვე სახელმწიფოში და ეს სახელმწიფონი ამის მიხედვით თავიანთ საზღვრებში მუშაობენ. უნდა ვსთქვა, რომ არის ერთი გამონაკლისი, სადაც არის დიდი საკონსტიტუციო უფლებები, მაგრამ არ არის კონსტიტუცია, როგორც მთელი, ჩამოყალიბებული. ეს არის ინგლისი. ინგლისის პარლამენტი არის ერთად ერთი პარლამენტი, რომელსაც აქვს უზენაესი უფლებები. არც ერთი სხვა ქვეყნის პარლამენტს ასეთი უფლებები არა აქვს. ინგლისის პარლამენტს კი აქვს ეს შეუბოჭავი უფლებები. მას შეუძლია ყოველ დღე სცვალოს კონსტიტუციონალური აქტები, გამოსცეს კანონები და არავითარი განსხვავება არ ჰპოვოს ძირითად და არა ძირითად კანონებს შორის. ყოველგვარ სხვა სახელმწიფოს, იქნება ის მონარქიული, თუ რესპუბლიკური, პარლამენტს აქვს შეზღუდული უფლებები. ის ძირითადი დებულებები, რომელიც არის შემუშავებელი სამუდამოთ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა ჩვეულებრივი, პარლამენტარული გზით, არამედ ამისათვის მიღებულია არა ჩვეულებრივი გზა. არის მეორე განსხვავება. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი საკუთარი კონსტიტუცია და ერთი სახელმწიფოს კონსტიტუცია არ გავს მეორე სახელმწიფოს კონსტიტუციას. მართალია, ძირითადი დებულებები ერთნაირია, მაგრამ მათი ფორმები და ცხოვრებაში გატარება სხვა და სხვა ნაირია და ამიტომ ვამბობ, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი საკუთარი კონსტიტუცია აქვს-მეთქი. უნდა ითქვას, რომ კონსტიტუცია არავითარ ახალ უფლებას არ ქმნის, ის მხოლოდ აღბეჭდავს იმას, რაც უკვე არის ცხოვრებაში, ე.ი. მისი ძირი, საძირკველი, რომელზედაც უნდა იქნას აგებული წერილობითი კონსტიტუცია, არის ამა თუ იმ ქვეყნის ფაქტიური კონსტიტუცია. რანაირია ამა თუ იმ საზოგადოებაში ფაქტიური ძალთა განწყობილება, ეს უნდა სწორედ კონსტიტუციაში იყოს აღბეჭდილი. ამნაირად ცხოვრებაც სინამდვილეა სავსებით, ერთიანად უნდა ეთანხმებოდეს ამ დაწერილ სინამდვილეს ე.ი. ამ ორ წყებას შორის უნდა იყოს სრული თანხმობა. თუ ეს ასე არ არის, თუ ფაქტიური კონსტიტუცია ერთია, დაწერილი კი - მეორე, აქ, რასაკვირველია, წერილობითი კონსტიტუცია იძულებული იქნება ადგილი დაუთმოს ფაქტიურს და ამ ორ წყებას შორის მოხდება სრული კოლიზია და ამ ბრძოლაში, ეჭვს გარეშეა გაიმარჯვებს ფაქტიური კონსტიტუცია. მხოლოდ იმ კონსტიტუციას შეუძლია არსებობა, რომელიც ხატავს ხალხის შინაგან ძალთა განწყობილებას. რასაკვირველია, კონსტიტუციის ისტორიაში ყოფილა და დღესაც არის ისეთი კონსტიტუცია, რომელიც არსებობენ არა შინაგან ძალთა განწყობილებით, არა საზოგადოებრივი კალიბრით, არამედ ხიშტით, იარაღის შიშით. ამის მაგალითს გვაძლევს ჩვენი საბჭოთა რუსეთის კონსტიტუცია. რასაკვირველია, ბალშევიკების კონსტიტუცია დღეს არსებობს იარაღს ქვეშ, და თუ ეს ხიშტი მოიხსნა, მაშინ ის ერთ საათსაც ვერ დარჩება და დარღვეულ იქნება კონსტიტუცია, ე. ი. მოხდება მეორე რევოლუცია. კლასიკური მაგალითი კონსტიტუციების ხშირი ცვლილებებისა არის საფრანგეთი. საფრანგეთში კონსტიტუცია ხშირ-ხშირად იმიტომ იცვლებოდა, რომ ის არ ხატავდა ფაქტიურ სინამდვილეს. იქ მრავალი კონსტიტუცია შეიცვალა და მხოლოდ 1871 წელს დამტკიცდა და საფუძველი ჩაეყარა მესამე რესპუბლიკას. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ იქ, საფრანგეთში, კონსტიტუცია ვერ აღბეჭდავდა ცხოვრების სინამდვილეს. აქედან თქვენ ხედავთ, რომ ეს მეტად ძნელი და რთული კითხვაა. ეს კითხვა არ არის ისე ადვილი როგორც საზოგადოებაში ბევრს წარმოუდგენია. შეიძლება მშვენიერი კონსტიტუცია დაიწეროს ქაღალდზე, მაგრამ, როგორც შევა ცხოვრებაში მაშინვე გამოჩნდება, რომ ამ კონსტიტუციის და ცხოვრების შორის არაფერი საერთო არ არის და დაიწყება უფლებრივ ნიადაგზე ბრძოლა. კონსტიტუცია ისეთივეა სახელმწიფოსათვის, როგორიც ტანისამოსია ადამიანისათვის. თუ ტანისამოსი ადამიანის ტანზე არ არის გამოჭრილი, თავის თავად ცხადია, მისი მტარებელი იძულებული იქნება ის გაიხადოს და ახალი მკერვალი ეძიოს. ისეთი მკერვალი, რომელიც მის ტანზე გამოსჭრის ტანისამოსს. საფრანგეთი 70 წლის განმავლობაში ეძებდა ისეთ მკერვალს, რომელიც გამოუჭრიდა მას შესაფერ კონსტიტუციას.

და დღეს, როდესაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის კონსტიტუციას, პირველად ყოვლისა უნდა გამოვარკვიოთ საქართველოს ფაქტიური კონსტიტუცია, შინაგან ძალთა განწყობილება აღვბეჭდოთ ჩვენს კონსტიტუციაში. მაშ, ვიკითხოთ, რანაირია ჩვენში ეს ძალთა განწყობილება? დავიწყოთ მაღლიდან, მწვერვალიდან. ჩვენში ამ უკანასკნელ 100 წლის განმავლობაში ბატონობდა რუსეთის ტახტი, მაგრამ ამ ტახტს არ ჰქონდა ჩვენს ხალხთან ორგანული კავშირი, ე.ი. ის არ იყო ჩვენი ნაციონალური ტახტი და არ იყო გამოსული ჩვენი ხალხის ისტორიიდან, გულიდან. ამიტომ, როდესაც დაიმსხვრა ეს ტახტი, არ შეიძლებოდა ამ ტახტით შექმნილ მონარქიულ ტრადიციების დაბრუნებისათვის ეზრუნა ჩვენს ხალხს. ჩვენ გვქონდა ჩვენი ნაციონალური სამეფო ტახტი, მაგრამ ის ასი წლის წინათ დაირღვა. ამ ნაციონალურ ტახტს ხალხზე ისეთი გავლენა არ ჰქონია, რომ მას მოეთხოვა მისი აღდგენა. მაშასადამე ის მონარქიული ტრადიცია, ის ფსიქიკა, რომელიც იქნება ყოველ სახელმწიფოში, ჩვენში არ არის. მაგ., აიღეთ თუ გინდ საბერძნეთი. იმ მეფეს, რომლითაც უკმაყოფილო იყო გუშინ საფრანგეთის ხალხი, იგივე ხალხი ეუბნება მობრძანდი და იბატონეო. აი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს ნაციონალური ტახტის ორგანული კავშირი ხალხთან. შემდეგ უნდა ვსთქვა, რომ ის საზოგადოებრივი ნაწილი, ის წოდება, რომელიც აძლევს მონარქიას ერთგვარ საფუძველს და მასზე ის ეყრდნობა, აი ეს წოდება ჩვენში დღეს არის სავსებით დარღვეული და არ წარმოადგენს სოციალურ ძალას - ეს არის თავად აზნაურობა. მაშასადამე მე ვამბობ, რომ ჩვენში არც ერთი საზოგადოებრივ ნაწილში არავითარი საფუძველი არა აქვს მონარქიულ სულისკვეთებას და მაშასადამე მონარქიულ კონსტიტუციას.

შემდეგ მოდის ბურჟუაზია. თქვენ იცით, რომ ჩვენში მძლავრი ბურჟუაზია არ არის (შენგელაია: ჯერ არ მოსულა?). არ მოსულა ბ. ლეო, და როცა მოვა, არ ვიცი, თქვენ სად იქნებით. და მე ვამბობ, რომ ჩვენში არ არსებობს მძლავრი, შეუძლებელი ბურჟუაზია. მართალია არიან ბურჟუაზიის იდეოლოგები, მაგრამ თვითონ კლასი არ არსებობს, არ აქვს ამ კლასს ისეთი სოციალური ძალა, რომ თავისი ელფერი დაასვას სახელმწიფოს კონსტიტუციაზე. ჩვენი საზოგადოება შესდგება სამი კლასისაგან, რომელთაც აქვთ ჩვენში მნიშვნელობა. ერთი არის მრავალრიცხოვანი წვრილი გლეხობა. 90 პროცენტი ამ გლეხობისა იძულებულია თავის სარჩენად მიმართოს სხვის მიწას, ან სხვა რაიმე სამუშაოს გარდა მეურნეობისა (კედია: თქვენის წყალობით, ბ-ნო იმათ აქვთ საკუთარი მიწა). სამწუხაროდ, ბ. სპირიდონ, ჩვენში იმდენი მიწა არ აღმოჩნდა, რომ მიწების დარიგების შემდეგ გლეხებს საკმაო მიწა ჰქონდათ და მე მგონია, რომ ამდენი მიწა ვერ გაჩნდება. ასე რომ, იმ რეფორმამ, რაც ჩვენ მოვახდინეთ სრულიად ვერ შესცვალა ჩვენი კლასიური მდგომარეობა. მართალია ბ. სპირიდონი, ფიქრობს, რომ ჩვენშიაც გაჩნდებოდა სხვანაირი გლეხი, მსგავსი გერმანიისა, მაგრამ მათი იმედები გაცრუვდა (კედია: ეს ადრე უნდა გეთქვათ ბატონო!). მე ვიმეორებ, რომ საქართველოში საკმარისი მიწა არ იყო და მიწას ჩვენ ვერ შევქმნიდით.

შემდეგ ჩვენში არის ქალაქის მრავალრიცხოვანი წვრილი ბურჟუაზია; წვრილი ვაჭრები, ხელოსნები, მოხელეები, ე.ი. ისეთი ხალხი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში წვრილი შემოსავლით და ვერ გამხდარა ბურჟუაზიის წევრათ. ამის შემდეგ ჩვენში არის მრავალრიცხოვანი, ამასთანავე შეკავშირებული და შეგნებული მუშათა კლასი, რომელიც დიდი ხანია, რაც ჩვენს ცხოვრებას, პოლიტიკურ მოძრაობას უდგია სათავეში. აი ამ კლასმა დაასვა თავისი გადამჭრელი ბეჭედი მთელ ჩვენ მოძრაობას, ამ კლასს მისდევს მოწინავე გლეხობა, მისდევს აგრეთვე დიდი ნაწილი ქალაქის წვრილი ბურჟუაზიისა.

აი ეს სამი კლასი არის შეკავშირებული მუშათა კლასის იდეოლოგიის და მისი დღევანდელი დროშის ქვეშ. აი ასეთია ნაწილები ჩვენი ფაქტიური კონსტიტუციისა. თუმცა ჩვენ წერილობით კონსტიტუცია დღევანდლამდე არ გვქონია. მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია და კანონი სავსებით დაყრდნობილია ამ 3 კლასის არსებობაზე და მათ ურთიერთობაზე, აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს ამ სამ კლასს, რომელიც ყოველ ქვეყანაში და ყოველ დროს ყოფილა უაღრესად დემოკრატიული კლასი. როგორც დავინახეთ, ჩვენში არავითარი საფუძველი არა აქვს მონარქიას, აქედან ცხადია, რომ ჩვენში უნდა იყოს რესპუბლიკა, მაგრამ თუ ამ რესპუბლიკაში გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ კლასებს, თავისთავად ცხადია, ეს რესპუბლიკა უნდა იყოს დემოკრატიული. ამნაირად დემოკრატიული რესპუბლიკა სავსებით ხატავს ჩვენი ცხოვრების ვითარებას და ეს რესპუბლიკა არის სწორედ ნამდვილი გამოჭრილი ტანისამოსი, რომელიც უნდა ეცვას ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს. მე ვთქვი, რომ ამ დემოკრატიულ კლასების მეთაური არის მუშათა კლასი, ე.ი. დღეს ჩვენში პოლიტიკური ბატონობა და პოლიტიკური გეგემონია უჭირავს მუშათა კლასს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კლასს შეუძლიან დაამყაროს ის, რაც მას მოეპრიანება და მოესურვება, ამ დღევანდელ მის ბატონობას აქვს ერთნაირი საზღვარი და ეს საზღვარი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობა. რა ნაირია ჩვენში ეს ეკონომიური მდგომარეობა თქვენ იცით ჩვენში მსხვილი მრეწველობა სუსტია. მსოფლიო ბაზარი კი ეკუთვნის კაპიტალისტურ ბურჟუაზიას, ჩვენში არის წვრილი მეურნეობა, წვრილი ხელოსნობა და წვრილი ვაჭრობა. ამას აქვს უაღრესად გადამჭრელი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში. ასეთ ეკონომიურ საფუძველზე, თავის თავად ცხადია, მუშათა კლასი ვერ განახორციელებს თავის საბოლოო მიზანს ევროპის დამოუკიდებლად. აი ამ მდგომარეობას არ მიხედეს ბოლშევიკებმა, ვერ გაიგეს, რომ რუსეთში დაახლოებით ისეთი ეკონომიური ვითარებაა, როგორიც ჩვენში. მათ თავისი პროგრამა ვერ შეუფარდეს ეკონომიურ მდგომარეობას და აქედან დაიბადა ის, რომ, იმის მაგიერ, რომ იქ მართლა, როგორც მათ სურდათ განეხორციელებინათ საბოლოო მიზანი, მოგვცეს დანგრევა მთელი მრეწველობისა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენში არ შეიძლებოდეს სოციალიზმის განხორციელება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გადაიქცევა ინდუსტრალურ ქვეყნად. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ევროპის დამოუკიდებლად ჩვენ ვერ განვახორციელებთ სოციალიზმს და თუ მოვინდომეთ ეს, ის მოგვივა, რაც რუსეთს მოუვიდა. დავრჩებით გატეხილი გობის წინ. მაგრამ თუ კი ევროპის მდგომარეობა შეიცვალა, მისი სოციალური გარდაქმნა მოხდა, მაშინ ჩვენშიაც შესაძლებელი იქნება სოციალური გარდაქმნის მოხდენა, რადგანაც ჩვენ არ ვიქნებით ეკონომიურად განმარტოებული. მაშინ ჩვენ და ევროპას ერთად შეგვეძლება სიარული და ევროპიდან მოვიტანთ იმას, რაც ჩვენ დაგვაკლდება. მაშასადამე, ჩვენი მუშათა კლასის მოქმედების საზღვარი არის ეკონომიური მდგომარეობა. ამით მტკიცდება ის, რაც არა ერთხელ ითქვა მარქსის და სხვა მარქსისტების მიერ, რომ პოლიტიკური წყობილება არის აგებული ეკონომიურ წყობილებაზე. პოლიტიკა ეკონომიკის ზედნაშენია; ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ვითარებას არ შეეძლოს ამის საფუძველზე გავლენის მოხდენა, არ შეეძლოს დააჩქაროს პროცესი. აქედან იბადება საჭიროება ისეთი პოლიტიკური წყობილებისა, ისეთი კონსტიტუციისა, რომელიც მუშათა კლასს მისცემს ნამდვილ იარაღს არსებულ ეკონომიურ საფუძვლის გარდასაქმნელად თავის სურვილისამებრ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა ატარებდეს თან ამ კლასის პოლიტიკას და სოციალურ მისწრაფებას და უნდა უკაფავდეს ბრძოლის გზა-კვალს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკური უფლება რჩება ცალიერ სიტყვათ, თუ მას არ ახლავს სოციალური უფლებები, თუ ამ უფლებას არ სცნობს ერის დიდი უმრავლესობა და არ ემხრობიან გლეხები. საქართველოს მუშათა ხალხი აგებს რა თავის კონსტიტუციას აი იმ პრინციპზე, ჰქმნის უაღრესად დემოკრატიულ პოლიტიკურ ნორმებს. ის ამ კონსტიტუციის საშუალებით მიდის თავის საბოლოო მიზნისაკენ, მაგრამ ის თავის ამ საბოლოო მიზნებს უკავშირებს ხალხის ფართო მასას და ეს ქმნის იმას, რომ ეს კლასი არ შორდება ფართო დემოკრატიულ მასებს ისე, როგორც მოშორდნენ ბალშევიკები. მაშასადამე, საჭირო არ იქნება ის, რომ ამ კლასმა ძალით, იარაღით ხელში თავს მოახვიოს ფართო მასას თავისი მიზნები და სურვილები. დემოკრატიულმა კონსტიტუციამ, როცა ის აწესებს თავის პოლიტიკურ ნორმებს, იქვე უნდა ჩაუყაროს საფუძველი სოციალურ ნორმებსაც. საზოგადო მეურნეობა, მისი თანდათან გაფართოება, აი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ამ ნორმებს გეზი და სავალი გზა. ასეთ პირობებში პოლიტიკურ-სოციალური აღორძინება სწარმოებს ერთად განუყრელად და მის ერთად ერთ ასპარეზად აღიარებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მისი მთავარი გზა-კვალი და საშუალება არის საქართველოს დემოკრატიული კონსტიტუცია. აი ასეთი მიზანი უნდა დაისახოს ჩვენმა დემოკრატიულმა კონსტიტუციამ. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება ეს მიზანი განხორციელებულ იქნას, ე. ი. როგორი უნდა იყოს ეს კონსტიტუცია თავისი ფორმებით, რომ მართლაც გაუკეთოს ის, რაც ხელსაყრელია მოწინავე კლასისათვის და რა ის, რაც ხელსაყრელი იქნება ჩვენი მოწინააღმდეგეთათვის. შეიძლება კონსტიტუციას დაერქვას დემოკრატიული, მაგრამ არავითარი დემოკრატიზმი არ იყოს შიგ. მაგ. ამბობენ, რომ საფრანგეთის კონსტიტუცია არის დემოკრატიული კონსტიტუციაო, მაგრამ ეს არ არის მართალი.

ძირითადი კითხვა, პრობლემა ყველა კონსტიტუციისა ერთი და იგივე არის. ეს არის - რანაირად შეიძლება აწყობა ხელის უფლებისა ე.ი. რანაირად უნდა იმუშაონ სახელმწიფოს ორგანოებმა ისე, რომ ეს ორგანოები ერთი მეორეს ხელს არ უშლიდენ, ერთი მეორეს ეხმარებოდნენ და საბოლოოდ ამ ორგანოების მუშაობა ჰქმნიდეს ერთ მთლიან სახელმწიფოს; ე.ი. შრომის დანაწილება ამ ორგანოთა შორის და იმავე დროს - მათი შეერთება - ეს არის პრობლემა კონსტიტუციისა, ან კიდევ უფრო, რომ განმარტო, კითხვა კონსტიტუციისა მდგომარეობს შემდგომში - რანაირად შეიძლება მოქალაქის თავისუფლება მოთავსდეს საზოგადო წესიერებასთან და სახელმწიფოს მთლიანობასთან. თქვენ იცით, რომ, რაც უფრო ნაკლები არის თავისუფლება, მით უფრო ადვილია წესიერების დამყარება, ამისთანა მაგალითები ისტორიაში ბევრია, მაგრამ ახალი და ახლის მაგალითიც გვაქვს - ეს არის რუსეთი, იქ თავისუფლება თითქმის არ არის, წესიერება კი არის, შეიძლება ეს დროებითაა, მაგრამ წესიერება მაინც არის. მაშასადამე მეტი თავისუფლება - ეს არის მოთხოვნილება, თვისება ყველა დემოკრატიისა და თუ ჩვენ გვინდა ჩვენში იყოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩვენ ამ რესპუბლიკაში თავისუფალნი უნდა ვიყვნეთ მაგრამ, როდესაც აძლევთ თავისუფლებას არ უნდა მოხდეს ის, რომ ამ თავისუფლებამ დაარღვიოს შინაური წყობილება. მაშასადამე, როგორ უნდა მოვათავსოთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხის დიდი თავისუფლება წესიერებასთან ან და დემოკრატიულ რესპუბლიკის მთლიანობასთან. უნდა ვსთქვათ, რომ ასეთი პრობლემა დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადაწყვეტილია. ეს არის - შვეიცარია და შეერთებული შტატები მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს სახელმწიფოები ფედერატიული სახელმწიფოები არიან, ჩვენ კი ვქმნით არა ფედერატიულ, არამედ უნიტარულ დემოკრატიულ რესპუბლიკას უნიტარული დემოკრატიული რესპუბლიკა კი ჯერ ჯერობით ქვეყანაზე არ არსებობს. ცდა კი იყო ასეთი სახელმწიფოს შექმნისათვის, საფრანგეთში რევოლუციის ხანაში კონვენტი შეეცადა შეექმნა დემოკრატიული უნიტარული რესპუბლიკა, მაგრამ ის კონსტიტუცია, რომელიც მან შეუმუშავა, ცხოვრებაში არ გატარებულა, ის დარჩა მხოლოდ ქაღალდზე.

მაშასადამე, როგორც ვსთქვი, დემოკრატიული უნიტარული რესპუბლიკა არსად არ არსებობს და ჩვენ გვსურს სწორედ ასეთი რესპუბლიკის დაარსება. ამიტომ ძირირთადი პრობლების გადაწყვეტა ასე ადვილი არ არის. დემოკრატიულ უნიტარულ სახელმწიფოებში ეს პრობლემა გადაწყდა ისე, რომ პატარ-პატარა შტატებში, პატარ-პატარა კანტონებში პრობლემა თავისუფლების, წესიერების და მთლიანობისა თანდათან ვითარდებოდა, მაგრდებოდა და შემდეგ ეს შტატები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ; ამნაირად შეიქმნა შვეიცარია და შეერთებული შტატები. ამგვარად იქ ეს მოხდა ძირითადად, ქვევიდან. ჩვენ კი, რადგანაც უნიტარულ სახელმწიფოს ვქმნით, ამ პრობლემის გადაწყვეტა უნდა დავიწყოთ ცენტრიდან და აქ არის დიდი დაბრკოლება. ჩვენთვის ეს პრობლემა დღესაც არსებობს. ჩვენ კონსტიტუცია არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს ერთნაირი პრაქტიკა. ჩვენში პროვინციალური ორგანოები და მთავრობა მუშაობენ, მაგრამ ხშირად ერთმანეთს ხელს უშლიან. ეს არის ერთნაირი პარტიკულიარიზმი, რომელიც გამომდინარეობს დემოკრატიზმიდან. თუ მიეცით ხალხს თავისუფლება, თავისთავად ცხადია, ის თავისებურად მოინდომებს ამის გამოყენებას და ამ ორგანოებში მოკალათებას. ამიტომ სახელმწიფო ისეთი უნდა იყოს, რომ ადგილობრივ ორგანოების მოღვაწეობას ხელს არ უშლიდეს, მაგრამ იმავე დროს ერთ სახელმწიფოში არ ქმნიდეს მრავალ სახელმწიფოებს. დემოკრატიზმი უეჭველად მოითხოვს იმას, რომ მართვა-გამგეობაში იყოს შეტანილი დეცენტრალიზაცია და ეს დეცენტრალიზაცია პირდაპირ უნდა გამომდინარეობდეს დემოკრატიზმიდან, მაგრამ ეს არ უნდა არღვევდეს ცენტრის უფლებას. ეს არის დიდი პრობლემა, დიდი პოლიტიკური საკითხი და თუ ჩვენმა კონსტიტუციამ ეს გადაჭრა, ეს იქნება პირველი მაგალითი მსოფლიოში, რომ უნიტარული რესპუბლიკა დაარსდა თავისი შესაფერი დემოკრატიული კონსტიტუციით.

რას ნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკა. არის ორი ტიპი რესპუბლიკისა, არის რესპუბლიკა პარლამენტარული და რესპუბლიკა დემოკრატიული, პირველად 1849 წ. საფრანგეთის გამოჩენილმა მოღვაწემ ტიერმა საფრანგეთის რესპუბლიკას უწოდა პარლამენტარული რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პარლამენტიდან გაძევებულ იქნენ მონტანიარები ე.ი. უკიდურესი პარტიები და დარჩნენ მხოლოდ ბურჟუაზიის წარმომადგენლები. როგორია პარლამენტარული რესპუბლიკა ტიერის მიერ აღიარებული. ამის შესახებ კაუცკი შემდეგს სწერს:

„ბურჟუაზიას შეუძლია ბატონობა მხოლოდ პარლამენტარული მონარქიის დროს, როცა ამ მონარქიის მეთაური წარმოადგენს უბრალო დეკორაციას“.

ესე იგი ბურჟუაზიის მიუცილებელი მოთხოვნილება პარლამენტარული რეჟიმია, იქნება ის რესპუბლიკის ფორმა, როგორც საფრანგეთშია, თუ მონარქიის, როგორც ინგლისში - ეს სულ ერთია. კ. მარქსის სიტყვებით ბურჟუაზიას 1849 წელს ტიერის მეთაურობით ასე ესმოდა რესპუბლიკა: „ეს პარლამენტარული ფორმაა ბურჟუაზიის ბატონობის, რომელიც შეუზღუდველია (როგორც მონარქიაში) აღმასრულებელი ძალით და პალატის ვადის შესრულებამდე დათხოვნით“.

ერთი სიტყვით, ბურჟუაზიულ რესპუბლიკანურ პარლამენტარული წყობილების დროს მთელი ძალაუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი და სასამართლო არის მხოლოდ პარლამენტის ხელში. თვითმპყრობელი მეფის მაგივრად არის თვითმპყრობელი პარლამენტი, თავადაუზნაურობის მაგივრად - ბუჟუაზია. პრინციპი ერთნაირია - უსაზღვრო გაძლიერება ცენტრალური მთავრობის, მხოლოდ ეს ხდება სხვა და სხვა ფორმით და საშუალებით, როცა ბურჟუაზია ხელთ იგდებს ეკონომიურ ძლიერებას, მაშინ ის პოლიტიკურადაც ბატონობდა. პარლამენტარული წყობილების ბატონდება დროს ბურჟუაზიის ხელშია კანონების გამოცემაც, მათი ასრულებაც (ადმინისტრაცია, პოლიცია, ჯარი და სხვა) არცერთი ამ ფუნქციას ის არ ანიჭებს არც ხალხს და არც სხვა პარლამენტისაგან დამოუკიდებელ ორგანოებს.

პარლამენტარული რესპუბლიკა - ეს იგივე პარლამენტარული მონარქიაა უმონარქოთ და პირიქით. პარლამენტარული მონარქია თავისი სტრუქტურის მიხედვით იგივე, პარლამენტარული რესპუბლიკაა უპრეზიდენტოთ. დამახასიათებელი თვისება რესპუბლიკისა, პრეზიდენტი კი არ არის, და არც საყოველთაო საარჩევნო უფლება, არამედ - პარლამენტარული რეჟიმი. ე.ი. ბურჟუაზიის პოლიტიკური დიქტატურა, ყოველნაირი ძალა უფლების მის ხელში მოგროვებით. ამ რეჟიმის მეოხებით ისინი სახელმწიფოს ფარგლებში არ ითმენენ და არ აძლევენ ნებას სხვა რომელიმე ძალა უფლების დამკვიდრებას, თუ ის ცენტრზე არ არის დამოკიდებული და უკანასკნელი მას კანტროლს არ უწევს.

ამ კითხვაში დამახასიათებელია არა პრეზიდენტი, არა მონარქი, არამედ პარლამენტარული რეჟიმი, ე.ი. ის, რომ მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ცენტრში.

ასეთია მოკლედ პარლამენტარული რესპუბლიკა და ასეთი რესპუბლიკები არსებობენ საფრანგეთში, ინგლისში და სხვა მრავალ მოწინავე სახელმწიფოებში თუმცა მონარქია არის, მაგრამ მას არ აქვს ძალა უფლება, მთელი ძალა უფლება არის გადატანილი პარლამენტის ხელში. რანაირია დემოკრატიული რესპუბლიკა ამის შესახებ მე ვწერდი:

„პარლამენტარული რესპუბლიკისაგან დემოკრატიული რესპუბლიკა პრინციპიალურად განსხვავდება“.

დემოკრატიულ რესპუბლიკას საფუძვლად ედება პრინციპი ხალხის პოლიტიკური თვითმმართველობისა. აქ ძალა-უფლება მარტო ცენტრში არ არის მოგროვილი, არამედ განაწილებულია ცენტრსა და პერიფერიების შორის ხალხი ირჩევს არა მარტო დეპუტატებს პარლამენტისათვის, არამედ კანონების აღმასრულებლებსაც, ადმინისტრატორებს, მოსამართლეებსა და სხვა. ხალხი პირდაპირ მონაწილეობას იღებს კანონების გამოცემაში ისე, რომ დამახასიათებელი თვისება დემოკრატიულ რესპუბლიკისა ის არის რომ აქ ხალხი პირდაპირ მონაწილეობას ღებულობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეში. ამისათვის კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, რომ ხალხს თვითონ ჰქონდეს პარლამენტისაგან დამოუკიდებელი საკუთარი მართვა გამგეობის ორგანოები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ცენტრალურმა ორგანომ შესძლო გაუქმება მოქალაქეთა ამა თუ იმ გადაწყვეტილებისა მაშინ რესპუბლიკა იქნება არა დემოკრატიული არამედ პარლამენტარული. კარლ მარქსის აზრით „მთავრობამ უნდა გაამარტივოს, შეამოკლოს სახელმწიფო მექანიზმი, რაც შეიძლება ნაკლებად იმართველოს, დაიჭიროს ნაკლებ რიცხვი მოხელეებისა, ნაკლები კავშირი დაიკავოს ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან, უნდა შეიქმნას ბურჟუაზიისათვის და მათ საზოგადო აზრისათვის მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოები (jd. 93, 191) როცა ამ რიგად ვანაწილებ ძალაუფლებას პარლამენტსა და ხალხს შორის, და ვაძლევთ უკანალსნელთ გარანტიას ცენტრის ოპეკის წინააღმდეგ, ამით ჩვენს საშუალებას უსპობთ ბურჟუაზიას ჩაერიოს სახელმწიფოს საშუალებით ხალხის ყველა საქმეებში, იყოს ყოველგან მყოფი მთავრობის ორგანოების საშუალებით. ერთი სიტყვით, ვამცირებთ და ვზღუდავთ ბურჟუაზიის პოლიტიკურ დიქტატურას.

თუ მაგალითად ცენტრი სცემს კანონებს ხოლო ის სისრულეში მოყავს ხალხის, ანუ რომელიმე ორგანოს მიერ არჩეულ ცენტრის დამოუკიდებლათ, ცხადია, ბიუროკრატია უქმდება, მთავრობა რჩება უმოხელოდ ანუ თუ კანონი, რომელიც გამოცემულია მთავრობის მიერ, ხალხმა არ მიიღო, მაშინ პარლამენტს ეკარგება უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლება, რომელსაც ზღუდავს ხალხი.

აქ, როგორც ხედავთ, დემოკრატიული რეჟიმის ან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი თვისება არის არა იმაში, ყავს თუ არა მას პრეზიდენტი, არამედ იმაში რომ ძალა უფლება არის სახელმწიფოში დანაწილებული ცენტრსა და პერიფერიებს შორის. ასეთი უფლება არის 3-ნაირი: კანონ-მდებლობა, ადმინისტრაცია ანუ მმართველობა და სასამართლო.

მაშასადამე დემოკრატიულ რესპუბლიკაში არის კანონმდებელი პარლამენტი და ხალხი. ხალხს აქვს უფლება სთქვას თავისი აზრი იმ კანონზე, რომელიც მიიღო პარლამენტმა ან მოიწონოს, ან დაიწუნოს ის. ამას ეწოდება რეფერენდუმი.

აგრეთვე ხალხს აქვს უფლება თვით აღძრას კანონის გამოცემის საკითხი შეიტანოს პარლამენტში პროექტი და პარლამენტი იძულებულია ამაზე იქონიოს მსჯელობა, ან უარყოს, ან მიიღოს. მაშასადამე, თუ ხალხს სურს კანონის გამოცემა და პარლამენტი უარყოფს, რასაკვირველია, მას აქვს უფლება რეფერენდუმის და სხვა გზის, რომ პარლამენტს დაატანოს ძალა, რომ ეს კანონი იქნეს გამოცემული. მაშასადამე მას აქვს უფლება კანონ-მდებლობის. ეს კანონ-მდებლობა ნაწილდება ცენტრსა და პერიფერიებს შორის ე.ი. ხალხში.

ასეთია პრინციპი მართველობის. არის ცენტრი - მთავრობა და არის ორგანო ხალხისა, თემი, ერობა, ქალაქები.

და აი, ადმინისტრაცია, როცა ასრულებს ამა თუ იმ ბრძანებას, ის ემორჩილება არა მთავრობას, არამედ ხალხის ამ ორგანიზაციებს მაშასადამე ეს მმართველობის განაწილება აქაც ხდება. ასევე ხდება სასამართლოს სფეროში, ხალხი თავისი ორგანოს საშუალებით აირჩევს მოსამართლეებს, ზოგს ნიშნავს პარლამენტი. ასე, რომ სასამართლოს ფუნქცია არის დანაწილებული ცენტრს და ხალხს შორის.

ასეთი დემოკრატიული რეჟიმის ძირითადი პრინციპები და დანაწილება იმ სახელმწიფო ფუნქციებისა, ცენტრსა და პერიფერიებს შორის.

აი ეს შეხედულება დაცულია კომისიის პროექტში. აქ არის ძირითადი კითხვები დემოკრატიზმისა გატარებული. მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ შედეგი ამ ძირითადი პრინციპებისა, ეს შედეგი ვერ არის გატარებული ამ პროექტში, როგორც საჭიროა. და თუ ამ კონსტიტუციას ჩვენ ავაგებთ ისე, როგორც ამაში სწერია, ის ერთ თვეში ან თვითონ დაირღვევა, ან სახელმწიფოს დაარღვევს.

რაშია აქ საქმე?

აქ არის რამდენიმე წინააღმდეგობა, რომელიც არ ეგუება იმ ძირითად დებულებებს დემოკრატიზმისა, რომელიც აქ არის და რომლებზედაც მე მოგახსენებთ:

პირველი წინადადება აქ არის დაცული წმინდა პარლამენტარული სისტემა. წმ. პარლამენტარიზმი არ ეგუება რეფერენდუმსა და ინიციატივას. რატომ? თქვენ იცით რას ნიშნავს წმ. პარლამენტარიზამი: ეს ნიშნავს, რომ მთავრობა დგება და იშლება თანახმად იმ უმრავლესობის სურვილისა, რომელიც არის ამა თუ იმ პარლამენტში.

აქ შეიძლება, მაგალითად, პარლამენტს მოსწონდეს მთავრობის პოლიტიკის საერთო ხაზი, მაგრამ ამა თუ იმ საქმეში დაინახოს შეცდომა და როგორც იტყვიან, ფორმულაში უსაყვედუროს მთავრობას და მთავრობა იძულებულია გადადგეს. იყო შემთხვევა ინგლისში კურიუოზული მაგალითისა. ერთ მინისტრს დაუკავეს ერთი თუმანი და ამიტომ იგი გადადგა (ვეშაპელი ჩვენში საწინააღმდეგო კურიოზებს აქვს ადგილი) ის, რაც ჩვენში არის, ჩვენი აზრით არც ღირსება და არა ნაკლი (ვეშაპელი: ჩვენი მინისტრი ერთი მილიარდისთვის არ გადადგება) არ გადადგება იმიტომ, რომ ბ. ნ. ვეშაპელს არ მოსწონს. მაგრამ, თუ აქ დაადგენს უმრავლესობა, მინისტრი წავა.

მაგრამ ეს კერძო შემთხვევა - სამინსიტროს გადადგომა, არ ეგუება პრინციპს დემოკრატიზმისას. რატომ?

აი რატომ: ჩვენ ვთქვით, რომ თვით ხალხს შეუძლია დაიწუნოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ვთქვათ მიღებულია კანონი, ხალხი მას რეფერენდუმის ძალით უარყოფს. მაშინ პარლამენტი უნდა წავიდეს წმ. პარლამენტარიზმის წესით. მაგრამ პარლამენტი რჩება და რჩება იმიტომ, რომ ის არის ხალხის არჩეული.

საერთო ხაზი ამ პარლამენტის პოლიტიკისა ხალხს მოსწონს, მაგრამ მას შეუძლია ეს თუ ის ნაბიჯი კანონმდებლობაში არ მოიწონოს. ამიტომ პარლამენტი არ არის ვალდებული სთქვას, მე არ მაქვს ხალხის ნდობა და წავიდეს.

მაშასადამე ჩვენ უნდა გავარჩიოთ სამი მხარე: 1) საერთო პოლიტიკური ხაზი, 2) კერძო პრაქტიკული კითხვები და 3) მთავრობის კრიზისი და აი ამაში, უნდა იყოს განსხვავება და როცა საერთო პოლიტიკური ხაზი მოწონებული არის, კერძო სტრუქტურულმა კითხვებმა ვერ უნდა გამოიწვიოს კრიზისები.

მაშასადამე აქ უნდა მოხდეს ის , რაც ხდება დემოკრატიულ რესპუბლიკაში ე.ი. როცა პარლამენტი ადგენს, სამინისტრო ვალდებულია დაემორჩილოს ისე, როგორც ხალხი ადგენს ეს კანონი არ ვარგაო, პარლამენტი ვალდებულია ეს აასრულოს.

მაშასადამე პრინციპი დამორჩილებისა არ არის პრინციპი კრიზისებისა, არამედ პრინციპი დემოკრატიზმისა. უამისოდ დემოკრატიული რეჟიმის არსებობა შეუძლებელია. (ვეშაპელი: მორჩილი მინისტრი სჯობია ყოველთვის) მგონია ის მინისტრი, რომელიც შეასრულებს დადგენილებას უკეთესია, ვიდრე ის, ვინც ამას არ ასრულებს და ქმნის კრიზისებს, (ვეშაპელი: თუ არ შეუძლია?) თუ არ შეუძლია ან ავადაა, ეს სხვა საქმეა. მაგრამ, თუ ის არ არის თანახმა ამა თუ იმ დადგენილებისა, ის არ არის ვალდებული წავიდეს. ხშირად მთავრობა და მე თქვენი მორჩილი მონა არა ვართ თანახმა თქვენი დადგენილებისა, მაგრამ ჩვენ მას ვასრულებთ. (კედია: თუ პარლამენტს უნდა თქვენი წასვლა?) მაშინ ამის შესახებ დადგენილება უნდა იყოს.

მაშასადამე კრიზისების მოწყობა ეწინააღმდეგება დემოკრატიზმის პრინციპს. აი ერთი წინააღმდეგობა. მეორე წინააღმდეგობა, რომელიც არის კონსტიტუციის პროექტში არის შემდეგი: აქ არის წამოყენებული პრინციპი პარლამენტარიზმისა, მაგრამ არის უარყოფილი პრეზიდენტი. ამაშია ულოღიკობა. პრეზიდენტი პარლამენტარიზმის ღვიძლი შვილია. პრეზიდენტი არის ისეთი პირი, რომელიც განსაკუთრებულ დროს არის სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა იცვლება, შეიძლება მთავრობებში მოხდეს კრიზისი, ეს 1-2 კვირა გაგრძელდეს, ხოლო სახელმწიფოს საზღვრებზე კი მტერი გამოჩნდეს. პასუხის ცალკე მგებელი მთავრობა აღარ არის. მაგრამ აგერ არის კაცი, ის არის პასუხის მგებელი, უმაღლესი დარაჯი და მას მოეთხოვება მიიღოს ყოველნაირი ზომები, რომ სახელმწიფო იქნეს ხსნილი ამ საშიშროებისაგან.

მაგრამ თუ თქვენ პარლამენტარული კანონები გაქვთ, არის კრიზისები, აღარ გყავთ მთავრობა, სახელმწიფო უპატრონოდაა - თქვენ იცით, ეს მოხდა ადერბეიჯანში, სადაც 21 დღე იყო მთავრობის კრიზისი და ამასობაში მოვიდნენ ბალშევიკები.

ასე რომ, პარლამენტარიზმიდან უეჭველად გამომდინარეობს პრეზიდენტის არსებობა, მაგრამ მე ვამბობ, რათა დემოკრატიზმიდან ეს არ გამომდინარეობს.

(გვაზავა: ამერიკა რომ არის დემოკრატიული და პრეზიდენტიც არის) დიახ, მაგრამ იქაურ პრეზიდენტს მეტი უფლებები აქვს, ვიდრე ბევრს მონარქებს ევროპაში.

იქ სხვანაირ წესზე არის აგებული. ყოველ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუცია. თუ თქვენ გინდათ ჩვენ ქვეყანას სხვანაირი ტანისამოსი, ეს ვერ მიუდგება, ეს, ბატონო გიორგი, მთავარი საკითხია და ამიტომ ვამბობდით თავში, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ჩვენს ქვეყანას მივსცეთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც მას გამოადგება და არა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ ისეთი კონსტიტუცია უნდა გვქონდეს, რომელიც შეეფერება ჩვენ ფაქტიურ ძალთა განწყობილებას, იგი უნდა იყოს აგებული ამაზე და არა იმაზე, რაც არის ამერიკაში. რა არის დემოკრატიული რეჟიმი? ავიღოთ მაგალითისთვის შვეიცარიის დემოკრატიული წესწყობილება. იქ არ არის პრეზიდენტი, მაგრამ არის თავმჯდომარე. მინისტრები რიგრიგობით ასრულებენ ამ მოვალეობას, მაგრამ პრეზიდენტი ცალკე გამოყოფილი არ არსებობს. იმავე დროს იქ არის ისეთი კონსტიტუცია, რომ სახელმწიფო ერთი წუთითაც არ რჩება უპატრონოდ. მაშასადამე, იქ არის პასუხისმგებელი პირი, რომელიც მუდამ უყურებს, ასრულებს მთავრობის მოვალეობას და სახელმწიფო არ რჩება ისეთ მდგომარეობაში, როგორც ადერბეიჯანში. ე.ი. როცა არ არსებობს მთავრობა, მინისტრები, არის ერთი პირი, რომელიც ამ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ აქ უნდა იყოს არჩეული ერთი პირი, განსაზღვრული ვადით და ამ განსაზღვრულ ვადაში უნდა იყოს ის თავის პოსტზე. ჩვენში ასეთი ჩვეულება იყო: აქამდე, პარლამენტი, ან დამფუძნებელი კრება ირჩევდა მთავრობის თავმჯდომარეს და ის ადგენდა კაბინეტს. თავის თავად ცხადია, რომ წმინდა შვეიცარიული სისტემა ჩვენში არ გამოდგება. შვეიცარიაში არის მთავრობა საქმიანი ხალხისაგან შემდგარი, ასე ვსთქვათ, მთავრობა შემდგარი მოხელეებისაგან. ჩვენში კი უნდა იყოს პოლიტიკური მთავრობა, იქ შვეიცარიაში, მთავრობა არ აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, რადგან ნეიტრალური სახელმწიფო არის - საგარეო პოლიტიკა არა აქვს და ამიტომ შესაძლებელია ასეთი საქმიანი, მოხელეების მთავრობა ჰყავდეთ. მაგრამ ჩვენში, საქართველოში, რომელსაც ირგვლივ ისეთი მეზობლები ჰყავს, რომ საგარეო საკითხი და საგარეო პოლიტიკა მთავარ საკითხად არის გადაქცეული, უნდა იყოს პოლიტიკური მთავრობა და არ შეგვიძლიან ისეთი აწყობა მთავრობისა, როგორც შვეიცარიაში არის. ჩვენ ერთი შეგვიძლიან მივიღოთ იქიდან: ეს ის, რაც ჩვენს პრაქტიკაში არის განმტკიცებული. აი, ის ერთი რამ, რასაც ჩვენში უკვე ერთნაირი მოქალაქეობრივი უფლება აქვს მოპოებული, მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობის თავმჯდომარე ვადით იქნას არჩეული. ამ ვადის განმავლობაში მთავრობის თავმჯდომარე რჩება თავის პოსტზე. შეიძლება მინისტრები შეიცვალონ, ან ყველა წავიდენ, მაგრამ ერთი პირი, რომელსაც ექნება ფუნქცია პრეზიდენტისა, სახელმწიფო წარმომადგენლობისა თავის ადგილზე უნდა იყოს. ყოველნაირ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ისე, რომ ან სამხედრო მინისტრი ან სხვა რომელიმე მინისტრი არ არის, მაგრამ ეს ერთი პირი მაინც არის, უყურებს სახელმწიფოს და ამ პიროვნებაში ერთდება მთავრობის თავმჯდომარეობა და სახელმწიფოს წარმომადგენლობა. მთავრობის თავმჯდომარე იძულებული იქნება, რომ ყოველი დადგენილება პარლამენტისა მოიყვანოს სისრულეში: იქნება ეს დადგენილება პოლიტიკური ხასიათის, თუ შეეხება ამა თუ იმ მინისტრს, თუ კი დაადგენს პარლამენტი, რომ ამა და ამ მინისტრს არ ენდობა, მთავრობის თავმჯდომარე ვალდებული იქნება, რომ ის მინისტრი გამოსცვალოს. ასეთი შეერთება პარლამენტარიზმის და დემოკრატიზმის სისტემისა, ერთის მხრით ვადიანობისა და მეორე მხრით უვადიანობისა, აგვაშორებს იმ ნაკლს, რომელიც ამ პროექტში არის თანდაყოლილი ჩვენში არ იქნება პრეზიდენტი, ცალკე პიროვნება, მაგრამ ჩვენში იქნება ისეთი პირი, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას.

თავმჯდომარე. ვინაიდან თქვენი დრო გათავდა, მე წინადადებას ვაძლევ დამფუძვნებელ კრებას კიდევ გაგიგრძელოთ ლაპარაკის დრო. (ხმები: გთხოვთ) წინააღმდეგი არავინ ბრძანდებით? არავინ. გთხოვთ განაგრძოთ.

ნ. ჟორდანია. აი, თუ ასეთნაირად ავაწყობთ ჩვენ ცენტრალურ მთავრობას, თუ ჩვენ მთავრობის თავმჯდომარეს დავაკისრებთ ფუნქციებს წარმომადგენლობისა, მაშინ ცხადია ყოველ კრიზისის დროს, მთავრობის გადადგომის ან მინისტრების შეცვლის დროს, ის უნდა იყოს დარაჯი მთელი სახელმწიფოსი, მას უნდა ჰქონდეს ერთნაირი უფლებებიც. მას უნდა ჰქონდეს უფლება, როცა მთავრობა არ არის, ან და შეფერხებულია გამოიყვანოს ჯარი, სანამ პარლამენტი შეიკრიბებოდეს და ეს შემდეგ დაუყონებლივ აცნობოს პარლამენტს. მაგალითად ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენია, სადაც ირგვლივ ისეთი მეზობლები გვყავს, რომ არ იცი საიდან ან და როდის რა მოგელის, მთავრობა უნდა იყოს ფხიზელი, დარაჯი და თუ ამ მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც რჩება უცვლელი - არ ექნება ეს უფლება, ჩვენ ქვეყანას განადგურება არ ასცდება. ჩვენ არა ვართ შორის საზღვრებიდან და 2-3 საათის განმავლობაში შეიძლება უცხო ჯარი შემოვიდეს და ეს ჩვენი ქალაქი, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველო დაიპყროს. რომ ეს არ მოხდეს საჭიროა, რომ ამ პიროვნებას, მუდმივ დარაჯს სახელმწიფოში, ჰქონდეს მეტი უფლება, ვიდრე ამ პროექტში არის აღნიშნული. ჩვენი კონსტიტუციის პროექტში ის აზრი არის გატარებული, რომ რაც შეიძლება მთავრობას ნაკლები უფლება ჰქონდეს, ეს რასაკვირველია, ასე უნდა იყოს ფედერატიულ სახელმწიფოში, მაგრამ უნიტარულ, დემოკრატიულ რესპუბლიკაში ასე არ უნდა იყოს. თავის თავად ცხადია, რომ ამ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ისეთი უფლებები, რომ მან შესძლოს ხალხს წაართვას უფლება, მაგრამ, არც ისე უნდა იყოს დაუძლურებული თავის უფლებებით, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებმა დაარღვიოს სახელმწიფო. სწორედ ასეთი საშუალო ფორმულის გამონახვა კონსტიტუციის პრობლემა არის. აქ აუცილებლად საჭირო არის ერთ საგანზე ვიფიქროთ. ძირითადი პრობლემა კონსტიტუციისა იმაში მდგომარეობს, რომ ერთის მხრით თავისუფლება და წესიერება და მეორეს მხრით მთლიანობა იქმნას დაცული. ამიტომ საჭირო არის ცენტრალური ძალა მმართველობისა აღიჭურვილი იყოს ისეთი ძალა-უფლებით, რომ სახელმწიფოს და წესიერების დამრღვევთა წინააღმდეგ მიიღოს ზომები. სწორედ ამ მმართველობის ორგანიზაციის საკითხი, არის ძირითადი საკითხი კონსტიტუციისა. ჩვენში თუ ეს მმართველობის ორგანიზაცია ისე მოეწყო, რომ ხალხს შერჩეს უფლებები და ამავე დროს თუ არ იქმნა დარღვეული სახელმწიფოს წესიერება, მაშინ მართლა შესანიშნავად იქნება გადაწყვეტილი კონსტიტუციის ეს საკითხი. თუ არა მუდმივი კოლიზია და შეხლა-შემოხლა იქნება ცენტრალური მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივ ორგანიზაციების და ხალხს შორის.

მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს, დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც უაღრეს როლს თამაშობს შეკავშირებული მუშათა კლასი, ვერ დააკმაყოფილებს წმინდა პოლიტიკური ფუნქციები. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს, გადაიქცეს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ იმავე დროს სამეურნეო ორგანიზაციათ. აქ, დემოკრატიულ სახელმწიფოს დემოკრატიული მთავრობა და მთელი მმართველობის ორგანოები უნდა სცდილობდენ, რომ სახელმწიფოში საზოგადოებრივი მეურნეობა იქნას აღორძინებული და ხალხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესებული. მდიდარი კლასების მისწრაფება არის, რომ სახელმწიფო იყოს მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაცია და არ აწარმოოს სამეურნეო საქმიანობა. თქვენ იცით, რომ ამერიკაში თუმცა დემოკრატიული სახელმწიფოა, მაგრამ მის ხელში დღეს რკინის გზებიც არ არის. ასე რომ ყველა ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში ამ აზრისა არიან, რომ სამეურნეო საეკონომიო საქმე არის პიროვნების საქმე. პირიქით, სოციალისტური მიმდინარეობა და სოციალისტური აზროვნება იმაშია, რომ სახელმწიფო თანდათან გადაიქცევა სამეურნეო ორგანიზაციათ. ვინაიდან ჩვენში ქმნის კონსტიტუციას სოციალისტური ელემენტები თავის თავად ცხადია, რომ ეს ძირითადი პრინციპები უნდა იყოს ჩაქსოვილი კონსტიტუციაში. ამ მხრით ჩვენი რესპუბლიკა გამონაკლისს წარმოადგენს. არც ერთ რესპუბლიკას ქვეყანაზე არ აქვს ისეთი უზარმაზარი ქონება, როგორც ჩვენ: ტყეები, წყლები, მადნები, რკინის გზები, მიწები. მაშასადამე, ჩვენ გვაქვს ფართო ასპარეზი, ეს სიმდიდრე უნდა დაამუშავოს სახელმწიფომ და გახადოს ერთნაირ წყაროდ ხალხის მატერიალურ სიმდიდრისა. ამნაირად პირველ რიგზე სახელმწიფომ უეჭველად უნდა დააყენოს ეკონომიური კითხვები, მატერიალურ კულტურის განვითარება და თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია.

აი ასეთია ძირითადი კითხვა დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუციისა. მე აქ, რასაკვირველია არ შევუდგები უფრო წვრილმან საკითხებს ან ცალკე თავებზე ლაპარაკს - ამაზე ალბათ ჩემი ამხანაგები ილაპარაკებენ. ამნაირად ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ, უნიტარულ რესპუბლიკას, უფლებით განაწილებას ცენტრალურ დაწესებულებათა და ხალხის და მის ადგილობრივ ორგანოთა შორის. უზრუნველყოფს უპრეზიდენტობას, მაგრამ ამასთანავე სახელმწიფოს მთლიანობას მთავრობის დამორჩილებას პარლამენტისადმი და კრიზისების აცილებას თავიდან თავისუფლების და წესიერების ერთად შეთავსებას, სახელმწიფოს თანდათან სამეურნეო ორგანიზაციათა გადაქცევას და შიგ შრომის შვილთა პოლიტიკურად და ეკონომიურად გაბატონებას. ეს იქნება პირველი კონსტიტუცია აგებული სოციალისტურ-დემოკრატიულ საფუძველზე და მას დაუპირისპირებთ ყველა არსებულ ბურჟუაზიულ და ბოლშევიკურ კონსტიტუციას. ეს იქნება მესამე ტიპის კონსტიტუცია, მართლაც ხალხური და მასთანერთად სოციალისტური (ტაში).

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“. - 1920წ. - 276-277 - 4-6 დეკემბერი.

2.80 დამფუძნებელი კრება 8 დეკემბრის სხდომა

▲ზევით დაბრუნება


თავმჯდომარეობს ალ. ლომთათიძე.
კონსტიტუციის განხილვა.

ს. დადიანი (ს. ფ.) აგრძელებს თავის სიტყვას წინა სხდომაზე დაწყებულს და ამბობს: ჩვენი ფრაქციისათვის მიუღებელია პრეზიდენტი და ის უფლებები, რომელსაც მას ანიჭებენ. პრეზიდენტი თავისი უფლებებით იგივე მეფეა. ჩვენთვის მიუღებელია აგრეთვე ხელისუფლების აბსოლიუტურად დანაწილება. მიუღებელია, როგორც თეორიულად ისე პრინციპიალურადაც. და მართლაც, ყოვლად შეუძლებელია აღმასრულებელი ძალის, საკანონმდებლო ორგანოს და სასამართლოს ისე გათიშვა ერთმანეთისაგან, რომ მათ არაფერი ქონდეთ საერთო.

რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების აწყობას, ჩვენ კონსტიტუციის პროექტში წამოყენებულ დებულებებს ვიზიარებთ მხოლოდ ზოგიერთი შესწორებებით. პროექტში არის პასუხისმგებლობა, როგორც სოლიდარული, ისე პიროვნული. ჩვენ არ ვართ მომხრე მინისტრების პიროვნული პასუხისმგებლობისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მინისტრების კოლეგიალურ პასუხისმგებლობას და ამის შესახებ თავის დროზე შესწორებაც იქნება ჩვენ მიერ წარმოდგენილი.

გარდა ამისა კონსტიტუციის პროექტში გაფიცვების შესახებ ნათქვამია, რომ ის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგებაო. ჩვენ ამ მუხლის ამ სახით მიღების წინააღმდეგი ვართ. თუ ეს ასე დარჩა, მაშინ შესაძლებელია ყოველგვარი გაფიცვა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად დაისახოს და გაფიცვა საერთოდ შეუძლებელი გახდეს. ჩვენ შესწორებას შემოვიტანთ აგრეთვე სახელმწიფოს მუშა მოსამსახურეთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

შემდეგ ორატორი ეხება ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს და ამბობს, რომ ჩვენი კონსტიტუციის პროექტის ძალით ძალიან მცირე უფლებები ეძლევა ეროვნულ უმცირესობათ, ჩვენ შესწორებას შემოვიტანთ ამ თავის შესახებაც. შემდეგ ორატორი აღნიშნავს, რომ ნ. ჟორდანიამ კონსტიტუცია ტანისამოსს შეადარაო და თუ ეს ასეა, განაგრძობს ის, თუ კონსტიტუცია მართლა ტანისამოსია, მაშინ, ცხადია, შეუძლია ადამიანმა შეიკეროს ისეთი ტანისამოსი, რომელიც მუდმივათ გამოადგეს მას, არ შეიძლება აგრეთვე კონსტიტუცია იყოს მუდმივი, ჩვენი პროექტის ძალით კი კონსტიტუციის შეცვლა ძალიან გაძნელებულია და ამ მუხლს შეცვლა სჭირია. დასასრულ ოპერატორი იმედს გამოსთქვამს, რომ ჩვენი კონსტიტუცია ხელს შეუწყობს მომავალი სოციალისტური წყობილების დამყარებას.

ლ. შენგელაია (ს. რ.) აღნიშნავს კონსტიტუციის მიღების დიდ ისტორიულ მნიშვნელობას და ამბობს: დღეს ჩვენს წინაშე არის „ტაბულა რაზა“ (სუფთა ფიცარი), რომელზედაც უნდა დაიწეროს არა მარტო ის რაც ფაქტიურად არის, როგორც ეს ჟორდანიამ სთქვა, არამედ ისიც, რაც უნდა იყოს მშრომელი კლასების სასარგებლოდ, ვინაიდან ფაქტიურად ბევრი მინუსებია. წარსულ სხდომაზე ჟორდანიამ სთქვა, რომ კონსტიტუცია იგივეა სახელმწიფოსათვის, რაც ტანისამოსი ადამიანისათვისო. ეს მართალია და ეს ტანისამოსი უნდა შეუკეროდ ისეთ სხეულს, რომელიც მომწიფდა, მაგრამ იმავე დროს იზრდება. ამიტომ ჩვენ მას ისეთი ტანისამოსი უნდა შეუკეროთ, რომელიც გამოადგება ხვალ, ზეგ და შემდეგ ის ტანისამოსი უნდა შეუკეროთ მას და მე-20 საუკუნის რევოლიუციონურ სოციალისტურ ფასონზე და არა მე-18 საუკუნის ბურჟუაზიულ რეაქციონურ ფასონზე. აქ უნდა მოხდეს რეალიზაცია რევოლიუციის მონაპოვართა. დღეს უნდა ვსთქვათ ახალ მონობისაკენ მივდივართ, თუ თავისუფლებისაკენ. შემდეგ ორატორი ამბობს, რომ ამ კონსტიტუციას ორი დიდი მოვლენა უძღოდა წინ. რუსეთის დიდი რევოლუცია და 26 მაისი და რადგანაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღმოცენდა რუსეთის რევოლუციის ნიადაგზე, ამიტომ საჭიროა ჩვენს კონსტიტუციაში აღბეჭდილი იყოს რუსეთის რევოლუციის შინაარსი. შემდეგ ორატორი ანალიზს უკეთებს რუსეთის რევოლუციას და ასკვნის, რომ ეს რევოლუცია იყო არა ბუჟუაზიული, როგორც ეს სოც.-დემოკრატებს ჰქონდათ წარმოდგენილი, არამედ იყო სულ ახალი ტიპის რევოლუცია - სოციალისტური რევოლუცია. აი ამ რევოლუციის შენაარსი უნდა ყოფილიყო აღბეჭდილი ჩვენს კონსტიტუციაში. მაგრამ აქ წარმოდგენილი კონსტიტუცია არის ბურჟუაზიული კონსტიტუცია სოციალისტების მიერ დაწერილი. ეკონომიური მხარე გერმანიის კონსტიტუციისა უფრო რადიკალურია, ვინემ ჩვენი. რათ მოხდა ეს? აქ ორატორს მოყავს მთელი რიგი ციტატების ნ. ჟორდანიას და სხვების ნაწერებიდან იმის დასამტკიცებლად, რომ სოც.-დემოკრატიული აზროვნება ცვლილებებს განიცდიდა 1905 წ. დღემდე, რომ მათ არა ერთხელ და ორხელ შეიცვალეს თავის შეხედულება რევოლიუციის ხასიათზე, ეროვნულ საკითხზე და სხვ. მათ ვერ გამოურკვევიათ ბურჟუაზიის ბატონობას ვამყარებთ, თუ პროლეტარიატის და ცხადია სოც.-დემოკრატიას არ შეეძლო უკეთესი კონსტიტუციის დაწერა: წარმოდგენილი პროექტი კონსტიტუციისა არის მარტო პოლიტიკური უფლებრივი. რაც შეეხება სოციალ-ეკონომიურ მხარეს, როგორც ვსთქვი ცოტა ზემოთ ძალიან მკრთალად არის გატარებული. მართალია არის დემოკრატიული მხარე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. დემოკრატიზაცია ევროპის ბურჟუაზიულ ქვეყნებში უფრო შორს წავიდა, ვინემ ჩვენში. თუ სოციალისტური ხანაა, მაშინ სოციალიზატორული მუხლები უნდა იყოს სოციალისტების მიერ შედგენილ კონსტიტუციაში. უნდა იყოს შრომის საყოველთაო ბეგარა, ბინის საკითხი, უნდა იყოს ნაციონალიზაცია და სოციალიზაცია კონსტიტუციაში გატარებული და სხვ.

აქ მომხსენებელი ბ. საყვარელიძე ამბობდა, რომ მთავარი თვისება ჩვენი კონსტიტუციისა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენში ხალხია თვითმპყრობელიო. ეს არ არის მართალი. და რომ ეს მართალი არ არის იქიდანაც აშკარაა, რომ, ჩვენში უარყოფილია შვეიცარიის პირდაპირი დემოკრატია. ჩვენში არც პარლამენტია თვითმპყრობელი, ვინაიდან ის რეფერენდუმით არის შეზღუდული. ამ კონსტიტუციით ნამდვილათ თვითმპყრობელია მთავრობა. მართალია, პრეზიდენტი უარყოფილია, მაგრამ მთელი ძალაუფლება ფაქტიურად და იურიდიულად მთავრობის ხელშია. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ მთავრობის თავმჯდომარეს უფლება ექნება ჯარები გამოიყენოს, რესპუბლიკის წარმომადგენლობა იკისროს და განსაკუთრებული უფლებებით ისარგებლოს, ყველა ამის შემდეგ რაღა დარჩა? ცხადია აქ დაკანონებულია მთავრობის თვითმპყრობელობა. ჩვენ კი წინააღმდეგი ვართ პრეზიდენტისა და აგრეთვე მთავრობისათვის ამდენი უფლებების მიცემისა.

ჩვენ არ გვაკმაყოფილებს აგრეთვე პროექტის ის თავი, სადაც ლაპარაკია ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ. ეროვნულ უმცირესობათ უნდა მიეცეს აგრეთვე საჯარო უფლებები.

დასასრულ ორატორი აღნიშნავს, რომ ჩვენი ფრაქცია არ იზიარებს მთლიანად წარმოდგენილ პროექტს კონსტიტუციისას და ამას ის უპირდაპირებს თავის კონსტიტუციას, რომლის შესახებ ჩემი ამხანაგები მოგახსენებენო.

ჩვენი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპია შრომა. ჩვენ ფართოდ ვაყენებთ სოციალიზაციისა და ნაციონალიზაციის საკითხს. სახელმწიფო ფინანსების შესახებ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადასახადებით არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია თავის რჩენა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ თავი უნდა ირჩინოს საზოგადოებრივი მეურნეობით.

ვ. თევზაია უპასუხებს წინათ მოლაპარაკე ორატორებს, განსაკუთრებით კი ლ. შენგელაიას და ამბობს: ჩვენ ჯერ შევეხებით ყველა დებულებებს, რომელიც აქ წამოყენებული იყო სხვა და სხვა ფრაქციების პასუხისმგებელ წარმომადგენელთა მიერ, რადგანაც ზოგიერთი დებულებები სრულებით არ შეეხებოდა კონსტიტუციას. ის დებულებები უმთავრესად შეეხება შინაურ, სოციალურ პოლიტიკას.

აქ. ბ. შენგელაიამ განსაკუთრებული სისასტიკით გაილაშქრა კონსტიტუციის პროექტის პირველი მუხლის იმ ნაწილის წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია: მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს შენგელაიას აზრით მიუღებელია ყველა სოციალისტებისათვის. ჩვენ ვამბობთ, რომ წარმოუდგენელია ისეთი სოციალისტი, რომელიც ამ დებულებას არ მიიღებს. ამ მუხლში გატარებულია უმრავლესობის ბატონობა. და ეს მუხლი მიმართულია ორი უკიდურესი ხალხის წინააღმდეგ: უკიდურესი მემარცხენეთა და უკიდურეს მემარჯვენეთა წინააღმდეგ. ორივე ეს უკიდურესობა წინააღმდეგია უმრავლესობის ბატონობისა. ამ მუხლში სავსებით თავსდება აგრეთვე სოციალიზმიც. ამიტომ ამ მუხლის წინააღმდეგ გალაშქრება კარგს არაფერს ლაპარაკობს სოც. რევოლუციონერთა სასარგებლოდ.

შემდეგ აქ შენგელაიამ სთქვა, რომ წარმოდგენილი პროექტი კონსტიტუციისა არის ძველი, ბურჟუაზიული, იქ არაფერი არის ახალიო. მე ვაცხადებ, რომ შენგელაიას ეს დებულება სრულებით არ შეეფერება სინამდვილეს. შენგელაიამ განზრახ აუარა გვერდი მე-130 მუხლს ჩვენი კონსტიტუციისას, სადაც სწერია: „რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობითი გზით განასაზოგადოვოს ის სავაჭრო, სამრეწველო და სამეურნეო დარგი და კერძო წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია“. აი ეს არ არის არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში. შემდეგ ორატორი შეეხო ჩვენს რესპუბლიკაში შინაგან ძალთა განწყობილებას და სთქვა: როდესაც შინაგან ძალთა განწყობილებაზე ვამბობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა მარტო რიცხობრივი მხარე საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისა, არამედ მისი შეხედულება, განწყობილება, შეგნება. და თუ ამ მხრივ მიუდგებით საკითხს, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი გლეხობის დიდი უმრავლესობა დემოკრატიულად არის განწყობილიო.

აქ შენგელაიამ ბევრი ციტატები მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სოც.-დემოკრატებმა ამ წლის განმავლობაში შეხედულებები გამოვიცვალეთ. ამისთვის ციტატების მოყვანა საჭირო არ იყო. მართალია, მდგომარეობა გამოიცვალა, საერთაშორისო განწყობილებაც შეიცვალა და ცხადია, ჩვენ ჩვენი შეხედულება შეუფარდეთ შექმნილ მდგომარეობას. აქ გასაკიცხი და დასაძრახისი არაფერია. რევოლიუციონერებმაც შეიცვალეს თავისი შეხედულება: მაგალ. მათ ვერ წარმოედგინათ ამ რევოლიუციამდე საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღეს კი ამის მომხრე არიან, ჩვენ ამის დასამტკიცებლად ციტატები არ გვჭირია.

აქ შენგელაიამ ერთმანეთს გადააბა მონტესკიოს აზრი და მარქსიზმი. მე არ ვიცი რათ დასჭირდა ორატორს ასეთი ანალოგია. მე ვიტყვი მხოლოდ, რომ მონტესკიოს თეორია თავის დროზე უაღრესად რევოლიუციონური თეორია იყო.

ბ. შენგელაიას ჰგონია, რომ ჩვენ ვიცავთ პრეზიდენტის სისტემას, ეს არ არის მართალი. პრეზიდენტის სისტემა გარკვეულია იურიდიულ შემეცნებაში. ჩვენ გადაჭრით წინააღმდეგი ვართ პრეზიდენტისა და პრეზიდენტის სისტემისა და ეს აღბეჭდილია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ მხოლოდ გვსურს, რომ მთავრობის ადგილი არ იყოს ცალიერი და ამიტომ მთავრობის თავმჯდომარეს ვანიჭებთ ისეთ უფლებებს, რომელიც ამ სიცალიერიდან უზრუნველყოფს სახელმწიფოს.

დასასრულ ორატორი აღნიშნავს, რომ ს.-რევოლიუციონერები უმთავრეს მუხლებს ჩვენი კონსტიტუციისას მიიღებენ და თუ არ მიიღეს, მაშინ ისინი წარმოადგენენ საბჭოთა რუსეთის კონსტიტუციის მსგავსს კონსტიტუციას.

მე, ასკვნის ორატორი, არავითარი იმედი არა მაქვს იმ კონსტიტუციისა, რომელთა წარმომადგენელი კორკუნოვის ავტორიტეტით სარგებლობს უფლების განმარტების დროსო.

გაზ.საქართველოს რესპუბლიკა" 1920. №№281-282

2.81 დამფუძნებელი კრება (14 დეკემბრის სხდომა)

▲ზევით დაბრუნება


თავმჯდომარეობს ალ. ლომთათიძე.

კონსტიტუციის განხილვა
ვიკტორ თევზაიას სიტყვა

ორატორი ეხება შენგელაიას მიერ უფლების განმარტებას და ამბობს: შენგელაიას აზრით უფლება ისეთი ელემენტია, რომელიც არ არის დამოკიდებული ეკონომიურ ურთიერთობასთან, უფლება სოციალური ურთიერთობის გარეშე სდგას. ამასთან შენგელაიამ გაჰყო ერთმანეთისაგან საზოგადოების სოციალური შემადგენლობა და მისი უფლება და უფლებას მისცა გადამჭრელი მნიშვნელობა. ამნაირად, გამოდის, რომ ამ ორ უკიდურეს დეპუტატების, თითქმის ანტიპოდების (გვაზავას და შენგელაიას) იდეოლოგია ერთი და იგივე ყოფილა. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ყოველივე კონსტიტუცია რომელიმე კლასის, ან რომელიმე სოციალური წრის მისწრაფებას გამოხატავს. და თუ თქვენ ხედავთ დღეს, რომ უკანასკნელი კონსტიტუციები, როგორიცაა გერმანიის, ჩეხოსლოვაკიის და სხვ., დემოკრატიულია, ეს იმით აიხსნება, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ევროპის მოწინავე დემოკრატია - მუშათა კლასი იბრძოდა დემოკრატიული წყობილების განმტკიცებისათვის და ებრძოდა ისეთ ხალხს, რომელიც თეორიაში იზიარებდა პოლიტიკურ თანასწორობას, მაგრამ ამას ცხოვრებაში სრულიად არ ანხორციელებდა. ამნაირად, დაასკვნის ორატორი, გვაზავასა და შენგელაიას საზიარო დებულება, თითქოს უხსოვარ დროიდან ჩასახული იდეა იმარჯვებს, სრულებით არ არის მართალი. მაშასადამე, თანამედროვე დემოკრატიული წყობილება არის ნაყოფი არა ყველა კლასების მთლიანად მოქმედებისა, ერთობისა, არამედ მხოლოდ ერთი რომელიმე კლასის გარკვეული გეგმისა და მუშაობისა. (გვაზავა: ეს არ ეწინააღმდეგება ჩემს შეხედულებას). - თუ არ ეწინააღმდეგება, მაშ თქვენ ეთანხმებით იმასაც, რომ ჩვენი კონსტიტუცია - ეს არის ნაყოფი განსაკუთრებული კლასების მუშაობისა, - ეს კლასი ჩვენში მუშათა კლასია, რომელიც ბელადია ქალაქისა და სოფლის დემოკრატიის. ისინი არიან ამ კონსტიტუციის შემქმნელნი. (ლორთქიფანიძე: ეს ბრძანა აქ გვაზავამაც, გვაზავამაც მიიღო). ბ. გვაზავამ აქ შემოიტანა შესწორებები, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ გვაზავა უფრო მემარცხენეა, ვიდრე ის კლასი, რომლის წარმომადგენლათ აქ ის არის.

………………………………………………………………………………………..

შემდეგ ბ. ლეო შენგელაიას ჰგონია, რომ ჩვენ ვიცავთ პრეზიდენტულ სისტემას. რასაკვირველია, თუ პრიმიტიულად გავიგებთ, - ჩვენ ვიცავთ პრეზიდენტულ სისტემას, რადგან დამფუძნებელი კრების თავმჯომარეც არის პრეზიდენტი. მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი არის გარკვეული იურიდიული მცნება, მას აქვს აშკარა და გარკვეული ხასიათი თანამედროვე კონსტიტუციებში. მას აქვს განსაკუთრებული ფუნქციები და აღმასრულებელი ერთი ორგანო უნდა იყოს. ასეთი თეორია არ მიიღო მთელი ევროპის შეკავშირებულმა მუშებმა. მათ აქვთ თავიანთი კონსტიტუცია თვითმოქმედებისა. ეს მათ როგორც კავშირებში, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებში, ისე კოოპერატიულ ორგანიზაციებში. ხომ იცით, რომ არის ისეთი დაყოფა - ერთი ორგანო კანონმდებელია და მეორე აღმასრულებელი. ნუ გგონიათ, რომ ისინი ვერ მიხვდებოდნენ, თუ იყო საჭირო, რომ ვინც კანონმდებელია, ის ვინც ადგენს დავალებას, იგივე უნდა იყოს აღმასრულებელი. შეკავშირებულ მუშებს ჰყავთ აღმასრულებელი ორგანო, ჰყავთ კანონმდებელიც და არ ვიცი, ვერ გამიგია ისეთი ვინმე გინდ ანარქო-სკანდალისტი, გინდ ბ. ლეო შენგელაია, რომელიც ამბობს, რომ ეს მიუღებელია, რადგანაც ეწინააღმდეგება რომელიმე იდეას სოციალისტურ მოძრაობისას.

ჩვენ არ ვიცავთ პრეზიდენტულ სისტემას, მაგრამ თუ დავიცავთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც აღმასრულებელი ხელი ორგანოს ადგილი არას დროს არ რჩება ცარიელი და ასრულებს ყოველდღიურ მუშაობას, ზოგიერთს უსაბუთოდ წარმოუდგენია, რომ ჩვენ ვიცავთ პრეზიდენტობას...

არა, ბატონებო, ასე არ არის. დღევანდელი სახელმწიფო, როგორც მოგეხსენებათ, არ არის მარტო პოლიტიკური ორგანიზაცია, სახელმწიფო არის ამავე დროს ეკონომიკური ორგანიზაცია. (შენგელაია: ფამუსოვის არ იყოს: словечка не скажетъ по просту) ფამუსოვი იყო ნათესავი შენგელაიასი (სიცილი), რაც შეეხება იმას, რომ აღმასრულებელი ორგანო განუწყვეტლივ უნდა მოქმედებდეს და არ უნდა იყოს ისეთი მომენტი, როდესაც ის იურიდიულად დროებით სწყვეტს თავის მოქმედებას, - ასეთი მუხლი უნდა იყოს შეტანილი ჩვენს კონსტიტუციაში. ამას მოითხოვს არა მარტო ჩვენი საგარეო მდგომარეობა, ამას მოითხოვს - ჩვენი შინაური მდგომარეობის ნორმალური მიმდინარეობაც. ჩვენი სახელმწიფო არ არის მარტო ორგანიზაცია უაღრესი საქმიანობის და ამ საქმიანობას, რა თქმა უნდა, სჭირია მუდმივი მეთვალყურეობა. და ამ მეთვალყურედ უნდა იყოს ის მუდმივი პირი, რომელიც განსაზღვრული ვადით ირჩევა - მთავრობის თავმჯდომარე. რასაკვირველია, მთავრობის თავმჯდომარე ვადით ირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არჩეული არის ორი წლით და ამ დროის განმავლობაში შეუძლებელია მისი გამოცვლა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი გზით ჩვეულებრივი საპარლამენტო კონფლიქტის გამო მისი გადაყენება შეუძლებელია. მაგრამ ხომ შეიძლება მან ისეთი საქმე ჩაიდინოს, რომლის გამო ის არა მარტო გადაყენებული, არამედ იქნება მიცემული პასუხისგებაში. (გვაზავა: ეს სულ სხვა გამოდის. თქვენ შინაარსზე არსებითათ ილაპარაკეთ). ბატონებო, მე მოგახსენებთ, რომ პრეზიდენტური სისტემა, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში და როდესაც მთავრობის თავმჯდომარე ირჩევა განსაზღვრული ვადით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არის პრეზიდენტი. თქვენ მაშინ შეგიძლიანთ სთქვათ, რომ ის არის პრეზიდენტი, თუ მას მიეცემა ის უდიდესი უფლებები, რომლებიც ჩვეულებრივ პრეზიდენტებს აქვთ უცხო ქვეყნებში. (გვაზავა: ჟორდანიამ მოითხოვა!) ეს არ შეეფერება სინამდვილეს. თქვენ, ბატონო გვაზავა, სხვათა შორის წამოაყენეთ პრეზიდენტისთვის ერთი უფლების მინიჭება, ეს არის veto-ს უფლება (გვაზავა: გამგებლობა ჯარისა?) გამგებლობა ჯარისა ეკუთვნის არა მთავრობის თავმჯდომარეს, არამედ პარლამენტს, მთავრობის თავმჯდომარეს შეიძლება ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს განკარგულების უფლება (გვაზავა: ჟორდანიამ მოითხოვა ეს წაიკითხეთ „ერთობა“-ში!)

გაზ. „ერთობა“ - 1920წ. - 288 - 17 დეკემბერი

2.82 საკონსტიტუციო კომისიას (1920 წ. დეკემბრის 16)

▲ზევით დაბრუნება


ს.დ.რ.
დამფძნებელი კრების
კანცელარია №4780
1920 წ. დეკემბრის 16
სასახლე ტე. 6-42
ქ. თბილისი

პრეზიდიუმის ამა დეკემბრის 16-ს დადგენილების თანახმად, კანცელარიას პატივი აქვს სთხოვოს კომისიის პრეზიდიუმს დაესწროს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და იურიდიული და საკონსტიტუციო კომისიების პრეზიდიუმთა შეერთებულ სხდომას სოც-რევოლუციონერთა ფრაქციის მიერ დამფუძნებელი კრების 15-ამა დეკემბრის სხდომაზე წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტის განხილვის საკითხების შესახებ.

თათბირი დანიშნულია შაბათს შუადღის 12 საათზე ა/წ/ 18 დეკემბერს/ თავმჯდომარის კაბინეტში

კანცელარიის გამგის ამხანაგი

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 204

2.83 კონსტიტუციის განხილვა დამფუძნებელ კრებაში (17 დეკ. სხდომა)

▲ზევით დაბრუნება


რ. არსენიძის სიტყვა:

მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო! ამ კონსტიტუციის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ზოგიერთი მთავარი გაუგებრობის გაფანტვა და პროექტის ნამდვილი აზრის და მნიშვნელობის გამორკვევა.

ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთგვარი თავისებურობა, ერთგვარი ორიგინალობა, რომელიც სრულიად მიუღებელი და გაუგებარი რჩება, როგორც მემარჯვენე, ისე განსაკუთრებით „მემარცხენე“ ორატორებისათვის, რომლებიც თავის თავს უკიდურეს მემარცხენედ სთვლიან და აი გამიჯვნა ამ ორ ხაზისაგან არის ერთი მიზანთაგანი ჩემი აქ გამოსვლისა, რამდენადაც მე ამის ძალა შემწევს.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ თუ რას ეყრდნობა კონსტიტუცია და რა პერსპექტივები აქვს მას. განხილვა ამ ორი საგნის აუცილებელი არის ყოველ კონსტიტუციისათვის. ჩვენი კონსტიტუცია გამოვიდა, რასაკვირველია, ჩვენი დამოუკიდებლობის აქტიდან ერთის მხრით, და რუსეთის დიდი რევოლიუციიდან, მეორეს მხრივ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რევოლიუცია ჩვენში გაყვა განსაკუთრებულ გზას და არა რუსეთის დიდი რევოლიუციის გზას ის გაჰყვა თავის საკუთარ - უკვე შეიძლება თამამად ითქვას - საქართველოს რევოლუციონურ გზას. ეს გზა არის მთავარი ღერძი, როგორც ჩვენი საერთო ხაზისა, ისე ჩვენი საერთო მუშაობისა და ჩვენი მომავალი პერსპექტივებისა. ეს გზა გახლავთ შემდეგი: ჩვენ ვქმნით სახელმწიფოებრივ წყობილებას, ჩვენ ვქმნით დემოკრატიულ რესპუბლიკას სრულიად გარკვეული მიზნით - მომავალ სოციალისტურ წყობილებისათვის ნიადაგის მომზადების და ამ სოციალიზმის განხორციელების ხელშემწყობ მიზნით. და, როდესაც ჩვენ აი ამ ძირითად მიზანს დავისახავთ და ამ ძირითად აზრს გამოვსთქვამთ, ამით უკვე ვაძლევთ არსებით განსხვავებას ჩვენ კონსტიტუციის დედა აზრს სხვა ყველა კონსტიტუციის დედააზრისაგან, ვინაიდან ბურჟუაზიულ დემოკრატიული კონსტიტუცია რესპუბლიკანურ წყობილებას სთვლის თავისთავად იმ საბოლოო წყობილებათ, რომლის იქითაც მას არავითარი სურვილი არა აქვს ნაბიჯის გადადგმისა. ეს არის მისთვის ასე ვსთქვათ, მიზანი და საბოლოო წესწყობილება. ჩვენთვის ეს არის საშუალება და გამოსავალი წერტილი.

და თუ ეს მთავარი განსხვავება მივიღეთ მხედველობაში, ჩვენ მაშინ ადვილად გავარკვევთ ყველა იმ შედეგებს, აზრებს და მთელ რიგს დებულებებისას, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციაში არის მოთავსებული. აქ ჩვენი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბელადმა ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიამ საკმაოდ აშკარად და მკაფიოდ გამოსთქვა ის, რომ კონსტიტუციის მთელი შინაარსი ემყარება შინაურ ძალთა განწყობილებას. და რომ ეს ძალთა განწყობილება არ ყოფილიყო ხელსაყრელი ჩვენი მთავარი მიზნისათვის, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გეყოლებოდათ არც დღევანდელი მთავრობა, არც დღევანდელი შემადგენლობა დამფუძნებელი კრებისა და არც ასეთი მიზნების დასახვა იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს შინაური ძალთა განწყობილება სავსებით შეეფერება ამ საერთო ხაზს, ჩვენ გვაქვს საშუალება შევქმნათ ნამდვილი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომლის მიზანი არის არა ბურჟუაზიული წყობილების გამაგრება და გამუდმივება, არამედ მისი სოციალისტური წესწყობილებისათვის გარდაქმნა და ახალ, მომავალ საკაცობრიო ბედნიერების წარმოშობის გაადვილება.

მაგრამ გარდა ამ საშინაო მდგომარეობისა, ჩვენს კონსტიტუციაზე და მის მრავალ დებულებებზე არა მცირედი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობამაც. ჩვენმ საგრაეო მდგომარეობამაც. ყველამ უნდა იცოდეს ის აუცილებელი დებულება და ის უდაო ჭეშმარიტება, რომ დიდ სახელმწიფოსაც კი დიდ დაღს აჩნევს და თავის გავლენის ქვეშ იმორჩილებს საერთაშორისო ურთიერთობის, და პატარა ერებისათვის ხომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და მუდამ თვალსაჩინო ფაქტორია. ამიტომ ჩვენი კონსიტუციის შემუშავების დროს არ შეიძლება ანგარიში არ გაგვეწია ჩვენი საერთო მდგომარეობისათვის და არა ერთი ელემენტი ჩვენი კონსტიტუციისა არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გარს გვარტყია სრულიად განსაკუთრებული კულტურის და განსაკუთრებული განვითარების დონეზე მდგარი ხალხი. ჩვენს კონსტიტუციაზე არა მცირედი გავლენა იქონია იმ გარემოებამაც, რომ ამჟამად უკვე ჩვენი დამოუკიდებლობის აქტით მოვშორდით რუსეთის საერთო გემს და საერთაშორისო ევროპის ცხოვრების ტალღებში შევცურდით. და ჩვენ გვინდა აი ამ საერთაშორისო ახალ კულტურულ ცხოვრებაში მოვიპოვოთ სათანადო ადგილი, როგორც შეჰფერის ეს სოციალისტურ დემოკრატიას. აქ ერთმა ორატორმა, ვგონებ ნუცუბიძემ, - ჩვენ მოგვთხოვა ევროპისაგან ჩამოშორება (შენგელაია: კაპიტალიზმისაგან) თუ ევროპის კულტურა და კაპიტალი შემოვიდა აქ, ჩვენი ერის თავისებურება მოისპობაო. (ი. ნუცუბიძე: მე ასე არ მითქვამს!) მე სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე და ამას სტენოგრამაც გვაჩვენებს. აი ასე იყო აქ თქმული. სხვანაირად არ შეიძლებოდა ეთქვა, თუ არა კულტურის მიხედვით, ისე თავისებურობა არ შეიძლება იყოს, აბა კაპიტალიზმი ხომ ყველგან კაპიტალიზმია! ცხადია თავის თავად, რომ ეს ეროვნული თავისებურობა, ეს წმინდა სლავიანოფილური, ან უკეთ, თუ გნებავთ ქართველოფილური აზრი, და საერთოდ ეს თავისებურობა, რომელიც გამოიხატება ევროპის კულტურისაგან გამიჯვნაში, არსებითად უარყოფილი არის ჩვენის კონსტიტუციით, იქ დასახულია სრულიად საწინააღმდეგო მიზნები. არა ჩამოშორება ევროპის კულტურისაგან, არამედ ზიარება ევროპის კულტურისა, ეს არის უმთავრესი საშუალება იმ მიზნისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. წარმოიდგინეთ არც ევროპის კაპიტალი არის ისეთი უნიადაგო ელემენტი, რომლის უარყოფა და გადაგდება ასე ადვილად შეიძლებოდეს. ჩემის ღრმა რწმენით კაპიტალის განვითარება, მთელი მისი მთავარი ძალები და მოქმედება სწარმოებს იმ მიზნის სასარგებლოთ, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. ამ კაპიტალის განვითარება ევროპაში რომ მიმართული იყოს არა სოციალიზმის გზისაკენ, არამედ მის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენი იდეალების ბედი წინასწარ გადაწყვეტილი იქნებოდა და გადაწყვეტილი უარყოფითად. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ყველა ეს ელემენტები უარვყოფთ თუ ვემხრობით თითოეულ მათგანს, ეს სხვა საქმეა, ყველა ელემენტები თავის ბრძოლაში, თავის საერთო ჭიდილში მიდიან იქით, იმ ჩვენი სანუკვარი სოციალისტურ წყობილებისაკენ და სწორედ ამიტომ ჩვენი კონსტიტუცია მოითხოვს ამ კავშირს ევროპასთან, ამ მთლიანობას ევროპის კულტურასთან, რადგან მას ამით ეძლევა ნიადაგი და საფუძველი იმის, რომ განახორციელოს ის მიზანი, რომელიც მას აქვს დასახული. (გობეჩია: რომელი კულტურა?) რასაკვირველია, ვინც არ იცის რა არის კულტურა, იმას ლექციას ვერ წაუკითხავ. (გობეჩია: რომელი კულტურა, ბურჟუაზიული თუ სოციალისტური?) გაუგებრობის გასაფანტავათ ამ კულტურის შესახებ ერთი უნდა ვსთქვა: ვისაც ჰგონია, რომ პროლეტარტიატი იმიტომ გაჩნდა, რომ მზგავსად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა, ბურჟუაზიული კულტურის ყველა ელემენტები და ჩანასახი გაანადგუროს და ამაში ხედავს საფუძველს ახალ, პროლეტარულ კულტურისა, ის ღრმად შემცდარია. მე მგონია, პროლეტარიატი, ძლიერია იმით, რომ ის უნდა გახდეს ღირსეული მემკვიდრე იმ დიდი კულტურისა, დიდი განძისა, რომელიც შექმნა ევროპამ (ტაში.) ამიტომ მე ვამბობ, რომ ევროპის მთელი კულტურა, ყველაფერი ის, რაც არის მასში დადებითი, ყოველივე ეს არის მომავალში სამემკვიდრეო პროლეტარიატისა, მუშათა კლასისა. და ამ მემკვიდრეობის მიღებას სცდილობს ჩვენი ერი ჩვენი კონსტიტუციის საშუალებით და აი (გელეიშვილი: მიქელანჯელო გადავაგდოთ, რადგან ბურჟუაზიული კულტურის წარმომადგენელია?) მე მგონია, ეს მცირე შესავალი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ იმან, ვისაც სურს გააბას ძაფი თანამედროვე წყობილებიდან მომავალ მიზნისაკენ, ეს გააბას. მაგრამ, ვისაც სურს ძაფები გააბას ჰაერში, ოცნების კოშკებიდან მეორე ოცნების კოშკამდე, მას, რასაკვირველია, არ შეუძლიან გაგება თუ რატომ გამოვდივართ ჩვენ ჩვენი რეალობიდან და არა სხვა რომელიმე იდეალური, თეორეტიული დებულებიდან. სწორედ ეს მეოცნებე ელემენტები, ეს ფანტასტიური ელემენტები უმთავრესად ისახავენ იმისთანა პროექტს, რომელიც აქ სოციალისტ-რევოლიუციონერების სახელით შემოვიდა. ამ პროექტზე მე მოგახსენებთ მერე ცოტა უფრო დაწვრილებით. ახლა კი ვიტყვი: ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, აგრეთვე დასახულია მიზნად - თეორიულად მაინც - საბჭოთა რუსეთის კონსტიტუციაში და სოციალისტ რევოლიუციონერების კონსტიტუციის პროექტში.

მხოლოდ ჩვენი პროექტი განსხვავდება იმათგან თავის რეალური საფუძვლით იმიტომ, რომ იგი გამოდის არსებული მდგომარეობიდან და არა ოცნებიდან, არსებულ ძალთა განწყობილებიდან და არა კაბინეთში მოგონილ თეორიულ ურთიერთობიდან. ესერების მიერ წარმოდგენილი პროექტი განსახიერებაა საბჭოთა სისტემის გავლენისა, იგი კუდმოკვეცილი უკანონო შვილია რუსეთის საბჭოთა წესწყობილებისა და როგორც ასეთი, იგი არც მარცხნივ სდგას და არც მარჯვნივ. და სწორედ ეს არის მისი უდიდესი დამახასიათებელი თვისება.

ჩვენ ჩვენს წესწყობილებას ვუპირდაპირებთ რუსეთის არსებულ წყობილებას და მის სისტემას. საბჭოთა სისტემას პირველად ყოვლისა ახასიათებს მისი ანტიდემოკრატიული ხასიათი, იგი არის აგებული უმცირესობის დიქტატურაზე უმრავლესობის წინააღმდეგ - ესაა მისი მთავარი თვისება და ამით იგი უკვე კარგავს ხალხურ ხასიათს და უნარს, რომ გახდეს იარაღათ ხალხის მომავალი გამარჯვებისა და შემოქმედებისა. საბჭოთა რუსეთის დიქტატურა არის ბატონობა მცირე ნაწილისა დანარჩენ მასაზე, და იგი იწვევს უუფლებოთა ამბოხებას, აღვიძებს რა მათში უფლების მოპოვების სურვილს და მაშასადამე ვერ შექმნის მშვიდობიან წყობილებას. ამით იგი მასსის მთელ ენერგიას ახშობს და არ აძლევს გასაქანს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ძალებს, რომ თავისი შემოქმედება სათანადო გეზით მიმართონ, შინაგან განვითარებას მოახმარონ. (იქ ხომ პროლეტარიატის დიქტატურაა - ბარათაშვილი) ვისაც უმრავლესობის დიქტატურა ვერ გაურჩევია უმცირესობის დიქტატურისაგან, ის რასაკვირველია, ასეთ სიტყვებს რომ გაიგონებს, ისეთ შენიშვნას შეიტანს, როგორც იოსებ ბარათაშვილმა ინება. (შენგელაია - С.К დიქტატურაა), (კედია: არც ერთის არ გვინდა). ჩვენმა ნახევრათ ბოლშევიკებმა, რასაკვირველია, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის მაგიერ წამოაყენეს, საბჭოთა შრომის რესპუბლიკა, (შენგელაია: საბჭოთა?) (საქართველო არის შრომის რესპუბლიკა); საქართველოს კანონმდებელი ორგანო არის სახალხო საბჭო „ო თუ შეაერთებთ ამ ორ სახელს, გამოვა: „სახალხო საბჭოთა შრომის რესპუბლიკა“ (კედია - კონტრაბანდი არა?) აქ არის შიში აზრისა, შიში ლოღიკისა (თევზაია - ოპორტიუნიზმ!) აქ რომ გეთქვათ პირდაპირ, საბჭოთა რესპუბლიკაო, გვეცოდინებოდა მაინც ვისთან გვაქვს საქმე. მაგრამ თქვენ ამბობთ, შრომის რესპუბლიკაო და ახლა მე გეკითხებით: შრომის რესპუბლიკა რით განსხვავდება სოციალისტურ რესპუბლიკისაგან? თქვენ შეგეშინდათ ამ სიტყვის - სოციალისტურის ხმარება იმიტომ რომ, რუსეთმა დაარქვა თავის ქვეყანას „სოციალისტური რესპუბლიკა“, თუმც იქ სოციალისტური იმდენია, რამდენიც ჩინეთში; თქვენ კი ამის შიშით დაარქვით „შრომის რესპუბლიკა“ და გეგონათ, რომ სიტყვის შეცვლით რაღაც განსხვავება მოახდინეთ (ხმაური) მე ვამბობ, რომ ამ უტოპიურ ელემენტებს ამ ახალ „შრომის რესპუბლიკისას“, ჩვენ გავარჩევთ პარალელურათ რესპუბლიკის მთავარ დებულებებთან შედარებით; რაც შეეხება ზოგად პრინციპებს, იმათ შესახებ ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ ახლავე. აქ გუშინ მკაფიოთ განგვიმარტეს პრინციპები ესერების პროექტისა: საყოველთაო შრომის უფლება, შრომის ბეგარა და ფართო კოლექტივიზაცია ანუ სოციალიზაცია. ყოველივე ეს კი გახლავთ შინაარსი იმ დეკრეტების, რომელნიც საბჭოთა რუსეთმა გამოსცა თავის ანტიდემოკრატიულ კონსტიტუციის, ასე ვთქვათ დამატებათ, მაგრამ თავისთავად ეს დებულება ფილოსოფიურად ცნობილია, როგორც საფუძველი დიდი უტოპიური თეორიისა (ილია ნუცუბიძე - თქვენ წინააღმდეგი ხართ?) ეს საფუძველია ევროპის დიდ უტოპიური თეორიისა, იქიდან გადმოღებული რუსეთის დიდ ესერების მიერ და ამ უკანასკნელთა ნათქვამიდან განმეორებული ჩვენი პატარა ესერებისგან. ეს უტოპია არის ძველი უტოპია, რომლის ძირითადი დებულებების განიავება თუთხმეტჯერ მაინც დაამტკიცა ისტორიამ მეოცე საუკუნემდე. (ხმაურობა).

ამ საერთო დებულებიდან მე მინდა გადავიდე ჩვენი კონსტიტუციის შინაარსის ორ მთავარ ელემენტის, პოლიტიკურ და სოციალური მხარის აღნიშვნაზე, ეს ორგვარი შინაარსი გახლავთ. განსხვავება ჩვენი კონსიტუციისა ევროპის სხვა ყველა კონსტიტუციებისაგან, სადაც მთავარი მომენტი არის ერთადერთი პოლიტიკური მხარე, პოლიტიკურ წყობილება, და სადაც მხოლოდ ერთ პუნქტში არის გამოთქმული ხელშეუხებლობა საკუთრებისა. ასეთია საფუძველი ყველა ევროპულ ბურჟუაზიულ კონსტიტუციებისა; ხელშეუხებლობა პიროვნებისა და საკუთრებისა, აი ქვაკუთხედი, რაზედაც შენდება შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც შეეფერება ძალთა განწყობილებას (ხმა ესერების ფრაქციიდან: ამას იმეორებთ თქვენც). ამას ძალიან გვთხოვენ თქვენი ანტიპოდები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმეორებთ, თუმცა ისინი ძალიან გულნაწყენი გვრჩებიან. (კედია - გეშინიათ და იმიტომ). ჩვენ ყოველ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვეშინია იმ ბურჟუაზიის წარმომადგენლებისა, რომლებიც აქ სხედან და რომელთა შესახებაც იყო განცხადებული, რომ მათი არსებობა უდრის არ არსებობას. (კედია: პროლეტარიატის არსებობა?) პროლეტარიატის არსებობა კი დეპ. კედია უდრის სახელმწიფოს არსებობას, ვინაიდან იგია შემქმნელი იმისა რაც დღეს აქ არის.

ეხლა გადავიდეთ სახელმწიფოებრივ წყობილების პოლიტიკურ მხარის განხილვაზე. პოლიტიკურ წყობილებაშიც დიდი განსხვავება არის ევროპის დემოკრატიულ წყობილებისა და ჩვენ რესპუბლიკას შორის. ეს გამოიხატება შემდეგ ძირითად დებულებებში: ჩვენი ერის უზენაესობა აქაც მიღებულია ისე, როგორც ყველა დემოკრატიულ კონსტიტუციაში. მაგრამ, თვით ორგანიზაცია ამ უზენაესობის განხორციელებისა არის უაღრესად დემოკრატიული, ისე როგორც არ არის არც ერთ ევროპულ კონსტიტუციაში. დემოკრატიულ წყობილების დამახასიათებელ თვისებათ ჩვენს კონსტიტუციაში ჩაითვლება მოწყობა აღმასრულებელ ხელისუფლებისა, სიფართოვე საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებისა, მისი მუშაობისა და ურთიერთობა, ცენტრალურ მთავრობისა და ადგილობრივ თვითმართველობის შორის. ეს სამი საგანი არის უზენაესობის კონკრეტული გამომხატველი კონსიტუციის ფარგლებში. აქ არ არის ამ მხრივ მიღებული პირდაპირი დემოკრატია. ბ. ლეო შენგელაიამ, როდესაც თავის სიტყვა წარმოსთქვა, განაცხადა, აქ არ არის პირდაპირი დემოკრატია, მაშასადამე არის მთავრობის ბატონობაო. მაგრამ როცა გადავხედეთ მათ კონსტიტუციას, ვნახეთ იგივე პარლამენტარული წყობილება საზოგადოთ, მხოლოდ პარლამენტის ნაცვლად საბჭოს სახელით, იმათი პროექტის მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ ამას ხალხი ანხორციელებს ან უშუალოთ, ან თავის წარმომადგენლების საშუალებითო (შენგელაია - დიახ, დიახ), მაშასადამე აქაც არ არის პირდაპირი დემოკრატია. კონსტიტუციონური ელემენტი იქაც ისევეა დასახული, როგორც ჩვენა გვაქვს გატარებული პროექტში, რომელმაც რეალურად ხორცი უნდა შეისხას და ცხოვრების სამოქმედო გეგმათ გახდეს მაშასადამე აქ პრინციპიალური დავა არ არსებობს.

ჩვენს პროექტში არსებითად პარლამენტი არის აღჭურვილი ისეთი ფუნქციებით, რომ მან უნდა განაგოს ფაქტიურად ბედი რესპუბლიკისა, ეს არის მთავარი ძალა, შექმნილ ყველა დანარჩენი ხელისუფლების, და ეს ძალა ემორჩილება ერთად ერთ მთავარ კონტროლს - ხალხს, რეფერენდუმის და არჩევნების საშვალებით, მაშასადამე ხალხს, ერს ერთი უმთავრესი ორგანო აქვს - პარლამენტი და მისი მეოხებით ხალხი განაგებს მთელ თავის ბედს, ჩვენი კანონებით სასამართლოს ხელისუფლების მთავარი ორგანო, სენატი ირჩევა პარლამენტის მიერ, მაშასადამე აქ არის ძაფი გაბმული კანონმდებლობისა და სასამართლოს შორის, აქაც მთავარი წყარო სამოსამართლო ხელის უფლებისა არის იგივე პარლამენტი; აღმასრულებელ ხელისუფლების მეთაურსაც ირჩევს იგივე პარლამენტი და აქაც უზენაესობა კონსტიტუციის ფარგლებში პარლამენტს ეკუთვნის, როგორც ამას ამბობს სათანადო მუხლი ჩვენი კონსტიტუციის კანონ პროექტისა. ამაშია პრინციპიალური უარყოფა იმ დებულებისა, რომელიც ბ. გვაზავამ წამოაყენა და რომელიც ამბობს, რომ სასამართლო უნდა იყოს კონტროლი კანონმდებლობისაო, დიახ, ამ მთავარი დებულებით არის ეს პრინციპიალურათ უარყოფილი; სასამართლო არ არის კონტროლი, იგი მხოლოდ აღმასრულებელი ორგანოა. (ბარათაშვილი - სასამართლო აღმასრულებელი ორგანოა?) დიახ, დიახ, აღმასრულებელი ორგანოა სასამართლოს სფეროში.

და აი მე ვამბობ რომ, ამ მთავარ დებულებიდან გამომდინარეობს პრინციპიალური უარყოფა იმისა, რაც წამოაყენა გ. გვაზავამ, ე.ი. სასამართლოს კონტროლი პარლამენტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი უპასუხისმგებლოა, რომ იგი ყოველთვის შემძლეა, რომ ის ადგება ერთ დღეს და გააუქმებს ჩვენს კონსტიტუციას. ამის მაგალითია ხალხი, ძალთა განწყობილება და ის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს პარლამენტის მუშაობას. ეს გარანტია არსებობს ყოველ დემოკრატიაში, და ეს ერთად ერთი რეალური საფუძველია ყოველი კონსტიტუციისა. მართლაც დიდი გატაცებული უნდა იყოს კაცი იურიდიული ნორმების ძლიერებით, რომ მან სთქვას, საკმაოა დავსწეროთ, სასამართლო არის კონტროლი პარლამენტისა და სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქნება კონსტიტუცია დარღვევისგანო; მეტი რომ არა ვსთქვათ, ეს დიდი იურიდიული კრეტინიზმია. არ შეიძლება ასეთი საქმე მიანდოთ რომელიმე დაწესებულებას ისე, რომ მეტ დამცველს იგი აღარ საჭიროებდეს, რესპუბლიკებში ბ-ნ გვაზავას სამართლიანად უპასუხეს, რომ შეიძლება სასამართლომ დაადგინოს უკანონოთ, მაშინ ვის მივმართოთ (კედია - დღეს არ ადგენს უკანონოთ?) შეიძლება ადგენს ბატონო, მაგრამ სამწუხაროდ. (კედია - მაშ უარვყოთ სასამართლო).

ჩვენ მოგახსენეთ, რომ მთავარი გარანტია კონსტიტუციისა არის ხალხის თვითმოქმედებაში და აღმასრულებელ ხელისუფლებათა კონსტიტუციაში და არა სასამართლოსთვის კონტროლის უფლების მინიჭებაში. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მართლა გარანტიას.

ახლა გადავიდეთ მეორე და მართლა დამახასიათებელ თვისებაზე ჩვენი კონსტიტუციისა. ეს არის კონსტრუქცია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და კონსტრუქცია ადგილობრივ თვითმართველობათა.

აქ ყველაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ პრეზიდენტობის საკითხს და ყველაზე ნაკლებს თვითმართველობის საკითხს. მე კი ვამბობ - ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს თვითმართველობათა საკითხის მოწესრიგებას და უფრო ნაკლები აღმასრულებელ ხელისუფლების, პრეზიდენტურ თუ უპრეზიდენტო სისტემის მიღებას. კონსტიტუციური თვალსაზრისით კი დემოკრატიისთვის პირველი, ე.ი. თვითმართველობის უფლებები უაღრესად საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, პრეზიდენტი ცალკე იქნება თუ მთავრობის შემადგენლობაში იქნება ერთ-ერთ წევრად შესული. საერთოდ იურიდიულ მეცნიერებაში პრინციპი აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანიზაციისა ცნობილია. დემოკრატიულ იურიდიულ მეცნიერებას უდაოთ მიაჩნია ერთი რამ - კოლეგიალობა აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანიზაციისა.

ეს არის აუცილებელი პირობა დემოკრატიულ მართვა გამგეობისა. ეს სავსებით გატარებულია ადგილობრივ თვითმართველობაში და უნდა იქნას გატარებული ცენტრალურ მართველობაშიაც. და აი ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავათ იმისა, რომ სახელმწიფოს სჭირდება თავის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობაში, - მაინც ეს წევრი, გამომხატველი ხალხის მთლიანობისა, არის წევრი კოლეგიისა და იგი მონაწილეა ამ კოლეგიის საერთო მუშაობის და მოქმედების. და ის ფრაზა, რომელიც არის კონსტიტუციაში ამის შესახებ - მკაფიოდ გამოხატავს ამ აზრს. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს წევრი კოლეგიისა და არა დამოუკიდებლად ცალკე, საგანგებოთ ამისთვის შექმნილი ინსტიტუტი პრეზიდენტისა. ეს არის იურიდიული გამოხატულება იმისა, რომ სახელმწიფოებრივი ფუნქციები შესრულებული იქნება, მაგრამ კოლეგიისაგან. ჩვენი კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული დაარსება ცალკე დამოუკიდებელი ორგანოსი, განკერძოებული ორგანოსი, რომელიც ერთი პირისაგან უნდა შესდგებოდეს, ე.ი. პიროვნული იყოს, და აღმასრულებელი ხელსისუფლების საჭე ხელთ ეპყრას. ჩვენი კონსტიტუცია არ ქმნის პიროვნული ორგანიზაციას, არამედ მხოლოდ კოლეგიალურ ორგანიზაციას. ეს არის თვითმართველობის პრინციპის გატარება ცენტალურ მართველობის მოწყობის დროსაც. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და არა იმას, თუ რამდენი უფლება ეძლევა მინიჭებული ამა თუ იმ წევრს კოლეგიისას. მთავარი არის კოლეგიალობა თუ ინდივიდუალობა, კოლეგიური თუ პიროვნული ხელისუფლების შექმნა.

მეორე საკითხი გახლავთ უფლებათა განაწილების საკითხი. ეს საკითხი ორნაირად უნდა იქნეს დაყენებული: უფლებათა განაწილება პარლამენტისა და აღმასრულებელ ძალას შორის და უფლებათა განაწილება ცენტრალურ მართველებსა და ადგილობრივ თვითმართველობათა შორის. პირველში მიღებული გვაქვს პარლამენტის უპირატესობა. პარლამენტი ჩვენი კონსტიტუციით არის არა მარტო კანონმდებელი, არამედ ის არის კონტროლის გამწევი აღმასრულებელ ხელისუფლებისა მის მოქმედებასა და მუშაობაში. მას ევალება გადაჭრა მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც არის ჩამოთვლილი კონსტიტუციის პროექტის 61 მუხლში და რომელიც შეიძლებოდა საერთო წესით დაქვემდებარებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ასე მაგ., ომის და ზავის საკითხი, ბიუჯეტის და სხვ. და აი, სწორედ აქ გამოიჩინეს ერთგვარი უკიდურესობა დემოკრატიზმის გატარებაში სოც. რევოლიუციონერებმა. მათ ამ ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ ეს უნდა გადავცეთ ხალხს პირდაპირ გადასაწყვეტათო, ე.ი. ომის და ზავის საკითხი ხალხმა რეფერენდუმით უნდა გადაჭრას ყოველ შემთხვევის დროსო. საერთოდ ცნობილია, რომ უფრო დემოკრატიულია ის, რომ ყველა საკითხები გადავცეთ ხალხს, მაშასადამე რაც უფრო მეტ საკითხებს გადავცემთ ხალხს, პრინციპიალურად, დემოკრატიზმი მეტი იქნება. მაგრამ საკითხი ყოველთვის იმაში კი არ არის, სად იქნება საკითხი გადაჭრილი, არამედ იმაში სად იქნება მეტი საშუალება თავდაცვისათვის და შინაგან ძალთა განვითარებისათვის. და როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სამხედრო ძალაზე, ჩვენ უნდა ვეყრდნობოდეთ არა მარტო შინაგან ძალთა განწყობილებას, არამედ საგარეო ძალთა ურთიერთობას. სოც. რევოლუციონერებს უნდათ დაიწყონ დაუნდობელი ბრძოლა დღესვე ყოველგვარი დაჩაგვრის წინააღმდეგ, სანამ საერთო სოლიდარობა არ განხორციელდება. სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს მუდმივ ომს. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა ნეიტრალური. მაშასადამე ჩვენ ომებს არ ვაწარმოებთ. ეს არის მთავარი დებულება ჩვენი რესპუბლიკისა, იგი ნეიტრალური ქვეყანაა, ომის გამოცხადება მას არ შეუძლია, არ აქვს უფლება თვით დაესხას თავზე ვისმე. მას შეიძლება თავს დაესხან, იგი მაშინ ხმალს მოჰკიდებს ხელს, მაგრამ, რადგან რესპუბლიკა ნეიტრალურია, მას არ შეუძლია თავდასხმითი ომები აწარმოოს, ეს არის როგორც მოგახსენეთ ერთი მთავარი დებულება კონსტიტუციის და ამას აქვე უდიდესი მნიშვნელობა ჩვენთვის. ამიტომ ომის საკითხი ჩვენ წინ დგება, როგორც თავდაცვის საკითხი. და ამ დროს სოც. რევოლუციონერები ისეთ პრინციპს გვახვევენ თავზე. ვთქვათ თქვენს თავს დაგესხენ და თქვენ მაშინ შეეკითხეთ ხალხს ჯარი მოვაგროვოთ თუ არაო: მე გეკითხებით რესპუბლიკის დაცვას რომელი დროისათვის სდებთ? ეს არის სრული უთანასწორობა რეალურ ძალთა ურთიერთობისა და პრინციპების შეგუების შორის, ეს არის უარყოფა ამ პრინციპების შეგუებისა ცხოვრებასთან. ზოგადი პრინციპი ამბობს, რომ ომი და ზავი აცხადოს ხალხმაო, მაგრამ როდესაც შენ კი არ აცხადებ ომს არამედ თავს გესხმიან, - მაშინ არ არის დრო ხალხის შეკითხვისა; ის იმწამსვე, პირველ დაძახებისთანავე უნდა ხმალ ამოღებული გამოვიდეს; და ამიტომ ჩვენ კონსტიტუციაში სწერია რომ ომის საკითხის გადაჭრა ევალება პარლამენტს. ჯერ მთავრობასაც აქვს უფლება მიიღოს დაცვის ზომები, შემდეგ ის იწვევს დაუყოვნებლივ პარლამენტს და ეს უკანასკნელი, როგორც მთავარი გამგებელი ჯარისა, მოიწვევს მას და გაუძღვება გამარჯვებისაკენ. კონსტიტუციისათვის მთავარია ძალთა განწყობილება და არა ის, რომ ჩავწეროთ დემოკრატიული პრინციპები კონსტიტუციაში და შემდეგ კი რესპუბლიკას მოგვივიდეს ზიანი, თან გადაყვეს მათ განხორციელებას. ამგვარად ეს მთელი რიგი აღმასრულებელ ხელისუფლების ფუნქციათა უნდა გადავცეთ პარლამენტს და არა პირდაპირ ხალხს - ეს ჩვენი რესპუბლიკის არსებით და მიუცილებელ საჭიროებას შეადგენს და ამ მოთხოვნილების სახელით ვერც ერთი ვერ დაასაბუთებს იმის საჭიროებას, რომ ეს უფლება ომის და ზავის საკითხს უნდა იქნას გადაცემული თვით ხალხზე სარეფერენდუმოთ. ვიმეორებ, ამას ხალხის ინტერესების სახელით ვერავინ ვერ დაასაბუთებს. ეს უნდა იყოს, მაშასადამე, უფლება პარლამენტისა, რომელსაც იგი უზენაესობს. ის განაგებს ყველა იმ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც მოეპოება რესპუბლიკას. მის შემდეგ განაგებს მთავრობა, რომელსაც ის მიანდობს ამა თუ იმ ფუნქციათა და მოვალეობათა ასრულებას. აქ გატარებულია პრინციპი მთავრობის დამორჩილებისა პარლამენტისადმი, და ამ დამორჩილების ფორმების შემუშავებაშიაც ჩვენი კონსტიტუცია შეიცავს ერთგვარ თავისებურობას, რომელშიაც შეზავებულია ორი პრინციპი: პრინციპი პირდაპირი მორჩილებისა ე.ი. პრინციპი დავალების აღსრულებისა, და მეორე მხრით პრინციპი პოლიტიკურ პასუხისმგებლობისა. ჩვენ მიერ მიღებული პრინციპით პარლამენტი ირჩევს მთავრობის თავმჯდომარეს.

პარლამენტი ირჩევს იმას, ვინც გამოსახავს მისი პოლიტიკის ხაზს, ვინც ამ მთავარი ხაზის განმხორციელებელია. მაშასადამე პარლამენტი აძლევს მთავარ პოლიტიკურ გეზს მთავრობას მისი თავმჯდომარის არჩევით. და ეს მთავრობის თავმჯდომარე უნდა იყოს მორჩილი პარლამენტის ყოველი გადაწყვეტილებისა. სამინისტროები რჩება აღმასრულებლად ამ ხაზისა და მის ასრულებაში აძევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ უნდა აასრულომ ეს ხაზი და გაატარონ ის სისწორით და სრული კანონიერების დაცვით. ყოველივე გადახვევა ამ პოლიტიკიდან აუსრულებლობა ამ პოლიტიკურ ხაზისა იწვევს პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე და თუ პარლამენტს არ მოეწონება მათი მოქმედება, - იგი მაშინ მოითხოვს მათ გადადგომას. ასეთია ეს შეზავება ამ პრინციპებისა.

წინდაწინ თქმა იმისა, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს პროექტი, - შეუძლებელია. მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს დღევანდელ ჩვენს პრაქტიკას დავინახავთ, რომ ასეთი შეზავება გვაძლევს საერთოდ მტკიცე და მოქმედ მთავრობას, რომელსაც ხელი გაშლილი აქვს სამოქმედოთ, მაგრამ არ აქვს უფლება სწორი გზიდან გადახვევისა. ამ მხრივ ის წარმოადგენს შეზავებულ პრინციპს კოლეგიალურ მორჩილებისა და ამავე დროს პარლამენტის წინაშე სრული პასუხისმგებლობისას.

მთავარი საკითხი ნამდვილი დემოკრატიულ ურთიერთობის დამყარების არის დამოკიდებულება თვითმართველობისა და ცენტრალურ მართველობის შორის. ამის შესახებ ამ ტრიბუნიდან დღემდე არავინ არაფერს ლაპარაკობს. თუმც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია ამ საკითხში კონსტიტუციით არსად არ არის გატარებული გარდა ორიოდე მცირე კანტონებისა შვეიცარიაში. (ლორთქიფანიძე - ეს არ არის თავისუფლება) ჩვენი აღმასრულებელი ძალა კონსტიტუციის ძალით სავსებით ეყრდნობა ადგილობრივ კომუნას. ამ მხრივ შეიძლება მას ვუწოდოთ კომუნალური წყობილება. მთავარი საფუძველი, საიდანაც გამომდინარეობს საერთოდ შემოქმედება და ძალა რესპუბლიკის ყოველ აღმასრულებელ მუშაობისა, - ეს არის ადგილობრივი თვითმართველობა, ადგილობრივი კომუნა. (შენგელაია - ეს თქვენ კონსტიტუციაში არ არის! ჩვენ კონსტიტუციაში გახლავთ!). ჩვენს კონსტიტუციაში მკაფიოდ სჩანს ეს, რომ გარდა შენგელაიასი, ამის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს იტყვის. მე ვამბობ, როდესაც ამ მხრივ ხდება ერთიანად დაყრდნობა ცენტრალურ მართველობის ადგილობრივ კომუნაზე, ხალხის მიერ არჩეულ კომუნაზე, - აქ არის მკაფიოდ გატარებული უაღრესი ბატონობა ხალხისა, რომელიც ამით პირდაპირ და უშუალოთ იღებს მონაწილეობას აღმასრულებელ ძალის შექმნაში და ამით მის მუშაობაში.

ეს ერთად ერთი და საუკეთესო ფორმაა ხალხურ მართველობისა აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში. ხალხი ირჩევს ადგილობრივ თვითმართველობებს, კომუნებს და ამით სახელმწიფოებრივ ორგანოებს ჰქმნიან. ეს არის სრულიად განსაკუთრებული, განუმეორებელი დებულება ჩვენი კონსტიტუციისა, სხვა კონსტიტუციებთან შედარებით.

მე არაფერს ვიტყვი ამაზე რადგან საუკეთესოდ და მკაფიოდ უკვე ილაპარაკა ამის შესახებ ჩვენი ფრაქციით ორატორმა ნ. ჟორდანიამ, მაგრამ მე მაინც ხაზს ვუსვამ ამ გარემოებას, იმიტომ , რომ არც ერთ ორატორს, არც მოწინააღმდეგეს და არც მომხრეს არ მიუქცევია ამისთვის სათანადო ყურადღება მაშინ, როდესაც ის ძირითადი საკითხია კონსტიტუციის წყობაში.

კომუნაზე დაყრდნობა ნიშნავს ხალხზე დაყრდნობას ეს არის უდიდესი გარანტია იმისა, რომ ვერც ერთი ორგანო ვერ შეძლებს ხალხის სურვილის წინააღმდეგ გალაშქრებას. ადგილობრივი კომუნალური წყობილება არის უდიდესი კონსტიტუციური გარანტია, რომ არ მოხდეს ის, რისაც გვაზავას ეშინია. გვაზავა ამბობდა, რომ კონსტიტუციაში არ არის მაგ., პრესის ცენზურა და შესაძლებელია თქვენ კი შემოიღოთო, კონსტიტუციაში არის პიროვნების ხელშეუხებლობა, და თქვენ კი შეგიძლიათ ის გააუქმოთ. ამას ვერ გავაუქმებთ, ვერ შემოვიღებთ ცენზურას, ადგილობრივი ორგანოები, არჩეული ხალხის მიერ ამის უფლებას არ მისცემს არავის, ისინი არ დაუშვებენ კონსტიტუციის ძირითად მუხლების გაუქმებას, რადგან ეს მათი უფლების გაუქმება იქნება. კონსტიტუციას კანონის სწორი ასრულება კი შეხვდება მათ სრული დახმარება, ამიტომ სწორი ასრულება მისი ნიშნავს იმას, რომ იგი სწორედ არის გაგებული მთავრობის მიერ, და აღებულია ის გეზი, რომლითაც ის უნდა ხორციელდებოდეს.

მე ამით დავამთავრებდი საზოგადო მსჯელობას კონსტიტუციის პოლიტიკურ მხარის შესახებ, რომ მასთან ერთად არ დაეკავშირებიათ სხვა საკითხები, როგორც არის, მაგალითად საკითხი ბიუჯეტის შესახებ. ლ. შენგელაიამ მოითხოვა ჩვენგან შეგვეტანა კონსტიტუციაში საბიუჯეტო საკითხები, გადასახადთა სისტემის გარდა და სხვა. მე ვამბობ, რომ კონსტიტუციაში რომ პროტექტორობა დაგვეწყო, ეს იქნებოდა არა საკითხის გადაწყვეტა, არამედ მისი არევ-დარევა. ჩვენ რომ ახლავე გადაგვეწყვიტა ყველა საბიუჯეტო პრობლემები, გადასახადთა სისტემა, - ეს არ იქნებოდა სწორი მიზანშეწონილი ნაბიჯი, ვინაიდან ძირითად კითხვის გადაწყვეტა ნიშნავს მასზე აგებულ საკითხების გადაწყვეტასაც. არსებულ ქაოტიურ მდგომარეობისა და არევ-დარევის დროს კი ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ რომ არ მიგვეცა საშუალება, რომ თვითონ ხალხი, თანახმად არსებულ პირობებისა, გამოენახოს მთავარი გეზი ეკონომიურ ცხოვრებისა, მისი მიმართულება, და ამაზე არ ააშენოს საბიუჯეტო სისტემა, რომ არ მიგვეცა მომავალ კანონმდებლობისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალება ამ სფეროში, - მაშინ ჩვენ შევიქნებოდით ის ბორკილი, რომელიც შეხუთავდა ჩვენი ერის განვითარებას. ადვილად შესაძლებელია, სასურველი იყოს, რომ რესპუბლიკაში გადასახადთა სისტემა სრულიად მოისპოს და სახელმწიფომ ნაცვლად გადასახადისა თავის წარმოებიდან მიიღოს იმდენი, რამდენიც მის აუცილებელ საჭიროებას დააკმაყოფილებს.

მაგრამ დღეს, რომ ეს დავაკანონოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალ ის განხორციელდება და დააკმაყოფილებს სახელმწიფოს? შესაძლებელია, ჯერ დავაკანონოთ და შემდეგ შევუდგეთ მის ასრულების საშვალებათა ძებნას? ეს ძლიერ ცუდი სამსახური იქნებოდა ხალხის და რესპუბლიკის წინაშე. ეს ჰგავს იმას, რაზედაც იურისტები ამბობენ: ოღონდ კანონი იქნეს დაცული, და ქვეყანა კი თუ უნდა დაინგრესო. ეს ჩვენი უკიდურესი დემოკრატებიც ასე ამბობენ, ოღონდ დემოკრატიული პრინციპი იყოს ბოლომდე დაცული, და უნდა მთელი ქვეყანა შეეწიროს მას მსხვერპლადო. მე ვამბობ: თქვენ შეგიძლიათ მსხვერპლად შეეწიროთ, ვისაც გნებავთ, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება მოსთხოვოთ ერს მსხვერპლად შეწირვა ვისმეზე. ის არავის არ ეწირება მსხვერპლად. ის თვით მოითხოვს მსხვერპლს. ეს არის მთავარი დებულება ერის სიცოცხლისა. თქვენ კი გინდათ, რომ ერი შეეწიროს მსხვერპლად თქვენს პრინციპებს.

აი, ამიტომ ვამბობ იმ დებულებათა შესახებ, რომლებიც ასე უხვად არის გაფანტული სოც.-რევ. კონსტიტუციის პროექტში: ისინი სრულიად არ შეეფერებიან ცხოვრების დღევანდელ ვითარებას და სრულ უტოპიას წარმოადგენენ.

გადავიდეთ ახლა მეორე და კონსტიტუციის მთავარ თვისებაზე, მის სოციალისტურ მხარეზე. აქაც ჩვენ კონსტიტუციას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მოქალაქეობრივი სოციალური უფლებები განსაკუთრებულია და ისახავს იმ მიზანს, რის შესახებაც მე თავში მოგახსენეთ - სოციალიზმის მოახლოვებას (ი. გობეჩია: კაპიტალიზმის განვითარებას). ბ-ნი შენგელაია შეეცადა ამ დებულების დარღვევას, მაგრამ ამაოთ. მართალია, სანამ თავის დასკვნას გააკეთებდა, მან ბევრი ციტატები მოიყვანა, ბევრი ამონაწერები წაიკითხა უმთავრესად ნ. ჟორდანიას ნაწერებიდან. მაგრამ ამით მან დაამტკიცა მხოლოდ ერთი რამ: - ის, რომ შენგელაიას შეუძლია კიდევ გაიგოს თითო ფრაზა, მაგრამ ფრაზებისგან შემდგარ დებულების და სისტემის გაგება მის ძალ-ღონეს აღემატება, მათი გაგება აღარ შეუძლია. მან ვერ გაიგო, რომ ძირითადი პრინციპი დემოკრატიულ წყობილებისა 1905 და 1920 წლისათვის ერთია, მაგრამ საერთო პირობების ცვალებადობის გამო იცვლება ამ პრინციპების შეგუება ცხოვრებასთან, მან ვერ გაიგო, რომ ის, რაც კარგი და მისაღები იყო 1905. მიუღებელი და მოძველებულია დღეს. 1920 წელში ჩვენთვის, როცა ახალ პირობებს უნდა ახალი ტაქტიკა და ახალი პოლიტიკური გეზი. როცა ის ორ ამონაწერს ამოიკითხავს და ნახავს მათ შორის განსხვავებას, - სიხარულით ამბობს: დაინახა პრინციპები, დაიშალა მთელი სისტემაო. ეს არის ისეთი გაუგებრობა, როდესაც ადამიანი აზრთა კრებულში ვერც ამჩნევს დედა აზრს და რომელსაც ცალკე აზრები დაწყობილი აქვს თავში, როგორც ქართოფილი. ეს არის ლ. შენგელაიას თავში. ეს არის აზრის უსისტემობა. რასაკვირველია, თუ შენგელაია თავის აზროვნებაში ვერ ერკვევა, - მით უმეტეს მას არ შეუძლია გაერკვეს სხვის სისტემაში; აქ იგი ვერაფერს ვერ გაიგებს. და სწორედ სოციალურ უფლების სფეროში მოსდით ეს განსაკუთრებით ჩვენ სოც.-რევოლიუციონერებს. ჩვენ მკაფიოდ დავსახეთ ერთი პრინციპი: სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მიმართოს ცხოვრების გზა იმ უფრო ძალების მიხედვით, რომელსაც აქვს ადგილი დღეს და იმ ეკონომიურ ელემენტების მიხედვით, რომელიც ჩასახულია ჩვენს ცხოვრებაში. აქ არის მუშა, წვრილი მეურნე-გლეხი და სოციალური უფლების დებულება გამომდინარეობს ამ ორ მთავარ ელემენტების უზრუნველყოფიდან. მუშა და გლეხი უნდა იყვეს უზრუნველყოფილი. სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი უნდა იყვეს - მათი განვითარება და იმ გეზის მიმართვა, რომელიც ყველაზე იოლად გადაგვიყვანს სოციალისტურ წყობილებაშიო, და ეს არა კერძო საკუთრების დაცვით, არამედ მისი შეზღუდვით, პრიორიტეტს საზოგადოებრივ მეურნეობისათვის მიცემით. და ყოველი ეს გამომდინარეობს არა იმ ოცნებიდან, რომლითაც არიან გატაცებულნი ესერები, არამედ გამომდინარეობს ჩვენი პროლეტარიატის და გლეხების მდგომარეობიდან. აქედან იწყება ჩვენი გამოსავალი წერტილი. თუ გნებავთ ის გამომდინარეობს ჩვენი ბურჟუაზიის სისუსტიდანაც და ამბობს: ამ სუსტი კერძო სისტემის ნაცვლად უნდა შეიქმნას მძლავრი კოლექტიური მეორნეობა. იმ ძალებიდან გამოდის ჩვენი კონსტიტუცია და აბამს ძაფს მომავალ წყობილებასთან. ახლა საიდან გამოდის ჩვენი „უძლიერესი და უდიდესი“ ესერების კონსტიტუცია? ესენი ამბობენ უნდა შემოვიღოთ შრომის უფლება და საყოველთაო შრომის ბეგარაო. ეს არის სრული უტოპია. და ეს არის მათი მთავარი სოციალური ეკონომიური უფლება. რაც შეეხება დანარჩენს: მუშათა კონტროლს და სხვას, ის, როგორც მოგახსენეთ, არის ამოღებული საბჭოთა რუსეთის ზოგიერთ ლოზუნგებიდან, და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რუსეთში (ხმები: გერმანიაში?) გერმანიაში მკაფიოდ არის ნათქვამი, თუ რა რისთვის არსებობს, მხოლოდ თქვენ კონსტიტუციაში ისევე ლოზუნგით არის ეს ჩაწერილი, როგორც რუსეთის დეკრეტომანიაში.

აი აქ, თქვენს კონსტიტუციის პროექტში სწერია: „მუშათა საბჭოს არსებობა რესპუბლიკაში უზრუნველყოფილია“. რისთვის, რა მიზნით? ამის შესახებ არაფერია ნათქვამი (ხმები: ეს არის პრინციპი), აი ეს არის პრინციპი უპრინციპობისა, ვინაიდან მას არავითარი კონკრეტული სახე არ აქვს. იგი მხოლოდ მშრალი ლოზუნგია. არაფერი ამის მსგავსი არ არის შეტანილი არც გერმანიის და არც სხვა სახელმწიფოს კონსტიტუციაში.

მეორე საფუძველი ესერების ეკონომიურ პოლიტიკისა არის მიწის სოციალიზაცია. აი, წავიკითხავ: ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანასწორი უფლება მიწაზე, ტყეზე, მადნებზე და სხ. ეს მას შემდეგ, რაც ყველაფერი ეს ამავე პროექტით სახელმწიფოს საკუთრებად არის გამოცხადებული. ეს არის ცნობილი უტოპია რუსეთის „ობშჩინისა“, რომლის ასავალ-დასავალი ეძიეს რუსეთის ესერებმა რამდენიმე ათეულ წლების განმავლობაში და ვერ იპოვნეს და ახლა ჩვენს სწორუპოვარ ესერებს უნდათ რამდენიმე მუხლში ჩამოაყალიბონ. არის ჩვენში რაიმე ამგვარი? არის ჩვენში ისეთი ელემენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს რუსეთის „ობშჩინა“? - არ არის! მაშ, საიდან მომდინარეობს ესერების სოციალიზაცია? ეს გამომდინარეობს რუსეთის უტოპიიდან, რომელიც რუსეთის თემურ წყობილებაზე არის აღმოცენებული. ქართველ ესერებს კი ქართულ ნიადაგზე აქვთ ეს უტოპია გადმონერგული. რა შედეგი უნდა მოყვეს ამას? რა მცენარე, რა ყვავილი უნდა გაიფურჩქნოს საქართველოს საამისოთ მწირ ნიადაგზე? - არავითარი. შრომის უფლება და საყოველთაო შრომის ბეგარა და მიწის სოციალიზაცია არის საბჭოთა რუსეთის ორიოდე დეკრეტის შინაარსი და ისეთსავე ნაყოფს მოიტანს, როგორიც მოიტანა იქ, რუსეთში: არც მეტს, არც ნაკლებს.

ჩვენ გარკვევით ვამბობთ: ჩვენ გვაქვს პატარა წარმოება, არ გვაქვს დიდი მეურნეობა. გვყავს პოლიტიკური შეგნებული მუშები და გლეხები და ამ ძალებს ვეყრდნობით. უზრუნველყოფა მუშისა და გლეხისა არის აუცილებელი, რომ ამ გზით შეიქნეს წყარო წარმოებისა, განვავითაროთ იგი, შევქნათ საზოგადოებრივი წარმოება სახელმწიფოსა და თვითმართველობის საშუალებით. ამ გზით გვინდა მოვამზადოთ ნიადაგი მომავალ სოციალისტური წყობილებისათვის. აქ სოც. რევოლუციონერები დაიწყებენ დავას: დაამტკიცეთ, - კაპიტალისტურ წყობილებაში ვართ, თუ სოციალისტურშიო. ასე დააყენა კითხვა ლ. შენგელაიამ და ამაზე ილაპარაკა მან მთელი საათი. ჩვენ ვამბობთ, რომ დღევანდელი წყობილება არის მოსამზადებელი სოციალიზმისათვის. რომელ მომენტში, რომელ წუთში შეგვიძლია, რომ ვთქვათ, რომ დაბადებულია სოციალიზმი და უკვე საბოლოოდ დამარხულია კაპიტალიზმიო, - ამის გამოცნობა დღეს არც ერთ აკუშერს არ შეუძლია. დღეს არის დაბადების პროცესი არა თუ ჩვენ, არამედ მთელი ევროპის კულტურა ამ მომზადების, ამ გარდაქმნის პროცესში იმყოფება. ჩვენ რომ თავის ამარა ვიყოთ მხოლოდ, მაშინ ვიტყოდით, რომ სოციალიზმზე დაშორებული ვართო. მაგრამ რომელ მომენტში დამყარდება წმინდა სოციალისტური წყობილება, ამის გადაწყვეტა არავის შეუძლია. არავის ძალუძს ხაზის გავლება. ეს აღემატება ადამიანის გონებას ვინაიდან ეს გარდაქმნა მეტათ რთული პროცესია. (შენგელაია: არ გახსოვთ ენგელსი რომ სწერდა: прижокъ истории-ო?) ბ. შენგელაია, თქვენი შეცდომა და უბედურება იმაშია, რომ ისტორიულ ნახტომს ადარებთ თქვენს საკუთარ ნახტომს, ნუ გაგიკვირდებათ ბატონებო, რომ ისტორიულ ნახტომს რამდენიმე ათეული წლები სჭირდება, თქვენი ნახტომი არის უბრალოდ ხტუნაობა. მხოლოდ ისტორიული ნახტომი არის ხშირათ 100 წლის პროცესიც კი. თუნდაც აიღეთ საფრანგეთის რევოლუცია. ის არ გახლავთ იოლი ნახტომი, ერთი ფეხის ნაბიჯის ოდენი, როგორც ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. და ამის უფლება კი თქვენ არ გაქვთ. მიტომ არის, რომ თქვენი თეორია არ შეეგუება არც ცხოვრებას და არც მეცნიერებას. მე ვამბობ რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი გარდამავალი წყობილება, აქ ეს უნდა ვთქვათ აშკარად. მისთვის გარკვეული სახელის მიცემა არ არის დამტკიცებული, თუ რომელი თვიდან ითვლება ბავშვი ცოცხალ არსებად, როდესაც ის ჯერ კიდევ დედის მუცელშია. და ამის დამტკიცება არც შესაძლებელია. მხოლოდ მას შემდეგ კი როდესაც ბავშვი დაიბადება, როდესაც ის თავის დედის სხეულს გაშორდება, როცა ცალკე ორგანიზმად დაიწყებს არსებობას, - მაშინ ყველა აშკარად იტყვის რომ ის ცოცხალი არსება არის. ე.ი. მაშინ, როდესაც პროცესი წარმოშობისა დამთავრებული არის, - საქმის გაგებაც ადვილია. ადვილი არის გაგება, თუ როგორი არის წესწყობილება. აქ კი, სანამ ეს გამოირკვეოდეს, - ორი მხრიდან მოისურვეს გარკვეული დაღის დასმა, - მემარჯვენეებმა, რომლებიც ეხლა გალალულან სხდომიდან, მოისურვეს ბურჟუაზიული და კერძო საკუთრების დაღის დამჩნევა ჩვენს კონსტიტუციაზე; მემარცხენეებმა კი სთქვეს, რომ დავაწეროთ მას სოციალიზმი და ეს არის საკმარისი, - მივაწერთ იარლიკს და მაშასადამე, საქმეც გაკეთებული იქნებაო. მაგრამ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მარტო სახელწოდების დარქმევით არაფერი არ კეთდება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს დაარქვათ ივანე ან პეტრე, მაგრამ ამით იმის ხასიათს ვერ გაიგებთ. და თუ თქვენ საზოგადოებრივ წყობილებას დაარქმევთ სოციალისტურს ან ბურჟუაზიულს, ამით თქვენ განსაზღვრავთ თქვენს შეხედულებას და არა საზოგადოების ხასიათს და თუ თქვენი შეხედულება არ შეეფერება რეალობას, - ის იქნება უარყოფილი ცხოვრებისაგან. და ჩვენ სწორედ ამას ვერიდებით. ამიტომ ჩვენ დღეს ასეთ დიაგნოზს ვსვამთ, ეს არის ხანა სოციალისტური წყობილებისათვის მზადებისა. ამისათვის სახელმწიფომ მეცნიერული სოციალიზმის მიხედვით უნდა შეეცადოს ყველა იმ ძალების დაცვას, რომლებიც სოციალიზმის ნამდვილი მემკვიდრენი არიან და რომლებიც უნდა გახდნენ მესაფლავეებათ ძველი წყობილებისა. აი აქეთ მუშაობენ მთავარი ძალები, რომლებიც მომავალში სოციალიზმს ქმნიან. ეს არის მთავარი მიზანი, მთავარი აზრი იმ თავებისა, რომელსაც სოციალური უფლება ეწოდება ჩვენს კონსტიტუციაში. იტყვიან, იქ სულ ცნობილი სიტყვები არისო. მართლაც - სოციალ.- რევოლ. პროექტში არის ცარიელი სიტყვა: კონტროლი მუშებისაო და სხვა ასეთები. ყველა ეს ჩვენს პროექტში არ არის. პირიქით, აქ არის ისეთი გარანტიები, რომლებიც არც ერთს კონსტიტუციას არ მიუცია მუშათა კანონმდებლობისათვის, ეს არის მატერიალური გარანტია. აქ ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ სოციალისტური უფლების განმარტება თუ მივანდეთ სასამართლოს, ეს საკმარისი იქნებაო. მივანდეთ და გათავდა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფა, გარანტია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის, რაც ადამიანის, მოქალაქეს სოციალურ უფლებას შეადგენს უეჭველათ განხორციელდება. და ამისათვის უნდა იყოს გადადებული ბიუჯეტის განსაკუთრებული ნაწილი. და აი ეს არის გარანტია იმისა, რომ ამ უფლების შესასრულებელი ნიადაგი უკვე მზად არის, მისი განხორციელება უკვე უზრუნველყოფილია. დიაღ, ჩვენ გვაქვს ამ მხრივ უდიდესი გარანტია, ეს არის ბიუჯეტის ნაწილის აუცილებელი გადადება ყოველ წლიურად ამ საქმისათვის. სწორედ ამ საზოგადოებრივ და სოციალურ უფლების დაცვისა და განხორციელებისათვის არის ნათქვამი 137 მუხლში, ბიუჯეტის 5 პროცენტის გაღების შესახებ. ამ გარემოებას თქვენ მიუმატეთ მთელი რიგი ორგანიზაციებისა, რომლებიც შესდგება მუშებისა და მწარმოებლებისაგან, როგორც, მაგალითად, შრომის ბირჟა და მთელი რიგი სხვა დაწესებულებისა, რომლებიც განაგებენ ამ უფლების რეალიზაციას და 8 საათის სამუშაო დღის დაკანონება კონსტიტუციით, აუცილებელი დაზღვევა შრომის და სხვა, ცარიელ სიტყვებათ ეს მოგეჩვენებათ. პირიქით ჩვენ მივიღებთ იმას, რომ აქ ამ ნაწილში ჩვენი კონსტიტუციისა სავსებით არის გამოხატული, როგორც ძირითადი ტენდენციები ჩვენი რესპუბლიკისა, ისე ძლიერება მის მთავარ მამოძრავებელ ძალისა - მუშათა კლასისა. ბ-ნ გვაზავას ეს გარემოება არ მოსწონს. მას არ მოსწონს, რომ ერთმა კლასმა თავისი დაღი დაასვა ერის ნებისყოფას და მის გამოხატულებას. მე კი ვამბობ, რომ ეს არის აუცილებელი. მთლიანი ერი, განყენებული არ არსებობს; იგი კლასთა კრებულია, იგი კლასთა ბრძოლაში და დუღილში იხატება. სხვა გვარი ფორმა სოციალური გამოხატულებისა მას არა აქვს. და ამ ბრძოლაში ერთს რომელიმე კლასს ეკუთვნის უპირატესობა, - სხვანაირად არ შეიძლება წარმოდგენა სახელმწიფოსი. როდესაც ამ უპირატესი კლასის მუშაობა და მოქმედება შეეფერება ერის ინტერესებს, - მაშინ ეს კლასი არის ეროვნული კლასი, - მაშინ ის არის გამომხატველი მთელი ერის ნებისყოფისა. დღეს ასეთი არის დემოკრატია და მისი ავანგარდი - მუშათა კლასი. და ამიტომ მუშათა კლასი არის უაღრესად ეროვნული კლასი, და კონსტიტუციაც მის პრინციპებზეა აგებული, კონსტიტუცია მისი შექმნილი არის უაღრესად ეროვნული იმიტომ, რომ ის ამ კლასის არსებობის მთავარ ინტერესებს იცავს და ამით მთელი ერის ძირითად აზრს გამოხატავს. აი, ეს გახლავთ უმთავრესი და არა ის, რომ ჩვენ არც ერთ კლასს არ დავეყრდნოთ, არამედ დავეყრდნოთ რომელიმე ლამაზად დახატულს ოცნებას. ამას გვეუბნება მარქსისტული თვალსაზრისი. ეს არის უდიდესი და უპირველესი გზა სოციალისტურ წყობილებისაკენ მიმავალი. ამიტომ ვათავებ რა ჩემ სიტყვას, მე არ შევუდგები სოციალ.-რევოლ. დებულებების განხილვას არსებითად, - ალბათ თაობრივ განხილვის დროს გვექნება საშუალება კონკრეტულად დაუპირდაპიროთ ჩვენი კონსტიტუციის პროექტს მათი კონსტიტუციის პროექტი და მაშინ დავინახავთ კონკრეტულად ერთის ღირსებასაც და მეორეს ღირსებასაც. ეხლა კი ვიტყვი, რომ ჩვენი კონსტიტუცია არის ერთი უდიდესი ცდა, ისტორიული ცდა იურიდიულ ფორმაში იმ გზის ჩამოყალიბებისა, რომლისთვისაც სოციალ დემოკრატია იბრძოდა მთელს ევროპაში, იბრძვის დღესაც და რომლითაც იგი ფიქრობს მიაღწიოს მომავალ სოციალისტურ წესწყობილებას და კიდეც რომ შეცდომები იყოს ამ პირველ ცდაში, - ეს პირველი და დიდი გაკვეთილი საისტორიოდ მაინც დარჩება და ეს კონსტიტუცია ასეთ სამაგალითო სახელით შევა საკაცობრიო ისტორიაში. (ტაში).

გაზ. „ერთობა“ - 1920 წ. - №294 -295. - 23 დეკემბერი

2.84 კონსტიტუციის განხილვა დამფუძნებელ კრებაში 15 დეკემბრის სხდომა

▲ზევით დაბრუნება


კ. ჯაფარიძის სიტყვა

ბ. დამფუძნებელ კრების წევრნო! მინდა პასუხი გავცე იმ ორატორებს, რომლებმაც გააკრიტიკეს ჩვენი კონსტიტუციის პროექტი, უმთავრესად კი ბ. გ. გვაზავას.

რესპუბლიკამ შესცვალა მონარქია და ამ მონარქიიდან რესპუბლიკანურ წესწყობილებაში გადმოტანილ იქნა წმინდა მონარქიული ელემენტები. პრეზიდენტური სისტემა არის შერბილებული მონარქიული პრინციპი. მონტესკიემ თავის თეორია შეიმუშავა ინგლისის მაგალითზე. ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატების 1787 წ. კონსტიტუციის ავტორებმა პრეზიდენტობის თანამდებობის შექმნის დროს ნიმუშათ იმავე ინგლისის მეფეს ხმარობდენ. ცალკე შტატებში კი თავდაპირველათ ერთპიროვნული ხელისუფლება იმავე ინგლისიდან გადატანილი სისტემაა.

საფრანგეთის 1875 წ. კონსტიტუციის ავტორებმა ეს მონარქიული პრინციპი განზრახ შეიტანეს კონსტიტუციაში. ისინი იყვნენ პარიზის კომუნის აჯანყების შიშის შთაბეჭდილების ქვეშ. მათ უნდოდათ ისეთი ძლიერი მთავრობა, რომელიც დემოკრატიის ბატონობას გატეხდა. ისინი თავის უმრავლესობით მონარქისტები იყვნენ. საკონსტიტუციო კომისიაში, რომელმაც კონსიტუციის პროექტი შეიმუშავა, 30 წევრიდან 20 მონარქისტი იყო. აი ისტორია პრეზიდენტური სისტემის წარმოშობისა. ამას თუ მიუმატებთ პრეზიდენტის უპასუხისმგებლობას და მის ფართო კომპეტენციას, - აშკარა იქნება, რომ პრეზიდენტი არის იგივე მონარქი, ცოტა ფერშეცვლილი. ამ სისტემის ჩვენს დემოკრატიულ წესწყობილებაში გადმოტანა დაუშვებელია.

თუ პრეზიდენტი აირჩია პირდაპირ ხალხმა, მაშინ პრეზიდენტი ისეთი დიდი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი, რომ იგი თავის ავტორიტეტით უპირდაპირდება პარლამენტს და ის იმავე ძალას ეყრდნობა, რასაც პარლამენტი. ამნაირად აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის ხდება კონფლიქტები. იგი საშიშია დემოკრატიული რესპუბლიკისათვის. საფრანგეთში ასეთი წესით არჩეულმა პრეზიდენტმა 1851 წ. დახია კონსტიტუცია და გარეკა პარლამენტი.

თუ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩია, - მაშინ ხდება წინააღმდეგი. პრეზიდენტი მეტად სუსტი და მორჩილია საფრანგეთის კონსტიტუციით პრეზიდენტს ირჩევენ 7 წლის ვადით. მაგრამ ეს ვადა თითქმის არც ერთ პრეზიდენტს არ მოუთავებია. ვადის შესრულებამდე გადადგნენ სამსახურიდან, ვინაიდან პარლამენტს უნდობლობა შეატყვეს და თუ ვინმემ შეასრულა ვადა, - ეს იმას ამტკიცებს, რომ ასეთ უნდობლობას ადგილი არ ჰქონია.

პრეზიდენტს აქვს „ვეტოს“ უფლება, აგრეთვე მისი საშუალებით მთავრობას აქვს უფლება პარლამენტის დათხოვისა. არც ერთ პრეზიდენტს ამ უფლებისათვის არ მიუმართავს.

კონსტიტუციით მთავრობას ირჩევს პრეზიდენტი, ფაქტიურად კი იგი ირჩევს ისეთ მთავრობას, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობა კულისებში დაუსახელებს. პრეზიდენტის „ვეტო“ ძირითადად ეწინააღმდეგება დემოკრატიზმს. ამ უფლებით პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის მუშაობა მეტათ შეაფერხოს და ისეთი კანონი, რომელიც მას არ მოეწონება, - არ გაუშვას. ასეთ შეგვიანებას ხანდახან გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ოსების აჯანყების დროს ჩვენ მიერ მიღებული სიკვდილით დასჯის კანონი რომ ვინმეს შეეჩერებინა, - მაშინ ის კანონი მიზანს ვეღარ მიაღწევდა. პარლამენტის მუშაობას კონტროლი უნდა გაუწიოს ხალხმა რეფერენდუმის საშუალებით, და არა პრეზიდენტმა „veto“-ს საშუალებით.

პრეზიდენტს ჯარს ვერ ჩავაბარებთ. ჯარის ერთი პირის ხელში გადაცემა საშიშია რესპუბლიკისათვის. ჯარი უნდა იქნეს პარლამენტის გამგებლობაში.

დემოკრატიზმი მოითხოვს კოლეგიალურ მართვა-გამგეობას. ეს სისტემა ჩვენმა სამი წლის პრაქტიკამ გაამართლა და იგი უნდა დარჩეს.

შემდეგ ორატორი ეხება კონსტიტუციის გარანტიას და ამბობს: მეცნიერებამ ვერ გამონახა ისეთი უფლებრივი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდეს იმას, რომ პარლამენტმა კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი არ გამოსცეს და იმავე დროს იგი იყოს პარლამენტზე უფრო სანდო. გვაზავას წინადადება, რომ სასამართლოს მისცეს კონსტიტუციის დაცვის უფლება, მიუღებელია სასამართლოს მოქმედების კანონის ფარგლებში. ის კანონის მორჩილია.

კანონის შესრულებაზე თვით პარლამენტი ვერ იტყვის უარს. თუ სასამართლოს მიეცა უფლება, რომ მან არ შეასრულოს კანონი, რომელიც მისი აზრით კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს იქნება სასამართლოს კანონზე მაღლა დაყენება.

თუნდაც კერძო საჩივრის გამო სენატის განმარტება, რომ კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ის ამ კანონით ვერ იხელმძღვანელებს, არსებითად ნიშნავს კანონის გაუქმებას.

სასამართლოს შეუძლია რაიმე მოსაზრებით განმარტების სახით გააუქმოს ისეთი კანონი, რომელიც მას არ მოეწონება. პროლეტარიატი უძლურია შეებრძოლოს მას ამ შემთხვევაში. თვით სასამართლოს ასეთი უფლების პრინციპიალური მომხრენიც კი მას უარყოფენ. ამა თუ იმ კონკრეტულ პირობებში, უკეთუ მაგისტრატურას თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობით უღირსი ნდობა არა აქვს დამსახურებული. ჩვენი სენატი ახალი ორგანიზაციაა. მას არ აქვს ისტორია. ჩვენ მას ავანსად ასეთ დიდ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ ჩრდილო ამერიკის შტატებში უმაღლესმა სასამართლომ ვერ გაამართლა ნდობა. კონგრესმა ორჯერ შესძლო მისი შედგენილობა თავის მიზნებისთვის შეეცვალა 1868 და 1874 წწ. როცა პრეზიდენტებათ ირჩევდნენ ტილდენსა და გეიზენს. ნაკლები ბოროტება იქნება, რომ პარლმენტი დავსტოვოთ ამ მხრით თავისუფალი, ვიდრე იგი შევზღუდოთ სასამართლოს კონტროლით, მაგრამ სასამართლოს კი მივსცეთ ასეთი დიდი უფლება: 1) სასამართლო მაშინ რჩება თავის დანიშნულების ფარგლებში; 2) ადგილი აღარ ექნება პოლიტიკურ ბრძოლაში სასამართლოს მონაწილეობას; 3) მთელი ერი ნდობით აღჭურვილი პარლამენტის ყოველივე მოქმედება უფრო მისაღებია ვიდრე სასამართლოსი; 4) პარლამენტში კანონის მიღება ხდება საჯაროთ მათ ირგვლივ იმართება ბრძოლა, რაც გამოხმაურებას პოულობს ხალხშიაც. ეს ერთგვარ გავლენას ახდენს პარლამენტში კონსტიტუციის სასარგებლოთ. სასამართლო ასეთი გავლენისაგან თავისუფალია. მას გადაწყვეტილება გამოაქვს საიდუმლოთ; 5) პარლამენტის თვითნებობას გამოასწორებს ხალხი რეფერენდუმის საშუალებით, სასამართლოს ბოროტმოქმედება ან შეცდომა კი დარჩება; 6) სასამართლოს კონტროლი ეწინააღმდეგება სახალხო რეფერენდუმს.

კონსტიტუციის გარანტიათ ჩაითვლება: 1) რეფერენდუმი, 2) პარტიული ბრძოლა პარლამენტში, 3) ოპოზიციის და მისი საშუალებით გავლენა, 4) პრესსა.

ახლა მინდა მხოლოდ ზოგიერთ დებულებაზე ვუპასუხო ბ. შენგელაიას; საერთოდ მას სხვები - ჩემი ამხანაგები სცემენ პასუხს. ბ. შენგელაიას მიუღებლათ მიაჩნია ფორმულა „სახელმწიფოს მუდმივი და უცვლელი ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“.

ეს ფორმულა არ ამტკიცებს იმას, რომ თითქოს ჩვენ მომხრე ვიყოთ იმ თეორიისა, რომელიც რაიმე მოვლენას სოციალურ ეკონომიურ დარგში მარადიულ ხასიათს აძლევს. პოლიტიკური ფორმის მუდმივობა და უცვლელობა განისაზღვრება იმ დროთი, ვიდრე არსებობს თვით სახელმწიფო, სახელმწიფო კი, როგორც იძულებითი პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ მუდმივ მოვლენათ არ მიგვაჩნია.

არ შეიძლება კაუცკის არ დავეთანხმოთ, რომ დემოკრატიული რესპუბლიკა ეგუება სოციალიზმს.

რესპუბლიკა ნიშნავს ისეთ წყობილებას როცა სახელმწიფოს მართვა-გამგეობა არის ხალხის, საზოგადოების ხელში. ეს არის ფორმა. შინაარსი მრავალ ფეროვანია იმისდა მიხედვით, თუ როგორია ამ ხალხის შემადგენლობა, თუ მასში გაბატონებულია არისტოკრატია, - რესპუბლიკა არის არისტოკრატიული, თუ ბურჟუაზია - რესპუბლიკა არის ბურჟუაზიული, თუკი მთელი ხალხია გაბატონებული - მაშინ რესპუბლიკა დემოკრატიულია.

ასეა დემოკრატიაც. მისი შინაარსი განისაზღვრება მისი კლასიკური შემადგენლობით, თუ მასში უმრავლესობას შეადგენენ ბურჟუაზიული ელემენტები, იგიც ბურჟუაზიულია, თუ სოციალისტური, - მაშინ დემოკრატიაც სოციალისტურია.

ცხადია დემოკრატიული რესპუბლიკა ხელს არ შეუშლის სოციალიზმის დამყარებას და ამიტომ ხსენებული მუხლი ჩვენს კონსტიტუციაში უნდა დარჩეს.

ბ. შენგელაია არ ეთანხმება ნ. ჟორდანიას დებულებას, რომ უფლება არის გამოხატულება ფაქტიური ურთიერთობის და იგი ზედნაშენია ეკონომიკისა. განა ამ დებულებას ჩვენი მდგომარეობა არ ამტკიცებს? განა თვით ჩვენი სახელმწიფოს შექმნა ფაქტის საქმე არ არის და ჩვენში შექმნილ ურთიერთობას ფაქტიური ხასიათი არა აქვს? იგი მხოლოდ თანდათანობით იღებს უფლებრივ სახეს და მისი სრული სახე მხოლოდ დღეს იწერება, ეს არის კონსტიტუცია.

ჯერ უფლება და მერე ეკონომიკა - აბსურდია. მაშინ უფლება უმიზეზო მოვლენა იქნებოდა.

ამ დებულებას ორატორი ასაბუთებს მაგალითებით მონობის, ბატონყმობის და კერძო საკუთრების წარმოშობის და გაუქმების ისტორიიდან და განაგრძობს:

ეკლესიის სახელმწიფოსგან ჩამოშორება, მართალია, ახალი უფლებაა, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, როგორც შენგელაიას ჰგონია იმას, თითქოს უფლებას ქმნის ადამიანი. ეს ახალი უფლება შექმნა ახალმა ძალთა განწყობილებამ. მართვა გამგეობა იმათ ხელშია, ვინც მომხრეა სინდისის თავისუფლებისა.

ვერც ინგლისის და საქართველოს შედარება აბათილებს ჩვენს დებულებას. ინგლისი უაღრესად განვითარებული კაპიტალისტური ქვეყანაა. ამ უაღრესათ განვითარებამ კაპიტალისტური წყობილებისა იქ წარმოშვა ძლიერი ბურჟუაზია. ჩვენში ეკონომიურმა განუვითარებლობამ ვერ შექმნა ძლიერი ბურჟუაზია და ამიტომ მართვა-გამგეობა ხელში აიღო დემოკრატიამ.

ახლა ორიოდე სიტყვა ს. დადიანის სიტყვის შესახებ ბ. დადიანის აზრით ჩვენს პროექტში გატარებულია მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ეს გაუგებრობაა. არის ორნაირი პასუხისმგებლობა: კოლეგიალური და ინდივიდუალური. მთავრობა საერთო პოლიტიკისათვის პასუხს აგებს პარლამენტის წინაშე. ამავე დროს იგი პასუხს აგებს ამა თუ იმ მინისტრის მოქმედებისთვის, უკეთუ ეს მოქმედება საერთო პოლიტიკიდან გამომდინარეობს. თვითეული მინისტრი ინდივიდუალურად პასუხს აგებს ისეთი მოქმედებისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი პირადი ნების ყოფითა და ინიციატივით, და საერთო პოლიტიკიდან არ გამომდინარეობს. დადიანის შიში, თითქოს ასეთი პასუხისმგებლობის დროს მთავრობა აიცდენს კოლეგიურ პასუხისმგებლობას, - უსაფუძვლოა. პარლამენტი სწყვეტს საკითხს იმის შესახებ, თუ მინისტრის ესა თუ ის ნაბიჯი რა ხასიათისაა და საიდან გამომდინარეობს.

გაზ. „ერთობა“ - 1920წ. - 289 - 18 დეკემბერი

2.85 კონსტიტუციის განხილვა დამფუძნებელ კრებაში (15 დეკემბრის სხდომა)

▲ზევით დაბრუნება


ი. ნუცუბიძის სიტყვა

ორატორი აღნიშნავს რომ კონსტიტუცია უნდა იყოს აშენებული სინამდვილეზე; მაგრამ მას უნდა ქონდეს პერსპექტივებიც. ეს ორი ცნება: სინამდვილე და პერსპექტივები ჰარმონიულად უნდა იყოს შეკავშირებული. ჩვენში სამწუხაროდ, კონსტიტუციის გარჩევას საკმაო ხალხი არ ესწრება, ხშირად ქანდარები სულ ცარიელია (ვ. ჯუღელი: რომ სცოდნოდათ დღეს, რომ თქვენ ილაპარაკებდით, - მაშინ არც ამდენი ხალხი მოვიდოდა. სიცილი). კონსტიტუციით მთელი ხალხი უნდა იყოს დაინტერესებული და მას მეტად ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებულია და ამიტომ ჩვენი კონსტიტუციაც განსაკუთრებული უნდა იყოს. კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი კონსტიტუციისა არაფრით განსხვავდება ბურჟუაზიულ ქვეყნების კონსტიტუციებისაგან. (საყვარელიძე: შვეიცარიაში როგორი რესპუბლიკაა?) შვეიცარიის რესპუბლიკა ბურჟუაზიულია (სიცილი). დიახ ბუჟუაზიულია. აქ წარმოდგენილი პროექტის ბურჟუაზიულია და არ შეეფერება ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მდგომარეობას. აქ (ხელში უჭირავს საკონსტიტუციუ კომისიის მიერ შემუშავებული და მიღებული პროექტი) ყველაფერი ძველებურადაა: მთავრობის თავმჯდომარე, სენატი, სასამართლო და სხვ. (სიცილი!). აი ამ თავში (სასამართლოს ეხება; ვიღაცა ადგილიდან: მაგ თავში?)... დიახ. ამ თავში არაფერი არ არის (ხანგრძლივი სიცილი). ჩვენ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციაში კი დაცულია შრომის პრინციპი (ვ. თევზაია: რას ნიშნავს ეს?).

ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოქალაქეს აქვს შრომის უფლება (მთელი დარბაზი ხანგრძლივათ იცინის. როცა სიწყნარე ჩამოვარდება, ბ. თევზაია ადგილიდან ამბობს: ეს პრინციპი ახალი არ არის, ეს წინათაც იყო წამოყენებული). ეს პრინციპი 48 წლის კონსტიტუციაში მეტად მკრთალად შევიდა. მგრამ ჩვენს კონსტიტუციტუციაში ამ პრინიპთან ერთად არის სავალდებულო შრომის პრინციპიც. მესამე პრინციპი, რომელიც გატარებულია ჩვენს კონსტიტუციაში, არის ის, რომ სახელმწიფო უნდა დაადგეს ფართო კოლექტივიზაციის გზას. ეს ქმნის ძალთა ეკონომიას. გარდა ამისა ჩვენი უაღრესი და გარდაუვალი სურვილია, რომ ჩვენი ერი თავისი თავისებურობით, საკუთარი სახით შევიდეს საერთაშორისო ოჯახში. ერის თვალი არის ხელოვნება, კულტურა, ინტელიგენცია, მოზარდი თაობა, იმას მიაქცია ყურადღება ჩვენმა ფრაქციამ და ჩვენი კონსტიტუციის ძალით ყველა ნიჭიერი და ღირსეული ხელოვანი, მეცნიერი სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს.

დასასრულ ორატორი ამბობს: თქვენ არ მიიღებთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციას, მაგრამ გავა დრო და ხალხი ამ კონსტიტუციას მიიღებს (კიდევ სიცილი). შემდეგ ორატორი კითხულობს სოც. რევოლუციონერების მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტს. ესერების პროექტით რესპუბლიკას უნდა ეწოდოს: შრომის რესპუბლიკა, პარლამენტს - სახალხო საბჭო, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას ვისაც 18 წელი შესრულებია. სწავლება დაბალ და უმაღლეს დაწყებით სასწავლებლებში სავალდებულო და უფასო უნდა იყოს, ექიმობაც უფასო უნდა იყოს (ვიღაცა ადგილიდან: „ყველაფერი უფასოდ სჯობია“). გაფურჩქვნა ერის პროგრესული ელემენტებისა (საყვარელიძე: სიტყვა „გაფურჩქვნა“ თქვენს პროექტში სწერია?) დიაღ, სწერია. (ისევ სიცილი. ისმის ხმები. სიტყვა „გაფურჩქვნა“ არ არის საკონსტიტუციო სიტყვა).

წარმოებაში დაწესებულ უნდა იქნას მუშათა კონტროლი, ეროვნულ უმცირესობათ უნდა მიეცეს საჯარო უფლებები და სხვ.

გაზეთი „ერთობა“ - 1920წ. - №289 - 18 დეკემბერი

2.86 კონსტიტუციის განხილვა დამფუძნებელ კრებაში (19 დეკემბრის სხდომა)

▲ზევით დაბრუნება


აკაკი ჩხენკელის სიტყვა

მოქალაქენო! აქ არა ერთხელ იყო თქმული კონსტიტუციის განხილვის დროს, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით განსაკუთრებულ მდგომარეობას, განსაკუთრებულ მომენტს, თვით ის ორატორიც, რომელიც თავს ესხმოდა ისე დაუზარებლად უმთავრეს ფრაქციას ამ პარლამენტში, აღიარებდა, რომ ჩვენ მტრებისაგან გარშემორტყმული ვართ, განმარტოვებული. მართალია, მომენტი განსაკუთრებულია, შეიძლება, მას მოყვეს დიდი და მავნე შედეგები ხალხისათვის და ქვეყნისათვის; მაგრამ მას ერთი დიდი ღირსებაც აქვს. ის აღამაღლებს თვით ხალხს, მის წარმომადგენელს - პარლამენტს. სწორედ უდიდესი გაჭირვება იწვევს უდიდეს აღფრთოვანებას, ძალთა დარაზმვას, კონცეტრაციას, იწვევს ერთსულოვნებას. ამ რიგად, მართალია, დრო ხელს არ გვიწყობს შევიმუშაოთ ყოველ მხრივ უნაკლო კონსტიტუცია, მაგრამ თვით მომენტის სიდიადე დაგვეხმარება, რომ იგი გამოვიდეს შესაფერისი ჩვენი ხალხისათვის. ამ ხალხის შვილთა ნაწილი ფრონტზეა დღეს. მე გახლდით იქ და ჯერ ვერ განვთავისუფლებულვარ იმ შთაბეჭდილებისაგან, რომელიც განვიცადე: როცა ჩემის თვალით ვუცქერდი ჩვენი ერის შვილებს, ჯარსა და გვარდიას, ჩემი გული სიხარულით ივსებოდა. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო არსებობს, ვინაიდან ერთ-ერთი მისი განსახიერება, მისი გამოხატულება შეიარაღებული ძალა, როგორც ორგანიზაცია არსებობს. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენ გვეჭირვება ამაღლება, თვით დამფ. კრებას ეჭირვება ამაღლება, რომ იგი დადგეს იმ დონეზე, რომელზეც სდგას ჩვენი ერი და მისი შეიარაღებული ძალა.

მაშასადამე, გამოვდივარ რა ამ განსაკუთრებულ მომენტიდან, მე მინდა შევეხო ზოგადათ რამდენიმე მოსაზრებებს, მაგრამ ჩვენს წინ სდგას ერთი საკითხი, რომელიც დასვა, ერთი მხრივ, მემარჯვენე ფრთამ და, მეორეს მხრივ, მემარცხენე ფრთამ. დეპუტატმა გვაზავამ სთქვა, თქვენ გინდათ ისეთი კონსტიტუცია შექმნათ, რომლის მსგავსი არსად არ არის. დეპუტატი შენგელია კი ამბობდა: არა, თქვენი კონსტიტუცია არის ჩვეულებრივი, ემსგავსება სხვა ბევრს, არც ერთი ორიგინალური აზრი არ მოიპოვება პროექტშიო (გვაზავა: სიმართლე შუაშია!) იბადება კითხვა, რომელ ერთს უნდა დაუჯეროთ? შეიძლება, აქ მართალი იყოს ბ-ნი გვაზავა იმ მხრივ, რომ შუა არის სიმართლე, შეიძლება, მართლაც доля правды, როგორც იტყვიან რუსები, აქაც არის და იქაც, სრულიად არავითარი საბუთი არ ჰქონდა დეპ. გვაზავას ეთქვა, რომ ჩვენი კონსტიტუცია არც ერთ კონსტიტუციას არა ჰგავს. პირიქით, შეუძლებელი იქნებოდა არ გვესარგებლნა იმ გამოცდილებით, რომელიც აქვს კაცობრიობას საერთოდ და დემოკრატიულ ერებს კერძოთ სახელმწიფოებრივ-იურიდიულ ფორმების შექმნის ისტორიაში. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, არის доля правды დეპ. შენგელაიას განცხადებაშიაც, რომ ჩვენ ვქმნით ისეთ რამეს, რომელსაც ვერ ნახავთ სხვა კონსტიტუციაში, ესეც უეჭველია. ამის შესახებ მოგახსენებათ შემდეგ უფრო კონკრეტიულად. მხოლოდ მე მიკვირს, რატომ არ მოეწონა ბ-ნ გვაზავას ის ფაქტი, რომ რამდენადაც ჩვენ ვუფარდებთ საკაცობრიო პრინციპებს ჩვენს პირობებს, რამდენადაც ჩვენ ვქმნით აგრეთვე ახალ საფუძვლებს კონსტიტუციისას, იმდენად ყველა ეს მოწმობს ჩვენი ერის თავისებურებას, თვითშემოქმედებას. ეგ არის, თუ გნებავთ ის, რასაც ნაციონალურ სახელმწიფოებრივობას ეძახიან. ასეთი ორიგინალობა არის კონსტიტუციის პროექტში (გვაზავა: ამ ორიგინალობაში არის უბადრუკება ჩვენი ქვეყნისა), როდესაც ამბობენ მემარცხენე ფრთიდან დეპუტატი სოც. რ ფრაქციისა, რომ თქვენი კონსტიტუცია ემსგავსება ყველა დანარჩენ კონსტიტუციებსო, შეიძლება თქვენც დაგიმტკიცოთ, რომ მსგავსება თვით თქვენ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციაშიც არის. იგი გადაწერილია იმ პროექტიდან, რომელიც გამოვიდა ჩვენი კომისიისაგან. როდესაც თქვენ წარმოადგინეთ პროექტი, მე აქ არ გახლდით და ამიტომ მე ნებას არ მივცემ ჩემს თავს ამაზე დაწვრილებით ვილაპარაკო. შეიძლება დაგიმტკიცონ სხვებმა, რომ თქვენს პროექტში ბევრია ნასესხები იმ პროექტიდან, რომელსაც თქვენ იწუნებთ.

დამფუძნებელი კრება არის პოლიტიკური დაწესებულება, ამიტომ აქ ალაგი არ უნდა ჰქონდეს ისეთ განყენებულ, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურ მსჯელობას, მაგ. თავისუფლებაზე, როგორიც ინება დეპ. ლორთქიფანიძემ. კითხვა, სადაა საზღვარი თავისუბფლებისა (ვეშაპელი: ციხეში!) ჯერაც სადაოთაა მიჩნეული ფილოსოფიაში, ხოლო სახალხო წარმომადგენლობას, რომელიც იმუშავებს კონსტიტუციას არ შეუძლია დაუცადოს ამ დავის გადაწყვეტას. მან უნდა შექმნას ისეთი ნორმები, რომელნიც უზრუნველყოფენ ადამიანის და მოქალაქის თავისუფლებას საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესების ფარგლებში.

მაშასადამე, მე ვამბობ, არის რასაკვირველია, ზოგადი პრინციპები, რომლებიც უკვე შემუშავებულია და ეს პრინციპები გინდა არ გინდა, - უნდა მიიღოო. მაგალითად, წარმომადგენლობითი სისტემა. თქვენ ამბობთ, რომ ხალხს გადავსცეთ კანონმდებლობის საქმე, რაიც ფიზიკურად შეუძლებელია. აქედან, წარმომადგენლობითი სისტემა ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ. რასაკვირველია, წარმომადგენლობაც არის და წარმომადგენლობაც; მაგრამ თვით პრინციპი შემუშავებულია უკვე დასაბამიდან. ამიტომ თქვენ რომ სთქვათ, თქვენი კონსტიტუცია არ გავს არც ერთს, - ეს იქნება, არ ვიტყვი, მეტიჩრობა, იმიტომ რომ ამ ტრიბუნას ასეთი სიტყვა არ ეკუთვნის, - ეს იქნება გაუგებრობა.

დეპ. გვაზავა კითხულობდა, - რა კავშირი აქვს ჩვენი კონსტიტუციის პროექტს რუსეთის რევოლუციასთან და თვითონვე მიუგებდა: არავითარი.

დეპ. ლორთქიფანიძეც ეხებოდა ამ საკითხს და ამბობდა, ჩვენი კონსტიტუციის პროექტს აკლია რევოლუციური სული და გულიო. რაშია საქმე?

დავიწყოთ დეპ. ლორთქიფანიძიდან. მან სთქვა, რომ ჩვენს პროექტს აკლია რევოლუციური სული და გულიო; მაგრამ არა სთქვა, საიდან გამოყავს ეს მას. მას რომ მაგალითები მოეყვანა, კონკრეტიულათ შეხებოდა საგანს, - მაშინ ჩვენც გვექნებოდა საშუალება პასუხი გაგვეცა მისთვის. უამისოდ კი მსჯელობა უმადური საქმეა და მეც ვერ ვიკისრებ მას. მე მინდა მხოლოდ სხვაგვარ დავაყენო კითხვა: წარმოადგენს თუ არა რაიმე ორიგინალობას არა პროექტი, არა კონსტიტუცია, არამედ თვით ესერების პარტია და ფრაქცია? მე ვფიქრობ, არა! ესერების პარტია აღმოცენდა რუსეთის ნიადაგზე, მას არავითარი ფესვები არა აქვს ქართულ ნიადაგზე; ეს პარტია არის ცხოვრებიდან გარიყული ჩვენში, მე ვიტყვი მეტს, არც ერთ დაწინაურებულ ევროპულ სახელმწიფოში ესერის პარტიის სახსენებელი არაა და არც შეიძლება იყოს!

მე ჯერ კიდევ 1908 წელში ვამტკიცებდი, რომ საქართველო თავისი სოციალ-ეკონომიურ პირობებით დიდათ განსხვავდება რუსეთისაგან. ამ მხრივ მე ვამტკიცებდი, - საქართველო უფრო ჰგავს ევროპის ამა თუ იმ სახელმწიფოს, ვინემ რუსეთს. მაშინ მე მაინტერესებდა იურიდიული საკითხები. მაგ. რუსეთმა პირდაპირ გადმოსწერა ევროპის სახელმწოიფოებიდან სამოქალაქო უფლება და პროცესი, მაგრამ ვინაიდან რუსეთის თემური წყობილება, მისი ფსიქოლოგია დიდათ განსხვავდება ევროპისაგან, ამ იურიდიულმა ნორმებმა რუსეთის სოფელში ნიადაგი ვერ ჰპოვა; საქართველოს კი ისინი უფრო შეესაბამებოდნენ და კიდეც ხელი შეუწყვეს მის მოქალაქეობრივ განვითარებას. ჩვენმა პროვინციელებმა: გურულებმა, იმერლებმა მშვენივრად იციან, თუ როგორ კარგათ შეითვისა ჩვენმა გლეხმა სამოქალაქო უფლება, როგორ მოხერხებულათ სარგებლობს ის მით. და მე ვამბობ, რომ თქვენი, - ესერების, რევოლუციური შეგნება იგივე დარჩა, რაც რუსეთში იყო, ამაში განსხვავებაა ჩვენსა და თქვენს შორის. თქვენ გინდათ გადმონერგოთ აქ რუსეთის პირველყოფილი თემური პირობები, თქვენ გვერდს უვლით ჩვენს სინამდვილეს, გაცილებით უფრო რთულსა და მდიდარს კულტურულათ. ჩვენ კი გვინდოდა სწორეთ თვით რუსეთის რევოლუციაშიც ჩვენი ორიგინალური სული შეგვეტანა, რაც არ მოხერხდა, სამწუხაროდ.

თქვენ, ალბათ, იცით, თუ რაში მდგომარეობს რუსეთის რევოლუციის ტრაგიზმი.

მე გუშინ ერთს მეგობარს კერძოთ ველაპარაკებოდი იმის შესახებ, რომ რუსეთის რევოლუციას ევროპიული ხასიათი რომ მიეღო ის შესძლებდა მთელი მსოფლიოს გარდაქმას; მაგრამ სამწუხაროდ რუსეთის რევოლუციამ ევროპული ხასიათი ვერ მიიღო. რუსეთის მუშამ, გლეხობამ ვერ შეიგნო, რომ ის არ არის მარტო კლასი, არამედ იმავე დროს ის არის მოქალაქე. როცა საფრანგეთის რევოლუცია ხდებოდა, - მას არ ჰქონია არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ იქაურ გლეხსა და მუშას დავიწყებოდათ, რომ ისინი საფრანგეთის მოქალაქენი არიან. აი, ეს ვერ შეიგნო რუსეთმა (ვ. მგელაძე: ამას ის დინდხანს ვერ შეიგნებს!).

აი, ეს იყო მიზეზი რუსეთის რევოლუციის დამარცხებისა და საფრანგეთის რევოლუციის გამარჯვებისა.

აი, ამ მხრივ განსხვავდება, თუ გნებავთ, ჩვენი რევოლუციური სული რუსეთისაგან, და მართლაც, როცა მე ფრონტზე ვხედავდი ჩვენს ჯარისკაცებსა და გვარდიელთ, - დავრწმუნდი, რომ ისინი არიან არა მარტო გლეხები და მუშები, არა მარტო კლასის წარმომადგენელნი - არამედ მოქალაქენი, წარმომადგენელნი არა მარტო ჩვენი რევოლუციის აღმაფრენისა, არამედ შეუპოვარი დამცველნი ერისა, სახელმწიფოისა, მისი ზღვრეებისა. აი, ამაშია დიდი განსხვავება ჩვენსა და რუსეთს შორის და ამას, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ესერები.

მე, როცა ევროპაში ბერნის კონფერენციაზე ვიყავი,- მეკითხებოდნენ ამხანაგი სოციალისტები, - რით აიხსნება, რომ თქვენში გაფიცვები არ ხდებაო. თქვენ იცით, რომ ომის შემდეგ მთელ ევროპას და, შეიძლება ითქვას, მთელს, მსოფლიოს გაფიცვების ეპიდემია მოედვა. და ამიტომ მეკითხებოდნენ: რატომ ხდება, რომ თქვენში გაფიცვები არ ხდება, თქვენ ხომ სოციალიზმი არ დაგიმყარებიათ, სახლები არ დაგირიგებიათ, როგორც რუსეთში, მაშ რად არ ხდება თქვენში გაფიცვებიო. რასაკვირველია, აქ ღვაწლი მიუძღვის მმართველ პარტიას, ფრაქციას, ჩვენს მთავრობას. მაგრამ მე არასოდეს ხსენებულ მოვლენას არ მივაწერ მარტო ამათ, არამედ მე უმთავრესად ამ შესანიშნავ მოვლენას ვაწერ ქართველი ხალხის უნარს, შეგნებას, სახელმწიფო აზროვნებას. ჩვენი ხალხი თვითეულ მომენტში ისე იქცევა, როგორც საჭიროა. ქართველი ერის ტიპი, როგორც ინდივიდუალობა, ჩამოყალიბდა საუკუნეთა განმავლობაში.

ჩვენ, რასაკვირველია, ვართ მოწინააღმდეგე წარსული წყობილებისა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიშლის ვთქვათ, რომ ის მდიდარი, ხშირათ საბედისწერო თავგადასავალი, რომელიც განვლო ჩვენმა ერმა მის ისტორიულ მსვლელობაში წარმომშობია დღევანდელ ქართველ ტიპისა, მისი ეროვნულ ღირსება-ნაკლოვანებათა.

რევოლუცია არის ის ბაზა, რომელზედაც ემყარება მთელი ჩვენი სახელმწიფოს აგებულება. მე მახსოვს, როცა ამ დროშას (მიუთითებს ეროვნულ დროშაზე) იმუშავებდნენ, - ჩვენ მაშინ ვიყავით ფრეილინის ქუჩაზე და მე მომიტანეს პროექტი ამ დროშისა, მაშინ მე თავმჯდომარე ვიყავი ეროვნულ საბჭოსი, და ძალიან მომეწონა იგი.

რატომ მომეწონა?

ცხადია, იმიტომ, რომ ფონი იყო წითელი სისხლის ფერი, ზოლები იყო ნაციონალური. ეს იმას მოასწავებს, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დასაბამი, ჩვენი დროშა რევოლუციიდან მომდინარეობს. აი, სწორედ ეს წითელი ფონი, ეს არის რევოლუციური ფონი (პ. საყვარელიძე: „ესერებს ცის ფერი უნდათ!“ ამირეჯიბი: „ენდროს ფერია, ბატონო აკაკი“) მე არ ვიცი, რას უძახიან, მაგრამ სისხლის ფერი კია, იმ სისხლის, რომელსაც აქცევდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში მუშათა კლასი რუსეთში, მაგრამ არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში სხვადასხვა დროს, არა მარტო მე-19 საუკუნეში არამედ გრაკხებიდან დაწყებული. (გიორგი გვაზავა: это венозная кровь).

პროექტი კონსტიტუციისა, რომელიც აქ წაუკითხავს სოციალ-რევოლუციონერთა ფრაქციას, როგორც მოგახსენეთ მე არ მომისმენია; მაგრამ მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება ესერების მიერ შემოღებულ ახირებულ წესს. საზოგადოთ ყოველი პროექტი შედის პრეზიდიუმში; ის გადასცემს დამფ. კრებას, უკანასკნელი გაგზავნის სათანადო კომისიაში, კომისია განიხილავს და მოხსენებით წარსდგება დამფუძნებელ კრების წინაშე; ცხადია ისიც, რომ პროექტს წინასწარ ფრაქციები განიხილავენ. ესერებს კი შეუმუშავებიათ ორიგინალური წესი. თუმცა ჩვენს კომისიაში იყო ბ-ნი გობეჩია, მაგრამ მას არ წარმოუდგენია არავითარი პროექტი. ესერებმა კი ახლა ჩვენს კონსტიტუციას დაუპირდაპირეს თავისი კონსტიტუცია. ასე არასერიოზულად კონსტიტუციისადმი მოპყრობა არ არის კარგი. სად იყვნენ ესერები, სად იყო ბ. გობეჩია, რატომ კომისიას არ წარმოუდგინა თავისი პროექტი? ჩვენ ხომ მთელის ჩვენის ყურადღებით განვიხილავდით მას? გაზეთში წავიკითხე, რომ ესერების პროექტის წაკითხვას აქ სიცილი გამოუწვევია. (ლ. შენგელაია: მესჩანები!) და მე ეს არ მაკვირვებს, თუმცა იმავე დროს არ მახარებს ესერების მიერ ასე მჩატეთ, არასერიოზულათ მოპყრობა ისეთ საქმისადმი, როგორიც არის ჩვენი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის შედგენა.

დეპ. ლორთქიფანიძე შეეხო ავტონომიის საკითხს განაპირა კუთხეებისათვის და სთქვა, რომ ჩვენი პარტია წინათ წინააღმდეგი იყო ავტონომიის, მე არ ვიცი, რად დასჭირდა მას ძველი დავის გადმოლაგება, ვაცხადებ მხოლოდ, რომ დავა და აზრთა სხვადასხვაობა მუდამ იყო ჩვენს პარტიაში და იქნება, რაიც მოასწავებს მის ზრდასა და განვითარებას.

დეპ. ლორთქიფანიძემ სთქვა აგრეთვე, რომ ვითომც ჩვენ ეროვნული კორპუსის წინააღმდეგი ვიყავით. ეს ასე არ იყო. მაშინ იყო ის დრო, როდესაც თფილისი უნდა დაგვეფარა იმ მოზღვავებულ ანარქიულად განწყობილ ძალებისგან, რომელსაც ჩვენ საზოგადოთ ავკრძალეთ კორპუსზე ლაპარაკი იმ კორპუსზე, რომელიც მოდიოდა ფრონტიდან, იყო დრო, როდესაც იყენებდნენ ჩვენი მტრები ჩვენი ერის წინააღმდეგ. მაშასადამე, ეს იყო ერთგვარი ტაქტიკური ნაბიჯი, რომელმაც დაიფარა ჩვენი ქვეყანა შეიარაღებული ბრბოებისაგან. ჩვენ ვიცით, როგორ ეჯავრებოდათ ამ ბრბოებს ყოველგვარი ეროვნული, არარუსული.

რაც შეეხება ეროვნულ კორპუსის დაარსებას და დამტკიცებას, ეს საქმე მე თვითონ მოვაგვარე პეტროგრადში.

აქ ახსენეს აგრეთვე განსვენებული ვლადიმერი გობეჩია, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი და დიდ პატივს ვცემდი. ალბათ დეპ. ლორთქიფანიძეს არ ცოდნია, რომ ვლადიმერ გობეჩიას კომისრად დანიშვნა სმოლნის ინსტიტუტში ვიღაც რუს ინტრიგანს ჩაუფუშავს, ხოლო როცა მე ეს გავიგე, ჩავერიე საქმეში გადავასინჯიე იგი და გობეჩია კომისრად გაემგზავრა თფილისში. არაფერია იმის უარესი, როცა დეპუტატი ლაპარაკობს იმაზე, რაც არ იცის. ჩვენს პარტიას არამც თუ არაფერი დაუშავებია, პირიქით ღვაწლიც კი მიუძღვის ქართულ კორპუსის დაარსების და ვლადიმერ გობეჩიას დანიშვნის საქმეში.

აქ იყო არა ერთხელ ნათქვამი, რომ კონსტიტუცია ძალთა განწყობილების შედეგიაო. მე ვიტყოდი, იგი უნდა ემყარებოდეს რეალობას, მასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი უნდა იყოს მარტო სარკე რეალობისა და სხვა არაფერი. კონსტიტუციამ უნდა გამოხატოს არა მარტო ის, რაც არის, არამედ ისიც, რაც უნდა იქნეს. საზოგადოებრივ ცხობრებაში არის მრავალი მიდრეკილებანი, ტენდენციები, რომელსაც ატარებენ ეს თუ ის ჯგუფები, ესა თუ ის კლასები და რომელნიც განსხვავდებიან ერთი-მეორისაგან როგორც სიძლიერით, ისე მნიშვნელობით. ერთი სიტყვით კონსტიტუცია უნდა გამომდინარეობდეს რეალობიდან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რეალობის ყმად ვიქცეთ. კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს მართვა-გამგეობის იურიდიული ფორმა, მიზნად უნდა ისახავდეს არა მარტო აწმყოს, არამედ მომავალსაც, ე. ი. მასში უნდა იყოს ჩაქსოვილი შესაძლებლობა სოციალურ ცხოვრების წინსვლისა და ყოველმხრივი განვითარებისა. კონსტიტუციას არ შეუძლია მოგვცეს ჩვენ მთელი ჩვენი მისწრაფებათა განხორციელება, ვინაიდან ეს მომავლის საქმეა, ხოლო ჩვენ გვინდა შვქმნათ იურიდიული ფორმა დღევანდელ წყობილებისა საზოგადოთ, კონსტიტუციას ვერ მოვთხოვთ გარდაქმნას ჩვენი სოციალური ცხოვრებისა, ის არც კი ეხება შინაარსს ამ ცხოვრებისას, ის არის ერთგვარი კალაპოტი, რომლის შიგნით ცხოვრება მიმდინარეობს და სადაც ადამიანი და მოქალაქე ჰპოვებს თავის სარბიელს, მაშასადამე, კონსტიტუცია, როგორც საზოგადოებრივ ძალთა განწყობილების გამოხატულება, არ უნდა ზღუდავდეს ამ ძალებს, პირიქით თავისივე საშოში უნდა ატარებდეს შესაძლებლობას მათი ჭიდილისა, რაც მოასწავებს ერთის ძლევას მეორისაგან და მით ცხოვრების განვითარებას. საკონსტიტუციო კომისიაში არა ერთი და ორი ისეთი კითხვა იყო წამოყენებული, რომლის შესახებ დავა არც კი გვქონია, და არც შეიძლებოდა დავა. ამიტომ ასეთ უდაო რამეების თვით დამფუძნებელ კრებაზე სადაოთ გადაქცევა არავისათვის არ უნდა ყოფილიყო ხელსაყრელი. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ რაც შეიძლება ჩქარა მივცეთ ხალხს კონსტიტუცია, ეს მისთვის საჭიროა, ეს არის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი მის ხელში, რომლის დახმარებით ის გაიკაფავს თავის გზას, რომლითაც ის უზრუნველყოფს თავის დამოუკიდებლობას და მომავალს.

ისინი, ვის წინააღმდეგაც ასე დაუზარებლად ილაშქრებენ ესერები და ვინც კომისიაში მუშაობდა, ე. ი. ჩვენ, პროექტის შედგენის დროს ხელმძღვანელობდენ ორი ძირითდი დებულებით. ეს არის: საზოგადოებრივი შრომა და დემოკრატიზმი. ჩვენი კონსტიტუცია აგებული წმინდა დემოკრატიულ საფუძვლებზე, ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებრივ შრომის განვითარებას, როგორც ცენტრში, ისე პერიფერიებში, როგორც სახელმწიფოს, ისე თვითმართველობათა მიერ.

დეპ. ლორთქიფანიძის გამოსვლამ არევ-დარევა შეიტანა მსჯელობაში; ჩვენ ვლაპარაკობთ კონსტიტუციაზე, ე.ი. რესპუბლიკის იურიდიულ ფორმაზე ის კი ლაპარაკობდა მაგ. მიწის სოციალიზაციაზე. ეს კითხვის ბრუდეთ დაყენებაა, რაც არ მოწმობს ესერების სწორ წარმოდგენას კონსტიტუციაზე. ვთქვათ თქვენ არ მოგწონთ ჩვენი აგრარული რეფორმა, გინდათ გაიყვანოთ თქვენი პროგრამა მიწის სოციალიზაციისა, მაგრამ რა შუაშია აქ კონსტიტუცია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მსჯელობის საგანს? დავივიწყოთ ერთ წუთს, რომ მიწის სოციალიზაცია არ ეგუება დღევანდელ ჩვენს ვითარებას, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ხალხის 80 პროც. მეტი მესაკუთრე გლეხობაა და მიწის სოციალიზაცია მისთვის მიუღებელია; თავი და თავი ეს მაინც არაა, არამედ ის, რომ კონსტიტუციიის ფორმა და რომელიმე ეკონომიური რეფორმა ორი სხვადასხვა ცნებაა, რომლის ერთმანეთში არევა დაუშვებელია როგორც მეთოდოლოგიურათ, ისე არსებითად.

მე ვთქვი, ერთ-ერთი ძირითადი დებულება, რომელიც ჩვენ გვინდა შევიტანოთ ჩვენს კონსტიტუციაში, ეს საზოგადოებრივი წარმოების გაჩაღება-მოწყობა არის. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ სახელმწიფო უნდა გამოვიდეს უაღრესათ სამეურნეო ორგანიზაციად. აქ არის სიმძიმის ცენტრი. ამაში არ დაგვეთანხმებიან ნაციონალ-დემოკრატები და ეს იმიტომ, რომ ეკონომიურ ცხოვრებაში ისინი მომხრენი არიან ცნობილ ლოზუნგის „laissez faire, laissez passer“ (შენგელაია: გეთანხმებით! კედია: არა, ბატონო, არა ვართ!) არ დაგვეთანხმებიან იმიტომ, რომ სახელმწიფო მათ წარმოდგენილი აქვთ, როგორც მარტო წესიერების დამცველი, რომელიც დარაჯობს მოქალაქის საქმიანობას, ხოლო თვითონ არავითარ ღირებულებას არ ქმნის. ეს ასე იყო მართლაც წინეთ, სახელმწიფო უძღვებოდა მარტო პოლიტიკურ საქმეებს, ჩვენ კი გვინდა ის თვითონ ეწეოდეს საკუთარ წარმოებას და აღებ-მიცემობას სხვა და სხვა დარგში, და არა მარტო სახელმწიფო, არამედ თვითმართველობაც: ერობა, მუნიციპალიტეტი, თემი იმავ სახელმწიფოს ხელმძღვანელობით. საზოგადოებრივი მეურნეობა ჩვენი რწმენით, გზას გაუკაფავს იმ წეს-წყობილებას, საითკენაც ჩვენ მივილტვით.

ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ასეთი მიზანი არც ერთ ქვეყნის კონსტიტუციას არ დაუსახავს, ამ მხრივ მართლაც ჩვენ განვსხვავდებით სხვებისაგან და ამაში მართალია დეპ. გვაზავა, რასაკვირველია, საზოგადოებრივი მეურნეობა არ გულისხმობს კერძო ინიციატივის გაუქმებას. ასეთი რამ სცადეს ჩრდილოეთში და ჩვენ უკვე ვიცით შედეგი. ბოლშევიკებმა დაანგრიეს მთელი რუსეთის წარმოება და ახლა თვითონვე ეპატიჟებიან ამერიკის და ევროპის კაპიტალისტებს აიღონ რუსეთში ბუნების სიმდიდრეთა კონცესიები და გააჩაღონ წარმოება კერძო საკუთრების ნიადაგზე და რუსის მუშების ყვლეფით! აღსრულდა ჩვენი წინასწამეტყველება, რომლითაც მივმართავდით ჩვენ ბოლშევიკებს ჯერ კიდევ 1917 წ, რომ ისინი რუსეთს უცხო კაპიტალისტების კოლონიად აქცევენ.

ჩვენ ვერ გავყვებით რუსეთის კვალს, ამისათვის ჩვენ ნაკლებ ფანტაზიორები ვართ, ვინემ ესერები. სამწუხაროდ ჩვენ არც ისე განვითარებული ვართ ეკონომიურად, რომ გვქონდეს თვალსაჩინო რიცხვი ფაბრიკა ქარხნებისა, რომლის განსაზოგადოებრივობა შეიძლებოდეს. არა, ჩვენ უნდა შევქმნათ თვითონ ფაბრიკა-ქარხნები, გავაჩაღოთ წარმოება, არამც თუ არ უნდა შევზღუდოთ ამისათვის კერძო ინიციატივა, პირიქით, ხელიც შევუწყოთ მას რამდენადაც ეს ეთანხმება რესპუბლიკის საერთო ინტერესებს.

დეპ. ლორთქიფანიძემ სთქვა, რომ იმას, რაც თქვენ გიწერიათ კონსტიტუციის პროექტში, ძველი რუსეთის კანონებიც გულისხმობდაო, ე.ი. მაშინაც შეიძლებოდა კერძო საკუთრების სოციალიზაციაო. მეც არ მიკვირს ასეთი მსჯელობა იმ დეპუტატისაგან, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს იურიდიულ მეცნიერებაზე. რუსეთის ძველი კანონით მართლაც შეიძლებოდა საკუთრების იძულებითი შესყიდვა, მაგ., რკინის გზის ლიანდაგის გაყვანის მიზნით, მაგრამ თქვენ თუ გგონიათ, რომ ამით ნიკოლოზ მეორეს იგივე სურდა, რაც ჩვენ, ძალიან შემცდარი იქნებით. ჩვენ ვამბობთ წარმოების ამა თუ იმ დარგის, რომელიც ამისათვის მომწიფებულია. განსაზოგადოებრივობაზე და ცხადია, რა მიზანს ვისახავთ ამით.

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ უვიცია ის სოციალისტი, რომელიც ფიქრობს ვითომ სიმდიდრის განაწილება სოციალიზმს მოასწავებდეს. არა, წარმოების განსაზოგადოებრივობა, აი რაა ჩვენი ძირითადი დებულება.

ესერები გამოვიდნენ შრომის უფლების დამცველად და ფიქრობენ ახალი რამ სთქვეს. პირიქით, ეს მოთხოვნა კარგა მოძველებულია და პირველად დააყენეს იგი წვრილ ბურჟუაზიულ იდეოლოგებმა. ლუი ბლანს და სხვებს მართლაც ეგონათ, რომ ისინი შესძლებენ შრომის უფლების განხორციელებას კიდევ კაპიტალისტურ ხანაში, რაიც უტოპიად იქნა მარქსის მიერ აღიარებული და ახლა კი ხომ მთლათ შეუწყნარებლად უნდა ჩაითვალოს იგი. ამის წინააღმდეგს იტყვის ის, ვისაც კაპიტალის და შრომის შეთანხმება შესაძლებლად მიაჩნია. (შენგელაია: ეს თქვენი გზა არის!) ჩვენ ვერ ავყვებით ამ უტოპიას, ვერ ვეტყვით მუშებს, რომ ისინი კაპიტალისტურ ხანაში თავის შრომის უფლებას სავსებით განახორციელებენ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მიუღწეველ დაპირებების წარა-მარა მიცემას ვერ ვიკისრებთ. შრომის სრული უფლებაც და ბატონობაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სოციალისტურ ხანაში.

კონსტიტუცია ჩვენთვის თვით მიზანი როდია, იგი არის საშუალება ჩვენი მახლობელ და შორეულ მიზნების განსახორციელებლათ. ჩვენი საბოლოო მიზანი რომ სოციალიზმია, ეს არაა სადავო. (შენგელაია: ძალიანაც სადავოა!) მხოლოდ ერთი არ უნდა გვავიწყდებოდეს, - ეს ის, რაც ჟორდანიამ სთქვა. სოციალისტური გარდაქმნა არ შეიძლება მარტო საქართველოში მოხდეს, ჩვენ უნდა ვადევნებდეთ ამ მხრივ თვალყურს ევროპის დაწინაურებულ ქვეყნებს, კვალ და კვალ მივსდევდეთ მათ (შენგელაია: მზამზარეულათ გადმოვიღოთ!) მე ამას ვამბობ არა მარტო დეპუტატებისათვის, არამედ მუშების გასაგონათაც. არიან შეიძლება ჩვენს მუშებში ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში შეიძლება ისეთი სოციალურ ზომების განხორციელება, რომლის გატარებას ვერ ახერხებენ თვით ინგლისში ან გერმანიაში. ვინც ასე ფიქრობს ის იმეორებს ბოლშევიკების საბედისწერო შეცდომებს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კონსტიტუციის შესამუშავებლათ უნდა ვისარგებლოთ ევროპის გამოცდილებით, მით უფრო მეტის უფლებით ითქმის იგივე, როცა კითხვა ეკონომიურ და სოციალურ კანონმდებლობას ეხება. პოლიტიკურათ ჩვენ შეიძლება საკმაოთ მომზადეული ვართ, მაგრამ ეკონომიურათ ჩვენ თითქმის ყველა კულტურულ ერებს ჩამოვრჩებით. ამიტომ გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს ამ სფეროში, გაცილებით მეტი დაკვირვება და შესწავლა სხვა ქვეყნების ცხოვრებისა. ეკონომიურ კანონების გადალახვა დაუსჯელათ არავის ჩაუვლის.

კონსტიტუციის პროექტში სავსებით აღიარებულია შრომის ყოველმხრივი დაცვის პრინციპი, და ის უეჭველათ უნდა გატარდეს შეძლებისამებრ. ამ სფეროშიც ჩვენ არ შეგვიძლია განვახორციელოთ იმაზე მეტი, რაც სხვაგან შესაძლებელია განხორციელდეს.

მეორე ძირითადი დებულება, რომლის განსახიერება ჩვენი კონსტიტუცია უნდა იყოს, არის დასრულებული დემოკრატია. რას ნიშნავს ეს? ერთი ფრაზით რომ გამოვსთქვათ, ეს ნიშნავს ხალხის სუვერენობას, უზენაესობას. ჩვენი თვალსაზრისით, სუვერენობა ეკუთვნის ხალხს, სხვას არავის. თქვენ იტყვით, შეიძლება, თუ ეს ასეა, მაშინ რა შუაშია დამფუძნებელი კრება ან კონსტიტუცია, თვით სუვერენულმა ხალხმა მოუაროს თავის თავს, განაგოს თავისი საქმეები. პირველ შეხედვით, ეს სამართლიანი მსჯელობაა, მაგრამ მხოლოდ პირველ შეხედვით. პირდაპირი, უშუალო ხალხოსნური მართვა-გამგეობა შეუძლებელია ფიზიკურათ: მილიონებს ვერ შეყრით ერთად საბჭოდ, და თუ გინდ შეყაროთ, მილიონები ვერ შესძლებენ იკანონმდებლონ და აასრულონ თავიანთი კანონები. ეს შეუძლია მხოლოდ წარმომადგენლობას როგორც ცენტრში ისე პერიფერიებში.

მაგრამ ხალხის სუვერენობა მაინც შესაძლოა განხორციელდეს სხვა გზით, ეს არის ინიციატივის და რეფერენდუმის უფლება. (შენგელაია: ეს არის თქვენს პროგრამაში?!) პარტიული პროგრამა და სახელმწიფოებრივი პროგრამა ორი სხვადასხვა კატეგორიის ცნებაა. ეს უნდა შეიგნოთ თქვენ (ხმა, მართალია!) მაშასადამე, ჩვენ გვინდა განვახორციელოთ ხალხის სუვერენობა იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ობიექტურათ: გარდა საკანონმდებლო წარმომადგენლობისა, რომლის საშუალებით ხალხი ანხორციელებს თავის ხელმწიფობას, მას აქვს აგრეთვე ორი მძლავრი საშუალება; ინიციატივა და რეფერენდუმი, რომლითაც მას შეუძლია გარდაქმნას მთელი წყობილება.

მაგრამ არის ერთი რამ, რომლის გარდაქმნა თვით ხალხსაც არ შუძლია უფლებრივი გზით: ეს არის თვით ჩვენი სახელმწიფოს წეს-წყობილება, მისი ფორმა, რასაც პროექტი უწოდებს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ეს ფორმა მუდმივია და უცვლელი. შეიძლება თქვას ვინმემ, ეს ხომ დოგმაა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომლის მომხრე ჩვენ არა ვართ. დიახ, თეორიულათ, განყენებულათ ეს ასეა, მაგრამ იგი უმწვერვალესათ საჭიროა პრაქტიკულის მოსაზრებით. სუვერენულმა ხალხმა, შეიძლება, ყველაფერი შესცვალოს, ყველაფერი გააუქმოს, მაგრამ მას არ ძალუძს, მას არ უნდა ქონდეს უფლება თავისი სუვერენობა გააუქმოს. ხალხს არ უნდა შეეძლოს თავის თავი უარყოს, დემოკრატიულ-რესპუბლიკანურ ფორმის უარყოფა კი თავის თავის უარყოფაა. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია აბსოლიუტურად შვზღუდოთ, შევკრათ ხალხის ნების ყოფა, ასე ვთქვათ, აჯანყების ან კიდევ რევოლიუციის უფლება. მაგრამ კონსტიტუცია იწერება არა რევოლიუციისათვის, უკანასკნელს არც კი აქვს დაწერილი კანონი, კონსტიტუცია იწერება ნორმალური მდგომარეობისათვის და სწორეთ ნორმალურ პირობებში ლეგარულათ, კანონიერი გზით ხალხს არ უნდა ქონდეს უფლება შეცვალოს მისი სუვერენობის მუდმივი ფორმა: დემოკრატიული რესპუბლიკა.

მართალია, აქ თქვა დეპ. ლორთქიფანიძემ, რომ ის ყოველთვის და ყოველგან არაა უმრავლესობის პრინციპის მომხრე. ეს გაუგებრობაა. როცა კითხვა ეხება სახელმწიფოს და მის მართვა-გამგეობას, მაშინ არაა ლაპარაკი ზნეობრივ სამართლიანობაზე, ან მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე, რომლის შესახებ შესაძლოა უმცირესობა არ დაეთანხმოს უმრავლესობას და სიმართლე მაინც მის მხარეზე იყოს. მაგრამ სახელმწიფო და მისი მართვა-გამგეობა სულ სხვა კატეგორიის საკითხია, აქ ჩვენ ვართ პოლიტიკის სფეროში და ამიტომ უმრავლესობის პრინციპის უარყოფა ამ შემთხვევაში ანარქიზმია, ან კიდევ დღევანდელი ბალშევიზმი. კანონი, კონსტიტუცია ეს საჯარო-უფლებრივი სფეროა, აქ უმრავლესობის ნება და იძულება თავის თავად ნათელი ძირითადი დებულებაა. რა თქმა უნდა, მე მოგახსენებთ ხალხის უმრავლესობაზე, რომელიც დემოკრატიულათ არის მოწყობილი.

მაშასადამე, სრული დემოკრატიზაცია მართვა-გამგეობისა როგორც ცენტრში, ისე პერიფერიებში არის ისეთი პრინციპი, რომლის გამოხატულებას ჩვენ უნდა ვხედავდეთ პროექტში. ჩვენ გვსურს დემოკრატიზმის გზით სვლა ჩვენი სოციალური მიზნების მისაღწევად, ამით განვირჩევით ჩვენ ყოველგვარ პრივილეგიურ მმართველობის მოტრფიალეთაგან როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. მართვა-გამგეობას ახასიათებენ სხვადასხვა ხელისუფლებანი, მე არ მინდა შევეხო მათ ყველას, მინდა მხოლოდ შევეხო აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელზედაც შეჩერდა დეპ. გვაზავა. უკანასკნელმა, უნდა ითქვას სიმართლე, დააყენა ფრიად საყურადღებო და სერიოზული საკითხი, ეს გახლავთ მთავრობის შედგენის, მისი თავმჯდომარის და რესპუბლიკის მეთაურის უფლება-მოვალეობათა საკითხი.

დეპ. გვაზავა წინააღმდეგია, რომ მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევდეს პარლამენტი, როგორც ეს ნათქვამია პროექტში და ეს იმიტომ, ამბობდა ის, რომ ამ შემთხვევაში პარლამენტი თავისთავათ შეზღუდულია, არა აქვს მას თავისუფალ კრიტიკის საშუალებაო; პარლამენტი თავის თავზე ღებულობს პასუხისმგებლობას მისგან არჩეულის პოლიტიკისათვის, მას არ შეუძლია გაკიცხოს ის, ან გადააყენოს, ვინაიდან მისგან არის არჩეულიო; მეორეს მხრით, განაგრძობს იგივე დეპ. გვაზავა, ჩვენ გვეჭივრება, რომ რესპუბლიკის მეთაური ისე ადვილად არ იცვლებოდეს, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ამიტომ ეს ორი თანამდებობა ერთ პიროვნებაში შეუძლებელიაო: უნდა იყოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც იწვევს მთავრობის თავმჯდომარეს და ეს უკანასკნელი კი ადგენს კაბინეტს, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. დეპ. გვაზავა დაეთანხმა ჟორდანიას იმაში, რომ ჩვენ გვეჭივრება უაღრესათ პოლიტიკური მთავრობა, მტკიცე, ძლიერი, ვინაიდან ამას გვიკარნახებს ჩვენი საერთაშორისო და თვით გეოგრაფიული მდგომარეობაო და აქედან მან დაასკვნა, რომ ჟორდანიას მიერ დახასიათებული მთავრობის თავმჯდომარე იგივე პრეზიდენტიაო.

დეპ. გვაზავას მიერ აღძრული საკითხები, ვიმეორებ, სერიოზულია, მათ შესახებ შეიძლება იყოს დავა არამცთუ სხვა და სხვა პარტიათა შორის, არამედ თვით ერთსა და იმავე პარტიაშიც, მეტსაც ვიტყვი, - უაღრესათ სოციალისტურ პარტიაშიც შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა ამაზე. რასაკვირველია, დეპ. გვაზავას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ახალი, ყველაფერი ის, რასაც ის იცავდა, არსებობს სხვაგან და აქ არის, თუ გნებავთ, მისი ძლიერი მხარე. მაგ., პრეზიდენტისა და პრემიერის თანამდებობის ორი სხვადასხვა პიროვნებისათვის დაკისრება, ამით მთავრობის პასუხისმგებლობის გაძლიერება ერთის მხრით და შენარჩუნება ერთგვარი მუდმივობისა და სიმტკიცისა, მეორე მხრით ყველა ეს არსებობს პრაქტიკაში ევროპაში, ემყარება დიდ გამოცდილებას, ეგუება ხალხთა ფსიქოლოგიასაც და, რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, თეორიულათ დასაბუთებულია და მაღალ სასწავლებლებშიც ამას ასწავლიან ახალ თაობას.

მართალი უნდა ითქვას, ის რაც, ჩვენ გვინდა გავატაროთ კონსტიტუციაში, ორიგინალურია, ის არ ემყარება, არც პრაქტიკას, არც თეორიას, ვქმნი ისეთ რამეს, რომელიც სხვისთვის არ არის მაინცდამაინც დიდათ გასაგები, მარტივი. დააკვირდით, კომისიის პროექტში უარყოფილია პრეზიდენტი, როგორც ასეთი, მაგრამ ის მთავრობის თავმჯდომარეს აკისრებს მის როლს, მეორეს მხრით იგივე პროექტი გულისხმობს მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე და იმავე დროს საზღვრავს მთავრობის თავმჯდომარის სამსახურის ვადას, როგორც უპასუხისმგებლო პრეზიდენტისა. ერთი სიტყვით, პროექტს გადმოაქვს უპრეზიდენტო სისტემა შვეიცარიიდან, მაგრამ იმავე დროს სურს შემოიღოს პოლიტიკური მთავრობა ე.ი. მისი პასუხისმგებლობა, საფრანგეთიდან. ჩვენ რომ პოლიტიკური და ძლიერი მთავრობა გვეჭივრება, ეს უდაოა, მაშასადამე, პასუხისმგებლობაც უნდა არსებობდეს პარლამენტის წინაშე. როგორ შევათანხოთ ერთმანეთს ეს ორი პრინციპი: ფრანგული პასუხსმგებლობა და შვეიცარული უპრეზიდენტობა? ეს კითხვა არც ისე ადვილია გადასაჭრელათ, მეთოდოლოგიურათ კი ძლიერ რთულია.

თავმჯდომარე: თქვენი დრო გათავდა, ბატონო ორატორო! (ვლასა მგელაძე: თუ პრეზიდენტს დაიცავს, მაშინ მივცეთ დრო! ხმები: გაუგრძელოთ დრო, სანამ გაათავებს). გთხოვთ განაგრძოთ.

ჩხენკელი: პრეზიდენტი ერთგვარი აჩრდილია მონარქისა, როგორც ეს უკვე უთქვამს აქ დეპ. კ. ჯაფარიძეს, მას გაუკეთებია კიდეც სათანადო ექსკურსია ისტორიიდან. დემოკრატიას მართლაც არ სურს არც მონარქი და არც მისი აჩრდილი. პროექტშიც, ხომ, მაგ., მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელია, უბრალო მომაკვდავთან გათანასწორებული: თუ პრეზიდენტი უპასუხისმგებლოა, ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია თვით სისხლის სამართალშიც კი შეიძლება მისი მიცემა, თუ რამე დააშავა, და ასამართლებს ჩვეულებრივი სამსაჯულო.

დემოკრატიული პრინციპი მოითხოვს აგრეთვე, რომ რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი, სულ ერთია, დაარქმევთ მას მთავრობის თავმჯდომარეს თუ პრეზიდენტს, უშუალოდ უნდა ექვემდებარებოდეს პარლამენტს. დეპ. გვაზავას შიში, რომ ამ შემთხვევაში სუსტი იქნება, როგორც პარლამენტი ისე მთავრობა, უეჭველათ ყურადსაღებია, მაგრამ არა მგონია, ამ სიძნელის მოვლა არ შეიძლებოდეს. მართლაც და იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი უფრო დამოუკიდებელია ვინემ პრემიერი, პირველი უფრო უხსნის პარლამენტს ხელს, მეორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის განსამტიცებლათ, ბოლოს და ბოლოს არ არის მთლათ მართალი, ერთგვარი გაზვიადებული წარმოდგენაა საზოგადოთ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

პროექტის ძალით, მთავრობის წარმომადგენელი როგორც ვთქვი, იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელია. (გვაზავა: დაუმორჩილოთ!) დიახ დაუმორჩილოთ! გვაზავა: მაშინ არ არის პასუხისგება. საქმე პასუხის გება არის! პრეზიდენტს, მაგ., ვეტოს უფლებაც აქვს ბევრგან. ვეტო თავის თავად არაა, შეიძლება ურიგო, ყოველ პარლამენტს მოუვა შეცდომა. მაგრამ აქაც დიდი განსხვავებაა ჩვენსა და დეპ. გვაზავას შორის. ჩვენ გვინდა ვეტო დაადოს თვით ხალხმა, თუ მას არ მოსწონს ესა თუ ის კანონი, ესა თუ ის ზომა, თუ იმავე დროს ამ კანონს ან ზომას დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, თვით ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, ეცადოს გაასწოროს პარლამენტის შეცდომები, ამისათვის არსებობს ინიციატივის და რეფერენდუმის უფლება.

პროექტი გულისხმობს პასუხისმგებლობას მთავრობისა პარლამენტის წინაშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა გადადგება, როცა ეს მას მოეპრიანება, არა, ის გადადგება მხოლოდ მაშინ, როცა პარლამენტი ნათლათ და გადაჭრით დაადგენს თავის უნდობლობას მთავრობის მიმართ. აქ არის პასუხისმგებლობასთან ერთათ მორჩილებაც, თუ გნებავთ. ამით პროექტს სურს მთავრობა უფრო დაუკავშიროს, დაუახლოვოს პარლამენტს. დაუმორჩილოთ! დიახ, დაუმორჩილოთ (გვაზავა: მაშინ პარლამენტარული პასუხისმგებლობა იკარგება!) არა, ბატონო, დამორჩილება არ ნიშნავს პასუხისმგებლობის დაკარგვას. პროექტი ამბობს მხოლოდ, რომ პარლამენტს შეუძლია შეცდომების გასწორება მოსთხოვოს მთავრობას, დაავალოს მას ესა თუ ის ნაბიჯი, ამისათვის მთავრობას არ უნდა ქონდეს უფლება გადადგეს, აი, რას ჰქვია მორჩილება. (გვაზავა: ეს არ არის პასუხისმგებლობა).

დეპ. გვაზავას ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვს იურიდიულ ნორმებზე, ბოლოს და ბოლოს ყველაფრის მეკარნახე და ბრძანებელი თვით ცხოვრებაა. მართალია, ჩვენ არ გამოგვადგება შვეიცარული მთავრობა მოხელეთა, ჩვენ გვჭირია პოლიტიკური მთავრობა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, ცხოვრება იქა და აქ სხვადასხვაა, აქედან თვით ჩვენი ცხოვრება ჰქმნის ერთგვარ პირობებს, რომ ხალხი იყოს მუდამ ფხიზელი, მუდამ ცოცხალი, მუდამ მტკიცე პოლიტიკურად, და მთავრობაც ამ პირობებში უაღრესად პოლიტიკური იქნება. პრეზიდენტის უაარყოფა არ ნიშნავს თვით მისი ფუნქციების უარყოფას, განსხვავება იმაშია, რომ ამ ფუნქციებს ასრულებს მთავრობის თავმჯდომარე, უშუალოთ დაკავშირებული პარლამენტთან და პარლამენტის საშუალებით ხალხთან.

ამრიგად, მოქალაქენო, ჩვენი ფრაქცია ხაზს უსობს წარმოდგენილ პროექტში ორ უმთავრეს მომენტს: ეს არის სახელმწიფოს გარდაქმნა უაღრეს სამეურნეო ორგანზაციად, სადაც საზოგადოებრივი წარმოება, ე.ი. სახელმწიფოს მიერ ნივთიერ ღირებულებათა შექმნა და ამავე ნიადაგზე მთელი თვითმართველობითი აპარატის ამუშავება სახელმწიფოს ხელმძღვანელობით მაღალ საფეხურს მიაღწევს; და მეორეს მხრით, მართვა გამგეობის სრული დემოკრატიზაცია, ე.ი. ხალხის სუვერენობის განმტკიცება ყოველ სფეროში, რამდენადაც ეს შესაძლებელია ფიზიკურათ, მისი თვითმოქმედების გაფართოვება, გაღრმავება, დაახლოება მთავრობისა პარლამენტთან, პარლამენტის ხალხთან, ერთი სიტყვით, ხელისუფლებათა ორგანიულად ერთმანეთთან შედუღება, შეხამება და იმავე დროს არ დავიწყება იმისი, რომ ერთად ერთი წყარო, სათავე ყოველგვარ უფლებისა არის ხალხი, მარტო ხალხი. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი დემოკრატიული წყობილება არამც თუ მოაწესრიგებს თანამედროვე ცხოვრებას, არამედ ის თავისივე საშოში ატარებს შესაძლებლობას სოციალურ გარდაქმნისას მომავალში.

მე არ შემიძლია ვთქვა, რომ სათანადო მუხლები და თავები სწორათ, სავსებით ლოღიკურათ აყალიბებენ ჩვენს მთავარ დებულებებს, მაგრამ ამაზე არ მინდა ახლა შევჩერდე. თავის დროზე ჩვენი ფრაქცია წარმოადგენს შესწორებებს და მაშინ გვექნება საშუალება ისინი დავასაბუთოთ.

მე შემეძლო ამით გამეთავებია, მაგრამ მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ეროვნულ უმცირესობათა საკითხზედ. სამწუხაროდ ამ ფრაქციამ, რომელმაც ითხოვა მიეცათ საშუალება ელაპარაკნა ამ საკითხზე და დამფუძნებელმა კრებამ კიდეც დართო ნება ეხმარა ამისთვის პრეზიდიუმისათვის ერთ-ერთი გასაგები ენა, არ მოისურვა გამოსვლა. (ვეშაპელი: რუსული ენა დაავიწყდათ!)

სამაგიეროთ დეპ. ლორთქიფანიძემ მოითხოვა, რომ უმცირესობას იგივე უფლება უნდა მიეცეს, როგორც უმრავლესობასაო. ეს იგივე შეცდომაა, რაც მან დაუშვა ინდივიდუალურ და მოქალაქეობრივ თავისუფლების ერთმანეთში არევის დროს. (შენგელაია: თქვენ არავითარ თავისუფლებას არ აძლევთ). აბსოლიუტური თავისუფლება წარმოუდგენელია (დადიანი: აბსოლიუტურათ თავისუფლები უქმნი არიან). მაშასადამე, თუ ანარქისტულ თავისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ჩვენში სხვაგვარი თავისუფლება არ უნდა იყოს შეზღუდული, ამას ვერ დაუშვებს კონსტიტუციაც. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი იგეთივე თავისუფალნი უნდა იყვნენ მოქალაქეობრივათ და პოლიტიკურათ, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელნი. ისინი უნდა გრძნობდნენ თავის თავს არა მარტო თავიანთ ერის წევრებად, არამედ მთელი სახელმწიფოს სწორუფლებიან მოქალაქეებად. ჩვენც ვიყავით ერთ დროს ეროვნულ უმცირესობის მდგომარეობაში (შენგელაია: თქვენ დაგავიწყდათ ეს) არა, არ დაგვიწყნია. ჩვენ გვახსოვდა, რომ ვიყავით ჩვენი ერის შვილნი, მაგრამ ეს არ გვიშლიდა მოგვეხადა ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა მთელის მიმართ, რუსეთის სახელმწიფოს მიმართ.

მაშასადამე, საჭიროა ერთგვარი კრიტერიუმი, საიდანაც უნდა გამოდიოდეს თვითეული მოქალაქე, განურჩევლათ ეროვნებისა. პირველყოვლისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული უმცირესობა ისე, როგორც უმრავლესობა მთელის თავის არსებით ჩათრეულია სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. ეს საქმიანობა მას აკისრებს მთელ რიგს უფლებათა და მოვალეობათა, ცხრა მეათედი მისი მოქმედებისა ამ საერთო ცხოვრებაში არის ჩაქსოვილი. ამიტომ უმცირესობის წარმომადგენელი, სომეხი თუ რუსი, უნდა გრძნობდეს თავის თავს პირველ ყოვლისა რესპუბლიკის მოქალაქედ; ის უნდა გაიმსჭვალოს იმ რწმენით, რომ რესპუბლიკის გაჭირვება მისი გაჭირვებაა, რესპუბლიკის დალხინება მისი დალხინებაა.

და იმ წუთიდან, როცა უმცირესობის წარმომადგენელი შეისისხლხორცებს ამ უბრალო, მარტივ, მაგრამ აუცილებელ ჭეშმარიტებას, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს კრიტერიუმი, საიდანაც გამოვალთ და ყოველგვარ საკითხს წმინდა ეროვნულ ხასიათისა მშვიდობიანად გადავწყვეტთ. მე მომხრე ვარ უფლებათა მაქსიმუმის ეროვნულ უმცირესობისათვის, მხოლოდ ეს უფლებანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდენ მთელის ინტერესებს, ძირს არ უნდა უთხრიდნენ რესპუბლიკის არსებობას.

ამ აზრით მე მომხრე ვარ განაპირა კუთხეების ავტონომიურათ მოწყობისა, რამდენადაც ეს არ არღვევს რესპუბლიკის მთლიანობას; მე მომხრე ვარ აგრეთვე ფართე უფლებისა ექსტერიტორიალურ უმცირესობისათვის, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ეგუებოდეს მთელის ინტერესებს, რომელშიდაც ჩაქსოვილია თვით უმცირესობის ინტერესებიც. ჩვენი ფრაქცია შემოიტანს თავის დროზე შესწორებებს და ხელს შეუწყობს სათანადო თავის უფრო ორგანულათ და ნათლათ ჩამოსხმას.

ჩვენ მუდამ ვამტკიცებდით, რომ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა მჭიდროთ არის დაკავშირებული მის საშინაო პოლიტიკასთან. სიმძიმის ცენტრი მუდამ საშინაო პოლიტიკისაკენ უნდა იხრებოდეს და არა წინაუკმო. თუ საშინაო პოლიტიკა საღი და გონიერი გაქვთ, თქვენი საგარეო პოლიტიკაც საღი და გონიერი იქნება.

და საგარეო პოლიტიკა სწორეთ ამ მხრივ, კონსტიტუციური საკითხია. ჩვენი უაღრესათ დემოკრატიული კონსტიტუცია ობიექტურად შეუძლებლად ხდის ავანტიურისტულ პოლიტიკის წარმოებას საგარეო საქმეებშიც. გაქვთ თუ არა წარმოდგენილი, რომ ჩვენმა ხალხმა, მისმა დემოკრატიამ მშრომელმა მასამ აწარმოვოს, ვთქვათ, იმპერიალისტური პოლიტიკა მეზობელთა მიმართ? არა, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი იძულებულია აწარმოოს ომები, მაგრამ არასდროს ეს ომები არ ყოფილა და არც იქნება თავდასხმითი, ჩვენ მხოლოდ ვიგერიებთ სხვის თავდასხმას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა საზოგადოთ ომები, არ ვპოულობთ მასში ჩვენს დანიშნულებას, ჩვენ გვინდა ვიშრომოთ მშვიდობანათ, ვიცხოვროთ შეთანხმებით მეზობლებთან, სხვა არაფერი.

ამიტომ ცნება ნეიტრალობა ლიტონი სიტყვა როდია ჩვენს კონსტიტუციაში, ჩვენ სერიოზულათ გვწამს იგი და მტკიცეთ დავიცავთ მას. მართალია, ეს ნეიტრალობა არაა შვეიცარიისებური, ამისათვის იგი უნდა იყოს ცნობილი სხვა სახელმწიფოების მიერ, მაგრამ ჩვენ სწორეთ ამას გვინდა მივაღწიოთ და მივაღწევთ კიდეც ჩვენი იურიდიულად ცნობასთან ერთად.

ჩვენ ვართ ღრმად დარწმუნებული, რომ ერთა შორის, განსაკუთრებით სხვა და სხვა ერთა დემოკრატიას შორის არავითარი ისეთი ანტაგონიზმი არ არსებობს, რომ მის გადასაჭრელათ აუცილებელი იყოს ომები. აქედან ის დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ, რომ არის შესაძლებელი საერთაშორისო მშვიდობიანობის დამყარებისა, მაგრამ ერთი პირობით: თუ ყველა, განსაკუთრებით დიდ სახელმწიფოებში გაიმარჯვებს დემოკრატია, თუ თვით ხალხი მოექცევა სათავეში თავის საქმეს. მაშასადამე დებულება, რომელიც წამოყენებულია პროექტში, სახელდობრ: თავისუფალ ერთა კავშირი, არის მაღალი მიზანი, რომლის მიღწევას უნდა ცდილობდეს თვითეული სახელმწიფო. ეს დეკლარაციაა, მართალია, როგორც ნეიტრალობა, მაგრამ ამით არ კარგავს ის აზრს. ის არის ერთგვარი გეზი, რომელიც აღებული აქვს ჩვენს რესპუბლიკას.

მე ვახსენე აქ ჩვენი ეროვნული დროშა, რომელზედაც გამოქარგულია ეროვნული ღერბიც. ეს მაგონებს ბისმარკის აფორიზმს: „შევსვათ გერმანიის ხალხი ცხენზე და მერე თვითონაც გაექანებაო“. - მე ვფიქრობ ქართველი ერი, მისი ემბლემა ძლევამოსილი გიორგი უკვე ზის თავის თეთრ რაშზე, ის გასწევს შურდულივით თავის მიზნისაკენ. (ხანგრძლივი ტაში.)

გაზ. „ერთობა“ - 1920წ. 25 - დეკემბერი - 295-98

2.87 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას. (1920 წ. დეკემბრის 23)

▲ზევით დაბრუნება


ს.დ.რ.
დამფუძნებელი კრების
კანცელარია №4942

1920 წ. დეკემბრის 23

სასახლე ტელ. 6-42.
ქ. თბილისი

№232/920

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის ამა დეკემბრის 23-ს დადგენილების თანახმად - გაახლებთ ამასთანავე საკანონმდებლო მასალის სახით - საქართველოს სახელმწიფო ბანკის გამგეობის მოხსენებას:

- კონსტიტუციის პროექტში სახელმწიფო ბანკის შესახებ სათანადო დებულობის შეტანის თაობაზე.

კანცელარიის გამგე

საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 206

2.88 სახელმწიფო ბანკის გამგეობის მოხსენება კონსტიტუციის პროექტში სახელმწიფო ბანკის შესახებ სათანადო დებულების შეტანის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს
სახელმწიფო ბანკის
გამგეობა

21 დეკემბერი 1920 წ.
№2148.
ქ. თბილისი

საქართელოს კონსტიტუციის პროექტში, რომელიც მიღებულია დამფუძნებელ კრების საკონსტიტუციო კომისიის მიერ, სრულებით გამოკლებულია მუხლები სახელმწიფო ბანკის შესახებ.

სახელმწიფო ბანკს კი დავალებული აქვს ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები, როგორც ფულის ტრიალის გაადვილება, ვაჭრობის, მრეწველობის და სასოფლო-მეურნეობის ხელის გამართვა და ფულის საქმის განმტკიცება /იხ. ბანკის წესდების I მუხლი/. შემდეგში კი, როგორც არა ერთხელ იყო დამფუძნებელ კრებისა და მთავრობის მიერ აღნიშნული, მას უნდა მიენდოს საემისიო საქმეც; მაშასადამე უმთავრესი და უძლიერესი ძარღვი ჩვენი ქვეყნის საკრედიტო და საფინანსო მოქმედებისა უნდა წარმოებდეს სახელმწიფო ბანკის მიერ.

ისეთი დაწესებულების, როგორც სახელმწიფო ბანკია, კონსტიტუციის წესდების გარეთ დატოვება ყოვლად შეუძლებელია. მისი უმთავრესი სტრუქტურა, უფლება და მოვალეობა აღნიშნული უნდა იყოს კონსტიტუციის ხარტიაში, რომ ჩვენს ფინანსებს და კრედიტის საქმეს ჰქონდეს გარკვეული და მჭიდრო სახე.

ამიტომ სახელმწიფო ბანკის გამგეობა, თანახმად საბჭოს დასტურისა, სთხოვს დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს, აღძრას დამფუძნებელ კრების წინაშე სათანადო შუამდგომლობა, რათა კონსტიტუციის პროექტში იქნეს შეტანილი შემდეგი მუხლები:

მე-102 მუხლის შემდეგ:

1. ფულის ტრიალის, ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ხელის გამართვის და ფულის საქმის მოწესრიგება ევალება სახელმწიფო ბანკს, რომლის უფლება, მოვალეობა, მოქმედების და მართვა-გამგეობის წესი განსაზღვრულია ბანკის წესებაში.

შენიშვნა: ეს მუხლი შეფარდებულია ბანკის წესდების პირველ მუხლთან.

2. სახელმწიფო ბანკის მმართველს ირჩევს პარლამენტი, იგი არ შედის მთავრობაში, პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. სახელმწიფო ბანკის და მასზედ დაკისრებული საქმეების შესახებ მას აქვს მინიჭებული კონსტიტუციის მე-84 მუხლში და მე-81 მუხლის ლიტერ გ-ში აღნიშნული უფლება-მოვალეობა.

შენიშვნა: ეს შეფარდებულია ბანკის წედების მე-91 და 144 მუხლებთან და კონსტიტუციის პროექტის 104 მუხლთან სახელმწიფო კონტროლიორის შესახებ, რადგან ბანკის მმართველს, როგორც პირდაპირ არჩეულს პარლამენტის მიერ და რომელსაც დავალებული აქვს ანგარიშების წარდგენა პარლამენტში, უფლება უნდა ჰქონდეს, როგორც პარლამენტის და კომისიების სხდომებზე დასწრებისა, ისე ამ სხდომებზე განმარტების მიცემისა /კონსიტუციის მუხლი 84/; აგრეთვე სახელმწიფო ბანკის საქმეების გამო კანონ-პროექტების და ამგვარ კანონ-პროექტთა შესახებ დასკვნის წარდგენისა /მე-81 მუხლის ლიტ. გ/.

დასასრულ, მე-58 მუხლი პროექტისა, რომელიც ამბობს:

„პარლამენტის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე ჯამაგირიანი თანამდებობა ეჭიროს სახელმწიფოს ან ადგილობრივ მმართველობის სამსახურში; იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის წევრი, სახელმწიფო კონტროლიორი, მინისტრის ამხანაგი, ან ასრულებდეს ადგილობრივ მმართველობის ხმოსნის მოვალეობას; დეპუტატს შეუძლიან მიიღოს მთავრობისაგან რაიმე პოლიტიკური დავალება - ვადით - არა უმეტეს ექვსი თვისა“, - უნდა შესწორდეს შემდეგ ნაირად:

„პარლამენტის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე ჯამაგირიანი თანამდებობა ეჭიროს სახელმწიფოს ან ადგილობრივ მმართველობის სამსახურში; იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის წევრი, სახელმწიფო კონტროლიორი, მინისტრის ამხანაგი, სახელმწიფო ბანკის საბჭოს წევრი ან ასრულებდეს ადგილობრივ მმართველობის ხმოსნის მოვალეობას; დეპუტატს შეუძლიან მიიღოს მთავრობისაგან რაიმე პოლიტიკური დავალება - ვადით - არა უმეტეს ექვსი თვისა“.

შენიშვნა: ეს შესწორება შეფარდებუია დამფუძნებელ კრების მიერ 1920 წ. მარტის 16 მიღებულ კანონთან.

დედანს ხელს აწერენ:

სახელმწიფო ბანკის მმართველი ი. ლორთქიფანიძე

მმართველის ამხანაგი რ. დუმბაძე და

გამგეობის წევრნი: 1/ ი. მენაბდე და 2/ ს. კილაძე.

დედანთან სწორეა:

კანცელარიის გამგე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 207

2.89 დამფუძნებელი კრების კანცელარიის გამგეს (1920 წ. დეკემბრის 23)

▲ზევით დაბრუნება


ს.დ.რ.
საკონსტიტუციო
კომისია

1920 წ. დეკემბრის 23
N63
ქ. ტფილისი

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის დავალებით გაახლებთ ორ ცალად აფხაზეთის ავტონომიის დროებითი დეკრეტის პროექტს, პრეზიდიუმისათვის მოსახსენებლად.

პროექტი შემუშვებულია მცირე კომისიის მიერ, რომელიც კომისიამ ამ საქმისათვის გამოჰყო თავის შემადგენლობიდან.

საქმისმწარმოებელი პ. საყვარელიძე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 863, ფურც 92-95.

2.90 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის ჟურნალი (1920 წლის 31 დეკემბერი)

▲ზევით დაბრუნება


განსახილველი საგანი

(საკონსტიტუციო მცირე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი - აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულებისა)

ცნობა: ეს პროექტი ჯერ საკონსტიტუციო კომისიის პლენუმს არ განუხილავს და თავისი საბოლოო დასკვნა არ გამოუთქვამს.

დადგენილება:

საკონსტიტუციო მცირე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი ცნობად იქნეს მიღებული.

თავმჯდომარე ალ. ლომთათიძე

მდივანი კ. ჯაფარიძე

კანცელარიის გამგე ალ. ზურაბიშვილი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 713, ფურც 369

2.91 საკონსტიტუციო საკითხები

▲ზევით დაბრუნება


1
კონსტიტუცია და მისი გადასინჯვა.

ალ. მდივანი.

წელიწადნახევარზე მეტია, რაც საქართველოს დამფუძნებელი კრება აწესრიგებს და განაგებს სახელმწიფო საქმეებსა და ცხოვრებას; ამ მიზნით არა ერთი კანონი შემუშავდა და გამოიცა კიდეც. მიუხედავად ამისა თავისი პირდაპირი დანიშნულება დამფუძნებელ კრებას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, მართალია, შედგენილია, მაგრამ მიღებული არ არის; მისს განხილვას დამფუძნებელი კრება დღეს შეუდგება. უეჭველია კონსტიტუციის არსებულ პროექტს ამა თუ იმ შესწორებით და ცვლილებით დამფ. კრება დაამტკიცებს და მით თავის პირდაპირ მოვალეობას შეასრულებს ქვეყნის წინაშე.

კონსტიტუციის შემუშავება - ეს უპირველესი და უმთავრესი დანიშნულებაა დამფუძნებელი კრებისა. კონსტიტუცია - ძირითადი კანონია, რომლის მიხედვით სახელმწიფო მთელი მართვა-გამგეობა მოეწყობა. საინტერესოა ვიცოდეთ, რა ზომებს მიმართავენ ხოლმე, რომ კონსტიტუცია მტკიცე შეიქმნეს, და რა პირობებს შეიმუშავებენ, რომ საჭიროების მიხედვით შესაძლებელი გახდეს მისი დამატება ან და შეცვლა.

კონსტიტუციის შეცვლის, ან და გადასინჯვის საკითხი ყოველთვის მწვავედ იყო დაყენებული სახელმწიფოთა სერიოზულ და ღრმა რყევისა და ნგრევის დროს. კრებამ, რომელმაც შეიმუშავა ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია და რევოლიუციონურ საფრანგეთის დამფუძნებელმა კრებამ დიდი პოლიტიკური წინდახედულება გამოიჩინეს და დიდი შრომა დახარჯეს ამ საკითხის გადაჭრის დროს. თავისი ისტორიული სიდიადის გარეშეც ეს საკითხი ზედმეტად საინტერესოა, ვინაიდან ის არსებითად დაკავშირებულია ზოგიერთ ძირითად შემეცნებასთან, რომელსაც მეცნიერება სახელმწიფო წეს-წყობილების შესახებ განსაზღვრავს და განმარტებს.

სახელმწიფოს მტკიცე და კარგი წესწყობილების დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ყოველი კანონი უნდა შეიცვალოს კანონითვე. კანონი გარკვეული წესია, რომელიც სასტიკად განსაზღვრული გზით გამოიცემა. თუ არსებულ კანონის შეცვლა ან გამოცვლაა საჭირო, ამისათვის ხალხის წარმომადგენლობის თანხმობაა აუცილებელი. ხალხის წარმომადგენლობის გარეშე. რომ სახელმწიფოს თავს უფლება მიეცეს კანონის გამოცვლისა, ეს იქნებოდა თანამედროვე სახელმწიფოს უმთავრეს დასაწყისის გაუქმება, მოსპობა. ამგვარად იცვლება ჩვეულებრივი კანონები; მაგრამ საკითხი გართულდება, როდესაც საქმე ძირითად კანონის ანუ კონსტიტუციის გადასინჯვას შეეხება.

ძირითად კანონის შესამუშავებლად და გამოსაცემად მოწოდებულია ყოველი დამფუძნებელი კრება, იგი მხოლოდ ძირითად კანონს შეიმუშავებს და მერმე დაიშლება. სახელმწიფო საქმეებისა და ცხოვრების მართვას ახალ არჩევნების შემდეგ ახალი საკანონმდებლო დაწესებულება შეუდგება.

ისტორიაში ყოფილა მაგალითები, როცა კონსტიტუცია მეფის ნებითა და სახელით გამოუციათ. მე-XIX საუკუნეში ამგვარად შემუშავდა და გამოიცა კონსტიტუცია გერმანულ სახელმწიფოებში - ბავარიაში, საქსონიაში, პრუსიაში და სხვ. ამგვარად შემუშავებულ და გამოცემულს კონსტიტუციას „ნაბოძებ“ კონსტიტუციას ეძახიან.

კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია; ყველა სხვა კანონებს ჩვეულებრივ კანონებს ეძახიან და უკანასკნელნი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძირითად კანონს.

მაშასადამე თანამედროვე სახელმწიფოში არის ორი წყება კანონებისა: ძირითადი და ჩვეულებრივი. ვინაიდგან ეს კანონები სხვა და სხვა წესით შემუშავდება და გამოიცემა, მათი შეცვლა და გადასინჯვა მოხდება არა ერთისა და იმავე გზითა და სახით. კონსტიტუციის გადასინჯვისათვის თითქმის ყველგან დაწესებულია განსაკუთრებული პირობები, რომელნიც არ არსებობენ ჩვეულებრივ კანონების შესაცვლელად.

გადასინჯვის თვალსაზრისით თუ შევხედავთ კონსტიტუციებს, შეიძლება ისინი ორ რიგად გავყოთ; არის კონსტიტუციები, რომელთა გადასინჯვა არ არის დამოკიდებული განსაკუთრებულ დამატებით პირობებზე; მათი გადასინჯვა არ არის შეზღუდული; იგი ჩვეულებრივი საკანონმდებლო მოქმედებაა; არის კონსტიტუციები, რომელთა გადასინჯვა ზედმეტად შეზღუდულია, ვინაიდგან მათ შემუშავებისა და გამოცემის დროს აზრად ჰქონდათ ამ კინსტიტუციების მეტი სიმტკიცე და ხანგძლიობა.

პირველი რიგის კონსტიტუციების მაგალითს ინგლისის კონსტიტუცია წარმოადგენს. ინგლისი მთელი ევროპისათვის სახელმწიფოებრივი წესწყობილების მხრივ მაგალითად გადაიქცა. ინგლისში უფრო ადრე, ვიდრე სადმე სხვაგან, მეფეთა თვითმპყრობელობა შეზღუდული შეიქმნა, დამკვიდრდა და განვითარდა იქ ძალა-უფლება პარლამენტისა.

ინგლისის კონსტიტუცია უძველესია, ყველაზე უფრო ნაცადია და არასოდეს არ ყოფილა მომწყვდეული ერთ ძირითად სახელმწიფოებრივ კანონის ფარგლებში; ის თანდათანობისთ შემუშავდა: დაგროვდა აუარებელი ჩვეულებები, სასამართლოს დადგენილებები, პარლამენტის კერძო დადგენილებანი და როგორც შედეგი - წარმოიშვა სახელმწიფოებრივი წეს წყობილება, როდესაც სიმტკიცით, კანონისადმი პატივისცემით, ან რომ წარმოშვა და გაანვითარა ცხოვრებათა შორის და თავისუფლებით, იგი რომ თვითეულ ინგლისელს ანიჭებს, ვერც ერთ სხვა რომელიმე სახელმწიფოში არსებული წეს-წყობილება ვერ შეედრება. მთელი სახელმწიფოებრივი უფლება ინგლისში პარლამენტის ხელთაა. ინგლისურ პარლამენტს - მეფე, ლორდთა და თემთა პალატები შეადგენენ.

პალატების დადგენილებით, რომელიც მეფის მიერ დამტკიცებული იქმნება, ინგლისელ კანონმეტყველის კოკის თქმის არ იყოს, შესაძლებელია ყოველისფერი, მხოლოდ შეუძლებელია მამაკაცის დედაკაცად გადაქცევა. ინგლისში არ არსებობს ის განსხვავება ძირითად და ჩვეულებრივ კანონის შორის, რომლის შესახებ ზემოთ იყო ბაასი. ერთიცა და მეორეც ინგლისში გამოიცემა ერთი და იმავე ნებითა და წესით. ამისათვის ინგლისის პარლამენტს შეუძლია შესცვალოს ძირითადი კანონი, როგორც ის სცვლის ყოველ სხვა კანონს - თემთა პალატისა და ლორდთა პალატის დადგენილებით და მეფის დამტკიცებით.

ინგლისში მთელი ძალა სახელმწიფოებრივი უფლებისა მოთავსებულა თემთა პალატაში. ორას წელზე მეტია, რაც მეფეს ერთხელაც არ განუცხადებია უარი კანონის დამტკიცების შესახებ. ლორდთა პალატას 1911 წლიდან შეუძლია მხოლოდ დროებით შეჩერება ხალხის მიერ არჩეულ თემთა პალატის დადგენილებისა, მაგრამ მისი უარყოფა კი არა. შეიძლება ვსთქვათ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა და შეცვლა ინგლისში სავსებით დამოკიდებულია თემთა პალატაზე. უკანასკნელის უბრალო დადგენილება საკმარისია კონსტიტუციის გადასინჯვისა და შეცვლისათვის როგორც მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ 1911 წლის კანონი, რომელმაც შეზღუდა ლორდთა პალატის უფლება. ლორდთა პალატის უფლება, ოდესმე გადამწყვეტი, მე-19 საუკუნის განმავლობაში საკმაოდ შესუსტდა, მიუხედავად ამისა ეჭვს გარეშეა ის გარემოება, რომ ლორდთა პალატას უფლება ჰქონდა თემთა პალატის დადგენილების უარყოფისა. ამ უფლების კანონით მოსპობა არა უბრალო შეცვლა იყო კანონისა, არამედ მთელი სახელმწიფოებრივი გადატრიალება. ეს მაინც მოხდა და ამ გზას დაადგა. ის უფლება, რომელიც ინგლისში ყველა კანონებს გამოსცემს ხოლმე. თემთა პალატაში შეუშავებული კანონი მიღებულ იქმნა ლორდების მიერ და წარედგინა მეფეს დასამტკიცებლად. ეს ცხადი და ნათელი მაგალითია კონსტიტუციის შეცვლისა ჩვეულებრივი კანონმდებლობითი წესით.

ინგლისი ერთად-ერთი ქვეყანაა, სადაც კონსტიტუციის გადასინჯვა ეგრე გამარტივებულია. სულ სხვაგვარად არის მოწყობილი საქმე მაგალითად ჩრდილო-ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს, 1787 წელს შეჰქმნეს იმგვარ პირობებში წარმოიშვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული ჰქონდა კონსტიტუციის სიმტკიცეს. ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები წარმოიშვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირისაგან. თავდაპირველად ეს სახელმწიფოები, ანუ შტატები, ინგლისის კოლონიები იყო. მათ მოიპოვეს დამოუკიდებლობა ინგლისის წინააღმდეგ აჯანყებით და 1771 წელს გაერთიანდენ კავშირში. სულ მოკლე ხნის განმავლობაში ნათელი შეიქნა, რომ ეს კავშირი სუსტია და დაშლა მოელის; თორმეტი წლის შემდეგ აუცილებელი გახდა კავშირისათვის ახალი ძირითადი კანონის შემუშავება. ამერიკის სახელმწიფო მოღვაწეებმა შეადგინეს კონსტიტუცია, რომელიც დღესაც მოქმედებს და უეჭველია კიდევ დიდ ხანს იმოქმედებს. მაგრამ ინგლისის კონსტიტუციაში მით განირჩევა ამერიკის კონსტიტუცია, რომ იგი ერთი ძირითადი კანონია ყველა შტატების მიერ ნებაყოფლობით მიღებული. დიდი ღირებულების საკითხი იყო ის, რომ შტატებს, კავშირის წევრებს, არ დაერღვიათ კონსტიტუცია, ერთსულოვნად და ერთგულად დაეცვათ იგი. ამერიკის სახელმწიფოს სიმტკიცე კონსტიტუციის ნამდვილ დაცვაზე იყო დამოკიდებული და ამისათვის ამერიკელებმა მიიღეს ზომები, რომ კონსტიტუციის გადასინჯვა არ ყოფილიყო გაადვილებული. ჩრდილო-ამერიკაში საკანონმდებლო უფლება ხალხის წარმომადგენელთა კრებას ეკუთვნის, ამ კრებას კონგრესი ჰქვიან. კონგრესი ორი პალატისაგან შესდგება: წარმომადგენელთა პალატისაგან და სენატისაგან. წარმომადგენელთა პალატას ირჩევს მთელი ამერიკის ხალხი საყოველთაო საარჩევნო კენჭის ყრით. შტატები, რომლებმაც კონსტიტუცია მიიღეს, თავიანთ ადგილობრივ საქმეებში სრულიად დამოუკიდებელნი არიან. მათ თავისი საკანონმდებლო კრებები აქვთ.

თვითეული კერძო შტატის საკანონმდებლო კრება ჰგზავნის ამერიკის სენატში ორ წარმომადგენელს.

ცხადია, ჩრდილო-ამერიკის სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება ზედმეტად რთულია. შეერთებულ შტატებში ვითომდა ორი სხვა და სხვა უფლებაა: ერთი - ეს მთელი კავშირის უფლება, რომელიც მთელი რესპუბლიკის საერთო საქმეებზე არის გავრცელებული, მაგ., - ჯარსა, ფლოტსა, საგარეო საქმეებზე და სხვ. მეორე - უფლება თვითეული სახელმწიფოსი. შტატის უფლებაა ადგილობრივი საკითხების მოწესრიგება და გადაწყვეტა, ხოლო მთელი კავშირის სათავეში პრეზიდენტი სდგას, რომელსაც სუყველა შტატის მცხოვრებლები აირჩევენ. თვითეულ შტატის სათავეში კი გუბერნატორია. მასაც შტატის მცხოვრებნი ირჩევენ.

შეერთებულ შტატების სახელმწიფოებრივი წეს წყობილება და მისი სტრუქტურა ნათელს ჰყოფს იმ გარემოებას, რომ თუ კონსტიტუციის შეცვლა ან კონსტიტუციაში რამე შესწორების შეტანა სასურველია, ამისათვის უნდა შეთანხმდნენ ორივე უფლება: ყველა ამერიკელისათვის საერთო კონგრესი და თვითეული კავშირში მყოფი შტატი. ამიტომ ამერიკის კონსტიტუციის გადასინჯვა ნამეტანი ძნელი და რთული საქმეა.

გადასინჯვის ინიციატივა შეუძლია თავს იდვას საერთო კონგრესმა; ამ შემთხვევაში საჭიროა აღნიშნული წინადადება მიღებულ იქმნეს ცალ-ცალკე წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ ორი მესამედი ხმის უმეტესობით თვითეულ პალატაში. სწორედ ამ გვარადვე კონსტიტუციის გადასინჯვა შესაძლებელია, თუ ამას მოისურვებს კავშირში მყოფი შტატების ორი მესამედის საკანონმდებელი კრებები. ამ შემთხვევაში აუცილებლივ უნდა მოწვეულ იქმნეს განსაკუთრებული კრებები. თვით შესწორებანი კონსტიტუციაში მიღებულ უნდა იქმნეს შემდეგ სამი მეოთხედი შტატების საკანონმდებლო კრებების მიერ. 1787 წლიდან მოყოლებული 133 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში ამერიკის კონსტიტუციაში მხოლოდ 15 შესწორება იყო შეტანილი. საერთოდ და მთლიანად ეს კონსტიტუცია ხელუხლებელია, და შეუცვლელია როგორც ერთი განსაცვიფრებელი ძეგლი სახელმწიფოებრივი წინდახედულებისა და გონიერებისა.

ინგლისისა და ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია არის ორი მკაფიო მაგალითი ერთის მხრით ელასტიური და მეორეს მხრით გაყინული, მოუხეშავი კონსტიტუციისა. ყველა დანარჩენი კონსტიტუციები ამ ორი კონსტიტუციის შორის თავსდება და უახლოვდებიან ან ინგლისისას ან ჩრდილო ამერიკისას.

ევროპის სახელმწიფოთა კონსტიტუციების უმრავლესობა არა ელასტიურია და მათ გადასინჯვისა და შესწორებისათვის განსაკუთრებული პირობებია საჭირო, ზოგჯერ აუცილებელია საკანონმდებლო პალატამ მიიღოს წინადადება კონსტიტუციის შეცვლის შესახებ განსაკუთრებული ძლიერი უმრავლესობით, მაგ. 2/2 ან და ¾ (ყოფილი ავსტრია, ბავარია, საკსონია და სხვა), არის კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს, იმ გარემოებას, რომ წინადადება შეცვლისათვისა და გადასინჯვისათვის უნდა მიღებულ იქნეს პალატების მიერ ორჯერ (შვეცია).

ბელგიაში, რომლის კონსტიტუციას დიდი გავლენა ჰქონდა სხვა ქვეყნების კონსტიტუციებზე; საჭიროა შესწორება მიღებულ იქნეს ორჯერ და აუცილებლივ 2/3 ხმის უმრავლესობით. პირველ და მეორე კენჭის ყრის დროს პალატებს დაითხოვენ ხოლმე და ახალი არჩევნები სწარმოებს. ამგვარად, საბოლოოთ საკითხს გადასინჯვის შესახებ სწყვეტს ახლად ხალხის მიერ არჩეული პალატა.

სულ ადვილია კონსტიტუციის შეცვლა უნგრეთში და იტალიაში, სადაც ეს საქმე დაყენებულია ისე, როგორც ინგლისში და არავითარი განსაკუთრებული წესი ძირითად კანონის შესაცვლელად არ არსებობს.

ჩვენთვის ზედმეტად საინტერესოა, თუ რა წესი არსებობს კონსტიტუციის შეცვლისა საფრანგეთში, შვეიცარიაში და გერმანიაში. საფრანგეთი და შვეიცარია რესპუბლიკები არიან და მათი სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება ჩვენთვის ფრიად საგულისხმიეროა. გერმანიის იმპერიამ არა ერთი მწარე გაკვეთილი მოგვცა და ამისათვისაც უნდა ვიცოდეთ იქ დამყარებული წეს-წყობილება.

თანამედროვე საფრანგეთის წეს-წყობილება წარმოიშვა როგორც მე-XVIII საუკუნის დასასრულ მომხდარ დიდ რევოლუციის შედეგი როდესაც 1691 წ. დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა კონსტიტუცია. ის იმის ცდაში იყო, რომ შემუშავებული კონსტიტუცია სამუდამოდ დარჩენილიყო საფრანგეთის ძირითად კანონად; ამისათვის დამფუძნებელ კრების მიერ 1791 წლის კონსტიტუციის შეცვლა და გადასინჯვა შეზღუდული იყო რთულ და მძიმე პირობებით. თავდაპირველად საფრანგეთის დამფუძნებელმა კრებამ აუკრძალა ორ საკანონმდებლო კრებას, რომელიც დამფუძნებელ კრების საკანონმდებლო მუშაობის დასრულების შემდეგ მოწვეულ იქმნებოდა, რამე შესწორების შეტანა კონსტიტუციაში. შესწორება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ სამი საკანონმდებლო კრება თანდათანობით ამას მოითხოვდა. მეოთხე კრების შემადგენლობა, რომელსაც უნდა განეხილა ეს შესწორებანი, გადიდდებოდა 249 დეპუტატით და ამ კრების შემადგენლობაში შეუძლებელი იყო შესულიყვნენ იმ კრების წევრები, რომელმაც აღიარა კონსტიტუციის გადასინჯვა სასურველად. ყველა ამ წარმოუდგენელ დაბრკოლებასა და შეზღუდვას ვითომდა უნდა დაეცვა ხელშეკრულობა 1791 წლის კონსტიტუციისა. მაგრამ სრულიად სხვა გვარად დატრიალდა საქმე. 1791 წლის კონსტიტუციამ ორი წელი ძლივს იარსება და მე-19 საუკუნის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ შეუმუშავებია და არ უსარგებლებია იმდენი კონსტიტუციებით, როგორც ეს საფრანგეთში მოხდა.

სარევოლუციო კრებების დამახასიათებელია მისწრაფება როგორმე შეზღუდონ კონსტიტუციის შეცვლა; მაგრამ ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც კანონმდებელი ყოველ ღონისძიებას ხმარობს უზრუნველჰყოს თავისი ნაშრომი ყოველგვარ ცვლილებისაგან, ის ხშირად საწინააღმდეგო შედეგებს მიაღწევს ხოლმე. კონსტიტუცია, რომლის შეცვლა კანონიერის გზით თითქმის შეუძლებელია, სულ ადვილად შესაძლებელია რევოლიუციონერული გზით მოისპოს, როგორც ეს დაემართა საფრანგეთის დამფუძნებელ კრების ნაშრომს.

ეხლა საფრანგეთში ჰმოქმედებს 1875 წლის კონსტიტუცია. უკანასკნელი შედარებით მარტივია. კრება, რომელმაც შეიმუშავა ეს კონსტიტუცია, მოწვეული იყო საფრანგეთისათვის საუბედურო ომის შემდეგ გერმანელებთან ზავის ჩამოსაგდებლად და მისი მოქმედება გაგრძელდა 1871 წლიდან 1876 წლამდე. ეს კრება უმთავრესად შესდგებოდა მონარქისტებისაგან და თუ ისინი ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ საფრანგეთში რესპუბლიკის დაარსების საკითხში, ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ თვით მონარქიულ პარტიების შორის არსებობდა დიდი უთანხმოება. ცნობილია, რომ გადამწყვეტი კენჭის ყრის დროს მართვა-გამგეობის ფორმის შესახებ რესპუბლიკანელებმა მხოლოდ ერთი ხმის უმეტესობით გაიმარჯვეს. მაგრამ მიუხედეავად იმისა, რომ საქმე წააგეს მონარქისტებმა, არ უარჰყვეს აზრი მომავალში მონარქიის აღდგენაზე და ამისათვის ყოველგვარ ზომებს ღებულობდნენ, რათა გაეადვილებინათ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა, რომ მოხდენილ დროს შეეცვალათ მართვა-გამგეობის ფორმა.

მართლაც, 1875 წლის თებერვლის 25-ს საკონსტიტუციო კანონი კონსტიტუციის შეცვლისათვის მოითხოვს ორივე პალატის დადგენილებას და დადგენილებას მათ შეერთებულ კრებისას, რომელსაც ნაციონალური კრება ჰქვიან, ისტორიამ არ გაამართლა მონარქისტების ზრახვანი და იმედები. დიდი რევოლუციის კონსტიტუციები, რომლებიც დაცული იყო ყოველმხრივ და ხანგრძლივი არსებობისათვის შექმნილი, ერთი მეორეზე ისპობა, 1875 წლის ძირითადი კანონი კი დღემდის არსებობს და კონსტიტუციის შეცვლის სიადვილემ ხელი არ შეუშალა რესპუბლიკის განმტკიცებას საფრანგეთში...

თუ საფრანგეთის კონსტიტუციიდან გადავალთ შვეიცარიის კონსტიტუციაზე, ჩვენ იქ კონსტიტუციის გადასინჯვის საქმეში სულ სხვა წრეს ვნახავთ. შვეიცარია, როგორც შეერთებული შტატები და ყოფილი გერმანიის იმპერია, არის რთული სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა რამოდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეერთებიდან, როდესაც ეს სახელმწიფოები შეერთდნენ, აღიარეს, - თუ რა საქმეები არის კავშირის ყველა წევრისათვის საერთო და ამ საქმეებისათვის შექმნეს განსაკუთრებული უფლება, რომლის დადგენილება ყველასათვის სავალდებულოა. მაგრამ თვითეულ კავშირში მყოფ სახელმწიფოს რჩება უფლება თავისი შინაგანი საქმეები, რომლებიც მთელს კავშირს არ შეეხება, გადასწყვიტოს და მოაწესრიგოს. შვეიცარიაში კერძო სახელმწიფოებს კანტონებს ეძახიან; უეჭველია, არის რამ საერთო შვეიცარიისა და ჩრდილო-ამერიკის შეერთებულ შტატების წეს-წყობილებას შორის; მაგრამ წესი კონსტიტუციის გადასადინჯვისა არ არის ერთი და იგივე.

შეერთებულ შტატებში, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითად კანონის შეცვლა ან შესწორება უნდა დამტკიცდეს სამი მეოთხედი შტატების საკანონმდებლო კრებების მიერ, ე.ი. შეცვლა ან შესწორება კონსტიტუციისა ხალხის წარმომადგენლობის საქმეა. შვეიცარიის კონსტიტუცია კი მოითხოვს, მის ყოვლეგვარ ცვლილების მიერ უშუალოდ მიღებასა და დადასტურებას. კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ საკითხის აღძვრა შეუძლია კავშირის საკანონმდებლო პალატებს, ე.ი. ნაციონალურ საბჭოს (დეპუტატების პალატა) და სახელმწიფო საბჭოს (კანტონების წარმომადგენლებს თვითეულიდამ ორ-ორს) და აგრეთვე შვეიცარიის 50,000 მოქალაქეს. უთანხმოების დროს ხალხმა თავდაპირველად უნდა გამოარკვიოს, საჭიროა თუ არა საზოგადოთ კონსტიტუციის გადასინჯვა. როდესაც ეს საკითხი გადაწყვეტილია, მაშინ ახალ შესწორების ან და კონსტიტუციის მუხლის შინაარსი უნდა დაადასტურის ხალხმა და უნდა მიიღოს შვეიცარიის ხალხის უმრავლესობამ თვითეულ კანტონების საზღვრების მიუხედავად და აგრედვე კერძოდ თვითეულ კანტონის მცხოვრებლების უმრავლესობამ. ამგვარი წესი იმიტომ არის მიღებული, რომ დაცული იყოს იმ კანტონების ინტერესი; რომლებიც ნაკლებ არიან დასახელებული. ამგვარად, შვეიცარიის კანონით კონსტიტუციის გადასინჯვის საქმე თვით ხალხის ხელითაა; ეს არის უკანასკნელი საფეხური ხალხის ბატონობისა.

აქამდე ჩვენ შევაჩერეთ მკითხველის ყურადღება იმ რთულ სახელმწიფოთა კონსტიტუციებზე, რომლებიც რესპუბლიკელებს წარმოადგენენ. ყოფილ გერმანიის სახით ჩვენ გვაქვს საქმე რთულ სახელმწიფოსთან, რომელიც მონარქიებიდამ შესდგებოდა, 1871 წლის კონსტიტუციამ გააერთიანა 27 სახელმწიფო, სამეფო, სამთავრო და სხვ. გერმანიის იმპერატორის მეთაურობით; გერმანიის იმპერატორი იმ დროსვე პრუსიის მეფეა, და რადგანაც პრუსია კავშირის უძლიერესი სახელმწიფოა, მისი გავლენა დიდია, გადამჭრელია. ამ გარემოებას სწორედ ნათელს ჰყოფს კონსტიტუციის ის დადგენილებანი, რომლებიც ამ კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხს შეეხება. ეს წესი ერთი შეხედულებით ზედ-მეტად მარტივია. კონსტიტუცია იცვლება, როგორც ჩვეულებრივი კანონი; მაგრამ ყოველგვარი შესწორება უარყოფილად ჩაითვლება, თუ კავშირის საბჭოში 14 ხმა იქნება მისი წინააღმდეგი. კავშირის საბჭო - ეს იმპერიის მეორე საკანონმდებლო პალატაა. პირველი პალატა - რეიხსტაგი - აირჩევა ყველა გერმანელების მიერ პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო წესით; რეიხსტაგის გვერდით მოქმედობს კავშირის საბჭო, რომელიც შესდგება გერმანიის თვითეულ სახელმწიფოთა მთავრობების წარმომადგენლებისაგან. კავშირის საბჭოში 58 წევრია და მხოლოდ პრუსია ჰგზავნის 17 წარმომადგენელს. საბჭოს ყველა წევრები თავისუფალი არ არიან კენჭის ყრის დროს; ისინი იქცევიან თანახმად იმ ინსტრუქციისა, რომელსაც მათ მისცემს მათი მთავრობა.

ამგვარად ეს მოხელეთა კრებაა, რომელსაც უფლება აქვს. თუ ყოველგვარი წინადადება კონსტიტუციის შეცვლისათვის შეიძლება უარყოფილ იქმნეს 14 ხმით, სრულიად ცხადია, რომ მხოლოდ პრუსიას, რომელსაც 14 ხმა აქვს, შეუძლია ხელი შეუშალოს კონსტიტუციის გადასინჯვას.

რა დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ იმ კანონმდებლობათა მიმოხილვის მიხედვით, რომელნიც ჩვენ გავარჩიეთ. რომელის წესი კონსტიტუციის გადათვალიერებისა უფრო ამართლებს თავის დანიშნულებას, ის, - რომელიც უფრო ამარტვივებს და აადვილებს გადასინჯვის საკითხს, თუ ის, რომელიც პირ-იქით ათასგვარ დაბრკოლებასა ჰქმნის გადასინჯვის შესაძლებლად; ვფიქრობთ, არ არის საჭირო დაბრკოლებათა დაგროვება, როგორც 1791 წელს ფრანგებმა ეს ჩაიდინეს; გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ეს არ არის მხოლოდ გარეგნული დაცვა კონსტიტუციისა.

გაზ. სახალხო საქმე“, - 1920 წ. - №986

3 1921 წელი

▲ზევით დაბრუნება


3.1 საკონსტიტუციო საკითხები

▲ზევით დაბრუნება


II
მთავრობა და მისი პასუხისმგებლობა

ალ. მდივანი

ყოველი წეს-წყობილება - თუ კი ის წეს-წყობილებაა - აუცილებლად ჰგულისხმობს არსებობას განსაზღვრულ წესებისას და გარკვეულ პირებისას, რომლებიც მათ შესრულებას თვალყურს ადევნებენ; სხვაგვარად რომ ვსთქვათ, ყოველი წეს-წყობილება ჰგულისხმობს კანონისა და უფლებების არსებობას.

თითქმის ყველა იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიამ გაიმარჯვა და გაბატონდა აღმასრულებელი ხელისუფლება ექვემდებარება და ემორჩილება საკანონმდებლო უფლებას; მთავრობა ფრთხილად ყურს უნდა უგდებდეს ხალხის ხმას და თავისი მოქმედება მას უნდა შეუფარდოს და შეუთანხმოს. მთავრობა ვალდებულია შეასრულოს ხალხის ნება. მართლაც, ხალხი კი არ არსებობს მთავრობისათვის, არამედ მთავრობა ხალხისათვის. მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი აღმასრულებელი ხელისუფლების გამართლება, როცა იგი ჰმოქმედებს ქვეყნის ანუ სახელმწიფოს ავტორიტეტულ წარმომადგენლებთან შეთანხმებით.

მაგრამ როგორ შევქმნათ ეს თანხმობა? როგორ მოვსპოთ მთავრობასა და ხალხს შორის არსებული ძველი, საუკუნოების სიღრმიდან მომავალი უთანხმოება? ყველამ კარგად იცის რომ იყო დრო, როცა ხალხი კი არა, მეფე იყო ყველა უფლებათა წყარო. რასაც სიკეთედ მიიჩნევდა მეფე, ის გადაიქცეოდა ხოლმე მთელი ერის წმინდა მოვალეობად. „სახელმწიფო თვით მე ვარ“, - ამბობდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკი მე-XIV, და ბევრს ეს სჯეროდა.

ხალხი თავის მიწა-წყალზე მონად ხდებოდა, მართველები ხალხის ინტერესებს კი არა, თავიანთ პირად ინტერესებს იცავდნენ. ამ გარემოებას შედეგად ის მოჰყვა, რომ სახელმწიფოს ორი ძირითადი ძალა-უფლება ერთი მეორეს სრულიად დაშორდა. სახელმწიფოს თავდაცვის მიღმა ინსტიქტმა შეიმუშავა ამ სახიფათო უფსკრულის მოსპობის საშუალება. სახელმწიფოები დემოკრატიული შეიქმნენ. წარმოიშვა მთელი ერის ხელმწიფება, მართვა-გამგეობის ფორმებიც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ეხლა მოწინავე დემოკრატიებს ზედმეტად რთული აპარატი აქვთ მართვა-გამგეობისა და ეს აპარატი უზრუნველჰყოფს ხალხის ნებასა და თავისუფლებას.

ამ აპარატის ცენტრად და საფუძვლად, უეჭველია, აღმასრულებელი ხელისუფლების - მთავრობის - პასუხისმგებლობაა ერის ხელმწიფებისა და (ნებისა) და ამ ხელმწიფებასთან შეერთებულ საკანონმდებლო დაწესებულების წინაშე.

მთავრობის პასუხისმგებლობის ორი სახე არსებობს: პასუხისმგებლობა იურიდიული სასამართლოს წინაშე და პოლიტიკური; ისტორიაში პირველმა მოამზადა მეორე; პირველი უფრო მარტივია, ბუნებრივია, უდავოა და თავისთავად იგულისხმება; მეორე უფრო შინაარსიანია და შეერთებულია ერის პოლიტიკური განვითარების უფრო დიდ დონესთან.

იურიდიული პასუხისმგებლობა მთავრობისა არის პასუხისმგებლობა კანონის წინააღმდეგ იმ დანაშაულობათათვის, რომლებიც მან ჩაიდინა თავის მოვალეობის ასრულების დროს. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ინგლისში თემთა (ქვედა) პალატას ჰქონდა უფლება უმაღლეს მოხელეთა წინააღმდეგ წამოეყენებია ბრალდება უფლების ბოროტად გამოყენებაში; ამ შემთხვევაში ზედა (ლორდთა) პალატა სასამართლოს როლს თამაშობდა. ინგლისის პრაქტიკამ შეიმუშავა მეორე უფრო ნამდვილი საშუალება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საბრძოლველად - ბრალდება სპეციალურ კანონის გამოცემის გზით, რომლითაც ბრალდებულს მიუსაჯავდნენ სიკვდილით დასჯასა და „სისხლის გაფუჭებას“.

რევოლუციის დროს ამგვარ ბრალდების მსხვერპლი შეიქმნა მეფის მრჩეველი გრაფი სტრაფორდი, რომელიც ძრიელ სძულდა ხალხს. ინგლისში იურიდიულ პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაულობა კანონის წინააღმდეგ, მაგრამ ცხოვრებამ საკმაოდ გააფართოვა პარლამენტის უფლება და შექმნა შემდეგი ფორმულა: „პატიოსნება, სიმართლე, სარგებლობა“. მთავრობის წევრი, რომელიც რომელიმე ამ პრინციპს უღალატებს, პარლამენტის გულის წყრომას დაიმსახურებს. ამგვარად იურიდიული პასუხისმგებლობა ნამდვილ პოლიტიკურ სახეს ღებულობს.

თანამედროვე დასავლეთ კონსტიტუციებში მთავრობის პასუხისმგებლობის პრინციპი სასამართლოს წინაშე აღიარებულია, თუმცა ამ პრინციპს პრაქტიკული მნიშვნელობა თითქმის აღარა აქვს.

აი მაგალითები: მე-12 მუხლი ივლისის 10, 1875 წლის საფრანგეთის საკონსტიტუციო კანონისა სხვათა შორის ამბობს: „დეპუტატთა პალატას შეუძლიან სამართალში მისცეს მინისტრები იმ დანაშაულობისათვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს თავიანთ მოვალეობის ასრულების დროს. ამ შემთხვევაში მათ ასამართლებს სენატი“.

ბელგიის კონსტიტუცია ადგენს: „ვერავითარ შემთხვევაში სიტყვიერი ან წერილობითი ბრძანება მეფისა ვერ გაანთავისუფლებს მინისტრს პასუხისმგებლობისაგან. წარმომადგენელთა პალატას აქვს უფლება მინისტრების წინააღმდეგ აღძრას ბრალდება და ისინი საკაციო პალატის სამართალში მისცეს. მეფეს შეუძლიან საკასაციო პალატის მიერ დამნაშავედ მიჩნეულ მინისტრს აპატიოს სასჯელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პალატა ამგვარ შუამდგომლობას აღძრავს“ (მუხ. 89, 90, 91).

პრუსიის საკონსტიტუციო აქტიც აღიარებს მინისტრების იურიდიულ პასუხისმგებლობას: „ერთი რომელიმე პალატის გადაწყვეტილებით მინისტრების წინააღმდეგ შესაძლებელია აღძრულ იქმნეს ბრალდება კონსტიტუციის დარღვევაში, მოსყიდვაში და ღალატში: ამგვარ ბრალდების გამო გარდაწყვეტილებას მონარქიის უმაღლესი სასამართლო გამოიტანს ყველა განყოფილებათა შეერთებულ კრებაზე“ (მუხ.61). ბევრ სხვა კონსტიტუციებსაც აქვთ ამგვარივე დადგენილებანი.

სასამასრთლო, რომელსაც ექვემდებარება მინისტრების გასამართლება სხვა და სხვა სახელმწიფოებში სხვა და სხვა გვარია, თუ ინგლისში და საფრანგეთში ეს არის ზედა პალატა, თუ პრუსიაში, ბელგიაში, რუმინიაში და შვეიცარიაში ეს არის უმაღლესი საერთო სასამართლოს ორგანოები, ავსტრიაში, ბავარიაში და საბერძნეთში მინისტრების გასამართლებას მიანდობენ განსაკუთრებულ სასამართლოს დაწესებულებას. რაც შეეხება დამნაშავე მინისტრებს, როგორც წმინდა კერძო პირებას, ამ შემთხვევაში ისინი ექვემდებარებიან საერთო ჩვეულებრივ სასამართლოებს და საერთო კანონებს.

მიუხედავად ზემო აღნიშნულისა ცხოვრებამ დაგვიმტკიცა, რომ იურიდიული პასუხისმგებლობა მინისტრებისა, მთავრობისა, - საკმარისად არ უზრუნველჰყოფს ხალხის თავისუფლებასა და ნებას მთავრობის თვითნებობისაგან. ფორმალურად კანონის დაურღვევლად სახელმწიფოს უმაღლესი მოხელეებს შეუძლიანთ მთელი მთელი თავისი მოქმედებით წინ აღუდგნენ საკანონმდებლო დაწესებულების მისწრაფებებს. მათ აქვთ საშუალება მიუხედავად იმისა, რომ კანონის წინააღმდეგ დამნაშავედ არ იქნებიან მიჩნეული, ხალხის წარმომადგენლობის, პარლამენტის მთელი მოქმედება შეაფერხონ.

სწორედ ამისთვისაა, რომ მთავრობის სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობასთან ერთად საპარლამენტო ისტორიამ მიგვიყვანა მინისტრების ეგრედწოდებულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობამ და ბუნებრივი ლოღიკური დასკვნა ამ სახის პასუხისმგებლობისა არის ეგრედწოდებული მართვა-გამგეობის საპარლამენტო ფორმა.

საფრანგეთის 25 თებერვლის 1875 წლის საკონსტიტუციო კანონის მეექვსე მუხლი ამბობს: „მინისტრები სოლიდარული პასუხისმგებლობის მატარებელნი არიან პალატების წინაშე მთავრობის პოლიტიკის საერთო მიმართულებისათვის და ინდივიდუალურისა, მათ პირად მოქმედებისათვის. რესპუბლიკის პრეზიდენტი პასუხისმგებელია მხოლოდ სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში“.

ბელგიის კონსტიტუციის სამოცდამესამე მუხლი ადგენს: „მეფის პიროვნება ხელუხლებელია; მისი მინისტრები პასუხისმგებელნი არიან“.

პრუსიის კონსტიტუციის მე-43 და მე-44 მუხლები შეიცავს შემდეგს: „მეფის პიროვნება ხელუხლებელია. მეფის მინისტრები პასუხისმგებელნი არიან“. მე-17 მუხლი გერმანიის საიმპერიო კონსტიტუციისა ამბობს: „იმპერატორს ეკუთვნის უფლება საიმპერიო კანონების დამზადებისა და გამოქვეყნებისა და მათი აღსრულებისათვის თვალყურის დევნა. იმპერატორი გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას იმპერიის სახელით და მათ სინამდვილესათვის ხელის მოწერა, აუცილებელია იმპერიის კანცლერის მიერ რომელიც ამ აქტით თავის თავზე ღებულობს პასუხისმგებლობას“.

აი იმ დადგენილებათა მაგალითები რომლებიც მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამყარებენ. პრაქტიკულად ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება აღმასრულებელ ხელისუფლების მოვალეობაში ყოველ განსაზღვრულ მომენტში ანგარიში წარუდგინოს ხალხის წარმომადგენლობას, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები მიზანშეწონილია და ძირითად კანონებს არ ეწინააღმდეგება; მთავრობა პასუხისმგებელია არა მარტო თავის მოქმედების კანონიერებისათვის არამედ თვის პოლიტიკის საერთო მიმართულებისათვისაც.

ბუნებრივი შედეგი ამგვარი წესწყობილებისა აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ხალხის ნების ავტორიტეტულ ორგანოთა შორის სავალდებულო პოლიტიკურ სოლიდარობის რეჟიმის დამყარებაა. ამგვარ წეს წყობილებას პარლამენტარიზმს ეძახიან. უნდა ვსთქვათ რომ ასეთი ფორმა მართვა გამგეობისა არის საუკეთესო ფორმა მინისტრების პასუხისმგებლობისა. ისტორიამ უფრო განვითარებული ფორმა აღმასრულებელ ხელისუფლების პასუხისმგებლობისა არ იცის. აღნიშნული წეს-წყობილება დამყარდა ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში და სხვ. მაგრამ არის მოწინავე ქვეყნები, სადაც შეიძლება ვსთქვათ ზემო აღნიშნული პასუხისმგებლობა მთავრობისა არ არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ზედმეტად საინტერესოა შვეიცარია, რომლის კონსტიტუციას საკმაო დიდი გავლენა აქვს ჩვენ საკონსტიტუციო კანონის პროექტზე.

აღმასრულებელი ხელისუფლება შვეიცარიაში განსაკუთრებული თვისებისაა და არ წააგავს იმას, რასაც ჩვენ სხვა სახელმწიფოებში ვხედავთ. ფედერალურ საბჭოს არა აქვს არც veto-ს უფლება და არც შეადგენს იგი მართველობის კერძო ორგანოს. როგორც პრეზიდენტი ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადმინისტრატიულ საქმეებშიაც კი ფედერალური საბჭო არ არის დამოუკიდებელი უფლების მატარებელი, ფედერალურ კრებას შეუძლია ფედერალურ საბჭოს ადმინისტრატიულ განკარგულებების გადათვალიერება, კონტროლიც და გაუქმებაც. მართალია, ამ უფლებით არ სარგებლობენ უკვე გამოცემულ განკარგულებათა გასაუქმებლად, მაგრამ საბჭო ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს და პალატები ამ შემთხვევით სარგებლობენ, რათა მიუთითონ საბჭოს ამა თუ იმ ადმინისტრატიულ ღონისძიებათა შეცვლაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში საბჭოს მდგომარეობა წააგავს პარლამენტარულ კაბინეტის მდგომარეობას: საბჭოს წევრებს არა აქვთ, მართალია, უფლება კრების წევრებად იყვნენ, მაგრამ შეუძლიანთ დაესწრონ პალატების კრებებს, მიიღონ მხურვალე მონაწილეობა დებატებში და მათ აქვთ დიდი გავლენა კანონმდებლობაზე. საბჭო მიუთითებს ფედერალურ კრებას საჭირო ზომებზე; ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კრება განსაკუთრებულ რეზოლიუციის სახით ეგრედ წოდებულ „პოსტალატით“ წინადადებას მისცემს საბჭოს დაამზადოს ეს თუ ის კანონპროეკტი; აგრეთვე ის ზომები, რომლებიც საბჭოს მიერ არ არის შეტანილი, სანამ კომისიას გადაეცემოდეს ან და პალატა განიხილავდეს, გადაეგზავნება საბჭოს. თუმცა შვეიცარიაში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ხელმწიფების შორის იმგვარივე მჭიდრო კავშირია როგორც ეს პარლამენტარულმა სისტემამ იცის, უნდა ვსთქვათ, რომ აღნიშნული დამოკიდებულება სულ სხვა პრინციპზეა აგებული, ვინაიდან ფედერალური საბჭო არ არის პასუხის მგებელი პარლამენტარულ თვალთა ხედვით თუ მივუდგებით საქმეს და არ ანებებენ თავს მართვა-გამგეობას, როცა მათი კანონ-პროექტი არ იქნება მიღებული პალატის მიერ. შესაძლებელია საადმინისტრაციო და საკანონმდებლო საკითხების შესახებ არ არსებობდეს ერთგვარი აზრი ფედერალურ კრებისა და საბჭოს შორის; ამ შემთხვევაში საბჭო ემორჩილება კრების ნებას და ცდილობს სინდისიერად შეასრულოს მისი ბრძანება. შვეიცარიის ისტორიამ 1848 წლიდამ მოყოლებული იცის მხოლოდ ორი შემთხვევა, როცა საბჭომ თავი დაანება სამსახურს პოლიტიკური მიზეზების გამო და ამ ორ შემთხვევიდან ერთი იყო გამოწვეული საკანონმდებლო უფლებასთან შეჯახებით. საერთოდ უნდა ვაღიაროთ, რომ შვეიცარიამ არ იცის იმგვარი პასუხისმგებლობა როგორიცაა ინგლისში, საფრანგეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყნებში.

ალ. მდივანი

II*
მთავრობა და მისი პასუხისმგებლობა

შვეიცარიამ არ იცის საპარლამენტო პასუხისმგებლობა მთავრობისა; შვეიცარიელებს შეუძლებლად მიაჩნიათ, რომ უმაღლესმა მოხელემ თავი დაანებოს თავის თანამდებობის ასრულებას მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიერ წარდგენილი ზომები საკანონმდებლო დაწესებულების მიერ მოწონებული არ იქნა.

ფედერალურ საბჭოს (მთავრობის) წევრებს (7) ყველას ერთად ირჩევს თვითეული ახალი ფედერალური კრება როგორც კი იგი გაიხსნება; საბჭოს წევრები სამი წლით აირჩევიან ხოლმე, უკეთ რომ ვსთქვათ, იმავე ვადით, როგორც ფედერალური კრება. მართალია საბჭოს 7 წევრთა შორის განაწილებულია სახელმწიფო საქმეები, მაგრამ კონსტიტუცია აღიარებს, რომ ეს განაწილება საქმის გამარტივებისა და გასაადვილებლად არის მიჩნეული და ყველა გადაწყვეტილება გამომდინარეობს საბჭოსაგან, როგორც ერთ მთლიან დაწესებულებიდან.

ის პირი და უმაღლესი მოხელე, რომელიც „შვეიცარიის კავშირის პრეზიდენტის“ სახელს ატარებს, არის საბჭოს ერთი შვიდ წევრთაგანი და აირჩევა ხოლმე როგორც აგრეთვე ვიცე-პრეზიდენტი, ფედერალურ კრების მიერ ერთი წლის ვადით. კონსტიტუცია მოითხოვს გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქმნეს არჩეული პრეზიდენტად ან ვიცე-პრეზიდენტად ზედი-ზედ. პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში და არავითარ აზრით არ უნდა იყო თავი ადმინისტრაციისა. პრეზიდენტს შვეიცარიაში არ აქვს უფრო მეტი ძალა-უფლება საბჭოს სხვა წევრებთან შედარებით. ის არის, როგორც ამას სამართლიანად გნმარტავენ, „ერის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და ამის და მიხედვით ის სცდილობს იცოდეს, თუ რას აკეთებენ მისი კოლეგები; გარდა ამისა ის ასრულებს სახელმწიფოს თავის როლს ყოველგვარ ცერემონიების დროს“.

დიდი განსხვავებაა შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტთა შორის. შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის თითქოს მთავარსარდალი ჯარებისა და ფლოტისა; ის სენატის უმრავლესობის თანხმობით ნიშნავს ელჩებს, კონსულებს, უმაღლეს სასამართლოს წევრებს და ცენტრალურ მმართველობის უმაღლეს მოხელეებს, სენატის თანხმობით ის შეეკვრება ხოლმე ხელშეკრულებებით უცხო სახელმწიფოებს და მათ წარმომადგენლებს მიიღებს; პრეზიდენტს აქვს უფლება ათი დღის განმავლობაში თავისი ვეტოთი უკანვე დაუბრუნოს კანონი, კონგრესის მიერ მიღებული. პრეზიდენტს აქვს ასევე უფლება დანიშნოს არაჩვეულებრივი კრებები ორივე პალატისა და ამ შემთხვევაში ვალდებულია წარუდგინოს მოხსენება, რომელიც დაახასიათებს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და რომელშიაც აღნიშნული იქნება ახალი საჭირო ზომები. ყველა ამას უნდა დავუმატოთ უფლება შებრალებისა.

აშკარაა, რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას ამერიკის წესები სულ სხვაგვარია, ვიდრე შვეიცარიისა; შვეიცარიელებს ეშინიათ ერთ პირს ჩააბარონ ძალა-უფლება და ყოველთვის უპირატესობას აძლევენ კოლეგიალურ დაწესებულებას. ამისათვისაა, რომ პრეზიდენტის მაგიერ მათ დააწესეს ფედერალური საბჭო.

ჩვენი კონსტიტუციის პროექტი ამ შემთხვევაში განირჩევა როგორც შვეიცარიის ისე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციისაგან, ვინაიდან ის უფრო უახლოვდება იმ ქვეყნების კონსტიტუციას, სადაც წმინდა პარლამენტარიზმია გამეფებული. პარლამენტარულ წესწყობილების ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობა თავს ანებებს თავის მოვალეობის ასრულებას, როგორც კი ნათლად გამოსახული ნება პარლამენტისა არ მიიჩნევს მთავრობის მოქმედებას სასურველად. მთავრობას არ შეუძლია მოქმედება ხალხის აზრის ავტორიტულ გამომსახველთა გარეშე. საერთო პოლიტიკა განისაზღვრება ხალხის ნებით. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს განსახიერება მთელი სახელმწიფოს აზრისა და სულისა.

აქედან ნათელია, რომ პარლამენტარული მთავრობა თავდაპირველად უეჭველად პოლიტიკურად მთლიანი უნდა იყოს. სახელმწიფოებრივი აზრი განსაზღვრული მთლიანობაა. შეუძლებელია მინისტრებს შორის საერთო პოლიტიკის საკითხების შესახებ აზრთა პრინციპული მოწინააღმდეგეობა იყოს.

გარეგანი გამოხატულება პარლამენტარულ მთავრობის პოლიტიკურ მთლიანობისა მისი „დეკლარაციაა“**) მთავრობის დეკლარაცია, როგორც ამბობენ ეს ახალ მთავრობის ერთგვარი პასპორტია. დეკლარაცია განსაზღვრავს მთავრობის არსებობასა და მოქმედებას.

პარლამენტარულ მთავრობის პოლიტიკური მთლიანობა გამოიხატება აგრედვე პრემიერის (პირველი მინისტრის, კაბინეთის თავმჯდომარის) პიროვნებაში კაბინეტი გაერთიანებულია ერთი რწმუნებული პირით, რომელიც გამოსახავს მთავრობის ფიზიონომიას. პრემიერი არის პარლამენტარულ სახელმწიფოს მთელი პოლიტიკის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი.

მინისტრები პარლამენტარულ სახელმწიფოს ვალდებულნი არიან გაიზიარონ და აღიარონ ის პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც პრემიერი წამოაყენებს დეკლარაციის სახით. მოხდება ხოლმე, რომ ესა თუ ის წევრი მთავრობისა ამა თუ იმ ზომის შესახებ თავიანთ ამხანაგების აზრსა და შეხედულებას დაშორდება, მაშინ ის ვალდებულია გავიდეს კაბინეტიდან, რომ მთავრობის სოლიდარობა და მთლიანობა არ დაირღვეს. მოხდება აგრეთვე ისიც, რომ პარლამენტი კმაყოფილი არაა რომელიმე მინისტრის პოლიტიკისა. ამ შემთხვევაში სამსახურს თავს ანებებს ერთი წევრი მთავრობისა და ინდივიდუალური გასვლა კაბინეტიდან არ გამოიწვევს კოლექტიურ წასვლას. საპარლამენტო ისტორიამ იცის შემთხვევა, როცა ერთი მინისტრის ინდივიდუალურმა წასვლამ გამოიწვია მთელი კაბინეტის გასვლა. ასე მოხდა საფრანგეთში 1879 წელს როცა პალატამ გაილაშქრა სამხედრო მინისტრის წინააღმდეგ და სამსახურს თავი დაანება ვადიგტონის მთელმა კაბინეტმა.

შეიძლება ვსთქვათ, რომ ჩვენი კონსტიტუციის პროექტი აღმასრულებელ ხელისუფლების საკითხში პარლამენტარულ წესებს ამყარებს (მუხლი 83). მართალია მთავრობის თავმჯდომარეს ჩვენი კონსტიტუციის პროექტით იმოდენი ძალა-უფლება არა აქვს, როგორც ინგლისის პრემიერს; მაგრამ შეიძლება თამამად ვსთქვათ, რომ მას გაცილებით უფრო მეტი მნიშვნელობა და ძალა-უფლება ეძლევა, ვიდრე შვეიცარიის დემოკრატიული კონსტიტუციით ფედერალურ საბჭოს თავმჯდომარეს.

ფედერალური საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარიაში, როგორც ეს აღვნიშნეთ უკვე, მხოლოდ თავმჯდომარეა და წარმომადგენელი შვეიცარიის კავშირისა ცერემონიების დროს, მას არავითარი მეტი უფლება, ვიდრე საბჭოს სხვა წევრებს არა აქვს; მას, სხვა წევრებს, ირჩევს ფედერალური კრება, ერთი წლის ვადით. ჩვენი კონსტიტუციის პროექტით კი მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც „არის იმავე დროს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენელი“ ირჩევს პარლამენტი სამის წლის ვადით (მუხ. 75-76, 86), მთავრობის დანარჩენ წევრებს კი იწვევს მთავრობის „თავმჯდომარე“ (მუხ. 77). „თავმჯდომარე სცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს. ან მისი შესრულება დააბრკოლოს. მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი განკარგულებით დანიშნოს რევიზია მართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისა კანონში აღნიშნულ წესისამებრ“ (მუხ.79).

ჩვენი კონსტიტუციის პროექტის ავტორებმა უარყვეს შვეიცარიის პრაქტიკა და უფრო დაუახლოვდნენ პარლამენტარულ წესებს. მაგრამ არ შეიძლება არა ვსთქვათ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლების მოწყობის საკითხში შვეიცარიის კონსტიტუცია გაცილებით უფრო დემოკრატიულა, ვიდრე ჩვენი კონსტიტუციის პროექტი.

______________________

*) იხ. „სახ. საქ. №1002

**) საპარლამენტო ისტორიაში დეკლარაციის პირველ მაგალითად უნდა ჩაითვალოს ლორდ შელბორნის გამოსვლა პარლამენტის წინაშე 9 და 10 ივლისს 1782 წ.

გაზ. „სახალხო საქმე“ - 1920 წ. - №1002 - 12 დეკემბერი

3.2 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გარეშე საქმეთა სამინისტრო (1921 წ. იანვარი „3“)

▲ზევით დაბრუნება


№16
ქ. თბილისი

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის ბ. პავლე საყვარელიძეს

ბ-ნი ვოიტინსკი პარიზიდან გვწერს, რომ დე-ბრუკერის ხელით გადაგზავნილ საქართველოს კონსტიტუციის პროექტს მხოლოდ ნაწილი ახლდა მასში შეტანილ შესწორებების ტექსტისაო და გვთხოვს გადაუგზავნოთ მას სრული ტექსტი ამ შესწორებებისა; საგარეო საქმეთა სამინისტრო გთხოვსთ რაც შეიძლება დაჩქარებით მოაწოდოთ ასეთი სამინისტროს ბ-ნ ვოიტინსკისთვის გასაგზავნათ.

პოლიტიკური განყოფილების მმართველის მაგიერ ე. შიუკაშვილი

საქმისმწარმოებელის მაგ. გობეჩია

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 181, ფურც. 378

3.3 კონსტიტუციის პროექტის I თავის შესწორებანი სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციისა

▲ზევით დაბრუნება


სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის მიერ ა/წ. 5 იანვრის სხდომაზე შემოტანილი შესწორება კონსტიტუციის I თავში.

ზოგადი დებულებანი

1. პირველ მუხლში მეორე აბზაცი ასე შესწორდეს: „სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.“

2. § 2 ამოიშალოს და დარჩეს მხოლოდ დამოუკიდებლობის აქტში.

3. მეორე მუხლად გადმოტანილ იქნეს §59-ს ნაწილი: „უზენაესობა რესპულიკაში ეკუთვნის მთელს ერს“.

4. მესამე მუხლად გადმოისვას მეორე მუხლი მთლად.

5. მუხლი მესამიდან ამოიშალოს სიტყვა „მუდმივ.“ |ეს იქნება მეოთხე მუხლი|.

6. მეხუთე მუხლში მეორე აბზაცი შესწორდეს ასე: „საქართველოს რესპუბლიკის ღერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. |ეს იქნება მეექვსე მუხლი|.

7. მუხლი 6 = „საქართველოს რესპუბლიკა არის უფლებრივი სახელმწიფო, სადაც მოქალაქის უფლებანი და მოვალეობანი განისაზღვრებიან სათანადო წესით გამოცემული კანონებით“ - |ეს იქნება § 7|.

8. § 7 გადატანილ იქნას კონსტიტუციის 23 მუხლში.

9. § 12 შესწორდეს ასე = „ეს კონსტიტუცია ძალაში მუდმივ და შეუწყვეტლივ, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც აღნიშნულია ამ კონსტიტუციის 49 და 50 მუხლებში“. |ეს იქნება მეთერთმეტე მუხლი|:

10. § 14 შესწორდეს ასე = „მიღებისა და დამტკიცების შემდეგ დამფუძნებელი კრება კონსტიტუციას უღდგენს ხალხს რეფერენდუმისთვის = |ეს იქნება მეცამეტე მუხლი|.

სოც. ფედერალისტთა ფრაქცია

კანცელარიის გამგის ამხანაგი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 9-10

3.4 17 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

დაესწრნენ - წულაია, ს. ჯაფარიძე, არსენიძე, კ. ჯაფარიძე, გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე, ლ. ნათაძე

საყვარელიძე - უნდა დავაჩქაროთ, ამას აქვს პოლიტიკური აზრი.

საზღვრის შესახებ -

გვაზავა - მოვიწვიოთ […]გრაფები, ეს მუხლი გადავდოთ

საყვარელიძე - აფხაზები, როგორც ხალხი დიდი უმცირესობაა სამურზაყანო უნდა დარჩეს შიგ; აფხაზეთი არ ნიშნავს მარტო აფხაზებს, არამედ მეგრელებსაც; აფხაზები კვდებიან

შეწორება

ჯაფარიძე - შავი ზღვა, - ენგური ჩრდილო და ჩრდ. დასავლ.- რუსეთის საზღვარი

მესამე ამოიშალა

კამათს იწვევს მე-4-5- მუხლი

ს. ჯაფარიძე - ნორმის განსაზღვრის უფლების წინააღმდ - ოთხი

მაქსიმუმის განსაზღვრის მომხრეა - ოთხი /გასულია/

- აფხაზეთის ავტ. მიმართ. განსაზღვრავს დასატოვებელ ნორმას იმ პირობით რომ არ აღემატებოდეს - ინესპ. კანონით განსაზღვრულ მაქსიმუმს.

- გადადის [...] კულტ. მამული ენა [...], რომელთაც ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს, სამკურნალო წყლები, გარდა ისეთისა, რომელიც ზოგად. სახელ. მნიშვნელობის მიწებზე იმყოფება და აგრეთვე უფლება იმ წყლის სარგებლობისა, რომლის ენერგია 10 000 ცხენის ძალას არ აღემატება.

- ყიფშიძე = სამთო სამშენებლო [...] მამრაძე, ჭიჭინაძე, ქურდიანი.

ხვალ 11 ½ ნახევარზე კრება

Проект [...] редактируется комисией принять все меры к слушаниу проведении

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 85

3.5 18 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შვი)

საყვარელიძე, ს. დადიანი, ლ.ნათაძე, პ. გელეიშვილი, კ. ჯაფარიძე, ს. ჯაფარიძე, გ. გვაზავა - [...]ნერი არსენიძე. ბარათაშვილი - გობეჩია. გელეიშვილი - მოვლენილი სპეციალისტები მამრაძე, ჭიჭინაძე

მე-7 მუხლი

გვაზავა - სახელმ. ენა ქართული, სახმარებელი ენის გამორკვევა მიენდოს საბჭოს

ერთ-ერთი სხვა ენა სახ. საბჭოს არჩევით.

მე-8 - მიღებულია.

მე-9 თავში „საავტონომიო დაწესებულებებში საერთო სახელმწიფო დაწესებ.

10 - გვაზავა - არის ცალკე ოლქი. არჩევნები ხდება წარმოდ. ოპერაციები განისაზღვრება პროპორციულად. თანახმად საზოგადო საარჩევნო კანონისა

არსენიძე - იცავს ტექსტს.

მე-11 მიღებულია.

12 - მიღებულია.

13 - მიღებულია.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 103

3.6 დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმს (1921წ. 19 იანვარი)

▲ზევით დაბრუნება


1921.19.01

საქართველოს
დამფუძნებელი კრების
სოციალ-დემოკრატიული
ფრაქცია
1921წ. 19 იანვარი

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორებანი კონსტიტუციის პროექტის პირველ თავში.

1. მე-3 მუხლიდან ამოიშალოს სიტყვები: „სადაც მუდმივ იმყოფება საქართველოს პარლამენტი და მთავრობა“.

2. მე-5 მუხლში სიტყვები: „ძლევამოსილი გიორგი თეთრ რაშზე მჯდომარე“ შეიცვალოს - „თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“.

3. მე-7 მუხლი სრულიად ამოიშალოს.

4. მე-13 მუხლიც სრულიად ამოიშალოს.

5. მე-14 მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად: „დამფუძნებელი კრების მიერ მიღებისა და მის წევრთა ხელის მოწერის შემდეგ კონსტიტუცია გადაეცემა ხალხს დასამტკიცებლად. მიღებისა და მის წევრთა ხელის მოწერის შემდეგ კონსტიტუცია გადაეცემა ხალხს დასამტკიცებლად.

კონსტიტუციას აქვეყნებს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი“.

ფრაქციის მდივანი ა. სოლოღაშვილი

კანცელარიის გამგის ამხანაგი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 3

3.7 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921 წ. 19 იანვარი)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების
კანცელარია
1921 წ. 19 იანვარი

ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი შესწორება კონსტიტუციის პროექტის მეორე თავისთვის:

1. მე-15 მუხლის პირველ აბზაცად (ა) ჩაემატოს: „ის ვინც მოქალაქედ უკვე აღიარებულია“.

2. პირველ აბზაციდან (ა) ამოიშლოს „დაბადებული საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეშე“.

3. ამოიშალოს აბზაცი -დ.

4. ამოიშალოს მეხუთე აბზაცის - „ე“-ნის მეორე ნახევარი: „ხოლო არასრულწლოვანი“ და სხვა.

5. ამოიშალოს აბზაცი „ვ“

6. ამოიშალოს აბზაცი „ზ“

7. აბზაცი „ჰ“ შეიცვალოს ამნაირად: „ვინც მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას კანონით განსაზღვრული წესით

8. ამოიშლოს მთლიანად მუხლი მე-16, მისი შენიშვნებიანად.

9. მე-18 მუხლის პირველ აბზაციდან ამოიშალოს: „ნაციონალიზაციის წესით“.

10. ამოიშალოს იმავე (18) მუხლიდან აბზაცი - „ბ“

11. ამოიშალოს იმავე (18) მუხლის მესამე („გ“) აბზაცის მეორე ნახევარი: „არ განაცხადებს“ და სხვა ბოლომდე

დამფუძნებელი კრების წევრი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 13

3.8 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ. იანვრის 20-ს სხდომის ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განხილვის საგანი

დადგენილება

1

- საქართველოს კონსტიტუციის პროექტის პირველი თავის შესწორებანი, წარმოდგენილი:
1. ეროვნულ-დემოკრატიულ
2. სოციალისტ-ფედერალისტთა
3. სოციალისტ-რევოლუციონერთა
და 4. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციების მიერ

კანცელარიის გამგე ი. ზურაბიშვილი

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხლის თანახმად წარმოდგენილი შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 11

3.9 საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921წ. 21 იანვარი)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

საქართველოს დამფუძნებელი კრების
კანცელარია
1921წ. 21 იანვარი

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე თავისა.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე თავში ამოიშალოს მუხლები 15, 16, 17 და 18 და ნაცვლად ამ მუხლებისა შეტანილ იქნეს მეორე თავში შემდეგი:

თავი მეორე
მოქალაქეობა

მუხლი 8

საქართველოს მოქალაქეთ ითვლება ყველა: ა) ვინც ამ კონსტიტუციის მიღებამდე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრობდა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუკი ის ერთი თვის განმავლობაში დღიდან ამ კონსტიტუციის მიღებისა არ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და ბ) ვინც ნატურალიზაციით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას.

მუხლი 9.

ნატურალიზაციის წესით საქართველოს არა-მოაქალაქეს შეუძლია მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი ის ერთი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე; სათანადო შუამდგომლობა უნდა წარედგინოს ადგილობრივ თვითმართველობას და თუ უკანასკნელმა ორი კვირის განმავლობაში შუამდგომლობა არ უარყო, მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეთ ჩაითვლება.

შენიშვნა. უცხო მოქალაქე, რომელსაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის რესპუბლიკის წინაშე, შეიძლება ამ ვადის გარეშეც მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქედ.

მუხლი 10.

საქართველოს მოქალაქეობას ჰკარგავს: ა) ვინც რესპუბლიკის წინაშე კანონით განსაზღვრულ სახელმწიფოებრივ მოვალეობათა შესრულების შემდეგ განაცხადებს უარს საქართველოს მოქალაქეობაზე და ბ) ვინც უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობას მოიპოვებს.“

ს.-რ ფრაქციის თავმჯდომარე ივანე გობეჩია.
21 იანვარი, 1921წ.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 14

3.10 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921წ. 22 იანვარი)

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების
სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია

1921წ. 22 იანვარი

სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შემოაქვს შემდეგი შესწორებანი კონსტიტუციის პროექტის მეორე თავში:

მთელი მეორე თავი შეიცვალოს შემდეგნაირად:

მუხლი. 15. საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და ნატურალიზაციით.

მუხ. 16. საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლიან იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთ.

მუხ. 17. საქართველოს მოქალაქეს შეუძლიან მოქალაქეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ.

მუხ. 18. დაწვრილებით მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს განსაზღვრავს კანონი.“

ფრაქციის მდივანი ა. სოლოღაშვილი

საქმისმწარმოებელი ა. საყვარელიძე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 17-18

3.11 22 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

პ. საყვარელიძე, კ. ჯაფარიძე, ნათაძე, გვაზავა, ს. ჯაფარიძე.

ზოგადი დებულებანის შესწორებანი

სათაური - „საქართველოს კონსტიტუცია“

გვაზავა მთელი კონსტიტ. როცა უყრის კენჭს შესავალს კენჭი ეყაროს

მე-2 მუხ. ამოიშალა შესწორება - ს.რ.ს.დ. ს.ფ-ის და ერ.დემოკ.

ე. დემოკრატ. მე-10 მუხ. „პირველ მოვალეობას შეადგენს“

კოწია - ძნელი გამიჯვნა ენა არის პირველი და მ[....]

გვაზავა - ეს მუხლი იქიდანაა ამოღებული.

ე.დემოკრ. მე-13 მუხ. - დამატება.

ს. დემოკრატ. ეს მუხლი სულ ამოიშალოს /დარჩეს/

საყვარ. - დეკლარაციაა - მნიშვნელობა აქვს ამას. დამატება /უარყოფილია/

საყვარელიძე - საერთაშორისო უფლებას ყველა იღებს

ს. დემოკრატ.

მე-3 მუხლ. ამოიშალოს: „სადაც მუდმივ“ ბოლომდი.

საყვარელიძე - მე ვიცავ დარჩეს, […] წავიდენ მაგრამ.

ჯაფარიძე. - ამოიშალა

მუხლი - 5

„ღერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“ - მიღებულია

მე-14 მუხ. - დარჩა უცვლელად.

სოც. ფედერალისტები

1 მუხლი - ამოიშალოს მუდმივად და“ /უარყოფილია/

მე-2 მუხ.

3 მუხ. - ნაადრევია.

მე-8 მუხლი გადავიდეს მე-3 მუხლად

- ნაადრევია

-

- გიორგი - მიღებულია.

მე - 6 მუხ. - უარყოფილია.

მე - 7 მუხ. - გადატანა უარყოფ.

მე-12 მუხ. - /დასახელება მუხლება/უარყოფილია

მე-14 მუხ. - რეფერენდუმი - უარყოფილია.

ს.რევ.

საყვარელიძე - უნდა უარვყოთ, მაგრამ რამე უნდა იყოს შესავალივით.

გვაზავა - არ არის საჭირო, არის აქტი - უარყოფილია

1 მუხ. - არის შრომის რესპ. /უარყოფილია/

მე-2 მუხ. - უარყოფ.

მე-3 - უარყოფ.

მე-4 მიღებულია

მე-5 „

მე-6 „

მე-7 უარყოფილია

ს. დემოკრატ. შესწორება

„მე-7 ამოიშალოს“

- გვაზავა - წინააღმდეგია - /მუხ. დარჩა

ჯაფარიძე სხდომების ოქმები

პრეზიდ. აზრი - ერთ წიგნად როცა გათავდება ჩემი აზრით ორ ნაწილად - ეხლა ზოგადი მსჯელობა, მცირე თავებად.

რედაქცია - კომისიამ გაუკეთოს.

კოწია:

1) გაფიცვის შესახებ -

კონფერენცია უარყო: „თუ არ ეწინააღ. სახელ. ინტერ.

მეც ამ აზრისა ვარ: კანონი მაინც.

2) მოხელე-მოსამსახურის შესახებ

- საერთო დებულება მათი: მოხელეზე ვერ ვრცელდება, მოსამსახურეზე კი.

ჩემი აზრით მუშათა გაფიცვა დარჩება,

ხოლო დავიცავ იმ აზრს რომ - მოხელეზე არა, მოსამსახურეზე კი

სეა. . 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 101-102

3.12 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ იანვრის 22-ის სხდომის ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

I

12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე თავის შესწორებანი წარმოდგენილი:

I. ეროვნულ-დემოკრატიულ

II. სოციალისტ-რევოლუციონ

III. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციების მიერ

კანცელარიის გამგე ი. ზურაბიშვილი

კონსტიტუციის განხილვის მე-4 მუხლის თანახმად წარმოდგენილი შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 15

3.13 23 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

საყვარელიძე, ს/ჯაფარიძე, გელეიშვილი, ლ.ნათაძე, რუსია. გომართელი

ინჟინრები, ბრაილოვსკი, +++

მუხლი 5

ბრაილოვსკ - წყალი ბევრია, 20 000 ცხ. ძალა ეს კმარა მთელი ა.კავკას. და ამიტომ აფხაზეთის წყლები შეიძლება მათ გამოიყენონ სავსებით.

მეძმარიაშვილი - მართალია ჩვენიამ მაგრამ აფხაზეთი მაინც უნდა შეიზღუდოს. მდინარე სხვადასხვა ნაწილებშიც ი++ და ასე ირკვევა წყლის ენერგია.

ბრაილოვსკი პ в зависимости от установки.

ჯაფარიძე-

გელიაშვილი -

------ უნდა გნავსაზღვროთ

ფორმულაში +++ 10 000 რომ ზოგიერთი მდინარე სავსებით გამიოყენოს აფხაზეთმა. დაყოფა მდინარეების.

ბრაილოვსკი - Утсановка до 10 000 лошадю сил автономии, выше центральной власти

++ - მაშინ უანგარიშო რიცხვის სადგურებს ააშენებს და სად წაიღებს.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 100

3.14 25 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

გვაზავა, საყვარელიძე, გომართელი, რუსია, ს.დადიანი.

თავი მე-2

ესერების

მე-8 მუხლი უარყოფილია.

მე-9 მუხლი უარყოფილია. /კერძო კანონის საქმეა/ ამ მუხლის შენიშვნაც უარყოფილია.

მე-10 მუხლი არის პუნქტშიაც და შეერთებული.

ეროვნ.დემოკრატ.

1) ის ვინც - მიღებულია

„ა“ პროექტი - მიღებულია (დაბადებული ბოლო წინა ამოიშალა)

ბ) პროექტისა ამოიშალოს.

„გ“ - დარჩა

„დ“ - ამოიშალოს

„ე“ მიღებულია / ხოლოდანბოლომდესი ამოიშალოს/.

„ვ“ „ზ“ ამოიშალა

„ჰ“ შეიცვალოს ასე: „ვინც მოიპოვებს საქ. მოქალაქეობას ნატურალიზაციის ან სხვა წესით თანახმად კანონისა“.

მე-16 მუხ. ამოიშალოს.

მე-17 - მიღებულია

ს/დემოკრატ შესწორება მე-17 მუხლში მიღებულია.

ახალი მუხლი

დაწვრილებით მოქალაქეობის დაკარგვის პირობებს განსაზღვრავს კანონი

სეა. . 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 99

3.15 26 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

(შავი)

შესწორება - მე-6 მიღებულია სასოფლო მეურნეობისა და სხვა სახაზინო წარმოებას, განსაზღვრავს კანონი

მე-14 თავი

სოც.დემოკრატ. - უარყოფილია

შესწორება 1-ლი უარყოფილია.

სოც.ფედერალისტების შესწორება - უარყოფილია.

სოც. დემოკრატ. შესწორება მე-2 - მიღებულია.

არსენიძე - სალაპ.ენა განსაზღვრავს კავშირში შესვლას და სასწავლო ენასა და სალაპ. ხალხის უნდა იყოს.

დადიანი - სომხები არ ლაპარაკობენ ქართულად მაშასადამე ისინი დარჩებიან.

ნათაძე - კულტურის განვითარება შეიძლება იმ ენაზე, რომელიც გესმის.

შესწ. მე-3 მიღებულია.

მე- 4

მე-144 მუხლი. სუტყვა: „პოლიტიკური“ ამოიშალოს.

თავი 15

სოც. დემოკრატ, შესწორება 1-ლი მიღებულია.

„მე-2“

სოც.ფედერალის.

შესწორება - უარყოფილია. სოც. -

უარყოფილია

ბანკი კონსტიტუციაში შევა.

სეა. . 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 97-98

3.16 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921 წ იანვარი 26)

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო კომისია
№9
1921 წ იანვარი 26

გაახლებთ კომისიის დასკვნას კონსტიტუციის პროექტის მე-2 თავისთვის შემოსულ შესწორებათა შესახებ.

პროექტის მე-2 თავი, შემოსულ შესწორებათა მიხედვით, შეიცვალოს შემდეგი სახით:

1. მე-15 მუხლის პირველი „ა“ პუმქტად მიღებულ იქნეს ეროვნულ-დემოკრატ. ფრაქციის შესწორება /შესწ. 1-ლი/.

2. პროექტის პუნქტი „ა“ გადაკეთდეს პუნქტად - „ბ“ და თანახმად ეროვნულ-დემოკრატ. ფრაქციის შესწორებისა /შესწ. მე-2/ ამ პუნქტიდან ამოიშალოს სიტყვები: „დაბადებული საქართველოს ტერიტორიაზე ან მის გარეშე“.

3. პროექტის პუნქტი „ბ“ ამოიშალოს.

4. პროექტის პუნქტი „გ“ დარჩეს უცვლელად.

5. თანახმად ეროვნულ-დემოკრატ. ფრაქციის შესწორებისა /შესწორება მე-3/ პროექტის პუნქტი „დ“ ამოიშალოს.

6. ეროვნულ-დემოკრატ. ფრაქციის შესწორების /შესწ. მ-4/ თანახმად პროექტის პუნქტი „ე“-დან ამოიშლოს მეორე ნახევარი: სიტყვა - „ხოლო“-დან დაწყებული ბოლომდის.

7. იმავე ფრაქციის შესწორებით /შესწ. მე-5 და მე-6/ პროექტიდან ამოიშალოს პუნქტები „ვ“ და „ზ“.

8. ეროვნულ-დემოკრატ. შესწორება /შესწ. მე-7/ პუნქტი „ჰ“ შეცვლისა მიღებულად ჩითვალოს; ეს პუნქტი შეიცვალოს ასე: „ვინც მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციის ან სხვა წესით თანახმად კანონისა.“

9. პროექტის მუხლი მე-16 ამოიშლოს ორივე შენიშვნითურთ ეროვნულ-დემოკრატ შესწორების /შესწ. მე-8/ თნახმად.

10. პროექტის მე-17 მუხლი დარჩეს უცვლელად: ს.-დემოკრატ. ფრაქციის წინადადება ამ მუხლში სიტყვა - „უცხოს“ -ს სიტყვა „სხვა“-ით შეცვლისა უარყოფილ იქნეს.

11. პროექტის მე-18 მუხლი თანახმად ს-დემოკრატიული ფრაქციის შესწორებისა /შესწ. მე-3/ შეიცვალოს ასე: „საქართველოს მოქალაქეს შეუძლიან მოქალაქეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ“.

დანარჩენი ამ მუხლიდან ამოიშალოს. ამავე მუხლისათვის წარმოდგენილი ეროვნულ-დემოკრატ. ფრაქციის შესწორებიან /შესწ. მე-9, მე-10 და მე-11/ მიღებულად ჩითვალოს.

12. ს-დემოკრატ. ფრაქციის პირელი შესწორება უარყოფილ იქნეს.

13. ამ თავის უკანასკნელ მუხლად მიღებულ იქნეს ახალი მუხლი ს-დემოკრატ ფრაქციის მე-4 შესწორების სახით, მაგრამ ამ შესწორებიდან ამოიშალოს სიტყვები: „მოპოვებისა და“

14 სოც-რევოლუციონერთა ფრაქციის მიერ წარმოდგენილი ახალი მუხლები /შესწ. მუხ. მე-8 და მე-9/ უარყოფილ იქნეს, ხოლო ის დებულებანი /შესწ. მუხ. მე-10/ რომელიც ამოღებულია კონსტიტუციის პროექტიდან შეიცვალოს საერთოდ.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანის მაგიერ:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 12

3.17 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ იანვრის 26-ის სხდომის ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

3
12

საკონსტიტუციო კომისიის მიერ დღეს, იანვრის 26-ს, წარმოდგენილი დასკვნა ეროვნულ-დემოკრატიულ, სოციალისტ-რევოლუციონერთა და სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციების მიერ შემოტანილ

- საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეორე თვის შესწორებათა

კანცელარიის გამგე ი. ზურაბიშვილი

ფრაქციების მიერ შემოტანილი შესწორებანი და საკონსტიტუციო კომისიის დასკვნა გადაეგზავნოს დაუყოვნებლივ ფრაქციათ

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 20

3.18 1921წ. 27 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მესამე თავისათვის

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მესამე თავიდან ამოიშალოს: მუხლები: 19, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50 და 51, ხოლო ამ მუხლების ნაცვლად მესამე თავში შეტანილ იქნეს შემდეგი:

თავი 3

მოქალაქის უფლებანი

მუხლი 11

ყოველი მოქალაქე სარგებლობს სინიდისის, სიტყვის, ბეჭდვის, კრების, მიმოსვლისა და ბინადრობის სრული თავისუფლებით.

მუხლი 12

ყოველი მოქალაქე შეუვალია: მისი შეპყრობა ან პირადათ გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 13

დამნაშავეთა დაკავება შეუძლია ყოველ მოქალაქეს, თუ ბოროტმომქმედს დანაშაულის ადგილას მიუსწრებს.

მუხლი 14

ყოველი შეპყრობილი 24 საათის განმავლობაში უახლეს სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი, და სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს არა უგვიანეს 24 საათისა წაუყენოს ბრალდება ან დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს.

მუხლი 15.

მოქალაქის ბინა და კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია. ბინის გაჩხრეკა და კორესპონდენციის ამოღება-გადაშინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 16.

მოქალაქის დასჯა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს წესით.

მუხლი 17.

ყველა მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან.

მუხლი 18.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსოს ყოველგვარი კავშირი.

მუხლი 19.

მუშათა გაფიცვა თავისუფალია.

მუხლი 20.

მე-18 და მე-19 მუხლებში აღნიშნული უფლებებით სარგებლობენ აგრეთვე სახელმწიფო მოხელენი.

მუხლი 21.

ორივე სქესის მოქალაქე ყოველგვარ უფლებებში გათანასწორებულია.

მუხლი 22.

აკრძალულია უცხო სახელმწიფოს გადაეცეს ეს პოლიტიკური დამნაშავე.

მუხლი 23.

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

მუხლი 24.

წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

მუხლი 25.

მოქალაქეს უფლება აქვს პასუხის გებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის. მოქალაქეს უფლება აქვს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს სახელმწიფოს.“

.. ფრაქციის თავმჯდომარე ივ. გობეჩია
1921წ. 27 იანვარი

კანცელარიის გამგეს მაგიერ

ეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 25

3.19 კონსტიტუციის მე-3 თავის შესწორებანი სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციისა

▲ზევით დაბრუნება


1921წ. 29 იანვარი

შესწორებანი კონსტიტუციის მე-3 თავისა.

მუხლი 38 ამოიშალოს. უარი (ხელით მინაწერი)

მუხლი 40 ამოიშალოს. უარი (ხელით მინაწერი)

მუხლი 42 შესწორდეს ასე:

„მუშა-მოსამსახურეთა და მოხელეთა გაფიცვა თავისუფლია. უარი (ხელით მინაწერი)

სათანადო პროფესიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობით წარმოებულ გაფიცვის დროს, გაფიცულებს ჯამაგირი უნდა ეძლეოდეთ.“

მუხლი 44. შესწორდეს ასე: „ქორწინება ემყარება თავისუფალ ნებისყოფაზე“. დანარჩენი რჩება უცვლელად.

მუხლი 45. „პოლიტიკური მოქმედების გამო დევნილი რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული უცხო სახელმწიფოს არ გადაეცემა“.

მუხლი 46. შესწორდეს ასე: „პირადი უფლებანი უცხოელისა იგივეა, რაც საქართველოს მოქალაქისა, ხოლო მისი ქონებრივი უფლებამოსილება განისაზღვრება საერთაშორისო წესით. უარი (ხელით მინაწერი)

მუხლი 47. ამოიშალოს. .....უარი (ხელით მინაწერი)

მუხლი 49 ამოიშალოს სიტყვები: „შინაური“ და „უცხო სახელმწიფოსთან“. მიღებ. (ხელით მინაწერი)

სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქცია

კანცელარიის გამგეს მაგიერ:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 27-28

3.20 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921წ. 29 იანვარი)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

საქართველოს დამფუძნებელი კრების
სოციალ-დემოკრატიული ფრაქცი
1921წ. 29 იანვარი
№292

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დამატებითი შესწორება კონსტიტუციის პროექტის მესამე თავში:

მე-39 მუხლში სიტყვა „ყოველგვარი“-ს წინ ჩაემატოს „პროფესიონალური და სხვა“.

ფრაქციის მდივანი ა. სოლოღაშვილი

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 21

3.21 კონსტიტუციის მე-IV თავის შესწორებანი სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციისა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეოთხე თავისათვის:

კონსტიტუციის პროექტის მეოთხე თავიდან ამოიშალოს მუხლები 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 58, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72 და 73, ხოლო მათ ნაცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი:

თავი 4.
სახალხო საბჭო

მუხლი 26.

რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის საქართველოს სახალხო საბჭო; სახალხო საბჭო შედგება 100 დეპუტატისაგან. დეპუტატები არჩეული არიან საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ორივე სქესის მოქალაქეს, რომელსაც 18 წელი შესრულებია. სახალხო საბჭო აირჩევა ორი წლის ვადით.

მუხლი 27.

სახალხო საბჭოს წევრთა ასარჩევად რესპუბლიკა დაყოფილია საარჩევნო ოლქებად.

მუხლი 28.

სახალხო საბჭოს წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა მის მიერ გამოთქმული აზრისა და შეხედულობისათვის. სახალხო საბჭოს წევრის პიროვნება შეუვალია; ის არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს, ვიდრე სახალხო საბჭოს წევრად ითვლება, თუ თვით სახალხო საბჭომ ნება არ დართო.

მუხლი 29.

სახალხო საბჭოს წევრებს მიეცემათ გასამრჯელო.

მუხლი 30.

სახალხო საბჭოს წევრობა სხვა თანამდებობასთან შეუთავსებელია. გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ მთავრობის წევრები, რომლებიც არ სარგებლობენ სახალხო საბჭოში ხმის მიცემის უფლებით, ვიდრე მთავრობის წევრებად არიან.

მუხლი 31.

სახალხო საბჭო გამოსცემს კანონსა და დადგენილებას, რომელიც გამოქვეყნდება კანონით განსაზღვრული წესით მხოლოდ სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ან მისი ამხანაგის ხელის მოწერით.

მუხლი 32.

სახალხო საბჭოს ეკუთვნის:

ა) უმაღლესი გამგებლობა რესპულიკის შეიარაღებული ძალისა;

ბ) ამნისტიისა და შეწყალების უფლება;

გ) თანამდებობის პირთა არჩევა;

დ) აღმასრულებელი ხელის-უფლების საერთო კონტროლი და

ე) ხალხისათვის კანონების წარდგენა იმ საკითხებში, რომელთათვის დაწესებულია სავალდებულო რეფერენდუმი.

მუხლი 33.

სავალდებულო რეფერენდუმით სწყდება:

ა) სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადაო საზღვრების შესწორება;

ბ) ომისა და ზავის საკითხები;

გ) სესხის აღება;

დ) საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულებათა დამტკიცება და

ე) ბიუჯეტის დამტკიცება.

მუხლი 34.

სახალხო საბჭოს წევრთ უფლება აქვთ მთავრობისადმი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა.

მუხლი 35.

სახალხო საბჭო თითონ განსაზღვრავს რეგლამენტით თავის მოქმედების წესს.

მუხლი 36.

სახალხო საბჭო იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი სახალხო საბჭოს არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ სახალხო საბჭოს გახსნას.

მუხლი 37.

სახალხო საბჭოს მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ სახალხო საბჭოს დადგენილებით.

მუხლი 38.

სახალხო საბჭოს მუშაობა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს ვადით არა უმეტეს სამი თვისა წელიწადში. როცა სახალხო საბჭოს მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებული შემთხვევისათვის აქვს სახალხო საბჭოს პრეზიდიუმს. სახალხო საბჭოს შეკრება სავალდებულოა, თუ დეპუტატთა ერთი მეხუთედი მოითხოვს.

მუხლი 39.

ინიციატივის უფლება ეკუთვნის:

ა) სახალხო საბჭოს ყოველ წევრს და

ბ) 1000 ამომრჩეველს.

მუხლი 40.

თუ დეპუტატთა მთელი შემადგენლობის ერთმა მეხუთედმა ან 10. 000 ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, სახალხო საბჭო ვალდებულია ახლად მიღებული კანონი ან დადგენილება 6 კვირის განმავლობაში დღიდან მისი გამოქვეყნებისა სარეფერენდუმოთ ხალხს წარუდგინოს.

მუხლი 41.

სახალხო საბჭო ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს. არ შეიძლება ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ ან მის ამხანაგად ზედიზედ იქნეს არჩეული.

მუხლი 42.

სახალხო საბჭო ვადის გასვლამდი ხელახლა უნდა იქნეს არჩეული, თუ ამას მოითხოვს ამომრჩეველთა ნახევარი.

სოც.-რევ. ფრაქციის თავმჯდომარე ივ. გობეჩია

1921 წ. 29 იანვარს

კანცელარიის გამგე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 55-57

3.22 კონსტიტუციის მე-V თავის შესწორებანი სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციისა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეხუთე თავისთვის:

კონსტიტუციის პროექტის მეხუთე თავიდან ამოიშალოს მუხლები:

74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85 და 86, ხოლო მათ ნცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი:

თავი მეხუთე.
აღმასრულებელი ხელისუფლება.

მუხლი 43.

„რესპუბლიკის მთავრობა არის ხალხის მსახური და მისი ნების ცხოვრებაში გამტარებელი. მთავრობას ევალება რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა. ის იღებს სასწრაფო და გამ[ა]ფრთხილებელ ზომებს რევოლიუციის მონაპოვართა დასაცავად და შრომის წყობილების განსამტკიცებლად.

მუხლი 44.

მთავრობას აქვს უფლება საკანონმდებლო ინიციატივის.

მუხლი 45.

მთავრობა ვალდებულია სახალხო საბჭოს ყოველს მოთხოვნაზე, ხოლო ჩვეულებრივ ყოველ სამ თვეში წარუდგინოს მას მოხსენება რესპუბლიკის საშინაო და საგარეო მდგომარეობისათვის.

მუხლი 46.

მთვრობას შეუძლია სახალხო საბჭოს პრეზიდიუმთან შეთანხმებით მოულოდნელ შემთხვევაში გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა 5 ათას კაცამდი ვადით არა უმეტეს 14 დღისა; უკეთუ მეტი ძალა დასჭირდა, ამის ნებრთვა სახალხო საბჭოსაგან უნდა მიიღოს.

მუხლი 47.

მთავრობა ვალდებულია წარუდგინოს სახალხო საბჭოს ყოველწლივ შემოსავალ გასავლის აღრიცხვა და ბიუჯეტი.

მუხლი 48.

მთავრობის თავმჯდომარეს ირჩევს სახალხო საბჭო ერთი წლის ვადით.

მუხლი 49.

მთავრობის დანარჩენ წევრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის სრულუფლებიან მოქალაქეთაგან.

მუხლი 50.

მთავრობის წევრობა სხვა თანამდებობასთან გარდა სახალხო საბჭოს წევრობისა შეუთავსებელია.

მუხლი 51.

მთავრობის თავმჯდომარეს არავითარი განსაკუთრებული უფლება არა აქვს გარდა იმისა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისდამი მიკუთვნილი. მთავრობის თავმჯდომარე სცემს ბრძანებას და განკარგულებას კანონის ასრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს ან მისი შესრულება დააბრკოლოს.

მუხლი 52.

მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მისი მოვალეობის ასრულება დროებით დაავალოს მთავრობის ერთ-ერთს წევრს.

მუხლი 53.

ერთი და იმავე პირის არჩევა მთავრობის თავმჯდომარედ ზედიზედ არ შეიძლება.

მუხლი 54.

მთავრობა პასუხისმგებელია საერთო გამგებლობისათვის.

მუხლი 55.

თითოეული მინისტრი დამოუკიდებლად და სახალხო საბჭოს წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით უძღვება მისთვის მინდობილ საქმეს.

მუხლი 56.

როგორც მთავრობა, ისე თითოეული მინისტრი უნდა გადადგეს, თუ დაჰკარგავს სახალხო საბჭოს ნდობას.

მუხლი 57.

მთავრობის წევრთა პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ სახალხო საბჭოს; მთავრობის წევრთა გასამართლება საერთო წესით წარმოებს.“

სოც.რევ. ფრაქციის

თავმჯდომარე ივ. გობეჩია

1921, 29 იანვარს.

კანცელარიის გამგე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 42-43

3.23 კონსტიტუციის მე-VI თავის შესწორებანი სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციისა

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეექვსე თავისთვის

კონსტიტუციის პროექტის მეექვსე თავიდან ამოიშალოს მუხლები:

87, 88, 89, 90, 91, 92, 93 და 94, ხოლო მათ ნაცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი:

თავი მეექვსე
სასამართლო

მუხლი 58.

„რესპუბლიკა დაყოფილია წვრილ სასამართლო ერთეულებად; ყოველ ერთეულში არსებობს კოლეგიალური სასამართლო, რომლის წევრებს ორი წლის ვადით ირჩევენ ერთეულის სრულუფლებიანი მოქალაქენი.

მუხლი 59.

რესპუბლიკაში არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო, რომლის წევრებს ორი წლის ვადით ირჩევენ რესპუბლიკის სრულუფლებიანი მოქალაქენი.

მუხლი 60.

აღნიშნული სასამართლოთა ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება ცალკე კანონით.

მუხლი 61.

სასამართლო დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

მუხლი 62.

სასამართლოს წევრის დათხოვნა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით.

მუხლი 63.

სასამართლო უფასოა.

მუხლი 64.

მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს შრომის რესპუბლიკის სახელით.“

სოც.რევ. ფრაქციის
თავმჯდომარე ივ. გობეჩია
1921, 29 იანვარს.

კანცელარიის გამგე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 50-51

3.24 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისვ 1921 წ. იანვრის 29-ს ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1

12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-III თავის შესწორებანი, წარმოდგენილი

1. ეროვნულ-დემოკრატიულ

2. სოციალისტ-ფედერალისტთა,

2. სოციალისტ-რევოლუციონერთა და

4. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის მიერ

კანცელარიის გამგე

კონსტიტუციის განხილვის მე-4 მუხ. თანახმად ფრაქციების მიერ წარმოდგენილი შესწორებანი გადაეცეს დაუყოვნებლად საკონსტიტუციო კომისიას დასკვნისათვის.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 31

3.25 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორებანი კონსტიტუციის მეხუთე თავში:

1. მე-75 მუხლი შეიცვალოს ასე: „მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით.

ერთი და იგივე პირი შეიძლება ზედიზედ იქნეს არჩეული მხოლოდ ორჯერ.“

2. მე-76 მუხლი ამოიშალოს.

3. მე-79 მუხლს დაემატოს თავში: „მთავრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა.“

იგი ნიშნავს ელჩებს უცხო სახელმწიფოში.

უცხოეთის ელჩები წამოიგზავნებიან მასთან.

იგი ამტკიცებს თანამდებობაზე რესპუბლიკის უმაღლეს მოხელეებს.

სასწრაფო შემთხვევაში, გარეშე ან შინაური საფრთხის დროს, თუ მთავრობის დადგენილების გამოტანა დაბრკოლებულია, თავმჯდომარეს უფლება აქვს გამოიწვიოს რესპულიკის შეირაღებული ძალა საშიშროებისაგან ქვეყნის დასაცავად, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოჰხსენდეს პარლამენტს.

4. მე-80 მუხლი შეიცვალოს ასე: „მთავრობის თავმჯდომარეს ყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მაგიერობას მთავრობაში.“

5. მე-81 მუხ. პუნ. 3-ში ამოიშალოს სიტყვები: „რესპუბლიკისა 3000 კაცამდე“ ამავე პუნქტის სიტყვები: „უკეთუ მეტი ძალა დასჭირდა ან მეტი ვადით“ შიცვალოს ასე: „უკეთუ მეტი ვადით დასჭირდა.“

დაემატოს უკანასკნელ პუნქტად ი/: „დამნაშავეთა შეწყალება.“

6. მე-82 მუხლს ბოლოში დაემატოს: „თვითეული მათგანი დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით უძღვებიან მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როდესაც პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას.

მინისტრს უფლება აქვს პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ მაშინ, როცა დეპუტატათ ირიცხება.

7. მე-83 მუხლი შეიცვალოს ასე: „მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია საერთო პოლიტიკისათვის.“ იგი ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის ყოველ დადგენილებას, სისწორით აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭირო შეიქმნა, გამოსცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი.“

8. მე-85 მუხლი შეიცვალოს ასე: „კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელნი არიან სისხლის სამართლის წესით; როგორც კონსტიტუციურ, ისე სხვა დანაშაულობისათვის მთავრობის წევრთა პასუხისგებაში მიცემა შეუძლიან მხოლოდ პარლამენტს. მთავრობის წევრთა გასამართლება საერთო წესით სწარმოებს.

9. მე-86 მუხლი ამოიშალოს სრულად.

სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე
მდივანი ა. სოლოღაშვილი.
1921 წლის იანვრის 31-ს
საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 39

3.26 31 იანვარი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

კ. ჯაფარიძე, პ. გელეიშვილი, პ. საყვარელიძე, გ. გვაზავა, ს. ჯაფარიძე.

მე-3 თავის შესწორებანი

ეროვნ.-დემოკრატ

შესწ. პირველი .......მიღებულია

„მე-2

ჯაფარიძე - ეს პრინციპი სულ არ უდგება ამ თავს აქ პიროვნებას უფლებანი

გვაზავა - თუ პროფესია უზრუნველ. მის ნაყოფზედაც შეიძლება იყოს.

ეს შესწორება გავნიხილოთ სოც.-ეკონომ. თავში

მესწ. მე-3

გვაზავა- მე მომხრე ვიყავი ამოშლილიყო, მაგრამ სულ რომ არაფერი ითქვას უხერხული იქნება.

ჯაფარიძე - მოიშალოს

საყვარელიძე - შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ, ყველა კარგ. კონსტ. ეს არის;

გელეიშვილის - ამოშლა შეუძლებელია, მხოლოდ შესწორდეს რედაქცია.

გვაზავა - თუ რამე იქნება მე ვიცავ ჩემ რედაქციას; აქ ბევრი კანონმდებლობა იქნებაო არ არის მართალი, ეს არის ერთი პრონციპი, ეს არის взаимность, რუსი მაგ. თუ ჩამოვა ნახეთ რა კანონების იქ.

საყვარელიძე - ასეთი რედაქცია იყოს -

ეს მუხლი ამოიშალა, საყვარელიძე წინააღმდეგია.

სოც.ფედერ.

პირველი შესწორება უარყოფილია

მეორე ---------„

მეამე ----------„

მეოთხე - უარყოფილია /იხ ტექსტი/

მეხუთე - შესწორების მიხედვით, რედაქცია

სოც-ფედ. მიღებულია „უნდა“ ამოიშალა /იხ. ტექსტი/

მეექვსე - უარყოფილია, მაგრამ ეს მუხლი შესწორეს ასე: „პოლიტიკური დამნაშვე უცხო სახელმწ. არ გადაეცემა“.

მეშვიდე - უარყოფილია.

მერვე უარყოფილია, ეს მუხლი შესწ. ასე: /იხ. ტექსტი

მეცხრე - მიღებულია

სოც.დემოკრატ

პირველი შესწორება - მიღებულია, მაგრამ პირველი აბზაცი შეიცვალა ასე:

„ხარისხის მინიჭება გარდა აკად. აკრძლულია“.

„მეორე შესწ. მიღებულია

მე-3 უარყოფ მაგრამ ეს პუნქტი „ბ“ „როცა დანიშ. ადგილს დაზარალებული ან დამსწრე ვინმე დამნაშავეს ხელს დაადებს“

მეოთხე - „მიღებულია

მეხუთე - „

მეექვსე - მიღებულია.

მეშვიდე უარყოფილია.

მე-8 მიღებულია

მე-9 მიღებულია

დამატებითი შესწორება - უარყოფ.

სოც. რევოლ

შესწ. უარყოფილია

სოც. ეკონ თავი - არსენიძეს /სამი მომხრე, ორი წინააღმდეგი ერთმა თვი შეიკავა

ავტონომიის თავი - მ. ხოჭოლავას

საარჩევნო კანონი - გადაწყდება ოლქის საკითხი

ბანკის შეტანა - როცა ფინანსებზე გადავალთ.

სეა. . 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 95-96

3.27 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921წ. 1 თებერვალი)

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრება
საკონსტიტუციო კომისია
№10
1921წ. 1 თებერვალი

საკონსტიტუციო კომისია ამით გაცნობებთ, რომ ნაცვლად ბ-ნი აკაკი ჩხენკელისა კონსტიტუციის პროექტის მე-11 თავის - აფხაზეთისა, სამუსლიმანო საქართველოსი და ზაქათალის ავტონომიური მმართველობა - მომხსენებლად დანიშნულია ბ-ნი . ხოჭოლავა, ხოლო მე-13 თავისათვის - სოციალ-ეკონომიური უფლებანი - ბ-ნი . არსენიძე.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 104

3.28 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921 წ. თებერვლის 1)

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო კომისია
11
1921 წ. თებერვლის 1

გაახლებთ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნას მე-III თავისთვის წარმოდგენილ შესწორებათ შესახებ.

I. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება /შესწ. I-ლი/ მე-46 მუხლის ამოშლის შესახებ და სოც-დემოკრატ. ფრაქციის შესწორება /შესწ. მე-2/ მიღებულ იქნეს; ხოლო სოც-ფედერალისტთა ფრაქციის ამ მუხლის შესწორება უარყოფილ იქნეს.

2. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება /შესწ. მე-2/ მე-III თავისთვის უარყოფილ იქნეს, იგი შეიძლება შეტანილ იქნეს მე-13 „სოციალ-ეკონომიური უფლებანი“ თავში.

3. იმავე ფრაქციის წინადადებით /შესწ. მე-3 და სოც.-დემოკრატ. ფრაქციის შესწორების /შესწ. მე-8/ თანახმად პროექტის მე-III თავის 46 მუხლი ამოიშალოს.

4. სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის შესწორება მე-38 და მე-40 მუხლის ამოიშლის შესახებ უარყოფილ იქნეს.

5. იმავე ფრაქციის შესწორება მე-42 მუხლის შეცვლისათვის უარყოფილ იქნეს, ხოლო სოც-.დემოკრატ. ფრაქციის შესწორება /შესწ. მე-7/ შეიცვალოს ასე: „მუშათ მშვიდობიანი გაფიცვა თვისუფალია“. პროექტის აღნიშნული მუხლიდან დანარჩენი ამოიშალოს.

6. სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის მე-44 მუხლის შესწორება უარყოფილ იქნეს, მაგრამ ხსენებული მუხლის რედაქცია შეიცვალოს ასე: „ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას“ და სხვ.

7. იმავე ფრაქციის მე-45 მუხლის შესწორება უარყოფილ იქნეს; ეს მუხლი შეიცვალოს ასე: „პოლიტიკური დამნაშავე უცხო სახელმწიფოს არ გადაეცემა.“

8. იმავე ფრაქციის შესწორება მე-47 მუხლის ამოშლის შესახებ უარყოფილ იქნეს; ამ მუხლისათვის მიღებულ იქნეს სოც.-დემოკრატ. ფრაქციის შესწორება /შესწ. მე-9/.

9. სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის შესწორების თანახმად მე-49 მუხლიდან ამოიშალოს სიტყვები: „შინაური“ და „უხცო სახელმწიფოსთან“.

10. სოც.-დემოკრატ. ფრაქციის შესწორება /შესწ. I-ლი/ მიღებულ იქნეს, მაგრამ ამ შესწორების პირველი აბზაცის რედაქცია შეიცვალოს ასე: „ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა აკრძალულია“.

11. ამავე ფრაქციის შესწორება /შესწ. მე-3/ მე-25 მუხ. პუნქტი „ბ“ შეცვლის შესახებ უარყოფილ იქნეს; ეს პუნქტი შეიცვალოს ასე: „როცა დანაშაულის ადგილას დაზარალებული ან დამსწრე ვინმე დამნაშავეს ხელს დაადებს“.

12. იმავე ფრაქციის შესწორება /შესწ. მე-4, მე-5 და მე6/ მიღებულ იქნეს.

13. იმავე ფრაქციის დამატებითი შესწორება /მე-39 მუხლში სიტყვა: „ყოველგვარი-ს“ წინ სიტყვა „პროფესიონალური და სხვა-„ს“- ჩამატების შესახებ უარყოფილ იქნეს.

14. სოც.-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი მთლიანად უარყოფილ იქნეს.

საქმისმწარმოებელი...ა. საყვარელიძე

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 44

3.29 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ. თებერვლის I-ს სხდომის ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

2
12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-4 თავის შესწორებანი, შემოტანილი:

I., - სოციალ-დემოკრატიულ

2. ,-სოციალ -ფედერალისტთა

3. , - სოციალისტ-რევოლუციონერთა

და 4.,- ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციების მიერ.

კანცელარიის გამგე

შესწორებანი, კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თანახმად, გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 54

3.30 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ. თებერვლის I-ს ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

3
12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-5 თავის შესწორებანი, შემოტანილი:

I., - სოციალ-დემოკრატიულ

2. ,-სოციალისტ-ფედერალისტთა

3., - სოციალისტ-რევოლუციონერთა

და 4.,- ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციების მიერ.

კანცელარიის გამგე

შესწორებანი, კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თანახმად, გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 34

3.31 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ. თებერვლის I-ს ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

4

12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-6 თავის შესწორებანი, შემოტანილი:

I., - სოციალ-დემოკრატიულ

2. ,-სოციალისტ-რევოლუციონერთა

და 3.,- ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციების მიერ

კანცელარიის გამგე

შესწორებანი, კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თანახმად, გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 46

3.32 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921 წ თებერვლის 3-ს სხდომის ჟურნალიდან

▲ზევით დაბრუნება


ამონაწერი


რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

7
12

ქართველ ებრაელთა რწმუნებულების მოხსენება, რომლითაც იგინი შუამდგომლობენ, რომ

- საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-12 თავში შეტანილი იქნეს სათანადო შენიშვნა - ებრაელთ არსებულ სკოლებისათვის /თალმუდ-თორა/ სარწმუნოებრივი ხასიათის შენარჩუნების შესახებ.

კანცელარიის გამგე: ი. ზურაბიშვილი

ქართველ ებრაელთა რწუნებულების მოხსენება გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 65

3.33 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას (1921 წ. თებერვლის 4)

▲ზევით დაბრუნება


...
დამფუძნებელი კრების
კანცელარია

1921 წ. თებერვლის 4

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად გაახლებთ ამასთანავე დასკვნისათვის ქართველ ებრაელთა რწმუნებულების მოხსენებას, რომლითაც იგინი შუამდგომლობენ, რომ

- საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-12 თავში შეტანილ იქნეს სათანადო შენიშვნა - ებრაელთა არსებულ სკოლებისათვის /თალმუდ-თორა/ სარწმუნოებრივი ხასიათის შენარჩუნების შესახებ.

კანცელარიის გამგე: ილ. ზურაბიშვილი

საქმისმწარმოებელი: ნ. კობახიძე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 64

3.34 საქართველოს დამფუძნებელი კრების კანცელარია

▲ზევით დაბრუნება


მიღებულია 1921 წ. თებერვალი „3“

შემოსულ ქაღ. დავთრის ნომერი 302

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

საქართველოს მოქალაქეთა
ქართველ ებრაელთა რწმუნებულების:
დამფუძნებელი კრების
წევრის მოსე დავარაშვილის,
არუმელ იგულაშვილის,
მოსე თავდიდიშვილის,
შიმშო იაკობაშვილის,
აბრამ ბუზიაშვილის,
შალომ ბახანაშვილის,
შიმხონ ხახმიშვილის

მოხსენება-მემორანდუმი

ამ ჟამად, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის გარჩევა და გამომუშავება სწარმოებს, ქართველი მოქალაქე ქართველ ებრაელებმა მოგვანდეს ჩვენ წარუდგინოთ დამფუძნებელ კრებას ის მოსაზრებანი, რომელთა მიხედვით საჭიროება მოითხოვს ზოგიერთ ზომების მიღებას, რათა ქართველ ებრაელთა მიეცეს საშვალება მათი სარწმუნოებრივი და კულტურული ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით ჩვენ დავალებული გვაქს მოვახსენოთ დამფუძნებელ კრებას ზოგიერთი ჩვენი მოთხოვნილებანი, რათა ამით უზრუნველ-ვყოთ ამ ჩვენი კულტურული ინტერესების მიღწევა.

დამფუძნებელ კრებას კარგად მოეხსენება, რომ ამ ჟამად, როდესაც კონსტიტუციის პროექტის მე-12 თავის ძალით ყველა სკოლები ერთ სახელმწიფოებრივი საერო ტიპის ხდება, უნდა დაიხუროს ებრაელთა სკოლები |თალმუდ-თორა|, რომელსაც ამ საერთო სკოლების ხასიათი არა აქვთ.

მაგრამ ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ თალმუდ-თორები, რომელნიც სამი ათასი წლის განმავლობაში ერთად-ერთი ძეგლი იყო ჩვენი კულტურისა და ისტორიისა და რომელშიაც ჩვენი ახალგაზრდობა თავის კულტურას უახლოვდებოდა - წარმოადგენს ჩვენთვის იმ ერთგვარ ფაქტორს, რომელიც დამყარებულია არა მარტო ჩვენ საუკუნო ადათებზე, არამედ მთელ ჩვენს ისტორიაზე, მხოლოდ თალმუდ-თორაში ვპოულობთ ჩვენს არსებობას.

ამ მოსაზრების გამო თალმუდ-თორის გაუქმება წარმოადგენს ჩვენს ცხოვრებაში ისეთ მოვლენას, რომელიც უარყოფს მთელს ჩვენს ისტორიას, და შლის ისრაელთა სახელს საქართველოში და ამიტომ ქართველ ებრაელთათვის მეტად მძიმე მორალურ მდგომარეობას ხდის.

ამისდა მიხედვით ქართველ ებრალებმა დაგვავალეს ჩვენ აღვძრათ დამფუძნებელი კრების წინაშე საკითხი, რათა ამ პირველდაწყებითი ებრაელთა სასწავლებლებს, რომელთაც მიზნათ აქვს სულიერ-სარწმუნოებრივი და კულტურული აღზრდა ჩვენი ახალგაზრდებისა სარწმუნოების და ზნეობის საფუძველზე არ დაეკარგოს მათ ხასიათი; ხოლო ექნებათ ისეთი ტიპი რომელთაც ისინი ერთგვარად დაუახლოვდებიან საერთო სახელმწიფოებრივ დაწყებითი სკოლებს. ამისდა მიხედვით ამ სკოლების თალმუდ-თორების პროგრამის გამომუშავება და მთელი მათი განაგება დამოუკიდებლად უნდა მიენდოს ქართველ ებრაელთა თემებს, რომელნიც ამ ჟამად უკვე არსებობენ და განაგებენ ამ სკოლების საქმეს.

საერთო სკოლების პროგრამის მიხედვით თალმუდ-თორაში ჩვენი ახალგაზრდობა შეისწავლის სამშობლო ენას - ქართულს, არითმეტიკას, სამშობლო აღწერას და სხვას, მხოლოდ გარდა ამ საერთო სკოლებში არსებულ რამოდენიმე საგნებისა თალმუდ-თორასი მთავარ საგნად უნდა იქნეს აგრეთვე შესწავლა ებრაელთა სარწმუნოებრივ კანონებისა, დაბადებისა მისი კომენტარიებით წინასწარმეტყველთა, თალმუდისა და სხვა, რომელიც შეადგენს ისრაელთა ღირსებას. ამგვარად თალმუდ-თორას მხოლოდ ის განსხვავება ექნება საერთო სახელმწიფოებრივ სკოლებთან, რომ მასში, გარდა იმ რამოდენიმე საგნებისა, რომელნიც საერთო სკოლების პროგრამაში შედის ჩვენი ახალგაზრდობა შეისწავლის აგრეთვე თავის სარწმუნოებას და ისტორიას. ამისდა მიხედვით თალმუდ-თორის გათავებით მოსწავლე უნდა იხდიდეს სწავლა-განათლების ვალდებულობას, გარდა იმ ახალგაზრდებისა, რომელნიც მოისურვებენ არა თალმუდ-თორის, არამედ საერთო სკოლების დამთავრებას.

ამ მოხსენებიდან სჩანს, რომ მიხედვით იმ საგნებისა, რომელსაც ებრაელთა ახალგაზრდობა თალმუდ-თორაში შეისწავლის, ეს უკანასკნელი ერთგვარად ეთანხმება სახელმწიფოებრივი დასაწყისის სკოლების პროგრამას და ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ჩვენ არსებითი მისწრაფების მიღწევაში ჩვენ არავითარი დაბრკოლება არ შეგვხვდება დამფუძნებელი კრების მხრივ და ვთხოვთ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, რომ შეტანილ იქმნას სათანადო შენიშვნა კონსტიტუციის პროექტის მე-12 თავში, და ამით უზრუნველჰყოს ქართველ ებრაელთა სარწმუნოებრივი და კულტურული მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ამით არ მოისპოს ისრაელთა არსებობა თავისუფალ საქართველოში.

1921 წლის იანვრის „1“ მ. დავარაშვილი, ა. ელიგულაშვილი, მ. თავდიდიშვილი, შ. იაკობაშვილი, ა. ბუზიაშვილი, შ. ბახანაშვილი, შ. ხახმიშვილი.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 66

3.35 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921წ. 5 თებერვლის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ:

დამფუძნებელი კრების თვმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალ. ლომთათიძე

მისი ამხანაგი ექვთ. თაყაიშვილი

დამფუძნებელი კრების მდივანი კონ. ჯაფარიძე

მისი ამხანაგი ქრ. შარაშიძის ასული

თავმჯდომარეობდა ალ. ლომთაიძე

მდივნობდა კონ. ჯაფარიძე

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1

12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-VII თავის შესწორებანი, წარმოდგენილი:

1.სოციალ-დემოკრატიული

2. სოციალ-რევოლუციონერთა

3. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციების მიერ

ცნობა: კონსტიტუციის მე-VII თვის ზოგადი წესით განხილვა დამთვრდა ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე, მაშასადამე შესწორებანი კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაზეა შემოტანილი

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თანახმად შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას.

2

12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე VIII თავის შესწორებანი, შემოტანილი:

1. სოციალ-დემოკრატიულ და

2. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციების მიერ

ცნობა: კონსტიტუციიც მე-VIII თვის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა ამა თბერვლის 2-ს სხდომაზე, მაშასადამე, შესწორებანი კონსტიტუციისა განხილვის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაზეა შემოტანილი

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თნახმად შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას

3
12

საქართველოს კონსტიტუციის პრეოექტის მე-IX თავის შესწორებანი, შემოტანილია:

1. სოციალ-დემოკრატიული და

2. სოციალისტ-რევოლუციონერთა მიერ

ცნობა: კონსტიტუციის მე-IX თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა ამა თბერვლის 2-ს სხდომაზე, მაშასადამე, შესწორებანი კონსტიტუციისა განხილვის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაზეა შემოტანილი

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თნახმად შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას

4
12

საქართველოს კონსტიტუციის პრეოექტის მე-X თავის შესწორებანი, შემოტანილია:

1. სოციალ-დემოკრატიული და

2. სოციალისტ-რევოლუციონერთა მიერ

ცნობა: კონსტიტუციიც მე-X თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა ამა თბერვლის 2-ს სხდომაზე, მაშასადამე, შესწორებანი კონსტიტუციისა განხილვის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაზეა შემოტანილი

თვმჯდომარე

მდივანი

კანცელარიის გამგე

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თნახმად შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის საკონსტიტუციო კომისიას

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 1377, ფურც. 32

3.36 7 თებერვალი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

საყვარელიძე, ნათაძე, გელეიშვილი

კრება არ შესდგა

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 89

3.37 8 თებერვალი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

V თავი

სოც. დემოკრატ.

შესწორება პირველი - უარყოფილია

შესწ -მე-2 „

„მე-3 „იგი ნიშნავს ელჩებს“.... მიღებულია,

„მასთან წარმომადგ“. - მიღებულია;

„იგი ამტკიცებს“ - უარყოფილია

უკანასკნელი აბზაცი მიღებულია.

უმაღლესი წარმომადგ. გვაქვს პროექტში.

შესწ. მე-4 - მიღებულ იქნეს ასე: „-რომელსაც ირჩევს პარლამენტი“

ბოლო ამ შესწორების ამოიშალოს.

მე-5 - მიღებულია

მე-6 „

მე-7 „

მე-8 „

მე - 9„

სოც.-ფედერალ.

შესწ. პირველი - უარყოფილია

მე-2 - „

მე-3 - ამოიშალოს „ნეიტრალიტეტსა და“ სხვა დარჩეს.

მე-4 მიღებულია.

მე-5 უარყოფილია.

მე-6 „

სოც.-რევოლ.

უარყოფილია

ეროვნულ დემოკრატ.

შესწორება პირველი - უარყოფილია

მე-2 - „

მე-3 - „

მე-4- „

მე VI თავი

ეროვნულ. დემოკრატ.

შესწორება პირველი - უარყოფილია

სოც-დემოკრატ.

შესწორება 1-ლი მიღებულია.

მე-2 - „

მე-3- „ /ჯაფარიძე საყვარელიძის წინააღმდეგ/

მე-4 „

სოც რევოლ.

უარყოფილია

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 89-90

3.38 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921 წ. თებერვლის 10)

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო კომისია
№12
1921 წ. თებერვლის 10

გაახლებთ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნას კონსტიტუციის პროექტის მე-4 მე-5 და მე-6 თავებისათვის შემოსულ შესწორებათა შესახებ.

თავი მე-4

1. მიღებულ იქნეს სოც.-დემოკრატიული ფრაქციის ყველა შესწორებანი. /შესწ. 1-ლი - მე-7/.

2. სოც.-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადება მე-53 და მე-54 მუხლების შესწორების შესახებ, აგრეთვე მე-55 მუხლის შესწორება უარყოფილ იქნეს.

3. იმავე რაქციის შესწორება მე-58 მუხლში სიტყვა: „პროფესორის“ ჩამატების შესახებ მიღებულ იქნეს.

4. იმავე ფრაქციის ყველა დანარჩენი შესწორება უარყოფილ იქნეს.

5. სოც.-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი მთლიანად უარყოფილ იქნეს.

6. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის 1-ლი და მე-2 შესწორება უარყოფილ იქნეს.

7. იმავე ფრაქციის მე-3 შესწორებიდან მიღებულ იქნეს მე-61 მუხლის პუნქტი „გ“-ს ამოშლა; დანარჩენი ამ შესწორებისა მიღებულად ჩაითვალოს. მაგრამ ხსენებულ მუხლში პუნქტად „ა“ ჩემატოს: „საზოგადოდ კანონმდებლობა“ და პუნქტი „თ“-ში სიტყვა: „საერთო“ შეიცვალოს სიტყვით: „საერთოდ“.

8. იმავე ფრაქციის მე-4 შესწორება მიღებულ იქნეს.

თავი მე-5

1. სოც.-დემოკრატ ფრაქციის შესწორება 1-ლი და მე-2 უარყოფილ იქნეს.

2. იმავე ფრაქციის მე-3 შესწორებიდან სიტყვები: „მთვრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა“ ,არის პროექტში და დარჩება მე-75 მუხლში. აღნიშნულ შესწორებიდან მიღებულ იქნეს ორი შემდეგი აბზაცი: 1/ „იგი ნიშნავს ელეჩბს უცხო სახელმწიფოში“ და 2/ „უცხოეთის ელჩები წარმოიგზავნებიან მასთან“. შემდეგი აბზაცი: „იგი ამტკიცებს თნამდებობაზე რესპუბლიკის უმაღლეს მოხელეებს“. მიღებულად ჩაითვალოს. ამ შესწორების უკანასკნელი აბზაცი მიღებულ იქნეს.

3. იმავე ფრაქციის მე-4 შესწორება მიღებულ იქნეს შემდეგი სახით: „მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი“.

4. იმავე ფრაქციის დანარჩენი შესწორებანი მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მიღებულ იქნეს უცვლელად.

5 სოც-ფედერალისტთ ფრაქციის შესწორება მე-81 მუხლის პუნქტი „ა“-დან სიტყვები: „თანახმად კანონისა“ ამოშლისათვის და პუნქტი „ბ“-ში სიტყვები: „მზრუნველობა ხალხის ეკონომიური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის“ - ჩამატებისა უარყოფილ იქნეს.

6. იმავე ფრაქციის წინადადება მე-81 მუხლის პუნქტი „ე“ ამოშლის შესახებ უარყოფილ იქნეს, მაგრამ ამ პუნქტიდან ამოიშლოს სიტყვები: „ნეიტრალიტეტისა და“.

7. იმავე ფრაქციის შესწორება მე-81 მუხლის „ზ“-სი უარყოფილ იქნეს.

8. იმავე ფრაქციის შესწორება მე-82 მუხლიდან სიტყვა „დანარჩენ“-ის ამოშლის შესახებ მიღებულ იქნეს.

9. დანარჩენი შესწორებანი სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციის ჩითვალოს მიღებულად.

10. სოციალისტ-რევოლუციონერთა და ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციების შესწორებანი მთლიანად უარყოფილ იქნეს.

თავი მე-6

1. ეროვნულ-დემოკრატიულ ფრაქციის შესწორება უარყოფილ იქნეს.

2. სოც.-დემოკრატ. ფრაქციის შესწორებანი მიღებულ იქნეს.

3. სოც.-რევოლუც. ფრაქციის შესწორებანი მთლიანად უარყოფილ იქნეს.

საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 84

3.39 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.

▲ზევით დაბრუნება


სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეთექვსმეტე თავისათვის:

კონსტიტუციის პროექტის მეთექვსმეტე თავიდან ამოიშალოს მუხლი 160, ხოლო მეთექვსმეტე თავში შეტანილ იქნეს შემდეგი:

„სახელმწიფო და ეკლესია.
მუხლი 125

„ეკლესია სახელმწიფოსაგან განცალკევებულია.

მუხლი 126

„არც ერთს სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

მუხლი 127

„ხარჯვის გაღებას ხელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

სოც.რევ.ფრაქციის თავმჯდომარე ივ. გობეჩია.

1921წ. 10 თებერვალს.

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 108

3.40 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.

▲ზევით დაბრუნება


სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეჩვიდმეტე თავისათვის

კონსტიტუციის პროექტის მეჩვიდმეტე თავიდან ამოიშალოს მუხლები 163, 164, 165, 166, ხოლო მათ ნაცვლად შეტანილ იქნეს შემდეგი:

„თავი XVII.
„დედაქალაქი, დროშა, ღერბი.

„მუხლი 128.

„რესპუბლიკის დედა-ქალაქი არის ტფილისი, სადაც ჩვეულებრივ იმყოფება საქართველოს სახალხო საბჭო და მთავრობა.

„მუხლი 129.

„რესპუბლიკის დროშა არის წითელი, იისფერი წარწერით: საქართველოს შრომის რესპუბლიკა.

„მუხლი 130

„რესპუბლიკის ღერბი არის თეთრი გიორგი თეთრ რაშზე მჯდომარე.

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის თავმჯდომარე ივ. გობეჩია

1921წ. 10 თებერვალი

საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 113

3.41 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.

▲ზევით დაბრუნება


სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მეთვრამეტე თავისათვის

„თავი XVIII
„კონსტიტუციის გადაშინჯვა.
„მუხლი 131.

„კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადაშინჯვის ინიციატივის უფლება აქვს:

ა/ სახალხო საბჭოს წევრთა ნახევრის არა ნაკლებს

და ბ/ 30,000 ამომრჩეველს.

„მუხლი 132.

„კონსტიტუციის ზოგადი გადაშინჯვის წინადადება მიღებულ უნდა იქნეს სახალხო საბჭოს ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით, ნაწილობრივი გადაშინჯვის წინადადება მიღებული უნდა იქნეს სახალხო საბჭოს ყველა წევრთა ორი ნაკლებ ნახევრის მიერ. გადაშინჯული მუხლი ძალაში შედის მხოლოდ ხალხისაგან დადასტურების შემდეგ.“

სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის თავმჯდომარე ივ. გობეჩია

1921წ. 10 თებერვალი
საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 113

3.42 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება კონსტიტუციის პროექტის მე-16 თავში:

I. მე-160 მუხლი შეიცვალოს ასე: „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებული და დამოუკიდებელი არიან“.

ს.დ. ფრაქციის მდივანი ა. სოლოღაშვილი.
10 თებერვალი 1921წ.

დედანთან სწორია:
საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 109

3.43 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.

▲ზევით დაბრუნება


სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შესწორება კონსტიტუციის პროექტის მე-17 თავში

1. მე-165 მუხლში სიტყვა „წინადადება“ შეიცვალოს სიტყვით „პროექტი“.

ს.დ. ფრაქციის მდივანი ი. სოლოღაშვილი

10 თებერვალი 1921 წ.

დედანთან სწორია

საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 114

3.44 11 თებერვალი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

7 თავი

დაესწრნენ - რუსია, ნათაძე, გ. გვაზავა. ი. ბარათაშვილი, რ. არსენიძე, გელეიშვილი, გომართელი

რუსია თავმჯდომარის ამხანაგად

სხდომა არ შესდგა

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 87

3.45 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის 1921წ. 12 თებერვლის სხდომის ჟურნალი

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ:

დამფუძნებელი კრების თვმჯდომარის უფროსის ამხანაგი ალ. ლომთათიძე

მისი ამხანაგი -

დამფუძნებელი კრების მდივანი კონ. ჯაფარიძე

მისი ამხანაგი ქრ. შარაშიძის ასული

თავმჯდომარეობდა ალ. ლომთაიძე…………მდივნობდა კონ. ჯაფარიძე

№№
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1
12

















2

12

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-16 თავის შესწორებანი, შემოტანილი

1. სოციალ-დემოკრატიულ

2. სოციალისტ-ფედერალისტთა და

3. სოციალისტ-რევოლუციონერთა

ფრაქციების მიერ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 9-ს სხდომაზე და შესწორებანი კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაზეა შემოტანილი.


საქართელოს კონსტიტუციის პროექტის მე-17 თავის შესწორებანი, შემოტანილი

1. სოციალ-დემოკრატიულ

2. სოციალისტ-ფედერალისტთა და

3. სოციალისტ-რევოლუციონერთა

ფრაქციების მიერ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 9-ს სხდომაზე და შესწორებანი კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადაზეა შემოტანილი.

თვმჯდომარე

მდივანი

კანცელარიის გამგე

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თანახმად, -შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის. საკონსტიტუციო კომისიას.















კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხ. თანახმად, -შესწორებანი გადაეცეს დასკვნისათვის. საკონსტიტუციო კომისიას

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 1377, ფურც. 44

3.46 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას

▲ზევით დაბრუნება


ს.დ.რ.
დამფუძნებელი კრების კანცელარია
698

1921 წ. თებერვლის 13
(მე-XVI თავის შესწორებანი)

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის ამა თებერვლის 12-ს დადგენილების თანახმად გაახლებთ ამასთანავე, - კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხლისამებრ, - დასკვნისათვის ფრაქციების მიერ შემოტანილ შესწორებათ.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XVI თავისას.

კანცელარიის გამგე: ი. ზურაბიშვილი

საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 105

3.47 დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიას (1921წ. თებერვლის 13)

▲ზევით დაბრუნება


ს.დ.რ.
დამფუძნებელი კრების კანცელარია
699
1921წ. თებერვლის 13

დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად გაახლებთ ამასთანავე, - კონსტიტუციის განხილვის წესის მე-4 მუხლისამებრ, - დასკვნისათვის ფრაქციების მიერ შემოტანილ შესწორებათ.

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XVII თავისას.

კანცელარიის გამგე: ი. ზურაბიშვილი

საქმისმწარმოებელი:

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 110

3.48 13 თებერვალი

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი
(შავი)

გვაზავა, გელეიშვილი, რუსია

მე-7 თავი

სოც. რევ.

უარყოფილი/დადიანი, არსენიძე, ელიავა, გომართელი, ი. ლორთქიფანიძე, ნათაძე, გობეჩია

ეროვნ-დემოკრატ.

მე-8 პირველი - უარყოფილია

რუსია - ისეთ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა რომ ხელს შეგვიშლის

მე-8 მე-2 - უარყოფილია

სოც-დემოკრატ.

ნაწ პირველი - მიღებულია

ნაწ მე-2 - მიღებულია

სიტყვა „მუხლიდან“ შეიცვალოს „პარაგრაფიდან მე-102 მუხლში

მე-8 თავი

სოც-დემოკრატ.

შესწ. პირველი - მიღებულ იქნეს შემდეგი რედაქციისთ „ადგილობრივი თავითმართველობა“

ეროვნულ-დემოკრატ.

შესწორება 1-ლი - მიღებულია ასე: იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს“

მე-9 თავი

სოციალ-რევოლ. - უარყოფილია

სოცი- დემოკრატ.

შესწორება 1-ლი - მიღებულია

ნაწილია მე-2 - „

თავი მე-10

სოციალ-რევოლ. - უარყოფილია

სოც-დემოკრატ.

შესწ. 1-ლი - მიღებულია

შესწ. მე-2 - „

მე-3 - მიღებულია. თვითმართველობაში შედის ქალაქები და სამაზრო ერობა.

თავი მე-11

სოც-რევოლ. - უარყოფილია

სოც-დემოკ.

შესწორება 1-ლი - მიღებულია

„მე-2 - „

ვი 12

სოც-რევოლ. - უარყოფილია

სოც-ფედერალისტ.-

შესწორება 124 მუხლში - უარყოფილია

არც- პრაქტიკულად შეუძლებ

შესწ 126 - არსებითად მიღებულია, მაგრამ გაითვალისწინებს კანონი, კონსტ არ შევა.

სოც-დემოკრატ.

შესწ. 1-ლი - უარყოფილია

ელიავა - რადგან წინა მუხლში არის თითქმის იგივე, რაც 123-ში ამიტომ ამოიშალოს.

შესწ. მე-2 მიღებულია

შესწ. მე-3 მიღებულია

მე-4 „-----------„

ვი მე-13

სოც რევოლ. - უარყოფილია, /დადიანის წინააღ/

ეროვნულ. დემოკრატ. შესწორება - უარყოფილია

გვაზავა - ეს პრინციპი უნდა იქნეს აღიარებული და გამონაკლისი არის ქვემოდ

სოციალ-ფედერალისტსტთა

შესწ. 128 მუხ - მიღებულია

დადიანი - არავის არ ავალებს

მუხლი 129 მუხ - უარყოფილია

130 მუხ - მიღებულია

131 - „ უარყოფილია

137 „ „

138 „ „ /იქნება კანონში/

დადიანი - თუ დარჩა 8 საათი, 42 საათი - მაშინ ესეც უნდა. თუ სულ ამოშლით ეს სხვა არის -

140 მუხ უარყოფილია

გვაზავა - ხელფასის განსაზღვრა კანონმდებლობის სქმეა.

ელიავა - ქალის შესახებ არავინ აღარ მიიღებს

სოც-დემოკრატ.

შესწ ქ-ლი 129 მუხლი ს-ფ-ფრ. შესწორება

„მე-2 მიღებულია

მე-3 „

ელიავა - ეს უნდა იქნეს შეტანილი მე-130 მუხლშიც, ეს უნდა გავრცელდეს ქარხნებზედაც.

არსენიძე - მიწა განსაკუთრებული საკუთრებაა, მუნიციპალური სხვა ქარხანას ააშენებ და სხვა მიწას ვერ ააშენებ /ეს უარყოფილია/

მუხ. 131 მიღებულია ს.დ.შესწორება

მუხლი 137 მიღებულია ს. დ. შესწორება

შესწ. მე-6 მიღებულია განსაზღვრავს კანონინდარჩება.სასოფლო მეურნეობისა და სხვა სასესიო წარმოება

მე-14 თავი

სოც-რევოლ. - უარყოფილია

სოც-დემოკრატ.

შესწორება 1-ლი უარყოფილია

სოც-ფედერალისტთა შესწორება- უარყოფილია

სოც-დემოკრატ. შსწ. - მე-2 - მიღებულია

არსენიძე - სომხები არ ლაპარაკობენ ქართულად და მაშასადამე ისინი დარჩებიან.

ნათაძე - კულტურის განვითარება შეიძლება იმ ენაზე, რომელიც გესმის

შესწ. მე-3 - მიღებულია

„მე-4 - .......................“

მე-144. მუხ. სიტყვა: „პოლიტიკური“ ამოიშალოს

თავი 15

სოც-დემოკრატ.

შესწორება 1-ლი მიღებულია

„მე-2 -..........................“

სოც-ფედერალისტთა

შესწორება - უარყოფილია

სოც -რევოლუც.

უარყოფილია

ბანკი კონსტიტუციაში არ შევა.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 87-88

3.49 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის ჟურნალი (1921 წ თებერვლის 14)

▲ზევით დაბრუნება


დაესწრნენ:

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსის ამხანაგი ალ. ლომთათიძე

მისი ამხანაგი ექვ. თაყაიშვილი

დამფუძნებელი კრების მდივანი კონ. ჯაფარიძე

მისი ამხანაგი ქრ. შარაშიძის ასული

თვმჯდომარეობდა ალ. ლომთაიძე

მდივნობდა ქრ. შარაშიძის ასული

N
რიგზე

განსახილველი საგანი

დადგენილება

1
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-VII თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-X თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თვის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

2
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-VIII თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XI თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

3
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-IX თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-5 მუხლ. თანახმად კომისიის დასკვნა - ფრაქციების შესწორებებითურთ - გაეგზავნოს ფრაქციათ და კონსტიტუციის მე-IX თავი შეტანილ იქნეს მუხლ. განხილვის დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 16-ს სხდომის დღის წესრიგში

4
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-X თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-5 მუხლ. თანახმად კომისიის დასკვნა - ფრაქციების შესწორებებითურთ - გაეგზავნოს ფრაქციათ და კონსტიტუციის მე-X თავი შეტანილ იქნეს მუხლ. განხილვის დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 16-ს სხდომის დღის წესრიგში

5
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XI თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-5 მუხლ. თანახმად კომისიის დასკვნა - ფრაქციების შესწორებებითურთ - გაეგზავნოს ფრაქციათ და კონსტიტუციის მე-XI თავი შეტანილ იქნეს მუხლ. განხილვის დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 16-ს სხდომის დღის წესრიგში

6
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XII თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

კონსტიტუციის განხილვის წესის მე-5 მუხლ. თანახმად კომისიის დასკვნა - ფრაქციების შესწორებებითურთ - გაეგზავნოს ფრაქციათ და კონსტიტუციის მე-XII თავი შეტანილ იქნეს მუხლ. განხილვის დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 16-ს სხდომის დღის წესრიგში

7
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XIII თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოდგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XIII თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

8
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XIV თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოდგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XIV თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

9
12

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოადგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XV თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

თავმჯდომარე

მდივანი

კანცელარიის გამგე

საკონსტიტუციო კომისიისაგან წარმოდგენილი დასკვნა - ფრაქციების მიერ შემოტანილ-საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მე-XV თავის

შესწორებათა შესახებ

ცნობა: ამ თავის ზოგადი წესით განხილვა დამთავრდა დამფუძნებელი კრების ამა თებერვლის 2-ს სხდომაზე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 1377, ფურც. 45

3.50 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს. (1921 წ. თებერვლის 14)

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო კომისია
№15
1921 წ. თებერვლის 14

გაახლებთ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნას კონსტიტუციის მე-8 თავისთვის შემოსულ შესწორებათ შესახებ.

I. სოც-დემოკრატ. ფრაქციის შესწორება მიღებულ იქნეს მაგრამ იგი შეტანილ იქნეს მე-103 მუხლში არა შენიშვნის სახით, არამედ ახალი „დ“-ის პუნქტად, შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსები თანახმად კანონისა“. ამ შესწორების გამო იმავე მუხლის პუნქტი „ბ“-დან ამოღებულ იქნეს უკანასკნელი სიტყვა „და“ და გადატანილ იქნეს პუნქტში „გ“-ს ბოლოში.

2. ეროვნულ-დემოკრატ. ფრაქციის შესწორება მიღებულ იქნეს შემდეგი სახით: „იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს.“

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ.191, ფურც 69

3.51 საკონსტიტუციო კომისიის კრების პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო კომისია
17
1921 წ. თებერვლის

გაახლებთ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნას კონსტიტუციის მე-10 თავისათვის შემოსულ შესწორებათა შესახებ.

1. მიღებულ იქნეს სოც.-დემოკრატიულ ფრაქციის სამივე შესწორება

2. სოც.-რევოლუციონერთა ფრაქციის შესწორებანი უარყოფილ იქნეს მთლიანად.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

3.52 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს (1921 წ. თებერვლის 14)

▲ზევით დაბრუნება


1921.14.02

საკონსტიტუციო კომისია
18
1921 წ. თებერვლის 14

გაახლებთ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნას კონსტიტუციის მე-11 თავისათვის შემოსულ შესწორებათა შესახებ.

1. სოც.-დემოკრატ. ფრაქციის ორივე შესწორება მიღებულ იქნეს.

2. სოც.-რევოლიუციონერთა ფრაქციის შესწორებანი მთლიანად უარყოფილ იქნეს.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

საქმისმწარმოებელი პ. საყვარელიძე

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 191, ფურც. 116

3.53 21 თებერვალი

▲ზევით დაბრუნება


დამფუძნებელი კრების
საკონსტიტუციო კომისია
N818

ამასთნავე გაახლებთ დამფუძნებელი კრების სოც. დემ. ფრაქციის მიერ წარმოდგენილი შესავლის პროექტს საქართველოს კონსტიტუციის პროექტისას.

კანცელარიის გამგის ამხანაგი

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 46, ფურც. 2

4 დაუთარიღებელი საბუთები

▲ზევით დაბრუნება


4.1 დამფუძნებელ კრების წევრობის და მოხელეობის შეუთავსებლობისა და წევრთა დიეტისა /გასამრჯელოსი/.

▲ზევით დაბრუნება


კანონპროექტი

1. დამფუძნებელ კრების წევრობა და სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ეს დებულება არ ვრცელდება: მინისტრებსა, მათ ამხანაგებსა, სახელმწიფო კონტროლიორსა, მის ამხანაგსა, ელჩებსა, უმაღლეს სკოლის პროფესორებსა, პრივატდოცენტებსა და მასწავლებლებზედ. არ ვრცელდება აგრეთვე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბის წევრებზედ. აქ ჩამოთვლილ თანადებობათა შეთავსება შესაძლებელია.

2. ადგილობრივ თვითმართველობათა გამგეობის წევრებს არ აეკრძალებათ იყვნენ იმავე დროს დამფუძნებელ კრების წევრად.

3. დამფუძნებელ კრების წევრს გასამრჯელოდ მიეცეს 1500 მან. თვიურად.

4. დამფუძნებელ კრების წევრი სხვა ჯამაგირს ვერც სახელმწიფო დაწესებულებიდან მიიღებს და ვერც ადგილობრივ თვითმმართველობებიდან.

შენიშვნა: ის თანამდებობის პირნი, რომლებიც პირველ მუხლში არიან მოხსენებულნი, გასამრჯელოს იღებენ რომელიმე ერთი ადგილიდან თავისი არჩევით.

5. ყოველი წევრი, რომელიც შეუთავსებელს თანამდებობას ასრულებს, მოვალეა დღიდან ამ კანონის მიღებისა ერთის თვის განმავლობაში შემოიტანოს განცხადება, რომ მან შეუთავსებელი თანამდებობა დასტოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჰკარგავს დამფუძნებელ კრების წევრის უფლებას და მის ადგილს დაიჭერს მორიგი კანდიდატი სათანადო სიიდან.

6. ეს კანონი ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ.

კომისიის თავმჯდომარე

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 63

4.2 დამფუძნებელ კრების წევრთა იმუნიტეტისა /შეუვალობისა/.

▲ზევით დაბრუნება


დეკრეტი

1. - დამფუძნებელი კრების წევრი ხელშეუხებელია.

2. - არ შეიძლება მისი პასუხის გებაში მიცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც იგი სიტყვით, ხმის მიცემით ან სხვა გზით გამოსთქვამს თავისი მოვალეობის ასრულების დროს.

3. - არც ადმინისტრაციას, არც სასამართლოს და არც სხვა უწყების მოხელეს არა აქვს უფლება დამფუძნებელი კრების წევრის პირადათ ან მისი ნივთების გაჩხრეკისა.

4. - დამფუძნებელი კრების წევრის ბინა შეიძლება გაჩხრეკილ იქნეს მხოლოდ სათანადო სასამართლოს ორგანოს დადგენილებით, ანდა დამფუძნებელი კრების ნებართვით.

5. - დამფუძნებელი კრების წევრის დაპატიმრება და სამართალში მიცემა შეიძლება მხოლოდ დამფუძნებელი კრების დადგენილებით.

შენიშვნა: უკეთუ დამფუძნებელი კრების წევრს დანაშაულის ჩადენის დროს მიასწრებენ - შეიძლება იგი დაპატიმრებულ იქნეს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დამფუძნებელ კრებას.

6. - კანონიერად დაპატიმრებული დამფუძნებელი კრების წევრი უნდა დაუყოვნებლივ განთავისუფლებული იქნეს, უკეთუ ამას დამფუძნებელი კრება დაადგენს.

7. - დამფუძნებელი კრების წევრის დაპატიმრება და სამართალში მიცემა გადაწყდება დამფუძნებელი კრების სხდომაზე ხმის ორი მესამედის უმეტესობით.

8. - ამ დეკრეტის დარღვევისათვის დამნაშავე დაისჯება, როგორც რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობის პირის შეურაცხმყოფელი, უკეთუ მისი მოქმედებისათვის უფრო სასტიკი სასჯელი არ არის კანონით დადებული.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე

მდივანი

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 45

4.3 ცნობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა და კომისიების შემადგენლობის შეცვლა-შევსების შესახებ.

დაწესებულებათა სახელწოდება.

ამოირიცხოს წევრი

ჩაირიცხოს წევრი

დამფუძნებელი კრების სხდომის ჟურნალი.

საკონსტიტუციო კომისია

-

გრ. ვეშაპელი (ა.პ.)

საქმისმწარმოებელი

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 408

4.4 დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

საკონსტიტუციო
კომისია

საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა სამხედრო კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი რესპუბლიკის სამხედრო ძალებისა და საჭიროდ დაინახა მასში შეეტანა შემდეგი შესწორებანი:

მეორე მუხლში კომისიამ ამოშალა შემდეგი სიტყვები: ერთი პირის შეცვლა მეორეთი არ შეიძლება.

მესამე მუხლის შენიშვნა კომისიამ შესცვალა ამგვარად:

შენიშვნა: დუხობორები თავისუფალი არიან სამხედრო ბეგარისაგან.

მერვე მუხლი კომისიამ შესცვალა ამგვარად: მუდმივი ჯარისა, სათადარიგოთა თუ მოლაშქრეთა.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 191, ფურც. 246

4.5 „რესპუბლიკის ჯარი“

▲ზევით დაბრუნება


საკონსტიტუციო კომისია
დებულება

1. ყოველივე მოქალაქე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა, თანახმად სამხედრო კანონებისა.

2. ყოველივე მოქალაქე, ვისაც იარაღის ტარება შეუძლია, 20-დან 45 წლამდე - რომელსამე ნაწილში ითვლება.

3. მუდმივი ჯარი მშვიდობიანობის დროს შესდგება რესპუბლიკის მცხოვრებთა არაუმეტეს 1%-საგან.

4. სამხედრო ძალის უზენაესი ორგანო არის პარლამენტი, რომელიც განახორციელებს თავის უფლებას მთავრობის საშუალებით.

5. განსაკუთრებულს შემთხვევაში მთავრობას შეუძლია პარლამენტის დაუკითხავათ გამოიწვიოს საჭირო რიცხვი ჯარისა არაუმეტეს სამასი კაცისა წესიერების აღსადგენად, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში აცნობებს პარლამენტს ამ ზომის დასადასტურებლათ.

6. საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ იმოქმედებს უცხო სახელმწიფოს ჯარი ვერც დაქირავებული, ვერც მოწვეული; ვერც დაიჭერს რესპუბლიკის მიწა-წყალს და ვერც ზედ გაივლის, თუ არ რესპუბლიკის კანონის მიხედვით.

7. ჯარის ნაწილების წყობილება, გადაჯგუფება და ყოველივე წესი სამხედრო ძალთათვის განისაზღვრება ამისთვის გამოცემული კანონებით.

8. ჯარი სახელმწიფო ფიცსა სდებს /აღთქმას სდებს/ დემოკრატიული რესპუბლიკის ერთგულებისათვის.

9. ჯარში გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველ წლივ ადასტურებს პარლამენტი. კანონი მოქმედებს ერთს წელიწადს.

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 46

4.6 სახელმწიფო თავდაცვა

▲ზევით დაბრუნება


1. ყოველი მოქალაქე რესპუბლიკის ვალდებულია, პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა თანახმად სამხედრო კანონისა.

2. რესპუბლიკის სამხედრო ძალების დანიშნულებაა სახელმწიფოს დაცვა და მისი ტერიტორიისა და მისი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.

3. სამხედრო ბეგარის ვადა და ყოველივე წესი სამხედრო ძალთა შესახებ განისაზღვრება კანონით.

4. ჯარში გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობის ყოველ წლივ ამტკიცებს პარლამენტი.

ხელით მინაწერი: თუ მხედრობა? 5 ხმა, მხედრობამ - 4.

5. ჯარი სდებს ფიცსა ან აღთქმას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ეროვნულობისას.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 27

4.7 სახელმწიფო მოხელენი

▲ზევით დაბრუნება


შედგენილია კ. მიქელაძის მიერ

ყოველ თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე თუ იგი კანონში აღნიშნულ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან იმ დაწესებულების იმ პირის განკარგულებით, ვისგანაც იყო მიღებული, ხოლო სრულებით დათხოვა სამსახურიდან შეიძლება სასამართლოს, ან იმ ორგანოთა დადგენილებით, რომელსაც იმის უფლება ექნება მინიჭებული კანონის მიერ.

თვითეულ მოხელეს მიენიჭება უფლება პენსიისა; მოხელისა ან მის ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობებს განსაზღვრავს კანონი.

თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესის მიხედვით.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე მის დანაშაულის გამო საზოგადო წესით.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მოხელეს უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს სახელწიფოს.

ხელით მინაწერი:

კამათში იწვევს „დათხ. სასამართლოს წესით“ გელეიშვილი თუ არ ვარგა დავით, როგორ დავუმტკიცო სასამართლოში.

დავა: სულ ამოიშ. თავი თუ არა „სასამართლოში“

„სასამართლოს ამოშლამ“ - მიიღო 5 ხმა. წინააღმდეგი 4 ხმით გასულია.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 28

4.8 სანიმუშო პროექტი - შედგენილი არსენიძის მიერ

▲ზევით დაბრუნება


პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო პროპორციული თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭის ყრით არჩეული დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, განურჩევლად სქესისა, რომელსაც 20 წელი შესრულებია პარლამენტი აირჩევს სამი წლის ვადით.

პარლამენტის წევრთა ასარჩევათ რესპუბლიკა დაყოფილია საარჩევნო ოლქებათ, თანახმად საარჩევნო კანონისა, თვითეულ ოლქს უნდა მიეკუთვნოს განსაზღვრული პროპორციული რიცხვი დეპუტატებისა მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით, დანარჩენს განსაზღვრავს საარჩევნო კანონი.

პარლამენტის წევრები წარმოადგენენ მთელ ერს და არა ცალკე პროვინციას, რომელმაც ისინი აირჩია.

პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრის და შეხედულობისათვის, რომელსაც იგი გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია. არ შეიძლება იგი დატუსაღებულ იქნეს ან სასამართლოში მიეცეს, სანამ პარლამენტის წევრად ითვლება, უკეთუ თვით პარლამენტმა ამის დასტური არ მისცა, გამონაკლის შეადგენს ისეთი შემთხვევა, როცა მას დანაშაულის ჩადენის დროს მიუსწრებენ. ეს შემთხვევა დაუყონებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. დატუსაღებული ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი უნდა განთავისუფლებულ იქნეს უკეთუ ამას პარლამენტში მოითხოვს.

პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.

პარლამენტის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე ჯამაგირიანი თანამდებობა ეჭიროს სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველობის სამსახურში, იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის წევრი. სახელმწიფო კონტროლიორი, ან მინისტრის ამხანაგი ან ეჭიროს თვითმმართველობის ხმოსნის თანამდებობა. დეპუტატს შეუძლია მიიღოს მთავრობისაგან რაიმე პოლიტიკური დავალება ვადით არა უმეტეს ექვსი თვისა.

სუვერენობა ეკუთვნის ხალხს; პარლამენტი ამ კონსტიტუციით დადებულ ფარგლებში ახორციელებს ხალხის სუვენერობას.

პარლამენტი გამოსცემს კანონებს, დეკრეტებს და დადგენილებებს, მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

პარლამენტს ეკუთვნის: უმაღლესი გამგებლობა ჯარის და საერთო რესპუბლიკის ყველა შეიარაღებული ძალების. პარლამენტის უფლებას შეადგენს ომის გამოცხადება, ზავის ჩამოგდება, დამტკიცება საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულებისა უცხო სახელმწიფოებთან აგრეთვე ამნისტიისა უფლება აქვს მხოლოდ პარლამენტს. პარლამენტი ამტკიცებს ბიუჯეტს საშინაო და საგარეო სესხს. აირჩევს იმ პირთ, რომელთა არჩევა კონსტიტუციით ან კანონით აქვს მიკუთვნებული, და კონტროლს უწევს აღმასრულებელ ხელისუფალთა მოქმედებას.

პარლამენტის სხდომები საჭიროა, მაგრამ პარლამენტს შეუძლიან განსაკუთრებულ დადგენილებით ფარულად გამოაცხადოს თავისი სხდომა ან ნაწილი სხდომის /ზედ. 33/.

პარლამენტი თვით გაარჩევს თავის წევრთა რწმუნებულობის და გადასწყვეტს ყოველივე დავას ამ საგანზე /შეერთ. შტატი. გამ. 5 მ./

პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით /ნახევარი/ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგლამენტით ან კანონით სხვა რაოდენობა არის დადგენილი.

პარლამენტის სესიის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, უკეთუ დეპუტატთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა /იხ. შედარება შვეიც. კონსტ. №87 ბელგიის 38/.

პარლამენტის წევრთ უფლება აქვთ მთავრობისადმი შეკითხვის და კითხვის მიცემისა. წესი და ფარგალი შეკითხვის და კითხვის მიცემის განისაზღვრება კანონით და რეგლამენტით /ბელ. 40/.

პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტის საშვალებით წესს, რომლის მიხედვით იგი მოქმედობს თავის ფუნქციების ასრულების დროს /ბ. 45/.

პარლამენტის სესია იკრიბება ყოველ წელიწადს ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთი და იმავე დროს მთელ რესპუბლიკაში, იმ ანგარიშით რომ სესიის პირველ დღეს ახალ არჩეულ წევრთ შეიძლება ექნეთ შეკრებისა.

პარლამენტის მუშაობის დროებითი შეწყვეტა უნდა მოხდეს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

პარლამენტის მუშაობა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს წელიწადში არა უმეტეს ხუთი თვისა; როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას ან პარლამენტის პრეზიდიუმს; პარლამენტის შეკრება სავალდებულოა თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს.

ინიციატივის უფლება ეკუთვნის პარლამენტის ყოველ წევრს ან 5000 ამომრჩეველს.

20000 ამომრჩევლის ხელმოწერილი მოთხოვნილებით პარლამენტი ვალდებულია კანონპროექტი, საბოლოოდ განხილვის შემდეგ, ხალხის წინაშე დასვას კენჭის საყრელად /რეფერენდუმი/; რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

პარლამენტი ყოველ წლიურად აირჩევს პრეზიდიუმს: ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ზედიზედ თავმჯდომარეთ ან მის ამხანაგად იყოს არჩეული.

ხელით მინაწერი: როგორც მთავრობა მთლიანად, ისე თვითეული მინისტრი აღჭურვილი უნდა იყვეს საპარლამენტო ნდობით. როგორც მთავრობა ისე თვითეული მინისტრი უნდა გადადგეს, თუ ის დაკარგავს პარლამენტის გადაჭრილი დადგენილებით მის ნდობას.

მთავრობა განსაზღვრავს პოლიტიკის საერთო მიმართულებას და პასუხისმგებელია ამ მიმართულებისა და საერთო გამგებლობისათვის /მუხლი 8/. თვითეული მინისტრი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით უძღვება მისთვის მინდობილ დარგს /მუხლი 9/.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 95-97

4.9 საქართველოს რესპუბლიკის სასამართლო

▲ზევით დაბრუნება


შედგენილი ი. ბარათაშვილის მიერ

1. საქართველოში მოქმედებს სასამართლო საქართველოს რესპუბლიკის სახელით.

2. სასამართლო მოქმედებს დამოუკიდებლად და ემორჩილება მარტო კანონს.

3. სასამართლოში საქმის განხილვა სწარმოებს ზეპირად და საჯაროდ, გარდა იმ შემთხვევებისა როცა სახელმწიფოებრივი ან ზნეობის ინტერესები მოითხოვს საქმის განხილვას დახურულ კარებში.

4. დაარსებულ იქნას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სისხლის სამართლის საქმეებისათვის, პოლიტიკური და ბაჭდვითი სიტყვის დამნაშავეთათვის. (თავი გადახაზულია)

5. მოსამართლენი ინიშნებიან თანამდებობაზე კანონში აღნიშნულ წესით. (თავი გადახაზულია)

6. არ შეიძლება სასამართლოს წევრის დათხოვნა ან ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანა მათი სურვილის წინააღმდეგ თანამდებობიდან მათი დროებით გადაყვანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ სამართალში ან გამოძიებაში იქნება მიცემული. სრულიად დათხოვნა თანამდებობიდან შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენის ძალით.

7. საქართველოში სასამართლოს ხელის უფლება ეკუთვნის მომრიგებელ მოსამართლეს, მათ ყრილობასა, ოლქის სასამართლოს, სასამართლო პალატას და სენატს.

81. შემოღებული იქნეს უმაღლესი სასამართლო - სენატი; მისი ორგანიზაცია და კომპეტენცია გათვალისწინებულია ცალკე კანონმდებლობიაში.

91. შემუშავებულ იქნეს ოლქის სასამართლო სისხლისა და სამოქალაქო სამართლის განყოფილებებით. მათი ორგანიზაცია და კომპეტენცია გათვალისწინებულია ცალკე კანონმდებლობით.

101. შემუშავებულ იქნეს მომრიგებელ მოსამართლეთა და მათ ყრილობათა ინსტიტუტები, მათი ორგანიზაცია და კომპეტენცია გათვალისწინებულია ცალკე კანონმდებლობით.

111. შემოღებულ იქნეს სასამართლო პალატა სამოქალაქო საქმეებისათვის, როგორც სააპელაციო დაწესებულება /ინსტანცია/.

121. შემოღებულ იქნეს სისხლის საქმეთა წინასწარ გამოძიების საწარმოებლად თანამდებობა სასამართლოს გამომძიებლისა მისი ორგანიზაცია და კომპეტენცია გათვალისწინებულია ცალკე კანონმდებლობით.

მეორე ვარიანტი

82. საქართველოში უმაღლესი სასამართლო არის სენატი იგი მოქმედებს თანახმად 29 ენკენისთვის 1919 წლის კანონის ძალით.

92. მომრიგებელ მოსამართლეთ და მათ ყრილობათა ექვემდებარება საქმეები გათვალისწინებული ცალკე კანონში.

102. ოლქის სასამართლოს, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სასამართლოს განყოფილებებს ექვემდებარება საქმეები გათვალისწინებული ცალკე კანონში.

112. სასამართლო პალატას როგორც სააპელაციო დაწესებულებას, ექვემდებარება სამოქალაქო საქმეები გათვალისწინებული ცალკე კანონში.

122. სისხლის საქმე და წინასწარ გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი იმ საფუძველთ დაცვით, რომელიც აღნიშნულია სასამართლო დაწესებულებათა დებულებაში.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 407

4.10 სახელმწიფო მოხელენი

▲ზევით დაბრუნება


შედგენილია კ. მიქელაძის მიერ

1. სახელმწიფო მოხელეებს ნიშნავენ და სცვლიან მთავრობა და კანონში აღნიშნულ თანამდებობის პირნი; ამგვარივე უფლება აქვს სახელმწიფო კონტროლიორს სახელმწიფო კონტროლის მოხელეთა შესახებ.

2. არც ერთი მოხელე არ შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან სასამართლოს დადგენილების გარეშე გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დათხოვნის მიზეზი არის მოხელის სამსახურისათვის უვარგისობა. კანონი საზღვრავს მოხელეთა დათხოვნის საფუძვლებს და დისციპლინარულ სასჯელთა დადების პირობებს.

3. უვარგისობისათვის სამსახურიდან დათხოვნილ მოხელეს უფლება ეძლევა სასამართლო წესით ეძიოს თავისი სათანამდებო მდგომარეობის აღდგენა.

4. მოხელის თანამდებობიდან გადაყენებას თან უნდა ზდევდეს მისი სამართალში მიცემა

5. პასუხისგებაში მიცემულ მოხელის გამართლება სასამართლოს წესით იწვევს გამართლებულის დაკმაყოფილებას სასყიდლის და სათანამდებო მდგომარეობაში აღდგენით.

6. თითოეულ მოხელეს ენიჭება უფლება პენსიაზე, მოხელის თუ მის ოჯახის წევრების მიერ პენსიის მიღების პირობებს საზღვრავს კანონი.

7. თითოეული მოხელე პასუხისმგებელია სისხლის სამართლის კანონის დადგენილების მიხედვით საერთო წესით მის მიერ სამსახურში ჩადენილ ბოროტმოქმედებისათვის. არც ერთი თანამდებობის პირი არ შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან იმ მოქმედებისათვის, რომელიც იწვევს მოქალაქეთათვის მორალურ ან მატერიალურ ზიანს.

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 56

4.11 პარლამენტი

▲ზევით დაბრუნება


რამდენი პალატიდან უნდა შესდგებოდეს საკანონმდებლო ორგანო? იერემია ბენტამის დროიდან ეს საკითხი მეცნიერებაში სდგას დიდ იურიდიულ პრობლემათ და ამ პრობლემის გადაწყვეტას აქვს არამარტო აკადემიური თეორიული, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც. მრავალი მოსაზრებები მოყავთ იმის დასამტკიცებლათ, რომ ორ პალატიანი სისტემა აუცილებელია. სინტეზი ამ მოსაზრებებისა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში გამოსთქვა ერთ-ერთმა მემარჯვენე მიმართულების წარმომადგენელმა, იმაში მდგომარეობს, რომ ზედა პალატას შეაქვს სიდინჯე და მოფიქრება მეტის-მეტ აჩქარებულ ქვემო პალატის მუშაობაში. ზედა პალატაში სხვა ტემპერამენტით, სხვა გრძნობით იხილავენ წარდგენილ კანონპროექტს, ვიდრე ქვემო პალატაში, და ეს არის გარანტია იმისა, რომ კანონები ნაჩქარევად არ გამოიცემაო. ქვედა პალატას როგორც უზენაესი ხელისუფლების მატარებელს, ყველა სახელმწიფო ორგანოებზე მეტი მიდრეკილება აქვს თავისუფლების გაფართოვებისა და გაღრმავებისა დანარჩენ ორგანოებისა და დაწესებულებების ხარჯზე; ზედა პალატა კი ასუსტებს ქვედა პალატის ასეთ მისწრაფებებსო.

მაგრამ, როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, ასეთი ორ პალატიანი სისტემა ჩვენი რესპუბლიკისათვის სრულებით გამოუსადეგარია. ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში ის, რომ I) ჩვენი სახელმწიფო მართვა-გამგეობის ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც როგორც ქვედა პალატა, ისე ზედა, თუ მივიღებთ ორ პალატიან სისტემას, საერთო, ფარული და თანასწორი კენჭის ყრით. და ერთნაირი სისტემა არჩევნებისა შექმნის ორივე პალატაში ერთი პარტიის უმრავლესობას; 2) იშვიათია, რომ სადმე პარტიულ დისციპლინას ჰქონდეს ისეთი მნიშვნელობა, როგორც ჩვენში; ამიტომ ყოველივე ის, რასაც მიიღებს ქვედა პალატა, თუ ეს საკითხს რაიმე პრინციპიალური მნშვნელობა აქვს, აუცილებლად მიღებულ იქნება ზედა პალატის უმრავლესობისგან. ცხადია ასეთ პირობებში ზედა პალატა ვერ ითამაშებს იმ როლს, რომლის შესრულებაში ორ პალატიანი სისტემის მომხრეები ხედავენ ზედა პალატის დანიშნულებას. ზედა პალატა ჩვენში იქნება ნამდვილი დუბლიკატი ქვედა პალატისა. დემოკრატიაში ორ პალატიანი სისტემა არსებობს. მხოლოდ ფედერაციაში, სადაც ზედა პალატა შესდგება ფედერაციის შემადგენელ სახელმწიფოთა /შტატები, კანტონები/ წარმომადგენლებისაგან: უნიტარულ დემოკრატიაში კი, კომისიის აზრით, ორ პალატას არავითარი გასამართლებელი საბუთი არა აქვს. იგი მხოლოდ გამოიწვევს ზედმეტ ხარჯებს და უნაყოფო დროსა და საქმის დაკარგვას. კანონების სერიოზული განსჯის და დინჯად შეთანხმების მიღწევა, რომელზედაც უთითებენ ზოგიერთები, შეიძლება მოხდეს ორპალატიან სისტემითაც, სხვა საშვალებებით, მაგალითად, როდესაც საკნონმდებლო წესის შემუშავებით რეფერენდუმის შემოღებით და სხვა დაახლოვებით ასეთი მოტივები უდევს საფუძვლად კონსტიტუციის პროექტის მე-52 მუხლს, რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და პროპორციული კენჭის ყრით არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს განურჩევლად სქესისა, ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც 20 წელი შესრულებია. პარლამენტი აირჩევა სამი წლით.

ერთ პალატიანი სისტემა არსებობს საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბიაში, ლუქსემბურგში, და გერმანიის ზოგიერთ სახელმწიფოებში.

ზედა პალატა ართულებს სახელმწიფო მექანიზმს. რა ხასაითის უნდა იყოს მაგალითად აღმასრულებელი ორგანოს პასუხისმგებლობა, თუ იქნა მიღებული ორ პალატიანი სისტემა? საკმარისია სულ ზერელე ანალიზი პარლამენტური წესწყობილების განვითარებისა, რომ ნათლად დავინახოთ, თუ როგორ ეკარგება თანდათან მნიშვნელობა ზედა პალატას და მის მაგიერ იზრდება ავტორიტეტი და მნიშვნელობა ქვედა პალატის.

ინგლისში მაგ., კაბინეტის კრიზისის დროს ზედა პალატას არა აქვს არავითარი გავლენა, მას არ შეუძლია ერთი საათითაც კი დასტოვოს ადგილას ის კაბინეტი, რომელსაც ქვედა პალატამ უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ასეთივე პრაქტიკა იკიდებს ფეხს ბელგიაშიაც. თითქმის ყველგან კაბინეტის შექმნის და დათხოვის უფლება ეკუთვნის ქვედა პალატას.

ინგლისში 1911 წელს გამოცემულ აქტებით ლორდთა პალატის უფლებები კიდევ უფრო შეიკვეცა. ეს აქტი ამბობს, რომ „ყოველი ბილი ფინანსიური ხასიათისა, რომელიც მიღებულია ქვედა პალატის მიერ, ძალაში შედის ერთი თვის შემდეგ დღიდან ასეთი ბილის ზედა პალატაში გადაცემისა, თუნდაც იგი უარყოფილ იქნას უკანასკნელის მიერ,“ საბიუჯეტო უფლების ასეთი შეზღუდვით ლორდთა პალატას დაეკარგა ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი უფლება, საბიუჯეტო, რაიც შეიქნა წყარო მისი პოლიტიკური დაუძლურების. ამ რიგად ერთ პალატიანი სისტემის იდეა ბატონდება იქაც, სადაც დღემდე კიდევ შერჩენილა ზედა პალატა; პრაქტიკა უკვე სწყვეტს იმ საკითხს, რომლის გამო ამდენი თეორიული დავაა ატეხილი იურიდიულ მეცნიერებაში.

ჩვენი პარლამენტის არჩევნები დემოკრატიულია. მასში მონაწილეობს ყველა, ქალი და კაცი, რომელსაც 20 წელი შესრულებია. კომისიაში გამოითქვა სურვილი, რომ ამომრჩეველთ წლოვანება 18 წლამდე დაგვეყვანა, მაგრამ ეს არ იქნა მიღებული საერთოდ, მიუხედავათ ჰავისა და ბუნებისა, ჩვენში ადამიანის რამდენიმეთ ფიზიკური და გონებრივი მომწიფება ამ ვადაზე ადრე არ ხდება. 18 წლის მომხრენი ასაბუთებდნენ თავის აზრს მით, რომ რუსეთის რევოლუციამ წამოაყენა იდეა 18 წლიანებისთვის საარჩევნო ხმის მინიჭებისა. მაგრამ ეს იდეა იყო გამოწვეული არა პრინციპიალური მოსაზრებანი, არამედ იმ გარემოებით, რომ 18 წლიანები უკვე გამოწვეულ იქნენ ჯარში, და რაკი ომი ევალდებოდათ, არჩევნების უფლებაც არ შეიძლებოდა არ მიცემოდათ. მაგრამ ეს იყო სრული არანორმალობა. ნორმალურ პირობებში კი ამას ადგილი არ უნდა ექნეს. სამხედო მოვალეობა ეს პირველი საზოგადოებრივი მოვალეობა ეკისრება მოქალაქეს 20 წლის შესრულებიდან, და ის ითვლება ამ ხნიდან სრულწლოვანად და ეს სამოქალაქო სრულწლოვანება ე.ი. ყველა უფლებით აღჭურვა უნდა გახდეს დატათ პირადი პოლიტიკური უფლებების მინიჭებისა.

პარლამენტი იკრიბება 3 წლის ვადით. საზოგადოთ პარლამენტის მოქმედების ვადა უდრის 3-5 წელს სხვა და სხვა ქვეყნებში. დემოკრატიაში ჩვენ გვგონია საკმარისია 3 წელიწადი ეს დრო სრულიად საკმაოა საკანონმდებლო მუშაობაში თვის კვალის დასარჩენათ. მეორე მხრივ 3 წლის შემდეგ პარლამენტის განახლებით მოქალაქეთ უფლება ეძლევათ თავის მხრივ შეაფასონ დეპუტატების ნამუშევარი და ხელახლათ არჩევნებით გამოხატონ ძალათა განწყობილების ცვალებადობა. ამით წარმომადგენლობითი ორგანო უფრო სწორი გამომხატველი გახდება ერის. ამისთვის მისი ნამუშევარი დაუახლოვდება პირდაპირ დემოკრატიის რეალურ შედეგებს. ცნობილია, რომ გრძელ ვადიანი პარლამენტები იშვიათად აღწევენ ნორმალურ დასასრულს. მაგ. ინგლისში თითქმის ყოველი პარლამენტი ვადაზე ადრე იშლება. ასეთი ცხოვრების კორექტივი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის და ცვალებადი საზოგადოებრივ ურთიერთობის ნაყოფია. საზოგადოება ამ გზით შეიჭრა პარლამენტის ცხოვრებაში და იმორჩილებს მას. დემოკრატიაში დაშლას პარლამენტისას ჩვენ მიერ მიღებულ მოკლე ვადის განმავლობაში ადგილი არ ექნება და არც შეიძლება დემოკრატიული პარლამენტის დაშლა ვადამდე, რაზედაც ქვევით გვექნება ლაპარაკი.

მე-53 მუხლი აწესებს ძირითად პრინციპებს საარჩევნო სისტემისას. ასეთი პრინციპებია: რესპუბლიკის ოლქებად დაყოფა და დეპუტატთა პროპორციული განაწილება ოლქებს შორის მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით. თანამედროვე მეცნიერება ერთგვარის სისწორით გამოსახატავად საუმჯობესოდ აღიარებს ერთის საარჩევნო ოლქის არსებობას. ჩვენ უკვე ვსცადეთ ერთი ოლქის არჩევნების წარმოება. ამ დებულების მიხედვით, - მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, როგორც მოსალოდნელი იყო. გეოგრაფიული მდგომარეობა, მთა-ბარიანი ადგილები, მრავალ ერის და სარწმუნოების ხალხის მოხვედრა რესპუბლიკის ფარგლებში, თხოულობს ერთვარ ანგარიშის გაწევას. ამიტომ ადგილობრივ ინტერესებსაც უნდა ეყოლოს პარლამენტში თვისი წარმომავალი: უნდა შეიქნეს საკმაო მტკიცე და ძლიერი კავშირი მისგან, ხოლო, ამ კავშირს სახელმწიფო ვერ მოაგდებს მხოლოდ პარტიათა გამჭრიახობასა და პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ მოსაზრებებზე. თვით საარჩევნო სისტემა უნდა იძლეოდეს პროვ[...] ინტერესების უზრუნველყოფას და ეს კი შეიძლება მხოლოდ რესპუბლიკის რამოდენიმე საარჩევნო ოლქათ დაყოფით. ხოლო ოლქებ შორის თანასწორობის დასაცველად კომისიამ მიიღო მეორე პრინციპი: დეპუტატთა რიცხვის პროპორციონალური განაწილება. თვით საარჩევნო კანონი ამ საფუძველზე აშენებული, კონსტიტუციაში არ იქნება ჩართული. იგი უნდა იყოს ცვალებადი, ადვილად შესაგუებელი შექმნილ ურთიერთობასთან და ამიტომ გამოცემული კანონის სახით და არა კონსტიტუციის რომლის შეცვლა რთულ პროცედურას მოითხოვს.

მე-54 მუხლი შეიცავს იმ ზოგად დებულების აღიარებას, რომ დეპუტატები წარმოუდგნენ ერს და არა პროვინციას. წინათ მიღებული მრავალ საარჩევნო ოლქის შემდეგ, ასეთი, თუნდა დეკლარაციულ ხასიათის განცხადება აუცილებელი იყო, რათა პროვინციასთან დაკავშირება პარლამენტისა საარჩევნო ოლქების საშუალებით არ გახდეს წყაროთ პარტიკულიარიზმის განვითარებისა. პროვინციალური პატრიოტიზმის გაძლიერებაც ისეთვე ნაკლია რესპუბლიკის ცხოვრებაში, როგორც უკიდურესი ცენტრალიზაცია, რომელიც პროვინციას თითქმის სრულად უყურადღებოდ სტოვებს და ცენტრის მსხვერპლად ხდის. მე-53 და 54 მუხლები ამ მხრივ ავსებენ ერთმანეთს და მოწოდებული არიან შექმნან ის წონასწორობა ამ ორ მიდრეკილებას შორის, რომელიც ასე აუცილებელია სახელმწიფოს საღი პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

მე-55 მუხლი ეხება დეპუტატის იმუნიტეტს. თანამედროვე კონსტიტუციონალურ სახელმწიფოსათვის იმუნიტეტის საკითხი დიდი ხანი გადაწყვეტილია და მისი ძირითადი უფლებანი ყველასაგან აღიარებული.

დეპუტატის იმუნიტეტს ანუ შეუვალობას ახასიათებს პირველად ყოვლისა ის მომენტი, რომ იგი განთავისუფლებულია როგორც სასამართლოს, ისე დისციპლინარულ და ადმინისტრაციულ დევნისაგან თავის აზრების წარმოთქმისათვის პარლამენტის წინაშე. კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დეპუტატის სიტყვა მაგალითად აჯანყებისადმი მოწოდებას შეიცავს, ან შეურაცხყოფას აყენებს კერძო პირს, თუნდ პარლამენტის წევრს, დეპუტატი არ შეიძლება პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დასჯილი იმ დროს, როდესაც კერძო პირი, რომელიც დეპუტატის წოდებით არ სარგებლობს, ასეთივე სიტყვის წარმოთქმისათვის დაისჯება, ისე როგორც მოითხოვს ამას სისხლის სამართლის კანონები.

ესაა პრივილეგია უპასუხისმგებლობისა, რომელიც ხორციელდება მატერიალურ უფლების სფეროში. ეს არ უნდა შევურიოთ იმ პრივილეგიას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცესუალურ უფლების სფეროში და რომელსაც დეპუტატის ხელშეუხებლობა ეწოდება. ეს ორი პრივილეგია სხვა და სხვა მნიშვნელობისაა და შექმნილია ერთმანეთისგან დამოუკიდებლათ, მაგრამ ორივე ე.ი. უპასუხისმგებლობის და ხელშეუხებლობის პრივილეგიები ერთმანეთს ავსებენ და ემსახურებიან ერთსა და იმავე მიზანს. ორივე საშუალებით კანონმდებლობა სცდილობს დეპუტატი ისეთ პირობებში ჩააყენოს, რომ მას შეეძლოს სრულიად თავისუფლად შეასრულოს ის მოვალეობა, რომელიც მას დაკისრებული აქვს, როგორც ხალხის წარმომადგენელს. პირველი პრივილეგია მეტის-მეტად შესუსტებული და შეზღუდული იქნებოდა, რომ მეორე პრივილეგია არ უზრუნველყოფდეს დეპუტატის ხელშეუხებლობას, ეს მეორე პრივილეგია, ხელშეუხებლობა იმაში მდგომარეობს, რომ დეპუტატი თუნდაც პარლამენტის გარეშე დანაშაულის ჩადენის გამო არ შეიძლება პასუხისგებაში იქნეს მიცემული პარლამენტის ნებადაურთველათ. ეს უფლებაც მეტად საჭირო და მიზანშეწონილია. სასამართლოს რომ შეეძლოს დეპუტატის წინააღმდეგ ზომების მიღება პარლამენტის ნებადაურთველათ, ერთი რამ ამ უფლებით მეტის-მეტად ფართოდ ისარგებლებდნენ დეპუტატის მოღვაწეობის შეფერხებაში დაინტერესებული პირები; მეორეთ იმიტომ რომ მაშინ დეპუტატის ენერგია უმთავრესად პარლამენტის გარეთ დაიხარჯებოდა სასამართლოებში სიარულში. ეს კი მას მოაცდენდა თავის მოვალეობას. მაგრამ დაუსჯელობა, როგორც აღნიშნავს პროფესორი ჟიჟილენკო, არ აქარწყლებს თვით მოქმედების უსამართლოებას. სახელმწიფო ანთავისუფლებს დეპუტატს მხოლოდ სასჯელისაგან. რადგან ამას მოითხოვს საჯარო ინტერესი, მაგრამ თვით მოქმედება ამით არ კარგავს უკანონო ხასიათს. ეს აშკარად სჩანს იმ მაგალითიდან, რომ, თუ პარლამენტის წევრის სიტყვა, რომელიც რაიმე დელიქტს შეიცავს, იქნება გამეორებული კერძო პირის მიერ, უკანასკნელს მთელი თავის არა სასიამოვნო შედეგებით დააწვება სასჯელი.

რა განსხვავებაა უპასუხისმგებლობისა და ხელშეუხებლობას შორის. უპასუხისმგებლობის პრივილეგია ფარავს მხოლოდ დეპუტატის მოქმედებას პარლამენტში, და სპეციალურათ ისეთ მოღვაწეობას (სიტყვის წარმოთქმა, განცხადების შეტანა, შეკითხვის შეტანა), რომელიც დეპუტატის მოვალეობას შეადგენს. მაშასადამე ამ პრივილეგიით რომ იქნეს დაცული დეპუტატის მოქმედება, საჭირო ორი მომენტის არსებობა. ერთი მოქმედება უნდა შეადგენდეს დეპუტატის მოღვაწეობას, სულ ერთია რა ფორმით იქნება იგი ჩადენილი, მაგალითად, სიტყვის წარმოთქმით, ხმის მიცემით, შეკითხვის შეტანით, კომისიაში აზრების გამოთქმით, თუ სხვა გზით და მეორე - ასეთი დეპუტატის მოღვაწეობა, რომელიც აზრების გამომჟღავნებისაკენ არის მიმართული, უეჭველად უნდა სწარმოებდეს თვით პარლამენტში. თუ რომელიმე მოქმედება დეპუტატის მოვალეობას არ შეადგენს, იგი უპასუხისმგებლობის პრივილეგიით ვერ დაიფარება თუნდაც პარლამენტის დარბაზში იყოს ჩადენილი, ამ შემთხვევაში დეპუტატი პასუხისმგებელია ისე, როგორვ ყოველი მოქალაქე. ე.ი. დეპუტატი წარმოთმულ სიტყვისათვის შეიძლება დასჯილი იქნეს, თუ პარლამენტი ნებას დართავს მის სამართალში მიცემას. ე.ი. თუ მას არ დაიცავს ხელშეუხებლობა. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ დეპუტატის მიერ თავის მოვალეობის გარეშე წარმოთქმული სიტყვა თავისუფალი არაა სასჯელისაგან. მაგრამ სასამართლოს რომ შეეძლოს ასეთი დეპუტატის წინააღმდეგ პროცესუალური აპარატის ამოძრავება, ე.ი. დაკითხვა გამოძიება სამართალში მიცემა და სხვა, საჭიროა პარლამენტის წინასწარი ნებართვით.

შემდეგ უპასუხისმგებლობის პრივილეგია ეხება მხოლოდ აზრების გამოთქმას პარლამენტში და არა ისეთ მოქმედებას, რომელიც მას დავალებული არა აქვს, როგორც წარმომადგენელს. ამიტომ თუ პარლამენტი სხდომაზე წარმოთქმული სიტყვა, დეპუტატი მაინც თვისუფალია პასუხისმგებლობისაგან, თითქოს მისი მოქმედება არავითარ უკანონობის ელემენტს არ შეიცავდეს. და პარლამენტმაც რომ მოისურვოს, მას სასამართლოში ვერ მისცემს. სულ სხვაა თუ პარლამენტის წევრმა სადმე საჭიროთ გაიმეორა ასეთი სიტყვა, მაშინ მისი მოქმედება სისხლისსამართლის ობიექტით ხდება და ამით სასამართლოს საშვალება და უფლება მიეცემა მიიღოს დეპუტატის მიმართ პროცესუალური ზომები ე.ი. ჩამოართვას დეპუტატს ჩვენება, გაჩხრიკოს მისი ბინა, შეიპყროს იგი და სხვ.

მე-55 მუხლში აღნიშნული პრივილეგია არის მხოლოდ დეპუტატის პრივილეგია და არა პარლამენტის. პარლამენტის პრივილეგია რომ იყოს, მაშინ იგი იმ კერძო პირებზედაც გავრცელდებოდა, რომელიც გარედან არიან მოწვეული კომისიაში სამუშაოთ ან პრეზიდიუმმა დაიბარა თავისთან და სხვ.

ყველა სახელწმიფოების კონსტიტუციები, გარდა ინგლისისა, და მათ შორის ჩვენიც აღიარებს პასუხისმგებლობას, როგორც დეპუტატის პრივილეგიას, და ამტომ იგი კერძო პირის უკანონო მოქმედებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაფარავს. კერძო პირებზე რომ გაავრცელოთ დეპუტატების პრივილეგიები, მაშინ უკანასკნელი ბევრათ უფრო დიდი და ფართო პრივილეგია დაურჩებათ. ვიდრე დეპუტატებს. დაუსჯელობა დეპუტატისა ნაზღაურდება /Компенсируется/ იმ დისციპლინარული ზომებით, რომლითაც პარლამენტი სჯის თავის წევრებს, რეგლამენტის ძალით რომლებიც დეპუტატთა კორპორაციას ეკუთვნიან, კერძო პირი კი ამ დისციპლინარულ ზომისაგანაც თავისუფალი გამოვა.

ყოველი კანონი, რომელიც განმარტავს დეპუტატების იმუნიტეტს, შეიცავს ერთ და იმავე დებულებას. დეპუტატი არ შეიძლება იქნეს მიცემული პასუხისგებაში იმ აზრის და შეხედულებისათვის რომელსაც იგი გამოსთქვამს მოვალეობის ასრულების დროს. მაგრამ სად არის ის ხაზი, რომელიც დეპუტატის მოვალეობას აშორებს იმ სფეროს, რომელიც არ შეადგენს დეპუტატის მოვალეობას. მეტის მეტად არამიზანშეწონილი იქნებოდა ჩამოთვლა იმ ობიეკტებისა, რომლის შესახებ მსჯელობა შეადგენს დეპუტატის მოვალეობას. შეიძლება სთქვან, რომ დეპუტატის მოღვაწეობა იწყება იმ დღიდან, რა დღიდანაც იგი პარლამენტის წევრათ ირიცხება. ეს ყალბი აზრია. ასეთი ფართო ფორმულა ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევდა იმუნიტეტის ბუნების შესწავლის დროს. ჩვენ ვამბობთ, რომ დეპუტატის მოღვაწეობა პარლამენტის გარეთ სრულიადაც არ იფარება უპასუხისმგებლობა. მაშასადამე კანონი გულისხმობს მოვალეობის შესრულებას თვით პარლამენტში, როცა მას შეაქვს შეკითხვა ან რაიმე სხვა წერილობითი განცხადება, ან და კომისიაში ლაპარაკობს, ან სხვა მის მოვალეობას შეადგენს და ყველა ზემოაღნიშნული შემთხვევებს ფარავს დეპუტატის უპასუხისმგებლობის პრივილეგია.

დღეს იმუნიტეტის ცნება შეუსისხლხორცდა თანამედროვე საზოგადოების ინტელეკტუალურ ზრდას, ისეთ აუცილობელ პოლიტიკურ ფაქტორად გახდა რომ არც თეორიაში და არც პრაქტიკაში იმუნიტეტი არ იწვევს პრინციპიალურ კამათს. მის აუცილებლობას აღიარებენ როგორც უკიდრურესი კონსერვატორები, ისე უკიდურესი მამრცხენე ჯგუფების და წრეების წარმომადგენლები. როგორც პირველნი, ისე მოერენი ამბობენ, რომ ეს პრივილეგია რისი აუცილებელი პირობა პარლამენტის წევრების მოღვაწეობისა. პარლამენტის წევრი არ შეიძლება იქნეს დატუსაღებული, და გამოძიებასა და სამართალში მიეცეს, სანამ იგი პარლემენტის წევრათ ითვლება. გამონაკლისს შეადგენს მხოლოდ ის შემთხვევა, როცა დეპუტატს დანაშაულის ჩადენის დროს მიასწრებენ. ასეთ შემთხვევაში დეპუტატი შეიძლება შეპყრობილ იქნეს, მხოლოდ ამბავი უნდა ეცნობოს პარლამენტს.

თუ პარლამენტმა მოითხოვა, შეპყრობილი უნდა განთავისუფლებულ იქნეს და დევნა შეჩერდეს. ამ უფლებით პარლამენტს შეუძლია ისარგებლოს ყოველ შეპყრობისა ან გამოძიების შესახებაც, რომელიც კი აღძრულია რომელიმე მისი წევრის წინააღმდეგ.

მე-57 მუხლი პროექტისა ამბობს, რომ პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო. ამ მუხლს არა აქვს ისეთი პრინციპიალური მნიშვნელობა, როგორც ეს ქონდა მას წინათ. ეხლა ყველგან ეს პრინციპი აღიარებულია. იგი წამოყენებული იყო დემოკრატიისაგან, რომელსაც სურდა უზრუნველეყო თავის წარმომადგენლები საკანონმდებლო დაწესებულებაში და მიეცა ღარიბისთვის იქ შესვლისა და მუშაობის შეძლება.

მე-58 მუხლი ამავე პროექტისა, პირდაპირ უკრძალავს დეპუტატებს რამე ჯამაგირიანი თანამდებობა ეჭიროს. აქიდან სჩანს, რომ, თუ დეპუტატმა არ მიიღო განსაზღვრული გასამრჯელო შეიძლება დეპუტატობა მხოლოდ ქონებრივ კლასის პრივილეგიათ გახდეს.

მე-58 მუხლი პროექტისა ამბობს, რომ „პარლამენტის წევრს შეუძლია იმავე დროს ჯამაგირიანი თანამდებობა ეჭიროს სახელმწიფოში ან თვითმმართველობის სამსახურში. იგი შეიძლება იყოს მხოლოდ მთავრობის წევრი, სახელმწიფო კონტროლიორი, ან ეჭიროს თვითმმართველობის ხმოსნის ან რაიმე საპატიო თანამდებობა“. ამ მუხლის შედგენის დროს კომისიას ქონდა გათვალისწინებული ის დებულება, რომ დეპუტატი, რომელსაც ევალება უმაღლესი მეთვალყურეობა სახელმწიფოში არსებულ ორგანოების მიმართ, აბსოლიუტურად თავისუფალი უნდა იყოს და დამოუკიდებელი უკანასკნელებისაგან.

არავითარი დამოკიდებლობა არ არის ისეთი მტკიცე და ძლიერი როგორც დამოკიდებლობა ეკონომიკურ ნიადაგზე და როდესაც დეპუტატს რომელიმე უწყებაში ჯამაგირიანი ალაგი უჭირავს, მისი თავისუფლება შეზღუდულია, მის ნებისყოფას განსაზღვრული სფერო აქვს შემოფარგლული, ის სახელმწიფოში უბრალო მოხელეა, ესე იგი დეპუტატი უწყების წარმომადგენლის ნების აღმასრულებელი ხდება. წარმოუდგენელია, რომ ასეთ შემთხვევაში დეპუტატმა შესძლოს მოთხოვოს უწყების წარმომადგენელს პასუხი და კონტროლი გაუწიოს მის მოღვაწეობას. ამით აიხსნება, რომ თითქმის ყველგან არის აღიარებული შეუთავსებლობის პრინციპი. წარმოიდგინეთ, რომ უმრავლესობა დეპუტატებისა იმავე დროს სხვა და სხვა უწყებებში მსახურობენ, და მიხვდებით, რომ ასეთ შემთხვევაში მინისტრების პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე სრულიად მოსპობილი იქნება ფაქტიურად. ამ მოსაზრებითვე არ არის მისაღები, რომ დეპუტატები პარლამენტის დაუკითხვავათ მთავრობის მიერ ღებულობდნენ რაიმე დავალებას. პროექტიც იმას ნიშნავს, რომ „დეპუტატს შეუძლია მიიღოს მთავრობიდან მხოლოდ პოლიტიკური დავალება და ისიც არა უმეტეს ექვსი თვისა“. აქედან სჩანს, რომ დეპუტატის სურვილზე არის დამოკიდებული მიიღოს თუ არა მთავრობისაგან რაიმე დავალება. პროექტი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რამდენათ აუცილებელია ასეთ შემთხვევაში თვით პარლამენტის სანქციები.

მართალია კარგი გარანტიაა ის, რომ დეპუტატის ნების ყოფლობაზე არის დამოკიდებული მთავრობის დავალების მიღება. მაგრამ მთავრობას თითქმის ყოველთვის შეუძლია დაიყოლიოს დეპუტატი. და რომ მთავრობას შეეძლოს მოვალეობის დაკისრებით მოიცილოს თავიდან ისეთი დეპუტატი, რომლის მოღვაწეობა პარლამეტში მისთვის არა სასიამოვნოა, აუცილებლად საჭიროა ერთგვარი გარანტია. ზოგიერთი კონსტიტუციები მეტის მეტათ იცავენ ამ შეუთავსებლობის პრინციპს და ამომრჩეველთა კორპუსიდან რიცხავენ ყველა სახელმწიფო მოხელეებს. არის კონსტიტუციები, რომლებიც გამონაკლის არ უშვებენ მინისტრებისათვისაც. ასეთი წესი არსებობს გოლანდიაში, შვეიცარიაში და შეერთებულ შტატებში. სხვა კონსტიტუციები კი აღიარებენ შეუთავსებლობის პრინციპს, მაგრამ განსაზღვრულ კატეგორიისთვის სტოვებენ გამონაკლისს. ასეთი სისტემა აქვს ინგლისს, საფრანგეთს და იტალიას, საყურდაღებოა საფრანგეთსა და იტალიის კონსტიტუციები, რომლებშიაც დაშვებულია გამონაკლისი. იტალიის კონსტიტუცია ამბობს, როომ ყველა მოხელეები, რომლებიც ჯამაგირს სახელმწიფოდან ღებულობენ, არ შეიძლება არჩეულ იქნენ პარლამენტის წევრებად. მაგრამ შემდეგ კანონი აღნიშნავს იმ თანამდებობის პირთ, რომელთა არჩევა შესაძლებელია. სახელდობრ ა) მინისტრები და სახელმწიფოს სუბ-სეკრეტრები. ბ) სახელმწიფოს საბჭოს წევრნი. გ) კასაციურ სასამართლოს წევრნი. დ) გენერლები და ორდინალური პროფესორები. ჩვენმა პროექტმა იცის მხოლოდ ორი გამონაკლისი: მინისტრებისთვის, მათი ამხანაგებისათვის და სახელმწიფო კონტროლისათვის.

საკონსტიტუციო კომისიაში გამოითქვა აზრი, რომ პროექტში ყოფილიყო დაშვებული გამონაკლისი უნივერსიტეტის პროფესორებისათვის. მოყავდათ ის მოსაზრება, რომ უნივერსიტეტი სრულებით დამოუკიდებელი, ავტონომიური დაწესებულებაა და უხერხეულობა, რომელიც შეიძლება დაიბადოს, როდესაც დეპუტატს რაიმე ჯამაგირიანი თანამდებობა უჭირავს, არ არსებობს პროფესორებისთვის.საკითხია: რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა პროფესორების დეპუტატათ არჩევა? პროფესორის სამუშაო სულ სხვა სახის და ხასიათისაა. ის მოითხოვს ფრიად დამჯდარ და უშფოთველ მუშაობას და ამიტომ პროფესორი, დეპუტატათ არჩეული, შეიძლება მოსწყდეს თავის აკადემიურ ცხოვრებას. მაგრამ პარლამენტშიც საჭირო არიან სპეციალისტები და საკითხია კიდევ, როდის, უფრო სარგებლობა მოაქვს სწავლულს. მაშინ, როდესაც ის უზიარებს ცოდნას განსაზღვრულ მოქალაქეთა კათეგორიას, თუ მაშინ, როდესაც ის სწორ და უაღრეს საჭირო ცნობებს აწვდენს ჩვეულებრივ კანონმდებლობას. მაგრამ, კომისიის აზრით, სრულიად არ არის აუცილებელი, რომ პროფესორი დეპუტატიც იყოს და პროფესორიც ერთ და იმავე დროს. პრაქტიკულად ის პროფესორები, რომელნიც სერიოზულად ეკიდებიან პოლიტიკურ მუშაობას, თვითონვე ძალაუნებურად თავს ანებებენ უნივერსიტეტში ლექციების კითხვას. ამას აკანონებს ჩვენი პრაქტიკაც.

როგორც მე-59 მუხლშია ნათქვამი, ხელისუფლება ეკუთვნის მთელ ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფობას. სუვერენი საერთოდ არის ხალხი. პირდაპირ დემოკრატიაში იგი თვით ახორციელებს უშუალოდ ამ უფლებას. მაგრამ სადაც ეს საძნელო ან შეუძლებელია ამა თუ იმ მიზეზით, იქ ხალხი იძულებულია კანონმდებლობა და უმაღლესი მართვა-გამგეობა გადასცეს თავის წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში ხალხი თავის სუვერენობას ახორციელებს პირდაპირ უმთავრესად წარმომადგენლების არჩევით, საკანონმდებლო ინიციატივით, რეფერენდუმით. პარლამენტს ეკუთვნის ხალხის სუვერენობა მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში, რომლის გარეშე მას არ შეუძლია მოქმედება; რაც კონსტიტუციით პარლამენტს არა აქვს გადაცემული, ის ხალხს აქვს დარჩენილი; კონსტიტუცია და თვით ხალხი პარლამენტზე ზევით დგას და მეორე მხრივ პარლამენტის სუვერენობა ნიშნავს იმას, რომ ეს სუვერენობა არ ეკუთვნის აღმასრულებელ ორგანოს, კომიტეტს, სამინისტროს ან სასამართლოს. ამათ მოქმედებას საზღვრავს /კონსტიტუციის გარდა/ თვით პარლამენტი, პარლამენტის გამოცემული კანონი. ამ რიგად სუვერენის სახელი ეკუთვნის ერს და შემდეგ შეზღუდული სახით-პარლამენტს. მეტს არავის.

მე-60 მუხლი ამბობს: „პარლამენტი გამოსცემს კანონს, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გმოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული“. იურიდიული შინაარსის მხრივ კანონსა და დეკრეტს შორის არ არსებობს განსხვავება: როგორც კანონი, ისე დეკრეტი მატერიალური ნორმაა. ფორმალური განსხვავება არსებობს იქ, სადაც კანონების გამოცემა შეადგენს პარლამენტის პრეროგატივას, ხოლო დეკრეტების გამოცემა აღმასრულებელი ხელისუფლებისას. ჩვეულებრივად დეკრეტი არის უფრო ადმინისტრატიული განკარგულება და აქვს მიზნათ კანონის სწორი შესრულება, დეკრეტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, რომელიც მასზე მაღლა სდგას. ჩვენი პროექტი კანონის და დეკრეტის გამოცემას ანდობს ერთსა და იმავე დაწესებულებას და ამით ორივეს ერთსა და იმავე მნიშვნელობას აძლევს. კანონი და დეკრეტი არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არც ავტორიტეტით, არც სფეროთი, რომლის შიგნი მათ უნდა მოაწესრიგონ საზოგადოებრივი ურთიერთობანი, და არც მატერიალური შინაარსით. მხოლოდ განხილვისა და გამოქვეყნების წესით განსხვავდებიან ერთმანეთისგან კანონი და დეკრეტი. დეკრეტის გამოცემა უფრო გაადვილებულია, ვიდრე კანონის. ასეთი წესი არსებობდა აქამდისაც, ერთი და იგივე მატერიალური ნორმა შეიძლებოდა ყოფილიყო საჩქარო მოწესრიგება. როდესაც ცხოვრება სწრაფად მიმდინარეობს, როდესაც სტიქიური სიჩქარით იცვლება ერთი კომბინაცია ინტერესებისა და ძალებისა მეორედ და საჭიროა სწრაფი უფლებრივი რეგლამენტაცია ახლად შექმნილ წესრიგისა იქ აუციელებელია მოქნილი და ელასტიური აპარატის ამუშავება. ასეთი მდგომარეობა შეიძლება ყოველთვის მოიტანოს დრომ: სოციალური-პოლიტიკური ცხოვრება არ მიმდინარეობს ერთ განუსაზღვრელ ფარგლებში, მან იცის რყევა, გადახვევ-გადმოხვევა, შეჩერება ზრდაში, და ისევ ჩქარი ნაბიჯით წინ-სვლა. ხანგრძლივათ ერთ წერტილზე შეჩერების შემდეგ. ახლათ აღმოცენებული ინტერესები და მიზნები ქმნიან ახალ მოქმედების შაბლონს, და საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია ჩვეულებრივი კანონების გამოცემით სწრაფათ დაამყაროს წესრიგი, რადგან ყველგან, სადაც მხოლოდ ერთი საკანონმდებლო პალატაა, კანონის გამოქვეყნება გართულებულია.

ამიტომ მატერიალური ნორმის გაქმოქვეყნება დეკრეტის სახით ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სავსებით მიზანშეწონილია. მე-60 მუხლი ამბობს დადგენილების შესახებაც. ამ მცნებას გარკვეული შინაარსი და მოქმედების სფერო აქვს მინიჭებული, როდესაც მისი გამომცემელი არის აღმასრულებელი ორგანო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დადგენილება ემყარება კანონს, ე.ი. არაფერში არ ეწინააღმდეგება მას, და აქვს მიზნათ უმთავრესათ კანონის სწორი შესრულება. ჩვენი პროექტის მიხედვით კი დადგენილებას უნდა ქონდეს სხვა მნიშვნელობა და ხასიათი. პროექტი არასფერს არ ამბობს, თუ რა კატეგორია საგნებისა შეიძლება იყოს დადგენილების ობიექტი. ის მხოლოდ ამბობს, რომ კანონის დეკრეტის და დადგენილების გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული, მაგრამ არა მარტო გამოცემის წესით შეიძლება განსხვავდეს ერთმანეთისგან კანონი და დადგენილება. მათ, როგორც ამას იზიარებს საკონსტიტუციო კომისია, აქვთ სხვა და სხვა მატერიალური შინაარსი და მნიშვნელობა, კანონს და დეკრეტს აქვს ერთი სფერო, დადგენილებას კი მეორე. პირველნი შეეხებიან ყოველგვარ განწყობილებას, მეორე კი ეხება მხოლოდ პარლამენტის შინაგან მხარეებს და აღმასრულებელ ძალის მოქმედების ჩარევას. ამ მხრივ რეგლამენტი მაგრამ პარლამენტის დადგენილება და არა კანონი შეიძლება ეხებოდეს მთავრობის ნდობას, გადადგომას და სხვ.

მე-61 მუხლის თანახმად პარლამენტის უფლებას შეადგენს უმაღლესი გამგებლობა ჯარისა და საერთოდ რესპუბლიკის ყველა შეიარაღებული ძალების ომის გამოცხადება, ზავის ჩამოგდება, დამტკიცება საზავო, სავაჭრო და სხვა ხელშეკრულობისა უცხო სახელმწიფოებთან, ამნისტია, ბიუჯეტის დამტკიცება, საშინაო და საგარეო სესხის აღება, იმ თანამდებობის პირთა არჩევა, რომელთა არჩევა კონსტიტუციით ან კანონით მას აქვს მიკუთვნებული, და საერთოდ კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების. ამ მუხლით დაწვრილებით ანალიზს ჩვენ აქ არ შეუდგებით, მათში აღძრულ საგნებზე ჩვენ სხვა ადგილას გვექნება ეს განმარტებით ბარათში. აქ საკმარისია აღვნიშნოთ, რომ გარდა ორი შემთხვევისა - ამნისტიის გამოცხადებისა, და კონტროლისა - ყველა მე-61 მუხლში აღნიშნული საკითხები ისე ღრმათ შეეხებიან ხალხის ინტერესებს, რომ მისი გადაწყვეტა, მოწესრიგება ან თვით ხალხის ან მის წარმომადგენლებს უნდა შეეძლოს მხოლოდ. დემოკარტიული პრინციპი მოითხოვს, რომ საკითხის გადაწყვეტაში უპირველეს ყოვლისა მიიღოს მონაწილეობა იმან, ვის ინტერესებსაც ყველაზე უფრო ეხება ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგება. ომის გამოცხადება, სესხის აღება, რომელიც ბოლოს და ბოლოს ხალხის გასასტუმრებელია, ისეთი მძიმე საკითხებია ის ღრმათ და ძლიერათ შეიჭრებიან ხალხის სოციალურ ცხოვრებაში, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება ემორჩილებოდეს ვინმე სხვას, თუ არა ხალხს ან მის პირდაპირ ორგანოს, პარლამენტს. ამნისტიას გამოცხადების და კონტროლის უფლება კი გამომდინარეობს პარლამენტის უზენაესობიდან.

პარლამენტის სხდომები საჯაროა. ასეთი წესი არსებობს ყველგან. პარლამენტის მოღვაწეობაში არის დაინტერესებული ხალხი, საზოგადოება. პარლამენტი სარგებლობს უაღრესი ავტორიტეტით უმთავრესად იმიტომ, რომ მისი მოღვაწეობა ხალხის თვალწინ მიმდინარეობს; საკმარისია პარლამენტის მუშაობა ხანგრძლივათ დაფარული გახდეს და ის ხალხს დაშორდება. საზოგადოების აზრმა, რომლითაც პარლამენტი ხელმძღვანელობს, და რომელიც ამყარებს თანხმობას პარლამენტსა და ხალხს შორის. შეიძლება დაკარგოს გავლენა პარლამენტზე, რადგან თვით საზოგადოების აზრიც იმის გამო, რომ პარლამენტი ფარულ მოღვაწეობას ეწევა, სულ სხვა მიმართულებას მიიღებს. მაგრამ არის საკითხები, რომლების შესახებ საჯაროთ ბჭობა და ბაასი შეიძლება არ შეიძლება იმის გამო, რომ ისინი სახელმწიფოებრივ საიდუმლობას წარმოადგენენ. პარლამენტის კომპეტენციაში შედის მაგალითად სამხედრო კრედიტების გახსნა, და დიდი ზიანი, პირდაპირ გამოუსწორებელი ზარალი შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს ამ საკითხის გამო დადგენილების საჯაროთ გამოტანამ, რადგან კამათის დროს აუცილებლათ იქნება აღნიშვნა ჯარის რაოდენობის, მისი სუსტი მხარეების და სხვ. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის სხდომა აუცილებლათ უნდა ფარულათ იქნეს გამოცხადებული. ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო კომისია, მე-62 მუხლის რედაქციის შემუშავების დროს. პროექტი აღნიშნავს, რომ პარლამენტის სხდომები საჯაროა, მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით ფარულათ გამოაცხადოს თავისი სხდომა ან ნაწილი სხდომისა.

ის, რომ მინდობილების გარჩევა შეუძლია მხოლოდ იმ დაწესებულებას, რომლის წევრათაც ითვლებიან მანდატის წარმომადგენლები, არის ყველგან გაბატონებული. ჩვენი პროექტის მე-63 მუხლიც ამბობს: „პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა რწმუნებულებას და გადაწყვეტს ყოველივე დავას ამ საკითხზე“. ზოგიერთები პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთ წესს არ თვლიან მოზანშეწონილათ, ვინაიდან ადვილათ შეიძლება, რომ პარლამენტის უმრავლესობამ დიდი სისასტიკე გამოიჩინოს მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენელთა მანდატის განხილვის დროს, და საჭირო ყურადღებით ვერ მოეკიდოს ან და დიდი თავაზიანობა გამოიჩინოს უმრავლესობის წარმომადგენელთადმი. ამ მოსაზრებით 1868 წ-ის ინგლისის ქვედა პალატამ უარი სთქვა ასეთ უფლებაზე და მანდატის განხილვა მიანდო მოსამართლეებს, თვითონ კი დაიტოვა სანქციის უფლება. პრაქტიკაში პარლამენტი ყოველთვის ცდილობს შეუფარდოს თავის მოქმედება მოსამართლეების აზრს, ამიტომ ჩვენც ზედმეტათ მივიჩნიეთ სუვერენ პარლამენტზე მაღლა დაგვეყენებინა რომელიმე სხვა ორგანო.

თანახმად მე-65 მუხლისა პარლამენტის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დეპუტაცია საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა. მაგრამ რამდენი რიცხვია საჭირო, რომ ჩვეულებრივი სხდომა კანონიერათ ჩაითვალოს. ეს კითხვა არ წყდება ამ მუხლით. იგი გულისხმობს მხოლოდ სესიის გახსნას, და არა ყოველ სხდომას. შეიძლება რასაკვირველია ყოველი სხდომისთვისაც ასეთი ქვორუმი იქნეს მიღებული, მაგრამ, ჩვენ გვგონია, პარლამენტს უფლება აქვს რეგლამენტით სხვა რაოდენობაც განსაზღვროს ჩვეულებრივ სხდომისათვისაც, გარდა პირველისა, როცა სესია იხსნება და კონსტრუიროვკა ხდება პარლამენტისა.

„პარლამენტის წევრთ, - ამბობს პროექტის მე-66 მუხლი, - უფლება აქვთ მთავრობისადმი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემის წესი. შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა განისაზღვრება კანონით და რეგლამენტით“. სხვა ფუნქციებთა შორის პარლამენტს ევალება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება - ეს არის კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფალთა მოქმედებისა. თუ პარლამენტი ასრულებს კანონმდებლობით ფუნქციებს, ესე იგი სხვა და სხვა ნორმების საშვალებით მიზნათ ისახავს მოაწესრიგოს სოციალური მდგომარეობა, მას უნდა ქონდეს აგრეთვე უფლება ყოველთვის, როდესაც ამას საჭიროთ დაინახავს, მოითხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლების წევრთა წარმომადგენელთაგან ისეთი ზომის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს კანონის ცხოვრებაში გატარებას. კონტროლის ფუნქციას უპირველესად ყოვლისა პარლამენტი ახორციელებს კითხვების საშვალებით. ყოველ დეპუტატს შეუძლია გამოსთქვას გაუგებრობა, სურვილი, მიმართოს შესაფერ კითხვით უწყების წარმომადგენელს სხვა და სხვა გაუგებრობის გასაფანტავად, ან რომელიმე საეჭვო საგნის ასახსნელათ. კითხვების მიცემის დროს ალაგი არ აქვს კრიტიკას. კრიტიკა არის შეკითხვების მიზანი. შეკითხვის საშვალებითაც პარლამენტი ასრულებს კონტროლის ფუნქციებს. მაგრამ ამ ინსტიტუტს, ე.ი. შეკითხვების შეტანას, აქვს სულ სხვა მნიშვნელობა, ხასიათი და მიზანი, ვიდრე კითხვების მიცემას. შეკითხვის დროს მიზნათ აქვთ არა მარტო მინისტრის განმარტების მოსმენა როგორც ამას აქვს ალაგი კითხვის დასმის დროს, არამედ შეკითხვის შემტანთ განზრახული აქვთ უწყების წარმომადგენლის განმარტებანი კრიტიკის საგნათ გახადონ და გაიგონ თუ როგორ იქნება შეფასებული და აწონილი პარლამენტის მიერ ესა თუ ის აქტი აღმასრუელებელ ორგანოში.

მე-67 მუხლის შემუშავების დროს საკონსტიტუციო კომისია ხელმძღვანელობდა იმ პრინციპით, რომ საკანონმდებლო ორგანო აუცილებლად უნდა სარგებლობდეს სრული ავტონომიით ყველა იმაში, რაც საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციების შესრულებას ეხება. ეს პრინციპი არის სავსებით აღნიშნული მე-67 მუხლში, რომელიც ამბობს, რომ „პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტით თავის მოქმედებსი წესს“.

ჩვენი პროექტის მე-52 მუხლი ამბობს, რომ „პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით“-ო., მაგრამ არაფერს გვეუბნება იმის შესახებ თუ ვინ უნდა მიიწვიოს სამი წლის შემდეგ პარლამენტის ახალი შემადგენლობა. პროექტი აღნიშნავს სხვა წესს. თითონ ამომრჩევლები არჩევნების შემდეგ შეიკრიბებიან ნოემბრის პირველ კვირა დღეს. პროექტი ამბობს, რომ „პარლამენტი იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს“, მაგრამ ამ მუხლის შემუშავების დროს კომისია იყო დაინტერსებული არა ყოველ წლიურ სესიების განახლებით არამედ პარლამენტის ახალი შემადგენლობის მოწვევით. ახალი პარლამენტი თვითონ იკრიბება სამი წლის შემდეგ ნოემბრის პირველ კვირა დღეს, აქედან კი გამომდინარეობს, რომ იმავე დღეს უნდა დამთავრდეს ძველი პარლამენტის და მოვალეობა. პარლამენტი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა დროს უნდა მოხდეს ახალი არჩევნები, მაგრამ ლოღიკური აზრის მიხედვით, იგულისხმება, რომ არჩევნები ხდება ნოემბრის პირველ კვირემდე იმდენი დღით ადრე მაინც, რომ დეპუტატებმა მოასწრონ დედა ქალაქში ჩასვლა. ცხადია აგრეთვე, რომ ახალი პარლამენტის პირველ შეკრებამდე, რომლისთვისაც კანონით არის ვადა განსაზღვრული, ძველი პარლამენტი კი არ კარგავს თვის უფლებას. იგი შეიძლება ფაქტიურათ არ მუშაობდეს, სესია შეიძლება შეწყვეტილ იქნეს მაგრამ უფლება მისი განუწყვეტელია. არ არის ისეთი დრო, როდესაც პარლამენტი არ არსებობდეს, ამრიგად იცვლება პარლამენტის შემადგენლობა ახალ არჩევნების საშვალებით, მაგრამ მისი მოქმედება მუდმივია. იგი, როგორც უზენაესი ბატონი ქვეყნისა, განუწყვეტელია. ცხადია ამიტომ იგი არც თვითონ ითხოვს თავისთვის არც სხვა რომელიმე ძალას აქვს უფლება მის დათხოვნის. მისი მოქმედება ექვემდებარება მხოლოდ კონსტიტუციას და ამ უკანასკნელით განსაზღვრულ ფარგლებს. მართალია, პარლამენტის ცხოვრებაში შესაძლებელია საზოგადოდ ისეთი მომენტი, როცა იგი აღარ გამოხატავს ხალხის ნებასურვილებს, როცა ხალხის ევოლუცაიმ გაუსწრო მის შემადგენლობის ევოლუციას, და ასეთ შემთხვევაში სამართლიანი იქნებოდა პარლამენტის განახლება, მაგრამ ჩვენი პროექტი ასეთ განახლებას - რაიც შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის ვადამდე დათხოვნით, არ შეიცავს. ერთი იმიტომ რომ თვით ვადა პარლამენტისა მცირეა - 3 წელიწადი, და ამ მცირე ხნის განმავლობაში შეიძლება თამამად ითქვას, საგრძნობი განსხვავება ხალხსა და პარლამენტს შორის არ მოხდება. მეორეც იმიტომ რომ დათხოვნა პარლამენტისა - ნიშნავს მასზე მაღალი ორგანოს ხელისუფლების დაწესებას - პრეზიდენტის ან ზედა პალატის სახით, როგორც გერმანიის ახალ კონსტიტუციაშია. ეს კი ზღუდავს პარლამენტის სუვერენობას. ჩვენი პროექტი დათხოვნაზე ამიტომ არასფერს ამბობს.

თუ მაინც და მაინც მოხდა დაშორება ხალხის და პარლამენტის ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი გზა - ესაა რეფერენდუმით პარლამენტის დათხოვნა. რეფერენდუმი გამოხატავს ხალხის უზენაესობას პარლამენტზე. ხალხი მაშასადამე უმაღლესი კორექტორია პარლამენტის და უკანასკნელის შეცვლა მას შეეძლო როგორც მორიგი არჩევნების დროს, ისე მანამდე, თუ ხალხი დაადასტურებს პარლამენტის დათხოვნის დეკერეტს სხვა გზით პარლამენტის შეზღუდვა -- ჩვენთვის მიუღებელია.

პარლამენტის სესიის შეწყვეტის საკითხს წყვეტს თვით პარლამენტი.

მე-70 მუხლი პროექტისა ამბობს „პარლამენტის მუშაობა შეიძლება შეწყვეტილ იქნეს წელიწადში არა უმეტეს 5 თვისა, განსაკუთრებულ შემთხვევაში მისი მოწვევის უფლება აქვს მთავრობას ან პარლამენტის პრეზიდიუმს. პარლამენტის შეკრება სავალდებულოა, თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს. სხვა და სხვა პირობების გამო მთავრობა შეიძლება იძულებული გახდეს სწრაფათ გასწიოს ხარჯები, იხელმძღვანელოს ახალი ხელშეკრულობით და სხვა, და მის ასეთ შემთხვევაში უნდა პარლამენტის მოწვევამ ახალი კრედიტის გახნისათვის, ხელშეკრულების რატიფიკაციისათვის და სხვ“.

მთელი სახელმწიფოებრივი მექანიზმი და მრავალწლობით ნელ-ნელა შექმნილი სახელმწიფოებრივი წესრიგი შეიძლება შესუსტდეს ან და სრულებით დაემხოს თუ თავის დროზე არ იქნა მიღებული ზომები. ამის მიხედვით უნდა დაფასდეს 70 მუხლის მნიშვნელობა. იგი შესაძლებლად ხდის, რომ პარლამენტის გარეშე არავითარი კანონმდებლობითი აქტი არ იქნეს გამოცემული რომელიმე სხვა ხელისუფლების მიერ.

„ინიციატივის უფლება ეკუთვნის პარლამენტის ყოველ წევრს და 5000 ამომრჩეველს“. ასეთია მე-71 მუხლის რედაქცია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინიციატივა შეეხება მხოლოდ ჩვეულებრივ კანონების გამოცემას, და შეიცავს იმას, რომ ამ წესით შეიძლება აღძვრა საკანონმდებლო მუშაობის. ასეთი წესით შემოსული საკანონმდებლო წინადადება უნდა აუცილებლად განხილულ იქნეს, ე.ი. ან უნდა მიიღოს პარლამენტმა, ან უარყოს, ან შეასწოროს. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი კანონმდებლობისა გაატაროს, რომელიც კანონით და რეგლამენტით იქნება შემუშავებული საკანომდებლო მუშაობისათვის.

უფრო საყურადღებოა მუხლი მე-72 მუხლი, რომელიც ეხება რეფერენდუმს, ე.ი. ხალხის პირდაპირ კანონმდებლობას.

დემოკრატიაში ხალხს უჭირავს უპირველესი ადგილი. იდეოლოგიურათ ხალხი დემოკრატიაში არის უპირველესი წყარო ყოველგვარ ხელისუფლებისა. ხალხის ნება არის აბსოლიუტი. არ არსებობს სახელმწიფო ნება, რომელიც იდგეს ხალხის ნებაზე მაღლა. ხალხის ნება უმაღლესი კანონია და მისი უარყოფა არ შეიძლება. ხალხი სუევერნია, როგორც მონარქი მონარქიულ სახელმწიფოში. მისი ხელისუფლება არ ისაზღვრება გარედან. თავის ნებას ის თვით ზღუდავს. თვით ხალხი იძლევა იმ საზღვრებს, რომელშიდაც უნდა გაიშალოს და იბატონოს მისმა ნებამ. ხალხი ცდილობს ისე, როგორც ნაცია, მიიღოს სახელმწიფოებრივი კოსმოსის ფორმა. ყველაფერში და ყველგან მისი ნება სჭარბობს. იგი ყველაფერს იმონავებს. მის წინაშე ყველაფერი ქედს იხრის. ეს არის უდიდესი რეზერვუარი, რომლიდანაც გამომდინარეობენ ყველა სახელმიწფოში მოქმედი ძალები. ხალხი არის უმთავრესი ენერგია, რომელსაც მოყავს მოძრაობაში მთელი სახელმწიფოს მექანიზმი რომ ხალხი ნამდვილი სუვერენი იყოს, საჭიროა მან თვით სახელმწიფოს ხელისუფლების განხორციელებაში მიიღოს პირდაპირი მონაწილეობა. უამისოთ ხალხის სუვერენობის აღიარებას არავითარი მნიშვნელობა, გარდა დეკლარატიულისა, არ ექნება. სახელმწიფო თავის ხელისუფლებას ანხორციელებს სხვა და სხვა სახის და ტიპის ორგანოების საშვალებით, მაგრამ ყველა ორგანოთა მოვალეობის შესრულებაში ხალხს არ შეუძლია მიიღოს პირდაპირი მონაწილეობა.

თვით რუსო, რომელიც ცნობილია, როგორც მოძღვარი უშუალო მმართველობისა, ესე იგი ისეთი მართველობის, სადაც ხალხი პირდაპირ სხვა შუამდგომი ორგანოების დაუხმარებლათ იღებს მონაწილეობას მართვა-გამგეობაში, თვით რუსო აცხადებს, რომ აბსოლუტური დემოკრატიული მართველობა პირდაპირ წარმოუდგენელია. უმთავრესი ფუნქციები, რომელთა ასრულება შეუძლია მოქალაქეთ, ან არის საკანონმდებლო ფუნქციები. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკამ გამონახა ერთნაირი ფორმები, რომლის საშვალებით ხალხს შეუძლია შეასრულოს საკანონმდებლო ფუნქციები. იდეალური და ნამდვილი დემოკრატიული იქნებოდა, რომ მთელი ხალხი პირდაპირ კენჭის ყრით იღებდეს ანუ უარყოფდეს ყოველ კანონს. მაგრამ თანამედროვე სახელმწიფოებში ტერიტორიალურ სიფართოვისა და მცხოვრებთა სიმრავლის გამო ამ ფორმით ხალხის მონაწილეობა კანონმდებლობაში არ ხერხდება. მხოლოდ შვეიცარიის რამდენიმე პატარა კატონებში“ ურისა შვიცსა და უნტერვანდერში არსებობს ამ ჟამად ყოველი კანონის მისაღებათ პირდაპირ კენჭის ყრა. ხალხის ყრილობა ამ კანტონებში იკრიბება განსაზღვრულ დროს საჭირო ალაგას და იღებს კანონებს, გამოიტანს დადგენილებებს ყველა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც აინტერესებს ხალხის ყრილობას, ირჩევს მოხელეებს და სხვ. ეს არის ხალხის ნამდვილი პირდაპირი მართველობა. მაგრამ ჩვენ დროში ასეთი პირდაპირი მართველობა იშვიათ გამონაკლისს შეადგენს. უმეტეს შემთხვევაში საკანონმდებლო ფუნქციების შესრულებას ხალხი ანდობს საერთოთ თავის არჩეულ წარმომადგენლებს. ხოლო თვითონ კმაყოფილდება ზოგიერთ კანონების მიღებაში ჩარევით. ფორმა ამ ჩარევისა არის რეფერენდუმი.

რეფერენდუმი ორგვარია: სავალდებულო და ფაქულტატიური. რეფერენდუმი სავალდებულოა, როდესაც ესა თუ ის კანონპროექტი აუცილებლათ უნდა წარედგინოს ხალხს დასამტკიცებლათ. რეფერენდუმი ფაქულტატიურია, როდესაც კანონი უნდა წარედგინოს ხალხს დასამტკიცებლათ - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონის მიერ განსაზღვრული ამომრჩეველთა რიცხვი. რეფერენდუმი შეიძლება იყოს veto-ს /აკრძალვა/ სახითაც, ეს მაშინ, როდესაც მოქალაქეების განსაზღვრულ რიცხვს უფლება აქვს დაწესებულ დროს განმავლობაში უარი სთქვან კანონზე, რომელიც უკვე მიღებულია საკანონმდებლო ორგანოს მიერ. მაშასადამე სავალდებულო რეფერენდუმი ეხება ყველა კანონპროექტს, ფაკულტატიური რეფერენდუმი მხოლოდ იმ კანონებს, რომელთა ხალხის წინაშე წარდგენას მოითხოვს მოქალაქეთა განსაზღვრული რიცხვი, veto კი უკვე ძალაში შესულ კანონს. და ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ ხალხს შეუძლია უშუალო მონაწილეობის მიღება კანონმდებლობაში, ინიციატივის საშვალებითაც, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მოქალაქეთა განსაზღვრული რიცხვი მოითხოვს პარლამენტისაგან, რომ მან ხალხს კენჭის საყრელათ წარუდგინოს საკითხი ამა თუ იმ რეფორმის საჭიროებისა. ინიციატივა და რეფერენდუმი ერთანეთს ავსებენ, და ორივე ერთად უმთავრესი ელემენტები არიან პირდაპირი მართველობისა. ამ ორი საშვალებით ხალხი რეალურათ ახორციელებს თავის ხელისუფლებას. რეფერენდუმი არ არის ახალი ეპოქის აღმოჩენა. ის პრინციპი, რომ კონსტიტუციის მიღებისათვის საჭიროა ხალხის სანქცია, ხშირი იყო ამერიკის შტატებში. მაგალითად, 1778 წელს მასსაჩუზეტმა წარუდგინა კონსტიტუცია ხალხს მისაღებათ. ასეთ საშვალებას მიმართა ნიუ-კემაშირმა ორჯერ 1779, 1784 წლებს. საფრანგეთში 1797, 1795, 1799, 1802, 1904, 1815 წლების კონსტიტუციები იქნენ წარდგენილი ხალხის წინაშე ასეთი წესი შეითვისა შვეიცარიამ 1802 წ.

ჩვეულებრივ კანონების მიღება რეფერენდუმის საშვალებით კი შექმნილია შვეიცარიის მიერ. მართალია საფრანგეთის 1793 წ. კონსტიტუციაში იყო მუხლი, რომელიც ამბობდა საერთოთ სახალხო კენჭის ყრაზე, მაგრამ ეს მუხლი არასდროს არ შესულა ძალაში. შესაძლოა, როგორც ამას აღნიშნავენ დოქტრინაში, რეფერენდუმი შვეიცარიაში იმ ნიადაგზე აღმოცენდა, რომ იქ არ არსებობდა სისტემა ხალხის წარმომადგენლობისა. ხოლო სადაც იყო, არ სარგებლობდა ხალხის ნდობით. შეიძლება ამაზე მიუთითონ იმათ, ვინც რეფერენდუმის შემოღების წინააღმდეგი არიან ჩვენში, მაგრამ სულ ერთია, დღეს დღეობით დემოკრატიულ სახელმწიფოების პრაქტიკას გარდა რეფერენდუმისა, სხვა ფორმა ხალხის ხელისუფლების განხორციელებისა. არ შეუმუშავებია არც ერთი სისტემა ის არ შეესაბამება პრინციპიალურად ხალხის ბატონობის აღიარებას, როგორც რეფერენდუმი და ინიციატივა. 1792 წელს კუტონი ამბობდა კონვენტში: „ჩვენ მოწვეული ვართ აქ სახელმწიფოს ყოველ კუთხიდან, რათა მივიღოთ პროექტი საზოგადოებრივ ხელშეკრულებისა, მე ვამბობ პროექტი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საერთო სურვილია, ყველა საკონსტიტუციო დადგენილება გადაეცეს ხალხს, მისაღებათ“. დანტონმა ამავე წელს განაცხადა: „არ შეიძლება არსებობდეს კონსტიტუცია, გარდა იმისა, რომელიც მიღებული იქნება ამომრჩვეელთა უმრავლესობის მიერ“. რევოლუციონური კანონმდებლობა ყოველთვის ამ თვალსაზრისს ადგა.

არ არსებობს ისეთი დებულება, რომელიც ყველას მიერ იყოს აღიარებული, როგორც სწორი და უტყუარი დებულება. რეფერენდუმსაც ყავს მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რეფერენდუმი არ გამოხატავს ხალხის ნამდვილ ნებას, რომ იგი კონსერვატიური დაწესებულებაა, რომ მრავალ წარდგენილ კანონპროექტებიდან ხალხის მიერ მოწონებული იყო მხოლოდ რამოდენიმე და ისიც ყველაზე უფრო ცუდი და კონსერვატიული. მიუთითებენ იმაზედაც, რომ რეფერენდუმის დროს აბსენტიზმი ფრიად გავცელებულია. იყო შემთხვევები, როდესაც პროექტი გავიდა სულ რამდენიმე ხმის უმრავლესობით და სხვა.

აღნიშნავენ იმასაც, რომ რეფერენდუმის და ინიციატივის დროს დემაგოგია მეტის მეტათ გახშირებულია და ყოველ პოლიტიკურ ავანტიურიზმს ეძლევა რეალური ნიადაგი. აი მოკლეთ ყველა ის ნაკლი, რომელზედაც მოგვითითებენ რეფერენდუმის უარმყოფელნი.

შტიუხი, რომელიც მეტის მეტ საყურადღებო ცნონებს იძლევა რეფერენდუმის შესახებ, ამბობს, რომ „ხშირათ ამა თუ იმ დაბრკოლებათა დასაძლევათ მიმართავენ ხოლმე პარტიულ დისციპლინას, იშველიებენ მეგობრობას ყოველგვარი განწყობილებებს და დამოკიდებულებას რათა მიაღწიონ მიზანს. არ მოეშვებიან მანამდე. სანამ არ აიძულებენ ამა თუ იმ პირს თანხმობის განცხადებაზე და სხვა“.

მაგრამ არის მთელი რიგი მეცნიერებისა, რომლებიც სულ სხვანაირათ უყურებენ რეფერენდუმს. მათი აზრით, რეფერენდუმი და ინიციატივა აახლოვებდა ხალხის ფართო წრეებს პოლიტიკურ ცხოვრებასთან, ხელს უწყობენ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გავრცელებას და განმტკიცებას ხალხში, პოლიტიკურათ ზრდიან მას; რეფერენდუმი და ინიციტიატივა არის ერთი უმთავრესი და უსწორესი საშვალება ხალხის ნამდვილი სურვილის და ნების გასაგებათ. საუკეთესო მცოდნე რეფერენდუმისა კურტი აღნიშნავს, რომ „რეფერენდუმი არის პოლიტიკური სკოლა ხალხისა. და სადაც მოქმედებს რეფერენდუმი იქ ყველა კლასები დაინტერესებულნი არიან სახელმწიფოთა და სახელმწიფოს მიზნებით“.

ასეთივე დადებით მხარეებს რეფერენდუმისას აღნიშნავენ ისეთი იურისტები, როგორც არიან ელინეკი, დაისი და სხვ. მართლადაც რეფერენდუმს აქვს დიდი მნიშვნელობა თვით საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობისათვის, რეფერენდუმის საშვალებით დიდ გავლენას ახდენს კანონმდებლობაზე საზოგადოებრივი აზრი. სრულებით ზედმეტია აღნიშვნა აქ იმისა, თუ რა ძლიერი ოპოზიცია არსებობს იურიდიულ მეცნიერებაში პარლამენტარულ დაწესებულებათა წინააღმდეგ. ელინეკი ამბობს, რომ არ არსებობს ისეთი პარლამენტარული დაწესებულება, რომელსაც შეეძლოს ცოტათ და ბევრათ მაგარ კრიტიკის „გაძლება“. ამავე დროს წარმოუდეგენელია სხვა სისტემა. გარდა ამისა, როდესაც ხალხი თვით წარმომადგენელთა კორპუსის საშვალებით ასრულებს საკანონმდებლო ფუნქციებს, მაშასადამე საჭიროა კორექტივი. ამის როლს ასრულებს რეფერენდუმი. ამის გარდა სადაც საკანონმდებლო ორგანო სრულიად დამოუკიდებლათ მოქმედობს. იქ მას აქვს ტენდენცია აღიაროს თავის ნების სრული ბატონობა და უზენაესობა. ამ სახით იგი შეიძლება ისეთივე დესპოტიური იდეოლოგიით გაიმსჭვალოს, როგორც მონარქი მონარქიულ სახელმწიფოში. საკანონმდებლო ორგანო ამით სრულიად დაშორდება ამომრჩევლებს მით უმეტეს, რომ საკანონმდებლო ორგანო უცვლელია რამოდენიმე წელს, ცხოვრება და რეალური ძალთა განწყობილება კი მუდამ ცვალებადია. ამის გამო იბადება ნამდვილი კოლიზია, პარლამენტისა და ხალხს შორის. ერთს ადგენს საკანონმდებლო ორგანო, და მეორე აინტერესებს ამჟამათ ხალხის უმრავლესობას. ამ მოტივებზეა აშენებული პარლამენტის ვადამდე დათხოვნა და აგრეთვე ხალხის მიმართ აპელაცია ე.ი. რეფერენდუმი. უნდა არსებობდეს რაიმე ძალა, რომელსაც შეეძლოს საკანონმდებლო ორგანოების ზემოაღნიშნულ მისწრაფებათა შეჩერება. მაგალითად, ინგლისში, სადაც პარლამენტი უზენაეს ორგანოთ არის აღიარებული. საზოგადოებრივ აზრს ისეთი დიდი გავლენა აქვს საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობაზე, როგორც არსად. ინგლისის პარლამენტის პრაქტიკაში არის შემთხვევა როცა პარლამენტი იძულებული გამხდარა დამორჩილებოდა საზოგადოებრივ აზრს და ისეთი ნაბიჯი გადაედგა, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობა წინათ გმობდა, არა მარტო ინგლისში, არამედ თითქმის ყველგან, საზოგადოებრივი აზრი, როცა იგი უმრავლესობის რწმენას გამოხატავს, მოქმედობს ამა თუ იმ სახით საკანონმდელბო ორგანოს მოღვაწეობაზე. და რაც უფრო ნათლად, აშკარათ. გარკვეულათ და ღრმათ გამოიხატება აზრი უმრავლესობისა, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა. რეფერენდუმი და ინიციატივა კი არიან ის საშვალებანი, რომლებიც ხელს უწყობენ გარკვეულ და ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ აზრის სავსებით გამომჟღავნებას. პრესა. მიტინგები, კრებები სულ სხვაა. ისინი ყოველთვის არ გვაძლევენ ნამდვილ უმრავლესობის აზრს. ამ მხრივ რეფერენდუმს აქვს უდიდესი უპირატესობა, რეფერენდუმი არის პარლამენტის შემაჩერებელი ძალა. რეფერენდუმის საშვალებით ხალხი საკანონმდებლო ორგანოს უწევს კონტროლს, იმორჩილებს მას და ნამდვილ თავის მსახურ ორგანოთ ხდის.

რეფერენდუმი უფლებრივ სახელმწიფოს თვალსაზრისით სრულებით მისაღებია, და არ არის გასაკვირი, რომ გერმანელ სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში იყო შეტანილი მუხლი, რომელიც მოითხოვდა რეფერენდუმის შემოღებას.

ციურიხელი პოლიტიკოსი ზიბერი ამბობს: „ჩვენ ხალხს სრულებიათაც არ ვაღიარებთ ფეტიშად, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენა ისაა, რომ სახელმწიფო მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ბედნიერი, როდესაც მართველობა და კანონმდებლობა სავსებით ემყარება ხალხს.

ჩვენმა საკონსტიტუციო კომისიამ უპირატესობა მისცა ფაკულტატიურ რეფერენდუმს. ჩვენი პროექტი ამბობს: „თუ 20.000 ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხალხს წარუდგინოს“. სავალდებულო რეფერენდუმი არ მიიღო კომისიამ იმის გამო, რომ, როცა კანონპროექტები ხშირ-ხშირათ სდგება ხალხის წინაშე დასტურისათვის, ეს იწვევს მოქალაქეების მოღალვას და ინდიფერენტიზმს, მით უმეტეს, რომ არავითარ პარტიას ფიზიკურათ არ შეუძლია გააცნოს ყოველი პროექტის შინაარსი ფართო წრეებს. ასეთი დეფექტები არა აქვს ფაკულტატიურ რეფერენდუმს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხალხს აქვს ბჭობა მხოლოდ იმ კანონპროექტებზე, რომელიც მას აინტერესებს, აღელვებს, კამათს იწვევს. ამ სახით რეფერენდუმის გატარება ჩვენში უფრო ადვილია, რადგანაც ჩვენი რესპუბლიკა ტერიტორიალურად და მცხოვრებთა რიცხვით პატარაა, და ამავე დროს პარტიული ორგანიზაციების მხრივ საკმაოთ განვითარებულია. ხალხი შეიძლება მოიტყუონ, შეცდომაში შეიყვანონ მომავლის ყალბი სურათის წარმოდგენით, მაგრამ პარტიულ პროპაგანდას და აზრთა შეხლა-შემოხლას ყოველთვის შეუძლია გადაარჩინოს საზოგადოება შემცდარ ნაბიჯს. ზოგი ფიქრობს, რომ სავალდებულო რეფერენდუმით ხალხის უფლება უფრო უზრუნველყოფილია, ვიდრე ფაკულტატიური რეფერენდუმით. მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. თუ ხალხი რომელიმე კანონპროექტის შესახებ არ სვამს საკითხს, ცხადია იგი მის თანახმაა.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 49-61

4.12 სასამართლო

▲ზევით დაბრუნება


შედგენილი ნანეიშვილის მიერ

1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი სასამართლოები: პირველი ინსტანციის სასამართლო, საპელაციო და უმაღლესი საკასაციო სასამართლო.

სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა საწარმოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები. სასამართლოების ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

4. მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხალხის სახელით.

5. არც ერთი სასამართლოს განაჩენი არ შეიძლება იქნეს გაუქმებული ან შეცვლილი საკანონმდებლო და საადმინისტრაციო ორგანოების მიერ.

6. სასამართლოს სხდომები საჯაროთ სწარმოებს. ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო სიმშვიდის დაცვა, სხდომა შეიძლება იქნეს დახურული. თვით მოსამართლეთა დადგენილებით.

ყოველგვარ სისხლის სამართლის პოლიტიკურის და აგრეთვე ბეჭვდითი დანაშაულობისათვის არსდება ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 406

4.13 სასამართლო

▲ზევით დაბრუნება


I. სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა წარმოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.

სასამართლოების ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

2. სასამართლო მოქმედობს დამოუკიდებლად და ემორჩილება მხოლოდ კანონს. მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.

3. არც ერთი სასამართლოს განაჩენი არ შეიძლება იქნეს გაუქმებული ან შეცვლილი საკანონმდებლო და საადმინისტრაციო ორგანოების მიერ.

4. სასამართლოს სხდომები საჯაროთ სწარმოებს. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო სიმშვიდის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება დახურული იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით.

5. ყოველგვარ სისხლის სამართლის, პოლიტიკურის და აგრეთვე ბეჭდვითი დანაშაულობისათვის არსდება ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი.

6. მოსამართლის თანამდებობის მიღების წესი, და აგრეთვე პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, აღნიშნულია კანონში.

7. არ შეიძლება სასამართლოს წევრის დათხოვნა ან ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანა მათის სურვილის წინააღმდეგ.

თანამდებობიდან მათი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამართალში ან გამოძიებაში იქნებიან მიცემული, სრულიად დათხოვნა თანამდებობიდან შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენის ძალით.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 30

4.14 კონსტიტუციის გადასინჯვა

▲ზევით დაბრუნება


კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივ გადასინჯვის ინიციატივის უფლება ეკუთვნის:

ა) პარლამენტის წევრთა საერთო რიცხვის ნახევარს და

ბ) 50.000-ს ამომრჩეველს.

წინადადება კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვისა პარლამენტის დღიურ წესრიგში შედის განსახილველად არა უადრეს ექვსი თვისა შეტენის დღიდან.

პარლამენტის ყველა წევრთა 2/3-ის უმეტესობით საზოგადოდ ან ნაწილობრივად გადასინჯული და მიღებული კონსტიტუცია, ვისგანაც უნდა იყოს მისი გადასინჯვის ინიციატივა აღძრული, ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის დადასტურების შემდეგ.

კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის წინადადების უარსაყოფელად საჭიროა პარლამენტის წევრთა 2/3-დი. უარყოფილი წინადადება კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ ხალხის შეკითხვის საგნად არ გახდება.

არ შეიძლება განხილულ იქნას ისეთი წინადადება კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ, რომელსაც მიზნად აქვს დემოკრატიულ-რესპუბლიკანურ მართვა-გამგეობის გაუქმება.

საქართველოში უცხოელები სარგებლობენ ისეთივე პირადი და ქონებრივი უფლებებით როგორც რესპუბლიკის მოქალაქენი, რამდენადაც მათი უფლება სხვანაირად არ არის განსაზღვრული საერთაშორისო წესებით.

გონებრივი, სულიერი სავაჭრო და სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონების მიხედვით.

პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.

უცხო სახელმწიფოსათვის პოლიტიკურ დამნაშავეს გადაცემა აკრძალულია.

მუშათა მშვიდობიანი გაფიცვა თავისუფალია, რამდენადაც იგი არ ეწინააღმდეგება კანონს.

კონსტიტუცია არის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი; არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება, ან განკარგულება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს და მათ დედა აზრს სახელმწიფოს ყველა ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების გატარება კანონმდებლობასა და მართვა გამგეობაში.

კონსტიტუციამდე მიღებული და გამოქვეყნებული კანონები და დეკრეტები ძალაში რჩებიან რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას და მის პრინციპებს.

დამტკიცებისა და მიღების შემდეგ კონსტიტუციას აქვეყნებს პრეზიდიუმი დამფუძნებელი კრების უკანასკნელის წევრთა ხელმოწერით.

ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკური ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებაში.

ქორწინება დამფუძნებულ უნდა იყოს უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობაზე; ქორწინების ფორმასა და წესებს განსაზღვრავს კანონი.

ქორწინების გარეშე შობილი გათანასწორებულია უფლებით და მოვალეობით ქორწინებაში შობილთან; დედას უფლება აქვს დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა; აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს ეძიოს მამა თავისი.

კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტიები და უფლებები არ უარყოფს სხვა გარანტიებს და უფლებებს, რომელნიც მასში მოხსენებული არ არიან მაგრამ თავის-თავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის მიერ აღიარებულ პრინციპებიდან.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 62-65

4.15 სქესთა ურთიერთობა

▲ზევით დაბრუნება


1) ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკური ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებაში.

2) სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა დაწესებულების სამსახურში მყოფი ქალი სარგებლობს სათანადო შეღავათით მშობიარობის და ძუძუმწოვარ ბავშვის აღზრდის დროს.

3) კანონიერ შეუღლების გარეშე შობილი შვილი გათანასწორებულია უფლებით და მოვალეობით კანონიერათ. დედას უფლება აქვს დაამტკიცოს ვინ არის მამა მის მიერ კანონის გარეშე შობილისა. კანონის გარეშე შობილს უფლება აქვს ეძიოს მამა თვისი.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 99

4.16 ადგილობრივი მართველობა

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი: კომისიას. დაერთოს ოქმს.
ხელით მინაწერი: შემუშავებული მელ. რუსიას მიერ

1. ადგილობრივი მართველობა განაგებს ადგილობრივი მართვა-გამგეობის და მეურნეობის საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

2. ორგანიზაცია, უფლებანი და მოვალეობანი და მართვა-გამგეობის წესი ადგილობრივ მართველობათა განისაზღვრება კანონით.

3. ადგილობრივ მართველობებს აქვთ უფლება სავალდებულო დადგენილებათა გამოცემისა კანონის ფარგლებში.

4. ადგილობრივი მართველობანი აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭის ყრით პროპორციონალური სისტემით.

5. ადგილობრივ მართველობათა დადგენილებანი და განკარგულებანი შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.

6. მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეარჩიონ ადგილობრივ მართველობათა დადგენილებანი და განკარგულებანი, თუ იგინი ეწინააღმდეგება კანონს. წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.

7. ადგილობრივი მართველობანი მართვა გამგეობის საქმეებში ემორჩილებიან მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს.

8. კანონი განსაზღვრავს იმ საგნებს, რის შესახებ ადგილობრივ მართველობათ დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ.

ხელით მინაწერი: დამატება: 9. ადგილ. მართვ. ენიჭება საბიუჯეტო უფლება, ცალკე კანონით განსაზღვრული.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 26

4.17 ადგილობრივი მმართველობა

▲ზევით დაბრუნება


კონსტიტუციის პროექტი ამ თავის შემუშავების დროს გამოვდიოდით იმ შეხედულობიდან, რომ ადგილობრივი მმართველობა - ქალაქის და ერობის სახელმწიფო ხელისუფლებად უნდა იქნეს აღიარებული; რომ ის საქმენი, რომლის გასაკეთებლად ადგილობრივი მმართველობა არის მოწვეული, არაფრით არ განირჩევა იმ საქმისაგან, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს და კიდევ მეტი ეს მმართველობა ერთად-ერთი ადგილობრივი ორგანოა ცენტრალი ხელისუფლებისა. მათ მოვალეობას შეადგენს განაგონ ადგილობრივათ არამც თუ მეურნეობის ყოველი დარგის საქმეები, არამედ აგრეთვე მმართვა-გამგეობის საქმეებიც თავის ტერიტორიის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით ადგილობრივი მმართველობა განუყოფელი შემადგენელი ნაწილია სახელმწიფო მთელი მუშაობისა.

ამ გვარად უარყოფილია ის შეხედულობა, თითქოს არსებობდეს სახელმწიფო ინტერესებიდან განცალკევებული ადგილობრივი სარგებლობანი და საჭიროებანი, რომლის მოგვარება ენდობოდეს - „თვითმმართველობებს“ და ამასთანავე სახელმწიფოს ჰყავდეს ადგილობრივი ცალკე თავისი ორგანოები სახელმწიფო ფუნქციების შესასრულებლად. ეს უკანასკნელი შეხედულობა ემყარებოდა ადგილობრივი და სახელმწიფოებრივ ინტერესების დაპირისპირებას და მოითხოვდა, რომ ადგილობრივ მმართველობის ორგანოებმა უნდა განაგონ მხოლოდ სამეურნეო საქმეები, რომელთაც ვიწრო ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ. ჩვენი ახალგაზრდა რესპუბლიკის კანონმდებლობამ გადასცა რა ადგილობრივ მმართველობას სამეურნეო საქმეებთან ერთად ადმინისტრაცია და საერთოდ მმართვა-გამგეობის საქმეები - გადაჭრით დაადგა პირველ ზემოთ ნაჩვენებ გზას. ეს გზა ნათლად უჩვენებს თუ რაზედ უნდა იქნეს დამყარებული ჭეშმარიტი დემოკრატიული წესწყობილება, სად არის ის საძირკველი, რომელზედაც უნდა აშენდეს სახელმწიფოს მთლიანი და მტკიცე შენობა. სახელმწიფოსთვის ეს საძირკველი არის ახალი თემი, ერთობა და განახლებული ქალაქი. გამოდიოდა რა ზემოაღნიშნული შეხედულობიდან, კომისიამ თვით სახელი „თვითმმართველობა“ შეუფერებლად იცნო ამ ახალი მიზნების მიხედვით. მისი ინტერესი და მუშაობა არამც თუ არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესს და მუშაობას, არამედ ადგილობრივ მმართველობის მთელი მოქმედება სახელმწიფოს მოქმედებაში ორგანულად ჩადუღებულია; სახელმწიფო მმართვა-გამგეობის საქმეების მწარმოებელია ადგილობრივად, ამიტომ „თვითმმართველობის“ მაგიერ უფრო შესაფერისია სახელწოდება „ადგილობრივი მმართველობა“.

ამ გვარად პროექტის პირველი მუხლის ძალით ადგილობრივი მმართველობა თავის ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფოს ერთად-ერთი წარმომადგენელია, სახელმწიფო ხელისუფლების ერთად-ერთი ადგილობრივი ორგანოა, რომელიც იმავე დროს განაგებს მეურნეობის ყოველ დარგს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

რაც შეეხება მის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობის და მმართვა-გამგეობის წესს, ყველა ეს იქნება განსაზღვრული ცალკე კანონით /საერობო და საქალაქო დებულებებით/.

ცხადია რაც უნდა დაწვრილებით იქნას შემუშავებული ადგილობრივი მმართველობის კანონმდებლობა, შეუძლებელია რომ იქნეს ის ამოწურული და ყოველი წრეები აღნიშნული. ამიტომ საჭიროა რომ ადგილობრივ მმართველობას თვითონ ქონდეს სავალდებულო დადგენილებების გამოცემის უფლება. ცხადია კანონმა უნდა განსაზღვროს ფარგლები სავალდებულო დადგენილებისა. ამ უფლებით ადგილობრივი მმართველობა თვითონ ხდება კანონმდებელი; ეს უფლება მეტად მნიშვნელოვანია და იგი ეხება მუნიციპალური ცხოვრების მრავალ მხარეს.

თავის-თავად ცხადია, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც მთელი ძალა-უფლება დემოკრატიის, ხალხის, ხელშია - ადგილობრივ მმართველობათა ორგანოები ვერ იქნებიან დანიშნული ზევიდან - არამედ არჩეულ უნდა იქნენ ხალხის მიერ საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭის ყრით და პროპრციული სისტემით.

შემდეგი საკითხი, პროექტისა, არის იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება ადგილობრივ მმართველობათა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

ერთი მხრით თუ მიეცა უფლება მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს მუდამ ჩაერიონ ადგილბრივი მმართველობათა მუშაობაში, ყოველ მათ დადგენილებათა განკარგულებაში არამც თუ კანონიერების მხრივ, არამედ ამა თუ იმ მოქმედების მიზანშეწონილობის მხრივათაც, ერთი სიტყვით დააყენოს ეს ორგანოების ცენტრალური ორგანოების მუდმივი მმართველობის ქვეშ - ამით ჩვენ ჩავკლავდით ადგილობრივ მმართველობას დასაწყისშივე და შეუძლებლად გავხდიდით მის მუშაობას.

ამიტომ პროექტი გადაჭრით მოითხოვს, რომ ადგილობრივ მმართველობას მიეცეს სრული შეძლება გამოიჩინოს უნარი აღმშენებლობისა, მას მიეცეს ფართო ასპარეზი შემოქმედებითი მუშაობისა. მმართველობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება არ აქვთ გააუქმონ ადგილობრივ მმართველობის დადგენილება ან განკარგულება. ეს შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, როცა ეს დადგენილებანი და განკარგულებანი ეწინააღმდეგება კანონს: ამ გვარათ სასამართლო ეხება ადგილობრივი მმართველობის დადგენილებას მხოლოდ კანონიერების მხრივ, რაც შეეხება მიზანშეწონილობას, იმის ერთად-ერთი მოსამართლე თვითონ ადგილობრივი მმართველობაა და მხოლოდ ის.

მეორეს მხრივ შეუძლებელია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დაშვებულ იქნეს, რომ ადგილობრივი მმართველობის დადგენილება და განკარგულება ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არღვევდეს მას და ცენტრალურ ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება არავითარი ზომების მიღებისა ამის წინააღმდეგ. უპირველესად აღსანიშნავია მმართვა-გამგეობის სფერო. აქ, როგორც ზევით იყო აღნიშნული, თავის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მმართველობა არამც თუ განაგებს მეურნეობის ყოველ დარგს, არამედ ის იმავე დროს ერთად-ერთი წარმომადგენელია სახელმწიფოსი მმართვა-გამგეობის საქმეებში; მის გარეშე არ არსებობს სხვა ორგანო გამტარებელი ცენტრალურ ხელისუფლების პოლიტიკისა მმართვა-გამგეობის სფეროში; სწორედ აქ არის საჭირო ის ერთსულოვანება, ის სიმარტივე, დაუყოვნებლობა, და სიმტკიცე, რომელიც ახასიათებს მმართვა-გამგეობის საქმეს, სწორეთ, ამიტომ მხოლოდ მმართვა-გამგეობის საქმეში, პროექტის აზრით, ადგილობრივი მმართველობა ემორჩილება მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს; ცენტრალური მთავრობის განკარგულება მმართვა-გამგეობის საქმეში სავალდებულოა ადგილობრივი მმართველობისათვის. გარეშე ამისა ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ შეაჩეროს და ისიც კანონით განსაზღვრულ პირობით და წესით ადგილობრივ მმართველობის დადგენილება თუ ეწინააღმდეგება კანონს. აუცილებელი პირობა ასეთი შეჩერებისა იქნება გადაცემა საქმისა სასამართლოში განსაზღვრულ ან თუ ასეთი გადაცემა არ მოხდა აღნიშნული განკარგულება ან დადგენილება თავის-თავად შედის ძალაში.

არის გამონაკლისი, როდესაც ადგილობრივი მმართველობის დადგენილება დამტკიცებული უნდა იქნეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ. როდესაც კითხვის შეცდომით გადაწყვეტა მძიმე და გამოუსავალ პირობებში ჩააყენებდა მუნიციპალიტეტს, ძირიანათ შეარყევდა მის ნივთიერ მდგომარეობას, ამ შემთხვევაში შეცდომა იქნება არ მიგვეცა ცენტრალ მთავრობისთვის უფლება ადგილობრივი მმართველობის ამ გვარი დადგენილების დამტკიცებისა ან უარყოფისა.

ასეთი საგნებია, მაგალითად, სესხის აღება, ან მმართველობის უძრავი ქონების განსხვისება განსაზღვრულ პირობების გარეშე. ასეთი შემთხვევა როცა ადგილობრივ მმართველობათა დადგენილება უნდა დამტკიცებულ იქნეს სახელმწიფო ცენტრალურ ორგანოების მიერ, უნდა სასტიკად განისაზღვროს კანონით.

ასეთია ის გზა, რომელსაც უნდა დაადგეს პროექტის აზრით რესპუბლიკის კანონმდებლობა ადგილობრივი მმართველობის შესახებ. ეს გზა ფართო ასპარეზს აძლევს ადგილობრივ მმართველობას აღმშენებითი მუშაობაში, ძირს გაუმაგრებს და ააყვავებს მას და მასთან ერთად, ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომლის ქვაკუთხედი და საძირკველი ადგილობრივი მმართველობა არის.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 24-25

4.18 აღმასრულებელი ხელისუფლება

▲ზევით დაბრუნება


სანიმუშო პროექტი რ. არსენიძის

I. უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც შესდგება 7 წევრისაგან. /შვეიც. პ. 95/.

2. რესპუბლიკის მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავე დროს არის თავმჯდომარე საქართველოს რესპუბლიკის. თავმჯდომარეს ყავს თავისი მოადგილე. დანარჩენ წევრებს ეწოდება მინისტრები. / 96/.

3. მთავრობის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს აირჩევს პარლამენტი. / 98/.

4. მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც უფლება აქვთ პარლამენტის წევრად ყოფნისა, და ამტკიცებს პარლამენტი.

5. მთავრობის წევრს არ შეუძლიან იმავე დროს რაიმე თანამდებობა ეჭიროს ან რაიმე პროფესიას მისდევდეს. მას შეუძლია მხოლოდ იყვეს პარლამენტის წევრი ან თვითმმართველობის ხმოსანი. / 97/.

6. თავმჯდომარე დანიშნავს თანამდებობის პირთ საერთო მართველობისა და საგარეო ურთიერთობისათვის; გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონით ეს უფლება სხვა სახელმწიფო ორგანოს აქვს მინიჭებული. დანარჩენ თანამდებობის პირთ ის დანიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს კანონში არის აღნიშნული. /ბელგ. 66/.

7. თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას და განკარგულებას კანონების აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს. /ბელგ. 67/. მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს დანიშნოს რევიზია მართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილისა ამ მოვლენისათვის თანახმად კანონში აღნიშნული წესისა. თავმჯდომარეს აქვს უფლება ფულის ბეჭდვის, „чеканка“ თანახმად კანონის დადგენილებისა. /ბელგ. 74./ თავმჯდომარე აძლევს ომიანობის დროს სამხედრო ორდენებს და ჯილდოს თანახმად კანონისა. /ბელგ. 76./ თავმჯდომარეს არა აქვს არავითარი განსაკუთრებული ხელისუფლება, გარდა იმისა, რაც ამ კონსტიტუციით ან ცალკე კანონით აქვს მიკუთვნილი. /ბელგ. 78./

8. თავმჯდომარის ავადმყოფობის ან არ ყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.

9. მთავრობის საერთო უფლებას და მოვალეობას შეადგენს:

ა/ რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა თანახმად კანონისა / 102/.

ბ/ თვალ-ყურის გდება კონსტიტუციის და კანონების სწორად ასრულებისთვის. / /

გ/ წარდგენა პარლამენტისათვის თავის კანონპროექტების და აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტებზე. რომელნიც საპარლამენტო ინიციატივით ან სხვა ორგანოებისაგან არის აღძრული. / /

დ/ დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა. / /

ე/ ზრუნვა რესპუბლიკის უზრუნველყოფისათვის გარეშე ხიფათისაგან, მისი ნეიტრალიტეტის და დამოუკიდებლობის დარღვევისაგან. / 9/.

ვ/ ის ზრუნავს შინაგანი წესიერებისა და უშიშრობის დაცვისათვის. მოულოდნელ შემთხვევაში თუ საჭიროებამ მოითხოვა, და პარლამენტი შეკრებილი არ არის, უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა რესპუბლიკისა - 3. 000 კაცამდე, - ვადით არა უმეტეს სამი კვირისა, უკეთუ მეტი ძალა სჭირდება, ან მეტის ვადით, უნდა ამისთვის ნებართვა მიიღოს პარლამენტისაგან./ /

ზ/ განაგებს ფინანსებს და ყოველ-წლიურად წარუდგენს პარლამენტს შესავალ-გასავალის პროექტს. / /

თ/ თვალყურს ადევნებს რესპუბლიკის თანამდებობის პირთა მოქმედებას. / 15/.

ი/ ანგარიშს აძლევს პარლამენტს თავის მოქმედებაში და ყოველ სესიაში ერთხელ მაინც წარუდგენს მოხსენებას საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ. ამის გარეშეც იგი ვალდებულია წარუდგინოს პარლამენტს სპეციალური მოხსენება, უკეთუ პარლამენტი მოითხოვს. / 16/.

10. რესპუბლიკის ყველა საქმეები განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის.

11. მთავრობა კოლექტიურად პასუხის მგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათის და თვითეული წევრი მთავრობისა პირადად თავის მოქმედებისათვის. /საფრანგ. კან. 25 თებ. 1875 წ. მ. 6/.

12. მინისტრებს უფლება აქვთ პარლამენტში ხმის მიცემისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ დეპუტატად არიან არჩეული.

13. მთავრობის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომას დაესწროს და, უკეთუ მოითხოვს, პარლამენტი ვალდებულია მას მოუსმინოს. თავის მხრივ პარლამენტის მოთხოვნით მინისტრი ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა განმარტება მისცეს.

14. მთავრობის წევრთა პასუხის გებაში მიცემა შეუძლიან მხოლოდ პარლამენტს. ამ შემთხვევაში მათი საქმე გადაეცემა გასარჩევად უმაღლეს საკასაციო სასამართლოს, რომელსაც უფლება აქვს მათი განსჯის. მთავრობის წევრთა პასუხისმგებლობა, სასჯელი და გასამართლება განისაზღვრება კანონით. /ბელგ. 90/.

15. მთავრობის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს აირჩევენ ერთი წლით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ვადა თავდება მაშინ, როდესაც უთავდება ვადა თვით პარლამენტს. ამავე დროს გაუდის ვადა მთვარობის ყველა წევრებსაც. /შვ. 96. 98/.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 21-22

4.19 სოციალური უფლებანი

▲ზევით დაბრუნება


1) რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეულ არსებობის უზრუნველსაყოფად.

2) უმუშავარ დარჩენილ მოქალაქეთ მიეცემათ დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.

3) რესპუბლიკის კანონებით თვითმართველობებს დაევალება გახსნან შრომის ბირჟები, შუამავალი კანტორები და სხვ. რომელნიც აღნუსხავენ უმუშევართ და შუამავლობას გაუწევენ შრომის დაქირავებაში.

ასეთ დაწესებულებათა ხელმძღვანელ ორგანოებში მუშათა კავშირების წარმომადგენელნი ნახევარზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდნენ.

4) მოხუცებულობის, დაავადების თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომელზედაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არა აქვს მემკვიდრეებს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძო თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევის ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეებს, ან მზრუნველს უნარ დაკარგულის რჩენა არ შეუძლია.

5) დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობის, დაშავების ან სხვა მიზეზის გამო დაკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შესდგეს დამქირავებლებზე გაწერილ სპეციალურ გადასახადისაგან.

6) გარდა სპეციალურ ან ამ მიზნით გაწერილ გადასახადისა, ზემოაღნიშნულ მოვალეობათა ასასრულებლად, რესპუბლიკის წლიური შემოსავლიდან უნდა გადაიდოს არა ნაკლები 5%-სა.

7) სახელმწიფოს აუცილებელ საზრუნავს შეადგენს დაეხმაროს მუშათა კლასს მინიმუმის რეგლამენტაციით.

8) ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის მეურნეობის ყველა დარგში არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს; ამასთანავე კვირაში ხელ მუშას უნდა მიეცეს 42 საათის განუწყვეტელი დასვენება.

9) წარმოებაში 16 წლამდე ბავშვის შრომა აკრძალულია. 16-18 მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში. მოზარდთა და ქალთა ღამე მუშაობა აკრძალულია.

10) რესპუბლიკის კანონები განსაზღვრავენ შრომის ნორმალურ პირობებს წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს დამქირავებელთაგან.

11) განსაკუთრებული კანონები დაიცავენ ქალთა შრომას წარმოებაში: აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში. მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან, ჯამაგირის შენახვით. დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად სათანადო პირობების შექმნა მუშა ქალთათვის.

12) შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

სეა .ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 100

4.20 სახელმწიფო კონტროლი

▲ზევით დაბრუნება


- სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება, ბ) სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი და გ) მთავრობისა და სხვა და სხვა უწყებათა ხარჯთაღრიცხვანი და ანგარიშები.

- სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი; იგი არ შედის მინისტრთა კაბინეტში, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

- კონტროლის ორგანიზაცია და წესი მოქმედებისა განსაზღვრულია კანონში.

სეა. ფ. 1833, აწერა 1, საქ. 182, ფურც. 24

4.21 ბიუჯეტი

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფო წარმოადგენს მეტად რთულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც დაკისრებული აქვს მრავალი მოვალეობა.

სახელმწიფომ უნდა შეინახოს ჯარი, ადმინისტრაცია, მთელი რიგი მოხელეებისა სხვა და სხვა დარგში. გაიყვანოს რკინიგზა, ხიდები, ააშენოს სხვა და სხვა დანიშნულებისათვის შენობები/ჯარისა, სკოლისა, სასამართლოსათვის და სხვ./. უზრუნველჰყოს მუშები დაზღვევით და სხვ.

ყოველივე ეს ითხოვს დიდ ხარჯს, და მაშასადამე, სახელმწიფოს უნდა დიდი ფული თავისი მოვალეობის შესასრულებლად.

აქედან თავის-თავად ცხადია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა წყარო შემოსავლისა.

ამ გვარად ჩვენ მივიღებთ რთულ მეურნეობას, რომლის მიზანიც არის საჭირო თანხების გამონახვა და მათი დახარჯვა განსაზღვრული მიზნისათვის.

ეს არის სახელმწიფოს საფინანსო მეურნეობა.

კერძო მეურნე ვერ წაიყვანს კარგად თავის საქმეს, თუ მან არ იცის თავისი შემოსავალ-გასავალი განსაზღვრული დროისა.

თუ ის ხარჯავს ბევრით მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ბოლოს და ბოლოს დაიღუპება. სამაგიეროთ თუ ხელს უჭერს და ხარჯავს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე შემოსავალი ნებას აძლევს, საქმე შეფერხდება, რიგიანათ ვერ გაფართოვდება და ვერ განვითარდება. მით უმეტეს სახელმწიფომ უნდა იცოდეს თავისი შემოსავალ-გასავალი განსაზღვრულ ვადაში ანუ ბიუჯეტი. სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის დაწვრილებით გამოკვლევა და შესწავლა - საფინანსო პოლიტიკა - იმდენათ „საკონსტიტუციო“ საკითხი არ არის, რამდენადაც მეცნიერული. ამიტომ ის შედის საფინანსო მეცნიერების კომპეტენციაში.

ჩვენ კი არ გვაინტერესებს მთავარი საკითხი: რა დამოკიდებულობა უნდა არსებობდეს ბიუჯეტის სფეროში პარლამენტისა და მთავრობას შორის.

მივმართოთ ბიუჯეტის შედგენას.

ვის ეკუთვნის ბიუჯეტის შედგენა.

მთავრობას ფინანსთა მინისტრის მეთაურობით.

ეს არის დემოკრატიული პრინციპი.

პირველი იმიტომ რომ მთავრობა უფრო ახლოს არის სახელმწიფოს ყოველ დღიურ საჭიროებასთან და ამიტომ უკეთ იცის, რა ხარჯი დასჭირდება მას განსაზღვრულ ვადაში.

მეორე იმიტომ, რომ მთავრობის პასუხისმგებელი უფრო უზრუნველყოფილია, როდესაც ბიუჯეტს ის თვითონ ადგენს და არა პარლამენტს.

თემის ბიუჯეტი პარლამენტმა შეადგინა, თავის უვარგისობაში მუდამ ასე იმართლებს თავს; მე რა ვქნა ცუდი ბიუჯეტი მომეცით და ამან წაახდინა საქმეო.

რა ვადისა უნდა იყოს ბიუჯეტი.

არის ორი წლისა, სამისა. დემოკრატიულ სახელმწიფოში ბიუჯეტი უნდა იყოს ერთი წლისა. მაშინ პარლამენტის კონტროლი სჩანს და მისი გავლენაც როგორია. რაც უფრო დიდი ვადიანია ბიუჯეტი, მით უფრო იჩრდილება პარლამენტის კანტროლი და მნიშვნელობა, სამაგიეროთ პარლამენტის ხარჯზე იზრდება მთავრობის გავლენა. როგორც სუსტი მთავრობა არი არის სასურველი, ისე ეზრუნათ გავლენიანი, რომლის გვერდითაც ხალხი პარლამენტს აღარაფრათ აღარ აგდებს.

რადგანაც პარლამენტი არის მთელი ერის ნებისყოფის გამომხატველი, ამიტომაც იმის ხელში უნდა იყოს ყოველი ფინანსიური ზომის მიღება. მთელი ფინანსები უნდა იყოს პარლამენტის ხელში. ხოლო მათი დახარჯვა პარლამენტის მიერ დამტკიცებული წესით, მთავრობის ხელში.

აი ამ შემთხვევაში მთავრობა დაკმაყოფილებულია პარლამენტზე. თუ კი მიეცით მთავრობას უფლება, თავისი შეხედულებისამებრ დააწესოს გადასახადი და ხარჯი ისე, როგორც მარტო ის დაინახავს საჭიროთ, ამით მთავრობას ეძლევა საკუთარი ფინანსები. ეს კი მძლავრი იარაღია და ასეთი მძლავრი იარაღი არ უნდა ჩააბაროს დემოკრატიულ რესპუბლიკის პარლამენტმა არცერთ მთავრობას.

სესხი წარმოადგენს ერთგვარ წყაროს შემოსავლისას და ესეც უნდა იყოს პარლამენტისა და არა მთავრობის ხელში. სახელმწიფო ფინანსების სტრუქტურა უნდა გამოჰხატავდეს ძალთა განწყობილებას.

დემოკრატიულ სახელმწიფოში საფინანსო დარგშიაც გატარებული უნდა იქნას სოციალური პოლიტიკა რომლის მიზანია ქონებრივი უთანასწორობის შენელება. /პროგრესული გადასახადი შემოსავლის კვალობაზე, მემკვიდრეობაზე და სხვ./.

ამის მიხედვით ერთი პირველი დებულება ის არის, რომ ყოველი გადასახადი უნდა იქნეს დამტკიცებული პარლამენტის მიერ. პარლამენტი ვერც გაზრდის ვერც მიაკუთვნებს ამ უფლებას რომელიმე ორგანოს სახელმწიფოში. გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობანი, რომელთაც ეძლევათ თავთავის მოქმედების ფარგლებში განსაზღვრულის და კანონით დამტკიცებული უფლება ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა.

როგორც დაწესება გადასახადისა ისე მისგან განთავისუფლება ექვემდებარება პარლამენტს და ეს მეორე დებულებაც ლოღიკურათ გამომდინარეობს პირველიდან. მომხდარა სხვაგან რომ მთავრობა პარლამენტის დაუკითხავათ ნიშნავს პენსიას, ამა თუ იმ ჯილდოს და სხვ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი წესი დაუშვებელია, რადგანაც აქ არის ჩანასახი ორგვარი ხელისუფლებისა. ამიტომ მე-3 მუხლი ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს პარლამენტის საბიუჯეტო უფლებების უზენაესობასა და ხელისუფლებას.

სესხი საბიუჯეტო უფლების ნაწილია და მე-4 მუხლი ამ საკითხში ადასტურებს პარლამენტის უზენაესობას. შესაძლებელია პარლამენტის სესიის შეწყვეტის დროს ისეთი მომენტი დადგეს, როდესაც სესხის აღება აუცილებელია და მაშინ მთავრობამ კი არ უნდა იდვას თვითონ თავს სესხის აღება, არამედ საჩქაროთ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და ასეთი შემთხვევა გათვალისწინებულია მე-5 მუხლში. დემოკრატიულ სახელმწიფოში ბიუჯეტი ყოველ წელს უნდა წარედგინოს პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად და ეს არის აღნიშნული მე-6 მუხლში.

პარლამენტს შეუძლია როგორც დამტკიცება, ისე შეცვლა ან სრულებით უარყოფა ბიუჯეტისა. ამ უკანასკნელს მიმართავდა ხოლმე სუსტი პარლამენტი ძლიერ და თავისნება მთავრობის წინააღმდეგ, როგორც პოლიტიკური იარაღის ბრძოლისას, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამას არ ექნება ალაგი, მაგრამ შეიძლება პარლამენტმა ვერ მოასწრო ბიუჯეტის დამტკიცება საბიუჯეტო წლის თავშივე, მაშინ რა უნდა ჰქნას მთავრობამ, რა წესით უნდა დააფასოს მან თავისი ყოველდღიური ხარჯი.

ეს გათვალისწინებულია მე-7 მუხლში რომელიც ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მთავრობას უფლება ეძლევა წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით აწარმოოს თავისი ხარჯი ყოველთვიურად განსაზღვრული ნაწილიდან.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ყოველი თანხა უნდა იხარჯებოდეს დანიშნულებისამებრ. ამიტომ ყოველი პარაგრაფი ცალკე უნდა იქნეს დამტკიცებული და მტკიცედ დაცული.

მაგრამ პარაგრაფში, სხვა და სხვა მუხლია. შეიძლება ერთ მუხლს მორჩა თანხა, მაგრამ მეორეს არ ეყო. თუ მთავრობას არ ექნა უფლება, ერთი მუხლიდან მეორეში გადაიტანოს თანხა ერთსა და იმავე პარაგრაფის ფარგლებში ეს მეტად შეავიწიროვებს მთავრობას. და პარლამენტსაც ბევრ დროს წაართმევს, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში მთავრობამ პარლამენტისაგან გამოითხოვოს ნებართვა. ამიტომ ეს უფლება მთავრობისა გათვალისწინებულია მე-8 მუხლში.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 47-48

4.22 სწვალა-განათლება და შკოლა

▲ზევით დაბრუნება


შედგენილი რ. არსენიძისაგან

1) ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია. სახელმწიფოს მოვალეობას შეადგენს მფარველობა გაუწიოს და ხელი შეწყოს მათ განვითარებას.

2) სახელმწიფოს ზრუნვის საგანს შეადგენს, რომ ხელოვნების, ისტორიის და კულტურის ნაშთნი და ძეგლნი დაცულ იქნენ, და ზომებს იღებს მათი საზღვარ გარეთ გატანის წინააღმდეგ.

3) პირველდაწყ. სწავლა საყოველთაო, უფასო, სავალდებულო და საეროა. საზოგადო სკოლათა სისტემა ერთ ორგანულ მთელს წარმოადგენს, სადაც პირველდაწყ. სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა.

4) პირველდაწყ. სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, სამოსი და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცემა.

ხელით მინაწერი: 5) კერძო ინიციატივით გახსნილი სკოლები ემორჩილებიან რესპუბლიკის კანონს.

ხელით მინაწერი: 6) სავალდებულო სწავლის დამთავრებისას თითეული მოწაფე იღებს კონსტიტ. ერთ ეკზემპლიარს.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 98

4.23 ბათომის ოლქის მუსულმან ქართველთა წარმომადგენლების ყრილობის დადგენილება

▲ზევით დაბრუნება


ხელით მინაწერი:

ჩვენ შემდეგ ხანგრძლივი სიჩუმისა მოგვეცა რა შეძლება ვაუწყოთ მთელს ქვეყანას ჩვენი ერის სურვილები, ვმოწმობთ:

1. ჩვენი ერი ქართველი ერის შტოა, ჩვენი მხარე ხანგრძლივ ისტორიის მსვლელობაში ყოველთვის შეადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ნაწილს.

2. ბრესტ-ლიტოვსკის ძალდატანებით ხელშეკრულებით ჩვენი მხარე მოშორებულ იქნა საქართველოდან და ეხლა, როცა ეს ხელშეკრულება გაბათილებულია მოკავშირეთ გამარჯვებით, ჩვენს ერს სწყურია შეერთება დედა-საქართველოსთან.

3. აწინდელი გამოურკვეველი მდგომარეობამ გარდაქმნა ბათომი და მთელს ჩვენს მხარეს პოლიტიკურ ავანტურიზმის საგნათ, იგი სპობს ამ კუთხის ეკონომიურ კეთილდღეობას, ხელს უწყობს არა სასურველ ბოროტ-განზრახულ ელემენტების მოქმედებას და იწვევს მცხოვრებთა აფორიაქებას.

4. ჩვენი ერის ინტერესები, ჩვენი სამშობლო საქართველოს ინტერესები, მთელი ამიერკავკასიის ინტერესები და დიდ სახელმწიფოთ ღირსება, რომელთაც დაანგრიეს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება ითხოვენ, რომ ბათომის და მისი ოლქის გამოურკვეველ მდგომარეობას ბოლო მოეღოს და ჩვენი მხარე დედა-საქართველოს დაუბრუნდეს.

ამას ვმოწმობთ ჩვენ ჩვენი ერის ნება-ყოფლობის თანახმად და გვწამს, რომ ჩვენი ღაღადი შესმენილ იქნება მათ მიერ ვისგანაც დამოკიდებულია ჩვენი ოლქის ბედ-იღბალი.

პავლე საყვარელიძის პირადი არქივი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკა

4.24 ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი (საკონსტიტუციო წინადადება, წარმოდგენილი გ. გვაზავას მიერ.)

▲ზევით დაბრუნება


ხელნაწერი

1. არ შეიძლება რაიმე განსაკუთრებული კანონით შეიზღუდოს ეროვნულ უმცირესობათა თავისუფალი კულტურული განვითარება.

2. ყოველ ეროვნულ უმცირესობას უფლება აქვს შეადგინოს ეროვნული კავშირი, მოაწყოს და აწარმოოს თავის კულტურილი საქმეები, თანახმად კანონისა.

3. ადგილობრივ თვითმართველობის დადგენილებით მსჯელობა და საქმის წარმოება თვითმართველობაში, სახელმწიფოსთან ერთად, შეიძლება შემოღებულ იქმნას ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობის ენაზედაც.

4. ცოდნა, გარდა სახელმწიო ენისა, ერთის მაინც ადგილობრივისაც - სავალდებულოა ადგილობრივი მმართველობისა და მოსამართლეთათვისაც.

5. ადგილობრივი თვითმართველობა ვალდებულია დააარსოს საკმაო რიცხვი პირველ-დაწყებითი სკოლებისა ეროვნულ უმცირესობათათვის და გაიღოს სათანადო თანხა მათ შესანახად.

6. ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარება სასამართლოსა და მმართველობაში განისაზღვრება ცალკე კანონით.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 129

4.25 ეროვნული უმცირესობანი

▲ზევით დაბრუნება


პ. საყვარლიძეს მიერ შემუშავებული

1. არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნულ უმცირესობის თავისუფალი პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენაზე. სწავლა აღზრდა და ნაციონალურ-კულტურული საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა.

ყველას აქვს უფლება სწეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს მშობლიური ენით.

2. მიკუთვნება ამა თუ იმ ეროვნულ უმცირესობისადმი ისაზღვრება ძალდაუტანებლად მოქალაქეთა სურვილისა და ნებაყოფლობითი განცხადების თანახმად.

3. საქართველოს რესპუბლიკის ყოველ ეროვნულ უმცირესობას აქვს უფლება შეადგინოს დემოკრატიულად არჩეული ნაციონალური კავშირი, მოაწყვოს, აწარმოოს, წარმოადგინოს და დაიცვას თავის კულტურული საქმეები კონსტიტუციის და კანონების საზღვრებში.

4. არ შეიძლება ვინმე შეიზღუდოს თავის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებებში ნაციონალურ კავშირში მონაწილეობისათვის.

5. რესპუბლიკაში ყოველ ნაციონალურ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმენი, რომელნიც შეიცავენ კონსტიტუციით და კანონებით აღიარებულ ეროვნულ უმცირესობის უფლების დარღვევას.

6. საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს აქვს თანასწორი უფლება დაინიშნოს სახელმწიფოებრივ, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო - საერობო სამსახურში.

7. ეროვნულად შერეული თვითმმართველობა ვალდებულია სწავლა-განათლებისთვის მიღებული თანხით დააარსოს საკმაო რიცხვი სკოლებისა და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებებისა მცხოვრებთა ეროვნულ შემადგენლობის პროპორციის მიხედვით.

8. ეროვნულ უმცირესობის სკოლებში სწავლება სწარმოებს ბავშვთა დედა ენაზე.

ხელით მინაწერი: 9. კანონის გამოქვეყნების წესი ეროვნული უმცირესობათათვის განისაზღვრება ცალკე კანონით.

10. არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა ენით.

შენიშვნა: მე-12 და მე-13 მუხლი თავისთავად უქმდება ამ კონსტიტუციის ძალით მოწვეულ პარლამენტის ვადის გასვლისას.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 35

4.26 Тезисы

▲ზევით დაბრუნება


Конституцiя Армянского Нацiональнаго Самоуправленiя въ Грузiи, выработанной Армянскимъ Нацiональнымъ Советомъ.

  1. Армяне въ пределах Грузiи образуютъ Армянское Нацiональное Самоуправленiе.

  2. Нацiональное Самоуправленiе осуществляется через Нацiональное Собранiе и его испольнительный органъ - Нцiональный Советъ.

  3. Нацiональное Собранiе избирается на основе всеобщаго, прямого, равнаго, тайнаго и пропорцiональнаго избирательнаго права и созывается въ сроки, имъ самимъ определяемые; Нацiональный же Советъ действуетъ въ пределахъ правъ, предаставленнихъ ему Нацiональнымъ Собранiемъ.

  4. Нацiональное Собранiе и Советъ являются публично-правовыми органами и обладают всеми правами юридическаго лица в томъ числе правом приобретать и отчуждать движимыя имущества всеми законными способами.

  5. Имущества Армянскаго Нацiональнаго Самоуправления признаются собственностью армянской нацiи въ Грузiи.

  6. Члены Нацiональнаго Собранiя въ общихъ собранiяхъ его пользуются свободою слова на общихъ съ членами Законодаттелнаго Учрежденiя основанiяхъ. За проступки и общiя преступленiя члены Нацiональнаго Собранiя и Совета за времия состоянiя ихъ въ семъ званiй подлежатъ преследованiю и лишенiю свободы исключительно въ судебном порядке.

  7. Въ раионахъ, где армянское наследiе составляетъ не менее 15% жителей даннаго района /городъ, уездъ, теми, село/, армянский языкъ признается равноправнымъ съ государственнымъ в административныхъ местахъ, органахъ самоуправленiя, судебныхъ установленiяхъ, публичныхъ собранiяхъ и почтово-телеграфныхъ сношенiяхъ, при чемъ эти места, учережденiя, установленiя и должностные лица въ сношенiяхъ съ армянами объязанны принимать словесныя и писменыя заявленiя, обясненiя и все производственныя бумаги на армянскомъ языке и отвечать и выдавать бумаги на армянском же языке.

  8. Въ Законодательныхъ учрежденiяхъ армянскiй языкъ признается равноправнымъ съ государственнымъ, и все общегосударственные законы и распоряженiя Центральнаго Правительства публикуются на ряду съ грузинскимъ такъ же на армянском языке. Равнымъ образомъ публикуются на армянскомъ языке все постановленiя, распоряженiя адинистративных местъ и лицъ, органов местнаго Самоуправленiя, и судебных установленiй в районах, указанных въ п. 7 сихъ тезисовъ.

  9. Права армянскаго языка исчисленныя въ п.п. и 7 сихъ тезисовъ, обезпечиваются спецiальнымъ закономъ.

  10. В компетенцiю Армянскаго Нацiональнаго Самоуправленiя входятъ а) Представительство и защита правъ и интересовъ армянских учрежденiй и армянъ, какъ отдельныхъ лицъ такъ и ихъ группъ, вытекающихъ изъ ихъ принадлежности къ армянской нацiональности. и б) Веденiе делами: народнаго просвещенiя и развитiя нацiональной культуры а также оказанiе армянскому населенiю помощи въ деле продовольствiя, сельскаго хозяйства, здравоохраненiя и призренiя.

  11. Дело армянскаго народнаго просвещенiя передаётся всецело армянскому Нацiональному Самоуправленiю и преподаванiе въ школахъ ведётся на армянскомъ языке. Определенiе и утвержденiе программъ преподаванiя въ низшихъ, среднихъ и высшихъ учебныхъ заведенiяхъ - общеобразовательныхъ, и спецiальныхъ, а равно и управленiя ими всецело предоставляется Нацiональному Самоуправленiю. Въ высшихъ начальныхъ и среднихъ учебныхъ заведенiяхъ обязательно преподаванiе грузинскаго языка.

  12. Армянское Нацiональное Самоуправленiе получаетъ на свое распоряженiе на дело народнаго просвещенiя и развитiя нацiонльной кльтуры средства и соответствующихъ бюджетовъ государства и органовъ местнаго Самоуправленiя пропорцiонально количеству населенiя.

  13. Армянское Нацiональное Самоуправленiе имеетъ право назначать и облагать специальные налоги съ армянъ на дела, входящiя в кругъ его компетенцiи.

  14. Въ заседанiи Совета Министровъ участуетъ на правахъ Министра представитель Армянскаго Нацiональнаго Совета по делам Армянскаго Самоуправленiя.

პავლე საყვარელიძის პირადი არქივი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

4.27 Проектъ

▲ზევით დაბრუნება


Права нацiональнаго меньшинства для евреевъ республики Грузiи

1. Еврейское нацiональное меньшинство в Грузiи, организованное в союзе, съ центральными и местными органами, является публично и частно-правнымъ юридическимъ лицомъ и частью единой еврейской нацiи.

2. Къ еврейской нацiональности в Грузiи причисляется, впредь до составленiя нацiональнаго кадастра, каждый еврей, не заявившiй о своёмъ выходе изъ еврейской нацiи и не принадлежащiй ни к какому другому вероисповеданiю, а после того, также тотъ, который будетъ внесёнъ на основанiи указанных признаковъ въ этотъ имеющiй быть составленнымъ, нацiональный кадастръ.

3. Еврейское Нацiональное Меньшинство въ Грузiи пользуется правомъ нацiональнаго самоуправленiя.

4. Огранами Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя являются Еврейское Нацiональные Советы, возглавляетмые Центральнымъ Еврейскимъ Нацiональнымъ Советомъ Республики Грузiи.

5. Еврейскiя Общины въ каждомъ городе, местечке и селенiи избираютъ, на основе предусмотреннаго конституцiей Грузiи избирательнаго закона, местные Национальные Советы, руководящiе Еврейской Нацiональной жизнью и организующiе её въ каждомъ данномъ месте и подчиняющiеся постановленiямъ Центральнаго Нацiональнаго Совета.

6. Центральный Нацiональный Советъ избирается съездомъ представителей Еврейскихъ общинъ и является Центральнымъ Органомъ Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя.

7. Местные Нацiональные Советы избираются на основе предусмотреннаго конституцiей Республики Грузiи избирательнаго закона.

8. Лица Еврейской Нацiональности, не являющiеся подданными Республики Грузiи, въ теченiи пяти летъ со дня объявленiя самостоятельности Грузiи, пользуются въ пределахъ Нацiональнаго Самоуправленiя всей полнотой правъ въ томъ числе и политическiх и несутъ обяазанности независимо отъ своего подданства в по стеченiи этого срока, лишаются, въ случае неприятiя грузинскаго подданства, избирательныхъ правъ.

9. Органы Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя, какъ институты публично и частно правовые, пользуются следующими правами:

а) Правомъ представительства и защиты интересовъ Еврейской Нацiи въ общегосударственныхъ и нацiональныхъ Установленiяхъ.

б) Правомъ сношенiя по обще-еврейскимъ вопросамъ съ еврейскимъ с еврейскими учреждениями и организациями в других странах.

в) Правомъ самостоятельнаго принудительнаго обложенiя еврейскаго населенiя по принципу прогрессивно - подоходнаго налога.

г) Правомъ установленiя единаго бюджета.

ПРИМЕЧАНIЕ: Отдельные Общества и учрежденiя, существовавшiя въ каждой общине до образованiя местныхъ органовъ Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя, по избранiи таковыхъ, поступаютъ въ ихъ ведение и содержатся на ихъ средства.

10. Компетенцiи Нацiональныхъ Советовъ предоставляется:

а) Заведыванiе народнымъ образованiемъ (организацiя и управленiе школ, гимнацiй, народныхъ университетовъ, детскихъ садовъ, дошкольное и внешкольное воспитанiе и т.п.)

б) Удовлетворенiе культурно-просветительныхъ потребностей: организацiи и управленiе нардныхъ домовъ, библiотекъ, читаленъ, музеевъ, театровъ, заботы о народной музыке и литературе и т.п.

ПРИМЕЧАНIЕ: Типъ, программа, и языкъ преподованiй для культурно-просветительныхъ учрежденiй и учебныхъ заведенiй определяются и устанавливаются самими органами Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя, соотвественно нуждамъ и потребностямъ каждой данной общины.

в) Попеченiе о народным Здравiи: (организацiя и управленiе больницъ, амбулаторiй, санаторiй, детскихъ приютовъ, капель молока и т.п.)

г) Попеченiе объ общественномъ призренiи: (организацiя и управленiе сиротскихъ приютовъ, народныхъ столовыхъ, богоделенъ и пр.)

д) Удовлетворенiе соцiально-экономическiхъ нуждъ: (органицазiя и управленiе учрежденiй взаимной и трудовой помощи, учрежденiй мелкаго кредита, профессiональное образованiе, организцiя и управленiе кооперативовъ, артелей, домовъ, трудолюбiя и пр. )

е) Метрикацiя, регистрацiя и статистика.

ПРИМЕЧАНIЕ: Религiозные обрядности совершаются духовнымъ раввиномъ.

ж) Регулированiе внутреннаго хозяйственнаго распорядка в вопросахъ традицiонно-нацiональнаго быта еврейскаго населенiя: (кошерное мясо, погребальное братство).

з) Регулированiе праздничнаго отдыха, право замены отдыха по воскресенiямъ и христiянскимъ отдыхомъ по субботамъ и по еврейскiмъ традицiонно-нацiональнымъ праздникамъ.

и) Вопросы беженства и эмиграцiи.

11. Органамъ Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя отчисляется пропорцiональная часть общегосударственныхъ, городскихъ и земскихъ средствъ.

12. Бюджетъ органовъ Еврейскаго Нацiональнаго Самоуправленiя составляется, какъ изъ указанныхъ пропорцiональныхъ отчисленiй и поступленiй отъ принудительнаго обложенiя, такъ и изъ: доходовъ от имуществъ и предприятiй еврейскихъ учрежденiй, добровольныхъ сборовъ и пожертвованiй и прочихъ поступленiй.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც. 168-169

4.28 ПРОЕКТЪ

▲ზევით დაბრუნება


Правъ мусульманъ Восточной Грузiи, вносимый въ конституiонную комиссiю Учредительнаго Собранiя Грузiи.

1. Предоставленiе мусульманамъ учавстовать въ управленiе Руспублики выборомъ одного министра и 2 товарищей министра изъ мусульманъ.

2. Назначенiе или выборъ въ местахъ съ мусульманскимъ населенiемъ судей, селдователей, а также административныхъ должностныхъ высшихъ и низшихъ лицъ изъ мусульманъ. Въ местахъ со смешаннымъ населенiемъ назначенiе или выборъ этихъ должностныхъ лицъ пропорцiанально числу жителей мусульманъ. Приёмъ прошенiй и веденiе переписки на мусульманскомъ языке. А также приёмъ прошенiй и заявленiй во всехъ учрежденiяхъ Республики на мусульманскомъ языке, для чего долженъ быть введёнъ штатъ переводчиковъ, грамотныхъ по мусульмански.

3. Предоставленiе въ Учредительномъ Собранiи и въ Парламенте Республики мусульманамъ соответственное количество местъ пропорцiанально мусульманскаго и немусульманскаго населенiя Республики, съ темъ, чтобы кандитатовъ на эти места выбирали сами мусульмане безъ борьбы съ государсвтенными партiями.

4. Приравненiе въ делахъ обученiя и воспитанiя с грузинскимъ народомъ, орткрытiе месульманамъ въ достаточномъ количестве и въ каждомъ раiоне начальныхъ, высших начальныхъ, ремесленныхъ, сельско-хозяйственныхъ училищъ, учительскихъ семинарiй, гимназiй. Преподаванiе во всехъ этихъ учебныхъ заведенiяхъ на казённыя средства шарiата. Отправка окончившихъ курсъ въ среднихъ уч. Заведенiяхъ за границу.

5. Религiозная автономiя: а) Управленiе духовенства, духовныхъ делъ, разборъ бракоразводныхъ наследственныхъ делъ въ Особомъ Мусульманскомъ Меджлисе, а по уездамъ казьями, проектъ штата коихъ предсталенъ Нацiональнымъ Советомъ Совету Министровъ Республики 8 мая 1919 г. За №100. Оплата жалованiя и содержанiе этихъ учрежденiй на государственный счётъ по размерамъ не менее другихъ учрежденiй; при чёмъ мусульмане везде въ Республике должны соблюдать свои праздники-пятницу и прочiе, а въ христiанскiе праздники никто не долженъ ихъ понуждать закрывать магазины, прекращать торговлю и т.п.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 181, ფურც.112

4.29 საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობისა

▲ზევით დაბრუნება


პროექტი
დებულება

ყოველი ბინადარი მცხოვრები საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიისა არის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე.

შენიშვნა: ბინადარი - მცხოვრები ეწოდება იმას ვინც ამ ტერიტორიაზე არსებულ რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე არის მიწერილი.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს მოქალაქე სხვა რომელიმე სახელმწიფოსი.

საქართველოს რესპუბლიკაში მხოლოდ მისი მოქალაქენი არიან აღჭურვილნი მოქალაქეობრივი უფლებებით.

უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომს რომელიც მოისურვებს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებას, შეუძლია შუამდგომლობა აღძრას ამის შესახებ მთავრობის წინაშე, თუ მას ორ წელიწადზე არა ნაკლები უცხოვრია ხანგამოუშვებლათ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

დ) წინა (4) მუხლში აღნიშნული ვადა შეიძლება შემცირებული იქნეს

ა) იმათთვის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 1916 წლის მაისამდე 5 წელიწადს განუწყვეტლივ ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე და ნივთიერ შრომას ეწეოდა.

ბ) ვინც სამეცნიერო შრომით და სამხედრო მოქმედებით, ან სხვა რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი აქვთ საქართველოს რესპუბლიკის წინაშე.

გ) შუამდგომლობა მოქალაქეობის მიღების შესახებ უნდა წარედგინოს იმ ადგილობრივ მართველობას რომლის საზღვრებშიც ცხოვრობდა შუამდგომლობის აღმძვრელი.

ადგილობრივი მართველობა იხილავს აღძრულ შუამდგომლობას და თუ შესაძლებლად მიიჩნევს მის დაკმაყოფილებას თავის დასკვნას რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად.

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 201, ფურც. 14

4.30 მოქალაქეობის კანონპროექტი

▲ზევით დაბრუნება


დაწერილი გ. გვაზავას მიერ

საქართველოს მოქალაქეა:

1. - ყველანი, ვინც კი იყო მიწერილი საქართველოს რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულზე 1914 წ. 19 ივლისამდე.

2. - ყველანი, ვისიც მამა ქართველი ტომისაა ან მოუპოვია საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად მათი ბინადრობისა.

3. - ცოლი ან ქვრივი საქართველოს მოქალაქისა.

4. - შობილი ქორწინების გარეშე, თუ დედა საქართველოს მოქალაქეა.

5. - უცხო ტომის პირს შეუძლიან მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ: ა/ არა ნაკლებ ათი წლისა გაუტარებია საქართველოში; ბ/ თუ წერილობით ხელს აიღებს ყოველგვარ თავადაზნაურულ წოდებაზე, თუ ადრე ამ წოდებას იგი ეკუთვნოდა და გ/ ფიცსა დასდებს, რომ იქნება საქართველოს ერთგული და პატიოსანი მოქალაქე.

შენიშვნა: ყველა ამისთანა საქმეები ექვემდებარება საოლქო სასამართლოს.

6. - ყველანი, ვისაც განსაკუთრებულ კანონით მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა.

დამფუძნებელ კრების წევრი გ. გვაზავა
სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 51

4.31 აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის დებულება.

▲ზევით დაბრუნება


რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებამდე საქართველოს დამფუძნებელი კრება აქვეყნებს ქვემორე მოყვანილს დროებითი დებულებას ავტონომიური აფხაზეთის მართვა-გამგეობისათვის.

1.

აფხაზეთი - მდინარე მახადირიდან ენგურამდე და შავი ზღვის ნაპირებიდან კავკასიონის ქედამდე საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილია და ამ საზღვრებში ავტონომიურად უძღვება თავის შინაურ საქმეებს.

2.

ავტონომიურ აფხაზეთს აქვს თავის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო - სახალხო საბჭო, არჩეული ორი წლით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ.

3.

აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის უწყება ვრცელდება აფხაზეთის საზღვრებში ყველა მიწასა და მფლობელობაზე და ყველა იქ მცხოვრებ პირზე, თანახმად რესპუბლიკის საზოგადო კანონებისა.

4.

აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის უწყებას სახელდობრ ეკუთვნის:

ა. ადგილობრივი ფინანსები-ბიუჯეტი, კასა, გადასახადი, სესხი.

ბ. სახალხო განათლება-პირველდაწყებითი, საშვალო და უმაღლესი სწავლის საქმე, საზოგადოდ მთელი კულტურული შემოქმედება.

გ. ადგილობრივი საერობო და საქალაქო თვითმართველობა.

დ. სამომრიგებლო სამოსამართლო დაწესებულება.

ე. პირადი და საზოგადოებრივი უზრუნველყოფის და წესიერების დაცვა.

ვ. ადმინისტრაცია.

ზ. სახალხო ჯანმრთელობა, მედიცინა და ვეტერინარია.

ჱ. მიმოსვლის საქმე - გზები ადგილობრივი მნიშვნელობისა.

თ. ბიუჯეტის დამტკიცება, ადგილობრივი თანხების გასავლის ანგარიშის განხილვა.

ი. საზოგადოებრივი და კულტურული საჭირობისათვის კერძო პირთა უძრავი ქონების ჩამორთმევა რესპუბლიკის საზოგადო კანონების ძალით.

კ. ყოველი საქმე, რომელიც რესპუბლიკის კანონით აფხაზეთის სახალხო საბჭოს გადაეცემა.

5.

გარდა იმ საქმეთა, რომელნიც აღნიშნული არიან წინა /4/ მუხლში, აფხაზეთის ავტონომიური მმართველობა დამოუკიდებლად განაგებს, რესპუბლიკის კანონების დროს, მიწის ნორმის დაწესების საქმეს, საზღვრავს აგრეთვე სახელმწიფო საადგილმამულო ფონდის ხალხისთვის გადაცემის ფორმებს.

6.

ავტონომიური აფხაზეთის მმართველობის სრულს განკარგულებაში გადადის ყველა ადგილობრივი მნიშვნელობის მიწა, ყველა კულტურულად მნიშვნელოვანი მამული და ტყე, ყველა სამკურნალო წყალი ზოგად სახელმწიფურ მიწებზე რომ იმყოფება იმათ გარდა, აგრეთვე წყლის ენერგია, რომელიც არ აღემატება ათი ათასს ცხენის ძალას.

ყველა მიწა და ტყე ზოგად სახელმწიფური მნიშვნელობისა, გაგრის კლიმატიური სადგური და წყლის ენერგია ათი ათას ცხენის ძალას ზევით რჩება სახელმწიფოს საკუთრებად.

აგრეთვე სახელმწიფოს სრულს განკარგულებაშია მიწის წიაღი თანახმად რესპუბლიკის საზოგადო კანონებისა.

7.

სახელმწიფო ენა აფხაზეთში არის ქართული ენა. მაგრამ სახალხო საბჭოს შეუძლიან შემოიღოს შკოლებში სახმარებლად ავტონომიურ დაწესებულებებში სალაპარაკოდ და საქმის საწარმოებლად ადგილობრივი ენა [ენები - ჩასწორ. მელნით].

8.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლება მოვალეობათ და მოქალაქობრივ თავისუფლებად უზრუნველყოფენ რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები.

9.

ადგილობრივ დაწესებულებებში თანამდებობის პირთა დანიშვნის, გადაყვანის, [გადაყენების - ჩასწორ. მელნით] და დათხოვნის უფლება ეკუთვნის აფხაზეთის სახალხო საბჭოს და კომისარიატს.

ზოგად სახელმწიფო მოსამსახურენი აფხაზეთში ინიშნებიან შეძლებისადაგვარად ადგილობრივ მკვიდრთაგან.

10.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებისათვის აფხაზეთი შეადგენს ცალკე საარჩევნო ოლქს. იგი ამ ორგანოში წარმოდგენილ უნდა იქნეს პროპორციონალურად, რესპუბლიკის საერთო საარჩევნო მეტრის მიხედვით.

11.

აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრნი, მისი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელნი, აგრეთვე ავტონომიური აფხაზეთის დაწესებულებათა მოსამსახურენი ფიცს ან აღთქმას სდებენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთგულებისათვის.

12.

აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატთა რაოდენობა განსაზღვრულია 30 კაცით.

13.

აფხაზეთის სახალხო საბჭო თვითონ საზღვრავს თავის პრეზიდიუმის შემადგენლობას და თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს მის მიერ შედგენილ რეგლამენტს.

14.

სახალხო საბჭო იხილავს წევრთა [2] თავის [1] არჩევნების კანონების [კანონიერებას - ყველა ჩასწორ. მელნით] და ამტკიცებს საარჩევნო წარმოებას.

15.

სახალხო საბჭოს წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულობისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. სახალხო საბჭოს წევრის პიროვნება ხელშეუხლებელია. იგი არ შეიძლება შეპყრობილ ან სასამართლოში [სამართალში - ჩასწორ. მელნით] მიცემულ იქნეს, ვიდრე სახალხო საბჭოს წევრათ ითვლება, თუ თვით სახალხო საბჭომ ნება არ დაჰრთო. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ.

16.

სახალხო საბჭოს წევრს ეძლევა გასამრჯელო, განსაზღვრული სახალხო საბჭოს დადგენილებით.

17.

სახალხო საბჭოს მოწვევის და დათხოვის საკითხს, მისი [სესიების - ჩასწორ. მელნით] ვადის, აგრეთვე დებულებას აღმასრულებელ ორგანოს შესახებ საზღვრავს და ამუშავებს თვით სახალხო საბჭო.

18.

სახალხო საბჭოს წევრს არ შეუძლიან მიიღოს რაიმე თანამდებობა აღმასრულებელი ორგანოსაგან.

19.

სახალხო საბჭოს სხდომები საჭიროა [საჯაროა - ჩასწორ. მელნით]. მაგრამ სახალხო საბჭოს შეუძლიან ზოგიერთი კითხვებისთვის ფარულად გამოუცხადოს სხდომა.

20.

ადგილობრივი საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის ამრჩეველთ, სახალხო საბჭოს და კომისარიატს. ინიციატივის აღძვრის წესებს განსაზღვრავს სახალხო საბჭო.

21.

ავტონომიური აფხაზეთის აღმასრულებელი ორგანო არის აფხაზეთის კომისარიატი, რომლის წევრებს ირჩევს სახალხო საბჭო.

22.

კომისარიატის წევრები სახალხო საბჭოს ანგარიშს აძლევენ თავის მოქმედებისათვის და პასუხს აგებენ მის წინაშე.

23.

სახალხო საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს აქვეყნებს საქართველოს რესპუბლიკის სენატი.

24.

ბიუჯეტის შესავსებათ აფხაზეთის ავტონომიურ მმართველობას ეძლევა აფხაზეთის ტერიტორიაზე აკრეფილ ზოგად სახელმწიფურ გადასახადთა განსაზღვრული ნაწილი. მას ეძლევა აგრეთვე ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე რესპუბლიკის მიერ გაცემულ სახელმწიფო კონცესიების შემოსავლისა.

25.

აფხაზეთის ავტონომიური დებულების საზოგადო თუ ნაწილობრივი გადაშინჯვის ინიციატივის უფლება ეკუთვნის როგორც საქართველოს პარლამენტს ისე აფხაზეთის სახალხო საბჭოს. თვით დებულების გადაშინჯვის და მისი დამტკიცების უფლებას კი ანხორციელებს საქართველოს პარლამენტი კანონით განსაზღვრულ წესისამებრ.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 863, ფურც 92-95

4.32 აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარეს

▲ზევით დაბრუნება


სოხუმი

პასუხად დეპეშისა გაცნობებთ კონსტიტუციაში შეტანილ იქნა განსაკუთრებული თავი, აფხაზეთის ავტონომიურ მმართველობის შესახებ ავტონომიის შინაარსს განსაზღვრავს ცალკე კანონი, სადაც ჩვენი თანამშრომლობა აუცილებელია. ამის თაობაზე შეგატყობინებთ და მოგიწვევთ ცალკე.

დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო
კომისიის თავმჯდომარე

სეა. ფ. 1836, აღწერა 1, საქ. 420, ფურც. 419

4.33 თავი პირველი კონსტიტუციის პროექტისა

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი დებულებანი
(§§ 1-14)
თეზისები

I. კონსტიტუციის შინაგანი და გარეგანი სახე. მისი კონსტრუქცია, შემადგენელ ნაწილთა აწყობა. თავები და მუხლები. - „ზოგადი დებულებანი“ როგორც შემადგენელი ნაწილი კონსტიტუციისა. ზოგან ასეთი განყოფილება კონსტიტუციაში სულ არაა; ზოგან არის. „ზოგად დებულებათა“ განსხვავება შინაარსით და ფორმით სხვა და სხვა კონსტიტუციებში. „ზოგადი დებულებანი“ შვეიცარიის, ბელგიის, ნორვეგიის, ბრაზილიის კონსტიტუციებში. - თავებად და სათაურებად დაყოფის სისტემა. მისი უპირატესობა. ასეთი განსაკუთრებული თავის - „ზოგადი დებულებანი“. Raison d'être

II. საქართველო როგორც სახელმწიფო სუვერენული და უნიტარული, მისი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, განუყოფელობა, მთლიანობა. - პოლიტიკური წყობილების ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკა. კონსტიტუციურად მისი უცვლელობა და მუდმივობა.

საფრანგეთის, შვეიცარიის, ჩრ.-ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკის, პორტუგალიის მაგალითები შესახებ პოლიტიკური წყობილების ფორმის მუდმივობისა და უცვლელობისა. პირდაპირი და არაპირდაპირი კონსტიტუციური აკრძალვა ამ ფორმის შეცვლისა, შედარება ამ საკითხში აბსოლიუტური მონარქიისა და დემოკრატიული რესპუბლიკისა. კომპრომისული პოლიტიკური წესწყობილება - კონსტიტუციური მონარქია. საბჭოთა კონსტიტუციური სისტემა.

იურიდიული და პოლიტიკური მოტივები დემოკრატიულ-რესპუბლიკანური მართვა-გამგეობის ფორმის მუდმივობისა და უცვლელობისა. სოციალური ტრანსფორმაცია და დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმა.

III. ნეიტრალიტეტის არსება და მნიშვნელობა. იურიდიული ცნობა და საერთაშორისო ხელშეკრულობა სახელმწიფოს ნეიტრალობისა.

საქართველოს ნეიტრალიტეტის აღიარება, როგორც საქართველოს ხალხის სახელმწიფურ-დემოკრატიული ნებისყოფის გამომჟღავნება და ლტოლვილება და როგორც საერთაშორისო უფლებრივი მდგომარეობა. ცალმხრივი ნეიტრალიტეტი და სახელმწიფოებრივი თავდაცვა. შეიარაღებული თავდაცვა და შეიარაღებული ნეიტრალიტეტი. დამოუკიდებლობის აქტის განცხადება: საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. საქართველო მეფური როგორც სახელმწიფო და საქართველო დემოკრატიული.

კლასიკური მაგალითები ნეიტრალ სახელმწიფოთა. შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი. ცალმხრივ ნეიტრალური სახელმწიფონი - ახალი დემოკრატიული რესპუბლიკები.

ერთა ლიგის პრობლემა. ერნი სახელმწიფონი, საერთაშორისო უფლება და ერთა ლიგა. საერთაშორისო სავალდებულო სასამართლოს აღიარება, როგორც საშვალება საერთაშორისო კონფლიქტების დასაძლევად. თავისუფალ ერთა ლიგა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო მშვიდობიანობის დამყარება.

ნეიტრალობის პრინციპი და ერთა ლიგა. საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული მიდრეკილება მშვიდობისმყოფლობისა და საერთაშორისო სოლიდარობისა.

მე-13-ტე მუხლის დედა აზრი: საერთაშორისო მშვიდობიანობის დამკვიდრება შეუძლია თავისუფალ ერთა კავშირს, დემოკრატიულად და უფლებრივად მოწყობილს. ამ დებულების დეკლარატიული ხასიათი. დეკლარაციის მნიშვნელობა კონსტიტუციაში. სხვა რესპუბლიკათა კონსტიტუციები და საერთაშორისო არბიტრაჟის საკითხი. პორტუგალიის რესპუბლიკის კონსტიტუციის (სტატია 73) დეკლარატიული დებულება საერთაშორისო სავალდებულო სამედიატორო სასამართლოზე.

4. სატახტო, უკედ დედა ქალაქის საკითხი როგორც კონსტიტუციური საკითხი. სხვა და სხვა ქვეყნის მაგალითები. კლასიკური მაგალითია საფრანგეთის დედა ქალაქი - პარიზი. ჩეხო-სლოვაკიის დედა ქალაქი - პრაგა. ფედერალური ქალაქი ფედერატიულ ქვეყნებში (ვაშინგტონი, ბერნი და სხ.). ავსტრალიის ფედერაციის ცენტრისთვის ბრძოლა.

საქართველო და ტფილისი; მათი შეუძლებლობა უერთიერთმანესოდ. ტფილისის ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობა. ტფილისისათვის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ბრძოლა, ტფილისის, როგორც საქართველოს დედა-ქალაქის აღნიშვნის აუცილებლობა კონსტიტუციაში. ცენტრი დემოკრატიის და კულტურის, სამყოფელი პარლამენტის და მთავრობის.

სახელმწიფოებრივი, ოფიციალური ენის გარდაუვალი საჭიროება სახელმწიფოებისათვის. ერთენოვანი და მრავალენოვანი სახელმწიფო. მაგალითები: საფრანგეთი და შვეიცარია. ერთი ოფიციალური ენა უნიტარულ სახელმწიფოში, მრავალ ოფიციალური ენა ფედერატიულ სახელმწიფოში. ოფიციალურად მრავალენიანობის უხერხულობა და ცუდი შედეგები. ნაციონალური სახელმწიფოს მნიშვნელობა დემოკრატიული და კონსტიტუციური თვალსაზრისით. ოფიციალური და არაოფიციალური ენები და მათი ურთიერთული დამოკიდებულება. ენა ოფიციალური, ენა სახელმწიფოებრივ დაწესებულებათა, ენა სავალდებულო. ეროვნულ უმცირესობათა ენების კონსტიტუციური უზრუნველყოფა. ენათა უფლება. მაგალითები: ბელგია, ჩეხო-სლოვაკია, პოლონეთი, ქართული ენა - სახელმწიფოებრივი ენა. მისი გამართლება კულტურულად, პოლიტიკურად და უფლებრივად. უმცირესობათა ენების უფლება და თავისუფლება საქართველოში.

სახელმწიფო ღერბის და დროშის პოლიტიკურ და უფლებრივ-ისტორიული მნიშვნელობა. ტრადიცია, სახელმწიფოებრივი აზრი და თანამედროვე მომენტი. ახლად შობილი თუ აღდგენილი სახელმწიფო. საქართველოს ისტორიულ-ნაციონალური ფერები - შვინდისფერი, (წითელი), შავი და თეთრი. თანამედროვე საქართველოს სახელმწიფური დროშის გამოხატულებაა - შვინდისფერი, ალამი შავი და თეთრი ზოლითა. ისტორიულ-სახელმწიფოებრივი ტრადიციის დაცვა და დღევანდელი დემოკრატიული მომენტების მასში ჩაქსოვა. შეზავება ეროვნულ-სახელმწიფოერივობისა და რევოლიუციონურ-დემოკრატიულისა. ასეთი ორგანიული შეზავების მნიშვნელობა.

ძლევამოსილი (თეთრი) გიორგი თეთრ რაშზე მჯდომარე, როგორც სიმბოლო საქართველოს ძლიერებისა, სიმტკიცისა და რაინდობისა. ღერბის სიმბოლიური მნიშვნელობა. რევოლიუციით განწმენდილი წარსული და აწმყო სახელმწიფოებრივი ვითარება. სახელმწიფოერივი ღერბისა და დროშის კონსტიტუციური და პოლიტიკური მნიშვნელობა. დროშა და ღერბი სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში.

5. ტერიტორია და სახელმწიფო წინად და ეხლა. ტერიტორიის განუყრელობა თანამედროვე სახელმწიფოსაგან. შეუძლებლობა სახელმწიფო ტერიტორიის გაცემის, დანაწილების და გაყიდვის, როგორც მთავარი კონსტიტუციური პრინციპი. შესაძლებლობა სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოების ან სადაო საზღვრების შესწორების მხოლოდ კანონმდებლობითი გზით. შეუძლებლობა ადმინისტრატიული დაყოფისა და თვითმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესებისა და შეცვლისა კანონმდებლობითი წესის გარეშე. სახელმწიფოებრივ ტერიტორიალური საზღვრების საკითხი სხვა და სხვა სახელმწიფოთა კონსტიტუციებში. ზოგან სულ არაფერია ნათქვამი; ზოგან ზოგადი დებულებაა წამოყენებული ტერიტორიის ხელუხლებლობის შესახებ; ზოგან დასახელებული საზღვრები სახელმწიფოს ტერიტორიალური ნაწილების - ზოგან არა.

საქართველოს ისტორიულ-სახელმწიფოებრივი საზღვრები და ნეიტრალობის საკითხი. უნიტარული დემოკრატიული სახელმწიფო - მთლიანი და განუყოფელი ტერიტორიალიზმი. ავტონომიურ მართველობის აღიარება და სახელმწიფოებრივი ტერიტორიის მთლიანობა. ადმინისტრატიული გადამიჯვნა და თვითმართველობა.

6. კანონი და სავალდებულო დადგენილება, როგორც იურიდიული ნორმები მათი სხვა და სხვაობა. განსხვავება პრინციპიალური და ფორმალური. კანონის აღძვრის, შემუშავების, დამტკიცების და გამოცხადების წესი. უფლებრივი ურთიერთობის სიმტკიცე, ურყევობა და კონსტიტუციური გარანტია. კანონის სავალდებულო ხასიათის და ძალაში შესვლის დაკავშირება მის სათანადო წესით გამოცხადებასთან. უფლებრივი რეჟიმი. უფლებრივი სახელმწიფოს ნიშანდობლივი თვისებანი. დასჯა შეიძლება მხოლოდ კანონის დარღვევისათვის. მეექვსე მუხლის ისტორიული და კონსტიტუციური მნიშვნელობა. ბელგიის და მისი მიმბაძველი კონსტიტუციების მაგალითი. მნიშვნელობა და არსება კანონის უკუქცევისა. კანონის უმოქმედობა წარსულში. მისი მოქმედება მომავალში. მისი შედეგები უფლებრივ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. საერთო წესი კანონის უკუქცევისა და გამონაკლისი. სამოქალაქო და სისხლის სამართალი. კანონის უკუქცევის აზრი სისხლის სამართალში: ბრალდებულის მდგომარეობის შემსუბუქება.

სახელმწიფოს პოლიტიკურ-სოციალური უფლებრივი შემოქმედება და კანონის უკუქცევის ძალა და მნიშვნელობა. ბატონყმობის პრივილეგიების და სხვ. გაუქმება. შეუძლებლობა და შესაძლებლობა კანონის უკუქცევისა. კონსტიტუციათა მაგალითები. უმეტეს შემთხვევაში კანონის უკუქცევის შესახებ ჩვეულებრივ კანონთა კრებულშია. ისტორიული და უფლებრივი მნიშვნელობა მეშვიდე მუხლში გამოხატული დებულებისა.

7. კონსტიტუციური და ჩვეულებრივი კანონმდებლობა. კონსტიტუცია - უზენაესი კანონი. ორი პრინციპი: ა) კათეგორიული აკრძალვა კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა-აზრის საწინააღმდეგო კანონის, დეკრეტის, ბრძანების თუ განკარგულების გამოქვეყნებისა; ბ) კათეგორიული ბრძანება კონსტიტუციის შესრულების და მისი პრინციპების განხორციელებისა კანონმდებლობასა და მართვა-გამგეობაში, როგორც მოვალეობა სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლებისათვის.

უდიდესი უფლებრივ-სახელმწიფოებრივი საკითხია - კონსტიტუციის განმარტება. კონსტიტუციის მთლიანობის და დედა-აზრის დაცვის უზრუნველყოფა. პოლიტიკური გარანტიები ერთის მხრით და უფლებრივი, კონსტიტუციური გარანტიები მეორე მხრით. კონსტიტუციათა უდიდეს ნაწილში ამ საკითხის დაუსმელობა. გამონაკლისი - ჩრ.-ამერიკის შეერთებული შტატები, პორტუგალიის რესპუბლიკა, ჩეხოსლოვაკეთი. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი მნიშვნელობა - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. სისუსტე და გაუსწორებელი ნაკლი საკონსტიტუციო სასამართლოსი, როგორც კონსტიტუციის განმმარტებელი და უზრუნველმყოფელი ინსტიტუტისა. მეათე მუხლი, როგორც კონსტიტუციონური გარანტია. ბერნის დემოკრატიული კონსტიტუციის მაგალითი. რეალური გარანტია და უფლებრივი გარანტია. საქართველოს კონსტიტუციაში მეათე მუხლის შეტანის საჭიროება.

8. საქართველოს კონსტიტუციის მიღებამდე რესპუბლიკაში არსებული კანონები: რუსეთის კანონები და კანონი მიღებული ეროვნული საბჭოს, პარლამენტის და დამფუძნებელი კრების მიერ. მათი დატოვება ძალაში, რამდენადაც არ ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას და მის პრინციპებს. უფლებრივი აუცლებლობა და ბუნებრივობა ასეთი დებულებისა. კონსტიტუციის და არსებული კანონმდებლობის შეთანხმების განმარტების საკითხის დაბადება. კანონთა გადაშინჯვის აუცილებლობა კონსტიტუციის თავლსაზრისით.

კონსტიტუციის მოქმედების მუდმივი და შეუწყვეტელი ხასიათი. მისი შეჩერების შეუძლებლობა უფლებრივად. ამ დებულების დროებით დარღვევის ანუ კონსტიტუციურ გარანტიების დროებითი შეჩერების საჭიროება თვით კონსტიტუციის მიერ გათვალისწინებულ შემთხვევებში. დემოკრატიულ რესპუბლიკების კონსტიტუციათა მაგალითები. ამერიკის რესპუბლიკები. მექსიკის კონსტიტუცია: კონსტიტუციის შეუწყვეტლივ ძალაში დარჩენა, აჯანყებამ კიდევ რომ შეუძლებელი გახადოს მისი მოქმედებ Habeas corpus-ის პრივილეგიის შეჩერების იდეა ჩრ.-ამერიკის შეერთებულ შტატების კონსტიტუციაში.

საქართველოს შინაური და საერთაშორისო მდგომარეობა და კონსტიტუციონურ გარანტიათა მოქმედების შეუჩერებლობა. (იხ. §49).

9. დამფუძნებელი კრების მთავარი დანიშნულება: მიღება ძირითად კანონებისა. მიღება - დამტკიცება და გამოქვეყნება კონსტიტუციის.

ორგვარი ტიპი დამფუძნებელი კრების. ჩვენი დამფუძნებელი კრების ხასიათი. როდისთვის აქვს ნაგულისხმევი საკონსტიტუციო სავალდებულო რეფერენდუმში საქართველოს კონსტიტუციის პროექტს. გადაშინჯვის საკითხი.

კონსტიტუციის გამოქვეყნება დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერით. ასეთი წესი აქვს პორტუგალიას.

გერმანიის და ჩეხო-სლოვაკეთის კონსტიტუციების გამოქვეყნების წესი: აქვეყნებს აღმასრულებელი ხელისუფლება.

10. დასკვნა. ამ თავის - „ზოგადი დებულებანი“ - აუცილებლობა. მისი შინაარსის მთავრი მოტივები.

სეა. ფ. 1833, აღწერა 1, საქ. 182, ფურც. 66-68

4.34 საქართველოს კონსტიტუცია

▲ზევით დაბრუნება


მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს: 1) ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

დამატება I.

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე-XVIII-ე საუკუნის მიწურულში მტერთაგან მიერ ყოველის მხრით გარსშემორტყმული და მეტად შევიწროებული საქართველო რუსეთს შეუერთდა იმ პირობით, რომ რუსეთი მას გარეშე მტერთაგან დაიცავდა.

რუსეთის დიდი რევოლუციის განვითარების დროს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომლის შედეგიც ბრძოლის მთელი ფრონტის დარღვევა და რუსის ჯარის მიერ ამიერკავკასიის მიტოვება იყო.

საკუთარ ძალების ამარა შთენილმა საქართველომ და მასთან ერთად მთელმა ამიერკავკასიამ თვით მოჰკიდეს ხელი საკუთარ ბედის მოწყობას და საჭირო ორგანოებიც შეჰქმნეს. ხოლო გარეშე ძალთა გავლენამ კავშირი, რომელიც ამიერკავკასიის ხალხებს აერთებდა, დაარღვია და მისი პოლიტიკური მთლიანობა დაშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს საკუთარ სახელმწიფოს შექმნის აუცილებელ საჭიროებას გადაჭრით უკარნახებს, რათა მტრულ ძალთა დამონებისაგან თავი გადაირჩინოს და თავისუფალ განვითარებას მძლავრი საძირკველი ჩაუყაროს.

ითვალისწინებს რა ზემოთჩამოთვლილს პირობებს, საქართველოს ეროვნული საბჭოს, ამორჩეული საქართველოს ეროვნული კრების მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ., დღეს საქვეყნოდ აცხადებს:

1. დღეიდან ქართველი ერი სუვერენულ უფლებებით აღჭურვილი ერია და საქართველო - სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ წყობილების სახე დემოკრატიული რესპუბლიკა არის.

3. საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.

4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილება იქონიოს.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის მიწა-წყალზე ყოველი მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკურსა და მოქალაქურს უფლებებს უზრუნველჰყოფს.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მის ტერიტორიაზედ მცხოვრებს ყოველს ერს თავისუფალი განვითარების ფართო ასპარეზს მიანიჭებს.

7. დამფუძნებელ კრების მოწვევამდე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით შევსებული ეროვნული საბჭო და ეროვნული საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა სრულიად საქართველოს მმართველობის სათავეში სდგანან.

დამატება II.

საქართველოს ბაგრატიდთა დიდი სამეფოს დანაწილების შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფოებმა და სამთავროებმა, რომელთაგანაც საქართველო შესდგებოდა, უცვლელად დაიცვეს როგორც მთლიანობა სარწმუნოებისა და საერთო ცივილიზაცია, აგრეთვე ის საერთო პოლიტიკური მისწრაფება, რომელიც მათ ევროპისაკენ მიიზიდავდა. საქართველოს ნაწილებმა ბევრი ფიქრისა, ცდისა და ყოყმანის შემდეგ რუსეთთან დასდვეს მთელი რიგი პოლიტიკური ხელშეკრულებებისა, რომელთა შორის უპირველესი და უმთავრესი 1783 წლის ხელშეკრულება იყო და რომლის ძალითაც აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შედიოდა. სხვა ხელშეკრულებათა მიზანიც იგივე იყო - ავტონომია საქართველოს ქვეყნებისა შინაგან საქმეებში და რუსეთის პროტექტორატი მათ საგარეო განწყობილებებში; ხოლო ეს რეჟიმი, განტკიცებული რუსეთის იმპერატორთა საჯარო დაპირებით, მეტათ ხანმოკლე იყო. რუსეთის იმპერიის ცალმხრივმა აქტებმა 1801 წლიდან 1861 წლამდე რუსეთთან საქართველოს შეერთებით საქართველოს ნაწილების ავტონომია, დამყარებული საერთაშორისო ხელშეკრულებაზედ, მოსპეს ისე, რომ პოლიტიკური ხელშეკრულებანი, დადებულნი რუსეთისა და საქართველოს ქვეყნებს შორის, ფორმალურად გაუქმებულნი არ იყვნენ.

დღეიდან საქართველოს ანექსიისა ქართველ პატრიოტთა ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო შეადგენდა. ამ მიმართულების მრავალრიცხოვანი გამომჟღავნება მე-XIX საუკუნეში ყოველ ეჭვს გარეშე ჰყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას. მე-XX საუკუნის დასაწყისშივე შესდგა პარიზში ქართველთა კომიტეტი, რომლის ორგანო „საქართველო“ განთავისუფლებულ და დამოუკიდებელ საქართველოს იდეას ემსახურებოდა.

რუსეთის 1905-6 წლების კონსტიტუციის ხანამ მოქმედება რამდენადმე გააადვილა და ყველგან - სახალხო კრებებზე, ქალაქის თვითმმართველობებში, თავად-აზნაურების ორგანიზაციებში თუ სხვაგან, აგრეთვე როგორც სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან საქართველოს ავტონომიას მოითხოვდნენ. 1907 წელს ქართველმა ერმა ჰააგის მშვიდობიანობის კონფერენციას პეტიციით მიმართა და სთხოვდა საქართველოს კანონიერი უფლებები აღედგინა. ეჭვს გარეშეა, რომ ქართველი ერი მთლიანად განუყოფელ საქართველოს აღდგენას მოითხოვდა; თვით რუსეთის საჯარო სამართალიც, რადგან მან მიანიჭა რუსეთის იმპერატორს საქართველოს ხელმწიფის ტიტული და მისი ღერბი, მხოლოდ ერთ საქართველოს არსებობას გულისხმობდა.

II.

1917 წლის რევოლუციამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ისევე როგორც მთელ რუსეთში, ძირიანად შესცვალა. შეუდრეკელი სურვილი დარღვეულ მაგრამ გარდაუსვლელი უფლების აღდგენისა მთელ საქართველოში საყოველთაო იყო. უკვე 1917 წლის მარტში სამღვდელოების და მორწმუნეთა კრებულმა რუსეთის სინოდალურ ეკლესიასთან 1811 წლიდან ძალით შეერთებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა და ივერიის ეკლესიამ რუსეთის ბატონობის დროს მოსპობილ თავისი კანონიური პრეროგატივებით სარგებლობა დაიწყო. ქართული ავტოკეფალური ეკლესია დღეს მხოლოდ ხალხის მიერ ამორჩეულ ყოველ ქართველთა კათალიკოსს - პატრიარქს ემორჩილება. ამრიგადვე რუსეთის ავტოკრატიის მიერ მოსპობილი საქართველოს პოლიტიკური უფლებანი კვლავ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. 1917 წლის მარტში ამიერ - კავკასიის განსაკუთრებულ, მართებლობის უფლებით მოსილ კომიტეტის შექმნით საქართველოს ავტონომიის აღდგენისკენ უკვე ერთი პრაქტიკული ნაბიჯი იყო გადადგმული - საქართველოს ჰმართავდა არა პეტროგრადი, არამედ საკუთარი დედაქალაქი თბილისი ზემოდ ხსენებულ განსაკუთრებულ კომიტეტის სახით, რომელშიაც ხალხის ნდობით მოსილი პოლიტიკური მოღვაწენი შედიოდნენ.

III.

ამიერ-კავკასიის ხალხები ბოლშევიკების 1917 წლის გიორგობისთვის რევოლუციას არ მიუდგნენ და მათი მთავრობა, უკვე რევოლუციის პირველ ხანებშივე დეცენტრალისტური, ფაქტიურად დამოუკიდებელი შეიქმნა. როდესაც რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს, თბილისში ამიერკავკასიის სეიმი დაარსდა და ამ სეიმმა 22 აპრილს 1918 წელს ამ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც უცხო ქვეყნებსაც ამცნო. ამასთანავე ამიერკავკასიის სხვა და სხვა ნაწილები პოლიტიკურ ერთეულების შექმნას შეუდგნენ. საქართველოს ეროვნული საბჭო შეიკრიბა (გიორგობისთვის 1917 წელს) და დააარსა ეროვნული საბჭო, რომელსაც საქართველოს ეროვნულ საქმეების ხელმძღვანელობა დაევალა. საქართველოს ეროვნული საბჭო ამიერ-კავკასიის სეიმს და მთავრობას მჭიდროდ ეკავშირებოდა. ამიერკავკასიის სეიმის ქართული სექცია საქართველოს ეროვნულ საბჭოს სრულუფლებიანი წევრი იყო.

IV.

ამიერ-კავკასიის დამოუკიდებლობის აქტის ფორმალური გამოცხადების დროს (22 აპრილს 1918 წლის) ნაგულისხმები იყო არსებობა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსი, რომელიც ამიერ-კავკასიის დანარჩენ ხალხებთან კონფედერატიულ კავშირში შედიოდა. ამ კავშირის უმთავრეს დებულებებს უკვე იმუშავებდნენ. ამ დროს შექმნილმა პირობებმა საქართველოს და ამიერკავკასიის დანარჩენ ხალხებისათვის ცხადჰყვეს, რომ საჭირო იყო შეცვლა მიღებულ პოლიტიკურ გეზისა და ამიერკავკასიის შემადგენელ ელემენტებისაგან შემზადება ისეთი ორგანიზაციისა, რომელიც მომავალში ამიერ-კავკასიას და შეიძლება მთელ კავკასიასაც კონფედერაციად გარდაჰქმნიდა. ოსმალეთის ჯარმა, წინააღმდეგ თვით ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებისა, ბათომისა, ყარსისა და არდაღანის პროვინციები, რუსეთის სომხეთი და აზერბაიჯანი დაიპყრო. ამ მოვლენამ ამიერ-კავკასიის სეიმი იძულებულ ჰყო ამიერკავკასიის სეიმის დაშლა ერთხმად დაედგინა. ამ გარეგან ძალთა და ზემოდმოყვანილ პირობათა გავლენით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს აქტი 1918 წელს 26 მაისს მოხდა.

V.

ამ მომენტში, ისევე როგორც უკვე 22 აპრილის დეკლარაციის დროს, საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში აღარ არსებობდა არც ერთი ისეთი მთავრობა, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთთან, ანუ დიდი რუსეთის ბოლშევიკურ რესპუბლიკასთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც ამიერკავკასიიდან სავსებით გაყვანილ იქმნენ, რაიმე დამოკიდებულება ჰქონოდეს

ზემოდმოხსენებულიდან ორი უმთავრესი დასკვნა გამომდინარეობს: ერთი - უკვე კარგა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო ამიერკავკასიას სრულიად მოშორდა; ამიერ-კავკასია რუსეთის ნაწილს აღარ შეადგენდა და მასთან არაფერი აღარ იყო დაკავშირებული. მეორე - ამიერკავკასია res nullius-ს არაფრით არ ემსგავსებოდა, პირიქით, ამის სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა მოხდა: რუსეთის ყოფილმა პროვინციამ - ამიერკავკასიამ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეჰქმნა და შემდეგში ამ ქვეყნის ერთმა ნაწილმა - საქართველომ თავის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მაგალითს რუსეთის სასომხეთი და აზერბაიჯანი მიჰყვნენ, რაც საზოგადოებრივ აზრის და ამიერ-კავკასიის პარლამენტის მიერ მიღებულ ფედერალისტურ კონცეფციას ეთანხმებოდა.

VI.

ამრიგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო აღარ იყო და ამიტომ ეს დეკლარაცია რუსეთის წინააღმდეგ არ მომხდარა. საქართველოში მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე უკვე განმტკიცებული სახელმწიფო რეჟიმი არსებობდა და ეს რუსეთის სახელმწიფო არ იყო. რუსეთის დამფუძნებელ კრებისათვის შემუშავებულ საარჩევნო კანონის მიხედვით ამორჩეულმა საქართველოს ეროვნულ ცხოვრების ორგანომ - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, გარდაიქმნა რა იგი საქართველოს წარმომადგენელთა კრებულად, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა შეჰქმნა. დამყარებული ასეთს მტკიცე საფუძველზედ საქართველოს მთავრობა ცნობილ უნდა იქმნას, როგორც ეროვნული მთავრობა, რომლის ავტორიტეტი და უფლება ყოველ ეჭვს გარეშეა, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული საბჭოს უნაკლო და ნამდვილი წარმომადგენლობა არის.

VII.

რეზიუმე ზემოდმოყვანილისა შემდეგია: შეერთებული რუსეთთან საქართველოს მეფეთა მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებით საქართველო, რომელიც არასოდეს არ ყოფილა რუსეთის იარაღის ძალით დაპყრობილი, განაგრძობდა თვით რუსეთის ერთ საუკუნის ბატონობის დროსაც კი ეროვნულ ცოცხალ ორგანიზმის არსებობას და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა, რათა აღედგინა თავისი გარდაუსვლელი ეროვნული უფლებანი და საკუთარი პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებანი განეხორციელებინა.

დიდი ომის განმავლობაში ბრესტ-ლიტოვსკის ზავამდის, რუსეთის ერთგულ საქართველოს აღარ შეეძლო უმოქმედოდ დარჩენილიყო იმ დროს, როდესაც რუსეთის მთავრობამ თავისი მოქმედებით მტერს საზღვრები გაუღო და ხელშეკრულებით საქართველოს პროვინციები დაუთმო. მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიიდან რუსეთის სახელმწიფო სრულიად გაჰქრა და საქართველომ დაინახა, რომ საკუთარ ძალების ამარა არის მიტოვებული, ჯერ ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს განმტკიცებაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ გარემოებათა ძალით რუსეთთან (რომლის მთავრობამაც გარდა ყველა ამ მოსაზრებისა ოფიციალურ დეკრეტებით მიიღო პრინციპები - რომელთა მიხედვით ყოველ ერს აქვს სრული უფლება ამოირჩიოს ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, როგორიც მას სურს და თვით რუსეთსაც კი გამოეყოს თუ ამას მოისურვებს) ყოველ ხელშეკრულებათაგან სრულიად განთავისუფლებული საკუთარ სახელმწიფოს შექმნას შეუდგა.

ამრიგად ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულება, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოდ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით.

საქართველოს კონსტიტუცია

მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის
21 თებერვალს
თავი 1.

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.

მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

მუხლი 2.

საქართველოს დედა ქალაქი არის ტფილისი.

მუხლი 3.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

მუხლი 4.

საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის - შვინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა.

მუხლი 5.

ყოველ კანონსა და სავალდებულო დადგენილებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, უკეთუ გამოცხადებულია სათანადო წესით.

მუხლი 6.

სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია. სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

მუხლი 7.

ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

მუხლი 8.

კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა აზრის წინააღმდეგია.

კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობასა და მართვა-გამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს.

მუხლი 9.

კონსტიტუციის მიღებამდე გამოცემული და გამოქვეყნებული კანონი და დეკრეტი ძალაში რჩება, უკეთუ კონსტიტუციასა და მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

მუხლი 10.

ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.

მუხლი 11.

დამტკიცებისა და მიღების შემდეგ კონსტიტუციას აქვეყნებს დამფუძნებელი კრება თავის წევრთა ხელმოწერით.

თავი 2.
მოქალაქეობა
მუხლი 12.

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და ნატურალიზაციით.

მუხლი 13.

საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ.

მუხლი 14.

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე მხოლოდ თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობის შესრულების შემდეგ.

მუხლი 15.

მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს დაწვრილებით კანონი განსაზღვრავს.

თავი 3.
მოქალაქის უფლებანი
მუხლი 16.

მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

მუხლი 17.

წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

მუხლი 18.

ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა აკრძალულია. ორდენი გაუქმებულია. საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი.

მუხლი 19.

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

მუხლი 20.

არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით; გამონაკლისია კანონით განსაზღვრული დისციპლინარული წესი.

მუხლი 21.

ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.

მუხლი 22.

პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაფრივ თავისუფლებას მოკლებულ და პირადად გაჩხრეკილ იქნეს ვინმე, თუ არ სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.

მუხლი 23.

ადმინისტრაციას შეუძლია თავისი უფლებით შეიპყროს ვინმე შემდეგ შემთხვევაში:

ა) როცა ბოროტმოქმედს ზედ დანაშაულის ადგილას მიასწრებს;

ბ) როცა დანაშაულის ადგილას დაზარალებული, ან დამსწრე ვინმე ბოროტმომქმედს ხელს დაადებს;

გ) როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთი აღმოაჩნდება, ან როცა მის ტანზე, ან მის ბინაზე დანაშაულის აშკარა ნიშანი და კვალი აღმოჩნდება.

მუხლი 24.

დამნაშავის დაკავება შეუძლია კერძო პირსაც; თუ დანაშაულის ადგილას მიასწრებს და ამასთანავე ადმინისტრაციის მისვლამდის მისი მიმალვა მოსალოდნელია.

მუხლი 25.

როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრაციის ბრძანებით შეპყრობილი, 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი; თუ სასამართლო ისეა დაშორებული, რომ 24 საათში დამნაშავის წარდგენა შეუძლებელია, ეს ვადა განგრძობილ უნდა იქნეს ადგილობრივ გარემოების მიხედვით, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.

მუხლი 26.

სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაუყოვნებლივ, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, დაჰკითხოს; ხოლო შემდეგ წერილობითი ბრძანება გასცეს ან მისი შეპყრობის განგრძობისა, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლებისათვის.

მუხლი 27.

სასამართლოს სათანადო ორგანოები ვალდებულნი არიან, უკეთუ რაიმე გზით და საშვალებით ემცნოთ, რომ ვინმე ზემოაღნიშნულ წესთა დარღვევითაა შეპყრობილი, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და წერილობითი ბრძანება გასცენ ან მისი განთავისუფლებისა ან შეპყრობის განგრძობისა.

მუხლი 28.

ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია: მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 29.

კერძო მიწერ-მოწერა ხელშეუხებელია; მისი ამოხმა და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 30.

ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალია; ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

მუხლი 31.

ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს. მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება. ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს.

სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევის, რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე.

მუხლი 32.

ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

მუხლი 33.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

მუხლი 34.

თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი.

მუხლი 35.

საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსონ საპროფესიო და სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული; კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება.

მუხლი 36.

გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეო-სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით.

მუხლი 37.

პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.

მუხლი 38.

მუშათა გაფიცვა თავისუფალია.

მუხლი 39.

ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.

მუხლი 40.

ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას;

ქორწინების ფორმასა და წესებს კანონი განსაზღვრავს.

ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან. დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა;

აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.

მუხლი 41.

პოლოტიკური დევნილი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული, სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა.

მუხლი 42.

მოქალაქის უფლებათა დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კანონების თანახმად.

მუხლი 43.

ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე.

თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დაგენილება წარუდგინოს.

მუხლი 44.

დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე-22, 25, 26 და 30 მუხლებში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.

მუხლი 45.

კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან.

თავი 4.
პარლამენტი
მუხლი 46.

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისამებრ არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შესრულებია. პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.

მუხლი 47.

პარლამენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს ცალკე კანონი.

მუხლი 48.

პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს იგი, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს; შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს.

მუხლი 49.

პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს, ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება.

მუხლი 50.

პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.

მუხლი 51.

პარლამენტის წევრობისა, მოხელეობისა და პროფესიის შეუთავსებლობის საკითხს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 52.

ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.

მუხლი 53.

პარლამენტი გამოსცემს კანონსა, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

მუხლი 54.

პარლამენტის უფლებაა:

ა) კანონმდებლობა;

ბ) უმაღლესი გამგებლობა რესპუბლიკის ჯარისა და საზოგადოდ ყოველი შეიარაღებული ძალისა;

გ) ომის გამოცხადება;

დ) დამტკიცება საზავო, სავაჭრო და ამგვარ ხელშეკრულობისა უცხო სახელმწიფოებთან;

ე) ამნისტია;

ვ) ბიუჯეტის დამტკიცება;

ზ) საშინაო და საგარეო სესხის აღება;

ც) თანამდებობის პირთა არჩევა, კონსტიტუციით ან კანონით მისდა მიკუთვნებული, და

თ) საერთო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა.

მუხლი 55.

პარლამენტის სხდომა საჯაროა; მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს.

მუხლი 56.

პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და გადასწყვეტს ყოველსავე დავას ამ საგანზე.

მუხლი 57.

პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული.

მუხლი 58.

პარლამენტის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დეპუტატთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა.

მუხლი 59.

პარლამენტის წევრთ უფლება აქვთ მთავრობის მიმართ შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა. წესი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა განისაზღვრება კანონით ან რეგლამენტით.

მუხლი 60.

პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტს და თავის მოქმედების წესს.

მუხლი 61.

პარლამენტი იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ პარლამენტის გახსნას.

მუხლი 62.

პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით.

როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას, ან პარლამენტის პრეზიდიუმს. პარლამენტის შეკრება სავალდებულოა, თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს.

მუხლი 63.

ინიციატივის უფლება ეკუთვნის:

ა) პარლამენტის ყოველ წევრს, და

ბ) 5. 000 ამომრჩეველს.

მუხლი 64.

თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხახლს წარუდგინოს. რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 65.

პარლამენტი ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს.

თავი 5.
აღმასრულებელი ხელისუფლება
მუხლი 66.

უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.

მუხლი 67.

მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 68.

მთავრობის დანარჩენ წევრებს - მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

მუხლი 69.

მთავრობის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს, ან რომელსამე პროფესიას მისდევდეს; შეუძლია იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხმოსანი.

მუხლი 70.

მთავრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა; იგი ნიშნავს ელჩებს სხვა სახელმწიფოებში და უცხოეთის ელჩები წარმოიგზავნებიან მასთან.

განსაკუთრებულ გარემოებაში, უკეთუ მთავრობის დადგენილების გამოტანა დაბრკოლებულია თავმჯდომარეს შეუძლია გამოიწვიოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს პარლამენტს.

თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს.

მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს რევიზია მართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისა კანონში აღნიშნულ წესისამებრ.

თავმჯდომარეს არა აქვს არავითარი განსაკუთრებული უფლება იმის გარდა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისდა მიკუთვნებული.

მუხლი 71.

მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას მთავრობაში.

მუხლი 72.

მთავრობის საერთო უფლება და მოვალეობაა:

ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა-გამგეობა, თანახმად კანონისა;

ბ) თვალ-ყურის დევნა და აღსრულება კონსტიტუციისა და კანონებისა;

გ) წარდგენა პარლამენტის წინაშე თავის კანონპროექტისა, აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტისა ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული;

დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა;

ე) უზრუნველყოფა რესპუბლიკისა გარეშე განსაცდელისაგან და დაცვა მისი დამოუკიდებლობისა;

ვ) ზრუნვა შინაური წესიერებისა და უშიშროების დაცვისათვის:

მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა მთავრობას უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა ვადით არა უმეტეს 21 დღისა. უკეთუ მეტის ვადით დასჭირდა, პარლამენტიდან უნდა მიიღოს ნებართვა;

ზ) განაგოს ფინანსები, სჭრას ფული თანახმად კანონისა, და ყოველ წლივ წარუდგინოს პარლამენტს შემოსავალ-გასავლის სავარაუდო აღრიცხვა ბიუჯეტი;

თ) ანგარიში აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება. უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა, და

ი) შეასრულოს ყოველივე, რაც კანონს ან პარლამენტს მისთვის დაუვალებია.

მუხლი 73.

რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა-გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის. თვითოეული მათგანი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით განაგებს მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როცა პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას.

მინისტრს უფლება აქვს პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ მაშინ, როცა დეპუტატად ირიცხება. მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას და აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭიროა გამოსცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი.

მუხლი 74.

მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს. თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს, თავის მხრით პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით მინისტრიც ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა-განმარტება მისცეს.

მუხლი 75.

კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან სასამართლოს წინაშე. მათი პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მათი გასამართლება საერთო წესით სწარმოებს.

თავი 6.
სასამართლო
მუხლი 76.

საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო - სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. სენატი მოვალეა:

ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვას, და

ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

მუხლი 77.

სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა საწამოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.

სასამართლოს ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

მუხლი 78.

სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.

მუხლი 79.

სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მუხლი 80.

სასამართლოს სხდომა საჯაროა; მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება კარდახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 81.

მძიმე სისხლის სამართლისა, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

მუხლი 82.

მოსამართლე აირჩევა ვადით. არჩევის წესი და პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, კანონით განისაზღვრება.

მუხლი 83.

არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, გარეშე სასამართლოს დადგენილებისა.

თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლოში ან გამოძიებაში არის მიცემული.

სრულიად დათხოვნა კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.

თავი 7.
სახელმწიფო ფინანსები
მუხლი 84.

არცერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს, თუ წინასწარ პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.

შენიშვნა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს.

მუხლი 85.

სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება, თუ არ კანონის ძალით.

მუხლი 86.

თუ არ კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადოთ ხარჯი არ შეიძლება გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან.

მუხლი 87.

პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება აღებულ იქნეს სახელმწიფო სესხი და ან რაიმე ფინანსური ვალდებულება.

მუხლი 88.

სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მუხლი 89.

თუ ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტმა ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დამდეგამდე, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაჰფაროს პარლამენტის ნებართვით.

მუხლი 90.

ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი პარაგრაფიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.

თავი 8.
სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 91.

სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება;

ბ) სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი;

გ) მთავრობის და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში, და

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები კანონის თანახმად.

მუხლი 92.

სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს.

მუხლი 93.

კონტროლის ორგანიზაცია და მოქმედების წესი განსაზღვრულია კანონით.

თავი 9.
სახელმწიფო თავდაცვა
მუხლი 94.

ყოველი მოქალაქე რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა კანონის თანახმად.

მუხლი 95.

სამხედრო ძალთა დანიშნულება არის დაცვა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიისა.

მუხლი 96.

სამხედრო ბეგარის ვადა და სამხედრო ძალთა ყოველი მოწყობის წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 97.

სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ პარლამენტი ამტკიცებს.

თავი 10.
ადგილობრივი თვითმმართველობა
მუხლი 98.

ადგილობრივი თვითმმათველობა არის ამავე დროს ორგანო ადგილობრივი მართველობისა და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ განმანათლებელ და სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 99.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაცია, უფლება-მოვალეობა და მართვა-გამგეობის წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 100.

ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება თანახმად კანონისა.

მუხლი 101.

ადგილობრივი თვითმმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.

მუხლი 102.

ადგილობრივ თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.

მუხლი 103.

მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეარჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ხოლო ვალდებულნი არიან საქმე დაუყოვნებლივ სასამართლოს გადასცენ. წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.

მუხლი 104.

ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა-გამგეობის საქმეში ემორჩილება მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს.

მუხლი 105.

იმ საგნებს, რომლის შესახებაც ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ, განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 106.

ადგილობრივ თვითმმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება, ცალკე კანონით განსაზღვრული.

თავი 11.
ავტონომიური მმართველობა
მუხლი 107.

საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108.

წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებელ იქნება ცალკე კანონით.

თავი 12.
სწავლა-განათლება და სკოლა
მუხლი 109.

ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია: სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

მუხლი 110.

პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა.

სწავლა-განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა.

მუხლი 111.

სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნით განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად.

მუხლი 112.

კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს.

თავი 13.
სოციალ-ეკონომიკური უფლებანი
მუხლი 113.

რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.

მუხლი 114.

საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

მუხლი 115.

რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ-მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია.

რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას.

რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.

მუხლი 116.

წვრილი მწარმოებლის - სოფლის მეურნის, ხალოსანის, შინამრეწველის - შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია.

რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.

მუხლი 117.

შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.

მუხლი 118.

რესპუბლიკის კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება დაარსოს შრომის ბირჟა, საშვამავლო კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. ასეთ დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოში მუშათა კავშირის წარმომადგენელთა რიცხვი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მუხლი 119.

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით. ან დაზღვევის სახით.

მუხლი 120.

მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არა აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძოსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომის უნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია.

მუხლი 121.

დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაჰკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შესდგეს დამქირავებელზე შეწერილ საგანგებო გადასახადისაგან.

მუხლი 122.

გარდა საგანგებო ან ამ მიზნით შეწერილი გადასახადისა ზემოაღნიშნულ მოვალეობათა ასასრულებლად რესპუბლიკის შემოსავლიდან უნდა გადაიდოს ყოველ წლიურად განსაზღვრული ნაწილი.

მუხლი 123.

ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი.

სასოფლო მეურნეობისა და სხვა სასეზონო წარმოებაში სამუშაო დროის შეფარდება განსაკუთრებულ პირობებთან განისაზღვრება კანონით.

მუხლი 124.

წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია: 16-18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და საზოგადოთ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.

მუხლი 125.

რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს დამქირავებელთაგან.

მუხლი 126.

განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში: მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად. დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.

მუხლი 127.

შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

მუხლი 128.

რესპუბლიკას და ადგილობრივ მმართველობას ევალება დედობის და ბავშვების დაცვისათვის მზრუნველობა.

თავი 4.
ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი
მუხლი 129.

არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა. ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა ენაზე.

მუხლი 130.

ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულების (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით.

ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშვალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა.

მუხლი 131.

არ შეიძლება შეიზღუდოს ვისიმე პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას.

მუხლი 132.

ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნულ უმცირესობის უფლების დარღვევას.

მუხლი 133.

საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური.

მუხლი 134.

ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა-განათლებისათვის გადადებული თანხით დააარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებისა მოქალაქეთა ეროვნულ შედგენილობის პროპორციის მიხედვით.

მუხლი 135.

ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე.

მუხლი 136.

ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20%-ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედაენაზედაც.

მუხლი 137.

არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმაოდ არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა-ენით, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს. დაწვრილებით წესს განსაზღვრავს კანონი.

თავი 15.
სახელმწიფო მოხელენი
მუხლი 138.

საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ კანონის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

მუხლი 139.

მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ ან დისციპლინარულ წესით დასჯილ იქნეს იმ დაწესებულების ან უფროსის განკარგულებით, ვისგანაც იყო მიღებული, ხოლო სამსახურიდან სრულიად დათხოვნის წესს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 140.

თვითეულ მოხელეს აქვს უფლება პენსიის მიღებისა. მოხელისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობას განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 141.

თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ.

მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის.

მოქალაქეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს.

ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრება კანონით.

თავი 16.
სახელმწიფო და ეკლესია
მუხლი 142.

სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი არიან.

მუხლი 143.

არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

მუხლი 144.

ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

თავი 17.
კონსტიტუციის გადასინჯვა
მუხლი 145.

კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს:

ა) პარლამენტის წევრთა ნახევრის არა ნაკლებსა და

ბ) 50. 000 ამომრჩეველსა.

მუხლი 146.

წინადადება კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვისა პარლამენტის დღიურ წესრიგში დაისმის განსახილველად არა უადრეს ექვსი თვისა შეტანის დღიდან.

მუხლი 147.

კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ.

მუხლი 148.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა-გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.

მუხლი 149.

პირველ პარლამენტის შეკრებამდე მის მაგივრობას გასწევს დამფუძნებელი კრება.

შინაარსი

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი;

აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა (დამატებები);

საქართველოს კონსტიტუცია;

თავი 1. ზოგადი დებულებანი;

თავი 2. მოქალაქეობა;

თავი 3. მოქალაქის უფლებანი;

თავი 4. პარლამენტი;

თავი 5. აღმასრულებელი ხელისუფლება;

თავი 6. სასამართლო;

თავი 7. სახელმწიფო ფინანსები;

თავი 8. სახელმწიფო კონტროლი;

თავი 9. სახელმწიფო თავდაცვა;

თავი 10. ადგილობრივი თვითმართველობა;

თავი 11. ავტონომიური მმართველობა;

თავი 12. სწავლა-განათლება და სკოლა;

თავი 13. სოციალ-ეკონომიური უფლებანი;

თავი 14. ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი;

თავი 15. სახელმწიფო მოხელენი;

თავი 16. სახელმწიფო და ეკლესია;

თავი 17. კონსტიტუციის გადასინჯვა.

საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის თებერვლის 21. - ბათომი, 1921 (სტ. . . ხვინგიასი)