![]() |
ზვიად გამსახურდია (ტომი I) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|გამსახურდია ზვიად |
თარიღი: 2013 |
აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები, ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები თბილისი 2013 UDC (უაკ) 342.511 (479.22) + 929 (479.22) ს-323 ზ-587 შემდგენელი: მზია ხოსიტაშვილი კორექტურა: ნელი კაციტაძე დაკაბადონება: შორენა გზირიშვილი შიდა ყდის დიზაინი: მზია ხოსიტაშვილი შპს „ირიდა“ რუსთავი, ფიროსმანის ქ.№7 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-0-6247-6 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1990 წლის ნოემბერი-1991 წლის აპრილი) |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ილია ჭავჭავაძე წერდა: „ჩვენი „ქართლის ცხოვრება“, ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული, თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თვითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა-საქმეთა.“ (იხ. „ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ“, 1880 წ.). ილიას სიტყვები სამართლიანი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუკი რომელიმე მეისტორიე ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების „ცხოვრებას“, „ისტორიას“ მთელი ქვეყ ნის, ხალხის „ცხოვრებად“ და „ისტორიად“ წარმოსახვას შეეცდებოდა. ასეთ მეისტორიეს თავისი არგუმენტიც ექნებოდა: დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალი მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური, სოციალური, ეკონომი კური და, თუ გნებავთ, ესთეტიკური ღირებულებებისა და წარმოდგენების ამსახველია. მათი ცხოვრება, პოლიტიკური გემოვნება და პოლიტიკური თავგადასავალი საზოგადოების უმრავლესობის ცხოვრება, პოლიტიკური გემოვნება და პოლიტიკური თავგადასავალიცაა. ასეთ მეისტორიეს ასევე შეეძლო ეთქვა: „თუ ძველი „ქართლის ცხოვრება“ მეფეების ისტორიაა, ახალი „ქართლის ცხოვრება“ ხალხის არჩეული სახელმწიფოს ხელმძღვანელების ისტორიაა“. და მაინც დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხი ყოველთვის უფრო აღემატება თვით მათ მიერ არჩეულ მმართველებს. დემოსის ეს „აღმატებულობა“ საზოგადოებრივი ცხოვრების დინამიკურობის წყაროა. დემოსი მუდმივად იცვლება, იგი მუდმივ ტურბულენციაშია. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები კი ამ ტურბულენციის აქტიური აგენტები არიან და სწორედ ამის გამო მათი ოფიციალური გადაწყვეტილებები, საჯარო გამოსვლები თუ ინტერვიუები ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან წყაროდ გვევლინება. სწორედ სახელმწიფოს ხელმძღვანელების როლის შესახებ ამგვარი წარმოდგენა უდევს საფუძვლად ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის ერთ-ერთ ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბეჭდურ მედიაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების, ასევე განსაკუთრებით საინტერესო ოფიციალური დოკუმენტების ერთად თავმოყრასა და გამოცემას.
„საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელების“ ცნებაში ვგულისხმობთ იმ თანამდებობებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა განსაკუთრებულ სახელმწიფო მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში ასეთ თანამდებობებს სხვადასხვა სახელი ერქვა: „უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე“, „სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი“, „პრეზიდენტი,“ „პარლამენტის თავმჯდომარე“. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ჩვენი ქვეყნის კანონ მდებლობამ ასეთ თანამდებობათა ჩამონათვალი გაზარდოს ან შეამციროს, რაც მომდევნო გამოცემებში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, განზრახულია ყველა ამ თანამდებობის მატარებელი პოლიტიკოსის ან აღნიშნულ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებელი პირების საჯარო გამოსვლებისა და ინტერვიუების გამოცემა. ცხადია, გამოსაქვეყნებელ სერიაში ვერ შევა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის დაკავებამდე და უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებული საჯარო გამოსვლები.
ემზარ ჯგერენაია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
მეცნიერების, კულტურისა და
სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი
გიორგი კილაძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
* * *
სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ოფიციალური დოკუმენტები და ინტერვიუები“ ტომებად გამოცემა იგეგმება. მასზე მუშაობს პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება (განყოფილების უფროსი ლ. გველესიანი).
წინამდებარე სამტომეული მოიცავს ბეჭდურ მედიაში ზვიად გამსახურდიას ხელმოწერით გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, მიმართვებსა და ინტერვიუებს. პირველ ტომში შევიდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდის მასალები, მეორე ტომში - პრეზიდენტობის პერიოდი, ხოლო მესამე ტომი დაეთმო დევნილობის პერიოდის მიმართვებსა და ინტერვიუებს.
მასალები შეკრიბა, ბიბლიოგრაფიული აღწერილობა დაურთო და გამოსაცემად მოამზადა პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა მზია ხოსიტაშვილმა.
„საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები: ოფიციალური დოკუმენტები და ინტერვიუები“ საზოგადოებისთვის ელექტრონულად ხელმისწვდომია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.nplg.gov.ge.
პროექტის ავტორები სიამოვნებით გაიზიარებენ ყველა შენიშვნას და იმედოვნებენ, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი ეს გამოცემა მკითხველი საზოგადოების ყურადღებას დაიმსახურებს.
1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
1990 წლის 14 ნოემბერს მუშაობას შეუდგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის პირველი სესია. სესიამ ფარული კენჭისყრით ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. რეფერენდუმში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკ .ის მოსახლეობაც. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 3 302.572 ადამიანმა. (90,3%25 პროცენტი). მონაწილეთა 98,9%25-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
1991 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები.
პირველ ტომში მოცემულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური მიმართვები, განცხადებები, მნიშვნელოვანი დადგენილებები, ბრძანებულებები, გამოსვლები, ინტერვიუები, გამოქვეყნებული 1990 წლის ნოემბრიდან 1991 წლის 16 აპრილამდე გაზეთებში „ახალგაზრდა ივერიელი“, „ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, სამშობლო“, „თბილისი“, „რესპუბლიკა“, „თვალთაი“, „აფხაზეთის ხმა“.
![]() |
2 მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველ ერს კაცობრიობის წინაშე აკისრია განსა .კუთრებული სულიერი მისია.
ამ მისიის შესრულება არ შეუძლია იმპერიის მიერ დანაწევრებულ, დამონებულ საქართველოს; ამიტომაც განგების განჩინებით, ახლახან, პირველი მრავალპარტიული არასაბჭოთა არჩევნებით, მოგვეცა შანსი ავაღორძინოთ ერთიანი, თავისუფალი დემოკრატიული საქართველო...
საქართველოს ისტორიული მტრები მეზობელი იმპერიები ჩვენი დაქუცმაცებით ცდილობდნენ ჩვენს დამონებასა და გადაგვარებას; მუჰაჯირობაც, აჭარის ავტონომიის შექმნაც, აჭარელთა ცალკე ერად გამოცხადებაც და კიდევ მრავალი სხვა მზაკვრობა მათი შეთანხმებული მოქმედებითაა განხორციელებული... ახლაც, წინასაარჩევნო პერიოდში, მომზადდა კიდევ ერთი შეთქმულება აჭარის (საქართველოს) წინააღმდეგ; ამის შესახებ, ჯერ კიდევ 28 ოქტომბრამდე, მიუთითებდა ტარიელ ფუტკარაძე წერილში „იმპერიალისტთა ახალი შეთქმულება აჭარის წინააღმდეგ“, რომელიც გაზეთ „თავისუფალ საქართველოში“ დაიბეჭდა და ჩვენ ამ საკითხს ახლა აღარ შევეხებით.
ჩვენთვის ნათელია აჭარის მოსახლეობის უდიდესი როლი ქართველი ერის ისტორიაში, აჭარა იყო ის პირველი კუთხე, რომელმაც პირველმა, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში, მიიღო ქრისტიანობა და საფუძველი დაუდო ქართულ ხალხურ ქრისტიანობას - გიორგიანობასთან შერწყმულ ქრისტიანობას.
აჭარა იყო პირველი ფარი საქართველოსი, შემოსეულ ურდოთა პირველი დარტყმები აჭარას ხვდებოდა.
აჭარა, საერთოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, არის ის კუთხე, რომელიც მრავალგზის ეწამა თურქთა უღელქვეშ, რათა დანარჩენი საქართველო ეხსნა... დიახ, მოყვასისათვის ეწამა აჭარა, და ახლა მოყვასნი უნდა ამოუდგნენ მას მხარში.
დღესაც განსაცდელშია საქართველოს ეს ძირძველი კუთხე. სხვადასხვა ჯიშის პროვოკატორები ცდილობენ არჩევნების შედეგებით სპეკულირებას: ჩვენ აჭარაში საჭირო მუშაობა ვერ გავწიეთ, აქ ასპარეზი დარჩათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს; ისინი ატყუებდნენ ხალხს, სახელს გვიტეხდნენ ჩვენ - შეურიგებელ ეროვნულ მოძრაობას, ავრცელებდნენ მაკომპრომიტირებელ ჭორებს... ჩვენ ვეღარ გავწვდით ამდენს, ვერ შევძელით ხალხთან მისვლა, რომ მათ ჩვენი მოძრაობის ჭეშმარიტი სახე დაენახათ. ამდენად არჩევნებში მიღებული ხმების 24 პროცენტი არაა აქაურ მკვიდრთა განწყობილების პირდაპირპროპორციული (შესაბამისად კომპარტიამ მიიღო 56 პროცენტი), მით უმეტეს ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი ოპონენტები არჩევნების დღესაც აგიტატორობდნენ (რაც კანონით აკრძალულია); იმპერიალისტურ ძალთა აგენტები ხალხს აშინებდნენ, ხმამაღლა მოუწოდებდნენ ხმა მიეცათ სკკპ-სთვის, ასე იყო მაგალითად, როგორც ხმები მომწვდა, მაღალმთიან სოფელ იაკობაურში, ჭვანაში, ნინიაში, ასე ხდებოდა ქობულეთის რაიონშიც, ხელვაჩაურშიც, ხულოშიც. ამის მოქმედი პირებიც ცნობილია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესთან ანგარიშსწორებას, ჩვენი მიზანი ურთიერთპატივისცემა და ურთიერთპატიებაა, ურთიერთნდობაა, შემწყნარებლობა ბოროტებას ბოროტებით ვერ მოსპობ! ბოროტებას ისევ - სიკეთით უნდა დავუპირისპირდეთ.
დავივიწყოთ წარსულის ცოდვები, ამ წუთისოფელში ერთმანეთს ნუღარ ვაწყენინებთ, ნუღარ გავწირავთ...
ბევრს გვეკითხებიან, როგორია ჩვენი პოზიცია ავტონომიის შესახებ: ავტონომია საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ არაქართულ მოსახლეობას; ქართველთა ავტონომია საქართველოში, მკაცრად რომ არ ვთქვათ, დიდი შეუსაბამობაა, ამიტომ ის, რა თქმა უნდა, გასაუქმებელია; ჩვენი აზრით მისი გაუქმების საკითხი თავად აჭარელებმა უნდა დააყენონ: მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება გაუქმების ფაქტი სამართლიანი და ბუნებრივი. ჩვენ არ ჩავერევით აჭარის ავტონომიის გაუქმების საკითხში.
ავრცელებენ ჭორებს, რომ ავტონომიის გაუქმების შემთხვევაში აჭარის მოსახლეობის სოციალური ინტერესები შეილახება!
ასეთი პროვოკაციული განცხადების საპასუხოდ მომა:ვალში ჩვენი საქმენი იღაღადებენ:
ჩვენი მიზანია ისეთი დემოკრატიული საქართველო, სადაც არ შეილახება ეროვნული, რელიგიური, სოციალური, პოლიტიკური ინტერესები, სადაც ყველა სოფელი თუ კუთხე თავად აირჩევს საკუთარ ხელისუფლებას; მოისპობა „ზემოდან“ დანიშვნის კომუნისტური პრაქტიკა. ჩვენთვის ნათელია, რომ ადგილობრივი მეურნეობის მართვა მხოლოდ ადგილობრივ პირს შეუძლია, საკუთარი სოფლის, კუთხის ინტერესების დაცვა მხოლოდ აქაურ მკვიდრს შეუძლია. ამ პრინციპებით ვაპირებთ მუშაობას... აჭარის ავტონომიის დაცვით თავის სავარძლებს და პრივილეგიებს იცავს ბიუროკრატიული აპარატი. აჭარელთა ინტერესების პირველი დამცველი კი იქნება მომავალი საქართველოს ეროვნული პარლამენტი!
აჭარაში მცირემიწიანობაა, ჩვენი მიზანია, თუკი ადგილობრივი ტერიტორიები საკმარისი არ აღმოჩნდება, საქართველოს სხვა კუთხეებში მივცეთ ყველა მსურველს საჭირო სავარგულები... დღემდეც ყველანაირად ვეხმარებოდით მათ, ახლა კი, ოფიციალური ქართული ხელისუფლება უფრო მეტად დაეხმარება ყველას.
ყველაფერი მოგვარდება თუკი ერთიანობა, ურთიერთნდობა იქნება, თუკი ქართველი ერი, ერთიან კეთილშობილ სულად ქცეული, გაჰყვება მის მიერ არჩეულ ეროვნულ პარლამენტს.
გაუმარჯოს დედა საქართველოს ერთიანობას!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
ზვიად გამსახურდია
1990.05.1990
მინაწერი: ზვიად გამსახურდიას აჭარასთან მამამისის მეგობრობაც აკავშირებს. ბატონო კონსტანტინე მეგობრობდა ჰაიდარ ბეგ და მემედ ბეგ აბაშიძეებთან. ლაზებთან ერთად კონსტანტინე გამსახურდია მონაწილეობდა რიხეს ციხიდან მემედ ბეგ აბაშიძის გამოხსნაში
შენიშვნა: (მიმართვას ახლავს ამ ამბების შემდეგ გადაღებული ისტორიული სურათი)
ახალგაზრდა ივერიელი. 8 ნოემბერი. 1990.
მიმართვა: აჭარის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 8 ნოემბერი. - №123 (11609). - 1 გვ
![]() |
3 ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
,არჩევნებით ძირითადად კმაყოფილი ვარ. უნდა ითქვას რომ უწინარეს ყოვლისა, გაგვახარა ჩვენი ერის ასეთმა პოლიტიკურმა სიმწიფემ და დარაზმულობამ. მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოწინააღმ დეგენი მიმართავდნენ ყოვლად უღირს ხერხებს, უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ კანონს. ყოველნაირად ცდილობდნენ ხელოვნური ზემოქმედება მოეხდინათ არჩევნებზე, აშინებდნენ არაქართულ მოსახლეობას „მრგვალი მაგიდით“. და ამას ჩადიოდნენ არა მარტო კომუნისტები, არამედ სხვა ბლოკების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხალხში დადიოდნენ და ავრცელებდნენ ხმას, თითქოს 11 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებული იყვენენ „მრგვალ მაგიდასთან“ და პირადად ჩემთან, რათა ჩვენ ისინი გაგვეყვანა პარლამენტში. ეწეოდნენ ისეთ დეზინფორმაციას, რომ ჩვენ მეგობრები და მოკავშირენი ვართ. ხოლო არაქართველ მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ „მრგვალი მაგიდა“ გაასახლებდა მათ საქართველოდან, მოუწყობდა მათ გენოციდს და სხვა. აი, ასეთი ორპირობა ახასიათებდა, სამწუხაროდ, ზოგიერთს და ეს ძალიან გვაწუხებს ჩვენ, იმიტომ რომ მომავალში ამ ადამიანებთან ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ამა თუ იმ ფორმით და წინასწარ ამ ფაქტების გამო, ერთგვარად გულგატეხილნი ვართ.
რაც შეეხება გამარჯვებას პირველ ეტაპზე, მას საბოლოოდ მაინც არ ვთვლით. საბოლოო იქნება, თუ ადგილების ორ მესამედს ჩვენ მოვიპოვებთ. იმიტომ, რომ მომავალში ჩვენ მოგველის დიდი ბრძოლები, ცენტრთან დიდი დაპირისპირება და თუ პარლამენტში არ იქნა ერთიანობა საეჭვოა, რომ რეალურ წარმატებას მივაღწიოთ.
უნდა მოხდეს არსებული კონსტიტუციის დემონტაჟი, თანდათანობით უნდა შეიქმნას გარდმავალი ეტაპის ძირითადი კანონი, უნდა დავუპირისპირდეთ საბჭოურ კონსტიტუციას და ცენტრის კონსტიტუციურ აგრესიას. ამისათვის კი საჭიროა ძალთა დიდი კონსოლიდაცია და დიდი უმრავლესობის მოპოვება „მრგვალი მაგიდისთვის“. ამიტომ ჩვენ არავისთან არავითარი შეთანხმება არ გვქონია, არავითარ კომპრომისზე არ მივდივართ და საქართველოს საკეთილდღეოდ ვიბრძვით გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად.
არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს გადასინჯვა იმ დარღვევებისა, რომელთაც ზოგიერთ ოლქში ჰქონდა ადგილი და თუ ეს დადასტურდება, იქ ხელახალი არჩევნები ჩატარდება. ასე მაგალითად, დიდი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები წილკანში, გარდაბანში, ხობში, თბილისის ზოგიერთ ოლქებში. სამწუხაროდ, კომუნისტი ყველგან კომუნისტია.ზოგიერთი ბლოკი, ნებით თუ უნებლიეთ, გვეწინააღმდეგებოდა ჩვენ და ამით კომპარტიის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდნენ დაახლოებით ერთი და იგივე ტაქტიკით.
სესიის თობაზეც მოგახსენებთ. სესია მომზადებულია დღის წესრიგი მზად არის. იქნება გარკვეული დადგენილებები კონსტიტუციაში შესწორებასთან დაკავშირებით, რომ შევიმუშაოთ გარდამავალი ეტაპის ძირითადი კანონი. ეს იქნება სესიის მთავარი მიზანი, მერე იქნება პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა, ახალი მთავრობის შედგენა... სესია გარძელდება ორ დღეს. იქნება პირდაპირი ტრანსლაცია.
ზვიად გამსახურდია - საქართველოს ჰელსინკის კავშირისა
და წმინდა ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე,
საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.
13 ნოემბერი. 1990
ინტერვიუ : პირველი მრავალპარტიული არჩევნების შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 13 ნოემბერი. - №125 (11611). - 2 გვ
![]() |
4 საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს რა საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლები, ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) შემდეგი ცვლილებანი:
I. 1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, XIX საუკუნის დასაწყისში დაკარგულ იქნა უცხო ძალის ჩარევის შედეგად.
ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია სახელმწიფოებრიობის დაკარგვას.
1917 წლის თებერვალში დაემხო რუსეთის იმპერია, რამაც ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღედგინა საუკუნეზე მეტი ხნის წინ რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა.
ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ნება განახორციელა 1919 წლის 12 მარტს, როდესაც დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე ქვეყნისა და ისტორიის წინაშე ცნო და დაადასტურა ადრე მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, შემდეგ კი 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით (განსაკუთრებით 1924, 1936-38, 1949-51, 1956 წლებში), რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ მოვლენამ თვისებრივად ახალ ეტაპზე აიყვანა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა. ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწი ფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით.
ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი ძირითადი კანონი.
გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაშიც უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.
2. კონსტიტუციის დასახელებასა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, „საქართველოს სსრ რესპუბლიკა“, „საქართველოს სსრ“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს რესპუბლიკა“.
3. მე-4 თავის დასახელებიდან და პირველი, მე-4, მე-60, 64-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სოციალისტური“, ხოლო 37-ე, 48-ე და 59-ე მუხლებში შეიცვალოს სიტყვით „სახელმწიფო“.
4. მე-4, 35-ე, 37-ე, 57-ე, მე-60 მუხლებიდან „საბჭოთა“
5. მე-4, 35-ე, 37-ე, 57-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სსრ კავშირის კონსტიტუცია“.
6. ა) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „...კომუნისტური პარტია სხვა...“
ბ) 25-ე მუხლიდან - „...ემსახურება ახალგაზრდობის კომუნისტურ აღზრდას...“
გ) 36-ე მუხლიდან - „...რევოლუციურ თუ...“
დ) 45-ე მუხლიდან - „...კომუნისტური მშენებლობის მიზნების შესაბამისად...“
ე) 57-ე მუხლიდან - „...პატივს სცემდეს სოციალისტური საერთო ცხოვრების წესებს, ღირსეულად ატარებდეს საბჭოთა მოქალაქის მაღალ წოდებას“,
ვ) 62-ე მუხლიდან - „...საბჭოთა მრავალეროვან სახელმწიფოს“...
7. კონსტიტუციის
ა) მე-7 თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკის მდგომარეობა სსრ კავშირის შემადგენლობაში“
ბ) 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში. ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში იძულებულია უზრუნველყოს სსრ კავშირისათვის მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია სსრ კავშირის კონსტიტუციის 73-ე მუხლით, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებისა.
ზემოთ აღნიშნულ ფარგლებს გარეთ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას თავის ტერიტორიაზე“.
გ) 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის და სსრ კავშირის კანონები და კანონქვემდებარე აქტები. საქართველოს რესპუბლიკ ის უზენაესი საბჭო აჩერებს სსრ კავშირის კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოქმედებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის კანონებს და ინტერესებს.
საქართველოს რესპუბლიკის კანონისაგან სსრ კავშირის კანონის განსხვავების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კანონი“.
დ) 180-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ორნამენტიანი შვიდქიმიანი ვარსკვლავი, ვარსკვლავის ოქროსფერ ჩუქურთმას აქვს შავი არშია. ქიმების შიდა ველი ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია). ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი, ქართული ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზედაც გამოსახულია ოქროსფლოქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. მას მარჯვენა ხელში უპყრია საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი, ხოლო მარცხენაში - ოქროსზოლიანი ფარი.
თეთრ გიორგის აცვია ალისფერი შარვალი და ოქროს ფერი წაღები. შემოსილია ვერცხლისფერუჯრედებიანი ცისფერი ჯავშნითა და თეთრი მოსასხამით. ჯავშნის ქვემოთ მოუჩანს ყავისფერი (მიხაკისფერი) ტყავის პერანგი.
თეთრი გიორგის თავს ზემოთ რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია. ვარსკვლავის მარჯვნივ არის ვერცხლისფერი მთვარე, ხოლო მარცხნივ - ოქროსფერი მზე. მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია.
თეთრი გიორგის ცხენს ქვემოთ შავი ფერით გამოსახულია მთის მწვერვალი.
ე) 181-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს ეროვნული და სახელმწიფო დროშა არის მართკუთხედის ფორმის ქართული წითელი ფერის (შინდის ფერი) ქსოვილი, რომელსაც ტარის მხარეს, ზედა კუთხეში აქვს შავი (ზემოთ) და თეთრი (ქვემოთ) ზოლები.
დროშის სიგანის შეფარდება სიგრძესთან არის 3:5, თითოეული ზოლის (შავისა და თეთრის) სიგანე არის დროშის სიგანის 1/5, ხოლო სიგრძე - დროშის სიგრძის 2/5“.
ვ) 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი საბჭო“
8. კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 23-ე, 29-ე, 30-ე და 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო მე-8 და 34-ე მუხლებიდან - მეორე ნაწილები, აგრეთვე 58-ე მუხლის მეორე წინადადება.
9. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28
საქართველოს რესპუბლიკა საგარეო-პოლიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
საქართველოს რესპუბლიკაში ომის პროპაგანდა აკრძალულია“.
II. ეს კანონი ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
კანონი : საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 15 ნოემბერი. - №2-3 (21011). - 2 გვ.
![]() |
5 საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს შეურიგებელი, დემოკრატიული ოპოზიციის ძალისხმევით მიმდინარე წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართა მრავალპარტიული, დემოკრატიული, არასაბჭოური არჩევნები. ამ არჩევნებში ქართველმა ერმა გამოხატა თავისი ნება, მან თავისი ნდობის მანდატი გადასცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდს - გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ! გილოცავთ ამ გამარჯვებას, მეგობრებო!
ქართველმა ერმა გამოამჟღავნა უდიდესი პოლიტიკური სიმწიფე, მაღალი ეროვნული და მოქალაქეობრივი შეგნება, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ იგი მზად არის თავისუფლებისათვის. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა მივაგოთ ყველა ქართველს, საქართველოს ერთგულ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინასაარჩევნო ბრძოლაში, იღვაწეს და გაისარჯნენ ეროვნული ძალების გამარჯვებისათვის, რამეთუ ეს გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებაა, თავისუფლებისა და სამართლიანობის პრინციპების გამარჯვებაა ჩვენს ქვეყანაში.
მაგრამ ამასთან, მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე დასაწყისია ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ომისა, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ერმა და რომელსაც ჰქვია თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს მკვდრეთით აღდგინება!
ღრმად მწამს, მეგობრებო, რომ ის ერი, რომელმაც ესოდენ მაღალ დონეზე ჩაატარა თავისუფალი არჩევნები, შეძლებს დაბრუნებას დაკარგული სახელმწიფოებრიობისას!
უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რომ ეს გამარჯვება არ არის ერთი და ორი წლის მუშაობისა და ბრძოლის შედეგი. ეს არის დაგვირგვინება იმ პოლიტიკური ბრძოლისა, რომელსაც აწარმოებდა ჩვენი მოძრაობა ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან.
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველი ერი არასოდეს შეჰგუებია მონობას და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. 1921 წელს საბჭოთა რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდგომ, მსოფლიოში უმკაცრესი სისხლიანი დიქტატურის პირობებშიც კი გრძელდებოდა ქართველი ერის ბრძოლა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის და დღევანდელი გამარჯვება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ამ ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. სამარადისო დიდება მათ სახელს!
საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად, დღევანდელი სესია ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე: პირველი და უმთავრესი, რაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ეს არის კონსტიტუციური რეფორმის საკითხი გარდამავალ პერიოდში, გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონის შექმნა არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის საფუძველზე. დეკლარაცია თავად გარდამავალი პერიოდის მიზნებისა და ამოცანების შეახებ; როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება ეკონომიკური რეფორმა გარდამავალ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური და მოუკიდებლობისათვის საფუძველის ჩაყრა, ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკური დიქტატისაგან მისი განთავისუფლება, ახალი პოლიტიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება, მიწის კანონი, პრივატიზაცია და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ძირითადი პრინციპები, მუნიციპალური არჩევნები, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის და მართლწესრიგის განმტკიცების ღონისძიებები, კულტურისა და განათლების სისტემის რეორგანიზაცია.
ძვირფასო მეგობრებო!
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული ოპოზიცია, მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, ჯერჯერობით არ აცხადებს საქართველოს სრული დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც განპირობებულია საქართველოში და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური რეალიებით, ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მარტოოდენ ქაღალდზე დარჩეს, ჩვენ გვსურს რეალური დამოუკიდებლობა, რასაც სჭირდება საფუძვლიანი შემზადება იურიდიულ-სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთვრობას, მიუხედავად საქართველოს ანექსიისა 1921 წელს, კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და ამის გამო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და მისი კონსტიტუცია იურიდიული თვალსაზრისით დღესაც განაგრძობს არსებობას, მოუხედავად იმისა, რომ ამ კონსტიტუციის მოქმედება დროებით შეჩერდა ანექსიის შედეგად, საქართველოს ტერიტორია იურიდიულად კვლავ ერთიანი და განუყოფელია, მასზე არ მოქმედებს არც ერთი უცხო სახელმწიფოს კონსტიტუცია, მათ შორის არც სსრკ-ს კონსტიტუციები 1936 და 1978 წლისა. მართალია საბჭოთა იმპერიამ საქართველოს ძალადობით თავს მოახვია თავისი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი თვალსაზრისით მისი მოქმედება დღემდე მხოლოდ ფაქტობრივი იყო და არა იურიდიული. დღეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, საქართველოში არასაბჭოური არჩევნების შედეგად მის ამ ფაქტობრივ მოქმედებასაც თანდათანობოთ ეცლება საფუძველი. ამის პირველი დამადასტურებელი საბუთი ის გახლავთ, რომ საქართველოში პირველად მთელი საბჭოური პერიოდის მანძილზე არჩევნები გაიმართა საბჭოური კონსტიტუციით რეგლამენტის გარეშე, ხოლო პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა სახელმწიფო მართვის ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც პარიტეტული პრინციპებით იყო დაკომპლექტებული, თანაც ეს რეგისტრაცია არ ყოფილა რეგლამენტირებული არსებული კონსტიტუციით. ეს უდიდესი მიღწევაა ეროვნული-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, მეგობრებო. მთელი მსოფლიო განცვიფრებულია დღეს ამ მიღწევებით!
ამჯერად ჩვენ წინაშე დგას ორი არჩევანი. დამოუკიდებელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლების მიერ შედგენილი კონსტიტუციის აღდგენა, მისი მოქმედების განახლება ვერ გამოიღებს სასურველ ნაყოფს, ვინაიდან გაძნელდება მისი მისადაგება თანამედროვე პოლიტიკური ვითარებისადმი. გარდა ამისა, იგი არ შეიცავს იმპერიული კონსტიტუციისაგან დამცავ იურიდიულ მექანიზმს, როგორიც აქვს დღესდღეობით არსებულ კონსტიტუციას მისი 77-ე მუხლის სახით.
ამიტომ ჩვენი აზრით, გარდამავალი პერიოდის დროებითი ძირითადი კანონი უნდა დაფუძნდეს ისევ არსებულ კონსტიტუციაზე მასში ფუნდამენტური ცვლილებებისა და დამატებების შეტანის გზით, რათა არ შეიქმნას საკონსტიტუციო ვაკუუმი ახალი ეროვნული კონსტიტუციის შექმნამდე, რომელიც საფუძვლად დაედება უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს, ამავე მიზეზით არის განპირობებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური სახელმწიფოსათვის სახელის შეცვლა, რაც პოლიტიკურ სტრუქტურათა რეალური ცვლილებების ანარეკლია, ასევე ეროვნული დროშისა და ჰიმნის აღდგენა. შექმნილი რეალური პოლიტიკური ვითარების ასახვისათვის ძველ კონსტიტუციას უნდა შევუცვალოთ პრეამბულა, ყველგან უნდა ამოვიღოთ სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, „კომუნისტური მშენებლობა“, „კომუნისტური აღზრდა“ და სხვ. უნდა შევიმუშაოთ ახლებური ფორმულირებანი, 68-ე, 77-ე, 180-ე, 188-ე მუხლებისა, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ მე-3, მე-9, მე-14, მე-15, მე-16, მე-20, 23-ე, 30-ე, 61-ე მუხლები მთლიანად, ხოლო მე-8, 34-ე, 38-ე და 74-ე მუხლებისა - მხოლოდ მეორე ნაწილები; უნდა შეიცვალოს 58-ე მუხლის ფორმულირება.
რაც შეეხება საბჭოურ კონსტიტუციას, გარდამავალ პერიოდშო მოხდება მისი სრულად უვნებელყოფა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი მოქმედების ფაქტობრივი შეჩერება, რის საფუძველსაც გვაძლევს საქართველოს კონსტიტუციაში არსებული 77-ე მუხლი, ხოლო დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის მოხდება საბჭოთა კონსტიტუციის მოქმედების სრული იურიდიული შეჩერება და საქართველოში ახალი ეროვნული კონსტიტუციის ამოქმედება, რომელიც შემუშავებული იქნება გარდამავალ პერიოდში და რომელიც შეამზადებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის სამართლებრივ მექანიზმს.
ძვირფასო მეგობრებო!
ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოში გრძელდება, ოღონდ ამჟამად იწყება მისი ახალი ეტაპი, მას შემდეგ, რაც ჩვენი მოძრაობის ავანგარდი - მრგვალი მაგიდა ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობის გადამწყვეტმა უმრავლესობამ აირჩია უზენაეს საკანონმდებლო ხელისუფლებაში. თვით მრავალპარტიული, არასაბჭოური არჩევნების ჩატარება ანექსიის პირობებში ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უდიდესი აქტია, რამეთუ დღემდე არჩევნები ჩვენს სინამდვილეში იმართებოდა მხოლოდ ცენტრისგან თავსმოხვეული ფსევდოსაარჩევნო სისტემით და დიქტატით. ჩვენმა მოძრაობამ მიაღწია ახალი, ჭეშმარიტად მრავალპარტიულიპარლა მენტის არჩევას, რომელიც იქნება არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისა, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი და კოორდინატორი და ამავე დროს, ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელების ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტი.
ცენტრის ყოველგვარ საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ჩარევას ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩვენ ვუპასუხებთ ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მძლავრი აქტებით, რათა მეტროპოლიამ ვეღარ შეძლოს თავისი დიქტატის განხორციელება. ასე იქნება მთელი გარდამავალი პერიოდის მანძილზე. ჩვენ ვცნობთ მხოლოდ საერთაშორისო სამართალს და მასზე დავაფუძნებთ ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობას. მართალია, დღეს ჩვენ უკვე ხელისუფლების სათავეში ვართ, მაგრამ ცენტრისადმი მაინც ოპოზოციურად ვრჩებით.
ჩვენდამი ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, თითქოს ჩვენ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვენი თავი - კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ, რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიური სტატუსის მქონე ქვეყანა, სადაც ჩატარებულიყოს თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც კოლონიად დარჩენილიყოს. კოლონიური თვითმმართველობა ყოველთვის მეტროპოლიას ნიშნავს, მას ხალხი არ ირჩევს. საქართველოში ეროვნული ხელისუფლების არჩევამ ზღვარი დაუდო საქართველოს კოლონიურ სტატუსს. საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჯერჯერობით, ეროვნული ხელისუფლება კი იმის გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღსდგეს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. სხვა საკითხია საქართველოს ცნობა ოკუპირებულ ქვეყანად, საბჭოთა ჯარისათვის უცხო ქვეყნის არმიის სტატუსის მიცემა და საერთაშორისო სამართლის დონეზე საქართველოდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხის დაყენება. რისთვისაც აუცილებელი იქნება მოლაპარაკების დაწყება ცენტრთან და დასავლეთის ქვეყნებთან. ამრიგად, ჩვენი თვალსაზრისით, საქართველო ანექსირებული ქვეყანაა, რომელშიც დაიწყო ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი, პირველი ნაბიჯი კი ამ გზაზე ცენტრის მიერ დანიშნული რეჟიმის შეცვლაა ახალი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებით. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებების მიმართ, რომლის წინააღმდეგიც ვართ იმ გასაგები მიზეზის გამო, რომ გარდამავალი პერიოდის საქართველო ჯერჯერობით არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
საქართველოს ახლადარჩეული მრავალპარტიული პარლამენტის განსხვავება საბჭოურ პერიოდში ცენტრიდან დანიშნული ე.წ. უზენაესი საბჭოსაგან იქნება ის, რომ ახალი პარალამენტი იქნება მუდმივმოქმედი თავისი მუდმივი კომისიებით, იგი მხოლოდ ნომინალურად როდი იარსებებს, მას გადასაწყვეტი აქვს ურთულესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რის შედეგადაც გამოირიცხა დეპუტატობის შეთავსება სხვადასხვა თანამდებობებთან, რაც ნიშნავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების რეალურ გამიჯვნას.
საპარლამენტო კომისიების ძირითადი მიზანი იქნება საკანონმდებლო საფუძვლების შემზადება გარდამავალი პერიოდეის რეფორმებისათვის.
როგორც ჩვენს პროგრამებშია აღნიშნული, გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება ბიუროკრტიული აპარატის, არსებული საბჭოთა იმპერიული სტრუქტურების დემონტაჟი და ახალი დემოკრატიული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური, ე.წ. ნომენკლატურული სისტემის გაუქმება და არჩევითობის პრინციპის დამკვიდრება აღმასრულებელი ხელისუფლების მმართველობით სტრუქტურებშიც, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების ყველა დარგში. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მუნიციპალური არჩევნები ადგილობრივ საბჭოებში, რაც აგრეთვე დემოკრატიული პრინციპებით უნდა განხორციელდეს, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები თა ვად იქნებიან მოსახლეობის სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დამცველნი.
რამდენადაც ჩვენ ვიბრძვით ადამიანთა უფლებათა დაცვისათვის, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, ჩვენი სახელმწიფო წყობილება უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციას, ჰელსინკისა და ვენის საერთაშორისო შეთანხმებებს, რათა ქმედითი ღონისძიებანი განხორციელდეს მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დასამკვიდრებლად. ვინ არ იცის, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით უხეშად ირღვეოდა მკვიდრი ქართული მოსახლეობის უფლებები, ილახებოდა მისი ინტერესები, ქართველთა დისკრიმინაციამ, ჩაგვრამ და შევიწროებამ კულმინაციას მიაღწია, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც კომუნისტურმა ტოტალიტარიზმმა დაამყარა არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატიები. ქართული ენის სისტემატურმა დევნამ და კანონგარეშე გამოცხადებამ თვით საქართველოს დედაქალაქის დაწესებულებათა უმრავლესობაში მუშაობის აუტანელი პირობები შეუქმნა ქართულ კადრებს, ხოლო რუსული ენის გაბატონება და ფაქტობრივ სახელმწიფო ენად მისი გადაქცევა იწვევდა და ახლაც იწვევს ნაწილობრივ ქართველთა დისკრიმინაციას, არაქართველთა პრივილეგირებას, რუსული ენის ცოდნის დონის მიხედვით კადრების შერჩევას და განაწილებას, რაც უხეშად არღვევს თვით არსებულ კონსტიტუციას. საბჭოთა პერიოდში საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნებათა შერწყმისა და დიფუზიის თავისებურ ლაბორატორიად, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი: ქართველი ერის სრული ასიმილაცია, მეზობელი ერების ხელოვნურად დაჩქარებული დემოგრაფიული ექსპანსიის გზით. ამ მიზნით ხდებოდა აგრეთვე ბიუროკრატიული აპარატის კორუფციაზე თვალის დახუჭვა და რამდენადმე მისი სტიმულირებაც, რის შედეგადაც უკანასკნელ წლებში საქართველოს მთელ რიგ რაიონებში არაქართველი მოსახლეობის ხელში აღმოჩნდა ათასობით ჰექტარი საუკეთესო სავარგულები, ხოლო ქართულ ოჯახებს, ჩვეულებრივ, გაყოფაზეც კი უარს ეუბნებოდნენ და ეუბნებიან ალაგ-ალაგ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები. რამდენადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება ჰელსინკის და ვენის შეთანხმებანი ერთა შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპებს ემყარება, ქართველი ერის ამგვარი შევიწროება და დისკრიმინაცია საკუთარ მიწა-წყალზე და უცხო ერების პრივილეგირება უნდა ჩაითვალოს საერთაშორისო სამართლის ყველა აღიარებული ნორმის დარღვევად და საერთაშორისო დანაშაულად.
ამის გამო საქართველოს პარლამენტმა თავის უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს საქართველოში ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონება, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის რეალური და არა მოჩვენებითი განხორციელება, ქართულ ენაზე უნდა გადავიდეს საქმის წარმოება ყველა საწარმოსა და დაწესებულებაში, ხოლო ის საწარმოები, რომლებიც ვერ იგუებენ ქართულ ენას თავიანთი ე.წ. საკავშირო დაქვემდებარების გამო, უნდა გამოეყონ ამგვარ დაქვემდებარებას ან სრულად შეწყვიტონ არსებობა. ქართული მოსახლეობის უფლებრივი გარანტიების დაკანონების პარალელურად უნდა დაჩქარდეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღება, აგრეთვე კანონის შემუშავება, რომელიც ზღვარს დაუდებს უკონტროლო მიგრაციას და უცხოელთა დემოგრაფიულ ექსპანსიას საქართველოში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უგულებელვყოფთ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს, რომელნიც კანონიერად მკვიდრობენ ჩვენს მიწა-წყალზე და ხელს უწყობენ ქართველი ერის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ამასთან დაკავშირებით განზრახული გვაქვს საქართველოში შევინარჩუნოთ ეროვნულ უმცირესობათა არსებული ავტონომიები, ცხადია, უფრო მყარ კონსტიტუციურ სამართლებრივ საფუძვლებზე, ქართული მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების გათვალისწინებით, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.
ძვირფასო მეგობრებო!
ჩვენი მომავალი წარმატებები პოლიტიკურ სფეროში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ეკომომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მიზნად ვისახავდით. ამისთვის კი აუცილებელია, ვიცნობდეთ რეალურ სურათს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისას, რომელიც ცხადყოფს, რომ ქვეყანა აშკარა ეკონომიკური კრიზისის პირზე დგას. ცენტრალური დაგეგმარებითი ეკონომიკა სულ უფრო და უფრო ამჟღავნებს, რომ საქართველოს საარსებო ეკონომიკური ინტერესების განხორციელების უნარი არ შესწევს. წლების განმავლობაში თავს იჩენდა დეფიციტი პირველადი მოხმარების საქონლისა, სურსათ-სანოვაგისა, საწვავისა. ეს ყოველივე ცხადი ხდება უწინარეს ყოვლისა ციფრობრივ მონაცემებზე დაკვირვებით. მაგალითისათვის, სტატისტიკური მონაცემებით, საქონლის მარაგმა რესპუბლიკის სავაჭრო ორგანიზაციების საცალო ქსელში 1990 წლის 1 ოქტომბრისთვის შეადგინა 1426 მილიონი მანეთი, ნაცვლად შარშანდელი ამავე პერიოდის 1478 მილიონი მანეთისა, ანუ შემცირდა 3,6 პროცენტით, რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს საცალო ქსელში 500 მილიონი მანეთის საქონლის მარაგი იყო, ნაცვლად 1989 წლის 1 ოქტომბრის 533 მილიონი მანეთისა. ამ პერიოდისათვის რესპუბლიკაში გვქონდა 84 დღის საქონლის მარაგი, ანუ შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით 16 დღის მარაგით ნაკლები. ვაჭრობის სამინისტროს საცალო ქსელში 56 დღის მარაგი იყო, ანუ 14 დღის მარაგით ნაკლები. მეცხოველეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქტების მარაგმა საბითუმო ვაჭრობასა და მრეწველობაში აშკარად იკლო, მაგალითისათვის, თუ 1989 წელს კარაქის მარაგი შეადგენდა 8,9 ათას ტონას, წელს ეს მარაგი შემცირდა 3,6 ათას ტონამდე, შესაბამისად, კვერცხის მარაგი შემცირდა 48,7 მილიონი ცალიდან 26,3 მილიონ ცალამდე, შაქარი - 15,7 ათასი ტონიდან - 14 ათას ტონამდე და ასე შემდეგ.
მაგალითისათვის, აგროსამრეწველო კომპლექსის საწარმოების მიერ კვების ძირითადი პროდუქტების წარმოება 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში ხასიათდება შემდეგი მონაცემებით: ხორცის წარმოება წინა წელთან შედარებით შემცირდა 19 ათასი ტონით, ძეხვეულისა - 7 ათასი ტონით, კარაქისა - 3,2 ათასი ტონით, ყველისა - 5 ათასი ტონით, იგივე ხდება ყველა სახის პროდუქტის წარმოების სფეროში. ამასთან, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისათვის მრეწველობაში და საბითუმო ვაჭრობაში თამბაქოს მარაგი 75,6 %25-ით ანუ 2,6 მილიონი მანეთით შემცირდა, ასეთივე სურათია მსუბუქი მრეწველობის საქონლის მიწოდების სფეროში, სახელმწიფო და კოოპერაციული ვაჭრობის ფონდში. საკოლმეურნეო ბაზრებზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის საერთო მოცულობა შემცირდა 9,2 %25-ით, ხოლო ფასები გაიზარდა 25,6%25-ით საშუალოდ. მოსახლეობამ საკოლმეურნეო ბაზრებზე დახარჯა 69 მილიონი მანეთით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-ოქტომბერში, იმავე პროდუქციის შეძენაზე. გეგმები ჩავარდნილია სახალხო მოხმარების საქაონლის წარმოების ყველა სფეროში, სამრეწველო საწარმოები ვერ ასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს, გან საკუთრებით ჩამორჩენილია ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭო, კულტურის სამინისტრო, ყოფილი საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრო, კავშირგაბმულობის სამინისტრო, პროფკავშირთა კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭო, ახალგაზრდული საერთაშორისო ტურიზმის ბიურო, ჯანმრთელობის სამინისტრო, საწარმოო გაერთიანება „საქავტომატოსერვისი“, ცეკავშირი, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ რესპუბლიკური საბჭო.
მძიმე მდგომარეობაა საბინაო და სოციალურ-კულტურული მშენებლობის სფეროში. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახელმწიფო სახსრებით საექსპლოატაციოდ ჩაბარებული საცხოვრებელი სახლების საერთო ფართობი შემცირდა 166 ათასი კვადრატული მეტრით, ანუ 33,4%25-ით წლის გეგმა ამ მაჩვენებლის მიხედვით შესრულდა მხოლოდ 31,4%25-ით. ასეთივე მდგომარეობაა სკოლების სკოლამდელი დაწესებულებების, საავადმყოფოების, ამბულატორიების, პოლიკლინიკების, პროფტექნიკური სასწავ.ლებლების მშენებლობის სფეროშიც გრძელდება საფინანსო კრიზისი. სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რესურსების მობილიზაციის დავალების შესრულება კვლავ გაძნელებულია, ძირითადად საწარმოებისა და ორგანიზაციების მოგებიდან (შემოსავლებიდან) ბიუჯეტში გადასახდელების დავალებათა ქრონიკული შეუსრულებლობის გამო. ამ პერიოდში საქართველოს სახელმ წიფო ბიუჯეტის შემოსავალს მოგებიდან გადასახდელების სახით დააკლდა 41,4 მილიონი მანეთი, ანუ 7,7%25. მოგების საგეგმო დავალების შესრულებას თავი ვერ გაართვა 300-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ზარალით დაამთავრა 57-მა საწარმომ და ორგანიზაციამ, გრძელდება ჩამორჩენა სამშენებლო კომპლექსის საქმიანობაში, საფრთხის წინაშეა საწარმოო სიმძლავრეებისა და მშენებლობის ობიექტების ამოქმედების წლიური პროგრამების რეალიზაცია, საერთო-რესპუბლიკურ მაჩვენებელზე დაბალი შესრულება აქვს „საქნავთობს“ (42,3%25), „საქნახშირს“ (64,4%25), „საქაგრომშენს“ (77,1%25) და სხვა გაერთიანებებს. ამასთან ჩვენ დიდ დახმარებას ვუწევთ სხვა რესპუბლიკებს, მაშინ როდესაც შინ თავად გვაქვს უკიდურესად მძიმე მდგომარეობა.
დღევანდელი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობა შესწავლილია მრავალი თვალსაზრისით. დღესდღეობით საექსპერტო მოწოდებას აწარმოებს საკავშირო რესპუბლიკური და რესპუბლიკური დაქვემდებარების 66 საწარმო და ორგანიზაცია. მათ მიერ საექსპორტოდ განაწილებულია 140,7 მილიონი მანეთის პროდუქცია. საჭიროა კონტროლი, რათა ამგვარი საწარმოების საქმიანობა ყოველთვის შეესაბამებოდეს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებს, რათა არ დაზარალდეს ჩვენი საერთო ეკონომიკური სტრატეგია. განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაუწესდეს ჩვენი სტრატეგიული ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე თანდათანობითი გადასვლის პერიოდში. ჩვენი ეკონომიკის ზემოხსენებული სავალალო სურათი ცხადია, უწინარეს ყოვლისა, განპირობებულია სოციალისტური ეკონომიკური სისტემის არაეფექტიანობით, ცენტრალური დაგეგმვის პრინციპი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია ასეთ ვითარებაში, ამასთან ერთად იგი ხელს უწყობს საქართველოს კოლონიურ ძარცვას, ჩვენი ეკონომიკის დაქვემდებარებას ცენტრალური დაგეგმვის ეკონომიკის სისტემის დიქტატისაგან. მნიშვნელოვანი დესტრუქციული ფაქტორია აგრეთვე კორუფცია, უკონტროლობა, სპეკულაცია, უყაირათობა, რაც გამოწვეულია ხელისუფლების სტრუქტურების მოშლით და უპასუხისმგებლობით.
ჩვენი თვალსაზრისით შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ მეთოდებზე და ცენტრალურ დაგეგმარებაზე დამყარებული სოციალისტური ეკომომიკური სისტემის დემონტაჟი და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობით გადასვლა. ჩვენს პროგრამებში აღნიშნულია, რომ საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს მიწოდებისა და მოთხოვნილების საბაზრო ძალების რეგულირებაში. პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას კი მთავრობის მხრივ ჩარევა-რეგულირება ძირეულად განსხვავდება სოციალისტური სისტემის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური რეგულირებისაგან. აქ კერძო სექტორის საქმიანობაში ჩარევა ან მისი რეგულაცია ძირითადად მომხმარებლის ინტერესების დაცვისათვის ხდება. წარმოების საშუალებათა კერძო საკუთრება, კერძო ფინანსური ბაზრები, თავისუფალი შრომის ბაზრები საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ინგრედიენტებია. მას შემდეგ, რაც ეს ელემენტები ამოქმედდება, ხალხი თავის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვეტს, თუ როგორი ფორმით ჩამოყალიბდება საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობები. მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან რესურსებს უნდა ანაწილებდნენ საბაზრო ძალები და არა ბიუროკრატია, სახელმწიფოს კონტროლი კი ამ განაწილებისადმი, ისევე, როგორც ფასების კონტროლი, არ უნდა ემყარებოდეს ადმინისტრირების დრომოჭმულ მეთოდს. ამასთან არსებობს დიდი საფრთხე ე.წ. „საბაზრო სოციალიზმისა“, საბაზრო ეკონომიკა უშუალოდ უნდა დაეყრდნოს კერძო სექტორს და ღია საერთაშორისო ვაჭრობას. ამავე დროს აუცილებელია პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება, განსაკუთრებით სოფლად, საჭიროა შემოღება მიწის კანონისა, რაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს საქართველოს მოქალაქის სტატუსის შემოღებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაეცეთ მიწა კერძო მფლობალობაში გასხვისების უფლების გარეშე. რაც უთუოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის სოფლად დამკვიდრებას.და გლეხური მეურნეობის განვითარებას საქართველოში აუცილებელია, აგრეთვე აღდგეს ტრადიციული ფორმები სოფლის მეურნეობისა, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს მევენახეობაზე, მეცხოველეობისა და მარცვლეული კულტურების განვითარებაზე. საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველედი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო, გადაუდებელ ღონისძიებებად ჩავთვალეთ სავაჭრო ქსელში ნორმირების დაწესება და პასპორტების წარდგენით ვაჭრობა, რაც აუცილებლად უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლით, დავაწესეთ აგრეთვე საქართველოდან ღვინის, ხილისა და სხვა პროდუქტების უკონტროლოდ და დიდი რაოდენობით გაზიდვის აკრძალვა. უკანასკნელ ხანებში გაძლიერდა საბოტაჟის ფაქტებიც. კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები დიდი რაოდენობით აბარებენ პირუტყვს სასაკლაოებს და ხორცკომბინატებს, ყიდიან მანქანებსა და სხვა ტექნიკას, რასაც შეგნებული საბოტაჟის ელფერი დაჰკრავს.
ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას: მართლია ჩვენ გამოვაცხადეთ ეროვნული შერიგება და შემწყნარებლობა, გამოვაცხადეთ, რომ არავის განვიკითხავთ წარსული ცოდვებისათვის, მაგრამ ვინც ამიერიდან დაუპირისპირდება დღევანდელი განახლების პროცესს, ისევ კორუფციით, სპეკულაციით და საბოტაჟით გაამწვავებს ისედაც გამწვავებულ ვითარებას, პასუხს აგებს ერისა და კანონის წინაშე.
ყოველივე ამასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო აგრეთვე, რომ საზოგადოებრიობის უდიდეს შეშფოთებას იწვევს დამნაშავეობის კატასტროფული ზრდა ჩვენს ქვეყანაში, რაზეც მეტყველებენ საგანგაშო სტატისტიკური მონაცემები, მაგალითად 1990 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში რეგისტრირებულია 15 839 დანაშაული, ანუ გასული წლის შესაბამის პერიოდთნ შედარებით 12,5%25-ით მეტი, 15%25-ით გაიზარდა მძიმე დანაშაულობათა რაოდენობა, აქედან ჩადენილია 209 მკვლელობა, ანუ 21%25-ით მეტი, ძარცვებისა და ყაჩაღობის რიცხვიც შესაბამისად გაიზარდა 1,9 და 2-ჯერ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ დამნაშავეობას ვთვლით სოციალურ პრობლემად, ვინაიდან მას წარმოშობს მახინჯი სოციალ-პოლიტიკური წყობილება, რომელშც ვცხოვრობდით წლების მანძილზე, რელიგიის განადგურება, ზნეობის დაცემა, სულიერი იდეალების მივიწყება და გაუარესება - აი, დამნაშავეობის ნამდვილი საწყისები. დანაშაულის აღმოფხვრის, სოციალური ჰარმონიის დამყარების ერთადერთი გზა იცის ცივილიზებულმა კაცობრიობამ: ეს არის რელიგიის აღორძინება, ახალგაზრდობის სწორი აღზრდა, ზნეობრივი იდეალების დამკვიდრება საზოგადოებაში. მაგრამ ამავე დროს იძულებულნი ვართ ვებრძოლოთ დანაშაულის კონკრეტულ გამოვლინებებს, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულისას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ვითვალისწინებთ რა შექმნილი ვითარების დიდ საზოგადოებრივ საფრთხეს, გადავწყვიტეთ გამოვცეთ მართლწესრიგის დაცვისა და განმტკიცების კანონი და დადგენილება ეროვნული შინაგანი ჯარის შექმნის შესახებ, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილურობა ქვეყნის შიგნით გარდამავალ პერიოდში. ამასთან, აუცილებელია სამართლ დამცავი ორგანოების სრული დეპარტიზაცია, რაც უკვე დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ და ეს ფრიად მისასალმებელია. ჩვენ მივესალმებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის საგანგებო ბრძანებას, რომელიც გმობს კაცის კვლას, როგორც უმძიმეს დანაშაულს ერის წინაშე, და ვთვლით, რომ ანათემისა და ერისაგან მოკვეთის ღირსია ყველა ის ქართველი, რომელიც თავის მოძმეს გაიმეტებს.
ძვირფასო მეგობრებო!
ტოტალიტარული რეჟიმისა და კომუნისტური იდეოლოგიური დიქტატურის პირობებში საფრთხე შეექმნა ქართველი ერის არა მარტო სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ყოფას, არამედ, უწინარეს ყოვლისა, სულიერ და კულტურულ ღირებულებებს. კატასტროფულ მდგომარეობაშია ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები: ალავერდი, მრავალძალი, ალვანის ცხრაკარა, ნიკორწმინდა, ზარზმა და მრავალი სხვანი, რომელთა უპატრონოდ მიტოვებას შთამომავლობა არ გვაპატიებს; მიშვებულია სამუზეუმო საქმე, მეურვეობა სჭირდება ხელოვნების დარგებს, დღესდღეობით აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებული სტრუქტურების რადიკალური რეფორმა, გასარკვევია კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სამმართველოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა მფლობელ ცალკეულ პიროვნებათა თუ უწყებათა კომპეტენციის, სტატუსისა და მატერიალური ბაზის საკითხები. ამასთან, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექციის შექმნა, წამყვანი კულტურული სახელმწიფო დაწესებულებების სტატუსის დადგენა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, რაც განსაკუთრებით შეეხება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, ხელოვნების მუზეუმს, ოპერისა და ბალეტის თეატრს. აუცილებელია განვიხილოთ აგრეთვე რაიონული თეატრების, მხარეთმცოდნეობისა და მემორიალური მუზეუმების დოტაციის საკითხები, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების გადახედვა-დახვეწა და მატერიალური ბაზის მოგვარება, მეცნიერებათა აკადემიის სტატუსის განხილვა, მეცნიერების მართვის ცენტრალიზებულ-ბიუროკრატიული სისტემის რადიკალური რეფორმა. უცხოეთთან კულტურული კონტაქტები ახლებურად უნდა განვახორციელოთ აუცილებელია საქართველოს წევრობა-მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში: ძეგლთა დაცვის ხაზით იკომოსში, სამუზეუმო საქმის ხაზით - იკომში და ა.შ. რათა ჩვენი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა უკეთ გაიცნოს უცხოეთის საზოგადოებრიობამ, რაც აგრეთვე უზრუნველყოფს მისი დაცვის გაუმჯობესებას.
გადაუდებელია განათლების სისტემის რადიკალური რეფორმა. სასწრაფოდ უნდა გადაისინჯოს სასწავლო პროგრამები, უნდა გავაუქმოთ ყოვლად უსარგებლო და ზედმეტი დისციპლინები: ე.წ. სსრ კავშირის ისტორია, მარქსიზმ-ლენინიზმი, სოციალისტური პოლიტეკონომია, ე.წ. საზოგადოებათმცოდნეობა, დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმი და სხვანი, უნდა აღვადგინოთ საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სრულფასოვანი სწავლება, უნდა გაფართოვდეს რელიგიური სწავლება, შეიქმნას საკვირაო სამრევლო სკოლები და თეოლოგიური ფაკულტეტები უმაღლეს სასწავლებლებში, უნდა გაღრმავდეს და გაუმჯობესდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ქართული სკოლის პრიორიტეტი, რუსული სკოლები უნდა შემცირდეს მხოლოდ რუსული მოსახლეობის მოთხოვნათა შესაბამისად, ქართველი ბავშვები აღარ უნდა იზრდებოდნენ რუსულ სკოლებში.
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვი ბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე. იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს. მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმართთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიოს ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა.ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიოს ხალხთათვის.
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძნება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზა, ქრისტეს გზაა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!
ზვიად გამსახურდია
თბილისი
1990 წლის 14 ნოემბერი
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე // ახალი საქართველო. - 1990. - 16 ნოემბერი. - №4 (21012). - 1,2 გვ.
![]() |
6 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკაში დამნაშავეობამ საგანგაშო მასშტაბი მიიღო. მკვეთრად იმატა მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის, პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულობათა რაოდენობამ, მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულობათა შემთხვევებმა. უხეშად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, შექმნილია დაუსჯელობის ატმოსფერო, მოშლილია სახელმწიფო დისციპლინა. არსებული ეკონომიკური სიძნელეების პირობებში, უკონტროლობისა და განუკითხაობის ვითარებაში გახშირდა ანგარების მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები.
ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო მშვიდობას. რესპუბლიკაში ასეთი მორალურ-სამართლებრივი ვითარება მით უფრო მოუთმენელია, როცა დღის წესრიგში რეალურად დგას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების ამოცანა.
სერიოზული ხარვეზებია სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თვით ამ ორგანოების სისტემის არასრულყოფილებითა და პარტიული დიქტატისადმი მათი დაქვემდებარებით.
დამნაშავეობის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწეს რიგის განმტკიცების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში რესპუბლიკის სასამართლო, არბიტრაჟის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, იუსტიციის ორგანოებში მიზანშეუწონლად იქნეს მიჩნეული პარტიული ორგანიზაციების შექმნა და ფუნქციონირება. ამასთანავე ამ ორგანოებში არჩეული თუ დანიშნული თანამდებობის პირნი იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები.
2. რესპუბლიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა დანაშაულობათა აღკვეთის, მართლწესრიგის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური შინაგანი ჯარის დანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით.
4. საქართველოს ახლად შექმნილმა მინისტრთა საბჭომ გადაწყვიტოს მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური დანაყოფების ორგანიზაციული, მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისმა კომისიებმა მოამზადონ და საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარუდგინონ:
ა) წინადადებანი რესპუბლიკის სამართალდამცველი ორგანოების სისტემის რეფორმის თაობაზე;
ბ) წინადადებანი მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე ამნისტიის აქტის მიღების თაობაზე;
გ) კანონპროექტი მართლწესრიგის განმტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური დანაყოფების სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 15 ნოემბერი
დადგენილება: ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების შესახებ. / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990 17 ნოემბერი. - №127 (11613). - 8 გვ.
![]() |
7 საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 181-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის გამოსახულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1951 წლის 11 აპრილის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სახელმწიფო დროშის შესახებ“ (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1951 წ., №2, მუხ. 21).
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
კანონი : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი.- №127 (11613). - 2 გვ.
![]() |
8 საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 180-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 24 აპრილის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., №4, მუხ. 68).
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
.თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი
კანონი : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი.- №127 (11613). - 2 გვ.
![]() |
9 საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 182-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკალური რედაქცია (თან ერთვის).
2. ამ კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესრულება მთელ რესპუბლიკაში შემოღებულ იქნეს 1990 წლის 15 ნოემბრიდან.
3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკის ნოტები გამოქვეყნდეს.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 14 აპრილის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., №4, მუხ. 69)
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
კანონს თან ერთვის ეროვნული ჰიმნი „დიდება“. ტექსტი და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილის.
კანონი : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ / გამ სახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი.- №127 (11613). - 6 გვ.
![]() |
10 საქართველოს რესპუბლიკის კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედების თაობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეჩერებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის მოქმედება, რათა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები აღარ გაიწვიონ საბჭოთა არმიის რიგებში.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 15 ნოემბერი
კანონი : სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედების თაობაზე. / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი. №127 (11613). - 5 გვ.
![]() |
11 საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს სსრ სახელწოდების შეცვლის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს უზენაესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეწოდოს საქართველოს რესპუბლიკა.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში).
3. კანონი ძალაშია მიღებისთანავე.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 14 ნოემბერი.
კანონი : საქართველოს სსრ სახელწოდების შეცვლის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი.- №127 (11613) - 2 გვ.
![]() |
12 საქართველოს რესპუბლიკის კანონი ამნისტიის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალპარტიულ დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის მიერ მოპოვებული გამარჯვების, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გარდამავალი პერიოდის დაწყების აღსანიშნავად, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. განთავისუფლდნენ სასჯელისაგან თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად, აგრეთვე ისეთი სასჯელისაგან, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, საქართველოს სსრ სასამართლოების მიერ მსჯავრდებულნი:
ა) ქალები;
ბ) 60 წელზე უფროსი მამაკაცები;
გ) I და II ჯგუფის ინვალიდები.
2. განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი, რომლებსაც მისჯილი აქვთ: თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე ჩათვლით და მანამდე არ მოუხდიათ სასჯელი შრომა-გასწორების დაწესებულებებში. აგრეთვე მსჯავრდებულნი, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, რომელიც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
3. განთავისუფლდნენ სასჯელის შემდგომი მოხდისაგან მსჯავრდებულნი, რომლებმაც რეალურად მოიხადეს შეფარდებული სასჯელის ნახევარი და მანამდე არ მოუხდიათ სასჯელი შრომა-გასწორების დაწესებულებებში.
4. განთავისუფლდნენ სასჯელისაგან თავისუფლების აღკვეთის სახით არასრულწლოვანნი, რომლებსაც მანამდე არ მოუხდიათ სასჯელი შრომა-გასწორების დაწესებულებებში.
5. განთავისუფლდნენ სასჯელისაგან მსჯავრდებულნი რომლებსაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით 8 წლამდე ჩათვლით.
6. გაუნახევრდეს სასჯელი მსჯავრდებულებს, რომლებსაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა 8 წელზე ზევით
7. შეწყდეს იმ დანაშაულთა გამო აღძრული ყველა საგამოძიებო და სასამართლოებში განუხილველი საქმის წარმოება, რომლებიც ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილმა პირებმა ჩაიდინეს კანონის ძალაში შესვლამდე.
8. არ განთავისუფლდნენ სასჯელისაგან ამ კანონის 1, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებში ჩამოთვლილი პირები, რომლებიც:
ა) მსჯავრდებულნი არიან: ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევისათვის (სსკ 75-ე მუხ.); ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებისა და გასაღებისათვის (სსკ 88-ე მუხ.); განზრახ მკვლელობისათ ვის (სსკ 104-ე და 105-ე მუხლები); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (სსკ 110-ე მუხ.); საზოგადოებრივი წესიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (სსკ 2091 მუხ.); გაუპატიურებისთვის (სსკ 117-ე მუხლის III და IV ნაწილები); სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის გზით (სსკ 961 მუხ.); დამამძიმებელ გარემოებებში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი და მოქალაქეთა პირადი ქონების ქურდობისათვის (სსკ 91-ე მუხლის III და IV ნაწილები და სსკ 150-ე მუხლის III და IV ნაწილები); დამამძიმებელ გარემოებებში გაძარცვისათვის (სსკ 92-ე მუხლის II, III და IV ნაწილები და სსკ 151-ე მუხლის II, III და IV ნაწილები), ყაჩაღობისათვის (სსკ 96-ე და 152-ე მუხლებით); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (სსკ 228-ე მუხლის III ნაწ.); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისათვის (სსკ 240-ე მუხ.); დამამძიმებელ გარემოებებში სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (სსკ 243-ე მუხლის II ნაწილი); ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გასაღებისათვის (სსკ 252-ე მუხ ლის I, II, III, IV და V ნაწილები); ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებაზე დაყოლიებისათვის (სსკ 2523 მუხ.); ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობის, შენახვის ან ამ მიზნებისათვის სადგომის მიცემისათვის (სსკ 2525 მუხ.); გასაშენებლად აკრძალული ხაშხაშის და კანაფის დათესვისათვის (სსკ 253-ე მუხლი).
ბ) განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად ცნობილი პირები;
გ) პირები, რომლებიც სამჯერ და მეტჯერ არიან ნასამართლევი და მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა განზრახ ჩადენილი დანაშაულებებისათვის, აგრეთვე მანამდე ნასამართლევი არიან ამ კანონის მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში აღნიშნული დანაშაულისათვის;
დ) პირები, რომლებმაც მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის წესების დარღვევა (სსკ 241-ე მუხლის III და IV ნაწილები).
9. შეუმცირდეთ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შემდეგ პირებს, რომლებიც არ თავისუფლდებიან სასჯელისაგან ამ კანონის საფუძველზე:
ა) რომლებიც პირობით გაანთავისუფლეს თავისუფლებისაღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით. - სანახევროდ.
გ) მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან შრომა-გასწორების დაწესებულებებში და მოიხადეს დანიშნული სასაჯელის სულ ცოტა ერთი მესამედი, - სანახევროდ.
10. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან განთავისუფლებულ პირებს ნასამართლობა არ ეხსნებათ, ისინი დამატებითი სასჯელისაგან არ თავისუფლდებიან (გადასახლებისა და გასახლების გარდა).
11. ეს კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე და უნდა შესრულდეს ექვსი თვის განმავლობაში.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი.
კანონი : ამნისტიის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 23 ნოემბერი. - №9 (21017). - 2 გვ.
![]() |
13 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება დეპუტატ ვ. დომუხოვსკის მიერ შეკითხვის წესით დასმული საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
შეიქმნას 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავის გატაცების მცდელობის შესახებ №201 საქმის შემსწავლელი კომისია.
კომისიამ გაარკვიოს: 1. განაჩენის კანონიერება; 2. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულთა შეუწყალებლობის მიზეზი; 3. რა პირობებში დაიღუპა მხატვარი სოსო წერეთელი; 4. იყო თუ არა სისრულეში განაჩენი მოყვანილი ძმები კახა და პაატა ივერიელებისა და გეგა კობახიძის მიმართ და თუ არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთები; 5. რა ბედი ეწია მღვდელ თემურ ჩიხლაძეს, რომლის დახვრეტის შესახებ შეტყობინება ოჯახს არ მიუღია; 6. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა წარუდგინოს კომისიას №201 საქმის მასალები და სასამართლო პროცესის დროს გადაღებული სრული ვიდეოფირი. 7. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდოს კომისიას სამინისტროს განკარგულებაში არსებული მასალები მსჯავრდებულთა პაატა და კახა ივერიელების, გეგა კობახიძისა და თემურ ჩიხლაძის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი.
დადგენილება : დეპუტატ ვ. დომუხოვსკის მიერ შეკითხვის წესით დასმული საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 25 ნოემბერი. - №10-11(21019). - 1გვ.
![]() |
14 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს სესიის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მიუხედავად ამისა, ა.წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ. არჩევნები დაინიშნა 1990 წლის 2 დეკემბრისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყველა ერის მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს, მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი.
დადგენილება : სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ. / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990 25 ნოემბერი. - №10-11(21019). - 2 გვ.
![]() |
15 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
იმსჯელა რა „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციაზე“, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საჭიროდ მიაჩნია განაცხადოს შემდეგი:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს ერთხმად მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ. კანონი ადასტურებს, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მიერ ოკუპაციისა და ფატობრივი ანექსიის გზით იქნა წართმეული. გამომდინარე ჩამოყალიბებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი სტრუქტურებიდან, საქართველოს რესპუბლიკა ფაქტობრივად დღესაც რჩება სსრ კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ აღნიშნული სტრუქტურის რეორგანიზაციის გზით ესწრაფვის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
ამ პირობებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო შესაძლებლად არ თვლის ხელი მოაწეროს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და ამით თავის თავზე აიღოს რაიმე ვალდებულება. მხოლოდ როცა მოიპოვებს ნამდვილ დამოუკიდებლობას, მხოლოდ როცა გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროებში ჭეშმარიტად თავისი ბედის ბატონ-პატრონი და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ქართველმა ხალხმა შეიძლება აღჭურვოს რწმუნებებით ხელი მოაწეროს რაიმე ხელშეკრულებას, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, რომელიც დაადგენს სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას.
ასეთი მიდგომა არ ნიშნავს უარის თქმას ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის ნებისმიერ ფორმაზე, რომელთა უმრავლესობასთანაც საქართველოს კავშირი აქვს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ნაყოფიერად თანამშრომლობს. ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ პირობებში ეს თანამშრომლობა უნდა ეყრდნობოდეს თვისებრივად ახალ სამართლებრივ ბაზისს, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთსარგებლიანობას.
უარს ამბობს რა ნებისმიერ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, რომელიც ითვალისწინებს „საკავშირო ორგანოსადმი“ დაქვემდებარების მინიმალურ ვერტიკალურ სტრუქტურასაც კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მზად არის ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის თანასწორუფლებიანი ურთიერთობის საფუძველზე, რაც ასეთი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილდღეობამდე მიგვიყვანს.
ყოველივე ზემოთქმული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საფუძველს აძლევს ამ ეტაპზე უარი თქვას „ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების კონცეფციის“ დეტალურად განხილვაზე, რამდენადაც მისი ნებისმიერი ფორმა მიუღებელია საქართველოს რესპუბლიკისათვის, რომელიც ჯერ მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი და მოუკიდებლობის მიღწევის გზაზე გარდამავალი პერიოდის დასაწყისში იმყოფება.
ეს განცხადება მოწონებული და მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 22 ნოემბერი
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 25 ნოემბერი. - №10-11 (21019). - 1გვ.
![]() |
16 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
- 1990 წლის 25 მარტს დანიშნული არჩევნების წინ მოეწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საგანგებო კონფერენცია, რომელზეც თქვენ მოუწოდეთ ხალხს, გამოეცხადებინა ბოიკოტი არჩევნების, საქართველოს უზენაესი საბჭოს, ოპოზიციური ეროვნული სათათბიროს შექმნისადმი, ხოლო არჩევნების შემთხვევაში უზენაეს საბჭოს თვითლიკვიდაცია უნდა გამოეცხადებინა (ცნობა ამის შესახებ გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ გამოქვეყნდა 1990 წლის 13 მარტს). ახლა თქვენ არა თუ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, არამედ თავმჯდომარე ბრძანდებით სწორედ იმ უზენაესი საბჭოსი, რომლის ლიკვიდაციასაც მოუწოდებდით სულ რამდენიმე თვის წინ. მით უმეტეს, იმავე კონფერენციის გადაწყვეტილებით გამოცხადდა, რომ ეროვნული მოძრაობიდან უნდა გაირიცხონ საზოგადოებრივი გაერთიანებანი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში.
- 1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი. სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ჩვენ ბოიკოტი ამ არჩევნებს. მაგრამ, როდესაც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს არჩევნების ახალი კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული, და არა საბჭოური არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ მონაწილეობა ამ არჩევნებში და ღირსეულადაც გავიმარჯვეთ. ასე რომ, ახლა მე ვთავმჯდომარეობ არა „იმ უზენაეს საბჭოს, რომლის ლიკვიდაციასაც მოვუწოდებდი“, არამედ ახალ მრავალპარტიულ უზენაეს საბჭოს, რომელიც უკვე აღარ არის საბჭოური სტრუქტურა და რომელსაც ღირსეულად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ პარლამენტს.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებმა, წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, გაიარა საბჭოთა კონსტიტუციის რეგლამენტის გარეშე - სხვადასხვა პარტიები რეგისტრაციაში გაატარეს არა მმართველმა საბჭოთა ორგანოებმა, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მეთვალყურეებად მოწვეული გვყავდნენ საზღვრგარეთელი ექსპერტები. ასეთ პირობებეში ჩაიარა თავისუფალმა არჩევნებმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნების ერთადერთ გამომხატველად მოგვევლინა.
- თქვენმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგებმა - ჭანტურიამ და წერეთელმა - გამართეს ეროვნული კონგრესის არჩევნები. როგორ წარიმართება, თქვენი აზრით, ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების არსებითად ორ სტრუქტურას შორის? მით უმეტეს, რომ თქვენც და თქვენს ოპონენტებსაც განზრახული გაქვთ მოაწყოთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები. გაზეთში ხშირად წერენ „მრგვალი მაგიდის“ ლიდერებსა და ეროვნული კონგრესის მომხრეებს შორის წამოჭრილ კონფლიქტზე თანაც თურმე სიტყვიერი შეხლა-შემოხლიდან საქმე მიდიოდა ძალის გამოყენებამდე, მათ შორის, შეიარაღებულ კონფლიქტებამდე. როგორ გესახებთ თქვენ ეროვნულ კონგრესთან შემდგომი თანაარსებობა? და კიდევ, საქართველოს მომავალი, როგორც თქვენი წინასაარჩევნო პროგრამიდან სჩანს, თქვენ გესახებათ სრულ თავისთავადობად და დამოუკიდებლობად. მიუხედავად ამისა, ეროვნულ კონგრესში შემავალი თქვენი ოპონენტები არაორაზროვნად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელის მსგავს გასამხედროებულ სახელმწიფოს შექმნას და ნატოს ბლოკში შესვლას. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხში?
- რაც შეეხებათ ჩემს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, მათ არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომლებშიც საქართველოს მოსახლეობის ორ პროცენტსაც არ მიუღია მონაწილეობა. მათ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები რაიონებისა და უბნების მიხედვით, ისინი არ შეუმოწმებიათ საზღვარგარეთელ ექსპერტებს, ასე რომ, თვითმარქვია „ეროვნული კონგრესი“ არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და მით უმეტეს, არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“ როგორც თქვენ მოიხსენიეთ. ისინი მფარველობენ რაიონებში მოკალათებულ შეიარაღებულ ბანდებს, რომლებიც ტერორში ამყოფებენ და ძარცვავენ მოსახლეობას - აი, მთელი მათი „მოღვაწეობა“ და კონფლიქტები მათთან, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ნიადაზე მოგვდის. შემდგომი „თანაარსებობა“ აგრეთვე, დამოკიდებულია იმაზე, განუდგებიან თუ არა ისინი კრიმინალურ მაფიას, რომელიც ამდენ ავკაცობას სჩადის საქართველოში. ჩვენთვის მიუღებელია კონგრესის პოლიტიკური „იდეები“, რომლებიც მოგვიწოდებს გამოვაცხადოთ საქართველო კოლონიურ ქვეყანად - მიუღებელია, რადგან მიგვაჩნია, რომ კოლონიურ ქვეყანას იურიდიულად ჩამორთმეული აქვს უფლება, მოაწყოს თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები, სადაც გამარჯვება მოიპოვეს დემოკრატიულმა და ეროვნულმა ძალებმა. ეგრეთ წოდებულ ეროვნულ კონგრესს კი არა აქვს ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ იგი მიგვაჩნია ფიქციად, რომელსაც აკლია პოლიტიკური მოწიფულობა და კომპეტენტურობა. ამასვე მოწმობს მათი დამოკიდებულება ნატოს ბლოკში საქართველოს შესვლის საკითხისადმი - ეს იმ დროს, როდესაც ევროპაში მიმდინარეობს ინტეგრაციის პროგრესული პროცესები. შენდება ევროპის საერთო სახლი და ყველანი ესწრაფვიან სრულიად ევროპის სამხედრო უსაფრთხოების მიღწევას.
- რა ტიპის სახელმწიფოებრიობა აშენდება საქართველოში და როგორი იქნება მართვა-გამგეობის ფორმა? თქვენს ბოლოდროინდელ გამოსვლებში ეს საკითხი სხვადასხვგვარად არის გაშუქებული
- საქართველოში ავაშენებთ პარლამენტურ, დემოკრატიულ რესპუბლიკას, მე მუდამ ვიცავდი ყველა ამ იდეას ყველა ჩემს გამოსვლაში.
- მრგვალი მაგიდის მომხრენი იყვნენ საქართველოდან „საოკუპაციო ჯარების“ გაყვანისა და საკუთარი არმიის შექმნის პოლიტიკის ინიციატორები და გამტარებლები. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხში ამჟამად და საერთოდ, როგორ გესახებათ ურთიერთობა საქართველოში განლაგებულ საჯარისო ქვეგანაყოფებთან?
საკუთარი შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო ჯარების, საბაჟოს შექმნის შემთხვევაში რა წყაროებიდან დააფინანსებთ ამ პროგრამებს, სად მოამზადებთ კადრებს?
- საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო ჯარების ყოფნის მართლზომიერება უნდა გადაწყვიტოს საერთაშორისო სამართალმა, ისეთმა ინსტანციებმა, როგორიც არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო და სხვა. მას შემდეგ, რაც საქართველო მიაღწევს სრულ დამოუკიდებლობას და შექმნის თავის ეროვნულ არმიას. იქამდე კი საქართველოში მყოფმა ჯარის ნაწილებმა უნდა შეცვალონ სტატუსი და გახდნენ უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები.
ჩვენ ვგმობთ მათთან ფიზიკური ბრძოლის ყოველგვარ ავანტიურისტულ იდეას, ვინაიდან ეს უდიდეს საფრთხეს უქადის საქართველოს. საქართველოს ახალი ეროვნული არმია დაფინანსდება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. კადრებს მოამზადებენ ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება ხოლმე.
- თქვენი ინტერვიუებიდან გამომდინარეობს, რომ განზრახული გაქვთ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაცია. რა მიმართულებით წარიმართება და რა ფუნქციები უნდა შეასრულონ უშიშროების ორგანოებმა, სად მოამზადებთ ამ ორგანოების თანამშრომლებს, თუ თქვენ უარყოფთ კავშირთან შესაძლო ურთიერთობას?
- ჩვენ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაციას წარვმართავთ ეროვნული ორიენტაციის გზით და კადრებსაც ასევე ჩვენი სპეციალისტები მოამზადებენ.
- ჩვენი აზრით, თქვენს გამოსვლებში ეროვნულ საკითხზე არის წინააღმდეგობანი. მაგალითად, 1988 წლის 1 ნოემბერს მწერალთა კავშირში გამართულ კრებაზე თქვენ განაცხადეთ: ჩვენ გვაქვს ცნობები, რომ საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს გადასცეს აღმოსავლეთი საქართველო აზერბაიჯანს და იქვე დააყენეთ საკითხი, რომ საჭიროა გასახლებულ იქნენ აზერბაიჯანელები მიწა-წყლიდან, რომელიც მათ უკანონოდ დაიკავეს. 1988 წლის 11 ნოემბერს კინოს სახლთან გამართულ მიტინგზე გამოსვლისას თქვენ ბრძანეთ: ოსებს განვუმარტავთ, რომ „თუ მათ არ სურთ ჩვენთან მშვიდობიანად იცხოვრონ, მაშინ საქართველოდან წავიდნენო“.
1989 წლის 6 დეკემბერს სურათების გალერეასთან გამართულ მიტინგზე თქვენ მოუწოდებდით აჭარელ სეპარატისტთა ალაგმვას.
მესხეთელი თურქების საკითხზე ქართველი ერის მიმართვაში ჰელსინკის კავშირის სახელით ითქვა, რომ თქვენ არ დაუშვებთ საქართველოში არც ერთი ეთნიკური თურქის ან თურქული ეროვნული ცნობიერების მქონე მოქალაქის ჩასახლებას. უფრო მეტიც, იგი (ქართველი ხალხი) იბრძოლებს ასეთების თურქეთში რეპატრიაციისათვის. მაგრამ ოფიციალური პრესისათვის გაკეთებულ სხვა განცხადებაში თქვენ ბრძანებთ, რომ ქართველი ხალხისათვის უცხოა ეთნიკური სიძულვილი, ლაპარაკობთ ჰელსინკის შეთანხმების სულისკვეთებისადმი ერთგულებაზე. თავად თქვენ დიდი ხანია ბრძანდებით საქართველოში შექმნილი ჰელსინკის ჯგუფის ლიდერი. როგორ განმარტავდით თქვენს ესოდენ პოლარულ გამონათქვამებს?
- ჩემს გამონათქვამებში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. როდესაც აზერბაიჯანიდან, ოსეთიდან ჩამო სახლებულთა გარკვეული ნაწილი და სხვა გადამთიელები აგრესიულად იქცევიან, ფეხქვეშ თელავენ მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უფლებებს, დისკრიმინაციას უწევენ მას, აგრეთვე, როდესაც ისინი ცდილობენ, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, მოქალაქეთა სიცოცხლე, მაშინ ყოველივე ამას ჩვენ მივიჩნევთ აგრესიისა და დისკრიმინაციის აქტად.
საკუთარ მიწა-წყალზე ქართველი მოსახლეობის შევიწროება ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმით შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო დანაშაული. კანონის პატივისცემა მოეთხოვებათ არა მარტო აზერბაიჯანელებს არამედ ყველა სხვა ერის წარმომადგენლებსაც. უკანონოდ დაკავებული მიწები უნდა გაათავისუფლოს ყველამ, მათ შორის ქართველებმაც. მაგრამ საქართველოში უნგრევენ უკანონოდ აშენებულ სახლებს ქართველებს, ხოლო არაქართველი მოსახლეობის სახლებს თითს არ აკარებენ. ჩვენ ასეთი დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვართ, რაც შეეხებათ ნაირნაირ სეპარატისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინაიდან სეპარატისტთა - პრეტენზიები - ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცონ საქართველო ყოვლად უკანონოა.
რაც შეეხება ჰელსინკის შეთანხმებას. იგი როდი მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელაღებით შეუშვან თავიანთ ტერიტორიაზე ასიათასობით გადამთიელი მუდმივი დასახლებისათვის. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს მოქალაქეობის კანონი, საქართველოს ასეთი კანონი ჯერ არა აქვს. ამიტომ ჩვენ, ამ კანონის მიღებამდე ვერ ჩამოვუშვებთ უცხოტომელებს. თანაც ესოდენ დიდი ოდენობით, ჩვენს პატარა, მცირემიწიან ქვეყანაში, სადაც უამისოდაც მოსახლეობის 35 პროცენტს უცხოელები შეადგენენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ კვლავ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სამართლით, რომელსაც ემყარება ჰელსინკის შეთანხმებაც. ჰელსინკის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ასევე აქვთ კანონები, რომლებიც ზღუდავენ ემიგრანტების მეტადრე მუშახელის უსაზღვრო მოზღვავებას მათს ქვეყანაში.
- ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს დატოვეს საქართველო დაღესტნელებმა, მიდიან ბერძნები, ახლა ვისი ჯერია არსებობს კი იმის გარანტია, რომ განახლებულ საქართველოში მშვიდობა დაისადგურებს სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს შორის?
- როდესაც გარედან ჩარევა შეწყდება, საქართველოში ყველა ეთნიკური პრობლემა თანდათან მოგვარდება ამის დასტურია საქართველოს ისტორია. ჩვენში ოდითგან, მრავალი საუკუნის მანძილზე ტრადიციულად დამკვიდრდა სხვადასხვა ეთნიკურ წარმომადგენელთა მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი თანაცხოვრება. რაც შეეხება მიგრაციას, იგი მუდამჟამს ხდება ნებისმიერ სახელმწიფოში ხელს ხომ არ შევუშლით ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ნებით მიემგზავრებიან ისტორიულ სამშობლოში?
- თუ საიდუმლო არ არის, რა საკანონმდებლო აქტების განხილვას აპირებს ახლად არჩეული პარლამენტი რესპუბლიკაში ეროვნებათშორისი ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.
- დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი იქნება სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთა თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის ჭეშმარიტი გარანტი.
- ხომ არ გამოიწვევს აჭარის ავტონომიის გაუქმება მოსაზღვრე თურქეთის ურთიერთდამოკიდებულების გართულებას? აჭარლები ხომ სხვა რელიგიას მისდევენ. გარდა ამისა, თურქეთში, როგორც ცნობილია, 2 მილიონამდე წარმოშობით ქართველი ცხოვრობს.
- შინაური პრობლემების სამართლებრივი გადაწყვეტა ქართველი ერის პრეროგატივაა. აქვე უნდა დავძინო, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელნი აჭარელთა უმრავლესობას არ შეადგენენ. ჩვენ გავაუქმებთ აჭარის ავტონომიას მხოლოდ აჭარელთა თანხმობით. ე.ი. რეფერენდუმის გზით რაც შეეხებათ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ სურთ იხილონ ერთიანი და არა ავტონომიებად დაქუცმაცებული საქართველო, საქართველოში ქართველთა ავტონომიას არავინ არ იწონებს, აჭარის კომუნისტური მაფიის გარდა.
- ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვით სქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის საზღვარგარეთ ცხოვრობს. განახორციელებს თუ არა ახლად არჩეული საქართველოს პარლამენტი ღონისძიებებს მათი სამშობლოში დაბრუნებისათვის, ხოლო თუ განახორციელებს, ხომ არ გამოიწვევს ეს ახალ გართულებებს რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ეროვნების პირებთან დაკავშირებით? საქართველოს ხომ არც თუ ისე დიდი მიწის მარაგი აქვს.
- ქართველ ემიგრანტთა საქართველოში დაბრუნება არაფერს ავნებს სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების ცხოვრების პირობებს, გარდა ამისა, ჩვენი ემიგრაცია ერთობ მცირერიცხოვანია და მათგან მხოლოდ ნაწილს სურს დაბრუნდეს სამშობლოში.
- ცალკეულ პუბლიკაციებში გამოსჭვივის აზრი, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს იმ ტერიტორიების ნაწილი, რომლებიც წინათ მას ეკუთვნოდა და ამჟამად სხვა რესპუბლიკების: სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის შემადგენლობაში შედის. რა ტერიტორიებზეა ლაპარაკი? და როგორ აპირებს საქართველოს ახალი მთავრობა ამ უაღრესად რთული საკითხის მოგვარებას?
- მმართველობის ამ სტადიაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ განიხილავს ამ საკითხებს.
- საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევის შემდეგ თქვენ გამოაცხადეთ სამწლიანი გარდამავალი პერიოდი. რა რეფორმების განხორციელებას აპირებთ ამ პერიოდში და რა იქნება შემდეგ?
- ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ საქართველოს ანექსიის შედეგები. მთლიანად შევაჩეროთ სსრ კავშირის კონსტიტუციის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო აქტები და ეკონომიკური საფუძვლები საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, შევქმნათ საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
- ცნობილია, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ჩამოტანილ ნედლეულს ემყარება. სურსათის, ნავთობპროდუქტების, საწვავ-საპოხი მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდან შემოჰქონდა საქართველოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ გამოაცხადეთ კავშირისაგან სრული დამოუკიდებლობის კურსი, ეტყობა, გაქვთ რაღაცის იმედი, არა? საიდან შემოიტანთ ნედლეულს მრეწველობისათვის, როგორ გადაწყვეტთ სასურსათო პროგრამას?
- საქართველოს საკმარისად აქვს ბუნებრივი რესურსები იმ დეფიციტის შესავსებად, რომელსაც იგი სხვა დარგებში.განიცდის ის ფაქტი, რომ საქართველოს ეკონომიკა საკავშირო ეკონომიკაზეა დამოკიდებული, იმის შედეგია, რომ საქართველო ტუსაღია ხალხთა საპყრობილის - საბჭოთა იმპერიისა, იგი იზოლირებულია დანარჩენ მსოფლიოსაგან, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. სამრეწველო ნედლეულის საკითხს, სურსათის საკითხს მოევლება, როდესაც საქართველო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადავა და გახდება მსოფლიო ბაზრის სრულუფლებიანი წევრი, სადაც იგი გაიტანს თავის რესურსებსა და მდიდარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. განავითარებს ტურიზმს და დაეპატრონება თავის შესანიშნავ კურორტებს.
- მრგვალი მაგიდის წინასაარჩევნო პლატფორმის ეკონომიკურ ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ კავშირისაგან უნდა მიიღოთ საქართველოს ეროვნული კუთვნილების ის ნაწილი, რომელიც მრგვალი მაგიდის აზრით, გაიტანეს საქართველოდან საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. როგორ აპირებს საქართველოს ახალი პარლამენტი შეაფასოს გაზიდული კუთვნილების ოდენობა და კონკრეტულად ვის უნდა წაუყენოს სარჩელი. მთლიანად კავშირს თუ სახელდობრ რუსეთს?
- საფინასო და ეკონომიკურ ექსპერტებს საკმარისად აქვთ საიმისო ხერხები, თუ როგორ შეაფასონ საქართველოს მრავალი წლის კოლონიური ძარცვის შედეგად ე.წ. ცენტრისათვის წასაყენებელი მოთხოვნების ოდენობა.
- ჯერ კიდევ ამ პოსტზე არჩევამდე თქვენს გამოსვლებში გაისმოდა მოწოდებები, რომ საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი მიღებული უნდა იქნეს რეფერენდუმის გზით. რჩება თუ არა ეს ძალაში, როგორ აპირებთ ამის განხორციელებას და რა საკითხებზე მოეწყობა რეფერენდუმი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონებმა რეფერენდუმის ძალა შეიძინა, რეფერენდუმის სპეციალურ კანონს ჩვენი პარლამენტი შემოიღებს.
- თქვენი მრავალი გამოსვლიდან ნათლად სჩნს, რომ თქვენ საქართველო რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მსხვერპლად მიგაჩნიათ, და ამაში ძნელია არ დაგეთანხმოთ, ამავე დროს კავშირის ხალხებს ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაება მოუტანა ეროვნებით ქართველმა სტალინმა. მიუხედავად ამისა, ბევრი ქართველი თაყვანს სცემს მისი როგორც დიდი მოღვაწის ხსოვნას, როგორია თქვენი კანონმდებლობა სტალინის მიმართ და როგორ განმარტავდით საქართველოში არსებულ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას „ხალხთა მამამთავრისადმი“?
- არ არის გამართლებული, ხაზგასმით აღინიშნოს სტალინის პიროვნებაში მისი ქართველობა. სტალინი ბოლშევიკურმა ტოტალიტარიზმმა წარმოშვა, და როდესაც იგი დიქტატორად და ტირანად იქცა, მასში უკვე ქართული აღარაფერი იყო, როგორც ამას აღნიშნავს მისი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა. მართლია მან დიდი ტანჯვა-ვაება მოუტანა კავშირის ხალხებს, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება დაატეხა თავის „მშობლიურ“ საქართველოს, იმიტომ, რომ მუდამ ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი ინტერნაციონალიზმი. მის ხსოვნას პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეგნების დაბალ დონეზე იმყოფებიან. ეს დაამტკიცა ჩვენმა არჩევნებმაც, როდესაც არავინ არ დაუჭირა მხარი საზოგადოება „სტალინის“ პრეტენზიას, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, და როდესაც კანონის შესაბამისად იგი ამოირიცხა არჩევნების მონაწილე პარტიების სიიდან.
- საინტერესოა, ერთგვარი პარალელის სახით, გავიგოთ თქვენი აზრი გორბაჩოვზე, რომლის რეფორმებმაც, არსებითად გაუხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის გზა.
- საქართველოს დამოუკიდებლობის გზა გაუხსნეს დასავლეთის იმ პროგრესულმა და აღმშენებელმა ძალებმა, რომლებიც ახორციელებდნენ და ახორციელებენ ტოტალიტარული იმპერიის პოლიტიკურ დემონტაჟს, პროცესს, რომელშიც გორბაჩოვი ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა ჩათრეული. ვისურვებდი, რომ მისი საქმენი უფრო მეტად შეეფერებოდეს მის სიტყვიერ განცხადებებსა და პროგრამებს.
დასასრულ, ვუსურვებ მსოფლიოს ხალხებს საყოველთაო, ჭეშმარიტად ადამიანურ ბედნიერებას. ვისურვებდი, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი გაგებით მოჰკიდებოდნენ სსრ კავშირის ჩაგრულ ხალხებს, რომლებიც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის იბრძვიან.
ზვიად გამსახურდია
1990 წლის 7 დეკემბერი
ინტერვიუ ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამსახურდია ზვიად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990. - 7 დეკემბერი. - №2. - 1,4 გვ.
![]() |
17 საქართველოს რესპუბლიკის კანონი ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.
მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე - ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის №2 დეკრეტი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“ და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“.
4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.
ცნობილ იქნას ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თობაზე.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
- განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირების აღსაკვეთად;
- შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.
7. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ხელყვეს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, და ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.
8. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1990 წლის 11 დეკემბერი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ // თვალთაი. - 1997. - 16-22 აპრილი. - №15 (56). - 1 გვ.
![]() |
18 საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა და აღორძინდა უკანასკნელ ხანებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ყოველთვის თავის უმთავრეს მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელთა შორის ჭეშმარიტად ეროვნული თანხმობისა და ურთიერთგაგების დამყარებას. მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციის პროგრამები და წესდებები ხაზგასმით აღნიშნავენ ერთა შორის თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაარსებობის იდეალების დამკვიდრების აუცილებლობას.
უფრო კონკრეტულად, ჩვენს წინა საარჩევნო პროგრამებში ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოში არსებული ეროვნულ უმცირესობათა ავტონომიების შენარჩუნების საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტონომიები ჩამოყალიბდა ბოლშევიკური ანექსიის შემდგომ ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ და გარკვეული გაგებით, არღვევდა სწორედ ერთა შორის თანასწორობის პრინციპს. ჩვენი ამგვარი პოზიცია მიზნად ისახავდა ერთაშორისი ურთიერთობების მშვიდობიანად განვითარებას, საკონფლიქტო საკითხების მოლაპარაკების გზით მოგვარებას, სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროცესისათვის ხელშეწყობას საქართველოში.
თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები ზოგი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა ვერ გააკეთეს სათანადო დასკვნები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ ხანებში, ისტორიულ შიდა ქართლში, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტულმა მოძრაობამ კულმინაციას მიაღწია. ჯერ კიდევ შარშან ჩვენი მოძრაობის მოთხოვნით გამოიყო კომპეტენტური კომისია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის შესასწავლად, რომელშიც მონაწილეობდნენ ავტორიტეტული მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწენი. ამ კომისიის დასკვნის ზოგიერთ დებულებას ნაწილობრივ ამჟამად გაგაცნობთ, ხოლო სრულად მას უახლოეს ხანში იხილავთ გამოქვეყნებულად. ამასთან მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობის მიზანშეწონილობასთნ დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
ჩვენ ვაღიარებთ ოსი ხალხის, ისევე როგორც სხვადასხვა ხალხის უფლებას თვითგამორკვევისას და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შექმნისას, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მათ ისტორიულ სამშობლოში, დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთში და არა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და რომელიც წარმოადგენს სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს.
დღეს ოსი სეპარატისტები ცდილობენ მოსწყვიტონ საქართველოს მისი შუაგული, ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის ისტორიული კერა, და თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის საბაბით, ქმნიან ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკას“. თანაც გვარწმუნებენ, რომ ეს გეგმა არაფრით არ ემუქრება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას.
მაგრამ საკმარისია გავეცნოთ 1990 წლის 20 სექტემბრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მიერ მიღებულ დეკლარაციას „სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესახებ“, რომ აშკარა გახდეს - იქმნება დამოუკიდებელი პოლიტიკური წარმონაქმნი.
მიუხედავად საქართველოს უზენაესი საბჭოს მხრივ არ აერთგზის გაფრთხილებისა, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, ეს დეკლარაცია „ცნობს ოსი ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის ხელშეუვალ უფლებას“ და აცხადებს ავტონომიურ ოლქს „ოსი ხალხის სახელმწიფოებრიობის ფორმად“ (?) რომლის „შემდგომი განვითარების ბუნებრივი და აუცილებელი პირობაა სრული დამოუკიდებლობა (?) ყველა პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური საკითხის გადაჭრაში იმათი გამორიცხვით, რომლებიც მის მიერ ნებაყოფლობით (?) გადაეცემა საქართველოს სსრ და სსრ კავშირის გამგებლობაში მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე“, „ნებისმიერი მოქმედება სამხრეთ ოსეთის ეროვნული სახელმწიფოებრიობის (?) წინააღმდეგ... დაისჯება კანონით“, „სამხრეთ ოსეთის ხალხს რომელიც წარმოადგენს ოფიციალური ხელისუფლების (?) ერთადერთ სრულფასოვან წყაროს სამხრეთ ოსეთში, (?) ხოლო მისი „სრულხელისუფლებიანობა (?) რეალიზდება სსრ კავშირის კონსტიტუციური დებულებებისა და სამხრეთ ოსეთის ნორმატიული აქტების საფუძველზე“ (?) „საქართველოს სსრ და სსრ კავშირის უფლებამოსილებათა ფარგლებს გარეთ, რომლებიც ნებაყოფლობით არის სამხრეთ ოსეთის მიერ დელეგირებული მათ გამგებლობაში (?), სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია თავის საგარეო და საშინაო (?) ცხოვრების გადაჭრაში, ხოლო სამხრეთ ოსეთის ხალხის ნების უზენაესობა (?) განსაზღვრულია სამხრეთ ოსეთის კანონებსა და კონსტიტუციაში“ (?), „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის“ (?) სტატუსი „განისაზღვრება სუვერენული სამხრეთ ოსეთის მიერ სსრ კავშირის კონსტიტუციისა (?) და საერთაშორისო სამართლის დოკუმენტების საფუძველზე და მტკიცდება სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციით; (?) „სამხრეთ ოსეთი ახორციელებს უზენაესობას მთელ თავის ტერიტორიაზე და თვითონ განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას თავის ტერიტორიაზე“,(?) ხოლო „სამხრეთ ოსეთის ფარგლებში არსებული ყველა ბუნებრივი რესურსები“ ცხადდება „მისი ხალხის საკუთრებად“ (?), იგი შეადგენს „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტის მატერიალურ საფუძველს, „სამხრეთ ოსეთი“ ცხადდება (?) „საკავშირო ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართლის სუბიექტად“ (?), რომელიც დამოუკიდებლად (?) ახორციელებს საგარეო ურთიერთობას ფედერაციის სხვა სუბიექტებთან და სახელმწიფოებთან“.
როგორც ვხედავთ, „დეკლარაცია“ უგულებელყოფს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და საერთოდ საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სასიცოცხლო, ინტერესებს, სსრ კავშირის კონსტიტუციის ქვაკუთხედ პრინციპებს, რომლებიც ავტონომიურ ოლქებს მთლიანად უმორჩილებენ მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტს და ადგილობრივი ხელისუფლების სტატუსს მიაკუთვნებენ.
უფრო მეტიც, ამავე დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება „ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის“ შესახებ.
ეს აქტები გაბათილებულ იქნა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1930 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით, მაგრამ ა.წ. 16 ოქტომბერს ეს დადგენილება არა მარტო უარყოფილ იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ, არამედ შეიქმნა რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი და დაინიშნა არჩევნები, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ამჯერად „საბჭოთა რესპუბლიკის“ უზენაეს საბჭოში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 22 ნოემბერს გააუქმა ეს დადგენილებები და გააფრთხილა ამ აქციის ჩამდენები, რომ მათ ამ მოქმედებისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ,.არჩევნები მაინც ჩატარდა 9 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ყველა ცდა, შეეწყვიტა ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება მშვიდობიანი ურთიერთმოლაპარაკების საშუალებით, უშედეგო აღმოჩნდა. თვითმარქვია ხელისუფლების მესვეურები განსაცვიფრებელი ცინიზმითა და უტიფრობით პასუხობდნენ ყოველ ასეთ წინადადებაზე, შეეწყვიტათ თავისი უკანონო საქმიანობა.
ასეა თუ ისე, 9 დეკემბერს ჩატარდა ანტიკონსტიტუციური არჩევნები, რომელშიც თვითმარქვია ხელისუფლების ინფორმაციით მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 71 პროცენტმა, თუმცა ვინ არის ამის შემმოწმებელი?
ამგვარად, კონფლიქტის მოწესრიგება მშვიდობიანი საშუალებებით ვერ მოხერხდა და ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე - საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, რომელიც არ ცნობს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობას და ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ ამჯერად? გავაგრძელოთ „კანონთა ომი“, თუ ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ ეს პრობლემა ისე, როგორც ამას კანონი და პირველ რიგში საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და მისი ეროვნული ინტერესები გვიკარნახებს?
თუ დავეყრდნობით იმ ფაქტს, რომ საქართველო დაპყრობილ იქნა სამხედრო ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება ძალმომრეობით დაარსდა, ჩვენ დღესვე შეგვიძლია უარვყოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში თვითმარქვია ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით არსებული ყველა იურიდიული ძალა და ამით დავამთავროთ.
მაგრამ გამოვდივართ რა პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიებიდან, ვეყრდნობით რა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ სრული დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გარდამავალი პერიოდით ნაკარნახევ ამოცანებს, საჭიროდ მიგვაჩნია განვიხილოთ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები სწორედ საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენი ოპონენტები ამ აქტებით შეიარაღებული შემოგვიტევენ.
რამდენიმე მოკლე ცნობა შიდა ქართლში ოსი მოსახლეობის გაჩენისა და ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ. ამ საკითხების დაწვრილებითი განხილვა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ მთავარი ეტაპების ცოდნა აუცილებელია დღევანდელობის სწორად შეფასებისათვის.
IX-XIII სს.-ში ალანებს (ქართული წყაროებით - ოვსებს) ჩრდილოეთ კავკასიაში ჰქონდათ ფეოდალური სახელმწიფო, რომელსაც ბოლო მოუღო მონღოლთა (XIII ს.) და თემურ-ლენგის (XIV ს.) შემოსევებმა. ჩრდილო კავკასიის ბარიდან გამოდევნილმა ოსებმა თავი შეაფარეს კავკასიონის ქედის ვიწრო ხეობას. შემდგომ მათ დაიწყეს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე გადმოსვლა. XVII-XVIII საუკუნეებიდან შიდა ქართლის ჩრდილოეთით, განაპირა.ტერიტორიაზე დამკვიდრდა ოსი ხალხის ნაწილი არსებობისათვის მეტად არახელსაყრელი პირობების გამო სარჩო-საბადებლის მაძიებელი ოსები ქართველ მთიელთა სოფლებში იკვლევდნენ გზას და ხშირად ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე ხიზნებად სახლდებოდნენ. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ქართველი მოსახლეობა გარეშე მტრების შემოსევების შედეგად და ბარის ეკონომიკური ზემოქმედების გამო დაბლობისაკენ ინაცვლებდა.
სამხრეთ ოსეთად წოდებულ იქნა ის ტერიტორიული სივრცე, რომელიც ჩრდილოეთიდან გადმოსულმა ოსებმა დაიკავეს. ისინი უმთავრესად სახლდებოდნენ დიდი და პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობებში. ამის გამო შემდგომში ოსური მოსახლეობა დასახლებული აღმოჩნდა გორისა და დუშეთის მაზრებში, შედარებით მცირე რიცხვი - რაჭისა და შორაპნის მაზრებში.
ქართველები გარკვეულ კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ ოს ხიზანთა მიმართ და ხელს უწყობდნენ მათი კულტურის შემდგომ განვითარებას. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართული ანბანის მიხედვით შედგენილი პირველი ოსური სასულიერო წიგნი ქართველი მისიონერი მღვდლების მიერ 1753 წელს იქნა გამოცემული ხელნაწერის სახით. ბეჭდვა ხორციელდებოდა ქართული ანბანის გამოყენებით. მაშინ ოსური ანბანი შედგენილი არ იყო. ქართული ასოების საფუძველზე პირველი ოსური ანბანი შექმნა ივანე იალგუზიძემ, ხოლო XIX საუკუნის 30-იან წლებში შემოღებულ იქნა ოსური ანბანი რუსულ ანბანზე დაყრდნობით რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ სახელმწიფო გაუქმდა და მას ეწოდა საქართველოს გუბერნია, სადაც უზენაეს ხელისუფლებას ახორციელებდა მთავარმმართებელი. 1809 წელს საქართველოს გუბერნია დაიყო 5 მაზრად (გორის, ლორეს, დუშეთის, თელავისა და სიღნაღის). ოსებით დასახლებული ტერიტორია ძირითადად მოექცა გორისა და დუშეთის მაზრებში.
1838 წელს ოსეთის მთავარ ბოქაულად დაინიშნა კაპიტანი ვასილიევი. რეზიდენციად არჩეულ იქნა სოფელი ჯავა. 1842 წელს საქართველოს საზღვრებში შეიქმნა თუშ-ფშავ-ხევსურეთის, მთისა და ოსეთის ოკრუგები, როგორც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულები.
ოსეთის ოკრუგის შემადგენლობაში თავდაპირველად შეიყვანეს საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მცხოვრები მთიელი მოხევეები და ოკრუგის ცენტრად მთიულეთის სოფელი ქვეშეთი აირჩიეს.
1843 წელს გორისა და თბილისის მაზრებს ჩამოაშორეს ქსნის ხეობის ზემო წყლისა და მისი შენაკადი წყლების აუზი, რომლებიც ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული და მთის ოკრუგის შემადგენლობაში შეიყვანეს. შემდგომში ეს ტერიტორია დაყვეს ხევის, მთიულეთისა და ქსნის უბნებად, 1843 წელს ოფიციალურად გაიხსნა ოსეთის ოკრუგი, რომელიც ჯავის, მცირე ლიახვისა და ნარის უბნებად განაწილდა. ამავე წელს სპეციალური ინსტრუქციით მთის ოკრუგის უფროსს მთის ხალხთა მთავარი უფროსის წოდება მიენიჭა და მას ოსეთისა და ფშავ-ხევსურეთის ოკრუგებიც დაუქვემდებარეს. ოსეთის ოკრუგი მოიცავდა დღევანდელი სამხრეთ ოსეთის მხოლოდ ნაწილს და არდონის ხეობას. ამ ოკრუგის უფროსის რეზიდენცია იმყოფებოდა სოფელ ჯავაში.
ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოებულ სამხედრო ლაშქრობებთან დაკავშირებით 1858 წლის 3 აპრილს შეიქმნა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთა, რომლის შემადგენლობაში შევიდა ოსეთის ოკრუგიც. იმის გამო, რომ ნართა უბანი ახლოს მდებარეობდა ვლადიკავკაზთან და წლის ყოველ დროს თავისუფლად უკავშირდებოდა მას, ბარიატინსკიმ ნარის უბანი ჩამოაშორა თბილისის გუბერნიას და კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთის ოსეთის სამხედრო ოკრუგს გადასცა, რომელიც შემდეგ თერგის ოლქის შემადგენლობაში შევიდა.
ჯავისა და პატარა ლიახვის უბნები, რომლებიც თანამედროვე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დაახლოებით მესამედს შეადგენს, თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვეს, ხოლო შემდგომში მმართველობის გაადვილებისათვის ოსეთის უბნის სახით შეიყვანეს გორის მაზრის შემადგენლობაში.
1855 წლის 11 აპრილს მიღებული წესდებით გაუქმდა საუბნო მმართველობა და მთელი ოსებით დასახლებული ტერიტორია დაიყო სოფლის საზოგადოებებად 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ მეფის ნაცვლის ინსტიტუტის ნაცვლად ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის მიზნით შეიქმნა ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტი (ოზაკომი), რომელიც ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატმა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის სეიმმა შეცვალა
ამ რევოლუციის შემდეგ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის სახალხო ყრილობა და ეროვნული საბჭო, რომლებიც თავიდანვე განიცდიდნენ ფრონტიდან დაბრუნებული ბოლშევიკების ზეგავლენას, რომლებიც იღწვოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღებისათვის, ფართოდ ერეოდნენ სამხრეთ ოსეთის სამეურნეო, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში. მათი მიზანი იყო, სამხრეთ ოსეთი გამოეყოთ ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად საერობო ან ავტონომიური ერთეულის სახით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კარგად ხედავდა ოსების მიერ საქართველოს ფარგლებში ცალკე სახელმწიფოს შექმნის ცდას, რასაც მიიჩნევდა საქართველოს მთლიანობისათვის ძირის გამოთხრად. სამხრეთ ოსეთის მეოთხე ეროვნულმა საბჭომ სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ პარტიათა აქტიური მონაწილეობით შეიმუშავა ავტონომიური სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის პროექტი, რომელიც 1919 წლის 16 ივნისს წარედგინა საქართველოს დამფუძნებელი კრების ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისიას.
დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და სამხრეთ ოსეთის ეროვნულ საბჭოს შორის. მთავრობამ უარყო საბჭოს ტერიტორიული პრეტენზიები.
სამხრეთ ოსეთში დაიწყო „რევოლუციური“ მოძრაობა. 1918 წლის 18 მარტს აჯანყებულებმა აიღეს დაბა ცხინვალი და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, რომელიც მალე დამარცხდა. მთავრობამ შეაფასა ეს აქცია, როგორც დემოკრატიის წინააღმდეგ ნაციონალისტური გამოსვლა.
1920 წლის 8 მაისს სოფელ როკში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო საბჭოთა ოსეთი - რსფსრ-ს შემადგენელ ნაწილად. აჯანყებულებს დახმარება გაუწიეს ჩრდილოეთ ოსეთიდან. აჯანყებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა საქართველოს მთავრობამ. საყურადღებოა რსფსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გ. ჩიჩერინის 1920 წლის 17 მაისის ნოტა საქართველოს მთავრობისადმი, სადაც „მტკიცედ ითხოვენ გაიწვიონ ქართული ჯარები ოსეთიდან, ვინაიდან გაუმართლებლად მიიჩნევენ საქართველოს ჩარევას ოსეთის საქმეებში და ატოლებენ მას უცხოთა საქმეში ჩარევას“.
ამ ნოტაზე ჩიჩერინს გაეცა დამაჯერებელი პასუხი: „საქართველოს მთავრობა უაღრესად შეცბუნებულია თქვენი ნოტის იმ ნაწილით, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს მთავრობის განზრახვაზე, იარაღით ჩაახშოს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მივაქციოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს ფარგლებში სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არამედ საქართველოს ფარგლებში არსებობენ ოსური სოფლები, რომლებიც მდებარეობენ თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. ეს სოფლები შეადგენენ საქართველოს უდავო ტერიტორიას, რომ ეს ტერიტორია ხელშეკრულებით (იგულისხმება 1920 წლის 20 მაისის დადგენილება) შედის საქართველოს საზღვრებში და იქ სხვა ხელისუფლება, გარდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებისა, დაუშვებელია“.
1920 წლის 12 ივნისს აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ფაქტები მოწმობს, რომ დემოკრატიული საქართველოს მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა სახელმწიფო ხელისუფლების ერთგულ ოსებს, მათ სამხედრო მოქმედებათა შედეგად მიყენებული ზარალი უნაზღაურდებოდათ რესპუბლიკის ხაზინიდან, მერყევ ელემენტებს ეძლეოდათ უფლება რესპუბლიკის სხვა რაიონებში გადასახლებისა.
1921 წლის 5 მარტს სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ინტერვენციის შედეგად დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. საქართველოში რევკომის დადგენილებით ოსური მოსახლეობით დასახლებულ ადგილებში დაარსდა სამხრეთ ოსეთის რევკომი, შერეული მოსახლეობის რაიონებში - შერეული რევკომები. ერთი წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთიდან შეიყვანეს გორის სამაზრო რევკომის შემადგენლობაში.
1921 წლის ივლისისათვის სამხრეთ ოსეთის რაიონად ითვლებოდა 7 სოფელი, 8 წმინდა ქართული სოფლის გამოკლებით (ვანათი, აწყურის ხევი, ხოშურა, სადაურიანთ კარი, დვანი, ზემო ავნევი და ქვემო ავნევი), რომლებიც ტერიტორიულად რჩებოდა გორის მაზრის ცხინვალის რეგიონში და არ ექვემდებარებოდა სამხრეთ ოსეთის რევკომს.
სამხრეთ ოსეთის რევკომი კვლავ მოითხოვდა სასწრაფოდ ყოფილიყო ორგანიზებული კომისია სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებიდან ადმინისტრაციული გამიჯვნისათვის. მასვე უთანაგრძნობდა საქართველოს რევკომი. ძნელია გულგრილი დარჩე, როდესაც კითხულობ ცხინვალელთა და სხვა ქართველებით დასახლებული რაიონებიდან, სოფლებიდან მთავრობის სახელზე გამოგზავნილ წერილებს. ხვეწნით და მუდარით ევედრებიან, „არ დაჩაგრონ ქართველები, რომლებიც თავის ძირძველ მიწაზე ცხოვრობდნენ“ და არ შეეერთებინათ ეს ტერიტორიები სამხრეთ ოსეთის ოლქისათვის. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ვრცელი მოხსენებით შევიდა საქართველოს რევკომში იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული განყოფილების მიერ შეგროვილი მასალებით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ერთი მთლიანი ტერიტორიის გამოყოფა სამხრეთ ოსეთისათვის.
„სამხრეთ ოსეთი, - აღნიშნულია მოხსენებაში, - როგორც მთლიანი გეოგრაფიული ერთეული, არ არსებობს... არის მხოლოდ ოსებით დასახლებული ცალკე რაიონი, რომელსაც ურთიერთშორის არავითარი სამეურნეო და ტოპოგრაფიული კავშირი არა აქვს...
აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გორის, დუშეთისა და რაჭის მაზრების ჩამონაჭრებისაგან ერთი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა შეუძლებლად მიაჩნდა, რაც არ იქნა გაზიარებული საქართველოს რევკომის მიერ. აჩქარებდნენ რა გამოყოფას, სამხრეთ ოსეთის რევკომმა 1921 წლის სექტემბერში ოფიციალურად დააყენა საკითხი საქართველოს ცენტრალური პარტიული და საბჭოთა ორგანოების წინაშე სამხრეთ ოსეთის ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გამოყოფის შესახებ, რომელიც ფედერაციულად უნდა დაკავშირებოდა საქართველოს სსრ რესპუბლიკას.
1921 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართა სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტიის საოლქო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელმაც მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ. დადგენილებით აუცილებლად მიიჩნიეს რესპუბლიკის შექმნა, ცენტრი ქ. ცხინვალში. დადგენილებას თან ერთვოდა პროექტი „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის შესახებ“, რომლის თანახმადაც ქ. ცხინვალი მომიჯნავე ქართული სოფლებითურთ, აგრეთვე გორის, დუშეთის, შორაპნის მაზრების ოსებით დასახლებული ტერიტორია, მათ შორის შერეული მოსახლეობის მომიჯნავე რაიონებიც, შედიოდა ამ ახალი პოლიტიკური ერთეულის ფარგლებში.
ასეთი რესპუბლიკის შექმნის მიზეზად დასახელებული იყო სამხრეთ ოსეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსახლეობის რაოდენობა, მისი ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონე, ოსეთის მშრომელთა რევოლუციური ბრძოლის ისტორია და სხვა.
კონსტიტუციის პროექტი 15 მუხლისგან შედგებოდა და განსაზღვრავდა ოსეთში ხელისუფლების ორგანოთა ორგანიზაციის საკითხებს. ყველა ზემოთ დასახელებული დოკუმენტი 1921 წლის 14 სექტემბერს ოსეთის დელეგაციამ საბოლოოდ განხილვისა და გადაწყვეტილებისათვის წარუდგინა რკპ(ბ) კავკასიის ბიუროს, საქართველოს კომ-პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და საქართველოს რევ-კომს.
1991 წლის 31 ოქტომბერს კავბიუროს პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს საკითხი სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის შესახებ. აღინიშნა, რომ ასეთი პატარა ერთეულისათვის, როგორც სამხრეთ ოსეთია, დამოუკიდებელი სუვერენული სტატუსის მინიჭება არ არის რეალური.
ის ობიექტური მიზეზები, რის საფუძველზეც ითხოვდნენ ცალკე გამოყოფას, უკეთეს შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ეკონომიკურ ერთეულად ჩამოყალიბებისათვის თუ გამოდგება. გადაწყდა, რომ სამხრეთ ოსეთის ეროვნული თვითგამორკვევის ფორმად აღიარებული ყოფილიყო ავტონომიური ოლქი და განსაზღვრულიყო მისი საზღვრები.
შ/ს სახალხო კომისარი მოითხოვდა დროებით მოხსნილიყო რევკომის მსჯელობიდან ს/ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხი და კვლავ ეხელმძღვანელათ შ/ს სახალხო კომისარიატის 1921 წლის 20 ივლისის დადგენილებით. 1921 წლის 17 ნოემბერს სკკპ ცკ-ას კავბიუროს დადგენილების თანახმად განიხილა საკითხი ს/ოსეთის ა/ ოლქის მოწყობის შესახებ. ნაციონალურ-უკლონისტები სავსებით სამართლიანად გადაჭრით ილაშქრებდნენ ცხინვალისა და მომიჯნავე ქართული სოფლების ს/ოსეთის ა/ ერთეულისათვის გადაცემის წინააღმდეგ.
საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ ს/ოსეთის ეროვნული გამიჯვნის დროს უარყო ყოველგვარი ისტორიული უფლება საზღვარზე. ქართველ ხალხთან შედარებით უპირატესობა მისცა ოსი ხალხის ინტერესებს. გაითვალისწინა რა ცხინვალის მნიშვნელობა ს/ოსეთისათვის, 1921 წლის 17 ნოემბერს დაადგინა შექმნილიყო ს/ოსეთის ა/ ოლქი, ცენტრი ქ. ცხინვალში. ამას ადასტურებს ის მრავალრიცხოვანი მიმართვები, რაც საქართველოს საბჭოთა მთვრობას ხშირად მისდიოდა ცხინვალში მცხოვრები ქართველებისაგან. რევოლუციურმა მთავრობამ ქართველი ხალხის გულისწყრომას ქართული სოფლების სამხრეთ ოსეთის ა/ოლქში მოქცევის შესახებ უპასუხა მაღალი დონის „აგიტაცია-პროპაგანდით“. არ გაიზიარა ქართულ სოფლებში მცხოვრებლების ინტერესები და შესაძლებლად ცნობა გაევლო სასაზღვრო ზოლი ს/ოსეთსა და გორის მაზრას შორის, ცხინვალისა და სოფლის ერგეთის ზევით, რის გამოც ს/ოსეთის შემადგენლობაში, ცხინვალის გარდა, მოექცა ქართული სოფლები: დგვერისი, თამარაშენი, აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ქემერთა, ზარცემი, სკვეთი და ხეითი.
ყურადღებას იპყრობს განმარტება „ოსეთის ავტონომიური ერთეულის შესახებ“, სადაც ქართველი ერის პრეტენზიები ცხინვალისა და სხვა ქართული სოფლების ს/ოსეთისათვის მიკუთვნების თაობაზე შეფასებულია, როგორც პროვოკაცია და მენშევიკების ბოროტი განზრახვა საბჭოთა მთავრობისათვის მახვილის ჩასაცემად. აღნიშნული იყო, რომ „ოსეთი თავისი ცხინვალით ავტონომიურ ოლქს წარმოადგენს. მაგრამ ის სავსებით შედის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში და არის მისი განუყოფელი ნაწილი. ქ. ცხინვალის საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებში დაჟინებითი მოთხოვნილება სრული გაუგებრობით და საქმის ვითარების გაუთვალისწინებლობით არის გამოწვეული აბსურდია მოთხოვნილების წამოყენება. მეორეს მხრივ - შეუძლებელი და დაუშვებელია ოსეთის ა/ოლქის არსებობა უცენტროდ, ცენტრს კი წარმოადგენს ცხინვალი. მისი მოგლეჯა ოსეთის ავტონომიური ერთეულისაგან ყოვლად შეუძლებელია. ეს ფრიად შეაფერხებს საბჭოთა აღმშენებლობის საქმეს ადგილობრივ. ამიტომ ცხინვალი უსათუოდ უნდა დარჩეს ა/ოსეთის ფარგლებში“. კომენტარი ზედმეტია! საქართველოს რევოლუციური მთავრობა, რომელიც იღწვოდა „ერთა თვითგამორკვევის ფართო უფლებების“ მინიჭებისათვის, არად დაგიდევთ ქართველი ხალხის აზრს, მათ სურვილს და „სჩუქნის“ ოსეთს ცხინვალს, იქ მცხოვრები ქართველი და სხვა ერების წარმომადგენლებითურთ მხოლოდ იმიტომ, რომ ოსეთს ცენტრი სჭირდება, რომ არ დაზარალდეს „საბჭოთა აღმშენებლობის საქმე“. საინტერესოა, რამდენად გამართლებულია ერთი ერის თვით გამორკვევა არა საკუთარ სამშობლოში, არამედ მეორე ქვეყნის მკვიდრი და ძირძველი მოსახლეობის ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე?
საქართველოს რევოლუციური მთავრობა ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნას უპირისპირებს იდეოლოგიასა და აგიტაცია-პროპაგანდას და ცდილობს, შთააგონოს ცხინვალის ქართველებს, რომ ის თანაბრად იცავს „ყველა ერის“ ინტერესებს... ცდილობს, ჩამოუყალიბოს მათ ნდობა ხალხის იმ უმცირესი ნაწილის მიმართ, რომელიც დღენიადაგ იღწვოდა საქართველოდან გამოყოფის და ჩრდილოეთ ოსეთთან მუდმივი კავშირის დამყარებისათვის.
სამხრეთ ოსეთის ა/ოლქის შექმნის შესახებ საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საკანონმდებლო წესით ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ.
საქართველოს სსრ 1922 წლის კონსტიტუცია (მიღებულ იქნა 2 მარტს) გაკვრით ეხებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს - პირველი მუხლის შენიშვნაში აღინიშნა, რომ რესპუბლიკის შემადგენლობაში „ნებაყოფლობითი თვითგამორკვევის საფუძველზე შედის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“.
სამაგიეროდ, 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტი აზუსტებდა ავტონომიური ოლქის პოლიტიკურ და სტრატეგიულ სტრუქტურას. ამ დეკრეტით იქმნებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, როგორც საქართველოს სოც. საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი; ოლქის ცენტრად.გამოცხადდა ქ. ცხინვალი საქართველოს სსრ 1927 წლის კონსტიტუციამ უფრო დაწვრილებით განსაზღვრა ავტონომიური ერთეულების სტატუსი საქართველოს ფარგლებში და მათი დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასთან. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სასაზღვრო ცვლილებებს - მე-19 მუხ ლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის სასაზღვრო ცვლილებები, სავსებით და მთლიანად შედიოდა სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობის გამგებლობაში, არც ერთ სხვა ორგანოს სრულად საქართველოს მასშტაბით ამის უფლება არ ჰქონდა. ყრილობა ცაკ-თან ერთად განაგებდა რესპუბლიკის საერთო ადმინისტრაციული დაყოფის საკითხებს და აწესებდა ავტონომიური ერთეულებისათვის საზღვრებს; საქართველოსა და ავტონომიურ ერთეულებს (მათ შორის სამხრეთ ოსეთს) შორის კონსტიტუციურ, სამართლისა და ეროვნული პოლიტიკის საკითხებზე უთანხმოება საბოლოოდ წყდებოდა სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობაზე ან ცაკ-ის მიერ.
რაც შეეხება ოლქისა და საქართველოს სსრ ნორმატიული აქტების ძალის თანაფარდობას, კონსტიტუციის თანახმად, სრულიად საქართველოს საბჭოების ყრილობას ან მის ცაკს შეეძლო გაეუქმებინა ან შეენარჩუნებინა ოლქის საბჭოების ყრილობის ან მისი ცაკ-ის ყველა დადგენილება.
საქართველოს სსრ კანონები და სხვა ნორმატიული აქტები სავალდებულო იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში მოქმედებდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი.
აღსანიშნავია, რომ 1937 წლამდე, როდესაც მიღებული იქნა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ურთიერთობა საქართველოსთან განისაზღვრებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს 1927 წლის კონსტიტუციით და მის საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო აქტებით. როგორც სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია, ისე ა/კ რსფსრ კონსტიტუციაც უშუალოდ არ არეგულირებენ ავტონომიური ერთეულების სტატუსს, ეს ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების საშინაო დამატებაში შედიოდა.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის მონაწილეობას სსრ კავ შირისა და ა/კ ფედერაციის ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში, მისი წარმომადგენელი შედიოდა სსრ კავშირის ცაკ-ის ეროვნებათა საბჭოში, ხოლო, ა/კ სფსრ ცაკ-ის, მისი პრეზიდიუმისა და სხვა ორგანოების მუშაობაში ოლქის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სათათბირო ხმის უფლებით.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულმა დაყოფამ გარკვეული ცვლილება განიცადა დაწყებული 1922 წლიდან.
1929 წლიდან, საქართველოს დარაიონებასთან დაკავშირები, ოლქი დაიყო სამ რაიონად - ჯავის, ცხინვალისა და ახალგორის. 1931 წლიდან მათ დაემატა ყორნისის რაიონი, რომელიც შემდგომ ზნაურის რაიონად იქნა წოდებული, ხოლო ახალგორის რაიონი - ლენინგორის რაიონად.
სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციამ არა მარტო აღიარა ავტონომიური ოლქების სტატუსის ერთგვარობა, არამედ გააფართოვა მათი უფლებები, მკვეთრად გამიჯნა ეს სტატუსი ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისაგან. გაიზარდა ავტონომიური ოლქების წარმომადგენლობა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში. თუ მანამდე მოკავშირე რესპუბლიკის ფარგლებში ავტონომიური ოლქის შექმნა მხოლოდ ამ რესპუბლიკის კომპეტენციაში შედიოდა და სსრკ-ის არავითარი სანქცია საჭირო არ იყო, 1936 წლის კონსტიტუციით ავტონომიური ოლქის შექმნა უნდა დამტკიცებულიყო სსსკ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ.
სსრკ-ის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე საქართველოს სსრ 1937 წლის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის ძირითადი განმსაზღვრელი დებულებანი.
კონსტიტუციის მე-7 თავი საკმაოდ დეტალურად ჩამოთვლიდა ავტონომიური ოლქის ხელისუფლების საოლქო ორგანოებს, განსაზღვრავდა მათ კომპეტენციას, აწესებდა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების რაიონული, საქალაქო და სასოფლო ორგანოების შექმნა უნდა ხდებოდეს კონსტიტუციის მე-8 თავის საფუძველზე, რომელიც ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს შეეხება, განსაზღვრავდა ოლქის მართლმსაჯულების სისტემას და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმ ფართო უფლებებისა, რომლებიც ეძლეოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, ოლქის საზღვრების დაწესების და შეცვლის საკითხი წყდებოდა საქართველოს სსრ ორგანოების მიერ, რისთვისაც საჭირო არ იყო თვით ოლქის თანხმობა. სსრკ-ის კომპეტენციაში შედიოდა მხოლოდ ახალი ავტონომიური ოლქის შექმნის დამტკიცება, რასაკვირველია რესპუბლიკის წარდგინების საფუძველზე.
მიუხედავად ამისა, მაინც აშკარად ჩანს საკავშირო ხელისუფლების წადილი, გათიშოს მოკავშირე რესპუბლიკისაგან ავტონომიური ოლქები, უშუალოდ დაუკავშიროს ცენტრს, მიითვისოს მათი სტატუსის გარანტიის უფლება.
ხელშეკრულება სსრკ-ის შექმნის შესახებ იმ ვარიანტში, რომელიც მიღებული იქნა სსრკ-ის საბჭოების I ყრილობის მიერ 1922 წლის 30 დეკემბერს, ითვალისწინებდა მხოლოდ ერთპალატიანი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შექმნას: ყრილობა ირჩევდა სსრკ-ის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლებიდან - ყოველი მათგანი მოსახლეობის პროპორციულად, სულ 371 წევრის შემადგენლობით. მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ, ი. სტალინის დაჟინებითი მოთხოვნით, შემუშავდა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ორპალატიანი ვარიანტის პროექტი, რომელიც დამტკიცდა, ისევე, როგორც ხელშეკრულების გადამუშავებული და გაფართოებული ტექსტი მთლიანად, სსრკ-ის ცაკის მიერ 1923 წლის 6 ივლისს.
ხელშეკრულების მე-13 მუხლის თანახმად ამიერიდან ცაკ-ი ორი პალატისაგან - საკავშირო საბჭოსა და ეროვნებათა საბჭოსაგან - შედგებოდა. თუ პირველის დაკომპლექტების წესი იგივე დარჩა, ეროვნებათა საბჭო შედგებოდა „მოკავშირე და ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებისაგან - იმ ვარაუდით, რომ თითოეულ რესპუბლიკაზე მოდიოდეს 5 წარმომადგენელი და რუსეთის სოც. ფედ. საბჭოთა რესპუბლიკის ავტონომიური ოლქების წარმომადგენელთაგან იმ ვარაუდით, რომ თითოეულ ოლქზე მოდიოდეს ერთი წარმომადგენელი“.
ამგვარად, ხელშეკრულება სსრკ-ის შექმნის შესახებ იმ ვარიანტში, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა, აიგივებდა მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობით სტატუსს რუსეთის ავტონომიურ რესპუბლიკებთან - 5-5. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამიერკავკასიის სოც. ფედ. საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სამ რესპუბლიკას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს - შეიცავდა, იმდენივე წარმომადგენელს ირჩევდა, რამდენსაც ბაშკირეთის თუ ყირიმის, თათრეთის თუ ყირგიზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.
პრაქტიკულად დაიწყო მოკავშირე რესპუბლიკების ავტონომიზაციის პროცესი, არა მარტო ავტონომიურ რესპუბლიკებთან გათანაბრება, არამედ ავტონომიური ერთეულების მოკავშირე რესპუბლიკების სხეულიდან ამოგლეჯა და დაპირისპირება სსრკ-ის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ერთ-ერთ პალატაში, რომლის გარეშე საკავშირო საბჭო უძლური იყო რაიმე გაეკეთებინა. უბრალო არითმეტიკული გამოანგარიშება გვაძლევს შემდეგ შედეგს ეროვნებათა საბჭოში 4 მოკავშირე რესპუბლიკას გააჩნდა - 20 ადგილი, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებს მიეკუთვნებოდა ორმოცი ადგილი.
ამრიგად, იმთავითვე ავტონომიურ ერთეულებს ეძლეოდათ საშუალება არა მარტო დაპირისპირებოდნენ მოკავშირე რესპუბლიკას, არამედ ჩაეშალათ ნებისმიერი საკითხის მიღება, თავის მხრივ კი, ერთ-ერთი მოკავშირე რესპუბლიკის მხარდაჭერით, შეეძლოთ ნებისმიერი საკითხის გადაჭრა. მართალია, შემდგომ მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგენლობა გაიზარდა, მაგრამ ავტონომიური ერთეულების ხვედრითი წონა საბჭოში მაინც დიდი რჩებოდა და რჩება. როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ 1923 წელს ავტონომიურ ერთეულებს მიეცათ მოკავშირე რესპუბლიკე ბის სუვერენიტეტის შიგნიდან აფეთქების საშუალება, რაც ე.წ. „სუვერენული რესპუბლიკის“ კომპეტენციის აშკარა დარღვევა იყო. ეს პროცესი სწრაფად ვითარდება.
მაგრამ იმ დროს მოკავშირე რესპუბლიკების მთავრობები მორჩილად თანხმდებოდნენ უნიტარული ტენდენციების განმტკიცებაზე, ეროვნული ბრძოლის ხერხემალი გადატეხილი იყო უამრავი და საშინელი რეპრესიებით. საქართველო არ იყო გამონაკლისი. შეიძლება ითქვას, პირიქით, პარტია და მთავრობა ი. სტალინის ნების ყველაზე მორჩილ იარაღად იქცა თავისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. სსრ კავშირის 1977 წლის კონსტიტუცია, 1988 წლის ნოემბერში შექმნილი ცვლილებებით და დამატებებით ძალზე მოკლედ ეხება ავტონომიური ოლქების სტატუსს. სპეციალური თავი (II) სახელწოდებით: „ავტონომიური ოლქი და ავტონომიური ოკრუგი“ (მუხ. 86-88). განსაზღვრავს, რომ ავტონომიური ოლქი შედის მოკავშირე რესპუბლიკის ან მხარის შემადგენლობაში. ავტონომიური ოლქის შესახებ კანონს იღებს მოკავშირე რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საოლქო საბჭოს წარდგინებით. (მუხ. 86) კონსტიტუცია აფიქსირებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის არსებობას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში (მუხ. 87.)
იგივე გაკეთდა საქართველოს 1978 წლის კონსტიტუციის ტექსტის შემუშავებისას. იგი შეიცავს მოკლე თავს „თავი 9 ავტონომიური ოლქი“, (მუხ 83) მაგრამ 1980 წელს მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება ავტონომიური ოლქების სტატუსში, რაც ოლქის ტერიტორიის სტატუსის ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსთან გაიგივებას ნიშნავდა.
1980 წლის 12 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ“ - „სამხარეო საოლქო საბჭოების ავტონომიური ოლქებისა და ავტონომიური ოკრუგების სახალხო დეპუტატთა საბჭოების ძირითად უფლებამოსილებათა შესახებ“.
მუხლი მესამე განსაზღვრავდა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობილების საკითხებს“. აღსანიშნავია, რომ აქ პირველად გვხვდება დებულება: „ავტონომიური ოლქის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს თანხმობის გარეშე“. აქვე აღნიშნულია, რომ ოლქის საზღვრების შეცვლა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არ განიმარტება, რომელი კანონმდებლობით. მომდევნო პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ოლქის რაიონებისა და ქალაქების, დაბებისა და სხვა დასახლებული პუნქტების შექმნა-გაუქმება, სახელის დარქმევა და გადარქმევა, აგრეთვე ადმინისტრაციული ცენტრების დადგენა და გადატანა ხდება საქართველოს სსრ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
ამგვარად, კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ თითქოს აღიარებს საქართველოს სსრ უფლებას დააწესოს ოლქის საზღვრები, მაგრამ მითითება იმაზე, რომ ოლქის ტერიტორია არ შეიძლება შეიცვალოს ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს თანხმობის გარეშე, სინამდვილეში აუქმებს ამ უფლებას. აღსანიშნავია, რომ სსრ კავშირის კანონი, რომელსაც ეყრდნობა ეს აქტი, არ შეიცავს ასეთ მუხლს.
რაც შეეხება ახალი სასოფლო, სადაბო და სხვა ოლქის ადმინისტრაციული ერთეულებისა და ორგანოების შექმნას, საქართველოს სსრ კონსტიტუცია აკუთვნებდა ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს (დღეს ეს უფლება უზენაესი საბჭოს პრეროგატივაა) შემდგომ უფლებას: ადგენს და ცვლის ავტონომიური ოლქის რაიონულ დაყოფას, ქმნის ქალაქებს, რაიონებს, ქალაქებსა და ქალაქების რაიონებს, დაბებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს“. ამგვარად, 1980 წლის კანონი ეფუძნებოდა საქართველოს სსრ 1977 წლის კონსტიტუციის ამ მუხლს.
ძვირფასო მეგობრებო! საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არნახული აზვირთების პირობებში საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში შეტანილ იქნა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებანი (1988 წლის 19 ნოემბერი).
ამიერიდან მხოლოდ საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს გააჩნია უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება „ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე“ (მუხ.104-32) და „განსაზღვროს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობილების საკითხთა გადაწყვეტის წესი“. (პ. 11).
ამგვარად, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 1980 წლის კანონთან შედარებით აძლიერებს რესპუბლიკის სუვერენიტეტს ავტონომიური ოლქის ტერიტორიის მიმართ და როგორც ძირითადი კანონი, უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოს სსრ 1980 წლის კანონი და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი საბჭოს უფლებას - დამოუკიდებლად დასვას და გადაწყვიტოს საკითხი ავტონომიური ოლქის ტერიტორიის შეცვლის შესახებ.
ოლქის ზემოაღნიშნული გარდაქმნა მოასწავებს ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში და მაშასადამე, სათანადო ცვლილებას მის ეროვნულ-სახელმწიფო წყობილებაში. ეს საკითხი კი საქართველოს რესპუბლიკის კომპეტენციას განეკუთვნება. სახელდობრ, საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის ძალით „საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას მისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების სახით ექვემდებარება... საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების შექმნა“ ... კონკრეტულად, საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებით აღჭურვილია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. ეს გამომდინარეობს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან. ამ პუნქტის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება რესპუბლიკის გამგებლობას. ამგვარად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად და მით უმეტეს სუვერენულ ერთეულად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს მოკლებული აქტია.
რა უფლებამოსილება გააჩნია ამ მხრივ სსრკ-ს? იგი მარტოოდენ ამტკიცებს მოკავშირე რესპუბლიკის შემადგენლობაში ახალი ავტონომიური ერთეულის შექმნას. ეს უფლებამოსილება ამჟამად სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება.
აქ უნდა აღვნიშნოთ ერთი არსებითი გარემოება. საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისმება სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის წინაშე, თუკი მას დადებითად გადაწყვეტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. რაც შეეხება რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უარს ასეთი ერთეულის შექმნაზე, იგი საქართველოს რესპუბლიკის და სს-რკ-ის კონსტიტუციების ზემოხსენებული მუხლების მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილებად ჩაითვლება და არც ერთ სხვა სახელმწიფო ორგანოში აღარ განიხილება.
რასაკვირველია, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ავტონომიური ოლქის ტრანსფორმაციას ავტონომიურ რესპუბლიკად. ასე მაგ. ტაჯიკეთის ავტონომიური რესპუბლიკა მალე მოკავშირე რესპუბლიკად იქცა.
ეს მოხდა რსფსრ-ის მთავრობის თანხმობით, რადგანაც აშკარა იყო ამ მოთხოვნის სამართლიანი ხასიათი. დღეს „სუვერენიტეტის აღლუმი“ დაიწყო - ავტონომიური რესპუბლიკები უფრო მაღალ სტატუსს იჩემებენ.
მაგრამ ოსები, რომლებიც შიდა ქართლში ცხოვრობენ, არ წარმოადგენენ ერს, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით, ეს ეროვნული უმცირესობაა, რომელსაც სათანადო სტატუსიც მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მას, როგორც წესი, მხოლოდ ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს. აი, როგორ განსაზღვრავს ეროვნულ უმცირესობათა სტატუსს საერთაშორისო პაქტი ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მუხ. 27): „იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ასეთ უმცირესობებს, არ შეიძლება უარი ეთქვას ამ უფლებებზე ამ ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ, ეზიარონ თავის რელიგიას და შეასრულონ მისი წეს-ჩვეულებები, აგრეთვე ისარგებლონ თავისი კულტურით, მშობლიური ენით“. ამიტომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ავტონომია, რომელიც დაინერგა სსრ კავშირის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი წყობილების ჩამოყალიბების პროცესში, ზოგიერთ შემთხვევაში ხელოვნურად ანიჭებდა ადმინისტრაციულ ავტონომიას ეროვნულ უმცირესობებს, რაც პრაქტიკულად ახდენდა მოკავშირე რესპუბლიკების ბალკანიზაციას, განსაკუთრებით ეს საქართველოს ეხება.
შიდა ქართლში მცხოვრებ ოსებს ეროვნული უმცირესობის სტატუსიდან გამომდინარე ვერ მიენიჭება ვერც ავტონომიური რესპუბლიკის, ვერც სხვა სახის სახელმწიფო წარმონაქმნის სტატუსი. ავტონომიური ოლქი, როგორც ამას საკმაოდ ავტორიტეტული წყარო აღნიშნავს, „არ არის სახელმწიფო, არამედ ეროვნულ-სახელმწიფო წარმონაქმნი ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის ფორმაა. ავტონომიური ოლქი ისეთი ოლქია, რომელიც განსხვავდება ყოფისა და ეროვნული შემადგენლობის თავისებურებებით და უშუალოდ შედის მოკავშირე რესპუბლიკის ან მხარის (რსფსრ-ში) შემადგენლობაში ავტონომიის საწყისებზე“. ავტონომიური ოლქი - ეროვნული წარმონაქმნია, რომელიც ჩვეულებრივად თავის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცხოვრებას მშობლიურ ენაზე აწარმოებს. ავტონომიური ოლქი ხელისუფლების ადგილობრივი ერთეულების რიცხვს მიეკუთვნება - მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ეროვნული ნიშნების გათვალისწინებით.
(Конституция СССР. Политико-правовой справочник. Москва, 1972. ამ წიგნის სარედაქციო კოლეგიაში შედიან ა. ლუკიანოვი, ვ. კუდრიავცევი, ბ. ლაზარევი).
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერთ შემთხვევაში ავტონომიური ოლქის სტატუსი ხელოვნურად ზღუდავს ერის თვითგამორკვევის უფლებას, მეორე შემთხვევაში ზუსტად ასახავს არსებულ მდგომარეობას, ხოლო მესამე შემთხვევაში აღემატება მასში მცხოვრები მოსახლეობისათვის მისანიჭებელი დასაშვები სამართლიანი იურიდიული ჩარჩოს ნორმებს.
ამდენად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობას არ შეიძლება ჰქონდეს იგივე თვითგამორკვევის უფლება, როგორც თავის ისტორიულ მიწაზე მცხოვრებ ერს ან ხალხს, თუნდაც ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ ოსებს. მათ მხოლოდ ვიწრო თავისებური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სტატუსის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ. ასეთი ჯგუფების თვითგამორკვევის უფლება შეზღუდულია უმნიშვნელოვანეს საკითხში - თვითგამორკვევა არ შეიძლება ხელყოფდეს მოკავშირე რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, ე.ი. მიდიოდეს გამოყოფამდე ან ავტონომიური სახელმწიფოს შექმნამდე, რადგანაც ეროვნული უმცირესობა ცხოვრობს არა ერის ისტორიულ მიწაზე, არამედ სხვა ერის ტერიტორიაზე, თუნდაც მრავალი წლის განმავლობაში. როგორც დავინახეთ, სამხრეთ ოსეთის ნებისმიერი სახის რესპუბლიკად გარდაქმნა შეუძლებელია არა მარტო საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ნებართვის გარეშე, არამედ იმიტომაც, რომ ასეთ მოთხოვნაზე თუნდაც საოლქო საბჭოს გადაწყვეტილების სახით არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
აქვე უნდა გაეცეს პასუხი - რამდენად შეეხება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს“ სსრ კავშირის ფედერაციის „რადიკალური განახლებით გამოწვეული ცვლილებები“, ანუ 1990 წლის 26 აპრილის კანონი „სსრ კავშირისა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სსრ კავშირის განვითარების მთელი ისტორია განიცდის არა მარტო უნიტარიზაციის ტენდენციას, რომელიც სულ უფრო და უფრო ზღუდავდა ე.წ. სუვერენული მოკავშირე რესპუბლიკების კომპეტენციას „ცენტრის“ სასარგებლოდ, არამედ იგი ხასიათდება აგრეთვე რესპუბლიკების „ბალკანიზაციით“ ე.ი. ავტონომიური ხვედრითი წონის გადიდებით „სუვერენული რესპუბლიკების“ ისტორიული მთლიანობის ხარჯზე.
რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების და ავტონომიური ოლქების ხალხებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც ერთ მათგანს არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა, ერთა თვითგამორკვევის თვალსაზრისით ჰქონდათ უფლება ესარგებლათ „რუსეთის ხალხთა უფლებათა“ დეკლარაციით (1917 წლის ნოემბერი) ნაბოძები თავისუფლებით. ბევრ მათგანს შეეძლო შეექმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობაც კი, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური სიტუაციის გამო, მათ ირჩიეს რუსეთის ფარგლებში დარჩენა სხვადასხვა სახით. დღეს ზოგიერთმა მათგანმა მოითხოვა მიეღო სუვერენული რესპუბლიკების უფრო მაღალი სტატუსი. ეს რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეა და ჩვენ თავს ვიკავებთ ამ პროცესის შეფასებისაგან.
სსრ კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულების სუბიექტები, მხოლოდ მოკავშირე რესპუბლიკებია, ნებისმიერი ავტონომიური წარმონაქმნის შექმნა სუვერენული მოკავშირე რესპუბლიკების საშინაო საქმეა, თუკი ის თვითონ არ გადაწყვეტს, აქციოს ეს საკითხი საკავშირო კანონმდებლობით რეგულირების საგნად.
რაც შეეხება ავტონომიური წარმონაქმნების სსრ კავშირის ფედერაციის თანასწორუფლებიან სუბიექტად გამოცხადებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ ახალი საკავშირო ხელშეკრულების დადებით, ისიც იმათთვის, ვინც თანხმდება შევიდეს ასეთ კავშირში.
ამგვარად, არსებული ნორმატიული აქტების თანახმად, 1922 წლის ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ და სსრკ-ს 1977 წლის კონსტიტუცია არ იძლევიან იურიდიულ საფუძველს ისეთი კანონების მიღებისათვის, რომლებიც მიაკუთვნებდნენ ავტომონიურ უფლებებს, გამოეყონ მოკავშირე რესპუბლიკას. - მოკავშირე რესპუბლიკების საზღვრის ოდნავი შეცვლაც კი დაუშვებელია ამ რესპუბლიკის თანხმობის გარეშე, ამიტომ როგორც სსრკ-ს კანონი - „სსრკ-დან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“, ასევე 26 აპრილის კანონი, უხეშად არღვევს მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტს, განსაზღვრულს, პირველ რიგში, 1922 წლის ხელშეკრულებით, ყველა მომდევნო კონსტიტუციით, სადაც დაფიქსირებულია მოკავშირე რესპუბლიკის სრული, სუვერენიტეტი რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ავტონომიების მიერ დასახლებულ ტერიტორიაზე.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული კანონებიც მოკლებულია იურიდიულ საფუძველს, რის გამოც მათი მოქმედება არ იქნა დაშვებული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით ა.წ. 20 ივნისს.
შეიძლება თუ არა ავტონომიური ოლქის გაუქმება?! საქართველოს სსრ კონსტიტუცია 1989 წლის 18 ნოემბრამდე ითვალისწინებდა საქართველოს სსრ შემადგენლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების შექმნას და შემდგომ წარდგენას სსრკ-ის სათანადო ორგანოში დასამატებლად. კონსტიტუციით 104-ე მუხლი ამ უფლებას რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განსაკუთრებული კომპეტენციის საგნად მიიჩნევდა. რაც შეეხება ავტონომიური ერთეულის გაუქმებას, მას კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა და თუკი ასეთი საკითხი დაისმებოდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ანალოგიის პრინციპით უნდა ეხელმძღვანელათ. ე.ი. ეკონომიკური წარმონაქმნის შექმნის წესის მსგავსად უნდა მოვქცეულიყავით.
მდგომარეობა შეიცვალა 1989 წლის 18 ნოემბრის ზემოხსენებული კანონის მიღების შემდეგ. ამ კანონმა ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა საქართველოს კონსტიტუციის 104-ე მუხლი. ამჟამად ამ მუხლში ახალი ავტონომიური ერთეულის შექმნაზე კი აღარ არის ლაპარაკი, არამედ მის ნაცვლად დადგენილია, რომ „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება“. აღნიშნული მუხლი ახალი ავტონომიური ოლქის გაუქმებასაც მოიცავს, რადგან ეს არის ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების ერთ-ერთი საკითხი და საქართველოს სსრ, როგორც „სუვერენული სახელმწიფო“, უფლებამოსილია გადაწყვიტოს იგი.
ამრიგად, ავტონომიური ოლქის გაუქმების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა სსრკ-სა და საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციების ძალით შეუძლია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
ახლა გასარკვევია სსრკ-ს უფლებამოსილება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
საკავშირო კონსტიტუცია სსრკ-ს გამგებლობას განაკუთვნებს მოკავშირე რესპუბლიკების გამგებლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების დამტკიცებას. რაც შეეხება ავტონომიური ერთეულების და, მათ შორის ავტონომიური ოლქის გაუქმების დამტკიცებას, ამას სსრკ-ს კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს.
სსრკ-ს კონსტიტუციის 108-ე მუხლის მეორე პუნქტი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობის განსაკუთრებულ კომპეტენციად მიიჩნევს გადაწყვეტილებათა მიღებას ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხებზე, რომლებიც სსრკ-ს გამგებლობას განეკუთვნება. ავტონომიური ოლქის გაუქმების საკითხი მოკავშირე რესპუბლიკასთან ერთად სსრკ-ს კომპეტენციასაც მიეკუთვნება, ვინაიდან საკავშირო კონსტიტუციის მე-11 თავის 27-ე მუხლში სახელდებითაა ჩამოთვლილი ყველა ავტონომიური ოლქი, რომელიც კი არის მოკავშირე რესპუბლიკებისა და მათ შორის, საქართველოს შემადგენლობაში. მაშასადამე, ავტონომიური ოლქის გაუქმების შემთხვევაში იცვლება სსრკ-ს კონსტიტუციის 87-ე მუხლი, საკავშირო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა კი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება.
ამგვარად, უდავოა, რომ ავტონომიური ოლქის გაუქმება შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკისა და სსრკ-ს ერთობლივი გამგებლობის საგანია. მას შემდეგ, რაც მოკავშირე რესპუბლიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ, საჭიროა სათანადო ცვლილებების შეტანა სსრკ-ს კონსტიტუციაში. სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა ყრილობა საკითხის განხილვისას დაეთანხმება ან არ დაეთანხმება მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებას ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ.
პირველ შემთხვევაში საკითხი ამოწურულად, საბოლოოდ გადაწყვეტილად ჩაითვლება.
მეორე შემთხვევაში წარმოიშობა კოლიზია მოკავშირე რესპუბლიკისა და სსრკ-ს გადაწყვეტილებებს შორის. ასეთ ვითარებაში კანონის ლოგიკურ-ისტორიული ახსნა-განმარტებების მიხედვით უპირატესობა მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებას უნდა მიეცეს.
საქმე ისაა, რომ მოკავშირე რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა, როგორც ამას სსრკ-ს კონსტიტუცია ამტკიცებს. ასეთი სახელმწიფო თვითონ უნდა განსაზღვრავდეს თავის ეროვნულ-სახელმწიფო პრობლემას. ამ სფეროს საკითხების გადაწყვეტა მისი საშინაო საქმეა და აქ სხვების უნებართვო ჩარევა დაუშვებელია. სწორედ ასეთი წესი მოქმედებდა საბჭოთა ეროვნულ სახელმწიფო მშენებლობის ადრინდელ პერიოდში. სსრ კავშირის შექმნის შემდეგაც მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებლად თვითონ წყვეტდნენ საბოლოოდ თავიანთი ავტონომიური ერთეულების შექმნისა თუ გაუქმების საკითხებს. საკავშირო ორგანოები ამ საქმეში ვერ ჩაერეოდნენ, ვინაიდან ასეთი უფლება მოკავშირე რესპუბლიკებს სსრ კავშირისათვის არ გადაუციათ. მას არ ითვალისწინებს ხელშეკრულება სსრ კავშირის შექმნის შესახებ. იგი არც სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუციით არ იყო დაკანონებული. სსრ კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია ავტონომიურ ერთეულებს მხოლოდ საკავშირო ორგანოში მათი წარმომადგენლობის საკითხთან დაკავშირებით ეხებოდა.
მდგომარეობა შეიცვალა 1936 წელს, როდესაც სსრ კავშირის მე-2 (სტალინურმა) კონსტიტუციამ სსრ კავშირის გამგებლობას მიაკუთვნა მოკავშირე რესპუბლიკების შემადგენლობაში ახალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ავტონომიური ოლქების შექმნის დამტკიცება. ეს წესი შეინარჩუნა სსრ კავშირის 1977 წლის კონსტიტუციამაც და როგორც უკვე ითქვა, ამჟამადაც მოქმედებს. მაგრამ იგი მართებულად ვერ ჩაითვლება, რადგანაც უსაფუძვლოდ ზღუდავს მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს, ეწინააღმდეგება ფუძემდებელ აქტს - ხელშეკრულებას სსრ კავშირის შექმნის შესახებ, რომელიც დღესაც ძალაშია საბჭოთა კავშირისათვის და თავისი იურიდიული ბუნებით საკავშირო კონსტიტუციაზე მაღლა დგას (თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკისათვის არც ეს ხელშეკრულებაა სავალდებულო). საქართველოს ისტორიის დამახინჯებამ ხელი შეუწყო ანტიქართული პროპაგანდის შეუზღუდავ გავრცელებას, ისტორიული და თანამედროვე სინამდვილის გაყალბებას. ოლქის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს ამ კუთხის რეალურ ვითარებაზე. ცხინვალის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის 32 ლექტორ-მასწავლებლიდან ქართველია მხოლოდ 1, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ქართული სკოლების მასწავლებელთა გადამზადების საქმეში.
ამჟამად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ფუნქციონირებს 145 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 47 - ქართულია, 36 - ოსური, 5 - რუსული, 3 - ქართულ-ოსური, 3 - ქართულ-რუსული, 45 - რუსულ-ოსური, 6 - ქართულ-რუსულ-ოსური.
აქვე უნდა ითქვას, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებობს ორი ტიპის სკოლა: პირველი - სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მხოლოდ ოსური ენა და ლიტერატურა ისწავლება ოსურად, ხოლო დანარჩენი საგნები - რუსულად; მეორე - სადაც დაწყებით კლასებში (I-IV) ყველა საგანი ოსურ ენაზე ისწავლება, ხოლო V კლასიდან მხოლოდ ოსური ენა და ლიტერატურა ისწავლება ოსურად, დანარჩენი საგნები - რუსულად. ამ ტიპის არც ერთ სკოლაში ქართული ენა საერთოდ არ ისწავლება. ე.ი. ავტონომიური ოლქის 145 სკოლიდან 90-ზე მეტ სკოლაში პრაქტიკულად (ფაქტობრივად) რუსული სწავლებაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში ე.წ. ოსურ სკოლაში სწავლება ხდება რსფსრ-ში არსებული ანალოგიური სკოლის პრინციპებით, ანუ სავსებით იგნორირებულია სუვერენული რესპუბლიკის კონსტიტუციური მოთხოვნები. ყველაფერი ეს მიმართულია ოსი მოსახლეობის ძალდატანებითი გარუსებისაკენ, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს ოსური ინტელიგენციის აშკარა ტენდენციური (მეტი რომ არაფერი ვთქვათ) ნაწილი, ძირითადად პირადი ამბიციებით რომ ხელმძღვანელობს. აქვე გვინდა დავიმოწმოთ ცნობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომისათვის 1979-1989 წლებში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შესახებ. ათ წელიწადში დამატებითი თანხების რაოდენობამ შეადგინა 10.099.300 მანეთი.
ძვირფასო მეგობრებო! აი, ასეთია ზემოხსენებული კომისიის ძირითადი დასკვნები.
რამდენიმე მაგალითი:
1989 წლის აღწერის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 29 პროცენტს ქართველები შეადგენენ, 66,2 პროცენტს ოსები. ოლქის პარტიულ აპარატში 1990 წლის მონაცემებით 140 კაციდან ქართველია 34, ოსი - 85. თვით პარტიის საოლქო კომიტეტის აპარატში 37 კაციდან ქართველია მხოლოდ 6, ოსი - 29.
სახელმწიფო აპარატში 227 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 176, ქართველებს - 49.
მომსახურების სფეროში - 2408 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 1500, ქართველებს - 631.
ვაჭრობის სფეროს 226 საშტატო ერთეული ასე ნაწილდება: ოსი - 174, ქართველი - 32.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა შემადგენლობა შემდეგ სურათს იძლევა: ოლქში სულ არის 109 კლუბი, 153 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი, სამხატვრო სასწავლებელი, 2 სამხატვრო სკოლა, 1 სამუსიკო სასწავლებელი და 2 სამუსიკო სკოლა, ოსური და ქართული დრამატული თეატრები სამხატვრო-საგამოფენო გალერეა და სხვ. ოლქის კულტურის სამმართველოს უფროსი და ხუთივე რაიონული განყოფილების გამგე ეროვნებით ოსია. ასევე, ცხინვალის სამუსიკო და სამხატვრო სასწავლებლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის გამგეები ოსებია. საერთოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურის ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალური, საკონცერტო და სანახაობითი ორგანიზაციების ნომენკლატურულ მუშაკთა 77,5 პროცენტს ოსი ეროვნების წარმომადგენლები შეადგენენ.
სამხრეთ ოსეთის ქართულ მოსახლეობას არსებითად არა აქვს შესაძლებლობა განავითაროს ქართული კულტურა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თავისუფლად გამოიყენოს თავისი დედაენა, რომელიც რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა. ხდება აშკარა დევნა ქართული კულტურისა, ქართული ისტორიული ძეგლების უხეში ხელყოფა, ოდინდელი ქართული ტოპონიმების ხელოვნური დამახინჯება ან გადარქმევა. ნიშანდობლივია, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არ მოიპოვება ოსური კულტურის არც ერთი ისტორიული ძეგლი და ტოპონიმია ქართულია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არავითარი პირობა არამცთუ კულტურული ძეგლის შემდგომი განვითარებისა, არამედ ისტორიულად არსებული ძეგლების სრულყოფილი შესწავლისა. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თემატიკაში საერთოდ არ არის ასახული სწავლება ქართული ენისა.
ამგვარად, ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ კოლიზიურ ვითარებაში უპირატესობა მოკავშირე რესპუბლიკის მხარეზეა. ასე რომ, სსრ კავშირის შექმნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოკავშირე რესპუბლიკის გადაწყვეტილებამ თავისი ავტონომიური ერთეულის გაუქმების შესახებ აუცილებლობად უნდა გამოიწვიოს საკავშირო კონსტიტუციის 87-ე მუხლის სათანადო ადგილის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უსაგნო სინამდვილესთან შეუსაბამო ნორმად იქცევა საკავშირო კონსტიტუციის თვალსაზრისით. მაგრამ ამგვარი ცვლილებები კიდევაც რომ არ განხორციელდეს, საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება მაინც ძალაში დარჩება. ავტონომიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრიობამ ვითარების გამწვავება რესპუბლიკის ეროვნულ-სახელმწიფო წყობილების საკითხს დაუკავშირა. უნდა ეთქვათ, რომ მას ალღომ არ უმტყუნა. ეს ორი საკითხი მართლაც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ალბათ არ ყოფილა ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივების ანალოგიური შემთხვევები. ამაში დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ტრადიციული ეროვნულ-სახელმწიფო წყობილება. იგი შეესაბამებოდა ქართველი ხალხისა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანთა ინტერესებს, უზრუნველყოფდა მათ ნორმალურ მშვიდობიან თანაცხოვრებას. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი გასცდა ლოკალურ ფარგლებს და უკვე აშკარა ხდება, რომ საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის საერთო ეროვნულ ინტერესებს. ეს გარემოება სერიოზულად აფიქრებს ყოველ ქართველს. ბუნებრივია, იგი აწუხებს აგრეთვე საქართველოში მოსახლე ყველა ეროვნებას.
შექმნილი სიტუაციის ანალიზის დროს არ შეიძლება დავივიწყოთ სოციალურ-ეკონომიკური ანალიზის არსი და კულტურული ასპექტები ამ ურთულესი პრობლემისა.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნამ შელახა ისტორიული სამაჩაბლოს, საფალავანდოსა და ქსნის საერისთავოს ქართველი მოსახლეობის ინტერესები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ისინი თავიანთ სამშობლოში „ეროვნულ უმცირესობად“ იქცნენ. ავტონომიურ ოლქში 1929 წელს შედგენილ ერთ-ერთ მოხსენებით ბარათში პირდაპირაა ნათქვამი, რომ „სამხრეთ ოსეთში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ ქართველები, სომხები, ებრაელები, რუსები და სხვა“.
ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში დღესაც სავალალოა. ავიღოთ თუნდაც სამხრეთ ოსეთში განხორციელებული საკადრო პოლიტიკის საკითხი. ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველი მოსახლეობის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პარტიულ, საბჭოთა და სამეურნეო აპარატში უფრო მცირეა, ვიდრე ეს მას ოლქის მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობის მიხედვით ერგება, რითაც ეს ოლქი ატარებს ოსური ეროვნების მოსახლეობის აშკარა ეთნოკრატიის ნიშნებს. დავიმოწმოთ: 1921 წლის ბოლშევიკურმა ანექსიამ მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ქვეყანა კომუნისტურ-ტოტალიტარული იმპერიის ნაწილად აქცია. გასაბჭოების პირველი დღეებიდანვე დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. ერთი მესამედი ჩვენი ტერიტორიისა დაურიგდა მეზობელ ქვეყნებს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიებზე აღმოცენდნენ უკანონო ავტონომიები, რომელნიც დღემდე მძიმე ტვირთად აწევს საქართველოს.
საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყოვლად მიუღებელია ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ რაიმე ავტონომიური ერთეულების წარმოქმნა მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ნების გაუთვალისწინებლად, ყოველგვარი რეფერენდუმისა თუ პლებისციტის გარეშე ამ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის დათმობა უცხო, არააბორიგენული მოსახლეობისათვის ავტონომიების შესაქმნელად. ამიტომ საქართველოს ტერიტორიაზე დამპყრობელი ბოლშევიკური იმპერიული ხელისუფლების მიერ უკანონო ავტონომიების შექმნა უნდა განვიხილოთ, როგორც საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმების დარღვევა და საერთაშორისო დანაშაული.
ეს ყოველივე კარგად ჩანს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის მაგალითზე, როდესაც ისტორიული სამაჩაბლო, საფალავანდო და ქსნის საერისთავო ჯერ გამოცხადდა სამხრეთ ოსეთად, ხოლო შემდეგ შეიქმნა ოლქი ქართული მოსახლეობის ნების გათვალისწინების გარეშე. ტრადიციული ქართული ტოპონიმები დამახინჯდა და ახალგორს ეწოდება ლენინგორი, ყორნისს - ზნაური და სხვ.
1975 წელს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის დაიდო ჰელსინკის ხელშეკრულება, რომლის დასკვნითი აქტი ყურადღებას ამახვილებს ჰუმანიტარულ საკითხებზე და განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე. კერძოდ, VII პარაგრაფში ნათქვამია: „მონაწილე სახელმწიფოები, რომელთა ტერიტორიაზე არიან ეროვნული უმცირესობანი, პატივისცემით მოეკიდებიან კანონის წინაშე ასეთ უმცირესობათა წარმომადგენელ პირთა თანასწორობის უფლებას, მიანიჭებენ მათ სრულ შესაძლებლობას, ნამდვილად ისარგებლონ ადამიანის უფლებებით და ძირითადი თავისუფლებებით და ამრიგად დაიცავენ მათ ინტერესებს ამ სფეროში“. მართალია მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოში მცხოვრები ოსები ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, იგივეს ვერ ვიტყვით ცალკეულ რაიონებზე, კერძოდ, შიდა ქართლზე, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე, სადაც სწორედ ქართველები წარმოადგენენ ეროვნულ უმცირესობას, ისტორიული ბედუკუღმართობის წყალობით. ეს აღნიშნულია თვით ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1929 წელს შედგენილ ერთ-ერთ მოხსენებით ბარათშიც. ასე რომ, ქართველთა უფლებების დარღვევა, ჩაგვრა და დისკრიმინაცია ამ რეგიონში წარმოადგენს სწორედ ეროვნული უმცირესობის უფლებების ხელყოფას და უნდა განიხილებოდეს, როგორც დარღვევა ჰელსინკის ხელშეკრულებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ოსი მოსახლეობის უფლებებს კი არავინ არღვევს, მათ არავინ ჩაგრავს, მათ ეროვნულ ღირსებას არავინ შეურაცხყოფს.
ვინაიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული გარდამავალი პერიოდის ძირითადი მიზანია ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რომელიც დაირღვა ანექსიის შედეგად, როდესაც შიდა ქართლში შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ავტონომია, როგორც შედეგი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის განუკითხავი ძალმომრეობისა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენის ღრმა რწმენით, ისტორიულ შიდა ქართლში დღეს ეროვნულ უმცირესობად ქცეული ქართული მოსახლეობის უფლებათა დაცვის სრული და საიმედო გარანტია შეიძლება იყოს მხოლოდ სრული გაუქმება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა, რათა თავიდან ავიცილოთ ხელყოფა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის შემდგომი გამწვავება ამ რეგიონში, რასაც მიზნად ისახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნა და ანტიკონსტიტუციური არჩევნების ჩატარება. ამის გამო ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვაყენებ საკითხს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სრული გაუქმების შესახებ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამით დაკმაყოფილდება შიდა ქართლისა და სრულიად საქართველოს მოთხოვნა, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნა. ამასთან უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ ყოველმხრივ გარანტირებული იქნება შიდა ქართლის ოსური მოსახლეობის უფლებათა დაცვა, ოსური ენის ყოველმხრივი განვითარება, ოსური სკოლების შენარჩუნება, ფართო კულტურული ავტონომია.
მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ შესაბამისი საკონსტიტუციო შესწორებების პარალელურად.
გაუმარჯოს ერთიან განუყოფელ დამოუკიდებელ საქართველოს!
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990. - 12 დეკემბერი. - №5-6. - 1,3 გვ.
![]() |
19 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1990 წლის 15 დეკემბერს |
▲ზევით დაბრუნება |
მე დიდი ხანია არ გამოვსულვარ ტელევიზიით და ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები; მსურს გესაუბროთ უკანასკ ნელ ხანებში საქართველოში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენ გავაუქმეთ ეს უკანონო ავტონომია, მაგრამ ამას მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია ცენტრისა და თვით ადგილობრივი სეპარატისტებისა. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენი ერთიანი შეთანხმებული მოქმედება, რომ ჩვენს მიერ სიტუაციის ნორმალიზაცია და რეგულირება მოხდეს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალზე სასიხარულოა ცალკეული, ჩემთან ოპოზიციაში მყოფი პარტიების წარმომადგენელთა სასიკეთო შემობრუნება და გარკვეული გაგება ამ მოვლენებისა, დადებითი შეფასება. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, მაგრამ ვთხოვ მათ, რომ ბოლომდე გაერკვნენ სიტუაციაში და ზოგიერთი უარყოფითი შეფასება ამის შემდეგ გააკეთონ. აი, მაგალითად იყო გუშინ გამოსვლა ეროვნულ-დამოუკიდებელი პარტიის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი წერეთლის. მან პოზიტიურად შეაფასა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თქვა, თითქოს ჩვენ აქ შევიყვანეთ შინაგანი ჯარები, დავნიშნეთ რუსი კომენდანტი და ა.შ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს მეგობრებო. სინამდვილეში, ეს ჯარები იქ იყო. მოგეხსენებათ, საოკუპაციო ჯარი საქართველოში ჩვენ არ შემოგვიყვანია. ის სერგო ორჯონიკიძემ და სტალინმა შემოიყვანეს თავის დროზე და ამჟამად ამ საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით მინდა ვიმოქმედოთ ერთობლივად, კონსტრუქციულად და არა ცალ-ცალკე, არა რაღაც არაკონსტრუქციული წინადადებების წამოყენებით. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ჯარი სამაჩაბლოში იყო, ოდნავ გაიზარდა მხოლოდ კონტინგენტი და რუსი კომენდანტი არავის დაუნიშნავს. პირიქით, როდესაც ხსენებული პიროვნება გუშინ გამობრძანდა ტელევიზიით, უკვე დანიშნული იყო ქართველი შალამბერიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რამაც გამოიწვია უმწვავესი რეაქცია ცხინვალში. სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა მიტინგი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შალამბერიძის გადაყენებას კომენდანტობიდან და, რასაკვირველია, თავიანთი კანდიდატურის დანიშვნას. ამასთან ცხინვალის ე.წ. ახალშეკოწიწებულმა მთავრობამ, ოსეთის ე.წ. საბჭოთა რესპუბლიკამ გააგზავნა ტელეგრამა საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრ პუგოსთან, რომელშიც მოითხოვდნენ მათი ე.წ. მინისტრის კოჩიევის დანიშვნას სამხედრო კომენდანტად, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც, რასაკვირველია, ჩვენ ვიყავით და ამიტომ, თავიდან პირობითად ითქვა, რომ უნდა დანიშნულიყო პუზირნი. ეს იყო შინაგანი ჯარების რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენ არც ამას დავეთანხმეთ და დავნიშნეთ შალამბერიძე. ამან ძალზე მწვავე რეაქცია გამოიწვია თვით ადგილობრივი სეპარატისტების მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ არ შეიცვალოს ეს კანდიდატურა, ყოველ შემთხვევაში, არაქართველით. ჩვენ მას არ შევცვლით. ჩვენ ახლა ვიბრძვით ცენტრთან, თუ შეიძლება ითქვას, კონსტიტუციური ომია ამასთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ ლუკიანოვის ამასწინდელი განცხადება. მან ბრალი დაგვდო კონსტიტუციურ შეტევაში, თითქოს ჩვენ გადავედით შეტევაზე საბჭოთა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ საბჭოთა კონსტიტუციას თავის ფარგლებში არ ვეხებით, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოქმედებდეს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია. ასეთია ჩვენი პოზიცია. მაგრამ ისინი უძახიან კონსტიტუციურ შეტევას საბჭოთა კონსტიტუციაზე. დაუკვირდით ამ ტერმინებს, ე.ი. ფაქტობრივად, დაწყებულია კონსტიტუციური ომი სამაჩაბლოს საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ დროს ჩვენ გვინდა გაგება, მხარში ამოდგომა და არა შეძახილებით და წამოძახებებით ხელის შეშლა. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მიზანია სამაჩაბლოში დაქვემდებარებული შინაგანი ჯარები დაუქვემდებარდეს ჩვენს მიერ დანიშნულ ქართველ კომენდანტს და აგრეთვე ჩვენს უზენაეს საბჭოს. და თუ ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ მშვიდობიანი პოლიტიკური საშუალებებით, მაშინ ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, ვართ ამავე დროს ეროვნული დაუმორჩილებლობის ორგანიზაციებისათვის მოწოდებული ინსტიტუტი. ჩვენ ყოველნაირ საპროტესტო აქციებით, გამოსვლებით ვაიძულებთ ცენტრს, რომ ანგარიში გაუწიოს ჩვენს მოთხოვნებს და დაგვიქვემდებაროს შინაგანი ჯარები ან საერთოდ გაიყვანოს სამაჩაბლოდან. აი, ასეთი არის ჩვენი პოზიცია. ეს მოგვცემს საშუალებას ქართული მილიციის შეყვანისას და სამაჩაბლოს მთლიანად გაკონტროლებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ. თუ ჩვენი ასეთი კონსტრუქციული და პოლიტიკური მეთოდებით მოქმედებამ არ გამოიღო შედეგი, მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე, რომ ჩვენ არავითარი საოკუპაციო ჯარი სამაჩბლოში არ შეგვიყვანია - ძალზე უხერხული და არაკომპეტენტური შეფასება იყო მოყვანილი - თითქოს ისე ვიქცევით, როგორც სააკაძე, როცა შემოიყვანა შაჰ-აბაზის ჯარი. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება ამის თქმა, რომ სააკაძემ ქართველების წინააღმდეგ შემოიყვანა ჯარი, ხოლო ჩვენ იქ არსებულ შინაგან ჯარს ვცდილობთ მივცეთ ისეთი მიმართულება, რომ მან დაიცვას წესრიგი და ამოიღოს იარაღი, რომელიც დიდი რაოდენობით აქვს სამაჩაბლოს ოს ექსტრემისტებს. ასეთი შედარება ყოვლად დაუშვებელია, ასე, რომ ძალიან გთხოვთ ჩაიხედოთ წინასწარ საქმეში, ვიდრე გააკეთებთ ასეთ ხმამაღალ განცხადებებს ტელევიზიით. შეისწავლონ როგორი ვითარებაა და შემდეგ გამობრძანდნენ, თუ რასაკვირველია ჩვენი დახმარება უნდათ; თუ უნდათ, რომ საქართველოს სასიკეთოდ წარიმართოს ყოველივე. იყო აგრეთვე მეორე გამოსვლა. ზოგიერთი პიროვნება იქამდე მიდის, რომ ჩვენთან დაპირისპირებას ვეღარ ზომავს და აკეთებს საკმაოდ პროვოკაციულ განცხადებებს. ერთი დეპუტატი, მე არ მინდა დავასახელო, ამ დღეებში სერიოზულად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ რუსეთს, საბჭოთა კავშირს, ომი უნდა გამოვუცხადოთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით სამაჩაბლოს გამო. ეს ყოვლად აღმაშფოთებელი განცხადებაა. მე ვიტყოდი, ეს ან შეგნებული პროვოკაციაა, ან მომიტევეთ და ასეთი ადამიანის კრიტიკის, ასე ვთქვათ, ნორმალურობაში, შეიძლება ეჭვის შეტანა.
ეს დეპუტატი სერიოზულად გვარწმუნებდა, და ის ბოლოს დიდ უმცირესობაში მოექცა - შეიძლება ითქვას, მთელ უზენაეს საბჭოს დაუპირისპირდა იმის გამო, რომ სამაჩაბლოში შემოღებულია კომენდანტის საათი ასეთი ფორმით. ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, ფიზიკურად არ შეგვეძლო მაშინვე გამოყვანა შინაგანი ჯარისა, უნდა გამოგვეცხადებინა კომენდანტის საათი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ის შინაგანი ჯარიც, ოღონდ ჩვენდამი დაქვემდებარებაში. ასეთი არის ჩვენი გეგმა და თუ ჩვენ ეს ვერ შევასრულეთ, დაგეგმილი გვაქვს სხვა ღონისძიებები. ამჟამად არ ამოგვიწურავს საშუალებები პოლიტიკური ზემოქმედებისა. დღეს ჩამოდის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან და, ალბათ საბოლოოდ გადაწყდება ამ ჯარების საკითხი. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ ჯარები აღმაშფოთებლად მოქმედებენ. ოს ექსტრემისტებთან ერთად დაუპირისპირდნენ ქართველებს, ჩხრეკენ მხოლოდ ქართველებს. გუშინ ამოუღეს იარაღი უზენაესი საბჭოს დაცვის წევრებს. როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წევრი უზენაესი საბჭოს დაცვის, წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი რევაზ ურიდია მოკლულია. იგი შესანიშნავი ვაჟკაცი და უერთგულესი პიროვნება იყო. ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი. ჯერჯერობით ჩვენ დამნაშავეთა დაპატიმრების საშუალება არ გვაქვს. მდგომარეობა მოგვარდება. მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვაიძულებთ ცენტრს, შეცვალოს თავისი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვაჩნია ზემოქმედების სხვა საშუალებები. ასეთია მდგომარეობა სამაჩაბლოსთან დაკავშირებით. კომენდანტის საათი არ მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ შინაგანმა ჯარმა ჩვენ დაუმორჩილებლობა გამოგვიცხადა. ჩვენი მითითებები არ სრულდება. ჯერჯერობით იმართება მიტინგები, ექსტრემისტები ჯავშანტრანსპორტიორებში სხედან ჯარისკაცებთან ერთად და ქალაქში დადიან. ქალაქში დადიან აგრეთვე შეიარაღებული ბანდებით სავსე ნომერ მოხსნილი მანქანები. ისინი ჩხრეკენ ქართულ მოსახლეობას, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, არ დავუშვებთ და უახლოეს ხანში ეს მდგომარეობა შეიცვლება. ხოლო, რაც შეეხება საოკუპაციო ჯარს, ვისაც სურს საოკუპაციო ჯარის დროულად გაყვანა საქართველოდან, ხელი უნდა შეგვიწყოს ეროვნული არმიის შექმნაში, ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში, ამისათვის შიმშილობები კი არ არის საჭირო ჩვენს წინააღმდეგ, არამედ არაოფიციალურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა უნდა ჩაგვაბარონ იარაღი, ჩააბარონ სახელმწიფოს, ჩაგვაბარონ, რასაკვირველია, გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
მართალია, იარაღი გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გვჭირდება ეროვნული გვარდიისათვის. ჩაგვაბარონ ტექნიკა, რომელიც მათ მიტაცებული აქვთ და გააუქმონ არაოფიციალური, კონტროლიდან გამოსული შეიარაღებული ფორმირებები. სამაჩაბლოში მილიციის დროულად შეყვანა იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ მილიცია იყო კონცენტრირებული აქ, თბილისში, როდესაც დაიწყო მხედრიონის პუტჩი და მათი შეიარაღებული შიმშილობა ოპერის ბაღში. ამან ძალზე დააბრკოლა აქტიურობა სამაჩაბლოში. ვინაიდან მთელი ყურადღება თბილისზე და შავნაბადაზე იყო გადმოტანილი, სადაც აგრეთვე შეგროვილნი იყვნენ ეს არაოფიციალური, შეიარაღებული დაჯგუფებები. იყო თბილისში პუტჩის მცდელობა, „პარადის“ მოწყობის მცდელობა და სხვა. ამან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს - სამაჩაბლოს კონტროლის ქვეშ აყვანა დროულად ვერ მოხერხდა. ამის გათვალისწინებასაც ვთხოვთ ჩვენდამი დაპირისპირებულ ძალებს. დაისახა პერსპექტივა ურთიერთგაგების, პოზიციების დაახლოებისა და პირველ რიგში, ეს უნდა გაითვალისწინოთ, მეგობრებო. ყველა თქვენგანის საყურადღებოდ ვამბობ: თუ არ შეიქმნა ეროვნული არმია, ჩვენ სერიოზულად ვერ შევძლებთ საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხების დაყენებას. გარდა ამისა, დიდი საფრთხეც არის, თუ არ იქნა ქვეყანა დაცული. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნული არმიის, თავდაპირველად ეროვნული გვარდიის შესაქმნელად. მე მგონი ნათელია, რომ სხვა გზა ნამდვილად არ არის. ფეხების ბაკუნით, აქციებით საოკუპაციო ჯარს საქართველოდან ვერ გავიყვანთ, საჭიროა უფრო სერიოზული ზომების მიღება.
როგორც მოგახსენებთ, ვცდილობთ დავიქვემდებაროთ შინაგანი ჯარი, უწინარეს ყოვლისა, დავუქვემდებაროთ ჩვენს კომენდანტს. ამისათვის ჩვენ მშვიდი მდგომარეობა გვჭირდება. არ უნდა იყოს ჩვენთან შეუთანხმებელი აქციები და, რაც მთავარია, არ უნდა იყოს პარტიზანული მოქმედება სამაჩაბლოზე. მე მინდა განმეორებით ვთხოვო არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, შეიარაღებულ პიროვნებებს, რომ ჩვენთან შეუთანხმებლად არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, რომ არ განმეორდეს ისეთი ტრაგედია, რომელიც მოუხდათ ხსენებულ პიროვნებებს, შესანიშნავ ახალგაზრდებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას კონტროლის გარეშე მოქმედებდნენ. უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. აი, ეს არის ჩვენი თხოვნა ყველას მიმართ. უნდა შეწყდეს ზოგიერთი დეპუტატის პროვოკაციული ბრალდებები რუსეთისათვის ომის გამოცხადების მოთხოვნით. ეს სიკეთეს არ მოუტანს საქართველოს, მეგობრებო შეიძლება, ჩვენ ვიყოთ რაღაც ოპოზიციური ჟინით შეპყრობილი, ვცდილობდეთ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, დაპირისპირებას ვინმესთან და მის დისკრედიტაციას, მაგრამ საქართველო არ უნდა გადავაყოლოთ ამას. ჩვენი პირადი კინკლაობა, პირადი კონფლიქტები არ უნდა შეეხოს ეროვნულ ინტერესებს, არ უნდა შელახოს იგი. მე ყველას ამისკენ მოვუწოდებ, ვისაც ვგულისხმობ, მე მგონია თქვენ ხვდებით. ასე, რომ არ არის ახლა ურთიერთბრალდებების, ურთიერთდაპირისპირებების დრო. გავერთიანდეთ და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავერთიანდებით, მივაღწევთ ყოველივე იმას, რაც მიზნად გვაქვს დასახული.
ღმერთი არს ჩვენთან! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან, განუყოფელ საქართველოს!
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით // საქართველოს.რესპუბლიკა. - 1990. - 16 დეკემბერი. - №10. - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომრის ზვიად - გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით // რესპუბლიკა.1990. - 18 დეკემბერი. - №32. - 1გვ.
![]() |
20 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესცენტრი 8 დეკემბერს პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ პასუხი გასცა ჟურნალისტთა შეკითხვებს |
▲ზევით დაბრუნება |
- ბატონო ზვიად, დღეს, 7 საათზე, დანიშნულია შეხვედრა მრგვალი მაგიდის წარმომადგენლებსა და კონგრესის წარმომადგენლებს შორის, რას იტყვით ამის შესახებ?
- ეროვნულ კონგრესს ჩვენ არ ვცნობთ. პარლამენტი არის ოფიციალური ორგანო, თუნდაც ამ მიზეზის გამო არ მოხდება შეხვედრა კონგრესსა და უზენაეს საბჭოს წარმომადგენლებს შორის ოფიციალურ დონეზე. დღეს იქნება მრგვალი მაგიდის წევრთა შეხვედრა კონგრესისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის. ამით მათ პარლამენტი და კონგრესი გააიგივეს. არ უნდა მოხდეს ცნობათა აღრევა.
- ბატონო ზვიად, ამას წინათ თქვენ მიტინგზე განაცხადეთ, რომ უნდა მოხდეს საქართველოში უკანონოდ არსებული ყველა შეიარაღებული ფორმირების განიარაღება. როგორ აპირებთ ამის განხორციელებას? თუ არის განზრახული შეიქმნას საბჭოთა ჯარისა და მილიციისაგან დამოუკიდებელი ჯარი ან შეიარაღებული ფორმირება?
- ჩვენ ვცდილობთ მათ განიარაღებას მშვიდობიანი გზით ამ მიზნით ვქმნით ჯგუფებს, კომისიებს, ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებას. ვცდილობთ ისინი დავარწმუნოთ, რომ დაუშვებელია სახელმწიფოში ყოველგვარი კონტროლის გარეშე არსებობდნენ შეიარაღებული ფორმირებები. მათი ზოგიერთი წევრი სჩადის დანაშაულებს, ბოროტმოქმედებას. ვცდილობთ დავარწმუნოთ იმაში, რომ მათ ჩააბარონ იარაღი სახელმწიფოს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნა. იგი აუცილებლად შეიქმნება.
- გვარდიაში შევლენ თუ არა ამ შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები?
- ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ დაისახავენ მიზნად საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან ბრძოლას.და კონფრონტაციას, ალბათ შევლენ.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ეროვნულ კონგრესს არ ცნობთ თვლით თუ არა კონგრესში შემავალ ცალკეულ პარტიებსა და ორგანიზაციებს ოპოზიციად და როგორი ურთიერთობა გექნებათ მათთან?
- ოპოზიცია შეიძლება არსებობდეს მრავალგვარი და ესეც ერთ-ერთი სახეობაა ოპოზიციისა. მაგრამ ბოლო ხანებში ამ პარტიების მიზნები დაშორდა პოლიტიკას. სამწუხაროდ, მათი მოღვაწეობა გამოიხატება კრიმინალურ მაფიებთან კავშირში და მათ დაცვაში, ერთგვარი ალიანსიც კი აქვთ კრიმინალურ სამყაროსთან და ერთიანი ფრონტით.გამოდიან ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.
- კონგრესის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა რომ ამერიკაში, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში, მთავრობა ყველას აძლევს იარაღის ტარების უფლებას. თქვენი კომენტარი...
- ამერიკამდე ბევრი რამ გვაკლია, ყოველგვარი თვალსაზრისით, მათ შორის - დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და შეგნების თვალსაზრისითაც. ჯერჯერობით არ არის მოსახლეობის ყველა ფენაში ისეთი მოქალაქეობრივი შეგნება, რომ ბოროტად არ გამოიყენონ, ვინ იცის რა გზებით მოპოვებული იარაღი.
- როგორ აფასებთ მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციას, ოპერის ბაღში მიმდინარე აქციას?
- მთავრობის სახლის წინ აქცია ჩვენგან დამოუკიდებლად დაიწყო. ესენი არიან აღშფოთებული ადამიანები. ასეთი აქციები თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. მაგალითად, ზესტაფონში. ხალხი ვეღარ უძლებს ამდენ ექსცესებს, ამდენ დანაშაულს, ამდენი შეიარაღებული ბანდების თარეშს. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ აქციებით ხალხი თავის პროტესტს გამოხატავს. რაც შეეხება ოპერის ბაღთან მიმდინარე აქციას, იგი საკმაოდ კურიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ აქციის მონაწილენი მოითხოვენ მათზე ცილისწამების შეწყვეტას, თუმცა თავად აღიარებენ, რომ მათ რიგებშიც შეიძლება იყვნენ კრიმინალები. ასე, რომ იქ არავითარი მაღალი იდეალებისათვის არ მიმდინარეობს შიმშილობა. ამ ორ აქციას შორის დიდი განსხვავებაა.
- ბატონო ზვიად, როგორ აფასებთ უნივერსიტეტის ბაღში ედპ-ს წევრების აქციას. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კრებამ იგი დაგმო აქცია კი გრძელდება.
- აქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მას მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც ნოემბრის, აპრილის ან გაზაფხულის აქციების დროს. აქცია რომელსაც პარტიის წევრების გარდა არავინ უჭერს მხარს, დანაშაულებრივია. გარდა ამისა, რამდენად ზნეობრივია აქციის ჩატარება პანთეონში, წმინდა საფლავებზე კარვების გაშლა? ესენი, პირდაპირ დაუპატიჟებელი სტუმრები არიან, არავის არ სურს მათი იქ ყოფნა, ისინი კი არ იშლებიან. ისინი პატივს არ სცემენ ხალხს. ეს აღმაშფოთებელია და ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ასეთ აქციას დიდი ხანია გარეკავდნენ.
- ბატონო ზვიად, თუ არის ცვლილებები ახალ ავტონომიებთან დაკავშირებით?
- ძალზე გამწვავდა მდგომარეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით და საქმე იქამდე მივიდა, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკაც კი გამოაცხადეს და არჩევნებს ატარებენ არარსებული რესპუბლიკის არარსებული კონსტიტუციის საფუძველზე. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ძალიან სერიოზულ შედეგებამდე და ჩვენი პოზიციაც შეიძლება შეიცვალოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიასთან დაკავშირებით.
- რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „სახალხო ფრონტის“ დარბაზის განცხადება ოსეთის ამბებთან დაკავშირებით. თქვენი აზრი...
- ჩვენი აზრი გამოვხატეთ მეორე დღესვე მიმართვაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობისადმი და მოვუწოდეთ არ მიიღონ მონაწილეობა ამ უკანონო არჩევნებში. შემდეგ რესპუბლიკის პროკურორის განცხადება გამოქვეყნდა. აქ ჩამოთვლილი იყო ამ დანაშულებრივი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებების გადაჭარბებისათვის მიყენებული მუხლები. სახალხო ფრონტის დარბაზის განცხადება არის მცდელობა უფრო დიდ პატრიოტებად თავის წარმოჩენისა. ჩვენ ყველა ზომებს ვიღებთ, რომ ეს უკანონო არჩევნები არ ჩატარდეს და თუ მაინც ჩატარდება, მაშინ მივიღებთ ზომებს მისი შედეგების გასაუქმებლად და, ალბათ, სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებისთვისაც.
- ბატონო ზვიად, აფხაზეთში ჩამოვარდა თანხმობა. ასე ამბობენ, ყოველ შემთხვევაში, „მრგვალი მაგიდის“ წარმომადგენლები.
ა) რატომ არ იყო პრესაში გაშუქებული ქართულ-აფხაზური კონსულტაციები?
ბ) რა საფუძველზე მოხდა შეთანხმება. ცხადია, იყო კომპრომისები ორივე მხრიდან, კონკრეტულად რა კომპრომისებზე მოხდა წასვლა?
გ) რატომ მაიცდამაინც არძინბა აირჩიეს, ის ხომ მოსკოვში იმყოფებოდა?
- პრესაში ყოველგვარი მოლაპარაკების გაშუქება არ არის მიზანშეწონილი. ზოგჯერ პრესაში მხოლოდ შედეგები შუქდება. ასეთნაირად ხდება ყველა ქვეყანაში. ასე, რომ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტი პრესაში არ ქვეყნდება. მას თავისი გარკვეული მიზანი აქვს. ეს კულისებს მიღმა დიპლომატიაა. ამ შემთხვევაში ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. დღეს აფხაზი სეპარატისტები ისე აგრესიულად აღარ არიან განწყობილნი. შეიძლება ეს მათი ტაქტიკის დროებითი შეცვლაა. მათ დაინახეს, რომ აფხაზეთში სასწორი უფრო ქართველების მხარეს იხრება. დათმობები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ მხოლოდ იმის გარანტია მივეცით, რომ აფხაზთა უფლებებიც იქნება დაცული, მაგრამ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან არ დავუშვებთ და არც იმ უკანონო მოთხოვნებს შევასრულებთ, რომლებსაც ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით გვიყენებენ. მაგალითად, მათ მოითხოვეს უმაღლეს საბჭოში 50 პროცენტი კვოტის გარანტია, რაზედაც უარი მიიღეს, ვინაიდან აფხაზი მოსახლეობა სულ 17 პროცენტია. ასე, რომ მოხდა ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება. არძინბა აღმოჩნდა ისეთი ფიგურა, რომელიც ჯერჯერობით მდგომარეობას არ ამწვავებს, თუკი ის გაამწვავებს მდგომარეობას, ეს თვით აფხაზეთისათვის გამოიღებს შედეგს. რაც შეეხება პატრიარქზე თავდასხმას, ასეთ რამეს არავის შევარჩენთ. დამნაშავენი პასუხს აგებენ კანონის წინაშე.
- მოსკოვს ავტონომიების დიდი იმედი ჰქონდა, ამაზე ნიშანოვის განცხადებაც მეტყველებს. თქვენ რას იტყვით?
- მოსკოვი, როგორც ჩანს, სამაჩაბლოს იმედად დარჩა ვინაიდან აფხაზეთში არ გამოუვიდა თავისი ხრიკები. ახლა, ცოტა აფხაზეთის უშიშროების კომიტეტთან დაკავშირებით არის ბუნდოვნად საქმე. არ არის გარკვეული რა ძალები გაიმარჯვებენ იქ, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ უშიშროების კომიტეტშიც ისეთი კადრები დაინიშნება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად ნაწილს აძლევს ხელს. ამის შემდეგ აღარ გვექნება საგანგაშო მდგომარეობა აფხაზეთში. სამაჩაბლოში კი მოსკოვს უფრო დიდი წარმატებები აქვს და იქ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება ჩვენი კონტროლი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
- ერთი კითხვა ეჭვის გასაქარწყლებლად: ეროვნული კონგრესის მეორე სესიაზე აფხაზეთიდან არჩეულმა ერთ-ერთმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ თითქოს თქვენ თერჯოლაში კონფიდენციალურად გამოთქვით მოსაზრება გალის რაიონი უნდა ჩამოერთვას აფხაზეთს. რამდენად - რეალურია ეს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში და ღირს თუ არა ამ საკითხის წამოწევა?
- უბრალოდ, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ავტონომიების საზღვრები შეიძლება შემცირდეს, ვინაიდან ეს ავტონომიები უკანონოა. ასეთი რამ სავარაუდოდ კი მითქვამს არა მხოლოდ გალის რაიონზე, არამედ სხვებზეც. იყო ნათქვამი, რომ აფხაზეთის ავტონომია საზღვრებში შეიძლება შევამციროთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირად საუბრებში იყო ნათქვამი. კონცეფცია ამ საკითხზე არ ჩამომიყალიბებია. მოკრეს ყური ამას და აფხაზეთში გაავრცელეს ხმა. იქ წყენასაც კი ჰქონდა ადგილი - ოჩამჩირემ, სოხუმმა რა დააშავაო. ამაზე ჯერ არ არის პრაქტიკული მუშაობა და საუბარი. მომავალში ვიფიქრებთ ასეთ საკითხებზე.
- ბატონო ზვიად, გქონდათ თუ არა საშუალება მოგესმინათ ჯაბა იოსელიანის ინტერვიუსათვის, რომელიც გადაიცა „ამერიკის ხმით“?
- მე ვიცოდი, რომ ამ ინტერვიუში ბატონმა ჯაბამ აღიარა ყველაფერი, რასაც უარყოფს ამჟამად და რის წინააღმდეგაც აცხადებს შიმშილობას. როდესაც ჩვენ ვეუბნებით რომ მას კრიმინალები და პროვოკატორები ჰყავს, ის ამბობს, რომ ეს ცილისწამებაა და შიმშილობას აცხადებს. ინტერვიუში კი შიმშილობის ცილისწამებად მიჩნეული ფაქტები აღიარა. საინტერესო იყო ეს. გამოდის, რომ ჯაბა იოსელიანი ცილს სწამებს ჯაბა იოსელიანს. ამის შემდეგ ის ვეღარ იტყვის - ეს ჩემი ხმა არ არისო. ჩვენ ხომ სწორედ მაგას ვეუბნებით, რაც ინტერვიუში თვითონ აღიარა, კერძოდ, მას კრიმინალები ჰყავს მხედრიონში, ამიტომ ის უნდა დაიშალოს, რათა ქართველი ერი საფრთხეში არ ჩავარდეს. ჩვენ მათთან პოლიტიკური დისკუსიები არ გვაქვს. მათთან საქმე მხოლოდ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაიკავონ. მაგრამ ისინი ქართველები არიან და ჩვენ გვეცოდებიან, არ გვინდა, რომ დაიღუპონ, ამიტომ ვუგზავნით ჩვენს წარმომადგენლებს, ვცდილობთ, ასე ვთქვათ, მათ მოლბობას.
- ბატონო ზვიად, არის აზრი, რომ ახალი მინისტრების უმრავლესობა არაკომპეტენტურია. ამას მოწმობს თუნდაც ტელე-რადიოკომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა კოლექტივის მიერ.
- მოგახსენებთ, რომ არავინ არ არის გადაყენებული. იქ მხოლოდ ერთმა ჯგუფმა თანამშრომლებისამ გამოაცხადა პროტესტი. ის უბრალოდ აჩქარდა ზოგიერთ საკითხში. ეს ადამიანი საკმაოდ კომპეტენტურია და ალბათ ჯეროვნად გაართმევს თავს ამ სამსახურს და ის კონფლიქტი, რომელიც პიროვნულს ჰგავს, მოგვარდება. სხვა მინისტრებიც ძალიან შესაფერისნი არიან. მე მიკვირს, როგორ შეიძლება წინანდელი კორუმპირებულები და კომპარტიის დოგმატიკოსები შევადაროთ ამ პროგრესულ და შესანიშნავ ინტელიგენციას, ეროვნული მოძრაობის აქტიურ წარმო მადგენლებს და გამოჩენილ ადამიანებს. პარტაპარატის წარმომადგენლების შედარება შეიძლება ბატონ ნოდარ წულეისკირთან? ქალბატონ ლია ანდღულაძესთან? ბატონ ფელიქს ტყებუჩავასთან? იგი მსოფლიო აკადემიების და უნივერსიტეტების საპატიო წევრია. თქვენ, ალბათ, პარტიულ „ელიტაში“ მოისმინეთ ასეთი საუბარი.
- ბატონო ზვიად, უკვე ოცი დღეა საქართველოს ჰყავს პროკურორი, რომლის ყოფნა ამ თანამდებობაზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს.
- საქართველოს მთავრობას დამტკიცებაც შეუძლია თანამდებობის პირებისა, არა მარტო დანიშვნა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთ დღეში ყველაფერი არ გაკეთდება.
- ამ მოკლე ხანში ბატონმა თენგიზ სიგუამ ძალიან ბევრ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას მოაწერა ხელი, მაგრამ პრესაში მათი ტექსტი არ გამოქვეყნებულა.
- ყველა ეს ტექსტი გამოქვეყნდება.
- ძველმა მთავრობამ მიიღო დადგენილება ციტრუსების გატანის აკრძალვის შესახებ აფხაზეთიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამან გამოიწვია ქართველი და სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილება. აფხაზებს კი რაღაც ხერხები აქვთ პროდუქტების გატანისა. რა კეთდება ამ მიმარ თულებით? რა ნაბიჯები გადაიდგმება უახლოეს სესიაზე ეკონომიკის სფეროში?
- მსოფლიოს არც ერთი ცივილიზებული ქვეყნიდან არ ხდება პროდუქციის ასეთი უკონტროლო გატანა. ყველგან არის საბაჟო, ყველგან არის საზღვარი, საქართველო დღემდე იყო, როგორც ღობემორღვეული სახლი. გადიოდა ყველაფერი კონტროლის გარეშე. კონტროლის სისტემა ჯერ დასახვეწია. კოოპერატივებისათვის, რომლებსაც გააქვთ ციტრუსები, შემოღებულია საბაჟო გადასახადი. როდესაც გვექნება საბაჟო, ეს საკითხი მოგვარდება და უკმაყოფილებაც აღმოიფხვრება. ეკონომიკური ღონისძიებები შესწავლის პროცესშია. აქ უცებ სიახლეების დანერგვა შეუძლებელია. დღეს მთავარია დავდოთ საქართველოსათვის მომგებიანი ხელშეკრულებები. კრედიტების მიღებასაც ალბათ დავიწყებთ.
- ბატონო ზვიად, რას იტყვით მაფიის შესახებ?
- არავინ იფიქროს, მაფიის დამარცხება და ლიკვიდაცია ადვილიაო. მართლია არჩევნებში ჩვენ იგი დავამარცხეთ, მაგრამ ის განაგრძობს არსებობას. სხათაშორის, უზბეკეთიდან მივიღეთ წერილი, რომელშც ჩვენ შეგვნატრიან განსაცვიფრებელია თქვენი გამარჯვება კომუნისტურ - მაფიაზე, ჩვენ ჯერჯერობით მაფიის მბრძანებლობის ქვეშ ვართ და ვერ ვატარებთ არჩევნებსო.
- ბატონო ზვიად, რას იტყვით ინტელიგენციის იმ ნაწილზე, რომელიც ყოველთვის ხალხს სიმშვიდისა და წესრიგისაკენ მოუწოდებდა, დღეს მისი პოზიცია არ ჩანს?
- ინტელიგენციის ეს ნაწილი, ცრუ ინტელიგენცია, დღეს კრიმინალური ბანდების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს ხალხს, რადგან კრემლი უბრძნებს მათ. მაშინ ოპოზიცია იყო მეამბოხე, ახლა კი მაფია არის მეამბოხე. კრემლს ახლა აწყობს მაფიის ამბოხება და ცრუ ინტელიგენციაც მაფიას ემხრობა. ასე შეიძლება გამოვიცნოთ, ვინ როგორი ორიენტაციისაა ინტელიგენციაში.
- ბატონო ზვიად, ამასწინათ კითხვაზე, თუ რა ბედი ელით რესპუბლიკელებს, რომლებიც ახლა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელს არ მოაწერენ, ნიშანოვმა უპასუხა ისინი იცხოვრებენ ძველი ხელშეკრულებით, თუ გასვლა - უნდათ, გავიდნენ კანონის შესაბამისად. ჩვენ ალბათ პირველი პრეტენდენტები ვართ გასვლისა და რას იტყვით ამის თაობაზე?
- ნიშანოვს, ჩემი აზრით, იურიდიული შეუსაბამობა მოუვიდა - ახალი ხელშეკრულება რომ დაიდება, ძველი ხომ ძალას დაკარგავს. ძველის დატოვება იქნება იურიდიული უმეცრება, თვითნებობა და ძალადობა საერთაშორისო სამართლის მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, ასეთი რამ ბევრი გვახსოვს.
- რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით მოვისმინეთ სოფელ გლდანის მცხოვრები პირის გამოსვლა გლდანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე. მეორე დღეს ის ტელევიზიით ისევ გამოვიდა და ყოველივე უარყო, იგრძნობოდა რომ წინა გამოსვლისას ის გულწრფელი იყო. ხომ არ ქონდა ადგილი მორალურ ტერორს? მეორე გამოსვლისას მანქანა წარწერით „მხედრიონი“ აღარ ფიგურირებდა.
- უნდა მოგახსენოთ, რომ სოფელ გლდანიდან ჩვენთან მოვიდა ქალების დიდი ჯგუფი და გამოთქვა ტელეეკრანზე გამოსვლის სურვილი იმ მიზნით, რომ ტელემაყურებლებისათვის ეცნობებინათ შემდეგი - ეს კაცი „მხედრიონის“ წევრებმა გაიტაცეს, აიძულეს ჩვენების შეცვლა და ძალით მიიყვანეს ტელევიზიაში მეორეჯერ გამოსასვლელად. ამ ქალებს ტელეეკრანი არ დაუთმეს. ასეთი მდგომარეობაა.
- ბატონო ზვიად, ცოტათი გაჭიანურდა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საკავშირო მთავრობიდან სანქციებია მოსალოდნელი?
- სანქციები უკვე არის. ეს ყველამ უნდა იცოდეს - არა მარტო ბიუჯეტის, არამედ სურსათისაც. საქართველოს შეუწყვიტეს რძის ფხვნილის მოწოდება და დაფინანსებასაც უმცირებენ. ახლახან ესპანეთის კრედიტის განაწილებისას რესპუბლიკებზე, ბალტიისპირეთი, საქართველო და უზბეკეთი გამოტოვეს - ეს რესპუბლიკები სანქციების ობიექტებია - ე.ი. ჩვენ შავ სიაში ვართ.
- როდის არის სავარაუდო ადგილობრივი საბჭოების არჩევნები?
- ადგილობრივი საბჭოების არჩვნებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. განსაკუთრებით არაქართველი მოსახლეობის რეგიონებში. ალბათ, შემუშვდება ყველა რაიონისათვის მისაღები ფორმა საარჩევნო კანონისა. მუნიციპალური არჩევნების შესახებ კანონს უახლოეს სესიაზე გავიტანთ.
- ბატონო ზვიად, თუ არსებობს რუსეთში ძლა, რომელიც იქნება კომპარტიის ოპონენტი?
- რუსეთში არიან ოპოზიციური ძალები, მაგრამ დაქსაქსულნი. ერთიანი ძალა ამჟამად არ არსებობს. რაც შეეხება ელცინის მოსაზრებას, ის არის მორალური, პიროვნული ოპოზიცია, ცალ-ცალკე არსებული ჯგუფები და პარტიები ერთიან ძალას არ წარმოადგენენ. პოლიტიკური ძალა ჯერჯერობით არ ჩანს.
- რაიმე კონტაქტებს ხომ არ ამყარებთ უნგრეთთან?
- გვექნება ინტენსიური და საქმიანი ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, ერთნაირი გზა განვლო საქართველომ და უნგრეთმა ბრძოლისაც, განთავისუფლებისაც. უნგრეთი თითქმის თავისუფალია და დამოუკიდებელი, მალე იმპერიის ჯარები დატოვებენ მას. საქართველო ჯერ არ არის ამ სტადიაში, მაგრამ, მე მგონი, ამავე გზით მიდის და ესეც განაპირობებს განსაკუთრებულ სიახლოვეს და სიმპათიას უნგრელი ხალხისადმი.
- არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მრავალმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მოსკოვში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ არის თბილი დამოკიდებულება და არ შეიძლება ანალოგის გატარება ბალტიის ქვეყნებთან.
- საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვის დიპლომატია ძალიან დაიხვეწა. გრომიკოს ეპოქის შემდეგ დადგა ახალი ეპოქა დიპლომატიაში. სიახლე მდგომარეობს გარეგანი კეთილგანწყობის ჩვენებაში, კარგ პიროვნულ ურთიერთობაში, საქმით კი სულ სხვა რამ ხდება - ეკონომიკური სანქციების განხორციელება. ეს არის საბჭოთა დიპლომატიის ახალი სტილი, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში, ისე რესპუბლიკებთან. ვერ ვიტყოდი, მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა გვაქვს, საქმით ჯერჯერობით არ ჩანს, საქმით კონფრონტაცია უფრო ჩანს.
- გორბაჩოვმა გამოთქვა თქვენთან შეხვედრის სურვილი. რას იტყოდით ამაზე?
- ამ საკითხს ძალზე ბევრი მხარე აქვს, ჯერჯერობით ვსწავლობთ ამ საკითხს.
- ბატონო ზვიად, შეიცვლება თუ არა ევროპის, მსოფლიოს ქვეყნების დამოკიდებულება სსრკ-ში შემავალი რესპუბლიკების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი?
- დასავლეთში ჯერჯერობით მხოლოდ დისკუსიაა ამ საკითხების ირგვლივ. ბუშს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც ეუბნება - რატომ ხართ მჩაგვრელის მხარეზე, მორალური ასპექტით აკრიტიკებენ ბუშსა და მის პოზიციას, მაგრამ ის თავისი პრაგმატული და პოლიტიკური მოსაზრებებით უპირისპირდება ყოველივე ამას. ჯერჯერობით ასეა თუ გაიმარჯვებს სწორედ ის ზნეობრივი მომენტი დასავლეთის პოლიტიკაში, რომელიც პრეზიდენტ რეიგანის დროს ბატონობდა და იყო წამყვანი, აი, მაშინ შეიძლება გადმოიხაროს სასწორი ჩვენს მხარეზე, ჯერჯერობით ეს არ ჩანს.
- რა გავლენას მოახდენს ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი ჩვენსა და ცენტრს შორის ურთიერთობაზე?
- თუ როგორ განვითარდება ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, თუ როგორ განვითარდება ყოველივე ეს. რასაკვირველია, ჩვენ სხვისი უბედურება არ გვახარებს და გულთან ახლოს მიგვაქვს, მაგრამ თუ საქმე კონფლიქტამდე მივიდა, მაშინ დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოება უფრო ინტენსიური გახდება და მაშინ საბჭოთა ხელმძღვანელობა თავის დაწოლას ჩვენზე და დისკრიმინაციას ალბათ ცოტას შეასუსტებს.
- 10 დღეში სახალხო დეპუტატთა IV ყრილობა დაიწყება მოსკოვში, საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავლენ თუ არა. ყრილობაზე სამოკავშირეო ხელშეკრულება ერთ-ერთ საკითხად გადის. თქვენ პირადად თუ აპირებთ წასვლას?
- ალბათ ვერ წავალ. რაღაც დელეგაცია ალბათ წავა რაც შეეხება ფედერაციის საბჭოს, სადაც სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხი იხილება, იქ ჩვენ უარი ვთქვით მონაწილეობაზე. ვინაიდან საქართველო უარს ამბობს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, არც განხილვაში ვიღებთ მონაწილეობას.
- ბატონო ზვიად, რა ისმის მოსკოვიდან საქართველოს უშიშროების კომიტეეტში მომხდარი ცვლილებების თაობაზე?
- ჩვენსა და მოსკოვის სუკ-ის ხელმძღვანელებს შორის დაახლოებით ასეთი საუბარია - დადგა ჩვენი გაყრის დრო, მათ სიტყვებს გეუბნებით, როგორ გავეყაროთ, იტალიურად თუ ამერიკულად, ჩხუბით თუ მშვიდობიანად? ჩვენ ვუთხარით, რომ ცივილიზებული ადამიანები მშვიდობიანად იყრებიან, და ახლაც მშვიდობიანად ხდება ეს გაყრა.
- ბატონო ზვიად, როგორ ელევა საკავშირო უშიშროების კომიტეტი იმ სისტემას, რომელიც დანერგილი იყო აქამდე, რომ გარკვეული ფრთა დაზვერვისა შედიოდა საქართველოს უშიშროების კომიტეტის განმგებლობაში?
- იძულებულნი არიან გაუწიონ ანგარიში რეალობას. ისინი ხედავენ, რომ აქაური კომიტეტი მათ აღარ დაექვემდებარება, ძველებურად აღარ მიაწოდებს პოლიტიკურ ინფორმაციებს. ამიტომ რაღაც ფორმა უნდა გამოიძებნოს მშვიდობიანი დამოკიდებულებისა ჩვენთან. შეგუება? როდესაც ცხოვრება გაიძულებს უნდა შეეგუო, ისინი ცხოვრებამ აიძულა, რომ შეეგუონ. სხვა გამოსავალი არა აქვთ, ძველი დრო აღარ დაბრუნდება, ის დრო, როდესაც აქ მათი ყურმოჭრილი მონა და ინფორმაციის წყარო იყო. თქვენ წაიკითხავდით ბატონ ხატიაშვილის ინტერვიუს. იქ ყველაფერია ნათქვამი. უწინდელი ურთიერთობა აღარ იქნება. რაღაც დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება იყოს მათ შორის.
- რამ განაპირობა დღევანდელი დაძაბული ვითარება საქართველოში?
- ეს განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებამ, ეროვნული მთავრობის არჩევამ. ამან გამოიწვია ცენტრის ასეთი საშინელი რეაქცია და ყოველივე ის, რაც ცენტრის ინსპირაციით დღეს ხდება საქართველოში. ამ შიმშილობის ჩათვლით მთელი ეს არეულობა ცენტრის მიერ არის ინსპირირებული. ეს წინასწარმეტყველურად განაცხადა გორბაჩოვმა სესიის მეორე დღეს ცოტა ადრე მოუვიდა განცხადება, ეს - POST factum უნდა გაეკეთებინა. მაგრამ მან წინასწარ უკვე იცოდა, რომ საქართველოში ეს ამბები დაიწყებოდა და უნებლიეთ წამოსცდა, დროში გაუსწრო მოვლენებს.
- ბატონო ზვიად, თქვენი აზრით, რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს საქართველოს მესამე სახელმწიფოს როლში?
- ძალიან ძნელი საკითხია. ჯერ ოფიციალური დასავლეთის პოზიციის შეცვლა უნდა მოხდეს, ისინი ერთმანეთს უთანხმებენ პოზიციებს, ინტეგრირებულნი არიან ყველანი. როგორც კი საერთო პოზიცია შეიცვლება, ყველა დაგვიჭერს მხარს.
- ბატონო ზვიად, დასავლეთის პრესაში მრავალჯერ აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები გამოთქვამენ უკმაყოფილებას დასავლეთის სამყაროს მიმართ, რომ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. თვლით თუ არა თქვენ, რომ ამის ერთადერთი მიზეზი არის ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი?
- არა მარტო ერაყ-ქუვეითის კონფლიქტი. ამ საკითხთან კავშირშია განიარაღების პრობლემაც, ბირთვული იარაღის პრობლემები თავიდანვე უკავშირდებოდა ამ საკითხს. ერაყ-ქუვეითის პრობლემამ კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთი და სსრკ-ი და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოზიციებიც გააძლიერა, ვინაიდან ამ სიტუაციაში კავკასიაში სტაბილურობა აუცილებელი ხდება, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის. არ დაგიმალავთ, რომ უკვე შეერთებული შტატები სვამენ საკითხს თბილისში საკონსულოს გახსნის შესახებ. არის ლაპარაკი სამხედრო ჰოსპიტლების მშენებლობაზე ამერიკის დაჭრილებისათვის საჭიროების შემთხვევაში.
- ბატონო ზვიად, ერაყ-ქუვეითის საომარი მდგომარეობის კულმინაციასთან მისვლის შემთხვევაში ხომ არ იქნე ბა სსრკ-დან გასვლის გაადვილების შანსი? საქართველოს ბუფერული სახელმწიფოს როლში დაშვებით?
- არა. საქართველო ბუფერის როლში არ გამოდგება. იგი შეიძლება პლაცდარმი გახდეს. საქართველოში სტაბილურობის აუცილებლობით არის გამოწვეული იმპერიის ორგვარი დამოკიდებულება ჩვენდამი - თან ბლოკადით გვახრჩობს, თან კეთილგანწყობასაც ავლენს. ფრთხილი პოლიტიკა აქვს. დასავლეთის ქვეყნებიც, მე მგონი, დაინტერესებულნი არიან კავკასიაში სტაბილურობით, ამაზე მიუთითებს ის საიდუმლო თათბირი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ამ რამდენიმე დღის წინ შედგა საქართველოს საკითხზე.
- ბატონო ზვიად, არის თუ არა საქართველოში სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული იარაღი?
- არის, რასაკვირველია.
- ბატონო ზვიად, თუ საქართველო განთავისუფლდება დასჭირდება თუ არა მას ბირთვული იარაღი?
- გააჩნია, რა სტატუსი ექნება მომავალში საქართველოს და რამდენად ექნება საერთაშორისო დაცვა, საერთაშორისო სამართლის დაცვა და რამდენად იქნება ის ჩართული საერთო ევროპულ სახლში და ინტეგრაციის პროცესში. ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული.
- ბატონო ზვიად, რამდენად რეალობად მიგაჩნიათ საერთო კავკასიური სახლის მშენებლობა?
- ეს არის, მე ვთვლი, ძალიან ბუნდოვანი და არა საჭირო საუბარი. საერთო სახლზე რომ ვლაპარაკობთ, ჯერ ჩვენი საკუთარი სახლები უნდა გვქონდეს. უსახლკარო ადამიანები რომ შეიკრიბონ და ისაუბრონ რაღაც საერთო სახლზე ეს არის უტოპია და ფანტაზია. ჯერ ყველას საკუთარი სახლი უნდა ჰქონდეს, ჯერ ვიფიქროთ ჩვენ ჩვენ სახლებზე და ყველამ თავის სახლს მიხედოს.
პასუხი ჟურნალისტთა შეკითხვებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა.- 1990.-18 დეკემბერი. №11.-1,2 გვ.
![]() |
21 „...ჯერ ვნახოთ“ უპასუხა ზვიად გამსახურდიამ კითხვას, კვლავ საბჭოთა იქნება თუ არა აფხაზეთი |
▲ზევით დაბრუნება |
- რაიმე კონტაქტები თუ გქონიათ სსრკ პრეზიდენტთან?
- დიახ, ეპიზოდურად. იყო ტელეფონით საუბრები გზავნილებათა ურთიერთგაცვლა. დინჯად, მშვიდად ვსაუბრობდით, მაგრამ გარკვეული უთნხმოება გვქონდა ზოგი ერთ საკითხებზე. ამჟამად სასურველად არ მიმაჩნია ამაზე.ლაპარაკი
- სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა IV ყრილობაზე, რომლის მუშობაშიც სახალხო დეპუტატებიც მონაწილეობდნენ, მეთვალყურედ გაიგზავნენ აგრეთვე თქვენი პირველი მოადგილე და საგარეო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე. როგორ გამოხატავდით საკავშირო ყრილობაზე საქართველოს ამ ორმაგ მონაწილეობას?
- საქართველოს სსრ აღარ არსებობს. მისი სახალხო დეპუტატები ჯერ კიდევ არიან სსრკ უზენაესი საბჭოს შემადგენლობაში, მაგრამ ისინი ჩვენს წარმომადგენლებად არ მიგვაჩნია. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ყრილობაზე მეთვალყურეებად გაგზავნა ორი ჩვენი წარმომადგენელი, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან სიტყვას, თუ ყრილობაზე ვინმემ დაამახინჯა ჩვენი პოზიცია მთელ რიგ საკითხებში.
- საქართველომ წინათ ორმხრივი ხელშეკრულებები დადო ესტონეთთან და უკრაინასთან. ხომ არ აპირებთ უახლოეს ხანში ასეთივე ხელშეკრულება დადოთ რუსეთის სფს რესპუბლიკასთან?
- სულ მალე - დეკემბრის მიწურულს ან იანვრის დამდეგს - განზრახულია საქართველოში ბორის ელცინის ჩამოსვლა. ჩვენს წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ მასთან კონტაქტი და დათანხმდა. მე მგონია, რუსეთთან მოვახერხებთ თანამშრომლობის ხელშეკრულების დადებას.
- როგორც კი აგირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მაშინვე განაცხადეთ, რესპუბლიკაში ავტონომიები დარჩებაო, მაგრამ თქვენს წინანდელ დეკლარაციებს აშკარად ეწინააღმდეგება რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების თაობაზე...
- ოსმა სეპარატისტებმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს და კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნები მოაწყვეს. ამიტომ დავაჩქარეთ სამხრეთ ოსეთის ლიკვიდაცია, თუმცა თავდაპირველად ამას არ ვაპირებდით. მაგრამ ოსებმა თავიანთი მოქმედებით გადაგვადგმევინეს ეს ნაბიჯი.
- რა პოზიციას ადგახართ აფხაზეთის მიმართ?
- ამ შემთხვევაში არ შეიძლება ლაპარაკი ავტონომიის გაუქმებაზე, რადგან აფხაზეთიც საქართველოს აბორიგენული მოსახლეობაა.
- მაგრამ თუ აფხაზეთი მოინდომებს დარჩეს საბჭოთა რესპუბლიკად?
- ჯერ ვნახოთ. მაშინ შეიძლება ახლანდელი ავტონომიის ფორმები გადაისინჯოს, მაგრამ სრული ლიკვიდაცია, ჩემი აზრით, შეუძლებელია.
- უახლოესი ხანისთვის რომელი კანონების პროექტებს ამზადებთ?
- საკანონმდებლო აქტებს მოქალაქეობრიობაზე მაგალითად, და კიდევ პრეფექტურაზე. რაც შეეხება მოქალაქეობრიობის კანონის პროექტს, აქ, რა თქმა უნდა ისეთივე შეზღუდვები იქნება, როგორიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია, კერძოდ, იქნება ბინადრობის ცენზიც. მოქალაქეობრიობას ნამდვილად მხოლოდ ის მცხოვრებნი მიიღებენ, ეროვნების მიუხედავად, რომლებიც საქართველოში ანექსიამდე ცხოვრობდნენ.
- 1921 წლის ანექსიას გულისხმობთ?
- ეს საკითხი ჯერ არ დამიზუსტებია, მაგრამ შეიძლება 1801 წელიც კი მივიღოთ. ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ საქართველოს კანონიერი და უკანონო მოსახლეობა.
- თქვენ ცნობილი იყავით, როგორც ადამიანის უფლებათა დაცველი. დიდი ხნის მანძილზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფალთა მიმართ ოპოზიციაში ყოფნის დროს, საქართველოს ჰელსინკის კავშირს მეთაურობდით. ის, რასაც ახლა ამბობთ, ადამიანის უფლებათა დარღვევად არ ჩაითვლება?
- მაშინ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ადამიანის უფლებათა დამრღვევად უნდა გამოვაცხადოთ, რადგან მათთანაც არსებობს შეზღუდვები ბინადრობის ცენზის მიხედვით.
- მაგრამ ეს შეზღუდვები სულ რამდენიმე წლით განისაზღვრება.
- ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერი, თანაც ასეთ უბედურებაში ჩავარდნილი, ისეთ ცენზებს ვერ დაეთანხმება როგორიც დიდ სახელმწიფოებშია შემოღებული, ჩვენ თავდაცვის მექანიზმი გვჭირდება.
„კომსომოლსკაია პრავდა“
20 დეკემბერი 1990 წ
„ჯერ ვნახოთ...“ უპასუხა ზვიად გამსახურდიამ კითხვას, კვლავ საბჭოთა იქნება თუ არა აფხაზეთი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990. - 21 დეკემბერი. - №13. - 1გვ.
![]() |
22 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით |
▲ზევით დაბრუნება |
გამარჯობათ, მეგობრებო!
ჩემი დღევანდელი მიმართვა თქვენდამი არ იქნება ტრადიციული საახალწლო მიმართვა, ზოგადი საუბრები პატრიოტიზმზე, კეთილი სურვილები, მხოლოდ ზოგადი მოწოდებები, არამედ ეს იქნება ერთგვარი ანგარიში ერის წინაშე. მე ვალდებული ვარ ჩავაბარო ანგარიში ჩვენს ერს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებში, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს მოძრაობას და რომელმაც ისურვა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ხელისუფლების სათავეში. ეს არ იქნება ისეთი მიმართვა, როგორიც სჩვევიათ ბედნიერი ქვეყნის პრეზიდენტებს! ეს იქნება მიმართვა, უფრო გამომდინარე საქართველოს დღევანდელი რეალური პოლიტიკური ვითარებიდან. მე მსურს, აგრეთვე პასუხი გავცე მრავალი თქვენგანის შეკითხვას. მე ვიცი, რომ ჩვენს ერს აღელვებს მრავალი საკითხი, სურს გარკვევა მრავალი საკითხისა, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მართალს ვაშუქებთ პრესაში, გამოსვლებში, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება ამომწურავი პასუხის გაცემა. ვიცი, რომ აშფოთებს მრავალი რამ ჩვენს მოსახლეობას. არის ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მე მოგახსენებთ, თუ რა ვითარებაა დღეს შექმნილი. საერთოდ დამოკიდებულებაზე ცენტრისა ჩვენდამი, როგორია ჩვენი ურთიერთობა საოკუპაციო ჯარებთან, ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან როგორია ჩვენი დამოკიდებულება ოპოზიციასთან, როგორია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რა მიღწევები გვაქვს რა გვიშლის ხელს. ასე, რომ ყოველივე აქედან გამომდინარე, მე მსურს მოგახსენოთ შემდეგი: თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნები. აქ არ ყოფილა არავითარი ფალსიფიკაცია. უცხოელი ექსპერტები თვალს ადევნებდნენ ამ არჩევნებს. აქ არ ყოფილა არავის მიმართ ძალდატანება, არავის მოტყუება. ქართველმა ერმა გააკეთა არჩევანი - თავისუფალი არჩევანი და მან ხმა მისცა ეროვნულ მოძრაობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ხოლო დღეს ახლად არჩეული ხელისუფლება - ეროვნული ხელისუფლება იმგვარად წარმართვს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას, როგორც ეს აუცილებელია ქართველი ერისათვის, მისი განვითარების პერსპექტივებისათვის. არიან საქართველოში გარკვეული ძალები, რომელთაც არ აწყობთ სტაბილური მდგომარეობა, არ აწყობთ მშვიდობიანი განვითარება ჩვენი ქვეყნისა. ისინი მოქმედებენ სხვადასხვაგვარი მეთოდებით. მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი არ არიან იმდენად ძლიერნი, რომ ზეგავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ხელისუფლების საქმიანობაზე, რომ რეალურად შეაფერხონ ეს საქმიანობა. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი ამ ძალებისა, არის დეზინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობის ტერორიზება სხვადასხვაგვარი ვერსიებით, თითქოს საქართველოს უახლოეს ხანში ემუქრება საგანგებო მდგომარეობა ცენტრის მხრივ, უხეში სამხედრო ჩარევა, კომენდანტის საათი და სხვა.
მე უნდა მოგახსენოთ, მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით, რომ ასეთ ხმებს არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია. საქართველოს არ ემუქრება ეს საფრთხე. საბედნიეროდ, საქმის ვითარება იმგვარია საბჭოთა კავშირში, რომ აქტიური ჩარევა, უხეში ჩარევა რესპუბლიკების შინაურ საქმეებში უკვე თანდათანობით შეუძლებელი ხდება ცენტრისათვის, მით უფრო, თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, თუ დავირაზმებით ახლად არჩეული ეროვნული ხელისუფლების გარშემო, წინ აღვუდგებით ყოველთვის ამგვარ ხრიკებს. უნდა მოგახსენოთ, რომ თავდაპირველად, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ცენტრის მხრივ ძალზე მწვავე რეაქცია იყო. ეს გამოიხატებოდა ზეპირ გაფრთხილებებში, წერილობით ულტიმატუმებშიც, პირდაპირ მუქარაშიც, არც ამას დავმალავ. მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისთანაც ამ ენაზე შეიძლება საუბარი - მუქარისა და შანტაჟის ენაზე, როდესაც დარწმუნდნენ ამაში, შეცვალეს პოლიტიკა. ამჟამად უფრო დიალოგის, უფრო მშვიდობიანი საუბრის ფორმა აქვს ყოველივე ამას. არავითარ ძალდატანებას არ აქვს ადგილი. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. არის მხოლოდ გარკვეული რეკომენდაციები, გარკვეული თხოვნა ზოგიერთ საკითხებში, მაგრამ არავითარი დიქტატი დღეს უკვე აღარ ხორციელდება. ეს მთავარი და უმთავრესი, რაც უნდა მოგახსენოთ და რაც უაღრესად იმედის მომცემია შექმნილ სიტუაციაში. მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ გარკვეული ძალები, გარკვეული რეაქციული ძალები ცენტრისა კვლავ განაგრძობენ ფარულ მოქმედებას, რაც გამოიხატება უმთავრესად ანარქიისათვის პირობების შექმნაში, გარკვეული ანარქიული ძალებისადმი მხარდაჭერაში. აგრეთვე, ე.წ. ავტონომიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უნდა ითქვას იგივე - არის გარკვეული ჩარევები ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში, ოღონდ ფარული, არაოფიციალური და თქვენ იცით, ყოველივე ამას მოჰყვა გარკვეული დესტაბილიზაცია ე.წ სამხრეთ ოსეთის, ავტონომიურ ოლქში. მაგრამ ყოველივე ამას ვუპირისპირებთ ჩვენს კანონმდებლობას. ჩვენ გარკვევით განვუცხადეთ ცენტრს, რომ გვაქვს ჩვენი კონსტიტუცია, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რომლის პრიმატობაც საქართველოს ტერიტორიაზე გარანტირებულია ამავე კონსტიტუციით და ჩვენ არ დავუშვებთ სხვა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, სხვა კონსტიტუციის პოზიციებიდან შეფასებას ჩვენი შინა-პოლიტიკური ვითარებისა და საქმიანობისა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამას ითვალისწინებენ და როგორც მოგახსენეთ, ჩვენს საქმეებში აქტიურად არ ერევიან. თუმცა იმის თქმაც, რასაკვირველია, არ შეიძლება, რომ ჩვენ მთლიანად თავისუფალნი ვართ, მთლიანად დამოუკიდებელნი ვართ, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს ძალზე ძნელი მისაღწევია ჯერჯერობით. თვით ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩეხოსლოვაკიაა, აცხადებს, რომ მან მართალია მიაღწია პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მაგრამ სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან და ამ ე.წ. ვარშავის პაქტის ქვეყნებისაგან ვერ მიაღწია, ვინაიდან ეს არის ძალზე ხანგრძლივი პროცესი. ძალზე ხანგრძლივი პროცესები დასჭირდება იმას, რომ საქართველო მთლიანად განთავისუფლდეს იმ იზოლაციისაგან რომელიც მას მოუწყო იმპერიამ და მისმა ხელმძღვანელობამ ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, ჩვენ მოწყვეტილი ვართ მთელ მსოფლიოს, ჩვენ არ ვართ ჩართული მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში და ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი მიზანი დღეს სწორედ ეს არის - მსოფლიოს ეკონომიკურ ინტეგრაციაში ჩართვა და იმ კავშირების აღდგენა, რომელიც ჰქონდა საქართველოს დასავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებთან თავისი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მანძილზე. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმატებით მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს ამ სფეროში ძირეულად გარდავქმენით არსებული კონსტიტუცია და მას თითქმის არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კონსტიტუციასთან. მართლია, არის ცალკეული კანონები, რომლებსაც აგრეთვე სჭირდება რეფორმა. განსაკუთრებით, მოქალაქეობის შესახებ კანონი. მას ჩვენ ვამზადებთ. აუცილებლად იქნება კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ცენტრალური პრესა განგაშს ტეხს და ცდილობს ისევ და ისევ ნაციონალიზმში დაგვდოს ბრალი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ასეთი ბრალდებებისა არც ერთი მხრიდან. მივყვებით იმ კურსს, რომელიც განპირობებულია მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციების პლატფორმით. ეს პლატფორმა მოწონებულია ქართველი ერის მიერ. მოწონებულია, აგრეთვე მსოფლის მიერ. მსოფლიო პრესაში იყო ძალზე დადებითი შეფასებები ამ პროგრამისა, ამ პლატფორმისა სწორედ საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე. ასე, რომ ჩვენი კურსი უცვლელია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერავითარი გარეშე ძალა. ჩვენი დამოკიდებულება საოკუპაციო ჯარებისადმი მოგეხსენებათ, გამომდინარეა საერთშორისო სამართლის მოთხოვნებიდან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საოკუპაციო ჯარებს უკვე მიეცა სტატუსი, მიეცა სწორედ უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარების სტატუსი იმით, რომ კონსტიტუციაში, ჩვენს დღევანდელ კონსტიტუციაში, მის პრეამბულაში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც საოკუპაციო ჯარები და ნათქვამია, რომ მათ მიერ განხორციელდა ანექსია საქართველოსი. კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი. ასე, რომ სხვა კერძო დადგენილება ამასთან დაკავშირებით, აღარ არის საჭირო, ისევე, როგორც აღარ არის საჭირო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ვინაიდან საქართველომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია უკვე გააკეთა 1918 წელს, ასე, რომ იურიდიულად ეს დეკლარაცია ისევ ძალაშია და განმეორებითი დეკლარაცია ჩვენ აღარ გვჭირდება. საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელი იყო და დღესაც დამოუკიდებელია. ოღონდ სხვა საქმეა დე ფაქტო - ე.ი. ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს არის ჩვენი მიზანი - ფაქტობრივი აღდგენა სახელმწიფოებრიობისა, რომელიც ჩვენ ანექსიის შედეგად დავკარგეთ. ასე რომ არავითარი განმეორებითი დეკლარირება ამგვარი დამოუკიდებლობისა აუცილებლობას არ წარმოადგენს და არ არის საჭირო არც სისტემატური განმეორება იმისა, რომ საქართველოში საოკუპაციო ჯარი დგას, რომ ეს უცხო ქვეყნის ჯარია და სხვა. ეს არის ანბანური, საყოველთაო ჭეშმარიტება, რომელიც განმტკიცებულია ჩვენს კონსტიტუციაში. ხოლო კონსტიტუცია, ვიმეორებ, არის ძირითადი კანონი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეყრდნობა. რაც შეეხება ავტონომიებს, მოგეხსენებათ, ჩვენ გავაუქმეთ უკანონო ავტონომია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა. ამჟამად იქ მიმდინარეობს მდგომარეობის სტაბილიზაცია იმით, რომ ჩვენი მილიციის ძალები დღითი-დღე უფრო და უფრო აქტიურად მოქმედებს, შინაგანი ჯარიც უკვე ვეღარ გვიწევს ისეთ წინააღმდეგობას. ის ექვემდებარება ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს.
მართალია, არის ცალკეული მოვლენები, რომელთაც მეტი კონტროლირება სჭირდება. ჩვენ მოვითხოვთ: კატეგორიულად მოვითხოვთ ცენტრისგან, ის არ უნდა ჩაერიოს ჩვენს შინაგან საქმეებში. მას არა აქვს არავითარი უფლება რაიმე პრეტენზიები წამოგვიყენოს ამ ავტონომიების გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სეპარატისტი პროვოკატორები განაგრძობენ თავიანთ საძრახის საქმიანობას. ისინი მოუწოდებენ სამოქალაქო ომისაკენ მოსახლეობას. იმუქრებიან და ცენტრალური პრესა, სხვათა შორის, მათ სიამოვნებით უთმობს ტრიბუნას. ცენტრალურ პრესაში პირდაპირ ქვეყნდება მათი მუქარები. გვემუქრებოდნენ სამოქალაქო ომით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევიყვანდით ეროვნულ მილიციას ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ, მიუხედავად ამისა, მაინც შევიყვანეთ. ჩვენი მილიცია იქ მოქმედებს და მოქმედებს საკმაოდ ეფექტიანად და ალბათ, უახლოეს ხანში მიღწეული იქნება დიდი წარმატებები. მოახდინა თუ არა მოსკოვში მიმდინარე პროცესებმა რაიმე ზეგავლენა ჩვენს შინაურ პოლიტიკაზე? არ არის დასამალი, რომ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია შევარდნაძის გადადგომამ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ გადადგომას ჯერ ვერ მივცემთ სათანადო შეფასებას, სანამ იგი დაკმაყ ოფილებული არ იქნება ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ და თუ იგი დაკმაყოფილებული იქნა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის გარკვეული მანევრი, რათა მას შეუქმნან კიდევ დიდი ავტორიტეტი, აამაღლონ მისი პოპულარობა და შემდეგ სცადონ მისი მეშვეობით საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევა და შესაძლოა მისი ჩამოყვანაც საქართველოში, რასაც ჩვენ, რასაკვირველია, სათანადო შეფასებას მივცემთ, როდესაც საჭირო იქნება. არ ვიცით საბოლოოდ, ჯერჯერობით ამას ჩვენ ვერ დავამტკიცებთ. მაგრამ შეიძლება ეს მანევრი განხორციელდეს სწორედ იმ მიზნით, რომ ხელახლა სცადონ საქართველოს დაქვემდებარება თავიანთი დიქტატისადმი. ეს შეიძლება სწორედ ამ მიზნით განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო შეფასებისაგან თავს ვიკავებთ. ასე, რომ კიდევ ვიმეორებ, ცენტრში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ უფრო და უფრო ხდება საბჭოთა იმპერიის დეზინტეგრაცია. სწორედ ეს ძალები იმარჯვებენ. რასაკვირველია, არის რეაქციული ძალების ცდები, მაგრამ მათ კიდევაც რომ მიაღწიონ დროებით წარმატებებს, რომ შემოიღონ საგანგებო მდგომარეობა მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის საქართველოშიც - ეს ვერ იხსნის იმპერიას და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის ისტორიულ კანონზომიერებას. მოგეხსენებათ, ისტორიის უმთავრესი კანონ ზომიერებაა - იმპერიების დროებითი არსებობა და მათი საბოლოო აღსასრული ყოველთვის გარდაუვალია. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გვერგო ძალზე მძიმე მემკვიდრეობა კომუნისტური რეჟიმისაგან. მოგეხსენებათ, თუ რა მანკიერი პროცესები იყო, ეკონომიკურ პროცესებს ვგულისხმობთ - როგორი ანარქია. როგორი ქაოსი დაკანონდა, სპეკულაცია, დაკანონდა ხალხ ის ძარცვა-გლეჯა. ამ სისტემასთან გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ კოოპერატივების მოქმედება, განსაკუთრებით საზკვების კოოპერატივების მოქმედება, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება. ეს აუცილებელ ღონისძიებად მივიჩნიეთ.
აგრეთვე გავაძლიერეთ კონტროლი საწყობების ბაკალეის საქმიანობაზე, რათა არ მოხდეს მახინჯი მოვლენები აღარ გაგრძელდეს ის, რასაც ადგილი ჰქონდა არცთუ ისე შორეულ წარსულში და ყველანაირად გადაეკეტოს გზა სპეკულაციას.
ამავე დროს, ფასების სტაბილურობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთვრესი მიზანი გახლავთ. ჩვენი მოსახლეობის აზრის გათალისწინების გარეშე სრული პასუხისმგებლობით უნდა მოგახსენოთ, არ გავზრდით ფასებს არც ერთ პროდუქტზე. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი გადაწყვეტილებაა და თუ იქნება ფასების ზრდა, ეს არ შეეხება ძირითად საკვებ პროდუქტებს. ვიმეორებ, ისევ და ისევ ეს არ მოხდება მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ მოვაწყობთ მოსახლეობის გამოკითხვას. თქვენ იცით, რომ მივიღეთ კანონი რეფერენდუმის შესახებ. საერთოდ, ეს კანონი მრავალი საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ამავე დროს უნდა მოგახსენოთ დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებაც. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზადდება კანონი მოქალაქეობის შესახებ. თუ აქამდე საქართველოში ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია იყო, ამჟამად ქართველი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული უწინარეს ყოვლისა, მაგრამ ჩვენ ამით არ გამოვრიცხავთ ზრუნვას ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე. არავითარ შემთხვევაში არავინ იფიქროს, რომ ეროვნული უმცირესობის უფლებები დათრგუნული იქნება. თუმცა ამას ჩვენ ხშირად გვწამებენ ცენტრალურ პრესაში, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად მშვიდობიანად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგელები, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენი მომავალი პარლამენტის საქმიანობა დაემყარება სწორედ ეროვნული ინტერესების სამსახურს, დაემყარება იმ კურსს, რომელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ და რომელიც მოგაწოდეთ ჩვენი პლატფორმის სახით და რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ეროვნული შეიარაღბული ძალების შექმნა, როგორც მოგეხსენებათ, უკვე ჩამოყალიბდა ეროვნული შინაგანი ჯარი, ეროვნული გვარდია, რომელიც სტაბილური მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი უნდა იყოს საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა არაოფიციალურ შეიარაღებულ ფორმირებას, იარაღი ჩააბაროს, დაიშალოს და შემოუერთდეს ეროვნულ გვარდიას, რათა საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა, სამოქალაქო მშვიდობა, აღმოიფხვრას დამნაშავეობა, მოსახლეობამ იცხოვროს მშვიდობიანად. ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა დავირაზმოთ ეროვნული პარლამენტის გარშემო, რათა მომავალმა თაობამ უახლოეს ხანში დამოუკიდებელ, ეკონომიკურად აღორძინებულ, თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში იცხოვროს.
გილოცავთ ახალ წელს, და გისურვებთ, განხორციელებულიყოს ჩვენი ერის ყველაზე დიდი, სანუკვარი ოცნება და მომავალ წელს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში შევხვედროდეთ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 იანვარი. - №1 (21). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომრის ზვიად - გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით // რესპუბლიკა.1991. - 1 იანვარი. - №1 (34). - 1,2 გვ.
![]() |
23 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ! ამა წლის 9 იანვარს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც განიხილა თქვენი 7 იანვრის ბრძანებულება „საქართველოს სს რესპუბლიკაში“ 1990 წლის დეკემბერში მიღებული ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის გამო“. არ შევეხები წმინდასამართლებრივ საკითხს ამაზე ლაპარაკია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაში, რომელიც უარყოფს თქვენი ბრძანებულების კანონიერ ძალას - რადგან სსრ კავშირის პრეზიდენტსაც კი არა აქვს უფლება იურიდიული ძალა წაართვას საქართველოს რესპუბლიკის კანონებს: საქართველოს ტერიტორიაზე გარდამავალ პერიოდში მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები, აგრეთვე სსრ კავშირის ზოგიერთი კანონი; საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის თანახმად, სსრ კავშირის კანონებსა და რესპუბლიკის კანონებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონები. მაშასადამე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე სსრ კავშირის კანონის ან სხვა აქტის მოქმედება. თქვენი ბრძანებულებით გვთვაზობთ, ყოფილი ოლქის ტერიტორიიდან გამოვიყვანოთ ყველა შეიარაღებული ფორმირება სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების გარდა. მაგრამ მხედველობიდან გამოგრჩათ ან ინფორმირებული არა ხართ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამ ჯარების გარდა, დისლოცირებულია საბჭოთა არმიის ნაწილებიც. რა ვუყოთ? თქვენი ბრძანებულების თანახმად, მათაც არა აქვთ უფლება იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და იქიდან გამოყვანილ უნდა იქნენ. თქვენმა ბრძანებულებამ შეაძრწუნა მთელი ქართველი ხალხი. აგრეთვე რესპუბლიკის არაქართველი მოსახლეობა, უამისოდაც მტკივნეულად რომ განიცდის შიდა ქართლის - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში მომხდარ ამბებს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, უკანასკნელი წლების მანძილზე ექსტრემისტთა ხელში, რომლებმაც ხელმძღვანელი პოსტები დაიკავეს ოლქის ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, გადაიქცა ანტიქართული ისტერიის კერად, 1989 წლის ნოემბრიდან კი ფაქტობრივად და იურიდიულად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის პლაცდარმად, რაც იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ საქართველოს წაართვან მისი ოდინდელი ტერიტორია, რომლის შენარჩუნებისთვისაც ქართველი ხალხი 2000 წელზე მეტ ხანს იბრძოდა. მოგეხსენებათ, შიდა ქართლში ოსთა ნაწილის მათი ისტორიული სამშობლოდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების ისტორია. იცით ისიც, რომ ავტონომიური ოლქი ხელოვნურად შეიქმნა საქართველოს ინტერვენციისა და ოკუპაციის შემდეგ, რაც განხორციელდა საბჭოთა რუსეთის მაშინდელი მთავრობის ბრძანებითა და ი. სტალინისა და ს. ორჯონიკიძის აქტიური მონაწილეობით, რომლებიც არ მოერიდნენ იმას, რომ ოლქის საზღვრებში მოექციათ აგრეთვე ქალაქი ცხინვალი და ათობით სოფელი მკვიდრი ქართველი მოსახლეობითურთ. „სუვერენული რესპუბლიკის“ შექმნისათვის ოსი ეროვნების ექსტრემისტთა მოქმედებას მაშინ, როცა ასეთი არსებობს კავკასიონის ქედის გადაღმა, არ შეიძლება არ გამოეწვია ქართველი ხალხის, საქართველოს იმ ოსი მოსახლეობის უმრავლესობის ერთსულოვანი წინააღმდეგობა, რომლის მეტი ნაწილი ცხოვრობს ყოფილი ოლქის ფარგლებს გარეთ. ეგრეთ წოდებული „რესპუბლიკის“ თვითმარქვია ხელმძღვანელთა ცინიკურმა უარმა, ანგარიში გაუწიონ კონსტიტუციურ საფუძვლებს, უარმა შეესრულებინათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება, რომელმაც უკანონოდ ცნო სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აქტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, უკიდურესად გაამწვავა პოლიტიკური ვითარება რეგიონსა და მთელ საქართველოში. ხელისუფლების საკავშირო ორგანოებისა და პირადად თქვენი დუმილი საზოგადოებრიობას არწმუნებდა, რომ საჭირო იყო გადაეწყვიტა საკითხი დამოუკიდებლად, თავის სუვერენულ უფლებებზე დაყრდნობით, რომლებსაც თავხედურად თელავდნენ ფეხქვეშ ერთი მუჭა შეიარაღებული ექსტრემისტები, „სამხრეთ ოსეთის“ ხალხის „თვითგამორკვევისათვის“ მებრძოლთა სამოსელში რომ არიან გამოწყობილი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს არავითარი „ოსეთის სამხრეთი“ არის მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონი, სადაც გარკვეული დროიდან ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთიდან გადმოსახლებული ოსი ეროვნების პირები, რაც დამტკიცებულია ქართველი ხალხის მატერიალური და კულტურის ძეგლებით. ეს ოდინდელი ქართული მიწა-წყალია, რომლის წართმევას ქართველი ხალხი არასოდეს შეურიგდება, სანამ ცოცხლობს თვით ხალხი. არ შეიძლება გავაიგივოთ შიდა ქართლის ვითარება სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ავტონომიებთნ, რაც თქვენთვის, რა თქმა უნდა გასაგებია, რამეთუ კარგად იცნობთ რუსეთის იმპერიის ისტორიას, მაგრამ სხვა რესპუბლიკების საშინაო საქმეები თვით რესპუბლიკების საქმეა ერთი რამ ცხადია: დამღუპველია ვუდგებოდეთ ყველაფერს ერთი საზომით, სსრ კავშირის კონსტიტუციაში მოხსენიებულ ყველა ავტონომიას, მათი წარმოქმნის ისტორიულ-სამართლებრივი საფუძვლების გაუთვალისწინებლად საჭიროდ მიგვაჩნია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ერთი ეროვნული უმცირესობა საქართველოში არ განიცდის არ ავითარ შეზღუდვებს ეროვნულ-კულტურული ავტონომიის განვითარებაში. ეს ფაქტია, რომლის შემოწმებაც ადვილია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა ახორციელებდა აშკარად დისკრიმინაციულ პოლიტიკას რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახელობის მიმართ და როცა ამ პირობებში ოსი ეროვნების სეპარატისტები შეუდგნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ურომლისოდაც თითქოს შეუძლებელი იყოს რეგიონში ცხოვრება ოსთა ეროვნული კულტურის განვითარება, რომლებსაც ვითომდა დისკრიმინაციას უწევენ ქართველები, ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა აივსო - ოლქის გაუქმება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გახდა შექმნილ სიტუაციაში. ამ აქტმა არა მარტო ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოუღოს სეპარატისტულ მოქმედებას, არამედ აღადგინოს კიდეც ისტორიული სამართლიანობა. შემდგომი მოვლენები კარგად მოგეხსენებათ ისინი ჩამოყალიბებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 იანვრის დადგენილებაშიც. თქვენ არ უნდა გაგაკვირვოთ თქვენი ბრძანებულების მკვეთრად უარყოფითმა შეფასებამ, რადგან მასში აქცენტი გადატანილია თითქოსდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არამართლზომიერ მოქმედებაზე და სრულიად არ არის დაგმობილი სეპარატისტთა მოქმედება შიდა ქართლში. არადა სწორედ მათი მიზეზით იყო მიღებული გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ.
გვინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნული პარლამენტი, ოლქის არსებობისადმი მეტად უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად მაინც არ აპირებდა მის გაუქმებას, რაც გამოცხადებული იყო ოფიციალურად და არაერთხელ. განსაკუთრებით მიუღებელია ბრძანებულების დებულება რეგიონიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეგანაყოფების დაუყოვნებლივი გამოყვანის შესახებ, მაშინ როცა იქ თარეშობენ ოსი ექსტრემისტები, ტერორით აშინებენ ქართულ მოსახლეობას, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების წაყრუებით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვერც ერთი სუვერენული სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ მის ტერიტორიაზე წარმოიქმნას სამართლებრივი ვაკუუმი, რომელშც იმოქმედებენ შეიარაღებული ძალები, მის იურისდიქციას რომ არ ექვემდებარებიან და მისი სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ რომ მოქმედებენ. ჩვენ 1922 წლის სამოკავშირეო ხელშეკრულება მიგვაჩნია უკანონოდ საქართველოს მიმართ, რადგან იგი დაიდო საქართველოს ოკუპაციის პირობებში, ქართველი ხალხის ნების გაუთვალისწინებლად. მაგრამ კიდევაც რომ დავდგეთ თქვენს პოზიციაზე და დავადასტუროთ, რომ იგი ნამდვილია, იბადება კითხვა განა ეს ხელშეკრულება არ იძლეოდა მოკავშირე რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას?! ვისღა იცავს დღეს კავშირი? ყოველივე ეს ერთხელ კიდევ მოწმობს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების სისწორეს, რომელმაც გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული დამოუკიდებლო ბის მოპოვების გზაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს ვცნობთ სსრ კავშირის შემადგენლობაში იმ პირობით, რომ საბჭოთა კავშირი აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას მთლიანად აღიდგინოს ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობა სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალიების გათვალისწინებით. ამა წლის 7 იანვრის ბრძანებულების მსგავსი აქტები ხელს არ უწყობენ ვითარების სტაბილიზაციას, არ ანელებენ დაძაბულობას რეგიონში, პირიქით, ამხნევებენ სეპარატისტებს. მათ ექსტრემისტებს უბიძგებენ აქტიურობისაკენ. სწორედ ამ ბრძანებულების შემდეგ ვითარება რეგიონში დრამატულად გართულდა, დაიღვარა სისხლი. შექმნილი აფეთქება საშიში სიტუაცია შეიძლება შეანელოს მხოლოდ თქვენი ბრძანებულების მოქმედების შეჩერებამ და თქვენს მიერ იმ პოზიციის დაკავებამ, რომელიც უნდა ეკავოს სსრ კავშირის - კონსტიტუციის შესაბამისად სსრ კავშირის პრეზიდენტს ესე იგი იცავდეს მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენობას, უკუაგდოს ყველა კონიუნქტურული მოსაზრება, საკადრისი პასუხი გასცეს ძალებს, რომლებსაც ეთნოკრიზისის პროვოცირება იმპერიის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად მიაჩნიათ. მაგრამ ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება ხომ უკვე შეუძლებელია. გვესმის რა თქმა უნდა, რომ ძალით, რომელიც თქვენ გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ ჩაახშოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, მაგრამ როგორი იქნება ამ გამარჯვების ფასი?! და განა ეს გამარჯვება იქნება?! გამოვთქვამთ რწმენას, რომ თქვენ, პატივცემულო მიხეილ სერგის ძევ ერთხელ კიდევ ჩასწვდებით ქართველი ხალხის მისწრაფებებს, შეეცდებით გაიგოთ მისი ამ გადაწყვეტილების მთელი სიღრმე და გაქანება, რომ მოიპოვოს ნამდვილი სახელმწიფოებრივი თავისუფლება მოკავშირე რესპუბლიკებთან და ამ წუთიერ პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ანაცვალებთ მთელი ქართველი ხალხის, აგრეთვე საქართველოში მცხოვრები ხალხების, მათ შორის ოსთა უმრავლესობის ბედს, რომლებიც მზად არიან მხარში ამოუდგნენ თავიანთ ქართველ ძმებს სამართლიანი საქმისათვის ბრძოლაში. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა უმრავლესობის ნებაა დაამყაროს რეგიონში მშვიდობა და თანხმობა, კვლავაც განავითაროს ეროვნული კულტურა, რისთვისაც სულაც არ არის სავალდებულო ჰქონდეს ხელოვნურად შექმნილი ავტონომიური ოლქი ან თუნდაც რესპუბლიკა, რასაც ნათლად მოწმობს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება, სადაც ეროვნულ-კულტურული ავტონომიის დონე გაცილებით დაბალია. რაც უფრო ადრე მიხვდებიან ხელისუფლების საკავშირო ორგანოები თუ როგორია შიდა ქართლში ნამდვილი ვითარება და სათანადო პოზიციას დაადგებიან, მით უფრო სწრაფად მოხდება მდგომარეობის სტაბილიზაცია რეგიონში. საჭიროა სეპარატისტებმა გაიგონ, რომ მათ არ უნდა იქონიონ ცენტრის მხარდაჭერის იმედი და შეურიგდნენ დამარცხებას. დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს!
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
12 იანვარი 1991წ.
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 15 იანვარი. - №10 (30). - 1გვ.
![]() |
24 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია |
▲ზევით დაბრუნება |
1991 წ. 2 თებერვალს გაიმართა საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების შეხვედრა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ზვიად გამსახურდიასთან. პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე „ფრანს პრესის“ და გაზეთ „ტოკიო სინგუნის“ წარმომადგენლებმა.
ყველა კარგად ხედავს, თუ რა დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენს რესპუბლიკაში ჩაზოვ-პუგოს ბრძანების შეჩერებით. თუ შეიძლება გვითხარით, როგორ მიაღწიეთ ამას?
- ვიდრე კონკრეტულად გიპასუხებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგი გვაბრალებს თითქოს შეთანხმება გვქონდეს კრემლთან და ქართულ საქმეს ვაკეთებდეთ. მართლაც ასე რომ იყოს, თუ კრემლს ქართულ საქმეს გავაკეთებინებთ, კარგად ყოფილა საქმე. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. საქმე ის არის, რომ მოსკოვს აქვს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რომელ რესპუბლიკაში როგორაა საქმე, თუნდაც იგივე შეიარაღების საქმეში, იცის რა დონეზე უჭერს მხარს მოსახლეობა ამა თუ იმ რესპუბლიკის მთავრობას. იცის, ოპოზიცია რისი შემძლე და გამკეთებელია. კრემლი, როდესაც აგრესიას გეგმავს რომელიმე რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამას ყოველთვის ითვალისწინებს. მისი თითოეული ნაბიჯი გამოთვლილია, თუმცა ცოტათი შეცდა ლოგიკასთან დამოკიდებულებაში. იგი იმედოვნებდა, რომ ბლიც-კრიგით მიაღწევდა თავის საბოლოო მიზანს. ეს იმიტომ მოხდა, რომ გადააჭარბა სპარსეთის ყურეში მდგომარეობის შეფასებაში. - იფიქრა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებას ვეღარ მიაქცევდა ბალტიისპირეთს. თვით ბალტიისპირეთში მომხდარ შეფასებაში არ შემცდარა - იცოდა, რომ იარაღი იქ არ არის, ინტერფრონტი ძალიან ძლიერია, და ამიტომ ეგონა, შემრჩებაო. რის შემდეგაც საქართველოზეც იფიქრებდა, რადგან იცის, ჩვენთან გაცილებით გაჭირდებოდა ასეთი ოპერაცია, ვიდრე ბალტიისპირეთში. მაგრამ ნუ გვეგონება, თითქოს შეგვიძლია ამიტომ გულ-ხელი დავიკრიფოთ - კრემლი ხომ ვერაფერს დაგვაკლებსო, მივუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე. ეს ასე არ არის. თუ ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში კრემლის აგენტია, და მე ამას დაგიმტკიცებთ „კრასნაია ზვეზდაში“ გამოქვეყნებული წერილით, სადაც პირდაპირ წერია: იმდენად აღმაშფოთებელ საქმეებს სჩადის საქართველოს პარლამენტი, რომ ოპოზიცია სამტრედიაში ლიანდაგებზე დასხდაო მოძრაობის გადასაკეტად. ვის გულისხმობდა „კრასნაია ზვეზდა“ ოპოზიციაში? გულისხმობდა „მხედრიონის“ ბანდას. სინამდვილეში ლიანდაგებზე არავინ არ დამჯდარა. მოვიდა ორი გოგონა და ცოტა ხანს იდგა ლიანდაგებზე, ხოლო „მხედრიონის“ რამდენიმე წევრი ბაქანზე იდგა. ეს ფაქტი იმის საჩვენებლად გამოიყენეს, თუ როგორ არის აღშფოთებული ოპოზიცია გამსახურდიას „დიქტატურით“. ეს იგივეა, რაც გორბაჩოვმა ჩვენი პირველი სესიის დროს თქვა: საქართველოში აჯანყება აღშფოთებამდეა მისულიო. ის კახეთის მილიციაზე „მხედრიონის“ თავდასხმებს გულისხმობდა. აი, ვინ ამზადებს საქართველოში კრემლის ინტერვენციას. ამიტომ რაც უფრო დროულად აილაგმება ასეთი ძალები, უფრო დაზღვეული ვიქნებით ყოველგვარი აგრესიისაგან. მით უფრო მივაღწევთ ასეთ წარმატებას. ამაშია „საიდუმლო“. კრემლი სადაც წინააღმდეგობას ხედავს, იქ არ შედის.
- თქვენ „კრასნაია ზვეზდას“ ყალბი ინფორმაცია ახსენეთ. ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე მასალებითა გაჟღენთილი ცენტრალური გაზეთები. სამწუხაროდ, იმავე არხებით სიყალბეს იღებენ საზღვარგარეთაც. რა კეთდება იმისათვის, რომ სწორი ინფორმაცია გავიდეს მსოფლიოში?
- ჩვენ დღეს კრემლის უზარმაზარი საინფორმაციო მანქანა გვიპირისპირდება, უფრო სწორად - დეზინფორმაციის მანქანა, საკდესის სახით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახით, სუკის სახით, მათ მიზნად აქვთ დასახული დეზინფორმაცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ამაში მათ ჩვენივე გადაგვარებული ქართველები უწყობენ ხელს როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ. აქ ვისაც ვგულისხმობ, თქვენ კარგად იცით და მე ზედმეტად ჰაერს აღარ მოვწამლავ მათი სახელის ხსენებით, ხოლო უცხოეთში მათი აგენტურაა ჯანრი კაშიას რამაზ კლიმიაშვილის და სხვათა სახით. ისინი ლანძღავენ პარლამენტს, აქებენ კონგრესს. ამბობენ, პირდაპირ აღმაშფოთებელია, რომ პარლამენტი ხელს უშლის კონგრესს და არ აძლევს მუშობის საშუალებასო; პარლამენტში, თითქოს ფალსიფიკაციის გამო შევიდა ხალხი, არ ყოფილა არავითარი არჩევნები, რომ საარჩევნო კანონი არასრულყოფილიაო და სხვა. ყოველივე ამას რუსი რომ ამბობს „კრასნაია ზვეზდაში“ - არ გვეწყინება, რადგან ეს ბუნებრივია, მაგრამ ქართველი როგორ უნდა დაკნინდეს იმდენად, რომ მის ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების შედეგები უცხოეთიდან ლანძღოს და მოსთხაროს?! ამას არც ერთი ერი არ აკეთებს. მაგალითად, ასეთი მოღალატეები სომხეთში რომ აღმოჩნდნენ, სახალხოდ ჩამოახრჩობენ. ამდენი მოღალატე არც ერთ ერს არ ჰყავს. ამით სარგებლობენ კრემლი და მისი პროპაგანდა. „თავისუფლების“ ქართული რედაქცია საქართველოს მტრების ხელშია, და რატომღა გიკვირთ, რომ გამოდის უცხოელი და ამდაგვარს წერს, მათ რომ შევეკამათოთ, იმ წუთში ქართველებზე მიგვითითებენ - ამათ თქვესო. როგორც იტყვიან, ციხე შიგნიდან ტყდება. მართლია, კრემლის დეზინფორმაციის მანქანა ძლიერია, მაგრამ მას ჩვენივე მოღალატეები უწყობენ ხელს.
- ბატონო ზვიად, იქ არა გვყავს ხალხი, რომელიც ამ საქმეს მოაგვარებდა?
- ძალიან სუსტი, რადგან საზღვარგარეთ ძალიან ძლიერია მოსკოვი - საბჭოთა საელჩოები. მათი აგენტები ტერორის გზითაც კი გვებრძვიან. მაგალითად, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი საეჭვო ვითარებაში მოიწამლა იტალიაში. ამავე დილას მანქანაც დაამტვრიეს. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ეს მაინცდამაინც მოსკოვის გაკეთებულია, მაგრამ ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა. არა მგონია, რომ პროდუქტების საქმე იტალიაში ისევე იყოს, როგორც ჩვენში, რომ გაფუჭებული პროდუქტები მიიტანონ სამთავრობო სუფრაზე. ჩვენი იქაური მომხრეები ტერორიზებული, შევიწროებული არიან, მათ არავითარი მხარდაჭერა არა აქვთ. ეს აგენტურა კი ყოველგვარი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დასავლეთის დასუსტების შედეგია.
ცენტრალური გაზეთების კორესპონდენტები მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჩვენგან დამოუკიდებლად ბევრი ყალბი ინფორმაცია გადის. ჩვენ კი, მართლაც, ერის მოღალატეებად გამოვდივართ, რადგან არ ვიცით რა იბეჭდება. ამას, ძირითადად საკდესის აქაური კორესპონდენტი აკეთებს. იქნება შევკრებილიყავით და რაიმე გვეღონა ამის წინააღმდეგ.
- მე არ მიკვირს, რომ „პრავდა“ ამას აკეთებს, მაგრამ საოცარია, რომ ე.წ. დემოკრატიულ-დისიდენტური გაზეთებიც კი ჩაებნენ ამ პროცესში, ეს გაზეთებიც გადაიქცნენ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველ იარაღად. ყველანი ერთი პოზიციით არიან ჩვენდამი გამსჭვალულნი.
აქ ითქვა და თქვენც ბრძანებთ, რომ საკდესი ყალბ ინფორმაციას იძლევა, განსაკუთრებით მისი აქაური განყოფილების საშუალებით, რომელსაც ვინმე კოჩეტოვი წარმართავს, საჭიროდ ხომ არ მიგაჩნიათ უზენაესი საბჭოს განცხადება საკდესის დეზინფორმაციების შესახებ? და მეორე, ოპოზიცია ახსენეთ, უზენაესი საბჭო მისცემს თუ არა შეფასებას მათ მოქმედებას?
- როდესაც ჩვენ საკდესის კორესპონდენტებს დავუმტკიცებთ, რომ შეგნებულად აყალბებს ინფორმაციას აუცილებლად უნდა მიეცეთ პერსონა ნონ გრატას სტატუსი და გავაძევოთ საქართველოდან. შეიძლება სავსებით არ გამოვიდეს აკრძალვა, რადგან ასეა თუ ისე, ის ჟურნალისტია თუ ჟურნალისტია, იმოქმედოს, როგორც ჟურნალისტმა, და არა როგორც დივერსანტმა. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს, მე თქვენ უკვე გითხარით, თუ როგორ ოსტატურად იყენებს ამას ჩვენი მტერი. ამიტომ პასუხი უნდა გაეცეს ყველა მონაჩმახს, რომელსაც ისინი ავრცელებენ პრესაში, რადიოთი და ტელევიზიითაც კი.
- როგორი შეფასება მისცა კრემლმა საქართველოში ეროვნული გვარდიის შექმნას?
- კრემლის შეფასება შეიძლება გავიგოთ იმ წერილიდან, რომელიც გამოქვეყნდა „კრასნაია ზვეზდაში“. ეს არის კრემლის რეაქციული სამხედრო ძალების რეაქცია. ამ წერილს ჰქვია „ბატონი პრეფექტები და ბატონი გვარდიელები“. ე.ი. „ბატონს“ ირონიულად ხმარობენ, რაკი ჩვენ „ტავარიშჩებს“ აღარ ვამბობთ, და რაიკომის მდივნის, ამ პატარა უზურპატორის და დიქტატორის მმართველობის ნაცვლად შემოვიღეთ პრეფექტის დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, ეს აღაშფოთებს ჩვენს მტრებს და მეორე - ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. გორბაჩოვის პირველი ბრძანებულება, რომელიც 7 იანვარს გამოქვეყნდა, მე წინასწარ გამაცნეს. ეს გააკეთა გორბაჩოვის დავალებით ლუკიანოვმა. იქ ტექსტში ეწერა: გიკრძალავთ ეროვნული გვარდიის შექმნასო. მე ვუთხარი რის საფუძველზე გვიკრძალავთ, რა იურიდიული საფუძველი გაქვთ ამ აკრძალვისათვის-მეთქი. და დავუმტკიცე მათ, რომ არავითარი იურიდიული დასაყრდენი არ ჰქონდათ. გარდა ამისა, ვუთხარი, რომ ეს არის შინაგანი ჯარი, რომლის შექმნის უფლება ყველას აქვს, თუნდაც თქვენივე კონსტიტუციიდან გამომდინარე-მეთქი.
მათ შეეშინდათ და ამოიღეს ეს პუნქტი, მაგრამ როგორც იცით, მოლდოვეთს არ დაუთმეს. მას პირდაპირ უბრძანეს, რომ გაეუქმებინა ეროვნული გვარდია და დააშლევინეს. ესეც იმის ნიშანია, რომ საქართველოსთან უფრო ფრთხილად იქცევიან, ვიდრე ნებისმიერ სხვა რესპუბლიკასთან რაც შეეხება მომავალს, მე არ ვიცი რას იღონებენ. ჯერჯერობით ისინი საგანგებო წინააღმდეგობას ვერ გვიწევენ.
- რა პერსპექტივა აქვს ეროვნულ გვარდიას, რითი შეიარაღდება, რამდენი კაცი იმსახურებს?
- დასაწყისისათვის დაახლოებით 12 ათასი, რაც შეეხება იარაღს, საკმარისი გვაქვს.
- ბატონო ზვიად, საქართველოს უზენაესმა საბჭომ შეაჩერა ბრძანება ჯარების და მილიციის ერთობლივი მოქმედების შესახებ, რა რეაქცია მოჰყვა ამას კრემლიდან?
- ჯერჯერობით არავითარი რეაქცია არ არის, ერთი კია, ვფიქრობ, ამიერკავკასიის ჯარების სარდლობას თვითონ არ უნდოდა ამის გაკეთება, რადგან საფრთხეა თავდასხმის და იარაღის წართმევისა. აი, თვით მოსკოვშიც კი ჯარისკაცები ხანჯლებით გამოვიდნენ. ხალხი იარაღზე ნადირობს. საქართველოში რომ დაეწყოთ პატრულირება, იარაღის ნახევარი ქართველების ხელში გადავიდოდა, შეიძლება სისხლიც დაღვრილოყო. ჩვენი ხალხი დაღუპულიყო, შეიძლება ომი დაწყებულიყო, ომის დაწყება კი მათ ჯერჯერობით ხელს არ აძლევთ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას არ გაინაღდებენ. თანაც, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი რეკლამირება მთავრობის მხრიდან, რომ ყველაფერს იღონებენ დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის მოსახლეობის დამშვიდება, რადგან, მართლაც, ცუდი მდგომარეობაა და ხალხი აუჯანყდა გორბაჩოვს, სთხოვენ, რომ როგორც უნდა, ისე დაამყაროს წესრიგი, ამიტომ მან უბრალოდ ეს აჩვენა ხალხს. პრაქტიკულად კი ვერ განახორციელა. ეს რომ განხორციელდეს, სამხედრო დიქტატურა იქნება. ამის საშუალებას კი დასავლეთი ჯერჯერობით არ აძლევს. თუ გაინაღდა დასავლეთის მხარდაჭერა, მაშინ ნამდვილად გააკეთებს.
- თანამშრომლობთ თუ არა საბჭოთა კავშირში არსებულ დემოკრატიულ ძალებთან?
- კავშირი და თანამშრომლობა რომ არ ყოფილიყო, იმასაც ვერ მივაღწევდით, რაც სადღეისოდ გვაქვს. თანამშრომლობა დავიწყეთ ჯერ კიდევ სამოცდაათიანი წლებიდან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთთან, მოსკოვის დემოკრატიულ ძალებთან, ეს კონტაქტები ახლაც გრძელდება. ჩვენი წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ნუგზარ მგალობლიშვილი, იქ გამოვიდა გრანდიოზულ მიტინგზე, რომელიც დემოკრატიულმა ძალებმა მოაწყვეს ლტოლვილთა მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, მოსკოველ დემოკრატებში ბევრია შოვინისტი, რომელთა პოზიცია ჩვენს მიმართ კრემლის პოზიციისაგან არ განსხვავდება. ასეთ ხალხთან ჩვენ თანამშრომლობა არ გამოგვივა.
- როგორი მდგომარეობაა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რა დონეზეა მოლაპარაკება? როგორც ცნობილია, დაკავებულია მათი ცრუ პრეზიდენტი. რა რეაქცია მოჰყვა ამას?
- ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დაძაბულია, რადგან ჩვენ გვებრძვიან არა მხოლოდ ოსი ექსტრემისტები, არამედ საბჭოთა ჯარიც. იქ არის სამხედრო სარაკეტო ბაზა, საიდანაც ოსი ექსტრემისტები სისტემატიურად მარაგდებიან საბრძოლო რაკეტებით. აქ, კადრის ოფიცრები, რატომღაც, ძირითადად ოსები არიან. ასევე - სერჟანტებიც და ჯარისკაცებიც. რატომ მოხდა ეროვნული ნიშნის მიხედვით მათი თავმოყრა, ალბათ ძნელი გასაგები არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ლიდერები, სწორედ ამ ბაზაში იმალებოდნენ. უფრო მეტიც, ბაზა თავის ოფიციალურ რეზიდენციად გაიხადეს. იქ ღებულობდნენ ჟურნალიტებს. ე.ი. როდესაც ვინმეს უნდოდა კულუმბეგოვის ან ჩოჩიევის ნახვა, მიდიოდა ამ ბაზაში და იქ ხვდებოდა. აქედან განსაჯეთ, თუ ვის ვებრძვით. ამის გამო პროტესტის წერილით მივმართეთ ამიერკავკასიის ჯარების სარდალს პატრიკეევს. ის თითქოს დამპირდა საქმის მოწესრიგებას. მაგრამ ჩემი წერილის შემდეგ ორი ჯავშანტრანსპორტიორი თავს დაესხა ქართულ სოფელს და ცეცხლი დაუშინა, ერთი მილიციელი მძიმედ დაიჭრა, მეორე ჯავშანტრანსპორტიორი შეიჭრა სოფელ ერედვში და ქართულ მოსახლეობას სანადირო თოფები ჩამოართვა. ე.ი. ნამდვილი ომია. საბჭოთა ჯარისთვის ოსი ექსტრემისტები დაქირავებული აგენტები არიან. ამიტომ საბოლოო გამარჯვებას ჯერ ვერ მივაღწიეთ.
ჩრდილოეთში ალაგირთან დაბანაკებულია გენერალი ცაგოლოვი, რომელიც დივერსანტებს გზავნის ჩვენს ტერიტორიაზე. ისინი შეირაღებულნი არიან არაჩევეულებრივად, თანამედროვე ტექნიკით. ამის დამტკიცება კი ჩვენთვის ძალიან ძნელია. ხელმძღვანელობა ამბობს, თითქოს ეს მომდინარეობს ცალკეული ჯარისკაცებისა და ოფიცრებისაგან, ვითომ ეს მოსკოვიდან არ მოდის. სინამდვილეში კი ყველაფერი სწორედ იქიდან მომდინარეობს რაც კრემლმა ლიტვაში გააკეთა ეროვნული ხსნის კომიტეტის სახელით, აქ ამას აკეთებს ოსი ექსტრემისტების ხელით სცენარი იგივეა. ამის შესახებ ტელეგრამა გავუგზავნე გორბაჩოვს, რითაც ვუთხარი, რომ თუ არ შეწყდება ასეთიმოქმედება, მე ვამხელ მათ მთელი მსოფლიოს წინაშე. ჯერჯერობით პასუხი არ არის.
რაც შეეხება დაკავებულ ცრუ პრეზიდენტს, იგი ბანდების მეთაური კულუმბეგოვია, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს ომის პროპაგანდაში, ტერორის პროპაგანდაში, ეროვნული შუღლის გაღვივებაში, რაც პრაქტიკულად განახორციელა. გამოძიება მიმდინარეობს და გაირკვევა მისი ბრალეულობის საკითხი.
- განზრახული გაქვთ თუ არა გასვლა საზღვარგარეთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად?
- განზრახული მქონდა გასვლა შვეიცარიაში - დავოსში, სადაც მიწვეული ვიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან აქ ომის მდგომარეობაა, ამას კრემლი ქმნის ხელოვნურად, რომ ჩვენ ვერსად ვერ წავიდეთ, ვერ მოვიცალოთ შინაური პრობლემების გამო. ეს შეგნებული პოლიტიკაა. ჩვენი საგარეო მინისტრი დადის და ამყარებს კავშირებს, ახლა ბევრი დასავლეთის ფირმა თუ ბანკი გვთავაზობს დახმარებას. ეს ყველაფერი მალე პრაქტიკულად განხორციელდება.
- ახლა ჩვენს მილიციას უამრავი პრობლემა აქვს, არ შეიძლება, რომ მსურველები ჩაერთვნენ ამ საქმეში, იოლი რომ გახდეს წესრიგის დამყარება?
- ამასთან დაკავშირებით, რაიონებში მუნიციპალური მილიცია შემოვიღეთ, რომელიც შეიარაღებულია და წესრიგს იცავს. ეს გაკეთდება თბილისშიც. მუნიციპალურ მილიციაში შევა ყველა, ვისაც სურვილი ექნება და იარაღის ტარება შეეძლება.
- რას იტყვით სამაჩაბლოდან ქართველ ლტოლვილებზე?
- შექმნილია დახმარების ფონდი, ჩვენც ვეხმარებით და ყველანაირად ვცდილობთ ხელის შეწყობას. მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მივაღწევთ ცხინვალში წესრიგის დამყარებას. ლტოლვილების პრობლემა პოლიტიკური საკითხია, რომელიც ჩვენ უნდა გავიტანოთ მსოფლიოს დასანახად.
- სირთულეების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ სამაჩაბლოში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ. ახლა ხომ არ აპირებთ რაიმეს დათმობას?
- არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. პირიქით, უფრო გავამკაცრებთ ზომებს ოსი ექსტრემისტების მიმართ. გავაძლიერებთ მხილების კომპანიას - ყველას დავანახვებთ, რომ ეს არის პირდაპირი ალიანსი მოსკოვთან. ამან შეიძლება დადებითი ნაყოფი გამოიღოს. თუ იმას მივაღწიეთ, რომ ჯარი ჩამოვაშორეთ, ექსტრემისტებს იოლად მოვუვლით.
- ბატონო ზვიად, ჩვენი ბალტიისპირელი კოლეგები განსაკუთრებული სიმპათიით არიან განწყობილნი თქვენდამი, რადგან თქვენ ერთადერთი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ხართ, რომელიც კრემლში არ ყოფილხართ. როგორ ფიქრობთ, შეხვდებით გორბაჩოვს თუ არა? ან მიიღებთ მონაწილეობას ფედერაციის საბჭოს მუშობაში, თუ არა?
- თუ მთელი ერი ამოგვიდგება მხარში, ასე იქნება მომავალშიც. ყოველ შემთხვევაში, ამ კურსის გაგრძელებას ვა პირებთ. ჩვენ ეხლა კავშირი გვაქვს მხოლოდ ეკონომიკურ დონეზე. ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა გაცილებით ადვილია, ვიდრე ეკონომიკურისა.
- თქვენი დამოკიდებულება რეფერენდუმის მიმართ?
- რეფერენდუმი კრემლს სურს გამოიყენოს რესპუბლიკების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამით უნდა მიაღწიოს სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას. ჩვენ უნდა ვამხილოთ ამ რეფერენდუმის უსამართლობა. როდის იყო, რომ სხვა ქვეყნებში ჩატარებული რეფერენდუმი წყვეტდა მეორე ქვეყნის ბედს. ეს არის უსამართლო სამართალი, რომლის აბსურდულობაც მსოფლიოს უნდა დავუმტკიცოთ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. 1991. - 5 თებერვალი. - №24 (44). - 1გვ.
![]() |
25 ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო დებო და ძმებო!
ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალ საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისთვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს. კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები.
„გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკამ განსაკუთრებით გამოიღო ნაყოფი ცარიზმის დამკვიდრების შემდეგ. იმ დროის განმავლობაში, რაც კავკასიელი ხალხი ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიაში მოექცნენ, ყველაზე მეტი ტანჯვა-ვაების გადატანამ სწორედ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს მოუწია. ეს იმიტომ, რომ თქვენ არასოდეს შერიგებიხართ მტერს, ქედი არ მოგიხრიათ მისთვის. ვაჟა-ფშაველას სიტყვებითაც ხომ „კარგია მუდამ მტრიანი“
ცარიზმის მიერ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის მწვერვალი იყო 1864 წელს ჩეჩენთა და ინგუშთა იძულებითი აყრა სამშობლოდან და ოსმანთა იმპერიაში გადასახლება. თავის დროზე ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. რად ღირს თუნდაც, ალ. ყაზბეგის ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც აღსავსეა ჩეჩენ და ინგუშთა მწარე ხვედრის გამო გულისწუხილითა და თანადგომით.
1864 წელს მუჰაჯირობის, სამშობლოს დაკარგვის მთელი სიმწარე ჩეჩნებთან და ინგუშებთან ერთად იწვნიეს კავკასიის სხვა ხალხებმაც: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, ყარაჩაელ-ბალყარელებმა, დაღესტნის ხალხებმა, მაგრამ ისტორიის ბედუკუღმართობის გამოცდა, გენოციდის ახალი ტრაგედიის გადატანა ისევ მოუხდა გმირ ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს უკვე „ჰუმანური“ საბჭოთა ხელისუფლების წყალო ბით 1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა წითელი არმიის „ბრწყინვალე“ დღეს, როცა ერთ დღე-ღამეში მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად ჩატვირთეს ვაგონებში და შორეული ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი შეიწირა ამ აქციამ.
1944 წლის 23 თებერვალი სისხლიანი ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ისტორიაში, როგორც გენოციდის დღე. ჩეჩენი და ინგუში ხალხების ჭრილობა მოუშუშებელია, ხოლო მწუხარება უსაზღვრო და უკიდეგანო. ეს ისეთი ჭრილობაა ჩეჩენი და ინგუში ხალხების ისტორიაში, რომლის დავიწყება არ შეიძლება, ხოლო მწუხარება კი არ გაქრება, არამედ იქცევა იმ ძალად, რომელიც სათავეს ხალხის წიაღიდან იღებს და მასვე უბრუნდება, როგორც განახლების წყარო, ერის სულიერი აღორძინების ნიშანსვეტი.
ძვირფასო ძმებო და დებო! მიიღეთ ქართველი ხალხის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და პირადად ჩემი ღრმა სამძიმარი 1944 წლის 23 თებერვლის აქციის მსხვერპლთა ხსოვნის აღსანიშნავად.
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
თავმჯდომარე
ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. 1991. - 21 თებერვალი. - №35(55). - 1გვ.
![]() |
26 ზვიად გამსახურდია: „კრემლის ზღურბლს მხოლოდ მაშინ გადავაბიჯებ, როცა თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვიქნები“ |
▲ზევით დაბრუნება |
- ამბობენ, გამსახურდია პოლიტიკაში ახალბედა არ არისო, როგორ მოხდა ეს? თქვენ ხომ არასოდეს არ გიმუშავიათ სახელმწიფო თუ პარტიულ სტრუქტურებში?
- ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. იქ, პირველად ჩემს ცხოვრებაში შევქმენი პატრიოტული ორგანიზაცია, რომელმაც პირველი პროკლამაცია გამოუშვა. 1956 წელს, იქვე, ამხანაგებთან ერთად, პირველად დამაპატიმრეს.
- წარმომიდგენია რა თავზარი დაეცემოდა თქვენს ოჯახს. მამათქვენი ხომ ცნობილი მეცნიერი იყო, აკადემიკოსი, ჰოდა, უეცრად შვილის დაპატიმრება ანტისაბჭოური საქმიანობისათვის...
- არავითარი თავზარი არ დასცემია. მამაჩემი რამდენადმე ჩვენი იდეური მოძღვარი იყო. მეტსაც ვიტყოდი - ინიციატორი. მერე კი ინანა, ვინაიდან დიდი საფრთხე შეგვექმნა ყოველ დაკითხვაზე გვემუქრებოდნენ: „ახლა თქვენ საპატიმროდან ვეღარ გამოხვალთ. მერე კი ციმბირი. ასე რომ, ბიჭებო, შინ მალე ვერ დაბრუნდებით და საერთოდ დაბრუნდებით კი...“ ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს რომ არ გამოედოთ თავი, ალბათ, ასეც იქნებოდა. მე მგონია, მხოლოდ მათი დამსახურებაა, რომ რამოდენიმე თვის პატიმრობა გვაკმარეს, შემდეგ კი პირობითი სასჯელი მივიღეთ.
- მაგრამ რამდენად სერიოზული იყო ყოველივე ეს? ხომ არ ჰგავდა ბავშვების პოლიტიკობანას თამაშს? ასეთი რამეც ხომ ხდებოდა ჩვენში. ასეთი თამაშები ბევრს ძალზე ძვირად დაუჯდა.
- არა, ეს თამაში არ ყოფილა. ყველაფერი ძალზე სერიოზულად იყო. ჩვენ გვესმოდა თუ რაოდენ დიდი იყო საფრთხე, რაოდენ დიდი იყო პასუხისმგებლობა. საერთოდ, შუა 50-იანი წლები საქართველოში ამბოხიანი ხანა იყო, რაც, ნაწილობრივ, დაკავშირებული იყო სტალინისტების მოძრაობასთან. მაშინ ახალგაზრდობა პროტესტს აცხადებდა ეროვნული სიამაყის გამო, როცა ხედავდა როგორ ლანძღავდნენ სტალინს...
- ჰოდა, თქვენც გადაწყვიტეთ მისი დაცვა, როცა სათავეში ჩაუდექით ახალგაზრდობის სტიქიური პროტესტის პროცესებს?
- პირიქით, სულ სხვა მიზანი გვქონდა - არა სტალინის უკვდავყოფა, არა მისი განდიდება, არამედ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა. ერთი მუჭანი ვიყავით, მაგრამ ეს მოძრაობის დასაწყისი იყო... რაც შეეხება სტალინს, აი რა მინდა მოგახსენოთ: შეცდომა იქნებოდა გველაპარაკა მასზე, როგორც ქართული ეროვნების კაცზე. იგი ტოტალიტარიზმმა შვა. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დიქტატორს, ტირანს, არც მას აქვს ეროვნება. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ხალხი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე სტალინის წინააღმდეგ გამოვდიოდი.
- სტალინისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ ხომ არ გაამრავლა თქვენი ოპონენტები? კავშირის ზოგიერთ რეს პუბლიკაში დღემდე დარწმუნებული არიან, რომ ამ სახელს საქართველოში მოწიწებით, თაყვანისცემითაც კი იხსენიებენ.
- რამდენიმე წლის წინათ სტალინიზმი აქ მართლაც ძლიერი იყო. დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს, მხოლოდ ძალზე დაბალი კულტურის მქონენი ან პოლიტიკური ავანტიურისტები ღაღადებენ კვლავ მის სიდიადეს. მარტო ერთი რამ იციან: სტალინი ქართველი იყო. თვითონ განსაჯეთ: რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უკანასკნელ არჩევნებში სტალინის დაცვის საზოგადოებამ სრული კრახი განიცადა. მათი წარმომადგენლები არც კი შეუტანიათ საარჩევნო სიებში...
- ბევრი თქვენი გამოსვლა მოწმობს, რომ თქვენ ურყევი ანტიკომუნისტი ბრძანდებით. მაგრამ როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იძულებული ხართ დიალოგი აწარმოოთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის კომუნისტებთანაც, ხომ არ არის რაიმე წინააღმდეგობა - თქვენს პირად მრწამსსა და სახელმწიფო მოღვაწის როლს შორის?
- არაერთგზის მსმენია: რა საჭიროაო საკუთარი ანტიკომუნიზმის წარმოჩენა? აქაოდა, ეს მხოლოდ ზრდისო ოპონენტთა რიგებს. მაგრამ, გამიგეთ, სხვაგვარად არ შემიძლია - ეს ორმაგი თამაში იქნებოდა. არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება, - ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშული არ არსებობს. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია მიმაჩნია პასუხისმგებლად მთელი იმ უბედურებისათვის, რომელიც თავს დაატყდა ჩემს ხალხს (ისევე, როგორც საბჭოთა იმპერიის ყველა ხალხს) უკანასკნელ შვიდწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში... დიალოგიო ბრძანეთ. მე მზად ვარ ამისათვის და არა მარტო კომუნისტებთან, არამედ ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. მაგრამ რაზე ველაპარაკოთ? მას შემდეგ, რაც ამ კაბინეტში ვმუშაობ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტიდან მხოლოდ ერთ საკითხზე მომმართეს - ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციული შენობის თაობაზე. როგორც ჩანს, მეტი არაფერი აწუხებდათ. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამ საუბრების ტონალობა პირდაპირ შეუწყნარებელია. როგორც კი მწვავდება საუბარი მაშინვე იმუქრებიან: „მედესანტეებს“ გამოვიძახებთო.
- თქვენ რეალურად მიგაჩნიათ მოვლენათა ამგვარი განვითარება?
-არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ჩვენში ხომ რამდენადმე სხვაგვარი პირობებია, სხვაგვარი პოლიტიკური და სოციალური გარემოა, ვიდრე, ვთქვათ, ლიტვაში. საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას საქართველოში დასაყრდენი არა აქვს. ბალტიისპირეთში კომუნისტები იმის იმედად არიან რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძარაობას მოსწყვეტენ რუსულენოვან მოსახლეობას, მათ შორის კონფლიქტს გააჩაღებენ. ჩვენ კი მხარს გვიჭერს არა მარტო ქართული მოსახლეობა, უყოყმანოდ ვამბობ, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსთა უმრავლეოსობა ჩვენს მხარეზეა. ჩვენს შორის არ არის და არც ყოფილა კონფლიქტი. ცხადია, რამდენადმე სხვაგვარი სიტუაციაა სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში - იქ საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ მიაგნო საყრდენ წერტილს, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენთან საბრძოლველად. ამგვარ ცნობებს რომ ავყვეთ, ჩვენ თურმე იმის გარდა არას ვაკეთებთ, რომ საქართველოში მოსახლე ხალხების მეგობრობას ვანგრევთ. ვითომდა შევიარაღდით ლოზუნგით - „საქართველო - ქართველებს“ და არაქართველებს ვავიწროვებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაცია ცენტრალური გაზეთების ფურცლებზე ვერ ხვდება და ხალხს სჯერა ეს სისულელე... ამას წინათ ჩვენს გაზეთებში გამოქვეყნდა ჩემი გამოსვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთს ეხებოდა. გაზეთის სამი სვეტი ფაქტები, ისტორიული ცნობები - განა მოასწრებ ყოველივე ამას ხანმოკლე საუბრისას? სამწუხაროდ, რუსეთში არ იციან ამ ეთნიკური კონფლიქტის არც ისტორია და არც არსი... მაგრამ მე მგონია საჭიროა მისი პოლიტიკური არსის ცოდნა. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის გაღვივება ხელს აძლევს იმათ, ვინც მთავარ მიზნად დაისახა - რადაც უნდა დაუჯდეს არ დაუშვას დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა.
- თქვენი აზრით დღეს რეალურად ვინ ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთში?
- სრულიად არავინ. შარაგზებს მოსდებიან შეიარაღებული ადამიანები, ავაზაკები და ტერორში ჰყავთ მოსახლეობა - სხვათა შორის, არა მარტო ქართული. ხშირ შემთხვევაში ეს არმიის ბრალიც არის. ცოტა როდი გვაქვს იმის ფაქტი, რომელიც ადასტურებს მის თანამშრომლობას დესტრუქციულ ძალებთან. ზოგიერთი მათგანი ამას წინათ ვაცნობე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს... ერთი მიბრძანეთ, რა კვალიფიკაცია უნდა მივცეთ სამხედრო მოსამსახურეების - ოფიცერ ა. პოლეშჩუკისა და პრაპორშჩიკ ე. სტაროლუბცევის საქციელს, რომლებმაც „ბოევიკების“ ფორმა ჩაიჯაჯეს, ნიღბები გაიკეთეს, საქართველოს შინაგან სამინისტროს საგუშაგოს დაესხნენ თავს და ავტომატები დაუშინეს? ან იმას რა ვუწოდოთ, რომ სეპარატისტთა ლიდერები ტ. კულუმბეგოვი და ა. ჩოჩიევი, მდევარს განრიდებული, ხშირად პოულობენ თავშესაფარს საჰაერო-სადესანტო პოლკის ბაზაში? დღემდე არ მიგვიღია მკაფიო პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ამარაგებს ექსტრემისტთა ბანდებს რაკეტებით და ტყვია-წამლით. ამის გამო პრეზიდენტს ზუსტად ასე მივწერე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცხინვალში ყველაფერი ლიტვურ-ლატვიური სცენარით ხდება-მეთქი.
- ჩვენი საუბრის დროს ერთხელაც არ წამოგცდენიათ სიტყვა „ნაციონალური“... თქვენ ნაციონალისტი ხართ?
- არა, მე პატრიოტი ვარ. მაგრამ ეს ჩემი მრწამსის ემოციური მხარეა, მაგრამ, თუ იდეოლოგიურ პლატფორმას განვიხილავთ, მე ქრისტიან-დემოკრატი ვარ. განა შეიძლება სახელმწიფო წყობილების ასეთი ფორმის პირობებში ერთი ერის რაიმე პრობლემები მეორე არამკვიდრი ერის უფლებათა შელახვის ხარჯზე გადაიჭრას? ცხადია, არა. როცა ჯერ კიდევ ვიწყებდით ბრძოლას, ჩვენთან ერთად იყვნენ რუსეთის საუკეთესო შვილები - დემოკრატიული ინტელიგენცია, დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ ერთად ვმოქმედებდით. ჩვენში, საქართველოში, იბეჭდებოდა თითქმის მთელი რუსული „სამიზდატი“ და მთელ კავშირში ვრცელ დებოდა. დღეს კი ცენტრში ვიღაც-ვიღაცეებს ძალზე სურთ რუსი ადამიანების სულში ეჭვი დათესონ, ფაშისტები ხომ არ მოექცნენო ხელისუფლების სათავეში?
- არასოდეს არ მოგსურვებიათ შეხვედროდით მ.ს. გორბაჩოვს და გეცადათ საქართველოსადმი კავშირის შემდგომი დამოკიდებულების პრინციპების შემუშავება?
- თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის მანძილზე, არც ერთხელ არ გადამიბიჯებია კრემლის ზღურბლისათვის. ეს შემთხვევითი არ გეგონოთ. ეს პოზიციაა. მე კრემლის ზღურბლს მხოლოდ მაშინ გადავაბიჯებ, როცა თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვიქნები. ეს არაერთგზის მითქვამს გორბაჩოვისათვის. არ შეიძლება სუვერენულ რესპუბლიკებზე ილაპარაკო, თან კი მათ ისე მოექცე, თითქოს შეუგნებელი ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ყოველდღიური მეურვეობა და მამის ქამარიც სჭირდებათ! ურთიერთობის ასეთი პრინციპით კავშირი ვეღარ განახლდება. ამ მხრივ ჩვენ ყველას რუსეთის, ელცინის დიდი იმედი გვაქვს. ვიცით, როგორ უჭირს - იქნებ ყველაზე მეტადაც, ჩვენს შორის.- ყველაზე მეტად მას უტევენ. როგორ დავეხმაროთ ამ კაცს? ერთადერთი იმედი ისაა - მებრძოლია და მაინც ვშიშობ... მით უმეტეს, რეაქციული ძალები ცენტრშიაც უტევენ.
- შევარდნაძის განცხადებამ გადადგომის შესახებ მომავალი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მთელი მოსახლეობის ყურადღება მისკენ მიაპყრო...
- მე რამდენადმე სხვაგვარად ვუყურებ ამას. მე მგონია ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, როგორც ყველა სხვა ნაბიჯი, კრემლის ნებამ. რა თქმა უნდა, შევარდნაძის განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც, მაგრამ, ამასთანავე, ეს დაეხმარა კიდეც გორბაჩოვს. ბევრი საკავშირო დეპუტატი ხომ ყრილობაზე პრეზიდენტთან საბრძოლველად ჩამოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებამ კი ეს დაავიწყა და მხოლოდ შევარდნაძეზე ლაპარაკობდა.
- ზოგიერთი ჩვენი მკითხველი დაეჭვდება - გამსახურდია ამას იმიტომ ამბობს, რომ საქართველოში შევარდნაძის დაბრუნებისა ეშინიაო.
- სრულიადაც არა. მოდი ასე ვიმსჯელოთ: რა პოზიციებს დაადგება შევარდნაძე, თუ მაინც დაბრუნდება საქართველოში? პირადად მე მგონია, იგივე პოზიციებს, როგორც ყოველთვის - კრემლისას. აქვს თუ არა იმის შანსი, რომ ხალხი გაიყოლიოს, მე მგონია, არავითარი!
- ყველაზე მეტად რა გაწუხებთ დღეს? რა უწინარესი ამოცანებია თქვენს წინაშე?
- მაწუხებს კრიმინალური ბანდები. მაწუხებს ის, რომ მაფიოზური დაჯგუფებანი შეეკვრნენ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროშით გვევლინებიან, ასულელებენ ხალხს. ჩვენ უნდა დავამთავროთ სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების ჩამოყალიბება; ბოლო უნდა მოეღოს ქაოსსა და ანარქიას, რომლებიც საქართველოს ზოგიერთ რაიონში სუფევს. ხალხს ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა უნდა. ამას კი ახალი ეკონომიკა სჭირდება. ერთი სიტყვით, საზრუნავი და საწუხარი უამრავი გვაქვს. ერთადერთი, რაც არ გვყოფნის, - დროა.
ინტერვიუს უძღვებოდა
პავლე ვოშჩანოვი
(გაზ. „კომსომოლსკაია პრავდა“
№36 (56) 1991 წ. 21 თებერვალი
რედაქციისაგან: როგორც ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, საბოლოოდ ინტერვიუს დაბეჭდვა მასთან შეუთანხმებლად მოხდა და ამიტომ გაპარულია რამდენიმე უზუსტობა, რომლის გამოსწორებაც ვერ მოხერხდა.
„კრემლის ზღურბლს მხოლოდ მაშინ გადავაბიჯებ, როცა თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვიქნები“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] „კომსომოლსკაია პრავდა“ ; პავლე ვოშჩანოვი // საქართველოს რესპუბლიკა. 1991. - 22 თებერვალი. - №36 (56). - 1გვ.
![]() |
27 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
1991 წლის 23 თებერვალს შედგა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის
ჯემალ ნინუა (გაზეთი „რესპუბლიკა“) - ბატონო ზვიად, ასი დღე შესრულდა, რაც ქართველმა ხალხმა თავისი ნებით ხელმძღვანელად აგირჩიათ. რისი თქმა შეიძლებო და განვლილ პერიოდთან დაკავშირებით დღეს. რამდენად გამართლდა თქვენი პოლიტიკური პროგნოზები და როგორ გესახებათ საქართველოს რესპუბლიკის მომავალი ამ განვლილი პერიოდის გათვალისწინებით?
- უნდა მოგახსენოთ, რომ პირველივე დღეებიდან ცხადი გახდა, რომ ამ პროცესებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არის ძალზე მწვავე რეაქცია ცენტრისა. შეიძლება ითქვას, ცენტრმა პირდაპირ გამოგვიცხადა ომი ომი ყოველგვარი საშუალებებით - ბლოკადით, კერძოდ, ენერგეტიკული, სასურსათო და ყოველგვარი სახის ბლოკადით, შინაგანი დესტაბილიზაციით. აქ - თავისი აგენტურის მობილიზებით და ჩვენს საწინააღმდეგო აქციების გაძლიერებით. ეს სავსებით აშკარაა. ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით თითქმის სამოქალაქო ომის სიტუაციას, განსაკუთრებით სამაჩაბლოში. ასეთ პირობებში ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვგეგმავდით ხალხის საკეთილდღეოდ, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის, მშვიდობის დამყარებისათვის რესპუბლიკაში, ძალზე ძნელად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ იმპერია მობილიზებულია საქართველოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით - მისი პროპაგანდისტული მანქანა და ეს ძალზე შორს მიმავალ შედეგებსა და მიზნებს ისახავს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოებრიობის ნაწილი მხარში ამოუდგა ამ იმპერიულ ძალებს და მათთან ერთად ცდილობს დე სტაბილიცაზიის შექმნას და ყოველნაირად გვიშლის ხელს ქართველი ერისათვის სასიკეთო ძვრების განხორციელებაში. ჩვენი საპარლამენტო მოქმედება, მოგეხსენებათ მიმართულია ჩვენი ერის ინტერესების სამსახურისაკენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენისაკენ, მაგრამ ეს არის სწორდ ის, რაც არ აწყობს ცენტრს და ამავე დროს, არ აწყობს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ, გადაგვარებულ ნაწილს, მაფიოზურ ძალებს, კორუმპირებულ ძალებს და ფსევდოოპოზიციას. აი, ასეთი ვითარებაა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ძალზე სერიოზულად გვიშლიან ხელს, ასე, რომ ჯერჯერობით რეალური, სასიკეთო ძვრები არ შეიმჩნევა და არ არის სახარბიელო თუ ყოველივე ასე გაგრძელდა.
- ბატონო ზვიად, გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა და კიდევ ერთიც, საკავშირო პარლამენტსა და რუსეთის პარლამენტს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაობაა...
- მოგახსენებთ, ეს დადგენილება არის ყოვლად არაკომპეტენტური და უკანონო, ვინაიდან საგანგებო წესების გამოცხადება სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე არ წყვეტს ცხინვალის პრობლემას, არ წყვეტს ოსი ექსტრემისტების ალაგმვის პრობლემას. ეს იქნება მიმართული ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს იქნება განმტკიცება ოსი ექსტრემისტების პოზიციებისა. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია მთელს საქართველოში სადაც კი ოსები სახლობენ. მოგეხსენებათ, ასეთი რაიონები ძალზე ბევრია. ჩვენ ეს ვუთხარით აქ ჩამოსულ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვორონინს. ყველაფერი ეს ავუხსენით, დავუსაბუთეთ, იგი, თითქოსდა მართლაც შეფიქრიანდა, მაგრამ ამის შემდეგ რა პოზიციას დაიჭერენ არ ვიცით. ის წავიდა შემდეგ ცხინვალში და ახლა ისევ მოსკოვში გადაფრინდა. მაგრამ, მთავარი, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, და სჯობია ვიცოდეთ სიმართლე, ვიდრე თავი მოვიტყუოთ, ისაა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი არის სინამდვილეში ცენტრისა და ოსი ექსტრემისტების ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არავითარი ეთნიკური კონფლიქტი არ არის... ესაა ცენტრის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მთელი ტერიტორიის ჩამოცილებას საქართველოდან. ეს უკვე იგეგმება. აი, ახლა მოგვივიდა წინადადება, რომ სამ დღეში შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ამას, რასაკვირველია, არ გავაკეთებთ, ამის შემდეგ, ალბათ, პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვა, რომელიც ჩვენს გარეშე შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას და როგორც ეს ყარაბაღში მოხდა, მოახდენს მთელი ამ ტერიტორიის იზოლირებას საქართველოსაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ეს ტერიტორია დაკარგული იქნება საქართველოსათვის. აი, მიზანი ცენტრისა, რომელისთვისაც იგი იბრძვის ყოველნაირი საშუალებებით. მოხდა დეზინფორმირება საზოგადოების გარკვეული ნაწილისა. ეს იქნება, რასაკვირველია, კატასტროფული შედეგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ. იქნება ქართველი ერის ძალზე მწვავე რეაქცია. ვიმეორებ, ცენტრის გეგმაა სამაჩაბლოს ჩამოცილება საქართველოდან აი, ესაა მათი მთავარი მიზანი. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, იქ რა ძალები ბატონობენ, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი და ისინი ამ იმპერიალისტურ კურსს ემორჩილებიან, რასაკვირველია, მას უჭერენ მხარს. მაგრამ აი, რუსეთის უზენაესი საბჭოს გარკვეული ნაწილი ხედავს ამ უსამართლობას და ჩვენ უფრო გვიჭერს მხარს. გუშინ იყო, მაგალითად, ოსების მიერ მოწყობილი პრესკონფერენცია მოსკოვში. აწყობდა გენერალი ცაგოლოვი. იგი ექსტრემისტების ლიდერია, რომელიც ახლა პროფესორად შეინიღბა, მოუშვა წვერი ლევ ტოლსტოის მსგავსად. ეს არის ტერორისტული ბანდების მეთაური, რომელიც დივერსანტებს აგზავნის სამაჩაბლოში. მოსკოვში იგი ცდილობს დიდი მშვიდობის მქადაგებლის როლში გამოსვლას მაგრამ იქ ჩავიდნენ ოსი ლტოლვილები სამაჩაბლოდან და ეს პრესკონფერენცია ფაქტობრივად ჩაშალეს. ამხილეს იქვე ცაგალოვი და მისი ბანდა და მათ ვერ შეძლეს საზოგადოების მოტყუება. ამით აიხსნება ის, რომ გუშინ „ვრემია“ შედარებით ჩუმად იყო ამ საკითხზე და პრესაც ასე თუ ისე კორექტულად იქცევა. მაგრამ ეს, რასაკვირველია, არ აინტერესებს ცენტრს. ცენტრს აქვს მიზანი. ცენტრის მიზანია ჩვენი დასჯა. ჩვენი დასჯა იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით და არ ვაწერთ ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. და აი, ამისათვის იყენებს ცენტრი სამაჩაბლოს. ასეთია მდგომარეობა.
- ბატონო ზვიად, ჩვენ, რასაკვირველია, ვიცით, რომ ამჟამად, ამ დღეებში, როცა მიმდინარეობს (მხედველობაში მაქვს „მხედრიონის“ წევრთა იზოლირება), თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, მაგრამ მაინტერესებს, როგორია ამასთან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს პოზიცია და რას გვეტყვით ამის გამო.
- მოგახსენებთ, რომ არც ერთ სახელმწიფოში არ არის დაშვებული ტერორიზმი. ტერორიზმს გმობს საერთაშორისო სამართალი, ყველა სახელმწიფო, თვით ტოტალიტარული სახელმწიფოებიც, თვით საბჭოთა კავშირიც. ასე რომ, ტერორიზმის დაშვება ყოვლად გამორიცხულია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში. ტერორიზმის თავისუფლება არსად არ არსებობს და ამაზე ერთი აზრია მთელს მსოფლიოში. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ჩვენი გადაგვარებული ინტელიგენციის გარკვეულმა ნაწილმა საჭოჭმანო გახადა ეს ჭეშმარიტება და ამ ბანდებთან ალიანსით გამოდის. ამ ტერორისტების განთვისუფლებას მოითხოვს და, ვითომცდა, არადემოკრატიულ ღონისძიებებს უწოდებს ამგვარ მოქმედებას. ეს ყოვლად დაუშვებელი, აღმაშფოთებელი ამბავია და ჩვენ ამას ვამხელთ. ვამხელთ და დავამტკიცებთ, რომ ინტელიგენციის ამ გადაგვარებულ წარმომადგენლებს მართავს მოსკოვი, და იმათაც მალე გამოვააშკარავებთ, ვინც მას წარმოსახავს და ვისი ინსპირაციითაც მოქმედებენ ეს ტერორისტული ბანდები ე.წ. „მხედრიონისა“ საქართველოში. დავამტკიცებთ იმასაც, რომ შავნაბადას ინციდენტი იყო დადგმა, რომ ეს იყო ინსცენირება საქართველოში ვითომდა შეიარაღებული აჯანყებისა. რა სურს ცენტრს, მეგობრებო? ცენტრს სურს, რომ საქართველოში მოხდეს შეიარაღებული აჯანყება, რომ საქართველოში საბჭოთა არმიას პირდაპირ დაესხას თავს გარკვეული ძალები, მოხდეს მათ შორის შეჯახება და შემდეგ ცენტრმა შემოიყვანოს აქ დიდი ძალები და მთელ საქართველოში გამოცხადდეს კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. ამაში შესანიშნავად უწყობენ ხელს ცენტრს ე.წ. „მხედრიონის“ ბანდები. მოხდა ეს შავნაბადაზე, და ეს იყო დასაწყისი. ჩვენ რომ არ დაგვეპატიმრებინა ამ ბანდის ხელმძღვანელები, დღეს მთელ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გვქონოდა. გესმით, აი ასეთი საფრთხე ემუქრებოდა საქართველოს. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი ეს დროულად ავიცილეთ თავიდან, თუ კიდევ რაღაცა ახალი არ მოისაზრა ცენტრმა. როგორც ჩანს, ახლა მხოლოდ სამაჩაბლოს იმედად დარჩნენ ისინი. ალბათ, ამ საფრთხესაც თავიდან ავიცილებთ.
ირაკლი კენჭოშვილი („ჯორჯიან მესინჯერი“): ბატონო ზვიად, არსებობს თუ არა რაიმე მონაცემი იმის თაობაზე, თუ ისეთი ფორმირებების, როგორიცაა „მხედრიონი“ და საერთოდ, კონგრესის მოძრაობის უკან მოსახლეობის რამდენი პროცენტი დგას, რადგან სახელწოდება - კონგრესი პომპეზურად ჟღერს და ჩვენ, ალბათ, უნდა ვიცოდეთ ეს. და მეორე შეკითხვა, ბარემ აქვე გეტყვით: მოელით თუ არა თქვენ, რომ, როცა ერაყის ომი დასრულდება, შეიძლება მოსკოვი უფრო ფრთხილი გახდეს საქართველოს მიმართ?
- რასაკვირველია, რასაკვირველია უფრო ფრთხილი გახდება და ერაყის ომის მიზეზით არის სწორედ ასეთი მდგომარეობა შექმნილი და ცენტრი ამიტომ შეეცადა ბალტიისპირეთის, ასე ვთქვათ, მოთვინიერებას, რომ მას ჰქონდა ერაყის ომის იმედი. და ახლა საქართველოშიც იგივეს ახორციელებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში. რაც შეეხება „კონგრესსა და მხედრიონს“, მას მხარს უჭერს ძალზე მცირე ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა, რომელიც ალბათ ერთ პროცენტსაც არ შეადგენს. ჩვენ ამას დავამტკიცებთ, დავუსაბუთებთ რეფერენდუმით. ჩვენ მოვაწყობთ გამოკითხვას თუ რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა ე.წ. ეროვნულ კონგრესს, და დავამტკიცებთ, რომ ეს იყო ფალსიფიცირებული არჩევნები და გამოვავლენთ ყველას, ვინც ამ არჩევნებში ნამდვილად მიიღო მონაწილეობა. თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის მეასედ პროცენტსაც არ უდრის. ეს ერთი. მეორე, უნდა მოგახსენოთ, რომ ე.წ. კონგრესი და მასში გაერთიანებული პარტიები ჩვენი ეროვნული მოძრაობის მოღალატეები არიან, და აი, რატომ - თავდაპირველად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მოძრაობა იმთავითვე იყო მშვიდობიანი, ყოველგვარი შეიარაღებისაგან თავისუფალი, და თვით კონცეფცია ჩვენი მოძრაობისა იყო მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის კონცეფციის. ეს იყო ის, რასაც ინდოეთში ქადაგებდა მაჰათმა განდი, რასაც პოლონეთში ქადაგებდა ლეჰ ვალენსა და ამით იყო ჩვენი მოძრაობა ძლიერი, ამაში იყო ჩვენი მოძრაობის უდიდესი მორალური ძალა და აი, ამ მორალურმა ძალამ გაიმარჯვა 9 აპრილის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს ჯარები გამოიყვანეს, დაგვარბიეს, ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ. ჩვენ არც ერთი დანა, არავითარი იარაღი არ გვქონდა. ვიყავით სრულიად შეუიარაღებელნი და მსოფლიოს თვალში ეს იყო უდიდესი მოგება, უდიდესი გამარჯვება. აი, ამას ხედავდა კრემლი. და მანაც დაინახა ასეთი სერიოზული საფრთხე ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკური მოძრაობის სახით და გადაწყვიტა, თავის აგენტურის მეშვეობით, ჩვენი მოძრაობა გადაიყვანოს შეიარაღებული ბრძოლის, შეიარაღებული აჯანყების რელსებზე, ვინაიდან მაშინ ჩვენს მოძრაობას თავისუფლად დაამარცხებს. აი, ეს ანბანური ჭეშმარიტება, როგორც ჩანს, ცხადი გახდა კრემლისათვის 9 აპრილის ამბების შემდეგ და მან ინტენსიურად დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ თავისი აგენტურის მეშვეობით ჩვენი მოძრაობის შიგნით შეექმნა შეიარაღებული ჯგუფები და მიაღწია კიდევაც ამას. სწორედ ეს ადასტურებს, რომ კონგრესის უკან დგას კრემლის აგენტურა, ვინაიდან კონგრესი დღეს ემყარება უკვე შეიარაღებულ ძალებს და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. კონგრესში გაერთიანებული პარტიები უკვე მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის გზას კი არ ადგანან, არამედ შეიარაღებული ტერორის გზას, შეიარაღებული აჯანყების გზას. ვინაიდან პირდაპირ, განსაკუთრებით ჭანტურიას პარტია, უკვე შეეზარდა „მხედრიონს“, მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. ესენია შეიარაღებული ტერორისტული ბანდები, რომლებიც მთელ საქართველოში ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ. თავს ესხმიან მილიციას, მოქალაქეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს. აი, ეს არის კრემლის უდიდესი გამარჯვება. რატომ დაადგნენ კონგრესის პარტიები ამ გზას? იმიტომ, რომ მათ ხალხში მხარდაჭერა არა აქვთ და სურთ ტერორით, შეიარაღებული ძალადობით დანერგონ თავიანთი იდეები და აიძულონ ხალხი გახდეს მისი მიმდევარი. აი, ეს არის მთავარი უბედურება და ამაში მდგომარეობს კონგრესის ღალატი ეროვნული მოძრაობისადმი. ასე, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, რათა ერისაგან მოიკვეთოს ეს მოღალატეები, რომელთაც ქართველი ერი დაღუპვისაკენ მიჰყავთ. ჩვენ არ დავუშვებეთ იმას, რომ საქართველოში მოქმედებდეს ეს ძალა და გაგრძელდეს ის ანარქია, რომელიც დღემდე იყო. არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამას არ დაუშვებენ. არსად არ დაუშვებენ იმას, რომ შეიარაღებული ბანდები ემუქრებოდნენ მოსახლეობას, ხელისუფლებას, თავს ესხმოდნენ მილიციას, პრეფექტურას და სხვა. ასე რომ კონგრესის მოღვაწეობა უკვე მთლიანად იდენტურია მხედრიონის მოღვაწეობისა, ხოლო ყოველივე ამის უკან დგას კრემლი, მოსკოვი, რომელსაც საქართველოში ეროვნული მოძრაობის ჩახშობა და განადგურების შორს გამიზნული ზრახვები აქვს.
კახა სიხარულიძე („საქართველოს რესპუბლიკა“) ბატონო ზვიად, თბილისში გროვდება ხელმოწერები ჯაბა იოსელიანის თავდებით გამოშვების მოთხოვნით. თქვენ რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს და ერთი შეკითხვაც - ახლა ამ წუთებში, კინოს სახლთან მიმდინარეობს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის მიტინგი საოკუპაციო ჯარის საქართველოდან გაყვანის მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, თუ შეიძლება.
- დიახ, ხელმოწერები ტერორისტების განთავისუფლების მოთხოვნით - ეს არის ზნედაცემულობის უდიდესი გამოვლინება, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს ხელმოწერები დაშინებისა და ტერორის გზით ხორციელდება. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერაც ეშინია მათი. ასე, რომ მე ეს არ გამიკვირდება, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი ხალხის მორალური სახე ნათელია. რაც შეეხება მიტინგს, მე მიმაჩნია ეს პროვოკაციად. ცენტრს სურს დაასაბუთოს, რომ საქართველოში არის შეიარაღებული აჯანყება, თავდასხმა ჯარებზე და სხვა. ყოველგვარი გაღიზიანება სამხედროებისა მიმაჩნია უგუნურებად. საოკუპაციო ჯარის გაყვანა აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი საშუალებებით, საერთაშორისო სამართლის ჩარევით და არა ხელოვნური თავდასხმებით ჯარსა და საბჭოთა არმიაზე. ამას მხოლოდ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
გიორგი ფოფხაძე (რადიო „თვისუფლების“ ქართული რედაქცია): ბატონო ზვიად, მაპატიეთ, მე მთელი კასკადი მაქვს, ექვსი კითხვა მაქვს, სხვადასხვა მიზეზისდა გამო მე დიდი ხანია არა მქონია თქვენთან შეხვედრისა და ინტერვიუს საშუალება და ამიტომ მაპატიეთ, ბევრ შეკითხვას მოგცემთ. პირველი კითხვა იქნება ასეთი: რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს სამაჩაბლოს კონფლიქტის რეგულირების? გარკვეული პოლიტიკური წრეები საქართველოს უზენაეს საბჭოს ბრალს სდებენ დიქტატურის გზას, მათ მაგალითად მოჰყავთ პრეფექტის ინსტიტუტის შემოღება. როგორ პასუხს გასცემთ ოპონენტთა ამ განცხადებას? და მესამე, გარკვეული პოლიტიკური წრეები და უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მხედრიონის წევრებსა და თავმჯდომარეს ჯაბა იოსელიანს პოლიტიკურ პატიმრებად აცხადებენ. თქვენი აზრით, არიან თუ არა საქა რთველოში პოლიტპატიმრები. მეოთხე, აფხაზეთშიც იგივე სიტუაციაა...
- მოითმინეთ, თხუთმეტი კითხვა ერთად არ შეიძლება. თუ გნებავთ ერთი სწორი კითხვა დამისვით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და გაგცემთ პასუხს. ეს ერთი, და მეორეც, მე რადიო „თავისუფლების“ ქართულ განყოფილებას ვუცხადებ ბოიკოტს, ვინაიდან ის მოღალატურ საქმიანობას ეწევა, თქვენ პირადად კი გაგცემთ პასუხს, მაგრამ მოვითხოვ, რომ ჩემი სახელით არ გადაიცეს არაფერი რადიო „თავისუფლებაში“, ვინაიდან ის მოღალატურ გზას ადგას.
შეეხო რა „თავისუფლების“ ქართული რედაქციის გადაცემებს, ბ-მა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ პროვოკაციული სიუჟეტებით და დეზინფორმაციის გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩევიან კორესპონდენტები - გიული ანთელავა და თავხელიძე. მაგალითად, ამას წინათ გადაიცა ცნობა, თითქოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას თავს დასხმიან უზენაესი საბჭოს დეპუტატის ჩულოკავას მეთაურობით, ასეთი გვარის დეპუტატი არ არსებობს. სინამდვილეში ვითარება ასეთი იყო: ედპ-ს წევრებმა უზენაესი საბჭოს მანქანა გაიტაცეს. მანქანის დასაბრუნებლად ედპ-ს შტაბში მივიდა უზენაესი საბჭოს გარაჟის გამგე (!) ჭოლოკავა (იგი ოფიციალური პირი არ გახლავთ), რომელიც ცემეს და იარაღი წაართვეს მასთან ერთად მყოფ რამოდენიმე გვარდიელს. აი, როგორ იყო საქმე, კორესპონდენტებმა კი შეგნებულად დეზინფორმაცია გადასცეს. ცილისწამებისათვის ისინი მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მაშინ მე გკითხავთ ორ ძირითად მიმართულებაზე, პირველი: რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტს კონფლიქტის რეგულირებისა და პოლიტპატიმრების მიმართ?
კი, ბატონო, კონფლიქტის რეგულირების ყველა ცდა სამწუხაროდ, ამოიწურა. ჩვენ მოლაპარაკება ვცადეთ. შევხვდით ცხინვალის ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ თურმე, არავითარი გავლენა არ ჰქონიათ ექსტრემისტებზე. ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და არ დავუშვათ სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელება საგანგებო მდგომარეობისა. ვეცადოთ, რომ ცენტრს გადავაფიქრებინოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ესღა დაგვრჩენია. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, კიდევ ვიმეორებ, რომ ქურდობა, ყაჩაღობა, იარაღისა და მანქანის გატაცება - ეს პოლიტიკური დანაშული არ არის. ისინი, მართალია, თავიანთ მოქმედებას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშულობები, ასე, რომ მე მათ, პოლიტიკურ ტერორისტებსაც კი არ დავარქმევდი.
იცით, უბრალოდ, მათ იყენებენ ცენტრის გარკვეული ძალები. მათი დანაშაული სისხლის ჩვეულებრივი სამართლის დანაშულია, როგორიცაა - რეკეტი, მანქანების გატაცება, ადამიანების მოტაცება ფულის გამოძალვის მიზნით, როგორიცაა მილიციაზე თავდასხმა და იარაღის გატაცება და სხვა. ამას მოგახსენებთ თქვენს შეკითხვაზე. სხვათა შორის, ჭანტურიას და სხვებს პოლიტპატიმრების შარავანდედი სურთ შეუქმნან მხედრიონის წევრებს. თავიანთ პარტიებში აწევრიანებენ, რომ მათ ერქვათ პოლიტპატიმრები ქურდობისა და ყაჩაღობისათვის დაჭერილ პიროვნებებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებად აცხადებენ სხვათა შორის, მათი პარტიის წევრებიც მრავლად არიან დაჭერილი ყაჩაღობისათვის, ქურდობისათვის და ა.შ. და იმის ილუზია, რომ მე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ვარ და ნუ მიჭერ, ყაჩაღობის, ქურდობის და ადამიანის მოტაცების ნება მაქვსო, ამის ილუზია ნურავის ნუ ექნება. არც ისე ადვილია დღეს უკვე თვალახელილი მოსახლეობის მოტყუება.
შოთა მაჭარაშვილი (გაზეთი „რესპუბლიკა“): ბატონო ზვიად, ისევ შიდა ქართლის კონფლიქტს მივუბრუნდები, თუ შეიძლება. გუშინ რუსეთის ფედერაციის სესიაზე ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ბორის ელცინს, რათა იგი შეხვდეს საქართველოს ხელისუფალთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრებთან და მოაგვაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი რთული მდგომარეობა, რა შეიძლება მოგვცეს ამან?
- უკვე საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩვენსა და ელცინს შორის შეხვედრაზე, მაგრამ ელცინი, რა ვიცი, ცენტრის ეშინია თუ რა არის, თბილისში ჩამოსვლას ყოყმანობს. შეიძლება მოხდეს შეხვედრა სხვაგან. ჩვენ ვფიქრობთ, სად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ალბათ, მოხდება ეს შეხვედრა და იქნება საუბარი ოსეთის პრობლემებზე.
ესტონეთის რადიო: ბატონო ზვიად, თუ შეიძლება ასეთ შეკითხვას დაგისვამთ: ერთი წლის წინ ესტონეთის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ საქართველოში შექმნილ სიტუაციებს ანალოგიით ბალტიისპირეთში მომხდარ მოვლენებს უკავშირებდით. თუ შეიძლება მოგვცეთ დღესდღეობით მიმდინარე მოვლენების ანალოგია?
- ბალტიისპირეთის ქვეყნები იმისათვის ისჯებიან, რომ იბრძვიან დამოუკიდებლობისათვის. მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებენ. ასევე, საქართველოს წინააღმდეგაც იყენებენ სამხედრო ძალას. ცენტრი იბრძვის საქართველოს წინააღმდეგ თავის ჯარებზე და ოს ექსტრემისტებზე დაყრდნობით, მაგრამ ამას აძლევენ ეთნიკური კონფლიქტის სახეს. მხოლოდ ეს არის სხვაობა ჩვენსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე ამბებს შორის. სხვა განსხვავებები არ არსებობს. თქვენთან არის ინტერფრონტი, ჩვენთან არიან ოსი ექსტრემისტები, რომლებსაც ცენტრი ჩვენთან საბრძოლველად იყენებს. აი ის ძირითადი, რისი თქმაც შეიძლება.
- ბატონო ზვიად, საზოგადოებრიობამ დიდი კმაყოფილებით წაიკითხა თქვენი მიმართვა ჩეჩენი და ინგუში ხალხებისადმი, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა პრესაში. რა ურთიერთობებს ამყარებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მეზობელ ხალხებთან და რესპუბლიკებთან?
- ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სომხეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტარებთან, აგრეთვე ჩეჩენ-ინგუშეთის წარმომადგენლებთან და ვცდილობთ, რომ ყველგან კეთილი ურთიერთობა გვქონდეს, არსად არ აღმოცენდეს კონფლიქტი. ოსებთან კონფლიქტი ჩვენი ბრალი არ არის. ეს ცენტრის ინსპირირებულია. ცენტრმა მოაწყო. ასე, რომ აქ არიან გარკვეული წრეები ექსტრემისტებისა, რომლებსაც იყენებს მოსკოვი. საკმარისია ითქვას: ამას წინათ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ჩოჩიევი მოსკოვის სუკის პოლკოვნიკია და კულუმბეგოვიც კრიუჩკოვის თანამშრომელია, რაც იმით დასტურდება, რომ შინაგანმა ჯარებმა საიდუმლო შიფროგრამა მიიღეს მოსკოვიდან, რომლითაც პირდაპირ უბრძანებენ შინაგან ჯარებს, გაანთავისუფლეთ კულუმბეგოვი, რა საშუალებებითაც გნებავთ და წამოიყვანეთ მოსკოვშიო. ე.ი. ჯარს უბრძანებენ. ასე, რომ ეთნიკურ კონფლიქტს იწვევენ მოსკოვის აგენტები. საბედნიეროდ, ასეთი ეთნიკური კონფლიქტები არ გვაქვს ჩვენ არც ჩეჩნეთთან და არც ინგუშებთან. მათთან კეთილი ურთიერთობა გვაქვს. სხვათა შორის, აფხაზები რომ ცდილობენ ჩრდილო კავკასიის ხალხების გაერთიანებას ჩვენს წინააღმდეგ, ეს არ გამოუვათ, რადგან ჩეჩნები და ინგუშები ამას არ დაუშვებენ. ჩაიშლება აფხაზეთის ის ცდაც, რომ ე.წ. მთის რესპუბლიკა შექმნან ცენტრით სოხუმში, ესეც ჩაიშლება ჩეჩენი და ინგუში ხალხის ძალისხმევის შედეგად.
- ჟურნალი „სოვეტსკი ვოინ“: ბატონო თავმჯდომარევ ოფიციალურად თუ აღძრავთ საქართველოს ტერიტორიაზე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ოფიციალური სტატუსის საკითხს? თუ აღვძრავთ, როგორი იქნება ცენტრის რეაქცია, და თუ არა, რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით?
- სამწუხაროდ, ჯერ ეს საკითხი არ აღძრულა. საქმე ის არის, რომ ამას საგანგებო მომზადება უნდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი გაირკვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით.
- ზვიად ქორიძე, გაზეთი „7 დღე“. არჩევნებში გამარჯვებისას გამართულ ორთავე პრესკონფერენციაზე თქვენ აღნიშნავდით, რომ ერთ-ერთ პირველ სხდომაზე უზენაესი საბჭო განიხილავს და კოოპტაციის წესით თავის რიგებში შეიყვანს იმათ, ვინც ვერ გახდა დეპუტატი და რომელთა ყოფნაც პარლამენტში საერთო საქმეს წაადგება. მას მერე ეს საკითხი საერთოდ არც დასმულა უზენაეს საბჭოში, რა იყო ამ თქვენი განცხადების საბაბი, და თუ დღესაც ამ აზრისა ბრძანდებით, რა უშლის ხელს მის შესრულებას?
- იცით რა, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ საარჩევნო კანონის შემუშავების დროს ეს ვერ გავითვალისწინეთ. ამიტომ ეს იურიდიულად შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ საარჩევნო კანონში ეს არ არის, თორემ ეს ჩვენც გვსურდა. თქვენ მოგეხსენებათ, რა პირობებში ვადგენდით საარჩევნო კანონს. იყო ფაქტობრივად ომი, გაფიცვები, შიმშილობანი. ძალიან დაძაბული ვითარება იყო. ჰოდა, ეს ნიუანსი გამოგვრჩა.
თუ შეიძლება მეორე შეკითხვაც, რომელიც უკავშირდება პრეფექტთა ინსტიტუტის შემოღებას. ამ ინსტიტუტის შემოღებამ გაამწვავა სიტუაცია გარკვეულ რაიონებში, და აფხაზეთშიც - გალის რაიონში. გარდა ამისა, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ არძინბამ შეაჩერა საკრებულოების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი. ლიბერალური ოპოზიციის ნაწილიც წინააღმდეგია საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისა. მაინტერესებს, პრეფექტთა ინსტიტუტი ხომ არ შეუშლის ხელს საკრებულოების არჩევნებს საქართველოში.
- ვინც ამბობს პრეფექტის ინსტიტუტი დემოკრატიული არ არისო, უმეცარია. ეს ელემენტარული უმეცრებაა, მათ არ იციან, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია, მოქმედებს პრეფექტის ინსტიტუტი, და უფრო მეტიც, იტალიელი ჟურნალისტები, რომლებიც ამას წინათ იყვნენ საქართველოში, განცვიფრდნენ - როგორ აძლევთ უფლებას, რომ დემონსტრაციები მოაწყონ პრეფექტებთან დაკავშირებითო, ჩვენში ასეთი რამ წარმოუდგენელიაო. გაოცებულნი იყვნენ, რა დემოკრატია ყოფილა თქვენთან, რომ პრეფექტის თაობაზე შეიძლება დემონსტრაციის მოწყობა და მოსახლეობის სურვილის გათვალისწინება. ჩვენ თითქმის ყველა შემთხვევაში ვითვალისწინებთ მოსახლეობის სურვილს. ხდება გამოკითხვა მოსახლეობისა და ისე ინიშნება პრეფექტი. ე.ი. ფაქტობრივად არჩეული პიროვნებაა. რაც შეეხება პრეფექტთან არსებულ წინააღმდეგობას, ეს ე.წ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის და „მხედრიონის“ ბანდებმა მოაწყვეს. ეს იყო ობსტრუქცია, რომელსაც ხალხმა მხარი არ დაუჭირა. ინგლისელი კორესპონდენტი: არსებობს თუ არა საფრთხე ცენტრის მხრივ პირდაპირი ზეგავლენისა პრეზიდენტის მმართველობის შემოღებისა.
რასაკვირველია, არსებობს საფრთხე მოსკოვის მხრივ. არსებობს დიდი ზეგავლენა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით. და აი, სწორედ ამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტით მოსკოვი ემზადება საომრად, რომ მოახდინოს ინტერვენცია მთელს საქართველოში, შემოიღოს მთელ საქართველოში პრეზიდენტის მმართველობა და საგანგებო მდგომარეობა. თანაც ცენტრს უნდა ეს თანდათანობით განახორციელოს. ამის გაკეთება ერთბაშად არ შეუძლია. არის ცნობა, რომ დღეს აფხაზეთში შემოიყვანეს სადესანტო ჯარი, 400-მდე კაცი. ესეც, რასაკვირველია, ძალიან ავისმომასწავებელი ნიშანია. დესანტი კერძოდ, ბაბუშერაში შემოიყვანეს. ვითომცდა, რომელიღაც აგარაკის გარემონტებას აპირებენ, მაგრამ მედესანტე ჯარის მიერ აგარაკის გარემონტება, ცოტა არ იყოს, საეჭვოა. ე.ი. რაღაც სხვა მიზნებს ისახავენ.
ინგლისელი ჟურნალისტი: დააპატიმრებთ თუ არა გიორგი ჭანტურიას?
- რაც შეეხება გია ჭანტურიას, მისი მოქმედება პოლიტიკოსის მოქმედებას აღარ ჰგავს. იგი დაუკავშირდა მხედრიონის ბანდებს, მისი პარტია, თავით ფეხებამდე შეიარაღებულია. სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. მისი წევრები დაპატიმრებულნი არიან ქურდობისათვის, ყაჩაღობისათვის, მანქანების მოტაცებისათვის. სულ უფრო და უფრო ჭირს ზღვარის დადგენა მისი პარტიის წევრებისა და მხედრიონს შორის. ასე, რომ ჩვენ ასეთ პიროვნებებს პოლიტიკური მოღვაწეობის წოდებას ვეღარ მივანიჭებთ. რაც შეეხება დაპატიმრებას, ნებისმიერი პიროვნება აგებს პასუხს, თუნდაც მე, სისხლის სამართლის დანაშული რომ ჩავიდინო, კანონით უნდა დავისაჯო. არ შეიძლება ადამიანს აპატიო სისხლის სამართლის დანაშაული იმის გამო, რომ იგი რომელიმე პარტიის ლიდერია, ეს აბსურდია. გამოდის, რომ პოლიტიკით ნიღბავენ კონკრეტულ დანაშაულობებს, ვისაც რაიმე კონკრეტული დანაშული დაუმტკიცდება, მას ვერავითარი პარტია ვერ იხსნის პასუხისმგებლობისაგან.
- წინა ხუთშაბათს მიცემულ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ აფხაზეთის პარლამენტს შეუთანხმებდით პრეფექტის დანიშვნის საკითხს, როგორც ცენტრალური პრესიდან შევიტყვე, გალის რაიონში რაღაც მომხდარა, როგორ განმარტავდით ამ მოვლენებს?
- თუ აფხაზეთი არ წარმოგვიდგენს წინადადებებს პრეფექტის შესახებ, მაშინ ჩვენ ვნიშნავთ. სამწუხაროდ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე არძინბა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდიუმის წევრია, საერთოდ არ გამოგვეხმაურა და თბილისშიც არ ჩამოვიდა სწორედ ამიტომ იძულებული გავხდით თვითონ დაგვენიშნა პრეფექტი. ეს კანონის მიხედვით მოხდა. კანონის მიხედვით ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს პრეფექტის კანდიდატურის დასახელების უფლება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, პრეფექტს ჩვენ ვნიშნავთ. ასე, რომ აქ სალაპარაკო ბევრი არაფერია.
- ის, რომ სამხრეთ ოსეთში გამორთულია ელექტროენერგია, მე მიმაჩნია ადამიანის უფლებების ხელყოფად. თქვენ, როგორც მთელ მსოფლიოში ცნობილი მებრძოლი ადამიანთა უფლებების დასაცავად, როგორ განმარტავდით ამ მოვლენას?
- თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰელსინკის პროცესი კრძალავს გაფიცვებს? გაფიცვა გამოაცხადეს ენერგეტიკოსებმა, ჩვენ არა გვაქვს მათი დაპატიმრების უფლება, რადგან გაფიცვის უფლება ნებისმიერ ორგანიზაციასა და დაწესებულებას აქვს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ცხინვალში ქარხნები ექსტრემისტებს იარაღს უმზადებენ. ენერგეტიკოსებმა, რაკი იქ შესვლა არ შეუძლიათ, მთლიანად გამორთეს ელექტროენერგია ქალაქში. მეტიც, რომ მოხერხდეს იქ ელექტროენერგიის ჩართვა, მოსახლეობა იმდენადაა აღშფოთებული, თვითონ გამორთავს მას. უნდა შეწყდეს ოსების მხრივ ტერორიზმი, ბანდიტური გამოხდომები და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.
ვახტანგ ბახტაძე, საქართველოს საინფორმაციო კორპორაცია „მაცნე“: ამერიკის შეერთებული შტატების რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ და გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ მოეწყო საქართველოს ხელისუფალთა პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში. ჩვენ ძალზე მწირი ინფორმაცია გვაქვს ამის თობაზე.
- ჯერჯერობით ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე კონგრესმენს შეხვდნენ და, ალბათ, იქნება შეხვერდა ვიცე-პრეზიდენტ დენ-კუელთან. ძალზე რთული დროა ვიზიტისათვის სპარსეთის ყურის ამბების გამო და მოხერხდება თუ არა შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან, არ ვიცით.
ვიქტორ ვარინიუკი, გაზეთი „ლენინსკოე ზნამია“: გვაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამიერკავკასიის ოლქის ჯარების ხელმძღვანელობასთან, და კიდევ, რით აიხსნება სამხედრო მოსამსახურეებისათვის მიწისა და ბინის გამოყოფის შეჩერება.
- საქმე ის არის, რომ ჩვენ კონფრონტაციის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენც იგივე პოზიცია გვიჭირავს, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ჩვენი აზრით, საბჭოთა ჯარი საოკუპაციო ჯარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს თითქოს ყველას მტრებად ვაცხადებდეთ. არა, ჩვენ ყოველგვარი დაპირისპირებისა და ძალადობის წინაღმდეგნი ვართ. ვცდილობთ, ჩვენი მხრით არ გავამწვავოთ სიტუაცია. ჩვენ ვიცით, რომ ცხინვალში განლაგებული ჯარის სამხედრო შენაერთები, სადაც ბევრი ოსი ოფიცერი მსახურობს, უშუალოდ ებრძვიან ქართულ მოსახლეობას, ოს ექსტრემისტებს იარაღით, რაკეტებითაც კი ამარაგებენ. ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ამის გამო ოლქის სარდლობა. მაგრამ შედეგი არ ჩანს. საერთოდ, თქვენივე წესდებით, თქვენი ჯარი არ უნდა დაემორჩილოს არა მარტო ცენტრს, არამედ ჩვენს ხელისუფლებასაც. ასე, რომ თუ ურთიერთობა მოწესრიგდება, ვფიქრობ, გამოკეთდება მდგომარეობა. ჯარის გასვლის საკითხი კი საერთაშორისო სამართალმა უნდა გადაწყვიტოს, როგორც ვთქვი.
- პაატა ცინცაძე, საქინფორმი: ახლახან შეიქმნა ეროვნული გვარდიის შენაერთები. მონაწილეობენ თუ არა ისინი შიდა ქართლში და სამაჩაბლოში მიმდინარე ოპერაციებში ჩვენს მილიციასთან ერთად?
- ჯერჯერობით იმდენი არ არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ოპერაციებში.
- მოსახლეობაში გამოკვეთილია აზრი, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალზე ჰგავს 1921 წლის სიტუაციას. თქვენეული შეფასება?
- ნამდვილად წააგავს ოცდაერთი წლის წინა პერიოდის სიტუაციას, რადგან მაშინაც და ახლაც იმპერია გვიწყობდა და გვიწყობს პროვოკაციებს. კიდევ იმით წააგავს, რომ იმპერია ცდილობდა დასაყრდენი ენახა თვით საქართველოში ბოლშევიკური რუსეთი ცდილობდა მოღალატე ქართველი ბოლშევიკების ხელით დაემხო არსებული ხელისუფლება. ახლაც იგივე მეორდება. დღეს ცენტრი ეყრდნობა მხედრიონს, კონგრესს. ეს შევარდნაძისა და მგელაძის დღევანდელი მოღვაწეობის შედეგია. მოსკოვში შექმნილი მათი „რევკომი“ წარმართავს მოღალატე ქართველთა საქმიანობას.
- რას ეტყოდით საქართველოს არაქართველ მოსახლეობას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ისე წარვმართოთ ჩვენი მოქმედება, რომ საქართველოს არაქართული მოსახლეობა ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანული ნაწილი გახდეს?
- ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობის, როგორც ქართველის, ისე არაქართველის, კონსოლიდაცია. საქართველოში მათი უფლებები არასოდეს დარღვეულა და ასე იქნება შემდგომაც. მაგრამ თუ ისინი დაარღვევენ კანონს, მიწების უკანონოდ მიტაცება იქნება ეს თუ სხვა რამ, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ. ჩვენი მტრები კი საწინააღმდეგო ხმებს ავრცელებენ, - თითქოს საქართველოდან მათი გასახლება გვინდოდეს და სხვა. ეს ჭორია, ეს სიცრუეა, ეს კარგად უწყიან არაქართველებმა. ამიტომაც არ არის მათი მხრივ კონფრონტაცია, რასაკვირველია, თუ კრემლი არ ჩაერევა ამ საქმეში თავისი აგენტურით. მე მინდა მოვუწოდო არაქართველ მოსახლეობას: ვიცხოვროთ მეგობრულად, მშვიდობიანად. ჩვენ არასოდეს არ დავარღვევთ თქვენს უფლებებს, ოღონდ ნურც თქვენ ეცდებით დაარღვიოთ საქართველოს რესპუბლიკის კანონები. მაშინ ჩვენს შორის მშვიდობა და კეთილი დამოკიდებულება იქნება. ეს არის ჩვენი პოზიცია და პრინციპი.
ზაზა გომართელი, „საქართველოს რესპუბლიკა“: სულ რამდენიმე დღეა, რაც გადადგნენ საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის ლიდერები. მათ ახსნეს თავიანთი მოქმედება, მაგრამ ხომ არ არის რამე სარჩული? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამის ახსნა?
- მე მგონია, მათ დაინახეს, თუ რა არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ქართველმა ერმა ისინი მოღალატეებად გამოაცხადა, ისინი კი თავმოყვარე ადამიანები არიან. მე ვიტყოდი - ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ავტორიტეტს და თავიანთ რენომეს. მარგიანი არ არის ისეთი პიროვნება, რომ ითმინოს შეურაცხყოფა სისტემატიურად, არ ეამება სამშობლოს მოღალატის როლი. პირდაპირ დასტურდება, რომ ეს პარტია უცხო ქვეყნის დოტაციით არსებობს, ცენტრიდან ფინანსდება. ამ დოტაციას იუდას 30 ვერცხლი უწოდეს ამას წინათ, და არ მოისურვა ამ კაცმა, რომ იუდას სახელი დაიმკვიდროს, ან ამტკიცოს - ჩვენ ეროვნული პარტია ვართო, ერის ინტერესებისათვის ვიბრძვითო და სხვა. ამ დროს კი გააწამოს უზენაესი საბჭო და აღარ გადასცეს თავისი შენობა მინისტრთა საბჭოს იმ დროს, როცა კომისიებს არ ჰყოფნით სამუშაო ოთახები და ფაქტობრივად ამ მიზეზით ჩაშლილია მუშობა. აი, ეს დაინახეს მათ. ასე შეიძლება ამის ახსნა.
23 თებერვალი, 1991 წელი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 თებერვალი. №38 (58). - 1,2გვ.
![]() |
28 ზვიად გამსახურდია: „ჩვენ უღმერთობის რბევისა და ტერორის, გზას ვერ დავადგებით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას ესაუბრება „ოგონიოკის“ საკუთარი კორესპონდენტი გევორქ მარტიროსიანი
ახლა, როცა გარდაქმნის პროცესში გარკვეული გამოცდილება, მათ შორის საპარლამენტო გამოცდილება შევიძინეთ, ნათელი გახდა, ჯერ კიდევ რამდენი რამ არ გვცოდნია. არ ვიცით არც თანამოსაუბრის მოსმენა, ისე რომ არ გავაწყვეტინოთ და ჩავუფიქრდეთ მის პოზიციას. ეს ჩვენთვის არავის უსწავლებია. ბევრს დღემდე არ სურს ასეთი რამის სწავლა და დავკანკალებთ იმ დაკრისტალებულ აზრს, რომ ლოგიკით კი არა, ყვირილით ვაჯობოთ ოპონენტს.
საქართველოში ოდითგანვე პატივში იყო პაექრობის ცოდნა. ბობოქარი ეროვნული ტემპერამენტის მიუხედავად, კამათის კულტურას, თანამოსაუბრის პატივისცემას მუდამ უნერგავდნენ, უფრთხილდებოდნენ ტრადიციებს, გამოჩენილ და ყოვლისმცოდნე მხცოვანთა ავტორიტეტს. ერთ-ერთი ასეთი საყოველთაოდ აღიარებული ბრძენთაგანი, რომელიც ინახავდა და ავითარებდა ეროვნულ სულს, იყო დიდი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. ბევრი ყოფილა მის სტუმართმოყვარე თბილისურ სახლში - თბილისის შუაგულში - მოვლილ, დახუნძლულ ხეხილს შორის ჯიხვი ძოვდა, დღეს ბრინჯაოში ჩასმული კონსტანტინე გამსახურდია პატარა კვარცხლბეკიდან შფოთიან თბილისს გადასცქერის, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი გახდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, მისი ძე ზვიადი.
მოდით, მოვუსმინოთ ქართველ თავმჯდომარეს. ვიცით, ყველაფერში არ დაეთანხმებით. ჩვენც „ოგონიოკში“ ყველანი არ ვეთანხმებით. ქართულ მრავალფეროვან საზოგადოებაში მას ერთგვარად არ უყურებენ. მაგრამ ხალხის რჩეულ ხელმძღვანელს პატივისცემით უნდა მოვუსმინოთ. ხომ ვუსმენდით, უკაცრავად არ ვიყოთ, ალქსნისსა და პეტრუშენკოს, რომელთა დირექტიულ თავდაჯერებას სხვაგვარად იცავენ და სრულიად სხვაგვარი თვისებისაა.
გამსახურდია პიროვნებაა და ჩვენ მოხარული ვიქნებით მასთან საუბრის განგრძობისა ხალხის სვე-ბედისათვის პასუხისმგებლობის დონეზე. სხვაგვარი დონე დღეს შეუძლებელია. არც თვითონ მალავს რაოდენ დიდი პრობლემები დგას მის რესპუბლიკაში სოხუმიდან ცხინვალამდე თბილისის გავლით - ყველას ვერც ჩამოთვლი, და არავინ არ ამტკიცებს, თითქოს გამსახურდიას მიეგნოს ამ შფოთიანი მრავალფეროვნების გადაწყვეტისათვის.
მაგრამ ეძებს.
იგი მოღვაწეობას იწყებს პასუხსაგებ და ძალზე ძნელ ხანაში, რასაც ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად მისი - ხშირად თავდაჯერებული ლაპარაკისა რომელსაც, გვწამს, ჯერ კიდევ შეარბილებს სხვისი და საკუთარი ტკივილი. მოდით, მოვუსმინოთ და გავიხსენოთ, რომ საჭიროა აზრთა გაზიარება, რომ კამათის ცოდნა სჭირდება მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული საზოგადოების აშენება განიზრახა. მოდით, გვეშინოდეს ამ „ჩვენებისა“, რომლებიც უპირატესად მაშინ არიან მართალნი, როდესაც ხელთ ცეცხლსასროლი იარაღი უპყრიათ.
ამ ინტერვიუს რომ გთავაზობთ, ჩვენ ამით განვაგრძობთ საუბრების სერიას განახლებული ხანის პოლიტიკურ ლიდერებთან, ჩვენი ჩაფიქრებული ქვეყნის ხალხებთან, რომლებიც ფხიზლდებიან.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების არჩევნების მანძილზე პირველად მოეწყო მრავალპარტიულ საფუძველზე, არც ისე დიდი ხნის წინათ დამთავრდა, და რესპუბლიკა ჯერაც არ დამცხრალა ცხარე დისკუსიების შემდეგ. ცხადია, ზოგს არჩევნების შედეგმა სასოწარუკვეთა, ზოგისათვის გამოცხადება იყო, მაგრამ ბევრისათვის ეს ნიშნავდა გამარჯვებას, რომელიც მოსილი იყო იმედის შარავანდედით.
პოლიტიკური ბლოკის „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ დამაჯერებელი წარმატება, რომელმაც პარლამენტის მანდატების თითქმის მესამედი - 250-დან 155 ადგილი მოიპოვა, მის წარმომადგენლებს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია ზვიად გამსახურდია - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ლიდერი. ახალი პარლამენტის წინაშე მისი პირველი გამოსვლა ასეთ სიტყვებს შეიცავს:
„დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ წინაპართა სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის ვიბრძოდით და ვიბრძვით, რამეთუ უფალმა საქართველოს დიადი მისია დააკისრა. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის მარადიულ წყვდიადს. ჩვენს მართალ საქმეს ღმერთი მფარველობს, და ამიტომ გავიმარჯვეთ. ქართველი ხალხი უღმერთობის, რბევა-თარეშისა და ტერორის გზას ვერ დაადგება. ქართველი ერის გზა - ეს არის გზა გულმოწყალებისა, გზა ვაჟკაცობისა, გზა სიყვარულისა, გზა იესოსი აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე...
ჩვენთან არს ღმერთი! ამინ...
ამაღელვებელი სიტყვები! კეთილშობილური მიზნები! და, რაღა თქმა უნდა, ქართველი ერი ღირსია ამისა.
მაგრამ რამდენად ძნელი იქნება „სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების აღორძინების“ გზა? როგორ დააღწევს თავს ახალი ხელისუფლება პოლიტიკურ, ეკონომიკურ ზნეობრივ კრიზისს? რით მოკირწყლავს ახალი ტაძრის გზას?
როგორ შეკრავს ეროვნული თანხმობის ერთ მუშტად ოპოზიციური პარტიების აზრთა მრავალფეროვნებას?
კითხვები, კითხვები, კითხვები... ეს კითხვები დღეს აწუხებთ არა მარტო ამ რესპუბლიკის მოქალაქეებს, არამედ უშუალოდ მეზობლებსაც - სომხეთსა და აზერბაიჯანს, მთელი ჩვენი ქვეყნის ხალხებს
ზვიად გამსახურდია სულ ცოტა ხნის წინათ ჩაუდგა სათავეში ქართულ პარლამენტს, მაგრამ ცენტრალური გამოცემიდან ჩემი კოლეგებისათვის უკვე კარგად არის ნაცნობი მისი ჯიუტი „არა“ ინტერვიუს მიცემაზე. ამჟამად ბატონმა ზვიადმა „ჰო“ ბრძანა და განმიმარტა, „ოგონიოკს“ უარს ვერ ვეტყვიო, ისევე, როგორც სომეხ ჟურნალისტს, თან თავაზიანად დასძინა: ჯერჯერობით არ მახსოვს, პრესაში ვინმეს ობიექტურად ჩამოეყალიბებინოს ჩემი პოლიტიკური შეხედულებანიო.
- ბატონო ზვიად, ქართული პარლამენტი დიდად მაკვირვებს თავისი შრომისუნარიანობით: სულ რამდენიმე დღეში დამტკიცდა უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიებისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობანი, დამატებითი ცვლილებანი შეიტანეს კონსტიტუციაში. არის ისეთი ცვლილებებიც სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლებიც კერძოდ, აუქმებს პასუხისმგებლობას საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურის თავიდან აცილებისათვის.
საქართველოს სახელწოდება შეეცვალა - საქართველოს რესპუბლიკა, აქვს ახალი გერბი, ახალი სახელმწიფო დროშა, ახალი ჰიმნი... წინანდელი ოფიციალური დღესასწაულების გაუქმებაც კი მოასწარით და სანაცვლოდ ტრადიციულ-ქრისტიანული დღეობები აღადგინეთ. ამასთანავე, თქვენ შეწყვიტეთ რესპუბლიკების სუვერენიტეტების პარადი - საქართველოს დღემდე არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობის დეკლარაცია. რატომ? იქნებ დოკუმენტი ჯერ მხოლოდ მზადდება, ან იქნებ სხვა მოსაზრებანი გაქვთ?
- რა თქმა უნდა, სხვა მოსაზრებანი გვაქვს. ჩვენ არ გვსურს დამოუკიდებლობის მარტოოდენ ფარატინა ქაღალდი, ჩვენ ფაქტობრივი დამოუკიდებლობა გვინდა. გარდა ამისა, თავს ვარიდებთ იურიდიულ ტავტოლოგიას, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობა მრავალი წლის წინათ - 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.
1921 წელს საქართველო ძალით გაასაბჭოეს, მაგრამ უსასტიკესი კომუნისტური დიქტატურის პირობებშიც კი მის მთავრობას ხელი არ მოუწერია კაპიტულაციაზე. რესპუბლიკა ფაქტობრივად ანექსირებული იყო, მაგრამ იურიდიულად დღემდე შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა, რაც სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძველია.
ჩვენმა პარლამენტმა მიიღო კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოში სათანადო რეფორმები განხორციელდა ფაქტობრივი სახელმწიფო სუვერენიტეტის გზაზე. ამ პერიოდში ვაპირებთ საძირკველი ჩავუყაროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას - ჩამოვაყალიბოთ ახალი პოლიტიკური სტრუქტურები, მივიღოთ უმნიშვნელოვანესი კანონები: დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის. მიწის, პრივატიზაციის კანონები. განზრახული გვაქვს სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაცია, ეროვნული არმიის, მილიციის შექმნა და ა.შ. სწორედ ასეთად მესახება საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის გზა.
- რამდენ ხანს გასტანს გარდამავალი პერიოდი?
- რაღა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველივე დასახული რაც შეიძლება მალე მოხდეს, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, ცენტრის პოლიტიკაზე, დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე, საბჭოთა კავშირში სტაბილურობაზე. და, რაღა თქმა უნდა, თვით საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე. ახალი პარლამენტის ქმედითუნარიანობაზე... მაგრამ დაყოვნებას არ ვაპირებთ.
- შენარჩუნებული იქნება თუ არა გარდამავალ პერიოდში საბჭოთა კავშირის ძირითადი კანონის უზენაესობა?
- არა. ჩვენ ფაქტობრივად უკვე შევაჩერეთ საქართველოს ტერიტორიაზე საკავშირო კონსტიტუციის მოქმედება. გარდამავალ პერიოდში იგი მთლიანად შეიცვლება ეროვნული კონსტიტუციით, რომელშიც განისაზღვრება საქართველოში დამოუკიდებლი სახელმწიფოებრიობის სრული აღდგენის სამართლებრივი მექანიზმი.
- სადღეისოდ ყველაზე მეტად რა გაწუხებთ, როგორც საქართველოს პარლამენტის მეთაურს?
- ჩვენში მშვიდობიანი დემოკრატიული რევოლუცია მოხდა. ხელისუფლება უსისხლოდ შეიცვალა. ფაქტობრივად შეიცვალა წყობილება, შეიცვალნენ კადრები. მაგრამ მხოლოდ გარეშე თვალს ჰგონია, თითქოს ყველაფერი უზადოდ მიმდინარეობდეს. ვაი, რომ სრულიადაც არ არის ასე.
თავისას შვრება დესტრუქციული ძალების წინააღმდეგობა, რომელსაც მე პოლიტიკურ მაფიას ვუწოდებდი. კომპარტია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მაფიისა. ჩვენ მას არც კი ვთვლით პარტიად, არამედ ჩვენს მიწა-წყალზე, უცხო სახელმწიფოს აგენტურად მიგვაჩნია. უბრალოდ ჩვენს პარლამენტში არიან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები, და იძულებული ვართ ამას შევურიგდეთ, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია - უნდა აღიკვეთოს ანტიდემოკრატიული გამოვლინებანი. დიახ, შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ პარტიის ცნობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია მისი გაუქმება.
- მაგრამ დამეთანხმებით, რომ კომუნისტები, განსაკუთრებით სოფლად, ჯერ კიდევ დიდ როლს ასრულებენ?
- ესენი უკვე პოლიტიკური გვამები არიან. რესპუბლიკის რაიონები მხარს უჭერენ ახალ, დემოკრატიულ ხელისუფლებას, გვემორჩილებიან. დროთა განმავლობაში საბოლოოდ განვამტკიცებთ ეროვნული მოძრაობის გამარჯვებას მთელ საქართველოში. ამაში ხელს შეგვიწყობს მრავალპარტიულ საფუძველზე მოწყობილი მუნიციპალური არჩევნები და, ცხადია, გაბედული ბრძოლაც ანარქიასთან და დამნაშავეობასთან, რომელიც რესპუბლიკას მოედო. ლაგამაწყვეტილი დამნაშავეობა და უკანონობა ხელს აძლევთ ჩვენი ხელისუფლების მტერთ, ეს არის მათი კოზირი...
- ფრიად კატეგორიული პასუხია, ნება მიბოძეთ დავაზუსტო: კომპარტიისადმი თქვენი დამოკიდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც მის რიგით წევრებზე, ისე ხელმძღვანელებზე?
- არა, როგორ გითხრათ, რიგითი კომუნისტები - ესენი არიან მოტყუებული ადამიანები, რომელთა ნაწილი საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაში გაჭირვებამ შეიყვანა მე მხედველობაში მყავდნენ პარტიული ფუნქციონერები, რომლებიც დღემდე განაგრძობენ თავიანთ დანაშულებრივ საქმიანობას.
- ჰო, მაგრამ, საქართველოს კომპარტიის უკანასკნელმა ყრილობამ მიიღო რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ახლობელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისათვის?
- ვერ დაგეთანხმებით, რადგან საქმით სულ სხვანაირი ვითარებაა. ყრილობის გადაწყვეტილებაში მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაციებია, მე ვიტყოდი, ჭეშმარიტ ზრახვათა ნიღაბია. კომპარტიის პარტიული აპარატი ვერა და ვერ შელევია ძველი წყობის აღდგენის აზრს.
- ითანამშრომლებთ კომპარტიასთან?
- იცით, რა, თუ საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას არ ვცნობთ, მაშასადამე, არც თანამშრომლობას ვაპირებთ.
- და მაინც, დემოკრატიული საზოგადოების აშენების საუკეთესო გზა ეროვნული თანხმობის გზაა.
- საფუძველი არა მაქვს სადავო გავხადო ეგ აზრი, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ შორს არის ეროვნული თანხმობა. მაგრამ არის კიდევ ე.წ. ეროვნული კონგრესი - კომუნისტური პარტიის შენიღბული ნაწილი, იგი პარლამენტგარეშე ოპოზიციის სახით გვევლინება. თანაც, ეროვნულ კონგრესს ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი ჰყავს. ჰოდა, რა გამოდის, თუ კონგრესის იდეები ვერ იმარჯვებენ, რომლებიც პოპულარულნი არ არიან ხალხში, მაშინ ავტომატები უნდა აკაკანდნენ? ვერაფერს იტყვი, მაგარი საბუთია!
- უზენაესი საბჭოს შენობაში ავტომატებით შეიარაღებული ახალგაზრდები მხვდებოდნენ. ნუთუ ქართული პარლამენტის მეთაურს და უზენაეს საბჭოს ასეთი დაცვა სჭირდებათ?
- რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს უამრავი, პარლამენტისადმი მტრულად განწყობილი შეიარაღებული ჯგუფებია, ისინი ყოველგვარ პროვოკაციას იკადრებენ.
- მერედა რა კონტრღონისძიებას მიმართავთ?
- ჯერჯერობით ვთხოვთ ნებაყოფლობით ჩააბარონ უკანონო იარაღი, დაშალონ ყველა შეიარაღებული ჯგუფი და პატიოსან შრომას დაუბრუნდნენ. ამ ჯგუფებში ხომ უპირატესად სისხლის სამართლის დამნაშავენი და ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მათს გავლენაში მოექცნენ. ეს კიდევ უფრო საშიშია. გესმით? სიტყვით დემოკრატი ის, საქართველოს განახლების მხარეზე არიან, საქმით კი ძარცვა-გლეჯვას ეწევიან და მოსახლეობას აშინებენ. აი, ასეთ ბანდებს მფარველობს ეგრეთ წოდებული ეროვნული კონგრესი. ყოველივე ეს დიდ შფოთს იწვევს საქართველოში და აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკას. ხელს უშლის უზენაესი საბჭოს ახალი კანონპროექტების ხორცშესხმას. ხელს უშლის საქართველოში ვითარების სტაბილიზაციას და ეროვნული განთავისუფლების პროცესის განვითარებას.
საქართველოს, ალბათ, პირველი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქმედი პარტიების რიცხვით - 120-ზე მეტი! გასაკვირი არ იქნება, გზა რომ დაგებნეს ნაირნაირი პოლიტიკური შეხედულებების, კონცეფციების ამ უღრან ტყეში, რომლებიც საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს ეხება, მაგრამ ამჯერად, ჩვენ ის პარტიები გვაინტერესებს, რომლებიც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკში შედიან. ეს ბლოკი და ეროვნული კონგრესი ერთმანეთს უპირისპირდებიან. სამწუხაროდ, პარტიული ბრძოლა ხშირად სცდება დაშვებულის ფარგლებს: პრესაში, საჯარო გამოსვლებში, გაისმის სრულიად არაპარლამენტური გამოთქმები, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს აბრალებენ ყველა ამქვეყნიურ ცოდვას. კონფრონტაცია ხშირად ძალზე მწვავდება...
გამართულმა არჩევნებმა ვითარება ვერ შეანელა, უფრო მეტიც, უზენაესი საბჭოს და კონგრესის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ ამ ბლოკების მომხრეთა შორის უშუალო შეტაკების საფრთხე შეიქმნა.
სრულიად საქართველოს კათალიკოსმა ილია მეორემ არჩევნების დღეს ბრძანა, რომ ამიერიდან ყოველ ძმათამკვლელს, მოკლულის დანაშაულის მიუხედავად, ეკლესია ქართველი ერის მტრად შერაცხავს.
მაინც, რაში ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური ოპონენტები?
„მრგვალი მაგიდა“ თავის მოწინააღმდეგეებს ბრალად სდებს ეროვნული კონგრესის არჩევნების ფალსიფიკაციას, ამტკიცებს, რომ ამ არჩევნებში რესპუბლიკის მოსახლეობის 2 პროცენტსაც კი არ მიუღია მონაწილეობა და, მაშასადამე, აღნიშნავს გამსახურდია, „თვითმარქვია კონგრესი“ არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს „მრგვალი მაგიდა“ აერთიანებს 10-მდე პარტიას, მათ შორის წმინდა ილია მართლის საზოგადოებას - მასობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც მთელ საქართველოში ფართოდ განშტოებული სტრუქტურა აქვს და რომლის თავმჯდომარეა ზვიად გამსახურდია.
ეროვნულ კონგრესში ორმოცამდე პარტიაა. მისი ლიდერები ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია შესაბამისად წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიას და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას.
აშკარაა, რომ რესპუბლიკის პოლიტიკური კლიმატი მრავალი თვალსაზრისით დამოკიდებული იქნება მმართველი პარტიისა და ეროვნული კონგრესის დაპირებაზე. გამსახურდიას და მისი ოპონენტების - ჭანტურიასა და წერეთლის სიბრძნეზე.
დემოკრატიულ გარდაქმნებს, რომელთა მოწმენიც ჩვენ ვართ, შეიძლება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მწვავე კონფრონტაცია და, სამწუხაროდ, სისხლისღვრაც კი მოჰყვეს. მაგრამ, მართალი გითხრათ, დღეს ყურს ჭრის სიტყვები „ხალხის მტრები“, მის ნაცვლად გვინდა ვხედავდეთ შეხედულებათა დაახლოების და თანამშრომლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამას იმიტომაც ვამბობთ, რომ თბილისში ყოფნის დროს შევიტყვე, უზენაესი საბჭოს და ეროვნული კონგრესის წარმომადგენლები პირველად, მართალია, ჯერჯერობით არაოფიციალურად, უკვე შეხვედრიან ერთმანეთს.
ოპტიმიზმს გვმატებს გამსახურდიას ამასწინანდელი განცხადებაც: „ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან, რომელიც რაღაც მცირეოდენ სიკეთეს მაინც გააკეთებს საქართველოსათვის და მივესალმებით ყოველგვარ ინიციატივას, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოსათვის, მის ინტერესებს მოემსახურება, იმის მიუხედავად, თუ ვისი იქნება ეს ინიციატივა“.
იქნებ ყინული დაიძრა და შესაძლებელი გახდა თანხმობა?
- ბატონო ზვიად, საქართველოს დღევანდელ სიძნელეებზე რომ გეკითხებოდით, მართალი გითხრათ, მოველოდი რომ უწინარესად ეროვნულ უმცირესობათა პრობლემებზე მეტყოდით რამეს.
- ჩემი აზრით, ის არც ისე არსებითია, რადგან მოგონილი პრობლემაა. მაგრამ ყველაზე მეტ აურზაურს ტეხს ცენტრი, რათა ჩვენში ეროვნებათშორისი კონფლიქტები გამოიწვიოს.
ამასთანავე, ამ საკითხის სიძნელეთა გამარტივებასაც არ ვაპირებ. საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა და აქ მიმდინარე დემოკრატიულ ცვლილებებს, ცხადია, ერთგვაროვნად არ აღიქვამენ.
მაგალითად, ახლა ყველანი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტზე ლაპარაკობენ. ეს უკანონო ტერიტორიული წარმონაქმნი ბოლშვიკებმა ოდინდელ ქართულ მიწა-წყალზე შექმნეს 1922 წელს. საბჭოთა ხელისუფლების წლების მანძილზე აქ არაქართველი მოსახლეობის ეთნოკრატია დამკვიდრდა. გამოვიდა, რომ ქართველები საკუთარ მიწა-წყალზე ეროვნულ უმცირესობად იქცნენ. მათი უფლებები ილახება, ისინი დისკრიმინაციას და შევიწროებას განიცდიან, რომელიც აპარტეიდსაც კი ჰგავს. თანაც, ეს ხდება არა სადღაც, არამედ თვით საქართველოში, გესმით?
ბოლოს უარესიც კი მოხდა. ოლქში არაკონსტიტუციური არჩევნები მოაწყვეს და სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს. როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯი, საქართველოსაგან გამოყოფა?
ყოველივე ეს იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენი რესპუბლიკის კანონებს და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციასაც, რომ ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც კი არ შეიძლება. მაგრამ ამასთანავე თვალს ვერ დავხუჭავთ იმ საფრთხეზეც, რომელსაც შეიცავს სამხრეთ ოსეთის საზოგადოების „ადამონ ნიხასის“ ნაბიჯები. ისინი განზრახ თესავენ ერთაშორის შუღლს. წამქეზებლურ მოწოდებებს აქვეყნებენ და მკვიდრ ქართულ მოსახლეობასთან ოსთა უშუალო შეტაკებისაკენ მიჰყავთ საქმე.
შარშანდელი წლის მიწურულს სამხრეთ ოსეთში - ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონში, საგანგებო წესები შემოიღეს, გაჩაღებულმა ეროვნებათშორისმა კონფლიქტმა ბარიკადების საპირისპირო მხარეებზე გაიყვანა ქართველები და ოსები. დღემდე გაისმის სროლა, იღვრება სისხლი, იღუპება ხალხი. უსუსურ პოლიტიკას, როგორც ყოველთვის, ამაოდ მკურნალობენ იარაღით, უნდობლობის, მტრობისა და სიძულვილის უფსკრული ყოველდღიურად ღრმავდება.
ღმერთო მაღალო! კიდევ რამდენი ტანჯვა-ვაება გაქვს ჩვენთვის შემონახული?! ნუთუ არ კმარა დედების ცრემლი? დაობლებული ბავშვები, ჩამქრალი კერები? ნუთუ იმდენად ჩავეფლეთ ამ წყეულ სისასტიკის ჭაობში, რომ საშველი აღარ არის?
არის! ეს გახლავთ კავკასიელ ხალხთა მრავალსაუკუნოვანი სიბრძნე, ეს გახლავთ მოხუცთა ჭაღარა და დედების თალხი თავშალი, ეს არის გონება ადამიანებისა, რომლებმაც ახალი სახლი უნდა ააგონ, მაგრამ ისე ააგონ, რომ შენი სახლის სახურავმა არ დააბნელოს მეზობლის სახლი.
საქართველოში დღეს თითქმის ხუთმილიონ-ნახევარი კაცი ცხოვრობს, აქედან 3,787 ათასი ქართველია, 487 ათასი - სომეხი, 341 ათასი - რუსი, 308 ათასი - აზერბაიჯანელი, 164 ათასი - ოსი, 86 ათასი - აფხაზი და კიდევ ასობით სხვა ერი და ეროვნება. საქართველო მათთვის მშობლიური სახლი გახდა, თავისი მზით გაათბო, თავისი წყაროთი დაარწყულა, თავისი პურით გამოზარდა. ნუთუ ეს მიწა-წყალი, რომელიც ყოველთა აქ მცხოვრებთა სამშობლო გახდა, განხეთქილების, რიტორიული დავისა და სამართლებრივი პაექრობის მიწა-წყლად იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ მოსწონს მეორეს მიღებული კანონი, მეორენი კი მზად არიან მიიღონ პირველთა უფლებების შემლახველი კანონი?
დიახ, დღეს ქართველებსა და ოსებს წინააღმდეგობანი ჰყოფს, დიახ, ყოველი მხარე გამონახავს არგუმენტებს თავის სასარგებლოდ... მაგრამ ამ წინააღმდეგობათა დაძლევას ხომ იარაღის ძალა და სისხლი კი არა, ფხიზელი და კეთილი სული სჭირდება, მეზობლის დანგრეული სახლის ქვებით ნაგები სახლი მკვიდრი ვერ იქნება.
- პარლამენტის მეთაურად თქვენი არჩევის შემდეგ თუ შეხვედრიხართ ავტონომიური წარმონაქმნების ხელმძღვანელებს?
- მხოლოდ აჭარის ხელმძღვანელობას. დანარჩენი ორი ავტონომიის ხელმძღვანელი, შეიძლება ითქვას, გაურბის ამ შეხვედრას. თუმცა, აფხაზეთში მდგომარეობა შედარებით მოგვარდა. მხოლოდ სამხრეთ ოსეთშია შფოთი.
- საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში ავტონომიური წარმონაქმნების უფლებებისა და უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებაზე გაუთავებელი დისკუსიის ფონზე მწვავე დისონანსად გაისმა თქვენი სიტყვები იმის თობაზე, რომ თუ ოსები და აფხაზები თავიანთ პრეტენზიებს არ მოიშლიან, შეიძლება დაკარგონ არსებული ავტონომიები, რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?
- ზუსტად ასეთ რამეს: თუ საქართველოში რომელიმე ავტონომიური წარმონაქმნი უეცრად თავს ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადებს და საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას სცდის, ჩვენი პარლამენტი საერთოდ გააუქმებს ამ ავტონომიას. მაშ რა ვქნათ? ყოველი სახელმწიფო ასე მოიქცეოდა.
- თქვენ გიცნობენ, როგორც ადამიანის უფლებათა აქტიურ დამცველს, საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარეს. თქვენი ნათქვამი ხომ არ ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს? უფლებებს, რომლებსაც თქვენ იცავდით, რომლებისთვისაც მთელი ამ წლების მანძილზე იბრძოდით?
- ნუ ეძებთ აქ წინააღმდეგობებს, რომლებიც არ არის და არც შეიძლება იყოს. იმაზე ლაპარაკი, თითქოს ირღვეოდეს, ან შესაძლოა მომავალში დაირღვეს საქართველოში ადამიანის უფლებები, ყოვლად უნიადაგოა.
ჩვენში საუკენეთა მანძილზე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და თუ დღეს იძულებული ვართ ვილაპარაკოთ ერთაშორის კონფლიქტებზე სხვადასხვა ხალხის ურთიერთობაში გაზრდილ ნერვიულობაზე, მაშინ აუცილებლად უნდა დავსძინოთ, რესპუბლიკაში დემოკრატიული გარდაქმნები, სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა აქ არაფერ შუაშია.
ეთნოკრიზისი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირს მოედო, უშუალო შედეგია ტოტალიტარული რეჟიმისა, მახინჯი ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ათწლეულობის მანძილზე ნერგავდნენ კომუნისტური იდეოლოგიის მოძღვარნი.
და როცა მტკიცედ გადავწყვიტეთ ქართული მოსახლეობის ინტერესები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, სადაც ქართველნი უმცირესობას შეადგენენ და, უკვე მოგახსენეთ, სადაც მათ ჩაგრავენ ოსი ნაციონალისტები, როდესაც გადავწყვიტეთ არავის დავანაწევრებინოთ ჩვენი რესპუბლიკა, ნუ დავარქმევთ ამას ადამიანის უფლებათა შელახვას. ჩვენი პოლიტიკა ამ საკითხში შეესაბამება ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას.
მასობრივი ინფორმაციის გარკვეული საშუალებანი ფრიად თვითნებურად განმარტავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო: ჩვენი დამოკიდებულება არაქართველი მოსახლეობისადმი ყოველთვის მეგობრული იყო. ამ პრინციპიდან გადახვევას არ ვაპირებთ. მომავალი კანონი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ, რომელსაც ჩვენი პარლამენტი მიიღებს, ამის საუკეთესო დასტური იქნება. ხოლო ჭორები, რომლებსაც ჩვენი მოშურნენი ავრცელებენ საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა შევიწროების შესახებ, ეს იმის უხეში ცდაა, რომ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი შექმნან რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მის უზენაეს საბჭოზე, დააბრკოლონ ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარება.
- რამდენიმე წელია ამიერკავკასია ჩვენი ქვეყნის ცხელ წერტილად ითვლება. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა უკვე ბევრი შეიწირა, მაგრამ ყარაბაღის პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. ახლა კი, აი, სროლა ისმის საქართველოში. აქ ეროვნებათშორისი ურთიერთობის ბარომეტრი ქარიშხალს უჩვენებს. რა იქნება შემდგომში? კონფრონტაცია თუ თანამშრომლობა?
- აუცილებლად თანამშრომლობა! საჭიროა კონფრონტაციის კერების ნეიტრალიზაცია. სამწუხაროდ, ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ მისწრაფება კი საჭიროა. ამიერკავკასიის ხალხებმა მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ.
- საქართველოს მწვანეთა პარტია საერთო-კავკასიური სახლის შექმნის მომხრეა. ამ იდეას მხარს უჭერენ რეგიონში მოსახლე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. თქვენ რას იტყოდით ამ იდეაზე?
- იცით რა, ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა. ჯერ საკუთარი სახლი უნდა იქონიოთ, საერთო სახლზე მერე იფიქრო. როცა რეგიონების ხალხები ნამდვილად თავისუფალნი გახდებიან როცა რესპუბლიკები ჭეშმარიტ სუვერენიტეტს შეიძენენ, აი, მაშინ შეიძლება სერიოზული ფიქრი კავკასიის სახლზე. მაგალითად, ევროპას შეუძლია ამგვარი ლაპარაკი, რადგან იგი დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აერთიანებს, ჩვენ კი ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან. მე მგონია, ამგვარი ლაპარაკი ლაყბობაა.
- არჩევნებისწინა ბრძოლის დროს ცალკეული პარტიები ამბობდნენ, ახალმა პარლამენტმა საქართველოს უნდა დაუბრუნოსო ზოგიერთი ტერიტორია, რომელიც მან 1921 წელს დაკარგა ანექსიის შედეგად. როგორც ისინი ამბობენ, ეს ტერიტორიები ამჟამად ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და რუსეთის შემადგენლობაშია. რა აზრისაა საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნაზე
- ასეთი საკითხი მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა შეიძლება აღძრას, მაგრამ რამდენადაც ჩვენი უზენაესი საბჭო გარდამავალი პერიოდის ხელისუფლების უზენაესი ორგანოა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი ვერ იქნება, ამ საკითხს უახლოეს ხანს პარლამენტი არ განიხილავს.
- ყოველგვარი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ თავისი პირველი ნაბიჯებიდანვე საქართველოს პარლამენტს კონფლიქტი მოუვიდა ცენტრთან. მხედველობაში მაქვს უზენაესი საბჭოს დამოკიდებულება ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებისადმი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნა და მოსკოვის შესაბამისი რეაქცია, თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ამ საკითხში უზენაესი საბჭოს პოზიცია?
- დიახ, ჩვენმა პარლამენტმა თავის პირველ სესიაზე მართლაც უყოყმანოდ გამოთქვა თავისი აზრი სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, საქართველო მას ხელს არ მოაწერს არავითარი პირობით.
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტისადმი ჩემს განცხადებაში აღვნიშნე, რომ ამჟამად საქართველოს უზენაესი საბჭო უარს ამბობს განიხილოს და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ვინაიდან ახალ ეტაპზე რესპუბლიკა სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის გზაზე გარდამავალი პერიოდის მხოლოდ დასაწყისშია. ეს კი ახლანდელ უზენაეს საბჭოს უფლებას არ აძლევს რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი ვალდებულებანი იკისროს.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულ დამოუკიდებლობას მოიპოვებს, როცა თავისი ბედ-იღბლის ნამდვილი პატრონი გახდება სახელმწიფო ცხოვრების პოლიტიკურ და სხვა სფეროებში და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი იქნება, მხოლოდ მაშინ მიანიჭებს ქართველი ხალხი რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს იმის უფლებას, რომ სხვა ქვეყნებთან რაიმე ხელშკრულებას მოაწეროს ხელი. ხელშეკრულებას, რომელიც სახელმწიფოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმას დაადგენს.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის რეაქციას საქართველოს პარლამენტისაგან რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი ორი ხელმძღვანელის დანიშვნაზე, რეაქცია კი ნეგატიური გახლდათ, აქაც ყველაფერი ნათელია. ორივე ეს უწყება ყოველთვის იმპერიის მთავარი ბერკეტი იყო. ახლა კი ორივე ნამდვილად ეროვნული გახდა და ცენტრს აღარ ექვემდებარება. ჩვენ გორბაჩოვს ვუპასუხეთ, რომ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ ეწინააღმდეგება არც ჩვენს და არც საკავშირო კონსტიტუციას, ამიტომ არ ვიზიარებთ მის თვალსაზრისს და ბრძოლას განვაგრძობთ შეგიძლიათ, თუ თქვენ გსურთ, ამას კონფლიქტი უწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ნათელია ერთი რამ: ცენტრი ვერ ურიგდება ჩვენს დამოუკიდებელ ეროვნულ პოლიტიკას და სისტემატიურად შეგვახსენებს თავის დიქტატს ხან ბრძანებებით ხან განკარგულებებით, რომლებსაც ჩვენ არ ვასრულებთ.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ცენტრისადმი ურჩობის ნიშნად ნებისმიერ ჟამს განვახორციელოთ მთელ საქართველოში ეროვნული ურჩობა. ჩვენი ხელისუფლება შეურიგებელი ოპოზიციაა ცენტრის მიმართ. ეს არის ჩვენი გზა და მას არ გადავუხვევთ.
- მაშასადამე, ახლა საქართველოს სუკი აღარ ექვემდებარება საბჭოთა კავშირის სუკს?
- დიახ, მათი კავშირი დაირღვა. შეიძლება ითქვას გავიყარენით.
- მინდა კვლავ დავუბრუნდეთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, საბჭოთა კავშირთან წყვეტს ყოველგვარ კავშირს, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს?
- ეკონომიკურს - არა იმიტომ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა შესაძლებელია ყველა სახელმწიფოსთან. ჩვენ თანასწორუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობა გვექნება რუსეთთან, უზბეკეთთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთანაც.- ყველასთან.
საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსები აქვს, ჩვენ შეგვიძლია სარფიანად ვივაჭროთ დაინტერესებულ მხარეებთან. საქართველოს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა დანარჩენი სამყაროსაგან რესპუბლიკის ხელოვნური იზოლაციის უშუალო შედეგია, იზოლაციისა, რომელშიც თავისი ნებით არ აღმოჩენილა. მაგრამ მწამს, რომ ახლა ვითარება შეიცვლება. ჩვენ მოვიპოვეთ ის თავისუფლება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებელი ეკონომიკა იქონიოს.
- დიახ, ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთელი ჩვენი ქვეყანა მოიცვა, საქართველოშიც აშკარაა. მე ვნახე გრძელი რიგები რძის პროდუქტებზე. თბილისის მაღაზიების ცარიელი დახლები, ბაზრის სიძვირე... მართალი გითხრათ, როგორ არ უხდება ყოველივე ეს ყოველთვის ხელგაშლილ, ბარაქიან, პურმარილიან თბილისს. შემთხვევით არ ვამბობ ამას. ხომ არ შიშობთ, რომ თუ ხელს არ მოაწერთ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება?
- გაუარესება, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ბლოკადის ნიშნებიც კი არის მოსკოვის მხრიდან. ჩვენ ვცდილობთ კონტრღონისძიებებს მივმართოთ. ცოტ-ცოტა რაღაცას ვახერხებთ...
დღეს საქართველო მტკიცე უარს ამბობს სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. რესპუბლიკის მთავრობა საგანგებო ღონისძიებებს ამუშავებს სურსათ-სანოვაგით, სათბობით, პირველი საჭიროების საქონლით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. არაფერი არ უთხრის ძირს ახალი ხელისუფლებისადმი ხალხის რწმენას ისე, როგორც მერყევი ეკონომიკური მდგომარეობა, მომარაგების შეფერხება, რძის, ხორცისა და სხვა გასტრონომიული კრიზისები. აქ არ ესმით და გულმოდგინედ მუშაობენ. ჯერჯერობით კი, როგორც იძულებითი ღონისძიება, საქართველოში თითქმის ორჯერ გაძვირდა თამბაქო, ჩაი, სამარკო კონიაკები... როგორც ჩანს, ეს ნუსხა საბოლოო არ უნდა იყოს.
- როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ახალ ხელმძღვნელობას საბჭოთა არმიასთან?
როგორც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ პატრიკეევის ქართული ტელევიზიით გამოსვლიდან ჩანს, თქვენს რესპუბლიკაში არმია და ხალხი დაპირისპირებულნი არიან.
ჩვენ ვცდილობთ, არ გავამწვავოთ არმიასთან ურთიერთობა. ვცდილობთ, საგანგებო წესების შემოღების საბაბი არ მივცეთ.
- და განა ეს შესაძლებელია რესპუბლიკის პარლამენტის წინასწარი თანხმობის გარეშე?
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს შეუძლია რესპუბლიკებში საგანგებო წესები ისე შემოიღოს, რომ ადგილობრივ ხელმძღვანელობას არ შეუთანხმოს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენში აქამდე არ მივა საქმე.
- თქვენ გინდათ თქვენი ეროვნული არმია იყოლიოთ. თანაც იგი საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება, კადრებს კი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები მოამზადებენ. ასე ბრძანეთ თქვენ ინტერვიუში ერთ ამერიკელ ჟურნალისტთან, მაგრამ თუ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოდის, მაშინ საბჭოთა სამხედრო სპეციალისტები ადრე თუ გვიან თქვენთვის უცხოელები გახდებიან.
- ისინი ახლაც უცხოელები არიან.
- და მაინც, მოიწვევთ თუ არა მათ საკუთარი სამხედრო კადრების მოსამზადებლად?
- რატომაც არა? შევთავაზეთ კიდეც, და ისინიც ამაყობენ ამით. მაგრამ ვნახოთ, პრაქტიკულად როგორ მოხერხდება.
- შეიძლება საქართველოში სამოქალაქო ომი მოხდეს?
- ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არის. შემდგომში არ ვიცი, ვნახოთ, რას იზამს ცენტრი, მაგრამ მაინცდამაინც არა მგონია...
- ბატონო ზვიად, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მონარქიზმის აღორძინება?
- შესაძლებელია კონსტიტუციური მონარქიზმი და არა აბსოლუტური მონარქია. კონსტიტუციური მონარქიის დროს მოქმედებს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ასე შემდეგ.
- მერედა, სტალინიზმი?
- არა.
- მაგრამ ხომ არის რესპუბლიკაში საზოგადოება „სტალინი“?
- მერე რა? საქართველომ ბოლომდე იგემა სტალინური რეჟიმის „მშვენიერებანი“ და ტოტალიტარიზმი ვეღარ დაბრუნდება. სტალინს რესპუბლიკაში არც ისე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც ზოგჯერ ამას პრესა ამტკიცებს. საზოგადოება „სტალინს“ რომელიც თქვენ მოიხსენიეთ, მონაწილეობაც კი არ მიუღია საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში - იგი გამორიცხეს იმ პარტიათა სიიდან, რომლებიც დაშვებულნი იყვნენ პარლამენტის მანდატებისათვის ბრძოლაში.
- როგორ გგონიათ, რატომ არის, რომ სუვერენიტეტგამოცხადებული რესპუბლიკების ბევრი დემოკრატიული ლიდერი, ახალ ორიენტაციაზე დამდგარი აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები ჰუმანიტარული მეცნიერების წარმომადგენლები არიან?
- მოულოდნელი კითხვაა! თუმცა მე ამას ასე ავხსნიდი: საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მორალური მთლიანობა, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა ერთგულება ჰუმანიტარებმა შეინარჩუნეს. ხალხი მათ მეტად ენდობა, ავტორიტეტად მიაჩნია. ხალხს მოსწყინდა გამყიდველი სახელმწიფო კაცები, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ ინდივიდუალობასაც და ზნეობრივ ძალასაც. მას მოსწყურდა თავისი ინტერესების რეალური დამცველნი და მათ ჰუმანიტართა წრეში პოულობს. შეიძლება ეს საწყენი იყოს ტექნოკრატებისათვის, მაგრამ ასეა.
- მოდით, ცოტა თქვენზეც ვილაპარაკოთ, ბევრი დეპეშა მიიღეთ საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ?
- ბევრი.
- შევარდნაძემ თუ მოგილოცათ?
- დიახ, მომილოცა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო მისი მოლოცვა.
- ამ ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ოპოზიციის ლიდერები, ხელისუფლების სათავეში რომ მოექცევიან, რამდენადმე ანელებენ თავიანთ მიტინგურ რადიკალიზმს. თქვენ როგორ მოიქცევით?
- მე მგონია, რომ ჩემი პოლიტიკის შეცვლა არაფრად არ მჭირდება. იგი ძველებური სულისკვეთებით გაგრძელდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი გამკაცრდება კიდეც.
- რაო, სრულიად არ გაწუხებთ თქვენი პოლიტიკური იმიჯი? გულახდილად გეტყვით, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ამა თუ იმ ინტერვიუში თქვენ თითქოს განზრახ იხვეჭთ მკაცრი, შეურიგებელი პოლიტიკოსის სახელს?
- მე, უბრალოდ, ჩემი ხალხის ინტერესების ერთგული ვრჩები. მომიტევეთ ეს მაღალფარდოვანი სტილი... სიმკაცრე და სხვა ამგვარი დახასიათებანი კი, ზოგჯერ არც თუ საამო, რომლებსაც მე მომაწერენ, ჩემთვის სრულიად არაფერს არ ნიშნავს.
- თქვენ იმასაც გსაყვედურობენ, მეტისმეტი მკაცრიაო ჟურნალისტებთან?
- არა ყველასთან... პოლიტიკოსის ნათქვამის მცდარ განმარტებას, განსაკუთრებით ჩვენს დღეებში, შეიძლება მოულოდნელი, თვით კატასტროფული შედეგებიც კი მოჰყვეს. მდარე და უსინდისო ჟურნალისტიკას მეც გადავჩეხებივარ. რისკს აღარ ვაპირებ.
- თქვენ ქართულად გითარგმნიათ შექსპირი და დ.ს. ელიოტი. ალბათ, ახლა თქვენი საქმიანობის ეს მხარე დიდი ხნით შეწყდება?
- ძნელი სათქმელია. დუხჭირი დრო დაგვიდგა. გარიჟრაჟიდან ღამის პირველ საათამდე ვმუშაობთ. ამას წინათ ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლობისა და ნამდვილი სუვერენიტეტის გზაზე ყველაზე ძნელი, ალბათ, ახალი კანონების შემუშავება და თვით საკუთარი არმიის შექმნაც კი არ არის... ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს, ეს, ალბათ, უფრო ძნელია, ვიდრე მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხის გადაწყვეტა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, უამისოდ საერთოდ ვერ გადავწყვეტთ ვერც ერთდიდ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ამოცანას.
- ბატონო ზვიად, კრიტიკოსები, ღვთის მადლით, გყოფნით. მაგრამ ვიცი, რომ თქვენთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო და არის მამათქვენი - კონსტანტინე გამსახურდია, დიდი მოაზროვნე და დიდი მწერალი. გულახდილად მიბრძანეთ, მოიწონებდა თქვენს შეხედულებებს და თქვენს ბრძოლას?
- დიახ. იგი ჩემი სულიერი მამაც იყო. მე მგონია ოდნავადაც არ დამირღვევია მამაჩემის მცნებანი. არაფრით არ შემილახავს მისი ხსოვნა. იგი მოიწონებდა ჩემს მოქმედებას.
თბილისი. „ოგონიოკი“. №9.
1991 წ. თებერვალი.
ჩვენ უღმერთობის, რბევისა და ტერორის გზას ვერ დავადგებით / გამსახურდია ზ.; [ჩაიწერა] ჟურნალი „ოგონიოკი“ ; გ. მარტიროსიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 თებერვალი. - №39 (59). - 1,2 გვ.
![]() |
29 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს |
▲ზევით დაბრუნება |
უკვე რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის ყოფილი ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე, ანუ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს, ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოს, სულიერი და მატერიალური კულტურის აკვანს წარმოადგენს, - მიმდინრე პროცესებს სსრკ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზღვარგარეთის მთელი რიგი სააგენტოები აშუქებენ, როგორც ეთნოკონფლიქტს, რომელშიც საქართველოს რესპუბლიკის ახალი მთავრობა ცდილობს ოს ხალხს ეროვნული ავტონომია წაართვას. სიცრუე და მონაგონი, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ტელევიზიის მიერ ფალსიფიცირებული ვიდეოინფორმაცია, მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალობას.
სინამდვილეში შიდა ქართლში მიმდინარეობს ცენტრის - საკავშირო მთავრობის გამოცხადებული ომი რესპუბლიკასთან, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს „განახლებული ფედერაციის“ შექმნაში და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
სწორედ ოს ბიუროკრატიაზე დაყრდნობით, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია 1922 წელს უკანონოდ შექმნილ ავტონომიურ ოლქში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ ცდილობს დღეს ცენტრი ხელ-ფეხი შეუბორკოს 1921 წელს ძალით წართმეული სრული სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ მიმავალ ქართველ ხალხს.
ოსი მოიერიშეების მოქმედებაში ცენტრის აქტიური მონაწილეობა აშკარაა თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ რეგიონში განლაგებული სსრკ შინაგანი სამინისტროს ჯარები ხელს უწყობენ მათ თავდასხმებს ქართულ მილიციასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, ხოლო უახლესი ტიპის იარაღით, რაკეტებითაც კი, მოიერიშეები რეგიონში განლაგებული სამხედრო ნაწილიდან მარაგდებიან.
ოსი ექსტრემისტების, საჯარისო დანაყოფებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, განსაკუთრებით კი სსრკ ცენტრალური ტელევიზიის კოორდინირებული მოქმედება იმას მოწმობს, რომ საქართველოს რესპუბლიკას დილემის წინაშე აყენებენ - ან ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ანდა დაკარგოს შიდა ქართლისა და აფხაზეთის ოდითგან თავისი ტერიტორიები.
როგორც მდგომარეობა გვიჩვენებს, აფხაზეთში კვლავ იკვეთება ახალი კონფლიქტი, რამდენადაც ამ რეგიონში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შეუტყობინებლად რამდენიმე ასეული მედესანტე გამოჩნდა. საქართველოს კრემლის მხრიდან ემუქრება მასობრივი სისხლიანი რეპრესიები, რომელთა პროპაგანდისტულ მომზადებას ემსახურება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ გაჩაღებული ზემოაღნიშნული ანტიქართული კამპანია.
ყველანაირად იჩქმალება ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნას და, ამრიგად, საქართველოს ნაწილის „ოსეთად“ მონათვლას (მაშინ, როდესაც ნამდვილი ოსეთი საქართველოს გარეთ, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს) არც ისტორიული, არც სამართლებრივი, არც მორალური საფუძვლები არ გააჩნდა და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - შეექმნა საქართველოს ტერიტორიაზე პოლიტიკური პლაცდარმი რუსეთის კომპარტიისათვის, რომელიც მანამდე ოსებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებდა შიდა ქართლში.
გასაკვირი არ არის, რომ დღესაც ოსი კომუნისტი ტერორისტების ანტიქართული პუტჩი შიდა ქართლში მიმდინარეობს სკკპ იდეალებისადმი ერთგულებისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის პოლიტიკური ლოზუნგით.
ქართველი ხალხი მზად არის დაიცვას როგორც თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასევე ტერიტორიული მთლიანობა.
ცნობს რა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის - ეროვნული უმცირესობის უფლებას სრულ ეროვნულ-კულტურულ ავტონომიაზე, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დაწესებული ნორმების ერთგული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არ დაუშვებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მათ ჰქონდეთ ავტონომია ან სახელმწიფოებრიობის პრეტენზიის მქონე სხვა წარმონაქმნი.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ უკვე წამოაყენა შიდა ქართლში კონფლიქტის მოსგვარებლად მთელი რიგი წინადადებანი. მათგან მთავარია სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ყველა შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება. ამან უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკების დაწყება შიდა ქართლში მცხოვრები ყველა პირის და, უწინარეს ყოვლისა, ოსი მოსახლეობის წარმომადგენელთა სრული უსაფრთხოების პირობებში, რომლებთანაც გაიმართება მოლაპარაკება შიდა ქართლის ოსი მოსახლეობის სტატუსის საბოლოო მოწესრიგებისათვის.
მიუხედავად ამისა, საბჭოთა არმიის მხარდაჭერით მოიერიშეების მოქმედება კვლავ გრძელდება და თან სულ უფრო ინტენსიური ხდება. ასეთ პირობებში კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის ახალი კერების შესაქმნელად მიღებული ზომები შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესია.
შექმნილ ვითარებაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს მიმართავს შემდეგი მოწოდებით:
1. დაუყოვნებლივ შეიქმნას კომპეტენტური საერთაშორისო კომისია გაეროსა და ევროპარლამენტის ექსპერტების მონაწილეობით ადგილზე სინამდვილის შესასწავლად, რათა ფართო საზოგადოებრიობამ უტყუარი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
2. დახმარება გაუწიოს სქართველოს რესპუბლიკას ყველა იმ საშუალებით, რაც კი საერთაშორისო სამართლით არის გათვალისწინებული სუვერენული სახელმწიფოს ნებისმიერი ფორმის აგრესიისაგან დასაცავად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 28 თებერვალი
გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს : საქართველოს .რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა 1991. - 2 მარტი. - №42 (62). - 1გვ.
![]() |
30 მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენი ხალხისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს, მთელ მსოფლიოს აღელვებს ქ. ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და ძალისხმევა ჩვენ ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული დაჯგუფებები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ, ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.
მეორე პრობლემა ქ. ცხინვალში კანონიერი ხელისუფლების შექმნაა. არ იქნება დაშვებული ე.წ. საოლქო უკანონო სტრუქტურების არსებობა. ცხინვალი გადაიქცევა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ, ეს უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ პირობით, რომ ცხინვალში დაბრუნდება ყველა ლტოლვილი, ქართველები და ოსები თანასწორი უფლებებით ისარგებლებენ, გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე.
ამჟამად, მთელ საქართველოში იქმნება ხელისუფლების ახალი სტრუქტურები - პრეფექტურა და მუნიციპალიტეტი, რომლებიც უნდა შეიქმნას ცხინვალშიც. ეს იხსნის ქალაქს ანარქიისაგან, შიმშილისაგან, კრიმინალური ელემენტების თარეშისაგან. ცხინვალში უნდა დაინიშნოს პრეფექტი, რომელსაც ექნება როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. აგრეთვე, უნდა ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები, სადაც არჩეული იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ნდობით. ამოუდექით მხარში პარლამენტს ამ საქმეში. ეს საშუალე ბას მოგვცემს უახლოეს მომავალში აღვადგინოთ მშვიდობა და სტაბილურობა.
ეს აგრეთვე დაგვეხმარება სტიქიური ბლოკადის შედეგების დაძლევაში, რაც წარმოიშვა გაფიცვების, პროტესტების, არასტაბილური მდგომარეობის შედეგად ტვირთის ტრანსპორტირების შეუძლებლობის, დივერსიების, ტერორისა და დამნაშავე ელემენტების თარეშის გამო მოუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან, ჩვენი კონფლიქტი და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 4 მარტი
მიმართვა : შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 მარტი. - №44. (64). - 1გვ.
![]() |
31 ბალყარელ ხალხს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო დებო და ძმებო!
ბალყარელთა და ქართველთა ძმობას, კეთილმეზობლობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას, მრავალსაუკუნოვანი საამაყო ისტორია აქვს. წარმომავლობით და რელიგიურ სხვაობას ხელი ოდნავადაც არ შეუშლია ჩვენი ხალხების მეგობრობისათვის. წინაპართა წინდახედულობისა და სიბრძნის შესანიშნავი მაგალითია ბალყარელ და ქართველ მთიელთა შორის ძმადნაფიცობის მტკიცე და ურღვევი ტრადიციის შექმნა, რომელმაც ჩვენ დრომდეც მოაღწია. ეს ტრადიცია ხელს გვიწყობდა გაგვეზიარებინა ერთმანეთის ჭირიც და ლხინიც. სწორედ ამიტომ მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი ბრძენი წინაპრებისა, უნდა გვახსოვდეს და პატივს მივაგებდეთ დიდი ბალყარელი პოეტის ყაისინ ყულიევისა და მის ქართველ ძმადნაფიცთა მეგობრობასაც, ჩვენი ორი ხალხის სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცი ის წარმომადგენელთა უანგარო ურთიერთობასაც. დღეს ცენტრის დიქტატის ქვეშ მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გააფთრებულ ანტიქართულ კამპანიას ეწევიან და ყოველგვარი ხერხებით ცდილობენ ერთმანეთს გადაამტერონ კავკასიაში მცხოვრები ხალხები. საგანგებო ყურადღებას უთმობენ მეორე მსოფლიო ომის დროს რეპრესირებულ ხალხებს, რომელთაც შთააგონებენ, თითქოს მათი უბედურების დროს სტალინისა და ბერიას წყალობით ქართველ ხალხს არავითარი შევიწროება არ განეცადოს. თითქოს ქართველებს დეპორტირებულ ხალხთა ხარჯზე პირობებიც კი გაეუმჯობესებინოთ. ამგვარი „მტკიცების“ აბსურდულობა ნათელია ყველასათვის, ვინც იცის, რომ ქართველმა ხალხმა არაერთგზის გამოსცადა საკუთარ თვზე საბჭოთა წყობილების „ჰუმანურობა“. უამრავი ქართველი შეეწირა რეპრესიებს 1921-24 წლებში კოლექტივიზაციის დროს, 30-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1949-51 წლებში, 1956 წელს, 1989 წლის 9 აპრილს. პროვოკაციები „ეთნოკონფლიქტების“ სახელწოდებით ამჟამადაც ეწყობა ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში, რასაც უკვე შეეწირა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება სტალინსა და ბერიას, ისინი მათ მსგავს „ქართველებთან“ ერთად საქართველოსა და ქართველი ხალხის უპირველესი მტრები იყვნენ. ამიტომ ქართველი ხალხისთვის გასაგები და ძალზე მტკივნეულია ბალყარეთის ხალხის ღრმა მწუხარება იმ ადამიანთა უაზრო განადგურების გამო, რომელთა მთელი „დანაშაული“ ის იყო, რომ ისინი ბალყარელები იყვნენ. კაცობრიობის ისტორიას ძნელად თუ ახსოვს იმგვარი სიმხეცე, ბოროტება და გენოციდი, როგორიც 1944 წლის 8 მარტს დაატყდა თავს თქვენს გამრჯე და მშვიდობისმოყვარე ხალხს ნებისმიერ პატიოსან კაცს შესძრავს ის ცინიზმი, რომელიც თუნდაც რეპრესიის მოწყობის დღეთა დანიშვნისას შეინიშნებოდა: 1943 წლის 7 ნოემბერს „დიდი“ ოქტომბრის დღესასწაულის დღეს, სამშობლოდან მასობრივად გაასახლეს ყარაჩელი ხალხი; 1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღეს მამა-პაპათა მიწები უკვე ჩეჩნებსა და ინგუშებს დაატოვებინეს, ხოლო იმავე 1944 წლის 8 მარტს ქალთა დღეს, ყველა ბალყარელ ქალს, მთელ ხალხთან ერთად სისხლის ცრემლები ადინეს და ისე მიატოვებინეს საყვარელი მამული. კაცთმოძულეობისა და შემზარავი ცინიზმის აღიარება იყო ბალყარეთის შესახებ დაწერილი პატაკები, რომლებშიც პარტიასა და ხელისუფლებას მოახსენებდნენ, რომ გასახლების წინ მიღებულ იქნა ზომები რათა საგრძნობლად შემცირებულიყო ეშელონების რაოდენობა. რა ზომებზეც იყო აქ საუბარი, ეს ბალყარელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის (ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს, მოხუცებს, სნეულებს, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდებს...). გენოციდის ამ შემზარავი აქციების მომწყობნი და უშუალო შემსრულებლები დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოვეს სხვადასხვა ხარისხის ჩინ-მედლებით.
ძვირფასო ბალყარელო დებო და ძმებო! მთელი ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით იხრის ქედს 1944 წლის 18 მარტს უდანაშაულოდ დახოცილი ბალყარელების ხსოვნის წინაშე. დაე მთელ მსოფლიოში ნურასოდეს ნუ განმეორებულიყოს ეს ტრაგედია, რომელიც თქვენმა მშრომელმა, მშვიდობისა და თვისუფლების მოყვარე ხალხმა განიცადა.
მარადიული იყოს დაღუპულთა ხსოვნა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
ბალყარელ ხალხს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. 7 მარტი. - №45 (65). - 1გვ.
![]() |
32 ბათუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებს! |
▲ზევით დაბრუნება |
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებით საქართველოში უსისხლო რევოლუცია მოხდა. 70-წლიანი მონობითა და გვემით გატანჯულმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და ზურგი შეაქცია იმპერიული პოლიტიკის გამტარებელ პარტიას, ამით ახალი ეტაპი დაიწყო ჩვენი ერის ცხოვრებაში, წინ დიდი და ძნელი გზაა გასავლელი - ამ გზის სირთულეს ემატება შინაურ მტერთა მზაკვრობანიც. ამგვარი მტრობის გამოვლენაა 30 იანვრის სესიაზე ჩემი ზეპირი გამოსვლის ტექსტის გაყალბების მცდელობა. ამ და სხვა პროვოკაციული გამოხდომებით მოწინააღმდეგეებს სურთ სახელი გაუტეხონ ბლოკ - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველოს“, ეროვნულ პარლამენტს. აჭარის ძირძველი მოსახლეობისათვის არავის დაუბრალებია პანთურქიზმი და პანისლამიზმი, მაგრამ იმაზეც ნუ დავხუჭავთ თვალს, რომ მოქმედებს ერთი მუჭა პროვოკატორთა ჯგუფი, სწორედ ამ ლოზუნგებით, რომელსაც ყოველნაირად უნდა გადავუკეტოთ გზა.
ჩვენი ხალხი გონიერია და ამიტომ ვერც ერთი ამბიციური პოლიტიკანი თუ კარიერისტი ვერ შესძლებს საქართველოს რომელიმე კუთხის ამხედრებას საერთო ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ...
რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას აჭარაში: უახლოეს ხანში დაგეგმილი მაქვს შეხვედრები აჭარის მოსახლეობასთან. ჩვენთვის ნათელია, რომ აჭარამ განსაკუთრებით ბევრი ჭირ-ვარამი გადაიტანა და ახლა მაინც სათუთი მოპყრობა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მოხდა პრეფექტების დანიშვნა. ჩვენ ისეთი კანდიდატურები შევარჩიეთ, რომელთათვისაც უპირველესია მშობლიური კუთხე, ერი, მთლიანად ჩვენი მამული.
ღრმად მწამს, რომ სრულიად საქართველოს ყველა კუთხე, აჭარა უპირველეს ყოვლისა, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში თავის ისტორიულ როლს შეასრულებს.
ზვიად გამსახურდია
ბათუმის უნივერისტეტის თანამშომლებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა.- 1991. - 7 მარტი. - №45 (65). - 1გვ.
![]() |
33 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს |
▲ზევით დაბრუნება |
საღამო მშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო! მინდა გესაუბროთ ჩვენთვის ყველაზე არსებით და საჭირბოროტო პრობლემებზე ჩვენს საზოგადოებას რომ აწუხებს. მინდა იცოდეთ ჩვენი პოზიცია, ხელისუფალთა პოზიცია თითოეულ საკითხში. ახლოვდება რეფერენდუმი, რომელიც გამოხატავს რესპუბლიკის მცხოვრებთა თვალსაზრისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. ჩვენ ნათლად უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრი, განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია - გვსურს თუ არა სამშობლოს დამოუკიდებლობა. და ეს უნდა თქვას არა მარტო ქართველმა ხალხმა, არამედ ჩვენი ქვეყნის არაქართველმა მოსახლეობამაც.
ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი პრინციპული პოზიცია სამოკავშირეო ხელშეკრულების მიმართ სულ უფრო მეტად აწუხებს კრემლს. იგი ყოველნაირად ცდილობს სახელი გაუტეხოს ჩვენ ხელისუფლებას აქაც და საზღვარგარეთაც, რისთვისაც ყალბ ინფორმაციას აგროვებს, კამპანიას ეწევა საბჭოთა პრესაში. ამას სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჩვენი ე.წ. ოპოზიციაც, იმპერიის ძალებთან შეხმატკბილებულად რომ მოქმედებს, რომლებიც ასევე ცდილობენ ჩვენთვის სახელის გატეხვას. მათ ერთი მიზანი აქვთ: დააბრკოლონ ჩვენი მისწრაფება დამოუკიდებლობისათვის. შემდგომში კი დაადამბლაონ ჩვენი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის.
მოსკოვის ხელში უმნიშვნელოვანესი იარაღია - ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადეს, ენერგეტიკული ბლოკადა, რომელზეც, სხვათა შორის არაფერს ამ ბობს ე.წ. ოპოზიცია. როცა მთავრობას აკრიტიკებს. როცა ეკონომიკური პირობების გაუარესებაზე ლაპარაკობს, არავინ არ იხსენებს მოსკოვს, რომელიც ყველა ჩვენი უბედ ურების მთავარი მიზეზია. ცენტრმა პირველი დღეებიდანვე გამოგვიცხადა ეკონომიკური ბლოკადა, შეგვიმცირა გაზის მოწოდება და ელემენტარული უზრუნველყოფა, მაქსი მალურად შეგვიმცირა სურსათ-სანოვაგით მომარაგება. ეს პირდაპირ განაცხადა სსრკ პრემიერ-მინისტრმა პავლოვმა და საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შეკვე .თა უნდა მოისპოსო.
აი, ამას არსად არ ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, ჩვენს წინააღმდეგ როცა გამოდის. ჰოდა ვფიქრობ, თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ, ეს ოპოზიცია კი არა, მოსკოვის აგენტურაა საქართველოში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ ოპოზიციის დისკუსიების აზრთა დაპირისპირების წინააღმდეგი ვიყოთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია ოპოზიცია, მაგრამ იქ კონსტრუქციულ მიზნებს ისახავს, იქ იდეათა ბრძოლაა, შეხედულებათა დაპირისპირება, მაგრამ არა ღალატი, არა ქვეყნის ინტერესებისათვის დაბრკოლებათა შექმნა და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს უქმნის მტრების ხრიკებს, ასე, რომ ჩვენს კურსს, ვთქვათ სამაჩაბლოში მიმდინარე პროცესებს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აკრიტიკებენ, არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ყველა ეს კონფლიქტი მოსკოვის ინსპირირებულია და მთელი ტაქტიკა გამიზნულად არის მიმართული ჩვენს წინააღმდეგ, რათა საქართველოს ხელი მოაწერინონ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. ავიღოთ, მაგალითად, სამაჩაბლოს სიტუაცია. ე.წ. ოპოზიცია გვარწმუნებს, თითქოს სამაჩაბლოს ამბები ჩვენს სინდისზე იყოს. ეს იგივეა, რომ ვილნიუსის ამბები ლანდსბერგისს დააბრალო და არა კრემლს, რომელმაც ლიტვაში ტანკები გაგზავნა.
სამაჩაბლოში ოს ექსტრემისტებს სამხედროები ეხმარებიან, უახლოესი ტექნიკით ამარაგებენ და ჩვენი მილიცია ვერ უმკლავდება მათ. ყოველივე ამას კი ე.წ. ოპოზიცია ჩვენ გვაბრალებს, თუმცა ნებისმიერი მოაზროვნე და მიუკერძოებელი კაცისათვის ნათელია, რომ კრემლმა ამ ტერიტორიაზე ომი გააჩაღა - ომი საქართველოს წინააღმდეგ.
ჩვენვე გვაბრალებებნ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ვ. არძინბას დანიშვნას, რომელიც აფხაზეთში კრემლის პოლიტიკას ანხორციელებს. სინამდვილეში კი როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის კონსტიტუცია ისეა აგებული, რომ საქართველოს უზენაეს საბჭოს და მის თავმჯდომარეს არავითარი უფლება არა აქვთ ჩაერიონ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აჩევნებში, მით უმეტეს, მისი თავმჯდომარის არჩევნებში. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მთლიანად აფხაზეთის უზენაეს საბჭოზეა დამოკიდებული. ჩვენს უზენაეს საბჭოს კი არც ვეტოს უფლება აქვს, არც თავისი აზრის გამოთქმისა. ეს განზრახ არის გაკეთებული. რაღა თქმა უნდა, კონსტიტუციის რეფორმა, რომელიც განზრახული გვაქვს, გაითვალისწინებს და მომავალში გაასწორებს ამ შეუსაბამობას. ასე, რომ არძინბას დანიშვნასთან საქართველოს უზენაეს საბჭოს არავითარი დამოკიდებულება არა აქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას პროტესეტი არ გამოუთქვამს არძინბას დანიშვნის გამო, რადგან იმის საფრთხეც იყო, რომ მის ნაცვლად ოზგანი დაენიშნათ, ეს კიდევ უარესი კანდიდატურა იქნებოდა. არც ამაზე ამბობს რაიმეს ოპოზიცია, რომელიც ჩვენზე ათასგვარ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ავრცელებს, რასაც ცხადია, მაშინვე აიტაცებენ ხოლმე კრემლის იმპერიული ძალები. ამ საკითხზე დოკუმენტურ არგუმენტაციას გაგაცნობთ.
საკმარისია ითქვას, რომ ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ქურდისა და რეციდივისტის იოსელიანის გულისთვის საკავშირო „შავრაზმული“ პრესა ფარისევლურად განგაშს ტეხს, მას გამოჩენილ პიროვნებად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად აცხადებს და პროტესტს გამოთქვამს მისი დაპატიმრების გამო. ბედად, მასალები, რომლებიც ხელს გვაქვს, მალე ყველას დაანახვებს, რისთვის დააპატიმრეს იოსელიანი. ყველამ იცის, რომ თბილისის უნივერსიტეტთან გამართულ მიტინგზე იოსელიანი გამოვიდა და საჯაროდ მოუწოდა თავმოყრილთ თავს დასხმოდნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს, ხელთ ეგდოთ და აეფეთქებინათ ყველაფერი. ეს მოსკოვის დაპროგრამებული იყო, რათა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება მოეხდინათ, შემდეგ კი მასობრივად გასწორებოდნენ საქართველოს. სწორედ ამ ძალების წაქეზებით მოქმედებდნენ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებსაც ჩვენი ღრმა რწმენით, სულ მალე მოჰკითხავს საქართველო და ქართველი ხალხი.
დიდი აურზაური ატყდა პრეფექტების ინსტიტუტის დამტკიცების გამოც. უნდა მოგახსენოთ, რომ მოსახლეობა პრეფექტურის ინსტიტუტის, როგორც ასეთის, წინააღმდეგი არ არის. აქა-იქ პროტესტს გამოთქვამენ ამა თუ იმ კანდიდატის გამო, მაგრამ ხალხს ვუხსნით, რომ პრეფექტის დანიშვნისას მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ვითვალისწინებთ. ყველგან ეწყობა მცხოვრებთა გამოკითხვა პრეფექტების კანდიდატურათა გამო. იქმნება კომისიები, და თუ პრეფექტების მუშაობა არ დააკმაყოფილებს მოსახლეობას, მათ შეცვლიან. პრეფექტი, მინისტრი გამოსაცდელი ვადით ინიშნება. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, თუ გამოსაცდელ პერიოდში იგი არ გაამართლებს ჩვენს ნდობას, ხალხის ნდობას, ცხადია, შევცვლით. ამიტომ ყველას ვთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ ატეხენ ამა თუ იმ პიროვნების გამო. დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვევა, და თუ მაკომპრომეტირებელი ფაქტები გამოვლინდა, გავითვალისწინებთ და ხალხის ნების შესაბამისად ვიმოქმედებთ. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ერთი არგუმენტის გამოც. ჩვენ გვაბრალებენ, რომ არ ვშლით კოლმეურნეობებს და დაუყოვნებლივ არ ვურიგებთ მოსახლეობას მიწებს. ასეთი განცხადებანი ელემენტარული კრიტიკული სიბეცეა, უვიცობაა. ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ ჯერ საჭიროა მოქალაქეობის კანონი, რომელსაც ინტენსიურად ვამუშავებთ. მოქალაქეობის კანონის მიღებისთნავე მიწების განაწილებაზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობა. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ 17 მარტის საბჭოთა რეფერენდუმს, მაგრამ ჩვენი რეფერენდუმი უშუალოდ არის დაკავშირებული მიწის საკუთრების, მოქალაქეობის საკითხებთან. მან უნდა განსაზღვროს, ვინ შეიძლება იყოს საქართველოს კანონიერი მოქალაქე. რეფერენდუმი გამოავლენს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს, არამედ იმათაც, ვინც საქართველოს მოქალაქეობის ღირსია. ვთქვათ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ხმა არ მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. განა სწორი იქნება, კაცს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ სურს, საქართველოს მოქალაქეობა მივართვათ და საკუთრებაში გადავცეთ ქართული მიწა? ისე, რომ რეფერენდუმი ჩვენი რესპუბლიკის მოსახლეობის ლოიალობის, საქართველოსადმი კეთილგანწყობილების, საქართველოს ჭეშმარიტი მომხრეების გამოვლინების შემოწმებაცაა. მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ იქნება საქართველოს მოქალაქე და ვის მიეცემა ქართული მიწა, ჩვენი მამა-პაპების მიწა საკუთრებაში. რეფერენდუმი, მეგობრებო, მარტო ქართველებს კი არა, რესპუბლიკაში საუკუნეებით მოსახლე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებსაც სჭირდებათ. ისინი, ვინც ჩვენ თან ერთად დაადგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გზას, მოქალაქეობას მიიღებენ. ცხადია, თუ შეასრულებენ იმ ელემენტარულ პირობებს, რომლებსაც ჩვენ წავუყენებთ. ისე, რომ რეფერენდუმამდე ნურავინ ნუ იფიქრებს საქართველოს მოქალაქეობის სტატუსზე, ქართული მიწის ხელში ჩაგდებაზე.
ასეთია ჩვენი პოზიცია. საქართველოს მტრები, ჩვენი რესპუბლიკის მტრები, რომლებიც უარყოფენ საქართველოს დამოუკიდებლობას, რომელსაც სურთ საქართ ველო უქართველებოდ იხილონ, ვერც მოქალაქეობას ვერ.მიიღებენ და ვერც მიწას ასეთია ჩვენი პოზიცია, ე.წ. ოპოზიცია კი ყოველივე ამას განზრახ „ივიწყებს“ და გვისაყვედურებს, რატომ მიწას არ ანაწილებთ, რატომ კოლმეურნეობებს არ შლითო. სიცრუეა, მეგობრებო! მუშავდება მიწის კოდექსი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ მიწების მოსახლეობისათვის გადაცემის პირობები. დრო უნდა, როგორც კოდექსის მეცნიერულ და იურიდიულ დამუშავებას, ისე მოქალაქეობის კანონის მომზადებასაც. ასე, რომ ყოველივე მომავლის საქმეა, მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა რეფერენდუმისათვის მზადება. მისთვის უნდა მოვამზადოთ უწინარესად მთელი არაქართული მოსახლეობა. მე მგონია, ქართველ მოსახლეობასთან ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება. არა მგონია, თუნდაც ერთი ქართველი იყოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენა არ სურდეს 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე. მინდა რესპუბლიკის მცხოვრებთ შევახსენო, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ყველა ერის წარმომადგენლები. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის ფენომენი. აქ არასოდეს არ დარღვეულა არაქართველი მოსახლეობის უფლებები. კვლავაც ასე იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი მისცემენ ხმას დამოუკიდებლობას, პატივს სცემენ ქართულ ენას, პატივს სცემენ საქართველოს და სამართლს, არ დაარღვევენ კანონებს და არ ჩაიდენენ დანაშაულს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. აი, ასეთია ჩვენი პოზიცია, მეგობრებო! მინდა ყველანი მოემზადოთ მომავალი რეფერენდუმისათვის, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებს ემთხვევა.
მუნიციპალურ არჩევნებში საკრებულოებს ავირჩევთ, საკრებულო იქნება ყოველ რაიონში, ყოველ სოფელში, და მათში უნდა ავირჩიოთ ისინი, ვინც მოსახლეობის ინტერესებისათვის ზრუნვას იკისრებს, ვისაც პატივს სცემენ და მხარს უჭერენ მასები. არ შეიძლება საკრებულოებში უღირსი ადამიანების არჩევა. ეს პირველი მოთხოვნაა. საკრებულოს არჩევნებიც ისეთივე აღმავლობით უნდა ჩავატაროთ, როგორც 28 ოქტომბრის არჩევნები. საკრებულოს უდიდესი უფლებებიც ექნება. სრულიად უმართებულოა ლაპარაკი მარტოოდენ პრეფექტის უფლებებზე, საკრებულოებსაც ყველა უფლება ექნება. იგი მაკონტროლებელი ორგანო იქნება. საკრებულოებს ყოველგვარი უფლებამო სილება ექნებათ და, თუ, ვთქვათ, დანიშნული პრეფექტი ვერ გაამართლებს ნდობას, საკრებულო აღძრავს პრეფექტის შეცვლის საკითხს. თავის მხრივ პრეფექტსაც ექნება საკრებულოს კონტროლის უფლება, ანუ შეიქმნება ურთიერთმაკონტროლებელი სისტემა. რაიონში ჩვენი პოლიტიკის გატარებას ისინი ერთმანეთს შეუთანხმებენ.
აი, ასეთია ჩვენი პოზიცია ამ საკითხში. ერთხელ კიდევ მინდა ვუსურვო რესპუბლიკის მცხოვრებთ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, დიდი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი შეგნებით, დიდი პასუხისლგებლობით მივცემთ ხმას მომავალ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 მარტი. - №47 (67). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს // სამშობლო. - 1991. - მარტი. - №5. - 1გვ.
![]() |
34 მიმართვა აფხაზი ხალხისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.
უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. „ვეფხისტყაოსნის“ კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს. ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბარა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა, ამ ერთობისა.
აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის „გამზრდელი“ და მრავალი სხვა შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი „მთვარის მოტაცებით“. ქართველმა მეცნიერებმა - ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი - აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ ჩვენი საერთო სამეფოს განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში. ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით. ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ შეარყიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქებმა და ვერც სხვებმა, მაგრამ აი, XIX-XX საუკუნეში, ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი - რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი „divide et impera“ - გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავს ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ საუბედუროდ მიაღწია ამას თავისი აგენტურის მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია კავკასიაში.
ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ მოლაპარაკების გზით გადაიჭრას სადავო საკითხები, მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისათვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ნერგავს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე.
დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრიც არის იგი და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომ დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად მას ჩვენ მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში დრომოჭმული კომუნისტური წყობილების შენარჩუნება, მმართველობა კომუნისტური სისტემისა, მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ის ტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი.
დღეს, მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ, საბჭოთა ტანკების იმედი ნურავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და „ხსნის კომიტეტების“ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის „ხსნის კომიტეტები“. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტიურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ, მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში.
გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას!
გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა!
სიყვარულით და პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
მიმართვა : აფხაზი ხალხისადმი /გამსახურდია ზ. // საქართველოს რეს.პუბლიკა. - 1991. - 12 მარტი. - №48 (68). - 1გვ.
![]() |
35 ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი, საბჭოთა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
- ბატონო ზვიად, როგორც შეუნიღბავად რეაქციული საკავშირო, აგრეთვე ე.წ. დემოკრატიული, დასავლეთის პროკომუნისტური, ლიბერალური და რატომღაც პროგრესული პრესაც თქვენ ბრალად გდებენ დიქტატორობისადმი მიდრეკილებას, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მუსოლინისაც კი შეგადარათ. იმაშიც გდებენ ბრალს, რომ თითქოს თქვენ ხანგრძლივი დროის მანძილზე ადამიანის უფლებათა - დამცველი - ეროვნულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებთ და ამით საქართველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობა იჩაგრება.
- მოგეხსენებათ, რომ მაგალითად, თურქეთში, არათურქ მოსახლეობას, მათ შორის ქართველებსაც, წართმეული აქვთ ეროვნება. ქართველები თურქებად არიან გამოცხადებული. მათ პასპორტში თურქი უწერიათ, ხოლო საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს შენარჩუნებული აქვთ როგორც ეროვნება, ასევე ენა, კულტურა, რელიგია. მათ ამისათვის არავინ არ სდევნის. არც არაფერი მოგვიმოქმედებია არაქართველების შესავიწროებლად. პირიქით, იმ რეგიონებში, სადაც არაქართველი მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული, სწორედ ქართველები იჩაგრებიან. პირველ რიგში სამაჩაბლოში, ამის დასტურია უამრავი ქართველი ლტოლვილი, რომლებიც ამჟამად თბილისში იმყოფებიან. ასე, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა და ყალბ ხმებს გვივრცელებენ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კრემლიდან მოდის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია სურს. რაც შეეხება მეორე ბრალდებას: როდესაც კრიმინალური დანაშაულისათვის ვაპატიმრებთ, განა ეს დიქტატურაა? თუ ასეა, მაშინ დიქტატურა ყოფილა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამგვარი ბრალდება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. პიროვნება ჩვენთან უფრო თავისუფალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში; მაგალითად, აშშ-ში თეთრი სახლის წინ ანტისამ-თავრობო გამოსვლა რომ მოეწყოს, პასუხს მოთხოვენ. ჩვენთან კი მთავრობის სახლის წინ სისტემატიურად მიმდინარეობს ჩვენს მიმართ დაპირისპირებული ძალების მიტინგები და ამისათვის არავის აპატიმრებენ. ეს ბრალდებაც უნიადაგოა. არავინ კრძლავს არც სიტყვის, სინდისის, რელიგიის ემიგრაციის თვისუფლებას.
- ფაქტია, რომ დასავლეთის პრესაში საქართველოში მიმდინარე პროცესების გარშემო ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ თითქოს არსებობს ორი უზარმაზარი დაპირისპირებული ძალა - უზენაესი საბჭო და ეროვნული კონგრესი, რომ მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, და ეს სტერეოტიპი არაფრით არ განსხვავდება იმ დეზინფორმაციისაგან, რის გავრცელებასაც მოსკოვი ცდილობს. რატომ არ დგანან დასავლელი ჟურნალისტები ჩვენი - ჩაგრული ერის მხარეზე?
- იმიტომ, რომ თვით დასავლელი სახელმწიფოების მთავრობები დგანან ამ პოზიციაზე. ისინი დღესდღეობით, ფაქტობრივად მჩაგვრელთა მხარეზე არიან გარკვეული მიზეზების გამო, სპარსეთის ყურის კრიზისის გამო სტრატეგიული და ჩვეულებრივი სამხედრო შეიარაღების საკითხების გამო. ამჯობინებენ არ გაიუარესონ დამოკ.იდებულება მოსკოვთან.
- ბატონო ზვიად, პრესკონფერენციის დაწყებამდე თქვენ შეხვდით ქართველი ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს.
- შევხვდი ინტელიგენციისა და სტუდენტების იმ ნაწილს, რომელიც ჩვენდამი ოპოზიციურად არის განწყობილი და აქვს გარკვეული პრეტენზიები: მაგალითად, ისინი მოითხოვენ ჯაბა იოსელიანის თავდებით გამოშვებას, პრესისა და ტელევიზიისათვის მეტ თავისუფლებას. დავუსაბუთეთ, რომ პრესაში და ტელევიზიაში არავითარი შეზღუდვები არ არსებობს, რომ ქვეყნდება ოპოზიციური ხასიათის წერილები შეურაცხმყოფელი და დაუსაბუთებელი წერილების გარდა, რომ იოსელიანი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის არის დაპატიმრებული. მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, საქართველოში ეროვნული შერიგება უნდა მოხდეს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი რეფერენდუმში გამარჯვებისათვის, რომელიც 31 მარტსაა დანიშნული.
- იმის გამო, რომ ბოლო ხანებში საკავშირო ტელევიზია და გაზეთები ეყრდნობიან და სარგებლობენ ჩრდილოეთ ოსეთის ე.წ. კომიტეტის ინფორმაციებით, რომლებიც ცილისმწამებლური და ტენდენციურია, საჭიროდ ხომ არ მიგაჩნიათ უზენაესმა საბჭომ ოფიციალური პროტესტით მიმართოს ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ან გააკეთოს ოფიციალური განცხადება.
- ჩვენ ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ საკავშირო ტელევიზიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი გააგრძელებს დეზინფორმაციას, საქართველოში შევწყვეტთ მოსკოვის პროგრამის გადაცემებს
- 11 მარტს ლიტვაში სრულდება ერთი წელი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან...
- აუცილებლად გავუგზავნით მილოცვას ამ დიდმნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით. ეს შეახსენებს მსოფლიოს, რომ საბჭოთა კავშირში გაერთიანებული არიან იარაღის ძალით ანექსირებული ქვეყნები, რომლებსაც და მოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დასავლეთის ქვეყნებიც უნდა დაეხმარონ, რასაც ხშირად ივიწყებენ.
- აფხაზეთში ვითარება დაიძაბა, შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი, სადაც გაერთიანდნენ „აიდგილარა“, სომხური საზოგადოება „კრუნკი“ და ეგრეთ წოდებული „დემოკრატიული კავშირი“. რას აპირებს ჩვენი პარლამენტი ვითარების განმუხტვისათვის? და კიდევ: როგორ აფასებთ მოსკოვში ჩვენი წარმომადგენლების მუშაობას მას შემდეგ, რაც იმატა დეზინფორმაციების ტალღამ?
- ჩვენი წარმომადგენლობა სუსტად მუშაობდა, ვღებულობთ ზომებს მის გასააქტიურებლად. აფხაზეთში ვცდილობთ თავს არ მოგვახვიონ საკავშირო რეფერენდუმი, მოვუწოდებთ აფხაზ ხალხს, აგრეთვე აფხაზეთის სომხურ მოსახლეობას, მონაწილეობა არ მიიღოს მასში, ეს არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთის ღალატიც იქნება. სომხეთის რესპუბლიკამაც უარი თქვა ამ რეფერენდუმზე და თავის რეფერენდუმს ატარებს, აგრეთვე არძინბას წინადადება მივეცით წარმოადგინოს პრეფექტების კანდიდატურები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათ დავნიშნავთ, ამის უფლებას კანონი გვაძლევს.
- ბატონო ზვიად, ისურვებდით თუ არა რაიმე პრობლემის გადასაჭრელად მოსკოვში გამგზავრებას?
- ჯერჯერობით არა, ვინაიდან ცენტრი არ იშლის დიქტატს ჩვენს მიმართ. ვიმეორებ, რომ ვიდრე საქართველო თავისუფალი არ იქნება, კრემლის ზღურბლს არ გადავაბიჯებ.
- მთელს საბჭოთა კავშირში დემოკრატიზაციაზე მიმდინარეობს ფართო ფრონტით შეტევა, ეს შეშფოთებას იწვევს, რა სერიოზული ძალა შეიძლება აღუდგეს წინ დიქტატურას?
- მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ძალების გაერთიანება, აგრეთვე ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭიროს მას.
- ელცინმა 9 აპრილის ტრაგედიას უწოდა დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე, გაოცებას იწვევს ამას წინათ ცენტრალური ტელევიზიით გადაცემული ინფორმაცია, სადაც ჭეშმარიტება უარყოფილ იქნა...
- დანაშაულის ამგვარ უარყოფას აუცილებლად გავცემთ დასაბუთებულ და სათანადო პასუხს. ჩვენი 9 აპრილის კომისია აგძელებს მუშაობას კონკრეტული დამნაშავეების დასადგენად.
- საქართველოს უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებიან აშშ-ში...
- ჩვენი წარმომადგენლები ჯერჯერობით თეთრი სახლის წარმომადგენლებს არ შეხვედრიან, შეხვდნენ კონგრესის წარმომადგენლებს. საუბარი ჰქონდათ ყოფილ პრეზიდენტთან რონალდ რეიგანთან, ცალკეულ თანამდებობის პირებთან, მათ ჩვენდამი კეთილმოსურნე განწყობილება აქვთ. სავარაუდოა, რომ საქართველოში ჩამოვა სენატორთა და კონგრესმენთა ჯგუფი.
- სატელევიზიო გამოსვლაში თქვენ გააკეთეთ საინტერესო განცხადება საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. არსებობს თქვენი გამოსვლის რუსული ტექსტი. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება საკმაოდ ძნელი იქნება?
- იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, საქართველო სურთ ქართველების გარეშე, მოქალაქეობას ვერ მივცემთ. ამაში არაფერია ანტიდემოკრატიული.
- თუ გადადგით რაიმე ნაბიჯები კონტაქტებისათვის დაპირისპირებულ ძალებთან თბილისში, სამაჩაბლოში და სხვაგან ვითარების სტაბილიზაციისათვის?
- ყოველნაირად ვცდილობთ და ვთავაზობთ მათ დიალოგს, მაგრამ არ გვთანხმდებიან. მათი წარმმართველი კრემლია და ამ საშუალებით გვებრძვის, ამიტომ არ გვთანხმდებიან დიალოგზე. კრემლმა დაუფარავად გაგვიმჟღავნა - ვიდრე არ მიიღებთ საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობას, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში პრობლემები გექნებათო.
- არის ინფორმაცია, თითქოს საბჭოთა არმია იარაღით ამარაგებს ოს ექსტრემისტებს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე?
- სამაჩაბლოში ოს ექსტრემისტებს ჯარის ნაწილები ამარაგებენ იარაღით. დროა უცხოელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მოითხოვონ ამის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები. არის მოწყობილი სპეციალური გამოფენა. სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელი აქ გვესწრება და ამ საკითხს მოაგვარებს. გარდა ამისა, მე გავუგზავნე გორბაჩოვს წერილი, სადაც ჩამოთვლილია ის ოსი ოფიცრები, რომლებიც ექსტრემისტებს იარაღს აწვდიან.
- საქართველო დამოუკიდებლობას საკავშირო უზენაესი საბჭოს კანონის შესაბამისად გამოაცხადებს, თუ ამას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს?
- ჩვენთვის საბჭოთა კონსტიტუცია, საბჭოთა კანონები არ არსებობს. საბჭოთა კანონებით არ ვიხელმძღვანელებთ. როგორც კი პოლიტიკური თვალსაზრისით შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება, ეს განხორციელდება.
- ბატონო ზვიად, იქნებ გვეფიქრა საქართველოს ტელევიზიის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისათვის, რომ რეალური საშუალება მოგვეცეს მსოფლიოს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, სამთავრობო დონეზე ხომ არ აპირებთ ამ საკითხზე საუბარს?
- აუცილებლად ვიმსჯელებთ. ვიმეორებ, თუ ჩვენს მიმართ კვლავ გაგრძელდება ინფორმაციული ბლოკადა საკავშირო ტელევიზიის მხრიდან, ბოიკოტს გამოვუცხადებთ და ავკრძალავთ მათ გადაცემებს საქართველოში.
- სპარსეთის ყურის კრიზისის დროს შეიმჩნეოდა ზნეობრივი კრიტერიუმების დაახლოების ნიშნები მსოფლიოში. ეს ნავთობის გამო მოხდა, თუ დაიწყო შემობრუნება ჭეშმარიტი ზნეობრივი ნორმებისაკენ?
- ომი სპარსეთის ყურეში იყო თავისთავად უდიდესი ზნეობრივი აქტი, ვინაიდან პირველად უახლოეს ისტორიაში დიდმა ქვეყნებმა დაიცვეს პატარა ანექსირებული ქვეყანა. ამ შემთხვევაში კი უფრო მეტად ვიწამებთ ზნეობრივ მხარეს, თუ სხვა დამონებული ქვეყნების დასახმარებლადაც გადაიდგმება ნაბიჯები და ეს არ იყო მხოლოდ ნავთობით.განპირობებული.
- ბატონო ზვიად, მხცოვანმა ისტორიკოსმა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნოდარ სიმონიამ, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი“-ში ელცინი დაახასიათა, როგორც არა დემოკრატი, არამედ პოპულისტი პიროვნება. და ამბობს, რომ პოპულიზმს დიქტატურისკენ მივყევართ.
- როგორც კი ჩვენი ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა კრემლის დამქაშებმა მეც პოპულისტი მიწოდეს, მოსკოვის აგენტებიც საქართველოში, რომლებმაც პრაღაში ოცდამეოთხე რეზოლუცია შეადგინეს და ქართველებს სხვა ერების ჩაგვრა დააბრალეს, პოპულისტს მიწოდებენ, ეს კრემლის ლოზუნგია. ხალხში პოპულარულ ლიდერებს პოპულისტებს უწოდებენ და არ ამბობენ რატომ არიან ისინი პოპულარული. ელცინის წინააღმდეგ ამ ხერხს იყენებენ.
- თქვენ დაგეგმილი გქონდათ ელცინთან შეხვედრა მაგრამ იგი გადაიდო. როგორ ვითარდება კონტაქტები რსფსრ-თან და ლენინგრადთან?
- ჩვენი შეხვედრა ორი კვირის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ელცინმა გადაიფიქრა და არავითარი მოტივირებული პასუხი არ მიგვიღია გარდა იმისა, რომ იგი გრიპით გახდა ავად. არ გამოვრიცხავ და ვეჭვობ, რომ აქ კრემლი და უშიშროების კომიტეტი ჩაერია და მისთვის უსაფრთხო აღარ იყო ეს შეხვედრა. ელცინზე უკვე ორჯერ ადგილი ჰქონდა ტერორისტულ თავდასხმას ესპანეთში და მოსკოვში. ალბათ მესამე ავარიის „პერსპექტივაც არსებობდა.
- თქვენ ბრძანეთ და გეთანხმებით, რომ ჩვენს პარლამენტს არა ჰყავს ოპოზიცია, როგორც - ოპოზიცია. ქართველი ხალხის უმრავლესობა მათ „პოლიტიკურ ხულიგნებს“ უწოდებს, რომლებიც მხოლოდ შეურაცხყოფაზე არიან გადასულნი. თქვენ ახლახან შეხვდით ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ხომ არ ისახება ნორმალური ოპოზიცია სამთავრობო დონეზე?
- ვგონებ ისახება, და, ასე თუ ისე, მივაღწევთ ურთიერთგაგებას. ხოლო რაც შეეხება ჩვენდამი დაპირისპირებულ კრიმინალურ ელემენტებს, ოპოზიციად ვერ ვაღიარებთ. მე მათ განვუცხადე, ოპოზიცია ერთია, მტრობა და ერის ღალატი - მეორე. აი, რა შევიტყვეთ აფხაზეთში გამომავალ გაზეთ „აიდგილარა“-დან („ედინენიე“). აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელმაც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რამდენიმე პარტია გააერთიანა. მათ ოჩამჩირეში მოაწყვეს ორიათას კაციანი ანტიქართული მიტინგი, სადაც დაგმეს ჩვენი, პრეფექტურის ინსტიტუტი და სხვა. ამ მიტინგში ქართველმა „კონგრესმენებმაც“ მიიღეს მონაწილეობა, ინტერფრონტელები ამით ამაყობენ კიდეც. ამიტომ ეს „კონგრესმენები“ პასუხისგებაში არიან მისაცემი სამშობლოს ღალატისათვის. (ბატონი ზვიად გამსახურდია, კერძოდ, გულისხმობდა გაზეთ „ედინენიე“-ში დაბეჭდილ შემდეგ ინფორმაციას: „ოჩამჩირე, 17 თებერვალი. აქ, გალის რაიონის საზღვართან, მოეწყო აფხაზეთის სახალხო ფრონტის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მიტინგი, რომელიც მიმართული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ. გამსახურდიას ბრძანებულების წინააღმდეგ გალის რაიონის პრეფექტის დანიშვნის თაობაზე. მიტინგის მონაწილენი ხაზს უსვამდნენ ამ ბრძანებულების ანტიკონსტიტუციურობას, მიმართულს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციისაკენ. მიტინგს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორიათასზე მეტმა კაცმა, ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კონგრესის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს აღშფოთება პრეფექტურის სისტემის შემოღების თობაზე, დაახასიათეს იგი, როგორც დიქტატორ გამსახურდიას იარაღი და გააკრიტიკეს საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობის არადემოკრატიული მეთოდები. რა შეიძლება ეწოდოს „კონგრესმენების“ ყოფნას ინტერფრონტის ეგიდის ქვეშ?) იმ ლიტველების მიმართ, ვინც ლანდსბერგისის წინააღმდეგ შეუერთდა ინტერფრონტს, მთავრობის პოზიცია გარკვეულია, ამ პოზიციაზე ვდგავართ ჩვენც. მათ პასუხს კანონის და სამართლის ენაზე გავცემთ, როგორც სამშობლოს მოღალატეებს. სამაჩაბლოში, ცხინვალშიც შეიქმნა ინტერფრონტი, ლიტვის ე.წ. ეროვნული ხსნის კომიტეტის მსგავსად, მას ცხინვალის „ვრემენნი ჩრეზვიჩაინნი კომიტეტ“-ი უწოდეს, რომლებშიც ჩოჩიევი და სხვა ექსტრემისტები შევიდნენ. ორივე ინტერფრონტის მიზანია, ლიტვაში რაც მოხდა, ჩვენთანაც განმეორდეს, ის ქართველი, ვინც მათ ამოუდგება მხარში, კონგრესმენი იქნება იგი თუ სხვა, სამშობლოს მოღალატეა და სათანადოდ დაისჯება, - ასეთია ჩვენი პოზიცია. ჭეშმარიტ ოპოზიციონერთან დიალოგიც გვექნება და თანამშრომლობაც.
- როგორ უყურებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა განცხადებას, სადაც მათ მთავრობას შესთავაზეს წინადადება ოპოზიციასთან დამოკიდებულების მოწესრიგების თაობაზე...
- იმ სტუდენტებს უნიადაგო და დაუსაბუთებელი პრეტენზიები აქვთ, თითქოს პრესაზე, ტელევიზიაზე დიქტატი ხორციელდება და სხვა. ეს სიცრუეა. პრესაში შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინების გამოკლებით ქვეყნდება საპირისპირო მოსაზრებანი, ასევეა ტელევიზიაშიც. მათ აქვთ პრეტენზია, თუ რატომ ეომება ტელევიზიის ეკრანი კოლექტიურ განცხადებებს, სადაც დაგმობილია უნივერსიტეტის ერთი ნაწილის პოზიცია. კი მაგრამ, თუ ერთ-ერთს ავუკრძალეთ, განა ეს არ იქნება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა? ტელევიზიამ გადასცა უნივერსიტეტის ერთი ნაწილის პოზიცია. ეკრანი პასუხსაც ხომ უნდა დავუთმოთ: მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვნელობამ - პროფესურამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ გამოხატავენ მთელი უნივერსიტეტის პოზიციას.
- გაზეთ „ვრასტანის“ ფურცლებზე დაიბეჭდა ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან დავით ვართანიანთან. მან მოუწოდა აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა საკავშირო რეფერენდუმში. დაიბეჭდა აგრეთვე თბილისელი სომეხი ინტელიგენციის მიმართვა ამ საკითხზე, რაც ალბათ სასურველ შედეგს მოიტანს. ჩვენი რეფერენდუმის შედეგები თუ გაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციაში?
- რასაკვირველია. მოწვეულნი არიან მეთვალყურეები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რუსეთის ფედერაცი ის პარლამენტიდან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების პარლამენტებისა და საკავშირო წარმომადგენლები.
- როგორ გესახებათ უახლოეს პერიოდში საქართველოს ურთიერთობა კარის მეზობელ რესპუბლიკებთან: სომხეთთან და აზერბაიჯანთან?
- კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცება მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული. ამის სურვილი მათაც უნდა ჰქონდეთ. ჩვენ არ გვინდა მათ კონფლიქტში ჩავერიოთ, გვსურს ისინი, როგორც კავკასიელი ერები - შევარიგოთ. ერთ-ერთ სომხურ გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც დაიბეჭდა ჩემი ადრინდელი გამონათქვამი, რომ ყარაბაღი სომხეთს ეკუთვნის, მაგრამ დღეს ამ პოზიციაზე აღარ ვდგავარ. ეს ძაბავს ურთიერთობას, ამიტომ აღარ მსურს ჩარევა ამ საკითხში და გულწრფელად მსურს, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდეს. ჩვენ ყოველთვის კეთილ მოსურნე ვიქნებით, თუ რა თქმა უნდა, საქართველოში მცხოვრები სომხები არ დაგვიპირისპირდებიან. მაგ. ბოგდანოვკაში დანიშნულ პრეფექტს წინააღმდეგობა შეხვდა, მათ თვით უნდა დანიშნონ პრეფექტი. ეს უკვე ავტონომიის გამოცხადებას ნიშნავს. მე შევუთვალე ბატონ ტერ-პეტროსიანს, ჩაერიოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში. საქართველოში საქართველოს კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ მით უმეტეს შევთავაზე მოადგილედ სომეხი ეროვნების პიროვნების დანიშვნა. ასე რომ სომეხი მოსახლეობის ინტერესებიც აუცილებლად გათვალისწინებული იქნებოდა. კონფრონტაციას არ ვესწრაფვით, გვსურს ყველაფერი მოლაპარაკებით გადაწყდეს.
- რა მიმართულებაა უფრო გორბაჩოვის პიროვნებაში ძლიერი, რეფორმატორული თუ კომუნისტური. იგი მართლა იძულებული იყო მემარჯვენეებისათვის დაეთმო თუ შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.
- გორბაჩოვის ამგვარ მოქმედებას რეფორმატორულს ვერ ვუწოდებთ. იმიტომ, რომ კრემლი ისევ იმპერიად რჩება. იყო მხოლოდ იძულებითი ლიბერალიზაცია, რაც მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების ზეწოლის შედეგია. რაც შეეხება დათმობას - იგი ყოველთვის მემარჯვენე იყო მას დემოკრატის ნიღაბი სჭირდებოდა. ტაქტიკას როგორც სჭირდება, ისე იცვლის პოზიციას.
- გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა წერილი კიშინიოვიდან „კომუნისტები რეფერენდუმს უჭერენ მხარს“, ჩვენი კომუნისტები რა პოზიციაზე დგანან?
- ჯერჯერობით სდუმან. ვფიქრობ, ისინი არ დაუჭერენ რეფერენდუმს მხარს.
- მიეცემა თუ არა აფხაზეთში პრეფექტებს მუშაობის ნორმალური საშუალება, თუ მათ უზენაესი საბჭო დანიშნავს?
- ეს რთული საკითხია, გვჭირდება დიდი პროპაგანდა, რომ ამის სიკეთეში დავარწმუნოთ და ყოველნაირად უნდა ვეცადოთ ამგვარი პოზიცია დათმონ.
- გაზეთ მამულში გამოქვეყნებულ ბლოკ „თავისუფლების“ განცხადებას როგორ შეაფასებთ?
- პარლამენტის კრიტიკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით პროვოკაციაა, არ ითვალისწინებენ მოსკოვის როლს. პარლამენტს სხვა ზომების მიღების საშუალება არ ჰქონდა ეგრეთ წოდებული ავტონომიის არ გაუქმება არ შეიძლებოდა. როდესაც რესპუბლიკად გამოაცხადეს თავი, საქართველოს მთლიანობას საფრთხე შეექმნა. პრესაში უამრავი კრიტიკოსები გვყავს. იგივე „მამული“, „ქართული ფილმი“, „7 დღე“, „ივერია“, „ქართული ქრონიკა“ და სხვა გაზეთებში პარლამენტის მიმართ ბევრი ცილისწამება და ღვარძლი ქვეყნდება.
- ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ გარდამავალი პერიოდის შედეგად საქართველო დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს. უფრო მეტიც, ამტკიცებენ, რომ საქართველო უფსკრულისაკენ მიემართება. ფაქტის კონსტატაციაა ეს, თუ დისკრედიტაციის მცდელობა?
- რასაკვირველია, დისკრედიტაციის მცდელობა. როგორც ყოველთვის, ე.წ. კონგრესი ყველაფერს უარყოფს. მაგალითად, ისინი თვლიან, რომ ჩვენი რეფერენდუმი არაა საჭირო. დღეს რეფერენდუმი არის უდიდესი საბუთი იმისა, რომ ერს სურს დამოუკიდებლობა. ჩვენ ეს მსოფლიოს უნდა დავანახოთ, ვინაიდან 1918 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, თაობები შეიცვალნენ.
- თქვენ ყოველთვის პატივისცემით იყავით გამსჭვალული ბატონ აკაკი ბაქრაძის მიმართ. ხომ არ შეცვალა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რაიმე თქვენს ურთიერთობაში?
- არა, მაგრამ მე გამიკვირდა ასეთ ვითარებაში ბატონ აკაკის მხრიდან კრიმინალებისათვის ზრუნვა. ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარია მისი პოზიცია.
- თქვენი აზრი აჭარაში მიმდინარე პროცესებზე, იქ გარკვეული დაპირისპირება შეინიშნება და ჩასვლას ხომ არ აპირებთ?
- აჭარაში ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს ყველაფერი. კრემლის დამქაში ხახვა და კომუნისტური მაფია ეცადა გამოეწვია განხეთქილება, უარეყო პრეფექტების კანდიდატურები, მაგრამ მათი წარდგენა ქედასა და ხელვაჩურის რაიონში შესანიშნავად მოხდა. ხალხმა ისინი კარგად მიიღო. ისე კი, თუ ვითარება მოითხოვს, აუცილებლად ჩავალ აჭარაში.
- მზადდება კანონი პრესის შესახებ, ალბათ პარალელურად უნდა მომზადდეს კანონი პარტიების შესახებაც. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს პრესა არავითარ დიქტატს არ განიცდის - პირიქით, რედაქციაში მოდიან 10-15 კაციანი ჯგუფები, რომლებთაც შექმნილი აქვთ „ასოციაციები“, „პარტიები“ და გააფთრებული მოითხოვენ თავიანთი წერილების დაბეჭდვას. აი, ეს არის დიქტატი. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ორი კანონის მიღება ერთმანეთს დაემთხვევა. პრესის კანონი ჟურნალიტებს უნდა იცავდეს.
- სწორი ბრძანდებით. ასეთი პატარა ჯგუფები თავისებურ დიქტატურას ამყარებენ, უპირველეს ყოვლისა, პრესისა და ტელევიზიის მიმართ - ასე არ შეიძლება.
- რესპუბლიკის რაიონებისა და სოფლების ინტელიგენციას, ტექნიკურ ინტელიგენციას, რომლებიც თქვენს პოლიტიკას იზიარებენ, სურთ თქვენთან შეხვედრა...
- ამგვარ შეხვედრებს სისტემატურად ვაწყობთ და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. მხოლოდ ორგანიზება სჭირდება.
- ბატონო ზვიად, დღეს 9 მარტია, - სისხლიანი თარიღი...
- 1956 წლის 9 მარტს, პირადად მე ვიყავი იმ მოძრაობის მონაწილე, ოღონდ ანტისტალინისტთა მცირე ჯგუფში, რომელიც ცდილობდა ეს აფეთქება ეროვნული მოძრაობის გზით წარემართა. (მასში მე და ჩემი მეგობრების ვიწრო წრე ვიყავით გაერთიანებული) და გარკვეული გაგებით მოვახერხეთ კიდეც ეს. იმპერიის ამ ჯალათურმა აქციამ ერთგვარად გამოაღვიძა ქართველი ერი. მახსოვს კავშირგაბმულობის სახლისკენ დიდი კოლონა დაიძრა წითელი დროშით და ლენინის პორტრეტებით, როდესაც მათ ავტომატების ჯერი დაუშინეს, ყველამ ძირს დაყარა დროშები და მათი ფეხებით თელვა დაიწყო - მიხვდნენ, ვისი დროშა ეჭირათ ხელში და რისთვის იბრძოდნენ.
სამწუხაროდ, ისტორიაში ისე ხდება, რომ უსისხლოდ არაფერი იცვლება. ეს დაამტკიცა 9 აპრილის ტრაგედიამაც, რომელმაც ეროვნული მოძრაობა არნახულ სიმაღლემდე აიყვანა.
ბატონ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 მარტის პრესკონფერენცია ქართველი, საბჭოთა და უცხოელი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 მარტი. - №49 (69). - 1გვ.
![]() |
36 პრესკონფერენცია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში |
▲ზევით დაბრუნება |
ტრადიციად იქცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენციები ქართველი, საბჭოთა და უცხოელი ჟურნალისტებისათვის. ყოველ ორ კვირაში ერთხელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას იღებენ უშუალოდ რესპუბლიკის ხელმძღვანელისაგან, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. ასე იყო გასულ შაბათსაც.
- ზოგიერთი საბჭოთა, დასავლეთის პროკომუნისტური, კომუნისტური და ლიბერალური პრესა ზოგჯერ ბრალს გდებთ, თითქოს, გაქვთ მიდრეკილება დიქტატორობისაკენ, თითქოს, თქვენ ეროვნულ უფლებებს უფრო მაღლა აყენებთ, ვიდრე ადამიანის უფლებებს, რის გამოც რესპუბლიკაში თითქოსდა იჩაგრება ადამიანის უფლებები. ასეთი იყო პირველი კითხვა, რომელზეც ბატონმა ზვიადმა უპასუხა:
- მოგახსენებთ, რომ, მაგალითად, თურქეთში ქართველ მოსახლეობას წართმეული აქვს ეროვნება. ისინი გამოცხადებულნი არიან თურქებად. საქართველოში ყველა ეროვნებას აქვს შენარჩუნებული თავისი ეროვნება, ენა, კულტურა, რელიგია. მათ არავინ სდევნის, პირიქით, იმ რეგიონებში, სადაც არაქართველი მოსახლეობა კომპაქტურად არის დასახლებული, იჩაგრება ქართველი ერის ინტერესები. პირველ რიგში ეს ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სამაჩაბლოში, სადაც ქართველი ადამიანი კანონგარეშეა გამოცხადებული, ქართველთა უმრავლესობამ დატოვა სამაჩაბლო და ლტოლვილები არიან. მაშასადამე, ადგილი აქვს უფრო ქართველი ხალხის დისკრიმინაციას, ჩაგვრას, ვიდრე არაქართველებისა. ასე რომ, ეს არის ყალბი, არასწორი ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, მომდინარეობს კრემლიდან, რომელსაც უნდა ჩვენი ხელისუფლების დისკრედიტაცია. დიქტატურას, მაგალითად, აი, რას უწოდებენ: ჩვენ ვაპატიმრებთ უკანონოდ შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელებს კონკრეტული დანაშაულობებისათ ვის - ყაჩაღობის, ქურდობის, ადამიანებზე შეიარაღებული თავდასხმებისთვის. თუ ეს დიქტატურაა, მაშინ მსოფლიო დიქტატურის მარწუხებში ყოფილა მოქცეული, ამიტომ ასეთი არგუმენტები ყოვლად შეუსაბამო და უნიადაგოა. პიროვნების თავისუფლება, როგორიც საქართველოშია, მე მგონი, სხვა არც ერთ ქვეყანაში არ არის. აი, თუნდაც კონკრეტული მაგალითი: ნებისმიერმა რომ მოაწყოს ისეთი დემონსტრაციები თეთრ სახლთან, ჩვენი მთავრობის სახლთან რომ ყოველდღე ტარდება პარლამენტთან დაპირისპირებული ხალხის მიერ, აუცილებლად დაარბევენ, ჩვენთან კი მათ არავინ არაფერს ერჩის. ასევე ითქმის რელიგიის, სინდისის თავისუფლებაზე და ა.შ.
- უცხოურ პრესაში სრულიად უსაფუძვლო სტერეოტიპია შემუშავებული, თითქოს, საქართველოში ძირითადი კონფლიქტი უზენაეს საბჭოსა და ეროვნულ კონგრესს, როგორც ოპოზიციას შორის იყოს, თითქოს ამ ორი ოპოზიციის შეჯახების შედეგად წარმოიშობა სამოქალაქო ომის საფრთხე. რატომ არის, რომ იქაური ჟურნალიტები არ დგანან ჩვენს, როგორც ჩაგრული ერის პოზიციაზე?
- იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, თვითონ დასავლეთის მთავრობები დგანან ამ პოზიციაზე. ისინი დღესდღეობით მჩაგვრელთა მხარეზე, იმპერიის, ცენტრის მხარეზე არიან და არა დაჩაგრული ერებისა. ისინი ამჯობინებენ ცენტრთან ურთიერთობას გარკვეული მიზეზების გამო. ეს სპარსეთის ყურის კრიზისთანაც იყო დაკავშირებული. დასავლეთს უნდოდა, საბჭოთა მთავრობა მის მხარეზე მდგარიყო, ერაყის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაბმულიყო. ამიტომ მათ არ სურთ გაიფუჭონ ურთიერთობა გორბაჩოვთან რესპუბლიკებისა და ჩაგრული ერების გამო. ამის შედეგი გახლავთ ის, რომ ჟურნალისტები ისევე იქცევიან, როგორც მათი მთავრობები.
- სანამ მობრძანდებოდით, დარბაზში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილთან შეხვედრაზე იმყოფებოდით. თუ შესაძლებელია, მოკლედ მოგვითხრეთ, რაზე გამახვილდა ყურადღება ამ შეხვედრაზე? - ასეთი იყო მორიგი კითხვა.
- გვქონდა შეხვედრა ინტელიგენციის იმ ნაწილთან, რომელიც ჩვენთან გარკვეულად დაპირისპირებულია და აქვს გარკვეული პრეტენზიები ჩვენს მიმართ. ჩვენგან ისინი მოითხოვენ ამას წინათ დაპატიმრებული შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელის იოსელიანის თავდებში გამოშვებას. გარდა ამისა მოითხოვენ, რომ მეტი თავისუფლება იყოს პრესაში, ტელევიზიაში. მათ კონკრეტული ფაქტებით დავუსაბუთეთ, რომ პრესაში და ტელევიზიაში არავითარი შეზღუდვები არ არის, იბეჭდება ყოველ გვარი მასალა, გარდა აშკარად შეურაცხმყოფელი და დაუსაბუთებელი წერილებისა. რაც შეეხება იოსელიანის დაპატიმრებას, ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია და იგი ამისათვის არის დაპატიმრებული. მისი, ასე ვთქვათ, შეიარაღებული ფორმირება ძალიან დიდ უსიამოვნებას აყენებს საქართველოს - ძარცვავს მოსახლეობას ჩადიოდნენ ათასგვარ დანაშაულს, რისთვისაც არიან დაპატიმრებულნი. აი, ასეთ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა ამ შეხვედრაზე. ბოლოს შევთანხმდით ერთ რამეში: უნდა მოხდეს ეროვნული შერიგება, აღარ უნდა იყოს დაპირისპირება და უნდა ვიბრძოლოთ 31 მარტის რეფერენდუმში გამარჯვებისათვის, სადაც, მოგეხსენებათ, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - გვსურს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე და შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით უნდა გაიშალოს ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა და უნდა აღმოიფხვრას ყველა ის წინააღმდეგობა, რომელიც არის ჩვენს შორის.
- პრესკონფერენციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა ვ. გოგოლაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სამაჩაბლოს საკითხთან დაკავშირებით საკავშირო მასობრივი ინფორ მაციის საშუალებანი კვლავ ავრცელებენ დეზინფორმაციას და რომ საჭიროა გატარდეს გარკვეული ღონისძიებანი, თუნდაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პროტესტით
ამასთან დაკავშირებით ბატონმა ზვიად გამსახურდიამ თქვა:
- ვაპირებთ ოფიციალური პროტესტის გაკეთებას ტექსტი უკვე დგება. უფრო მეტიც. ჩვენ ულტიმატუმი უნდა წავუყენოთ საკავშირო ტელევიზიას, რომ, თუ იგი არ შეწყვეტს ამგვარი ცილისმწამებლური ინფორმაციების გადაცემას, მაშინ საქართველოში სრულიად შევწყვეტთ მოსკოვის გადაცემებს, აღარ ვუჩვენებთ მოსკოვის არც ერთ გადაცემას - არც „ვრემიას“ და არც სხვას.
- ორშაბათს სრულდება წლისთავი ლიტვის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ ერთ წელიწადში ლიტვამ დიდი ამბები გადაიტანა, მაგრამ მაინც შეიძლება საიუბილეო თარიღად მისი აღნიშვნა. გააკეთებს თუ არა ჩვენი უზენაესი საბჭო მიმართვას ლიტველი ხალხისადმი?- შეეკითხნენ ბატონ ზვიადს.
- რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად გავუგზავნით მილოცვას. ეს დიდმნიშვნელოვანი თარიღია. იგი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს, რომ ე.წ. საბჭოთა კავშირში გაერთიანებული არიან იარაღის ძალით ანექსირებული ქვეყნები, რომელთა დამოუკიდებლობისთვისაც უნდა იბრძოლოს მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ და, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის მთავრობებმა, რომლებიც ამას ივიწყებენ და იბრძვიან ე.წ. საბჭოთა კავშირის განმტკიცებისა და გორბაჩოვის ხელისუფლების შენარჩუნებისათვის.
- ბატონო ზვიად, ახლახანს, დავბრუნდი აფხაზეთიდან, - თქვა გაზეთ „ვესტნიკ გრუზიის“ წარმომადგენელმა თამაზ ლომსაძემ, - იქ ვითარება ძალზე დაძაბულია იგი იქამდეა მისული, რომ შეიქმნა ახალი პოლიტიკური ბლოკი, რომელშიც შედის „აიდგილარა“, სომხური საზოგადოება და დემოკრატიული კავშირი. რას აპირებს ჩვენი პარლამენტი, რომ იქ ვითარების სტაბილიზაცია მოხდეს და მეორე შეკითხვაც: როგორ აფასებთ დეზინფორმაციის ტალღის მომატებასთან დაკავშირებით მოსკოვში ჩვენი წარმომადგენლობის მუშაობას?
- ძალიან სუსტი მუშაობაა ჩვენი წარმომადგენლობის მაგრამ ახლა ვიღებთ ყოველგვარ ზომებს, რომ გავააქტიუროთ იგი რაც შეეხება აფხაზეთს, ვიღებთ ზომებს, რომ ჩავშალოთ საბჭოთა რეფერენდუმი აფხაზეთში, რომლიც დაგეგმილია. განსაკუთრებით გვსურს მოვუწოდოთ აფხაზეთის სომხურ მოსახლეობას, არ მიიღოს ამ რეფერენდუმში მონაწილეობა, ვინაიდან ეს იქნება ღალატი არა მარტო საქართველოსი, არამედ სომხეთისაც. ცნობილია, რომ სომხეთი თავის ტერიტორიაზე არ ატარებს საბჭოთა რეფერენდუმს და დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მსგავსად იგი ატარებს საკუთარ რეფერენდუმს. გარდა ამისა, ჩვენ არძინბას მივეცით ვადა, თხუთმეტ მარტამდე წარმოადგინოს პრეფექტთა კანდიდატურები, თუ არ წარმოადენს მაშინ ჩვენ თვითონ დავნიშნავთ პრეფექტებს აფხაზეთში, ვინაიდან გვაქვს მის უფლება კანონით.
- ვისთან შესახვედრად და რა პრობლემების გადასაჭრელად ჩახვიდოდით მოსკოვში, თუ ამის საშუალება იქნება? - შეეკითხა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს მოსკოვურ გაზეთ „კურანტის“ საკუთარი კორესპონდენტი.
- ჯერჯერობით, არ ვაპირებთ იქ წასვლას, ვინაიდან მოსკოვი არ იშლის ჩვენს მიმართ დიქტატს და ცდილობს თავს მოგვახვიოს თავისი გადაწყვეტილებები, თავისი პოლიტიკა. მე ვთქვი, სანამ საქართველო არ იქნებათავისუ ფალი, კრემლის ზღურბლს არ გადავაბიჯებ-მეთქი და ამას შევასრულებ.
- არავისთვის დასამალი არ არის, რომ მთელს საბჭოთა კავშირში ფართო ფრონტით მიდის შეტევა დემოკრატიაზე, რაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში იწვევს შეშფოთებას. თუ შეიძლება თქვენი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის აზრი იმაზე, რა რეალური ძალა შეიძლება აღუდგეს წინ დღესდღეობით სსრკ-ში დიქტატურის შემოტევას? - ასეთი იყო შემდეგი კითხვა, რომელზეც ზ. გამსახურდიამ უპასუხა:
- მხოლოდ და მხოლოდ მთელი საბჭოთა კავშირის დემოკრატიული ძალების გაერთიანება, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და, აგრეთვე, დასავლეთის ზეგავლენა, რათა საზოგადოებრივი აზრის დარაზმვით მათ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი საბჭოთა კავშირში დემოკრატიულ მოძრაობას და არა ამ შავბნელ რეაქციულ მოძრაობას, რომლის დანაშაულობებზე ისინი სულ უფრო და უფრო ხუჭავენ თვალს. როცა სსრკ-ში აღმოცენდა დემოკრატიული მოძრაობა, იგი მიზნად ისახავდა დასავლეთის მთავრობებზე ზეგავლენის მოხდენას. ჩვენ უფრო და უფრო უნდა მივმართოთ დასავლეთის მთავრობებს, რათა უფრო მეტად დაგვიჭირონ მხარი. ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს უპასუხა სხვა მრავალ შეკითხვაზე.
პრესკონფერენცია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში // თბილისი. - 1991. - 11 მარტი. - №46 (14363). - 1გვ.
![]() |
37 ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლანდსბერგისს |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენო აღმატებულებავ!
ქართველი ერის სახელით გილოცავთ თქვენ და თქვენი სახით მთელ ლიტველ ხალხს ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს აქტის მიღების წლისთავს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რესპუბლიკების მეგობრული ურთიერთობა კვლავაც განვითარდება ჩვენი ხალხების ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელით
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლანდსბერგისს // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 13 მარტი. - №43 (13409). - 1გვ
![]() |
38 ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს |
▲ზევით დაბრუნება |
სსრ კავშირის მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს
განცხადება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო პროტესტს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არაობიექტური პოზიცია დაიკავეთ ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ამბების გამო. ამახინჯებთ და აყალბებთ რა ფაქტებს, ახდენთ საერთაშორისო და საბჭოთა საზოგადოებრიობის დეზინფორმაციას, ამით მეთოდიკურად ამზადებთ ნიადაგს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო წესების შემოღებისათვის. ეს ვერაგული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიული ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრებას. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის მმართველობის შინაგან სტრუქტურებში ჩარევა უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.
თუ კვლავაც გაგრძელდება მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური საშუალებებისა და ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული საგანგებო კომიტეტის პრესცენტრის მიზანმიმართული დეზინფორმაციის ესკალაცია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იტოვებს კანონიერ უფლებას საერთაშორისო იურიდიულ უფლებათა საფუძველზე განახორციელოს თქვენი პროვოკაციული საქმიანობის მხილებისა და აღკვეთის შესაბამისი ღონისძიებანი.
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
განცხადება : ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბ ლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს, სსრ კავშირის // .მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს /გამსახურდია ზ. აფხაზეთის ხმა. - 1991. - 13 მარტი. - №43 (13408). - 1გვ.
![]() |
39 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
გაითვალისწინა რა საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის წინადადებები 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმში საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა მონაწილეობისათვის ხელის შეწყობის მიზნით რეფერენდუმის ჩატარების დღეს საარჩევნო უბნებში კენჭისყრა ჩატარდეს 7-დან 22 საათამდე: ამომრჩეველთა სიებში შეტანილ მოქალაქეებს, რომლებიც რაიმე ობიექტური მიზეზის გამო 31 მარტს არ იქნებიან საქართველოში, უფლება მიეცეთ წინასწარ მისცენ ხმა ა.წ. 23 მარტიდან 31 მარტამდე ნებისმიერ დღეს, 10-დან 19 საათამდე შესაბამისი ტერიტორიული (საოლქო, საქალაქო) საარჩევნო კომისიის მიერ მითითებულ საარჩევნო უბანში.
2. ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ ა.წ. 22 მარტამდე შეიმუშაოს წინასწარ ხმის მიცემის წესი, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხმის მიცემის საიდუმლოება და გამოირიცხოს ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ერთზე მეტ საარჩევნო უბანში ხმის მიცემის შესაძლებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 20 მარტი
დადგენილება : 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 22 მარტი. - №50 (13416). - 1გვ.
![]() |
40 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის რეფერენდუმის ჩატარებისა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში დეპუტატის არჩევნების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 28 თებერვალს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა ჩატარებულიყო 1991 წლის 17 მარტს დანიშნული სსრ კავშირის რეფერენდუმი. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 16 მარტს გააუქმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისია.
მიუხედავად ამისა 1991 წლის 17 მარტს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებში, აგრეთვე ქ. ცხინვალში, ჯავის რაიონში, აფხაზეთის ასსრ ზოგიერთ რაიონში მაინც ჩატარდა სსრ კავშირის რეფერენდუმი, ხოლო №669 სოხუმის საარჩევნო ოლქში გაიმართა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნებიც.
კენჭისყრის დროს უხეშად დაირღვა „საერთო სახალხო კენჭისყრის (სსრკ რეფერენდუმის) შესახებ“ და „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ სსრ კავშირის კანონთა მოთხოვნები, აგრეთვე საარჩევნო უბნებისა და საარჩევნო კომისიების შექმნის კანონით დადგენილი ვადები და წესები, ზოგან კი საარჩევნო კომისიებს არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა. ამასთან, ამომრჩეველთა სიებში არ შეიტანეს აფხაზეთის ასსრ გალის რაიონის ამომრჩეველთა გვარები, რომელთა რიცხვი 50 ათასზე მეტია.
აღნიშნული ფაქტების შესწავლას შეუდგა საართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, რაც შეჩერებულ იქნა სსრ კავშირის გენერალური პროკურორის მითითებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 77-ე მუხლის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილებისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 16 მარტის დადგენილების შესაბამისად აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, ქ. ცხინვალსა და ჯავის რაიონში 1991 წლის 17 მარტს გამართული სსრ კავშირის რეფერენდუმისა და №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნების შედეგები ჩაითვალოს იურიდიული ძალის არმქონედ.
2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებში 1991 წლის 17 მარტს ჩატარებული სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგები არ ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგებად, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას არ აქვს საარჩევნო უფლება.
3. დაისვას საკითხი სსრ კავშირის გენერალური პროკურორის წინაშე, რათა შეისწავლოს საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის რეფერენდუმისა და სსრ კავ შირის სახალხო დეპუტატის არჩევნების მიმდინარეობისას კანონით დადგენილი ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
4. დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე, რათა ბათილად იქნეს ცნობილი სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში1991 წლის 17 მარტს გამართული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
5. დაისვას საკითხი სსრ კავშირის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის წინაშე, რათა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებული სსრ კავშირის რეფერენდუმის შედეგები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 22 მარტი.
დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის რეფერენდუმის ჩატარებისა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში დეპუტატის არჩევნების შესახებ // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 26 მარტი. - №52 (13418). - 1გვ.
![]() |
41 სოხუმი, აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვ. არძინბას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 79, 82, 104 (პ.8) „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბ ლიკის კანონის შესაბამისად განახორციელეთ სათანადო ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოთ აფხაზეთის ასს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის გამოკითხვის მოწყობა, რომელიც 1991 წლის 31 მარტისათვის დანიშნულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის №166-1 დადგენილებით.
საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია.
1991 წლის 25 მარტი.
აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვ. არძინბას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 მარტი №53 (13419). - 1გვ.
![]() |
42 ბ-ნ ვლადისლავ არძინბას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 11 დეკემბრის კანონით საქართველოს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე შეწყდა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების უფლებამოსილება, ხოლო 1991 წლის 29 იანვარს საერთოდ გაუქმდა ადგილობრივი საბჭოების სისტემა.
საქართველოს რესპუბლიკისა და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციების მიხედვით აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭო ვალდებული იყო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოეყვანა აფხაზეთის ასსრ კონსტიტუცია, რაც შეუწყნარებლად ჭიანურდება და მრავალი უხერხულობის მიზეზად შეიძლება იქცეს. ასე, მაგალითად, 1991 წლის 12 მარტს ოჩამჩირის რაიონში მოიწვიეს სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს სესია და აირჩიეს მის თავმჯდომარედ სერგეი ბაგაფში. ეს ქმედება შეიძლება განისაზღვროს, როგორც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის უგულებელყოფა.
გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდეს აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე, რადგან თქვენ პირადად, ბატონო ვლადისლავ, და მთლიანად აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი სისტემატურად უგულებელყოფთ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას და სხვადასხვა თანამდებობის პირებს აფხაზეთში უმზადებთ ნიადაგს სახელმწიფო დანაშაულის ჩასადენად.
თქვენი ასეთი საქციელი შეიძლება განხილულ იქნას როგორც თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს: ამით თქვენ საფრთხეს შეუქმნით მოქალაქეთა მშვიდობიან ცხოვრებას, აღვივებთ ეროვნულ შუღლს, იწვევთ ყოვლად გაუმართლებელ და პირისპირებას ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის, უხეშად არღვევთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას...
თქვენ, როგორც განათლებულ პიროვნებას, მეცნიერს (ყოველ შემთხვევაში, ასეთად გიცნობდით დღემდე), უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ყოველი ადამიანის, განსაკუთრებით ხელმძღვანელის, ვალია, იცხოვროს სიკეთის, ურთიერთპატივისცემის, მაღალზნეობრივი პრინციპებით, არ აჰყვეს პირად ამბიციებს თუ წაქეზებას. დღეს აფხაზეთის მოსახლეობის ბედი (აქედან 47-პროცენტზე მეტი ქართველი) თქვენ გაბარიათ, შეცდომის უფლება არა გვაქვს, რადგან ერთა შორის ჭიდილში გამარჯვებული არ არსებობს. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაითვალისწინეთ ისტორიის გაკვეთილები და როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, მონაწილეობა მიიღეთ მის მუშაობაში და, რაც მთავარია, შეუსაბამეთ თქვენი პოლიტიკა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას, რომლის იურისდიქციის ქვეშაც ბრძანდებით.
ზ. გამსახურდია.
1991 წლის 27 მარტი.
ბ-ნ ვლადისლავ არძინბას // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 29 მარტი. - №55 (13421). - 1გვ.
![]() |
43 „კრემლი ულტიმატუმებით გველაპარაკება“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ნეზავისიმაია გაზეტას“ სპეციალურმა კორესპონდენტმა ანდრეი კარაულოვმა 5 მარტს თბილისში ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას
- რამდენად გცალიათ ჩემთვის?
- მე მგონია, თხუთმეტიოდე წუთს
- უზენაესი საბჭოს პრესცენტრში ტელევიზორი დგას სანამ თქვენ გეახლებოდით ჩვენ - მე და ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურის მორიგი გამოშვება ვნახეთ. ოსეთით დაიწყეს. არა მარტო გვიამბეს, გვიჩვენეს კიდეც - მთელ მსოფლიოს, თუ რა ხდება აქ. რას ფიქრობთ ხოლმე როცა ეკრანზე ასეთ სიუჟეტებს ხედავთ? რას გრძნობს ასეთ წუთებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე?
- იცით რა, საქართველოს წინააღმდეგ ომია გაჩაღებული, ნამდვილი ომი ყველა თვალსაზრისით. ომი - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აშკარა ომი ანუ შეიარაღებული თავდასხმა. შემდეგ: ომი, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ნამდვილი საინფორმაციო ბლოკადაა. ტელევიზია, რადიო, და მოსკოვში გამომავალი თითქმის ყველა გაზეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მხოლოდ ისე ლაპარაკობს, როგორც კრემლს სურს. მეორე ბლოკადაა ენერგეტიკული, გაზი, ელექტრობა, სასურსათო მომარაგება. ანუ როგორც ხედავთ, ყოველგვარი საშუალებებით გვეომებიან. ჰოდა, რაკი ომია, რაღა უნდა გვიკვირდეს? მით უმეტეს, თუ ასეთი ბარბაროსული იმპერია გვეომება. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსური კონფლიქტი - ეს მოსკოვის სადამსჯელო ოპერაციაა. მე ვუთხარი გორბაჩოვს, აშკარად ვგრძნობთ, რომ ცხინვალში ყველაფერი ბალტიისპირელი სცენარით ვითარდება, ოღონდ საქართველოში ინტერფრონტი არ არის. აქ იგი წარმატებით შეცვალეს ოსი ექსტრემისტებით. საბჭოთა არმიის რეგულარული ნაწილები მათ იარაღით ამარაგებენ და ყოველნაირად ეხმარებიან. ისინი აქ ქირაობენ, ტყვიამფრქვევებს, სნაიპერებს, რაკეტებს, უახლეს ტექნიკას, ყოველგვარ საჭურველს, აძლევენ ყველაფერს, რაც გნებავთ. ჰოდა, ისინიც ომობენ. რა უნდა მოსკოვს? საქართველოში თავისუფალი არჩევნები გაიმართა, კომუნისტური წყობილება დაემხო და ხელისუფლება შეიცვალა. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო. სწორედ მის წინააღმდეგ ომობენ. რა მიზანი აქვს ცენტრს? უწინარეს ყოვლისა ის, რომ სამაჩაბლო მოსწყვიტონ საქართველოს.
ჯერ წინადადება მოგვცეს სამ დღეში საგანგებო წესები შემოგვეღო აქ. ეს ჩვენ მიუღებლად ჩავთვალეთ. ახლა, როგორც ჩანს, მალე გამოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც თვითონ შემოიღებს ამ საგანგებო წესებს როგორც ეს ყარაბაღში იყო და სამაჩაბლოს გამოაცალკევებს საქართველოსაგან. ესე იგი, ულტიმატუმი წამოგვიყენეს. მე პირადად გორბაჩოვმა წამომიყენა ეს ულტიმატუმი მართალია ზეპირი, მაგრამ მაინც ულტიმატუმია. ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას, თორემ ის რაც სამხრეთ ოსეთში ხდება, უარეს ფორმებში გაგრძელდებაო. აი ასე მოკლედ და ნათლად.
- თქვენ რა უპასუხეთ.
- რასაც ვფიქრობდი. რაც მაგას არ გამოუვა და ეს ქართველი ერის პოზიციაა.
- მაგრამ თუ ასე განაგრძეს, ომი იქნება.
- იქნება, რა თქმა უნდა. იქნება სანამ იმპერია არსებობს ყველანი ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.
- მერედა, სად არის გამოსავალი, ბატონო ზვიად?
- მსოფლიოსთვის არის გამოსავალი? კაცობრიობისათვის? თუ არის მაშასადამე ჩვენთვისაც იქნება. ერთადერთი გამოსავალია თავი დავაღწიოთ ამ იმპერიას, მეტი არაფერი.
- ლანდსბერგისთან თუ გილაპარაკიათ?
- ველაპარაკე მაგრამ რას გვიშველის?! თვითონაც ამ დღეშია.
- ელცინთან?
- არც იმას აყრია კარგი დღე. უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ რატომღაც ჩაიშალა.
- მაშასადამე, თქვენი აზრით, კატასტროფული ვითარებაა?
- ძალიან მძიმე, ძალიან. ახლა საქართველოში მიღებულია კანონი გარდამავალ პერიოდზე. ასეთი პერიოდი აუცილებელია და, მაინც არ დავყოვნდებით. ახალ პოლიტიკურ სტრუქტურებს დავამტკიცებთ. რაიონებში პრეფექტებს დავნიშნავთ, რეფორმებს განვახორციელებთ, მივიღებთ კანონებს დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობის, საკუთრების, მიწის, სამართალდამცავი ორგანოების დეპარტიზაციის, ეროვნული გვარდიის შესახებ და ბევრ სხვას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე და გვწამს მისი.
- ხალხი მხარს გიჭერთ?
- დიახ. სხვაგვარად როგორ იქნება? განა ხალხი ვერ ხედავს თუ რა ხდება? ვერ ხედავს საქართველოს ოს ექსტრემისტებთან ერთად როგორ ებრძვიან საბჭოთა არმიის ნაწილები? ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს. როგორ უგზავნიან იარაღს, როგორ აძლევენ რაკეტებს.
- ცხინვალში ელექტრობა არ არის. ქალაქის სამშობიარო სახლში მინუს ექვსია, განა ეს შეიძლება ბატონო ზვიად?
- ენერგეტიკოსებმა ცხინვალს გაფიცვა გამოუცხადეს რატომ? იმიტომ, რომ ქალაქში არის ქარხნები, სადაც ექსტრემისტებს იარაღს უმზადებენ. როგორ შეგვიძლია გაფიცვა ავკრძალოთ? მაგრამ კიდევაც რომ მოგვეთხოვა, კიდევაც რომ შეგვეძლოს ელექტროენერგიის ჩართვა ცხინვალის მოსახლეობა ისეა აბობოქრებული - რომ სულ ერთია გამორთავს. მაგრამ როგორც კი ოსი ექსტრემისტები შეწყვეტენ აშკარა ბანდიტიზმს, განიარაღდებიან, ცხოვრება სწრაფად ჩადგება თავის ჩვეულებრივ კალაპოტში, გარწმუნებთ.
- მაშასადამე, მოსკოვიდან დიალოგის საშუალებანი ამოიწურა?
- რაღა თქმა უნდა, ამოიწურა. გორბაჩოვი ერთადერთ ულტიმატუმს გვთავაზობს - ხელი მოაწერეთო სამოკავშირეო ხელშეკრულებას. არ მოაწერთ და ვაი თქვენიო. აი ასეთი ურთიერთობა გვაქვს.
- რა აზრისა ხართ შევარდნაძის გადადგომაზე?
- ეს კრემლის ნაბიჯი იყო. როგორც ყოველთვის შენიღბული და ძალზე ეშმაკური იმ მიზნით, რომ შევარდნაძე დემოკრატიისათვის წამებულად წარმოედგინათ. იგი და გორბაჩოვი. ესაოდა ასეთი ნაბიჯი რეაქციულმა ძალებმა გადაადგმევინესო. ჰოდა, გაუკეთეს ასეთი „იმიჯი“ ორივეს. სინამდვილეში კი, მე მგონია, ყოველივე ეს კრემლს იმისათვის სჭირდებოდა, რომ ერთი მხრივ დაეშოშმინებინა სამხედრო და რეაქციული ძალები, მეორე მხრივ კი ისევ და ისევ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლისათვის დაებრალებინა ყველა შეცდომა და მარცხი საგარეო პოლიტიკაში. ეს თამაშია.
- კეთილი. თქვენ როგორ გგონიათ, შევარდნაძე როდისმე დაბრუნდება საქართველოში? - არა მგონია
- აქ რამდენადმე იგრძნობა მისი გავლენა? - ნულოვანი.
- როგორ სიტუაციაშია კომპარტია?
- პრაქტიკულად აღარ არსებობს. ხალხი მხარს არ უჭერს. ზუსტად ასე შეიძლება ითქვას: იგი აღარ არსებობს.
- მაშ რატომ აღარ იძლევა პარტია თავის შენობას? როგორ გგონიათ, კარგად გაიგეს ის რაც მოხდა? თუ მაინც რაღაცის იმედი აქვთ?
- ძნელი სათქმელია. ალბათ იმედი აქვთ. რაც შეეხება შენობას ეს მოსკოვის საბჭოთა კავშირის კომუნისტური - პარტიის ამბავია. ასეთი საკითხი უკვე დამდგარა, თანაც არაერთხელ. კომუნისტები გვეუბნებიან ხალისით მოგცემდით შენობას, მაგრამ სსრკ იმუქრებაო, ეს სახლი თავისად მიაჩნიაო. შენობა კი ძალზე სჭირდება მინისტრთა საბჭოს ნორმალური მუშაობისათვის. ხედავთ რა ხდება: მოსკოვს ვერ გაუბედია, მოსკოვს ვაჟკაცობა არ ჰყოფნის იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიაროს: საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია აღარ არსებობს, რომ იგი პოლიტიკური გვამია, თუმცა ჩვენდამი დაპირისპირებას მაინც არ იშლიან. ყველაზე არ ვამბობ. მათ შორის სხვადასხვაგვარი ადამიანები არიან. არიან მეცნიერები, აკადემიკოსები. აბა, ამათ რა ეკომუნისტებათ? ფორმალურად კომუნისტობენ. ამ პარტიაში იმიტომ შევიდნენ, რომ იძულებული გახდნენ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ინტელიგენციასთან?
- ინტელიგენციასთან კარგი, ინტელიგენცია პარლამენტშია, მის უმრავლესობას შეადგენს. მაგრამ არიან ზოგ-ზოგი ინტელიგენტები პოლიტიკურ სარბიელზე ხელმოცარულნი ახლა გაბოროტებულნი არიან ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ იცავენ „მხედრიონის“ კრიმინალებს. აი მაგათთან კი არ გვაქვს კარგი ურთიერთობა. „მხედრიონის“ ბანდები აქ, საქართველოში, პირდაპირ ეხმარებოდნენ კრემლს. შავნაბადას ინციდენტი სხვა არა არის რა, თუ არა, ვითომდა, შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება. სცენარი მოსკოვში დაიწერა და „მხედრიონის“ ხელმძღვანელობა, იგივე ჯაბა იოსელიანი რომ არ დაგვეპატიმრებინა საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო საგანგებო წესები. აი ეს არის ცენტრის მიზანი.
- თქვენს უკანასკნელ პრესკონფერენციაზე გვაგრძნობინეთ, რომ გამორიცხულად არ მიგაჩნიათ დააპატიმრონ გიორგი ჭანტურია. ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული კონგრესისა - პარლამენტგარეშე ოპოზიციისა, რომელშიც რამდენადაც ვიცი, ორმოცამდე პარტიაა გაერთიანებული. ამის პასუხად დასავლეთში წერენ, რომ საქართველოში თქვენი გამარჯვების შემდეგ პირადი ძალაუფლების რეჟიმი მყარდება -ახლადმოვლენილი დიქტატორიაო. თუ იცით რამე ამ პუბლიკაციებზე?
- ყოველივე ეს კრემლის ჭორებია. აი ასე ვიტყოდი და კიდევ კრემლის პროპაგანდა. მათი აგენტები გვყავს საქართველოში.
- როგორ უყურებთ ამას?
- როგორ უნდა ვუყურებდეთ? როგორც მტრის ხრიკებს კრემლს საქართველოში ძალზე ბევრი აგენტი ჰყავს. ძალზე ბევრი არიან აქედან, თბილისიდან გაქცეული მოსკოველი ქართველებიც. საქართველოს მოღალატეები. აი მაგათი ნახელავია ეგ. მათ კი ხელს უწყობენ შევარდნაძე, მგელაძე ფოფხაძე და სხვა პარტიული ფუნქციონერები - ყოფილნი და ამჟამინდელი.
- თქვენ როგორ ურიგდებით ამ „აგენტების“ თქვენთან ყოფნას?
- ვურიგდებით? არავითარ შემთხვევაში. ყოველ ნაბიჯზე ვამხელთ.
- თუ გაქვთ ამ მხილებათა კონკრეტული მაგალითები?
- მე მგონია ჩვენში ზოგ-ზოგები სამართალში მიეცემიან ცილისწამებისათვის. ცილისწამება პოლიტიკური დანაშაული არ არის, არამედ სისხლის. მართლებრივია, თუ მე ვიტყვი, რომ თქვენ კაცი მოკალით და ამას გაზეთში დავბეჭდავ. თქვენ შეგიძლიათ სასამართლოში მიჩივლოთ. ჰოდა ჩვენ ვუჩივლებთ სასამართლოში - ზოგიერთებს. და იცით რატომ? აი, ბეჭდავენ თითქოს ჩვენ მღვდელი მოგვეკლას არ კი ასახელებენ ვინ, რომელი მღვდელი მოვკალით. როგორ გგონიათ, ამისათვის სასამართლოში არ უნდა მივცეთ? რაც შეეხება ჭანტურიას, მისი მოქმედება არ ჰგავს პოლიტიკოსისას და ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ. ჭანტურიას პარტია „მხედრიონის“ ბანდებს შეეზარდა. მისი პარტია თავით ფეხებამდე შეიარაღებულია. მისი წევრები უკვე დაპატიმრებული არიან ქურდობისათვის, ყაჩაღობისათვის, ავტომობილების გატაცებისათვის. ასეთ ადამიანებს პოლიტიკურ მოღვაწეებს ვერ ვუწოდებთ. მაშ როგორ? აქ პოლიტიკით ნიღბავენ სისხლის სამართლის დანაშულს. მოვა დრო და დავამტკიცებთ, რომ მათი „ეროვნული კონგრესის“ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო - და დავამტკიცებთ დოკუმენტურად რეფერენდუმით. სახალხო რეფერენდუმს მოვაწყობთ და შევიტყობთ მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა მისცა ხმა არჩევნებში. მაშინ ყველანი მიხვდებიან რომ ეს საქართველოს მოსახლეობის ძალზე მცირე ნაწილი იყო. რაც შეეხება „მხედრიონს“, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეურიგდება შეიარაღებულ ფორმირებათა საქმიანობას, რომლებიც მთავრობას არ ემორჩილებიან. ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ეს შესაძლებელი იყოს. მით უმეტეს ბანდიტური დაჯგუფებებისა, რომლებიც პირდაპირ თავზარს სცემენ მოსახლეობას. ჯაბა იოსელიანის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, იძულებითი ღონისძიებაა. მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის.
თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ. ოთხჯერ ვიყავი პატიმრობაში. ჩემთვის ადვილი როდია კაცის დაპატიმრება. ვიცი რა არის სატუსაღო და რეპრესიები, მაგრამ მთელი ხალხი ფეხზე დადგა და გვაიძულა, დიახ გვაიძულა, საქართველოში წესრიგი დაგვემყარებინა.
- მე კი აი რას ვფიქრობ, ბატონო ზვიად, რატომღაც მგონია, რომ ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას თან ერთად შეიძლება გადახრა მოხდეს მეორე მხარეს. აი, სტურუაც არ დგამს თბილისში „სამ დას“, არამედ ინგლისში მიდის.
- ეს მისი ჭირვეულობაა. სტურუას სურს დასავლეთი საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყოს. თორემ ჩვენში ყველა პირობაა, ყველა. ჩეხოვისთვისაც და კიდევ ვისთვისაც გნებავთ. ვინ არის ჩვენში რუსული კულტურისა და რუსული ლიტერატურის წინააღმდეგი? ჩვენში რუსული არმიის, რუსული ბლოკადის წინააღმდეგი არიან. დიახ მე არაფერი მაქვს ჩეხოვის საწინააღმდეგო.
- როცა საქართველოს მიმართეთ მესხეთელი თურქების საკითზე, თქვენ ბრძანეთ, „არ დავუშვებთ არც ერთი ეთნიკური თურქის ჩამოსახლებას“ და კიდევაც ვიბრძოლებო ამ ადამიანების თურქეთში რეპატრიაციისათვის, ამავე დროს პარლამენტის ტრიბუნიდან დღენიადაგ ამბობთ, საქართველოსათვის უცხოაო ეთნიკური სიძულვილი. როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი რამ?
- არა, საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსახლებულები (და სხვა არაქართველებიც) ძალზე ხშირად ფრიად აგრესიულად იქცევიან მკვიდრი ქართველი მოსახლეობის მიმართ. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფის პირდაპირი ცდებიც კი არის, საკუთარ მიწა-წყალზე მკვიდრი ქართული მოსახლეობის შევიწროება ნებისმიერი საერთაშორისო ნორმით დანაშულია. განა მოსათმენია, ქართული მიწების მიტაცება, უნებართვო მშენებლობა? არ არის რომ საქართველოში ქართველებს უკანონოდ უნგრევენ სახლებს? განა ეს შესაწყნარებელია? ასევე ჩვენ არ გვსურს უკონტროლოდ შემოვუშვათ ჩვენს ტერიტორიაზე მრავალი ათასი უცხო მოქალაქე. ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იზამს. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს მოქალაქეობის კანონი. საქართველოში ჯერჯერობით ასეთი კანონი არ არის. მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 35 პროცენტი ისედაც არაქართველია. ჩვენთვის ე.წ. „თურქი მესხები“ უცხოელები არიან. ამასთანავე დარწმუნებული ვარ, როგორც კი კრემლის ჩარევა შეწყდება, საქართველოში ეთნიკური პრობლემები სწრაფად მოგვარდება. ისევ და ისევ, თითქმის ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული. ანუ იმაზე, უარს იტყვის თუ არა კრემლი ჩვენს წინააღმდეგ ომზე. აი მთავარი მიზეზი და თუ არ იტყვის უარს, მაშინ დასავლეთი, იმედი მაქვს, ათქმევინებს უარს მოსკოვს აგრესიულ ავანტიურისტულ პოლიტიკაზე.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის ხომ არ მიგიმართვთ?
- დიახ. ამ ორიოდე დღის წინ, ჩვენ მსოფლიოს ყველა მთავრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებს მივმართეთ.
- თუ არიან მოსკოვში პოლიტიკოსები, რომელთა იმედი გაქვთ? ნურავის დაასახელებთ, პირდაპირ გვითხარით - ჰო თუ არა?
- პოლიტიკოსები... საეჭვოა... არიან ადამიანები. ზოგიერთი დეპუტატი. კიდევ რამდენიმე კაცი, მაგრამ არა წამყვანი ფიგურები.
- გორბაჩოვი ხშირად გირეკავთ?
- კი.
- როგორც თანასწორი თანასწორთან ისე ლაპარაკობთ თუ მაინც... როგორც პრეზიდენტი ისე გირეკავთ?
- არა. პირიქით. ყოველთვის ცდილობს ისე... ტაქტიანად მელაპარაკოს, მაგრამ იცით, მაინც მუდამ ისმის ფრაზები, თუ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ ცუდად გექნებათ საქმე არა მარტო სამხრეთ ოსეთში, არამედ აფხაზეთშიც. თქვენთვის ეს კარგი არ იქნებაო.
- თუ ასეა, მართლაც ულტიმატუმი ყოფილა.
- ულტიმატუმი დიახ. მაგრამ ამას ისე ამბობს ხოლმე ვითომ ხუმრობით.
- კარგი ხუმრობაა.
- თითქოს ვერც ჩაეჭიდები სიტყვას ისე იტყვის ხოლმე... აი... ვითომდა მთლად სერიოზულად არა. კი არ მიბრძანებს არამედ დაახლოებით ასე. აი, ხედავ რა მდგომარეობა შეიქმნა იქ. ჰოდა კიდევ უფრო გაუარესდება. მოიფიქრეთ, იქნებ მოაწეროთ ხელი. გეგონება თანაგიგრძნობსო.
- მართლა უნდა აქ საქართველოში ჩამოსვლა?
- რა ვიცი, ამბობს მინდაო.
- მერედა, როგორ შეხვდება ხალხი?
- ვშიშობ, რომ ძალზე ცუდად.
- ზუსტად 15 წუთი გავიდა ბატონო ზვიად. მაგრამ თუ გცალიათ განვაგრძობდი.
- კეთილი.
- როგორ გგონიათ, გორბაჩოვს აქვს მომავალი?
- იცით... იქნებ აქვს კიდეც. ისეთი მოხერხებული კაცია. - მე მგონია შეიძლება ამ სიტუაციიდანაც გამოძვრეს. მაინც ძალზე მარჯვე კაცია. დიდი დიპლომატია.
- თქვენ მართლა აღთქმული გაქვთ „კრემლის ზღურბლს გადააბიჯოთ მხოლოდ როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქემ“?
- დიახ. არ გადავაბიჯებ. აზრი არა აქვს. მე არ შემიძლია. იქ ვიყო ასეთი პირობით - აი - მონა, აი - ბატონი
- მაგრამ მაშინ ხომ გეტყვიან: რაკი ასეთ პოზიციას დაადექით, თქვენ თვითონ შლითო გორბაჩოვთან დიალოგს.
- დიალოგს კეთილი ნება სჭირდება და არა ულტიმატუმები.
თუ გორბაჩოვთან თავის საშინაო პოლიტიკას გადახედავს დიალოგი იქნება.
- მაგრამ იქნებ საქართველომ მაინც მოაწეროს ხელი სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
- ჩვენი ხალხი დამოუკიდებლობისათვის იბრძოლებს დამოუკიდებლობის აღგენისათვის აი ახლა რეფერენდუმს მოვაწყობთ. ერთადერთი კითხვა იქნება. გსურთ თუ არა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს აღდგენა საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე? ამას ვკითხავთ ყოველ კაცს. ყოველს და ჩვენი ხალხი მკაფიოდ და ნათლად იტყვის ჰოს ან არას. რა შუაშია სამოკავშირეო ხელშეკრულება? რომელ „კავშირზეა“ ლაპარაკი. ჩვენ არასოდეს არავითარ კავშირში არ შევსულვართ, ძალით შეგვიყვანეს. მაშ როგორ შეგვიძლია ჩვენ თავი საბჭოთა კავშირის წევრებად ჩავთვალოთ?
- საქართველოს დამოუკიდებლობის სახელმწიფო აქტი ხელმოწერილია 1918 წლის 26 მაისს. საქართველო რუსეთს გამოეყო და ამისთვის ლენინი არავის არ დაუმუნათებია. შემდეგ 1921 წელს საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოხდა და საქართველო - უკვე ძალად „გასაბჭოვდა“ მიუხედავად ამისა, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, საქართველო და კავშირი შეეხორცნენ ერთმანეთს. ახლა უკვე შეუძლებელია ამ კვანძის გაჩეხვა ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არც ერთ და არც მეორე მხარეს. მესმის, რომ გორბაჩოვმა 9 აპრილისა და სამხრეთ ოსეთის ამბების შემდეგ მოიმდურა ქართველი ხალხი. ბევრი რამის პატიება შეუძლებელია მაგრამ თუ ისეთი კაცი იქნა, როგორიც ელცინია, იქნება საქართველოს აღარც დასჭირდეს გამოყოფა? გორბაჩოვს ნუ დავუკარგავთ ამას, ახლა დღენიადაგ იმეორებს: მეტი სუვერენიტეტი, კიდევ უფრო მეტიო...
- დიახ, სიტყვით. მაგრამ როგორც კი გადავწყვიტეთ ეროვნული გვარდია, საკუთარი შინაგანი ჯარები შეგვექმნა მოსკოვიდან მუქარა დაიწყო: არ გაბედოთო და ასე შემდეგ. აი ასეა. ახლა მას შემდეგ, რაც გორბაჩოვმა თავაზიანად გამაფრთხილა - მოემზადეთ აფხაზეთში შეიძლება ოსეთის მსგავსი ამბები მოხდესო, ირკვევა: აფხაზეთში 250 შეიარაღებული მედესანტე ჩამოსულა და პანსიონატში დაბინავებულა. ეს რა, პროვოკაცია არ არის? როგორ შევხედოთ ამას?
- მაშასადამე, მოსკოვი პირდაპირ გაიძულებთ რომ ეროვნულმა გვარდიამ საპასუხო მოქმედება დაიწყოს?
- არა მგონია. ეროვნული გვარდია ჯერ არ არსებობს მეომარი არა გვყავს. შინაგანი რაზმი და მილიცია - ეს არის და ეს.
- ცოტანი არიან?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- რატომ არ გამოაქვეყნებთ დოკუმენტს, რომელზეც ლაპარაკი იყო 29 თებერვლის პრესკონფერენციაზე? მაშინ თქვენ ბრძანეთ ოსი ექსტრემისტების ხელმძღვანელები ჩოჩიევი და კულუმბეგოვი მოსკოვის უშიშროების თანამშრომლები არიანო და „ამას ადასტურებს შინაგან ჯარებში მიღებული საიდუმლო შიფროგრამა მოსკოვიდან, რომელიც შინაგან ჯარებს პირდაპირ უბრძანებს გაათავისუფლონ კულუმბეგოვი ნებისმიერი საშუალებით და წაიყვანონ მოსკოვში“. სად არის ეს შიფროგრამა? რატომ არ დაიბეჭდა გაზეთებში?
- დიახ, ეს უნდა გაკეთდეს. სადმე მივაგნებთ ამ დოკუმენტს.
- და მაინც, როგორ დაუშვა მოსკოვმა რომ სწორედ თქვენ აგირჩიეს საქართველოში?
- ძალიანაც არ უნდოდა, ძალიან... ყველაფერი იღონა აი, ამისთვის სჭირდებოდა ჯაბაც და ყველა დანარჩენიც... საქართველოში ისინი მეხუთე კოლონას წარმოადგენენ და მათ ავალებდნენ ჩაეშალათ ჩემი სააარჩევნო კამპანია. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც ყველგან კეთდება ხოლმე. მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ხალხმა არ დაუშვა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ხალხმა მხარი დამიჭირა.
- მაინც რას შვრებოდნენ ისინი?
- რას? ყველაფერს! საქართველოში 12 ათასი კაცი შეაიარაღეს და მზად იყვნენ ყველანი დაეგლიჯათ. იარაღს კი სუკი და სამხედროები აძლევდნენ ფარულად სხვისი ხელით.
- ამის დამტკიცებაც შეიძლება?
- დამტკიცდება. აუცილებლად. ყველაფერი იქნება.
- არ გეშინიათ, რომ შეიძლება მოგკლან?
- ძალიანაც, შეიძლება, ყოველდღე მემუქრებიან: ამას გიზამთო, იმას გიზამთო, წერილებსაც მიგზავნიან, ტელეფონითაც მირეკავენ. ერთი სიტყვით, არაფერს არ თაკილობენ.
- როგორ ცხოვრობთ ასეთ ატმოსფეროში?
- ნორმალურად. მივეჩვიე.
- ნორმალურად?
- განა მთელი ცხოვრება ასე არ გავატარე? მთელი ცხოვრება.
- რას იტყოდა დღეს კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს მომავალზე? თქვენს პოზიციაზე? იმ პოლიტიკურ კურსზე, რომელიც მისმა შვილმა გამოაცხადა?
- მამაჩემი ჩემი სულიერი მოძღვარი იყო. ყოველთვის ესმოდა ჩემი. ცხადია, მიფრთხილდებოდა. არ უნდოდა, რომ რეპრესიების მსხვერპლი გავმხდარიყავი, გავეციმბირებინეთ და ასე შემდეგ. როცა გარდაიცვალა, ჯერ არც კი გაცივებულიყო, შინ გვესვენა, რომ ნაცნობი პროკურორი მეწვია და გამაფრთხილა, რამე იღონეო, რადგან, ალბათ, მამაშენის დაკრძალვამდე დაგაპატიმრებენო. თუ წინანდელი ცეკას მდივნები - კახიანი, მამულია, მგელაძე და სხვები კონსტანტინე გამსახურდიას საქვეყნოდ ებრძოდნენ, შევარდნაძე მას, ჩვენს ოჯახს, შეფარვით ებრძოდა და ამას ადასტურებს უამრავი დოკუმენტი, უამრავი მოწმე. ის, რაც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დატრიალდა, უკვე ყველამ იცის. 14 დღიანი ჩხრეკა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას სახლში მოაწყო შევარდნაძის მითითებით სუკის ორმოცამდე თანამშრომელმა, დარბევას უფრო ჰგავ და, ვიდრე ჩხრეკას, რომლის დროსაც უამრავი უნიკალური ხელნაწერი და წიგნი მოისპო და დაიკარგა. ხოლო კალამი, რომელსაც მამაჩემი ხუმრობით „გენერალს“ უწოდებდა, რადგან ამ კალმით იყო დაწერილი ყველა მისი დიდი ნაწარმოები, სუკის თანამშრომლებმა მოიპარეს და შერჩა კიდეც შევარდნაძის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს. აი ასე იყო.
- რამდენი ენა იცით?
- რამდენი? სამი - ევროპული, ძველბერძნული. ლათინურად ვკითხულობ. ცოტ-ცოტა ესპანურად და იტალიურადაც, ოღონდ ლექსიკონით.
- ძველბერძნული რატომღა, თვითონ ენამ გაგიტაცათ?
- არა, მე ხომ ფილოლოგი ვარ. ვთარგმნიდი ჰომეროსს პირადად ვიცნობ ავერინცევს. ერთადაც კი გვიმუშავნია ტექსტებზე.
- ჰოო?
- ჰო, რა თქმა უნდა ძველ სლავურ ტესტებზე. ძალზე მწყინს, რომ მოსკოველი ინტელიგენციის წრეში ახლა ნაირ-ნაირი ჭორები ვრცელდება. ბევრს ეშინია კიდეც ჩვენთან ჩამოსვლა. ხმები დადის მანდ ხალხს ხოცავენ, თანაც რუსებსო, შემზარავი ქაოსი და სამოქალაქო ომიაო. ყველაფერი ეს განზრახ კეთდება. ამ ჭორებს სუკი და საკდესი ავრცელებენ. სრული საინფორმაციო ბლოკადაა პრესაში. პროტესტებს ვაცხადებთ, წერილებს ვუგზავნით, მაგრამ არ აქვეყნებენ. აი მათი სინდისი და მათი სიმართლე. გადახედეთ ცენტრალურ გაზეთებს. ხედავთ ამ სურათს? „აქ ოდესღაც სკოლა იყო“. კი არ აწერენ, რომ ეს ქართული სკოლა იყო. გესმით? ვიღაცას კი უთუოდ ეგონება: რაკი სამხრეთ ოსეთია, მაშასადამე ოსური სკოლა იქნებოდაო. ოღონდ, სინამდვილეში, პირიქით არის. აი, ასეთი მეთოდები აქვთ. თანაც წერენ თითქოს ჩვენი დეპუტატი ვიღაც ავაზაკებთან ერთად თავს დასხმია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შტაბ-ბინას და დაურბევია. ასახელებენ დეპუტატს, ასეთი დეპუტატი კი არ არსებობს. გვარები არ ემთხვევა. განა ეს ცილისწამება არ არის? აი, როგორი მეთოდებით გვებრძვიან.
- მაშასადამე, მზად ხართ ბოლომდე ამ გზით იაროთ თუ სიტუაცია მაინც უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე გეგონათ და იქნებ შინაგანად რამდენადმე ყოყმანობთ?
- არა. მზად ვარ. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს მოსკოვს დათმობა არ სურს, ჩვენ კი, მით უმეტეს, არ დავთმობთ!
- დღე-ღამეში რამდენ საათს მუშაობთ?
- სულ ცოტა 12 საათს, ზოგჯერ თოთხმეტსაც
- საღამოობით რამეს წერთ?
- თუ მოვასწარი. უპირატესად ჩემს იმ წიგნებს ვასწორებ, რომლებიც ახლა გამოდის. აქაც ბევრი სამუშაო მაქვს. მაგრამ ახლა ხელოვნებისათვის არ მცალია. ხომ ამბობენ: როცა ზარბაზნები გრიალებს მუზები სდუმანო. ასეთია ვითარება.
- როგორ მიმდინარეობს დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა. რა მოგცათ საქართველოს ამერიკის.
- შეერთებულ შტატებში თქვენი მოადგილის ვიზიტმა?
- ძალზე ბევრი რამ. ჩვენ დასავლეთთან პატიოსანი და პირდაპირი დიალოგის მომხრენი ვართ. ეს ჰაერივით გვჭირდება. ახლა ამერიკაში ზოგიერთი სენატორი აცხადებს კრემლს საქართველოს არ მოვასპობინებთო, ამას არ და ვუშვებთო, მათ შორის, ვიცით, არიან ადამიანები, რომლებმაც ბუშს წერილი გაუგზავნეს და მოსთხოვეს დაგვიცვას არ დაუშვას საქართველოში მეორე ვილნიუსი.
- კიდევ ორი კითხვა: მაინც როგორ აფასებთ ელცინის მომავალს? რა მოხდება რუსეთის ამ საგანგებო ყრილობაზე?
- ვხედავ, რომ რუსეთის პარლამენტში დრამატული სიტუაციაა. არ ვიცი იქ ვინ ვის მოერევა. ისე, ძალზე შემაშფოთებელი ნიშნები ჩანს.
- რატომ არ დააპატიმრეს პატიაშვილი 9 აპრილისათვის?
- იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი შემწყნარებელია და ყველას ყველაფერს პატიობს. ქართველები ბოღმიანი ხალხი არა ვართ. აბა მიაქციეთ ყურადღება: შემზარავი 9 აპრილის შემდეგ თბილისში არავითარი სიძულვილი არ იგრძნობა რუსეთისადმი. საერთოდ არ იგრძნობა არც სხვა ერების მიმართ, ვიღას ახსოვს პატიაშვილი, თუმცა, მან დანაშაული ჩაიდინა და ამისათვის დაისჯება კიდევაც, მაგრამ ხალხს ეს არ ეჩქარება.
„ნეზავისიმაია გაზეტა“
7 აპრილი, 1991 წ.
„კრემლი ულტიმატუმებით გველაპარაკება“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] „ნეზავისიმაია გაზეტა“ ; ანდრეი კარაულოვი . // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 მარტი. - №52 (72). - 1გვ.
![]() |
44 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 16 მარტს |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს გვსურს დეტალურად გესაუბროთ ხვალინდელი რეფერენდუმის შესახებ. ეს რეფერენდუმი, როგორც მოგეხსენებათ, ე.წ. საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნის პრობლემებს ეხება. კანონი საკავშირო რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე შევაჩერეთ, ე.ი. ყოველგვარ მოქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ტერიტორიაზე ამ რეფერენდუმის ჩატარებას, ჩვენ შევაფასებთ, როგორც ანტიკონსტიტუციურ ქმედებას და სისხლის სამართლის დანაშაულს. ამას ვაცხადებთ ყველა იმათ გასაგონად, ვინც ხვალ გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში და სხვაგან, არად აგდებს ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილებას ამ რეფერენდუმის კანონის შეჩერების შესახებ და მაინც ცდილობს, გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს ამ რეფერენდუმის განხორციელებისათვის.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ რეფერენდუმის ჩატარება, რასაკვირველია, იმითაც არის ყოვლად გაუმართლებელი, რომ საბჭოთა კონსტიტუციის მიერ აფხაზეთი ცნობილია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ეს ნიშნავს საქართველოსათვის კონსტიტუციური ომის გამოცხადებას, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რასაც ჩვენ არასგზით არ დავუშვებთ. ამასთან დაკავშირე ბით მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენმა პრეზიდიუმმა მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე ხვალინდელი არჩევნების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, რეფერენდუმის პარალელურად დანიშნულია არჩევნები ერთი დეპუტატისა - საკავშირო დეპუტატისა აფხაზეთიდან.
პირველ რიგში მსურს გაგაცნოთ მნიშვნელოვანი მიმართვა - განცხადება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებისა: ბატონ თემურ ლორთქიფანიძის, ბატონ ნუგზარ მგალობლიშვილის, ბატონ თემურ მჟავიას, ჰელსინკის კავშირის ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების, აგრეთვე ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციისა და სოხუმის შრომითი კოლექტივების საბჭოსი: „მიუხედავად საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილებისა, რომ საქართველოში არ უნდა ჩატარდეს ა.წ. 17 მარტს დანიშნული საკავშირო რეფერენდუმი, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, იგი მაინც ტარდება საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის არჩევნებთან ერთად და ტარდება სარეფერენდუმო და საარჩევნო კანონების, ამ კანონებით გათვალისწინებული პროცედურის სრული უგულვებელყოფით. რეფერენდუმს ატარებს სარეფერენდუმო კომისია, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი პარტიული ფუნქციონერი ენვერ კაპბა, ხოლო მისი ჩატარების ძირითადი კოორდინატორები არიან საბჭოთა კავშირის კომპარტიის აფხაზეთის საოლქო ორგანიზაცია, ე.წ. საკავშირო ცენტრისტულ ბლოკში შემავალი ორგანიზაციები: აფხაზეთის სახალხო ფრონტი, აფხაზეთის ინტერნაციონალისტთა საზოგადოება, აგრეთვე „აიდგილარა“. ჩვენს მიერ აღრიცხული დარღვევები სარეფერენდუმო კანონებისა ერთ მიზანს ემსახურება: მაქსიმალურად გაიზარდოს საკავშირო რეფერენდუმში მონაწილე აფხაზეთის ამომრჩეველთა პროცენტი. ამ მიზნით ხელოვნურად მცირდება ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა რიცხვიდან აფხაზეთის იმ რეგიონების მცხოვრებთა ამოღებით, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ საკავშირო რეფერენდუმს. იმავდროულად კი ამომრჩეველთა რიცხვში შეჰყავთ 6800 ჯარისკაცი და 3850 დამსვენებელი, სულ 10 650 კაცი დღევანდელი მონაცემებით. ამასთან არ უთითებენ, რომ ისინი არ არიან აფხაზეთის მცხოვრებნი, გარდა ამისა, ჩრდილო კავკასიიდან ორგანიზებულად ჩამოჰყავთ საბჭოთა კავშირის კომპარტიის წევრთა დიდი ჯგუფები რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად და მხარდამჭერთა პროცენტის ხელოვნურად გასაზრდელად.
ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენი მონაცემებით ამჟამად აფხაზეთში 338042 ამომრჩეველია. სარეფერენდუმო კანონების უხეშ დარღვევებზე, გარდა ზემოთ ნათქვამისა, მეტყველებენ შემდეგი ფაქტებიც:
1. საარჩევნო უბნები არ შეუქმნიათ ზოგ რაიონში და სხვადასხვა რაიონის დაბებისა და სოფლების ამომრჩევლები მონაწილეობას არ მიიღებენ რეფერენდუმში. ამით ამომრჩეველთა შესაბამის რიცხვს არ ითვალისწინებენ სრული რაოდენობით.
2. ბევრგან საარჩევნო უბნები შეიქმნა აღმასკომების ფალსიფიცირებული დადგენილების საფუძველზე.
3. არ გამოქვეყნებულა საარჩევნო უბნების მისამართები. არც ერთ საარჩევნო უბანში, სადაც ვიყავით, დღემდე არ არის გამოკრული ამომრჩველთა სიები. ყოველივე ამის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმთან ერთად ტარდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რეფერენდუმისა და არჩევნების ამგვარი ჩატარებისას, მისი ორგანიზატორები მიიღებენ მათ მიერვე წინასწარ დაგეგმილ ფალსიფიცირებულ შედეგს. მოვითხოვთ ამ უკანონობის აღკვეთას, რეფერენდუმისა და არჩევნების შედეგების გაუქმებას, არჩევნების ხელახლა ჩატარებას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციებისა და უცხოელი მეთვალყურეების თანდასწრებით. ეს სავსებით კანონიერი მოთხოვნაა, მეგობრებო! მორალური სახე ამ საკითხისა, აგრეთვე, სავსებით გარკვეულია. რა უფლება აქვთ დამსვენებლებს, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს განსაზღვრონ, სურს თუ არა აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, ან რა უფლება აქვთ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსულებს განსაზღვრონ ჩვენი, ასე ვთქვათ, საქართველოს ბედ-იღბალი, გადაწყვიტონ საბჭოთა კავშირში დარჩენის საკითხი.
აი, ყოველივე ეს მიგვითითებს იმაზე, თუ როგორი უსამართლობაც იყო თავად შექმნა ე.წ. საბჭოთა კავშირისა, იმავე უკანონო და უსამართლო მეთოდებით სურთ მისი შენარჩუნებაც. სავსებით უპრეცედენტო ამბავია, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განსაზღვრონ ჩვენი ერის ბედი და მისი მომავალი ყოფნა თუ არყოფნა საბჭოთა კავშირში.
აი, ყოველივე ამის გამო მოგიწოდებთ არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ არაქართულ მოსახლეობას, ბოიკოტი გამოუცხადოთ ხვალინდელ რეფერენდუმს. შეგახსენებთ, რომ არაქართველი მოსახლეობის მომავალი ბედი, მისი ცხოვრების მომავალი პერსპექტივები საქართველოში მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ისინი ხვალინდელ რეფერენდუმში, რომელიც ეხება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს.
ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამდენი დარღვევებია არა მხოლოდ სარეფერენდუმო კანონების გამოქვეყნებაში, არამედ, ასე ვთქვათ, საარჩევნო კომისიის მოქმედებაში, ჩვენ, ე.ი. ჩვენი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოვიტანეთ შემდეგი დადგენილება, რომელსაც აგრეთვე გაგაცნობთ.
„სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის შესახებ.
სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად 1991 წლის 17 მარტს დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატის არჩევნები.
საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის მიერ შემოწმებით დადგინდა, რომ არჩევნებისათვის მზადების პერიოდში დაშვებული იყო სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ სსრკ-ის კანონების მოთხოვნათა უხეში დარღვევები. მაგალითდ, ქალაქ გაგრის ტერიტორიაზე შემოწმებული 44 საარჩევნო უბნიდან 37-ში საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაზე არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.
გუდაუთის რაიონისათვის გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობაზე 14 000-ზე მეტია გაცემული. მთელ რიგ რაიონებში სრულყოფილად არის შედგენილი საარჩევნო სიები და ა.შ. ეს ფაქტები მიუთითებენ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიამ ვერ შეასრულა საარჩევნო კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების მთელ მართლზომიერებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 25 იანვრის დადგენილება სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქის საოლქო-საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შესახებ.
2. დაისვას საკითხი სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის №669 სოხუმის ტერიტორიულ-საარჩევნო ოლქში 1991 წლის 17 მარტს დანიშნული არჩევნების სხვა დროისათვის გადატანის შესახებ“.
აი, ეს გადაწყვეტილება გამოვიტანეთ არჩევნებთან დაკავშირებით, ვინაიდან იქმნებოდა აგრეთვე საფრთხე იმისა, რომ პარალელური კენჭისყრა გამოიწვევდა რაიმე გაუგებრობას. ხშირად შეიძლებოდა არჩევნებისათვის მოსულ ადამიანს, გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ხმა მიეცა, ვთქვათ, რეფერენდუმისათვის და სხვა. აი, კიდევ ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ძალზე სერიოზული დარღვევები აქვს ამ კომისიას და ამიტომ იგი გავაუქმეთ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 16 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 19 მარტი. - №53 (73). - 1გვ.
![]() |
45 მიმართვა კავკასიის ხალხებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასია უნიკალური მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენია თავისი მრავალფეროვნებით, თავისთავადი კულტურებით, ერებს შორის ურთიერთობის მყარად ჩამოყალიბებული ტრადიციებით, განუმეორებელი ისტორიით, ლანდშაფტით, ფლორით და ფაუნით. სხვადასხვა წარმოშობისა და სხვადასხვა სარწმუნოების კავკასიელ ხალხებს შორის ეთნიკური სიძულვილი ე.წ. „ეთნოკონფლიქტები“ ამ ერთა თანაარსებობის მანძილზე უცხო იყო, სანამ კავკასია ცეცხლითა და მახვილით, ვერაგულად არ დაიპყრო იმპერიათა შორის უსასტიკესმა და უბოროტესმა - რუსეთის იმპერიამ. ცარიზმის მიერ გაკვალული გზა, რომელიც კავკასიის ხალხებს შორის მტრობის, უნდობლობის და ერთმანეთის სიძულვილის დანერგვას გულისხმობდა, „ღირსეულად“ განაგრძო მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, რომელმაც გარკვეულწილად თავის მიზანს მაინც მიაღწია.
კავკასიელი ხალხები ისე მოხერხებულად გადაჰკიდეს ერთმანეთს, რომ ამჟამად კავკასიაში მცხოვრებ თითქმის ყოველ ხალხს იმპერიის მიერ თავსდატეხილი ყველა უბედურების მიზეზი მის გვერდით მცხოვრები სხვა ხალხი ჰგონია.
ცენტრი თავისუფლებისმოყვარე, ამაყ კავკასიელთა საზიანოდ იყენებს ე.წ. „ეთნოკონფლიქტებს“, აფერხებს კავკასიელთ სწრაფვას დამოუკიდებლობისა და ჭეშმარიტი სუვერენიტეტისაკენ. ამგვარი ბოროტი ხერხებით ერთმანეთს წაკიდებულ ხალხთა შორის ურთიერთობა უკვე სახიფათოდ არის დაძაბული. მათ შორის მტრობას თანდათან აღვივებენ, ზოგან სისხლიც იღვრება, ცენტრი კი მოსყიდული ინფორმაციის საშუალებებით მთელ მსოფლიოს „უმტკიცებს“, უჩვენოდ ეს „ველური და კაციჭამია“ კავკასიელები ერთმანეთს მოსპობენო, თანაც მსოფლიოს უმალავენ იმას, რომ კავკასიელ ხალხებს უძველესი კულტურული და ჰუმანური ტრადიციები გააჩნიათ და სურთ ისინი „ტუზემცებად“ გამოაცხადონ.
ძვირფასო კავკასიელებო!
დროა გონს მოვეგოთ! ნუ გავებმებით ცენტრის მიერ ჩვენს საზიანოდ დაგებულ მახეში! მოვიგონოთ ჩვენი დიდებული წინაპრების სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა! აღვადგინოთ ძმობა, ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
ნებისმიერი კავკასიელი ხალხის ბედი, ყველა კავკასიელის მშვიდობიან თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისევ ჩვენივე ერთსულოვნებით, კავკასიაშივე უნდა წყდებოდეს. ამისთვის აუცილებელია კავკასიელ ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კოორდინაცია, დიალოგი, რათა ერთობლივ იქნეს შემუშავებული ერთიანი მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სახელით გიწვევთ კავკასიის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ლიდერებს კავკასიის ხალხთა ფორუმის შესაქმნელად, რომელსაც მიზნად არ ექნება რაიმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეულის დაარსება, რომელსაც არ მართავენ ცენტრის აგენტები, კავკასიის გამყიდველები. ჩვენი მიზანი იქნება კავკასიის კონსოლიდაცია, მისი განთავისუფლება იმპერიის მარწუხებისაგან და დაფუძნება მსოფლიოს თავისუფალ ხალხთა ოჯახში. ეს ასევე აღადგენს ჩვენს გულწრფელ მეგობრობას რუს ხალხთან, რომელიც თვით არის ტოტალიტარიზმისა და კომუნიზმის მსხვერპლი.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, კავკასიის ხალხთა ფორუმის დამფუძნებელი სხდომის მოწყობის ადგილისა და ზუსტი თარიღის შესახებ დამატებით გაუწყებთ.
გაუმარჯოს კავკასიის ხალხთა ერთიან, ძმურ ოჯახს!
გაუმარჯოს ჩვენს ძმობას, ერთობასა და თვისუფლებას!
გვფარავდეს ღმერთი!
პატივისცემითა და სიყვარულით
ზვიად გამსახურდია
„მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სპიკერი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
მიმართვა : კავკასიის ხალხებისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 მარტი. - №57 (77). - 1გვ.
![]() |
46 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც თქვენთვის ცნობილია, ამა წლის 25 მარტს მოხდა რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონ ბორის ელცინთან შეხვედრა. ეს შეხვედრა დიდი ხანია მზადდებოდა. იგი, გარკვეული მიზეზების გამო, რამდენჯერმე ჩაიშალა, რადგან გარკვეული ბნელი ძალები გვიპირისპირდებიან როგორც ჩვენ, ასევე რუსეთის დემოკრატიულ ხელმძღვანელობას. მაგრამ როგორც იქნა, ჩვენ მივაღწიეთ ყოველივე ამას. მე ვიტყოდი ძალზე კონსტრუქციული და მრავალმნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მეტად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის. დაიგეგმა მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იქნება რუსეთ-საქართველოს ახალი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც დაიდება თბილისში. ამ მხრივ მას დიდი მნიშველობა ექნება.
ჩვენი მოძრაობის ადრინდელ ეტაპზე ხშირად გვიპასუხია, როგორი რუსეთი გვაწყობს, როგორი ურთიერთობები გვინდა რუსეთთან. მახსოვს, ერთ-ერთ მიტინგზე წამოაყენეს ასეთი ლოზუნგი (შეიძლება ნახევრად ხუმრობით მაგრამ მასში ჩანდა ჩვენი განწყობილება) - გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ რუსეთს, ხოლო აქვე იყო ნათქვამი, რომ ამით ჩვენ განვამტკიცებთ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გზაზე ჩვენ გვეღობება იმპერია, რომელმაც დაიმონა ყველა ერი და, მათ შორის რუსეთიც.
რუსეთის განთავისუფლება იმპერიის მარწუხებიდან იქნება აგრეთვე, საქართველოს განთავისუფლებისათვის ხელშეწყობა. აი, ასეთი ორიენტაცია გვქონდა მაშინ და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ორიენტაცია გამართლდა. დღესდღეობით, იმპერიის ცენტრი დაუპირისპირდა რუსეთის დემოკრატიულ მოძრაობას, კერძოდ, რუსეთის სწრაფვას თავისუფლებისაკენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალთა განლაგება ამჟამად იმგვარია, რომ რუსეთში ეს მოძრაობა გაიმარჯვებს. სწორედ რუსეთის სუვერენულობა, მისი მომავალი სახელმწიფო ძლიერება გახლავთ იმის გარანტი, რომ საბჭოთა იმპერია დაიშლება და შეიქმნება სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები. შესაძლოა ამ სახელმწიფოების ნაწილმა მოისურვოს რაღაც კავშირად შეერთება, მაგრამ ამ კავშირს ნამდვილად აღარ ექნება ის სახე, რომელიც მას ჰქონდა უწინ - ტოტალიტარული იმპერიის სახე, - ეს სხვა საკითხია. როგორც მოგეხსენებათ, არის ექვსი რესპუბლიკა, რომელიც ილტვის დამოუკიდებლობისაკენ, სრული სახელმწიფო სუვერენიტეტისაკენ. მათთან ერთად რუსეთიც ილტვის თავისი სუვერენიტეტისაკენ და საპრეზიდენტო არჩევნებისაკენ. ეს საპრეზიდენტო არჩევნები მალე ჩატარდება რუსეთში, ელცინი გახდება რუსეთის პრეზიდენტი - რუსეთის ფედერაცია იქნება სავსებით განცალკევებული სუვერენული სახელმწიფოა. ყოველივე ეს აჩქარებს ჩვენს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას და ფიქრს რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობების შესახებ. საბედნიეროდ, უკვე აღარ არის ძველებური დიქტატი, აღარ არის ის ძველებური ტენდენციები ექსპანსიონიზმისა, და ამის ერთ-ერთი ნათელი დამადასტურებელი მაგალითი გახლავთ ოქმი, რომელიც ჩვენ შეხვედრაზე შევადგინეთ. იგი ხვალ გამოქვეყნდება გაზეთებში. მე მინდა ამ ოქმის რამდენიმე მომენტზე გავამახვილო ყურადღება და განვმარტო ზოგიერთი საკითხი. თავდაპირველად ყველაზე უმთავრესი და ძირითადია ის, რომ ამა წლის აპრილის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვამზადოთ პროექტი საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოებრივი ურთიერთობის შესახებ. ესე იგი, დაიდოს ახალი ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის, რისთვისაც უკვე შექმნილია სამუშო ჯგუფები. მალე, ალბათ, ეს პროექტი მომზადდება და მოხდება ხელშეკრულების ხელმოწერა, შემდეგ კი რატიფიკაცია.
ამავე დროს, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო შიდა ქართლში მდგომარეობის სტაბილიზაცია შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არის დაინტერესებული რუსეთის ხელმძღვანელობა შიდა ქართლში მდგომარეობის - სტაბილიზაციით? იმის გამო, რომ ეს უშუალოდ ეხება მას ეგრეთწოდებულ ჩრდილოეთ ოსეთს, რის შესახებაც მე განვმარტე, რომ ეს არ არის არავითარი ჩრდილოეთი ოსეთი, არამედ ნამდვილი, ერთადერთი ოსეთია. გარდა ამისა განვმარტე ისიც, რომ არასოდეს არ არსებობდა და არც ახლა არსებობს სამხრეთ ოსეთი.
ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ ამ დოკუმენტში, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ ფიგურირებს გამოთქმა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონო მიური ოლქი. ამით, ვგონებ, გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რუსეთის სახელმწიფო არ ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში და ცენტრის მსგავსად დაჟინებით არ მოითხოვს ჩვენგან ეგრთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ოლქის აღდგენას. ამავე დროს, აქ არის ჩამოთვლილი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა გავატაროთ, რათა მოხდეს სტაბილიზაცია და მშვიდობიანობის აღდგენა მოცემულ რეგიონში. კერძოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საქართველოს შინაგან სამინისტროს ერთობლივი კომისია. რატომ ხდება ეს? იმის გამო, რომ სამაჩაბლოში მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი შემოდიან, ძირითადად, რუსეთის ფედერაციიდან და ამდენად, ისიც უშუალოდ არის დაინტერესებული, რომ მოხდეს ამ ბანდების ლიკვიდაცია. ამიტომ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროები ქმნიან ერთიან კომისიას, რის შედეგად შექმნიან ერთიან რაზმებს ამ შეიარაღებულ ფორმირებათა განიარაღებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ე.ი. ჩვენი მიზანია ექსტრემისტთა ეს ბანდები, რომლებიც მოქმედებენ დაუსჯელად, განიარაღდნენ მთლიანად, რაც ერთადერთი საფუძველი იქნება ამ რეგიონში მშვიდობის აღდგენისათვის. ამასთან, დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები ლტოლვილების დასაბრუნებლად, რომ მათ მშვიდობიანად იცხოვრონ იმ ადგილებში, სადაც უწინ ცხოვრობდნენ. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოები - და აქ უკვე ჩამოთვლილია ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა საბჭოც - პრაქტიკულ ზომებს ღებულობენ კომპენსაციისათვის, ლტოლვილთა მოწყობისა და ყოველგვარი დანაკარგების ანაზღაურებისათვის. ამ ხელშეკრულებაში არის ძალზე მნიშვნელოვანი პუნქტიც: რუსეთს ფედერაციის მთავრობა კისრულობს ვალდებულებას, რომ იგი მიმართავს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს, რათა სამაჩაბლოდან გაყვანილ იქნან საბჭოთა ჯარის ნაწილები, რომლებიც იქ ხელს უშლიან მდგომარეობის სტაბილიზაციას.
მოგეხსენებათ, საბჭოთა ჯარის ბაზაზე თავს იყრიან ოსი ექსტრემისტები, მათ ამარაგებენ იარაღით, (შემდეგ ეს იარაღი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ არის გამოყენებული) ვერტმფრენებით, რომლებიც ფაქტობრივად ემსახურებიან ოსი ექსტრემისტების ბანდებს და გადაჰყავთ ისინი ჩრდილოეთ ოსეთში, აწარმოებენ სადაზვერვო სამსახურს. ე.ი. საბჭოთა ჯარები და ოსი ექსტრემისტები მოქმედებენ კოორდინირებულად.
ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად, ამ ოქმში შეტანილია მუხლი სამაჩბლოდან საბჭოთ ჯარის გაყვანის აუცილებლობის შესახებ.
ამ ღონისძიებების გატარება პრაქტიკაში, ალბათ, მიგვიყვანს სამაჩაბლოში სრულ მშვიდობამდე... სასიხარულოა, რომ მეორე მხარემ, ე.ი. რუსეთმა აღიარა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯის კანონზომიერება და სამხრეთ ოსეთი უკვე მოხსენიებულია ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად.
აი, ეს არის ძირითადი ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც მიღწეულია ჩვენი შეხვედრით და მჯერა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მომავალი ხელშეკრულება სხვა მრავალ პრობლემასაც გადაწყვეტს ჩრდილოეთ კავკასიასთან, აფხაზეთთან და სხვა რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა მოგახსენებთ, რომ ახლოვდება 31 მარტის რეფერენდუმი, ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები და უახლოეს დღეებში, ალბათ 28 მარტს, თბილისში, მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციები მოაწყობენ დიდ მიტინგს, სადაც ვიმსჯელებთ რეფერენდუმის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებთან, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პრობლემებზე. ამ მიტინგის თარიღი, დრო და ადგილი გამოცხადდება.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 მარტი. - №58 (78). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს // რესპუბლიკა. - 1991. - 26 მარტი. - №11/44.- 1გვ.
![]() |
47 მიმართვა ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო თანამემამულენო! დებო და ძმებო!
ჩვენი საქართველოსათვის ამ საჭირბოროტო მომენტში, როცა 31 მარტს ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაში მცხოვრებ სხვა ხალხებთან ერთად უნდა მოახდინოს არჩევანი - სურს თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენა დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისი აქტის საფუძველზე, მოგმართვთ თქვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში მცხოვრებ ჩემს ძვირფას და პატივცემულ, მთელ საქართველოში უნიკალური შრომისმოყვარეობით ცნობილ თანამოქალაქეებს - მიწათმოქმედებს, მეკარტოფილეებს, მეცხოველეებს, ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც ჯავახეთის მაღალი მთის უმძიმეს პირობებში ოფლის ღვრით, თავდადებული შრომით ამრავლებთ ჩვენი რესპუბლიკის სიმდიდრეს.
რეფერენდუმში სიტყვა „დიახ“ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მოიპოვოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აქედან გამომდინარე ყველა შედეგითურთ. „დიახ“ - ნიშნავს მივცეთ ხმა ყველა მოქალაქის თანასწორ მოქალაქეობრივ უფლებებს ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად. რეფერენდუმში თუ იტყვით - „დიახ“ - ამით ამრავლებთ იმ გარანტიების ძალას, რომ თქვენ, თქვენი შვილები და თქვენი შვილიშვილები იცხოვრებთ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოში, ტოტალიტარული სახელმწიფოსაგან განსხვავებით, თქვენთვის გარანტირებული იქნება გაცილებით მეტი თავისუფლება და უსაფრთხოება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. მე, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებული ვარ: თქვენ განაცხადებთ, რომ მზად ხართ ქართველ ხალხთან ერთად დაიცვათ საქართველოს დემოკრატია და დამოუკიდებლობა. დღეს წინანდელზე მეტად არის საჭირო ჩვენი ხალხებისათვის დამახასიათებელი ერთიანობა, მოთმინება და გონივრული ნაბიჯები ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მხოლოდ ჩვენ, ერთად თუ გამოვავლენთ სოლიდარობას, სურვილს, გავუგოთ ერთმანეთს დიალოგის გზით, შევძლებთ ავაშენოთ ჩვენი დემოკრატიული დამოუკიდებელი საქართველო.
ვიცი, რომ ზოგიერთები ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ისიც ვიცი, რომ გამოჩნდა თქვენს შორის რამდენიმე კაცი, რომლებიც ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს სავსებით დამახინჯებულად განმარტავენ. დიახ, ვთქვი, რომ ის, ვინც მონაწილეობას არ მიიღებს 31 მარტის რეფერენდუმში, ამით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს მოქალაქეობის უფლებას. ეს, ჩემო ძვირფასებო, ვაჭრობა როდია. მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში მოქალაქეობას იღებენ მაშინ, როცა არის ურთიერთვალდებულებებისადმი მზადყოფნა: პოტენციური მოქალაქისა სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფოსი - მოქალაქის - წინაშე. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება გულისხმობს ქვეყნის ენისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემას. ეს ის ბალანსია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოქალაქეობა ფორმალური არ იყოს. თანასწორობა უფლებებში შეუძლებელია მოვალეობებში თანასწორობის გარეშე.
მაწუხებს, რომ „უცხოელებზე“ ვლაპარაკობთ. ამას სომხები თავიანთი მისამართით აღიქვამენ. არავითარ შემთხვევაში. ეს სხვებს ეხება, იმათ, ვინც უკანონოდ დასახლდა ჩვენს მიწებზე, უკანონოდ შეიძინა სახლები, თანაც რაღაც გაუგებარი პრეტენზიები აქვს.
ვიცი, რომ არის პრობლემები პრეფექტების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. ეს პრობლემები, გარწმუნებთ, ადვილად გადაიჭრება. მათ დანიშვნის დროს, ვიმეორებ, ვითვალისწინებდით მშრომელთა სურვილს. მაგრამ თქვენ ხომ ჯერ კიდევ არ მიგიციათ საშუალება, რომ მათ თავიც გამოიჩინონ საქმეში. როცა წინათ სომეხს ნიშნავდნენ რომელიმე ქალაქის მეთაურად საქართველოში, სადაც ქართული მოსახლეობა ჭარბობდა, განა ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა? მთავარია, რომ ეს ხელმძღვანელები იყვნენ კომპეტენტური, წმინდა, პატიოსანი ადამიანები. ვფიქრობ, ყველა ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ისე, როგორც ხალხს უნდა, შეხვედრების, დიალოგების, ჭეშმარიტების ძიების გზით. ვიმეორებ, ისე იქნება, როგორც ხალხს სურს.
31 მარტს წყდება საქართველოს, ისევე, როგორც მოძმე სომხეთის მომავლის საკითხი, რომელიც სექტემბერში ჩაატარებს რეფერენდუმს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ.
ყოველი ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს საქართველოს ბედს. თუ იქნება დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო, სოციალურად დაცული იქნება ჩვენი მრავალეროვანი ოჯახის თითოეული წევრი, დაცული იქნებიან ჩვენი ოჯახები, ჩვენი ოჯახები და შვილიშვილები. მარტში თუ ვიტყვით - „დიახ“, თავისუფალ საქართველოს ნიშნავს, რომ სექტემბერში გაცილებით უფრო გაუადვილდება - სომხეთს. ორი დემოკრატიული დამოუკიდებელი რესპუბლიკა - საქართველო და სომხეთი - უნდა იყოს! მაშასადამე იქნება მშვიდობისა და სამოქალაქო თანხმობის გარანტიები. თუ ვერ დავიცავთ - ისე იქნება, როგორც განვლილი 70 წლის მანძილზე იყო - სრული უბედურება და გაჭირვება, კვლავაც იქნება მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მასობრივი დამცირება.
მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს - 31 მარტს გააერთიანოთ რიგები და ხმა მისცეთ საქართველოს დამოუკიდებლობას. როგორც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან არის ცნობილი, საქართველოში მცხოვრები სომხები გაჭირვების ჟამს მუდამ იარაღით ხელში ქართველებთან ერთად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ახლა თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხარს დაგვიჭერთ საქართველო და სომხეთი - ეს ორი ქრისტიანული პატარა - კუნძული კავკასიაში - ერთად ესწრაფვიან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დაე აღსრულდეს ჩვენს წინაპართა მრავალსაუკუნოვანი ოცნება ჩვენი სახელმწიფოების თავისუფლების შესახებ.
დიდი პატივისცემით,
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის.
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
1991 წლის 27 მარტი
მიმართვა : ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 მარტი. - №61(81). - 1გვ.
![]() |
48 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბატონ რიჩარდ ნიქსონთან |
▲ზევით დაბრუნება |
1991 წ. 29 მარტს, დღის 3 საათზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბატონ რიჩარდ ნიქსონს და მასთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ამერიკის დელეგაციას.
ბატონი ზვიად გამსახურდია მიესალმა ბატონ რიჩარდ ნიქსონს და ამერიკის დელეგაციას, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი ხელისშემშლელი გარემოებისა, საქართველოს დიდი ხანია აქვს აშშ-თან პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის სურვილი.
ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა, რომ მას აქამდე არ ჰქონია საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა. ამერიკაში ქართველი ხალხი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით. ჩვენი ვიზიტი არ არის ოფიციალური ხასიათის, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტის დავალებით ვართ ჩამოსული და გვევალება საქართველოს პოლიტიკური ვითარების მისთვის გაცნობა. თქვენგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა დელეგაციების გაცვლას ინტენსიური ხასიათი მიეცეს, ურთიერთდამოკიდებულება საქართველოსთან იქნეს არა ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირთან იყო. ეს იქნება არსებითად ახალი სახის ურთიერთკავშირი. ამერიკის მხარე დიდად არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობით.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს საბჭოთა ერი, არსებობს იმპერიების მიერ დაპყრობილი ერები. რესპუბლიკებში გაძლიერდა ბრძოლა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული მსოფლიოს უპირველესი ამოცანაა, ისეთივე დიდი როლი შეასრულოს იმპერიისგან დაპყრობილი ხალხების განთავისუფლებაში, როგორიც კუვეიტის განთავისუფლებაში შეასრულა. რასაკვირველია, ეს გულისხმობს დახმარებას მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით და გამორიცხავს ძალისმიერ ჩარევას. სსრკ-ში შემავალი ხალხებისადმი დახმარება, რომელთა ეროვნული არსებობაც საფრთხეშია, იქნება იმ მისიის აღსრულება, რომელიც ეკისრება აშშ-ს მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის ადამიანის და ერების უფლების, გაეროს წესდების დაცვის, ჰელსინკის ხელშეკრულების შესრულების მისია.
ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელი ხალხი და მთავრობა დიდ პატივს სცემენ ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას. მან იმედი გამოთქვა, რომ გარდამავალი პერიოდი საქართველოში უსისხლოდ დამთავრდება.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიოს დიდმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაუშვან კრემლის ძალადობა რესპუბლიკის მიმართ.
ბატონმა რიჩარდ ნიქსონმა აღნიშნა - ამერიკას ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყოველმა ხალხმა, მათ მიერ არჩეულმა მთავრობამ თვითონ უნდა განაგოს თავისი ბედი.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ გამოხატა თავისი მზადყოფნა უპასუხოს სტუმრებისთვის საინტერესო ყველა კითხვას, რათა მათ მიიღონ ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, რაც კრემლის მიერ გაჩაღებული ცილისმწამებლური კამპანიის ვითარებაში საქართველოსთვის აუცილებელ ინტერესს წარმოადგენს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბატონ - რიჩარდ ნიქსონთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 მარტი. №61 (81). - 1გვ.
![]() |
49 პრესკონფერენცია ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
ახლად გახსნილ სასტუმრო მეტეხის შენობაში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის
პრესკონფერენცია მიეძღვნა საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმსა და საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის მეგობრულ ვიზიტზე საქართველოს რესპუბლიკაში.
დღეს პრესკონფერენციის სრულ ანგარიშს არ ვაქვეყნებთ. შემოგთავაზებთ, ჩვენის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან კითხვა-პასუხებს.
- ბატონო ზვიად, თქვენი პროგნოზი ხვალინდელ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
- ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცემს ხმას, ხოლო რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ყველა საიდუმლოებას ჩვენ ჟურნალისტებს არ ვუმხელთ.
- რაკი თქვენ საიდუმლოებებზე ჩამოაგდეთ სიტყვა, ასეთი შეკითხვა მაქვს: მე ახლახან ჩამოვედი კრემლიდან, რუსეთის პარლამენტის ყრილობიდან, იქ საუბარი იყო თქვენი და ელცინის შეხვედრის შესახებ. კერძოდ, აღნიშნეს, რომ ნაწილი ამ საუბრისა, საიდუმლოდ დარჩა. ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით ხომ ვერ გვეტყოდით რაიმეს?
- მე ვგრძნობ, რომ რაღაც „შეთქმულებაა“ ჟურნალისტებისა ჩემს წინააღმდეგ. მათ სურთ ყველა საიდუმლოება გამომძალონ. მოგახსენებთ, არც ერთ კონფიდენციალურ შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურებს შორის არ ხდება ისე, რომ ჟურნალისტებს ყველა საიდუმლოება გაანდონ. აქვე, იმასაც დავამატებ, რომ ძირითადი ჩემი და ბატონი ელცინის საუბრიდან ჟურნალისტებს ეცნობათ.
- ბატონო ზვიად, ბოლო ხანებში გამოქვეყნდა თქვენი ერთი ოფიციალური მიმართვა და დეპეშა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არძინბას სახელზე. მოჰყვა თუ არა ამ მიმართვას ოფიციალური პასუხი და რა შედეგებს ელოდებით აფხაზეთიდან ხვალინდელ რეფერენდუმზე.
- ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია ვინაიდან არძინბა გუშინ ჩამოვიდა მოსკოვიდან, რაც შეეხება ვითარებას აფხაზეთში, იგი დამაკმაყოფილებელია. დარწმუნებული ვარ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იქაც საქართველოს დამოუკიდებლობას მისცემს ხმას.
-ბატონო ზვიად, თუ შეიძლება მოკლედ თქვენი შეხვედრის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტთან რიჩარდ ნიქსონთან.
- ბატონი ნიქსონი მეგობრული ვიზიტით იმყოფება საქართველოში. მისი მიზანია პოლიტიკური სიტუაციის შესწავლა. როგორც თვითონ ბრძანა, ამით აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი ბუში ყოფილა დაინტერესებული. ხვალ ბატონი ნიქსონი დაათვალიერებს რამდენიმე სარეფერენდუმო და საარჩევნო უბანს თბილისში და გაემგზავრება მოსკოვს.
- ბატონო ზვიად. 1969 წელს სწორედ პრეზიდენტ ნიქსონის ინიციატივით შემუშვდა ე.წ. გუამის დოქტრინა, რომელიც გულისხმობდა ამერიკის ჩარევას რეგიონალურ მოვლენებში. თქვენის აზრით, რამდენად რეალურია ამერიკის მთავრობის ინტერესები საქართველოს მიმართ?
- ოფიციალური ამერიკის ინტერესები, ამჟამად მიმართულია არა ცენტრისაკენ, არამედ საბჭოთა კავშირში რეგიონებისაკენ. ამის დასტურია ნიქსონის ვიზიტი და მისი განცხადება, რომ საქართველოთი თეთრი სახლია დაინტერესებული. ამასვე ადასტურებს საბჭოთა კავშირში ვიზიტი ბატონ ბეიკერისა, რომელიც არა მარტო გორბაჩოვს, რესპუბლიკის ხელმძღვნელებსაც შეხვდა.
- ბატონო ზვიად, რეფერენდუმი აფხაზეთში დიდი დარღვევებით ჩატარდა…
- რეფერენდუმი არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთელ კავშირშიც დიდი დარღვევებით ჩატარდა. ეს ყველამ კარგად იცის. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა. პროკურატურამ მოსთხოვა, ე.წ. კომისიას სიები, მაგრამ არძინბა აცხადებს, რომ ისინი უკვე მოსკოვში, ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიაშია გადაგზავნილი.
- ბატონო ზვიად, თქვენი და ელცინის შეხვედრის შემდეგ, გამოქვეყნდა შეხვედრის ოქმი, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით სამაჩაბლოდან გაყვანილ უნდა იქნეს საკავშირო ჯარები, რათა ერთობლივი მოქმედება დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის მილიციამ. ამას კი საკავშირო თავდაცვის სამინისტრო არ დაეთანხმება, ყოველივე ეს სიტუაციის დაძაბვას ხომ არ გამოიწვევს?
- ეს შეიძლება დღეს და ხვალ არ მოხდეს, მაგრამ მომავალში აუცილებლად მოხდება, ვინაიდან ელცინის გავლენა საკავშირო თავდაცვის სამინისტროზე დღითიდღე იზრდება, შესაძლოა მან ამას მიაღწიოს. გარდა ამისა, ეს პირობა მიმაჩნია ერთადერთ შესაძლო გადაწყვეტად იმ მძიმე პრობლემისა, რომელსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა ეწოდება. სხვა გზა ნამდვილად არ არსებობს.
- ალბათ, თქვენთვის არ იყო ადვილი, უარი გეთქვათ საქართველოს იმ მცხოვრებთა ხმებზე, რომლებიც რეფერენდუმის დღეს უცხოეთში იქნებიან?
- მათ უფლება არ აქვთ წართმეული. უბრალოდ, ისინი შეადგენენ პეტიციებს თავიანთი ხელმოწერით, რომ უერთდებიან რეფერენდუმს. უკვე დაიწყო ასეთი წერილების მოსვლა, კერძოდ, პარიზიდან.
- თვითონ რუსეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩეველთა სამმა მეოთხედმა ხმა მისცა პრეზიდენტობის შემოღებას. ეს საკითხი საერთოდ არ იქნა განხილული პარლამენტში. ექნება თუ არა გარანტია ქართველ ხალხს, რომ რასაც მოითხოვს, იმას შეუსრულებენ?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთის პარლამენტებს შორის. კერძოდ, იმ არნახულ ერთსულოვნებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში არსებობს და იმ ორად გახლეჩილობას შორის რომელიც რუსეთის პარლამენტშია. ასე, რომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენი პარლამენტი ერთსულოვნად მიიღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს რეფერენდუმის შედეგებს.
- თქვენ თქვით, რომ რეფერენდუმით გაარკვევთ, თუ ვინ იქნება საქართველოს მოქალაქე. როგორ მოახერხებთ ამას?
- არაქართველების უმრავლესობა მიიღებს მოქალაქეობას, ვინაიდან უმრავლესობა ხმას დამოუკიდებელ საქართველოს მისცემს.
- ყოველდღიურად ახალ-ახალი კონფლიქტები ხდება საქართველოში. ჯერ ოსეთი, შემდეგ ჯავახეთი, აფხაზეთი. როგორ ფიქრობთ, რაშია ამ კონფლიქტების სათავეები?
- პირველად მესმის თქვენგან, რომ რაღაც კონფლიქტებია ჯავახეთში და აფხაზეთში. ასე, რომ ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ. რაც შეეხება ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს, იქაც შემცირდა დაძაბულობა და ნაკლებია კონფლიქტები.
- საიდუმლო არ არის, რომ მოსახლეობას სურს თვითგამორკვევა და თავისუფლება, რეფერენდუმის შედეგების შემდგომი ნაბიჯები?
- ჩვენს მიერ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც გაითვალისწინებენ მოსახლეობის სურვილს, ოღონდ ეს ბევრად იქნება დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე და ცენტრის მზადყოფნაზე მოლაპარაკებისათვის.
- თუ არა, რომ მოსკოვის დამსჯელმა ღონისძიებებმა ფასების მომატების შესახებ შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია საქართველოში?
- ჯერჯერობით მოსახლეობა გაგებით ეკიდება ამ პრობლემას, ვინაიდან ხვდება, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, ყოველივე ცენტრიდან მომდინარეობს. ჩვენ მივმართეთ მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით. პრესაში გამოქვეყნდა ჩვენი მიმართვა, სადაც განმარტებულია ამის მიზეზი. გარდა ამისა, ფასების მომატების გადაწყვეტილებისათვის მე არ მომიწერია ხელი, არც ბატონ თენგიზ სიგუას. მასზე ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც ამჟამად განთავისუფლებულია.
- თქვენი პროგნოზი ხვალინდელ არჩევნებზე.
- რაც შეეხება ხვალინდელ პროგნოზს არჩევნების შესახებ, ჩემის აზრით, მოსახლეობა მხარს დაუჭერს ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, თუმცა, შესაძლოა, სხვა ბლოკებისა და პარტიების წარმომადგენლებიც იქნენ არჩეულნი.
- მე მინდა უფრო ნათლად დავინახო, თუ რა კავშირი აქვს ხმის მიცემას, საქართველოს რეფერენდუმსა და საქართველოს მოქალაქეობის სტატუსს შორის. არის თუ არა გარანტია, რომ ხმის მიცემა იქნება საიდუმლო და მისი შედეგები არ იმოქმედებს პიროვნების შემდგომ ცხოვრებაზე?
- არც ერთ ქვეყანაში არ აძლევენ მოქალაქეობას იმ პირებს, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი სახელმწიფოსადმი, ერისადმი, ცუდ მიზნებს ისახავენ და პატივს არ სცემენ ენას, სუვერენიტეტს. ასე, რომ ნურავის უკვირს, თუ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
- თვლით თუ არა, რომ ყველაზე დიდი მოვლენა მსოფლიოში ელცინის პოლიტიკის გამარჯვება იქნება?
- ბატონი ელცინის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება და ჩვენ მივესალმებით ამ პიროვნებას, ვინაიდან იგი იმპერიული რუსეთის განსახიერება კი არ არის ჩვენს თვალში არამედ დემოკრატიული რუსეთისა.
- ბატონო ზვიად, გვაინტერესებს, სცნობს თუ არა საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში?
- ხშირად, ვინც ასეთ შეკითხვებს გვისვამს, თავად არ იცნობს ამ ხელშეკრულებების ტექსტსა და შინაარსს.
- მე ეჭვი არ მეპარება, რომ ხვალ საქართველო თავისუფალი იქნება. მაინტერესებს, რა ურთიერთობა გექნებათ ჩემს ქვეყანასთან, მოლდავეთთან?
- უკვე მზადდება ხელშეკრულება საქართველოსა და მოლდავეთს შორის და ეს იქნება, ალბათ, კეთილი დასაწყისი ჩვენი სუვერენული სახელმწიფოების მეგობრობისა და ურთიერთობისა.
- პრესკონფერენციის დასასრულ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ რამდენიმე სიტყვით მიმართა ჟურნალისტებს:
-ქალბატონებო და ბატონებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალინდელ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის. ამიტომ გთხოვთ, მაქსიმუმი გააკეთოთ იმისათვის, რომ მსოფლიოში სწორი ინფორმაცია გავიდეს ხვალინდელი რეფერენდუმის შესახებ.
სასტუმრო მეტეხი, 30 მარტი, 1991 წ.
პრესკონფერენცია ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. 31მარტი. - №62-63 (83). - 3გვ.
პრესკონფერენცია ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის // რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №12/45 - 2გვ.
![]() |
50 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას |
▲ზევით დაბრუნება |
სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს და ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით მოდის უამრავი მიმართვა, რომლებშიც გამოხატულია დიდი შეშფოთება ქალაქ ცხინვალისა და მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარების მკვეთრი გამწვავების გამო. დათარეშობენ ექსტრემისტები, იღვრება ოსთა და ქართველთა სისხლი, დაიწვა ათობით სოფელი, ადგილებიდან ერეკებიან მშვიდობიან მცხოვრებთ და ათასობოთ ლტოლვილი გაჭირვებას განიცდის.
ერთხელ კიდევ ვადასტურებ რა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებებს, გთავაზობთ დაუყოვნებლივ იღონოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შეაჩეროთ სისხლისღვრა, შეწყვიტოთ ექსტრემისტთა მოქმედება, აღკვეთოთ მათი განზრახვა, ხელთ იგდონ და მოსპონ დასახლებული პუნქტები, შეუდგეთ მოლაპარაკებას.
მ. გორბაჩოვი
1991 წლის 30 მარტი
მიმართვა : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას / გორბაჩოვი მ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №64(84). - 1გვ.
![]() |
51 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ქალაქ ცხინვალსა და მის მიმდებარე რაიონში შექმნილი მდგომარეობის გამო. გაცნობებთ, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელეთ ღონისძიებანი, „რათა შეგვეჩერებინა სისხლისღვრა, შეგვეწყვიტა ექსტრემისტთა მოქმედება, აღგვეკვეთა მათი განზრახვა, ხელთ ეგდოთ და მოესპოთ დასახლებული პუნქტები“. რესპუბლიკის მილიციის გადამწყვეტი მოქმედების მეოხებით მოხერხდა ექსტრემისტთა მნიშვნელოვანი ნაწილის განიარაღება, მათი განდევნა დაკავებული პოზიციებიდან და აგერ უკვე მთელი კვირაა, შედარებით სიმშვიდე სუფევს აღნიშნულ რეგიონში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთნაირია ჩვენი დამოკიდებულება ექსტრემისტებისადმი, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. კიდევ უფრო ადრე განიარაღებული იყვნენ ქართველი ექსტრემისტები მთელ საქართველოში.
საქართველოში მიმდინარე ამბების განზრახ ტენდენციურად გაშუქება პრესის ცენტრალური ორგანოებისა და ცენტრალური ტელევიზიის მიერ ერთხელ კიდევ საფრთხეს უქმნის საბჭოთა საზოგადოებას, თვითონ გახდეს საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი. „მოლაპარაკების დაწყების თაობაზე“ თქვენი წინადადების პასუხად, პატივი მაქვს შევნიშნო, რომ ფართო წრის საკითხების გამო დავიწყეთ მოლაპარაკება რუსეთის სფსრ ხელმძღვანელობასთან და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, რომ არაფრით არ შეიძლება საქართველოს რესპუბლიკა მოლაპარაკებას აწარმოებდეს ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან. საერთოდ შეწყვეტილია სროლა და მიღწეულია შედარებით სტაბილურობა ცხინვალის რაიონში. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებას ცხინვალში - დამწვარია ქართული სკოლები ქართველთა უმრავლესობის სახლები, რაზეც რატომღაც თქვენ არაფერს ამბობთ.
ვიმედოვნებთ, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობა თავს შეიკავებს აღნიშნულ რაიონში ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისაგან, რადგან თქვენი დეპეშის შემდეგ მდგომარეობა ცხინვალის გარშემო კვლავ გამწვავდა.
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 1 აპრილი
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №64 (84). - 1გვ.
![]() |
52 მიმართვა რუსეთის სფსრ-ის სახალხო დეპუტატთა III საგანგებო ყრილობას |
▲ზევით დაბრუნება |
ამა წლის 31 მარტს რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს დადგენილება, გარდა იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, ჩამოყალიბებულია მიუღებელი, მბრძანებლური კილოთი, რაც არ ეკადრება ესოდენ დიდ ფორუმს.
ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ დადგენილება მიღებულია ჯეროვანი განხილვის გარეშე. რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური საშუალებების მონაცემების საფუძველზე და არც კი ინება მოესმინა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობისათვის, არ გასცნობია რესპუბლიკაში შექმნილ ნამდვილ საქმის ვითარებას, არ გამოურკვევია მიზეზები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტისა და ანტიქართული ამბოხების ხელმძღვანელთა ბრძანებულებისა, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
რაც შეეხება არსებითად დადგენილებას, უნდა აღინიშნოს შემდეგი:
1. მოვლენებში, რომლებიც 1990-1991 წლებში გაიშალა ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოში - შიდა ქართლში, რომელიც 1922 წელს ბოლშევიკებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად გადააქციეს მორალისა და სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, ბრალი მიუძღვით ოს ექსტრემისტებს, რომლებსაც მორალურადაც და მატერიალურადაც, უახლეს სახეობათა იარაღის ჩათვლით, მხარს უჭერენ რეაქციული ძალები, სულ უფრო რომ მომძლავრდნენ საკავშირო მთავრობაში.
2. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი წითელი არმიის აშკარა შეიარაღებული, საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგია, რკპ (ბ) და რუსეთის სფსრ მთავრობამ რომ განახორციელეს და ამით უხეშად დაარღვიეს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. რკპ (ბ)-მ არაერთგზის გამოიყენა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობა 1918 1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკის კანონიერად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რესპუბლიკისა, რომელმაც მოიშორა რუსეთის იმპერიის უღელი და დაადგა ნამდვილი დემოკრატიული განვითარების გზას, უკუაგდო პროლეტარიატის დიქტატურის იდეა. ამ რიგად, 1920-იან წლებში რკპ(ბ)-ს მიერ ჩადებული ნაღმი ჩვენს დროში ამუშავდა. ყველაფერი ძველი პრინციპით ვითარდება. ჩვენ გვეგონა, დემოკრატიული რუსეთი ქართველ ხალხთან ერთად დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის დასაცავად, საშუალებას არ მისცემდა ცენტრსა და სხვა ძალებს დაერღვიათ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა „განახლებული ფედერაციის“ გულშემატკივართა უნიტარისტული ტენდენციების საამებლად, რომლებიც პრაქტიკულად საკავშირო მთავრობის ტყვეებად აქცევენ ჩვენს რესპუბლიკებს.
3. შიდა ქართლის (არ არსებობს ცნება - „სამხრეთ ოსეთი“) პრობლემა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეა, მაგრამ იგი მზად არის ითანამშრომლოს რუსეთის სფს რესპუბლიკასთან, რამდენადაც საქმე ეხება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესებსაც - ამის გზას გვისახავს 1991 წლის 23 მარტის ოქმი რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბ.ნ. ელცინისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.კ. გამსახურდიას შეხვედრისა და მოლაპარაკების შესახებ. მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შეუწყნარებლად მიაჩნია ცალმხრივი უხეში ჩარევა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში იმ ულტიმატიმური მოთხოვნების წარმოდგენის გზით, რომ აღვადგინოთ ავტონომიური ოლქის სტატუსი, გავათავისუფლოთ ტ. კულუმბეგოვი და სხვა „უკანონოდ დაპატიმრებული პირები“ (ვინ განსაზღვრა აღნიშნულ პირთა დაპატიმრების უკანონობა?!) და ა.შ.
გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყალიბდება იმპერიულად განწყობილი ძალების ერთიანი ფრონტი კანონიერად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან საბრძოლველად, რომელიც ესწრაფვის დაიბრუნოს 1921 წლის თებერვალში ძალით წართმეული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. აღადგინოს ფეხქვეშ გათელილი ისტორიული სამართლიანობა. ამ პოზიციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რასაც მოწმობს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიებში შეტანილ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 95-მდე პროცენტმა. ის ფაქტი, რომ 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენას დადებითი პასუხი გასცა კენჭისყრის მონაწილეთა 99,6 პროცენტმა, და იმის გათვალისწინებით, რომ არაქართველი მოსახლეობა 30 პროცენტს შეადგენს, მოწმობს საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების სამართლიანობასა და შეუქცევადობას, იმ სოციალური ბაზის ნამდვილად მრავალეროვნულ ხასიათს, რომელსაც ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.
31 მარტის რეფერენდუმი ისტორიული მოვლენაა, რომელიც რეალურ გზას უხსნის საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. სწორედ ამ დღეს რუსეთის სფსრ ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა საკავშირო მთავრობის იმპერიული ამბიციების მხარდაჭერა, რასაც ადასტურებს ყრილობის მიმართვა სსრ კავშირის პრეზიდენტისა და სსრ კავშირის ფედერაციის საბჭოსადმი, რომელშიც მოითხოვენ განხორციელდეს „სასწრაფო ღონისძიებანი სამხრეთ ოსეთში ვითარების ნორმალიზაციისათვის“...
რა შეიძლება მოჰყვეს წესრიგის დასამყარებლად ცენტრალური მთავრობის სასწრაფო ღონისძიებებს, შეგეძლოთ გენახათ თბილისში, ბაქოში, ვილნიუსში, რიგასა და სხვა რეგიონებში.
გაოცებას იწვევს, რომ დადგენილება მიიღო უმრავლესობამ, რუსეთის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების ჩათვლით, რომლებიც თითქოსდა საკავშირო მთავრობის დიქტატურისა და იმპერიულ ზრახვათა წინააღმდეგ იბრძვიან.
გვწამდა რა ჩვენი მართალი საქმისა, ჩვენ ამავე დროს შეგნებული გვქონდა, რომ რეფერენდუმის შემდეგ საკავშირო მთავრობა გაამკაცრებდა თავის პოზიციას და ამის.ათვის გამოიყენებდა სწორედ შიდა ქართლის ამბებს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობის დადგენილება ამით ხელს უწყობს ცენტრის ზრახვებს, რაც წესრიგის დასამყარებლად „სასწრაფო ღონისძიებათა“ საბაბით შეიძლება გაუთვლისწინებელი ტრაგიკული შედეგებით დამთავრდეს.
ფაქტობრივად მზადდება კიდევ ერთი აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მიღებული დადგენილებით რუსეთის ყრილობა სანქციას აძლევს სამხედრო ძალის გამოყენებას სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ამრიგად, მიიღეს რა ეს დადგენილება, რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატებმა იკისრეს მორალური პასუხისმგებლობა საკავშირო მთავრობის შესაძლო მოქმედებისათვის, კანონიერი დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც თავისი ქვეყანა დამოუკიდებლობის გზით მიჰყავს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
მიმართვა : რუსეთის სფსრ-ის სახალხო დეპუტატთა III საგანგებო ყრილობას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 აპრილი. - №65 (85). - 1გვ.
![]() |
53 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას |
▲ზევით დაბრუნება |
სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს და ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით მოდის უამრავი მიმართვა, რომლებშიც გამოხატულია დიდი შეშფოთება ქალაქ ცხინვალისა და მთლიანად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ვითარების მკვეთრი გამწვავების გამო. დათარეშობენ ექსტრემისტები, იღვრება ოსთა და ქართველთა სისხლი, დაიწვა ათობით სოფელი, ადგილებიდან ერეკებიან მშვიდობიან მცხოვრებთ და ათასობოთ ლტოლვილი გაჭირვებას განიცდის.
ერთხელ კიდევ ვადასტურებ რა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებებს, გთავაზობთ დაუყოვნებლივ იღონოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შეაჩეროთ სისხლისღვრა, შეწყვიტოთ ექსტრემისტთა მოქმედება, აღკვეთოთ მათი განზრახვა, ხელთ იგდონ და მოსპონ დასახლებული პუნქტები, შეუდგეთ მოლაპარაკებას.
მ. გორბაჩოვი
1991 წლის 30 მარტი
მიმართვა : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას / გორბაჩოვი მ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №64(84). - 1გვ.
![]() |
54 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას ქალაქ ცხინვალსა და მის მიმდებარე რაიონში შექმნილი მდგომარეობის გამო. გაცნობებთ, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელეთ ღონისძიებანი, „რათა შეგვეჩერებინა სისხლისღვრა, შეგვეწყვიტა ექსტრემისტთა მოქმედება, აღგვეკვეთა მათი განზრახვა, ხელთ ეგდოთ და მოესპოთ დასახლებული პუნქტები“. რესპუბლიკის მილიციის გადამწყვეტი მოქმედების მეოხებით მოხერხდა ექსტრემისტთა მნიშვნელოვანი ნაწილის განიარაღება, მათი განდევნა დაკავებული პოზიციებიდან და აგერ უკვე მთელი კვირაა, შედარებით სიმშვიდე სუფევს აღნიშნულ რეგიონში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთნაირია ჩვენი დამოკიდებულება ექსტრემისტებისადმი, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. კიდევ უფრო ადრე განიარაღებული იყვნენ ქართველი ექსტრემისტები მთელ საქართველოში.
საქართველოში მიმდინარე ამბების განზრახ ტენდენციურად გაშუქება პრესის ცენტრალური ორგანოებისა და ცენტრალური ტელევიზიის მიერ ერთხელ კიდევ საფრთხეს უქმნის საბჭოთა საზოგადოებას, თვითონ გახდეს საკუთარი პროპაგანდის მსხვერპლი. „მოლაპარაკების დაწყების თაობაზე“ თქვენი წინადადების პასუხად, პატივი მაქვს შევნიშნო, რომ ფართო წრის საკითხების გამო დავიწყეთ მოლაპარაკება რუსეთის სფსრ ხელმძღვანელობასთან და ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან, რომ არაფრით არ შეიძლება საქართველოს რესპუბლიკა მოლაპარაკებას აწარმოებდეს ექსტრემისტებთან და ტერორისტებთან. საერთოდ შეწყვეტილია სროლა და მიღწეულია შედარებით სტაბილურობა ცხინვალის რაიონში. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებას ცხინვალში - დამწვარია ქართული სკოლები ქართველთა უმრავლესობის სახლები, რაზეც რატომღაც თქვენ არაფერს ამბობთ.
ვიმედოვნებთ, რომ სსრ კავშირის ხელმძღვანელობა თავს შეიკავებს აღნიშნულ რაიონში ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისაგან, რადგან თქვენი დეპეშის შემდეგ მდგომარეობა ცხინვალის გარშემო კვლავ გამწვავდა.
ზ. გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 1 აპრილი
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №64 (84). - 1გვ.
![]() |
55 მიმართვა რუსეთის სფსრ-ის სახალხო დეპუტატთა III საგანგებო ყრილობას |
▲ზევით დაბრუნება |
ამა წლის 31 მარტს რუსეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს დადგენილება, გარდა იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, ჩამოყალიბებულია მიუღებელი, მბრძანებლური კილოთი, რაც არ ეკადრება ესოდენ დიდ ფორუმს.
ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ დადგენილება მიღებულია ჯეროვანი განხილვის გარეშე. რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მიიღო დადგენილება მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის ცენტრალური საშუალებების მონაცემების საფუძველზე და არც კი ინება მოესმინა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობისათვის, არ გასცნობია რესპუბლიკაში შექმნილ ნამდვილ საქმის ვითარებას, არ გამოურკვევია მიზეზები ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტისა და ანტიქართული ამბოხების ხელმძღვანელთა ბრძანებულებისა, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს რესპუბლიკის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
რაც შეეხება არსებითად დადგენილებას, უნდა აღინიშნოს შემდეგი:
1. მოვლენებში, რომლებიც 1990-1991 წლებში გაიშალა ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოში - შიდა ქართლში, რომელიც 1922 წელს ბოლშევიკებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად გადააქციეს მორალისა და სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, ბრალი მიუძღვით ოს ექსტრემისტებს, რომლებსაც მორალურადაც და მატერიალურადაც, უახლეს სახეობათა იარაღის ჩათვლით, მხარს უჭერენ რეაქციული ძალები, სულ უფრო რომ მომძლავრდნენ საკავშირო მთავრობაში.
2. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი წითელი არმიის აშკარა შეიარაღებული, საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგია, რკპ (ბ) და რუსეთის სფსრ მთავრობამ რომ განახორციელეს და ამით უხეშად დაარღვიეს რუსეთის სფს რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება. რკპ (ბ)-მ არაერთგზის გამოიყენა შიდა ქართლის ოსი მოსახლეობა 1918 1921 წლებში საქართველოს რესპუბლიკის კანონიერად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რესპუბლიკისა, რომელმაც მოიშორა რუსეთის იმპერიის უღელი და დაადგა ნამდვილი დემოკრატიული განვითარების გზას, უკუაგდო პროლეტარიატის დიქტატურის იდეა. ამ რიგად, 1920-იან წლებში რკპ(ბ)-ს მიერ ჩადებული ნაღმი ჩვენს დროში ამუშავდა. ყველაფერი ძველი პრინციპით ვითარდება. ჩვენ გვეგონა, დემოკრატიული რუსეთი ქართველ ხალხთან ერთად დადგებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სუვერენიტეტის დასაცავად, საშუალებას არ მისცემდა ცენტრსა და სხვა ძალებს დაერღვიათ ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა „განახლებული ფედერაციის“ გულშემატკივართა უნიტარისტული ტენდენციების საამებლად, რომლებიც პრაქტიკულად საკავშირო მთავრობის ტყვეებად აქცევენ ჩვენს რესპუბლიკებს.
3. შიდა ქართლის (არ არსებობს ცნება - „სამხრეთ ოსეთი“) პრობლემა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეა, მაგრამ იგი მზად არის ითანამშრომლოს რუსეთის სფს რესპუბლიკასთან, რამდენადაც საქმე ეხება ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესებსაც - ამის გზას გვისახავს 1991 წლის 23 მარტის ოქმი რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბ.ნ. ელცინისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.კ. გამსახურდიას შეხვედრისა და მოლაპარაკების შესახებ. მაგრამ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შეუწყნარებლად მიაჩნია ცალმხრივი უხეში ჩარევა საქართველოს რესპუბლიკის საშინაო საქმეებში იმ ულტიმატიმური მოთხოვნების წარმოდგენის გზით, რომ აღვადგინოთ ავტონომიური ოლქის სტატუსი, გავათავისუფლოთ ტ. კულუმბეგოვი და სხვა „უკანონოდ დაპატიმრებული პირები“ (ვინ განსაზღვრა აღნიშნულ პირთა დაპატიმრების უკანონობა?!) და ა.შ.
გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ყალიბდება იმპერიულად განწყობილი ძალების ერთიანი ფრონტი კანონიერად არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტთან საბრძოლველად, რომელიც ესწრაფვის დაიბრუნოს 1921 წლის თებერვალში ძალით წართმეული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. აღადგინოს ფეხქვეშ გათელილი ისტორიული სამართლიანობა. ამ პოზიციას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, რასაც მოწმობს გამართული რეფერენდუმის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სიებში შეტანილ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 95-მდე პროცენტმა. ის ფაქტი, რომ 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე დამოუკიდებელი საქართველოს აღდგენას დადებითი პასუხი გასცა კენჭისყრის მონაწილეთა 99,6 პროცენტმა, და იმის გათვალისწინებით, რომ არაქართველი მოსახლეობა 30 პროცენტს შეადგენს, მოწმობს საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესების სამართლიანობასა და შეუქცევადობას, იმ სოციალური ბაზის ნამდვილად მრავალეროვნულ ხასიათს, რომელსაც ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი.
31 მარტის რეფერენდუმი ისტორიული მოვლენაა, რომელიც რეალურ გზას უხსნის საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. სწორედ ამ დღეს რუსეთის სფსრ ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომელიც სხვა არა არის რა, თუ არა საკავშირო მთავრობის იმპერიული ამბიციების მხარდაჭერა, რასაც ადასტურებს ყრილობის მიმართვა სსრ კავშირის პრეზიდენტისა და სსრ კავშირის ფედერაციის საბჭოსადმი, რომელშიც მოითხოვენ განხორციელდეს „სასწრაფო ღონისძიებანი სამხრეთ ოსეთში ვითარების ნორმალიზაციისათვის“...
რა შეიძლება მოჰყვეს წესრიგის დასამყარებლად ცენტრალური მთავრობის სასწრაფო ღონისძიებებს, შეგეძლოთ გენახათ თბილისში, ბაქოში, ვილნიუსში, რიგასა და სხვა რეგიონებში.
გაოცებას იწვევს, რომ დადგენილება მიიღო უმრავლესობამ, რუსეთის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების ჩათვლით, რომლებიც თითქოსდა საკავშირო მთავრობის დიქტატურისა და იმპერიულ ზრახვათა წინააღმდეგ იბრძვიან.
გვწამდა რა ჩვენი მართალი საქმისა, ჩვენ ამავე დროს შეგნებული გვქონდა, რომ რეფერენდუმის შემდეგ საკავშირო მთავრობა გაამკაცრებდა თავის პოზიციას და ამის.ათვის გამოიყენებდა სწორედ შიდა ქართლის ამბებს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობის დადგენილება ამით ხელს უწყობს ცენტრის ზრახვებს, რაც წესრიგის დასამყარებლად „სასწრაფო ღონისძიებათა“ საბაბით შეიძლება გაუთვლისწინებელი ტრაგიკული შედეგებით დამთავრდეს.
ფაქტობრივად მზადდება კიდევ ერთი აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მიღებული დადგენილებით რუსეთის ყრილობა სანქციას აძლევს სამხედრო ძალის გამოყენებას სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ.
ამრიგად, მიიღეს რა ეს დადგენილება, რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატებმა იკისრეს მორალური პასუხისმგებლობა საკავშირო მთავრობის შესაძლო მოქმედებისათვის, კანონიერი დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც თავისი ქვეყანა დამოუკიდებლობის გზით მიჰყავს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
მიმართვა : რუსეთის სფსრ-ის სახალხო დეპუტატთა III საგანგებო ყრილობას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 აპრილი. - №65 (85). - 1გვ.
![]() |
56 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ამა წლის 2 აპრილს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონამ გაჭყლიტა ორი 14-15 წლის გოგონა, ერთ-ერთი მათგანი, ნინო მეტრეველი, სიკვდილის პირას არის და იმყოფება გორის საავადმყოფოში.
თქვენი ამასწინდელი დეპეშის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგია, ისევე, როგორც „ნურს“ რაკეტით (საბჭოთა წარმოების) სოფელ ნიქოზში გლეხის - ლადო მჭედლიძის მკვლელობა და სხვა გლეხების დაჭრა. აი, ასეთ შედეგებს იწვევს ცენტრის „მეურვეობა“.
მოვითხოვ, შეწყდეს ყოველგვარი ჩარევა სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის საქმეებში, რათა თავიდან ავიცილოთ ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 3 აპრილი
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 4 აპრილი. - №66 (86). - 1 გვ.
![]() |
57 მიმართვა სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს |
▲ზევით დაბრუნება |
ა.წ. 1 აპრილს სსრკ-ს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შექმნილი მდგომარეობის შესახებ“.
ეს დადგენილება კიდევ ერთი, ამჯერად თავისი შედეგებით განუჭვრეტელი აქტია, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლში, ესე იგი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ვითარების შემდგომ გამწვავებას.
მხოლოდ გარედან მხარდაჭერით ჩადიოდნენ ოსი ექსტრემისტები უმსგავსობასა და ძალადობას ოდითგანვე ქართულ მიწაზე, იწვევდნენ ვითარების დესტაბილიზაციას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც ძალით წართმეული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზას დაადგა.
ეს დადგენილება მოჰყვა ანალოგიურ დოკუმენტს, მიღებულს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა მესამე საგანგებო ყრილობაზე. იგი 1991 წლის 23 მარტს რუსეთის სფსრ-ს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის - ბ.ნ. ელცინისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზ.კ. გამსახურდიას შეხვედრის ოქმის მიუხედავად (რომელშიც დასახულია პრობლემების გადაჭრის გზა საქართ ველოს რესპუბლიკისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით), კონსერვატიული ძალების ზეგავლენით, მიმართავდა კონფლიქტის გადაწყვეტის ულტიმატუმურ ფორმას. სსრკ-ის უზენაესმა საბჭომ თავის მხრივ ყველაფერი იღონა იძულებით ღონისძიებათა ესკალაციისათვის.
შეიქმნა ერთიანი ფრონტი დამოუკიდებლობისადმი საქართველოს მისწრაფების წინააღმდეგ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მაშინ, როცა ქართველმა ერმა ეროვნულ უმცირესობებთან ერთად, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 30%25 შეადგენენ, რესპუბლიკური რეფერენდუმის დროს, თითქმის ერთხმად, მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, ცენტრის მხრიდან მზადდება საქართველოს რესპუბლიკის ხელმეორე ანექსია და ოკუპაცია სამხრეთ ოსეთის პუტჩის საბაბით.
საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული გზით არჩეულმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ გაითვალისწინა სსრკ-ში შექმნილი უაღრესად რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია და გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი სრული სახელმწოფოებრიობის აღსადგენად.
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა სტაბილიზაციის ფაქტორი, რომლის დროს დემოკრატიული პოლიტიკური საშუალებებით შესაძლებელი გახდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობიანი ეტაპობრივი გამოსვლა სსრ კავშირის შემადგენლობიდან. ჩვენი არჩეული გზა შეესაბამება როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობის, ასევე ყველა კეთილი ნების ადამიანის ინტერესებს. მაგრამ ცნობილი მარჯვნივ შემობრუნების შემდეგ საკავშირო მთავრობას რომელიც უგულვებელყოფს საღ აზრს, არ გამოუჩენია არავითარი გონივრული ინიციატივა ამ მიმართულებით, რისი შედეგი იყო სისხლიანი მოვლენები მოლდოვაში, ლიტვაში, ლატვიაში და ხელოვნურად გაჩაღებული კონფლიქტი ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საქართველო დღეისათვის ანექსირებული სახელმწიფოა, მაგრამ ჰყავს დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს.
საკავშირო ხელისუფლების პროვოკაციულ მოქმედებას რომელმაც შეიძლება საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში საგანგებო წესების, ან საპრეზიდენტო მმართველობის გამოცხადების ფორმა მიიღოს, ჩვენ შევაფასებთ, როგორც საქართველოს რესპუბლიკისათვის ომის გამოცხადებას.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელი შედეგებისათვის დაეკისრება საკავშირო ხელმძღვანელობას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი,
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია
მიმართვა : სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს / საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამსახურდია ზ. // საქართველოს რეს.პუბლიკა. - 1991. - 4 აპრილი. - №68 (86). - 1გვ.
![]() |
58 სსრკ-ს პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს, სსრკ-ს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ი. ლუკიანოვს |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ დღეებში ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონო მიური ოლქის ტერიტორიაზე შემოჰყავთ საბჭოთა არმიისა და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების დამატებითი კონტინგენტი! მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკ ალექსანდროვის განცხადებით ეს ჯარები არ დაექვემდებარებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მიერ დანიშნულ კომენდანტს. უფრო მეტიც, უნდობლობა გამოეცხადათ არა მარტო მათ, არამედ, აგრეთვე სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს დივიზიის ნაწილებს, რომლებიც განლაგებული არიან ქ. თბილისში და რომლებსაც ნაბრძანები აქვთ დატოვონ ცხინვალი ქართულ მილიციასთან ერთად.
ოსმა ექსტრემისტებმა ყოველივე ეს აღიქვეს, როგორც მხარდაჭერა და თამამად დაიწყეს მოქმედება.
5 აპრილს 16 საათიდან დაწყებული ქართულ სოფლებს თამარაშენს, აჩაბეთს, ქემერტს, სვერს და სხვებს ოსმა ექსტრემისტებმა შინაგანი ჯარის ნაწილების მხარდაჭერით და მათი ჯავშანტრანს პორტიორებით ყველა მხრიდან შეუტიეს, დაიღუპა თამარაშენის ორი მცხოვრები ე. ელბაქიძე და ზ. მეტრეველი, ხოლო სამი დაიჭრა. იმავე ღამეს, ერედვ-ხეითის გზაზე მოკლეს მილიციის კურსანტი თ. დათაშვილი და სოფელ მერეთის მცხოვრები ვ. ტატიშვილი.
ეს არის აშკარა აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, გრძელდება მისი მოსახლეობის გენოციდი
დღემდე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ცდილობდა მოენახა დიალოგისა და დაზავების გზები, მაგრამ ახლა იზრდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღშფოთება, რასაც ემატება ეკონომიკური პირობების სერიოზული გაუარესება, ფასების ზრდა და ცენტრისმიერი ბლოკადა.
ყოველივე ამის შედეგად, „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ორგანიზაციის, აგრეთვე საქართველოს მშრომელთა ინიციატივით რესპუბლიკაში მზადდება საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვა მუშების, მოსამსახურეების, რკინიგზელების, მეზღვაურებისა, რომლებიც უერთდებიან გაფიცულ სსრ კავშირის მშრომელებს და იზიარებენ ყველა მათს მოთხოვნას.
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებით საგაფიცვო კომიტეტები მოითხოვენ შეწყდეს სამხედრო აგრესია საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ და განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებანი:
1. ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან გაყვანილ იქნენ საბჭოთ არმიის ნაწილები და სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების დამატებითი კონტინგენტი, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარეებიდან ჩამოვიდნენ.
2. დაბრუნებულ იქნენ ცხინვალში კომენდანტი და მისი მოადგილეები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანიშნა.
3. დაიხუროს და გაუქმდეს როკის უღელტეხილი და გვირაბი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი. 1991 წლის 6 აპრილი
სსრკ-ს პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს, სსრკ-ს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ი. ლუკიანოვს / გამსხურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. 1991. - 9 აპრილი. - №69 (89). - 1გვ.
![]() |
59 „ვამაყობ ჩემი ქვეყნით!“ |
▲ზევით დაბრუნება |
„ძელი რა წყალთა ჩააგდო,
იცოდე, არ დასძირავსა.
რადგან მის რწყვითა აღზრდილა,
ამისთვის ვერ გასწირავსა.“
სულხან-საბა ორბელიანი
სულის თავისუფლება, გონების დაუოკებლობა კეთილდღეობა კი არა, მიზანია, რომლისკენაც ადამიანები ისწრაფიან და რომელსაც უკომპრომისო ბრძოლაში ძალზე იშვიათად აღწევენ. ამ ბრძოლაში ყალიბდება პიროვნება, ანუ ის ვის კისერზედაც თავისი დამოკლეს მახვილი აღიმართება. სწორედ ამიტომ სული ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ მაშინ ეზიარება, როცა ახალ, უფრო დიდ პასუხისმგებლობას იტვირთებს.
დაუშვა დაუშვებელი, მოითმინო მოუთმენელი - გმირობაა. გმირობა თავისუფლებას გულისხმობს, ხოლო თავისუფლება - დიდი ადამიანის ასკეტიზმს. ძალა? ძალა სიმამაცისა და გონიერების შერწყმაა. თავისუფალი სული, დაუოკებელი გონება, გმირობა და ძალა, კომპონენტებია, რომლებიც პიროვნებას ქმნიან, პიროვნება კი მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ უნდა იღწვოდეს.
დიახ, პიროვნება სიკეთეს უნდა თესავდეს, ოღონდ ერთი, სიკეთეს რომ ვინმეს უზამს, სამაგიეროს მოსთხოვს; მეორე არ მოსთხოვს, მაგრამ სამუდამოდ მოვალედ დაიგულებს; მესამე, გარკვეული აზრით თავის სიქველეს მალე ივიწყებს და განუსჯელად განაგრძობს სიკეთის ქმნას. ნეტავ, ყველა ასეთი ვიყოთ. და ბოლოს, ვინც განსაკუთრებით ბეჯითია წვრილმანებში, დიდ საქმეს ვეღარ ეჭიდება. ხოლო ის, ვინც დიდ საქმეს ეჭიდება, ბევრს სძულდება, რადგან ვერ ართმევენ იმას, რაც ყველა დანარჩენს მისდამი პატივისცემით მსჭვალავს.
ძვირფასო მკითხველო, დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბატონი ზვიად გამსახურდია. ჩვენს ინტერვიუში საუბარი არ იქნება არც პოლიტიკაზე, არც ეკონომიკაზე, არც სამომავლო პროგნოზებზე. ჩვენი მიზანია უფრო ახლოს გაგაცნოთ ზვიად გამსახურდია, როგორც პიროვნება ოღონდ, ერთი თხოვნა გვექნება: დავარღვიოთ ტრადიცია და არაორდინალურ პიროვნებებს დავუმეგობრდეთ არა იმისთვის, რაც მათ შეუძლიათ მოგვცენ, არამედ იმისთვის, რაც ჩვენ შეგვიძლია მათ ვუწილადოთ.
- ბატონო ზვიად!
მამაჩემისგანაც და უფრო ხანდაზმული ადამიანების წრეშიც ხშირად მსმენია ერთი ამბავი: 1957 წელს, უნივერსიტეტის პირველკურსელებისათვის რუსული ენის პედაგოგს, ბატონ გიორგი მდივანს თავისი თავი რუსულ ენაზე წარუდგენია. წამომდგარა ერთ-ერთი სტუდენტი და მოუთხოვია, მას ეს ქართულად გაეკეთებინა... იმ დღიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა. რა აკავშირებს პირველკურსელ ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას?
- პირველად რომ დამაპატიმრეს, ჩვიდმეტი წლის, მე-11 კლასის მოსწავლე ვიყავი. ჩემი საქმე ასაკოვან „გამობრძმედილ“ გამომძიებელს ჩააბარეს. როდესაც საქართველოს თავისუფლებაზე, იმპერიიდან თავის დახსნაზე, ეროვნულ აღორძინებაზე ჩემი შეხედულებები მოისმინეს, ბევრი იცინეს. ბოლოს მითხრეს, გეტყობა, რომ ბავშვი ხარ, დარწმუნებული ვართ, ასაკთან ერთდ ჭკუაც მოგემატება, გონს მოეგები და ასეთ რაღაცეებზე ფიქრს სამუდამოდ თავს დაანებებო. თქვენ კარგად იყავით და ოთხმოცი წლისაც იგივეზე ვიდარდებ-მეთქი, - არ ჩამოვრჩი „უფროსებს“ მართალი მითქვამს! აგერ 52 წლის გავხდი და ზუსტად ისე მწყურია საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, როგორც მაშინ!
ჩემს სიყმაწვილესთან, ალბათ, უპირველესად ეს მაკავშირებს.
- წარმოუდგენელია, რომ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს მაშინ ხელისუფლების თავში მოქცევაზე გეფიქრათ. მით უმეტეს, კარგად უწყოდით, რომ დასჯის გარდა არაფერი გელოდათ.
- მართალს ბრძანებთ, ხელისუფლების თავში მოქცევაზე არასოდეს მიოცნებია, არც მდომებია. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩემი საქმიანობისთვის მხოლოდ დავისჯებოდი. ჩემი დღევანდელი თანამდებობაც მხოლოდ ვითარებამ განაპირობა. ერის ნებამ განსაზღვრა. ამ სავარძელში ჯდომას არასოდეს ვესწრაფოდი და ეს ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმაც კარგად იციან.
- წარსულში თქვენი დევნის ამბავი ყველამ კარგად იცის, მაგრამ კონკრეტული ფაქტები უცნობია. იქნებ მოკლედ მოგვითხროთ, თუნდაც თქვენს პირველ პატიმრობაზე, გადასახლების წლებზე.
- პირად არქივში ჩემი დევნისა და შევიწროვების ზღვა მასალა დამიგროვდა. ამ მასალას უეჭველად გამოვამზეურებ. პატიმრობაში, გადასახლებაში ყოფნისას ნანახს, გადატანილს ხალხი შეიტყობს. ჩემს გატეხვას იმპერია ყოველნაირად ცდილობდა. არაფერს არ თაკილობდა, რათა მრწამსი შემეცვალა, ბრძოლაზე ხელი ამეღო. მართალია, ტაქტიკური თვალსაზრისით გარკვეული უკანდახევები მქონდა, მაგრამ ჩემი იდეალებისთვის არასოდეს მიღალატია, ბრძოლა არ შემიწყვეტია და საქართველოს მომავალზე ფიქრი არასოდეს გადამიდვია.
- Homo liber - თავისუფალი ადამიანი, როგორია იგი თქვენთვის?
- თავისუფლება მეტაფიზიკური მცნებაა და ბევრი მას საკუთარი თავის მიღმა ეძიებს. თავისუფალი ადამიანი კი სინამდვილეში ისაა, ვინც სინდისის წინაშე მართალია. სინდისის კარნახით ცხოვრობს, იღწვის და გარემოებებს თუ სხვის დიქტატს არ ეპუება. ასეთ ადამიანს ვერაფერი დაიმონებს, იგი მუდამ თავისუფალია.
- ხალხში მოარული ერთ ნახევრად სიმართლე, ნახევრად ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ: მოქეიფე ქართველებს სანუკვარი სურვილის სადღეგრძლოს თქმა გადაუწყვეტიათ. ზოგმა ქონება ინატრა, ზოგმა ულამაზესი ქალები. ბოლოს სუფრასთან მჯდარი ერთი სომეხი გახსენებიათ და მისთვისაც უკითხავთ, რას ინატრებდიო. საქართველოს დამოუკიდებლობასო! - უთქვამს მას. ეს სარკაზმი არ გაშინებთ?
- ჰმ, სომეხი მეგობარიც ბევრი გვყავს და ნაკლებად მოკეთეც, რაც შეეხება ქართველს, ასეთები, ჩემი ღრმა რწმენით, ცოტანი არიან, და თუ არიან, ისინი სუფთა ქართველები არ იქნებიან.
- 1990 წელს, არჩევნების წინ, ერთი თქვენი დავალება შევასრულე. მუშაობის პროცესი კარგად მახსოვს. თქვენი მაქსიმალური მომთხოვნელობა და სიმკაცრე ბევრ თქვენს მომხრეს ხომ არ აშინებს? ანუ უფრო მეტიც, ბევრ ერთგულსაც ხომ არ გაკარგვინებთ?
- მომთხოვნელობას რაც შეეხება, ჭეშმარიტებასთან ახლოს ხართ. სიმკაცრისა კი რა მოგახსენოთ. ჩემი სიმკაცრე უფრო ვიზუალურია. პირიქით, იცით, სიმკაცრე კიდეც მი ნატრია. აუცილებელ სიმკაცრეს ხშირად ვერ ვიჩენ და ამ მიზეზით ბევრი რამ წამიგია... განსაკუთრებით უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ყოფნისას.
- საქართველოს დღევანდელი და 1918-1921 წლების მდგომარეობის მსგავსებაზე ბევრს ლაპარაკობენ. ჩემი აზრით, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპული სხვაობა ისიცაა, რომ ნოე ჟორდანიას მთავრობა ათეისტური იყო.
- გეთანხმებით, ნოე ჟორდანიას მთავრობის უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ მარქსისტული ათეიზმი ირწმუნა, უღალატა ილიას ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისა და პატრიოტიზმის გზას. ამან დაღუპა საქართველოს პირველი დამოუკიდებლი რესპუბლიკა, ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მსოფლმხედველობა შეურყია. მე მათ გზას სიმბოლურად „ბარაბას გზა“ ვუწოდე.
- უნივერსიტეტის სტუდენტები, როგორც ჩანს, „პირველების“ სტუმრობას შეეჩვივნენ და, რამდენადაც ვიცი, უკანასკნელი უსიამოვნო ექსცესის ერთი მიზეზთაგანი ის იყო, შეხვედრაზე ზვიად გამსახურდია რატომ არ მოვიდაო.
- სტუდენტების ერთი ჯგუფის განწყობას მთელ უნივერსიტეტს ნუ მივაწერთ. ეს ჯგუფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ კულტს ნერგავს. მას სათავეში ზოგიერთი ლექტორი უდგას, რომლებსაც მოსკოვის ჯაშუშებს ვუწოდებთ. მათი მიზანია ჩვენი ახალგაზრდები კრიმინალებად და ნარკომანებად აქციონ, ასეთები ხომ ნაკლებად საშიშნი იქნებიან მოსკოვისთვის. ახალგაზრდების გახრწნას, გადაგვარებას არავის დავანებებთ. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში „კანონიერი ქურდების“ და მაფიების ადგილი არ არის. დავით აღმაშენებლის და რუსთაველის ქვეყანაში ისინი ვერ იბოგინებენ.
- გამომცემლობა „საქართველომ“ გამოსცა ბოდლერის თქვენეული თარგმანი. ეს კონკრეტული ავტორისადმი სიმპათიაა, თუ იმ ლიტერატურული მიმდინარეობით „გახელება“ (ტოლსტოის შექსპირი „ახელებდა“), რომელსაც ბოდლერი ეკუთვნის?
- რაც შეეხება ბოდლერს, ეს ახალგაზრდობის დროინდელი თარგმანებია. მე ისინი დავხვეწე და გამოვეცი, რათა ხალხს ჩემი, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ბიოგრაფიის კიდევ ერთი ფაქტი სცოდნოდა. ბოდლერი სიმბოლისტების სულიერი მამა იყო, ხოლო სიმბოლიზმმა რა გამოძახილი ჰპოვა ქართულ ლიტერატურაში, ყველას კარგად მოეხსენება. გარდა ამისა, მინდოდა მკითხველი ამ შესანიშნავი ავტორის სულიერ სამყაროს გასცნობოდა.
- დაისტამბა აგრეთვე თქვენი წიგნი, რომელშიც გენიალური „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახლებურადაა წაკითხული. პროფესიონალ ლიტერატორებთან საუბარში წინასწარი ვარაუდიც გამოითქვა, რომ იგი ისეთივე რევოლუციური იქნება, როგორც თავის დროზე იოანე ზოსიმეს „ქებაის“-ს ახლებური გააზრება.
- ჩემს ნამუშევარზე მე თვითონ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მიზანი მართლაც რევოლუციური მქონდა. სასურველი იქნებოდა, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით რუსთველოლოგებმა თავიანთი აზრი გამოთქვან.
- „მთვარის მოტაცების“ რეალური მსოფლმხედველობა საკვანძო მომენტში გამოჩნდა: „ახალი ხელისუფლების“ წარმომადგენელი საკუთარი ხელით კლავს მამას... დიდოსტატს იგი შეაცვლევინეს. ეს პირველი და უკანასკნელი ძალადობა არ ყოფილა.
- მთვარის მოტაცების“ საკვანძო მომენტი - „ახალი ხელისუფლების“ წარმომადგენლის მიერ საკუთარი მამის მოკვლის ეპიზოდი, მამაჩემის უკითხავად შეცვალეს ყველაზე აღმაშფოთებელი სწორედ ეს იყო. ავტორის დაჟინებული პროტესტებიც არ იღეს ყურად. საბედნიეროდ, ჩვენ შევძლით ამ წიგნის პირვანდელი სახით გამოცემა.
- თქვენი ბიბლიოთკის უძვირფასესი წიგნი დაგვისახელეთ.
- ჩემი ბიბლიოთეკის უძვირფასესი წიგნია ბიბლია, სახარება, იესო ქრისტე.
- უცხოელს საქართველოში უპირველესად რის ნახვას ურჩევდით?
- უცხოელს საქართველოში, უპირველეს ყოვლისა თბილისის, ქუთაისისა და გელათის შემდეგ, ჩვენი წმინდა ადგილების დათვალიერებას ვურჩევდი.
- ბატონი მერაბი, მისივე თქმით, თქვენი „ქრისტესმიერი ძმა“, მოახლოებულ ... დღეს, როგორ მოგილოცავდათ?
- მერაბი რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველოში დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა. მერაბი ძალზე დააკლდა ეროვნულ მოძრაობას, მთელ საქართველოს და ყველაზე მეტად - მე, დიახ, ყველაზე მეტად - მე.
- გაგვიმხილეთ რაიმე ისეთი, რაც ჟურნალისტებისათვის ჯერ არ გითქვამთ.
- რა გაგიმჟღავნოთ? იმპერია სამაჩაბლოში ჯარის შემოყვანას, ახალ სისხლისღვრას გეგმავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ დავუშვათ. მაპატიეთ, რომ სასიხარულოს ვერაფერს გეუბნებით.
ესაუბრა
დავით დემეტრაშვილი
„ვამაყობ ჩემი ქვეყნით!“ / გამსახურდია ზ.; [ჩაიწერა] დემეტრაშვილი დავით // რესპუბლიკა. - 1991. - 9 აპრილი. - №13/46. - 8გვ.
![]() |
60 საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების და კარგვას. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს. დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორით და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.
საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.
საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას - დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება.
10 აპრილი, 1991 წელი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 აპრილი. - №70 (90). - 1 გვ.
![]() |
61 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა |
▲ზევით დაბრუნება |
9 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა. მის დაწყებამდე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს შვილების ხსოვნას, რომლებიც ემსხვერპლნენ თბილისში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს.
დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა. მისი დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ საკითხის გამო მოხსენება გააკეთა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ. ისტორიული ექსკურსის შემდეგ მან. დაწვრილებით გააანალიზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ქართველი ხალხის ბრძოლის ყველა პერიპეტია, რომელიც დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის იმპერიამ გასული საუკუნის დამდეგს მოახდინა საქართველოს ანექსია და გააუქმა მისი სახელმწიფოებრიობა.
ბატონმა ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტის პროექტი. მის განხილვაში მონაწილეობდნენ დეპუტატები ნოდარ ნათაძე, აპოლონ სილაგაძე, ნინო ჯავახიშვილი, ალიკო მელაძე, - საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია, დეპუტატი - გრიგოლ მარგიანი, მზექალა შანიძე, რუსლან ღონღაძე, ლევან ალექსიძე და სხვები.
უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო ეს ნანატრი, ჭეშმარიტად ისტორიული დოკუმენტი და თავისი ნება დაადასტურა ხანგრძლივი ტაშით და ოვაციებით. დარბაზში საზეიმოდ აგუგუნდა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“.
ეს ღირსშესანიშნავი დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარე სის - ილია II-ის სახელით, დამსწრეთ მიულოცა უზენაესი საბჭოს წევრმა, ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარმა მამა არჩილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება დაემთხვა ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომლის პატივსაცემად დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლოცვას აღავლენს მცხეთაში. ეს უაღრესად სიმბოლურია, რადგან ივერიის ღვთისმშობელი მფარველობს საქართველოს და სწორედ მან აჩუქა საქართველოს დიდი ხნის ნანატრი თავისუფლება.
სესიაზე მიიღეს მიმართვები მსოფლიოს ხალხებისა და სსრ კავშირის პრეზიდენტის მ. გორბაჩოვისადმი, რომელთა ტექსტი წაიკითხა თედო პაატაშვილმა.
საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა სახელით რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს მიესალმა მწერალი გურამ ბათიაშვილი. მან წაიკითხა ქართველ ებრაელთა მიმართვა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ყველა ებრაელისადმი და მოწოდება, მსოფლიო საზოგადოებრიობას გააგებინონ სიმართლე საქართველოზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მისი ხალხის ბრძოლაზე.
გულთბილად მიესალმა შეკრებილთ ინგუში ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ისა კაძოევი და გულითადად მიულოცა ქართველ ხალხს ეს ღირსშესანიშნავი დღე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგუში ხალხი გულწრფელად სოლიდარობს ქართველ ძმებს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მან მოუწოდა კავკასიის ყველა ქრისტიან და მუსლიმან ხალხებს მხარი დაუჭირონ თავისუფალ საქართველოს.
შემდეგ უზენაესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოქმედების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ასათიანის წინადადებით სესიამ ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
ამით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მორიგმა სხდომამ მუშაობა დაამთავრა.
საქინფორმი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 აპრილი. - №70(90). - 2გვ.
![]() |
62 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო დეპუტატებო!
პატივცემულო სტუმრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ჩვენი ერის, ჩვენი რესპუბლიკის მომავალ ბედზე, მის იურიდიულ, სამართლებრივ სტატუსზე, ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით და გადავწყვიტოთ, თუ რა გზას დავადგეთ დღევანდელ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაპოვარი. ვიდრე უშუალოდ დღევანდელი დღის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრობლემებზე გადავიდოდეთ, გავაკეთებ მცირეოდენ ისტორიულ ექსკურსს, შეგახსენებთ საყოველთოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ დღევანდელობისათვის.
როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც თურქეთთან გამწვავებულმა ურთიერთობამ კრიზისის წინაშე დააყენა, იმავე დღეს დაიშალა.
ეროვნული საბჭო ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში აირჩია საქართველოს პირველმა ეროვნულმა ყრილობამ.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელშიც ნათქვამი იყო:
„1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.“
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეროვნულ საბჭოს დაეკისრა საკანონმდებლო სახელმწიფო ორგანოს ფუნქციაც. შეიქმნა კოალიციური მთავრობა.
1919 წლის მარტში ეროვნული საბჭო შეცვალა დამფუძნებელმა კრებამ, რომლის არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 60%25-ზე მეტი.
დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება.
* * *
ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას დიდის აღტაცებით შეხვდა ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი და მისი მთავრობა მძიმე საშინაო და საგარეო ვითარების მიუხედავად თავის ფუნქციებს ასრულებდა.
ამ მთავრობის მიერ განხორციელებული აქციებიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დადგენა, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადება (1918 წლის სექტემბერი), სკოლისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების გაეროვნულება, ეროვნულ უმცირესობათათვის სკოლების გახსნა, მათი ენების პატივისცემა.
გატარდა სასამართლო რეფორმა, შეიქმნა სახალხო გვარდია და რეგულარული არმია, ჩამოყალიბდა ერობები (ადგილობრივი მმართველობის ორგანოები), პროფკავშირები, განხორციელდა ზოგიერთი ღონისძიება მუშათა ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მკვეთრად გაიზარდა სკოლების რაოდენობა, მემამულეებისათვის ჩამორთმეული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი გლეხებს მიეყიდა. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ორიენტაცია იმჟამად საგარეო პოლიტიკაში გერმანიისაკენ იხრებოდა, რაც კონკრეტული ვითარების გარდუვალობით იყო ნაკარნახევი. ამას კი საბჭოთა რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვ.ი. ლენინი ამ მოვლენას გერმანიის მიერ საქართველოს სრულ დაპყრობასა და ოკუპაციასაც კი უწოდებდა (იხ. ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ. 28, 78გვ.)
გერმანელებმა მალე დატოვეს საქართველო. 1918 წლის დამლევს საქართველოში ინგლისის ჯარები შემოვიდნენ, როგორც გერმანელებს, ისე ინგლისელებს საქართველოს მიმართ, თავისთავად ცხადია, საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებდათ, მაგრამ ეს არ იყო ოკუპაცია დაპყრობის გაგებით, ვინაიდან არც გერმანიას, არც ინგლისს საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაუუქმებიათ. საქართველოს მთავრობას არ შეუწყვეტია პოლიტიკური თუ დიპლომატიური ბრძოლა ინგლისის უშუალო ოკუპაციისაგან მისი ნაწილის - აჭარის გათავისუფლებისათვის. წასვლის წინ (1920 წლის ზაფხული) ინგლისელებმა ბათუმი და მისი ოლქი საქართველოს გადასცეს (თუმც ზოგი მოსაზრებით სწორედ ამან გაუხსნა ხელი საბჭოთა რუსეთს საქართველოს ანექსიისათვის).
საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას თავიდანვე უარყოფითად შეხვდა საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობა. ეს კარგად ჩანს გ.ვ. ჩიჩერინისა და მისი მოადგილის ლ.მ. კარახანის განცხადებიდან: „ჩვენ არ აგვიღია ვალდებულება გვეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა“ (გ.ვ. ჩიჩერინი); „საბჭოთა სახალხო კომისარიატი არ ცნობს არც საქართველოს დამოუკიდებლობას, არც საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, არც საქართველოს მთავრობას, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება მიიჩნევს რუსეთის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეთა ჯგუფად“ (ლ.მ. კარახანი).
ასეთი პოზიციის მიუხედავად, 1918 წლის 18 ივლისს მომხდარი მემარცხენე ესერების ამბოხების გამო სერიოზულად გართულებული საერთაშორისო მდგომარეობის გავლენით, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა არაპირდაპირ ეცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1918 წლის 27 აგვისტოს რუსეთ-გერმანიის დამატებითი ხელშეკრულების მე-13 მუხლით საბჭოთა რუსეთი ეთანხმებოდა იმას, რომ „გერმანია საქართველოს ცნობს დამოუკიდებელ სახლმწიფოებრივ ორგანიზმად“.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და იურიდიული ინსტიტუტების სტაბილურობის მიუხედავად, ამ პერიოდში არა მარტო საბჭოთა რუსეთი, არამედ დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავდნენ. მათ არ სურდათ რუსეთთან დამოკიდებულების გართულება საქართველოს გამო. პარიზის საზავო კონფერენციამ ამ მოტივით შეიკავა თავი მიეღო რაიმე გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ (გამონაკლისს შეადგენდა არგენტინა რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1919 წლის 13 სექტემბერს ცნო).
მდგომარეობა არსებითად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა თვით საბჭოთა რუსეთმა აღიარა დე იურედ. ეს აღიარება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებულ ხელშეკრულებას მოჰყვა, აღორძინებული ქართული სახელმწიფოს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენად იქცა.
1920 წლის დამდეგისათვის წითელმა არმიამ დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მოადგა. მხარის გასაბჭოების პერსპექტივა რეალური გახდა. საბჭოთა მთავრობას ჯერ კიდევ 1917 წლის დამლევს მიაჩნდა შესაძლებლად საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება ამიერკავკასიაში. სწორედ ამ მიზნით მოავლინეს კავკასიაში საგანგებო კომისრად ს.გ. შაუმიანი.
1920 წლის 17 მარტს ვ.ი. ლენინი გ.კ. ორჯონიკიძეს დეპეშით აუწყებდა: „ბაქოს აღება ჩვენთვის უაღრესად, უაღრესად საჭიროა. მთელი ღონისძიებანი აქეთ წარმართეთ ამასთან აუცილებელია, განცხადებებში უაღრესი დიპლომატიურობა გამოიჩინოთ და მაქსიმალურად დარწმუნდეთ მტკიცე ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლების მომზადებაში. იგივე ეხება საქართველოს, თუმცა, გირჩევთ, მას კიდევ უფრო ფრთხილად მოეპყროთ, ჯარების გაყვანაზე. შეუთანხმდით მთვარსარდალს. ლენინი“.
1920 წლის აპრილის დამლევს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა აზერბაიჯანში. XI არმიის ხელმძღვანელობამ მაშინვე დააყენა საქართველოში შეჭრის საკითხი. სწორედ ამ დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთთან სამშვიდობო ხელშკრულების დადების თობაზე. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა იმედოვნებდა, რომ ხელშეკრულება დაიცავდა საქართველოს წითელი არმიის შემოტევისაგან. იგი ხელსაყრელი იყო საბჭოთა მხარისათვისაც, რომელიც იმ დროს პოლონეთისა და გენერალ ვრანგელის თეთრგვარდიელი არმიების იერიშებს იგერიებდა. საზავო ხელშეკრულება შესაძლებლობას აძლევდა საბჭოთა რუსეთს მთელი ძალები მიემართა პოლონეთისა და ვრანგელის წინააღმდეგ.
საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება შემუშავდა და ძალაში შევიდა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით. ვ.ი. ლენინი ამ ხელშეკრულებას ახასიათებდა, როგორც „მეგობრობის ხელშეკრულებას“ (იხ. „უფლებამოსილებანის“ ტექსტი, რომელიც ვ.ი. ლენინისა და გ.ვ. ჩიჩერინის ხელმოწერებით 1920 წლის 7 მაისს გადაეცა ლ.მ. კარახანს).
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ლ.მ. კარახანმა (რომელსაც ვ.ი. ლენინის მიერ მიცემული რწმუნება ჰქონ .და) და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა გ.ი. ურატაძემ, მხარეთა შეთანხმებით იგი სავალდებულო ხდებოდა ხელმოწერისთანავე. საგანგებო რატიფიკაციის გარეშე ხელშეკრულების საერთაშორისო სამართლებრივ ნამდვილობაში არასოდეს ეჭვი არ შეუტანიათ არც საქართველოსა და არც საბჭოთა რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს.
საბჭოთა რუსეთმა, რომელიც ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის პრინციპით ხელმძღვანელობდა, ამ ხელშეკრულებით ყოველგვარი პირობის გარეშე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. (მუხ. I). საბჭოთა რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა არ ჩარეულიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში. (მუხ. II) ორივე მხარე კისრულობდა ვალდებულებას არ დაეშვა თავიანთ ტერიტორიებზე მეორე მხარისადმი მტრულად განწყობილი ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ძალების მოქმედება (მუხლები V და VI).
ხელშეკრულებას ერთვოდა განსაკუთრებული საიდუმლო დამატება, რომლის ძალით საქართველოს კომუნისტურ ორგანიზაციებს ლეგალური მუშაობის, კერძოდ, კომუნისტური პროგრამის საჯარო პროპაგანდის, კრებების მოწვევისა და საგამომცემლო საქმიანობის უფლება ეძლეოდათ.
ამრიგად, 1920 წლის ხელშეკრულება რუსეთის ყოფილი იმპერიის ხალხთა თანასწორუფლებიანობის ლენინური პრინციპების დადასტურებას წარმოადგენდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი აქტი, რომელიც განამტკიცებდა საქართველოს დამოუკიდებლობის სამართლებრივ სტატუსს საერთაშორისო მასშტაბით, საფუძველს უყრიდა ახალ თანასწორუფლებიან ურთიერთობას ქართველ და რუს ხალხებს შორის. ხელშეკრულება უდავოდ ხელს უწყობდა ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის გაზრდას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ევროპის საზოგადოებრივი აზრის პოზიტიური დამოკიდებულება განამტკიცა მეორე ინტერ ნაციონალის ბელადების ვიზიტმაც, რომლებიც 1920 წლის შემოდგომაზე ეწვივნენ საქართველოს, რათა პირადად გაცნობოდნენ მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატიული დამოუკიდებელი მთავრობის პრაქტიკულ საქმიანობას.
ამის შედეგი ის იყო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნეს: გერმანიამ (1920 წლის 24 სექტემბერი) ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ (1921 წლის 27 იანვარი), პოლონეთმა (1921 წლის 22 იანვარი), ავსტრიამ (1921 წლის 17 თებერვალი), რუმინეთმა (1921 წლის 18 თებერვალი), ლუქსემბურგმა (1921 წლის 23 თებერვალი), მექსიკამ (1921 წლის 14 აპრილი) და სხვა, ამგვარად, უცხო ქვეყნების მიერ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკების ცნობა საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც გრძელდებოდა.
მაგრამ დიდი ქვეყნების, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მმართველი წრეები უკვე სამოქალაქო ომში გამარჯვებულ რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ შერბილებას აძლევდნენ უპირატესობას და ამიტომ, საქართველოს რესპუბლიკის პრობლემებს, ოფიციალურად, რუსეთის საშინაო საქმედ აღიარებდნენ. ისინი კარგად ხედავდნენ, რომ საბჭოთა რუსეთი საბოლოოდ ვერ შეურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ ორ ქვეყანას შორის ომი გარდაუვალი ჩანდა. ევროპის ქვეყნები საქართველოსადმი რეალურ დახმარებას უპერსპექტივოდ თვლიდნენ. ეს აგრეთვე ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგაში არ მიიღეს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო საქართველოს მიმართ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის გააქტიურებას. საქართველოში საბჭოთა რუსეთის პირველივე ელჩობა, რომელსაც ს.მ. კიროვი ხელმძღვანელობდა, მიზნად ისახავდა, რომ თვით საქართველოში შეემზადებინა ნიადაგი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დასამხობად. აქ მთავარი როლი განეკუთვნებოდა საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რომელსაც მოღვაწეობის ფართო ასპარეზი გაუხსნა 1920 წლის მაისის ხელშეკრულებამ. მაგრამ ბოლშევიკთა გავლენა ქართველ ხალხზე იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ შეძლეს მისი უმრავლესობის დარწმუნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აუცილებლობაში.
მიუხედავად ამისა, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და XI წითელი არმიის ხელმძღვანელობა ცდილობდნენ დაუყოვნებლივ დაემყარებინათ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება. ისინი არ ითვალისწინებდნენ არც საერთაშორისო ვითარებას, არც საკუთრივ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და, რაც მთავარია არც იმას, რომ საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა.
წითელი არმია საქართველოს გასაბჭოებას შეეცადა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე. 1920 წლის მაისში იგი შემოიჭრა კიდეც საქართველოს ტერიტორიაზე. პირველი ცდა წარუმატებლად დამთავრდა. შემდგომი ცდები აღკვეთა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებამ. 1920 წლის 4 მაისს ვ.ი. ლენინი და ი.ბ. სტალინი ატყობინებდნენ გ.კ. ორჯონიკიძეს: „ცენტრალური კომიტეტი გავალებთ გამოიყვანოთ ნაწილები საქართველოს ფარგლებიდან საზღვარზე და თავი შეიკავოთ საქართველოზე შეტევისაგან. თბილისთან მოლაპარაკების შემდეგ ცხადია, რომ საქართველოსთან ზავი გამორიცხული არ არის“. (ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ. 35, გვ.474).
რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ საქართველოს გასაბჭოება კვლავ შესაძლებლად მიიჩნია სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 15 დეკემბერს გ.კ. ორჯონიკიძემ ვ.ი. ლენინს შეატყობინა: გადავწყვიტეთ, წითელმა არმიამ საქართველოს საზღვარი ხვალვე გადალახოსო. იმავე დღეს ვ.ი. ლენინმა და ლ.დ. ტროცკიმ გ.კ. ორჯონიკიძეს აცნობეს: „ეს ძირეულად ეწინააღმდეგება ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას. შეიძლება დამღუპველი შედეგი მოჰყვეს. ცენტრალური კომიტეტი არავითარ შემთხვევაში არ დამრთავს ნებას. კატეგორიულად მოვითხოვთ გადაწყვეტილების შესრულების შეჩერებას და გაუქმებას“. (ვ.ი. ლენინი, თხზ., ტ.44, გვ. 373).
როგორც ვხედავთ, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობა მაშინ მიზანშეუწონლად მიიჩნევდა საქართველოს გასაბჭოებას, რადგან ამას შეიძლებოდა საერთაშორისო გართულება მოჰყოლოდა.
1921 წლის 2 იანვარს გ.კ. ორჯონიკიძე და ს.მ. კიროვი კავბიუროს სახელით რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში კვლავ ასაბუთებდნენ საქართველოს დაუყოვნებლივი გასაბჭოების აუცილებლობას. საქართველო, აცხადებდნენ ისინი, გადაიქცა ამიერკავკასიის კონტრრევოლუციის ბაზად და დახმარებას უწევს საბჭოთა რესპუბლიკის ყველა მტრულ ძალას. რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1921 წლის 12 იანვრის პლენუმმა განიხილა ეს მოხსენებითი ბარათი და კვლავ ნაადრევად მიიჩნია წითელი არმიის მეშვეობით საქართველოში ხელისუფლების დამყარება.
საქართველოს გასაბჭოებას დაჟინებით მოითხოვდა მე-11 არმიის სამხედრო რევოლუციური საბჭო. XI არმიის სარდალმა ა.ი. ჰეკერმა ჯერ კიდევ 1920 წლის 18 დეკემბერს კავკასიის ფრონტის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო მოსაზრება, „თუ რა პირობებში უნდა მომხდარიყო საქართველოში შეჭრა“. დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა მტრულად არის განწყობილი წითელი არმიის მიმართ. ა.ი. ჰეკერი წერდა: „საქართველოზე თავდასხმა და თბილისზე შეტევა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი მომზადების შემდეგ, რათა სასწრაფოდ მოვუთავოთ ხელი თბილისის ხალხს“. მისი აზრით, თუ მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო მიიღებს იმის რეალურ გარანტიებს, რომ ქიაზიმ ყარაბექირის ჯარები ჩვენს მიმართ მეგობრულად განეწყობიან, საქართველოს და, უპირველეს ყოვლისა, თბილისის ოკუპაციის პრობლემა უფრო რეალური გახდება“.
1921 წლის დამდეგს საბჭოთა რუსეთისათვის შექმნილ ხელსაყრელ საერთაშორისო ვითარებაში (თეთრპოლონელთა და ვრანგელის არმიების განადგურება, დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების მომზადება და სხვ.) შემუშავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობისა და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გეგმა.
ეს გეგმა წითელ არმიას საკუთარი ძალით უნდა განეხორციელებინა, რადგან 1920 წლის ზაფხულიდან საქართველოში აჯანყებები აღარ ხდებოდა. „საქართველოს მთავრობას უჭირს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არ არსებობენ ძალები, რომელთაც შეეძლოთ მისი დამხობა“, - აღნიშნავდა რსფს რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ა. შეინმანი.
წითელი არმიის მიერ ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს გასაბჭოება ანტანტის წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის ბრძოლასა და სოციალისტური რევოლუციის ინტერესებს უკავშირდებოდა. მიაჩნდათ, რომ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას, მის წიაღისეულს, სიმდიდრეებს, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და ეკონომიკურ გზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიაში საბჭოთა რუსეთის პოზიციების განმტკიცებისათვის.
წითელი არმიის მიერ საქართველოს გასაბჭოება გარე სამყაროს მის დაპყრობად რომ არ აღექვა, საჭირო გახდა საქართველოსთან ომის დაწყებისათვის საბაბის გამოძებნა. საამისო მუშაობა ადრევე დაიწყო. საქართველოში საბჭოთა რუსეთის საელჩო გულმოდგინედ აფიქსირებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტებს და ტენდენციურ შეფასებას აძლევდა მათ.
1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას მეტ-ნაკლებად ორივე მხარე არღვევდა, თუმცა ეს არც ერთ მხარეს არ აძლევდა ომის დაწყების არც უფლებასა და არც საბაბს. საბჭოთა რუსეთმა კი უგულებელყო საერთშორისო სამართლის ნორმები და მის მიერ იურიდიულად აღიარებული დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ ძალისმიერი აქციის განხორციელებას შეუდგა.
1921 წლის 24 იანვარს ი.ბ. სტალინი რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრებს სწერდა: „წინადადებას გაძლევთ მოიწონოთ ამხანაგ ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხზე და მისცეთ რესპუბლიკის სამხედრო რევოლუციურ საბჭოს დირექტივა, რომ საჭიროა მყისვე შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას კავკასიაში იმ საკითხის გადასაწყვეტად, თუ რა წესით განხორციელდეს სამხედრო ჩარევა. ამავე დროს მისცეს დირექტივა ამხანაგ ორჯონიკიძეს, რომ საჭიროა აჯანყებულთა გამოსვლების მომზადება საქართველოს გარკვეულ რაიონებში“.
რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმმა ი. სტალინის წინადადებას მხარი დაუჭირა.
1921 წლის 28 იანვარს ი.ბ. სტალინი გ.კ ორჯონიკიძეს აცნობებდა: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გაწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა აგრეთვე, შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტნი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ სრული გამარჯვების იმედი ძალთა არსებული რაოდენობით. თუ უნდა დავიწყოთ მაშინ, როცა ხელმოწერილი გვექნება ინგლისთან ხელშეკრულება, რაც მოხდება დაახლოებით ერთი-ორი თვის შემდეგ. მე და ვლადიმერ ილია ძე ზუსტ გაუზვიადებელ პასუხს ველით შენგან.“
ამრიგად, 1921 წლის დამდეგს რკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტში მომწიფდა აზრი საქართველოს გასაბჭოების რეალური შესაძლებლობის შესახებ.
საქართველოში შემოჭრის საბაბად გამოიყენეს ლორეს (ბორჩალოს მაზრის ნაწილის) ნეიტრალურ ზონაში შექმნილი ვითარება, რომელიც სადავო ტერიტორია იყო საქართველოსა და სომხეთს შორის და იქ ბოლო სამი თვის მანძილზე ქართული გარნიზონი იდგა, კავბიურომ იგი საომარი ოპერაციების (იგივე „აჯანყების“) დაწყების ადგილად შეარჩია. კავბიურო უთუოდ იმასაც ითალისწინებდა, რომ ნეიტრალურ ზონაში ქართული ჯარების ყოფნის ოფიციალური ვადა 1921 წლის 13 თებერვალს თავდებოდა. ამ დღის შემდეგ ქართული ჯარი ზონიდან გამოვიდოდა და მაშინ „აჯანყების“ საბაბიც გაქრებოდა. ამრიგად, აჯანყების ადგილის შერჩევამ მისი დაწყების დროც განაპირობა.
„აჯანყება“, რომელიც 11 თებერვალს დაიწყო, ბორჩალოს მაზრის სომხურ და რუსულ სოფლებში, მთელ ნეიტრალურ ზონას მოედო და საქართველოს ტერიტორიაზე წითელი არმიის შემოჭრის საბაბი გახდა.
1921 წლის 15 თებერვალს, ი.ბ. სტალინი, გ.კ. ორჯონიკიძეს აცნობებდა: „სეღჩას პერედამ შიფროვანნი ოტვეტ ცკ, ა პოკა პრედლაგაუ: ახლავე შეუტიე. დასტურივ. აიგე კალაკი“.
16 თებერვალს, ესე იგი საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, საქართველოს საზღვრებს გარეთ შეიქმნა საქართველოს რევკომი, რომელმაც საბჭოთა რუსეთს სამხედრო დახმარება სთხოვა. ამ დროს კი წითელი არმია ომის გამოუცხადებლად უკვე შემოსული იყო საქართველოს ტერიტორიაზე.
წითელ არმიას, რომელიც საქართველოს ყველა მხრიდან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან - უტევდა, საქართველო უბრძოლველად არ დაუკავებია. მას მედგარ წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს რეგულარული არმია და სახალხო გვარდია. მწვავე ბრძოლები გაიმართა ვაზიანში, სოღანლუღში, კოჯორთან, ტაბახმელასთნ, კახეთ-ზაქათალის ხაზზე, ოსიაურთან და სხვ.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის 1921 წლის აპრილის განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს ყოველი მხრიდან შემოესიენ რუსეთის ჯარები, კერძოდ, მე-11 არმია, შემდეგ კი მე-8, მე-9 და მე-13 არმიები და აგრეთვე ბუდიონისა და ჟლობას კავალერიის ნაწილები... სამხედრო ტექნიკას და მასალას მოკლებული, უმოკავშირეოდ, თავის ბედის ანაბარად მიტოვებული საქართველო, რომელიც არსაიდან დახმარებას არ მოელოდა, ხანგრძლივად ვერ გაუძლებდა დიდ რუსეთს.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. საომარი ოპერაციები 1921 წლის მარტის მეორე ნახევარში დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა.
საქართველოს ემიგრანტული მთავრობის ოფიციალურ განცხადებებში, მემორანდუმებსა და მოხსენებით ბარათებში შეფასებულია 1921 წლის თებერვლის მოვლენები; საბჭოთა რუსეთის მთავრობას ბრალი ედებოდა, რომ მან უხეშად დაარღვია დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი, უგულებელყო მის მიერვე დადებული ხელშეკრულების ძირითადი დებულებანი და დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება რაიმე სერიოზული მიზეზის გარეშე, ომის გამოუცხადებლად.
1921 წლის თებერვლის აქციის ნამდვილი პოლიტიკური შეფასება მოცემულია ი. სტალინის, ლ. ტროცკის, გ. ორჯონიკიძის, ფ. მახარაძისა და ბ. ლომინაძის გამონათქვამებში, რაც, როგორც ჩანს, 1921 წლის 7 მაისის ხელშეკრულების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოსავალ პრინციპად უნდა მივიჩნიოთ.
ი. სტალინი ამ აქტს „სამხედრო ჩარევას და საქართველოს ოკუპაციას უწოდებდა“, ლ. ტროცკი - „სამხედრო ინტერვენციას“.
ფ. მახარაძე 1921 წლის 6 დეკემბერს დაწერილ მოხსენებით ბარათში, რომელიც რკპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტს გადაეცა, აღნიშნავდა: „1921 წლის დამდეგს, ე.ი. საქართველოს გასაბჭოების მომენტში, აქ ჩვენი პარტიული ორგანიზაციების მდგომარეობა უაღრესად სავალალო იყო... და მოხდა ისე, რომ, როცა წითელი ჯარების შეტევა დაიწყო, ამ შეტევის მიზნებსა და განზრახვებზე საქართველოში არც ერთმა უჯრედმა კი არა, პარტიის არც ერთმა წევრმაც სრულიად არაფერი იცოდა. ამრიგად, გამოვიდა შემდეგი: ჯერ ერთი, საქართველოს საზღვრებში წითელი ჯარების შესვლამ და საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებამ გარედან დაპყრობის ხასიათი მიიღო, რადგან ამ ქვეყანაში ამ დროს აჯანყების დაწყება არც უფიქრია ვინმეს, მეორე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადების დროს ადგილებზე არც ისეთი პარტიული უჯრედები აღმოჩნდა და არც ისეთი პარტიის ცალკეული წევრები, რომელთაც უნარი ექნებოდათ მოეწყოთ ხელისუფლება და ცხადია, ამ საქმისათვის მეტწილად ხელი უნდა მოეკიდათ საეჭვო ან პირდაპირ დანაშაულებრივ ელემენტებს.“
1924 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი ბ. ლომინაძე წერდა: „ჩვენს რევოლუციას 21 წელს საქმის დაწყება იმით მოუხდა, რომ საქართველო წითელი არმიის ხიშტებით დაიპყრო“.
მართლია, იურიდიულად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ინარჩუნებდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს, რომელიც ცნო საბჭოთა რუსეთის მთავრობამ 1921 წლის 21 მაისის ხელშეკრულებით და დაადასტურა საქართველოს სსრ 1922 წლის კონსტიტუციამაც მაგრამ ეს იურიდიული ფორმა არ ასახავდა პოლიტიკურ სინამდვილეს, საქართველოში წითელი არმიის ყოფნა ზღუდავდა ქართველი ხალხის მიერ თავისი პოლიტიკური ნება-სურვილის გამოხატვის შესაძლებლობას.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც. ზემოაღნიშნულ ბარათში ფ. მახარაძე მიუთითებდა, რომ გასაბჭოების დროს საქართველოში „რამდენიმე ორგანო გაჩნდა: ერთი მხრივ, საქართველოს ცენტრალური კომიტეტი და რევოლუციური კომიტეტი, რომლებიც მხოლოდ ნომინალურად იყვნენ ამ ქვეყნის უმაღლესი ორგანოები, მეორე მხრივ, რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიურო და სრულიად რუსეთის ცენტრალური პროფსაბჭო და XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭო, რომლებიც ფაქტობრივად ნამდვილად ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები იყვნენ. ეს უკანასკნელი ორგანოები უმეტესწილად საქართველოს ცენტრალური კომიტეტისა და რევოლუციური კომიტეტისათვის შეუტყობინებლად, უაპელაციოდ წყვეტდნენ ყველა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ეხებოდა.“
საქართველოს კომპარტია რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბ) შემადგენელი ნაწილი იყო და მთელ თავის საქმიანობას მისი მითითებებით წარმართავდა. ეს ნიადაგს აცლიდა საქართველოს კომპარტიისა და ხელისუფლების რეალურ დამოუკიდებლობას, რაც იწვევდა ქართველ კომუნისტთა ერთი ნაწილის („ნაციონალ-უკლონისტების“) უკმაყოფილებას. ისინი იბრძოდნენ საქართველოს იურიდიულად განმტკიცებული დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისა და ამ ფედერაციის მეშვეობით სსრ კავშირის შემადგენლობაში შესვლის წინააღმდეგ. არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში „ნაციონალ-უკლონისტების“ ეს ცდები განუხორციელებელი დარჩა, ამიტომ სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შეიქმნა 1989 წელს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ, სავსებით მართებულად დაასკვნა, რომ საქართველოში ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაპყრობა სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წეს-წყობილების შეცვლის მიზნით. ეს აქცია მისგან გამომდინარე შედეგებით პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, როგორც ფაქტობრივი ანექსია. (მასალები ამოკრეფილია კრებულიდან: „საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია“. გამომცემლობა „საქართველო“ თბილისი: 1990 წელი. გვ. 3-26).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობასა და საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას მოჰყვა ქართველი ხალხის სუვერენული უფლებების უგულებელყოფა, მას თავს მოახვიეს ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები, ეკონომიკური სისტემა, რომლებიც უცხო იყო მისთვის.
საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ძალდატანებითი შეყვანის პროცესმა და მთელმა მომდევნო ისტორიამ სავსებით დაადასტურა, რომ საქართველოში საბჭოთა კონსტიტუციით თითქოსდა გარანტირებული სახელმწიფოებრიობა, ადამიანის უფლებები რეალურად არ არსებობდა. პირიქით, რაც დრო გადიოდა, ამ ინსტიტუტების შემდგომი „გამოშიგვნა“ ხდებოდა ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია შექმნილ მდგომარეობას და იბრძოდა დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. მთელი საბჭოთა პერიოდი სავსეა რეპრესიებითა და ტერორით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმართ.
მაგრამ ეროვნული ძალები არ ყრიდნენ ფარ-ხმალს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სულ უფრო და უფრო მასობრივ ხასიათს იღებდა.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღგენისათვის ბრძოლამ თვისებრივად ახალი ხასიათი მიიღო, კომუნისტური ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე, ეროვნული ძალების წინაშე, რის შედეგად მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები იქნა მიღებული.
1989 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ მოიწონა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა კომისიის დასკვნა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის წინაშე დააყენა საკითხი სათანადო შეფასება მიეცა ამ ფაქტისათვის. მაგრამ დღემდე საკავშირო ხელისუფლება დუმს.
1990 წლის 9 მარტს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ, რომელშიც, სხვათაშორის ჩამოყალიბებულია შემდეგი დებულება:
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვენციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით - ფაქტობრივ ანექსიას; გმობს საქართველოს ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას საბჭოთა რუსეთის მიერ როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ესწრაფვის საქართველოსათვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული უფლებების აღდგენას.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულებას ამიეკავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ.
დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმართ არაკანონიერია.
მაგრამ ეს დადგენილებაც სათანადო მსვლელობის გარეშე დარჩა და მას რაიმე რეალური პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია.
ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდგომი გააქტიურება.
როგორც აღინიშნა, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის შემდგომ პერიოდში, ყოველთვის თავის უმთავრეს მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ოპოზიციური ძალების ყველა დიდი თუ მცირე აქცია ამ მიზნისაკენ იყო მიმართული. მიუხედავად კრემლის მიერ განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკისა, საქართველოში მუდამ არსებობდნენ ლეგალური და არალეგალური ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა ერთობლივი მოქმედებით 1987 წლის დამდეგიდან საქართველოში ფართოდ გაიშალა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა, რომლის კულმინაცია იყო 1989 წლის 4-9 აპრილის დემონსტრაციები და მიტინგები, ესოდენ ბარბაროსულად დარბეული იმპერიის დამსჯელი ძალების მიერ.
პარალელურად, საქართველოს ოპოზიციური ორგანიზაციები და პირველ რიგში ჰელსინკის კავშირი, ეძებდნენ გზებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კანონიერების დასაბუთებისათვის, სხვადასხვა სამართლებრივი აქტების, პირველ რიგში ჰელსინკის ხელშეკრულების მოშველიებით, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით გარანტირებულია ხალხთათვის თვითგამორკვევის უფლების მინიჭება.
აქედან გამომდინარე პეტიციები და მოთხოვნები, რომლებიც იგზავნებოდა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში, ხაზს უსვამდნენ ყოველთვის საქართველოს ანექსირებული მდგომარეობის არასამართლებრიობას და მოუწოდებდნენ დასავლეთის მთავრობებს საკუთარი დემოკრატიული პრინციპების დაცვისაკენ. ამათგან გაგაცნობთ ყველაზე სერიოზულ დოკუმენტს, დეკლარაციას მიმართულს გაეროსადმი, ევროპის და ამერიკის ქვეყნების მთავრობებისადმი, რომლებიც შედგენილ იქნა ჰელსინკის კავშირის ინიციატივით, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ერთად და მიღებულ იქნა 1989 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ მიტინგზე. ამ დოკუმენტში, მოკლე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, რომელშიც მოთხრობილი იყო ფაქტები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა საბჭოთა რუსეთის მიერ მისი ანექსიისა, განცხადებული იყო შემდეგი:
„საქართველოს ერთიანი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობას გააჩნია ისტორიული, იურიდიული, პოლიტიკური, მორალურ-სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, შეიყვანს თუ არა მას დემოკრატიული სამყარო მსოფლიო პოლიტიკის არეალში, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს.
მიუხედავად იმისა, რომ ვენის შეთანხმების დასკვნითი დოკუმენტი იძლევა ამის გარკვეულ პერსპექტივას, ის მაინც არ წარმოადგენს სრულ გარანტს საქართველოს მიერ თავისი უფლებების აღდგენისა დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდგომ.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პატრიოტული, ოპოზიციური ძალების თავისუფალი და დემოკრატიული ერთობა მოგმართავთ თქვენ თხოვნით:
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეიქმნას სპეციალური კომისია რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის შესწავლისა და დამტკიცების მიზნით.
2. აგრესიის ფაქტის დამტკიცების შემდგომ 1921 წლის 25 თებერვლის აქტი აღიარებულ იქნას ანექსიად, ხოლო საქართველოში საბჭოთა წყობილების არსებობა და საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა შეფასდეს, როგორც აგრესიის უშუალო შედეგი და მისი გაგრძლება.
3. საქართველოს სსრ ე.წ. სუვერენიტეტი არარსებულად იქნას ჩათვლილი და ამით შესაძლებლობა მიეცეს ქართველ ხალხს სამართლებრივი და პოლიტიკური ქმედებით მიაღწიოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
4. მხილებულ იქნას აღნიშნული სუვერენიტეტის ფალსიფიცირებული ხასიათი, რაც გამოიხატება „მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ სტატუსის არსებობაში. განისაზღვროს საქართველოს სტატუსი, როგორც დამონებული ქვეყნისა, რომელიც იმყოფება კოლონიალურ მდგომარეობაში და საქართველო, როგორც თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორია, შეყვანილ იქნას საერთაშორისო მეთვალყურეობის სისტემაში.
5. საქართველოს, როგორც დამონებული ქვეყნის დეკოლონიზაციის საკითხი გატანილ იქნას გაეროს შემდეგ ორგანოებში.
ა) უსაფრთხოების საბჭოში
ბ) მეთვალყურეობის საბჭოში
გ) გენერალური ასამბლეის მეოთხე მთავარ კომიტეტში თვითმმართველობისა და მეთვალყურეობას მოკლებული (ტერიტორიების საკითხები).
დ) მეთვალყურეობისა და თვითმმართველობას მოკლებული ტერიტორიების დეპარტამენტი
ე) დეკლარაციების განხორციელებისა და კოლონიალური ხალხებისა და ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების სპეციალური კომიტეტი.
6. ამის შედეგად ქართველ ხალხს მიენიჭოს თვითგამორკვევისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება, როგორც სუვერენულ ერს, გაეროს წესდების მიხედვით.
7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოს, რომ მოდერნიზებული იმპერიის, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის ფაქტის განხილვა წარმოადგენს სსრკ შინაგან საქმეში ჩარევას, პირიქით, ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც ავღანეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში. საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იქნება სამართლიანობის დიდი გამარჯვება ზოგადსაკაცობრიო საერთაშორისო ასპარეზზე. რამდენადაც ერთა შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გულისხმობს ადამიანთა და ერთა უფლებების სრულ უზრუნველყოფას მსოფლიო სამართლიანობის საფუძველზე, დაე, ამ დიდი მადლს ეზიაროს ყოველი ერი და ყოველი ადამიანი, რაზეც დამოკიდებულია კაცობრიობის მომავალი განვითარების პროცესში ზნეობრივ-პოლიტიკური პრინციპების გამარჯვება. და დამკვიდრება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
25.02.1989 წ. თბილისი
1989 წლის თებერვალში და მაისში ეს დეკლარაცია და მათზე დართული პეტიცია 20 ათასი ხელმოწერით, გადაეცა თბილისში მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მართალია, გაეროსა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს უშუალოდ არ გამოუხატავთ თავიანთი რეაქცია აღნიშნულ პეტიაციაზე, აგრეთვე 4-9 აპრილს გაგაზავნილ პეტიციებზე, მაგრამ იმავე წლის 17 მარტს ამერიკის სენატში განახლდა განხილვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხისა რესპუბლიკელი სენატორის ჯეფერი ჰელმსის მიერ (თავდაპირველად ეს საკითხი წამოაყენა 1975 წელს კონგრესმენმა ვაგონერმა, რომელმაც გააცნო კონგრესს კათოლიკოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას წერილი გენუის კონფერენციისადმი).
სენატორმა ჰელმსმა და უილსონმა მოითხოვეს კონგრესისაგან განხილვა და კენჭისყრის ჩატარება მიმართვაზე, რომელიც ქართველმა დისიდენტებმა, ჰელსინკის კავშირის წევრებმა 1988 წელს გაუგზავნეს პრეზიდენტ რეიგანს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხთან და კავშირებით. კერძოდ, ითქვა, რომ კონგრესმა კენჭი უნდა უყაროს მიმართვას ორი თვის მანძილზე, აგრეთვე შემდეგ წინადადებებს.
1. მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს ძალისხმევაში, რათა მიაღწიოს თავისუფლების აღგენას.
2. მიანიჭონ მათ უფლება თვითგამორკვევისა ჰელსინკის დასკვნითი აქტის შესაბამისად, რომელსაც საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი.
3. მხარი დაუჭირონ საქართველოს მოთხოვნას ადამიანის უფლებების დაცვაში, რაც გარანტირებულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციით, რომელსაც აგრეთვე ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირმა.
4. მოუწოდონ საბჭოთა კავშირის მთავრობას გულისყურით მოეკიდოს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას და უზრუნველყოს მისი უფლება თვითგამორკვევისა და ადამიანის უფლებათა დაცვა.
მართალია ჰელმსის ინიციატივას შეუერთდა რამდენიმე კონგრესმენი, მათ შორის მაკ კიუინი, რომელიც შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და რომლის ინიციატივითაც აღიმართა კაპიტოლიუმზე დროშა, მაგრამ ოფიციალური კენჭისყრა საქართველოს საკითხზე ამერიკის კონგრესში ჯერჯერობით ჭიანურდება, ვინაიდან ოფიციალური ამერიკა ჯერჯერობით თავს იკავებს საბჭოთა კავშირში შემავალი თვითგამორკვევისათვის მებრძოლი ერებისათვის ღია მხარდაჭერისაგან. თუმცა, ჩვენის ღრმა რწმენით, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოფიციალურად გამოცხადება მეტ საფუძველს და შესაძლებლობას მისცემს უცხოეთის სახელმწიფოებს ჩვენი მხარდაჭერისას.
ამ მიმართულებით ბევრი რამ უკვე გაკეთდა. მაგრამ ჩვენს აბსოლუტურად სამართლიან მისწრაფებას საკავშირო ხელისუფლებამ კვლავ ნაცადი იარაღი დაუპირისპირა. ფორმალურად მან არ გააუქმა მიღებული არც ერთი სამართლებრივი აქტი, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს რესპუბლიკის რეალური სუვერენიტეტის აღდგენას, მაგრამ საქმით შეუძლებელს ხდის დასახული ამოცანის რეალიზაციას.
საკმარისია გავიხსენოთ სსრკ კანონები მოკავშირე რესპუბლიკების კავშირიდან გასვლის წესის შესახებ, საბჭოთა კავშირსა და ფედერაციის სუბიექტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე, ასევე მთელი რიგი კანონები ეკონომიკის სფეროში. განსაკუთრებით, აღსანიშნავია საკავშირო ხელისუფლების წადილი თავს მოგვახვიოს ახალი კაბალური სამოკავშირეო ხელშეკრულება, რისთვისაც ყველა ზომას მიმართავს. მათ შორის უმთავრესია ეთნოკონფლიქტების ხელოვნური გაღვივება, ეკონომიკური ბლოკადა და საერთაშორისო სამართლით დაგმობილი სხვა მოქმედებანი.
ამჟამად, ფაქტობრივად გამოცხადებული ომი წარმოებს შიდა ქართლში, სადაც ოსი ექსტრემისტები საბჭოთა არმიის ნაწილებთან ერთად ცდილობენ საქართველოს მოსწყვიტონ მისი განუყოფელი ნაწილი, დაარღვიონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი, კრემლის ხელმძღვანელობა დღესაც ცდილობს გამოიყენოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ჩვენი ბრძოლის დასამუხრუჭებლად, რათა გვაიძულონ ხელი ავიღოთ ამ ბრძოლაზე და ხელი მოვაწეროთ ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ამ მიზნით იმპერიალისტურმა ძალებმა გააძლიერეს ოსი ექსტრემისტების მხარდაჭერა სამაჩაბლოში. კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი თამარაშენში, კეხვში, აჩაბეთში, სვერში და სხვა სოფლებში. კრემლის ხელმძღვანელობამ უნდობლობა გამოუცხადა არა მხოლოდ ქართულ მილიციას, არამედ, რაც უფრო განსაცვიფრებელია, საკუთარ შინაგან ჯარს, რომელიც თბილისშია განლაგებული (ე.წ. „მერვე პოლკი“) და გამოიყვანა იგი ცხინვალიდან. მის ნაცვლად ცხინვალში შეიყვანეს შინაგანი ჯარის სხვა ნაწილები, სსრკ-ს სხვადასხვა მხარეებიდან, დაახლოებით 1500-მდე ჯარისკაცი, 51-მდე ჯავშანტრანსპორტიორი, რომელთაც ხელმძღვანელობენ მოსკოვიდან ჩამოსული პოლკოვნიკები. ამ უკანასკნელთ უნდობლობა გამოუცხადეს არა მხოლოდ ჩვენს მიერ დანიშნულ კომენდანტს პოლკოვნიკ თ. ეპიტაშვილს, არამედ მის მოადგილეს, პოლკოვნიკ პუზირნისაც, ვითომდაც არაობიექტურობისათვის. ნამდვილი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ისინი უარს ამბობენ ქართველების წინააღმდეგ მტრულ მოქმედებაზე და ოსი ექსტრემისტების მხარდაჭერაზე. ახლადშემოსული შინაგანი ჯარი კი, ნაცვლად იმისა, რომ განაიარაღოს ექსტრემისტები, მათთან ერთად დაერია ქართულ სოფლებს, ალყა შემოარტყა მათ და ამზადებს მათ გენოციდს.
ყოველივე ამის გამო, „მრგვალმა მაგიდამ“ მიმართა ცენტრს ულტიმატუმით: თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ახალი აგრესია ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ და არ აღდგება სამართლიანობა, დაიწყება პოლიტიკური გაფიცვა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, რაც ჩრდილოეთ კავკასიის და როსტოვის რკინიგზის პარალიზებასაც გამოიწვევს. გაფიცულები შეუერთდებიან საბჭოთა კავშირში მოქმედი საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნებს.
რამ გამოიწვია შიდა ქართლში სიტუაციის ასეთი გამწვავება?
როგორც მოგეხსენებათ, 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,08 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისაგან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში. გაგაცნობთ ზოგიერთ ციფრებს, რომლებიც ჯერ პრესაში არ გამოქვეყნებულა.
დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1989 წლის მონაცემების მიხედვით.
ახალქალაქის რ-ნი: ქართველები - 4,3 %25; სომხები - 91,3%25; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთ 90%25 კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,01%25 ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%25. ნინოწმინდის (ყოფ. ბოგდანოვკის) რ-ნი: ქართველები - 1,1%25; სომხები - 90,4%25; რუსები - 8,3%25; კენ ჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,5 %25; კითხვას უპასუხა „დიახ“, 91,8 %25 ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04 %25. წალკის რ-ნი: ქართველები - 3,3 %25; ბერძნები - 61 %25; სომხები - 28,5%25; აზერბაიჯანელები - 5,1%25; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%25. კითხვას უპასუხა „დიახ“ 96,56%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%25. დმანისის რ-ნი: - ქართველები 28%25; აზერბაიჯანელები - 63,7%25; ბერძნები - 6,1%25. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,17%25 ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%25. ბოლნისის რ-ნი: - ქართველები - 21,6%25; აზერბაიჯანელები - 65,9%25; სომხები - 6,8%25; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,54%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%25. მარნეულის რ-ნი: - ქართველები - 6,6%25; აზერბაიჯანელები - 80%25; სომხები - 6,6%25; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 98,94%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 96,74%25.
ესაა ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონები, სადაც ქართველები უმცირესობაში არიან.
შიდა ქართლი
ახალგორის რ-ნი: - ქართველები - 53,8%25; ოსები - 44%25; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,44%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%25; ცხინვალის რ-ნი: ქართველები 46,3%25; ოსები - 52,4%25; რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%25, კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,98 %25, ანუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,54%25.
გარდა ამისა, ღრომისა და ბიყარის საკრებულოთა ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა კომისიამ საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა „დიახ“ 607 ამომრჩეველმა.
რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონებში. ჯავის რაიონში 5,8%25 ქართველი ცხოვრობდა, ყორნისისაში - 35,4%25, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა, მათგან 149 ოსმა, ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფ. პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას.
აფხაზეთი
ქ.სოხუმი: ქართველები - 41,8 %25; სომხები - 10,3%25, რუსები - 21,1%25; ბერძნები - 6,3%25; აფხაზები - 12,6%25. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 96,61%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%25. ქ. გაგრა: ქართველები - 28,5%25; სომხები - 30,5%25; რუსები - 23,4%25, აფხაზები - 9,3 %25. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 51,1%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 94,01%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%25. გალის რ-ნი: ქართველები - 93,5%25; რუსები - 3,1%25; კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,71%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 97,39%25. გულრიფშის რ-ნი: ქართველები - 52,7%25; სომხები - 25,3%25, რუსები - 13,8%25; აფხაზები - 2,3%25. კენჭისყრაში მონაწილ ეობა მიიღო 85,35%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,85%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%25. ოჩამჩირის რ-ნი: ქართველები - 49,2%25; სომხები - 8,2%25; რუსები - 5,8%25; აფხაზები - 33,6%25, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,1%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%25. სოხუმის რ-ნი: ქართველები - 44,2%25; სომხები - 29,4%25; რუსები - 7,2%25; ბერძნები - 10,5%25; აფხაზები - 5%25. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო - 60,83 %25; კითხვას უპასუხა „დიახ“ - 99,44%25, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%25. გუდაუთის რ-ნი: ქართველები - 13,4%25; სომხები - 15,5%25; რუსები - 13,1%25, აფხაზები - 53,3%25. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13 %25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,9 %25, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%25. ქ. ტყვარჩელი: ქართველები - 23,5%25; რუსები - 24,3%25, აფხაზები - 42,7%25. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,840 ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში, კითხვას უპასუხა „დიახ“ 99,9 %25, ანუ ამომრჩევლის 7,83 %25. მთლიანად აფხაზეთში 347 135 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%25; კითხვას უპასუხა „დიახ“ 97,73 %25ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%25.
ამრიგად ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა, მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.
ამ მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი მტრები საზღვარგარეთ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობების, ვითომდაც ჩაგვრისა და დისკრიმინაციის შესახებ. აქედანვე ჩანს, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ქართველებთან ერთად მხარს უჭერენ არაქართველებიც და რომ მითი იმის შესახებ, თითქოს ახალი ხელისუფლების მიზანია არაქართველთა დევნა, კრემლის აგენტების მიერ არის მოჭორილი, რომელთაც თავისი პროპაგანდით მოახერხეს მოტყუება არაქართველთა ძალზე მცირე ნაწილისა, რომელმაც უარი სთქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე ან უარყოფითი პასუხი გასცა რეფერენდუმის კითხვას (ეს გახლავთ სულ რამდენიმე ათასი ამომრჩეველი მთელს საქართველოში).
ჩვენ მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ ამ მხარდაჭერას და დიდ მადლობას ვუცხადებთ ჩვენს არაქართველ ძმებს და დებს, რომ არ მიგვატოვეს ამ გაჭირვებაში და ღირსეულად ამოგვიდგნენ მხარში.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს საქართველოში მომხდარი უზარმაზარი მნიშვნელობის პოლიტიკური ფაქტის აღიარებას. მას არად მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის ნება, რომლის ესოდენ სრულყოფილად გამოხატვას დღეს მთელი მსოფლიო ეხმაურება ყოველივე ზემოთქმულიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.
მართალია, ჩვენ ვაცნობიერებთ იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იურიდიულ ფაქტსა და იმპერიის ტყვეობიდან საქართველოს ფაქტობრივ განთავისუფლებას შორის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლებრივი და საკანონმდებლო საფუძველი უმთავრესია ასეთ შემთხვევაში, რათა მოხდეს მსოფლიოს სახელმწიფოთა მიერ საქართველოს დე იურე ცნობა, მისი შესვლა გაერთიანებაში და სხვა ორგანიზაციებში. ამის შემდეგ უფრო შესაძლებელი გახდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ცენტრთან მოლაპარაკება საოკუპაციო ჯარების გაყვანის თობაზე.
საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიის შენარჩუნების მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიას აძლევს აფხაზ ხალხს, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება რეფერენდუმით.
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს. ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ, და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გვფარავდეს ღმერთი!
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991 10 აპრილი. - №70 (90). - 2,3 გვ.
![]() |
63 სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბ.კ. პუგოს |
▲ზევით დაბრუნება |
სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც შემოყვანილი არიან საქართველოში, კერძოდ, სამაჩაბლოში ქართველი ხალხის ნების მიუხედავად, განსაკუთრებით გაააქტიურეს საომარი მოქმედება ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, სახელდობრ, მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
დღეს, როცა თვით კომუნისტური იდეოლოგიაც კი არ უარყოფს რელიგიის საჭიროებას პიროვნების სულიერი ჰარმონიის ფორმირებისათვის, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები და საბჭოთა არმია სჩადიან ანტიჰუმანური, მკრეხელური ვანდალიზმის აქტებს.
1991 წლის 11 აპრილს შინაგანი ჯარების ნაწილებმა, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ დვანში შეიჭრნენ, სამეთვალყურეო პუნქტის გაუქმების საბაბით დაწვეს წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა სამების ეკლესია - ისტორიული ძეგლები, რომლებიც ქართველი ხალხის სულიერი სიმდიდრის დასტურია. 11 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმის აქტი საქართველოს ისტორიის მოსპობის ცდის ტოლფასია.
ამავე დროს გაცნობებთ, რომ სოფელი დვანი ოც კილომეტრზე მდებარეობს ტერიტორიიდან, რომელზეც ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო წესების მოქმედება.
საგანგებო წესების მოქმედების ტერიტორიის თვითნებური გაფართოება, სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში უხეში ჩარევა, მისი ტერიტორიული მთლიანობის დანაწევრების ცდა, აგრეთვე ლოკალური ტერიტორიის ანექსიის ცდაა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოთ სამაჩაბლოს ტერიტორიიდან სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინიტროს სამხედრო ნაწილები და აღადგინოთ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული ქალაქ ცხინვალის სამხედრო კომენდანტის უფლებამოსილებანი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 12 აპრილი
სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბ.კ. პუგოს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 აპრილი. - №72 (92). - 1გვ.
![]() |
64 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ბატონ ზვიად გამსახურდიას პირველი პრესკონფერენცია იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. დღეს, მკითხველს ვთავაზობთ საუბრის ძირითად მომენტებს.
- როგორ შეხვდა კრემლი საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე?
- ჯერჯერობით დეზინფორმაციის ნიაღვარმა იმატა, და მეტი არაფერი. ავრცელებენ ხმებს, თითქოს მე აჭარის ავტონომიის გაუქმება გამომეცხადებინოს. და ეს იმ დროს, როცა სრულიად მკაფიოდ და საქვეყნოდ ითქვა და დაიბეჭდა კიდეც, რომ აჭარის ავტონომიის ბედი იქაურმა რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს.
- რესპუბლიკის სტატუსის შეცვლამ, როგორც ჩანს, ცენტრთან ურთიერთობის ფორმაც უნდა შეცვალოს. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ამბებს, რომლებიც ამ ბოლო ხანს ხდება სამაჩაბლოში...
- გუშინ იქ ყოვლად აღმაშფოთებელი ამბები მოხდა სოფელ ოქონაში საბჭოთა ჯარები თავს დაესხნენ ქართველ მილიციელებს. განაიარაღეს და დააპატიმრეს ოცზე მეტი კაცი, რომლებიც ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ. ქართული მილიცია განაიარაღეს თამარაშენშიც. ჯარები ერედვშიც შეცვივდნენ, მაგრამ იქ მილიცია არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ პროკურორის ოთახი დაარბიეს. წაიღეს იმ ოსი ბანდიტების საგამოძიებო ნივთმტკიცებანი, რომლებმაც ხალხი დაწვეს. იყო ისეთი ფაქტებიც, როცა არმია ცეცხლს უშენდა მშვიდობიან მოსახლეობას. იგი ნამდვილი აგრესორივით იქცევა და უხეშად არღვევს ჩვენს სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, პროტესტს გავუგზავნით.
- როგორია თქვენი პოლიტიკური პროგნოზი უახლოესი მომავლისათვის?
- ახალ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. მით უმეტეს რომ შიდა ქართლის ამბებზე ინფორმაციასთან ერთად მოსკოვიდან სხვა ახალი ამბებიც მოდის. მაგალითდ, სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ გამოგვიგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, თითქოს „უკანონო“ იყოს ჩვენი შინაგანი ჯარების - ეროვნული გვარდიის შექმნა; იგი იმოწმებს სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონო სამხედრო ფორმირებათა დაშლის შესახებ. ერთი სიტყვით, დიდმასშტაბიან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. არც პირდაპირი ინტერვენციაა გამორიცხული.
- ცენტრის რეაქცია რომ ნეგატიური იქნებოდა, ამას ლაპარაკი არ უნდა. რა შეგვიძლია ამას დავუპირისპიროთ, რა რეზერვები გვაქვს?
- ნებისმიერ ოკუპირებულ ქვეყანას, მით უმეტეს სსრ კავშირში შემავალს, ერთადერთი რეზერვი აქვს - ცენტრის პოლიტიკას მძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა. დასავლეთ საქართველოში რკინიგზაზე, საზღვაო პორტში, საკავშირო დაქვემდებარების საწარმოებში უკვე დაიწყო გაფიცვა, შეიძლება აეროპორტების მუშაობაც შეწყდეს. ჩვენი მოთხოვნები ყველამ იცის - გაიყვანონ ჯარები შიდა ქართლიდან. იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველივე ეს ცენტრს აიძულებს ჩაუფიქრდეს თავის საქციელს.
- როგორ აფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელშიც გამოთქმული იყო სურვილი, რომ საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის წამოჭრილი პრობლემები დემოკრატიული გზით გადაწყდეს.
- კარგი ამბავია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბატონ ჯორჯ ბუშს გავუგზავნე დეპეშა, რომლითაც ვატყობინებდი, საქართველოში შეიარაღებული ინტერვენცია მზადდება, უხეშად, იარაღით ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში-მეთქი. ეტყობა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ დეპეშაზე რეაქცია უნდა იყოს. ჩვენი ერთდერთი იმედი დასავლეთია - მხოლოდ დემოკრატიას ძალუძს ჩვენი დაცვა.
- თქვენი აზრით, როდის მიაღწევს საქართველო სრულ დამოუკიდებლობას?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მზად კრემლი დაიწყოს მოლაპარაკება და რამდენად მალე იტყვის უარს იმ დიქტატის პოლიტიკაზე, რომელსაც დაჟინებით ადგას. ცხადია, დასავლეთის პოზიციაზეც. რაც უფრო ხშირად დაუთმობენ ყურადღებას საქართველოს, როგორც, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა ქნა, მით უფრო მეტი გარანტიები იქნება იმისა, რომ მალე მივაღწევთ სრულ დამოუკიდებლობას და საოკუპაციო ჯარების გაყვანას.
- როგორ ეკიდება ეგრეთ წოდებული ოპოზიცია დამოუკიდებლობის აქტს? და კიდევ, როგორ გამოეხმაურა ამას აფხაზეთის ოფიციალური ხელისუფლება?
- ეგრეთ წოდებული ოპოზიციისგან ჯერჯერობით არავითარი ნოტა არ მიგვიღია. რაც შეეხება აფხაზეთს, თავად არძინბა სოხუმში არ ბრძანდება. აი, მისმა მოადგილემ ქართველმა კი მომილოცა. საერთოდ, საქართველოს და მოუკიდებლობის აღდგენაზე რეაქცია დადებითია აფხაზთა შორისაც. მით უმეტეს, რომ დარწმუნდნენ - ავტონომიის შენარჩუნების კონსტიტუციურ გარანტიებში.
- რამდენად დაეხმარება ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი?
- უდავოდ დაეხმარება. თუნდაც იმით, რომ ნებისმიერ თავისუფალ ქვეყანას უნდა ჰყავდეს თავისი პრეზიდენტი, სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ეს აუცილებელი პირობაა.
- რა არის პარიზში გიორგი ხოშტარიას ჩასვლის უმთავრესი მიზანი?
- ჩასვლის მიზანია ქვეყნებს გააცნოს მართალი ინფორმაცია ჩვენში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, კონტაქტები დამყარდება საფრანგეთის ოფიციალურ წრეებთან.
- როგორ არის დასავლეთის სახელმწიფოთა მხრივ ეკონომიკური დახმარების საქმე?
- პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მნიშვნელოვან კრედიტებს მოველით, სხვაგვარადაც დაგვეხმარებიან.
- ხომ არ შეიძლება უფრო დაწვრილებით გვითხრათ წამოწყებულ გაფიცვაზე?
- რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მისი გაფიცვა დამბლას დასცემს საჭოთა კავშირის რკინიგზის დიდ ნაწილს - ადლერიდან დონის როსტოვამდე. ბათუმისა და ფოთის გაფიცვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გააქვს საბჭოთა კავშირს საექსპორტო ნავთობი და ქვანახშირი.
- ამას წინათ, ლიტვა ზოგიერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეუერთდა. მაგალითად, ადამიანის უფლებების დეკლარაციას და ა.შ.
- მაგას ჩვენც აუცილებლად ვიზამთ.
- დღეს, სრულიად აშკარაა ბორის ელცინისა და მიხეილ გორბაჩოვის დაპირისპირება. როგორ გგონიათ, რით დამთავრდება ეს?
- ეგ დაპირისპირება მალე ელცინის გამარჯვებით დამთავრდება. ცენტრი სულ უფრო კარგავს თავის მნიშვნელობას. თუ რაღა თქმა უნდა, მემარჯვენე ძალებმა რაიმე გადამწყვეტი არ იღონეს, ვთქვათ, სამხედრო გადატრიალება. ან, თუ გორბაჩოვი რომელიმე რეაქციონერმა არ შეცვალა.
- როგორ უყურებთ იმას, რომ, თურმე, საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასი ექვსი დოლარი ყოფილა?
- ჩვენ ყოველნაირად ვცდილობთ დავაჩქაროთ ეროვნული ვალუტის შექმნის პროცესი.
- ბალტიისპირა რესპუბლიკებში მიიღეს კანონები ეროვნულ უმცირესობათა შესახებ. რა კეთდება ამ მხრივ საქართველოში?
- კანონი მზადაა და მალე გამოვიტანთ განსახილველად.
- გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა ბორის ელცინის დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, საქართველოში დაამახინჯესო ყაზბეგში შეხვედრის შედეგები. თქვენ რას იტყოდით ამაზე?
- ჩემთვის ეს გაუგებარია. ელცინს გავუგზავნე საპასუხო დეპეშა, რომელშიც ვწერდი, „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ საბჭოური წყაროების ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით-მეთქი, რეალური ფაქტების საფუძველზე ერთხელ კიდევ დავუმტკიცე, რომ ყოფილ სამხრეთ ოსეთში სწორედ ქართველ მოსახლეობას ესხმიან თავს. ამის შემდეგ, რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ტელეფონით ვესაუბრეთ. კვლავ დადასტურდა, რომ კარგად გვესმის ერთმანეთისა. ამ ცოტა ხნის წინათ ინტერვიუში მან კვლავ დაადასტურა, რომ, რაზეც ყაზბეგში მოვრიგდით, ძალაში რჩება.
- როგორ გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები?
- ეს იქნება საყოველთაო სახალხო არჩევნები.
- როგორ დაახასიათებდით ელცინს?
- მისთვის პოპულიზმის დაბრალება კრემლიდან, მისი ხელმძღვანელობიდან მოდის, რომლებიც ხალხს სძულს. ეს შურია. ხალხი კი უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ არავის შეიყვარებს. ელცინი სადა, გულღია კაცია, განსაკუთრებით საუბრის დროს, უბოროტოა, არავითარი დიქტატორული მიდრეკილებანი არა აქვს. პატიოსანი კაცია, მაგრამ როგორც ჩანს, მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ჯიუტად მოითხოვენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის ბუნებას არ შეესაბამება. სხვათა შორის, ამას ადასტურებს რუსეთის სფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობის ჩარევაც საქართველოს საქმეებში, გორბაჩოვისადმი მიმართვაც, რომელშიც სთხოვდნენ წესრიგი დაემყარებინათ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. მიმართეს გორბაჩოვს, რომლის გადადგომასაც თვით ელცინი მოითხოვს?! პარადოქსია!
- საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნისას თუ დაეყრდნობით დასავლური ქვეყნების კონსტიტუციებს?
- ალბათ, არ იცით, რომ ჩვენში უკვე მიღებულია დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია? სწორედ ის დაედება საფუძვლად ახალ კონსტიტუციას.
- დღეს ცხინვალში ბრძანდება გენერალი შატალინი, ხომ არ გიცდიათ მასთან დიალოგი? და კიდევ: საძრახისად ცნობილ კიმ ცაგოლოვს თქვენთან მოლაპარაკება მოუსურვებია. თქვენ რას იტყოდით?
- თავად შატალინს არ სურს ჩვენთან არავითარი კონტაქტები, მაშასადამე, არც ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს. საერთოდ კი ადრე იყო ჩემთან. განაცხადა, თქვენ მართლი ხართ. კონფლიქტი ოსმა სეპარატისტებმა წამოიწყესო. გამიკვირდა კიდეც, ახლა კი სხვაგვარად მოქმედებს, მაშასადამე, ახალი ინსტრუქციები მიუღია. რაც შეეხება ცაგოლოვს, ეგ ლიდერი არ არის. ეგ გენერალი, უფრო სწორედ, გაფილოსოფოსებული ექსტრემისტი, კარგს არაფერს აკეთებს, ადამიანთა მცირე ჯგუფი უჭერს მხარს და მასთან მოსალაპარ აკებელი არაფერი მაქვს. იქ ოსთა რამდენიმე დაჯგუფებაა და ერთმანეთში დავობენ, გავლენის სფეროები ვერ გაუყვიათ.
- საქართველოს დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია გორბაჩოვის კრახი, თუ სხვა ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად, მოლაპარაკება?
- მოლაპარაკების არავითარი საშუალება არა გვაქვს მით უმეტეს, რომ ცენტრი კვლავ დიქტატის პოლიტიკას ადგას. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ იმპერიისა და გორბაჩოვის კრახი ახლოა - აი, ეს იქნება საქართველოს ფაქტობრივი თავისუფლების დასაწყისი.
- შეიძლება თუ არა ლაპარაკი საბჭოთა კავშირთან ეკონომიკურ ომზე და შეძლებს თუ არა საქართველო ასეთ ომში გამარჯვებას?
- საქართველოში დემოკრატიული არჩევნები სწორედ ეკონომიკურ ომში გამარჯვების შემდეგ გაიმართა, როცა რკინიგზა ჩაიკეტა ადლერიდან როსტოვამდე. ცენტრმა მხოლოდ იმ გაფიცვის შემდეგ დათმო პოზიციები და დაუშვა ჩვენში დემოკრატიული არჩევნები. დღეს კი, რა თქმა უნდა, გვაწუხებს, რომ ნებსით თუ უნებლიედ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ზარალს მივაყენებთ სომხეთს. ჩვენ გავაფრთხილეთ და ბოდიში მოვუხადეთ ბატონ ტერ-პეტროსიანს. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ აზერბაიჯანიც და თვით ყაზახეთიც, მაგრამ განსაკუთრებით სომხეთი დაზარალდება. მაგრამ რა ვქნათ, სხვა გამოსავალი არა გვაქვს, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობაა. მაშასადამე, უნდა გავუძლოთ. ისე კი ვიტყვი, გაფიცვის დაწყება ჩვენი ბრალი არ არის. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ხალხის წარმომადგენლებისა, კერძოდ, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ორგანიზაციების საგაფიცვო კომიტეტებმა შემოგვთავაზეს.
- როგორ გესახებათ გორბაჩოვის პოლიტიკური პორტრეტი?
- გორბაჩოვმა გარდაქმნა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ საკუთარი ხელისუფლების განმტკიცება უნდოდა, ეს არის მთავარი. ძალაუფლების გულისთვის არაფერს არ თაკილობს. მიხვდა, დაინახა რა კრახიც მოელით მას და მის იმპერიას, სწორედ ამიტომ გაითამაშა „გარდაქმნის“ სპექტაკლი.
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციებიდან პასუხი ხომ არ მიგიღიათ თქვენს მიმართვებსა და პეტიციებზე?
- სამწუხაროდ, ჯერ არა, ჯერჯერობით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხოლოდ აზია-აფრიკის ქვეყნებისათვის არსებობს და არა საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხებისთვის. ჩვენთან კონტაქტებს ისე აფასებენ, როგორც საბჭოთა კავშირის საშინაო საქმეებში ჩარევას.
- როგორ გამოეხმაურნენ კუზბასელი მუშები დახმარებას, რომელიც ამას წინათ გაუწიეთ?
- მადლობის დეპეშებს ვიღებთ. მხარი დაგვიჭირეს და მიაჩნიათ, რომ საერთო მიზანი გვაქვს - ბრძოლა კომპარტიის მონოპოლიის წინააღმდეგ და არსებული დანაშულებრივი სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ.
- გამოითქვა იდეა, რომ მოეწყოს მიერთებული სახელმწიფოების კონფერენცია და შეიქმნას ამ რესპუბლიკების საკოორდინაციო საბჭო...
- დიახ, არის ასეთი იდეა. კიშინიოვში უნდა გამართულიყო შეხვედრა, მაგრამ გადაიდო.
- როგორ გამოეხმაურა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი?
-გუშინ მოგვილოცა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა. 1991. - 13 აპრილი. - №72 (92). - 1გვ.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს // რესპუბლიკა 1991. - 16 აპრილი. №14/47. - 3გვ.
![]() |
65 ბიბლიოგრაფიული საძიებელი: |
▲ზევით დაბრუნება |
1. მიმართვა: აჭარის მოსახლეობისადმი / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 8 ნოემბერი. - №123 (11609). - 1 გვ.
2. ინტერვიუ : პირველი მრავალპარტიულის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 13 ნოემბერი. - №125 (11611). - 2 გვ.
3. კანონი : საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 15 ნოემბერი. - №2-3 (21011). - 2 გვ.
4. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე // ახალი საქართველო. - 1990. - 16 ნოემბერი. - №4 (21012). - 1,2 გვ.
5. დადგენილება: ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის - განმტკიცების შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. 1990. - 17 ნოემბერი. - №127 (11613). - 8 გვ.
6. კანონი : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი. - №127 (11613). - 2 გვ.
7. კანონი : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი. - №127 (11613). - 2 გვ.
8. კანონი : საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი. - №127 (11613). - 6 გვ.
9. კანონი : სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სსრ კავშირის კანონის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედების თაობაზე / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი. №127 (11613). - 5 გვ.
10. კანონი : საქართველოს სსრ სახელწოდების შეცვლის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალგაზრდა ივერიელი. - 1990. - 17 ნოემბერი. - №127 (11613). - 2 გვ.
11. კანონი : ამნისტიის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. 1990. - 23 ნოემბერი. - №9 (21017). - 2 გვ.
12. დადგენილება : დეპუტატ ვ. დომუხოვსკის მიერ შეკითხვის წესით დასმული საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 25 ნოემბერი. - №10-11(21019) - 1გვ.
13. დადგენილება : სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო - 1990. - 25 ნოემბერი. - №10-11(21019). - 2 გვ.
14. სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს სამოკავშირეო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე / გამსახურდია ზ. // ახალი საქართველო. - 1990. - 25 ნოემბერი. - №10-11 (21019). - 1გვ.
15. ინტერვიუ ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამსახურდია ზვიად // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990. - 7 დეკემბერი. - №2. - 1,4 გვ.
16. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ // თვალთაი. - 1997. - 16-22 აპრილი. - №15 (56). - 1 გვ.
17. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა 1990 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990. - 12 დეკემბერი. - №5-6. - 1,3 გვ.
18. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990. - 16 დეკემბერი. - №10. - 1გვ.
19. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომრის ზვიად - გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით // რესპუბლიკა 1990. - 18 დეკემბერი. - №32. - 1გვ.
20. პასუხი ჟურნალისტთა შეკითხვებს / გამსახურდია ზ. //საქართველოს რესპუბლიკა.- 1990.-18 დეკემბერი. №11.-1,2 გვ.
21. „ჯერ ვნახოთ...“ უპასუხა ზვიად გამსახურდიამ კითხვას, კვლავ საბჭოთა იქნება თუ არა აფხაზეთი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1990 21 დეკემბერი. - №13. - 1გვ.
22. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 1 იანვარი. - №1 (21). - 1გვ.
23. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომრის ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა ტელევიზიით // რესპუბლიკა - 1991. - 1 იანვარი. - №1 (34). - 1,2 გვ.
24. სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 15 იანვარი. - №10 (30). - 1გვ.
25. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 5 თებერვალი. - №24 (44). - 1გვ.
26. ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 21 თებერვალი. - №35(55). - 1გვ.
27. „კრემლის ზღურბლს მხოლოდ მაშინ გადავაბიჯებ, როცა თავისუფალი საქართველოს მოქალაქე ვიქნები“ / გამსახურდია ზ. ; [ჩაიწერა] „კომსომოლსკაია პრავდა“ ; პავლე ვოშჩანოვი // საქართველოს რესპუბლიკა 1991. - 22 თებერვალი. - №36 (56). - 1გვ.
28. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 თებერვალი. - №38 (58). - 1,2გვ.
29. ჩვენ უღმერთობის, რბევისა და ტერორის გზას ვერ დავადგებით / გამსახურდია ზ.; [ჩაიწერა] ჟურნალი „ოგონიოკი“ ; გ. მარტიროსიანმა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 თებერვალი. - №39 (59). - 1,2 გვ.
30. გაეროს, მსოფლიოს ქვეყნების ხალხებსა და მთავრობებს : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 მარტი. - №42 (62). - 1გვ.
31. მიმართვა : შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 6 მარტი. - №44 (64). - 1გვ.
32. ბალყარელ ხალხს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა 1991. - 7 მარტი. - №45 (65). - 1გვ.
33. ბათუმის უნივერისტეტის თანამშომლებს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 7 მარტი. - №45 (65). - 1გვ.
34. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 9 მარტი. - №47 (67) - 1გვ
35. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 5 მარტს // სამშობლო. - 1991. - მარტი. - №5. - 1გვ.
36. მიმართვა : აფხაზი ხალხისადმი /გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 12 მარტი. - №48 (68). - 1გვ.
37. ბატონ ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 9 მარტის პრესკონფერენცია ქართველი, საბჭოთა და უცხოელი ჟურნალისტებისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 მარტი. - №49 (69). - 1გვ.
38. პრესკონფერენცია საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში // თბილისი. - 1991. - 11 მარტი. - №46 (14363). - 1გვ.
39. ლიტვის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ლანდსბერგისს // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 13 მარტი. - №43 (13409). - 1გვ.
40. განცხადება : ჩრდილოეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ხ. გალაზოვს, სსრ კავშირის // მასობრივი ინფორმაციის ცენტრალურ საშუალებებს /გამსახურდია ზ. აფხაზეთის ხმა. - 1991. - 13 მარტი. - №43 (13408). - 1გვ.
41. დადგენილება : 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის შესახებ // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 22 მარტი. - №50 (13416). - 1გვ.
42. დადგენილება : საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სსრ კავშირის რეფერენდუმის ჩატარებისა და სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში დეპუტატის არჩევნების შესახებ // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 26 მარტი. - №52 (13418). - 1გვ.
43. აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ვ. არძინბას // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 27 მარტი №53 (13419). - 1გვ.
44. ბ-ნ ვლადისლავ არძინბას // აფხაზეთის ხმა. - 1991. - 29 მარტი. - №55 (13421). - 1გვ.
45. „კრემლი ულტიმატუმებით გველაპარაკება“ / გამსახურდია ზ. [ჩაიწერა] „ნეზავისიმაია გაზეტა“ ; ანდრეი კარაულოვი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 16 მარტი. - №52 (72). - 1გვ.
46. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას გამოსვლა საქართველოს ტელევიზიით 1991 წლის 16 მარტს // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 19 მარტი. - №53 (73). - 1გვ.
47. მიმართვა : კავკასიის ხალხებისადმი / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 23 მარტი. - №57 (77). - 1გვ.
48. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის // ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 26 მარტი. - №58 (78). - 1გვ.
49. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის // ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ტელევიზიით 1991 წლის 25 მარტს რესპუბლიკა. - 1991. - 26 მარტი. - №11/44.- 1გვ.
50. მიმართვა : ჯავახეთის სომეხ მოსახლეობას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 მარტი. - №61(81). - 1გვ.
51. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბატონ რიჩარდ ნიქსონთან // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 30 მარტი. - №61 (81). - 1გვ.
52. პრესკონფერენცია ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991 31მარტი. - №62-63 (83). - 3გვ.
53. პრესკონფერენცია ბატონ ზვიად გამსახურდიასთან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის // რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი №12/45. - 2გვ.
54. მიმართვა : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზ.კ. გამსახურდიას / გორბაჩოვი მ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №64(84). - 1გვ.
55. სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 2 აპრილი. - №64 (84). - 1გვ.
56. მიმართვა : რუსეთის სფსრ-ის სახალხო დეპუტატთა III საგანგებო ყრილობას / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 3 აპრილი. - №65 (85). - 1გვ.
57. სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 4 აპრილი. - №66 (86). - 1 გვ.
58. მიმართვა : სსრ კავშირის უზენაეს საბჭოს / საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. 4 აპრილი. - №68 (86). - 1გვ.
59. სსრკ-ს პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს, სსრკ-ს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა.ი. ლუკიანოვს / გამსხურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა 1991. - 9 აპრილი. - №69 (89). - 1გვ.
60. „ვამაყობ ჩემი ქვეყნით!“ / გამსახურდია ზ.; [ჩაიწერა] დემეტრაშვილი დავით // რესპუბლიკა. - 1991. - 9 აპრილი. - №13/46. - 8გვ.
61. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 აპრილი. - №70 (90). - 1გვ.
62. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 10 აპრილი №70 (90). - 2გვ.
63. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას გამოსვლა // საქართველოს რესპუბლიკა 1991. - 10 აპრილი. - №70 (90). - 2,3 გვ.
64. სსრ კავშირის პრეზიდენტს მ.ს. გორბაჩოვს, სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრს ბ.კ. პუგოს / გამსახურდია ზ. // საქართველოს რესპუბლიკა. - 1991. - 13 აპრილი. - №72 (92). - 1გვ.
65. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს // საქართველოს რესპუბლიკა 1991. - 13 აპრილი. - №72 (92). - 1გვ.
66. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს // რესპუბლიკა 1991. - 16 აპრილი. - №14/47. - 3გვ.