![]() |
ედუარდ შევარდნაძე (ტომი XXIII, ნაწ. I) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|შევარდნაძე ედუარდ |
| თარიღი: 2024 |
| აღწერა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები „ედუარდ შევარდნაძე“ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი); მიმართვები, ინტერვიუები (2002 წლის იანვარი-ივნისი) თბილისი 2024 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9903-4-2 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“ იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი რედაქტორ-შემდგენლები: ნატო გაბელაია, ემზარ ჯგერენაია; შემდგენლები: ნატო გაბელაია, თინათინ იოსავა, ლაურა ასლამაზიშვილი, თინათინ სულუხია; დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი UDC (uak) 342.511 (479.22) + 929 (479.22) s-323 e-241 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
![]() |
1 „ამჟამინდელი პრობლემები გარდამავალი ეპოქის, ერთი წყობილების მეორე წყობილებით შეცვლის პრობლემებია და ჩვენ მათ წარმატებით დავძლევთ ერის ნებითა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით“ |
▲ზევით დაბრუნება |

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
31 დეკემბრის რადიოინტერვიუ
- დღეს წლის ბოლო რადიოინტერვიუა. რამდენიმე საათში საქართველო 2002 წლის შემობრძანებას იზეიმებს. რას ეტყოდ დით ახალი წლის დამდეგს საქართველოს მოსახლეობას? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველ ლოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
დღეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, წლის შემაჯამებელი რადიოინტერვიუა. ამდენად, მინდა, შეძლებისდაგვარად, მოკლედ შევეხო ძირითად ტენდენციებსა და მოვლენებს, რამაც გასული წლის შინაარსი განაპირობა.
მაგრამ, უწინარესად, მინდა სრულიად საქართველოს შობა-ახალი წლის მოახლოვება მივულოცო.
ისტორიაში გადადის ХХI საუკუნის პირველი წელიწადი. დგება 2002 წელი მაცხოვრის დაბადებიდან.
გილოცავთ ყველას, მთელ საქართველოსა და საქრისტიან ნოს, მთელ კაცობრიობას ამ დიდებულ დღესასწაულს.
ვუსურვებ ყველა ოჯახს, ყველა მშობელს, ერის ყველა ღირსეულ შვილს, ყველა ქრისტესმიერ ძმასა და დას, ყველა მოქალაქეს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, გამარჯვებას, წინსვლას, სიხარულს, კეთილდღეობას, სანუკვარ ოცნებათა ასრულებას, ქორწილებსა და ძეობებს.
გასული წელი ХХI საუკუნის საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ქრისტეს აქეთ მესამე ათასწლეულისა და ХХI საუკუნის ათვლის პირველი წელიწადი.
სამიათასწლოვანი ისტორიის ქართულ სახელმწიფოს ჰქონ ნია უფრო ბედნიერი წლებიც. ისტორია სავსეა ოპტიმიზმითა და ტრაგიზმით, წარმატებებითა და წარუმატებლობით, მაგრამ მარ რად უტეხი იყო ქართული სული, ქართული კაცთმოყვარეობა, ქართველი ხალხის მხნეობა, ეროვნული ხასიათისა და ოჯახის სიმტკიცე. მამულიშვილთა გმირობა, სიბრძნე, მოთმინება, ჭირის ატანის - „ჭირსა შიგან გამაგრების“ საოცარი უნარი.
ახალი წლის დამდეგს, გავლილი წლის მიწურულს, სათქმელი ბევრია, სასიხარულო - თითქმის შედარებით ცოტა, მაგრამ ღრმად ჩავიხედოთ ერის ყოფიერებაში და მცდარი დასკვნები არ გავაკეთოთ.
როგორც უნდა იყოს (დადებითი თუ უარყოფითი) სტატისტიკა, ოფიციალური კონცეფციები და პოსტულატები, ყოველი მოქალაქე და ოჯახი ახალი წლის ღამეს თავის სუფრაზე, თავისი ოჯახის კეთილდღეობის ფონზე ჭვრეტს კეთილდღეობის (წარმატებისა და წარუმატებლობის) კონკრეტულ და რეალურ სურათს.
წუხილი და თანადგომა ერთია, მაგრამ მე კარგად მესმის, რომ ხალხი გაუსაძლისს უძლებს და მთავრობისაგან, ხელის სუფლებისაგან, პირადად პრეზიდენტისაგან რეალურ საქმეს მოითხოვს. ჩვენი ვალიც ის გახლავთ, რომ არა მარტო შორეულ პერსპექტივაში, არამედ უკვე უახლოეს 2-3 წელიწადში მოხდეს დიდი გარდატეხა, დიდი გარდაქმნა, უწინარესად, ადამიანთა კეთილდღეობაში, ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი მიზნების განხორციელებაში.
- რაც შეეხება ეკონომიკას და სოციალურ პრობლემებს: რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით წლის მიწურულს და წლის შედეგ გების გათვალისწინებით?
- მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა მოვახსენო ჩვენს მეგობრებს, რომლებმაც წლის დამლევს, შეიძლება ითქვას, მხარდაჭერისა და თანადგომის ძმური ხელი გამოუწოდეს საქართველოს. სულ რამდენიმე დღის წინათ (ხუთშაბათს) მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსათვის სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტის მესამე ტრანშისა და ენერგეტიკის სტრუქტურული გარდაქმნის პროგრამათა ფარგლებში შესაბამისი ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. მთლიანობაში ეს არის 30 მილიონი ამერიკული დოლარი. 10 მილიონი დამატებით იქნა გამოყოფილი ეროვნული ბანკის რეზერვის შესავსებად.
აღნიშნული თანხა მიემართება ბიუჯეტში და იხარჯება საახალწლოდ მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა ყველგან, თუ დაგვაგვიანდება, ახალი წლის პირველ დღეებში გაიცემა ხელფასები და დახმარებები.
დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამ დახმარებამ სერიოზულად შეგვიმსუბუქა პრობლემათა ტვირთი - როგორც მოსახლეობისადმი დავალია ანების, ასევე სახელმწიფოს სუვერენული (საგარეო) ვალის მომსახურების თვალსაზრისით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზის შესაძენი ხარჯების დასაფარავად 10 მილიონი დოლარი გამოყო.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამისათვის ჩვენს მეგობ ბრებს. მათ შორის მე დავასახელებდი, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციას, სომხეთის რესპუბლიკას, რომლებმაც ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოგვაწოდეს, გვაწოდებენ კიდევაც ელექტროენერგიას ურთიერთხელსაყრელი პირობებით. ამ ფაქტორის მნიშვნელობაზე კი საუბარიც ზედმეტია.
მართალია „სულზე მოგვისწრო“ ფინანსურმა დახმარებამ. საკუთარ სიმძლავრეთა აღდგენაში ძალიან სერიოზულად გვეხმარება მოძმე აზერბაიჯანი.
დიდი სამუშაო გასწია ფინანსთა სამინისტრომ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელფასებისა და დახმარებების გაცემა ახალი წლის პირველ დღეებში გაგრძელდება - იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ.
ჩვენ გვაქვს ეკონომიკის აღმავლობისა და სიღარიბის დაძლევის ეტაპობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხორციელდება ჩვენი მეგობრების თანადგომით.
მინდა გამოვაქვეყნო უმთავრესი მონაცემი, რომელიც (ყველა სირთულის მიუხედავად) ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებას ადასტურებს „ბოლო ცნობებით, გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა. ეს არ არის ცოტა.
ჩვენ მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, განვახორციელოთ უმკაცრესი ზომები კორუფციისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. შეიქმნა არა მხოლოდ ანტიკორუფციული პროგრამა, არამედ შესაბამისი ქმედითი სისტემა, რათა ვებრძოლოთ კონტრაბანდას, ფალსიფიკაციასა და გადასახადების დამალვას. მნიშვნელოვანი ძვრებია მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.
გადაუჭარბებლად ვამბობ, საქართველოში მშენებლობის ბუმია, მაგრამ აქ უნდა გამოირიცხოს უკანონობა. წესიერი გზით ნაშოვნი ფულით ახალი სახლები, ქუჩები, მოედნები უნდა ვაშენოთ და დავამშვენოთ და ასეც იქნება.
უწინარესად, აღვნიშნავ, რომ დასასრულს უახლოვდება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა. ეს იქნება მიმდინარე საუკუნის, იქნებ, ათასწლეულისაც, ღირსშესანიშნავი მოვლენა, კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან ერთად, სამების ტაძარი ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია და ოცნებაც.
არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს უდიდეს სახელმწიფოებრივ მოღვაწეთა აღმშენებლობითი საქმიანობის აღსანიშნავად, უპირველესად, მათი ძალისხმევითა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულ ტაძრებს იხსენიებენ.
მაგალითად, ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, გელათი და მრავალი სხვა.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მიზიდავს გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა, როდესაც უამრავი ახალი ტაძარი აშენდა, ხოლო განადგურებული, თითქმის მიწასთან გასწორებული საქართველო ღვთის შეწევნით ფეხზე წამოიმართა.
ახალი საწარმოები ამოქმედდა დედაქალაქში, ისევე როგორც კვლავ მუშაობს ჭიათურის, ქუთაისის, ბათუმის, მარნეულის, რუსთავის სამრეწველო კომპლექსთა ობიექტები. ქვეყანამ უდავოდ შეიძინა ინერცია, რომელსაც არაფრის დიდებით აღარ დაკარგავს.
- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ ხელფასების, განსაკუთრებით, პედაგოგების ანაზღაურების გაზრდის თაობაზე. თქვენც არაერთხელ გითქვამთ ამის შესახებ, რამდენად რეალურია და არის თუ არა იმის გარანტია, რომ მომავალი წლის დამდეგს თუ არა, მეორე ნახევარში მაინც დაიწყოს პედაგოგების პენსიებისა და ხელფასების ზრდა?
- ეს საკითხი საკმაოდ აქტიურად იხილება ჩვენს საზოგადოებაშიც და მთავრობაშიც.
ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს მთლიანად დაიფარება დავალიანებები პედაგოგების ხელფასებში. წლეულს საშუალოდ დაიფარა 7 თვის დავალიანება.
მეორე საკითხი: ხელფასების ზრდის, მათ შორის, პედაგოგების შრომის ანაზღაურების, პენსიების მომატებისათვის გარკვეული რეზერვი არსებობს. ასევე აუცილებლად მიმაჩნია ქვეყნის განვითარების ფონდის შექმნა, ესე იგი საინვესტიციო ფონდის შექმნა, თუნდაც პატარა პროექტების დასაფინანსებლად, მცირე ბიზნესის განვითარებისათვის. მაგრამ, ამასთან ერთად, მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების ფარგლებში ამ პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია, ხოლო თუ გვსურს, მოვაგვაროთ ეს პრობლემები, მაშინ უნდა შევთანხმდეთ, გაიზარდოს ზოგიერთი სახის პროდუქციის (მაგალითად, სიგარეტის) დაბეგვრის დონე. სრულიად ამოვიღოთ ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული თანხები. იგივე ითქმის, მაგალითად, ფქვილზეც. დიდი რაოდენობის კონტრაბანდული ფქვილი და სხვა პროდუქტი შემოდის საქართველოში. ბოლო მოეღოს წარ რმოებული პროდუქციის აღურიცხაობას, ფალსიფიკაციას, დავძლიოთ კორუფცია. ყოველივე ეს რეალური რეზერვია. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დამატებით 30-40 პროცენტზე მეტი თანხა შემოვა, ვიდრე ახლა ვიღებთ.
ვიმეორებ, ყველაფერი ეს უნდა მოხდეს შემოთავაზებული ბიუჯეტის პარამეტრების ზევით, იქნება, უფრო სწორი იყოს, სპეციალური, ბიუჯეტგარეშე ფონდების შექმნა ან იქნებ სხვა ფორმა მოიძებნოს.
მე ერთ-ერთი აქტიური მომხრე ვარ ხელფასების, პენსიების, დახმარებების ზრდისა, როგორც მოგახსენეთ, ასეთი რეზერვი სახელმწიფოში არსებობს. როგორც იტყვიან, მთელი ქვეყანა უნდა დადგეს ფეხზე კორუფციის დასამარცხებლად, დაწესებული გადასახადების ამოსაღებად და ეჭვი არ მეპარება, დასახულ მიზანს მივაღწევთ.
როცა გადასახადების ამოღებაზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ელექტროენერგიის ხარჯთან დაკავ ვშირებული გადასახადები. ჩვენ უმძიმესი ზამთარი გველის, თუ ეს საკითხი არ მოვაგვარეთ ისე, როგორც ეს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოგვარებული.
ასეთი წინადადებაც არის, რომ შეიქმნას პედაგოგთა ხელფასების მატების, საერთო საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის 2-3-წლიანი საპრეზიდენტო პროგრამა. პრინციპში, სიღარიბის დაძლევის პროგრამა ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს და სავალუტო ფონდის მიერ მოწონებულია.
მთელ ამ საქმიანობას უხელმძღვანელებს და წარმართავს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელსაც ამ სფეროებში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, მაგრამ მივიღოთ მხოლოდ და მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალური იქნება.
- ბოლო ათწლეული მსოფლიოსათვის მრავალი ისტორიული მნიშვნელობის ფაქტით იყო მდიდარი. საქართველოშიც მნიშვნელოვანი პერიპეტიები მოხდა. თუმცა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ბოლო ათასწლეულში საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ათი წელი შესრულდა 2001 წელს მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა. რას მიიჩნევდით ამ ბოლო ათწლეულის უმთავრეს მიღწევებად?
- უწინარესად, ყოველივე ჩვენგანის, სრულიად საქართველოს გამარჯვებაა დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს დაფუძნება. მისი სამართლებრივი და სოციალური ინსტიტუტების ფორმირება, დემოკრატიული კონსტიტუციის მიღება.
ხელისუფლების სამი შტოს ჩამოყალიბება და მათი კონსტიტუციური ფუნქციონირება.
ღია, სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დამკვიდრება.
თავისუფალი ეკონომიკის ფორმირება.
მუნიციპალური ხელისუფლების (ე.წ. ადგილობრივი დემოკრატიის) განვითარება (თუმცა ყველა კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული). მმართველობისა და თვითმმართველობის სისტემათა რეფორმის დაწყება.
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური სტაბილურობისა და ეროვნული უშიშროების განმტკიცება. კრიმინოგენური სიტუაციის გაჯანსაღება - კრიმინალთა თარეშის მნიშვნელოვნად აღკვეთა.
რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს სასამართლო რეფორმა, და წლეულს ჩვენ გველოდება ძალიან სერიოზული გამოცდა, ეს არის ჩვენი სამართალდამცველების, ძალოვანი სტრუქტურების სრული რეფორმირება.
სამთავრობო კრიზისმა და მღელვარე მოვლენებმა განვლილ წელიწადს თავისი კვალი დაამჩნია, მაგრამ ისიც დადასტურდა, რომ საქართველოს უკვე შესწევს ძალა, კონსტიტუციური მექანიზმის ამოქმედებით, მათ შორის პრეზიდენტის ფაქტორის გათვალისწინებით, გადაჭრას ურთულესი პრობლემები.
ისტორიული გადაწყვეტილებები და ურთულესი ნაბიჯები ეროვნული თანხმობის აღსადგენად, უმეცართა მიერ გახლეჩილი ეროვნული ცნობიერების გასამთლიანებლად.
აქვე კვლავ დავუბრუნდები ეროვნული მოძრაობის თემას. მისი პირველი ეტაპია ბრძოლა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნებისათვის, მეორე ეტაპზე კი მიმდინარეობს ეროვნული სახელმწიფოს ინსტიტუციური მშენებლობა.
ამჟამინდელი პრობლემები გარდამავალი ეპოქის, ერთი წყობილების მეორე წყობილებით შეცვლის პრობლემებია და ჩვენ მათ წარმატებით დავძლევთ ერის ნებითა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით.
ახალი წლის დამდეგს მივესალმები ჩვენი ქვეყნის გულს, დედაქალაქს - თბილისს, საქართველოს ყველა მხარის, აჭარის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთა მოსახლეობას. მომავალ წელს ჩვენ უეჭველად მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებებს, რათა მივუახლოვდეთ ისტორიულ კომპრომისს აფხაზ და ოს ხალხებთან, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მივესალმები ყველა ადამინს, ვინც საქართველოს აშენებს, ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და ძლიერებისათვის ზრუნავს.
მომავალი წელი უნდა გახდეს და გახდება კიდევ არა მარტო ეკონომიკის, არამედ მეცნიერების, განათლების, ლიტერატურის, ხელოვნების, პრესის, რადიოს, ტელევიზიის, მთელი კულტურის, სპორტის შემდგომი აღმავლობის წელი.
- გასული წელი, სხვა ყველაფერთან ერთად, მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც 11 სექტემბრის საზარელი ტრაგედიის წელი, რომელმაც ბიძგი მისცა მსჯელობას თემაზე - ხომ არ არის ХХI საუკუნე ტერორიზმთან ბრძოლის ნიშნით აღბეჭდილი საუკუნე?
- მე მივესალმები წერილები გავუგზავნო მეგობარი და პარტნიორული სახელმწიფოების მეთაურებს, ანტიტერორისტული კოალიციის თითქმის ყველა სახელმწიფოს ხელმძღვანელს. მათში გამოვთქვი რწმენა, რომ პლანეტაზე იწყება ჭეშმარიტად ახალი ერა, როდესაც კაცობრიობა გაერთიანდა ტერორიზმის, აგრესიული ნაციონალიზმის, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.
ჩემი ქვეყნის სახელით ახალ წელს ვულოცავ მსოფლიოს ყველა კონტინენტის, ყველა ქვეყნის პრეზიდენტებს, პარლამენტარებს, მთავრობებს, ხალხებს, ვუსურვებ მათ წარმატებასა და წინსვლას. განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, - ამერიკის შეერთებულ შტატებს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც გვეხმარებიან აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგებაში; საქართველოს მეზობელ ქვეყნებს - რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვებს.
დაე, 2002 წელი მშვიდობის, კონსტრუქციული თანამშრომლობის, კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის წელი იყოს. მივესალმები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არ შეიძლება არ აღინიშნოს მათი როლი და დამსახურება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ახალ წელს. გისურვებთ წარმატებებს. ბედნიერი იყოს საქართველოსათვის არა მხოლოდ 2002 წელი, არამედ ХХI საუკუნე და ქრისტეს მესამე ათასწლეული.
- თქვენ აფხაზეთი ახსენეთ და გასულ კვირას თქვენ შეხვდით აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. რას ეტყვით მათ ახალი წლის დამდეგს?
- მე აღფრთოვანებული ვარ იმ შეხვედრით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთი მაღალი პატრიოტული შეგნებით, სულიერი სისპეტაკით, ნიჭითა და ინტელექტით საქართველოსა და ქართველი ერის ოქროს ფონდია მართლაც.
მათ, უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებ იმ წმინდა და ნათელი ოცნების ასრულებას, რაც ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს და ჩვენს არსებობას, შემდგომ ბრძოლასა და შრომას აზრს ანიჭებს.
და რადგან სიტყვამ მოიტანა, მე ახლაც და ძველადაც არაერთხელ შევხვედრივარ ჩვენს ახალგაზრდობას, სხვადასხვა დროში და სხვადასხვა სიტუაციაში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მოგახსენებთ, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი შვილები ეზრდება. ისინი დაფრთიანდებიან და თავიანთი სათაყვანებელი სამშობლოს ნამდვილი ბატონ-პატრონი გახდებიან. ყოველ მათგანს ვულოცავ და ვეამბორები.
საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო
სამსახური - საქინფორმისამსახური საქინფორმი
„ამჟამინდელი პრობლემები გარდამავალი ეპოქის, ერთი წყობილების მეორე წყობილებით შეცვლის პრობლემებია და ჩვენ მათ წარმატებით დავძლევთ ერის ნებითა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 იანვარი. - №1-2 (4061). - 1,2 გვ.
![]() |
2 თქვენი სიხარული და ბედნიერება საქართველოს გამარჯვებაა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
მილოცვა. 2001 წლის 31 დეკემბერი
ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო,
მიიწურა 2001 წელი - პირველი ნიშნული ახალი საუკუნის და მესამე ათასწლეულისა.
საქართველოს რადიოსათვის დილით საშუალება მქონდა დაწვრილებით მესაუბრა გასული წლის უმთავრესი შედეგებისა და ტენდენციების თაობაზე. ამჟამად ნება მიბოძეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე ზოგადი მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა ადგილს იმკვიდრებს 2001 წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარების მდინარებაში.
საქართველოში ყველა წელი, ყოველივე ეპოქა, ჩვენი ერის სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის მარად აქტუალური, საჭირბოროტო, საწუთისოფლო კითხვითა და აზრით აღსავსეა.
დღეს ჩემი მილოცვაც ამ სულისკვეთებიდან გამომდინარეობს: რა იყო ჩვენთვის გასული წელი, განვლილი პერიოდი და რა გვიქმნის სამომავლო რწმენის, უჭკნობი იმედის საფუძველს - რა უნდა იქცეს უმთავრეს ორიენტირად, რომელიც არ დაგვაკარგვინებს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიულ გეზს იმ უკანასკნელი ნავსაყუდელისაკენ, როგორადაც ჩვენი ქვეყნისათვის უეჭველად იქცევა ევროპის გაერთიანება - ევროკავშირი. უპირველესად ის, რომ ილია ჭავჭავაძის პატრიოტული გენიით შობილი ეროვნული მოძრაობა საქართველოში გრძელდება, ცოცხლობს, ვითარდება - ახალ შინაარსსა და მისწრაფებას იძენს.
სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში მან მიაღწია ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაფუძნებას.
ხოლო როდესაც ამ ძალზე რთულსა და მტკივნეულ პროცესში ბუნებრივად წარმოშობილ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ნურც ამას დავივიწყებთ: განა რა არის ათი წელი საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიასთან შედარებით? იმ მრავალსაუკუნოვანი ოცნების გათვალისწინებით, რომელიც დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის დაფუძნებას შენატროდა?
ახალი წლის დამდეგს, ისევ და ისევ საქართველოს ისტორიული საზრისიდან გამომდინარე, მე მინდა ჩემს სამშობლოს, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობა მივულოცო და მშვიდობა, სტაბილურობა ვუსურვო.
მშვიდობა, როგორც ქვეყნის გადარჩენის, მისი შემდგომი აღმშენებლობისა და გაძლიერების უმთავრესი პირობა.
მშვიდობიანი, ანუ ძლიერი საქართველო აუცილებლად შეძლებს, მეგობრებისა და მოკავშირეების მხარდაჭერით, უმთავრესი ჭრილობის მოშუშებას - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ასიათასობით გაწამებული თანამემამულის მშობლიურ კერებზე დაბრუნებას.
დღეს ქვეყანას ეძლევა მართლაც უნიკალური შანსი - დგება გარდამტეხი ჟამი, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა ანტიადამიანური ექსტრემიზმისა და უმოწყალობის ძალადობის დასათრგუნად. 11 სექტემბრის მოვლენებს ვგულისხმობ.
მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო ღირსეულ წვლილს შეიტანს გლობალურ ბრძოლაში ბოროტების წინააღმდეგ.
ბოროტი დამარცხდება და სიკეთე უდავოდ იზეიმებს. საქართველო კვლავაც სიკეთისა და სამართლიანობის ბანაკშია, რასაც მსოფლიო აღიარებს.
გასული, მრავალი თვალსაზრისით რთული და ბევრი გამოცდის შემცველი წლის მიწურულს მინდა, ჩემი მხრივ, საქართველოს სახელით დიდი მადლობა ვუთხრა მეგობარ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკს, რომლებმაც, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უდიდესი დახმარება გაუწიეს ჩვენს სამშობლოს. ეს დახმარება თითქმის ყველა მოქალაქემდე, თითოეულ ოჯახამდე მიაღწევს. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩეული გეზის მართებულობას: ვეძებოთ და ვიპოვოთ მეგობრები მთელ მსოფლიოში.
და უმთავრესი, რაც ახალი წლის დამდეგს მინდა გავუზიარო სრულიად საქართველოს :
ჩვენი ეროვნული მოძრაობის ახალი შინაარსის ძალა ის არის, რომ იგი პიროვნების ინტერესებს, პიროვნულ მისწრაფებებს, მის კეთილდღეობასა და ბედნიერებას დაეფუძნება.
კაცობრიობის (მათ შორის, საქართველოს) ისტორიამ დაადასტურა, რომ გამარჯვება არ უწერია მოძრაობას, თუ იგი პიროვნებას თრგუნავს, მისი ბედნიერების და ადამიანური სიხარულის ჩაგვრით ცდილობს აბსტრაქტული იდეის განხორციელებასა და დამკვიდრებას.
და ამის საპირისპიროდ: უძლეველია მოძრაობა, როდესაც ის პიროვნულ მისწრაფებათა ერთობას ეფუძნება და სრულად ითვალისწინებს ადამიანის ბუნებრივ, კეთილშობილურ სწრაფვას სრულფასოვან სიცოცხლეს, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ.
მინდა თითოეულ თქვენთაგანს გისურვოთ და, ამავე დროს, მოგიწოდოთ კიდეც: მომავალ წელს, ცხოვრებისა და შემოქმედებითი შრომის ყველა ასპარეზზე, წარმატებით იზრუნოთ საკუთარ იდეალთა, პიროვნული სწრაფვისა და ნატვრის განსახორციელებლად.
ამით თქვენს ოჯახს, შვილებს, ანუ სრულიად საქართველოს, ჩვენს სახელმწიფოს გააძლიერებთ.
თქვენი სიხარული და ბედნიერება საქართველოს გამარჯვებაა!
მშვიდობა და სიხარული თქვენს ოჯახებს! გამარჯვება - სრულიად საქართველოს!
მრავალჟამიერ!
თქვენი სიხარული და ბედნიერება საქართველოს გამარჯვებაა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 იანვარი. - №1-2 (4061). - 1 გვ.
![]() |
3 ბადრი კაპეტივაძის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბატონი ბადრის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავი. კიდევ ერთი გამორჩეული მოღვაწე ქართულ ჟურნალისტიკაში, ღირსეული მოქალაქე, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის თავგამოდებული მებრძოლი დააკლდა საქართველოს. იგი ყოველთვის იყო ქართული მწერლობის, ქართული ხელოვნების უანგარო მხარდამჭერი და თაყვანისმცემელი. მის მიერ დაარსებულმა ტელეკომპანია „რიონმა“ მნიშვნელოვნად განაპირობა იმერეთის ღია სამოქალაქო საზოგადოების და ახალი, ძლიერი ჟურნალისტთა კორპუსის ჩამოყალიბება.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე
ბადრი კაპეტივაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 იანვარი. - №1-2 (4061). - 2 გვ.
![]() |
4 გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას |
▲ზევით დაბრუნება |
გილოცავთ ახალ, 2002 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდ სიკეთეს.
მშვიდობისა და კეთილდღეობის წელიწადი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსათვის.
ედუარდ შევარდნაძე
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 იანვარი. - №1-2 (4061). - 1 გვ.
![]() |
5 გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ კოლექტივს |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ სასოფლო გაზეთს 80 წელი შეუსრულდა.
ეს წლები ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიაა და იუბილარი გაზეთიც ამ ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი.
ეს არის მთელი გზა კავის გუთნიდან დაწყებული და დღევანდელი საბაზრო ეკონომიკით დამთავრებული.
„სოფლის ცხოვრება“ მუდამ ერთგულად ედგა მხარში მხვნელსა და მთესველს, მეხილესა და მეციტრუსეს, მეცხოველესა და სოფლის მეურნეობისათვის თავგამოდებულ მეცნიერს.
ნამდვილად სახალხო იყო ეს გაზეთი და მის პოპულარიზაციაში უდავოდ დიდია შესანიშნავი რედაქტორის მიხეილ დავითაშვილისა და მისი სახელოვანი კოლექტივის ღვაწლი. ბევრი მათგანი დღესაც აგრძელებს შრომას ახალი საქართველოს, მისი სოფლის აღორძინებისათვის.
დიდი მადლობა გაზეთის კოლექტივის თითოეულ წევრს, რომ გაჭირვების ჟამს არ ღალატობთ თქვენს საქმეს. დიდ წარმ მატებებს გისურვებთ, გილოცავთ ახალ წელს და გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და კეთილი სურვილები.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე.
გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა . - თბილ ლისი, 2002. - 3 იანვარი. - №3(4062). - 1 გვ.
![]() |
6 თამაზ წივწივაძეს დაბადების სამოც წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო თამაზ,
დაბადების დღეს გილოცავ, სამოც წელს, მეტად მნიშვნელოვან ასაკს, როდესაც ადამიანი პირუთვნელად აფასებს განვლილ გზას და სამომავლო გეგმებსაც თამამად სახავს.
ეს თარიღი იმითაცაა საინტერესო, რომ ძალზე გამოკვეთილად არც „იქით“ არის და არც „აქეთ“. თუმცა შენი ხასიათის კაცი, ალბათ, ვერ იქნება „იქითაც“ და „აქეთაც“, რადგან შენ ყოველთვის „აქეთ“ ხარ.
კარგა ხანია, ნაწერებით გიცნობ, როგორც საკუთარი ხედვის, საკუთარი პრინციპებისა და საკუთარი სტილის შეურიგებელ პუბლიცისტსა და კრიტიკოსს. ზოგჯერ გეთანხმებიან, ზოგჯერ - არა, მაგრამ ვიცი, მკითხველს გულგრილს არასდროს სტოვებენ.
არ დამვიწყებია, რომ დაგპირდი, კვახჭირში ჩამოვალ და დაბადების დღეს მოგილოცავ-მეთქი. მაქვს ასეთი პირობა მოცემული. სხვა პირობაც მოგეცი, მაგრამ რა ვქნა, არც დრო მაქვს და არც შეძლება-დანაპირების შესრულებისა. ამიტომ ისევ აქ, თბილისში, გილოცავ.
ვიცი, უარი თქვი საღამოს გამართვაზე, ჯილდოზეც, მაგრამ ქართველმა მწერლებმა გურამ ფანჯიკიძის მერე რომ მოგანდეს მათი კავშირის ხელმძღვანელობა, ეს, ალაბთ, ყოველგვარ ჯილდოს აღემატება.
მართალია, როგორც კრიტიკოსი და პუბლიცისტი შეურიგებელი და დაუნდობელი ხარ, მე მაინც ვისურვებდი, როგორც მწერალთა ორგანიოზაციის თავმჯდომარეს, ყველა მწერალი კავშირის გარშემო შემოგეკრიბოს, რაც ძნელია, მაგრამ, ალბათ, ადვილიც, თუკი მწერლები დარწმუნდებიან, რომ მათ სიყვარულითა და მონატრებით დახვდებიან კავშირში.
საქართველოს გამთლიანების პროცესი მწერალთა კავშირიდან უნდა დაიწყოს.
შენთან ერთად ქართულ მწერლობას მინდა ვუსურვო ღირსეულად გადაეტანოს ეს ძნელი წლები. საზოგადოებაში კვლავ დაბრუნებულიყოს ქართული მწერლობის კულტი და ქართველი მწერალი და ქართული მწერლობა კვლავ ყოფილიყოს მაგალითი ზნეობრიობისა, სულიერებისა და ინტელექტუალური სიმაღლისა.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, რადგან დიდ ქართულ მწერლობას ჩვენს ცხოვრებაში ვერაფერი ჩაენაცვლება. იგი ხომ არა მარტო ასახავს ქართულ ხასიათს, არამედ კიდეც აყალიბებს მას და იცავს მის თვითმყოფადობას.
ასე რომ, წინ დიდი ბრძოლებია გადასატანი და დიდი ომებია მოსაგები.
კიდევ ერთხელ გილოცავ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
თამაზ წივწივაძეს დაბადების სამოც წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 იანვარი. - №4 (4063). - 1,2 გვ.
![]() |
7 ბორის ყურაშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ბორის, უღრმესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ გიცნობენ როგორც სახელოვან მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, მოზარდი თაობის ღირსეულ აღმზრდელს, საქართველოში პარაზიტოლოგიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებელს, რამდენიმე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორს; თვალსაჩინოა თქვენი წვლილი ზოოლოგიის ინსტიტუტის ნაყოფიერ საქმიანობაში.
გამოვლილი გაქვთ 1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლიანი დღეები, რაც სათანადო ჯილდოებით არის აღნიშნული. ამრიგად, გასაკვირი როდია, რომ წლების მან ნძილზე აქტიურად ხართ ჩაბმული ჩვენი ქვეყნის ვეტერანთა მოძრაობაში, დღემდე ასრულებთ საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის პასუხსაგებ მოვალეობას.
დიდი მადლობა თქვენ მრავალმხრივი მოღვაწეობისათვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ოჯახურ ბედნიერებას, წარმატებებს საზოგადოებრივ საქმიანობაში.
საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე
ბორის ყურაშვილის დაბადების 90 წლისთავისადმი // საქართველოს რესპ პუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 იანვარი. - №10(4069). - 1 გვ.
![]() |
8 ბატონ გოგი ოჩიაურს დაბადების 75 წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო გოგი
დაბადების დღეს გილოცავ შესანიშნავ ხელოვანსა და პედაგოგს, ქართველ მხატვართა და მოქანდაკეთა დიდი ოჯახის თავკაცს, ოჩიაურების გვარის ღირსეულ წარმომადგენელს.
დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ ამ ძნელ დროს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეობა ითავეთ და ვწუხვარ, რომ ქვეყანა და პირადად მეც დიდ ვალში ვართ პირადად თქვენი და თქვენი კავშირის წინაშე.
მინდა იცოდეთ, რომ მე თქვენი ხელოვნების დიდი თაყვან ნისმცემელი ვარ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ გოგი ოჩიაურს დაბადების 75 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 იანვარი. - №11(4070). - 1გვ.
![]() |
9 „რუსეთ-საქართველოს შორის ახალი დიდი ხელშეკრულება ნიშნავს იმ უმთავრესი პრინციპების გამოკვეთას, რომლებიც ორი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საფუძველია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2002 წლის 14 იანვრის ბრიფინგი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, კონკრეტულად, რა ფორმით შეიცვლება კონფლიქტის ზონაში მშვიდობისმყოფელთა მანდატი და როდის დაიწყებს შეცვლილი ფორმატი მოქმედებას?
- ჯერჯერობით უნდა შევთანხმდეთ, მიმდინარეობს მოლაპარკება რუსეთის მხარესთან, გაიმართა საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და მის წარმომადგენელთან - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან. როგორც შევთახმდით, რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ უნდა შეიქმნას, მაგრამ უდავოდ წარმოიშვა პრობლემები აფხაზეთთან. ლაპარაკია მშვიდობისმყოფელთა მოქმედების გაფართოებაზე სოხუმის მიმართულებით. ბუნებრივია, ამ ფაქტს აფხაზები დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან, მაგრამ, ვფიქრობ, საერთო ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. მეორე მხრივ, აუცილებელია დაბრუნებული მოსახლეობისათვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, ჯერ საკონტროლო ზონაში და თუ საკონტროლო ზონა გაფართოვდება, მაშინ ახალ ზონაშიც. ეს არის ორი ძირითადი მომენტი.
ჯერჯერობით ხელი არ მომიწერია მშვიდობისმყოფელთა მანდატის გაგრძელებაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის მიღება თქვენი ხელშეწყობით დაიბლოკა. თქვენი კომენტარი...
- არ ვიცი, ამას რომელი ავტორი აცხადებს, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს კანონპროექტის პრეზიდენტის ხელშეწყობით დაბლოკვა? ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“, რომელიც ჩემი დასაყრდენი იყო (როგორც ცნობილია, მე ამ პარტიის თავმჯდომარე აღარ ვარ), წარმომადგენლები უფრო ხშირად ოპოზიციაში არიან, ვიდრე მხარს მიჭერენ. ფრაქცია „თანადგომას“ კი პარლამენტში 10-15 კაცი წარმოადგენს და ისინი ვერ დაბლოკავენ, გამორიცხულია. მგონი, აქ უფრო სერიოზული მიზეზია, ვიდრე პრეზიდენტის მხარდაჭერა თუ წინააღმდეგობა.
პირადად მე მქონდა მოსაზრება, რომ მთავრობამ უნდა შეიტანოს ალტერნატიული ვარიანტი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი ვარიანტი მზად არ არის. იუსტიციის სამინისტროს მიცემული აქვს დავალება. ეს ძალიან რთული საკითხია, ასეც არ არის: პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ამა თუ იმ პიროვნებებს ჩამოერთვათ სახლები და ხვალ დაიწყება მასობრივი ლაშქრობა მათს ჩამოსართმევად. ეს ეტაპები გაიარა საქართველომ საბჭოთა ხელისუფლებისა და იმპერატორის დროს, დიდი სიმწარეც ნახა ბევრმა ოჯახმა. ჩემი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, თუმცა ხელს არ ვუშლი, პარლამენტზე მე არ მაქვს ისეთი გავლენა.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: დღეს მოსკოვში გაემგზავრა უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, იგი რუსეთის უშიშროების მინისტრს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუბრის მთავარი თემა პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება იქნება. გასულ კვირას ჩვენი ტელეკომპანიის წარმომადგენელთან საუბრისას, ხაბრუძანიამ აღნიშნა, რომ ქართული მხარე პანკისში სიტუაციას ვერ აკონტროლებს. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია და თუ იგეგმება რუსეთის მხარესთან ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელება?
- ერთობლივი ღონისძიებანი ნამდვილად არ იგეგმება, ყოველ შემთხვევაში, უშიშროების მინისტრს ამგვარი დირექტივა ჩემგან არა აქვს. ეს იქნება ჩვეულებრივი სამუშაო, პირველი საქმიანი შეხვედრა რუსეთის უშიშროების მინისტრთან. სალაპარაკო კი რუსეთის მხარესთან საკმაოდ ბევრი გვაქვს: უწინარესად, აფხაზეთში არსებული მდგომარეობა და პრობლემები. ასევე ტერორიზმისა და საერთაშორისო დანაშაულობათა წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტულ ცენტრებს შორის კოორდინაციის საკითხები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შემდეგი ანალოგიური ფორმატის შეხვედრა კოლეგებს შორის თბილისში გაიმართება. ცოტა მოგვიანებით ბატონი კობა ნარჩემაშვილი გაემგზავრება მოსკოვში. ასევე დაგეგმილია შეხვედრები დასავლელ კოლეგებთან. დამნაშავეობამ ინტერნაციონალური ფორმა მიიღო, მათთვის არ არსებობს საზღვარი, ამიტომაც სახელმწიფოები უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგანან და მათ მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამის აღსაკვეთად.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: როგორ აფასებთ მდგომარეობ ბას პანკისის ხეობაში?
- მიმაჩნია, რომ ცოტა დრამატიზებულად ხატავენ იქ არს სებულ სურათს. გუშინ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, იგი დუისშიც იყო. შეხვდა იქაურ მოსახლეობას. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, კობა ნარჩემაშვილი აპირებს ზოგიერთი ორგანიზაციული სახის ღონისძიების განხორციელებას. თავად ქისტი მოსახლეობა პრობლემებს არ ქმნის, ყველაზე მეტ პრობლემას ქმნიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქ ჩამოსული და მიტმასნილი კრიმინალები. სადღეისოდ უმთავრესი ამოცანაა მათი მოქმედების ლოკალიზება და იზოლირება. სხვათა შორის, ამოძრავდნენ ავღანეთში ნაბრძოლებიც. ჩემთვის გასაგებია და მივესალმები მათს სურვილს, რომ ხელი შეუწყონ წესრიგის დამყარებას არა მარტო პანკისის ხეობაში, არამედ სხვა რეგიონებშიც. აქტიურობს ადგილობრივი მოსახლეობაც.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობოებს მანდატს გაუგრძელებთ. ასევე თქვენ არაერთხელ მიუთითეთ იმ საშიშროების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს მშვიდობისმყოფელთა გაყვანას. დევნილები კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა ყოფნის სერიოზული წინააღმდეგი არიან, ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს პარლამენტსაც. გაითვალისწინებთ თუ არა ამ გარემოებებს გადაწყვეტილების მიღებისას და რეალურად თუ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთი დათანხმდეს საქართველოს მიერ წარმოდგენილ ვარიანტს ცისფერჩაფხუტიანთა მანდატის ფორმატის და მოქმედების ფორმის შეცვლის შესახებ? მოელით თუ არა რაიმე გართულებას?
- პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ რუს სეთი ამჟამად არსებული მანდატის ფორმატის შეცვლისადმი კეთილგანწყობას ამჟღავნებს. გასაწევია მთელი რიგი შესაბამისი სამუშაოები აფხაზურ მხარესთან. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მშვიდობ ბისმყოფელთა გასვლა, დელიკატურად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივი საკითხია, პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის გასათვალისწინებელია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გამართული სერიოზული დიალოგი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. არის ერთი გარემოებაც, ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, გაეროს მეგ გობარი ჯგუფის წარმომადგენლები კატეგორიულად არ გვირჩევენ რუსეთის სამშვიდობოთა გაყვანის საკითხის დაყენებას. რადგან ამ ეტაპზე გაერო არ არის მზად მიიღოს გადაწყვეტილება სამშვიდობოთა ალტერნატიული ძალით ჩანაცვლების შესახებ.
აფხაზეთის ტელევიზია: გასული წლის ბოლოს რადიოინტერვიუში აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით ერთი საინტერესო დეტალი გამოკვეთეთ. კერძოდ, ისტორიული კომპრომისის თემა. ცნობილია, რომ თქვენ ამზადებთ მიმართვას აფხაზი და ქართველი ხალხებისადმი. თუ შეიძლება ამჟამად კიდევ რაიმე დეტალი დაამატოთ ისტორიული კომპრომისის თემას, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის სტატუსის შემუშავების საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია, ხომ არ არის უპრიანი საჯარო გახდეს ამ თემაზე მსჯელობა?
- გაეროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შემუშავებული დოკუმენტის განხილვა, რომლის მიღებას გაეროს უშიშროების საბჭოში ხელს უშლიდა საკითხისადმი რუსეთის უარყოფითი პოზიცია, შესაძლებელია დაჩქარდეს. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთმა თანხმობა განაცხადა ამ დოკუმენტის მისაღებად. დოკუმენტის გაცნობის შემთხვევაში, დარწმუნებით, რომ აქ არის იმის ძირითადი კომპონენტები, რასაც მე ისტორიულ კომპრომისს ვუწოდებ. კერძოდ, აფხაზეთი შედის ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში, აფხაზეთი ცნობს გაეროს მიერ აღიარებული ერთიანი საქართველოს საზღვრებს, დევნილები ყოველგვარი საფრთხის გარეშე უბრუნდებიან მშობლიურ კერ რებს და აფხაზეთი იღებს სახელმწიფოებრივი წარმოქმნისათვის დამახასიათებელ ზოგიერთ სუვერენულ მომენტს. ეს დაახლოებით ასე წარმომიდგენია: აფხაზეთი გარკვეული დროის განმავლობაში ინარჩუნებს ამჟამად იქ არსებულ კონსტიტუციას, ზოგიერთ სახელმწიფოებრივ თვისებას. პრინციპში, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ისტორიული კომპრომისი.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მხარდაჭერას, მსურს გამოვხატო დიდი სიხარული, რომ ქართულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც აფხაზეთში დაიწყო სერიოზული მოძრაობა იმისათვის, რომ აღდგეს ძველი, ტრადიციული კავშირ-ურთიერთობა. მიმაჩნია, რომ ეს მოძრაობა თანდათანობით კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით, შეუჩერებლად განვითარდება. მაგალითად, რუსეთში ათასობით ქართველი და აფხაზი ცხოვრობს ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით. აქაც დაიწყო მოძრაობა, ჩამოდიან იქაური საზოგადოების წარმომადგენლები, როგორც მითხრეს, ახლა აფხაზეთში ქართული ფილმების დემონსტირება მიმდინარეობს. ეს არის პირველი, ძალიან იმედის მომცემი ნიშნები. მომავალი კი სწორედ ამგვარ ურთიერთობას აქვს.
რადიო „ბი-ბი-სი“: ხვალ მოსკოვში იწყება საქართველო-რუსეთის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი. აპირებს თუ არა საქართველო ხელშეკრულების ფარგლებში დაჟინებით მოითხოვოს სავიზო რეჟიმის გაუქმება და ამ შემთხვევაში სანაცვლოდ რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს იგი? თქვენი შეხედულება პანკისის ხეობის სიღრმეში ბლოკ-პოსტების გადაადგილების იდეის შესახებ, რამდენად არის ეს შესაძლებელი?
- სავიზო რეჟიმის გაუქმება ამ ეტაპზე არ გამოიწვევს განსაკუთრებულ პრობლემებს. ამით მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები ზარალდებიან. ორივე სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს ამ დროებით რეჟიმის გაუქმების საკითხით. არა მგონია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში რუსეთმა საქართველოსაგან სანაცვლოდ რაიმე მოითხოვოს. პრეზიდენტი პუტინი მუდმივად აცხადებდა, რომ სავიზო რეჟიმი დროებითი მოვლენაა.
რაც შეეხება ბლოკ-პოსტების გადაადგილებას, ეს პრობლემა ამჟამად განიხილება. ჩემი აზრით, ეს საკითხი უმტკივნ ნეულოდ ჩაივლის, ბლოკ-პოსტების გადაადგილებით კი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის დამატებითი უსაფრთ თხოების გარანტიები შეიქმნება.
ტელეკომპანია „ტვ-6“: საქართველო-რუსეთის ახალი დიდი ხელშეკრულების ფარგლებში იქნება თუ არა გათვალისწინებული ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები? არის თუ არა საქართველოში რაღაც დროით რუსეთის სამხედრო ნაწილების დატოვების ვარაუდი?
- სახელმწიფოებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. რაც შეეხება საქართველო-რუსეთის დამოკიდებულებას, პრინციპულად მიგვაჩნია ახალი დიდი ხელშეკრულების ხელმოწერა. ახალი დიდი ხელშეკრულება ნიშნავს იმ უმთავრესი პრინციპების გამოკვეთას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საფუძველია. არ გამოირიცხება სამხედრო თანამშრომლობა. სამხედრო თანამშრომლობა კი მარტო სამხედრო ბაზების არსებობას როდი ნიშნავს. ეს არის თანამშრომლობა ფართო ფორმატით, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ შეხვედრებს, კონსულტაციებს, კადრების გადამზადებას და სხვა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. თუ ხელი მოეწერება ამგვარ ხელშეკრულებას, დაიწყება ნორმალიზაციისა და ორი ქვეყნის დაახლოების ეტაპი.
გაზეთი „ვრემია ნოვოსტეი“: ბატონო პრეზიდენტო, როდის დაიწყება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების გადაწ წყვეტილების - საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პროცესი?
- ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ რუსეთის შესაბამის სტრუქტურათა წამომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ და შეხვდნენ თავიანთ მოსახლეობას. აქ არიან ქალები, მოხუცები, ბავშვები, არიან ომის მონაწილეებიც. ოფიციალური რუსეთის წარმომადგენლები მათ შესთავაზებენ დაბრუნებას ჩეჩნეთში. რამდენად ეფექტიანი იქნება საკითხისადმი ამგვარი დამოკიდებულება, რამდენად შედეგიანი იქნება ეს შეხვედრები, ძნელი სათქმელია. პანკისის ხეობაში ყოფნისას პირადად შევხვდი იქ მყოფ დევნილებს. ეგრეთ წოდებულ ჩვენს სტუმრებს, მათ სურთ რაც შეიძლება მოკლე დროში დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. ამ პროცესის დასაჩქარებლად კი საჭიროა რუსეთიდან ჩამოვიდეს წარმომადგენლობითი დელეგაცია და გამართოს მოლაპარაკება დევნილებთან.
გაზეთი „თუთარჩელა“: სამეგრელოს რეგიონიდან, ალბათ, გაცნობეს, რომ თქვენს მკაცრ გამოსვლას მთავრობის სხდომაზე ლტოლვილთა თანხების დატაცების აღკვეთის შეს სახებ, მოსახლეობის დიდი რეზონანსი მოჰყვა და ლტოლვილებს გაუჩნდათ პრეზიდენტის დაცვისა და თანადგომის იმედი. ამ საქმეში ძალიან აქტიურად ჩაერთო გენერალური პროკურორი. მაგრამ ამას, მოჰყვა შემდეგი: დამნაშავეებმა იგრძნეს რა საფრთხე, გააძლიერეს ზემოქმედება რეგიონში მომუშავე იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ეხმარებიან გამოძიებას. „საქართველოს რესპუბლიკამ“ ამ თემას შესანიშნავი პუბლიკაცია მიუძღვნა, იქ პროკურორის საგამოძიებო სამმართველოს ხელ ლმძღვანელი აცხადებს, რომ უმძიმესი ზემოქმედებისა და მუქარის ქვეშ იმყოფებიან. ჩემი სუბიექტური აზრით, ზემოქმედების ნიშნებს ვხედავ პრეზიდენტის პრესსამსახურისადმიც. ჯერ კიდევ ვახტანგ აბაშიძის პრესმდივნობის პერიოდიდან მოყოლებული სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი ჟურნალისტები ერთგვარ თავშესაფარს პოულობდნენ პრეზიდენტის პრესსამსახურში, იმ თვალსაზრისით, რომ ბატონი ვახტანგ აბაშიძე და კახა იმნაძე საოცრად გვეხმარებ ბოდნენ. პირადად ორჯერ მივმართე ბატონ ვახტანგს და პრეზიდენტამდე მიიტანა ეს საკითხი. კახა იმნაძემ კი თავად მომიგვარა ყველაფერი. როგორც ჩანს, იმ ლობისტებს, რომლებიც ამ საქმეში არიან გარკვეული, ეს ძალიან აწუხებთ, კერძოდ, თუ ინფორმაცია აქვს პრესსამსახურს, ესე იგი, ამ ინფორმაციას პრეზიდენტიც ფლობს. მსურს გავუსწრო მოვლენებს, სანამ აქ რაიმე მოხდება. მე შეგპირდით, რომ დაგისახელებთ, თუ ვინ მფარველობს ამ პროცესს. მე მზად ვარ თქვენი სურვილის შემთ თხვევაში გვარები გადმოგცეთ...
- ცოტა დაგვიანებულია რეაქცია ამ საკითხზე - სამართალ ლდაცვის ორგანოებს, პროკურატურის ჩათვლით უფრო ადრე უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხები. პრობლემები იქ მართლაც არს სებობს, ხალხის დიდი მასაა ამ საკითხებში ჩაბმული. მართლა მხოლოდ მკვდარი სულებით კი არ არის დაკომპლექტებული - რეგიონში მცხოვრებთაგან ზოგი ორ უწყისშია გაფორმებული. ბანკებზე აღარ ვლაპარაკობ. ყოველგვარი ვადა ამოიწურა, დაი იწყო სერიოზული მუშაობა და მსურს განვაცხადო, რომ ვერავინ ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის. რეგიონში ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელიც პროკურატურაზე ზეგავლენას მოახდენს. მე თანახმა ვარ შეგხვდეთ.
საქინფორმი
„რუსეთ-საქართველოს შორის ახალი დიდი ხელშეკრულება ნიშნავს იმ უმთავრესი პრინციპების გამოკვეთას, რომლებიც ორი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის საფუძველია“: საქართველოს პრეზიდენტის ედუარ შევარდნაძის 2002 წლის 14 იანვრის ბრიფინგი // საქართველოს რესპ პუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 იანვარი. - №12 (4071). - 3 გვ.
![]() |
10 „როგორც უნდა გამაკრიტიკონ ზოგიერთებმა, მაინც ვიტყვი: ცოცხალი თავით არ დავუშვებ ახალ ომსა და უბედურებას აფხაზეთსა და მთელ საქართველოში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
14 იანვრის რადიოინტერვიუ
- კონფლიქტის ზონაში მყოფ სამშვიდობო ძალებს ვადა უკვე ამოეწურათ. მიუხედავად ამისა, რაიმე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, მოუწოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განაგრძოს ამ თემაზე დაწყებული მოლაპარაკება. როგორც ვიცით, ინფორმაცია ამის თაობაზე ეროვ ვნული უშიშროების საბჭომ რამდენიმე დღის წინათ მოისმინა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველ ლოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა :
- უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ პარლამენტის ცნობილმა დადგენილებამ უდავოდ უაღრესად დადებითი როლი შეასრულა. შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად შეიცვალა როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოკიდებულება აფხაზეთის კონფლიქტის მიმართ.
მე ვთხოვე ქართულ საზოგადოებას, ამ საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში იქონიოს, რომ სწორედ პარლამენტის დადგენილების შემდეგ გაიმართა რამდენიმე, ძალზე გულწრფელი, გახსნილი საუბარი ჩემსა და ვლადიმერ პუტინს შორის. მათ შორის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა პირისპირ, რომლის შესახებაც საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩვენს საზოგადოებას.
ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რა თქმა უნდა, გახლდათ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად ორი ქვეყნის თანამშრომლობაში ახალი მიდგომების აუცილებლობა. ვიმეორებ, ეს იყო პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ.
საგულისხმოა, რომ შეხვედრის შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დანიშნოს თავისი პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში.
პრეზიდენტმა პუტინმა მაცნობა, აგრეთვე, ისიც, რომ წელიწადნახევრის ჭოჭმანისა და უარის შემდეგ, რუსეთმა თანხმობა განაცხადა იმ დოკუმენტის მიღებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებას.
ბუნებრივია, ამ მოლაპარაკების საკვანძო თემაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება - 1992 წლის აგვისტოსათვის, ანუ გაეროში საქართველოს გაწევრიანების მომენტისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რასაკვირველია, აქ იგულისხმება აფხაზეთის შესაბამისი სტატუსის შემუშავება და ყველა დევნილის მშობლიურ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, მე არ შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება სამშვიდობო ჯარების გაყვანის თაობაზე იმ ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ არ არის გარკვეული მათი ჩანაცვლების საკითხი. ეს კი მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეროგატივაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს ცნობილი მოვლენებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ტოტალური შეტევის დაწყების შემდეგ, არარეალურია, გაერომ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, გამოძებნოს საშუალება აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის განსახორციელებლად.
ცალკეული ქვეყნების დაინტერესების შემთხვევაშიც კი აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინათ თბილისში საგანგებო ვიზიტად იმყოფებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი იური იაროვი, რომელმაც კონსულტაციები გამართა სამშვიდობო ძალთა მანდატის გადასინჯვის, საკონტროლო ტერიტორიის გაფართოვებისა და დაბრუნებული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
პირდაპირ უნდა გითხრათ: ჩვენი მეგობრები, ვგულისხმობ „მეგობარ ქვეყნებს“, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს საქართველოს დასახმარებლად, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ - გაუმართლებლად მიიჩნევენ ასეთ ვითარ რებაში კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანას.
მანამ, სანამ არსებობს ომის განახლების თუნდაც თეორიული საფრთხე, მეც კატეგორიულად შევეწინააღმდეგები ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რაც ახალი სისხლისღვრის, განსაკუთრებით, გალელი მოსახლეობის მორიგი დაწიოკების შესაძლებლობას ქმნის.
როგორც უნდა გამაკრიტიკონ ზოგიერთებმა, მაინც ვიტყვი: ცოცხალი თავით არ დავუშვებ ახალ ომსა და უბედურებას აფხაზეთსა და მთელ საქართველოში.
ამჟამად მუშავდება კონფლიქტის მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა პროგრამა, რომელმაც საშუალება უნდა მოგვცეს მოვსინჯოთ ყველა ფორმა და მეთოდი, ქვეყნის დღევანდელ და ხვალინდელ შესაძლებლობათა გათვალისწინებით.
- ანუ საუბარია იქ მყოფი სამშვიდობო ძალების ფორმატის შეცვლაზე?
- უნდა შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ საკითხს ასე ვაყენებთ: თუ დარჩებიან, უნდა შეიცვალოს ფორმატი, მათი მიზანი და ამოცანები, მათ შორის საკონტროლო ტერიტორიის მოცულობა თვით ღალიძგამდე.
- რამდენად რეალურია რუსების მხრიდან ამ დათმობაზე წასვლა?
- ვფიქრობ, რუსები კი წავლენ ამ დათმობაზე, მაგრამ პრობლემა შეიქმნება აფხაზებთან. როგორმე აფხაზებს უნდა შევუთანხმდეთ - რუსების, „მეგობრების“, გაეროსა და სხვათა მონაწილეობით.
გავაგრძელებ დაწყებულ საუბარს: რისი იმედი უნდა გვქონდეს, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ქართველთა და აფხაზთა დიალოგი, ორი ხალხის დაახლოება, რომელიც უკვე დაწყებულია, თუმცა მძიმე და ნელი ტემპებით, მათი შერიგება და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - აფხაზების უფლებათა საკითხის გადაწყვეტა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუს კოლეგებთან საუბრის უმთავრესი თემა გახლდათ სამშვიდობო ძალთა მანდატში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება, როგორიცაა სოხუმის მიმართულებით საკონტროლო ზონის გაფართოება, დაბრუნებულთა უსაფრთხოება და სხვა პრობლემები, რასაც ისინი გაგებით ეკიდებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ დაიწყო აქტიური მუშაობა საქართველოსა და რუსეთს შორის ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე, რომელიც უახლოეს დროში უნდა დასრულდეს. პირველი სრულმასშტაბიანი შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისში, შემდეგ, ჩემი აზრით, დამამთავრებელი შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პრინციპი იქნება.
როგორც ხედავთ, პარლამენტის ცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, პრეზიდენტიც ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ყველა დეტალი. ყველა სიახლე და აუცილებლად გაითვალისწინოს გაკვეთილები ჩვენი არცთუ შორეული ისტორიის გამოცდილებიდან. კარგად გვახსოვს, თუ რა ძვირად დაუჯდა საქართველოს ზოგიერთი ნაჩქარევი ნაბიჯი.
- მთავრობის სხდომაზე თქვენ ძალიან მძიმე განცხადებები გააკეთეთ. ისაუბრეთ კორუფციაზე, რომელიც ხელს უშლის შემოსავლის ზრდას. ამ კონტექსტით საინტერესოა თქვენი ბრძანებულებით შექმნილი საგანგებო კომისია, რომელმაც საგადასახადო კოდექსის რეფორმირებაზე უნდა იმუშაოს. გასულ კვირას კვლავ აქტიურად იყო ენერგეტიკის თემა. გაიმართა საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიული განვითარების პროგრამის შემმუშავებელი სახელმწიფოს კომისიის სხდომა...
- ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობ საქართველოს ენეგრეტიკის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე.
ბევრ ქვეყანაში ასეთი პროგრამის შემუშავებას რამდენიმე ათწლეულიც კი დასჭირდა. ეს ურთულესი საკითხია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ უშიშროებას. თათბირზე მე განვაცხადე, რომ დამოუკიდებელი ენერგეტიკის გარეშე. ძნელია საუბარი სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე.
მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გადაწყდა დიდი ნავთობს სადენისა და გაზსადენის საკითხი, შეიქმნა მყარი ბაზა, რათა გრძელვადიან პრესპექტივაში განვსაზღვროთ დეტალური პროგრამები. იგულისხმება ენერგეტიკული ბალანსის ყველა კომპონენტი. ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობისა და სამრეწველო ობიექტების ელექტროენერგიით, აგრეთვე, სხვა საწვავით მომარაგების პრობლემა.
მაგრამ გრძელვადიანი პროგრამა მხოლოდ ამას როდი გულისხმობს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს. რამდენიმე წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ საუბარი იქნება არა მარტო ელექტროენერგიაზე მოთხოვნის სრულ უზრუნველყოფაზე, არამედ, იქნებ, ვისაუბროთ ელექტროენერგიის ექსპორტზეც.
და თუ ვინმეს ამგვარი ოპტიმიზმი გადაჭარბებულად მოეჩვ ვენა, გაიხსენოს, რა განწყობილება არსებობდა 5-6 წლის წინათ თუნდაც იმავე დიდ ნავთობსადენთან, გაზსადენთან, „დიდ აბრეშუმის გზასთან“ დაკავშირებით. ბევრს მაშინ ეს პროექტები მხოლოდ „თეორიად“ და „პროპაგანდად“ მიაჩნდა.
ჩემი მოსაზრებით, მოვიდა დრო, სერიოზულად ვიფიქროთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთიანი ენერგეტიკული სარტყლის შექმნაზე, კასპიის ზღვიდან შავი ზღვის ჩათვლით, რა თქმა უნდა, რუსეთის, უკრაინის, ბალკანეთის ქვეყნების, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, მოლდოვას და სხვა უფრო შორეულ სახელმწიფოთა მონაწილეობითაც კი.
სხვათა შორის, ევროპულ სტრუქტურებში ეს თემა თეორიულ, საპროექტო განხილვის დონეზე მუშავდება. ვფიქრობ, თუ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოვა, მოგებული დავრჩებით.
საქართველო ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა იქნება, რომელიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ასეთი სისტემის ფორმირებაში.
თქვენ გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ასეთი სისტემა მუშაობდა უზარმაზარ სივრცეში და საქართველოც მისი შემადგენელი ნაწილიც გახლდათ.
თავისთავად ცხადია, ერთიანი ენერგეტიკული ბლოკი გულისხმობს კონფლიქტების დაძლევას და ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას. ამ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩვენს მასმედიასთან. ჩვენს პირველ შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა და საინტერესო მოსაზრებებიც წამოაყენეს.
როგორც მოგახსენეთ, შაბათს გაიმართა ძალიან საინტერესო საუბარი - კომისიის პირველი სხდომა, რომლის შემ დგენლობაში შედიან არა მარტო დარგის მესვეურები, არამედ შესანიშნავი, ღვაწლმოსილი მეცნიერები. ტრადიციულთან ერთად, არის ენერგიის არატრადიციულ წყაროთა გამოყენების კონკრეტული გეგმაც.
ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ საგადასახადო კოდექსის სრულყოფის საკითხებზე. ეს პრობლემა ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში - ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელი დონის გათვალისწინებით. აუცილებელია გაგრძელდეს კონსულტაციები როგორც ბიზნესმენებთან, აგრეთვე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რათა საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოში უფრო სრულყოფილი გახდეს და რეალობას შეესატყვისებოდეს.
მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის განვიხილეთ საქართველოში თამბაქოსა და ნავთობპროდუქტების აღრიცხვისა და დაბეგვრის მოწ წესრიგების ღონისძიებანი.
ნავთობპროდუქტებისა და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება. დაბალია საბიუჯეტო შემოსავალი. არასრული დაბეგვრის შედეგად ირღვევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპი. ბიუჯეტს აკლდება მნიშვნელოვანი სახსრები, რაც საბოლოოდ გაუცემელ ხელფასებსა და პენსიებს ნიშნავს.
სიგარეტისა და ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება უდავოდ გამოცოცხლდა, მაგრამ მას ისევ და ისევ კონტრაბანდა ახრჩობს.
ჩემი დავალებით, სახელმწიფო მინისტრი ამჟამად ძალზე აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე. იქმნება კონკრეტულ ღონიძიებათა გეგმა, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი კონტრაბანდის გამოვლენასა და სრულ დაბეგვრას.
მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის შესახებ.
ასამბლეაზე განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებას საქართველოში 2002 წლის ტურიზმის წლად გამოცხადების შესახებ. მე მიმაჩნია, რომ უნდა გვქონდეს, ტურიზმის განვითარების ხუთ-ათწლიანი პროგრამა.
ერთმნიშვნელოვნად გამოითქვა სურვილი, მხარი დაუჭირონ საქართველოს, როგორც „დიდი აბრეშუმის გზის“ საკვანძო ქვეყანას. იქნებ გარკვეული წლების შემდეგ მოხერხდეს, ტურიზმის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონალური ან მსოფლიო მასშტაბის ფორუმის გამართვა უმაღლეს დონეზე.
არაერთგზის მითქვამს, რომ ეს დარგი საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. რეალობა ამას უდავოდ ადასტურებს.
საკმარისია მოვიხმოთ, თუნდაც, ბაკურიანის მაგალითი. ბოლო წლების განმავლობაში, აქ ასობით ახალი სახლი აშენდა. ამჟამად ზამთრის კურორტს ათიათასობით დამსვენებლის მიღების საშუალება აქვს.
შედეგად, ერთიორად გაიზარდა შემოსავალი ცენტრალურ და განსაკუთრებით ადგილობრივ ბიუჯეტში.
ეს არის ერთგვარი მოდელი, და იგი ნათლად გვიჩვენებს, რა მომავალი აქვს ტურიზმს საქართველოში, თუ ამ საკითხსაც სახელმწიფოებრივად მივუდგებით.
- დაძაბული ვითარებაა პანკისთან. იქ იმყოფებოდნენ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, რომლებიც აქციის მონაწილე საქართველოს ავღანეთის კავშირის წევრებს შეხვდნენ...
- ვითარება პანკისის ხეობაში მუდმივად არის შესაბამის უწყებათა ყურადღების ცენტრში.
ხეობაში იმყოფებოდნენ უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ბატონები ვალერი ხაბურძანია და კობა ნარჩემაშვილი სხვა თანამშრომლებთან ერთად.
ადგილობრივ ქისტ მოსახლეობასთან არავითარი პრობლემა ხელისუფლებას არა აქვს. ისინი გაგებით ეკიდებიან იმ ღონიძიებებს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება.
ვითარება რთულია ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე ტრაგიკულ მოვლენათა განვითარების საშიშროებას. ყოველდღიურად ვარ მოვლენათა საქმის კურსში და სისტემატურად ვამუშავებთ გარკვეულ ღონიძიებებს.
თავისთავად ტრაგედიაა, რომ რამდენიმე თანამემამულე კვლავ კრიმინალურ ჯგუფთა ტყვეობაში იმყოფება, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენს თანამოძმე ქისტებს არანაკლებ აღელვებთ და აწუხებთ.
აქვე უნდა ითქვას, რომ უდიდესი უსამართლობაა მხოლოდ ქისტების დაკავშირება ამ დანაშაულობებთან. ხეობის მიდამოებში თავი მოიყარეს ავაზაკებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ მაჰმადიანურ რელიგიას. დარწმუნებული ვარ, არც ერთი კეთილსინდისიერი ქისტი ხელს არ აღმართავდა ბერის სამოსის მატარებელ ადამიანზე. ავაზაკებს კი არც რწმენა გააჩნიათ და არც ეროვნება.
დღეს, როგორც კი მივლინებიდან დავბრუნდები, მექნება ამ საკითხთან დაკავშირებული სპეციალური შეკრება. მინდა დავარწმუნო ხეობის ყველა მოსახლე, მათ შორის ლტოლვილები, რომ იქ წესრიგი დამყარდება.
- დღეს 14 იანვარია - ქართული თეატრის დღე. თქვენ ქუთაისში მიემგზავრებით, სადაც საქართველოს თეატრალური საზოგადოება შეიკრიბება...
- ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ 14 იანვარი, ქართული თეატრის დღეა. იგი საგანგებოდ და ხაზგასმით აღინიშნება ქუთაისში. ეს მორიგეობითაა. ამას თავისი მიზეზი აქვს. შარშან გორში, გიორგი ერისთავის მშობლიურ ქალაქში აღვნიშნეთ ქართული პროფესიული თეატრის იუბილე.
ამჟამად ქუთაისში აღვნიშნავთ მის 152-ე წელს. აქ უკვე 1861 წლიდან იმართებოდა სცენისმოყვარეთა წარმომადგენლები, ხოლო 1880 წელს ჩამოყალიბდა მუდმივი პროფესიული დასი.
ქუთაისი იყო და რჩება ქართული კულტურის ერთ-ერთ უძველეს და უმძლავრეს კერად.
ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ ქართველ მსახიობს ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს ვულოცავ დაბადების დღეს. 16 იანვარს ბატონ ოთარი 70 წლის ხდება და რაოდენ საამაყოა მთელი ერისათვის, რომ კვლავინდებურად ელვარებს მისი ნიჭი ქართულ თუ უცხოურ სცენებზე.
მთელი საქართველო გაახარა ბატონი მეღვინეთუხუცესისა და გენიალური თეატრალური რეჟისორის რობერტ სტურუას, აგრეთვე, თემურ ჩხეიძის და სხვათა დამსახურებულმა აღიარებამ რუსეთში, ანუ იმ ქვეყანაში, რომელიც სამართლიანად ითვლებოდა თეატრალური სტილის კანონმდებლად. მაგრამ არა მარტო რუსეთში. ჩვენი თეატრების მრავალი გასტროლი გვახსოვს დასავლეთის ქვეყნებში, სადაც იგივე რეაქცია იყო.
ქუთაისში ბევრი სიახლეა ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
ჩვენც ხელდამშვენებული ვეწვევით საყვარელ ქალაქს, მხედველობაში მაქვს საგანგებო განკარგულება, რომელიც ქუთაისის შემდგომ განვითარებასა და აღმავლობას შეუწყობს ხელს. ეს განკარგულება თვით ქუთაისელების მონაწილეობით, მათთან ერთად მომზადდა. გათვალისწინებულ იქნა თემურ შაშიაშვილის მრავალი წინადადება. ეს არ იქნება პრეზიდენტის ის ბრძანებულება ან განკარგულება, რომელიც ქაღალდზე უნდა დარჩეს.
„როგორც უნდა გამაკრიტიკონ ზოგიერთებმა, მაინც ვიტყვი: ცოცხალი თავით არ დავუშვებ ახალ ომსა და უბედურებას აფხაზეთსა და მთელ საქართველოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 იანვარი. - №12(4071). - 1, 2 გვ.
![]() |
11 პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო თანამემამულენო!
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განვლილ პერიოდში ჩვენ ყველას ბევრ ტკივილთან, სინანულთან და იმედგაცრუებასთან ერთად გვქონდა დიდი სიხარულისა და წარმატების მომენტები. კერძოდ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება. სწორედ ასეთ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან, ამაღლებულ მომენტთან ექნება საქმე თითოეულ ჩვენგანს ხვალიდან, როდესაც დაიწყება და რვა დღეს გასტანს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოსახლეობის პირველი დამოუკიდებელი საყოველთაო აღწერა. ჩვენ ვალდებული ვართ, ღირსეულად ჩავატაროთ იგი, რათა ობიექტურად შევაფასოთ ახალი საუკუნის, ათასწლეულის დამდეგს ჩვენი ყველაზე მთავარი სიმდიდრე - ადამიანისეული პოტენციალი, მივიღოთ ქვეყნის ზუსტი დემოგრაფიული სურათი.
ძნელია მოიძებნოს საქართველოში ზრდადასრულებული ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ განვითარებაში, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. მოსახლეობის აღწერა ჩვენი ქვეყნის ბალავარში ჩადებული ის ქვაკუთხედია, რომელიც კიდევ უფრო ძლიერს ხდის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
დამოუკიდებლობის ათი წელი ჩვენთვის არ ყოფილა იოლი - არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, რის გამოც რამდენჯერმე მოგვიხდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თარიღის გადატანა, რადგან ეს აღწერა იმდენად ძვირადღირებული ღონისძიებაა, რომ მისი ჩატარება ჩვენზე ეკონომიკურად განვით თარებულ და ძლიერ ქვეყნებსაც კი უჭირთ. მით უფრო აღსან ნიშნავია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლექტივის მრავალწლიანი ძალისხმევა, რომელმაც ორგანიზაციულად უზრუნველყო აღწერისათვის მზადება, თუმცა იგი ვერ შეძლებდა ამას, რომ არა სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და, რაც მთავარია, დაფინანსება.
მივმართავ ჩემს რწმუნებულებს საქართველოს რეგიონებში, ქალაქების მერებს, რაიონების გამგებლებს, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს - მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ აღმწერ პერსონალს და უზრუნველყონ ამოცანის წარმატებით შესრულება.
მოვუწოდებ ჩვენს მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს - დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო მონაპოვარს - მაქსიმალურად გააშუქონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მნიშვნელობა, აუცილებელი ინფორმაციული მხარდაჭერა აღმოუჩინონ აღწერის პროცესს სათანადო საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.
იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა - უფროსი თაობის წარმომადგენლებიც და ახალგაზრდებიც - მთელი პასუხისმგებლობით აღიქვამენ სააღწერო კამპანიას და თავიანთ მოქალაქეობრივ მოვალეობას პირნათლად მოიხდიან ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღმწერი პერსონალისათვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში თანამონაწილეობისათვის.
ედუარდ შევარდნაძე
პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 იანვარი. - №13 (4072). - 1,2 გვ.
![]() |
12 ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩემთვის არა მხოლოდ ბრწყინვალე მსახიობი და მარჯანიშვილელთა შესანიშნავი ხელმძღვანელია, არამედ გამორჩეული გვარის გამორჩეული წარმომადგენელი, პროფესიონალიზმითა და წესიერებით მართლაც სამაგალითო, წარმოსადეგი აღნაგობით, შესანიშნავი ოჯახითა და ჭეშმარიტად ვაჟკაცური ხიბლით. იგი სანატრელია ჭირშიცა და ლხინშიც. მან იცის ძნელი კითხვების დასმაც და პასუხის გაცემაც ძნელ კითხვებზე.
მე მომწონს მასში ის სიამაყე, ის პირდაპირობა, ქედმოუხრელობა, რომელიც მას, როგორც მოქალაქეს, სამაგალითოდ ხდის და ხშირად მიფიქრია, რომ მისი გმირებიც, ყოველდღიურ ერთფეროვნებაზე ამაღლებული გმირები, ფაქტობრივად, მისი სულის უკუფენაა.
მე მიყვარს ეს მსახიობი, მაგრამ ამ სიყვარულში ბევრი შემცილებელი მყავს, როგორც აქ საქართველოში, ისე მის გარეთ.
სულ ახლახან მას რუსეთში წლის საუკეთესო დრამატული როლის შესრულებისათვის თეატრალური პრემია „ჩაიკა“ მიანიჭეს, მე სიხარულით ვულოცავ მას ამ პრემიას.
ამ პრემიით რუსეთის კულტურის მოღვაწეებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ ვუყვარვართ, პატივს გვცემენ და გვაღიარებენ, როგორც დიდი კულტურის ერს.
ოთარ მეღვინეთუხუცესის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 იანვარი. - №13 (4072). - 1,2 გვ.
![]() |
13 „უზენაესი ამოცანა ის გახლავთ, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
21 იანვრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში პირველად დაიწყო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას? - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- მოსახლეობის საყოველთაო აღწერა უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებაა, მას განსაკუთრებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი დატვირთვა აქვს.
ბოლო აღწერა 1989 წლის დამდეგს ჩატარდა. მას შემდეგ საქართველოში ეპოქალური ცვლილებანი მოხდა: ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ძირფესვიანად შეიცვალა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური წყობა, ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება და სხვა.
ამდენად, ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია ყველა სოციალური პარამეტრის ზუსტი განსაზღვრა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით სტატისტიკის დეპარტამენტს, რათა აღწერა მაქსიმალური ორგანიზებულობით, შეუფერხებლად ჩატარდეს.
სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე პირადად კურირებს ამ საკითხს. საჭიროების შემთხვევაში, მეც მზადა ვარ ყოველმხრივი ხელშეწყობისათვის.
მთლიანად, აღწერის პროცესში ჩართულია 23 ათასზე მეტი სპეციალისტი. ისინი უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ.
უნდა მოგახსენოთ, რომ აღწერა საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა და მისი ჩატარება ხშირად ჩვენზე ბევრად განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებსაც კი უჭირთ.
ძალიან დაგვეხმარა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამა მაქვს მხედველობაში.
მობილიზებულია ხელისუფლების ყველა რგოლი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
ვიმედოვნებ, საქართველოს მთელი მოსახლეობა (უფროსი თაობის წარმომადგენლებიც და ახალგაზრდებიც) სრული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სააღწერო კომპანიას და აღმწერი პერსონალისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით პირნათლად მოიხდიან თავიანთ მოქალაქეობრივ მოვალეობას ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.
ჩვენ ვალდებული ვართ, ღირსეულად ჩავატაროთ აღწერა, რათა ობიექტურად შევაფასოთ მესამე ათასწლეულის დამდეგს ქვეყნის ყველაზე მდიდარი სიმდიდრე - ადამიანური რესურსი, მივიღოთ ზუსტი დემოგრაფიული სურათი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერას საგანგებო დატვირთვა აქვს სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პროგრამების შესამუშავებლად.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ, რა თქმა უნდა, შედეგები აბსოლუტურად ღია იქნება და არაერთგზის გამოქვეყნდება. მივესალმები მასმედიის დიდ დაინტერესებასა და ყურადღებას აღწერის მიმართ.
- კვლავ დაძაბული ვითარებაა აფხაზეთში. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ცისფერჩაფხუტიანთათვის მანდატის გაგრძელებას კონფლიქტის ზონაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ხოლო სოხუმის მიმართულებით ღალიძგამდე უსაფრთხოების 24-კილომეტრიანი ზოლის გადატანას არ ეთანხმება ეგრეთ წოდებული სოხუმის ხელისუფლება. ამასთან, დიდი რეზონანსი გამოიწვია წინასწარი ოქმის გაფორმებამ კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა დამატებითი კონტინგენტის გამოყვანის შესახებ; ენგურის ხიდთან კი მიმდინარეობს ლტოლვილთა აქცია - სამშვიდობო ძალთა მოქმედების არეალისა და მანდატის გაფართოების მოთხოვნით. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით?
- უპირველეს ყოვლისა, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით: ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ გაეროს წარმომადგენელთა ინიციატივით გაფორმებული ოქმი ზოგიერთმა აღიქვეს, როგორც კოდორის ხეობიდან ქართულ შეიარაღებულ ფორმირებათა გამოყვანის ვალდებულება.
პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს პირდაპირ ეთერში ვერ იტყვის, მაგრამ გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ: კოდორის ხეობაში ქართული შეიარაღებული ფორმირებები უკვე რამდენიმე წელია იმყოფებიან და კვლავაც დარჩებიან.
შეიძლება შეიცვალოს ამჟამად არსებული ფორმა ან მეთოდი, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის, ხეობის დაცვა კვლავ დღის წესრიგშია და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
- თუ შეიძლება კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: ანუ ქართული საჯარისო ფორმირებები ხეობას არ დატოვებენ?
- არ დატოვებენ! რაც შეეხება დამატებით ძალებს, თავის დროზე ეს იყო აუცილებელი ღონისძიება. იქ ძალები ჩვენ ყოველთვის გვყავდა: პოლიციის, შინაგანი ჯარების ნაწილები და სხვა. მაგრამ ეს ხმაური და გაეროს რეაქცია გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს მიერ დამატებითი ძალების შეყვანამ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს იყო აუცილებელი ღონისძიება.
კოდორის ხეობის დაბომბვამ (ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვის ეკუთვნოდა ის თვითმფრინავები) მოსახლეობის დიდი ნაწილის ხეობიდან გამოსვლა განაპირობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხეობა ქართული მოსახლეობისაგან დაიცალოს.
ამჟამად ლაპარაკია ქართული მოსახლეობის უშიშროების არა ცალმხრივი, არამედ მრავალმხრივი გარანტიების შექმნაზე.
შეიძლება იცვლებოდეს მეთოდები - თავდაცვითი ზომები, მაგრამ ხეობის დაცულობის ხარისხს ეს არ დაეტყობა.
აღსანიშნავია, რომ კოდორის ხეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სხვა თვალსაზრისითაც: შეიარაღებული ნაწილების კიდევ ერთი სახელმწიფოებრივი ამოცანაა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაცვა, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ენეგროსისტემებს აკავშირებს.
რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს, მე ჯერ კიდევ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება.
ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება რუსეთთან, „მეგობართა ჯგუფის“ სხვა ქვეყნებთან, რათა ერთობლივად შევიმუშავოთ სამშვიდობო ოპერაციის ახალი ფორმატი.
მან უნდა იგულისხმოს საკონტროლო ზონის გაფართოვება და მშვიდობიანი მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფა.
ამ თვალსაზრისით ჩემი პოზიცია მთლიანად ემთხვევა ლტოლვილთა იმ ორგანიზაციების მოთხოვნებს, რომლებიც ენგურთან საპროტესტო აქციას მართავენ.
მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მთავარი პრობლემა მაინც აფხაზების თანხმობაა, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა დავარწმუნოთ აფხაზეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელები, რომ ისინი თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნებით. საამისოდ კი, აუცილებელია სამშვიდობო ოპერაციის ახალი მოდელის შექმნა. თუ სამშვიდობო ოპერაცია ჩაიშალა, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მივიღებთ კონფლიქტის განვითარების ისეთ ვარიანტს, რომელიც არც საქართველოსთვის იქნება მისაღები და, მით უმეტეს, საბოლოოდ დამღუპველი იქნება აფხაზებისათვის.
ამჟამინდელმა მოდელმა მთლიანობაში უზრუნველყო ფართომასშტაბიანი ომის თავიდან აცილება, მაგრამ დღეს უკვე საჭიროა მისი განვითარება.
ოღონდ აქ აჩქარება და ემოციური მოქმედება მხოლოდ დაგვაზარალებს. აუცილებელია თითოეული ნაბიჯის ზუსტად გათვლა და აწონ-დაწონა, იმ ადამიანთა აზრის გათვალისწინებაც, ვინც შესანიშნავად იცნობს აფხაზეთის პრობლემას და თავი არ დაუზოგავს ქვეყნის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, ისეთი მეომრისა და გენერლის (დღეს პარლამენტის ღირსეული წევრის), როგორიც ჩემი ახალგაზრდა თანამებრძოლი გია ყარყარაშვილი გახლავთ. როგორც ვიცი, აკაკი ასათიანიც საკმაოდ ფრთხილ პოზიციას გამოხატავს. მე მას ვუსმინე და მისი პოზიცია სავსებით მისაღებია.
აქვე კიდევ ერთ, ძალზე პრინციპულ საკითხს უნდა შევეხო: როცა ლაპარაკია აფხაზეთთან დაკავშირებით 1992 წლიდან დღემდე გაფორმებულ ხელშეკრულებათა დარღვევებზე, სავსებით გამართლებული იქნებოდა საერთაშორისო დონეზე განხორციელებულიყო კონფლიქტის პირველი დღეებიდანვე ხელმოწერილი დოკუმენტების ინვენტარიზაცია. თუ არ ვცდები, ჯაბა იოსელიანმა გამოთქვა ასეთი მოსაზრება.
1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, პრეზიდენტ ელცინთან, არძინბასთან და ჩრდილოეთ კავკასიელ ლიდერებთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის დამთავრებას გულისხმობდა. ფაქტობრივად, დაიწყო ჩვენი ჯარების გამოსვლა. ეს არის ასეთ უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი ერთადერთი დოკუმენტი, რომელმაც გლობალურად გადაწყვიტა საკითხი.
გახსოვთ, ალბათ, მთლიანად ქართული საზოგადოება, ყველა პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიესალმა ასეთი შეთანხმების გაფორმებას და ყველას მიაჩნდა, რომ ეს არის უნივერსალური ხელშეკრულება.
შეიძლება ითქვას, ფორმალურად მართლაც იდეალური დოკუმენტი იყო. მაგრამ ეს შეთანხმება მუხანათურად დაარღვიეს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა შეთანხმებებზეც.
ამიტომ, ნამდვილად კანონზომიერია ის შიში, რომელიც თუნდაც კოდორის ხეობის თაობაზე გაფორმებული შეთანხმების შესახებ გამოითქმის.
მაგრამ ახლა სხვა დროა.
მე მივესალმები პრინციპულ გადაწყვეტილებებს რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან, თუნდაც თანხმობას, კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე და ზოგიერთ სხვა საკითხში, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს ერთიანი საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსი და მისი ადგილი.
და, რაც მთავარია: დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ქართულ-აფხაზური დიალოგი. სხვათა შორის, როდესაც რუსეთზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პუტინმა შეასრულა თავის სიტყვა და გამოჰყო თავისი სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში და მიიღო ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანიც.
შეთანხმებათა მიღწევა სავსებით შესაძლებელია ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა გათვალისწინებით. ჩვენ ამის მომხრე ვართ. ამავე დროს, მომხრე ვართ, რომ აფხაზების ინტერესები იყოს დაცული, მაგრამ უზენაესი ამოცანა ის გახლავთ, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
- რა მდგომარეობაა ამჟამად პანკისის ხეობაში? მოხერხდა თუ არა დაძაბულობის განმუხტვა?
- ბოლო დღეების განმავლობაში პანკისის ხეობასა და ხეო ობის გარშემო ძალზე საგულისხმო და მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდება.
მე დღეს ვაპირებდი პანკისში ჩასვლას, მაგრამ ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ ჩანს. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ჩავალ.
ქართულ სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ხეობაში წესრიგი დავამყაროთ.
დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებს, რომელთაც ბერი ბასილი და მოქალაქე ხალილოვი გაიტაცეს, კატეგორიულად ვურჩევ და მოვითხოვ მათგან: ადამიანები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, თანაც ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე.
ყველა საკითხი, რაც პანკისთან არის დაკავშირებული, პრეზიდენტის მხედველობის არეშია.
ჯერჯერობით წარმატებით ხორციელდება ის გეგმა, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოზე შევიმუშავეთ, ეს არის ბლოკ-პოსტების გადაჯგუფება და სხვა.
ადამიანების გატაცება ტერორისტული აქტის ტოლფასი ქმედებაა. შესაბამისად, ხელისუფლებაც დაუნდობელი იქნება ამგვარი საზარელი დანაშაულის ჩამდენთა მიმართ.
ეს ყველამ გაითვალისწინოს: ადგილობრივებმაც და ლტოლვილებმაც, რომლებიც ჩვენ შევიფარეთ. ნურავინ შეეცდება ქართული სახელმწიფოს სულგრძელობა (ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფების მიმართ) ბოროტად გამოიყენოს.
სხვათა შორის, იქ, ასე ვთქვათ, დამცველებლად გამოდიან სხვადასხვა რაიონისა თუ ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ეს არ არის ეფექტიანი ღონისძიება. ცოტა ხნის წინათ მე შევხვდი „ავღანელებს“, რომლებმაც შემოიღეს მუდმივი მორიგეობა (ალავერდის ტაძართან არიან დაბანაკებულები), მე მათთვის ეს არ ამიკრძალავს. იყვნენ იქ, სანამ შეუძლიათ. თავისთავად ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, რომ ავღანეთში ნაბრძოლი ახალგაზრდობა მზად არის გვერდში დაუდგეს ხელისუფლებას წესრიგის დამყარებისათვის ბრძოლაში.
აქვე, „ავღანელები“ ვახსენეთ და არ შემიძლია დიდი გულისტკივილით არ განვაცხადო, რომ გარდაიცვალა ავღანეთში მებრძოლი სახელოვანი მეომარი და შესანიშნავი პიროვნება, ოთხი შვილის მამა, დეპუტატი გია ჯაყელი. სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს, მის მეგობრებს. ამასთან, სახელმწიფო ყველაფერს იღონებს ასეთ ვითარებაში მყოფი ოჯახის დასახმარებლად და მხარდასაჭერად.
ძალოვანი სტრუქტურებისაგან მოვითხოვ, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ეს მათი მოვალეობა და დანაშაულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს უმაღლესმა მთავარსარდალმა.
გუშინ თვით ქისტმა მოსახლეობამ, სამართალდამცველებთან ერთად, ძალზე მძიმე დანაშაულისათვის ძებნილი ადგილობრივი მცხოვრები დააკავა. სამწუხაროდ, ინციდენტს მძიმე შედეგი მოჰყვა. უკვე დადგენილმა ბოროტმოქმედმა ოპერაციის მონაწილე ორი ქისტი დაჭრა. ორივე თბილისშია, ვმკურნალობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ორივე მათგანი მთავრობის ჯილდოებით დაჯილდოვდებიან.
ყველამ იცოდეს, ქისტები არიან საქართველოს პატრიოტი ადამიანები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ასეთია და, ვფიქრობ, ეს ფაქტიც იმის გამოვლინებაა, რომ ეს ეთნიკური ჯგუფი, ათასობით ადამიანი საქართველოსა და მისი ხელის სუფლების ერთგულია.
- გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტმა, ცხარე დებატების შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური კანონი - 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. ცალკეული სადეპუტატო ჯგუფები ხელფასებისა და პენსიების რამდენჯერმე გაზრდის საკითხს აყენებდნენ. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- საბიუჯეტო პროცესი საქართველოში არცთუ უპრობლემოდ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ნორმალურად ვითარდება.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პარლამენტარს, სახელმწიფო მინისტრსა და მთავრობის წევრებს, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს დოკუმენტის დასახვეწად, განსხვავებული აზრისა და ცალკეულ სადეპუტატო ჯგუფთა მოთხოვნების გათვალისწინებით.
ბიუჯეტის განხილვა უაღრესად ცხარე დებატებში გადაიზარდა, გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვეულებრივ, სავსებით მისაღებ კრიტიკასთან ერთად იყო ისეთი გამოსვლებიც, რომლებიც არც მათს ავტორებს ეკადრება და არც პრეზიდენტსა თუ ჩემს კოლეგებს.
თუმცა, ამაზე ლაპარაკი ამჟამად არ ღირს.
ძალიან ბევრი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ და ეს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს.
მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: ბიუჯეტი ეკონომიკის სარკეა, იგი რეალობას ასახავს. ამდენად, დაუშვებელია საბიუჯეტო პროცესში მძლავრობდეს პოპულიზმი და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის თვალთახედვაში, ეგრეთ წოდებული, „ქულების დაწერის“ სურვილი.
არ შეიძლება ბიუჯეტისაგან მოითხოვო ის, რისი საშუალებაც ქვეყანას დღეს არა აქვს.
რასაკვირველია, სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაფაროს წინა წლების დავალიანება. ამ ამოცანას, ძირითადად, ალბათ, გადავწყვეტთ, ვინაიდან საამისოდ რესურსი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს.
მთლიანობაში, მთავრობამ სერიოზული კომპრომისები დაუშვა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც იტვირთა. მით უმეტეს, რომ 3-4 თვის შემდეგ პარლამენტი კვლავ დაუბრუნდება ბიუჯეტის საკითხს და ეს ძალიან კარგია, რადგან ეს იქნება დამატებითი ღონისძიება მობილიზაციის თვალსაზრისით აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის.
- რამდენიმე დღის წინათ თქვენ ქუთაისში იმყოფებოდით, სადაც ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებანი გაიმართა. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- არაერთგზის მითქვამს, რომ საქართველოს უდიდესი სიმდიდრე კულტურაა, ქართული ხელოვნებაა. მათ შორის დიდი ქართული თეატრი. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ საქართველოს შესანიშნავი თეატრალური ტრადიციებით, წარსულითაც და დღევანდელი დონითაც.
ბედნიერი ვარ, რომ მრავალი პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არც ერთი თეატრი არ დახურულა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხარდაჭერით ცხრა ახალი თეატრი დაფუძნდა. ვგულისხმობ პროფესიულ თეატრებს, თორემ ზოგადად, გაცილებით მეტი თეატრიც შეიქმნა.
პროფესიულ თეატრთა შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის ბავშვთა ოპერის უნიკალური თეატრი; რამდენიმე თეატრი აღორძინდა და შეიქმნა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, თბილისში - ხუთი, ქუთაისში - ოთხი, დმანისში მე თავად დავესწარი ახალი თეატრის გახსნას და ა.შ.
უდიდესი მისია აკისრია შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტს, სადაც ქართველ და სხვა ეროვნების თანატოლებთან ერთად უკვე სწავლობენ უნიჭიერესი აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.
შორს არ არის ის დრო, როდესაც თბილისში აზერბაიჯანული თეატრიც დაფუძნდება. ისევე, როგორც უკვე 50 წელია წარმატებით ფუნქციონირებდეს შესანიშნავი სომხური თეატრი.
განსაკუთრებით სასიხარულოა ახალგაზრდების დიდი ინტერესი. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ქართული სცენის კორიფეთა საქმეს. სანამ შესაძლებლობა მექნება, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა დავეხმარო ქართულ თეატრს, ისევე, როგორც კინემატოგრაფს. ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა კრიზისული ფაზიდან გამოვიყვანოთ ქართული კინოხელოვნება, რომელსაც ამჟამად ძალიან უჭირს. იმედი მაქვს ბიზნესმენები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პრეზიდენტთან, ხელისუფლებასთან (საჭირბოროტო საქვეყნო პრობლემათა გადასაწყვეტად), გამოეხმაურებიან ჩემს მოწოდებას, რათა ერთად შევეჭიდოთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს.
თეატრალებმა თხოვნით მომმართეს, რათა გადაწყდეს ჩვენი ეროვნული თეატრის ფუძემდებლის გიორგი ერისთავის მთაწმინდის პანთეონში გადასვენების საკითხი.
ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კანონზომიერია ამ პიროვნების მოღვაწეობის გათვალისწინებით. პრეზიდენტთან არსებული საგანგებო კომისია განიხილავს ამ საკითხს და, დარწმუნებული ვარ, დადებითად გადაწყვეტს მას.
ეს ჩვენი თაობის ვალია ამ დიდი ადამიანებისა და ღვაწლმოსილი მამულიშვილის მიმართ.
- ქალბატონ დოდო წივწივაძის თაოსნობით გამოიცა ქართული საყმაწვილო ენციკლოპედიის პირველი წიგნი. გუშინ თქვენ მოგართვეს ერთი ეგზემპლარი. როგორია თქვენი შთა ბეჭდილება?
- გულწრფელად მოგახსნებთ, რომ აღფრთოვანების გრძობა დამეუფლა, როდესაც ჟურნალ „დილისა“ და „საყმაწვილო ენციკლოპედიის“ მთავარი რედაქტორის ქალბატონ დოდო წივწივაძის ინიციატივითა და ძალისხმევით გამოცემული ეს წიგნი გადავფურცლე. აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ დოდოს, რომ ქვეყანა, რომელიც ასეთი ენციკლოპედიების გამოცემას ახერხებს უმაღლესი ევროპული სტანდარტების დონეზე, უფლისაგან განწირული არ არის!
ენციკლოპედია ჟურნალ „დილის“ 100 წლისთავს ეძღვნება. გამოცემულია, მართლაც, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე და, რაც მთავარია, ბრწყინვალედ არის გაფორმებული. აქვე იმასაც დავამატებ, რომ, როგორ შემეძლო, ამ ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის ვეხმარებოდი ამ ჟურნალს.
შინაარსობლივად კი იგი, დარწმუნებული ვარ, სამყაროს შეცნობის პირველწყაროდ იქცევა ჩვენი ქვეყნის პატარა მოქალაქეთათვის.
როგორც პრეზიდენტი, მთელი საზოგადოების სახელით, უდიდეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ დოდო წივწივაძეს, მის კოლექტივს, ყველას, ვინც მას ხელი გაუმართა ამ საშვილიშვილო საქმეში.
დასასრულ მინდა ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ მოგახსენოთ.
საქართველოში სრულ ფაზაში შევიდა კორუფციასთან ბრძოლის პროცესი, კონტრაბანდასთან ბრძოლა.
ყოველთვიურად გადასახადებისაგან თავის არიდების, თაღლითობის, ფალსიფიკაციის და კონტრაბანდის ათეულობით ფაქტი ვლინდება.
პრინციპული ბრძოლა დაიწყო საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ, მისმა მინისტრმა ლევან ძნელაძემ (ეს შემოსავლების მოცულობასაც დაეტყო), იმედისმომცემია ის ღონისძიებანი, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და, კერძოდ, კობა ნარჩემაშვილი ახორციელებენ. სერიოზულად ემზადებიან პროკურატურისა და უშიშროების ორგანოები. სამაგალითოდ აშუქებენ ამ ბრძოლის მიმდინარეობას „საქართველოს რესპუბლიკა“, „სვობოდნაია გრუზია“ და ზოგიერთი ტელეპროგრამა, განსაკუთრებით, პირველი არხი.
უნდა აღინიშნოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს გააზრებული საქმიანობა. მჯერა, ეს საბჭო კორუფციასთან ბრძოლის ნამდვილ შტაბად გადაიქცევა. მე გუშინ შევხვდი ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელს, შესანიშნავ ახალგაზრდას მირიან გოგიაშვილს, რომელმაც საქმის დიდი ცოდნითა და სიყვარულით მოკიდა ხელი ამ პრობლემას და საინტერესო მოსაზრებანიც წარმოადგინა. ვფიქრობ, ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ექნება საშუალება მოისმინოს მისი ძალზე პრინციპული გამოსვლა.
თებერვლის პირველ დეკადაში თქვენ საშუალება გექნებათ თვალყური ადევნოთ საერთოდ დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხებზე თათბირის მიმდინარეობას და დარწმუნდებით, რომ დაიწყო დიდი ანტიკორუფციული მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი ყოველდღიურად ადევნებს თვალს.
შეგახსენებთ, შარშან ვამბობდი, რომ შარშანდელი წელი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების წელი, ახლა, როგორც მოგახსენეთ, ეს ბრძოლა უკვე ძალიან ღრმა ფაზაში შევიდა და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ მოიგებს ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებით.
„უზენაესი ამოცანა ის გახლავთ, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ და საქარ რთველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 იანვარი. - №17 (4076). - 1,2 გვ.
![]() |
14 საქართველოს ავიატორებს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
2002 წლის 24 იანვარს სრულდება ცნობილი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის ბატონ შალვა ლავრენტის ძე ჭანკოტაძის დაბადების 100 წლისთავი.
ბატონი შალვა ჭანკოტაძე მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნ ნის ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და აღორძინების საქმეში.
იგი სიყრმის წლებიდანვე დაეუფლა იმ დროისათვის სრულიად ახალი დარგის - ავიაციის საფუძვლებს, განვლო გზა რიგითი მფრინავიდან უმაღლეს იერარქიულ საფეხურამდე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ავიაციის განვითარების საქმეში.
ბატონი შალვა ჭანკოტაძე იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის პირველი ხელმძღვანელი, მისი უშუალო ძალისხმევ ვით ქართველმა ავიატორებმა, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთმა პირველებმა, დაიწყეს რეაქტიული თვითმფრინავების ათვისება, რამაც სამოქალაქო ავიაციის განვითარების ახალ ერას დაუდო საფუძველი. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული საქართველოში ახალი რეაქტიული ტიპის თვითმფრინავებისთვის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების, აეროვაგზლის, საავიაციო-ტექნიკური ბაზის და სხვა ობიექტების მშენებლობა.
1941-1945 წლებში იგი მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, ხელმძღვანელობდა საავიაციო პოლკს, დივიზიას; 1944 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება; დააჯილდოვეს მრავალი ორდენითა და მედლით, ასევე პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი და გრიუნვალდის ორდენით.
ბატონი შალვა ჭანკოტაძის მაგალითზე აღიზარდა ქართველ მფრინავთა მრავალი თაობა. მის ღვაწლსა და ამაგს დიდი მოწიწებითა და პატივისცემით იხსენებენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საავიაციო წრეებში, აღნიშნავენ მის დიდ გულისხმიერებას და შრომისმოყვარეობას, საქმისადმი მაღალ პასუხისმგებლობას, აზროვნების მასშტაბურობას.
ბატონი შალვა ჭანკოტაძის დაბადების 100 წლისთავს ვულოცავ საქართველოს ავიატორებს, ვეტერანებსა და ახალგაზრდებს, ყველას, ვისაც ღირსეული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის ფუნქციონირებისა და განვითარების საქმეში; ვულოცავ მის ოჯახს და ვიმედოვნებ, რომ მისი ღვაწლი და გაწეული საქმიანობა ყოველთვის იქნება სამაგალითო აღნიშვნის ღირსი.
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს ავიატორებს: მილოცვა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 იანვარი. - №18 (4077). - 1 გვ.
![]() |
15 „მართალია, მძიმე დროში ვცხოვრობთ, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ის ტენდენციები, რომლებმაც საერთო გაჯანსაღებამდე უნდა მიგვიყვანოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა მთავრობის სხდომაზე 2001 წლის 23 იანვარს
მოკლე ინფორმაცია რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით:
როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში მოქმედებდა, როგორც ადგილობრივი, ისე საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული, ეგრეთ წოდებული, „გასტროლიორები“, დამნაშავეები. უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბლოკ-პოსტების გაძლიერებისა და ხეობის შიგნით მათი გადაადგილების შესახებ ოპერაცია განხორციელდა, მე ვიტყოდი, წარმატებით, უმტკივნეულოდ. ადგილობრივი მოსახლეობის, უწინარესად, მხედველობაში მყავს ქისტები, აგრეთვე ლტოლვილთა აქტიური მხარდაჭერით, არავითარი პრობლემა არ შექმნილა.
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროთა ერთობლივი ღონისძიებებით უკვე აღიკვეთა ბევრი დანაშაული, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ხვალ და ზეგ, მომავალში გაცილებით მეტი იქნება გასაკეთებელი.
პანკისის ხეობაში ნორმალურად ფუნქციონირებენ საკრებულოები. სხვადასხვა სტრუქტურები, განსაკუთრებით უხუცესთა საბჭოები, მათთან მუდმივი კონტაქტები აქვთ ჩვენს მინისტრებს, რწმუნებულს კახეთის ზონაში. ამ უწყებათა მთელ პირად შემადგენლობას, მე მხედველობაში მყავს შინაგან საქმეთა, უშიშროების სამინისტროები, ვინც ამ ღონისძიებებში მონაწილეობდა, ვუცხადებ მადლობას. გთხოვთ, სათანადო დოკუმენტები გაფორმდეს ისე, როგორც საჭიროა.
განსაკუთრებული მადლიერების სიტყვებით მივმართავ ქისტებს (თქვენ იცით, ძალიან ბევრი ლაპარაკი, სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იქ ლამის არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია და ასე შემდეგ). რომლებმაც საქმით დაამტკიცეს და არა სიტყვით, რომ საქართველოს ერთგული მოქალაქენი არიან. არ ერიდებიან მომავალში მყოფ შეიარაღებულ ბანდიტ ტებთან შეტაკებებსაც კი. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ასეთი შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრნენ ძალიან კარგი ახალგაზრდები: ალიხან გუმაშვილი, რომელიც ცნობილი პოეტის, მწერლის გუმაშვილის შვილია. ეს კაცი წერს ქართულადაც და ჩეჩნურადაც. ჩვენ ვეხმარებით, რომ მზის სინათლე ენახა მის ნაწარმოებებს, იგი მართლაც დიდი პატრიოტია იმ კუთხისა და საქართველოსი. და მეორე ახალგაზრდა - ასლან კუშტანაშვილი, რომელიც ასევე მძიმედ დაშავდა. განსაკუთრებით ალიხან გუმაშვილმა მიიღო უმძიმესი ჭრილობა სახისა და თავის არეში. როგორც ვიცი, უმძ ძიმეს მდგომარეობაში მყოფნი გადმოიყვანეს დედაქალაქში. ბატონმა ბიძინა სონღულაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სხვებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ დროულად გადმოეყვანათ დაჭრილები თბილისში. ერთ-ერთი მათგანი უგონო მდგომარეობაში იყო. მოათავსეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. გაკეთდა ურთულესი ოპერაციები, უნდა გითხრათ, რომ ორივე ოპერაცია წარმატებით დამთავრდა, განსაკუთრებით უიმედოდ გამოიყურებოდა სწორედ გუმაშვილი. ჯანმრთელობის მინისტრის ამ დილის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია და გადარჩენა სავსებით შესაძლებელია. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კვლავაც გაგრძელდა სათანადო ღონისძიებანი, რომ ყოველგვარი გართულება გამოირიცხოს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ მკურნალობა ხანგრძლივი იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ ამ ახალგაზრდებს. ამას დიდი მნიშვნელობა ექნება თვით ამ ოჯახებისათვის, ახალგაზრდებისათვის და მთლიანად ამ ხეობისათვის.
დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ სათანადო მატერიალური და ფინანსური დახმარება, ამას ჩვენ გავაკეთებთ. ჩემი გადაწყვეტილებით ორივე ახალგაზრდა ალიხან გუმაშვილი და ასლან კუშტაშვილიც ბოროტმოქმედთა დაკავშირებისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის დაჯილდოვდ დნენ ღირსების ორდენებით. ამ ჯილდოებს მათ საქართველოს პრეზიდენტი ადგილზე გადასცემს, როცა ისინი გამოჯანმრთელდებიან. ვიმედოვნებ, რომ ეს ძალიან შორეულ მომავალში არ იქნება.
მე ვიწონებ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მიერ გუბერნატორთან, გამგებლებთან ერთად განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს და ვავალებ მათ არ შეჩერდნენ შუა გზაზე. ახლა სულ სხვა მდგომარეობაა. თქვენ იცით, რომ ხეობის ცენტრში არიან შესული შინაგანი ჯარები და მუშაობაც გაცილებით უფრო ეფექტიანი და შედეგიანი იქნება, თუკი პირადი შემადგენლობა თავის სიმაღლეზე აღმოჩნდება. მე ასევე გთხოვთ, წარმოადგინეთ მთავრობის ჯილდოებით აღსანიშნავად ის ჯარისკაცები, ოფიცრები, რომლებიც იქ საკმაოდ რთულ პირობებში იმყოფებიან, მათი დამსახურება სათანადოდ აღინიშნება.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არავითარი პრობლემა არც ქისტებს, არც ლტოლვილებს არ შეუქმნიათ. ამ ბოლო დროს იქ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩავიდა. სხვადასხვა ჯგუფებს ხვდებოდნენ. თუმცა თვით ხეობაში შესვლა ბევრმა ვერ გაბედა, რომ შესულიყვნენ. კარგი იქნებოდა, დაინახავდნენ, რომ იქ ჩვეულებრივი ხალხია, საქართველოს პატრიოტები, ქართულად ლაპარაკობენ. ქართულად წერენ და საქართველო უყვართ.
მეორე საკითხი: ძალიან კარგად მესმის მოქალაქეთა შეშფოთება კოდორის ხეობასთან, იქ მცხოვრები მოსახლეობის ბედთან დაკავშირებით. გახმაურებული ძალები შევიყვანეთ, მათი ფუნქცია გახლავთ როგორც ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, ისე კავკასიონის მაღალი ძაბვის ელექტროგ გადამცემი ხაზის დაცვა, რომლის მეშვეობითაც საქართველო და თურქეთი ელექტროენერგიას იღებენ რუსეთიდან. ეს ხაზი ერთხელ დაზიანდა. ახლა მუშაობს, აღდგენილია და ვფიქრობ, დედაქალაქიც და სხვა რეგიონებიც გრძნობენ, რომ 200-250 მეგავატი ელექტროენერგია შემოდის ყოველდღიურად ამ ხაზით. ასე რომ, ამ ხაზის დაცვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ყველას გასაგონად: შიში იმის გამო, რომ ხეობა დაუცველი დარჩება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ხეობას ვიცავთ და კვლავაც დავიცავთ, ხოლო დამცველთა რაოდენობა იქ იმდენი იქნება, რამდენიც საჭიროა. ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი იქ ყოფნის, სამსახურის ეფექტიანობის ამაღლებაზე და ხეობის მოსახლეობის აბსოლუტურ უსაფრთხოებაზე. მე უკვე ვთქვი, რომ ამ ღონისძიებათა განხორციელება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ხეობა დაიბომბა. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვინ დაბომბა. ვიცით ნომრებიც და ნიშნებიც, მაგრამ ცოტაოდენი დროა საჭირო იმისათვის, რომ ზოგიერთი რაღაც დაზუსტდეს, შემდეგ კი შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ყველას.
იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანასთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილეობენ, მინდა განვაცხადო, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებანი სამშვიდობო ძალების მანდატის გადასინჯვის, ანუ საკონტროლო ზონის ღალიძგამდე გაფართოებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების სხვა აუცილებელ საკითხებზე. ეს მოლაპარაკება, უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს რუსეთის შესაბამის უწყებებთან, მოლაპარაკებაში მონაწილეობენ და, ეს ძალიან მნიშნელოვანია, თანამეგობრობის სტრუქტურებიც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ რუსეთის ჯარები იქ იმყოფებიან თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების გადაწყვეტილების საფუძველზე და არა ერთი რომელიმე სახელმწიფოს სურვილით. მართალია, ერთი სახელმწიფოს ჯარებია, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურებმა. ამასთან დაკავშირებით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი ბატონი იური იაროვი იმყოფებოდა თბილისში და ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი პირადად რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს მანდატის საკითხებზე, სწორედ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელთა შესახებაც მე ზემოთ მოგახსენეთ. თუ შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, ესე იგი, მანდატი ისევე დარჩება, როგორც ახლა არის. ბუნებრივია, სამშვიდობოთა საკითხი გადაწყდება ისე, როგორც მე შეგპირდით თქვენც და აქ მოსულ ლტოლვილებს თავის დროზე, მაგრამ არსებული შანსი უნდა გამოვიყენოთ და თუკი მანდატის განახლებას და საკონტროლო ზონის გაფართოებას მივაღწევთ, მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვლება. ჩვენი მიზანი ეს იყო. უკვე 2-3 წელია ამ თემაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.
მინდა გითხრათ ისიც, რომ ეს საკითხი საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ჩემი და ბატონ ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე და მისი დამოკიდებულებაც ასეთი იყო. გაგებით მოეკიდა იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს. როგორც ამას წინათ განვაცხადე, პარლამენტის დადგენილებამ და მოქალაქეთა აქციებმაც დადებითი როლი შეასრულეს და ახლა საქმე დიპლომატებზე და რუსეთთან, თანამეგობრობის სახელმწიფოებთან მოლაპარაკებაში მონაწილე მოღვაწეებზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ბატონებს მალხაზ კაკაბაძეს, ირაკლი მენაღარიშვილს, რომელიც რამდენიმე დღეში დაბრუნდება საქართველოში და ჩაებმება მოლაპრაკებ ბის პროცესში. არ გამოვრიცხავ, შეიძლება ბატონ ავთანდილ ჯორბენაძესაც მოუხდეს ან გამგზავრება, ან აქ სტუმრების მიღება. ასევე, თქვენ იცით, რომ ბატონ ასლან აბაშიძესაც მივეცი ეს რწმუნება, რომელიც არის ჩემი პირადი წარმომადგენელი და მასაც აქვს საშუალება და უფლებაც ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში. რა თქმა უნდა, საქმის კურსში უნდა იყვნენ მეგობარ რთა ჯგუფის წევრები. თქვენ იცით ეს ქვეყნები: ამერიკის შეერ რთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი თავისთავად და თვით გაერო. ჩვენ ეს ძალიან რთული და ფილიგრანული სამუშაო ისე უნდა შევასრულოთ, რომ დამატებითი სირთულეები არ შევქმნათ და დღეს არსებული ყველა რეზერვი და რესურსი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ლტოლვილები დაბრუნდნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
თქვენ იცით, არის სხვა მოსაზრებაც, მე არასდროს არ გამიკრიტიკებია ბატონ თამაზ ნადარეიშვილი და სხვები, რომლებიც მოითხოვენ სხვაგვარად, სხვა გზით საკითხის მოგვარებას. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველო ამისათვის მზად არ არის. მე ერთხელ ვთქვი, რომ ძალის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მანამ, სანამ ყველა საშუალება არ იქნება ამოწურული. თქვენ იცით, რა შედეგი მოჰყვება ძალის გამოყენებას საქართველოსათვის, ქართველთათვის. მე აღარ ვამბობ, რომ, საერთოდ, აფხაზეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ალბათ, დღის წესრიგში დადგება და ისინიც ჩვენი მოქალაქენი არიან, ჩვენი მოძმე ხალხია და გვირჩევნია პრობლემა ისე გადაწყვიტოთ, როგორც ეს ჩვენს ისტორიულ ტრადიციებს შეესაბამება.
დამატებით მინდა გაცნობოთ ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება დანიშნოს თავისი პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ამ საკითხებში სხვადასხვა მოღვაწეები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ბორის პასტუხოვი, ამან შედეგი არ მოგვცა. ახლა სხვა პიროვნებაზეა ლაპარაკი, რომელთანაც მუშაობა გაცილებით უფრო წარმატებული შეიძლება გამოვიდეს. მას ფუნქციებიც მეტი ექნება, პასუხისმგებლობაც (მე გვარი მითხრეს, მაგრამ საბოლოოდ არ დამიზუსტებია, ამიტომ მის გვარს ახლა არ ვაცხადებ, თუმცა აქ არაფერი საიდუმლო არ არის). ამავე დროს, რუსეთის ხელმძღვანელობა მზადაა განსაზღვროს იმ მოხელეთა ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მოლაპარაკებას გამართავს ჩეჩნეთიდან ლტოლვილ მოსახლეობასთან, მათს წარმომადგენლებთან სამშობლოში მათი ნებაყოფლობით დაბრუნების თვალსაზრისით, ჩვენ მათ არსად არ ვერეკებით. ისინი აქ, მე მგონი, საკმაოდ ნორმალურ პირობებში არიან, თუმცა მატერიალური და ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგრამ, რაც შეგვიძლია, ჩვენც და საერთაშორისო ორგანიზაციები მათ ვეხმარებით, ვიმეორებ, ეს იქნება მოლაპარაკება, შეხვედრა ამ ხალხთან სრული ნებაყოფლობის პრინციპის დაცვით. მე არ მინდა შეშფოთდნენ ისინი, რომ, აი, ახლა ჩამოვლენ, ვთქვათ, რუსეთის წარმომადგენლები და დაიწყება რაღაც. არაფერი არ დაიწყება, ვიმეორებ, ეს იქნება წმინდა წყლის მოლაპარაკება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობითა და ყველა ნიშნის დაცვით.
ორიოდე სიტყვა ბიუჯეტთან დაკავშირებით: უნდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო, (მიუხედავად იმისა, რომ რადიოინტერვიუში ეს ვთქვი) აქ, უკვე მთავრობის სხდომაზე, პარლამენტის მისამართით. ეს ეხება ყველა ფრაქციას, მათ შორის, იმ ფრაქციებსაც, სადაც ბევრი მოწინააღმდეგეც იყო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მე მგონი, მაინც საღმა აზრმა გაიმარჯვა და პირველი წაკითხვით ბიუჯეტი მიღებულია. უნდა მოგახსენოთ იმ განსაკუთრებით დაძაბულ მუშაობაზე, მხედველობაში მყავს ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, ისევე, როგორც ჩვენი ფინანსთა მინისტრი.
ხანდახან ისეთ ეპითეტებს მოისმენ, რომ ძალიან ძნელია ნერვებმა არ გიმტყუნოს, მაგრამ, ბრძოლაა, ქვეყნის ინტერესები კი ყველაფერზე მაღლა დგას და, მე გთხოვთ, შევინარჩუნოთ იმედიანი განწყობილება. ვფიქრობ, მეორე, მესამე განხილვაც რთული იქნება, ზოგიერთი საკითხი, ალბათ, გადასაწყვეტი იქნება. მინდა ბატონ ზურაბს ვთხოვო, რომ იგი საკმაოდ მოქნილი აზროვნების კაცია და როცა საჭიროა ქვეყნისათვის, იგი გამოსავალს პოულობს. ალბათ, აქაც არ უნდა დარჩეს ისეთი საკითხები, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას სერიოზული პრობ ბლემები შეუქმნას.
მინდა გაცნობოთ ისიც, რომ ძალიან იმედიანად დაიწყო იანვარი. მე მივმართავ უწინარესად ბატონ ლევანს, ბატონ ავთანდილს, რომელიც თითქმის ყოველდღიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მინისტრი, როგორც ლეგიონის რიგითი წევრი, ისე დადის საზღვრებზე, ხიდიდან ხიდამდე და ამ დღეებში შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების აქტიური მონაწილეობით გამოვლინდა კონტრაბანდის, დამალული გადასახადების უამრავი ფაქტი. წაკითხვასაც კი ვერ ვასწრებ, იმდენი ცნობა მოდის. მე არ მინდა ახლა ამ ფაქტებზე ვისაუბრო და დრო დავხარჯოთ. 8 და 9 თებერვალს დანიშნულია გასული წლის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის შეჯამება და თქვენ იქ მოისმენთ თუ რა კეთდება საქართველოში ანტიკორუფციული ბრძოლის თვალსაზრისით, რა კეთდება იმისათვის, რომ გადასახადების გადახდის პროცესი გაუმჯობესდეს და სახელმწიფომ მიიღოს ის, რაც მას ერგება და რაც მას ეკუთვნის. დარწმუნებული ვარ და ბატონი ავთანდილიც ასევე არის დარწმუნებული, რომ იანვრიდან დაწყებული გარდატეხვა სავსებით შესაძლებელია. გუშინ, მაგალითად, 4 მილიონი ლარი შემოვიდა, ასეთი რამ ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. იყო დღე, როცა 2,5-3 მილიონი შემოვიდა და ასე შემდეგ. ეს იმას ნათელყოფს, რომ თუ ყველა მონდომებულია, და, რაც მთავარია, ძირითადი სისტემა - მთელი ამ საქმიანობის ძარღვი გამართულად და ერთგულად მუშაობს, ბევრის გაკეთება შეგვიძლია.
ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი რამ შევპირდეთ ჩვენს მოსახლეობას წლის მეორე ნახევრისათვის, სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, როცა, დარწმუნებული ვარ, უკვე საქართველოს მოქმედი ბიუჯეტი სულ სხვა მასშტაბისა იქნება და ეს მოგვცემს საშუალებას ბევრი გადაუჭრელი პრობლემა გადავჭრათ, მათ შორის დავალიანებათა პრობლემაც.
აი, ამ განცხადებების გაკეთება მინდოდა. ამ ინფორმაციას გაწვდით იმისათვის და, ვთხოვ ტელევიზიასაც, გაითვალისწინოს ეს, მოსახლეობამ გაიგოს, იცოდეს.
მართალია, მძიმე დროში ვცხოვრობთ, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ის ტენდენციები, რომლებმაც საერთო გაჯანსაღებამდე უნდა მიგვიყვანოს. მხედველობაში მიიღეთ ის მზადყოფნა ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მუდმივად რომ გვეხმარებოდნენ და ახლაც დაგვეხმარნენ წლის დამლევს. მე ვფიქრობ, სწორედ ეს აძლევს საშუალებას ფინანსთა სამინისტროს დაარიგოს 2 თვის ლტოლვილთა სარგოები, რაც ამ ბოლო თვეებში ვერ მივეცით, ხოლო შემდეგ გაგრძელდება ხელფასებისა და პენსიების გაცემის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი. მინდა ასევე აპარატსაც, ყველა თქვენგანს, მინისტრებს, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი, ყველას მადლობა გითხრათ და ერთ რამეს გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ შეანელოთ პარლამენტთან მუშაობა, ეს ყველას გეხებათ, რადგან ბიუჯეტის დამტკიცება მეორე წაკითხვით და მესამე წაკითხვითაც ეს არის უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანა. თქვენ თვითონ დარწმუნდით, ყველასთან შეიძლება მუშაობა, იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც თავიდან საკმაოდ უიმედოდ გამოიყურებოდნენ.
რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო ქალაქის ხელმძღვანელობას, სამეგრელოს ზონის ხელმძღვანელებს და სხვებს, რომ ვიმუშაოთ მოსახლეობასთან, განვუმარტოთ მას, რას ვაპირებთ, არ უნდა შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხალხი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს იმიტომ, რომ მთავრობა არაფერს არ აკეთებს. აკეთებს! ძალიან ბევრს ვმუშაობთ და მთავრობას, მის წევრებს არავისზე ნაკლებ არ შეტკივა გული იმაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.
და კიდევ ერთი: თქვენ იცით, რომ დაგეგმილია, ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ყოველწლიური მოხსენება. აქ არის ხალხი, უპირველეს ყოვლისა, ბატონი ვლადიმერ ალფენიძე, ბატონი პეტრე მამრაძე, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე და სხვები, რომელიც მოხსენებისათვის მასალას მოამზადებს. ჩვენ ძალიან რთული წელიწადი გავიარეთ, მოხსენებამ ობიექტურად უნდა ასახოს ეს ვითარება და, ამავე დროს, უნდა ჩამოყალიბდეს ის ამოცანები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს მიმდინარე წელს. მე ვიცი, რომ ბატონ ავთანდილ ჯორბენაძესთან იყო შეხვედრა, უფრო ადრე ბატონი პეტრე მამრაძის ხელმძღვანელობით შეხვდნენ სამინისტროთა წარმომადგენლებს, მინისტრებს, სხვებს. სამწუხაროდ, არც ერთ სამინისტროს და უწყებას მასალები არ წარმოუდგენია თავის დროზე. ვალდებული კი იყვნენ ინფორმაცია წარმოედგინათ 2001 წლის 15-25 დეკემბერს, ბევრმა ერთი თვის დაგვიანებით წარმოადგინა და ზოგიერთს კი ახლაც არ გაუკეთებია. ფინანსთა სამინისტროს, ბატონ ზურაბ ნოღაიდელს მინდა ვუთხრა, რომ, საერთოდ, არავ ვითარი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ბოლო 10 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში არ წარმოუდგენიათ განათლების, კულტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის სამინისტროებს, მთელ რიგ სხვა უწყებათა ხელმძღვანელებს, ბევრი გაქვთ სალაპარაკო, კარგი გეგმებითაც გაქვთ, რატომ უნდა მჭირდებოდეს ანგარიშის წარმოდგენის შეხსენება. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, საერთოდ ამ საკითხების გარჩევა სახელმწიფო კანცელარიის აპარატის კრებებზე უნდა ხდებოდეს. აპარატის კრებას ან სახელმწიფო მინისტრი ატარებს, ან თვითონ აპარატის ხელმძღვანელი. იქ ხანდახან შეიძლება მინისტრიც კი მოვიწვიოთ, ბოლო ათი წლის მუშაობის შემაჯამებელი ინფორმაციები არ წარმოუდგენიათ არც აჭარიდან, არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოდან, სათანადო მასალა არ წარმოუდგენიათ არც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების სახელმწიფო კომისიას, არც კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციებს, არც ერთ მერიას და არც ერთ საკრებულოს.
აღარ მინდა გავაგრძელო, უბრალოდ, უხერხულია ჩვენ აქ ან ელემენტარულ წესრიგსა და დისციპლინას დავამყარებთ, ან მართლაც ჩვენი ერთად მუშაობა - ზოგიერთი მინისტრი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სახელმწიფო მოხელე მყავს მხედველობაში - შეუძლებელი იქნება.
„მართალია, მძიმე დროში ვცხოვრობთ, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ის ტენდენციები, რომლებმაც საერთო გაჯანსაღებამდე უნდა მიგვიყვანოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 24 იანვარი. - №19(4078). - 1,2 გვ.
![]() |
16 „როგორც უნდა გვიჭირდეს, რა ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემებიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერი არსებობს არა მხოლოდ დღევანდელობით - იგი წარსულისა და მყოფადის ფენომენიცაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
28 იანვრის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას კვლავ დაიძაბა ვითარება აფხაზეთთან დაკავშირებით. ვგულისხმობ აქციას ენგურის ხიდთან, რომლის მონაწილენიც კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვენ, და კოფი ანანის განცხადებას, რომელიც კოდორის ხეობიდან საქართველოს საჯარისო ფორმირებათა გაყვანას ეხებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მზადდება აფხაზეთიდან ლტოლვილთა მორიგი ყრილობა. რას უნდა ველოდოთ და როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში და აფხაზეთთან დაკავშირებით? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ალბათ, არავის უნდა უკვირდეს, თუ აფხაზეთის პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის მარად აქტუალურია. არაერთგზის მითქვამს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობაა. აქედან გამომდინარე, არც ის არის მოულოდნელი, თუ ზოგიერთები აშკარად ცდილობენ ადამიანური ტრაგედია, ასე ვთქვათ, „პრაგმატულად“ გამოიყენონ.
რამდენად ზნეობრივია ეს - სხვა საკითხია, მაგრამ მათთვის არაბუნებრივი ამაში არაფერია.
აბსოლუტურად მესმის ლტოლვილების, მათი ტკივილისა და გადაღლილობისა. ოღონდ ამ გულწრფელ ტკივილთან არაფერი აქვს საერთო იმ პოლიტიკანთა ამბიციას, ვინც ფოთში ერთს ლაპარაკობს, ბათუმში - მეორეს, სენაკში - მესამეს და ზუგდიდში - მეოთხეს, იმის მიხედვით, სად რა არგუმენტი გამოადგება. ასეთ ვითარებაში ყრილობა შეიძლება დროულიც კი გამოდგეს.
თუ ზოგადი სტაბილურობა და კეთილგანწყობა შევინარჩუნეთ, არ გამოვრიცხავ ყრილობაზე დასწრებას, სადაც კვლავ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით: სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელება თუ მოხდება, მოხდება მხოლოდ მისი შინაარსობრივი ცვლილებისა და გაფართოების კონტექსტით, ანუ იმ პირობით, რომ ეს საკითხი დეტალურად განიხილება და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გადაწყდება.
კოდორის ხეობის უსაფრთხოება - ახალს აქაც არაფერს ვიტყვი: - ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის უშიშროების განმტკიცებას ისახავს მიზნად. ქართული შეიარაღებული ფორმირებები (ამა თუ იმ ფორმით, სტატუსითა და ოდენობით) სტაბილურობის საკმაოდ მტკიცე გარანტიებს ქმნიან. და ასე იქნება მანამ, სანამ საჭიროა.
ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური დამატებითი ქვედანაყოფები, რომლებიც გადაუდებელი აუცილებლობის გამო შევიყვანეთ ხეობაში, უეჭველად წარმოადგენდნენ არა ეგრეთ წოდებულ „თვითკმარ“, „თვითმიზნურ“ ფაქტორს, არამედ ზოგადი სტაბილურობისა და უშიშროების კომპონენტს კონკრეტულ დროსა და ვითარებაში.
სხვათა შორის, ბევრმა მიაქცია ყურადღება, რომ თავად კოდორის მოსახლეობა ამ საკითხს სრულებითაც არ აღიქვამს ისე დრამატულად, როგორც ის ხალხი, ვინც საერთოდ არ არის ნამყოფი ხეობაში და მასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ეს გარემოება ნათლად გამოჩნდა, მაგალითად, ემზარ კვიციანის განცხადებებში. რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ მას კოდორის ხეობაზე გული არ შესტკივა.
რაც შეეხება მთლიანობაში აფხაზეთის ურთულესი, მრავ ვალკომპონენტიანი პრობლემის გადაწყვეტას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მშვიდობიანი დიალოგის პოტენციალი. ასეთი პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ვალდებულნი ვართ ბოლომდე ამოვწუროთ ეს შესაძლებლობა.
საყოველთაოდ ცნობილია ჩემი გადაწყვეტილება, რომლითაც ბატონ ასლან აბაშიძეს მიეცა საშუალება და შეუზღუდავი მანდატი, რათა ყოფილიყო პრეზიდენტის და, საერთოდ, ქართული მხარის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აფხაზებთან მოლაპარაკებაში. რა თქმა უნდა, თავის ფუნქციას ამავე დროს ასრულებენ და კვლავ შეასრულებენ ის უწყებები, რომლებიც აქამდეც მუშაობდნენ კონფლიქტის საკითხებზე. მხედველობაში მაქვს განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებები.
ეს გადაწყვეტილება არათუ უბრალოდ გამოვაქვეყნე, არამედ შესაბამისი მოწმობაც გავუგზავნე ბატონ ასლანს.
თუკი ლეგიტიმური ხელისუფლება ყრილობის მოწვევას გადაწყვეტს, ამაშიც ცუდი არაფერია.
დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება, აგრეთვე, ჩვენი დიალოგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოსთან, მეგობარ ქვეყნებთან, გაეროს გენერალურ მდივანთან და მის პირად წარმომადგენელთან ბატონ დიტერ ბოდენთან, რომელმაც ძალიან დიდი შრომა გასწია ცნობილი დოკუმენტის შემუშავებაში აფხაზეთის სტატუსის, „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა გამიჯვნის“ შესახებ. ეს, ფაქტობრივად, მის მიერ შექმნილი დოკუმენტია.
ჩემი შეხედულებით, ბატონი დიტერ ბოდენი ღირსეულად ასრულებს თავის მისიას და ასევე ღირსეულად წარმოადგენს როგორც უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე თავის სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას.
- ძალზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა ახმეტის რაიონში, რომლის დროსაც ახმეტის სამი მკვიდრი დაიჭრა. ახმეტელები რაიონში პრეზიდენტის ჩასვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამომწურავი ინფორმაცია სწორედ მათგან უნდა მიიღოთ. რა მდგომარეობაა ამჟამად პანკისის ხეობაში?
- ვითარება პანკისსა და მთლიანად, ახმეტის რაიონში, თუ ამ ინციდენტს არ მივიღებთ მხედველობაში, ამჟამად მეტ-ნაკ კლებად სტაბილურია. ამ ინციდენტის შემდეგ, ოპერატიული ჩარევის შემდეგ, მოხერხდა სერიოზული გართულების თავიდან აცილება. ახმეტასა და პანკისის ხეობაში იმყოფებოდა სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, მანამ კი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ახლაც იქ არის.
ვერ ვიტყვით, რომ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია და დაძაბულობა საერთოდ არ იგრძნობა, მაგრამ შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა არ მოხდეს ის, რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნესა და მის მსტოვრებს გაახარებდათ. რაც შეეხება ჩემს ჩასვლას, რა თქმა უნდა, აქედან ვაკვირდები სიტუაციას და, თუ ჩემი ჩასვლა საჭირო იქნება, ეს არავითარი პრობლემა არ არის. მე ახმეტაშიც ვყოფილვარ, პანკისშიც და უფრო ზევითაც.
- გასულ კვირას პარლამენტში გაგრძელდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა. კვორუმის არარსებობის გამო საკითხი სამშაბათისათვის გადაიდო. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში დააკმაყოფილებს პარლამენტი მთავრობის თხოვნას? ვგულისხმობ იმ გარემოებას, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს ეს პროცესი...
- ბიუჯეტის თაობაზე რომ ცხარე დისკუსია მიმდინარეობს, ამაში მიუღებელი ან გასაკვირი არაფერია.
ბიუჯეტი ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური კანონია და, რაღა თქმა უნდა, დეპუტატები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული მისი სრულყოფით.
აქტიურად მუშაობს სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე, ფინანსთა მინისტრი და სხვები. მთელი მთავრობა, ფაქტობრივად, პარლამენტის სხდომაზე იმყოფება.
მეორე მოსმენისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა პოზიტიური და რეალური (არაპოპულისტური) ინიციატივა.
ვიმედოვნებ, დეპუტატები, მთლიანად პარლამენტი, იმოქმედებს იმ მაღალი მისიის შესაბამისად, რომელიც ერისა და ქვეყნის წინაშე ეკისრება ქართული სახელმწიფოსათვის გარდამტეხ მომენტში. ბიუჯეტის მიუღებლობა ხელს შეუშლის იანვარში დაგეგმილს ზევით შემოსული თანხების განაწილებას, უწინარეს ყოვლისა, პენსიონერებისა და ლტოლვილებისათვის. ამიტომ დრო ძალიან საშურია და მეორე და მესამე წაკითხვა რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში უნდა მოხდეს.
- შაბათს თქვენი თავმჯდომარეობით გაიმართა პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც თქვენ მიიღეთ საბჭოს რეკომენდაციები. მათში საუბარია, იმაზე, რომ კანცელარიის თანამშრომელთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, დადგა ასევე პარლამენტართა რაოდენობის შემცირების თემა. რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტი?
- უნდა მოგახსენოთ, რომ ნამდვილად კმაყოფილი ვარ პირველი ნაბიჯებით, რომლებიც ანტიკორუფციულმა საბჭომ გადადგა ამ ანტისახელმწიფოებრივი სენის დასამარცხებლად.
ძალიან კარგი ხალხია საბჭოს წევრები და ის ექსპერტები, რომლებიც მათ ჰყავთ მიწვეული. მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებმაც საკმაოდ კარგი გამოცდილება შეიძინეს.
საბჭო ძალზე აქტიურად მუშაობს. მან ერთგვარი იმუნიტეტიც გამოიმუშავა პოპულიზმის წინააღმდეგ. მე ამას განსაკუთრებით მივაქციე ყურადღება, როცა შევაჯამე ის წინადადებები, რომლებიც დაკავშირებულია კანონშემოქმედებითს საქმიანობასთან, საგადასახადო კოდექსის სრულყოფასთან და ზოგიერთ სხვა საკითხთან. ყველაფერი არის ძალზე სერიოზულად, სოლიდურად, ისე, რომ არავითარი ნიშანწყალი პოპულიზმისა არ არსებობს.
ყველა წინადადება საქმეზეა გათვლილი, ანუ შესანიშნავად არის დამუშავებული და განმტკიცებული სათანადო ექსპერტული ბაზით.
მაშასადამე, გამართულია როგორც იურიდიული ტექნიკის, ასევე ინსტიტუციური პროგნოზის თვალსაზრისით.
ამჯერადაც, საბჭოს ხელმძღვანელმა ბატონმა მირიან გოგიაშვილმა წარმოადგინა კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, წინადადებათა მთელი პაკეტი, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებებსა თუ სხვა დოკუმენტებში აისახება.
მათი მიზანია იმ ხვრელების ამოვსება, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ჯერ კიდევ აძლევს სახელმწიფოსა და საზოგადოების ხარჯზე გამდიდრების საშუალებას.
ძალზე საყურადღებოა, რომ ანტიკორუფციული საბჭო ამ პრობლემას კომპლექსურად ეკიდება: კორუფცია მართლაც უდიდესი სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რომლის გადაჭრა მჭიდროდ უკავშირდება მთლიანად ეკონომიკის, სახელმწიფოებრივი მშენებლობის, სამოქალაქო საზოგადოების დაფუძნების, თვითმმართველობის საკითხებს. სხდომაზე მწვავედ განიხილებოდა, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების თემა.
ბატონმა გივი თარგამაძემ გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციათა აზრი, რომ აუცილებელია პარლამენტი დაუბრუნდეს კანონპროექტს „სიტყვის თავისუფლების შესახებ“, რათა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი კანონმდებლობით იყო გარანტირებული.
ან კიდევ (მე არ შემიძლია არ დავეთანხმო კითხვას): „რატომ არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობას უფლება, გამოთქვას თავისი აზრი ქვეყნის განვითარების კარდინალურ საკითხებზე?!“ - უპირველესად ცნობილი და მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმია. ეს საკითხებიც არის დამუშავებული და ძალიან საინტერესო მოსაზრებები ჩამოყალიბდა.
ამრიგად, ანტიკორუფციული საბჭო ნაყოფიერად მუშაობს და დიდად მეხმარება საპრეზიდენტო პროგრამის იმ დებულებათა განხორციელებაში, რომლებიც სახელმწიფოებრივ სივრცეში კორუფციის არეალის შემცირებასა და მის სრულ აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ამ დოკუმენტების პრეზენტაცია მოხდება 8 თებერვალს, როდესაც, ფაქტობრივად, ჩვენ შევაჯამებთ გასული წლის მუშაობის შედეგებს, დაკავშირებულს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან და სამართალდამცველთა და მათს თანამებრძოლთა მთელ ნამუშევარს. იქ ბატონი მირიანი გამოვა საკმაოდ ვრცლად და საინტერესო შეტყობინებით, რა საკითხები შეაქვთ და რა კანონპროექტებს ამზადებენ ახლა პარლამენტში და რა საკითხებზე იქნება აუცილებელი პრეზიდენტის განკარგულებებისა და ბრძანებულებების მიღება.
- გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე თქვენ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთეთ კორუფციის წინააღმდეგ. კონკრეტულად შევეხეთ ამერიკული კრედიტით შესყიდული ხორბლის საკითხს. თქვით ისიც, რომ ამ თემებზე უნდა ლაპარაკობდნენ სახელმწიფო მოღვაწეები და არა ის დემაგოგები, რომლებსაც ამაზე ლაპარაკის უფლება არა აქვთ. გარდა ამისა, გასულ კვირას თქვენ რამდენიმე ეკონომიკური ხასიათის შეხვედ დრა გქონდათ...
- უპირველეს ყოვლისა, ერთი ძალზე სასიხარულო ინფორმაცია: პრაქტიკული რეალიზაციის ფაზაში შედის საქართველოს ტერიტორიაზე „დიდი ნავთობსადენისა“ და „დიდი გაზსადენის“ მშენებლობა.
ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჭანტურიამ მაცნობა, რომ უახლოეს მომავალში დაიწყო კონკრეტულ ღონისძიებათა განხორციელება.
ამით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრულიად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ცხოვრებაში. ის, რაზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ, რეალობად იქცევა.
საქართველოს მოსახლეობა, თითოეული ოჯახი ისარგებლებს ამ სიკეთით.
ბუნებრივია, ყოველივე ეს არა მარტო „ღვთის წყალობაა“, არამედ ყოველდღიური, ჯოჯოხეთური შრომის, უძილო ღამეების შედეგი. ამას თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა მრავალწლიანი ძალისხმევა წყალში არ ჩაგვეყაროს და საქართველომ თავისი ავტორიტეტი შეინარჩუნოს.
უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერ ბრძანებულებას, რომლის ძალით საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე შეიქმნება სპეციალური სამეცნიერო კომისია. ვთხოვ ბატონ ალბერტ თავხელიძეს, რომ თვითონ და მისმა მოადგილეებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში.
კომისიის მიზანია აღნიშნული პროექტების შესწავლა, მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი, კომპეტენტური განხილვა, შეფასება, ექსპერტიზის განხორციელება, მოსახლეობის ინფორმირება, რათა „საუკუნის პროექტთა“ რეალიზაცია მოხდეს შეუფერხებლად. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და საერთაშორისო გარემოს დაცვითი, საინჟინრო-ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების მოთხოვნათა სრული გარანტიებით.
კომისია წარმომიდგენს შესაბამის ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და დასკვნების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ კომისიის მუშაობა დაფინანსდება საერთაშორისო წყაროებიდან.
კომისიაში გაწევრიანდებიან ქართველი მეცნიერები, ეკოლოგები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, მშენებლები, ეკონომისტები და იურისტები.
ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პირველი აგური“ ამ დიდ მშენებლობაზე.
ახლა კი, შედარებით ნაკლებ სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი ინფორმაცია: მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ კონტროლის პალატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხსენებები სააქციო საზოგადოება „კახეთის პურში“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროკავშირში“ გამოვლენილი კორუფციის ფაქტებზე.
ლაპარაკია განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისებისა და გადასახადებისაგან თავის არიდებაზე.
„კახეთის პურის“ საქმე გაგზავნილია პროკურატურაში (პროკურორი, რა თქმა უნდა, ესწრებოდა ამ სხდომას), ხოლო „საქართველოს ელექტროკავშირის“ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
ჩვენი საზოგადოება სულ მალე დარწმუნდება, რამდენად თავხედურ, აღმაშფოთებელ დანაშაულთან გვაქვს საქმე. მით უმეტეს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს უკავშირდება იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და მარცვალს გვაძლევს ყოველწლიურად.
ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს, იმედი უნდა გავუცრუო: „ბობოლა“ კორუფციონერები თავად დარწმუნდებიან, რამდენად მტკიცეა ჩვენი გადაწყვეტილება, გავანადგუროთ კორუფცია - თუნდაც უმკაცრესი, ოღონდ კანონიერი რეპრესიების გზით.
მოვისმინეთ, აგრეთვე, ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში გვალვის შედეგთა ლიკვიდაციისათვის განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ. შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც დაზარალებული რაიონების 150 ათასზე მეტ ოჯახს მნიშვნელოვან დახმარებას აღმოვუჩენთ საგაზაფხულო სამუშაოების დროს. ძირითადად ლაპარაკია სათესლე მასალასა და სასუქზე.
კვლავინდებურად გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები, ისევე როგორც შარშან, როდესაც ამ დახმარების შედეგად შევძელით, შეიძლება ითქვას, გადაგვერჩინა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი. განსაკუთრებით, კახეთი და შირაქის ველი.
არსებობდა საშიშროება, რომ მოსახლეობა რამდენიმე წლის განმავლობაში სარჩოს გარეშე დარჩენილიყო, თუ ვერ მოვახერხებდით დახმარების მიღებას მეგობრებისაგან.
წელსაც დავეხმარებით იმერეთს, აგრეთვე, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, გურიას, რომლებიც გვალვით დაზარალდნენ.
და კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ: როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლებს.
დღეს მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 40 ლარია. შესანიშნავად მესმის, რომ ეს თანხა სრულებითაც არ ასახავს მასწავლებლის ღვაწლს საზოგადოების წინაშე. ამიტომ, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამონახა სახსრები 2002-2003 სასწავლო წლისათვის ხელფასების 30 პროცენტით გაზრდისათვის.
ამავე დროს, გათვალისწინებულია პედაგოგთა მიმართ სახელფასო დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა. და ეს გრაფიკი წინასწარ იქნება გამოცხადებული.
ამ მიზნით 8 მილიონი ლარი გამოვძებნოთ.
ძალიან რთული იყო ამ სახსრების მოძიება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გაგვიადვილა ბოლოდროინდელმა უაღრესად სასიკეთო ტენდენციამ საგადასახადო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით.
საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, პირადად მინისტრი, ბატონი ლევან ძნელაძე, დღე და ღამეს ასწორებენ და შედეგიც თვალსაჩინოა: ყოველდღიურმა შემოსავალმა ბოლო დღეებში 3-4 მილიონ ლარს მიაღწია. ასეთი ოდენობა უმაგალითოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თუ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ (აქაც ბევრი რამ სტაბილურობაზე, აგრეთვე, რუსეთიდან ენერგოშემცველთა გარანტირებულ მიღებაზე იქნება დამოკიდებული), სახელმწიფოს გაუჩნდება. საშუალება კვლავ დაუბრუნდეს ხელფასებისა და პენსიების შემდგომი ზრდის პრობლემას. როდესაც მოგახსენეთ, რომ სასურველია კანონი, მხედველობაში სწორედ შემოსავლების ზრდის ასეთი ტენდენცია მქონდა. თუ ბიუჯეტი დამტკიცებული არ იქნება, არ მოგვეცემა შესაძლებლობა ეს შემოსავლები გავუნაწილოთ პენსიონერებს, ლტოლვილებს, ვისაც ახლა ძალიან უჭირს. კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენ ამ სისტემაში ასეთ სერიოზულ გარდატეხას მივაღწიეთ და ასეთი ტემპი დავამკვიდრეთ, ალბათ, გაისისათვის საშუალება გვექნება ძალიან ბევრ ფენას გავუწიოთ სერიოზული დახმარება. მხედველობაში მქავს ხელფასების მატება.
- დაბადების დღეს თქვენ კვლავ მოინახულეთ წმინდა სამების მშენებარე ტაძარი. რა სტადიაშია ამჟამად მშენებლობა?
- როგორც უნდა გვიჭირდეს, რა ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემებიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერი არსებობს არა მხოლოდ დღევანდელობაში - იგი წარსულისა და მყოფადის ფენომენიცაა.
„უფლის წყალობას შეერთვის“ ჩვენი ხალხის, საქართველოს მთელი მოსახლეობის აღმშენებლობითი შრომა, რომლის მიზანია მშვიდობიანი, თავისუფალი, ღვთისმიერი ქვეყნის დაფუძნება. ბედნიერი ვარ, რომ ახალი საქართველოს მარადიული იდეალთა სიმბოლოდ იქცევა წმინდა სამების დიდი ტაძარი, რომლის დასრულება უახლოეს მომავალში იგულისხმება.
ესეც ძალზე ნიშანდობლივია: ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, მრავალი პრობლემებისა და გაჭირვების მიუხედავად, ღვთის მადიდებელ ტაძარს აშენებს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უმძიმესი ისტორიული ჯვრის მატარებელი ერი ნამდვილად ღირსია ახალ ეპოქაში ბედნიერი ცხოვრების და თავისუფლებისა. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მე და მისი უწმინდესობა ვართ თანათავმჯდომარეები იმ კომისიისა, რომელიც ამ ისტორიულ საქმეს ხელმძღვანელობს.
ჩემთვის წარმოუდგენელია იმაზე მეტი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე ძალისხმევა წმინდა სამების ტაძრის გასასრულებლად. ახალა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, უნდა წაგვეხმარონ. ყველაფერი ეს დარჩება ისტორიაში, და იმ დაფაზე, რომელიც დაიწერება, მათი გვარები ოქროს ასოებით იქნება აღნიშნული.
ეს გრანდიოზული, ულამაზესი ტაძარი ხომ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და ძლიერების განსახიერებაც იქნება.
„როგორც უნდა გვიჭირდეს, რა ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემებიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერი არსებობს არა მხოლოდ დღევანდელობით - იგი წარსულისა და მყოფადის ფენომენიცაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 29 იანვარი. - №23(4082). - 1,2 გვ.
![]() |
17 ბატონ ნიკოლოზ ნეფედოვს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ნიკოლოზ,
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მოგილოცოთ დაბადებიდან 70-ე წლისთავი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.
მოხარული ვარ, რომ ისეთივე მხნე და ენერგიით აღსავსე ბრძანდებით, როგორც ჩვენი გაცნობის დროს.
თქვენი ხანგრძლივი და ესოდენ ნაყოფიერი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ხალხისა და ქვეყნის ერთგული სამსახურის საუკეთესო და ნათელი მაგალითი.
ყველა დარგს, სადაც კი გიწევდათ საქმიანობა, ეტყობოდა თქვენი ნიჭისა და უნარის კვალი.
იყავით ბედნიერი, ჯანმრთელი და დღეგრძელი.
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავლის გაკეთებას შესძლებთ ჩვენი სამშობლოსათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ ნიკოლოზ ნეფედოვს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 29 იანვარი. - №23(4082). - 1 გვ.
![]() |
18 „ჩვენ მივდივართ რეფორმების გზით, ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, რომელიც პრინციპულად განსხვავდება საბჭოთა სისტემისაგან“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2002 წლის 28 იანვრის ბრიფინგი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, დღეს ენგურის ხიდთან აქციის მონაწილეების ულტიმატუმის ვადა გადის. მათი ძირითადი მოთხოვნაა, ვინმემ პასუხისმგებლობა იკისროს ამჟამად იქ მიმდინარე მოვლენებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ დევნილებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართება. ვინ უნდა აგოს პასუხი ამ მოვლენებზე?
- პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს, სხვანაირი ლოგიკა არ არსებობს. მაგრამ პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის მთავრობასთანაც, ბატონ პუტინთან მქონდა საუბარი ამ თემაზე. ამ დღეებში საქართველოს ეწვევა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბატონი რუშაილო, მასთან გაგრძელდება ეს დიალოგი. მე ავუხსენი რუსეთის მხარეს, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ საკითხის მოგვარება, კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილების შესრულება. ვერ გეტყვით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სამშვიდობოთა გაყვანის მომხრეა, რომ მოვაწყოთ გამოკითხვა, დარწმუნებული ვარ, ნახევარი მაინც რუსეთის ჯარის გაყვანის წინააღმდეგი იქნება. იმიტომ, რომ საომარი მოქმედების განახლების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს, ჩვენ რუსეთის ხელმძღვანელობას, ასევე თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტებსაც უნდა ვთხოვოთ, რომ გადაისინჯოს მანდატის ფორმატი, საკონტროლო ზონა გაიზარდოს მდინარე ღალიძგამდე, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, ამ ვარიანტს ვთავაზობთ, ასევე გაიზარდოს სამშვიდობოთა პასუხისმგებლობა მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით. მართალია, სამშვიდობოთა კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადა გასულია, ფაქტობრივად, მშვიდობისმყოფელები იურიდიული სტატუსის გარეშე იმყოფებიან, მაგრამ მე ვთხოვე ბატონ პუტინს, ნუ დაგვაჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებისას. ცოტა დრო კიდევ დასჭირდება ამ საკითხების დამუშავებას. შემდეგ კი შესაბამისი კონტაქტები გვექნება სახელმწიფოებთან. ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღება სამშვიდობო ჯარების თაობაზე არასწორად მიმაჩნია. შემიძლია დღესვე მივიღო გადაწყვეტილება და რუსეთის პრეზიდენტიც მარწმუნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს, მაგრამ რა შედეგი მოჰყვება ამ პროცესს, ვერც ერთი თქვენთაგანი ამაზე პასუხს ვერ გამცემს, ვერც ისინი, ვინც მიტინგებს მართავენ. ამ ორი წლის წინანდელი გალის ტრაგედია რომ განმეორდეს? ლამის საომარი მოქმედება განახლდეს? ის ადამიანები, დაახლოებით 55 ათასი კაცი იყო უკვე შესული გალში, ისინიც გამოყარეს. ამ ხალხის შენახვა, მათთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიც შექმნა დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაჯდა. ახლა სახელმწიფოს ამის საშუალება არა აქვს, ამიტომ ცოტა უნდა მოვითმინოთ და მეტი წინდახედულება გამოვიჩინოთ.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: რამდენიმე ხნის წინათ თქვენ ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დანიშნეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ მისი საქმიანობით, რამდენად აქტიურად მუშაობს იგი ამ პრობლემების მოგვარებაში, თითქოს არსად ჩანს მისი ინიციატივა?
- არც ველოდი, რომ ბატონი ასლანი, მისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ, უცებ ჩაერთვებოდა საქმეში, ჩავიდოდა სოხუმში და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რვა წელიწადია მიმდინარეობს მოლაპარაკება, მეც შევხვედრივარ ბატონ არძინბას, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. არც ბატონი ასლანის მოღვაწეობიდან უნდა ველოდოთ სასწრაფო შედეგს. ეს არის ერთ-ერთი გზა: ბატონ ასლანს პატივს სცემენ აფხაზეთში, ენდობიან მას. ჩვენ არ შეიძლება შევასუსტოთ მუშაობა სხვა მიმართულებებით - საგარეო საქმეთა და განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროები, პრეზიდენტის სამსახური და აპარატი შეიძლება დაეხმარონ ბატონ ასლანს ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაში.
რადიოინტერვიუში აღვნიშნე, რომ შესაძლებელია გაიმართოს დევნილთა ყრილობა და იქ დაისვას ეს საკითხი. ის, რომ ბატონი ასლანი არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საქმეში, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, შექმნილია სათანადო დოკუმენტი და თუ ამისთვის ყრილობის გამართვაა საჭირო, არ ვიცი. ყრილობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ეს საკითხი დევნილებთან ერთად ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: თქვენი კომენტარი ტელეკომპანია „ტვ-6-ის“ ლიკვიდაციის თაობაზე. ხვალ ოფიციალურ ვიზიტად ჩამოდის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ბატონი რუშაილო, რა საკითხები განიხილება და იმსჯელებთ თუ არა ჩეჩნეთის პრობლემაზე და პანკისის ხეობაში შექმნილ მდგომარეობაზე?
- ტელეკომპანია „ტვ-6-ის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაციის კომენტარებისაგან თავს შევიკავებ. რამდენად უკანონო იყო ეს გადაწყვეტილება, აქ თავისი სიტყვა რუსეთმა უნდა თქვას. ჩვენ ჯერჯერობით არ დაგვიხურავს ტელეარხები და ტელეგადაცემები, თუმცა ყველა პროგრამა პირადად პრეზიდენტისათვის, სხვებისათვის არ არის სასურველი. არც დავხურავთ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. რუსეთის პრეზიდენტმა უკეთ იცის, თუ რა გადაწყვეტილება შეესაბამება მათი ხალხის ინტერესებს, ჩემი კომენტარი და ჩარევა ამ საკითხში არ მიმაჩნია მართებულად.
რაც შეეხება რუშაილოს ვიზიტს, ეს არის საპასუხო ვიზიტი, რამდენიმე ხნის წინათ ბატონი ნუგზარ საჯაია იმყოფებოდა მოსკოვში, გაიმართა ორმხრივი მოლაპარაკება, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ჩეჩნეთიდან დევნილების თაობაზეც. რა თქმა უნდა, რუშაილოსთან გამართული შეხვედრებისას ვიმსჯელებთ საქართველო-რუსეთის სამართალდაცვის ორგანოების თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე. რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ასპექტებს. შესაძლებელია განვიხილოთ ჩეჩნეთის პრობლემა. ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული სატელეფონო საუბრისას, ჩვენ ვილაპარაკეთ ჩეჩნეთის პრობლემაზე. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახლა არ შეუძლია განახორციელოს დიდი სამხედრო ოპერაცია. ეს პრობლემა თანდათანობით უნდა გადაწყდეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში აქ ჩამოვა საგანგებო ჯგუფი, რომელიც გამართავს შეხვედრებს დევნილებთან. ვფიქრობ, რუშაილოს ვიზიტი, რომელსაც პირადადაც შევხვდი, სასარგებლო იქნება მხარეებისათვის. იგი საკმაოდ კეთილგანწყობილია საქართველოსადმი.
გერმანიის რადიო „ა-ერ-დე“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძლიერ გაფასებენ გერმანიაში. ათი წლის წინათ თქვენ შეძელით ქვეყანაში წერტილი დაგესვათ არეულობისა და ნაციონალური პოლიტიკისათვის, ამასთან, შეძელით სათავე დაგედოთ დემოკრატიისათვის. როგორ მოახერხა მაშინ სტაბილურობის დამყარება და ახლა რა გიშლით ხელს ეფექტიანად განახორციელოთ პოლიციის რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და აფხაზეთის საკითხის მოგვარება?
- ჩვენ მივდივართ რეფორმების გზით, ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, რომელიც პრინციპულად განსხვავდება საბჭოთა სისტემისაგან. ლაპარაკია ადამიანთა თანაცხოვრების ახალ წესებზე, ამ წესების დანერგვა რეფორმების გზით კი ძალიან რთულია. ეს პროცესი პრობლემებს უქმნის გარდამავალი ეტაპის თითქმის ყველა ქვეყანას. ჩვენს მდგომარეობას ართულებს ქვეყანაში არსებული კონფლიქტი, რომელიც საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორია. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ სამართლებრივ და სამოქალაქო საზოგადოებას.
გერმანიის რადიო: იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმით სათანადო ხმების რაოდენობა მოგროვდება, დაუშვებთ თუ არა საქართველოში ვადამდელი არჩევნების გამართვას? ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა ქვეყანა სტაბილურობას?
- ახლა დღის წესრიგში არ დგას რეფერენდუმის საკითხი. ვადამდელი არჩევნების გამართვისადმი პირადად ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია. ალბათ, უნდა ამოიწუროს ის ვადა, რომელიც აქვს ახლანდელ პარლამენტსა და პრეზიდენტს. აუცილებელია, რომ მომავალმა პარლამენტმა და პრეზიდენტმა ამ გამოცდილების გათვალისწინებით უფრო ეფექტიანად იმუშაოს.
აფხაზეთის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უკვე ისაუბრეთ ენგურის ხიდთან მიმდინარე მოვლენებზე. რადგან აქციის მონაწილეები საკითხს საკმაოდ მწვავედ აყენებენ, ცხადია, რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ რუსი სამშვიდობოებისათვის მანდატის ფორმატის ღალიძგამდე გაფართოება? კონკრეტულად, რას გულისხმობს მანდატის შეცვლა: რუს სამშვიდობოთა ღალიძგამდე გადაწევას თუ ამ მანდატის ენგურიდან ღალიძგამდე გაფართოებას?
- ეს ნიშნავს მანდატის გაფართოებას ენგურიდან ღალიძგამდე, სოხუმის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ წინადადებას მხარს დაუჭერს მარტის დამდეგს ალმა-ათაში გამართული სამიტი. მარტო რუსეთი არ წყვეტს ამ საკითხს, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია სამიტზე ყველა პრეზიდენტის მონაწილეობით. შეიძლება გავმართოთ მიტინგები, მაგრამ მათს გაყვანაზე გადაწყვეტილებას კოლეგებთან მოლაპრაკების გარეშე ვერ მივიღებ. სამიტზე შესაძლებელია საკონტროლო ზონის გაფართოების შესახებ და ზოგიერთი სხვა კორექტივები შეიტანონ მანდატის ფორმატში, მაგრამ აფხაზური მხარე, რა თქმა უნდა, ამას გააპროტესტებს. ჩვენთვის მთავარია გვქონდეს საკონტროლო ტერიტორიის გაფართოების სამართლებრივი ბაზა. მოლაპარაკების ფარგლებში განისაზღვრება, რამდენად პრაქტიკულია მოიხსნას თუ არა ენგურზე სამშვიდობოთა მისია. შეიძლება მშვიდობისმყოფლები საჭირო იყვნენ ენგურზე, შეიძლება - არა. ეს მანდატის ერთ-ერთი ელემენტია.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, რატომ დასჭირდა ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ყველა დოკუმენტის ინვენტარიზაცია? რას ნიშნავს ეს? რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, ხელისუფლების კრიზისის ვადად სახელდება თებერვალი-მარტი, ამ საკითხთან რამდენად არის დაკავშირებული მშვიდობისმყოფელთა პრობლემა. თქვენ აღნიშნეთ, რომ 1998 წელს გალის ტრაგედიის შედეგები სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდა. ყოველწლიურად საქართველო 60 მილიონ ლარს უხდის დევნილებს შემწეობის სახით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის კონფლიქტი მოგვარდება, ქვეყნის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარის ეკონომიას მიიღებს...
- რაც შეეხება მშვიდობისმყოფელთა საკითხს, ამაზე უკვე ვილაპარაკე, რუსეთის მხარესა და თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტებს ჩამოვუყალიბეთ ჩვენი პოზიცია. სამშვიდობოთა საკითხი საკმაოდ მწვავეა, განსაკუთრებით მწვავდება ვითარება ზუგდიდის რეგიონში. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯს, 12 მილიონი ლარი დაახლოებითი ციფრი დავასახელე. რეალურად სახელმწიფომ შედარებით მეტი დახარჯა ამ პრობლემებზე. ეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ ვალდებული ვიყავით ეს ხარჯი გაგვეწია. რაც შეეხება მომდევნო ეტაპს, მაგალითისათვის დავასახელებ მომდევნო წელს, თუკი დევნილები დაბრუნდებიან მშობლიურ სახლებში, გაცილებით მეტი თანხა იქნება საჭირო. მოგვიწევს ახალი სახლების აშენება. ამ მხარის რეაბილიტაცია დევნილთა დაბრუნების გათვალისწინებით საკმაოდ რთული პროცესი იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდ იმედს ვამყარებ გაეროსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაპირებაზე, რომ მაქსიმალურ დახმარებას გაგვიწევენ დევნილთა დაბრუნებისა და აფაზეთის რეაბილიტაციის საქმეში.
ტელეკომპანია „მე-7 არხი“: რადიოინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ ახმეტასა და პანკისის ხეობაში შექმნილ მდგომარეობაზე. თქვენი შეფასებით, რამდენად რთულია სადღეისოდ ამ რეგიონში შექმნილი ვითარება? მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან დევნილების დასაბრუნებლად? ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნება მშობლიურ მხარეში რამდენად შეუწყობს ხელს პანკისში მდგომარეობის სტაბილიზაციას?
- დარწმუნებული ვარ, დევნილები დაბრუნდებიან, მაგრამ ამისათვის საჭიროა მინიმალური სტაბილურობა თავად ჩეჩნეთში. სხვათა შორის, მარტო საქართველოში არ არიან დევნილები. ათასჯერ მეტი დევნილია ინგუშეთისა და დაღესტნის ტერიტორიაზე, მათ ყველას სურს მშობლიურ კუთხეში დაბრუნება. რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან სერიოზულად ფიქრობს, როგორ შეუწყოს ხელი იქიდან გამოსული მოსახლეობის დაბრუნებას. თავად მოსახლეობას გულწრფელად სურს დაბრუნება. რამდენიმე ასეული კაცი უკვე დაბრუნდა. ამ ეტაპზე ხეობაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ ვითარება აბსოლუტურად სტაბილური არ არის. სანამ იქნება დაპირისპირება მხარეებს შორის, სტაბილურობაზე ლაპარაკი ძნელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ქისტები, ქართველები, ჩამოსულები, ყველანი გაგებით ეკიდებიან მოსაზრებას, რომ სტაბილურობა საერთო ინტერესებს შეესაბამება.
სააგენტო „ინტერ-ფაქსი“: ჩრდილოეთ ოსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ძასოხოვი ლიდერობს. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ არჩევნებს და ძასოხოვის ფაქტორს სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების საქმეში?
- თვალყურს ვადევნებდი ამ არჩევნებს და ვიცი, რომ ალექსანდრე ძასოხოვი ლიდერობდა. თუ მან გაიმარჯვა ამ არჩევნებში, ეს კარგი სიახლეა და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების ახალი დასაწყისი გახდება. ძასოხოვი არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს რეალურად აფასებს და დაინტერესებულია ამ საკითხის მოგვარებით. 1992 წელს, როცა სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედება იყო, მე და ალექსანდრე ძასოხოვი ერთად ვიმყოფებოდით ცხინვალის რეგიონში და მან შეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა ხალხის დასამშვიდებლად, ქართულ-ოსური დიალოგის გასაღრმავებლად. მივესალმები არჩევნებში ძასოხოვის გამარჯვების ფაქტს, თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ ახალიდერთან ვითანამშრომლებთ.
გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თანამდებობას დაიკავებს?
- ეს ფაქტი სინამდვილესთან ახლოსაც არ არის. დიდ პატივს ვცემ კახა თარგამაძეს. იგი მშრომელი კაცია, ძალიან განვიცდი, რომ ასე მოხდა. ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ მისი შრომა სათანადოდ დაფასდეს. რაც შეეხება ნუგზარ საჯაიას, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, მიმაჩნია, რომ, იგი შეუცვლელი კანდიდატურაა. იგი არის ზომიერი, მცოდნე, პროფესიონალი, შეუძლია სათანდო პრინციპების დაცვა და განხორციელება. ეს ის კაცია, რომელიც, როგორც იტყვიან, თავის ადგილზეა.
გაზეთი „ახალი თაობა“: თქვენი დაბადების დღე აღნიშნეთ სამების ტაძარში, რატომ?
- მე თავისუფალი ადამიანი ვარ და სად ავღნიშნავ დაბადების დღეს, ჩემი გადასაწყვეტია. სამების ტაძარში წასვლა იყო სიმბოლური ნაბიჯი. ძალიან მინდა, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში დასრულდეს ამ ათასწლეულის ძეგლის მშენებლობა.
აფხაზეთის რადიო: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში წარმოადგინა თუ არა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მხარის წარმომადგენლის კანდიდატურა? ცნობილია, რომ აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა ცენტრსა და რეგიონს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ დოკუმენტის მიღებაზე...
- ჯერჯერობით ვლადიმერ პუტინს არ დაუსახელებია კანდიდატურა. ვფიქრობ, ახლო მომავალში რუსეთი კონფლიქტის მოგვარების საქმეში საკუთარ წარმომადგენელს დანიშნავს.
ამ დოკუმენტის მიღება მარტო აფხაზურ მხარეზე არ იქნება დამოკიდებული. ეს დოკუმენტი გაეროს მეგობართა ჯგუფმა შეიმუშავა და იქ საკმაოდ სოლიდურად არის ჩამოყალიბებული ერთიანი საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის კომპეტენცია. ვფიქრობ, აფხაზთა მხარეს ჯერჯერობით არც უმუშავია ამ დოკუმენტზე, მასში ბევრია იმგვარი დებულება, რომელიც რამდენადმე მეტ უფლებას აძლევს აფხაზურ მხარეს, ვიდრე მას დღეს აქვს. ფაქტობრივად, როცა დღეს აფხაზეთი იზოლირებულია მსოფლიოსაგან, ამ დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები ერთიანი საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის რეალურ სუვერენიტეტს განაპირობებს.
სააგენტო „ინტერ-პრესი“: გასული კვირის მთავარი თემა - აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ინვენტარიზაციის საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა. იქნება, განავრცოთ ეს თემა?
- მე საგანგებოდ დავტოვე პასუხგაუცემელი იმიტომ, რომ შეკითხვა არ მივიჩნიე მართებულად. რა გასაკვირია, რომ საქართველოს პრეზიდენტს გაუჩნდეს სურვილი, გადახედოს აფხაზეთთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, გაარკვიოს, თუ რომელი ხელშეკრულება არ შესრულდა და ასე შემდეგ.
სააგენტო „ინტერ-პრესი“: სამშვიდობოთა მანდატის ახალი ფორმატით თუ იქნება გათვალისწინებული ის, რაც გაამარტივებს ჩვენს სვლას სოხუმისაკენ?
- რა თქმა უნდა, გაამარტივებს იმდენად, რომ ღალიძგა უფრო ახლოა სოხუმთან, ვიდრე ის ხაზი, რომელსაც ახლა აკონტროლებენ მშვიდობისმყოფლები. ჩანაწერი იქნება ზოგადი ხასიათის, კერძოდ, რომ დაჩქარდეს კონფლიქტის მოგვარება.
„ჩვენ მივდივართ რეფორმების გზით, ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს, რომელიც პრინციპულად განსხვავდება საბჭოთა სისტემისაგან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 29 იანვარი. - №23(4082). - 3 გვ.
![]() |
19 „არც ერთ უწინდელ რეზოლუციაში ასე ნათლად არ ყოფილა ჩამოყალიბებული ლტოლვილთა უპირობოდ დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 თებერვლის რადიოინტერვიუ
- თავდაპირველად დავიწყებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, რომელიც 31 იანვარს მიიღეს აფხაზეთის თაობაზე. ფაქტობრივად, უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს გავაგრძელოთ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადა. გუშინ თქვენ ენგურის აქციის მონაწილეებსაც შეხვდით, მანამდე კი თბილისში რუშაილო იმყოფებოდა. ახლოვდება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი, სადაც მანდატის გაგრძელების წინადადება განიხილება. როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- შარშან, პარლამენტისა და ხალხისადმი მიმართვით საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, განსაკუთრებით გავუსვი ხაზი იმ გარემოებას, რომ ბოლო წლების განმავლობაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იყო აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის აუცილებელი საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის შექმნა.
სწორედ ამგვარ ბაზისად იქცა ის უეჭველი გარემოება, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო და ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ აღიარებდეს აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. ამას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ამის გარეშე ზედმეტი იქნებოდა ლაპარაკი აფხაზეთის დაბრუნებაზე.
ნურავის ეგონება, რომ ამ რეალობის შექმნა ადვილი საქმე იყო და, ასე ვთქვათ, თავისით მოვიდა.
მაგრამ ჩვენ სულაც არ მიგვაჩნდა ეს საკმარის პირობად პრობლემის გადასაწყვეტად.
ბოლო წელიწად-ნახევრის - ორი წლის განმავლობაში, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის საბოლოო დასრულების წინაპირობად უნდა იქცეს, ვგულისხმობ თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა გამიჯვნის ანუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სავარაუდო სტატუსის პროექტს.
ძირითადი პრინციპები ცნობილი იყო, მაგრამ, დასამალი არ არის, ბოლო დრომდე გაეროს უშიშროების საბჭოში მათს ოფიციალურ დადასტურებას რუსეთი აფერხებდა.
რუსეთის პრეზიდენტთან ბატონ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრისას ჩვენ ეს საკითხი სრული გულწრფელობით, პრინციპულობით, დაწვრილებით განვიხილეთ.
შეგახსნებთ, რომ ჯერ კიდევ 2090 წლის ზაფხულში, იალტაში საუბრის დროს, როცა მე ჩემს კოლეგას ბატონ პუტინს შევატყობინე შექმნილი პრობლემის შესახებ, მან განცვიფრება გამოთქვა და უსაყვედურა კიდეც ერთ-ერთ თანაშემწეს: „თუ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ, რატომ ვუშლით ხელს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის ზოგადი პრინციპების დადასტურებას?“
შემდეგ გავიდა დრო, მოქმედება კი არ ჩანდა, რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩებოდა.
მოსკოვში შეხვედრისას კი ბატონი ვლადიმერ პუტინი შემპირდა, რომ საგნობრივი განხილვის პროცესში რუსეთის დელეგაცია დოკუმენტის დამტკიცებას არათუ ხელს შეუშლიდა, არამედ ყოველმხრივ მხარს დაგვიჭერდა ამ საკითხში.
იოტისოდენად არ მეპარებოდა ეჭვი, რომ რუსეთის პრეზიდენტი სიტყვას შეასრულებდა. და ასეც მოხდა: უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ, სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად, მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთის სტატუსის ფუძემდებლური პრინციპების ნათლად და მკაფიოდ ასახვას გაეროს რეზოლუციაში.
ამან კარდინალურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება პარლამენტის ცნობილი დადგენილებისადმი სამშვიდობო ძალთა თაობაზე.
თუმცა, აქვე ვიმეორებ, რომ ამ დადგენილებამ თავის დროზე უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა და ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუძღვნი პარლამენტსა და დეპუტატებს.
მაგრამ დადგენილება პრეზიდენტისადმი რეკომენდაციით სამშვიდობო ძალთა გაყვანის მიზანშეწონილობის თაობაზე კანონმდებლებმა მიიღეს მოსკოვში პრეზიდენტების შეხვედრამდე, ბატონ ვლადიმერ პუტინთან დიალოგმა კი ბევრი რამ არსებითად შეცვალა. ჩვენი საუბარი საათ-ნახევარი გაგრძელდა და აქედან ნახევარი საათი დავუთმე აფხაზეთის პრობლემებსა და კონფლიქტის მოგვარებისათვის საჭირო ერთობლივ ღონისძიებებს.
ახლა თვით რეზოლუციის თაობაზე. შესანიშნავად მესმის იმ ადამიანების სკეპტიციზმისა, რომლებიც აცხადებენ, რომ გაეროს აფხაზეთის თემაზე არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული, შედეგი კი არ ჩანს. მაგრამ ამჟამინდელი დოკუმენტი ძალიან ბევრ თვისებრივ სიახლეს შეიცავს.
მასში ნახსენებია ეუთოს, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტთა გადაწყვეტილებანი. მართალია, ისინი წინა დოკუმენტებშიც იყო მოხსენებული, მაგრამ სხვა კონტექსტით. რადიომსმენელსა და მკითხველს ახსოვს, რამდენად პრინციპულ დებულებათა შემცველ რეზოლუციებს მივაღწიეთ ჩვენ მაშინ ევროპულ ფორუმებზე, - მათ შორის, ეთნიკური წმენდის, ანუ ქართველთა გენოციდის აღიარებით, რაც სოხუმის ხელისუფალთა რადიკალური ფრთის არაორაზროვანი გაფრთხილება იყო. ვგულისხმობ არა ჩვეულებრივ სამიტებს, არამედ სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებს. სამივე ფორუმზე აღიარეს, რომ აფხაზეთში განხორციელდა ქართველთა ეთნოწმენდა.
რეზოლუცია მიესალმება და მხარს უჭერს დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განაწილების ძირითადი პრინციპების“ შესახებ და ხაზს უსვამს, რომ (მიაქციეთ ყურადღება ფორმულირებას): ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა, საზღვარიც არის მითითებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო დაჟინებით (ასეა დოკუმენტში), დაჟინებით მოუწოდებს მხარეებს, განსაკუთრებით კი აფხაზურ მხარეს, უახლოეს მომავალში ჩაიბაროს ეს დოკუმენტი და მისი თანხლები წერილი, მოახდინოს მისი სრული და ღია განხილვა და დაუყოვნებლივ ჩაერთოს კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში სტატუსის თაობაზე.
გარდა ამისა (დააკვირდით), მოუწოდებს სხვებს, ვისაც აქვს მხარეებზე ზეგავლენა, ხელი შეუწყონ ამ მიზნის მიღწევას. შეგახსენებთ, რომ ყველა დებულებას, წინა შეხვედრებიდან განსხვავებით, ხმას აძლევს რუსეთიც.
რეზოლუციით გაერო დაბეჯითებით მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ სამშვიდობო პროცესის საჭირო გამოცოცხლება და მოლაპარაკებათა განახლება საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.
გარდა ამისა, იგი კვლავ ადასტურებს კონფლიქტის შედეგად შექმნილი დემოგრაფიული ცვლილების მიუღებლობას, ლტოლვილების და იძულებით ადგილნაცვალ პირთა ხელშეუვალ უფლებას, ღირსეულად დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილებს 1994 წლის 4 აპრილის ოთხმხრივი შეთანხმების პირობათა შესაბამისად. ეს ის ხელშეკრულებაა, რომელსაც ზოგჯერ აფხაზური ხელისუფლება ცალმხრივ, მხოლოდ თავისათვის სასარგებლოდ კითხულობს, არადა იგი მასაც ძალიან ბევრ რამეს ავალდებულებს, მოუწოდებს სოხუმის ადმინისტრაციას ხელი შეუწყოს დაბრუნებულ მოსახლეობას, მიიღოს განათლება მშობლიურ ენაზე.
ზემოთქმულის საფუძველზე გაერო ურჩევს ქართულ მხარეს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადის გაგრძელების თაობაზე.
ფაქტობრივად, ეს არის პირველი დოკუმენტი, რომლითაც გაეროს უშიშროების საბჭო, მისი სახით მსოფლიო საზოგადოებრიობა, ესოდენ გამოკვეთილად ადასტურებს: აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლო გზა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ეს 29-ე რეზოლუციაა და არც ერთ რეზოლუციაში ამოცანები ასე ნათლად და გამოკვეთილად ჩამოყალიბებული არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის სასარგებლოდ.
ამასთანავე, ერთია - ევროპის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება და შეფასებები, მეორე კი - უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება. ეს ის ორგანოა, ის სტრუქტურაა, რომელიც პასუხს აგებს მშვიდობისათვის მთელ პლანეტაზე. ამიტომ უშიშროების საბჭოს სიტყვას, იქ ფორმულირებულ თითოეულ დებულებას და ფრაზას სულ სხვა წონა აქვს.
გავითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს უდიდეს, ყველაზე გავლენიან სახელმწიფოთა პოზიციაა: გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. „მეგობართა ჯგუფში“ კი აქტიურად მუშაობდა, აგრეთვე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელიც ჯერჯერობით წევრი არ არის, მაგრამ წევრობის კანდიდატია. როგორც იცით, ჩვენ 1992 წლიდან მოვითხოვთ, რომ გერმანია გახდეს უშიშროების საბჭოს წევრი.
ბევრი რამ გააკეთა უკრაინამ: იგი სამი წლის განმავლობაში იყო უშიშროების საბჭოს წევრი, მისი ინიციატივით მოეწყო ყირიმში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, ამ ბოლო დროს საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისინი ყოველთვის მზად არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ყველა ღონისძიებაში.
განიხილა რა არსებული ვითარება, გაერომ გაიზიარა საქართველოს შეშფოთება კოდორის ხეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, რეზოლუცია კანონიერად ცნობს ქართული მხარის მისწრაფებას, საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოს ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის უშიშროება.
გაერო თვითონაც იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას ამ საკითხზე. გარდა ამისა, და მე ეს არაერთგზის მითქვამს, საქართველოს შეწევს უნარი, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, სხვადასხვა ფორმით, უკვე მიღწეულ შეთანხმებათა ფარგლებში, თავადაც დაიცვას საკუთარი მოსახლეობის უშიშროება და დაიცავს კიდეც.
კოდორის ხეობის დაცვა ჩვენი სასიცოცხლო ამოცანაა და სწორედ ამ დებულებით იქნება განპირობებული ჩვენი ყველა მოქმედება. ჩემთვის ცნობილია, როგორ და რა ფორმით გავაკეთებთ ამას. ამის შესახებ წუხელ მქონდა საუბარი, მაგრამ ეს იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენ, ფაქტობრივად, დავიცავთ, მაგრამ ამით გაეროს მოთხოვნას არ დავარღვევთ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას: არც ერთ უწინდელ რეზოლუციაში ასე ნათლად არ ყოფილა ჩამოყალიბებული ლტოლვილთა უპირობოდ დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფზახეთის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნა.
მიაქციეთ ყურადღება: გაეროს უშიშროების საბჭომ აღიარა, რომ აფხაზეთის პრობლემა მისი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება ანუ გლობალური მნიშვნელობის პრობლემაა. დღემდე ითვლებოდა, რომ ამ საკითხით, ძირითადად, დაკავებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. ახლა გაეროს უშიშროების საბჭო აღიარებს, რომ აფხაზეთის პრობლემა შედის მის კომპეტენციაში და განეკუთვნება მისი პასუხისმგებლობის სფეროს.
ბუნებრივია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამ ეტაპზე მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას.
სწორედ ამ აუცილებლობიდან გამომდინარეობს რეკომენდაცია სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელების შესახებ.
არსებობს წინასწარი თანხმობა, რაც იმ მოსაზრებით იყო განპირობებული, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უშიშროების საბჭო ვერ მიიღებდა ამ რეზოლუციას, სადაც როგორც მოგახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი დებულებებია დადასტურებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ. თუ ჩვენ არ დავთანხმდებოდით გარკვეული დროით ვადის გაგრძელებაზე, უშიშროების საბჭო საერთოდ იტყოდა უარს ამ რეზოლუციის მიღებაზე. მე ამის დაშვება არ შემეძლო, რადგან ეს არის სერიოზული შენაძენი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისათვის ბრძოლაში.
ანუ ჩვენ, შეიძლება ითქვას, ვიდექით არჩევანის წინაშე: რა სჯობდა, გარკვეული ვადით გაგვეგრძელებინა მანდატის მოქმედება, თუ ხელიდან გაგვეშვა ამ ისტორიული რეზოლუციის მიღების შანსი. შემთხვევით არ ვამბობ და ვიმეორებ სიტყვა „ისტორიულს“, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა.
გუშინ მე შევხვდი ლტოლვილთა წარმომადგენლებს. გაიმართა გულწრფელი საუბარი. შესანიშნავად მესმის მათი, მათთან ერთად ყველა ლტოლვილის, მთელი საქართველოს ემოცია და აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მათ, როგორც თავად ამბობენ, ნამდვილად აქვთ აფხაზურ მხარესთან საერთო ენის გამონახვის საშუალება. ამ აქციის უმთავრესი დანიშნულება გამოიხატა იმაში, რომ აქციის მონაწილეებმა მიიღეს წერილი აფხაზი მოსახლეობის, აფხაზების მიმართ და გამოთქვეს შეხვედრების, ქართულ-აფხაზური დიალოგის პროცესში სურვილი (ქვეყნდება დღევანდელ ნომერში - რედ.) სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ წერილს იქამდე არ მიუღწევია, ეს იოლი საქმე როდია. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მათს გონივრულ, რაციონალურ დამოკიდებულებას ამ წერილის მიღებაც ადასტურებს.
მხოლოდ იმ აზრს ვერ გავიზიარებ, თითქოს სამშვიდობო ძალთა გაყვანის შემდეგ ომის განახლების საშიშროება არ იარსებებს.
სამწუხაროდ, ორივე მხარეს არიან პროვოკატორები და ისინი ყველაფერს იღონებენ, რათა საქართველო და აფხაზი ხალხი ახალ, სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიონ. ასეთი ხალხი არსებობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, როგორც ეს მოხდა აფხაზეთის ომის დროს. თქვენ კარგად გახსოვთ, რომელი ქვეყნების, რესპუბლიკების წარმომადგენლები, რა ძალები დაჯირითობდნენ აფხაზეთში. ომი წავაგეთ, რადგან მასში სწორედ ეს ძალები იყვნენ ჩართულნი. ახლაც ამოქმედდებიან იგივე ძალები. თუ ყველაფერს არ ავწონ-დავწონით, ჯარების გაყვანის შემთხვევაში, განმეორდება იგივე. პასუხისმგებლობის არავის ეშინია, მაგრამ ეს იქნება ტრაგედია ორივე ხალხისათვის.
ამდენად, დღევანდელ ეტაპზე სამშვიდობო ძალები სტაბილურობის გარკვეულ გარანტიასაც ქმნიან. თუმცა, ისიც ვიცი, რამდენია მსხვერპლი იმ რაიონებში, სადაც იმყოფებიან, ვიცი, ვიცი მათი მუშაობის ნაკლიც. მაგრამ, გარკვეული სტაბილურობის გარანტიას მაინც წარმოადგენენ.
მხედველობაში ვიქონიოთ, რომ ყველა მეგობარი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულადაც კი გვირჩევდა, ამ ეტაპზე უარი გვეთქვა სამშვიდობო ძალთა გაყვანაზე. თქვენ იცით, რას ნიშნავს ასეთი ერთსულოვანი, კატეგორიული რჩევა, თავად განსაჯეთ, ვართ თუ არა ვალდებული ანგარიში გავუწიოთ ჩვენი დიდი მეგობრების რჩევებს.
დღეს არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც აქვს საშუალება თავისი სამშვიდობო ძალები შეაშველოს რუსეთის კონტინგენტს. გრძელდება გლობალური ანტიტერორისტული ოპერაცია და იგი უდიდეს სახსრებს, ძალთა არნახულ კონცენტრაციას მოითხოვს.
მაგრამ აქვე ყველას გასაგონად ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის.
პირველ მარტს ალმა-ატაში დაგეგმილია თანამეგობრობის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომა. საქართველო პრინციპულად დასვამს სამშვიდობო ძალთა მანდატის გაფართოების საკითხს. თუ ამ სამიტზე მივაღწევთ გარკვეულ პროგრესს, ვგულისხმობ, უპირველესად, საკონტროლო ზონის გაფართოებას მთელ გალის რაიონზე და ლტოლვილთა უშიშროების დამატებითი გარანტიების შექმნას, მაშინ კიდევ რამდენიმე თვე სავსებით შესაძლებელია დავუთმოთ მშვიდობიან მოლაპარაკებებს პრობლემის სრულმასშტაბიანი გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად. წინასწარი თანხმობა რუსეთის ხელმძღვანელობისაგან და სხვა ქვეყნებისაგან მანდატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს. თუმცა, შესაძლოა, იყოს გარკვეული წინააღმდეგობანი, ამას ბრძოლა სჭირდება. რა თქმა უნდა, ამას ეწინააღმდეგებიან აფხაზები და ზოგიერთმა ქვეყანამ, შესაძლოა, ანგარიშიც გაუწიოს მათს პოზიციას, მაგრამ ჩვენ ამისათვის ვიბრძოლებთ.
გთხოვთ, ყურადღება მიაპყროთ ამ დებულებასაც: თუ აფხაზურმა მხარემ ამ საკითხში კვლავ სრული უკომპრომისობა გამოამჟღავნა, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამჟამად მოქმედი მანდატის შესაბამისად, საქართველოს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს სამშვიდობო ოპერაცია. და ჩვენ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, როგორც კი ყველა მშვიდობიან შესაძლებლობას ამოწურულად ჩავთვლით. თქვენ გახსოვთ, რომ იმ მანდატში, რომელიც დაამტკიცეს თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურებმა და რომლის საფუძველზეც იმყოფებიან ჩვენთან სამშვიდობო ძალები, ჩაწერილია: თუ რომელიმე მხარე გააკეთებს განცხადებას სამშვიდობო ძალების გადაყვანის თაობაზე, მაშინ რუსეთი ვალდებულია გაიყვანოს ისინი. ესე იგი, ჩვენ პრაქტიკულად არაფერს ვკარგავთ. ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში, დღესვე გაიყვანენ. ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი რეზოლუცია კარგი პრინციპებით, მოლაპარაკებათა წარმოებისათვის აუცილებელი მნიშვნელოვანი დებულებებით, მოკავშირედ გავიხადეთ პლანეტაზე უსაფრთხოების მთავარი სტრუქტურა - უშიშროების საბჭო, თან არც არაფერი დაგვიკარგავს: გაყვანის უფლება ყოველთვის გვაქვს.
მოვიგეთ ის, რომ საშუალება გვექნება, ვიმუშაოთ ალმა-ატაში ჩემს კოლეგებთან, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად. იქნება შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის თემა ერთ-ერთი ცენტრალური იქნება და ვისაუბრებთ დამატებით შესაძლებლობებზე.
მე მაინც დიდი იმედი მაქვს, სამშვიდობო დიალოგი გაგრძელდება და მეგობრების ხელშეწყობით მივაღწიეთ ისტორიულ კომპრომისს.
მინდა მივმართო, შემდგომში, ალბათ, წერილსაც გავუგზავნი აფხაზეთის მოსახლეობას. თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ისინი საამისოდ არ არიან მზად. მინდა მივმართო მათ: არ შეუშალონ ხელი სამშვიდობო პროცესს, რადგან ისინი საბოლოოდ გაკოტრდებიან. ახლა ისინი, ფაქტობრივად, იზოლირებული არიან. აქამდე გაერო უშიშროების საბჭოში განხილვებისას მათს ინტერესებს გარკვეულწილად იცავდა. დამთავრდა ეს ამბავიც. ახლა რუსეთი შეუერთდა იმ ჯგუფს, რომელსაც საქართველოს მეგობრების ჯგუფი ჰქვია. ამ ჯგუფში იგი თავიდანვე იყო, მაგრამ სხვა პოზიცია ეკავა და სხვა პოლიტიკას ატარებდა.
დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ვგულისხმობ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელს ირაკლი მენაღარიშვილს, მის მოადგილეებს, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს, ჩვენი აპარატის მუშაკებს, ლონდერ ცაავას, რომელიც აქტიურად ჩაება ამ საქმიანობაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო გაეროში ჩვენი მუდმივი წარმომადგენელის პეტრე ჩხეიძის როლი. უსამართლობა იქნება არ აღვნიშნო, რადგან სწორედ პეტრე ჩხეიძე იბრძოდა თითოეული სიტყვისათვის, ფრაზისათვის, დებულებებისათვის, რათა ეს ყველაფერი საქართველოს ინტერესების შესაბამისი ყოფილიყო.
- როდესაც გისმენდით, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი არის აბსოლუტურად განსხვავებული წინამორბედებისაგან, ეუთოს, გაეროს და სხვათა გადაწყვეტილებებისაგან. ეს სულ სხვა ეტაპია და აფხაზეთთან დაკავშირებით მსგავსი დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს, მართლაც, თვისებრივად ახალი ეტაპია?
- ეს არის შედარებით პრინციპული დოკუმენტი შედარებით მკაცრი მოთხოვნებით. ასეთი დოკუმენტი გაეროს არ მიუღია. რაც შეეხება ეუთოს სამიტებს, იქ იყო ძალიან ძლიერი შეფასებები და მკაცრი მოთხოვნებიც, მაგრამ ხსენებული ბოლო დოკუმენტი უკვე სამუშაო დოკუმენტია, მოლაპარაკებებისა და საკითხების გადაწყვეტის საფუძველი. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ, გაერო მას დაუბრუნდება და თუ დარწმუნდება, რომ მისი რეკომენდაციები არ სრულდება, ეჭვი არ მეპარება, რომ მიიღებენ სულ სხვა გადაწყვეტილებებს. უშიშროების საბჭოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა მშვიდობის დაცვისათვის, მაშინ, თუ კონფლიქტი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობას.
თუ აფხაზებს სურთ საქმის აქამდე მიყვანა, ისინი ვერაფერს მოიგებენ. უშიშროების საბჭოს წინააღმდეგ გალაშქრებას მისი მუდმივი წევრებიც კი ვერ ბედავენ. უშიშროების საბჭო დიდი ინსტიტუტია, უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხს აგებს პლანეტის მშვიდობისათვის.
- თქვენ საუბრობდით, რომ თუ სამშვიდობო ძალები დატოვებენ კონფლიქტის ზონას, ეს გამოიწვევს ძველი მოვლენების განმეორებას. კარგად გვახსოვს, აფხაზეთის ომის დროს რუსეთის როლი, ნაირ-ნაირი კონფედერაციები, სხვები, რომლებიც სპეციალურად აფხაზეთის კონფლიქტისათვის შეიქმნა. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს. რა შეიცვალა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში 1992 წლიდან 2002 წლამდე?
- 1992 წლის შემდეგ შეიცვალა ის, რომ ჩვენ გამოვედით საერთაშორისო იზოლაციიდან. გახსოვთ, როგორი იყო ომის დაწყებისთანავე გაკეთებული პირველი რეაქცია: ანდრეი სახაროვთან ერთად რუსეთში ბევრი სხვაც ასე ფიქრობდა.
ჩვენ გამოვედით საერთაშორისო იზოლაციიდან, შევიძინეთ უამრავი მეგობარი, მათ შორის, უშიშროების საბჭოს მუდმივი და არამუდმივი წევრები, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. ამ ბოლო დროს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა - ჩემი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა და ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ საკითხებზე ჩვენი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ამ დოკუმენტს რუსეთი ხმას მისცემს. განა ეს ცოტაა?
იმას აღარ ვამბობ, რომ ჩვენი მეგობრები მიიჩნევენ და არაერთგზის განუცხადებიათ, რომ თუ ხალხის დაბრუნება დაიწყება, აფხაზეთის რეაბილიტაციის საკითხს გულთან მიიტანენ და უკან დაბრუნებულთათვის დახმარების გასაწევად საკმაოდ დიდ თანხებსაც გვპირდებიან. ბუნებრივია, ჩვენც გამოვნახავთ საამისო საშუალებებს. გუშინ ჩემთან შესანიშნავი საუბარი გაიმართა, გულწრფელი, გრძნობების დაუფარავი გამოხატვით. ეს იყო ემოციური, ადამიანური, გულთბილი შეხვედრა. ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში დავეთანხმეთ, მაგრამ, მთავარია, იყო უნიკალური საუბარი. სტუმრად მოსულმა ერთმა დელეგატმა სავსებით სამართლიანად მითხრა, რომ აფხაზეთში დაბრუნებას აღარ მოისურვებს ის თაობა, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა, ან 1993 წელს ძალიან მცირე ასაკისა იყო. ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი მათი განწყობილება: ყველას სურს დაბრუნება. იმასაც ამბობენ, რომ ზოგმა მათგანმა მიწა ან სახლ-კარი შეიძინა, კარგად მოეწყვნენ და დაბინავდნენ სხვადასხვა რაიონში. მერე რა მოხდა, განა არ შეიძლება, რომ სახლი აფხაზეთში ჰქონდეს? ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება.
როცა კონფლიქტი მოგვარდება, ამ ხალხს ექნება სურვილი, რომ ზღვაზეც ჰქონდეს დასასვენებელი ადგილი, მოიყვანონ ციტრუსი, თამბაქო თუ ჩაი. ამასთანავე, ჰქონდეს სახლ-კარი საქართველოს სხვა ადგილასაც. დღევანდელი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ამის საშუალებას იძლება. ასე რომ, დარწმუნ ნებული ვარ, ეს ხალხი აუცილებლად დაბრუნდება.
- გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი. გარდა ამისა, საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მთავრობის სხდომამ კი განიხილა პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების და მართვის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიებათა თაობაზე“...
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ უნდა შეაფასოს საქართველოს ეკონომიკაში, უპირველესად, ფისკალურ და საბიუჯეტო სფეროში არსებული ვითარება და განსაზღვროს პროგრამის შემდგომი გაგრძელების ზუსტი პარამეტრები. ჩვენი ურთიერთობა აღდგენილია, მაგრამ ცუდი მაჩვენებლების შემთ თხვევაში, იგი შესაძლოა, შეწყდეს.
მისიის მუშაობისათვის კეთილმყოფელი ფონი შექმნა პარლამენტის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებამ ბიუჯეტის თაობაზე. ვისაც ეს პასუხისმგებლობა აღმოაჩნდა და ვინც მას ხმა მისცა, ყველას მადლობას მოვახსენებ. ისინი, ვინც ბიუჯეტს ხმა არ მისცა, არ არიან საქართველოს პატრიოტები. ქვეყანასთან, რომელსაც ბიუჯეტი არა აქვს, არც სავალუტო ფონდი, არც მსოფლიო ბანკი და არც ევროკავშირი არ ითანამშრომლებს. ეს ჩვენი დონორი ქვეყნებია, რომელთა შესახებ ცალკე შეიძლება საუბარი.
ძალიან აქტიურად იმუშავა სახელმწიფო მინისტრმა ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ, ფინანსთა მინისტრმა ბატონმა ზურაბ ნოღაიდელმა, სხვა უწყებათა ხელმძღვანელებმა. თვით პარლამენტშიც, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კაცურად დაუჭირა მხარი ბიუჯეტს, რისთვისაც მადლობელი ვარ.
დამაიმედებელია გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიღწეული პარამეტრი, რომელიც 4,5 პროცენტს აღწევს.
ფულად გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ექვს-ნახევარი მილიარდი ლარია.
შენარჩუნებულია ინფლაციის დაბალი დონე: სულ რაღაც სამი - სამ-ნახევარი პროცენტი წლის განმავლობაში. მიღწეულია პროგრამით განსაზღვრული სხვა მონეტარული მაჩვენებლებიც.
განსაკუთრებით სასიხარულოა საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდეცია.
იანვარი, მოგეხსენებათ, ამ თვალსაზრისით ყოველთვის მძიმე თვე იყო, მაგრამ წელს, წინასწარი მონაცემებით, საბიუჯეტო შემოსავალმა 76.500 ათასი ლარი შეადგინა, ანუ განსაზღვრულ პარამეტრზე მილიონ-ნახევრით მეტი. მაშასადამე, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ კარგად დაიწყო და მათს პროფესიონალიზმზე, პატრიოტიზმსა და თავგანწირვაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.
სახელმწიფომ მიიღო სავსებით სამართლიანი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბიუჯეტის სამი პროცენტი მოხმარდება საგადასახადო სფეროში დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურებას მათი ძალისხმევით მობილიზებული შემოსავლების ოდენობის შესაბამისად. მეორე წელია, ამას კატეგორიულად მოვითხოვდი. პარლამენტმა მხარი არ დაგვიჭირა და ამიტომ, შარშან ვერ მოვახერხეთ მისი ბიუჯეტში ჩასმა. ამჟამად, პარლამენტის მხარდაჭერის შედეგად, ამ სფეროში დასაქმებული რამდენიმე ათასი ადამიანის შრომა ინება პრივილიგირებული: მეტს ამოიღებს და თვითონაც მეტს მიიღებს. თანხა, შესაძლოა, 600-700, 1000 ლარამდეც კი ავიდეს იმის მიხედვ ვით, თუ რამდენს ამოიღებს. თქვენ იცით, რომ შემოსავლების 35-40 პროცენტი იკარგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბაზა აქვთ.
პირველი შედეგები მოაქვს კორუფციის, მათ შორის, კონტრაბანდის, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება, როდესაც დაიწყება ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო ბიუროს ცნობილი გეგმის განხორციელება, რომლის პრეზენტაცია ამ დღეებში გაიმართება.
კვლავ და კვლავ მოვუწოდებ ყველა უწყებას, ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ბატონ ლევან ძნელაძესა და მის კოლეგებს, რომლებმაც საქმე კარგად დაიწყეს.
რადიომსმენელსა და მკითხველს ვთხოვ ყურადღება მიაქციონ ერთ გარემოებას: გასულ წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი იყო 1998 წლის კრიზისის შემდეგ. ხოლო ინფლაციის ტემპი, ყველაზე დაბალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
ეს ტენდენცია უდავოდ ნათელყოფს ეკონომიკის საერთო გაჯანსაღების დაწყებას. უახლოეს მომავალში იგი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც დაიწყება ცნობილი „დიდი პროექტების“ განხორციელება, საქართველოსაკენ უკვე წელს დაიძვრება მილიონობით ტონა ტვირთი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. სწორედ ამ ტენდენციებმა მომცეს უფლება, ზოგიერთ დეპუტატთან ერთად გამომეჩინა ინიციატივა და მომეთხოვა პედაგოგთა ხელფასების გაზრდა 25 პროცენტის ფარგლებში. ეს შეეხება უმაღლეს სკოლებში მომუშავე მასწავლებლებსაც.
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ძალზე მნიშვნელოვანი ბრძანებულების პროექტი „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და მართვის გაუმჯობესების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. საკითხი მეტად აქტუალურია, ვინაიდან ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას ეხება, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოთა მართვა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა ეფექტიანი მართვა ჯერ კიდევ ვერ ხორციელდება სრულყოფილად. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ასეთ მექანიზმად შეიძლება იქცეს სპეციალური ფონდი, რაც შეამცირებს ბიუროკრატიულ აპარატს და ერთგვარი ანტიკორუფციული ღონისძიებაც გახდება. რაც მთავარია, მართვის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და, იმავდროულად, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა, ისევე, როგორც საწარმოთა განვითარება.
რამდენიმე სიტყვა კვლავ დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის გაწეული დახმარების თაობაზე. ამის შესახებ მე წინა გადაცემაშიც ვისაუბრე, მაგრამ ამ საკითხით ათიათასობით ოჯახია დაინტერესებული და არ შემიძლია, ისინი უყურადღებოდ დავტოვო. მოგეხსენებათ, 2001 წლის გვალვამ ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონს უდიდესი ზიანი მიაყენა. რამდენიმე რაიონში საშუალო მოსავლიანობამ ნორმის ჩვიდმეტი პროცენტი შეადგინა მხოლოდ.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, პირადად მინისტრის ბატონ დავით კირვალიძის ძალისხმევით (ამ პროცესში მეც ვმონაწილეობდი) გაეროს ოფისთან თანამშრომლობით განხორციელდა ერთობლივი საგანგებო მისია, რომელმაც დაწვრილებით აღწერა ვითარება და სპეციალური ანგარიშიც მოამზადა დონორებისათვის. დახმარების საერთო ოდენობამ 2.700 ათასი ამერიკული დოლარი უნდა შეადგინოს.
დაზარალებულ რაიონთა ასორმოცდაათი ათასზე მეტი კომლი მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღებს დახმარებას ხვნა-თესვის სამუშაოთა ჩასატარებლად.
საყურადღებოა, რომ დახმარების პროგრამათა განხორციელებისას იგულისხმება შესაბამისი მასალების, მაგალითად, სიმინდის სათესლე მასალისა და სასუქის ადგილებზე შესყიდვის შესაძლებლობა, რაც უდავოდ წაახალისებს ჩვენს ფერმერებს, აგრეთვე შესაბამის საწარმოს და ორმაგი დახმარების ტოლფასი იქნება.
ამ პროგრამის პარალელურად, დასავლეთ საქართველოში იწყება ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო პროგრამის დამუშავება. განმარტებაც კი არ არის საჭირო, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნის მოსახლეობისათვის.
- გასულ კვირას თქვენ მოინახულეთ ცნობილი მოქანდაკის გია ჯაფარიძის სახელოსნო, სადაც ძალზე საინტერესო საუბარი გქონდათ ქართული კულტურის მოღვაწეებთან. ეს საუბარი გასცდა კულტურის სფეროს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სხვა პროცესებსაც შეეხო...
- უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს აღფრთოვანებას მოქანდაკე გია ჯაფარიძისა და მხატვარ მურაზ მურვანიძის ერთობლივი ნამუშევრით.
ეს გახლავთ გენიალური თეატრალური რეჟისორის, ჩვენი თანამემამულის გიორგი ტოსტონოგოვის უნიკალური ძეგლი, რომელიც პეტერბურგელთა თხოვნით შეიქმნა.
აღსანიშნავია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელის გია ჭანტურიას თანადგომა ამ დიდ საქმეში და მისი ინიციატივა.
იქვე გაიმართა ძალზე საინტერესო საუბარი ქართული კულტურის მოღვაწეებთან.
ეს იყო სრულიად ბუნებრივი, დაუგეგმავი, არაპროტოკოლური, მე ვიტყოდი, მეგობრული და კოლეგიური შეხვედრა და ისე მოხდა, რომ საქართველოს ტელევიზიამ იგი ჩაიწერა. ვიმეორებ: დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ, რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო ტელევიზია გეგმავს სპეციალური გადაცემაც კი მიუძღვნას ამ შეხვედრას, სადაც საუბარი იყო ჩვენი ქვეყნისათვის საარსებოდ მნიშვნელოვან პრობლემებზე.
მე ერთმნიშვნელოვნად მივესალმები ამგვარ ფორმას, რადგან საზოგადო მსჯელობა ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს.
მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი არ უნდა იყოს. ეს ჩემი სტილია, ადამიანებთან ურთიერთობის ჩემეული ფორმაა, მზად ვარ მომავალშიც შევხვდე ყველას, მეცნიერებსა და მსახიობებს, რეჟისორებს, მეწარმეებს და სხვებს. მზად ვარ, ასევე გულახდილად და გულწრფელად ვისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც აღელვებს დღეს ქვეყანას და აღელვებს თითოეულ მათგანს.
„არც ერთ უწინდელ რეზოლუციაში ასე ნათლად არ ყოფილა ჩამოყალიბებული ლტოლვილთა უპირობოდ დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მოთხოვნა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 თებერვალი. - №29 (4088). - 1,2 გვ.
![]() |
20 „ხალხმა ყველას უნდა მოუსმინოს, მაგრამ ვის დაუჯეროს და ვის - არა, აი, ეს არის მთავარი“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე
იანვარში საკმაოდ დაძაბულად ვიმუშავეთ, უწინარესად, მხედველობაში მყავს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, მისი სამსახურები, სამართალდაცვის ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომლობდნენ მათთან და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ყოველდღიურად ამ პრობლემებს იხილავდა, იღებდა აუცილებელ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, ეს იყო რთული გამოცდა იანვარში, რომელიც მინისტრმა და მთლიანად ამ აქტივმა წარმატებით ჩააბარეს.
არ მინდა ვისაუბრო მადლობებზე, დაჯილდოებებზე, ალბათ, ეს შემდგომში უნდა გავაკეთოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად სტაბილურია ის კურსი, რომელიც სამინისტრომ აიღო, რამდენად საიმედოა ყოველივე ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. იანვრის შედეგებს განვიხილავთ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ხვალ-ზეგ გაიმართება და იქ ბევრს ვილაპარაკებთ. და განა ეს ნორმალური მოვლენაა? ეს ავტომატური რეჟიმით, თავისთავად უნდა სრულდებოდეს და, ალბათ, ლაპარაკი მხოლოდ იმაზე უნდა იყოს, რა რეზერვებია გამოუყენებელი, რაშიც აუცილებელია მთავრობის, თუნდაც პრეზიდენტის ჩარევა. ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ, მაგრამ მთელი სიმძიმე, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იტვირთოთ.
ჩვენ, მართლაც, შეუძლებელი შევძელით. პედაგოგებს ხელფასები სიმბოლურად მოვუმატეთ. მხედველობაში მყავს საშუალო სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები. ეს ძალიან დიდი საქმის კარგი დასაწყისია. ვერ გეტყვით, რომ ყველა პედაგოგი კმაყოფილია, მაგრამ საქმე დაიძრა.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: ორი-სამი წელი ვიბრძოდი და ვერ ვახერხებდი, ბიუჯეტში ჩაგვესვა საგადასახადო სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების საკითხი. ეს საკმაოდ დიდი კოლექტივია - ოთხი ათას კაცამდე, და მათი ხელფასების საკითხი უკვე სათუო აღარ არის. თითოეულ მათგანს თავისი მუშაობის შედეგების მიხედვით შეუძლია ყოველთვიურად გამოიმუშავოს 600-700, შეიძლება ათას ლარამდეც კი. ეს გააორმაგებს შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში. პრაქტიკულად, თქვენ მოსამართლეებთან ერთად პრივილეგირებული სამსახური ხართ. მიმაჩნია, რომ ისინი, რომლებიც შემთხვევით არიან მოხვედრილი თქვენთან, რაც შეიძლება, მალე უნდა დაითხოვოთ, სისტემა უნდა გაიწმინდოს, რადგან არის აქ ნაყოფიერი შრომის მოტივი - მიიღებთ ხელფასს და ქურდობა, ვიღაცასთან გარიგება არ დაგჭირდებათ. მოთხოვნილებას და მადას საზღვარი არა აქვს. მადა შეიძლება ათი ან ოცი ათასი იყოს. ამის შესაძლებლობაც არის, მაგრამ ყველამ უნდა დაინახოს, რომ ვინც იქ მუშაობს, იგი სახელმწიფოს განსაკუთრებული წარმომადგენელია - იგივე საგადასახადო ინსპექტორები, ხელმძღვანელები და სხვები.
მინდა ისიც გითხრათ, რომ განხორციელებულ ღონისძიებათა მიუხედავად, იქ ძალზე ბევრია ისეთი ხალხი, რომლებიც ან პარტიული პრინციპებით მოხვდნენ, ან ნათესაური კავშირებით. პარტიებშიც არის ღირსეული ხალხი და კი, ბატონო, მოვიდნენ, იმუშაონ, ოღონდ ის მოთხოვნები შეასრულონ, რომლებსაც ხელისუფლება უყენებს. ეს თანაბრად ეხება ყველა პარტიას, მრავალრიცხოვანია, თუ მცირერიცხოვანი. ვიდრე არ შესრულდება სისტემის გაწმენდისა და მისი კონდიციამდე მიყვანის სამუშაო, ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბრძოლა თქვენთან აქტიურად მიმდინარეობს. ძალზე დიდი იმედი მაქვს მინისტრის ბატონ ლევან ძნელაძის, მისი მოადგილეების. და რა თქმა უნდა, ის კოორდინაცია, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო კანცელარია, უწინარესად, სახელმწიფო მინისტრი, უდავოდ წარმატების საფუძველია.
ასევე მინდა კიდევ ერთხელ ვახსენო ორი გაზეთი - „საქართველოს რესპუბლიკა“ და „სვობოდნაია გრუზაია“. მე ყველაფერს ვკითხულობ. ეს გაზეთები პირველ გვერდზე აქვეყნებენ გადამხდელებისა და არაგადამხდელების გვარებს, მიზეზებს, თუ რატომ არ გადაიხადეს გადასახადი. დასახელებულია ის სამსახურები, რომლებმაც სათანადოდ არ იმუშავეს და გარკვეული ცოდვა დაუშვეს. ტელევიზიაშიც არის გამოცოცხლების სიმპტომები. საინტერესო იყო ამ თემაზე ერთი გადაცემა, მაგრამ ერთი გადაცემით ფონს ვერ გავალთ. ეს სისტემატურად უნდა ხდებოდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ დღეს ინსპექტორი წესიერად იმუშავებს, ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მიერ. თუ თქვენ ამ პრინციპს განახორციელებთ, შეიძლება, მართლაც, სანიმუშო სამსახური შექმნათ. მხედველობაში მაქვს ისიც, რომ მოწესრიგდება აღრიცხვიანობა, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, საბაჟოზე. მინდა, რომ კოორდინაცია აქაც იყოს, ამ საკითხებში. რაც შეიძლება ნაკლები ხვრელი უნდა დარჩეს იმისათვის, რომ უსინდისო ადამიანებმა არ ისარგებლონ ამით.
ადგილობრივ ბიუჯეტებთან დაკავშირებით სავსებით ვეთანხმები ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის მკაცრ შეფასებებს და მინდა გთხოვოთ, მოიფიქრეთ, როგორ მოხდეს კოორდინირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. არ მჯერა, რომ არის ისეთი ინსპექტორი, რომელსაც კვირაში ერთხელ მოიწვევენ გამგებელთან ან ქალაქის მერთან და იგი უარს ამბობს იქ მისვლაზე. როგორ შეიძლება გამგებელი გვერდზე იდგეს? წარმოუდგენელია!
დღეს ველოდები, რომ ბატონი ვანო ზოდელავა დაასახელებდა სამსახურიდან დათხოვნილი ერთი-ორი გამგებლის გვარს. დედაქალაქის რომელიმე რაიონი რომ არ ასრულებს შემოსავლების გეგმას, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ გამგებელი არა გვყავს. უნდა დავითხოვოთ ასეთი გამგებელი, ვინც უნდა იდგეს მის ზურგს უკან, თუნდაც შევარდნაძე. ვისაც მუშაობა უნდა, ისინი ამას ახერხებენ, ზოგი საქმიანი თვისებებით მოხვდა ამ პოსტზე, ზოგი - პროტექციით, ზოგიც - სხვა მონაცემებით, ზოგიერთი მათ თგანი მართლა მუშაობს. ზოგიერთი თავზეხელაღებულია, არაფ ფერს კითხულობს, რა ხდება რაიონში, მარტო ის აინტერესებს, დამატებით საიდან რა შემოვა მის ჯიბეში. მოვიდა დრო, გამგებლებსაც მოვკითხოთ.
არ ვაპატიე განერვიულების ნიადაგზე პატარა გადაცდომაც კი გიგლა ბარამიძეს, რომელიც უერთგულესი კაცია, ამ 6-7 წლის განმავლობაში იგი ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. არც ერთ გამგებელს, არც ერთ რწმუნებულს არ ვაპატიებ. ბიუჯეტი ეს არის ქვეყნისათვის ყოფნა-არყოფნის საკითხი. არა მარტო პენსიები, არამედ პედაგოგებისა და ყველა კატეგორიის მოსამსახურეთა ხელფასები, ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
იფიქრეთ შეთანხმებულ მუშაობაზე, - მივმართავ ბატონ ლევან ძნელაძეს, არ ვეთანხმები თქვენს გამოთქმას: არა „შეხმატკბილებული“ მუშაობა (ეს ხანდახან სხვა ასოციაციას იწვევს), არამედ შეთანხმებული, კოორდინირებული მუშაობა. ვფიქრობ, ეს კარგი და დიდი რეზერვია იმისათვის, რომ თებერვლის გეგმის შესრულება სათუო არ გახდეს.
კიდევ ერთიც მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი იმედით ვუყურებ იმას, რაც ხდება ამ სამინისტროში, ოღონდ ტემპი არ უნდა შეანელოთ, გააგრძელეთ აღებული კურსი, და ბევრი რამ სასარგებლო გაკეთდება ჩვენი ქვეყნისათვის.
ბატონი პეტრე მამრაძე მაწვდის ცნობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიოგრაფიების ინსტიტუტმა, რომელიც ამ დარგში წამყვანი და ავტორიტეტული დაწესებულებაა, 2001 წლის ქალად დაასახელა ქალბატონი რუსუდან ბერიძე, მისი გამორჩეული მოღვაწეობისა და იმ კეთილშობილური მაგალითისათვის, რომელიც მან მისცა ხალხს და მთელ საზოგადოებას.
ეს შეფასება აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენს შეხედულებებს ქალბატონ რუსუდანზე, მისი ერთგულება, თავგანწირვა მართლაც სანიმუშოა. იგი ყოველთვის აკეთებს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც ერთ ადამიანს შეუძლია.
გილოცავთ!
ბატონი თემურ მოსიაშვილი დავნიშნეთ სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწუნებულად. იგი კარგად მიიღეს. იგი მუშაობდა ასპინძაში, ახალციხეში, მას საკმაოდ კარგად იცნობენ, გამოცდილება ძალიან დიდი აქვს: ამდენი წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ხაზით მუშაობდა, მთავრობის სხდომებს ესწრებოდა, ყველა რწუნებულთან აქვს ურთიერთობა, უნარიანი კაცია და, მჯერა, ამ დიდ ნდობას გაამართლებს.
მასაც მინდა მივულოცო ეს ნდობა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მის მიმართ გამოიჩინა მოსახლეობამ, შემდეგ - ხელმძღვანელობამ.
ორიოდე სიტყვა ერთ მოვლენასთან დაკავშირებით.
თქვენ, ალბათ, გრძნობთ, რომ რამდენიმე თვეა, დაიწყო „პოლიტიკანების“, და არა პოლიტიკოსების, მასირებული შემოტევა. პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა ყოველთვის იყო და იქნება. ნამდვილ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიასთან მუშაობა სავსებით შესაძლებელია და ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემ, სხვებმაც ეს დაადასტურეს, ისინი ბიუჯეტის ურთულეს საკითხებზე ერთად მუშაობდნენ, ოპოზიციიდან თითქმის უმრავლესობამ მხარი დაგვიჭირა. თუ ვინმემ არ დაგვიჭირა მხარი, ისევ ჩემს მიერ შექმნილი პარტიიდან. რატომ? ვერ გავიგე. ეს მათ სინდისზე იყოს. მაგრამ მარტო ბიუჯეტისათვის ხმის მიუცემლობაზე როდია ლაპარაკი. არის ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელთა მიმართ ნამდვილად არა მაქვს სიძულვილის განცდა, საერთოდ, არ მაქვს ეს თვისება. მზად ვარ, ხვალვე შევხვდე მათ, მოვუსმინო, თუ ქვეყნის ბედი აინტერესებთ, ერთად ვიმსჯელოთ, ერთად განვიხილოთ, მაგრამ ძალიან მაწუხებს ის, რომ მათ აიღეს კურსი ქვეყნის აბსოლუტურ პოლიტიზებაზე, უმაღლესი სასწავლებლების ყოვლად უწყინარ ბავშვებზე, ლამის სკოლების მოსწავლეებზეც კი და ცდილობენ, ბავშვები, სტუდენტები ერთმანეთს გადაჰკიდონ. მე მოვიწვიე ახალგაზრდათა ერთი ჯგუფი, დაახლოებით 27 კაცი იყო და ყველამ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პირდაპირ ნადირობენ, რომელი პარტია გადაიბირებს მათ. ისინი მოესწრებიან, დაამთავრებენ სასწავლებლებს, სადაც თვითმმართველობები აქვთ. თვითმმართველობებზე სპეციალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მხარი დავუჭიროთ, ყოველმხრივ წავახალისოთ, რექტორებიც უნდა ვაიძულოთ, მეტად დაუჭირონ მხარი თვითმმართველობების მოძრაობას სასწავლებლებში. მაგრამ პარტიათა შეჭრა უმაღლეს თუ საშუალო სასწავლებლებში, ცუდი მოვლენაა და თუ ახლა ისინი ისმენენ, რასაც მე ვამბობ, მზად ვარ, მათთან ერთად და, თუ საჭიროა, ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხები. მე მექნება საბჭოს სხდომა, ჩვენ მოვილაპარაკებთ, მე დაინტერესებული ვარ, მქონდეს იმ სტუდენტობასთან ისეთი ურთიერთობა, რომლის უმთავრესი მიზანია ცოდნის შეძენა და მომავალში ქვეყნის სამსახური. ჩვენ ამ სტუდენტობას დავუჭერთ მხარს და არა იმას, ვისაც უკეთესი ლაპარაკი შეუძლია ამა თუ იმ თემაზე ტრიბუნიდ დან. ჩვენ იმ სტუდენტებს დავუჭერთ მხარს, რომელთა შორის ბევრია სტიპენდიატი, გრანტის მფლობელი, ჩვენ ამ ბიუჯეტში გავაორმაგეთ მათი რაოდენობა.
მაგრამ არა მარტო სასწავლებელზეა ლაპარაკი. გუშინ მოვუსმინე ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გამოდიოდა. ძალიან დამაჯერებელი, ძალიან კვალიფიციური, სერიოზული გამოსვლა იყო და მეამაყება, რომ ასეთი მინისტრები გვყავს, ვისაც შეუძლია არგუმენტირებულად, ფაქტებით, დოკუმენტებით, ტენდენციების ჩვენებით თავისი სიმართლე დაუმტკიცოს საზოგადოებას. მაგრამ ცალკე რომ შეკრიბო მხოლოდ ის ხალხი, რომლებიც სხვა მიზნებისათვის იბრძვიან, ეს კი ჩასაფიქრებელია. და თუ ისინი ექიმთა საზოგადოებასთან არიან - მით უფრო, თუ ქუჩიდან არის შესული, ესეც სხვა ამბავია. ვფიქრობ, ექიმთა საზოგადოება უნდა შეიკრიბოს და იმსჯელოს, თუ რა ხდება სისტემაში. ადრე ჩვენ ასეთ შეკრებებს ხშირად ვმართავდით, ვხვდებოდით და, სიმართლე გითხრათ, იქ შეკრებნილთა შორის ასობით ადამიანს ვიცნობ, რომლებმაც ურთულეს რეფორმას გაართვეს თავი და მაშინ დაგვიჭირეს მხარი, როცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო. ახლა ამ ხალხს იქ სიტყვაც კი არ მისცეს. ერთ-ერთი სამაგალითო რეფორმა სამედიცინო სფეროში საქართველოში განხორციელდა და რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ამაზე ლაპარაკი? კი, იყოს საწინააღმდეგო აზრი, კი, ბატონო, გამოთქვით, მაგრამ ჯოგური პრინციპით შევყაროთ ხალხი დარბაზში, მარტო ისინი, ვინც მე მეთანხმებიან ან ჩემს ოპონენტს ეთანხმებიან, არ ვარგა, ეს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.
მე ვიცი, ბევრს ძალზე დიდი იმედი ჰქონდა, რომ ვერ გამოვიზამთრებდით, არ იქნებოდა შუქი და ბევრს დაკვეთილიც ჰქონდა, სად უნდა შეეგროვებინათ გაცვეთილი საბურავები, რომელთა დაწვა შეიძლება პროსპექტებზე, და ასე მთელი ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ხელი შეგვიწყო იმაში, რომ შუქის საკითხი, ავად თუ კარგად, არ ვამბობ, იდეალურად, მაგრამ მოაგვარა. ამას წინათ კულტურის მუშაკებს შევხვდი და ყველამ აღნიშნა, რომ თითქმის 24-საათიანი რეჟიმით იღებენ ელექტროენერგიას, სადაც არის გრაფიკი, იქ დაცულია. გასაკეთებელი კი ჯერ კიდევ ბევრია.
ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი არ მოგვაწვდიდა გაზს, ისევე, როგორც გასულ წელს, საახალწლოდ გამოგვითიშავდნენ. მუშაობდნენ კიდეც საამისოდ, ღონისძიებებს მართავდნენ, არც გვარს ვასახელებ ახლა და არც პარტიას, მაგრამ ასეთი ხალხი არის, ჩემზე უკეთ იცით. მოვა დრო, თვითონ დაასახელებთ მათს გვარებს.
და, კიდევ: პედაგოგების ხელფასებთან დაკავშირებით, მათ, ფაქტობრივად, ისინი გამოეცალათ და დარბოდნენ სკოლებში, რომ როგორმე პედაგოგებს შორის დასაყრდენი ძალა გაეჩინათ.
არ ვარგა ეს,პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებს ამდენ უბედურებად. ყველამ ერთნაირად უნდა ვიზრუნოთ ქვეყანაზე, მის ხვალინდელ დღეზე, კორუფციის აღმოფხვრაზე, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ, განსხვავებული აზრის მქონე ხალხიც ეროვნულ, სახელმწიფოებრივ საქმეებში უნდა გაერთიანდეს. მჯერა და მწამს ასეთი მრავალპარტიული, პლურალისტული საზოგად დოებისა, რომელსაც მხარს ვუჭერ და მომავალშიც დავუჭერ.
დღეს ეს საუბარი იმისათვის წამოვიწყე, რომ მინისტრები რამდენადმე უფრო აქტიურები უნდა იყვნენ თავიანთ სისტემ მებში და ასევე ტელევიზიასთან ურთიერთობაში. რასაც ვაკეთებთ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს. მოსახლეობა, უწინარესად, ამჩნევს იმას, რაც არ არის გაკეთებული. ასეთი, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა შევნიშნოთ გაკეთებულიცა და გასაკეთებელიც. მაგალითად, დღეს რომ შუქი მოვიდა და ყველამ გაიხარა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს. ეს არც უკვირთ სადმე. ამიტომ, ხანდახან უნდა შევახსენოთ თანამემამულეებს, რომ ეს ძნელი იყო, ეს დამოკიდებული იყო რუსეთთან ურთიერთობაზე, დაკავშირებული იყო განაწილების სისტემასთან, ტარიფებთან, იმასთან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს 10-12 მილიონი დოლარის დახმარება უნდა მოეცა ჩვენთვის, რომ 55 ათას ოჯახს, რომელსაც გადახდის საშუალება არა აქვს, დავხმარებოდით და მათთვის შუქი მიგვეცა. არიან ისეთებიც, რომლებიც არ იხდიან, თუმცა აქვთ გადახდის საშუალება.
ასე რომ, რასაც ვაკეთებთ, უნდა შეგვეძლოს ამაზე საუბარი და მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს. მოსახლეობა არ უნდა ფიქრობდეს, რომ მას ისეთი მთავრობა ჰყავს, რომელსაც არაფერი აწუხებს. ჩვენ ვმუშაობთ, ყველა თქვენთაგანი შეუძლებელს აკეთებს და ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხალხმა, უნდა იცოდეს, ვის მოუსმინოს, უფრო სწორად, ყველას უნდა მოუსმინოს, მაგრამ, ვის დაუჯეროს და ვის - არა, აი, ეს არის მთავარი.
„ხალხმა ყველას უნდა მოუსმინოს, მაგრამ ვის დაუჯეროს და ვის - არა, აი, ეს არის მთავარი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 7 თებერვალი. - №31 (4090). - 1,3 გვ.
![]() |
21 „ჩვენ დავითისა და თამარის საქართველოს ვაშენებთ, ანუ - ღირსებითა და ზნეობით აღსავსე თავისუფალ საქართველოს, რომელსაც შეეძლება თანასწორად ითანამშრომლოს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 თებერვლის რადიოინტერვიუ
- 8 თებერვალს საქართველოში ტრადიციულად დავით აღმაშენებლის ხსენებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე აღინიშნება. შეიძლება ითქვას, ეს დღესასწაული დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სიმბოლოდაც იქცა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- 8 თებერვალი მართლაც დიდი დღეა სრულიად საქართელოსათვის.
ჩვენი ქვეყნის ერი და ბერი, მორწმუნე თუ ათეისტი, ქრისტიანი თუ სხვა რელიგიის აღმსარებელი, ქართველი და საქართველოს ყველა მოქალაქე, ეროვნების განურჩევლად, მოწიწებით აღნიშნავს საქართველოს დიდი მეფისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის, ქართული სახელმწიფოს აღმაშენებლის, დიდი რეფორმატორის დავით მეოთხე ბაგრატიონის ხსენების დღეს.
მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიამ მეფეთა ბევრი ზეწოდება იცის, მაგრამ აღმაშენებელი მხოლოდ დავით მეოთხეა. მან არა მხოლოდ ქართული სახელმწიფო აღაშენა, არამედ ქართული სულიც ააღორძინა. და თავადაც იქცა ჭეშმარიტად ქრისტიანული ღვთისმოშიშობის, თვითგვემის, იმავდროულად ლომგული რაინდობის საოცარ განსახიერებლად.
ათეულობით წელი დასჭირდა იანვარქმნილი ქვეყნის აღდგენას, გაერთიანებას, მაგრამ მან ბიბლიური იობის მოთმინებით აკეთა მისი დიდი საქვეყნო საკეთებელი.
საოცრად ნიშანდობლივია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაფუძნდა.
ხშირად ამბობენ: „ეპოქა იცვლებაო“. რა თქმა უნდა, მე-12 საუკუნიდან დღემდე ბევრმა წყალმა ჩაიარა მტკვარშიც, ალაზანშიც და რიონშიც, მაგრამ სახელმწიფოებრივი სულისკვეთება, ანუ ის საფუძველი, რომელსაც ეროვნული სახელმწიფო ეყრდნობა, უცვლელი უნდა იყოს.
დავითი დღეს რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, „წამოახედა“, ალბათ, ბევრ ქვეყნის ორგულსა და „მძარცველ-მეკობრეს“ მოუწევდა (როგორც ქართველი ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს) უმკაცრესი „წურთნა“, ანუ უმძიმესი სასჯელი სახელმწიფოებრივ ინტერესთა შელახვისათვის.
მე კვლავ ვადასტურებ, რომ ეპოქათა ცვალებადობის მიუხედავად, ჩვენ დავითისა და თამარის საქართველოს ვაშენებთ, ანუ - ღირსებითა და ზნეობით აღსავსე, თავისუფალ ქვეყანას, რომელსაც შეეძლება თანასწორად ითანამშრომლოს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან.
ჩვენ ურთულეს პროცესში ვიმყოფებით, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი არჩევანია, რომელიც ჩვენმა ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა.
- შაბათ-კვირას გაიმართა მთავრობის გაფართოებული სხდომა, რომელზეც ორი ძირითადი საკითხი განიხილებოდა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გასული წლის ეკონომიკური შედეგების შეჯამება. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- მე მიმაჩნია, რომ ასეთი სხდომები, რომლებიც პერიოდულად იმართება (ჩვენ ამ ბოლო დროს ცოტა შევანელეთ ყურადღება მუშაობის ამ ფორმის მიმართ), უაღრესად სასარგებლოა, ვინაიდან ეს არის ერთგვარი ანგარიში ხელისუფლებისა - ხალხის წინაშე. და, თუნდაც, ერთგვარი სემინარი: მაღალი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელებმა გაიცნონ ის, რაც ხდება ქვეყანაში, თითოეულ რეგიონში, რაიონსა და ქალაქში.
შემთხვევითი არ გახლავთ ის დიდი ინტერესი, რომელსაც მასმედია ამჟღავნებს ასეთი სხდომების მიმართ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას - ჩვენს პრესას, ტელევიზიას, განსაკუთრებით პირველ არხს იმ ყურადღებისათვის, რომელიც მათ დაუთმეს ორი დღის ძალიან სერიოზულ და საგნობრივ მსჯელობას ქვეყნის განვითარების საკითხებზე.
ეს რომ „ჩვეულებრივი რუტინა“ იყოს (როგორც ზოგიერთი ენაწყლიანი პოლიტიკანი და დემაგოგი ქილიკობს), მაშინ დამოუკიდებელი მედიის (ანუ საზოგადოების) ინტერესის ინსცენირება ძალიან ძნელი (ალბათ, შეუძლებელიც) იქნებოდა.
ამჯერადაც გაიმართა საინტერესო, საგნობრივი, პირუთვნელი საუბარი საქვეყნო პრობლემებზე.
ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ქვეყნის გულშემატკივარია და სამშობლოს ინტერესებით, მისი გამარჯვების სიხარულითა და მარცხის მწუხარებით ცხოვრობს, ნამდვილად საინტერესოა იმ ტენდენციებზე მსჯელობა, რომლებიც საქართველოში იკვეთება ორი უმთავრესი მიმართულებით: ეს გახლავთ კორუფციის აღმოფხვრა (ანუ, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობის განმტკიცება) და ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების გაძლიერება.
განსაკუთრებით მივაპყრობ მსმენელისა და მკითხველის ყურადღებას იმ გარემოებას, რომ კორუფციაზე მსჯელობა სულ უფრო საქმიანი, საგნობრივი და პერსონიფიცირებული ხდება.
სწორედ ამას მოვითხოვდი მე ყოველთვის ჩემი კოლეგებისაგან: კორუფციაზე ზოგადად ლაპარაკი ძალიან ადვილია, კონკრეტული გვარების დასახელება და კონკრეტულ კორუმპირებულ პირებთან დაპირისპირება კი გაცილებით უფრო ძნელი.
ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო ბიუროს მდივნის ბატონ მირიან გოგიაშვილის გამოსვლა. რა თქმა უნდა, გენერალური პროკურორის ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ კობა ნარჩემაშვილის მოხსენებები, ასევე განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის გამოსვლა და მთლიანად კონტროლის პალატაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და სხვა მოხსენებები და გამოსვლები. ძალზე საჭირო, შინაარსიანი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის სიტყვა თითქმის ყოვლისმომცველი ანალიზით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა კონტროლის პალატამ და მათ მიერ შემოწმებული და გამოძიებული მასალები ძალიან ბევრი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.
ძალიან ბევრი, ასევ ვთქვათ, „ბობოლა კორუფციონერი“ უკვე დაპატიმრებულია, მრავალი საქმეც ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. მინდა შევახსენო რადიომსმენელებსა და მკითხველებს: მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი წინსვლის დამაბრკოლებელი სწორედ კორუფცია და კორუმპირებულნი გახლავთ. თითქმის წელიწად-ნახევარი ვამზადებდით ჩვენს თავსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც კორუფციასთან ბრძოლაში ჩასაბმელად. გაიხსენეთ ეგრეთ წოდებული „შვიდკაცას“ მიერ შემუშავებული მართლაც შესანიშნავი პროგრამა, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლებმა აღიარეს, როგორც სამაგალითო და მაღალი დონის პროგრამა, რომელიც მე დავამტკიცე, შემდეგ მთელი რიგი კონკრეტული პროგრამები მიმართულებებისა და დარგების მიხედვით, გაიხსენეთ სასამართლო რეფორმა და ბოლოს ჩემი ბრძანებულებით შექმნილი, პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული საბჭო, რომელიც, ჩვენდა გასახარად, ასე აქტიურად ამოქმედდა. ეს არის მთელი კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებდა კორუფციასთან ბრძოლის საფუძვლების მომზადებას და ახლა უკვე შეიძლება გარკვეულ შედეგებზეც ვილაპარაკოთ.
სამომავლოდ იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ვინც უნდა იყოს, რა წარსული დამსახურებაც უნდა მიუძღოდეს, პიროვნულად როგორი დამოკიდებულებაც უნდა მქონდეს მე პირადად, რა გავლენითაც უნდა სარგებლობდეს, თუ მინისტრი, სხვა მაღალი თანამდებობის პირი, რწმუნებული ან გამგებელი ამ უმძიმეს პერიოდში დროის მოთხოვნას ვერ აცნობიერებს, მან პასუხი უნდა აგოს საზოგადოების, სახელმწიფოსა და პრეზიდენტის წინაშე.
ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იყო, მიმეღო გადაწყვეტილება ბატონ კობა ბუჩუკურის შესახებ. თქვენ ყველამ იცით, როგორია ჩემი ურთიერთობა რწმუნებულთან, მათ შორის, ბატონ კობასთან. მე მას ვერც გაკეთებულს დავუკარგავ, მაგრამ, როცა არის ფაქტები (ლაპარაკი ბევრზეა, მაგრამ მე არ შემიძლია ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე გადაწყვეტილება მივიღო), მაშინ პრეზიდენტმა თავის თავს უნდა აჯობოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნისათვის აუცილებელია.
სხვათა შორის, ბატონმა ბადრი ხატიძემ თავის სიტყვაში დაასახელა ათზე მეტი გამგებელი, ადგილობრივი ხელმძღვანელები, რომლებიც თავს ვერ ართმევენ მოვალეობას, ვერ ასრულებენ საგადასახადო შემოსავლების გეგმებს და ამ რაიონებში კორუფციასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ იგი მოამზადებს მასალებს, რათა პრეზიდენტმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. რეზერვი ჩვენ უკვე გვყავს, ხალხი არის. როცა ვხედავთ, რომ საქმე ზარალობს და ხალხის ინტერესებს ზიანი ადგება, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა კიდევ უფრო გააძლიერებს თვალსაჩინო დადებით ტენდენციას ქვეყნის ეკონომიკაში.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ პრობლემები და ნაკლოვანებანი არასდროს მიგვიჩქმალავს. მაგრამ, როდესაც ნამდვილად არსებობს სასიკეთო ტენდნეცია, ამასაც სიხარულით ვამცნობ თანამემამულეთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს, მრავალი ტკივილის, გაჭირვების მიუხედავად, მომავლის რწმენა და მხნეობა შევმატო.
მე უკვე დავასახელე გუშინაც და გუშინწინაც რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი, კიდეც გავაცანი შეკრების მონაწილეებს რუსთავის ქარხანა „აზოტის“ დირექტორის წერილი, რომელმაც მოახსენა თათბირს, რომ ქარხანა ამუშავდა, 3500 ადამიანი დასაქმებულია, ხელფასი მაღალია და ქვეყნის სასუქებით მომარაგების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. პროდუქცია უკვე გადის საერთაშორისო ბაზარზე, დიდია მოთხოვნილება აზოტზე როგორც მეზობელ, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. შემდგომში ამუშავდება სხვა საამქროებიც. ასევე, შეიძლება ჩამოვთვალოთ ქუთაისის საავტომობილო, ცემენტის, რუსთავის ქარხნები და მრავალი სხვა, რომლებიც მთელი დატვირთვით მუშაობენ.
მე არ შემიძლია, არ მივესალმო ცალკეული სამინისტროების ინიციატივებს - აქ არის მაგალითები, რომლებიც დაკავშირებულია განვითარების მაღალ ტემპთან. ასეთი ტემპით ხასიათდება კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი და ზოგიერთი სხვა დარგები, მაგრამ მინდა მივესალმო ისეთ თითქოს მოულოდნელ ინიციატივებს, რომლებიც ფინანსთა მინისტრისაგან მიმდინარეობს. უკვე გახმაურებულია ქარხანა „ავიამშენებლის“ გაცოცხლების საკითხი ახალი დაკვეთების უზრუნველყოფათა და ფინანსთა მინისტრის ხელშეწყობით. იქ ათასობით ადამიანი მუშაობს. საავიაციო ქარხანა ახლა მოქმედებს.
მეორე კონკრეტული მაგალითი მინდა მოვიყვანო. ასევე, ფინანსთა მინისტრის დახმარებით გაცოცხლდა აგარის შაქრის კომბინატი და ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში 580 ათასი ლარი შევა, ფონდებში - 500 ათასი ლარი, ცენტრალურ ბიუჯეტში - მილიონ-ნახევარი, სავარაუდოდ პროგრამა გადაჭარბებით შესრულდება და თუ ჩვენ დღეს ბიუჯეტისგან დროებით უნდა გამოვყოთ 12 მილიონი ლარი, სანაცვლოდ უკვე ქვეყანას დაუბრუნდება 20 მილიონი ლარი და ა.შ. სხვა სამინისტროებშიც ძალიან ბევრია ასეთი მაგალითები. ჩვენს შეკრებაზე ამაზე იყო სერიოზული საუბარი.
მე უკვე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ ცალკეულ დარგებში ზრდის ტემპი შენელდა, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ამასთანავე თვით ეკონომიკის ზრდა განუხრელად გრძელდებოდა.
ამ მხრივაც, 2001 წელი გარდამტეხად შეიძლება ჩაითვალოს. მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს 4,5 პროცენტით გაიზარდა, რაც თითქმის ორი პროცენტული პუნქტით აღემატება წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელს.
არც ის არის შემთხვევითი, რომ წინა წლებთან შედარებით დაფიქსირდა ინფლაციის ყველაზე დაბალი დონე: სულ რაღაც 3-3,5 პროცენტი.
ასეთი დაბალი ინფლაცია თვით ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებსაც კი შეშურდებოდა.
1996 წელთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 25 პროცენტით გაიზარდა.
ვითარდება ვაჭრობა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგები.
ზოგიერთი სირთულის მიუხედავად, მთლიანობაში დადებითი ტენდენციები სჭარბობს, აგრეთვე, სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში, დიდწილად წესრიგი დამყარდება ფისკალურ სფეროში, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაიწყო დავალიანებათა დაფარვა და მრავალი სხვა.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: თუ, ერთი მხრივ, გავტეხავთ (გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად) კორუფციას, მათ შორის, კონტრაბანდასა და ფალსიფიკაციას, ხოლო, მეორე მხრივ, შევინარჩუნებთ პოლიტიკურ სტაბილურობას, უახლოეს მომავალში განვითარების ეს ტემპიც კი საკმაოდ დაბალი მოგვეჩვენება, როდესაც დაიწყება ცნობილი „დიდი პროექტების“ განხორციელება, ანუ ქვეყანა ამ მიმართულებით მრავალწლიანი შრომის შედეგს მოიმკის.
დღეს მაქვს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მინდა გითხრათ, რომ სავალუტო ფონდის მისიამ ამჯერადაც კეთილგანწყობით იმუშავა საქართველოში. არ დარჩენიათ არც ერთი დარგი თუ სფერო, რომლისთვისაც ყურადღება არ მიექციოთ. მათ ძალიან დიდი სტიმული მოგვცეს იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობის ტემპი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
- თქვენ საუბრობდით საკადრო ცვლილებებზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალაქ ფოთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეიცვალა, რასთან იყო ეს დაკავშირებული?
- ქალაქ ფოთში განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქალაქი, განსაკუთრებით კი ნავსადგური, ვითარდება, იზრდება, მაგრამ ეს ტემპი უკვე საკმარისი აღარ არის. ბატონი აკაკი დარჯანია, რომელიც აქამდე ქალაქის მერად მუშაოდბა, რამდენიმე თვის წინათ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი გადასვლა თუ გათავისუფლება აუცილებელია. არავითარი პრეტენზია მისი პატიოსნების მიმართ არა გვაქვს. იგი წესიერი, მართლაც პატიოსანი კაცია, მაგრამ მივედით იმ დასკვნამდე, რომ, ალბათ, დღეს ფოთში სხვა ტემპი და სხვა მასშტაბია საჭირო.
- და, როგორც ჩანს, მართლაც გამორჩეული ადამიანია, ვინაიდან საქართველოში თანამდებობიდან ნებით არავინ მიდის...
- ხანდახან არის გამონაკლისებიც. ფოთის სოცაილურ-ეკონომიკური განვითარების ძირეულ საკითხებზე მივიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებას. ფოთს, ისევე როგროც მთელ სამეგრელოსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, ქალაქებს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ფოთი განსაკუთრებით გამორჩეულია. ფოთის განვითარება უკავშირდება ევრაზიის დერეფნის პერსპექტივებს. სახელმწიფო კომისია ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით იმუშავებს ამ საკითხებზე და ჩვენ გვექნება ძალიან სერიოზული მხჯელობა. ამის გათვალისწინებით ასეთი არჩევანი გავაკეთეთ: ბატონი დავით ქანთარია დავნიშნეთ ქალაქ ფოთის მერად. მას საზოგადოება კარგად იცნობს. იგი ურთულეს დროს, ურთულეს პირობებში მივიდა წალენჯიხაში სამუშაოდ, და უნდა გითხრათ, რომ გამოიჩინა დიდი შრომისმოყვარეობა, თავდადება, თავგანწირვა. მას, მართლაც, რამდენიმე წელიწადი დასჭირდა, მაგრამ რაიონმა, როგორც იტყვიან, თვალში გამოიხედა. ბევრი რამ აშენდა, მათ შორის, ცნობილი ხიდი, რომელიც მე გავხსენი. ხალხის განწყობილებაც დიდად გამოირჩევა იმისაგან, რაც იმ მძიმე წლებისაგან მივიღეთ მემკვიდრეობად.
მინდა აქვე გითხრათ, რომ ცვლილებები იქნება გამგებელთა კორპუსშიც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება საჯაროდ, სახალხო და ქვეყნის მოსახლეობა, მოქალაქენი ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.
- გასულ კვირას თათბირებზე ითქვა აფხაზეთის თემის თაობაზეც. დღეს უკვე ლაპარაკია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში დევნილთა ყრილობაც გაიმართება. როგორ აფასებთ თქვენ ამ ყველაფერს?
- ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ასეთი მოძრაობა დაიწყო. როგორ შეიძლება, მე რაიმე თავყრილობის წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ თვით მიზანი, რომელსაც ორგანიზატორები ასახელებენ, რამდენადმე გაუგებარია. მათ უნდათ, გამოხატონ სურვილი, მხარი დაუჭირონ ბატონ ასლან აბაშიძეს, რათა მან შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია. ეს გადაწყვეტილება მე უკვე მივიღე. შესაბამისად, გაზეთში ცნობაც გამოქვეყნდა და ბატონი ასლანი მოსკოვში იმყოფება. როცა მე მას წასვლის წინ ველაპარაკე, მისთვისაც ცოტა მოულოდნელი იყო თვით ამ ყრილობის გამართვის იდეა. მას მიაჩნია, რომ თუ დევნილებს სურთ გამოხატონ თავიანთი კეთილი დამოკიდებულება, ნდობა, შეიძლებოდა ეს შეკრებები რაიონებში, ქალაქებში გამართულიყო. არა მგონია, ამასთან დაკავშირებით საქართველოში ვინმეს უნდობლობის სინდრომი აწუხებდეს.
როგორც მე ბატონი ასლანის ინფორმაციით ვიცი, მოსკოვში მან ნაყოფიერად იმუშავა. იგი ამ დღეებში დაბრუნდება. ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით თავყრილობები, რომლებიც არც ისე იაფი ჯდება და უფრო მეტი ძალა და ენერგია მიაქვს, არ უნდა იყოს აუცილებელი. უნდა ვადროოთ, ბატონმა ასლანმაც იმუშაოს, მეც უნდა ვიმუშავო. ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე აპირებს სოხუმში ჯერგენიასთან და სხვა ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ასევე მუშაობენ მალხაზ კაკაბაძეც და დანარჩენი სხვებიც. ბატონ ასლანს შეიძლება ცოტა სხვა გზები აქვს, სხვა ხერხები და მეთოდები, სხვა რეზერვები იმისათვის, რომ ჩვენს საერთო ეროვნულ ტკივილს წაადგეს და სასარგებლო საქმე გააკეთოს.
- და, ბოლოს, კიდევ ერთი ასეთი თემა: ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ გასული წლის კულტურულ მიღწევათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო ანსამბლ „ერისიონის“ წარმატება და მისი გასტროლები საფრანგეთში...
- მე აუღელვებლად არ შემიძლია ამის შესახებ საუბარი. მე მუდმივად თვალს ვადევნებდი, როგორ მიმდინარეობდა ანსამბლის მოღვაწეობა. უწინარესად, უნდა გითხრათ, რომ გასტროლებიც საოცარად იყო ორგანიზებული. ის უცხოელი მეგობრები კი, რომლებიც ანსამბლს ეხმარებოდნენ, მართლაც უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან. ის შთაბეჭდილებები, რომლებიც ანსამბლმა ჩამოიტანა საფრანგეთიდან, მართლაც წარუშლელია. ჩვენ ერთხელ კიდევ უნდა დავინახოთ, თუ რა სიმდიდრე გვაქვს ჩვენი ეროვნული კულტურის (იქნება ეს ფოლკლორი, ხალხური ცეკვები და სხვა მრავალი) სახით.
ეს მართლაც დაუვიწყარი დღეები იყო, ალბათ, თვით ამ კოლექტივის წევრებისათვის. ყველაფერი ეს, ვფიქრობ, აღბეჭდილი იქნება ფირზე და ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება, ნახოს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, ამ უნიკალური კოლექტივის ზღაპრული წარმატება ბატონი ჯემალ ჭკუასელის მეთაურობით, რომელიც ჩვენი დროის დიდი მოღვაწეა. მინდა მასაც მივესალმო. თუ ანსამბლის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები მოისურვებენ, მე ამ დღეებში გამოვძებნი დროს, აუცილებლად შევხვდები და ორიოდე თბილ სიტყვას ვეტყვი ჩემი ხალხის და პირადად ჩემი სახელით.
„ჩვენ დავითისა და თამარის საქართველოს ვაშენებთ, ანუ - ღირსებითა და ზნეობით აღსავსე თავისუფალ საქართველოს, რომელსაც შეეძლება თანასწორად ითანამშრომლოს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 თებერვალი. - №35 (4094). - 1,2 გვ.
![]() |
22 „დემოკრატია არ ნიშნავს უკანონობასა და უპასუხისმგებლობას, პირიქით, იგი სამართლისა და კანონის უმკაცრეს, უპირობო და საყოველთაო დაცვას მოითხოვს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე
2002 წლის 9 თებერვალს
მინდა ყველა თქვენგანს მივესალმო, განსაკუთრებით ჩვენს სტუმრებს, მხედველობაში მყვანან ჩვენი საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები კულტურის სფეროდან, მწერლები, ბიზნესმენები, სხვები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ძალზე სერიოზულ მსჯელობაში. ასევე მივესალმები პრესის, ტელევიზიის წარმომადგენლებს. გვჯერა, ისინი შეეცდებიან, რაც შეიძლება ობიექტურად, მაგრამ მწვავედ გააშუქონ ის საკითხები, რომელთა შესახებ დღეს ვსაუბრობთ.
ნება მომეცით, ვისარგებლო იმ მასალით, რომელიც ჩემს თანაშემწეებთან ერთად მოვამზადეთ, მხედველობაში მაქვს ის მომენტი, რომ დღევანდელი შეხვედრა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი, ისე როგორც აქამდე ვხვდებოდით. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ დიდი იყო აღშფოთება იმ დარღვევების გამო, რაც რეალურად ხდება ქვეყანაში და რამაც, ფაქტობრივად, დააკნინა, სახელმწიფო. თუ დღევანდელი შეხვედრაც ჩვეულებრივად ჩაივლის, ისე როგორც სხვა შეხვედრები, მაშინ ამ საუბარს აზრი არა აქვს. მაგრამ ვიმედოვნებ, დღევანდელი შეხვედრა მაინც სხვა ხასიათისაა, რადგან გარკვეული საფუძველი გაგვაჩნია იმისათვის, რომ რაც მიზნად დავისახეთ, ის განვახორციელოთ.
ჩვენი ბოლო შეხვედრა 2000 წლის იანვარში გაიმართა ასეთივე მასშტაბური შემადგენლობით. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი სხდომის მნიშვნელობას განაპირობებს არა ქრონოლოგიური მომენტი, არამედ, გადაუჭარბებლად მინდა ვთქვა, ახალი ეტაპის პოლიტიკური შინაარსი.
ახლის შინაარსი და სამომავლო ამოცანები კი გასული პერიოდის შედეგებითა და ამჟამინდელი ძირეული პრობლემებით განისაზღვრება.
დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს მშენებლობის სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძველი 1995 წლის კონსტიტუცია გახლავთ. ამიტომ გაწეული მუშაობის შეფასება და სამომავლო ამოცანებიც მხოლოდ კონსტიტუციური მიზნებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
დღეს უკვე ფაქტია, რომ უაღრესად რთული საგარეო პირობების მიუხედავად შევძელით სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური საფუძვლის შექმნა. იყო დრო, როცა დამოუკიდებლობის შესაძლებლობა ან მხოლოდ პოლიტიკური რომანტიზმით და გადაჭარბებული ოპტიმიზმით საზრდოობდა, ან ზედმეტი პრაგმატიზმით და უიმედობის გამო თითქმის გამოირიცხებოდა. ორივე მათგანი სინამდვილის რეალური, მაგრამ ცალმხრივი ასახვა იყო.
შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად მიღწეულია მათი პრაქტიკული სინთეზირება, ყოველ შემთხვევაში, იმ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელიც ისტორიულად ჩვენი ქვეყნის უმძიმესი ხვედრის განმსაზღვრელია. ამჟამად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი ეტაპია. თუ ხატოვნად ვიტყვით, ახლა ჩვენ ვაბარებთ დამოუკიდებლობის ნებისა და უნარის სერიოზულ გამოცდას.
უხალოეს მომავალში მოხსენებით უნდა წარვდგე პარლამენტის წინაშე. ამიტომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ვრცელ ანალიზზე დღეს იმდენად არ შევჩერდებით.
ცივილიზაციის საფეხურებზე აღმასვლა მხოლოდ იმ ერებმა შეძლეს, რომლებმაც ბოლომდე გამოავლინეს დამოუკიდებლობის რწმენა და უნარი. ყოველ მათგანს ჰქონდა სხვადასხვაგვარი დეპრესიების ეტაპები, მაგრამ არჩეული კურსი სათუო არასდროს გაუხდიათ. დღევანდელი ვითარება გვავალდებულებს რთული, მაგრამ აუცილებელი ეტაპის ღირსეულ გავლას.
დღეიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისას საქართველო არაერთხელ დამდგარა ურთულესი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებათა წინაშე. თქვენ ეს შესანიშნავად იცით, ბევრმა თქვენგანმა აღნიშნა ეს, მაგრამ, უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ ამის შესახებ: ფულის რეფორმა (ახლა ეს ეტაპი გავლილია და სხვათა შორის ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ურთულესი და უძნელესი ეტაპი იყო), ასევეა ფასების ლიბერალიზაცია, სამართლებრივი რეფორმა. მინდა დავადასტურო ბატონი ლადო ჭანტურიას შეფასებები საქართველოში განხორციელებული სამართლებრივი რეფორმებისა, სასამართლო რეფორმისა და აღვნიშნო მისი განსაკუთრებული წვლილი ზოგიერთ მის თანამოაზრესთან ერთად.
ძალზე დიდი საქმე, წინგადადგმული სერიოზული ნაბიჯი იყო „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენის იდეის განხორციელება. ახლა ამ იდეასაც შევეჩვიეთ, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში ქვეყანა იგრძნობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს საქართველოსათვის, მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის.
ისტორიული მოვლენაა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესის დაწყება და სხვა მრავალი, რომლებიც სწორედ იმ გადაწყვეტილებათა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ქმნიდა ჩვენს დამოუკიდებლობას და რომელთა მიღება უნდა ეტვირთა ნამდვილად დამოუკიდებელ საქართველოს ხელისუფლებას.
როდესაც ამგვარი ამოცანების წინაშე ვიდექით, აქაც და ქვეყნის გარეთაც ბევრს ეგონა, რომ ვერ შევძლებდით საკუთარი ძალებით ესოდენ რთული და სარისკო ამოცანების განხორციელებას. მე ყველას ვთხოვ, იოლად ნუ წამოკრავთ ხელს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს და ა.შ. ყოველივე ეს მონაპოვარია, დამოუკიდებელი ქვეყნის ატრიბუტია. მე არაერთხელ შევხმიანებივარ ტელემაყურებლებს, რადიომსმენელებს და ხშირად ვიხსენებ ჩემს ჩამოსვლას საქართველოში ათი წლის წინათ, რა იყო მაშინდელი ან 1995 წლამდე საქართველო. მართალია, დიდი რევოლუციები არ მოგვიხდენია, მაგრამ მერე როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გახდა ქვეყანა დამოუკიდებელი, რადგან სწორი გზა, სწორი ორიენტირები ავირჩიეთ. ვფიქრობ, ეს მაინც მონაპოვარია და ამას ნუ გავაუფასურებთ.
დათმობების, სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე ბევრი კონფორმისტულ გარიგებებს გვირჩევდა, მაგრამ, გაჭირვებისა და სიდუხჭირის მიუხედავად, ჩვენ შევძელით დამოუკიდებელი ქვეყნის მყარი საძირკვლის შექმნა.
უკვე გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ თავისუფალი და ერთიანი საქართველოსკენ სვლა გარდაუვალს ხდის საკუთარი ძალებით იმ სიძნელეების გადალახვას, ურომლისოდაც შეუძლებელია შემდგომი წინსვლა.
დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ სვლის ეს გარდუვალობა განაპირობებს კიდეც საქართველოს საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი მდგრადობის აუცილებლობას. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა დემოკრატიული სამართლისა და სამართლიანობის პრაქტიკული დამკვიდრება, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ერთიანობა, კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა.
ფაქტია, რომ ჩვენი რეალობა შორსაა სასურველისაგან. სამართლისა და კანონის უგულვებელყოფა, ფარული ზონები და უკანონო შეღავათების მქონე კლანები, დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის სინდრომი, კორუფციისა და კონტრაბანდის, ნარკობიზნესის მასშტაბი თუ სხვა მსგავსი რამ, ჩვენი საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.
ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ენგურის ხიდზე გამართული აქციის მონაწილეებმა შეწყვიტეს აქცია, მას შემდეგ რაც მათ შეხვდნენ ჩვენი წარმომადგენლები. ვფიქრობ, სასიამოვნო და სასარგებლო მოვლენაა. მინდა მადლობა ვუთხრა ამ აქციის ყველა მონაწილეს და აქედან მივმართო, რომ ამ აქციამაც შეასრულა როლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციის მიღებაში, რომელიც შეიძლება გარკვეული შემობრუნების წერტილი გახდეს აფხაზეთის დაბრუნებისათვის ბრძოლაში.
მთავრობის გაფართოებული სხდომა ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული. მიზნად არ ვისახავდით არც პესიმიზმის დამკვიდრებას და არც, თუნდაც, იმ მიღწევების გადაჭარბებით შეფასებას, რომელიც ამჯერად, ასე თუ ისე, გვაქვს.
უწინარეს ყოვლისა, ველოდი არსებული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების ზუსტ ანალიზს და მოსაზრებებს მათი დაძლევის შესახებ. უნდა ითქვას, რომ გამომსვლელთა დიდმა ნაწილმა საგულისხმო და საინტერესო წინადადებები წარმოადგინა.
ამ თათბირის შედეგი უნდა იყოს მდგომარეობის რადიკალური შეცვლის დაწყება.
დემოკრატია არ ნიშნავს უკანონობასა და უპასუხისმგებლობას, პირიქით, იგი სამართლისა და კანონის უმკაცრეს, უპირობო და საყოველთაო დაცვას მოითხოვს.
ახლა მოვიდა ის დრო, როცა ჩვენ ეს პრობლემა უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში და დავიწყოთ რეალური მოძრაობა და ბრძოლა ამისათვის. მაგრამ არსებული მდგომარეობის დაძლევის უმთავრესი პირობაა ჯერ იმ სტრუქტურების სრულიად ახალ პრინციპებზე გარდაქმნა, რომელთა უშუალო დანიშნულებაა მართლწესრიგის დაცვა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება. ნაწილობრივ ამას ქალბატონი ნინო ბურჯანაძე შეეხო, სხვებიც, მაგრამ ზოგიერთ მოსაზრებას მაინც ჩამოვაყალიბებ.
სამართალდაცვის ორგანოებში რეფორმებისადმი ჩემი ფრთხილი დამოკიდებულება და განსაკუთრებული მოთმინება, ვფიქრობ, გამართლებული იყო. თუმცა საერთო ფონის კონცეპტუალური პროგრამების მომზადების და პოზიციების შეჯერების პროცესმა არცთუ მცირე დრო წაიღო.
ჩვენ ხშირად აღშფოთებული ვართ იმით, რომ არის გამომ მძალველობის, მექრთამეობის ამდენი ფაქტი, კიდევ სხვა მრავალი და რატომ აგვიანებს საქართველოს პრეზიდენტი, რატომ აგვიანებს საქართველოს მთავრობა. პირდაპირ გეტყვით, ყველა დიდ ისტორიულ შემობრუნებას, რომლის შესახებაც მოგახსენ ნებთ, და ეს ისტორიული შემობრუნება გახლავთ ჩვენი ხალხის ცხოვრებაში, სჭირდება ძალიან სერიოზული თეორიული და პრაქტიკული მომზადება. მახსოვს, ბატონი ლადო ჭანტურიას მეთაურობით ექვსი თვე დასჭირდათ იმისათვის, რომ ანტიკორუფციული პროგრამა დამუშავებულიყო, ჯერ თეორიული, შემდეგ პრაქტიკული ასპექტები. შემდეგ პრეზიდენტის ბრძანებულება მივიღეთ და მივედით იმ დრომდე, რომ დღეს ვისაუბროთ ამ საშინელი სენის დასაძლევად რეალური საყოველთაო მოძრაობის დაწყებაზე.
დღეს, ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ უმოკლეს დროში შევძელით ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობათა შესატყვისი არა მარტო სამართლებრივი ბაზის მომზადება, არამედ სასამართლო სისტემის შესაბამის პრინციპებზე გადაყვანაც.
ეს კარგია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რადგან ძალზე მცირეა ახალი სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტი.
რა თქმა უნდა, რაც იყო, იმასთან შედარებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგათ, მხედველობაში მაქვს სასამართლო რეფორმა, მოსამართლეთა ახალი კორპუსი გამოცდილი ადამიანების ჩათვლით, მაგრამ ეს მაინც საკმარისი არ არის.
უაღრესად მცირე და ცალკეული გამონაკლისები ვერ ცვლის სისტემისადმი მოსახლეობის საერთო ნეგატიურ დამოკიდებულებას. საზოგადოების ცნობიერებაში სამართალი და სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ შორსაა სამართლიანობისა და ობიექტურობისაგან. ალბათ, გარკვეული დრო გვჭირდება, რომ თქვენთან ერთად ეს გზა გავიაროთ.
სამართლებრივი სისტემის რეფორმის განვითარება და მისი პოზიტიური შედეგები პირდაპირ უკავშირდება სამართალდაცვის სისტემის სრულ გარდაქმნას. ამ ეტაპის, სასამართლო რეფორმის შემდეგ, ლაპარაკი უნდა იყოს სამართალდაცვის სისტემის სრულ გარდაქმნაზე. ალბათ, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრები, დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ეს ის სისტემაა, რომელიც ჩვენ საბჭოთა კავშირისაგან მივიღეთ, ვერ გეტყვით, რომ რაღაც, დიდი ცვლილებები მოხდა. კანონები, ზოგიერთი პრინციპები შეიცვალა, მაგრამ თვით სისტემა, სტრუქტურები მემკვიდრეობით არის მიღებული და დღეს სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ იმ რეფორმებზე და რეფორმის ტოლფას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სასამართლოების ხაზით განვახორციელეთ.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, პროკურატურის ორგანოების მიერ მოკვლევის ზედამხედველობა და გამოძიების პროცესუალური ხელმძღვანელობა ურთიერთდაკავშირებულ, ერთიან უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ამან სამართალდაცვის ორგანოების ერთიანი ინსტიტუციური რეფორმის აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამ მიზნით გასული წლის 6 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შევქმენი საუწყებათაშორისო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ლადო ჭანტურია. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი პრაქტიკოსი იურისტები და მეცნიერები. ბევრი მათგანი დღეს ამ დარბაზში არის და მადლობას მოვახსენებ აქ მობრძანებისათვის. კომისიას ამოცანად დაესახა შეისწავლოს და გააანალიზოს უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების ორგანიზებული და ფუნქციური საქმიანობის თვალსაზრისით სხვა ქვეყნების გამოცდილება. ამასთან გაითვალისწინონ ევროპის საბჭოში საქართველოს წევრად მიღებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და მინისტრთა საბჭოს საგანგებო რეზოლუციის მოთხოვნები. ვიმედოვნებ, დათქმულ დროში, აპრილის დამლევს წარმოდგენილი იქნება უშიშროებისა და სამართალდაცვის სისტემის ორგანოების ინტიტუციური მოწყობის კონცეპტუალური მოდელი. უფრო მეტიც, გვპირდებიან ძირითადი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარმოდგენასაც და მე მივესალმები ქალბატონ ნინო ბურჯანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ამიერიდან ყველა დოკუმენტი, რომელიც პარლამენტში შევა პრეზიდენტის ინიციატივით, განხილული იქნება მთელი პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება ოპერატიულად, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემის ამსახველი დოკუმენტია.
გარდაქმნის შინაარსი და ტემპი, თუ გნებავთ, თანმიმდევრულობა, მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს რეალურ ვითარებასა და ქვეყნის ფაქტობრივ პოტენციალს. ჩვენთან ძალიან დიდია ცდუნება - რაც შეიძლება ჩქარა განხორციელდეს რეფორმა და თუ იგი განხორციელდა, მიგვაჩნია, რომ გავიმარჯვეთ. მთლად ასე არ არის. მაგალითად, გულახდილად გეტყვით, ჩვენ ცოტა ვიჩქარეთ პენიტენციალური სისტემის იუსტიციის სისტემაში გადაცემა. შეიძლებოდა ერთი-ორი წელი მოგვეცადა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცილებით მეტი საშუალებები ჰქონდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს მსჯავრდადებულთა გაქცევები და სხვა, აღკვეთილი იქნებოდა. ალბათ, ორი-სამი წელი უნდა დაგვეთმო იმისათვის, რომ კარგად მოვმზადებულიყავით ფინანსურად, მატერიალური ბაზის თვალსაზრისით, ტექნიკურად, პროფესიულად, ეს ურთულესი პრობლემა იყო. ცოტა ვიჩქარეთ, მაგრამ, ახლა უკან დახევა აღარ ვარგა და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
მე ხშირად მაქვს კონსულტაციები ბატონ ლადო ჭანტურიასთან, საქმის კურსში ვარ, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა და როგორც კი კომისია დაამთავრებს თავის საქმიანობას უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების ერთიანი ინსტიტუციური რეფორმის პროექტზე, მაისის დამლევს შევიკრიბებით ამავე დარბაზში და განვიხილავთ მას. ამ პროგრამის პროექტის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამის უწყებებში, იურისტთა გაერთიანებებში, რა თქმა უნდა, უმაღლეს სასწავლებლებში, კათედრებზე, მეცნიერებათა აკადემიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს, იმ ვარაუდით, რომ ივნისის დამლევს უნდა გვქონდეს პროგრამის პროექტის საბოლოო ვარიანტი. ივლისში ფინანსთა სამინისტრომ ამ უწყებათა ხელმძღვანელებთან ერთად უნდა შეიმუშავოს და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოადგინოს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის პარამეტრები, რომელიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ ხელი არ შევაშველეთ ამ რეფორმებს, თუ ფინანსურად არ გავამაგრეთ ჩვენი წამოწყებები, გარწმუნებთ, იმ რეფორმებისაგან შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ. ახლა, ცუდია თუ კარგი, უფროს-უმცროსობის რაღაც ტრადიცია მაინც არსებობს. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სისტემა, რომლის ფორმირება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, თუ სახელმწიფომ არ გამოძებნა გარკვეული საშუალებანი ფინანსური, მატერიალური და ტექნიკური დახმარების გასაწევად.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ მტკიცე პოლიტიკურ ნებას, რომ მომავალ წელს დამთავრდეს უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების ძირეული რეფორმები, ხოლო მიმდინარე წელი უნდა გახდეს ამ რეფორმების კონცეფციის საბოლოო ვარიანტის დამტკიცების წელი. წელსავე უნდა განხორციელდეს ის ღონისძიებანი, რომლებიც დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული. თქვენ თვითონ გააკეთებთ დასკვნას, რას ნიშნავს სამართალდაცვის სტრუქტურების რეფორმა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თავდაცვის კონცეფცია შემუშავებულია. უახლოეს ორ-სამ კვირაში შეხვედრა მექნება ჩვენს სამხედროებთან. რეფორმა მზად არის, ფაქტობრივად, ხორციელდება და ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აპარატის სამი მეოთხედი, თუ მეტი არა, რეფორმების პროცესში იქნება. ეს უკვე ახალი სახელმწიფოა, ეს უკვე ახალი მიდგომების მანიშნებელია.
* * *
ახლა, ნება მიბოძეთ, მოკლედ შევეხო რამდენიმე კონკრეტულ საკითხს, რომლებიც მიმდინარე წელს უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოებს პრიორიტეტულად უნდა განესაზღვროთ. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის, კონტრაბანდისა და ნარკობიზნესის მასშტაბმა იმ ზღვარს მიაღწია (აქ გამომსვლელებმაც აღნიშნეს), რომ შეიძლება სათუო გახდეს ქვეყნის უშიშროების საკითხი, ამას შემთხვევით არ ვამბობ და არც საფრთხის შეფასებაში გადამიჭარბებია. უშიშროებისა და სამართალდაცვის ორგანოების ბრძოლა კორუფციის, კონტრაბანდის, ნარკობიზნესის, საერთოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ვერ იქნება, სანამ ამ უწყებათა ხელმძღვანელები არ დაარწმუნებენ საზოგადოებას, რომ ისინი ამ ბრძოლას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ უწყებებში იწყებენ.
კორუფციის, კონტრაბანდის, ნარკობიზნესის მასშტაბი სამწუხარო, მაგრამ ობიექტური დასკვნის გამოტანის აუცილებლობას გვიკარნახებს. ასეთი დანაშაულებრივ მოქმედებაში თვით ამ უწყებათა თანამშრომლებიც მონაწილეობენ და არა მარტო რიგითი თანამშრომლები. მე ასე გახსნილად არ მილაპარ რაკია. ახლა, ახალი ხელმძღვანელები ხართ, ახალი ლიდერები, ახალი შეხედულებებით და, ვფიქრობ, თქვენ უკვე მზად ხართ იმისათვის, რომ ამ ჩვენი ცხოვრების მანკიერებას თვალი გაუსწოროთ, ახლებმაც და ძველებმაც. უწინარეს ყოვლისა, თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ასეთი თანამშრომლობისაგან, ამხილოთ და დასაჯოთ კანონის მთელი სიმკაცრით. სიმართლე გითხრათ, დღევანდელ თქვენს გამოსვლებში ვერ დავინახეთ ამის მაგალითები. აქ უკვე აღინიშნა ეს და შემდეგი შეხვედრა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, იმის დემონსტრირება, რომ თქვენ გაქვთ ნება, უნარი იბრძოლოთ ამ მავნე სენისა და სახელმწიფოებრივად საშიში დიდი საფრთხის წინააღმდეგ.
2001 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 57 პოლიციელი, მათ შორის მექრთამეობისათვის - მხოლოდ ოთხი. მე მაქვს ცნობა, რომელიც არ იქნება თქვენთვის აღმოჩენა, ეს არის გამოკვლევა მცირე ბიზნესის განვითარების ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, სოციალური პრობლემები და სხვა. მარტო იმ საკითხებზე შევჩერდები, რაც უშუალოდ სამართალდაცვისა და საგადასახადო სამსახურებს ეხება. ბიზნესმენებს ყველაზე ხშირად აკითხავენ საგადასახადო ინსპექციიდან. ძალიან ძნელია ბატონ მამუკა ხაზარაძესთან იარონ, რადგან ავტორიტეტი, სახელი აქვს, და ცოტა ეშინიათ კიდეც. ასევე, ალბათ, ზოგიერთ სხვასთან, მაგრამ, საერთოდ, ბიზნესმენები გაწამებული არიან - გამოკითხულთა 83 პროცენტი ასე თვლის. 28 პროცენტმა აღნიშნა უბნის ინსპექტორი, 17 პროცენტმა - რაიონული პოლიციის აპარატი. მეგობრებო, გაითვალისწინეთ ეს ციფრები, თქვენც შეგიძლიათ ჩაატაროთ ასეთი გამოკვლევები და გქონდეთ ნათელი სურათი, თუ რას წარმოადგენს თქვენი სტრუქტურები რაიონებში, ქალაქებში და ცენტრში. ქალაქის მერია დაასახელა გამოკითხულთა 12 პროცენტმა. ეკოლოგიური პოლიცია - 15 პროცენტმა, რაიონული გამგეობები - 12 პროცენტმა, კრიმინალები - 11 პროცენტმა, სანიტარული და სხვა სამსახურები - 8 პროცენტმა. ბიზნესმენებმა ერთდროულად დაასახელეს რამდენიმე ორგანიზაცია, ამიტომ მე ყველას აღარ ჩამოვთვლი, სურათი ნათელია. ეს არის რამდენჯერმე ჩატარებული გამოკითხვა ჩვენი ექსპერტების, სპეციალისტების, ქალბატონი დოდო ყარაულაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ არა მარტო ჩვენი სპეციალისტების, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობითაც. გამოკითხულ ბიზნესმენთა 38 პროცენტმა აღნიშნა, რომ კორუფციული მიზნებით მათ, ძირითადად, საგადასახადო ინსპექციების წარმომადგენლები აკითხავენ. 21 პროცენტმა აღნიშნა რაიონული პოლიციის წარმომადგენლები, 8 პროცენტმა - კრიმინალები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ ამის ჩამოთვლას. ვფიქრობ, ამ სურათმა ჩვენში დიდი შეშფოთება უნდა გამოიწვიოს. თუ ეს სურათი არ შეიცვალა, თუ პოლიციელის ან საგადასახადო ინსპექტორის დამოკიდებულება არ შეიცვალა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ქვეყანაში ქმნიან მატერიალურ დოვლათს, სულიერ დოვლათს და ა.შ., მაშინ ყოველგვარი რეფ ფორმა ჩაშლისათვის არის განწირული და მხოლოდ სახელმწიფოს კომპრომეტაციის მანიშნებელი იქნება.
ჩვენ ამავე შემადგენლობით შევაჯამებთ ნახევარი წლის შედეგებსაც მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ძირითადად ამ პრობლემას მიეძღვნება. მივმართავ ბატონ ვალერი ხაბურძანიას, ბატონ კობა ნარჩემაშვილს, ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძეს, ბატონ როლანდ გილიგაშვილს: გეძლევათ შანსი ქვეყნის ხელისუფლება და საზოგადოება დაარწმუნოთ, რომ თქვენ შეგწევთ ამ კუთხით მტკიცე, მკაცრი და უკომპრომისო მოქმედების უნარი. პირადად ჩემთვის თქვენი მუშაობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი სწორედ ეს იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაველოდოთ ივლისს, ყოველ თვეს მოგიწევთ უშიშროების საბჭოსათვის მიმდინარე მუშაობის ანგარიშის ჩაბარება. ამასთან დაკავშირებით, დღემდე, ასეთი პირდაპირობით და გულახდილობით ამ სფეროში ამოცანები თქვენს წინაშე არ დამიყენებია. დღეს უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, ან დამოუკიდებლობა, ან წესრიგი ამ სფეროში! მე უკვე ვთქვი, რომ იმ რეფორმებთან ერთად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ ხელფასების ზრდისათვის, პირობების შექმნისათვის, მორალური და მატერიალური მხარდაჭერისათვის, მხედველობაში მაქვს პოლიციაც, პროკურატურაც და სხვებიც.
ამასთან დაკავშირებით, დღეიდან გამორიცხულია, რომ გავამართლო მინისტრი ან მთავრობის რომელიმე სხვა წევრი, რომელიც უწყების წარუმატებლობის მიზეზად თავის უწყებაში არსებულ უდისციპლინობას დაასახელებს. თქვენ გაქვთ სათანადო ბერკეტები იმისათვის, რომ დისციპლინა და წესრიგი დაამყარონ. ჩივილი ხელქვეითთა უდისციპლინობისა და უწესრიგობის გამო საკუთარი უუნარობის პირდაპირი აღიარებაა. თავის მოტყუებაა ამგვარ მიზეზთა აღმოფხვრისათვის სტრუქტურული რეფორმების მოთხოვნა. ეს მუშაობა ახლა უნდა დაიწყოს და რეფორმები უნდა განხორციელდეს უკვე გაჯანსაღებული სისტემების ფონზე. სადამდე უნდა ვკვებოთ მოსახლეობა სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების მნიშვნელობაზე გაუთავებელი საუბრით? ნებისმიერი სტრუქტურულ სისტემაში სახელმწიფო პირს, მით უმეტეს, მინისტრს, რწმუნებულს, გამგებელს ევალება წესრიგისა და პასუხისმგებლობის მორალური და ზნეობრივი პრინციპების დაცვა და დამკვიდრება.
მე არ მინდა რეაგირების გარეშე დავტოვო ბატონ მირიან გოგიაშვილის - ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივნის გამოსვლა. მან ყველა გვარი არ დაასახელა, ამოარჩია ყველაზე უფრო ყურადღებამისაქცევი პიროვნება ბატონი კობა ბუჩუკური. ახლა არავის ვარწმუნებ იმაში, რომ ზერელედ არ გადავწყვეტ ადამიანის ბედს, მაგრამ თუ ვხედავ, რომ გადაწყვეტილება მისაღებია, ვერაფერი შემაჩერებს. კობა, თუ ის ბრალდება, რაც დღეს შენ წამოგიყენეს, მართალია, სახელმწიფოს დაუმალე ის, რაც არ უნდა დაგემალა და შეითავსე რაღაც კერძო საწარმოები და სხვა, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიძიებთ, როგორც საჭიროა, ბატონ მირიან გოგიაშვილთან, სხვებთან ერთად.
ახლა ზოგიერთს უკვირს, რატომ ვლაპარაკობ გიგლა ბარამიძეზე კარგს. იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ექვს წელიწადს გვემსახურა კაცი და არაფერი დაუშავებია ახლა მოუვიდა რაღაც, უბედური შემთხვევა, საქმე აღძრულია, გამოიძიებენ, და თუ საჭიროა, წავა ციხეში, ვერ ვუშველი, მეც ვერაფერს გავუკეთებ. ასეთი პიროვნება გავათავისუფლე და არ მინდა იგივე ბედი გეწიოს შენც, რადგან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს რაიონთანაც, ხელმძღვანელობასთანაც, შენს ოჯახთან, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა იწყება რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, აქ ან ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მაჩვენებელი, ანდა ჩვენ არ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვართ. ღმერთმა ქნას, ტყუილი იყოს, მაგრამ მე ისიც მინდა გითხრათ, რომ ბატონი მირიანი, ახალგაზრდა კაცი, პატიოსნებით და პრინციპულობით აღსავსე, არც ისეთი პიროვნებაა, რომ ასე იოლად წამოკრას ხელი კაცს. მე მას შესვენების დროს ვკითხე და მან მითხრა, რომ ყოველივე ეს არსებობს. ეს ერთი ფაქტია და კიდევ მრავალი ასეთი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე არაერთხელ მისაუბრია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის საკორდინაციო საბჭო, სადაც ძალიან კარგი ხალხია თავმოყრილი, არა მარტო საბჭოს წევრები, არამედ ექსპერტები. ამ ანტიკორუფციულ საბჭოს ჩვენ კი არ ვაფინანსებთ, არამედ სოროსის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები. ისინი სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი, რომ საქართველომ გაიმარჯვოს ანტიკორუფციულ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეწყდება, თუ ჩვენ პრაქტიკული შედეგები არ გვექნება.
ამ გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებას უმკაცრესი კონტროლი დაუწესდება, რომელსაც განახორციელებენ სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე და ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებობს.
მინდა მივესალმო ბატონ სულხან მოლაშვილის გამოსვლას, რომელიც ძალიან კონკრეტული იყო რაიონების გამგებლების დასახელებით. ეს არ არის იოლი საქმე. მან ეს გააკეთა ძალიან კარგად, კვალიფიციურად და, უნდა გითხრათ, რომ, თუ სადმე კარგად განხორციელდა რეფორმა, სათანადო შედეგების გათვალისწინებით, სწორედ კონტროლის პალატაში და მის სისტემაში განხორციელდა.
კორუფციას, კონტრაბანდას, ნარკოდანაშაულს კონკრეტული მიზეზები და სპეციფიკა აქვს, მაგრამ მათი საერთო დამ მახასიათებელი ნიშანია ის, რომ უკანონობითა და კანონდაუმორჩილებლობით საზრდოობენ. თათბირზე წარმოდგენილი მასალებიც სწორედ ამას მოწმობს. არადა, ეს იმდენად აშკარაა, რომ ციფრები რაიმე განსაკუთრებულის მთქმელის ვერც იქნება. ჩვენ სტატისტიკური მონაცემების ტყვეები ვართ და გვსიამოვნებს, კრიტიკულად არ ვუყურებთ, როცა მოგვახსენებენ ან სტატისტიკურ მონაცემებს, იქ საგანგაშო თითქოს არაფერია, ხოლო როცა ღრმად ჩაიხედავ, ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხელისუფლებისა და თვით სამართალდაცვის სტრუქტურებისათვის სრულიად გასაგები უნდა იყოს ამ სახის მიდგომებისა და მექანიზმების ამოქმედების მნიშვნელობაცა და აუცილებლობაც.
არსებული ვითარების ანალიზი არა მარტო კონკრეტული ამოცანების განსაზღვრის, არამედ მრავალი საგულისხმო ფაქტის განზოგადების საშუალებას იძლევა. სამართალდაცვის ორგანოების მიერ არა ერთი დაპირებისა და დაიმედების მიუხედავად ბოლო სამი წლის განმავლობაში საწვავისა და სიგარეტის მსხვილი კონტრაბანდის არც ერთი ფაქტი, არც ერთი დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი და მათი მფარველები არ ყოფილან მხილებულნი. უნდა ამხილოთ, ვინც უნდა იყოს, ვისი ნათესავი ან შთამომავალი. უნდა ვამხილოთ, ვინც სახელმწიფოს ძარცვავს და გამოვიყვანოთ დღის სინათლეზე. ამ დროს კი, კომპეტენტური უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაცემებით, 2000-2001 წლებში საქართველოში სულ ცოტა 350 ათასი ტონა კონტრაბანდული ბენზინი იქნა შემოტანილი და რეალიზებული, ხოლო კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანოების მიერ მხოლოდ 146 ტონა ბენზინის კონტრაბანდის ფაქტია დადასტურებული. შეადარეთ ეს ციფრები - 350 ათასი და 146 ტონა ბენზინი. ყოველივე ეს სახელმწიფოს საკუთრება იყო, სახელმწიფოს ბიუჯეტში უნდა შემოსულიყო და ჩვენი ბიუჯეტი სულ სხვა იქნებოდა, სულ სხვა რეზერვები გვექნებოდა ხელფასების, პენსიების მატებისათვის და ზოგიერთი სხვა სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა - აღძრულია სულ 8 სისხლის სამართლის საქმე. ეს მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ საწვავის კონტრაბანდას, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის წესით არცკი ვებრძვით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის კოდექსით საწვავის კონტრაბანდა სისხლის სამართლის დასჯად მოქმედებად ცხადდება. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ციფრების მიღმა იმალება კორუფციის ფაქტებიც. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტების გამოვლენაში. ამგვარი საქმეები ბოლო სამი წლის განმავლობაში სასამართლო ორგანოებისათვის თითქმის უცნობია, წვრილმანების გამო აღძრული კი, - რამდენიც გნებავთ.
ბატონმა ლადო ჭანტურიამ ამის შესახებ ისაუბრა. ეს დრო უნდა დამთავრდეს და თუ ბრძოლაა - ბრძოლა უნდა იყოს!
პარლამენტმა ჩვენ მხარი დაგვიჭირა ისეთ არაორდინარულ ღონისძიებაში, როგორიც არის, ვთქვათ, კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის განადგურება. თუ დადასტურდება, რომ ის კონტრაბანდული გზით არის შემოტანილი, უნდა განადგურდეს. ამასაც არ ვაკეთებთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მცირე გამონაკლისის გარდა, დაახლოებით 10-15 პროცენტი კონტრაბანდული ტვირთები მართლაც არ ფიქსირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ არსებობს მხოლოდ სახელისუფლო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს შორის გადანაწილებული და კარგად ორგანიზებული ე.წ. პატრონიანი ტვირთები. მხოლოდ ასეთ ტვირთებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადალახოს ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები, გვერდი აუარონ მესაზღვრეებს, საბაჟო გამტარ პუნქტებს და მოხვდეს შიდა ბაზარზე. როგორი ტვირთები და ვისი ტვირთებია სამართალდამცველთა სამიზნე, თავისთავად გასაგები უნდა იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ კონტრაბანდა და კორუფცია ურთიერთგანპირობებული დანაშაულია. საზოგადოება დაიღალა ამ ფაქტის კონსტატაციით, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, მათი სამხარეო რგოლების, შემოსავლების სამინისტროს, საბაჟო დეპარტამენტის, საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელთა უმოქმედობით.
მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დროს იგრძნობა გარკვეული გამოცოცხლება, მეტი პასუხისმგებლობა ეტყობა ხელმძღვანელებს, განსაკუთრებით, პირველ პირებს. სერიოზული ძვრებია საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში. უნდა ვთქვა, რომ ახალი მინისტრი მართლა ახლებურად შეუდგა მუშაობას და ჯერჯერობით შედეგებიც თვალსაჩინოა, მაგრამ ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ თავი დავიმშვიდოთ. ვავალებ სახელმწიფო უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას განიხილოს ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის უშიშროების სამხარეო სამმართველოების უფროსების დათუაშვილისა და ჩხიკვაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამრეწველო კონტრაბანდის არც ერთი დანაშაული არ გამოუვლენიათ და არც ერთი საქმე არ აღძრულა, მაშინ, როცა ორივე მხარის ტერიტორიაზე, მათზე გამავალი ტრასები კონტრაბანდის პოლიგონად არის ქცეული.
საგანგებოდ მინდა შევეხო გასულ წლებში მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე უწყებათა ხელმძღვანელების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ ხმაურიან ე.წ. რეზონანსული საქმეები. მაპატიეთ, თუ დეტალებზე ზედმეტად შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, მაგრამ დეტალების გარეშე დიდი საქმე არ გამოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა სისხლის სამართლის საქმეს შპს ჯი-ეფ-თი-ს გენერალური დირექტორისა და მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის უფროსის მოადგილის მიმართ, მათ მიერ ბიუჯეტისათვის 4 მილიონ 532 ათასი ლარის დამალვისა და დატაცების ბრალდებით. თუ არ ვცდები, თქვენც დაასახელეთ ეს ფაქტი. სასამართლომ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება საქმ მის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე. საბოლოო შედეგების მიხედვით სასამართლომ საქმის განხილვისას მხოლოდ ერთი პირის მიმართ მიიჩნია ბრალი დადასტურებულად და ისიც მხოლოდ თანხის ნაწილში. ფაქტობრივად, მოხდილი საპატიმრო ვადა ჩაუთვალა განსასჯელს და განაჩენი დაადგინა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 7 თვით. 4 მილიონი ლარის დატაცების ნაწილში კვლავ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მისი დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, რომელსაც ახლაც იძიებენ, და კიდევ 10 წელიწადს გაგრძელდება ეს გამოძიება.
პროკურატურა იძიებდა კულტურის სამინისტროდან დოკუმენტების გაყალბების გზით 788 ათასი ლარის დატაცებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს 3 პირის მიმართ. პასუხისმგებლობაში იქნა მიცემული კულტურის მინისტრის მოადგილეც. საქმის საბოლოო შედეგით ერთი პირის მიმართ საქმე გამოიყო, წარიმართა სასამართლოში და მას შეუფარდა პირობითი მსჯავრი. ერთ მილიონამდე თანხის მითვისებაზეა ლაპარაკი და, ფაქტობრივად, აქაც აბსოლუტურად არავითარი რეალური კონკრეტული შედეგი არ არის.
ასევე პროკურატურის წარმოებაში იყო „თბილსრესში“ (ამას მინდა განსაკუთრებით მივაქციო ყურადღება) 1996-97 წლებში 4 ათასი 500 ტონა მაზუთისა და 5 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების გაზისჩამოწერის ფაქტის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამ ხნის განმავლობაში საქმე სამჯერ შეწყდა და ამდენჯერვე განახლდა. საბოლოოდ იგი შეწყვეტილია დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო და 5-6 მილიონი გაქრა. არაფერიც არ გამქრალა, წავიდა ვიღაცეების ჯიბეში.
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი 1999 წლიდან იძიებს საკითხს, ქვეყანაში სპირტის გაყიდვა-რეალიზაციასთან დაკავშირებით. ლაპარაკია 60 მილიონ დოლარზე, რომელიც ასევე აორთქლდა. თქვენ შესანიშნავად იცით, თუ რა არის საქართველოს ბიუჯეტი, რამდენია, და რომ 60 მილიონ დოლარზე მხოლოდ შეგვიძლია ვიოცნებოთ, რომ სადღაციდან, ან მსოფლიო ბანკიდან, ან სავალუტო ფონდიდან მივიღოთ 60 მილიონი დოლარი! მაშ, რატომ ვართ, ასეთნაირად მოშვებული და აბსოლუტურად გულგრილი, ვითომ ლაპარაკი იყოს არა შენს სახელმწიფოზე, არამედ რომელიღაც, სადღაც აფრიკაში თუ ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარე რომელიღაც წარმოებაზე?
სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო თითქმის 7 წელიწადს იძიებდა სხვადასხვა სახელმწიფო და კომერციული ბანკებიდან 4 მილიონი დოლარის დატაცების საქმეს. პასუხისგებაში მისცეს ვინმე გოლუბჩიკოვა, რომელიც გამოძიების მოთხოვნით ინტერპოლის საქართველოს ბიუროს მიერ იძებნებოდა. დიდი ძალისხმევით იგი დააკავეს და ჩამოიყვანეს საქართველოში 1999 წლის ნოემბერში, სატელევიზიო ეთერიც კი დაეთმო ამ მოვლენის აღნიშვნას. მისი ექსტრადიციიდან სამი თვის შემდეგ გამოძიებისათვის წარდგენილ იქნა გაერთიანებული ქართული ბანკის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ გოლუბჩიკოვს დაფარული ჰქონდა ბანკის ვალი 1999 წლისათვის და სისხლის სამართლის ნიშნების არარსებობის გამო. აქ მართლა თეთრი ძაფით არის ნაკერი და მრცხვენია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური ვასახელებ ისეთ ფაქტებს, რომლებიც შეუძლებელია მოხდეს რომელიც გნებავთ ნორმალურ ქვეყანაში.
ასევე ხმაურით ამცნეს საზოგადოებას საქართველოს ინვალიდთა ლიგის იმ ხელმძღვანელების მიმართ აღძრული საქმე, რომლებმაც ოფშორული ფირმისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით 1998-1999 წლებში ხაზინის სპეციალური ანგარიშიდან მიზნობრივი დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხებიდან მიითვისეს ერთი მილიონ 700 ათასი დოლარი. საქმე დღემდე დამთავრებული არ არის, 3 წელი გავიდა. როდემდე შეიძლება ვილაპარაკოთ?! მე გთხოვთ, თქვენს სპეციალისტებს, გამომძიებლებს, ოპერატიულ მუშაკებს, თუ სასამართლოზეა ლაპარაკი - სასამართლოებს, ბატონ ლადო ჭანტურიას ვთხოვ, ვიცი მისი პრინციპულობა, ისევე, როგორც სხვების, გაერკვეთ, რაშია საქმე. თუ დამნაშავე ვართ ჩვენ და ბოდიში უნდა მოვუხადოთ ამ კაცს, მოვუხადოთ ბოდიში. მე მზად ვარ ამისათვის. თუ არ ვართ დამნაშავე და დამნაშავეს ვფარავთ, მაშინ ხალხსა და სახელმწიფოს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალა, ენერგია და არც გამოცდილება არ გვყოფნის იმისათვის, რომ დანაშაულს ვებრძოლოთ.
მე არ ვარ უფლებამოსილი სამართლებრივი შეფასება მივცე ამ ფაქტებს. ერთი რამ ცხადია, უსაშველოდ ჭიანურდება გამოძიების პროცესი, რის შედეგადაც ხელოვნურად ფუჭდება საქმეები, ხოლო სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება შეუსაბამოა. ამასაც არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე ერთგვარი მორალური უფლება მაქვს, რადგან ყველა მოსამართლე ჩემს მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ არის დამტკიცებული და მე მათგან მივიღე ფიცი. მასში ისეთი სიტყვებია, რომ უცრემლოდ ვერ მოისმენ კაცი. თუ მართლა გულწრფელი ვიყავით მაშინ, ახლა რატომ ხდება ეს ამბები?
არ მინდა ვიდავო მოსამართლეებთან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია, მათ საქმეში მე არ უნდა ჩავერიო, მაგრამ, როცა ქვეყანაში განუკითხაობაა, მაშინ არც იმის უფლება მაქვს, რომ ჩუმად ვიყო.
ჩამოთვლილ საქმეთა ზერელე ანალიზიდანაც ჩანს, რომ დღეს გამოძიება საჭიროებს აუცილებელ, გადაუდებელ რეფორმირებას. დოკუმენტების ფორმალურად შედგენისა და ტომებად დაგროვების სტადიიდან იგი უნდა იქცეს რეალურ ოპერატიულ და ეფექტიან პროცესად. ვფიქრობ, საგანგებო ინსტიტუციური ცვლილებებისათვის შექმნილი ეროვნული უშიშროების საბჭოს საუწყებათაშორისო კომისია კვალიფიციურ შრომას გასწევს ამ თვალსაზრისით. კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდაცვის უწყებათა ხელმძღვანელებისაგან, შეცვალონ მიდგომა გაწეული საქმიანობის შედეგების წარმოჩენისადმი. მთავრობისათვის წარმოდგენილი მონაცემები ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დასრულებულ საქმეებზე და არა იმაზე, თუ რამდენი გადაეცა გამოძიებას, გამოძიებიდან - სასამართლოს და მერე რამდენიმე აორთქლდა საერთოდ. ასე ერთმანეთის მოტყუება არ შეიძლება. დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს დანაშაულის ერთიანი სტატისტიკის სისტემის შექმნის საკითხი. კონკრეტული სახის დანაშაულთან კავშირში ეს პრობლემა ადრეც იდგა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. აქ მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, როგორც ჩანს, უწყებათა ხელმძღვანელებს ხელს აძლევს რეალური სტატისტიკა. ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ იცვლება დამოკიდებულება და უფრო ზუსტ მონაცემებს ვიღებ, მაგრამ ეს ძველი სენი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის, ჯერ კიდევ არსებობს.
კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტიან და ოპტიმალურ ღონისძიებათა განხორციელებაში გარკვეული გარდაქმნების განხორციელება აუცილებელია სასაზღვრო ძალებშიც. სამწუხაროდ, ბატონი ვალერი ჩხაიძე დღეს არ გვესწრება, მაგრამ წარმომადგენლები აქ არიან და, ვფიქრობ, ისინი თვითონ მოძებნიან ადგილს ამ საშვილიშვილო და სახელმწიფოებრივ საქმეში. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური დანიშნულების, ტრანსკავკასიის მაგისტრალებისა და გლობალური პროგრამების განხორციელების შესაძლებლობათა გათვალისწინებით ხომ არ გვეფიქრა ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად და შეიძლება ჩემთანაც განვიხილოთ. მე გთხოვთ წარმოადგინოთ წინადადებები.
კიდევ უფრო პრობლემურია, არ შემიძლია ამის შესახებ არა ვთქვა, ნარკოსიტუაცია. ისიც კონტრაბანდასთანაა მიბმული, რადგან საქართველოში უკანონო მიმოქცევაში არსებული ყველა სახის ნარკოტიკული საშუალება სწორედ კონტრაბანდის შედეგია. გადამოწმებული მონაცემებით საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში, წლიურად მოიხმარენ ერთ ტონამდე ჰეროინუმს, არაფერს ვამბობ სხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებებზე. 1999-200 წლების განმავლობაში ამოღებული ჰეროინუმისა და ოპიუმის რაოდენობა კი სულ 3,5კგ-ით განისაზღვრება. მეცნიერული გაანგარიშებით ჩვენთან მოიხმარენ, უფრო სწორად, ხმარობენ ერთ ტონამდე ამ საწამლავს და საქმეები აღძრულია სულ 3,5 კგ-ზე. ესეც ჩვენი ბრძოლა ნარკობიზნესის და ნარკოტიკების წინააღმდეგ! ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველი მასალის ანალიზისას შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ღონისძიებები დაუგეგმავ, სპონტანურ და კამპანიურ ხასიათს ატარებს. აქ სრულებით არ ჩანს სახელმწიფოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა, არ შეიმჩნევა არც ერთი, რამდენადმე ორგანიზებულად განხორციელებული სპეციალური ოპერაცია. მხოლოდ ამ დღეებში იყო რამდენიმე ისეთი ღონისძიება, რომელიც იმსახურებს ყურადღებას.
ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გამოვლენილა ნარკოტიკების კონტრაბანდის არც ერთი ფაქტი, მაშინ როცა კონტრაბანდაა სწორედ ის გზა, ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ნარკოტიკები შემოდის ქვეყანაში. 1996 წლიდან მოყოლებული დაიწერა ნარკომანიასთან ბრძოლის მრავალი სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ უშედეგოდ. წლების განმავლობაში ნარკომანთა აღრიცხვიანობის სისტემის შექმნაც ვერ მოხერხდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს ნარკოლოგიური ცენტრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 12 ათასი ნარკომანი და ნარკოტიკების მომხმარებელი. როგორც უცხოელი სპეციალისტები მეუბნებიან, ამ სენით დაავადებულთა რეალური რიცხვი 106-120 ათას კაცს აღემატება, წარმოგიდგენიათ, რა გვჭირს? 120 ათასი კაცი პატარა, სულ 6-მილიონიან ქვეყანაში და ესეც, ალბათ, სრულიად არ ასახავს არსებულ მდგომარეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ნარკოდანაშაულთა დაკავშირებით გასული წლის განმავლობაში აღიძრა 1668 საქმე, 1990-2000 წლებში კი სამინისტროს საგამოძიებო ქვედანაყოფის ქვემდებარეობაში იყო 2317 საქმე. მინდა გითხრათ, რომ დანაშაულის სტატისტიკა ხშირ შემთხვევაში სამართლებრივი მანიპულირების კარგი საშუალება ხდება და ამ სენისგანაც უნდა განვიკურნოთ. რამდენად უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მოქმედი კანონმდებლობის უპირატესი დამსახურების გამო, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკაში ცალკე არ არის გამოყოფილი მონაცემები ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეთა შესახებ. ასეთი ვითარება განაპირობა იმ მდგომარეობამ, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია და მოხმარება, ისევე, როგორც მათი შენახვა, გადატანა და სხვა მოქმედებები გაერ რთიანდა სისხლის სამართლის კოდექსის ერთ მუხლში, ერთ შემადგენლობაში და ამის გამო ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, როგორიც ნარკოტიკების რეალიზაცია გახლავთ, დაიკარგა. თითოეული საქმის ცალ-ცალკე განხილვის ანალიზით კი ასეთ საქმეთა რაოდენობა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულთა შორის ყველაზე გაზრდილი მაჩვენებლით არ აღემატება 5 პროცენტს. სამართლებრივი ხრიკებით მანიპულირების დრო უნდა დასრულდეს!
საგანგებოდ უნდა შევეხო ამასთან დაკავშირებით სასჯელის ზომას, თავისუფლების აღკვეთას 6 თვიდან 10 წლამდე ვადით, მხედველობაში მყავს ნარკო-ბიზნესმენები, ნარკოტიკების გამავრცელებლები, რეალიზატორები. დღეს საქართველოში მოსამართლის შეხედულების ასეთი ზღვარდაუდებელი თავისუფლების დრო ნამდვილად არ არის. სახელმწიფომ უნდა გამოხატოს თავისი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა საზოგადოების ამ უმძიმესი სენისა და დანაშაულისადმი. ასეთი სახის დანაშაულთა გამო სანქცია უნდა იყოს მაქსიმალურად განსაზღვრული, ამხელა სხვაობა სასჯელის ზომაში კორუფციის კანონიერ წყაროდაც შეიძლება იქცეს და, ალბათ, სინამდვილეში ასეც არის.
მინდა ვთხოვო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (მე მის საქმეებში ვერ ვერევი, ისევე, როგორც მოსამართლეების საქმეებში, მაგრამ ჩვენი კეთილი ურთიერთობა და თანამ მოაზრეობა მაძლევს ამის უფლებას), ბატონ ლადო ჭანტურიას, საგანგებოდ შეისწავლოს ნარკოდანაშაულის საქმეთა გამო სასჯელის გამოყენების პრაქტიკა. ჩემი ინფორმაციით, განაჩენები ამ კატეგორიის საქმეთა გამო, მკაცრი სანქციები თითქმის არ ყოფილა გამოყენებული. სრულიად არადამაკმაყოფილებელია ამ კუთხით თბილისის, ქვემო ქართლია, კახეთის, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთა: ბატონების ბაკურაძის, გოგიას, ტუშურის, დალაქიშვილის საქმიანობა. მიუხედავად ამისა, რომ ნარკოტიკები სწორედ ამ ტერიტორიებიდან შემოედინება, მთელი წლის განმავლობაში თბილისში რეალიზაციის მხოლოდ 30 ფაქტია გამოვლენილი. აღარ ჩამოვთვლი ამ ფაქტებს, ეს მართლაც აღმაშფოთებელია. ალბათ, რაღაც გამოქვეყნდება პრესაში, ვისაც აინტერესებს, ნახავს, რა მდგომარეობაში ვართ.
მივმართავ ბატონ კობა ნარჩემაშვილს, გადადგით გაბედული ნაბიჯი და გვერდში დაგიდგებათ არა მარტო ხელის სუფლება, არამედ მთელი საზოგადოება. სხვათა შორის, იმ დროს, როცა ნარკომანიაზე ლაპარაკი საერთოდ აკრძალული იყო, საქართველომ მაშინ დაიწყო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ და მთელმა საბჭოთა კავშირმა სწორედ საქართველოს მაგალითზე აღიარა, რომ თურმე მთელი ქვეყანა ყოფილა დაავადებული ამით. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, არის გარკვეული ავტორიტეტი, იქნება მხარდაჭერა, მათ შორის პრეზიდენტისაგან, პარლამენტისაგან, მხოლოდ საჭიროა მეტი ინიციატივა.
ასეთივე სიტყვებით მივმართავ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს და სამართალდაცვის სხვა სტრუქტურებს. გამომდინარე გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, საქართველომ უნდა იტვირთოს ამიერკავკასიაში ნარკობიზნესის წინააღმდეგ საბრძოლო ცენტრის ფუნქცია. გვინდა თუ არა ეს, ასე იქნება და ჩვენი მეგობრები კიდეც გვთავაზობენ, რომ ვიფიქროთ ამაზე სერიოზულად, მით უმეტეს, რომ ამგვარ მიდგომას მხარს უჭერენ ანტიკორუფციული პროგრამის დაგეგმვისა და განხორციელების საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
რამდენიმე დღის წინათ მე ხელი მოვაწერე ბრძანებულებას უშიშროების საბჭოსთან ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინ ნააღმდეგ ბრძოლის კომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
ვთხოვ ბატონ ავთანდილ ჯორბენაძეს უშიშროების საბჭოს აპარატთან ერთად მოამზადოს კომისიის პირველი სხდომა, რომლის მუშაობაში მეც მივიღებ მონაწილეობას.
ცალკე და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტერორიზმის საკითხი. მოკლედ ვიტყვი ამის შესახებ, რადგან ადრე ბევრი გვაქვს ნათქვამი. ტერორიზმი განსაკუთრებული მსჯელობის საგანია და საჭიროა მის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა. ამჯერად ზედმეტად მიმაჩნია ამ საშინელი საფრთხის, ბარბაროსული ხასიათის და ფორმირების აღწერა, მისი სიმძიმე დღესაც მტკივნეულად აწევს საქართველოს. ზუსტად 4 წლის წინათ, 9 თებერვალს საკუთარ თავზე გამოვცადე ტერორის საშინელება. იგივე განცდები დაგვეუფლა 11 სექტემბერს, პირდაპირ გეტყვით, 11 სექტემბრის შემდეგაც. ჩვენი თათბირის დანიშნულება და მიზანი არც იმის საშუალებას იძლევა, რომ დეტალურად განვიხილოთ ტერორიზმის მასაზრდოებელი გარემო, მიზეზები, სახეები და თავისებურებანი. მე მაქვს მიწერ-მოწერა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერთან ტერორიზმის წინააღმდეგ გაშლილ ბრძოლასთან დაკავშირებით და ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას, რომ არა მარტო უშუალო გამოვლინებაზე უნდა იყოს მიქცეული ყურადღება, უშუალოდ ტერორისტის წინააღმდეგ, არამედ იმ გარემოებაზე, რომელიც ფაქტობრივად, ტერორიზმის წარმოშობის მკვებავ წყაროს წარმოადგენს. ეს გახლავთ აგრესიული ნაციონალიზმი. აგრესიული სეპარატიზმი და ის დაავადებები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მისდამი დაქვემდებარებული ანტიტერორისტული ცენტრის მუშაობის გააქტიურებას. ალბათ, ამ საქმეშიც მოგვიწევს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებისათვის საჭირო ცვლილებათა განხორციელება.
თქვენ იცით, რომ ჩვენი მეგობრების დახმარებით საქართველოში არსებობს და ფუნქციონირებს ანტიტერორისტული ცენტრი. საქართველოს ბიუჯეტი მის საქმიანობაზე არაფერს ხარჯავს. ეს შემთხვევითი არ არის. მე შემთხვევით არ ვახსენე ის, რომ საქართველომ ანტიტერორისტულ ღონისძიებათა გამტარებელი ქვეყნის ცენტრის ფუნქცია უნდა შეიძინოს. ათეულობით სახელმწიფოს ინტერესების სისტემაში საქართველოს ფუნქციური ჩაბმა გვავალდებულებს ევრაზიის მაგისტრალის ჩვენს მონაკვეთზე მაქსიმალური და მრავალმხრივი სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს პასუხისმგებლობა გახდა იმის უპირველესი ფაქტორი, რომ მილსადენების დაცვის ფუნქცია სახელმწიფო სპეცსამსახურს დაევალება. აღნიშნული სამსახურის პროფესიული დონის ამაღლებაში, როგორც უკვე გითხარით, ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევენ ჩვენი მეგობრები. ამ რამდენიმე თვეში დაიწყება ჩვენი მილების გადმოტვირთვა ფოთიდან, ბათუმიდან, ტრანსპორტირება რკინიგზით, მანქანებით, ზოგჯერ თვითმფრინავებით. ეს არის ათასობით, 70 ათასამდე ადამიანის დასაქმება 2-3 წლის განმავლობაში და შემდეგ მთელი ინფრასტრუქტურის შექმნაში მათი მონაწილეობა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. აქ კარგად ითქვა, რომ საკითხები, რომლებსაც დღეს ვიხილავთ, ეს არის ჩვენი საერთაშორისო პრესტიჟის, საერთაშორისო ავტორიტეტის საკითხები. თუ კვლავ გვინდა, რომ გვენდონ და ინვესტორები უფრო გაბედულად, უფრო დიდი მასშტაბით შემოვიდნენ საქართველოში, მაშინ ქვეყნის ავტორიტეტი უნდა ამაღლდეს.
ამგვარი განცხადება ბოლო ათი წლის განმავლობაში მართლაც არ გამიკეთებია. მაქსიმალურად ვითვალისწინებდი სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მოდერნიზაციის უმძიმეს ობიექტურ წინააღმდეგობებსა და საქართველოს სპეციფიკასაც. ჩვენ შევძელით ამ პერიოდის ყველა ურთულესი ეტაპის გავლა. შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ზედმეტად ლმობიერიც ვიყავით, მაგრამ მოთმინებით ველოდი სახელმწიფოებრივი წესრიგისა და კანონიერების აუცილებელი საფუძვლებისა და მექანიზმების მომზადებას. ამ საფუძვლების შემდგომი განვითარებისა და ამოქმედების გარდაუვალობა განსაზღვრავს კიდეც სრულიად განსხვავებული დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის აუცილებლობას. ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ, ალბათ, მომავალშიც იცხოვრებენ მდიდრები, ნაკლებად მდიდრები, მაგრამ სიმდიდრე და სიღარიბეც სამართლიანობის პრინციპის უპირობო დაცვისა და მოქალაქეთა შესაძლებლობის გამოვლენისათვის თანასწორი პირობების შექმნას უნდა ემყარებოდეს. ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა ამ პირობების უზრუნველყოფა. მინდა დავეთანხმო მამუკა ხაზარაძეს, სახელმწიფო უნდა იყოს პირველი მზრუნველი ბიზნესმენებზე, ბანკირებზე, ყველაფერზე, რაც შეადგენს საბაზრო ეკონომიკის შემადგენელ ნაწილს. მხოლოდ ეს არის ჩვენი ხსნის გზა. ვინც საქვეყნო და სამომავლო ინტერესებით ხელმძღვანელობს, დარწმუნებული ვარ, სწორედ გაიგებს იმას, რომ ხელისუფლება უნდა იყოს უფრო მკაცრი, პრეზიდენტი უნდა იყოს უფრო მკაცრი. პირდაპირ უნდა გითხრათ, ალბათ, ბევრი დრო არ დარჩა იმისათვის, რომ საქართველომ დაიმკვიდროს სტაბილური და ნორმალური ქვეყნის სახელი. ამის შესახებაც იყო აქ საუბარი. ძალიან გთხოვთ, ყველანი შევეგუოთ იმ ზარს, რომ როდესაც ასეთ ფაქტებსა და მაგალითებზე იქნება ლაპარაკი, როდესაც ასე აშკარად ძარცვავენ ქვეყანას, პრეზიდენტი ვერ დარჩება გულგრილი, ისევე, როგორც სამართალდაცვის სტრუქტურები. ერთი არ იმუშავებს, მეორეს მოვიყვანთ. ახლა უკვე მოვიდა ის დრო, როცა მეტის დაყოვნება არის ქვეყნის ღალატი. ან გავაკეთებთ ამას, ანდა მაშინ თვითონ ხალხი გამოგვიტანს განაჩებს.
ისევე რეფორმებს მივუბრუნდები. რეფორმების ზემოაღნიშნულ პირობებთან თანაბარმნიშნელოვანია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვა. ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი (ყველაფერში ვეთანხმები ქალბატონ ნანა დევდარიანს და სხვა გამომსვლელებს, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს), სამართალდაცვის სტრუქტურების გარდაქმნის არსი და მიზანი უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უპირობო და ფაქტობრივი დაცვა. არსებულ შესაძლებლობათა გათვალისწინებით ამ მხრივ საქართველოში არცთუ ცოტა რამ გაკეთდა. ქალბატონი ნანა დევდარიანი ძალიან აქტიურად მუშაობს, იგი კონფლიქტურად არ არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, პარლამენტის მიმართ და, რაც შეგვიძლია, ჩვენგანაც აქტიური მხარდაჭერა აქვს. არ მინდა ვთქვა, რომ ეს მარტო მისი საქმეა, ადამიანის უფლებათა დაცვა ყველა ჩვენგანის საქმეა, რომელი ეროვნების ადამიანიც უნდა იყოს, ეს ჩვენი გადაუდებელი ამოცანაა.
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში დიდი მნიშნელობა ენიჭება სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტიან საქმიანობას. ყველა სახელმწიფო სტრუქტურისა და მოხელისათვის ცხადი უნდა იყოს, რომ სახალხო დამცველის სამართლიანი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. ლიტონი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, დავიწყებ ჩემით. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო განკარგულება, რომელშიც ჩამოყალიბებულია კონკრეტული, დროში გაწერილი დავალებები დაინტერესებულ უწყებათა მიმართ. მე ვთხოვ ამ უწყებათა ხელმძღვანელებს შეუდგნენ დავალებათა შესრულებას.
რამდენიმე შენიშვნა გამოსვლებთან დაკავშირებით: იმუნიტეტის შესახებ. დიდი ხანია ვითხოვ ამ საკითხის მთელი პრინციპულობით დაყენებას, მათ შორის, თუნდაც, პრეზიდენტის. არ არის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტსაც იმუნიტეტის რაღაც, ნორმები არ ჰქონდეს, მაგრამ პრეზიდენტიდან, პარლამენტიდან დავიწყოთ. ის, რაც ახლა ხშირად ხდება, მიუღებელია, ზოგიერთები აშკარად ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ კანონში ეს ჩანაწერი გვაქვს. შევთანხმდეთ, ჩვენც, პარლამენტმაც, ერთად ვიმუშავოთ იმისათვის, რომ საქართველოში დეპუტატის, პრეზიდენტის, მინისტრისა თუ გამომძიებლის დაცვის ეს ფორმა პროგრესული იყოს და ამ მხრივ ვისარგებლოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებით.
მინდა მივმართო ბატონ დავით მირცხულავას, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ზამთარი გადაგვეტანა, მეც ვეხმარებოდი, მაგრამ ის ტკივილები, რაც იყო, ხომ ყველაფერი რჩება. ჩვენ ვხარჯავთ გაზს, ელექტროენერგიას და თანხას ვიღებთ ბიუჯეტიდან. შეეკითხეთ ბატონ ზურაბ ნოღაიდელს და გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ, კიდევ პატარა ნაბიჯის გადადგმა შეუძლია... და ამის შემდეგ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ თბილისმა გაზი შეიძლება ვეღარ მიიღოს. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ არ ყოფილიყო ბატონი პუტინის კეთილი ნება, რომელსაც ჩვენი შეხვედრის დროს ვთხოვე, ეს ზამთარი უნდა გადაგვატანინოთ-მეთქი, მან თქვა, თუ ფულს გადაიხდით, პრობლემა არც ელექტროენერგიასთან, არც გაზთან დაკავშირებით არ გექნებათო. იგი თავის სიტყვას ასრულებს. ახლა ჩვენც, ალბათ, ხელი უნდა გამოვიღოთ და გარკვეული წესრიგი დავამყაროთ. ის ფაქტები, რომლებიც ჩამოთვალეთ ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებით, მინისტრი რომ ხარ, შესაბამისი აპარატის დახმარებით უნდა მოაგვარო, შენ თვითონ უნდა იყო მოთავე იმ ბრძოლისა, რომელსაც ენერგეტიკის სისტემაში ანტიკორუფციული ბრძოლა ჰქვია. ის, რაც მოხდა, ალბათ, ძალიან უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ხვალ და ზეგ. ამიტომ ეს ბრძოლა უნდა დაიწყოს.
მადლობელი ვარ, რომ კონტროლის პალატა ასე კარგად შეუდგა მუშაობას, გაბედულად, ოღონდ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ.
რელიგიურ უმცირესობათა შესახებ. ამ საკითხზე პარლამენტმა, მთავრობამ, საზოგადოებამ, ეკლესიის წარმომად დგენლებმა ერთად უნდა ვიმუშავოთ. საქართველო, მართლაც, მრავალეროვნული ქვეყანაა. ჩვენთან სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ, თუმცა მრავალრელიგიურობას რაიმე მძიმე შედეგი არ დაუტოვებია ათასწლეულების განმავლობაში. მაგრამ ახლა, ახალი მომენტები გაჩნდა. მე მესმის ბატონ გურამ შარაძის შეშფოთების საფუძველი, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დღევანდელ, ცივილიზებულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება. თუ სხვანაირად მოვიქცევით და თვითნებურად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება დასავლეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვაგან მოქმედ კანონმდებლობას, ჩვენ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მივიღოთ. ამიტომ განვიხილოთ ყველა ვარიანტი, მათ შორის, უკიდურესი ვარიანტებიც კი, მაგრამ მოვ ვძებნოთ ნორმალური გადაწყვეტილება.
ორიოდე სიტყვა პანკისის თემასთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სერიოზული ტკივილია, მაგრამ მე კვლავ გავიმეორებ იმას, რაც ადრე მითქვამს: ჩვენ არ გვქონდა უფლება, ის ხალხი არ შემოგვეშვა, ჯერ ერთი, არც ფიზიკურად არ შეგვეძლო, რადგან საზღვარი არ იყო დაცული. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ იქნებ შემოყარეს კიდეც, გაუხსნეს დერეფანი და შემოუშვეს საქართველოში. მიზანი ის იყო, რომ საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზეც განვითარებულიყო. ასეა თუ სხვაგვარად, ახლა ფაქტის წინაშე ვდგავართ. მინდა გაცნობოთ, რომ ამ ხალხის მოძრაობა დაიწყო - 2000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაბრუნდა ჩეჩნეთში. ბატონ პუტინთან შეთანხმების შესაბამისად, ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ ადამიანებთან. აქ იქნება გათვალისწინებული მატერიალური სტიმულირება და უსაფრთხოების გარანტიები. მე მჯერა, რომ პანკისის ხეობაში, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ასეთი უსიამოვნო მოვლენების გამო, სულ მოკლე ხანში წესრიგი დამყარდება. შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებმა ძალიან კარგად დაიწყეს ეს მუშაობა და მჯერა, რომ უახლოეს კვირების განმავლობაში ეს საკითხი მოგვარდება.
მძიმე ვითარების მიზეზები უნდა მოიხსნას, უპირველეს ყოვლისა, აქ, ხელისუფლების სივრცეში, ხოლო მისი შედეგები უნდა შეიმჩნეოდეს საზოგადოებაში და არა - პირიქით.
ვინც საქვეყნო და სამომავლო ინტერესებით ხელმძღვანელობს, დარწმუნებული ვარ, სწორად გაიგებს ამ განცხადების დანიშნულებასაც და მისი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა შედეგებსაც.
ნუ დაგვავიწყდება, ჯერჯერობით რაოდენ რთულ და დაძაბულ გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობაში ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობის დღევანდელ ხარისხს. მისი შემდგომი გაზრდისა და განმტკიცებისათვის საჭიროა ქვეყნის შესატყვისი შინაგანი მდგრადობა, მასზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ეროვნული ინტერესების დროულად და სრულად რეალიზება, საერთაშორისო ავტორიტეტი და ერთიანი საქართველოს შესაძლებლობანიც. სწორედ შინაგანი მდგრადობა არის ხელისუფლების პოლიტიკური ნების განხორციელების უმთავრესი პირობაც. უამისოდ ჩვენი ნების დეკლარირება მხოლოდ სურვილის გამოხატულება, ხოლო მოქმედება - ავანტიურიზმის ტოლფასი იქნება.
მინდა დავარწმუნო საზოგადოებაც და მთავრობის ყველა წევრიც, რომ ზემოაღნიშნული პირობების უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად გამოვიყენებ საპრეზიდენტო უფლებამოსილებასა და შესაძლებლობებს.
უაღრესად მნიშვნელოვან პირობას განეკუთვნება საზოგადოების მხრიდან სამართალდამცველთა ქმედითი მხარდაჭერა და თანადგომა. არსებული ვითარება კი უსასრულოდ დასაძლევია. ეს თანადგომა არამც და არამც არ გულისხმობს სამოქალაქო კონტროლზე უარის თქმას. პირიქით, ნეგატიური პროცესებისა და ფაქტების სისტემური გამოვლენა და მდგომარეობის დაძლევის მოთხოვნა არის სწორედ დემოკრატიის უმთავრესი ნიშანიც და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირობაც. მაგრამ პოლიციისადმი მასობრივი და სისტემატური ზიზღისა და უნდობლობის დანერგვა მხოლოდ დამნაშავეთა სამყაროსთვის აღმოჩნდება სასარგებლო. სადღეისოდ მისი მომძლავრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ესეცაა.
ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან გონიერი, სამართლიანი და მართლაც საქვეყნო ინტერესებით თანადგომა სამართალდაცვის სისტემის სრულყოფის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მძლავრი ფაქტორი იქნება.
დემოკრატიული ღირებულებები სრულებითაც არ უკავშირდება ანტისამართლებრივი, ანტისაზოგადოებრივი, ამორალური და უზნეო ყოფისა და ქცევის კულტივირებას. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, არცთუ სასარგებლო გარემო შევქმენით. საკითხი სრულებითაც არ ეხება არც კრიტიკისა და არც სიტყვის თავისუფლების თუნდაც უმცირეს შეზღუდვას. ლაპარაკია საინფორმაციო საშუალებათა და მასობრივი კულტურის ერთ-ერთ არცთუ უმნიშვნელო ფუნქციაზე, რომელსაც აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დანიშნულება ეწოდება. ალბათ, სიახლისა და განსაკუთრებულობისაკენ ზღვარგადაცილებულმა სწრაფვამ ზოგიერთი პარამეტრით მიზნის საპირისპირო გარემოს შექმნას უფრო შეუწყო ხელი. ადვილი წარმოსადგენია, ახალგაზრდა თაობის ცნობიერებითი ჩამოყალიბებისათვის რაოდენ საზიანოა თითქმის წინასწარ განკუთვნილი გარემო, რომელშიც დომინირებს, ერთი მხრივ, კანონდაუმორჩილებლობის, ძალადობისა და დამნაშავეთა სამყაროს მორალის სტერეოტიპი, მეორე მხრივ, საერთო ვითარების გამძაფრებისა და ხელისუფლებისადმი ჯერ არნახული ნიჰილიზმის პროპაგანდა. ეს ყველაფერი, შესაძლოა, უნებლიეთ ხდება, მაგრამ გარემოს სურათი, რომელსაც ჩვენ ვუქმნით და რომელსაც ვაწვდით მკითხველს, მსმენელსა თუ მაყურებელს, უპირატესად ასეთია.
ჩემი ეს გულისტკივილი არც ხელისუფლებრივ ინტერესებს უკავშირდება და არც პლურალიზმისა და აზრის თავისუფლებას უპირისპირდება. ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და მომავლის ინტერესებით. თავიდან უნდა ავიცილოთ ნეოკომუნისტური სიტუაცია, როცა ოფიციალური ღირებულებანი და ფაქტობრივი გარემო ურთიერთწინააღმდეგობაში ექცევა.
კრიტიკის, განხილვისა და კამათის საგანი არც ისე ცოტა გვაქვს. მაგრამ მისი საფუძველი და მიზანი უთუოდ უნდა ემყარებოდეს ახალი პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური თუ ზნეობრივი ღირებულებების პროპაგანდასა და ინიცირებას, მათი დამკვიდრების გზებისა და საშუალებების ძიებას. სამწუხაროდ, ამით თავმოსაწონი ჯერჯერობით ბევრი არაფერი გვაქვს.
რეფორმების ზემოთ აღნიშნულ პირობებთან თანაბარმნიშვნელოვანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებათა დაცვა.
ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, სამართალდაცვის სტრუქტურების გარდაქმნის არსიცა და მიზანიც უნდა იყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა უპირობო და ფაქტობრივი დაცვა.
არსებულ შესაძლებლობათა გათვალისწინებით, ამ მხრივ საქართველოში არცთუ ცოტა რამ კეთდება.
2002 წელი ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით გაგაცნობთ ზოგიერთ მოსაზრებას პრიორიტეტული ამოცანების შესახებ.
წინასაახალწლო დღეებში გამოვეხმაურე არასამთავრობო სექტორის ინიციატივას და საქართველო გამოვაცხადე წამებისაგან თავისუფალ ზონად. ვფიქრობ, უკვე მომწიფდა პირობები იმისათვის, რომ ამგვარი გადაწყვეტილება აღსრულებადი გახდეს. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ სამართალდაცვის ორგანოებში ძველი მენტალიტეტი თანდათანობით ადგილს უთმობს ახლებურ, ცივილიზებულ მიდგომას.
იმედი მაქვს, ჩემი ეს განცხადება გაზრდის სამართალდამცველტა პასუხისმგებლობას - დაძლიონ მათ მიმართ არსებული საზოგადოებრივი უნდობლობა და ყველაფერი იღონონ იმისათვის, რომ პრეზიდენტის დეკლარაცია რეალობად გადაიქცეს.
საქართველო უკვე მესამე წელია, ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრია და შეუერთდა მრავალ უფლებადაცვით დოკუმენტს, რომლებიც მიღებულია ამ ორგანიზაციის ჩარჩოებში. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტმა ევროპის ადამიანის უფლება და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმის რატიფიცირება მოახდინა.
უნდა დაჩქარდეს შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება ევროპის საბჭოს ისეთ დოკუმენტთან შესაერთებლად, როგორიცაა რეგიონულ და ეროვნულ უმცირესობათა ერების ქარტია და ევროპის სოციალური ქარტია. ვთხოვ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებს, მიიღონ ამისათვის ყველა საჭირო ზომა.
არაერთხელ და სიამაყით თქმულა ჩვენი ქვეყნის მრავალეროვნულობაზე, მაგრამ იგი საკმარისად არ ვლინდება ეროვნული თუ ეთნიკური უმცირესობების საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობით. არადა, სხვაგვარად წარმოუდგენელია ის ინტეგრაციული პროცესები, რომლებიც ქვეყნის ძლიერების წინაპირობად უნდა იქცეს.
ბატონებო!
ახლა სერიოზულ მიჯნასთან ვდგავართ. დადგა მწვავე გადაწყვეტილებათა მიღების დრო. თუ აქამდე ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნების მიზნით გარკვეულ კომპრომისებზე მივდიოდით, ახლა კომპრომისების დრო აღარ დარჩა.
ჩემი სურვილი იყო, ამ დარბაზში შეკრებილიყვნენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი სამშობლოს გადარჩენისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში თავისი სიტყვის თქმის მოვალეობა აკისრიათ. მე ვფიქრობდი, რომ ამ დარბაზში ხმამაღლა უნდა თქმულიყო, რა გაკეთდა, რა ვერ ან არ გაკეთდა, რა გზით უნდა წავიდეთ მომავალში. ჩემი ჩანაფიქრით, ეს არ უნდა ყოფილიყო თათბირი მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის. ამ ტრიბუნიდან მთელ საქართველოს უნდა მოესმინა და, რაც მთავარია, დაეჯერებინა, რომ ქვეყანაში რეალურად არის დაწყებული დიდი ანტიკორუფციული მოძრაობა, რომ ჩვენ არ შევურიგდებით გადასახადებისაგან თავის არიდების, თაღლითობას, ფალსიფიკაციასა და კონტრაბანდას. კანონის დარღვევების მიმართ მართლმსაჯულება მთელი ძალით ამოქმედდება. ამავე დროს ადამიანის უფლებების და ღირსებების დაცვა პრიორიტეტად დარჩება.
ჩემი ახალგაზრდა კოლეგები ასეთ თათბირებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. შეიძლება მათი აზრის გათვალისწინებითაც იყო, რომ ორი წელია, ასეთ შეკრებებზე უარი ვთქვით. დაგროვილმა პრობლემებმა, ხელისუფლების ყველა შტოსთან, საზოგადოებასთან ამ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიების, ჩვენს მიღწევებსა თუ შეცდომებზე პირუთვნელი და ღია საუბრის აუცილებლობამ განაპირობა დღეს ჩვენი შეხვედრა. დღეს მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ეფექტიანობაზე არის დამოკიდებული, დაიბრუნებს თუ არა ხელისუფლება მოსახლეობის ნდობას, მოიპოვებს თუ არა მის მხარდაჭერას.
1992 წელს, როცა მე საქართველოში დავბრუნდი, ყოველდღე მესმოდა, რომ აუცილებელია „ძლიერი ხელი“. მაშინ ეს დიქტატურაზე მინიშნება იყო. მაშინ „ძლიერი ხელი“ სწორედაც დიქტატორული მმართველობის გაგრძელებას ნიშნავდა. მე და ჩემი თანამოაზრეები სხვა გზით წავედით. ტოტალიტარული სისტემის ნანგრევებზე დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, უმაღლესი ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების, სამოქალაქო საზოგადოების აშენების გზა ავირჩიეთ და ყველა თქვენგანი დამერწმუნება, რომ ამ გზაზე სერიოზულ წარმატებებს მივაღწიეთ.
მე ახლა მინდა განვაცხადო, რომ ვიმოქმედებ „ძლიერი ხელის“ პრინციპით. დღეს ეს პრინციპი საზოგადოების არსებული დონის, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით მხოლოდ კანონის და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას მოემსახურება.
არ არის გამორიცხული, ხვალ გაზეთებში გამოჩნდეს სათაურები „შევარდნაძე დიქტატორულ სახელმწიფოს ქმნის“. მე დავეთანხმები ასეთ სათაურებს მცირეოდენი შესწორებით. დიახ, მე მინდა საქართველოში რეალურად დამკვიდრდეს კანონის დიქტატურა.
და, ბოლოს, დღეს აქ ბევრი საინტერესო წინადადება და მოსაზრება გამოითქვა. ყველაფერი ეს უნდა აისახოს იმ ბრძანებულების პროექტში, რომელიც მთავრობის წევრებს წინასწარ დაურიგდათ.
ვავალებ უშიშროების საბჭოს აპარატს, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს ხელმოსაწერად ბრძანებულების პროექტის საბოლოო ვარიანტი. ასევე ვთხოვ ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძეს, ვავალებ ბატონებს ვალერი ხაბურძანიას და კობა ნარჩემაშვილს მომავალ კვირას მოიწვიონ კოლეგიის სხდომები, იმსჯელონ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც დღეს აქ დასაბუთდა, მიიღონ მკაცრი, მაგრამ ობიექტური გადაწყვეტილებები და ეს ამცნონ საზოგადოებას.
აი, ის საკითხები, რომელთა შესახებ დღეს მინდოდა მესაუბრა თქვენთან. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი გამოვიყენო მთელი ჩემი ძალა, უფლება თუ გავლენა, ავტორიტეტი იმისათვის, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი მარტო ლაპარაკად არ დარჩეს და მივაღწიოთ გარღვევას ყველაზე რთულ სფეროში.
„დემოკრატია არ ნიშნავს უკანონობასა და უპასუხისმგებლობას, პირიქით, იგი სამართლისა და კანონის უმკაცრეს, უპირობო და საყოველთაო დაცვას მოითხოვს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 თებერვალი. - №35 (4094). - 1,3,4 გვ.
![]() |
23 ამიერკავკასიის ქვეყნების ფოლკლორის ფესტივალის „იუნესკო“ და „ამიერკავკასიის ბავშვები მშვიდობისა და ერთიანი მსოფლიოსათვის“ მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემო პატარა მეგობრებო,
თქვენი ჩამოსვლა თბილისში და ზემოაღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მეტად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ფაქტია. სასიხარულოა იმიტომ, რომ თქვენი სახით ამიერკავკასიის ქვეყნების ფოლკლორს, სიმღერასა და ცეკვას, ასეთი დამფასებელი და მემკვიდრე ჰყავს, ხოლო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი შემოქმედებით, ხელს უწყობთ ადამიანის ამაღლებას და არა მარტო ჩვენთან, არამედ ჩვენს გარშემოც მშვიდობის გამყარებას.
თქვენ ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე შეგროვებულ კულტურულ მემკვიდრეობას როცა ეზიარებით, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო სულისკვეთებით იზრდებით, რაც საიმედო საფუძველია ჩვენს ერებს შორის ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისა, ტრადიციების გაგრძელებისა, თაობათა შორის ურთიერთობათა გამდიდრებისა.
გილოცავთ ფესტივალის გახსნას და მრავალ წარმატებას გისურვებთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ამიერკავკასიის ქვეყნების ფოლკლორის ფესტივალის „იუნესკო“ და „ამიერკავ ვკასიის ბავშვები მშვიდობისა და ერთიანი მსოფლიოსათვის“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 თებერვალი. - №37(4096). - 1 გვ.
![]() |
24 არჩილ კოსტავას გარდაცვალების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
კიდევ ერთი თვალსაჩინო პიროვნება წავიდა ჩვენგან. გარდაიცვალა გამოჩენილი მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბატონი არჩილ კოსტავა.
ბატონი არჩილი გამორჩეული პიროვნება გახლდათ. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მარტო თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში, არამედ ჩვენი ქვეყნის საინჟინრო კადრების აღზრდასა და ჩამოყალიბებაში.
ბოლო წუთებამდე იგი დაუღალავად შრომობდა და ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნავდა.
პირადად მე მასთან მრავალი წლის მანძილზე საქმიანი და კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა.
ბატონი არჩილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მარტო მისი ოჯახისათვის, არამედ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივისა და ქართული მეცნიერებისათვის.
ედუარდ შევარდნაძე
არჩილ კოსტავას გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 თებერვალი. - №39(4098). - 1 გვ.
![]() |
25 ბატონ დიმიტრი ჯაიანს |
▲ზევით დაბრუნება |
ჩემო დიმა,
უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბატონი სერგოს გარდაცვალების შესახებ.
ჩვენგან წავიდა სამშობლოს წინაშე ბოლომდე ვალმოხდილი ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მომავალი თაობის აღზრდას მოახმარა. შესანიშნავი პედაგოგისა და ინტელიგენტის სერგო ჯაიანის ნათელი სახე მარად დარჩება მისი ახლობლებისა და მეგობრების გულში.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ დიმიტრი ჯაიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 თებერვალი. - №40(4099). - 1 გვ.
![]() |
26 „თუ რუსეთი მოაგვარებს ჩეჩნეთის პრობლემას, დღის წესრიგიდან მოიხსნება ყველა საკითხი, მათ შორის დევნილებიც დაბრუნდებიან სამშობლოში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის 2992 წლის
18 თებერვლის ბრიფინგი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იქ დამატებითი ძალები გაიგზავნა. თუ შესაძლებელია, მოგვაწოდოთ ბოლო ინფორმაცია, რა ხდება პანკისის ხეობაში?
- დაახლოებით ერთი საათის წინათ ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, რომელიც ამჟამად პანკისის ხეობაში იმყოფება. რა თქმა უნდა, გავგზავნეთ დამატებითი ძალები და ყველაფერი კეთდება, რომ პანკისის ხეობაში სრული წესრიგი დამყარდეს. რაც გაკეთდა, მათ შორის, ცნობილი კრიმილანის - ნარკოტიკების რეალიზატორის ბაღაკაშვილის დაკავებაც, არის პოლიციის კანონიერი მოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად, რომ იქ მშვიდობა იყოს და აღიკვეთოს კრიმინალთა თარეში. ეს მუშაობა დაიწყო, რომელიც რამდენადმე მტკივნეულად მიმდინარეობს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, აბსოლიტური უმრავლესობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისევე დევნილების, ამ ღონისძიებებს მხარს დაუჭერს. კრიმინალებს დაკავებული ჰყავთ რამდენიმე პოლიციელი, ეს ფაქტი არსებულ გარემოებას კიდევ უფრო ართულებს. მსურს მივმართო მათ: ამგვარი მოქმედება მიუღებელია და, შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს.
„მოამბე“: დღეს „ნტვ-რუ“-მ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის განცხადება. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ დასაშვებია ბინ ლადენის პანკისის ხეობაში ყოფნის ფაქტი. რაც შეეხება ტერორისტული ორგანიზაციის „ალ ქაიდის“ წევრებს, ისინი შესაძლებელია იყვნენ პანკისის ხეობაში, საიდანაც სავარაუდოდ კავშირს ამყარებენ „ხატაბთან“. „ნტვ-რუ“ ასევე ავრცელებს ბრიტანული გაზეთის „გარდიენის“ ინფორმაციას, ფილიპ რემლერთან ინტერვიუზე დაყრდნობით - თითქოსდა ვაშინგტონი თანახმაა, საქართველოში მომზადდეს კონტრტერორისტული ძალები, პანკისის ხეობაში საგანგებო ღონისძიების განსახორციელებლად. ასევე ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, თითქოსდა რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოზიცია შეაჯერეს პანკისის ხეობასთან დაკავშირებით და განზრახული აქვთ აიძულონ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, დაიწყოს გარკვეული მოქმედება პანკისის ხეობაში. ამ ფაქტმა კი ოფციალური თბილისი იძულებული გახდა დაედასტურებინა პანკისში ბოევიკების შესაძლო არსებობა. თქვენი კომენტარი „ნტვ-რუ-ს“ ინფორმაციაზე...
- მაშინ არც იგორ ივანოვის განცხადება არსებობდა და არც ის ვარიანტები, რომელთაც ახლა „ნტვ-რუ“ ავრცელებს, როცა ჩვენ მივიღეთ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება პანკისის ხეობის სიღრმეში ბლოკ-პოსტების გადანაცვლების შესახებ, მოგვეხდინა იზოლაცია ამ კუთხისათვის და მხოლოდ ის მანქანები შეგვეშვა იქ, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ რეგიონისა და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებთ. რაც შეეხება, მომავალში განსახორციელებელ შესაძლო ღონისძიებებს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან ამ საკითხებს სისტემატურად არ განვიხილავთ. თუ საჭირო გახდება, ჩვენ დიალოგის მომხრე ვიყავით და ამ პოზიციას ვინარჩუნებთ. აღსანიშნავია, რომ არც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ ხეობაში ერთობლივი სამხედრო ოპერაციის განხორციელების საკითხს. იმის მიუხედავად, რომ სამხედრო თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ არ არის ძლიერი, ჩვენს ქვეყანას აქვს სათანადო რესურსი, რომ საკუთარ ტერიტორიაზე დაამყაროს წესრიგი.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, ჩემი გაკვირვ ვება გამოიწვია მისმა გამონათქვამმა, თითქოსდა ბინ ლადენი სადღაც ახმეტაში შეიძლება იმყოფებოდეს. ამას იმით ვხსნი, რომ ბატონ იგორ ივანოვის დედა წარმოშობით ახმეტელია, მას იქ დედისეული სახლი აქვს და შესაძლებელია იქ იმალებოდეს. იძულებული ვიქნებით, შევამოწმოთ.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას გამართულ დევნილთა ყრილობაზე ასლან აბაშიძის თანაპარტიელებმა დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ იოსელიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენეს იმ მოტივით, რომ თითქოს იგი ასლან აბაშიძის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი შეიძლება იყოს. თქვენი კომენტარი. რა შეფასებას მისცემთ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში თქვენი პირადი წარმომადგენლის ასლან აბაშიძის ვიზიტს მოსკოვში?
- ასლან აბაშიძის ვიზიტის შედეგებზე ჩვენ საუბარი არ გვქონია. რაც შეეხება დევნილთა ყრილობაზე გამოთქმულ ვერ რსიებს, რომ ავთო იოსელიანი ბოროტისმსურველია საქართველ ლოსათვის, აფხაზეთისათვის, ეს სიმართლესთან ახლოსაც არ არის. ავთო იოსელიანი არის კაცი, რომელიც, ვიდრე აფხაზეთში ბრძოლა შეიძლებოდა - იბრძოდა, ყველა მწვავე პოზიციაზე იმყოფებოდა. როცა იგი დაბრუნდა აფხაზეთიდან, არ შეუწყვეტია ზრუნვა აფხაზეთის დასაბრუნებლად, კონფლიქტის მოსაწესრიგებლად, მათ შორის დევნილების დაბრუნების თვალსაზრისითაც. ავთო იოსელიანი საკმაოდ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ ლტოლვილებშიც.
გერმანიის ტელევიზია „ა-ერ-დე“: გასულ კვირას ჩვენ მოვინახულეთ რუსთავის ერთ-ერთი საშუალო სკოლა, სადაც დაახლოებით 10 წელია გათბობის სისტემა მწყობრიდანაა გამოსული. თქვენი აზრით, როდის დადგება დრო, როცა მოსწავლეს სკოლაში შეშის მიტანა აღარ დასჭირდება? საქართველოში ყოფნისას, მოსახლეობის უმრავლესობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა აზრი, რომ ქვეყანაში უმთავრესი პრობლემა კორუფციის დაძლევაა. რა კონკრეტული მეთოდებით ებრძვის ხელის სუფლება კორუფციას?
- რუსთავის საშუალო სკოლასთან დაკავშირებულ პრობლემას შევისწავლით და დავალებას მივცემ შესაბამის უწყებას. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ ყველა სკოლაში შეგვექმნა ელემენტარული გათბობის პირობა.
რაც შეეხება კორუფციის დაძლევას, თქვენ ახსენეთ, რომ ეს უმთავრესი პრობლემაა, ეს სიტყვები კი საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. დაახლოებით ერთ წელიწადზე მეტია ჩვენ საერიოზულად ვემზადებით მოვლენების კარდინალურად შესაცვლელად. ამჟამად მიმდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა, დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ მოხდება სერიოზული გარდატეხა და რეალურ შედეგს მივაღწევთ. ეს ბოროტება დამახასიათებელია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ზოგჯერ იგი განვითარებული ქვეყნების პრობლემაცაა. ზოგიერთი სახელმწიფო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძვის კორუფციას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმის გათვალისწინებით კი ვაპირებთ დაახლოებით 2-3 წელიწადში ძირეულ გარდატეხას მივაღწიოთ, დავამარცხოთ კორუფცია.
„აფხაზეთის რადიო“: გასულ კვირას გამართულ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს გაფართოებულ სესიაზე თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ 31 ივლისამდე არ იქნება მიღწეული კარდინალური ცვლილება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება დამოუკიდებლად დაიწყებს აფხაზეთის დაბრუნებას. თქვენი ცნობილი პოზიციის გათვალისწინებით, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს პრეზიდენტი ამ წინადადებას?
- ვერ გეტყვით, 31 ივლისი იქნება თუ არა განმსაზღვრელი თარიღი. თუმცა ძალიან კარგად მესმის ბატონი თამაზ ნადარეიშვილის, მას აქვს უფლება მოითხოვოს გადამჭრელი მოქმედება ხელისუფლებისაგან, პრეზიდენტისაგან, მხოლოდ თარიღის დასახელება ჯერჯერობით საფუძვლიანი არ არის. ალმა-ატის შეხვედრა საერთო ატმოსფეროს მაჩვენებელი იქნება, შემდეგ გაიმართება შეხვედრები ევროკავშირში, მეგობარი ქვეყ ყნების ჯგუფთან. ეს იქნება პროცესი, ვერ გეტყვით, რომ ბატონ ასლან აბაშიძის დანიშვნა ერთ თვეში აფხაზეთის კონფლიქტს მოაგვარებს. ჩვენ ვიწყებთ კომპლექსურ მუშაობას; პრობლემის მოსაგვარებლად იმუშავებს ყველა არსებული ინსტიტუტი, გამოყენებული იქნება საქართველოს პრეზიდენტის ყოველგვარი შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები რეალიზაციისათვის. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი თამაზ ნადარეიშვილი, პარტიზანებიც, შეეცდებიან იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი მოლაპარაკებით კონკრეტულ შედეგს ვერ მივიღებთ, იმოქმედებენ, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: გასულ კვირას თბილისში გაიმართება პირველი მოლაპარაკება ჩეჩნეთიდან დევნილების მშობლიურ სახლებში დასაბრუნებლად. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ პანკისის ხეობაში იმყოფებიან ბოევიკთა დაჯგუფებები, ეს ფაქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. ამის პარალელურად რუსეთის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოსდა ბენ ლადენი პანკისის ხეობაში იმყოფება. ხომ არ შეიძლება, რომ ჩეჩნეთიდან დევნილთა სამშობლოში დაბრუნების პროცესი პანკისის ხეობაში, იქ წესრიგის დამყარების მოტივით, რუსეთის მხარის მონაწილეობით სამხედრო ოპერაციის წინაპირობა გახდეს?
- რუსეთის მხარე არანაირ სამხედრო ოპერაციას არ განახორციელებს ხეობაში, ამის შესახებ ჩვენ შევთანხმდით რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. საქართველოს შესწევს ძალა, რეგიონის ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ახლო მომავალში ჩამოვა საგანგებო ჯგუფი ჩეჩნეთიდან. ისინი გამართავენ კონსულტაციებს ლტოლვილებთან. ამ ღონისძიებათა პარალელურად აუცილებელია, პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან დევნილთა რეგისტრაცია განვახორციელოთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ათასამდე დევნილი დაბრუნდა ჩეჩნეთში. დარწმუნებული ვარ, რუსეთის წარმომადგენლები ლტოლვილებს შეუქმნიან სათანადო პირობებს სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, 17 იანვარს ჭუბურხინჯში მიღწეული შეთანხმებით, საქრთველოს მხარემ აიღო ვალდებულება - გარკვეული გარანტიით კოდორის ხეობიდან ჯარის გაყვანის თაობაზე. შეასრულებს თუ არა საქართველოს მხარე ამ ვალდებულებას? 20 თებერვალს იწყება კოდორის ხეობის ერთობლივი პატრულირება, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აფხაზეთისა და გაეროს წარმომადგენლები. როგორ გესახებათ ხეობის ერთობლივი - ქართულ-აფხაზური პატრულირების პროცესი?
- ეს არის პრინციპული შეთანხმება და ცუდს ვერაფერს ვხედ დავ იმაში, თუ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ამგვარ პატრულირ რებაში, რომელიც მოიცავს ტერიტორიას კელასურამდე. მეორე მხრივ, ეს ღონისძიება გამიზნულია კოდორის ხეობაში უსაფრთ თხოების განმტკიცებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ვიცავთ არა მარტო მოსახლეობას, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსაც. არ გამოვრიცხავ კოდორის ხეობაში მესაზღვრეთა და სხვა საგანგებო შეიარაღებული ძალების წარ რმომადგენელთა საკმაოდ დიდი რაოდენობის მონაწილეობ ბას, რომლებიც დაიცავენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს, ასევე უსაფრთხოების გარანტიებს შეუქმნიან კოდორის ხეობის მოსახლეობას.
საქართველოს ტელევიზია „ვესტნიკი“: ახმეტის რაიონში ოთხი პოლიციელის გატაცების ფაქტი ხომ არ გამოიწვევს მორიგ არეულობას ხეობაში? თქვენი აზრით რატო აღმოჩნდნენ დაუცველნი სამართალდამცველები და თავად გახდნენ ბოროტმ მოქმედების მსხვერპლი?
- მიმდინარეობს გამოძიება. არ მინდოდა ამ სიტყვების გამოყ ყენება, მაგრამ ეს გარკვეულწილად პოლიციელთა უყურადღებობაა, მათი, ვინც წესრიგი უნდა დაამყაროს და მოსახლეობა დაიცვას. ვფიქრობ, ეს მწარე გაკვეთილია იქ მომუშავე ორგანოს წარმომადგენლებისათვის, საერთოდ, მთელი სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის.
გაზეთი „კულტურა“: ბოლო დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ნამდვილად გამოიკვეთა პოზიტიური ძვრები. რუსეთის სათათბიროს წევრები საქართველოს პარლამენტარ რებთან შეხვედრის სურვილს არაერთხელ ადასტურებენ. ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. თქვენი აზრით, რა არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ამგვარი დათბობის უმთავრესი მიზეზი?
- არაერთხელ აღმინიშნავს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მოსკოვში გამართული შეხვედრის მნიშვნელობა. შეხვედრას მივეცით შეფასება, რომ იგი უნდა გახდეს ორ ქვეყანას შორის თვისებრივად ახალი ურთიერთობის და ეტაპის დასაბამი. ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ მიღწეული შეთანხმებები თანმიმდევრულად განხორციელდა. იმის მიუხედავად, რომ ჩეჩნეთიდან დევნილთა პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული, ბოლო დროს ორმხრივ ურთიერთობაში მართლაც გაჩნდა იმედისმომცემი ნიშნები. ის, რომ ჩეჩნეთის ფაქტორი გამაღიზიანებლად არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, საქართველო არაფერ შუაშია. თუ რუსეთი მოაგვარებს ჩეჩნეთის პრობლემას, დღის წესრიგიდან ყველა საკითხი მოიხსნება, მათ შორის დევნილებიც დაბრუნდებიან სამშობლოში.
რაც შეეხება ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა თანამშრომლობას, აქაც იგრძნობა, რომ კონტაქტები არის მუდმივი და მიზანმიმართული, შეხვედრები შედეგიანად მთავრდება. აღსანიშნავია, რომ ახლახან მიმდინ ნარეობდა მოლაპარაკება საქართველო-რუსეთს შორის ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომ მელშიც აისახება ორი ქვეყნის მომავალი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებანი. მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა საქართველოს დელეგაციის წევრების, საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც გუშინ დაბრუნდნენ თბილისში, კმაყოფილი არიან მოლაპარაკების შედეგით. ვფიქრობ, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მიღება გახდება ახალი ურთიერთობისათვის სათანადო სამართლებრივი ბაზა და იგი უდავოდ განაპირობებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საბოლოო მოწესრიგებას.
მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულად თანამშრომლობენ კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების მოღვაწენი.
გაზეთი „თუთარჩელა“: გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა ბონდო ჯიქიამ განაცხადა, რომ სამეგრელოში დიდი არეულობა მზადდება. გივი ლომინაძემ კი პრესკონფერენციაზე იგივე განაცხადა. ორივე აღნიშნავს, რომ აქციაში გამოყენებული იქნებიან ლტოლვილები. ჩემი ინფორმაციით, ეს აქცია მისადაგებული იქნება ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და გოჩა ესებუას გარდაცვალების დღეს. სამწუხაროდ, რეგიონში ამის წინააღმდეგ არავინ არაფერს აკეთ თებს. მე სამეგრელოდან ჩამოვიტანე 1200 ხელმოწერა, ისინი თხოვნით მიმართავენ პრეზიდენტს, რომ ადგილობრივი არჩევნ ნების გამართვამდე შეწყდეს ყოველგვარი აქციები, გამოიცეს პრეზიდენტის ან მთავრობის საგანგებო დადგენილება ამის შესახებ. ლტოლვილების ნაწილი ამბობს, რომ ენგურის ხიდზე მიმდინარე აქცია აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ ინსპირირებული აქცია იყო, სადაც არც ერთი გაჭირვებული ლტოლვილი არ მონაწილეობდა...
- არ შემიძლია იმის უგულებელყოფა, რასაც აცხადებს მხარის გუბერნატორი, რწმუნებული მოსალოდნელი აქციების შესახებ. მიმაჩნია, რომ სამეგრელო პრეზიდენტის დადგენილების, ხელისუფლების საგანგებო მიმართვის გარეშე აღარ დაუშვებს მასობრივი აქციების გამართვას. კანონი, რომელიც განსაზღვრავს როგორ და სად უნდა გაიმართოს აქციები, ამ პროცესებს აგვარებს.
გუშინ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე რამდენიმე მინისტრთან ერთად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში იმყოფებოდა. მთელი დღის განმავლობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ლტოლვილებთან, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან. ავთანდილ ჯორბენაძე არ დაბრუნებულა იმ განწყობილებით, რომ სამეგრელოში მასობრივი გამოსვლები და აქციებია მოსალოდნელი.
შარშანდელი გვალვის გათვალისწინებით, ამ რეგიონისათვის, ისევე როგორც მთელი დასავლეთ საქართველოსათვის, უმთავრესი პრობლემაა სათესლე მასალის ნაკლებობა. მოსახლეობას შეიძლება მართლაც გაუჭირდეს. ეს პრობლემა ჩვენ გადავწყვიტეთ. მინდა იცოდნენ სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში - სათესლე მასალის პრობლემა მოგვარებულია, ყველა ოჯახი მიიღებს საკმარისი რაოდენობით სათესლე მასალას. თუ არიან ოჯახები, რომლებმაც გარკვეული მოსავალი მიიღეს, ჩვენ მათ ფულით ავუნაზღაურებთ სათესლე მასალის ღირებულებას. ახლავე უნდა ვიზრუნოთ, როგორ გავიტანთ თავს შემოდგომაზე და მომავალ ზამთარს. რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის დაბადების დღეს და დანარჩენ საფუძვლებს, ამგვარი მიზეზები შესაძლებელია სხვა რეგიონებშიც მოიძებნოს. დარწმუნებული ვარ, სადღეისოდ სამეგრელოში არ არის იმგვარი ვითარება, რომ ქვეყანას ახალი პრობლემები შეექმნას. ჩვენ მართლაც ფაქიზად ვეკიდებით ამ რეგიონს, მისდამი დამოკიდებულება არის განსაკუთრებული, ვიცით, რა შეცდომებიც იყო წინათ დაშვებული.
გურამ ბათიაშვილი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საინტერესოა ამ პროცესების თქვენეული შეფასება. ედუარდ შევარდნაძის სახვალიო პროგნოზი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ?
- სადღეისოდ ახლო აღმოსავლეთში მართლაც დაძაბული ვითარებაა. თუკი რაიმე ძალა არსებობს მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის განვითარებული ქვეყნები ჩართული არიან ამ პროცესში და სურთ მდგომარეობის დროული განმუხტვა. მიმაჩნია, რომ ყველაფერი ორი მხარის დიალოგზე იქნება დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ მწვავე შეფასებები კეთდება არაფატისადმი, თავად არაფატი კიდევ უფრო მწვავედ გამოდის ისრაელის ხელისუფლების მისამართით, მიმაჩნია, რომ მათ შორის დაიწყება ნორმალური დიალოგი. საერთაშორისო ძალების დახმარებით, ადრე თუ გვიან იქ მშვიდობა და წესრიგი უნდა დამკვიდრდეს. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო აღფრთოვანება იმით, რაც ისრაელის მიწაზე მოხდა. ქვეყანა, რომელიც პერმანენტული ომის მდგომარეობაშია, ის ნაწილი, სადაც მშვიდობაა - აყვავებულია. ამ ხალხმა გამოიჩინა საოცარი გმირობა და თვისება - ერთი ხელით ომობს, მეორეთი მოსავალი მოჰყავს, კონკურენტუნარიან პროდუქციას ქმნის. ეს ერთ-ერთი საფუძველია იმისათვის, რომ ისრაელმა უფრო გაბედულად იმოქმედოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები. ეს ხომ არ არის დაკავშირებული მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან? რა შეფასებას მისცემთ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიასა და იუსტიციის ექსმინისტრის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში? იყო თუ არა ეს ვიზიტი თქვენთან შეთანხმებული, რადგან ზურაბ ჟვანიამ ამერიკაში გამართული შეხვედრებისას თქვენდამი მხარდაჭერა გამოხატა...
- დარწმუნებული ვარ, ბატონი ზურაბ ჟვანია აქ დაბრუნების შემდეგაც გამოხატავს ჩემდამი მხარდაჭერას. ამერიკაში მხარდაჭერა ძნელი არ არის იქაური ატმოსფეროსა და ვითარების გათვალისწინებით.
სავსებით ნორმალურ მოვლენად მიმაჩნია, როცა ოპოზიციურად განწყობილი ძალების წარმომადგენლები მოგზაურობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში, რუსეთში. ეს მოვლენა არ უნდა უკვირდეს ქვეყანას, რომელმაც აღიარა პოლიტიკური პლურალიზმი. ამგვარი ვიზიტები ოპოზიციურ ძალებს ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში, იმაში, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ, რა არის მისაღები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისათვის.
მათ, უწინარესად, საქართველოზე უნდა იფიქრონ, გაითვალისწინონ მისი რეალობა. თუ ქვეყნის მომავალზე ფიქრობ, ხელისუფლების სათავეში მოსვლის პრეტენზია გაქვს, დაუშვებელია არ გაითვალისწინო საერთაშორისო აზრი, საერთაშორისო მასშტაბის მოღვაწეთა დამოკიდებულება დღევანდელი საქართველოსადმი, მისი სატკივარისა და, საერთოდ, ყველაფრისადმი, რისი გაკეთებაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო.
„თუ რუსეთი მოაგვარებს ჩეჩნეთის პრობლემას, დღის წესრიგიდან მოიხსნება ყველა საკითხი, მათ შორის დევნილებიც დაბრუნდებიან სამშობლოში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 თებერვალი. - №41 (4100). - 1, 3 გვ.
![]() |
27 „დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე სწორედ სტაბილურობაა და მხოლოდ მას შეუძლია აფხაზეთის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის წინაპირობა შექმნას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
18 თებერვლის რადიოინტერვიუ
- გუშინ სახელმწიფო მინისტრი ზუგდიდში იმყოფებოდა. გასულ კვირას თბილისში გაიმართა აფხაზეთიდან ლტოლვილთა ყრილობა. რამდენად რეალურია ხელისუფლების დაპირებები აფხაზეთის პრობლემის დროულად მოწესრიგების თაობაზე ამჯერად, მით უფრო, რომ, როგორც ცნობილია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ალმა-ატის სამიტზე საბოლოოდ უნდა გადაწყდეს სამშვიდობო ძალების საკითხი?.. - ჟურნალისტ ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ამ მოვლენის-დევნილთა ყრილობის-დეტალურ ანალიზს ამჯერად არ შევუდგები.
სავსებით ბუნებრივია ლტოლვილთა სურვილი, პერიოდულად შეიკრიბონ და ერთმანეთს, ისევე როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას, გაუზიარონ აზრი აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო გზათა თაობაზე.
ყრილობის მთავარი შედეგი, ჩემი თვალთახედვით, ის გახლავთ, რომ ლტოლვილებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ბატონ ასლან აბაშიძისთვის სათანადო უფლებამოსილებათა მინიჭების თაობაზე, რათა იგი აქტიურად ჩაებას სამშვიდობო პროცესში.
როგორც ცნობილია, ბატონი ასლანი ყრილობამდეც და ყრილობის დღესაც აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებას რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
მას ჰქონდა და კვლავაც აქვს საქართველოს პრეზიდენტის სრული მანდატი.
რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ძალების შემდგომ ბედს:
როგორც მოგეხსენებათ, შარშან პარლამენტმა მომმართა რეკომენდაციით კონფლიქტის ზონიდან მათი გაყვანის შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე მე მიზანშეწონილად მივიჩნიე თავი შემეკავებინა რადიკალური გადაწყვეტილებისაგან, ვინაიდან გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციამ, აგრეთვე, რუსეთის საკმაოდ პრინციპულმა პოზიციამ (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების აღიარებით) სრულიად ახალი რეალობა შექმნა.
ჩვენ რომ აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ლტოლვილთა ყრილობამაც დაადასტურა: მათს მიერ მიღებულ დოკუმენტში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები გავიდნენ აფხაზეთის და, საერთოდ, საქართველოს ტერიტორიიდან.
უფრო მეტიც, ყრილობამ (ისევე როგორც პრეზიდენტმა) ნდობა გამოუცხადა ბატონ ასლან აბაშიძეს, რომლის პოზიცია სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილ ლია: რამდენიმე დღის წინათ ბატონმა ასლანმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ კატეგორიულად დაუშვებლად მიაჩნია კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანა. შესაბამის სად, ჩვენ არ ვიჩქარებთ ამ ნაბიჯის გადადგმას, რაც თანამეგობრობის მეთაურთა მომავალი სამიტის გადაწყვეტილებაშიც აისახება - რაკი ნდობა გამოვუცხადეთ ამ ადამიანს, უნდა ვაცალოთ კიდეც, რომ შესაბამის გარემოსა და პირობებში წარმართოს მშვიდობიანი მოლაპარაკება.
რა თქმა უნდა, ძალაში რჩება დღემდე მოქმედი ყველა ინსტიტუტი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი შეეცდება კიდევ უფრო განამტკიცოს დღევანდელ დღემდე მოპოვებული პოზიციები, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე იმუშავებენ სხვა ინსტიტუტები და, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ღონისძიებათა კოორდინირება. მხედველობაში მაქვს ბატონი ასლანის და სხვა ინსტიტუტების შესაძლებლობანი.
შესანიშნავად გამოვიდნენ ყრილობაზე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მესვეურები: ბატონი თამაზ ნადარეიშვილი და ბატონი ლონდერ ცაავა.
აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო საბჭოსთან მათი აქტიური თანამშრომლობისა და ყოველმხრივი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყრილობის მომზადება და გამართვა. დადებითი როლი შეასრულეს, აგრეთვე, ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა.
მაგრამ ყრილობაზეც და ყრილობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დროსაც იგრძნობოდა ნაჩქარეობის, მოუთმენლობისა და ერთგვარი გაურკვევლობის სინდრომიც. ხშირად გამოითქმებოდა აბსოლიტურად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები, ერთმანეთის გამომრიცხავი აზრები კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლო გზათა თაობაზე.
ყრილობაზეც და ყრილობის შემდეგაც ცალკეულ, ძალზე დამსახურებულ მოღვაწეთა მიმართ შეურაცხმყოფელი გამოსვლებიც, დაპირისპირების ცდა, რაც ნამდვილად არ შეუწყობს ხელს კონსოლიდირებასა და გაერთიანებას ჩვენი საერთო, საქვეყნო ტკივილის მოსაშუშებლად, ანუ აფხაზეთის დასაბრუნებლად.
იმას, რომ არ ვაპირებთ შევანელოთ ჩვენი ღონისძიებანი ლტოლვილთა დახმარებასთან, აგრეთვე მათს დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუნდაც გალის რაიონის ცალკეული სოფლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ადასტურებს ისიც, რომ გუშინვე სახელმწიფო მინისტრი და რამდენიმე მინისტრი იმყოფებოდნენ ზუგდიდში, სადაც ძალიან სერიოზული სამუშაო თათბირი გამართეს. ასე რომ, მუშაობა და ბრძოლა აფხაზეთის დაბრუნებისათის გაგრძელდება.
- გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია იური ბრაჟნიკოვის ხელმძღვანელობით. ჩეჩენი ლტოლვილები ჯერჯერობით არ აპირებენ უკან დაბრუნებას და აცხადებენ, რომ არ ენდობიან რუსეთს. როგორ აფასებთ ამ ვიზიტის შედეგებს?
- ეს ვიზიტი გახლდათ იმ შეთანხმების რეალიზაცია, რომ მელსაც მე და ბატონმა ვლადიმერ პუტინმა მივაღწიეთ მოსკოვში მოლაპარაკებისას.
რუსეთის დელეგაციამ ნაყოფიერად იმუშავა და საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა.
ამჟამად, პანკისის ხეობაში რამდენიმე ათასი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს - ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები, თუმცა, იქ სხვებიც არიან.
2000 წლიდან დღემდე რუსეთში თითქმის ორი ათასამდე ადამიანი დაბრუნდა თავისი ნებით. ყოველგვარი ხელშეწყობისა და დახმარების გარეშე. მე მხედველობაში არ მაქვს ჩვენი დახმარება - ჩვენ ვეხმარებოდით.
სხვათა ნებაყოფლობითი (ამას ხაზს ვუსვამ - ნებაყოფლობითი) დაბრუნება უპირველესად დამოუკიდებელია ჩეჩნეთში არსებულ ვითარებაზე.
ადამიანები ითხოვენ სოციალურ და სხვა სახის (მათ შორის, იურიდიულ) გარანტიებს, რასაც რუსული მხარე სრული გაგებით მოეკიდა. მთლიანობაში, ეს მოლაპარაკება კონსტრუქციულად წარიმართა.
ძალიან კარგად იმუშავა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, მინისტრმა ბატონმა ვალერი ვაშაკიძემ.
მარტში დაგეგმილია ჩეჩენ ლტოლვილთა აღწერა, რათა სრული წარმოდგენა გვქონდეს, რამდენი ლტოლვილი ცხოვრობს ამჟამად პანკისის ხეობასა და, საერთოდ, საქართველოში. ვიდრე ეს ადამიანები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ, ქართული სახელმწიფო მათ შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
ეს ჩვენი მორალური და ზნეობრივი ვალდებულებაა. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ქისტი მოსახლეობა და ისინიც, ვინც იმ რეგიონში იმყოფებოდა, კანონს უნდა დაემორჩილონ და პრობლემებს არ უნდა უქმნიდნენ საქართველოს ხელისუფლებას, თუნდაც ეს ერთეული შემთხვევები იყოს.
- თქვენ პრობლემები ახსენეთ. გუშინ, როგორც ვიცით, პანკისში ადამიანების გატაცების მორიგი ფაქტი მოხდა...
- მე საქმის კურსში ვარ. წუხელ, გვიან ღამით მელაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი კობა ნარჩემაშვილი. ჩემივე ბრძანებით იგი წუხელვე გაემგზავრა კახეთში. იქ ასეთი რამ მოხდა - ოპერატიულმა მუშაკებმა, რომლებიც ხეობაში, სოფლების სიღრმეში არიან შესული, დააკავეს ერთ-ერთი ცნობილი, რამდენჯერმე ნასამართლევი კრიმინალი. იგი, ძირითადად, ნარკოტიკების რეალიზაციაზე მუშაობდა და ადრევე იყო გაცემული ბრძანება მის დაპატიმრებაზე. იგი ახლა დაპატიმრებულია ყველა წესისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამას მოჰყვა კრიმინალთა ერთი ჯგუფის მიერ რამდენიმე პოლიციელის გატაცება და მოთხოვნების წამოყენება: გაათავისუფლეთ დაკავებული და პოლიციელებსაც გავათავისუფლებთ.
შინაგან საქმეთა მინისტრს მიცემული აქვს მითითება, წაუყენოს მათ ულტიმატუმი, უპირობო მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ არა მარტო პოლიციელები, არამედ ორი სხვა გატაცებულიც. რაც შეეხება ამ ბაღაკაშვილს, მან პასუხი უნდა აგოს. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია, როგორც ნარკოტიკების რეალიზატორის წინააღმდეგ. ეს საკმაოდ მძიმე დანაშაულია და გამოძიება ამ დილითვე დაიწყო. როგორც გითხარით, ადგილზეა მინისტრი და იგი მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს.
მე არაერთხელ მიმიმართავს ქისტებისათის და ისინი ყოვ ველთვის ანგარიშს უწევდნენ ჩემს მიმართვებს. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ იმისათვის, რომ იქ სისხლი არ დაღვრილიყო და ნორმალურად გვეცხოვრა ერთად. მადლობელი ვარ იმისათვის, რომ უმტკივნეულოდ შევიდნენ შინაგანი ჯარები, პოლიციის ნაწილები და რომ აქამდე, ყოველ შემთხვევაში, მდგომარეობა სტაბილური იყო. მე ახლაც ვთხოვ უხუცესებს, რომ დაუყოვნებლივ, ვიმეორებ, დაუყოვნებლივ გადაწყვიტონ პოლიციელების გათავისუფლების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ. ისიც უნდა გითხრათ, რომ იმ რეგიონისაკენ გაიგზავნა საკმაოდ დიდი ძალები და შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები და სპეცდანიშნულების რაზმები. ასე რომ, წესრიგი უნდა აღდგეს.
- გასულ კვირას თქვენ შეხვდით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვარდენ ოსკანიანს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ სომხეთს საქართველოსთან საპრეტენზიო არაფერი აქვს და, თუკი რაიმე გაუგებრობა მოხდება, სომხეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს კი არ მიმართავს, არამედ ქართველ კოლეგებთან გაარკვევს ნებისმიერ პრობლემას.
ამ ვიზიტის პარალელურად, გასულ კვირას გარკვეული პირებისაგან ისევ გაისმა ახალი ავტონომიის შექმნის იდეა...
- თავდაპირველად - ვიზიტის შესახებ. ბატონ ვარდენ ოსკანიანის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, მართლაც, საკმაოდ წარმატებული იყო. დიალოგი წარიმართა სრული ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის, საქმიანი თანამშრომლობის ატმოსფეროში.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშნელოვანი წარმატებაა, რომ ჩვენ არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან რაიმე ღრმა და გადაუჭრელი პრობლემა არა გვაქვს. მათ შორის, არც - სომხეთთან. ისევე, როგორც არაერთგზის გამომითქვამს ჩემი აზრი აზერბაიჯანთან მეგობრული თანამშრომლობის შესახებ.
სომხეთის პრეზიდენტმა ბატონმა რობერტ ქოჩარიანმა, ისევე, როგორც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრმა ბევრჯერ განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები საქართველოს ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეები არიან და მე ამაში მათ სრულიად ვეთანხმები.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა (ჯავახეთის მოსახლეობის ჩათვლით) მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოებრივ კურსს, ჩვენს თვალთახედვას საქართველოს მომავალზე.
შესაძლოა, არსებობდეს განსხვავებული აზრი, ზოგჯერ (არც ამას გამოვრიცხავ) გაისმოდეს პროვოკაციული გამონათქვამებიც, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისია და ხშირ შემთხვევაში ასეთ ექსცესებს არა ადგილობრივი, არამედ თბილისელი პროვოკატორები და პოლიტიკანები უწყობენ ხელს. სწორედ ისინი აღმოაჩენენ ხოლმე ასეთ ერთეულ პიროვნებებს და მერე იწყება გამოსვლები სატელევიზიო პროგრამებში.
მათს გასაგონადაც ვიტყვი: ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს მთავარი უბედურება, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, დაქუცმაცებულობა და გათიშულობა იყო.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად) ქართველ ხალხთან ერთად აშენებს დემოკრატ ტიულ, თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანას.
სტაბილურობისა და ეროვნული თანხმობის შენარჩუნების შემთხვევაში, თუ არ გადავუხვევთ არჩეულ კურსს, ვერავითარი ექსტრემისტული აზრი ვერ ჰპოვებს მხარდაჭერას ვერც ერთ რეგიონში.
- ბოლო დროს ბევრი მოვლენა ისე ემთხვევა ერთმანეთს, რომ ისევ ალაპარაკდნენ მოსალოდნელ არასტაბილურობაზე, მათ შორის, ეკონომიკურ არასტაბილურობაზე. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და, თუ ეთანხმებით, როგორ ფიქრობთ, ვისგან, რომელი ძალებისაგან მოდის ის?
- რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, - ეს მართლაც ძალიან მწვავე საკითხია. კითხვა სავსებით მართებული და აქტუალურ რია. ერთ-ერთ ინტერვიუში მე მოგახსენეთ, რომ მიმდინარე წელს დაიწყო გარდატეხა, რომელიც უზრუნველყოფს კრიზისის საბოლოო დაძლევას.
საქართველომ განვლო ერთულესი პერიოდი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო ეკონომიკაში და მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს უკავშირდებოდა. თუმცა, დიდწილად განპირობებული იყო ყოვლისმომცველი კორუფციითაც.
გასული წლის მიწურულს ქვეყანამ, მართლაც, ბეწვის ხიდზე გაიარა: თითქმის თვე-ნახევრის განმავლობაში სახელმწიფოს არ ჰყავდა მთავრობა, გაურკვეველი ვითარება შეიქმნა პარლამენტში, მძლავრობდა, ეგრეთ წოდებული, „სამიტინგო სტიქია“ და ა.შ.
მაგრამ საქართველოს კონსტიტუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის საფუძველთა საფუძველია.
სწორედ კონსტიტუციურმა მექანიზმებმა აღჭურვეს პრეზიდენტი კრიზისულ ვითარებაში აუცილებელი უფლებამოსილებით, რამაც საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა.
არადა, თქვენ იცით, რით დასრულდა ამგვარი პროცესები ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, არგენტინაში, რომელიც საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა.
სულ ერთი კვირა აღმოჩნდა საკმარისი, რათა წყალში ჩაყრილიყო თხუთმეტწლიანი რეფორმის შედეგი.
დაიწყო ქაოსი, ნგრევა, დაარბიეს ბანკები, საწარმოები, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღაზიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე.
საბედნიეროდ, საქართველოში, ისევ და ისევ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, პრეზიდენტმა უზრუნველყო სახელმწიფოებრივ ინსიტუტთა ნორმალური ფუნქციონირება და მოსახლეობისაგან მიიღო სათანადო მხარდაჭერა.
თუმცა, საფრთხე რეალური იყო და იგი მთლიანად ნიველირებული, ალბათ, არც არასდროს იქნება, ვინაიდან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ურთულეს რეგიონში გვიწევს ცხოვრება და განვითარება.
ამჟამად პოლიტიკურ სტაბილურობას შესაბამისი შედეგი მოაქვს ეკონომიკაშიც: გასული წელი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებით დასრულდა - ეკონომიკურმა ზრდამ ოთხ-ნახ ხევარი პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ინფლაცია მიზერულია. ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დასაშვებ ფარგლებში.
სტაბილურად ფუნქციონირებენ ბანკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. უფრო მეტიც: საქართველოს ბანკებმა მარალი ავტორიტეტი მოიპოვეს ქვეყანაში, რაც ანაბრების ზრდაში გამოიხატება.
და კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც თითქოს ვერავინ ამჩნევს. რამდენი ძალა და ენერგია, ხარჯი მოვახმარეთ იმას, რომ შედარებით ნორმალურად გამოგვეზამთრა. ჯერ კიდევ წინ არის ერთი-ორი თვე, ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ სათანადო რესურებიც გვაქვს და გაანგარიშებებიც. ჩემი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის, კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმებით, და ეს მოძრაობა, ეს ბრძოლა საქართველოში რეალურად დაიწყო.
ამრიგად, დადებითი ტენდენციები თანდათან ძლიერდება. მთავარია, ქვეყანა დაზღვეული იყოს ავანტიურისტებისა და პოლიტიკანების მოქმედებისაგან.
მათ აღარ უნდა მიეცეთ საშუალება, ქვეყანა დაპირისპირების, ურთიერთსიძულვილის, გაუთავებელი პოლიტიკური ინტრიგების, ბოლოს, ალბათ, კვლავ შეხლა-შემოხლისა და ხელის სუფლების ძალით გადანაწილების მორევში ჩაითრიონ.
ასეთმა ძალებმა ამ ათი-თხუთმეტი წლის წინათ, სამწუხაროდ, ეს მოახერხეს და უდიდესი უბედურება და განსაცდელი დაატეხეს თავს საქართველოს.
დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე სწორედ სტაბილურობაა და მხოლოდ მას შეუძლია აფხაზეთის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის წინაპირობა შექმნას.
- რაც შეეხება ეკონომიკურ ბლოკს - რას გამოყოფდით გასული კვირის მთავარი მოვლენებიდან? ამ მხრივ ერთ-ერთი საინტერესო თემა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკითხია. როგორც იცით, მისი ერთ-ერთი შესაძლო ინვესტორის მიმართ ამ ხნის მანძილზე მედიაში საკმაოდ მკაცრი განცხადებები კეთდებოდა...
- რა თქმა უნდა, რუსთავს შევეხები, მაგრამ მანამდე მინდა ორიოდე საკითხზე შევჩერდე. - მოსახლეობისა და ბიზნესმენებ ბისათვის ეს შეიძლება საინტერესო იყოს. უპირველეს ყოვლისა, იმ ბრძანებულების შესახებ, რომლის პროექტი „საქპატენტმა“ წარმოადგინა და მთავრობამ პრაქტიკულად მიიღო.
იგი მიზნად ისახავს ნაწარმის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვას.
ნურავის ეგონება, რომ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.
პირიქით, სწორედ ამ პრობლემის მოგვარების გამო, ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს კარგავს.
დასახელებათა აღიარება საქართველოს საშუალებას აძლევს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და თანამეგობრობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაიწყოს მოლაპარაკება სხვა ქვეყნებთან ამ დასახელებათა ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ, რის შემდეგაც არა მარტო საქართველო ხდება უფლებამოსილი და ვალდებული დაიცვას თავისი პროდუქცია, არამედ სერიოზული უპასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ ქვეყანას, სადაც შესაბამისი ნაწარმი იყიდება. ანალოგიური ინსტიტუტი მოქმედებს ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში და არა მხოლოდ ევროპაში.
ბრძანებულება ითვალისწინებს მინერალური წყლის, ღვინისა და ბრენდის ადგილწარმოშობის საკითხთა მოწესრიგებას.
იგულისხმება ღვინის 18, ღვინის ბრენდის 3 და მინერალური წყლის 13 (შემდეგ მეტი იქნება) ადგილწარმოშობის დასახელება.
ეს ხელს შეუწყობს, აგრეთვე, ფალსიფიკაციასთან ბრძოლას, რაც ურთულესი და მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. ფალსიფიკაციას უნდა ებრძოლოს არა მარტო საქართველო, რომელიც ახორციელებს ამა თუ იმ პროდუქციის ექსპორტს, არამედ ეს ბრძოლა ამიერიდან იმ ქვეყნების მოვალეობაც იქნება, სადაც ხდება ჩვენ მიერ გატანილი ღვინისა თუ სხვა პროდუქციის რეალიზაცია.
რამდენიმე სიტყვა მებაჟის პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით: ჩვენ იშვიათად ვლაპარაკობთ მებაჟეებზე, უფრო მეტად ვაკრიტიკებთ მათ, ათასგვარ წმენდას ვაწყობთ და ა.შ.
მე კი მინდა ვთქვა, რომ საბაჟო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტია. იგი ისევე აუცილებელია დამოუკიდებელი ქვეყნისათვის, როგორც არმია, ეროვნული ვალუტა, სასაზღვრო უწყება და ა.შ.
გულწრფელად ვულოცავ ქართველ მებაჟეებს მათს პროფესიულ დღესასწაულს - ათი წლისთავს.
ნუ ვიქნებით უსამართლონი მათს მიმართ: ამ უწყებაში ძალიან ბევრი პატიოსანი პროფესიონალი შრომობს.
ბევრი რამ გაკეთდა სისტემის სტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისათვის. შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა. დიდი დახმარება გაგვიწიეს მეგობარმა ქვეყნებმა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას: დამოუკიდებელ საქართველოს აქვს სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, საკმაოდ გამართული, კარგად ორგანიზებული, მთლიანობაში ინსტიტუციურად სრულყოფილი საბაჟო უწყება.
ამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთ ციფრს დავასახელებ: თუ რამდენიმე წლის წინათ, როცა საბაჟო შექმნას ვიწყებდით, ბიუჯეტში სულ 2-3 მილიონი ლარი ირიცხებოდა წლის განმავლობაში, შარშან შემოსავალმა საბაჟოდან 290 მილიონ ლარს მიაღწია. ესე იგი, საბაჟოს გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია და არც ბიუჯეტი არ იქნება. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია: მებაჟეებმა შესანიშნავად იციან, რომ ამჟამად ქვეყნის პოტენციალი კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მობილიზების საშ შუალებას ქმნის.
ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ უკეთესი საინვესტიციო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე.
გასულ კვირას საერთაშორისო ორგანიზაციებმა (მათ შორის მსოფლიო ბანკის სამსახურებმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ) წარმოადგინეს საქართველოში განხორციელებული კვლევის შედეგები იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საინვესტიციო სფეროში, რა ადმინისტრაციული ბარიერები უშლის ხელს ინვესტიციათა მოზიდვას.
მე ძალიან დიდი ყურადღებით შევისწავლე ეს დოკუმენტი.
ადრეც არაერთგზის განმიცხადებია; აუცილებელია ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციული ინსტიტუტის სრული ინვენტარიზაცია.
ამ პროცესში გადასაწყვეტია ძალიან პრინციპული საკითხები. მაგალითად, ჩემი აზრით, საქართველოს ჰაერივით სჭირდება შესაბამისი საინვესტიციო კლიმატის შექმნის ენერგეტიკის სფეროში. მათ შორის ვგულისხმობ შეღავათებსა და განსაკუთრებულ პირობებს, ვინაიდან ენერგეტიკის სწრაფი განვითარება მთლიანად ქვეყნის განვითარების უდიდესი სტიმული გახდება.
ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც თითქმის ყველა უცხოელი ინვესტორი გავათავისუფლეთ გადასახადებისაგან. და სწორედ მაშინ დაიწყო ინვესტიციების მოზღვავება. მე არ გამოვრიცხავ, რომ, თუკი მოვახერხებთ შევუთანხმდებით საერთაშორისო ცენტრებს, რომლებიც გარკვეულად მონაწილეობენ ჩვენი საქმიანობის რეგლამენტირებაში, კეთილ რჩევებს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, თუკი ასეთ კლიმატს შევქმნით, საქართველოში ენერგეტიკა სწრაფად გან ნვითარდება.
და ერთი საკითხიც, რომლის შესახებაც მკითხეთ და რომელიც საქართველოს სამრეწველო პოტენციალის გადარჩენასა და განვითარებას ეხება.
რადიომსმენელებმა და მკითხველმა იციან, რომ მომზადებულია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რეკონსტრუქციისა და განვითარების პროგრამა. უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებთან. პირველად დავიწყეთ გერმანელებიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ აღმოაჩნდათ სათანადო ფინანსები. ქარხნის რეკონსტრუქცია და განახლება დაახლოებით ას მილიონზე მეტი ჯდება. ამ ბოლო დროს შესაძლო ინვესტორთა შორის გამოიკვეთა პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ამერიკულ-თურქულ კომპანიასთან. მათ წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებანი. დაახლოებით 100-120 მილიონის ფარგლებში მოხდება ინვესტირება და ქარხანა დაიწყებს მუშაობას და რუსთავში ყველაფერი გაცოცხლდება.
აქვე ვიტყვი: ეს ქარხანა ლამის ცოცხალ არსებასავით მიყვარს. მასთან ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს. თავის დროზე ჩვენმა დიდმა თანამემამულემ მიიღო გადაწყვეტილება, მეტალურგიული ქარხანა დაეფუძნებინა საქართველოში, რათა ქვეყანას ინდუსტრიული ბაზა ჰქონოდა. ესეც უნდა გვახსოვდეს.
ხანგრძლივი ანალიზის, ყველა სხვა საშუალების მოსინჯვის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ ქარხნის გადასარჩენად აუცილებელია მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვა.
რუსეთში ყოფნისას პირადად ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრსა და მის პირველ მოადგილეს, დაინტერესებულიყვნენ ამ ქარხნით. მათ სრული მზადყოფნა გამოამჟღავნეს. მინდა ისიც გაცნობოთ, რომ რუსთავის მეტალურგიის საკითხებზე აქტიური დიალოგი მიმდინარეობს უკრაინასთანაც. არა მთლიანად მეტალურგიაზე, არამედ იქ არის ერთი დიდი ნაწილი - აგლოფაბრიკა, მილების წარმოების ნაწილი, რომლის მიმართაც უკრაინელები დიდ ინტერესს იჩენენ და მათთან პრაქტიკულად ვაღწევთ შეთანხმებას.
როგორც გითხარით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ პრობლემები ისევ და ისევ შექმნეს უმეცარმა პოლიტიკანებმა, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვთ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან და მის შესანიშნავ კოლექტივთან - იმ ღვაწლმოსილ ადამიანებთან (მუშებთან, ინჟინრებთან, მეცნიერებთან), რომლებმაც ათწლეულების განმავლობაში საკუთარი ხელებით შექმნეს ქართული მეტალურგია.
ზოგიერთ მიტინგზე გაიჟღერა სრულიად დაუშვებელმა, უსაფუძვლო ბრალდებებმა. იყო რამდენიმე არაკომპეტენტური პუბლიკაცია.
ამას ბუნებრივად მოჰყვა თურქეთის შესაბამისი წრეების, მათ შორის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სავსებით გასაგები, მტკივნეული რეაქცია. მხედველობაში მაქვს შესაბამ მისი განცხადება, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა.
მე პირადად ძალზე მტკივნეულად განვიცდი ამას და, თუ საჭიროა, ბოდიშსაც მოვუხდი თურქ ბიზნესმენებს, რომლებიც აქ მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით შემოდიოდნენ. სხვათა შორის, ხელშეკრულებაში ისიც იყო გათვალისწინ ნებული, რომ სამუშაო ადგილების 95 პროცენტზე მეტს ადგილობრივი მოსახლეობა დაიკავებდა. მხოლოდ და მხოლოდ, რამდენიმე მენეჯერს შემოიყვანდნენ.
ვიმედოვნებ, ეს ხელს არ შეუშლის ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
თურქეთი ჩვენი მეზობელია, მას არაერთგზის გამოუწვდია საქართველოსათვის დახმარების ძმური ხელი. ჩვენ უკვე ავაშენეთ ახალი ურთიერთობა ორ უახლოეს მეზობელ სახელმწიფოს შორის.
საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული დემოკრატიულ თურქეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარებით.
დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ თურქეთი ევროკავშირის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი გახდება. მე აღარ ვლაპარაკობ თურქეთის როლზე ნატოში და ა.შ.
ყველას ვთხოვ, ასეთ საკითხებს მეტი სიფრთხილითა და სიფაქიზით მოვეპყრათ. არავის ჩვენზე ნაკლები არც ეროვნული ღირსება აქვს და არც ეროვნული თავმოყვარეობა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საინვესტიციო პროექტი იმის საწინდარი გახდა, რომ საქართველოში კვლავ ამოქმედდება ჩვენი ეროვნული მრეწველობის გიგანტი, რასაც უდიდესი ეკონომიკური, სოციალური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ექნება.
წარმოიდგინეთ, რომ დაიხურა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ეს ნიშნავს, რომ უნდა დაიხუროს ორი კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, უნდა გაუქმდეს ფაკულტეტები ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისი ფილიალი რუსთავში და ა.შ. და უმუშევრად დარჩეს ამდენი ხალხი, ათასობით ადამიანი (მათ შორის, როგორც მახსოვს, ყველაზე უფროსი თაობის წარმომადგენლები 1926 წელს არიან დაბადებული. თითქმის ბავშვები მივიდნენ, უმაღლესი რანგის სპეციალისტები გახდნენ და დღესაც მუშაობენ). სულს ღაფავს ქარხანა, უნდა მივუსწროთ და გადავარჩინოთ. ამას დასჭირდება ალბათ 1-1,5 წელიწადი, მაგრამ გადარჩენა შესაძლებელია, თუ გონივრულად და ჭკვიანურად მივუდგებით ამ პრობლემას.
„დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე სწორედ სტაბილურობაა და მხოლოდ მას შეუძლია აფხაზეთის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის წინაპირობა შექმნას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 თებერვალი. - №41 (4100). - 1, 2 გვ.
![]() |
28 ბატონ რომა კიწმარიშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო რომა,
ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა გადმომცა მეტად სასიამოვნო საჩუქარი, თქვენ მიერ ხელით ნაქარგი ჩემი პორტრეტი.
დიდ მადლობა მინდა გითხრათ.
თქვენმა ნამუშევარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მამაკაცი თუ მოინდომებს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებს ქალზე არანაკლებ ფაქიზად და მშვენივრად (იმედია, ჩვენი ქალბატონები არ გაგვინაწყენდებიან).
აქ ისიც გამახსენდა, რომ ქარგვის ხელოვნებით გატაცებული იყო ბელგიის მეფეც, რომელიც სახელმწიფო საქმეებისაგან თავისუფალ დროს ასე განიტვირთებოდა ხოლმე.
დიდი მადლობა ამ საჩუქრისათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ რომა კიწმარიშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 თებერვალი. - №43 (4102). - 1 გვ.
![]() |
29 ქალბატონ ლეილა აბაშიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონო ლეილა, დიდ და მნიშვნელოვან თარიღს გილოცავთ, რომელმაც დაიტია თქვენი შესანიშნავი შემოქმედება და ქართულ კინოს განუმეორებელი ელფერი მისცა.
ათწლეულების მანძილზე თქვენი გმირები თაობათა აღტაცებისა და მიბაძვის საგნად იქცა. ეს კი ბევრს ნიშნავს.
სახელი და გვარი - ლეილა აბაშიძე მარტო ქართულ კინოში კი არ ნიშნავს სილამაზეს, ოსტატობას, ეროვნული ხასიათის ბრწყინვალე გამოხატვას, არამედ ქართულ ცხოვრებაშიც.
გეხვევით, გკოცნით და ნანულისთან ერთად თავს მდაბლად გიკრავთ.
ედუარდ შევარდნაძე
ქალბატონ ლეილა აბაშიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 თებერვალი. - №44 (4103). - 1 გვ.
![]() |
30 უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს ბორის პატონს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდად პატივცემულო ბორის ევგენის ძევ,
გულითადად გილოცავ თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერსა და მეცნიერების დიდ ორგანიზატორს უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პოსტზე მოღვაწეობის 40 წლისთავს.
საყოველთაოდ არის ცნობილი ლითონთა შედუღების დარგში თქვენი გამოკვლევების შედეგები. თქვენ მიერ შექმნილ მეტალურგიის ახალ დარგში - სპეციალურ ელექტრომეტალურგიაში მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ბრძანდებით.
თქვენი ხელმძღვანელობით უკრაინის მეცნიერებათა აკადემიაში ფართოდ განვითარდა თანამედროვე მეცნიერების ახალი მიმართულებანი და დარგები, ჩამოყალიბდა სამეცნიერო სკოლები. უკრაინელ მეცნიერთა მიღწევებმა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევის დარგში გაამდიდრეს მსოფლიო მეცნიერების საგანძური.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თუ რა პირადი წვლილი მიგიძღვით ჩვენი სახელმწიფოების მეცნიერებათა აკადემიებს, უკრაინელ და ქართველ მეცნიერებს შორის ნაყოფიერი სამეცნიერო ურთიერთობის განვითარებისათვის, რომელიც ტრადიციული გახდა. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა კვლავაც გაფართოვდება და განმტკიცდება, გამოხატავს უკრაინელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.
ღირსშესანიშნავი საიუბილეო თარიღის დღეს გისურვებთ, ძვირფასო ბორის ევგენის ძევ, და აკადემიის მთელ სახელოვან კოლექტივს შემდგომ შემოქმედებითს წარმატებებს უკრაინის აყვავების საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს აკადემიკოს ბორის პატონს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 თებერვალი. - №45 (4104). - 1 გვ.
![]() |
31 „თუ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ გარკვეული მიღწევები გვაქვს, ამ პროცესის ერთ-ერთი წამყვანი გმირი ნუგზარ საჯაიაც გახლავთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ
უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს
- როგორ კვალიფიკაციას მისცემთ იმ კამპანიას, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას წინააღმდეგ?
- უშიშროების საბჭოს სხდომაზე შევეცადეთ მომხდარის სათვის შეფასება მიგვეცა.
მოხდა ძალიან დიდი უბედურება არა მარტო ოჯახისათვის, არამედ ქვეყნისათვისაც.
არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი პირადი გრძნობა და დამოკიდებულებაც. ნუგზარ საჯაიასთან 30 წელზე მეტი ურთიერთობა მაკავშირებდა: ერთად ვმუშაობდით, ვიყავით თანამოაზრეები და თანამებრძოლები. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. თქვენ იცით, პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმართული არაერთი ტერორისტული აქტი გადამიტანია და, სიმართლე გითხრათ, მაშინ ამხელა განცდა არ მქონია, როგორიც ახლა.
ვიმეორებ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს ძალიან დიდი დანაკლისია. ნუგზარ საჯაია იყო ბუნებით დაჯილდოვებული ადამიანი, დინჯი, მშვიდი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, მოწოდებული სიკეთისათვის და სიკეთის მთესველი, ადამიანი, რომლისთვისაც შეგეძლო თვალდახუჭულს, მოგესმინა და მის არც ერთ სიტყვაში ეჭვი არ შეგპარვოდა.
თუ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ გარკვეული მიღწევები გვაქვს, ამ პროცესის ერთ-ერთი წამყვანი გმირი ნუგზარ საჯაიაც გახლავთ. იგი თავისი ბუნებით უხმაურო კაცი იყო და საქმეს ყოველგვარი რეკლამის გარეშე აკეთებდა, ფუტკარივით შრომობდა. სიმართლე გითხრათ, უიმისოდ ვერც წარმომიდგენია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ჩვენ გველოდება.
რა შეიძლება იყოს ტრაგედიის მიზეზი? რა თქმა უნდა, უშუალო მიზეზია შეურაცხყოფის და ცილისწამების ის ტალღა, რომელიც ამ ბოლო დროს აგორდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი აუღელვებელი და მშვიდი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შინაგანად ძალიან მგრძნობიარე იყო. ამ სტატიების შემდეგ მე მას შევხვდი და მთავრობის სხდომაზე გამოვთქვი ჩემი აზრი. ვუთხარი, რომ მას ვენდობოდი და ვენდობი ბოლომდე, მაგრამ იგი სასტიკად განიცდიდა. ერთადერთი შვილის, თერთმეტი წლის ვაჟის ბედს, რომელსაც ბოლო წუთამდე თავს ევლებოდა. ამბობდა, რასაც წერენ, ამას ხომ გაიგებს, როგორ დავუმტკიცო მას ჩემი სიმართლე, ან გამოქვეყნებული მასალების შემდეგ რა მემკვიდრეობას ვუტოვებ ჩემს შვილს.
შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც კაბინეტში შევიდნენ, მის მაგიდაზე ნახეს ბოლო დროს გამოქვეყნებული წერილი, თქვენ იცით, ვისი წერილია და ვისი გამოქვეყნებული.
არ მინდა გვარებზე ვისაუბრო, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ჩვენს გენერალურ პროკურორსაც მოვუსმინეთ. უშიშროების საბჭოს საერთო შეფასება ასეთია: როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად მიგყავს მკვლელობამდე, ეს იძულებითი თვითმკვლელობაა. არ ვიცი, რამდენად გამართულია ეს შეფასება იურიდიულად, მაგრამ ადამიანური შეფასება ასეთია. ფაქტია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ტალღა ააგორეს, ეს ადამიანი მოკლეს.
- ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ედუარდ შევარდნაძის ყველაზე ძლიერი დასაყრდენის გამოცლა?
- ერთი მხრივ, ეს არის საკმაოდ კარგად გამიზნული და დაგეგმილი აქცია და, უნდა ვივარაუდოთ, აქციათა მთელი კომპლექსი. ისევე, როგორც სხვა ტერორისტული აქტები, ესეც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა, ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის, რომელმაც ასეთი ტრაგიკული ხასიათი მიიღო.
ამით დაინტერესებული ძალები შეიძლება იყოს ქვეყნის შიგნითაც, მე საამისო მასალები ბევრი მაქვს, მაგრამ არა მაქვს ამის თქმის უფლება. არიან, აგრეთვე, გარეშე ძალები, რომლებიც სერიოზულად მუშაობენ ამგვარ გეგმებზე, ხელისუფლების შესაცვლელად. სამწუხაროდ, მათი დასაყრდენი ჩვენი თანამოქალაქენი არიან.
მე აქ მხოლოდ პირად ტრაგედიას და უბედურებას კი არ ვხედავ, არც მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყნიდან წავიდა ერთი საუკეთესო ადამიანი, რომელსაც უზარმაზარი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, რომ წავიდა პირადად ჩემი მეგობარი, არამედ იმას, რომ არის მცდელობა, გამოაცალონ პრეზიდენტს და დღევანდელ ხელისუფლებას ის რგოლი, რომელიც ქვეყნის მართვისათვის საარსებოდ საჭირო და აუცილებელია.
ღმერთმა დაიფაროს, რომ მსგავსი რამ, ან ტერორისტული აქტი განმეორდეს, მაგრამ დაახლოებით ვიცი, ჩემი თანამებრძოლების რომელი კატეგორია ჰყავთ მხედველობაში. სურთ, სწორედ ამ გზით - შეურაცხყოფის, ჭორაობის, ცილისწამების გზით აიძულონ ეს ადამიანები უარი თქვან იმ საშვილიშვილო კეთილშობილურ საქმეზე, რომელსაც ისინი ემსახურებიან.
მდგომარეობა უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინოდა. მე მას ორი-სამჯერ დავუძახე. როცა თათბირზე ან მთავრობის სხდომაზე ვაკვირდებოდი, ვხედავდი, რომ თვალებში მიყურებდა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან იყო. დასამალი არაფერია, როდესაც ამ სამი დღის წინათ გამოქვეყნდა საშინლად შეურაცხმყოფელი სტატია, შემოვიდა და მითხრა, - გამიშვითო, ამდენი წელი შეძლებისდაგვარად ვემსახურე ქვეყანას. ახლა ერთი შვილი მყავს გასაზრდელი და მომეცით საშუალება, ჩემს საქმეს მივხედოო. მე ვერ მივეცი ამის უფლება, რადგან, სიმართლე გითხრათ, ამას ჩემი თანაგუნდელებიც დამიდასტურებენ, რომ მისი შეცვლა ძალიან ძნელი იყო. ალბათ, უფლება რომ მიმეცა, ეს უბედურება არ მოხდებოდა.
იგი არის პირდაპირი მსხვერპლი იმ მორალური ტერორისა, რომელიც საქართველოში მძვინვარებს. ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველოში არიან პატრიოტი ჟურნალისტები, მე მათ ვხვდები და გვაქვს მუდმივი კონტაქტები. მაგრამ არის რაღაც ძალა, რომელიც ამ ავტორების უკან დგას.
ვფიქრობ, ამ ადამიანებს არ მოასვენებს სინდისი, რომელიც ოდესღაც მაინც გაიღვიძებს და შეახსენებს, რომ ქვეყნის ერთი საუკეთესო შვილი იმსხვერპლა თავიანთი ანგარებით მიზნებისათვის.
- ერთი ბოლო აკორდი ცილისწამებისა გააკეთა სწორედ იმ პიროვნებამ, რომელიც მთავრობამ ამ ცოტა ხნის წინათ შეიწყალა. იგი გონებრივი მონაცემებით არ გამოირჩევა, ვგულისხმობ თენგიზ კიტოვანს, რომელიც მოსკოვში ვიზიტების შემდეგ ეწეოდა გამიზნულ პროპაგანდას ნუგზარ საჯაიას წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, ეს მისთვის დაკვეთილი სამუშაო იყო თუ პირადი ინტერესი?
- საქართველოში იშვიათად თუ იქნება ისეთი მოქალაქე, რომელსაც საწინააღმდეგოში დაარწმუნებ. მე შესანიშნავად ვიცი, რით იყო დაკავებული კიტოვანი მოსკოვში ყოფნისას. არ მინდა ვთქვა, რომ პირადად მისი ხელითაა მოკლული, მაგრამ როდესაც შევიწყალე, მჯეროდა და დღესაც, ასეთ სიტუაციაშიც კი მჯერა ადამიანებისა. ვიცოდი, მას ოჯახი ჰყავს, რამდენჯერმე მომმართეს და მეც შევიწყალე. ალბათ, შეცდომა იყო. ეს რომ არ დამეშვა, შესაძლოა, ეს უბედურება არ მომხდარიყო. მაგრამ აქ მარტო თენგიზ კიტოვანი არ არის, მის უკან ვიღაც დგას, შეიძლება მოსკოვში, შეიძლება - აქაც.
შესაძლოა, ზედმეტის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, რადგან არა ვარ პროკურორი და არ მინდა ჩემმა შეფასებებმა გამოძიებას ხელი შეუშალოს, გამოძიება უნდა ჩატარდეს.
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: ჩვენი კანონმდებლობა აბსოლუტურად უსუსურია. შეიძლება შეურაცხმყოფელი სიტყვებით ადამიანი მოკლა, მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, სადამდეც ბატონი ნუგზარი მიიყვანეს, ჩვენი კანონის მიხედვით კი პასუხს არავინ აგებს. თუ არ ვცდები, სანქციის მაქსიმუმია დაახლოებით 5 თვე იძულებითი მუშაობა. ფაქტობრივად, შეურაცხყოფისათვის არავინ დასჯილა.
ჩვენ გვეყოფა ძალა, უნარი და გამბედაობა, რათა შევასრულოთ დასახული მიზნები. ამის იმედი ჩვენს ხალხს აქვს.
„თუ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ გარკვეული მიღწევები გვაქვს, ამ პროცესის ერთ-ერთი წამყვანი გმირი ნუგზარ საჯაიაც გახლავთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 თებერვალი. - №47 (4106). - 1, 2 გვ.
![]() |
32 „საქართველო თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც საზოგადოების ერთიანობას ჭეშმარიტად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 თებერვლის რადიოინტერვიუ
- უპირველეს ყოვლისა, ინტერვიუს ეკონომიკის თემით დავიწყებთ. რას გამოჰყოფდით მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხებიდან? რა მნიშვნელობას ანიჭებთ სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის კოლექტივთან შეხვედრას? გარდა ამისა, თქვენ ხელი მოაწერეთ ბრძანებულებას „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით საწარმოების განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“. რა იქნება ამ სააგენტოს მთავარი ფუნქცია? - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემებზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- დღევანდელ ჩვენს საუბარს დავიწყებ ცნობით იმის შესახებ, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, აგრეთვე, სტატისტიკის დეპარტამენტის დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამრეწველო წარმოების ტემპი.
ზრდის მაჩვენებელმა ქვეყნის მრეწველობაში 105,5 პროცენტს მიაღწია.
ეს მით უფრო საგულისხმოა, რომ ზრდა მიღწეულია ზამთრის პერიოდში, წლის დამდეგს. არადა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მრეწველობა, ყოველთვის „კოჭლობდა“, ძირითადად, ენერგეტიკული პრობლემების გამო.
ანუ, ეს გახლავთ იმის კიდევ ერთი სასიკეთო შედეგი, რომ ჩვენ შევძელით ზამთრისათვის შედარებით კარგად მომზადება და თვით თბილსრესის ერთ-ერთ ენერგობლოკზე მომხდარმა ავარიამაც კი ვეღარ იქონია დამანგრეველი გავლენა ეკონომიკაზე.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმ მომხმარებელთა (ამჯერად მოსახლეობასაც ვგულისხმობ) მომარაგება ელექტროენერგიით, ვინც პატიოსნად იხდის საფასურს, თუმცა სარგებლობენ ისინიც, ვინც თავს არიდებს გადახდას. თითქმის შეუფერხებლად მარაგდებიან ძირითადი გადამხდელი საწარმოები. შედეგიც თვალსაჩინოა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის დახმარებას იმ ოჯახებისათვის, რომლებსაც გადახდის უნარი არა აქვთ. ხელი შეგვიწყო რუსეთმაც, რომელიც შეუფერხებლად გვაწვდიდა გაზს, ელექტროენერგიას. ასევე, ვიღებდით ელექტროენერგიას, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მაგრამ ყველაფერი ეს დამოკიდებული იყო ჩვენს გადახდისუნარიანობაზე.
აღსანიშნავია, აგრეთვე, გადატეხა საგადასახადო შემოსავლების სფეროში. იანვრის დავალება შესრულებულია.
რაც შეეხება თებერვალს: მინისტრმა ლევან ძნელაძემ მაცნობა, რომ მიმდინარე თვის პროგნოზიც ოპტიმისტურია.
და ეს იმის მიუხედავად, რომ კალენდარული თვალსაზრისითაც კი, თებერვალი არცთუ ხელსაყრელი თვეა.
კიდევ ერთხელ ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას საგადასახადო შემოსავლების მინისტრს და მთელ კოლექტივს. იმ ღონისძიებებს, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და ადგილობრივი ადმინისტრაციები ახორციელებენ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც გრძნობს თბილისის მერი ვანო ზოდელევა. საერთოდ, დედაქალაქის ხვედრითი წილი საშემოსავლო ნაწილში ძალზე დიდია.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს საქ ქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის წინა ხაზი სწორედ საბიუჯეტო შემოსავლების სფეროა. ძლიერი ბიუჯეტი ნიშნავს ძლიერ და სტაბილურ ქვეყანას, რომელსაც პატივს სცემენ, ანგარიშს უწევენ და რომელთანაც ყოველმხრივ თანამშრომლობენ. მინდა წარმატება ვუსურვო საგანგებო ლეგიონის ახალ ხელმძღვანელს ბატონ თემურ ძიძიგურს. ამ ორგანიზაციაზე მართლაც ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული და, ვფიქრობ, იგი არ უღალატებს იმ პრინციპებს, რაზეც ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ.
მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხთაგან გამოვყოფ კანონპროექტს „მცირე საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (უნდა გითხრათ, რომ ამ პროექტის ინიციატორი გახლავთ გადამხდელთა კავშირი).
უკვე ორი წელი გავიდა მცირე ბიზნესის მხარდამჭერი სათანადო ინსტიტუციური ბაზის შექმნიდან, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა მცირე საწარმოთა ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი, რა თქმა უნდა, გვეხმარებიან დონორები.
ძალიან საინტერესო ციფრია: ამჟამად მცირე საწარმოთა წილი ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოთა მთლიან ოდენობაში 75 პროცენტს აჭარბებს. ეს უაღრესად დადებითი მოვლენაა, თუმცა განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ მოქმედი კანონმდებლობის ცალკეული ასპექტები სრულყოფას მოითხოვენ. თუ პარლამენტი მიიღებს ამ მხრივ შესწორებებს, ე.ი. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ხელსაყრელი გარემო შეემნებათ.
კანონპროექტი ითვალისწინებს „საშუალო საწარმოთა“ ცნების შემოტანას. ამასთან, განისაზღვრა მცირე და საშუალო საწარმოთა კრიტერიუმები, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პარალელურად.
მცირე ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესი სოციალური ღონისძიებაა, ვინაიდან იგი გულისხმობს ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, ანუ დასაქმების პროლემის გადაჭრას.
მთავრობის სხდომაზე, აგრეთვე, მოვისმინეთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის დავით კირვალიძის ინფორმაცია გერმანიასა და იტალიაში მივლინების შედეგების შესახებ. ეს საინტერესო ინფორმაციაა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსათვის.
გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის („ფაოს“) გენერალურ დირექტორთან ჟაკ დიუფთან მისი მოლაპარაკების ძირითადი თემა დასავლეთ საქართველოს გვალვით დაზარალებული რაიონებისათვის შემდგომი დახმარება იყო.
ამ ორგანიზაციამ უკვე გამოჰყო 400 ათასი დოლარი სათესლე მასალის შესაძენად.
გარდა ამისა, „ფაო“ გვეხმარება სხვა დონორების მოძიებაში.
დიდ დახმარებას გვიწევენ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნები. მოსალოდნელია, რომ, მაგალითად, იტალია კიდევ უფრო გაზრდის დახმარების ოდენობას.
გუშინ მივიღე ცნობა ევროკავშირში ჩვენი ელჩის კოტე ზალდასტანიშვილისაგან იმის შესახებ, რომ ჩემი თხოვის შესაბამისად, ევროკავშირმა დამატებით კიდევ 700 ათასი ევრო გამოჰყო დასავლეთ საქართველოს გვალვით დაზარალებული რაიონების დასახმარებლად.
ასე, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონთა სათესლე მასალით უზრუნველყოფის საკითხი, ძირითადად, გადაწყვეტილია. მე ამ დახმარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მარტო არ არის. გაიხსენეთ თუნდაც გვალვა კახეთში და ამასთან დაკავშირებით მიღებულ დახმარებათა ოდენობა.
რამდენიმე სიტყვა „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების განვითარების სააგენტოს“ შესახებ.
ეს იქნება ძალიან მოქნილი ინსტიტუტი, რომელიც სრული გამჭვირვალობის პირობებში, ერთიანი კონტექსტით მოიაზრებს მართვის პრობლემატიკას, ხელს შეუწყობს წარმოების ორგანიზაციის და მართვის საბაზრო პრინციპების რეალურად დამკვიდრებას. ჯერჯერობით საწარმოები, სადაც წილი სახელმწიფოს აქვს, გაფანტულია სხვადასხვა სამინისტროებში და არ ხერხდება კონცენტრირება. არადა, ლაპარაკია სოლიდურ წილზე. ასეთი სააგენტოს შექმნა კი გააუმჯობესებს მართვის ეფექტიანობას.
სააგენტოს ძირითადი მიზანი იქნება სახელმწიფო საწარმოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა, საწარმოთა განვითარებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტში დივიდენდების ამოღების მექანიზმთა ოპტიმიზაცია, სახელმწიფო წილისა და მართვის კოორდინაცია, ხარჯების ეფექტიანობის ამაღლება, ქონების რაციონალური გამოყენება და სხვა.
საწარმოთა პრივატიზების სტრატეგია უცვლელია. მაგრამ, ამავე დროს, საწარმოებში სახელმწიფო წილის უფრო რაციონალური მართვა უდავოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.
შაბათს მე შევხვდი სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტისა და ამ ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი საწარმოს კოლექტივს.
არ დავმალავ: მეამაყება, რომ საქართველოში ეს დარგი არათუ შევინარჩუნეთ, არამედ, ყველა სირთულის მიუხედავად, ხელი შევუწყეთ მის გასვლას მსოფლიო ასპარეზზე.
აქვე არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გავიხსენო დიდი ქართველი მეცნიერი ირაკლი გვერდწითელი, რომელიც ამ საქმის სათავეებთან იდგა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებდა. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი საქართველოში იმ ბაზის ჩამოყალიბება, რომლის მეშვეობითაც დღეს ქვეყანა მაღალი ტექნოლოგიების ყველაზე პრესტიჟულ დარგში თანასწორად თანამშრომლობს ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იაპონია და სხვა.
ჰოლანდიელებს თბილისში ახალი ქარხნის მშენებლობაც აქვთ განზრახული. აქ ძალიან დიდია ქალაქის მერის ბატონ ვანო ზოდელავას დამსახურება და წვლილი.
შესანიშნავი პერსპექტივები არსებობს ამ ტექნოლოგიის გამოყენებისა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. უპირველესად დიაგნოსტიკის სრულყოფის თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ამირან გამყრელიძის გამოსვლა ამ სხდომაზე, მან ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი მოიყვანა იმის დასტურად, თუ რა შედეგი მოჰყვება მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას მედიცინის სისტემაში.
შესაძლოა, ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბროთ თბილისში დიაგნოსტიკის ცენტრის შექმნაზეც და ეს უდიდესი მონაპოვარი იქნება.
კვლავ და კვლავ ვრწმუნდები, რომ საქართველოს ჰყავს შესანიშნავი ტექნიკური ინტელიგენცია. არა მხოლოდ ამ, არამედ ბევრ სხვა სფეროში (რად ღირს თუნდაც ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილის კოსმოსური ანტენა), მას შეუძლია საქართველო მართლაც მსოფლიო ელიტაში შეიყვანოს.
განა თავისთავად საგულისხმო არ არის ის ფაქტი, რომ უმაღლესი ტექნოლოგიების დარგში ვთანამშრომლობთ ნიდერლანდთან. იგი ხომ ჩვენთის მრავალი თვალსაზრისით მისაბაძი ქვეყანაა! ისევე, როგორც ისრაელი.
მათი მაგალითი ადასტურებს, რისი გაკეთება შეუძლია თუნდაც მცირერიცხოვან ერს, როდესაც იგი შეკავშირებული და კონსოლიდირებულია ეროვნული სახელმწიფოს დაფუძნების კეთილშობილური მიზნით.
- 28 თებერვალს თქვენ მიემგზავრებით ალმა-ატაში, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა „არაფორმალური“ სამიტი გაიმართა. განიხილება თუ არა აფხაზეთიდან ცისფერჩაფხუტიანთა გაყვანის საკითხი?
- ეს არის ეგრეთ წოდებული „არაპროტოკოლური“ თუ „არაფორმალური“ შეხვედრა, რომელიც პერიოდულად იმართება პრეზიდენტის შეთანხმებით.
როგორც მოგეხსენებათ შარშან, სოჭში გამართულ ანალოგიურ შეხვედრაში მე მონაწილეობა ვერ მივიღე.
ამჟამად, ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება ალმა-ატაში გამგზავრება.
ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. სერიოზულ მნიშვნელობას ვანიჭებ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას.
არაერთგზის მითქვამს: თანამეგობრობის სამიტები საშუალებას გვაძლევს შევიკრიბოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულება მრავალ საჭირბოროტო საკითხზე.
რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს, თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით არის პარლამენტის გადაწყვეტილება. იქ გადაწყვეტილების მიღებაზე არ იქნება ლაპარაკი, რადგან ეს არის მეგობრული შეხვედრა და არა ოფიციალური სხდომა, მაგრამ რადგან ლტოლვილთა ყრილობაზე არ დააყენეს ეს საკითხი და არც მიღებულ დოკუმენტში არ ჩაიწერა სურვილი სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ, მე, პრაქტიკულად, ამ საკითხის დაყენება არ შემიძლია, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ, ალბათ, რომ ვადა 31 ივლისამდე გრძელდება.
ლტოლვილები, როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება, მხარს უჭერენ კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით გადაწყვეტას და არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად ამ ეტაპზე სამშვიდობო ძალების გაყვანას, ვინაიდან ეს მეტისმეტად დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში, მათი ჩანაცვლების საკითხის გარკვევამდე.
თუმცა აქვე შევნიშნე, რომ მანდატი კონკრეტული ვადით გაგრძელდება და არა სამუდამოდ.
გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია, აგრეთვე, ბატონ თამაზ ნადარეიშვილის, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა პოზიციაც, რომელსაც უსაგნოსა და უსაფუძვლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან თუ ამდენი წლის მანძილზე სამშვიდობო ღონისძიება შედეგს არ იძლევა, მაშინ, ალბათ, ძალინ ძნელია შეაკავო ის ადამიანები, რომელთაც სახლში დაბრუნება უნდათ და, საერთოდ, საქართველოს მოსახლეობა, რომლის იმედიც სერიოზულად გაცრუებულია ამდენი წლის განმავლობაში უნაყოფო რეზოლუციების მიღებითა და მოწოდებებით მშვიდობის დაცვის შესახებ.
ზოგადად კი, ყოველთვის მომხრე ვარ შეხვედრებისა - თან ნამეგობრობის სივრცეში კონსტრუქციული პროცესების გასაძლიერებლად.
მაგრამ ყოველგვარი ინტეგრაციული ძალისხმევა განწირულია, სანამ „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ უმწეო იქნება კონფლიქტების მოწესრიგების თვალსაზრისით.
ჩემი აზრით, სწორედ ეს პრობლემატიკა უნდა იყოს ყველა შეხვედრის ძირითადი თემა.
- საქართველოს, რუსეთისა და მსოფლიო პრესაში საკმ მაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის ნიკოლოზ პატრუშევის ვიზიტს თბილისში. ზოგიერთი მიმომხილველი იმასაც კი აცხადებდა, რომ ეს ვიზიტი გახდება წინაპირობა საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობისა პანკისის ხეობის პრობლემის გადასაწყვეტად. დაგეგმილია საქართველოს უშიშროების მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორია პატრუშევის ვიზიტის თქვენეული შეფასება?
- რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსის ვიზიტის თაობაზე პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მოვილაპარაკეთ.
ეს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა გახლდათ.
მეც, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ დავთანხმდი და ვფიქრობ, მისი ვიზიტი ორმხრივად სასარგებლო იყო.
ძალზე სასიამოვნოა, რომ ბატონი პატრუშევი რეალისტურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას და შესანიშნავად ესმის, რა არის შესაძლებელი და მიზანშეწონილი დღევანდელ ვითარებაში და რა გამოიწვევს პირიქით, ვითარების გამწვავებას, განმუხტვის ნაცვლად.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ამჟამად უმთავრესი ამოცანაა ჩეჩენი ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ სამშობლოში, ანუ მათთვის შესაბამისი პირობებისა და გარანტიების შექმნა.
პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კიდეც საქართველოში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტისას.
მუშაობა გაგრძელდება და შედეგსაც უეჭველად მივაღწევთ.
საქართველოს უმთავრესი ამოცანაა პანკისის ხეობაში კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესება. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება თვით ხეობის მოსახლეობა. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ქისტებს, ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე, ლტოლვილებსაც.
ამავე დროს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, „ანტიტერორისტული კოალიციის“ სხვა ქვეყნებთან. როგორი იქნება დახმარების ფორმა, ამას მოლაპარაკება გვიჩვენებს.
იმავე პრობლემატიკას შეეხება საქართველოს უშიშროების მინისტრის ბატონ ვალერი ხაბურძანიას ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენ მოგეხსენებათ, იგი იყო რუსეთში, შემდეგ მიიღო კოლეგა რუსეთიდან. ეს ვიზიტი აუცილებელია, რათა იქ უფრო კონკრეტულ საკითხებზე ისაუბრონ.
ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რომ თუ არსებობს საერთაშორისო ტერორიზმის გავრცელების საფრთხე, ამ სფეროში საქართველომ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს სწორედ საერთაშორისო გაერთიანებასთან, ვინაიდან ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ქვეყნის პრეროგატივა ან ამოცანა.
- თბილისში გაიმართა მასწავლებელთა რამდენიმე შეკრება. აქტიურად ლაპარაკობენ პედაგოგიური სფეროს პოლიტიზირებაზე. როგორია ამ პრობლემის მიმართ თქვენი დამოკიდებულება?
- ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს პედაგოგიურ სფეროში (სხვა სფეროებშიც, რა თქმა უნდა,) მიმდინარე პროცესებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ შევხვდი მასწავლებელთა ფართო წარმომადგენლობას, მათ შორის, პროფკავშირის წევრებს. მაშინაც საინტერესო და საქმიანი საუბარი გაიმართა.
დიალოგსა და დისკუსიას კი ჩვენ არასდროს გავურბივართ.
ზოგიერთ შეკრებაზე მართლაც იგრძნობოდა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, რაც, ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი თვით პედაგოგის კეთილშობილური დანიშნულებიდან გამომდინარე: აღზარდოს ქვეყნის მოქალაქე.
ოღონდ აქვე განვმარტავ: როდესაც ვსაუბრობ სკოლის პოლიტიზირების დაუშვებლობაზე, ვგულისხმობ არა იმას, რომ მასწავლებლებმა არ იბრძოლონ თავიანთი პროფესიული და სოციალური უფლებების დასაცავად, შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად და სხვა, არამედ პოლიტიკური დაპირისპირების ელემენტთა შეტანას სკოლაში, ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, როდესაც სკოლა და პედაგოგი (მით უმეტეს, მოსწავლე ან სტუდენტი) განიხილება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გავლენის ზრდის ინსტრუმენტად.
ფილარმონიაში გამართული შეხვედრისას იყო მწვავე კამათი, საგნობრივი მსჯელობა რეფორმის მიმდინარეობაზე (შეკრება მე მწამს, როცა სადღეისო და სამომავლო გეგმებს იხილავენ) და კვლავ დადასტურდა, რომ განათლების სფეროს დღეს ღირსეული თავკაცი ჰყავს.
ბატონი ალეკო კარტოზიას გამოსვლები ამ შეხვედრაზეც, და მთავრობის სხდომებზეც, პროფესიონალიზმით, საქმის ცოდნითა და პერსპექტივის ჭვრეტით გამოირჩეოდა.
განათლების სისტემაში ღრმა და ყოველმხრივ რეფორმას ალტერნატივა არა აქვს. ამიტომ, მინისტრის პოზიციას ჩვენ სწორედ რეფორმატორულობის პრიზმით ვაფასებთ. ალეკო კარტოზიამ არა მარტო რეფორმის კონცეფცია ჩამოაყალიბა, არამედ მისი განხორციელების კონკრეტული გზებიც დაასახელა.
ვერავინ შემედავება თუ ვიტყვი, რომ განათლების დარგში სწორედ მინისტრი გახლავთ ურთულესი რეფორმის ცენტრალური ფიგურა. და მას საამისო ინტელექტუალური უნარი უდავოდ შესწევს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნაკლი. მადლობელი ვარ ყველა პედაგოგის, ვინც თუნდაც უმწვავეს კრიტიკას გამოთქვამს (კონკრეტული წინადადებებით), მაგრამ ჩვენ აქაც სწორი მიმართულებით მივდივართ. ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს საერთაშორისო გაერთიანება და ეს დახმარება დღითი დღე გაიზრდება.
ოღონდ არც ერთი წუთით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სკოლა, მათ შორის უმაღლესი სკოლა, ყველაზე სათუთი და ხელიხელსაგოგმანები ორგანიზმია. აქ ყველაზე მეტად არის საჭირო სიფრთხილე, წინდახედულობა და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის შეგნება.
- ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ საზოგადოებრივი ერთიანობის პრობლემაზე. ზოგიერთს მიაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიათა აქტივობა შლის საზოგადოებას. სხვები ამას „ანტიპარტიულ“ პროპაგანდად მიიჩნევენ. თვისებრივად ახალი ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც თქვენ აღარ ხელმძღვანელობთ არც ერთ პარტიას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
- საყოველთაოდ აღიარებული, უეჭველი დებულებაა, რომ ნორმალური, ჯანსაღი პარტიული ცხოვრების, პარტიათა კონსტრუქციული პაექრობის გარეშე, პლურალისტული დემოკრატიის ცხოველმყოფელობა და განვითარება აბსოლუტურად შეუძლებელია.
ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პარტია არაფრით არ არის შეზღუდული (რა თქმა უნდა, ის, რაც თავსდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში). და ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მონაპოვარია.
მაგრამ ერთ რამეს ნუ დავივიწყებთ: საქართველო თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც საზოგადოების ერთიანობას ჭეშმარიტად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ხოლო ყველაფერი, რაც ბოროტად, არაკონსტრუქციულად ხელს უშლის, ანგრევს ერთიანობას, ხელოვნურად ხლეჩს საზოგადოებას, იმთავითვე უარყოფით და ნეგატიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. დღეს პატრიოტულია ყველაფერი, ყველა ის ძალა, რომელიც ხელს უწყობს გაერთიანებას, კონსოლიდირებას უმაღლესი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად.
ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიათა მნიშვნელოვან ნაწილს კარგად ესმის ეს იმპერატივი.
მე მქონდა შეხვედრა რამდენიმე პარტიის წარმომადგენელთან. მზად ვარ, ყველას შევხვდე, ვინც კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედებს და ქვეყნის დამოუკიდებლობა ეჭვმიუტანელ ღირებულებად მიაჩნია.
აქ უდიდესი მისია აკისრია მასმედიას, თითოეულ ჟურნალისტს.
სიტყვის თავისუფლება მით უფრო ღირებულია, როდესაც იგი შეხამებულია მაღალ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მე პირობითად „შინაგან პატრიოტულ ცენზურას“ ვუწოდებდი.
ასეთი ჟურნალისტიკას საზოგადოებაც სათანადოდ აღიქვამს და დააფასებს. მე შემიძლია მოვიტანო ძალიან ბევრი დადებითი მაგალითი სხვადასხვა არხისა თუ გაზეთის საქმიანობიდან, ისევე, როგორც შემიძლია გამოვთქვა ზოგიერთი შენიშვნა, მაგრამ მე ამის გაკეთება არ მინდა, რადგან მსურს, რომ პრესა მართლაც თავისუფალი იყოს და პრეზიდენტი მუდმივად მის საქმიანობაში არ ერეოდეს.
„საქართველო თავისი სახელმწიფოებრივი განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც საზოგადოების ერთიანობას ჭეშმარიტად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 თებერვალი. - №47 (4106). - 1, 2 გვ.
![]() |
33 მე უახლოესი თანამებრძოლი დავკარგე... |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსათხოვარი
ამ წერილს დიდი ტკივილითა და შეძრწუნებით ვწერ. მე უახლოესი თანამებრძოლი დავკარგე, სამაგალითო და გამორჩეული პიროვნება, რომელთანაც ოცდაათწლიანი მეგობრობა მაკავშირებდა. არ ვიცი, რა გამინელებს ამ ტკივილს...
დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესში ნუგზარ საჯაიას საკვანძო ადგილი ეკავა. იგი მეტად მნიშვნელოვან რთულსა და საფრთხილო სფეროს ხელმძღვანელობდა. მრავალი საქვეყნო ტკივილი, საჩინო თუ უჩინო, პირველად მის გულს ხვდებოდა.
მისი დაკარგვით ქვეყანას და პირადად მე ის კაცი დაგვაკლდა, რომელიც ერთგულად და უჩუმრად ემსახურებოდა ქვეყანას. მას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული თანამედროვე მსოფლიოში და დიდი წარმატებით უწყობდა ხელს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.
საქართველოს მტრებმა ზუსტად გათვალეს ვინ და როგორ უნდა ჩამოეშორებინათ ქვეყნისათვის და ჩვენდა სამარცხვინოდ, ქართველებისავე დახმარებით მიიყვანეს ბოლომდე ეს ბინძური ოპერაცია.
ზნემაღალი და სულით მდიდარი ადამიანები უმაღლესი ღირებულებებითა და უმაღლესი ღირებულებებისათვის ცხოვრობენ. ნუგზარ საჯაიასათვის ასეთი უმაღლესი ღირებულება სახელმწიფო და ოჯახი გახლდათ. ქვეყნის მტრებმა სწორედ ამ მიმართულებით იმუშავეს. საზოგადოებას პრესის მეშვეობით ის ბინძური ჭორები მიაწოდეს, რომელმაც შეურაცხყო მისი წმიდათაწმიდა დამოკიდებულება სახელმწიფოსთან და ოჯახთან.
ნუგზარ საჯაია, ყოველთვის ხაზგასმით კორექტული ყველას მიმართ, სხვათა დამცველი და პატრონი, თავად აღმოჩნდა დაუცველი არაადამიანური უმადურობისა და ბოროტი ადამიანების წინაშე.
და ეტყობა, შეძრწუნებული იყო ამ ბოროტი ცილისწამების გამო. მის უსაზღვრო სულიერ ტკივილს მისსავე გულისჯიბეში ნაპოვნი ერთი კარგი პოეტის ლექსის ეს სიტყვებიც ამხელს: „ცხოვრება ეს იყო, ეს არის, მპარავი, ცბიერი, მგესლავი“.
დიდი ღირსების კაცმა ვერ აიტანა უღირსთაგან ეს საქციელი. მისმა წლობით დაჭიმულმა ნერვებმა ვეღარ გაუძლო ამ უსინდისობას და მორალური ტერორისაგან ოჯახისა და სათაყვანებელი ვაჟიშვილის დასაცავად, ტრაგიკული გადაწყვეტილება მიიღო - გაცლა ამჯობინა და ერთბაშად შეწყვიტა შორს სმიმავალი მიზნებით ნაკარნახევი ცილისწამებათა კამპანია, გადაარჩინა ქვეყანა ამ კამპანიით მიყენებულ მორალურ-პოლიტიკურ ზარალს.
მის გადაწყვეტილებაში ბევრი რამ შეერთდა ერთად.
ნუგზარ საჯაიამ ამგვარი გადაწყვეტილებით, საზოგადოებას კიდევ ერთი სამსახური გაუწია - გვაიძულა დავფიქრდეთ იმაზე, თუ საით მივდივართ, როცა ასეთი ღირსეული პიროვნება ჩვენს თვალწინ სიტყვითმკვლელობის მსხვერპლი ხდება.
დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებისათვის ეს მეტად დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისია. ქვეყანას უერთგულესი და ძლიერი დამცველი მოაკლდა, პირადად მე კი - უპირველესი თანაშემწე.
მე არ ვიცი, რა გამინელებს ამ ტკივილს და შეძრწუნებას, არა მხოლოდ ბატონ ნუგზარის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ასეთი სამაგალითო პიროვნება, როგორც ბატონი ნუგზარი გახლდათ, ქართველებმა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ძნელია იმ ვაკუუმის შევსება რომელიც წარმოიშვა საქართელოს ხელისუფლებაში ბატონ ნუგზარის ტრაგიკული აღსასრულით, მაგრამ სწორედ მისი ხსოვნისა და მისი საქმის ერთგულების ნიშნად ეს ვაკუუმი საქართველოს ინტერესების შესაბამისად უნდა შეივსოს, რომ მისმა შვილმა, თავის თანატოლებთან ერთად, იმ ქვეყანაში იცხოვროს, რომლის მშენებლობასაც შესწირა თავისი სიცოცხლე მართლაც სამაგალითოდ ერთგულმა, წესიერმა და პატიოსანმა კაცმა ნუგზარ საჯაიამ.
მისი სახელი და ღვაწლი სამუდამოდ შევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
მე უახლოესი თანამებრძოლი დავკარგე... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 2 მარტი. - №51 (4110). - 1, 3 გვ.
![]() |
34 „ჩვენს მეგობრებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სურთ, რომ საქართველომ თავად შეძლოს საკუთარი საზღვრების, ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი
2002 წლის 4 მარტი
საინფორმაციო სააგენტო „გეა“: თქვენი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების თაობაზე. კერძოდ, მან ალმაათის სამიტზე საჯაროდ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, მორიგი ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის თანამშრომლობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად ძალოვან სტრუქტურებს ეგრეთ წოდებული „საჯაიას კადრი“ მართავს, ხომ არ არის ეს ფაქტი იმის წინაპირობა, რომ ეროვ ვნული უშიშროების საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა სწორედ ამ კადრებიდან იქნება შერჩეული? მით უფრო, რომ სადღეისოდ ოპოზიცია ასახელებს კონკრეტულ გვარებს...
- გთხოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის ახალი კანდიდატურის შერჩევას მიმდინარე მოვლენებს ნუ დაუკავშირებთ. ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნება ამ უწყების ხელმძღვანელი. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის შეფასებას ძალოვანი უწყებების თანამშრომლობის შესახებ, აბსოლუტურად ვიზიარებ. ორი ქვეყნის სამართალდამცველების საქმიანი ურთიერთობა, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, მართლაც გააქტიურდა, ჩამოყალიბდა კონკრეტული მიმართულებანი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია და ერთ-ორ თვეში შედეგს ვერ მივიღებთ. გაიმართება რამდენიმე კონსტრუქციული შეხვედრა, არა მარტო პირველი პირების დონეზე, არამედ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. საერთოდ უნდა დაიწყოს მასშტაბური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ამგვარი იყო პრეზიდენტ პუტინის შეფასება, რომელსაც სრულად ვეთანხმები.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, საბოლოოდ გამოიკვეთა თუ არა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობის ძირითადი ორიენტირი, პრინციპში, თქვენ ნათლად დაადასტურეთ პოზიცია აფხაზეთის საკითხისადმი? რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი პრინციპული ცვლილებები აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით? საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ვიზიტი გარკვეულწილად ხომ არ გაართულებს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას?
- თუ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შინაარსის მიხედვით ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შეხვედრამ ორი პრეზიდენტის ურთიერთგაგების გათვალისწინებით აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა უნდა დააჩქაროს. ყოველ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული საქართველოში კონფლიქტების დროული მოწესრიგებით, მათ სურთ იმეზობლონ და იმეგობრონ ერთიან, ტერიტორიულად გამთლიანებულ და ძლიერ საქართველოსთან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, თუ ასე იქნება, სამხრეთ საზღვრებზე რუსეთი დაზღვეული იქნება გარკვეული გაუგებრობებისაგან. ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა ხელი უნდა შეუწყონ კონფლიქტების მოგვარებას. თუმცა რუსეთში არის გარკვეული ძალები, ისე როგორც ჩვენს ინტერესებს, ერთიანი, ტერიტორიულად გამთლიანებული, ძლიერი რუსეთი. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნების ინტერესები ემთხვევა.
საქართველოში ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა პატარა ჯგუფი ჩამოვიდა და ამას არაჩვეულებრივი ხმაური, პოლიტიკოსთა ზღვარგადასული შეფასებები მოჰყვა. ლაპარაკი იყო რამდენიმე ექსპერტის ჩამოსვლაზე. ახლა კიდევ ჩამოვიდა რამდენიმე კაცი და ჩამოვა იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საეტალონო და სამაგალითო ნაწილების მოსამზადებლად. ძირითადად ეს იქნება სპეციალური დანიშნულების, ანტიტერორისტული მიმართულების დანაყოფები. შეიძლება იყოს ათასი ან ორი ათასი კაცი, მაგრამ ეს იქნება საქართველოში ახალი არმიის ფორმირების სერიოზული საფუძველი. ჩვენს მეგობრებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სურთ, რომ საქართველომ თავად შეძლოს საკუთარი საზღვრების, ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა. მათ შორის ჩვენმა ქვეყანამ თავად უზრუნველყოს ანტიტერორისტულ ღონისძიებათა განხორციელება. მსურს გითხრათ, რომ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ისევე როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალები - ეს გამორიცხულია. სხვა შემთხვევაში, ამას შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგები როგორც საქართველოსათვის, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობაშიც.
ტელეკომპანია „რუსთავი - 2“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში უნდა გაიზარდოს პრეზიდენტების პირადი წარმომადგენლების როლი. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ განისაზღვრა თუ არა, ვინ იქნებიან ორი ქვეყნის პრეზიდენტის წარმომადგენლები აფხაზეთის საკითხში?
როგორ აფასებთ სახელმწიფო მინისტრის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მინისტრთა კაბინეტის შემოღება წელიწად-ნახევრით გადაიდოს?
- რაც შეეხება პირად წარმომადგენლებს, იცით, რომ ბატონ ასლან აბაშიძეს ვთხოვე, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს. მან რაღაც პირველი ნაბიჯები გადადგა, შედეგები არ ვიცი. ჯერ არ მოუხსენებია. თუმცა, რუსეთიდან მაქვს ინფორმაცია, რომ გაიმართა პირველი საქმიანი შეხვედრები, მაგრამ არავითარი საბოლოო გადაწყვეტილების შემზადება ჯერჯერობით დღის წესრიგში არ არის. ასევე რუსეთის მხრიდან თუ არ ვცდები საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე კისრულობს ამ ფუნქციას. ვერც რუსეთის და ვერც საქართველოს ვერავითარი პირადი წარმომადგენელი ვერ შეცვლის იმას, რაც უნდა გააკეთონ პრეზიდენტებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა. უშისროების საბჭომ და გაეროს მეგობარი ქვეყნების ჯგუფებმა, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ აფხაზეთის პრობლემატიკაზე ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იქნება ერთი სასწაულმოქმედი კაცი, რომელიც უცებ, ერთ დღეში დაგვიბრუნებს აფხაზეთს. ეს არ არის რეალური მიდგომა. რვა წლის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ეს ურთულესი პრობლემაა.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემოღებას, საკითხი ჩემს მიერ შეტანილია პარლამენტში. ჯერჯერობით, როგორც ვხედავ პარლამენტი არ აპირებს ამ პრობლემის განხილვას. სახელმწიფო მინისტრს კი აქვს გარკვეული საფუძველი იფიქროს და ილაპარაკოს ამ პრობლემის შესახებ. მეც ძალიან დიდი ყოყმანის შემდეგ მოვაწერე ხელი მინისტრთა კაბინეტის შექმნის შესახებ წარდგინებას. მხედველობაში მაქვს, რომ ახლანდელი სახელმწიფო მინისტრი, თავისი აპარატითა და თანაშემწეებით, ძალიან აქტიურად მუშაობს უნდა გითხრათ, რომ იგი პრაქტიკულად ახორციელებს და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს მინისტრთა კაბინეტი. ჯერჯერობით ასეა, ჩვენ ამ პროცესის არც დაგვიანება გვინდა და არც ხელოვნურად დაჩქარება.
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“: ალმაატის სამიტზე ასე ვთქვათ, წერტილი დაესვა ამერიკული სპეცდანიშნულების ექსპერტების თემას, მაგრამ არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული, რომ გარკვეული დროის შემდეგ ვიღაც არ გააღვივებს უნდობლობის ფაქტორს. განიხილეთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას პოლიტიკური მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს ამგვარი ინციდენტის განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით?
თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ხართ, მაგრამ ერთ ეპოქაში მოღვაწეობთ. ასაკობრივი სხვაობა ხომ არ გიშლით ხელს თანამშრომლობაში? გამონახეთ თუ არა საერთო ენა ნდობის მექანიზმის განმ მტკიცების თვალსაზრისით?
- მხოლოდ ერთ მექანიზმზე შეიძლება საუბარი, კერძოდ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს უნდა ჰქონდეთ შეხვედრები მუდმივი კონტაქტი, იქნება ეს სატელეფონო კავშირი თუ პირისპირ შეხვედრები, ან ჰყავდეთ მაღალი რანგის პირადი წარმომადგენლები, რომელთა მეშვეობით ინფორმაციის ურთიერთგაცვლას განახორციელებენ. ანუ ჩვენ არა მარტო სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვისარგებლებთ, არამედ უშუალო კონტაქტი გვექნება. უშუალო კონტაქტი კი ყოველთვის ხელს უწყობს ვითარების სრულ გარკვევას, აფერხებს იმგვარი ხმაურის გამოწვევას, რომელიც ეწინააღმდეგება კეთილშობილური და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას. არ შემიძლია ვილაპარაკო აბსოლუტური ნდობის ფაქტორზე. მე კი ვენდობი რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ არ ვიცი სრულად მენდობა თუ არა იგი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ ვლადიმერ პუტინს გულწრფელად სურს საქართველოს ერთიანობა ძლიერება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იგი საკმაოდ კეთილად განწყობილი საქართველოსადმი. შესაძლებელია არსებობდეს რაღაც აზრთა სხვადასხვაობაც.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: გასულ კვირას ერთგვარად გამოიკვეთა სოხუმის ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის პოზიცია, მათთვის უმთავრესი მიზანი არ არის დამოუკიდებლობის მოპოვება მათთვის უმთავრესია ამჟამად არსებული რეჟიმის შენარჩუნება. ამ ფონზე მათ მოითხოვეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, ამერიკელი სამხედრო ექსპერტების საქართველოში ყოფნით მათ გარკვეული საშიშროება დაინახეს. გაძლევთ თუ არა ეს იმის იმედს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოპოზიციურად განეწყობიან ახლანდელი ხელისუფლებისადმი, თუ უკვე საქართველოს შეუძლია კანონიერად გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდების უფლება, მით უფრო, რომ საერთაშორისო გაერთიანების დონეზე აფხაზეთის მისწრაფება დამოუკიდებლობისადმი აზრს კარგავს?
რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ერთიანი საქართველო რუსეთისათვის არ იქნება საშიში, იმ შემთხვევაში თუ ერთიან საქართველოს არ ექნება საშინაო პრობლემები, იგი რეგიონალური პოლიტიკის განხორციელებას შეუდგება და მიმზიდველი გახდება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის, საერთო მენტალიტეტის გათვალისწინებით? აფხაზეთის კონფლიქტის დროს ჩეჩნეთის ფაქტორის გათვალისწინებით, კრემლის ზემოქმედების მიუხედავად, საქართვლომ არ დაუშვა მისი ტერიტორიის გავლით ჩეჩნეთში რუსეთის ჯარის შესვლა და შეიფარა ჩეჩნეთიდან ლტოლვილები...
- რაც შეეხება ძალისმიერი მეთოდებით აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებას, ამ ეტაპზე ახლო მომავალში აბსოლუტურად გამორიცხულია ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს, რისი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონფლიქტების მოწესრიგება სისხლისღვრის, მსხვერპლისა და განსაკუთრებული გართულებების გარეშე მოხდება? - უწინარესად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები მეტად უგებენ ერთმანეთს დამაიმედებელი შეხვედრები.
მიმაჩნია, რომ საბოლოოდ აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც საღი აზრი გაიმარჯვებს. იმ პოლიტიკას, რომელსაც სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლება ახორციელებს, მომავალი არა აქვს. თანამედროვე სამყარო, ევროპა საერთაშორისო გაერთიანება აუცილებლად დაუჭერს მხარს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას დღეს არსებული ფორმით. ამიტომაც, მივმართე სოხუმისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უკეთესია დაჩქარდეს შერიგების პროცესი. ლაპარაკი იმის შესახებ რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გახდნენ რომელიმე სახელმწიფოს, განსაკუთრებით რუსეთის ასოცირებული წევრები, მართლაც ზღაპრებია. ეს არ მოხდება, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და ამ ურთულესი კონფლიქტის ამ გზით მოგვარება, უწინარესად, რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რუსეთი დიდი სახელმწიფოა, მის პოლიტიკას მთელი მსოფლიო ადევნებს თვალ-ყურს, რუსეთმა აირჩია დემოკრატიული განვითარების კურსი და ამ კურსს არ უღალატებს, ხოლო დემოკრატიული განვითარების პრინციპები არ გულისხმობს საკითხის ამგვარად გადაჭრას: მეზობელ სახელმწიფოს ჩამოაშორო კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი. ეს დიდ ანარქიაში გადაიზრდება. არაერთხელ მითქვამს, რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის ტრაგედია, არ იქნებოდა ჩეჩნეთის კონფლიქტი, იმიტომ, რომ აფხაზეთის მოვლენების დროს ჩეჩენმა ბოევიკებმა რუსეთისა და სხვა ძალების წარმომადგენლებთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულეს. შემდეგ კი იმავე ჩეჩნებმა იარაღი რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს. რუსეთიც მრავალეროვნული სახელმწიფოა, მას ხელს არ აძლევს სეპარატიზმის გაღვივება. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საქართველოცა და რუსეთიც უნდა ებრძოლონ სეპარატიზმს.
რატომ უნდა აძლევდეს ხელს რუსეთს ერთიანი და ძლიერი საქართველო? - იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველო-რუსეთის თვისებრივად ახალ ურთიერთობაზე, ყოვლისმომცველი დიდი ხელშეკრულების შექმნის დაჩქარებაზე. მჯერა, ეს ახალი დოკუმენტი შემუშავდება და იგი გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი კეთილმეზობლური, ძმური, მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის საფუძველი.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: გასულ ორშაბათს მომხდარი ტრაგიკული მოვლენა - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას ტრაგიკული დაღუპვა - ეს არის საბედისწერო შემთხვევითობა თუ მიზანმიმართული კამპანიის შედეგი, რა ძალები შეიძლება იდგნენ ამის უკან? ნუგზარ საჯაიას, თქვენი უახლოესი მეგობრისა და ერთგული თანამოაზრის დაღუპვა რამდენად სერიოზული დანაკარგია ქვეყნისა და სახელმწიფო პოლიტიკისათვის?
- არ შემიძლია კონკრეტული ფაქტების გარეშე კომენტარი გავუკეთო ამ მოვლენას. ჩემი მართლაც უახლოესი მეგობრის, თანამოაზრის, ქვეყნის საყვარელი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის რა მიზეზებიც უნდა ყოფილიყო, მიმაჩნია, რომ ეს დამოუკიდებელი საქართველოს მტრებმა გააკეთეს. შეიძლება ეს ძალები აქ იყვნენ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმის სულისჩამდგმელები სხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ეს საქართველოსათვის არაკეთილმოსურნე ძალები არიან.
აფხაზეთის რადიო: უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ ტელეკომპანია „რუსთავი - 2“-ის ეთერით განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ჩეჩენი ბოევიკები და „ალქაიდას“ წარმომადგენლები. ასევე არსებობს საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია, რომ ტყვარჩელის რაიონში არის ნარკოტიკების გადამამუშავებელი მინი-ქარხანა. თქვენი კომენტარი ამ ფაქტების შესახებ...
- ვერ გეტყვით, პირადად არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ჩეჩენი ბოევიკები ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრები, შეიძლება არის რაღაც გარკვეული ცნობები, რომლებიც ჩემამდე არ მოსულა. ისევე როგორც ვერაფერს ვიტყვი ტყვარჩელში ნარკოტიკების ქარხნის არსებობაზე. ვიცი, რომ იქ არის აგურის ქარხანა, ნარკოტიკები, ალბათ ისევეა იქ გავრცელებული, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, აფხაზეთი არ არის ამისაგან დაზ ზღვეული.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“, „ვესტი ნედელი“: დარჩებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები საქართველოში? ამერიკელი სამხედროები მართლაც იმისთვის არიან საჭირო, რომ ქართველ სამხედროებს ასწავლონ ჩეჩენ ბოევიკთა დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც ახლა პანკისის ხეობაში პასპორტებისა და ვიზების გარეშე საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს? საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი როდის დაიწყებს რეალურად ტერორიზმის, ბოევიკების წინააღმ მდეგ ბრძოლას?
- ეს ბოევიკები, ისე როგორც ათასობით დევნილი, ჩვენთან რუსეთის სამხედროების „ხელშეწყობით“ მოხვდნენ, ისინი მათ ჩვენს საზღვრამდე მოაცილებდნენ და ამასთან კარგად ესმოდათ, რომ ქართველ მესაზღვრეებს არ შესწევდათ ძალა, რომ ცეცხლი გაეხსნათ ბავშვების, მოხუცებისა და ქალების წინააღმდეგ. ისინი, ჩვენი ნების გარეშე მოხვდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლა პანკისის ხეობაში იმყოფებიან ჩვენი ქვეყნის შინაგანი ჯარების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება, რომ ისინი ხეობის სიღრმეში არიან განთავსებული. შინაგანი ჯარის წარმომადგენლებს არანაირი წინააღმდეგობა, თქვენს მიერ დასახელებული ბოევიკების მხრიდან არ შეხვედრიათ. ცოტა ხნის წინათ იყო დივერსიის მცდელობა, გაიტაცეს ორი პოლიციელი, რომლებიც სამ დღეში გაათავისუფლეს, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელებას.
რაც შეეხება ანტიტერორისტულ ღონისძიებებში ამერიკელ სამხედროთა მონაწილეობას, ეს არ მოხდება. შესაძლებელია ამერიკის ოპერატიულ სამსახურებთან, ისევე როგორც რუსეთის შესაბამის უწყებებთან, მუდმივად განხორციელდეს ინფორმაციის გაცვლა, როცა რუსეთის ჯარი არ გავატარეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბრძნულად და ჭკვიანურად მოვიქეცით. იმ შემთხვევაში, თუ ამ დასახლებულ პუნქტებში რუსეთის ჯარი გაივლიდა შესაძლებელი იქნებოდა მათ გაეხსნათ ცეცხლი, დაღვრილიყო სისხლი და საომარი მოქმედების ცენტრი საქართველოში გადმოსულიყო. ამერიკიდან ჩამოვლენ სპეციალისტები, გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან ქართველ კოლეგებს ანტიტერორისტული ქვედანაყოფების ფორმირებაში მხოლოდ პანკისის ხეობა არა მაქვს მხედველობაში, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტებმა საქართველოს სხვა ტერიტორიაზეც შემოაღწიონ, ამიტომაც წარმოიქმნა სადღეისოდ ამგვარი კოალიციის საერთაშორისო გაერთიანების ფარგლებში ამერიკის, რუსეთის მონაწილეობით ანტიტერორისტული ფრონტის შექმნის აუცილებლობა.
არაფერი საგანგაშო არ არის ის, რომ განვითარდეს საქართველოსა და ამერიკის სამხედრო სფეროებში თანამშრომლობა, ჩვენ მომავალშიც ვითანამშრომლებთ ამერიკასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არ ჰყავს ძლიერი არმია, არ აქვს თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, ამერიკის დახმარება მნიშვნელოვანია. რუსეთმა ხომ არაფერი არ დატოვა საქართველოში, გაიტანა სამხედრო ტექნიკა, ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას. რა ვქნათ, ვის მივმართოთ? ჩვენ ამერიკას მივმართეთ და ახლა ხორციელდება ეს თანამშრომლობა, დახმარება.
მიმაჩნია, რომ ამგვარი თანამშრომლობა უწინარესად საქართველოს ინტერესებს შეესაბამება, ასევე არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში ჩამოვა იმდენი ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, რამდენიც საჭირო იქნება ეროვნული არმიის ფორმირებისათვის. ხომ არ ნიშნავს ეს ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა რუსეთის იმედი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში და ამ ვექტორმა გარკვეულწილად დასავლეთის მიმართულებით გადაიწია? ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ამგვარი ცვლილებების დემონსტრირება, რუსეთის პოლიტიკურ წრეებს, სახელისუფლებო ეშელონებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში საკუთარი შესაძლებლობების გადასინჯვის საშუალებას მისცემს?
- რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება უმთავრესად რუსეთზეა დამოკიდებული. რუსეთს აქვს დიდი პოტენციალი, საქართველოსთან, გაეროს უშიშროების საბჭოსთან, მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან ერთად მოაგვაროს აფხაზეთის პრობლემა. ასე რომ, საკითხისადმი ჩვენი მიდგომა არსებითად არ იცვლება. ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობა, ან საგანგებო ანტიტერორისტული დანაყოფის შექმნა, სულაც არ ნიშნავს ახალი ომის დაწყებას აფხაზების ან ოსების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ისინი ბოლოს და ბოლოს გაერკვევიან, რა სურთ და აუცილებლად მოვილაპარაკებთ.
გაზეთი „თუთარჩელა“: რამდენიმე დღის წინათ პრესის საშუალებით გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის უკან ადამიანების დიდი ჯგუფი იდგეს. სხვათა შორის, დედაქალაქში ამის თაობაზე საკმაოდ აქტიურად ლაპარაკობენ, ასახელებენ სამ დიდ კლანს, მათ შორის, ნარკობიზნესის წარმომადგენლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტაცებლებს. აღსანიშნავია, რომ სამივე „გაერთიანება“ რუსული ორიენტაციისაა. თქვენ ფლობთ თუ არა რაიმე ინფორმაციას?
- უკვე ვთქვი, შესაძლებელია, ეს ძალები საქართველოში იმყოფებოდნენ და არიან კიდეც. შესაძლებელია, რაღაც ფინანსურ დახმარებას სხვა ქვეყნიდან იღებენ, მარტო რუსეთი არ იგულისხმება. დაველოდოთ გამოძიებას, სხვა დასკვნის გამოტანის უფლება მე არ მაქვს.
ჟურნალი „პოლიტიკა“: თქვენი პირველი რეაქცია გასულ კვირას განვითარებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოხატა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ, მან მომხდარს ფსიქო-ლინგვისტიკური დივერსია უწოდა. თქვენი კომენტარი.
აქვს თუ არა საქართველოს უფლება ჰყავდეს თავისი სპეციალური, კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული ძალები? რუსული მასმედია გაოგნებული ეხმიანება ამ ფაქტს. გუშინ, რუსეთის ჟურნალისტმა პოზნერმა აღნიშნა, რომ ყველა ჟურნალისტის ვალია გამოხატოს თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, იდეოლოგია...
- რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შუძლია ურთიერთობა დაამყაროს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც იგი საჭიროდ მიიჩნევს.
მოხდა ისე, რომ 1992 წლიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიღო ორიენტაცია საქართველოს დასახმარებლად. ამ ბოლო დროს ეს დახმარება გაღრმავდა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების ფორმირებაც მოიცვა. ეს კი იმისათვის ხდება, რომ ქვეყანამ დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და თავად შეებრძოლოს ტერორიზმს.
არ მიკვირს, რომ ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის შესახებ მასმედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ვერსიებს უშვებენ. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერმა პერიოდულმა გამოცემამ პატივი სცეს ნუგზარ საჯაიას ხსოვნას, რადგან იგი იყო პატიოსნების, ვაჟკაცობის მაგალითი. ხომ შეიძლება, რომ პრეზიდენტთან რაიმე ამბავი მიიტანონ. ნუგზარ საჯაია უსაფუძვლოდ, დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე არანაირ ამბავს არ მოიტანდა. ასეთი კაცის ხსენებას, რომელიც ჩვენი განვითარების ურთულეს ეტაპზე სამაგალითოა მთელი ქვეყნისათვის, ყველანი მოვერიდოთ. ნუ დავწყვეტთ გულს იმ პატარა ბიჭს, რომელსაც დათო საჯაია ჰქვია, მის მეუღლეს, ოჯახს, მეგობრებს.
ბევრს ლაპარაკობენ, რომ საქართველო გაიხრწნა, უმრავლესობა მორალური ტერორის გზას დაადგა ეს ასე არ არის. ნუგზარ საჯაიას წასვლამ ამ ქვეყნიდან დაადასტურა, რომ საქართველო ჯანსაღი ქვეყანაა, უამრავი ხალხი, მათ შორის რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები. დასტიროდნენ ნუგზარ საჯაიას ცხედარს, როგორც ახლობელ, მისაბაძ ადამიანს. ჩვენ მომავალი წინ გვაქვს, მჯერა, ვიქნებით მორალურად, ფსიქოლოგიურად, ყოველმხრივ ჯანსაღი და დიდი მომავლის მქონე ერი.
გაზეთი „იბერია სპექტრი“: ბატონო პრეზიდენტო, დღევან ნდელ ბრიფინგზე მოვედი იმისათვის, რომ ალმაათაში მოღვაწეობისათვის ტაში დაგიკრათ. თქვენი მოღვაწეობის ბოლო ათი წლის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გაზეთი „იბერია სპექტრი“ მიესალმება თქვენს მოქმედებას. ეს იყო ისტორიული მომენტი. ბოლო წლებში არც რეგიონული და არც საერთაშორისო პოლიტიკაში, არ ყოფილა ამგვარი მნიშვნელობის აქცია. თქვენ, საქართველოს პრეზიდენტმა, აბსოლუტურად მტკიცედ და მკაფიოდ. ისე როგორც ამას ხალხი მუდამ ელოდებოდა ჩამოაყალიბეთ საქართველოს მომავლის პოლიტიკა. ამავე დროს თქვენ აიძულეთ რუსეთის პრეზიდენტი, რომ დაგთანხმებოდათ. რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი რამ მოხდა? ეს საიდუმლო კი ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტშია, რომლის შესახებ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში ცოტამ თუ იცის. კერძოდ, 21-22 თებერვალს ლონდონში გაიმართა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების თათბირი, რომელზეც გადაწყვიტეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის მოთმენა, რა პირობებშიც ცხოვრობს პოსტსაბჭოური სივრცის 7 ქვეყანა. მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების ეს აქცია შეიძლება შევადაროთ იმ აქციას რამაც საბჭოთა კავშირი, ფაქტობრივად დაანგრია. ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი დახმარების ხელს გაუწვდიან ყოფილი საბჭოთა კავშირის 7 ქვეყანას და დასძინეს, რომ თავის დროზე ისინი შეცდნენ, როცა ნდობა გამოუცხადეს მათს ხელისუფლებს. ამ ხარვეზებში ალბათ საქართველოს პრეზიდენტმაც უნდა მოიძიოს თავის მხრივ დაშვებული შეცდომები. ახლა, საქართველოს ეხსნება გზა, რომ როგორც თქვენ ალმაათაში იმოქმედეთ, სწორედ იმგვარი შემართებით მოიპოვოს დამოუკიდებლობა. ასეთ გზას გააგრძელებთ და მომავლის იმედი უნდა გვქონდეს?
- ბატონო ირაკლი, თქვენს კითხვას, რომ ვუპასუხო, მემუარების წერა უნდა დავიწყო. თქვენ არ იფიქროთ, რომ ის, რაც ალმაათაში მოხდა, ის, რომ ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, ის რომ რუსეთთან საერთო ენა გამოვნახეთ - არ არის მხოლოდ დღევანდელ დღეს შექმნილი პოლიტიკა. ჩვენ დღეს სხვა დონეზე ვართ, ის, რაც პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას ვთქვი, რაც პრეზიდენტ ბუშთან განვაცხადე ის რომ ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა გაღრმავდა, რვაწლიანი საქმიანობის შედეგია. დღეს ჩვენ მანევრირების მეტი საშუალება გვაქვს. არავინ არ დაუშვას ის, რომ ჩვენ რუსეთთან მტრული განწყობილება უნდა გვქონდეს, ეს დაუშვებელია. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ შეიძლება საქართველო დააჩოქონ, საქართველო აღარასდროს არ დაიჩოქებს, ახლა სხვა დროა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“: რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის პოზიტიური ტონის მიუხედავად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამ დღეებში გეგმავს განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი, კერძოდ მათი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესაძლებლობა. როგორი იქნება საქართველოს პოზიცია, თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ამ საკითხის განხილვა გაიმართება და უფრო მეტიც, თუ ისინი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ? რამდენად სერიოზულად ეკიდებით სახელმწიფო სათათბიროს ამ ნაბიჯს?
- იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სათათბირო დაუშვებს ამ საკითხის განხილვას, პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას, გამოდის, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანო არასერიოზულად ეკიდება თანამედროვეობის საკმაოდ რთულ პრობლემებს. არ იგულისხმება მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ტერორიზმი ხომ ნაციონალური სეპარატიზმისა და აგრესიის საფუძველზე წარმოიქმნება. თუ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მისცემს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობის ან ასოცირებული წევრობის გარანტიებს, ეს გახდება რუსეთის დაშლის საფუძველი. მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, ანალოგიური იყო სოხუმის შემთხვევაში. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე როცა უკვე ვიცოდით, რომ უნდა დაგვეტოვებინა ქალაქი. ვამბობდი, რომ ეს ბუმერანგივით დაუბრუნდება რუსეთს. ამ შემთხვევაშიც, თუ რუსეთის სათათბირო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, უწინარესად, აგრესიულ სეპარატიზმს საკუთარ ქვეყანაში გააღვივებს.
სააგენტო „ელიზ-ნიუსი“: დიდი ხანია გვესმის ჯავახეთში ეგრეთ წოდებული ავტონომიის მოთხოვნის თაობაზე განცხადებები. ვინ უნდა განუმარტოს მათ, საქართველოს თუ სომხეთის ხელისუფლებამ, რომ ავტონომია აქ არ ეკუთვნით? ვისი პრეროგატივაა ეს?
- საქართველოს ხელისუფლება იქ ყველაფერს აკეთებს. თქვენ იცით, რამდენჯერ ვარ ნამყოფი ჯავახეთში. იქ შეხვედრებისას რაიმე სერიოზული განწყობილება ან მოძრაობა არ მიგრძვნია. თუმცა სომხეთის პრესაში იბეჭდება სხვადასხვა სახის სტატიები. იქაც სიტყვისა და პრესის თავისუფლებაა. სომხეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკეთეს განცხადება, მათ შორის წინა პრეზიდენტმაც და ახლანდელმაც, რომლებთანაც ერთად ვიმყოფებოდი ჯავახეთში. მათი გამოსვლის დედააზრი ის იყო, რომ სომეხი, რომელიც ხელს აღმართავს საქართველოს წინააღმდეგ, უწინარესად, სომხეთის მტერია, ისევე როგორც ის ქართველი, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ წამოიწყებს რაიმე აქციას. იგი უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მტრობს. ამ მოკლე ფრაზაში გამოხატულია სომხეთის ხელისუფლების პოზიცია და არა მგონია, რომ რაიმე შეიცვალოს, იქ რაიმე სეპარატისტული განწყობილების საფუძველი იყოს. რაც მალე დავდგებით ფეხზე ფინანსურად, მით მალე შევძლებთ დასახული დიდი გეგმების განხორციელებას, მათ შორის ამ რეგიონების განვითარების თვალსაზრისითაც.
„ჩვენს მეგობრებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სურთ, რომ საქართველომ თავად შეძლოს საკუთარი საზღვრების, ინტერესებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა.“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 მარტი. - №53 (4112). - 3 გვ.
![]() |
35 „ჩვენ გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან იმიტომ, რომ თავიდანვე ავირჩიეთ დემოკრატიული განვითარების ურთულესი გზა, ორიენტირად ავირჩიეთ დემოკრატიული ღირებულებანი და კვლავ ამ კურსის ერთგული ვიქნებით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 მარტის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ რადიოინტერვიუს ერთი კვირის წინათ მომხდარი მოვლენით დავიწყებთ. გასული კვირა უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობით დაიწყო. რა შეფასებას აძლევთ ამ ფაქტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ნუგზართან გამოთხოვებისას მე ვთქვი, რომ მან მთელი თავისი ცხოვრებით და თვით ტრაგიკული აღსასრულითაც დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე თვალსაჩინო ღირსეულ მამულიშვილთა შორის.
არიან ადამიანები, ვისაც თავიანთი ადამიანური და მოქალაქეობრივი ღირსება სიცოცხლეზე უფრო ფასეულად მიაჩნიათ.
სწორედ ამით განსხვავდება ნუგზარ საჯაია თავისი მკვლელებისაგან.
ცილისმწამებლები და პროვოკატორები ყოველთვის საუკეთესოს, ყველაზე ღირსეულსა და სულიერად მდიდარ ადამიანს ესხმიან თავს და ხშირად სწირავენ კიდეც. და ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ყველა ხვდება, რა გეგმებზეა ლაპარაკი.
ეს გახლავთ კიდევ ერთი, საოცარი, ცხოვრებისეული პარადოქსი.
არ არის შემთხვევითი, რომ მთელი საქართველო უცდომელი გუმანით ჩასწვდა ნუგზარის სიყვარულსა და ერთგულებას. ამიტომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ათასობით ადამიანმა გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე.
ეს იყო ნამდვილი დემონსტრაცია. ერთი მხრივ, ღირსეული მამულიშვილის დასაფასებლად, ხოლო, მეორე მხრივ, იმ უმსგავსობის წინააღმდეგ რაც ლამის ჩვეულებად იქცეს საზოგადოების ერთი და მე ვიტყვი, საბედნიეროდ, არცთუ ისე მრავალრიც ცხოვანი, მაგრამ ძალზე აგრესიული ნაწილისათვის.
მე მიმაჩნია, რომ როგორც მასთან გამოთხოვებისას ვთქვი, ნუგზარ საჯაიამ თავისი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანა, რათა ერი გამოფხიზლებულიყო, რომ შეწყდეს „მორალური ტერორი“ და „სიტყვით მკვლელობა“.
ნუგზარ საჯაია მთელი ცხოვრების მანძილზე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდა.
დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომლის მშენებლობაშიც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, არასდროს დაივიწყებს თავის ერთგულ შვილსა და მებრძოლს
- 28 თებერვალს „სი ენ ენ“-ით გადაცემული პრესკონფერ რენციის კადრებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ პანკისის ანტიტერორისტული ოპერაციისათვის ქართველი ჯარისკაცების მომზადების თაობაზე, შეიძლება ითქვას, შოკში ჩააგდო რუსეთის მედიტაცია და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილიც. მოგვიანებით ისტერიკული ტონი ცოტა შერბილდა. ალმაატის სამიტზე კი, რომელიც ასევე სრული მოულოდნელობა იყო უკვე ქართული საზოგადოებისათვის, პრეზიდენტმა პუტინმა მშვიდად განაცხადა, რომ თუკი ცენტრალური აზიისათვის შეიძლება ამერიკელთა ყოფნა, ეს შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოსათვისაც...
უწინარესად, არ შემიძლია არ გამოვხატო განცვიფრება იმ ავადმყოფურად ისტერიკული რეაქციის გამო, რომელიც მეზობელი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოჰყვა სავსებით ჩვეულებრივ მოვლენას: საქართველოში სულ რამდენიმე ექსპერტის ჩამოსვლას და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას, უფრო ზუსტად ამ გაღრმავებისა და განვითარების ახალ ეტაპს.
არადა, არაფერი დაფარული აქ არ ყოფილა მთელი ამ წლების განმავლობაში.
ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, 1992 წლიდან დღემდე ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ყველა სფეროში. მათ შორის, იმ სტრუქტურათა მშენებლობის თვალსაზრისითაც, რომელთა გარეშე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია.
მაგალითად, მე დავასახელებდი და დავასახელე კიდეც პრესკონფერენციებზე პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრებზე, რომ სასაზღვრო ჯარების შექმნა ჩვენ შევძელით სწორედ ამერიკელი მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარებით. გვეხმარებოდნენ სხვებიც. მაგალითად, უკრაინა, თურქეთი, საბერძნეთი, გერმანია, მაგრამ გადამწყვეტი როლი, რომელმაც მართლა მოგვცა საშუალება შეგვექმნა სასაზღვრო ჯარები. იყო სწორედ ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა. ფინანსური, მეთოდოლოგიური და ყოველმხრივი მხარდაჭერა. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ვიცავთ საზღვაო აკვატორიას, ვიცავთ საზღვარს ყველა მიმართულებით. და საკმაოდ თანამედროვე სასაზღვრო ჯარები გვყავს.
ჯერ კიდევ 1992 წლიდან, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ამერიკის შეერთებული შტატები (თავდაპირველად ჰუმანიტარული დახმარების სახით) გვიგზავნიდა სურსათს, უწინარესად, მარცვალს და ეს აქამდეც გაგრძელდება. შემდგომ დახმარებისა და თანამშრომლობის ხარისხი გაიზარდა, რაც სავსებით ბუნებრივია.
და საერთოდ, ამ ქვეყანამ (ამერიკის შეერთებულმა შტატებმა) ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.
ეს არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს.
გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან იმიტომ, რომ თავიდანვე ავირჩიეთ დემოკრატიული განვითარების ურთულესი გზა, ორიენტირად ავირჩიეთ დემოკრატიული ღირებულებანი და კვლავ ამ კურსის ერთგული ვიქნებით. სწორედ ამას აფასებენ ჩვენი მეგობრები ოკეანის გაღმა.
ამერიკასთან თანამშრომლობა სულაც არ ნიშნავს რუსეთისაგან გამიჯვნას, მაგრამ ერთი რამ არ შემიძლია არ შევნიშნო უდიდესი გულისტკივილით: თუკი არსებობს რაღაც პრობლემა, არ შეიძლება იგი მხოლოდ ცალმხრივად განიხილო.
მე არაერთხელ მითქვამს ბატონ ელცინისათვის და ამ ბოლო დროს რუსეთის ახალი პრეზიდენტისათვის ბატონ პუტინის სათვის:
- თქვენ ხომ არაფერი დაგვიტოვეთ. ყველაფერი, რისი გაზიდვაც საქართველოდან შეიძლებოდა, თქვენ გაზიდეთ. არც ერთ ქვეყანას, არც ერთ რესპუბლიკას ასე არ მოქცევიხართ იმიტომ, რომ შეთანხმების მიხედვით, ჯარის გარდა სამხედრო ტექნიკა და მთელი ეს პოტენციალი უნდა დარჩენილიყო. ყველა ქვეყანაში დარჩა. მარტო საქართველოა ერთადერთი გამონაკლისი, სადაც თქვენ რამდენიმე დანჯღრეული ტანკი დატოვეთ, დანარჩენი - საავიაციო დივიზია, ხომალდები და ყველაფერი ისე გაიტანეთ, რომ არც კი გიკითხავთ. თქვენ ისარგებლეთ იმით, რომ ჩვენთან მაშინ არეულობა იყო.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით? რატომ იყო ამ შემთხვევაში რუსეთისათვის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველო, რომ სხვა რესპ პუბლიკებში რაღაც დარჩა, საქართველოდან კი ყველაფერი გაიტანეს. თქვენ ეს ფრაზა არაერთხელ გითქვამთ...
- ალბათ, მაშინ ასეთი მოსაზრება იყო, რომ უიარაღოდ დარჩენილი საქართველო რუსეთის სრული გავლენის ქვეშ მოექცეოდა. ვერ გეტყვით, რომ მაშინაც არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რაღაც დახმარება გაეწიათ, მაგრამ ეს იყო გამონაკლისი.
როდესაც ვუსმენდი რუსეთის სატელევიზიო არხებით ზოგიერთი მოღვაწის გამოსვლას (თუ როგორ ადანაშაულებდნენ ისინი ყველაფერში საქართველოს და მცირე ხინჯსაც კი არ აღიარებდნენ თავისი ქვეყნის დამოკიდებულებაში ჩვენი სამშობლოს მიმართ უახლოეს წარსულში), დიდი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები მახსენდებოდა, რომ „ჭეშმარიტება - სამშობლოზე მაღლა დგას!“
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ, (როცა სჭირდებოდ დათ), ამ სიტყვებს ძალიან ხშირად იმეორებდნენ საქართველოსთან მიმართებაში. ასე ვთქვათ, მოგვიწოდებდნენ ამით გვეხელმძღვანელა.
მაგრამ თავად არ სურთ იგივე ზნეობრივი მაქსიმით იხელმძღვანელონ, როდესაც საქმე მათს სამშობლოს ეხება.
ნუთუ ჰგონიათ, რომ საქართველოს გულმხურვალე პატრიოტმა და მართლაც საკაცობრიო მნიშვნელობის ფილოსოფოსმა ბატონმა მერაბ მამარდაშვილმა ამ უკვდავ სიტყვებში მხოლოდ საქართველო იგულისხმა და არ გულისხმობდა სხვა ქვეყნებს?
ამ ისტერიას, ალბათ, კიდევ ერთი მიზეზი და მიზანი ჰქონდა: რუსეთში საკმაოდ გავლენიან ძალებს აშკარად არ მოეწონათ, რომ ჩემსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, განსაკუთრებით ბოლო ორი შეხვედრის შემდეგ (იალტასა და, განსაკუთრებით მოსკოვში), დამყარდა საკმაოდ კონსტრუქციული, ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთდამოკიდებულება. პუტინმა ბევრი რამ, რასაც იგი შემპირდა, მათ შორის, გაზის, ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებით, შეასრულა პატიოსნად და ისე, როგორც ეკადრება სერიოზულ სახელმწიფო მოღვაწესა და დიდი ქვეყნის პრეზიდენტს.
ამდენად, მათი მიზანი იყო ნეგატიური ფსიქოლოგიური ფონის შექმნა და იმ ფონის შეცვლა, რაც ჩვენი ურთიერთობის დათბობამ გამოიწვია.
თუმცა, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ეს ვერ მოახერხეს, რაც ალმათიში გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა.
რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი. და მე იქ ვთქვი, საჯაროდ, ღია ცის ქვეშ პრესკონფერენციაზე, რომელსაც 250 კორესპონდენტი მაინც ესწრებოდა, არაფერს დამალულად ჩვენ არ ვაკეთებთ იმ უბრალო მიზეზით, რომ საქართველოს აქვს სრული უფლება ითანამშრომლოს იმ ქვეყანასთან, რომელიც გვეხმარება ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მათ შორის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. მე მინ ნდა, ვთქვა, რომ ნამდვილად ვაჟკაცური იყო პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომ საქართველოს ჰქონდა უფლება, აირჩიოს თავისი პარტნიორის სამხედრო პარტნიორობა აწარმოოს და განავითაროს იმ ქვეყანასთან, რომელთანაც იგი საჭიროდ მიიჩნევს, იმიტომ, რომ იგი სუვერენული სახელმწიფოა. ეს ძნელი სათქმელია, სხვათა შორის.
ამ ეტაპზე უპირველესად იგულისხმება რამდენიმე ქვედანაყოფის მომზადება სპეციალური პროგრამით და მათი ყოველმხრივ უზრუნველყოფა. შემდეგი პერსპექტივა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ და რა პირობებში მოუწევს საქართველოს არსებობა.
არც ერთ ქვეყანას, რომელიც ასეთი სახის დახმარებას შემოგვთავაზებდა, ჩვენ უარს არ ვეტყოდით, ყოველ შემთხვევაში, მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის არც რუსეთს.
ანუ, იგულისხმება არა ერთობლივი საბრძოლო ოპერაციების განხორციელება, არამედ დახმარება სამხედრო მშენებლობაში, რათა საქართველომ შეძლოს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და სახელმწიფო საზღვრები ყოველგვარი ხელყოფისაგან. ლაპარაკია შეიარაღებულ ძალების საეტალონო ნაწილების შექმნაზე, რომლის საფუძველზე შემდგომ ჩვენ განვავითარებთ თავდაცვისუნარიანობას. დაახლოებით ასეა ჩაფიქრებული ეს უნდა იყოს ძირითადად ანტიტერორისტული მიმართულების ქვედანაყოფები. არა აქვს მნიშვნელობა, პანკისის ხეობაში დაგვჭირდება თუ სხვაგან, ჩვენ ისეთ გარემოცვაში ვართ, რომ ყოველთვის რაღაც არის მოსალოდნელი.
ეს თანამშრომლობა როგორც აღვნიშნე, ხორციელდება იმ ღია და გამჭვირვალე ხელშეკრულებათა საფუძველზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაფორმდა ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის, ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში.
მე არც ის დამიმალავს, რომ პრეზიდენტ ბუშთან და თავდაცვის მინისტრთან რამსფელდთან შეხვედრების დროს ეს საკითხები განვიხილეთ ძალიან სერიოზულად. ჩემი თხოვნა იყო, რომ თუ ამ სფეროს ვერ მივხედავთ, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა საეჭვო გახდება.
რაკი ასეთ ინტერესს იწვევს, კვლავაც დავადასტურებ: რამდენიმე სპეციალისტი საქართველოში უკვე იმყოფება. სხვები უახლოეს მომავალში, ალბათ, ჩამოვლენ. დაგეგმილია შესაბამისი ფინანსური სახსრებისა და სხვა საშუალებათა (მათ შორის, აღჭურვილობისა და იარაღის) მოძიება საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის.
დაბეჯითებით ვიმეორებ: ანალოგიურ დახმარებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ანუ ჩვენი სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად, ჩვენ უდიდესი მადლიერებით მივიღებთ რუსეთისგანაც, თუ ჩვენი რუსი კოლეგები და პარტნიორები ამგვარი დახმარების სურვილს გამოთქვამენ.
მივესალმები პრეზიდენტ პუტინის დინჯ და ძალზე გონივრულ დამოკიდებულებას ამ პროცესებისადმი, რაც მან გამოხატა, როგორც საჯაროდ (ბრიფინგზე), ასევე ორმხრივი შეხვედრისას.
ჩვენი მხრივ, მთლიანად მზად ვართ, გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვიანობის და ბოროტმეხსიერების (თუ დაპირისპირების) ნეგატიური ფაქტორი ჩრდილოელ მეზობელთან ურთიე ერთობიდან.
საქართველო იყო, არის და კვლავაც იქნება კეთილმოსურნე მეზობელი რუსეთისათვის.
შესანიშნავად გვესმის ამ დიდი ქვეყნის როლი და მნიშვნელობა არა თუ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მზად ვართ, მთლიანად, ყველგან, ყოველთვის პატივი ვცეთ ამ ინტერესებს და საპასუხოდ ვითხოვთ მხოლოდ ერთს, რათა რუსეთმაც პატივი სცეს საქართველოს ინტერესებს თვით საქართველოს ტერიტორიაზე. სხვა რაიმე პრეტენზია ჩვენ არ გაგვაჩნია.
არ შემიძლია არ გავიზიარო და არ დავიჯერო პრეზიდენტ პუტინის გულწრფელობა როდესაც იგი აცხადებს, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველო იყოს ერთიანი, მთლიანი, ანუ რუსეთისადმი კეთილმეზობლურად და მეგობრულად განწყობილი ქვეყანა.
რა თქმა უნდა, ძლიერი, ერთიანი და სტაბილური საქართველო რუსეთის სამხრეთი რეგიონების სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.
ბატონ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაც, ყაზახეთში, გულახდილობითა და გულწრფელობით გამოირჩეოდა.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრეზიდენტი პუტინი ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა.
და მეც სრულიად გულახდილი ვიყავი.
ვიმედოვნებ, ეს სულისკვეთება, რაც ყველაფრის მიუხედავად ჩამოყალიბდა პრეზიდენტების ურთიერთდამოკიდებულებაში, აუცილებლად დაგვეხმარება გადავწყვიტოთ ის უდავოდ რთული პრობლემები, რომლებიც ჯერჯერობით კვლავაც ხელს უშლის, სამწუხაროდ ორ ქვეყანას შორის კეთილი, თანასწორუფლებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
დიდი დრო დავუთმეთ აფხაზეთის პრობლემატიკას, შევთანხმდით, რომ სამშვიდობო ძალთა ახალმა მანდატმა, რომლის მომზადებასაც ალბათ, თვე-ნახევარი - ორი თვე დასჭირდება და რომლის შემუშავება დაუყოვნებლივ დაიწყება, უნდა იგულისხმოს საკონტროლო ზონის გაფართოება და (პირველ ეტაპზე) გალის რაიონში (ძველ საზღვრებში) ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების გარანტიათა შექმნა.
განსაკუთრებით გამოვყოფ შეხვედრას ყაზახეთის პრეზიდენტთან ნაზარბაევთან.
მადლობელი ვარ მისი გულითადი მასპინძლობისათვის.
საუბრისას ნურსულთან ნაზარბაევმა დაადასტურა, რომ ყაზახეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ დიდი პროექტის განხორციელებაში, რამაც თანამშრომლობის სრულიად ახალი სისტემა უნდა შექმნას ჩვენს რეგიონში. მათ შორის, რასაკვირველია, რუსეთის მონაწილეობით.
ვგულისხმობ „დიდი ნავთობსადენისა“ და სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, საქართველოზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გატარებას. ახლა, რაც შეეხება იმ რეაქციას, რაც ამ მოვლენებმა საქართველოში გამოიწვია.
მესმის, რომ ხსენებული ისტერიის პირობებში (რომელიც ზოგჯერ პრიმიტიული ქართველოფობიისა და შოვინისტური „ორმაგი სტანდარტის“ დონეზე ეშვებოდა) ძნელია უემოციოდ მსჯელობა.
თუმცა მოსახლეობის დამოკიდებულება მთლიანობაში ძალზე ღირსეული და პატრიოტული პასუხისმგებლობით აღსავსე იყო.
ამას ვერ ვიტყვი ზოგიერთ პოლიტიკოსზე თუ, უფრო ზუსტად, პოლიტიკანზე.
მაგალითად, ძალზე ნიშანდობლივად მეჩვენა, თუ რა გულმოდგინედ იმეორებდნენ აშკარა „პროპაგანდისტულ დივერსიას“ - რუსეთსა და ამერიკას შორის რაღაც გარიგების თაობაზე, ვითომცდა „აფხაზეთის რუსეთისთვის მიკუთვნებით“ და ა.შ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ვერსიები რუსულ არხებზე ერთი ტექნოლოგიით გაკეთდა. და მათი განცხადებები, რომ, მართალია ჩვენ საქართველო დავკარგეთ მაგრამ, სამაგიეროდ, აფხაზეთსა და ცხინვალზე იქნება რუსეთის გავლენაო, - მიმართული იყო ადგილობრივი მაყურებლისა და იმ ძალების დასამშვიდებლად, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად შეწუხებული არიან...
- რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს, როგორებიც არის ტყუილი, ცილისწამება და შემდეგ კი პოლიტიკაში გადაზრდილი პროვოკაციული განცხადებები. საწყისი ერთი აქვს გათვალისწინებული და გაანგარიშებულია ან ადგილობრივ მაყურებელზე ან საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც მათი გათვლებით უნდა დაკარგონ წონასწორობა.
პირდაპირ ხმა ჩაეხლიჩათ ამ განცხადებების გულმოდგინე გამეორებით.
ან კიდევ ასეთი „ბრძნული მოსაზრება“, უკვე ჩვენთან გამ მოთქმული, რომ აი „საქართველოს არ გააჩნია საგარეო პოლიტიკა“. სხვათა შორის, ირაკლი მენაღარიშვილმა უპასუხა პარლამენტში გამოსვლისას ამ საკითხს.
მე ვერაფრით გავიგე, ამ ხალხს რა ენაზე ველაპარაკო, იმათ, რომლებსაც ვერ ვაგებინებ.
წერა-კითხვა თუ უსწავლიათ, ან მოსმენა მაინც თუ ეხერხებათ, წაიკითხონ (ან მოისმინონ) პრეზიდენტის გამოსვლები, მიმართვები „პარლამენტისა და ხალხისადმი“, გაეცნონ სხვა დოკუმენტებს საგარეო-პოლიტიკურ თემაზე. მათ შორის, ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც მიძღვნილია სპეციალურად საგარეო პოლიტიკის როგორც ფუნდამენტური, ასევე სრულიად კონკრეტული საკითხებისადმი.
არ არის არც ერთი მნიშვნელოვანი გამოსვლა, თვით ინტერვიუც კი, რომელშიც არ ვეხებოდე საგარეო-პოლიტიკურ პრობლემატიკას (თქვენც მეხმარებით, ისეთ კითხვებს სვამთ) და არ ვასაბუთებდე იმ უმთავრეს პრიორიტეტებს, რაც საქართველოს საგარეო კურსს უდევს საფუძვლად: ეს გახლავთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა პრიორიტეტი; ქვეყნის სრული ინეგრაცია მსოფლიო დემოკრატიული გაერთიანების სივრცეში; მეგობრობა და კეთილშობილება ყველა სახელმწიფოსთან; საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის მოპოვება. რაც ჩვენი სახელმწიფოს მდგრადობასა და საერთაშორისო ავტორიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად იქცევა. მთელი რვა წელი თუ ათი არა, მოვანდომეთ ამ პოლიტ ტიკის ფორმირებას, მისი განხორციელებისათვის ბრძოლას და მოვიდა დრო, როცა საქართველომ ეს შედეგები უნდა მოიმკას. ზოგს ჰგონია, რომ ერთ წელიწადში ერთ თვეში, ერთ კვირაში ყველაფერი შეიცვლება, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
- რა ძირითადი ტენდენციებია ეკონომიკის სფეროში. როგორ მიმდინარეობს საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება?
- გუშინ ვესაუბრე სახელმწიფო მინისტრს, საგადასახადო შემოსავლების მინისტრს. მათი ინფორმაციით ბიუჯეტში გასულ თვეს ჩარიცხულია 76 მილიონ 900 ათასი ლარის საგადასახადო შემოსავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ საპროგნოზო პარამეტრი მთლიანად შესრულდა მცირე გადაჭარბებითაც.
ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩარიცხულია 62 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ფონდებში 14 მილიონ 900 ათასი ლარი რაც საპროგნოზო პარამეტრის თითქმის 103 პროცენტია.
თანაც, წინასწარი მონაცემებით პარამეტრების დაცვა შეძლო ორივე (როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო) დეპარტამენტმა.
ერთი ტრაგიკული მოვლენის შესახებ: 27 თებერვალს, აღმოსავლეთ საქართველოს უმძლავრესმა გრიგალმა გადაუარა. საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და ახმეტის რაიონებში მნიშვნელოვნად დაზიანდა საშემოდგომო თავთავიანი კულტურები. თბილისშიც დაზიანდა ცალკეული სახლები.
თუმცა, ზარალი განუზომლად უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობა, რომელმაც შეძლო ორი დღით ადრე ამ სტიქიური მოვლენის პროგნოზირება, რისთვისაც დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და კოლექტივს მადლობას ვუცხადებ.
ჩვენ შესანიშნავად გვესმის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა.
დეპარტამენტს, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, მართალია უმნიშვნელოა ეს დახმარება, მაგრამ მაინც ვეხმარებით, რათა იგი განვითარდეს და მჭიდრო კავშირი დაამყაროს ანალოგიურ უწყებებთან სხვა ქვეყნებში.
- 3 მარტი საქართველოში აღინიშნება, როგორც დედის დღე...
- გუშინ ტელევიზიით გადაიცა ჩემი მიმართვა საქართველოს დედებისადმი.
ალბათ, როგორც უნდა ვეცადოთ ვერ შევძლებ მთლიანად გამოვხატო მადლიერება მათს მიმართ.
ვულოცავ ყველა დედას ამ შესანიშნავ დღესასწაულს. ვუსურვებ ბედნიერებას, დღეგრძელობას შვილების სიხარულს, ოჯახურ სიმყუდროვესა და წარმატებას ხოლო ვისაც სურს გახდეს დედა, ვუსურვებ, რომ ეს რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს, დღევანდელ საქართველოში მე არ მეგულება გაუთხოვარი ქალი, რომელსაც არ სურდეს ოჯახი შექმნას და შვილები ამრავლოს სამშობლოს სიხარულისა და ბედნიერებისათვის.
ერთხელ ვთქვი, რომ კაცობრიობის „ღერბი“ ღვთისმშობლის ხატია.
დედობა არის ყველაზე დიდი მადლი და კეთილშობილება, რაც კი დედამიწაზე არსებობს.
მოვა დრო შეიქმნება თანამედროვე საქართველოს ისტორია, რომელიც დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის უდიდეს თვისებას: ყველა ეპოქაში საქართველოს გადარჩენის, მისი თვითმყოფადობის და ღირსების შემოქმედი უპირველესად დედა იყო, როგორც მომავლის მშობელი და ეროვნულ იდეალთა მფარველი.
„ჩვენ გვეხმარებოდნენ და გვეხმარებიან იმიტომ, რომ თავიდანვე ავირჩიეთ დემოკრატიული განვითარების ურთულესი გზა, ორიენტირად ავირჩიეთ დემოკრატიული ღირებულებანი და კვლავ ამ კურსის ერთგული ვიქნებით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 მარტი. - №53 (4112). - 1, 2 გვ.
![]() |
36 ქვეყნის გასაგონად |
▲ზევით დაბრუნება |
„მთელი ქვეყნის სახელით, გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დღესასწაულს, მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა „ქართლის დედას“ საქართველოს დედებს მათი თავდადებისა და უხმაურო, უჩინარი პატრიოტიზმისათვის, განუზომელი მოთმ მინებისა და თავგანწირვისათვის“
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა
საქართველოს დედებისადმი
საქართველოში „დედის“ ფენომენი უმჭიდროესად უკავშირდება ეროვნული თვითშეგნების საფუძველთა - საფუძვლებს.
არ არის შემთხვევითი, თუ ათასწლეულთა სიღრმიდან დღემდე შემორჩნენ ჩვენს დედაენას უდიადესი სიტყვა - ცნებები, რომელთა თანახმად, „დედა“ ითვლება სიცოცხლის, შრომის, შემოქმედებისა და თვითმყოფადობის პირველწყაროდ, მათს საწყისად და დედაბოძად.
საქართველო დღემდე დედის სიკეთისა და სათნოების უჭკნობი იმედი, სიყვარულმა და უმანკო, უანგარო ერთგულებამ „მოიტანა“ უპირველესად სწორედ მან შეგვინარჩუნა მშობლიური ენა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისადმი თავდადების უნარი, რაც უმძიმეს ვითარებაში ამხნევებდა საქართველოს მოქალაქეს მის მებრძოლსა და მხატვარს, ერსა და ბერს, მეფესა და მიწათმოქმედს.
მთელი ქვეყნის სახელით, გაზაფხულის ამ უმშვენიერეს დღესასწაულს, მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა „ქართლის დედას“ საქართველოს დედებს, მათი თავდადებისა და უხმაურო უჩინარი პატრიოტიზმისათვის, განუზომელი მოთმინებისა და თავგანწირვისათვის.
უპირველესად მათ, ვისმა შვილებმაც თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობას.
მე ვამაყობ თითოეული თქვენთაგანით.
მესმის, რომ დღეს სახელმწიფოს არა აქვს საშუალება, ისე აღნიშნოს ეს დღე, როგორც ამ უკეთილშობილეს ფენომენს ეკადრება, მაგრამ მჯერა ისევ და ისევ თქვენი სიყვარულით, თქვენი ლოცვით და ერთგულებით, სულ მალე იგი მართლაც ერთ-ერთ უდიდეს ეროვნულ სასწაულად იქცევა, ყველა ქალაქსა და დაბაში, ყველა ოჯახში განსაკუთრებულად აღინიშნება.
ყოველ თქვენთაგანს, საქართველოს ყველა დედას (განსაკუთრებით ქვეყნის სიამაყით - მრავალშვილიან დედებს) გისურვებთ შვილთა ბედნიერებასა და გამარჯვებას, ოჯახურ სიმყუდროვესა და სითბოს, ჩვენი სამშობლოს აყვავებასა და გაბრწყინებას.
ედუარდ შევარდნაძე
ქვეყნის გასაგონად // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 მარტი. - №53 (4112). - 1 გვ.
![]() |
37 გიორგი ქათამაძის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბატონ გიორგის გარდაცვალების მეტად სამწუხარო ამბავი.
ქართულმა საზოგადოებამ მძიმე დანაკლისი განიცადა. ჩვენგან წავიდა თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე და შესანიშნავი ადამიანი.
ჭეშმარიტი მამულიშვილისა და პატრიოტის, ნატიფი ინტელიგენტისა და ერთგული მეგობრის - გიორგი ქათამაძის ნათელი ხსოვნა მარად დარჩება მისი ახლობლებისა და კოლეგების გულში.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე
გიორგი ქათამაძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 7 მარტი. - №55 (4114). - 1 გვ.
![]() |
38 აკადემიკოს გურამ თევზაძის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
გავიგე სამოცდაათი წლის გამხდარხართ. გილოცავთ. ბევრი კეთილი სიტყვა მინდა გითხრათ შესანიშნავ მეცნიერს პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს. ჩვენ არაერთი წლის მეგობრობა და საერთო მიზანი გვაკავშირებს.
დიდია თქვენი ღვაწლი ქართული ფილოსოფიური მემკვიდრეობის მოვლა-შენახვაში, საზღვარგარეთ საქართველოს მეცნიერების შესანიშნავად წარმოჩენაში, მაგრამ ამ ყოველივეზე არანაკლებად თქვენს პიროვნულ თვისებებს ვაფასებ, თქვენს განსწავლულობას, თქვენს საქვეყნო საქმეებში მხარდაჭერის არაჩვეულებრივ უნარს.
თქვენ თითქოს ყველაფერი გაქვთ, რაც ადამიანს ბედნიერებისათვის სჭირდება - საყვარელი ოჯახი და საყვარელი საქმე, მაგრამ თქვენი უპირველესი სატკივარი ხომ საქვეყნო ტკივილია და გისურვებთ საქართველო ისე ამაღლებულიყოს და გაძლიერებულიყოს, როგორც თქვენ და ჩვენს წინაპრებს უოცნებიათ.
პატივისცემით, დიდი ადამიანური სიყვარულით,
ედუარდ შევარდნაძე
აკადემიკოს გურამ თევზაძის დაბადების 70 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მარტი. - №56-57 (4116). - 1 გვ.
![]() |
39 ქართული ნიჭიერებით სავსე დიდი შემოქმედი... |
▲ზევით დაბრუნება |
გამოსათხოვარი
მე ჯერ არ გამნელებია ჩემი მეგობრისა და ერთგული თანაშემწის ტრაგიკული აღსასრულით გამოწვეული ელდა და ახლა, მეორე მეგობრისა და თანამოაზრის, დიდი ქართველი შემოქმედის ჯანსუღ კახიძის ეს უეცარი დაღუპვა დამატყდა თავს მეც და ჩემს ხალხს.
ბედი თითქოს ემოციურ გამძლეობაზე გვცდის.
დიდი და აუნაზღაურებელი დანაკლისია...
ათწლეულების მანძილზე ჩემს თვალწინ ხდებოდა ამ დიდი შემოქმედის ნიჭიერების მრავალგვარი და მრავალფერი წარმოჩენა და მისი საერთაშორისო მასშტაბის დირიჟორად ჩამოყალიბება.
კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში, მისმა „შვიდკაცამ“ როგორ გაიმარჯვა მოსკოვის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე და რა სიხარული და სიამაყე მოუტანა ყოველივე ამან საქართველოს.
მაშინ მეც და ჩემი კოლეგებიც ვხვდებოდით მას და იქიდან მოყოლებული, ჩვენი ოფიციალური შეხვედრები მრავალმხრივ თანამშრომლობასა და მეგობრობაში გადაიზარდა.
შემდეგ იყო დირიჟორისა და კომპოზიტორის ბრწყინვალე კარიერა მუდმივი აღმასვლით, საქართველოსა და უცხოეთში აღტაცებული დარბაზებით, ასე იოლად დასამახსოვრებელი გულშიჩამწვდომი და უაღრესად ქართული მელოდიებით.
მის კონცერტებს ყოველთვის ვესწრებოდი. უცხოეთშიც დავსწრებივარ ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად და მათი თვალითაც შემიხედავს. დიდი მაესტრო ჩემი სტუმრების საყოველთაო აღტაცებას და გაკვირვებასაც კი იწვევდა. ნუთუ ასეთი პატარა ქვეყნიდან...
იგი საუკეთესოდ წარმოაჩენდა უცხოეთში დიდ ქართულ კულტურას და ეს ყოველთვის მეამაყებოდა. უცხოეთში რომ დარჩენილიყო, მას დიდი პატივით მიიღებდნენ, მაგრამ მისი ხასიათის პატრონი, ალბათ ვერ მოსწყდებოდა საქართველოს, მეგობრებს, თანამეინახეებს, თბილისის ხმაურსა და ქართულ ურთიერთობებს.
ძალიან ქართული და ქართველი იყო...
ჯანსუღ კახიძე ქართველად რჩებოდა ყველგან და ყოველთვის, ქართული კულტურის დესპანად და მსახურად, საქართვლოზე ფიქრითა და ტკივილით სავსე კაცად, არა მარტო მაშინ, როცა დირიჟორობდა და მღეროდა, არამედ მაშინაც, როდესაც ბავშვებს მუსიკის სიმღერებს აზიარებდა. ქვეყნის მომავალს ზრდიდა.
იგი, დიდი ტემპერამენტის შემოქმედი, ვერავითარ საზღვრებში ვერ ეტეოდა, მისთვის საკონცერტო დარბაზიც, ოპერის სცენაც, სასწავლო აუდიტორიაც და ქართული სუფრაც მცირე გახლდათ... მუდმივად აფართოებდა ამ საზღვრებს, არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ახალს ეძებდა.
ჩემდა საბედნიეროდ, მისი და ჩვენი დიდი კომპოზიტორის გია ყანჩელის ერთი, მეტად საინტერესო წარმატებული ძიების, მონაწილე მეც გახლდით სამოცდაათიანი წლების დამლევს, როდესაც ლიკანში ბორჯომის კომპოზიტორთა სახლიდან ჯანსუღმა, გიამ და რობიკო სტურუამ ახალი ოპერის „და არს მუსიკა...“ ჩანაფიქრით ჩამომაკითხეს.
იდეამ ძალზე დამაინტერესა, საუბარს შევყევით. ორ დღეში ერთხელ მაინც ჩამოდიოდნენ ჩემთან, ეტყობა, მუშაობის პროც ცესში ყოველწამიერად დაბადებული მიგნებების გაზიარებას ეშურებოდნენ მომავალი მსმენელისათვის. მუსიკოსებს მუსიკაზე რას ვურჩევდი, მაგრამ რასაც მიყვებოდნენ, მართლა მომწონდა, დახმარებასაც შევპირდი და დავეხმარე კიდეც.
მახსოვს, რეპეტიციებსაც ვესწრებოდი, გენერალურზეც გახლდით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვთა გუნდის შესანიშნავმა ჩართვამ ოპერის მუსიკალურ ქარგაში.
რატომღაც მგონია, რომ „და არს მუსიკა“ მაშინ ადეკვატურად ვერ შეფასდა. უფრო დიდ ეფექტს ველოდი.
მერე ძალიან ვიბრძოლე, რომ მოსკოვში გასტროლებზე წაგვეღო, რაკიღა ახალ სიტყვად მიმაჩნდა.
დიდ თეატრში დაიდგა. რა თქმა უნდა, დავესწარი და ჩემი თხოვნით, - პოლიტბიუროს რამდენიმე წევრიც.
დარბაზი სპექტაკლს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა.
ისე მიხაროდა, თითქოს ჩემს ნაწარმოებს უკრავდნენ ტაშს.
მერე რამდენჯერმე ვთხოვე მათ, აღადგინეთ ნუ დაკარგავთ-მეთქი, მაგრამ ვერ მოხერხდა. არადა გული მწყდება იქნებ ახლა, ჯანსუღის ხსოვნისათვის მაინც დავბრუნდეთ, თუკი გია მოიცლის.
შორს გამექცა სიტყვა...
სწორედ შემოქმედებითი სიახლისაკენ მუდმივი სწრაფვა იყო ჯანსუღ კახიძის უპირველესი დამახასიათებელი და ის უკომპრომისობა პრინციპული გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომლის გამოც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის მოჰქონდა ტკივილები.
იგი ის მოღვაწე გახლდათ, რომლის ერთ წუთში სხვების საათები ეტეოდა და იქნებ ამიტომაც მუდამ ახდენდა გავლენას არა მარტო ქართულ მუსიკალურ სამყაროზე, არამედ საქართველოში სინამდვილის სხვა მხარეებზეც.
ჭკვიანი კაცი იყო და მე ყოველთვის დიდ ანგარიშს ვუწევდი მის აზრს. ადრე უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ახლა - ნაკლებად, მაგრამ ქვეყნისათვის ძნელსა და საჭირო დროს ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას.
მე გულწრფელად მიყვარდა იგი, უაღრესად დიდ პატივს ვცემდი და ყოველთვის მისი აღტაცებული მსმენელი გახლდით.
ახლა ვუსმენთ მე და ნანული მის „მთაწმინდის მთვარეს“, რომელსაც ეს დღეები ატრიალებს პირველი არხი და ისეთი განცდა მაქვს თითქოს ეს დიდებული ნაწარმოები მან თავის რექვიემად დაწერა და შეასრულა.
მართლაც და ძნელი იქნება მის გარეშე ცხოვრება.
ედუარდ შევარდნაძე.
ქართული ნიჭიერებით სავსე დიდი შემოქმედი... // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 მარტი. - №59 (4118). - 1, 6 გვ.
![]() |
40 „ურთულესი რეფორმის პერიოდში უმწეო მოქალაქეების დახმარება სახელმწიფოსა და საზოგადოების წმიდათაწმიდა ზნეობრივი ვალდებულებაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
11 მარტის რადიოინტერვიუ
- გასული ეკონომიკური კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად თბილისში მსოფლიო ბანკის რეგიონალური განყოფილების დირექტორის ქალბატონი ჯუდი ო'კონორის ვიზიტი იქცა. გარდა ამისა, მთავრობის სხდომამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა... - ჟურნალისტის ნატო ონიანიას თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერ რვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- უკვე რამდენიმე წელია საქართველო აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ათეული შესანიშნავი პროექტი დააფინანსა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
მხოლოდ იმ პროექტების საერთო ღირებულება, რომლებიც ამჟამად ხორციელდება, ოთხას მილიონ დოლარს აღწევს, ხოლო დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისათვის მთლიანობაში 650 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის საკრედიტო პაკეტის მოცულობა დამოკიდებულია სესხის მიმღები ქვეყნის პოლიტიკასა და ინსტიტუციურ შეფასებებზე, რომლებსაც ბანკი ყოველწლიურად ახორციელებს.
ეს შეფასება ოთხი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: ეკონომიკური მართვა, სტრუქტურული პოლიტიკა, საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო სექტორის მართვა, ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული. ჩვენ თავად როგორ მოვაწესრიგებთ ამ სფეროს და რამდენად შედეგიანი იქნება საქართველოს აღმასრულებელ საკანონმდებლო სტრუქტურათა მუშაობა.
არაერთგზის მითქვამს იმ ნაკლოვანებათა შესახებ, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის მუშაობაში იჩენს თავს.
ოღონდ აქვე ერთგვარი საყვედურით აღვნიშნავ, რომ გაუთავებლად ჭიანურდება პარლამენტში, ხშირად აღმასრულებელი ხელისუფლების მიზეზითაც, ქვეყნისათვის უაღრესად სასარგებლო საინვესტიციო ხელშეკრულებათა რატიფიცირება, რაც მსოფლიო ბანკის სამართლიან კრიტიკულ შენიშვნას იწვევს. აქ პირდაპირ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. რატომ უნდა გვიანდებოდეს ინვესტიციების ათვისება, მაშინ როდესაც შეიძლება არავითარი შენიშვნა არ მივიღოთ და ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლოდ იქნება მიმართული.
მსოფლიო ბანკი უახლოეს მომავალში განახორციელებს მკაცრ შეფასებას ხსენებული ოთხი კრიტერიუმის შესაბამისად. მასში უეჭველად აისახება ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც ბოლო დროს ფისკალურ სფეროში და სახელმწიფო სექტორის მართვაში გამოიკვეთა.
აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, მსოფლიო ბანკის დახმარებათა მოცულობა არათუ შემცირდეს, არამედ კვლავ გაიზარდოს. ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენზეა დამოკიდებული და ამის თაობაზეც იყო ქალბატონ ჯუდი ო' კონორის ვიზიტის დროს.
მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხთაგან კვლავაც გამოვყოფ ჩვენს უცვლელ პრიორიტეტს: უმწეო ოჯახთა სოციალური დახმარების ღონისძიებებს.
ეს პროგრამა ქვეყანაში 1997 წლიდან ხორციელდება და ითვალისწინებს მარტოხელა, უმუშევარი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პენსიონერებისა და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახების სოციალურ დახმარებას.
შარშან დახმარების პროგრამამ თითქმის 50 ათასი ოჯახი მოიცვა. ამ მიზნით 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ყველაფერს ვიღონებთ, რათა პროგრამა 2002 წელსაც გაგრძელდეს. მოსალოდნელია, რომ იგი უკვე დაახლოებით 62 ათას ოჯახს მოიცავს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რომ დამთავრებულია სიღატაკის დაძლევის სამწლიანი საპრეზიდენტო პროგრამის შემუშავება და საჭიროა მისი შეთანხმება საერთაშ შორისო ცენტრებთან.
დახმარების ოდენობა ერთსულიანი ოჯახებისა და უდედმამო ბავშვებისათვის 22 ლარს შეადგენს, ხოლო ორ და მეტსულიანი ოჯახისათვის - 35 ლარს ყოველთვიურად.
რა თქმა უნდა, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ამ ადამიანებისათვის საარსებოდ მნიშვნელოვანია.
ურთულესი რეფორმის პერიოდში უმწეო მოქალაქეების დახმარება სახელმწიფოსა და საზოგადოების წმიდათაწმიდა ზნეობრივი ვალდებულებაა, ისევე, როგორც (ამას ხაზი მინდა გავუსვა) უპატრონო ბავშვებისა და განსაკუთრებით შვილობილობის მხარდაჭერა, მატერიალური მხარდაჭერა. გვირჩევნია უფრო მეტი თანხა დავხარჯოთ იმ ბავშვზე, რომელიც ოჯახში და ოჯახურ პირობებში იზრდება, ვიდრე ვთქვათ, საბავშვო სახლებსა და დაწესებულებებში ვხარჯოთ ფული. მათაც უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ძირითადი ტენდენცია, ჩვენი ტრადიციების გათვალისწინებით, უნდა იყოს ოჯახური აღზრდისაკენ მიმართული. აღარ ვასახელებ სხვა წყაროებს. მაგალითად, ამერიკელების ცნობილი დახმარება იმ ოჯახების მიმართ, რომელთაც არა აქვთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საშუალება. ეს დაახლოებით 40-50 ათასი ოჯახი იყო. ასე, სხვადასხვა წყაროებიდან, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ვფიქრობ, გრძნობს თავისი ხელისუფლებისა და სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებას. თუმცა ეს დახმარება მინიმალურია, მაგრამ ამის გარეშე მათი არსებობა შეუძლებელი იქნებოდა.
- მიმდინარე კვირას თბილისში პირველად იმართება საერთაშორისო კონფერენცია „ნავთობი, გაზი და ენერგეტიკა 2002 წელს“, რომელზეც ძალზე მაღალი რანგის სტუმრებს ელიან. გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ ამ კონფერენციის ფარგლებში ხელს მოაწერენ საბოლოო ხელშეკრულებებს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის თაობაზე...
- ეს კონფერენცია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის უდავოდ ძალიან სერიოზული და ყურადსაღები ღონისძიებაა, კორპორაციის პრეზიდენტის ბატონ გია ჭანტურიას ინიციატივით, რომ იმართება (მე არაერთხელ აღმინიშნავს ამ კორპორაციის ძალზე ინტენსიური და ინიციატივიანი საქმიანობა და ამას ჩვენი ხალხიც აღიარებს).
მასთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორია მარკეტინგის სფეროში მოღვაწე უდიდესი ბრიტანული საერთაშორისო კომპანია „აი-თი-ი“.
გასულ კვირას გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ ჩვენ მზადა ვართ იმისათვის, რათა თბილისმა უმასპინძლოს ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებებსა და სამიტებს. აქამდე ჩვენ სპეციალურად ვარიდებდით თავს, როდესაც გვთავაზობდნენ უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვას, რადგან ჩვენი სასტუმროების მდგომარეობა, სამწუხაროდ ამის საშუალებას არ გვაძლევდა ახლა უახლოეს 2-3 თვეში დამთავრდება სამოქალაქო ომის დროს დანგრეული სასტუმრო „თბილისის“ სრული რეკონსტრუქცია. ეს არის მართლაც უმაღლესი დონის სასტუმრო, სანიმუშო ნომრებით უმაღლესი კლასის მომსახურებით. ასევე, ალბათ, შემოდგომისათვის დამთავრდება თავისუფლების მოედანზე ძალიან დიდ სასტუმროს მშენებლობა თავისი ოფისებით და უმაღლესი კლასის ნომრებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმ სასტუმროსი, რომელსაც ბოტანიკურ ბაღთან აშენებს შესანიშნავი ბანკირი და შესანიშნავი ბიზნესმენი ბატონი ივანიშვილი, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს საქართველოში სრულიად ჩუმად, უხმაუროდ, რეკლამის გარეშე. მათ შორის არის სასტუმროც, რომელიც ვფიქრობ, შემოდგომისათვის დამთავრდება. ასე რომ, მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა საერთაშორისო ღონისძიებათა მომსახურებისათვის, თბილისში უკვე იქნება. აღარაფერს ვამბობ საკმაოდ კარგი დონის პატარა სასტუმროებზე, რომლებიც მრავლად შეიქმნა.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში სტივენ მანი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიქტორ კალიუჟნი. რასაც მე განსაკუთრებით მივესალმები, რადგანაც ადრე რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ ამ მიმართულების განხილვებში, კომპანია „ბი-პი აზერბაიჯანის“ პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი, სხვა მსხვილი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავენ კასპიის ენერგოშემცველების ევროპულ ბაზრებზე ტრანზიტის, ასევე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ პროექტების პრაქტიკულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ეს კი იმას ნათელყოფს, რომ ჩვენ უკვე ვიმკით პირველ ნაყოფს იმ იდეისა, რომელიც ჯერ კიდევ 1993 წელს - ომისა და ნგრევის ეპოქაში გამოვთქვი.
მაშინ მისი რეალურობა ცოტას თუ სჯეროდა, მაგრამ მე მწამდა ჩემი ქვეყნის უშრეტი პოტენციალისა.
ალბათ, გარკვეულწილად სიმბოლურიც არის, რომ სწორედ კონფერენციის გახსნის დღეს, 14 მარტს, ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას „შაჰ-დენიზის საბადოს“ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის „დიდი გაზსადენის“ მშენებლობის თაობაზე, რითაც, პრაქტიკულად, იწყება პროექტის განხორციელება. მე აღარ განვმარტავ, რა მნიშვნელობა აქვს ამ გაზსადენს საქართველოსათვის. ჩვენ ისეთი ხელშეკრულება გავაფორმეთ მეგობარ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. გაზზე მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორიც არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას.
ამ პროექტების მნიშვნელობაზე არაერთგზის მისაუბრია. ამჯერად, კიდევ ერთ ასპექტს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას: მკვეთრად გაიზარდა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და მნიშვნელობა. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად მოექცა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების ეპიცენტრში, ასევე იქცა საკვანძო რგოლად ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემაში, რაც ჩვენი რეგიონის (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის) შემდგომი თავისუფალი, დემოკრატიული და უსაფრთხო განვითარების მნიშვნელოვანი გარანტიაა.
ამავე დროს, სულ უფრო აქტიური ხდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მონაწილეობა ამ პროექტების განხორციელებაში. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში.
ჯერ კიდევ 2000 წლის დეკემბერში, ჩემი საგანგებო დავალებით, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია იმყოფებოდა ყაზახეთში. ბატონ ნურსულთან ნაზარბაევს მან გადასცა ჩემი წერილი თხოვნითა და წინადადებით - ყაზახეთში მოქმედი ნავთობკომპანიები შეერთებოდნენ „დიდი ნავთობსადენის“ - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს.
სულ რამდენიმე დღის წინათ კი, პრეზიდენტ ნაზარბაევთან შეხვედრის დროს, მან დაადასტურა ყაზახეთის დაინტერესება და მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტებში.
მაგალითად, „შევრონი“, როგორც მისმა წარმომადგენელმა გასულ კვირას განმიცხადა, უკვე მზად არის ჩაერთოს „საუკუნის პროექტში“.
ასე ხორციელდება თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, ყველაზე რთული და სანუკვარი ჩანაფიქრი.
- გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა ევროპაში უშიშრ როებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟაიმე გამა. როგორ აფასებთ ამ ვიზიტის შედეგებს?
- ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობას ჩვენ განვიხილავთ არა მარტო დღევანდელობის, არამედ სტრატეგიული პერსპექტივის თვალთახედვიდან გამომდინარე.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ უერთგულა ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს და პირუთვნელად შეაფასა (თავისი სახელი დაარქვა) აფხაზეთში. აგრესიული სეპარატიზმის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
როგორც მოგეხსენებათ, ლისაბონის, ბუდაპეშტისა და სტამბოლის უმაღლესი დონის სამიტებზე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა ეთნიკური წმენდის ფაქტი და ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში.
ეუთოსთან თანამშრომლობა საქართველოსთვის ძალზე სერიოზული სკოლაა. ამ ორგანიზაციამ უდიდესი როლი შეაასრულა ახალი ევროპული არქიტექტურის იურიდიულ საფუძველთა ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ჩვენ კვლავ აქტიურად ვითანამშრომლებთ „დიდ ევროპულ გაერთიანებასთან“, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა მიგვაჩნია საქართველოს ისტორიული გზის ნავსაყუდელად.
- გუშინ თქვენი თავმჯდომარეობით გაიმართა სამუშაო თათბირი რუსეთთან დიდი ხელშეკრულების ახალი პროექტის თაობაზე, რა სტადიაშია ამჟამად მუშაობა ამ დოკუმენტზე?
- ეს ძალიან საჭირო კითხვაა. ალბათ, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა კეთდება ამ მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ხელშეკრულების ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო ორი ქვვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი დავალების შესაბამისად.
ჯერჯერობით შესაძლებელია მსჯელობა მხოლოდ ზოგადი პრინციპების შესახებ.
კვლავ და კვლავ, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი დრო დაიკარგა და - არა საქართველოს მიზეზით.
ჩვენმა მოსახლეობამ ისტორიულ მოვლენად აღიქვა რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ვიზიტი თბილისში, 1994 წლის 3 თებერვალს, როდესაც მან მეცნიერებათა აკადემიაში წარმოთქვა მართალი, სავსებით გულწრფელი (როგორც ჩვენ მაშინ ვფიქრობდით) სიტყვები: „რუსეთი არ იხსნის თავის წილ პასუხისმგებლობას იმისათვის, რაც აფხაზეთში მოხდა“.
მაშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ „დიდ ხელშეკრულებას“ მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უმოკლეს ვადაში განახორციელა.
სამწუხაროდ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პოზიციამ იგი „გამოუყენებელ შესაძლებლობათა დეკლარაციად“ აქცია.
მახსოვს, პირადად, ფანქრით ხელში ვმუშაობდი იმ ტექსტზე მაშინაც და ამჟამადაც იგი შესანიშნავ დოკუმენტად ითვლება.
ამჟამად, რეალობის გათვალისწინებით, ისევ მე გამოვედი ინიციატივით, რათა შემუშავდეს ახალი ხელშეკრულება ისევ და ისევ სრული თანასწორობის, ურთიერთსარგებლიანობის, ქართველი და რუსი ხალხების ისტორიული მეგობრობის საუკეთესო ტრადიციათა გათვალისწინებით. ვნახოთ რა გამოვა. მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და პრინციპული შენიშვნები გუშინ გამოვთქვით. მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა სპეციალისტები.
- შაბათს იწყება თქვენი ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში. ბოლო მოვლენების ფონზე ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უფრო, რომ დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობასთან...
- იმ მოვლენათა გათვალისწინებით, რომელთა მონაწილენი და მოწმენიც ვართ, საგარეო პოლიტიკური აქტივობა და ვიზიტების გახშირება ბუნებრივ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. სწორედ ამ თვალთახედვით განვიხილავ ვიზიტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და ბელგიაში. რაც შეეხება ქალაქ ჰალეში სტუმრობას:
ევროპული და მსოფლიო დიპლომატიის ერთ-ერთი პატრიარქის, საქართველოს დიდი მეგობრის, ჰანს დიტრიხ გენშერის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების მსვლელობისას დაგეგმილია საქმიანი შეხვედრები გერმანელ მეგობრებთან.
აქვე შევნიშნავ, რომ გერმანიაში ვიზიტის ხარჯებს მთლიანად მასპინძლები დაფარავენ.
რაც შეეხება ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში ვიზიტს: მოგეხსენებათ, ეს სატახტო ქალაქი იმავდროულად ევროკავშირისა და ნატოს დედაქალაქია.
ვიზიტი ბრიუსელში გასულ წელს უნდა შემდგარიყო, მაგრამ მაშინ გადაიდო ცნობილი მოვლენების გამო, თუმცა ევროკავშირთან და ნატოსთან დიალოგი არც ერთი დღით არ შეწყვეტილა. ევროკავშირი ყველა დონეზე (მათ შორის ე.წ. „დიდი სამეულის“ ვიზიტებისას) ადასტურებდა და ადასტურებს მზადყოფნას, გააძლიეროს თავისი როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
სულ რამდენიმე კვირის წინათ, 28 თებერვალს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ევროგაერთიანებასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ“ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის თაობაზე“ გაფორმებულ შეთანხმებათა ფარგლებში. სხვათა შორის, ამ რეზოლუციამ, ჩემი შეხედულებით, ვერ მიიღო ისეთი რეზონანსი, როგორიც აუცილებელი იყო. აქ, ალბათ, ჩვენი პრესა და ტელევიზიაც უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
რეზოლუციაში აღნიშნულია ჩვენი რეგიონის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რაც უეჭველად გულისხმობს შიდა კონფლიქტების მოგვარებას საერთო ევროპული უშიშროების კონტექსტში.
ევროპარლამენტმა (მიაქციეთ ყურადღება) დაავალა ევროკავშირის საბჭოს, შეიმუშაოს ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი, ერთობლივი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის, ხოლო ევროკომისიამ თავის მხრივ, მოამზადოს შესაბამისი წინადადებანი.
სხვათა შორის, აქვე მინდა აღვნიშნო ქალბატონ ნინო ბურჯანაძის წარმატებული შეხვედრები ევროპარლამენტში, ევროკავშირსა და ნატოში.
ყველა საკითხს, განსაკუთრებით ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს, დაწვრილებით განვიხილავთ ევროკომისიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდისთან შეხვედრისას. დაგეგმილია, აგრეთვე შეხვედრები ჰავიერ სოლანასთან და კრის პატენთან ერთ-ერთი ძირითადი თემა ისევ და ისევ „ევრაზიის დერეფნის“, ანუ „დიდი აბრეშუმის გზის“ განვითარების პრობლემატიკა იქნება. რადიკალურად შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება ამ პროექტებისადმი. თუ იგი ადრე გარკვეულ სიფრთხილეს, არცთუ აქტიურ პოზიციას იჩენდა, ახლა განსაკუთრებით ავღანეთში, ცენტრალურ აზიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გააორმაგებს თავის ყურადღებას ამ პროექტის მიმართ.
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, აგრეთვე დიალოგს ნატოს ხელმძღვანელებთან - გენერალურ მდივანთან რობერტოსთან და სხვებნთან. ისევე, როგორც ბელგიის მთავრობასთან.
მთლიანობაში კი ეს ვიზიტი კვლავაც დაადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან ერთად, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას, უმთავრესი მიმართულებაა.
ნურავის მოეჩვენება აქ რაიმე წინააღმდეგობა, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატებიცა და დემოკრატიული რუსეთიც ევროკავშირთან ერთად, ქმნიან ერთიან სივრცეს, როგორც ჰანს დიტრიხ გენშერი და მე ვუწოდებდით, - „ვანკუვერიდან ვლადივ ვოსტოკამდე“.
- გასულ კვირას თქვენ ხელი მოაწერეთ ბრძანებულებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ბატონ თედო ჯაფარიძის დანიშვნის შესახებ. რამდენად ჰქონდა მნიშვნელობა მის ახლანდელ თანამდებობას, ანუ რამდენად სიმბოლურია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი სწორედ ამერიკაში საქართველოს ელჩმა დაიკავა?
- ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინათ გახდა ცნობილი.
ვფიქრობ, თედო ჯაფარიძის დანიშვნა ამ პოსტზე საუკეთ თესო და სავსებით მიზანშეწონილი არჩევანია.
ბატონ თედოს დიდი ხანია ვიცნობ და ვაკვირდები.
მან ჯერ კიდევ სახელმწიფოს მეთაურის აპარატში გამოამჟღავნა საუკეთესო თვისებები ინიციატივიანი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე პიროვნებისა.
ხოლო იმ პერიოდში, როდესაც ელჩის რანგში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სერიოზული წვლილი შეიტანა ამ დიდ ქვეყანასთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბატონი თედო ჯაფარიძე სარგებლობს როგორც თავისი კოლეგების, აგრეთვე, პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით.
დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ახალ პოსტზეც ასეთივე წარმატებული იქნება.
- გასულ კვირას ყოფილი მმართველი პარტიის - მოქალაქეთა კავშირის (რომლის თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებოდით) წევრთა ერთმა ჯგუფმა ამჯერად უკვე ოფიციალურად გამოაცხადა საკუთარი თავი ოპოზიციად. თქვენ ჯერჯერობით ხართ ამ პარტიის წევრი. ლოგიკურად, რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
- უპირველეს ყოვლისა, მე არ მინდა დრამატული ხასიათი მიიღოს იმ ფაქტმა, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი განცვიფრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეთა კავშირ რის წევრთა ამ ჯგუფმა „ოპოზიციურობის“ თაობაზე განცხადებები გააკეთა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო კარდინალური ცვლილებები ხდება.
მე მათ არ ვეკამათები, რადგან თავისთავად საკმაოდ პარადოქსული ვითარებაა. რასაც ახლა ვამბობ, მხოლოდ განცვიფრების გამოხატვაა და არა რაიმე განსაკუთრებული ემოცია ან მათი თავმოყვარეობის შელახვა.
როგორც მოგეხსენებათ მიზეზთა გამო, მე მართლაც დავტოვე მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ მაშინვე გამოვაცხადე, რომ არ ვტოვებ პარტიას, ვინაიდან არ ვემიჯნები იმ იდეალებს და მიზნებს, რომელთა განსახორციელებლადაც იგი შეიქმნა, ისევე, როგორც ჩემს დაუვიწყარ და ერთგულ თანამებრძოლებს, ვისთან ერთადაც ეს ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლიდან ვიხსენით. ამ პარტიასაც სწორედ იმ დროს, ვქმნიდით. ამავე დროს მხედველობაში მქონდა ისიც, რომ პრეზიდენტი ძალიან გადატვირთულია, ყოველდღიურ ყურადღებას ვერ აქცევს პარტიას. ვგრძნობდი, რომ ვითარდება რაღაც არცთუ ისე უბრალო, მოვლენები და მინდოდა, ახალგაზრდებისათვის მიმეცა ასპარეზი - ისინი გახდებოდნენ ნამდვილი ლიდერები და წაიყვანდნენ პარტიას სწორი გზით.
რამდენიმე დღეა განუწყვეტლივ მიკავშირდებიან კოლეგები. მათ შორის, მოქალაქეთა კავშირის რეგიონულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები და ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან იდეას - პარტიის „ოპოზიციურობის“ შესახებ.
მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი თვით პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, - პარტიას აქვს ამის უფლება, - და არა მხოლოდ ერთმა დაჯგუფებამ, თუნდაც მრავალრიცხოვანმა.
ხელისუფლების მიმართ პარტიის პოზიცია იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ალბათ, მხოლოდ ყრილობას თუ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე მივესალმები პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებას იმის გათვალისწინებით, რომ „ოპოზიციურ პარტიაში“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ადგილი (თუნდაც რიგითი წევრის სტატუსით), ალბათ, აღარ უნდა იყოს.
სხვაგვარად, შეიქმნება სრულიად აბსურდული და ანომალიური მდგომარეობა (ასეთ პრეცედენტს მსოფლიოში ვერ ნახავ), რაც ნამდვილად არ წაადგება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესს.
იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ არც პარტიის ორად გათიშვა იქნება საუკეთესო გამოსავალი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მე ვაპირებ შევხვდე ამ გათიშვისა თუ ოპოზიციონერობის ინიციატორებს. შევხვდებით, ვისაუბრებთ, ვილაპარაკებთ ისე, როგორც ძველ, კარგ დროში.
- და თქვენ იმედი გაქვთ, რომ რაღაც შეიცვლება? ან აქვს კი რაიმე აზრი ამგვარ შეხვედრას ახლა, როდესაც პარტიამ გამოაცხადა თავისი სურვილი?
- უფრო სწორად, ერთმა ჯგუფმა. მე არ მჯერა, რომ მთლიანად პარტია მთელი შემადგენლობით პარტიის ყრილობა გაიზიარებს ამ პოზიციას და ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის.
- გუშინ პანკისის ხეობაში ახალგაზრდა შემოქმედთა ერთმა ჯგუფმა მასშტაბური ღონისძიება გამართა. პანკისის ხსენება ამ ბოლო პერიოდში ყოველთვის უარყოფით ემოციებს იწვევს - ან ვიღაცას იტაცებენ, ან სხვა რამ ხიფათი ხდება...
- ლამის ტერორიზმის ბუდედ არის აღიარებული, არა?
- საინტერესოა, ბენ ლადენიც, თუ ესწრებოდა ამ ღონისძიებას?
- არის ერთი ავტორი ამგვარი მოსაზრების, რომ ბენ ლადენი სწორედ ახმეტაშია. მე მგონი, თვითონ ნანობს, რატომ წამოსცდა ასეთი რამ.
მინდა მთელი საქართველოს სახელით ამ ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრა შესანიშნავი, პატრიოტული ღონისძიებების ორგანიზებისათვის. იგი ადასტურებს, რომ ყოველგვარი საუბარი ქართველი ახალგაზრდობის ნიჰილისტურობის, არაპატრიოტულობის თაობაზე უბრალოდ ბოროტი ცილისწამებაა.
ის, რაც პანკისის ხეობაში გუშინ მოხდა, იყო ნამდვილი სოლიდარობის დემონსტრაცია ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. აქ იგულისხმებიან ქისტებიც, ქართველებიც, ოსებიც და სხვებიც, ყველა, ვინც იმ ხეობაში ცხოვრობს. მათ შორის, ის ლტოლვილებიც, რომლებიც იქ იმყოფებიან და მითხრეს, მათი დიდი ნაწილი ღონისძიებაში მონაწილეობდა, წარმოდგენას უყურებდნენ და დიდი სიამოვნებაც მიიღეს.
ეს გახლდათ იმის დადასტურება რომ მთელი საქართველო მათთან არის და ჩვენ ერთობლივად გადავწყვეტთ ყველა პრობლემას.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.
მე ვგეგმავ შევხვდე ახალგაზრდობის წარმომადგენლებს. ეს, ალბათ, დღეს შედგება, მათ შორის სტუდენტურ საბჭოს და ჩვენ ერთობლივად დავგეგმავთ ანალოგიურ ღონისძიებებს საქართველოს სხვა რეგიონებში. მათ შორის (არ გამოვრიცხავ) ჩვენი ახალგაზრდობის სტუდენტობის საუკეთესო წარმომადგენლების შეხვედრებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავიანთ თანატოლებთან. ახალგაზრდობა, სტუდენტობა, რომელსაც როგორც იტყვიან ძველი ტვირთი არ ამძიმებს. მათ გაცილებით უფრო შეუძლიათ მოძებნონ საერთო ენა და ეს იქნება ჩვენი ხალხების ურთიერთობისა და მეგობრობის ხვალინდელი დღე.
სწორედ ახალგაზრდობამ უნდა მოუშუშოს საბოლოოდ ქვეყანას მტკივნეული ჭრილობები მხოლოდ და მხოლოდ შერიგებითა და თანამშრომლობით.
- სრულიად საქართველო და მთელი მუსიკალური სამყარო ეთხოვება დიდ მაესტროს ბატონ ჯანსუღ კახიძეს...
- კვლავ უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს უნიჭიერესი შემოქმედის, სამაგალითო მოქალაქისა და საზოგადო მოღვაწის, ჩემი ძალიან დიდი მეგობრის ბატ ტონ ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების გამო.
ათწლეულების განმავლობაში ჩემს თვალწინ ხდებოდა მისი უზადო ნიჭის მრავალგვარი და მრავალფერი წარმოჩენა.
კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში, მისი „შვიდკაცას“ ტრიუმფი მსოფლიო ახალგაზრდობის მოსკოვის ფესტივალზე, რა სიხარული და სიამაყე მოუტანა ამან საქართველოს მაშინ.
იგი იყო ქართული მუსიკალური გენიის ჭეშმარიტი განსახიერება: ჯანსუღ კახიძე აერთიანებდა უნიკალურ ქართულ ხალხურ ფენომენს და მსოფლიო კლასიკის მწვერვალებს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რა რუდუნებითა და სიყვარულით იღვწოდა პატარების მუსიკალური აღზრდისათვის: დაუვიწყარია მისი „კლასიკური მუსიკის გაკვეთილები“. მახსოვს, ოპერის თეატრში ტევა არ იყო, იმდენი პატარა მოდიოდა მის გაკვეთილებზე.
ძალიან ბევრი გულთბილი მოგონება მაქვს მის შესახებ, რასაც პრესაშიც გამოვაქვეყნებ.
მართლაც უსაზღვროა ჩვენი მწუხარება: ქართული კულტურის კიდევ ერთი კორიფე გამოაკლდა მიწიერ საქართველოს, მაგრამ ზეციურ საქართველოში მისი ადგილი მარადიულია და მომავალი თაობების ხსოვნაში წარუშლელი იქნება მისი სახელი და საქმეები.
„ურთულესი რეფორმის პერიოდში უმწეო მოქალაქეების დახმარება სახელმწიფოსა და საზოგადოების წმიდათაწმიდა ზნეობრივი ვალდებულებაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 მარტი. - №59 (4118). - 1, 2 გვ.
![]() |
41 „ის, რომ დავუახლოვდით ამერიკის შეერთებულ შტატებს და მისი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, სტრატეგიული მოკავშირის როლს ვასრულებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს ზურგი შევაქციოთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა მთავრობის 13 მარტის სხდომაზე
მინდა გაგაცნოთ ევროკავშირის სახელით ევროკავშირის თავმჯდომარის დეკლარაცია აფხაზეთში (საქართველო) გამართული ბოლო საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
ამ დღეებში იყო ევროპარლამენტის ძალზე ტევადი, პრინციპული და ჩვენი ვიზიტის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განცხადება, რომლითაც ევროკავშირმა, სახელმწიფოთა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გაერთიანებამ, თავისი დამოკიდებულება გამოხატა აფხაზეთში გამართული არჩევნების მიმართ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს 2002 წლის 2 მარტს აფხაზეთში (საქართველო) გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას. ევროკავშირის აზრით, საქართველოს ამ რეგიონში არანაირი არჩევნების გამართვა არ შეიძლება, ვიდრე ყველა ლტოლვილსა და ადგილნაცვალ პირს არ მიეცემა საკუთარ სახლებში მშვიდობიანი და ღირსეული დაბრუნების უფლება. მსგავსი „არჩევნები“ აკანონებენ 1992-93 და 1998 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მიღებულ დაუშვებელ დემოგრაფიულ ცვლილებებს.
ევროკავშირი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, განიხილონ მოლაპარაკებები გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2002 წლის 31 იანვარს მიღებული რეზოლუციის შესაბამისად. რეზოლუციის შინაარსი ყველა თქვენგანმა კარგად იცის. ევროკავშირთან ასოცირებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები - კვიპროსი, მალტა, თურქეთი, ევროპის თავისუფალი სავაჭრო ზონის და ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნები მხარს უჭერენ წინამდებარე განცხადებას. ასეთია ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთში ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებით და იგი სავსებით შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ლტოლვილებისა და თვით აფხაზი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ერთად თანაცხოვრების ინტერესებს. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე საუბარი და დისკუსია გაგრძელდება ბრიუსელში ჩვენი ვიზიტის დროს. ასევე სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, რაც საჭირო და აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების დასაჩქარებლად.
მე შემთხვევით როდი გადავწყვიტე, გამეცნო თქვენთვის ეს განცხადება, მხედველობაში მაქვს (ალბათ, ამას შენიშნავდით), ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირის განსაკუთრებით გამოკვეთილი პოზიცია კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ხდება ერთ-ერთი ძლიერი წარმონაქმნი, რომელიც ევროპის სივრცეში პასუხს აგებს, თანდათანობით ებმება ამ ბრძოლაში, არა მარტო კონფლიქტების დაძლევის თვალსაზრისით, არამედ, საერთოდ, ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
რამდენიმე სიტყვა ამერიკის შეერთებული სტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვაშინგტონში გამოსვლასთან დაკავშირებით და ამ განმარტებითი მუშაობის შესახებ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსში სერიოზული შემობრუნების თაობაზე და მოითხოვს კარგად გააზრებულ და ეფექტიან მუშაობას. ზოგიერთ გადაცემას და პუბლიკაციას ვეცნობი და უნდა ვთქვა, რომ ტელევიზია, განსაკუთრებით სახელმწიფო ტელევიზია, ნაწილობრივ „რუსთავი 2“ და სხვებიც, ასე თუ ისე, ცდილობენ ობიექტურად და სამართლიანად გააშუქონ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც საქართველოში მოხდა. ამასთანავე არის ცალკეული გამოსვლები, რომლებიც ჩემი, ბატონი ირაკლი მენაღარიშვილის, ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების, სხვების განმარტებების მიუხედავად, ნათელყოფენ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ კარგად ვერ გავიაზრეთ, თუ თვისებრივად რა მნიშვნელობა ექნება დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსათვის იმას, რაც მოხდა.
მე გავეცანი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გამოსვლას, რომელიც არც ისე მოკლეა, როგორც ვაქვეყნებთ. „საქართველოს რესპუბლიკამ“ და თუ არ ვცდები „სვობოდნაია გრუზიამ“ მოიპოვეს და გამოაქვეყნეს ამ გამოსვლის მთლიანი ტექსტი. როდესაც მთლიანობაში ვეცნობი, იგი იმდენად საინტერესოა, რომ სასურველია სხვადასხვა ფორმით, ტელეპროგრამების, ჩვენი გაზეთების მეშვეობით ყველა მოქალაქე გაეცნოს. აქ ლაპარაკია ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის შესახებ, სადაც უნდა იყოს იგი, რომელი ქვეყნის ხელშეწყობითაც უნდა მიმდინარეობდეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მთელმა ანტიტერორისტულმა კოალიციამ მიზნად დაისახეს ტერორიზმის ლიკვიდაცია და ასეც არის ლაპარაკი, რომ ვიდრე, თუნდაც, ერთი ტერორისტი რჩება რომელიმე ქვეყანაში, ვერ მოვისვენებთ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ, მისმა როლმა ღირსეული ასახვა პოვა ანტიტერორისტულ მოძრაობაში და როგორც შეგვიძლია - მორალურად, ფსიქოლოგიურად და ფაქტობრივად მონაწილეობითაც საქართველო თავის საქმეს აკეთებს, რომ ჩვენს ქვეყანაში წესრიგი იყოს და აქ სხვა ჯარების შემოსვლა არ გახდეს საჭირო. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ფიზიკურ მონაწილეობას, თუ იგი საჭირო იქნება, ისევე, როგორც კოსოვოში, შეიძლება რაღაც მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა. ახლა ძალები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რეალურად მონაწილეობენ ასე ვთქვათ, შეიარაღებულ ბრძოლაში და სხვა ღონისძიებებში, რასაც ტერორიზმის დაძლევა უნდა მოჰყვეს.
პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა პირველი შედეგები მოიპოვეს ავღანეთში ერთობლივად განხორციელებული ოპერეციების შედეგად სულაც არ აყენებს წინა პლანზე, რომ იქ რამდენი ტერორისტი დახოცეს და ა.შ. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ავღანეთში შეიქმნა შესაძლებლობა, რომ სკოლებმა იმუშაონ, არის დროებითი მთავრობა, შემდეგ არჩევნები გაიმართება. არის ერთი დეტალიც, რომელიც ძალიან მიმაქვს გულთან - ამ წლების განმავლობაში გოგონები პირველად წავიდნენ სკოლაში. ესე იგი, ამერიკას და კოალიციის წევრებს სულაც არ აქვთ მიზნად დასახული ავღანელი ხალხის, ავღანეთის განადგურება. ისევე როგორც სხვა ქვეყნების, სადაც ტერორისტი ჯერ კიდევ ასე თუ ისე ფიზიკურად მოქმედებენ.
ჩვენ ძალზე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. უნდა გითხრათ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მადლიერება უნდა გამოხატოს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელების, მისი პრეზიდენტის მიმართ. მათ ძალიან დიდი ტაქტით ჩამოაყალიბეს თავიანთი პოზიცია საქართველოს მიმართ. თუ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით ლაპარაკია იმაზე, რომ იქ იგზავნება ჯარები, დამსჯელი ექსპედიციები და ასე შემდეგ, საქართველოსთან მიმართებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ითხოვს დახმარებას საჯარისო ფორმირებათა მომზადების საქმეში, რათა ქვეყანამ თავად გაართვას თავი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებს და დაძლიოს ტერორიზმი. ვფიქრობ უფრო ტაქტიანად და პატივისცემით, თუნდაც მორიდებით თქმა, შეუძლებელი იყო.
მე კმაყოფილი ვარ იმ პოზიციით, რომელიც ჩვენ დავიკავეთ ანტიტერორისტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ანტიტერორისტული კოალიციის, ამერიკის გამოც, რომელიც ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს საქართველოსთან დაკავშირებით. საბოლოო ანგარიშით, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჯარი ჯარია, მას მომზადება სჭირდება, განსაკუთრებით შეიარაღების მოწოდება, რასაც ჩვენ საკუთარი ძალებით უახლოეს წლებში ვერ შევძლებდით. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გარანტია, იმის გარანტია, რომ შევქმნათ საკუთარი შეიარაღებული ძალები იმ დონეზე, რომ შეგვეძლოს საკუთარ ქვეყანაში წესრიგი დავამყაროთ. ახლა არ მინდა გავრცელდეს, თუ სად და როგორ გამოგვადგება იგი. ეს ყველა თქვენთაგანს კარგად ესმის. ქვეყანამ თვითონ უნდა დაიცვას საკუთარი ტერიტორია ყოველგვარი ხელყოფისაგან. დღეს საქართველო ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.
არაერთხელ მითქვამს და ევროპარლამენტში გამოსვლის დროსაც გავიმეორებ: რასაც ახლა ვაკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი ღონისძიებების თვალსაზრისით, არც ერთი აქცია არანაირად არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ბატონი პუტინის გამოსვლა ალმაატაში იმას ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სწორად ესმის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და რაც უნდა გავაკეთოთ, რომ ყოველივე ეს არა მარტო საქართველოს, არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების არამედ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებსაც შეესაბამება და აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს, ასე რომ, საჭირო იქნება უფრო მეტი, ალბათ უფრო ინტენსიური განმარტებითი მუშაობა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ესმოდეს, რა მოხდა და მოხდა კი ძალიან სერიოზული რამ, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ის, რომ დავუახლოვდით ამერიკის შეერთებულ შტატებს და მისი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, სტრატეგიული მოკავშირის როლს ვასრულებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს ზურგი შევაქციეთ. ჩვენი პრინციპია ურთიერთობა გვქონდეს ყველა პროგრესულ ქვეყანასთან ჩვენი და ჩვენი მეგობრების ინტერესებიდან გამომდინარე.
თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე დირექტივა ჩამოყალიბდება, საქმეში უნდა ჩაებან ჩვენი რწმუნებულები, გამგებლები. მე გთხოვთ, მოიწვიოთ ისინი და სპეციალური საინსტრუქციო თათბირი ჩაატარეთ. საჭიროა საქართველომ, ქართველმა ხალხმა იგრძნოს, რომ იგი დღეს მარტო არ არის და სხვა ქვეყნებთან ერთად ისეთი ძლიერი, რეალურად დამხმარე და მხარდამჭერი ქვეყანა დაიმეგობრა, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები. ვიმეორებ, ჩვენი ეს კურსი, საგარეო პოლიტიკაში სხვა ქვეყნების არავითარ ინტერესს, პრაქტიკულად, არ ეწინააღმდგება.
ერთი თხოვნა მაქვს ამ დღეებში დაგეგმილ ვიზიტებთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებები, კერძოდ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, ცალკეული ჩვენი თანამშრომლები, ბატონი გელა ჩარკვიანი მისი მოადგილეები, თანაშემწეები, აპარატი ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და ვფიქრობ, ხვალისათვის ყველაფერი მზად იქნება, შესაძლოა კიდევ გადავხედოთ ამ მასალებს. რამდენადაც ევროკავშირი გარკვეულ ინტერესს იჩენს ჩვენი სამხედრო პოტენციალის მიმართ, სასურველია, რომ თავდაცვის სამინისტრომაც და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ წაიმუშაონ იმისათვის, რომ დახმარება უფრო ეფექტიანი და მნიშვნელოვანი იყოს. მე აღარ ჩამოვთვლი სამინისტროებს. ბევრი აქვს გასაკეთებელი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, სხვა უწყებებს. მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირში, როგორც ხშირად ვამბობთ, საქართველოსათვის საეტაპო მნიშვნელობის უნდა იყოს ევროკავშირთან და საერთოდ, ევროპასთან ჩვენი უფრო მეტად დაახლოებისათვის.
„ის, რომ დავუახლოვდით ამერიკის შეერთებულ შტატებს და მისი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, სტრატეგიული მოკავშირის როლს ვასრულებთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს ზურგი შევაქციოთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 მარტი. - №62 (4121). - 1,2 გვ.
![]() |
42 „გლობალურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, რის შესახებაც პრეზიდენტმა ბუშმა ილაპარაკა ამ დღეებში, მილსადენთა უსაფრთხოების პროგრამებსაც გულისხმობს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა 14 მარტს საქართველოს ნავთობის,
გაზისა და ენერგეტიკის პირველი საერთაშორისო
კონფერენციის გახსნაზე
ქალბატონებო და ბატონებო!
ძვირფასო სტუმრებო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოში ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის პირველი საერთაშორისო კონფერენციის ძვირფას სტუმრებს.
ჩვენს დედაქალაქში ესოდენ მასშტაბური კონფერენციის გამართვა, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებში და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული ფუნქციაც შეიძინა.
სიმბოლურია, რომ კონფერენცია საქართველოში სწორედ იმ პერიოდში იმართება, როდესაც რეალურად დაიწყო „ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ ფართომასშტაბიან პროექტთა განხორციელების პროცესი, რაც თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო და სტაბილური განვითარების გარანტიებს ქმნის.
გარკვეულწილად ისიც ნიშანდობლივია, რომ სწორედ კონფერენციის გახსნის დღეს, 14 მარტს გაფორმდება ხელშეკრულება „შაჰ-დენიზის საბადოს“ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის სისტემის პროექტის (ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის) მშენებლობის თაობაზე, რითაც პრაქტიკულად იწყება ამ უდიდესი პროე ექტის განხორციელება.
იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს როგორც საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და მის სახელმწიფოებრივ განვითარებას, რასაც ჩვენ „სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის“ ქვეყნების ენერგეტიკული, პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემათა ფორმირებას ვუწოდებთ.
დღევანდელი ფორუმი საშუალებას გვაძლევს ამ პროექტებში მონაწილე ქვეყნებთან და კომპანიებთან ერთად შევიმუშაოთ კონკრეტული პროგრამები, განვავითაროთ თვისებრივად ახალი ხედვა და მიდგომა რეგიონის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარების თვალსაზრისით.
მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ უკვე მარტონი აღარა ვართ - ანტიტერორისტული კოალიციის წევრი სახელმ მწიფოები სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული და ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ ამ მიმართულებით.
გლობალურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, რის შესახებაც პრეზიდენტმა ბუშმა ილაპარაკა ამ დღეებში, მილსადენთა უსაფრთხოების პროგრამებსაც გულისხმობს.
ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის განვითარებით ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად მოექცა როგორც მეზობელი, ისე ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესთა არეში.
დღეს საფუძველი ეყრება თანამშრომლობის განვითარების ახალ ეტაპს - იგი სრულიად ახალ პრიორიტეტს დაეფუძნება.
სხვა საკითხებთან ერთად, ეს გულისხმობს სახელმწიფოთა კერძო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესთა ტრანსფორმირებას რეგიონული თანამშრომლობის ერთიან მოდელად.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ჩვენმა ქვეყნებმა საგრძნობლად გაუსწრეს გლობალურ პროცესებს და არაერთი მასშტაბური კონცეფციის ინიციატორებად იქცნენ.
სწორედ ხსენებულ კონცეფციათა მატერიალიზების შედეგია „მშვიდობიანი კავკასიის“, „აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ევრაზიის დერეფნის“, „დიდი აბრეშუმის გზის აღდგენისა“, „ტრასეკას“, „ინოგეიტის“ და ვანკუვერიდან - ვლადივოსტოკამდე ერთიანი, ინტეგრირებული ეკონომიკური სივრცის“ შემადგენელი პროექტები. მათი დიდი ნაწილი უკვე რეალიზებულია, მეორე ნაწილი კი წარმატებული განვითარების ფაზაში შედის.
ევრაზიის იმ გრანდიოზულ სივრცეში, რომელსაც „ტრასეკა“ და „დიდი აბრეშუმის გზა“ მოიცავს, დღეს ყველა პირობა გვაქვს არა მარტო „პოზიტიური თანაარსებობისათვის“, არამედ „პოზიტიური პარტნიორული თანამშრომლობისათვის“. სწორედ ამიტომ, „დიდი აბრეშუმის გზის“ ქვეყნებმა ახალი სამართლებრივი სივრცე უნდა შექმნან და „ახალი ეკონომიკური დიპლომატია“ დაამკვიდრონ „ცივილიზაციათა დაპირისპირების“ თანამედროვე, მოდური თეორიების საპასუხოდ.
ამასთანავე აღვნიშნავ, რომ ეს პროდუქტები არათუ კონკურენციასა და დაპირისპირებას, არამედ ენერგეტიკულ ინტეგრაციას, ერთიანი სივრცის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ სწრაფი ეკონომიკური აღმავლობის გარდა, უნიკალურ პირობას შექმნის რეგიონის მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარებისათვის.
მათი რეალიზაცია საშუალებას მისცემს რეგიონის ქვეყნებს, დივერსიფიცირებული სისტემებით.
მაშასადამე, დღეს უკვე ვიმკით 90-იანი წლების დამდეგს ჩვენს მიერ დასახული სტრატეგიული კურსის პირველ ნაყოფს. თუმცა ამ იდეის რეალურობა მაშინ, იმ ეპოქაში, ცოტას თუ სჯეროდა.
„დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ისტორიული გადაწყვეტილება კასპის ენერგოშემცველების „დასავლეთის მიმართულებით“ ტრანსპორტირების შესახებ, რომელმაც მრავალი ათასწლეულით განსაზღვრა სამხრეთ კავკასიის ხალხთა თანამშრომლობის პერსპექტივა.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ, ინტერესთა სრული თანხვედრის საფუძველზე თანამშრომლობის სრულიად ახალი ალგორითმი შეიმუშავეს.
ჩვენს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის პრეცენდენტი, როცა ამგვარი თანამშრომლობის შედეგად, მივიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობითა და უახლოესი ტექნოლოგიებით შესრულებული პროექტი.
თუმცა გადაწყვეტილება „საუკუნის კონტრაქტად“ წოდებული პროექტის განხორციელების შესახებ, იმ დროს უდიდეს რისკთან იყო დაკავშირებული. მათ შორის, უშუალო ტერორის რისკთანაც კი.
აწ უკვე ყველაზე აგრესიულად განწყობილი ოპონენტებიც კი იძულებული არიან აღიარონ: ეს იყო პოლიტიკური, ეკონომ მიკური თუ საინჟინრო-ტექნიკური გათვლების სიზუსტის დადასტურების, მრავალი ურთულესი პრობლემის დაძლევის, შთამბეჭდავ გამარჯვებათა წლები.
დღევანდელი გადასახედიდან ასევე თვალნათლივ ჩანს იმ ნდობისა და კეთილი ნების მნიშვნელობა, რომელიც თავის მხრივ, გამოამჟღავნა აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმმა. შედეგად კი, ყველამ ერთად უდიდესი გამარჯ ჯვება მოვიპოვეთ - შევქმენით თვალსაჩინო მაგალითი და მოდ დელი ახალი საუკუნის სხვა დიდი პროექტებისათვის: რომ არ ყოფილიყო „ბაქო-სუფსა“, ისევე როგორც ჩრდილოეთის მიმართულება, ალბათ, არც „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ პროექტები იარსებებდნენ.
ამჟამად რეგიონის ყველა ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანაა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება, რათა უმოკლეს პერიოდში დასრულდეს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენისა და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის“ გაზსადენის მშენებლობა.
აქვე შევნიშნავ: „დასავლეთის მიმართულება“ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ქვეყნებისათვის (ისევე როგორც დასავლური ნავთობკომპანიებისათვის) დამოუკიდებელი და არად დისკრიმინაციული ალტერნატივაა. საინვესტიციო კაპიტალის დაბანდების რისკი იარსებებს ადეკვატური, დივერსიციფირებული სატრანსპორტო სისტემა.
მთავარია, ინტენსიურად განვითარდეს და განივრცოს თანამშრომლობა კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკული სტაბილურობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთიანი გრძელვადიანი პროგრამის შესამუშავებლად, რაც უფრო ეფექტიანსა და ნაყოფიერს გახდის აღნიშნული რეგიონის სახელმწიფოთა ძალისხმევას - პროექტების მოზიდვის, დაფინანსებისა და რეალიზაციის თვალსაზრისით.
ამ კონტექსტით თქვენს ყურადღებას მივაპყრობ საქართველოს ბოლოდროინდელ ინიციატივას „შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული სტაბილურობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ“.
იგი მიზნად ისახავს რეგიონის ენერგეტიკული უშიშროების ერთიანი სისტემის შექმნას და შესაბამისი ინვესტირების მოზიდვას, მათ შორის, გარემოსდაცვითი პროექტების ხელშეწყობისათვის, - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ქვეყნებთან ერთად.
ამ ინიციატივამ უკვე პოვა ევროკავშირის ძალზე საგულისხმო და წონადი მხარდაჭერა.
გარდა ამისა, ალმათიში, თანამეგობრობის ქვეყნების პრეზიდენტთა შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი თავმჯდომარეობდა, გამოითქვა აზრი (მან საყოველთაო მხარდაჭერა პოვა იქვე, იმ შეხვედრაზე) თანამეგობრობის ქვეყნების ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნის თაობაზე.
მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრება რუსეთის უაღრესად წარმომადგენლობითი დელეგაცია.
ვფიქრობ, ის წინადადებები, რომელთა თაობაზეც მე ვისაუბრე, სავსებით შეესაბამება ალმათიში გამოთქმულ იდეას.
კიდევ ერთ საგულისხმო მომენტზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება მიუხედავად იმისა, რომ „აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტები ჯერ კიდევ რეალიზაციის საწყის ფაზაშია, მათი მასშტაბისა და მნიშვნელობის ზრდამ ყველაზე თამამ პროგნოზებს გაუსწრო და მნიშვნელოვნად გაფართოვდა გეოგრაფიაც.
ჯერ კიდევ 2000 წელს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მხარი დაუჭირა ჩემს მოსაზრებას: ყაზახეთი და ყაზახეთში მოქმედი ნავთობკომპანიები აუცილებლად უნდა შეუერთდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტს.
დღეს უკვე იდგმება პირველი, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით.
ყაზახეთში პრეზიდენტ ნაზარბაევთან შეხვედრისას მან კვლავ დაადასტურა ამ დიდი ქვეყნის დაინტერესება და მზადყოფნა - აქტიური მონაწილეობა მიიღოს „საუკუნის პროექტის“ განხორციელებაში, რაც „აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის“ - სტრატეგიული მნიშვნელობის გაორმაგებას ნიშნავს.
აუცილებელია წარმატებული სტარტი ასევე წარმატებით განვითარდეს და საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდეს. ამასთან საჭიროა ძლიერი, გამჭვირვალე და სტაბილური გარემო - მისი ყველა შემადგენელით.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ პროექტის განხორციელებაში საქართველოს პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ყველა სტრუქტურა და ორგანიზაცია მთელი საზოგადოებრიობა მონაწილეობს. ვგულისხმობ შესანიშნავ ქართველ მეცნიერებს, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობას.
ამ თემაზე ჩვენ სრულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსესუსს მივაღწიეთ.
წინ ახალი მიზნები, ახალი გამარჯვებებია. ჩვენ კვლავაც ერთად მოგვიწევს თავდადებული გარჯა და ბრძოლა.
სწორედ ამ კეთილშობილური მიზნით, გავუფრთხილდეთ მშვიდობასა და თანხმობას - წარმატების უმთავრეს პირობას.
გისურვებთ წარმატებას.
„გლობალურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, რის შესახებაც პრეზიდენტმა ბუშმა ილაპარაკა ამ დღეებში, მილსადენთა უსაფრთხოების პროგრამებსაც გულისხმობს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 მარტი. - №63 (4122). - 1, 3 გვ.
![]() |
43 ძვირფასო მეგობრებო |
▲ზევით დაბრუნება |
მისალმება
გულმხურვალედ მივესალმები საქართველოს ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის საქმიან შეკრებას. ვწუხვარ, რომ პირადად ვერ მივიღებ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან თავყრილობაში.
საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედი თქვენი კავშირი, მისი ადგილობრივი ორგანოები საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდამხარ მუშაობს ომების ინვალიდთა და ვეტერანთა სოციალურ საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, სოციალურად ნაკლებად დაცული კონტიგენტის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და უპირატესობებით მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად.
ამავე დროს თქვენ ერთობლივად და აქტიურად მონაწილეობთ მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის უკვდავყოფისა და ცოცხლად დარჩენილ ვეტერანთა დამსახურების ღირსეულად აღსანიშნავ ღონისძიებებში. დიდი მადლობა ომის ვეტერანებს ამ უანგარო და საპატიო სამსახურისათვის.
ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვალმოხდილი ვეტერანები უკეთესი ხვედრის ღირსი ბრძანდებით. ამიტომ მიმდინარე წლიდან ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობენ თქვენი ცხოვრების დონის შემდგომ ამაღლებას.
ხანგრძლივ სიცოცხლეს და მორიგ წარმატებებს გისურვებთ ყველას თქვენს რთულ, მძიმე, მაგრამ უაღრესად კეთილშობილურ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ედუარდ შევარდნაძე
ძვირფასო მეგობრებო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 მარ რტი. - №64 (4123). - 2 გვ.
![]() |
44 მაყვალა ქასრაშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ქალბატონო მაყვალა,
დაბადების დღეს გილოცავთ გამორჩეულ შემოქმედსა და ქართული კულტურის მშვენიერ დესპანს რუსეთში.
აქვე, დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელობა მინდა მოგილოცოთ.
ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმისა, რომ დიდ თეატრში ქართველი უყვართ, პატივს სცემენ და მათ გარეშე ყოფნა უჭირთ, რაც ამ დიდი ქართველების დამსახურებაა, რომელნიც მანდ მოღვაწეობდნენ. მიხარია, რომ ახლა თქვენ და ზურაბ სოტკილავა შესანიშნავად აგრძელებთ ამ ტრადიციას.
დიდი მადლობა ამისათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
მაყვალა ქასრაშვილს დაბადების დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 მარტი. - №64 (4123). - 1 გვ.
![]() |
45 ბატონ ზურაბ სოტკილავას დაბადების 65 წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ზურაბ,
გულდამძიმებული გწერთ ამ წერილს, ვიცი რა ტკივილი მოგაყენათ ჯანსუღ კახიძის მოულოდნელად დაღუპვამ, ისიც ვიცი, რა წვლილი მიუძღვის მას თქვენს შემოქმედებითს ბიოგრაფიაში, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მინდა მოგილოცოთ სამოცდახუთი წელი, თქვენი დაბადების დღე.
იცოდეთ გვიყვარხართ, გვეამაყებით და ჩვენი სამშობლოსათვის გაწეული დიდი სამსახური, ალბათ, ის იქნება, რომ კიდევ მრავალჯერ დაატკბოთ მსმენელი თქვენი სიმღერით და ქართულ მუსიკას არაერთი აღიარება მოუტანოთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ ზურაბ სოტკილავას დაბადების 65 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 მარტი. - №65 (4124). - 1 გვ.
![]() |
46 „ჩემი მიზანია დაგანახოთ საქართველო ისეთი, როგორიც არის - უამრავი პრობლემით, ზოგჯერ იმედგაცრუებული, ზოგჯერ აბობოქრებული, მაგრამ მუდამჟამს იმის ურყევი რწმენით, რომ მისი ბუნებრივი და კანონიერი ადგილი აქ, თქვენს შორისაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა, ადამიანის უფლებათა ერთიანი
უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის
კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე
ბატონო თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო,
ევროპის არაერთ სახელმწიფოს შეუძლია იამაყოს დიდებული დედაქალაქით, რომლის ნახვაც მსოფლიოს ყველა კუნჭულში, ყველასათვის ახდენილ ოცნებათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ თუ დღეს გსურს ელაპარაკო მთელ ევროპას, ბრიუსელში უნდა ჩახვიდე როგორც ხედავთ, მეც ასე მოვიქეცი.
არ დავმალავ, ბრიუსელში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ის არის, რომ უკეთ გავიცნო ევროპის მისივე ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, რომელსაც ჩემი ქვეყანა - საქართველო, სამხრეთ-კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად მიეკუთვნება.
დღეს, როცა ერთ დროს რკინის ფარდას მოფარებული აღმოსავლეთი ევროპა სულ უფრო მოწესრიგებული და დასავლური ხდება, როცა ევროკავშირში გაერთიანების მომლოდინეს მას ძველი შიში და განუსაზღვრელობანი უკვე ნაკლებად აწუხებენ, ნამდვილი პრობლემების საძიებლად მზერა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით უნდა მივაპყროთ. ასეთია ჩემი შეხედულება.
სამხრეთი კავკასია - ევროპის ეს ძირძველი ნაწილი - ისტორიული უკუღმართობის გამო დიდი ხნის მანძილზე მოწყვეტილი იყო კონტინენტს და თქვენთან მიმდინარე პროცესების ამბავს უფრო სხვისი მონაყოლით იგებდა. მაგრამ ყოველივე ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოგრაფიულად პოლიტიკურად და ყველა სხვა ნიშნის მიხედვით ევროპის ნაწილია. ყველა სხვა თვალსაზრისით, გარდა ერთისა.
პრობლემები, რომლებიც ამ რეგიონს ახასიათებს დანარჩენი კონტიგენტისაგან მკვეთრად განსხვავებულია, ზოგი წარსულიდან მოდის, თანდაყოლილი და არქაული, ზოგი კი ახლისა და ძველის წარუმატებელი სინთეზით წარმოშობილი. ფაქტია, იმ დროს, როცა კონტინენტის უდიდესი ნაწილი 21-ე საუკუნისათვის შესაფერი სტილით ცხოვრობს, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ეკონომიურად ძალიან სუსტია და მოუგვარებელი კონფლიქტების ფონზე. არსებითად, არასტაბილური ვფიქრობ, თუ მდგომარეობა არ შეიცვალა, ერთიან, დალაგებულ ევროპაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.
ამიტომ, გულწრფელად მადლობას მოგახსენებთ ევროპარლამენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომიტეტში მოწვევისათვის და შესანიშნავი შესაძლებლობისათვის, ზოგიერთი ჩემი მოსაზრება წარმოგიდგინოთ, როგორც ევროპის ამ ნაწილის, ისე მთლიანად კონტინენტის მომავლის შესახებ, კონტინენტისა, რომელიც დღესაც, როგორც წარსულში, კვლავაც ახდენს მსოფლიოს ყველაზე მოწინავე იდეების გენერირებას და მნიშვნელოვანწილად აყალიბებს კაცობრიობის არსებობის სტილს.
როცა ევროპას ვახსენებ, უპირველეს ყოვლისა, ევროპის კავშირი მაქვს მხედველობაში. ეს ორგანიზაცია, ყველა მისი მკაცრი სტანდარტისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, სულაც არ არის ერთგვაროვანი. მასში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია ქვეყნები, რომლებიც „დიდ შვიდეულში“ შედიან და იმავდროულად ისეთებიც, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონით, ჯერ კიდევ შედარებით დაბლა რომ დგანან, საგულისხმოა, რომ 70-იან და 80-იან წლებში ზოგიერთმა მათგანმა, გაწევრიანებამდე სულ რამდენიმე წლით ადრე დააღწია თავი სისხლიან დიქტატურასა თუ შეიარაღებულ სამოქალაქო კონფლიქტებს.
არიან ისეთებიც, რომლებშიც კორუფცია მძვინვარებდა მაშინაც კი, როცა ისინი უკვე საერთო ბაზრისა თუ ევროგაერ რთიანების წევრები იყვნენ. ევროპის კავშირის ამჟამინდელ ან პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინათ გათავისუფლდნენ კომუნიზმის უღლისაგან და ისინიც, ვინც ჩემი ქვეყნის მსგავსად, ათიოდე წლის წინათ აღიდგინა დამოუკიდებლობა. არიან ისეთებიც, რომელთათვისაც უცხო არაა სეპარატისტული განწყობილებებით ნასაზრდოები შეიარაღებული დაპირისპირება და ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრების მცდელობაც კი. და მაინც ევროპის კავშირში ყველა მათგანის გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკითხი მხოლოდ ასე იდგა - „რომლის“ რაიმე ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს ქვეყნები ევროპის კავშირის წევრები უნდა გახდნენ, რომ მათს გარეშე ევროპის ხალხთა ოჯახი სრული ვერ იქნება, სერიოზულად არასდროს გაჩენილა.
მინდა პირდაპირ განვაცხადო: ჩვენ მოველით ზუსტად ამდაგვარ დამოკიდებულებას სამხრეთ კავკასიის მიმართ. მიმაჩნია, რომ იგი ევროპის ისეთივე განუყოფელი სრულუფლებიანი ნაწილია, როგორც სხვა და მისი საბოლოო ადგილი ევროპის სხვა ერებთან ერთად ევროპის კავშირში უნდა იყოს. სხვების სახელით უხერხულია ლაპარაკი, მაგრამ შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ევროკავშირის წევრობის გარდა, ჩვენ მომავლისათვის სხვა ალტერნატივაზე არასდროს გვიფიქრია. და უსამართლობა იქნებოდა თუკი დღეს განვითარებული და აყვავებული ევროპა მხოლოდ იმიტომ ჰკრავდა ხელს კულტურულად, სულიერად, ცივილიზაციურად მახლობელ ქვეყანას, რომ საუკუნეების ქარტეხილებმა მათს თავზე გაცილებით უფრო უმოწყალოდ გადაიარეს. განსხვავება დასავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს შორის, ანუ განვითარებულ ორ მესამედსა და ჩამორჩენილ ერთ მესამედს შორის უზარმაზარია. ამ განსხვავების დაძლევა ამ სახელმწიფოთა ევროპის კავშირში გაერთიანების გარეშე თვით ევროპაში ჰარმონიულ ურთიერთობათა დამყარებაზე, კონტინენტის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ძლიერებასა და სტაბილურობაზე, ანუ ერთიან აყვავებულ მშვიდობიან ევროპ პაზე ლაპარაკი უაზრობაა.
თუკი ევროპა ისეთივე დამოკიდებულებას გამოიჩენს დღევანდელი და გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით მისი შემადგენელი ამ რეგიონისადმი, როგორც თვით ევროპის მიმართ გამოიჩინეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც „ცივი ომის“ შემდგომმა ევროპამ გამოიჩინა აღმოსავლეთ ევროპის დანარჩენი ქვეყნისადმი, კერძოდ ბალკანებისადმი, მაშინ, კონტინენტის სრულ და საბოლოო ინტეგრაციას ჩეყრება საფუძველი, მასზე აღარასდროს გაივლის რაიმე ნიშნით გამყოფი ხაზები იმისათვის, რომ ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უმდიდრესი ცენტრალური აზია და ევროპის კავშირი გახდნენ ერთმანეთის გრძელვადიანი პარტნიორები, ევროპის კავშირი მონოლითური ერთეულის სახით უნდა ესაზღვრებოდეს ცენტრალურ აზიას.
სამხრეთ კავკასია წარმოადგენს იმ პირობით გეოგრაფიულ, კულტურულ და ცივილიზაციურ საზღვარს, რომლითაც ევროპა უშუალოდ ემიჯნება აზიას, დღეს უკვე ახალს არაფერს გეტყვით თუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი ევროპის აყვავებული და ეკონომიურად და ენერგეტიკულად გარანტირებული უსაფრთხო მომავალი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კასპიის აუზისა და ცენტრალური აზიის ნედლეულსა და გასაღების ბაზრებზე. არც ჩინეთის, თანამედროვე მსოფლიოს ამ გიგანტის გაუთვალისწინებლობა ეგების, ვინ, თუ არა ევროპის კავშირმა ტრასეკასა და ინოგვიტის პროექტების შემოქმედმა, იცის სხვებზე უკეთ, რომ ევროპის სატრანსპორტო და ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოშემცველების წყაროებისა და სატრანსპორტო გზების მრავალვარიანტულობას ემყარება.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ კონტინენტის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის მიმართ დახმარება, მისი ევროპის კავშირისაკენ სვლა სულაც არ იქნება მოძრაობა ერთი მიმართულებით. სამხრეთი კავკასია მომავალ ერთიან ევროპას თავის მხრივაც ბევრს შესძენს, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალნაირ ბუნებრივ რესურსებზე, რომლებიც მას უხვად მოეპოვება და ენით აუწერელი სილამაზის ლანდშაფტებზე, ევროპის უმაღლესი მთების კავკასიის ფერდობებიდან რომ იშლება, ეს მხარე ძალიან მდიდარია მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობით. საკმარისია ითქვას, რომ აქაური სამი სატიტულო ერის ენა სხვადასხვა ენობრივ ჯგუფს განეკუთვნება და ეს სამი ხალხი სამ ჯგუფს განეკუთვნება და ეს სამი ხალხი სამ განსხვავებულ დამწერლობას იყენებს. მართალია, ამბობენ, რომ მრავალფეროვნება ხელს უწყობსო კონფლიქტების წარმოშობას, მაგრამ იმასიც დამეთანხმებით, რომ როცა ერებს შორის ყალიბდება ჰარმონიული ურთიერთობანი, მრავალფეროვნება სინერგიული, სწრაფი განვითარებისაკენ უბიძგებს მათ. სწორედ ასეთი, შინაგანად ჰარმონიული და სწრაფი განვითარებისათვის მზად მყოფი კავკასია უნდა იქცეს ერთიანი ევროპის სრულფასოვან ნაწილად.
არის კიდევ ერთი გარემოება: სამხრეთ აღმოსავლეთი ევროპა დასავლეთისათვის უზომოდ დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური ზონა, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო როგორც ხიდი, ან კარიბჭე, რესურსებით მდიდარ ცენტრალურ აზიას, ჩინეთსა და დასავლეთს შორის. იმისათვის, რომ ესოდენ იმოძრაოს დასავლეთისაკენ, ხიდი მყარად უნდა იდგეს საყრდენებზე, კარს კი არ უნდა კეტავდნენ, მაგრამ სამხრეთ კავკასიის ამგვარ გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს მეორე, ნაკლებად მიმზიდველი მხარე. ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეალიების გათვალისწინებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ამავე ხიდისა და ღია კარის ნარკოტიკებისა და ტერორიზმის ექსპორტის მიზნით გამოყენება. სრულიად აშკარაა, რომ ის, თუ რას გამოატარებს კავკასია, ენერგოშემცველებსა და კეთილ ნებას, თუ ნარკოტიკებსა და ტერორიზმს, მთლინადაა დამოკიდებული იმაზე, როდის და როგორ მოგვარდება აქაური კონფლიქტები, რამდენად შესძლებს სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა შექმნას ნამდვილად თანამედროვე, დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები, გამჭვირვალე არაკორუმპირებული მმართველობის სისტემა ყველა დონეზე და ისეთი ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკა, რომელიც სათანადო ცხოვრების პირობებს შეუქმნის მოსახლეობას, რითაც მოხსნის დღეს არსებულ სერიოზულ დაძაბულობას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკუაქცევს დემოკრატიის იდეის დევალუირების ტენდენციას, რომელიც სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მომძლავრდა როგორც ობიექტურად არსებული რთული სოციალური ვითარების ისე ზოგიერთი დემაგოგის ძალისხმევის გამო. ევროპის კავშირის უსაფრთხოების სივრცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე განვრცობით, სამხრეთი კავკასია იქცევა თავდაცვის მოწინავე ზღუდედ იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. ეს მით უფრო აქტუალური ხდება დღეს, როცა ტერორიზმი არა მარტო სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის და მიმდებარე რეგიონებში, არამედ ევროპის ყველა რეგიონში უსაფრთხოების სისტემებისადმი ახლებურ მიდგომებს გულისხმობს. საქართველო მზადაა თანამშრომლობისათვის ევროპის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ძალასთან, რომელიც ასე დაირაზმა 11 სექტემბერს ტრაგედიის შემდეგ. შემთხვევითი არა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან ერთად, იკისრეს გლობალური ანტიტერორისტული აქციის ძირითადი სიმძიმე. ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში ჩვენ უკვე საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ, უწინარესად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მთელ ანტიტერორისტულ კოალიციასთან.
როდესაც ევროპის კავშირში გაერთიანებაზე - ჩვენთვის ესოდენ მიმზიდველ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ კარგად ვიცით, რომ ეს ხვალინდელი დღის საქმე არ არის, მაგრამ არც ისე შორი, ზოგიერთს რომ ჰგონია. ამ გზაზე ბევრი კლიშესაგან მოგვიწევს გათავისუფლება. ერთზე უკვე მოგახსენეთ. მეორე გახლავთ ეგრეთ წოდებული „რეგიონალური პრინციპი“, თქვენთვის ცნობილია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ამ ნაწილის სამივე ქვეყანა გახდა ევროპის საბჭოს წევრი. თუმცა, ამ დროს ერთგვარად დაირღვა ე.წ. „რეგიონალური პრინციპი“ და საქართველო თავის მეზობლებზე ადრე გაწევრიანდა. ამას არც ვინმეს გაბოროტება გამოუწვევია და არც რეგიონში მდგომარეობის დაძაბვა. პირიქით ჯერ ერთი, ევროპის საბჭომ გამოამჟღავნა შესაშური მოქნილობა და სხვებს გაწევრიანების მეტი სტიმული შეუქმნა. მეორეც, საქართველო გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის გზის გამკვლევი და მათი გაწევრიანების უპირველესი ქომაგი და მათი ხელშემწყობი. სხვადასხვა მიზეზთა გამო სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ამ ნაწილის ქვეყნების განვითარებას უახლოესი წლების მანძილზე, შესაძლოა ერთმანეთისაგან განსხვავებული დინამიკა ახასიათებდეს. ერთნი დაწინაურდებიან, შემდეგ მათ სხვები წამოეწევიან. ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. რაღაც პერიოდში, ეს შესაძლოა იყოს აზერბაიჯანი, შემდეგ - სომხეთი ან საქართველო. ევროპის კავშირთან დაახლოებისათვის, მასში გაწევრიანებისათვის ეს, შედარებით დაწინაურებულთათვის, შემაფერხებელი არ უნდა გახდეს. საკმარისია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილის ერთმა ქვეყანამ ევროპის კავშირისაგან დამაიმედებელი სიგნალი მიიღოს, გარწმუნებთ, სხვებისათვის ეს მხოლოდ დადებითი სტიმული და იმედისმომცემი გარღვევის დასაწყისი იქნება ყველა მიმართულებით, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარებაშიც.
ამდენ პრობლემასა და საფიქრალზე რომ ვსაუბრობ, ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩვენ, ამ რეგიონში მცხოვრებნი, უმადურები ვიყოთ და ვერ ვხედავდეთ იმ უდიდეს დახმარებას, რომელსაც ევროპის კავშირი და მისი წევრი ცალკეული სახელმწიფოები გვიწევენ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან. ეს დახმარება ჩვენ, პრაქტიკულად, სულზე გვისწრებდა და სწორედ მისი წყალობით შევძელით იმ მცირედის გაკეთება, რამაც დღემდე მოგვიყვანა, ევროპა დღესაც გვერდში გვიდგას, არა მარტო ეკონომიურად, არამედ პოლიტიკურადაც. ამას მოწმობს ჩვენი, სამი სახელმწიფოს მიღება ევროპის საბჭოში, ეუთოს სამიტის გადაწყვეტილებები, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება ჩვენსა და ევროპის კავშირს შორის, პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ამ შეთანხმებას მოჰყვა, საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობა და სხვა მრავალი.
ცხადია, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები. ამ მხრივ, ევროკავშირის წვლილი რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური განვითარების საქმეში მართლაც ფასდაუდებელია. ტრასეკასა და ინოგეიტის პროდუქტების პრაქტიკული მნიშვნელობა კარგა ხანია გასცდა შავი და კასპიის ზღვისპირეთის ფარგლებს. ამ პროექტებს, როგორც ალტერნატიულ სატრანზიტო მაგისტრალებს, საარსებო მნიშვნელობა აქვთ ევროპის კავშირისთვისაც და ცენტრალური აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისთვისაც. სწორედ ამიტომაც, მათში მონაწილეობენ აღმოსავლეთით - ჩინეთი, დასავლეთით - ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და დუნაისპირა სახელმწიფოებიც კი. ზოგიერთი მათგანი ტრასეკაში გაწევრიანებასაც აპირებს. ევროკავშირის წევრი სახელმ მწიფოები და მათი კომპანიები მონაწილეობენ კასპიის აუზის ენერგოშემცველების მსოფლიო, მათ შორის ევროპის ბაზრებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირებაში. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი უკვე მეოთხე წელია, რაც უპრობლემოდ მუშაობს. დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდება ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“, საკვანძო ქვეყნის როლს. დღეს, როცა ენერგეტიკული უსაფრთხოება პოლიტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტი გახდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ეს ნაწილი რამდენიმე წლის შემდეგ მზად იქნება თავისი არც თუ უმნიშვნელო წვლილით შეაბიჯოს ევროპის კავშირში. იმასაც აღვნიშნავ, რომ ალმათიში გამართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე პრეზიდენტებმა მოიწონეს ამ სივრცეში ერთიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის შექმნის იდეა. ვფიქრობ, პერსპექტივაში შეიძლებოდა გვემუშავა ევრაზიის ენერგეტიკული კომპლექსის ფორმირებაზე. ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე მომუშავე პრობლემური ჯგუფის შექმნაზე. საქართველო ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ამ წინადადებების დამუშავებას და წინ წაწევას. თუმცა, პირადად ჩემში „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ დღევანდელი მდგომარეობა მაინც ტოვებს ერთგვარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. საქმე გახლავთ, რომ დაუმსახურებლადაა მივიწყებული მისი ჩრდილოეთ-სამხრეთის განზომილება. არადა, მისი ამოქმედება დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე ნაკლებად პერსპექტიული როდია, გნებავთ, ეკონომიკური და გნებავთ, პოლიტიკური თვალსაზრისით. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ამ ნაწილში მიმდინარე კეთილმყოფელი პროცესების სრულუფლებიან თანამონაწილედ აქცევდა რუსეთსა და ირანს, აზიის სხვა ქვეყნებს, რომლებიც საქართველოსა და სომხეთის გავლით ისევ და ისევ ევროპის კავშირს დაუკავშირდებოდნენ.
ცალკე მადლიერებით აღნიშვნის ღირსია ის, რომ ამ ბოლო დროს ევროპის კავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას, თანამედროვე სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნას და ჩვენ ამ უაღრესად დროული დახმარების გაგრძელების ძალიან იმედი გვაქვს.
მივესალმებით ევროპის კავშირის მიერ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემატიკის წამოწევას, მის სწრაფვას, მიმართულს კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთში ევროკავშირის როლის გაძლიერებასა და გაფართოებისაკენ, მათ შორის კონფლიქტების მოწესრიგებაში. მადლობელი ვართ ევროპარლამენტისა და ამა წლის 28 თებერვალს მიღებული რეზოლუციის გამო, რომელიც ევროკავშირის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებს ეხება. ვფიქრობ, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისათვის სამხრეთ კავკასიის, ევროკავშირის გაფართოებისათვის რეგიონის სამი სახელმწიფოს მნიშვნელობის ასე ხაზგასმა დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას. ჩვენი მხრივ, ყველაფერ ვიღონებთ, რათა დაჩქარდეს ევროპის საბჭოს მიერ რეგიონში ევროკავშირის საგანგებო დესპანის, ან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. მინდა მადლიერება გამოვთქვა ევროკავშირის საქართველოსადმი გამოჩენილი მხარდაჭერის გამო, რაც „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ“ რეზოლუციაში გამოიხატა და რაც საქართველოში დიდი თანადგომის ნიშნად აღვიქვით. რაც შეეხება გასული წლის 6 ოქტომბრის რეზოლუციას „ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ურთიერთობათა განვითრების შესახებ“, იგი იმ განსაკუთრებული მზარდი ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელსაც ევროპის კავშირი ამ რეგიონისადმი იჩენს.
სიტყვამ მოიტანა, და არ მაქვს უფლება ცალკე არ შევეხო ერთ საკითხს, რომელიც სერიოზულ ასახვას პოვებს მთელ ევროატლანტიკურ სივრცეზე, მათ შორის, შესაძლოა, ყველაზე მწვავედ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე. „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და არაფერია უცნაური იმაში, რომ მათ, ზოგ შემთხვევაში, ერთმანეთისაგან განსხვავებული ორიენტაცია აირჩიეს. თუკი ორიენტაცია ღირებულებრივ მსგავსებასა და ურთიერთობათა განსაკუთრებულ ინტენსივობაზე მიგვანიშნებს, ამგვარი მრავალვარიანტულობა სრულიად ბუნებრივია და იგი ყველამ ნორმალურად უნდა აღიქვათ. საქართველოს ახალი ორიენტაცია ყოველდღიურად აახლოებს მას ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან, მაგრამ სულაც არ უპირისპირებს რუსეთს, რომელმაც ჩემი წარმოდგენით, თვითონაც დასავლეთიდან მაქსიმალური დაახლოების გზა აირჩია. ჩვენი დროის დამახასიათებელ ნიშნად უნდა იქცეს დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც უპირველეს ყოვლისა, გულსხმობს „ცივი ომის“ და კიდევ უფრო ადრინდელი ეპოქებიდან გადმოყოლილ მიუღებელ მემკვიდრეობაზე უარის თქმას. საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო დროს გაჩენილმა არასახარბიელო ტენდენციებმა რაიმე ეჭვი რომ არ დაბადოს, მინდა მაღალი ტრიბუნიდან ამთავითვე განვაცხადო: თავისი მომავალი სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედად საქართველო, ისევე, როგორც დამოუკიდებლობის პირველ წლებში, რუსეთთან მეგობრულ, პარტნიორულ, თანასწორ ურთიერთობას მიიჩნევს. ამ ურთიერთობისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს მსგავსი სტანდარტები, მიდგომები ორივე ქვეყნის წინაშე არსებული მსგავსი პრობლემების გადაწყვეტისას, ერთმანეთის ინტერესთა გათვალისწინება იმ სფეროებში, სადაც ეს ინტერესები იკვეთება და ერთმანეთის უფლების ცნობა - დამოუკიდებლად ავირჩიოთ განვითარების გზა და მოკავშირეები, რომლებიც მეორე მხარის გამართლებულ, კანონიერ ინტერესებს არ ლახავენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველოს არც ერთხელ არ მიუცია რუსეთისათვის მის კეთილმეზობლურ განწყობაში დაეჭვების საბაბი. თვით ისეთი მტკივნეული საკითხის ირგვლივაც კი, როგორიც ჩეჩნეთის კონფლიქტია, ეჭვები ნელ-ნელა იფანტება. ვფიქრობ, რუსეთში დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ მათთვის ჩეჩნეთის პრობლემა ისეთივე რიგისაა, როგორც საქართველოსათვის აფხაზეთის, რომ თავის დროზე აფხაზეთში სეპარატიზმის ყოველმხრივი წახალისება და საბრძოლო მოქმედებაში ჩრდილოკავკასიელთა ჩართვა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდა, რომ ჩეჩნეთ თის ომი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას არანაკლებ ემუქრება და პანკისის ხეობის პრობლემა სწორედ ჩეჩნეთის ომმა შექმნა და არა პირიქით, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობენ ხოლმე. ზოგიერთ რუს პოლიტიკოსს გული დაწყდა იმის გამო, რომ საქართველო არ დათანხმდა ჩეჩნებთან საბრძოლველად თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა რუსეთის ჯარი, ან მონაწილეობა მიეღო ერთობლივ ოპერაციაში. მათ უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ქართველები, კავკასიის ხალხებთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უდიდესი სიფაქიზით ვეპყრობით. აფხაზეთში ჩეჩნების მიერ ჩადენილი არაერთი საზარელი დანაშაულის მიუხედავად, აუცილებლად მივიჩნიეთ პატიება, ძალადობის ციკლის შეწყვეტა. ლტოლვილ ჩეჩენთა ჩვენი ქვეყნისათვის იმ საკმაოდ დიდ მასაში, რომელიც ორიოდე წლის წინათ საომარ მოქმედებებს პანკისის ხეობაში გამოექცა და რომელიც სხვათა შორის, რუსმა სამხედროებმა, რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე თავისუფლად გამოატარეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები და არიან მამაკაცებიც მეორე მხრივ, პანკისის ხეობაში საუკუნეზე მეტ ხანს მშვიდობიანად და სრულიად ნორმალურად სახლობენ ჩვენი თანამოქალაქე ჩეჩნები, რომლებსაც ჩვენში ქისტები ჰქვიათ. სრულიად ბუნებრივია, რომ ათასობით ლტოლვილმა სწორედ ამ ხეობაში, თავის ნათესავებთან პოვა თავშესაფარი. შეიძლება, ზოგიერთს მძიმე დანაშაულიც ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ამ საკითხებში გარკვევა ჩვენს ძალებს და კომპეტენციას აღემატება, ამიტომაც, ვთავაზობთ მეგობარ რუსეთს: წაიყვანეთ თქვენი ლტოლვილები და თვითონვე დაადგინეთ, ვინ რა საქმით იყო დაკავებული. ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე დაიწყო. მადლობას მოვახსენებ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ რთული სიტუაციის განმუხტვაში მხარდაჭერისათვის.
ჩვენი მხრივ, გვაქვს თუ არა ჩვენ უკმაყოფილების საბაბი, თავად დაასკვნით. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ რუსეთის როლი აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობასა და მსვლელობ ბაში და სრულიად გაუგებარი, რომ არ ვთქვათ უარესი დიფერენცირებული სავიზო რეჟიმის შემოღება.
ამას ემატება ბოლო დღეების, რბილად რომ ვთქვათ, ხმაური რუსეთის პოლიტიკურ წრეებსა და მასმედიაში, რომელსაც ამ ქვეყნის ორგანომაც აუბა მხარი. გაიჟღერა სრულიად აბსურდულმა მოწოდებებმა სუვერენული სახელმწიფოს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის თაობაზე. როგორც ჩანს, განვლილმა ათმა წელმა ამ ვაი-პოლიტიკოსებს ვერაფერი ასწავლა ვერ ასწავლა ის, რომ სხვა ქვეყანაში უკანონობის წახალისება შენს ქვეყანას ბუმერანგივით უბრუნდება. აფხაზური სეპარატიზმის ხელშეწყობა რუსეთს ჩეჩენეთის ომის სახით უკვე დაუბრუნდა. ახლა მათ, როგორც ჩანს, მრავალეთნიკური რუსეთისათვის დამღუპველი იგივე ექსერიმენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იურიდიულად ცნობით სურთ გააგრძელონ და მთელი ეს ბაკქანალია იმიტომ ატყდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეში - ქართული შეიარაღებული ძალების შექმნაში. ზოგიერთი განაწყენებული რუსი პოლიტიკოსი გვეუბნება, ამერიკელთა სამხედრო დახმარების თაობაზე არაფერი ვიცოდითო. ეს უბრალოდ, ტყუილია. შეიარაღებული ძალების მშენებლობაში წლების მანძილზე საქართველოს ყოველმხრივ დახმარებას აღმოუჩენენ თურქეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩვენი სხვა მეგობრები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრაქტიკულად შეგვიქმნა სასაზღვრო ჯარი. ახლა ამერიკა არმ მიის მშენებლობაში გვეხმარება წვრთნის ჩვენს ნაწილებს, გვაწვდის აღჭურვილობას, მაგრამ განა ოდესმე უარი გვითქვამს რუსეთისაგან ამგვარი დახმარების მიღებაზე? საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომლიდანაც რუსეთმა გაზიდა მთელი აქ განლაგებული შეიარაღება, გარდა რამდენიმე ჟანგიანი ტანკისა. ეს სასტიკი ზომა მხოლოდ საქართველოს შეეხო, ყველა სხვა რესპუბლიკაში დარჩა ის, რაც იქ იყო და რაც იქ უნდა დარჩენილიყო, ამიტომ გვესაჭიროება სამხედრო დახმარება. ჩვენ დიახაც გვაქვს ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი პრობლემები, რომელთა მშვიდობიანი მოგვარებისათვის ძლიერი, დისციპლინირებული კარგად არჭურვილი არამრავალრიცხოვანი არმია სრულიად აუცილებელია ვფიქრობ, იმ ქვეყნის ამგვარი მისწრაფება, რომელმაც ერთიან ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია დაისახა მიზნად, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ბევრი რამ გაირკვა ჩემსა და პრეზიდენტ პუტინს შორის ჯერ მოსკოვში, ხოლო მოგვიანებით - ალმათიში საუბრისას, ალმათიში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ბატონი პუტინი მთლიანად გარკვეულიყო საქმის ვითარებაში. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ იგი რეალისტურად და დღევანდელობის საშური ალღოთი მიუდგა ამ საკითხს და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს თავად აირჩიოს უსაფრთხოების ის მოდელი, რომელიც მას ყველაზე მეტად აძლევს ხელს. ამ განცხადებამ გარკვეულწილად დააცხრო ვნებათაღელვა მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში. ბოლო ორმა შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტთან დამარწმუნა, რომ ჩვენ თანდათანობით ვპოულობთ საერთო ენას და სულ უფრო და უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს შორის ყალიბდება ის პირადი ადამიანური ურთიერთობანი, რომლებიც პოლიტიკაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მახსოვს სწორედ ამგვარმა ადამიანურმა, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით განმსჭვალულმა ურთიერთობებმა 80-იანი წლების პოლიტიკოსებს შორის გააერთიანეს გერმანია, გამოიყვანეს საბჭოთა ჯარები ევროპიდან, ავღანეთიდან და გალღვეს „ცივი ომის“ თითქოსდა სამუდამოდ გაქვავებული ყინული. პრეზიდენტმა პუტინმა, რომელმაც საკმაოდ კარგად იცის ტერორიზმის მასაზრდოებელი წყაროების, მათ შორის აგრესიული სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფასი და რომელიც ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ანტიტერორისტულ კოალიციას, მკაფიოდ და საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა რუსეთის ინტერესებს არანაირად არ ეწინააღმდეგება. ძლიერი, ერთიანი საქართველო ისევე შეესაბამება რუსეთის საარსებო ინტერესებს, როგორც ერთიანი, სტაბილური რუსეთი - საქართველოს ინტერესებს. ამის დასტურია ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა მხარი დაუჭირა მეგობარი ქვეყნებისა და გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მიერ მომზადებულ დოკუმენტს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე ამან შესაძლებელი გახადა საბჭოს უმნიშვნელოვანესი რეზოლუციის მიღება, რომელიც აყალიბებს თბილისსა და სოხუმს შორის შემდგომი მოლაპარაკების ჩარჩოებს. ერთიანი საქართველოს ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რუსეთი ასევე თანმიმდევრული იქნება ეუთოს სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების თვალსაზრისითაც. რომლებიც მისი სამხედრო ბაზების გაყვანას ითვალისწინებენ.
თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გააქტიურდნენ იძულებით ადგილნაც ცვალთა წარმომადგენლები, რომლებიც „ეთნიკური წმენდის“ მსხვერპლი არიან. აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ხელს უშლის რა მათს სახლებში დაბრუნებას. დღესაც, ფაქტობრივად აგრძელებს „ეთნიკურ წმენდას“. საქართველოს არ სურს ახალი სისხლისღვრა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო გაერთიანება, ერთი მხრივ, დაბეჯითებით არწმუნებს დევნილებს, რომ მათ აქვთ უფლება ნებაყოფლობით, ღირსეულად და უპირობოდ დაბრუნდნენ სახლებში, ხოლო მეორე მხრივ, დაბრუნდნენ სახლებში, ხოლო მეორე მხრივ, თავად ბევრს არაფერს აკეთთებს იმისათვის, რომ მათი ეს უფლება უზრუნველყოს. რვა წლის მანძილზე ამ ხალხმა ყველას და ყველაფრის რწმენა დაკარგა, საკუთარი ძალის გარდა. ეს კი სერიოზული ძალაა, თუ მათს რაოდენობას გავითვალისწინებთ, რომელიც თითქმის 300 ათასს უდრის. ერთადერთი, რამაც შეიძლება ამ მასის სტიქიური მოქმედებები შეაჩეროს, შუამავალთა და საერთაშორისო გაერთიანების გადამჭრელი ზომებია, რომლებმაც უნდა აიძულოს სეპარატისტული ხელისუფლება დაჰყვეს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს და განაახლოს მოლაპარაკება გაეროს მიერ დასახულ ჩარჩოებში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოგახსენოთ იმ უდიდესი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოხატულია ევროპის კავშირის თავმჯდომარის მიმდინარე წლის 12 მარტის განცხადებაში აფხაზეთში გამართულ ეგრეთ წოდებულ, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მოიწონეს ევროკავშირის ასოცირებულმა წევრებმაც და ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ. რაც შეეხება დსთ-ს ეგიდით განლაგებულ სამშვიდობო კონტიგენტს, პირველ წლებში მათ, მართლაც იტვირთეს ცეცხლის არ განახლების გარანტიათა ფუნქცია, მაგრამ დღეს იმდენად ჯიუტად არ ასრულებენ დსთ-ს მითითებას იძულებით ადგილნაცვალთა დაბრუნების ხელშეწყობის შესახებ, რომ ნეიტრალურად კი არა, კონფლიქტში მონაწილე მხარედ უფრო აღიქმებიან. ვფიქრობ, არსებული მანდატით მათ თავიანთი შესაძლებლობანი უკვე ამოწურეს და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება მათი მანდატის ამ სახით, ვიმეორებ, ამ სახით არგაგრძელების თაობაზე მართლზომიერია. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო ოპერაციის მანდატი უნდა გაფართოვდეს კონფლიქტის ზონის სიღრმეში და მათ რეალურად უნდა იტვირთონ არა მარტო ძალთა დაშორიშორების, არამედ დაბრუნებულთა დაცვის ფუნქციები.
არც საქართველოს ახლო პარტნიორობა ნატოსთან გვეჩვენება რუსეთთან ურთიერთობის შემაფერხებელ ფაქტორად. საბჭოთა სამხედრო ქონების გაყოფის შემდეგ ჩვენ ახლა გვიხდება ვაკუუმის შევსება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებების შეთანხმებით გათვალისწინებულ ჭერამდე. პირველ რიგში, ამას საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტების გათვალისწინებით და ნატოს სპეციალისტთა დახმარებით აკეთებენ, რათა ქვეყანა მზად იყოს ალიანსში გაწევრიანების სათვის, როდესაც ამის დრო მომწიფდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ცხადია, ეს ჩვენს შორის ამ ეტაპზე მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. დღეს სდღეობით ეს არის და ეს. არა მგონია, ამგვარი თანამშრომლობა რუსეთს საფრთხეს უქადდეს, მით უმეტეს, რომ მას აქვს გაფორმებული, ხოლო ამას წინათ ხელისუფლების უმაღლესი პირებიდან ნატოში გაწევრიანების განზრახვამაც კი გაიჟღერა, ისე კი, დღევანდელ ერთიან ევროპაში, ვფიქრობ ნატოსთან კარგი ურთიერთობებისათვის თავის მართლება არავის არ უნდა სჭირდებოდეს.
ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილზე რომ ვსაუბრობთ, კარგად გვესმის, რომ ამისათვის ქვეყნის შიგნით ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმებია განსახორციელებელი. პრობლემა უამრავია - კონფლიქტები, ასიათასობით იძულებით ადგილნაცვალი, უმძიმესი სოციალური ფონი, განსაკუთრებით პენსიონერთა მდგომარეობის გათვალისწინებით. აშკარად არის საბიუჯეტო კრიზისი, რომელსაც ჩვენში ხშირად შეცდომით ეკონომიკურ კრიზისთან აიგივებენ. ეს ასე არაა. საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ამას თვალნათლივ ადასტურებენ. გასული წლის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 4,5 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის დონე 3,5 პროცენტს და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 10 წლის მანძილზე ეროვნული ვალუტის ლარის კურსი მერყეობს დასაშვებ ფარგლებში. მოკლედ ეკონომიკა ნამდვილად წინ მიდის თანდათანობით ძალას იკრებს ადგილობრივი წარმოება, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით გაძნელდა ბიუჯეტის შევსება, სერიოზულად ფერხდება სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა, მათ შორის მასწავლებლების, ექიმების, პენსიონერების, არმიის პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდა. ყოველივე ამის გამომწვევ მიზეზთა შორის უმთავრესია კორუფცია, უნდა გულახდილად გითხრათ ამის შესახებ: კორუფციას შეუძლია ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოში ახლად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, საზოგადოდ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ან დავამარცხებთ კორუფციას, ან ქართული სახელმწიფო ძალზე დიდი ხნით ასცდება განვითარების ცივილიზებულ გზას. უკვე ერთი წელია, რაც პრეზიდენტთან არსებობს და ფუნქციონირებს ანტიკორუფციული საბჭო. კარგად ვიცი, თუ რა დაბრკოლებების გადალახვაც უწევს მის ახალგაზრდულ კოლექტივს. ამ დაბრკოლებებს შორის, ალბათ ყველაზე რთულია ჩვენს საზოგადოებაში ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ფესვგადგმული მიდგომა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს პარტნიორად კი არა მტრად სახავს. ამის მიზეზია ის, რომ საქართველო უკანასკნელი საუკუნეების მანძილზე სხვა ქვეყნების მიერ იყო დაპყრობილი და ხალხს მხოლოდ ახლა უწევს იმის გააზრება, რომ დღეს ისინი საკუთარ სახელმწიფოში ცხოვრობენ.
ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობამ უკვე შექმნა ის ხერხემალი, რომელსაც შემდგომი მოქმედებები უნდა დაეფუძნოს. გასული წლის 15 მარტის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე სრული მასშტაბით ამოქმედდა ადრე შემუშავებული ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამა. თანამდებობიდან გათავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების მთელი რიგი მაღალი რანგის პირები, შეიქმნა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმირების ყოვლისმომცველი გეგმა, რომლის განხორციელებას წელსვე დავიწყებთ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ძალოვანი სამართალდაცვის სტრუქტურების რეფორმირებას, რაც გადამწყვეტ როლს შეასრულებს კორუფციაზე გამარჯვებაში ამ საკითხებზე ცალკე კომისია მუშაობს, რომელიც ძირითად მიმართულებებს და განხორციელების კონკრეტულ გზებს სახავს.
მიუხედავად სირთულეებისა, დემოკრატიული გარდაქმნები საქართველოში საკმაოდ წარმატებით ხორციელდება. ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ყველა შესაბამისი ატრიბუტით; განავითარა დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. თავისუფლების ღირებულება, ჩვენი ხალხისათვის იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ მისი ხელყოფის თუნდაც ეჭვმაც კი გასულ ოქტომბერს მასშტაბური ქუჩის აქციები, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის შეცვლა და მთელი მთავრობის გადადგომა გამოიწვია. ოქტომბრის მოვლენებმა დაგვანახეს, რომ დემოკრატიული ღირებულებანი ჩვენში შეუქცევადად დამკვიდრდა და ხალხი მზადაა მათს დასაცავად. ამ ღირებულებების დამკვიდრების ყველაზე ნათელი მაგალითია საქართველოს თავისუფალი მასმედია. იგი დაუფარავად გამოხატავს აზრთა სხვადასხვაობას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე, უფრო ხშირად კონსტრუქციულად და მოურიდებლად, ზოგჯერ კი მწარედ და ღვარძლიანად
აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს თქვენი მონა-მორჩილის ჩათვლით. ხშირად ისიც კი მგონია, რომ კრიტიკის ობიექტი მხოლოდ მე ვარ. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ეს ახლად თავისუფლებამოპოვებული მასმედიის ზრდის პროცესის თანმხლები შედეგია. ტოტალიტარიზმის წლებში ქართველებს იმდენი დაუგროვდა სათქმელი, რომ ყველაფრის ერთბაშად ამოთქმა გვსურს. მომწიფების ეს დროც ჩაივლის და პირობას ვიძლევი, რომ ქვეყნის სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ქართული მასმედიაც, როგორც სტილისტიკით, ისე დახვეწილობით ევროპის კავშირის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
პატივცემულო დეპუტატებო,
იქნებ სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ უნდა მაპატიოთ. ეს საქართველოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლაა ევროპარლამენში და ჩვენი მასმედიისა არ იყოს, მეც უამრავი სათქმელი დამიგროვდა თქვენთვის. ჩემი მიზანია დაგანახოთ საქართველო ისეთი, როგორიც არის უამრავი პრობლემით, ზოგჯერ აბობოქრებული, მაგრამ მუდამჟამს იმის ურყევი რწმენით, რომ მისი ბუნებრივი და კანონიერი ადგილი იქ, თქვენს შორისაა. ვიცი, ეს დღეც მოვა და ისიც ვიცი, ჩემი ხალხი ამ გზაზე ყველა გამოცდას გაუძლებს.
ბატონმა თავმჯდომარემ უკვე ბრძანა, რომ ჯერ კიდევ 1989 წელს, ცივი ომის დროს გახლდით აქ, პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ნატოს შტაბ-ბინა მოვინახულე, ეს იყო ნომერ პირველი სენსაცია, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს ესტუმრა. შემდეგ მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა ამ პარლამენტში. დღეს ბედნიერი ვარ, რომ გამოვდივარ ახალი ევროპის, ახალი ევროპარლამენტის წინაშე, თავ ვისუფალ და დამოუკიდებელ ევროპაში.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის.
„ჩემი მიზანია დაგანახოთ საქართველო ისეთი, როგორიც არის - უამრავი პრობლემით, ზოგჯერ იმედგაცრუებული, ზოგჯერ აბობოქრებული, მაგრამ მუდამჟამს იმის ურყევი რწმენით, რომ მისი ბუნებრივი და კანონიერი ადგილი აქ, თქვენს შორისაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 მარტი. - №66 (4125). - 1, 3 გვ.
![]() |
47 ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ევრო კავშირის ჭიშკარი შევაღეთ. ჰავიერ სოლანამ კარგად თქვა: ჭიშკრის გასაღები უკვე თქვენს ხელთ არის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
პრესკონფერენცია გერმანიასა და ბელგიაში ვიზიტის
შედეგების შესახებ. 2002 წლის 19 მარტი
„საქართველოს რესპუბლიკა“: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველანი დამსწრე და მნახველი ვიყავით იმისა, თუ მაღალი რეგისტრისა იყო ჰალეს სპორტის სასახლეში გამართული ჰანს დიტრიხ გენშერის მასშტაბური საიუბილეო ზეიმი.
მაგრამ პირველი საზეიმო აკორდი იყო თქვენი გამოჩენა ამ სასახლეში. შემოხვედით თუ არა, ათასობით მაყურებელი ფეხზე წამოგიდგათ და მხურვალე ტაშით შეგეგებათ.
დაგვირგვინებაც თქვენი იყო - თქვენი მისალმება.
თუ შეიძლება, თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
ეს ერთი.
მეორე შეკითხვა ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ევროსტრუქტურებში თქვენს ვიზიტს შეეხება: უფრო შემოტრიალდა ევროპა საქართველოსაკენ, უფრო რეალისტურად იწყებს ფიქრს ჩვენზე, ჩვენს პრობლემებზე?
ისეთი მასშტაბის შეკითხვები დამისვით, რომ პასუხის გაცემას მთელი ლექციის წაკითხვა სჭირდება.
პრეზიდენტი ხუმრობს, როგორც ყოველთვის, ამ ტონით იწყებს პასუხის გაცემას, მაგრამ ორიოდე სიტყვაში გაირკვევა, რომ ვიზიტი მოვლენითი ხასიათისა იყო და არა მარტო მოვლენათა ხასიათის, არამედ - მასშტაბური, დღეს სახვალიოდ და უფრო იქით გათვლილი და გადადგმული ნაბიჯი.
მაშ ასე, - ლაპარაკობს საქართველოს პრეზიდენტი:
მინდა მოკლედ განვმარტო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, გენშერის იუბილეზე რომ ჩავსულიყავი.
თქვენ იცით ჩემი პრინციპები: პოლიტიკაში მე მწამს ზნეობრიობა და ადამიანურობა, მე მიმაჩნია, რომ ამის გარეშე ცივი ომის დამთავრება არ შეიძლებოდა. ჩემი და გენშერის და ჩემი და სხვა კოლეგების ურთიერთობა სწორედ ასეთმა პრინციპებმა განაპირობა.
მე მინდა, არ ვუღალატო და ბოლომდე ერთგული დავრჩე პოლიტიკის იმ საფუძვლებისა, რომლებმაც მსოფლიოს ასეთი გიგანტური ცვლილებები გამოიწვია.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, არ ჩავსულიყავი ჰალეში. ვიცი, ზოგი იტყვის საქართველოში - რა დროს იუბილეზე სიარულია, ხარჯი ესაო და ისაო, თუმცა უნდა გითხრათ, რომ გერმანელ ლებმა თავისი ხარჯით მიგვიღეს. მეტიც, 350 გერმანული მარკა გამოგვიყვეს სოფლის დაზარალებული რაიონებისათვის სასუქების შესაძენად.
ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია.
ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი და გენშერის ურთიერთობა მაგალითად დარჩეს ახალი თაობებისათვის. არა მარტო მასთან ურთიერთობა, მაგრამ ამჯერად გენშერზე ვლაპარაკობთ, არ მინდა საქართველოს დაეკარგოს ის, რასაც საქართველოს ხალხის მიმართ გერმანელი ხალხი გრძნობს.
თქვენ მართალი ხართ: იქ სხვებიც იყვნენ - გამოჩენილი, ცნობილი მოღვაწეები (აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი; და სხვები - დიდი ფიგურები). სავსებით გასაგებია, რომ შევარდნაძემ ისინი არ დაასახელა. დიპლომატიაც და ტაქტიც. მაგრამ ფართო აუდიტორიამ ყველა ისინი იუბილის მონაწილეებად აღიქვა და შეაფასა სათანადოთაც. პრეზიდენტი შევარდნაძე სულ სხვა სიმაღლეზე ჩანდა - ა. ს.), მაგრამ სწორედ საქართველოს პრეზიდენტს მოუწყვეს ოვაცია.
ეს ერთი.
მეორე. მე ვალდებული ვარ თვით ჰანს გენშერის წინაშე. ბევრს ლაპარაკობენ, რომ საქართველომ ბევრი რამ გააკეთა გერმანიისათვის. მაგრამ ისიც ხომ გვახსოვს, გენშერი საქართვლოში მაშინ ჩამოვიდა როცა სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, მე ლეგიტიმური არ ვიყავი (სახელმწიფო საბჭოში მთხოვეს მუშაობა). მაშინ მას არ სჯეროდა, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დაემსგავსებოდა. აი, ასეთ ვითარებაში განაცხადა, რომ ჩამოიტანა 70 მილიონი ეკიუ შეღავათიანი კრედიტი. მაშინ იმან გადაგვარჩინა. სულზე მოგვისწრო. შიმშილით იღუპებოდა მთელი ქვეყანა. მაშინ ამ ფულით მარცვალი შევიძინეთ, გაზის ვალი გადავიხადეთ...
სხვათა შორის, ევროკავშირი კვლავაც გვეხმარება, ეს კრედიტი, რომ დაიფაროს - თავისი დახმარებით ფარავს ამ კრედიტს.
როცა პოლიტიკა ასეთ ადამიანურ ურთიერთობებში გადადის და ხალხის საკუთრება ხდება, ეს უნდა დაიკარგოს.
მიაქციეთ ყურადღება სრულიად ახალ ფორმულას: პოლიტიკა, რომელიც ზნეობრივ და ადამიანურ ნორმებს ემყარება, ადამიანურ ურთიერთობებში გადადის და თვისებრივად ახალ ხარისხს იძენს - ხალხის საკუთრება ხდება. ეს საკუთრება ხალხისა, ხალხს, თაობებს უნდა დარჩეს.
ამიტომაც მიმაჩნია, გადაწყვეტილება, თქვენთან ერთად რომ ჩავსულიყავი ჰალეში და იმ ზეიმში მონაწილეობა მიგვეღო, არა მარტო დღევანდელი თაობისთვისაა და არა მარტო გენშერს და შევარდნაძეს სჭირდება, ეს სჭირდება მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, თუნდაც იმ ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომლებიც ევროპარლამენტის წინ შეგვხვდნენ და ხელი დაგვიქნიეს.
ან მე მიცნეს, ან თქვენ...
(აი ამით გამოირჩევა ყველასგან ედუარდ შევარდნაძე: არა მარტო ადამიანური პოლიტიკის წარმართვის უნარით, არამედ დიდ პოლიტიკაზე საუბრის იუმორით დამიწებით იქ და მაშინ, როცა ეს საჭიროა, ანუ რის შემდეგაც შეიძლება პათეთიკა დაიწყოს. აბა, მითხარით, რა შუაში ვარ მე ამ სტრიქონების დამწერი და რატომ უნდა ვეცნე ახალგაზრდებს ევროპარლამენტის წინ?
ეს არის თბილი იუმორი, რომელსაც მართლა დაფასება სჭირდება.
მაგრამ იუმორი იუმორად. თემას კი, რომელსაც პრეზიდენტი ანვითარებს, სერიოზული აკორდი სჭირდება.
ამ იუმორის ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთება ნათქვამის მნიშვნელობა).
ასე რომ, მე მინდა, ეს ქართველი და გერმანელი ხალხის მემკვიდრეობად იქცეს, დაასკვნის პრეზიდენტი და მეორე საკით თხზე გადადის.
- მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, უფრო რთულია.
რა თქმა უნდა, ჩვენ დრო დავკარგეთ ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.
პირველი ვიზიტი რომ შემდგარიყო, ცოტათი უფრო წინ ვიქნებოდით. ეს ვიზიტი, გახსოვთ, გადავდე თქვენთვის კარგად ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით. (გამოსვლები სიტყვის თავისუფლების დასაცავად, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, მთვრობის დათხოვნა - ა.ს.)
ისიც გასათვალისწინებულია, რომ ამ პერიოდში მოხდა ისეთი, რამ, რამაც ბევრი რამ შეცვალა არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც. ეს არის 11 სექტემბერი.
ადრე, როცა ვუყვებოდი ევროპელებს „დიდი აბრეშუმის გზის“ ნავთობსადენებისა და გაზსადენების შესახებ, ეს მათთვის ცოტა ნაკლებად გასაგები იყო. კი ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ჩვენ ამის გარეშეც ვცხოვრობთ. არის ჩრდილოეთით (ზღვაში) ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი, ამიტომ არ გვეჩქარება სხვა პროექტების განხორციელებაო.
(არ ეჩქარებოდათ.
ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ნებისყოფის რა მობილიზება დასჭირდა საქართველოს პრეზიდენტს, რათა ევროპელთა ინფანტილიზმი, ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის მძაფრი წინააღმდეგობა და შინაურ ოპონენტთა კრიტიკული შემოტევები დაეძლია და მოეგვარებინა და რაც მთავარია, არ დაეკარგა ოპტიმიზმი და საბოლოო გამარჯვებისათვის ებრძოლა. ეს სიჯიუტე კი არ იყო, მსოფლიო პროცესების განვითარების ობიექტური ანალიზიდან გამომდინარეობდა და შევარდნაძისეულ რამდენიმესვლიან გათვლებს ეფუძნებოდა.
ახლა მან პირველად თქვა ევროპის ზრდილობიანი გულგრილობისა თუ ზანტი მხარდაჭერის შესახებ, მაგრამ თქვა მას შემდეგ, რაც ეს წინაღობა მოიხსნა).
მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ტრაგედია დატრიალდა, მას შემდეგ, რაც ამერიკელები გადასხდნენ უზბეკეთში, ავღანეთში, ევროპელებიც დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან სერიოზული მოვლენები ვითარდება მსოფლიოში.
როცა ვესაუბრებოდი გუშინ ევროკავშირის საბჭოში ჰავ ვიერ სოლანას, დღეს - ევროკომისარს ქრისტოფერ პატენს, შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტს რომანო პროდის, სხვებსა და სხვებს, დავრწმუნდი, რომ ახლა ისინი უკვე სულ სხვანაირ რად უყურებენ ჩვენს ამ პროექტებს. საქართველოს ადგილსაც სხვანაირად ხედავენ: ცენტრალურ აზიას ევროპის ცენტრიდან ვერ მისწვდები, იქიდან რას გამოატარებენ ევროპისაკენ - ნარკოტიკებს თუ საჭირო პროდუქციას - ამის გაცნობიერება დაიწყეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება სულ სხვა არის დღეს,
ვიდრე ვთქვათ, ორი წლის წინათ. მაშინ ასე გვიყურებდნენ: კი, თქვენ უნდა შეხვიდეთ ევროკავშირში, ჩვენ მოგეხმარებით, მაგრამ ამას სანახევროდ მოწყალების გაღების ხასიათი ჰქონდა. ახლა საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რასაც ორი, სამი, ოთხი წლის წინათ ვეუბნებოდი - „დიდი აბრეშუმის გზა“, ცენტრალური აზიის რესურსები, დიდი ნავთობსადენები და გაზს სადენები საქართველოს გარეშე ევროპამდე ვერ მივა და ვერ მიაღწევს.
დღეს მე დავუზუსტე ასეთი რამეც: იმ „დიდი აბრეშუმის გზით“ ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ავღანეთიდან შეიძლება შემოვიდეს არა მარტო საჭირო პროდუქტი და პროდუქცია, ნავთობი, გაზი და სხვა, არამედ - დიდი რაოდენობით ნარკოტიკები და ძალიან დიდი რაოდენობით - იარაღი, საბრძოლო მასალები, ათასი სხვა უბედურება.
სხვათა შორის, ძალიან ჩამეძია რომანო პროდი, - ნარკოტიკებს როგორ ვებრძოლოთო, ძალიან დიდი მოსავალი იყო ავღანეთში ინდური კანაფის, რისგანაც ამზადებენ ანაშას, რამდენი გზა უნდა გადავკეთოთო...
- დაგეთანხმათ?
- დამეთანხმა. და, საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი და დღევანდელი შეხვედრები ერთი ძალიან მძლვრი ნაბიჯია ევროპისაკენ, ევროკავშირისაკენ გადადგმული. და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. რომანო პროდისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ჯერ ის გამოვიდა, შემდეგ - მე, ვთქვი, - მგონი გავაგებინე ბატონ პროდის, რომ საქართველოს მიღებით ევროკავშირში, ეს საერთაშორისო გაერთიანება გახდება უფრო ძლიერი და ღონიერი. რა ძალა ჩვენ გვაქვს... მე მგონი, მთლად კარგად ვერ გაიგო ეს იუმორი, მაგრამ მიხვდა, რომ ფაქტობრივად მაინც ასეა.
მე რომ ვლაპარაკობ - საჭირო ვხდებით, ახალი ფუნქცია შევიძინეთ და სხვა, ახლა, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მართლა საჭირონი ვართ. მართლაც საჭირონი.
მეორე საკითხი: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი?
ძალიან დიდი სამუშაო გველოდება.
ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან რომ ვიყავით, მან თქვა: ნუ გგონიათ, რომ ერთ დღეს დაგიძახებენ და გეტყვიან - განაცხადი წარმოადგინეთ და შემობრძანდით ევროკავშირში! არა. უნდა ირბინოთ, უნდა იმუშაოთ ყველა ქვეყანასთან - ევროკავშირის წევრებთან, უნდა იმუშაოთ აქ ბრიუსელში პროდისთან, ჩემთან, სხვებთან ევროპარლამენტში და თქვენ უნდა შექმნათ ისეთი განწყობილება, რომ საქართველოს გარეშე ჩვენ რაღაც გვაკლია, რომ სამხრეთი კავკასია ჩვენთვის აუცილებ ბელი კომპონენტია.
ამის გაკეთება, მართლაც, შეიძლება.
ძალიან ჭკვიანი კაცია ამ საერთაშორისო სტრუქტურის ხელმძღვანელი. მე მას გამოვარჩევდი რეალისტური მიდგომით ამ პრობლემებისადმი.
მან თქვა: - თქვენ უკვე მწიფდებით საიმისოდ, რომ იბრძოლოთ და იმუშაოთ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.
დღეს იქნება ეს, თუ ხვალ, არ ვიცი. ამას დრო დასჭირდება. რამდენიმე წელიწადი, ალბათ, კიდევ იქნება საჭირო. ერთ-ერთ თანამოსაუბრეს ვუთხარი, რომ ძალიან მინდა, ჩემი ასაკის კაცი ამას მოესწროს. მაგრამ როგორც იტყვიან, ევროკავშირის ჭიშკარი შევაღეთ. ჰავიერ სოლანამ კარგად თქვა: მართალია, ჭიშკარი თქვენი არ არის, მაგრამ მისი გასაღები უკვე თქვენს ხელთ არისო.
მართლაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი - რამდენად შევძლებთ ჩვენი კანონმდებლობის სრულყოფას, რამდენად სტაბილური იქნება ქვეყანა, რადგან არავის არ უნდა კონფლიქტებში და არამყარ ურთიერთობებში ჩართვა, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება.
ერთხელ კიდევ ხაზს ვუსვამ: ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა არცთუ შორეულ მომავალში, მაგარმ მხოლოდ მაშინ, როცა ამისი ღირსნი ვიქნებით, როცა ჩვენი შიდა წესრიგი, ცხოვრების წესები იქნება ევროკავშირის მოთხოვნათა შესაბამისი.
ეს იქნება რთული პროცესი, მაგრამ ჩვენი ხალხის ნიჭიერების, თავდადების ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისევე, როგორც იმისა, რომ ეს არ არის შორეული მომავლის საქმე.
- ევროკავშირი აპირებს 2004 წელს თავისი სამშვიდობო კონტიგენტის ჩამოყალიბებას. რამდენად შესაძლებელი იქნება ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში მისი აფხაზეთში გამოყენ ნება? (პრაიმ - ნიუსი).
- მიიღებენ თუ არა ის ნაწილები, რომელთა ჩამოყალიბებას აპირებენ, მონაწილეობას კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში?
ეს საკითხი არ დამიყენებია შემდეგი მოსაზრებით: პროცესი უნდა განვითარდეს. არ უნდა ვუთხრათ, თქვენ მოხვალთ და კონფლიქტს მოგვიგვარებთ. მე მგონი, რომ თუ მათ გეგმას შესრულება უწერია, ეს ნაწილები უნდა გამოიყენონ ევროპაში წესრიგისა და მშვიდობისათვის, იმის და იმათ წინააღმდეგ, როცა რამე ან ვინმე დაემუქრება ამ მშვიდობას.
და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გავარკვიეთ.
მათ ძალიან აინტერესებდათ, რა არის ამერიკელების, მონაწილეობა, ნიშნავს თუ არა ეს ბაზების შექმნას. მე განვუმარტე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი მეგობრები - ამერიკელები ეხმარებიან თავიანთ მეგობრებს, ე.ი. ჩვენ გაწვრთნილი ჯარის შექმნაში.
დიდ ინტერესს იჩენენ პრობლემისადმი - ჩვენ და რუსეთი, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა. აქაც, მე მგონი, ყველაფერი გავარკვიეთ და ბევრი არგუმენტი, რომელიც თვით პუტინმა წამოაყენა, გამოვიყენე იმის დასაბუთებლად, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი, არ ხედავს ტრაგედიას, თუ 200-300 სამხედრო სპეციალისტი ჩამოვა საქართველოში და დაგვეხმარება არმიის შექმნაში.
ესმით ეს ევროპელებს, ძალიან კარგად ესმით მათ არ უნდათ ურთიერთობის გაფუჭება, რა თქმა უნდა, ამერიკასთან, მაგრამ რუსეთთანაც სურთ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ: ნავთობი, გაზი, ბევრი რამ არის ამის საფუძველი, თუნდაც გეოგრაფიული ფაქტორი.
ერთი სიტყვით, გაურკვეველი საკითხები თითქმის არ დაგვრჩენია.
რაც შეეხება ნატოსთან ურთიერთობას გენერალურ მდივ ვანთან ლორდ ჯორჯ რობერტსონთან ძალიან აქტუალური საუბარი არ მქონია (თუმცა ეს საუბარი დაგეგმილზე კარგა მეტი ხნით გაგრძელდა. - ა. ს.), ისეთი, დღეს და ხვალ რომ უნდა გად დაწყდეს მე ერთხელ დავასახელე 2005 წელი, დავაკაკუნებთ-მეთქი ნატოს კარზე. ეს სიტყვაც არ მიხმარია - დაკაკუნება. შეიძლება, - ცოტა ადრე მოხდეს, შეიძლება, ცოტა გვიან. მაგრამ დღეს, ამერიკელებთან ჩამოყალიბებული ახალი ურთიერთობის შემდეგ, იმდენად ნატო არ მაინტერესებს, რამდენადაც ევროკავშირი.
ჩვენ ევროსაბჭოში შევედით, ახლა ევროკავშირია ჩვენი მიზანი. ევროკავშირი არის გარანტია, რომ საქართველო აყვავებული ქვეყანა გახდება.
ევროკავშირიდან ჩვენ უკვე მივიღეთ 350 მილიონი ევრო პირდაპირი დახმარება, 224 მილიონი ევრო გრძელვადიანი კრედიტი, რომელსაც მათივე დახმარებით ვფარავთ. ევროკავშირს მე გავუგზავნე წერილი სამხრეთ კავკასიის საკომუნიკაციო ქსელების განვითარების წინადადებით, კერძოდ, რომ აშენდეს დიდი თანამედროვე ავტომაგისტრალი, რომელიც ყველა მოთხოვნას უპასუხებს - ბაქოდან თბილისამდე, ფოთამდე და ბათუმამდე. და ასეთივე მაგისტრალი ერევნიდან თბილისამდე და შავი ზღვის სანაპირომდე. ეს მილიარდიანი პროექტი იქნება, შეიძლება ცოტა მეტიც - მილიარდ ნახევარი საპროექტო დავალიანება უკვე მიცემული აქვთ.
ინიციატივა ჩემი იყო, შემდეგ ჰეიდარ ალიევს ველაპარაკე, მერე - ქოჩარიანს. იმათაც გააგზავნეს წერილები და რახან ამან მიიღო რეგიონული პროექტის სახე და მასშტაბი, ევროკავშირში ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ.
(გავიხსენოთ, ნავთობისა და გაზსადენების პროექტებისადმი დასაწყისში ნეიტრალური დამოკიდებულება. შევადაროთ ამჟამინდელ ენთუზიაზმს და წარმოგვიდგება საკომუნიკაციო პროექტების განხორციელების რეალისტური სურათი, ყველა იმ სასიკეთო შედეგით, რომელიც მათ რეალიზაციას ჩვენი ქვეყნისთვის ექნება).
ასეთი პროექტი უამრავია და მჯერა, რომ ევროკავშირს უფრო მალე დავუახლოვდებით, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.
არმაზ სანებლიძე,
„სრ“ სპეც.კორ.„კორ.
ჰალე-ბრიუსელი-თბილისი.
სურათებზე: ჰანს დიტრიხ გენშერის საიუბილეო ზეიმზე (ზემოთ);
ბრიუსელში
ლელა ბლატონრავოვას და ბესიკ კეზერაშვილის ფოტო
ედუარდ შევარდნაძე: ჩვენ ევრო კავშირის ჭიშკარი შევაღეთ. ჰავიერ სოლანამ კარგად თქვა: ჭიშკრის გასაღები უკვე თქვენს ხელთ არის // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 მარტი. - №68 (4127). - 1, 3 გვ.
![]() |
48 „საქართველო კვლავინდებურად ერთგულია ორივე კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა, რადგან არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ეს შესაძლებელია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
25 მარტის რადიოინტერვიუ
- გასული პოლიტიკური კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რასაკვირველია, იყო თქვენი ვიზიტი ბრიუსელში, შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველოს გაწევრიანება ამ ორგანიზაციებში არცთუ შორეული მომავლის საქმეა, როგორც ეს ბევრს წარმოედგინა. გარდა ამისა, იმყოფებოდით გერმანიაში თქვენი მეგობრის ჰანს-დიტრიხ გენშერის მიწვევით, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღეთ სპეციალური გადაცემის ჩაწერაში. თქვენ გენშერს უთხარით, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის გაერთიანებაში. თუმცა თავად გენშერი თქვენ გიხდიდათ მადლობას იმისათვის, რომ გერმანიას ერთიანობა აჩუქეთ. მან ასეთი სიტყვებიც კი თქვა: თქვენ წინაშეა მსოფლიო ლეგენდა და ყველა გერმანელმა მას სამაგიერო უნდა გადაუხადოს იმით, რომ თუნდაც მცირედი რამ გააკეთოს მისი ქვეყნისათვის - საქართველოსთვის... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- მადლობელი ვარ ამ შეკითხვისათვის. მართალია, ძალიან ბევრი ითქვა, თითქმის ყველა ტელეარხმა იმუშავა, თქვენს გადაცემაშიც ძირითადად პრობლემებს მიექცა ყურადღება, მაგრამ ალბათ ზოგიერთი კომენტარი ჩემგანაც აუცილებელია.
მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი, მძლავრი ნაბიჯი გახდა ევროკავშირთან დაახლოვების გზაზე.
მართალია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ჰალეში სტუმრობას, ერთი შეხედვით თითქოს ნაკლები პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს და ჩემი მეგობრის ჰანს-დიტრიხ გენშერის იუბილეში მონაწილეობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა საქართვლოს განსაკუთრებული ურთიერთობა გერმანიასთან.
ძალზე მნიშვნელოვანი საუბარი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშკა ფიშერთან.
გარდა ამისა, მასპინძლებმა, როგორც იტყვიან „ხელცარიელი არ გამოგვიშვეს“: გერმანიამ დამატებით 350 ათასი ევრო გამოყო გვალვით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად. ეს, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს რაიონებისათვის სასუქის შესაძენად არის გათვალისწინებული.
გრძელდება დახმარების სხვა პროგრამებიც - ჭეშმარიტად გერმანული პუნქტუალობითა და გულითადობით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰალეში საქართველოს დელეგაციის სტუმრობისას ხარჯები მასპინძლებმა დაფარეს, უეჭველია დასკვნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც დავთანხმდით თხოვნას, საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად სწვეოდა გერმანიას.
გერმანელები კვლავინდებურად აღნიშნავენ, რომ მათი ქვეყანა ვალდებულია დაეხმაროს საქართველოს ყველა თვალსაზრისით - როგორც ეკონომიურად, ასევე ქვეყნის გამთლიანებისა და გაერთიანების მშვიდობიან ძალისხმევაში.
აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროპაში თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო: საბოლოოდ ამოქმედდა გადაწყვეტილება ერთიანი ვალუტის შემოღების თაობაზე; უეჭველად დაჩქარდება სხვა ინტეგრაციული პროცესებიც.
ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში ჩვენი ვიზიტი, მით უმეტეს, გლობალური ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას.
როგორც მოგეხსენებათ, ეს ვიზიტი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ამჯერად, როცა საქართველოს გარშემო ესოდენ მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ეპოქალური ძვრები ხდება, ევროკავშირსა და ნატოში სტუმრობას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.
ჩვენთვის ამჯერადაც პრიორიტეტული იყო ეკონომიკური პრობლემატიკა. დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკა მიიჩნევა სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და განვითარების უმთავრეს წყაროდ.
ამდენად, ევროკავშირის პრეზიდენტთან რომანო პროდისთან, ხავიერ სოლანასთან, კრისტოფერ პატენთან, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან (ეს საოცრად საინტერესო ხალხია) საუბრების ძირითადი თემა სწორედ საქართველოს ყოველმხრივი უშიშროების უზრუნველყოფა იყო - ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით და, საერთოდ საქართველოს უშიშროების პრობლემები.
შეხვედრები უაღრესად საქმიანად წარიმართა - სრული პარტნიორული ურთიერთგაგების ვითარებაში.
ევროკავშირში საქართველო სწრაფად განვითარებად, პერსპექტიულ ქვეყნად არის აღიარებული.
ჩვენ ნამდვილად არა ვართ „უცხო სხეული“ ევროპული ოჯახისათვის და არც ევროკავშირში გაწევრებაა წარმოუდგენელი ამოცანა.
რა თქმა უნდა, ეს არ უნდა აღვიქვათ მოკლევადიან პერსპექტივად, მაგრამ თუ განვითარების დღევანდელი ვექტორი და დემოკრატიულ ღირებულებათა ერთგულება, სტაბილურობა შევინარჩუნეთ, არცთუ ისე შორეულ მომავალში საკითხი აქტიურად განიხილება.
მით უმეტეს, რომ უახლოეს წლებში საქართველო უშუალოდ დაუმეგობრდება ევროკავშირს: როგორც არაერთგზის მითქვამს, ჩვენი დიდი მეზობელი - თურქეთის რესპუბლიკა (იგი ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, ასოცირებულ წევრად ითვლება) აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
დაწვრილებით ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აუცილებლად ესაჭიროება „მწვანე შუქი“ ევროპულ ბაზრებზე, ანუ „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი“. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკელმა მეგობრებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება ამის თაობაზე.
ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების თემა მჭიდროდ უკავშირდება სტრატეგიულ პრობლემატიკას: ძალიან საქმიანი და საინტერესო გამოდგა საუბარი გენერალურ მდივანთან ჯორჯ რობერტსონთან.
ჩვენი თანამშრომლობა „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან“ კონსტრუქციულად ვითარდება. განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა, რომ ნატოს ხელმძღვანელობამ ღირსეულად შეაფასა საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალი.
როგორც მოგეხსენებათ, ათეულობით ქართველი მეცნიერი უკვე თანამშრომლობს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან სპეციალური პროგრამის ფარგლებში და დროთა განმავლობაში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ჩვენ მშვიდად, დინჯად ვეკიდებით ნატოსთან თანამშრომლობას ვინაიდან ეს ორგანიზაცია დღევანდელ მსოფლიოსა და ევროპაში სტრატეგიული უშიშროების ქვაკუთხედია. არავის არ უნდა უკვირდეს და არც არავინ უნდა ნერვიულობდეს იმის გამო, რომ ჩვენ ამ სამხედრო და სხვა თვალსაზრისით მსოფლიოში უძლიერეს ორგანიზაციასთან პარტნიორობა გვსურს.
თანამშრომლობა ნატოსთან ვითარდება ცნობილი პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, რომელს საც უკვე შეუერთდა პოსტსაბჭოური ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი.
რაც შეეხება ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების სურვილს, ესეც ბუნებრივია როგორც საქართველოსათვის, ასევე რუსეთისათვის თუ სხვა სახელმწიფოებისათვის.
და, საერთოდ, ევროპარლამენტში გამოსვლისას მე ვთქვი, რომ თანამედროვე ევროპაში როდესაც ცივი ომის დასრულებიდან 12 წელი გავიდა, არავინ არ უნდა იყოს იძულებული, თავი იმართლოს ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილის გამო.
- მით უმეტეს, რომ იგივე რუსეთს ნატოსთან მჭიდრო თანამ მშრომლობაზე გარკვეული პრეტენზიები აქვს და, როგორც რობერტსონმა თქვა, პუტინმა მას ხუმრობით ისიც კი უთხრა, რომ არ აპირებენ რიგში დგომას ნატოში მიღებისათვის...
- თუ ლაპარაკია რუსეთზე, მას აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა და განსაკუთრებული პრეტენზიებიც. მათ ეს არაერთხელ გამოხატეს, მაგრამ მე არ მინდა ახლა ერთმანეთს დავუპირისპირო ჩვენი და მათი პოზიცია.
ბუნებრივია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თვით ბელგიის სამეფოში ვიზიტს - შეხვედრებს მის უდიდებულესობასთან ბელგიის მეფესთან, რომელიც ძალიან საინტერესო პიროვნება გახლავთ, მთავრობასთან პარლამენტის ხელმძღვანელებთან. ამ შედარებით პატარა ქვეყნის მაგალითი ერთობ საგულისხმოა ჩვენთვის: ტერიტორიით ბელგია საქართველოს ნახევარზე ნაკლებია სულ 30 ათასი კვადრატული კილომეტრია), მოსახლეობითაც მხოლოდ ორჯერ სჭარბობს საქართველოს, მაგრამ ბელგიის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 60 მილიარდი დოლარია! ეს გახლავთ მრავალი ათწლეულის მუხლჩაუხრელი შრომის და მაღალი პოლიტიკური კულტურის - უზენაეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა გარშემო ერის გაერთიანების, ქვეყნის შიგნით ცალკეულ დაჯგუფებათა შორის წინააღმდეგობათა დაძლევის მართლაცდა ბრძნული ხერხებისა და მეთოდების თვალს საჩინო შედეგი. ასეთია ჩემი კომენტარი ამ საკითხებთან დაკავშირებით.
- გასულ კვირას გადამხდელთა კავშირში შეკრებილმა ბიზნესმენებმა, ფაქტობრივად, თანადგომა გამოგვიცხადეს. თემურ ჭყონიას გამოსვლაში ისიც კი ითქვა, რომ სასურველი იქნება თქვენი საპრეზიდენტო ვადის ორი წლით გაზრდა, რაზეც თქვენ სასტიკი უარი განაცხადეთ. გაჩნდა ასეთი თემაც: ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების ფონზე შევარდნაძის გარშემო რაღაც ახალი გაერთიანება ყალიბდება. თქვენ თქვით ინტერვიუში, ჩემს გარშემო ყოველთვის ბევრი ადამიანიაო, მაგრამ მაინც თვალშისაცემი იყო ეს მოვლენა, როცა ბიზნესმენებმა, ფაქტობრივად, პირველად ხმამაღლა გამოხატეს თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია...
- უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე მაკროეკონომიკური მაჩვენებლის შესახებ (მე ვიცი, რომ მოქალაქეები ამას ყურადღებით ადევნებენ თვალს): სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, იანვარ-თებერვალში, მოქმედ ფასებში წარმოების მოცულობამ საქართველოში 158 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 5,4 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
განუხრელი და ძალზე მნიშვნელოვანი ზრდაა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობისა და მომსახურების სფერ როებში.
ეს ყოველივე კი იმას ნიშნავს, რომ წლის პირველი სამი თვის შედეგებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.
აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა ბატონმა ლევან ძნელაძემ მომახსენა, ეჭვს არ იწვევს მარტის საბიუჯეტო დავალების და აქედან გამომდინარე, მთლიანად პირველი კვარტლის საკონტროლო ციფრების შესრულებაც.
ამრიგად, ტენდენცია კვლავ დადებითია, მაგრამ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს ტენდენციები გრძელვადიანი, მტკიცე სახელმწიფო პოლიტიკით და შესაბამისი მექანიზმებით, თუ გნებავთ, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებით, სოციალური მიმართულებით უნდა იქნეს განმტკიცებული.
სწორედ ამ მიზნით გაიმართა შეხვედრა გადამხდელთა კავშირში.
იქ მთავარი ის კი არ იყო, რომ ზოგიერთმა ბიზნესმენმა ჩემთვის მიუღებელი წინადადება წამოაყენა (სხვათა შორის, ორი იყო ასეთი გამოსვლა) საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების (ვიმეორებ, ჩემთვის მიუღებელი) თაობაზე, არამედ ის განცხადებები, რომ სწორედ ბიზნესმენებმა, მსხვილმა საშუალო და წვრილმა ბიზნესმა უნდა შეძლოს ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. თქვენს კითხვაში იყო ასეთი ელემენტი: რა არის ეს - ახალი ძალა შევარდნაძის ირგვლივ, თუ რაღაც სხვა. მე უფრო ასე ვხედავ: სხვებით იმედგაცრუება. ბევრი შეიძლება ორიენტირება, მაგრამ ბიზნესს, ეკონომიკას, ბიზნესმენებს სჭირდებათ სტაბილურობისა და უშიშროების აბსოლუტური გარანტია. მე ძალიან მინდა, რომ გამოჩნდეს ის ძალა, რომელშიც ამას დაინახავენ, რადგან კიდევ ვიმეორებ: მე გამოვრიცხავ კონსტიტუციურ შესწორებაზე ფიქრს. ამიტომ ვალდებული ვარ, ხელი შევუწყო ისეთი ძალის და ისეთი მოღვაწეობის გამოსვლას ასპარეზზე, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით.
ერთხელ ვთქვი, რომ კონრად ადენაუერმა და ლუდვიგ ერჰარდმა განადგურებული და მიწასთან გასწორებული გერმანიის ფეხზე წამოყენება სწორედ ბიზნესისათვის განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნით შეძლეს - ეს ატმოსფერო გულისხმობდა განსაკუთრებულ პატივისცემას თვით ბიზნესმენის ფენომენისადმი.
რასაკვირველია, გამორიცხული იყო სოციალური შუღლის ყოველგვარი გაღვივება, მდიდარი ადამიანებისადმი სიძულვილის დანერგვა. ბიზნესისა და თაღლითობის გაიგივება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ცდილობს ახლა ბიზნესმენები თაღლითებთან და ფალსიფიკატორებთან გააიგივოს. ეს არ მოხდება, ეს დამღუპველი ტენდენციაა და ყველა ფრთხილად უნდა იყოს.
ჩემი აზრით, სწორედ ამ სოციალურმა ფენამ (მსხვილმა, საშუალო და წვრილმა ბიზნესმა) უნდა იკისროს, პრეზიდენტთან ერთად, პასუხისმგებლობა ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, ანუ იმ ადამიანებმა, ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, ვინც შრომისა და კაპიკის ფასი და ყადრი იცის. მათი მოტყუება ძალიან ძნელია.
ისევე, როგორც თუ მთელი საზოგადოება გააცნობიერებს ამ ინტერესს, ისიც აღარ იქცევა (ხელმეორედ) პოპულიზმისა და უპასუხისმგებლო პოლიტიკანობის მსხვერპლად.
ამდენად, შეცდომის უფლება არა გვაქვს - თვით საქართველოს მოქალაქეთა დღევანდელ თაობას აღარა აქვს შეცდომის უფლება: საქართველო ხომ ერთდროულად ეკუთვნით თანამედროვეებსაც და შთამომავალთაც - რომ აღარაფერი ვთქვათ წინაპართა მიმართ პასუხისმგებლობაზე.
საფრთხეს კი ნუ უარვყოფთ: იგი სავსებით რეალურია.
სწორედ ამიტომ, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, უმთავრეს ამოცანად მიმაჩნია ქვეყნის შემდგომი სტაბილური და თანმიმდევრული განვითარების გარანტიათა შექმნა, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული წესწყობილება, აგრეთვე სოციალური ჰარმონია შეუვალი და ხელშეუხებელი იყოს. გადამხდელთა კავშირში გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ეს სოციალური ფენა (ბიზნესი, ბიზნესმენები), რომელიც უკვე ათიათასობით ადამიანს მოიცავს, სახელმწიფოს ძირითად დასაყრდენად უნდა იქცეს.
საქმიანი წრეების წარმომადგენლები „წონად სიტყვას“ უნდა ამბობდნენ არათუ მარტო საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკის, განსაკუთრებით საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას - მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში საგარეო პოლიტიკის ძირითადი შემადგენელი სწორედ ეროვნული ბიზნესის ლობირებაა. ამას ვხედავ ძალიან ნათლად ამერიკის მაგალითზე. ანუ როგორ იქცევა ამერიკის ადმინისტრაცია - თითოეული ბიზნესმენის ინტერესებს ითვალისწინებენ თავიანთ საქმიანობაში. ასევეა დასავლეთ ევროპა, იაპონია, სხვა ქვეყნები.
ვგულისხმობ აგრეთვე, საგადასახადო სისტემისა და კანონმდებლობის რეფორმას, კონტრბანდის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას, ფალსიფიკაციის აღმოფხვრას და ასე შემდეგ. სწორედ ამაზე ისაუბრეს ბიზნესმენებმა.
დღეს საქართველოში ბიზნესი უკვე სულ სხვა მოვლენაა - ბიზნესის, მეწარმეობის, მეწარმეთა გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.
როცა ბიზნესზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საბანკო სისტემასაც, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ და განვითარებულ დარგად იქცა. ჩვენ კრიზისების მიუხედავად, შევინარჩუნეთ ეს სისტემა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საქართველოს შემდგომი განვითარების ძალზე სერიოზული საყრდენია.
და კიდევ ერთი რამ, რამაც ძალიან გამახარა. თითქმის ყველა ბიზნესმენის გამოსვლაში ისმოდა: ჩვენ გვინდა განვითარდეს ქართული ხელოვნება, ლიტერატურა, კინო, სპორტი და ასე შემდეგ და მზად ვართ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ დიდ საქმეში, მაგრამ მათ სავსებით სწორად დააყენეს საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კანონმდებლობა. ბიზნესმენი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ თავისი მოგების ნაწილი მოახმაროს ამ დარგების განვითარებას. ისინი ახლაც ბევრ რამეს აკეთებენ, მაგრამ ზოგი ლეგალურად, ზოგიც - არალეგალურად. ალბათ ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენი ინიციატივით, მართლაც უნდა მიიღოს კანონი საქველმოქმედო საქმიანობაში ბიზნესმენების მონაწილეობის შესახებ.
რამდენიმე სიტყვით ორი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ: მრავალი წლის მუშაობისა და მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენ თანდათან მოვამზადეთ საფუძველი „თბილგაზის“ ხელსაყრელი პრივატიზებისათვის. ეს ყველა თბილისელს (და არა მარტო მათ) აინტერესებს.
ამ საწარმოთი საფუძვლიანად დაინტერესდა ისრაელის კომპანია „ტაჰალისა“ და ჰოლანდიური „გაზტეკის“ კონსორციუმი. წარმოდგენილი ბიზნესგეგმით გათვალისწინებულია 75 მილიონი დოლარის ინვესტირება თბილისის გაზმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის, რაც ჭეშმარიტად საშვილიშვილო საქმე იქნება.
მაგრამ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყნის, დედაქალაქისა და რაც მთავარია, მოსახლეობის ინტერესები.
მეორე საყურადღებო მოვლენა გახლდათ შეხვედრა ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერას“ პრეზიდენტ სტივენ ნიკანდროსთან.
როგორც მან თქვა, კომპანია ძალზე კმაყოფილია საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობით. მათ უკვე თითქმის 50 მილიონი დოლარი დააბანდეს, იყო საცდელი ბურღვებიც და „ფრონტერას“ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ დედოფლისწყაროში, მირზაანის რეგიონში, ტარიბანაში საქმე გვაქვს ძალიან დიდ ნავთობთან, იმაზე მეტთან, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მან ციფრიც დაასახელა რამდენიმე ასეული მილიონი ტონა ნავთობი, რომლის ამოღებაც შეიძლება.
ასეთი იყო ეკონომიკასთან დაკავშირებული ამბები და ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ ყურადღების მიპყრობა ამ საკით ხებზე.
- ყველაზე მნიშვნელოვანია და აქტუალური თემა, რომელიც საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში განიხილება, არის შეერთებული შტატების აქტიურობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო ხანებში ამ ყველაფერს აფხაზეთში ომის დაწყებას უკავშირებენ. ისმის კომენტარები იმის შესახებ, რომ საქართველო აფხაზეთში ფართომასშტაბიანი ომისათვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არაერთხელ ბრძანეთ, რომ ამის რეალური საფრთხე ფაქტობრივად, არ არსებობს...
- მართლაც, ამ ბოლო დღეებში უამრავი ჭორი მოვისმინე.
თანაც, განსაცვიფრებელია, ზოგიერთ ქვეყანაში რამდენად „პატივცემული გვამები“ მსჯელობენ ამ ჭორებზე.
ყველას გასაგონად ვიტყვი: საქართველო კვლავინდებურად ერთგულია ორივე კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა, რადგან არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ეს შესაძლებელია, ანუ შესაძლებელია შეთანხმება საერთო ინტერესების გათვალისწინებით. მე ასეთი გამოთქმაც კი ვიხმარე როგორც აფხაზები, ისე ოსები ჩემთვის საქართველოს მოქალაქენი არიან და მათს წინააღმდეგ ომი და ახალი სისხლისღვრა სულაც არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, ამიტომაც არ დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენი მშვიდობიანი აქციები აუცილებლად შედეგს მოგვცემს.
ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება გაეროს 31 იანვრის, მე ვიტყოდი ისტორიული რეზოლუციისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ასეთი რეზოლუცია გაეროს ჯერ არ მიუღია. ეს არის საფუძველი მშვიდობიანი მოლაპარაკებისა და მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის.
ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ძლიერი შეიარაღებული ძალები და უარი უნდა ვთქვათ იმ დახმარებაზე, რასაც საქართველოს მეგობრები და კეთილმოსურნენი გვიწევენ.
პირიქით: სწორედ ძლიერი სამხედრო ძალა იქცევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიად და საქართველო სულაც არ არის გამონაკლისი. ამას ცდილობს ყველა ნორმალური და მით უმეტეს განვითარებული ქვეყანა.
ამბობენ, თითქოს ეს რუსეთის ინტერესების შელახვას ნიშნავს. გულახდილად გეტყვით: ვერაფრით გამიგია, რატომ უნდა იყოს ამერიკელებთან მეგობრობა რუსეთის ინტერესების წინაა აღმდეგ მიმართული ან რუსეთთან მეგობრობა - ამერიკელების წინააღმდეგ. აბსოლუტურად გაუგებარია და დებატები, რომლებიც სახელმწიფო სათათბიროში გაიმართა, მხოლოდ ირონიას იწვევს და მეტს არაფერს.
- უკაცრავად ამ კითხვებისათვის, მაგრამ გაუგებარია თქვენთვის, როგორც პიროვნებისათვის ზოგადად თუ ადამიანისათვ ვის, რომელიც რუსეთში კარგა ხანს მუშაობდა?
- ერთიც და მეორეც. ყველაზე უფრო გაუგებარია ის არის, რომ პრეზიდენტი ლაპარაკობს ერთს და იგი არაფერს განსაკუთრებულს არ ხედავს იმაში, რომ საქართველო ცდილობდეს თავისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას თუნდაც ამერიკელების ან სხვა ქვეყნების დახმარებით. ეს სუვერენული სახელმწიფოს ჩვეულებრივი უფლებაა, ანუ ის უფრო რეალურად უყურებს, სათათბიროში კი ადუღდა ყველაფერი. მე არ მინდა კომენტარები ვაკეთო იმაზე, ვინ რა თქვა. ეს მათს სინდისზე იყოს.
- ბრიუსელში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე თქვენ შეხვდით სტუდენტური საბჭოს წევრებს. ეს მორიგი შეხვედრა იყო ახალგაზრდობასთან თუ რაიმე განსხვავებული მიზანი ჰქონდა?
- თქვენ იცით, რომ ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება სტუდენტური საბჭოს შექმნის შესახებ. თვითონვე შეარჩიეს ხალხი, დაახლოებით 30 კაცი. ამ შეხვედრაზე თითქმის ყველა მოვიდა.
მე აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდების ერუდიციით, პატრიოტიზმით, საღი და იმავდროულად, თავისუფალი აზრით, რაც თითოეულ გამოსვლაში გამოსჭვიოდა.
ეს არის თაობა რომელსაც იქნებ არანაკლები ისტორიული პასუხისმგებლობა დაეკისრება უახლოეს მომავალში, ვიდრე ჩვენს თანამედროვეებს: ნურავინ იტყვის, თითქოს დასრულდა ბრძოლა საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. დღეს ახალი ამოცანა გვაქვს: საქართველო აყვავებულ, სამაგალითო დემოკრატიულად უნდა იქცეს და ამას სჭირდება ახალგაზრდობის, სტუდენტობის ძალისხმევა. დარწმუნებული ვარ, ისინი თავის ადგილს აუცილებლად იპოვიან ამ მართლაცდა ისტორიულ ბრძოლაში.
ამ ახალგაზრდობის ნიჭი და შემართება ქვეყნისათვის უძვირფასესი პოტენციალია.
განსაკუთრებით მახარებს, რომ მათს მხარდამხარ იღწვიან ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები.
მაგალითად, შეხვედრაზე შესანიშნავი სომეხი ახალგაზრდა არნოლდ სტეფენიანი გამოვიდა ძალიან საინტერესო და საგულისხმო სიტყვით. ასევე იქნებიან აზერბაიჯანელებიც, მომავალში აფხაზები, ოსები, სხვები და სხვები. და, სხვათა შორის, სწორედ სტუდენტობა გამოდის ინიციატივით, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზ სტუდენტობასთან, ოსებთან და ასე შემდეგ.
ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ახალგაზრდობას სწორად ესმის თავისი, მე ვიტყოდი, დიდი დანიშნულება და პასუხისმგებლობა ქვეყნის, მისი ერთიანობის, დემოკრატიული წესწყობილებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის წინაშე. ასეთი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება და რეგულარულ ხასიათს შეიძენს.
- ამ დღეებში საქართველომ აღნიშნა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 85-ე წლისთავი...
- დიდი მადლობა ამ თემის წამოჭრისათვის, ჩვენი „დედა ეკლესია“, როგორც მე ვუწოდე ერთ-ერთ გამოსვლაში, ასეული წლების განმავლობაში ქართველი ერის სულიერი შემწე და მეოხი იყო.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამკვიდრების ტოლფასი მოვლენა და მისი წინაპირობაც იყო.
ვულოცავ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას ილია მეორეს ამ დიდ თარიღს, მისი სახით მთელ ქართულ ეკლესიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილებს ყოველთვის გვექნება მისი თანადგომისა და სულიერი შემწეობის იმედი.
საქართველოს სახელმწიფოს საინფორმაციო
სამსახური-საქინფორმი
„საქართველო კვლავინდებურად ერთგულია ორივე კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა, რადგან არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ეს შესაძლებელია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 მარტი. - №72 (4131). - 1, 2 გვ.
![]() |
49 „ჩემი მთავარი მიზანი სულაც არ არის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელება, არამედ ის, რომ გამოვიდნენ ძალები, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ დაწყებული საქმე - ქვეყნის დემოკრატიზაცია, დემოკრატიული აღმშენებლობა და ეკონომიკური აღმავლობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი
2002 წლის 25 მარტი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენი კომენტარი მირიან გოგიაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოტანილი სავარაუდო სიის შესახებ. ამ ფაქტს ხომ არ უკავშირდება თანამდებობიდან ქალაქის პოლიციის შეფის კახა ბაკურაძის გადადგომა? გარკვეული ძალები ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ...
- მირიან გოგიაშვილს შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ გუშინ შევხვდი. სიმართლე გითხრათ, მას არანაირი სია ჩემთვის არ წარმოუდგენია საერთოდ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან არა გვაქვს იმგვარი დამოკიდებულება, რომ რაიმე დირექტივებს გვაძლევდნენ - ვინ უნდა იმუშაოს და ვინ - არა, ვინ გავათავისუფლოთ თანამდებობიდან და ვინ შევინარჩუნოთ. ჩვენი თანამშრომლობის პრინციპი ამგვარ მიდგომას გამორიცხავს.
რუს და აფხაზ პოლიტიკოსებზე დაყრდნობით, რუსეთის მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა აპრილის შუა რიცხვებში აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის განხორ რციელება დაიწყება. რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, თუ ეს მორიგი რუსულ-აფხაზური პროვოკაციაა?
- არ ვიცი, როგორი წარმომავლობისაა ინფორმაცია, უფრო სწორად, დეზინფორმაცია, რომლის შესახებაც თქვენ ლაპარაკობთ. შეიძლება იყოს აფხაზური, რუსული ან სხვა რომელიმე ქვეყნის. ჩვენ აფხაზეთში არც აპრილში, არც მაისში ძალისმიერი მეთოდის გამოყენების არანაირი გეგმა არა გვაქვს. პირადად ჩემი გადაწყვეტილება ამგვარია - რადაც უნდა დაგვიჯდეს, ეს კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ.
აფხაზებიც და ოსებიც რეალურად მოქალაქეები არიან და საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს სურვილი, რომ სისხლით, მახვილითა და ცეცხლით დაიბრუნეს ტერიტორიები. ჩვენ მათ აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული მცდელობა აქვს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 31 იანვარს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უნდა გახდეს ჩვენი დიალოგისა და შეთანხმებათა მიღწევის საფუძველი.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას გადამხდელთა კავშირში გამართულ შეხვედრაზე, თქვენ დასაყრდენად თავიანთი დახმარება საქართველოს მსხვილმა ბიზნესმენებმა შემოგვთავაზეს. რამდენად განიხილავთ ამ ძალას, როგორც დამოუკ კიდებელ დასაყრდენს? თქვენი შეფასება ზოგიერთი მათგანის იდეასთან დაკავშირებით საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების თაობაზე?
რაც შეეხება ბიზნესმენების ძალას არა მარტო შეხვედრის მონაწილეებს, არამედ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს,იქნება ეს მსხვილი, საშუალო თუ მცირე, მართლაც სახელმწიფოს დასაყრდენი რეალური ძალაა. არაერთხელ დამისახელებია, რომ დღეს საქართველოს ბიუჯეტის 80 პროცენტი კერძო სექტორის ხარჯზე ივსება. ეს ის ხალხია, ვინც ბიზნესით არის დაკავებული, პროდუქციას ქმნის და რეალიზებას უკეთებს, ისინი სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული, შეიძლება სხვაზე მეტადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით. მიმაჩნია, რომ საქართველოში უკვე არის ბიზნესი, საბანკო სექტორი, რაც ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური გაჯანსაღების ტემპი და მასშტაბი ყოველთვიურად გაძლიერდება. ჩვენ ამ გზაზე უკვე ვდგავართ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებას, ორმა პიროვნებამ განაცხადა, რომ იქნებ სამი წელი არ ეყოს პრეზიდენტს და დავუმატოთო ვადა. იქვე პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას. ჯერ ერთი - სამი წელი ცოტა დრო არ არის, ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ სამი წლით ირჩევენ პრეზიდენტებს, მე კი სამი წელი დამრჩა, ჩემი მთავარი მიზანი სულაც არ არის საპრეზიდენტო ვადის გარძელება, არამედ ის, რომ გამოვიდნენ ძალები, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ დაწყებული საქმე - ქვეყნის დემოკრატიზაცია, დემოკრატიული აღმშენებლობა და ეკონომიკური აღმავლობა. ასეთი ძალები კი საქართველოში მოიძებნება. ვფიქრობ, იმ ორი პიროვნების გამოსვლა ამ წინადადებით იმდენად ჩემდამი დამოკიდებულებით კი არ იყო განპირობებული, არამედ იმ ძალების ერთგვარი იმედგაცრუებით არსებობენ ძალები, როლებიც დაწყებული საქმის ღირსეულად გაგრძელებას შესძლებენ. ამის თაობაზე მეტს ნუღარ მკითხავთ არავითარი პრეტენზია არა მაქვს და არც იქნება, ამას არ დავუშვებ.
ავსტრალიის ტელევიზია „ეს-პი-შს“: ქართულ ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებით გახშირდა რუსეთის მთავრობის აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ. როგორ აფასებთ ამ ფაქტს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ განცხადებათა ფონზე, საქართველოში საშიში ნიადაგი მზადდება. რას იღონებთ რუსეთის ბოლოდროინდელი მუქარის გასანეიტრალებლად?
- რატომ უნდა ინერვიულოს რუსეთმა, თუ საქართველოს ამერიკასთან კარგი ურთიერთობა ექნება, ან პირიქით, ამერიკის აგრესია რატომ უნდა გამოიწვიოს რუსეთ-საქართველოს პოზიტიურმა თანამშრომლობამ. საერთოდ, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა ითვალისწინებს ყველა სახელმწიფოს შორის ნორმალურ, კარგ ურთიერთობას, ამასთან დახმარებასაც თუ გაგვიწევს ესა თუ ის ქვეყანა, კიდევ უკეთესი. რაც შეეხეება მუქარას, საქართველო მცირერიცხოვანი ერია, მას არც ძლიერი არმია ჰყავს, მაგრამ ნერვები საკმაოდ მაგარი გვაქვს და ეს მუქარა მაინცდამაინც არ გვაღელვებს. მგონი თავად რუსეთში უნდა გაარკვიონ, რატომ ხდება ასე, როცა ქვეყნის პრეზიდენტს აქვს ერთი პოზიცია, ხოლო სახელმწიფო სათათბიროში კი რადიკალურად განსხვავებულ აზრს გამოხატავენ, თუ ერთი ქვეყანაა, ამგვარი წინააღმდეგობანი არ უნდა არსებ ბობდეს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“: საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლა, საერთაშორისო გაერთიანების ყურადღების ცენტრში მოექცა. დაახლოებით ხომ ვერ გვეტყვით, როდის არის ნავარაუდევი ამერიკელი სამხედროების პირველი ჯგუფის ჩამოსვლა? თქვენი აზრით, არსებული ფინანსური პრობლემების ფონზე, საქართველოში ეფექტიანი არმიის ფორმირებისათვის საკმარისი იქნება თუ არა მათს მიერ დაგეგმილი ტრენინგების გამართვა?
- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ამერიკელებთან საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. სასაზღვრო ძალები ქვეყნის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილია, ისინი იცავენ საზღვარს, მათს ფორმირებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ძირითადად ეს არის კონგრესის გადაწყვეტილებით აღმოჩენილი ფინანსური დახმარება. დღეს თუ ჩვენ გვყავს სამხედრო ძალა, სწორედ ამერიკის კონგრესის დახმარების წყალობით.
რაც შეეხეება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ამ საქმიანობას ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვეწევით. დაახლოებით ერთნახევარი წლის წინათ აქ სამხედრო, ექსპერტთა დიდ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, მათ შეისწავლეს ჩვენი არმიის მდგომარეობა და შეიმუშავეს მისი რეფორმირების გეგმა, ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებანი. ეს გეგმა თითქმის მზად არის, მის შემუშავებაში ამერიკელ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები.
ბოლო დროს ეს სამუშაოები ინტენსიური გახდა, გამოჩდნენ ამ გეგმის კონკრეტული რეალიზატორები, რომლებიც მზად არიან დახმარება გაუწიონ ქართული არმიის ცალკეული ნაწილების ფორმირებას, რომელთა ძირითადი დანიშნულება ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელებაში მონაწილიობაა. ახლა საქართველოში რამდენიმე სამხედრო ექსპერტი იმყოფება, ახლო მომავალში კიდევ ჩამოვლენ. ქართული არმიის რეფორმირების პროცესი უკვე რეალურად დაიწყო. ამაში კი რუსეთის მხრიდან ვერანაირი განგაშის საფუძველს ვერ ვხედავ. ბოლო დროს მქონდა შეხვედრები ნატოს, ევროკავშირის ხელმძღანელობასთან, მათ არ დაუსვამთ ანალოგიური შეკითხვები ჩემთვის, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა, თუნდაც სამხედრო, ნორმალური მოვლენაა.
გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“: ბატონო პრეზიდენტო, საქართველოსადმი რუსეთის პრეზიდენტისა და სახელმწიფო სათათბიროს წევრების განსხვავებული პოზიციის ფონზე, როგორია საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების დამოკიდებულება?
- რუსეთის პრეზიდენტთან საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. რაც შეეხება ბოლო მოვლენებს, კერძოდ საქართველოს არმიის ფორმირებაში ამერიკის სამხედრო ექსპერტების მონაწილეობას, ბატონ პუტინს ნორმალურ მოვლენად მიაჩნია. მან განაცხადა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და აქვს უფლება თავად განსაზღვროს თუ რომელ ქვეყანასთან ითანამშრომლოს, თუნდაც სამხედრო სფეროში. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სხვა განწყობილებაა: დეპუტატების ნაწილი საკმაოდ აგრესიულად არის განწყობილი. არ ღირს ამ გარემოების დრამატიზება. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი როდი ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს არის პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ნორმალური პროცესი.
გაზეთი „ახალი თაობა“: ომი, რომელიც „მოქალაქეთა კავშირის“ დაუფლებისათვის ორ ძალას შორის დაიწყო, ბინძური კომპრომატების ომში გადაიზარდა. პრინციპში, თქვენ ისევ ამ პარტიის წევრი ხართ, ეს ხალხიც სწორედ თქვენთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რა ფორმით აპირებთ ამ დაპირისპირებაში ჩარევას?
- სიმართლე გითხრათ, არ მიმიღია ამ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება. იგი ჩემი შექმნილია. მაშინ „თბილისელთა“ მოძრაობის ინიციატივით გამართულ გრანდიოზულ შეხვედრაზე დავარწმუნეთ მოძრაობის წევრები, რომ ეს ახალგაზრდები მიგვეღო და ასე შეიქმნა „მოქალაქეთა კავშირი“. იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე აღარ ვარ, არ ვაპირებ პარტიიდან წასვლას. „მოქალაქეთა კავშირში“ ათასობით ადამიანი გაერთიანდა იმიტომ, რომ ამ პარტიასთან საქართველოს პრეზიდენტი იყო დაკავშირებული. არ მინდა ამ ხალხს იმედი გავუცრუო. ვიცი, რომ გავიდე პარტიიდან, ამ ხალხის დიდი უმრავლესობაც დატოვებს მის რიგებს. ბევრი ნაკლოვანების მიუხედავად, ქვეყნის სტაბილურობის საქმეში „მოქალაქეთა კავშირმა“ მაინც დიდი წვლილი შეიტანა.
ჩვენ უნდა გავერკვეთ, რა ხდება, რამდენად მართლზომიერია გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც განაცხადა პარტიის მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ ოპოზიციური ძალაა. ამის გამოცხადების უფლება მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ყრილობას აქვს და არა ცალკეულ ჯგუფებს. ჩემთვის მისაღებია „მოქალაქეთა კავშირის“ ერთი ნაწილის მოთხოვნა, რომ მოეწყოს შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. პირადად დავესწრები ამგვარ შეხვედრას და გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას გადაწყვეტილება იმის შესახებ, „მოქალაქეთა კავშირი“ ოპოზიციური ძალა უნდა იყოს თუ პრეზიდენტთან თანამშრომლობდეს, მხოლოდ ყრილობის კომპეტენციაა.
დარწმუნებული ვარ, პარტიაში იქნება მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტს ოპოზიციაში ედგას. „მოქალაქეთა კავშირის“ დიდი უმრავლესობა კი მხარს უჭერს პრეზიდენტს.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის შესახებ ეროვნულმა ანტიკოპ პუფციულმა ბიურომ უკვე წარმოადგინა სამინისტროებისა და დეპარტამენტების შემცირების პროექტი. რამდენად რეალურია ამ პროექტის განხორციელება? ასევე საუბარი იყო სახელმწიფო მინისტრის ფუნქციების გაფართოებაზეც...
- ქვეყანაში რეფორმები მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან, ისე სამინისტროების რაოდენობის შემცირებასთან. დღეს მზად არა ვარ, დავასახელო თუ კონკრეტულად რამდენი სამინისტრო დარჩება. ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ ეფექტიანი, ამავე დროს ეკონომიკურად გამართლებული მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული აპარატი. ამგავარი კადრი შეიძლება მაღალი ხელფასის პირობებში მოვიზიდოთ, მაღალი ანაზღაურების წყარო კი საკადრო შემცირებაა. ჯერჯერობით ეს საკითხი განხილვის პროცესშია. აუცილებლად განხორციელდება გონივრულად შემცირება და არა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით 500 ადამიანი გათავისუფლდეს. ჩვენ შემცირებულ თანამშრომელთა ბედზეც უნდა ვიფიქროთ.
რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრისათვის ფუნქციების გაფართოებას, თავად ავთანდილ ჯორბენაძე არ აყენებს ამ საკითხს. მას თითქმის ყველა ის უფლება აქვს, რომელიც სხვა ქვეყნებში პრემიერ-მინისტრებს აქვთ. ბატონი ავთანდილი არაფრით შეზღუდული არ არის, იგი ძალიან საინტერესოდ მუშაობს, ინიციატივიანად, საკმაოდ ბევრს შრომობს, სერიოზული კონტაქტი აქვს ყველა უწყებასთან, სამინისტროსთან, რეგიონთან, პოლიტიკურ გაერთიანებასთან, პარლამენტთან. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მინისტრმა ამგვარად უნდა გააგრძელოს საქმიან ნობა იმ შემთხვევაში, თუ დამატებით იქნება საჭირო პრეზიდენტის უფლებათა დელეგირება, მზად ვარ, ეს გადაწყვეტილებაც მივიღო, რადგან ეს უფლებები საიმედო ხელში იქნება.
გაზეთი „ვრემია ნოვოსტეი“: თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ანტიტერორისტულ კოალიციაში. არის მოსაზრება, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის დაწყება ირანისა და ერაყის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. მიგაჩნიათ თუ არა რეალურად ამგვარი შესაძლებლობა?
- საკითხი ამგვარად არ დგას. არავის მოუმართავს ასეთი თხოვნით ვფიქრობ, თუ სადმე არსებობს ამ ფორმატით რაიმე გეგმა, საქართველოს პრეზიდენტს აუცილებლად შეატყობინებდნენ.
გაზეთი „თუთარჩელა“: ამ ერთი კვირის წინათ ბატონმა ასლან აბაშიძემ აჭარის ტელევიზიით ისაუბრა ნუგზარ საჯაიას ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ. მან განაცხადა, რომ იგი მოკლულია. თვით პროკურატურის მოქმედებაც ამაზე მიგვანიშნებს. გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ნურავინ იფიქრებს, თითქოს ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობის საქმე გაიხსნება. ბატონმა ასლანმა განაცხადა, რომ მისდამი მიმართული ყველა განუხორციელებელი ტერორი მთავრობის დაცვის სამსახურის მიერ ინსპირირებული იყო, მან ნუგზარ საჯაიას მკვლელობაც ასევე მათ რიგს მიაკუთვნა. ამ ნათქვამზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, ნუგზარ საჯაია ხელისუფლებამ მოკლა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საინტერესოა გამომძიებლის მიდგომა ამ საქმისადმი. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა დეპუტატის დაკითხვა, თენგიზ კიტოვანის მოსკოვიდან ჩამოყვანა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა. რატომ აქვს ასლან აბაშიძეს ამგვარი განცხადების პირდაპირ გაკეთების უფლება? თუ ეს ასეა, რატომ არ ხორციელდება გამოძიება? ვინ დგას ამ თვითმკვლელობის უკან?
- აქ სამი საკითხია. ის, რომ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ დაცვის სამსახური ტერაქტებს გეგმავდა, აბსოლუტური სიცრუეა. თუ მსგავსი ფაქტი არსებობს, კონკრეტულად უნდა დასახელდეს. გამოძიებაა საჭირო. იმ ქვეყანაში ცხაოვრება არ ღირს, სადაც ხელისუფლება ხელქვეითის მიმართ ტერორისტულ აქტებს გეგმავს.
თუ ხაჩიშვილს ეყრდნობიან, იგი სასჯელს იხდის და ბოლომდე მოიხდის. ხაჩიშვილის საქმის გამოძიება ბათუმში არ განხორციელდება, პროკურატურამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა ასე გადაწყვიტეს.
რაც შეეხება ბატონ ნუგზარ საჯაიას ტრაგიკულ აღსასრულს, მჯერა, პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ საკითხს. კიტოვანი არ არის ის პიროვნება, რომლის ჩამოყვანაც დიდი პრობლემაა, გამოყენებული იქნება სათანადო მეთოდები.
თუ ვინმემ საქართველოში ნუგზარ საჯაიას გარდაცვალება განიცადა მისი ოჯახის გარდა, ყველაზე მეტად საქართველოს პრეზიდენტმა, რადგან იგი ჩემთვის არ იყო ჩვეულებრივი თანაშემწე და თანამოაზრე. ამიტომ, ინსინუაციები, რომ ნუგზარ საჯაია მოკლეს, ვიღაც ამით დაინტერესებული იყო, მიმაჩნია, რომ ამით მას კიდევ ერთხელ ესვრიან ტყვიას.
საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: ბატონო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო დაინტერესებულია ჩეჩნეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისის ხეობას სტოვებენ ბოევიკთა და კრიმინალთა ჯგუფები. ხომ არ ნიშნავს ეს ფაქტი, რომ პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაცია აღარ განხორციელდება? ამასთან დაკავშირებით, რა სიახლეა ჩეჩენი ლტოლვილების მშობლიურ კერებში დაბრუნების თვალსაზრისით?
- პანკისის ხეობაში არ იგეგმება სამხედრო ოპერაციის განხორციელება. ერთი ოპერაცია, ანუ ბლოკ-პოსტების ხეობის სიღრმეში გადაადგილების პროცესი უკვე დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ ხეობაში მაინც იმყოფებიან კრიმინალთა ცალკეული ჯგუფები, ახლა იქ მდგომარეობა არ არის კატასტროფული. უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა იციან მათი არსებობის შესახებ და კონკრეტულ ღონისძიებებსაც გეგმავენ. ასე რომ, ხეობაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის განხორციელების აუცილებლობა არ არის. რაც შეეხება ჩეჩენი ბოევიკების ცალკეული ჯგუფების მიერ ხეობის დატოვებას, მათ არც შემოსვლაზე უკითხავთ ნებართვა, რუსმა სამხედროებმა აიძულეს ეს ხალხი, რომ საქართველოს საზღვარი გადმოეკვეთათ. პანკისის ხეობაში ლტოლვილთა ძირითადი მასა ბავშვები, ქალები და მოხუცებია. მათი დაბრუნების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან მქონდა საუბარი. გადაწყდა, რომ აქ ჩამოვა საგანგებო კომისია, რომელიც კონკრეტულად შეისწავლის მდგომარეობას, ჩვენ კი მათ შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: რით არის გამოწვეული რუსეთის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საკმაოდ მკაცრი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო აფხაზეთში საომარი მოქმედების განახლებისათვის ბაზას ამზადებს. რა არის ამგვარი განცხადების საფუძველი? ამ ფონზე, საქართველო რუსეთის თანამშრომლობის კრიზისი რით შეიძლება განეიტრალდეს? თქვენი კომენტარი...
- საქართველო არ ემზადება აფხაზეთში შესაჭრელად, საომარი მოქმედების განახლებისათვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი კატეგორიულად გამოვრიცხავ კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პოლიტიკური დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამისათვის არსებობს სათანადო რესურსი, სამართლებრივი ბაზა რაც შეეხება რუსეთის, სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ამის კომენტირების სურვილი ნამდვილად არა მაქვს.
მიმაჩნია, რომ თავად რუსეთი უნდა გაერკვეს საკუთარ პოზიციაში. რუსეთის პრეზიდენტი ერთს ლაპარაკობს, სათათბიროს წევრები - საწინააღმდეგოს. ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი გაერკვევა სიტუაციაში. არა მგონია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაუარესდება, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას სწორედ ამ ქვეყნების პრეზიდენტები და მათს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს. საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს კი ნორმალური ურთიერთობა აქვთ, აქედან გამომდინარე ჩვენ შევეცდებით ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, არსებული პრობლემები დავძლიოთ.
რადიო „იმედი“: გადამხდელთა კავშირში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა იყო. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ამგვარი პროგნოზი და რამდენად საფუძვლიანია იგი?
- ეს უცოდინარობამ გამოიწვია, უვიცობამ ან ბოროტებამ, არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტებად იბადებიან და ყველაფერში ბოროტებას ეძებენ. რა არის უზურპაცია, რომ კაცმა თქვა, პრეზიდენტობის ვადა ორი წლით გავაგრძელოთო? პრეზიდენტმა კი ეს კატეგორიულად უარყო. ერთ-ერთ გაზეთში ამოვიკითხე, რომ თითქოსდა საქართველოში ფეოდალიზმი ყალიბდება. ცოტათი გამოვფხიზლდეთ და გავერკვეთ - რა არის ფეოდალიზმი და რა არის დემოკრატიული საქართველო? ისე ბევრს კი მოუხდებოდა ფეოდალიზმი.
გაზეთი „ალია“: რამდენად წარმატებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში უშიშროების მინისტრის ვიზიტი?
- ეს იყო ვალერი ხაბურძანიას პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უშიშროების მინისტრის რანგში. უწყებათა ხელმძღვანელები ერთმანეთს უნდა იცნობდნენ. შეხვედრისას განიხილეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. ჩვენ დაბეჯითებით ვთხოვთ რუსეთის კომპანიებსაც, განსაკუთრებით „ლუკოილს“, მონაწილეობა მიიღოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში. ამგავარ საკითხებზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, სხვა დაინტერესებულ ქვეყნებთან. სახელმწიფოს უშიშროების შექმნა გლობალური მასშტაბის პრობლემაა.
„ალია“: თვის დამლევს თქვენ აპირებთ ფოთში ჩასვლას, გავკადნიერდები და რჩევას მოგცემთ, იქ ვერტმფრენით გაემგზავროთ, რადგან თქვენი კორტეჟი ვერ გაუძლებს ჩვენს „საამაყო აბრეშუმის გზას“...
- შეზღუდული რესურსების პირობებში ფოთის რაიონში საავტომობილო გზა მოწესრიგებულია. წყდება დიდი საკითხი. ევროკავშირში დავაყენე საკითხი, რომ განხორციელდეს საავტომობილო მაგისტრალების ბაქო-თბილისი-ფოთი-ბათუმის რეაბილიტაცია. რეგიონალური მასშტაბის პროექტისათვის უკვე დაიწყო სამუშაოები თანამედროვე მასშტაბის მაგისტრალების მშენებლობას დაახლოებით მილიარდი დოლარი დასჭირდება.
რადიო „ბი-ბი-სი“: საქართველოს პარლამენტში გრძელდება დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის განხილვა. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ამგვარი კანონის მიღება. თუ გაეცანით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ალტერნატიულ კანონპროექტს? რომელი მათგანია რეალური?
- კანონპროექტის პირველი ვარიანტის შემუშავებაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, ასე რომ, დეტალებზე ვერ ვილაპარეკებ. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, იუსტიციის სამინისტრო მასზე საკმაოდ დიდ ხანს მუშაობდა, კონსულტაციებს აწარმოებდა უცხოელ კოლეგებთან, ეს საკმაოდ რთული თემაა, ამის შესახებ კანონის მიღებაც საკმაოდ დიდ სიფრთხილესთან და წინდახედულებასთან არის დაკავშირებული. საქმე ეხება ქონებას, მის ჩამორთმევას.
საქინფორმი
„ჩემი მთავარი მიზანი სულაც არ არის საპრეზიდენტო ვადის გაგრძელება, არამედ ის, რომ გამოვიდნენ ძალები, რომლებსაც შეუძლიათ გააგრძელონ დაწყებული საქმე - ქვეყნის დემოკრატიზაცია, დემოკრატიული აღმშენებლობა და ეკონომიკური აღმავლობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 მარტი. - №72 (4131). - 1, 3 გვ.
![]() |
50 სადღესასწაულო მილოცვა აზერბაიჯანელებს |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო თანამემამულე აზერბაიჯანელებო, გულითადად გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, ბუნების გამოღვიძებისა და სიცოცხლის განახლების დღესასწაულს.
აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების მანძილზე დიდი რუდუნებითა და სიყვარულით აღნიშნავს „ნოვრუზს“ და ყოველ დღესასწაულს განახლებული ენერგიითა და განსაკუთრებული იმედით ხვდება.
ამ ღირსსახსოვარ დღესასწაულს საქართველოშიც უძველესი დროიდან იცნობდნენ და დიდი პატივით ეკიდებოდნენ, რისი დასტურიცაა შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც ნოვრუზ ბაირამი საუკეთესო სიტყვებითაა შემკობილი.
ეს დღესასწაული სხვა საზეიმო დღეებთან ერთად ფართოდ აღინიშნება საქართველოს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებსა და დედაქალაქში, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ლხინისა და ჭირის ერთიანობას.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა, როგორც თქვენი პრეზიდენტის გულითადი სურვილებით გაჯერებული საჩუქარი, რომელიც თითოეულ აზერბაიჯანულ ოჯახს ეკუთვნის.
ედუარდ შევარდნაძე
სადღესასწაულო მილოცვა აზერბაიჯანელებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 მარტი. - №72 (4131). - 1 გვ.
![]() |
51 „როგორ არ გვეშველება! გვეშველება!“ |
▲ზევით დაბრუნება |
მთავრობის გუშინდელი სხდომის დასასრულს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში თეიმურაზ შაშიაშვილმა გააკეთა განცხადება, კერძოდ, იმის შესახებ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების გარეთ გაცილებით მეტია კორუფცია და მისი სუბიექტები ყოველგვარ ზნეობასთან და მორალთან მწყრალად მყოფი ადამიანები არიან. იგივე აზრი გამოთქვა თავის მოკლე გამოსვლაში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბონდო ჯიქიამ. ორივემ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ პოლიტიკური ბრძოლის ჟინით შეპყრობილი ზოგიერთი მყვირალა პოლიტიკოსი ისეთი ცილისწამების ნიაღვარს უშვებს, რომ ზოგჯერ კიდეც გვიკვირს, თუ სად იღებს სათავეს ასეთი სიბინძურით გაჯერებული ფანტაზია...
საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ რწმუნებულების გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა:
- როგორ უნდა გიპასუხოთ? ეს ჩემთვის ძალიან ძნელია, - თქვა მან. - თუ გადავალთ გოდებაზე, ტირილსა და მოთქმაზე, რაც არც თქვენთვის არის მისაღები და არც ჩემთვის, მაშინ, ალბათ თქვენზე ნაკლები სალაპარაკო არც მე მაქვს. მაშინ მე უნდა დავიწყო მოთქმა, ტირილი, მაგრამ მე ვალდებული ვარ, ანგარიში გავუწიო იმას და ვიფიქრო იმაზე, როგორი მაგალითი უნდა მივცე ჩემს თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს, ჩემს ხალხს.
თქვენ ტყუილად გგონიათ რომ მოსახლეობას რაიმე ეშველება ერთი-ორი წლის განმავლობაში, შეიძლება ტყუილით, მონაჭორით ადამიანზე გარკვეული აზრი ჩამოყალიბდეს, მაგრამ ყველა წესიერი ადამიანისთვის პატიოსანი კაცი პატიოსან კაცად დარჩება. საქართველოში 80-90 პროცენტი მაინც წესიერი ხალხია, ვინც თავისი შრომით ცხოვრობს, ლუკმა პურს შოულობს, ზოგიერთი შიმშილობს კიდეც.
ისინი ძალიან აფასებენ პატიოსნებას, წესიერებას, ობიექტურობას, ადამიანურობას და იმასაც, რომ ბევრი თქვენგანი, მათ შორის, თქვენი მონამორჩილიც იტანს იმას, რისი ატანაც ნორმალურ ადამიანს ძალზე გაუჭირდებოდა. მაგრამ, როცა ქვეყანას სჭირდება, უნდა ემსახურო და თავი გაწირო კიდეც მისთვის (თავის გაწირვა მარტო ის კი არ არის, წყალში გადავარდე და იძახო საქართველო მიყვარსო) თავის გაწირვა ნიშნავს იმასაც, რომ მოითმინო ის, რისი მოთმენაც ნორმალური ადამიანისათვის ძალიან ძნელია, რადგან ქვეყანას ასე სჭირდება სხვა გამოსავალი არ არის.
მე ხომ ხელის გულზე მიდევს მთელი საქართველო - ძველიც და ახალიც და ძალიან კარგად ვიცი, სად არის სამარცხვინო მოვლენები და ასე შემდეგ და არც ამის ანალიზის უნარი დამიკარგავს.
მაინც მგონია, რომ საქართველო წინ მიდის, თემურ, შენ რომ ამბობ, ჩვენი წინაპრები დამოუკიდებლები იყვნენო, მითხარი, რამდენი საუკუნე იყო საქართველო დამოუკიდებელი? ეს არ არის ერთი და ორი საუკუნე და ამ საუკუნეებში რამდენი გამყიდველი, რამდენი ფლიდი, რამდენი მოღალატე იყო, რომელიც ზურგში დანას ჩასცემდა თავის ძმას, თავის თანამებრძოლს და რამდენი მაგალითია ასეთი.
თუ ვინმეს ეამაყება ჩვენი წარსული, მეც მეამაყება და ავად თუ კარგად, წარმოდგენა მაქვს მასზე. ჩვენ ბევრი გვაქვს საამაყო და უბადლო მაგალითებიც ბევრია, მაგრამ ყველა არ იყო ცოტნე დადიანი, არც გიორგი ჭყონდიდელი.ყველა საუკუნეში ბევრი იყო მოღალატე, რომლისთვისაც საკმარისი იყო პატარა ფულის ნიშანი გვეჩვენებინა და ძმას მოკლავდა. რამდენჯერ დაინგრა და დაწიოკდა საქართველო. ბოლოს და ბოლოს, დღეს ავად თუ კარგად მივდივართ იმ მდგომარეობამდე როცა შეგვიძლია ვილაპარაკოთ წესიერ საქართველოზე და იმ საქართველოზე, რომელიც მართლა დამოუკიდებელი იქნება, რომ მელიც საღ აზრს სცემს პატივს, ანგარიშს უწევს პატრიოტებს. ამ გზას ვერ ასცდება საქართველო, თუ თვითონ არ ჩავიდენთ რაიმე უმსგავსობას.
ხანდახან მდგომარეობაც აიძულებს და უბიძგებს ადამიანებს ჩაიდინონ აუგი საქციელი. მეძავები ახსენეს, ცამეტი-თოთ თხმეტი წლის ბავშვი რომ ქუჩაში გავა, ეს არის გაჭირვების, ოჯახის გასაჭირის შედეგი. ზოგიერთი დედა ზოგჯერ პირდაპირ უბიძგებს თავის შვილს, გადი და იშოვე ფულიო. რომელი ნორმალური დედა გააკეთებს ამას? ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევქმენით ის ქვეყანა, რომელიც გარანტია იქნება პატიოსანი ადამიანის ცხოვრებისათვის ვინ ვერ შექმნა? მე თუ თქვენ? ყველამ ერთად. როცა საქართველომ დაუშვა ის შეცდომები, რამაც გამოიწვია ქვეყნის ნგრევა იმის აღდგენა, იმის გამოსწორება (7 წელია, თავს ვწირავთ, ვასწორებთ) უაღრესად ძნელია.
ძალიან ბევრია დამოუკიდებელი საზოგადოებაში შექმნილ ფსიქოლოგიურ კლიმატზე. მე დიდ ანგარიშს ვუწევ საზოგადოებრივ აზრს. ახლა მთელ საქართველოში რომ ჩაატაროთ საზოგადოებრივი გამოკითხვა თემურ შაშიაშვილზე ან ბონდო ჯიქიაზე, ვინ იტყვის მათზე, რომ ისინი მექრთამე და გამომძალველები არიან? თარგამაზე და ვიღაცეები შევარდნაძეზე ბევრ რაღაცას წერენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც ვარ და ვინც ვარ ჩემთვის და ჩემი ქვეყნისათვის.
ვინც პატიოსნების გზას არ ადგას, მასაც კი არ სურს ასეთი წესით ცხოვრება.
მე არ დამავიწყდება შეხვედრა ჩვენს ბიზნესმენებთან. შესაძლოა, პირველ წლებში მათ დახმარება გავუწიეთ რაღაც გზებითა და საშუალებებით მე ყველას ვეხმარებოდი - ბანკირებს, ბიზნესმენებს, რადგან ვიცოდი, საქართველოში რაც მეტი იქნება მდიდარი, პროდუქციის, დოვლათის შემქმნელი ხალხი, მით უფრო ადრე გამოვალთ კრიზისიდან. მე ამ ხალხს შევხვდი და მეამაყება, როცა ისისნი ამბობენ: ჩვენ გვაინტერესებს ძლიერი სახელმწიფო იმიტომ, რომ სხვა დამცველი არავინ გვყავს ჩვენ დაგვიცავს ძლიერი სახელმწიფო და თუ იგი გვიცავს, გაცილებით მეტი დოვლათის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ბიუჯეტში მეტი თანხის შეტანა შეგვიძლია.
ვერც ერთი თქვენთაგანი ბრალს ვერ დამდებთ, რომ თქვენს ზურგს უკან არ დგას ქვეყნის პრეზიდენტი. არც ისე იოლია თავის დაცვა, თუ სახელმწიფო არ იცავს თითოეულ თქვენგანს, არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს კოლეგებს მე სინდისი აბსოლუტურად სუფთა მაქვს. თემურ, შენი გამოსვლებიც მომისმენია და ხანდახან მომითმენია ის, რაც არ უნდა მომეთმინა და მაშინვე უნდა შეგდავებოდი. ყოფილა შემთხვევა, რომ ოდესმე შემეჩერებინე? შეიძლებოდა შედავებაც, მაგრამ მე ვიცი, რომ შენ ერთგული, პატიოსანი, თავგანწირული ხარ, შენც, ბონდოც, სხვები, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თქვენ ყველანი ჩემი თანამებრძოლები, თანამოაზრეები და მეგობრები ხართ, მე თქვენი დამცველი ვარ. მითხარით ერთი მაგალითი, თუ პრეზიდენტზე იყო ეს დამოკიდებული, რომ პატიოსანი კაცი დაისაჯა. შეიძლება ის პატიოსანი კაცი დაისაჯა, რომელიც არაფერს აკეთებდა. საქართველოს ასეთი პატიოსნები კი არ უნდა, საჭიროა პატიოსანი ადამიანები, რომლებიც რაღაცას ქმნიან, აკეთებენ და შედეგები არის. ქუთაისში არ გაქვთ შედეგები? ქუთაისური თვითმფრინავით ჩამოდიხარ თბილისში, ქუთაისური მანქანით, ბევრი რამ ამუშავდა, განა ეს საქმე არ არის?
მე ის მინდა გითხრათ, რომ მარტო ხალხმა კი არა, ჩვენც უნდა ვისწავლოთ იმის დანახვა, რომ კეთდება სასიკეთო საქმე. ბევრი კეთდება დღევანდელ საქართველოში სასიკეთო, გავა ორი, სამი წელი და შედეგებს თავად დაინახავთ. უფრო ადრე იმ გზის გავლა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, შეუძლებელი იყო.
პირველად ვამბობ სახალხოდ და საჯაროდ: რომ არ ყოფილიყო შევარდნაძის სახელი და ავტორიტეტი, ჩვენი ხალხი 1992-93-94 წლებში შიმშილით ამოწყდებოდა. დღეს უკვე საქართველო თვითონ არის აღიარებული ისეთ ქვეყნად, რომელიც დემოკრატიული განვითარების გზაზე მყარად დადგა და ებრძვის კორუფციას. საერთაშორისო გაერთიანება დიდად აფასებს ჩვენს პოზიციას: საქართველო ვერ შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თუ კორუფციას არ მოსპობს. მჯერა, მოვსპობთ კორუფციას, დავამარცხებთ მას. მუშაობს ანტიკორუფციული საბჭო. სხვათა შორის, მინდა წაიკითხოთ ის დოკუმენტი, რომელიც მირიან გოგიაშვილმა შეიმუშავა თავის კოლეგებთან ერთად და რომელსაც ექვსი თვის განმავლობაში თორმეტი კაცი ქმნიდა. ეს მთელი პროგრამაა. თუ ჩვენ მას სამი-ოთხი წლის განმავლობაში შევასრულებთ, კორუფცია, ძირითადად დამარცხდება.
კორუფციისაგან აბსოლუტურად თავისუფალი არც ერთი ქვეყანა არ არის. მე ყოველ შემთხვევაში, არ ვიცნობ ისეთ სახელმწიფოს, სადაც იგი მინიმალური მასშტაბით მაინც არ იყოს. ხოლო ის, რასაც კორუფციის ავადმყოფური მასშტაბი ჰქვია, ნამდვილად შეიძლება ყველამ ერთად დავამარცხოთ ყველაზე მეტად იცით რამ შემაწუხა? გულგატეხილობის ელემენტები შევნიშნე - რა ვქნათ, რა გვეშველებაო. როგორ არ გვეშველება! გვეშველება! თუ ახალა ყველაზე პატიოსანი ასი ათასი კაცია, გაისად უნდა იყოს ორასი ათასი, მერე - მილიონი, მერე ხუთი მილიონი!
საქინფორმი
„როგორ არ გვეშველება! გვეშველება!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 28 მარტი. - №75 (4134). - 1,2 გვ.
![]() |
52 ბატონ აკაკი და ქალბატონ ბაია დვალიშვილებს |
▲ზევით დაბრუნება |
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ქართული თეატრისა და კინოს შესანიშნავი მსახიობის, ქალბატონ მარინეს გარდაცვალების გამო. იგი თავისი მშვენიერებით ალამაზებდა ჩვენს ყოფას და მისი წასვლით ეს სილამაზეც გაფერმკრთალდება.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ აკაკი და ქალბატონ ბაია დვალიშვილებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 28 მარტი. - №75 (4134). - 1 გვ.
![]() |
53 „დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს მეგობრებს მთელ მსოფლიოში აინტერესებთ: საქართველომ მიაღწიოს ისეთ დონეს, რომ ადამიანის უფლებები გარანტირებულად იყოს დაცული“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
1 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასული კვირის მთავრობის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმალური დამოკიდებულების საკითხი. რას ნიშნავს ეს და გარდა ამისა, კიდევ რას გამოყოფდით გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უპირველესად, დიდი სოციალური მნიშვნელობის პროექტის შესახებ: მთავრობის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი - „მინიმალური ხელფასის და საარსებო მინიმუმის თანაფარდობის გაუმჯობესების 2002-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“. რა თქმა უნდა. ეს პროექტი წინასწარ სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან იქნა განხილული სხვა სამინისტროების მონაწილეობით. საბოლოოდ იგი ჩამოყალიბდა, როგორც პრეზიდენტის განკარგულება.
წარმოდგენილი პროგრამა გულისხმობს ღონისძიებათა მთელი კომპლექსის განხორციელებას - მინიმალური ხელფასის სოციალური ფუნქციის გასაძლიერებლად.
ერთ-ერთი მიზანია, მაგალითად რეალური ხელფასის ზრდა და მისთვის სამუშაო ძალის კვლავწარმოების ფუნქციის მინიჭება.
პროგრამა, ძირითადად, ითვალისწინებს არსებული ფინანსური რესურსების უფრო რაციონალურ და მიზნობრივ გამოყენებას, იგულისხმება, აგრეთვე ამ სფეროში კორუფციისა და პროტექციონიზმის ელემენტების ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი საბოლოო ლიკვიდაცია.
განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა დასაქმებისა და შრომის ანაზღაურების, აგრეთვე, შემოსავლების სხვა სახეობათა ლეგალიზაციასა და ეკონომიკის სოციალური ორგანიზაციის გაძლიერებისათვის საგადასახადო მექანიზმების სრულად ამოქმედებას.
პროგრამის ძირითადი მიზანია დაქირავებულ მუშაკთა მიხედვით სიღარიბის დონის თანდათანობით შემცირება და პირობების შექმნა შემდგომში მისი ლიკვიდაციისათვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის დაძლევის საპრეზიდენტო პროგრამაზე მუშაობა დასრულდა და იგი უკვე წარმოდგენილია. ამ დღეებში დაგვჭირდება საბოლოო ექსპერტიზა, რათა შემდგომში განვიხილოთ მთავრობის სხდომაზე და გამოვცეთ როგორც ბრძანებულება, ხოლო შემდეგ - კანონპროექტი.
მთავრობის სხდომაზე, აგრეთვე განვიხილეთ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსის“ პროექტი.
დოკუმენტი მიზნად ისახავს მგზავრთა და ტვირთის გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ეკონომიკური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური პროცესების სამართლებრივ რეგულირებას. პროექტი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. მას საფუძვლად დაედო ევროპის გამოცდილება, კერძოდ. ევროსაბჭოს დოკუმენტი „რკინიგზის განვითარების“ შესახებ.
„სარკინიგზო კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ საქრთველოს რკინიგზას მეტი საშუალება ექნება შეასრულოს თავისი უმთავრესი ამოცანა - განამტკიცოს საქართველოს ფუნქცია, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი, აუცილებელი რგოლისა. საერთოდ ის, რომ ჩვენ ამჟამად საქართველოს რკინიგზის ამ ფუნქციებზე ვმსჯელობთ, ქვეყნის დიდ გამარჯვებად მიმაჩნია: გავიხსენოთ რა იყო საქართველოს რკინიგზა სულ რამდენიმე წლის წინათ: განადგურებული, გაძარცვული და დანგრეული საწარმო.
აი, ასეთი აგურებისაგან შედგება ქართული სახელმწიფოებრიობის ის შენობა, რომელსაც რუდუნებით ვაშენებთ. ამიტომ მაც გვეხმარებიან ჩვენი მეგობრები.
29 მარტს გაიმართა იაპონიის მთავრობის გრანტით საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შეძენილი საგზაო ტექნიკის პრეზენტაცია. ეს გახლავთ საკმაო რაოდენობის უნიკალური ეგზემპლარები, წარმოდგენილია საგზაო ტექნიკა და ვფიქრობ, ამის შემდეგ ეს დეპარტამენტი წელში გაიმართება.
იაპონური გრანტის მეშვეობით შეძენილია „მიცუბიშის“ ფირმის საუკეთესო ტექნიკა.
იაპონიის მთავრობა „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. ამდენად, ისინი კვლავ განაგრძობენ საქართველოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობას. ისინი კარგად ხედავენ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია.
საქართველოს უმთავრესი ამოცანაა საავტომობილო მაგისტრალების აღდგენა და ახალი გზების მშენებლობა. გრძელდება მუშაობა ბაქო-თბილისი-ფოთი-ბათუმისა და ერევანი-თბილისი-ფოთი-ბათუმის საავტომობილო გზის დაპროექტებისათვის. ამ საქმეში, როგორც დამარწმუნეს, ევროკავშირი საკუთარ სიტყვას იტყვის.
ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება თანამედროვე სამშენებლო ტექნიკის გარეშე.
ყველაფერთან ერთად, ეს გახლავთ ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობა ევროპული გაერთიანებისაკენ - ევროკავშირისაკენ.
გასულ კვირას გაიმართა ევროკავშირთან თანამშრომლობის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომლის მთავარი თემა სწორედ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.
ამის თაობაზე ტელევიზიითა და პრესით ბევრი რამ ითქვა, მაგრამ მაინც მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვას: საქართველო ევროპული გაერთიანების სტრატეგიულ ინტერესთა სფეროს განეკუთვნება. ეს რეალობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში ვიზიტისა და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან, მათ შორის რომანო პროდისთან, ხავიერ სოლანასთან და კრისტოფერ პატენთან შეხვედრებისას, ისევე, როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრის დროს.
სახელმწიფო კომისიის სხდომაზე შევაჯამეთ ვიზიტის შედეგები. შევთანხმდით, რომ ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება და კავშირში გაწევრიანება მთლიანად საქართველოზეა დამ მოკიდებული. მინდა განვმარტო, რომ არსებობს სპეციალური ევროკომისია, რომლის ფუნქციაა ევროკავშირთან დაახლოების პრობლემების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ევროკომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად.
ანუ ევროკავშირში გაწევრიანების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევინარჩუნებთ სტაბილურობას, დემოკრატიული განვითარების კურსს, დავძლევთ კორუფციას და განვახორციელებთ კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
უდიდესი მნიშვნელობა ექნება ევროპულ ბაზრებზე, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის „უპირატესი ხელშეწყობის“ რეჟიმის გამოყენებას. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია ევროკავშირშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ამ თვალსაზრისით საგულისხმო ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგრამ აქაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენი ბიზნესმენების აქტიურობასა და პროფესიონალიზმზე. სამწუხაროდ, ხშირ რად პირიქით, სრულიად გაუგებარ გულგრილობასთან და უგერგილობასთან გვაქვს საქმე. არადა, გაუგებარია, სხვა რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ამაზე მეტი! უფლება მივიღეთ და ახლა კეთილი ინებეთ, გამოიყენეთ ეს უფლება.
უახლოეს მომავალში საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკული უშიშროების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება.
უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ევროკავშირთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციის კონკრეტული გეგმა, რომელიც განუხრელად განხორციელდება.
აქვე უნდა შევნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა. ჩვენი მისწრაფება ფუჭი და განუხორციელებელი იქნება. თუ იდეას მთელი საზოგადოება, მთელი ერი არ აიტაცებს და საერთო-ეროვნულ სულისკვეთებად არ აქცევს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ვიღაცამ უნდა მოიტანოს, მას მიუტანოს და მისი მონაწილეობა ამ საქმეში არ არის აუცილებელი. ეს ასე არ არის. ყველამ უნდა იმუშაოს და იბრძოლოს.
2002 წელს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის 10 წლისთავი სრულდება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით. საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნოს ევროპის დღე. რომელსაც ტრადიციისამებრ, ევროკავშირის ქვეყნები ყოველ 9 მაისს ზეიმობენ.
- კვლავ ეკონომიკის თემას განვაგრძობ. შაბათს თქვენ ფოთში ბრძანდებოდით, სადაც ახალი ტერმინალი გაიხსნა და გაჩნდა იმის შანსიც, რომ ზღვის სანაპირო გამაგრდეს...
- მოგეხსენებათ, ფოთი საქართველოს საზღვაო კარიბჭეა და, ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგნად რჩება. ისევე როგორც ბათუმში, სადაც ცოტა ხნის წინათ ვიმყოფებოდი.
ფოთში მართლაც ბევრი სიახლეა - მოვინახულე ახალი ტერმინალები. ახალი ნავმისადგომი და, რაც მთავარია, მდინარის ნატანისაგან ზღვაში გემების შესასვლელის გამწმენდი სპეციალიზებული გემი, რომელიც ფოთელებმა ნიდერლანდისაგან შეიძინეს. მისი ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.
სულ მცირე ხნის წინათ კი იძულებული ხდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან იჯარით მოეწვიათ ასეთი გემები. რაკი ნატანისაგან ზღვის გაწმენდა ყოვლად აუცილებელია. ყოველწლიურად ასეთი გემის დაქირავება ამ იჯარით აღება მილიონი, მილიონ-ნახევარი დოლარი გვიჯდებოდა. ახლა ნავსადგურს გაუჩნდა სათანადო შემოსავალი და თავად გახდა ასეთი უნიკალური გემის მფლობელი.
თავისთავად ეს ფაქტი ნავსადგურის შესაძლებლობათა ზრდასაც მოწმობს. სწორედ ამ დღეს ფოთის ნავსადგურს გადაეცა მისი რანგის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის შესაბამისად იგი უმაღლეს საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობს. მას უკვე შეეძლება წლის ნებისმიერ დროს მიიღოს ნებისმიერი წყალწყვის გემი. ეს ყველაფერი ჩაიბარა ჯემალ ინაიშვილმა. ეს ახალგაზრდა კაცი უკვე ნამდვილი პროფესიონალია, კარგი ხელმძღვანელი, ლიდერი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ნავსადგურში და ფოთელთა შორის. ეს იმიტომ, რომ ბევრ სიკეთეს აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე სერტიფიკატი აქვს ბათუმის ნავსადგურსაც, რაც, აგრეთვე სერიოზული წარმატება იყო.
უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ფოთი-ილიჩოვსკის საბორნე გადასასვლელის ფუნქციონირება. აქტიურად მოძრაობენ ტვირთები როგორც კავკასიის რეგიონიდან. აგრეთვე, ცენტრალური აზიიდან. ბოლო დროს დაიძრა ტვირთნაკადი ტაჯიკეთიდანაც. კერძოდ, გადამუშავებული ალუმინი ევროპაში სწორედ ფოთის ნავსადგურიდან გადის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჩინეთის ტვირთების მიღება და ასე შემდეგ.
ნიშანდობლივია, რომ ფოთში უამრავი უცხოელი დაგვხვდა: იაპონელები, თურქები, იტალიელები, გერმანელები, ჰოლანდიელები და სხვები. უკრაინელები კი ლამის მასპინძლის როლში ვიხილეთ. იყვნენ რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც. ისინი სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ.
უახლოეს მომავალში დასრულდება ახალი ნავთობტერმინალის მშენებლობა. ნავსადგურს ექნება საშუალება ყოველწლიურად გაატაროს 4-5 მილიონი ტონა ნავთობი.
ძალიან კარგად შეუდგა მუშაობას ქალაქის ახალი მერი - დავით ქანთარია. 2-3 თვეში ბევრი რამ გაკეთდა ფოთის კეთილმოწყობისათვის, იმისათვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს. თავად ფოთელები აღნიშნავდნენ ახალი მერის ინიციატივიან საქმიანობას, მის ენთუზიაზმს - გახადოს ფოთი უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი.
სულ მალე ფოთი არა მარტო სატრანსპორტო და ეკონომიკურ, არამედ ტურისტულ ფუნქციასაც შეიძენს - ამის პოტენციალი მას ნამდვილად აქვს.
ამჟამად ურთულესი ამოცანაა ზღვის შემოტევის შემცირება. მოგეხსენებათ, ქალაქმა დაახლოებით სამი კილომეტრი დასახლებული საუკეთესო ადგილები დაკარგა. ამ პრობლემებზე - როგორც ფოთის, ასევე, ზოგადად, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის განვითარების საკითხებზე აქტიურად მუშაობს სახელმწიფო კომისია ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით.
ფოთში დაიწყო „ასავლელი ხიდის“ მშენებლობა, რომელსაც ქუვეითის ფონდი აფინანსებს.
ეს ხიდი, რომლის მშენებლობა, ალბათ, გაისად გაზაფხულზე დასრულდება, ტრასეკას მაგისტრალის შემადგენელი ელემენტი გახდება.
დარწმუნებული ვარ, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მისთვის ჩვეული ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით მოეკიდება ამ დიდებულ საქმეს.
„ასავლელი ხიდის“ აგება იმას ნიშნავს, რომ თვით ქალაქ ფოთში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება - ეს კი ხელს შეუწყობს ქალაქის კეთილმოწყობასა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.
აქვე შევნიშნავ, რომ საგზაო დეპარტამენტის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა იმავე ქუვეითის ფონდის მეშვეობით, თბილის-ერევნის დამაკავშირებელი გზის სადახლოს მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რაც უკვე დაიწყო. ეს საკითხი რამდენჯერმე განვიხილეთ მე და რობერტ ქოჩარიანმა და გადავწყვიტეთ, დავაჩქაროთ ამ ტრასის მშენებლობა.
ძალიან გულთბილი შეხვედრები მქონდა ფოთელებთან. შევხვდი ქალაქის საზოგადოებრიობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. სხვათა შორის, ეს შეხვედრა ახალი სასტუმროს ფოიეში გაიმართა, რომელიც მეზღვაურებისათვის აიგო. თავისთავად მრავლისმეტყველი ფაქტია: ფოთში აშენდა სასტუმრო, სადაც პრეზიდენტის ღირსეული მასპინძლობაც შესაძლებელია.
- სოჭში გაიმართა „კავკასიური ოთხეულის“ უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთი გადახედავს სამხედრო ბაზების საქართველოდან გატანის ვადებს. ამ განცხადებას მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი, რომელშიც გასაგებად არის განმარტებული, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების თემას არაფერი აქვს საერთო რუსეთის სამხედრო ბაზებთან. ნათქვამია ისიც, რომ რუსეთმა ეუთოს გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს და მან მისი შესრულება უკვე დაიწყო...
- ვფიქრობ, ცალკეული ვითარების ზედმეტი დრამატიზირება საჭირო არ არის.
ჩვენთვის განმსაზღვრელი უნდა იყოს პრეზიდენტ პუტინის პოზიცია, რომელმაც შეხვედრისას დაადასტურა, რომ რუსეთი ერთგულია თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, ხოლო აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღებად უნდა გადაიქცეს გაეროს უშიშროების საბჭოს დოკუმენტები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე აბრკოლებდა ამ გადაწყვეტილების მიღებას. ახლა კი აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გასაღებად უნდა გადაიქცეს გაეროს უშიშროების საბჭოს დოკუმენტები. მათ შორის, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა და კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ.
რაც შეეხება ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის პროგრამას, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მას არაფერი არ ემუქრება და აუცილებლად განხორციელდება.
- იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სოჭში. რას გვეტყოდით მის შესახებ?
- მე გაკვრით ვთქვი ამის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდა თედო ჯაფარიძე. იქ იყვნენ ოთხი ქვეყნიდან ჩასული მისი კოლეგები. ბოლოს მათ პუტინი შეხვდა. წუხელ მოვისმინე ბატონი თედოს ინფორმაცია. რა თქმა უნდა. იქ შეთანხმება ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ საინტერესო იყო პუტინის გამოსვლა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მან ძალიან ბევრი ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. თედო ჯაფარიძის დასკვნა ის გახლავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი განწყობილია, რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზაცია. ამის საფუძველი კი უნდა გახდეს აფხაზეთის კონფლიქტის ასევე სწრაფად მოგვარება. დანარჩენი საკითხები - ჯარები, ამერიკელებთან ურთიერთობა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
- ანუ გრძელდება ის ურთიერთობა, რომელიც ალმათის სამიტზე ჩამოყალიბდა...
- დიახ, ჯერ მოსკოვის, შემდგომ კი ალმათის შემდეგ ყოველ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი პოზიციას არ ცვლის, ზოგიერთ შემთხვევაში პოზიციებს აღრმავებს, აკონკრეტებს ვფიქრობ, გულწრფელად ესწრაფვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს ყოვლისმომცველი ხელშეკრულება.
- კიდევ ერთი თემა გასული კვირიდან: მმართველი პარტიის - მოქალაქეთა კავშირის სათათბიროს სხდომა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბოლომდე მაინც ვერ გაირკვა, მომავალში რა გზით ივლის ყოფილი მმართველი პარტია...
- მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ არა მარტო, „მოქალაქეთა კავშირის“ სათათბიროს წევრები, არამედ ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. როგორც იტყვიან, ნაღები. მინდა გულწრფელად მივესალმო ქართულ ინტელიგენციაში მიმდინარე პროცესებს. ქვეყანას ჯერ კიდევ უჭირს, მაგრამ ინტელიგენცია ფიქრობს, აზროვნებს, ქმნის, იგი ახალი ეპოქის ნამდვილი შემოქმედი და მშვენება იქნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდა ინტელიგენციაში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესები. ახალგაზრდა ინტელიგენტები გაბედულად მოქმედებენ და დარწმუნებული ვარ, ახალ სიტყვას, ახალ საქმეებს შემოგვთავაზებენ.
მე მაქვს შეხვედრები ინტელიგენციის ცალკეულ წარმომადგენლებთან, ახალგაზრდების ჯგუფებთან და ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ასეთ შემთხვევაში „მოქალაქეთა კავშირი“ კვლავ მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად დარჩება - სხვა პარტიებთან და ორგანიზაციებთან ერთად. ესე იგი, თუ იგი კავშირს არ გაწყვეტს იმ ძალასთან, რომელმაც იგი ფაქტობრივად შვა. ესენი არიან თბილისელები. ვგულისხმობ, ინტელიგენციას, აქტიურ მოქალაქეებს. მე მგონი, შევთანხმდით, რომ თუ რაიმე გაურკვეველია, უახლოეს მომავალში, ყრილობაზე გაირკვევა. არა მგონია, რომ ყრილობამ მოქალაქეთა კავშირი აღიაროს პრეზიდენტის ოპოზიციად. ეს, უბრალოდ, ნასროლი სიტყვაა და მთლად ზუსტად არ ასახავს იმ განწყობილებას, რომელიც არის მოქალაქეთა კავშირში.
- თქვენ ხელი მოაწერეთ ბრძანებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების და დანიშვნის შესახებ, თუმცა ყველა პოლიტიკური ძალა ამას ერთნაირად არ უყურებს...
- ადგილობრივი არჩევნების ჩატარება ყოვლად აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიული აღმშენებლობის გასაგრძელებლად.
ვფიქრობ, აქ არ არის გადაუჭრელი პრობლემები - იქნება ეს საარჩევნო კანონმდებლობა თუ სხვა საკითხები.
პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნები არჩევნების თარიღის საკითხს კვლავ დავუბრუნდე, მაგრამ ეს უკვე პარლამენტის მოთხოვნა იქნება და არა ჩემი არჩევანი. მე მივიღე გადაწყვეტილება და არჩევნები დავნიშნე.
- გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელ ლმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტი, რომელიც შეეხება საქ ქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას. რამდენადაც ცნობილია, აქ კრიტიკული შენიშვნებიც არის გამ მოთქმული. რამდენად ეთანხმებით ამ დოკუმენტს და როგორია თქვენი რეაქცია ამასთან დაკავშირებით?
- ამ წერილს გულდასმით გავეცანი. სხვათა შორის, ამდაგ გვარი წერილი სხვადასხვა დატვირთვით, სხვადასხვა სიმწვავ ვითა და შემცველობით თითქმის ყოველ წელს მოდის. შეიძლება საქმე გვქონდეს ცალკეულ დაუზუსტებელ ფაქტებთან, მაგრამ საქმე ეს როდი გახლავთ. ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი მწარე სიმართლეა იმის შესახებ, რომ საქართველოში კვლავ ირღვევა ადამიანთა უფლებები, მათ შორის, სხვადასხვა რელიგიურ უმცირესობებთან ურთიერთობის ნორმები. გულახდილადაა ნათქვამი აღმაშფოთებელ ფაქტებზე, რომელთა შესახებაც ჩვენმა საზოგადოებრიობამ უკვე ბევრი რამ იცის.
არც ამის თქმა შეიძლება, რომ ამ სფეროში არსებულ ანომალიებზე რეაგირებას არ ვახდენთ. ახალგაზრდობის ცნობილი გამოსვლის შემდეგ გადადგა მთელი მთავრობა შეიცვალა თითქმის ყველა სამართალდაცვის სტრუქტურის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრის ჩათვლით.
ბევრი საგულისხმო ღონისძიება ხორციელდება პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ სტრუქტურების უკმარისობა ნამდვილად არ იგრძნობა. ისინი ბევრია პარლამენტშიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც სათავეში უდგას ნანა დევდარიანი და იგი ინიციატივიანად მუშაობს, მაგრამ მდგომარეობა კვლავ სერიოზულია და, როგორც ვთქვი, საგანგაშო.
მიუხედავად ამისა, შორიდან მეგობრობის თვალით დანახულ მდგომარეობას, რომ ვეცნობი, არ შემიძლია ჩემი ერთგვარი აღშფოთება არ გამოვთქვა იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენი მეგობრები მიუთითებენ. ცალკეულ საკითხებზე და პიროვნებებზე, კანონის შესაბამისად მიღებული პრეზიდენტის განკარგულებებიც კი არ სრულდება. რეაგირების გარეშე რჩება პრესითა და ტელევიზიით ბევრი საყურადღებო გამოსვლა, როგორც ვიცი, „საქართველოს რესპუბლიკა“ აპირებს ამ მასალის სათანადო კომენტარებით გამოქვეყნებას. დღეს ბატონ არმაზთან მქონდა საუბარი და მე მივესალმები მის ინიციატივას.
უკვე გაცემულია განკარგულება მომზადდეს და გაიმართოს მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მყარი გარანტიების შექმნის თაობაზე. ამასთან, მკაცრი შეფასება მიეცემა მომხდარ დარღვევებს.
ჩემი განკარგულებით შეიქმნა საგანგებო ჯგუფი თედო ჯაფარიძის ხელმძღვანელობით რომელიც მთავრობის საგანგებო სხდომას მოამზადებს.
ეს დოკუმენტი გასულ წლებში ხანდახან კანცელარიაში, სხვადასხვა სამინისტროში ტრიალებდა. შემდეგ ვიღაცა ყურს მოკრავდა და ინფორმაცია „გაჟონავდა“ ხოლმე. მე ამ თამაშის წინააღმდეგი ვარ. ვაშინგტონში სპეციალიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ინფორმაციის სხვადასხვა. მათ შორის ქართული წყაროთიც სარგებლობს. როდესაც მე წავიკითხე, ინფორმაციის მიხედვით ვიცანი, რომელი ორგანიზაციის მიერაა იგი მიწოდებული. ამაში ცუდი არაფერია და არც ხალხისთვისაა რაიმე დასამალი. დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს მეგობრებს მთელ მსოფლიოში აინტერესებთ: საქართველომ მიაღწიოს ისეთ დონეს, რომ ადამიანის უფლებები გარანტირებულად იყოს დაცული.
- გარდაიცვალა ქართული ინტელიგენციის დიდებული წარმომადგენელი აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი...
- ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი მთლიანად ქართული მეცნიერების უპირველესად, ისტორიოგრაფიისათვის. ბატონმა გიორგი მელიქიშვილიმა უდიდესი წვლილი შეიტანა ისტორიული მეცნიერების განვითარებაში. თვალსაჩინოა მისი როგორც აღმოსავლეთმცოდნის დამსახურებაც.
რამდენიმე თაობა აღიზარდა გიორგი მელიქიშვილის მეცნიერულ ნაშრომებზე.
ქართველი საზოგადაოებრიობა ღირსეულ პატივს მიაგებს დიდი მეცნიერისა და მოღვაწის ხსოვნას.
საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო
სამსახური - საქინფორმი
„დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენს მეგობრებს მთელ მსოფლიოში აინტერესებთ: საქართველომ მიაღწიოს ისეთ დონეს, რომ ადამიანის უფლებები გარანტირებულად იყოს დაცული“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 აპრ რილი. - №79 (4138). - 1, 2 გვ.
![]() |
54 აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი დიდი ქართველი მეცნიე ერის, ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქის, ბატონ გიორგი მელიქიშვილის გარდაცვალების გამო.
ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო თქვენთვის, არამედ მთელი საქართველოსათვის.
პატივისცემით,
ედუარდ შვარდნაძე
აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 2 აპრილი. - №79 (4138). - 1 გვ.
![]() |
55 ბატონ როინ მეტრეველს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო როინ,
იქნებ მოახსენოთ მთავრობის სხდომას თქვენი ინიციატივის შესახებ. მჯერა, ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაგვიჭერს მხარს. სიმართლე გითხრათ, საბჭოთა კავშირის დროს მქონდა ასეთი მცდელობა, მაგრამ იმ პერიოდში ეს შეუძლებელი გახდა.
იქნებ ორგანიზაციული უზრუნველყოფის სქემაც შემოგვთავ ვაზოთ.
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ როინ მეტრეველს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 აპრილი. - №81 (4140). - 2 გვ.
![]() |
56 „9 აპრილი მართლაც დაუვიწყარია ჩვენი ხალხისათვის: იგი უნდა იქცეს მრისხანე გაკვეთილად იმათთვის, ვინც ამჟამად ცდილობს ერის გახლეჩას...“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
8 აპრილის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე თქვენ საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთეთ მთავრობის მისამართით, კერძოდ, აღნიშნეთ, რომ ყოველგვარი ქუჩის აქციების გარეშეც გადააყენებთ მთავრობას, თუ კორუფციის წინააღმდეგ სიტყვიერი ბრძოლა საქმით არ გაგრძელდება. ყველაფერი ეს ძალზე საინტერესოა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ვულფენსონის ინიციატივის ფონზე, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებას გულისხმობს. პასუხად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე გამოყო 5 მილიარდი დოლარი. იგივე თანხა გამოჰყო ევროკავშირმაც. ასე რომ, როცა ასეთ დიდ დახმარებას იღებს ქვეყანა, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა მოსახლეობაში ეჭვს არ უნდა იწვევდეს. გარდა ამისა, რას გამოჰყოფდით გასული კვირის ეკონომიკური ხასიათის მოვლენ ნებიდან? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ჩემი განცხადება მთავრობის სხდომაზე მხოლოდ ემოციით ნაკარნახევი არ ყოფილა. თუმცა, როგორც იტყვიან „არც უამისობაა“, როცა ხედავ, რომ ქვეყანაში არსებული რესურსებისა და რეზერვების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენება ხერხდება.
ამდენად, აუცილებლად მივიჩნიე, მკაცრად გამეფრთხილებინა ყველა, ვინც ვალდებულია მაქსიმუმი გააკეთოს კრიზისის საბოლოოდ დასაძლევად. მხოლოდ შემცირებული საბიუჯეტო პარამეტრების შესრულება არ კმარა და ამისათვისაც მარტო საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს როდი ეკისრება პასუხისმგებლობა.
ხშირად საუბრობენ: „მთავრობა ერთიანი გუნდი უნდა იყოს და პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებდეს“. „მაგრამ განა აღმასრულებელი ხელისუფლების ამჟამინდელი მოდელი მინისტრთა კაბინეტზე ნაკლებ გულისხმობს სოლიდარულ (ანუ ერთობლივ) პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა, არა!
მით უმეტეს, რომ გადამჭრელი ზომებისათვის ნიადაგი მომწიფდა, შეიქმნა სათანადო ფონიც - დაიწყო ბრძოლა კორუფციის ყოველგვარი გამოვლინების წინაღმდეგ. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის როლი, რომელიც უფრო მეტად მაკოორდინებელი ხასიათისაა და ეს არ შეიძლება არ აღინიშნოს.
უკვე მხილებულია ასობით მექრთამე, კონტრაბანდისტი, ფალსიფიკატორი. დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყვის მართლსაჯულება. გუშინ მოვისმინე ქვეყნის გენერალური პრკურორის საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმ გახმაურებული საქმეების შესახებ, რომელთა ლოგიკური დასასრული ჯერაც არა ჩანს. სიმართლე გითხრათ, მე ამ საქმეების შესახებ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო: ეს იქნება დამატებითი ექსპერტიზები თუ მივლინებები.
ანუ ეს გაფრთხილება იმ მიზანს ისახავდა, რომ ყველა (რანგის განურჩევლად) ვალდებულია სრულფასოვნად შეაფასოს ვითარება და განიმსჭვალოს საერთო პასუხისმგებლობით ქვეყნის განვითარების ამ გადამწყვეტ ეტაპზე.
გასული კვირის მოვლენებიდან, უპირველეს ყოვლისა, გამოვყოფ პრეზიდენტთან არსებული საინვესტიციო საბჭოს სხდომას, რომელზეც რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილეთ.
აღსანიშნავია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ დახმარების სტრატეგია მომდევნო სამი წლის განმ მავლობაში.
ევრობანკის მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში უაღრესად ნაყოფიერია. დღესათვის ეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი 18 პროექტს ახორციელებს ელექტროენერგიის, საბანკო-საფინანსო, ტრანსპორტის, ბუნებრივი რესურსებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში.
დახმარების პროგრამა ითვალისწინებს 250 მილიონი ევროს გამოყოფას, რომლის 60 პროცენტი უკვე ათვისებულია.
შემდგომი მიმართულებებია საბანკო სისტემის გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ენერგოსექტორის რეაბილიტაცია, კომუნიკაციების სფერო და სხვა.
აქვე შევნიშნავ, რომ გრძელდება დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარების მონაცემთა განახლება. ამის აუცილებლობა განაპირობა ბოლო დროს ქვეყანაში დახმარებათა ახალი ნაკადის შემოსვლამ. ინტენსიური მუშაობის შედეგად, თითქმის დასრულებულია ინფორმაციის თავმოყრა. გათვალისწინებულია მისი სრული გამოქვეყნება - მათ შორის ინტერნეტშიც, რათა ყველა მონაცემი საერთაშორისო დახმარების შესახებ, ფართო საზოგადოებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.
რამდენიმე დღის წინათ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან ბატონ ჯიმ სოკნატთან შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ დახმარების შესახებ, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს, ამჟამად განათლებისა და მრავალ სხვა სფეროში.
მოგეხსენებათ, უკვე გადაწყვეტილია 60 მილიონი დოლარის გამოყოფა. ხორციელდება ბევრი სხვა პროექტიც. ამასთან, ჩემი თხოვნით მსოფლიო ბანკი სერიოზულ დახმარებას გაუწევს იმ პედაგოგებს, რომლებიც შემცირებაში მოყვებიან ან ვერ ჩააბარებენ სპეციალურ გამოცდას. ესე იგი, პენსიის გარდა ეს პედაგოგები დახმარებასაც მიიღებენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლისას მე დაწვრილებით ვისაუბრე მსოფლიოში სიღატაკის პრობლემაზე და ვთქვი, რომ აუცილებელია განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობის სრულიად ახალი გეოპოლიტიკური კონცეფციის შემუშავება. მით უმეტეს, როდესაც საუბარია დემოკრატიულ სახელმწიფოებზე, ახლად დაფუძნებულ დემოკრატიებზე.
დაუშვებელია მათი განვითარება ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და ვალებმა შეაფერხონ.
ამ თვალსაზრისით, ძალზე ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტ ბუშის ამასწინდელი განცხადება, რომ განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად ამერიკის ადმინისტრაციამ 5 მილიარდი დოლარი გამოჰყო. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმაც.
ამ გადაწყვეტილებებს თავისი წინაპირობა ჰქონდა.
დიდი ყურადღებით გავეცანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ბატონ ჯეიმს ვულფენსონის გამოსვლას რამდენიმე ხნის წინათ ვუდრო ვილსონის სახელობის სამეცნიერო ცენტრში.
მან მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებს, მსოფლიოში სიღატაკის დასაძლევად დამატებით გამოჰყონ 40-დან 60 მილიარდ დოლარამდე. გარდა ამისა, ჯეიმს ვულფენსონის აზრით, ეკონომიკურად განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ სავაჭრო ბარიერები, გაუხსნან თავიანთი ბაზრები განვითარებადი ქვეყნების პროდუქციას.
ყოველივე ეს საქართველოსათვის მეტად აქტუალურია, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში უკვე წარმატებით ხორციელდება „სიღატაკის დაძლევის“ სამწლიანი საპრეზიდენტო პროგრამა, რასაც თან ახლავს სათანადო დაფინანსება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან და მეგობარი ქვეყნებიდან.
სულაც არ არის შემთხვევითი, რომ მსოფლიო ბანკი სწორედ ამჟამად აქვეყნებს ამ კონცეფციას, როდესაც მიმდინარეობს გლობალური ანტიტერორისტული ოპერაცია.
ორი წლის წინათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას ვთქვი, რომ თუ მსოფლიომ არ შეიმუშავა ერთიანი მიდგომა ახალი ეპოქის გამოწვევათა მიმართ (მათ შორის, სიღატაკისა და უთანაბრობის დასაძლევად), მაშინ წარსული ეპოქის დამანგრეველი თეორიები ახალ სამოსელში მოგვევლინებიან და საფრთხეს შეუქმნიან კაცობრიობის განვითარებას.
საქართველო მზად არის დემოკრატიული განვითარება სრულიად შეუხამოს ეკონომიკური პრობლემების დაძლევასა და სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არა თუ პარალელური, არამედ თანმხვედრი პროცესი უნდა იყოს, ამ მიზნით ყველა წინაპირობას ვქმნით: საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო კოდექსის სრულყოფისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახით.
მცირე ბიზნესის მხარდაჭერა თავისთავად ნიშანდობლივი სოციალური პოლიტიკაა, ვინაიდან გულისხმობს არა მომხმარებლურ დამოკიდებულებას, არამედ მეგობრული, პარტნიორული დახმარების გამოყენებას ინტენსიური განვითარების უზრუნველსაყოფად.
არავინაა ვალდებული, ასე ვთქვათ, „გვარჩინოს“, გვეხმარებიან, რაკი ხედავენ მზადყოფნას, თავად ვიშრომოთ და შევქმნათ საკუთარი, ბედნიერი მომავალი.
და კიდევ ერთი თემა: შაბათს, ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიხსნა საქართველოს ფულის მუზეუმი.
ეს ქვეყნის ისტორიისათვის თვალსაჩინო მოვლენად მიმაჩნია.
გარკვეული აზრით, საქართველოში ფულის ისტორია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარების ისტორიაცაა. იგი ნათლად ასახავს სხვადასხვა პერიოდში ქართული სახელმწიფოს ძლიერებას, მის დასუსტებასა და აღზევებას, ასევე სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას. ამრიგად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას მადლობას მოვახსენებ ამ წამოწყებისათვის.
- გასულ კვირას პარლამენტში ცხარე დისკუსია გამოიწვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხმა. თქვენი აზრით, რამდენად კონსტრუქციულად და შედეგიანად მიმდინარეობს დისკუსია?
- როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის შესაბამისად, მე ვალდებული ვიყავი და მივიღე კიდეც გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნის თაობაზე - მიმდინარე წლის 2 ივნისისათვის. საპარლამენტო ფრაქციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ საკითხებზე და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დღეებში ცალკეული ფრაქციების ხელმძღვანელებს შევხვდე, თუკი ისინი მოისურვებენ.
დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს პარლამენტში მიმდინარე დისკუსიას.
ვფიქრობ, კონსტრუქციული განწყობილების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკამათო საკითხების გადაწყვეტას - მით უმეტეს, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სათანადო გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობის შემუშავება უკვე პარლამენტის პრეროგატივაა.
მინდა გავაფრთხილო პარლამენტარები, რომ დრო ძალიან ცოტაა, ხოლო პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფაქტი უკვე შედგა და შესაბამისად, რაიმეს შეცვლაზე საუბარი აღარ უნდა იყოს.
- გასულ კვირას ბათუმში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. შეხვედრებისას, აგრეთვე ამ თემატიკაზეც იყო საუბარი...
- ეს შეხვედრა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად მივესალმები და კონსტრუქციულ ნაბიჯად მიმაჩნია, ჩვენი კონსულტაციის შემდეგ გაიმართა.
რაც უფრო ხშირი იქნება კონტაქტები ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონის ხელმძღვანელობას შორის, მით უფრო ქმედითი გახდება თანამშრომლობა საერთო-სახელმწიფოებრივი პრობლემების გადასაწყვეტად.
- მზარდ შეშფოთებას იწვევს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს ტკივილი სავსებით ნაცნობი და გასაგებია, ვინაიდან აფხაზეთის იარა ჯერ რაც მოუშუშებელია, თუმცა გასულ კვირას ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივა. კერძოდ, მან დანიშნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხში. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- უდავოდ შემაშფოთებელია ვითარების უკიდურესად გამწვავება ახლო აღმოსავლეთში.
საქართველოში მტკივნეულად აღიქვამენ ცნობებს ახალი მსხვერპლისა და ძალადობის შესახებ. ამასთან, მე ამ დილით გავეცანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთა შეფასებებს ამ კონფლიქტის თაობაზე და უნდა გითხრათ, ეს შეფასებები უკიდურესად მწვავეა.
იმედს ვიტოვებთ, კეთილგონიერება გაიმარჯვებს და იმ მრავალტანჯულ მიწაზე მშვიდობა დამყარდება. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ათეული წელია ეს კონფლიქტი არ ცხრება. ცოტათი მინელდება თუ არა, უფრო დიდი ძალით იფეთქებს და წარმოუდგენელი მასშტაბის მსხვერლი ახლავს თან.
თავისთავად ეს ხანგრძლივი კონფლიქტი ძალზე მწარე გაკვეთილი უნდა იყოს ყველასათვის, ვისაც შეხება აქვს აფხაზეთის პრობლემასთან. ისევე როგორც ქართულ-ოსურ კონფლიქტთან. ვგულისხმობ როგორც თვით მხარეებს, ასევე შუამავლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ზოგიერთი იმედისმომცემი სიმპტომი ნამდვილად გაჩნდა და სათანადო ტენდენციებიც გამოიკვეთა:
უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომლის თანახმად აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა გაეროს ბოლო რეზოლუციისა და „უფლებამოსილებათა გამიჯვნის“ თაობაზე შემუშავებული დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს.
გახსოვთ, ალბათ, რომ მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში რუსეთი ბლოკავდა ამ გადაწყვეტილების მიღებას უშიშროების საბჭოში. ჩვენი (პუტინი-შევარდნაძე) საუბრის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილების დაბლოკვის არავითარი მიზეზი არ გააჩნია. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა დანიშნა თავისი საგანგებო წარმომადგენ ნელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ვალერი ლოშჩინინი, რომელიც როგორც ამბობენ საკმაოდ კონსტრუქციულადაა განწყობილი და შეუძლია ძალზე დადებითი როლი შეასრულოს კონფლიქტის მოწესრიგებაში. იგი კარგად იცნობს ამ პრობლემატიკას და სათანადო გამოცდილებაც აქვს.
არ გამოვრიცხავ, რომ უკვე კვირის დამლევს გაიმართება პირველი შეხვედრა ვალერი ლოშჩენინისა და მალხაზ კაკაბაძეს შორის (მოგეხსენებათ ამ სამინისტროს შექმნის მთავარი მოტივი სწორედ კონფლიქტების მოგვარების პროცესის დაჩქარება გახლდათ). ალბათ, მოვა დრო და ბატონი ასლან აბაშიძეც უფრო აქტიურად ჩაებმება ამ პროცესში.
შეხვედრისას რუს კოლეგებს მივაწვდით იმ წინადადებებს, რომელთა განხორციელება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოზიციათა დაახლოებას.
და მესამე ფაქტორი, რომელზეც განსაკუთრებულ იმედს ვამყარებ: გრძელდება კონსულტაციები „მეგობრების ჯგუფთან“.
ამჟამად ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში იმყოფება. სადაც ძალზე საყურადღებო კონსულტაციებს მართავს. იქაც ჩანს ახალი ელემენტები.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგი იქნება, ისევე როგორც ქართველებსა და ოსებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ხომ სწორედ ჩვენი ხალხების სისხლხორცეული, სამკვდრო-სასიცოცხლო ინტერესია, აფხაზეთის კონფლიქტი არ იქცეს მრავალწლიან, მოუშუშებელ იარად, რომელიც ცრემლსა და უბედურებას მოუტანს მომავალ თაობებს.
მე შემთხვევით არ დამიწყია თქვენს კითხვაზე პასუხი იმით, რომ ათეული წლებია გრძელდება კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში, რომელმაც ათასობით და ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ აფხაზეთში კონფლიქტი განახლდეს. აქ ისეთი გეოგრაფიული მდებარეობაა, რომ შესაძლოა თავისი მასშტაბით ეს კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდეს. ამიტომ ჩვენს ხალხებზე - ქართველებზე, აფხაზებზე, ოსებზე. ჩვენს შორის კონტაქტებსა და ურთიერთგაგებაზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.
- ხვალ 9 აპრილია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისტორიის გაკვეთილები ფუჭია, რაკი გრძელდება ეგოისტური დაპირისპირება და ექსტრემისტული ტენდენციების გაღვივება მოსახლეობაში...
- ჩემი მითითებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, სახელმწიფო კანცელარიამ შეიმუშავეს ღონისძიებათა პროგრამა, რომელიც ტრაგიკულ თარიღს მიეძღვნება.
გაიმართება ამ დღის გახსენებისა და დაღუპულთა მოგონების ცერემონია.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს სამღვდელოება გადაიხდის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს.
ასევე ლოცვას აღავლენს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
დაგეგმილია ღონისძიებები თბილისის ბიბლიოთეკებში, თეატრებში, საგამოფენო დარბაზებში და მრავალი სხვა.
ეს დღე მართლაც დაუვიწყარია ჩვენი ხალხისათვის: იგი უნდა იქცეს მრისხანე გაკვეთილად იმათთვის, ვინც ამჟამადაც ცდილობს ერის გახლეჩას ექსტრემისტული მოწოდებებით, უგუნური რადიკალიზმით, დემაგოგიითა და პოლიტიკანობით, ვისაც დღემდე ვერ შეუგნია, რომ ერი არ არის „ცოცხალი მასალა“ ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
„9 აპრილი მართლაც დაუვიწყარია ჩვენი ხალხისათვის: იგი უნდა იქცეს მრისხანე გაკვეთილად იმათთვის, ვინც ამჟამად ცდილობს ერის გახლეჩას...“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 აპრილი. - №85 (4144). - 1, 2 გვ.
![]() |
57 „ახლა შედარებით უკეთესი პირობებია იმისათვის, რომ გააქტიურდეს მუშაობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად, ასევე უნდა დაჩქარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაც“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ბრიფინგი 2002 წლის 8 აპრილი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენი კომენტარი ცოტა ხნის წინათ გია მეფარიშვილსა და კახა თარგამაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, მით უფრო, რომ მის ჩამოყალიბებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
თქვენ რადიოინტერვიუში ილაპარაკეთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში პოზიტიურ ძვრებზე, მაგრამ რეგიონში მაინც დიდია რისკი, მხედველობაში მაქვს სამშვიდობოთა საგუშაგოების დაცხრილვა. აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზური მხარე ტყვარჩელის მიმართულებით ახორციელებს სამხედრო ტექნიკის მობილიზებას. თქვენი აზრით, არის თუ არა მზად საქართველო თავიდან აიცილოს ამგვარი პროვოკაციები და ამ ფონზე რამდენად მიზანშეწონილი იყო კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის შენაერთის გამოყვანა?
- რაც შეეხება თარგამაძისა და მეფარიშვილის მიერ არას სამთავრობო ორგანიზაციის შექმნას, სიმართლე გითხრათ, ეს გუშინ შევიტყვე. ეს ფაქტი მისასალმებელია, მათდამი რაიმე კონკრეტული ბრალდება არ ყოფილა, ისინი პროფესიონალები არიან. ყველას აქვს უფლება შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია და რატომ უნდა ჩამოერთვათ ეს უფლება მათ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია. ვიმეორებ, კახა თარგამაძეც და გია მეფარიშვილიც პროფესიონალები არიან და შეიძლება სასარგებლო იყოს მათთან კონსულტაციები, მათს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციათა გათვალისწინება, ისე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
აფხაზეთთან დაკავშირებით მართლაც არის გარკვეული პერსპექტივა, პოზიტიური ძვრები. მხედველობაში მაქვს აქტიურობა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, კერძოდ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, ასევე მოსკოვში დაგეგმილი მოსალოდნელი შეხვედრა მალხაზ კაკაბაძესა და რუსეთის მხრიდან ახალ წარმომადგენელს შორის.
გარდა ამისა გასათვალისწინებელია კონფლიქტის მოგვარების საქმეში გაეროს მეგობართა ჯგუფის აქტიურობა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია. თუმცა ეს ჯერჯერობით რეალურ სიტუაციაზე გავლენას ვერ ახდენს, ცალკეული ფაქტები ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს, რაშიც დამნაშავე ან ერთი მხარე იქნება, ან - მეორე. ამ ბოლო დროს უფრო მეტად საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა სამშვიდობო ძალებთან. მიმაჩნია, რომ სანამ მშვიდობისმყოფელები აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათთან ნორმალური ურთიერთობა აუცილებელია. მივესალმები იმ ფაქტსაც, რომ მათთან კონტაქტი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა აღმოვფხვრათ და თავიდან ავიცილოთ სამართალდარღვევის ფაქტები. დასკვნა ამგვარია: ახლა შედარებით უკეთესი პირობებია იმისათვის, რომ გააქტიურდეს მუშაობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარ რებლად, ასევე უნდა დაჩქარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტ ტის მოგვარებაც.
რადიოინტერვიუში შემთხვევით არ მილაპარაკია ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობაზე. უნდა გვეშინოდეს, რომ იგივე არ განმეორდეს აფხაზეთში. რადგან შედეგი შეიძ ძლება უფრო მასშტაბური აღმოჩნდეს აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბატონო პრეზიდენტო, ნაციონალური მოძრაობის წევრების რეგიონებში ვიზიტი უკვე მეორედ დასრულდა სკანდალით. მოძრაობის ლიდერი კი აცხადებს, რომ ეს პროცესები კანცელარიის მითითებით იმართება, ასევე ადანაშაულებს მთავრობის კონკრეტულ წევრებს. კერძოდ, მისი თქმით, გურიაში ზოგიერთი მინისტრის ახლო ნათესავებმა მოახდინეს ამ სკანდალის პროვოცირება. როგორ აფასებთ ამ პროცესებს?
- მე არ ვიცი, რომელი პარტიის ლიდერი სად და როდის დადის, კონკრეტულად ვისთან რა სახის შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ არანაირი მონაცემები არა მაქვს, არც „საგანგებო ქვედანაყოფი“ მყავს, რომ ვინმეს ვიზიტებს „ვუთვალთვალო“. საქართველოში არის მოძრაობის, სიტყვის, პიროვნების თავისუფლება, თუ ამგვარი ვიზიტისას რაიმე მიუღებელი მოხდა, ძალიან დასანანია. მეტი არაფრის თქმა შემიძლია.
„აფხაზეთის რადიო“: 1993 წლის 27 ივლისს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ცნობილია, რომ ქართულმა მხარემ სოხუმიდან მძიმე ტექნიკა გამოიყვანა და იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ეს სოხუმის დაცემით დასრულდებოდა. დღეს, როცა ხელმოწერილია დოკუმენტი კოდორის ხეობიდან რთული საჯარისო ფორმირების გამოყვანის შესახებ, ხომ არ არსებობს ამ ხეობის ანალოგიურად დაკარგვის საშიშროებაც?
- თუ გავითვალისწინებთ იმ ძალებს და საშუალებებს, რომლებიც ხეობაში რეალურად არსებობს, კოდორის ხეობის დაკარგვის საშიშროება სადღეისოდ არ არსებობს. ვფიქრობ, ამით არც რუსეთის სამშვიდობო ძალებია დაინტერესებული. პირიქით, ერთობლივი პატრულირების სისტემა რუსეთის მშვიდობისმყოფელთა მონაწილეობით, რომლის შექმნაზეც სამივე მხარე შეთანხმდა, თავისთავად წინგადადგმული ნაბიჯია.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გამოკვეთილი პრიორიტეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამის განმხორციელებელს კი საკმაოდ დიდი პოლიტიკური დივიდენდები დაუგროვდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პრეზიდენტობის ვადაში აფხაზეთი დაბრუნდება, ფიქრობთ თუ არა, რომ გაიზრდება იმ ხალხთა რიცხვი, ვინც ხელმეორედ მოითხოვს თქვენს პრეზიდენტობის კანდიდატად მესამე ვადით არჩევას? იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არ იყაროთ კენჭი მესამე ვადით, მაშინ რჩება მეორე ადამიანი, ვინც ამ შემთხვევაში არანაკლებ როლს შეასრულებს კონფლიქტის მოგვარებაში. ეს პიროვნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში თქვენი პირადი წარმომადგენელი ასლან აბაშიძეა. რამდენად ექნება გამარჯვების შანსი ასლან აბაშიძეს მომავალი პრეზიდენტის არჩევნებში?
- ერთხელ კიდევ უნდა განვაცხადო, რომ კონფლიქტის დადებითად მოგვარების შემთხვევაშიც კი, საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევას, მონაწილეობას არ მივიღებ, იმ შემთხვევაშიც, თუ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებანი, არსებობს იმგვარი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა ადამიანის ასაკი. აბსოლუტურად გამოვრიცხავ ჩემი კანდიდატურის წარდგენას მომავალ არჩევნებზე.
ჩემი მხრიდან პრეზიდენტის მომავალ კანდიდატებზე ლაპარაკი რამდენადმე უხერხულია. ისე, სამი წელი დამრჩა პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება. შესაძლებელია ორი წლის შემდეგ რაღაც მინიშნებები ამ თემაზე გავაკეთო კიდეც. ახლა კი ჩემთვის მთავარია მუშაობა.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის საკითხთა ექსპერტების, კერძოდ მამუკა არეშიძისა და სხვათა ინიციატივით, იქმნება კავკასიის უშიშროების საბჭო. როგორ აფასებთ ამ ფაქტს და თქვენი აზრით, რა ფუნქცია შეიძ ძლება შეასრულოს კავკასიის უშიშროების საბჭომ?
- ალბათ, ესეც არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსი საბჭო იქნება, იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე კავკასიის ქვეყნებში - რუსეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში არსებობენ უშიშროების საბჭოები, ამ უწყების ხელმძღვანელებს შორის იმართება შეხვედრები, კონსულტაციები. თუ ასეთი ჯგუფის შექმნა საზოგადოებრივ საწყისებზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსოლიდაციისა და შეკავშირების დონეზე მოხდება, მივესალმები და დიდი სიამოვნებით ვითანამ მშრომლებ მათთან. მით უფრო თქვენს მიერ დასახელებული გვარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი საქმის მცოდნენი და პროფესიონალები არიან.
აფხაზეთის ტელევიზია: სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ ტყვარჩელის ტერიტორიაზე ხდება სამხედრო ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაცია. გასულ ხუთშაბათს, ჭუბურხინჯის ტრადიციულ შეხვედრაზე, ქიშმარიამ არ უარყო ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ იქ წვრთნები მიმდინარეობს.
ამახვილებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტებზე ყურადღებას და რაიმე პროვოკაცია ხომ არ იმალება ამ წვრთნების უკან?
- ჩვენმა წარმომადგენლებმა არა მარტო აფხაზებთან კონსულტაციისას, არამედ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის დონეზე განიხილეს ეს საკითხი და სწორედ მან დაარწმუნა, რომ იქ გაიგზავნება სპეციალური ბრიგადა. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ ასეთი წარმომადგენლები უკვე იყვნენ ადგილზე და იქ არანაირი დაჯგუფება არ არის. ყოველ შემთხვევაში იმ ადგილებში, რომელიც მათ დაათვალიერეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვეტთ თვალ-ყურის დევნებასა და კონტროლს ტყვარჩელის ტერიტორიაზე და არა მარტო იქ. საერთოდ, საქართველო ვითარებას აკონტროლებს.
გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, აშკარაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს ორი ლოზუნგია გამოკვეთილი. კერძოდ: „რეპრესიები არ იქნება და ვებრძოლოთ კორუფციას“. რეპრესია ხომ არ არის ის, რომ დამნაშავე დაიჭირონ? ან ქვეყნის მძარცველი ციხეში იჯდეს? მორალური ტერორის ავტორები კი იყვნენ გამოაშკარავებული და დასჯილი? დამნაშავეების დასჯა ხომ არ არის რეპრესია.
ხელთა მაქვს - ზეკორუმპირებულად წოდებული ადამიანების მიერ შეკვეთილი და დაფინანსებული ორი წიგნი არაკორუმპირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ბილწი ბრალდებებით. ეს წიგნები, რომელთაგან ერთის ტირაჟია 7000, ხოლო მეორის 5000, მთელ საქართველოშია გავრცელებული. იგი გამოსცა გამომცემლობა „აჭარამ“, ხოლო დამფინანსებლები არიან აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ზეკორუმპირებულ პიროვნებებად ცნობილი რუდიკ ცატავა და შინაგან საქმეთა მინისტრი - ლავრენტი ნაჭყებია. ეს ორივე პიროვნება ზუგდიდის საფოსტო ბანკის მმართველმა დაასახელა, როგორც ლტოლვილთა შემწეობების ყველაზე დიდი დამტაცებლები. მათი თანამდებობიდან გადაყენება კი არავის მოუთხოვია.
თქვენ ძალიან დაკავებული პიროვნება ხართ, მაგრამ, გთხოვთ გაეცნოთ ამ ლიტერატურას...
- მსურს განვმარტო, როცა რეპრესიებზე ვლაპარაკობ, გათვალისწინებულია ის ღონისძიებები, რომელსაც ანტიკორუფციული სახე აქვს და ძირითადად გამიზნულია კორუფციის დასაძლევად, თანამდებობრივ დანაშაულობათა წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა ვამბობთ, რომ მასობრივი რეპრესიები არ იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავეთა წინააღმდეგ არ ვიბრძოლებთ. ჩვენი მიზანია, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ეს ურთულესი საქმეა. რაც შეეხება წიგნებს, შევეცდები გადავხედო, ან დავავალებ თანაშემწეებს, მოამზადონ სათანადო მოსაზრებანი.
რადიო „ჰარა“: თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებას უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე. კონკრეტულად, რომელ სამართლებრივ ბაზას დაეფუძნება ეს პროცესი. ცნობილია, რომ 1978-1991 წლების კონსტიტუციის გაუქმების შემდეგ, არსებობს სამართლებრივი ვაკუუმი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის...
- ის დოკუმენტი, რომლის შესახებაც ვლაპარაკობ - თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე, ჯერ კიდევ არ არის სამართლებრივი ბაზა. ეს არის ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროექტის საფუძველი, რის შედეგადაც უნდა მივაღწიოთ იმგვარ შეთანხმებას, რომელიც შემდგომში გამორიცხავს სამართლებრივი ვაკუუმის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში დოკუმენტის მიღებისას თავს იკავებდა, თავისი წინააღმდეგობა მოხსნა. ბატონი პუტინი აცხადებს, რომ ეს ქართულ-აფხაზური დიალოგის გაგრძელებისა და კონფლიქტის მოგვარებისათვის სერიოზული საფუძველია.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სამშვიდობოთა საგუშაგოზე განხორციელებული 10-მდე გასროლის გათვალისწინებით, სამშვიდობოები საბრძოლო მზადყოფნაზე არიან გადაყვანილი. რამდენად არის მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საშიშროება, განსაკუთრებით კოდორის ხეობიდან ქართულ საჯარისო ფორმირებათა გაყვანის ფონზე? ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ხომ არ შეიცვლება ქართული ჯარის გაყვანის გეგმა და საქართველოს ხელისუფლება ხომ არ გადახედავს გადაწყვეტილებას - უსაფრთხოების ზონაში ქართული ჯარის შენაერთის დატოვების შესახებ?
- თუ რაიმე სერიოზული ინციდენტი მოხდება, შევეცდებით, გადავწყვიტოთ მშვიდად, მაგრამ, პრინციპულად. რაც შეეხება კოდორის ხეობას, უკვე აღვნიშნე: დარწმუნებული ვართ, რომ იქ სერიოზული საფრთხე არ არსებობს. ყველა სათანადო ზომაა მიღებული, რომ იქ რაიმე გაუგებრობა არ მოხდეს.
სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“: საქართველოში ამერიკის სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. თქვენი ინფორმაციით, ხომ არ არის რაიმე სიახლე ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ოფიციალური ვაშინგტონისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით არ დამისვამს შეკითხვა. არსებული ინფორმაციით, სპეციალისტები საგანგებოდ მომზადებულები ჩამოვლენ. მიმდინარეობს მათი ქართულ გარემოსთან ადაპტაციისათვის სათანადო პროცესები როგორც ვიცი, ისინი ქართულ სიტყვებსაც კი სწავლობენ. ინსტრუქტორები აუცილებლად ჩამოვლენ, ერთ ან ორ კვირას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
რადიო „იმედი“: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემამ საკმაოდ საინტერესო დებატები გამოიწვია საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო ფრაქციები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან არჩევნებისათვის, მაგარამ ამასთან გამოთქვამენ აზრს, რომ არჩევნები გადაიდება. თქვენი აზრით ხომ არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ მოქალაქეთა კავშირში ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაციაა. არსებობს აზრი, რომ მოქალაქეთა კავშირს არა აქვს ამ არჩევნებში მოგების შანსი, ამ შემთხვევაში ლიდერობს „აღორძინების“ ბლოკი...
- მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველობის არჩევნების თარიღის შესახებ გამოვეცი განკარგულება და მის გამართვას წესით არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს. თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს მთელი რიგი კანონპროექტების მიღებას, აქაც არაფერია საგანგაშო. დღეს კანონმდებლობა მოქმედებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებობს და არჩევნების გამართვა შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტი დაინტერესებულია იმით, რომ არჩევნები გაიმართოს, თუ რაღაც სიახლეებია საჭირო კანონმდებლობაში, ეს პარლამენტის საქმეა. არ გამოვრიცხავ გარკვეულ შეხვედრებს ფრაქციათა ხელმძღვანელებთან და კონსულტაციების გამართვას.
იმის მიუხედავად, თუ როგორი პოზიცია აქვს მოქალაქეთა კავშირს, პრეზიდენტი მხარს უჭერს თვითმმართველობის არჩევნების გამართვას.
სააგენტო „მედია-ნიუსი“: გასულ მთავრობის სხდომაზე თქვენ მინისტრებს საქმიანობისათვის სამთვიანი ვადა მივეცით. ეს იყო ემოციური გამოსვლა, თუ ამ სამ თვეში რაიმე რადიკალური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ?
- რადიოინტერვიუში უკვე ვთქვი, მინდა ერთხელ კიდევ ხაზგასმით განვაცხადო, რომ ეს არ იყო ემოციური გამოსვლა, ეს იყო ყველა ჩვენგანის, პრეზიდენტის ჩათვლით, სერიოზული გაფრთხილება, რომ თუ უმოკლეს დროში სერიოზული გარდატეხა არ მოხდება, თითოეული ჩვენგანი პასუხს აგებს მოსახლეობის წინაშე.
ამ ბოლო დროს ძალიან სერიოზული ღონისძიებები ხორციელდება, კორუფციის თვალსაზრისით გამოვლენილია ბევრი მძიმე დანაშაული. გააქტიურდა პროკურატურა, უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განსაკუთრებით გამოიკვეთა ანტიკორუფციული საბჭოს აქტიურობა. ასე რომ, დასაწყისი ცუდი არ არის, პროგრამა გვაქვს, არსებობს მოქმედების სურვილი. მთავარია, ეს რთული ბრძოლა მინისტრებმა, უწყებათა ხელმძღვანელებმა სუფთა ხელებით აწარმოონ.
საქინფორმი
„ახლა შედარებით უკეთესი პირობებია იმისათვის, რომ გააქტიურდეს მუშაობა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად, ასევე უნდა დაჩქარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაც“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 აპრილი. - №85 (4144). - 1,3 გვ.
![]() |
58 თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ნიჰათ გოქიდითს (გოგოტიძეს) |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ნიჰათ,
მივიღე თქვენი საჩუქარი. მიხარია თქვენი წარმატებები და ისიც, რომ ამ წარმატებებით გამოწვეული თქვენი სიხარული ჩვენ გაგვიზიარეთ. თქვენს ისტორიულ სამშობლოში მუდამ გყავთ ერთგული და მოყვარული მსმენელი და გულშემატკივარი.
გისურვებთ ახალ წარმატებებს და დიდ სიხარულს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
თურქეთ-საქართველოს განათლებისა და კულტურის ფონდის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ნიჰათ გოქიდითს (გოგოტიძეს) // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 აპრილი. - №86 (4145). - 2 გვ.
![]() |
59 ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „მეტსის“ კოლექტივს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ძვირფასო მეგობრებო,
უდიდესი სიამოვნებით გილოცავთ თქვენი ინსტიტუტის დაა არსების მე-10 წლისთავს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
დაარსების დღიდანვე გახდა „მეტსი“ ელექტროტექნიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაში, რაზედაც მეტყველებს წარმოებაში დანერგილი მრავალი გამოგონება თუ პუბლიკაცია, რომლებიც თქვენი ინსტიტუტის კედლებში დაიბადნენ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში არსებული სიძნელეების მიუხედავად თქვენი სახელოვანი კოლექტივი ყველაფერს გააკეთებს მეცნიერული კვლევების შემდგომი ინტენსიფიკაციისათვის და ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო პოტენციალის განმტკიცებაში.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ელექტროტექნიკური მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „მეტსის“ კოლექტივს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 აპრილი. - №86 (4145). - 1 გვ.
![]() |
60 გიორგი შათირიშვილის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწის ბატონ გიორგი შათირიშვილის გარდაცვალების გამო.
მან ათეული წლების მანძილზე დიდი ღვაწლი დასდო შოთა რუსთაველის სახელისა და მისი იდეების პოპულარიზებას და რუსთაველის გარშემო ქართველთა შემოკრებას.
ბატონ გიორგის მართლა უანგაროდ უყვარდა ადამიანები და თავისი საქმე.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
გიორგი შათირიშვილის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 12 აპრილი. - №87 (4146). - 1 გვ.
![]() |
61 ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ოთარ,
მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა მოგილოცოთ რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრემიის - „კუმირის“ მიღება.
ეს ჯილდო, რომელიც თავის დროზე მინიჭებული აქვთ მიხეილ ულიანოვს, იური იაკოვლევს, კირილ ლავროვს, ოლეგ იანოვსკისა და სხვებს, თქვენი ნიჭის კიდევ ერთი აღიარებაა.
აღნიშნული პრემია დასტურია იმისა, რომ თქვენი სახით რუსეთში კვლავ პატივს სცემენ და ეთაყვანებიან ქართულ კულტურას.
გილოცავთ და მომავალშიც მრავალ წარმატებას გისურვებთ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 აპრილი. - №90 (4149). - 1 გვ.
![]() |
62 „არაერთგზის მითქვამს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული ყველა პრობლემური საკითხი სწორედ ახალმა დიდმა ხელშეკრულებამ უნდა მოაწესრიგოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
15 აპრილის რადიოინტერვიუ
- შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს ყურადღება გასულ კვირას კოდორის ხეობისაკენ იყო მიმართული. თქვენ კვლავ მიიღეთ (როგორც არაერთგზის წინა წლებში) ძალზე სარისკო და ვაჟკაცური გადაწყვეტილება, არ შეუშინდით შესაძლო პროვოკაციას და დაუყონებლივ გადაფრინდით შემთხვევის ადგილზე.
ბევრი მეთვალყურე და პოლიტიკური მოღვაწე აღნიშნავს, რომ თქვენმა ნაბიჯმა განმუხტა სიტუაცია. დესანტი ხეობიდან გაყვანილია. გაიმართა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან, თქვენი აზრით, რა მიზანს ისახავდნენ ის ძალები, რომლებმაც ეს პროვოკაცია დაგეგმეს? - ჟურნალისტის ციური ბაჯელიძის, რომელიც ამჯერად უძღვებოდა ინტერვიუს, შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- კოდორის ხეობაში დესანტის გადმოსხმის ჩანაფიქრი ძნელი გამოსაცნობი არ იყო.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხეობა ბევრს არ აძლევს მოსვენებას.
სამხედრო დაჯგუფება, რომელიც სოფელ აჟარასთან უნებართვოდ გამაგრებას ცდილობდა, სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა და თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.
ამასთან, თუ პრობლემა მშვიდობიანი მეთოდებით არ მოგვარდებოდა, მოსალოდნელი იყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა აფხაზეთში კონფლიქტის განახლება აქედან გამომდინარე უმძიმესი შედეგებით როგორც აფხაზების, ისე ქართველებისათვის.
არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს წინააღმდეგ რაღაც უფრო მეტი ჰქონდათ ჩაფიქრებული. კოდორის ხეობა რომ დაკარგულიყო, არც თბილისში იქნებოდა სიმშვიდე. განსაკუთრებით, ლტოლვილთა მასებში, მთელ ჩვენს საზოგადოებაში და ცალკეულ რეგიონებში. ასე, რომ მართლაც სხვადასხვა ვარიანტზე შეიძლება ლაპარაკი, თუ რა ჰქონდათ ჩაფიქრებული.
მდგომარეობა საბოლოოდ განიმუხტა ჩემი და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ. მადლობელი ვარ რუსეთის პრეზიდენტისა, რომელმაც მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ვითარებაში.
ამას არა მარტო ჩვენი ქვეყნები, არამედ მსოფლიო საზოგადოებრიობაც მიესალმა.
რაც ვთქვი, იმას მინდა დავუმატო, რომ ჩვენი სამხედროები მოქმედებდნენ მაღალ პროფესიულ დონეზე თავდაცვის მინისტრის გენერალური შტაბისა და სხვა მეთაურების ხელმძღვანელობით. მათ არ მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რასაც უდავოდ უმძიმესი გართულებები მოჰყვებოდა. იგივე ითქმის მოსახლეობაზეც, რომელიც საკმაოდ მშვიდად შეხვდა ამ მოვლენას. როგორც იცით, კოდორში თითქმის ყველა შეიარაღებულია. ძალიან ბევრი მათგანი მსახურობს სასაზღვრო ჯარებში. რამდენიმე ასეული კაცი მარტო ადგილობრივი მოსახლეობა იქნებოდა და ეს უკვე სერიოზული ძალა იყო იმისათვის, რომ საომარი მოქმედებები დაწყებულიყო.
ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ ჩაფრენილიყო, შეიძლება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ძალიან მძიმე შედეგებთან გვქონოდა საქმე. ჯერ ერთი, საჭირო იყო ხალხს სცოდნოდა, რომ ხეობა მიტოვებული არ არის და ხელისუფლება მასზე ზრუნავს, ამავე დროს საჭირო იყო მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მიქცევა. ვფიქრობ, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ბოლოს და ბოლოს სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- კოდორში მიმდინარე მოვლენებმა, რა თქმა უნდა, ააღელვა მთელი ქართული საზოგადაოებრიობა, მათ შორის, ახალგაზრდობაც.
13-14 აპრილი უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოს ისტორიაში. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დღეებში გაიმართა სტუდენტური ფორუმი, რომელსაც თქვენ თავად დაესწარით...
- სტუდენტური ფორუმი, მით უმეტეს, ცნობილი მოვლენების შემდეგ (და, ორგზის უმეტეს, 14 აპრილის წინა დღეებში) დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად მიმაჩნია. მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც სტუდენტებმა ფორუმზე მიიღეს, დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი გამოსვლისათვის. სიმართლე გითხრათ, სათქმელიც ბევრი დამიგროვდა არა მარტო სტუდენტური მოძრაობის, არამედ განათლების რეფორმის ძირეულ საკითხებზე, როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.
შევეცდები უახლოეს მომავალში პატარა ბროშურად გამოვცე ჩემი შეხედულებები დამოუკიდებელი საქართველოს განათლების მდგომარეობის, პერსპექტივის, მათ შორის სტუდენტური ფენომენის, სტუდენტური მოძრაობის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ვინმესთვის თავსმოხვეული შეხედულებები. სტუდენტურ ფორუმს, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა (მეორე ფორუმს, სამწუხაროდ მე ვერ დავესწარი და ცუდია, რომ ეს მოძრაობა გაიყო) 1500-2000 სტუდენტი დაესწრო და გამოირჩეოდა ნაკლები პოლიტიზებულობით და ნაკლები სურვილით, რომ ყველაფერს ხელისუფლების სახელი დაერქვას. სტუდენტობას სურს დამოუკიდებელი აზროვნება. დამოუკიდებელი მოქმედება, და ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი ადგილის დაკავება საზოგადოებაში. მეც სწორედ მხოლოდ ამგვარად წარმომიდგენია ჩემი მათთან თანამშრომლობა.
- კოდორის მოვლენების დროს თბილისში მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო დელეგაციათა მოლაპარაკება „დიდი ხელშეკრულების“; ახალი პროექტის თაობაზე. რუსულ დელეგაციას ბატონი ბორის პასტუხოვი ხელმძღვანელობდა. როგორ აფასებთ ამ მოლაპარაკებასა და ბატონ პასტუხოვის პოზიციას?
- უნდა მოგახსენოთ, რომ ბორის პასტუხოვმა ამ შემთხვევ ვაში (სხვა დროს ყოველთვის ასე არ ხდებოდა) სავსებით კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა და გარკვეული წვლილიც შეიტანა ვითარების განმუხტვაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას სწორედ აქედან მიეღო ინფორმაცია, თუ როგორ დუღს საქართველო და როგორი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო ზოგიერთმა გენერალმა.
თვით მოლაპარაკების მორიგი რაუნდიც მთლიანობაში ორივე მხრიდან კეთილგანწყობილად წარიმართა.
მართალია, იგი დროებით შეწყდა (არა საქართველოს მიზეზით), მაგრამ უახლოეს მომავალში უეჭველად განახლდება.
არაერთგზის მითქვამს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული ყველა პრობლემური საკითხი სწორედ ამ ხელშეკრულებამ უნდა მოაწესრიგოს. ასეთი იყო როგორც ჩემი, ასევე ვლადიმერ პუტინის პოზიცია.
- „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციამ აცნობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ იგი ინარჩუნებს თავის წარმომადგენლობას საქართველოში. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას?
- სხვათა შორის, მე ძალიან გულწრფელად განვიცდი (მაგრამ საშუალება არ მაქვს ჩავერიო მათს საქმიანობაში) იმ განხეთქილებას, რომელიც „წითელი ჯვრის“ საქართველოს წარმომადგენლობაში მოხდა. „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის“ საერთაშორისო ფედერაციამ უმძიმეს წლებში (მე ამას ვერ დავივიწყებ), როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, მართლაც ფასდაუდებელი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს. ახლაც არის დაახლოებით 12 მილიონი დოლარის დახმარების მიღების შანსი. თუკი თვითონ აქაური ორგანიზაცია დალაგდება და კონფლიქტი ამოიწურება.
სწორედ ამიტომ რამდენიმე თვის წინათ მე სერიოზული შეშფოთება გამოვთქვი იმის გამო, რომ „წითელ ჯვარს“ შეიძლებოდა საქართველო დაეტოვებინა.
ეს არის უაღრესად კეთილშობილი, მართლაც ღვთისნიერი სიყვარულით გაჟღენთილი გაერთიანება, რომლის მიზანი და ერთადერთი დანიშნულებაა უმწეოსა და გაჭირვებულს გაუწოდოს დახმარების ხელი.
ამდენად, მე ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ცნობილ დავას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება (ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვის სასარგებლოდ). მჯერა, სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და აღდგება ყველა პირობა „წითელ ჯვართან“ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი თანამშრომლობისათვის.
მადლობას მოვახსენებ ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან შეთანხმების ვადის გაგრძელების თაობაზე, ანუ ურთიერთობა არ გაწყვიტა. როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მე შევხვდები იმ ხელმძღვანელობას, რომელსაც სასამართლო დააკანონებს და ვისაუბრებთ იმ პერსპექტივაზე რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს ამ სფეროში.
- თბილისში გაიხსნა ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 კონფერეცია. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ღონისძიებას?
- თავისთავად მისასალმებელი და კარგის მანიშნებელიც არის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი და წარმომადგენლობითი კონფერენცია სწორედ ჩვენს დედაქალაქში იმართება. არაერთხელ მითქვამს, რომ როცა დამთავრდება იმ დიდი სასტუმროების მშენებლობა, რომლებიც ევროპული და მსოფლიო სტანდარტების დონეზე შენდება. საქართველოს დედაქალაქი გახდება ასეთი დიდი ფორუმების, მათ შორის, უმაღლესი დონის შეხვედრების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ქალაქი, როცა გავეცანი პროგრამას, დავრწმუნდი, რომ საქართველოს შეუძლია ძალიან კარგად უმასპინძლოს არა ცალკეულ სტუმრებს, არამედ ფორუმებს, სიმპოზიუმებს, სერიოზული დისკუსიები გაიმართოს არა მარტო რეგიონის არამედ, საერთოდ ევროპისა და მსოფლიოს პრობლემებზე.
დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს თითქმის ყველა წევრი ქვეყნის უზენაეს სასამართლოთა თავმჯდომარეები.
ეს გარემოება უკვე ამთავითვე ნიშნავს და გულისხმობს ჩვენი ქვეყნის აღიარებას და იმის დადასტურებას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გააკეთა სახელმწიფოს იურიდიულ საფუძველთა განმტკიცებისათვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმება სასამართლოს ავტორიტეტი და მისი წონა სახელმწიფოსა და საზოგადოებაში.
ამდენად, კონფერენციის გამართვა თბილისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მისი თავმჯდომარის ბატონ ლადო ჭანტურიას უდავო მიღწევაა. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ბატონი ლადოს მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა. მართალია, მან მოკლე მოხსენება წარადგინა გახსნისას, მაგრამ ეს იყო ძალზე შთამბეჭდავი მოხსენება, რომელიც ამ ფორუმს უდავოდ დაამშვენებს. ალბათ, მას ცალკე გამოსვლა და შეხვედრებიც ექნება. მეამაყება, რომ ასეთ უწყებას ასეთი ახალგაზრდა ერუდირებული და განსაკუთრებული და განათლებული კაცი ხელმძღვანელობს.
- ტრადიციული კითხვა: რას გამოჰყოფდით გასული კვირის მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხებიდან?
- უპირველეს ყოვლისა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თაობაზე - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და დამხმარე ზონის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შესახებ. როცა რამდენიმე წლის წინათ ამ პარკზე დავიწყეთ საუბარი, როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, ბევრი ძალზე სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა.
საერთოდ, მე ძალზე საყურადღებო თემად მიმაჩნია, თუ რას წარმოადგენს დღეს საქართველოს ეროვნული პარკები არა მარტო ბორჯომ-ხარაგაულში და რა პერსპექტივები არსებობს ამ მიმართულებით.
უეჭველია, რომ აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ სრულად ახლებური მიდგომა ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს უნიკალური ბუნება, (კოლხეთი, სვანეთი, სხვა ცნობილი რეგიონები). განსაკუთრებით ტყეები, რომელთა მნიშვნელობა შორს სცილდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს.
მრავალი მეცნიერის აზრით, საქართველოს ტყეები მთელი რეგიონის „ფილტვებია“. თუ შეიძლება ასე ითქვას და აქედან გამომდინარე ჩვენ პასუხს ვაგებთ არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ გარკვეულ სივრცეში მცხოვრები სხვა ხალხების წინაშეც.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამწლიანი ღია პროგრამის დასაფინანსებლად გერმანიის მხარემ საქართველოს გამოუყო უსასყიდლო ფინანსური დახმარება - ხუთი მილიონი გერმანული მარკის ოდენობით (აქ იგულისხმება ადიგენის უმთავრესი ზონა და აბასთუმანიც, რომელიც ჩვენი თხოვნით ჩართეს. დღეს აბასთუმანი უკვე საიმედო ხელშია და ის საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა, დღის წესრიგიდან უკვე მოხსნილია. ასე რომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთ-ერთ უნიკალურ ადგილას, რომლის მსგავსი ორი-სამი შეიძლება მოიძებნებოდეს მსოფლიოში). დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება. გერმანელები, თუ ხედავენ კონკრეტულ შედეგს და თუ მათ მიერ გაღებული თანხები დანიშნულებისამებრ იხარჯება, მზად არიან გააგრძელონ ეს პროგრამები.
ეს თანხა ტყე-პარკის მოწყობასა და განვითარებას მოხმარდება. იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ხორციელდება შენობათა რეაბილიტაცია და სხვა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ იქაური მოსახლეობისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები შეიქმნას. არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ მოსახლეობა გადასახლდება და მარტო ტყეებს შევინარჩუნებთ. ასე არ არის. ეს ყველაფერი, უწინარეს ყოვლისა, მიმართულია მოსახლეობის დამაგრებისა და მათთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, მათ შორის, გზების მშენებლობისა და სასმელი წყლის გაყვანისათვის.
განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პროექტი გულისხმობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ფინანსურ დახმარებას. იგი სრულად ითვალისწინებს, აგრეთვე რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს, მაგრამ საქართველოში ტყე-პარკებისა და ნაკრძალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სახელმწიფომ ალბათ, განსაკუთრებული ღონისძიებები უნდა განახორციელოს, რათა მათი მოვლისა და განვითარების პროგრამებმა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ჟღერადობა შეიძინოს.
ადრეულ წლებში, მახსოვს ათასობით ჰექტარი ქარსაცავი ზოლები გავაშენეთ შირაქში და სხვაგანაც. სადაც მარცვლეული მოგვყავს. სადაც ქარსა და დიდთოვლობას დიდი ზიანი მოაქვს. აღარაფერი ამისაგან აღარ დარჩა ყველაფერი გაჩეხეს და ახლა, დიდმა ქარებმა რომ გადაიარა, წალეკა ყველაფერი, რადგან დამაბრკოლებელი აღარაფერი იყო. ამიტომ ახლა იძულებული ვართ, ახალი სახელმწიფო პროგრამა დავამუშავოთ ქარსაცავი ზოლების აღდგენის თაობაზე ალბათ, გავაკეთებთ, მაგრამ შეიძლება ამ საქმეს რამდენიმე ათეული წელიც კი დასჭირდეს.
ძალიან აქტუალური საკითხი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემები. მირიან გოგოიაშვილმა წარმოადგინა ჩვენი მოქმედების გეგმის საბოლოო ვარიანტი. ეს არ არის მარტო პირდაპირი ბრძოლა კორუმპირებულთა წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა იგულისხმება, მაგრამ ძირითადი ყურადღება გადატანილია იმაზე, რომ ამოიქოლოს ეს ხვრელები, რომელთა მეშვეობით კორუმპირებულები ძალიან მოხერხებულად სარგებლობენ და მდიდრდებიან სახელმწიფოსა და მოქალაქეების ხარჯზე. როგორც ვიცი, ჩვენი უცხოელი მეგობრები მონაწილეობენ ამ გეგმის შემუშავებაში და ეს მათთან ერთად შედგენილი პროგრამაა.
აუცილებელია საზოგადოება ხედავდეს გაწეული მუშაობის შედეგებს, მაგრამ მხოლოდ ადმინისტრაციული ზომებით აქ ვერაფერს გავხდებით - აუცილებელია სტრუქტურულ რეფორმათა გაღრმავება და მათი დასრულება. ახლა ბევრს ლაპარაკობენ შემცირებებზე. შემცირდება მოხელეთა სამინისტროთა რაოდენობა. ყველაფერი ეს გაკეთდება გეგმაზომიერად, თუ შემცირდება მართლაც აუცილებელია და ალბათ, აუცილებელია თუნდაც კანცელიარიაში, სამინისტროებსა და უწყებებში. ეს მოხდება შედარებით უმტკივნეულოდ ადამიანებისათვის ჯერ უნდა მოვძებნოთ ან პენსია მივცეთ ან ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები და ამის შემდეგ დაგება დღის წესრიგში მათი შემცირების საკითხი იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამით გამოთავისუფლებული თანხები რჩება იმ თანამშრომლებს, რომლებიც დარჩებიან ამ სისტემებში და იმუშავებენ.
სხვათა შორის, იყო საუბარი ტელევიზიის რეორგანიზაციაზეც. უფრო საზოგადოებრივი ტელევიზიისაკენ იყო კურსი აღებული, მაგრამ მე მიმაჩნია (და მჯერა, რომ სწორია), რომ ძალიან არ უნდა ვიჩქაროთ. რეფორმა რეფორმისათვის არ გვინდა. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ალბათ არ არის თანამშრომელი ტელევიზიასა და რადიოში, რომელსაც წვლილი არ ჰქონდეს შეტანილი ამ ათწლეულია განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული კულტურის, ხელოვნების გადარჩენისათვის და პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ეს კოლექტივი. ოთხი ათას კაციანი ტელესტუდიები მსოფლიოში არსად არ არის, მაგრამ ჩვენ იმ გზით უნდა ვიაროთ, რომ არც ერთი ადამიანი არ განაწყენდეს, თუ ვინმე წავა, მას ან უკეთესი პირობები უნდა შესთავაზონ, ანდა მისი ცხოვრება გარანტირებული იყოს პენსიით, ხელფასით ან სხვა დახმარებით. ამაზეც იყო სერიოზული საუბარი.
დაბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, ეკონომიკური თემიდან. მე მინდა ვთხოვო კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულს ბიძინა სონღულაშვილს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას: კახეთში ძალიან დიდი აღმავლობით ვითარდება მევენახეობა. ქართული ვაზი და მეღვინეობა. ბოლო ცნობებით, წლის განმავლობაში 2500 ჰექტარი ვაზის გაშენდა. ასეთი ტემპები ვაზის გაშენებისა, საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც მილიონ ტონაზე ვფიქრობდით, არ ყოფილა. ესე იგი, კახელი გლეხი და კახელი მეწარმეები საბოლოოდ შემობრუნდნენ ვენახისაკენ, ვაზისაკენ, შექმნეს პატარ-პატარა სანერგეები. ყველაზე მომგებიანი ახლა არის ნერგის წარმოება, იმდენად დიდია მოთხოვნა. გარდა ამისა, კახეთში აშენდა ოცამდე ღვინის ქარხანა, რომლებიც სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მე ვფიქრობ, რომ 12 წელიწადში შეგვიძლია საქართველოში გავმართოთ დიდი სიმპოზიუმი, დეგუსტაცია და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაცნოთ, რა არის ქართული ღვინო, ქართული ვაზი. თქვენ იცით, რომ საქართველო კულტურული ჯიშის ვაზების ღვინის სამშობლოა და ჩვენ გვაქვს უფლება კიდევ ვაწარმოოთ, კიდეც გავიტანოთ და გავყიდოთ მსოფლიო ბაზარზე და აქაც რეკლამა გავუკეთოთ იმას, რაც საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში მიგვიღია.
საქართველოს საინფორმაციოა სამსახური - საქინფორმი
„არაერთგზის მითქვამს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებული ყველა პრობლემური საკითხი სწორედ ახალმა დიდმა ხელშეკრულებამ უნდა მოაწესრიგოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 აპრ რილი. - №90 (4149). - 1, 2 გვ.
![]() |
63 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და მომავალი პერსპექტივები“ მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მიმართვა
ქალბატონებო და ბატონებო,გულითადად გესალმებით საერთაშორისო კონფერენციის ყოველ მონაწილეს და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ.
არქეოლოგიას, როგორც წარსულისა და აწმყოს, სხვადასხვა კულტურათა თუ ხალხთა დამაკავშირებელ მეცნიერებას, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.
თანამედროვე ტექნიკური პროგრესის მთელი სიდიადის სრულად შეცნობა ხომ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ თვალს გავადევნებთ ადამიანის ნააზრევისა და ნახელავის განვითარებას ქვის პრიმიტიული იარაღებიდან კოსმოსურ ხომალდებამდე.
ისიც სათქმელია, რომ არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი ძველი ხელოვნების შედეგებს აღტაცებაში მოვყავართ, სულიერად გვამაღლებს და წინაპრებთან სიახლოვის განცდით გვავსებს.
ამ მეცნიერების განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეაქვთ ქართველ არქეოლოგებსაც, რომელთა ბრწყინვალე აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება პოვეს. ამიტომაც დღევანდელი თარიღი საქართველოში პირველი არქეოლოგიური გათხრების 150 წლისთავი ჩვენს - ქვეყანაში მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
დღეს, იმ გრანდიოზულ მშენებლობათა საძირკვლების ჩაყრის დროს, რომელთაც ქვეყნისათვის უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ, საქართველოს არქეოლოგებს ეკისრებათ უაღრესად სერიოზული პასუხისმგებლობა - ყოველმხრივ შეისწავლოს მშენებლობათა ზონაში მოქცეული ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა. საქართველოს კანონის თანახმად სამშენებლო ორგანიზაციები ვალდებული არიან უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ მათი სრული გამოკვლევა და ფართო საზოგადოებისათვის წარმოჩენა.
ამ საქმეში განსაკუთრებით დიდი მისია აქვს დაკისრებული არქეოლოგიური კვლევის ცენტრს, რომელსაც დაარსების 25 წელი უსრულდება და რომელიც ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორია.
ვსარგებლობ შემთხვევით დ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომლებს ვულოცავ ამ შესანიშნავ თარიღს.
საქართველოს მიწა ეპოქათა, ხალხთა და უდიდეს მოვლენათა ნივთიერ მოწმეებს ინახავს და კანონზომიერია, რომ სწორედ აქ, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ერთობლივი მუშაობით, კეთდება მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები.
დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა გელით და დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და მომავალი პერსპექტივები“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 16 აპრილი. - №90 (4149). - 1 გვ.
![]() |
64 მენეჯმენტის უმაღლესი ევროპული სკოლის „ESM თბილისის“ რექტორს ბატონ სულიკო ქადაგიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო სულიკო,
დიდი კმაყოფილების გრძნობით გილოცავ შენ და „ESM თბილისის“ თანამშრომელთა მთელ კოლექტივს თქვენი სასწავლებლის დაარსების მეათე წლისთავს.
უმაღლესი განათლების დაწესებულებისათვის ათი წლის იუბილე იქნებ არ იყოს ბევრი, მაგრამ ამ ათი წლის მანძილზე ESM მეტად მნიშვნელოვან, თანამედროვე ტიპისა და უკვე დიდი ავტორიტეტის უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბდა. თავად სწავლების პრინციპი იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მძიმე და რთულ პერიოდში, როდესაც ძირეულად იცვლებოდა ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ინსტიტუტები, დამკვიდრებული სტერეოტიპები, ჩვევები და შეხედულებები, თქვენ მიზნად დაისახეთ უაღრესად სერიოზ ზული ამოცანა - სრულიად ახალი ტიპის ქართული უმაღლესი სასწავლებლის შექმნა. სასწავლებლისა, რომელიც ორგანულად უნდა ჩაწერილიყო დემოკრატიულ პრინციპებზე და ჯანსაღ საბაზრო ურთიერთობებზე დამკვიდრებულ სამოქალაქო საზოგადოებაში.
თქვენი კოლექტივის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან წარმატებით შეძლო დასახული მიზნის განხორციელება. დღეს „ESM თბილისი“ არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. ამას ადასტურებს ინსტიტუტის შესახებ შექმნილი საზოგადოებრივი აზრი, ჩვენი ქვეყნის და უცხოელ ავტორიტეტულ ექსპერტთა დასკვნები და რაც ყველაზე მთავარია, ის, რომ თქვენს მიერ მომზადებული სპეციალისტები წარმატებით მუშაობენ, როგორც ჩვენს ქვეყან ნაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც და, როგორც წესი, მაღალ შეფასებას იმსახურებენ.
მეამაყება, რომ „ESM თბილისის“ შექმნასა და ფეხზე დადგომაში მეც მიმიძღვის მცირედი წვლილი, რადგან როგორც მახსოვს, ჩემი ფონდი იყო ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ვიცი, რომ თქვენ წინ კიდევ დიდი გეგმები გაქვთ. ნათქვამია: „კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო“. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დაწყებულ საქმეს კვლავაც წარმატებით გააგრძელებთ.
გთხოვთ, გადასცეთ თქვენს თანამშრომლებს ჩემი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენს მომავალ საქმიანობაში.
საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე
მენეჯმენტის უმაღლესი ევროპული სკოლის „ЕSМ თბილისის“ რექტორს ბატონ სულიკო ქადაგიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 აპრ რილი. - №93 (4152). - 1 გვ.
![]() |
65 „საქართველოს საშინაო საქმეებში შეიარაღებული ჩარევა დაუშვებელია არა მარტო რუსეთისათვის, არამედ მსოფლიო გაერთიანებისათვის“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ბრიფინგი. 2002 წლის 22 აპრილი
პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, რადიოინ ნტერვიუში თქვენ კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნეთ, რომ ახლა იქ სიტუაცია განმუხტულია, მაგრამ ქართული მხარე ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს. რამდენად რეალურია იმის საშიშროება, რომ 12 აპრილის მოვლენები იქ განმეორდეს? ხეობის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს. შიშის საფუძველს იძლევა ისიც, რომ უკვე სახელდება კონკრეტული თარიღი, თითქოს 25 აპრილს რუსული ჯარი ხეობაში კვლავ შევა.
და აქვე პარალელი შეიძლება გაევლოს, რომ რუსეთ-საქართველოს გართულებული ურთიერთობის ფონზე კვლავ აქტიურდება იგორ გიორგაძე. რამდენიმე დღის წინათ იგი გამოვიდა რუსული მედიის საშუალებით და განაცხადა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ხომ არ დააკავშირებდით ყოველივე ამას ერთმანეთთან?
- რაც შეიძლება ნაკლებად უნდა დავუჯეროთ ჩვენც და აფხაზებმაც ჭორებს, სხვადასხვა გამოგონილ ვერსიებს და ვილაპარაკოთ რეალურ საფრთხეებზე, თუ ასეთი არსებობს. თუ კონფლიქტი განახლდა, ბუნებრივია, ეს იქნება ტრაგედია საქართველოსათვის, მაგრამ ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა აფხაზებისათვის, რამაც შეიძლება განადგურებამდე მიიყვანოს მთელი ერი. ამიტომ კონფლიქტის განახლება დაუშვებელია. ეს არ შეიძლება წარმოადგენდეს დღევანდელი საქართველოს, მათ შორის აფხაზების ინტერესს. რაც შეეხება რუსეთის მოქმედ დებას, მოულოდნელ გადაწყვეტილებათა გამორიცხვა ძალიან ძნელია, ისევე როგორც ეს 12 აპრილს მოხდა, მაგრამ არც რუსეთისთვის არ არის გამართლებული ავანტიურა, რაც დაკავშირებ ბული იქნება კონფლიქტის განახლებასთან, გაღვივებასთან ან ახალი კონფლიქტის გაჩაღებასთან. რუსეთს თავისი პრობლემ მებიც ბევრი აქვს, კერძოდ ჩეჩნეთის საკითხი და სხვა მრავალი პრობლემა. ამავე დროს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. ვლადიმერ პუტინს არაფერი წაუგია, როცა მან კოდორთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი მის სასარგებლოდ ჩამოყალიბდა, რადგანაც ეს იყო ერთადერთი სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება.
რაც შეეხება იგორ გიორგაძეს, სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ მის გამოსვლებს არ ვკითხულობ და არ ვუსმენ, არ მცალია. მიმაჩნია, რომ მისი განცხადებები არასერიოზულ საფუძველზეა აგებული. ვიღაცეები, შესაძლოა, დგანან მის უკან, ვიღაცეები - დაუკვეთავენ. სიმართლე გითხრათ, მისი მდგომარეობის არ შემშურდებოდა. ილაპარაკოს, რამდენიც უნდა.
„რუსთავი 2“: ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუმცა ზოგიერთი პარტია აცხადებს, რომ დიდია არჩევნების გადადების შანსი. აქვე განცხადებას აკეთებს ზურაბ ჟვანია, რომ მისი დარჩენა პარტიაში დამოკიდებულია თქვენთან შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შემდეგ ვის დაუჭერს მხარს პრეზიდენტი - ეგრეთ წოდებულ მამალაძის დაჯგუფებას, თუ ჟვანიას დაჯგუფებას, ვინაიდან ამჟამად რეალურად ეს ორი ძალაა...
- მიმაჩნია, რომ არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. სხვა შემთხვევაში, პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობა რამდენადმე გაურკვეველ ფაზაში შევა. ჩვენ ერთხელ უკვე გადავდეთ არჩევნები და არ შეიძლება ამ მოვლენით თამაში. არ შეიძლება არჩევნების გადადება იმის გამო, რომ დოკუმენტები ვერ მოვამზადეთ. ბოლოს და ბოლოს, არსებობს საარჩევნო კანონი, რომელიც არცთუ ისე ცუდი კანონია და მის საფუძველზე შეიძლება არჩევნების გამართვა.
მოქალაქეთა კავშირში მდგომარეობა ახალა რამდენადმე გაურკვეველ ფაზაში შევა. მე გამიჭირდება თქმა, თუ ვის მხარეზე დავდგები. მე საღად მოაზროვნე ხალხის მხარეზე დავდგები. სხვათა შორის თვით ჩემი ყოფნა მოქალაქეთა კავ ვშირში დამოკიდებულია იმასთან, თუ როგორ განცხადებებს გააკეთებენ. თუ მოქალაქეთა კავშირის ორგკომიტეტის განცხადება იმის შესახებ, რომ ის არის პრეზიდენტის ოპოზიციური ძალა ძალაში რჩება, მაშინ მე ასეთ პარტიასთან საერთო არ შეიძლება მქონდეს. ამიტომაც, თვითონ უნდა გაარკვიონ და მოილაპარაკონ, მე კი საბოლოოდ მერე გადავწყვეტ, ვიქნები თუ არ ვიქნები პარტიაში.
ციურიხის გაზეთი: კოდორის ხეობასთან დაკავშირებით სიტუაციის პერიოდული გამძაფრების გამო გაეროს წარმომადგენლის წინადადებით დაგეგმილი მოლაპარაკება რამდენჯერმე გადაიდო, რაც საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება. ამ რთული სიტუაციიდან გამოსვლისათვის, რა სახის კეთილი ნების ჟესტის გაკეთება შეუძლია საქართველოს? მაგალითად, კოდორის ხეობიდან დამატებითი ძალების გამოყვანა...
- კოდორის ხეობაში არავითარი დამატებითი ძალები ახლა არ არის. იქ არიან მესაზღვრეები, რომელთა იქ ყოფნა არ არის აკრძალული ჩვენს, აფხაზთა და რუსების მიერ ხელმოწერილი ყველა დოკუმენტის მიხედვით. იქ არიან პირები, რომლებიც იცავენ ტრანსკავკასიურ მაღალგადამცემ ხაზებს რუსეთიდან. ხეობაში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა და მეტი არავინ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შევასრულოთ სამმხრივი შეთანხმება ამ ტერიტორიის პატრულირების თაობაზე, მათ შორის კოდორის ხეობისა. მაგრამ პატრულირებაში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა ქართულმა, აფხაზურმა და გაეროს წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ უარი თქვა ამაზე, რადგანაც მიაჩნიათ, რომ გაერო არ უნდა მონაწილეობდ დეს. მოლაპარაკება, ბუნებრივია, გაგრძელდება.
რაც შეეხება ჩვენი მხარის ინიციატივებს: ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ ჟენევის პროცესი. საკოორდინაციო საბჭო შექმნილი იყო ჟენევაში და ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევხვდეთ ან სოხუმში, ან თბილისში, ან კიდევ ჟენევასა თუ სხვა ქალაქში. აი, ეს არის ჩვენი ინიციატივა - მოლაპარაკების აღდგენა, ხალხის დამშვიდება და შეთანხმებისათვის ნიადაგის მომზადება.
ციურიხის გაზეთი: საქართველო უცხოელთათვის არაჩვეულებრივი ქვეყანაა. არაჩვეულებრივია „მარსიდან ჩამოსულთა“ მაღალი აქტიურობის გამოც. ისინი ბომბავდნენ პანკისის ხეობას, კოდორის ხეობას, არავის უნდოდა ყოველივე ამისათვის პასუხისმგებლობა ეკისრა. ალბათ, მათი კიდევ ერთი ნაბიჯი იყო კოდორის ხეობაში თითქოსდა გილაევის რაზმის ტრანსპორტირებაც. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ „მარსიდან ჩამოსულთ“ მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან...
- დიდი მადლობა, რომ გვიკარნახეთ. ჩვენ თავს ვიტეხთ იმაზე, თუ ვინ იყო იქ და საიდან მოხვდა. აი, თქვენ მიუთითეთ, რომ ადრესატები „მარსიდან“ ყოფილან. ახლა ჩვენ დავიწყებთ ძებნას, თუ ვინ იყვნენ...
გერმანიის ტელევიზია: ხომ არ იყო შესაძლებელი, რომ ბოლო დროს კოდორში მიმდინარე მოვლენებს ომის ხელმეორედ განახლება გამოეწვია?
- რომ არ შემდგარიყო ჩემი და ბატონი პუტინის საუბარი და რუსეთის პრეზიდენტს არ მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, ფაქტობრივად ეს ნიშნავდა ომის განახლებას. ყველაფერს საათები წყვეტდა. საკმაოდ ბევრი შეიარაღებული ხალხი იყო და ახლოს ვიყავით სისხლიან კონფლიქტამდე.
- რა იყო პირადად თქვენი გამგზავრების მიზანი კოდორის ხეობაში და შეგეძლოთ თუ არა ზეგავლენა მოგეხდინათ მიმდინარე მოვლენებზე?
- მე მგონი, ჩემი გამგზავრების მიზანი გარკვეულია. უწინარესად, საჭირო იყო ხალხის დაშოშმინება, მეორე - არ დამეშვა მოულოდნელი გამოსვლები როგორც ჩვენი, ასევე რუსების მხრიდან, კონფლიქტი თავიდან უნდა ამეცილებინა. ამის გარდა, მე ვაპირებდი იმავე დილით რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს, მაგრამ ეს არ მოხდა. პრეზიდენტი დედაქალაქში არ იმყოფებოდა. იმ ღამეს დავბრუნდი და მზად ვიყავი რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისათვის. ეს საუბარი გაიმართა და კარგი, ნორმალური შედეგით დამთავრდა.
აფხაზეთის რადიო: აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრემიერ მინისტრმა ანრი ჯერგენიამ განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს იარაღი თენგიზ კიტოვანმა მიჰყიდა. იყო თუ არა ეს თქვენთვის ცნობილი და დადგება თუ არა კვლავ მისი პასუხისმგებლობის საკითხი? შეეძლო თუ არა თენგიზ კიტოვანს აფხაზ ზური მხარისათვის მარტო მიეყიდა იარაღი?
- თუკი სინდისი მისცემდა ამის უფლებას, რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ მე ამის ფაქტი არ გამაჩნია. საერთოდ, ომებისა და კონფლიქტების დროს იარაღის გაყიდვის ფაქტები ხშირია, მაგრამ მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ბატონმა თენგიზმა ვიღაცას მიჰყიდა ან ვიღაცისგან იყიდა იარაღი. ასეთ საკითხებში მე მაშინ არ ვერეოდი.
რადიო „აუდიენცია“: რუსული ინტერნეტ-გაზეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კოდორის ხეობაში 10 ათასი ქართველი სამხედროა კონცენტრირებული, რომ ყაზბეგში ნატოს ორი ვერტმფრენია, რომ ფოთში სამოქალაქო გემები სამხედრო გემებად კეთდება და ასე შემდეგ. დასახელებულია ასევე 30 აპრილი ანუ ის ვადა, რომელიც აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს კოდორის ხეობიდან სამხედრო შენაერთების გაყვანისათვის მისცა.
გასულ კვირაში ქართულ მასმედიასა და ქვეყნის მაღალ ეშელონებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარე ძალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ. თქვენი აზრით, რომელ შიდა ძალებს დაეყრდნობიან აღნიშნული გარე ძალები და მოსალოდნელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება?
- ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ის, რაც რუსეთის მასმედიაში ქვეყნდება, მე ამას ჭორები და სხვადასხვა გამოგონილი ვერსიები ვუწოდე. რაც უფრო ნაკლები იქნება ასეთი ჭორი და რაც უფრო ნაკლებად გავრცელდება ამგვარი გამოგონილი და შეთხზული ამბები, მით უკეთესია. და მე არა მგონია, რომ ამით დაინტერესებული იყოს რუსეთის ხელისუფლება, ან აფხაზები, ან ჩვენ. ყველაფერი ეს იწვევს ადამიანების ნერვიულობას. ფოთში არავითარი ახალი გემები არ შენდება, ნეტავი შეგვეძლოს აშენება და ავაშენებდით, მაგრამ არ შეგვიძლია. იქ არის ჩვეულებრივი ნავსადგური, მუშაობს მშვიდობიან პირობებში, სერიოზული შემოსავალი შემოაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში და მას სათანადო პირობებს ვუქმნით. სხვა დანარჩენი ჭორებისა და გამოგონილი ვერსიების ანარეკლია.
ხოლო რაც შეეხეება იმას, თუ ვის შეიძლება დაეყრდნონ, მე გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ამ დარბაზში ასეთი პიროვნება არ არის და სიმართლე გითხრათ, დღევანდელ საქართველოშიც ჯერჯერობით არ არის. ცოტა მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდეთ ამ კითხვას.
ჟურნალი „გადასახადები“: საგადასახაო სისტემის რეფორმას თქვენ, რბილად რომ ვთქვათ, „ვაი რეფორმა“ უწოდეთ. ფაქტია, რომ რეფორმის წყალობით პროფესიონალი კადრები არაპროფესიონალებმა, არაკომპეტენტურმა სპეციალისტებმა შეცვალეს. გვაინტერესებს, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება თქვენს მიერ იმისათვის, რომ რეფორმირებული საბაჟო სისტემის ნაცვლად დეფორმირებული საბაჟო სისტემა არ მივიღოთ. რამდენადაც ცნობილია, არსებობს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს საბაჟო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომელთა ატესტაციასა და ტესტირების გზით ახალი კადრების შერჩევას. რამდენად საკმარისია აღნიშნული დრო რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისათვის და თქვენი პროგნოზით, რამდენად ოპტიმალური იქნება რეფორმის შედეგები?
- მე დღეს რადიოინტერვიუში ბევრი ვილაპარაკე საგადასახადო კოდექსის გადასინჯვის აუცილებლობაზე. ეს უმთავრესი საკითხია და მისასალმებელია ამ საქმეში უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობა და ჩვენი ბიზნესმენების აქტიურობა. ცოტა ხნის წინათ ბატონი გოგი თოფაძის რეზიდენციაში ბევრი ბიზნესმენი შეიკრიბა. ისინი აქტიურად მუშაობენ ახალ ვარიანტზე, შესწორებებზე და საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იქნება. ქვეყანა გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს და ბიზნესმენები უფრო თავისუფლად იგრძნობენ თავს.
რაც შეეხება საბაჟო სამსახურის რეფორმას, იგი დაწყებულია, მიმდინარეობს და ბოლომდე იქნება მიყვანილი. თუ რა შედეგს მივიღებთ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ ის ღონისძიებები, რომლებიც ახალ საბაჟო სამსახურში მიმდინარეობს, გარკვეულ შედეგებს უკვე იძლევა. მაგალითად, აპრილში წინა თვესთან შედარებით 30 პროცენტით მეტია შემოსავალი და ესეც რაღაცას ნიშნავს. ესე იგი, საკადრო პოლიტიკასთან, სტრუქტურულ სრულყოფასთან დაკავშირებული ღონისძიებები გარკვეულ შედეგს უკვე იძლევა.
აფხაზეთის ტელევიზია: აფხაზეთში საომარ მოქმედებათა შეწყვეტის შემდეგ რუსეთი ცდილობდა დიპლომატიურად განეხორციელებინა თავისი პოლიტიკა საქართველოში. ცალკეულ ოქმებზე ხელმოწერის დროს ცდილობდა თავისი ინტერესები ჩაედო, მაგრამ ბოლო დროს ძალიან უხეშად და არადიპლომატიურად ცდილობს იგივეს გაკეთებას. გავიხსენოთ, თუნდაც, ის, რაც რუსულმა მხარემ კოდორში და ჭუბურხინჯში ბოლო შეხვედრისას გააკეთა. ოქმი მზად იყო ხელმოსაწერად, აფხაზები და ქართველები შეთანხმებული იყვნენ, გენერალი ევტეევი კი ყოველ წუთს მოსკოვს უკავშირდებოდა და ჩაშალა დოკუმენტის ხელმოწერა. დოკუმენტში კი უნდა ჩაწერილიყო, რომ კოდორის ხეობაში მხოლოდ ერთობლივი პატრულირება უნდა განხორციელებულიყო. ცხადია, რომ მოსკოვს საქართველოში საომარი მოქმედების განახლება სურს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამერიკის შემოსვლას შეუშალოს ხელი. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით...
- ის, რაც რუსეთის დელეგაციამ მოიმოქმედა ჭუბურხინჯში, რა თქმა უნდა, დასაგმობია, მაგრამ მაშინ ღამის სამ საათზე ჩაიშალა მოლაპარაკება და რაიმე დამატებითი ღონისძიების მიღება შეუძლებელი იყო. მაგრამ მე არა მგონია, რუსეთს ხელს აძლევდეს საქართველოში საომარი მოქმედების განახლება, მით უფრო რუსეთის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მონაწილეობით. რუსეთმა შესანიშნავად იცის, რომ ის ვერავითარ ქულას ამით ვერ ჩაიწერს, ვერავითარ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ვერ მიაღწევს. საქართველოს საშინაო საქმეებში შეიარაღებული ჩარევა დაუშვებელია არა მარტო რუსეთისათვის, არამედ მსოფლიო გაერთიანებისათვის. მე არ ველოდები, რომ ამ დღეებში რაღაც ამგვარი მოხდეს.
მოლაპარაკება პატრულირების თაობაზე უნდა განახლდეს, მე მჯერა, რომ განახლდება კიდეც და იქნება ისე, როგორც ჩვენ შევთავაზეთ. ეს უნდა იყოს სრულყოფილი. რა თქმა უნდა გაეროს მონაწილეობით, რომელიც ნამდვილ სურათს მიაწვდის ყველას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება რეალურად კოდორის ხეობაში. ამბობენ რომ იქ ბევრი ჯარია, ტანკებია... ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი პატრულირებისა, რომელიც დაადასტურებს ან არ დაადასტურებს ყოველივე ამას.
ჩვენ რუსეთს ამერიკასთან დაპირისპირების არავითარ საფუძველს არ ვაძლევთ ლაპარაკია ამერიკელი სპეციალისტების ჩამოყვანაზე, იმისათვის, რომ უკეთ გაეწვრთნათ ჩვენი შეიარაღებული ჯარები და უკეთ შევაიარაღოთ ეს არც რუსეთის და არც რომელიმე სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. სხვათა შორის, ამ საკითხზე ძალიან დეტალური საუბ ბარი მქონდა. ბატონ პუტინთან და მან თავისი პოზიცია სავსებით ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბა ალმათიში. მან თქვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას აქვს უფლება თვითონ აირჩიოს მოკავშირეები და ის ქვეყნები, რომელთაც ექნებათ ამა თუ იმ სახის თანამშრომლობა, მათ შორის სამხედ დრო თანამშრომლობა. აი, ეს არის მისი სიტყვები.
ტელეკომპანია TV-6: თუ აფხაზური მხარე მომავალშიც გააგრძელებს თავისი სამხედრო ძალების განთავსებას კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში, კერძოდ კი, ტყვარჩელის რაიონში, სადაც მას უკვე ათასამდე სამხედრო პირი ჰყავს და მძიმე ტექნიკა აქვს, მიიღებს თუ არა ქართული მხარე საპასუხო ზომებს და შეიყვანს თუ არა კოდორის ხეობაში დამატებითს ძალებს?
- ჩვენ ყოველგვარი მოულოდნელობისათვის მზად ვიქნებით.
ტელეკომპანია TV-6: დღეს რუსეთის პრესაში ბევრს წერენ იმაზე, რომ კოდორის ხეობაში განხორციელებულია სცენარი - სამხედრო პროვოკაცია ჩაფიქრებულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის დაკავებული თანამდებობიდან მოცილებისათვის...
- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით რუსეთის თავდაცვის მინისტრის დანიშვნისა და გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, იღებს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ რუსეთის პრეზიდენტი.
ტელეკომპანია „NTB“: იზიარებთ თუ არა ბევრი ქართველი პოლიტიკოსის მოსაზრებას, რომ საქართველოს უშიშროებას, ძირითადად, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში რუსეთის სამხედროების ყოფნა, იქნება ეს მშვიდობისმყოფელები, თუ სამხედრო ბაზები. რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით? შესაძლოა 10 წელი გასტანოს?!
და კიდევ, ხომ არ გადაიფიქრეს ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოში ჩამოსვლა? ისინი დიდი ხანია უკვე არ ჩანან და ხომ არ შეუშალა მათ ჩამოსვლას ხელი კოდორის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა?
- მოლაპარაკება ჯერ ნორმალურად მიმდინარეობს. ბევრ საკითხზე მიღწეულია ურთიერთგაგება, შესაბამისად, შედგენილ ლია ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ნაწილები და განყოფილებები. მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუშალა კოდორის ხეობის მოვლენებმა. პასტუხოვი იძულებილი იყო გაფრენილიყო მოსკოვში და გაერკვია სიტუაცია, მსურს აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში მან პოზიტიური როლი შეასრულა. რაც შეეხება სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნას, ეს მოლაპარაკების საკითხია. შესაძლოა, დანარჩენი 2 წელი, შესაძლოა 3 წელი... ვნახოთ...
ამერიკელებთან დაკავშირებით კი არავის არაფერი გადაუფიქრებია. ჩვენ არ გვქონდა შეთანხმებული ამერიკელთა ჩამოსვლის თარიღი. სხვათა შორის, ერთი ჯგუფი იმყოფებოდა საქართველოში რამდენიმე დღით. ვფიქრობ მიმდინარეობს სერიოზული სამუშაო, რათა სპეციალისტები მომზადებული იყვნენ. როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხარ, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა უნდა შეისწავლო.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყველას გვახსოვს თქვენი განრისხება მთავრობის სხდომაზე სავალუტო ფონდის მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენ სერიოზული საყვედურები უთხარით ენერგეტიკის მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს. 2-3 დღეში ჩამოდის სავალუტო ფონდის მისია. ვართ თუ არა მზად ამისათვის?
- მდგომარეობა საკმაოდ ნორმალურია. კიდევ რამდენიმე დღე და მე მგონი, ჩვენ მივუახლოვდებით იმ კონდიციას, რომელიც აუცილებელია, რათა თანამშრომლობა გაგრძელდეს. ვინ დაისჯება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასკვნებს გამოიტანს სავალუტო ფონდი, იმაზე, შესრულდა თუ თუ არა ბიუჯეტი. ცოტა დრო კიდევ აქვთ.
გაზეთი „ახალი თაობა“: თბილისის გარკვეულ ნაწილს არ მიეწოდება გაზი მიზეზად გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დასახელდა, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ეს არის ის შიდა დაპირისპირების მიზეზი, რომელიც არსებობს ამ სტრუქტურებში. ეს გარკვეულწილად შესაძლოა სოციალური ამბოხის საბაბიც გახდეს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
- გუშინ თბილისის მერმა ბატონმა ვანო ზოდელავამ მომ მახსენა, რომ მართლაც აუცილებელია ზოგიერთი რაიონის წესრიგში მოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ბევრი უსიამოვნება, მოხდეს აფეთქება. ამიტომ, სისტემა უნდა მოაწესრიგონ. რამდენი დრო დასჭირდება, ვერ გეტყვით, დღეს და ხვალ გავერკვევი და მოსახლეობა ჩემგან გაიგებს ყოველივეს.
საქინფორმი
„საქართველოს საშინაო საქმეებში შეიარაღებული ჩარევა დაუშვებელია არა მარტო რუსეთისათვის, არამედ მსოფლიო გაერთიანებისათვის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 აპრილი. - №96-97 (4156). - 1, 3 გვ.
![]() |
66 „ჩვენი კურსი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით შეწყვეტისა, არ შეცვლილა და ნურავინ გვაიძულებს ამ პრინციპულ პოლიტიკაში რაიმე კორექტივი შევიტანოთ“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
22 აპრილის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუსაც კოდორის თემით დავიწყებთ, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო თქვენ იქ ბრძანდებოდით და ადგილზე გაეცანით ვითარებას. ამჟამად ქართული საზოგადოების ყურადრება კვლავ კოდორის ხეობისაკენ არის მიმართული. სოხუმის ხელისუფლება გამოთქვამს შიშს, ხომ არ აპირებს საქართველო ძალის გამოყენებას. ეს საკითხი განიხილებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზეც. ამავე დროს, გრძელდება მოლაპარაკება რუსეთთან „დიდი ხელშეკრულების თაო ობაზე“, როგორია თქვენი კომენტარი ამ მოვლენებზე? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- აფხაზეთში (კოდორის ხეობაში) განვითარებული კრიზისის უმწვავესი ეტაპი ამჟამად დაძლეულია. ვითარება ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება. თუმცა გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება და ყველაფრისათვის მზად უნდა ვიყოთ.
აქ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს პრეზიდენტ პუტინის უდავოდ გაბედული და სწორი გადაწყვეტილება, რამაც მსოფლიო გაერთიანების ერთმნიშვნელოვანი მოწონება დაიმსახურა.
რა თქმა უნდა, გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემს ჩასვლასაც კოდორში, თუმცა ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ.
ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე წარმოადგენს კოდორის მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების ღონისძიებათა პროექტს, რომელიც გულისხმობს თითქმის ყველა პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაწყვეტას.
ეროვნული უშიშროების საბჭომ უკვე ორჯერ იმსჯელა კოდორის უშიშროების საკითხებზე და აუცილებელ მოქმედებათა გეგმაც დასახა.
კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო აფხაზების ხელმძღვანელობას, ისევე როგორც რეგიონში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალთა სარდლობას:
ჩვენი კურსი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით შეწყვეტისა, არ შეცვლილა და ნურავინ გვაიძულებს ამ პრინციპულ პოლიტიკაში რაიმე კორექტივი შევიტანოთ.
კვლავინდებურად მჯერა, რომ ეს პოლიტიკა სრულად შეესაბამება როგორც ქართველი ხალხის, ასევე აფხაზი ხალხის, მთელი საქართველოს, მათ შორის აფხაზების ინტერესებს.
ამასთან, მინდა აფხაზეთში გაითვალისწინონ, რომ ყოველგვარი გადაჯგუფება, ახალი ძალების შემოსვლა, ახალ შეიარაღებულ ფორმირებათა შექმნის მცდელობა, ჩვენთვის ცნობილია და ნებისმიერი ცდა კოდორის ხეობის ან სხვა ტერიტორიების ხელყოფისა, უმკაცრესად იქნება აღკვეთილი.
ფაქტობრივად და იურიდიულად, ის, ვინც შეეცდება კოდორის ხეობაში ან გალის რაიონში ეთნოწმენდათა ახალი ტალღის აგორებას, ამით საბოლოოდ დაუსვამს წერტილს სამშვიდობო ოპერაციას აფხაზეთში, შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება უმძიმესი და მთელ პასუხისმგებლობასაც იკისრებს მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე.
ამდენად, შევთანხმდეთ: თავი დავანებოთ ჭორების და გამოგონილი ვერსიების გავრცელებას, აღვადგინოთ სრულყოფილი სამშვიდობო პროცესი, რომელსაც ჟენევაში ჩაეყარა საფუძველი. მით უმეტეს, რომ ახლა უკვე ხელთა გვაქვს გაეროს მიერ შემუშავებული პროექტი, რომელიც მოლაპარაკებათა საფუძვლად გამოდგება.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას „ყოვლისმომცველი ხელშეკრულების“ თაობაზე, როგორც ცნობილია, ეს მოლაპარაკება წარმატებით დაიწყო და მხოლოდ დროებით შეწყდა კოდორის მოვლენათა გამო.
თუმცა, დიალოგი უახლოეს მომავალში გაგრძელდება.
ექსპერტთა დონეზე კი მოლაპარაკება არც შეწყვეტილა.
- რაც შეეხება გასულ ეკონომიკურ კვირას, ამ მოვლენებს შორის რამდენჯერმე მნიშვნელოვანი მომენტია აღსანიშნავი, მათ შორის ის, რომ ქართველმა მრეწველებმა აქტიურად დაიწყეს მსჯელობა საბაჟო და საგადასახადო კოდექსზე და კიდევ ის, რომ თბილისში გაიმართა ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა, რომელშიც თორმეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა...
- უწინარესად, რამდენიმე სიტყვა თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობის შესახებ, რომელიც უკვე მეოთხედ გაიმართა საქართველოში.
მისასალმებელია, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა „დიდი აბრეშუმის გზის“ სტატუსი და ამ ნიშნით იგი პირველად გაიმართა.
ამჯერადაც, ღონისძიება საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - მან მსოფლიოს თოთხმეტი ქვეყნის დელეგაციას მოუყარა თავი.
მათ შორის თბილისმა პირველად უმასპინძლა თვით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაციასაც.
სწორედ ამ დელეგაციამ წარმოადგინა ძალიან საინტერესო მოხსენება: „მსოფლიო ტურიზმის განვითარების ტენდენციები თანამედროვე ეტაპზე და საქართველოს ადგილი ტურისტულ ბაზარზე“.
მოეწყო ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციები. გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, გაფორმდა პარტნიორული ხელშეკრულებები და ასე შემდეგ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმმა უკვე აიდგა ფეხი ჩვენს ქვეყანაში. ამას ადასტურებს თუნდაც სასტუმროთა მშენებლობის ნამდვილი ბუმი თბილისში და სხვა რეგიონებშიც: ბაკურიანში, აჭარაში და ასე შემდეგ.
მხოლოდ თბილისში, ბოლო წლებში, ოთხმოცამდე სასტუმრო აშენდა, მათ შორის უმაღლესი დონის სასტუმროებიც.
და მე კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენ უნდა ვემზადოთ უმაღლესი დონის ფორუმების გასამართავად. გასულ კვირას საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ევროპის ტრანსპორტის მინ ნისტრთა კონფერენციის გენერალური მდივანი ჯეკ შორტი.
მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა დიდ ინტერესს იჩენს მსოფლიოს მრავალი წამყვანი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის მიმართ.
შემთხვევითი არ არის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის“ წევრი გახდა.
გასულ ოთხშაბათის მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ინფორმაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ განხორციელებული ანტიკორუფციულ ღონისძიებათა შესახებ.
უნდა ითქვას, რომ ეს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს დევნილი მოსახლეობის აღრიცხვა-რეგისტრაციის მოსაწესრიგებლად. მათი ინტერესების დასაცავად.
გამოვლენილია უამრავი ეგრეთ წოდებული „გამოგონილი პირი“.
არ არის დაფარული დარღვევები დევნილთა შემწეობის გაცემის დროს.
გამკაცრდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, განისაზღვრა საჯარიმო სანქციები, რის შედეგადაც მნიშვ ვნელოვნად შემცირდა შემწეობათა დაგვიანებით გაცემა.
ასე რომ, ამ მიმართულებით სამინისტრო ძალზე პრინციპულად და მტკიცედ მოქმედებს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად.
ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე ლტოლვილებს ეხება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ პენსიებისა და დახმარების დაგვიანებით გაცემის მიზეზები, რასაც თან სდევს მოსახლეობის ძალზე მწვავე და სამართლიანი რეაქცია. საკმაოდ საგნობრივი და საქმიანი იყო ამ თემაზე გენერალური პროკურორის მოხსენებაც. ამ თემას ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებით და დაისმება პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი.
ამჟამად იქმნება სისტემა, რომელმაც უმოკლეს ვადაში ბოლო უნდა მოუღოს ნებისმიერ დარღვევას (მით უმეტეს ბორ როტმოქმედებას) საპენსიო თუ სხვა სახის სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ, აგრეთვე, საქართველოში სამეწარმეო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების ღონისძ ძიებებზე.
მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულებულია.
მსოფლიო ბანკის ინვესტიციათა საკონსულტაციო სამსახურის დახმარებით განხორციელდა საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესწავლის პროგრამა.
სადღეისოდ, ფაქტობრივად, განსაზღვრულია დამაბრკოლებელი ფაქტორები და შემუშავდა კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა მათს დასაძლევად.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თვით მეწარმეთა ინიციატივას. ერთმნიშვნელოვნად მივესალმები ბიზნესმენთა გააქტიურებას. კერძოდ, მათს ერთობლივ მუშაობას საგადასახადო და საბაჟო კოდექსებზე.
იგულისხმება ორივე კოდექსის სრულყოფა და შეძლებისდაგვარად, მათი ლიბერალიზაცია, გადასახადების აკრეფის მექანიზმთა სრულყოფა და სხვა მრავალი, რაც საბოლოო ანგარიშით მიგვიყვანს ქვეყნის შემოსავლების გაზრდამდე.
თუმცა ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო ორგანიზაციათა ექსპერტებთან ერთად.
აუცილებელია შეიქმნას ისეთი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც სტიმულს მისცემს მეწარმეობის, ზოგადად ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ამის გარეშე წარმოუდგენელია სიღარიბის დაძლევა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, საერთოდ, ყოველმხრივი განვითარება.
ახალმა საგადასახადო კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ჭეშმარიტად ძლიერი და მრავლისშემძლე ბიუჯეტის ჩამოყალიბება.
- კიდევ ერთი თემა, რომლის შესახებაც დღეს აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, პარლამენტში მაინც ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით, რამდენად შეუშლის ეს ხელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვას და ხომ არ იქნება სათუო ეს საკითხი?
- პარლამენტში მიმდინარე პროცესების კომენტირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მაგრამ ერთ რამეს განვაცხადებ სრული კატეგორიულობით: ჩემო კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მე არჩევნების გადატანის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვიქნები კიდეც.
არჩევნები დანიშნულია 2 ივნისისათვის და იგი აუცილებლად უნდა გაიმართოს!
ამჟამად ჩვენი საერთო ამოცანაა არჩევნები გაიმართოს ორგანიზებულად, მშვიდ ვითარებაში, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
- გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ცნობილი ქართველი მხატვარი და მონუმენტალისტი მერაბ წერეთელი არჩეულია საფრანგეთის აკადემიის („უკვდავთა საკრებულოს“ - როგორც მას უწოდებენ) წევრად. თანაც ფრანგმა აკადემიკოსებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
მინდა მივულოცო ჩვენს სახელგანთქმულ თანამემამულეს ბატონ ზურაბ წერეთელს ეს დიდი აღიარება.
არანაკლებ დიდი აღიარებაა, რომ ზურაბ წერეთელი უკვე რამდენიმე წელია სათავეში უდგას რუსეთის სამხატვრო აკადემიას. გულწრფელად ვუსურვებ ჩვენს ზურაბს შემდგომ გამარჯვებებსა და შემოქმედებითს სიხარულს.
საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო
სამსახური - საქინფორმი
„ჩვენი კურსი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით შეწყვეტისა, არ შეცვლილა და ნურავინ გვაიძულებს ამ პრინციპულ პოლიტიკაში რაიმე კორექტივი შევიტანოთ“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 აპრილი. - №96-97 (4156). - 1, 2 გვ.
![]() |
67 ენვერ მალაზონიას ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
უდიდესი გულისტკივილით შევიტყვე ბატონ ენვერის გარდაცვალების მეტად სამწუხარო ამბავი. ჩვენგან წავიდა ქვეყნის წინაშე პირნათლად ვალმოხდილი ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ჩაის მრეწველობის შემდგომი განვითარებისათვის.
ღვაწლმოსილი მუშაკისა და ღირსეული ადამიანის ენვერ მალაზონიას ნათელი ხსოვნა მარად დარჩება მისი ახლობლებ ბის, მეგობრებისა და კოლეგების გულებში.
მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე
ენვერ მალაზონიას ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 25 აპრილი. - №99 (4158). - 1 გვ.
![]() |
68 ბატონ ჟანრი ლოლაშვილს დაბადების 60 წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მილოცვა
ბატონო ჟანრი,
დაბადების სამოც წელს გილოცავთ არაორდინარულ პიროვნებას და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ კაცს.
თქვენს მიერ შესრულებული თითოეული როლი ჭეშმარიტი პროფესიონალიზმითა და თავისებური ხიბლით გამოირჩევა. მაყურებელთა ის დიდი სიყვარულიც, რომელსაც არ შეიძლება არ გრძნობდეთ, კიდევ ერთი დადასტურებაა ამ ყოველივესი.
გთხოვთ, თქვენი ნიჭის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის მეც მიგულოთ.
გილოცავთ, ვულოცავ თქვენს შესანიშნავ მეუღლეს ქალბატონ თათულის, ვულოცავ იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ქართული თეატრალური ხელოვნება ჰქვია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ახალ, საინტერესო როლებსა და დიდ წარმატებებს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ ჟანრი ლოლაშვილს დაბადების 60 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 25 აპრილი. - №99 (4158). - 1 გვ.
![]() |
69 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და მომავალი პერსპექტივები“ მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მისალმება
ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით საერთაშორისო კონფერენციის ყოველ მონაწილეს და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ.
არქეოლოგიას, როგორც წარსულისა და აწმყოს, სხვადას სხვა კულტურათა თუ ხალხთა დამაკავშირებელ მეცნიერებას, სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.
თანამედროვე ტექნიკური პროგრესის მთელი სიდიადის სრულად შეცნობა ხომ მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ თვალს გავადევნებთ ადამიანის ნააზრევისა და ნახელავის განვითარებას ქვის პრიმიტიული იარაღებიდან კოსმოსურ ხომალდამდე.
ისიც სათქმელია, რომ არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილი ძველი ხელოვნების შედეგებს აღტაცებაში მოვყავართ, სულიერ რად გვამაღლებს და წინაპრებთან სიახლოვის განცდით გვავსებს.
ამ მეცნიერების განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეაქვთ ქართველ არქეოლოგებსაც, რომელთა ბრწყინვალე აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება პოვეს. ამიტომაც დღევანდელი თარიღი საქართველოში პირველი არქეოლოგიური გათხრების 150 წლისთავი - ჩვენს ქვეყანაში მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულია.
დღეს, იმ გრანდიოზულ მშენებლობათა საძირკვლების ჩაყრის დროს, რომელთაც ქვეყნისათვის უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ, საქართველოს არქეოლოგებს ეკისრებათ უაღრესად სერიოზული პასუხისმგებლობა - ყოველმხრივ შეისწავლოს მშენებლობათა ზონაში მოქცეული ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა. საქართველოს კანონის თანახმად სამშენებლო ორგანიზაციები ვალდებული არიან უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ მათი სრული გამოკვლევა და ფართო საზოგადოებისათვის წარმოჩენა.
ამ საქმეში განსაკუთრებით დიდი მისია აქვს დაკისრებული არქეოლოგიური კვლევის ცენტრს, რომელსაც დაარსების 25 წელი უსრულდება და რომელიც ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორია.
ვსარგებლობ შემთხვევით და არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თანამშრომლებს ვულოცავ ამ შესანიშნავ თარიღს.
საქართველოს მიწა ეპოქათა, ხალხთა და უდიდეს მოვლენათა ნივთიერ მოწმეებს ინახავს და კანონზომიერია, რომ სწორ რედ აქ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ერთობლივი მუშობით, კეთდება მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები.
დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა გელით და დიდ წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „არქეოლოგია XXI საუკუნეში: მემკვიდრეობა და მომავალი პერსპექტივები“ მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 28 აპრილი. - №102 (4161). - 2 გვ.
![]() |
70 „ის, რაც თბილისში რამდენიმე დღის წინათ მოხდა, ჩვენი ქვეყნისათვის, მართლაც, უმძიმესი გამოცდა იყო ყველა თვალსაზრისით“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
29 აპრილის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ ინტერვიუს, რასაკვირველია, 25 აპრილის მოვლენით დავიწყებთ. ამ დღეს თბილისში მომხდარმა მიწ წისძვრამ ყველა პრობლემა ერთდროულად დაგვავიწყა და თანაც წინა პლანზე წარმოაჩინა. მიწისძვრის შემდეგ შექმნა თბილისის გადარჩენის ფონდი, ზარალის დასადგენად კი - სპეციალური კომისია. რა ვითარებაა დღეისათვის ამ თვალსაზრისით, მოხერხდა თუ არა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით, როგორი მდგომარეობაა თბილისის უბნებში და რა ბედი ეწევა თბილისის ძველი უბნების უნიკალურ სახლებს? იქ მშენებლობას, ალბათ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რათა ქალაქის იერსახე შენარჩუნდეს... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით, ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- ის, რაც თბილისში რამდენიმე დღის წინათ მოხდა, ჩვენი ქვეყნისათვის, მართლაც, უმძიმესი გამოცდა იყო ყველა თვალს საზრისით.
სიახლე არ გახლავთ, რომ სეისმურად აქტიურ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც ძლიერი მიწისძვრები არცთუ იშვიათი მოვლენაა.
საკმარისია თვალი გადავავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გასულ საუკუნესა და თუნდაც ათასწლეულში.
ამდენად, ეს სამწუხარო რეალობაა.
მთავარია, რომ სახელმწიფოს მობილიზების საკმაო უნარი აღმოაჩნდა ამჯერად და სტიქიას არცთუ მოუმზადებელი შევხვდით: ძალზე სწრაფად, ოპერატიულად და რაც მთავარია, შედეგიანად მოქმედებდა ყველა სამსახური. უწინარესად, თბილისის მერია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, პოლიცია და სხვა სამსახურები.
ჩემი განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრთ თან შეიქმნა საგანგებო შტაბი თბილისის მერის მონაწილეობით, რომელმაც პირველი წუთებიდანვე უკვე ბევრი რამ გააკეთა და ახლაც ასევე ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას.
ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში დაუყოვნებლივ ჩამოყალიბდა ოპერატიული ჯგუფი მინისტრის ხელმძღვანელობით. მობილიზებულია არქიტექტორთა და მშენებელთა მთელი შემადგენლობა, რომელთაგანც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპექტდა 120 ჯგუფი. ისინი ამჟამად ყურადღებით სწავლობენ დაზიანებებს და ადგენენ აუცილებელ ღონისძიებათა ნუსხას ქალაქის მერიასთან და რაიონულ სამსახურებთან ერთად.
დაკომპლექტებულია მშენებელ-სპეციალისტთა მობილური ბრიგადები შესაბამისი ტექნიკითა და სხვა საჭირო მექანიზმებით. ისინი უკვე ახორციელებენ გადაუდებელ სამუშაოებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
25 აპრილს, ღამით, თბილისის მერიაში და გამგეობაში შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები ვითარების შესწავლისა და პირველი რიგის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მობილიზებულია საქალაქო სამსახურებისა და რაიონული გამგეობების ტექნიკა და ავტოტრანსპორტი. დღეისათვის უკვე უზრუნველყოფილია 100-მდე დანგრევის პირას მისული უსაფრთხოება.
გადაწყვეტილია თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი განთავსების საკითხი.
თავდაცვის სამინისტროც 29 აპრილისათვის გამოყოფს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დროებით საცხოვრებელ ფართს.
დღე და ღამეს ასწორებენ ექიმები.
განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიებ ჩვენს მასმედიას - როგორც სახელმწიფო ტელევიზიას, ასევე დამოუკიდებელ ტელეარხებს.
ჩვენმა ახალგაზრდა ჟურნალისტიკამ ნამდვილად დაადასტურა, რომ შეგნებული აქვს ის მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აკისრია: ასეთ დროს ყველაზე საშიშია უმართავი პროცესები, პანიკა, სწორედ პანიკაა მთავარი მტერი, რომელსაც მოჰყვება ძალიან დიდი მსხვერპლი, დაბნეულობა და სხვა.
მასმედიამ ამ შემთხვევაში, მართლაც, უაღრესად დადებითი როლი შეასრულა - ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დამშ შვიდდა და მათ საჭირო შეულამაზებელი ინფორმაცია მიაწოდა.
ზარალი საკმაოდ მნიშვნელოვანია: მთლიანად დაინგრა ან საცხოვრებლად უვარგისი გახდა ასობით სახლი. მრავალი თბილისელი, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩა.
სერიოზულად დაზარალდა თბილისის ძველი უბნები. სახელმწიფო ყველაფერს იღონებს იმისათვის, რათა აღვადგინოთ ისტორიული და მხატვრული ღირებულების შენობები, ხოლო თუ გარდაუვალი გახდა, სრულიად ახალი მშენებლობის წამოწყება იმავე ადგილზე, უმთავრესი ამოცანა იქნება. ძველმა თბილისმა თავისი კოლორიტი და უნიკალური სახე - განუმეორებელი იერი არ დაკარგოს.
ის, რაც უკვე არ ეწერება თბილისის ანსამბლში - ახალი სახელები, იმასაც მთელი სერიოზულობით უნდა მივხედოთ, რადგან ეს სამუშაოები დავიწყეთ, მივხედოთ იმ საკითხსაც, რომ თბილისი თბილისს ჰგავდეს.
ერთმნიშვნელოვნად მივესალმები ბიზნესმენებისა და სხვა მოქალაქეთა გადაწყვეტილებას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ თბილისის აღდგენისა და აღორძინების შესაბამისი ფონდის შექმნაში. და თქვენ იცით, მთავრობის სხდომაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფონდის მთავარი მეთვალყურენი იქნებიან და თანხების განკარგვაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საპატიო მოქალაქენი და სხვა ცნობილი პიროვნებები, რომლებიც საზოგადაოების ნდობით სარგებლობენ.
ჩემი გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან (პრეზიდენტის ფონდიდან) გამოიყოფა მილიონ-ნახევარი ლარი. მთელი ქვეყნის სახელით მადლობას მოვახსენებ საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას ბატონ აკაკი ჩხაიძეს და მთელ კოლექტივს, ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობას ბატონ ჯემალ ინაიშვილს და თანამშრომლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი სახსრები გაიღეს. მათ განაცხადი უკვე გააკეთეს და ამ წლის განმავლობაში ეს სახსრები გადმოირიცხება. რკინიგზა ერთ მილიონ ლარს, ფოთის ნავსადგური კი ნახევარ მილიონ ლარს გადარიცხავს. ეს პროცესი ახლა იწყება და თანდათანობით გაძლიერდება.
დღეს განსაკუთრებული მისია აკისრია საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს, ვინაიდან ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის შესრულება უშუალოდ უკავშირდება ზარალის ანაზღაურებასა და სტიქიის შედეგთა დაძლევას.
დიდი იმედი გვაქვს ჩვენი უცხოელი მეგობრებისა.
ტრაგედიის პირველი წუთებიდანვე ვგრძნობდით თანადგომასა და მხარდაჭერას.
მადლობას გამოვთქვამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა თბილისში დატრიალებული ტრაგედია და სულ რამდენიმე წუთის შემდეგ შეგვეხმიანა.
აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ლიდერებს - ბატონ ჰეიდარ ალიევს, რობერტ ქოჩარიანს, აჰმედ ნეჯადეთ სეზერს, სხვა მრავალი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ვინც სამძიმარი გამოთქვა და დახმარებაც შემოგვთავაზა.
უამრავი დეპეშა მოდის საზოგადო მოღვაწეებისაგან, ცნობილი ბიზნესმენებისაგან და ა.შ.
დღეს ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდება ჩემი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იქნება, თუ როგორ დაზარალდა თბილისი, რა დახმარებაა საჭირო. განცხადების შინაარსს გაეცნობიან, პრაქტიკულად, თითქმის ყველა ქვეყანა, მათი მეთაურები და მოქალაქენი, ვისაც ეს აინტერესებს.
- თბილისში მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. ამავე დროს ვაშინგტონში გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი საგაზაფხულო სესია. გარდა ამისა, რას გამოჰყოფდით გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხთაგან?
- უპირველეს ყოვლისა, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი სესიის შესახებ, რომლის გადაწყვეტილება მთლიანად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესებს, რის თაობაზეც არაერთგზის გვისაუბრია, მათ შორის, მე და თქვენც.
სესიამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილი საბჭოთა კავშირის შვიდ რესპუბლიკას (მათ შორის საქართველოს) მნიშვნელოვნად გაეზარდოს დახმარება.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო გაერთიანებამ (მიაქციეთ ყურადღება) თავის დროზე რეალურად ვერ შეაფასა გარდამავალი პერიოდის მთელი სიმძიმე და იმ პრობლემათა სირთულე, რაც ბუნებრივად წარმოიშობოდა მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქვეყნებს უნდა გადაეჭრათ სამი ძირითადი ამოცანა (ვიმეორებ იმას, რაც ამ განცხადებაშია ნათქვამი): სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრ რატიული ინსტიტუტების განვითარება და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება.
მიუხედავად იმისა, რომ ათი წლის განმავლობაში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, მდგომარეობა ამ ქვეყნებში კვლავ რთულია.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაახლოებით 20 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
ამდენად, ახლადდაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის შემდგომი დახმარება (სიღარიბის დაძლევისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად) საერთაშორისო გაერთიანების პრიორიტეტულ ამოცანად იქნა აღიარებული.
ეს დახმარება, უწინარესად, რეფორმათა დაჩქარებას გულისხმობს. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავრობების გააქტიურებას და მათთან თანამშრომლობას. იგულისხმება აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საგადასახადო სისტემის სრულყოფა, დადებითი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გარდაქმნა და სხვა მრავალი.
სესიაზე ითქვა, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მიზნობრივი გრანტების გამოყოფას - კრედიტების სანაცვლოდ. ამასთან, უნდა გააქტიურდეს მუშაობა ვალების რესტრუქტურიზაციის, ხშირ შემთხვევაში კი მათი ჩამოწერის მიზნით. დამეთანხმებით, ამის შესახებაც ბევრჯერ მითქვამს სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნიდან მთელი პრინციპულობითა და არგუმენტაციით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განვითარებული ქვეყნების ბაზარზე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პროდუქციის შეღწევისათვის შეღავათიანი პირობების დაწესებას. თქვენ იცით, რომ ევროკავშირმა საქართველოსათვის უკვე დააწესა ამგვარი შეღავათიანი პირობები, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ახლა ყველაფერი ბიზნესმენებსა და საქმიან წრეებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ უპირატესობებს.
უკვე რამდენიმე დღეა თბილისში ვიზიტად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია დევიდ ოუენის ხელმძღვანელობით.
მისიის მიზანია ფონდის მიერ დაფინანსებულ ან მხარდაჭერ რილ პროგრამათა მონიტორინგი პირველი კვარტლის შედეგებ ბის მიხედვით.
უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები ეკონომიკური პროფილის სამინისტროებში და სახელმწიფო კანცელარიაში. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები შეთანხმებულ ღონისძიებათა განხორციელების თვალსაზრისით. შესრულდა საგადასახადო შემოსავლების მიზნობრივი მაჩვენებლები. მისია კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს საქართველოში, რის შემდეგაც საბოლოოდ შეფასდება პროგრამის მიმდინარეობა. ვიმედოვნებთ, ეს შეფასება მთლიანობაში დადებითი იქნება, ესე იგი თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს კი ყველა დონორ ქვეყანას აძლევს იმის საშუალებას, რომ დახმარება გაგვიწიონ ყველა მიმართულებით.
რაც შეეხება მთავრობის სხდომას, კიდევ ერთ მნიშვნელოვ ვან საკითხზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: განვიხილეთ კანონპროექტი „სახელმწიფო-საფინანსო კონტროლის შესახებ“, რომელიც საქართველოს კონტროლის პალატამ მაღალ დონეზე მოამზადა.
ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფო-საფინანსო კონტროლის ერთიანი სისტემის და სახელმწიფო-საფინანსო სტანდარტების დაწესება; საფინანსო მაკონტროლებლების განსაზღვრა; შესაბამის უფლებამოსილებათა ჩამოყალიბება და განხორციელების წესის დადგენა.
კანონპროექტის შესაბამისად, საფინანსო კონტროლი გულისხმობს არა მარტო საბიუჯეტო სახსრების მიღება-გამოყენების პასიურ მეთვალყურეობას და მონიტორინგს, არამედ საფინანსო დარღვევათა წინასწარ გამოვლენას და კონტროლის სუბიექტების უფლებას, წინასწარ განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებანი დარღვევათა აღკვეთის მიზნით.
კანონპროექტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვინაიდან მისი მეშვეობით იქმნება სახელმწიფო-საბიუჯეტო სახსრებზე სახელმწიფო-საფინანსო კონტროლის ერთიანი სისტემა, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ოპერატიული ზომები დარღვევათა გამოსავლენად და აღსაკვეთად. ანუ, თავისი არსით, შინაარსითა და დანიშნულებით კანონპროექტი ანტიკორუფციული ხასიათისაა.
- გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე რამდენიმე მინისტრთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ამით განახლდა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის?
- მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებათა შედეგად ამჯერად რაიმე სერიოზული შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, თავისთავად, დიალოგის განახლება პოზიტიური მოვლენაა. ამავე დროს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ეს დიალ ლოგი ისევე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომები.
დაწმუნებული ვარ, ბატონი ავთანდილ ჯორბენაძის ჩართვა ამ პროცესში დიდად სასარგებლო იქნება.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი აზრით, ჯერ კიდ დევ არ ამოწურულა კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების ყველა შესაძლებლობა.
იმედი მაქვს, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკების გზით, ყველა დაინტერესებული მხარისა თუ პოლიტიკური მოღვაწის მონაწილეობით, ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ საბოლოო ფორმულას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება, დროთა განმავლობაში, ამ ურთულესი პრობლემის სამართლიანად და მშვიდობიანად გადაწყვეტა. როგორც ქართველი, ასევე აფხაზი ხალხების საკეთილდღეოდ
- რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, პარლამენტში გამოითქვა აზრი, რომ სჯობს ადგილობრივი არჩევნები გადავიტანოთ და ამით დავზოგოთ თანხები, რაც არჩევნების ჩასატარებლად არის გამოყოფილი. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- არა მგონია, არჩევნების გადატანა, ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილი ღონისძიება იყოს.
თვით ამ სტიქიურმა უბედურებამაც კი დაადასტურა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ეფექტიან და სწრაფ, გააზრებულ მოქმედებას გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად.
თავისთავად, თანხის დაზოგვა, თითქოს კეთილშობილური განზრახვაა, მაგრამ რეალურად, რაც უფრო გაჭიანურდება არჩევნები, მით უფრო მეტი თანხა დაიხარჯება: შესაბამისი სტრუქტურები უკვე ფუნქციონირებენ, ადამიანები მუშაობენ, იღებენ ხელფასს და ა.შ.
ამდენად, არჩევნების გადატანა მაინც დაუშვებლად მიმაჩნია. პირიქით, დღეს უპირველესი ამოცანაა ეს არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი და დემოკრატიული იყოს. რათა მოსახლეობამ აირჩიოს თვითმმართველობის ორგანოები და დაიწყოს შესაბამისი სტრუქტურების ჩამოყალიბება.
- დღეს თქვენ მიემგზავრებით ტრაპიზონში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. ამავე დროს, სამი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ შეთანხმებას დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქმედებათა კოორდინაციის შესახებ...
- სულ მალე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე დაიწყება „საუკუნის პროექტების“ განხორციელება. ვგულისხმობ „დიდ გაზსადენსა“ და „დიდ ნავთობსად დენს“, მაგრამ ეს გრანდიოზული პროექტებიც კი მხოლოდ ნაწილია „დიდი აბრეშუმის გზისა“.
პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური მაგისტრალის გატარებას სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის ტერიტორიაზე ევროპისაკენ.
ბუნებრივია, ამ დიდ სიკეთეს სერიოზული საფრთხეც ახლავს თან: ვგულისხმობ, ეგრეთ წოდებულ „კრიმინალურ ტრანზიტს“, ნარკობიზნესს, ტერორისტული ჯგუფების შესაძლო მოძრაობას და სხვა „გამოწვევებს“.
ანუ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაერთიანოთ ძალისხმევა დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
გათვალისწინებულია მილსადენთა დაცვისათვის აუცილებელ მოქმედებათა კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.
ამდენად, ტრაპიზონის შეხვედრა უსაფრთხოების ზოგადი პრობლემის სავსებით კონკრეტულ ასპექტებს შეეხება.
ჩვენ მივესალმებით იმ პროცესებში სხვა ქვეყნების მონაწილეობასაც. მით უმეტეს, რომ ახლოვდება სტამბოლის სამიტი, რომელიც „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შექმნის ათი წლისთავს მიეძღვნება. არ შემიძლია არ დავუმატო ისიც, რომ შეთანხმებები, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ, არც ერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, შეესაბამება როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის, ასევე ყველა ქვეყნის ინტერესებს.
საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო
სამსახური - საქინფორმი
„ის, რაც თბილისში რამდენიმე დღის წინათ მოხდა, ჩვენი ქვეყნისათვის, მართლაც, უმძიმესი გამოცდა იყო ყველა თვალსაზრისით“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 აპრილი. - №103 (4161). - 1, 2 გვ.
![]() |
71 „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სანიმუშო ურთიერთობა უფრო მეტად განვითარდება და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა საქართველოს,
აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის
რესპუბლიკის პრეზიდენტების სამიტზე
ტრაპიზონი, 2002 წლის 29 აპრილი
ბატონო პრეზიდენტებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
უპირველეს ყოვლისა, დიდად მოხარული გახლავართ ძვირფასი მეგობრის ხილვით და მსურს ძმურად მოგესალმოთ. მინდა ჩვენს მასპინძელს, მის აღმატებულებას ბატონ აჰმედ ნეჯეთ სეზერს პირადად ჩემი და მთელი ქართული დელეგაციის სახელით გულითადი მადლობა მოვახსენო თურქეთში მოწვევისა და ჩვენდამი გამოჩენილი ტრადიციული სტუმართმოყვარეობისათვის, შესანიშნავი ინიციატივისათვის.
ლოგიკურია, რომ სამი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას თურქეთის მხარე მასპინძლობს, რომელიც თავისი უდიდესი ავტორიტეტისა და რეგიონში გავლენის მეოხებით უწინაც ბევრჯერ გამოსულა მსგავსი ინიციატივებით. დარწმუნებული ვარ, შეხვედრების დროს ერთობლივად დავსახავთ ჩვენი საერთო მიზნების განხორციელების გზებს, რომელთა შორის უმთავრესი რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ნდობის ატმოსფეროს შექმნა, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამყარებაა.
აღნიშნული მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეული თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ წარმატებით და მთლიანად დასრულდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტებზე („ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო ნავთობსადენი“ და „ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემა“) მოლაპარაკების პროცესი, გაფორმდა და რატიფიცირებულია სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებათა პაკეტი და სრული ტემპით მიმდინარეობს ამ პროექტების განხორციელების სამუშაოები.
მსოფლიოში უმდიდრესი კასპიის ენერგორესურსების ტრანზიტი და მათი უსაფრთხოების დაცვა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ამგვარად, ბუნებრივია ჩვენი ქვეყნების დიდი სურვილი და მისწრაფება, კავკასია გახდეს მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი და ვემყარებოდეთ არა მარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ მრავალმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობას.
კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცება, აქ არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოუდგენელია ურთიერთნდობის, ურთიერთპატივსცემისა და გააზრებული მოლაპარაკების გარეშე. ჩვენი მიზანი შეურყეველია - კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრ რას. ამის შესახებ ძალიან კარგად არის ნათქვამი „მშვიდობის პაქტის“ პროექტში, რომელიც თავის დროზე თურქეთის მხარემ წამოაყენა.
ამ ბოლო დროს სულ უფრო ნათლად იკვეთება ის ფაქტიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს რეგიონშიც, ძნელად შეიძლება მოიძებნოს საკითხი პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის ან სხვა რომელიმე სფეროდან, რომელთა გადაჭრაც ერთმა სახელმწიფომ დამოუკიდებლად მოახერხოს. ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა. საერთაშორისო ტერორიზმი და ექსტრემიზმი საჭიროებს ყველა ქვეყნის მხრიდან მეტ ყურადღებასა და შეთანხმებულ მოქმედებას. ამასთან, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რა წყაროებით იკვებება ექსტრემიზმი და ტერორიზმი. ეს არის, უწინარეს ყოვლისა, აგრესიული ნაციონალიზმი და აგრესიული სეპარატიზმი.
ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილი ნებისმიერი სახელშეკრულებო აქტი, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის სტაბილურ რეგიონად ჩამოყალიბებას, მიზნად ისახავს ერთიანი მშვიდობიანი ევრაზიის სივრცის შექმნას და არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესებს არ ეწინაააღმდეგება. პირიქით, სტაბილური კავკასია დაპირისპირებათა გარეშე, კიდევ უფრო ნათლად დაა ანახვებს მსოფლიოს, მათ შორის, ჩვენს ყველა მეზობელს, ამ რეგიონის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის პოტენციალს და ხელს შეუწყობს მის დაახლოებას დასავლეთ სამყაროსთან.
დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სანიმუშო ურთიერთობა უფრო მეტად განვითარდება და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას, რომელთა შორის უმთავრესია სამართლიანი მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცება.
საქინფორმი
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სანიმუშო ურთიერთობა უფრო მეტად განვით თარდება და ეს ხელს შეუწყობს ჩვენი საერთო მიზნების განხორციელებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 აპრილი. - №103 (4161). - 1, 3 გვ.
![]() |
72 „მცირერიცხოვანი ხალხი უფრო მწვავედ განიცდის გათიშვასა და გახლეჩას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ვიდრე ისეთი გიგანტი სახელმწიფო, როგორიც გერმანიაა“ |
▲ზევით დაბრუნება |
რეჟისორ ბერტრამ ფონ ბოქსბერგის ექსკლუზიური
ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ
შევარდნაძესთან (გერმანულ-ფრანგული
ტელეკომპანიის „არტეს“ დაკვეთით)
- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ერთ-ერთი ცენტრალური თანამდებობა გეკავათ სსრ კავშირის ხელისუფლებაში და მნიშვნელოვნად განაპირობეთ იმ უმძიმესი სტატუს-კვოს გადალახვა, რომელიც ევროპაში 1945 წლიდან იყო შექმნილი. ამჯერად როგორ შეაფასებდით ერთიანი კავკასიის პერსპექტივას, ანუ სამხრეთ კავკასიას - ბაქოდან სოხუმამდე?
- იცით, როგორ არის ეს? მოვლენები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სცენარით ვითარდება. გერმანიის გაყოფა - ეს იყო შედეგი მეორე მსოფლიო ომისა, რომელშიც, რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალები, დიდი სახელმწიფოები იყვნენ ჩაბმული. ასევე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, მათი მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ გერმანიის გაერთიანებაში. მათ შორის მეც ვიყავი. როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, უნდა გითხრათ, რომ გერმანიის გაერთიანების მომენტი, ფაქტორი, იმდენად მომწიფებული იყო, რომ ახლა ეს უფრო იოლად გამოიყურება, ვიდრე კავკასიის კონფლიქტების გადაწყვეტა. გერმანიის გაერთიანება მომზადებული იყო შინაგანი სიტუაციის - ქვეყნის შიგნით, ორ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებითაც, და საერთაშორისო მასშტაბითაც.
აი, აქ, იმ ზონაში, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ - გეოგრაფიულ ზონაში კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე - ჯერჯერობით, ასეთი ვითარება, სამწუხაროდ, არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომწიფდება. ეს დროც მოვა...
- გერმანიის აღმოსავლური პოლიტიკის გადამწყვეტ ფაზაში ვილი ბრანტს ხშირად უწოდებდნენ პოლიტიკოსს, რომელიც დათმობის პოლიტიკას ახორციელებდა. საბოლოოდ, სწორედ ამგვარი პოლიტიკა აღმოჩნდა ცენტრალური ევროპის გათავისუფლების გასაღები. ბატონო პრეზიდენტო, რამდენად წარმოგიდგენიათ მშვიდობა, რომელიც მიღწეულია რაღაცაზე უარის თქმით, დათმობის შედეგად?
- ლაპარაკია მშვიდობაზე - სტაბილურ, მყარ მშვიდობაზე. ამგვარი მდგომარეობის მიღწევისათვის კომპრომისები გარდაუვალია. კომპრომისი კი, თავისთავად გულისხმობს დათმობასაც.
ვილი ბრანტი უდავოდ დიდი პოლიტიკოსი იყო და ვფიქრობ, რომ თქვენს შეკითხვას აქვს საფუძველი: იყო თუ არა იგი სწორი, როდესაც გარკვეულ კომპრომისებს, თუნდაც დათმობებს უშვებდა. მე მგონი, ის ნაბიჯები, რომლებიც მან გადადგა, გარდაუვალი იყო იგი გრძნობდა, რომ 1989 წელი უნდა მოსულიყო.
- აფხაზეთში 1992-1993 წლების საომარ მოქმედებათა შედეგად ორივე მხარეს სიძულვილის გრძნობა გაჩნდა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ სიძულვილის გადალახვა?
- სიძულვილი აუცილებლად გადაილახება, რადგან იგი დაკავშირებულია გარკვეულ, რაღაც ერთდროულ მოვლენასთან - ომთან, რომელიც არ უნდა დაწყებულიყო, ესე იგი, რაღაც არაკანონზომიერებასთან. ისტორიულად ეს ორი ხალხი - ქართველები და აფხაზები - მოძმე ხალხები არიან, მსგავსი ტრადიციებით, ჩვევებით და თანაცხოვრების საუკუნოვანი გამოცდილებით. ამიტომ ეს ტრადიცია, დიდი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში ფორმირდებოდა, აუცილებლად, გადამწყვეტი აღმოჩნდება გარკვეულ ეტაპზე.
- ნებისმიერ ომში ხდება მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულობანი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა სიმართლის დადგენის მიზნით ნეიტრალური კომისიის შექმნა, რომელიც მიუკერძოებლად გამოიძიებდა იმ ბრალდებებს, რომლებიც ორივე მხრიდან გაისმის?
- თავისთავად ძალიან გამართლებული და სწორი იდეაა, და ძალიან ობიექტურიც. მაგრამ რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება, როცა არსებობს კომისიაზე კიდევ უფრო ზემოთ მდგომი სტრუქტურა - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლის ეგიდითაც მიმდინარეობს შერიგების, კონფლიქტის მოგვარების პროცესი.
სხვათა შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკვე შეიმუშავა ძირითადი პრინციპები, რომლებიც უნდა გახდეს ჩვენი ქართველებისა და აფხაზების მოლაპარაკებისა და საბოლოო შეთანხმების საფუძველი.
- ჩვენ, ფილმის გადაღების პროცესში, აფხაზეთში რიგით მოსახლეობასთან საუბრებში დავინახეთ, რომ გამსახურდიას მმართველობის შემდეგ, იქაური მოსახლეობა თქვენზე დიდ იმედებს ამყარებდა. რას ფიქრობთ იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ომმა ეს იმედები გააქარწყლა?
- ერთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ: გამსახურდია იყო არჩეული, სრულუფლებიანი პრეზიდენტი. მე აქ ჩამოვედი, როგორც ერთ-ერთი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. აქ ჩემი რანგის კიდევ ოთხი ხელმძღვანელი იყო. ეს იყო სამხედო საბჭო, შემდეგ - სახელმწიფო საბჭო... შევარდნაძე არ იყო არც პირველი პირი და არც მთავარსარდალი. ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. სამწუხაროდ, მისი დაწყება დაკავშირებულია სერიოზულ შეცდომებთან, რომლებიც დაუშვეს საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ახლაც მართავენ აფხაზეთს.
- კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებშიც თქვენ პირადად მოგიხდათ ჩარევა, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, რამდენად სწორია ამგვარი ვარაუდი?
- ვფიქრობ, თქვენ სიმართლესთან, გარკვეულად, ახლოს ხართ... და მე რით ვხელმძღვანელობდი, როცა ეს აზრი ჩამოვ ვაყალიბე?! მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ იცოდა, რომ ეს დესანტი გადასხეს აჭარაში, კოდორის ხეობაში, ამიტომ მეორე დღეს, როცა მე ადგილზე ჩავედი, მდგომარეობას გავეცანი და დავურეკე (ეს მეორე დღეს, საღამოს მოხდა), მას არ გასჭირვებია მიეღო გადაწყვეტილება დესანტის გაყვანის თაობაზე.
არ იცოდა ეს არც საგარეო საქმეთა უწყებამ. აქ იყო პასტუხოვი - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თანამეგობრობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საკმაოდ ცნობილი დიპლომატი, რომელმაც განაცხადა: „რუსმა მშვიდობისმყოფელებმა უხეში შეცდომა დაუშვეს, როცა თავიანთი მოქმედების შესახებ არ აცნობეს ქართულ მხარეს“. ასე რომ, მე მგონი, ეს არის არა სახელმწიფო დონეზე, არამედ უფრო მეტად ცალკეულ პიროვნებათა მიერ მიღებული გადაწყვეტილება. არ მინდა, ძალიან გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც ასე მსურს და ასე ვხსნი ამ მოვლენას.
- რამდენად აფერხებს ლტოლვილთა პრობლემატიკა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას?
- რომ არა ლტოლვილების პრობლემა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ჩვენ ახლა ხუთი წლით მაინც წინ ვიქნებოდით ყოველმხრივ: ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ყველა სფეროში.
ჩვენ 5-მილიონიანი ქვეყანა ვართ, 300 000 ლტოლვილით და აქედან გამომდინარე, პრობლემებით... ყველაფერი ეს ძალიან დიდი ტვირთია... ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით მუდმივი დაძაბულობაა საზოგადოებაში...
- მე, როგორც გერმანელი, რომელმაც იცის, რა არის ლტოლვილობა და გაყოფილი ქვეყანა, ყოველივე ამას, გარკვეულწილად, ტრაგიკულად აღვიქვამ, იმიტომ რომ თქვენ რომელმაც ერთგვარად გააერთიანეთ ჩემი ქვეყანა, თავად აღმოჩნდით მსგავსი პრობლემის წინაშე თქვენს ქვეყანაში. შეიძლება თუ არა აფხაზეთში არსებული სიტუაცია გარკვეულწილად შევადაროთ იმ მდგომარეობას, რომელიც შექმნილი იყო გაყოფილ გერმანიაში 1989 წლისათვის?
- მე მგონი, აბსოლუტური სიზუსტით შედარება ძნელია, მაგრამ გარკვეული მსგავსება არსებობს, შეიძლება იყოს ერთი განსხვავება: პატარა ხალხი უფრო მწვავედ განიცდის გათიშვასა და გახლეჩას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ვიდრე ისეთი გიგანტი სახელმწიფო, როგორიც გერმანიაა.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იყო პარლამენტის დადგენილება, თხოვნა იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონიდან გაეყვანათ რუსეთის სამშვიდობო ჯარი. თქვენ, გქონდათ რა თქვენი შეხედულებანი და მიზეზები ამ საკითხის თაობაზე, მაინც არ მიიჩნიეთ საჭიროდ ამ დადგენილებისათვის ხელი მოგეწერათ. თუ შეგიძლიათ, ახსნათ, რატომ?
- მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ პარლამენტის გადაწყვეტილებას. შეიძლება სასურველი იყო რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მერე. ესე იგი, რომ იყოს შესაძლებელი რუსეთის სამშვიდობო ძალების, თუნდაც ნაწილობრივ, ჩანაცვლება სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიერ, ვთქვათ, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სხვა სახელმწიფოების ნაწილების მიერ, მაშინ მე დღესვე მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ასეთი შანსი, ჯერჯერობით, არ არსებობს. ამიტომ, უფრო მეტად მოსალოდნელი ის არის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლას მოჰყვება არაორგანიზებული შეიარაღებული რაზმების შემოსვლა აფხაზეთში და ამით რუსეთი საბოლოოდ მოიხსნის პასუხისმგებლობას აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის გამო.
- და, ბოლოს, ერთი პირადი შეკითხვა: სად პოულობთ ძალებს, რომ გააკეთოთ ყველაფერი ის, რასაც სადღეისოდ თქვენი ქვეყნისათვის აკეთებთ? რა არის ეს ძალა?
- სამშობლოს სიყვარული და პასუხისმგებლობა ჩემი ხალხის წინაშე. ისე კი, ეს იოლი არ არის - ძნელია.
- ვადევნებდით თვალს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივად, გაჩნდა კითხვა: რამდენად იდგა საქართველო ახალი ომის საშიშროების წინაშე?
- ჩემი აზრით, რომ არ ყოფილიყო ასეთი აქტიურობა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი კონტაქტი რუსეთის პრეზიდენ ნტთან - ეს იყო გარდაუვალი ომი. მე უკვე მაქვს საკმაოდ მწარე გამოცდილება იმისა, თუ როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში - ეს ძალიან მარტივ სიტუაციაში მოხდა.
აქ კი პირდაპირ დესანტი გადმოსხეს! - ეს რეალურად ნიშნავდა ომის დაწყებას.
საქინფორმი
„მცირერიცხოვანი ხალხი უფრო მწვავედ განიცდის გათიშვასა და გახლეჩას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ვიდრე ისეთი გიგანტი სახელმწიფო, როგორიც გერმანიაა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 აპრ რილი. - №103 (4161). - 1, 3 გვ.
![]() |
73 პრეზიდენტების შეხვედრა ტრაპიზონში - პერსპექტივა არა მხოლოდ სამი ქვეყნისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
მაშ, ასე - პრესკონფერენცია თვითმფრინავის სალონში:
„საქართველოს რესპუბლიკა“: - ბატონო პრეზიდენტო, ჩემი შეკითხვა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი: აღდგენილი „დიდი აბრეშუმის გზა“ უკვე რეალურად ჩამოყალიბდა, როგორც პრაქტიკულად მოქმედი მრავალფუნქციური სისტემა (ეკონომიკური, პოლიტიკური, უშიშროების და ა.შ.). ეს სისტემა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად აამოქმედებს მასში ჩადებულ შესაბამის პოტენციას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც „გზის ქვეყნებში“ წარმოიქმნება. ტრაპიზონის სამიტი ამის პრაქტიკული დადასტურებაა. და - მეორე: სამიტმა, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენები არის რეალობა, განხორციელებადი ფაქტი. სწორია ასეთი ლოგიკა?
- სავსებით სწორია. ჯერ ერთი, ბაქო-სუფსის ნავთობსად დენი უკვე მუშაობს. მე დღეს უკვე ვთქვი, რომ ამ გზით 20 მილიონ ტონამდე ნავთობი გადაიტვირთა. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს (ყაზახები გვთხოვენ დაერქვას აქთაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. კია ცოტა გრძელი სახელი, მაგრამ ნავთობიც ბევრი იქნება!) და ბაქო-თბილისი-ერზუმის გაზსადენს, ესეც უკვე რეალობაა: მიმდინარეობს დაპროექტება და წელიწად-წელიწადნახევარში საქმე გვექნება რეალურ ნავთობთან და ბუნებრივ გაზთან.
ვფიქრობ, რომ სავსებით დროულად დაისვა საკითხი - სიკეთესთან ერთად რა საფრთხის მოტანა შეუძლია „აბრეშუმის გზას“. ნავთობ და გაზსადენებს რეგიონის ქვეყნებისათვის. კერძოდ აზერბაიჯანისათვის, საქართველოსათვის განსაკუთრებით თურქეთისათვის. ამიტომ იყო, რომ საუბარს ტრანსეროვნული მილსადენების დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე წინ უსწრებდა ხელშეკრულების მომზადება, რომელსაც ტრაპიზონში ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა მინისტრებმა. ფაქტობრივად, ეს არის მთავრობათა შორის დადებული ხელშეკრულება და გულისხმობს სამივე სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევას, გაერთიანებას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ორგანიზებულ დანაშაულში, უწინარეს ყოვლისა, იგულისხმება ტერორიზმი.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა პრინციპულ ჩანაწერს ხელშეკრულებაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ. „აბრეშუმის გზის“ დიდ ტვირთნაკადებს და ადამიანთა ნაკადებს აუცილებლად მოჰყვება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გამსაღებლები. ამ საფრთხის წინაშე ახლა რეალურად ვდგავ ვართ. ამიტომ საქართველოში ვაპირებთ საგანგებო საუბრის წამოწყებას. ლაპარაკია იმაზე, რომ რახან ჩვენ ვუკავშირდებით ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ავღანეთს და უფრო იქითაც, მოსალოდნელია ამ გზით იარაღის, საბრძოლო მასალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების გავრცელება, ვაჭრობა, სპეკულაცია, ხოლო ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ამ პრობლემებს თავს ვერ გაართმევს, მარტო საქართველო ვერ შესძლებს ამ ამოცანის გადაწყვეტას. ამიტომ მიმაჩნია, რომ თურქეთის პრეზიდენტის ბატონ სეზერის ინიციატივა ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. იგი გულისხმობს ნავთობ და გაზსადენების უსაფრთხოებას და, რაც მთავარია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ორგანიზებულ ბრძოლას სამი სახელმწიფოს ძალებისა და შესაძლებლობების გაერთიანების გზით.
ვერ გეტყვით, რომ ტრაპიზონში ხელმოწერილი დოკუმენტი ისტორიულია, მაგრამ თუ „დიდი აბრეშუმის გზა“ ისტორიული მნიშვნელობის არის, მაშინ ყველაფერი, რაც მას ხელს უწყობს, ასეთსავე შეფასებას იმსახურებს.
ისიც მინდა გითხრათ, რომ ასეთი თანამშრომლობის პრეცედენტი უკვე არსებობს. სწორედ ასეთი პრინციპებით თურქეთი უკვე კარგა ხანია ურთიერთობს ბულგარეთთან, რუმინეთთან და, უნდა გითხრათ, საკმაოდ შედეგიანად და ნაყოფიერადაც.
ჩვენ გაცილებით მეტი საშუალებები გვაქვს - სამივე ქვეყანა გეოგრაფიულად ერთმანეთს არის დაკავშირებული და ურთიერთობაც, მონაცემების გაცვლაც, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაც შედარებით უფრო ოპერატიულად მოხდება.
აი, ამ საკითხებს შევეხეთ პრეზიდენტებთან შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, განვიხილეთ მდგომარეობა კონფლიქტებთან დაკავშირებით, სხვა პრობლემებზეც ვისაუბრეთ - ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე. უნდა გითხრათ, რომ ავღანეთში თურქები ჩაენაცვლებიან ინგლისელებს და არა მარტო ჯარისკაცები, არამედ კოალიციური ჯარების მთავარსარდალიც თურქი იქნება.
მართალია, დღენახევარი დაგვეხარჯა, მაგრამ სასარგებლო, საჭირო საქმე გაკეთდა. შემიძლია გითხრათ, რომ თუ ყველაფერი, რაც იმ ხელშეკრულებაშია ჩადებული, განხორციელდა, ჩვენ წინმსწრები ტემპით წავალთ და თუ რამ ნეგატიური უნდა მოჰყვეს „დიდი აბრეშუმის გზითა“ და ნავთობ და გაზსადენებით მოტანილ სიკეთეს, ამ ნეგატიურის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება დროულად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებებით.
მე შეშფოთებული ვარ ნარკოტიკების გავრცელების მასშტაბით საქართველოში. ასევეა აზერბაიჯანში, თურქეთში, ბალკანეთის ქვეყნებშიც, ევროპაშიც. ამიტომ არის, რომ რეგიონული ძალისხმევის გაერთიანებას, რეგიონული ღონისძიებების განხორციელებას მიესალმებიან ევროპის ქვეყნები.
მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონში ხელმოწერილ შეთანხმებას აქვს გრიფი „საიდუმლოდ“, მიმაჩნია, რომ მისი გამოქვეყნება აუცილებელია. ძალიან ძლიერი დოკუმენტია, ძლიერი იმით, რომ სამი ქვეყნის ერთიან ნებას გამოხატავს - ებრძოლონ მოსალოდნელ ბოროტებას.
კიდევ ერთი რამ: სახელმწიფოთა მეთაურების შემდეგი შეხვედრა თბილისში გაიმართება (ეს წინადადება ედუარდ შევარდ დნაძემ წამოაყენა. - ა.შ.). პრესკონფერენციაზე მე ვთქვი, რომ თბილისის შეხვედრაზე სხვა სახელმწიფოებიც შემოგვიერთდებიან, არ გამოვრიცხავ ამას. ვერ გეტყვით, რა დამოკიდებულებას გამოიჩენს სომხეთი, მაგრამ თავისთავად ინტერესი უდავოდ ექნება, ასევე, მე მგონი, - რუსეთი, უკრაინა. ორი გაერთიანება, ორი კავშირი - თურქეთი, აზერბაიჯანი. საქართველო - აქეთ, და იქით თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ეს ორი მძლავრი წარმონაქმი ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება კიდეც გაერთიანდეს.
„რუსთავი-2“: კვლავ საუბრობენ რაღაც ბანაკებზე პანკისის ხეობაში. ხომ არ შეიძლება ეს ძალები გამოყენებულ იქნას პანკისის ხეობაში სიტუაციის განსამუხტად?
- არა. პანკისის ხეობას ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ საკუთარი საშუალებებით. მე დღეს ვტქვი, რომ ლტოლვილი მოსახლეობის დაბრუნება უკვე დაიწყო. 3500 პიროვნება დაბრუნდა ჩეჩნეთში, ინგუშეთში, სხვა რესპუბლიკებში. როგორც, ჩვენი ინფორმაცია გვიდასტურებს, დანარჩენებიც წასვალს ვარაუდობენ.
აქ პრეზიდენტმა პაუზა გააკეთა და ჟურნასლიტების ფუნქციაც თავად იკისრა:
- ალბათ, თქვენ გინდათ მკითხოთ ამერიკელი ინსტრუქტორების პირველი ჯგუფის თბილისში ჩამოსვლის შესახებ, დიდი ხმაურია ამის გამო რუსეთში და ეს არცაა გასაკვირი... თუმცა თვითონ ერთად არიან წარმოდგენილი ავღანეთში და ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის.
არაფერი საშიში არ არის არც რუსეთისათვის, არც სხვა მეზობელებისათვის. ჩვენთვის კი სასარგებლოა. 20 კაცი ჩამოვიდა. რა სასწაული უნდა გააკეთოს ამ ოცმა კაცმა?! უნდა გვასწავლონ, თუ როგორ გაიწვრთნას ჯარი. შემდეგ ლაპარაკი იქნება აღჭურვილობაზე. საქართველოს უნდა შეეძლოს თავისი ინტერესების საკუთარი ძალებით დაცვა.
ერთხელ უკვე ვთქვი და თქვენი მეშვეობით მინდა კვლავ დავადასტურო: - არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ და არც ვფიქრობთ, რომ ამერიკელების დახმარებით მომზადებული ნაწილები აფხაზეთში გამოვიყენოთ, ან, მით უფრო, ამერიკელები აფხაზეთში გავგზავნოთ. ეს გამორიცხულია! ვიმეორებ: აფხაზეთის პრობლემები ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ, პირველ რიგში, მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა. აფხაზეთში ცოტა ეშინიათ და ნერვიულობენ. მე მათ ვურჩევ - ნერვიულობის ვითარებაში შეიძლება წონასწორობა დაკარგოს კაცმა და ისეთი რამ ჩაიდინოს, რაც მერე ძალიან ძვირად დაუჯდება. ამიტომ მშვიდად შეხვდნენ. ჩვენ ჩვენს უფლებებს ვიყენებთ და თუ კარგი ჯარი გვეყოლება, ჩვენთვისაც და მათთვისაც კარგი იქნება.
საქართველოს ტელევიზია (I არხი): - თქვენ დღეს შეხვდით „ჩუქუროვა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს. თუ მიიღებთ რაი იმე გადაწყვეტილებას?
- გადაწყვეტილება - ჯერ არა. მე მეგონია, ჩვენ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ: არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქართული მეტალურგია მოკვდეს და ათი ათასი კაცი უმუშევარი დარჩეს. ანდა სხვა რაღაც გამოსავალი მოვძებნოთ. ჩვენ გერმანელებთან ვიმუშავეთ ძალიან სერიოზულად, მაგრამ მათ ფინანსები ვერ გამოძებნეს. ვმუშაობდით სხვა ქვეყნებთანაც. ამ შემთხვევაში კი უკვე 7-8 თვეა განიხილავენ ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივას და ეს კომპანია მზად არის მხარში ამოგვიდგეს, სხვათა შორის, ეს არ არის წმინდა თურქული კომპანია, ეს არის შერეული თურქულ-ამერიკული ჰოლდინგი, საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო კომპანია. ინვესტიციების მოცულობა 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. როგორც მე მითხრეს, ყველა ვალს ხელფასებს დაარიგებს და ააწყობენ ამ ქარხნის მუშაობას.
ჯერჯერობით ყველაზე რეალური კომპანიაა. არავინ ზურგზე არ მოიკიდებს ჩვენს ქარხანას და არ წაიღებს - ჩვენ დაგვრჩება თანხები, შემოსავლები და ყველაფერი.
პრეზიდენტების შეხვედრა ტრაპიზონში - პერსპექტივა არა მხოლოდ სამი ქვეყნისათვის // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 1 მაისი. - №104 (4163). - 1, 3 გვ.
![]() |
74 მის აღმატებულებას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ რ. ს. ქოჩარიანს |
▲ზევით დაბრუნება |
თქვენო აღმატებულებავ,
ქართულ-სომხური ძმობის სახელოვან ტრადიციების გაგრძელების ნიშნად სომეხი სეისმოლოგები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თბილისში პირველები ჩამოვიდნენ, რომ გამოეწოდებინათ მეგობრული დახმარების ხელი.
სამწუხაროდ, დაღუპულ თბილისელთა გამო ჩვენი გულისტკივილი უფრო გააღრმავა კიდევ ერთმა დანაკარგმა - მოულოდნელად გარდაიცვალა სომხეთის მთავრობასთან არსებული სეისმოლოგიური დაცვის ეროვნული სამსახურის ცენტრის უფროსი მარატ აღვანის ძე ბაბაიანი.
ნება მიბოძეთ, უდიდესი მადლიერების სიტყვებით მივმართო სომეხი ხალხის ყველა საუკეთესო წარმომადგენელს ჩვენთვის ძნელბედობის ჟამს გაწეული მხარდაჭერისათვის, და მიიღოთ ჩემი თანამოქალაქეებისა და პირადად ჩემი სახელით უაღრესად გულწრფელი სამძიმარი შესანიშნავი პროფესიონალისა და მოქალაქის მ. ა. ბაბაიანის გარდაცვალების გამო.
ედუარდ შევარდნაძე
მის აღმატებულებას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ რ. ს. ქოჩარიანს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 მაისი. - №107-108 (4167). - 1 გვ.
![]() |
75 პატივცემულო სუსანა, ვარსინე და ედგარ |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მოყენებული გულისტკივილი უფრო გააღრმავა კიდევ ერთმა დანაკარგმა - ჩვენს საშველად ჩამოსული ძმის მარატ ბაბაიანის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. მისმა გულმა მრავალ ტანჯვას რომ გაუძლო, შეწყვიტა ძგერა თბილისში და მისი გარდაცვალება იქცა უბედურებად ყოველი თბილისელისათვის, საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის. მარატ ბაბაიანი - ღირსეული მამის შვილი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, გულის კარნახით იმყოფებოდა იქ, სადაც იგი უნდა ყოფილიყო - გაჭირვებაში ჩავარდნილი ძმების გვერდით, და ეს იყო მეგობრის, ადამიანის, მოქალაქის საუკეთესო თვისებათა გამოვლინება.
მ. ა. ბაბაიანის ნათელი პიროვნების მადლიერი ხსოვნა სამარადისოა. ნება მიბოძეთ, ჩემი თანამოქალაქეებისა და პირადად ჩემი სახელით გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი.
ედუარდ შევარდნაძე
პატივცემულო სუსანა, ვარსინე და ედგარ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 4 მაისი. - №107-108 (4167). - 2 გვ.
![]() |
76 „საქართველოსათვის დახმარება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენს მეგობრებს ეჭვი არ ეპარებათ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანში, სჯერათ ჩვენი კურსის უცვლელობისა და ენდობიან ხელისუფლებას, რომელიც ამ კურსს ახორციელებს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
6 მაისის რადიოინტერვიუ
- გუშინ მართლმადიდებელმა საქართველომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. დღეს გიორგობაა, მთელი ეს კვირა სადღესასწაულო კვირაა ჩვენთვის... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ :
- უწინარესად, სრულიად საქართველოს, ყველა მართლმად დიდებელს და ჩვენს დედა-ეკლესიას ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - მაცხოვრის აღდგომას. ყველას გილოცავთ გიორგობას, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებით აღნიშნავენ. ოდითგანვე ასე იყო.
ამჟამად, ასე ვთქვათ, ორმაგად ვდღესასწაულობთ, თავისთავად, აღდგომას და იმასაც, რომ საქართველო გადარჩა, საქართველოს დედაქალაქი თბილისი გადარჩა. მართალია, უზარმაზარი ზარალია, არის მსხვერპლი, დიდია ნგრევა, ბევრი ხარჯი იქნება საჭირო, მაგრამ ასეთი მასშტაბის, მიწისძვრის დროს შეიძლებოდა განუზომლად უფრო შემაძრწუნებელი და საზარელი შედეგი ყოფილიყო.
ნიშნადობლივია, რომ მიწისძვრის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სამადლობელო ლოცვა აღავლინა, ანუ ეს დიდი განსაცდელიც აიცილა ქვეყანამ.
ამიტომაც მიგვაჩნია ღვთისნიერ საქმედ დედაქალაქში წმინდა სამების დიდი ტაძრის მშენებლობა.
იგი თანდათან სრულდება და მართლაც აღტაცებას იწვევს თავისი კეთილშობილური და ღვთისმოსავი ჩანაფიქრი, თავისი მასშტაბურობით.
შორს აღარ არის ის ბედნიერი დღე, როდესაც კათალიკოს-პატრიარქი აკურთხებს ტაძარს და ღვთის კიდევ ერთი სახლი შეემატება თბილისს და სრულიად საქართველოს. ასეთი რამ ათასწლეულში ერთხელ ხდება, მხედველობაში მაქვს სწორედ ტაძრის მასშტაბურობა და ტრადიციული, მაგრამ საკმაოდ ორიგინალური არქიტექტურული ჩანაფიქრი.
თავის მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს იღონებს მშენებლობის უმოკლეს ვადებში დასასრულებლად.
გამართულად მუშაობს მშენებლობის შტაბი ბატონ ირაკლი ანდრიაძის ხელმძღვანელობით (იგი არის ამ ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი ფონდის ხელმძღვანელი).
ძალიან ბევრი ადამიანი გვეხმარება. მადლობა ყველა მათგანს. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა წვლილი მართლაც გამორჩეულია. ისინი ამას აკეთებენ უჩუმრად. ყოველგვარი ხმაურისა და პოლიტიკური გნიასის გარეშე.
მათი სახელები სამუდამოდ დარჩება ამ უდიდესი მშენებლობის ისტორიაში და მადლიერ შთამომავლობას გადაეცემა.
ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობაც (მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის ფონდი, რაც მაძლევს საშუალებას, ყოველწლიურად გარკვეული თანხები გამოვყო ტაძრის მშენებლობის დასახმარებლად).
- თქვენ მიწისძვრის შედეგებზე საუბრობდით. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აღდგომის ამ დღეებს სხვის ჭერქვეშ ან ჩამონ ნგრეულ სახლებში ხვდება. რა კეთდება იმისათვის, რომ მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია უსწრაფესად მოხდეს?
- უწინარესად, კიდევ ერთხელ მადლობა გვეთქმის იმ ადამიანების, უწყებათა და კოლექტივების მიმართ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა დაეხმარონ ადამიანებს და აღმოფხვრან სტიქიის შედეგები.
აღსანიშნავია სახელმწიფო მინისტრის ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ძალისხმევა, თბილისის მერის ვანო ზოდელავას, აგრეთვე, ურბანიზაციისა და მშენებლობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთა და თითქმის ყველა უწყების შედეგიანი მუშაობა.
ძალიან ბევრს აკეთებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. დიდი იმედი მაქვს, სულ მალე, ახლად არჩეული თვითმმართველობის ორგანოც (თბილისის ახალი საკრებულოს შემადგენლობაც) მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საერთო ეროვნულ საქმეში.
რა თქმა უნდა, მრავალი სირთულეც წარმოიშობა და ეს სავსებით ბუნებრივია.
მისასალმებელია, რომ რეგიონებიც ძალიან აქტიურად გამოეხმაურნენ დედაქალაქის გასაჭირს. ამას წინათ მთავრობ ბის სხდომაზე ბატონმა ბიძინა სონღულაშვილმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კახეთში არსებული სერიოზული პრობლემების მიუხედავად, დედაქალაქის ანგარიშზე 60 ათას დოლარს გადმორიცხავს. ასეთივე განცხადება გააკეთა ბატონმა ბონდო ჯიქიამ. თქვენ იცით, რომ სამეგრელოშიც არ არიან დალხინებული და ძალიან ბევრი გასაჭირი აქვთ. ასევე ემზადებიან სხვა რეგიონებიც იმისათვის, რომ დედაქალაქს ხელი წააშველონ.
მთავარია, არსებობდეს მუდმივი კონტაქტი მოსახლეობასთან. ასეთი კონტაქტი არსებობს და ვფიქრობთ, ეს სამაგალითოა დღეს. ამ მხრივ, როგორც ადრე ვთქვი, დიდად გვეხმარება პრესა, ტელევიზია.
მივესალმები მერიასთან საპატიო თბილისელთა სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელსაც ჩვენი შესანიშნავი, სასიქადულო მოღვაწე, ცნობილი არქიტექტორი, ძველი თბილისის ერთ-ერთი პროექტის ავტორი ბატონი გიგა ბათიაშვილი ჩაუდგა სათავეში.
სწორედ ეს საბჭო გაუწევს კონტროლს თითოეული თეთრის ხარჯვას, რათა თანხები სამართლიანად და მიზნობრივად დაიხარჯოს.
და, რადგან ბატონი გიგა ამ საშვილიშვილო საქმეს უხელმძღვანელებს. მე ვთხოვ, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს მთავარ არქიტექტორთან ერთად ქალაქის საერთო განაშენიანებას. იმას, რაც ჩვენ უკვე მოვასწარით და ქალაქის კოლორიტს გამოვაკელით. ბევრი რამის გამოსწორება კიდევ შეიძლება და, რასაც ავაშენებთ, რა თქმა უნდა, ის უნდა ჩაეწეროს იმ ანსამბლში, თბილისი და მისი კოლორიტი რომ ჰქვია.
დიდი მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა საგანგებო ფონდის შექმნაში.
ძალიან მახარებს, რომ ეს სამუშაო მიმდინარეობს რაციონალურად, საქმიანად და თითქმის არ გვხვდება პოლიტიკური სპეკულაციები - გაჭირვებული ადამიანების გამოყენებით.
თუმცა ასეთი შემთხვევებიც არის. რას ვიზამთ, ეს „არ ახალია“ როგორც საქართველოსათვის, ასევე მსოფლიო გამოცდილებისათვის. ყველგან, სადაც ასეთი მასშტაბის კატაკლიზმი ხდება, ზედაპირზე ამოდიან მაროდიორები. მათ შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, „პოლიტიკური მაროდიორებიც“.
კარგია, რომ აქ ახლა ნაკლები არიან, ვიდრე სხვა დროს ასეთ ვითარებაში.
- გასულ კვირას საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელ სამხედრო ინსპექტორთა პირველი ჯგუფი, ანუ ფაქტობრივად, იწყება „წვრთნისა და აღჭურვის“ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება...
- როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება ამერიკელ ინსტრუქტორთა მოვლინების შესახებ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, კერძოდ, პრეზიდენტმა ბუშმა მიიღო გლობალური ანტიტერორისტული ოპერაციის ღონისძიებათა ფარგლებში, ამ ფონზე. თუმცა, საუბარი უფრო ადრე იყო დაწყებული და მოლაპარაკებას თავიდანვე კარგი პირი უჩანდა.
ამ თვალსაზრისით ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა თავისი მეგობრებისა და მოკავშირეების გაძლიერება, მათი თავდაცვის უნარიანობის დონის ამაღლება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების განმტკიცებასაც გულისხმობს, ვინაიდან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არა მარტო ამ ქვეყნის, არამედ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ვალია.
თუმცა, საქართველოსათვის დახმარება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენს მეგობრებს ეჭვი არ ეპარებათ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანში, სჯერათ ჩვენი კურსის უცვლელობისა და ენდობიან ხელისუფლებას, რომელიც ამ კურსს ახორციელებს.
მაშასადამე, ეს ახალი ნაბიჯი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გზაზე ნდობის მაღალ ხარისხსაც გულისხმობს.
საქართველოსათვის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას დღევანდელი და მომავალი თაობები, დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეაფასებენ.
რადიომსმენელები და მკითხველები თავად მიაგნებენ ანალოგიებს, გაავლებენ ისტორიულ პარალელებს. მე ახლა არ ვაზუსტებ ამ საკითხებს.
მე კი ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ბევრი ყოფილა საბედისწერო გადაწყვეტილება. მაგრამ დღეს პირველად ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება გულისხმობს არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინებას, დამოუკიდებლობის დაკარგვას (ერის ფიზიკური გადრჩენ ნისათის), არამედ, პირიქით, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მტკიცე გარანტიათა შექმნას.
დახმარება, რომელიც ამერიკელები გვიწევენ, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული! ძლიერი საქართველო ყველასათვის კეთილი და სასურველი მეზობელი იქნება. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც.
შემთხვევითი როდია, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტი ბუში განსაკუთრებით მიესალმა იმ ურთიერთგაგებას, რომელიც დამყარდა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა შორის.
სწორედ ამ ურთიერთგაგებამ და ორი პრეზიდენტის გაბედულმა, არაორდინალურმა გადაწყვეტილებებმა აგვაცილეს თავიდან სრიოზული კონფლიქტი კოდორის ხეობაში, რომელიც შავ ლაქად დაემატებოდა რუსეთ-საქართველოს საუკუნოვანი მეგობრობისა და მოკავშირეობის ისტორიას. უბრალოდ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა ძალიან დიდი სისხლისღვრით.
- გასულ კვირას, ტრაპიზონში, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, თქვენ დაესწარით სამი ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოებს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. რას ნიშნავს ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოება რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით?
- თავისთავად ის ფაქტი, რომ სამი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა პრეზიდენტების ინიციატივით გადაწყვიტეს განახ ხორციელონ მოქმედებათა კოორდინაცია („დიდი პროექტების“ განხორციელებისას დამნაშავეობის წინააღმდეგ საბრძოლველ ლად) - სავსებით ბუნებრივია.
- ასეთი მასშტაბის მშენებლობების დროს უეჭველად წარმოიშობა ახალი საფრთხეები, გამოწვევები და მათს წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საერთო ძალისხმევით არის შესაძლებელი. მარტო ერთ ქვეყანას არ შეუძლია, თავიდან აიცილოს ყველა ეს საფრთხე.
ვგულისხმობ ტერორიზმს, ნარკობიზნესს, იარაღით უკანონო ვაჭრობას და „დიდი აბრეშუმის გზის“ ინფრასტრუქტურის გამოყენებას სხვა ბოროტი მიზნებისათვის. სხვათა შორის, ხელშეკრულებაში ადამიანებით ვაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებებიც კი არის აღნიშნული.
მაგრამ არც ის არის შემთხვევითი, რომ დოკუმენტის ხელმოწერას პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ჩვენ ამ დოკუმენტის შედგენის თანამონაწილენი ვართ და, ასევე, მისი რეალიზაციის თანამონაწილენი ვიქნებით.
ამითაც და სამიტის დროს გაკეთებული განცხადებებით, ერთმნიშვნელოვნად დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზრით, „დიდი აბრეშუმის გზა“ (ყველა მისი ურთულესი, მრავალგანზომილებიანი კომპონენტით) აუცილებლად მოითხოვს, პარალელურად, უშიშროების ასეთივე მასშტაბური ინფრასტრუქტურის შექმნას, რომელსაც მე პირობითად „ევრაზიის დერეფნისა და აბრეშუმის გზის“ სტრატეგიული უშიშროების სისტემას ვუწოდებდი.
საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც 11 სექტემბრის საზარელმა მოვლენამ დაადასტურა, უშიშროების სისტემაში პატარა სიდიდეები არ არსებობს: თუნდაც ერთ ტერორისტს, ბოროტგანმზრახველთა ჯგუფს ან დანაშაულებრივ ორგანიზაციას (დესტრუქციულ ძალთა გარკვეული მხარდაჭერის შემთხვევაში) ფართო მასშტაბის დესტაბილიზაციის პროვოცირება შეუძლიათ.
ამდენად, ასეთი სისტემის შექმნა სავსებით შეესაბამება როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე დიდი ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს.
ანუ, მე მიმაჩნია, რომ ტრაპიზონის სამიტზე ძალიან დიდი საქმე დავიწყეთ. შემდეგი სამიტი გაისად, გაზაფხულზე, თბილისში გაიმართება და არ გამოვრიცხავ, რომ მის მონაწილეთა რიცხვი გაიზარდოს.
ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსის იდეაზე ან სურვილზე დამყარებული მოქმედება: ასეთი სისტემის შექმნის აუცილებლობას თვით გეოპოლიტიკური რეალობა გვკარნახობს.
შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ამ საკითხებზე, უკვე რამდენიმე წელიწადია, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ. მოსალოდნელია პრობლემის დაწვრილებით განხილვა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების მომავალ სამიტზე.
- გასულ კვირას ორმა მინისტრმა დატოვა მინისტრის სავარძელი, როგორც ამბობენ, ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები ერთიანდება და გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილი დაინიშნება. ამაზე დღეს ბევრს ლაპარ რაკობენ. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?
- ამ სამინისტროთა გაერთიანებაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც (არ დავუკარგავ) უწყებაში ბევრი სასიკეთო რამ ნამდვილად გააკეთა, ისევე, როგორც მთლიანად, ფისკალურ სისტემაში წესრიგის დასამყარებლად, თავად ერთმნიშვნელოვნად მომხრე იყო ასეთი გაერთიანებისა სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ცენტრებთან ერთად.
იგი ამ პოზიციას ადასტურებდა მაშინაც, როცა უკვე ხვდებოდა და იცოდა, რომ თავად დატოვებდა თანამდებობას. ამასვე ვიტყოდი ლევან ძნელაძეზეც, რომელიც ძალიან გონიერი, ნიჭიერი კაცია, კარგი შესაძლებლობების მქონე, მაგრამ ასეთი გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელობა, წინამძღოლობა, ალბათ, უფრო სხვა თვისებებსაც მოითხოვს.
ინსტიტუციური ცვლილების აუცილებლობას დღეს უკვე ყველა ხედავს.
მაგრამ ახალი ინსტიტუტის სათავეში აუცილებელზე აუცილებელია ისეთი პიროვნების მოსვლა, რომელიც ახალი პრიორიტეტების შესაბამისად იმუშავებს.
ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უპირველესად, სწორედ საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურებში, ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებში და ა. შ.
ამდენად, არ არის შემთხვევითი, თუ მე მირიან გოგიაშვილზე შევაჩერე არჩევანი. ზოგიერთ გაზეთს რომ გადაათვალიერებ, ხანდახან გეწყინება, იმდენად არასერიოზულად ატრიალებენ
ამ თემას, ვითომ პრეზიდენტმა ღამით დაიძინა და დილით გააკეთა განცხადება, რომ სამინისტროები გაერთიანდება და ესა და ეს კაცი დაინიშნება. ეს ბევრი ფიქრისა და კონსულტაციების შედეგია. რაც შეეხება მირიანს, მან წარმატებით გაართვა თავი პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივნის მოვალეობას. მე არა მარტო ერთი ან ორი აქცია მაქვს მხედველობაში, არამედ შესანიშნავი დოკუმენტების მომზადება, რომლებიც ძალიან კარგი საფუძველია შემდგომში ამ საბჭოს საქმიანობისათვის.
იგი არის ძალიან კარგი სპეციალისტი, ძალიან კარგად იცნობს ეკონომიკას, მუშაობდა მსოფლიო ბანკში, წლების განმავლობაში ცხოვრობდა იაპონიაში, სადაც იკვლევდა ეკონომიკურ სისტემას, ანუ აქვს ყველა პირობა, რათა განაგრძოს და გააღრმაოს რეფორმები ამ დარგში.
დარწმუნებული ვარ, იგი თავადაც აცნობიერებს იმ დიდ პას სუხისმგებლობას, რომელიც პრეზიდენტისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით დაეკისრება.
საკმარისია ითქვას, რომ ფინანსურ და საგადასახადო სისტემაში საბოლოო წესრიგის დამყარება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ნიშნავს და დღეისათვის ნომერი პირველი ამოცანაა.
არ გამოვრიცხავ, მირიან გოგიაშვილი დარჩეს ანტიკორუფციული საბჭოს წევრად, რომელშიც მისი მუშაობა ახალი სტატუსითაც სასარგებლო იქნება. მართალია, ეს მას გადატვირთავს, მაგრამ მისი მონაწილეობა მეტ შემთხევითობასა და საგნობრიობას შემატებს ამ საბჭოს საქმიანობას.
- თავად მის ადგილს ვინ დაიკავებს, ამაზე ჯერ არ არის საუბარი?
- საუბარიც არის და ვფიქრობ, ალბათ, შემდეგი ორშაბათისათვის გვეცოდინება...
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესძლებს თუ არა ქვეყანა, მიუხედავად მიწისძვრისა, ამ ღონისძიების დადგენილ ვადებში და ორგანიზებულად განხორციელებას?
- როგორც არერთხელ მითქვამს ამ ბოლო დროს, ამ საკითხებში ჩემი პოზიცია ურყევია: არჩევნები უნდა გაიმართოს და აუცილებლად გაიმართება კონსტიტუციისა და პრეზიდენტის მიერ დადგენილ დღეს - 2 ივნისს!
მოსალოდნელია მოსახლეობის შესაბამისი აქტიურობა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა რიცხვი საკმარისად დიდი იქნება, რის შედეგადაც დაფუძნდება გარდამავალი პერიოდის დემოკრატიული თვითმმართველობის სისტემა.
რასაკვირველია, იგი კიდევ განვითარდება, როდესაც საბოლოოდ აღმოიფხვრება კონსტიტუციური დანაკლისი და განისაზღვრება ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა.
თუმცა, უკვე ამ არჩევნებითაც მოსახლეობას ექნება სრული საშუალება და შესაბამისი მექანიზმები, რათა მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში ყველა დონეზე.
- არჩევნების წინ გაუგებრობაა მოქალაქეთა კავშირში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ხვდებით დაპირისპირებულ მხარეთა წარმომადგენლებს და მათ შერიგებას ცდილობთ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამჟამად პარტია, ფაქტობრივად, დაშლილია?
- უნდა გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, ძალზე სერიოზული განცდები იმის გამო, რაც ამჟამად მოქალაქეთა კავშირში ხდება.
ეს პოლიტიკური ორგანიზაცია თავის დროზე ჩემი ინიციატივით შეიქმნა (თბილისელთა წამოწყებასთან დაკავშირებით) და მრავალი მისი ლიდერიც (ყოფილი თუ ამჟამინდელი). როგორც იტყვიან, ჩემს ხელში გაიზარდა.
დიდი ხნის განმავლობაში ეს პარტია სახელმწიფოებრივი სტაბილურობის გარანტიებს ქმნიდა.
მაგრამ ამჟამად ვითარება შეიცვალა დროისა და გარემოების ცვლილებასთან ერთად.
წარმოიშვა ახალი პარტიები, ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი პოლიტიკური და სოციალური ძალები.
ამიტომ აუცილებელია, მოქალაქეთა კავშირმაც იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში და პოლიტიკური ლანდშაფტზე.
მე მართალაც აქტიური კონსულტაციები მაქვს დაპირისპირებულ მხარეებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ეს პრეზიდენტის მოვალეობაა, არათუ უფლება.
ჩემი აზრით, თუ სერიოზულად შევხედავთ ამ პარტიის ინტერესებს, გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს, თუ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, იქნება ქვეყნის ინტერესები და არა პირადი ამბიცია ან სუბიექტური სიმპათია-ანტიპათია.
გაუმართლებელია საუბარი: „მე ამა და ამ მოღვაწესთან ერთად ვერ ვიმუშავებ“ და ასე შემდეგ.
ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, პარტიის გახლეჩა იქნება, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც ვიყავი და ვარ.
აუცილებელია მოქალაქეთა კავშირმა თავი შეინარჩუნოს, როგორც ერთიანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და კვლავაც გამოხატოს საზოგადოების მრავალი ფენის, მათ შორის, ინტელიგენციის, ახალგაზრდობის, ბიზნესმენთა ინტერესები.
თუ ეს ასე მოხდება, მოქალაქეთა კავშირს რჩება შანსი, ღირსეული ადგილი შეინარჩუნოს საქართველოს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ისე, თუ რომელიმე ჯგუფი გავა პარტიიდან, კალთებს, ალბათ, არ დააგლეჯენ, მაგრამ, მე მგონია, პარტია მაინც დარჩება, როგორც ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა.
- ახლოვდება 9 მაისი, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები გამარჯვების დღეს აღნიშნავენ...
- სულითა და გულით ვულოცავ ამ შესანიშნავ დღესასწაულს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ვეტერანებს, რომელთა უმაგალითო გმირობამ და თავგანწირვამ მთელი მსოფლიო მათ შორის, საქართველოც იხსნა ფაშისტური გენოციდისაგან.
ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და სიხარულს თავისი სამშობლოს - საქართველოს გამარჯვებითა და წარმატებით.
სამწუხაროდ, ამ ადამიანებს კვლავაც უჭირთ, ისევე, როგორც მთელ მოსახლეობას, მაგრამ ხელისუფლება აცნობიერებს მათს მიმართ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და შეძლებისდაგვარად მაინც ვახერხებთ მათთვის ცოტ-ცოტა მორალური თუ ფინანსური დახმარების გაწევას.
გამარჯვების დღეს ვულოცავ, აგრეთვე, ყველა იმ ხალხს, უპირველეს ყოვლისა, მოძმე ხალხებს, მათ შორის, რუს ერს, რომლის წარმომადგენლებთან ერთადაც ასიათასობით ქართველი ვაჟკაცურად იბრძოდა და სისხლს ღვრიდა დიდი სამამ მულო ომის ფრონტებზე.
- რუსულ მედიაში 57-ე წლისთავთან დაკავშირებით კვლავ გახშირდა ყოფილ პოლიტიკურ მოღვაწეთა ინტერვიუები და ზოგჯერ ინსინუაციები, რომლებშიც ისინი უარყოფითად აფასებენ გერმანიის გაერთიანებას.
- ისევე, როგორც სამართლიანი იყო საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხების გამარჯვება იმ მრისხანე ომში, (მე არ ვერიდები ამ ომს კვლავაც „დიდი სამამულო ომი“ ვუწოდო. მათ შორის, ქართველი ხალხისათვისაც, იმის გათვალისწინებით, რასაც ფაშიზმი უქადდა საქართველოს), ასევე, სავსებით სამართლიანი და კანონზომიერია გერმანიის გაერთიანება ფაშიზმის განადგურებიდან 45 წლის შემდეგ ვინც ამას საეჭვოდ მიიჩნევს, ძალიან ძნელია ილაპარაკო მასზე, როგორც სერიოზულ პოლიტიკოსზე ან სერიოზულ პოლიტოლოგზე.
სხვაგვარ შეფასებას მე ელემენტარულ სიბეცეს ვუწოდებდი.
მით უმეტეს, რომ ალტერნატივა იყო ევროპის ცენტრში სისხლიანი კონფლიქტისა და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. მე ვხედავდი და, მაპატიეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, სხეულით ვგრძნობდი, რომ ეს საფრთხე რეალურია, როცა ასიათასობით ბერლინელი და არა მარტო ბერლინელი გამოვიდა ქუჩაში და სულ რამდენიმე დღე იყო საჭირო იმისათის, რომ სისხლი დაღვრილიყო მერე კი ახალ მსოფლიო ომს ვეღარაფერი შეაჩერებდა.
ყველას ვურჩევდი, ყურადღებით წაიკითხოს ის დოკუმენტები, მათ შორის, თუნდაც ჰანს-დიტრიხ გენშერის მემუარები, რომლებიც, სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა. და არა მარტო გენშერმა, ყველა სხვა ჩემმა კოლეგამ - ბეიკერმა და სხვებმა მოახერხეს გამოექვეყნებინათ ძალიან საინტერესო მემუარები და ავსახოთ ეს რეალობა.
- რაც შეეხება ეკონომიკას, რას გამოჰყოფდით გასული კვირის ეკონომიკური ცხოვრებიდან?
- უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა საგანგებო ლეგიონს და მის ხელმძღვანელობას.
მართალია, ოთხი თვის საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა არ შესრულდა, მაგრამ აშკარაა, რომ ლეგიონის ხელმძღვანელად ახალგაზრდა, ენერგიული და პატიოსანი კაცის თემურ ძიძიგურის დანიშვნის შემდეგ ეს უწყება ბევრად უკეთ მუშაობს, რაც თვალნათლივ აისახება გამოვლენილი კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის ოდენობაში. ძალიან ბევრი, ასობით ფაქტია უკვე გამოვლენილი და ეს ადასტურებს არა მარტო მონდომებას, არამედ პროფესიონალიზმსაც.
მე მოვუწოდებ ამ ორგანოს ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, ასეთივე შემართებით განაგრძონ ბრძოლა და პრეზიდენტი იგულონ თავიანთ უპირველეს მხარდამჭერად და მოკავშირედ.
შეჯამდა პირველი კვარტალის მაკროეკონომიკური პარამეტრები. გრძელდება ეკონომიკის ზრდა. საკმარისია ითქვას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მატებამ 2001 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,7 პროცენტი შეადგინა. ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება. ლარის კურსიც ნორმალურ, დასაშვებ ფარგლებში მერყეობს.
ეს გახლავთ საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვიძლია რეფორმათა შემდგომი გაღრმავება ყველა მიმარ რთულებით.
- და, ბოლოს, მთელი ევროპა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საფრანგეთში მიმდინარე არჩევნებს. რას იტყოდით ამ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ?
- ევროპაში დატრიალდებოდა დიდი უბედურება. საფრანგეთში არჩევნები ასეთი შედეგით რომ არ დამთავრებულიყო. მართლაც, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს. რა მოხდებოდა საფრანგეთში, მის ქალაქებსა და სოფლებში. შირაკის გამარჯვება დამაჯერებელია - 80 პროცენტს გადააჭარბა მის სასარგებლოდ მიცემულმა ხმებმა. ეს არის არა მარტო ლე პენის წინააღმდეგ, არამედ საერთოდ დემოკრატიის სასარგებლოდ მიცემული ხმები. აქ ზოგიერთს უკვირს, საქართველოს პრეზიდენტმა როგორ მოაგროვა იმდენი ხმაო. 80 პროცენტს გადააჭარბა შირაკმა. წარმოუდგენელია, რომ გაყალბებაზე იყოს ლაპარაკი საფრანგეთში, სადაც ამხელა გამოცდილება აქვთ.
ახლა - პირადი დამოკიდებულება. მე და ბატონ შირაკს გვაკავშირებს საკმაოდ დიდი ხნის - ორი ათეული წლის ძალიან კარგი ურთიერთობა, მეგობრობა (ასე მივმართავთ ერთმანეთს მიწერ-მოწერის ან შეხვედრების დროს). უნდა გითხრათ, რომ შირაკი არის ის ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სურს საქართველოს გაძლიერება და მხარდაჭერა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი მირეი მიუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია საქართველოს მეგობრების ჯგუფში, როცა ლაპარაკია ტერიტორიული მთლიან ნობის აღდგენაზე. კიდევ ვიმეორებ, არა მარტო საფრანგეთში, არამედ ევროპაში ერთხელ კიდევ და ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა დემოკრატიამ. მე მას ვუგზავნი მისალოც წერილს, რომელიც, დაახლოებით ამ შინაარსის იქნება.
„საქართველოსათვის დახმარება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენს მეგობრებს ეჭვი არ ეპარებათ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ არჩევანში, სჯერათ ჩვენი კურსის უცვლელობისა და ენდობიან ხელისუფლებას, რომელიც ამ კურსს ახორციელებს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მაისი. - №110 (4169). - 1, 2 გვ.
![]() |
77 გაზეთ „ელინიკი დიასპორას“ რედაქციას |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
გულითადად გილოცავთ რედაქციას, ავტორთა აქტივსა და მკითხველებს გაზეთ „ელინიკი დიასპორას“ პირველი ნომრის გამოსვლას 10 წლისთავს.
„ელინიკი დიასპორა“ საქართველოში მცხოვრებ ათიათასობით ბერძენის გაზეთია. იგი ასრულებს ქართველი და ბერძენი ხალხების ძმობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის მემატიანის საპატიო და საპასუხისმგებლო როლს.
საქართველოში ბერძნულ დიასპორას სამართლიანად უწოდებენ შემაერთებელ ხიდს ორი ერთმორწმუნე ხალხისა, რომელთაც მსგავსი ისტორიული ბედი აქვთ, ერთი ცივილიზაციის ერთგული არიან, ერთმანეთის მიმართ ტრადიციული ნდობის, სიმპათიის, პატივისცემის გრძნობით არიან გამსჭვალული. სრული საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ამ ხიდის მტკიცე საყრ რდენს წარმოადგენს გაზეთი „ელინიკი დიასპორა“, რომელიც დიდი ერთგულებით ასრულებს თავის მოვალეობასა და დანიშნულებას.
კმაყოფილებით მინდა, აგრეთვე, აღვნიშნო, რომ გაზეთი „ელინიკი დიასპორა“ მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საზღვარგარეთის ბერძნულ მრავალრიცხოვან მასმედიაში, რისთვისაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა ჯილდოთი.
არის რა საქართველოში ბერძენთა თემის ორგანო და მუდმივად აქცევს ყურადღებას ქვეყნის ბერძენი მოსახლეობის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, გაზეთი „ელინიკი დიასპორა“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ქართულ-ბერძნულ ურთიე ერთობის ისტორიასა და ტრადიციებს, ხელს უწყობს საქართველოსა და საბერძნეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობის განმტკიცებასა და განვითარებას, უნერგავს თავის მკითხველს პატივისცემასა და მადლიერების გრძნობას ქართველი ხალხისადმი, საქართველოსადმი, ქვეყნისადმი, რომელიც ათასობით ბერძენისათვის სამშობლო გახდა.
კიდევ ერთხელ გულითადად ვულოცავ „ელინიკი დიასპორას“ რედაქციასა და მკითხველს გაზეთის 10 წლის იუბილეს და ვუსურვებ ახალ შემოქმედებითს წარმატებებს, შემდგომ ნაყოფიერ მოღვაწეობას ქართველი და ბერძენი ხალხების საკეთილდღეოდ.
ედუარდ შევარდნაძე
გაზეთ „ელინიკი დიასპორას“ რედაქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 8 მაისი. - №110 (4169). - 2 გვ.
![]() |
78 ევგენი სვეტლანოვის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი გულისტკივილით შევიტყვე ჩემი ძველი მეგობრის ევგენი თევდორეს ძის გარდაცვალების ამბავი.
რუსულმა კულტურამ, მძიმე დანაკლისი განიცადა. ცხოვრებიდან წავიდა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი დირიჟორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში.
ევგენი სვეტლანოვის ბრწყინვალე ნიჭის მრავალრიცხოვან ქართველ თაყვანისმცემელთა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს.
ედუარდ შევარდნაძე
ევგენი სვეტლანოვის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მაისი. - №110 (4169). - 2 გვ.
![]() |
79 ძვირფასო მეგობრებო |
▲ზევით დაბრუნება |
განსაკუთრებული სიხარულით მინდა მოგილოცოთ რუსებსა და ქართველებს - პეტრე დიდის მიერ დაარსებულ ქალაქში მცხოვრებთ, კიდევ ერთი ღვთის ტაძრის გახსნა, რომელიც ორი ერთმორწმუნე ხალხის მეგობრობის სიმბოლო გახდება.
ჩვენი ხალხების მეგობრობის ფესვები საუკუნეებშია გადგმული და დღეს სანკტ-პეტერბურგში ქართული მართლმად დიდებელი ეკლესიის გახსნა ადასტურებს ამ ურთიერთობათა ურყეობასა და მარადიულობას. სასიხარულოა, რომ რუსეთის მიწაზე ქართულ ენაზე აჟღერდება ღვთის სადიდებელი საგალობლები, ისევე, როგორც, უკვე დიდი ხანია, საქართველოში ღვთის სადიდებელს რუსულ ენაზეც აღავლენენ.
ედუარდ შევარდნაძე
ძვირფასო მეგობრებო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მაი ისი. - №110 (4169). - 2 გვ.
![]() |
80 მამია ხატელიშვილის 70 წლისთავთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
მამია ხატელიშვილი ქართველი მსმენელისათვის ორმოცდაათიან წლებში გახდა ცნობილი, სწორედ მაშინ, როდესაც ჯანსუღ კახიძის მიერ ჩამოყალიბებულმა ანსამბლმა „შვიდკაცამ“ მოსკოვის სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-6 მსოფლიო ფესტივალზე გაიმარჯვა და ქართულ ხალხურ სიმღერას მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
მას შემდეგ მამია ხატელიშვილი როგორც მომღერალი, როგორც ლოტბარი და კომპოზიტორი, ერთგულად ემსახურებოდა ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეს.
მან შესანიშნავად გააგრძელა არა მარტო თავისი უშუალო წინაპრების, არამედ ცნობილი ქართველი მომღერლების ტრადიცია და თავისი წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის განვითარებაში.
დღევანდელი საიუბილეო საღამო სწორედ მისი ღვაწლისათვის დამსახურებული პატივის მიგებაა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს.
ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მამია ხატელიშვილისდარი ღირეული შვილები.
მამია ხატელიშვილის 70 წლისთავთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მაისი. - №110 (4169). - 2 გვ.
![]() |
81 მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმერ პუტინს |
▲ზევით დაბრუნება |
პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ,
გულისტკივილით აღიქვეს საქართველოში ევგენი თევდორეს ძე სვეტლანოვის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.
ცხოვრებიდან წავიდა გამოჩენილი დირიჟორი და კომპოზიტორი, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში.
ევგენი სვეტლანოვთან მე დიდი ხნის ძალიან გულთბილი ადამიანური ურთიერთობა მაკავშირებდა.
ევგენი სვეტლანოვის ბრწყინვალე ნიჭის მრავალრიცხოვან ქართველ თაყვანისმცემელთა და პირადად ჩემი სახელით ღრმა სამძიმარს ვუცხადებ რუსეთის საზოგადოებრიობას.
ედუარდ შევარდნაძე
მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ვლადიმერ პუტინს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მაისი. - №110 (4169). - 1 გვ.
![]() |
82 ჯუნა მიქატაძეს დაბადების |
▲ზევით დაბრუნება |
სამოცდაათ წელთან დაკავშირებით
ჩემო ჯუნა, დაბადების სამოცდაათ წელს გილოცავ ბრწყინვალე ხელოვანსა და დიდ ჭირთა გადამტან კაცს, რომელმაც, თავს დატეხილ უბედურებათა მიუხედავად, არ დაკარგა სიცოცხლის ხალისი, არ გაბოროტდა, და არ განმარტოვდა.
ჯუნა, მე ყოველთვის ვიზიარებდი შენს შემოქმედებითს სიხარულს, ვიზიარებდი შენს გაუსაძლის ტკივილს, ერთშიც და მეორეშიც გამორჩეულ პიროვნებად დარჩი და როგორც ქართულ ყოფას, ისე ქართულ ქანდაკებასა და ქართულ კინოს სამუდამოდ შემორჩები შენი ნიჭითა და ოსტატობით, შენი პიროვნული განუმეორებლებით.
გისურვებ კიდევ არაერთხელ აჯობო უბედობას და კიდევ არაერთხელ აღგვაფრთოვანო შენი ნიჭითა და მაღალი პროფესიონალიზმით.
სიყვარულითა და პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ჯუნა მიქატაძეს დაბადების სამოცდაათ წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 8 მაისი. - №110 (4169). - 1 გვ.
![]() |
83 ძვირფასო ვეტერანებო! |
▲ზევით დაბრუნება |
9 მაისი იმ ისტორიულ თარიღთა რიგს განეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობას დრო ვერაფერს აკლებს. იგი ნათელისა და ბნელის ჭიდილში სიკეთის გამარჯვების ერთ-ერთი თარიღია.
ისტორიაში მრავალი საზეიმო დღეა, მაგრამ 9 მაისი განსაკუთრებულია თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით.
განსაკუთრებულია, რადგან, საბოლოო ანგარიშით, იგი საკაცობრიო ინტერესების დაცვისათვის მოპოვებული გამარჯვების ზეიმია. ფაშიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს გაერთიანებულმა პროგრესულმა ძალებმა ყველაზე მკაფიოდ დაადასტურეს სოციალურ და იდეოლოგიურ სისტემებზე საერთო ინტერესთა უპირატესობის მნიშვნელობა. ამითვე გამოიხატება მაშინდელი გამ მარჯვებისა და 9 მაისის აღსანიშნავი ზეიმის მარადიულობა და საყოველთაობა.
თქვენ იმ ომში ქმნიდით თავისუფალი და ძლიერი საქართველოს პირველ საფუძვლებსაც დღევანდელი საქართველო სხვა ისტორიულ ეპოქაში ცხოვრობს, სხვა მდგომარეობითა და ვითარებით ხვდება თქვენს უპირველეს ზეიმს. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ზოგადკაცობრიულ ღირებულებათა და პოლიტიკურ შეხედულებათა ბუნებრივი და აუცილებელი ცვალებადობა თქვენს ღირსეულ ისტორიასა და ცხოვრებას დავიწყებას მისცემს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. აღორძინების ურთულეს გზაზე შემდგარ სუვენერულ საქართველოში თქვენი მხნეობა სამაგალითო უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობებისათვის. თქვენი მწყობრში ყოფნა ისევე აუცილებელია - თქვენ ისევ სჭირდებით ჩვენს ქვეყანას.
ძვირფასო ვეტერანებო! // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 მაი ისი. - №111 (4170). - 3 გვ.
![]() |
84 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლებს |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად გილოცავთ თქვენი სახელოვანი ისტიტუტის 70 წლის იუბილეს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკველევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარებასა და მისი საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში.
ძნელია შეფასდეს თქვენი კოლექტივისა და უშუალოდ მისი ხელმძღვანელის, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის ღვაწლი საქართველოში ფარმაკოქიმიური მეცნიერების ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობის მქონე დარგად ჩამოყალიბების საქმეში.
ინსტიტუტში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მთელი პლეადა აღიზარდა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მეცნიერებისა და წარმოების სხვადასხვა დარგში.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ჩვენი სიამაყეა. გაივლის რამდენიმე წელი და თქვენი ინსტიტუტის პოტენციალი ძალზე დასჭირდება აღმშენებლობის გზაზე დამდგარ თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს.
გმადლობთ, რომ კვლავინდებურად ერთგულად დგახართ ქართული მეცნიერების სამსახურში.
ვუსურვებ თქვენი კოლექტივის თითოეულ წევრს ჩვენი ერის საკეთილდღეოდ დიდ წარმატებებს მეცნიერულ მოღვაწეობაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 9 მაისი. - №111 (4170). - 2 გვ.
![]() |
85 ვახტანგ ჭეიშვილის დაბადების 100 წლისთავის გამო |
▲ზევით დაბრუნება |
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი პიროვნული თვის სებების გამო არასდროს ეძლევიან დავიწყებას. მათ რიცხვს ეკუთვნის აწ განსვენებული ვახტანგ ჭეიშვილი - შრომის გმირი. დამსახურებული აგრონომი, ლაითურის ჩაის მეურნეობა-ტექნიკუმის ყოფილი დირექტორი.
დიდია ვახტანგ ჭეიშვილის დამსახურება ჩაისა და ციტრუსოვანი კულტურის გაშენების საქმეში. მისი თაოსნობითა და მხარდაჭერით დაინერგა წარმოებაში მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა „საქართველო“. სამეურნეო საქმიანობის დიდი ორგანიზატორი, ჯერ კიდევ ენერგიით აღსავსე წავიდა ამ ქვეყნიდან, დააკლდა ოჯახს, კოლექტივს, საზოგადოებას. დღეს, მისი დაბადების 100 წლისთავზე. სიამოვნებით ვუერთდები მის მრავალრიცხოვან მეგობრებს, კოლეგებს და პატივს მივაგებ ამ დიდებული პიროვნების ხსოვნას. დაე, მისი ცხოვრება მაგალითი ყოფილიყოს ჩვენი ახალგაზრდობისათვის ქვეყნის სიყვარულსა და მშენებლობაში.
ედუარდ შევარდნაძე
2002 წლის 10 მაისი
ვახტანგ ჭეიშვილის დაბადების 100 წლისთავის გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 მაისი. - №112 (4171). - 2 გვ.
![]() |
86 „არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მიზანშეწონილი, სასურველი და მისაღებია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის იყოს სრულიად ნორმალური ურთიერთობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის
ედუარდ შევარდნაძის ბრიფინგი. 2002 წლის 13 მაისი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო ბანკის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჯუდი ოკონორი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრებს მართავს. საქართველოში ვიზიტისას იგი შეხვდა პარლამენტის ყოფილ სპიკერს ზურაბ ჟვანიას, ასევე ყოფილ ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს. როგორ შეაფასებთ ქალბატონ ოკონორის ვიზიტის შედეგებს?
- აღსანიშნავია, რომ ჯუდი ოკონორს საქართველოს წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს და მას ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი სასიკეთო გაუკეთებია. ამ წლებში საქართველოსათვის მსოფლიო ბანკისაგან კრედიტებისა და დახმარებათა სახით მიღებული ათობით მილიონი დოლარის გამოყოფა სწორედ ამ პიროვნების მიერ გაწეული რეკომენდაციების, სათანადო დოკუმენტური დასაბუთებისა და არგუმენტების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
იგეგმებოდა ჩემი შეხვედრა ქალბატონ ოკონორთან და პირადად ვაპირებ საქართველოს მოსახლეობის სახელით გამოვხატო მისდამი პატივისცემა და მადლიერება.
ჯუდი ოკონორს კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი შეხვდეს ხალხს, ვისთანაც წლების განმავლობაში მუშაობდა. ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო და, ბუნებრივია, ყველა ვიზიტისას ხვდებოდა ქალბატონ ოკონორს, ისევე როგორც ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. ეს სავსებით ნორმალური და გასაგები მოვლენაა, ადამიანურად საკმაოდ მისაღებია. სიმართლე გითხრათ, კმაყოფილიც კი ვარ, რომ იგი არ ივიწყებს მათ და შეხვედრებსაც მართავს.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: გასულ კვირას საკმაო ხმაური მოჰყვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემას. დიდი ვნებათაღელვით ირკვეოდა „მოქალაქეთა კავშირის“ ბედი: ამ პარტიის სახელით თუ ვინ იქნებოდა უფლებამოსილი და ლეგიტიმური, კერძოდ, ჟვანიასა და მამალაძის გუნდებიდან რომელი მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. გაიმართა სასამ მართლო პროცესებიც. ამ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულება და ვინ არის ლეგიტიმური „მოქალაქეთა კავშირში?“
- გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესში არ ვერევი და არც მაქვს უფლება, რომ ჩავერიო. საკმაო ხანია პარტიის თავმჯდომარე არ გახლავართ. ვარ პარტიის რიგითი წევრი, რომელიც ასეთ პრობლემებში ვერ ჩაერევა, ისე როგორც სხვა პარტიის საქმეებში.
ასე წარმომიდგენია, რომ თვით „მოქალაქეთა კავშირს“, როგორც პოლიტიკურ მოძრაობას, მომავალი აქვს. იქ ძალიან კარგი ხალხია და საკმაოდ კარგი საფუძველია იმისათვის, რომ პარტია არათუ აღდგეს, არამედ აღორძინდეს. დღეს თუ არა, სამომავლოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს საქართველოში. თუმცა დღესაც არ გამოვრიცხავ, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ წარმომადგენლები ადგილობრივ არჩევნებში, ისე როგორც თბილისში, ასევე რაიონებშიც, სადაც ბევრი დამსახურებული ადამიანია, ხმების საკმაო რაოდენობასაც მიიღებენ. წინასაარჩევნო კამპანია რამდენადმე სხვაგვარად წარმომედგინა თბილისში მომხდარი სერიოზული მიწისძვრის ფონზე. ვფიქრობ, ეს ტრაგედია ცოტათი მაინც დაგვავიწყებდა პოლიტიკურ პარტიებსა და ძალებს შორის არსებულ დაპირისპირებას, წინააღმდეგობებს, მეტი ყურადღება იქნებოდა გადატანილი დედაქალაქის აღდგენისა და დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე. მაწუხებს ზედმეტი დაძაბულობა, ლანძღვა-გინება, ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველა პარტიას არ ეხება. ვთანამშრომლობ ფრაქციებთან, ასეც გაგრძელდება. ზოგიერთი პარტია, ცოტა არ იყოს, უღირსად იქცევა, მათ სურთ პოპულიზმის და დემაგოგიის ხარჯზე მოიპოვონ სიმპათიები და საკრებულოში ადგილები. ჩვენი ხალხი იმდენად ბრძენია, რომ მშვენივრად დაინახავს, ვინ განიცდის გულწრფელად იმას, რაც თბილისში მოხდა, ვის სურს დაეხმაროს მოსახლეობას და ვინ აკეთებს ამას მოჩვენებით.
ტელეკომპანია მე-9 არხი: გასულ კვირას სერიოზული საკადრო ცვლილებები განახორციელეთ, იგულისხმება ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლება. თქვენ ბრძანეთ, რომ ამ ცვლილებებს სერიოზული საფუძველიც ჰქონდა. გაგრძელდება თუ არა შემდგომში საკადრო ცვლილებები, საუბარია სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე?
- საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი გულისტკივილით ვიღებ. როგორც ყველა ადამიანი, ვეჩვევი იმ ხალხს, რომელიც ჩემს გვერდით მუშაობს, მოღვაწეობს, მიჭირს ხოლმე ამგვარ გადაწყვეტილებათა მიღება. მაგრამ, როცა ვხედავ, რომ ყოველგვარი შესაძლებლობა ამოწურულია ან მართვის სხვა ფორმაა საჭირო, კერძოდ, სამინისტროთა გაერთიანება მაქვს მხედველობაში, მაშინ ჩემს თავს ვაიძულებ, მივიღო გადაწყვეტილება. ვერაფერს ვიტყვი ცუდს ვერც ლევან ძნელაძის, ვერც ზურაბ ნოღაიდელის შესახებ. ისინი მოწადინებული და მონდომებული იყვნენ, მაგრამ დრომ მოიტანა ეს ორი სამინისტრო გაერთიანებულიყო და მის სათავეში უფრო სხვა ყაიდის მოღვაწე მოსულიყო. ვფიქრობ, არ უნდა იყოს შეცდომა, რომ ბატონი მირიან გოგიაშვილი (იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მხარს დამიჭერს) დაინიშნება გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელსაც დაერქმევა ფინანსთა სამინისტრო.
რაც შეეხება შემდგომ საკადრო ცვლილებებს, რომ გითხრათ არ განხორციელდება-მეთქი, არ ვიქნები მართალი, რომ გითხრათ, მოხდება-მეთქი, ბევრს ნერვები უნდა მოვუშალო, ზოგმაც უძილო ღამე უნდა გაატაროს.
მართალია ის, რომ ენერგეტიკის სექტორისადმი ჩვენ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ეს მარტო მინისტრის ბრალი არ არის. ასე ვთქვათ, ეს მემკვიდრეობითაა მიღებული, იმის გამო, რომ სისტემა თავის დროზე ჩვენ თვითონ დავანგრიეთ. ახლა კი ვცდილობ, რომ აღსადგენი აღვადგინოთ, ავაღორძინოთ საქართველოს ენერგოსისტემა. ჩვენს ქვეყანაში ამის რესურსი უდავოდ არსებობს. უწინარესი ამოცანაა მომავალი ზამთრის პრობლემა, რომელიც უფრო იოლი გადასატანი იქნება. ვფიქრობ, აზერბაიჯანის გაზი მოაღწევს საქართველომდე, რუსეთთან თანამშრომლობა გაზისა და ელექტროენერგიის შესყიდვის თვალსაზრისით გაგრძელდება, ასე რომ, წყაროები გვექნება, მთავარია, მოვიძიოთ სათანადო ფინანსური სახსრები. ასევე მნიშნელოვანია, რომ ყველამ, მატერიალური შესაძლებობის განურჩევლად, ისწავლოს მოხმარებული ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის გადახდა. ეს არის გასაღები, რამდენად შესძლებს ამ პრობლემათა მოგვარებას 2-3 თვეში დავით მირცხულავა, რომელიც საკმაოდ კარგი სპეციალისტია. ჩვენი ურთიერთობა არის საქმიანი, მირცხულავას პატივს ვცემ როგორც სპეციალისტს, მაგრამ მისი, როგორც ორგანიზატორის მიმართ, შენიშვნებს გამოვთქვამ ხოლმე. ცოტას კიდევ დავაკვირდებით...
ტელეკომპანია მე-2 არხი: თქვენი აზრით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენათა ფონზე, როგორ განვითარდება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა? და ამის გათვალისწინებით, ორივე ქვეყნის საქართველოსადმი დამოკიდებულება...
- საკმაოდ ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა სჯობს საქართველოსათვის: არსებობდეს დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, თუ ამ ქვეყნებს შორის სუფევდეს მეტი ურთიერთგაგება და ნორმალური თანამშრომლობა, ძალთა გაერთიანება საერთო სენის წინააღმდეგ ბრძოლაში? მე ღრმად მწამს, რომ არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მიზანშეწონილი, სასურველი და მისაღებია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის იყოს სრულიად ნორმალური ურთიერთობა. ჩემი დაკვირვებით, სწორედ აქეთკენ მიდის საქმე.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რამდენიმე ხნის წინათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის პრეზიდენტის რანგში ვლადიმერ პუტინის პირველ ვიზიტს, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო შეხვედრა საკმაოდ კარგ ატმოსფეროში გაიმართა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახლა რუსეთი სერიოზულად ემზადება ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტისათვის. თუ რაღაც პროგნოზსა და წინასწარ ხედვაზე შეიძლება ლაპარაკი, ეს მოვლენები აუცილებლად იქნება და უნდა იყოს ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საქმეში წინგადადგმულო ნაბიჯი. ამგვარი ურთიერთობით კი საქართველოც მოიგებს. ყოველგვარი დაპირისპირება ამ ორ დიდ ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყნისათვის სასურველი და ხელსაყრელი არ არის.
საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“: სანდო წყაროების მონაცემებით, თქვენ ყოველდღიურად, ერთი საათის განმავლობაში ეცნობით პრესას. საინტერესოა, მიაქციეთ თუ არა ყურადღება გასულ კვირას, გაზეთ „სვობოდნაია გრუზიამ“ და რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „რია-ნოვოსტიმ“ დაიწყეს ახალი პროექტის განხორციელება, კერძოდ, ერთობლივი დანართის გამოშვება. გაეცანით თუ არა პირველ ნომერს? ასევე თქვენი კომენტარი სწორედ ამ დანართში დაბეჭდილი რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ აბაშიძის ციტატაზე. კერძოდ, იგი ამბობს, რომ „იმედისმომცემია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიცია. ასევე მის ბოლოდროინდელ განცხადებებს შეაქვს მასტაბილიზებელი ელემენტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში“. თქვენი აზრით, ეს არის დიპლომატის ჩვეულებრივი ჟესტი, თუ ამ სიტყვებში რაღაც იგულისხმება?
- გულწრფელად მივესალმები გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“. ეს საინტერესო გაზეთია და იგი მართლაც მაღალ დონეზე კეთდება. მივესალმები, ასევე, ინიციატივას, რომელიც პროექტების გაცვლასა და ორი ქვეყნისათვის აქტუალური თემების განხილვას ისახავს მიზნად. თუ სხვა გაზეთებიც ამის მსგავს ინიციატივას გამოიჩენენ, მისასალმებელი იქნება. ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, მეგობრული სულისკვეთების დამკვიდრებას, რა თქმა უნდა, თანასწორობის საფუძველზე, მისასალმებელია.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის შესახებ გამოთქმულ აზრს, ვგულისხმობ ზურაბ აბაშიძის გამონათქვამს, სავსებით მართებულია. გახსოვთ ვლადიმერ პუტინის განცხადება მოსკოვში ჩემთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ეს იყო მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე იმ ადამიანების განცხადება, რომელიც დაინტერესებულია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობის განვითარებით, გაფართოებითა და, განსაკუთრებით, საქართველოში სტაბილურობის დამყარებით.
რაც შეეხება, ალმათის სამიტის ფარგლებში პუტინის მიერ გაკეთებულ ორ განცხადებას. საქართველოში ამერიკელ სამ მხედრო სპეციალისტთა ჩამოსვლასთან დაკავშირებით მას შეეძლო მწვავე განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ მან ძალიან სწორად შეაფასა ამერიკის სამხედრო სპეციალისტთა ჩამოსვლა და აღნიშნა, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მას შეუძლია თავად აირჩიოს მეგობრები, პარტნიორები, თავად განსაზღვროს, რომელ ქვეყანასთან ითანამშრომლოს სამხედრო სფეროში. ვლადიმერ პუტინმა იგივე გაიმეორა ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ პატივს ვცემ საქართველოს სუვერენიტეტსა და უფლებას, ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ურთიერთობა მისთვის მისაღები და ხელსაყრელია არავითარი შენიშვნები პუტინს არ გამოუთქვამს ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მისამართით. რუსეთის პრეზიდენტის შემდგომ გამოსვლებშიც ეს საკითხი რაიმე მტკივნეული კუთხით არ ყოფილა წარმოჩენილი. ეს არის ერთ-ერთი კარგი ნიშანი იმისა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის არსებობს არცთუ ისე ცუდი ურთიერთობა, რომ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება ჩვენი ხალხების ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაფართოებისა და მათი დაახლოებისათვის. ეს სულაც არ უშლის ხელს ამერიკელ მეგობრებთან თანამშრომლობას.
„იტარ-ტასი“: კვირას, პირველი არხის ეთერით გავიდა გადაცემა თქვენს ოჯახზე. თქვენმა ქალიშვილმა მანანა შევარდნაძ ძემ ფარდა ახადა რამდენიმე საინტერესო დეტალს და გადაცემის ბოლოს წყენა გამოთქვა, რომ პრესაში იბეჭდება ძალიან მწვავე მასალები თქვენზე და თქვენს ოჯახზე. თქვენც ასე განიცდით ამგვარი ხასიათის მასალების გამოჩენას პრესის ფურცლებზე?
- უწინარესად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ოჯახში პიროვნების სრული თავისუფლებაა. მე ტელევიზიის ხელმძღვანელობისაგან შევიტყვე, რომ ეს გადაცემა მზადდებოდა. დანარჩენი, რაც მანანამ ილაპარაკა, მისი პრინციპების გამოხატვაა. ისე თვალ-ყურს ვადევნებდი გადაცემას და არც ისე ცუდი იყო, საკმაოდ ლოგიკურად იყო აგებული. თუმცა, შეიძლება გადაცემა ბევრისათვის მისაღები არ ყოფილიყო.
რაც შეეხება იმას, მსიამოვნებს თუ არა ცილისმწამებლური სტატიების გამოჩენა, ჩემს მტერსაც არ ვუსურვებ, რომ ასეთი „სიამოვნება მიიღოს“ მისი მისამართით გაუთავებელი ჭორებისა და ლანძღვა-გინების მოსმენისაგან, ისე, ჩემი ყოველი რეაქცია ამა თუ იმ გამოსვლაზე, დაკავშირებულია პრესასთან ურთიერთობის პრობლემებთან და, სიმართლე გითხრათ, მე უფრო მომთმენი ვარ და მეტის მოთმენაც შემიძლია.
გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ იგი სიამოვნებით მუშაობდა და ასევე სიამოვ ვნებით იმუშავებდა მომავალშიც პრეზიდენტ შევარდნაძესთან და არ აქვს პრეზიდენტ ჯორბენაძესთან მუშაობის სურვილი. ამასთან საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ გახშირდა საუბრები, რომ ავთანდილ ჯორბენაძე ხელისუფლებაში საკუთარი გუნდით აქტიურად მოდის. თქვენი კომენტარი ზურაბ ნოღაიდელ ლის განცხადებაზე, რას ნიშნავს ჯორბენაძის ფიგურის ამგვარი აქტიურობა ქართულ სახელისუფლო სივრცისათვის?
- ბატონ ზურაბ ნოღაიდელს ვერაფრით შევედავები, იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობა თავისთავად გულისხმობს პრეზიდენტთან ყოველდღიურ კონტაქტს. ეს კონტაქტები კი იმგვარი ხასიათისა იყო, რომ არც მე და არც მას არ გვქონდა უკმაყოფილების საფუძველი. როგორც გითხარით, დრომ მოიტანა ორი სამინისტროს გაერთიანების აუცილებლობა.
ვერაფერს გეტყვით ავთანდილ ჯორბენაძისა და ზურაბ ნოღაიდელის ურთიერთობის შესახებ. ბატონი ავთოსაგან არ მომისმენია რაიმე საყვედური ფინანსთა მინისტრის მიმართ, თუმცა სახელმწიფო მინისტრი ხშირად მართავდა სამუშაო შეხვედრებს და სერიოზულ შენიშვნებს აძლევდა როგორც ფინანსთა სამინ ნისტროს, ასევე სხვა უწყებებს. ეს ახლაც ასე გრძელდება.
როცა გადავწყვიტე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ავთანდილ ჯორბენაძის კანდიდატურის წარდგენა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ იგი საუკეთესო კანდიდატურა იყო, მაგრამ ვშიშობდი, რომ ცოტა რბილი არ ყოფილიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავთანდილ ჯორბენაძეს სიმკაცრეც საკმაოდ ახასიათებს, მომთხოვნელობაც და სამართლიანობის გრძობაც. ნოღაიდელის გამონათქვამი იმას მეტყველებს, რომ ეს არ არის რაიმე კონიუქტურასთან დაკავშირებული, იმასთან, რომ თავისი სამომავლო გარანტიები შექმნას.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ბატონო პრეზიდენტო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ თითქოსდა წერილობითი გარანტია გაეცით იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების მიერ მომზადებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები არ იქნებიან გამოყენებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ეხება თუ არა ამგვარი მიდგომა იმ ქართველ სამხედროებს, რომლებსაც უკვე ამერიკელთა მიერ მომზადებული თანამემამულეები მოამზადებენ?
- ყველაზე მთავარი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, ეს არის ჩვენს მიერ მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მე მჯეროდა (და იმის მიუხედავად, რომ საკმაო დრო გავიდა ამ ომის შემდეგ), რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება არის უალტერნატივო და საკმაოდ პერსპექტიული გზა. სანამ პრეზიდენტი ვარ, აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყებას არ ვაპირებ, ამიტომაც არავისთვის არანაირი წერილობითი გარანტიით არ მიმიმართავს. ის, რაც ვთქვი, ნებისმიერ წერილობითს გარანტიაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საგულისხმოა.
„ნტვ“: თქვენი დამოკიდებულება ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობის კავშირთან, რომელიც ახლა ფორმირების პროცესშია. რა ელით პუტინისა და ბუშის შეხვედრის შედეგად?
- უკვე აღვნიშნე, რომ ეს შეხვედრა ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება ნატო-რუსეთის კავშირს, თუკი იგი ჩამოყალიბდება, მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ეს ფაქტი საქართველოსათვის გააადვილებს როგორც ნატოსთან აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივას, ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სამხედრო ექსპერტთა მიერ მომზადებული ქართული სამხედრო კადრის რაოდენობა, ადრე დასახელებულ 2 ათასზე მეტი იქნება. ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელ სპეციალისტთა მიერ მომზადებული ქართული სამხედრო ძალა გამოყენებული იქნება პანკისის ხეობაში წესრიგის დასამყარებლად. იქნება ეს სამხედრო ოპერაცია თუ რაიმე ლოკალური ოპერაციები კონკრეტულ ტერორისტულ დაჯგუფებათა გასანადგურებლად?
- მოსამზადებელი კადრის რაოდენობაზე ლაპარაკი ახლა რთულია, საწყის ეტაპზე ჩვენ მოვილაპარაკეთ 2000 სამხედრო მოსამსახურის მომზადების თაობაზე. შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, თუ როგორ და რა ფორმით განვითარდება ეს სამხედრო თანამშრომლობა, მომავალი გვიჩვენებს.
რაც შეეხება პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებას და ამ პროცესში ამერიკელ სამხედრო სპეციალისტთა მიერ მომზადებული საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეთა მონაწილეობას, ვფიქრობ, ხეობაში ძალისმიერი მეთოდები არ უნდა იქნეს გამოყენებული. ეს უწინარესად, ჩვენთვის არის იქ დროებით მცხოვრები ჩეჩნეთიდან დევნილების პრობლემა, რომელთაც სურთ მშობლიურ კერებში დაბრუნება. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის შესაბამის უწყებებთან, მიმაჩნია, რომ დევნილთა განწყობილება არ იცლება, მათ სურთ სამშობლოში დაბრუნება.
მაგალითისათვის დავასახელებ რომ, როცა დევნილები საქართველოს საზღვარს მოადგნენ, მათი რაოდენობა 7,5 ათასი იყო. ახლა ხეობაში 3,5 ათასი დევნილია დარჩენილი. მათ სხვადასხვა გზით, მათ შორის, რუსეთის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლების დახმარებით, დატოვეს პანკისის ხეობა. თუ ეს პროცესი ამგვარი ინტენსივობით გაგრძელდება, მაშინ, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად არ იქნება საფუძველი სამხედრო ჩარევის აუცილებლობისათვის.
ჟურნალისტის შეკითხვას, იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიამ კონსერვატიული პარტიის რიგებში გადაინაცვლა, და თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს არჩევანი, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა:
- ვერ გეტყვით, როგორ ჩამოყალიბდა ზურაბ ჟვანიას შეხედულებანი, ამას, ალბათ, დრო დასჭირდება - მასაც უნდა აცალოთ და მის თანამოაზრეებსაც. თუ იგი მიიღებს გადაწყვეტილებას - შექმნას კონსერვატიული ტიპის ახალი მოძრაობა ან პარტია, არანაირი ტრაგედია ეს არ არის. ის ფაქტი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში ჟაკ შირაკმა გაიმარჯვა, სულაც არ არის ანტიდემოკრატიული მოვლენა, იგი არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელიც საკმაოდ თავდადებულად იცავს დემოკრატიულ მონაპოვარსა და ღირებულებას.
კონსერვატორთა მოსვლა ხელისუფლებაში სულაც არ ნიშნავს რაიმე უბედურებას. კონსერვატორები, რომლებიც აღიარებენ დემოკრატიულ ღირებულებას, ჩვენი ისეთივე კოლეგები არიან, როგორც სოციალისტები, შეიძლება ცოტა უკეთესიც.
აფხაზეთის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ სანამ პრეზიდენტი იქნებით, არ დაუშვებთ საომარი მოქმედების დაწყებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და ძალისმიერი მეთოდის გამოყენებას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად. მაგრამ, ალბათ, არც იმას აპირებთ, ისე წახვიდეთ ხელისუფლებიდან, რომ აფხაზეთის პრობლემა მოუგვარებელი დარჩეს. იგულისხმება თუ არა, რომ გლობალური პოლიტიკის საშუალებით, რუსეთი გამოირიცხება როგორც აფხაზ სეპარატისტთა მხარდამჭერი და ეს პრობლემა რაღაც სხვა გზით მოწესრიგდება, ანუ ის მცირე ჯგუფი დაისჯება, რომელიც დამნაშავეა ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ მასობრივ ტერორიზმსა და გენოციდში, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში. მათი იზოლირებით აღდგება კონსტიტუციური წესრიგი, სამართლიანობა და დაბრუნდება ასიათასობით ლტოლვილი?
- დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში რუსეთი აღარ უნდა მიეკუთვნებოდეს იმ ძალას, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას უშლის ხელს. ყოველ შემთხვევაში ეს რუსეთის ინტერესებს შეესაბამება და ეს არის პრეზიდენტ პუტინის საჯაროდ განცხადებული შეხედულება. მისი შეხედულება კი ასეთია: აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია და რუსეთი ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საქართველო ტერიტორიულად გამთლიანდეს, რა თქმა უნდა, აფხაზეთში მცხოვრებთა უფლებების გათვალისწინებით. თუ ეს შესრულდება, მაშინ რუსეთის ჩამოცილება ამ პროცესისაგან არ გახდება საჭირო. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემა შეიძლება ერთ-ერთი სერიოზული თემა იყოს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების დიალოგისას. მაქვს ინფორ რმაცია, რომ ევროკავშირი, ჩემი იქ ვიზიტის შემდეგ ამზადებს სერიოზულ დოკუმენტს სამხრეთ კავკასიაში განსახორციელებელი პოლიტიკის შესახებ, კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ეს პროცესები შეიძლება ისე სწრაფად განვითარდეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ვალი მოვიხადო და ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ასე იქნება.
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: ბატონო პრეზიდენტო, ბოლო დროს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადიმერ არძინბას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რა ინფორმაცია აქვს ოფიციალურ თბილსს და რამდენად ახდენს გავლენას არძინბას გაუარესებული ჯანმრთელობა სოხუმის ადმინისტრაციაზე?
- შეიძლება გამაკრიტიკოთ, მაგრამ ვინც უნდა იყოს ავადმყოფი, თუნდაც მტრის ბანაკიდან, ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას. ქვეყანამ უნდა გაიმარჯოს არა იმით, რომ ვიღაც დაავადდეს ან გარდაიცვალოს, არამედ თავისი სიმართლითა და ლოგიკით. ეს ლოგიკა კი ჩვენს მხარესაა და მიმაჩნია, რომ ამას პროგრესული სამყარო გაიგებს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ბატონი არძინბას ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, იგი დაბრუნდა მოსკოვიდან. უნდა შემდგარიყო მისი სატელევიზიო გამოსვლა და, როგორც ამბობენ, ეს გამოსვლა ვერ შედგა, მიზეზი არ არის ცნობილი. ჩვენი პოლიტიკა არ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ერთი კაცი წავა და ამით კონფლიქტი მოგვარდება. ყველა, ქართველებიც და აფხაზებიც უნდა ვიყოთ დარაზმული, რომ როგორმე დაძლიოთ ორ ხალხს შორის არსებული დაძაბულობა და ეს მხოლოდ მოგონებად დარჩეს.
სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბიზმის გავრცელება დიდ აღშფოთებას იწვევს. კეთდება გარკვეული მინიშნება, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვაჰაბისტებს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა აქვთ განზრახული, ამასთან შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად სურთ გარკვეული კონტროლი იქონიონ და გავლენა მოახდინონ აფხაზეთზე. თქვენი კომენტარი…
- როცა რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ამასვე ადასტურებს ამერიკის პრეზიდენტი და სხვა გავლენიანი სახელმწიფოთა პრეზიდენტები, ეს ნიშნავს, რომ შავ ზღვაზე გასვლის უფლება და საშუალება საქართველოს სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. ეს ჩვენ გარანტირებული გვაქვს საერთაშორისო სამართლის ნორმებით და მთავარია ეს სამართლიანობა აღდგეს. რუსეთის ინტერესებს სულაც არ შეესაბამება ის, რომ კოდორის ხეობის მეშვეობით, ან სხვა რაიმე გზით, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს საზღვაო ნავსადგურებში გასვლის საშუალება მიეცეს.
რადიო „იმედი“: თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისას, გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების ბედი სახელმწიფო კანცელარიაში წყდება, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პარტია თქვენთან აწარმოებს კონსულტაციას. იგულისხმება ძალა, რომელიც „მოქალაქეთა კავშირის“ ოპოზიციონრად ასახელებს თავს. რამდენადაც ცნობილია, თქვენთან ხშირად გადის კონსულტაციას ეს ძალაც. თქვენი აზრით, რა იწვევს ამ ძალის უკმაყოფილებას?
- ერთხელ კიდევ მსურს განვაცხადო მთელი სერიოზულ ლობით - არ ვერევი ამ საქმეებში, ჩემთან ზურაბ ჟვანია უფრო ხშირად მართავდა შეხვედრას, ვიდრე ლევან მამალაძე. ლევან მამალაძე მთავრობის სხდომებს ესწრება, იქ კი ამგვარი საკითხები არ იხილება.
ურთიერთობა მაქვს თითქმის ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან და არა იმდენად პარტიებთან. ხშირად ხდება ისე, რომ ფრაქციის ხელმძღვანელი იმავდროულად პარტიის ხელმძღვან ნელიცაა. ზოგიერთი ფრაქცია მეკითხება ხოლმე რჩევას. ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე მათ ვაძლევ რჩევას. მომხრე ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნების ციებ-ცხელებაში. არჩევნები უნდა გაიმართოს ხალხის ნება-სურვილის შესაბამისად.
„არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის მიზანშეწონილი, სასურველი და მისაღებია, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის იყოს სრულიად ნორმალური ურთიერთობა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 14 მაისი. - №114 (4173). - 3 გვ.
![]() |
87 „მე მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებ, რომლებიც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს ანიჭებენ უპირატესობას და არა საკუთარი ამბიციის დაკმაყოფილებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
13 მაისის რადიოინტერვიუ
- გასულ კვირას საქართველომ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ, ფაშიზმის დამარცხების 57 წლისთავი აღნიშნა. 9 მაისი - დღე, რომელიც ყველა ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს ახსენებს იმ მძიმე ომის წლებს. თუმცა, ამ ბოლო დროს ითქვა ისიც, რომ 9 მაისის დღესასწაული ჩვენთან სათანადოდ არ აღინიშნა, არადა ეს იყო დღე, რომლის დადგომასაც პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი შეეწირა... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე დაიწყო თავისი ტრადიციუ ული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- უწინარესად, კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა თანამემამულეს, ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესასწაულს.
მართალი ბრძანებით, რომ ერთგვარი უკმარისობის გრძნობა ყველას დაგვრჩა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თვით საზოგადოებამაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია იმ მრისხანე ისტორიული მოვლენის მიმართ. ძნელი გასახსებელი არ არის, რომ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში დამოკიდებულება, გარკვეულწილად, ცვალებადიც იყო.
მე პირადად ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფაშიზმის განადგურებაში საქართველოს წვლილი ჩვენი ერის ღირსეული ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული და თვალსაჩინო ფურცელია.
საკმარისია ითქვას: პატარა საქართველომ შვიდასი ათასამდე მეომარი მიავლინა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე და მათგან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა, დაიღუპა. თანაც, ერის საუკეთესო ნაწილი, ძირითადად, ჯან-ღონით აღსავსე ახალგაზრდები.
პროცენტული თვალსაზრისით. ბელორუსიასთან ერთად საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
ჩემი დამოკიდებულება ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში გამომჟღავნდა, როდესაც სწორედ მე გახლდით ინიციატორი ყირიმის ნახევარკუნძულიდან (სადაც ქართული დივიზიები გმირულად შეაკვდნენ მტერს) - უცნობი ჯარისკაცის ნეშტი გადმოგ გვესვენებინა დედაქალაქში.
ქერჩისა და ყირიმის ბრძოლები, ისევე როგორც მთლიანად დიდი სამამული ომი, უდიდესი მოვლენაა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ერთდროულად ასეთი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანას არც ერთ ომში არ გაუღია.
საქართველოში არ არის ოჯახი, რომელსაც იმ ომმა თავის მსახვრალი ხელი არ დაატყო.
ჩემი ძმაც, რამდენიმე ათეულ ლეგენდარულ მებრძოლთან ერთად, დაიღუპა ბელორუსიაში, ბრესტში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების დროს.
საქართველოში ეს ხსოვნა წარუშლელი და მარადიულია. იგი სავსებით გულწრფელია. ამდენად არასდროს გვჭირდებოდა არანაირი მოწოდება თუ აგიტაცია, ხელოვნურ ღონისძიების მოგონება.
მახსოვს სულმნათი ირაკლი აბაშიძე ჰყვებოდა: როდესაც უცნობი ჯარისკაცის ცხედარი მთელი საქართველოს გავლით (ლესელიძიდან დაწყებული) თბილისისაკენ გადმოასვენეს, პროცესიას სამეგრელოში შავოსანი დედა დახვდა (მან ომში სამი შვილი დაკარგა) და მოთქმით იკითხა: ჩემს შვილთაგან რომელი ხარო?
ჯერ კიდევ 1995 წელს, ჩემი ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო დადგენილება, 9 მაისი („ფაშიზმზე გამარჯვების დღეა“) უქმედ გამოცხადებულიყო.
ამდენად, არათუ მივესალმები საზოგადოების ასეთ განწყობილებას, არამედ თავად ვიქნები სხვა, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებების ინიციატორი.
მე მიმაჩნია, რომ ის ომი საქართველოსათვისაც სამამულო ომი იყო და ასიათასობით ქართველი, როგორც მოძმე ქვეყნებს, ასევე თავის სამშობლოსაც იცავდა.
ჩვენი დამოკიდებულება ბევრად უფრო მკაფიოდ წარმოჩინდებოდა, რომ არა დამანგრეველი მიწისძვრა და შედეგად დედაქალაქში შექმნილი ურთულესი ვითარება.
მეორე მსოფლიო ომი საუკუნეთა განმავლობაში საკაცობრიო თვალსაწიერში დარჩება.
ბევრს მიაჩნია (ღმერთმა ქნას ასეც იყოს), რომ ეს გახლდათ უკანასკნელი დიდი ომი კაცობრიობის ისტორიაში.
მრავალი საკითხი ჩვენთვისაც კვლავინდებურად აქტუალურია.
ვგულისხმობ, თუნდაც, უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის უდავოდ ღვაწლსა და დამსახურებას, ვეტერანებთან შეხვედრებისას სწორედ ეს ყველაზე მწვავე თემაა ყურადღების ცენტრში.
ამ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. ბევრი აშკარად სუბიექტურია, ეს გასაგებიცაა.
ზოგიერთ ისტორიკოსს თუ, საერთოდ, მკვლევარებს დიდხანს არ მოუშუშდებათ ომისწინა და ომისშემდგომი რეპრესიებით გამოწვეული ტკივილი და წყენა.
თითქმის ყველა ნაშრომს თუ გამოკვლევას ვიცნობ ომში იოსებ სტალინის როლის შესახებ.
დარწმუნებული ვარ, ისტორია საოცარ ფენომენს დაკარგავს, თუ უმაღლესი მთავარსარდლის როლი სამართლიანად, ობიექტურად, ღირსეულად არ იქნება დაფასებული.
იგი ხომ პირადად ხელმძღვანელობდა უზარმაზარი ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნას სამხედრო ყაიდაზე; ყველა რესურსის მობილიზებას; უდიდესი სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
სწორედ სტალინის მეთვალყურეობითა და ზრუნვით აღიზარდნენ უბრწყინვალესი მხედართმთავრები, რომელთა ნიჭი, ნებისყოფა, შემართება, სამხედრო-სტრატეგიული აზროვნების მასშტაბი ნებისმიერ არმიას, ნებისმიერ სახელმწიფოს უძლეველად აქცევდა.
ამიტომ უსამართლობა, ზოგჯერ უმადურობა, მიკერძოებული, არაობიექტური დამოკიდებულება - სავსებით გასაგებ გულისტკივილს იწვევს.
და კიდევ ერთი საკითხი, რაც სტალინის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა და სახელმწიფოს მეთაურის ფენომენს უკავშირდება. სხვათა შორის, ამაზე ხშირად არ ლაპარაკობენ ხოლმე.
იგი პირველი მიხვდა, რომ მრავალეროვნულ სახელმწიფოში მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, „საბჭოთა პატრიოტიზმის“ ლოზუნგით ომის მოგება შეუძლებელი იქნებოდა.
სწორედ მან შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ხალხთა ეროვნული მეხსიერების გაღვივებას, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მოხმობას - ომში გამარჯვებისათვის.
ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, რუსი ხალხის და სხვა ხალხების ეროვნული ენერგიის გამოღვიძებას.
გავიხსენოთ თუნდაც, რომ სწორედ სტალინის ინიციატივით მოხდა დიდი რუსი მოღვაწეების ისტორიულ სახეთა წარმოჩენა: ალექსანდრე ნეველის, სუვოროვის, კუტუზოვის, უშაკოვისა და სხვათა და სხვათა, რომ არაფერი ვთქვათ ივანე მრისხანესა და პეტრე პირველზე.
ამავდროულად საქართველოში, ისევე რგოორც სხვა რესპუბლიკებშიც, ძალიან ბევრი გაკეთდა საუკეთესო ეროვნულ საბრძოლო ტრადიციათა ასაღორძინებლად. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის მამულიშვილური ღვაწლისა და დამსახურების დაფასება, მისი ქცევა უმთავრეს ეროვნულ ორიენტირად. აგრეთვე გიორგი სააკაძის გმირული ბიოგრაფიის წარმოჩენა და მრავალი სხვა. ჩემს მეხსიერებას შემორჩა საუკეთესო მხატვრულ-ისტორიული ნაწარმოებები, ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, კინოფილმები და შესანიშნავი მოთხრობები და ლექსები...
აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო მიხეილ ჭიაურელის შემოქმედება - მისი უდიდესი დამსახურება და პატრიოტული ღვაწლი. მე დიდი ხანია, მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, დრო მოვიდა და უნდა ითქვას.
მიხეილ ჭიაურელი კინოხელოვნების სათავეებთან იდგა. თქვენ გახსოვთ, მის მიერ შექმნილი კლასიკური ფილმი, რომელიც, მართლაც, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ქართულ კინოხელოვნებაში. მას ეკუთვნის, თავისი მასშტაბით, იმ დროისათვის უნიკალური მონუმენტური ფილმები, მათ შორის, „ბერლინის დაცემა“, შეიძლება აკრიტიკო, რამდენიც გნებავთ, მაგრამ ეს მონუმენტური ფილმი იყო ისტორიული სინამდვილის ასახვა მხატვრულ ფერებში, რომელშიც გადმოცემულია მეორე მსოფლიო ომის გრანდიოზული პანორამა. კერძოდ, „დიდი სამეულის“ ურთიერთობიდან უბრალო ადამიანთა ცხოვრებისეულ ისტორიამდე.
ფასდაუდებელია მიხეილ ჭიაურელის დამსახურება ქართული კინოს წინაშე.
ამდენად, ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები მოსაზრებას ამ დიდი მოღვაწის ნეშტის მთაწმინდაზე გადასვენების შესახებ (როგორც კი კანონით დადგენილი ვადა შესრულდება, თუ არ ვცდები, ორიოდე წელი დარჩა), სადაც მისი მეუღლე, ქართული თეატრისა და კინოს დედოფალი, ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე განისვენებს.
მისი დავანება პანთეონში, ქართული თეატრის დიდი ფენომენისადმი პატივისცემის და უჭკნობი სიყვარულის დადასტურებაც გახდება.
მართლაც, ძალიან ბევრს ვფიქრობ იმ საკითხებზე, რასაც მეორე მსოფლიო ომის ისტორია წარმოშობს.
აი, მაგალითად, კიდევ ასეთი, უაღრესად საინტერესო და მნიშნელოვანი თემა:
იმ დიდ ომში ოთხი ისტორიული ფიგურა იპყრობს ჩვენს ყურადღებას: იოსებ სტალინი, ფრანკლინ დელანო რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და შარლ დე გოლი.
ისინი არათუ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგნენ, არამედ მათი მსოფლმხედველობა, ცხოვრებისეული და პოლიტიკური მრწამსი კარდინალურად ურთიერთსაწინააღმდეგო და შეურიგებელიც კი იყო.
მაგრამ ამ ტიტანებმა მაინც შეძლეს საერთო ენის გამონახვა, როდესაც საფრთხე მთელ კაცობრიობას დაემუქრა.
ეს იმის ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა, თუ რა უბადრუკი არიან ის პრიმიტივები, რომლებიც, ზოგიერთ ქვეყანაში, დღემდე გაიძახიან, თითქოს არ არსებობს არავითარი „საერთო-საკაცობრიო ღირებულებანი“.
სინამდვილეში, „ანტიჰიტლერული კოალიცია“ სწორედ ამ ღირებულებათა საფუძველზე შეიქმნა.
მაშასადამე არსებობს ის, რაც ყველას აერთიანებს. ეს გახლავთ კაცობრიობის გადარჩენისა და თავისუფალი, მშვიდობიანი განვითარების ინტერესები.
დღეს კვლავ წარმოიშვა საერთო-საკაცობრიო, პლანეტური საფრთხე, და ამიტომაც დამჭირდა მე ასეთი ვრცელი შესავალი, - ტერორიზმი, გენოციდი, აგრესიული ნაციონალიზმი, და აგრესიული სეპარატიზმი, ეთნოწმენდა, - რომელთა წინააღმდეგაც მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
ამრიგად, დღევანდელ ლიდერებს შესანიშნავი, თვალსაჩინო ისტორიული მაგალითი აქვთ ძალისხმევის გასაერთიანებლად. და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უკვე თქვა პირველი სიტყვა და თავისი კოლეგების მხარდასაჭერადაც მიიღო მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში.
და კიდევ ერთი: ეროვნული ენერგიის მაგიურმა გამოღვიძებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოგვიანებით საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
უფროსმა თაობამაც კი, რომელიც ომში გამარჯვების სულისკვეთებით იბრძოდა, გახსოვთ, როგორი ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ გამართულ რეფერენდუმში, და იქაც თავისი სიტყვა თქვა ამ ომში გამარჯვებამ.
- თქვენ მიწისძვრა ახსენეთ და როგორც ამას წინათ ითქვა, ზარალმა უკვე 150 მილიონ დოლარს გადააჭარბა. დღეს, ალბათ, საზოგადოებისათვის მთავარია ორი თემა: ერთის მხრივ, მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია, რაც მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით, თბილისელებისათვის უმთავრეს პრობლემად რჩება და, პოლიტიკოსებისათვის - წინასაარჩევნო პერიოდი. გასულ კვირას პარტიათა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების პრეზენტაციაც გამართა.
- როგორც ჩანს, პირველ დღეებში ჩვენ სათანადოდ ვერც კი შევაფასეთ ზარალის მასშტაბი,რომელიც ამ სტიქიამ მიაყენა ქვეყანას. დაზუსტებული მონაცემებით, ორი ათასზე მეტი ოჯახი საჭიროებს დახმარებას. ზარალის ოდენობამ დაახლოებით ასორმოცდაათ-ასსამოც მილიონ დოლარს მიაღწია.
ყველაზე დიდი დანაკარგი კი, რა თქმა უნდა, ადამიანთა მსხვერპლია.
ძალიან აქტიურად მუშაობს სახელმწიფო კომისია ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერია, ვანო ზოდელავა და მისი კოლეგები, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. 150 ოჯახი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა, უკვე დაბინავებულია და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი საქმეა ამ პირველ დღეებში.
სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს თანამშრომლობა სამაგალითო უნდა იყოს მომავალში, ვინც ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვებს. ბატონმა ლადო კახაძემ არათუ პრობლემა შეუქმნა, არამედ ყოველმხრივ ეხმარებოდა და მოითხოვდა კანონიერად იმას, რაც თბილისის მოსახლეობას უნდა მიეღო.
დიდი მადლობა ყველა მეგობარ ქვეყანას, რომელმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა, მათ შორის, რუსეთს. მოგეხსენებათ, უკვე მეორე თუ მესამე დღეს რუსეთმა მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია მიწისძვრით დაზარალებულებს.
მადლობა ყველა ბიზნესმენს, საზოგადო მოღვაწეს, რიგით მოქალაქეს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო საქმეში.
თუმცა, ხშირად მათი წვლილი საკმაოდ წონადი და ფასეულია.
არც ერთ მათგანს ეს მადლი არ დაეკარგება. მთლიანად ამ ჭრილობის მოშუშებას, ალბათ, ორი წელი, შეიძლება სამი წელიც დასჭირდეს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ თბილისი კიდევ უფრო აღორძინდება და გალამაზდება.
მინდა სიყვარულისა და თანაგრძნობის სიტყვები ვუთხრა ყველა ადამიანს, ვისაც ამ მიწისძვრამ ტკივილი მიაყენა.
რად ღირს თუნდაც ის მომნუსხველი შიში, რაც განსაკუთრებით ბავშვებს დაეუფლებათ მიწისძვრის წუთებში.
მაგრამ ღვთის შეწევნითა და საერთო ძალისხმევით ამ განსაცდელსაც დავძლევთ. სხვათა შორის, ბევრმა თბილისელმა მითხრა, სამების ტაძრის მადლმა გვიშველაო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ათასწლეულის ეს უნიკალური ძეგლი მოკლე დროში დამთავრდება.
გულახდილად გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, ასეთ უმძიმეს ვითარებაში (როდესაც საზოგადოებრივი თანხმობა ყველაზე ძვირფასი და თვალსაჩინო მოსაფრთხილებელია), ის რაღაც გამძვინვარებული ბრძოლა ცალკეულ პარტიებს შორის და ის ერთგვარი სიძულვილი, ერთმანეთის მიმართ რომ აქვთ, რომელიც მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ახლა თბილისში იგრძნობა.
მიაქციეთ ყურადღება, სწორედ თბილისში, რომელიც ასე დაზარალდა მიწისძვრის შედეგად.
ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც მორიდება, რომ მაინცდამაინც აქ და ამჟამად არ გამართონ „ქეიფი ჟამიანობისას“.
ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ეს გაწევ-გამოწევა, ლანძღვა-გინება, ინტრიგები, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო: არ დაღუპულან ადამიანები, არ დანგრეულა სახლები, ქვეყანა უკანასკნელ ძალებს და რესურსებს არ იკრებდეს ჭრილობების მოსაშუშებლად, გაუბედურებულ ადამიანთა ტკივილისა და ტვირთის შესამსუბუქებლად.
მე მგონი, ზოგიერთი პარტია და მათი ლიდერები ძალიან ზერელედ უყურებენ და აღიქვამენ თავიანთ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. თუ აპირებ ხელისუფლებაში მოსვლას, მაშინ ხალხი ახლა უნდა გრძნობდეს, რომ შენ ეს დიდი პასუხიმგებლობა მოგაქვს და შეგნებული გაქვს.
ძალიან მეეჭვება მოსახლეობამ 2 ივნისს ბევრ მათგანს მხარი დაუჭიროს. ხალხის სიმპათია, ალბათ, უფრო მეტად იმათ თკენ გადაიხრება, ვინც ამ გნიასში და გავლენა-ძალაუფლების ვაჭრობა-გადანაწილებაში არ მონაწილეობდა და ხალხის ინტერესებზე ფიქრობდა, ხალხის ინტერესების შესაბამისად გვთავაზობს გეგმებს.
ტყუილად ცდილობენ პრეზიდენტის გარევას ამ ყველაფერში.
მე მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებ, რომლებიც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს ანიჭებენ უპირატესობას და არა საკუთარი ამბიციის დაკმაყოფილებას, ვთანამშრომლობ კიდევ ბევრ მათგანთან, მათ ეს შესანიშნავად იციან.
კვლავ ვიმეორებ: ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს: ვინ არის გულწრფელი, ვის სურს ქვეყნის აღმშენებლობა და ვინ ისწრაფვის მხოლოდ იაფფასიანი ავტორიტეტის მოსახვეჭად, პოპულარიზმისა და დემაგოგიის მოშველიებით.
რასაკვირველია, ეს ყველა პარტიას არ ეხება (ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს ასე იყოს).
ბევრ მათგანს მართლაც პატრიოტული მოტივი აქვს, მაგრამ საარჩევნო კამპანია ზნეობრივი თვალსაზრისითაც ძალზე სერიოზულ გამოცდად იქცა: ვინ რისი გამკეთებელია, მოსახლეობამ შესანიშნავად იცის. ყოველ შემთხვევაში, დაინახავს ამ დღეებში. ამიტომ სჯობს ის მილიონობით ლარი, რომელიც პოლიტიკურ რეკლამაში და ნაირფერ ბუკლეტებში თუ სხვა საარჩევნო ატრიბუტიკაში უნდა დაიხარჯოს, - ამ საკმაოდ დიდი თანხის თუნდაც ნაწილი გაუბედურებულ ადამიანებს მოხმარდეს.
შეიძლება მკაცრიც იყოს ჩემი განცხადება, შეიძლება ვიღაცამ გაიგოს, რომ საარჩევნო კამპანიაში ვერევი და იმაზე მეტს ვლაპარაკობ, რისი უფლებაც მაქვს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია ხმა აღიმაღლოს, როდესაც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ თანხმობასა და სტაბილურობას მთელ ქვეყანაში.
- გასულ კვირას რეალურად დაიწყო „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის განხორციელება, რაც დადასტურდა საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პენტაგონში. თბილისში ჩამოვიდა რამსფელდის თანაშემწე საქართველოს საკითხებში ბატონი ოთარ შალიკაშვილი. გარდა ამისა, დღეს თქვენ რწმუნებათა სიგელს გადმოგცემთ ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში ბატონი რიჩარდ მაილსი...
- კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ამერიკელ მეგობრებს, რომლებმაც გადაწყვიტეს განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა აღმშენებლობაში.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და გაძლიერების ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
სრულიად ფუჭი და უსაფუძვლო აღმოჩნდა ზოგიერთ ქვეყანაში, გარკვეული წრეების „შიში“ და „წინასწარმეტყველებანი“, თითქოს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლა საქართველოში ვითარების გამწვავებას გამოიწვევდა. პირიქით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს სტაბილურობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ რეგიონში.
დღეს, რწმუნებულთა დადასტურების შემდეგ, მე მექნება პირველი შეხვედრა და საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებ ბის ახალ ელჩთან რიჩარდ მაილსთან.
იგი კარგად ცნობილი და გამოცდილი დიპლომატია. შეს სანიშნავად იცნობს ჩვენს რეგიონს, ამდენად, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გააძლიერებს სასიკეთო ტენდეციებს, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ჩამოყალიბდა.
- გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშ შრომლებმა თავისი დაღუპული კოლეგები გაიხსენეს. როგორც აღმოჩნდა, სტატისტიკა მძიმეა - ომებს, კონფლიქტებს თუ პროფესიულ ოპერაციებს მრავალი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა...
- მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო წლებში სამართალდაცვის ორგანოთა წარმომადგენლებმა უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ქვეყანაში სტაბილურობისა და კანონიერების დასაცავად. მათი თავგანწირვის გარეშე ძალიან ძნელი იქნებოდა თვით სახელმწიფოებრიობის საფუძველთა შექმნაც კი. განსაკუთრებით სამოქალაქო ომის შემდგომ პერიო ოდში.
შესაბამისად, ფუჭი იქნებოდა ყოველგვარი საუბარი დამოუკიდებლობაზე.
პოლიცია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას, პიროვნებისა და საზოგადოებრივ უშიშროებას.
ქედს ვიხრი დაღუპულთა ხსოვნის წინაშე.
დარწმუნებული ვარ, თაობათა ცვლის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ახალგაზრდა კადრები ყოველთვის აღიზრდებიან ვეტერანთა მდიდარ გამოცდილებასა და ტრადიციებზე.
მათთვის მუდამ სამაგალითო იქნება იმ პოლიციელთა გმირობა, რომლებიც ხალხის დასაცავად წინ აღუდგნენ შეიარაღებულ კრიმინალებს, სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, საყვარელ საქართველოს.
- და, ბოლოს, რაც შეეხება ეკონომიკას, რას გამოჰყოფდით გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან?
- უპირველეს ყოვლისა, კომპანია „ბი-პი-აზერბაიჯანის“ პრეზიდენტთან დევიდ ვუდვორდთან შეხვედრას გამოვყოფ.
ბატონმა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დასასრულს მიუახლოვდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დეტალური საინჟინრო ფაზა.
პარალელურად, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, პოტენციურ ინვესტორებთან და სავარაუდო პარტნიორებთან.
უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან დაიწყება.
ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია ამ პროცესში მოსახლეობის დასაქმება იქნება, ისევე როგორც მილსადენის უშიშროების და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.
ბუნდესვერის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ფრიდბერტ პფლიუგერმა ჩემთან საუბრისას დაადასტურა, რომ ევროკავშირში ამჟამად ფიქრობენ „კავკასიური სტრატეგიის“ შემუშავებაზე. ევროპარლამენტმა მიიღო ამის თაობაზე გადაწყვეტილება, მაგრამ აქ უფრო სხვა მასშტაბის დოკუმენტზე იქნება საუბარი. არ არის გამორიცხული, ევროკომისიამ საგანგებო დოკუმენტი მიიღოს ამის თაობაზე.
ანუ, ჩვენს წინადადებებს, რაც ბრიუსელში ყოფნისას გამოვთქვით (და მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ვიზიტებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო), სათანადო გამოხმაურება უკვე მოჰყვა.
„მე მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან ვითანამშრომლებ, რომლებიც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებს ანიჭებენ უპირატესობას და არა საკუთარი ამბიციის დაკმაყოფილებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 მაისი. - №114 (4173). - 1, 2 გვ.
![]() |
88 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
სულ რამდენიმე დღეა, რაც აღვნიშნეთ მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაული, შემდეგ პატივი მივაგეთ მიცვალებულთა ხსოვნას, დღეს კი მწუხარებითა და მადლიერებით მოვიხსენიებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რაც ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისათვის დაღუპულთადმი პატივისცემის უძველესი მამაპაპური ტრადიციის გაგრძელებაა.
იმასაც ვიტყოდი, რომ დღევანდელი დღე გარდა გლოვის, ტკივილის და უსაზღვრო მწუხარებისა, უკვდავებისა და მარადიულობის სიმბოლოა.
არაერთხელ აღმინიშნავს და დღესაც მინდა გავიმეორო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყანაში კრიმინალური თარეშის აღკვეთასა და სტაბილურობის მიღწევაში. მრავალი პოლიციელი, ჯანღონით აღსავსე ვაჟკაცი, ოჯახის ბურჯი და პტრონი, შეეწირა ამ ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის, მათი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება ჩვენს გულში.
ფუჭი იქნებოდა ყოველგვარი ლაპარაკი დამოუკიდებლობაზე, რომ არა მათი თავგანწირვა დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს განსამტკიცებლად, კანონიერების დასამკვიდრებლად და დასაცავად.
პოლიციის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციური ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას, პიროვნებისა და საზოგადოების უშიშროებას.
დღეს საქართველოში ძაძით შემოსილია დაღუპულ პოლიციელთა ასობით დედა, და, მეუღლე და შვილი, რომლებსაც ჩვენგან ათასგზის სანუგეშო სიტყვის გარდა მორალური თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მათი დაღუპული შვილების, მეუღლეების, მამებისა და ძმების ხსოვნის აღნიშვნა სწორედ ამ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა.
ამჟამად საქართველო სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის უმძიმეს გარდამავალ ეტაპზეა. ჩვენ მრავალი ურთულესი და უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტა გვიწევს. ამიტომ ხშირად სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართალდაცვის ორგანოებს, მათ შორის პოლიციას აუცილებელი აღჭურვილობით, სათანადო დაფინანსებით, არცთუ იშვიათად მათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწვეთ უმძიმეს პირობებში, მხოლოდ ენთუზიაზმისა და თავდადების ხარჯზე.
მაგრამ საქართველო ძალებს იკრებს, ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ გაკეთდა, რაზეც სულ რამდენიმე წლის წინათ ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამართალდაცვისათვის და უშიშროების სისტემის რეფორმისათვის, რის შედეგადაც დაიხვეწება პოლიციის სტრუქტურა, მკაფიოდ ჩამოყალიბდება მისი ფუნქცია და უფლებამოსილება, გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შესაბამისად ამაღლდება დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაც.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად თაობათა ცვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ახალგაზრდა კადრები ყოველთვის აღიზრდებიან ვეტერანთა მდიდარ გამოცდილებასა და ტრადიციებზე. მათთვის ყოველთვის სამაგალითო იქნება იმ პოლიციელთა გმირობა, რომლებიც ხალხის დასაცავად წინ აღუდგენ შეიარაღებულ კრიმინალებს, სიცოცხლე შესწირეს სამ მშობლოს - საყვარელ საქართველოს.
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 მაისი. - №114 (4173). - 4 გვ.
![]() |
89 გაზეთ „ვრასტანის“ კოლექტივსა და გაზეთის მრავალრიცხოვან მკითხველს |
▲ზევით დაბრუნება |
არც ისე დიდი ხნის წინათ ჩვენმა ქვეყანამ გაზეთ „ვრას სტანს“ 80 წლის იუბილე მიულოცა. და აი, კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ერთ-ერთი უძველესი გაზეთის ისტორიაში - მე-15 000 ნომერი.
საქართველოში ყველამ კარგად ვიცით „ვრასტანის“ და მისი კოლექტივის დიდი დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაზეთი ახორციელებდა თავისი მკითხველის ძალების მობილიზებას დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობისათვის, მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისათვის. განსაკუთრებულია გაზეთის დიდი წვლილი ქართველთა და სომეხთა ტრადიციული მეგობრობის გაღრმავებაში.
გაზეთის კოლექტივს, ადგილობრივ კორესპონდენტებს და ყველა მკითხველს ვულოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას.
ედუარდ შევარდნაძე
გაზეთ „ვრასტანის“ კოლექტივსა და გაზეთის მრავალრიცხოვან მკითხველს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 მაისი. - №114 (4173). - 1 გვ.
![]() |
90 იმედა კახიანს დაბადების 65 წელთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო იმედა,
დაბადების დღეს გილოცავთ გამორჩეულ ქართველ მსახიო ობს, შესანიშნავი ოჯახის ღირსეულ თავკაცსა და გამორჩეულ პირ როვნებას როგორც ცხოვრებაში, ისე ტელეეკრანზე. თქვენ მიერ განსახიერებული გმირები, გოგიტადან დაწყებული - სანდრო ცერცვაძით დამთავრებული, გამოხატულია დიდი სიყვარულით, შინაგანი სითბოთი და ჭეშმარიტი ინტელიგენტურობით.
დიდი მადლობა თქვენი ხელოვნებისათვის, თქვენი სამაგალითო ცხოვრებისათვის.
იმედი მაქვს, არაერთხელ გავიხარებთ იმედა კახიანის წარმატებებით.
კიდევ ერთხელ გილოცავ ამ დღეს თქვენს სანაქებო ოჯახთან ერთად.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
იმედა კახიანს დაბადების 65 წელთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 მაისი. - №114 (4173). - 1 გვ.
![]() |
91 მის აღმატებულებას უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ლეონიდ კუჩმას |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო ლეონიდ დანიელის ძევ,
გულისტკივილით აღიქვეს საქართველოში ვალერი ვასილის ძე ლობანოვსკის უდროო გარდაცვალების ამბავი.
ცხოვრებიდან წავიდა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მწვრთნელი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროპული ფეხბურთის განვითარებაში.
ვასილ ლობანოვსკის სახელთან დაკავშირებულია უკრაინული ფეხბურთის ბევრი ბრწყინვალე წარმატება.
ფეხბურთის მრავალრიცხოვან ქართველ თაყვანისმცემელთა და პირადად ჩემი სახელით ღრმა სამძიმარს ვუცხადებ უკრაინის საზოგადოებას.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
მის აღმატებულებას უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ლეონიდ კუჩმას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 მაისი. - №115 (4174). - 2 გვ.
![]() |
92 ვალერი ლობანოვსკის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
დიდი გულისტკივილით შევიტყვე ვალერი ვასილის ძის გარდაცვალების ამბავი.
უკრაინის საზოგადოებრიობამ აუნაზღაურებელი დანალისი განიცადა. ცხოვრებიდან წავიდა გამოჩენილი მწვრთნელი, რომლის სახელთან დაკავშირებულია უკრაინული ფეხბურთის ნათელი ფურცლები.
მრავალრიცხოვან ქართველ ფეხბურთის მოყვარულთა და პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ვალერი ლობანოვსკის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 15 მაისი. - №115 (4174). - 2 გვ.
![]() |
93 საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის მუშაკებს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონებო და ბატონებო,
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკებს, ყველას, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ქვეყნის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის ფუნქციონირებისა და შემდგომი სრულყოფის საქმეში, გულითადად მოგილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - კავშირგაბმულობისა და ფოსტის დღეს.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების, საზოგადოების ინფორმაციული უზრუნველყოფის, სახელმწიფოს მართვის, მისი თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების განმტკიცების საქმეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კავშირგაბმულობასა და ფოსტას. ამ პრიორიტეტული დარგის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა, რადგან, მან ეროვნულ მოთხოვნილებათა და თავისებურებათა გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს საარსებო მნიშნელობის ამოცანის გადაწყვეტა - მსოფლიო გლობალურ საინფორმაციო საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიან წევრად შესვლა.
გადადგმულია ნაბიჯები საინფორმაციო-საკომუნიკაციო დერეფნის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის, ევრაზიის დერეფნების განვითარების ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი ხომ სწორედ ამ დერეფნის ამოქმედება და მასში საქართველოს საკომუნიკაციო სისტემის დამკვიდრებაა.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც ყოველთვის, მეკავშირეები ახლაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმავლობის დიდ ეროვნულ საქმეში.
დაე, თქვენი ძალისხმევა მუდამ მშვიდობისა და აღმავლობის საწინდარი ყოფილიყოს თქვენთვის და სრულიად საქართველოსათვის.
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგის მუშაკებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 17 მაისი. - №117 (4176). - 1 გვ.
![]() |
94 ადამიანის უფლებათა დაცვა - ქართული სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და წახალისება იყო და რჩება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ ამოცანად. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, გასული წლების განმავლობაში ჩვენ არც ერთხელ არ გადაგვიხვევია ადამიანის უფლებათა პრიმატის პრინციპისაგან. როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედისგან. კანონის უზენაესობას საქართველოს რეალობაში არა აქვს ალტერნატივა, თუ ჩვენი მიზანია ჭეშმარიტად ცივილიზებული, საყოველთაო საკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს შენება.
ადამიანის უფლებათა დაცვა არ არის შიდასახელმწიფოებრივი საქმე. სახელმწიფოთა მსოფლიო გაერთიანება აკვირდება იმას, თუ რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით მოცემულ ქვეყანაში და, აქედან გამომდინარე, უმეტესწილად განსაზღვრავს თავის მიდგომას.
ადამიანის უფლებათა პატივისცემა და მათი მნიშვნელობისა და ღირებულებების ფართოდ გათვითცნობიერება ის ფაქტორია, რომლის უგულებელყოფა დღევანდელ საქართველოში უკვე შეუძლებელია. გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი შემოდგომა - ჩვენი სტუდენტების მასობრივი გამოსვლები და მიტინგები საკუთარი იდეების დასაცავად. რა იყო ეს, თუ არა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი სამოქალაქო უფლების - აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლების თვალსაჩინო გამოვლინება, იმ თავისუფლებების, რომლებიც თითქმის წარმოუდგენელი იყო სულ ცოტა ხნის წინ? არადა, სწორედ ამ ახალგაზრდების გამოსვლამ მისცა იმპულსი იმ ცვლილებებს, რომელთა მოწმეებიც ჩვენ ვართ დღეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვაცხადო - სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ უფლებებს, საქართველოში არაფერი ემუქრება და არ დაემუქრება მომავალში. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და მის დათმობას არ ვაპირებ.
საქართველოს კონსტიტუციის მიღების შემდეგ შეიქმნა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ძირითადში აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. სრულყოფილ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვაში გადამწყვეტი როლი ენიჭება. შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას (შეთანხმებას) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა საკანონმდებლო აქტებთან შედარებით.
შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური გარანტიების განხორციელებაში. 1996-2000 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა 140-ზე მეტი კონსტიტუციური სარჩელი, რომელთაგან 15-მდე დაკმაყოფილდა. სერიოზულად ამუშავდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც მე კიდევ შევეხები ქვემოთ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა შეუერთდა კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, გახლავთ ევროპის საბჭოს წევრი და შეუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის თითქმის ყველა დამატებით ოქმს. საქართველომ აღიარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქცია, და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა განცხადებები უკვე მიღებულია ევროპის სასამართლოში განსახილველად.
საქართველოში განხორციელდა სასამართლო რეფორმა, რომლის შედეგად მოსამართლეთა კორპუსი შეივსო უმეტესწილად ახალგზარდა, პროგრესულად მოაზროვნე იურისტებით. და რაც ძალზე სასიამოვნო და ნიშანდობლივია, მოსამართლეთა თითქმის ნახევარს ქალები შეადგენენ.
სულ უფრო მზარდ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციები - ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ქვაკუთხედი. სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობა, რომლის ბევრი მაგალითი უკვე არსებობს, დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში უფლებადაცვის გარანტიების განმტკიცებას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ამუშავებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ მონაწილეობას იღებს „მეოთხე ხელისუფლება“ - მასმედია, რაც სიტყვის თავისუფლების ერთ-ერთ თვალსაჩინო გამოვლინებაა.
აღნიშნულ კონტექსტში არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ კუთხით საქართველო პირნათლად ასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს. საქართველო ყოველთვის დროულად წარუდგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოებს მოხსენებებს ადამიანის უფლებათა იმ საერთაშორისო დოკუმენტების მოთხოვნათა განხორციელების შესახებ, რომელთაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც ითვალისწინებენ ასეთი მოხსენებების წარდგენას. გაეროს სტრუქტურები ყოველთვის გვიწონებენ ჩვენს მოხსენებებს, რომელთა დროულად მომზადებასა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი დამსახურება მიუძღვის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურს.
გაეროს შესაბამის კომიტეტებში საქართველოს მოხსენებათა განხილვის შედეგები სისტემატურად იხილებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე. ეს ფაქტი მოწმობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ნამდვილად არის ქვეყნის უშიშროების სისტემის ერთ-ერთი აუცილ ლებელი წინაპირობა და კომპონენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ ამგვარი პრაქტიკა - ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და მისი შესაბამისობა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან რეგულარულად განიხილება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ.
ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ქმედით დაცვაში კვლავ არსებობს სერიოზული სირთულეები.
ამ წერილში მე მსურს გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები უკეთ იყოს დაცული, რომ მოხდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანება და მობილიზება ჩვენი მიზნების მისაღწევად.
წლევანდელი წლის მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილეს საქართველოს მოხსენება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის დებულებათა განხორციელების შესახებ. განხილვას ესწრებოდა და დისკუსიაში მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ადამიანის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ქალბატონ რუსუდან ბერიძის ხელმძღვანელობით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო სერიოზული და საქმიანი განხილვა. დასამალი არ არის, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა უზრუნველყოფის მხრივ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ჩვენი ხალხის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იყოს გარანტირებული ისე, როგორც ამას შესაბამისი პაქტი ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ალტერნატიული, ე.წ. „ჩრდილოვანი“ მოხსენება საქართველოში ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ, რამაც სიმწვავე შემატა განხილვის პროცესს.
საქართველოს მოხსენების განხილვის კვალობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უკვე წარმოადგინა თავისი დასკვნები და რეკომენდაციები. ადრე, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის მოხსენებასთან დაკავშირებით, მე აღვნიშნე, რომ იქ ბევრი მწარე სიმართლე იყო ნათქვამი. იგივე ითქმის ადამიანის უფლებათა კომ მიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტზეც.
მიმაჩნია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ქვეყნის პრეზიდენტის გეგმები და მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა არის გასაკეთებელი მდგომარეობის გამოსასწორებლად, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, იქნება ეს გაერო, ევროსაბჭო თუ ეუთო, ერთგვაროვნად აფასებენ ჩვენი ქვეყნის პოზიციას ადამიანის უფლებათა სფეროში - საქართველოს ჯერ კიდევ აქვს საკმაოდ ბევრი პრობლემა, მაგრამ მას აქვს აგრეთვე ამ სირთულეების ნათელი ხედვა და პოლიტიკური ნება მათ დასაძლევად.
პრობლემებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ შიდა კონფლიქტების შედეგად ჩვენი სახელმწიფოს იურისდიქცია დე-ფაქტო ვერ ვრცელდება ქვეყნის არცთუ მცირე ნაწილზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ამგვარად, ვერ ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის ფუნქციას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც გვიქმნის ბევრ სირთულეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტის ჩარჩოებში ჩვენ არ გაგვიკეთებია ტერიტორიული დათქმა. და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქვეყნის პრეზიდენტი არ იხსნის პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი იურისდიქცია იქ აუცილებლად აღდგება.
არსებულ რეალობაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია (და ეს აღნიშნეს როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, ისე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც) რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტების ზრდა. ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული პროცესები იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას ჩვენშიც და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მე მრავალჯერ შევხებივარ ამ პრობლემებს და ამჟამად კიდევ ერთხელ დავადასტურებ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას - მე ვგმობ რელიგიურ ექსტრემიზმსა და რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებულ ნებისმიერ ფორმის ძალადობას, რომელიც მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისათვის. საქართველო ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ამაში უდიდესი როლი ენიჭებათ როგორც სახელმწიფოს, ისე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სამოქალაქო სექტორს - არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვა - ის, ვინც ფიქრობს, რომ სხვა რელიგიების მიმდევართა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობით საქართველოში მართლმადიდებლობის გამარჯვებისათვის იბრძვის, მწარედ ცდება. სინამდვილეში იგი ებრძვის საკუთარი ქვეყნის ღირსებას, საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ღირებულებებს, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი რწმენაა, ადამიანის უფლებებს და, საბოლოო ანგარიშით, თვით მართლმადიდებლობას, რადგან თავისი მოქმედებით სახელს უტეხს მას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი თანაბარი ძალით მოქმედებს ყველას მიმართ, იქნება ეს მართლმადიდებელი, ბაპტისტი, იეღოველი და სხვა.
ალბათ, მიზანშეწონილია დავფიქრდეთ სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხთა საკანონმდებლო მოწესრიგებაზე. უნდა დაჩქარდეს მუშაობა კანონპროექტზე სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მე მოვთხოვ იუსტიციის მინისტრს ბატონ როლანდ გილიგაშვილს, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნებშიც და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიც მითითებულია ის ფაქტი, რომ მრავლადაა საჩივრები წინასწარი დაკავების სტადიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. კვლავ არის ფიზიკური შეურაცხყოფისა და წამების შემთხვევები. ამ კონტექსტში მინდა შეგახსენოთ ის განცხადება, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა 2002 წლის წინასაახალწლო დღეებში, გამოაცხადა რა საქართელო წამებისაგან თავისუფალ ზონად. ამით მე გამოვეხმაურე არასამთავრობო სექტორის ინიციატივას, მაგრამ საქმე მხოლოდ ეს არ არის. ჩემი აზრით, საქართველოში უკვე მომწიფდა იმის პირობები, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გახდეს აღსრულებადი. ამ პროცესს ხელს უწყობს ის, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, სამართალდაცვის ორგანოებში ძველი მენტალიტეტი თანდათანობით ადგილს უთმობს ახლებურ, ცივილიზებულ მიდგომებს, რომლებსაც ჩვენ გვიკარნახებს კანონი. აუცილებლად უნდა გადაილახოს ის უარყოფითი იმიჯი, ის უნდობლობა, რომლებიც აღმოცენდა ჩვენი საზოგადოების ნაწილში სამართალდამცველების მიმართ.
მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი - წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა ყოვლად მიუღებელი მოვლენაა ცივილიზებული საზოგადოებისათვის. ამგვარი მოქმედების ჩამდენი ნებისმიერი დონის თანამდებობის პირი, მისი მფარველი ან ხელისშემწყობი უნდა დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. და ეს სასჯელი უნდა გახდეს და გახდება კიდეც გარდაუვალი.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის წინა გაფართოებული სხდომის შემდეგ გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, სადაც შესაბამის უწყებებს მიეცათ დავალებები საქართველოს წამებისაგან თავისუფალ ზონად რეალურად გადაქცევის მიზნით. ჯერი სწრაფ და ეფექტიან ზომებზეა, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არცთუ თვალსაჩინოა.
ამ თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნა და დავალება ასეთია: სასწრაფოდ განხორციელდეს კონკრეტული ღონისძიებები იმისათვის, რომ თითოეული თანამშრომლისათვის ცხადი გახდეს - მას არ აპატიებენ და მისცემენ პასუხისგებაში წამების ფაქტის გამოვლენისთანავე. სამართალდაცვის ორგანოთა ხელმძღვანელმა უნდა გაუწიონ საკუთარ ხელქვეითებს მკაცრი ინსტრუქტაჟი, გამოსცენ შესაბამისი ბრძანებები - ზეგავლენის ფორმების არჩევა მათთვის მომინდვია, მაგრამ შედეგი უნდა იყოს სწრაფი და თვალნათელი. არ იქნება შედეგი, და ჩვენც მოგვიწევს ფიქრი იმ ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ვერ გაართვეს თავი საკუთარ მოვალეობებს.
წამების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართალდაცვის ორგანოების გარდაქმნის საკითხს. ქვეყანაში განხორციელებული სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას წარმოადგენს პროკურატურის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სისტემების რეფორმირება, რაც, კერძოდ, ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებას. ალბათ, ამ პროცესების პირველ შედეგებს სულ მალე ვნახავთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენი მეგობრების დახმარების მოცულობის გაზრდა სწორედ ამ რეფორმების ტემპებზე იქნება დამოკიდებული.
იმედი მაქვს ჩვენი მასმედია კვლავაც შეიტანს თავის წვლილს ამ პროცესების გაშუქებაში, ამასთან დაინახავს არა მხოლოდ ნეგატიურ მომენტებს, არამედ პოზიტიურ ძვრებსაც. იმაში კი, რომ ამგვარი ძვრები იქნება, მე დარწმუნებული ვარ.
არსებითად ჩვენი წარმატება ერთობლივ ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული, რადგან თუ არ შეიცვალა კლიმატი საზოგადოებაში, თუ ყველა ჩვენგანი არ იქნება შეურიგებელი ადამიანის უფლებათა დარღვევების მიმართ, ძნელია ველოდოთ რეალურ და მდგრად წარმატებას.
ფინანსური სიძნელეების გამო ჯერ კიდევ მძიმე რჩება მდგომარეობა სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნით მოსაზრებაში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტზე საქართველოს მეორე პერიოდული მოხსენების შესახებ ამ მოვლენებზე განსაკუთრებით ყურადღებაა გამახვილებული; ხაზგასმულია ის „თვალშისაცემი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია წინა მოხსენების წარმოდგენის შემდეგ“, მაგრამ, ამასთანავე, გამოხატულია შეშფოთება ზემოაღნიშნული ფაქტების გამო.
მე კიდევ ერთხელ მოვითხოვე იუსტიციისა და შინაგა საქმეთა მინისტრებისა და საქართველოს გენერალური პროკურორისაგან განსაკუთრებული კონტროლი დაუწესონ ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. ვიმეორებ: აუცილებელია განხორციელდეს უმკაცრესი ღონისძიებები, რათა პოლიციისა და პენიტენციალური სისტემის ნებისმიერი თანამშრომლობისათვის გახდეს ნათელი - არც ერთი ადამიანის უფლებათა დარღვევა არ დარჩეს დაუსჯელი, არავის არ შერჩება კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფა.
გარკვეული შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევების გამო გამოხატულია ასევე წამების საწინააღმდეგო, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ბავშვთა უფლებათა კომიტეტების რეკომენდაციებში, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რომელსაც აქ უკვე შევეხეთ.
ჯერაც არ შეგვისრულებია ბოლომდე ევროპის საბჭოში შესვლისას ნაკისრი ვალდებულებები. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯერ კიდევ არ განუხილავს ეთნიკურ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების საკითხი, რომელსაც საქართველოს მხარემ ხელი მოაწერა 2000 წლის 21 იანვარს. გასაგებია, რომ საკითხი საკმაოდ ფაქიზია და მოითხოვს ზედმიწევნით ფრთხილ და აწონ-დაწონილ მიდგომას. მაგრამ ერთი რამ ნათელია - საერთაშორისო ვალდებულება ნაკისრია და ის უნდა შესრულდეს. ამაზე მიუთითებს თავის დასკვნაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიც. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო და პოლიტიკური ნაბიჯების მეშვეობით.
ჩვენში დღესაც მიმდინარეობს დისკუსიები იმის თაობაზე, თუ რამდენად საჭიროა კანონის მიღება ეთნიკურ უმცირესობათა შესახებ. რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით?
ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ეთნოსის კულტურა და ტრადიციები აყალიბებენ ჩვენი ქვეყნის განუმეორებელ იერსახეს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ. ამავე დროს საქართველოს პრეზიდენტი ვერ იქნება კმაყოფილი იმით, თუ როგორ არიან ჩაბმული ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული თუ ეთნიკური უმცირესობები საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არადა, უამისოდ წარმოუდგენელია საზოგადოებაში ინტეგრირების განხორციელება, რაც თავისთავად წარმოადგენს ქვეყნის ძლიერების წინაპირობას.
თანასწორობისა და თანასწოუფლებიანობის კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები არის უმცირესობათა დაცვის აუცილებელი, მაგრამ, ალბათ, არასაკმარისი პირობა. უნდა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები იმ გზაზე, რომ თანასწორობას ხორცი შეესხას, რომ უმცირესობათა პოტენციალი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მრავალეროვანი ქვეყნისათვის ეს არის მთავარი გზა სამოქალაქო გაერთიანებისაკენ.
სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს კანონი, ან, შეიძლება, კანონთა ჯგუფი, ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების შესახებ. და იმოქმედებს ეს კანონი ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილ ამოცანათა გადასაჭრელად.
აუცილებლად უნდა დაჩქარდეს შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება ევროპის საბჭოს ისეთ დოკუმენტებთან შესაერთებლად, როგორიცაა რეგიონალურ და ეთნიკურ უმცირესობათა ენების ქარტია და ევროპის სოციალური ქარტია. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ ამისათვის ყველა საჭირო ზომა.
საქართველოში ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით განსაკუთრებით მსურს გამოვყო გაეროს ისეთი დოკუმენტი, როგორიცაა კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მონაწილე ჩვენც ვართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის უკვე წარდგენილია საქართველოს მეორე პერიოდული მოხსენება. ამ შემთხვევაში საუბარია ჭეშმარიტი გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ, იმის შესახებ, რომ ქალმა დაიკავოს ღირსეული ადგილი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა თუ ეკონომიკა. სამწუხაროა, მაგრამ ქალები ჯერ კიდევ არასაკმარისად არიან წარმოდგენილი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე. ქალები წამგებიან მდგომარეობაში არიან შრომით ბაზარზე თუ ბიზნესში, ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. რა თქმა უნდა, ასე არ უნდა გაგრძელდეს.
როგორც მოგეხსენებათ, წინა წლებში საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომელთა მიზანია ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება. მათ შორის არის პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილია 2000-2002 წლებისათის. სამწუხაროდ, ამ გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნები უმეტესწილად შეუსრულებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნაა შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა საჭირო ზომა და გააძლიერონ ძალისხმევა ამ მიმართულებით.
დასამალი არ არის, რომ ჩვენს კანონებში ზოგ შემთხვევაში არის ერთგვარი ვაკუუმი. ამ მხრივ, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის მიღებას ბავშვის შესახებ ან ბავშვის უფლებათა შესახებ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წლევანდელი წლის მაისში ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესია, რომელიც მიეძღვნა 1990 წელს გამართულ „ბავშვებისათვის მსოფლიო სამიტის“ შემდეგ გასული ათი წლის შედეგებს. 2000 წლის ბოლოს საქართველომ მოამზადა და გაეროს გენერალურ მდივანს წარუდგინა ეროვნული მოხსენება ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, რომელიც შევიდა ბატონი კოფი ანანის მიერ შედგენილ შემაჯამებელ დოკუმენტში.
მე მივმართავ პარლამენტის შესაბამის კომიტეტს თხოვნით, გაააქტიუროს თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობა ამგვარი კანონის შემუშავებისა და მიღებისათვის. ბავშვზე დახარჯული თანხა, მის მიმართ გამოჩენილი ზრუნვა და ყურადღება წარმოადგენს ინვესტიციას, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენი მომავლისათვის. ნუ დაგვავიწყდება ეს. ალბათ, კანონი ბავშვის უფლებათა შესახებ შეიტანს გარკვეულ წვლილს ამ საკითხის გადაწყვეტაში.
ამ წერილში ნაწილობრივ უკვე შევეხე საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემას. მსურს დავუბრუნდე ამ თემას, რათა კიდევ ერთხელ ვთქვა რამდენიმე სიტყვა სახალხო დამცველის შესახებ.
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტიან საქმიანობას. სახალხო დამცველის პოსტზე ქალბატონი ნანა დევდარიანის მოსვლით საგრძნობლად ამაღლდა ამ კონსტიტუციური ინსტიტუტის ქმედუნასრიანობა და შედეგიანობა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურისა და მოხელისათის ცხადი უნდა იყოს, რომ სახალხო დამცველის სამართლიანი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია. ლიტონი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, დავიწყებ საკუთარი თავით.
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ჯერ ბრძანებულება, ხოლო შემდეგ განკარგულება, რომლებშიც ჩამოყალიბებულია კონკრეტული, დროში გაწერილი დავალებები დაინტერესებული უწყებების მიმართ. ამ უწყებათა ხელმძღვანელების მოვალეობაა გულისყურით მოეკიდონ ამ დავალებათა შესრულებას. საბოლოოდ ამ დავალებათა მიზანია ჩვენი თანამოქალაქე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მსჯელობის თემას ძირითადად წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა ჯგუფი, მაინც არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ ვახსენო საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური უფლებების მდგომარეობის შესახებ. ეს აუცილებელიც არის, რადგან ადამიანის ყველა უფლება ურთიერთკავშირშია და მათი განხილვა იზოლირებულად შეუძლებელი და დაუშვებელია.
სირთულეები საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში, სიღარიბე და კორუფცია, ასიათასობით ადგილნაცვალ პირთა მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობები - ეს არის იმ უარყოფით ფაქტორთა არსებული ჩამონათვალი, რომლებიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის უფლებათა განხორციელებაზე საქართველოში. ჩვენი მოსახლეობის ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა თბილისში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრებმა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა და დაზიანდა ათასობით საცხოვრებელი სახლი და ასობით ჩვენი თანამოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. არსებული პრობლემების გადაჭრა ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა.
ჩვენი ღრმა რწმენით, დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვა უნდა გამოვიდეს წინა პლანზე, იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს უფლებები არის ყველაზე დაუცველი და მათი დარღვევა მასობრივი ხასიათისაა. ლაპარაკია უპირველეს ყოვლისა სიღარიბისა და კორუფციის აღმოფხვრაზე, რისთვისაც უკვე გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები და მოძრაობა ამ მიმართლებით გაგრძელდება მომავალშიც. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამაზეა დამოკიდებული თვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი.
გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ტექსტი, რომელშ შიც დაწვრილებით გაწერილია ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება პირველი რიგის ამოცანაა. ამ ბრძანებულებაში ჩამოყალიბებულ დავალებათა შესრულებას დაუწესდება უმკაცრესი კონტროლი. ყველა სამინისტროს ხელმძღვანელმა უნდა გააცნოებიეროს, რომ ბრძანებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას პირადად მოეთხოვება პასუხი. და თუ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, თქვენი არც ერთი წარსული დამსახურება მხედველობაში მიღებული არ იქნება.
და ბოლოს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებული ბრძანებულების (და ამ წერილის) მიზანი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, რეაგირება საერთაშორისო დონეზე მიღებულ საყვედურებზე. ჩვენ საკმაოდ კარგად ვხედავდით და ვხედავთ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ჩვენი მიზანი ის არის, რომ განსაკუთრებულად გავუსვათ ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის ამოცანის მნიშვნელობას. საზოგადოებამ იცოდეს - საქართველოში თითოეული ადამიანი რეალურად წარმოადგენს უზენაეს ღირებულებას და რომ ჩვენს სახელმწიფოს სურს და შეუძლია ზედმიწევნით დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები.
ედუარდ შევარდნაძე
ადამიანის უფლებათა დაცვა - ქართული სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 19 მაისი. - №120 (4179). - 1, 3 გვ.
![]() |
95 „მიწისძვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, მოსახლეობის დაბინავება და აღდგენითი სამუშაოების განვითარება ამჟამად ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავია“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
20 მაისის რადიოინტერვიუ
- რას გამოჰყოფდით გასული კვირის ეკონომიკური ხასიათის მოვლენებიდან და შეხვედრებიდან? მაგალითად, ქალბატონმა ჯუდი ო'კონორმა დაასრულა თავისი მუშაობა საქართველოში, როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა. გარდა ამისა, თქვენ მიიღეთ კორპორაცია „ეი-ი-ესის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი დენის ბაკი. გარკვეული პრობლემები შეექმნა მოსახლეობას ბუნებრივი გაზით მომარაგებაშიც... - ჟურნალისტის ნატო ონიანის თხოვნით ამ თემაზე საუბრით დაიწყო თავისი ტრადიციული ორშაბათის რადიოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ:
- უპირველეს ყოვლისა, ქალბატონი ჯუდი ო'კონორის ვიზიტის თაობაზე.
მსოფლიო ბანკის ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყანათა დირექტორის რანგში მან ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოსათვის. ამჟამად იგი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.
ვიზიტის გამოსამშვიდობებელი ხასიათის მიუხედავად, ჩვენი შეხვედრა ძალზე საქმიანი და საგნობრივი იყო.
ქალბატონი ო'კონორი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ, 1994 წლიდან მართლაც ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას.
ვგულისხმობ არა მხოლოდ ფულად გამოხატულებას, არამედ რეფორმატორული პროგრამების განხორციელებას, რომელთაც შესაძლებლობა მოგვცეს თითქმის დაგვესრულებინა ურთლესი ინსტიტუციური ტრანსფორმაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.
შეხვდერისას აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დახმარებათა ფორმატი ითვალისწინებს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფას სტიქიური მოვლენების (მაგალითად, მიწისძვრის) დროს ზარალის ასანაზღაურებლად.
სხვათა შორის, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების პრობლემატიკა დღეისათვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად განიხილება მსოფლიოს უდიდეს საფინანსო ცენტრებში.
შესაბამისად, მსოფლიო ბანკი დაჩქარებული პროცედურით განიხილავს საქართველოსათვის დახმარების საკითხს.
მე მადლობა გადავუხადე მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.
გასულ კვირაში საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა კორპორაცია „ეი-ი-ეს-ის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი დენის ბაკი.
მოგეხსენებათ, ეს გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა, რომელმაც 224 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგეტიკაში.
განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში ამ კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი. უდავოა, რომ საქართველოს სახელმწიფომ, თავის მხრივ, „ეი-ი-ეს თელასს“ უპირატესი ხელშეწყობის თითქმის ყველა პირობა შეუქმნა.
ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ გიგანტურ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით, მაგრამ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მომხმარებლის (თბილისის მოსახლეობის) ინტერესები იქნება. ასეთივე დაინტერესებას ამჟღავნებენ ამერიკელი ენერგეტიკოსებიც.
ენერგეტიკული პრობლემა კვლავინდებურად საქართვლოს სტრატეგიული უშიშროების ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.
გასულ კვირაში, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულწილად შეფერხდა ბუნებრივი გაზის მოწოდება, მაგრამ იმ ზომების შედეგად, რაც ქვეყნისა და დედაქალაქის ხელისუფლებამ მიიღო, ამჟამად თბილისის იმ რაიონებს, სადაც კომუნიკაციათა გამართვა-შეკეთების სამუშაოები დასრულდა, საწვავი სტაბილურად მიეწოდება.
შეფერხების უმთავრესი მიზეზი ისევ და ისევ გადახდის ძალზე დაბალი დონეა. ზოგიერთ რაიონში მიწოდებული ბუნებრივი გაზის მხოლოდ 10 პროცენტის ანაზღაურება ხდება, რასაც ტექნიკური დანაკარგებიც ემატება.
ამას ვერც ერთი ქვეყანა, ვერც ერთი ქალაქი დიდხანს ვერ გაუძლებს!
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა შევუთვალო ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონალურ დირექტორს ბატონ სტეინს, რომელმაც გვაცნობა, რომ სააგენტომ 683 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო გაზის მიწისქვეშა საცავების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის სამუშაოთა დასაფინანსებლად.
თავისთავად, ასეთი საცავების შექმნა საშუალებას მოგვცემს ზაფხულის პერიოდში დავაგროვოთ ბუნებრივი გაზის გარკვეული მარაგი, რომელიც ზამთრობით მნიშვნელოვანი დანამატი იქნება. სხვათა შორის, ისიც საგულისხმოა, რომ ზაფხულში ბუნებრივი გაზის ღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე ზამთარში.
რამდენიმე სიტყვა ტრასეკას ტაშკენტის კონფერენციის შესახებ, რომლის უმნიშვნელოვანესი შედეგი გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის მხარდაჭერა, 2003 წელს ტრასეკას მონაწილე ქვეყნების მეორე სამიტის გამართვის თაობაზე.
კონფერენციამ მიმართა ევროკავშირს, მხარი დაუჭიროს ჩემს ინიციატივას, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ახალ დონეზე ასამაღლებლად.
საქართველოს წარმომადგენელი სამი წლის ვადით ერთხმად აირჩიეს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის მუდმ მივმოქმედი სამდივნოს აღმასრულებელ მდივნად.
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროზე საუბრისას აქვე აღვნიშნავ, რომ სამინისტროს ძალისხმევით, კოდორის ხეობაში ორგანიზებულია საქართველოს ტელე და რადიო პროგრამათა მყარი და მაღალხარისხიანი მიღება, რასაც მოსახლეობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ რაიმე შეფერხება იქნება, კოდორელებს ვთხოვ, მაცნობონ.
ჩინეთის უდიდესი კავშირგაბმულობის კომპანიებთან თანამშრომლობით 15 მაისს სენაკში გაიხსნა ახალი ავტომატური სატელეფონო სადგური.
ხობში აღდგენილია ციფრული სატელეფონო სადგურის ფუნქციონირება, თბილისშიც ამოქმედდა კიდევ ერთი ციფრული სატელეფონო სადგური.
ამის თაობაზე ასე დაწვრილებით იმიტომ მოგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოში აღინიშნა კავშირგაბმულობისა და ფოსტის მუშაკთა პროფესიული დღე.
ამ სფეროში ბოლო დროს მართლაც ძალიან ბევრი გაკეთდა. წარმატებას კონკრეტული საბიუჯეტო გამოხატულებაც აქვს: მიმდინარე წლის ოთხ თვეში საბიუჯეტო შენატანებმა კავშირგაბმულობიდან 22 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა, რაც 6 მილიონ 100 ათასი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს.
სატრანსპორტო დარგიდან კი - 46 მილიონ 200 ათასი ლარი! ანუ შარშანდელზე 5 მილიონით მეტი.
წარმატებით ვითარდება ტრანსპორტის ყველა სახეობა, განსაკუთრებით სარკინიგზო ტრანსპორტი.
შეიძლება ითქვას, მთლიანად ეს დარგი სანიმუშოა ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და შედეგიანი (თუმცა უხმაურო) რეფორმების თვალსაზრისით.
წელს საბიუჯეტო შემოსავლები ამ დარგიდან სავარაუდოდ 200 მილიონ ლარს მიუახლოვდება და ეს არის სწორედ იმ რეფორმების შედეგი, რომელთა შესახებაც არ ხმაურობენ. ასე რომ, ამ დარგის სპეციალისტები ნამდვილად რეფორმატორები არიან. ამას იმ ხალხის საყურადღებოდ ვამბობ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში რეფორმები საერთოდ არ მიმდინარეობს.
- როგორც თქვენ ბრძანეთ, თბილისი კიდევ დიდხანს ვერ მოიშუშებს მიწისძვრით მიყენებულ იარებს. თუმცა ბევრი რამ უკვე გაკეთდა. რა შეფასებას მისცემდით გაწეულ სამუშაოს?
- მართლაც, მიწისძვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, მოსახლეობის დაბინავება და აღდგენითი სამუშაოების განვითარება ამჟამად ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავია.
მუშაობს სახელმწიფო კომისია ბატონ ავთანდილ ჯორბენაძის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებულია თბილისის მერის წვლილი და პასუხისმგებლობა.
მაგალითად, გუშინ დედაქალაქის მერმა ბატონმა ვანო ზოდელავამ მაცნობა, რომ დროებით უკვე დაბინავებულია 370 ოჯახი.
უახლოეს მომავალში, სპეციალურად შექმნილი საქალაქო ფონდის მეშვეობით დაიწყება ბინების შესყიდვა (სათანადო სახსრები უკვე მოზიდულია) და 150-მდე ბინა ორდერი გადაეცემათ დაზარალებულ მოქალაქეებს.
როგორც მოგახსენეთ, ძლიან დიდ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი: სწორედ მისი მეშვეობით მთლიანად აღდგა კომუნიკაციები წერეთლის პროსპექტზე, მოეწყო გარე განათება, დაიგო ასფალტის საფარი.
ასევე მასშტაბური სამუშაო მიმდინარეობს გლდანში და დედაქალაქის სხვა რაიონებში.
მოხარული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად გვეხმარება. ქვეყნის რეგიონებიც პირნათლად შეასრულებენ დედაქალაქის მიმართ თავიანთ პირობას.
- გასულ კვირას ევროსაბჭოშიც და ვაშიგნტონშიც გარკვეული შეშფოთება გამოითქვა საქართველოში რელიგიურ უმცირ რესობათა უფლებების დარღვევის გამო. როგორია ამ პრობლემისადმი თქვენი დამოკიდებულება და რა გზით შეიძლება იგი გადაიჭრას იმ ვითარებაში, როდესაც რელიგიური სექტების (უფრო სწორად, ზოგიერთი სექტის) მიმართ საზოგადოების განწყობილება, რბილად თუ ვიტყვით, არაერთგვაროვანია?
- ჩემთვის აბსოლიტურად გასაგებია და მისასალმებელია ის შეშფოთება, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი მეგობრები გამოთქვამენ საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის გარანტიათა გამო.
მათ ზოგჯერ არ ესმით, რატომ ხდება, რომ ქვეყანა, რომლის დემოკრატიული ორიენტაცია მთლიანობაში ეჭვს არ იწვევს, სრულად ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის უფლებათა დაცვას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური მოთხოვნის აღსრულებას რწმენისა და სინდისის თავისუფლების შესახებ.
მეორე მხრივ, არც ის არის დასამალი, რომ ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობის მოქმედებაც, ხშირ შემთხვევაში, ხელყოფს ადამიანის უფლებებს, რაც ჩვენი საზოგადოების, მათ შორის, ინტელიგენციის, საქართველოსათვის ტრადიციულ რელიგიათა მიმდევრების სამართლიან შეშფოთებას იწვევს.
მაგრამ აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს: მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს სახელით ლაპარაკის, მით უმეტეს, მოქმედების უფლება აქვს მხოლოდ კანონს და კანონიერ სახელისუფლებო ორგანოებს.
ყოვლად გაუმართლებელია ნებისმიერი თვითნებური, უკანონო მოქმედება, საქართველოს მოქალაქეთა უფლებების შელახვა რელიგიური და კონფესიური ნიშნით.
ეს სრულებით უცხო მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც სამართლიანად ამაყობს კონფესიური მრავალფეროვნებითა და შემწყნარებლობით.
ჩემი აზრით, აქ ამოსავალი წერტილი კონსტიტუციური მოთხოვნა უნდა გახდეს, ხოლო კონკრეტული ურთიერთობანი კანონით უნდა მოწესრიგდეს.
ამ სფეროში მრავალი პრობლემის მიზეზი სწორედ კანონის არარსებობაა. ჩემი თხოვნით იუსტიციის სამინისტრო მუშაობს კანონის ასეთ პროექტზე. სასურველია, ეს საქმიანობა წარიმართოს საზოგადოების, სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლების მონაწილეობით.
ყოვლად აუცილებელია სპეციალურმა კომისიამ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ფართო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიმუშავოს კანონპროექტი „რელიგიის შესახებ“, რომელიც სათანადო იურიდიულ გარანტიებს შეუქმნის რელიგიურ უმცირესობებს, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით.
კანონი დაიცავს ადამიანებს ყოველგვარი ზემოქმედებისა და ძალადობისაგან ტრადიციული რელიგიის მიმდევართა, თუ პირიქით, რელიგიური უმცირესობის, სხვადასხა მიმდინარეობის მხრიდან.
აბსოლუტურად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი მკაცრად აწესრიგებს და განსაზღვრავს რელიგიური თანხმობისა და თანაცხოვრების პრინციპებს, რათა არც ერთი მხარე თავს დაჩაგრულად და შეურაცხყოფილად არ გრძნობდეს.
აქვე მადლობას მოვახსენებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს იმ ბრძნული და პასუხისმგებლობით აღსავსე პოზიციისათვის, რომელიც მათ არაერთგზის გამოხატეს საქართველოში რეალურად არსებულ სხვადასხვა რელიგიათა მიმართ.
და კიდევ ერთი: არავითარი კანონი არ სჭირდება იმას, რომ დაუშვებელია მოქალაქეთა ფიზიკური შეურაცხყოფა და მათი ქონების განადგურება ან უკანონოდ დაპატიმრება.
მე ამ დღეებში გამოვაქვეყნე სერიოზული მასალა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოში (იხ. „საქართველოს რესპუბლიკა“ 19 მაისი ნომერი. - რედ.). ამავე დროს, ყველა უწყება, ყველა მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს იმ ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომელსაც მე ხელი მოვაწერე და რომელიც აძლიერებს შესაბამის ორგანოთა პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის გამო, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობათა უფლებებ ბისა. (იხ. „ს.რ.“ იგივე ნომერი. - რედ.).
ვიმედოვნებ, სასამართლო ხელისუფლებაც თავის წონად და ავტორიტეტულ სიტყვას იტყვის, ვინაიდან ეს არ გახლავთ კერძო საკითხი. აქ საქმე უმაღლეს სახელმწიფო ინტერესებს და ქართული დემოკრატიის საფუძვლებს ეხება.
- გასულ კვირას საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა ავთანდილ იოსელიანმა საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა კოდორის ხეობის გარშემო არსებული ვითარების თაობაზე. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს შეშფოთება?
- კოდორის ხეობა ჩვენი მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანია.
საქართველომ პირნათლად შეასრულ ნაკისრი ვალდებულებანი ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ქვედან ნაყოფების გამოყვანის შესახებ, თუმცა ხეობაში რჩებიან მესაზღვრეები და ადგილობრივი მოსახლეობაც, რომელიც აგრესიის შემთხვევაში მზად არის (ყველა საშუალებაც აქვს) დაიცვას მშობლიური მიწა-წყალი. სხვათა შორის, მესაზღვრეების იქ ყოფნა არც ერთი ხელშეკრულებით აკრძალული არ არის. ასე რომ, ეს სრულიად კანონზომიერია.
მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, როგორც იტყვიან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კოდორის ხეობის მოსახლეობის უშიშროებისათვის ბევრი გააკეთა როგორც თავდაცვის სამინისტრომ, ასევე დაზვერვის დეპარტამენტმა.
ჩვენი პრინციპული პოზიცია ამ საკითხში უცვლელია: საქართველო კვლავინდებურად მომხრეა აფხაზეთის პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ გარკვეული ძალები შეტევას განახორციელებენ კოდორის ხეობის ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, ეს იქნებოდა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის დასასრული.
ასეთ შემთხვევაში, საქართველო იძულებულია გახდება მიიღოს საერთაშორისო სამართლით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
თუმცა ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ განვაგრძოთ მშვიდობიანი დიალოგი, შევქმნათ ახალი სტიმული მხარეთა შორის ნდობის ასამაღლებლად.
დღეს გალში შედგება მორიგი შეხვედრა ბატონ ავთანდილ ჯორბენაძესა და ანრი ჯერგენიას შორის.
უმთავრესი საკითხი სწორედ ქართული მოსახლეობის უშიშროება და სამშვიდობო პროცესის განვითარება იქნება. აფხაზთა და ქართველთა შერიგების პროცესი ახალ ფაზაში უნდა შევიდეს. დრო არ ითმენს, შემდეგ შეიძლება ყველაფერი გვიან იყოს.
- გასულ კვირას ბორჯომში შეიკრიბნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უშიშროების ორგანოთა ხელმძღვანელები. თქვენთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ და დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებით. როგორია თქვენი კომენტარი?
- ერთმნიშვნელოვნად მივესალმები სპეცსამსახურთა აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ტერორიზმისა და მისი ყველა გამოვლინების წინააღმდეგ.
პროფესიონალები თანამშრომლობენ ზედმეტი აჟიოტაჟისა და პოლიტიკური ეფექტების გარეშე.
თუმცა დღევანდელ ვითარებაში მათი ურთიერთმოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ პოზიციათა შემდგომი დაახლოებისათვის.
მივესალმები ბატონ ნიკოლაი პატრუშევის, ასე ვთქვათ, კონსტრუქციულ, საქმიან განწყობილებას, მის სამართლიან პოზიციას ყველა იმ საკითხის მიმართ, რომლებიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის კანონიერ ინტერესთა გათვალისწინებით.
- ხანგრძლივი დებატების შემდეგ საქართველოს პარლამენტში დასრულდა საპარლამენტო სტრუქტურათა ხელმძღვანელების არჩევის პროცესი. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას?
- პრეზიდენტს არა აქვს საშუალება, უშუალოდ ჩაერიოს და არც არის საჭირო, პარლამენტის შიგნით მიმდინარე პროცესებში. ვფიქრობ, პარლამენტმა წარმატებით დაძლია დროებითი კრიზისი, ახალი რეალობის შესაბამისად დაკომპლექტდა ხელმძღვანელობა, მათ შორის, კომიტეტების თავმჯდომარეები.
მივესამები იმ ფაქტს, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ვისაც კონსტრუქციულ პროცესში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა.
მთლიანობაში დისკუსიამ მაინც სავსებით დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, გარდა ერთი, ძალიან გულსატკენი და უსამართლო გამოსვლისა. მე არც გვარი მინდა დავასახელო და არც ის შეუფერებელი და სრულიად დაუმსახურებელი პრეტენზიები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ერთი ჩემი მეგობრის მიერ გამოითქვა. ცალკე საუბარში ვეტყვი, აქ ლაპარაკს კი აზრი არა აქვს.
საერთოდ, ყველა უნდა ერიდებოდეს გულსატკენ გამოსვლებს, რომლებიც ადამიანებს დამატებით ჭრილობებს აყენებს. უნდა ვიყოთ სამართლიანი.
ასეთი ადამიანები საზოგადოებაში კონფრონტაციის ძალზე საშიშ ტენდენციას აღვივებენ. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მიზანი აქვთ, მაგრამ პირად წყენაზე, უფრო მეტიც, ჩემს ადამიანურ ღირსებაზე მაღლა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ვაყენებ. მოსახლეობა კი, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად გაარკვევს, ვის რისი ამბიცია ახრჩობს.
ერთი რამ შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას: ის, ვინც ხელახლა შეეცდება საზოგადოების გახლეჩას, ძლივს მოშუშებული იარების გაღიზიანებას, უმეცრებითა თუ ბოროტი განზრახვით (ამას არა აქვს მნიშვნელობა) ერთა შორის შუღლის გაღვივებას, უდიდეს პასუხისმგებლობას იკისრებს და ეს ტვირთი მას საბოლოოდ მიწასთან გაასწორებს კიდეც, დროებითი წარმატებების მიუხედავად.
- არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გახშირდა რადიკალური, ზოგ შემთხვევაში, ექსტრემისტული და შეურაცხმყოფელი განცხადებები, მათ შორის, გამოჩნდა ლოზუნგი „საქართველო შევარდნაძის გარეშე“. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- ზოგადად, საარჩევნო კამპანიას (არა მხოლოს საქართველოში) ასეთი ნეგატიური თანამდევი პროცესები ყოველთვის ახასიათებს. მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ანტიკონსტიტუციური მოწოდებებია.
ცოტა უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, რას გულისხმობენ ამაში, ან რა გზით უნდა მიაღწიონ მიზანს, დავინახავთ, რომ ეს მოწოდება ძალიან შორს არის კანონიერებისაგან. აქ ლაპარაკია არა შევარდნაძეზე, არამედ ხალხის მიერ არჩეულ პიროვნებაზე და ასეთი გზით, არა მგონია, რომ (მიუხედავად იმისა, რომ ბევრს უჭირს, ბევრიც ამ გაჭირვებას სწორედ პრეზიდენტის მიზეზით ხსნის), ხალხმა მათ მხარი დაუჭიროს, რადგანაც ეს დესტაბილიზაციის ახალი ფორმაა.
„მიწისძვრით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, მოსახლეობის დაბინავება და აღდგენითი სამუშაოების განვითარება ამჟამად ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავია“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 მაისი. - №121 (4180). - 1, 2 გვ.
![]() |
96 მარი ბროსეს დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციისა და ქართველოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად მოგესალმებით კავკასიოლოგთა და ქართველოლოგთა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს.
დამოუკიდებელ საქართველოში, მის უმთავრეს უმაღლეს სასწავლებელში - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა IV სამეცნიერო ფორუმის მოწყობა ნათლად მოწმობს, რომ ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა ქართული მეცნიერებისათვის, ქართული სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კავკასიაში სრული ურთიერთგაგებისა და მშვიდობის მიღწევა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
სიმბოლურია, რომ XXI საუკუნის დამდეგს ესოდენ წარმომადგენლობითი საერთაშორისო სამეცნიერო თავყრილობა ფრანგი ხალხის შვილის - მარი ბროსეს, იმ ჭეშმარიტი კავკასიოლოგის დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით უდიდესი სიყვარული დაუმტკიცა ჩვენს რეგიონს და, ფაქტობრივად, კავკასიოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, ერთ-ერთ ფუძემდებლად მოგვევლინა. მისი სახელი საქართველოში გამორჩეული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს. ამის დასტურია არა მარტო თქვენი კონფერენცია, არამედ მარი ბროსესადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი მონოგრაფია და ნაშრომი, მისი მემკვიდრეობისადმი გამოჩენილი უდიდესი ინტერესი. დღეს სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება კავკასიის როლი და მნიშვნელობა მომავალ მსოფლიო წესრიგში. ჩვენ გენეტიკურად მოგვდგამს ძალა, გადავიტანოთ უდიდესი ისტორიული ქარტეხილები და ათასწლეულების განმავლობაში შევინარჩუნოთ კავკასიური ხასიათის, კულტურის უმთავრესი ნიშნები.
დარწმუნებული ვარ, კავკასიის ხალხები დაუმტკიცებენ მსოფლიოს, რომ მათ არა მარტო შფოთისა თუ გაუგებრობებისაგან თავის დაღწევა, არამედ მრავალი ხალხისათვის ჰარმონიული თანაარსებობის მაგალითის მიცემაც შეუძლიათ. იმის რწმენითა და იმედით, რომ კავკასიური ერთობის საქმეში მეცნიერები თავიანთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, მინდა ვუსურვო კონფერენციას და მის ყველა მონაწილეს დიდი წარმ მატებები მუშაობაში.
ედუარდ შევარდნაძე
მარი ბროსეს დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციისა და ქართველოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 მაისი. - №121 (4180). - 2 გვ.
![]() |
97 ფარნაოზ დუღაშვილის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
გულისტკივილით შევიტყვე ბატონ ფარნაოზის გარდაცვალების შესახებ.
ჩვენგან წავიდა ქვეყნის წინაშე ბოლომდე ვალმოხდილი ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ხალხის უანგარო სამსახურში გაატარა.
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას ამ მძიმე დანაკლისის გამო და გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ.
ედუარდ შევარდნაძე
ფარნაოზ დუღაშვილის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 მაისი. - №121 (4180). - 2 გვ.
![]() |
98 მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ინტეგრირება საქართველოსა და მთელი რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობის საწინდარია |
▲ზევით დაბრუნება |
„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
მივესალმები დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებს.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში, მისი გააზრებული მოწესრიგების გზით, ყოველდღიურად იზრდება.
ამ თვალსაზრისით მინისტრთა მეოთხე კონფერენცია ქ. დოჰაში, სადაც ორგანიზაციის წევრი გახდა ისეთი დიდი სახელმწიფო როგორიცა ჩინეთი, ხოლო შემაჯამებელმა მინისტრთა დეკლარაციამ განსაზღვრა მრავალმხრივი მოლაპარაკების ახალი, ე.წ. „განვითარების რაუნდის“ დღის წესრიგი, მართლაც ისტორიული მნიშნელობის მოვლენა იყო. როგორც გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მაიკ მურმა ხატოვნად აღნიშნა, დოჰაში „სრულიად ახალი ორგანიზაცია დაიბადა“.
დარწმუნებული ვართ, ამ ახალ, გაძლიერებულ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლა კიდევ უფრო მიმზიდველი და მნიშვნელოვანი იქნება ჯერაც მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებისათვის, რომელთა შორის განსაკუთრებით აღვნიშნავდი რუსეთის სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობას და ასევე ჩვენი უახლოესი მეზობლების გაწევრებას.
დოჰას დეკლარაცია და მრავალმხრივი მოლაპარაკების დაწყება ის პოზიტიური სიგნალია, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედით მოელოდა სიეტლის 1999 წლის კონფერენციის წარუმატებლობისა და 11 სექტემბრის ტრაგედიის ფონზე.
დოჰას ისტორიულ შეხვედრაში საქართველომ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა და ახლად გაწევრებულ ქვეყნებთან ერთად შეძლო წარედგინა ზოგიერთი კონსტრუქციული წინადადება, რომელთაც პოვეს სხვა წევრების მხარდაჭერა და ასახვა შემაჯამებელ დეკლარაციაში. ის, რომ ახლად გაწევრებული ქვეყნები, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ შეთანხმებებს მეტად ფართო და ლიბერალური ვალდებულებებით, აგრეთვე ამ ჯგუფის დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისადმი განსაკუთრებული მიდგომისა და ტექნიკური დახმარების აუცილებლობის აღიარება, გვაძლევს იმედს, რომ საქართველო წარმატებით მიიღებს მონაწილეობას მომავალ მრავალმხრივ მოლაპარაკებაშიც.
გვჯერა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ესოდენ მაღალი დონის მინისტრთა კორუფციის თბილისში გამართვა სრულიად ახლებურად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს მსოფლიოს ეკონომიკურ რუკაზე.
ნიშანდობლივია, რომ დეკლარაციაში, ისევე როგორც სამდივნოს მიერ დოჰას კონფერენციის შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განვითარებადი „მცირე, გარდამავალი ეკონომიკის დაბალ შემოსავლიანი ქვეყნებისათვის“ ტექნიკური დახმარების საჭიროებას.
მივესალმებით დირექტორატისა და პირადად გენერალური დირექტორის ბატონი მაიკ მურის უდიდეს ძალისხმევას, რომლის მიზანია წამყვან საფინანსო სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოება, რათა წარმატებით განხორციელდეს დოჰას დეკლარაციით დასახული მოლაპარაკების დღის წესრიგი და გადაწყვეტილებანი.
სწორედ წევრი ქვეყნებისა და, უწინარესად, ძლიერი დონორების მხარდაჭერამ, გახადა შესაძლებელი ორგანიზაციის ჩარჩოებში შექმნილი სპეციალური ფონდის სახსრების გაორმაგება, რაც მყარ საფუძველს უყრის შედარებით სუსტი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაზრდასა და მრავალმხრივ სისტემაში მათს სრულუფლებიან მონაწილეობას.
ის, რომ მომავალი რაუნდის მოლაპარაკებაში პრიორიტეტულ საკითხებად არის გათვალისწინებული განვითარებადი ქვეყნებისათვის ბაზრების გახსნა, საერთო „მოგებაში“ მათი წილის გაზრდა, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის სხვაობის შემცირება, რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების გზით სტაბილურობის უზრუნველყოფა, ნიშნავს მთელი მსოფლიოს ყურადღების გადატანას ამ საკითხთა მოგვარებაზე, სახელმწიფოთა და გლობალური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ძალების გაერთიანებას მათს გადასაჭრელად.
ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი განცხადებები გაკეთდა მონტერეის სამიტზე, რომლის შემაჯამებელ დოკუმენტში კვლავ აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე ნება, დაძლიონ სიღარიბე, მიაღწიონ მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას ყოვლისმომცველი და სამართლიანი გლობალური ეკონომიკური სისტემის ფარგლებში, დაძლიონ საგარეო ვალების პრობლემა. ამდენად, „მონტერეის კონსენსუსის“ მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად საჭიროა დასახულ ღონისძიებათა ქმედითი განხორციელება.
ჩვენი აზრით, საყოველთაო მხარდაჭერას იმსახურებს ამერიკის მთავრობის მიერ წამოყენებული წინადადება, რომლის თანახმად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს უნდა გაუზარდონ დაფინანსების წილი არა კრედიტების, არამედ გრანტების სახით. ამასთანავე, ეკონომიკურად სუსტმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ საკუთარი ეკონომიკური რესურსების სრულად მობილიზება და ასეთი რეზერვი ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, საქართველოში, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში თავისი ადგილის გამონახვა და მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში ეფექტიანი მონაწილეობა.
საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრებას აფასებს, როგორც უმნიშნელოვანეს ნაბიჯს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირების მიმართულებით, რომ მელიც, ამასთანავე აუცილებელი წინაპირობა გახლავთ ევროკავშირში ინტეგრირების სტრატეგიული მიზნის მისაღწევად. გაწევრების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ უკვე იგრძნო გარკვეული დადებითი ძვრები - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა საქართველოს მიმართ ჯექსონ ვენეკის შესწორების მოქმედება და მოგვანიჭა პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის ბენ ნეფიციარის სტატუსი, მსგავსი შეღავათები მოგვანიჭა პოლონ ნეთმა, ევროკავშირი ამჟამად იხილავს ჩვენთის შეღავათიანი რეჟიმის გაფართოების საკითხს.
იმედი გვაქვს, ამგვარი ურთიერთობანი გაფართოვდება, ვინაიდან მსოფლიომ აღიარა საქართველოს კურსი, რომ იგი აშენებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებულ ღია, დემოკრატიულ საზოგადოებას. ამასთანავე, მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ორგანიზაციაში გაწევრებისას აღებულ ვალდებულებათა შესრულება და ახალ ვითარებასთან შეგუება სირთულეთა გარეშე მიმდინარეობს. ისინი საკმაოდ მრავალფეროვანი და სერიოზულია - ფინანსების ნაკლებობიდან დაწყებული, ინფორმაციისა და გამოცდილების ნაკლებობამდე. ამიტომ, მივესალმებით გენერალური დირექტორის ბატონ მურის სწრაფვას, დაამყაროს მჭიდრო კონტაქტები ჩვენი რეგიონის ლიდერებთან, რათა გამოინახოს ის ახალი ინვესტიციები და გზები, რომელთა მეშვეობითაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნო დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღონ მასში გაწევრებიდან.
„ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ენერგეტიკული და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირება, შავი და კასპიის ზღვების ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა, სტიქიურ უბედურებათა შედეგების დაძლევა (მოგეხსენებათ, ამას წინა თბილისმა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა გადაიტანა და ძალიან დიდი ზარალიც მიიღო), კავკასიის სტაბილურობა და ევროპის სივრცეში ინტეგრაცია - ყველა ეს ამოცანა ბევრად სცილდება რეგიონის თითოეული ქვეყნის ან თუნდაც მთლიანი რეგიონის შიდა შესაძლებლობებს და საერთაშორისო თანამშრომლობას უნდა ეყრდნობოდეს. სწორედ ასეთი თანამშრომლობის უნიკალური მექანიზმია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და რეგიონის ყველა ქვეყნის მასში გაწევრება ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტის ახალ, შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა.
მადლობას მოვახსენებ ბატონ გენერალურ დირექტოს და სამდივნოს ამ კონფერენციის თბილისში გამართვისათვის, აგრეთვე იმ დიდი საორგანიზაციო მუშაობისათვის, რაც მათ ქართველ კოლეგებთან ერთად გასწიეს და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ.
დაბოლოს, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვისურვებდი, რომ თქვენი თბილისური დეკლარაცია დოჰას დეკლარაციასავით პოპულარული გამხადრიყოს. ეს ძნელია, მაგრამ შესაძლებელი.“
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ინტეგრირება საქართველოსა და მთელი რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობის საწინდარია // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 მაისი. - №122 (4181). - 1, 2 გვ.
![]() |
99 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველ ხალხს ვულოცავ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დაარსების 150 წლის იუბილეს.
ეს დიდი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს უპირველესმა მუზეუმმა სახელოვანი გზა განვლო მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული. იგი იყო ბევრი უმნიშვნელოვანესი საქმის წამომწყები. აქ ჩაისახა მრავალი საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული მეცნიერება. მუზეუმი იყო კავკასიაში პირველი სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულება.
სახელოვანი გზა განვლო მუზეუმმა მეოცე საუკუნეშიც. აქ მოღვაწეობდნენ ჩვენი ერის სასიქადულო მამულიშვილები, ისეთი ავტორიტეტები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდნენ.
გულითადად მივესალმები მუზეუმის სახელოვან კოლექტივს, რომელიც ამ მძიმე პირობებშიც ერთგულად და პირუთვნელად იხდის თავის მამულიშვილურ ვალს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 22 მაისი. - №122 (4181). - 1 გვ.
![]() |
100 ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს დაბადების დღესთან დაკავშირებით |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონო სოფიკო,
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ მშვენიერი ქალბატონების იმ რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც, არა მხოლოდ თავისი მომხიბვლელობით, არამედ თავისი ნიჭიერებით წარმოაჩინეს ქართველი ქალი ყველა თავისი ღირსებით.
თქვენი ურიცხვი თაყვანისმცემლებისა და პირადად ჩემი სახელით ჭიაურელებისა და ანჯაფარიძეების გვარის ღირსეულ წარმომადგენელს, კოტე მახარაძის შესანიშნავ მეუღლეს გილოცავ დაბადების დღეს და მრავალ წარმატებას გისურვებ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ქალბატონ სოფიკო ჭიაურელს დაბადების დღესთან დაკავშირებით // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 მაისი. - №123 (4182). - 2 გვ.
![]() |
101 მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის „ახალციხე-ყარსის“ - მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენ კეთილშობილურ საქმიანობაში - ქართველ და თურქ მეცნიერთა მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში.
სასიამოვნოა, რომ თქვენი სიმპოზიუმი ეწყობა ქართული მეცნიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიოში სახელგანთქმულ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, რომელიც დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ევგენი ხარაძის სახელს ატარებს.
ვისურვებდი, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის (ახალციხის) ფილიალისა და ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის მეგობრობა სამაგალითო იყოს საქართველოსა და თურქეთის როგორც სამეცნიერო, ისე სახელმწიფოებრივ ურთიერთობაში.
გისურვებთ წარმატებებს მუშაობაში და პირად ბედნიერებას ცხოვრებაში.
ედუარდ შევარდნაძე
მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის „ახალციხე-ყარსის“ - მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 მაისი. - №123 (4182). - 2 გვ.
![]() |
102 აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისოდ აღიარებული დიდი ქართველი მეცნიერის ოთარ ლორთქიფანიძის გარდაცვალება შეუვსებელი დანაკლისია არა მარტო მეცნიერებისათვის, არამედ ბევრი ჩვენგანისათვის და პირადად ჩემთვის.
საქმეში და ურთიერთობაში უნიკალური, შეუცვლელი იყო.
მე მას წლების მანძილზე ვიცნობდი, როგორც მნიშვნელოვანი პროექტების წამომწყებსა და განმახორციელებელს და არ შეიძლებოდა მხარი არ დამეჭირა, გვერდით არ დავდგომოდი.
საქვეყნო საქმემ დაგვაახლოვა და დაგვამეგობრა - ეს იყო გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლები, როდესაც მწვავედ დადგა ახალმშენებლობათა ზონაში არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენის საკითხი. პრობლემა მეტად აქტუალური გახლდათ და ბატონი ოთარის დიდი ძალისხმევით პირველად, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საქართველოში ჩამოყალიბდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრი. რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ყველაფერი გავუკეთე, რადგან დიდი საქმე გახლდათ. ამ ცენტრმა იტვირთა არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენითი სამუშაოების წარმოება საქართველოში, რამაც განადგურებისაგან იხსნა პირველხარისხოვანი ძეგლები ისეთ მსხვილ მშენებლობათა ზონაში, როგორიც იყო ჟინვალის წყალსაცავი, მარაბდა-ახალქალაქი რკინიგზის დერეფანი, ალაზნის ველის სარწყავი სისტემა და სხვა მრავალი. ბატონ ოთართან ერთად მაქვს ნანახი ამ ადგილებში მიმდინარე სამუშაოები და მასთან ამ ურთიერთობამ და კონსულტაციებმა მიკარნახა მიმეღო ისეთი გადაწყვეტილებანი, რომელთაც ხელი შეუწყვეს საქართველოში არქეოლოგიური კვლევის ფართოდ გაშლას, თეორიული კვლევის აღმავლობას, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებისა და მეცნიერების მოზიდვას, რისი სამაგალითო ნიმუშები ოთარ ლორთქიფანიძის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმები გახლავთ თბილისში, ვანსა და წყალტუბოში.
მახსენდება მისი მიწვევით ჩემი მორიგი ჩასვლა ვანის გათხრებზე, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა საქართველოში პირველი არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობის დაწყება.
ვიხსენებ მასთან შეხვედრებს დმანისის ცნობილ გათხრებზე.
მისთვის ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება იყო და, კიდევ უფრო მეტი, ამ ყოველივეს ერთი დიდი პათოსი განსაზღვრავდა, საქართველოს სიყვარულით, ქართული კულტურის უცხოეთში გატანისა და დამკვიდრების პათოსი.
ახლა, გერმანიაში, ქალაქ ბოხუმში, ჩემი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის იოჰანეს რაუს პატრონაჟით დიდი წარმატებით გრძელდება გამოფენა „საქართველო - განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“, რომელიც ოთარ ლორთქიფანიძისა და გერმანიის მხარის მიერ იყო ორგანიზებული, ყველა ნივთი იქ მისი ხელშენავლებია და ჯერ კიდევ იგრძნობა ამ შესანიშნავი ქართველი მეცნიერისა და უცხოეთში დიდად აღიარებული მოღვაწის მადლი.
ოთარ ლორთქიფანიძე მრავალმხრივი პიროვნება გახლდათ, არა მარტო მეცნიერული კვლევის დიდი უნარით, არამედ ადამიანური ურთიერთობის დამყარების განსაკუთრებული ნიჭითა და ორგანიზატორული ტალანტით. სწორედ მან და მის გარშემო შემოკრებილმა მეცნიერებმა შექმნეს საქართველოში დარგის მუდმივი და მყარი განვითარების საფუძველი, საქართველოთი დააინტერესეს გარე სამყარო და მოიზიდეს უცხოელი მეცნიერები, სწორედ მან აქცია საერთაშორისო პრობლემად ქართული არქეოლოგია.
ახლა მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც მის დიდ ნაღვაწსა და მის წმინდა სულს ეკადრება.
ედუარდ შევარდნაძე
აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 23 მაისი. - №123 (4182). - 1, 2 გვ.
![]() |
103 აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ოჯახს |
▲ზევით დაბრუნება |
სამძიმარი
დიდი მწუხარებით შევიტყვე ბატონი ოთარის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი.
ქართულმა მეცნიერებამ დაკარგა დიდი მეცნიერი, თქვენ - ოჯახის შესანიშნავი უფროსი.
მან ყოველთვის იცოდა, რა სჭირდებოდა ქართულ მეცნიერებასა და ქვეყანას და ამიტომ მე ყოველთვის ვეხმარებოდი მას. გულსატკენია, რომ იგი ასე მოულოდნელად წავიდა ჩვენგან.
გთხოვთ, ამ მძიმე წუთებში გვერდით გვიგულოთ მე და ნანული.
უფრო დაწვრილებით ჩემი განცდები შევეცადე გამომთქვა პრესის („საქართველოს რესპუბლიკა“) მეშვეობით.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ოჯახს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 24 მაისი. - №124 (4183). - 1 გვ.
![]() |
104 ედუარდ შევარდნაძე: „მჯერა, საბოლოოდ დავაფუძნებთ თავისუფალ და ბედნიერ, ჩვენი ერის ათასწლოვანი ისტორიისა და ღირსების შესატყვის საქართველოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
[...]
საქართველოს პრეზიდენტმა ზეიმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან, კერძოდ, განაცხადა:
პატივცემულო სტუმრებო, ბატონო ელჩებო, თქვენო უწმინ ნდესობავ, მეგობრებო!
დღეს საქართველო აღნიშნავს ყველაზე ნათელ დღესასწაულს - სახელმწიფოებრიობის აღდგენის 84-ე წლისთავს. 1918 წლის 26 მაისს, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ეროვნული ღირსების, დედაენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის დაფუძნებით დაგვირგვინდა. ანუ, ეს დღეს ღირსშესანიშნავია არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვებით, არამედ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების უმაღლესი გამოხატულებით: ქართული დემოკრატიის შექმნით, საერთო-საკაცობრიო ღირებულებათა შენივთებით ათასწლოვან ქართულ კულტურასთან, ქართული ცივილიზაციის ღირებულებებთან.
ამთავითვე ვიტყვი, რომ ქრისტიანული სიყვარულითა და შემწყნარებლობით გაჟღენთილმა ქართულმა ეროვნულმა კუტურამ, კერძოდ, სახელმწიფოებრივმა ტრადიციამ, დაუყოვნებლივ შეისისხლხორცა და გაითავისა დემოკრატიული იდეა.
ამას ნათელყოფს არა მარტო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია, არამედ შემდგომი ტოტალიტარიზმის ეპოქაში ჩვენი ერის სულიერი არისტოკრატიის, ქართული ინტელიგენციის მთელი შემოქმედება, რომელიც, თავის მხრივ, მტკიცე საფუძველს ქმნიდა სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის.
დღეს სწორედ ამ ურყევი კავშირის შესახებ მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოსაზრება:
არაერთგზის მითქვამს, რომ დამოუკიდებლობის და დემოკრატიის იდეა განუყოფელია, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელყოფა დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფას ნიშნავს და, პირიქით, ის, ვინც ხელყოფს დემოკრატიულ ღირებულებებს, არყევს დემოკრატიული წესწყობილების საფუძველს, თესავს შფოთსა და სიძულვილს საზოგადოებაში, ყოვლად უზნეო პოპ პულისტური მიზნით იყენებს ადამიანთა სოციალურ გაჭირვებას, აღვივებს სოციალურ სიძულვილს, შურსა და ბოღმას, სახიფათოდ თამაშობს ეთნიკურ პრობლემატიკაზე, ამით საეჭვოს ხდის თვით ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.
ურთულეს ვითარებაში ნგრევის, ომისა და სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში, ჩვენ შევძელით, ერთობლივი ძალისხმევით აგვეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო.
ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასი და თვალისჩინივით გასაფრთხილებელი იყო არა მარტო საბოლოო მიზანი, არამედ ის საშუალებაც, რომელსაც ვიყენებდით მიზნის მისაღწევად. უკანასკნელი ათწლეულის საქართველოს ისტორია იმის უნიკალური მაგალითია, თუ ერის დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში, როგორ შეიძლება ბრძოლა ნათელი მიზნისათვის კეთილშობილი და დემოკრატიული ხერხებით: ადამიანის უფლებათა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უეჭველი აღიარებით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებითა და სიტყვის, პიროვნების თავისუფლების მხარდაჭერით.
გულწრფელად ვიტყვი: კაცობრიობის, მათ შორის, დიდ დემოკრატიათა ისტორიაში ხშირი როდია ასეთი მაგალითი.
მით უმეტეს შეურიგებელი ვიქნები, როდესაც ვხედავ, რომ ჩვენს საერთო მონაპოვარს დღეს იმაზე მეტი საფრთხე დაემუქრა, ვიდრე თვით სამოქალაქო ომისა და სახელმწიფოებრიო ობის დაფუძნების დროს. ამჟამინდელი გამოწვევა განსაკუთრებით ყურადსაღებია, ვინაიდან არსებობენ ძალები, რომლებიც, ერთი მხრივ, არაკომპეტენტურობით, ხოლო, მეორე მხრივ, დესტრუქციული ამბიციით საფრთხეს უქმნიან თვით დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში.
კაცობრიობის დემოკრატიული განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ კონსტრუქციული პოპულიზმი არ არსებობს. პოპულიზმი და მისი განუყოფელი თანამდევი - დემაგოგია ყოველთვის დესტრუქციულია. რთული პრობლემების იოლად გადაწყვეტის ცბიერმა ილუზიამ შეიძლება ახალი დამანგრეველი დაპირისპირების უფსკრულში გადაჩეხოს საზოგადოება, რომელიც ტკივილით, მაგრამ მაინც იშუშებს მრისხანე სამოქალაქო ომის იარებს.
მე ვალდებული ვარ, სწორედ ამ საზეიმო დღეს გავაფრთხილო ქვეყანა: დემოკრატიის ღალატი საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმის ტოლფასია.
ანტიდემოკრატიული ძალა ხშირად ინიღბება ფსევდოდემოკრატიული ფრაზეოლოგიით და ცინიკურად იყენებს ეროვნულ ინტერესებს.
პოპულიზმის ხიბლი ზოგჯერ იმდენად მომნუსხველია, რომ თვით ძირძველი ტრადიციის მქონე დემოკრატებსაც კი უქმნის საფრთხეს, არათუ ახლადშობილ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს.
ამ დღეებში, პოლიტიკურ უნივერსიტეტში გამოსვლისას ვთქვი, რომ მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, სადაც პოპულისტურმა, ფსევდონაციონალისტურმა ძალებმა დემაგოგიითა და მორალური ტერორით, ყველაზე ბნელი და დესტრუქციული ინსტინქტების გამოყენებით, შეძლეს დროებით წარმატებისათვის მიეღწიათ.
საფრთხე შეექმნა საკაცობრიო დემოკრატიის ერთ-ერთ ბურჯს - საფრანგეთის რესპუბლიკას.
საბედნიეროდ, ფრანგულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა დემოკრატიული ლიდერის ჟაკ შირაკის გარშემო ერის გაერთიანება, რამაც კვლავ დაამტკიცა პიროვნებისა და სახელმწიფო მოღვაწის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედისა და მომავლის გამო.
დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული პოტენციალი საქართველოში იმდენად დიდია, ჩვენმა ქვეყანამ იმდენად ძლიერი მეგობრები შეიძინა სოწრედ თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ გულწრფელი სწრაფვით, რომ განვითარების ვექტორს ვერავინ შეცვლის, ვერავინ შესძლებს ხელყოს დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარი: საზოგადოებრივი და ერთაშორისი თანხმობა, სახელმწიფოებრივი სტაბილურობა ისევ და ისევ პიროვნების, აზრის თავისუფლების უნივერსალურობის პირობებში.
აქვე, მე ვალდებული და მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ დიდ მოვლენას, განსაკუთრებით საქართველოსათვის, რაც მოსკოვში მოხდა: ვგულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომლის დროსაც საქართველოს პრობლემატიკა უპრეცედენტოდ აქტიურად და ღრმად განიხილებოდა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყანა უეჭველად გაიმარჯვებს, რაკი იგი ორი უდიდესი სახელმწიფოს თანამშრომლობის, და არა მტრობისა თუ მეტოქეობის, ერთ-ერთ ფაქტორად გადაიქცა, ისევე როგორც ჩვენი მეგობრობა სხვა სახელმწიფოებთან.
ურყევად დადასტურდა აგერთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის აუც ცილებლობა.
სწორედ ამიტომ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ესოდენ იმედიანი განწყობილება, დამოუკიდებლობის დღეს, არ მქონია. მჯერა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დღე ახლოვდება.
უკვე დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, ერთობლივი ძალისხმევით გადაიდგმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს მოუშუშებელი ჭრილობის - აფხაზეთის, ქართულ-ოსური კონფლიქტების პრობლემის გადასაჭრელად.
ასიათასობით ლტოლვილი, მრავალი წლის განმავლობაში, სასოებით ელოდა ამ მომენტის მოახლოებას. არჩეული კურსის მტკიცე და ურყევი განვითარებით, ეროვნულ ღირებულებათა და უჭკნობ დემოკრატიულ ღირებულებათა ერთგულებით საქართველო აუცილებლად დასძლევს ყველა სირთულეს.
ჩვენ აღვადგენთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი მეთოდებით, შევქმნით პირობებს ეკონომიკური აღმავლობისათვის პიროვნული ინიციატივისა და თავისუფლების საფუძველზე.
საქართველო უკვე არა მხოლოდ ფორმალურად მდებარეობს მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე: ამჟამინდელმა თაობამ საფუძველი ჩაუყარა ახალ საქართველოს, რომლის სიმბოლოდ და გამოხატულებად გადაიქცევა წმინდა სამების დიდი ტაძარი. საკრალურია ისიც, რომ დამანგრეველმა მიწისძვრამ რომლის შედეგთა აღმოფხვრას მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი დედაქალაქისა და ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, მას ერთი ბზარიც კი ვერ დაატყო.
მჯერა, ახალ ეპოქაში, ახალ მსოფლიოში „ტაძრეულობას ერისას“ ვერავითარი საფრთხე ვერ შეარყევს: დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის იდეალთა შენივთებით შევძლებთ საბოლოოდ დავაფუძნოთ თავისუფალი და ბედნიერი, ჩვენი ერის ათასწლოვანი გმირული ისტორიისა და ღირსების შესატყვისი საქართველო.
და, ბოლოს, რამდენიმე სიტყვა გასული ორი-სამი დღის წარუშლელ შთაბეჭდილებათა შესახებ.
გუშინ კახეთში გახლდით. მაისის კახეთი სასწაულია, მაგრამ მთავარი გარეგნული სილამაზე როდია. 5-6 წლის წინათ კახეთში მორიგი სტუმრობის შემდეგ, შეიძლება ითქვას, გულდაფლეთილი ჩამოვედი. ვუცქერდი, როგორ იძირკვებოდა ქართული ვაზი, იჩეხებოდა ვენახი.
ახლა კახეთში ათასობით ჰექტარი ახალი ვაზი გაშენდა, აშენდა ღვინის ქარხნები, წლეულს, შემოდგომაზე, აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ ქართული ღვინის დეგუსტაცია-კონ ნკურსი. მჯერა, იგი საერთაშორისო მოვლენად გადაიქცევა.
სადღესასწაულოდ უამრავი საჩუქარი მოამზადა ქალაქის მერიამ. მიწისძვრის შედეგების დაძლევა, ახალი საცხოვრებელი სახლები, მტკვრის სანაპიროს კეთილმოწყობილი კილომეტრები, ახალი ეკლესია წყნეთში, ახალი ქუჩები გლდანში, აღდგენილი სკოლები, „თეატრალური სარდაფის“ ახალი შენობა ვაკეში, ელენე ახვლედიანის ძეგლის შემობრძანება დედაქალაქში, რომლის გულისთვისაც მხატვარმა ამდენი იღვაწა.
ასევ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შეხვედრებმა პოლიტექნიკურ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტებში, სადაც ნათლად ჩანს ქართული ინტელექტის სიძლიერე და ჩვენი მეცნიერებისათვის დამახასიათებელი სიახლეები.
უნდა აღვნიშნო წარჩინებულთა დაჯილდოვება, განსაკუთრებით კი - ამაღელვებელი შეხვედრა „სტუდენტურ დღეებში“ გამარჯვებულებთან, რომლებმაც პრეზიდენტის გრანტები დაიმსახურეს. ესენი არიან დაახლოებით 70 უმშვენიერესი ახალგაზრდა.
შეიძლება შემეკითხოთ, ზედმეტად ნათელ ფერებში ხომ არ ვხედავ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება?
არა! მე ყველაფერი ვიცი! ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, ყველა თქვენგანს, ვიცი, როგორია განცდები და როგორია ჩვენი გეგმები.
გარწმუნებთ, საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი არცთუ ისე შორს არის. ჩვენ მივდივართ ამ გზით და მისგან არასოდეს არ გადავუხვევთ.
მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას.
ედუარდ შევარდნაძე: „მჯერა, საბოლოოდ დავაფუძნებთ თავისუფალ და ბედნიერ, ჩვენი ერის ათასწლოვანი ისტორიისა და ღირსების შესატყვის საქართველოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 28 მაისი. - №127 (4186). - 1, 3 გვ.
![]() |
105 ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
გულითადად მივესალმები ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტის“ ჩამოყალიბების 10 წლისთავის სადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ამ დარგში მოღვაწე უცხოელ სტუმრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
თანამედროვე მსოფლიოში ის ქვეყნები და ერები არიან მონაწილენი, რომელთაც ახალი იდეებისა და ცოდნის, რევოლუციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გენერირება და პრაქტიკული რეალიზება ძალუძთ. ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგები გადამწყვეტ როლს ასრულებს სახელმწიფოთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების საქმეში.
საქართველოში სახელმწიფოს ფორმირების გზაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება იქნება მიჩნეული, რაც აისახა კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში; საქართველო შეუერთდება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო კონვენციებს და შეთანხმებებს, შეიქმნება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურები და მექანიზმები.
ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქმედითს დახმარებას, რომელსაც გაეროს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის საპატენტო უწყება, სხვა საერთაშორისო და უცხოეთის ორგანიზაციები უწევენ საქართველოს.
ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიძღვნილია ინტელექტუალური საკუთრების აქტუალურ პრობლემებისადმი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამ სფეროს სრულყოფის გზაზე, დაეხმარება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს, ქართველ სპეციალისტებს მათი საქმიანობის ეფექტიანობასა და განვითარებაში.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 29 მაისი. - №128 (4187). - 1 გვ.
![]() |
106 საერთაშორისო სიმპოზიუმის „ახალი ტექნოლოგიები რადიოლოგიაში 2002“ - მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მივესალმები თქვენს სიმპოზიუმს და მის მონაწილეებს - ავსტრიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან წარმოგზავნილ გამოჩენილ რადიოლოგებსა და ქართველ მედიკოსებს.
მოხარული ვარ, რომ თქვენი შეხვედრა იმართება საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში დიდი ისტორიისა და პერსპექტივების მქონე ქალაქ ფოთში.
ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რომ ასეთი საერთაშორისო სიმპოზიუმები ბოლო დროს ყოველწლიურად იმართება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის, სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის თაოსნობით.
მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციად ქცეულ ასეთ სიმპოზიუმებში ყოველთვის მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ფირმები, რაც ქართულ მედიცინაში და, კერძოდ, რადიოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლისა და დანერგვის საწინდარია.
იმედი მაქვს, წლევანდელი სიმპოზიუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული მედიცინის განვითარების, სამედიცინო კადრების მომზადების საქმეში და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების გამოძახილს პოვებს.
გისურვებთ ნაყოფიერ მოღვაწეობასა დ შემდგომ წარმატებებს.
ედუარდ შევარდნაძე
საერთაშორისო სიმპოზიუმის „ახალი ტექნოლოგიები რადიოლოგიაში 2002“ - მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 მაისი. - №129 (4188). - 1 გვ.
![]() |
107 საქართველოს გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ნუგზარ,
პირადად თქვენ და გენერალურ პროკურატურის ყველა თანამშრომელს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს - პროკურატურის მუშაკთა დღეს.
ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის გადამწყვეტ ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კორუფციასთან ბრძოლას. პროკურატურის თითოეული თანამშრომელი, დარწმუნებული ვარ, კარგად აცნობიერებს თავის მისიას დამნაშავეობის, განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რადგან სასწორზეა ქვეყნის უშიშროება, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
ვიმედოვნებ, როგორც არაერთხელ ყოფილა, პროკურატურის მუშაკები მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითა და უზადო პროფესიონალიზმით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და პირნათლად მოიხდიან ვალს ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
საქართველოს გენერალურ პროკურორს ნუგზარ გაბრიჩიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 30 მაისი. - №129 (4188). - 1 გვ.
![]() |
108 „თუკი პოლიტიკური პარტიები გამონახავენ საერთო ენას, თბილისის საკრებულო იქნება ხალხის მიერ არჩეული მყარი და საიმედო სტრუქტურა“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
2002 წლის 4 ივნისის ბრიფინგი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეაფასებთ 2 ივნისს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს? ლაპარაკობენ მოსალოდნელ ალიანსებზე, რომლებიც საკრებულოში შესაძლოა პარტიებმა გააფორმონ, კერძოდ, სახელდება შესაძლო ალიანსები „ნაციონალისტებს“ და „ახალ მემარჯვენეებს“ შორის, „ლეიბორისტებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“ შორის. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს პოლიტიკური ძალები საკმაოდ დაპირისპირებული იყვნენ...
- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვის დიდი ტრადიცია არ არსებობდა, არჩევნები მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო ცალკეული ექსცესები - რამდენიმე უბანზე ჩაიშალა ხმის მიცემის პროცესი. პირადად მაინც კმაყოფილი ვარ არჩევნების ჩატარების დონით.
რაც შეეხება ალიანსებს, თბილისის საკრებულო საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა და სულაც არ მაკვირვებს, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ხმების დიდი რაოდენობა მიიღო. ბუნებრივია, იქნება ალიანსების შექმნის სურვილი, ისევე, როგორც მოსალოდნელია შექმნილი ალიანსები დაიშალოს, თუმცა ამ უკანასკნელს ნამდვილად არ ვისურვებდი. მიმაჩნია, რომ თუკი პოლიტიკური პარტიები გამონახავენ საერთო ენას, თბილისის საკრებულო იქნება ხალხის მიერ სტრუქტურა. თუ ალიანსების შექმნა არ მოხერხდება, არც ეს არის დიდი ტრაგედია. საკრებულო პრინციპში, არჩეულია. რაც შეეხება ხელმძღვანელობას - თბილისის ადმინისტრაცია. მოგეხსენებათ, რომ ქალაქის მერი ინიშნება. იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ალიანსები, მათთან გავმართავ კონსულტაციებს, თუ იგი არ შეიქმნება, მაინც შევეცდები გავითვალისწინოთ მათი შეხედულებანი. თუ ეს პროცესი გაჭიანურდება, დედაქალაქში არ შეფერხდება ცხოვრების რიტმი. დედაქალაქის მერისა და გამგებლების დანიშვნის პრინციპის დამკვიდრება ძალიან ჭკვიანური და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ეს ფაქტი, რომ ამ პირებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ნათელყოფს, რომ ახალი ადგილობრივი ხელისუფლების ფორმირების პროცესი არ დაემჩნევა ქალაქებისა და რაიონების ცხოვრებას.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: 3 ივნისს სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და მოითხოვეს ხმების რევიზია. რამდენად არის შესაძლებელი, რომ რაიმე სახის კორექტივები განხორციელდეს, კერძოდ, იგულისხმება არჩევნების შედეგების გაუქმება...
- თბილისის საკრებულოში ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის - „მოქალაქეთა კავშირის“ არც ერთი წარმომადგენელი არ არის არჩეული. თუ ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის გაყალბების სურვილი ჰქონდა, მაშინ ეს სხვა შედეგებით დასრულდებოდა. ახლა კი ვინც გაიმარჯვა, სწორედ იგი ხმაურობს, რომ არჩევნები გაყალბდა. რა ვქნათ, ახალი არჩევნები გავმართოთ? არა მგონია, რომ მეორე ცდა უფრო შედეგიანი იქნება. მგონია, მათ თავიდანვე აიღეს კურსი, რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა შექმნან ხელისუფლებისადმი და მოამზადონ ხალხი. მათთვის არასასურველი შედეგის მიღების შემთხვევაში - ეს ხელისუფლებას დააბრალონ. მაგრამ აქ ხომ არანაირი ლოგიკა არ არსებობს. თუ რაიმე სახის გაყალბებას ჰქონდა ადგილი, სავარაუდოდ, ეს გამარჯვებულის სასარგებლოდ იყო, დამარცხებულის სასარგებლოდ გაყალბება ნაკლებად მოსალოდნელია.
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“: ნატოს ეგიდით აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება სწავლების პროცესი, ამასთან დაკავშირებით კი გაიხსნება ვაზიანის ბაზა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინათ რუსეთის სამხედროებმა გაათავისუფლეს. ამასთან, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახალ ბლოკპოსტებზე მიმდინარეობს სამშვიდობოთა სწავლების პროცესი. თქვენი აზრით, ამგვარი სწავლებები ხომ არ გამოიწვევს საქართველოში მდგომარეობის გამწვავებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თანამეგობრობის ქვეყნების ფარგლებში გასულ კვირას მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკება. რა მდგომარეობაშია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტების ინვენტარიზაციის პროცესი?
- მიმაჩნია, რომ თბილისის მახლობლად ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლება, ნორმალური მოვლენაა. ნატოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ხელშეკრულება ამგვარი ტიპის სწავლების პროცესს ითვალისწინებს. სხვათა შორის, ამ პრობლემის სიმწვავე მცირდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ. კერძოდ, ნატოში ცალკეული ქვეყნების გაწევრებისა და ამ ორგანიზაციასთან მუშაობის პროცესი, არანაირად არ იმოქმედებს რუსეთისა და ამ სახელმწიფოების თანამშრომლობაზე. ეს ნიშნავს, რომ არათუ ნატოს ეგიდით გამართული სწავლება, არამედ ნატოს წევრობაც კი არ გამოიწვევს რაიმე სახის გართულებას. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობისაგან არ ყოფილა არანაირი შენიშვნა და გულისწყრომა. რაც შეეხება, სამშვიდობოთა სწავლების პროცესს, ესეც სავსებით ნორმალური მოვლენაა და არანაირი ტრაგედია არ არის. პირიქით, თუკი ცისფერჩაფხუტიანები სათანადო ტრენინგებს გაივლიან, თუკი ზუსტად შეასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ ფუნქციას, ჩვენ ამით მხოლოდ დაინტერესებული ვართ.
რაც შეეხება აფხაზეთთან დაკავშირებული დოკუმენტების ინვენტარიზაციას, ამგვარი სამუშაო მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, უშიშროების საბჭოში, შესაბამის უწყებებში. ახლო მომავალში წარმოვადგენთ შედეგებს.
საინფორმაციო სააგენტო „კავკას-პრესი“: ბატონო პრეზიდენტო, ფაქტობრივად, დასრულდა მუშაობა სახელმწიფო კანცელარიის ახალი დებულების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი თანამდებობები, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეების საკითხი ამ დებულებაში არ არის გათვალისწინებული. ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობებზე კანდიდატებს დანიშნავს არა თავად პრეზიდენტი, არამედ სახელმწიფო მინისტრი. თქვენი კომენტარი, რამდენად მართებული და გონივრულია ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეების დანიშვნის კომპეტენცია სახელმწიფო მინისტრს გადაეცეს? თქვენი აზრით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი - როგორი უნდა იყოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა?
- მიმაჩნია, რომ რაც ხდება, კანონზომიერია. სახელმწიფო კანცელარიის საშტატო ერთეულის შემცირება გარდაუვალია, მაგრამ ეს პროცესი თანამშრომელთა ინტერესების დაცვით უნდა განხორციელდეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ადამიანები შესაბამისი ანაზღაურებით შესაბამისად დავასაქმოთ, რადგან არც მორალურად და არც მატერიალურად არ დაზარალდნენ.
ეს არის დებულების ერთ-ერთი სამუშაო ვარიანტი, იგი დამატებით უნდა დამუშავდეს. მეც შევიტან რაღაც კორექტივებს. რაც შეეხება დანიშვნებს, აქ არ არის ლაპარაკი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებსა და მრჩევლებზე. რა თქმა უნდა პრეზიდენტის თანაშემწეებს თავად პრეზიდენტის გარდა ვერავინ დანიშნავს, მაგრამ ეს საკმაოდ შეზღუდული შემადგენლობაა. კანცელარიის თანამშრომელთა უმეტესი რაოდენობა სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით იმუშავებს, ეს კანონშიც არის მითითებული. სხვათა შორის, როდესაც პარლამენტმა განიხილა სახელმწიფო მინისტრის ფუნქციათა გაფართოების საკითხი, ეს პრობლემები იქ გათვალისწინებული იყო. საქართველოს პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შორის არ არის იმგვარი ურთიერთობა, რომელიც ზღუდავს ერთმანეთში კონსულტაციებსა და შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებას.
ტელეკომპანია „მე-9 არხი“: 3 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგები გამართეს ევროპის საბჭოს მეთვალყურეთა მისიის, სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა. მათ უარყოფითად შეაფასეს არჩევნების მიმდინარეობა, დადასტურდა არაერთი დარღვევა. მოგვიანებით კი სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და დედაქალაქის ადმინისტრაციას. თქვენი კომენტარი, რამდენად უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა დასახელებულმა სტრუქტურებმა?
- მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობა, მიღწეული წარმატებები და ნაკლოვანებებიც თანაბრად უნდა გაიზიაროს ყველამ. არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა. ხალხი იმაზე მეტი მონაწილეობდა ამ არჩევნებში, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც განვითარებული დემოკრატიის სახელმწიფოებად ითვლებიან. მოსახლეობის 50-52 პროცენტიანი გამოცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მოქალაქეების აქტიურობა კი არჩევნებში მთავარი მაჩვენებელია. რაც შეეხება შეცდომებს, იგი დაშვებული იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც. ალბათ, მზად რომ ვყოფილიყავით, მეტი ზომები მიგვეღო შეცდომ მების გამოსარიცხად, ჩვენც, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც, გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლებოდა. ის, რაც ქალაქ რუსთავში მოხდა, კერძოდ, ბიულეტენების გატაცება, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ეს ფაქტები გამოძიებული იქნება და დამნაშავენი დაისჯებიან. მაგრამ მთლიანობაში თუ შევაფასებთ, მიმაჩნია, რომ ეს არჩევნების გამართვის აბსოლუტურად ნორმალური დონე იყო.
რადიო „იმედი“: ბატონო პრეზიდენტო, ორიოდე სიტყვით თქვენი მოხსენების შესახებ... და, კიდევ: რით ახსენით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას?
- პარლამენტში ჩემი მოხსენების წარდგენა ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ჩვენი პერსპექტივების შესახებ ცოტა კიდევ გაჭიანურდება. ალბათ, შემოდგომისათვის მზად ვიქნები წარვადგინო იმგვარი მოხსენება, რომელშიც ერთ-ერთ ელემენტად გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ეს არჩევნებიც. კიდევ ბევრი რამ იქნება სათქმელი, მით უფრო, რომ შორს აღარ არის პარლამენტის არჩევნები, შემდეგ მოდის პრეზიდენტის არჩევნები. ამიტომ ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს ისეთი მოხსენება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის გამოცდილება, არა მარტო ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, არამედ მისი დამოუკიდებლობის პერიოდში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამიტომ სჯობს, მოხსენება მოგვიანებით წარვადგინო, მაგრამ იგი იყოს სრულყოფილი, რომელიც შეიცავს ბოლო წლების სრულფასოვან ანალიზს.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას. მათ ხალხისათვის საკმაოდ მიმზიდველი ლოზუნგები ჰქონდათ. ვნახოთ, მოვლენ საკრებულოში და მათი საქმიანობის შედეგი გახდება მათივე წარმატების მაჩვენებელი, საქმის კეთების შემდეგ განისაზღვრება, რამდენად სტაბილური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება.
გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, არის თუ არა მზად სახელმწიფო იმისათვის, რომ დაიცვას მოსახლეობა არეულობისაგან? თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის უნდა ველოდოთ ამ „რევოლუციას“ - გაზაფხულზე თუ ისევ, ტრადიციულად, შემოდგომაზე? როგორც წესი, ვისაც თქვენ აკრიტიკებთ, იგი შემდეგ ქულებს იწერს და ამას საზოგადოებაზე ზემოქმედებისათვის იყენებს. იქნება, შეგექოთ ისინი, ვისაც აკრიტიკებთ და პირიქით...
- არეულობას მე არ ვგეგმავ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ არეულობას ნამდვილად არ დავუშვებ. ახლა არც არსებობს ისეთი ძალა, რომელიც საქართველოს არასტაბილურობის ფაზაში გადაიყვანს. ვფიქრობ, ყოველთვიურად, ყოველწლიურად მდგომარეობა ქვეყანაში გაუმჯობესდება. ჩვენ ასე ვართ განწყობილი და ასევე არიან განწყობილი ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ის ქვეყნებიც, რომლებიც გვეხმარებიან. კერძოდ, ორ-სამ წელიწადში საქართველო უფრო ახალ სიმაღლეებს მიაღწევს, უწინარესად კი, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ჩვენ ახლა ყველაზე მეტად მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სიღარიბისა და სიღატაკის პრობლემა გვაწუხებს. მარტო საქართველო რომ იყოს ამგვარ მდგომარეობაში, ამას მსოფლიო, საერთაშორისო გაერთიანება ადვილად დაძლევდა. მაგრამ ამგვარ მდგომარეობაში მარტო საქართველო არ არის. მაგალითად, სიღატაკის ზღვარს ქვევით რუსეთის მოსახლეობის 47 პროცენტია. ეს არის ბუნებრივი და ინტელექტუალური რესურსებით უმდიდრესი ქვეყანა. ისე როგორც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, ვერც რუსეთმა დაძლია ეს პრობლემა. საქართველო სწორი გზით მიდის, ქვეყანაში შემუშავდა ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ეროვნული პროგრამა, რომელზეც 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ამ პროგრამის განხორციელების გარანტიას არა მარტო საქართველო იძლევა, არამედ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და სხვა ორგანიზაციები.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, ეგრეთ წოდებული, არეულობები და მისი გამომწვევი მიზეზები, აღარ არის მარტო ცალკეული ქვეყნების საზრუნავი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ პროცენტებს, როცა შეთანხმებას აღწევენ ყველაზე განვითარებული ქვეყნები და ვადებსაც კი განსაზღვრავენ, რა დროში უნდა დაძლიონ შედარებით ჩამორჩენილმა სახელმწიფოებმა სიღატაკის პრობლემა. მათ იციან, რომ არეულობა ერთ ქვეყანაში, ავტომატურად გამოიწვევს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა, არ განმეორდეს ის, რაც მოხდა, რამაც ჩვენ ამ ათწლეულიდან 5-6 წელი დაგვაკარგინა, რომ ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული ყველა ჭრილობა. ამას თუ ქართველი ხალხი გაიმეორებს, ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ამას არ დავუშვებ.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება და წარმატება მათმა მიმზიდველმა ლოზუნგებმა განაპირობა. თქვენი აზრით, მათი ლოზუნგი - „საქართველო შევარდნაძის გარეშე“ მიმზიდველი იყო დედაქალაქის მოსახლეობისათვის?
- ბევრი ვიფიქრე, ეს ლოზუნგი შემთხვევით არის წამოწეული, თუ არსებობს რაიმე წინასწარი გათვლა. მიმაჩნია, რომ არსებობს გათვლის მომენტი. როცა შევარდნაძე პრეზიდენტი გახდა, მას არჩევნებში მოსახლეობის 78 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მაშინ ყველა ამბობდა, მათ შორის ევროპა, არჩევნებში, რომელშიც პრეზიდენტმა 78 პროცენტი მიიღო, რბილად რომ ვთქვათ, რაღაც დარღვევები იყოო. როცა ჟაკ შირაკმა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში 85 პროცენტი მიიღო, ევროპაში არავის უთქვამს, რომ შეუძლებელი იყო ამგვარი პროცენტით გამარჯვება.
მიმაჩნია, რომ, ძირითადად, იმ დროს, როცა მე პრეზიდენტად ვიყრიდი კენჭს, მაშინდელი მონაცემები ასახავდა მოსახლეობის ძირითადი მასის რეალურ განწყობილებას. შემდეგ, ბუნებრივია, ყველა დაპირება არ შესრულდა და ამან გავლენა მოახდინა მოქალაქეთა განწყობილებაზე. მაგრამ იმ პერიოდშიც, მოსახლეობის მხოლოდ 20-მა პროცენტმა არ დაუჭირს მხარი შევარდნაძეს. მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი შევარდნაძის წინააღმდეგ იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ არც მხარი დამიჭირეს, შესაძლებელია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს მხედველობაში ჰყავს მოსახლეობის ის 15-20 პროცენტი, რომლებიც იმ დროსაც არ მონაწილეობდნენ არჩევნებში, როცა მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს უჭერდა მხარს. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა სწორად განსაზ ზღვრა, რომ ამ რეალური კონტინგენტისათვის, ადამიანებისათვ ვის საკმაოდ მიმზიდველი და მგრძნობიარე აღმოჩნდა მის მიერ წარმოდგენილი ლოზუნგები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მე მისი და მისი პარტიის წინააღმდეგი არა ვარ.
აფხაზეთის რადიო: ბუშისა და პუტინის მოსკოვის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა აზრი, რომ რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია და, შესაბამისად, სეპარატისტებსაც. ამასთან არსებ ბობს განსხვავებული აზრიც, რომ ორი ზესახელმწიფოს ლიდერის შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებულად და ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა რუსეთის როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. რუსეთში სამშვიდობოთა მანდატის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით შეხვედრების გათვალისწინებით, როგორ გადაწყდება კონფლიქტის ზონაში მშვიდობისმ მყოფელთა მანდატის გაფართოების საკითხი, რასაც აფხაზური მხარე ეწინააღმდეგება?
- რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების არც ერთი შეხვედრის დროს, ამგვარი განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსადმი, როგორც ახლა, არ გამოკვეთილა. ჩვენი ქვეყნის თემატიკა, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარება, ორი პრეზიდენტის შეხვედრის, მართლაც, ერთ-ერ რთი ცენტრალური საკითხი იყო. ბევრი რამ საკამათო იყო. მაგრამ საბოლოოდ ამ განხილვამ მიიღო ის სახე, რომელიც ჩამოყალიბებულია დეკლარაციასა და ერთობლივ განცხადებაში. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ოფიციალურად კისრულობს ვალდებულებას, რუსეთთან ერთად დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ახლა ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ მიმაჩნია, ეს ფაქტი იმას მიანიშნებს, რომ საქართველო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან ასე ახლო ჯერჯერობით არ ყოფილა. ვგულისხმობ რუსეთის ვალდებულებებს, არა მარტო საქართველოსადმი, არამედ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უძლიერესი პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე რომ იკისრა. დრო და მუშაობა იქნება საჭირო, არ გამოვრიცხავ, საჭირო გახდეს ჩემი შეხვედრა მხარეებთან. უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ თავად აფხაზურ და ოსურ მხარეებთანაც.
მოსკოვის შეხვედრაზე იმდენად დიდი მნიშვნელობის დოკუმენტები მიიღეს, რომ, შინაგანად ვგრძნობ, ახლოვდება საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პერიოდი.
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: ბატონო პრეზიდენტო, უშედეგოდ დასრულდა რუსეთის კომპანია „იტერასთან“ მოლაპარაკების პროცესი. განიხილავს თუ არა ხელისუფლება ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიულ გზას, კერძოდ, იგულისხმება ყაზახეთის გაზის ტრანსპორტირება, რაშიც რუსეთი გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის...
- კომპანია „იტერასთან“ ერთადერთი პრობლემა არსებობს - გადავიხადოთ ფული. ჩვენ გაზს ვხარჯავთ - გადახდა კი არ გვინდა. მხედველობაში არ მაქვს საწარმოები, რომლებიც მოხმარებული გაზის საფასურს იხდიან. მოსახლეობის უმრავლესობა საფასურს არ იხდის, ან თუ იხდიან, ამ თანხას ინსპექტორები იდებენ ჯიბეში. ამ რაოდენობის თანხის მითვისება ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ თუ გვჭირდება გაზი, „იტერა“ მზად არის მოგვაწოდოს სათანადო რაოდენობა, მაგრამ ერთი პირობით - საფასური უნდა გადავიხადოთ. „იტერას“ წინასწარი გადახდის მოთხოვნაც აქვს, მაგრამ იმაზეც დაგვთანხმდნენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში დავფაროთ არსებული ვალი. სახელმწიფო და ფინანსთა მინისტრებთან, ქართველ ენერგეტიკებთან ერთად განვიხილეთ ეს პრობლემა, ამ დღეებში მივიღებთ დროებით გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პერსპექტივას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს „ეი-ი-ეს თელასის“ მსგავსი ენერგო კომპანია, რომელმაც მოაწესრიგა მთელი ენერგოქსელი. ვერ გეტყვით, რომ ისინი იდეალურად მუშაობენ, მაგრამ ეს არის ერთგვარი გარანტი. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც „თბილგაზის“ შესყიდვას აპირებს, ვალდებულებას კისრულობს მისი რეკონსტრუქციისათვის 75 მილიონი დოლარი გაიღოს. მილები, გაზსადენები მთლიანად აღსადგენია, ალბათ, მრიცხველებიც უნდა დაიდგას. ამგვარი სერიოზული სამუშაოების განხორციელებას საქართველო უახლოეს ათი წლის განმავლობაში ვერ შესძლებს. ამიტომაც უნდა შემოვიდეს ქვეყანაში კომპანია, რომელიც ამას გააკეთებს.
დროებით გადაწყვეტილებას ამ დღეებში მივიღებთ, მოსახლეობას, ვისაც გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს, აღუდგება. რაც შეეხება ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს, არის რამდენიმე წინადადება, რომელთა განცხადება ჯერჯერობით ნაადრევად მიმაჩნია.
„საავტორო გაზეთი“: ბატონო პრეზიდენტო, გავაგრძელებ „ახალი თაობიდან“ ჩემი კოლეგის პათოსს. რა ახსნა აქვს იმას, რომ საქართველოში ყველა არჩევნების დროს შედეგებზე გადამწყვეტ მნიშვნელობას ედუარდ შევარდნაძის ფაქტორს ანიჭებენ. პირველ შემთხვევაში, ვინც თქვენს გვერდით იდგა - იმარჯვებდა, მეორე მხრივ, ისევ ედუარდ შევარდნაძის კრიტიკით არის მოპოვებული გარკვეული შედეგი. თქვენი პროგნოზით, უახლოეს მომავალში, როცა საქართველოს პრეზიდენტი ასე აღარ დაიახლოვებს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს და არც შორს წავა მათგან, რომელ პოლიტიკურ ძალას ექნება რეალურად შედეგი მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით?
- სწორედ ეს მოსაზრებები უნდა წარვადგინო შემოდგომაზე პარლამენტში გამოსვლისას. ჩემი პრეზიდენტობის ვადაში საკუთარი გამოცდილება მსურს რეკომენდაციებად ჩამოვაყალიბო ჩემი ხალხისათვის, კოლეგებისათვის. რაც შეეხება ლანძღვა-გინებას, რაც მეტს მლანძღავენ, იმ ქვას მით უფრო შორს ვისვრი. არ მინდა ეს მეთოდი გამოვიყენო, შეიძლება ამან ზოგიერთს სტიმული მისცეს. თანაც ეს მეთოდები, ადამიანის გაღიზიანება ჩემს ბუნებას არ შეესაბამება.
აჭარის ტელევიზია: ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა აცხადებს, რომ „მოქალაქეთა კავშირში“ არსებული კონფლიქტი პირობითია. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს, სააკაშვილსა და ჟვანიას შორის დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკური ფანდია.
სომხეთის სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეთნიკურმა სომხებმა გაიმარჯვეს. ეთნიკურ სომხებად კი სააკაშვილსა და ჟვანიას ასახელებენ. თქვენი კომენტარი...
- „მოქალაქეთა კავშირის“ გათიშვა რომ მოჩვენებითი და ფორმალური არ არის, ამის პირველი და უშუალო მოწმე ვარ. ბევრი ვეცადე, რომ ორივე ფრთა შერიგებულიყო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა უფრო დიდი პარტიები დაიშლებიან. მერე ისევ ერთიანდებიან, ეს დემოკრატიული პროცესია. რაც შეეხება იმას, როგორი იქნება პერსპექტივა, მოქალაქეთა კავშირის ის ფრთა, რომლის წევრიც ჯერჯერობით ვარ, დაიწყებს საერთო ენის გამონახვას იმ ძალებთან, რომელთა შეხედულებაც მისთვის მისაღებია. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პროცესს დაი იწყებენ, ალბათ, მეც მკითხავენ რჩევას. თუმცა დღეს ვერ დავასახელებ ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელთანაც შეიძლება ისინი გაერთიანდნენ ან ალიანსი გააფორმონ. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ასეთ მრავალპარტიულ პატარა ქვეყანაში შეუძლებელია, ვთქვათ, 20-30 პარტია არსებობდეს და ყველას პირველობა სურდეს.
წარმომავლობასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, ასეც რომ იყოს, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ქართველი იყავი შენი სულისკვეთებით, ემსახურე საქართველოს, გვარი როგორი გექნება, არც ამას აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. თუმცა მეამაყება, რომ ნამდვილ ქართულ გვარს ვატარებ.
გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო, არსებობს ქართული ანდაზა: „ორ მოჩხუბარს შორის დამნაშავე ჭკვიანიაო“... დღევანდელ ახალგაზრდობას ავიწყდება, ვინ გაუკაფა გზა. ხომ შეიძლება ჟვანიასაც და სააკაშვილსაც, რომლებიც თქვენს ფრთებს ქვეშ გაიზარდნენ, ყური აუწიოთ? ახლა რომ ასეთი კარგები არიან, ეს ხომ ედუარდ შევარდნაძის დიდი დამსახურებაა. „რუსთავი-2“-ის ეთერით კი, მიხეილ სააკაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლამის ტყვიას ესროდნენ ერთმანეთს, გუშინ სიყვარულს ეფიცებოდნენ. ყოველთვის ომს მაინც მშვიდობა სჯობია. თქვენ იმდენის მოთმენა შეგიძლიათ, იქნებ ეს ნაბიჯიც გადადგათ?
- მართლაც სიამოვნებით ვმუშაობდი ამ ახალგაზრდებთან, ახლაც არ მგონია, რომ ისინი დაკარგულები არიან. იმის მიუხედავად, რომ ისინი დამოუკიდებელი ხალხია და დამოუკიდებელი პარტიები აქვთ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებს ერთად გადავწყვეტთ.
რაც შეეხება ყურის აწევას, სანამ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ხანდახან ავუწევდი ხოლმე, მაგრამ ამხელა ხალხისათვ ვის ყურის აწევა ცოტა სარისკო საქმეა. ასე იოლად არ მოგცემენ უფლებას - ყური აუწიო. ეს არც ჩემი ბუნებაა, ადამიანმა ან სხვისგან უნდა ისწავლოს, ან თავად იწვალოს და ხანდახან წაიფორხილოს, ცხოვრება ასწავლის, რომელი გზით უნდა მივიდეს იმ ტაძრამდე. ღმერთმა ქნას, ახალგაზრდებმა, ყველა მათგანმა, ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს, ვინც მომავალში მოვა, ტაძრისაკენ სავალი გზით იაროს.
„თუკი პოლიტიკური პარტიები გამონახავენ საერთო ენას, თბილისის საკრებულო იქნება ხალხის მიერ არჩეული მყარი და საიმედო სტრუქტურა“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 ივნისი. - №135 (4194). - 1, 3 გვ.
![]() |
109 „როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, კვლავინდებურად მზადა ვარ ვითანამშრომლო ყველა პარტიასთან, თუ იგი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და უპირობოდ აღიარებს ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის აუცილებლობასა და უზენაესობას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
4 ივნისის რადიოინტერვიუ
- დღევანდელ რადიოინტერვიუს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემით დავიწყებთ, რადგან გუშინ ცნობილი არ იყო მონაცემები და ამის გამო ჩვენი რადიოინტერვიუ გადაიდო და იგი დღეს იმართება. რა კომენტარს გაუკეთებდით იმ მოვლენებს, რომლებმაც ამ ბოლო პერიოდში მთელი საქართველო აალაპარაკა? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციული რადიოინტერვიუში განაცხადა:
- უწინარესად, უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ნაკლისა და ექსცესის მიუხედავად (რის თაობაზეც კიდევ გვექნება საუბარი), ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.
შეიძლება ითქვას, დაფუძნდა თვითმმართველობის სრულიად ახალი, პროგრესული სისტემა, რომელიც ყოველ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების განხილვასა და გადაწყვეტაში.
რა თქმა უნდა, თავისთავად ეს სისტემაც არ არის აბსოლუტურად სრულყოფილი, მაგრამ დღევანდელი ეტაპისათვის უდავოდ კანონზომიერი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდით, ის, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ - თვითმმართველობის ადგილი საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებში, თვითმმართველობის ის დონე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს იყო სავსებით სწორი იმის გათვალისწინებით, რისთვის იყო ქვეყანა მზად და რისთვის - არა. თუ სადმე ვიჩქარ რეთ, ამ აჩქარების გამო ზოგიერთ უსიამოვნებას წავაწყდით.
ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით იმ დონეს, როდესაც შესაძლებელი გახდება არჩევნების გზით რაიონული ადმინისტრაციების ფორმირებაც.
მაგრამ ამას ჯერ კიდევ დრო და გამოცდილება სჭირდება, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის გამოცდილება, რომელსაც ახლად არჩეული თვითმმართველობის ორგანოები გვიჩვენებენ და დაგვიდასტურებენ, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა.
სამწუხაროდ, პოლიტიკური კულტურის ამჟამად არსებული რესურსი (მით უმეტეს, ამ დღეების მაგალითებიც თვალწინ გვაქვს) ყველა ეტაპის სწრაფად გავლის საშუალებას არ გვაძლევს.
თუმცა, საბოლოო მიზანი გაცხადებულია და 2 ივნისის არჩევნებიც (ვიმეორებ, ყველაფრის მიუხედავად) მაინც გვაახლოებს თვითმმართველობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხთან.
ხშირად მეკითხებიან: ნაჩქარევი ხომ არ იყო არჩევნების გამართვა დღევანდელ სიტუაციაში?
ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ დიდხანს ვერ შევურიგდებოდით იმ ვითარებას, როდესაც რაიონებში, ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში თვითმმართველობის ორგანოები სრულად ვერ ფუნქციონირებდნენ ან საერთოდ არ არსებობდნენ.
მოგეხსენებათ, ეს არჩევნები ერთხელ უკვე გადაიდო.
გარდა ამისა, საქართველომ იკისრა გარკვეული ვალდებულებანი ევროპული გაერთიანების წინაშე.
სამწუხაროდ, არჩევნებმა ცალკეული ექსცესების გარეშე ვერ ჩაიარა.
ჯერ კიდევ, წინა დღეს, სრულიად მოულოდნელად, პოლიტიკოსთა ერთმა ჯგუფმა მოითხოვა არჩევნების გადადება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი კატეგორიული მოთხოვნები იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რამაც კომისიის დიდი შეშფოთება გამოიწვია და თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები. მიტინგებიც კი გაიმართა მყვირალა ლოზუნგებით არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
საერთოდ, ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება (თუნდაც ურთულეს საკითხზე ან კრიტიკულ სიტუაციაში) გადაუწყვეტელი პრობლემა არ არის, მაგრამ მე ყველას ვთხოვ, რამდენადმე მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით მოეკიდონ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ პროცედურებს. ახლა არ შემიძლია, არ ვთქვა, თუ როგორი განგაში იგრძნობოდა ბატონი ჯუმბერ ლომინაძის ხმაში, როდესაც იგი მე რამდენჯერმე ტელეფონით დამიკავშირდა. მას არწმუნებდნენ ჯგუფები, რომლებიც უტევდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ერთადერთი გამოსავალი - არჩევნების გადადებაა. ყველაფერი ეს ხდება არჩევნების წინა დღეს. ბატონი ჯუმბერი მირეკავდა, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ალბათ, არჩევნების გადადება ყოველ მიზეზგარეშე დღის წესრიგში დადგებაო.
როდესაც ერთ-ერთ ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცედურამდე (არჩევნებამდე) სულ ერთი დღეა დარჩენილი, არჩევნების გადატანის მოთხოვნა, მეტი რომ არა ვთქვათ, ყოვლად გაუგებარი გახლდათ.
ამ მოღვაწეებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეზიდენტს არა აქვს უფლება ერთპიროვნულად გადადოს არჩევნები.
თუ აღმოჩენილია გაყალბების ფაქტები, აუცილებელია კანონის შესაბამის მოთხოვნათა დაცვა: არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელშიც თითქმის ყველა ძალის წარმომადგენელი მონაწილეობს, არსებობს სასამართლო, სხვა ორგანოები.
ნებისმიერ შემთხვევაში, კანონი არ ითვალისწინებს წინა დღეს საარჩევნო პროცედურათა შეწყვეტის შესაძლებლობას - მოქმედი კანონის ნორმა იმპერატიულად მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება მინიმუმ ოთხი დღით ადრე უნდა განიხილოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შემდეგ - პრეზიდენტმა და პარლამენტმა. მოგეხსენებათ, არსებობს 2 ივნისის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება, პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც მოიწონა პარლამენტმა და არჩევნები ასე დაინიშნა.
ამრიგად, პრეზიდენტს რომც მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, იგი უკანონო იქნებოდა და დაუყოვნებლივ გასაჩივრდებოდა კიდეც და, ბუნებრივია, მას შედეგად ან იმპიჩმენტი მოჰყვებოდა, ან სხვა რამ, მარტო იმპიჩმენტზე არ არის ლაპარაკი, ეს იქნებოდა უკანონობა, რომელსაც არავინ გვაპატიებდა.
დარღვევების თაობაზე ისიც უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის სამსახურს აქვს ძალიან საგულისხმო და მრავალი საყურადღებო ფაქტი, თუ რა ძალები მონაწილეობდნენ ამ პროცესებში.
ეს ფაქტები გამოქვეყნდება.
- ანუ თქვენ მხედველობაში გაქვთ ის ფაქტი, თუ ვინ აყალბებდა არჩევნებს?
- ვინ აყალბებდა, ვინ იყო დაინტერესებული და ვინ ახერხებდა ამას კიდეც სხვადასხვა გზებითა და სხვადასხვა მეთოდებით.
მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ეს იყო მასობრივი მოვლენა. ყველა არჩევნებში არის რაღაც ასეთი ფაქტები და, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს აქაც ვერ ავცდით.
მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გაყალბების მცდელობაში ზოგიერთი იმ პარტიის წარმომადგენელიც იყო შემჩნეული, ვინც ყველაზე მეტად ხმაურობს „ფალსიფიკაციასთან“ დაკავშირებით.
სახელმწიფომ შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთა არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. ურთულესი პრობლემების მიუხედავად, ბიუჯეტში გამოიძებნა საჭირო თანხა (ეს საკმაოდ დიდი თანხაა, რამდენიმე მილიონი ლარია და ამის გამოძებნა არც ისე იოლი იყო).
მაგრამ აღმასრულებელ სტრუქტურებს არ შეუძლიათ (აკრძალული აქვთ) გააკონტროლონ ყველა პროცესი, რომელთა თვალყურის დევნება და წარმართვა სხვა ორგანოთა ვალდებულებაა. მაგალითად, ბიულეტენების დაბეჭდვა, მათი ტრანსპორტირება და სხვა მრავალი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დიდი დრო დაიხარჯა არეჩევნების გადატანის შესახებ ზრუნვაზე და ბევრი ელემენტარული ორგანიზაციული საკითხი მოუგვარებელი აღმოჩნდა.
ამან გამოიწვია ზოგიერთი გაუგებრობა, რასაც, ერთ შემთხვევაში, თან ახლდა ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი: საარჩევნო ბიულეტენების გატაცება.
ჩემი დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს ამ თავხედურ დანაშაულს, მონაწილეობს, რა თქმა უნდა, გენერალური პროკურატურა და ყველა სხვა სამართალდაცვის სტრუქტურები. სიმართლე უნდა გაირკვეს.
- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდაცვის სტრუქტურებს გარკვეული მონაცემები უკვე აქვთ. ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ ის ადამიანები გამოვლინდებიან, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და გამოჩნდება ის ძალებიც, რომლებმაც ასეთი რამ წაახალისეს და გააკეთეს...
- დღეს შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ მე არა მარტო აღშფოთება გამოვთქვი გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით და, განსაკუთრებით, რუსთავში მომხდართან დაკავშირებით, არამედ კატეგორიული დავალება მივეცი და ასევე პერსონალური პასუხისმგებლობა დავაკისრე თითოეულ სამართალდაცვის სტრუქტურას, რომელიც ახლა ამ საკითხით არის დაკავებული. თუ არ გავარკვევთ იმას, რაც მოხდა, ეს იქნება უსუსურობა. აქ კი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა.
- როდესაც ამ არჩევნების შესახებ ლაპარაკობენ, იკვეთება ორი მოსაზრება: ერთი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და იქვე ისმის კითხვა - ვის სასარგებლოდ გააყალბა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ სახელისუფლო პარტიამ (ანუ სამთავრობო პარტიამ, როგორც მას უწოდებენ) ძალიან ცუდი შედეგი მიიღო, და, მეორე მოსაზრება: ხელისუფლების უსუსურობის განცდა, რომ იგი არ ჩაერია არჩევნებში. თუმცა ისიც გაუგებარია, რატომ უნდა ჩარეულიყო ხელისუფლება არჩევნების პროცესში? რას იტყვით? აჩვენა თუ არა ამ არჩევნებმა ხელისუფლების უსუსურობა და რით ჰგავდა ან არ ჰგავდა იგი წინა არჩევნებს?
- თუ ვილაპარაკებთ თბილისისა და ზოგიერთი სხვა რეგიონების მაგალითის გათვალისწინებით, ხელისუფლების არჩევნების შედეგების გაყალბების ყოველგვარი მცდელობა უნდა გამოირიცხოს. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ მაშინ სხვა შედეგი ინებოდა, თუ ჩვენ ვივლიდით გაყალბების გზით, თუ ჩვენ გვექნ ნებოდა გავლენა საარჩევნო კომისიებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, სრულიად სხვა შედეგი იქნებოდა. მაგალითად, მოქალაქეთა კავშირი ვერ მოხვდა თბილისის საკრებულოში. მან მოაგროვა 2,5 პროცენტი. გაყალბება მათს სასარგებლოდ რომ ყოფილიყო, მაშინ შედეგიც სხვა იქნებოდა. თუ ვინმე დაინტერესებული იყო იმით, რომ არჩევნები ჩატარებულიყო დარღვევებისა და გაყალბების გარეშე, მე, უწინარესად, დავასახელებდი ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა ეს სამარცხვინო მოვლენა არ დაგვეშვა. მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად გამოირიცხა (ყოველ შემთხვევაში, თუ ინტერესებზე ვილაპარაკებთ) სახელისუფლო პარტიის ინტერესები. დანარჩენი, ცალკეული დარღვევები იქნებოდა, ამის შესახებ არის სერიოზული მასალები და, ვფიქრობ, თანდათან გარკვევა იქნება საჭირო.
სამწუხაროდ, რუსთავში არჩევნები ჩაიშალა, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა ახალი არჩევნები ამ ქალაქში უახლოეს დღეებში ჩატარდეს გართულების გარეშე.
როგორც ვიცი, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში რუსთავში შესაძლებელია არჩევნების დანიშვნა.
მთლიანობაში, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობის აქტიურობა, შეიძლება ითქვას, სრულიად ნორმალური იყო, ცოტა უფრო მეტიც, ვიდრე ეს ადგილობრივი არჩევნებისათვის არის დამახასიათებელი.
ადგილობრივ თვითმმართელობის არჩევნები, ტრადიციულად, ყველა ქვეყანაში ელექტორატის შედარებით დაბალი ინტერესით აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, თითქოს მოსახლეობა გულგრილად მოეკიდა ამ არჩევნებს. ქვეყნის მასშტაბით ელექტორატის აქტიურობა მაღალია განსაკუთრებით კახეთში, ქვემო ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში და სხვა რეგიონებშიც, დიდ რეგიონებში 50 პროცენტზე მეტიც იყო.
მოსალოდნელზე მეტი იყო ამომრჩეველთა რაოდენობა თბილისში, სადაც მონაწილეთა რაოდენობამ 40 პროცენტს გადააჭარბა. ეს დედაქალაქისათვის ძალიან მაღალი მონაცემია.
თბილისში სხვა ფაქტორებმაც იჩინეს თავი: დედაქალაქი ჯერ კიდევ ვერ მოსულა გონს საზარელი მიწისძვრის შემდეგ. ხოლო ისტორიული ატმოსფერო, რომელიც ზოგიერთებმა დაამკვირეს წინასაარჩევნო კამპანიისას, ერთგვარი გულაცრუებისა და პროტესტის გრძნობას იწვევდა.
რაც შეეხება შედეგებს: მრავალ სოფელში, დაბასა თუ ქალაქში მოსახლეობამ, უმრავლეს შემთხვევაში, ღირსეული წარმომადგენლები აირჩია, მე ხელთ მაქვს ეს მონაცემები. მრავალი ქალაქის მერი უდავოდ თვალსაჩინო პიროვნებაა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს. თუმცა არიან სხვადასხვა პარტიათა წარმომადგენლებიც, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, კვლავინდებურად მზადა ვარ ვითანამშრომლო ყველა პარტიასთან (პოლიტიკური მრწამსისა და მიმართულების მიუხედავად), თუ იგი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და უპირობოდ აღიარებს ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის აუცილებლობასა და უზენაესობას.
უფრო რთული იქნება თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბება თბილისში, სადაც მრავალფეროვანი წარმომადგენლობაა და ზოგიერთი პარტია საკმაოდ მრავალრიცხოვნადაც არის წარმოდგენილი. მაგრამ მიუღწეველი არაფერია.
- ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ თქვენ ახლა თქვენი მომავალი საპარლამენტო მოხსენების თეზისებსაც გვაცნობთ, რომელმაც რატომღაც ძალიან დაიგვიანა?
- სხვათა შორის, მე რამდენჯერმე შემახსენეს ეს და ვფიქრობ, რომ ასეთი მოხსენების წარდგენა არ არის მარტო საპარლამენტო. პრეზიდენტი წარუდგენს მოხსენებას არა მარტო პარლამენტს, არამედ მთელ მოსახლეობას, მთელ ქვეყანას.
სიმართლე გითხრათ, მე ძალიან უხერხულად კი ვგრძნობ თავს, მაგრამ, ალბათ, ერთი-ორი თვე მაინც იქნება საჭირო, ყოველ შემთხვევაში, შემოდგომისათვის პრეზიდენტი მზად იქნება, წარუდგინოს პარლამენტს არა მარტო შარშანდელი მუშაობისა და ჩვენი პარლამენტთან თანამშრომლობის შესახებ თავისი ყველა მოსაზრება, არამედ პრინციპული მიმოხილვა იმისა, თუ ჩვენ ამ ათი წლის განმავლობაში რა გზა გავიარეთ.
- და რატომ ასე გვიან?
- სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს.
- არჩევნები ხომ უკვე გაიმართა?
- არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, უფრო სერიოზული ანალიზი მივიღო იმისა, რა მოხდა საქართველოში. როგორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, ან როგორი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები გაიმართოს მაღალ დონეზე, ყოველგვარი გაყალბების გარეშე. ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ასევე მე ზოგიერთი მოსაზრება უნდა ჩამოვაყალიბო, შემდეგი ეტაპის - უკვე პრეზიდენტის არჩევნების შესახებ. ამიტომ, მირჩევნია, ორი თვით გვიან შევიტანო ეს მოხსენება, მაგრამ, მოხსენება უნდა იყოს არა მარტო პრეზიდენტისა, არამედ იმ ძალების გამოცდილების, სურვილების, შეხედულებათა გამომხატველი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ დაწყებული 1992 წლიდან ათწლეულის განმავლობაში, და როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ მომავალში. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ პრეზიდენტი პრეტენზიას აცხადებს რაღაც საკანონმდებლო აქტის შეტანაზე ამ მოხსენების სახით. არა. ამ ათწლეულის განმავლობაში მეორეხარისხოვან როლს არ ვასრულებდი, ბევრი რამ ვიცი და ძალიან ბევრ საკითხზე შემიძლია და ვალდებული ვარ, ჩემი შეხედულებანი ჩამოვაყალიბო, რომლებიც შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ აუცილებლად საგულისხმო იქნება.
- ტრადიციული შეკითხვა: რას გამოყოფდით გასული კვირის ეკონომიკური მოვლენებიდან?
- მინდა, უწინარესად, აღვნიშნო ძალიან საყურადღებო შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა.
ბატონ ტუცია ჰიროსუმას დიპლომატიური მისიის ვადა ამოეწურა საქართველოში.
ათი წლის განმავლობაში, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, იაპონია ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
გარდა ამისა, იაპონიის მთავრობა სულ უფრი დიდ ინტერესს ამჟღავნებს სამხრეთ კავკასიის და, კონკრეტულად, საქართველოს მიმართ.
ამ ქვეყნის „ევრაზიული დიპლომატიის“ პრინციპები ითვალისწინებენ იაპონიის აქტიურ მონაწილეობას ისეთი ისტორიული მნიშვნელობის პროექტებში, როგორიცაა „ტრასეკა“, „ინოგეიტი“ და „დიდი აბრეშუმის გზა“.
იაპონელი მეგობრები აქტიურად გვეხმარებიან ენერგეტიკის, სოციალური სფეროს, აგრეთვე ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მათთან თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროში.
იაპონიის მთავრობის მორიგი გრანტი გულისხმობს საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის სამნახევარი მილიონი დოლარის გამოყოფას. ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია დღევანდელ პირობებში.
თქვენ გახსოვთ, მგონი, ესწრებოდით კიდეც იმ პრეზენტაციას, ასობით ახალი, თანამედროვე ტრაქტორისა და კომბაინის დათვალიერებას. აქვე მინდა გითხრათ, რომ თუ საბჭოთადროინდელი კომპანიები ხორბლის მოსავალს 30 პროცენტის დანაკარგით იღებდა, აქ დანაკარგი მხოლოდ ან ნახევარი ან ერთი პროცენტია. ამიტომ ჩვენმა გლეხებმა შესანიშნავად იციან ამ ტექნიკის ფასი. ეს საკმაოდ ბევრია, ჩვენ ერთ წელიწადში უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ გვაქვს იმდენი, რაც აუცილებელია მოსავლის ასაღებად ან დასათესად.
გარდა ამისა, სპეციალური გრანტები გამოიყოფა თბილისში მიწისძვრის შედეგთა აღმოსაფხვრელად. ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს ამ მიმართულებით იაპონიის გამოცდილება: მოგეხსენებათ, იაპონიაც სეისმურად ძალზე აქტიურ ზოლში მდებარეობს (თუ ყველაზე მეტად აქტიურ ზოლში არა) და უზარმაზარი გამოცდილება აქვთ პროგნოზირებისა და ამ მოვლენებისათვის მზადების თვალსაზრისით.
მთავრობის სხდომაზე ყურადღებით მოვისმინეთ შესანიშნავი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის, პროფესორ კიაზო ფიცხელაურის ინფორმაცია დავით გარეჯის უდაბნოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის ცივილიზაციის არსებობის თაობაზე.
უნდა გითხრათ, რომ ამ განხილვაში აქტიურად მონაწილეობენ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობა, ბატონი გურამ თევზაძე, ბატონ ნოდარ ამაღლობელი და სხვები. საკმაოდ ავტორიტეტული აუდიტორია გახლდათ და ამ სხდომაზე გავიგე, თუ რა დონისათვის მიუღწევიათ ჩვენს არქეოლოგებს ამ წლების განმავლობაში.
მიმდინარე წელს ამ სამუშაოებში გერმანელი სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას. მთავრობა, თავის მხრივ, ყველაფერს იღონებს ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად. ფუნქციონირებს ქართველ და გერმანელ არქეოლოგთა გაერთიანება - ტროა-უდაბნო. დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიხარულო ცნობას მივიღებთ ამ უახლოეს წლებში.
ხაზგასასმელია, რომ არქეოლოგიის შემდგომ განვითარებას მეცნიერული ინტერესების გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტების მოსაზიდად ჩვენს ქვეყანაში.
საერთოდ, ბატონ კიაზოს მოღვაწეობასთან მრავალი უნიკალური აღმოჩენაა დაკავშირებული, რამაც საქართველოს, შეიძლება ითქვას, შორს გაუთქვა სახელი.
ამის გარდა, მინდა მოსახლეობამ იცოდეს, მე თითქმის ყოველდღიურად ვარ დაკავებული ამერიკელი სპეციალისტების ჩვენთან მოღვაწეობით, იმ პრობლემებით, რომლებიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ჩვენი საუბრის შემდეგაც მექნება შეხვედრა ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. უნდა გითხრათ, რომ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ, გულისხმობს ნამდვილი ქართული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჯარის შექმნას, ეს არის მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური ჯარი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ურთულეს პრობლემას თავს გავართმევთ. სამომავლოდ ძალიან იმედიან ფუნდამენტს ვუყრით საფუძველს.
მინდა ისიც გაცნობოთ, რომ გუშინ პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით განვიხილეთ ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგების მიმდინარე და პერსპექტიული საკითხები.
სამწუხაროდ, უმთავრესი პრობლემა მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობაა. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ უფასოდ ბუნებრივ აირს ვერავინ მიიღებს (გარდა იმ კატეგორიის ადამიანებისა, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული შეღავათებია დაწესებული ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ).
ეს შეიძლება არ იყოს ორდინალური გადაწყვეტილებები, შეიძლება იყოს გამოცდილების გაზიარება, რომელიც „ეი-ი-ეს თელასის“ შემოსვლასთან დაკავშირებით იყო, მან 150 მილიონი დოლარი დააბანდა ამ ქსელის განახლებაში, მრიცხველების დაყენებაში და ა.შ. რაღაც ამის მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს გაზის სფეროში.
და, ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ქართულმა სახელმწიფომ თვითმმართველობის ამ ურთულეს არჩევნებს თავი გაართვა, მათ შორის, ბევრი შეცდომისა და დაგვიანებულ გადაწყვეტილებათა მიუხედავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. დემოკრატიული აღმშენებლობის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, სწორია და ამ, გზის ერთი მონაკვეთი გახლდათ სწორედ ეს თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ყველამ ერთად საკმაოდ კარგად გავართვით თავი.
„როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, კვლავინდებურად მზადა ვარ ვითანამშრომლო ყველა პარტიასთან, თუ იგი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და უპირობოდ აღიარებს ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვის აუცილებლობასა და უზენაესობას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 5 ივნისი. - №135 (4194). - 1, 2 გვ.
![]() |
110 ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიას |
▲ზევით დაბრუნება |
2002 წლის 3 ივნისი
ბატონებო,
მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომელიც გამოხატულია თქვენი 2002 წლის 15 მაისის წერილში რელიგიური უმცირესობ ბებისადმი მოპყრობის გამო. სამწუხაროდ, თქვენ გქონდათ მიზ ზეზი აღგეძრათ ეს საკითხი, რადგან საქართველოში ხდება რელ ლიგიურად მოტივირებული შეუწყნარებლობის გამოვლენა და რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტები. მე ბევრჯე შევხებივარ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: მკაცრად ვგმობ რელიგიურ ექსტრემიზმსა და რელიგიით მოტივირებულ ნებ ბისმიერ ძალადობას. ასეთი გამოვლინებანი აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოების სათვის და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. საქართველო მუდამ ამაყობდა თავისი ტოლერანტობით და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
რომ აგიხსნათ, თუ რამ განაპირობა რელიგიურ უმცირესობათა მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლინება, მიზანშეწონილად მიმაჩნია, განვმარტო ამ მოვლენის მიზეზები. საქმე ის არის, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში და თვით ქართველი ერის გადარჩენაში. ეს დამოკიდებულება ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ეს არის მიზეზი, რატომ აქვს ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, რომელიც აღიქმება დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედად და ერის კულტურული და ისტორიული ტრადიციების დაცვის საფუძვლად. საქართველოში ცხოვრობენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ ასიათასობით მაჰმადიანი, გრიგორიანელი, კათოლიკე, იუდეველი, რომლებთანაც მართლმადიდებლებს, ისევე, როგორც თვით ქართულ სახელმწიფოს, სერიოზული პრობლემები არ ჰქონია და არა აქვს.
რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების შემოსვლას საქართველოში, ეს შედარებით ახალი მოვლენაა, და ბევრი რამ ჩვენთვის მოულოდნელი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო არატრადიციული რელიგიური ჯგუფების მიმართ, რადგან, მათი აზრით, ეს ჯგუფები მოწოდებული არიან შეარყიონ სახელმწიფოს საძირკველი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ დრო გვჭირდება ასეთი მენტალიტეტის შესაცვლელად და, დარწმუნებული ვარ, ეს დროის საქმეა მხოლოდ.
მჯერა, ეს არის ძირითადი პირობა რელიგიურად მოტივირებული ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად და იმ შემწყნარებლობის აღსადგენად, რომელსაც ზემოთ შევეხე. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ტრადიციული, ისე არატრად დიციული რელიგიური ჯგუფების საქმიანობა სამართლებრივად უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი კანონის მიღებით.
ცხადია, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების გასამართლებლად. ყოველი ასეთი აქტი დანაშაულია და ისჯება კანონმდებლობით. პირები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული. იგივე ითქმის სამართალდაცვის ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არ აღკვეთენ დანაშაულებრივ მოქმედებებს, რა მოტივითაც უნდა იყოს ჩადენილი ისინი.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა ღონეს იხმარს, რათა აღმოფხვრას რელიგიურად მოტივირებული ექსტრემიზმის ყველა შემთხვევა. შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია და მომავალშიც მიიღება დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისა და მათი დასჯისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2002 წლის 17 მაისს გამოვეცი სპეციალური ბრძანებულება საქართველოში ადამიანის უფლებათა განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ. ამ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტი სთხოვს საქართველოს გენერალურ პროკურორს, ავალებს საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ აზრის, სინდისის, აღმსრულებლობისა და რწმენის თავისუფლება, გამოიძიონ და სასამართლოს გადასცენ რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ყოველი ფაქტი დამნაშავე პირების დასჯის მიზნით; მოაწყონ ტრენინგები ადამიანის უფლებათა სფეროში, განსაკუთრებით, რელიგიური შეუწყნარებლობის დაუშვებლობის შესახებ.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, სასამართლო ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელია. არც საქართველოს პრეზიდენტს, არც სხვა უწყებებსა თუ თანამდებობის პირებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა მის გადაწყვეტილებაზე. მაგრამ აღნიშნულ ბრძანებულებაში საქართველოს იუსტიციის საბჭოს (საკონსულტაციო ორგანოს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს) დაევალა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმას, რომ რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობრივი აქტების, წამებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულთა საქმეები გაუჭიანურებლად იქნეს განხილული სასამართლოებში.
ამ დავალებათა შესრულებას მკაცრი კონტროლი დაუწესდა. ბრძანებულება და ჩემი საპროგრამო წერილი „ადამიანის უფლებათა დაცვა ქართული სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტი“ დაიბეჭდა და მას გაეცნენ სამართალდაცვის ორგანოების თანამშრომლები, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებით დაინტერესებული ყველა პირი.
გარდა ამისა, ადრე მე დავავალე საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოემზადებინა კანონპროექტი რელიგიურ ორგანიზაციათა შესახებ. ეს კანონპროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს. ეს კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება 2002 წლის 15 ივლისისათვის.
დარწმუნებული ვარ, როცა მკაცრად განსაზღვრულ დროში ეს დავალებები შესრულდება, ჩვენ შეგვეძლება იმის თქმა, რომ რელიგიურად მოტივირებულ შეუწყნარებლობას საქართველოში მომავალი არა აქვს და რელიგიურად მოტივირებული ძალადობა აღარ არსებობს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 9 ივნ ნისი. - №139 (4198). - 1, 2 გვ.
![]() |
111 „ადგილობრივი თვითმმართველობის ასეთი, უსაზღვროდ დემაგოგიური პოლიტიზება ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
10 ივნისის რადიოინტერვიუ
- გუშინ რუსთავში გაიმართა არჩევნები, რომელიც ცნობილი მოვლენების შედეგად გადაიდო. მთლიანობაში უკვე შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება და იმის შეფასება, თუ როგორ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში. თქვენი აზრით, რამდენად შესძლებენ არჩეული მუნიციპალური ორგანოები თავიანთი ძირითადი დანიშნულების შესრულებას და ხომ არ გეჩვენებათ, რომ ადგილობრივი არჩევნები ზედმეტად პოლიტიზებული იყო და ხშირ შემთხვევაში მათ ის მნიშვნელობაც ენიჭებოდათ, რომელიც რეალურად მუნიციპალურ ორგანოებს არ შეიძლება ჰქონდეთ? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ძალიან სამწუხაროა, რომ არა ყველგან, მაგრამ ცალკეულ ქალაქებსა და უბნებში გარკვეულმა ძალებმა ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკურ შოუდ გადააქციეს.
ეს მართლაც გულდასაწყვეტია, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდხანს ვემზადებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი სისტემის დაფუძნებისათვის, რომელიც, რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება ჩამოყალიბებულიყო.
ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან მწვავე, მაგრამ მთლიანობაში სასარგებლო და კონსტრუქციული დისკუსია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში.
იყო აზრთა ჭიდილი, კონცეფციათა შეჯერება, დისკუსია, დებატები, რამაც საბოლოოდ საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინა, ჩემი აზრით, ამ ეტაპისათვის ოპტიმალური მოდელი.
ბუნებრივია, იგი თავად გადაიქცევა მძლავრ წინგადადგმულ ნაბიჯად არა მარტო სრული თვითმმართველობის დასამკვიდრებლად, რაც ჩვენი საბოლოო, უეჭველი მიზანია, არამედ ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრისათვისაც. ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი სამომავლოდ დადგეს დღის წესრიგში.
ანუ, ჩვენ ამ არჩევნებს განვიხილავთ არა მარტო როგორც მუნიციპალური სისტემის რეფორმას, არამედ მნიშვნელოვან განაცხადს თვით კონსტიტუციური ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1995 წელს, ობიექტურ მიზეზთა გამო, საქართველოს პარლამენტმა ღიად დატოვა საკითხი სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. ეს ნაკლი ვერც ახლა შევავსეთ.
რა მივიღეთ რეალურად?
დიდად სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედითი სისტემის დაფუძნებისათვის ზრუნვის ნაცვლად, გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და მათ უკან დაფარულმა ძალებმა შეძლეს, მე ვიტყოდი, დაეკნინებინათ თვით ადგილობრივი დემოკრატიის კეთილშობილური იდეა! რა თქმა უნდა, არა ყველგან. არჩევნები, ძირითადად ნორმალურად ჩატარდა, მაგრამ ცალკეულ ქალაქებში, საარჩევნო უბნებში ავადმყოფურ მოვლენამდე მივიდა საქმე.
მათ ყველანაირად სცადეს და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც საწადელს - მომხდარიყო ადგილობრივი თვითმმართველობის დისკრედიტაცია, ვინაიდან ასეთ მეთოდებს, წინასაარჩევნო რიტორიკას და, რაც მთავარია, წინადადებებს და ლოზუნგებს, აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მუნიციპალური პრობლემების გადაწყვეტასთან.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ირჩევს უპირველესად იმ პრობლემათა მოსაგვარებლად, რომელიც კონკრეტულ სოფელს, დაბას, რაიონს თუ დასახლებას სტკივა და აწუხებს.
ეს არის გზის აღდგენა, სატრანსპორტო საკითხების მოწესრიგება, კომუნალური მომსახურების გაუმჯობესება, წყლის გაყვანა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიუჯეტის გაძლიერება, უპოვართა და უმწეოთა დახმარება, განათლების საკითხები, ზრუნვა ადამიანთა ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია კონკრეტული ადამიანისათვის, კონკრეტული ოჯახისათვის, რომლის ბედნიერება და კეთილდღეობა მთელი ხელისუფლების, კერძოდ, მისი ადგილობრივი რგოლის არსებობის მთავარი აზრი უნდა იყოს.
ნებისმიერმა ადამიანმა გულზე ხელი დაიდოს და თქვას: რა კავშირი აქვს მთელ იმ გულისგამაწვრილებელ პოლიტიკანურ გნიასს, რისი უნებლიე მოწმენიც გავხდით ყველანი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ცალკეულ უბნებსა და ქალაქებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრობლემასთან?
მე მაინც ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კეთილგონიერებისა და ღრმა, პატრიოტული პასუხისმგებლობის იმედი მაქვს.
უმრავლეს ქალაქში, რაიონში, სოფელსა თუ დაბაში მართლაც ღირსეული ადამიანები მოვიდნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, სოფელმა, ქალაქმა იცის, რას წარმოადგენენ ისინი, იცნობენ მათ, რომლებიც, მართლაც, ღირსეული ადამიანები არიან. მოვიდნენ საქმის გასაკეთებლად, კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად და არა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის.
ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის და არ უნდა იყოს „ტრამპლინი“ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ვინც მას ასე განიხილავს, იმას არავითარი კავშირი მოსახლეობასთან არა აქვს და მთელი მისი რიტორიკა მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობაა.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მზადა ვარ ვითანამშრომლო მრავალ იმ ღირსეულ ადამიანთან, საზოგადო მოღვაწესთან, ვინც წარმატებას მიაღწია ამ არჩევნებში, ვინაიდან მოსახლეობამ მას მიანდო ყველაზე მტკივნეული არაერთი ადგილობრივი პრობლემის გადაწყვეტა.
ქვეყნის რეგიონთა უმრავლესობაში არჩევნები ჩატარდა მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირებისა და თავპირისმტვრევის გარეშე.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მუნიციპალურ ორგანოებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის პრიორიტეტულობასაც აუცილებლად გავითვალისწინებ, როდესაც კონსტიტუციის შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას მერებისა და გამგებელთა დანიშვნის შესახებ.
და ბოლოს: ყველა საკითხის, ყველა სახელმწიფოებრივი პროცედურის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ასეთი, უსაზღვროდ დემაგოგიური პოლიტიზირება ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გამოცხადება ნორმალური იყო, მაგრამ მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი არ მოვიდა არჩევნებზე. არ მოვიდა სწორედ იმიტომ, რომ ბევრ უბანსა თუ რაიონში ეს იყო პოლიტიზირებული შოუ და საერიოზულ ხალხს უბრალოდ, არ სურდა მონაწილეობა ასეთ მოვლენებში.
სხვათა შორის, აქვე უნდა შევნიშნო, რომ დემოკრატია თავისთავად გულისხმობს სტაბილურობას. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, თუ ჩვენ დასავლელი მეგობრები დემოკრატიის ცნებას ყოველთვის უკავშირებენ სტაბილურობას, ვინაიდან მათ შესანიშნავად ესმით და ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ არასტაბილური დემოკრატია სინამდვილეში დემოკრატია არ არის.
რაც შეეხება ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით: კრიტიკული შენიშვნები მეტწილად სამართლიანია, მაგრამ იმ პოლიტიკანთა გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც ამ შეფასებებს აფრიალებს, - ყურადღებით წაიკითხონ ეს დოკუმენტი. ერთ-ერთი ძირითადი შენიშვნა, რომელიც ევროპელმა ექსპერტებმა გამოთქვეს სწორედ ის გახლავთ, რომ, მათი თქმით, მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზედმეტი პოლიტიზება, ხოლო პოლიტიკურ პარტიათა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს არჩევნები თავისი მიზნებისათვის გამოიყენა. ასეთია შენიშვნების ძირითადი არსი.
სავსებით სამართლიანი შეფასებაა და მე მას აბსოლუტურად ვიზიარებ.
ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რათა ამ ფორმით, ასეთ ვითარებაში, ამგვარი მეთოდების გამოყენებით, არჩევნები აღარ ჩატარდეს (ვგულისხმობ, დასახელებულ გამონაკლისებს), ამ სახელმწიფოებრივ პროცედურას ჰქონეს ჭეშმარიტად ცივილიზებული, დემოკრატიული ფორმა.
მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ორი ივნისის გაკვეთილებიც ყველამ უნდა გაი ითვალისწინოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, არავითარი აზრი არა აქვს, თუ ვინ გაიმარჯვებს ან ვინ დამარცხდება. დამარცხდება მთლიანად ქართული დემოკრატია და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო.
სხვათა შორის, ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ამ ხნის მანძილზე დაგროვდა დიდი სასარგებლო გამოცდილება. სამომავლო საპარლამენტო არჩევნებისათვის ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
- საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე მოსკოვსა და კიევში იმყოფებოდა. რა მიზანს ისახავდა ეს ვიზიტი და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ისინი?
- ბატონი თედო, რომელიც ჩემი საგანგებო დავალებით გაემგზავრა მოსკოვსა და კიევში, გუშინ დაბრუნდა თბილისში.
გუშინ მასთან და ირაკლი მენაღარიშვილთან ერთად ვერკვეოდით ამ საკითხებში. პირველი ინფორმაციით, რისი გაანალიზებაც ამ დროისათვის მოხერხდა, რუს კოლეგებთან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ბატონ რუშაილოსთან შეხვედრები უაღრესად ნაყოფიერი, მრავალმხრივ საინტერესო და გულახდილი იყო.
საერთოდ, ასეთი კონტაქტები სისტემატურ ხასიათს იძენს, რასაც ერთმნიშვნელოვნად მივესალმები.
ჩვენს დიდ მეზობელთან, რუსეთის ფედერაციასთან ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ ორმხრივი ურთიერთობის საკვანძო პრობლემათა გადასაწყვეტად, როგორიცაა დიდი ხელშეკრულების მომზადება, უპირველესად, აფხაზეთის პრობლემა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ზოგიერთი სხვა საკითხი.
დიალოგი გრძელდება სხვადასხვა დონეზე, რასაც სტიმული მისცა პრეზიდენტების სამმა შეხვედრამ. განსაკუთრებით საგულისხმოა ბოლო ორი შეხვედრა.
ჩვენ უეჭველად შევძლებთ ამ პრობლემათა გადაწყვეტის კონსტრუქციული ფორმულის შემუშავებას ინტერესთა რეალური თანხვედრის საფუძველზე.
აგრეთვე, ძალზე წარმატებული იყო ბატონი თედო ჯაფარიძის მისია კიევში. უამრავი სიახლეა მოძმე უკრაინასთან ურთიერთობაშიც, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკების დროს.
მადლობელი ვარ ბატონი ლეონიდ კუჩმასი, რომელმაც გამოძებნა დრო, და საკმაოდ ხანგრძლივიც, საიმისოდ, რომ გასაუბრებოდა თედო ჯაფარიძეს და მოესმინა ზოგიერთი ჩემგან გაგზავნილი ინფორმაცია.
- ისევე რუსეთის თემა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირ რომ მიიღო შესწორება კანონში „მოქალაქეობის შესახებ“, რომელიც ამჟამად უკვე ამოქმედდა. საბჭოთა პასპორტების ვადა 30 ივნისს იწურება. ჩვენთვის ეს თემა ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, რომ არა აფხაზეთი და ცხინვალი, სადაც, გასაგები მიზეზების გამო, რუსული პასპორტების გაცემა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს...
- იძულებული ვარ, საკმაოდ მკაცრი განცხადება გავაკეთო ამის თაობაზე: რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა უფლებამოსილია თავად განსაზღვროს შიდა საემიგრაციო და საპასპორტო კანონმდებლობა, მაგრამ მან არ უნდა ხელყოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. მით უმეტეს, რომ ამ შესწორებაში, რომელიც შეიტანეს სახელმწიფო სათათბიროში, საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ხომ არ არის ცოტა უცნაური მინიშნება, და არა მარტო მინიშნება, არამედ პრაქტიკული მოქმედებაც?
ის შესწორება, რომელიც ერთი ჯგუფის დაჟინებული მოთხოვნითა და ბოროტი განზრახვით იქნა შეტანილი კანონში, ფაქტობრივად, ნიშნავს ფარული ანექსიის განხორციელებას და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას.
ამრიგად, ეს არის არცთუ მეგობრული ნაბიჯი, მეტი რომ არა ვთქვათ, რომელიც კარდინალურად ეწინააღმდეგება იმ კონსტრუქციულ საულისკვეთებას, რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა ურთიერთობაში რომ ჩამოყალიბდა.
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთის სახელის სუფლებო ორგანოთა ერთ ნაწილში ძლიერდება ფარული, დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყოველნაირად ცდილობს ჩაშალოს რუსეთ-საქართველოს დაახლოებისა და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის პროცესი.
ამგვარი გადაწყვეტილება აკნინებს რუსეთის, როგორც აფხაზეთის კონფლიქტის პროცესში ობიექტური და მიუკერძოებელი შუამავლის როლს.
მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მოქმედებს დისკრიმინაციული სავიზო რეჟიმი - სხვადასხვა ფორმატით და შინაარსით საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე, სხვადასხვა კატეგორიის და ეროვნების თუ რეგიონული კუთვნილების მოქალაქეებისათვის.
რაც შეეხება გადაადგილების უფლებას, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის, ჩვენი კანონმდებლობით, მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ და შეუძლიათ აიღონ საქართველოს პასპორტი, რომელიც შეუზღუდავი გადაადგილების საშუალებას აძლევთ მათ. მით უმეტეს, რომ თუკი რუსეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ მან უნდა ცნოს საქართველოს პასპორტიც, რომელიც ამ მოქალაქეებს შეუზღუდავი გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ვიმედოვნებ, ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა და იგი უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ ნოტას გამოაქვეყნებს.
- კიდევ ერთი თემა, რომელიც შეეხება ეკონომიკას. ისევე პრობლემებია გაზთან დაკავშირებით როგორ ემზადება ქვეყანა ზამთრისათვის? ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზეც იყო მსჯელობა...
- უპირველესად, რამდენიმე სიტყვა კომპანია „სიმენსის“ მაღალი რანგის დელეგაციის სტუმრობის შესახებ, რომელსაც ბატონი ჰანს კიუნსი ხელმძღვანელობდა.
მოგეხსენებათ, ამ გიგანტურ კომპანიასთან საქართველოს ისტორიულად ძალიან ბევრი რამ აკავშირებს.
შეიძლება ითქვას, იგი პირველი „ევროპული მერცხალი“ იყო, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დამდეგს „სიმენსმა“ ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე, მართლაც, საშვილიშვილო პროექტი განახორციელა. მათ შორისაა კავშირგაბმულობის საშუალებათა გაყვანა საქართველოს გავლით ინდოეთამდე.
წარმატებულია, აგრეთვე, ჩვენი თანამშრომლობა ბოლო ათი წლის განმავლობაში.
„სიმენსი“ სერიოზულად დაეხმარა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ ფასდაუდებელ მატერიალურ დახმარებას. გარდა ამისა „სიმენსის“ ექსპერტებმა უმაღლეს დონეზე დაამუშავეს სტრატეგიული მნიშვნელობის სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის ზოგადი კონცეფცია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ფირმის დამოკიდებულება ქართული სამედიცინო და საინჟინრო კადრების მიმართ. მისი ინიციატივით ბევრმა ახალგაზრდა მედიკოსმა აიმაღლა კვალიფიკაცია ევროპის წამყვან კლინიკებში.
ვისაუბრეთ ახალი პროექტების შესახებ და, შეიძლება ითქვას, ეს კომპანია, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ინდუსტრიული საზოგადოების ერთგვარი ისტორიაცაა, სამუდამოდ დარჩება საქართველოში და ბევრ სასიკეთო საქმესაც გააკეთებს.
მინდა რადიომსმენელთა ყურადღება მივაპყრო მნიშვნელოვან ფაქტს: 5 ივნისს მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ ბრძანებულების პროექტი საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც მცირე, ისე საშუალო საწარმოთა საკონსულტაციო და ფინანსურ მხარდაჭერას.
ჩამოყალიბებულია პროცედურები და მექანიზმები, რის მიხედვითაც ამ დახმარებას სპეციალური ცენტრი განახორციელებს.
ამით უნდა გამოირიცხოს ყველა ის გაუგებრობა, რაც წინა წლებში საკმაოდ ხშირი იყო. გათვალისწინებულია არასაბანკო მცირე სესხების გამოყოფა, ბანკების წინაშე საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირება და სხვა.
ცალკეა გამოყოფილი მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის ღონისძიებათა სისტემა - ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმის უზრუნველსაყოფად.
შეიძლება ითქვას, ეს სრულიად ახალი ეტაპია, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი უშუალოდ იწყებს ზრუნვას მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის. ვთხოვ მოქალაქეებს, რომელთაც აინტერესებთ ბიზნესის სფეროში ჩაბმა, გაეცნონ ამ მონაცემებს, რადგან მის დეტალებზე საუბრისათვის ჩვენ დღეს დრო არ გვყოფნის.
ამას უახლოეს მომავალში აუცილებლად მოჰყვება სასიკეთო შედეგი.
უდიდესი ყურადღებით მოვისმინეთ მთავრობის სხდომაზე სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია 2002-2003 წლების ზამთრის სეზონისათვის მზადების თაობაზე.
ზამთრის სეზონისათვის მზადება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ფინანსებზე, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება მოხმარებული ენერგიის, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურებას.
ამავე დროს, უფრო ყაირათიანად და მეტი მარგი ქმედებით უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები. საუბარი იყო წყალსაცავებზე. დიდი ხანია, ამდენი წყალი ჩვენს წყალსაცავებში არ ყოფილა. მაგრამ ეს რესურსი რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, დავზოგოთ და ზამთარს სერიოზული მარაგით შევხვდეთ.
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ. ამ ინფორმაციას ყოველთვიურად ან თვეში ორჯერ მოვისმენთ მთავრობის სხდომაზე. შევეცდებით, ეს სფერო კონტროლის არეში იყოს.
უახლოეს მომავალში ეროვნული უშიშროების საბჭო იმსჯელებს „თბილგაზში“ შექმნილი ვითარების თაობაზე, სადაც ათობით მილიონი ლარი გაიფლანგა. ჩემი წინადადებები, რასაც კოლეგებს შევთავაზებ საბჭოს სხდომაზე, ძალიან მკაცრი და რადიკალური იქნება.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს სისტემა მთლიანად დალპა როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ, ერთი მხრივ, თითქმის მთლიანად მოძველებულია და ექსპლუატაციისათვის საშიშია გაზგაყვანილობის სისტემა დედაქალაქში, ხოლო, მეორე მხრივ, დარგი წალეკა ყოვლად უსირცხვილო და მოურიდებელმა კორუფციამ.
მიმაჩნია, რომ იმ დოკუმენტების საფუძველზე, რაც მოამზადეს კონტოლის პალატამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ, უნდა განხორციელდეს მკაცრი ანტიკორუფციული ღონისძიებანი.
მაგრამ დარგის გადასარჩენად ეს არ იქნება საკმარისი: აუცილებელია მოიძებნოს ინვესტორი, რომელიც მნიშვნელოვან თანხებს დააბანდებს ამ სისტემაში, უპირველესად, დედაქალაქში.
რამდენადაც ვიცი, ტენდერში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვიტა ისრაელის მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კომპანიამ. მე შევხვდი ამ კომპანიას, სერიოზული ხალხია და, მე მგონი, ამ დღეებში კიდეც ჩამოვლენ და შეუდგებიან მუშაობას. მან წარმოადგინა საინტერესო პროგრამა თბილისის სადისტრიბუციო ქსელის რეაბილიტაციის თაობაზე.
ალბათ, ქონების მართვის სამინისტრო მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ, მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
დრო არ ითმენს. შემოდგომა-ზამთრის სეზონამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა. შეუძლებელია კვლავაც გაგრძელდეს დღევანდელი პრაქტიკა, როდესაც, ფაქტობრივად, სახელმწიფო ანაზღაურებს მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის უდიდეს ნაწილს.
ამას არათუ განვითარებადი ქვეყნის, არამედ აყვავებული ზესახელმწიფოს ბიუჯეტიც ვერ გაუძლებს. ამას არც არავინ აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი და წლევანდელი ბიუჯეტი ასე მწირია, გავდივართ იმ პარამეტრებზე, რომელიც აუცილებელია ხელფასებისათვის, პენსიებისათვის და ასე შემდეგ. იძულებული გავხდით ამ თანხებისათვის მოგვეკლო რამდენიმე მილიონი ლარი და დაგვეფარა მომწოდებელთა წინაშე არსებული ჩვენი დავალიანება. ვგულისხმობ, „იტერასა“ და სხვებს.
- და, ბოლო შეკითხვა. გუშინ დიდგორის მემორიალი შეურაცხყვეს. ამასთან დაკავშირებით თქვენ განცხადება გუშინვე გააკეთეთ...
- მართლაც, ამასთან დაკავშირებით ვთხოვე ჩემს კოლეგებს. მოემზადებინათ სათანადო ტექსტი, რომელიც შემდეგ მე შევასწორე და ტელევიზიის პირველი არხის საშუალებით გამოვთქვი კიდეც ჩემი აზრი.
სიტყვა „შემაშფოთა“ არ იქნება ჩემი განწყობილების სრულიად გამომხატველი. მით უმეტეს, რომ ამ უნიკალური კომპლექსის მშენებლობის სათავეებთან მეც ვიდექი. შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი ჩვენი დროის უდიდეს შემოქმედს ბატონ მერაბ ბერძენიშვილს და, როგორც შემეძლო, ვაკეთებდი ამ საქმეს.
მეამაყება, რომ ეს უნიკალური ძეგლი დაიდგა ჩვენი ქვეყნ ნის, მართლაც, გამორჩეულ ადგილას. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ტურისტებისა და ჩვენი მოქალაქეების ყველაზე საყვარ რელი ადგილი. გუშინ აღვნიშნე, რომ მსგავსი შემთხვევა პირველად არ ხდება. ალბათ, გახსოვთ, ილია ჭავჭავაძის და გიორგი ჩუბინიშვილის ბიუსტების გატაცება უნივერსიტეტიდან. მართალია, დამნაშავენი რამდენიმე დღეში დააკავეს და დასაჯეს კიდეც, მაგრამ ეს გაკვეთილად არ გამოადგათ ურჯულო ადამიანებს.
დიდგორის ძეგლების ხელყოფა საქართველოს დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხის ტრადიციებისა და აწმყოს, თუნდაც მისი მომავლის ხელყოფის ტოლფასია. ეს არის დანაშაული ერის წინაშე. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დამნაშავე თუნდაც ქვესკნელიდან უნდა ამოიყვანონ. იგი უნდა მოიძებნოს და წარსდგეს ხალხის სამსჯავროზე. ეს არის დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის, პროკურატურის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.
მართლაცდა, უცნაური განცდაა: რა გვჭირს, რა გვემართება. იყო შემთხვევა, როდესაც ხელყვეს და შეურაცხყვეს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების საფლავები.
საქართველოში ცნობილია მსოფლიო ბანკის პროგრამა, რომელიც ახლა იწურება, თუმცა, ვფიქრობ, მისი გაგრძელება შეიძლება კიდევ მოხერხდეს. მსოფლიო ბანკმა ხუთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოს კულტურული ძეგლების, მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, აღსადგენად და მოსაწესრიგებლად.
გუშინწინ მე შევხვდი ევროსაბჭოს საგანგებო წარმომადგენელს, რომელიც ჩამოვიდა საკმაოდ სოლიდური დელეგაციით. მათი მიზანია შეისწავლონ იმ ზიანის ხარისხი, რომელიც კულტურულ ძეგლებს მიაყენა მიწისძვრამ. ეს განსაკუთრებით შეეხება ძველ თბილისს. აი, ასე ზრუნავენ უცხოელები საქართველოს კულტურულ ძეგლებზე, რომლებსაც აქვთ ისტორიული ღირებულება.
ჩვენ კი რას ვაკეთებთ? არ ვიცი რა დავარქვა: ბარბაროსობა, სიმხეცე, თუ რა. ამ ქმედებას უმკაცრესი შეფასებები მიუდგებოდა. ამჯამად პარლამენტში დგას საკითხი ფერადი ლითონისა და ჯართის გატანის აკრძალვის მოხსნის თაოაბზე. ასე მოითხოვენ მსოფლიო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გვაფინანსებენ. მაგრამ, ამავე დროს, დღეს იუსტიციის მინისტრს როლანდ გიგილაშვილს დავავალე, რომ მოამზადოს სერიოზული წინადადებანი, რომელთა საფუძველზეც ახალ პირობებში დანაშაულის ჩამდენი უსასტიკესად უნდა დაისაჯოს.
ვინც პირადი გამდიდრების მიზნით ხელს აღმართავს კულტურისა და ხელოვნების ძეგლთა წინააღმდეგ, იგი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. მიუხედავად იმისა, იგი პირველად ჩაიდენს დანაშაულს თუ - მეორედ. ეს უნდა შეფასდეს, როგორც ყველაზე საშინელი დანაშაული, რომლისთვისაც სასამართლო განაჩენს ხალხის სახელით გამოიტანს.
აი, ასეთი რეაქცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ამ ფაქტით ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული ვარ. ამ ამბავს ხომ ნახევარი მსოფლიო გაიგებს, ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ნახევარ საათში ვრცელდება. რა წარმოდგენა უნდა შეექმნათ უცხოეთში იმ ქვეყანაზე, რომელსაც ისინი, ყველაფერთან ერთად, ეხმარებიან ბუნების და კულტურის ძეგლების გადარჩენაშიც. ჩვენ კი საკუთარი ხელით ვანადგურებთ იმას, რაც საუკუნეთა მანძილზე ან თუნდაც ბოლო წლებში შევქმენით და ავაგეთ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ასეთი, უსაზღვროდ დემაგოგიური პოლიტიზება ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 11 ივნისი. - №140 (4199). - 1, 2 გვ.
![]() |
112 ედუარდ შევარდნაძე: ერთი წუთითაც არავინ იფიქროს, რომ ან მთავრობა, ან პარლამენტი დაუშვებს ეროვნული ფენომენის შეუფასებლობას, ჩვენ კი უმადური ერის სახელი არ უნდა შეგვერქვას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
განცხადება 12 ივნისის მთავრობის სხდომაზე
ორიოდე შენიშვნა მინდა გამოვთქვა საკმაოდ მგრძნობია არე საკითხთან დაკავშირებით:
სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვუყურებ ტელეგადაცემებს, თუმცა, ზოგჯერ ამის შესაძლებლობაც მაქვს.
გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ განათლების სამინისტო უშვებს სერიოზულ შეცდომებს - უფროს კლასებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნების გაერთიანებით აკნინებს ქართული ენის მნიშვნელობას, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეს შეშფოთება საკმაოდ მწავე ფორმებით გამოიხატა გუშინ გადაცემაში, რომელშიც განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც მონაწილეობდა. მრავალ კითხვას დამაჯერებელი პასუხი გაეცა, მაგრამ ბევრი რამ მაინც გაურკვეველი რჩება.
რაც შეეხება ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის სწავლებას, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს. ამ პრობლემის განხილვაში საზოგადოების წარმომადგენლები - მეცნიერები, პედაგოგები უნდა მონაწილეობდნენ.
განათლების სამინისტროს პროექტი თუკი მზად არის იმისათვის, რომ განვიხილოთ და დისკუსია გავმართოთ, მაშინ ჩვენც ჩაგვაყენეთ საქმის კურსში, გაგვაცანით. მინდა ვთხოვო განათლების სამინისტროს, სანამ თქვენ არ ჩამოაყალიბებთ შეხედულებებს და არ დარწმუნდებით, რომ დოკუმენტი ჩვენი ხალხის ინტერესებს შეესაბამება, არალეგალური განხილვის საგნად ნუ აქცევთ. გაგვაცანით, მივიღოთ გადაწყვეტილება, გამოქვეყნდეს პრესაში ისევე, როგორც ბევრი სხვა კანონპროექტი გამოქვეყნებულა. შემდეგი საფეხური კი, როგორც წესი, არის პარლამენტი. ერთი წუთითაც არავინ იფიქროს, რომ ან მთავრობა, ან პარლამენტი დაუშვებს ეროვნული ფენომენის შეუფასებლობას, რა სახითაც უნდა იყოს ეს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროში არის ისეთი ხელმძღვანელობა, უწინარესად, მინისტრი, რომელსაც ეს საკითხი ძალიან კარგად ესმის.
შემაშფოთა არა მარტო ამ ფაქტთან დაკავშირებულმა გამონათქვამებმა, არამედ იმ დაუმსახურებელმა ნეგატიურმა შეფასებებმა, რომლებიც გამოითქვა ჩვენთვის საარსებოდ მნიშნელოვანი ისეთი სტრუქტურის მიმართ, როგორიც არის მსოფლიო ბანკი.
არგუმენტი ასეთი იყო: მსოფლიო ბანკი 60 მილიონ დოლარს გვაძლევს იმისათის, რომ გლობალიზაციის პროგრამა ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელდეს.
ყველას კარგად გახსოვთ, როცა მსოფლიო ბანკში ამ საკითხებზე მსჯელობდნენ, იქ განიხილებოდა როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ეროვნული ტრადიციების შენარჩუნების პრობლემები, ასევე იყო მსჯელობა იმ გლობალური საკითხების გადაწყვეტაზეც, რომელსაც ვერავინ გაექცევა - ვერც ერთი ხალხი და ვერც ერთი ქვეყანა.
გული დამწყდა, როცა ვერ გაიხსენეს ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 60-მილიონიანი კრედიტით დაფინანსებამდე, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის გადასარჩენად 5 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ეს იყო მსოფლიო ბანკის ინიციატივა, რომელიც განხორციელდა ჩვენი თხოვნით და სწორედ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. თუმცა, ჩვენთან მოდაშია, სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ლანძღვა.
არ ვიცი, ვინ როგორი არგუმენტით ხელმძღვანელობს, როცა საეჭვოს ხდის 60-მილიონიანი შეღავათიანი 30-წლიანი კრედიტის მიღებას სასკოლო რეფორმის განსახორციელებლად. უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით კიდევ ცალკე იქნება მიღებული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, თანხაც გამოიყოფა.
რატომ უნდა ვაღიზიანებდეთ საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებს?! რატომ უნდა ვათქმევინოთ მათ, რომ ჩვენი ქვეყანა არის უმადური, ვერ ხვდება, რომ მათი დახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავძლებდით, ვერ ვიცოცხლებდით?!
ამის მიზეზი, ალბათ, ის გახლავთ, რომ ჩვენი განმარტებითი მუშაობა, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი. ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვებსაც, რომლებმაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ჩვენს ურთიერთობას მსოფლიო ცენტრებთან, ევროკავშირთან, სხვებთან და სხვებთან.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ამ დახმარებათა - კრედიტების, გრანტების გარეშე საქართველო დღევანდელ დღემდე ვერ მოვიდოდა, ვერ ვიარსებებდით, შიმშილით ამოვწყდებოდით.
ბევრი გამოხატავს შიშს იმის გამო, რომ მომავალ თაობებს ვუტოვებთ ვალებს. გაძლევთ გარანტიას - გადაუხდელი ვალები მომავალ თაობებს არ დარჩება. მსოფლიოში დაიწყო ვალების ჩამოწერა, რომელიც, უწინარესად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ქვეყნებს ეხება. საქართველო არის მათ შორის, რომელსაც ნაწილობრივ ჩამოეწერა ვალები და მომავალშიც შეეხება ეს შეღავათი.
ამიტომ, ნურავის შეაწუხებს ის ფიქრი, რომ ჩვენს შვილებს ვალებს ვუტოვებთ. წლების განმავლობაში ამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი დონორების, მეგობარი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ნიდერლანდებისა და სხვების ხელშეწყობითა და დახმარებით სიცოცხლე შევინარჩუნეთ, ერი დაღუპვას გადავარჩინეთ.
ძალიან ბევრი უსამართლო შენიშვნა გაისმა საერთაშორისო კომპანიების მიმართაც. ამას წინათ მივაქციე ყურადღება - „ეი-იეს თელასზე“ საუბრისას ამ კომპანიის მესვეურებს „ოკუპანტები“ უწოდეს. არ არის ეს ასე! ნუთუ თავად ვერ უნდა ხვდებოდნენ - მსოფლიოს გიგანტმა, საკმაოდ მძლავრმა ორგანიზაციამ 170 მილიონი დოლარი დახარჯა ქალაქ თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და იმ სისტემის წესრიგში მოყვანისათვის, რომლის მეშვეობითაც, ავად თუ კარგად, ელექტროენერგიას ვიღებთ. დახარჯული ენექტროენერგიის ანაზღაურება კი მინიმალურია.
მინდა შევახსენო ჩემს ოპონენტებს, რომლებიც ხელაღებით ახსენებენ მსოფლიო ბანკს, ჩვენს დონორ ქვეყნებს, სხვებსა და სხვებს: იმის გამო, რომ საქართველოში ამერიკული კომპანია მუშაობს, შარშან ათი მილიონი დოლარი მივიღეთ იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებსაც არ შეუძლიათ ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. წლეულსაც შეგვპირდნენ, რომ ასევე ათ მილიონს მივიღებთ. სად იშოვით, რომელ ქვეყანაში ან რომელ პლანეტაზე მოიპოვებთ თანხებს იმისათვის, რომ ჩვენს გაჭირვებულ ადამიანებს მოახმაროთ?
მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა ისე კი არ არის განწყობილი, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით რუკიდან წაიშალოს, არამედ, პირიქით, ისინი ხარჯავენ თანხას და გვეხმარებიან იმისათვის, რომ ყველა ჩვენი ღირებულებანი შეგვინარჩუნდეს.
შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო იმის შესახებ, თუ რამდენია დახარჯული ჩვენი კულტურული ძეგლების გადასარ რჩენად.
ხუთი დღის წინათ ჩამოვიდა ევროსაბჭოს დელეგაცია, რომელმაც შეისწავლა, თუ რა ზიანი მიადგა ძველი თბილისის კულტურულ ძეგლებს. ერთი კვირის განმავლობაში ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა დაზიანების ხარისხი. ახლა კი ევროსაბჭომ სპეციალურად უნდა იმსჯელოს, რათა დაეხმაროს საქართველოს კულტურის ძეგლების აღდგენასა და შენარჩუნებაში.
ეს არის ევროსაბჭოს პოლიტიკა, მიმართულება. ევროპა დაინტერესებულია, შეინარჩუნოს საქართველოს უნიკალურ ძეგლები, რაც მსოფლიო ღირებულებებს წარმოადგენს.
ალბათ, ხშირად უნდა ვსაუბრობდე ამის შესახებ. არ უნდა შეგვერქვას უმადური ერის სახელი, გვეხმარებიან და მაინც უმადურნი ვართ.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ გაზის სფეროში ინვესტორის შემოსავლის საკითხს. ეს ინვესტორი, რომ მელსაც, ალბათ, მავანნი „ოკუპანტადაც“ მოიხსენიებენ, 70 მილიონ დოლარს დახარჯავს თბილისში გაზის სისტემის მოსაწესრიგებლად. ამას დასჭირდება არა 70, არამედ ორჯერ 70 მილიონი.
ვიცი რა მდგომარეობაც არის. მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება, ფაქტობრივად, არ შეიძლება, მაგრამ იძულებული ვართ, გავაკეთოთ, როცა ამის შესაბამისი წყარო არსებობს. თუმცა, გავიხსენოთ, რამდენი აფეთქება მოხდა, რამდენი ადამიანი დაიღუპა. თუ ეს საკითხი არ მოწესრიგდა, ამან შეიძლება დიდი უბედურება მოგვიტანოს.
საერთაშორისო დახმარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს ისევე, როგორც ვერც ერთი სხვა ქვეყანა, თვით ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი.
თანამედროვე მსოფლიო ასეთია, ყველანი ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, დიდი და პატარა ქვეყნები. ჩვენი პოლიტიკის მთელი სიბრძნე იმით უნდა გამოიხატებოდეს, რომ, რაც მემკვიდრეობად მივიღეთ და რაც მსოფლიო ცივილიზაციისათვის საამაყოა, უნდა შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ და შემოვუნახოთ მომავალ თაობას.
ასეთი უნიკალური შანსი მოგვცა დღევანდელობამ. ცივი ომი იმით დამთავრდა, რომ სახელმწიფოები მორიგდნენ, შეიქმნა იმის საშუალება, რომ ვიზრუნოთ პატარა და დიდი ქვეყნების საერთო პრობლემებზე.
ედუარდ შევარდნაძე: ერთი წუთითაც არავინ იფიქროს, რომ ან მთავრობა, ან პარლამენტი დაუშვებს ეროვნული ფენომენის შეუფასებლობას, ჩვენ კი უმადური ერის სახელი არ უნდა შეგვერქვას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 13 ივნისი. - №142-143 (4201). - 1, 2 გვ.
![]() |
113 საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონფერენციის „უახლესი ტექნოლოგიები - საქართველოს“ - მონაწილეებს |
▲ზევით დაბრუნება |
ნება მიბოძეთ, მივესალმო საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონფერენციის „უახლოესი ტქნოლოგიები - საქართველოს“ - მონაწილეებს.
მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი სტუმრების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ ამ კონფერენციის მუშაობაში.
ასეთი დონის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონფერენციის გამართვა საქართველოში ჩვენთვის დიდი პატივია.
მიზანმა, რომელიც ამ კონფერენციას აქვს დასახული, თანამედროვე ტექნიკური მიღწევების, საქართველოს აკადემიური, საუნივერსიტეტო და დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერებისა და სპეციალისტების მიერ შექმნილი ტექნიკური სიახლეების გამოვლენამ - დიდი შედეგი უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.
ისიც აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებს საინოვაციო პრიორიტეტული და კონკრეტულუნარიანი ტექნოლოგიების პრეზენტაციებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამავე კონფერენციაზე შემუშავდება წესდება და დადგენილება დარგში „წლის ინჟინერის“ წოდების მინიჭების რიტუალი. „წლის ინჟინრის“ წოდების მინიჭება უდავოდ აამაღლებს ქვეყანაში ინჟინრის პრესტიჟს.
სიამოვნებით აღვიქვი და ვულოცავ საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებათა კავშირს მსოფლიო ფედერაციის სრულუფლებიან წევრად მიღებას.
კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის მუშაობას.
ედუარდ შევარდნაძე
საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონფერენციის „უახლესი ტექნოლოგიები - საქართველოს“ - მონაწილეებს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილ ლისი, 2002. - 14 ივნისი. - №144 (4202). - 1 გვ.
![]() |
114 ბატონ ილია ლაღიძეს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო ილია,
მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება და გილოცავთ დაბადების 100 წელს.
მადლობას მოგახსენებთ წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის თვალსაჩინო სპეციალისტს იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელიც თქვენ მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის წყლის რესურსების დაცვის საშვილიშვილო საქმის შემდგომი განვითარებისათვის.
მე უშუალო მოწმე ვარ, თუ რა თავდადებით იღვწვოდით საქართველოს წყალთა მეურნეობის უნიკალური ობიექტების ასაშენებლად და ქვეყნის შესანიშანვი ბუნებრივი რესურსების შესანარჩუნებლად.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ ილია ლაღიძეს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 14 ივნ ნისი. - №144 (4202). - 1 გვ.
![]() |
115 „რაც შეეხება „მოქალაქეთა კავშირის“ აღდგენასა და აღორძინებას, მიმაჩნია, რომ ეს პარტია ღირსია უკვალოდ არ დაიკარგოს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
ბრიფინგი. 2002 წლის 17 ივნისი
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, პროგრამა „მოამბე“: ბატონო პრეზიდენტო, რატომ გახდა აუცილებელი, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის პოსტი მაინცდამაინც სახელმწიფო მინისტრისთვის - ავთანდილ ჯორბენაძისთვის ჩაგებარებინათ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნება ოთხი მინისტრი, კერძოდ, სათბობ-ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, სახელმწიფო ქონების მართვის და ერთ-ერთი ძალოვანი სამინისტროს ხელმძღვანელი. რამდენად მართებულია ეს ინფორმაცია?
- აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ჯორბენაძე ჯერჯერობით არ არის პარტიის ლიდერი. ეს უნდა გადაწყვიტოს „მოქალაქეთა კავშირის“ ყრილობამ. ჩემთან შეხვედრის დროს ავთანდილ ჯორბენაძის კანდიდატურის შესახებ მხოლოდ აზრი გამოითქვა. კერძოდ, ითქვა, რომ ალაბთ, ყველაზე მართებული იქნებოდა ავთანდილ ჯორბენაძეს დავალებოდა ამ ძალიან სერიოზული მისიის შესრულება. შეხვედრაზე ასეთი აზრი გამოითქვა და დამსწრეთა მხარდაჭერაც მოიპოვა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ყრილობის მხარდაჭერას, ყრილობა შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მივიღებთ.
რაც შეეხება ოთხი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას, არავითარი ამის მსგავსი არც მოსაზრება მაქვს და არც გადაწყვეტილება მიმიღია.
„მოამბე“: ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ვაზიანის ბაზ ზის გაქურდვის ფაქტზე?
- როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ფაქტი დაკავშირებულია ბატალიონში არსებულ უწესრიგობასთან. ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ბატალიონის მეთაური დაკავებულია. უწესრიგობა საერთოდ მავნებელი და მოუთმენელია ნებისმიერ სტრუქტურაში. მით უფრო - ჯარში. ამიტომაც დამნაშავეებმა საკმაოდ მკაცრად უნდა აგონ პასუხი მომხადრთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“: ბატონო პრეზიდენტო, რატომ გადაწყვიტეთ სახელისუფლო პარტიის აღორძინება? სახელმ მწიფო მინისტრის დანიშვნა „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე, ალბათ, ნიშნავს, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ სახელისუფლო პარტია გახდება. პარალელურად დღეს იმართება ზურაბ ჟვანიას ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. თქვენი შეფასება...
- არავითარ უბედურებასა და ტრაგედიას არ ვხედავ, თუ ბატონი ზურაბ ჟვანია ცალკე პარტიას აყალიბებს. მან ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო - დატოვა „მოქალაქეთა კავშირი“, შექმნა ცალკე ჯგუფი და ახლა ეს საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. თუ მას წარმატებები ექნება, მხოლოდ მოხარული ვიქნები.
რაც შეეხება „მოქალაქეთა კავშირის“ აღდგენასა და აღორძინებას, მიმაჩნია, რომ ეს პარტია ღირსია უკვალოდ არ დაიკარ რგოს. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ავად თუ კარგად, სწორედ „მოქალაქეთა კავშირის“ პარტია, როგორც მოძრაობა, იყო საქართველოს სტაბილურობის ერთგვარი გარანტი. ამასთან ამ ადამიანების წინაშე პირადად მაქვს მორალური ვალდებულებაც. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მათგანი მიცნობდა, მოვიდა ამ პარტიაში იმისათვის, რომ მე ვიყავი მისი თავმჯდომარე. მიმაჩნია, რომ აუცილებლად რაღაც წვლილი უნდა შევიტანო ამ პარტიის აღდგენაში. შემდეგ როგორ წარიმართება საქმეები, მომავალი გვიჩვენებს, პირადად დავრჩები როგორც პარტიის რიგითი წევრი. ამასთან ვითანამშრომლებთ ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებისადმი კონსტრუქციულად განწყობილ ყველა პარტიასთან. „მოქალაქეებთან“, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ. ავთანდილ ჯორბენაძის კანდიდატურის შესახებ შეხედულებას აბსოლუტურად ვიზიარებ. ის, რომ სახელმწიფო მინისტრი პარტიის ლიდერი გახდება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს სახელისუფლო პარტია იქნება. სახელისუფლო პარტიის არსებობა უფრო მეტად განისაზღვრება, თუ რამდენი ადგილი აქვს მას პარლამენტში და რა შედეგებს მიაღწევს იგი პარლამენტის, ბოლოს კი პრეზიდენტის არჩევნების დროს.
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“: გავრცელდა რუსეთის ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით რუსეთის პრესით ინფორმაცია, რომ 1999 წლის სექტემბერში ვოლგოდონსკში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი სამი პიროვნება პანკისის ხეობას აფარებს თავს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილია სახლი, სადაც ეჭვმიტანილები იმალებიან. რა სახის მოქმედებას განახორციელებს ამასთან დაკავშირებით ქართული მხარე, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა?
- ამ ტიპის შეკითხვაზე არაერთხელ მიპასუხია. გამომიხატავს კმაყოფილება იმ ერთობლივი ღონისძიებებისადმი, რომელთაც ახორციელებენ საქართველოსა და რუსეთის შესაბამისი უწყებები. მაგრამ ეს ფორმა და იმის აფიშირება, რომ ეს ტერორისტები თითქოსდა პანკისში იმყოფებიან ან საქართველოს სხვა ნებისმიერ კუთხეში, მიმაჩნია, რომ ვერ შეუწყობს ხელს უკვე დამკვიდრებული ეფექტიანი მუშაობისა და ერთობლივ ღონისძიებათა განხორციელების პრაქტიკას, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული დადებითი შედეგი.
„ტვ-6“: საქართველოში ნატოს ეგიდით დაიწყო სწავლების პროგრამის განხორციელება. ამ სწავლების პოსტსცენარი ის არის, რომ სახელმწიფო, სადაც არსებობს ეთნიკური კონფლიქტები, ნატოს სთხოვს მშვიდობისმყოფელები შემოიყვანოს მის ტერიტორიაზე მდგომარეობის გასანეიტრალებლად და მოსაწესრიგებლად. ხომ არ მოახდენს რაიმე გავლენას ეს სწავლება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე?
- არაერთხელ ითქვა, რომ ამერიკელები, რომლებიც ქართულ ჯარს ეხმარებიან ანტიტერორისტული ჯგუფის ფორმირების საქმეშია, კატეგორიულად ამბობენ, რომ რეფორმირებული ჯარი არ მიიღებს მონაწილეობას აფხაზეთის ომში. თუ ეს როდესმე მოხდება. ამასვე ადასტურებენ ნატოს წარმომადგენლებიც. სწავლებას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, არავითარი კავშირი არა აქვს არც აფხაზეთის, არც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან. ეს არის პარტნიორული ურთიერ რთობა საქართველოსა და ნატოს შორის. ამგვარი სწავლება გაიმართა უკრაინაში, თანამეგობრობის სხვა ქვეყნებში.
აფხაზეთის რადიო: აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წეარმომადგენლები მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციაში, აჭარის მსგავსად, ჩაიწეროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ მიღებულია დადგენილება, საქართველოს პარლამენტი ამ საკითხის განხილვისაგან თავს იკავებს. მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად კონსტიტუციაში ჩაიწეროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა? 30 ივნისს კონფლიქტის ზონაში თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებს მანდატი უმთავრდებათ. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ - გაგრძელდება მათი მანდატი თუ შესრულდება პარლამენტის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიიდან სამშვიდო ძალების გაყვანას?
- თუ ჩვენ სერიოზულად მიგვაჩნია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს და ეს მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაშინ ასეთი ჩანაწერი პარლამენტის გადაწყვეტილებაში თუ საქართველოს კონსტიტუციაში, აზრს კარგავს. მაშინ ამ ჩანაწერის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და ვიმუშაოთ, ანდა გავაგრძელოთ მოლაპარაკება. თუ წინასწარ, მოლაპარაკების შედეგების გარეშე განვსაზღვრავთ აფხაზეთის სტატუსს და ამას პარლამენტის გადაწყვეტილებაში ჩავწერთ, ვფიქრობ, მოლაპარაკება ჩაიშლება. მაშინ პოლიტიკურ დიალოგ გსა და მშვიდობიან მოლაპარაკებას არანაირი პერსპექტივა და აზრი არა აქვს. მხარეებს შორის მოლაპარაკების უმთავრესი საგ განი - სწორედ ერთიანი საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრაა. დოკუმენტის, რომელიც გაერომ მიიღო, ძირითადი მიზანია თბილისსა და სოხუმს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა, რომელიც ითვალისწინებს სატატუსის საკითხზე შეთან ნხმების მიღწევას. როგორი დიდი სურვილიც უნდა გვქონდეს, რომ მაღალფარდოვანი ფრაზები ჩავწეროთ კონსტიტუციაში, იქნება ეს ავტონომია თუ სხვა განსაზღვრება, არაფერს ნიშნავს, თუ ეს მოლაპარკების პროცესს შეაფერხებს. ვფიქრობ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებას აქვს საკმაო რესურსი და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როცა მოლაპარაკება შედეგს მოიტანს. თქვენ ხედავთ, თანდათანობით ამ პროცესში საკმაოდ სერიოზული ძალები ებმ მებიან. ახლა მაგალითად, სერიოზულად განიხილება საკითხი, სამშვიდობო ძალებში თანამეგობრობის სხვადასხვა ქვეყნებ ბის წარმომადგენელთა ჩაბმის თვალსაზრისით, ამერიკელებმა არაორაზროვნად გამოხატეს განსაკუთრებული დაინტერესება რუსეთთან ერთად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისადმი. ეს სრულიად ახალი, ანგარიშგასაწევი მოვლენა და ფაქტორია. ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილ ლება სამშვიდობოთა გაყვანის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ვერ შევასრულე, არ შევასრულე, იმიტომ, რომ ვიცი, რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას აუცილებლად მოჰყვება საომ მარი მოქმედების განახლება. შეიძლება არ დაიწყოს ომი რუს სეთმა, მაგრამ ვინ გააჩერებს ჩრდილოეთ კავკასიის იმ ხალხებს, რომლებიც, კარგად მახსოვს, თუ რომელი რესპუბლიკა როგორი აქტიურობით მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში. მართალია, ჩეჩნეთი გამოაკლდა, მაგრამ იქაც გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც თანხის საფასურად ჩავლენ აფხაზეთში და იომებენ ქართველების წინააღმდეგ. ომის დაშვება ძალიან დიდი დანაშაული იქნება, პირადად მიმაჩნია, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანა ამ ეტაპზე, უახლოეს დროში, დიდი შეცდომა იქნება. არ მინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი შეცდ დომა დავუშვა.
აფხაზეთის ტელევიზია: ბატონო პრეზიდენტო, მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფით მიმდინარეობს ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება სულ რაღაც 10 დოლარის ფასად. თქვენი საპროტესტო განცხადება ამის თაობაზე გავრცელდა, მაგრამ რუსეთს ამ საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება არ შეუცვლია - გახსნილია საკონსულოები სოჭში, სოხუმში, ეს პროცესი გრძელდება. რუსეთი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ამ ფაქტებს სავაჭრო თემად გამოიყენებს, თუ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება ეს მოქმედება გახდეს ახალი ბერკეტი რუსეთის რეალური სახის წარმოსაჩენად საერთაშორისო გაერთიანების ფარგლებში?
- ამ მოვლენასთან დაკავშირებით უკვე გამოვთქვი აზრი, არანაირი საკონსულო სოხუმში არ არსებობს, თუ რაიმე ცალკეულ პიროვნებათა ჯგუფი მუშაობს, ეს უკანონობაა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უგულებელყოფა რუსეთის ხელისუფლების მხრივ. საქართველოს ნებართვის გარეშე საკონსულო არ უნდა გაიხსნას არც სოხუმში, არც ცხინვალში და არც სხვა რომელიმე რეგიონში. საერთოდ ამგვარი მოქმედება ხორციელდება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების შედეგად, რაც მოხდა, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩამოაყალიბა ოფიციალური პოზიცია, მე გამოვხატე საკუთარი აზრი. აქ ბრძანდებოდა ბორის პასტუხოვი და მან სერიოზული განცვიფრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს არის დარღვევა რუსეთის მხრიდან. პასტუხოვმა აღგვიქვა, რომ გაერკვეოდა მიმდინარე პრობლემის არსში. ვაპირებდი რუსეთის პრეზიდენტისათვის პირადად მიმემართა, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე დღე უნდა დავიცადო. ამ დღეებში შეიძლება წერილი დაიწეროს და მივცემ სათანადო შეფასებას ამ მოვლენებს.
ტელეკომპანია „კავკასია“: თქვენი კომენტარი, პრეზიდენტის პრესმდივნის კახა იმნაძის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული მასალების თაობაზე, რომელიც გამომცემლობა „სამშობლოს“, კერძოდ, ცხრა გაზეთის პოზიციას გამოხატავს...
- ამ გაზეთების რედაქტორებს შევპირდი, რომ შევხვდებოდი და შევხვდები. თუ რაიმე უკანონობაა დაშვებული, ალბათ, ერთად უნდა გამოვასწოროთ. არა მგონია, რომ უკანონობა იყოს. იქ ძალიან ბევრი ჩემი პირადი ნაცნობია, ვისთანაც ძველად ვთანამშრომლობდი, შესანიშნავი ხალხია. მაგრამ თავად ეს გაზეთები და ჟურნალები ვერ იყიდება, არ იბეჭდება და ამ პრობლემათა წინაშე დგანან. თუ შემიძლია ხელის შეწყობა, ჩვენი პირადი ურთიერთობა კი იმგვარია, ვალდებული ვარ, დავეხმარო. შევძლებ თუ არა, ვერ შეგპირდებით.
გაზეთი „ახალი თაობა“: ბატონო პრეზიდენტო, ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილიც იმ ხალხის სიაში მოხვდა, რომლებსაც ალიანსი აქვთ ხელისუფლებასთან. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია და როდის ხვდებით ხოლმე მას? აქვს თუ არა საფუძველი ამ მოსაზრებას, ლაპარაკია, რომ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე საკმაოდ ხშირად ხვდებოდა შალვა ნათელაშვილს...
- ვერ დაგისახელებთ, როდის შევხვდი ბოლოს ბატონ შალვას, შეიძლება ეს ცუდიც კია. ხშირად უნდა ვხვდებოდე... თავისთავად ყველა შეხვედრა და დიალოგი სასარგებლოა. მაგრამ ჩემი დროის დეფიციტი მწვავეა, რომ ვთქვა, შალვა ნათელაშვილი თავს იკლავს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე-თქო, არც ასეთი შემთხვევა ყოფილა. ალბათ, გამოვძებნი დროს და შევხვდები.
რამდენჯერ შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრი და შალვა ნათელაშვილი ერთმანეთს ვერ გეტყვით, მაგრამ ავთანდილ ჯორბენაძის მუშაობის ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ის არის, რომ თითქმის ყველა პარტიასთან, ფრაქციასთან აქვს ურთიერთობა. ალბათ, ბატონ შალვასთანაც ჰქონდა შეხვედრა. ვერ დავასახელებ ვერც ერთ ფრაქციას, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრს კონტაქტი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარლამენტში იხილება საკმაოდ რთულად გასატანი საკითხები და სადაც არ გვაქვს ხმების უმრავლესობის მიღების გარანტია. აღსანიშნავის, რომ ავთანდილ ჯორბენაძე ამ მხრივ მართლაც სამაგალითოდ მუშაობს, ეს პოლიტიკოსისათვის ძალიან კარგი თვისებაა, პირადად უფრო მიჭირს ამის გაკეთება.
საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“: თქვენი კომენ ნტარიდან გამომდინარე, ალბათ, თანამეგობრობის მშვიდობისმყოფელებს კონფლიქტის ზონაში მანდატის ვადა გაუგრძელდებათ. 18 ივნისს, მინსკში, გაიმართება ორმხრივი შეხვედრა, სადაც უმთავრესი მოთხოვნა იქნება უსაფრთხოების არეალის 10 კილომეტრით გაზრდა. რამდენად რეალურია უსაფრთხოების ზონის გაფართოება?
- იქ არ არის ლაპარაკი მარტო უსაფრთხოების არეალის გაფართოებაზე. საუბარია სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობაზე. ასევე გალში შერეული ადმინისტრაციის შექმნის შესახებ და უსაფრთხოების გარანტიების გამყარებაზე. ეს დიალოგი დაიწყო მოსკოვში, არცთუ უშედეგოდ, და გაგრძელ ლდება. შესაძლებელია ზოგიერთ საკითხს რეალური წინსვლა მოჰყვეს. კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების არეალის გაფართოების შესახებ რუსეთისაგან რაიმე კატეგორიული უარი არ მიგვიღია, მაგრამ აფხაზური მხარის თანხმობის გარეშე ძნელია მივაღწიოთ გადაწყვეტილებას. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთთან ვითანამშრომლოთ სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლ ლებთანაც.
„მედია-ნიუსი“: ახლო მომავალში ხომ არ დადგება რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთ თან დაკავშირებული პრობლემები?
- ჩვენ უნდა დაველოდოთ, რა შედეგი მოჰყვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ასევე ჩემს შესაბამის გამოსვლას ამათან დაკავშირებით. ალბათ, უნდა მოვითმინოთ რამდენიმე დღე და გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. საერთოდ, თუ ჩვენ შევძელით ორმხრივი დიდი ხელშეკრულების დროულად მომზადება (ალბათ, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება). ვფიქრობ, ამ დოკუმენტის მიღება განსაზღვრავს სავიზო რეჟიმის სხვაგვარი შეხედულების ჩამოყალიბებას.
საღამოს გაზეთი „6 საათზე“: ბატონო პრეზიდენტო, იმ შემთხვევაში, თუ ავთანდილ ჯორბენაძე „მოქალაქეთა კავშირის“ პარტიის ყრილობამ აირჩია თავმჯდომარედ, ნიშნავს თუ არა, რომ გათავისუფლდება სახელმწიფო პოსტი. მით უფრო, რომ მასმედიაში უკვე გაიჟღერა ავთანდილ ჯორბანაძის უშიშროების ეროვნულ საბჭოს მდივნით - თედო ჯაფარიძის შეცვლით ალბათობამაც?
- აცალეთ ამ ადამიანს, ჯერ სულ მცირე დრო გავიდა, რაც თედო ჯაფარიძე ვაშინგტონიდან ჩამოვიდა. რაც შეეხება ავთანდილ ჯორბენაძეს, არავითარი შეცვლის საკითხი არ დგას. სანამ მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი. მიმაჩნია, რომ იგი ძალიან კარგი კანდიდატურაა. ისე - ძალიან კარგი - შედარებითია, მაგრამ თუ შედეგებით განვსაზღვრავთ, ავთანდილ ჯორბენაძემ საქმიანობა დაიწყო გაბედულად, საზრიანად მუშაობს, კონტაქტებიც შესაბამისად დაამყარა. ვფიქრობ, მას პარტიის ლიდერობა ხელს არ შეუშლის საქმიანობაში, პირიქით, შეიძლება წაეხმაროს კიდეც თავისი ამოცანების გადაწყვეტაში.
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“: რუსეთში ლაპარაკობენ ერთგვარ ფენომენზე. კერძოდ, იმაზე, რიმ რუსეთის ხელის სუფლებაში საკმაოდ ბევრი თანამდებობის პირი საქართველოდანაა - იგორ ივანოვი, ევგენი პრიმაკოვი. თქვენ როგორ ახსნიდით ამ ფენომენს?
- როგორ შემიძლია ავხსნა? იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი - პირველი პირი ქართველი იყო. ეს არავის უკვირდა და მიაჩნდათ, რომ ნორმალური მოვლენა იყო. არ ვაპირებ შევადარო ევგენი პრიმაკოვი ან იგორ ივანოვი ამ პიროვნებას, ჩვენს თანამემამულეს. პრიმაკოვიც და ივანოვიც საქართველოში დაიბადნენ, შემდეგ გაიზარდნენ, განათლება მიიღეს და კარიერა რუსეთში შეიქმნეს. ეს არც ცოდვაა და არც დანაშაული.
გაზეთი „თუთარჩელა“: ბატონო პრეზიდენტო. თამაზ ნადარეიშვილი ხშირად გვაშინებს, ომს დავიწყებ პირველ რიცხვში, ეს ხან ივლისია, ხანაც აგვისტო. ადამიანები, ვინც იმ გაჭირვებულ და დაძაბულ ზონაში ცხოვრობენ, პანიკას ჰყავს შეპყრობილი. ამგვარმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა გამოიწვია, რომ ზუგდიდი ორად გაიყო - ერთ შეიარაღებულ 50-კაციან ჯგუფს ვახტანგ ზარანდია - შემორიგებული ზვიადისტი ხელმძღვანელობს. ისინი ტყეში არიან, მეორე ნაწილი ზუგდიდშია და მიმდინარეობს ომისათვის მზადება. ის, რასაც თამაზ ნადარეიშვილი ბოლო დროს აცხადებს, არ არის რეალობას მოკლებული. სამეგრელოში დიდი რაოდენობით იარაღი შემოდის. ვახტანგ ზარანდიას ჯგუფს სურს შეხვედრა ბატონ ავთანდილ ჯორბენაძესთან. მათ აქვთ თხოვნა, თუკი არ გაიყვანენ რეგიონიდან იმ ძალებს, რომლებიც სიტუაციას ძაბავენ, ეს ეხება დათო შენგელიას რაზმს, იარაღით ხელში გამოვლენ...
- არ მაქვს უფლება, რომ არ მივცე ადამიანებს საშუალება, თუნდაც აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ განცხადება, რასაც სინდისი კარნახობს. თამაზ ნადარეიშვილის განცხადება ჩემთვის იყო მოულოდნელი. შეთანხმებული ეს არ ყოფილა ჩემთან და ვერც იქნებოდა. მას უნდა ვურჩიო, რომ სხვა გამოსავალი გამონახოს. ომის დაწყება არ შეიძლება, არც იმ პარტიზანული ომის, რომელიც მას წარმოუდგენია. აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას არც ჯარი ჰყავს და, ფაქტობრივად, ვითომ ემორჩილება პოლიცია, მაგრამ, პოლიციისა და სხვა დანარჩენ უწებათა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება, ასე რომ, როცა ამის საკუთარი საშუალება არა გაქვს, გამონათქვამები ცოტა ფრთხილად უნდა გააკეთო. მესმის თამაზ ნადარეიშვილის, მას აქვს პრინციპული პოზიცია, რომ მშვიდობიანი მოლაპარკების გზით რთულია პრობლემის მოგვარება. ეს პოზიცია კი სულაც არ ნიშნავს, დაასახელო ომის დაწყების თარიღი. ომს საქართველო, ყოველ შემთხვევაში სანამ პრეზიდენტი ვარ, ვერ დაიწყებს და არ დაიწყებს. მოგეხსენებათ, რად დაგვიჯდა ცალკეული ამგვარი გამოხდომები გალის რაიონში. იქ მცხოვრები ადამიანების წვალებისა და ტანჯვის პარალელურად, ჯერაც ვერ ამოვსულვართ იმ ვალებიდან, რომელიც გვაქვს. მეორედ ასეთ რამეს არ დავუშვებთ.
ღმერთმა არ ქნას, რომ მშვიდობიანმა მოლაპარაკებამ შედეგი არ მოგვცეს, ალბათ, მოვა დრო, საქართველო მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებას და იგი იქნება ასპროცენტიანი წარმატების მომტანი.
მიმაჩნია, რომ თამაზ ნადარეიშვილი უნდა ჩაუფიქრდეს თავის პოზიციას. ყოველგვარი მოძრაობა გამოიწვევს საპასუხო რეაქციას, ეს კი არის ომი.
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“: იმ შემთხვევაში, თუ ავანდილ ჯორბენაძე წარმატებით გაართმევს თავს პარტიის თავმჯდომარეობას, თუ ურჩევდით მის თანაპარტიელებს მომავალ პრეზიდენტის არჩევნებში მისი კანდიდატურის წამოყენებას „მოქალაქეთა კავშირის“ პარტიიდან?
„მოქალაქეთა კავშირის“ შესახებ ბოლოს მიღებული ცნობილი დადგენილების საკითხს, საეჭვოდ დაემთხვა თურქი მესხების პრობლემის გამწვავება კრასნოდარის მხარეში. ამ საკითხის შესასწავლად რუსეთი სპეციალურ კომისიას ქმნის. ხომ არ იქნება ეს გამოყენებული საქართველოზე ზემოქმედებისათვის ერთ-ერთ მექანიზმად?
- ავთანდილ ჯორბენაძის ლიდერობა, მას არ შეუშლის ხელს სახელმწიფო მინისტრის ფუნქციების განხორციელებაში. ალბათ, ამ პარტიულ სტრუქტურებში მას ეყოლება მოადგილეე ები, უნდა იყოს პარტიის გენერალური მდივანი, რომელიც მიიღ ღებს ხელფასს და იგი ორგანიზებულ საქმიანობას განახორციელებს. თუმცა არავითარი გარანტია არ არის, რომ მას ყრილობა აირჩევს. მე არ მაქვს ამის გადაწყვეტის უფლება.
რაც შეეხება მომავალ პრეზიდენტის არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას, ვერაფერს გეტყვით, ჯერ კიდევ ბევრი დროა. უნდა ვიფიქრო, როგორ მივიდე მეტი ეფექტიანი შედეგ გით იმ დრომდე, როცა ეს არჩევნები დაინიშნება. ადამიანები ხშირად იცვლებიან. სიტუაციაც იცვლება, თუმცა, მე რომ მკითხოთ, ბატონი ავთანდილი ყველანაირი სიკეთის ღირსია. თუ ვის დავასახელებთ პრეზიდენტობის კანდიდატად, ვერ გეტყვით, ამ არჩევნებამდე კი საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
რაც შეეხება თურქი მესხების დამოკიდებულებას, ჩრდილოეთ კავკასიასაც აქვს პრობლემები და არა მარტო თურქ-მესხებთან, მახსოვს, იქ იყო სომეხი მოსახლეობის სერიოზული გამოსვლები. მაგრამ ეს არ დასრულებულა მსხვერპლითა და შეტაკებით. ასევეა თურქი მესხების საკითხიც, ადგილობრივ ხელისუფლებას აწუხებს ეს პრობლემა, თუმცა თავად თურქ მესხებში არ არის მოძრაობა, რომ გინდა თუ არა, დაგვაბრუნეთ საქართველოშიო. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს რაიმე გრაფიკს, დააწესებს ვადებს, როგორც შეთანხმებული ვართ ევროპის საბჭოსთან. მანამდე მდგომარეობა გამოსწორდება ქვეყანაში, მხედველობაში მაქვს მატერიალური ყოფა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრს არც უნდა წამოსვლა. ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას ვერ ავუკრძალავთ, რომ ეს თემა არ შეისწავლონ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ რომელიმე ნოვატორის მიერ გამოთქმული წინადადების შესრულება სავალდებულოა.
„რაც შეეხება „მოქალაქეთა კავშირის“ აღდგენასა და აღორძინებას, მიმაჩნია, რომ ეს პარტია ღირსია უკვალოდ არ დაიკარგოს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 ივნისი. - №147 (4206). - 3 გვ.
![]() |
116 „დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა ურთულესი პროცესია და გმირობას მოითხოვს, ამასთან, არა ერთეულების თავდადებას, არამედ საერთო-სახალხო გმირობას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
17 ივნისის რადიოინტერვიუ
- დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იწყება სწავლება ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში, რომელშიც მეზობელი სახელმწიფოების გარდა, ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანაც მონაწილეობს. რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ მოვლენას? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:
- ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო მასპინძლობს სამხედრო წვრთნებს ნატოს ეგიდით.
თუმცა, თავისთავად, არც საქართველოა გამონაკლისი: ამავე ფორმატით, სამხედრო სწავლებები, უკანასკნელი წლების განმავლობაში პოსტსაბჭოური სივრცის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა და ბევრად უფრო დიდი მასშტაბითაც.
„ბესტ-ეფორტ 2002“ (როგორც ამ სწვალებას ეწოდება) საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ კავშირს შორის თანამშრომლობის საკმაოდ მაღალ დონეს ადასტურებს. იგი ხორციელდება ამჟამად არსებული სახელშეკრულებო ბაზის საფუძველზე, ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებებს ცნობილი პროგრამის ფარგლებში.
თუ წინა სწავლება საზღვაო აკვატორიაში გაიმართა, ამჟამად წვრთნის ასპარეზად საგანგებოდ იქნა შერჩეული სხვაგვარი რელიეფი - მთიანი მხარე.
ამ ღონისძიებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალურ ქვედანაყოფთა პროფესიონალიზმისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ იმავე, ვაზიანის ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ კოლეგებთან ერთად მოამზადებენ საგანგებო ანტიტერორისტულ ქვედანაყოფებს.
თავისთავად აღსანიშნავია ვაზიანის ბაზის ახალი ფუნქცია და ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც მას ენიჭება სტრატეგიული თვალსაზრისით.
საერთოდ, ჩრდილოატლანტიკური კავშირი თანამედროვე გლობალური უშიშროების ერთ-ერთ უმთავრეს გარანტად იქცა. ამ რეალობას დღეს უკვე ყველა აღიარებს.
საქართველო ერთმნიშვნელოვნად მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას: მოგეხსენებათ, სულ ახლახან, რომთან მდებარე ნატოს სამხედრო ბაზაზე, ბატონმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპს იწყებს. ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც რომის სამიტზე გაფორმდა, რუსეთის ნატოში უშუალო მონაწილეობას გულისხმობს.
ამრიგად, ჩვენ ნატოს განვიხილავთ, როგორც ძლიერ და პირგაუტეხელ პარტნიორს, რომელიც გვეხმარება და კვლავაც დაგვეხმარება რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცებაში
მას შემდეგ, რაც რომში მოხდა, ალბათ, უკვე სრულებით უსაგნოა იმაზე მსჯელობა, აქვს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას უფლება, ესწრაფოს ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას - თვით ალიანსმა გაწევრებამდეც კი, თუმცა საქართველოსათვის ეს მოკლევადიანი პერსპექტივა (ანუ დღევანდელი დღის ამოცანა) შეიძლება არც იყოს.
- გრძელდება კონსულტაციები რუსეთის მხარესთან - ახალი ყოვლისმომცველი ხელშეკრულების შემუშავების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვი საკმაოდ აქტიურობს: თბილისში იმყოფებოდა ბორის პასტუხოვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებები აქვს.
გარდა ამისა, მოსკოვში გაიმართა ძალზე ნაყოფიერი მოლაპარაკება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ბატონ თედო ჯაფარიძესა და მის რუს კოლეგას შორის. როგორია ამ პროცესების თქვენეული შეფასება?
- მე კმაყოფილი ვარ იმ ტემპით, რომლითაც მოლაპარაკების პროცესი ვითარდება.
ბორის პასტუხოვის ვიზიტი და მოლაპარაკება საგარეო საქმეთა სამინისტროში საკმაოდ შედეგიანი იყო. მხარეთა პოზიციები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს. მოხერხდა ზოგიერთი უაღრესად მნიშვნელოვანი დებულების საბოლოო შეთანხმებაც.
დიდი დატვირთა ჰქონდა ბატონ თედო ჯაფარიძის ამასწინდელ ვიზიტს მოსკოვში და მის მოლაპარაკებას ვლადიმერ რუშაილოსთან.
აღსანიშნავია, რომ თედო ჯაფარიძის მისია შეეხებოდა არა მარტო კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას, არამედ, საერთოდ, ეროვნულ ინტერესთა თანხვედრის არეალთა განსაზღვრას სტრატეგიული თვალსაზრისით, ანუ იმ თვალსაზრისით, რომელთა თაობაზეც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები.
შეიძლება ითქვას, ამით იხსნება რუსეთთან მჭიდრო ურთიერთმოქმედების კიდევ ერთი არხი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ცვლის სხვა, უკვე მოქმედ ინსტიტუტებს (ვგულისხმობ იმ დიდ სამუშაოს, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს), მაგრამ, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია.
სულ ახლახან მოსკოვში დასრულდა ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოთა ექსპერტების მოლაპარაკება, რომლის უმთავრესი მიზანიც იყო საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სამშვიდობო ძალთა მოქმედება აფხაზეთში, საკონტროლო ზონის გაფართოების ჩათვლით, მოლაპარაკების პროცესის გააქტიურება, გაეროს ცნობილი დოკუმენტის აუცილებელი განხილვა აფხაზური მხარის მიერ. დღის წესრიგში დგება თანამეგობრობის სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში.
ვფიქრობ, ეს ძალისხმევა (ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით), რომელსაც სათავე დაუდო ორი პრეზიდენტის შეთანხმებამ, უახლოეს მომავალში მოგვცემს სასიკეთო შედეგს და არ გამოვრიცხავ, უკვე შემოდგომით დიდი ხელშეკრულების პროექტი მზად იყოს ხელმოსაწერად და, ამას, თავის მხრივ უნდა მოჰყვეს ბევრი ის ცვლილება, რომელიც ჩვენ დღეს ასე გვაწუხებს.
- დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ინფორმაციამ სუამიდან უზბეკეთის გასვლის შესახებ. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- სხვათა შორის, როგორც კოლეგებმა შემატყობინეს, გუშინ ტაშკენტიდან იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც აშკარად ნათელყოფს, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მით უმეტეს, არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე დემარშად.
ყოველ შემთხვევაში, ორმხრივ მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და უზბეკეთს შორის არაფერი ემუქრება. ეს ურთიერთობა მართლაც განსაკუთრებული ხასიათისაა.
არსებობს სრული ურთიერთგაგება და მეგობრობა პრეზიდენტებს შორისაც. ამ შესანიშნავ ტრადიციებს ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
- გასულ კვირას გაიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეროვნული უშიშროების საბჭომ იმსჯელა „თბილგაზში“ შექმნილი ვითარების შესახებ. მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და გენერალურმა პროკურორმა. ამავე დროს, ხელმოსაწერად მზადდება საინვესტიციო ხელშეკრულება ისრაელის კომპანიასთან...
- ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ამჟამად „თბილგაზში“ შექმნილი მდგომ მარეობა.
რატომ მაინც და მაინც უშიშროების საბჭოს სხდომაზე?
საერთოდ, ეროვნული უშიშროების საბჭო პასუხს აგებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. როდესაც ქვეყნის ენერგეტიკა (ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოხმარება) სერიოზული პრობლემის წინაშე დგება, ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო კონკრეტულ ოჯახებს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს.
მოგეხსენებათ, 1990 წლიდან 1995 წლამდე ეს ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა.
მეურნეობა გაიძარცვა და გაიყიდა.
რის ვაივაგლახით შევძელით რაღაცის შეკოწიწება და 1996 წლიდან მივაღწიეთ ბუნებრივი გაზის იმპორტის აღდგენას, მაგრამ დარგის ზოგიერთი მესვეურის უპასუხისმგებლობისა თუ ანგარების გამო, გრძელდებოდა მეურნეობის განადგურება. კოლოსალური მასშტაბი შეიძინა საწვავის დანაკრგმა, გადაუხდელობამ, რითაც ზოგიერთებმა, როგორც ჩანს, გვარიანად „მოითბეს ხელი“.
სახელმწიფო ამას ვერ შეურიგდება.
გარდაუვალია უმკაცრესი ზომებისა და რადიკალური გადაწყვეტილებათა მიღება. უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ კვალიფიციური მოხსენება წამოადგინა გენერალურმა პროკურორმა და სხვა სამართალდაცვის სტრუქტურებმა.
ჩვენი უმთავრესი საზრუნავია გადავარჩინოთ „თბილგაზის“ მეურნეობა, ანუ მოვძებნოთ ისეთი ინვესტორი, რომელიც დიდ დძალი თანხის დაბანდებას შესძლებს განადგურებული და გაძარცვული მილსადენის ქსელის რეაბილიტაციაში.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდემდე შეიძლება ყოველ ზამთარს ათეულობით ადამიანი იხოცებოდეს სისტემის ტექნიკური გაუმართაობისა და უპასუხისმგებლობის გამო?!
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თითქმის მზად არის ხელმოსაწერად საინვესტიციო შეთანხმება - თბილისში შემოდის უძლიერესი ისრაულ-ამერიკული კომპანია „ტაჰალი“, რომელიც გვპირდება, რომ შესძლებს დარგის გადარჩენას, ამას კი, როგორც მინიმუმ, 70-80 მილიონი დასჭირდება (ასეთი თანხები კი საქართველოს, რა თქმა უნდა, დღეს არ გააჩნია).
ყოველ შემთხვევაში, მომავალ ზამთარს არც მოსახლეობას და არც საწარმოებს, ბუნებრივი გაზის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამისათვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რა თქმა უნდა, გადახდის მდგომარეობიდან გამომდინარე. „თბილგაზის“ მოწესრიგება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ სისტემებში წესრიგის დამყარების საფუძველია.
- გრძელდება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებს შორის თბილისის საკრებულოში ძალთა გადანაწილების თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას მიხეილ სააკაშვილიც აცხადებს. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
- პრეზიდენტისათვის მთავარია, თბილისის საკრებულო რეალურად ზრუნავდეს დედაქალაქის პრობლემათა გადაწყვეტაზე.
რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, თუ ფიგურებს, არავითარი სურვილი არა მაქვს ამ საკითხებში ჩავერიო.
ეს არის თვით საკრებულოს, ანუ თბილისის საბჭოს წევრთა გადასაწყვეტი და მათ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიზანშეწონილად მიაჩნიათ დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. და თავის გადაწყვეტილებაზე შემდეგში პასუხიმგებელნიც უნდა იყვნენ.
- რამდენიმე დღის წინათ საქართველოს პარლამენტმა ავღანეთსა და თურქმენეთში ჩვენი ქვეყნის ელჩად დაამტკიცა ბატონი პეტრე ჩხეიძე. შესაბამისად, იგი განთავისუფლებულია გაეროში საქართველოს წარმომადგენლის ფუნქციათა შესრულებისაგან, ხოლო ახალ წარმომადგენლად ბატონი რეზო ადამია დაინიშნა...
- უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ პეტრე ჩხეიძეს იმ მართლაც დაუღალავი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის, რასაც იგი ეწეოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სადაც 9 წლის განმავლობაში ღირსეულად წარ რმოადგენდა საქართველოს.
ბატონი პეტრე ამ პოსტზე დაინიშნა უმძიმეს პერიოდში. როცა ქვეყანა ძლივსძლივობით დგებოდა ფეხზე და საზარელ იარებს იშუშებდა და როცა იგი ფაქტობრივად, იზოლირებული იყო საერთაშორისო მასშტაბით.
მაშინ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანადგომა, პრეზიდენტისა და ხელისუფლების აზრის მიტანა საერთაშორისო გაერთიანებამდე და მეგობარ ქვეყნებამდე. მაგრამ არსებობს როტაციის გარკვეული წესი, რის თანახმადაც ბატონმა პეტრემ თავად ისურვა ასპარეზის შეცვლა.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, თითქოს მისი ახალი ფუნქცია ნაკლებ მნიშვნელოვანია: ბატონ პეტრეს დაევალა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მოქმედების კოორდინირება მთლიანად ცენტრალურ აზიაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი ხდება.
საქართველოს სერიოზული ეკონომიკური ინტერესები გაუჩნდება თვით ავღანეთშიც, როდესაც დაიწყება ამ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და მილიონობით ტონა ტვირთი დაიძვრება, მათ შორის, საქართველოს ნავსადგურების გავლით.
რაც შეხება ახალ ელჩს გაეროში, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, მე მივიღე გადაწყვეტილება ამ თანამდებობაზე ბატონ რეზო ადამიას დანიშვნის შესახებ.
- დაუყოვნებლივ გაჩნდა მოსაზრება, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე ინიშნება ოპოზიციური დაჯგუფების წევრი. თანაც ისეთი დაჯგუფებისა, რომელიც თავს პრეზიდენტისადმი შეურიგებლად აცხადებს...
- ჩემთვის არასდროს ყოფილა განმსაზღვრელი ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. მით უმეტეს, პირადი წყენა ან პიროვნული დამოკიდებულება.
ბატონ რეზოსთან ზოგჯერ პრინციპულად გვიკამათია კიდეც, მაგრამ, რაც მთავარია, იოტისოდენა ეჭვი არ შემპარვია მის პატრიოტიზმსა და ქვეყნისადმი ერთგულებაში.
რეზო ადამია იყო პარლამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტის, მე ვიტყოდი, სანიმუშო თავმჯდომარე და წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სახელმწიფოებრივ სტრუქტურათა ჩამოყალიბება-განმტკიცებაში.
იგი ცნობილი მეცნიერია, საზოგადოებაშიც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს. აქტიურად მონაწილეობდა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებში სამხედრო-სტრატეგიულ საკითხთა თაობაზე (საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც სტამბოლის ეპოქალური დოკუმენტი). არის მაღალი კლასის პროფესიონალი, ფლობს უცხო ენებს და დიპლომატიისაგან არც ისე შორს იდგა მთელი ამ წლების განმავლობაში. იგი ნაკლებად პოლიტიზებული პიროვნებაა, რასაც არცთუ მცირე მნიშვნელობა აქვს.
ამდენად, მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
გულწრფელად ვუსურვებ მას წარმატებას ამ ასპარეზზე, სადაც უმძიმესი შრომა ელის.
- გასულ კვირას თქვენ შეხვდით რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას, რომლებიც კოალიციის შექმნას აპირებენ პარლამენტში. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება განახლებული „მოქალაქეთა კავშირი“, ხოლო პარტიის თავმჯდომარის პოსტს სახელმწიფო მინისტრი ბატონი ავთანდილ ჯორბენაძე დაიკავებს. როგორია თქვენი კომენტარი?
- მიუხედავად იმ მძიმე ვითარებისა „მოქალაქეთა კავშირში“ რომ შეიქმნა ცნობილი მოვლენებისა და პროცესების შედეგად, მაინც არ შეიძლება ამ პარტიას დავუკარგოთ ის დამსახურება, რომელიც უდავოდ აქვს ქვეყნის წინაშე.
ავად თუ კარგად, მთელი 5-6 წლის განმავლობაში იგი სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ანგარიშგასაწევ ფაქტორს წარმოადგენდა.
ეს მთელი პარტიის, ათიათასობით „მოქკავშირელის“ და რეგიონული ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგი იყო.
მართლაც, გასულ კვირას გაიმართა შეკრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი.
გამოითქვა რამდენიმე საყურადღებო, საგნობრივი წინადადება პარტიის განახლების თაობაზე.
ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომავალ ყრილობას.
ჩემი მხრივ, კვლავ ვადასტურებ, რომ ვრჩები ამ პარტიის რიგით წევრად (ეს არის ერთგვარი პატივისცემის და მადლიერების გამოხატულება ძველი თანამებრძოლების მიმართ) და მზადა ვარ ვითანამშრომლო მოქალაქეთა კავშირთან ისევე, როგორც ყველა სხვა პატრიოტულ და კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან.
- ტრადიციული კითხვა: რას გამოჰყოფდით გასული კვირის შეხვედრებიდან?
- საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი ბატონი ლუი მიშელი. ეს არის იმ პროცესის ერთგვარი გაგრძელება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ბრიუსელში ვიზიტის დროს.
ბელგიის სამეფო აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მატერიალური დახმარება სასურსათო პროგრამის ფარგლებში, კერძოდ, გვალვის გამოწვეული ზარალის შედეგების დასაძლევად.
უკვე ამოქმედდა ურთიერთხელსაყრელი შეთანხმებები საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის, ინვესტიციათა წახალისებისა და დაცვის დარგებში. სხვათა შორის, საქართველოს ბელგიისაგან სხვადასხვა სფეროში - მათ შორის, ეროვნულ უმცირესობებთან თანამშრომლობა და სხვა - სერიოზული გამოცდილების მიღება შეუძლია.
ბელგიის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
საუბრისას განვიხილეთ შესაძლო დახმარებისა და თანამშრომლობის ახალი პროგრამები.
ბატონმა ლუი მიშელმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ ბელგიის მთავრობა სასურსათო პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებასთან ერთად მზად არის დახმარება აღმოუჩინოს მიწისძვრით დაზარალებულებს.
ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ თბილისში ბელგიის სამეფოს საელჩოს გასახსნელად.
კიდევ ერთი საინტერესო ვიზიტის შესახებ: თბილისში იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელთა კრების დელეგაცია.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ დიდ ქვეყანასთან სულ უფრო აქტიური და სასარგებლო ხდება.
თუმცა, ისიც კარგად მახსოვს, 1993 წელს, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, თბილისში ზოგიერთები ეჭვსაც კი გამოთქვამდნენ: აბა, სად ჩვენ და სად ჩინეთი?!
მათ არ ესმოდათ, ხოლო ზოგიერთებს დღესაც არ ესმით, რომ თანამედროვე გლობალური პოლიტიკა უკვე წარმოუდგენელია ჩინეთის გარეშე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ნაყოფიერ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიმდინარე პროცესებზე. მით უმეტეს, აქტიურია მისი ძალისხმევა კავკასიაში, რომელიც „დიდი აბრეშუმის გზის“ საკვანძო რეგიონად ითვლება.
ჩინეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, დიდ დახმარებას გვიწევს აფხაზეთის პრობლემათა განხილვისას. ამ ქვეყნის მეშვეობით კახეთში შენდება ორი ელექტროსადგური. ერთი მათგანი (პანკისის ხეობაში, მდინარე ხადორზე) უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
წლეულს ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობას ათი წელი შეუსრულდა. ჩვენი თანამშრომლობა სანიმუშო და მისაბაძია სხვა დიდი თუ პატარა ქვეყნებისათვის.
და ბოლოს, ძალზე სასიხარულო ამბავი: გასულ კვირას მე საგანგებოდ შევხვდი სინგაპურის ფირმა „დელტა-ექსპორტის“ წარმომადგენლებს.
ეს კომპანია აპირებს მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმოს „ჭიათურმანგანუმთან“. იგი მზად არის ყოველწლიურად მინიმუმ 120 ათასი ტონა ნედლეული შეისყიდოს. უკვე შეთანხმებულია პროდუქციის გასაყიდი ფასიც. ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს ექნება საშუალება გაასაღოს ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების კონცენტრატი.
შეიძლება ითქვას, მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ, ჭიათურელთა, აგრეთვე, საჩხერის ათასობით ოჯახის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს.
ამ დღეებში დავუბრუნდებით ტყიბულის განვითარების პრობლემებს. მჯერა, დაწყებულ საქმეს აქაც ბოლომდე მივიყვანთ.
სხვათა შორის, აქვე მივაქციოთ ყურადღება: საუბარია სინგაპურის ფირმაზე.
აი, საბოლოოდ რას ნიშნავს ზოგიერთებისათვის „ეს მოსაწყენი“ (როგორც ისინი ამბობენ) საუბარი „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებაზე.
რომ არა ეს ძალისხმევა, შესაბამისი კონტაქტები, საერთაშორისო აქტიურობა, სინგაპურელებს შეიძლებოდა, ალბათ, მხოლოდ ძალიან შორეული წარმოდგენა ჰქონოდათ საქართველოსა და ჭიათურაზე.
ანუ „დიდი აბრეშუმის გზა“ სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს გასვლა დიდ ევრაზიულ და მსოფლიო ასპარეზზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, კონკრეტული ადამიანის ბედნიერება და ოჯახური სიმყუდროვე.
- რა მდგომარეობაა იმ გამგებლებისა და მერების დანიშვნის მხრივ, რომელთა დანიშვნა თქვენი კომპეტენციაა?
- აქ ტექნოლოგია ასეთია: წინადადებებს წარმოადგენენ რწმუნებულები (რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით განწყობილება თითოეულ ქალაქსა თუ რაიონში), რეგიონული სამსახური, გავითვალისწინებთ, აგრეთვე. ადგილზე არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებულ განწყობილებსაც.
დღეს, მაგალითად, ხელი მოვაწერე ქ. ფოთის მერად დათო ქანთარიას დანიშვნას. შევეცდებით, შეცდომები არ დავუშვათ ამ ძალიან რთულ პროცესში.
- რითაა განპირობებული პარლამენტში თქვენს მიერ შეტანილი საკითხი. „ეროვნული გმირის“ წოდების შემოღებასთან დაკავშირებით?
- საკმაოდ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მივიღე ეს გადაწყვეტილება.
რამდენიმე საუკუნის ბრძოლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის 10 წელი შესრულდა და არც ისე იოლი აღმოჩნდა ეს პროცესი, როგორც ზოგიერთს წარმოედგინა.
დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა ურთულესი პროცესია და გმირობას მოითხოვს. ამასთან, არა ერთეულების თავდადებას, არამედ საერთო სახალხო გმირობას.
წინ დიდი საქმეები და დიდი მომავალია. მე ასევე ვფიქრობ, რომ გმირები, ვისაც ეს წოდება მიენიჭებათ, თავიანთი პირადი მაგალითით, გაბედულებით, წვლილით, უპირველესად, ქვეყნის თავდაცვაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გზას უნდა უნათებდნენ მთელ მოსახლეობას.
სხვათა შორის, თუ ისტორიასაც გადავავლებთ თვალს, საქართველოს არაერთხელ დაუკარგავს დამოუკიდებლობა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საფრთხე კვლავაც გველის, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობას მუდმივი გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება. ამიტომ, ძალიან დიდი სტიმული უნდა შეიქმნას, არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნების აღმშენებლობასა და დაცვაში წამყვან როლს ასრულებენ.
მიმაჩნია, რომ ეს სასიკეთოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, გმირის წოდებას ერთეულები მიიღებენ. ეს ასეც უნდა იყოს. არ შეიძლება ქვეყანაში ყველა გმირი იყოს. ამასთან ერთად, გვაქვს ორდენებიც. ხანდახან გულიც დამწყვეტია, როცა უცხოელ სამხედროებს შევხვედრივარ, მათს მკერდს, როგორც წესი, ორდენებისა და მედლების უზარმაზარი რაოდენობა ამშვენებს, ჩვენებს კი თითო-ოროლა თუ აქვს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს სჭირდებათ ღვაწლის დაფასება, სტიმული, თუნდაც კეთილი სიტყვა სახელმწიფოებისაგან იმისათვის, რომ ახალი სასახელო საქმეები აკეთონ.
„დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობა ურთულესი პროცესია და გმირობას მოითხოვს, ამასთან, არა ერთეულების თავდადებას, არამედ საერთო-სახალხო გმირობას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 ივნისი. - №147 (4206). - 1, 2 გვ.
![]() |
117 აკადემიკოს გიორგი ციციშვილს |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო გიორგი,
გავიგე, რომ განცხადებით მიმართეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს აკადემიკოს-მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. ისიც ვიცი, რომ აკადემიის პრეზიდიუმს და პირადად ბატონ ალეკო თავხელიძეს გაუჭირდა ამ თხოვნის დაკმაყოფილება, მაგრამ მაინც გაუწია ანგარიში თქვენს თხოვნას და გადაგიყვანათ პრეზიდიუმის მრჩევლად.
თქვენი თხოვნა ზუსტად თქვენი ხასიათის შესაბამისია. რაკიღა ჯანმრთელობა აღარ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აკეთოთ საქმე ისე, როგორც ამას საქმე მოითხოვს, გაცლა ამჯობინეთ პატიოსნად, საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. აქ ჩანს ის თქვენი თავადიშვილური ღირსებაც, რომელიც თქვენთვის ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგა. მე მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის არა მარტო მეცნიერებაში, არამედ მწერლობასა და ვეტერანთა საბჭოში.
თქვენ ყოველთვის და ყველგან ლიდერად რჩებოდით, მამულიშვილურად, რომელიც მუდამ ერთგული იყო თავისი ქვეყნის, როგორც ჯარისკაცი, როგორც მწერალი, როგორც მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. აკეთებდით იმას, რაც სჭირდებოდა ქვეყანასა და დროს, აკეთებდით კარგად და ერთგულად.
პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
ედუარდ შევარდნაძე
აკადემიკოს გიორგი ციციშვილს // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 18 ივნისი. - №147 (4206). - 1 გვ.
![]() |
118 გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქციას |
▲ზევით დაბრუნება |
ძვირფასო მეგობრებო!
გულითა და სულით გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს - გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ („ზარია ვოსტოკა“) 80 წლისთავს. თითქმის მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში გაზეთი იყო ყველა იმ მოვლენის მემატიანე, რომელთა გადატანაც ხვდათ წილად საქართველოს, მის ხალხს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს აღდგენილი დამოუკიდებლობისათვის ყველაზე ძნელი ბოლო ათი წელი. ამ პერიოდში „სვობოდნაია გრუზიას“ ოდნავაც არ შეუცვლია თავისი აკადემიურობა და არ უღალატია ტრადიციებისათვის, არ აჰყოლია ჟურნალისტიკაში ახალმოდურ მიმართულებებს. მაგრამ, იმავდროულად, მეტად რთულ პირობებში, მან შეძლო თავისებრივი ცვლილებები შეეტანა თავის საქმიანობაში. უფრო მეტიც, იგი საუკუნეების განმავლობაში ნალოლიავები ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ერთგული დარჩა და, ამავე დროს, ბრწყინვალედ ასრულებდა საქართველოს სახელმწიფოს რუსულენოვანი მოსახლეობის ობიექტური ინფორმატორის უშუალო და რთულ ფუნქციას. გაზეთმა იკისრა იმ ხიდის როლი, რომელიც გვაახლოებს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან მთელ მსოფლიოში.
გულწრფელად მინდა ვუსურვო გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქციის კოლექტივს, მის ყველა თანამშრომელს ჯანმრთელობა და დიდი ბედნიერება, შემდგომი წარმატებები უაღრესად ძნელ და კეთილშობილურ საქმიანობაში. გისურვებთ, რომ საქართველოს რუსულენოვანი პრესის ლიდერის წოდება „სვობოდნაია გრუზიას“ შეენარჩუნებინოს ახალ 21-ე საუკუნეშიც.
ედუარდ შევარდნაძე
გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქციას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 20 ივნისი. - №149 (4208). - 1 გვ.
![]() |
119 „ვიმედოვნებ, თბილისის შეხვედრა ხელს შეუწყობს არ მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ფინანსური კონტროლის უმაღლესი ორგანოების თანამშრომლობას, არამედ ახალ იმპულსს მიანიჭებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევროპის, აგრეთვე, ჩვენი პლანეტის სხვა ნაწილების სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა
თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ფინანსური
კონტროლის უმაღლესი ორგანოების ხელმძღვანელთა საბჭოს
მესამე სესიაზე თბილისში, 2002 წლის 20 ივნისს
ქალბატონებო და ბატონებო,
პატივცემულო სტუმრებო,
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ თბილისში და ვუსურვო თქვენს ფორუმს შინაარსიანი და ნაყოფიერი მუშაობა.
ჩვენს დინამიკურ ეპოქაში, როცა მსოფლიოში სწრაფად ვითარდება ინტეგრაციული პროცესები, „კლებულობს“ დრო და სივრცე, ინტერნერს თვალის დახამხამებაში მიაქვს ინფორმაცია პლანეტის ნებისმიერ წერტილში, საჭიროა გავაერთიანოთ ძალისხმევა ბევრ სფეროში, მათ შორის, სახელმწიფო საფინანსო კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, რომელიც ბევრი ქვეყნისათვის ინტერნაციონალურ ხასიათს იძენს.
ვიმედოვნებ, რომ თბილისის შეხვედრის შედეგები ხელს შეუწყობს არა მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ფინანსური კონტროლის უმაღლესი ორგანოების თანამშრომლობის განმტკიცებას, არამედ ახალ იმპულსს მისცემს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევროპის, აგრეთვე, ჩვენი პლანეტის სხვა ნაწილების სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.
დემოკრატიის განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ჩვენგან მოითხოვს შევიმუშაოთ სრულიად ახალი მიდგომები სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში, გავზარდოთ ეკონომიკური სექტორის გამჭვირვალობა და განვამტკიცოთ საბიუჯეტო დისციპლინა.
სამწუხაროდ, სახელმწიფო სახსრების მფლანგველური ხარჯვის გაუმართლებელი, მავნე პოლიტიკა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრირების არასაკმარისი დონე ქმნიან არაჯანსაღ, ხშირად კორუმპირებულ გარემოს, რაც სერიოზულად აფერხებს ჩვენს სახელმწიფოთა სოციალურ-ეკონომიკური სისტემების განვითარებას, მტკიცე დემოკრატიული სტრუქტურების ფორმირებას.
კორუფცია სახელმწიფოს დამოუკიდებლობის უპირველესი საფრთხეა.
სწორედ ამიტომაც, შევქმენით ამ სოციალურ ბოროტებასთან ბრძოლის სპეციალური ბიურო, შევიმუშავეთ საგანგებო სახელმწიფო პროგრამა და ვაპირებთ მკაცრად განვახორციელოთ იგი, მათ შორის საქართველოს კონტროლის პალატის დახმარებით, რომელიც დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობს ჩვენს საზოგადოებაში.
კორუფციასთან ბრძოლის აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირებით 2001 წლის ოქტომბერში მე მივმართე სეულში მიმდინარე უმაღლესი საკონტროლო ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის მეჩვიდმეტე მსოფლიო კონგრესს, განსაკუთრებით გავუსვი ხაზი იმას, თუ რა როლს ასრულებს კორუფცია როგორც ნაყოფიერი ნიადაგი ტერორიზმისა და სხვა განსაკუთრებით საშიში დანაშაულისა და მოვლენებისათვის.
ამ დებულების სამართლიანობას ცხოვრებაც ადასტურებს.
ჩვენ მზად ვართ გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა ფინანსური სისტემები დაცული იყოს დამნაშავეობის შეღწევისაგან, რათა ვეძებოთ და გავანეიტრალოთ კაპიტალები, რომლებიც ტერორისტებსა და სხვა დამნაშავეებს ასაზრდოებენ.
ფინანსური კონტროლის უმაღლეს ორგანოებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურ დანაშაულობათა ფაქტების გამოვლენაში, განსაკუთრებით საბიჯეტო სფეროში. რაკი ჩვენი ქვეყნები ეკონომიკურად და სოციალურად უაღრესად მჭიდროდ არიან დაკავშირებული, დგება ძალისხმევის კოორდინაციის გადაუდებელი საჭიროება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში.
ამ პროცესში ყოველანაირად უნდა დავუჭიროთ მხარი ფინანსური კონტროლის ორგანოების ფუნქციურ დამოუკიდებლობას, როგორც მათი ქმედითუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობას.
საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ საქართველოს კონტროლის პალატის შექმნის სათავეებთან განისაზღვრა მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები, რომელთა საკვანძო დებულება არის სახელმწიფო სახსრების ეფექტიანი კონტროლის მეთოდების დამოუკიდებელი შერჩევა საზოგადოებისათვის მისი საქმიანობის უთუო კარგახსნილობის პირობებში. სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს წარმატებულ კოორდინაციას სხვადასხვა სამართალდაცვის ორგანოებს შორის და პარალელიზმის დაძლევას მათს მუშაობაში.
სწორედ ამიტომ, კონტროლის პალატაში წარმატებით განხორციელებულ სერიოზულ რეფორმებთან ერთად, მზად ვართ ღრმა ინსტიტუციური გარდაქმნებისათვის მთლიანად სამართალდაცვის ორგანოებში. ეს უფრო რთული საქმეა, მაგრამ სისტემა უკვე მოფიქრებულია და უახლოეს დროში შევუდგებით ამ სერიოზულ მუშაობას.
საქართველოში კონტროლის პალატის აქტიური მონაწილეობით მომზადებულია კანონპროექტი „სახელმწიფო კონტროლის შესახებ“, რომლის მიზანია საფინანსო კონტროლის ერთიანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ფინანსური სტანდარტების დამტკიცება.
ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევროპისა და სხვა კონტინენტების ქვეყნების საკონტროლო მუშაობის გამოცდილება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების სისტემის დანერგვისათვის, აგრეთვე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით საკონტროლო-სარევიზიო და საექსპერტო-ანალიტიკურ ღონისძიებათა მხარდაჭერა.
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
თქვენი შეხვედრა დაემთხვა ღირსშესანიშნავ მოვლენას საქართველოს კონტროლის პალატის ცხოვრებაში - მისი დაარსების 10 წლისთავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდი საკმაოდ რთულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მხედველობაში მაქვს სამოქალაქო ომი, სისხლისმღვრელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, კრიმინალთა თარეში, ეკონომიკური ნგრევა და სხვა ურთულესი პრობლემები, რომლებიც თან სდევდა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
როცა შედეგებს ვაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა სიძნელის მიუხედავად, კონტროლის პალატის კოლექტივი მთელი ამ წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და ხელს უწყობდა ახალი დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებას.
ნება მიბოძეთ, განსაკუთრებით მივესალმო ფორუმზე ინტოსაის პრეზიდენტს, სამხრეთ კორეის აუდიტთა და ინსპექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ იონგ-ნამ ლის, ევროსაის პრეზიდენტს, რუსეთის ფედერაციის საანგარიშო პალატის თავმჯდომარეს ბატონ სერგეი სტეპაშინს, რომელსაც კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანაში და დიდ პატივს სცემენ მას, ევროპის საანგარიშო პალატის წარმომადგენლებსა და სხვა სტუმრებს.
დარწმუნებული ვარ, ამ სესიაზე თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი ხელს შეუწყობს ჩვენს სახელმწიფოთა უმაღლესი საკონტროლო ორგანოების განმტკიცებას, მათი როგორც უმნიშნელოვანესი ინსტრუმენტის დემოკრატიულ და ცივილიზებულ განვითარებას.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
„ვიმედოვნებ, თბილისის შეხვედრა ხელს შეუწყობს არ მარტო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ფინანსური კონტროლის უმაღლესი ორგანოების თანამშრომლობას, არამედ ახალ იმპულსს მიანიჭებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევროპის, აგრეთვე, ჩვენი პლანეტის სხვა ნაწილების სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 ივნისი. - №150 (4209). - 1, 2 გვ.
![]() |
120 ბატონ სერგო მურღულიას |
▲ზევით დაბრუნება |
ბატონო სერგო,
უდიდესი სიამოვნებით გილოცავთ დაბადების 70 წლისთავს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
თქვენ განეკუთვნებით იმ შესანიშნავ მოღვაწეებს, რომელთაც მთელი თავისი ცხოვრება ქვეყნის სამსახურს შეალიეს.
მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისათვის საქართველოს წინაშე და იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ყოველთვის მიწევდით.
იყავით ბედნიერი და დღეგრძელი. დარწმუნებული ვარ, კვლავაც ჩვეული შემართებით იღვაწებთ სამშობლოს საკეთილდღეოდ.
პატივისცემით,
ედუარდ შევარდნაძე
ბატონ სერგო მურღულიას // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 21 ივნისი. - №150 (4209). - 1 გვ.
![]() |
121 „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, გახდა საერთაშორისო გაერთიანების ორგანული ნაწილი და ხელს უწყობს რეგიონის სრულფასოვან მონაწილეობას გლობალიზაციის საყოველთაო პროცესში“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
ორგანიზაციის 10 წლისთავთან
დაკავშირებულ სტამბოლის სამიტზე
ბატონო თავმჯდომარე,
პატივცემულო კოლეგებო,
ნება მიბოძეთ, ღრმა მადლიერება გამოვუცხადო თურქეთის პრეზიდენტს ბატონ აჰმედ ნეჯდეთ სეზერს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის, აგრეთვე ხაზგასმით აღვნიშნო თურქეთის რესპუბლიკის უდიდესი როლი ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნებასა და მის შემდგომ განვითარებაში. მსურს მივესალმო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრ ყველა ქვეყანას და აქ მყოფ მათს ლიდერებს.
ორგანიზაციის განვითარების განვლილი 10 წელი იოლი არ ყოფილა. წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჯერ კიდევ იმყოფება საბაზრო ეკონომიკასთან ადაპტაციის რთულ სტადიაში. ამის მიუხედავად, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მაინც დაიმკვიდრა სტაბილური განვითარებადი ისნტიტუტის სახელი მყარი სამთავრობო საპარლამენტო, სამეცნიერო, საქმიანი და საბანკო სტრუქტურებით. იგი, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, გახდა საერთაშორისო გაერთიანების ორგანული ნაწილი და ხელს უწყობს რეგიონის სრულფასოვან მონაწილეობას გლობალიზაციის საყოველთაო პროცესში.
წარმატებას, უწინარეს ყოვლისა, განაპირობებს ის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა გაიაზრეს რეგიონული თანამშრომლობის, როგორც ეროვნული ინტერესების ხორცშესხმის ეფექტიანი საშუალების მნიშვნელობა. ამავე დროს, ამ თანამშრომლობას ამუხრუჭებენ კონფლიქტები, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბალკანეთთან ერთად, გეოგრაფიული, კულტურული, ცივილიზებული თვალსაზრისით ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია. ბუნებრივია, ჩვენი სერიოზული შეშფოთება, სერიოზული პრობლემები დაკავშირებულია კონფლიქტებთან, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიაში.
ჩვენს განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს აფხაზეთის კონფლიქტი, სადაც დღესაც გრძელდება ეთნიკური წმენდა იმ ასიათასობით ადამიანის მიმართ, რომლებსაც, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, უკრძალავენ მშობლიურ კერებში დაბრუნებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე, ფაქტობრივად, უშედეგოდ მოლაპარაკების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, იკვეთება კონფლიქტის მოწესრიგების პერსპექტივა, რომელშიც გადამწყვეტი როლი შეასრულა „საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა“ ჯგუფმა, მათ შორის რუსეთმა, აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა. მათი ძალისხმევის შედეგად გაეროს უშიშროების საბჭომ დაადგინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მკაფიო ჩარჩოები, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ დაცვას. ვიმედოვნებ, რომ „მეგობართა“ ჯგუფი და გაერო შეძლებენ დაარწმუნონ სეპარატისტული რეჟიმი დაემორჩილოს მსოფლიო გაერთიანების ნებას და მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
ამ საკითხს ასე დაწვრილებით იმიტომ შევეხე, რომ უშიშროება არის შავი ზღვის ალიანსის სივრცეში თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობა. როცა ვსაუბრობ უშიშროებაზე ამ სიტყვის ფართო გაგებით, გვერდს ვერ ავუვლი წმინდა გლობალური მასშტაბის მოვლენას, რომელიც კეთილმყოფელ გავლენას მოახდენს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მომავალზე. ვლაპარაკობ პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ბუშის შეხვედრის შესახებ მოსკოვში, რომელსაც ვუწოდებდი ყველაზე მნიშვნელოვან წინსვლას, რაც კი მომხდარა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ. განსაკუთრებით მისასალმებელია ამერიკისა და რუსეთის მიერ ყველას გასაგონად გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ხელს იღებენ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში „დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის მოდელზე“ და სურთ ეს რეგიონები გახადონ თანამშრომლობის ასპარეზი. ამას ნაწილობრივ მოწმობს პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდელი პრესკონფერენცია, მისი ახალი გამონათქვამები, რომლებმაც ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. მხედველობაში მაქვს თუნდაც ის, რომ გამოითქვა საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ წყენის დასაბუთების შესაძლებლობა. ასეთი საფუძველი საქართველოს აქვს. ეს არის აფხაზეთი. თუმცა, თუ შევეცდებით შევხედოთ რუსეთის თვალით პრობლემას, მასაც აქვს წყენის საბაბი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად იგი დაკავშირებულია საქართველოს უართან, როცა მან თავის ტერიტორიაზე არ გაატარა რუსეთის ჯარები სამხრეთიდან ჩეჩნეთზე შეტევისათვის. მაგრამ, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ ჩეჩნები, რომელთა შორის უმეტესობა იყო ქალები, მოხუცები და ბავშვები, ჩვენთან შემოყარეს და ჩვენ ისინი მივიღეთ, როგორც ლტოლვილები. ჩვენი მონაცემებით, მათმა ნახევარმა უკვე დატოვა საქართველო. რა თქმა უნდა, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პანკისის ხეობის სტაბილიზაციისათვის, უნდა გაგრძელდეს და ამ მიზნით ჩვენმა სპეცსამსახურებმა, და არამც და არამც შეიარაღებულმა ძალებმა, უფრო ნაყოფიერად უნდა ითანამშრომლონ და ეძებონ გზები ეფექტიანი ერთობლივი მოქმედებისათვის.
რუსეთისა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელსაც 11 სექტემბრის ტრაგედიამ ახალი მძლავრი იმპულსი მისცა, არის თანამედროვე სამყაროს წინაშე წამოჭრილი უმწვავეს პრობლემათა გადაჭრის გასაღები და ეს შანსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ ხელიდან. ისევე როგორც აქამდე, საქართველო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ანტიტერორისტულ კოალიციასთან. ამის თვალსაჩინო მაგალითია წვრთნისა და აღჭურვის ქართულ-ამერიკული პროგრამა, რომელსაც მივიჩნევთ როგორც ჩვენს ერთობლივ წვლილს შავი ზღვის აუზის სივრცის უშიშროების საქმეში. პროგრამის განხორციელება ცოტა ხნის წინათ დაიწყო. მან უნდა შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი - გაწმინდოს საქართველო და, მაშასადამე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეს უბანი, ტერორიზმისა და მისი მასაზრდოებელი წყაროებისაგან, რომელთა შორის არის ექსტრემისტული ნაციონალიზმი, რელიგიური ფანატიზმი, აგრესიული სეპარატიზმი, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობა და მათი ტრანზიტი.
გასული ათწლეულების განმავლობაში გამოიკვეთა შავი ზღვის ალიანსის წევრი ქვეყნების ინტერესთა თანხვედრის ფართო სპექტრი, კერძოდ, ურთიერთობა ევროკავშირთან, თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროებში, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, გარემოს დაცვა, ბრძოლა ორგანიზებული დამნაშავეობის, ტერორიზმის წინააღმდეგ და სხვა. დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დამყარებული თანამშრომლობა ევროკავშირთან საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენს ეტაპობრივ ინტეგრაციას საერთო ევროპულ სივრცეში.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროექტების განხორციელებას, რომლებიც შეესაბამება ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საერთო ინტერესებს ეკონომიკის იმ დარგებში, სადაც მათ შეუძლიათ კონკრეტული სარგებლის მოტანა შედარებით მოკლე დროში. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითებია „ახალი დიდი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში უკვე მოქმედი ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მშენებარე მილსადენები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ გადაეცემა საექსპლუატაციოდ. ამ პროექტებზე ძალიან დამაჯერებლად და საფუძვლიანად ილაპარაკა ამ პროექტების, ამ წამოწყებათა მთავარმა ინიციატორმა, გადაუჭარბებლად ვუსვამ ამას ხაზს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ინსტიტუტების ადაპტაცია საბაზრო ეკონომიკასთან.
შავი ზღვა არის უნიკალური აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის მარგალიტი. ჩვენ ყველა შეშფოთებული ვართ მისი ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, სწორედ თქვა ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა, მაგრამ არც მისი კულტურული გარემოცვა უნდა დავივიწყოთ. საუკუნეთა სიღრმეში ფესვგადგმული კულტურული ფენებით იგი ევროპის ცივილიზაციის აკვანია. ამიტომ, ჩვენი ალიანსის ერთ-ერთი პირველრიგისეული ამოცანა უნდა გახდეს ზრუნვა შავი ზღვისათვის. დღეს, როცა ყველა ჩვენი სახელმწიფო გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე, ეკონომიკურმა სტიმულმა, ეკონომიკური სარგებლისა და მიზანშეწონილობის ცდუნებამ შესაძლოა მეორე პლანზე გადაწიოს კულტურულ-ეკოლოგიური პრობლემები. ამიტომ, ამ მიმართულებითაც უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა. ჩვენთან საქართველოში არის კარგი სამეცნიერო ბაზა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მათ შორის სანაპირო ზოლის დაცვის, ხმელეთისა და ზღვის ეკოლოგიის საქმეში. ჩვენ გთავაზობთ, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით შეიქმნას საქართველოში გარემოს უსაფრთხოების ცენტრი, რომელიც შეიმუშავებს შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო, ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსების ათვისების პოლიტიკას, გაუწევს მონიტორინგს მიმდინარე პროექტებს იმ მიზნით, რომ მათ ვერ მიაყენონ ზიანი ამ უნიკალურ კულტურულ-ეკოლოგიურ არეალს. ისტორიული რეალიებისა და განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, ამ არეალში, შავ ზღვასთან ერთად, უნდა შევიდეს კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებიც. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ ენერგეტიკის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც დღეს იხსნება სტამბოლში, ეწოდება „სამი ზღვის ამბავი“.
ძვირფასო კოლეგებო,
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მისამართით გამოთქმული კრიტიკის მუხტი, რომელიც პირადად ჩემში ამ რამდენიმე წლის წინათ საკმაოდ ძლიერი იყო, სადღეისოდაც ფრთხილი ოპტიმიზმით იცვლება. ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ბევრი რამ ისწავლა დამოუკიდებელი არსებობის განმავლობაში, შეიძინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და დაადგა სტაბილური განვითარების გზას. დღეს მე უფრო მეტად მწამს ის, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემით შევძლებთ ეს ორგანიზაცია გარდავქმნათ შავი ზღვის რეგიონის მძლავრ ეკონომიკურ ბერკეტად, რომელიც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხთა კეთილდრეობას მოემსახურება.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი, გახდა საერთაშორისო გაერთიანების ორგანული ნაწილი და ხელს უწყობს რეგიონის სრულფასოვან მონაწილეობას გლობალიზაციის საყოველთაო პროცესში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 26 ივნისი. - №154 (4213). - 1,2 გვ.
![]() |
122 „საქართველო, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრალური სახელმწიფოა ევრაზიის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ნარკოტიკების გავრცელების საწინააღმდეგო ჯებირად უნდა გადაიქცეს“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის
სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე
„კავკასია ნარკოტიკების გარეშე“
ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო სტუმრებო!
ნება მიბოძეთ, მოგესალმოთ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, - კავკასიის, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს და ჩვენს სტუმრებს, გისურვოთ წარმატებები ნარკოტიზმისა და ნარკოტერორიზმის (მინდა, ეს სიტყვა დავამკვიდრო) წინააღმდეგ ბრძოლაში ეროვნულ, რეგიონალურ და მსოფლიო დონეზე!
ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყოდე, მინდა, ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ გუშინ თქვენს სხდომას ვერ დავესწარი. მიზეზი თქვენთვის ცნობილია, ძალიან სერიოზული და საპატიო მისიით ვიმყოფებოდი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში - თურქეთში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მივიღეთ შეთანხმებული გადაწყვეტილებანი, მათ შორის, იმ საკითხებზეც, რომლებზეც დღეს ჩვენ აქ ვმსჯელობთ.
პრობლემა „კავკასია ნარკოტიკების გარეშე“ დიდი პრობლემაა და მისი გადაჭრა პრაქტიკულად არ შეუძლიათ კავკასიის ან სხვა რომელიმე რეგიონის ცალკეულ სახელმწიფოებს, - მით უმეტეს, გარდამავალი ეპოქის სახელმწიფოებს, არც მხოლოდ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ალიანსს, რადგანაც კავკასიის ქვეყნები და კავკასია ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაში და ეს ინტეგრაცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბს შეიძენს გლობალიზაციის პროცესის განვითარებასთან ერთად.
„კავკასია ნარკოტიკების გარეშე“, ერთი მხრივ, უშუალოდ უკავშირდება საკუთრივ ნარკოტიზმთან ბრძოლას, მეორე მხრივ, მისი ორგანულად თანმხლები პრობლემაა ტერორიზმთან და ნარკოტერორიზმთან ბრძოლა, რადგანაც ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების კონტრაბანდა დაკავშირებულია ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებთანაც, რომლებსაც თან ახლავს ტერორიზმი, ნარკოტერორიზმი, როგორც განუყოფელი ნაწილი. ასე იკვრება „გორდიას კვანძი“ ნარკოტიზმი - ტერორიზმი - ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები და ამას უნდა დავუმატოთ რელიგიური ექსტრემიზმი. ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. დავრწმუნდით, თუ რამდენად საშიშია რელიგიური ექსტრემიზმის თუნდაც ცალკეული გამოვლინებანი.
ასე იყო ეს ისტორიულად, ასეა დღესაც. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები და ტერორიზმი, რა თქმა უნდა, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, მდგომარეობა პანკისის ხეობაში, თუ ჩვენს ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, მდგომარეობა ჩეჩნეთში, რომელიც კვლავ საგანგაშოა, ავღანეთში, პალესტინაში, თუ გნებავთ, ტერორისტული აქტები პაკისტანში, ინდოეთში და ასევე მაღალი დონის განვითარების მქონე ქვეყნებში.
როგორც მოგეხსენებათ, ადრე სხვა ეპოქაში ლაპარაკობდნენ რევოლუციების ექსპორტზე. დღეს, სამწუხაროდ, ნარკოტერორიზმის, ექსტრემიზმის, ეთნოკონფლიქტების ეპოქაში ვცხოვრობთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ არა მარტო შედეგს, არამედ, უწინარესად ამ შედეგების გამომწვევ მიზეზებს.
ჩვენ ნარკობიზნესის, ნარკოკონტრაბანდის, ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემებს განვიხილავთ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის, მსოფლიო აბრეშუმის გზის აღორძინების, საერთოდ, ინტეგრაციული პროცესების განვითარების კონტექსტით.
მოგეხსენებათ, რომ გამოიცა ჩემი წიგნი, რომლის კვლევის თემებია „დიდი აბრეშუმის გზა. ტრასეკა. პეტრა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი. ევრაზიის საერთო ბაზარი. პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“.
მე ამ წიგნიდან მხოლოდ რამდენიმე დეტალს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას.
პირველი. ჯერ კიდევ, 1990 წელს, როდესაც დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი სუპერ-სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრად ვმუშაობდი, ვლადივოსტოკში მოვიწვიეთ საერთაშორისო კონფერენცია: „აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები: დიალოგი, მშვიდობა, თანამშრომლობა“. მაშინ, 1990 წელს დავსვი პირველად საკითხი საერთაშორისო მასშტაბით მსოფლიო აბრეშუმის გზის აღორძინების შესახებ. შემდეგ ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ ევროპული სტრუქტურების წინაშე და მივიღეთ ერთსულოვანი მხარდაჭრა. „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების იდეას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა და ამერიკის მთავრობამ.
სენატორმა ბრაუნბეკმა სწორად დააყენა საკითხი: კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა მოიპოვეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, „დიდი აბრეშუმის გზა“ მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი უნდა გახდესო.
მე ჩემს წიგნში დავსვი საკითხი მომავალში ევრაზიის საერთო ბაზრის, - ევროპის საერთო ბაზრის მსგავსად, - შექმნის თაობაზე. ამ ბაზრის წინაპირობაა ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის, ტრასეკას, პეტრას, ინოგეიტის შემდგომი განვითარება.
ევრაზიის საერთო ბაზრის იდეა დღემდე უპირატესად იდეად რჩება. ევრაზიის საერთო ბაზარი უნარკოტიკო ბაზარი უნდა იყოს! საჭიროა სათანადო საერთაშორისო პროექტი და მისი ხორცშესხმა. ამ გზით ევროპა უფრო ეფექტიანად შემოვა აზიაში და აზია გავა ევროპაში.
უნდა გითხრათ, რომ ჩვენი დიდი მეგობრის - რუსეთის, ყაზახეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ინიციატივით უკვე დაიწყო მოძრაობა, მრავალი წინადადება გაჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით.
იმედი მაქვს, რომ დღევანდელი კონფერენცია მხარს დაუჭერს ევრაზიის საერთო ბაზრის შექმნის იდეას და პროექტს, რომელიც მომავალში საბოლოოდ უნდა შემუშავდეს. ამ პროექტის ნაწილი კი უკვე მოქმედებს.
ფილოსოფოსი კანტი, რომლის არაერთი იდეა გაეროს პრინციპებს უდევს საფუძვლად, მშვიდობისა და ხალხების დაახლოების წინაპირობად ვაჭრობის განვითარებას მიიჩნევდა. იგი ილაშქრებდა ქსენოფობიის წინააღმდეგ და მიაჩნდა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყველა ქვეყანაში სტუმრადმოყვრულად მიღების უფლება.
დიდი ქართველი მეფე და მოაზროვნე დავით აღმაშენებელი მე-12 საუკუნეში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მიზნით უფასო ქარვასლებს და ფუნდუკებს აგებდა უცხოელი დიდვაჭრებისათვის. დღეს კი ხშირად შეღავათიანი ტარიფების შემოღებაც გვიჭირს.
21-ე საუკუნის ადამიანები არ უნდა ჩამოვრჩეთ მე-12 საუკუნ ნის ადამიანებს! ეს იდეები უნდა ხორციელდებოდეს ახალ თვისებრივ დონეზე - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნისა და საერთო ბაზრის დონეზე. საჭიროა პოლიტიკური ტოლერანტობა, რელიგიათა, კულტურათა და ცივილიზაციათა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანულ და მუსლიმანურ ცივილიზაციათა ნაყოფიერი და შედეგიანი დიალოგი.
ამას წინათ ტრაპიზონში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ნარკობიზნესის ზრდა, გარკვეული თვალსაზრისით, ტერორიზმთან ერთად თვით „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების პრობლემებს დაუკავშირეს. „დიდი აბრეშუმის გზა“, თუ გადამწყვეტი ზომები არ მივიღეთ, შეიძლება „ნარკობიზნესის დიდ გაზადაც“ გადაიქცეს. გთხოვთ, ამას ყველანი ჩაუფიქრდეთ, ვინც თანამედროვეობის დიდ მოძრაობაში მონაწილეობთ. ვგულისხმობ, „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებას.
ტრაპიზონში მიღწეულ იქნა შეთანხმება „თურქეთის რესპუბლიკას, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ადამიანებით ვაჭრობისა და იარაღის კონტრაბანდისა და სხვა მნიშვნელოვან დანაშაულებათა წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ.“
იგივე პრინციპებია გათვალისწინებული მოძმე სომხეთთან და ბევრ სხვა ქვეყნებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში.
მხარეები იმუშავებენ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, რათა მოიპოვონ მონაცემები ტერიტორიული და ნარკოტერორისტული ორგანიზაციების, მათი ურთიერთკავშირების, ფინანსური წყაროების, ამასთანავე, ტერორისტულ აქტებში გამოყენებული იარაღის, საბრძოლო მასალების, რადიოაქტიური, ფეთქებადი, ქიმიური, ბიოლოგიური და ტოქსიკური ნივთიერებების წარმომავლობის შესახებ, რათა განახორიელონ ეფექტიანი და კოორდინირებული ღონისძიებანი. მე ამ დოკუმენტს ვუწოდებდი უნარკოტიკო და უტერორო კავკასიის ქარტიას.
მხარეებს შორის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებით კანონიერი ვაჭრობა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდება მხარეთა 1961 წლის „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის“ (შევუერდით 1999 წელს), 1971 წლის „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე კონვენციისა“ (შევუერთდით 1997 წელს) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის (შევუერთდით 1997 წელს) დებულებების შესაბამისად.
სამი სახელმწიფოს ტრაპიზონის შეთანხმებას იმედია შემოუერთდებიან ცენტრალური აზიისა, კასპიისპირეთის, კავკასიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის სახელმწიფოები.
მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ისეთ საერთაშორისო დოკუმენტებზე, როგორიცაა „ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლისათვის თანამშრომლობის ჯგუფის“ (ე.წ. პომპიდუს ჯგუფის) შექმნის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციები, ურთიერთგაგების მემორანდუმები საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის რესპუბლიკას, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის პროგრამას შორის ნარკოტიკული საშუალებების კონტროლისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში თანამშრომლობის შესახებ.
რადგან ირანი ვახსენე, მინდა მადლობა მოვახსენო აქ ჩამოსულ დელეგაციას და გამოვხატო ჩემი ქვეყნის სამძიმარი და მწუხარება იქ დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
პარლამენტი განიხილავს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონპროექტს მე-3 მოსმენით. მაგრამ აქვე მინდა ვთხოვო ჩვენს იურისტებს, უპირველესად, იუსტიციის სამინისტროს, რომელიც საკმაოდ კარგ დონეზე ფუნქციონირებს, ბევრი კარგი წამოწყების ინიციატორია, რომ საკანონმდებლო სრულყოფას, ნარკოტიკების წინააღმდეგ სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე ანტიტერორისტული და ანტინარკოტიკული პროგრამების შემუშავებას. ამ მხრივ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გაეროს ანტიტერორისტულმა კომიტეტმა აქტიურად ჩააბას სახელმწიფოები ასეთი პროგრამების შემუშავებაში.
ერთი რამ მინდა ვთქვა: ეს, უწინარესად, ჩემს კოლეგებს, საქართველოს სხვადასხვა რანგის მოხელეებს, ხელმძღვანელებსა თუ რიგითებს შეეხება, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, სად რა დევს და როგორ შეიძლება ვისარგებლოთ იმით, რაც უკვე შექმნილია კანონმდებლობაში, თუ გნებავთ, მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის თვალთახედვით. უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ გაეროს ანტიტერორისტულ კომიტეტს, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. საქართველო ჯერჯერობით ამ სიკეთით ვერ სარგებლობს ისე, როგორც საჭიროა.
შემუშავებულია პროგრამის პროექტი: „ევრაზიის დერეფნის უშიშროების მიზნით ტერორიზმისა და ნარკოტიზმის საფრთხეთა ადრეული გამოვლინებისა და წინმსწრები მოდელირების შესახებ“.
გვინდა დიდი ოპტიმიზმით აღვიქვათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივი დეკლარაცია რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის ახალი სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, რომლის მხედველობის არეს, დარწმუნებული ვარ, არ გამორჩება ნარკობიზნესის, ნარკოტიკების ვაჭრობისა და მათი მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა.
რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც ევროპა, აზია, იაპონია და სხვა ქვეყნები, ითანამშრომლებენ რეგიონალური კონფლიქტების, მათ შორის, აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთის კონფლიქტების მოგვარებაში.
როგორც დეკლარაციიდან ჩანს, გამოიკვეთა ამ ორი დიდი სახელმწიფოს სრულიად ახალი პარტნიორული მიდგომები კონფლიქტების მოგვარების, აგრეთვე ტერორიზმისა და ნარკოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ქართველები, ამ ბოლო პერიოდში მიღწეულ შეთანხმებებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიდი იმედის თვალით ვუყურებთ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „კავკასია ნარკოტიკების გარეშე“ გამართვის ღონისძიებებს ეხება, ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო ათწლეულში, უნდა ვაღიაროთ, მნიშვნელოვნად გართულდა მდგომარეობა ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის, წარმოების, გამოყენებისა და საქართველოს ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის თვალსაზრისით. ეს რეალური საფრთხეა ჩვენ წინაშე, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ქვეყანაში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, პოლიტიკურმა არას სტაბილურობამ, კრიმინოგენური ვითარების გამწვავებამ, სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესუსტებამ.
ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი 5-6 წლის განმავლობაში. ახლა ოდნავ გაჯანსაღების ტენდენციები გამოიკვეთა, მაგრამ ეს არის სრულიად უმნიშვნელო პირველი ნაბიჯები. ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისათვის აღძრულია 5000 სისხლის სამართლის საქმე, პასუხისგებაში მიცემულია 5500-მდე კაცი, ამოღებულია 5 ტონამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც სინამდვილეში ხდება.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, უშიშროების სამინისტროებმა, განსაკუთრებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ერთად უნდა მოამზადონ საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად ქვეყნის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიული პროგრამა, ამ პრობლემით დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად შეიმუშაონ ერთიანი სამოქმედო გეგმა და ეს უახლოეს დროში უნდა განხორციელდეს. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა იყოს კოორდინირებული სხვადასხვა რეგიონებთან, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან. ამის გარეშე ეს პროგრამა რეალურად ვერ განხორციელდება.
აღნიშვნის ღირსია 1998 წლის იანვარში საქართველოსა და თურქეთის სპეცსამსახურების მიერ უმაღლეს პროფესიულ დონეზე განხორციელებული ოპერაცია, რომლის დროსაც ამოიღეს 1000 კგ. ჰაშიში, დიდი რაოდენობით ოპიუმი და ჰეროინუმო - დაახლოებით 20 მილიონი დოლარის საქონელი შავი ბაზრის ფასებით. მახსენდება მაშინ თურქეთის მთავრობამ ოფიციალური მადლობაც კი გადაგვიხადა. ეს იყო 4 წლის წინათ. დღეს საჭიროა ამ მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერება და კიდევ უფრო საინტერესო და საჭირო კონტაქტების დამყარება არა მარტო თურქეთთან, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებთან.
არ შემიძლია გულისტკივილით და თვითკრიტიკით არ აღვნიშნო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენს სპეცსამსახურებს არც ერთი ერთობლივი ოპერაცია არ განუხორციელებიათ სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად ნარკოტიკების ტრანზიტისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.
„ინტერპოლის“ გენერალური სამდივნოს მონაცემით, 2000 წელს ევროპაში ამოღებულ იქნა 17 ტონა ჰეროინუმი. ვინც იცის, რა არის ჰეროინუმი, იგი მიხვდება და დამემოწმება, რამდენად საშიშია მდგომარეობა თვით ევროპაშიც კი, რომელსაც საქართველოსა და ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებზე გაცილებით მეტი ბრძოლის საშუალებები აქვს. ეს მონაცემი 5 ტონით აჭარბებს 1999 წელს ევროპაში ამოღებული ჰეროინუმის რაოდენობას. ციფრი თითქოსდა შთამბეჭდავია, მაგრამ, თუ გავითვ ვალისწინებთ იმას, რომ იმავე მონაცემებით ყოველთვიურად მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოზე გავლითაც ევროპაში მიედინება 4-6 ტონა ჰეროინუმი, სურათი გაცილებით მძიმედ წარმოგვიდგება და, აქედან გამომდინარე, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარი ხალხის, არამედ ევროპელებისა და სხვათა წინაშე.
ევროპაში ამოღებული ჰერიონის 80 პროცენტი ბალკანეთის მარშრუტის სხვადასხვა განშტოებაზე მოდის (თუმცა ბალკანეთში, თქვენ კარგად იცით, საქართველოდანაც შეიძლება შევიდეს ეს უბედურება), რომელთაც უკანასკნელ ხანს დაემატა ნარკოტიკის ახალი სატრანზიტო მარშუტი, ე.წ. „კავკასიის მარშუტი“.
რუსეთის ფედერაციამ 2000 წელს ამიღო 984 კგ. ჰეროინუმი (არა მგონია, ეს იქ მოხმარებული ჰეროინუმის მაქსიმუმი იყოს), მათ შორის 700 კგ - ტაჯიკეთის საზღვარზე, თურქეთმა - 5 ტონაზე მეტი, უზბეკეთმა - 4467 კგ ჰეროინუმი, ყაზახეთმა - 80 კგ ჰეროინუმი. ამ ფონზე საქართველოს მაჩვენებელი საგანგაშოდ გამოიყურება. მე არ მსურს, რაიმე შევალამაზო. მინდა ვილაპარაკო იმ ფაქტების მიხედვით, რომლებთანაც სინამდვილეში გვაქვს საქმე. ბოლო წლების განმავლობაში ჰეროინუმის ამოღება ქვეყანაში 3 კგ ფარგლებში მერყეობს. რამდენად ასახავს ეს რეალურ მდგომარეობას? რა თქმა უნდა, არ ასახავს! ფაქტობრივად, ათჯერ მეტი შეუმჩნეველი რჩება და იწამლება მთელი ქვეყნის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.
1993 წელს პრეზიდენტის ბრძანებულებით შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიურო და მისი სათანადო სტრუქტურები ადგილებზე. დამყარდა საერთაშორისო კავშირები. ეროვნული ბიუროს მოწვევით 1996 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ ამ თემასთან დაკავშირებით გამართა სწავლება საქართველოში. იმავე წელს ქვეყნის პრეზიდენტმა დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული „საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა“, რომელმაც საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. დაიწერა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზეა და სხვ. სხვათა შორის, ჩვენ ძალიან კარგად ვისწავლეთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტების შედგენა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე, მაგრამ პრაქტიკული მუშაობა ჯერჯერობით ჯეროვნად ვერ ვისწავლეთ.
მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ტრადიციების შესახებ. მე აქ ვხედავ ანზორ გაბიანს, გელა ლეჟავას და სხვა მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც საქართველოში ამ მოძრაობის სათავეებთან იდგნენ 2-3 ათეული წლის წინათ. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობა მაშინდელ საბჭოთა კავშირში პირველად საქართველოში შემუშავდა. მინდა შეგახსენოთ, რომ, როდესაც საქართველოში დავიწყეთ საუბარი ნარკომანიასა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ჩვენ ძალიან სერიოზულად აგვიწიეს ყური მოსკოვში, ჩვენს მაშინდელ დედაქალაქში. ლოგიკა ასეთი იყო: როგორ შეიძლება სოციალიზმის დროს არსებობდეს ნარკომანია. უნდა გითხრათ, რომ ეს ავი სენი სოციალიზმის დროსაც საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში მაშინ ჩვენ გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ. მახსოვს მაშინდელი საავადმყოფოები, მკურნალობის მეთოდები და სწორი დამსჯელობითი პრაქტიკა. ეტყობა, ზოგიერთი ნარკომანი იმდენად არის დაავადებული, რომ აქ მარტო მკურნალობა არ შველის. საჭიროა იგრძნოს კანონის სუსხი.
მაგრამ სამოქალაქო ომმა, ჩვენმა უთავბოლობამ, საზღვრების დაუცველობამ, კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებამ, სოციალურ-ეკონომიკურმა დაღმასვლამ დაუსაქმებლობამ (ეს სულაც არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი), საზოგადოებაში გამეფებულმა პესიმიზმმა, ღირებულებათა ჩვეული სისტემის რღვევამ, ეგზისტენციალურმა კრიზისმა კარგი ნიადაგი შექმნა ქვეყანაში ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აღზევებისათვის. დღეს ეს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის საშიშ მასშტაბს იღებს.
1995 წელს ჯანდაცვის რეფორმის შესაბამისად შეიქმნა ნარკომანიის პროფილაქტიკის პირველი ხუთწლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც გაიარა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (რომელსაც მინდა მადლობა მოვახსენო) ევროპული ბიუროს ექსპერტიზა და რომლის ღირებულებაც შეადგენდა 13 მილიონ ამერიკულ დოლარს. სამწუხაროდ, საქართველოს წილის დაუფინანსებლობის გამო აღნიშნული პროექტი, ფაქტობრივად, განუხორციელებელი დარჩა.
გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მდგომარეობისა და მისგან გამომდინარე გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“. ესე იგი, არ განვიცდით დოკუმენტების, ბრძანებულებების, თუნდაც კანონების ნაკლებობას.
საქართველოში ნარკოტიკებთან შემხებლობა აქვს დაახ ხლოებით 100-120 ათას პირს. თუმცა ეს ციფრი არ არის ზუსტი და მას გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავს. მარტო ჰეროინუმის მოხმარება საქართველოში წლიურად შეადგენს მინიმუმ 1100 კილოგრამს. ეს უზარმაზარი მასაა პატარა ქვეყნისათვის. თუ ევროპული საზომებით მივუდგებით, იგი თითქმის 3 ტონას აღწევს, როცა წლის განმავლობაში მთლიანად ამოღებული ჰეროინუმიც კი არ აღემატება 3 კილოგრამს. მარტო 1100 კგ ჰეროინუმის ღირებულება შავ ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 500 მილიონ ლარს. არ მინდოდა ეს ბიუჯეტისათვის შემედარებინა, მაგრამ დაახლოებით იმდენივე ფული ბრუნავს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რასაც ჩვენი ბიუჯეტი შეადგენს. აქედან გამომდინარე, აშკარაა ამ სენის მთელი ეროვნული და სახელმწიფოებრივი საფრთხე.
„ცხელ წერტილებში“ (პანკისის ხეობა, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, „წითელი ხიდი“) ნარკობიზნესი იწყებს აყვავებას ცნობილი სქემით: ნარკოტიკის სანაცვლოდ იარაღი, იარაღის სანაცვლოდ ნარკოტიკი. ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმისა და ნარკოტერორიზმისათვის.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სამეცნიერო ცენტრების მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანისა და ტრანსპორტირების რამდენიმე მარშუტი. ძირითადად საუბარია ექვს ასეთ მარშუტზე, რომელთა გამოყენებით დადგენილია ნარკოტიკების დიდი პარტიების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით. არ ვასახელებ ამ ქვეყნებს, რადგან ყველამ იცით: ეს საქართველოს თითქმის ყველა მეზობელი ქვეყანაა.
განსაკუთრებით ყურადღებას და კონტროლს მოითხოვს სოხუმის, ბათუმის, ფოთის ნავსადგურები, ახალციხე, ახალქალაქი და ზოგიერთი სხვა რაიონი.
გამოვლენილია აფხაზეთის ნავსადგურებიდან ზღვის ტრანსპორტით უკანონო ტვირთების გადაადგილება სხვადასხვა ქვეყნისაკენ, შავი ზღვის აუზის ნავსადგურებისაკენ, რა თქმა უნდა, ევროპისაკენ.
მრავალმა სახელმწიფომ ნარკოპრობლემა ეროვნულ უშიშროებას დაუკავშირა და მისი გადაჭრა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად მიიჩნია.
ჩვენს ქვეყანას ნაკისრი აქვს ორგანიზებულ დანაშაულობასთან ბრძოლის თვალსაზრისით საერთაშორისო ვალდებულებაც. ახლახან შევუერთდით პალერმოს კონვეციას.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ უშუალოდ პრეზიდენტთან უნდა შეიქმნას კონტროლისა და კოორდინაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ნარკოტიკების კონტროლის ადმინისტრაციის სახით. ამის აუცილებლობაზე, როგორც ვიცი, ბატონმა ავთანდილ ჯორბენაძემაც მოგახსენათ. საჭიროა შეიქმნას სასტიკი რეჟიმი, დაწყებული პრეზიდენტიდან და გამგებლებითა და ახლად არჩეული საკრებულოებით დამთავრებული.
გაეროს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების, მსოფლიოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისა და საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ნარკობიზნესის, ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მომავალში უნდა განხორციელდეს ეროვნული და რეგიონალური პრინციპით. არის მოსაზრება, რომ შეიქმნას ნარკობიზნესთან ბრძოლის ერთიანი მსოფლიო სისტემა. დარწმუნებული ვარ, დღეს შეიძლება ეს მოწოდებად დარჩეს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს უნდა იქცეს ნარკომანიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიან სისტემად. ამ სისტემაში გაერთიანება საქართველოს შესაბამისი სამსახურების უპირველესი მიზანია.
დღეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ გაეროს ეგიდით და ევროგაერთიანების დაფინანსებით განხორციელდეს ამიერკავკასიაში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში საერთოდ, ბალკანეთს ვგულისხმობ, ნარკოტიკებთან ბრძოლის ოთხწლიანი პროგრამა.
კარგი იქნებოდა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ეკისრა მაკოორდინებელი ცენტრის ფუნქცია. თუ ეს საქართველოში არ იქნება, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან.
ამიერკავკასიის პროგრამის მიხედვით საქართველოში იგეგმება 6 პროექტის განხილვა და ეტაპობრივად განხორციელება:
1. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან (მე უკვე მივმართე იუსტიციის მინისტრს ამასთან დაკავშირებით);
2. სამართალდაცვის ორგანოების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებები საერთაშორისო ნარკობიზნესთან ბრძოლის მიზნით. ბოლო უნდა მოეღოს პარალელიზმს უწყებათა შორის. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ცალკეულ უსინდისო თანამშრომლებს შორის მიმდინარეობს შეჯიბრი, ვინ უკეთ მოითბობს ხელს ნარკობიზნესით. მე ვთხოვ მინისტრებს - ჩვენ მათ ვენდობით, ისინი ღირსეული ხალხია, რომ პირველი რიგის ამოცანაა ნარკოტიკების მოვაჭრეთა მფარველობისა და კორუფციის აღმოფხვრა ამ სფეროში. კორუფცია ჩვენი დროის საზიზღარი მოვლენაა და იგი ერის, სახელმწიფოსა და ხალხის ღალატის ტოლფასია;
3. სახმელეთო საზღვრის გამტარი პუქტების სათანადო ტექნიკით აღჭურვა და სხვ.
დღეს ლაპარაკია დაახლოებით 10 ათასი ტონა ოპიუმის მარაგზე მარტო ავღანეთში, რომელთანაც უკვე საკმაოდ ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობა მიმდინარეობს, როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდანაც. იქ იგზავნება ჰუმანიტარული დახმარება და არა მარტო ჰუმანიტარული დახმარება. იქ ამჟამად იმყოფება თურქეთის არმია. შემდგომში, ალბათ, სხვა ქვეყნებიც იპოვიან ადგილს. ასეთ ვითარებაში მიმაჩნია, რომ 10 ათასი ტონა ოპიუმი ყველა სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის, ანტიტერორისტული კოალიციის ძალების მეშვეობით უნდა განადგურდეს. ავღანელ ხალხს მთელი მსოფლიო უნდა დაეხმაროს ჭრილობების მოშუშებაში.
მეორე საკითხი - ასეთი მასშტაბით ნარკოტიკების რეალიზაცია შექმნის ფულის, კერძოდ, „ქეში ფულის“, „შავი ფულის“, „გასათეთრებელი ფულის“, „ფარული ეკონომიკის“, „შავი ბაზრის“ ფულის უდიდეს რეზერვს, რაც ტერორიზმისა და ნარკოტერორიზმის დაფინანსების ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი 24 ტერორისტული ორგანიზაციიდან თორმეტს კავშირი აქვს ნარკოტიკულ ნივთიერებათა საერთაშორისო გადაზიდვასთან და სწორედ ეს გახლავთ მათი დაფინანსების წყარო.
ლოგიკურად წარმოიშვა იმის აუცილებლობა, რომ ანტინარკოტიკულმა ბრძოლამ მიიღოს ანტინარკოტერორისტული კამპანიის ხასიათი და მსოფლიო კოალიციამ ბრძოლა ერთდროულად გამოუცხადოს ამ ორ ბოროტებას - ტერორიზმსა და ნარკოტიზმს და მათთან დაკავშირებულ კორუფციას.
ტერორიზმისა და ნარკობიზნესის ორგანიზება კორუფციის პირობებში ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფოებრივ დონეზეც კი ხორციელდება. მე პირადად სამჯერ განვიცადე ტერორისტული თავდასხმა და ეს ჭეშმარიტება საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი.
როგორც ევროპის კონტინეტის, ისე ანგლო-ამერიკული ქვეყნების სისხლის სამართლის კოდექსები პასუხისმგებლობას ნარკოტიკული ტერორიზმისათვის არ იცნობენ. უცნობია ასეთი დანაშაული საერთაშორისო სისხლის სამართლისათვისაც.
საჭიროდ მიგვაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ახალი მუხლი - ნარკოტიკული ტერორიზმისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.
რაც შეეხება სანქციებს ასეთი დანაშაულისათვის, სადავო არ უნდა იყოს, რომ უნდა დაწესდეს თითოეულ სახელმწიფოში არსებული სასჯელის უმაღლესი ზომა. მოგეხსენებათ, ჩვენთან სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, მაგრამ არსებობს პატიმრობის არცთუ ცოტა ვადა და ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენნი უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯონ.
ეს წინადადება მისი სათანადო განსჯისა და განზოგადოების მიზნით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ უკვე გად დაუგზავნა გაეროს ანტიტერორისტულ კომიტეტს. იმედია, მხარდაჭერას მივიღებთ.
2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა მსოფლიო შეაზანზარა. დაიწყო ახალი ეტაპი კაცობრიობის ეგზისტენციაში. მე ამის შესახებ ფართოდ ვილაპარაკე ჰარვარდის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციაში, ამერიკისა და ევროპის პრეზიდენტებთან მოლაპარაკების დროს.
ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტიანად წარმართვისათვის აუცილებელია ტერორიზმის წარმომშობი მიზეზებისა და მისი მასაზრდოებელი საშუალებების გამოვლენა.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფუნდამენტალიზმი - რელიგიური და ეროვნული შეუწყნარებლობისა და სიძულვილის იდეოლოგია, რომელიც ტერორიზმის წარმომშობი და მასაზრდოებელი უმთავრესი სულიერი და იდეური წყაროა. იგი თავის მატერიალურ ასახვას პოულობს მთელი რიგი სახელმწიფოების პოლიტიკურ რადიკალიზმში.
გარდა რელიგიური ფუნდამენტალიზმის და პოლიტიკური რადიკალიზმისა, ტერორიზმის მასაზრდოებელ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ უნდა მივიჩნიოთ ნარკობიზნესი. ეს სამი ერთმანეთზე გადაბმული სულიერი და მატერიალური ფაქტორია.
არსებობს მონაცემები, რომ დღეისათვის 100 მილიარდ დოლარზე მეტია ჩადებული ტერორიზმის დაფინანსების სხვადასხვა ლეგალური, ნახევრად ლეგალური თუ არალეგალური წყაროებით.
ჯერ კიდევ 1999 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე წარმოთქმულ სიტყვაში აღვნიშნე, რომ აუცილებლად მიმაჩნია გაეროს უშიშროების საბჭოსთან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გამოიმუშავებს ტერორიზმთან ბრძოლის განსაკუთრებულ ზომებს ძლიერი ანტიტერორისტული რეგიონალური ცენტრების სისტემის საშუალებით, მაგრამ ჯერჯერობით ნათქვამი ნათქვამად დარჩა.
საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ცივილიზებულ სამყაროსთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მის წევრ ქვეყნებთან და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშიშროების საბჭ ჭოსთან არსებულ ანტიტერორისტულ კომიტეტთან საერთაშორ რისო ტერორიზმის, ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველო მთლიანად უჭერს მხარს გლობალურ და რეგიონალურ ძალისხმევას გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის განხორციელებისა და საერთაშორისო უშიშროებისა და მშვიდობის დამყარებისათვის.
ამასთან, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისას საქართველო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულებების დებულებებით, რომლებიც მიღებულია უნივერსალურ თუ რეგიონალურ დონეზე და მსოფლიო გაერთიანების წევრ სხვადასხვა სახელმწიფოსთან დადებულ ორმხრივი ხელშეკრულებებით.
გაეროს ეგიდით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში მიღებული 11 კონვენციიდან საქართველო შეუერთდა ხუთ კონვენციას, ხოლო 6 კონვენციის მიმართ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. მე ვთხოვ ჩვენს პარლამენტს, დააჩქარონ დარჩენილ ექვს კონვენციასთან შეერთების პროცესი.
საჭიროა სპეციალური პროგრამების შემუშავება ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის რეგიონალური უსაფრთხოება. პირდაპირ გეტყვით, რომ, თუ ტერორიზმის დონე ისეთი იქნება, როგორიც ამჟამად არის, ეს ნავთობსადენიცა და გაზსადენიც შეიძლება ბევრი უბედურების მომტანი აღმოჩნდეს. შემდეგ ეტაპზე კი ამ სახელმწიფოებთან ერთად ასეთი პროგრამის რეალიზაციაში უნდა მიიღონ მონაწილეობა ცენტრალური აზიის ქვეყნებმაც. ეს საკითხები სერიოზულად განიხილებოდა გუშინ თურქეთში ბატონ სეზერის, ბატონ ალიევისა და ჩემს გამოსვლებში.
სახელმწიფო ტერორიზმი ტერორიზმის ყველაზე საშიშ ფორმას წარმოადგენს. მე ვიზიარებ პრეზიდენტ ბუშის თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ტერორიზმი „ესწრაფვის ტერორიზმისა და ტერორისტული იდეოლოგიის გაბატონებას მსოფლიოში“ ტერორიზმს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ მისი მკვებავი წყარო სწორედ ნარკობიზნესია.
აუცილებლად მიგვაჩნია გაჩნდეს როგორც სახელმწიფოების სისხლის სამართლის კოდექსებში, ისე საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიაში ახალი დანაშაულის შემადგენლობა სახელმწიფო ტერორიზმის სახით.
დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკობიზნესს, ტერორიზმს და ნარკოტერორიზმს, სახელმწიფო ტერორიზმს, ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციებს.
ამას წინათ ერთ მეცნიერულ ნაშრომში წავიკითხე: ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება ერთი ხელით ხელს აწერს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო კონვენციებს და ხელშეკრულებებს, ხოლო მეორე ხელით თვითვე უქმნის დაცულ არხებს ნარკოტიკების უკანონო ტრანსპორტირებას და წარმოებას. ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგი, ღია საზღვრები, შეუზღუდავი და თავისუფალი სავაჭრო ზომები, მოსახლეობის გაზრდილი მიგრაცია და სახელმწიფოებს შორის მუდმივი ბრძოლა ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად, ერთგვარად წამახალისებელიც კი გამოდგა ისეთი დანაშაულისათვის, როგორიც ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და უკანონო ტრასპორტირებაა.
მე სავსებით ვიზიარებ ამ მეცნიერულ და პოლიტიკურ შეხედ დულებას.
ვფიქრობ, სწორია მეცნიერებათა და პოლიტიკოსთა ის მოსაზრება, რომ ახლად განვითარებულ სახელმწიფოებში აღმოსავლეთ ევროპიდან წყნარ ოკეანემდე უნდა შეიქმნას ანტინარკოტიკული კოალიცია, რათა წინ აღუდგნენ სახიფათო ნარკობიზნესს, ფულის გათეთრებას და ნარკოტიკების მოხმარების დიდ მასშტაბს.
მხარი უნდა დავუჭიროთ პოლიტიკოსთა და მეცნიერთა რეკომენდაციებს იმის შესახებ, რომ ევრაზიის სივრცის ქვეყნების სამართალდაცვის სისტემებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო და რეგიონალურ პროგრამებში და ამ გამოცდილების საფუძველზე დაიწყოს შავი ზღვის ქვეყნებისათვისაც ამ სახის პროგრამების შემუშავება და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
დღევანდელი ჩვენი კონფერენცია დაემთხვა ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ეს, ვფიქრობ, სიმბოლურია.
დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
მე სტიმულს და ოპტიმიზს მმატებს ის გარემოება, რომ კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და თბილისში ჩამობრძანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა დაგეგმილი იყო კავკასიის ქვეყნების ფარგლებში, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა მოვახსენო საერთაშორისო ორგანიზაციებს. სასიხარულოა, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის პრობლემებით დაკავებული თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეწვია ჩვენს დედაქალაქში. ხაზს გავუსვამდი ევროსაბჭოს პომპიდუს ჯგუფსა (დეპარტამენტის თავმჯდომარე - ბატონი ქრისტოფერ ლაკეტი) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის კოორდინაციის სამსახურს ნარკომანიის საკითხებში (კოორდინატორი - ბატონი ფილიპ ლაზაროვი). ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ორგანიზაციები აქტიურად ჩაებმებიან რეგიონალურ დონეზე (კავკასიაში) ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ორგანიზაციული, სამართლებრივი თუ მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების მოგვარების საქმეში, მათ შორის კავ ვკასიური პროგრამის შემუშავებას და მის რეალიზაციაში.
და, ბოლოს, ერთი საკითხი. ჩვენი პირველი გამოცდილება, რომელიც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დროს ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში დაგვიგროვდა, იმას ნათელყოფს, რომ ყველაფერს გადაწყვეტს მუშაობა ინტელიგენციასთან. ინტელიგენციის ხმა, მისი მოწოდება და მუშაობა ახალგაზრდობასთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი და მათი კონკრეტული პრაქტიკული საქმიანობა, ინფორმაციული უზრუნველყოფა იმისა, რასაც ვაკეთებთ - მხედველობაში მაქვს ჩვენი ტელევიზია და პრესა, რომელი მიმართულებისაც უნდა იყოს. ეროვნული უბედურება ყველასათვის მტკივნეული უნდა იყოს და ყველამ გულთან უნდა მიიტანოს ის, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება და რაც უფრო მეტი დრო გავა, საფრთხე უფრო გაიზრდება. მინდა გთხოვოთ, მოვილაპარაკოთ, უწინარესად, დარბაზში მსხდომებმა და შემდეგ სპეციალური ღონისძიებები განვახორციელოთ საიმისოდ, რომ საქართველო, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრალური სახელმწიფოა ევრაზიის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, იქცეს არა ნარკოტიკების გავრცელების წყაროდ, არამედ ნარკოტიკების გავრცელების საწინააღმდეგო ჯებირად. საქართველოს გადალახვა შეუძლებელი უნდა იყოს. უნდა ვამხილოთ ყველა, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს, ჩვენს მეზობლებს ევროპასა თუ სხვა კონტინენტებზე.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში, ნარკოტიზმისა და ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გმადლობთ ყურადღებისათვის!
„საქართველო, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრალური სახელმწიფოა ევრაზიის დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ნარკოტიკების გავრცელების საწინააღმდეგო ჯებირად უნდა გადაიქცეს“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 ივნისი. - №155 (4214). - 1, 3 გვ.
![]() |
123 „კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს სისხლხორცეულ დაინტერესებას: დიდი აბრეშუმის გზისა“ და „სამიზღვისპირა ქვეყნების“ თანამშრომლობის კეთილშობილი იდეალებისამი“ |
▲ზევით დაბრუნება |
ედუარდ შევარდნაძის სიტყვა „სამიზღვისპირა
ქვეყნების“ თანამშრომლობისადმი მიძღვნილ
სტამბოლის კონფერენციაზე
[...]
ბატონო პრეზიდენტო,
კოლეგებო, მეგობრებო!
უპირველეს ყოვლისა, გულითადად მივესალმები დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებს და მადლობას მოვახსენებ ამ წარმომადგენლობითი ფორუმის ორგანიზატორებს, რომელთა თაოსნობით, უკვე მეხუთე წელია სტამბოლში იმართება ტრადიციული შეკრება სახელწოდებით - „სამი ზღვის ამბავი“.
„სამიზღვისპირა ქვეყნების“ თანამშრომლობის იდეა იმ დიდი ისტორიული ტრადიციის გამოვლინებაა, რომელსაც ვერაფერი დააკლო „ჟამთა სვლამ“, ვინაიდან იგი სრულიად გამოხატავდა ხალხთა კეთილშობილ მისწრაფებას - მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთობლივი პროგრესისადმი.
ეს მისწრაფება არსებითად არ შეცვლილა „დიდი აბრეშუმის გზის“ ეპოქიდან დღემდე, ვინაიდან მარადიულია მეგობრობის, კულტურათა ურთიერთგამდიდრების, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის იდეალები, რომელთა მიღწევა მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი.
ჩვენ სრული უფლება გვაქვს, ვისაუბროთ „სამიზღვისპირა ცივილიზაციის“ შესახებ არა იმისათვის, რათა გავემიჯნოთ ან დავუპირისპირდეთ სხვას, არამედ მსოფლიოს ვუჩვენოთ ნათელი მაგალითი სხვადასხვა რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ისტორიული გამოცდილების თუ სახელმწიფოებრივი ტრადიციის ხალხთა ერთობისა - უზენაეს საერთო-საკაცობრიო იდეალთა განსახორციელებლად.
ამდენად, მე ეკონომიკურ წარმატებაზე გაცილებით აღმატებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იმ დიდი პროექტების განხორციელებას, რომელთა ჩანაფიქრი მჭიდროდ უკავშირდება ერთა თანამშრომლობის, მათი თავისუფალი ინტეგრაციის ღირებულებებს. იმავდროულად, ეროვნული თვითმყოფადობის უპირობო შენარჩუყებით, რაც ესოდენ აქტუალურია გლობალიზაციისა და ციფრული რევოლუციის ეპოქაში.
მაგრამ დიდი მიზანი მხოლოდ ყოველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა: უდიდესი მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების სახელმწიფოთა მთავრობების წარმომადგენლები, ისევე როგორც რეგიონებში მომუშავე ნავთობკომპანიათა ხელმძღვანელები, ყოველწლიურად აჯამებენ გაწეულ სამუშაოს, საუბრობენ მიღწევებზე, განიხილავენ არსებულ პრობლემებს და სახავენ სამომავლო გეგმებს - რეგიონში ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით.
ჩვენი ქვეყნის აქტიური მონაწილეობით (საქართველოს ტერიტორიის გავლით), ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორ რტირება თურქეთის, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონალურ თანამშრომლობას - სტაბილურობის განმტკიცებას, ინვესტიციათა მოსაზიდად ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მათს უსაფრთხო, მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას.
ჯერ კიდევ 1990 წელს, ვლადივოსტოკის საერთაშორისო კონფერენციაზე, იმჟამად, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პირველად წამოვჭერი საკითხი „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინების შესახებ და კონფერენციის მონაწილეებს შევთავაზე, ერთობლივად გვეზრუნა საერთო მომავ ვლისათვის.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს მიმართულება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითად ვექტორად გადაიქცა.
მაგრამ მხოლოდ საქართველო, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვერაფერს გახდებოდა, სწორედ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივმა ძალისხმევამ იდეა - რეალობად აქცია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გადაწყვეტილების სიმტკიცე, მისი რკინის ნებისყოფა და პირუთვნელობა, სახელმწიფოებრივი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობა, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ამ შესან ნიშნავი პროექტის რეალიზაციაში.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ღირსეული პარტნიორობა გავუწიოთ ჩვენს დიდ მეზობელს - თურქეთის რესპუბლიკას, რომლის დინამიკური განვითარება, მათ შორის ამ პროექტების მეშვეობით, მთელი რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური აყვავების საწინდარია.
საერთო ხედვის მატერიალიზების შედეგია „მშვიდობიანი კავკასიის“, „აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ევრაზიის დერეფნის“, „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენის მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთშემავსებელი პროგრამები.
აგრეთვე „ვანკუვერიდან - ვლადივოსტოკამდე ერთიან ევროატლანტიკურ სივრცეში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ინტეგრაციის“ სტრატეგია, ანკარისა და სტამბოლის დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე დავიწყეთ „აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტის განხორციელება, ყველა მისი შემადგენლობით, რაც მოიცავს არა მარტო ნედლეულის ტრანსპორტირებას, არამედ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას: კოსმოსური ტექნოლოგიებიდან - ინტერნეტის განვითარებამდე.
საქართველო მტკიცედ იცავს და ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ.
გვაქვს უაღრესად პოზიტიური გამოცდილება: დარწმუნებით შეიძლება ითქვას, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენისა და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენის პროექტები არ იარსებებდნენ, წარმატებით რომ არ განგვეხორციელებინა „ბაქო-სუფსის“ ადრეული ნავთობის მილსადენის პროექტი.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ამ უეჭველ რეალობას სრულიად აცნობიერებს ჩვენი დიდი მეზობელი და ევრაზიის „სატრანზიტო გიგანტი“ - რუსეთის ფედერაცია.
მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მოვახსენო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას აქტიური მხარდაჭერისა და ყოველმხრივი დახმარებისათვის.
დიდ იმედებს ვამყარებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ბატონ ნურსულთან ნაზარბაევის ინიციატივაზე, რაც „აღმოსავლეთ თ-დასავლეთის“ დერეფნის პროექტში ამ დიდი ქვეყნის მონაწილეობას განაპირობებს.
ისევე როგორც უკრაინის მხარდაჭერასა და (ევროკაშირის აქტიურობით) სხვა სახელმწიფოთა ნაყოფიერ მონაწილეობაზე.
დასასრულ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს სისხლისხორცეულ დაინტერესებას „დიდი აბრეშუმის გზისა“ და „სამიზღვისპირა ქვეყნების“ თანამშრომლობის კეთილშობილი იდეალებისათვის. მათი შემდგომი ხორცშესხმა ჩვენი ქვეყნის უპირველესი საგარეო-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი პრიორიტეტია.
ღრმად ვარ დარწმუნებული „მესამე ათასწლეულის დამდეგს ამ შესანიშნავი პროექტის განხორციელებით, ჩვენ მთელ პლანეტაზე სტაბილური მშვიდობისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ უმძლავრეს ფაქტორს შევქმნით.
მინდა მადლობა მოგახსენოთ ყურადღებისათვის და აქვე განვაცხადო, რომ შემდეგ შეხვედრაზე, თუკი იგი კვლავ სტამბოლში გაიმართება და მასში მეც მივიღებ მონაწილეობას, ჩემს გამოსვლაში გაცილებით მეტ ადგილს დაიკავებს გიგანტური პროექტებისა და ჩვენი გეგმების შეხამება კულტურათა შენარჩუნებასთან, ეროვნული ტრადიციების აღორძინებასთან. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები სწორედ ამ ტრადიციებით, მრავალფეროვნებით და სილამაზით არიან ცნობილი.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს სისხლხორცეულ დაინტერესებას: დიდი აბრეშუმის გზისა“ და „სამიზღვისპირა ქვეყნების“ თანამშრომლობის კეთილშობილი იდეალებისამი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 ივნისი. - №155 (4214). - 1, 2 გვ.
![]() |
124 მიზანი - დიდი ინტეგრაცია: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება |
▲ზევით დაბრუნება |
25 ივნისს, სტამბოლიდან თბილისში გამომგზავრებისას,
თვითმფრინავში საქართველოს პრეზიდენტმა
ედუარდ შევარდნაძემ, ტრადიციისამებრ,
უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე სიტყვის წარმოთქმისას რუსეთის შესახებ თქვენ საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთეთ. რა გახდა ამის მიზეზი - ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია?
- ეს, ძირითადად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენციამ განაპირობა. ეს არც მეზობლობაა და არც მეგობრობა. ვერ გეტყვით, რომ ჩემი განცხადება მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი კი - ნამდვილად. მასში გამაღიზიანებელი შენიშვნები არ ყოფილა. მაგრამ, გაუმართლებელი იქნებოდა, რომ ეს განცხადება არ გამეკეთებინა. სიმართლეს ვერავინ გაექცევა, ვერც ვლადიმერ პუტინი და ვერც ედუარდ შევარდნაძე.
ტელეკომპანია მეცხრე არხი: როგორ შეაფასებთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრის შედეგს?
- სამიტის შედეგები საინტერესოა. სახელმწიფოთა მეთაურებს საშუალება გვქონდა, განვლილი ათწლიანი მუშაობის შედეგები გაგვეანალიზებინა.
სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე კიდეც, რომ ბისეკის მიმართ თავიდან უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ვინაიდან ამ გაერთიანებისათვის ძლიერი ფინანსური და მატერიალური ბაზა არ იყო, მაგრამ ამ ათ წელიწადში მაინც ბევრი გაკეთდა. განსაკუთრებით, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. დღეისათვის უკვე ბანკი ფუნქციონირებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბისეკის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით შეიქმნას ფონდი და მრავალი სხვა რამ სიახლე, რაც მანამდე თითქოს უჩვეულო იყო.
სამიტის მთავარი შედეგი მაინც ის გახლავთ, რომ ამ ერთი დიდი რეგიონის სახელმწიფოები გაცილებით უფრო დაახლოვდნენ. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიც არის თურქეთი და საბერძნეთი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ტრადიციულად დაპირისპირებული იყვნენ, ახლა თანამშრომლობენ ევროკავშირის, ევროსაბჭოს და სხვა ორგანიზაციების ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში ერთმანეთსაც ეხმარებიან.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ახლა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია უფრო ქმედითუნარიანია?
- ბისეკი დღეისათვის შედარებით ქმედითუნარიანია, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ორგანიზაცია საფუძველია იმისა, რაზეც მომავალში შენობა უნდა აიგოს. ვფიქრობ, ყველაფერი ის, რაც ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა, მიზნად ისახავს წევრი ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანებას.
დიდი ინტეგრაცია მაშინ განხორციელდება, როცა ყველა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.
ტელეკომპანია მეცხრე არხი: რამდენად რეალურია საქართველოსათვის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების ფონზე?
- პრინციპში, ეს ბევრ რამეს არ შეცვლის გარდა იმისა, ვთქვათ, ევროკავშირმა კრედიტი არ გამოგვიყოს გარკვეული დროით, მანამ სანამ არ გადაწყდება გატაცებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, „აგრობიზნეს ბანკის“ დირექტორის პიტერ შოუს მოძებნის საკითხი ან სხვა რაიმე რეაქცია აუცილებლად იქნება, მაგრამ ევროკავშირის ყურადღება საქართველოს მიმართ არ უნდა შესუსტდეს. რადგან ეს არ შეესაბამება ევროკავშირის ინტერესებს.
- სამიტზე ხელმოწერილ დეკლარაციაში ხაზგასმით არის გამოკვეთილი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი. ეს უცნაურიც არის ეკონომიკური პროფილის საკითხების გვერდით. რა იყო ამის მიზეზი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული აქტები?
- ამის მიზეზი მარტო 11 სექტემბრის მოვლენები არ ყოფილა. ტერორიზმი, ძირითადად, ვერ აღმოცენდება ეკონომიკური საფუძვლის გარეშე, შავი ფული და მისი „გაკეთილშობილება“ განუყოფელია ტერორიზმისა და ნარკობიზნესის გავრცელებისაგან. ამიტომ მოიძებნა ამ მოვლენებს შორის ასეთი კავშირი.
მიზანი - დიდი ინტეგრაცია: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2002. - 27 ივნისი. - №155 (4214). - 1, 2 გვ.
![]() |
125 პირთა საძიებელი saTauri21 |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბაშიძე ასლანი
აბაშიძე ვახტანგ
აბაშიძე ზურაბ
აბაშიძე ირაკლი
აბაშიძე ლეილა
ადამია რეზო
ადენაუერი კონრად
ალიევი ჰეიდარ
ალფენიძე ვლადიმერ
ამაღლობელი ნოდარ
ანანი კოფი
ანდრიაძე ირაკლი
ანჯაფარიძე ვერიკო
არეშიძე მამუკა
არძინბა ვლადისლავ
ასათიანი აკაკი
ახვლედიანი ელენე
ბ
ბაბაიანი მარატ
ბაკი დენის
ბაკურაძე კახა
ბარამიძე გიგლა
ბათიაშვილი გიგა
ბათიაშვილი გურამ
ბეიკერი ჯეიმს
ბერი ბასილი
ბერიძე რუსუდან
ბერძენიშვილი მერაბ
ბლატონრავოვა ლელა
ბოდენი დიტერ
ბოქსბერგი ბერტრამ ფონ
ბრანტი ვილი
ბრაუნბეკი სემ
ბრაჟნიკოვი იური
ბროსე მარი
ბურჯანაძე ნინო
ბუჩუკური კობა
ბუში ჯორჯ
გ
გაბიანი ანზორ
გაბრიჩიძე ნუგზარ
გამა ჟაიმე
გამყრელიძე ამირან
გაჩეჩილაძე ლევან
გენშერი ჰანს დიტრიხ
გვერდწითელი ირაკლი
გიორგაძე იგორ
გილაევი რუსლან
გილიგაშვილი როლანდ
გიორგი ბრწყინვალე
გოგიაშვილი მირიან
გოქიდითს (გოგოტიძეს) ნიჰათ
გუდიაშვილი ლადო
გუმაშვილი ალიხან
დ
დადიანი ცოტნე
დავით აღმაშენებელი
დათუაშვილი (ქვემო და შიდა ქართლის უშიშროების სამხარეო სამმართველოს უფროსი)
დარჯანია აკაკი
დე გოლი შალ (შარლ)
დევდარიანი ნანა
დვალიშვილი ბაია
დიუფი ჟაკ
დუღაშვილი ფარნაოზ
ე
ევტეევი ალექსანდრე
ელცინი ბორის
ერისთავი გიორგი
ერჰარდი ლუდვიგ
ესებუა გოჩა
ვ
ვენეკი ჯექსონ
ვილსონი ვუდრო
ვლადიმერ პუტინ
ვუდვორდი დევიდ
ვულფენსონ ჯეიმს
ზ
ზალდასტანიშვილი კოტე
ზარანდია ვახტანგ
ზოდელავა ვანო
თ
თავხელიძე ალბერტ
თავხელიძე ალეკო
თარგამაძე გივი
თარგამაძე კახა
თევზაძე გურამ
თოფაძე გოგი
ი
იაკოვლევი იური
იაროვი იური
ივანე მრისხანე
ივანიშვილი ბიძინა
ივანოვი იგორ
ივანოვი სერგეი
იმნაძე კახა
ინაიშვილი ჯემალ
იოსელიანი ავთანდილ
იოსელიანი ჯაბა
კ
კაკაბაძე მალხაზ
კახაძე ლადო
კახიანი იმედა
კახიძე ჯანსუღ
კალიუჟნი ვიქტორ
კაპეტივაძე ბადრი
კარტოზია ალეკო
კეზერაშვილი ბესიკ
კისინჯერი ჰენრი
კირვალიძე დავით
კიტოვანი თენგიზ
კიუნსი ჰანს
კიწმარიშვილი რომა
კოსტავა არჩილ
კუტუზოვი მიხეილ
კუჩმა ლეონიდ
კუშტანაშვილი ასლან
კვიციანი ემზარ
ლ
ლადენი ბინ
ლავროვი კირილ
ლაზაროვი ფილიპ
ლაკეტი ქრისტოფერ
ლაღიძე ილია
ლე პენი
ლეჟავა გელა
ლი იონგ-ნამ
ლობანოვსკი ვალერი
ლობანოვსკი ვასილ
ლოლაშვილი ჟანრი
ლომინაძე გივი
ლომინაძე ჯუმბერ
ლორთქიფანიძე ოთარ
ლოშჩინინი ვალერი
მ
მაილსი რიჩარდ
მალაზონია ენვერ
მამალაძე ლევან
მამარდაშვილი მერაბ
მამრაძე პეტრე
მანი სტივენ
მახარაძე კოტე
მელიქიშვილი გიორგი
მენაღარიშვილი ირაკლი 07
მეტრეველი როინ
მეფარიშვილი გია
მეღვინეთუხუცესი ოთარ
მირეი მიუსი
მირცხულავა დავით
მიშელი ლუი
მიქატაძე ჯუნა
მოლაშვილი სულხან
მოსიაშვილი თემურ 27
მურვანიძე მურაზ
მურღულია სერგო
ნ
ნადარეიშვილი თამაზ
ნაზარბაევი ნურსულთან
ნათელაშვილი შალვა
ნარჩემაშვილი კობა
ნაჭყებია ლავრენტი
ნარჩემაშვილი კობა
ნეფედოვი ნიკოლოზ
ნეველი ალექსანდრე
ნოღაიდელი ზურაბ
ო
ო'კონორი ჯუდი
ონიანი ნატო
ოსკანიანი ვართან
ოუენი დევიდ
ოჩიაური გოგი
პ
პასტუხოვი ბორის
პატენი კრის
პატენი ქრისტოფერ
პატონი ბორის
პატრუშევი ნიკოლოზ
პატრუშევი ნიკოლაი
პეტრე დიდი
პეტრე პირველი
პფლიუგერი ფრიდბერტ
პრიმაკოვი ევგენი
პროდი რომანო
ჟ
ჟვანია ზურაბ
რ
რამსფელდ დონალდ
რაუს იოჰანეს
რემლერი ფილიპ
რობერტსონ ჯორჯ
რუზველტი ფრანკლინ დელანო
რუშაილო ვლადიმერ
ს
სააკაშვილი მიხეილ
სააკაძე გიორგი
სახაროვი ანდრეი
საჯაია დავით (დათო)
საჯაია ნუგზარ
სეზერი აჰმედ ნეჯეთ
სვეტლანოვი ევგენი
სოკნატთა ჯიმ
სოლანა ჰავიერ
სონღულაშვილი ბიძინა
სოტკილავა ზურაბ
სტალინი იოსებ
სტეინსი დანიელ
სტეპაშინი სერგეი
სტეფენიანი არნოლდ
სტურუა რობერტ
სუვოროვი ალექსანდრე
ტ
ტოსტონოგოვი გიორგი
უ
ულიანოვი მიხეილ
უშაკოვი თეოდორე
ფ
ფანჯიკიძე გურამ
ფიცხელაური კიაზო
ფიშერი იოშკა
ქ
ქადაგიძე სულიკო
ქათამაძე გიორგი
ქანთარია დავით
ქასრაშვილი მაყვალა
ქემერტელიძე ეთერ
ქოჩარიანი რობერტ
ქუთათელაძე იოველ
ყ
ყანჩელი გია
ყარაულაშვილი დოდო
ყარყარაშვილი გია
ყურაშვილი ბორის
შ
შათირიშვილი გიორგი
შალიკაშვილი ოთარ
შალიკაშვილი ჯონ-მალხაზ
შარაძე გურამ
შაშიაშვილი თემურ
შევარდნაძე მანანა
შენგელია დავით
შირაკი ჟაკ
შოთა რუსთაველი
შორტი ჯეკ
შოუ პიტერ
ჩ
ჩარკვიანი ჯანსუღ
ჩერჩილი უინსტონ
ჩუბინიშვილი გიორგი
ჩხაიძე აკაკი
ჩხაიძე პეტრე
ჩხაიძე ვალერი
ჩხეიძე თემურ
ჩხეიძე პეტრე
ჩხიკვაძე (შიდა და ქვემო ქართლის უშიშროების სამხარეო სამმართველოს უფროსი)
ც
ცაავა ლონდერ
ცატავა რუდიკ
ცერცვაძე სანდრო
ციციშვილი გიორგი
ძ
ძასოხოვი ალექსანდრე
ძიძიგური თემურ
ძნელაძე ლევან
წ
წერეთელი ზურაბ
წერეთელი მერაბი
წივწივაძე დოდო
წივწივაძე თამაზ
ჭ
ჭავჭავაძე ილია
ჭანკოტაძე შალვა
ჭანტურია გიორგი (გია)
ჭანტურია ლადო
ჭეიშვილი ვახტანგ
ჭიაურელი მიხეილ
ჭიაურელი სოფიკო
ჭყონდიდელი გიორგი
ხ
ხაბურძანია ვალერი
ხაზარაძე მამუკა
ხარაძე ევგენი
ხაჩიშვილი
ხატელიშვილი მამია
ხატიძე ბადრი
ჯ
ჯავახიშვილი ივანე
ჯაიანი დიმიტრი
ჯაიანი სერგო
ჯანაშია სიმონ
ჯაყელი გია
ჯაფარიძე გია
ჯაფარიძე თედო
ჯერგენია ანრი
ჯიქია ბონდო
ჯორბენაძე ავთანდილ
ჰ
ჰიროსუმა ტუცია
![]() |
126 ადგილთა საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
ა
აბასთუმანი
ადიგენი
ავსტრალია
ავსტრია
ავღანეთი
აზერბაიჯანი
ალავერდის ტაძარი
ალმა-ათა, ალმა-ატა, ალმაათა
ამერიკის შეერთებული შტატები, აშშ, ამერიკა
ამიერკავკასიის ქვეყნები
არგენტინა
ასპინძა
აფხაზეთი
ახალციხე
ახმეტა, ახმეტის რაიონი
აჭარა
ბ
ბაგრატის ტაძარი
ბათუმი
ბაკურიანი
ბალკანეთის ქვეყნები
ბელგია
ბელორუსია
ბოხუმი
ბრესტი
ბრიუსელი
ბულგარეთი
გ
გალი
გელათი
გერმანია
გორი
გურია
დ
დავით გარეჯის უდაბნო
დაღესტანი
დედოფლისწყარო
დიდი ბრიტანეთი
დმანისი
დოჰა
დუისი
ე
ენგურის ხიდი
ერევანი
ვ
ვანი
ვაშიგნტონი
ვლადივოსტოკი
ვოლგოდონსკი
ზ
ზუგდიდი
თ
თურქეთი
ი
იალტა
იაპონია
ინდოეთი
ინგუშეთი
ირანი
იტალია
იმერეთი
კ
კავკასიონი
კასპიის ზღვა
კახეთი
კვახჭირი
კვიპროსი
კიევი
კოლხეთი
კოსოვო
ლ
ლაითური
ლიკანი
ლისაბონი
ლონდონი
მ
მალტა
მარნეული
მდინარე ალაზანი
მდინარე კელასურა
მდინარე რიონი 33
მესხეთი
მთაწმინდის პანთეონი
მირზაანი, მირზაანის რეგიონი
მინსკი
მოლდოვა
მოსკოვი
მტკვარი
ნ
ნიდერლანდი
ნიკორწმინდა
პ
პაკისტანი
პალესტინა
პანკისი, პანკისის ხეობა
პენტაგონი
ჟ
ჟენევა
რ
რაჭა-ლეჩხუმი
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი
რუმინეთი
რუსეთი
რუსთავი
ს
საგარეჯო
სამების ტაძარი
სამეგრელო
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სამცხე-ჯავახეთი
სანკტ-პეტერბურგი
საფრანგეთი
საჩხერე, საჩხერის რაიონი
სენაკი
სვანეთი
სვეტიცხოველი
სიღნაღი, სიღნაღის რაიონი
სომხეთი
სოხუმი
სოჭი
ტ
ტარიბანა
ტაჯიკეთი
ტრაპიზონი
ტყვარჩელი, ტყვარჩელის რაიონი
უ
უზბეკეთი
უკრაინა
ფ
ფოთი
ქ
ქერჩი
ქვემო ქართლი
ქუთაისი
ღ
ღალიძგა
ყ
ყაზახეთი
ყაზბეგი
ყირიმი
შ
შავი ზღვა
შიდა ქართლი
შირაქის ველი
ჩ
ჩეხეთი
ჩეჩნეთი
ჩინეთი
ჩრდილოეთ ოსეთი
ც
ცხინვალი 75
წ
წალენჯიხა, წალენჯიხის რაიონი
წყალტუბო
წყნეთი
ჭ
ჭიათურა
ჭუბურხინჯი
ხ
ხობი
ჰ
ჰალე
![]() |
127 საგნობრივი საძიებელი |
▲ზევით დაბრუნება |
9 აპრილის ტრაგედია
9 მაისი
11 სექტემბრის ტერაქტი, 11 სექტემბრის ტრაგედია
გ
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო
გაეროს უშიშროების საბჭო
გაზეთი „ახალი თაობა“
გაზეთი „გარდიენი“
გაზეთი „ელინიკი დიასპორა“
გაზეთ „ვრასტანი“
გაზეთი „ვრემია ნოვოსტეი“
გაზეთი „თუთარჩელა“
გაზეთი „იბერია სპექტრი“
გაზეთი „მოსკოვსკიე ნოვოსტი“
გაზეთი „საავტორო გაზეთი“
გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“
გაზეთი „სოფლის ცხოვრება“
გალის ტრაგედია
გენოციდი
გერმანიის ტელევიზია
გერმანიის ტელევიზია „ა-ერ-დე“
გერმანიის რადიო „ა-ერ-დე“
გილაევის რაზმი
გრიუნვალდის ორდენი
დ
დათო შენგელიას რაზმი
„დიდი აბრეშუმის გზა“
ე
ევროსაბჭო
ეთნოწმენდა, ეთნიკური წმენდა
ეუთო
თ
თეატრალური პრემია „ჩაიკა“
ი
იუნესკო
მ
მეორე მსოფლიო ომი
მესამე მსოფლიო ომი
მსოფლიო ომი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ნ
ნატო
ო
ორშაბათის რადიოინტერვიუ
ჟ
ჟურნალი „გადასახადები“
ჟურნალი „პოლიტიკა“
რ
რადიო „აუდიენცია“
რადიო „აფხაზეთის რადიო“
რადიო „ბი-ბი-სი“
რადიო „იმედი“
რადიო „ჰარა“, აფხაზურენოვანი რადიო „ჰარა“
რუსეთის ტელეკომპანია „ვესტი ნედელი“
რუსეთის ტელეკომპანია „ნტვ“
რუსეთის ტელეკომპანია „რტრ“, რუსეთის ტელეკომპანია „РТР“
რუსეთის გაზეთი „სეგოდნია“
რუსეთის ტელევიზია „ტე-ვე-ეს“
რუსეთის ტელეკომპანია „ტვ-6“
ს
საბჭოთა კავშირი, საბჭოთა სისტემა
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო პოლიტიკა
საინფორმაციო სააგენტო „გეა“
საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსი“
საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასი“
საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“
საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ-ნიუსი“
საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტი“
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“
საინფორმაციო გადაცემა „ვესტნიკი“
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, „მოამბე“
საღამოს გაზეთი „6 საათზე“
სოროსის ფონდი
სტამბოლის სამიტი
საშინაო პოლიტიკა
ტ
ტელევიზია „აფხაზეთის ტელევიზია“
ტელევიზია ავსტრალიის ტელევიზია „ეს-პი-ში“
ტელევიზია „აჭარის ტელევიზია“
ტელევიზია „საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი“
ტელეკომპანია „მე-2 არხი“
ტელეკომპანია „მე-7 არხი“
ტელეკომპანია „მე-9 არხი“
ტელეკომპანია „NTB“
ტელეკომპანია „რიონი“
ტელეკომპანია „რუსთავი-2“
ტელეკომპანია „TV-6“
ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდა“, „ალქაიდა“
ფ
„ფაოს“ (გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია)
ფრაქცია „თანადგომა“
ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირი“
„ფულის გათეთრება“
ქ
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი
ქართულ-ოსური კონფლიქტი
ქერჩის ბრძოლა
ქუვეითის ფონდი
ყ
ყირიმის ბრძოლა
შ
„შაჰ დენიზის“ პროექტი
ც
ცივი ომი
„ცისფერჩაფხუტიანები“
წ
„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა
ჯ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია