The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მიხეილ სააკაშვილი (ტომი XXVI)

მიხეილ სააკაშვილი (ტომი XXVI)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|სააკაშვილი მიხეილ
თარიღი: 2025
აღწერა: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტი (2004 წლის იანვარი – 2013 წლის ნოემბერი) მიმართვები, ინტერვიუები, სამართლებრივი აქტები (2004 წლის იანვარი-დეკემბერი) თბილისი 2025 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9942-5-8 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“; იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი; რედაქტორ-შემდგენლები: მარიამ ხოფერია, ემზარ ჯგერენაია; შემდგენლები: მარიამ ხოფერია, ლელა აბაშიძე; დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი UDC(უაკ)362.511(479.22) ს-122 © სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2025



1 მიხეილ სააკაშვილი: „კორუფცია უნდა აღმოიფხვრას ქვეყნის ხელმძღვანელობაში“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გერმანულმა გამოცემამ Die WELT-მა 2004 წლის 5 იანვარს ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკ კაშვილს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

36 წლის მიხეილ სააკაშვილი სათავეში ედგა იმ საპროტეს სტო მოძრაობას, რომელმაც ნოემბერში გამოიწვია ედუარდ შევარდნაძის გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან. სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს ებრძოლოს ქვეყანაში ფართოდ გავრრცელებულ კორუფციას, ოლიგარქებს; სურს აღადგინოს საქარრთველოს ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან.

- როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?

- მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ბოლო მოუღოს კორუფციას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა ბიუჯეტის დიდი დეფიციტი. ჩვენ წავუყენებთ ბრალდებებს საქართველოს მრავალ ოფიციალურ წარმომადგენელს. მხოლოდ ასეთი გზით შეიძლება დავამყაროთ ფინანსური დისციპლინა სახელმწიფო ორგანოებში. კორუფცია უნდა აღმოიფხვრას ქვეყნის ხელმძღვანელობაში.

- რა არის თქვენი სამთავრობო პროგრამის მთავარი მიზანი?

- ჩვენ გვსურს შევქმნათ ნორმალური საინვესტიციო კლიმატი, დავარწმუნოთ ინვესტორები იმაში, რომ საქართველო დღეს სულ სხვა ქვეყანა გახდა. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაიცავს მათ ინვესტიციებსა და უფლებებს, არ გაძარცვავს მათ.

- თქვენმა „ვარდების რევოლუციამ“ გამოიწვია შევარდნაძის გადადგომა. ეს ხომ არ გიშლით ხელს იმაში, რომ დასავლეთში ეძებოთ დახმარება?

- ჩვენმა „ვარდების რევოლუციამ“ საქართველო უკან არ დახია. პირიქით, ამის შედეგად ჩვენი ქვეყანა გახდა უფრო დემოკრატიული და უფრო ცივილიზებულიც კი. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ახლა უფრო მეტად ევროპულია, ვიდრე ეს შევარდნაძის დროს იყო. გერმანელებს ახლა გაცილებით გაუადვილდებათ ურთიერთობა საქართველოსთან. რასაკვირველია, შევარდნაძემ საკმაოდ აამაღლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. მაგრამ ჩვენ სულაც არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს მხოლოდ შევარდნაძის პერსონას უკავშირებდნენ.

- თუ დაგპირდათ მხარდაჭერას ბერლინი?

- გაგრძელდება უკვე შეთანხმებული პროექტების განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ გერმანია დაგვეხმარება. ჩვენ დიდად ვემადლიერებით გერმანელებს იმისთვის, რომ ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ჩემი თანამემამულეების მთელ თაობას მისცა ჩინებული განათლების მიღების შანსი. სწორედ ეს ხალხი გახლავთ ჩვენი მთავარი საყრდენი, მჭიდრო გერმანულ-ქართულ მეგობრობაში დაბანდებული საუკეთესო ინვესტიცია. ასეთი გზით ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა დაეფუძნება ათასობით ადამიანს და არა მხოლოდ ერთს - პრეზიდენტს.

- ედუარდ შევარდნაძეს ჯერ კიდევ დიდ პატივს სცემენ გერმანიაში.

- შევარდნაძის წვლილი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში რამდენადმე განსხვავებული იყო იმ წვლილთან შედარებით, რომელიც მან შეიტანა გერმანიის გაერთიანების პროცესში. მან ძირი გამოუთხარა ჩვენი ქვეყნის და დემოკრატიის საფუძვლებს. ისეთები, როგორიც შევარდნაძეა, ჩვენ არასდროს აღარ გვეყოლება. ჩვენ არ გვსურს ვიყოთ არანორმალური ქვეყანა, რომელიც თავისი ხელმძღვანელის სახელით სარგებლობს, ჩვენ გვსურს გავხდეთ ნორმალური ქვეყანა და გვყავდეს თუნ ნდაც ისეთი ხელმძღვანელი, რომელსაც არა აქვს საქვეყნოდ მოხვეჭილი სახელი.

- დარჩება საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრად?

- მე ვერ ვხედავ თანამეგობრობიდან გამოსვლის აუცილებლობას. თუმცა, ვერც ამ თანამეგობრობის ნათელ მომავალს ვხედავ. თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების ურთიერთობა ვითარდება ორმხრივ, ან სამმხრივ საფუძველზე. და მაინც, ჩვენ, ისევე როგორც წინათ, ახლაც დაინტერესებული ვართ ეკონომიკური ინტეგრაციით.

- კვლავ შენარჩუნებული იქნება დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან?

- მოსკოვი ვალდებულია ის მაინც აღგვითქვას, რომ არ ჩაერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. სამწუხაროდ, დღეს ეს ასე არ არის. ამიტომ, ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სრულყოფასა და განმტკიცებას. ამ საკითხში ცენტრალური ადგილი განეკუთვნება თანამშრომლობას ნატოსთან. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ასევე გვსურს თანამშრომლობა რუსეთთან და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან. საამისოდ ერთადერთი პირობაა ის, რომ პატივი სცენ ჩვენს სუვერენიტეტს.

- აპირებთ მოითხოვოთ საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარების გაყვანა?

- არა. ჩვენ აღარ გამოვთქვამთ მოთხოვნას მათი გაყვანის შესახებ, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ 1995 წელს დაგვპირდა თავისი ჯარების გაყვანას. ჩვენ კარგად გვაქვს შეგნებული, რომ რუსეთს სჭირდება მისი სამხრეთი საზღვრების უშიშროებასთან დაკავშირებული გარანტიები. ჩვენ მზად ვართ მოსკოვთან მოვაწეროთ ხელი შესაბამის შეთანხმებას, რათა რუსეთმა არ იგრძნოს თავი საფრთხეში. ამის პასუხად კი რუსეთი უნდა გამოეთხოვოს იმაზე ოცნებას, რომ მისი სამხედრო ყოფნა საქარ რთველოში სამარადჟამო იქნება.

- აპირებს საქართველო ევროკავშირში შესვლას?

- ევროკავშირის წევრობა კვლავ რჩება ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ მიზნად.

- რატომ არ დაელოდეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევნების შედეგების გაყალბების თაობაზე და მიიტანეთ შტურმი პარლამენტის შენობაზე?

- აშკარა გახდა, რომ შევარდნაძე დაადგა ხელისუფლების უზურპაციის გზას. მან ყველაფერი იღონა საიმისოდ, რომ მოეშალა სამართლებრივი სახელმწიფოს მექანიზმები. ანუ, შევარდნაძემ თავისი სიჯიუტით თვითონვე შეუწყო ხელი მოვლენების შემდგომ განვითარებას. თავის დამხობაში მას მიუძღვის ბრალი.

- ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის დამხობა ამერიკელებმა მოამზადესო?

- დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შევარდნაძის წასვლის შემთხვევაში ამერიკელებს არ ჰქონდათ არანაირი გეგმა. დანარჩენში კი, ამერიკელები, როგორც ახლა ამას ზოგიერთი ამტკიცებს, არ ყოფილან რევოლუციის ინიციატორები. ინიციატივა გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს.

- თქვენი მთავრობა პროამერიკული გახდება?

- მე ვეწინააღმდეგები იმის მტკიცებას, თითქოს საქართველოში მოხდა პროამერიკული პუტჩი. ჩვენ ვართ მხოლოდ და მხოლოდ პროქართული მოძრაობა, ოღონდ, ევროპული ორიენ ნტაციით, ვიზიარებთ დასავლეთის ღირებულებებს.

მიხეილ სააკაშვილი: „კორუფცია უნდა აღმოიფხვრას ქვეყნის ხელმ ძღვა ნელობაში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 6 იანვარი. - N4 (1049). - 6 გვ.

2 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში „თიბისი ბანკის“ ფილიალის გახსნაზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით, მივესალმები მამუკა ხაზარაძეს.

მე და ლაშა ჟვანია ჩამოვედით იმისათვის, რათა მასთან ერთად გავხსნათ „თიბისი ბანკის“ აჭარის რეგიონალური ფილიალი. ეს შენობა იყო გაუბედურებული და გაპარტახებული. ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ფუნქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაა. „თიბისიმ“ თბილისში, მარჯანიშვილზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა გააკეთა, ეს თბილისის ერთ-ერთი არქიტექტურული მშვენებაა, ასეთივე კეთდება ბათუმშიც.

ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ქუთაისში მთავარ მოედან ნზე ყველაზე ლამაზი შენობა იქნება „თიბისი ბანკი“. ჩვენ ყველ ლანი, თქვენთან ერთად ვაშენებთ ახალ საქართველოს. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები მშენებლებისთვის, კვალიფიკაცია მომავალი საქართველოს მშენებლებისთვის. ასე საბჭოთა კავშირში არ აშენებდნენ. 90-ან წლებში ასე არ აკეთებდნენ ამას. ჩვენ შევქმენით უნიკალური პარტნიორობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, მათ შორის ამ ბანკთან.

სიღნაღში ჩაიდო 50 მილიონი სახელმწიფო ფული და 100 მილიონი კერძო ფული. ქუთაისის ცენტრში ჩაიდო ნახევარი სახელმწიფო ფული და ნახევარი კერძო ფული.

საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არ არის შემოსული სრული მასშტაბით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის ზემოქმედება ქართულ ეკონომიკაზე იყოს მინიმალური.

ის, რაზეც ჩვენ წინა წლებში გვაკრიტიკებდნენ - ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, სხვადასხვა კორუმპირებული ინტერესების არ გათვალისწინება, ამ ყველაფერმა მოგვცა იმ სიმტკიცის მარაგი, რომელიც დღეს არ გააჩნია უკრაინას, რუსეთს, სადაც წინა კვირაში 30 მილიარდი დოლარი დახარჯეს რუბლის გამაგრებისთვის, სადაც საპენსიო და სახელფასო დავალიანება 30 პროცენტზე მეტია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ბიუჯეტის დაბალანსება, საბანკო სისტემისა და ლარის კურსის სტაბილურობა.

ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია.

მე აქ მოვდივარ პენსიონერების ოჯახიდან. ის 5 ლარი, რომელსაც ვუმატებთ პენსიებს და ის 30 ლარი, რომელსაც ვუმატებთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ხალხს, არაფრისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ მთავარი საფრთხე იქნებოდა ის, რომ პენსია, როგორც ეს 2001-2002 წლებში მოხდა, ვერ მიგვეცა ხალხისთვის 5-6 თვის განმავლობაში.

ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემები აქვს ქართულ ბიზნესს.

ამ ბანკმა სამსახურიდან გაუშვა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, 300 ადამიანი, ეს ძალიან ბევრია.

ეს სიტუაცია არანორმალურია და პირველ რიგში, როგორც კი ეკონომიკა დასტაბილურდება, ის ხალხი სამსახურში უნდა დაბრუნდეს.

ჩვენ ეკონომიკაში დიდი რეზერვებია. სოფლის მეურნეობაში 10 პროცენტი შიდა მეურნეობაში იწარმოება, ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტის მიერ.

მე მესმის, რომ საბანკო სექტორს ფულის გასესხებასთან დაკავშირებით აქვს შიში.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ფართომაშტაბიანი დაკრედიტების განახლებას. ამას სჭირდება პარტნიორობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

ხანდახან შეგვიძლია ვთქვა, რომ რეალურად ფული ყრია ქუჩაში. მაგალითად კონკრეტული პროექტი - ზაფხულში, როგორც კი თბება, საქართველოს მთელი გზები, მინდვრები, პლასტიკის პაკეტებს უკავია.

გუბერნატორებს ვავალებ ხოლმე და ვაფრთხილებ, რომ მოვხსნი თანამდებობიდან, თუ შემხვდება ასეთი პაკეტი მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საქართველოს დასასუფთავებლად. თუ არ არის ეკონომიკური ინტერესი, თუ ჩვენ არ შევქმენით ნაგვის გადამამუშავებელი საწ წარმოები.

ასეთი პაკეტების ჩაბარებაში, ხალხი ფულს უნდა იღებდეს.

ჩვენ დღეს საქმე გვაქვს დიდ გაჭირვებასთან. ჩვენ საქმე გვაქვს თანამშრომლების შემცირებასთან, ქარხნები გაჩერების პირას არის მისული.

ყველაზე დიდი დანაშაული დღეს იქნებოდა ხელის ჩამოშვ ვება და დაცდა. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. პირველი - პარტნიორობა ბიზნესთან და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინება.

ჩვენ ვდგავართ თქვენს აქტიურობაზე, ოპტიმიზმზე, ინიციატივაზე.

მეორე - სოციალური ფონის დაჭერა და ბიუჯეტის დაბალანსება.

მესამე - პოლიტიკური სტაბილურობა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ საკუთარი ამბიციებისა და კაპრიზების გამო, მათ გადავაყოლებთ საქართველოს და იმის გამო, რომ მათ უნდათ ამბიციის დაკმაყოფილება, ნურას უკაცრავად.

ეს მთავრობა არასოდეს დაიხევს უკან პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საქართველოში არავის არ უნდა ქონდეს იმის შიში, რომ შემ მდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში რაიმე მოხდება.

ჩვენ ვართ გარანტი კონსტიტუციის, კონსტიტუცია სტაბილურობის, სტაბილურობა ბიზნესის განვითარების და საქართველოს კეთილდღეობის.

გაძლევთ გარანტიას, რომ დავიცავთ საქართველოს ეკონომიკას, პოლიტიკურ ცხოვრებას და თქვენთან ერთად გადავარ რჩენთ საქართველოს.

2013 წელს თბილისი იქნება საქართველოს წარმატებული დედაქალაქი, ბათუმი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქალაქი მთელ შავიზღვისპირეთში, ქუთაისი წარმატებული და დასაქმებული ხალხით დასახლებული ქალაქი, საწარმოების სათვის გადალახული იქნება ყველა არსებული კრიზისი, შეიქმნება ახლებიც, განვითარდება სოფლის მეურნეობა, ხალხი აღარ წავა საზღვარგარეთ. ეს იქნება დაცული, ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა.

ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მსოფლიო კრიზისის ყველაზე რთულ და დამანგრეველ ასპექტებისაგან. ეს პასუხისმგებლობა მე ავიღე თქვენს წინაშე.

მინდა მივმართო საქართველოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.

ვიცი, რამხელა შევიწროება არის რუსეთში, როგორ უჭირთ ჩვენს თანამემამულეებს იმ ქვეყნებში, სადაც კრიზისია.

მათ მინდა ვუთხრა, რომ დღეს ყველაზე მეტი პერსპექტივა მათ სამშობლოშია. დღეს იმ ქართველებმა, რომლებმაც გარკვეული შემოსავალი მიიღეს უკრაინაში, რუსეთში, მოვუწოდებ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, დაფუძნდნენ თავის ქვეყანაში და მოახდინონ მატერიალური საშუალებების ინვესტირება თავიანთი შვილების ქვეყნის მომავალში.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ რწმენას, რომ დავძლევთ სიძნელეებს და აუცილებლად გავაგრძელებთ ასეთ აღმშენებლობას.

საქართველოს მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინის ტროს და სხვა სამინისტროს ამაზე მეტი ფუნქცია არ გააჩნია.

დიდი მადლობა,
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში „თიბისი ბანკის“ ფილიალის გახსნაზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური / 22 იანვარი, 2004. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2780&i=1

3 მიხეილ სააკაშვილი: უნდა გავერთიანდეთ, უნდა გავძლიერდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი!

▲ზევით დაბრუნება


[...]

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლე სიტყვა-ფიცი წარმოთქვა დავით აღმაშენებლის საფლავზე:

- მე ვარ ამ მიწის შვილი, - თქვა მან, - აქ ჩემთან ერთად ჩემი წინაპრების სულები არიან, და მე მათ მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არ შევარცხვენ.

დავითის საფლავზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვთქვათ - საქართველო მოემზადება, საქართველო გაერთიანდება, საქართველო გაძლიერდება და გამთლიანდება.

აქ არის საქართველოს უდიდესი მმართველის, ყველაზე დიდი ქართველის დავით აღმაშენებლის სული. მე მინდა, ვუთხრა მას, მე მინდა ვუთხრა საქართველოსთვის თავგანწირულ ყველა გმირს: დღეს საქართველო დანაწევრებულია, დღეს ქართველი ხალხი დამცირებულია. ზოგიერთს შეიძლება უნდა, რომ საქართველო საერთოდ აღარ არსებობდეს რუკაზე. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ამ მტრებს, რომ ისინი ამას ვერასოდეს მოესწრებიან. საქართველო არსებობდა, საქართველო არსებობს და საქართველო ყოველთვის იარსებებს. საქართველო არ მომკვდარა.

ჩვენ ყველამ ერთად, ერმაც და ბერმაც, მთავრობამაც და ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, უნდა მოვემზადოთ, უნდა გავერთიანდეთ, უნდა გავძლიერდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა - ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი.

უნდა ვუთხრა ყველას, რომ მთავრობა უნდა ცხოვრობდეს ისე, როგორც ხალხი, ისეთივე გაჭირვებაში, უნდა მოიჭიროს ქამრები, უნდა გაიჭირვოს.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დღეც და ღამეც. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ქალაქებში და სოფლებში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მთელი მსოფლიოს დასანახად და მისთვის ხმის მისაწვდენად. უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენი ერი იმსახურებს ბევრად უკეთეს მომავალს. ჩვენი ერი არავის დასაჯიჯგნი არ არის.

საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში.

მე უნდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ, მიუხედავად ეროვნებისა, საქართველოში გვაერთიანებს ერთი რამ - ჩვენი სამშობლოს სიყვარული.

მე თქვენი დახმარება მჭირდება ამ საქმის განხორციელებაში.

მე მინდა, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, ერთმანეთის გვერდით და მხარდამხარ!

გიორგი გამახარია

მიხეილ სააკაშვილი: „უნდა გავერთიანდეთ, უნდა გავძლიერდეთ და აღვადგინოთ საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. ეს არის ჩემი ცხოვ რების მიზანი!“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 25 იანვარი. - N18(4748). - 1-2 გვ.

4 ინაუგურაცია

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წარმოთქმული ფიცის
დადების საზეიმო ცერემონიალზე

მე მივესალმები ქართლს, კახეთს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, გურიას, აფხაზეთს, აჭარას, მცხეთა-მთიანეთს, რაჭას, სამცხე-ჯავახეთს, შიდა ქართლს.

მე მივესალმები სრულიად საქართველოს, მე მივესალმები საზღვარგარეთ მცხოვრებ ყველა ქართველს, მივესალმები ყველა სტუმარს - კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!

ეს არის ადგილი, სადაც საქართველოსთვის თავდადებული გმირები თავს სწირავდნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. აქ დაეცნენ იუნკერები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა არ დაეშვათ ბოლშევიკების მიერ საკუთარი სამშობლოს დაპყრობა და საქართველოს გათიშვა მსოფლიოს პროცესებისგან ათწლეულების განმავლობაში. აქ დაიღუპნენ გმირები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის ცხრა აპრილს, სწორედ აქ მოხდა მათთან უსასტიკესი ანგარიშსწორება საბჭოთა ჯარებისა და ტანკების მიერ. მე მინდა, ვთხოვო ყველას, თხუთმეტწამიანი დუმილით მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას...

ეს ახალგაზრდები შეეწირნენ თავიანთ ოცნებას საქართველოსთვის. დღეს ჩემი და ჩვენი ვალია, ეს ოცნება ვაქციოთ რეალობად. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს ოცნება იმით, რომ საქართველო ვაქციოთ ერთიან, სტაბილურ, დემოკრატიულ, თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოდ. წითელი ხიდიდან ფსოუმდე, სარფიდან დარიალამდე საქართველო უნდა იქცეს ქვეყანად, სადაც ყველაზე დიდი სიმდიდრე იქნება ცოდნა და განათლება, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ჩვენი შვილების განათლება, სადაც ხალხი იქნება კონკურენტუნარიანი გლობალიზაციის პირობებში, რომელიც შეიცავს საფრთხეებს, მაგრამ, ამავე დროს, პატარა ერებს, რომელთაც აქვთ საშუალება, განათლება, კულტურა, ბრძოლის უნარი, აძლევს უნიკალურ შანსს, დამკვიდრდეს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

საქართველო უნიკალური კულტურის ქვეყანაა. ჩვენ არა მხოლოდ ძველი ევროპელები ვართ, ჩვენ უძველესი ევროპელები ვართ, და ამდენად, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ ცივილიზაციაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიის მოდელად, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე, სადაც ყველა მოქალაქეს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მიაღწიოს წარმატებას და მოახდინოს თავის საშუალებათა რეალიზაცია. საქართველო უნდა იქცეს და იქცევა თავისუფალი, განათლებული და ამაყი ადამიანების სამშობლოდ.

საქართველო არის სახლი, როგორც ყველა ქართველისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთათვის. საქართველოს ყველა რუსი, აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ებრაელი, ბერძენი, უკრაინელი, ქურთი - თითოეული მოქალაქე, რომლისთვისაც საქართველო საკუთარი სამშობლოა, არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი საგანძური და სიმდიდრე.

საქართველოს უნდა ჰყავდეს ქმედუნარიანი და ხალხის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობა, მთავრობა, სადაც ყველა მოქალაქეა წარმოდგენილი და სადაც თითოეული ქართველის ხმა შეისმინება. აქამდე ხალხი უსმენდა მთავრობას. დადგა დრო, მთავრობამ ძალიან ყურადღებით უსმინოს ხალხს. აქამდე მთავრობა იცავდა თავს ხალხისაგან. დადგა დრო, როცა მთავრობამ უნდა დაიცვას საკუთარი ხალხი და თითოეული მოქალაქე. აქამდე ხალხი ისჯებოდა მთავრობის უნიათობით და ჩვენ დავ ვამტკიცეთ ამ მოედანზე სულ ცოტა ხნის წინ, რომ დგება მომენტი, როდესაც ხალხი დასჯის მთავრობას გამოჩენილი უნიათობისთვის და სამშობლოს სიყვარულის არქონისთვის.

ქართველი ერი ყოველთვის იყო გონიერი ერი. დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება გონიერება. ჩვენი მთავარი სიმდიდრეა არა ოქრო და ნავთობი, არამედ ჩვენი ნიჭიერება, ინტელექტი, უნარ-ჩვევები, განათლება, განათლებული ადამიანები. საქართველო უნდა იქცეს ქვეყანად, რომელიც ისწავლის, როგორ გამოიყენოს თავისი ბუნებრივი უპირატესობები. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური პოტენციალი, გვყავს განათლებული კადრები, რომლებსაც შეუძლიათ, არ ეზარებათ, უყვართ მუშაობა, როდესაც სამუშაო საინტერესოა და როდესაც ამის საშუალება ეძლევათ.

ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ვართ კულტურული გზაჯვარედინი, სადაც კულტურები ერთმანეთს ხვდებიან; ჩვენ გვაქვს სრულიად უნიკალური თვალწარმტაცი ბუნებრივი პირობები და მე არ მინახავს არც ერთი უცხოელი, ერთხელ მაინც რომ არ მოხვედრილიყო საქართველოში და ერთი შეხედვით არ შეყვარებოდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო. ეს არის უზარმაზარი და გამოს საყენებელი რესურსები და ჩვენ ამ რესურსებს აუცილებლად ავამოქმედებთ, რათა საზოგადოება ფეხზე დადგეს, რათა ჩვენს გაჭირვებას ეშველოს, რათა გაჭირვება და სიღატაკე ქართველი ერის და მისი ისტორიის, მისი კულტურის, თითოეული ადამიანის, საზოგადოების თითოეული წევრის შეურაცხყოფაა.

ჩვენმა ერმა დაუმტკიცა მთელ მსოფლიოს, რომ გადამწყვეტ მომენტში მას ყოველთვის შეუძლია თავისი ღირსების დაცვა, ღირსეული თანაარსებობა და მეგობრული შეჯიბრება მსოფლიოს მოწინავე ერებთან. დადგა დრო, როცა ჩვენ, ქართველები, არ უნდა ვიყოთ მხოლოდ სხვების იმედზე, დადგა დრო, როცა იმას კი არ უნდა ვკითხულობდეთ, თუ რას გვიკეთებს მსოფლიო, რა დახმარებას გვიგზავნის, თუმცა ყველაფერ ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ, არამედ დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვიკითხოთ, საქართველო რას გაუკეთებს მსოფლიოს და რა წვლილი შეუძლია შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში.

საქართველო იქნება სტაბილური მოკავშირე ყველა მისი მეგობარი ქვეყნისა. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც საერთაშორისო პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, როგორც ქვეყანა, რომელსაც, მიუხედავად ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებისა და მდებარეობისა, ერთნაირად კარგი ურთიერთობა აქვს ყველა თავის მეზობელთან, ამავე დროს, არ ავიწყდება საკუთარი კუთვნილი და რამდენიმე საუკუნის წინ დაკარგული ადგილის დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ევროპულ ცივილიზაციაში. როგორც უძველესი ცივილიზაციის ქრისტიანულმა ქვეყანამ, ჩვენ ეს ადგილი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. ჩვენი კურსი არის ევროპული ინტეგრაცია. დროა, ევროპამ საბოლოოდ დაინახოს და დააფასოს საქართველო, გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯები და, ამ მხრივ, ჩვენ პირველი ნიშნები ნამდვილად გვაქვს სახეზე. შემთხვევით არ ავწიეთ დღეს ევროპის დროშა, ეს დროშა საქართველოს დროშაც არის იმიტომ, რომ გამოხატავს ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის არსს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას და ხედვას.

ამავე დროს, ჩვენ მადლობელნი ვართ და ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაგვიწია მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეგობრის ზურგი, მეგობრის ხელი, ამერიკა დადგა საქართველოს გვერდზე. როგორც ევროპულმა ქვეყნებმა, რომელსაც ამერიკა დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ დაივიწყეს, ჩვენც არასდროს დავივიწყებთ ამას და ქართველი ხალხი მადლიერების გრძნობას თავის მომავალ თაობებს გადასცემს.

ამავე დროს, ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან და ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან. საქართველოს არ სჭირდება რუსეთი, როგორც მტერი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მეგობარი. ჩვენ გვჭირდება რუსეთი, როგორც მოკავშირე, როგორც ძლიერი პარტნიორი და მე მინდა, ქართველი ხალხის სახელით დღეს რუსეთს გავუწოდო მეგობრობის ხელი და მინდა, ეს მეგობრობა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.

მიზნის მისაღწევად წინ დიდი სირთულეებია, საქართველოს დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. ჩვენ ერთად უნდა ავაღორძინოთ ჩვენი ქვეყანა, ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი წინაპრების ოცნების საქართველო. საქართველო ძლიერი იყო როდესაც იყო ერთიანი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ გავძლიერდეთ, უნდა ავაშენოთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ძლიერი დემოკრატია, ჩვენ უნდა ამოვძირკვოთ კორუფცია. ჩემთვის ყოველი კორუმპირებული თანამდებობის პირი, დღევანდელ ეტაპზე, ეროვნული ინტერესების მოღალატეა. ჩვენ ამოვძირკვავთ კორუფციას და შევცვლით სისტემას, რომელმაც კორუფციის მანკიერი წრე წარმოქმნა.

უნდა შევქმნათ ისეთი სამართლებრივი სისტემა, სადაც ყველა ადამიანს, პრეზიდენტიდან დაწყებული და უბრალო მოქალაქით დამთავრებული, ერთნაირად მოეკითხება პასუხისმგებლობა კანონის წინაშე. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ხელისუფლების რეფორმირება და ჩამოვაყალიბოთ რეალური თვითმმართველობა, ქვეყანა, სადაც ნებისმიერი პროფესიონალი, პატიოსანი ადამიანი იპოვის თავის ადგილს და შეძლებს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობას.

ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი არმია. დღეს და გუშინ მოვიარე სამხედრო ნაწილები, ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ქართული მხედრული სული, რომელმაც გაგვაძლებინა საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ამ სფეროში დავით აღმაშენებლის გიორგი ბრწყინვალეს ტრადიციები, ჩვენი გმირების - სამასი არაგველის და ბევრი სხვა გმირის, დიდგორის გმირების ტრადიციები. სხვანაირად საქართველო ვერ დადგება ფეხზე, როგორც სახელმწიფო. შეიარაღებულ ძალებს ზრუნვა სჭირდება არა მხოლოდ პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან, არამედ თითოეული ქართული ოჯახის მხრიდან. თითოეული ქართული ოჯახის ღირსების საქმეა, დავეხმაროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და შევქმნათ ძლიერი ქართული არმია.

მე მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო ის თავდადება, რომელიც ბოლო თვეებში დროებითმა ხელისუფლებამ გამოიჩინა. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც ეს პროცესი მშვენივრად ჩაატარა. მიუხედავად ცუდი პროგნოზებისა, მიუხედავად იმ საუბრებისა, რომ ახალი ხელის სუფლება ვერ შესძლებს ქვეყანაში სიტუაციის შენარჩუნებას, ჩვენ მოვახდინეთ სტაბილიზაცია. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამაში დაგვეხმარა, სახელმწიფო აპარატის ყველა წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს დიდი მადლობა ვუთხრა.

მე მჯერა იმ ახალი, განათლებული, ენერგიული და პატრიოტი თაობის, რომელიც შეკრული გუნდით მოდის საქართველოს ხელისუფლებაში და ამავე დროს მიმაჩნია, რომ ყველა თაობას, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის თაობას, კიდევ აქვს შანსი, ჩემი მშობლების თაობას კიდევ აქვს დიდი შესაძლებლობები იმისათვის, რომ დადებითი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. და თაობათა ხიდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატყდეს, ამ ხიდის გამთელება არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი ახალგაზრდა თაობის წარმატებისა.

მე ვხდები ამაყი ხალხის პრეზიდენტი, ხალხისა, რომელიც იმედით შეჰყურებს მომავალს, ვინც ნატრულობს ჩვენი ოცნების საქართველოს, ჩემი ოცნების საქართველოს, და მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ხალხს, რათა ის უფრო ამაყი იყოს, იმისათვის, რომ გავამართლო, მისი ყველა იმედი და ავაშენოთ საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები. დადგა მძიმე, დაუღალავი შრომის დრო. ერთ დღეში არაფერი არ მოვა, მხოლოდ პრეზიდენტი ყველაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ ხალხი, ყველა ერთად, ხელდაკაპიწებულნი შევძლებთ, რომ საქართველო დავაყენოთ ფეხზე. თუ ვიმუშავებთ დღე და ღამე, მართლაც მივაღწევთ ძალიან სერიოზულ წარმატებას. მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, უზარმაზარი ენთუზიაზმი, დიდი ოპტიმიზმი. ბოლო მოვლენებმა გამოათავისუფლეს უზარმაზარი ენერგია, რომელიც ქართველ ერშია. უზარმაზარი იმედი, იმედის ნაპერწკალი, რომელიც არის ყველა ქართველის თვალში, დღეს, როგორც არასოდეს, უნდა გადაიზარდოს პოზიტიურ ენერგიაში. ჩვენი შვილებისათვის პოზიტიურ ენერგიაში, რათა შევუქმნათ მათ ბევრად უკეთესი საქართველო. ისინი იმედის თვალით შემოგვყურებენ. ჩვენი შვილების თვალებში ჩავიხედოთ და მივხვდეთ, რას ელიან ისინი ჩვენგან და რამდენად კატასტროფული და ცუდი იქნება ჩვენგან მათი ნდობის არგამართლება.

დღეს მე ვხდები საქართველოს პრეზიდენტი. ჩემს პრეზიდენ ნტობას მე ვუძღვნი საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს, ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს მომავალ თაობებს, იმ ოცნებას, რომელიც მათ აქვთ და ამ ოცნებების ახდენას. ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას.

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი!

ინაუგურაცია / მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წარმოთქმული ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალზე // 24 საათი. - 2004. - 26 იანვარი. - N20 (569). - A1-A3 გვ.

5 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 იანვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე ხელმოწერისას წარმოთქმული სიტყვიდან

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონებო და ბატონებო! ჩემო მეგობრებო! ჩვენ ვიმყოფ ფებით რუსთაველის გამზირზე, იმ ტაძარში, რომლის ირგვლივ ესროდნენ ერთმანეთს იმ მოვლენების დროს, რომლებიც განვითარდა 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში.

ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ქართველები იმის მაგივრად, რომ ერთად გვებრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის, როგორც ეს 1921-სა და 1989 წლებში იყო, იმ დეკემბერ-იანვარში მტრის გასახარად ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ.

ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ბევრის ცნობიერებაში დაითრგუნა ერთიანი საქართველოს ცნება და ქვეყნის მომავალს დიდი ხნით დაესვა წერტილი... მაშინ, როცა 80-ანი წლების ბოლოს ქართველი ერი ისე იყო შეკრული და ერთიანი, როგორც არასდროს. ყველანი ფრთაშესხმული ვიყავით იმით, რომ საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების ეროვნული მოძრაობები ერთიანი იყო, რამაც პრაქტიკულად დაშალა საბჭოთა კავშირი.

პირადად მე ყველა ერს სათანადო პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო.

ამას აღიარებს ყველა. მაშინ ჩვენ შემოგვნატროდნენ ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, უკრაინელები, პოლონელები, ჩეხები...

მე მაშინ უკრაინაში ვიმყოფებოდი და კარგად მახსოვს, როგორ პატივს სცემდნენ ქართველებს იმის გამო, რომ საბჭოთა იმპერიასთან შერკინება პირველებმა ჩვენ წამოვიწყეთ...

მე კარგად მახსოვს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბებიაჩემის დამ, 85 წელს გადაცილებულმა თამარ აბაშიძემ ცხარე ცრემლით იტირა; მაშინ როცა არ უტირია, როცა მისი ძმა დახვრიტეს, როცა მამა გადაუსახლეს, არც მაშინ როცა მეუღლე გარდაეცვალა. მე ამის მომსწრე თავად ვიყავი. ეს იყო მრავალი თაობის განცდა, ოცნების ასრულება, რასაც თაობა თაობას გადასცემდა... მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის მოვლენა, რომელიც მოამწიფა და შექმნა კომუნისტურმა რეჟიმმა. იგი დაფუძნებული იყო კონფორმიზმზე. პრაქტიკულად ჩამოაგდო შუღლი და აამხედრა სხვადასხვა ძალები კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფი ქართველები, გამოიყენა მათი ცალკეული უთანხმოებანი რევანშისათვის და ქვეყნ ნის ხელში ჩასაგდებად. ის რაც განვითარდა 1991-1992 წლების მიჯნაზე, იყო კომუნისტური რევანში, ნომენკლატურული პოზიციების აღდგენა, მისი უარესი ნაწილის აღზევება, ხელახლა წარმოჩინება კანონიერი ქურდების და სხვა კრიმინალური ელემენტების განავარდება საქართველოს გასანადგურებლად და ხელში ჩასაგდებად, რასაც თან ახლდა ზოგიერთი მათგანის პრიმიტიულ სუბიექტად გარდაქმნა და ქართული საზოგადოების მმართველ ძალად ქცევა. პრაქტიკულად სახელმწიფოს დანაწევრება-გახლეჩა, პრინციპში, თითქმის განადგურება.

ყველაზე ტრაგიკული იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბედი, იმიტომ, რომ იგი შეეწირა თავის ოცნებას ისე, როგორც ათასობით ადამიანი შეეწირა თავის ოცნებას. ჩვენ უფლება არ გვაქვს პატივი არ მივაგოთ მათ ხსოვნას.

თითოეული ქართველის ვალია, რომ მოიხსენიებდეს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს, რომლებმაც შეძლეს ქვეყნისათვის თავდადების დემონსტრირება, რომ გადამწყვეტ მომენტში თავდადებაა გამოსავალი.

განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ამ ბრძოლას, რომლებიც დასახიჩრდნენ ამ ბრძოლებში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მსხვერპლზე, უნდა გვახსოვდეს საპყრობილეებში მყოფნიც. ასეთები კიდევ არიან.

ჩვენ ეს ხალხი უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ გვჭირდება სამშობლოს მოყვარული, პატრიოტი ადამიანები. შევუნდოთ იმათაც, რომლებიც სცოდავდნენ იმ პერიოდში. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს თავისი ღირსების სრულად წარმოჩენა. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც არ მისცეს საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში. მათ შორის არიან მასწავლებლები, ექიმები, მეცნიერები... ეს ხალხი ჩვენს გვერდით დგას. არის ბევრი გადახვეწილი ქართველი, რომელიც კარგავს სამშობლოსთან შეხებას. მათ შორის არიან პატრიოტული სულის ადამიანები...

ქვეყანას სჭირდება სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები... მე არასოდეს დამავიწყდება ზუგდიდის ცენტრში, საოცრად დახვეწილი ინტელიგენტი ადამიანი, რომელმაც ბანდის ავტომატიან წევრს, იმ ბანდისა, რომელიც მშვიდობიანი ხალხის შეკრებას ესროდა, ჩამოჰგლიჯა სახიდან ნიღაბი. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, ეს სიმბოლოა საქართველოს აღზევებისა და ამაღლებისა. ეს ქალბატონი გახლავთ ჩვეულებრივი ქართველი დედა, საზოგადოების წევრი, საოცრად ნატიფი, სუსტი აღნაგობის ადამიანი, რომელიც უშიშრად ეცა იარაღიან ყაჩაღს, როცა ძალადობამ და თავხედობამ უდიდეს უზნეობას მიაღწია.

განსაკუთრებული მუშაობა გვმართებს ქართულ ემიგრაციასთან. სასარგებლო მუშაობას ეწევიან კომისიები, რომელთა სათავეში დგანან ელდარ შენგელაია, კოტე კემულარია, განსაკუთრებით გურამ აბსანძის კომისია. მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილებები ხალხის საპყრობილეებიდან გასათავისუფლებლად, და რაც შეიძლება მალე...

საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი ზვიად გამსახურდიას მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას. შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და საქართველოს პირველ პრეზიდენტს!

ჩემი წინადადებაა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაერქვას ზვიად გამსახურდიას სახელი. მისი ნეშტი გროზნოდან ოჯახთან შეთანხმებებით და შესაფერისი პატივით მივაბაროთ მშობლიურ მიწას...

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 იანვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე ხელმოწერისას წარმოთქმული სიტყვიდან // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 27 იანვარი. - N21 (4750). - 1-2 გვ.

6 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე

▲ზევით დაბრუნება


ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ სიტყვით აქ შეკრებილ მაღალ საზოგადოებას. ამ დარბაზში ბევრ ჩემს მეგობარს ვხედავ და მინდა, მათ მადლობა ვუთხრა საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ ბოლო პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოების მიუხედავად, ევროგაერთიანებას მაინც შენარჩუნებული აქვს დიდი ფუნქციები, იმიტომ, რომ ის აერთიანებს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ „მარშალის პაქტის“ ქვეყნებსაც. მე კმაყოფილი ვარ და მადლობელი თქვენი. თუ ადრე ჩემი ადგილი იყო იმ ტრიბუნასთან პრეზიდიუმში, ახლა უკვე ამ ტრიბუნასთან ვდგევარ და ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა. მსურს დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მხარდაჭერა ფუჭი არ ყოფილა, რამდენადაც საქართველოსთვის დღეს ახალი ერის დასაწყისია, რეფორმების, სტაბილურობის, მთელ მსოფლიოში და ევროპაში ჩვენს მეგობრებთან პარტნიორობის განმტკიცების ერისა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ვიზიტით საზღვარგარეთ, საქართველოს პრეზიდენტის რანგში, სწორედ სტრასბურგს, ევროპის ცენტრს ვეწვიე.

2003 წლის ნოემბერში ქართველი ხალხი აღდგა მისი ფუნდამენტალური უფლებების დასაცავად, რათა თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ეცხოვრა, სადაც ხალხს გააჩნია ექსკლუზიური უფლებები, თავად აირჩიოს თავისი ლიდერები და თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ეს მშვიდობიანი ვარდების რევოლუცია არ ყოფილა საქართველოს ეკონომიკური ან პოლიტიკური სტაგნაციით ინსპირირებული, არც ქვეყანაში მძვინვარე კორუფციით იყო გამოწვეული. ვარდების რევოლუცია - ეს იყო ევროპული ფასეულობების და ლიბელარული დემოკრატიის პირდაპირი მანიფესტაცია, ფასეულობების, რომელიც საქართველოს თვითმყოფადობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს, ფასეულობის, რაც ჩვეულია და გაზიარებულია თითოეული ქართველის მიერ. მშვიდობიანმა ვარდების რევოლუციამ შეტყობინება გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ქართველებს სურთ, ააშენონ და იცხოვრონ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და სტაბილურ სახელმწიფოში, სადაც პატივს სცემენ, იცავენ და აფასებენ ადამიანის უფლებებს. უფრო მეტიც, ჩვენ - ქართველებმა მსოფლიოს დავანახეთ ჩვენი სიმამაცე და მიზანსწრაფულობა, რაც ასე აუცილებელია ამ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და ეს ყველაფერი განხორციელდა ცივილიზებული ფორმით, მაშინ, როცა ჩვენ ყველანი დიდი საფრთხის წინაშე ვიდექით. მე მჯერა, რომ ქართული რევოლუცია იქცევა მოდელად მთელი რეგიონისთვის და გახდება კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს როგორ შესწევთ უნარი, დემოკრატიული და მშვიდობიანი ცვლილებები გაატარონ. წარმატება საქართველოში ნიშნავს წარმატებას მთელს რეგიონში. თუმცა, თუ საქართველო წააგებს, ეს იქნება მარცხი მთელი რეგიონისთვის. თუნდაც ამ მიზეზით, ჩვენ დღეს უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა უკვე ხვალ მთელი რეგიონის ბედი შევცვალოთ. დღეს მე უზომოდ ამაყი ვარ ჩემი ხალხით, ხალხით, რომელმაც დიდი ნდობის მანდატით აღმჭურვა, რათა საქართველო მის დამსახურებულ ადგილას დავაბრუნო, როგორც პასუხისმგებელი წევრი დემოკრატიული ევროპის ქვეყნების თანამეგობრობისა.

დავოსიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გლობალიზაციის ძალამ და იმ სისწრაფემ, რომლითაც ინფორმაცია მთელს მსოფლიოში ვრცელდება, რასაც მოვლენების განვითარებასა და მათ შედეგებზე უდიდესი გავლენა გააჩნია. ვარდების რევოლუცია არა მხოლოდ ტრანსლირებული იყო პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიოს დასანახად, არამედ, შესაძლოა ეს რევოლუცია წარმატებით არც დასრულებულიყო, რომ არ არსებულიყო ჩვეულებრივი მობილური ტელეფონები. სწორედ ამ კუთხით, დავოსის გამოცდილება მართლაც გლობალურ გადმოსახედს წარმოადგენს გლობალური პერსპექტივებით. ამ საკითხებზე საუბრისას, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს მართლაც წაადგებათ, ის ჩვენ იმ სპეციალურ საშუალებებს მოგვცემს, რომლებიც ჩვენთვის სხვა მხრივ ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. ამასთან, გლობალიზაცია საკმაოდ ეკლიანი თემაა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს კულტურულ თვითმყოფადობას, ეს ის ფენომენია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ უნარი, ვიაზროვნოთ გლობალურად და ვიმოქმედოთ ადგილობრივი იდეებით, რათა დღევანდელი მსოფლიოსგან ყველაფერი საუკეთესო ავიღოთ, ჩვენი საკუთარი თვითმყოფადობის და რეალობის დაუკარგავად. ამ თემაზე საუბრისას ჩემთვის და ყველა ქართველისთვის ნათელია, რომ ჩვენი თვითმყოფადობა ფუნდამენტურად ევროპულია. დღეს საქართველო საბოლოოდ დგას შინისკენ მიმავალ გზაზე, კიდევ ერთხელ ახდენს რა ევროპასთან ინტეგრირებას, რომელთან ერთადაც საქართველო იზიარებს საერთო ფასეულობებს და საერთო ისტორიას.

მართლაც, სამიოდე დღის წინ, ჩემი ინაუგურაციის დღეს, საქართველოს ახალი სახელმწიფო დროშის აღმართვის შემდეგ, ჩვენ ევროკავშირის დროშაც აღვმართეთ და ევროკავშირის ჰიმნიც შესრულდა. აქ პიართან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ეს გახლდათ გამოხატულება იმისა, რაც ყველა ქართველს ესმის, რომ საქართველოს და მთელ ევროპას საერთო ისტორია აქვს. ამ კავშირის განსამტკიცებლად, ევროპას მეტის გაკეთება სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობა და სტაბილურობა, რადგან საქართველოს როგორც შესწევს ძალა, წამყვანი როლი ითამაშოს ევროპის კეთილდღეობის და სტაბილურობის საქმეში, მას ასევე არასტაბილურობის წყაროდ ქცევის საშიშროებაც დაემუქრება, თუკი საქართველო ევროპის გარეთ აღმოჩნდება მიტოვებული.

ჩემი ხედვა საქართველოს როლისა ევროპაში - ეს არის პარტნიორი, მოკავშირე და ევროპის წევრი. ჩვენი ერთადერთი ამბიცია დღეს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომაა. ჩემი აზრით, ვარდების რევოლუციამ ნათლად აჩვენა არა მხოლოდ ის, თუ ვინ არიან ქართველები, არამედ ისიც, რომ ჩვენ მზად ვართ პირველი გაბედული ნაბიჯის გადასადგმელად. დღეს მე თხოვნით მოგმართავთ, შემდეგი ნაბიჯი ერთად გადავდგათ და ვცნოთ საქართველოს წევრობა უფრო ფართო ევროპის ფარგლებში. მე ვესაუბრე ბატონ სოლანას და ბატონ პროდის თბილისში, ჩვენ გვექნება საუბარი ბრიუსელში და ამ თემებს მომავალშიც დაწვრილებით შევეხებით. ჩემი ხელმძღვანელობით, საქართველო გარდაიქმნება ერად, რომელიც ცნობილი იქნება ინვესტიციების ჩადებით ადამიანების განათლებაში, გახდება კონკურენტუნარიანი მთელ მსოფლიოში; იგი იქნება გლობალიზაციის პროცესის მონაწილე. ჩვენ ვართ ევროპელები და გვაქვს ჩვენთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილი ევროპაში. ჩვენი ქვეყანა გააძლიერებს დემოკრატიას, რაც შექმნის მოდელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ რეგიონში. საქართველო უნდა იქცეს ასპარეზად ეფექტური და პასუხისმგებელი მთავრობისთვის, სადაც მოუსმენენ და გაითვალისწინებენ თითოეული ქართველის ხმას; სადაც დაიცავენ ადამიანის უფლებებს; საქართველო გახდება გაერთიანებული და შეკავშირებული ერი, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენებს თავის გეოსტრატეგიულ მდებარეობას, დაიწყებს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოებას, დიდ ყურადღებას დაუთმობს კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყნის კულტურის თავისებურებას. საქართველოს სახელმწიფო იქნება მოკავშირე ყველა მისი მეგობარი მეზობლისთვის.

არის მოსაზრება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ან პროამერიკული, ან პრორუსული. მას შემდეგ, რაც მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი, პრესაში, განსაკუთრებით რუსულ პრესაში, გაჩნდა პუბლიკაციები - შეხედეთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც პროამერიკულად არის განწყობილი. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე განათლება აშშ-ში მაქვს მიღებული. ჯერ არასოდეს მითქვამს და ახლა ვიტყვი, რომ ასეც ამბობენ - შეხედეთ, მას ჰოლანდიელი მეუღლე ჰყავს და, ფაქტობრივად, ის არის ევროპული ორიენტაციის პიროვნება. მე ძალიან მიყვარს რუსული კულტურა და რუსი ხალხი, ძალიან მიყვარს პეტერბურგი. მაგრამ რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? მე არ მინდა დავკარგო კარგი ურთიერთობა რუსეთთან. მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ არ ვიყო არც პროამერიკული და არც პრორუსული, მე ვარ პროქართული და ამავე დროს ვარ ევროპელი და ამით ვამაყობ.

ნათელია ასევე, რომ ჩვენთვის აუცილებელია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის წარმართვა, არამედ - ბრძოლა კორუფციასთან. რაც გავაკეთეთ, დამოუკიდებლობის არსებობის რამდენიმე წელიწადში, არასაკმარისია. ჩემი წინამორბედის გამო, მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი კორუმპირებული მოხელე მოხვდა მთავრობაში. ჩვენ რამდენიმე ასეთი კორუმპირებული ადამიანი დავაპატიმრეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შური ვიძიეთ წინა მთავრობაზე ან მის ცალკეულ წარმომადგენლებზე. გვსურს მოქალაქეებს ვუჩვენოთ, რომ კანონის დარღვევისთვის ყველა დაისჯება. ჩვენი მიზანია, აღმოვფხვრათ კორუფციის სისტემა და მოვიცილოთ ის ხალხი, რომელიც დისკრედიტაციას უწევს მთელ სახელმწიფოს. საქართველოში ძალიან კარგი კანონები გვაქვს, ძალიან ბევრი მათგანი ევროსაბჭოს დახმარებითაა შექმნილი, მაგრამ არც ერთი არასოდეს გატარებულა რეალობაში, რადგან გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფებს ეს ხელს არ აძლევდა. ახლა ვცდილობთ, შევზღუდოთ ასეთი ჯგუფები და, იმავდროულად, გავზარდოთ ადამიანთა ხელფასები, გავატაროთ ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს ჩვენი ხალხი, რომელიც გვერდში გვიდგას. ამავე დროს, ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს, გვაქვს საერთაშორისო კავშირები, სხვა რესურსები და გადავწყვიტეთ, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს კორუმპირებული ხალხისთვის, შევამციროთ და მათ არ მივცეთ საშუალება კორუფციის განვითარებისათვის. ამავე დროს, უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ჩვენი ფუნდამენტური იურიდიული ბაზით. ძალიან კარგი იურიდიული საკანონმდებლო ბაზა გვაქვს საქართველოში, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა.

უნდა შევქმნათ უფრო მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, რაც დაეხმარება კერძო ინდივიდებს, გაიუმჯობესონ მდგომარეობა. გარდა ამისა, ეს დაემატება ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და ხელსაყრელ მდგომარეობას შექმნის ქვეყანაში.

ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად გადავწყვიტოთ შიდა კონფლიქტები, ეს ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მინდა ავღნიშნო, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ეს გამოწვეულია არასწორი მართვითა და კორუფციით. უნდა გამოვიყენოთ ოლიგარქების ტიპის ბიზნესმენები, რომელთაც საქართველოში რაღაცის შეცვლა შეუძლიათ. არიან ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, თქვენ არ უნდა აიღოთ ასეთი ხალხისგ გან ფული, თქვენ მათ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუწყოთო. ხალხს უნდა, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს, გვინდა, რომ საქართველოში შემოვუშვათ საერთაშორისო ბაზარი, თავისუფალი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა.

ჩვენ ვცდილობთ, რეფორმები გავატაროთ ჩვენს მთავრობაში, ადგილობრივი მმართველობის სისტემებში. ამავე დროს, ვცდილობთ, დავუბრუნდეთ ჩვენს ურთიერთობებს სხვა ქვეყ ყნებთან. საქართველოს ძალიან კარგი და დიდი ხნის ურთიერ რთობა აქვს აშშ-სთან. აშშ-მა იმაზე მეტი დახმარება გაგვიწია, ვიდრე ველოდით. განსაკუთრებით დაგვეხმარა მთელი მსოფ ფლიო, რასაც ვერასოდეს დავივიწყებთ. ასევე, ურთიერთობები და პარტნიორობა გვქონდა რუსეთთან. ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაციამ ნეგატიური როლი შეასრულა საქართველოში, განსაკუთრებით - დამოუკიდებლობის პირველ წლებში. გავიხსენოთ აფხაზეთი. ეს არ იყო სეპარატისტული მოძრაობა. ეს იყო რუსეთის ჩარევა და მცდელობა, დაესაჯა საქართველო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისთვის. ამის შედეგად მივიღეთ რუსეთის სამშვიდობო ჯარების შემოსვლა აფხაზეთში. მაგრამ ეს არ იყო სამშვიდობო ჯარები, არამედ ეს იყო ჯარები, რომლებიც იმპერიას უჭერდნენ მხარს. მათ სულაც არ ჰქონდათ სურვილი, რომ რეგიონში სიმშვიდე შემოეტანათ. ვხედავ, რომ ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება; ეს არის რუსეთის ხელისუფლების და მთავრობის დამსახურება; ეს არის ახალი მიდგომა საქართველოსადმი. რუსეთიდან განსხვავებული ხმები მოდის. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და ვცდილობთ, გადავრჩეთ. თანახმა ვარ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები რუსეთთან, ვიმეგობროთ რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინს ხელი ჩამოვართვა, როდესაც მას რუსეთში ვეწვევი. ეს სტრატეგია რთულია. რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველოდან ჯარების გაყვანას ეხება. მე მესმის მათი; არ უნდა დავივიწყოთ ის ვითარებაც, რაც რეგიონშია შექმნილი. კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩემი მზადყოფნა და ღრმა პატივ ვისცემა. ვფიქრობ, რომ ჩემი გეგმები შესრულდება.

რა თქმა უნდა, გარდა ჩამოთვლილისა, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემები საკმაოდ რთულია. არავინ ელოდა, რომ ეს რევოლუცია უსისხლოდ ჩაივლიდა. გახსოვთ, ალბათ, ეს რევოლუცია ძალიან ბევრი ტელევიზიის მიერ გადაიცა. არავის სჯეროდა, რომ რევოლუცია პოლიციისა და ჯარების ჩარევის გარეშე ჩაივლიდა. ჩვენ ყველა მონაწილეს მოვუწოდებდით, დამორჩილებოდნენ კანონს. ჩვენმა მოწოდებამ გაამართლა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჩვენ მოვახერხეთ, გადაგვეტანა გარდამავალი პერიოდი. ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანას ასეთი გარდამავალი პერიოდი საშუალებას არ აძლევს, ისწავლის, როგორ უნდა გაუმკლავდნენ იმ პრობლემებსა და კონფლიქტებს, რომელიც მათ აქვთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობისა და ხელისუფლების რეფორმირებაზე. ქართველებმა იციან, თუ რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად უნდა გაკეთდეს და ამისთვის ხალხის თანადგომა გვესაჭიროება. ეს ყველაფერი სტაბილურ პროცესში უნდა წარიმართოს და დემოკრატიუ ული პრინციპები უნდა გავატაროთ.

ჩემს პრეზიდენტობას ვუძღვნი ქართველ ხალხს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღწვოდა და თავი შესწირა ჩვენს თავისუფლებას და საქართველოს მომავალ თაობას, რომელმაც უნდა შექმნას საქართველოს მომავალი.

დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ და წარმოვადგენ მტკიცე და ურყევ გადაწყვეტილებას ქართველებისა, რომ საქართველო ვაქციოთ ევროპის სრულფასოვან წევრად. ეს არ არის მხოლოდ იმ ქართველების ოცნება, რომლებიც დღეს ცხოვრობენ საქართველოში, არამედ მათი ოცნებაცაა, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და ოცნებაა იმ ქართველებისაც, ვინც მე დღეს თან ჩამომყვა. მინდა მოვუწოდო საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, დაბრუნდნენ საქართველოში და დაგვეხმარონ, შევქმნათ კარგი გარემო ქვეყანაში. მე მინდა ეს ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, ერთად მუშაობის წყალობით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა არა მხოლოდ გაღრმავდება, არამედ წარმატებასაც მივაღწევთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

სტრასბურგი. 2004 წლის 28 იანვარი

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე // 24 საათი. - 2004. - 29 იანვარი. - N23. - A6 გვ.

7 ვშიშობ, შვეიცარიიდან მოპარულ ფულებს ქართველები სხვაგან გადაიტანენ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტად მიმდინარე წლის იანვარში არჩეული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გასული წლის შემოდ დგომის მიწურულს სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ უსისხლო ამბოხებას ხელმძღვანელობდა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყურადღებ ბის ცენტრში აღმოჩნდა.

მას ინტერვიუ ჩამოართვა შვეიცარიული გაზეთის „ნიუე ციურხერ ცაიტუნგის“ ჟურნალისტმა რაინჰარდ მაიერმა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.

- პრეზიდენტო სააკაშვილი, დავოსში თქვენ მონაწილეობდით ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის მრავალრიცხოვან შეხვედრებში, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებთ თანაც. რა მიგაჩნიათ საკუთარი თავისთვის ამ შეხვედრებში ყველაზე მნიშვნელოვნად?

- დასაწყისისთვის, დავოსში ჩამოსულმა, მე ვიგრძენი, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი დიდი ინტერესი არსებობს. ეს კარგი შანსია ჩვენთვის და უნდა გამოვიყენოთ.

- დავოსში ხშირად იმეორებდნენ თქვენს გამონათქვამს იმის შესახებ, რომ თქვენი წინამორბედი შევარდნაძე ხშირად რუსეთს მტრის სახის შესაქმნელად იყენებდა, თქვენ კი გსურთ, რუსეთი საქართველოს მეგობარი გახდეს.

- სრული სიმართლეა. შევარდნაძემ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, მაგრამ მისი საშინაო პოლიტიკური პოზიციები სუსტი იყო. მართლაც, რუსეთმა ზოგიერთ პოზიციაში ზიანი მიაყენა საქართველოს ინტერესებს. მაგრამ რუსეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენ საერთო კულტურა და ზოგიერთ საკითხში საერთო ინტერესები გვაქვს. შევარდნაძე თავისი მმართველობის ბოლო ეტაპზე ზოგჯერ რუსეთის პროვოცირებასაც ახდენდა, რათა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ქულები დაეგროვებინა.

- იმავდროულად, მიღწეულია შეთანხმება პრეზიდენტ პუტინთან თქვენი შეხვედრის შესახებ, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ უნდა გაიმართოს. უკვე ესაუბრეთ პუტინს?

- დიახ. შეხვედრა შეთანხმებულია, მაგრამ მე, პირადად, ჯერ არ მისაუბრია პუტინთან, პრეზიდენტ ბუშისა და სახელმწიფოთა ზოგიერთი სხვა მეთაურისაგან განსხვავებით, რომლებმაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დამირეკეს. პუტინმა მოგვიანებით გამოგზავნა მილოცვა. ამას ჩემზე არ უმოქმედია, მაგრამ მაინც მიანიშნებს, რომ ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები რჩება. ჩვენ მათ გადაწყვეტას უნდა ვეცადოთ. რა თქმა უნდა, მე მოსკოვში ჩავალ.

- რა დამოკიდებულება აქვთ ქართველებს რუსულ ენასთან?

- რუსული ენა ჩვენთვის დიდი ხნის განმავლობაში მეორე ენას წარმოადგენდა, ზოგიერთისთვის - მშობლიურსაც კი. მაგრამ ახლა მდგომარეობა იცვლება. კულტურული კავშირები აღარ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო, კერძოდ, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე აღარ მიგვიწვდება ხელი რუსეთის ბაზარზე, იმავდროულად, პოზიციებს იმტკიცებს ინგლისური ენა.

- რამდენად არის დამოკიდებული საქართველო რუსული ენერგომატარებლების მიწოდებაზე?

- ამჟამად ჩვენ მათზე ძალიან ვართ დამოკიდებული, მაგრამ მალე ექსპლუატაციაში შევა ახალი მილსადენი ბაქოდან თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით. ამით ჩვენი ენერგომომარაგება აღარ იქნება მონოპოლიური. დავოსში მეტად საინტერესო საუბარი მქონდა ანატოლი ჩუბაისთან, რუსული ენერგეტიკული კონცერნის რაო „ეესის“ თავმჯდომარესთან. რაო „ეესმა“ მცირე ხნის წინ ძველი მფლობელებისაგან, ამერიკელებისაგან ჩვენი ქვეყნის წამყვანი ენერგომიმწოდებელი ქართული საწარმო იყიდა. ამერიკელმა მფლობელებმა ჩვენს ქვეყანაში გამეფებული კორუფციის გამო ვერ შეძლეს საქმის ფეხზე დაყენება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის ინვესტიციებს საქართველოში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება კაპიტალის „პოლიტიზაცია“ ანუ თუ მას პოლიტიკური ზეგავლენის სათვის არ გამოიყენებენ.

- რა გავლენას ახდენს საქართველო ჩეჩნეთის კონფ ფლიქტზე?

- ჩეჩნეთის კონფლიქტი დიდი პრობლემაა მთელი კავკასიის რეგიონისათვის და ეს პრობლემა ისლამისტი აქტივისტების შეღწევასთან ერთად გამწვავდა. 2001 წლის 11 სექტემბრამდე ავღანური ნარკოტიკებით ვაჭრობით მიღებული სახსრები რეგიონულ ტერორისტულ ორგანიზაციებს მიეწოდებოდათ. მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი ჩეჩენი ხალხის მიმართ, რომელსაც საშინელი უბედურების გადატანა მოუხდა. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია ექსტრემისტული ელემენტების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების გამართლება. რეალურად მშვიდობიანი გადაწყვეტილების მოძებნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობის უმეტესობისათვის ცხოვრების პირობები მისაღები გახდება.

არავინ დავობს, რომ ეს კონფლიქტი საქართველოსაც უქმნის პრობლემებს, რადგან ჩეჩნეთი გეოგრაფიულად ჩვენს ქვეყანასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსკოვთან. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან თანამშრომლობისათვის ამ პრობლემების გადაწ წყვეტის მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას საზღვრის ერთობლივი პატრულირება ან სპეცსამსახურების მიერ მიღებული ინფორმაციის გაცვლა.

- საქართველომ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას სამ სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აჭარასთან. ამ კონფლიქტებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე უფრო ძნელად გადასაწყვეტად?

- საკუთრივ, ჩვენ ორი სეპარატისტული რეგიონი გვაქვს. აჭარის პრობლემა რუსული პროპაგანდის მიერ არის გამოგონილი. მართალია, აჭარის ხელმძღვანელი აბაშიძე მე ვერ მიტანს, მაგრამ მოსახლეობის 80%25-მა ამირჩია. პრობლემა უფრო პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელებს შორის არსებობს. ინაუგურაციის შემდეგ მე ბათუმსაც ვეწვევი, აჭარის დედაქალაქს.

სამხრეთ ოსეთი ძალიან პატარა ოლქია. საქართველოს მთავრობა აკონტროლებს მისი ტერიტორიის 60 პროცენტს. მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ რუსეთთან საზღვარს. საქმე ამ კონფლიქტში ძირითადად კონტრაბანდის პრობლემას ეხება. ჩვენ ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ და მოვილაპარაკოთ სასაზღვრო ვაჭრობის კანონიერი ფარგლების შესახებ.

აფხაზეთი გაცილებით სერიოზული პრობლემაა. ოლქს რუსი გენერლები აკონტროლებენ. იგი ღიაა ნარკოტიკების კონტრაბანდისა და სხვა არალეგალური საქმიანობისათვის. ერთი მხრივ, აფხაზეთის კონფლიქტი ორმხრივ, რუსეთ-საქართველოს საქმეს წარმოადგენს. მეორე მხრივ - ჩვენ უნდა ვესაუბროთ აგრეთვე აფხაზეთის მოსახლეობას, რადგან მოსახლეობაში სეპარატისტული განწყობილება არსებობს. ერთი მხრივ, აფხაზური საკითხი ოთხმოცდაათიანი წლების რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად წარმოიქმნა, მეორე მხრივ, იგი ეთნიკური კონფლიქტის შედეგია.

- ხედავთ თუ არა რუსეთის მხრიდან სერიოზულ მზადყოფნ ნას აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით?

- არა, ჯერჯერობით არა. პუტინის მხრიდან შეიძლება გარკვეული პრაგმატული თავშეკავების შენიშვნა, რადგან მას არ სურს ამ პრობლემაში სერიოზულად ჩაფლობა. ჩვენ მივესალმებით ასეთ სიგნალებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მიერ ინიცირებული სამშვიდობო პროცესი. ამ პროცესის მხარდაჭერა დავალებული აქვს შვეიცარიელ დიპლომატს ჰაიდი ტაგლიავინის. იგი ძალიან ნიჭიერი დიპლომატია და მე ვუთხარი კოფი ანანს აქ, დავოსში, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის საქმიანობას. მაგრამ აფხაზეთის პრობლემაში რეალური პროგრესის მისაღწევად საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობის განმტკიცება.

- საქართველომ შვეიცარიას სთხოვა იმ ანგარიშების ბლოკირება, რომელზეც შეიძლება თქვენს ქვეყანაში კორუფციული მაქინაციებით მიღებული ფული ინახებოდეს. თუ გადაიდგა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები?

- სამწუხაროდ, არა. ჩვენ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა გვთხოვეს. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამასობაში ამ ფულს კიდევ სადმე გადაიტანენ.

- არსებობს თუ არა ამის წანამძღვრები?

- არა, მაგრამ მე ეს შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან, თუ ცნობილი ხდება, რომ მიმდინარეობს სხვა ქვეყანაში არალეგალური სახსრების ძებნა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მფლობელები შეეცდებიან იქიდან თავიანთი კაპიტალის გატანას. მიუხედავად ამისა, მე შვეიცარიის დახმარების იმედი მაქვს და ამის შესახებ დავოსში ფედერალურ პრეზიდენტ დაიესს ვესაუბრე. საქართველოდან საზღვარგარეთ ძალიან ბევრი „ჭუჭყიანი“ ფული გავიდა, კერძოდ, ენერგეტიკულ სექტორში კრიმინალური გარიგებების, სახელმწიფო ბიუჯეტით მანიპულაციების, აგრეთვე იარაღით და ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობის შედეგად მიღებული სახსრები.

- თქვენ ხაზს უსვამთ, რომ გადაწყვეტილი გაქვთ საქართველოში მზარდი კორუფციის ალაგმვა. რა პრაქტიკულ ღონისძიებებს გეგმავთ?

- უპირველეს ყოვლისა, კორუფციის ბრალდებებით ჩვენ უკვე დავაპატიმრეთ რამდენიმე წამყვანი ფიგურა, მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრი და საქართველოს რკინიგზების ხელმძღვანელი. იმავდროულად, ჩვენ უნდა მოვახდინოთ კორუფციის ინსტიტუციური მიზეზების ლიკვიდაცია. საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან დავითხოვეთ ზედმეტი, ცუდი ანაზღაურების მქონე თანამშრომლები. ისინი ვინც დარჩა, მეტს მიიღებენ. იმისათვის, რომ მათ უკეთ გადავუხადოთ, გაეროს განვითარებ ბის კომისია, აგრეთვე ფინანსისტი ჯორჯ სოროსი დაგვპირდნენ სპეციალური ტრასტული ფონდის შექმნას და მასში თითოეული მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამ ფონდს გაეროს განვითარების ფონდი უხელმძღვანელებს. ვიმედოვნებ, რომ ამ დახმარების ფონდში სხვა სახსრებიც შემოვა.

- დასავლეთში მუშაობის და სწავლის დროს მიღებული რომელი პოლიტიკური გამოცდილებაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- მთავარია, რომ ამ გამოცდილების საფუძველზე უკეთ გესმის საბაზრო ეკონომიკა და მასში სახელმწიფოს როლი, განსაკუთრებით, საბჭოთა სისტემასთან შედარებით.

- თქვენ აღნიშნეთ საქართველოს ნატოში, შემდეგ კი ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.

- დიახ, მაგრამ, ცხადია, მესმის, რომ ამისათვის ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ეს ცვლილებები შესაძლებელია. მე დავოსში ლატვიის პრემიერ-მინისტრს შევხვდი. 1992 წელს ლატვიასა და საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ჯერ კიდევ თანაბარი იყო, ახლა კი მათი შემოსავალი ექვსჯერ უფრო მეტია და ახლო მომავალში ლატვია ევროკავშირის წევრი გახდება. მე ვერ ვხედავ მიზეზებს, რატომ არ შეიძლება, საქართველომაც იმავე წარმატებებს მიაღწიოს. ჩვენს ქვეყანას წარსულში ძალიან ცუდად მართავდნენ, მაგრამ, კულტურის თვალსაზრისით, ჩვენც ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორიც ლატვიაა.

- როგორია თქვენი დამოკიდებულება ყოფილ პრეზიდენტ შევარდნაძესთან?

- მე მასთან აღარ მაქვს პირადი ურთიერთობები. ხალხი საქართველოში შევარდნაძეს აუმხედრდა. მისი მმართველობის განმავლობაში ჩვენ განვითარების ბევრი შესაძლებლობა დავ ვკარგეთ. მე შევარდნაძესთან წარსულში მეგობრული ურთიერთობა მქონდა, ერთ დროს მისი მთავრობის წევრი ვიყავი. იმედი მქონდა, რომ იგი უარს იტყოდა ძველ, კომუნისტურ ნომენკლატურულ სისტემაზე, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა.

- შევარდნაძეს რაიმე ბრალდებებს თუ წაუყენებენ?

- საქართველოში ზოგი აყენებს ამ საკითხს, მაგრამ მე იგი კარგ იდეად არ მიმაჩნია.

ავტ. გენადი თვაური

ვშიშობ, შვეიცარიიდან მოპარულ ფულებს ქართველები სხვაგან გადაიტანენ // ახალი თაობა. - 2004. - 1 თებერვალი. - N30 (2964). - 7 გვ.

8 მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში

▲ზევით დაბრუნება


„საქართველო სუფთა ჰაერია ყველა ადამიანისათვის,
ვისაც თავისუფლება უყვარს“

გაცნობა.

მადლობას მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის ყველას - მე აქ ვხედავ ბევრ ნაცნობ სახეს.

ეს სახეები იმ დროს მაგონებს, რომელიც ვაშინგტონში გავატარე.

მადლობას მოვახსენებ ასევე ამ ღონისძიების ორგანიზატორებს - საერთაშორისო კვლევების სასწავლებელი არის სრულყოფილი განათლებისა და სწავლების უდიდესი და გლობალური ლიდერი ინსტიტუტი. მას საამაყო და ბრწყინვალე ტრადიცია აქვს საერთაშორისო განათლებისა და ერუდიციის თვალსაზრისით გლობალური მასშტაბით როგორც ჩვენს რეგიონში ისე მთელ მსოფლიოში. მაქვს პატივი აქ ვისაუბრო.

მადლობელი ვარ დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის, რომელმაც ჩემი რწმენით, სათავე დაუდო სანიმუშო საჯარო სამსახურის ხელმძღვანელობისა და საერთაშორისო დონის აზროვნების სტადარტებს.

მე ასევე მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუძღვნა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომელიც 10 წელზე მეტი ხანია, რაც საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს და უმნიშვნელოვანესი სამუშაოები შეასრულა კიდეც.

ცოტა რამ ვარდების რევოლუციის შესახებ.

დღეს, აქ, ამ დარბაზში მყოფთათვის ცნობილია საქართველოში განვითარებული ნოემბრის დრამატული მოვლენების შესახებ, რასაც მჭერმეტყველურად „ვარდების რევოლუცია“ დაე ერქვა.

რევოლუციები უცნაური რამ არის - პროცესები ხელს უწყობს მათ შექმნას და იფიტება იმ ენერგიისგან, რომელიც აღსავსე იყო იმედით და გაგებით.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძელით საქართველოს ტრაგიკული ყოფა შემოგვებრუნებინა და გვეშენებინა უკეთესი მომავალი.

სამი თვე გავიდა რევოლუციის მერე.

რა ვისწავლეთ:

მიმაჩნია, რომ ჩვენ სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მივიღეთ. გაკვეთილები... რომელიც ახლაღა გახდა ჩვენთვის ნათელი, ვინაიდან ამჟამინდელმა მთავრობამ და პირადად მე საქართველოს აღმშენებლობა დავისახეთ ამოცანად.

პირველი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ შევძელით შევჭიდებოდით არსებულ პრობლემებს.

რა უნდა იყოს ნებისმიერი გარდამავალი ერის, კერძოდ, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ერთადერთი უდიდესი გამოწვევა...

როგორც ჩანს, ჩვენს ბევრ მეზობელს ერთ საკითხთან დაკავშირებით სირთულე აქვთ - ჰყავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ იცის, თუ როდის უნდა წავიდეს.

პოლიტიკურ ოპოზიციას კი არ ძალუძს გაერთიანდეს ან სხვა ქვეყნის გამოცდილება თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გამოიყენოს.

საქართველოში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზითაც არის შესაძლებელი. მოვლენები შესაძლოა დრამატულადაც განვითარდა, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში.

ყოველივე ეს გაერთიანებული ოპოზიციის დროშის ქვეშ ხდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხალხის ძლიერი და ჭეშმარიტი მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

ვაბარებთ რა ცვლილებათა გამოცდას, ჩვენ, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მომწიფდა და წინა პერიოდის დასუსტებული სახელმწიფო აღარ არსებობს.

თუკი ოდესმე ვინმეს უფიქრია, ან იმედი ჰქონია, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ შედგა, რევოლუციამ და ხალხმა მათ სამუდამოდ გაუქარწყლა ეს „იმედი.“

ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველო ისეთი ძლიერი, მტკიცე და ერთიანია, როგორც არასდროს და იგი მშენებლობისა და აყვავების გზას ადგას.

„ვარდების რევოლუციის“ მეორე გაკვეთილი არის ის, რომ ქართველები ევროპისა და ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ.

როდესაც ამას ვამბობ, გეოგრაფიულ მდებარეობას კი არა, ეროვნულ იდენტიფიკაციას ვგულისხმობ.

ნოემბერში მოსახლეობა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დასაცავად გაერთიანდა.

ჩვენ დავინახეთ, რომ ქართველი ერი წინ აღუდგა იმ ხალხის მოსვლას, რომლებმაც მათი მომავალი მოიპარა და ქვეყანაში კორუფციის აღზევებას შეუწყო ხელი.

რევოლუცია არ იყო პროტესტი დაბალი ხელფასის, შეზღუდული ელექტროენერგიის, ან კიდევ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობის გამო.

ეს არც მხოლოდ ჩემს მხარდასაჭერად მომხდარა.

რევოლუცია ხალხმა მოაწყო თავისუფლებისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების სურვილის გამო.

საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და მოქალაქეობრივ მრწამსს, აქვს უფლება აირჩიოს თავისი ლიდერი და ბედიც ანდოს მას.

ეს არის ის, რასაც ყოფილი მთავრობა არასოდეს ითავისებდა, არც ჭეშმარიტი დემოკრატიის სწამდა და სჯეროდა, რომ მელიც ხელისუფლებას ხალხზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას აკისრებდა.

სხვაგვარად ეს ვერ იქნება ნამდვილი დემოკრატია.

ქართველმა ხალხმა ისიც დაამტკიცა, რომ მამაცი, ბრძენი ერია, რომელსაც უდიდესი სურვილი აქვს სწორედ ასეთ ქვეყანაში იცხოვროს.

ძალიან ვამაყობ ჩემი ხალხით და ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო მათი პრეზიდენტი.

მე დემოკრატიის პრეზიდენტი ვარ.

ეს არის დემოკრატია, რომლის ეროვნულ ღირსებას ფესვები ევროპაში აქვს - როგორც ევროატლანტიკური ინსტიტუტის სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი თავისი რეგიონალური უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით.

რევოლუციის მესამე გაკვეთილი შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ საქართველომ განსაკუთრებული ურთიერთობა დაამყარა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ვაცხადებ - ეს ევოლუცია ემყარება ქართველებისა და ამერიკელების მიერ საერთო ღირებულებების გაზიარებას.

ჩვენ ვიზიარებთ საერთო რწმენასა და მისწრაფებებს, რათა ჩვენი საზოგადოებები უფრო თავისუფალი და წარმატებული გახდეს. გვჯერა ისეთი მთავრობის, რომელიც ხალხს მოემსახურება.

ჩვენი უწმინდესი პრინციპია ის, რომ სახელმწიფოს ძალაუფლება მისსავე მოქალაქეებში მდგომარეობს და არავინ დგას კანონზე მაღლა.

ეს ფასეულობები, რაც რევოლუციის მთავარი არსი იყო, აერთიანებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს.

ჩვენ გვაერთიანებს რწმენა და მისწრაფება, ჩამოვაყალიბოთ უფრო თავისუფალი და აყვავებული საზოგადოება.

ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახურებოდეს.

ჩემი ვაშინგტონში ჩამოსვლის მიზანიც, სწორედ ეს არის.

მათ, ვისაც ჰგონია, რომ რევოლუციას მალულად განსაკუთრებული ამერიკული ინტერესები მართავდა, მსურს ვუთხრა, რომ მათ ქართული კულტურა და ღირებულებები არ ესმით.

თავისუფლება და დემოკრატია არ იქმნება გრანტებით და სესხებით.

ეს ღირებულებები დახმარების პროგრამისა და მოლაპარაკების პროდუქტი არ არის.

სანამ უანგარო დახმარება ჩვენი ნიჭის, შესაძლებლობის ასამაღლებლად და წარმოსაჩენად ხორციელდებოდა, ეს ძალიან კარგად კეთდებოდა - ყოველივე შესანიშნავად აირეკლა ჩვენს კულტურასა და თვითმყოფადობაზე.

სწორედ ამან მოგვცა საშუალება მიგვეღწია წარმატებებისთვის.

მჯერა, რომ პროგრამები, მათ შორის, წვრთნა და აღჭურვა იმიტომ იყო წარმატებული, რადგან ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ.

საქართველოს წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთსა და ერაყში. მზად არის უფრო მეტიც გააკეთოს.

იყო ქართველი, ნიშნავს იყო დემოკრატიული ერების ოჯახის ნაწილი ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისა და პარტნიორების თანადგომით.

საქართველო გამოწვევების პირისპირ

როგორც კი საქართველოს შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ იგი განლაგებულია იმ გამოწვევების წინახაზზე, რაც ურთიერთკავშირში მყოფ ევროპასა და მსოფლიოს გააჩნია.

ჩვენ ისეთი მეზობლები გვყავს, რომლებიც შეიცავენ უამრავ გეო-პოლიტიკურ და გეო-სტრატეგიულ მუქარას.

ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც რეფორმები და რეკონსტრუქციები ეროვნული უსაფრთხოების იმპერატივია.

ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობების ზღვარზე ვართ - შესაძლებლობის, რომელიც დაეხმარება მსოფლიოს გლობალურ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებასა და სრულიად ახალი ბაზრის შექმნაში.

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამ შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.

თანაც ისე, რომ საქართველომ დაიბრუნოს მისი კუთვნილი ადგილი დემოკრატიული ერების თანამეგობრობაში.

ასე რომ, საქართველო აყვავდება.

ამერიკელი სენატორის ნელსონის სიტყვებიდან - საქართველო სუფთა ჰაერია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც თავის სუფლება უყვარს; ნათელია, რომ ვაშინგტონში საქართველოს ყოველთვის სწორედ ასე მიიღებენ.

რა არის სპეციფიკური გამოწვევები

ეს არის მმართველობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რეფორმები.

სამივე სექტორში რეფორმის გასატარებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ.

მმართველობის რეფორმის პირველი ნაბიჯი - ნიმუში საქათველოსა და რეგიონისთვის.

ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ კორუფცია ყველა ფორმით,

უნდა შევქმნათ მთავრობა უფრო ეფექტური და პასუხისმგებლობით აღსავსე, მაგრამ როგორ:

ბიუროკრატიის შემცირებით;

მთავრობის შემცირებით და პროფესიონალიზმისა და გამჭვ ვირვალეობის გაზრდით;

სამოქალაქო სამსახურების რეფორმით;

რეალური ხელფასების გაცემით, ახალი სტანდარტების შექმნით და კანონის გაძლიერებით.

ამ ნაბიჯებს გამბედაობა და ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება.

საზოგადოების მხარდაჭერით წინ უნდა წავიდეთ.

მთელი რეგიონი თვალყურს გვადევნებს და იმედი მაქვს, რომ დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწევთ.

საქართველო წარმატებით გაართმევს თავს იმ ამოცანების განხორციელებას, რასაც მთავრობის გაძლიერება ჰქვია - ეს კარგი მმართველობის მოდელის შექმნაა - ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დადებითი ცვლილებები შევიტანოთ რეგიონში მთლიანად.

მაგრამ არა რევოლუციის ექსპორტით, რადგან ამ შემთხვევაში რევოლუცია ვერაფერს გახდება.

საკმარისია დემოკრატიისა და სტაბილურობის მაგალითი.

ადამიანების კეთილდღეობა და ღირსება სავსებით შესაძლ ლებელია და რეალური იმ რეგიონში, რომელიც აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აღმოსავლეთს.

თუ საქართველო წარმატებულია, რეგიონიც წარმატებულია.

ის, რაც მისაღებია საქართველოსთვის, მისაღებია ევროპისთვის, ამერიკისთვის და რეგიონის 400 მილიონი მოსახლისთვისაც.

მეორე ნაბიჯი არის რეფორმა უსაფრთხოების სფეროში - როგორ უნდა იყოს საქართველო ძლიერი და სტაბილური: ჩვენ ვგეგმავთ საზოგადოებრივ კონტროლს ყველა ძალოვან სამინისტროზე.

ჩვენ რეალურად უნდა გავხდეთ თავდაცვისუნარიანი. მყარი სტაბილურობისათვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა აღვადგინოთ - რევოლუციამ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი ცვლილებების განხორციელება ძალადობის გარეშე.

ეს ნიშნავს, აუცილებელი ნაბიჯები გადავდგათ და შევქმნათ სა ჭირო პირობები აფხაზეთის დასაბრუნებლად მშვიდობიანი გზით.

აფხაზეთში დაბრუნებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დრო და დიდი ძალისხმევა დაჭირდება.

ჩემი მთავრობა და თავად მე ამ საკითხის მოგვარებას უმთავრეს პრიორიტეტად მივიჩნევთ.

ჩვენ ისეთი საქართველო უნდა შევქმნათ, რომ ყველა მოქალაქეს სურდეს ამ ქვეყნის ნაწილი გახდეს და აქ იცხოვროს.

აქ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კარგი ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მეზობლებთან - უწინარესად რუსეთთან.

რუსეთი განსაკუთრებულია ჩვენთვის ისტორიულად, მაგრამ ბოლო წლებში ამ ურთიერთობას საუკეთესოს ვერ ვუწოდებდი.

ეს ქვეყანა საქართველოსთვის განსაკუთრებულია თავისი დიდი ბაზრით და რუსეთს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონალური სტაბილიზაციის საქმეში.

მოსკოვში ჩემი ვიზიტის შემდეგ გამოიკვეთა ჩვენი ურთიერთობის ახალი და დადებითი ტენდენცია - პრაგმატიზმზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო ინტერესების გათვალისწინებით.

მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება - მაგრამ ნათლად ვხედავ, რომ ახალი და დადებითი ურთიერთობისთვის კარი ღიაა.

საქართველო მზად არის რუსეთთან თანამშრომლობისთვის და ურთიერთობის განმტკიცებისთვის პირველ ნაბიჯს საც გადავდგამთ.

რამდენადაც საქართველოს რეგიონში ლეგიტიმური ინტერესები აქვს და ასევე რუსეთსაც - საზღვრის დაცვა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური აღმავლობა, რამდენადაც რუსეთი პატივს ცემს ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს, რამდენადაც მას ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულება გაიყვანოს საქართველოდან ბაზები, რამდენადაც იგი აცნობიერებს იმას, რომ ჩვენ არ და ვერ გავხდებით ორ ზესახელმწიფოს შორის ბრძოლის პოლიგონი.

მე მზად ვარ ახალი ეპოქისთვის.

მწამს, რომ ბატონ პუტინს ესმის ეს და ემზადება კიდეც იმ ჯანსაღი ურთიერთობის გასაგრძელებლად, რომელსაც მოსკოვში ჩემი ვიზიტის დროს ჩავუყარეთ საფუძველი.

მეც, ჩემის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ ამ კონტაქტების განვითარებისთვის.

საქართველო თავის პარტნიორებს სტაბილურობისა და მყარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად იწვევს სათანამშრომლოდ.

შემდეგი ნაბიჯი ეკონომიკური რეფორმაა.

რა არის გასაკეთებელი უწინარეს ყოვლისა;

უპირველესი ამოცანაა ინვესტორებისათვის სტაბილური გარემოსა და ხელსაყრელი პირობების შექმნა.

როგორ:

საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციით, კორუფციის აღმოფხვრით და ინვესტორებისა და ბიზნესმენებისათვის პერსონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფით.

ისეთი დარგების განვითარებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ღვინის წარმოება, ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა და სხვა, ასევე, რეგიონალური ბაზრების ათვისებით...

გვჭირდება: ახალი წყაროები საწარმოების დასაფინანსებლად, ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ასევე ახალი საზოგადოებრივი და კერძო ურთიერთობის განვითარება.

შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმის სათვის, რომ აშენდეს ენერგოდერეფანი - საქართველო კი ამ დერეფნის ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე უნდა იყოს.

ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შევასრულოთ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და სამხრეთ კავკასიის ნავთობსადენებისათვის, რომლებიც სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. რეგიონში ენერგეტიკულ პროექტს არა მარტო ეკონომიკური დატვირთვა აქვს, არამედ ის წარმოადგენს საზოგადოებრივი განვითარების, რეგიონალური ინტეგრაციისა და მშვიდობის შენარჩუნების კონკრეტულ საშუალებას.

საქართველო და მეც ვამაყობთ, რომ ამ პროცესებში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩემთვის ნათელია ერთი რამ - საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ჩადებული ინვესტიცია, საქართველოს მომავლისთვის ჩადებული ინვესტიციაა.

ჩემი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, საქართველოს ხელისუფლებას გააძლიერებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებასა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

ეს დააფიქრებს სეპარატისტებს საკუთარი მომავალი საქართველოს ფარგლებში ეძებონ.

შედეგები...

ყოველთვის მჯეროდა, რომ სიტყვა საქმით ფასობს.

მხოლოდ 100 დღის შემდეგ შევიგრძენით, რომ სკეპტიკოსები დავამარცხეთ და მივაღწიეთ რამდენიმე შთამბეჭდავ წარმატებას.

გადასახადებით შემოსავალი გაიზარდა, რამდენიმე ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი დავაკავეთ და პასუხისგებაშიც მივეცით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა აღვადგინეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კომპეტენტური და პროგრესული მთავრობა ჩამოყალიბდა.

ჩვენ ვიცით, რომ მოლოდინი ძალზე დიდია.

თუმცა, ისიც ვიცით, რომ დროდადრო შეცდომებსაც დავუშვებთ, მაგრამ ამ შეცდომებზე ბევრს ვისწავლით კიდეც.

წარსულში საქართველო იყო ქვეყანა, სადაც არც ხელმძღვანელობას და არც ხალხს მომავლის არ სჯეროდა.

მწამს, რომ იმედი გავამართლეთ.

მწამს, რომ ეს განწყობა უახლოეს მომავალში დადებითით შეიცვლება.

მწამს, რომ შევძლებთ ერისა და მთელი რეგიონის გარდაქმნას.

ერთობლივი მიმართვა

ხვალ პრეზიდენტ ბუშს და მის გუნდს ვხვდები და მათაც ვამცნობ, თუ როგორ სერიოზულად ვებრძვით საქართველოში კორუფციას.

თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ქვეყანაში თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურების რეფორმირებას.

თუ რამდენად სერიოზულად უდგება საქართველო ნატოში და ევროკავშირში გაწევრების საკითხს.

რამდენად სერიოზულად ცდილობს თავისი ეკონომიკის წამოწევას.

ასევე, რამდენად სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გავრცელების საკითხს.

ძალიან კარგად ვიცით, რომ ქვეყნის აღმშენებლობა რომანტიკა არ არის და ჩვენ ამ საქმეს მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

ამისათვის ჩვენ კონკრეტული ქმედებები დაგვჭირდება, რასაც უდავოდ სასურველი შედეგი მოყვება.

მჯერა, რომ იმედებს არ გავაცრუებთ და წარმატებებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ.

დღეს საქართველოში განსაკუთრებულ შესაძლებლობათა ფანჯარა გაიხსნა.

ეს უნიკალური მომენტია.

ჩვენი დადებითი მაგალითით, მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველობა დადებითად დაიმუხტა.

და ვიდრე ეს შესაძლებლობათა ფანჯარა გახსნილია, წარმატებისათვის ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება, ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, კი, ამერიკისა.

მოგმართავთ ყველას, დაგვეხმაროთ ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებაში, ვინაიდან მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავამყაროთ სტაბილურობა და დემოკრატია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გეო-სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

ეს კი მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვისაც.

ამერიკასთან თანამშრომლობით საქართველოს დიდი სარგებელი მიუღია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თანამშრომლობა უფრო მჭიდრო და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორი ქვეყნები არიან.

ჩვენ მოკავშირეები და მეგობრები ვართ.

საქართველოსთვის, ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის ერთად, ღიად და პატიოსნად მუშაობით, ჩვენ შეგვიძ ძლია ავაშენოთ უფრო ნათელი, უსაფრთხო და აყვავებული მომავალი.

დიდი მადლობა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში: „საქართველო სუფთა ჰაერია ყველა ადამიანისათვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“ // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური / 4 თებერვალი, 2004. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2779&i=1

9 მოსკოვმა უნდა აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ფაქტი

▲ზევით დაბრუნება


„დილის გაზეთი“ გთავაზობთ ინტერვიუს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც გერმანულ გაზეთ „ბერლინერ მორგენპოსტში“ გამოქვეყნდა.

- ფიცის დადებიდან ოთხი დღის შემდეგ თქვენ, საქართველოს მეთაურის რანგში პირველად გერმანიაში გაემგზავრეთ, რატომ?

- გერმანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას წარმოადგენს ევროპაში - როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვჭირდება მისი დახმარება. თქვენმა ქვეყანამ, რომელთანაც ჩვენ დაკავშირებული ვართ არაერთი საუკუნე, გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ 1918 წელს საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ის იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თბილისში თავისი საელჩო გახსნა. ჩვენ გერმანელებთან, ალბათ, იმიტომაც გვაქვს ასეთი კარგი ურთიერთობა, რომ თქვენში ნაკლებად არის გამოხატული კოლონიური აზროვნება.

- თქვენ მხედველობაში გაქვთ ძველი ოკუპაციური რუსეთი, რომელთანაც საქართველოს ურთიერთობა გართულებულია.

- დიახ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე. გავიხსენებ თუნდაც იმას, რომ პუტინმა არ დამირეკა გამარჯვების მოსალოცად. მსხვილი ქვეყნებიდან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი არის აშშ, მაგრამ რუსეთს შეეძლო ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა. ჩვენ უკვე არაერთი წელია რუსებისგან მოვითხოვთ, რომ თავიანთი ჯარები გაიყვანონ, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდათ. თებერვალში პუტინს მოსკოვში შევხვდები. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა ვუთხრათ რუსებს, რომ მზად ვართ მათთან სალაპარაკოდ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ფუნდამენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის. პუტინი და მე განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ ჩვენ რაღაც საერ რთოც გვაქვს: ორივე პატივს ვცემთ კანონიერებასა და წესრიგს, ორივეს გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვინდა, რომ გაძლიერდეს და განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ ორივე პრაგმატიკოსები ვართ.

- მაგრამ თქვენი წარმოდგენები საქართველოს მომავლის შესახებ არ ემთხვევა.

- რუსებმა უნდა გაიგონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხე კი არა, ფაქტია. ნავთობსადენის წყალობით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის კონსორციუმი აშენებს, მალე აღარ ვიქნებით დამოკიდებული, ელექტრომატარებლების მომარაგების თვალსაზრისით, მხოლოდ რუსეთზე. ჩვენი მიზანია დავბრუნდეთ ევროპაში. სწორედ გერმანიას შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენთვის, რომელიც დაგვეხმარება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

- ამ საკითხში კარგი მრჩეველი შეიძლება გახდეს თქვენი წინამორბედი და ყოფილი კოლეგა პარტიის ხაზით ედუარდ შევარდნაძე. თქვენ მისგან კონსულტაციებს არ იღებთ?

- მასთან პირადი ურთიერთობები აღარ მაქვს.

- თქვენ თქვით, რომ საქართველო, ბოლოს დაბოლოს, უნდა შევიდეს ევროკავშირში. თქვენი აზრით, როდის იქნება, რეალურად, შესაძლებელი თქვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა?

- მიმაჩნია, რომ სრულიად შესაძლებელია უახლოეს ათ წელ ლიწადში.

- დღეს ბევრ ქვეყანას უნდა საკუთარი თავი ევროპას მიაკუთვნოს, მათ შორის, თურქეთს. ევროპული თანამეგობრობ ბისთვის საქართველო უფრო მიმზიდველია, ვიდრე თურქეთი?

- საქართველო გაცილებით მჭიდროდ არის ევროპასთან დაკავშირებული თავისი ქრისტიანული კულტურით. თავისი ხუთი მილიონი მცხოვრებით იგი გაცილებით მცირეა, ამიტომ მისი ინტეგრირება ადვილია.

- როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა ახალგაზრდა სახელმწიფო მოღვაწემ, თქვენ დაუმტკიცეთ თქვენს ხალხს, რომ მამაცურად და უკომპრომისოდ იბრძვით დემოკრატიული ღირებულებებისთვის. თქვენი კრიტიკოსები თქვენს იმპულსურობაში სახიფათო სისუსტეს ხედავენ და ამიტომ ეჭვი ეპარებათ თქვენს დიპლომატიურ შესაძლებლობებში.

- დიახ, ჩემი ტემპერამენტი, ალბათ, ჩემი სისუსტეა, მაგრამ ამაზე ვმუშაობ: შეხედეთ, ამ დღეებში ბევრს ვლაპარაკობდი რუსეთზე, მაგრამ თავს ვიკავებდი და არავის წყრომა არ დამიმსახურებია. ისიც უნდა აღნიშნონ, რომ მე გამაჩნია ახლის ათვისების უნარი! ჩემზე ისედაც დიდ ზემოქმედებას ახდენს ის, რომ გავიმარჯვე არჩევნებში, მივიღე ამომრჩეველთა ხმების 95 პროცენტი. ალბათ, არ არსებობს არც ერთი ხელისუფალი, რომელიც ასე ძლიერ სურს ხალხს. ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა.

- თქვენ მიგიჩნევენ ადამიანად, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე. არ გეშინიათ?

- ასე გაგრძელება არ შეიძლება (მხრებს იჩეჩავს): ბოლო დროს ჩემზე გამიზნული 4 თავდასხმა ჩაშალეს. უფლება არ მაქვს, მეშინოდეს. მე, უბრალოდ, ამაზე არ ვფიქრობ.

მოსკოვმა უნდა აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ფაქტი // დილის გაზეთი. - 2004. - 4 თებერვალი. - N27(2353). - 9 გვ.

10 პრეზიდენტის კომენტარები ცხელ კვალზე

▲ზევით დაბრუნება


გუშინ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მერაბ ადეიშვილის დაკავების ფაქტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.

„ეს არის პროკურატურის მიერ განხორციელებული აქცია. ყოველ წელიწადს ათეულობით მილიონ ლარს იპარავდნენ და იდებდნენ ჯიბეში. ეს ფული ერთმეოდა ქართველ ხალხს, უმწეოებს, პენსიონერებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს. ის ხალხი, ვინც ამ ფულით გასუქდა, დაპატიმრებული იქნება და ციხეშიც ჩაჯდება. მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც მართლაც ბრწყინვალედ მუშაობს, დავავალე, უახლოეს დღეებში მოამზადოს რამდენიმე ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვაიარაღოთ და დავაპატიმროთ საქართველოში მოქმედი შეიარაღებული ბანდები, რომლებიც ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას. მივეცი განკარგულება, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ნებისმიერი ბანდიტი მოსპონ, გაანადგურონ ადგილზე და ხალხი მათი თარეშისაგან დაასვენონ. უკან დახევას არ ვაპირებთ. წინა მთავრობისგან განსხვავებით, მხოლოდ ლაპარაკს კი არ ვუნდებით. ჩემი განკარგულებიდან გადის რამდენიმე საათი და შემდეგ საქმე კეთდება. აღფრთოვანებული ვარ გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობით. სახელმწიფო დაცვის სამსახურს ვაძლევ განკარგულებას, რომ მათ დასაცავად მიიღონ საგანგებო ზომები. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, პოსტსაბჭოთა სივრცეში არ მომხდარა. ერთხელ და სამუდამოდ ბანდიტებმა, ყაჩაღებმა და მექრთამეებმა უნდა გაიგონ, რომ ეს ქვეყანა მათ არ ეკუთვნით. ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

[...]

პრეზიდენტის კომენტარები ცხელ კვალზე // 24 საათი. - 2004. - 4 თებერვალი. - N28 (577). - A1-A2 გვ.

11 საჯარო მხარდაჭერას მოჰყვება ჩვენი საჯარო მადლიერება

▲ზევით დაბრუნება


გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში გამართა ბრიფინგი, რომლის აქცენტი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის პარლამენტის მხარდაჭერის აუცილებლობა იყო.

- მე მახსოვს ჩემი დანაპირები ხალხის წინაშე და ყველაფ ფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიყვანო. ამისათვის საჭიროა გარკვეული საშუალებები, ანუ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომლებიც ერთიანი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, რაც თავისთავად უნდა გახდეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი ხერხი და ეფექტიანი საშუალება, - განაცხადა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა.

დიდი იმედი მაქვს, - თქვა მან, - რომ არსებული პარლამენტი გამოიჩენს გონიერებას და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

ქმნის თუ არა კონსტიტუციური ცვლილებები დიქტატურის წარმოშობის წინაპირობას. ეს აზრი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ზოგიერთმა დაეჭვებულმა დეპუტატმა გამოთქვა.

მიხეილ სააკაშვილი ასეთი დაეჭვებისთვის ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს წარმოდგენილ პროექტში, სამაგიეროდ, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს ძლიერი და ქმედუნარიანი ხელისუფლების შექმნასა და ამოქმედებას ქვეყანაში იმ უმწვავესი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

მე ვიცი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, - რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო არის კამათი, და, ალბათ, არის კიდეც საკითხები, რომლებიც საკამათოა, იმიტომ, რომ ყოველი იურიდიული საკითხი ექვემდებარება ათასნაირ ინტერპრეტაციას. მაგრამ ამავე დროს მიხარია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საქართველოს არ უნახავს მრავალი წლის განმავლობაში: ქართული საზოგადოების ერთიანობა და პოლიტიკური ლიდერების უპრეცედენტო ერთიანობა ამ ცვლილებების გარშემო.

მე მინდა, ვთხოვო პარლამენტს, შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა, მივიღოთ ეს ცვლილებები, როგორც არის წარმოდგენილი, და მივცეთ საშუალება ახალ სამთავრობო გუნდს, შეიქმნას და დაიწყოს ენერგიული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამ ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხალხი ელოდება შედეგებს.

მე მინდა, ყველას ვუთხრა მადლობა მოთმინებისთვის. მე ვიცი და თქვენც იცით, რომ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი მოთმენა, მაგრამ თქვენ ხედავთ, ყოველდღე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაცია გავაკონტროლოთ, უპირველესად, ქვეყანაში დავამყაროთ წესრიგი, დისციპლინა. ჩვენ ვამზადებთ სერიოზულ ეკონომიკურ რეფორმებს, ჩვენ ვამზადებთ სოციალურ ცვლილებებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, უახლოეს კვირებსა და თვეებში ხალხმა დაინახოს პირველი სასიკეთო ცვლილებები. მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება საშუალებები.

საქართველოს არ ჰყავდა მთავრობა ამდენი წლის განმავლობაში. ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი ჩვენი კრიზისის. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მიზეზი იმისა, რომ პრაქტიკულად არავის ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, ჩვენ დაგვჭირდა რევოლუციის მოწყობა და ქვეყანაში ძალიან სერიოზული მოძრაობის დაწყება იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სხვა მიზეზებთან ერთად წარმოქმნა ძველმა სისტემამ, გადაგველახა.

ახლა ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც იძლევა პოლიტიკური კრიზისების თავიდან აცილების და მათი გადაწყვეტის ბევრად უფრო მოქნილ, დახვეწილ და ნაკლები რისკის მქონე მექანიზმებს.

აი, ამისთვის წარმოვადგინეთ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ბევრი ვიმუშავეთ. ვნახეთ ევროპული გამოცდილება, გავაანალიზეთ ჩვენი საკუთარი პრობლემები და შეცდომები და შევიმუშავეთ ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტიანად მიგვაჩნია.

ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი, ახალი სისტემის პირობებში დავიწყოთ ნორმალური, ყოველდღიური მუშაობა და მივაღწიოთ იმ შედეგებს, რომლებსაც ყველანი ველოდებით.

ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ მოდის დიქტატურა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ დემაგოგებს შეუძლიათ სიტყვა დიქტატურის გამოყენება. მან ჟურნალისტებს შეახსენა ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში იყო, როდესაც მთავრობას არ აინტერესებდა, ხალხი რას ფიქრობდა და რა იყო ხალხის პრობლემები.

ჩვენ ვქმნით მოდელს, - თქვა მან, - სადაც პარლამენტი იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერ დასავლეთ ევროპული დემოკრატიის ქვეყანაში. მე მიმაჩნია, პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი საქართველოს პირობებში იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა, ყველა რაიონი სათანადო დონეზე იყოს წარ რმოდგენილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. პარლამენტის უფლებები კი არ მცირდება, არამედ იზრდება, ეს მე მიხარია და ამაზე ჩვენ შეგნებულად მივდივართ. პარლამენტს ეძლევა უფლება, გადააყენოს მთავრობა, რაც არასოდეს ყოფილა. პრაქტიკულად პარლამენტი იყო ჩვეულებრივი ორგანო, სადაც მოქმედებდა პრინციპი: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!

მე არ მინდა პარლამენტარები შევადარო რაღაც ცხოველებს, მაგრამ ასე იყო. მე ვიყავი იმ პარლამენტის წევრი, რომელიც პრაქტიკულად ვერ იღებდა მთავარ გადაწყვეტილებებს.

ძლიერ ხელისუფლებასა და დიქტატურას შორის ბევრი ძალ ლიან დიდი დაბრკოლება და სხვაობაა.

ჩვენ გვინდა ძლიერი ხელისუფლება, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ.

ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ხელისუფლება. ეს არის ქართველი ხალხის მანდატი.

რას მივიღებთ ახალი მოდელით - არა პრეზიდენტის უფლებების გაძლიერებას, არამედ ერთიან, შეკრულ გუნდს, კოორდინირებულ ხელისუფლებას, ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედ ხელისუფლებას.

ეს არის ზუსტად ის, რაც აკლდა საქართველოს.

ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტარ კობა დავითაშვილის დემარშისა და იმ განცხადების თაობაზე, რომ მას, დუმილის სანაცვლოდ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზეს, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კობა დავითაშვილს. მან ბევრი რამ გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წარმატებისათვის, იმ მუშაობისათვის, რომელიც მან გასწია ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გაიღოს გარკვეული მსხვერპლი ერთიანობისათვის. ერთიანობა არის ის, რაც არის დღეს ჩემი მთავარი მიზანი. ჩვენ ვუპირისპირდებით მაფიას, კორუფციას, კრიმინალურ დაჯგუფებებს, იმას, რომ ქართულ სახელმწიფოს არა აქვს საზღვრები, ქართული სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, რომ ჯერ კიდევ არის შეიარაღებული ბანდები, რომელთაგან ზოგი პარტიზანების სახელს ირქმევს, ზოგიც სხვას, მაგრამ სინამდვილეში არიან ჩვეულებრივი კრიმინალები და ყაჩაღები. აი, ამ პირობებში, როცა ერთადერთი შანსი, ეს ყველაფერი რომ გადავლახოთ, არის საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა. ამის გამო ადრე, რა თქმა უნდა, იყო კამათი, განსხვავებული აზრი. რა თქმა უნდა, მე და ჟვანიაც, მე და ბურჯანაძეც განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, რათა საზოგადოება ერთიანი იყოს იმ საფრთხეთა წინაშე, რომლებიც არსებობს და იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას.

ვერანაირ კონკრეტულ თანამდებობაზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, რადგან მთავრობა არ არსებობს. თუ ვინმეს რამე თანამდებობა შესთავაზეს, ეს სულაც არ არის დუმილის საფუძველი. თანამდებობას იმიტომ კი არ სთავაზობენ, რომ ადამიანი გაჩუმდეს, არამედ იმიტომ, რომ ილაპარაკოს ბევრი და ხმამაღლა და, რაც მთავარია, აკეთოს ბევრი საქმე. ჯერჯერობით, სანამ მთავრობა არ ჩამოყალიბდება, სანამ თავდაცვის სამინისტროში რეფორმა არ განხორციელდება, სანამ თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი არ იქნება, ლაპარაკი თანამდებობის განაწილებაზე ამ სამინისტროში არის ძალიან ნაადრევი.

ერთი რამ ცხადია: ყველამ უნდა დავთმოთ რაღაცა იმისათვ ვის, რომ ქვეყანა ერთიანი იყოს. ამ ერთიანობის გულისთვის მე ვარ მზად, ბევრი მსხვერპლი გავიღო.

პარლამენტისათვის განსახილველად შეთავაზებული ცვლილებები ხომ არ არის ნაჩქარევად გადაცემული. - ამ შეკითხვაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი განხილული იყო მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სტრუქტურებში. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, მაგალითად, საფრანგეთის პარლამენტარებთან ჩვენი დელეგაციის ვიზიტის დროს და პრინციპული დადებითი დასკვნები ყველას მიერ გაცემულია. განხილვასთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას:

დღეს ყველას ესმის, მათ შორის, ამ პარლამენტს, რომელიც იწვევდა საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას, რომ ერთიანობას არა აქვს ალტერნატივა. ჩვენ უცებ დავინახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყო უფსკრულის პირას. ნებისმიერი ყოყმანი, ზედმეტი კამათი იმაზე, რომ უფსკრულს უნდა მოვშორდეთ და შემდეგ გადავწყვიტოთ ჩვენი უთანხმოებანი, დამღუპველია, აღარ შეიძლება. მე მადლობელი ვიქნები დღევანდელი პარლამენტის თითოეული წევრის და არასოდეს დავივიწყებ, რომ საქართველოს დაუდგნენ გვერდით მაშინ, როცა მას სჭირდებოდა მათი ერთი, ცალკე აღებული ხმა. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ პარლამენტთან. მე მაქვს კონსულტაციები ფრაქციებთან. თავიდანვე ვაცხადებ, რომ ჩვენ არცერთ თემაზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, სავაჭრო არაფერია, რადგან ვაჭრობა ყოველთვის გამოიწვევს საქართველოსათვის საზიანო პროცესებს. ყველაფ ფერი არის საჯაროდ. მაგრამ საჯარო მხარდაჭერას მოჰყვება ჩვენი საჯარო მადლიერება.

მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ პრეზიდენტის სკამი მას არ უღირს იმად, რომ აბალანსოს სხვად დასხვა ინტერესები. იგი მზად არის, გაიჩინოს მტრებიც, თუ ეს საჭირო და აუცილებელია, თუ ისინი საქართველოს მტრებია, მაგრამ იგი არ წავა კომპრომისებზე ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე.

პრეზიდენტს კვლავ მოუხდა განმარტება ჟურნალისტებისათვის, რომ არავითარ ავტორიტარულ მმართველობაზე გადასვლა არ იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომ საქართველო ევროპული მმართველობის მოდელზე გადადის - არ არის არცერთი ევროპული ქვეყანა, სადაც არ არის მინისტრთა კაბინეტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი უფლებების ნაწილის დელეგირებას ახდენს იმ მიზნით, რომ შეიქმნას მინისტრთა კაბინეტი. ამასთან ჩვენი მოდელი სულ უფრო შორდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული მმართველობის მოდელებს.

იყო კონკრეტული შეკითხვაც უშიშროების მინისტრის კანდიდატურად ვალერი ხაბურძანიას მოაზრების თაობაზეც.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უპასუხა, რომ ვალერი მას პიროვნულად ძალიან მოსწონს, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება უნდა დაეყრდნოს არა ცალკეული კანდიდატურების შერჩევის პრინციპს, არამედ ერთიანი გუნდის პრინციპს.

ის, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არის ზურაბ ჟვანია, სულაც არ ნიშნავს, რომ ცვლილებები მის თარგზე არის მოჭრილი. თუ მინისტრებად არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთად მუშაობა და საზოგადოებისათვის ერთიანი პოზიციის ახსნა და დასაბუთება, მაშინ ვერცერთი ვერ იქნება მთავრობის წევრი.

აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე ლაპარაკის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა პრობლემური საკითხი თვით დევნილებმა უნდა გადაწყვიტონ. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ უნდა იყოს თბილისში, მისი წევრები არ უნდა სარგებლობდნენ იმ პრივილეგიებით, რომლებზეც თვით პრეზიდენტიც კი უარს ამბ ბობს, და განლაგებული უნდა იყოს იქ, სადაც ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებული ლტოლვილები, დასავლეთ საქართველოში და იმ პრობლემებს აგვარებდეს, რომლებიც დევნილ მოსახლეობას აწუხებს. დევნილებმავე უნდა აირჩიონ თავიანთი ხელისუფლება.

ამასთან, პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა თამაზ ნადარეიშვილის პიროვნებას და განაცხადა, რომ მასაც და მთავრობის სხვა წევრებსაც ღირსეულ სამუშაო ადგილებს მოუძებნიან.

რუსეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

ჯერჯერობით ვიცი ის, რომ განზრახული გვაქვს ძალიან კარგი შეხვედრის მოწყობა ზურაბ წერეთლის სალონში კულტურის მოღვაწეებთან. მე ძალიან მინდა ამ ვახშამზე დასწრება. ვემზადებით კონკრეტული შეხვედრებისათვის. ჩვენმა სამინისტროებმა მოამზადეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემური საკითხების ნუსხა და პუნქტობრივად განვიხილავთ მას.

ამთავითვე მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებულ შედეგებს ვიზიტიდან არ ველოდები. არა მგონია, რომ სასწაულები ერთ დღეში შეიძლება მოხდეს, რომ პირველსავე დღეს ყველა საკამათო საკითხი მოგვარდება, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ პოზიტიური ტენდენცია, იმ ნეგატიურისაგან განსხვავებული, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე შეინიშნებოდა. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, სათავე დავუდოთ სამომავლო კარგ ურთიერთობებს.

საჯარო მხარდაჭერას მოჰყვება ჩვენი საჯარო მადლიერება // საქათველოს რესპუბლიკა. - 2004. - 6 თებერვალი. - N30 (4759). - 1-2 გვ.

12 „ჩემი მთავარი მოკავშირე არის თავისუფალი სიტყვა“

▲ზევით დაბრუნება


ყველაფრიდან ჩანს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგები ტრადიციული ხდება. ეს გუშინ პარლამენტში, პრეზიდენტის ფლიგელში გამართულმა ჟურნალისტებთან შეხვედ დრამაც დაადასტურა.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება და ღრმა გულისტკივილი მოსკოვში მომხდარი ტერაქტის გამო. მან განაცხადა:

მინდა გამოვხატო თანაგრძნობა იმ ტერაქტთან დაკავშირებით, რომელიც მოსკოვში მოხდა. ეს არის სრულიად შემაძრწუნებელი, ჩვენთვის ძალიან საგანგაშო ტერორისტული აქტი. უნდა გვესმოდეს, რომ იმ ზონებიდან, სადაც ოპერირებენ ტერორისტები, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე რუსეთის დედაქალაქი. ამიტომ ქართული საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.

მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო რუსეთს, რუს ხალხს. მე უკვე გავუგზავნე თანაგრძნობის წერილი რუსეთის პრეზიდენტს.

მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა არის საერთო თემა და არ შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის ან საქართველოს საზრუნავი. ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა არ მოხდეს მსგავსი რამის განმეორება არც რუსეთში, არც რეგიონში და არსად მსოფლიოში.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ამ თემას პრეზიდენტი მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაუბრუნდება და განაცხადებს, რომ საქართველო მზად არის ყოველ ლმხრივ დაეხმაროს რუსეთს, მიაწოდოს ყველა რესურსი მეოცე საუკუნის ამ ჭირის - ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ნებისმიერი მოთარეშე, სადაც გინდა იმყოფებოდეს, დაკ კავებული უნდა იქნას და გადაეცეს იმ ქვეყანას, რომელიც ეძებს და რომლის მართლმსაჯულებამაც უნდა განსაჯოს იგი. საქართველო ტერორისტებისგან თავისუფალი ზონაა და ასეთად უნდა დარჩეს.

პირველი შეკითხვა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის პროცედურაში იმ დეპუტატთა მონაწილეობას შეეხებოდა, რომლებსაც აღარ ჰქონდათ სადეპუტატო უფლებამოსილება.

- იცით რა, - უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა, - გამოაკლონ ეს ხმები. მაინც საკმარისზე მეტი იყო. თუ მართლაც ასეთები იყვნენ, სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმას, რომ მათი ხმები გამოაკლდეს. მაგრამ ერთი რამ მეც მინდა გითხრათ. ის ოპოზიცია, რომელიც ხმაურობს პარლამენტში, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, ეს არიან შევარდნაძისტები. მათი მხრიდან დემოკრატიაზე ხმაურის ატეხვა, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომელთაც დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, ან აქვთ თავიანთი აზრი. მიმაჩნია, რომ ის, რასაც ჩვენ ვიღებთ, მარტო ჩემი აზრი არ არის, არამედ „ვენეციის კომისიის“ აზრია, რომელიც არის ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო კომისია, მთავარი საექსპერტო ორგანო ევროპაში. იგი ამბობს, რომ საქართველოში ამ ცვლილებებით პრეზიდენტის ძალაუფლება მცირდება: საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან გადადის ნახევრად საპრეზიდენტო მოდელზე.

მე ამაზე წავედი შეგნებულად იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში, დარწმუნებული ვარ ხალხის მხარდაჭერაში, იმაში, რომ მთავრობასთან ერთად ვიქნებით შეკრული გუნდი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი თავზე ხელს იმდენად არ აიღებს, ყოველ სამ თუ ხუთ თვეში ერთხელ გამოცვალოს მთავრობა. ამისი იმედი მაქვს.

მაგრამ ჩვენ პარლამენტს ვაძლევთ ისეთ ბერკეტებს და მთავრობა იმდენად გაემიჯნება პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება მცირდება ფორმალურად. სხვა საკითხია, რომ მე შევეცდები, ვიყო ისეთი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს თავისი პროგრამის განხორციელებას იმ სამთავრობო გუნდთან ერთად, რომელიც უნდა იყოს ერთიანი გუნდი და არა პრეზიდენტის ნების უსიტყვო გამტარებელი.

ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ დემოკრატიაზე, ყველამ კარგად ჩახედოს, თუ რაზეა საუბარი. საუბარი კი იმაზეა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება მცირდება, პარლამენტი იღებს მეტი კონტროლის უფლებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მეორეს მხრივ, პარლამენტი თვითონ ხდება ურთიერთკონტროლის მექანიზმის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ პარლამენტის დათხოვნის ინიცირების საშუალება აქვს მხოლოდ პარლამენტს.

საფრანგეთში პრეზიდენტი პარლამენტს უმოტივაციოდ თვითონ ითხოვს. აქ კი ამის ინიცირების საშუალება ეძლევა მხოლოდ პარლამენტს იმით, რომ რამდენჯერმე არ დაამტკიცოს ბიუჯეტი ან მთავრობა, რაც პრაქტიკულად, თითქმის, შეუძლებელია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ექნება თუ არა ქვეყანას საშუალება შეასრულოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნები.

- წინა მთავრობა ამოვარდა ფონდის პროგრამიდან იმის გამო, რომ ქვეყანაში იყო კორუფცია. დღეს, როგორც ამჩნევთ, მთელი მსოფლიო მიესალმება იმას, რომ ჩვენთან იჭერენ კორუმპირებულებს. ეს საყოველთაო ენთუზიაზმს იწვევს.

ახლა მეორე ასპექტი დგას. ადრე სავალუტო ფონდს ჩვენი მთავრობა ყველაფერზე უსიტყვოდ ეთანხმებოდა. ჩვენ უნდა ჩავატაროთ საგადასახადო რეფორმა, უნდა შევცვალოთ საგადასახადო სისტემა, მთელ რიგ სფეროებში უნდა შევძლოთ ფიქსირებული გადასახადების შემოტანა, გამარტივება და ზოგან - შემცირება. ასე ნელ-ნელა ვიაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადების შემცირებისა და გამარტივების მიმართულებით, რაც იყო ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა. თუ სავალუტო ფონდი ამას არ დაეთანხმება, ჩვენ მას სხვანაირად უნდა დაველაპარაკოთ. საქმე ის არის, რომ მარტო შტამპების მიღება იმის გაუთვალისწინებლად, რაც სჭირდება ქართულ ეკონომიკას, ჩვენ დაგვანგრევს.

მეორეს მხრივ, ეს ფული არის ძალიან საჭირო და იგი დაკარგა წინა მთავრობამ იმის გამო, რომ იყო კორუფცია. ახლა ჩვენთან კორუფცია აღარ არის, მაგრამ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ არც ისე მოხდეს, რომ ბრმად გავიზიაროთ რაღაც რეკომენდაციები, რითაც საგადასახადო სისტემა ძველებურად კორუმპირებული, გაუმჭვირვალო და მოუქნელი დარჩება.

ჩვენ ვამცირებთ საგადასახადო ინსპექტორების რაოდენობას, ვუზრდით მათ ხელფასებს, ვამცირებთ მებაჟეების რაოდენობას და გავზრდით მათ ხელფასებს, მაგრამ, ამავე დროს, გადასახადები უნდა იყოს იმდენად მარტივი, რომ ვერავინ ვერ შეედავოს ბიზნესმენს მათს ინტერპრეტაციაში. ჩვენი საგადასახადო კოდექსი არის მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული, უაზრო, და ამასთან - კორუფციის წყარო. ამიტომ ან ეს კოდექსი შეიცვლება, ან ყველას დიდ მადლობას გადავუხდით და ჩვენ ვიპოვნით ჩვენს გზას, რადგან ჩვენ გვჭირდება ის, რაც საქართველოს ეკონომიკას და ქართველ ხალხს სჭირდება. სწორედ ჩვენი და არა ის, რასაც დაგვიწერენ თუნდაც ვაშინგტონიდან ჩამოსული ინსტრუქტორები, ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ გვაქვს ჩვენი, ლოკალური, რეფორმატორული ინტერესები.

მოჰყვება თუ არა მთავრობის რეორგანიზაციას სამინისტროების შემცირება. ამ შეკითხვას პრეზიდენტმა უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, მოჰყვება. მაგალითად დაასახელა ახალი - ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც გააერთიანებს ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სფეროებს, ასევე გაერთიანდება კულტურის სამინისტრო და სპორტის დეპარტამენტი, სხვა სახელმწიფო დეპარტამენტები შეუერთდებიან შესაბამის სამინისტროებს, როგორც მათი ნაწილი. ამასთან, მკვეთრად შემცირდება საგადასახადოს თანამშრომელთა, პოლიციელთა რაოდენობა, ჩამოყალიბდება ერთიანი საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, საგზაო პოლიცია კი საპატრულო პოლიციის ნაწილი გახდება და სხვა.

ჩვენი ამოცანაა, - თქვა მან, - შევქმნათ ისეთი სტრუქტურები, რომლებიც იქნება ერთიანი სისტემის ნაწილი, ნაკლები ბიუროკრატიით. ჩვენ არ გვჭირდება ბევრი ოცლარიანი თანამშრომელი, ჩვენ გვჭირდება ცოტა, მაღალხელფასიანი პროფესიონალები, რომლებიც არ აიღებენ ქრთამს. ამავე დროს ხალხის ქუჩაში გაყრა არ შეიძლება. ჩვენ ვაპირებთ, გვქონდეს გარდამავალი პერიოდები, გადამზადების პროგრამები, რომ ეს ხალხი შიმშილით არ მოკვდეს.

ქვეყნის ადმინისტრაციულ მოწყობასთან დაკავშირებულ შეკითხვის საპასუხოდ პრეზიდენტმა განაცხადა:

- ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვით ყველა გამგებელი უნდა იყოს არჩევითი, რასაც ხალხი ითხოვს. ადრე გამგებელი ინიშნებოდა პრეზიდენტის მიერ, ახლაც ასეა და ის ანგარიშვალდებული იყო პრეზიდენტის წინაშე, ნაკლებად - ხალხის წინაშე. ყველა უნდა აირჩიოს ხალხმა. რაც შეეხება რაიონების გამსხვილებას, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ რაიონები, გარკვეულ შემთხვევაში, უნდა გამსხვილდეს, გარკვეულ შემთხვევაში - დარჩეს, როგორც არის. მაგრამ არ უნდა მოხდეს პროცესების ხელოვნური პროვოცირება. წინა ხელისუფლებას ეშინოდა არჩევითი გამგებლების. მე არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ნორმალურ ხალხს აირჩევენ. თუმცა არის სხვა საფრთხეც: რამდენიმე მერი, რომელიც აირჩიეს, აღმოჩნდა კორუმპირებული. მაგრამ ხალხმა ხომ დაინახა, რომ კორუმპირებულია და მომავალში ასეთს აღარ აირჩევს. ხალხმა უნდა ისწავლოს არჩევა, ხალხმა უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება.

- თანამდებობის პირთა გახშირებულმა დაკავებამ გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია ხალხში. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი. მისი პასუხი ასეთი იყო:

- გენერალური პროკურორის ოქრუაშვილის მოქმედებამ გამოიწვია ის, რომ ბევრი ადამიანი უკვე ქრონიკულად ვერ იძინებს ღამღამობით იმის შიშით, რომ დააკავებენ.

- მინდა ვთქვა, რომ, ჯერ ერთი, არავითარ ინსტრუქციებს არავის არ ვაძლევთ, რომ ვინმე დააკავონ. ეს უნდა განსაზღვროს კანონმა. ერთადერთი ინსტრუქცია, რომელიც ყველასთვის მიცემული გვაქვს, არის ის, რომ ყველა, ვინც დასაჭერია, დაჭერილი უნდა იქნას. ყველა, ვინც დასაჭერი არ არის, არ უნდა დაიჭირონ, უნდა გაუშვან. არავინ არ უნდა გაექცეს მართლმსაჯულებას, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რასაც აკეთებს და რასაც გააკეთებს მომავალში.

ყველამ უნდა იცოდეს - ნაციონალური მოძრაობის წევრია თუ ჩემი მეგობარი, ახლობელია თუ ნათესავი, ყველა უნდა იცავდეს კანონს. იყო შემთხვევები, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრებს იბარებდნენ პროკურატურაში და მე ეს ერთი წუთითაც არ მწყენია, რადგან ყველა არის თანასწორი კანონის წინაშე. კონკრეტულ გვარებს რაც შეეხება, ეს უნდა განსაზღვროს პროკურატურამ და სასამართლომ და ღმერთმა დამიფაროს ამ საქმეებში ჩარევისგან.

ახალ მინისტრთა კაბინეტზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი შემადგენლობა იქნება ძალიან საინტერესო, ძალიან ახალგაზრდული, ძალიან მოულოდნელი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. იქვე დააზუსტა, რომ ახალგაზრდული ეს კაბინეტი საშუალო ასაკისკენ უფრო გადახრილი იქნება, იქნებიან პროფესიონალები და ქალებიც. მან გაიხსენა, რომ მაშინ, როცა იგი სასამართლო სისტემას აკომპლექტებდა, 60 პროცენტი ქალები დანიშნა.

- ჩემი იდეალია, - თქვა პრეზიდენტმა, - რომ საქართველოს პრეზიდენტიც ქალი იყოს (და იქვე ჩაურთო: ოღონდ ეს ბურჯანაძეს არ უთხრათ!), პარლამენტის თავმჯდომარეც ქალი იყოს და მინისტრების უმრავლესობაც - ქალები. მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის ეს კარგი იქნება. მოხდა ისე, რომ ამჯერად კაცი აირჩიეს. ესეც დროებითია.

საუბარი ჩამოვარდა მასმედიასთან ურთიერთობაზეც, პრესაზე ზეწოლაზე.

- მე რომ არ ვახორციელებ ზეწოლას, ეს ზუსტად ვიცი. უფრო მეტიც: ჩემი მთავარი მოკავშირე არის თავისუფალი სიტყვა. რაც უფრო მეტი საშუალება მომეცემა ავუხსნა ჩვენს ხალხს, რას აკეთებს მთავრობა, უფრო ბედნიერი ვიქნები. თუ წინა ხელის სუფლებისთვის მზის სინათლეზე გამოსვლა იყო მისი მითიური სამყაროს დანგრევა, დღეს ყველა ტყუილსა და გაუგებრობაზე მე მაქვს ჩემი პასუხი. ამიტომ, რაც უფრო მეტი მედია იქნება, რაც უფრო მეტი ტელევიზია იქნება, ეს არის ჩემს ინტერესებში. სხვა საკითხია, რომ ტელევიზიებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ ფორმატი. თუ ვინმე ხელისუფლებიდან რაიმე ფორმით განახორციელებს ზეწოლას რომელიმე ტელევიზიაზე ან გაზეთზე მით უმეტეს (რადგან გაზეთი ყველაზე დაუცველია), მე ვიქნები პირველი, ვინც ამ ხალხს მოსთხოვს უმკაცრეს პასუხს.

საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე საუბრის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა:

- მე მიმაჩნია, რომ იგი უფრო გაიზრდება, დამშვენდება, გაბრწყინდება. არავის ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ აქ არის ყველაზე საინტერესო ჟურნალისტური პოტენციალი. ყველაზე დიდი რესურსი არის სახელმწიფო არხზე, მაგრამ ისინი გამოუყენებელი იყო. თუმცა არა იმის გამო, რომ ხელმძღვანელები არ ვარგოდნ ნენ, არამედ იმის გამო, რომ ეს იყო მაგდანას ლურჯა, რომელიც შეგიძლია ამუშაო და საკვები არ მისცე. ასე არ იმუშავებს არც ერთი ტელევიზია. მაგდანას ლურჯას მდგომარეობიდან იგი გარდაიქმნება ნორმალურ, სახელმწიფოს მხარდაჭერით მოსარგებლე, ალბათ საზოგადოებრივ ტელევიზიად. ამას სჭირდება გარკვეული პროცედურები. მას უნდა ჰქონდეს კარგი დაფინანსება და უკეთესი მხარდაჭერა. მე არ მიმაჩნია, რომ ხალხის იქიდან გაგდება არის საკითხის გადაწყვეტა. ეს დამსახურებული ხალხია. რა თქმა უნდა, გარკვეული რეფორმები განხორციელდება, ეს თვით ტელევიზიის გადასაწყვეტია. მაგრამ ერთი რამ არის ცხადი - პროფესიონალთა კადრები შესანარჩუნებელია, გასაფრთხილებელი და გამოსაყენებელი. ეს არის მთავარი პოტენცია, რომელიც საქართველოში აუმუშავებელია. მართლა მიმაჩნია, რომ სახელმწიფო არხი ხალხს უფრო მეტად უნდა შეუყვარდეს. მე ვიცი მთელი რიგი რეგიონები საქართველოში, სადაც არა იმიტომ, რომ სხვას ვერაფერს იჭერენ, ყველაფერს იჭერენ უკვე, პირველი არხის გარდა სხვას არაფერს უყურებენ. ბევრი ახალი ტელევიზია გვაქვს, მაგრამ არსებობს რაღაც ჩვევა, ტრადიცია, კულტურა ამ ტელევიზიის... საავტორო გადაცემები მის გარდა თითქმის სხვას არავის აქვს. მე გამეხარდება, რომ საქართველოში იყოს ორმოცდაათი ტელევიზია და ყველა იყოს ერთმანეთზე უკეთესი, თუნდაც ყველა მლანძღავდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი შეხედულება გამოთქვა საქართველოს ახალი ჰიმნის შესახებ, უპასუხა ჟურნალისტთა სხვა შეკითხვებს.

ჩემი მთავარი მოკავშირე არის თავისუფალი სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 7 თებერვალი. - 31 (4780). - 1-2 გვ.

13 „ყველაზე მეტად მეზიზღება მლიქვნელები“ „მინდა ოპოზიცია გაერთიანდეს და შევიდეს პარლამენტში“

▲ზევით დაბრუნება


ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

გაპრეზიდენტების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯები დიდ ვნებათაღელვას იწვევს. შევარდნაძის მმართველობის დუნე რიტმის შემდეგ სააკაშვილისთვის ფეხის აწყობა ბევრს გაუჭირდა. ყველასათვის გასაგები არც მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებია - ზურაბ ჟვანიასთვის უსაზღვრო ნდობის გამოცხადებამ ნაციონალებიც კი დააბნია. ამ საყოველთაო დაბნეულობა-გაოგნებას მეტისმეტად ამძაფრებს ოქრუაშვილი-ბარამიძის ტანდემის გამოცხადებული ბრძოლა კორუფციასა და დამნაშავეობასთან. ციხის საკნებში წარსულში ძლიერი ამა ქვეყნისანი გამოჩნდნენ, ბევრსაც მომავალში ელის საპყრობილის მძიმე ჰაერთან შეგუება. როგორ ხსნის თავის მოქმედებებს საქართველოს პრეზიდენტი? მოსკოვში ვიზიტის წინ „კვირის პალიტრა“ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ალბათ მთელი საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.

- ბატონო მიხეილ, ახალმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციის აზრით, ამ ცვლილებების კონსტიტუციაში ჩაწერა ავტორიტარულ რეჟიმს დაამკვიდრებს, ხელისუფლება კი ცვლილებებით საქართველოში სუპერდემოკრატიის ოაზისის შექმნას გვპირდება. რას მოგვიტანს სინამდვილეში კონსტიტუციაში ახალი პუნქტების შეტანა?

- ამ კონსტიტუციით ევროპული კონსტიტუციის მოდელებს ვუახლოვდებით. მე მაქვს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ეს ფრანგული მოდელია. სიტყვა „დიქტატურა“ კი ძალზე ბრიყვ ადამიანებს შეუძლიათ ახსენონ, იმიტომ, რომ ევროსაბჭოს დასკვნითაც საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადადის. პირველი და მთავარი ის არის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება იზღუდება. არ შეიძლება პრეზიდენტი ქვეყანაში ყველაფრით იყოს დაკავებული. მას ყველაფერი მოეკითხება და საბოლოოდ ვერაფერს აკეთებს. ამიტომაც იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე ფოკუსი - მთავრობა, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს. ეს მოსახერხებელი იქნება პრეზიდენტისთვისაც, რომელმაც მთავარ საკითხებზე უნდა მოახდინოს კონცენტრაცია. იქნება ეს აფხაზეთის საკითხი, ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, წესრიგის დამყარება ქვეყანაში, მთავრობაზე მეთვალყურეობა და ა.შ. პრეზიდენტი, რომელიც დისპეჩერია, თავის ძირითად ფუნქციას ვერ შეასრულებს. თუ ის დენის ჩართვა გამორთვაზე გადაიტანს ყურადღებას, მისი მმართველობა ეფექტიანი ვერ იქნება. ამ ცვლილებების თანახმად, მომავალი წლიდან ყველა მერი და გუბერნატორი არჩევითი იქნება (მათ შორის, თბილისისაც). ეს არის ახალი, სრულიად დემოკრატიული ნაბიჯი, რომლის ანალოგია არ არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში - თუმცა სარისკო ნაბიჯიც არის, მაგრამ ერთი წელი გვაქვს ხალხის მოსამზადებლად იმისათვის, რომ ადგილობრივი მაფიოზები კიარ აირჩიონ, არამედ ის ადამიანები, რომლებიც მათ მართლაც დაიცავენ. რაც შეეხება თავად პარლამენტის უფლებებს, მიმაჩნია, რომ ცვლილებებით პარლამენტის უფლებები არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. მაგალითად, საფრანგეთში პრეზიდენტს უმოტივაციოდ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა.

- მაგრამ საფრანგეთის პარლამენტში ორი პალატა არსებობს...

- საფრანგეთში ზედა პალატა არაფერს ნიშნავს, რეალურად გადაწყვეტილებებს იღებს ქვედა პალატა, რომლის დათხოვნა შეუძლია საფრანგეთის პრეზიდენტს. თუ ვინმეს უნდა საქართველოში ზედა პალატის შექმნა, კი ბატონო, მაგრამ ეს იქნება რეალურად პენსიონერთა კლუბი, რომელიც არაფერს გააკეთებს და ისევ სახელმწიფოს შესანახი იქნება, რისი საშუალებაც, ვფიქრობ ჩვენს ქვეყანას დღეს არა აქვს. ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პარლამენტს საკუთარი თავის დათხოვნა შეუძლია, ოღონდ ექვსთვიანი პროცედურების შემდეგ, თუ თვითონ თქვა უარი ყველა საკითხის - მათ შორის ბიუჯეტისა და მთავრობის დამტკიცებაზე; სამაგიეროდ, პარლამენტს ნებისმიერ დროს შეუძლია მთავრობის გადაყენება, რაც ფაქტობრივად მისი პოზიციის გაძლიერებას ნიშნავს.

ვინც ყვიროდა, - კონსტიტუცია არ მოგვწონსო, დაველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციასთან კი არა, განხილვის სწრაფი პროცედურების გამო აქვთ პრეტენზია. პროცედურები იმიტომ დაჩქარდა, რომ 5-6 თვეს მათ განხილვაზე ვერ დავკარგავთ. ჩვენ გვჭირდებოდა მმართველობის მოხერხებული მოდელი. წინა მმართველობის დროს პრეზიდენტი, ფაქტობრივად, იმპერატორი იყო. ყოველდღე მირეკავს ხალხი და ისეთი საკითხების გადაწყვეტას მთხოვენ, ისეთი დოკუმენტები შემოაქვთ ხელმოსაწერად, რომ შევარდნაძისადმი სოლიდარობის გრძნობაც კი მიჩნდება. ის თუ ყველაფერ ამას კითხულობდა და ხელს აწერდა, კიდევ კარგ ჭკუაზე ყოფილა ბოლოს. შეუძლებელია პრეზიდენტმა იცოდეს ყველა ის საკითხი, რაზეც მას აწერინებდნენ ხელს.

დღეიდან ხელისუფლების გამიჯვნა ხდება. პასუხისმგებელი მთავრობა იქნება, მაგრამ თუ მთავრობა ზედმეტად ცუდად მოიქცევა, პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია იგი გადააყენოს ან ლაგამი ამოსდოს.

ბევრ სფეროში, ვფიქრობ საჭიროა საგანგებო ღონისძიებები. მაგალითისთვის გადასახადის აკრეფას მოვიყვან. გადავწყვიტე, რომ ამ საკითხში ვენდო მთავრობას, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ პირდაპირი ჩარევის უფლება არ მაქვს, სერიოზული კონტროლის ქვეშ მეყოლება ის, რაც ხდება ამ სფეროში.

- თუ ეს მართლაც დემოკრატიული ცვლილებებია, რით იყო გამოწვეული ოპოზიციის კი არა, თქვენი თანაგუნდელის, კობა დავითაშვილის უკმაყოფილება?

- კობა ნამდვილად პატრიოტია და ნაციონალური მოძრაობის მნიშვნელოვანი ფიგურა. თუმც პირდაპირ ვიტყვი, რომ რევოლუციაში მას მონაწილეობა არ მიუღია (თავისი მოსაზრებები ჰქონდა რევოლუციაზე) და ეს ყველამ ნახა. ქართულ პოლიტიკას მუდმივად ჰქონდა მიდრეკილება ფრაგმენტიზაციის, დაყოფის, დაწევრიანებისა და ერთმანეთზე გადაკიდებისკენ. რევოლუცია იმიტომ იყო წარმატებული, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ მოიყარა თავი. ამიტომ მოიხიბლა ევროპა იმით, რაც საქართველოში მოხდა. რევოლუციის მეორე დღესვე თუ დავქუცმაცდით, ეს წარმოუდგენელი უგუნურება იქნება. კი, ზოგიერთ ჩემს მეგობარს არ მოსწონს რომ ვერთიანდებით ბურჯანაძესა და ჟვანიასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. პირიქით, სხვა პოლიტიკური ძალებიც უნდა შემოგვიერთდნენ. თუ მაქსიმალისტური მიდგომის გამო უარი ვთქვით გაერთიანებაზე, ამით გაცილებით მეტს დავკარგავთ, ვიდრე მოვიგებთ, თუნდაც ხალხის თვალში. თუ გვინდა ქვეყანა გაუმკლავდეს სერიოზულ გამოწვევებს, უნდა ვიყოთ შეურიგებლები და ამავდროულად ერთიანებიც. დანაწევრებული ჯგუფები ვერაფერს შეძლებენ, ამიტომ რაღაც უნდა დავთმოთ, ზოგჯერ უნდა დავუთმოთ ჟვანიასაც და ბურჯანაძესაც... ნეტავ სხვებიც მოვიდნენ და მათ ინტეგრაციასაც მოვახდენთ. ეს ნაბიჯი ჩვენს ბევრ მეგობარსა და შეიძლება ჩემი ოჯახის ზოგიერთ წევრსაც არ მოსწონდეს, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. პოლიტიკურად ეს სწორი ნაბიჯია და ამაში ვერავინ გადამარწმუნებს, რადგან, ვიცი სხვა ქვეყნებისა და ჩვენი მწარე გამოცდილება.

- როგორ ფიქრობთ, ამ უკმაყოფილების მიზეზი პრემიერ რ-მინისტრის გაძლიერება იყო თუ ჟვანიას წინააღმდეგ გაილაშქრეს?

- რა თქმა უნდა, ეს ლაპარაკი იმის გამო იყო, რომ ესა თუ ის პირი არ მოგვწონს, არ უნდა ვენდოთ, მოგვატყუებენ, გვიღალატებენო. არ უნდა უყურო ადამიანს ეჭვით, წინასწარ არ უნდა იძახო, რომ გიღალატებს და მოგატყუებს. ადამიანს უნდა მისცე საშუალება საქმე აკეთოს. ის კი არა რაც მეტი ხალხი დაგვიდ დგება გვერდით, თუნდაც ისეთები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ ხელისუფლების შეცვლას, მეტი შედეგი გვექნება. ვიცი, ბევრს არ მოსწონს ჟვანია, ბევრს მე არ მოვეწონები. გემოვნებაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკურ პროცესებს.

- როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებთან ოპოზიციის დამოკიდებულებას?

- ძალიან ვშიშობ იმის გამო, რაც ხდება ოპოზიციაში. მინდა ოპოზიცია გაერთიანდეს და შევიდეს პარლამენტში. ამას პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე ვამბობ. თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა და ყველა ადგილი ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო, ეს 1 ან 2 წელიწადში ავტომატურად გამოიწვევს მის დაყოფასა და დაშლას მარტივ მამრავლებად. ამა თუ იმ ჯგუფის კონსოლიდაციისათვის აუცილებელია ჰყავდეს მეორე მხარე (ოპონენტი), რომლის წინააღმდეგაც უნდა ხდებოდეს კონსოლიდაცია.

არჩევნები ჩემი ინიციატივით იმის გამო გადაიდო, რომ ოპოზიციამ მოახერხოს ძალის მოკრება, გაერთიანება, რათა შედეგს მიაღწიონ. ამისთვის მათ საკმარისი დრო აქვთ. მეორე მხრივ, ნამდვილად არ ვაპირებ არჩევნების გაყალბებას. მათ ხმები რეალურად უნდა მოიპოვონ. ჩვენ გვჭირდება, რომ ყველამ თქვას, - ეს იყო სუფთად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიო. მზად ვარ, განვიხილო, საარჩევნო კომისიების შემადგენლობის ცვლილების საკითხი, რათა არავინ იგრძნოს თავი დაჩაგრულად. არჩევნების გაყალბებას არ ვაპირებ და არც სხვას გავაყალბებინებ. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს, იარონ რეგიონებში, შეხვდნენ ხალხს. ჩვენ არჩევნები იმიტომ მოვიგეთ, რომ 230 სოფელში გავმართე შეხვედრა. ამას ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ვურჩევ, არ კმარა მხოლოდ ტელევიზიით ლაპარაკი. ხალხი იმიტომ გამომყვა, რომ პირადად ვყავდი ნანახი და მიცნობდა. ასევე უნდა მოიქცნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

- რომელი ოპოზიციური ძალა მიგაჩნიათ პერსპექტიულად?

- ახლა რთულია ამის თქმა. დღეს რომ ნახოთ, ყველას რეიტინგი ერთნაირად დაბალია, მაგრამ ციფრები შეიძლება ერთ დღეში გაიზარდოს. არ არსებობს 100-პროცენტიანი რეიტინგი ისევე, როგორც უცვლელი რეიტინგი. არსებობს მხოლოდ სწორი პოლიტიკური გათვლა და ახლა ინტუიცია უნდა გამოიჩინონ პოლიტიკურმა ძალებმა. პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ ლეიბორისტებს, „ახლებს“, „მრეწველებს“, თუკი ვინმესთან გაერთიანდებიან. თუკი ცალკე წავა არჩევნებზე, შესანიშნავი შანსი აქვს ჯუმბერ პატიაშვილს.

- რამდენიმე ტელევიზიაში ღამის საინფორმაციო გადაცემის ერთდროულად შეჩერების შემდეგ ხმა დაირხა, რომ ეს თქვენი დირექტივა იყო.

- ეს კითხვა მე არ მეკუთვნის რამდენადაც ვიცი, ეს ტელევიზიებმა ურთიერთშეთანხმებით გააკეთეს - საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ხელისუფლებას რაც მეტი საშუალება ექნება თავისი შეხედულებების გამოსათქმელად, მით უკეთესი. ხალხთან მაქსიმალური კონტაქტი ჩვენი პოზიციის დასაბუთების საუკეთესო საშუალებაა. ნეტავ ყოველ საღამოს მქონდეს შესაძლებლობა ყველას ავუხსნა, რას ვაკეთებთ. ვფიქრობ, ტელევიზიები ევროპულ სტანდარტებზე ფიქრობენ გადასვლას. დასავლეთში ინფორმაციები ყველაზე მომგებიან დროს, საღამოს გადაიცემა, ღამით კი გასართობ პროგრამებს აჩვენებენ. ერთი შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ შეუძლებელია დღეს საქართველოში ეკრანიდან პოლიტიკა გაქრეს.

- გამორიცხავთ, რომ ჩინოვნიკების დაპატიმრებების პროცესს პატიოსანი ხალხიც გადაჰყვეს და ვინმე კორუმპირებულმა პროკურორმა, თუნდაც სადმე მიყრუებულ სოფელში ან რაიონში, შანტაჟის ან დაშინების გზით ფული გამოსძალოს ან გენპროკურორთან თავის მოსაწონებლად დაიჭიროს ის ბიზნესმენი, ან მოქალაქე, რომელსაც ვთქვათ წლების წინ 2.000 ლარი არ აქვს გადახდილი ბიუჯეტში. ასეთები ხომ მრავლად არიან?

- აბსოლუტურად ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ეს არ უნდა დავუშვათ. ჯერ ერთი, გადასახადების გადაუხდელობის გამო დაპატიმრება ექსკლუზიური ზომაა - 2 ათასი ლარის გამო არავინ არ უნდა დაიჭირონ. თუმც ყველა უნდა შეეჩვიოს გადასახადების გადახდას, განსაკუთრებით ისინი, რომელთაც 2 ათასი კი არა, 2 მილიონი აქვს გადასახდელი. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყება რეპრესიები. დაპატიმრებების რაოდენობა გვიჩვენებს იმას, რაოდენ კატასტროფულ მდგომარეობაში იყო სახელმწიფო აპარატი. პრაქტიკულად, ვისაც უნდა დაადო ხელი, ყველა დასაჭერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველას დავიჭერთ. არიან კორუფციის მსხვერპლნი. საგადასახადოს ინსპექტორი თუ ამიერიდან აღარ აიღებს ქრთამს, არ გამოვეკიდებით იმას, რა გააკეთა ორი წლის წინ. მათ კი, რომლებმაც შექმნეს კორუფციის სისტემა - დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და მინისტრებმა, პასუხი უნდა აგონ. მთავარი ჩემთვის ის კი არ არის, ეს ხალხი ციხეში ჩავსვა. მთავარია, ფული მოიტანონ - ეს არის ჩემი მთავარი გეზი. ახლა შემომაქვს კანონი, რომელიც პროკურატურას საშუალებას მისცემს, თითოეულ კორუმპირებულს მითვისებული 10-15 მლნ. გადაახდევინონ და მერე შეიძლება მათი სასჯელის ვადა შემცირდეს კიდეც. ამით ისინი დაისჯებიან მორალურად და ფინანსურადაც. მაფიოზი, რომელიც ზის ციხეში და აქვს მობილური, გარეთ კი ფული, ჩემთვის ისეთივე საშიშია, როგორც გარეთ მყოფი მაფიოზი, იმიტომ, რომ ის ფულით ყველაფერს გააკეთებს. მაფიოზისგან კი, რომელსაც აღარ ექნება ფული და გარეთ იქნება, იმდენ საფრთხეს აღარ ველი.

ასევე მივიღებთ კანონს, რომელიც მხილებულ პირებს აუკრძალავს თანამდებობაზე ყოფნას. იმედი მაქვს, დაპატიმრებების რაოდენობა ამის შემდეგ შემცირდება. იმის გამო კი არა, რომ ეს მე მსურს, უბრალოდ ახალმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თანამდებობა ხელშეუხებლობის გარანტი არ იქნება.

ამას წინათ ნაციონალური მოძრობის ერთი წევრი ისე დაჰკითხეს, არაფერი ვიცოდით. ეს ძალიან კარგი ნიშანია. პროკურატურა არ უწევს ანგარიშს, ვინ რომელი გუნდის წევრია. როგორც მერე მითხრეს, იმ ადამიანს საკმარისი მტკიცებულებები რომ არ ჰქონოდა, შეიძლება დაეპატიმრებინათ კიდეც. როცა ხალხი დაინახავს, რომ მართლმსაჯულება მიუკერძოებელია, რომ მისთვის სულერთია პარტიულობა, ორიენტაცია და მეგობრობა - ეს იქნება ჩვენი მიღწევა. ყველა ჩემიანმა იცის, თუკი რომელიმე მათგანი კორუფციაში გაერევა, არ დავინდობ.

- შეუძლებელია, თქვენ გვერდით ყველა სუფთა იყოს.

- რა თქმა უნდა და ისინი უთუოდ პასუხს აგებენ. ჩვენი ამოცანა არ არის ხალხს დავერიოთ. მოქალაქეები მსხვერპლნი არიან. მხოლოდ დაპატიმრებები საქმეს არ შველის. რეფორმებია საჭირო. არ გვჭირდება ამდენი საგადასახადო ინსპექტორი, მაგრამ ამ სამსახურში თანამშრომლების შერჩევა ობიექტურად უნდა მოხდეს. აუცილებელია, მაღალი ხელფასი ჰქონდეთ. მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეთ საგზაო ინსპექტორებსაც...

დაპატიმრებები ვრცელდება არა მხოლოდ თანამდებობების პირებზე, უპირველესად ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელებზეც. მნიშვნელოვანი რამ მოხდა სამეგრელოში. ცენტრალური ხელისუფლება პირველად ჩავიდა იქ არა როგორც დამრბევი, არამედ როგორც ხალხის დამცველი. გახარებული ხალხი გვეგებებოდა და თავიანთ დამცველებად გვთვლიდა. იგივე იქნება სვანეთში, კახეთში, სამტრედიაში, სადაც ბანდები მოქმედებენ. გათავხედებული ბანდიტების შიშით ზუგდიდში ავტობუსი ვერ გამოდიოდა ქუჩაში. მათ წინააღმდეგ ჯოხის კანონი ამოქმედდება. წინა ხელისუფლება კი ამ ხალხს ეუბნებოდა, - სააკაშვილი რომ წამოვა, ესროლეთ და ამით ხელშეუხებლობას მიიღებთო. მოდი, ერთად ჩავებათ კონტრაბანდაში. რომ ავხსნათ თქვენი არსებობა, დაგარქმევთ პარტიზანებსო. რა პარტიზანია ასფალტის პარტიზანი, რომელიც არასოდეს ყოფილა იქ, სადაც უნდა იყოს წესით. ისინი არიან ჩვეულებრივი ყაჩაღები, რომლებიც საკუთარ ხელისუფლებას არბევენ.

- დღეს ბიზნესმენები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ... ამდენი ხნის განმავლობაში მათ არ ჰქონიათ სუფთა ბუღალტერია და ფიქრობენ, რა მნიშვნელობა აქვს ახლა რომ გადავიხადო, თუ მოდავება უნდათ ველზე, მაინც მომედავებიანო. ხომ არ ფიქრობთ, დაიდოს ზღვარი, რომ ამა თუ იმ თვის ან რიცხვის შემდეგ ვინც არ გადაიხდის გადასახადს, ის დაისაჯოს, მანამდე თუ რამ დარღვევა ჰქონდათ გადამხდელებს, ამაზე პასუხი არ მოსთხოვოთ... ასეთ დროს ე.წ. საფინანსო „ამნისტია“ მიღებული ფორმაა მსოფლიოში.

- ვაპირებთ საგადასახადო სისტემის შეცვლას, მაგრამ საყოველთაო ამნისტიის წინააღმდეგი ვარ. ზღვრის გავლებას ჩვენც ვფიქრობთ, მაგრამ რა ერქმევა ამას, ზუსტად არ ვიცი. საგადასახადო სისტემა უთუოდ გამარტივდება. 10 გადასახადის ნაცვლად ალბათ 2 უნდა დარჩეს... საგადასახადო ინსპექტორს აღარ ექნება საშუალება გადასახადის გადამხდელი დააშანტაჟოს. რაც მეტი გადაიხდის ბიუჯეტში, მით მეტად იქნება გადას სახადის შემცირების საშუალება. ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი ბიზნესი ექნება ბიზნესმენს, მით მეტი უნდა გადაიხადოს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი რაც შეიძლება ნაკლები გადასახადი ჰქონდეს.

- ამბობენ ვარდების რევოლუციაში დახმარების სანაცვლოდ ჯორჯ სოროსს საქართველოს რკინიგზას, პორტსა და აეროდრომებს უმიზნებსო...

- ჯორჯ სოროსი საქართველოს მეგობარია. ის აქედან არაფერს არ წაიღებს. მას სრულიად არ აინტერესებს ფინანსურად საქართველო. დღეს, საქართველოში არ არის დიდი შემოსავლები. მისი პრინციპია - სადაც მუშაობს როგორც ფილანთროპი, იქ არ მუშაობს როგორც ბიზნესმენი. იგი უფრო მორალურად დაეხმარება საქართველოს, ვიდრე ფინანსურად. არ მგონია, რომ „კმარას“ მაისურებს, პლაკატებისა და კლიპების დაფინანსებას შეეცვალა ვითარება საქართველოში. კარგი ქნა, რომ მან ხელფასების ფონდში გადარიცხა თანხა, მაგრამ სოროსი არის ერთ-ერთი გადამრიცხავი დაახლოებით 30 გადამრიცხავიდან. მათ შორის არიან კერძო პირებიც, ხალხი, რომელსაც სურს ანონიმურად დაეხმაროს ამ ფონდს. რაც მთავარია, ამ თანხების ხარჯვა გამჭვირვალე იქნება. მებაჟეებს, ავტოინსპექტორებსა და საგადასახადოს თანამშრომლებს მაღალი ხელფასები უნდა ჰქონდეთ. გამიხარდებოდა, მასწავლებლებსაც რომ ვუზრდიდეთ ხელფასებს, მაგრამ ეს ჯერჯერობით, შეუძლებელია. სახელფასო ფონდში ჩვენ თანხებს გაეროს განვითარების ფონდიც გვირიცხავს. თავდაპირველად ამბობდნენ, ფულს იმ ექსპერტებსა და უცხოელებს გადავუხდით, რომლებიც არ იმუშავებენ მთავრობაშიო. ამაზე უარი ვუთხარი - თუ თქვენ 1 მლნ. დოლარს იმ ხალხს აძლევთ, რომელთაც თავიანთი ქვეყნისთვის არ უნდა იმუშაონ და მხოლოდ ექსპერტები უნდა იყვნენ, ასეთი დახმარება არ გვჭირდება-მეთქი. ამის შემდეგ მათ შეცვალეს პროგრამა, ზემოთხსენებული 3 კატეგორიის თანამშრომლებისთვის გადაწყვიტეს ხელფასის გადახდა და მივიღეთ კიდეც მათი დახმარება. ძველად ყველანაირ ფულს ჩააფრინდებოდა მთავრობა ორივე ხელით. დახმარება არ უნდა იქცეს ტროას ცხენად. დახმარება ქვეყანას უნდა წაადგეს.

- საგანგაშო ინფორმაციები მოდის წალკის რაიონიდან. როგორ აპირებთ იქაური დაძაბულობის გაუვნებელყოფას?

- ეტყობა, იქ გამგებელი კარგად ვერ მუშაობდა. შეუძლებელია ამდენი კონფლიქტი ერთბაშად წარმოქმნილიყო. ეს რთული რეგიონია, იქ მწვავე ეთნიკური პრობლემებია, მაგრამ ყველა ეროვნების ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. კანონი ყველა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს ერთნაირად სჯის და ერთნაირად იცავს. ეს პრინციპი მთელ ქვემო ქართლში იყო დარღვეული. დაძაბულობის მეორე მიზეზი მძიმე სოციალური ფონია. ახალქალაქი მოწყვეტილია მთელ საქართველოს. როგორც კი საკმარისი სახსრები გამოჩნდება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვ ვის, რომ ეს რეგიონი დანარჩენ საქართველოს და დედაქალაქს მივაბათ. გზა რომ გაკეთდეს წალკის გავლით, ახალქალაქამდე 70 კილომეტრიღა დარჩება (დღეს 300 კმ-ის გავლაა საჭირო იქ ჩასასვლელად) და ამით მთელი რეგიონი გაცოცხლდება. სულ მესმის წალკასა და ახალქალაქში დაძაბულობააო. ამის მიზეზი არის უგზოობა, ინფრასტრუქტურის უქონლობა, ხალხი გაღატაკებულია და დარწმუნებული, რომ მათზე სახელმწიფოში არავინ ზრუნავს. ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოთ.

- რას ელით რუსეთში ვიზიტისგან?

- სასწაულს არ ველოდები. ღმერთმა ქნას, საქართველოსთვის სასიკეთოდ შემოტრიალდეს ყველაფერი. საქართველოს იმიჯი რუსეთში უკიდურესად შერყეულია. ეს იმდენად საქართველოს ბრალი კი არა, იმ განწყობის წყალობაა, რომ საქართველო არის მოღალატე, რომელიც რუსეთს მისთვის ძალზე ცუდ პერიოდში განუდგა. ყველაფერი ეს ახლა განზე უნდა გადავდოთ. ახალი ურთიერთობები უნდა დავამყაროთ. პუტინი პრაგმატიკოსია. მან ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 და 3 რუსეთზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა რუსული საზოგადოების აზრის შეცვლაა. სერიოზულ ცვლილებებს ველი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ. ჩვენ მზად ვართ ნაბიჯები გადავდგათ თანამშრომლობისაკენ. ინაუგურაციის ცერემონიის დროს მე ხელი გავუწოდე რუსეთს. ეს აჩვენა მსოფლიოს ყველა ტელეკომპანიამ, მაგრამ ეს არ გადასცა რუსეთის არც ერთმა ტელეარხმა. თითქოს რუსეთს არ უნდა დაენახა, რომ ჩვენ მის მიმართ კეთილგანწყობილნი ვართ. რუსეთი ჩვენი პარტნიორია, მასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ჩვენ ერთიან კულტურულ სივრცეში ვართ, ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან დაბოლოს, ის არის ჩვენი ძირითადი ბაზარი. მეორე მხრივ, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. კარგია, რომ ასეთი მეზობელი გვყავს და ამას გამოყენება უნდა.

პუტინთან შეხვედრისას უთუოდ ვილაპარაკებთ აფხაზეთზეც, მაგრამ ამ საკითხშიც არ ველი სასწაულებს. აფხაზეთის საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ბევრად უფრო ძლიერი და მდიდარი სახელმწიფო, ბევრად უფრო გამართული და შეიარაღებული ძალები და, ბუნებრივია, აფხაზეთშიც უნდა იყოს განწყობა საიმისოდ, რომ მოგველაპარაკონ. თავად რუსეთი კი არ უნდა ჩაერიოს აფხაზეთის საკითხში - მეტიც, ჩვენს შინაურ საქმეებში აღარასოდეს უნდა ჩაერიოს უარყოფითად. პუტინის გამონათქვამებიდანაც გამოსჭვივის, რომ მას აქვს საქართველოს საქმეებში ჩარევის სურვილი. ვფიქრობ, შევარდნაძის შემდეგ, რუსეთს ჯერ არც აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.

- რევოლუციას ბევრი საეჭვო პირი მიეტმასნა. ზოგი რაიონულ ორგანიზაციებსაც ჩაუდგა სათავეში. როგორ აპირებთ ამ ხალხთან ურთიერთობას?

- ჩვენი მოძრაობის ოდნავ დაჭაობებასაც არ დავუშვებ. დღეს საქართველოს ბოლო შანსი აქვს. არ შეიძლება ხალხის იმედის გამტყუნება. სახელმწიფო აპარატში მუდმივი წმენდა, შიდა კონტროლი იქნება. შესაძლოა დღეს ბევრი კორუმპირებული და ყაჩაღი ფიქრობდეს, - მთავარია, ხელისუფლების მიმართ ლოიალობა გამოვიჩინოთ და ყველაფერი გვეპატიებაო. თუ ფიქრობენ, რაკი ერთგულების რიტუალი შევასრულეთ, ძველებურად გავაგრძელებთ ცხოვრებას და თავზე ხელს გადაგვისვამენო, ცდებიან. ერთხელ, მეორედ, მესამედ რომ წაიტეხენ ცხვირს, მერე მიხვდებიან და დაგვიწყებენ ბრძოლას. ამას ყველა დაინახავს. სულაც არ მინდა, მათ ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლონ. ე.ი. რაღაც არასწორად გავაკეთეთ. ისინი ჩვენგან ნამდვილად ვერ მიიღებენ იმას, რისი იმედიც აქვთ. ჩვენ ე.წ. ბიზნეს ელიტას ვუთხარით, - კი არ დაგერევით და ქონებას კი არ წაგართმევთ, არამედ თამაშის ახალ წესებს გთავაზობთ. ერთი თუ იხდის გადასახადს, მეორემაც უნდა გადაიხადოს. ექსკლუზივი არავის ექნება. ეს ავტომატურად გამოიწვევს ამ შემადგენლობის განახევრებას და ჩიხიდანაც ეს გამოიყვანს ქვეყანას.

- ხშირად გაისმის, რას უპირებს ახალი ხელისუფლება შევარდნაძეს, მის მინისტრებს რომ იჭერს, მას გაასამართლებენ თუ არაო?

- ბუნებრივია, ის უწყობდა ხელს ამ ხალხს, მაგრამ საქართველომ შექმნა უნიკალური პრეცედენტი - რაკი ეს კაცი არ შევჭამეთ და არ გადავყლაპეთ, ბევრი სხვა ქვეყნის ოპოზიცია გვეუბნება - ასე გააგრძელეთ, ეს მოგვცემს საშუალებას ჩვენი ლიდერებიც ასე გავუშვათო. თუ ქვეყნების ლიდერებს ექნებათ განცდა, რომ ხვალ დაკლავენ, თავს მოაჭრიან ან ციხეში ჩასვამენ, ისინი არ წავლენ თანამდებობიდან. ჩემი პოზიცია ასეთია - შურისძიებას არ ვაპირებ, მაგრამ არის მეორე საკითხი - მე კანონზე მაღლა არ ვდგავარ. თუ კანონი გადაწყვეტს, წინ ვერ აღვუდგები. არ გამოვრიცხავ, შესაძლოა კანონიც შევცვალოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ტიპის შურისძიება. თუმცა არის ზნეობრივი პრობლემაც, - დღეს შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი ზოგიერთი მინისტრი გაიძახის, - ჩვენ რა ვქნათ, შევარდნაძე გვავალებდაო - ვფიქრობ, ეს ნამდვილად არის ზნეობრივი პრობლემა.

- თქვენი მისამართით სხვადასხვაგვარი შეფასებები გაისმის - როგორ იღებთ ქებას და კრიტიკას?

- ქებას ძალიან გულგრილად ვიღებ. რაც შეეხება კრიტიკას - ინაუგურაციის მეხუთე დღესვე დამიწყეს ლანძღვა ყველა იმ ტერმინით, როგორითაც ლანძღავდნენ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე თვეს. ეს ბუნებრივიც იყო - როდესაც მკვეთრ მოქმედებებზე გადადიხარ, შემოტევა, ლანძღვა-გინება (თუნდაც დაუმსახურებელი) ყოველთვის იქნება. მაგრამ კრიტიკა სასარგებლოა. ლანძღვის საწინააღმდეგოდ კი სქელი კანი გამოვიმუშავე. შევარდნაძის დროს ისე ვყავარ ნალანძღი მის საყვარელ მწერლებს და პოეტებს, რომ ეს აღარც მაღელვებს.

- ყველაზე მეტად მეზიზღება მლიქვნელები, ეს იციან ჩემმა მეგობრებმაც. საკმარისია ასეთი ადამიანი ერთხელ მლიქვნელურად დამელაპარაკოს ტელეფონით, მეორედ აღარ ვუპასუხებ. გარშემო მყავს ისეთი ადამიანები, რომელთაც სრულიად არ იციან კომპლიმენტების თქმა. ის, ვინც მემლიქვნელება, უსათუოდ სისხლს წოვს ვიღაცას, მასზე ქვემოთ მდგომს. მე მიყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველასთან ერთნაირები არიან, მლიქვნელები კი, ჩემი აზრით, მახინჯები არიან. რაც ნაკლები მახინჯი იქნება სახელმწიფო აპარატში, მით უკეთ იცხოვრებს ხალხი.

იზო რიკაძე

„ყველაზე მეტად მეზიზღება მლიქვნელები“ / „მინდა ოპოზიცია გაერთიანდეს და შევიდეს პარლამენტში“ / ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან // კვირის პალიტრა. - 2004. - 9 თებერვალი. - N6 (466). - 7,11 გვ.

14 საქართველოსა და რუსეთს შორის დათბობის პერიოდი დაიწყო

▲ზევით დაბრუნება


„რუსეთის პრეზიდენტთან ოთხსაათიანი ნაყოფიერი მოლაპარაკება გავმართეთ. მე ადრე ვამბობდი, რომ ამ ვიზიტის დროს ყველა პრობლემის გადაწყვეტას არ ველოდი, მაგრამ მქონდა სურვილი, შექმნილიყო ურთიერთდამოკიდებულების უფრო უშუალო, უფრო მეგობრული ვითარება, რამდენიმე წლის სუსხიანი ურთიერთობის ნაცვლად. დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დათბობის პერიოდი დაიწყება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იტარ-ტასში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მოსკოვში მისი სამუშაო ვიზიტის შედეგებს მიეძღვნა.

შესავალ სიტყვაში საქართველოს ლიდერმა აცნობა ჟურნალისტებს, რომ კრემლში მხარეებმა „განიხილეს საკითხების სპექტრი. ჩვენ შევთანხმდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ჩვენი მოქმედების კოორდინაციაზე. განვიხილეთ ჩვენი საზღვრების ერთობლივი დაცვის სანქცირების შესაძლო დოკუმენტები, ამასთან, აფხაზეთში მოწესრიგების პროცესის გააქტიურება. განვიხილეთ ეკონომიკის საკითხები. კერძოდ, საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის პრობლემა, აგრეთვე, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში ჩვენი მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის საკითხი“, - თქვა სააკაშვილმა. „ჩემი ძირითადი შთაბეჭდილება, - ხაზი გაუსვა მან, - ეს არის გულგახსნილობა რუსეთის პრეზიდენტის და კონსტრუქტულობა მოლაპარაკებებ ბისა, რომლებიც გავმართე მინისტრებთან, კერძოდ, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.“

„ჩემს ინაუგურაციაზე განვაცხადე, რომ რუსეთს მეგობრობის ხელს ვუწვდით. დღეს მე მივიღე პირველი დასტური იმისა, რომ ეს ხელი ჰაერში გაწვდილი არ დარჩა. ვფიქრობ, რომ მალე ეს მაგარ ხელის ჩამორთმევად იქცევა“, - დაასკვნა საქართველოს მეთაურმა.

შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა:

- რა შედეგი მოჰყვება თქვენს მოლაპარაკებებს მოსკოვში.

- ვფიქრობ, რომ შედეგად შეიქმნება უფრო დიდი ურთიე ერთნდობის ატმოსფერო. უნდა ვთქვა, რომ ჩემს წინამორბედს რუსეთთან ურთიერთობაში დიდი პრობლემები ჰქონდა. ვთვლი, რომ მე მსგავსი პრობლემები არ მაწუხებს. არ მადევს წარსულის ტვირთი ჩვენს სახელმწიფოებს შორის ჩამოყალიბ ბებული ჩემთვის გაუგებარი ურთიერთობების, რაღაც ცრურწმენათა ან რუსეთში განვითარებულ მოვლენათა მიმართ ეჭვიანობის ტვირთი. ვლადიმერ ვლადიმერის ძე გულახდილი ადამიანია და მე ეს ვიგრძენი. და ჩვენი შეხვედრის ხანგრძლივობის მიუხედავად, მე არ დავღლილვარ, მოხარული ვიყავი იმ კონკრეტულობის და გარკვეულობისა, რაც ჩვენი საუბრის დროს ჩამოყალიბდა.

- დაასახელეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ფუნქციონირების კონკრეტული ვადები. დაასახელებდით მათი გაყვანის ვადებს, რომლებიც თქვენთვის არის მისაღები?

- ეს საკითხი ვაჭრობის თემა არ არის. ეს საკითხი სტამბოლის შეთანხმებებით არის გადაწყვეტილი. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვუთხარით, რომ არ შეიძლება, ეს საკითხი ჩვენი ურთიერთობების მთავარ საკითხად ვაქციოთ. არ არის საჭირო, რომ ამ საკითხმა გააუარესოს ჩვენი ურთიერთობები. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ არა მხოლოდ სასაზღვრო უწყებებმა, არამედ თავდაცვის უწყებებმაც. გულახდილად გეტყვით, რომ საქართველოს თავდაცვის წინა მინისტრს გართულებული ურთიერთობა ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან.

ამჟამად ჩვენ ვაპირებთ, კონსტრუქციულად მივუდგეთ ამ საკითხებს. ჩვენ მოვილაპარაკეთ ქართველი ოფიცრების რუსეთის სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში მომზადების თაობაზე. უახლოეს კვირებში გამოვაგზავნით ოფიცრების სიას, რომლებმაც სამხედრო აკადემიებში უნდა ისწავლონ. სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციებსაც გავცვლით ერთმანეთში.

ჩვენთვის ტერორისტები ისეთივე პრობლემაა, როგორც რუსეთისათვის. ჩვენც გვსურს, გავთავისუფლდეთ მათგან, ან ისეთი პირობები შევქმნათ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ მშვიდად და თავისუფლად იყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამ, რომ უშიშროების საკითხებში საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა იყოს მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა და რუსეთს არ უნდა მიაჩნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. მე ვაცხადებ, რომ რუსეთის ბაზების გაყვანის შემდეგ, საქართველო თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების რაიმე ბაზის განლაგებას აუცილებელ საჭიროებად არ მიიჩნევს.

- განიხილეთ თუ არა სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხები?

- ეს საკითხი საზღვრის ერთობლივად დაცვის საკითხის პარალელურად გადაწყდება. მაგრამ პირველ ეტაპზე ჩვენ სავიზო რეჟიმის გამარტივება შევთავაზეთ. გავხადოთ იგი ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, რუსეთსა და თურქეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის. საამისო დავალება მიცემულია. გეთანხმებით, რომ შექმნილი სიტუაცია მხოლოდ წამლავს ჩვენს ურთიერთობებს. გარკვეული დროის შემდეგ ეს პრობლემა გადაწყდება.

- კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, პრემიერის პოსტის შემოღებასთან და რუსეთის ბაზების ყოფნასთან დაკავშირებული კამათის შემდეგ, რომელი შიდაპოლიტიკური პრობლემები გრჩებათ?

- უმჯობესია მკითხოთ, რომელი არა გვრჩება. პრობლემა ბევრია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველოს ახლანდელი მთავრობა, პრეზიდენტი გაცილებით უკეთ აკონტროლებენ სიტუაციას ქვეყანაში, ვიდრე ადრინდელი, ქმედუუნარო, შევარდნაძის საძულველი მთავრობა. ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ბრძოლა კორუფციასთან. არა მხოლოდ დავიჭირეთ მთავარი მინისტრები, არამედ ვცვლით სისტემას, რომლის დროსაც ყალიბდებოდა კორუფცია.

ერთდროულად დავიწყეთ ბრძოლა ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და გავანადგურეთ რამდენიმე ბანდა, „კანონიერი ქურდებიდან“ შეიარაღებულ ფორმირებებამდე. ვიწყებთ მუშაობას საგადასახადო სისტემაზე. იგი, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის ბიზნესს უნდა შეეხოს. მე მსურს, რომ იგი მძლავრად შემოვიდეს საქართველოში. ეს ჩვენთვის მომგებიანია, რადგან შეიქმნება სამუშაო ადგილები. თან, რუსეთისთვისაც მომგებიანია. როცა ჩვენ მრავალი ძაფი დაგვაკავშირებს, პოლიტიკოსები ბევრად უფრო რაციონალურად იმოქმედებენ, მთავარია, ისეთ სისულელეებს არ გააკეთებენ, როგორსაც ადრე აკეთებდნენ.

- თქვენ ლაპარაკობდით ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. რის ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს საქონელბრუნვა?

- ჯერ ერთი, დღეს გაიმართა სერიოზული მოლაპარაკება რაო ეეს-თან საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობათა შესახებ, თურქეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლივ ექსპლუატიაციაზე. ჩვენ ამჟამად ელექტროენერგია შემოგვაქვს, მაგრამ პოტენციურად მისი ექსპორტირება შეგვიძლია. არის ზოგიერთი პრობლემა იტერას კომპანიასთან საქართველოსთვის გაზის მოწოდების საქმეში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი პოლიტიკისგან უნდა გავწმინდოთ.

მე შევხვდი წამყვან რუს ბიზნესმენებს და ისინი დამთანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ბიზნესის დიდ კონფერენციაში, რომელიც თბილისში გაიმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტიცია, თუნდაც 50 ათასი დოლარის ოდენობის. მაგრამ სწორედ ისინი მოგვიტანს მომავალში მილიონებს. დღეს რუსეთის კაპიტალი კვიპროსში მიედინება. მინდა გითხრათ, რომ საქართველო უფრო ახლოს არის, იგი უფრო ნაცნობი და გასაგებია და, თუ გნებავთ, უფრო საინტერესოც. ჩვენ ჩვენი მიმზიდველობა გვაქვს. მე პირადად დავიცავ ინვესტიციებს ქვეყანაში.

- აღმოაჩინეთ რუსეთის ახალი მიდგომები აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში?

- დიახ, არის სურვილი, განახორციელონ უფრო ენერგიული მოქმედება. რუსეთს არ სურს, შეგვიქმნას შიდა პრობლემები. წინა ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, რუსეთი არა მარტო არ შეგვიქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს, არამედ პირიქით, მოაწესრიგებს ამგვარ სიტუაციებს. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მე რუსეთის პრეზიდენტისგან მოვისმინე, არ გავს იმპერიულ ჰეგემონიზმს, რომელიც 90-ანი წლების რუსეთის პოლიტიკისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ძალიან დადებითი მომენტია.

რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გავაძლიერებთ ჟენევისა და სოჭის მოლაპარაკებებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დევნილები დაბრუნდნენ, განვახორციელებთ ეკონომიკურ რეაბილიტაციას. ეს წელი ენერგიული მოქმედების წელიწადი იქნება კონფლიქტებთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზეთშიც მოსალოდნელია ხელმძღვანელობის შეცვლა, რუსეთში მარტში პრეზიდენტის არჩევნებია. მგონია, რომ ყველას გვაქვს სურვილი, უფრო ენერგიულად ვიმოძრაოთ ერთ თმანეთისკენ.

- როგორ ყალიბდება ურთიერთობა აზერბაიჯანთან?

- სტაბილურად, არაჩვეულებრივად! ურთიერთობა თბილია. იქ ხელმძღვანელად მივიდა ახალი თაობის კაცი. მე და ილჰამ ალიევს ბევრი რამ გვაქვს მსგავსი და საერთო. ბევრ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ, თუმცა ჩვენი ქვეყნები განსხვავებულია.

- იგეგმება პუტინის ვიზიტი საქართველოში?

- დიახ, ასეთი ვიზიტი შემოდგომისთვის იგეგმება, როდესაც ხელს მოვაწერთ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მრავალ სფეროს მოაწესრიგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისიც არის, რომ მე მოვიწვიე ვლადიმირ ვლად დიმირის ძე სამთო თხილამურებზე სასრიალოდ, ოღონდ ერთი პირობით: მას შემდეგ ჩამოვიდეს, რაც მე კარგად ვივარჯიშებ, რომ არ შევრცხვე, სახე ლაფში, უფრო ზუსტად თოვლში რომ არ ჩავრგო რუსეთის პრეზიდენტის წინაშე.

- თქვენი მოლაპარაკების დროს შეეხეთ თუ არა ჩეჩნეთთან საზღვარზე უსაფრთხოების პრობლემას. გქონდათ თუ არა უთანხმოება?

- ამ თემას არავითარი უთანხმოება არ გამოუწვევია. საზღვრის ამ რაიონში ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მიდგომები. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვმართავთ საქართველოს, ჩვენ გავააქტიურეთ მოქმედება იმ რაიონში. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში საზღვარზე გაჩნდეს რაღაც ერთობლივი სტრუქტურები, ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლისათვის. ჩეჩენი ბანდიტები ტერორისტების ის კატეგორიაა, რომელთა იზოლაცია ჩვენი მოვალეობაა. ისინი საშიშნი არიან ყველა ქართული ოჯახისათვის. სასაზღვრო ზონაში ჩვენი თანამშრომლობა ღია იქნება.

- უკვე განსაზღვრეთ ევროკავშირსა და ნატოში შესვლის თქვენი ვადები. რას ელით ასეთი ნაბიჯისგან?

- მე არა ვარ პრორუსული პრეზიდენტი, არც პროამერიკული. მე სუვერენული საქართველოს პრეზიდენტი ვარ. და ჩვენ ვესწრაფვით ყველა ევროპულ სტრუქტურაში ინტეგრირებას. ამას გავაკეთებთ ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც ჩვენი შესაძლებლობები მოგვცემს. ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირება ჩვენ რუსეთთან ერთად გვსურს, ან, ყოველ შემთხვევაში, ისე, რომ რუსეთს არ დავცილდეთ. ჩვენი ინტეგრაცია არასოდეს იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ეს ჩვენი მტკიცე გად დაწყვეტილებაა, რადგან ეს არის ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკური აყვავებისა და განვითარების გასაღები. ეს ესმის არა მარტო საქართველოს პრეზიდენტს, არამედ ნებისმიერ ქართულ ოჯახს.

- ავტონომიების მიმართ რა ღონისძიებები განხორციელდება?

- პრობლემა მხოლოდ ერთ ავტონომიასთან გვაქვს - აფხაზეთთან. რაც შეეხება აჭარას, ეს გამოგონილი პრობლემაა. კი, მქონდა მე პირადი პრობლემები აჭარის ხელმძღვანელთან: არც მას ვუყვარდი, არც მე მქონდა მეგობრული გრძნობები მის მიმართ. სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებში ჩვენ ამჟამად სრული თანხმობა გვაქვს. დავძლიეთ ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური ასპექტის ზოგიერთი წინააღმდეგობა.

მაგრამ სხვა საკითხია, რომ აჭარის მოსახლეობის ნაწილს თავისი აზრი და პოლიტიკური შეხედულებები აქვს. მე არ შემ მიძლია, ვუბრძანო მათ, უყვარდეთ ან არ უყვარდეთ ადგილობრივი ხელმძღვანელი - ეს მათი გადასაწყვეტია. ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მე არასოდეს ვერევი - არც თბილისში, არც ბათუმში. მალე გაიმართება პარლამენტის არჩევნები და ჩვენ გავიგებთ, ვის უჭერს მხარს ადგილობრივი მოსახლეობა. საპრეზიდენტო არჩევნებზე აჭარაში მე ხმა მომცა თითქმის 90-მა პროცენტმა.

- რა თემებზე გქონდათ თქვენ და პუტინს განსხვავებული აზრი?

- მაგალითად, პუტინს მიაჩნია, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, იყო გადატრიალება. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე უფრო ლამაზი რევოლუცია, რაც კი ბოლო 300 წელიწადში მომხდარა მთელს მსოფლიოში. აქ ჩვენი შეხედულებანი არ დაემთხვა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გაკვირვებული ვიყავი იმით, თუ რა იოლად გავუგეთ ერთმანეთს. იყო, არ დაგიმალავთ, პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისთვის მზად არ ვიყავი. ჰქონდა ისეთი საკითხები პუტინსაც, რომელთაც ახლა მან სულ სხვაგვარად შეხედა.

ძირითადად, ამდენი წლის გაუცხოების შემდეგ, იმდენად გულახდილი იყო ეს შეხვედრა, რომ მე კიდეც შევცბუნდი. მოლაპარაკების კლიმატი ასეთი იყო: თუ არის საკითხები, რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, არ მოვაქციოთ ისინი ჩვენი ურთიერთობის სათავეში. მოდით, გადავწყვიტოთ დანარჩენები და პრობლემები თავისთავად მოიხსნება.

- როგორია შევარდნაძის შემდგომი პოლიტიკური ბედი?

- იგი მემუარებს დაწერს. ვიმედოვნებ, რომ წარმატებით გაიყიდება, და იგი ცოტაოდენ ფულს მიიღებს, მაგრამ სათუოა, მომავალში სახელმწიფო მოღვაწე გახდეს.

- და მაინც არის თუ არა იმის ალბათობა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება ამერიკული ბაზები?

- არავითარი ალბათობა არ არსებობს. ჩვენ ასეთ საკითხს არც განვიხილავთ. ყველა მშვიდად უნდა იყოს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დათბობის პერიოდი დაიწყო // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 13 თებერვალი. - N36 (4765). - 3 გვ.

15 ქართველებს სურთ დაძლიონ წარსულის ინერცია, იმეგობრონ რუსეთთან და ისინი ამისთვის მზად არიან

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრება
„ეხო მოსკვის“ წამყვანი ალექსეი ვენედიქტოვი

- საღამო მშვიდობისა. დღეს ჩვენ ნამდვილად ინფორმირებული თანამოსაუბრე გვყავს - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ბატონო პრეზიდენტო, დღეს თქვენ წარმოთქვით ის ფრაზა, რომელსაც ამბობდით თბილისიდან გამოფრენის წინ: საქართველოდან ჩამოფრინდით გამოწვდილი ხელით. ცნობილია, რომ ეს ორგვარად შეიძლება გაიგოს ხალხმა. ერთი მნიშვნელობაა ხელის ჩამორთმევა, მეორე კი - რაღაც თხოვნა. რა მნიშვნელობით შეიძლება აღვიქვათ ეს გამოწვდილი ხელი, რა გსურთ რუსეთისგან?

- ჩვენ გამოგიწოდეთ მეგობრობის ხელი. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს, უნდა ითქვას, ეს საქართველოს პრეზიდენტისათვის მართლაც რომ უჩვეულო ჟესტია, რადგან მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რომ მოგეწყოთ თუ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ჩვენთან იყო ომი, ნგრევა, ამ კითხვას ძალზე ბევრი მოქალაქე უპასუხებდა, რომ ამაში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე. ასე რომ, ინაუგურაციის დროს, ამ ცერემონიას კი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე მინისტრი, დელეგაციათა ხელმძღვანელები, მათ შორის ძალზედ მნიშვნელოვანი სტუმრები - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი და სხვები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ვუწვდით მეგობრობის ხელს რუსეთს. ათი ათასობით ადამიანი, რომელიც იმ დღეს შეკრებილი იყო რუსთაველის პროსპექტზე, ჩემი გამოსვლის სწორედ ამ ადგილს, ჩემთვის მოულოდნელად, მქუხარე ტაშით შეხვდა. და ეს საკმაოდ ნიშანდობლივიც არის, რადგან გაირკვა, რომ ქართველებს სურთ დაძლიონ წარსულის ინერცია, იმეგობრონ რუსეთთან და ისინი ამისთვის მზად არიან. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ რუსეთის თითქმის არც ერთ ტელეარხს ჩემი ეს ჟესტი არ უჩვენებია. იგი გადასცეს „სი-ენ-ენ-მა“, „ბი-ბი-სიმ“, და სხვებმა.

- ეს სიფრთხილით შეიძლება აიხსნას. როცა ჩვენი გადაცემისათვის ვემზადებოდი, ხელთ მქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. ეს გამოკითხვა განხორციელდა მიმდინარე წლის იანვარში. უნდა გითხრათ, რომ მისი შედეგები საკმაოდ არასასიამოვნო უნდა იყოს თქვენთვის: გამოკითხულთა 61 პროცენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უწოდა ცივი ან დაძაბული და მხოლოდ 20 პროცენტს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა კეთილმეზობლურია.

- უნდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები მართალი არიან, განსაკუთრებით, ისინი მართლები იყვნენ იანვარში და ეს ყველა გასულ წელსაც ეხება. ნამდვილად, ჩვენი ურთიერთობა ნორმალური არ იყო. მას არათუ თბილს, არამედ ნორმალურად გრილსაც კი ვერ ვუწოდებდით. ეს, უბრალოდ, საშინელი ურთიერთობა იყო. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნორმალური, კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა დავძლიოთ ის ფსიქოზი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს იმპულსიურობის, ემოციების დონეზე ჩვენს ურთიერთობაში. მრავალი რუსის გულში საქართველოს მიჩენ ნილი აქვს პატარა სენტიმენტალური კუნჭული, და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არსებობს ერთიანი ადამიანური სივრცე, ჩვენ გვაერთიანებს კულტურული სივრცე, საერთო ისტორია, სარწმუნოება, მართლმად დიდებლობა.

- ერთი საინტერესო ფაქტი. ჰკითხეს ჩვენს თანამემამულეებს, რუსეთელებს - ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას რა პრობლემა ართულებს. და ისინი პოლიტიკოსები კი არა, უბრალოდ ქუჩაში გამოკითხული ადამიანები იყვნენ. გამოკითხულთა 43 პროცენტმა აღნიშნა, რომ მთავარია ეგრეთ წოდებული ჩეჩნეთის პრობლემა - საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენ მოთარეშეთა ბაზების არსებობა. ასე მიაჩნიათ რუსეთის მოქალაქეებს. რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა თქვენ გისმენენ?

- რუსეთის მოქალაქეები ისევე ფიქრობენ, როგორც რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

- ყოველთვის ჩვენ ვართ დამნაშავე. მოდით, ბატონო პრეზიდენტო, ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ.

- მე სხვა რამ მინდა გითხრათ, მე თქვენ არ გადანაშაულებთ, სხვათა შორის, პრინციპში, თქვენ მართალი იყავით. საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად ხდებოდა მოთარეშეების გადაადგილება, შევარდნაძის მთავრობა მართლაც არაერთმნიშვნელოვნად ეკიდებოდა ამ ადამიანებს, ბუნებრივია, ამან მოუტანა ზიანი რუსეთის და არა იმდენად რუსეთის, რამდენად ჩვენს ინტერესებსაც. როცა ამ ორიოდე დღის წინ მოსკოვში მოხდა ტერორისტული აქტი, მე ისევე, როგორც მრავალი ქართველი, სულით ხორცამდე შეგვძრა. და ეს მხოლოდ თანაგრძნობა როდი იყო. ჩვენ შეგვძრა ტრაგედიამ, რომელიც მოხდა აქ, რომლებიც ხდება რეგულარულად, რომლებიც უკავშირდება ტერორიზმის პრობლემას. და ჩვენ ვგრძნობთ, რომ არც ჩვენ ვართ დაცული, რადგან ჩვენც ხომ ამ რეგიონის ნაწილი ვართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები საიმისოდ, რომ საქართველო გამოგვეცხადებინა ტერორისტებისგან, ყველა ჯურის საეჭვო ადამიანებისგან თავისუფალ ზონად და ამ თვალსაზრისით შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ჩვენ, ბუნებრივია, თანაგრძნობით ვეკიდებით ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ავადმყოფ და დაუცველ ადამიანებს. მაგრამ, ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი, რა ეროვნებისაც უნდა იყოს იგი, რომელსაც განზრახული აქვს ვიღაცის მოკვლა, არის წესრიგის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი, უქმნის საფრთხეს არა მარტო რუსებს, არამედ ქართველებსაც. ჩვენ ეს კარგად გვაქვს შეგნებული ისევე როგორც ის, რომ ჩვენი ურთიერთობა მარტო ჩეჩნეთის გამო არ გაუარესებულა...

- არა, მოდით, ჯერ ჩეჩნეთზე ვილაპარაკოთ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ პანკისში არის ბაზა, რამდენად არის მზად საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა ითანამშრომლოს რუსეთთან, მოდით, ჯერ ამით დავიწყოთ. ახლა, რუსეთში ყველამ იცის პანკისი. იციან, რომ არის ასეთი ხეობა, იქ კი ჩეჩენი მოთარეშეები მოკალათებულან.

- ერთხელ რუსეთში მოაწყვეს გამოკითხვა: როგორ ფიქრობთ, რამდენი ქართველია სულ დედამიწაზე და გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ სადღაც 35-40 მილიონი. ჩვენ კი, რამდენიც უნდა ითვალო, 5 მილიონზე მეტი არ ვართ. ჰოდა, პანკისსაც სწორედ ასევე მიეცა მსგავსი მასშტაბი. სინამდვილეში ხომ, ეს ძალზე პატარა, ვიწრო ხეობაა. იგი შეიძლება 5 წუთში შემოიფრინო. და ახლა იქ არაფერი არ ხდება. და თუ რაიმე მოხდება, უწინარეს ყოვლისა, ჩვენ თვითონ ვეცდებით ეს აღვკვეთოთ და ყველა შეხვედრაზე, ხვალ შევხვდები პრეზიდენტ პუტინს, დღეს უკვე შევხვდი მის თანაშემწეს ევგენი პრიმაკოვს, რუს ბიზნესმენებს, ჩვენ სულ იმას ვამბობდით, რომ არ უნდა იყოს რაიმე ეჭვი ამის თაობაზე. იქ დგას საზღვრის საკითხი, რადგან ეს ზონა რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ჩვენ თანახმა ვართ განხორციელდეს საზღვრის ერთობლივი პატრულირება, შეიქმნას ჩვენი მესაზღვრეების ერთობლივი განწესი, ერთობლივი საგუშაგოებიც კი. მე ყოფილი მესაზღვრე ვარ, და ვიცი რასაც ვამბობ. ჩვენ ხვალ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას ინფორმაციის გაზიარების შესახებ და სასაზღვრო ჯარების ოფიცერთა გაცვლის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გაცილებით მეტი რაოდენობის ასეთი ოფიცერი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, რათა რუსეთმა თავი ნამდვილად დაცულად იგრძნოს. ერთი მხრივ, არსებობს რეალური საფრთხე როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის, და ჩვენ ერთობლივად უნდა დავიცვათ თავი, რადგან ყველასათვის გასაგებია, რომ გვყავს საერთო მოწინააღმდეგე და საერთო მტერი, ტერორიზმის საფრთხე - ეს საერთო პრობლემაა. მეორე მხრივ, კი, ბუნებრივია, რუსეთის ზოგიერთ სამხედრო უწყებას სურს ყველაფერი მიაწეროს იმ საფრთხეს, რომელიც რუსეთს, თითქოსდა საქართველოდან ემუქრება. საიმისოდ, რომ ასეთ პირებს არ ჰქონდეთ არგუმენტები, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ მათ სრული ინფორმაცია, ყველაფერზე მიუწვდებოდეთ ხელი, რათა არ ეგონოთ, თითქოს რაღაცაში ვზღუდავდეთ. და ჩვენ, ძალზე მოხარული ვიქნებით, თუ რუსეთი თავს ნორმალურ რად იგრძნობს, რადგან ამით ჩვენც უკეთ ვიგრძნობთ თავს.

- და კიდევ ერთი მტკივნეული ზონა. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს გადასცეს რუსეთს ის ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში და იძებნებიან. თქვენ, ალბათ, იცით, რაზეც ვლაპარაკობ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენთან ერთად მოსკოვში ჩამოვიდა საქართველოს გენერალური პროკურორი, რომელიც ასევე აპირებს მიაღწიოს იმას, რომ რუსეთის მხარემაც გადასცეს საქართველოს გარკვეული ძებნილი პირები. ჩვენ გთხოვთ გადმოგვცეთ ის ადამიანები, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.

- ჩვენი გენერალური პროკურორი, უწინარეს ყოვლისა, ჩამოვიდა იმისთვის, რომ არ დარჩეს ღიად რუსეთის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის იმ მოქალაქის ან მცხოვრების გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ასეთ ბრალდებებს ჩვენ ვისმენდით წარსულში და ისინი დასაბუთებულიც იყო. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ მოსკოვში ტერორისტული აქტების განხორციელებაში, რუსეთის მხარეს გადმოვეცით, მათ შორის საკმაოდ ცნობილ კრიმინალებსაც შეხვდებით. ახლა ჩვენ ვამბობთ: თუ ვინმე კიდევ დარჩა, მოგვეცით სიები, ჩვენ მათ მოვძებნით, ან, თუ ვერ შევძელით მათი მოძებნა, დაგვეხმარეთ ამაში, ჩამოდით და ერთად ვეძებოთ, თუ კიდევ სადმე დარჩნენ, მოდით, ერთად განვდევნოთ ისინი საქართველოდან. მით უკეთესი იქნება ჩვენთვის ეს, რადგან, რაც უფრო მალე მოვიშორებთ მათ თავიდან, მით უფრო დაცულად იგრძნობს თავს ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მათ არ წაიყვანს, ჩვენ კი გვექნება ინფორმაცია, რომ გარკვეული პირი ტერორიზმშია ბრალდებული, ჩვენ მას გავასამართლებთ და საპყრობილეში ჩავსვამთ. რადგან მოსკოვი გაცილებით შორს მდებარეობს რუსეთ-საქართველოს საზღვრის, ჩეჩნეთის მონაკვეთიდან, ვიდრე საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, საიდანაც საზღვრამდე მისვლას სულ რაღაც 2,5 საათი სჭირდება, ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე გაცილებით უფრო დაუცველია და უფრო ახლოა ყველა ამ მოვლენასთან. მე, უწინარეს ყოვლისა, მათი ინტერესებით ვხელმძღვანელობ. ჩვენ ნამდვილად გვსურს მოვიშოროთ თავიდან ყველა საეჭვო პირი.

- ინტერნეტით თქვენ დაგისვეს მრავალი კითხვა, ძირითადად - აფხაზეთის შესახებ, მაგრამ აქ ასეთი კითხვაც მივიღეთ: „მიყვარხარ და ვერ გიტან. იგორ გიორგაძე. ვერ გეტყვით, ნამდვილად თვით იგორ გიორგაძემ გამოგზავნა იგი, თუ ვინმე სხვამ მისი სახელით. საქართველო კვლავ მოითხოვს იგორ გიორგაძის გადაცემას.

- ეს კაცი უბრალოდ გამოიგონა ადგილობრივმა პროპაგანდამ მთელი ამ წლების განმავლობაში. იგი ნამდვილად იყო საქართველოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ეჭვმიტანილია ტერორისტული აქტის განხორციელებაში. იგი უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ახლა, ალბათ აღარ, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში, გიორგაძე იყო რუსეთის უშიშროების სამსახურების ოფიციალური ოფიცერი. თვით იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჩვენ გვსურს რუსეთთან მეგობრობა, რუსეთის სპეცსამსახურების ნებისმიერი თანამშრომელი, ბუნებრივია, საქართველოში ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ ერთეულად. მაგრამ მეორე მხრივ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია, არ უნდა სარგებლობდეს მავანთა მფარველობით და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. მაგრამ ყოველთვის მაშინ, როცა არჩევნები იწყება, რატომღაც ეს ფიგურა წინ წამოიწევს ხოლმე ბაირაღივით, მისგან უკვე შექმნეს რაღაც ლოხ-ნესის ტბის ურჩხულის მსგავსი: გიორგაძეზე ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა, თვალით იგი თითქმის არავის უნახავს და არ იცის, თუ ვინ არის იგი.

- რაც შეეხება არჩევნებს, ასეთი კითხვაა: თქვენი აზრით, დემოკრატიული გზით ხართ არჩეული. რაც არ უნდა ითქვას, 96 პროცენტი ძალზე ბევრია.

- გეთანხმებით. მაგრამ ეს რეალიებს ასახავს და, მადლობა ღმერთს, ათასობით დამკვირვებელი იყო. „ყველამ დაადასტურა, რომ ეს რეალური ფაქტია. უფრო მეტსაც გეტყვით, როგორც უნდა დავითვალოთ ამომრჩეველთა რიცხვი, მოსახლეობის უმრავლესობამ მაინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. დიდი ენთუზიაზმი სუფევდა. უნდა გითხრათ, რომ ეს სულაც არ მახარებს. არ მახარებს იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის, მე 36 წლის ვარ და ჩემს ქვეყანაში მივიღე ამომრჩეველთა ხმების 96 პროცენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ამაზე მაღლა ვეღარ აიწევს და მხოლოდ ქვემოთ თუ წავა. ეს კარიერის უმაღლესი მწვერვალია. ასე რომ, ამის შემდეგ, შეიძლება დაიწყოს დაღმასვლა, წმინდა პოლიტიკური კარიერის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო დიდი მიზნები მაქვს, ვიდრე უბრალოდ რეიტინგი, ან არჩევნების შედეგები.

- მაგრამ, ეს ნდობის ძალზე დიდი დონეა. შესაბამისად, მოთხოვნაც დიდი იქნება.

- ბუნებრივია, მოთხოვნა უკვე არის, მაგრამ ჩვენ ძალზე სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ. ხალხი, უწინარეს ყოვლისა, ჩვენგან ითხოვდა ქვეყანაში წესრიგის დამყარებას, და ჩვენ შევუდექით ამას იმით, რომ მოვიყვანეთ ახალი გუნდი. მრავალი ძველი მინისტრი, მაგალითად, ტრანსპორტის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, რკინიგზის ხელმძღვანელი პრაქტიკულად დაპატიმრებულია. ზოგიერთი მათგანის დაკავებისათვის მოგვიწია სპეციალური ოპერაციის განხორციელება ვერტმფრენებით და სპეციალური დანიშნულების რაზმით. დაკავებულია, აგრეთვე, რამდენიმე საკმაოდ „ავტორიტეტიანი“, ეგრეთ წოდებული, „კანონიერი ქურდი.“ კრიმინალური მაფიოზური ჯგუფების პრაქტიკული ხელმძღვანელები. ჩვენ განვახორციელეთ ოპერაცია დასავლეთ საქართველოში და დავაკავეთ ადგილობრივი შეიარაღებული ბანდების წევრები, რომლებიც იქ მოქმედებდნენ, იგივეს გაკეთებას ვაპირებთ სხვა რეგიონებშიც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირველ რიგში, ჩვენ მივიღეთ ზომები წესრიგის დამყარებისათვის. მეორე ნაბიჯი იქნება, ფინანსური...

- ხელფასები, პენსიები.

- დიახ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ის შევარდნაძეს ამ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია - დავიწყეთ ხელფასებისა და პენსიების დროულად გაცემა. წინათ ხალხი კითხულობდა, რატომ არ უხდიდნენ დროულად პენსიებს და ფულის დროულად მიღებას მოითხოვდა. ახლა კი ასეთ კითხვას სვამენ: რატომ გვაქვს ასეთი მცირე პენსია. ეს ბუნებრივი კითხვაა, მაგრამ საიმისოდ, რომ გავზარდოთ პენსიები, საჭიროა გავაფართოვოთ საგადასახადო ბაზა. დღეს მე შევხვდი 10-12 მსხვილ რუს ბიზნესმენს, ან ოლიგარქს, ახლა ეს მოდური სიტყვა აღარ არის რუსეთში, და, ბუნებრივია, თავიანთ თავს ოლიგარქებს არ უწოდებენ. ისინი მართლაც რომ ნიჭიერი ადამიანები არიან. ჩვენ ეს ხალხი მოვიწვიეთ საქართველოში ფულის დასაბანდებლად. მეორეა ეკონომიკა. მესამე - ნორმალური ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, უწინარეს ყოვლისა - რუსეთთან.

- რატომ, პირველ რიგში, რუსეთთან?

- იმიტომ, რომ მრავალი უსიამოვნება შეგვხვდა რუსეთთან ცუდი ურთიერთობის გამო, მრავალი უბედურება დაატყდა თავს საქართველოს, გარდა ამისა, საქართველოს, ვინმესთან თუ აქვს ბევრი რამ საერთო, ეს, უწინარეს ყოვლისა, რუსეთია. ეს არის ადამიანური კავშირურთიერთობა. ავიღოთ, თუნდაც, კონკრეტული ადამიანები. მე მყავს მეზობელი ქალი, პენსიონერი, რომელიც მწირ პენსიას იღებს, არავინ არ ჰყავს საქართველოში, მხოლოდ ნათესავები დარჩა სარატოვში. არადა, სარატოვში დარეკვისთვის ამ ქალბატონს მთელი პენსიაც არ ეყოფა. ასეთი ადამიანები კი მრავლად არიან.

- ახლა, ვთხოვთ ჩვენს მსმენელებს გვითხრან, თუ, მათი აზრით, როგორია საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა, თქვენ კი შემდეგ შეაფასეთ ეს. მაშინ ასე, საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ შემდეგ კითხვას: როგორ ფიქრობთ, საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა რუსეთის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ - მეგობრულად, დაგვიკავშირდით შემდეგი ნომრით: 995-81-21, თუ ფიქრობთ რომ არა - 995-81-22. ჯერჯერობით კი, თვითონ ბატონი პრეზიდენტი ცდილობს დარეკოს პირველ ნომერზე.

- მომეცით პირველი ტელეფონის ნომერი, რათა მე დავურეკო ჩემს მეგობრებს - მათ კი დარეკონ პირველი ტელეფონით.

- თქვენი მეგობრებიც, ალბათ, ისევე გვისმენენ ახლა, როგორც თქვენი არაკეთილმოსურნეები. უკვე დაფიქსირდა ათასი ზარი. ჩემს წინ დევს კითხვა, რომელიც თქვენ ინტერნეტით დაგისვეს. ასო „ა“ აფხაზეთს ნიშნავს. რუსეთის მცხოვრებთა 32 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი ცივი ურთიერთობა აფხაზეთს უკავშირდება. „აფხაზეთში უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. რატომ აცხადებთ მასზე პრეტენზიას. აფხაზეთი საქართველოს სტალინმა გადასცა“, - ამას შემდეგ მოჰყვა მთელი ისტორიული ექსკურსი. როგორ გადაჭრით აფხაზეთის პრობლემას. მის გადაჭრას რუსეთთან ერთად შეეცდებით. რაზე ისაუბრებთ ხვალ პუტინთან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, როგორ ეცდებით მორიგების მიღწევას?

- რა თქმა უნდა, აფხაზეთის საკითხს რუსეთთან ერთად გადავწყვეტთ, და, ალბათ, სხვაგვარად იმის გაფიქრებაც კი წარმოუდგენელია, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას რუსეთის მონაწილეობის, რუსეთის აქტიური, კეთილმოსურნე ჩარევის გარეშე. არადა, ამ პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს არა მარტო ეთნიკური ქართველების, არამედ აფხაზების სასარგებლოდაც. ჩემთვის ეს ძალზე პრინციპული პოზიციაა. და ამ პოზიციას განამტკიცებს ის, რომ აფხაზეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ბუნებრივია, ჩვენ ჩინებულად გვაქვს შეგნებული, რომ აფხაზები ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებსაც პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის ვერც ერთ ნაწილში ვერ შეხვდებით აფხაზებისადმი მტრობასა და სიძულვილს. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, მათ მიმართ მხოლოდ უაღრესად გულთბილი გრძნობები და პატივისცემა მამოძრავებს. და ასეა არა მარტო აფხაზების, არამედ სამხრეთ ოსეთის, საქართველოს სხვა რეგიონების მკვიდრთა მიმართაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი საერთო სიმდიდრეა.

- როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, იგი ხომ არსებობს.

- რაც შეეხება პრობლემას. სამწუხაროდ, 1990-იანი წლების დამდეგს აფხაზეთის კონფლიქტი საქართველოს შიდა კონფლიქტი არ ყოფილა, ეს, რაოდენ სამარცხვინოც უნდა იყოს, რუსეთ-საქართველოს ომი გახლდათ. მასში მონაწილეობდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები, შეიქმნა ეთნიკური კონფლიქტი. და რუსეთს, რომელიც მაშინ მეტისმეტად დასუსტდა, რადგან ქვეყანაში მიმდინარეობდა რეფორმები, გაღატაკდნენ ადამიანები, დიდი იყო დამცირების გრძნობა, რაღაც უნდა ეჩვენებინა. ჰოდა რუსეთი, მისი გენერლები შეეცადნენ აღედგინათ იმპერია, ხელახლა შეეკოწიწებინათ იგი. სწორედ ამიტომ, როცა ჩვენ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, არც ეს უნდა დაგვავიწყდეს. და საბოლოო ანგარიშით რა მივიღეთ - ტერიტორიაზე, რომელზეც ცხოვრობდა თითქმის 700 ათასი კაცი, ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე შეძლებულები და მდიდრები, ყველაზე წარმატებულები, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ...

- თქვენ გულისხმობთ ეთნიკურ ქართველებს, თუ რეგიონის მთელ მოსახლეობას?

- მთელ მოსახლეობას. ყველა ქართველმა პრაქტიკულად დატოვა აფხაზეთი, ისევე, როგორც ეთნიკური აფხაზების დიდმა ნაწილმა. გარდა ამისა, იქ ცხოვრობდნენ ბერძნები, ესტონელები, რუსები - მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან წავიდა, რადგან ეს კუთხე სამხედრო ზონად იქცა. ყველა პლაჟი დანაღმულია, გამოუვალი სიტუაციაა. იმის მოთმენა შეუძლებელია, როცა ადამიანს ავტომატურად კლავენ ეთნიკური ნიშნით მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მოხვდა ამ ტერიტორიაზე. ქართველი ეროვნების ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აფხაზეთში მოხვდება, მოკლული იქნება. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოვნახოთ კავშირი ქართველებსა და აფხაზებს შორის. და მეორეც, საუბარი უნდა დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობის ფედერაციულ ჩარჩოებში. ჩვენ, ბუნებრივია, მზად ვართ აფხაზებს მივანიჭოთ ძალზე ფართო ავტონომია, იმაზე ფართო, როგორიც დღეს რუსეთში აქვს ნებისმიერ ავტონომიურ წარმონაქმნს. გარდა ამისა, იყო აფხაზებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების კამპანია. ეს ძალზე არაჯანსაღი კამპანიაა. აბა, წარმოიდგინეთ, საქართველომ უცებ მოქალაქეობა რომ მიანიჭოს ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს, რომელთა ნაწილი რუსეთის მიმართ არცთუ ისე მეგობრულადაა განწყობილი, გარკვეული ნაწილი კი - მტრულადაც. განა, რუსეთში ეს ვინმეს გაახარებდა. ეს ხომ უგუნური ნაბიჯი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამან არც რუსეთი გაახარა. ასევე არ შეიძლება ცალმხრივად გადაწყდეს ვიზებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ყველა ადამიანი დაცული იყოს.

- ომი იქნება ბატონო პრეზიდენტო?

- არა. ამაზე ხვალ ვისაუბრებ პუტინთან შეხვედრის დროს. ეს ყველაზე უარესი ალტერნატივაა. ეს ჩემთვის წარმოუდგენ ნელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს ეყოლებოდა 100-ათასიანი უკეთ შეიარაღებული არმია. საკითხის ასეთი გზით გადაწყვეტა ყოვლად დაუშვებელია იმიტომ, რომ ადამიანის ფაქტორის გარეშე, რა საკითხის გადაწყვეტაზე შეიძლება საუბარი. მაგრამ, ყველამ უნდა შეიგნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს არ შეურიგდება იმას, რომ აფხაზეთი აღარ იყოს საქართველოს ნაწილი. ვერ შეურიგდება იმას, რომ ჩვენთან იყოს ისეთი ტერიტორიები, სადაც ნებისმიერი ადამიანი - ბერძენი იქნება იგი, აზერბაიჯანელი, ქართველი თუ სხვა, შეიძლება მოკლან ან გააძევონ ეთნიკური ნიშნით. ჩვენ ამას ვერ შევურიგდებით. ამიტომ საჭიროა მივაღწიოთ მორიგებას ყველა ლტოლვილის დაბრუნების შესახებ. ეს ეხება როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, რუსებს, ბერძნებს და სხვებს.

- პირველი საკითხია ლტოლვილების დაბრუნება.

- მეორე: უნდა მივაღწიოთ მორიგებას ფართო ავტონომიის პირობებში ფედერაციული ურთიერთობის შესახებ. მორიგების საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის, საერთაშორისო გარანტიების შესახებ, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის მხრიდან. ამაზე ვისაუბრებ პუტინთან, მისი დიდი იმედი მაქვს, რადგან მან გააკეთა არაერთი საღი და სწორი განცხადება ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების შესახებ. ვფიქრობ, იგი ძალზე პრაგმატული, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსია, და მას ყველაზე კარგად აქვს შეგნებული ეს კონფლიქტები, ეს ადამიანი არ ყოფილა მონაწილე ყველა ამ მოვლენისა...

- არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ომისთვის.

- არც მას და არც მე არ გვეკისრება პასუხისმგებლობა, და ჩვენ ახლა შეგვიძლია ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. ჩვენ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა, მზად ვართ გაბედულად გადაწყვეტილებების მისაღებად. რუსეთში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი შეძლებს გამონახოს კონფლიქტის მოგვარების სწორი გზა. აფხაზეთშიც წელს გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები, შეიცვლება ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, იქაც გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიგნებენ, რომ საჭიროა ახლო მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან, მაგრამ საქართველოსთანაც უნდა გამონახონ საერთო ენა. უნდა ვიფიქროთ მომავ ვლისათვის, სულ ასეთ ვითარებაში ხომ არ შეიძლება ვიყოთ!

- საინტერესო კითხვა გამოგვიგზავნა ქართლოს ადეიშვილმა ნიუ-იორკიდან. ამბობს, რომ ეთნიკური ქართველია, მაგრამ დატოვა თავისი სახლი სოხუმში 1993 წელს. იგი გეკითხებათ: „ხომ არ ფიქრობთ, რომ მარტო რუსეთის შუამავლობა არ კმარა. იქნებ, საჭიროა ამ საკითხში ევროპის კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა...“

- ჩვენ ვცდილობთ მათ ჩაბმას ამ საქმეში, მაგრამ განსაკუთრებული ილუზიებით არ ვართ შეპყრობილი. არის ჟენევის პროცესი, არის გაერო, არის ევროკავშირი, რომელსაც შეუძლია გამოყოს ფული, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თვით აფხაზებისა და თვით ქართველების აქტიური მონაწილეობის, საქართველოს ცენტრალური ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებ ბული სწორი პოლიტიკისა და რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან კეთილმოსურნეობის, ამ საკითხისადმი თუნდაც მისი ნეიტრალური მიდგომის გარეშე, ეს მინიმუმია, სინამდვილეში კი იგი გულწრფელად უნდა დაინტერესდეს კონფლიქტის მოგვარებით, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება... მაგრამ ჩვენ რუსეთის მონაწილეობას მრავალმხრივი კონტექსტით განვიხილავთ, ჩვენ ამას არ განვიხილავთ მარტო ქართულ-რუსული ორმხრივი, ან, დავუმატოთ აქ კიდევ აფხაზეთიც, სამმხრივი კონტექსტით. არსებობს გაეროს ჩარჩოები, არის ჟენევის მორიგება, იქ შეიძლება მოგვცენ ფული სახლების აღდგენისათვის, გარკვეული სხვა გარანტიები. მაგრამ მთავარია რუსეთი. თუ რუსეთი გამოიჩენს კეთილ ნებას, ეს შეამსუბუქებს სიტუაციას როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვისაც მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს უბრალოდ აუცილებელია. ყოველივე ეს უკავშირდება ყაბარდო-ბალყარეთს, ჩერქეზეთს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ჩრდილოეთ ოსეთს. მთელი ეს რეგიონი ურთიერთდაკავშირებულია და იქ სტაბილური სიტუაციის დამყარება ყველას ინტერესებს შეესაბამება. და ჩვენ შევძლებთ გამოვნახოთ ჩვენი ინტერესების შეხების წერტილი, დარწმუნებული ვართ, ვიპოვით გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან.

- რას იტყვით მშვიდობისმყოფელთა როლზე, რომლებიც ახლა იქ, აფხაზეთში ჩადიან. თქვენი აზრით იგი ოპტიმალურია?

- ვფიქრობ, რომ ეს როლი ოპტიმალური არ არის. მშვიდობისმყოფელებს შეეძლოთ გაცილებით უფრო აქტიურად ემოქმედათ, მიეცათ მეტი გარანტიები ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის, ნებისმიერი წარმოშობის ადამიანებისთვის. მაგრამ იცით, დადგა უკვე იმის დრო, რომ პუტინი მთელს ძალაუფლებას აიღებს ხელში და ჩვენ აღარ გვექნება საქმე ადგილობრივ რუს გენერლებთან, რომლებიც თვითონ მონაწილეობენ კონტრაბანდაში, ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობაში - ეს დასამალი არ არის. იქ მოქმედებენ, ეგრეთ წოდებული, პარტიზანული რაზმები, ხოლო სეპარატისტთა რაზმები და რუსი სამხედროები ჩინებულად პოულობენ საერთო ენას, და მრავალი მათგანი მონაწილეობს არალეგალურ ოპერაციებში. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოგვბეზრდა ვიქონიოთ საქმე რუს გენერლებთან, პოლკოვნიკებთან, მაიორებთან, ეს რუსეთის პოლიტიკა არ გახლავთ. რუსეთის პოლიტიკა კრემლში უნდა იქმნებოდეს და ამიტომაც ჩამოვედი კრემლში. ვფიქრობ, რომ ძლიერი პრეზიდენტის, მისი ძლიერი ნების, ხელმძღვანელობის ცენტრალიზაციის პირობებში გაჩნდება ამ საკითხების გადაწყვეტის იმედი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წინათ აქ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაინც გადიოდა ათმაგ ფილტრაციას და, საბოლოო ანგარიშით, საქმე ნულამდე დადიოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არის გამოსავ ვალი ამ სიტუაციიდან: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ კარგად გვაქვს შეგნებული - ჩვენ რუსეთი გვჭირდება არა როგორც მეტოქე და მოწინააღმდეგე, არამედ, როგორც მეგობარი. აქ ხშირად გაისმის ხოლმე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რუსეთს განდევნიან რეგიონიდან და მის ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები დაიკავებს. პირდაპირ ვაცხადებ და ყოველთვის ამას ვამბობდი. მე არ ვარ პრორუსული პრეზიდენტი, და ვინც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი, თვით იგორ გიორგაძეც კი, რომელიც თქვენ ზემოთ ახსენეთ, თუ მოხდებოდა სასწაული და უცხოპლანეტელები აირჩევდნენ მას ამ პოსტზე, მაინც არ იქნებოდა იგი პრორუსული, იმიტომ, რომ საქართველოში არ შეიძლება იყოს პრორუსული პრეზიდენტი, ისევე, როგორც - პროამერიკული. ეს არასდროს არ იქნება. საქართველოს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ქართველი პრეზიდენტი და იგი დაიცავს იმ საქართველოს ინტერესებს, რომელსაც სურს იმეგობროს რუსეთთან, და მოაგვარებს ყველა ამ საკითხს. აი ეს გახლავთ ჩვენი პოლიტიკის არსი.

- ბატონო პრეზიდენტო, სამი წუთის განმავლობაში 4 ათასზე მეტი ზარი შემოვიდა. მართალია, აქ თქვენ 96 პროცენტი ვერ მოაგროვეთ, მაგრამ თქვენი ნდობის კრედიტი, მაინც საკმაოდ მაღალია. 70 პროცენტს მიაჩნია, რომ თქვენ რუსეთს მეგობრულად ეკიდებით, 30 პროცენტი კი საწინააღმდეგო მოს საზრებისაა.

- ხომ ხედავთ, უკვე მოსკოვშიც ვაღწევ წარმატებებს.

- ჩვენი მსმენელის კითხვა: „რა ბედი ეწევა შევარდნაძეს და მის ნათესავებს.“ როგორია თქვენი პირადი დამოკიდებულება.

- ჯერ ერთი, რაც მათ მოიპარეს, ყველაფერი უნდა დააბრუნონ. მოპარვით კი ბევრი რამ მოიპარეს და ახლა ამ ფრონტზე სულ ახალ-ახალი ამბები ჩნდება. მე არ ვფიქრობ, რომ იგი საპყრობილეში უნდა ჩასვან. თუმცა არის მორალური მხარე - ჩვენ მის მინისტრს ვიჭერთ, ვაპატიმრებთ, ისინი კი აცხადებენ, რომ ყოველივე ამის ნებართვა მან მოგვცა, უშუალოდ მისი მით თითებით ვმოქმედებდითო. რა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში.

ძალზე რთული საკითხია. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ არ უნდა ვიქცეთ კაციჭამიებად და მხოლოდ შურისძიება არ უნდა გვამოძრავებდეს. მეორეც, არის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული სიტუაცია. პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება. და დემოკრატიული ოპოზიციათა მრავალი ლიდერი ამას მეუბნება - ღვთის გულისათვის, არ ახლო ხელი შევარდნაძეს. ეს რომ მოხდეს, ჩვენ ხომ ვერასოდეს ვეღარ დავარწმუნებთ ჩვენს პრეზიდენტებს იმაში, რომ არჩევნების გზით მშვიდობიანად შეელიონ თავიანთ სავარძლებს. ესეც საგულისხმო ფაქტორია. ასე რომ, ჩვენ გვეკისრება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პასუხისმგებლობა. ამ ცოტა ხნის წინათ აღმოვ ვაჩინე, რომ ჩვენ თურმე მარტო შუა აზიაში, რუსეთში, უკრაინაში, მოლდავეთში როდი გვიყურებენ. ფიდელ კასტრომ, ამ ცოტა ხნის წინათ, ასეთი რამ თქვა: აი, ქართველმა ხალხმა დაამხო თავისი ტირანი, მძარცველი და ხელისუფლების სათავეში ჩემნაირი კაცი მოვიდაო.

- ვერ ვიტყვი, რომ ამით მან დიდი ხოტბა შეგასხათ. იმას ხომ არ გულისხმობდა, რომ იმდენ ხანსვე დარჩებით ხელისუფლების სათავეში, რამდენ ხანსაც ფიდელ კასტრო.

- არა, ღმერთმა დამიფაროს. სხვათა შორის, იგი მე მესიმპათიურება, თუმცა წვერის გაშვებას არ ვაპირებ.

- თქვენ ორჯერ აარიდეთ თავი პასუხს კითხვაზე, რომელიც დაგისვით სტრასბურგში პრესკონფერენციაზე - სამხედრო ბაზების კალენდარი. ჩვენ სხვადასხვა ვადა გვესმის. რუსეთის მხარე პირველ ხანებში ამბობდა, რომ ამას 11 წელი დასჭირდებოდა, რადგან საჭირო იყო მომზადება, ახლა 7 წელიწადზე ალაპარაკდნენ. თქვენი მხარე აცხადებდა, რომ სამი წელიც საკმარისი იქნებოდა. თქვენ, ალბათ, ამის შესახებ ისაუბრებთ პუტინთან. აი, უკვე თქვით დღეს, რომ არავითარი უცხო ბაზები - არც ამერიკული და არც რუსული არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე. პუტინის გენერლები, ჩვენი გენერლები, ამბობენ, რომ ბაზების გაყვანას 7 წელი დასჭირდება. თქვენ რას შესთავ ვაზებთ პუტინს...

- თავდაპირველად, გენერლები აცხადებდნენ, რომ ბაზების გაყვანას 11-15 წელი დასჭირდებოდა, შემდეგ 7-9 წელზე ჩამოვიდნენ, გუშინწინ კი გავიგე, რომ თურმე 5-7 წელიც საკმარ რისი იქნება. იცით, როგორც ცნობილი ლიტერატურული გმირი იტყოდა, აქ ვაჭრობა ყოვლად უადგილოა. ეს ბაზები უნდა გაიტანონ. სინამდვილეში, ხალხმა არც კი იცის, თუ რას წარმოადგენენ ეს ბაზები...

- მე კალენდრის შესახებ გკითხეთ, ბატონო პრეზიდენტო.

- ამ ბაზებში 3 ათასზე მეტი კაცია, რომელთა უმრავლესობა - 2 ათასზე მეტი - ადგილობრივი მცხოვრებია, კონტრაქტით მომუშავე ადამიანები, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ. ანუ, რეალურად იქ 500-600 რუსი ოფიცერია, ჩვენ კი გვიცხადებენ, რომ 500 მილიონი დოლარი გვჭირდება მათ გასაყვანადო, ანუ მილიონი დოლარი სულზე გაანგარიშებით. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ რუსეთისთვის (ამას თავდაცვის სამინისტროც აღიარებს), ამ ბაზებს არანაირი სამხედრო მნიშვნელობა, არანაირი გრძელვადიანი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს, ანუ საქმე ეხება მხოლოდ ემოციებს და რუსეთისთვის უშიშროების გარანტიებს. ჩვენ კი გთავაზობთ: მოდით, შევქმნათ რუსეთის უშიშროების სხვაგვარი გარანტიები, მოდით, გავარკვიოთ, თუ რა ინტერესები ამოძრავებს რუსეთს. თუ საქმე ეხება იმას, რომ რომელიმე მესამე ქვეყანა არ შემოვიდეს საქართველოში, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ არც ერთი მესამე მხარე აქ არ შემოვა და არ შეავსებს ამ ვაკუუმს. მეორე ინტერესია ის, რომ რუსეთის საზღვრები დაცული უნდა იყოს. მოდით, ერთად დავიცვათ ისინი. თუ არ მოგწონს ჩვენი მესაზღვრეების მოქმედება, შევქმნათ ერთობლივი საპატრულო ჯგუფები, ერთობლივი განწესები, თვით ერთობლივი საგუშაგოებიც კი, რათა თქვენ თავი დაუცველად არ იგრძნოთ. არ გყოფნით ინფორმაცია. - მაშ შინ იგი სპეცსამსახურებმა ოფიციალური არხებით გაუგზავნონ ერთმანეთს. ჩვენ, ბუნებრივია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ყველამ უნდა სცეს პატივი დამოუკიდებელ მეზობლებს. მაგრამ ხომ შეიძლება ურთიერთობა დამოუკიდებელ ქვეყნებთან წარმართო ისე, რომ იქ მნიშვნელოვანი გავლენაც შეინარჩუნო!

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უკვე მესამედ აარიდეთ თავი ჩემს კითხვაზე პასუხს.

- არა, მე გითხარით: რაც ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება.

- ადრე გუშინ იყო.

- მესმის. მაშ, ხვალ თუ გაიტანენ ბაზებს, მე ძალზე მოხარული ვიქნები.

- და ბოლო კითხვა. მე დავპირდი თეიმურაზ ჭელიძეს, იაპონიის ქალაქ სენდაიდან, რომ იგი დასვამდა ამ კითხვას.

- ვერ გამიგია, მოსკოვში ვიმყოფები თუ...

- ინტერნეტი მთელი მსოფლიოა. „რით შეუძლიათ დაეხმარონ საქართველოს შორეულ საზღვარგარეთში მყოფი თანამემამულეები.“ - ასეთი კითხვები მივიღეთ ნიუ-იორკიდან, ოტავიდან, მიუნხენიდან და თვით იაპონიის ქალაქ სენდაიდანაც კი.

- მე მათ უკვე მოვუწოდე, რომ ეს ეხება არა მარტო ჩვენს მეგობრებს იაპონიაში, არამედ - მთელ მსოფლიოში მყოფ ქართველებს. ამ ბოლო წლებში ყოველმა მეხუთე ქართველმა დატოვა ქვეყნის ფარგლები.

- სხვათა შორის რუსეთში მცხოვრები ქართველები...

- დიახ, მათი უმრავლესობა რუსეთში იმყოფება. მე მათ უკვე მოვუწოდე და ეს უბრალოდ, ლამაზი სიტყვები არ გეგონოთ. ისინი უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან ახლა დადგა ჩვენი ქვეყნის ხელახლა აშენების დრო. ხელახლა უნდა ავაშენოთ მომავალი ჩვენი შვილებისათვის. ჩვენ დიდად ვემადლიერებით ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც შეიკედლეს ჩვენი მოქალაქეები, და, უწინარეს ყოვლისა, რუსეთს. ჩვენ ვემადლიერებით მათ იმის გამო, რომ ქართველებთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ქართველებს ძალზე უყვართ რუსეთი. აქ მყოფ ქართველთაგან მრავალს, ალბათ, აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ხალხის დამოკიდებულება მათდამი უაღრეს სად გულთბილია. თუმცა, დადგა დრო, რომ ამ ადამიანებმა ააშენონ ახალი საქართველო. ქართველები, ტრადიციულად, საქართველოს არ ტოვებენ ხოლმე. ის, რაც ამ ბოლო წლებში მოხდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა. ამჟამად სრულიად ახალი სიტუაციაა. სადღეისოდ ჩვენ გვჭირდება არა მარტო კვალიფიციური ინჟინრები, იურისტები, ეკონომისტები, არამედ, პირველ რიგში, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება, ჩვენ მათ შევუქმნით უშიშროების პირობებს. ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როცა ქვეყანაში სუფევს უშიშროება, სტაბილურობა, არ არის კორუმპირებული სახელმწიფო აპარატი - ეს უმთავრესია, რის მიღწევასაც ვცდილობ. ამას მარტო ქართველებზე არ ვამბობ, საქართველო დატოვეს სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, აფხაზებმა, ოსებმა და სხვა. მე მსურს, რომ ყველა ეს ადამიანი დაბრუნდეს საქართველოში. საქართველო მრავალეროვანი სახელმწიფოა, ჩვენ ძალზე ვამაყობთ ამით, ჩვენი ეროვნებათშ შორისი ურთიერთობების ტრადიციებით. მაშ, მოდით, დაბრუნდით, ერთად ავაშენოთ ქვეყანა.

- დაბოლოს კიდევ ერთი კითხვა - ვიზების შესახებ. შეეხებით თუ არა ამ საკითხს ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს. ცნობილია, რომ ჩეჩენი მოთარეშეებისაგან თავდაცვის მიზნით, რუსეთმა ცალმხრივი წესით შემოიღო სავიზო რეჟიმი. შემდეგ სავიზო რეჟიმი შერბილდა აფხაზეთის, უფრო სწორად, ბათუმის მიმართ...

- თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ ეს დაგიცავთ ჩეჩენი ტერორისტებისგან?

- მე თქვენ წარმოგიდგინეთ რუსეთის მხარის არგუმენტაცია.

- თქვენ, ალბათ, გგონიათ, რომ როგორც კი შემოიღეთ ვიზები, ბასაევი, გელაევი, ჰათაბი რუსეთის საკონსულოსთან რიგში ჩადგნენ ვიზების მისაღებად. ეს, რა თქმა უნდა, არ მომხდარა. იქ ჩვეულებრივი მოქალაქეები იდგნენ. ტერორისტები კი, თუკი ისინი რუსეთში შემოსულან, ამას, როგორც წესი, მთის ბილიკებით აკეთებდნენ. დეიდაჩემი იქ ორი კვირა იდგა ვიზის მისაღებად დაბოლოს, იმედგაცრუებულმა ხელი ჩაიქნია. ასეთი ადამიანები წყევლა-კრულვას უთვლიან იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებმაც რუსეთის ხელმძღვანელობას მიაწოდეს იდეა სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. იგი უნდა გამარტივდეს. სხვათა შორის, სავიზო რეჟიმი არც რუსეთისთვის არის ხელსაყრელი. თუნდაც იმიტომ, რომ იმავე სამხედრო პერსონალს დიდი პრობლემები ექნება რუსეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით. მე მის სრულ გაუქმებას არ მოვითხოვ, მოდით, გავამარტივოთ. ჩვენ გვაქვს გამარტივებული რეჟიმი თურქეთთან. თურქეთმა მშვენივრად იცის, თუ ვინ შედის მის ტერიტორიაზე, მაგრამ ამის გამო ქვეყანა ნაწილ-ნაწილ არ დაშლილა და არც რაიმე საფრთხე დამუქრებია. თუ თურქეთთან შეიძლება გვქონდეს ასეთი ურთიერთობა, რატომ არ შეიძლება - რუსეთთ თან, იგი ხომ ჩვენი ბუნებრივი მეგობარი და მოკავშირეა.

- ბატონო პრეზიდენტო, ახლა მე მოვუწოდებ ჩვენს მსმენელთა იმ 70 პროცენტს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თქვენ რუსეთს მეგობრულად ეკიდებით, გამორთონ მიმღები და დარჩნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თქვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ არის მეგობრული. მე მსურს, რომ ყოველგვარი კითხვის გარეშე მიმართოთ ჩვენს მსმენელთა იმ ნაწილს, რომლებიც თქვენ არ გენდობიან და არ სწამთ თქვენი.

- არა, მე ვფიქრობ, რომ ყოველგვარი გაუგებრობა წარსულში უნდა დარჩეს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს ერთ დღეში არ მოხდება, რადგან ძალზე ბევრი კითხვა დაგროვდა. ეს უკავშირდება როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე მრავალი ორმხრივი პრობლემის მოგვარებას. მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველო რჩება უამრავი რუსეთელი ახალგაზრდის ოცნებად. მათი უმრავლესობა ხომ ან ნამყოფია საქართველოში, ან რამე სმენია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჰქონია გარკვეული ურთიერთობა ქართველებთან. ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებს მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება უნდა ჰქონდეთ. პოლიტიკოსებმა არ უნდა „მოწამლონ“ ადამიანების ეს ყველაზე სენტიმენტალური ნაწილი. ჩვენ აღარ გვექნება ერთიანი სახელმწიფო, ეს აშკარაა, მაგრამ ჩვენ შევქმნით ერთიან, ნორმალურ ადამიანურ სივრცეს. ეს ჩემი ერთ-ერთი გეგმაა. ბუნებრივია, ჩემს გეგმებში შედის ისიც, რომ ჩემი ქვეყანა მტკიცედ დავაყენო ფეხზე, გავხადო იგი ძლიერი. საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთთან შედარებით ჩვენი ინტერესები მცირეა, მაგრამ ეს ის ინტერესებია, რომლისთვისაც მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ. მე მსურს ფეხზე დავაყენო საქართველო, ყველაზე მეტად საქართველო მიყვარს, მაგრამ ისიც ჩინებულად მაქვს შეგნებული, რომ სწორედ საქართველოს სიყვარულის, ჩემი პირადი განწყობილების გამო, უნდა ვიმეგობროთ უწინარეს ყოვლისა, რუსეთთან, და, ბუნებრივია, სხვა ქვეყნებთანაც, რუსეთთან ერთად.

- თქვენ მოელით, რომ პრეზიდენტი პუტინი გაგიგებთ და მოსკოვიდან დამშვიდებული გაემგზავრებით?

- მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, ამ ადამიანმა არაერთხელ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება. შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ საკითხში შეიძლება მისგან გამოცდილების გაზიარება, რაღაცის გადაღება. რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ იგი უაღრეს სად გულწრფელი და გულახდილი ადამიანია. გულწრფელობა კი მეც საკმარისზე მეტი მაქვს, ხშირად - ჩემდა საუბედუროდაც. მე ვეცდები მასთან გულწრფელი ვიყო, ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ.

ქართველებს სურთ დაძლიონ წარსულის ინერცია, იმეგობრონ რუსეთთან და ისინი ამისთვის მზად არიან / საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრება „ეხო მოსკვის“ წამყვანი ალექსეი ვენედიქტოვი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 13 თებერვალი. - N36 (4765). - 3-4 გვ.

16 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ახალი მთავრობის წარდგენაზე

▲ზევით დაბრუნება


მინდა ვთქვა, რომ მთავრობის შემადგენლობა შეირჩა ძალიან გულმოდგინედ!

რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს სურდა მთავრობაში მუშაობა, მაგრამ კრიტერიუმები ძალიან მკაცრი იყო!

ასე რომ, ბევრი შეიძლება გულდაწყვეტილი დარჩა, მაგრამ ეს არის სრულიად განსაკუთრებული მომენტი საქართველოსთვის.

ნოემბრის რევოლუცია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო და მისაბაძია, რომელმაც გამოიწვია სრულიად განსაკუთრებული აჟიოტაჟი, განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მე ამაში ჩემი ახლანდელი ვიზიტების შედეგად დავრწმუნდი. ეს გვაძლევს სრულიად უნიკალურ შანსს და ქართველმა ხალხმა ეს შანსი ძალიან კარგად დაინახა!

ხალხმა ეს ბოლო იმედი წვეთ-წვეთად მოაგროვა და ახალი ხელისუფლების წარმატებაში ჩადო!

ასე რომ, პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ახალ მთავრობას გააჩნია, განუზომლად დიდია. ეს არის პასუხისმგებლობა საქართველოს დღევანდელი დღის, ჩვენი მომავლის, ჩვენი ისტორიის, თითოეული ქართული ოჯახის წინაშე.

თითოეული ოჯახი უნდა გრძნობდეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობა, რომელიც მისი დამცველია, მიუხედავად ეროვნული წარმომავლობისა!

მეორეა ის, რომ ეს არის მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მას ექნება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოქმედი პარლამენტის წინაშე, რომელიც მარტის ბოლოს აირჩევა.

ეს არის მთავრობა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანა.

მოკლევადიანი ამოცანაა შემოსავლების სტაბილიზება და დღესაც მინდა ვთქვა, რომ მაფია, რომელიც იყო, მაგალითად, ბენზინის იმპორტში და სიგარეტის იმპორტში, ისევ მოქ მედებს!

მაფია, რომელიც კონტრაბანდასთანაა დაკავშირებული, მიუხედავად ოქრუაშვილისა და რამდენიმე ადამიანის მიერ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯებისა, ისევ მოქმედებს, დიდი იმედი მაქვს გია ბარამიძისა, რომელმაც ბრწყინვალედ დაიწყო მუშაობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა.

საქართველოში გადავდგით პირველი ნაბიჯები კრიმინალური ვითარების დასარეგულირებლად. პირველი ნაბიჯები გადავდგით იმ მიმართულებით, რომელიც ყველაზე მეტად აწუხ ხებდა ხალხს, კერძოდ სამეგრელოში, თუმცა იქაც არ გვაქვს ეს საქმე დამთავრებული. იქ ხალხი ძალიან დაუცველად გრძნობს თავს და დღესაც სიტუაცია ბოლომდე გამოსწორებული არ არის.

ეს ეხება საქართველოს სხვა რეგიონებსაც!

საქართველოში ყველგან უნდა დასრულდეს, ერთხელ და სამუდამოდ, კრიმინალური ფორმირებების ბოგინი.

საქართველოში ხალხი დამამცირებლად ღატაკია. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით საქართველო პოსტსაბჭოურ სივრცეში ბოლო ადგილზეა! თუ 1990 წლის მონაცემებით ესტონეთის გვერდით ვიყავით, დღეს ერთ სულ მოსახლეზე შვიდჯერ ნაკლები შემოსავალი გვაქვს, ვიდრე ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაშია. გვაქვს უფრო ნაკლები, ვიდრე ტაჯიკეთში, რომელიც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ სამჯერ ჩამოუვარდებოდა საქართველოს.

ამ მდგომარეობაში იმყოფება სახელმწიფო აპარატი. ამგვარად: პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სტაბილიზაციისაკენ და სხვადასხვა სფეროებში წესრიგის დასამყარებლად!

ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმება!

ამ მთავრობისათვის უმთავრესია საგადასახადო რეფორმების მომზადება. საქართველოში უნდა გამარტივდეს და მთელ რიგ სფეროებში შემცირდეს გადასახადი.

ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ უახლოეს კვირეებში დაიდოს პროგრამა და განხორციელდეს პენსიების ზრდა! ამ დავალებას მე ვაძლევ მთავრობას მარტის შუა რიცხვებისთვის!

აუცილებლად უნდა გაუქმდეს მიწის გადასახადი, ახალი სტიმული უნდა მიეცეს სოფლის მეურნეობას.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფული ჩაიდოს მეცნიერებასა და კულტურაში, ვინაიდან ეს უნიკალური სფერო გადასარჩენია! საქართველოში შესაქმნელია ახალი ბაზა ამ სფეროში და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ სამინისტროში ასევე სპორტის განვითარებას. პირადად ვაპირებ, პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ ავიყვანო პირველ რიგში ფეხბურთი და შევქმნათ ეროვნული ფეხბურთის განვითარების პროგრამა.

ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

პრაქტიკულად ორ-სამ წელიწადში კვალიფიციური კადრების გარეშე დავრჩებით, თუ არ შეჩერდა ის კრიზისი, რომელიც ჯანდაცვის სფეროშია.

თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ჩვენ უნდა შევქმნათ პატარა, კომპაქტური და ძლიერი შეიარაღებული ძალები.

ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ბატონი გურამ აბსანძე აკეთებს.

უნდა ვთქვა, რომ საქართველოში ყოველგვარი დაყოფა ბანაკებად დამთავრდა, მაგრამ ეს პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შედგეს იმ ხალხის რეინტეგრაციისა და დასაქმების პროგრამა, რომელიც დაიჩაგრა მარტო იმის გამო, რომ სხვა პოლიტიკურ ბანაკში იყო და არ დაინიშნა არც ერთ თანამდებობაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ არაორდინალური ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით!

არა მგონია, ამ სფეროში ვინმე უკეთესად იყოს მზად, ვიდრე დღევანდელი სახელმწიფო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ასევე შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის პოსტი ევროპული ინტეგრაციის დარგში. მინდა ვთქვა, რომ ამ სამინისტროს და ამ პოსტის შემოღებას ქვეყნის წინა ხელმძღვანელობა ეწინააღმდეგებოდა!

ჩვენ არა მხოლოდ ავაფრიალეთ ევროპული დროშა, არამედ ჩვენი მიზანია, საქართველოს დაახლოება, და რა თქმა უნდა, გაწევრიანება ევროპის კავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ არის ოცნება. ამისთვის საჭიროა ძალიან მკვეთრი და დამაჯერებელი მოქმედებები საქართველოს მხრიდან.

ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ!

ეს მართლაც უნიკალური მთავრობაა, თავისი წესიერებით, პატიოსნებით და გამოცდილებით.

მე ვიცი: შევარდნაძემ ისე დაანგრია ეს სისტემა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ალბათ, ამ ზამთარში სიტუაციის გამოსწორებას ვერ მოვახერხებთ.

ენერგეტიკის დანაწევრება სხვადასხვა უცხოელ კონტრაქტორებს შორის, რომლებსაც არ აქვს კოორდინაცია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!

ქართული ენერგეტიკა პირველ რიგში უნდა მართოს ქართულმა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი მეგობ ბრების დახმარებით და მისთვის ჩვენ გადავდგავთ ყველა ნაბიჯს!

ძირითადად ეს არის რისი თქმაც მინდოდა!

ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს - ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროგრესული და ყველაზე საინტერესო მთავრობა, რომელსაც აქვს ისტორიული ამოცანა, დაახლოებით ისეთი, რაც ჰქონდათ აღმოსავლეთ ევროპის მთავრობებს 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში.

ჩვენ არ უნდა წავიდეთ არანაირ გაუმართლებელ დათმობებზე და არანაირ გაუმართლებელ კომპრომისზე.

ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საზოგადოება, მაგრამ კორუფც ციული ინტერესების წინაშე დათმობა ყოვლად დაუშვებელია.

მინდა იცოდეს მთავრობის ყველა წევრმა, რომ იმ წუთში, როდესაც რომელიმე სამინისტროში ისევ დაიწყება ნათესავებისათვის ბიზნესების აწყობა, არა მარტო მინისტრი იქნება მოხსნილი, არამედ რა თქმა უნდა, მთავრობა მთლიანად აგებს პასუხს და უფრო მეტიც - ასეთი მინისტრი დაპატიმრებული იქნება!

თქვენ იცით, რომ სააკაშვილი არასოდეს ხუმრობს ამ თემაზე!

მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და სიკვდილი მირჩევნია საკუთარი იმედების გაცრუებას. არავის მიმართ არ იქნება დამნდობი დამოკიდებულება!

საქართველოს უკლებლივ ყველა მცხოვრებმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს მისი მთავრობა და ყოველგვარი ეჭვები და ჭორები უნდა მოიხსნას!

ეს არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება და არ ვაპირებ ამ თემას მეორედ დავუბრუნდე!

შემდეგ უკვე იქნება მოქმედება!

მე ვთავაზობ ჟურნალისტებს, რომ თითოეულმა მთავრობის წევრმა, ვინც აქ არის წარმოდგენილი, წაიყვანოს ყველა ჟურნალისტი და აჩვენოს, რა ბინაში ცხოვრობს, რა მანქანა ჰყავს, აჩვენოს, რა საბანკო ანგარიშები და რა შემოსავლები გააჩნია, რომ რომელიმე მათგანს ექვს თვეში არ აღმოაჩნდეს გავლენიანი ბიზნესმენი მეგობარი, რომელიც მას ინახავს.

არ აღმოჩნდეს უცებ, რომ გადასახლდა სადღაც ხუთსართულიან სასახლეში ქალაქის ცენტრში.

არ აღმოჩნდეს ის, რომ მისმა მეუღლემ დაიწყო 50 ათას დოლარიანი მანქანით სიარული!

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრები ამაზე დათანხმდებიან, მე რამდენიმე მათგანს უკვე ვესაუბრე და ეს იყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება.

მაქვს ძალიან დიდი იმედი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის გუნდისა!

იქნება საპარლამენტო გუნდიც იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვჭირდება საპარლამენტო კონტროლი იმისთვის, რომ არ მოხდეს ქვეყნის ხელახალი დაჭაობება!

მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ ამ იმედების გამართლებას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა!

მეც და ბატონ ზურაბსაც გვესმის, რომ ყოველი წუთი უნიკალურია და მას გამოყენება უნდა, ხვალ და ზეგ შესაძლოა, საქართველოს ეს შანსები აღარ ჰქონდეს!

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ გვჭირდება მოთმმინება, გვჭირდება იმის გააზრება, რომ ერთ თვეში სიტუაცია არ შეიცვლება, მაგრამ ყოველდღე უნდა ჩანდეს პროგრესი და წარმატება ყველა სფეროში!

ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფვით - მთავრობა, მართლაც, არის უნიკალური გუნდი, უნიკალური ნაზავი და, რაც მთავარია, გუნდია.

აქამდე საქართველოს მთავრობა არასოდეს ყოფილა გუნდი!

საქართველოს მთავრობის მოღვაწეობა იყო ერთმანეთზე გადაკიდებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული, ერთმანეთის ძირის გამომთხრელი მინისტრების საქმიანობა.

მე ვიყავი ამ მთავრობის წევრი და ვიცი, რომ ყოველი მთავრობის სხდომიდან სახლში სამი დამატებითი ჭაღარით მივდიოდი, იმიტომ, რომ არ მსიამოვნებდა იმ ხალხთან ყოფნა ერთ ოთახში, მაგრამ რაღაცის გაკეთება მინდოდა.

საბოლოო ჯამში, რაღაც მომენტის შემდეგ მივხვდი, რომ ცალკე აღებული მინისტრი ვერაფერს გააკეთებს, თუ არ არის ერთიანი შემადგენლობა, რომელსაც ქვეყნის ამოქაჩვა შეუძლია.

აქ მარტო პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს ხალხი, ყველა დაჯდება მაგიდასთან და ყველა ერთად მივიღებთ ძირითად საკითხებზე გადაწყვეტილებას.

ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა ნამდვილად არ გაგვიჭირდება, მიუხედავად ასაკში განსხვავებისა!

ეს არის ისტორიული მომენტი და დღეს ბოლო ასეთი საზეიმო ღონისძიებაა. ხვალიდან იწყება მუხლჩაუხრელი და ხელებდაკაპიწებული, სერიოზული მუშაობა.

იმედი მაქვს, ბატონი ზურაბი და თითოეული ცალკე აღებული მინისტრი, მართლაც, წარმატებული იქნება ამ ისტორიული მისიის განხორციელებაში!

გმადლობთ ყურადღებისათვის!

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ახალი მთავრობის წარდგენაზე // 24 საათი. - 2004. - 16 თებერვალი. - N38 (587). - A8 გვ.

17 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს უშიშროების სამინისტროში

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით!

როგორც იცით, ახალი მინისტრების წარდგენის პერიოდი დგება.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლა რევოლუციის გზით მოხდა, მიხარია, რომ ამ უწყებაში ხელისუფლების შეცვლა ცივილიზებულ, ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდა.

წინა მინისტრი, ახლა უკვე გენერალური პროკურორის მოადგილე ვალერი ხაბურძანია უკიდურესად წესიერი, პროფესიონალი, პატრიოტი და თავისი ქვეყნის ერთგული მსახურია, ამიტომაც ნებისმიერ დროში და ნებისმიერ თაობაში ასეთი ადამიანები უნდა დაფასდნენ და ქვეყნის სამსახურებში უნდა იყვნენ.

ბატონ ვალერის მადლობას ვუხდი იმისათვის, რაც საქართველოს საკეთილდღეოდ გააკეთა.

მსურს წარმოგიდგინოთ უშიშროების ახალი მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა და მსურს იცოდეთ, რომ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა კანონი მისი შექმნილია.

მართალია, ამ კანონების მიმართ პრეტენზიებიც მრავლადაა, პრაქტიკამ ბევრი რამ სხვაგვარად დაგვანახა, მაგრამ მისი განათლება და სიმკაცრე, რომელიც ბატონმა ზურაბმა იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გამოამჟღავნა, იმედს გვაძლევს, რომ ყველაფერი მოგვარდება.

რამდენიმე საკითხი უშიშროებასთან დაკავშირებით.

უწინარეს ყოვლისა, უნდა გითხრათ, რომ ლაპარაკი უშიშროების სამინისტროს გაუქმებისა და დაშლის შესახებ, აბსურდი და სისულელეა - ეს სამინისტრო ყველა მთავრობას სჭირდება, თუმცა, წინა მთავრობისგან განსხვავებით, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა საფრთხე დგას ქვეყნის წინაშე.

დღესდღეობით, მთავარი საფრთხე არა გარედან, არამედ ქვეყნის შიგნით გვემუქრება. კერძოდ: საქართველოს სახელმწიფო პრივატიზებული და დატაცებული აქვთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კლანებს, რაც სახელმწიფოს, ფაქტობრივად, შლის და ანგრევს. ეკონომიკისა და პოლიტიკის რომელ სფეროსაც არ უნდა შევეხოთ, ყველგან ჩამოყალიბებულია სანათესავო კლანების დაჯგუფებები, რომლებმაც სახელმწიფო გაანადგურეს და დაიტაცეს ნაწილებად. საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენენ ეს ინტერეს-ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედებენ.

აქედან გამომდინარე, ჩვენი პრობლემა არა ზოგადად პოლიტიკოსებში, არამედ კონკრეტული მოლაყბე პოლიტიკოსებისგან შემდგარ ჩრდილოვან ჯგუფებშია.

წინა მოწვევის პარლამენტში სიები დააკომპლექტეს გარკვეული სტრუქტურებიდან და დღეს ჩვენი ამოცანაა, მოხდეს მათი იდენტიფიკაცია.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი კანონიერი ქურდი აკონტროლებს ამა თუ იმ საწარმოს, რომელმა მაფიოზურმა დაჯგუფებებმა შეაღწიეს გამგეობებსა და მერიებში. უნდა გამოვავლინოთ, თუ ვინ არის დაინტერესებული ობიექტების პრივატიზაციით, ან პირიქით - დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს პრივატიზაცია; ვინ ემზადება იმისათვის, რომ მონოპოლიური მმართველობა დაამყაროს ეკონომიკისა თუ პოლიტიკის ამა თუ იმ სფეროში.

ეს ის უმთავრესი შიდა საკითხებია, რომელთა მოგვარება და შესაბამისი ზომების მიღება უშიშროების სამინისტროს უპირველესი ამოცანაა.

როდესაც გარე საფრთხეებზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას ნარკოტიკების ბაზრად, რაც უკვე ნათლად გამოიხატა ბოლო წლების განმავლობაში ჰეროინის ფასის 2-3-ჯერ დაწევით. საქმე ეხება, ასევე, შეიარაღებულ ბანდების ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლას.

განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო ვალერი ხაბურძანიას წვლილი იმაში, რომ მან, თქვენთან ერთად, პანკისის ხეობაში შეძლო ძალზე მნიშვნელოვანი ოპერაციის განხორციელება. მან მოახერხა ის, რომ საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი რჩება ჩვენი ქვეყნის იურისდიქციაში. მოდის გაზაფხული და თოვლის დნობასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთიდან შეიარაღებული ფორმირებების საქართველოში გადმოსვლის საშიშროებაც მატულობს. მსურს ყველას ვუთხრა: ნებისმიერი შეიარაღებული ადამიანი, რომელიც გადმოლახავს საზღვარს და შემოვა ჩვენს ტერიტორიაზე, არის საფრთხე თითოეული ქართული ოჯახისთვის. ამის მიმართ ყოველგვარი ტოლერანტული დამოკიდებულება ძირს მოგვითხრის, ამიტომ ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რათა მსგავსი ფაქტები აღმოვფხვრათ და მათი საქართველოში შემოსვლა არ დაუშვათ.

აქ მყოფი ჩეჩენი ეროვნების მშვიდობიანი მოსახლეობა - ქალები, ბავშვები, მოხუცები და სხვა უიარაღო ადამიანები - საჭიროებენ ქართული კანონმდებლობის შესაბამის დაცვას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანკისის ტერიტორიის გარკვეული ზონები, სოფლები გადაქცეულია ვაჰაბიზმის ცენტრებად, ფაქტია, რომ შეიქმნა ვაჰაბიტური სკოლები, ეწევიან ვაჰაბისტურ პროპაგანდას და ყველა იქ მცხოვრები ადამიანი, მათ შორის ჩვენი ხალხიც, იწამლება სრულიად მიუღებელი, მტრული იდეოლოგიით, რაც არ უნდა დაუშვათ. მინდა გითხრათ თქვენ, უშიშროების სამინისტროს, ვაჰაბიტური იდეოლოგიის გავრცელების ყოველგვარი მცდელობა არის ანტიქართული, ანტიეროვნული და მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

მსურს გავაფრთხილო ყველა, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმით არის დაკავებული: მათ წინააღმდეგ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ და აქ ყოველგვარი კომპრომისი გამორიცხულია.

საფრანგეთის სკოლებში გოგონებს თავსაფრების ტარება აუკრძალეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის მუსულმანური იდეოლოგიის ატრიბუტი.

ჩვენ არ გვიჩუქებია პანკისი სხვადასხვა წვერმოშვებული ვაჰაბიტური ელემენტებისათვის. პანკისის ხეობა საქართველოს ტერიტორიაა, მისი განუყოფელი ნაწილია და არც ჩვენს ქისტურ მოსახლეობას - ჩვენს სისხლს და ხორცს - ვაჩუქებთ ვინმეს.

ამიტომ, კატეგორიულად ვსვამ საკითხს: აიკრძალოს ამ იდეოლოგიის მატარებელი და გამავრცელებელი ლიტერატურის შემოტანა; ასევე - ყოველგვარი დაფინანსება ვაჰაბიტური ცენტრების ასაშენებლად. ის ხალხი კი, ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, უმკაცრესად დაისჯება და იქნება ნეიტრალიზებული. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება ამ სენით არ მოიწამლოს.

მიმაჩნია, რომ ასევე მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოთა კავშირის დროინდელი არქივები გაიხსნას და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ღრმად მწამს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა საბჭოთა უშიშროების არქივების ლუსტრაცია არ მოხდა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ეს დააზარალებდა უშიშროებას, მაგრამ სამაგიეროდ, წელში გავიმართებოდით იმ თვალსაზრისით, რომ იმ პერიოდთან დაკავშირებული საკითხები უპასუხოდ აღარ დარჩებოდა.

ამ არქივებში არის ისტორიული მნიშვნელობის რამდენიმე საქმე, რომელიც ნათელს მოჰფენს 20-30-იან, 50-იან და 70-იან წლებს. იმ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, თუმცა იგორ გიორგაძემ მოახერხა ამ არქივების ერთი ნაწილის გატანა, მაგრამ კიდევ დარჩა გასაიდუმლოებული მასალები, ამის შესახებ ბატონმა ვალერიმ იცის. ვფიქრობ, რომ ახალ ქართულ სახელმწიფოს ძველი საბჭოთა კავშირის საიდუმლოებების შენახვის აღარანაირი ვალდებულება არა აქვს.

ქართული სახელმწიფოს საიდუმლოებები შეინახება, მაგრამ ჩემი მოთხოვნაა, ძველი არქივები მთლიანად გაიხსნას და საზოგადოებისთვის მისაწვდომ, საჯარო დოკუმენტაციად იქცეს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, რომელსაც ვერსად გავექცევით, სხვა ფასეულობა ამ არქივს აღარ გააჩნია. ისტორიის გასაიდუმლოება კი დიდი სისულელეა. ახალი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის ეს ჩემი პირველი დავალება იქნება.

ასევე, მინდა ახალ პოსტზე წარმატებები და წინსვლა ვუსურვო ბატონ ვალერი ხაბურძანიას. პროკურატურა აღარ არის მეორეხარისხოვანი უწყება, როგორც ეს წინა მთავრობის დროს იყო და გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა საშუალებას მოგვცემს, სრულიად განსხვავებული კუთხით დავინახოთ ვალერი ხაბურძანიას საშუალებები და ნიჭი. მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სფერო ჩააბარეს - სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ზედამხედველობა. პროკურატურა ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდება, ვალერი ხაბურძანია კი მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ჩვენი მეგობრის, ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი თანამებრძოლი გახდა.

გარდა ამისა, ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ ყველა პროფესიონალი დარჩეს თავის ადგილებზე და ჰქონდეს მაღალი ანაზღაურება, საუკეთესო ტექნიკა და რეალური საკანონმდებლო ბაზა.

ამიერიდან ზურაბ ადეიშვილი ამ შენობაში იქნება და უნდა გაითვალისწინოთ, იგი საკმაოდ მკაცრია, თუმცა - სამართლიანი. ბატონი ზურაბი უსამართლოდ არავის დაჩაგრავს, ამაში დარწმუნებული ვარ.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური

ისტორიის გასაიდუმლოება დიდი სისულელეა / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს უშიშროების სამინისტროში // 24 საათი. - 2004. - 19 თებერვალი. - N41 (590). - A1, A6 გვ.

18 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება №163

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებისა და წახალისების შესახებ.

საქართველოს კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საქართველოს საზღვაო სივრცეში დადგენილი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის აღკვეთისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის, მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით და გამოეცხადოთ მადლობა:

ღირსების ორდენით:

კობა ბოჭორიშვილი - სასაზღვრო ძალების III რანგის კაპიტანი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების უფროსი.

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:

ნიკოლოზ ცატავა - სასაზღვრო ძალების უფროსი ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და კანონაღსრულების განყოფილების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ქვეგანყოფილების უფროსი.

ბადრი ივანაძე - სასაზღვრო ძალების უფროსი ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის ფოთის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო კატარღა „გრიფის“ (პროექტი 1400 მ, ბორტის NP-203) მეთაური.

გენადი სვეტლიჩნი - სასაზღვრო ძალების ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის ფოთის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო-სამაშველო კატარღა „ცოტნე დადიანის“ (ბორტის NP-210) მეთაური.

გოგა შელია - სასაზღვრო ძალების უმცროსი ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების ფოთის განყოფილების მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსი.

მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“:

დავით შუბითიძე - სასაზღვრო ძალების II რანგის კაპიტანი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის სასწავლო პროცესების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.

დავით ცინცაძე - სასაზღვრო ძალების კაპიტან-ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სამმართველოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და კანონაღსრულების განყოფილების უფროსი.

ზაზა გელაძე - სასაზღვრო ძალების უფროსი ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სადარაჯო ხომალდების ჯგუფის სადარაჯო ხომალდ „გიორგი თორელის“ (პროექტი „205 პ“, ბორტის NP-21) მეთაურის თანაშემწე.

მამუკა მოდებაძე - სასაზღვრო ძალების უფროსი ლეიტენანტი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის ფოთის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო-სამაშველო კატარღა „ცოტნე დადიანის“ (ბორტის NP-210) მეთაურის თანაშემწე (მექანიკოსი).

გამოეცხადოთ მადლობა:

მერაბ ბერიძეს - სასაზღვრო ძალების III რანგის კაპიტანი, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სადარაჯო ხომალდების ჯგუფის სადარაჯო ხომალდ „გიორგი თორელის“ (პროექტი „205 პ“, ბორტის NP-21) მეთაურს.

თეიმურაზ ჭიტაძეს - სასაზღვრო ძალების უფროს ლეიტენ ნანტს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის აფხაზეთის რეგიონის განყოფილების (ბაზის) უფროს ოფიცერს ბაზირების დარგში.

გიორგი წითელაშვილს - სასაზღვრო ძალების ლეიტენანტს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და კანონაღსრულების განყოფილების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ქვეგანყოფილების დაზვერვის ოფიცერს.

გიორგი მამფორიას - სასაზღვრო ძალების ლეიტენანტს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და კანონაღსრულების განყოფილების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ქვეგანყოფილების დაზვერვის ოფიცერს.

თეიმურაზ ხვიჩიას - სასაზღვრო ძალების ლეიტენანტს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის აჭარის რეგიონის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო-სამაშველო კატარღა „გენერალი მაზნიაშვილის“ (ბორტის NP-211) მეთაურს.

ზაზა ნიკოლაიშვილს - სასაზღვრო ძალების უმცროს ლეიტენანტს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის ფოთის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო კატარღა „გრიფის“ (პროექტი 1400 მ, ბორტის NP-203) მეთაურის თანაშემწეს (მექანიკოსი).

გელა ნადარეიშვილს - სასაზღვრო ძალების უმცროს მიჩმანს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის ფოთის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო კატარღა „გრიფის“ (პროექტი 1400 მ, ბორტის NP-203) მესაჭე-მესიგნალეს.

გოჩა ზოსიძეს - სასაზღვრო ძალების უმცროს მიჩმანს, სანაპირო დაცვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების სანაპირო დაცვის ფოთის განყოფილების (ბაზის) საპატრულო კატარღების ჯგუფის საპატრულო-სამაშველო კატარღა „ცოტნე დადიანის“ (ბორტის NP-210) მოტორისტს.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 163 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

19 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N164

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

დ. დონდუას ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გათავისუფლდეს დავით დონდუა ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობიდან.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N164 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

20 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N165

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

დ. თევზაძის ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ.

დაინიშნოს დავით თევზაძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 165 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

21 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N166

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

ლ. ღოღობერიძის საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, აგრეთვე „იუნესკო“-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ.

დაინიშნოს ლანა ღოღობერიძე საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, აგრეთვე „იუნესკო“-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 166 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

22 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N167

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

მ. ფანჯიკიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის შესახებ.

დაინიშნოს მაია ფანჯიკიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 167 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

23 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N168

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

ნ. პარუნაშვილის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გათავისუფლდეს ნუგზარ პარუნაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 168 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

24 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N169

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

ნ. ნიკოლოზიშვილის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გათავისუფლდეს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 169 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

25 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N170

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

ნ. ნიკოლოზიშვილის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნის შესახებ.

დაინიშნოს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 170 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

26 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N171

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი

რ. გაჩეჩილაძის ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გათავისუფლდეს რევაზ გაჩეჩილაძე ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 171 / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A2 გვ.

27 პრეზიდენტის მუქარა და დაპირება

▲ზევით დაბრუნება


აჭარაში გუშინ განვითარებული მოვლენები, პროკურატურის მიერ „ომეგა“ ჯგუფის მიმართ განხორციელებული სპეცოპერაცია, კომპანია „მაგთიკომის“ მფლობელის გია ჯოხთაბერიძის და „მადნეულის“ გენერალური დირექტორის დაკავება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს პრეზიდენტი ახალ ინიციატივაზე საუბრობს - ყველა ბიზნესმენი, ვინც პირველ აპრილამდე წარადგენს ობიექტურ საგადასახადო დეკლარაციას და დამალული გადასახადების ლეგალიზებას მოახდენს, ყველანაირი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

აჭარის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ძველებური
ურთიერთობები ძალაში ვერ დარჩება

წინა მთავრობისგან განსხვავებით, მე არ ვაპირებ სირაქლემის პოზიცია დავიკავო, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რა თქმა უნდა, მოვლენები ძალიან დრამატულად ვითარდება. იმას, რაც დღეს აჭარაში ხდებოდა, ორი ასპექტი აქვს: ერთი არის დამოკიდებულება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის ხელისუფლებას შორის. მე მინდა, თავიდანვე ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არავინ აჭარის ავტონომიის უფლებებს არ ზღუდავს, არა იმიტომ, რომ მე ავტონომიური ინსტიტუტის თაყვანისმცემელი ვარ, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ბევრი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ადგილზე. საქართველოს დეცენტრალიზაცია სწორი გაგებით უნდა მოხდეს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, აჭარა არის საქართველოს შემადგენ ნელი ნაწილი და საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება, გააკონტროლოს აჭარის ტერიტორია, ფინანსური სისტემა, გააკონტროლოს ბათუმის პორტი, თურქეთის საზღვარი... მე ვფიქრობ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვან ნელობას ეს ძალიან კარგად ესმის. ხვალ ბათუმში თათბირია ფინანსურ საკითხებზე და, რამდენადაც ვიცი, ფულის გადმორიც ცხვას ისინი გადასახადების სახით აპირებენ. მათ ესმით, რომ ძველებური ურთიერთობები ძალაში ვერ დარჩება.

მინდა იცოდეს თითოეულმა აჭარელმა: საქართველოს პრეზიდენტი მათ უფლებების შელახვისგან დაიცავს. ყველა აჭარელი უნდა იყოს დაწყნარებული, ნურაფრის ნუ შეეშინდებათ. ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ აჭარა საქართველოს განსაკუთრებული რეგიონია, დაუშვებელია. მე მღლის უცხოური ტელეკომპანიების ეთერით იმის მოსმენა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და აჭარას. აჭარის ჩართვა ამ სიაში არის შეურაცხმყოფელი. ეს შექმნა შევარდნაძემ და მე ამას დავასრულებ.

მე დავავალე დღეს პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს: გამოიძიონ ყველაფერი რაც ბათუმში მოხდა. იქ არის კრიმინალების რაღაც ჯგუფი, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათ ყველაფერი ეპატიებათ. მინდა მათ ვუთხრა: არაფერი არ გეპატიებათ! სათითაოდ გავუსწორდებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ოფისებს წვავს, ადამიანებს ცემს. გავუსწორდები არა პირადად, არამედ - კანონის ძალით. მივუჩენთ მათ ადგილს, სადაც ეკუთვნით კანონის მიხედვით... მე კონსტრუქციული ვარ მხოლოდ იმ საკითხებში, რაც ეხება ძალიან ფაქიზ ურთიერთობას ცენტრსა და რეგიონს შორის, მაგრამ ადამიანების ჩაქუჩებით ცემის საკითხში კონსტრუქციული ვერ ვიქნები. ჩვენ გვაქვს ყველა იურიდიული მექანიზმი, რომ ამ ხალხს პასუხი ვაგებინოთ, ჩვენ აღარ ვართ უუნარო ხელისუფლება. მე გამოვრიცხავ შეიარაღებული ძალის გამოყენებას, მაგრამ კონკრეტული ადამიანების დასაკავებლად ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ. აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ შეიარაღებულ ძალას არ გამოვიყენებთ. თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ასეთი ძალა საქართველოს აქვს, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ აჭარის მოსახლეობამ თავად უნდა გაარკვიოს მდგომარეობა, ოღონდ, საქართველოს კანონების შესაბამისად.

ჩვენ ვიცით კონკრეტული გვარები და სახელები. ეს არის აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილესთან მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ვინმე გოგიტიძე კურირებს. მე მივეცი დავალება უშიშროების მინისტრს, რომ ეს პიროვნება დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნეს თანამდებობიდან. საერთოდ აჭარის უშიშროების სამინისტროს არსებობა ჩემთვის გაუგებარია იმიტომ, რომ კონსტიტუციით ავტონომიას არა აქვს უფლება, ჰქონდეს უშიშროების სამინისტრო და ეს საკითხიც უახლოეს დღეებში გასარკვევია.

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში
მთავრობა არც ერთ ტელევიზიას არ დახურავს!

თუ ხვალ ნებისმიერი განგსტერი დადგამს ტელეკამერას, ამ ტელეკამერის წინ დადგამს ორ სკამს, იყიდის ანტენას და იტყვის, რომ მისი უფლებების შელახვა - ეს არის თავისუფალი პრესის შელახვა, ასე ქვეყანა არ აშენდება. თავისუფალი ტელევიზია არის ხელშეუხებელი. საქართველოში არც ერთი ტელევიზია ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არ დაიხურება - მე შემიძლია, ეს მყარად ავღნიშნო. როგორც არ უნდა მლანძღონ, ხალხმა სიმართლე მაინც იცის. მანამდე შევარდნაძის მთავრობა მის მიერ კონტროლირებადი არხების საშუალებით მლანძღავდა, მაგრამ ამით არაფერი დამკლებია. პრესის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება. მაგრამ, აი, წარმოიდგინეთ რა სიტუაცია შეიქმნა საქართველოში: ნებისმიერი დიდი დაჯგუფება არა მხოლოდ არ იხდის გადასახადებს, არამედ ამ გადაუხდელი გადასახადებით, ხშირ შემთხვევაში - ნაძარცვი ფულით, იმითი, რომ კონკურენტებს ბაზრიდან დაუშვებელი მეთოდებით - ტერორით, რეკეტით, დაშინებით აგდებს, ქმნის სტრუქტურას, შემდეგ ყიდულობს დეპუტატებს, თავად ხდება დეპუტატი და ხდება ხელშეუხებელი.

ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ახალ სიაში შევიყვან, მოვთხოვ დაწერონ დეკლარაცია, რომ ისინი სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას მხარს უჭერენ.

ოქუაშვილის კონკრეტულ სიტუაციაში საუბარია 12 მილიონ ლარზე. ეს ერთი ეპიზოდია. საბოლოო ჯამში კი პრეტენზია 30 მილიონამდე ადის, როგორც მეუბნებიან. ეს არის საქართველოში ყველა დასაქმებული ადამიანის ორი თვის ხელფასი. აი, თქვენთვის პასუხი კითხვაზე - სად წავიდა პენსიები და ხელფასები?

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ხელფასები და პენსიები დროზე გაიცემა, მაგრამ ეს არის მიზერული თანხები. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში პენსიების გაზრდას, მაგრამ საიდან უნდა გაიზარდოს პენსია? ჰაერიდან თანხები არ მოვა. მე ვაპირებ უახლოეს მომავალში დავამყარო საგადასახადო დისციპლინა და ასე გავზარდო პენსიები. ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება.

„მაგთიკომი“ გამჭვირვალე ბიზნესი?!

რაც შეეხება პრეზიდენტის სიძეს. საუბარი იყო იმაზე, რომ მან გადასახადები არ გადაიხადა. გამოდის ტელევიზიით ქალბატონი შევარდნაძე და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოჯახის დევნას განიცდის... ნებისმიერ ადამიანს ქუჩაში რომ ჰკითხოთ, ინატრებდა, რომ მასზე ასეთი დევნა ხორციელდებოდეს. ამ ოჯახის პირადი ქონება 350 მილიონი დოლარია - ასეა შეფასებული. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს კაცი, ჯოხთაბერიძე ათი წლის წინ ტელევიზიის ჩვეულებრივი თანამშრომელი იყო. დღეს მისი ქონება 350 მილიონი დოლარია. დღეს ის დადის მანქანით, რომელიც შეფასებულია მილიონ ორასი ათას დოლარად. ეს არის „მერსედეს-მაიბახი“, რომელიც მსოფლიოში ოც კაცს თუ ჰყავს. რომ ამბობენ, „მაგთი“ გამჭვირვალე კომპანიააო - მისი ლიცენზია ინჯიამ თავის დროზე 40 ლარად გაყიდა, მაშინ, როცა უზბეკეთმა ასეთი ლიცენზია 60 მილიონ დოლარად გაყიდა. სად არის ის 60 მილიონი, რაც პენსიებზე და ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო? რა გამჭვირვალე ბიზნესზეა ლაპარაკი? ეს ფული, რეალურად, ამ ოჯახის მიერ მონოპოლიზირებულია საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე.

მოპარული ოქრო

მინდა შევეხო იმასაც, რაც ხდებოდა მადნეულში. დღეს იქ უშიშროების მინისტრი ჩავიდა. ბევრს არ სიამოვნებს და, სიმართლე გითხრათ, მეც არ მსიამოვნებს ავტომატიანი სპეცრაზმელების ყურება, თუმცა კარგ საქმეს აკეთებენ... მადნეული არის სახელმწიფო ოქროს მომპოვებელი საწარმო, რომელიც თითოეულ ქართველს ეკუთვნის. ამ საწარმოში დაინიშნა მამალაძის კაცი - ლობჟანიძე და ბოლო ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში 40 მილიონი მარტო ამ ოქროს ექსპორტზეა მოპარული. ეს საწარმო ტელევიზიითაც უშვებს რეკლამას, რაც საკმაოდ ძვირია - აი, ჩვენ რა კარგად ვმუშაობთო. ეს ხომ თითოეული პენსიონერის ფულია. რამდენიმე ტონა ოქრო პირდაპირ რევოლუციის შემდეგ მოიპარეს, როცა ჩვენ ამის კონტროლის თავი არ გვქონდა. შემდეგ მეორე პარტია ოქრო აეროპორტის გზაზე დავაკავეთ. ახლა ეს საწარმო, ნაყიდი მოსამართლის მეშვეობით, ორი თვის განმავლობაში არ უშვებდა აღმასრულებლებს. ლობჟანიძე შვეიცარიაშია და ეგონა, იქ ვერ მივწვდებოდით. ნურას უკაცრავად. გუშინ იგი შვეიცარიის პროკურატურამ დააკავა. ეს შეეხება ყველას - მათაც, ვინც რუსეთში გაიქცა. არცერთი ქვეყანა კორუფციონერს ხელს არ დააფარებს, ეს მსოფლიოს საერთო სენია და მას ამერიკაც, შვეიცარიაც და რუსეთიც ერთად ებრძვის. ამიტომ მე სადმე გაქცევას არავის ვურჩევდი.

„შეავსეთ ობიექტური საგადასახადო დეკლარაცია
და არავინ შეგეხებათ“

ჩემი მთავარი მიზანი, იმასთან ერთად, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები დავსაჯოთ, არის ბიზნესის ხელშეწყობა. ჩემი ამოცანაა, რომ ზაფხულისთვის, მაქსიმუმ სექტემბრისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმი მოვამზადოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, საქართველოში გადასახადები შემცირდეს. ეს არის ის, რასაც მე ჩვენს ხალხს დავპირდი. მაგრამ ამისათვის საგადას სახადო დისციპლინა უნდა დამყარდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გადასახადებია ამოღებული, რა არის ამოღებადი, რას ვერ ამოვიღებთ და რა გადასახადებია შესაცვლელი. მე ვეუბნები ყველა ბიზნესმენს: პირველ აპრილამდე არის საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციების წარდგენის ვადა. ყველა ბიზნესმენი, ვინც პირველ აპრილამდე ობიექტურ საგადასახადო დეკლარაციას წარადგენს, თუნდაც მრავალი წლის დამალულ გადასახადებს გაუკეთებს ლეგალიზებას, იტყვის, რომ მზად არის, ახლა გადაიხადოს გადასახადები, მე ვაძლევ ჩემს საპრეზიდენტო სიტყვას (და თუ საჭირო გახდა კანონში ცვლილება, ამასაც გავაკეთებ), რომ ყველანაირი პასუხისმგებლობიდან განთავისუფლებული იქნება და არავინ მას ხელს არ ახლებს, არც ერთი სისხლის სამ მართლებრივი და სხვა დევნის ორგანო. ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მე ამ სიტყვას არ გადავალ. რამე გაქვთ დამალული? გააკეთეთ ლეგალიზაცია, ჩაწერეთ: ამდენი და ამდენი გადასახადი მქონდა გადასახდელი, გადაიხადეთ და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგი ათი წელი საერთოდ არავინ არ შეგეხებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მათთვის, ვინც დამალული გადასახადების ლეგალიზებას მოახდენს.

პრეზიდენტის მუქარა და დაპირება // 24 საათი. - 2004. - 21 თებერვალი. - N43 (592). - A1, A3 გვ.

28 საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში

▲ზევით დაბრუნება


ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ერთმანეთს ბოლოს 1995 წელს შევხვდით, მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი.

დღეს ჩემთვის უდიდესი პატივია აქ, თქვენს შორის ყოფნა - ჩემი გულის ნაწილი ამ შესანიშნავ სკოლაში დარჩა.

ვარ პიროვნება, რომელიც ვსწავლობდი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის გულში - ამ დიდ სკოლაში.

მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.

16 საათის განმავლობაში მოვფრინავდი, რათა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს ვწვეოდი და ესოდენ დიდი პატივი მრგებოდა წილად.

შენახული მაქვს ყველა ის წერილი და სამახსოვრო, რაც აქ მიმიღია, მათ შორის ჩემი დეკანის ბარათიც.

ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში დავიწყე მოღვაწეობა და უკან დამრჩა ჩემი წარსული - აქ გატარებული წლები, ჩემი სახელმძღვანელოები. მერწმუნეთ, ნოსტალგიის გრძნობა კიდევ მაქვს შემორჩენილი.

ახლა, თქვენს წინაშე ვარ, რათა კიდევ ერთხელ შევხვდე ჩემს პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც საკმაოდ ბევრი გააკეთეს ჩემთვის.

დავბრუნდი, რომ შევხვდე ჩემს პროფესორს, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში საკმაოდ კვალიფიცირებული მოსამართლეა და წარმატებულად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის განხრით.

საქართველოში გამგზავრების წინ მას ვუთხარი, რომ დაბრუნებისთანავე აქ მიღებული ცოდნის რეალიზაციას მოვახდენდი და აქტიურად ჩავერთვებოდი ჩემი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.

პროფესორი დაინტერესდა და მთხოვა რეფერატის სახით, ზოგადად საქართველოს და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიმეწოდებინა.

როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას გაეცნო მითხრა, თუ მაინც მიდიხარ იქნებ შენი კონცეფცია ჩამოაყალიბო და ახალი სახელმწიფოს მოდელი შექმნა, მეცნიერულად გააანალიზე ის, რასაც მომავალში გააკეთებ - აღწერე არსებული კრიზისი და მოგვარების შესაძლო ვარიანტებიც დასახეო.

ახლა საქართველოში ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მოღვაწეები, ისინი, ვინც უცხოეთში მივიღეთ განათლება, ჩვენს ცოდნას მაქსიმალურად ვიყენებთ - ეს ამა თუ იმ სფეროში კარდინალური ცვლილებების განხორციელებას ეხება.

ქვეყნის მართვის საქმეში ეს რეალური პროგრესია.

მათ, ვისაც რეფორმების წარმატებით გატარების სურვილი აქვთ, უნდა იცოდნენ და ახსოვდეთ, რომ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე კომპრომისებზე არ უნდა წავიდნენ და არც საკუთარი პოზიცია უნდა დათმონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში მიღწევებზე ლაპარაკი ზედმეტია.

ჩვენი ხალხი უკვე მზად არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.

მართალია, ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ინტერესიც მის მიმართ საკმაოდ დიდია, მაგრამ აქ ყოფნისას მივხვდი, რომ ჩვენ ნთვის მთავარია არამარტო საქართველოს გეოპოლიტიკა, სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, ან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, არამედ, ძირითადად, ის ღირებულ ლებები, რაც მოწინავე მსოფლიოს გააჩნია და რითაც ამ წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.

აქ სწორედ იმისათვის ჩამოვედი, რომ თქვენი მხარდაჭერა გთხოვოთ.

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ხალხმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა - არჩევნები იმ დროს არსებულმა ხელისუფლებამ გააყალბა.

პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში და მის მსგავს ქვეყნებში პრეზიდენტები ვერ საზღვრავენ, როდის უნდა გადადგნენ.

ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და მის მთავრობას ვერ წარმოედგინათ, რომ ერთ დღეს შესაძლოა ისინი ჩამოეგდოთ, ეს კი მოხდა.

უსამართლობით დაქანცულმა ხალხმა გადაწყვიტა გაერთიანებულიყო და მათ პროტესტს წინ ვერავითარი ძალა ვერ აღუდგა.

მთავრობას არ დაემორჩილა არც პოლიცია და არც ჯარი.

ის, რაც საქართველოში მოხდა, მართლაც საოცრება იყო.

ქართველებმა დაამტკიცეს, რომ ძალა ერთობაშია.

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ყველა ცნობილმა ტელეარხმა და საინფორმაციო სააგენტომ გააშუქა და, დღეს, ეს ყველასათვის, მთელი მსოფლიოსათვის არის მაგალითი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გლობალიზაციასა და მის პარალელებზეც უნდა ვილაპარაკოთ.

ეს კი, ჩვენი ჩათვლით, მრავალ ერს აახლოებს და ისინი პროგრესისაკენ მიჰყავს, თუმცა იმავდროულად, ბევრ მტკივნეულ საკითხსაც გამოკვეთავს.

ზოგ შემთხვევაში ძალაუფლება გვაკლდება, მაგრამ ისეთი პატარა ერისათვის, როგორიც ქართველი ერია, დიდ შესაძლებლობებსაც იძლევა.

თუ გინდა იყო კონკურენტუნარიანი, დაიცვა შენი მომავალი, მაშინ გაქვს შანსი ამ დიდ გლობალურ სამყაროში.

ის ცვლილებები, რასაც ამჟამად ვახორციელებთ, გლობალიზაციის ტენდენციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

საქართველოში რევოლუციას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები არ ყოფილიყო, რითაც ერთმანეთთან კონტაქტს ვამყარებდით.

ასევე, „სი-ენ-ენის“ გარეშე, რომელიც ოპერატიულად აწვდიდა მსოფლიოს აქ მიმდინარე მოვლენების ამსახველ რეპორტაჟებს.

ამერიკაში ნორვეგიისა და გრენლანდიის გავლით ჩამოვედი.

ჩვენ შევჩერდით გრენლანდიის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც, როგორც მითხრეს, 460 მოსახლეა.

ჩემი თანმხლები ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ჩემში საქართველოს პრეზიდენტი შეიცნო.

ეს ცუდიც არის და კარგიც - ერთი მხრივ, ზღუდავს ჩემს უფლებას, ვინაიდან ჩემი პირადი ცხოვრება შეუმჩნეველი არ რჩება, ხოლო მეორე მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია იმით, რომ ხალხები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს.

ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც თანაბრად ვრცელდება როგორც ქართველისათვის, ისე გრენლანდიელისათვის, ავსტრალიელის, აფრიკელისა თუ ამერიკელისათვის.

პიროვნებას, რომლის სახელსაც ეს დიდებული უნივერსიტეტი ატარებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ ღირებულებათა ჩამოყალიბებასა და მთელ მსოფლიოში მათ გავრცელ ლებაში, რაც ყოველი ჩვენგანისათვის ძალზე საამაყოა.

ეს წვლილი არც სამხედრო ინტერვენციას გულისხმობს და არც საქართველოსნაირი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.

ეს დახმარებები, რა თქმა უნდა, ხშირად კარგი, მნიშვნელოვანი და დროულიც არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ლაპარაკია იდეებისა და ფასეულობათა მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტირების შესახებ.

„ექპორტირება“ შესაძლოა არც იყოს ზუსტი სიტყვა და ჯობდეს „ერთმანეთისათვის გაზიარება“ ვთქვათ.

ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში საჭიროა ახალი აზროვნებისა და გამოცდილების, ასევე, ძველი კომპლექსებისაგან თავისუფალი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, რაც წინა მთავრობისათვის უცხო იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენ უკვე გვყავს გუნდი, რომელიც სწორედ ასე ფიქრობს.

ამის შესახებ, ჩემი ინაუგურაციის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსაც ვესაუბრე.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, ჩინეთის ტელევიზიამ ჩემს შესახებ საათნახევრიანი ფილმი გადაიღო და ინტერვიუს ჩასაწერად მუდმივად თან დამყვებოდა.

მე კი ჩემთვის საინტერესო არხებს („ბი-ბი-სი“, „სი-ენ-ენი“ და სხვა) ვაძლევდი ინტერვიუს, რაზეც მათ მითხრეს: როგორ არ გესმით, ესენი ყველა პატარა ტელევიზიები არიან, ჩვენ კი 740 მილიონი მაყურებელი გვყავსო.

მაგრამ ეს არ არის მთავარი და ამით არც ვტრაბახობ.

მთავარი ის არის, რომ ამ დარბაზში გამოსვლით ვამაყობ, თუნდაც ათ-კაციანი აუდიტორია მისმენდეს - ეს ჩემთვის დიდი პატივია.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი ჩემთვის თბილი, შესანიშნავი და მყუდრო სახლია და დღეს ჩემი აქ მოსვლა შინ დაბრუნებას ჰგავს.

ამ კედლებში გატარებული რამდენიმე თვე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი პერიოდია.

მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და თბილი მიღებისათვის.

დიდი მადლობა!

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში / საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური / 23 თებერვალი, 2004. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2778&i=1

29 გაითვალისწინეთ, რომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
გამოსვლა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე

მოგესალმებით!

აქ არიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, გადახდელთა კავშირის წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი საქმიანი ადამიანები, აგრეთვე - ექსპერტები მეცნიერები ამ სფეროში!

ჩვენ არ გვსურდა, რომ ეს შეხვედრა ტრადიციულად ყოფილიყო რომელიმე ფეშენებელურ სასტუმროში!

მინდა, რომ ეს იყოს სამუშაო შეხვედრა, სადაც გულწრფელად გაგიზიარებთ იმ აზრებს, რაც უკავშირდება საქართველოში ბიზნესის განვითარების და საერთოდ ეკონომიკის განვითარების ჩვენეულ ხედვას.

ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ, თუ შეამჩნიეთ, ჩვენ ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს საქართველოში წესრიგის დასამყარებლად.

ამისათვის, მე არ დავიხევ არცერთი ნაბიჯით უკან!

გათავხედებული თავგასული ადამიანები, რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ - მათი ნაწილი უკვე ციხეშია და მეორე ნაწილს ვპირდები, რომ აღმოჩნდება ციხეში! სანამ მე პრეზიდენტი ვარ სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომ ამ პერიოდში მათ ხალხი არ შეაწუხონ. ამ ხალხს ჩვენ მოუვლით, იმიტომ, რომ საქართველოში შეიქმნა კასტა თავგასული, გათავხედებული ადამიანებისა, რომლებიც არა თუ ბიზნესმენები და სახელმწიფო მოხელეები არიან, არამედ, ესენი არიან უბრალოდ ჩვეულებრივი განგსტერები, რომლებიც იტაცებდნენ ხალხს, თავის კონკურენტებს ცხვირ-პირს ამტვრევდნენ, ფეხით აღებდნენ მინისტრების კარებს და საერთოდ, ეს მინისტრები არაფერი არ იყვნენ მათთვის. ნიშნავდნენ საბაჟოსა და საგადასახადოს უფროსებს, შემდეგ ხსნიდნენ მათ.

არ გამოვრიცხავ, რომ მათი უმეტესი ნაწილი კიდევ უარეს ქმედებებს ჩადიოდა!

ასეთი ხალხის ადგილი საქართველოში აღარ არის! იმიტომ, რომ სადაც არის ასეთი ხალხი, იქ დანარჩენი საზოგადოება აღარ არსებობს და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იქ ადგილი აღარ რჩება.

აქ მყოფი ადამიანები დაინტერესებულნი არიან იმით, რომ თავგასულობა და განუკითხაობა ქვეყანაში აღარ იყოს!

ერთად უნდა მოვარჯულოთ თავგასულები, არა მარტო იმიტომ, რომ მე მსურს ასე, არამედ იმიტომ, რომ ამ პირებმა ხალხის ცხოვრება არ მოწამლონ.

იცით, რომ მეორე მხრივ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოში კრიმინოგენული ვითარება გამოსწორდეს!

მაგალითად, რა ხდებოდა ამ დღეებში ქუთაისში? იქ ერთი უბანია, საფიჩხიის ერთი ნაწილი, რომელიც ოფიციალურად ოკუპირებული აქვთ კანონიერ ქურდებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს. ესენი არიან მუქთახორა, გაფუჭებული და გათახსირებული ადამიანები. მაგათი კოდექსი ფლიდობის, ერთმანეთის დასმენის და ერთმანეთის ღალატის კოდექსია!

მაგრამ, თავი სერიოზული ავტორიტეტები ჰგონიათ.

მოხდა ისე, რომ ქუთაისში, სადაც ისედაც სოციალურად გაღატაკებული ხალხი ცხოვრობს, რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. პრაქტიკულად, მემწვანილე არ არის ბაზარში, რომელიც მათ ფულს არ უხდის, აღარ ვლაპარაკობ ბენზინგასამართ სადგურებზე და ასე შემდეგ.

ყველა ქვეყანა გათავისუფლდა ასეთი ხალხისგან!

რუსეთში აღარ არის ამგვარი რეკეტი, უკრაინამაც დაიწყო ამ მიმართულებით ქმედებები, აზერბაიჯანში და სომხეთში არც ყოფილა არასდროს, იმიტომ, რომ აქ სხვაგვარად იყო თავიდან ნვე საქმე დაყენებული.

საქართველოში ყოველივე ეს ჯერ კიდევ არსებობს!

ისინი იმდენად გათავხედდნენ, რომ გატაცებული მანქანები შეიყვანეს უბანში, ჩაკეტეს გზა და ყველას უთხრეს, აქ არ შემოგიშვებთო.

პოლიციამ სცადა შესვლა და ატეხეს სროლა, რის შემდეგაც სამი პოლიციელი და კიდევ ერთი უდანაშაულო მოქალაქე დაიღუპა.

ძველი მთავრობა რომ ყოფილიყო, ამას გადაყლაპავდა და გეტყვით, რაც მოხდებოდა, დარეკავდნენ შინაგან საქმეთა მინისტრთან. ნარჩემაშვილის პირადი ძმაკაცი იყო ეს რამდენიმე ქურდი ქუთაისში, ამის ათასობით დამადასტურებელი მასალა არსებობდა. აიღებდა ეს ქურდი ტელეფონს, დაურეკავდა ნარჩემაშვილს, იგი თავის მხრივ დაურეკავდა პოლიციას და ცხოვრება გაგრძელდებოდა ძველებურად!

დღეს, მართლაც, ბრწყინვალედ მუშაობენ გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა - ირაკლი ოქრუაშვილი!

მე ვუთხარი მათ, რომ ყველა ძალის მობილიზებით დაერტყათ ალყა ამ უბნისთვის, გადაეკეტათ ქუთაისი და ვინც დასაჭერია - დაეჭირათ!

რა წიკვინიც არ უნდა იყოს იქ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!

ამ ხალხის საქმიანობა თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით თითოეულ ბიზნესმენს საფრთხეს უქმნის. იმიტომ, რომ ეს ხალხი პირველ რიგში მოდის თქვენთან, სადაც ფული ეგულებათ. თქვენს შორის არიან ადამიანები, ვინც არ ეპუება მათ, არის ხალხი ვინც მართლა რისკზე წავიდა, არის ხალხი ვისზეც ტერაქტებია მოწყობილი და მაინც არ შეუშინდა არაფერს და მაინც აგრძელებს ძველებურად მათ იგნორირებას.

მაგრამ, ასევე, არის ხალხი, ვინც მათ ფულს უხდის და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით.

გადაუხადეთ ეს ფული თქვენ საკუთარ ბიზნესს, თქვენ საკუთარ განვითარებას და გადაუხადეთ ნაწილი თქვენს საკუთარ სახელმწიფოს, უფრო ზუსტად - არა სახელმწიფოს ზოგადად, არამედ სკოლებს, ჯანდაცვის სისტემას!

საქართველოში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიშალოს!

სამეგრელოს რეგიონთან დაკავშირებით შევარდნაძეს ჰქონდა კომპლექსი და სწორადაც ჰქონდა!

არცერთ რეგიონზე არ გადაუვლია უბედურებას ისე, როგორც სამეგრელოზე, ვინაიდან, მოგეხსენებათ ყველაზე მდიდარი ხალხი იქ ცხოვრობდა!

ამ რეგიონში პოლიცია და უშიშროება გახდა ფილიალი ადგილობრივი ბანდიტებისა. სამეგრელოში უშიშროება დაკავებული იყო ბენზინის კონტრაბანდით, პოლიცია ნარკოტიკებით, სხვადასხვა ტვირთების გადაზიდვით, სიგარეტის კონტრაბანდით.

როგორც კი დავიწყეთ წმენდა, პირველი რეაქცია იყო ის, რომ დაესხნენ თავს პოლიციის განყოფილებას და რამდენიმე წესიერი ადამიანი, რომელიც იქ იყო და გაბედა წინააღმდეგობა გაეწია, დახვრიტეს ძალიან ცივსისხლიანად. ასი მეტრის მოშორებით მდგარი სპეცრაზმი რომ არა ბევრად მეტი პატიოსანი პოლიციელი დაიღუპებოდა.

მათ გადაწყვიტეს რომ ერთბაშად ყველაზე ეძიათ შური!

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ მოვითმენთ!

ჩავატარეთ ოპერაციები და ყველა დაპატიმრებულია, რამდენიმე გაიქცა, მაგრამ იმათაც ავიყვანთ.

უნდა გენახათ ამის შემდეგ როგორ გვხვდებოდა ხალხი სამეგრელოში. მათ პირველად ამოიღეს ხმა, პირველად დაიწყეს ინტერვიუების მიცემა, ადრე იცოდნენ, რომ ასეთი რამისთვის სახლს აუფეთქებდნენ, მერე კი იტყოდნენ, რომ ბრძოლის ველია და აფხაზებმა გაანადგურესო.

აფხაზებს საკუთარი ცოდვებიც ეყოფათ!

ეს ყაჩაღები, ძირითადად პარტიზანებს რომ უწოდებენ თავიანთ თავს, პარტიზანები არ არიან; ისინი ჩვეულებრივი კონტრაბანდისტები არიან, რომლებიც აფხაზებთან ერთად დაკავებულნი არიან საკუთარი ხალხის ძარცვით და ერთი ჯიხური აღარ არის, რომელიც მათ ფულს არ აძლევს.

სადამდე შეიძლება ამგვარი სიტუაციის მოთმენა?!

ასეთივე ჯგუფები იყო სამტრედიასა და ხონში.

ასეთ ჯგუფებს ჩვენ გამოვუცხადეთ ომი!

ჩვენ არ ვუყურებთ იმას, რომ ვიღაცა შევიდა რომელიმე პარტიაში, დაგვიმეგობრდა და არის ხელშეუხებელი!

გული გამისკდა, როდესაც გაზეთში წავიკითხე, რომ ბონდო შალიკიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი!

ასევე გაუსკდა გული ქუთაისის მოსახლეობის 90 პროცენტს, იმიტომ, რომ თუ აღარ ხარ ქურდი და ბანდიტი, რაშიც ეჭვი ძალიან ბევრს ეპარება, პოლიტიკაში მაინც რაღას მოდიხარ, გაერიდე პოლიტიკას და აკეთე ის შენი ბიზნესი წყნარად!

ეს დეპუტატობა მათ რაღაც ინდულგენცია ჰგონიათ!

დამთავრდა ასეთი დეპუტატობა!

ხვალ-ზეგ მე ვიბარებ ჩვენი სესიის ყველა წევრს და ვეუბნები, ან ყველანი მოაწერთ ხელს, რომ პირველივე დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს გაიუქმებთ, ან სუყველას ამოგიღებთ სიიდან!

არ არსებობს შავ და თეთრ ადამიანს შორის დაყოფა!

არიან ბიზნესმენები, რომლებიც არიან პარლამენტში და რასაც უნდა იმას აკეთებენ, ვერ შეეხები, და არიან ბიზნესმენები, რომლებიც არიან პარლამენტს გარეთ და არიან ზანგები!

ასეთ ხალხს შესაძლოა სხვაგვარად მოეპყრო!

ჩვენი ფუნქცია და პროგრამაა, რომ ყველა უნდა იყოს თანასწორ მდგომარეობაში!

ამავე დროს, მე სრულებით არ მსიამოვნებს, რომ ამ კაცს სტაცეს ხელი და უხერხულ მდგომარეობაში გამოიყვანეს პირდაპირ საწოლიდან.

ამგვარი რამეები არ უნდა კეთდებოდეს, ისევე, როგორც მიმაჩნია, რომ ადეიშვილის დაპატიმრება სპეცრაზმით არ იყო სწორი, ვინაიდან იგი ბანდიტი არ არის და არანაირი შეიარაღებული ბანდა არ ჰყავს.

მაგრამ, როდესაც შეიარაღებული რაზმი აპირებს, რომ შტურმზე წამოვიდეს, ჩვენ იარაღს გამოვიყენებთ, რადგან, შევარდნაძისგან განსხვავებით, ჩვენ ამის მორალური უფლება გვაქვს და კანონი ამას გვავალდებულებს!

იარაღს გამოვიყენებთ იქ, სადაც კანონით არის დაშვებული და არსად უკან დახევა არ იქნება!

ჩვენ ვაპირებთ, რომ უსაფრთხოების ძალები თანამედროვედ აღვჭურვოთ. მათ აქვთ უკვე ყველა აპარატურა იმისათვის, რომ არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები, არ სცემონ ადამიანები.

ის უბედური ჟურნალისტი რომ სცემეს აჭარაში, სრულიად უკანონოდ, ამგვარ რაღაცას მე არასდროს დავუშვებ ქვეყანაში!

მაგრამ, ამავდროულად, კანონის დამრღვევსა და ყაჩაღს შესაბამისად მოევლება და ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ეს არის უკვე ერთიანი გუნდი და აღარ არის ისე, რომ სააკაშვილი ვერ იტანდა თარგამაძეს, თარგამაძე - სააკაშვილს, ერთმანეთს უთხრიდნენ ძირს და სახელმწიფო ასე იმართებოდა.

შევარდნაძეს ასეთი სტილი ჰქონდა!

მე იმ კაცთან რომ მივდიოდი, ვხედავდი, რომ მას არ აინტერ რესებს ქვეყანა შენდება თუ არა, არ აინტერესებს წესრიგი არის თუ არა, მას აინტერესებდა რომ მე, ჩხარტიშვილს, თარგამაძეს ერთმანეთი დაგვეჭამა და ამას ყველანაირად უწყობდა ხელს!

მე არ მინდა, რომ სულ ჩემს წინამორბედზე ვისაუბრო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რაც იყო!

როგორ მუშაობენ ჩვენები? გუშინ იყო ოპერაცია ქუთაისში; შემდეგ მოხდა ის, რომ ქვემო ქართლში, წითელ ხიდზე, ისარგებლეს იმით, რომ მე აზერბაიჯანში გახლდით (უნდა გითხრათ, რომ მართლაც დავუმეგობრდი ილჰამ ალიევს და ბედმა გაგვიღიმა, ასეთი პრეზიდენტი რომ ჰყავთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში), დრო იხელთეს ადგილობრივმა კონტრაბანდისტებმა და ავტობუსით გამოარღვიეს სასაზღვრო კორდონი.

მესაზღვრე, პირველად ამდენი წლის მანძილზე, არ შეუშინდა და გამოიყენა იარაღი. მადლობა ვუთხრათ იმ მესაზღვრეს და თუ საჭიროა, დავაჯილდოვოთ ფულადი პრემიით! დაპატიმრებულია იმ ავტობუსის აზერბაიჯანელი მძღოლი. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ძმობა გვინდა აზერბაიჯანელებთანაც და სხვებთანაც, მაგრამ ჩემთვის აზერბაიჯანელი და ქართველი კონტრაბანდისტი არის სულ ერთი!

ყველა ერთნაირად აგებს პასუხს, მით უმეტეს ისეთი, რომელიც ეცდება, გამოარღვიოს ბარიერები.

ამის შემდეგ ერგნეთში ოსებმა ატეხეს ერთი ამბავი, ასევე ეთნიკურ ნიადაგზე, რომ ჩვენ აქ გვჩაგრავენ და ასე შემდეგ.

კანონი არის საკმაოდ მკაცრი და ამ კანონს უნდა დაცვა!

მე ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ რაიმე სპეციალურ მით თითებებს ჩვენ არ ვიძლევით.

მაგალითად, როდესაც „ომეგაში“ შევიდა პროკურატურა, მე ეს გავიგე საღამოს 6 საათზე, ტელევიზიით, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის.

ეს არც ჩემი დავალებაა და არც ჩემი მითითება!

ჩვენ უნდა მივხედოთ იმას, რომ კანონიერება არ უნდა გადაიზარდოს რეპრესიებში!

ეს არ უნდა გადატყდეს ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც არაფერში დამნაშავენი არ არიან.

ამავე დროს ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ საინვესტიციო კლიმატი ქვეყანაში იყოს ბევრად უკეთესი!

საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიიღო უზარმაზარი რეკლამა მთელ მსოფლიოში!

გუშინ იყო ჩამოსული ტიმ სებასტიანი, „ბი-ბი-სი“-ს ერთ-ერთი გადაცემის ავტორი.

არასოდეს ეს კაცი არ ჩადის სხვა ქვეყანაში სპეციალური გადაცემის ჩასაწერად!

ის, რომ საქართველოს აქვს დადებითი ცნობადობა, დასაფასებელია!

ახლა ამას კაპიტალიზაცია და გამოყენება უნდა!

პირველი, რასაც მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, არის ის, რომ საქართველოში იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო გარემო და ბიზნესმენებს აღარ მოიტაცებენ.

მეორე - საქართველოში ბევრად დაიკლებს კორუფცია. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ამის აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მაღალი დონის სამთავრობო კორუფცია საქართველოში აღარ იქნება.

ყოველივე ეს რაღაც დონემდე მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი.

საქართველოში უნდა იყოს მომგებიანი საინვესტიციო კლიმატი, მაგრამ მე მინდა, რომ ყოველივე ეს ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ. გვყავს საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ბიზნესმენები.

ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი ხალხი, მათ შორის - სხვა ქვეყნებშიც. გვყავს მსოფლიო კლასის მინიმუმ ერთი ბიზნესმენი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელსა აქვს საერთაშორისო გამოცდილება და ცნობადობა.

ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო გარემო, რომელზეც პირადად მე ვიმუშავებ.

აზერბაიჯანში ყველაზე დიდხანს ველაპარაკე ალიევს იმაზე, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, პრინციპში, წარმოადგენენ ერთიან ეკონომიკურ სივრცეს და განვითარების დონით დაახლოებით, ერთნაირი ქვეყნები არიან.

აზერბაიჯანი არის ძალიან დინამიურად მზარდი ბაზარი, მაგრამ მათ საქართველო სჭირდებათ იმისათვის, რომ ეს არის გასვლა შავ ზღვაზე და მთავარი საკომუნიკაციო ხაზი. გარდა ამისა, ქართველების მიმართ მათ აქვთ გამორჩეული კეთილგანწყობა.

ამას უნდა გამოყენება! მე ვუთხარი, მოდით შევქმნათ სამთავრობო კომისია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღარ იყოს საბაჟო ბარიერები და ეკონომიკური საზღვრები.

უნდა იყოს ერთიანი ეკონომიკური სივრცე, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ეს ქვეყნები კარგად ვერ განვითარდებიან. საქართველო მათთვის არის ბუნებრივად აუცილებელი პარტნიორი.

მაგრამ, ჩვენ სომხეთთანაც უნდა შევძლოთ ნორმალური ურთიერთობების დამყარება.

საქართველოს შეუძლია შექმნას ერთიანი კავკასიური ბაზარი და ყოველივე ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ!

იგივეა რუსეთთან დაკავშირებითაც. ჩემი პუტინთან შეხვედრისას დამყარდა კრემლის აბსოლუტური რეკორდი, ვინაიდან შეხვედრამ სამსაათნახევარი გასტანა.

ამ საუბარს უამრავი შედეგი მოჰყვა. ორ თვეში ვეცდებით, რომ გავამარტივოთ სავიზო რეჟიმი.

რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვერ ვიყენებთ რუსეთის შესაძლებლობებს. რუსეთში არსებობს სტერეოტიპი, რომ საქართველო არის საშინელი ქვეყანა, სადაც არის არეულობა და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ეს სიტუაცია იცვლება.

საქართველოზე ამდენი პოზიტიური სატელევიზიო სიუჟეტი არ გადაცემულა, რამდენიც ჩემი ვიზიტის დროს და შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში მივიღეთ.

ძალიან დაგვეხმარა, სხვათა შორის, ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც აკონტროლებს იქ რამდენიმე გაზეთს.

მაგრამ, ეს იყო პირდაპირი მითითება კრემლიდან, რომ რამდენიმე წამყვან ტელევიზიაში გასულიყო დადებითი სიუჟეტები საქართველოზე.

რუსეთთან ახლა საჭიროა ინტენსიური ურთიერთობა.

მე შევეცდები, რომ რუსეთთან პოლიტიკური ფაქტორები მოვხსნა არაპრინციპულ საკითხებში დათმობის ხარჯზე.

არის ბევრი საკითხი, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია საერთო ენა გამოვნახოთ.

წინა პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მიიღო განკარგულება, რომ სანამ რუსეთი აფხაზეთს არ დაგვიბრუნებს, ჩვენ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არ უნდა შევუშვათ.

ჩვენ ინტერესებში არ არის, რომ რუსეთი მოქმედებდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით და გვქონდეს ჩვენი გასავლელი რუსეთის ბაზარზე?

მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები და იმედი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა შეასრულებს ამ გარანტიებს, ანუ საქართველოს შიდა საქმეებში, განსაკუთრებით რეგიონებსა და ცენტრს შორის ურთიერთობებში, რუსეთი აღარ ჩაერევა.

ეს მათი საქმე არ არის, ჩვენი შიდა საკითხებია!

ახლა მივდივართ თურქეთში და ამ ვიზიტისადმი განსაკუთრებული ინტერესი აქვს თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერდოღანს. უნდა გითხრათ, რომ თურქული ინვესტიციები გამზადებულია საქართველოში შემოსასვლელად. უბრალოდ საჭიროა ელემენტარული სტიმული.

რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესში ამგვარი ინვესტიციების შემოსვლა საკმაოდ საინტერესოა. არის ძალიან დიდი რაოდენობის თავისუფალი კაპიტალი თურქეთში.

ამიტომ სახელმწიფოს ფუნქცია მე მესმის ასე, რომ შეგიქმნათ სტაბილურობა, პროგნოზირებადი თამაშის წესები, ნორმალური საგადასახადო გარემო და ნორმალური საერთაშორისო გარემო.

კონკრეტულ ვიზიტს უნდა მოჰყვებოდეს კონკრეტული შედეგები!

არიან ოლიგარქები, რომლებიც რამდენიმე ასეული მილიონის ჩადებას აპირებენ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენვე არ ჩავაფლავოთ სიტუაცია!

ახლა მთავარი საკითხი - საგადასახადო სისტემა.

საგადასახადო სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო თქვენი სტიმულირებისათვის, არამედ იმისთვის, რომ სახელმწიფო არ დაგვემხოს თავზე!

ორი მთავარი პრობლემაა: ერთია, რომ საგადასახადო სისტემა არის ძალიან გართულებული და არეულ-დარეული; მეორე არის ის, რომ საგადასახადო სამსახურები აქამდე მუშაობდნენ უკიდურესად არაეფექტურად!

ასეთ პირობებში გამოვლინდა საგადასახადოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც გუშინ მილიონ 350 ათასი გადაიხადა და ციხიდან გათავისუფლდა. ეს ხომ თქვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია! ეს ხომ ის ფულია, რომელიც სახელმწიფოს არ შეუვიდა.

ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რომ ესენი დავალპოთ ციხეში, ჩემი ამოცანაა, რაც მოიპარეს, მოიტანონ უკან და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, ოღონდ კანონში შევიტანოთ ცვლილება, რომ ასეთ ხალხს 20 წლის განმავლობაში არ შეეძლოთ სახელმწიფო სამსახურისკენ გახედვაც კი! მიკარებაც კი პარლამენტთან და სხვადასხვა სამინისტროებთან! მოიტანეთ რაც მოიპარეთ და სადაც გინდათ იქ წასულხართ, თუმცა ყველაზე ეს შეიძლება არ გავრცელდეს!

პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ის არის, რომ საგადასახადო სისტემაში კორუფცია აღმოვფხვრათ!

ახლა იქმნება საგადასახადო პოლიცია და მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ეს შეიძლება არ გახარებდეთ, მაგრამ გარწმუნ ნებთ, როდესაც მათთან ურთიერთობას დაამყარებთ, ნახავთ, რომ ეს იქნება ბევრად უფრო სუფთა, ბევრად უფრო ობიექტური და დისტანცირებული სამსახური!

მინიმალური ხელფასი ამ საგადასახადო სისტემაში იქნება 800-900 ლარი. ხალხის შერჩევა მოხდება განსაკუთრებული კრიტერიუმებით.

უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი თამაშის წესები!

მაგრამ, მე ისიც მშვენივრად მესმის, რომ აქამდე თქვენ არაფერში დამნაშავე არ იყავით და ეს იყო ისეთი თამაშის წეს სები, რომ თქვენ ასე ყოფილიყავით, ამგვარად გადაგეხადათ და გარიგებებში შესულიყავით.

თუ სასამართლო გაამტყუნებს, ჩვენ წავართმევთ ქონებას ლევან მამალაძეს და ის სასახლეები, რომლებიც მას გააჩნია, გადაკეთდება საბავშვო ბაღებად.

ასეთ ხალხს გარკვეული ქონება ჩამოერთმევათ!

რა თქმა უნდა, რკინიგზის ყოფილ შეფს თუ სასამართლო გაამტყუნებს, ქონება ჩამოერთმევა, მაგრამ ბიზნესმენის ქონება არის ხელშეუხებელი, როგორი გადასახადების დამალვითაც არ უნდა იყოს ის მოპოვებული.

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ჩამოგართვათ, მაგრამ ყველასთვის დადგინდა ერთნაირი წესები. იხდის ერთი გადასახადს, გადაიხდის მეორე! ეს არის ჩვენი პრინციპი! ამიტომაც ვისაც აქვს მილიონზე ნაკლები დავალიანება, ასეთი არის დაახლოებით 90 პროცენტი, ჩვენ საერთოდ არ შევეხებით მას!

დანარჩენებმა კი უნდა გააკეთონ დეკლარირება და დავალიანების 10 პროცენტი გადაიხადონ. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ არაფორმალური სექტორის ფორმალიზება.

რატომ არ მუშაობს ჩვენთან კაპიტალი? არ მუშაობს იმიტომ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა ვერ ქმნის სერიოზულად ახალ კაპიტალს.

თუ არ ხდება კაპიტალიზაცია, თუ არ ხდება აქციების ბირჟებზე გატანა, თუ არ ხდება კონტრაქტის კანონით დაცვა, თუ არ ხდება საკუთრების დაცვა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეკონომიკა ვერ ვითარდება!

ამავე დროს ჩვენ უნდა შევცვალოთ საგადასახადო სისტემა მთლიანობაში. აქაც არის ორი საკითხი: ერთი სავალუტო ფონდთან ჩვენი ურთიერთობა, რომელიც მზადაა აღადგინოს შევარდნაძის დროს შეჩერებული მუშაობა. მაისის ბოლოს ჩვენ უნდა გვქონდეს შეჯერებული პროგრამა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საგადასახადო სისტემა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სოციალური გადასახადი უნდა შემცირდეს იმიტომ, რომ მოხდეს ხელფასების რეაბილიტაცია.

რაც შეეხება სხვა გადასახადებს, აქ უნდა მოხდეს საერთო კონსესუსის მოძებნა, ეჭვს არ იწვევს, რომ გადასახადების სახეობები უნდა შემცირდეს და იგი უნდა იყოს მარტივი და გასაგები!

ასეთივე გზით უნდა ვიაროთ სხვა მიმართულებებით.

მე გთხოვთ, რომ ეს ორი თვე რამენაირად გავიჭირვოთ, სანამ, არ შეიქმნება ახალი საგადასახადო სისტემა.

ამ ორი თვის განმავლობაში იქნება გადასახადების ამოღება და საგადასახადო ორგანოები ამ მიმართულებით იმუშავებენ. საქართველოში არის მოსახლეობის 50%25, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. სოფლებში ბავშვების 60 პროცენტს არ აქვს ფული, რომ შეიძინოს სახელმძღვანელო.

ქვეყანაში 7000-9000-მდე ადამიანი, გიგი წერეთელი დამიდასტურებს, კვდება მხოლოდ იმის გამო, რომ მას არა აქვს ელემენტარული ქირურგიული მკურნალობის ფული.

მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სახელმწიფომ ნაკლები ხარჯოს თავის მინისტრებზე, მოადგილეებზე... ზუსტად წარმომიდგენია, რამდენი კაცის გადარჩენა შეიძლება იმით, რომ პრეზიდენტი ხვალ ნაკლებად კომფორტული რეისით გაფრინდეს.

თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ეს გადასახადების გადახდის დროს.

ამას ყველაფერს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ პოპულისტი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო ღაფავს სულს.

როდესაც ყველაფერი გაქვს, ძალიან ადვილია ყველაფერ ამის არდანახვა.

მე მოვიარე საქართველო, 225 ადგილზე გავმართე შეხვედრა საარჩევნო კამპანიის დროს, გუშინ კი სწორედ ჟურნალისტმა მითხრა, რომ რა მაგარი ხარ, როგორ დათანხმდი ამ ჩემს რთულ შეკითხვებსო. იცით რა არის რთული კითხვა? რომ დაჯდებით ქუთაისის საქალაქო რადიოში და ქალი რომ გირეკავთ და გეუბნება, 260 ლარს თუ არ მომცემთ წამლებისთვის, მე მოვკვდები შემდეგ კვირასო. ასეთი ადამიანი არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია. აი ამაზე არ მაქვს პასუხები, და არა იმაზე, თუ რომელი საკონსტიტუციო მოდელი ჯობია.

ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენც გამოიჩინოთ სოციალური სოლიდარობა.

ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ბიზნესმენის დამცველი ვიქნები მე! მე არ დავუშვებ, რომ ხელები აფათუროს პროკურატურამ.

მეორე მხრივ, არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, არის კონკრეტული საეჭვო საქმიანობები, მაგრამ მე არ დავუშვებ იმას, რომ რაიონის პროკურორის თანაშემწემ მოინდომოს ბიზნესმენის შემოწმება რაღაცა თითიდან გამოწოვილი ბრალდებების გამო.

ეს არის ჩემი ფუნქცია და ჩემი ამოცანა ამ ეტაპზე!

დავუშვათ მოვატანინეთ ამათ მოპარული 30 მილიონი, ჩამ მოვართვით სახლები და გადავეცით საბავშვო ბაღებს, ამით ეკონომიკას ხომ ვერ ავაღორძინებთ. ყველაფერი ეს სამართლიანობისთვის კეთდება, რომ ხვალ ახალი მამალაძე არ გაჩნდეს!

რომ იძახიან, რატომ დააკავეს პრეზიდენტის სიძეო, თქვენ არ იცით, რა სახის სუფთა ბიზნესი იყო ეს?

რევოლუციის მესამე დღეს გვირეკავს ერთი დიდი სახელმწიფო საწარმოს დირექტორი და გვეუბნება, რომ ყოველი თვის ბოლოს 500 ათასი დოლარი ჯოხთაბერიძესთან მიმქონდაო - ხვალ მიწევს მიტანა და ვისთან მივიტანო კონკრეტულად ეს თანხაო?

იგი ხომ ჩვეულებრივი რეკეტიორი იყო?!

პირველი ადამიანი, რომელიც მოვა ჩემი სახელით, ჩემი ძმა რომ იყოს იგი და რაღაც პატარა მინიშნებას გააკეთებს, შეგიძლიათ აკრიფოთ ჟვანიას ან ჩუბინიშვილის ტელეფონი და პირობას გაძლევთ, რომ მკაცრად ვაგებინებ პასუხს კანონის წინაშე.

თქვენ უნდა გიცავდეთ კანონი, თქვენი აქტიურობა და თქვე ნი ბიზნეს-მარიფათი.

ნებისმიერი მინისტრი, რომელიც არ შეასრულებს თავის მოვალეობას, გათავისუფლებული იქნება.

ამიტომ ითამაშეთ სხვა თამაშის წესებით!

სახელმწიფოს ჩარევის შიში ბიზნესს არ უნდა ჰქონდეს.

მეორე მხრივ, ჩვენ მოგვიხსენით შიში იმისა, რომ ხვალ შეიძლება ისე ჩამოინგრეს საშემოსავლო ბაზარი, რომ საქართველოში დაიწყოს მშიერი ბუნტი და ხალხი, მართლაც, საბოლოოდ გადავიდეს ჭკუიდან.

საბოლოო ჯამში ჩვენ პარტნიორები ვართ ერთ საკითხში, რომ ჩვენ გვინდა დინამიური, ოპტიმისტური, ეფექტური საქარ რთველო, რომელსაც აქვს პერსპექტივა!

ყველაზე რთული პერიოდი არის ეს 7-8 თვე, იმიტომ, რომ მოლოდინი არის დიდი. დავოსში ყოფნის დროს მეხვეწებოდნენ უცხოელები, გვითხარით, რაში ჩავდოთ ფულიო. მე პირდ დაღებული ვუყურებდი იმიტომ, რომ ის რაც გამატანეს წინა მთავრობის მიერ შექმნილმა სტრუქტურებმა, იყო უბრალოდ დაცინვა და მართლაც არანაირი სურვილი არ მქონდა წამეკითხა ეს!

მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო არმიისთვის, ზოგადი უსაფრთ თხოებისთვის, ენერგეტიკული სუფსიდირებისთვის, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად რა პროექტები უნდა მივცე. ეს უნდა გააკეთოთ თქვენ!

მე გთხოვთ, გამოიყენოთ ჩვენი რესურსები!

ბევრი რამ კეთდება, მაგალითად, თემურ ჭყონიას გულის გასახეთქად, „პეპსის“ ქარხანა გახსნეს თბილისის შემოსასვლელში.

ასევე უნდა იყოს ბევრი სხვა პროექტი, მართალია ზოგისთვის კონკურენტი იქნება, ზოგს თქვენში ჩადებენ.

დააკვირდით რამდენად შორს წავიდა „თიბისი.“

მართლაც იგი არის მსოფლიო დონის ბანკი.

ხომ შესაძლებელი ყოფილა წარმატების მიღწევა?

მე ვარ თქვენი ადვოკატი. სხვათა შორის როდესაც დავიწყე საადვოკატო საქმიანობა, ცუდი ადვოკატი არ ვყოფილვარ. მზად ვარ ვიყო თქვენი საერთაშორისო დონის ადვოკატი!

თქვენც გაითვალისწინეთ, რომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები!

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ იყოს სიღარიბე, არ იყოს უპერსპექტივობა და ადამიანებს ჰქონდეთ ამოსუნთქვის საშუალება!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!

სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური

გაითვალისწინეთ, რომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები! / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე // 24 საათი. - 2004. - 8 მარტი. - N56 (605). - A1, A6 გვ.

30 გავერთიანდეთ, რათა საქართველოს ღირსება აღდგეს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

ბოლო თვეების და კვირების განმავლობაში აჭარაში მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს. დაპატიმრებულია უდანაშაულო ადამიანები. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი საერთოდ გაუჩინარებულია. ადამიანებს ცემენ, არბევენ, ხდება სხვა სახით ძალადობის განხორციელება. 15 მარტს ბათუმში ოპოზიციის გამოსვლა იყო დაგეგმილი და ჩემი ინფორმაციით, ამ დღესაც მსგავსი ქმედებების განხორციელება მზადდებოდა. ამ ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ჩემს ხალხთან შესახვედრად, ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, მივიღე გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით აჭარაში წავსულიყავი. ამის შესახებ ყველა შესაძლო არხით შეტყობინება გავუგზავნე აჭარის ხელმძღვანელობას, თუმცა უნდა ითქვას, როგორც ჩვენი მინისტრები ამბობდნენ, აჭარის არც ერთი ხელმძღვანელი პირი ტელეფონს არ იღებდა. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ მოვდიოდი დაცვის თანხლებით, რომელიც შედგება რამდენიმე ათეული ადამიანისგან. მათ შორის არის პატარა 25 კაციანი სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლის დანიშნულება არა საბრძოლო მოქმედების წარმოება, არამედ საფრთხის პირობებში პრეზიდენტის ევაკუაცია გახლავთ. ჩამოვედი აჭარაში. ჩოლოქზე ჩვენ, მძიმე ტექნიკა, რამდენიმე ასეული ტყვიამფრქვევით და ნაღმმტყორცნით შეიარაღებული ადამიანი დაგვხვდა.

ბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტ შევარდნაძის დანაშაულებრივი გულგრილობის პირობებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი შეიარაღებული ძალები ჩამოაყალიბა, რომლებიც დღეისათვის 1500-მდე სპეციალურად გაწვრთნილ სპეცრაზმელს მოიცავენ. ამ სპეცრაზმელებს ხელმძღვანელობს რუსი გენერალ-მაიორი. მათ მფლობელობაში ოთხი ერთეული ტ-72-ის ტიპის ტანკი, რომელთაგან ორი დღეს ჩოლოქის მიმართულებით იყო განლაგებული და ორი კიდევ კახურის მიმართულებით... დღეს ჩოლოქის გასწვრივ, ზღვის აკვატორიაში ჩემზე დამიზნებული ქვემეხებით აღჭურვილი კატარღები იდგნენ. ამავე კატარღებზეა დამონტაჟებული მეშვიდე კალიბრის ტყვიამფრქვევები. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით, საქართველოს შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადა საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის და ქვეყნის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის უკანონო ბრძანებით საბრძოლო მოქმედებაში იქნა მოყვანილი. საქართველოს სასაზღვრო ჯარების კატარღა, რომელიც აჭარის ტერიტორიაზეა, უმაღლესი მთავარსარდლის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და აკვატორიაზე ჩოლოქის გასწვრივ დადგა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის უშუალო ბრძანებით, გუშინ და დღეს სამოქალაქო პირებს, იძულების წესით, 1500 ერთეული ავტომატი დაურიგდათ. ავტომატები რუსეთიდანაა შემოტანილი... ქობულეთის გამგებელ ხალვაშის მიერ გუშინ რამდენიმე სოფელში 110 ერთეული ავტომატი დარიგდა. ავტომატები რიგდებოდა ხულოში, ქედაში, შუახევსა და ბათუმში. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ გუშინ დაფიქსირდა 15 ურალის ტიპის სამხედრო მანქანა. მანქანები მთლიანად რუსულად მოლაპარაკე კბილებამდე შეიარაღებული არა ადგილობრივი მოსახლეობით იყო სავსე.

სრულიად აშკარაა, რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს არა რაღაც განსხვავებებზე საბაჟოსთან დაკავშირებით, არა რაღაც განსხვავებებზე გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით, საუბარი გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობის მცდელობასთან. საქართველო არის დაშლის სრულიად აშკარა საფრთხის წინაშე. ასეთ პირობებში ჩვენ მთელი საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ სისხლისღვრა არ ყოფილიყო. სპეციალურად არ ჩავიყვანე რაზმები, თუმცა მას შემდეგ, რაც ინციდენტი მოხდა, ფოთში შინაგანი ჯარების ბრიგადა საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. ასევე საბრძოლო მდგომარეობაში იქნა მოყვანილი საზღვაო ძალებიც, მაგრამ ჩვენ ისინი ჩვეულ ვითარებაში დავაბრუნეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგის ყველა რესურსი ჯერ კიდევ ამოწურული არ არის. ჩემი მთავარი პრიორიტეტია ავიცილოთ საქართველოში ყოველგვარი, თუნდაც მცირე მასშტაბის სისხლისღვრა.

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც შეიარაღებულია და ემსახურება აჭარაში მოქმედ დაჯგუფებას, რა თქმა უნდა, მათ შორის უცხოეთიდან ჩამოყვანილებიც არიან, მაგრამ 90%25 მაინც ქართველია. მე მინდა, მოგმართოთ თქვენ - მე ვარ თქვენი პრეზიდენტი, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი. თქვენ გაიძულებენ, აღმართოთ იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს საქართველოს ისტორიისა და მისი მომავლის წინაშე. ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს თქვენი შვილების მომავლის წინაშე.

ის რაც დღეს ხდება, მარტო შევარდნაძის ბრალი არ არის. არაფერი არ იქნებოდა, თუ არა პატარ-პატარა გამყიდველი პოლიტიკანების გნიასი. დღეს ყველა გამოჩნდა - ვისაც აქვს ფული აღებული ამ დანაშაულებრივი რეჟიმისგან.

საუბარი მქონდა ასლან აბაშიძესთან. მე მას განვუცხადე: არ შევეგუები იმას, რომ საქართველოს ერთ-ერთმა რეგიონმა ფეხქვეშ გათელოს ადამიანის უფლებები, ცემოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაარბიოს მიტინგები, გაუსწორდეს განსხვავებულ აზრს, არ შევეგუები იმას, რომ აჭარის ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდეს საქართველოს კონსტიტუცია. მე ვთხოვ თითოეულ ქართველს, ჩემთან ერთად არ შეურიგდეს უტიფრობას, შუასაუკუნოვან ფეოდალიზმს. ქართველებმა უნდა დავძლიოთ შუასაუკუნოვანი ფეოდალიზმი ერთად ისე, როგორც აკეთებდა ამას საქართველო მაშინ, როცა იყო ყველაზე ძლიერი.

მინდა, ვუთხრა თითოეულ აჭარელს - მე ვარ თქვენი სიმშვიდის და სიწყნარის დაცვის გარანტი. მე არ დავუშვებ იმას, რომ აჭარაში ძალადობა იყოს. მე არ დავუშვებ იმას, რომ თქვენს წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას შეიარაღებული ძალა. თითოეული ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ყველაზე მაღლა დგას.

მე აბაშიძეს ვუთხარი, რომ ვაძლევ მოფიქრების დროს ხვალ საღამომდე იმისათვის, რომ მან გადადგას ნაბიჯები, კერძოდ: მოგვცეს საშუალება მე და საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წევრს, თავისუფლად გადავადგილდეთ აჭარის ტერიტორიაზე და შევხვდეთ ჩვენ ხალხს. მისცეს საშუალება თითოეულ ადამიანს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი კონსტიტუციის ფარგლებში და თავისუფლად დააფიქსიროს საარჩევნო ხმის უფლება. მისცეს საშუალება ადამიანებს, თავისუფლად აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია ისე, როგორც ეს საქართველოს სხვა რეგიონებში ხდება. მოგვცეს საშუალება თავისუფლად, წყნარად მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც ეხება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. ამავე დროს, დაიწყოს განიარაღება იმ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, რომლებიც აჭარაშია შექმნილი. მისცეს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საშუალება, გააკონტროლოს ის რაც ცენტრის ფუნქციაა - ეს არის საზღვრის კონტროლი, კომუნიკაციების და პორტის კონტროლი.

იმისათვის, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ხალხს გააგრძელოს იგივე ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, იძულებული ვართ, გადავკეტოთ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დაფინანსების საშუალებები. მე შევთავაზებ საქართველოს მთავრობას, რომ დაიკეტოს ბათუმის აეროპორტი და ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე აჭარის თავზე. ხვალიდან ჩვენ დავკეტავთ სარფის გამშვებ პუნქტს და ვერც ერთი ტვირთი სარფზე ვერ გადმოინაცვლებს და ვერ გავა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. ხვალიდან ჩვენ განვახორციელებთ კონტროლს ისე, რომ ვერც ერთი მძიმეწონიანი ტვირთი ვერ გაივლის აჭარის ტერიტორიაზე. ჩვენ დავკეტავთ ასევე აჭარის პორტს. მე შევთავაზებ საქართველოს მთავრობას, გაყინოს ყველა იურიდიული პირის ანგარიში, რომელიც რეგისტრირებულია ადგილობრივი მთავრობის მიერ და გაყინოს მათი ანგარიშები საზღვარგარეთის ბანკებში. მე ასევე მივმართავ მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, - ჩვენ ავღძრავთ სისხლის სამართლის საქმეებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ეჭვმიტანილების, ნარკოტიკების ვაჭრობაში ეჭვმიტანილებს, საერთაშორისო დანაშაულებრივ საქმიანობაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ. ვთხოვთ მათ, მოხდეს ამ პირების დაკავება. ამავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეწყვეტს სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტების გაცემას იმ ადამიანებზე, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაში.

ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო არ დაიშალოს მარტივ მამრავლებად. თუ ჩვენ შევეგუეთ ამ უბედურებას, რომელიც დღეს ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამშობლო და მომავალი აღარა გვაქვს, ჩვენ შვილებს მომავალი არა აქვთ. მზად ვარ ნებისმიერ დიალოგზე, მაგრამ ეს არის ხალხი, რომლებთანაც დიალოგს თუ აწარმოებ, სისუსტეში გითვლიან, შენს შანტაჟს ცდილობენ. ვფიქრობ, რომ ეს შანტაჟი უკვე მარტო პრეზიდენტთან კი არა, თითოეულ ქართველთან არ უნდა გავიდეს. მე მინდა, გავაფრთხილო ასლან აბაშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთი თმა თუ ჩამოვარდა ნებისმიერი ოპოზიციონერის თავიდან, მაშინ საქართველოს მთავრობა წავა ძალიან სერიოზული ღონისძიებების გატარებაზე. ჩვენ კონსტიტუციის მიხედვით მოვალე ვართ, დავიცვათ თითოეული ადამიანი, საქართველოს თითოეული მოქალაქე.

მე მინდა, ვუთხრა აჭარლებს - ძმებო, დებო, ნუ გეშინიათ! საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს. ნუ გეშინიათ ამ უტიფრების.

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც არის ამ შეიარაღებულ რაზმებში - ნუ შეასრულებთ დანაშაულებრივ ბრძანებებს, ნუ გაისვრით საქართველოს წინააღმდეგ.

მე მინდა, ვუთხრა ადგილობრივი მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს - სანამ დროა, შეიცვალეთ თქვენი პოზიცია და ითანამშრომლეთ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან. მე მზად ვარ, ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ იმ მომენტიდან, თუ ეს მოვლენები გასცდება ყველა დასაშვებ საზღვარს, ყველა თქვენგანი პასუხს აგებს კანონის წინაშე.

მინდა, ვუთხრა საქართველოს - ჩვენ დაგვაკარგინეს კონტროლი აფხაზეთზე, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ცხინვალს... თუ საქართველოს რომელიმე რეგიონში შევურიგდით ამბოხს და ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას, ხვალ და ზეგ საქართველო აღარ გვექნება. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ გაერთიანებისკენ, კონსოლოდაციისკენ. თქვენი პრეზიდენტი თქვენს იმედებს არ გააცრუებს. მე მზად ვარ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასად აღვადგინო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ იყოს მშვიდობა და რომ ქართველი ხალხი მომავალში აღარასოდეს გახდეს ვინმეს მხრიდან მსგავსი შანტაჟის მსხვერპლი. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ საქართველოს ღირსება აღდგეს, იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს - ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი ერი, რომელთანაც ასე ლაპარაკი შეუ უძლებელია. მე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. ერთად ნამდვილად კიდევ ერთხელ მოვახდენთ სასწაულს, კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ.

გავერთიანდეთ, რათა საქართველოს ღირსება აღდგეს / საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა // 24 საათი. - 2004. - 15 მარტი. - N62 (611). - A1-A2 გვ.

31 კრიმინალებს ოქრუაშვილთან ელიან

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტის გამოსვლა

დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს.

იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“ პარლამენტში კონკრეტული პროგრამით მიდის, მაგრამ თავიდანვე მსურს, ნათლად გავარკვიო ჩვენი საარჩევნო სიის თითოეული წევრი: თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და პარლამენტში იმდენ ადგილს მოვიპოვებთ, რაც საკმარისი იქნება კონსტიტუციის შესაცვლელად, პარლამენტი ვეღარ გახდება კრიმინალების თავშესაფარი.

როდესაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიტანე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, პარლამენტმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ყველა ცვლილებას, გარდა ერთისა - ეს ერთი ეხებოდა პარლამენტარის იმუნიტეტს.

დღევანდელ პარლამენტში არის რამდენიმე წევრი, რომლებსაც თავის დროზე ბრალი ედებოდა სისხლის საქმეთა დანაშაულში, მათ შორის, მკვლელობაში და ადამიანთა გატაცებაში; აღარ ვლაპარაკობ ისეთ „წვრილმანებზე“, როგორიცაა 30-40 მილიონი დოლარის მიტაცება და სხვა. ეს ხალხი 4 წლის განმავლობაში არის ხელშეუხებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი პარლამენტის წევრები არიან. აღარაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო ინციდენტებზე, როგორიც, მაგალითად, გუშინ ქუთაისში მოხდა. დასაკავებელ პირს, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელსაც კონკრეტულ დანაშაულში ედება ბრალი, გამოესარჩლენ პარლამენტის იმუნიტეტით „შეიარაღებული“ ჩვენი „სახელოვანი“ დეპუტატები.

მსურს, საზოგადოებას ვკითხო: თქვენ ეს ხალხი გინდათ, პარლამენტში ხელახლა აირჩიოთ? ისინი, ვინც კანონიერი ქურდების მეთოდებით აპირებენ საზოგადოების მართვას?

აქედან გამომდინარე, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, თუმცა კი არც ერთ ჩვენგანში ეჭვი არ მეპარება, ახლავე მოვაწერთ ხელს ამ დეკლარაციას და პარლამენტის პირველსავე სხდომაზე, თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, კონსტიტუციაში პრეზიდენტის მიერ შეტანილი ნორმა გავიდეს, რომელიც პარლამენტის წევრთათვის სისხლის სამართლებრივ იმუნიტეტს გამორიცხავს.

ვფიქრობ, რომ განცხადება ხელმოწერილი იქნება და პირველსავე სხდომაზე ის შემდეგი ფორმულირებით გავა - პარლამენტის წევრი, ისევე, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე და პარლამენტის ნებისმიერი წევრისგან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის იმუნიტეტი და ყოველგვარი გამონაკლისი აბსოლუტურად გამორიცხულია.

დღეს ჩვენ ამას ხელს ვაწერთ და არც ერთმა წევრმა ამას არ უნდა გადაუხვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საზოგადოებრიობის რისხვა დაატყდებათ თავს.

მოვუწოდებ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას, თუ მათ მართლა სურთ საზოგადოების მხარდაჭერა, ხელი მოაწერონ აღნიშნულ დეკლარაციას. ამ პოლიტიკურმა ძალამ გაბედა და წარმოდგენილ დეკლარაციას ხელს აწერს.

ორიოდე სიტყვით მსურს ავღნიშნო, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებასთან შეხვედრებს ინტენსიურად გავმართავთ.

ჩვენი საპროგრამო პოსტულატები ძალაში რჩება.

უკვე ცნობილია, რომ აპრილიდან პენსიები იზრდება, ასევე, სახელმწიფო აპარატის მუშაკისთვის ხელფასების გაზრდასაც ვიწყებთ და შემდეგი ეტაპი საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთათვის ხელფასების მომატება და შემოსავლების ზრდა იქნება.

ამავდროულად მოგახსენებთ, რომ ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს საგადასახადო კოდექსის დასახვეწად და რასაც საზოგადოებას დავპირდით, რასაც აქამდე განუხრელად ვასრულებდით, შესრულდება არჩევნების შემდეგაც.

ეს ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის ცალკე საუბრის თემაა.

დღევანდელი განცხადება თითოეული ამომრჩევლისთვის არის ცნობა იმის შესახებ, რომ ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე ძველი პარლამენტის კრიმინალებსაც მოევლებათ და ახალსაც, თუ ასეთები აღმოჩნდებიან. მათ ყველას გენერალ ლურ პროკურორთან, ირაკლი ოქრუაშვილთან ელოდებიან.

პარლამენტარებს ექნებათ ზუსტად ისეთივე იმუნიტეტი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს - მათ კი იმუნიტეტი არ აქვთ. ამერიკაში ცხოვრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი, საქართველოში კი 5 მილიონზე ნაკლები. თუმცა, რატომღაც, გვყავს დიდი რაოდენობით ხალხი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ისინი საზოგადოებაზე მაღლა დგანან.

თუ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს, ამას ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო.

სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური

კრიმინალებს ოქრუაშვილთან ელიან / პრეზიდენტის გამოსვლა // 24 საათი. - 2004. - 22 მარტი. - N68 (617). - A8 გვ.

32 ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ამგვარი კვალიფიკაციის მინისტრი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა
საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგენაზე

მოგესალმებით!

როგორც წესი, მინისტრების წარდგენა ხდება პრემიერ-მინისტრის მიერ.

მე გავაკეთე განსაკუთრებული გამონაკლისი ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც ისტორიული დღე ქართული საგარეო პოლიტიკისთვის!

ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულიყო ქალბატონი სალომე, ერთ დღეში არ მომზადებულა.

ამისთვის ქვეყანას უნდა გაევლო განვითარების ეტაპები.

ქალბატონი სალომე წარმოადგენს იმ ნაწილს საქართველოსი, რომელიც ბოლშევიკური ოკუპაციის დროს საქართველოსთვის პრაქტიკულად დაკარგული იყო.

საქართველოს უკანასკნელი თორმეტი წელი მართავდა თაობა, რომლისთვისაც ქართული ემიგრაცია იყო მტრის ხატთან გაიგივებული!

მე მინდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო!

ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით, პირველად 1996 წლის ბოლოს ვესაუბრე პრეზიდენტ შევარდნაძეს და ვთხოვე, რომ განეხილა მისი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში გამოყენების საკითხი, მაგრამ მაშინ შევხვდი უკიდურესად ცივ რეაქციას და უკიდურესად გულგრილ დამოკიდებულებას.

მე მივხვდი, რომ პრინციპში ეს მთავრობა თავისი მენტალიტეტით იყო ძველი მთავრობის სამართალმემკვიდრე!

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ შირაკთან საუბრის შემდეგ მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება!

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქალბატონი სალომე არა მხოლოდ ფრანგულ დიპლომატიას წარმოადგენს ზოგადად, არამედ ძალიან კარგად იცნობს მთავარ მიმართულებას დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა. ეს არის ევროპაში ინტეგრაცია. იგი კარგად იცნობს მეორე მთავარ მიმართულებას. ეს არის რუსეთთან მჭიდრო და მეგობრული დამოკიდებულება და კარგად იცნობს ჩვენს მთავარ მოკავშირ რესთან - აშშ-სთან ურთიერთობის პრობლემატიკას!

იგი ჩემსავით სწავლობდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, მუშაობდა ვაშინგტონში, საელჩოში.

მე ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა წინა მინისტრებს, განსაკუთრებით ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამინისტროს. მიმაჩნია, რომ მან ძალიან ბევრი გააკეთა, რათა ქართული დიპლომატიური კორპუსი ჩამოყალიბებულიყო!

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ თედო ჯაფარიძეს. მიმაჩნია, რომ ბატონმა თედომ ჯერ კიდევ 1992 წელს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული დიპლომატიის პირველი ნაბიჯების გადადგმაში, შემდეგ მან ვაშინგტონში უნიკალური როლი ითამაშა საქართველო-ამერიკის დაახლოებაში და ახლა ბოლო დღეებშიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის მოვალეობას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ აქ სამინისტროში არიან ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები.

სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს ბევრად უფრო მოქნილ სტრუქტურად, რეალურად უნდა ავამუშაოთ როტაციის მექანიზმი, უნდა გაიზარდოს ხელფასები! მიუხედავად იმისა, რომ არიან მართლაც პროფესიონალები, მე შემიძლია ვიმსჯელო სამინისტროს დონით და იმ დოკუმენტაციით, რომელსაც მიმზადებდნენ ოფიციალური შეხვედრებისთვის. ხშირად ამ დოკუმენტაციის დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! ხშირ შემთხვევაში, ეს არის ფორმალურად მომზადებული დოკუმენტი.

მე კარგად მახსოვს, როდესაც პირველად წავედი დავოსში, როდესაც ოფიციალურად ჯერ არ ვიყავი პრეზიდენტი, მომაწოდეს რამდენიმე დოკუმენტი და ყველაში ეწერა ერთი და იგივე: „ჩვენ გვინდა კარგი და მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან.“

ეს არის ის, რასაც ამზადებენ შეხვედრებისთვის.

მე მაინტერესებს, კონკრეტულად რა პრობლემები გვაქვს ნავთობისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში.

ასე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ!

ისევე, როგორც მე არ მჭირდება მომზადებული ფრაზები, რა უნდა ვილაპარაკო!

გარწმუნებთ, ლაპარაკი არავიზე ნაკლებად არ ვიცი!

მე მჭირდება კონკრეტული თემატიკა, დაკონკრეტება იმისა, თუ რა მიმართულებებია და თუ რა პრიორიტეტებია!

საბავშვო ბაღი საგარეო პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს!

მართალი გითხრათ, მე მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ფასდებოდნენ ის პროფესიონალები, რომლებიც იყვნენ სამინისტროში. ამ პროფესიონალებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ უკეთესად გამოხატონ თავისი პოლიტიკა.

რა არის ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიმართულებები?

ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს ინტეგრაცია ევროპის კავშირში და ევროპის სტრუქტურებში!

ჩვენ ახლახან გახლდით ბრატისლავაში და უნდა გითხრათ, რომ არავის ამდენი არ ულაპარაკია არც ერთ ქვეყანაზე, რამდენიც საქართველოზე.

დღეს, დღის წესრიგში დგას მთავარი თემა - ზოგადად დაინტერესება სამხრეთ კავკასიით. ჩვენი რევოლუციის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ სამხრეთ კავკასია ერთვება ფართო ევროპის სამეგობრო ინიციატივაში, ევროკავშირის გაფართოების გეგმაში, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ შევძლოთ საქართველოს საკითხის დაყენება!

და დღეს ევროკავშირში სრულიად ნათლად დგას საქართველოს საკითხი!

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ 6-7 წლის განმავლობაში ამ საკითხის გადაწყვეტას, საქართველო გახდება ჩვეულებრივი, ნორმალური და განვითარებული სახელმწიფო!

რითი მიიღწევა ეს?

პირველ რიგში ჩვენ შიდა პოლიტიკური სტაბილურობა უნდა მოვიპოვოთ, უნდა მოვახერხოთ ყველა საკამათო საკითხის ქვეყნის შიგნით გადაწყვეტა, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი კონტურების მოხაზვა, ეკონომიკის განვითარება!

ჩვენ აღარ ვკრიფავთ გადასახადებს ქაღალდზე, როგორც ამას წინა მთავრობა აკეთებდა, ჩვენ ვითხოვთ ყველგან ფულს, ფულის ნიშნებს.

შემდეგ ამ ფულის ნიშნებს ვანაწილებთ პენსიებში, ხელფასებში და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებს და არა ცალკეულ მინისტრებს, უკვე შემდეგი თვიდან ხელფასები გავუზარდოთ - ზოგს შვიდჯერ და ზოგს რვაჯერ.

მეორე საკითხი არის, რაღა თქმა უნდა, აშშ-სთან ჩვენი მეგობრობა, ვინაიდან აშშ მხარში დაგვიდგა სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა საქართველოს!

ამიტომ ქართველ ხალხს ეს არასოდეს უნდა დაავიწყდეს!

დღეს აშშ საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და შეიარაღებული ძალების შექმნაში ეხმარება!

აშშ გვეხმარება ენერგეტიკის რეფორმირებაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში!

პრეზიდენტმა ბუშმა მიწოდა პირადი მეგობარი და ეს დიდი პატივია ჩემთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, მე პოლიტიკაში, განსხვავებით ჩემი წინამორბედისგან, პირად მეგობრებს არ ვეძებ. მე ყველგან ვეძებ საქართველოს მეგობრებს!

დღეს საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი!

ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან:

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება რუსეთის პრეზიდენტთან!

მიმაჩნია, რომ ეს არის უნიჭიერესი ხელმძღვანელი და ფართო მასშტაბის პოლიტიკოსი!

ჩვენი ურთიერთობის პირველი გამოცდა იყო ის მოვლენები, რომელიც განვითარდა აჭარაში!

მინდა გითხრათ, რომ რუსეთის თავშეკავებულმა პოზიციამ ბევრწილად განსაზღვრა ის, რომ პრაქტიკულად, თავგასულმა ადგილობრივმა ჩინოვნიკმა დაიხია უკან და აღიარა ის, რაც არის საღიარებელი, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიას!

ეს იყო დავა იმაზე, იქნება თუ არა საქართველოში ერთიანი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, იქნება თუ არა ერთიანი სახელმწიფო სტრუქტურები და ადამიანების თავისუფალი გადაადგილება.

ამ სიტუაციაში რუსეთის კეთილგონივრული და თავშეკავებული დამოკიდებულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო იმისა, რომ პრაქტიკულად გაჩნდა შესაძლებლობა სრულიად ახალი რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა!

პრობლემა იყო ჩვენი წინა ხელისუფლებისა ის, რომ არც ერთ შეთანხმებას ჩვენი მხრიდან არ ვასრულებდით!

მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღებული ვალდებულება საქართველომ შეასრულოს, მაგრამ, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ რუსეთის მხარე ჩამოაყალიბებს ახალ პოლიტიკას და ახალ მიდგომას ქართული მხარის მიმართ!

რუსეთი არის ჩვენი დიდი პარტნიორი, რუსეთი არის ჩვენი მთავარი ბაზარი, რომლის გარეშეც ქართული ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია!

ამის გამოუყენებლობა დანაშაულია საქართველოს ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის!

ჩვენი ურთიერთობები სხვა მეზობლებთან:

ეს არის ურთიერთობები თურქეთთან!

მაგალითად, აჭარის სიტუაციამ სრულიად ნათლად დაგვანახა, ჩვენი რა დონის მეგობარია თურქეთი!

თურქეთის მთავრობამ იმავე დღეს თქვა, რომ ყველანაირ სიტუაციაში ის იქნება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარეს!

ადგილობრივი რეგიონის ყველანაირი ურთიერთობა გავა მხოლოდ თბილისის გავლით და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვით!

თურქეთმა განაცხადა, რომ როგორი ნაბიჯიც უნდა გადავდგათ აჭარაში, ყველა ნაბიჯს იგი გაგებით შეხვდება!

ეს არის ნამდვილი მეგობრობა და ნამდვილი თანადგომა!

თურქეთში უზარმაზარი კაპიტალია, რომელიც უნდა შემოვიდეს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესში!

თურქეთი გვეხმარება უსაფრთხოების სტრუქტურების ჩამოყალიბებაში!

ყველაზე კარგი სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც საქართველოში მინახავს, კოჯრის ბატალიონია, რომელიც თავიდან ბოლომდე თურქების ეკიპირებული და მომზადებულია, ისევე, როგორც საქართველოს შინაგანი ჯარის სპეციალური ბრიგადა!

ასეთივეა ჩვენი ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან!

მე მართლაც ბედნიერი ვარ იმ კონტაქტებით, რომელიც ჩამომიყალიბდა ამ ქვეყნის პრეზიდენტებთან!

ჩვენ ვართ ერთი რეგიონი. თუ სამხრეთ კავკასია არ გაერ რთიანდა, ყოველგვარ ევროპაზე საუბარი ზედმეტი იქნება!

ჩვენ გვინდა ერთიანი ტარიფები, ერთიანი საკანონმდებლო სივრცე; ის, რომ საწარმო, რომელიც რეგისტრირებული იქნება სომხეთში, ავტომატურად ჩაითვალოს რეგისტრირებულად საქართველოში და პირიქით!

თავისუფლად უნდა შეეძლოს ოპერირება მთელს ეკონომიკურ სივრცეს, იმისთვის, რომ დამყარდეს კავშირი ინვესტიციებს შორის. ფული, რომელიც ჩაიდება საქართველოში, ჩაიდოს სომხეთსა და აზერბაიჯანში და პირიქით!

ხალხი თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს!

ტვირთები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს!

მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროპულ ქვეყნებთან! მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ მომავალი ურთიერთობების აწყობა!

რა იყო ჩვენი პრობლემა?

ჩავდივართ, მოველაპარაკებით, ერთმანეთს გადავკოცნით, ყველაფერზე შევთანხმდებით და მერე იგივეს ვაგრძელებთ!

სწორედ ამიტომ ჩემი ვიზიტების წყება გაცნობითი იყო და ინტენსიურ ხასიათს ატარებდა!

შემდეგ წელიწადში იქნება 4-5 ოფიციალური ვიზიტი და დანარჩენი იქნება ამ ვიზიტების შედეგების რეალიზება!

ყოველი სპეციალური რეისი, დაახლოებით, 80 ათასი დოლარი ჯდება, მაგრამ რამდენი თანხა ჩამოვიტანეთ ამის ხარჯზე.

ბერლინიდან 12 მილიონი ევრო, ამერიკაში ჩაფრენა დაგვიჯდა 150 ათასი დოლარი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომავალში 170-200 მილიონი დოლარის დახმარებას მივიღებთ.

ხალხს იმის დანახვა კი არ სურს, რომ ტაში დაუკრეს სააკაშვილს საერთაშორისო არენაზე, ხალხს სურს დაინახოს ის, თუ რამდენი ლარით მოემატება პენსია, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რამდენი ახალი ბიზნესი შეიქმნება!

ეს არის ის, რისი დანახვაც ქართულ საზოგადოებას უნდა!

ზღაპრები, რომ გავა ნავთობსადენი და ავშენდებით, ხალხს არ აინტერესებს!

გადის ნავთობსადენი, რატომ არ ვშენდებით?

ნავთობსადენი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას უნდა მოჰყვეს ინტერესი და ეს განხორციელდება, თუ საქართველოში არ იქნება კორუმპირებული გარემო.

ის, რომ გადის ერთი მილსადენი, არაფერს ნიშნავს!

მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მივიდეს ბოლომდე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!

ვიცი, რომ ხელის შეშლაც მრავლად იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხელი ვერ შეგვიშალონ!

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ მშიერ ბავშვს ნავთობით ვერ გააძღობ.

ეს ყველაფერი ქვეყნის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული!

ჩვენ ვართ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელსაც მიღებული აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. უნდა გავძლოთ და გავიმარჯვოთ!

მაგრამ, ამ საკითხში გვჭირდება ყველა მეზობელთან, ყველა მეგობართან, ყველა ჩვენს პარტნიორთან მჭიდრო ურთიერთობები!

საქართველო ხდება მოთამაშე საერთაშორისო ურთიერთობებში! ამის ნათელი დასტურია ის, რომ სადაც ვიყავი, ყველაზე მეტს საქართველოზე საუბრობდნენ.

იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტები მოვიზიდოთ, ქვეყნის ტურისტული მარშრუტები უნდა იყოს მსოფლიოს ტურისტული სააგენტოების მესამედის მხედველობის არეში მაინც.

ჩვენთვის მთავარია, რომ შევქმნათ ეს ინფრასტრუქტურა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მოვიზიდოთ ინვესტიციები და თითოეულმა საელჩომ იცოდეს, რომ ის ცალკე ფეოდალური სამეგობრო კი არ არის, თითოეული საელჩო - ეს არის საქარ რთველოს ინტერესების დამცველი!

თითოეულმა საელჩომ უნდა თქვას, რამდენი ტურისტის შემოყვანა შეუძლია, რამდენის შემოყვანა შეგვიძლია, სიტყვაზე, სვანეთში, აჭარაში, რამდენი ადამიანი შეგვიძლია დავაინტერესოთ ბუნებრივი და მინერალური რესურსების განვითარებით.

თუ ეს არ იქნა, მაშინ საერთოდ მუშაობა შეფასდება ცუდად. იმიტომ, რომ უბრალოდ ქაღალდების შეგროვება არ მაინტერესებს! მე უნდა ვიცოდე, რამდენი ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში, ამ ბიზნესმენებს რამდენი ფულის ჩადება მოუნდებათ! აქამდე ამ ყველაფერს ერთეულები აკეთებდნენ!

ასე მაგალითად: ჩამოსული იყო ამერიკელი ინვესტორების ჯგუფი, შევახვედრეთ ჩვენ მინისტრებს და რა მოხდა - ჩვენი მინისტრები ერთ კუთხეში დადგნენ სასაუბროდ, კიდევ კარგი იქ აღმოჩნდა ჩემი თანაშემწე ნატო ყანჩელი, რომელიც მათ ესაუბრა და ამის შედეგად 15-20 მილიონის ჩადების გარანტიები მივიღეთ და რამდენიმე მილიონი უკვე წამოსულია!

მაგრამ ეს მინისტრები, რომლებიც კუთხეში დადგნენ, დიდ ხანს მინისტრებად არ უნდა დარჩნენ, თუ არ ისწავლიან სხვანაირად მუშაობას! ის დიპლომატები, რომლებიც ამაზე არ მუშაობენ, ვერ დარჩებიან საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში!

ამიტომ, მე მინდა, რომ ყველამ გავითვალისწინოთ: იწყება სრულიად ახალი ერა მთლიანად ქართული დიპლომატიის ისტორიაში!

ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს!

ის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ახლა გაიღო, შეიძლება ისე მიიკეტოს, რომ შიგნით მოგვყვეს ხელიც, ფეხიც და თავიც!

ამას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება!

ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოს ჰქონდეს ასიმეტრიული სავაჭრო ბერკეტები, რათა ჩვენი პოზიციის შენარჩუნება შევძლოთ!

შემდეგი ეტაპი არის ის, რომ პარტნიორებთან გავაფორმოთ ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შეგვეძლოს ეკონომიკური დახმარების მიღება, შეგვეძლოს ინტეგ რაცია.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენი საიდუმლო იარაღი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს!

ვიცი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი ჭორი და ვარაუდი დადიოდა. მაგალითად, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ გავუუცხოვდებით რუსეთს, იმიტომ, რომ საგარეო საქმიანობაში მთლიანად ევროპული ვექტორი იქნება.

მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი სალომე არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ოჯახის წარმომადგენელი. ქალბატონი სალომეს საგარეო მინისტრად დანიშვნა ნამდვილი ქართული ოცნების ასრულებაა!

ამიტომ მისი პოლიტიკა საქართველოს მომავლისკენ მიმართული პოლიტიკა იქნება!

მე ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ამგვარი კვალიფიკაციის მინისტრი, ნამდვილი საერთაშორისო ვარსკვლავი!

ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც დაიწყო მოძრაობა პროგრესისკენ, ქვეყანა, რომელსაც გაუჩნდა განვითარების პერსპექტივები.

ეს არის, რისი თქმაც დღეს მსურდა და ჩემთვის დიდი პატივია ამ კედლებში ყოფნა!

ვაპირებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს შევუცვალოთ შენობა იმიტომ, რომ ამ სამინისტროს უნდა ჰქონდეს საუკეთესო შენობა, ვინაიდან ეს არის საქართველოს სახე, აქ არიან საუკეთესო კადრები, ამ ხალხს უნდა საუკეთესო პირობების შექმნა!

ჩვენი ამოცანაა, საქართველოს სახე იყოს ყოველთვის ამაყი და საქართველო, როგორც ყოველთვის, იწვევდეს აღფრთოვანებას გარე სამყაროში!

ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ქალბატონი სალომე მინისტრად!

მინდა, მივესალმო უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს! დიდი მადლობა, რომ ასე სწრაფად გამოეხმაურეთ ჩვენს თხოვნას და მობრძანდით. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთვის ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია!

ასე რომ, ქალბატონო სალომე, ახლა ყველაფერი თქვენზეა, თქვენს მარიფათზე, თქვენს გამბედაობაზე, თქვენს არაორდინალურ გადაწყვეტილებაზე!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!

სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური

ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ამგვარი კვალიფიკაციის მინისტრი / საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგენაზე // 24 საათი. - 2004. - 23 მარტი. - N69 (618). - A8 გვ.

33 პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ხალხს

▲ზევით დაბრუნება


მინდა მოგმართოთ კვირას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხვალ მოფიქრების დღეა, ამიტომ გადავწყვიტე მივმართო ჩვენს ხალხს პარასკევ საღამოს.

ვფიქრობ, ჩვენმა ქვეყანამ დიდი დრო და დიდი გზა განვლო ნოემბრის მოვლენების შემდეგ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოში მოხდა მართლაც სერიოზული შემობრუნება. ვფიქრობ, პირველად საქართველოში გაჩნდა ხელისუფლება, რომელმაც თითოეული მოქალაქის ინტერესი დააყენა უფრო მაღლა, ვიდრე საკუთარი გამორჩენა. პირველად გაჩნდა ტენდენცია, რომ ნებისმიერ ადამიანს მოვეპყროთ პატივისცემით, ნებისმიერი ადამიანი ჩავრთოთ ქვეყნის მშენებლობაში; თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ კანონი არის არა მარტო რჩეულთათვის, არამედ კანონი იცავს მათ, სახელმწიფო აპარატი იცავს მათ. ყველა მოხელემ დაინახა, რომ მთავარი, რაც მას მოეთხოვება, არის პატიოსანი, კეთილსინდისიერი მუშაობა და ჩვენ არ მოვითმენთ კორუმპირებულებს, არ მოვითმენთ ჩვენი მოქალაქეებ ბის დამცირებას.

მინდა ვთქვა, რომ განუზომლად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუახლოვდეს და გახდეს კანდიდატი ევროპის კავშირის წევრობისა. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენს მეზობლებთან ბევრად უფრო მჭიდრო და ადამიანური ურთიერთობების დამყარება, რაც პრაქტიკულად არ მომხდარა ჩვენი დამოუკიდებლობის შემდგომი მთელი პერიოდის განმავლობაში.

ჩვენ, ასევე, შევძელით სასიკეთო შემობრუნება ეკონომიკის კუთხით. საქართველოში იზრდება პენსია. ხელფასები და პენსიები ძირითადად გაიცემა დროზე, რაც არ ყოფილა მრავალი წლის განმავლობაში. უკვე მაისის თვეში, როგორც დაგპირდით, შემოვიღებთ ახალ საგადასახადო კოდექსს, რომელშიც მკვეთრად გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებები, რათა ყველა ქართველს მიეცეს საშუალება, გახდეს მეწარმე, ჰქონდეს თავისი ბიზნესი. მათი დამცველი იქნება კანონი და პირადად პრეზიდენტი.

პარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. პარლამენტს შეუძლია მართლაც სერიოზულ რეფორმებს დაუდოს დასაბამი ჩვენი ეკონომიკის განვითარების კუთხით, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და, იმავე დროს, შეიძლება გახდეს ყველა სასიკეთო ცვლილებების მესაფლავეც. ამიტომ ვთხოვ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საპარლამენტო არჩევნებს. ნუ ჩათვლით, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია იმიტომ, რომ თითოეული დეპუტატის ყოფნა პარლამენტში არის მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ის, თუ როგორი იქნება ეს ხალხი, როგორი პოლიტიკოსები მოხვდებიან პარლამენტში, არის გადამწყვეტი, რათა ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალური გზით სიარული და ის პერსპექტივა, რომელიც გაუჩნდა თითოეულ ქართველს, მართლაც გახდეს შეუქცევადი და შევძლოთ დასახული მიზნების მიღწევა.

სამწუხაროდ, ყველგან ერთდროულად და ერთნაირად კარგად არ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. არის სერიოზული პრობლემები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. თუმცა, ჩვენი შეთანხმების შემდეგ, ბათუმში ბოლო დღეებში გარკვეული დადებითი ტენდენციები შეიმჩნეოდა კამპანიის თავისუფლად წარმოების კუთხით. ამავე დროს, რამდენიმე ადგილობრივ პოლიტიკოსს ამ წუთშიც კი არ უშვებენ საკუთარ ხალხთან საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. მინდა ვუთხრა ჩემს ერთგულ თანამოქალაქეებს, ჩემს საყვარელ აჭარლებს: ძმებო, ნუ შეგეშინდებათ! დღეს თქვენზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. დღეს თქვენს გამბედაობას უყურებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ასეულობით უცხოელი დამკვირვებელი დაიძრა დღეს აჭარისკენ. ნუ შეშინდებით შეიარაღებული ხალხისაც კი! იფიქრეთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალზე! იფიქრეთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საქართველოში ცხოვრების საშუალება! ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ კვირას მე ვაგზავნი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას, მთავრობის წევრებთან ერთად აჭარაში, რათა იქ აწარმოოს დაკვირვება არჩევნების პროცესზე და დადგეს თქვენს გვერდით, იმისათვის, რომ არ დაირღვეს თქვენი უფლებები.

მინდა ვუთხრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანამდებობის ყველა პირს: არ მოვითმენ არჩევნების გაყალბებას, საქართველოში უნდა ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები! ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ამომრჩეველთა ხმები არ იპარება. ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წინ გვაქვს ადგილობრივი არჩევნები და ყველამ უნდა ვისწავლოთ, რომ არჩევნები - ეს არის ჩვენი ყველაზე აქტიური მონაწილეობის ფორმა ქვეყნის აღმშენებლობაში. ცალკე ვერც მე და ვერც ჩემი ერთგული თანამებრძოლები ქვეყანას ვერ შევქმნით, თუ თითოეულმა ქართველმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, არ მიიღო მონაწილეობა საქართველოს აღმშენებლობაში. საქართველო ყველამ უნდა შევქმნათ საკუთარი ხელით, ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ საქართველოში იყოს კეთილდღეობა, რომ გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები ყველა ასაკის ადამიანებისთვის.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი აქტიურობის და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიციის ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

მინდა მივმართო ყველა ადამიანს, ვინც ცხოვრობს საქართველოში, მიუხედავად მათი წარმომავლობისა: ეს არის ჩვენი ერთობლივი სამშობლო, ჩვენი ერთიანი სამშობლო და ჩვენ მას აუცილებლად ვაქცევთ წარმატებულ, განვითარებულ ქვეყანად, სადაც არ იქნებიან გაჭირვებულები, დამცირებულები: ადამიანები, ვისაც არ აქვს წამლის ფული, განათლების მიღების ელემენტარული საშუალება. მე ყოველთვის ვიქნები გაჭირვებულების და დაუცველების გვერდით, მე ყოველთვის ვიფიქრებ იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მიიღოს ადეკვატური განათლება, შეექმნას ნორმალური მომავალი, ყოველ ადამიანს ჰქონდეს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების საშუალება, როგორც ბიზნესში, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მაგრამ ამაში თქვენი დახმარება გვჭირდება.

კვირის არჩევნებში არის ტესტი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და, ასევე - ჩვენი პოლიტიკოსებისთვის. მინდა იყოს ცივილიზებული არჩევნები, არჩევნები, რომლის შემდეგაც გაგრძელდება დიალოგი ყველაზე პატარა ჯგუფთანაც კი. მაგრამ, ამავე დროს, გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის ბედის არიან არა პოლიტიკოსები; ჩვენ არ უნდა დაუშვათ ის, რომ პარლამენტში იყოს კერძო ინტერესების ლობირება, არ უნდა დაუშვათ ის, რომ პარლამენტში მხოლოდ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიდიოდნენ, საკუთარი რაღაც ჯგუფის შეყვანა მოახერხონ ხმაურიანი ლოზუნგების და პოპულარული სახელების საფარქვეშ. იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, პარლამენტი და მთელი ხელის სუფლება უნდა იყოს ხალხის ინტერესების წარმომადგენელი და ხალხის ინტერესების დამცველი. თუ თქვენ იქნებით აქტიური კვირას, ჩვენ ამას ერთობლივი ძალით შევძლებთ და უზრუნველვყობთ ჩვენს უკეთეს მომავალს.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს მფარველი!

პრეზიდენტის მიმართვა ქართველ ხალხს // 24 საათი. - 2004. - 27 მარტი. - N73 (622). - A1, A8 გვ.

34 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

▲ზევით დაბრუნება


მინდა საბოლოოდ შევაჯამოთ ის, რაც ეხება არჩევნებს.

რა თქმა უნდა, შედეგების დაფიქსირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმეა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა პირველად დააფიქსირეს, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა პრაქტიკულად ევროპული სტანდარტების დონეზე!

ასეთი შეფასება საპარლამენტო არჩევნებს არსად არ ჰქონია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, ბალტიის ქვეყნების გარდა.

ამ მხრივ საქართველო სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციაში ექცევა და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საარჩევნო კომისიების იმ წევრებს, რომელთაც ჩვენი სიღარიბის და პრობლემების მიუხედავად ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მიეცათ მთელი რეგიონისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის გაკვეთილი იმისა, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები!

ჩემი ამბიციაა, რომ საქართველო თანდათან გახდეს ნორმალური, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული ქვეყანა!

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ეხება ცხოვრების დონეს და ამაზე ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იყო!

მე უბრალოდ გამიხარდა, რომ დღეს ყველა უცხოელმა დამკვირვებელმა და ევროთათბირმა ერთხმად დააფიქსირა ეს პროგრესი.

ეს არის თითოეული ქართველი ამომრჩევლის გამარჯვება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაში!

ამავე დროს, მინდა ცალკე მივმართო ჩვენს მოქალაქეებს აჭარაში!

მინდა, ვუთხრა მათ გულწრფელი და გულითადი, ჩემი პირადი დიდი მადლობა!

მიუხედავად იმისა, რომ აჭარა სავსეა შეიარაღებული ბანდიტებით!

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი იმყოფება გამგებლების, პოლიციის უფროსების, სხვადასხვა დონის ხელმძღვანელების წნეხში!

მიუხედავად იმისა, რომ მთელი წინა საარჩევნო კამპანია აჭარაში პრაქტიკულად ჩაიშალა, იმიტომ, რომ მთელი ამ კვირების განმავლობაში, არჩევნების დღის ჩათვლით, იქ იყო გამოცხადებული უკანონოდ საგანგებო მდგომარეობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და პირდაპირი გამოწვევაა კანონიერების რეჟიმისა საქართველოში!

იმის გამო, რომ იქ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, იმის გამო, რომ იქ იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი - მაგრამ მთავარი მაინც ხალხის გამბედაობა და აქტიურობა იყო - არჩევნების ტოტალური გაყალბება პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აჭარაში ვეღარ მოხერხდა.

იყო ძალიან სერიოზული გაყალბება, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, იყო სერიოზული შეტაკებებიც!

თუ წინა არჩევნებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწერა ხმების ასი პროცენტი, მაგალითად წინა არჩევნებზე მათ დაიწერეს 360 ათასი ხმა, ამ არჩევნებზე ვერ შეძლეს დაახლოებით 60 ათას ხმაზე მეტის დაფიქსირება!

ეს არ არის მათი კეთილი ნების დამსახურება!

სამწუხაროდ, ადგილობრივი ხელმძღვანელობის არანაირი განსაკუთრებული იმედი არ მაქვს!

ჩემო ძვირფასო აჭარლებო, ეს იყო თქვენი გამბედაობის და თავდადებულობის გამოხატულება!

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ ამისთვის!

ამას ძალიან დიდ გამარჯვებად ვაფასებ!

ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი აჭარაშიც შეუქცევადია!

მინდა ეს მოგილოცოთ, თუმცა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, წინ დიდი ბრძოლა გვაქვს!

ბრძოლა ბანდიტების განიარაღებისთვის და მინდა ისინი გავაფრთხილო, მათთან არ იქნება არანაირი კომპრომისი, ან ახლავე დააწყობენ იარაღს, ან მე შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამ!

იარაღი ექნება მხოლოდ საქართველოს ოფიციალურ ფორმირებებს!

მე შევიტანე, აგრეთვე, პარლამენტში კანონი და როგორც კი იგი შეიკრიბება, მას მიიღებს იმის თაობაზე, რომ აჭარის უშიშროების სამინისტრო გაუქმდეს და ის ფორმირებები, რომელიც სამინისტროს გააჩნია, უკანონოდ შეიარაღებულ და ბანდიტურ ფორმირებად გამოცხადდეს!

ეს არის ჩვენი მიდგომა აჭარისადმი, ჩვენი მიდგომა ზოგადად საქართველოსადმი!

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა!

მინდა კიდევ ერთხელ სიამოვნებით აღვნიშნო ის შეფასებები, რომელიც არის, ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, საქართველოში სრულ დემოკრატიამდე კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი!

ჩვენ მრავალი ბრძოლა გვაქვს კიდევ გადასატანი!

რა თქმა უნდა, არ იქნება სულ ასეთი იდეალური სიტუაცია, როგორიც ამ შემთხვევაში ჩემთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალას შეექმნა, მომავალში ბევრად მეტი პლურალიზმი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს იყოს ნამდვილი ქართული დემოკრატიის გამოვლინება!

გუშინ საქართველომ, ძველი ეპოქისგან განსხვავებით, დიდი ნახტომი გააკეთა!

ასეთია მთელი მსოფლიოს ერთსულოვანი აზრი!

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება // 24 საათი. - 2004. - 30 მარტი. - N75 (624). - A1-A2 გვ.

35 მიხეილ სააკაშვილი: ბატონო ასლან, რამდენიც გინდათ, წერეთ და იკითხეთ!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტმა ტრადიციას არც გუშინ უღალატა და საგანგებო პრესკონფერენცია გვიან საღამოს გამართა. მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკმაოდ დიდი დრო აჭარის ავტონომიასა და ცენტრს შორის გამწვავებულ ურთიერთობას დაუთმო და კიდევ ერთხელ განაცხადა არაერთგზის თქმული: იგი არ დაუშვებს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ფეოდალების თარეშს. ცენტრი არ შეეგუება ვითარების უფრო მეტად გამწვავებას, მუშავდება პრობლემის გადაჭრის რამდენიმე სცენარი, მაგრამ ყველაფერი კანონის ჩარჩოში, მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს და ავტონომიაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს თავგასული ადამიანების თარეში - ეს პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.

„მე აჭარის არცერთ მაცხოვრებელს არ მივატოვებ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს აჭარასთან და არც აჭარის მაცხოვრებლებთან. ყველა კომპეტენტური, ნორმალური ადამიანი უნდა იყოს დაწინაურებული, გაეხსნას ახალი შესაძლებლობები. ისინი ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის განუყოფელი ნაწილი არიან. მე მაქვს პრობლემა რამდენიმე ადამიანთან, განსაკუთრებით - ასლან აბაშიძესთან. ყველას ვუწვდი ხელს, ყველას შეუძლია კიდევ ჰქონდეს შანსი, მაგრამ რაღაც წერტილის შემდეგ შეიძლება ზღვარი გადაილახოს,“- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და იქვე დასძენს, რომ დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტავად, აუცილებელია მკაფიოდ განისაზღვროს ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებები. „მე შევთავაზე ავტონომიის ხელმძღვანელობას - მივიღოთ კანონი უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ. ბუნებრივია, ამ კანონში ჩაიწერება, რომ არავის აქვს უფლება, ჰყავდეს კერძო არმია, აკონტროლებდეს საბაჟოს. ასეთი უფლება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არც ერთ ავტონომიას არ აქვს. ამასთან, მე განვაცხადე, რომ აჭარას ექნება ფართო ადგილობრივი თვითმმართველობა. რამდენიმე დღეში ზურაბ ჟვანია მიემგზავრება აჭარაში, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ამ კანონის განსახილველად, მეც უახლოეს კვირებში ჩავალ“, - ამბობს პრეზიდენტი და იქვე თავის წინამორბედს იხსენებს, რომლის წყალობითაც, ცენტრსა და აჭარის ავტონომიას შორის ამდენი პრობლემა დაგროვდა.

მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ, ღიად ადანაშაულებს ედუარდ შევარდნაძეს იმაში, რომ აჭარის ხელმძღვანელმა შექმნა კერძო არმია, მათ ფულს უხდის საბაჟოდან და ტერმინალიდან შემოსული თანხიდან. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ეს თანხა წელიწადში 200 მილიონ დოლარს შეადგენს. „ამ ფულით იყიდეს ტანკები, ყუმბარმტყორცნები, ვერტმფრენები. ეს ყველაფერი იმისთვის მზადდება, რომ ქართულ სახელმწიფოს შემოუბრუნონ. ჩვენ გვინდა ამ სიტუაციის კანონიერად და მშვიდობიანად გადაწყვეტა. არც ერთი ჩვენგანი არ არის მოწოდებული, რომ კიდევ უფრო გაურთულოს იქ ცხოვრება უბრალო ადამიანებს, მაგრამ ჩვენ არ დაუშვებთ, რომ საქართველოს ამ ტერიტორიაზე, პრაქტიკულად, იყოს დიქტატურა,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის თქმითაც, აჭარის ტერიტორიაზე გარკვეულმა ადამიანებმა შექმნეს მტრული ბანაკი, არღვევენ ადამიანის უფლებებს, და ეს, ფაქტობრივად, დიქტატორული რეჟიმია საქართველოს ტერიტორიაზე.

„ყველას მინდა ვუთხრა, ვინც იქ არის, ვისაც ავტომატი და ყუმბარმტყორცნი აქვს და ვინც ახლა სხედან სანაპიროზე ქვემეხებთან, რათა ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს ესროლონ, იმ ხალხს, ვინც უკანონო პატიმრებს აჩერებს ციხეში, იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე სცემდა ადამიანებს - კიდევ არის დრო. შესაძლოა, კიდევ ყველაფერი გეპატიოთ. ჩვენ არავის მიმართ არ ვაპირებთ შურისძიებას. თუმცა, იმავე წუთს, როგორც კი თქვენ კონკრეტული ადამიანებისა და, მით უმეტეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადახვალთ პირდაპირ ძალადობაზე, მერე უკან დასახევი გზა აღარ გექნებათ. ყველანი დაფიქრდით ამაზე,“ - აფრთხილებს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს.

რაც შეეხება ასლან აბაშიძეს და მის გარემოცვას. მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მათი აღზევება ექსპრეზიდენტ შევარდნაძის „დამსახურებაა.“ მისი განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დემოკრატიული ავტონომია, სადაც ავტონომიის ხელმძღვანელობა ფლობს საბაჟოს და ფლობს პირადად. პრეზიდენტის თქმით, პრაქტიკულად, ორი-სამი ადამიანის ხელშია საბაჟო, ფლოტი. მიხეილ სააკაშვილი აჭარაში საეჭვო საერთაშორისო კავშირებზეც საუბრობს და ღიად ამბობს, რომ ავტონომიის ტერიტორიაზე ნარკოტიკებით ვაჭრობაც მიმდინარეობს.

„საქართველოში არ შეიძლება იყოს ორი არმია, სხვადასხვა ხელმძღვანელობის ქვეშ, და ორი უშიშროება. ასე საქართველო საბოლოოდ დაიშლება. მე იმედი მაქვს, პირველ რიგში, თავად აჭარლების. ამ ხალხმა უნდა უთხრას პრეზიდენტს: ნუ გვიყენებთ ცოცხალ ფარად და საეჭვო და ბინძურ თამაშებში. საქართველო ერთიანია. არავინ ეხება არც ავტონომიას და არც თვითმმართველობას, მაგრამ ავტონომია და თვითმმართველობა უნდა იყოს აჭარელი ხალხის და არა ერთი თავგასული და ერთმმართველი ფეოდალის. პროვოკაციები და საქართველოს ბედთან თამაში უნდა დასრულდეს,“ - ასე მიმართავს პრეზიდენტი აჭარის მოსახლეობას.

მიმართავს ასლან აბაშიძეს, რომელიც, პრეზიდენტის მტკიცებით, რამდენიმე მილიონ დოლარს უხდის უცხოურ პიარ-კომპანიებს საქართველოს წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად:

„ბატონო ასლან, მე არ მეშინია ამ სტატიების. რამდენიც გინდათ, წერეთ და იკითხეთ, რადგან სიმართლე ქართველმა ხალხმა იცის და ნუ ხარჯავთ ფულს. ჯობს, მოუწყეთ თქვენ ხალხს პატარა ზეიმი მაინც, ჯობს, ერთი გზა მაინც დააგეთ ბათუმში, ჯობს, პენსიონერებს მიეცით დანამატი, სკოლები მოაწყეთ უკეთესად, მართლა ააშენეთ საბავშვო ბაღები და გაარემონტეთ სამედიცინო დაწესებულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც შევძლებთ ვითარების შემობრუნებას. ჩვენ ვემზადებით ყველანაირი სცენარისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის, თითოეული ადამიანისთვის.“

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი „სასაცილოს“ უწოდებს ასლან აბაშიძის განზრახვას ავტონომიის ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. „მთელი მსოფლიო ახლა ჩვენ გვიყურებს და ამით ასლან აბაშიძე თავს სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებს,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

რუსუდან ნიკურაძე

მიხეილ სააკაშვილი: ბატონო ასლან, რამდენიც გინდათ, წერეთ და იკითხეთ! // 24 საათი. - 2004. - 3 აპრილი. - N75 (628). - A1-A2 გვ.

36 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


მსურს კმაყოფილება გამოვხატო, რადგან ქვეყნის მთავრობამ, ასე თუ ისე, ააწყო მუშაობა და პირველი აშკარა გაუმჯობესება სახეზეა.

უწინარეს ყოვლისა, ეს გამოვლინდა მართლწესრიგის კუთხით და ეს ჩვენი მთავარი მიღწევაა.

აღვნიშნავ იმ წარმატებულ ოპერაციებს, რომელთა შედეგად საქართველოში აღარ ხდება ადამიანთა გატაცება; განადგურდა მსხვილი კრიმინალური ბანდები, ავტორიტეტები, რომლებიც აკონტროლებდნენ სამარშრუტო ტაქსების ბიზნესს, მკვლელების დიდი ბრიგადები ლიკვიდირებულია.

საგულისხმოა ისიც, რომ დაიხვეწა დანაშაულთან ბრძოლის მეთოდები და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შორსაა იდეალურისგ გან, აქაც შეიმჩნევა პროგრესი.

წესრიგი ნელ-ნელა მყარდება.

ამის ნათელი მაგალითია ქუჩის ბაზრობები.

წლების განმავლობაში ქუჩის ვაჭრობის აღკვეთა შეუძლებლად მიაჩნდათ, ჩვენ კი ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ 3-4 დღე დაგვჭირდა.

საზოგადოება ამას ხედავს და მისგან მხარდაჭერაც გვაქვს.

მდგომარეობა გაუმჯობესდა ფინანსურ სფეროში, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ენერგიული მუშაობის დამსახურებაა.

ქაღალდზე გეგმა გადაჭარბებულია 120-130 პროცენტით, რეალურად კი ბევრად მეტით.

ეს იმიტომ, რომ განხორციელდა მთავარი რეფორმა - გაუქმდა ჩათვლების ინსტიტუტი და გადასახადები აიკრიფა ფულის ნიშნებით.

ჩვენ აღარ ვიტყუებთ თავს და არც პარტნიორ ქვეყნებს ვატყუებთ.

ეს შესაძლებლობას გვაძლევს მკვეთრად გაიზარდოს სხვად დასხვა დარგში ხარჯები, პენსიები, ხელფასები და დაიწყოს ძველი დავალიანებების გასტუმრება, რაც შეეხება სოციალურ ვალდებულებებს, მთავარია აღრიცხვიანობის მოწესრიგება.

საქართველოში არ არის იმდენი დევნილი, რამდენიც აღრიცხულია - ეს ხალხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და მათ შემწეობას არც ერთი სამთავრობო მუშაკი არ უნდა იღებდეს.

გაძლევთ დავალებას, რომ საქართველოში აღრიცხულ დევნილთა რაოდენობა, მინიმუმ, 20 პროცენტით შემცირდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ზაფხულამდე, თითქმის ორჯერ გავზარდოთ მათი შემწეობა.

აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

მეორე საკითხი ფინანსური სამსახურების მუშაობას ეხება.

უდავოა, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, საბაჟო სამსახურში სრული ვაკხანალიაა.

ეტყობა, საბაჟოს მუშაკებმა გაიგეს ჩვენი მიდგომა და ამიტომ, ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს, შეისწავლონ საბაჟო სამსახურების მუშაობა.

გავალებთ, რომ უახლოეს კვირებში, საბაჟო სტრუქტურებში, პოლიციისა და პროკურატურის მეშვეობით, დაიწყოს „წმენდა“ და ყოველი არაკეთილსინდისიერი მებაჟე მიეცეს პასუხისგებაში.

სავარაუდოდ, ამ ხალხმა ვერ გაიგო, რას ვითხოვთ - იმ უწესრიგობას, რაც შევარდნაძის დროს ხდებოდა, აღარ დავუშვებთ, თითოეულ დამრღვევს ბოლომდე მივყვებით.

ჩვენი წარმომადგენლები უკვე წავიდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, რათა იქ განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ.

ჩვენი ინფორმაციით, აჭარაში ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტიდან, ასევე საიმპორტო ოპერაციებიდან ყოველწლიურად ბიუჯეტს 200 მილიონი დოლარი აკლდება და ეს ფული ადგილობრივი ხელმძღვანელობის ჯიბეში მიდის.

ეს თანხა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და ამიტომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგეთ. ამ თვალსაზრისით, პრობლემა აღარ გვექნება, თუ ერთიანნი ვიქნებით.

ჩვენი მთავარი მიღწევაა ის, რომ მთავრობის წევრები კოორდინირებულად და მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის თითოეული წევრის დამსახურებაა.

ასეთი რამ, დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოში არ მახსოვს, მაგრამ გაუმჯობესებას კიდევ ველით.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ კარგად ამუშავდა ფინანსური პოლიციაც.

სამწუხაროა, რომ ამას წინათ, ქვემო ქართლში მოხდა შეტაკება, როდესაც პოლიციის თანამშრომლები მოაცილებდნენ ასეულ ათასობით ღირებულების კონტრაბანდულ ტვირთს. ფინანსური პოლიციის გამოჩენისთანავე მათ ტვირთი მიატოვეს, გაიქცნენ და მიიმალნენ. მოვითხოვ, რომ დამნაშავეები „ჩირგვებიდან“ გამოიყვანონ და შესაბამისი ადგილი მიუჩინონ.

ჩვენ ხელფასებს ვუზრდით საბაჟო და საგადასახადო სტრუქტურების, ასევე პოლიციის თანამშრომლებს და ამიტომ მათ უკანონო თარეშს ბოლო უნდა მოეღოს.

ეს საფინანსო პოლიციის თანამშრომლებსაც ეხებათ.

ყველამ უნდა გაიგოს, რომ რასაც ვიტყვით, იმას გავაკეთებთ კიდეც.

ამას შესაძლოა თვეები დასჭირდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს გავართმევთ.

სერიოზულად უნდა გადავხედოთ საგადასახადო კოდექსს და ამისთვის ვემზადებით კიდეც. ეს აუცილებელია ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შესათანხმებლად. თუმცა უდავოა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, გადასახადების რაოდენობაც უნდა შემცირდეს და განაკვეთებიც. ეს კი უნდა მოხდეს არაუგვიანეს მაისისა, რათა ზაფხულში უკვე ახალი კოდექსით ვიხელმძღვანელოთ. გადადება არ შეიძლება.

რაც შეეხება უცხოელ ინვესტორებს, ხალხმა უნდა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა.

საქართველოში არ უშვებენ უცხოურ ავიაკომპანიებს.

ავიაციის დეპარტამენტი პრივატიზებული აქვს პირთა ჯგუფს, რომლებიც თავიანთი სურვილის მიხედვით გასცემენ ან არ გასცემენ ფრენის ნებართვებს.

სახელმწიფო პირები საბოტაჟზე გადადიან, რადგან მათ ხელფასს უხდის კერძო პირი, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოში არ არსებობდეს ჯანსაღი კონკურენცია და თავისუფალი მიმოსვლა.

ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დასრულდეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრს ვავალებ, რომ კანონის ფარგლებში ყველა უცხოურ ავიაკომპანიას მიეცეს ფრენის საშუალება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა. ამით საქართველოს იმიჯიც ბევრად გაიზრდება.

იმ პირობებში, როდესაც არსებობს ხალხი, რომელიც უზარმაზარ თანხას იხდის საქართველოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაში, ჩვენ ასეთი პოზიტიური მაგალითები გვჭირდება.

ამ დავალების შესრულებას პირადად გავაკონტროლებ და ვითხოვ, რომ ბრიტანულ ავიაკომპანიას მიეცეს ფრენის საშუალება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც ადამიანთა უფლებების დაცვას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას ეხება. ამ მხრივ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნილი ვითარება ცალკე მსჯელობის საგანია. ქართული სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია ხდება, მაგრამ აჭარაში არსებული განუკითხაობა უნდა აღიკვეთოს.

ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და ხალხი, რომელსაც ასეთ ქვეყანაში სურს ცხოვრება, განვითარებულ მოვლენებზე ძალიან ნერვიულობს, ვგულისხმობ ადგილობრივ ხელისუფლებას.

ჯერ კიდევ არ არის გვიან და ვთავაზობთ მათ, რომ შეცვალონ „თამაშის“ წესები და ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ არცერთ აჭარელს არ დავაჩაგვრინებ არც ცენტრალური და, მით უმეტეს, არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აჭარის მოსახლეობა საქართველოს ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორიც სხვა ნებისმიერი კუთხის მცხოვრებლები.

საგულისხმოა, რომ საქართველო ვერ იქნება ეკონომიკურად წარმატებული და სახელმწიფოებრივად კონსოლიდირებული მანამ, სანამ აჭარაში ასეთი ვითარებაა.

მეორე მხრივ, ჩვენ ვერ დავუშვებთ, ამ რეგიონში ადამიანის უფლებები იზღუდებოდეს და ფეხქვეშ ითელებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას თავისი მატერიალური და მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნება სურს.

ჩვენ დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. განსაკუთრებით მსურს ავღნიშნო, რომ ენერგეტიკაში წელს სერიოზული პრობლემები გვაქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დედაქალაქი (ზოგიერთ უბანში გრაფიკს თუ არ ჩავთვლით) ასეთი განათებული 1993 წლის შემდეგ არ ყოფილა.

ეს ენერგეტიკის მინისტრისა და იმ ურთიერთობების დამსახურებაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ჩამოყალიბდა.

შემოდგომისთვის ვგეგმავთ, რომ დანარჩენი საქართველოც განათდეს. არც იმის თქმა შეიძლება და ხალხს ვერ მოვატყუებ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება 24-საათიანი გრაფიკის პირობებში იქნება შესაძლებელი, თუმცა მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ამიტომ გთხოვთ, შეიმუშაოთ სერიოზული ღონისძიებები, რათა ხალხმა იცოდეს, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს.

ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ წესიერი მთავრობა და მადლობა ღმერთს, რომ ამას, ჯერჯერობით ვახერხებთ.

ისიც ყველამ ვიცით, რომ როგორც კი რამე მოხდება, ხალხში არ დაიმალება და, ამ შემთხვევაში, ჩვენვე უნდა ავტეხოთ განგაში.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ცალკეულ დარგებში კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწიოს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დაბოლოს, საჭიროა კოორდინაცია ახალ პარლამენტთან, რათა შეიქმნას ურთიერთობის ახალი მოდელი, რათა ძველის მსგავსად, მინისტრს აღარ შეეძლოს დეპუტატის მოსყიდვა და პირიქით.

ჩვენი მუშაობა შეფასდება საბოლოო შედეგების მიხედვით.

უსამართლო კრიტიკის კი ნუ შეგეშინდებათ, რადგან, როგორც წესი, კარგად ჩანს, როდის არის კრიტიკა სამართლიანი და გულისტკივილით გამოწვეული.

ამ მხრივ მეც, პრემიერ-მინისტრიც და, დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარეც უსამართლო შემოტევებისაგან თქვენი, მთავრობის დამცველები ვიქნებით.

თუმცა პასუხისმგებლობა პარლამენტის წინაშე ისეთივე უნდა გვქონდეს, როგორც ხალხის წინაშე.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია ხალხთან კონტაქტი, ვიდრე კაბინეტებში ორსაათიანი თათბირები, ამიტომ თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, იაროს რაიონებში, ქალაქებში, ქუჩებში, ეზოებში და ადგილზე გაეცნოს ხალხის პრობლემებს. ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს და, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი მუდმივად გვქონდეს.

ჩვენ სახალხო მთავრობა ვართ.

ჩვენ ის მთავრობა ვართ, რომელსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა და ეს ნდობა უნდა შევინარჩუნოთ.

თქვენი თითოეული წამოწყების, ინიციატივის, რეფორმის, მოქმედებისა და გადაწყვეტილების თანამონაწილე ხალხი უნდა იყოს.

ამ ეტაპზე მთავრობა დამაკმაყოფილებლად მუშაობს.

ახლა მთავარია, რომ არც ერთ ვალდებულებაზე უარი არ ვთქვათ და ზედმიწევნით კარგად შევასრულოთ ის, რასაც საზოგადოება მთავრობისგან ელის.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე // 24 საათი. - 2004. - 6 აპრილი. - N81 (630). - A8 გვ.

37 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სობჩაკის ბიუსტის გახსნაზე

▲ზევით დაბრუნება


ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო!

ჩვენო სტუმრებო!

მინდა, ყველას მოგესალმოთ და გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი დღე!

მნიშვნელოვანი დღეა და ქართველი ხალხი, რომელიც დამცირებულია და რომლის ღირსებაც შელახულია, იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას და სოლიდარობას მსოფლიოს ყველა ხალხის მხრიდან!

იგივე ქართველი ხალხი, ჩვენი ერი მზად არის, რომ გარდა თავისი ტრაგედიისა და გაჭირვებისა, დააფასოს და სათანადოდ აღნიშნოს სხვა ერების წარმომადგენლების ღირსება და დიდება!

ამგვარი რამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ძალიან გამოჩენილ, განვითარებულ და მაღალკულტურულ ერებს!

ჩვენ გვყავს ხალხი, რომელმაც მშვენივრად იცის წარსულის დაფასებაც და მისი მნიშვნელობის მომავალზე გადაცემაც!

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავდა მთავრობა რომელმაც ვერ დააფასა 9 აპრილის მსხვერპლთა ტრაგედია!

დღემდე, უკვე თხუთმეტი წელია, პარლამენტის შენობის წინ დგას ქვა, სადაც წერია, რომ აღიმართება ძეგლი.

ვაცხადებ, რომ მე ვავალებ მერიას და შესაბამის სამსახურებს, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს პარლამენტის შენობის წინ დაიდგას საქართველოს ერთიანობის გრანდიოზული ძეგლი, ვინაიდან 9 აპრილი პირველ რიგში საქართველოს ერთიანობის ზეიმია, საქართველოს სულიერი ამაღლების ზეიმი და ამას ჩვენ ყველა ერთად ავღნიშნავთ!

ძეგლი პირველ სექტემბერს დაიდგმება იმის გამო, რომ ეს არის სასწავლო წლის დაწყების დღე და მინდა, ეს ტრადიცია მომავალ თაობებს გადაეცეს!

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, როგორი სახელოვანი წინაპრები ჰყავდათ!

ამავე დროს, ჩვენ ასევე უკვდავყავით დიდება ომში დაღუპული მეომრებისა, რომელიც მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად გაკეთდა!

ისინი ბევრად უფრო მეტს იმსახურებენ, მაგრამ მათი ძეგლი ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა იქნება!

ეს ძეგლი უნდა გახდეს ტრადიციულად ახალგაზრდობის სასიარულო ადგილი, იმიტომ, რომ მათ, ვინც თავი გასწირა სამშობლოსათვის, ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი ცხოვრებით უნდა დაუდგას ძეგლი!

ახლა მინდა მივმართო ჩვენს მეგობრებს და სტუმრებს, რომლებიც სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ!

ღრმად პატივცემულო ლუდმილა და დელეგაციის წევრებო!

ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა!

მართლაც, ბატონ ანატოლი სობჩაკს უდიდესი წვლილი მიუძღვის - საზარელი პროპაგანდის ფონზე, რომელიც ზოგიერთი მაშინდელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან მოდიოდა, მიუხედავად მაშინდელი მთავრობის წევრების შემაძრწუნებელი კომენტარებისა, რუსეთში მოინახა ისეთი ადამიანი, რომ მელიც არ შეუშინდა სიმართლის თქმას!

ჰყავს რა რუსეთს ასეთი ხალხი, მასაც თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ იგი უდიდესი ქვეყანა და უდიდესი ერია!

ასეთი ხალხით მსოფლიოში მრავალი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის!

სწორედ ასეთი ხალხი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსეთში, მათ გარდა, ვინც აქ ისროდა, არის ხალხი, რომელსაც ყოველთვის სურდა და სჯეროდა ჩვენი მეგობრობისა!

როდესაც ვსაუბრობთ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ მეგობრობას ისეთი ხალხი ამყარებს, როგორიც ანატოლი სობჩაკი იყო!

კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ყველას სიმართლის მოსმენა სურდა, ყველას უნდოდა, რომ მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულიყო იმის შეფასება, რაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა!

სწორედ ეს გააკეთა ანატოლი სობჩაკმა!

ძალიან კარგად მახსოვს აფხაზეთის ომიც, როდესაც მას ქართველი, აფხაზი და რუსი დაჭრილი მეომრები სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში ჩაჰყავდა და უფასოდ კურნავდა.

ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის ნამდვილი რუსეთი ეს არის სობჩაკი და რუსეთის ის ნამდვილი პატრიოტები, რომლებსაც მეზობლებთან მეგობრობა ყველაზე კარგად შეუძლიათ! ვინაიდან სხვებთან მეგობრობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც შენი ქვეყანა ბოლომდე გიყვარს!

დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტად თავისი ქვეყნის პატრიოტები სწორედ ის ხალხი არიან, რომლებსაც სხვა ხალხების ღირსების დაფასება შეუძლიათ!

ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთის ყველა მოქალაქეს, ყველა პეტერბურგელს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვეხმარებოდა!

ძალიან ვემადლიერებით რუსეთში მყოფ ქართველებსაც, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ იქ საქართველოსთვის!

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მეგობრობას ალტერნატივა არა აქვს!

ჩვენ ვერ ვიქნებით გახლეჩილები და არ იქნება ჩვენს შორის შუღლი და ბოროტება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს!

ვთვლი, რომ საქართველო დიადი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ იგი შეძლებს ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას თავის მეზობლებთან და პირველ რიგში რუსეთთან!

ჩვენ ყველანი ერთიანი კაცობრიობის სივრცის მონაწილენი ვართ!

ერთიანი კულტურისა და ისტორიის სივრცისა!

ბუნებრივია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელნი და გაგვაჩნია ჩვენი სიამაყე!

და ის ადამიანი, რომლის ბიუსტსაც დღეს ვხსნით, ამ სივრცის უდიდესი ადამიანი იყო!

იგი ამ სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო და თუ გვინდა, რომ ყოველივე ეს არ დაირღვეს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ანატოლი სობჩაკი!

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ხალხი, ვინც სიცოცხლე შესწირა სამშობლოს, დამოუკიდებლობას და ამავდროულად მეგობრობასა და ურთიერთგაგებას!

მახსოვს ის პერიოდი, როდესაც 1998 წელს თბილისში, პირველად შევხვდი ანატოლი სობჩაკს.

შეხვედრა რუსული და ქართული საზოგადოებრიობის დიდი დაპირისპირების შემდეგ შედგა.

მაშინ მართლაც ბევრი ყალბი სიტყვა იყო ნათქვამი მეგობრობაზე, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა!

რა თქმა უნდა, აღშფოთებული ვიყავი ამით და სწორედ მაშინ ანატოლი სობჩაკმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა: თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ უნდა ააგოთ ახალი ურთიერთობები, უნდა გაიგოთ, რომ ყველა ეს ხალხი წამსვლელია და მალე ყველას მიავიწყდება, თქვენ, რუს თანატოლებთან ერთად ახლებურად აზროვნება უნდა დაიწყოთ და ჩვენ ყოველთვის ვიმეგობრებთ!

ეს არის პირადად ჩემთვის მისი ერთგვარი პოლიტიკური დანაბარები!

დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის!

დიდი მადლობა ინიციატივისთვის!

საქართველოს პრეზიდენტის საინფორმაციო სამსახური

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სობჩაკის ბიუსტის გახსნაზე / წყარო: საქართველოს პრეზიდენტის საინფორმაციო სამსახური // 24 საათი. - 2004. - 10 აპრილი. - N85 (634). - A6 გვ.

38 „თუ აბაშიძე არ განიარაღდება, თავისი ტანკები ვერ დაიცავენ“

▲ზევით დაბრუნება


ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში ყოფნისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოში გაწევრების დიდი სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა და 2009 წლისთვის საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაც იწინასწარმეტყველა. ჯერჯერობით, ჩვენი ახალგაზრდა პრეზიდენტი დასავლეთსაც მოსწონს და რუსეთსაც. უცხოელი მეგობრების ასეთი კეთილგანწყობა სასიხარულოცაა და დასაფასებელიც, მაგრამ თუ ჭკუით არ მოვიქეცით, ეს კეთილგანწყობაც არ იქნება წარუვალი. ახალ ხელისუფლებას არც წინამორბედთა მწარე გამოცდილების დავიწყება მართებს. იმისა, რომ ერთ დროს დასავლეთი შევარდნაძესაც ეხმარებოდა, მაგრამ მან ისე არივდარია ქვეყანაში ყველაფერი, ისე ახარა კორუფცია და ახეირა კორუმპირებულნი, რომ საქართველოსკენ გამოხედვის სურვილი მეგობარ უცხოელ პოლიტიკოსებსაც დაუკარგა და მათ თანამემამულე ბიზნესმენებსაც. ახალ პრეზიდენტს შნოს გამოჩენა უპირველესად ქვეყნის შიგნით მოუწევს და მერე შეუძლია საგარეო წარმატებაზე იოცნებოს. ფხიანობა სააკაშვილმა რამდენჯერმე უკვე გამოავლინა. ამის დასტურად ამ რამდენიმე დღის წინ აჭარის უშიშროების იზოლატორიდან თენგიზ ასანიძის გათავისუფლებაც კმარა. თუმცა მისი აჭარული პრობლემები ამით არ ამოწურულა. ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობებში ბევრი საჩოთირო და სახიფათო საკითხია. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ.

- აჭარის საკითხში სერიოზული პროგრესი გვაქვს და ყველა იმ უთავმოყვარეო კაცის განცხადება - აჭარასთან მკაცრი ლაპარაკი არ შეიძლებაო, აბსოლუტური სისულელე აღმოჩნდა - ეს რეალობამ დაამტკიცა. ასლან აბაშიძეს ენის მოჩლექით შევარდნაძე ელაპარაკებოდა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ რეგიონში ცალკე რეჟიმი და ცალკე სახელმწიფო შეიქმნა თავისი ყველა ატრიბუტით - საზღვრებით, არმიით, პოლიციურ-რეპრესიული რეჟიმით, რომელიც პრაქტიკულად არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს პრობლემა მემკვიდრეობით მივიღეთ, მაგრამ ასლან აბაშიძის პირველივე შანტაჟმა - აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნებს არ ჩავატარებო, არ გაჭრა. რაკი ჩვენგან ძალზე მკაცრი რეაქცია იყო, იძულებული შეიქნა, არჩევნები ჩაეტარებინა. აბაშიძე არც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახა, არ ვხუმრობდით - იძულებული გახდა, საპარლამენტო არჩევნებიც ჩაეტარებინა. შედეგად კი 6-ჯერ ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე წინა არჩევნებში (უფრო სწორად, მეტის დაფიქსირება ვერ მოახერხა). მას შევარდნაძე არასდროს დაუშვია არც საბაჟოსა და არც პორტში. დღეს კი ჩემი წარმომადგენლები უკვე აკონტროლებენ ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოს. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ აჭარაში შემოსული ყველა ტვირთი აჭარაშივეა განბაჟებული.

ასლან აბაშიძეს აქამდე არც კი უფიქრია თენგიზ ასანიძის გათავისუფლება, დღეს კი იძულებული გახდა, ეს ნაბიჯი გადაედგა. უნდა ვთქვა, რომ ასანიძის გათავისუფლება მხოლოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა. ევროსასამართლომ ჩვენი პრინციპული პოზიცია გაიზიარა...

ყოველივე ამის შემდეგ რჩება მთავარი - განიარაღების საკითხი. აჭარაში ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს 4ტ - 72 ტანკი, რამდენიმე ჯავშანმანქანა, საზენიტო და „გრადის“ ტიპის საარტილერიო დანადგარები, „სტრელას“ სახის რაკეტები და უკანონო ვერტმფრენები. ასლან აბაშიძემ ყველაფერი ნებაყოფლობით უნდა ჩააბაროს ცენტრალურ ხელისუფლებას - არა და ჩავაბარებინებთ. ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩვენ გვაქვს ყველა იმ დანადგარის, რომელიც კი არის რეგიონში, ვიდეო და ფოტომასალა, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, სად რა შეიარაღებაა. ვიცით, რომ ავტონომიის ხელმძღვანელი სისტემატურად უცვლის მდებარეობას იმ დანადგარებს, შენიღბული აქვს ტანკები, გამაგრებული აქვს ციხისძირი, ქობულეთი სავსეა იარაღით, ჩოლოქზე სანგრებია გათხრილი. სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია „გრადები“, აქვს წყალქვეშა ტექნიკა, ჰყავს აკვალანგისტები... დანაღმულია ნახევარი აჭარა. ასლან აბაშიძეს აქვს დაცვის ყოლის უფლება, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ მას საკუთარი არმია ჰყავდეს. ჩვენ არ გვინდა შეიარაღებული ძალების გამოყენება აჭარაში, მაგრამ არც ამ განუკითხაობას დავუშვებთ. გვინდა, ეს პრობლემები რეგიონთან პოლიტიკური გზით, მოლაპარაკებებით გადაწყდეს. ამიტომაც ვაგზავნით ამ კვირაში ზურაბ ჟვანიას აჭარაში...

თუ ასლან აბაშიძე განიარაღდება, აჭარაში დემოკრატიული პროცესები დაიწყება. თუკი იქაურ საბაჟოსა და საგადასახადოს გავაკონტროლებთ, მაშინ ასლან აბაშიძესთან პრობლემები აღარ გვექნება. ორ წელიწადში ჩატარდება უზენაესი საბჭოს არჩევნები. თუ ხალხი მას აირჩევს, კი, ბატონო, არავინ შეედავება. თუ არა, ვინმე ახალი მოვა. თუკი ასლან აბაშიძე შეიარაღებულ რაზმებს არ გააუქმებს, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება - შევაჩეროთ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება და ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ. ავტონომიის საკითხს არც წამოვჭრით. ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მეჩეთების დახურვას ვგეგმავდეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ბინძური პროვოკაციაა. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა, მათ შორის მუსლიმანი ქართველების აღმსარებლობას, მას არავინ შეეხება. მხოლოდ ერთს მოვითხოვ - საქართველო ერთიანი უნდა იყოს.

ჩვენი გათვლებით აჭარაში ყოველწლიურად 220 მლნ. დოლარამდე იკარგება. ამ ფინანსური განუკითხაობის გამო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზოგიერთი რუსი ბიზნესმენის ჯიბეში 120 მლნ. დოლარი ნავთობის ტერმინალიდან მიდის. ეს თანხა ახალი იარაღის, იქაურ ხელისუფალთათვის დაჯავშნული მანქანების შესაძენად და ფუფუნებით ცხოვრებისთვის იხარჯება. ყველაფერი ეს უნდა დამთავრდეს. სხვათა შორის, ამავე აზრს იზიარებს რუსეთის ხელისუფლება. საოცრად მხარდამჭერი და სწორი პოზიცია დაიკავა თურქეთმაც. აღარაფერს ვამბობ ჩვენს სხვა მოკავშირეებზე. ასე რომ, ასლან აბაშიძეს გასაქცევი აღარსად აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაიძულებ (ხვეწნას არ ვაპირებ) თამაშის წესები დაიცვას. რამდენჯერმე გამომცადა - ვაპირებდი თუ არა შევარდნაძის პოზიციის გაგრძელებას და რაკი იმედი გაუცრუვდა, ზოგიერთ სფეროში თანამშრომლობას დათანხმდა. ღმერთმა ქნას, ასევე ითანამშრომლოს ჩემთვის უმთავრეს - განიარაღების საკითხშიც. თუ აბაშიძე არ განიარაღდება, თავისი ტანკები ვერ დაიცავენ.

- აჭარის ხელისუფლება შეშფოთებით უყურებს ფოთში სამ მხედრო მანევრებს. ეჭვობს, რომ მანევრები მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიაში შეიარაღებული ძალების შეყვანას გეგმავს.

- ცენტრალური ხელისუფლება სადაც საჭიროდ ჩათვლის, იქ ჩაატარებს მანევრებს, ეს არავის საქმე და გადასაწყვეტი არ არის. თუ დაგვჭირდა, მანევრებს ბათუმშიც ჩავატარებთ, მაგრამ ამჯერად შეიარაღებული ძალების ბათუმში გაგზავნას არ ვაპირებ, ფოთში კი უეჭველად ჩატარდება მანევრები. გვინდა, ბათუმის შეიარაღებული ძალების ნაწილებმაც მიიღონ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. როგორც ჩანს, გენერალმა დუმბაძემ უღალატა საქვეყნო ინტერესებს. მას რამდენიმე დღე მივეცი - თუ გამოცხადდება პასუხისმგებლობისაგან გავათავისუფლებთ. თუ უახლოეს პერიოდში ის ამას არ გააკეთებს და ბათუმის სამხედრო ნაწილი მონაწილეობას არ მიიღებს ფოთის მანევრებში, თვითონ უზრუნველვყოფ, რომ გენერალი დუმბაძე საშ შვილიშვილოდ, უმკაცრესად დაისაჯოს.

- ახლა აჭარიდან ცენტრალურ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გადავინაცვლოთ - მთავრობის მუშაობა რამდენად გაკმაყოფილებთ?

- მთავარი ის არის, რომ მთავრობა ერთიანი მექანიზმია. მარჯვენა ხელმა იცის, მარცხენა რას აკეთებს. აღარ არის ქიშპი და ის ვითარება, როცა თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. დღეს ისინი ერთობლივად ახორციელებენ ზედამხედველობას და ამან დადებითი შედეგი მოიტანა. საქართველოში არსებული თითქმის ყველა კრიმინალური ბანდა განადგურებულია. მთავრობის ეკონომიკური ბლოკის ძალისხმევით შემოსავლები ნაღდი ფულის სახით ორჯერ გაიზარდა (ოქრუაშვილის გარეშე). ეს იმას ნიშნავს, რომ საბაჟოზე და საგადასახადოში ხალხი ფულს იხდის. თბილისის ბიუჯეტი 2,5-ჯერ გადაჭარბებით შესრულდა (ჩათვლების გარეშე). გაიზარდა პენსიები და სახელმწიფო აპარატის მოხელეთა ხელფასები. უპირველესად, ეს შეეხება მათ, რომლებზეც საბიუჯეტო შემოსავლებია დამოკიდებული - საგადასახადოს ინსპექტორებს, საგადასახადო პოლიციას, საბაჟოს, საგზაო პოლიციასა და პროკურატურას (ზოგადად, პოლიციას), პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აპარატის, სამინისტროების ხელმძღვანელებს. ამას უთუოდ მოჰყვება ხელფასების ზრდა მთლიანად სახელმწიფო სექტორში. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოსთვის საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო აპარატში მინიმალური ხელფასი 100 ლარი იყოს. ვიცით, რომ არსებული საგადასახადო სისტემა მანკიერია და ამიტომ ინტენსიურად მზადდება ახალი საგადასახადო კოდექსი. აუცილებლად უნდა შევქმნათ რეგიონში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები. ერთი მხრივ, გადასახადი ყველას ერთნაირად უნდა გადავახდევინოთ (ადრე ერთი ფირმა იხდიდა და ათი - არა), მეორე მხრივ, გადასახადის განაკვეთი დაბალი უნდა იყოს. მომავალი წლიდან დიდ ინვესტიციებს უნდა ველოდოთ. ეს იქნება რუსული კაპიტალი. მცირე და საშუალო ბიზნესში უნდა შემოვიდეს თურქული და ევროპული კაპიტალიც. ფული უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში. სერიოზული გადამამუშავებელი წარმოება გვჭირდება ჩვენი პროდუქციის რუსეთში გასატანად. აჭარაში იმიტომ გვინდა სიტუაციის დარეგულირება, რომ 2 წლის განმავლობაში ანაკლიიდან გონიომდე მთელი საწარმო ტურისტულ მექად ვაქციოთ. ბევრს უნდა შავიზღვისპირეთში დასვენება, მაგრამ საამისო პირობების შესაქმნელად ნორმალური საინვესტიციო გარემო უნდა არსებობდეს. დღეს ბათუმის ბულვარზე ისევ ის კაფეებია, რომლებიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, ბევრი არაფერი მიმატებია. კარგია, რომ ბადრი პატარკაციშვილმა დაიწყო რაღაცის გაკეთება ურეკში, მაგრამ ეს მცირე მონაკვეთია. სანაპირო ზოლის უმეტესობა კერძო აგარაკებს უჭირავს. მთავრობამ უკვე აკრძალა იქ კერძო მშენებლობები. ვისაც მიწა აქვს, ღმერთმა შეარგოს, ოღონდ სასტუმროები აშენონ. თუ საკუთარი სახსრებით არ შეუძლიათ, ინვესტორი იპოვონ. ისე გააკეთონ, რომ მთელმა რეგიონმა იხეიროს და მხოლოდ თავისთვის არ მოიწყონ მყუდრო კუთხე.

ვფიქრობთ, არსებული საწარმოების გაფართოებასაც. კერძოდ, „ბოინგთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ საავიაციო ქარხანა როგორც რეგიონალური სარემონტო ცენტრი, ისე აიღოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოვნახეთ სუ-25-ების კლიენტები. უახლოეს თვეებში 10-მდე სუ-25 გაიყიდება. ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საბანკო სექტორშიც. პირველი ინვესტიციები უკვე წამოვიდა რუსეთიდან. გვინდა უცხოურ, განსაკუთრებით, რუსეთის კაპიტალს შევუქმნათ სერიოზული გარანტიები. ყველაფერი ეს კი დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნად იქცეს.

უკვე გვაქვს მოლაპარაკება და ჩვენს ქვეყანაში მალე დაიწყებენ ფრენას ისრაელის, ჰოლანდიური, შვეიცარიული და ბრიტანული კომპანიები. ამდენ უცხოურ ავიაკომპანიას საქართველოში არასდროს უფრენია. ამ გზით ქვეყანაში ფული შემ მოვა. ამ პროცესს უთუოდ მოჰყვება ტურისტებისა და ბიზნესმენების ჩამოსვლა. ასეთია საქართველოს განვითარების ჩემეული ხედვა. რაც მთავარია, ადამიანს უნდა შეეძლოს საქმეში თანხის ისე ჩადება, რომ ვინმემ ფული არ გამოსძალოს. პრეზიდენტი არ უნდა წყვეტდეს, ვინ სად და რამდენი უნდა დააბანდოს.

- თქვენი საუბრიდან ისე გამოდის, რომ ყველაფერი კარგად არის და მთავრობასაც ხარვეზები არ ჰქონია?

- რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური მთავრობა. ზოგიერთ სფეროში არის პრობლემები, მაგრამ შედეგი დიდად განსხვავებულია იმისგან, რაც აქამდე იყო. თუმც ისიც მინდა ვთქვა, რომ ამით არ ვკმაყოფილდებით და მეტს ვითხოვთ მათგან. თუნდაც თავდაცვის სამინისტროს მაგალითი მოვიყვანოთ. გუშინ კოჯრის ბატალიონის მეთაურებს ვესაუბრე. ყველა ამბობს, რევოლუციის შემდეგ ჯარში კვება მკვეთრად გაუმჯობესდაო. ეს ნიშნავს, რომ ამ სამინისტროში ფულს ძველებურად აღარ იპარავენ. მალე სამხედრო ტექნიკასაც შემოვიყვანთ. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს ჯარს 1,5 დღის საკვებისა და 3 საათის ტყვია-წამლის მარაგი ჰქონდა. ახლა 1 თვის სამყოფი ტყვია-წამლის მარაგი გვაქვს. აქამდე ჩვენი ავიაციაც უმოქმედოდ იყო. მხოლოდ პრეზიდენტის მგზავრობისას დაფრინავდნენ. ახლა სუ-25-ები, ფაქტობრივად, ყოველდღე, შვეულმფრენები კი დღეგამოშვებით ფრენენ. ბუნებრივია, მცირე პერიოდში ასეთი პროგრესი რაღაცას ნიშნავს. ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ქართველები აიყვანეს მძევლებად. აფხაზებს ვუთხარით - „თუ ქართველებს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებთ, მზად ვართ ჩვენმა ავიაციამ განახორციელოს ქმედებები მათ გასათავისუფლებლად.“ ნახევარ საათში გამოუშვეს მძევლები. ისინი ხედავენ, რომ არ ვხუმრობთ და შანტაჟი ჩვენთან არ გაუვათ. მძევლების აყვანასა და ხალხის ხოცვას არც გალში მოვითმენთ და არც სხვაგან.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ აფხაზებს რუსეთისგან აღარ აქვთ ძველებურად მხარდაჭერის იმედი?

- რუსეთი დღეს ბევრად უკეთ თანამშრომლობს ჩვენთან, ვიდრე აქამდე. ამის დასტური თუნდაც ის იყო, რომ აჭარაში შექმნილი დაძაბულობის დროს რუსული სამხედრო ბაზა არც განძრეულა. ფაქტი, რომ ასლან აბაშიძემ იარაღის შესყიდვა დააპირა ბელორუსიაში, იმაზე მეტყველებს, რომ რუსებმა მას უარი უთხრეს იარაღის მიყიდვაზე. მოსკოვიდან მყარი გარანტია მაქვს მიღებული, რომ აგრესიულ ქმედებებს ადგილობრივი რუსული ბაზა მხარს არ დაუჭერს. საიმედოდ მიმაჩნია ეს გარანტიები. ეს აბაშიძემაც იცის და ამიტომ არის შედარებით მორჯულებული. ენის მოჩლექით ვინმესთან ლაპარაკი დაანგრევს ჩვენს სახელმწიფოს. სხვადასხვა ჯურის სეპარატისტები ჩვენ სხვადასხვა ადგილას გვყავს და ისინი აკვირდებიან, როგორ ვიქცევით. დადარაჯებულნი არიან, სისუსტეს გამოვიჩენთ თუ არა.

- უნდა გკითხოთ გია ჯოხთაბერიძის თაობაზე. პრეზიდენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, მზად ვართ, გადავიხადოთ თანხა, რომელსაც გამოძიება ედავება კომპანიას, მაგრამ რაკი ხელ ლისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს „მაგთიზე“ უჭირავს თვალი და უნდათ ამ ბიზნესზე აგვაღებინონ ხელი, არც ფულს იღებენ და არც ჯოხთაბერიძეს ათავისუფლებენ. თორემ მხოლოდ ფული რომ აინტერესებდეთ, მასაც ისევე გამოუშვებდნენ ციხიდან, როგორც სხვა გამოუშვესო.

- ისინი, რომლებიც ფულის გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ, შორს არ წასულან. უკლებლივ ყველა გასამართლდება იმიტომ, რომ თითოეულზე სერიოზული მამხილებელი მასალები არსებობს და არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი მათგანი ისევ ციხეში შებრუნდეს ან კიდევ პირობითი სასჯელი მიიღოს. არიან ისეთებიც, რომელთაც რამდენიც უნდა გადაიხადონ, ციხეს მაინც ვერ დააღწევენ თავს.

ჯოხთაბერიძე არ ყოფილა თანამდებობის პირი. ამერიკელი ინვესტორები ჩემთან იყვნენ და განაცხადეს, - ჯოხთაბერიძის დაპატიმრება ჩვენი ბიზნესის შელახვააო. ვკითხე - თავის დროზე რატომ გაიხადეთ ჯოხთაბერიძე პარტნიორად-მეთქი? ხომ გასაგები იყო, რატომაც... ამ ბიზნესს არ ვეხები და არც ვინმე შეეხება (ამის გარანტია მათ მიიღეს), მაგრამ ჯოხთაბერიძემ უნდა დააბრუნოს ის, რაც გადასახადების სახით არ გადაუხადა სახელმწიფოს... და ეს თანხა არ არის 700 ათასი... ჯოხთაბერიძის პირადი ქონება 300 მილიონად არის შეფასებული - ეს ქონება მან მთლიანად საქართველოს ხარჯზე მიიღო... დააბრუნოს ჯოხთაბერიძემ ის, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის და მერე წავიდ დეს და რაც უნდა, ის აკეთოს.

პრეზიდენტის ოჯახმა ვაშინგტონში პიარფირმა დაიქირავა. ადგა ეს ხალხი და ლაპარაკობს - საქართველო ცუდი ქვეყანააო. რამდენიც უნდათ, იმდენი ილაპარაკონ და იარონ, მე ჩემი პრინციპები მაქვს. არა მგონია, ამერიკის პრეზიდენტმა დამირეკოს, მაგრამ რომც დამირეკოს, ჩემს პრინციპებს არ გადავუხვევ. ამ პრინციპებისა და პრინციპულობის გამო მოვწონვართ ამერიკასაც და რუსეთსაც. ჯოხთაბერიძემ კი დააბრუნოს ფული და მერე გინდ 10 კომპანია ჰქონია, გინდ 100, ეს არ მაინტერესებს.

- თუ კულუარულ ხმებს დავუჯერებთ, 6 თვეში ახალარჩეული პარლამენტის დათხოვას უნდა გეგმავდეთ. ამბობენ, სააკაშვილი იძულებული იყო ისეთი ხალხი შეეყვანა სიაში (რევოლუციაში მონაწილეობის გამო), რომლებიც თავადაც არ ეპიტნავება. მათი თავიდან მოცილება რომ უნდოდა, ამიტომ შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილებებში პუნქტი, რომელმაც პრეზიდენტს პარლამენტის 6 თვეში დათხოვის უფლება მისცაო.

- პრეზიდენტს არ შეუძლია საკუთარი ინიციატივით პარლამენტის დათხოვა. ახალი საკონსტიტუციო მოდელის თანახმად, სანამ პარლამენტი 1 წლის განმავლობაში კედელზე თავს არ ურტყამს, პრეზიდენტი მას ვერ დაითხოვს. ახალარჩეული პარლამენტი არ ჩანს ისეთი, ეს გააკეთოს. ახალი პარლამენტი აქამდე არსებულთაგან თავისი შემადგენლობით ყველაზე პროფესიული პარლამენტია. მიმაჩნია, რომ მასში კარგი ხალხი მოხვდა. ნინო ბურჯანაძესთან შეიძლება კარგი და მჭიდრო თან ნამშრომლობა. ის პრინციპული და ერთგული ადამიანია. 4-5 კაცზე შეიძლება ყოველთვის გეთანაღრებოდეს გული, მაგრამ ესენი ძირითადად ჩვენი კი არა, მაჟორიტარული სიით არიან პარლამენტში გასულები. რამდენიც უნდა ილაპარაკონ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, წინა პარლამენტთან შედარებით ამ პარლამენტს აქვს გაცილებით ფართო უფლებამოსილებები. მას შეუძლია მთავრობის დათხოვა. რუსეთში პარლამენტს მთავრობის დათხოვა არ შეუძლია, ჩვენთან კი შეუძლია. პრინციპში, საქართველოს პარლამენტი გერმანულ და ფრანგულ პარლამენტებზე ბევრად ძლიერია. დღეს პრეზიდენტს ნაკლები უფლებამ მოსილება აქვს, ვიდრე შევარდნაძის დროს ჰქონდა. მაგრამ ეს ხელს მაძლევს, რადგანაც შემიძლია ძირითად თემებზე მოვახდინო კონცენტრაცია და არ ჩავერიო მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაში. თუმც მთავრობამ იცის, რომ ხალხთან ერთად მეც ვადევნებ თვალყურს მის საქმიანობას და მაქვს მისი დათხოვის ბერკეტი. სახელისუფლებო შტოებში დღეს ბალანსი დაცულია და ეს ძალიან კარგია.

- როგორი პერსპექტივა ექნებათ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტს მიღმა დარჩნენ, მათმა დრომ ჩაიარა თუ ისევ მიეცემათ პოლიტიკური აქტიურობის შანსი?

- არა მგონია, მათ დროს ჩაევლოს... მომავალ წელს ადგილობრივი არჩევნებია და დარწმუნებული ვარ, წარმატების შანსი აქვთ. საქართველოში ყველა გამგებელი უნდა არჩეულ იქნეს. მომავალ წელს უნდა ავირჩიოთ თბილისის მუნიციპალიტეტი. წელს კი თბილისის მთავრობის დანიშვნა გვიწევს. პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ბრეგვაძეა.

- ჩვენი მკითხველი ხშირად გვეკითხება, როდის დაფასდება საქართველოში მიღებული განათლებაო. მათ არ მოსწონთ, როდესაც საკადრო გადაწყვეტილებების დროს უცხოურ დიპლომებს ენიჭება პრიორიტეტი.

- ყველა განათლებული ადამიანი ფასდება და მცდარი აზრია, თითქოს უცხოეთიდან ჩამოგვყავდეს ხალხი და მათ ვასაქმებდეთ. ჩვენი მთავრობის 99%25-ს ქართული განათლება აქვს მიღებული. უცხოური განათლება მათ შემდგომ მიიღეს. ჩვენი მთავრობის წევრებს, ძირითადად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული - მთავრობაში ჩვენ ეროვნული კადრები გვყავს. აბსურდია, როდესაც ამბობენ, - 40 წელს გადაცილებულ ხალხს სამსახურებიდან ათავისუფლებენო. შემცირებები იქნება იქ, სადაც კადრები უსაშველოდ იყო გაბერილი (საბაჟოში, საგადასახადოში), მაგრამ გამოცდილი, კომპეტენტური ადამიანები სამსახურს შეინარჩუნებენ. სხვათა შორის, უზნეობად და უსინდისობად მიმაჩნია, როდესაც ჩვენს მთავრობას ზოგიერთები კომპეტენტურობას უწუნებენ. უმჯობესია, ძველი მთავრობები გაიხსენონ. შეხედეთ სალომე ზურაბიშვილს, გელა ბეჟუაშვილს ან გიორგი ბარამიძეს - სად არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი მინისტრები?

- მაგრამ არის რამდენიმე ისეთი პირიც, რომელთა მთავრობაში ყოფნაც ნამდვილად არ ადგება აღმასრულებელი ხელისუფლების იმიჯს.

- ერთი-ორი მინისტრი მართლაც სუსტად მუშაობს. გულწრფელად გეტყვით, ეკონომიკურ ბლოკში ჩავარდნა გვაქვს (ფინანსთა სამინისტროს გარდა) კადრების სიმცირის გამო, ის, ვინც ძველ მთავრობაში კარგი იყო, გაისვარა. ეს ჩვენი პრობლემაა, მაგრამ ამასაც მოვუვლით. მთავარია, მთავრობამ კონტაქტი არ დაკარგოს ხალხთან. ფართო საზოგადოება უნდა იყოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილების თანამონაწილე და ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოსაყალიბებელია ეკონომიკის მთავარი ხედვა. მიმაჩნია, რომ მთავარი ამოცანა ორია. პირველი - ეკონომიკის ლეგალიზაცია, რაც ნიშნავს საკუთრების უკეთეს დაცვას, კორუფციის მოსპობას და კონტრაქტების აღსრულებას. ე.ი. კარგ საინვესტიციო კლიმატს და მეორეა - სოციალური ინვესტიციები - ყველაზე დაუცველთა დაცვა და ინვესტიციები განათლებაში.

- მოსახლეობაში დიდ ინტერესს იწვევს პენსიების საკითხი. მხოლოდ თბილისში გაიზრდება პენსია თუ მთელ საქართველოში?

- მთელ საქართველოში პენსია 3 ლარით გაიზარდა, მაგ გრამ საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში 17 ლარამდე უკვე იყო გაზრდილი. მომდევნო 3 თვეში 3 ლარი ყველა პენსიონერს მოემატება - მომავალში პენსია მთელ საქართველოში 20 ლარი გახდება. არ არის საჭირო სარჩელების შეტანა სასამართლოებში. ხელისუფლება ყველა ვალდებულებას აღიარებს და ძველ დავალიანებებს უეჭველად გაისტუმრებს. კარგად ვიცი, რომ საკმარისი არც 20 ლარია, მაშინ, როდესაც საარსებო მინიმუმი 116 ლარს შეადგენს. საარჩევნო დაპირებას, რომ პენსიას გავაორმაგებდით, წლის ბოლოსთვის შევასრულებთ - წლის ბოლოსთვის პენსია 28 ლარი გახდება.

იზო რიკაძე

„თუ აბაშიძე არ განიარაღდება, თავისი ტანკები ვერ დაიცავენ“ / ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან //კვირის პალიტრა. - 2004. - 12-18 აპრ რილი. - N15 (476). - 5, 11 გვ.

39 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წლიური საანგარიშო მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო თავმჯდომარევ, ბატონო ელდარ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო!

ბოლო თვეების განმავლობაში ამ დარბაზში მეორედ შემოვდივარ და ამჯერად სრულიად სხვა, ახალი მიზნით.

მინდა ყველას გვახსოვდეს და მუდმივად ვახსენებდეთ თავს და კოლეგებს, რომ თქვენი უმრავლესობა, თითოეული პარლამენტარი ამ დარბაზში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, იმ ადამ მიანებმა, რომლებიც კვირების განმავლობაში წვიმასა და ქარში იდგნენ მედგრად და არ შეუშინდნენ არც დიდ წინააღმდეგობას, არც მათ მიმართ გამოყენებულ სხვადასხვა საშუალებას - მათ ესროდნენ, აშინებდნენ, მაგრამ მათ გაუძლეს ყველაფერს და თითოეული თქვენგანი, მათ შორის, მეც მიგვიყვანა იქ, სადაც ახლა ვართ.

მინდა ყველამ ერთად გამოვხატოთ პატივისცემა მათ მიმართ, ფეხზე ავდგეთ და ტაში დავუკრათ ქართველ ხალხს!

მინდა მივესალმო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და მსურს აღვნიშნო მისი განსაკუთრებული როლი „ვარდების რევოლუციის“ დროს.

მისმა პრინციპულმა პოზიციამ, მისმა შემართებამ და გამბედაობამ ბევრწილად განაპირობა ჩვენი ბრძოლისა და გამარჯვების ლეგიტიმაცია აქ, ამ დარბაზში და მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ ვალში ვართ ჩვენს ხალხთან, რომელმაც ქვეყნის სათ თავეში მოგვიყვანა ბევრი მიზეზით.

ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში პირველად გაჩნდა ოპტიმიზმი.

მიხარია, რომ რამდენიმე პარლამენტარი დღეს მოვიდა ჩოხით, რადგან ხალხმა დაიბრუნა სიამაყე ეროვნული სიმბოლოებით, ხალხი პირველად ამაყობს საკუთარი დროშით.

ქართული დროშა უკვე ინახება ოჯახებში, გამოიფინება აივნებიდან, რადგან ხალხს უყვარს ეს დროშა.

ყველა ასაკის ადამიანი, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდები პირველად არიან მოწადინებული იბრძოლონ და გაიმარჯვონ ამ დროშით.

ვფიქრობ, ის, რაც ახლა იწყება საქართველოში, არის აღორძინების ახალი პერიოდი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სრულიად ახალ, განსაკუთრებულ შანსს აძლევს. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხალხთან და საზოგადოებასთან გვაქვს საქმე.

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით საქართველო ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ყველაზე კარგად ცხოვრობდა, არ ჰქონდა არც გადაადგილების, არც განათლების, არც ბავშვების დაბინავების, არც სტუმართა გამასპინძლების, დღეს გამათხოვრებული და დამცირებულია.

ქვეყანა დაშლილია მარტივ მამრავლებად და ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთი, ქალაქი ცხინვალი და მისი შემოგარენი. ჩვენ ასევე ვერ ვაკონტროლებთ ზოგიერთ სხვა ტერიტორიას და ეს არის საქართველოს ბოლო 10 წლის რეალობა.

დასუსტებული საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მიმაჩნია, რომ ჩემი პრეზიდენტობისა და ამ პარლამენტის ვადა არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაში ყველამ ერთად უნდა შევძლოთ დაშლის პროცესის შეჩერება და საქართველოს გამთლიანების დაწყება.

უპირველესად, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ერთიანი.

ამ დარბაზში ზის ხალხი, რომელიც იყო ეროვნულ მოძრაობაში, პირველი, 1990 წლის პარლამენტის წევრები. ეს ადამიანები აქედან სამხედრო გადატრიალების გზით გააძევეს და გაყარეს.

აქ არის ხალხი, რომელიც იყო 1992 წლის პარლამენტში; ასევე ვიმყოფებით ისინიც, ვინც ვიყავით 1995 წლისა და შემდეგ მოწვევის პარლამენტის წევრები.

დღეს ეს ბარიერები მოშლილია.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავიწყეთ შერიგების პროცესი წალენჯიხაში. ათეულობით, ასეულობით ჩვენი ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, პატრიოტი, ქვეყნის თავდადებული შვილი იძულებული იყო წლების განმავლობაში ტყეებს შეფარებოდნენ, რადგან მათი გამოჩენა მათი დაპატიმრებისა და განადგურების ტოლფასი იყო.

ამ ხალხს სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი „ჩაუდენია“, მაგრამ 10-12 წლიანი არეულობისა და უკუღმართობის გამო, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის ეს მეტად ღირსეული წარ რმომადგენლები სახელმწიფომ ველური ყოფისთვის გაიმეტა.

ჩვენ მოვახერხეთ ამ ხალხთან საერთო ენის გამოძებნა, ისინი გამოვიდნენ ტყიდან, ჩააბარეს ძველი ეროვნული დროშა და ხელში აიღეს ქართველი ერის ახალი, ხუთჯვრიანი დროშა, ახალი სახელმწიფოს სიმბოლო.

ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროცესები დაიწყო.

ჩვენი პარლამენტი არის გამთლიანებისა და ერთიანობის სიმბოლო.

აქ შეკრებილი ხართ სრულიად განსხვავებული ადამიანები და მგონია, რომ დღეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებოდით 10-15 წლის წინათ.

თითოეული ჩვენგანი საქართველოს ახალი აღმშენებლობის, საქართველოს მომავლის პოლიტიკური ძალის წარმომად დგენელია.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტს დიდი უფლებამოსილება აქვს.

ლაპარაკი იმის შესახებ, რომ კონსტიტუციამ შეამცირა მისი უფლებამოსილება, რისი ტირაჟირებაც ხდებოდა უცხოური პრესის მეშვეობით, სრულებით არაკომპეტენტურად მიმაჩნია. არის ევროპის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციების დასკვნები, რომელთა თანახმად საქართველოში საპრეზიდენტო მოდელიდან გადავედით ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელზე.

ამის შემდეგ რამდენიმე განაწყენებულმა ადამიანმა ამ კონსტიტუციის არასწორი ტირაჟირება დაიწყო.

წინა მოწვევის პარლამენტს არ ჰქონდა მთავრობის გადაყენების უფლება და ეს ყველამ კარგად ვიცით. მთავრობის გადაყენების ბერკეტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია მათ შორის, რაც კი შეიძლება ჰქონდეს საკანონმდებლო ორგანოს.

ასევე არის ძალიან ბევრი საკითხი, რომლებიც უშუალოდ შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლს.

ძალიან კარგად მახსოვს, რომ ბევრ თქვენგანთან ერთად ვიწყებდით ხოლმე რომელიმე მინისტრის კრიტიკას, თვეობით ვაკრიტიკებდით მთავრობას, მაგრამ იმედგაცრუებული ვრჩებოდით, რადგან ადგილიდან ვერ ვძრავდით.

დღევანდელი კონსტიტუცია ამ პრობლემას ხსნის.

ამავე დროს, ეს კონსტიტუცია მეტ უფლებამოსილებას და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს პარლამენტს და ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ეს მოდელი სწორად, სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ და წაადგეს საზოგადოებრივ საქმეს.

დღეს საქართველო ურთულესი პრობლემების წინაშე დგას.

უპირველესად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

თუმცა, ამის უმთავრესი წინაპირობა არის ის, რომ შევძლოთ ქვეყანაში კანონიერებისა და დემოკრატიის ერთიანი სისტემის დამყარება.

დღეს საქართველოში რამდენიმე პოლიტიკური რეჟიმია, რამდენიმე მთავრობა და თითოეული მათგანი ერთმანეთთან კონფრონტაციაში იმყოფება.

თითქმის არც ერთი მათგანი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მინდა ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო, რადგან ამ ეტაპზე ეს არის ყველა მძიმე პრობლემა.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ასლან აბაშიძესთან დაკავშირებული ვითარება.

ყველას ვთხოვ, ლექსიკონიდან ამოვიღოთ ფრაზები „აჭარისა და ცენტრის დაპირისპირება“, „ცენტრალური მთავრობა“.

საქართველოს არ ჰყავს ცენტრალური მთავრობა, ისევე, როგორც არ ჰყავს ცენტრალური პრეზიდენტი, ცენტრალური პარლამენტი და ა.შ.

საქართველოს ჰყავს მთავრობა!

ვითარება ასეთია: კრიმინალური ჯგუფი ბოლო წლების განმავლობაში დაკავებულია წინა პრეზიდენტისა და წინა მთავრობის პირდაპირი ხელშეწყობით, ასევე ნარკოტრეფიკით, ადამიანების უკანონო დაპატიმრებით, შეკვეთილი მკვლელობებით და სხვა მსგავსი კრიმინალური, ძალიან მძიმე სისხლისსამართლებრივი საქმიანობით.

ეს ჯგუფი დღეს მთელი აჭარის რეგიონის სახელით ლაპარაკობს, თუმცა ამის არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს - ამას ვაცხადებ როგორც პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე აჭარის ოლქში ხმათა 90 პროცენტი მივიღე.

ეს შეგიძლიათ თქვათ თქვენ, როგორც პარლამენტმა, რომელმაც, დარღვევების მიუხედავად, აჭარის ტერიტორიაზე აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო.

დარღვევები გამოავლინეს ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა - ხალხს აშინებდნენ, ატერორებდნენ, სცემდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხი მოვიდა, მოგცათ ხმა და წაგართვათ უფლება ილაპარაკოთ „ცენტრისა და აჭარის დაპირისპირებაზე“.

აჭარისთვის არავის უკითხავს, როდესაც იქ მთავრობას და ასლან აბაშიძეს ნიშნავდნენ - ეს გააკეთა თბილისმა, მაშინდელმა ხელისუფლებამ. აჭარის მოსახლეობას ის არც ერთხელ არ აურჩევია, რადგან აჭარაში არასდროს არ გამართულა თავისუფალი არჩევნები და ეს ყველამ კარგად ვიცით.

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი უსამართლობა და უბრალო, დამცინავი დამოკიდებულება იქნებოდა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილის - აჭარლების მიმართ ის, რომ ვაყვედროთ და თუნდაც ერთი გადაბრუნებული სიტყვა ვთქვათ მათზე ასლან აბაშიძის მეთაურობისთვის.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ მოახვია მათ თავს ეს კრიმინალები, დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევის საგანი უნდა იყოს მათგან აჭარის თითოეული მცხოვრების გათავისუფლება.

ხშირად ისმის, რომ არ გვინდა დაპირისპირება, კონფრონტაცია და გამოჩნდნენ კიდეც „პაციფისტები“, რომლებიც ამბობენ, რომ სურთ მშვიდობა.

ვისთან გინდათ მშვიდობა? ადამიანთა უკანონო დამპატიმრებლებთან გვინდა მშვიდობა თუ მათთან, ვინც ღიად აცხადებს, რომ აჭარა არ არის საქართველოს შემადგენლობაში და ამ საკითხში არ უნდა ჩაერიონ მეზობელი სახელმწიფოები და, პრაქტიკულად, უნდა უზრუნველყონ აჭარის დამოუკიდებლობა?!

ეს განცხადება კეთდებოდა მრავალი წლის განმავლობაში და ბოლოჯერ გაკეთდა გუშინწინ აჭარის ხელმძღვანელის მიერ.

ამ ხალხთან გვსურს მშვიდობა?

მაშინ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ მშვიდობიანად დაგვეშლება და განადგურდება საქართველო.

თუ ქართველებმა ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნის დაცვა, თუ ქართულმა სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი მთლიანობის უზრუნველყოფა, თუ ვერ შევძელით სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა კრიმინალებისგან, მაშინ საქართველოს მომავალი არ აქვს.

მაშინ შეგვიძლია, ვუთხრათ ეს ჩვენს შვილებს, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ სახლებში.

ყალბი პაციფიზმი, ყალბი შემრიგებლობა, ყალბი ეროვნულობა არის ყველაზე დიდი ღალატი საკუთარი სამშობლოს მიმართ.

შესარიგებელი არაფერი გვაქვს - პირადად მე არასდროს შევურიგდები კრიმინალებს, ნარკოტიკების გადამტანებს, მათ, ვინც ღიად უმიზნებს იარაღს ქართულ სახელმწიფოებრიობასა და თითოეულ ქართველს.

ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ შეურიგდებით ამას, რადგან არის შემთხვევები, როცა უკან დახევა დაუშვებელია.

თუ გვინდა, რომ ვიყოთ თავმოყვარე ერი, რომლისთვისაც ღირსება ყველაზე მთავარი რამაა, გადამწყვეტ მომენტში უკან არ უნდა დავიხიოთ.

აი, ეს არის ჩვენი დღევანდელი მოქმედების მთავარი არსი. ამ ბრძოლაში კი ჩვენი მთავარი დასაყრდენი არის აჭარის მოსახლეობა, თითოეული აჭარელი.

ბათუმში საარჩევნო კამპანიის გასამართად დილის 9 საათზე (და არა დილის 4 საათზე, როგორც ამას ზოგიერთი უსინდისო ადამიანი ამტკიცებდა, თუმცა პრეზიდენტს შეუძლია ჩავიდეს ნებისმიერ ადგილზე ნებისმიერ დროს) ჩემს მეგობრებთან ერთად ჩავედი. ჩვენ გვსურდა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა, რომელსაც გეგმავდა აბაშიძის დანაშაულებრივი კლანი ერთი დღის შემდეგ. ამის თაობაზე ტელეფონით გვაფრთხილებდნენ მეც, პრემიერ-მინისტრ ჟვანიასაც და ჩვენს სხვა თანამოაზრეებსაც.

მათ გაუგონარი თავხედობა გამოიჩინეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეუშვეს აჭარის ტერიტორიაზე, თუმცა ჩვენ მაინც შევედით ბათუმში. ჩოლოქიდან ბათუმის ცენტრამდე ჩვენი მსვლელობის განმავლობაში გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული აჭარლები ყვავილებს გვესროდნენ და ტაშით გვესალმებოდნენ.

შეიძლება ამ ხალხს ვუღალატოთ და დავტოვოთ კრიმინალების ხელში?!

აჭარის ყოველგვარი შედარება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დანაშაული, და უვიცობაა, სხვა არაფერი.

რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება სერიოზული მომზადება და ამით სერიოზულად ვართ დაკავებული.

ჩვენ ვამაგრებთ ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს.

იცით რატომ წარმოიქმნა პრობლემები აბაშიძის კლანთან? - მარტივი მიზეზის გამო.

შევარდნაძისგან განსხვავებით, ჩვენ ვთქვით, რომ არ შევეგუებით კორუფციას, განუკითხაობას, არ შევეგუებოდით იმას, რომ 80-დან 120-მდე მილიონი ამერიკული დოლარი ყოველ წელს მარტო ბათუმის ტერმინალზე ნავთობის ექსპორტირებით „ტყდება“ აბაშიძისა და მისი რუსი პარტნიორების მიერ.

ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ მარტო სარფის საბაჟოზე ყოველწლიურად 50-დან 100-მდე მილიონი ლარი „იკარგება“.

არ შევეგუებით იმას, რომ იქ შემოსული, პრაქტიკულად, ყველა ტვირთი, კონტრაბანდული და განუბაჟებელია, მთელი ფული მიდის ადგილობრივი კლანის ჯიბეში და არც ერთი თეთრი არ ხმარდება აჭარლებსა და საქართველოს მკვიდრთ.

არ შევეგუებით უტიფრობას, თავგასულობას, სიცრუეს და სამშობლოს ღალატს.

თუ ჩვენ გვინდა ჩვენი დაწყებული საქმე, საქართველოში დაწყებული დადებითი პროცესები გაგრძელდეს, ჩვენ გვმართებს ამ პრობლემის გადაწყვეტა.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.

ამ დარბაზში თქვენ ადგილებზე ისხდნენ ლევან მამალაძე, სარიშვილი, რჩეულიშვილი, ახლა კი სხედხართ თქვენ.

როგორ, არაფერი არ შეიცვალა საქართველოში? ის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები დაპატიმრებული არიან კორუფციისთვის, ეს არაფერს ნიშნავს? ზოგიერთ ქართველს სინდისი ყოფნის, თქვას, რომ ყოველივე ეს ფარსია.

გარწმუნებთ, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაბედა მაფიის „თავების დაყრა“ ასეთ მოკლე პერიოდში და ასეთი დიდი ტემპით.

კი, რა თქმა უნდა, რამდენიმე მათგანი ფულს იხდის და ეს შეიძლება ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი სიცილიელი მეგობრების სიტ ტყვები და რჩევა: ჯობს მაფიოზი გყავდეთ ციხის გარეთ უფულოდ, ვიდრე ციხეში მთელი თავისი ფულითა და მობილური ტელეფონითო.

დღეს ციხეში ზის პრეზიდენტის სიძე, მაგრამ მისი ფულით დაქირავებული სამი კომპანია ვაშინგტონსა და ევროპაში დღე და ღამე ცდილობს საქართველოს „გაშავებას“.

ასლან აბაშიძე ბათუმში შინაპატიმრობაშია, მაგრამ მისი დაქირავებული რამდენიმე კომპანია ანადგურებს საქართველოს რეპუტაციასა და პრესტიჟს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სწორედ ამიტომ არის ჩვენი მთავარი ამოცანა ის, რომ ამოვძირკვოთ ეს „შხამიანი კბილი“ უკანონოდ მოპოვებული ფულის სახით; ამავდროულად კი, ეს ხალხი გასამართლდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე.

მთავრობას შემოაქვს ამომწურავი პაკეტი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. გთხოვთ, რომ აღნიშნული პროექტი უახლოეს კვირებში განიხილოთ და მიიღოთ, რათა სამართალდამცავ სტრუქტურებს კორუფციასთან უფრო ეფექტიანად ბრძოლის საშუალება ჰქონდეს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ამ უწყებების ხელმძღვანელთა ბირთვს სურს ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს და ამისათვის ყველაფერს იღონებენ.

სამეგრელოში კრიმინალებისგან გასაწმენდად სამხედრო ოპერაცია ჩატარდა. 10 ვერტმფრენის გამოყენება მოგვიხდა, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ სამეგრელო გაგვეწმინდა იმ კრიმინალებისგან, რომლებიც ატერორებდნენ მოსახლეობას.

საქმის 80 პროცენტი გაკეთებულია, თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ მისაყვანია.

მძიმედ შეიარაღებული ბანდის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა სვანეთში და მითი იმის თაობაზე, რომ სვანები ამას ვერ გაიგებდნენ, დაიმსხვრა. როდესაც ადგილზე ჩავედით, ვნახეთ მესტიელების, უშგულელების, ასევე იმ სოფლის მცხოვრებთა რეაქცია, სადაც ეს ოპერაცია ჩატარდა.

ამ ხალხს განსაკუთრებული ნდობა გაუჩნდა ქართული სახელმწიფოს მიმართ და ჩვენ ასეთი ქმედებები უნდა გავაგრძელოთ, რისთვისაც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა.

რაც შეეხება შემოსავლებს... როგორც კი მოვედით მთავრობაში, ჩვენ ვთქვით, რომ გადასახადების სახით ვიღებთ მხოლოდ ფულს - არანაირ გადარიცხვებს და ჩათვლებს, რითაც იყო გამორჩეული წინა მთავრობა.

ჩვენ არ გვჭირდება ქაღალდზე შესრულებული ბიუჯეტი. საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამისთვის საჭიროა ფული.

ფულადი შემოსავლები გადასახადების ამოღების მხრივ გაიზარდა ორჯერ. მსურს ამას ხაზი გავუსვა, რადგან შემოდის ფულის ნიშნები და ის ხმარდება სხვადასხვა პროგრამას. ეს პროგრამებია:

უპირველესად, სოციალური პროგრამა.

საპენსიო დავალიანებების გასტუმრების პარალელურად, ნელ-ნელა უნდა გავზარდოთ პენსია. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში, ცალკეული გამონაკლისის გარდა, პენსიებისა და ხელფასების დაგვიანება პირველად აღარ ხდება ბოლო 7 წლის განმავლობაში. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ დაგვხვდა მთლიანად დაშლილი აპარატი.

ასევე ძალიან დიდი ხარჯი მიდის ჩვენი სახელმწიფოს აპარატის გაძლიერებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღ ღლებაზე.

პირველად გავაძლიერეთ ჩვენი არმია. როდესაც მოვედით, ჩვენს არმიაში იყო 2 საათის სამყოფი ტყვია-წამლის მარაგი და დღე-ნახევრის კვების მარაგი ჯარისკაცებისათვის. რა კვება იყო იქ, ეს ყველამ კარგად იცის.

დღეს ყველა ჯარისკაცი, ყველა ოფიცერი გეტყვით, რომ არმიაში კვება ბევრად გაუმჯობესდა - ზოგან - მეტად, ზოგან - ნაკლებად, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა ნაწილში გაუმჯობეს სებულია.

საქართველოს დღეს უკვე იარაღის საკმარისი მარაგი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას მრავალი კვირისა და უკვე თვეების განმავლობაში შეხვდეს ღირსეულად.

ხვალ ვიბრუნებთ იმ საბრძოლო ვერტმფრენებს, რომლებიც წაყვანილი იყო უკრაინაში.

ასევე ვაპირეთ, რომ წლის დამლევამდე კიდევ ამდენივე ვერტფმფრენი შევიძინოთ საზღვარგარეთ.

ჩვენ რომ მოვედით, უკვე იყო ჩვენი საჰაერო ფლოტის გაყიდვის გეგმები, რადგან - აქ არიან თავდაცვის ექსპერტები - იყო სხვადასხვა რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ სჭირდება საბრძოლო ავიაცია.

ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ავიაცია (ადრე დაფრინ ნავდა წლის განმალობაში მხოლოდ 5 საათი და ისიც პრეზიდენტების აფრენა-დაფრენის დროს), ახლა ყოველდღე დაფრინავს საბრძოლო ცდებისათვის და თავისი ამოცანების შესასრულებლად. ამას გარდა, ახალ თვითმფრინავებს ვაყენებთ შეიარაღებაზე.

ჩვენ ასევე ერთ კვირაში შემოგვყავს საბერძნეთიდან უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საფლაგმანო გემი და გაჩნდება პირველი დიდი ხომალდი სასაზღვრო დაცვის სისტემაში.

ასევე შემოდის ორი ხომალდი, რომელიც დაემატება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ზღვის აკვატორიაში.

ყოველივე ეს მოხერხდა 2-3 თვეში და ეს საკმარისი აღმოჩნდა, თუ მთავრობა მუშაობს.

არ არის ეს შთამბეჭდავი შედეგები? რა თქმა უნდა, არის! და ეს არის ყველა ჩვენგანის და ყველა თქვენგანის ერთობლივი დამსახურება.

ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ვიმუშაოთ ხალხთან. ზოგს დაავიწყდა, რომ პენსიას და ხელფასს დროზე არ იღებდნენ. ადრე, როცა ჩვენ დავდიოდით მოსახლეობასთან, გვეუბნებოდნენ, მოგვეცით დროზე ჩვენი 14 ლარი.

სხვათა შორის სოფლებში 13 ლარი იყო, ახლა კი 17 ლარს იღებენ და გვეუბნებიან, რატომ არის პენსია ასე ცოტაო. ვეთ თანხმები, რომ პენსიისთვის ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მინდა ყველა დემაგოგს გავცეთ პასუხი.

რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ შეიძლებოდა სიტუაციის შემობრუნება უკეთესობისაკენ, მაგრამ ფაქტია, რომ პოზიტიური ტენდენცია სახეზეა. მათ ფულს ჯიბეში აღარავინ იდებს.

მითხარით ერთი მინისტრი, რომელიც შეიძლება დაადანაშაულოთ პენსიონერების ფულის მიტაცებაში.

მითხარით ერთი გუბერნატორი ან გამგებელი და იმ წამს დატოვებს თანამდებობას თუ ეს ოდნავ მაინც დასაბუთებული იქნება ბრალდება.

თუმცა ამაზე აღარავინ ლაპარაკობს.

ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გვჭირდება დრო; ასევე გვჭირდება დრო იმისათვის, რომ ეს ჩაოხრებული და განადგურებული ქვეყანა სწორ გზაზე დადგეს.

ბალტიის ქვეყნებში მინიმალური პენსია 120 დოლარია. 1989 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ ერთნაირი შემოსავალი გვქონდა.

დადგება დრო, როდესაც დავეწევით ლიტვასაც, ლატვიასაც და ესტონეთსაც, რადგან საქართველო გამოირჩევა ნიჭიერი ხალხით და განსაკუთრებული რესურსით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი და უზარმაზარი ენერგია, რომელიც რევოლუციამ გამოათავისუფლა.

ჩვენ უნდა დავწიოთ გადასახადები, ვცადოთ დავარწმუნოთ სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ გვაქვს ზედმეტობა გადასახადების; ასევე უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ეს მარტო ხელფასებად და პენსიებად კი არ უნდა დავარიგოთ, არამედ ბიზნესმენსაც უნდა მივცეთ განვითარების, გაფართოების, ახალი ხალხის დასაქმების საშუალება.

ასე უფრო მეტად დავეხმარებით პენსიონრებს და სხვა სოციალურად დაუცველ ფენებს. ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი და ეს პარლამენტმა უნდა აუხსნას ჩვენს საზოგადოებას.

გვაქვს მატება? შეგვიძლია წავიდეთ სავალუტო ფონდთან და ვთქვათ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაიაფოთ სოციალური გადასახადები, შეგვიძლია დავწიოთ მოგების გადასახადი...

უკვე გავათავისუფლეთ ინდივიდუალური მეწარმეები ყველანაირი გადასახადისაგან, ასევე შეგვიძლია გავათავისუფლოთ მიწის გადასახადისაგან 5 ჰექტარამდე მიწა და, ამავე დროს, მივცეთ სტიმული მათი წარმოების გასაფართოებლად.

აი, ამისათვის გვჭირდება დისციპლინის გაუმჯობესება და საგადასახადო რეჟიმის უკეთესი ადმინისტრირება.

ეს კოდექსი თქვენთან ერთად უნდა განვიხილოთ მაისში. მინდა, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ მასზე, ყველამ შევიტანოთ წვლილი მის განხილვაში.

უნდა გვახსოვდეს, რომ, ერთი მხრივ, გვჭირდება წარმოების, ბიზნესების სტიმულირება, ხოლო მეორე მხრივ, არ უნდა დავუშვათ, რომ სოციალური ბაზა საქართველოში ჩამოინგრეს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ბალანსის ზუსტი პოვნა შეგვეძლოს, ასევე პენსიებისა და ხელფასების დროულად გაცემა, თანაც შეგვეძლოს ბიზნესის დახმარება. ეს პარლამენტის სიბრძნისა და გამოცდილების ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა იყოს და ალბათ, იქნება კიდეც.

ასევე გვჭირდება მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარება და ამისათვის იმ ბიუჯეტში, რომელიც შემოდის, თითქმის ორჯერ იზრდება განათლებაზე გაწეული ხარჯი, რადგან ამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი პრიორიტეტი ქვეყნის ძირითადი სისტემების გაძლიერებასთან ერთად, არის განათლების სისტემის შექმნა, მისი სერიოზული რეფორმირება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო აგრეთვე ის, რომ ჭორები სამეცნიერო ინსტიტუტების დახურვის, მეცნიერების ქუჩაში გაყრისა და რაღაც რეპრესიების დაწყების თაობაზე არის აბსურდი, ბლეფი, მოგონილი უვიცი და დემაგოგი ადამიანების მიერ.

ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა მეცნიერს და არა მხოლოდ შევინარჩუნებთ, შევუქმნით მათ პირობებს.

ჩვენ მართლაც ეფექტიან რეფორმებს ჩავატარებთ, გავიტანთ საუნივერსიტეტო დაწესებულებაში, მაგრამ კორუფციულ სისტემას, რომელიც არის საუნივერსიტეტო დაწესებულებებში და ეს ყველამ ძალიან კარგად იცით, იმედია, ამ დაწესებულებების ხელძღვანელებთან ერთად მოვსპობთ.

ხელმძღვანელებს, რომლებიც არ ითანამშრომლებენ ამ მიმართულებით, შევცვლით, მაგრამ მაინც შევძლებთ კორუმპირებული სისტემის აღმოფხვრას საქართველოს უმაღლეს განათლებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აი, ეს არის ის, რისი გაკეთებაც პარლამენტს სჭირდება, ეს არის ნამდვილი რეფორმების პარლამენტი.

ის, რაც დავიწყეთ 1995 წელს სანახევროდ, სუსტი ნაბიჯებ ბით, ამ პარლამენტმა უნდა მიიყვანოს ბოლომდე. აუცილებელია ყველაფრის ინსტიტუციონალიზაცია და ამას შეძლებთ, რადგან ამჯერად თქვენ მხარეს არის პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება.

ამიტომ იდეები, ხედვა უნდა მოდიოდეს თქვენგან. ყველაზე მეტი კავშირი ხალხთან გაქვთ თქვენ და ყველაზე მეტი იდეის მოძიება შეიძლება სწორედ ხალხთან უშუალო კავშირის შედეგად. მთავარია, რომ ეს კავშირი იყოს მუდმივად ინტერაქტიური, რომ მუდმივად გრძნობდეს ხალხი, რომ თქვენ მათთან მიდიხართ და მათგან იღებთ ენერგიას.

მაგალითად, მე, მთელ ჩემს ენერგიას ვიღებ ხალხთან ურთიერთობით. საკმარისია გული გამიწყალონ, ჩვენმა მინისტრებმა და მთავრობის წევრებმა, რაც ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მაშინვე გავდივარ ქუჩაში ხალხთან საურთიერთოდ.

მათგან სულ სხვა ენერგიით დამუხტული ვბრუნდები და ეს არის თითოეული ნამდვილი პოლიტიკოსის მთავარი საყრდენი, მოქმედების მთავარი წყარო.

მოგიწოდებთ, რომ მუდმივად ახალი რეფორმატორული იდეები წამოიღოთ ხალხისგან. მით უმეტეს, რომ თქვენი უმეტესობა სწორედ ინტენსიური ბრძოლის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში.

თამაზ ხიდაშელმა დაამხო მედიკო მეზვრიშვილი ჩვენს სხვა კოლეგებთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ შევარდნაძის დამხობა უფრო ადვილი იყო, ვიდრე მედეა მეზვრიშვილის გამ მოყვანა თელავის გამგეობის შენობიდან. ხომ მოახერხეს ამის გაკეთება ჩვენმა გურჯაანელმა, ლაგოდეხელმა, თელაველმა, საგარეჯოელმა, ყვარლელმა და სხვა კოლეგებმა?

ამიტომ, ეს ბრძოლა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ არ დამთავრებულა. ის ხალხი კი გამოუშვით, მაგრამ მთავარია ახლა ისინი იყვნენ განსხვავებული და წარმატებული, ვინც შევუშვით.

ამის გაკეთება ბევრად უფრო ძნელია და ეს არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ამოცანა.

ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება იმ მხრივაც, რომ მუდმივად აკონტროლოთ აღმასრულებელი ხელისუფლება. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ მინისტრები ჩვენთან აღარ აიღებენ ქრთამებს, მებაჟეები და საგადასახადო ინსპექტორები მაინც იღებენ, შესაძლოა, ნაკლებს, მაგრამ მაინც.

საგზაო ინსპექტორს ვუხდით 400-600 ლარს. ადრე ქრთამის სახით რჩებოდა მხოლოდ თვეში 100-150 ლარი, მეტი არა, მაგრამ ნახევარი მაინც ისევ იღებს ქრთამს.

ამიტომ რამდენიმე წყება ხალხის გამოცვლა დაგვჭირდება, ვიდრე არ მიხვდებიან, რომ ხელფასს თუ იღებენ, წესიერადაც უნდა იმუშაონ, ხოლო თუ წესიერად არ იმუშავებენ, ვერც ხელფასს ვეღარ მივცემთ, რადგან სახსრები აღარ გვექნება...

გაუმჯობესება აშკარად შეინიშნება, მაგრამ, პრაქტიკლად, სისტემური რეფორმები ჯერ კიდევ ყველა დონეზე არის გასატარებელი; ამ მხრივ პარლამენტის როლი განსაკუთრებულია.

რაც შეეხება ჩვენს შემდგომ რეფორმებს, ადმინისტრაციული რეფორმების მსგავსად, ადგილობრივი მმართველობის რეფორმებიც უნდა განვახორციელოთ.

მომავალ წელს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებია გასამართი. ჩვენ უნდა გვყავდეს ეფექტიანი ადმინისტრატორები, რომლებსაც ხალხი აირჩევს.

მათ მიმართაც აუცილებელია კონტროლი, რადგან არჩეული ადმინისტარტორებიც მინახავს, ერთ თვეში რომ გაბანდიტებულა, თავზე ხელი აუღია და უფრო მძიმე ტვირთად დასწოლია საკუთარ მოსახლეობას.

ამიტომ კონტროლი ორივე მხრიდან, ერთი მხრივ, ცენტრალიზირებული კონტროლი და, მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება - ეს შეთავსებადი ცნებებია და ეს ბალანსი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ.

ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების სერიოზული ცვლილება.

ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსულია მთელ მსოფლიოში. დღეს ადამიანი შეიძლება მოკვდეს იმის გამო, რომ ოპერაციის გასაკეთებელი ფული არ აქვს და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვეყანა, რომელში ასეთი რამ შესაძლებელია.

მსოფლიოში თითქმის არ არსებობს და ევროპაში ნამდვილად არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც ეს შეიძლება მოხდეს.

საქართველოში ეს ხდება ყოველდღიურად. თბილისში ამის შეცვლა შევძელით, მაგრამ ქალაქგარეთ, შეიძლება, დაგეჯახოს მანქანა და თუ თავი არ წამოყავი იმის სათქმელად, რომ ფული გაქვს, მილიონერიც რომ იყო, სასწრაფოც არ დაგეხმარება. აი, ამის შეცვლა არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

აღრიცხვიანობის მოწესრიგება. საქართველოში დღეს სოციალურ შემწეობას იღებს 300 ათასამდე დევნილი კონფლიქტური ზონებიდან. საქართველოში არ არის 120 ათასზე მეტი დევნილი, დანარჩენი 180 ათასი იმ ხალხის ჯიბეებში ნაწილდება, ვინც ამ სოციალურ დახმარებას არიგებს.

ისევე, როგორც საქართველოში არ არის ამდენი პენსიონ ნერი, არ არის 950 ათასი პენსიონერი და არ არის ამდენი სპეციალური შეღავათებით მოსარგებლე ხალხი.

ყოველივე ეს თითიდანაა გამოწოვილი.

აუცილებელია ამ სისტემის მოწესრიგება, რათა გავიგოთ რამდენია პენსიონერი, რამდენია დევნილი, რამდენია მართლა გაჭირვებული და რამდენია ძალიან მდიდარი, რომელიც სახელმწიფოსაგან დამატებით იღებს ამგვარ შემოსავალს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მუდმივი წუხილი.

როდესაც მთავრობას შენიშვნა მივეცი, რომ არაფერი არ იცვლება, უპირველესად, იმას ვგულისხმობდი, რომ სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოახერხოს სწორედ აღრიცხვიანობის სისტემის უკეთესობისაკენ შემობრუნება. დაეხმარეთ მას ამაში, რადგან თქვენ ყველანი, განსაკუთრებით კი მაჟორიტარი დეპუტატები, ინფორმირებული ხართ იმის შესახებ, თუ რა ხდება.

ჩვენ გვჭირდება ჩვენი მთავრობის რეფორმირება სხვადასხვა დონეზე და ამის დრო არ იქნება ძალიან ბევრი.

მინდა გითხრათ, რომ ყველა რეფორმატორისათვის გამოყოფილი დრო არის ძალიან შეზღუდული. ვერ გამოიყენებს შესაძლებლობას, შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და შემდეგ შეიძლება არასოდეს აღარ გაიხსნას.

მე და ჩემი მეგობრები ვართ ბედნიერები, რომ რეფორმების გატარების მეორე შანსი მოგვეცა.

პირადად ჩვენ ეს შანსი ბოლომდე ვერ გამოვიყენეთ, ვერ გამოვიყენეთ ჩვენივე, ზოგჯერ, გადაუწყვეტელობის გამო და ზოგჯერ (უმეტესად) იმის გამო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ რეფორმებს შეეწინააღმდეგა. აი, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი: არის რეფორმატორი პრეზიდენტი, რეფორმატორული მთავრობა და რეფორმატორული პარლამენტი და ჩვენ შეგვიძლია საქართველო მთლიანად შემოვაბრუნოთ უკეთესობისაკენ.

რა არის ჩვენი მომავალი? ჩვენი მომავალი არის ევროპის კავშირის წევრობა და ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული გაწევრება.

ეს უკვე აღარ არის ფანტაზია. ივნისში ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ევროპის კავშირმა საქართველო აღიაროს ევროპის კავშირის უახლოესი სამეზობლოს წევრად. ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ევროკავშირის გაფართოების მთავარი ორიენტირი ახლა ხდება საქართველო და შემდგომში, ალბათ, საქართველოს მეშვეობით სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

ბულგარეთი და რუმინეთი უკვე შედიან ევროკავშირში. ბულგარეთის დონე 3-4 წლის წინ ძალიან ჰგავდა საქართველოს დონეს. ალბათ მონაცემებიც ასეთია.

უკვე დღეს ბულგარეთი არის ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატი. საქართველო თუ წავიდა სწორი გზით, შეძლებს ევროპის კავშირში გაწევრებას.

რას ნიშნავს ევროპის კავშირში ინტეგრაცია? ეს ნიშნავს თითოეული ქართველისათვის ცხოვრების 3-ჯერ, 4-ჯერ მაღალ დონეს და საერთოდ პერსპექტივების სრულიად განსაკუთრებულ გახსნას.

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ბევრად მეტი დახმარება თავდაცვის სფეროში. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა ნატოსთან, რომელიც მტკიცდება სტამბოლში ივნისის ბოლოს და ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ შემდგომი ნაბიჯი, რათა მომავალ წელს საქართველომ მიიღოს გაწევრების სამოქმედო პროგრამა.

ეს არის პირდაპირი მიწვევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, მაგრამ ჩემთვის, ფორმალობასთან შედარებით ბევრად მეტია კონკრეტული დახმარების მიღება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დადგეს ფეხზე.

ჩვენ გვყავს ერთი თითქმის ჩამოყალიბებული ბრიგადა აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ გვჭირდება ასევე მეორე, 5000-კაციანი ბრიგადა დასავლეთ საქართველოში და ეს უნდა მოვახერხოთ მაქსიმუმ 2-3 წელიწადში.

მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჰყავს რეგიონში საუკეთესო შეიარაღებული ძალები, ბირთვი, ყოველ შემთხვევაში. 10 ათასი მაღალი დონის ჯარისკაცი ჯობია 150 ათას საბჭოთა პერიოდში მომზადებულ ჯარისკაცს თავისი შესაძლებლობებითა და მოქმედების ხარისხით. ვისაც უნახავს ამერიკელების გაწვრთნილი კომანდოსები, ამაში დამეთანხმებიან.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან და მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არის ის, რომ არ უნდა დავსვათ საკითხი ასე: ან ამერიკა ან რუსეთი, ან ევროპა ან ამერიკა.

ჩვენ გვინდა ყველაფერი, რაც ჩვენთვის კარგია. ჩვენ გვინდა ამერიკაც, რუსეთიც, ევროპაც და ახლო აღმოსავლეთიც, თუ ეს წაადგება საქართველოს ინტერესებს. მეზობლებთან ურთიერთობა არის ჩვენი ინტერესების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთის ხელოვნურად გაღიზიანება, წინა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ შინაგანი სისუსტეების კომპენსირება მოეხდინა რუსეთთან აგრესიული რიტორიკით, ძალიან ცუდად დამთავრდა ჩვენთვისაც და ჩვენი და რუსეთის ურთიერთობისთვისაც.

დარწმუნებული ვარ, თანმიმდევრული, პრინციპული, ღირსეული საუბრით რუსეთთან ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის შემობრუნებას და ამის ყველა სიმპტომი უკვე სახეზეა. დღეს, 3 თვის წინანდელისაგან განსხვავებით, რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პოზიტიურია საქართველოს მიმართ. ვერ წარმომედგინა, რომ ეს ასე ჩქარა შეიძლება მომხდარიყო.

დღეს საქართველოს ხსენებაზე რუსეთში უკვე აღარ არის ის უარყოფითი რეაქცია, რომელიც აქამდე იყო და რომელმაც ძალიან დაგვაზარალა თავის დროზე.

დღეს აღარ არის მოდაში თუნდაც ყველაზე ნაციონალი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ლანძღვა და ამით პოლიტიკური ქულების დაწერა, რადგან ამას აზრი აღარ აქვს და თავის დროზე ასეთმა რიტორიკამ საქართველოში 10-ჯერ და 100-ჯერ დაგვაზარალა - სერიოზულად მოგვითხარა ძირი აფხაზეთშიც და საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ამიტომ სერიოზული პარტნიორული ურთიერთობის წარმოება რუსეთთან ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია. ამ მხრივ, იმედია, უახლოეს პერიოდში მივიღებთ სავიზო რეჟიმის გამარტივების გადაწყვეტილებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. შეიძლება მთლიანად გაუქმება სწორი არც იყოს, მაგრამ გამარტივება სრულიად აუცილებელია.

ჩვენ მივიღებთ ეკონომიკური, ახალი პრეფერენციების მიღების გარანტიებს რუსეთისაგან, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ვლაპარაკობთ.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა ნაბიჯები გადმოდგა რუსეთმა ჩვენთან შესახვედრად და ჩვენც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ ჩვენთვის სასარგებლო, ჩვენს წინაშე ასევე არსებული შიდა ამოცანების უახლოეს მომავალში გადასაწყვეტად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ფაქტორი.

ჩვენ ასევე გვინდა ურთიერთობის განვითარება არა მხოლოდ ევროპულ ინსტიტუტებთან, ამერიკასთან. აქ ჩვენ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავთ და ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ; ასევე ახლო აღმოსავლეთთან, როგორც არაბულ ქვეყნებთან, ისე ისრაელთან.

ტრადიციულად, არაბული ქვეყნები ჩვენთვის, პრაქტიკულად, უცნობი ზონა იყო. არადა, ეს არის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ბაზრები და სხვა ეკონომიკური სიძლიერის წყარო, მაგრამ ისრაელი ასევე არის ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამიტომ ისრაელთანაც უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ძალიან თბილი და ახლობლური ურთიერთობა. ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს ღირსება და პრაგმატულობა.

ჩვენ გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის დონე შეშურდება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას.

სალომე ზურაბიშვილის დონის მინისტრი ძალიან იშვიათია ევროპაში. ზოგადად, ჩვენი მთავრობა არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და, ალბათ, ყველაზე კომპეტენტური პოსტსაბჭოთა სივრცეში. როდესაც გელა ბეჟუაშვილი მივიდა თავდაცვის სამინისტროში, ჩვენ გვყავდა 28 გენერალი, ახლა დარჩა შვიდი. დაიწყო ამ სფეროს სწრაფი რეფორმირება და უცებ აღმოიფხვრა იქ არსებული კორუფციული სისტემა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზურაბ ადეიშვილის მუშაობა უშიშროების მინისტრის პოსტზე. პრაქტიკულად, უმოკლეს პერიოდში მთელი ის მითი, რომ თურმე უშიშროების მინისტრი ვერ გახდება ის კაცი, ვინც თავის დროზე საბავშვო ბაღში ჯერ უშიშროების აგენტი არ იყო, შემდეგ უშიშროების ოფიცერი არ გახდა და მთელი ცხოვრება იქ არ მუშაობდა, მთლიანად დაინგრა.

პირველად ქვეყანაში იგრძნობა, რომ არის უშიშროების სისტემა და ჩვენ პირველად ვიღებთ ინფორმაციას იმ ადგილებ ბიდან, საიდანაც მხოლოდ ჩვენგან იღებდნენ ხოლმე ინფორმაციას და მათზე არაფერი ვიცოდით. დამთავრდა ეს. პირველად გვაქვს ეს შესაძლებლობა და ტექნიკური რესურსებითაც აღვიჭურვეთ.

როცა კითხულობენ - სად იხარჯება ფული, პასუხი ერთია: ჩვენი სამინისტროების მოდერნიზაციაზე. პირველად გაგვიჩნდა სამინისტრო, რომელიც გვაძლევს ყოველმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით.

უმნიშვნელოვანესი რაღაცები კეთდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. გია ბარამიძე აღმოჩნდა ბრწყინვალე მინისტრი და მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა არის ძალიან დასნეულებული, ვამზადებთ თბილისის საპილოტო პროგრამას.

თბილისში პირველად შეიქმნება მუნიციპალური პოლიცია, წლის ბოლომდე, ე.ი. იქნება თავაზიანი, წესიერი, კულტურული და არაკორუმპირებული. აი, ეს არის ჩვენი პროგრამა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ასეთივე სერიოზული რეფორმები ხორციელდება საგზაო პოლიციაში.

დეცენტრალიზაციის პარალელურად სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს ადგილობრივი სტრუქტურების შექმნის თვალსაზრისით.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯები გადადგა ზურაბ ნოღაიდელმა. ჩვენ მასთან ხშირად გვაქვს პრეტენზიები, მაგრამ ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ზედა დონეზე სამინისტრო დალაგდა.

ძალიან ეფექტიანად მუშაობს საგადასახადო პოლიცია. პრობლემებია ჯერ კიდევ სერიოზული, როგორც მოგახსენეთ, საგადასახადოსა და საბაჟოში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ვფიქრობ, ბატონმა გურამ აბსანძემ, რეალური ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული შერიგებისთვის და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა.

ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული კატეგორია, ეს არის ადამიანების ბედის შემობრუნება უკეთესობისაკენ. ეს შეეხება როგორც წალენჯიხაში შემორიგებულ ბიჭებს, ასევე ასობით სხვა ადამიანს; მათ შორის, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც წასული იყვნენ საზღვარგარეთ და დაბრუნდნენ ახლა უკან. პრაქტიკულად ყველა მინისტრი კარგად მუშაობს, ზოგიერთი სხვებზე გვიან შევიდა ფორმაში, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგები სახეზეა და ამ მთავრობას აქვს მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება.

მე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ ყველა დავეხმაროთ კონსტრუქციული კრიტიკით და რჩევებით, რომ იყვნენ ეფექტიანები. დავეხმაროთ, რომ აქ კანონპროექტები არ გაიჭედოს თვეობით, დავეხმაროთ იმაში, რომ არ მოხდეს კორუმპირებული ლობირება, როგორც ხდებოდა წინა პარლამენტში და კანონპროე ექტებში არ ჩაიდოს ვიღაცის ინტერესი.

ეს პარლამენტი ხალხს ამისთვის არ აურჩევია, ხალხმა მოგვიყვანა აქ და ხალხი გვიხდის ხელფასს იმისათვის, რომ დავდგეთ ყოველგვარ პარტიკულარულ და თუ სხვა ინტერესებზე მაღლა და ამოვიდეთ ქვეყნის მთავარი საჭიროებიდან.

თუ ყოველივე ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, საქართველოში სრულიად განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება. ოპტიმიზმის ტალღა, რომელიც საქართველოში არსებობს, შენარჩუნდება და შეუქცევადი იქნება.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი. უკვე ვისაუბრე მისი უწმინდესობის როლზე რევოლუციაში.

განსაკუთრებული როლი აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ვფიქრობ, ჩვენმა ეკლესიამ დაამტკიცა, რომ მას აქვს სახელმწიფოებრიობის განცდა და უზარმაზარი ტრადიციები; ის გამოირჩევა არა მხოლოდ ეროვნულობით, არამედ დიდი ტოლერანტულობითაც. ძალიან პროგრესული როლის შესრულება შეუძლია იმ პერიოდშიც კი, როდესაც საერო ცხოვრება მეტად არეულია.

ეკლესიას ასევე სჭირდება ყოველნაირი ხელშეწყობა და გვერდზე დადგომა იმისათვის, რომ ისიც დადგეს ფეხზე, იყოს წელში გამართული და არ ჰქონდეს მატერიალური პრობლემები, რომელიც დღეს მას, რა თქმა უნდა, როგორც მთლიანად საზოგადოებას, აქვს.

ჩვენ ვაპირებთ დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 2000 წლისთავი. ეს არის იუნესკოს გადაწყვეტილება და 2000 წლისთავის აღნიშვნისას აუცილებლად უნდა გავხსნათ და ვაკურთხოთ სამების ტაძარი; მთელი მსოფლიოდან უნდა ჩამოვიყვანოთ კულტურისა და რელიგიის ლიდერები ამ მნიშვნელოვანი თარიღის ერთად აღსანიშნად.

ასე რომ, ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, უახლესი ამოცანები და უახლოესი დაბრკოლებები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვხვდება და მინდა გთხოვოთ, რომ გავუწიოთ ერთმანეთს ანგარიში. შეიძლება რაღაცა პატარა ქულა დაიწერო ტელევიზიით გამოსვლით რაღაც თემაზე, მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს, მეც ვცდილობდი მთელი ცხოვრება ამ დარბაზში პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ შეიძლება 5 წლის შემდეგ ამ შენმა დაწერილმა ქულამ შენც დაგაზარალოს. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი განსაკუთრებულად ავწონ-დავწონოთ.

უახლოესი არჩევნები არის 4 წელიწადში - საპარლ ლამენტო. დრო ყველას ექნება თავის გამოსაჩენად. ამიტომ გთხოვთ, გეგმაზომიერად მივუდგეთ, რადგან ეს არის მარათონული დისტანცია. ვისაც ეყოფა გამძლეობა და გამბედაობა, რომ გაუძლოს, საბოლოოდაც ის იქნება გამარჯვებული. ამაში ვარ დარწმუნებული.

მინახავს აქ ხალხი, რომლებიც ერთი წლის წინ მიიჩნევდნენ, რომ თეთრ ცხენზე ისხდნენ და მათ წინ ვერაფერი აღუდგებოდა, მაგრამ ახლა ყველანი ისტორიის სანაგვეზე არიან. ეს თქვენ ნამდვილად არ გემუქრებათ, არ გაშინებთ, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პარლამენტი, რომელიც საქმეს სტრატეგიულად, გეგმაზომიერად მიუდგება თავის ხელმძღვანელთან ერთად.

მიხარია, რომ ქალბატონი ნინოს კანდიდატურა სახელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ თანამებრძოლები და მეგობრები ვართ და მოწინააღმდეგის მთავარი პროგნოზი ჩვენი დაშლისა და ერთმანეთის გადამტერების თაობაზე, აბსოლუტური სისულელე აღმოჩნდა, როგორც სხვა პროგნოზები.

საკუთარ სიტყვას ყოველთვის ვიცავ და ჩვენ შეთანხმებებსაც ყოველთვის დავიცავთ.

თუ გვინდა, რომ პოლიტიკაში მართლა გვქონდეს გრძელვადიანი წარმატება, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ამ შემთხვევაში, შეთანხმებას ვიცავ სიამოვნებით, პლიუს, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ჩვენს მეგობართან, ჩვენს პარტნიორთან და ასევე რეფორმატორთა გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენელთან.

აი, ეს არის, რისი თქმაც ამ თვალსაზრისით თქვენთვის მსურდა.

მინდა გისურვოთ წარმატება; მინდა გისურვოთ, რომ ეს პარლამენტი და მისი საკანონმდებლო საქმიანობა გაფურჩქნულიყოს, როგორც ეს ვარდი; მსურს ასევე გისურვოთ ერთი რამ, თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იამაყონ იმით, რომ მათი წინაპარი იყო იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც საქართველო დააყენა ფეხზე.

ჩვენ საქართველო უნდა დავაყენოთ ფეხზე, წინ არის დიდი ბრძოლა, მაგრამ აქ ის ხალხი არ ხართ, რომელსაც რამის შეიძლება შეეშინდეს.

თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ არაფრის არ გეშინიათ. ახლა ყველამ ერთად ეს გრძნობა უნდა გადავდოთ დანარჩენ საზოგადოებას, შიშით ახალი ქვეყანა არ შეიქმნება.

გამბედაობით, რეფორმატულობით, ურთიერთდახმარებით, ურთიერთთანადგომით, პრინციპულობით, ნამდვილი პატრიოტიზმითა და სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულით საქართველო დადგება ფეხზე.

საქართველო დადგება ფეხზე და მაშინ ყველანი ვიქნებით გამარჯვებული!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წლიური საანგარიშო მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური / 22 აპრილი, 2004. - ხელმისაწვდომობ ბის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/Documents/AnnualReports?p=8523&i=1

40 საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის პირველ სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით, პარლამენტის წევრებო!

მე მეორედ შემოვდივარ ამ დარბაზში უკანასკნელი თვეების განმავლობაში და შემოვდივარ ამჯერად თქვენთან ერთად!

მინდა გვახსოვდეს ყველას, რომ თქვენი უმრავლესობა და თითოეული პარლამენტარი ამ დარბაზში მოიყვანა ქართველმა ხალხმა. იმ ხალხმა, რომელიც კვირების განმავლობაში, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთად დადგა და ჩვენ ყველანი აქ მოგვიყვანა. მინდა გთხოვოთ, ფეხზე ავდგეთ და ტაში დავუკრათ ამ ხალხს! მივესალმები მის უწმინდესობას და უნეტარესობას ილია მეორეს და უნდა აღვნიშნო მისი განსაკუთრებული როლი ვარდების რევოლუციაში. მისმა შემართებამ და გამბედაობამ ბევრწილად განაპირობა ჩვენი ბრძოლის ლეგიტიმაცია!

ჩვენ ვალში ვართ ჩვენს ხალხთან! პირველად ამ ბოლო თვეების მანძილზე ამ ხალხში გაჩნდა ოპტიმიზმი. მე მიხარია, რომ რამდენიმე პარლამენტარი აქ არის მოსული ჩოხაში, იმიტომ, რომ, ხალხი ამაყობს თავისი ეროვნული სიმბოლოებით!

ვფიქრობ, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის ახალი აღორძინების პერიოდი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სრულიად განსაკუთრებულ შანსს გვაძლევს.

ქვეყანა დაშლილია მარტივ მამრავლებად და ეს არ არის მხოლოდ აფხაზეთი, არამედ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ზოგიერთ სხვა რეგიონსაც და ეს არის რეალობა, რაც მოხდა საქართველოში უკანასკნელი ათი წლის მანძილზე.

საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია!

პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ერთიანები!

ამ დარბაზში სხედან ადამიანები, ვინც იყო ეროვნულ მოძრაობაში, ვინც იყვნენ საქართველოს პირველი პარლამენტის წევრები და შემდეგ, სამხედრო გადატრიალების გზით, გააძევეს და გაყარეს.

ჩვენი პარლამენტი არის სიმბოლო ერთიანობისა და გამთლიანებისა!

აქ არის სრულიად სხვადასხვა ხალხი და მგონი, ყველამ უნდა დავივიწყოთ ის, თუ რომელ პოლიტიკურ ძალაში ვიყავით 5-10 წლის წინ. ჩვენ დღეს ყველანი ვართ საქართველოს აღმშენებელი ახალი ძალის წევრი!

უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტის უფლებამოსილებები არის ძალიან ფართო. ყველგან გასაგებად ითქვა, რომ საქართველო საპრეზიდენტო მოდელიდან გადავიდა ნახევრად საპრეზიდენტო მოდელზე. წინა პარლამენტს არ ჰქონდა უფლება მთავრობის გადაყენების და ეს ყველამ კარგად იცის. მთავრობის გადაყენების ინსტრუმენტი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენ ნტი, რომელიც შეიძლება გააჩნდეს საკანონმდებლო ორგანოს.

ამავე დროს, დღევანდელი კონსტიტუცია მეტ უფლებამოს სილებას და მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს პარლამენტს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდელები სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ.

დღეს საქართველოში არსებობს რამდენიმე პოლიტიკური რეჟიმი და რამდენიმე მთავრობა, ყველა მათგანი იმყოფება ერთმანეთთან კონფრონტაციულ მდგომარეობაში და თითქმის არც ერთი მათგანი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!

მინდა ყურადღება განსაკუთრებით გავამახვილო ასლან აბაშიძესთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. ხაზს ვუსვამ, ასლან აბაშიძესთან და არა - აჭარასთან.

დღეს ერთი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც დაკავებულია ნარკოტრანზიტით, ლაპარაკობს აჭარის მოსახლეობის სახელით, მაგრამ ამისი არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს.

ამას ვაცხადებ პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარაში ხმების 90 პროცენტი მივიღე!

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აჭარისთვის არავის უკითხავს, როდესაც რეგიონის ამ მთავრობას ნიშნავდნენ, ასლან აბაშიძე არც ერთხელ აჭარის მოსახლეობას არ აურჩევია, იმიტომ, რომ აჭარაში არ ჩატარებულა თავისუფალი არჩევნები.

პაციფისტები ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა და არ გვინდა დაპირისპირება...

ვისთან გვინდა მშვიდობა?

მკვლელებთან გვინდა მშვიდობა?

ნარკობარონებთან გვინდა მშვიდობა?

მაშინ შევეგუოთ, რომ მშვიდობიანად დაგვენგრევა და დაგვეშლება საქართველო!

ამიტომ ყალბი პაციფიზმი და ყალბი შემრიგებლობა, ეს არის ყველაზე დიდი ღალატი, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარი სამშობლოს მიმართ!

საკმაოდ ქმედითი ღონისძიებებია გატარებული საქართველოში კორუფციის აღმოსაფხვრელად და ძველი მთავრობის კორუმპირებული ჩინოვნიკების დაპატიმრებაც ამის ნათელი მაგალითია. ამავე დროს, ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი სიცილიელი მეგობრების რჩევებს, რომ უმჯობესია მაფიოზი გყავდეს გარეთ და უფულოდ, ვინემ ციხეში და ფულით.

ჩვენ პარლამენტში შემოგვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ამომწურავი პაკეტი და გთხოვთ, რომ უახლოეს ხანში ეს პაკეტი განიხილოთ და მიიღოთ, რათა სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ კორუფციასთან უფრო ეფექტურად ბრძოლის საშუალება!

ჩვენ პირველად გავაძლიერეთ არმიაც!

დღეს ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი გეტყვით, რომ მეტნაკლებად ყველა ნაწილში არის პირობების გაუმჯობესების ნიშნები.

საქართველოს გააჩნია საკმარისი იარაღი იმისთვის, რათა ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას ღირსეულად შეხვდეს!

ყველაფერი ეს მხოლოდ 2-3 თვეში მოხერხდა და ეს ყველა ჩვენგანის ერთობლივი დამსახურებაა!

ასევე მინდა გთხოვოთ, რომ დიდი დრო დაუთმოთ ხალხთან მუშაობას.

ხომ ფაქტია, რომ ამ ხალხის ფულს ჯიბეში აღარავინ იდებს!

დამისახელეთ ერთი მინისტრი, ერთი გამგებელი ან გუბერნატორი, რომელიც შეიძლება პენსიონერების თანხების მითვისებაში დაადანაშაულონ და ის იმწამსვე მოიხსნება!

მაგრამ ამაზე უკვე აღარავინ ლაპარაკობს.

ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ გვჭირდება დრო, რათა მოხდეს გაუმჯობესება!

დადგება დრო და ჩვენ დავეწევით ლატვიასაც და ლიტვასაც!

საქართველოს გააჩნია განსაკუთრებული რესურსები!

რევოლუციამ გამოათავისუფლა უამრავი ენერგია!

ასევე ჩვენ გვჭირდება მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარება და ამისთვის ახალ ბიუჯეტში განსაკუთრებული აქცენტი გადადის განათლებაზე, თითქმის ორჯერ იზრდება განათლებაზე გაწეული ხარჯები, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი განათლების ახალი სისტემის შექმნაა!

ეს არის რისი გაკეთებაც ამ პარლამენტს სჭირდება!

ეს არის ნამდვილი რეფორმების პარლამენტი!

იდეები უნდა მოდიოდეს თქვენგან!

ყველაზე მეტი კავშირი ხალხთან გაქვთ თქვენ!

ყველაზე მეტი იდეების მოძიება შეიძლება სწორედ ხალხთან უშუალო კავშირის შედეგად, მაგრამ მთავარია, რომ ეს კავშირი იყოს მუდმივად ინტერაქტიული.

ასევე გვჭირდება ჯანდაცვის სისტემის სერიოზული შეცვლა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული ჯანდაცვის სისტემა გაგვაჩნია. დღეს შეიძლება ადამიანი მოკვდეს იმის გამო, რომ არა აქვს ფული ოპერაციის გასაკეთებლად. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც შეიძლება ეს მოხდეს, საქართველოში კი ეს ყოველდღიურად ხდება!

საჭიროა რეფორმები მთავრობის კიდევ სხვადასხვა დონეზე. მინდა გითხრათ, რომ ყველა რეფორმატორისთვის გამოყოფილი დრო არის ძალიან შეზღუდული. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი - არის რეფორმატორი პრეზიდენტი, რეფორმატორი მთავრობა და პარლამენტი.

ჩვენ საქართველოს მთლიანად უკეთესობისკენ შემობრუნება შეგვიძლია!

ჩვენი მომავალი არის ევროპის კავშირის წევრობა და სრული გაწევრიანება ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს აღარ არის უკვე ფანტაზია.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ რუსეთთან ურთიერთობას. მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არის ის, რომ დაბალანსების საგარეო პოლიტიკა უნდა ამოიძირკვოს.

არ უნდა დავსვათ შეკითხვა - ან ამერიკა ან რუსეთი, ან ევროპა ან ამერიკა!

ჩვენ გვინდა ყველაფერი, რაც ჩვენთვის კარგია!

ჩვენ გვინდა ყველა, თუ ეს წაადგება საქართველოს ინტერესებს!

სამი თვის წინანდელისგან განსხვავებით, დღეს რუსეთის საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად პოზიტიურად განეწყო საქართველოს მიმართ. დღეს საქართველოს ხსენებაზე რუსეთში აღარ არის ის უარყოფითი რეაქცია, რომელიც იყო და რომელმაც თავის დროზე ძალიან დაგვაზარალა.

ჩვენ, ასევე, გვინდა ურთიერთობების განვითარება როგორც ევროპასთან და ამერიკასთან, ასევე ახლო აღმოსავლეთთან, როგორც არაბულ ქვეყნებთან, ასევე ისრაელთან.

ფაქტია, რომ ამ მთავრობას გააჩნია სერიოზული წარმატებები.

მინდა გთხოვოთ დეპუტატებს, რომ კონსტრუქციული კრიტიკით და რჩევებით დავეხმაროთ მთავრობას, იყოს ეფექტური.

დავეხმაროთ იმით, რომ კანონპროექტები აქ თვეობით არ გაიჭედოს!

დავეხმაროთ იმით, რომ არ მოხდეს კორუმპირებული საქმიანობის ლობირება, როგორც ხდებოდა წინა პარლამენტში და ყველა კანონპროექტში არ იყოს ვიღაცის ინტერესი ჩადებული!

ეს პარლამენტი ხალხს ამისთვის არ აურჩევია!

ხალხმა მოგვიყვანა და ხალხი გვიხდის ხელფასს იმისთვის, რომ დავდგეთ ყოველგვარ პარტიკულარულ ინტერესებზე მაღლა და გამოვიდეთ ქვეყნის მთავარი საჭიროებიდან!

ასე რომ, ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები! მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება პარლამენტი, რომელიც თავის ხელმძღვანელებთან ერთად ყველაფერი გეგმაზომიერად და სტრატეგიულად მიუდგება!

მიხარია, რომ სახელდება ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ რევოლუციის შემდეგ საუბრები იმის შესახებ, თითქოს ლიდერები ერთმანეთს დაჭამენ, არ გამართლდა.

იმიტომ, რომ მე ყოველთვის ვიცავ ჩემს სიტყვას!

მინდა გისურვოთ წარმატება და მინდა გისურვოთ, თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იამაყონ იმით, რომ მათი წინაპ პარი იყო იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც საქართველო ფეხზე დააყენა!

წინ დიდი ბრძოლაა, მაგრამ აქ ის ადამიანები ბრძანდებით, რომ არაფრის გეშინიათ!

თუ საქართველო ფეხზე დადგება, მაშინ ყველანი გამარჯვებულები ვიქნებით!

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის პირველ სხდომაზე // 24 საათი. - 2004. - 23 აპრილი. - 95 (644). - A1, A3 გვ.

41 „ძმებო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავარსარდლის - მიხეილ სააკაშვილის
სიტყვა წარმოთქმული საქართველოსა და ამერიკის
შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“
ერთობლივი პროგრამით გაწვრთნილი ჯავშანჯგუფის
გამოშვების ცერემონიაზე

პატივცემულო ელჩო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას და ამერიკის პრეზიდენტს ჩვენთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება, რომ გადამწყვეტ მომენტში, როცა საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა გაწვრთნილი შეიარაღებული ძალა, პირველად ჩვენს ისტორიაში, მივიღეთ საერთაშორისო დონეზე გაწვრთნილი ქართველი ჯარისკაცები. თქვენ არა მხოლოდ ძლიერი ქართული სამხედრო შენაერთი ხართ, არამედ მთელ რეგიონში, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი სამხედრო შენაერთი და ეს არის თქვენი შრომის, თქვენი ოფლისღვრის და ჩვენი ამერიკელი მეგობრების დამსახურება. და ეს არის ისტორიული წვლილი, რომელიც ამერიკას არასდროს არ უნდა დავუვიწყოთ. ჩვენ მზად ვართ, ამერიკას გვერდში დავუდგეთ ყველგან, სადაც არის საერთაშ შორისო ინტერესები, სადაც იბრძვიან დემოკრატიისათვის, სადაც ებრძვიან ტერორიზმს და ეს თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ამით გვერდზე ვუდგევართ როგორც საერთაშორისო საქმეს, ასევე ქართულ საქმეს და ქართულ ინტერესებს. მე, ასევე, ვუხდი მადლობას ამერიკის კონგრესს და ამერიკის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ პროგრამა გრძელდება და ჩვენ შევძლებთ, თქვენს დონეზე მომზადებული ბევრად მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი მიიღოს საქართველომ.

მეგობრებო, ჩვენო საამაყო ოფიცრებო და ჯარისკაცებო, თქვენს უკან დგას ორი სიმბოლო, თქვენს უკან დგას დავით აღმაშენებელი, რომელმაც გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა საქართველო, რომლის დროსაც საქართველო, როგორც არასდ დროს, იყო ერთიანი, რომელმაც აღკვეთა ფეოდალების თარეში, რომელსაც არ შეშინებია ბრძოლის, არ შეშინებია დამარცხებისა და ყოველთვის იმარჯვებდა, რადგან არ ჰქონდა დამარცხების შიში. თქვენ უკან დგას სასტუმრო „ივერია“, რომელიც არის გაჩანაგებული, დანგრეული, დამახინჯებული, დაშლილი საქართველოს ერთ-ერთი გამოხატულება. ჩვენ გვაქვს არჩევ ვანი - თქვენ და ჩვენ მუდმივად ვიყოთ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის ეს სასტუმრო, თუ წავიდეთ იქ, საიდანაც მოგვიყვანა დავით აღმაშენებელმა და დღემდე შევნარჩუნდით სწორედ იმის გამო, რომ საქართველო იყო ოდესღაც ერთიანი და ძლიერი. ჩვენ ყველას გვაკისრია ისტორიული მისია, დღეს საქართველო დაშლილი და დამცირებულია. როცა ჩვენ მოვედით, დაგვხვდა დღენახევრის საკვები ჯარისკაცებისთვის და ნახევარი საათის ტყვია-წამლის მარაგი. მტრის ნებისმიერ ასკაციან შენაერთს იმ წუთში შეეძლო საქართველოში შემოჭრა და შესაბამისი აღჭურვის პირობებში საქართველოს დამარცხება. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ დაგხვდით თქვენ. ჩვენ დაგვხვდა ასიათასობით ქართველი და მილიონობით ქართველი, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ სამშობლოსთვის. დღეს, როგორც არც ერთი ქართული თაობის წინაშე, უზარმაზარი გამოწვევებია. ჩვენს შვილებს ვერ შევხედავთ თვალებში, თუ ხუთი-ათი წლის შემდეგ საქართველო ისევ ამ მდგომარეობაში იქნება. ჩვენ შვილებს ვერ შევხედავთ თვალებში, თუ საქართველო მუდმივად იქნება შანტაჟის საგანი და სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან დაშინებისა და უხეში ტონით საუბრის საგანი. ჩვენ აფხაზეთის ომი იმიტომ კი არ წავაგეთ, რომ ვიბრძოლეთ, არამედ იმიტომ წავაგეთ, რომ ყველამ არ იბრძოლა. ჩვენ ომი წავაგეთ არა იმის გამო, რომ ზედმეტი გაბედა მთავრობამ, არამედ იმის გამო, რომ იყო გამყიდველი მთავრობა, რომელიც ჯარისკაცების საკვებს ყიდდა. იყო მთავრობა, რომელიც ლაყბობაში ატარებდა ოცდაოთხ საათს და არ იზრუნა იმისთვის, რომ ებრძოლა ბოლომდე და შეენარჩუნებინა ქვეყნის ტერიტორია. ჩვენ ომი წავაგეთ, არა იმის გამო, რომ ვერ შევძელით საკუთარი ხალხის, საკუთარი საზოგადოების, ყველა ეროვნების წარმომადგენლის დაცვა. საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა საკუთარი საზოგადოების, მშვიდობის, სტაბილურობის და ადამიანის უფლებების დაცვა. დისციპლინირებული ჯარი არასოდეს ჩაიდენს სამხედრო დანაშაულს, იმიტომ, რომ, მშვენივრად იცის თითოეულმა ჯარისკაცმა, რას ნიშნავს ბავშვების, ქალების, იმ ადამიანების გაფრთხილება, რომელთაც ხელში იარაღი არ უჭირავთ. აქვე მინდა ვთქვა, ის, ვინც აიღებს იარაღს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იარაღითვე იქნება განგმირული. გუშინ ვიღაცას ყურში მოხვდა სიტყვა „ლიკვიდაცია“. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საქართველოს საზოგადოებას, მაგრამ ის, ვინც იარაღს აიღებს და საქართველოში დააწესებს საზღვრებს, იქნება ლიკვიდირებული და განადგურებული ქართული არმიისა და ქართული სახელმწიფოს მიერ. ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს. ენის მოჩლექის დრო დამთავრდა. ჩვენ ყველგან და ყველაფერში დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს. ბანდიტებს, ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, ადგილობრივ ფეოდალებს, ადამიანის უფლებების დამრღვევებს, ადამიანების უკანონოდ დამპატიმრებლებს, მოძალადეებს საქართველოს არც ერთ კუთხე-კუნჭულს აღარ ჩავუგდებთ ხელში. ეს უნდა იცოდეს ყველამ ძალიან კარგად. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს წინაშე თავის მართლებას. არ ვაპირებთ, ვინმეს ენა მოვუჩლიქოთ. დღეს აქ, თქვენს უკან, ბათუმის 25-ე ბრიგადის ჯარისკაცები და ოფიცრები დგანან, იმ ბრიგადისა, რომლის მეთაურმა, ჩვენდა სამარცხვინოდ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა - სამშობლოს ღალატი. საქართველოში ყოველთვის იყო 300-400 კაცში ერთი ნაძირალა დუმბაძე, მაგრამ საქართველოში ყოველთვის იყო დანარჩენი 299 ოფიცერი და ჯარისკაცი, რომელთაც მიატოვეს ეს დუმბაძე, დაგმეს მისი საქციელი და დადგნენ საქართველოს, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მე მინდა, განსაკუთრებით მივესალმო და მოვეფერო ამ ჯარისკაცებს, ბათუმის 25-ე ბრიგადას, რომელიც მთელი შემადგენლობით დღეს იმყოფება საქართველოს დედაქალაქში იმისთვის, რომ დაბრუნდეს ბათუმში და გაათავისუფლოს ბათუმი. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს აჭარელ ძმებს, ჩვენს მოსახლეობას, რომელთაგან თითოეული მზად არის, ბოლომდე დადგეს ქართული სახელმწიფოს დასაცავად. თავის დროზე, თბილისის მთავრობამ ჩვენს უძვირფასეს ნაწილს - აჭარას თავს მოახვია დანაშაულებრივი კაცი და რეჟიმი. დღეს თბილისის მოვალეობაა, გაათავისუფლოს აჭარა დამნაშავეებისაგან და დანაშაულებრივი რეჟიმისაგან, რომელიც თბილისმა მოახვია ამ უმშვენიერეს კუთხეს. ჩვენ გვინდა ყველა პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტა, მაგრამ არავის შეეპაროს ეჭვი, თუ საქართველო დადგა დაშლის საფრთხის წინ ნაშე (მე ყოველთვის ვიბრძოლებ იმისთვის, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს პრობლემა), მაგრამ თუ საქართველო დაშლის წინაშე დადგა, ეჭვგარეშე, უყოყმანოდ, საქართველო გამოიყენებს იარაღს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის გადასარჩენად და ამაზე არ ვაპირებ, ვინმეს ბოდიში მოვუხადო. დიახ, იცოდნენ მათ, საქართველოს დაშლის ნებისმიერი მუქარა, საქართველოში უცხოური ჯარების მოწვევის მუქარა, რომელიც ბოლო ხანს მრავალჯერ გაისმის; მუქარას - როგორც გუშინ, გუშინწინ, სამი წლის წინათ იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანას ეპატიჟებიან საქართველოში ჯარის გამოსაყენებლად - დახვდება თითოეული ქართველის, თითოეული სახელმწიფო მოღვაწის, თითოეული პოლიტიკოსისა და ჯარისკაცის ასევე შეიარაღებული წინააღმდეგობა. ნუ გექნებათ ილუზიები, ჩვენი ამოცანაა, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული თქვენგანის სიცოცხლე, თითოეული ჩვენი მოსახლის სიცოცხლე ხელშეუხებელი იყოს. მაგრამ სწორედ აქედან გამომდინარე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაგვაშანტაჟოს. ასევე მინდა მივმართო თქვენს მშობლებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მათ შეუძლიათ თქვენით იამაყონ. რატომ? - იმიტომ, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი მეომრები, მაგრამ საქართველოს ისტორიაში თქვენ ხართ პირველი გაწვრთნილი მეომრები. მეომრები, რომლებიც (ჩვენი ამერიკელი მეგობრები დამიდასტურებენ), არაფრით ჩამოუვარდებიან განვითარებული ქვეყნების საუკეთესო მეომრებს. ეს ნიშნავს, რომ ქართული მხედრული სული, რომლის ჩაკვლასაც ჩვენი დამმონებელი იმპერიები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, უკვდავია და კვლავ ცოცხალი და აღსდგება. დღეს თქვენ აბარებთ გამოცდას და იღებთ საბოლოო კვალიფიკაციას, როგორც „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ჯარისკაცები. მაგრამ ნამდვილი გამოცდები თქვენთვის, ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის არის წინ. გამოცდა იმის, რომ შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, გამოცდა იმის, რომ მშვიდობის ყველა მტერს გავცეთ შესაბამისი პასუხი და გამოცდა იმისა, რომ თუ საქართველოს დასჭირდა, მზად ვიყოთ საკუთარი თავის გაწირვისა და საკუთარი სისხლის დასაღვრელად. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, პირველი ვიქნები თქვენს რიგებში, რომელიც, თუ სამშობლოს თავგანწირვა დასჭირდა, გაწირავს თავს საკუთარი სამშობლოსთვის. მაგრამ, როგორც მე ვარ ასეთი ჯარისკაცი, ასევე მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჯარისკაცი. დღეს ოფიცრები უნდა გახდნენ ქართული საზოგადოების ელიტა. თქვენ გჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება; ჯარისკაცებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. მინდა გითხრათ, რომ იმ ფულის უმეტესობა, რომელიც ჩვენს წინა რეჟიმის დამცველებს მივატანინეთ უკან - სახელმწიფო ბიუჯეტში და კიდევ მივატანინებთ, მოხმარდება ქვეყნის სიძლიერის განმტკიცებას, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. გუშინ ჩვენ უკრაინიდან 5 საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვიყვანეთ, რათა აღგვეჭურვა ჩვენი შეიარაღებული ძალები. 28 აპრილს შემოდის სამი სამხედრო ხომალდი საბერძნეთიდან, მათ შორის, საბერძნეთის არმიის მიერ გადმოცემული ჩვენი ფლოტის ფლაგმანი - უმაღლეს დონეზე აღჭურვილი გემი, სწორედ ჩვენი წყლებისა და სანაპირო ზოლის დასაცავად და გასაწმენდად, თუ ეს დაგვჭირდა. ჩვენ შემოგვაქვს სხვა ტექნიკა და სხვა აუცილებელი მოწყობილობები იმისთვის, რომ თქვენ იყოთ უზრუნველყოფილნი. მშვიდობას აქვს თავისი ფასი. მშვიდობას სჭირდება დაცვა. საქართველოს სჭირდება დაცვა. მინდა ყალბ პაციფისტებს გავცე პასუხი, ნუ გგონიათ, რომ საქართველო ყოველთვის დამარცხდება, ნუ გგონიათ, რომ ქართველი ხალხის მთავარი ინსტიქტი არის თავის დახრა, გაჩუმება და შეგუება იმისა, რომ ქვეყანა დაშლილია. ეს იმ პოლიტიკოსების ინსტიქტია, რომელთაც თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. ქართველ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა, ქართველ ხალხს აქვს განცდა, რომ დაიბრუნოს საკუთარი სამშობლო. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს ჩვენი დროშებით! ჩვენი სიძლიერით! ჩვენი გამბედაობით! ჩვენი თავდადებით! ჩვენი მომზადებით და ჩვენი დაუღალავი შრომით! საქართველოს აქვს მომავალი და ეს მომავალი არის ევროპულ ოჯახში ყოფნა. მაგრამ ევროპულ ოჯახში შევალთ როგორც ერთიანი, მშვიდობიანი, სტაბილური ქვეყანა, სადაც არმია დაფასებულია და მთელი საზოგადოების მიერ ხელში არის აყვანილი. ჩემი მთავარი ამოცანაა სწორედ ასეთი შეიარაღებული ძალების შექმნა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. თქვენი მთავარი ამოცანაა, რაც ისწავლეთ, მოახმაროთ სამშობლოს. დღეს შეგყურებთ მთელი საქართველო, რომელსაც უჭირს, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შია, შეგყურებენ ის ადამიანები აივნებიდან, რომლებიც ელოდებიან საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას, საკუთარ კერიებში დაბრუნებას, საიდანაც ისინი გამოდევნეს ჩვენი უუნარობის გამო, ქართული სახელმწიფოს სისუსტის გამო. დღეს თქვენს ზურგს უკან არიან სწორედ ეს ადამიანები ამ სასტუმროდან, დღეს თქვენს უკან არიან ჩვენი ბავშვები, რომლებიც შემოგვყურებენ იმედის თვალით. ჩავხედოთ მათ თვალებში, ჩვენ არ შეგვიძლია, მათ იმედი გავუცრუოთ. ძმებო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს! ერთად დავიბრუნოთ საქართველო! ერთად აღვიდგინოთ ღირსება! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! გმადლობთ.

„ძმებო, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!“ / საქართველოს მთავარსარდლის - მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წარმოთქმული საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით გაწვრთნილი ჯავშანჯგუფის გამოშვების ცერემონიაზე // დილის გაზეთი. - 2004. - 26 აპრილი. - N96 (2422). - 8 გვ.

42 ათდღიანი ულტიმატუმი

▲ზევით დაბრუნება


„ჩვენ ვაძლევთ ასლან აბაშიძეს ათ დღეს, რათა ის დაბრუნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანების ცემა, აღადგინოს ნორმალური კანონიერი რეჟიმი და დაიწყოს იარაღის ჩაბარება. თუ ათი დღის განმავლობაში მისგან შესაბამის რეაქციას ვერ მივიღებთ, საქართველოს პრეზიდენტი იძულებული იქნება, დაითხოვოს აჭარის მთავარი ადგილობრივი ორგანოები და უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები დანიშნოს ისე, რომ არავინ არ შეეხოს აჭარის სტატუსს. აჭარის მოსახლეობა თავად აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას“, - ასეთი ულტიმატუმი მიიღო აჭარის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტისგან. გუშინ ფოთში მიმდინარე სამხედრო წრთვნებიდან დაბრუნებული პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს, მოგვიანებით კი, აჭარაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საგან ნგებო განცხადებას აკეთებს:

„ვარდების რევოლუციის“ შედეგად, საქართველოს პოზიციები მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაძლიერდა. საქართველოს მიეცა რეალური შანსი, დადგეს ფეხზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს. მთელი მსოფლიო მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს საქართველოს, გაჩნდა შანსი იმისა, რომ ინვესტორებმა საქართველოში ფული დააბანდონ. ეს ყველაფერი არ მოსდით თვალში საქართველოს მტრებს, რადგან ფეხზე დამდგარი საქართველო აუცილებლად გადაწყვეტს ტერრიტორიული მთლიანობის პრობლემებს - აფხაზეთს, სამაჩაბლოს. ამ სიტუაციაში ისინი საქართველოს შიგნით არსებულ ბოლო მტრულ ძალას იყენებენ, რათა საქართველოში ვითარება არიონ.

ბოლო წლებში, თვეებში, კვირებში ასლან აბაშიძის და მისი ჯგუფის მიერ ხორციელდება მასობრივი რეპრესიები, უკანონო დაპატიმრებები, ბევრი სხვა კანონსაწინააღმდეგო ღონისძიება. აბაშიძის მომხრეები შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას ნოემბერშიც შეეცადნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ...

უკანასკნელი სამი დღეა, ყულევში წვრთნები მიმდინარეობს. მსგავსი წვრთნები ყოველწლიურად ტარდება, თუმცა წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენი არმია უფრო მომძლავრდა, წვრთნები უფრო მასშტაბური და ორგანიზებული იყო. აბაშიძემ კარგად იცოდა, რომ მე ყულევში ჩავედი და მან სწორედ დღეს, ამ წვრთნების პერიოდში მოაწყო პროვოკაცია. მან ააფეთქა ხიდები, რითაც, ფაქტობრივად, აჭარის ტერიტორიული იზოლაცია მოახდინა. სულელური და უაზროა ის ახსნა, რომ ამით აბაშიძემ სამხედრო ძალების აჭარაში შესვლა შეაჩერა. აბაშიძემ კარგად იცოდა, რომ ასეთი რამ არ იგეგმებოდა. სხვათა შორის, გუშინ ყულევში ჩატარებული წვრთნებისას ჩვენმა სამხედროებმა სწორედ საჰაერო და საზღვაო გზებით იერიშის დემონსტრირება მოახდინეს. აბაშიძემ უნდა იცოდეს, რომ შუა საუკუნეების ეპოქაში არ ვცხოვრობთ და ორ ხიდზე არ ვართ დამოკიდებული. თუ აჭარაში შესვლა გვინდა, ამ ხიდების გარეშეც მშვენივრად მოვახერხებთ.

აბაშიძემ გუშინ ჩვენ დიდი პროვოკაციის წინაშე დაგვაყენა: მან იცოდა, რომ ყულევში განლაგებულია სამხედრო ტექნიკა, იცოდა, რომ საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი ყულევშია, მას, უბრალოდ, ჩვენი გამოწვევა უნდოდა. აბაშიძეს სურს თავის მართლება იმით, რომ მას ვინმე თავს დაესხა... აბაშიძეს ყოველდღე აკლდებიან მომხრეები. აბაშიძე დატოვა შინაგანი ჯარების ბირთვმა მთელი შემადგენლობით. ყოველდღე აჭარიდან მოდიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი, მათ შორის, აბაშიძის გარემოცვიდან, და გვეუბნებიან, მოგვაშორეთ ეს კაციო. აი, ამის ეშინია აბაშიძეს.

მან რამდენიმე დღის წინ სასუქების შეტანა შეაჩერა, რითაც ძალიან დააზარალა აჭარის მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობა. დღეს, იმ ხიდების აფეთქებით, მან აჭარის მთელი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა, ხალხი, პრაქტიკულად, მშიერი დარჩა. აჭარის მოსახლეობა მთელი წელი ელოდება იმ თვენახევარს, როცა აჭარაში დამსვენებლები ჩადიან. მთელი წელი მოსახლეობა ამ თვენახევრით ცხოვრობს. ხიდების აფეთქება ნიშნავს საკურორტო სეზონის ჩაშლას აჭარაში.

აბაშიძეს სურს დააფიქსიროს, რომ არსებობს პრობლემა აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის, რაც სინამდვილეში არ არსებობს. მე არა მაქვს არავითარი პრობლემა იმ ხალხთან - აჭარლებთან, ვინც ხმების 90 პროცენტი მომცა, იმ ხალხთან, ვინც ყველაზე გულმხურვალე ქართველია. არსებობს მხოლოდ ერთი კაცის პრობლემა - ეს არის ასლან აბაშიძე. ამ კაცს პრობლემა აქვს მთელ აჭარასთან, ეს კაცი ეწევა მტრულ პოლიტიკას თითოეულ აჭარელთან მიმართებაში.

მივმართავ აბაშიძის გარემოცვას - ნუ გადააყოლებთ თქვენს მომავალს, რეპუტაციას, უსაფრთხოებას ამ ერთი კაცის ახირებას. ნუ გადააყოლებთ თქვენი შვილების მომავალს ამ ერთ კაცს. დღეს წყდება საქართველოს მომავლის საკითხი, დღეს წყდება, ვართ თუ არა ჩვენ ერთი ერი. ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დღეს ისტორიული შანსი აქვს ფეხზე დადგეს, ამ პერსპექტივას ართმევს შუასაუკუნოვანი ტრადიციის მქონე, კრიმინალური საქციელის ფეოდალი.

ყველა აჭარელმა უნდა იცოდეს, რომ დღეს კონსოლიდაციის პერიოდი დაგვიდგა. უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენს დასაცავად. ამავე დროს, არსებობს კონსტიტუციური მექანიზმები და საქართველოს კონსტიტუციას დაცვა სჭირდება. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ ერთხმად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება:

ჩვენ ვაძლევთ ასლან აბაშიძეს ათ დღეს, რათა ის დაბრუნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში, შეწყვეტოს ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანების ცემა, აღადგინოს ნორმალური კანონიერი რეჟიმი და დაიწყოს იარაღის ჩაბარება. თუ ათი დღის განმავლობაში მისგან შესაბამის რეაქციას ვერ მივიღებთ, საქართველოს პრეზიდენტი იძულებული იქნება, დაითხოვოს აჭარის მთავარი ადგილობრივი ორგანოები და უზენაესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები დანიშნოს ისე, რომ არავინ არ შეეხოს აჭარის სტატუსს. აჭარის მოსახლეობა თავად აირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას.

ჩემი მოვალეობაა, დავიცვა სამოქალაქო მშვიდობა, მაგრამ, ამავე დროს, არავის მივცემ უფლებას, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები შელახოს.

მე მაქვს თქვენი იმედი, ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო აჭარლებო, ჩემო დებო და ძმებო, მე მაქვს იმედი თქვენი გამძლეობის, სულგრძელობის.“

ათდღიანი ულტიმატუმი / მიხეილ სააკაშვილი // 24 საათი. - 2004. - 3 მაისი. - N103 (652). - A1, A3 გვ.

43 საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

▲ზევით დაბრუნება


როგორც იცით, აჭარაში განვითარდა მოვლენები და მოხდა ადგილობრივი ხელმძღვანელობის, კერძოდ ასლან აბაშიძის ბრძანებით სპონტანური მიტინგების დარბევა ბათუმის რამდენიმე წერტილში და ქობულეთში.

გარდა ამისა, რუსეთიდან ჩამოსულმა გენერალმა ნეტკაჩოვმა დანაღმა ბათუმის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორია და ჩაქვის ხიდი, რათა არ დაეშვათ მოძრაობა ქობულეთიდან ბათუმისკენ.

ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელის პოლიტიკა სცდება ყველა დასაშვებ ზღვარს. მე დღეს აღარ მივმართავ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მაგრამ მინდა, მივმართო აჭარაში დისლოცირებულ შეიარაღებულ ფორმირებებს და ადგილობრივ პოლიციას:

როგორც იცით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში აჭარაში დისლოცირებული შეიარაღებული ძალების უმრავლესობა ჩემი ბრძანებით გამოყვანილი იქნა. აჭარიდან გამოვიდა შინაგანი ჯარის მთელი შემადგენლობა, გარდა სამი კაცისა. გამოვიდა 25-ე ბრიგადის მთელი შემადგენლობა, გარდა ორი კაცისა და საგანგებო სწრაფი რეაგირების რაზმის შემადგენლობის ძირითადი ბირთვი. ვიცი ისიც, რომ ბათუმის პოლიციის თანამშრომლების უმრავლესობამ უარი თქვა დარბევაში მონაწილეობის მიღებაზე და არ შეასრულა ადგილობრივი ხელმძღვანელის დანაშაულებრივი ბრძანება.

მე მინდა, ვუბრძანო ყველა შეიარაღებულ პირს აჭარაში და აჭარის პოლიციის ყველა წევრს: მე გიბრძანებთ თქვენ, არ შეასრულოთ ასლან აბაშიძის არც ერთი ბრძანება საგანგებო მდგომარეობასთან და ხალხის დარბევასთან დაკავშირებით!

ამ საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ სრულიად უკანონ ნოდ!

მე მოვუწოდებ ყველას, შეძლებისდაგვარად დაგვეხმარონ იმაში, რომ სიტუაცია განვმუხტოთ და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები!

ასლან აბაშიძის თამაში არის ძალიან მარტივი. ის ცდილობს დააფიქსიროს კონფლიქტი საქართველოსა და აჭარას შორის. დღეს, ჩვენმა აჭარლებმა მთელი მსოფლიოს თვალში ძალიან ნათლად გასცეს პასუხი ამ კითხვაზე - არ არსებობს არანაირი კონფლიქტი საქართველოსა და აჭარას შორის!

არსებობს კონფლიქტი ადგილობრივ თავგასულ ფეოდალსა და მის მოსახლეობას შორის!

აბაშიძის თამაში არის ის, რომ აჭარა გამოყოს საქართველოდან!

სრულიად ნათელია, რომ ის სწორედ ამისკენ მიილტვის და კონფლიქტური სიტუაციის ინსპირირებას ცდილობს იმისთვის, რათა შექმნას გარეშე ძალის ჩარევისთვის იურიდიული საფუძველი!

მე ვფიქრობ, დღევანდელი დღის შემდეგ ის ამის გაკეთებას ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ მოახერხებს!

სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ამ კუთხეში ცხოვრობს ღირსებით, პატრიოტიზმით, სამშობლოს უზომო სიყვარულით აღჭურვილი ხალხი, რომელიც ძალიან სერიოზულ პასუხს გასცემს ყველანაირ სამარცხვინო და, მით უმეტეს, სეპარატისტულ მოქმედებებს!

აჭარის მოსახლეობამ მთელ საქართველოს დაანახა გამბედაობის და სიმამაცის არნახული მაგალითები და აჩვენა ღირსებ ბის უზარმაზარი შეგრძნება, რომელიც ამ ხალხს გააჩნია!

ეს არის აჭარის მთელი მოსახლეობა! დღეს ისინი დაარბიეს კრიმინალური ელემენტების გამოყენებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე შეაჩერებს ხალხის ნებას. ვერც ადგილობრივი მმართველი შეაჩერებს ამას და ვერც ვერანაირი გარეშე ძალა!

გაკეთდა აშშ-ს ძალზე მკაცრი განცხადება, სადაც კატეგორიულად დაგმობილია აბაშიძის რეჟიმი და მისი ქმედებები! ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც დღეს ეს გმირობა ჩაიდინეს. აღნიშნული მიტინგები ორგანიზებული არ ყოფილა, ისინი სპონტანურ ხასიათს ატარებდნენ!

არ შეიძლება იქ, სადაც არის ღირსებით აღჭურვილი ხალხი, ბოგინობდეს ვიღაც გაუნათლებელი, სამშობლოს ღალატის გრძნობით განმსჭვალული ადამიანების ჯგუფი! ჩვენ ყველანი ვდგავართ თქვენ გვერდით, უბრალოდ უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური წინდახედულობა და სიფრთხილე, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას!

უნდა გამოვიჩინოთ ბევრად მეტი ორგანიზებულობა, დარაზმულობა, შეკრულობა!

დღეს მთელი საქართველო თქვენ იმედის თვალით შეგყურებთ!

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას. ასევე, ჩვენ მივმართავთ მუსლიმანურ ლიდერებს აჭარაში და მის გარეთ: ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ რელიგიას და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით აჭარაში მუსლიმანების უფლებების დამცველი, ისევე, როგორც დავიცავთ აჭარის ავტონომიურ სტატუსს და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ყოველგვარი ჩარევის გარეშე; აირჩიოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს და თითოეული მათგანის ინტერესებს!

ამიტომ ჩვენ ვდგამთ გადაუდებელ საორგანიზაციო ნაბიჯებს!

ჩვენ არ მიგატოვებთ გაჭირვებაში!

ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, არა მხოლოდ პრეზიდენტი და მთავრობა, არამედ მთელი საქართველო! მთელ საქართველოს სჭირდება განსაკუთრებული მობილიზება ამ დღეებში და განსაკუთრებული სიმტკიცე!

მე დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული იყავით თქვენც, რომ არც ერთ თქვენგანს არ მივატოვებ გაჭირვებაში!

მზად ვარ, ყველანაირი ნაბიჯი გადავდგა, როგორც თქვენ მიერ არჩეულმა ხელისუფალმა, ჩვენს პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად და როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთმა შვილმა იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად გადავფურცლოთ!

სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება // 24 საათი. - 2004. - 5 მაი ისი. - N105 (654). - A3 გვ.

44 საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განცხადება

▲ზევით დაბრუნება


ქართველებო! ასლანი გაიქცა! აჭარა თავისუფალია! - გილოცავთ ახალი ეპოქის დასაწყისს!

რასაც ვამბობდით, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, საქართველო უნდა დადგეს ფეხზე, - დღეს ამისკენ მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

მინდა მივულოცო ყველას, ვინც დღეს ბათუმის ქუჩებში დგას, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა იმაზე, რომ აჭარა განთავსუფლებულიყო და დაბრუნებოდა საქართველოს.

მინდა მივულოცო ყველას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატიზმის აღკვეთის პირველი წარმატებული პრეცედენტი სწორედ საქართველოში დაფიქსირდა. ეს მთელი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი. ვერავინ შეაჩერა ქართველი ხალხის ნება ახლა და ვერავინ შეაჩერებს ჩვენ ნებას, გამარჯვებისკენ ლტოლვას მომავალში.

ეს არის ნათელი მაგალითი არა მხოლოდ დღევანდელი თაობებისთვის, არამედ საქართველოს ისტორიისთვის, საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ გვეხსნება აღმშენებლობის უზარმაზარი პერსპექტივა.

საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. დღეს დაიწყო ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

მინდა მივულოცო ყველას და ვთხოვო ბათუმში ჩვენს წარმომადგენლებს, დაცვის ქვეშ აიყვანონ ყველა სტრატეგიული ობიექტი, დავამყაროთ ქალაქში წესრიგი, დავამყაროთ სიმშვიდე, არ დაუშვათ დარბევები, არ დაუშვათ იარაღიანი ხალხის თარეში არასად, - აჭარაში და მთელ საქართველოში.

ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე, სიწყნარე და ახალი ცხოვ ვრების დაწყება. უკვე თენდება ახალი დღე - გიორგობის დღესას სწაული და საქართველო არის გამარჯვებული. დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განცხადება // 24 საათი. - 2004. - 6 მაისი. - N106 (655). - A1 გვ.

45 მთელი მსოფლიო აღტაცებით უყურებს აჭარლების გმირობას!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის განცხადება

მე მინდა გავაკეთო განცხადება ისტორიულ დღესთან და იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც განვითარდა საქართველოში.

სულ ცოტა ხანში ჩემი ბრძანებით სპეციალური ტექნიკა აიღებს ჩოლოქზე ყველანაირ ბარიერებს და ერთხელ და სამუდამოდ, სამარადისოდ დამთავრდება შიდა საზღვრების და გამყოფი ხაზების სიტუაცია საქართველოსა და მის უმშვენიერეს კუთხეს - აჭარას შორის!

საქართველოს ისტორიაში ვერასოდეს ვეღარავინ ვეღარ გაყოფს საქართველოს და აჭარას ვერანაირი ბარიერით და მე ამას უზრუნველვყოფ, სანამ პირში სული მიდგას და სანამ ამ აზრზე იქნებიან ჩვენი უსაყვარლესი აჭარლების მომავალი თაობები!

აჭარლებმა გუშინ და დღეს აჩვენეს გამბედაობის და გმირობის არნახული მაგალითები!

მთელი მსოფლიო აღტაცებით უყურებს აჭარლების გმირობას!

მე მინდა გავაკეთო განცხადება, რომ იმისათვის, რათა ავიცილოთ თავიდან თუნდაც ერთი ქართველის სისხლის უაზრო დაღვრა, მზად ვარ მივცე სრული ხელშეუხებლობის გარანტიები ასლან აბაშიძეს და მისი ოჯახის წევრებს. მზად ვარ, შევუქმნა მათ სრული უსაფრთხოების გარანტიები საქართველოს შიგნით და მივცე მათ საშუალება, თუ ისინი გადაწყვეტენ, დატოვონ საქართველოს ტერიტორია და გაემგზავრონ უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში.

დღის განმავლობაში მე ორჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე მქონდა საუბარი თეთრ სახლთან ვაშინგტონში. მე ვთხოვე რუსეთის პრეზიდენტს (და ისინი განიხილავენ ამ თხოვნას, ჩვენ საბოლოო პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მიუხედავად პრესის ინფორმაციისა), რომ მიანიჭონ პოლიტიკური თავშესაფარი აბაშიძეს და მე აღარ მოვითხოვ მის გადმოცემას უკან საქართველოში!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პრეტენზია, უამრავი დანაშაულია ჩადენილი, მე ჩემ თავზე ვიღებ ამას, იმიტომ, რომ ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ ნებისმიერი სისხლისღვრა საქართველოში. ნებისმიერი სისხლისღვრა იქნება საქართველოსთვის ტრაგედიის მომასწავებელი და ჩვენ ეს არ გვჭირდება!

რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულდება იმ სიტუაციაში, თუ ასლან აბაშიძე გადადგება თავისი ნებით და დატოვებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის სავარძელს!

როგორც მე არაერთხელ განვაცხადე, ჩვენ არ ვაპირებთ შევეხოთ აჭარის ავტონომიას, მაგრამ გარდამავალ პერიოდში მე შემომაქვს აჭარაში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა, დაინიშნება დროებითი საბჭო, რომელიც მართავს აჭარის ტერიტორიას მანამ, სანამ უახლოეს პერიოდში არ ჩატარდება ადგილობრივი მმართველობის არჩევნები და არ აირჩევა ის ადგილობრივი მმართველობა, რომელიც უნდა აჭარის მოსახლეობას!

აჭარლებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ ისინი არიან ნამდვილი პატრიოტები საქართველოსი! ისინი არიან ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლები!

მათ ყველას აჩვენეს, რომ მომავალში ვერასოდეს აჭარაში ვერ გავა ვერანაირი სეპარატისტული თამაშები, ვერც ერთი ძალა ვერ გამოიყენებს ჩვენს აჭარლებს საქართველოს საწინააღმდეგოდ!

აჭარლებმა გადაიტანეს გმირული ბრძოლა საქართველოსთვის!

მე მზად ვარ, ასევე, მივცე ხელშეუხებლობის გარანტია (და ამის შესახებ მე ვუთხარი სატელეფონო საუბრისას) ჯემალ გოგიტიძეს და აჭარის უშიშროების მინისტრს სოსო გოგიტიძეს, ისევე როგორც მივეცი უსაფრთხოების გარანტიები და იმუნიტეტის გარანტიები სხვა თანამდებობის პირებს. ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან ერთად, თუ საჭიროა ჩვენ კანონსაც მივიღებთ ამისათვის.

ამ წუთებში მიმდინარეობს იარაღის ჩაბარების პროცესი და ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარვმართოთ.

ხვალ არის გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული!

ისევ გიორგობაა!

მართლაც საქართველოს მფარველობს უზარმაზარი ძალა!

ის რაც მოახერხა ქართველმა ხალხმა რამდენიმე თვეში ორჯერ, შარშან ნოემბერში და ახერხებს ახლა, ამ დღეებში, არის უპრეცდენტო შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში!

მთელი მსოფლიო სატელევიზიო არხებით უყურებს ახლა საქართველოს!

ჩვენ ვართ მართლაც ამაყი და ძალიან ნიჭიერი ერი!

ჩვენ ვართ უნიკალური ერი!

ვერც ერთმა მსოფლიოში ვერ შეძლო რამდენიმე თვის განმავლობაში ორი უსისხლო რევოლუციის ჩატარება გართულების გარეშე და ღმერთმა ჰქნას, რომ ამჯერადაც ასე მოხდეს!

მე მადლობელი ვარ თქვენი, გულის ფანცქალით ველი იმ წუთებს, როდესაც ჩავალ ჩემს ბათუმში, ჩემს აჭარაში, ჩემს გმირ თანამემამულე აჭარლებთან, რომლებმაც დაუმტკიცეს ყველას, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პატრიოტები!

დღესაც, ამ წუთებშიც, ეს ხალხი შეკრებილია ბათუმის ცენტრში, მე ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე!

მთელი საქართველო იხრის ქედს თითოეული თქვენგანის წინაშე!

თქვენ შეძელით პრაქტიკულად სასწაულის მოხდენა!

მე არავისზე გაბრაზებული არ ვარ. არც იმ ადამიანების პატარა ჯგუფზე, რომლებიც, ზოგი ფულის გამო, ზოგი სხვა პირადი ინტერესების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ ამას, ვინც გვლანძღავდა ტელევიზიით, ჩვენ იმათაც უნდა ვაპატიოთ, ვინც გვცემდა მიტინგებზე, იმათაც, ვინც გაისროლა გუშინ და დაჭრა რამდენიმე ადამიანი; იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა და საქართველოს სჭირდება პატიება, ეროვნული თანხმობა, ერთიანობა; ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა!

ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, ყველა სხვა პრობლემის გადაჭრასთან ერთად, არის ის, რომ საქართველო იყოს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო!

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, დავდგეთ ერთად და ვიზეიმოთ ეს დღესასწაული - საქართველოში ყველანაირი საზღვრების აღება, ჩოლოქზე, ქაქუთზე, და სხვა ადგილებში!

რამდენიმე წუთში ეს უკვე საბოლოო შეუქცევად ხასიათს მიიღებს!

დღეს არის დიდი დღესასწაული, ხვალ კიდევ უფრო დიდი დღესასწაულია, გიორგობა, და მე მინდა ვუთხრა ყველას, ბოლო საათები ჩვენ ისე უნდა ჩავატაროთ, რომ ის აღტაცება, რომელიც არის დღევანდელ მსოფლიოში, გაათმაგდეს. არ უნდა იყოს არც ერთი ინციდენტი, არც ერთი შეტაკება, არც ერთი ძალადობის ფაქტი და თუკი ვინმე ამას დააპირებს, ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი!

ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ სულგრძელნი, ყველას ყველაფერი ვაპატიოთ, ოღონდ ახლა განიარაღების დროა, ახლა საქართველოსადმი დამორჩილების და მთელი ქართველი ხალხის და, მათ შორის, აჭარლების გამარჯვების საბოლოო აღიარების დრო არის!

გილოცავთ ყველას და მე ვიმედოვნებ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება!

სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური

მთელი მსოფლიო აღტაცებით უყურებს აჭარლების გმირობას / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება / სახელმწიფო საინფორმაციო სამსახური // 24 საათი. - 2004. - 6 მაისი. - N 106 (655). - A3 გვ.

46 პირველი ნაბიჯები სასწაულების შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ
ბობოყვათში გამართულ საგანგებო
პრესკონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა

აჭარაში აქამდე არ იყო თვითმმართველობა, აჭარაში აქამდე იყო ერთმმართველობა და აჭარა, პრაქტიკულად, გამოყოფილი იყო საქართველოდან. მე ამას აღარასოდეს დავუშვებ. მიმდინარეობს შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება და ერთადერთი შეიარაღებული ფორმირება, რომელიც დარჩება აჭარაში, იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადა, რომელიც განთავსდება ბათუმში. ჩვენ გავაძლიერებთ ოცდამეხუთე ბრიგადას, აქ ადგილობრივ კადრებთან ერთად იქნებიან ის კადრები, რომლებიც გაწრთვნეს ამერიკელებმა. ასევე, აჭარაში განლაგდება საქართველოს შინაგანი ჯარის ბრიგადა და თუკი როდესმე აქ ვინმეს შეიარაღების სურვილი აღეძრება, ჩვენ ამას ექვსი და ათი დღის შემდეგ კი არა, რამდენიმე საათში გავცემთ პასუხს და ამ ადამიანებს სამუდამოდ ჩამოვაშორებთ აჭარას და საზოგადოებას. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ, რომ აჭარაში როდესმე შეიქმნას ერთმმართველური სიტუაცია და ჩამოყალიბდეს ისეთი კლანი, რომელიც აჭარლების ხარჯზე გამდიდრდება და გააუბედურებს ამ საზოგადოებას. აქ იქნება აჭარლების კოლექტიური თვითმმართველობა, იქნება უზენაესი საბჭო, უზენაესი საბჭო ძირითადში დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ალბათ, იკითხავს ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების აზრს და ვაკითხვინებთ ამ აზრს. რა თქმა უნდა, უზრუნველვყობთ იმას, რომ პროცესები წავიდეს კანონის ფარგლებში და ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ნებისმიერი ვინმეს მცდელობა, რომ მოახდინოს საბაჟოს და პორტის შემოსავლების მიტაცება და აჭარის ბიუჯეტი ჩაიდოს ჯიბეში, იმავე დღეებში და წუთებში შეხვდება რეაგირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამ ადამიანებს დავაპატიმრებთ და არ გავახარებთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი აწი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იყოს და ვერავინ გაბედავს იმ მეთოდებით მართვას, რომლითაც აქამდე იმართებოდა საქართველოს ეს უმშვენიერესი კუთხე. აი, ეს არის ჩემი მოსაზრებები იმ თემაზე, თუ როგორ უნდა მოეწყოს ადგილობრივი თვითმმართველობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

რა თქმა უნდა, ყველაფერი, ჯერ კიდევ, დაულაგებელია, არის პროვოკაციები, აშკარად არის სხვადასხვა შეიარაღებული ძალის აქტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადში განიარაღება დამთავრებულია. ჩვენმა ძალებმა დააპატიმრეს პოლიციის უფროსი ცინცაძე და შინაგანი ჯარების სარდალი მამაშვილი, რომელთაც დახვრიტეს შუახევიდან, ხულოდან და ქედიდან ბათუმისკენ მომავალი მშვიდობიანი მანიფესტაცია, ოთხი ადამიანია დაჭრილი. მე მივეცი გარანტია იმ ხალხს, ვინც იარაღს არ გამოიყენებდა. ვინც იარაღი გამოიყენა, ყველას გავცემთ პასუხს, თუ მომავალში ვინმე იარაღის გამოყენებას გაბედავს, უმკაცრესად გავუსწორდებით. იყო ხალხი, ვინც ჩვენთან თანამშრომლობდა, ჩვენ მათ მივეცით უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ის ადამიანი, გენერალი დუმბაძე, რომელიც ხმამაღლა ტრაბახობდა, რომ ააფეთქა ხიდები, უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და ფიცს, უმკაცრესად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე და წარდგება სასამარ რთლოს წინაშე, როგორც დავპირდი. მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებდი. მე ვარ ძალიან რბილი ადამიანი, თუ საქმე ეხება ადამიანურ დამოკიდებულებას, მაგრამ, სამშობლოს ღალატს და ინტერესებს რაც შეეხება, ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა, არ დავიხიო უკან.

შეიქმნა აჭარის დროებითი ადმინისტრაციის საბჭო და მე გაგაცნობთ მის შემადგენლობას. აქ შედიან ძალიან კარგი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, ძალიან ბევრი იტანჯეს, ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ამ წლების განმავლობაში და არ შეეგუვნენ უსამართლობას, რაც აჭარაში ხდებოდა. აქ შედიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლები, მაღალმთიანი აჭარის, ბათუმის, ქობულეთის. აქ არიან სტუდენტური ორგანიზაციების ლიდერები, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ბოლო დღეებში და არ შეეგუვნენ უსამართლობას. მე ქედს ვიხრი ჩვენი სტუდენტების, ჩვენი ახალგაზრდობის წინაშე.

საბჭოს შემდეგი შემადგენლობაა: კობა ხაბაზი, იოსებ ხიმშიაშვილი, თამაზ დიასამიძე, სულხან ღლონტი, ელგუჯა მაკარიძე, თენგიზ ასანიძე, ედვარდ სურმანიძე, ნატო იმნაძე, კახა მიქელაძე, ოთარ მიქელაძე, მერაბ ქიძინიძე, ბეჟან კოპაძე, ჯემალ ინაიშვილი, მურმან დუმბაძე, ავთანდილ ბეჟანიძე, ედვარდ ფუტკარაძე, ზურაბ მიქელაძე, არმაზ ახვლედიანი. ჩვენ დავტოვეთ სპეციალურად მეოცე ადგილი, კიდევ თუ ვინმე გამოგვრჩა საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენელი, შევიდეს ამ საბჭოში. ეს საბჭო შეიკრიბება რეგულარულად და იქნება მმართველობის განმახორციელებელი ძირითადი ორგანო, იგი ხვალიდან დაჯდება აჭარის პარლამენტის შენობაში. აქვე ვიღებ გადაწყვეტილებას და საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მეორე პუნქტის და 73-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის თანახმად და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ საქართველოს კანონის მე-4, მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებს:

1. დათხოვნილ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტი;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნას პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა;

3. შემოღებულ იქნას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა;

4. შეიქმნას დროებითი საპრეზიდენტო ადმინისტრაცია.

ამას ვაწერ ხელს და ამ წუთიდან აჭარის პარლამენტი არის დათხოვნილი. ამავე დროს, ვაწერ ხელს განკარგულებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ვარშალომიძის დანიშვნის შესახებ. ბატონი ლევანი არის ბათუმში დაბადებული და გაზრდილი, არის ძალიან კარგი ოჯახიდან და ბოლო რამდენიმე თვე ხელმძღვანელობს „საქართველოს რკინიგზას“, ძალიან წარმატებულად. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდა კადრი ყველა სხვა ჩვენ ადამიანთან ერთად (კოლექტიური მმართველობაა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ არ იქნება ერთპიროვნული მმართველობა), შეძლებს ამ ფუნქციის შესრულებას. ახლა მთავარია ეკონომიკა, მენეჯმენტი, ახლა მთავარია ხალხს დავეხმაროთ და ეს არის ჩვენი ფუნქცია. ბატონი ლევანი შეძლებს კოორდინაციას საქართველოს ხელისუფლებასთან და იმუშავებს. მთავარია ხიდების და გზების აღდგენა და ხალხის დახმარება, ამის გამოცდილება მას მიღებული აქვს.

მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა აჭარის ყველა მცხოვრებს: მადლობელი ვარ თქვენ მიერ გამოჩენილი გმირობისათვის, მადლობელი ვარ იმისა, რომ ბოლო დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პატრულირებენ ბათუმში, ხვდებიან თქვენი მხრიდან სითბოს, მხარდაჭერას და ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ნებისმიერი ჯარისკაცისთვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ აქ იყოს საგანგებო მდგომარეობა, ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას, ერთად უნდა მოვახერხოთ განიარაღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ განიარაღების პროცესი არ შეჩერდეს, რომ ჩვენ შევძლოთ წესრიგის დამყარებაში საზოგადოების მხარდაჭერა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შურისძიება, ძველი წყენები უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ, თუკი ვინმე ძველებურ საქმიანობას გააგრძელებს, გავცემთ პასუხს. ყველა პროფესიონალი უნდა დარჩეს თავის ადგილზე, თუ მას არ მიუძღვის დანაშაული. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული საკადრო ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები არ უნდა ატარებდეს ნადირობის ხასიათს.

აჭარაში მცხოვრებმა ხალხმა ერთად იბრძოლა და მოახდინა სასწაული. ერთმანეთისგან განვსხვავდებით მეც, ნინო ბურჯანაძეცა და ჟვანიაც, მაგრამ, ვართ ერთი გუნდი. ჟვანიამ გმირულად იბრძოლა აჭარაში ბოლო დღეებში და არ შეიძლება ეს არ დაუფასო, ისევე, როგორც ქალბატონი ნინო ყველაფერში გვედგა გვერდით. სულ ამბობდნენ: ესენი ახლა არიან ერთად, იმიტომ, რომ ერთად დაამხეს ხელისუფლება და მერე დაიყოფიანო. ხომ არ მოხდა ასე. ყველა ეს ადამიანი იქნება ერთად. ახალ პოსტების გადანაწილებაზე საუბარი არის ნაადრევი. აჭარლებმა უნდა აირჩიონ ის თვითმმართველობა, რომელიც გადაინაწილებს პოსტებს. ახლა დროებით ადმინისტრაციასა და საბჭოზეა საუბარი, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის საპრეზიდენტო ადმინისტრაცია, ამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარ მე. პრეზიდენტის რწმუნებული არის ლევან ვარშალომიძე და ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალო კოორდინაციას ის განახორციელებს, მაგრამ საბჭოს თითოეული წევრი თანასწორია და ყველა ერთად განახორციელებს იმას, რომ აჭარა დავაყენოთ ფეხზე. ვინ რა პოზიციას დაიკავებს თბილისში ან აქ, ეს გადაწყდება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ვინ როგორ იმუშავებს, ამას აჭარის საზოგადოება განსჯის. მე ამას გავითვალისწინებ მათთან ერთად. ახლა მთავარია, ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდში იგრძნოს, რომ უკეთესობა შეიმჩნევა. მთავარია, აღდგეს ხიდები და ტურისტული სეზონი ჩატარდეს ძალიან კარგად. მე მოვუწოდებ თბილისელებს, ყველა სხვას, ვინც აპირებდა თურქეთში თუ, თუნდაც, საქართველოს სხვა რაიონებში დასვენებას, ახლა საქართველოს ყველა რაიონს სჭირდება ტურისტი, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სჭირდება აჭარას და აჭარლებს. ამიტომ ახლა ყველანი უნდა ჩამოვიდეთ აჭარაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩოლოქთან არანაირი ბარიერი არ იქნება აღარასოდეს, არ იქნება რაღაც პატრულები და კომენდანტის საათი. არ იქნება ამ ადამიანებზე ის წნეხი, რაც იყო ადგილობრივი საგადასახადო თუ კრიმინალური სტრუქტურებიდან. ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურესად კეთილგანწყობილია, მოსახლეობამ დაამტკიცა თავისი სიყვარული საქართველოს მიმართ. ამ ხალხს ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენი დახმარება არის თითოეული ლარი, რომელსაც ჩვენ დავხარჯავთ აჭარაში. დღეს აჭარას სჭირდება თითოეული ქართველი ოჯახის სოლიდარობა და დახმარება.

პირველი ნაბიჯები სასწაულების შემდეგ / პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბობოყვათში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვა // დილის გაზეთი. - 2004. - 8 მაისი. - N107 (2433). - 2 გვ.

47 დამარცხების ეპოქა დამთავრდა

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა
ჟურნალისტების წინაშე 2004 წლის 11 მაისს

შეიძლება ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვერ გაიზიარა, რა ისტორიული მოვლენა განხორციელდა საქართველოში გასულ კვირას. მრავალი წლის განადგურების, დაშლის, დასუსტების შემდეგ, საქართველომ დაიწყო გამთლიანება. გასულ კვირას ჩვენ დავძლიეთ ჩვენი მთავარი კომპლექსი, რაც გაგვინვითარა შევარდნაძის მმართველობამ, რომ საქართველო ყოველთვის მარცხდება, რომ ჩვენი ჯარი ყოველთვის მარცხდება, რომ მეზობელი სახელმწიფოები ყოველთვის ჩვენზე ძლიერები არიან და ყოველთვის აგრესიულები ჩვენს მიმართ. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ დამარცხების ეპოქა დამთავრდა. საქართველო აღარ აპირებს წაგებას, აღარ აპირებს, რომ იყოს დამცირებული. სამი თვეა, რაც ახალი მთავრობა მუშაობს და მთავარი საკითხი უკვე მოგვარდა. ამ რამდენიმე თვეში, ნოემბრის რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფოდ ვიქეცით. ბოლო ერთი კვირაა ბათუმის ქუჩებში შინაგანი ჯარის 2000-ზე მეტი ჯარისკაცი ეწევა პატრულირებას. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა, როცა ჯარი აფხაზეთში იყო. იყო ათასგვარი უბედურება, ძარცვა-გლეჯა, იქაც იყვნენ გმირები, მაგრამ მათ უკან არ იდგა სახელმწიფო. ერთი მაროდიორობის ფაქტიც არ მომხდარა ბათუმში, ეს არის უკვე სხვა ჯარი, ეს არის ჯარი, რომელსაც სამზარეულო აქვს, რომელსაც დღეში სამჯერ კვებავენ, ეს არის ჯარი, რომელიც დროზე იღებს ხელფასს და რომელსაც აქვს გამარჯვებულის სულისკვეთება. იმ მანევრებმა, რომელიც ყულევში ჩავატარეთ, საბოლოოდ დაარწმუნა აბაშიძე, რომ ჩვენთან დაპირისპირებას აზრი არ ჰქონდა. თუ არა ის სულისკვეთება, რომელიც დაინერგა, სხვანაირად ეს ისტორიული საკითხი ასე წყნარად და მშვიდად ვერ მოგვარდებოდა. მთელი მსოფლიოს თვალში საქართველოს ახლა სულ სხვა სახე აქვს. ყველა ამბობდა, ნოემბრის რევოლუცია მოხდა, ახლა ისინი დაიშლებიანო და ისევ იმ უბედურებას გაიმეორებენ, რაც წინა ხელისუფლებამ საქართველოს დამართაო. არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ ჩვენ ამას სხვანაირად მივუდექით, ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოს მშენებლობა, ახლა ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფოებრიობის ახალ ეტაპს. აჭარის შემოერთებამ, პრაქტიკულად, გააორმაგა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი. ძალიან კარგად მიდის აღდგენითი პროცესები, დღეს დააკავეს მთავარი ქილერი, რომელიც აბაშიძეს ჰყავდა - სიამაშვილი, რომელიც მისი ბოლო საყრდენი იყო. აჭარაში 200-ზე მეტი ქილერის იარაღი ამოიღეს. განიარაღებისთვის ხვალ საღამომდე მივეცით ვადა დარჩენილ ფორმირებებს, მაგრამ, ამავე დროს, ლევან ვარშალომიძე, ედვარდ სურმანიძე, თამაზ დიასამიძე უკვე მუშაობენ, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე აჭარაში საგზაო სამუშაოები ჩატარდეს, ზაფხულში უნდა გაიხსნას ათასობით ახალი რესტორანი, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები ხალხისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ წავიდნენ აჭარაში, მეც ვაპირებ ჩასვლას, მინდა იქ ყოფნით გამოვუცხადოთ სოლიდარობა ჩვენს საყვარელ აჭარლებს.

პარტიაში ვერანაირ განხეთქილებას ვერ ვხედავ, შეიძლება, რამდენიმე ადამიანს აქვს განსხვავებული აზრი, ამის წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ. მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „დემოკრატების“ ერთობა ძალიან მტკიცეა. ჩემი, ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ჟვანიას ერთობა არის ძალიან მტკიცე. ზოგიერთ ჩემს თანაპარტიელს ეს არ მოეწონა, ეს მათი პრობლემაა. ვიცი, რა გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა აჭარაში. დანარჩენი საქართველოდან აჭარაში 2000 კაცი ჩავიდა იმ დღეს, როცა მომიტინგეების დარბევის საფრთხე იყო. ჩვენ დავძლიეთ ყველა ბარიერი. კახელები, ქართლელები, იმერლები, მეგრელები - ყველა ჩავიდა აჭარაში. ადამიანები, ვინც ნოემბრის რევოლუცია მოახდინეს, გადავიდნენ ტყე-ტყე, ზოგმა გადაცურა, ზოგი ავტომობილის ძარაშიც ჩაწვა და „კონტრაბანდულად“ შევიდა აჭარაში.

როგორც კი ასლან აბაშიძე გაიქცა, იმავე ღამეს ამ ხალხმა მიულოცა აჭარლებს გამარჯვება, დაიხურეს ქუდი, დასხდნენ მანქანებზე და უკან წამოვიდნენ. ეს ხალხი ისე მოიქცა, როგორც კარგად გაწვრთნილი არმია, ისინი იქ სიკვდილზე წავიდნენ, რადგან იქ რომ ცეცხლი გაეხსნათ, მათ იარაღი არ ჰქონდათ, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბევრად მეტი, ვიდრე თუნდაც სააკაშვილი და თუნდაც საპარლამენტო ფრაქცია. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დეზინტეგრაციულ პროცესებს ნამდვილად არ ველი. ჩვენ ახლა ვართ აღმშენებლობის პერიოდში. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის უფრო მეტი წევრი, ვიდრე პარტიამ პარლამენტში გაიყვანა. ეს ნიშნავს, რომ პარტიის მიზიდულობა დიდია, თუ ერთი-ორი კაცი გავა, ათი ამდენი შემოდის. პარტიის გაზრდა თვითმიზანი არ არის, მაგრამ გამოჩნდება, ვის რისი თავი აქვს. მუდმივად იქნება ახალი სისხლის გადასხმა მთავრობაშიც და პარლამენტშიც. ეს უნდა იყოს მუდმივი განახლების პროცესი. გამოჩნდებიან ახალი აქტივისტები პარლამენტის გარეთ, რომლებიც თავს გამოიჩენენ პოლიტიკაში. ყველამ შეიძლება ვერ გაამართლოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა გაამართლებს, რადგან ინტელექტუალური პოტენციალი ამ პარლამენტში ძალიან დიდია. ასე რომ, დღეს ჩვენ ზრდის პერიოდი გვაქვს, საქართველოს გაუჩნდა რეალური გაერთიანების შანსი. ამას დასჭირდება დრო, გამძლეობა, მოთმინება, მაგრამ ამის არ დანახვა შეუძლებელია. ჩვენი პარტიის მთავარი ამოცანაა ადგილებზე შევქმნათ სიღარიბის აღმოფხვრის ქსელი. საზოგადოების ყველაზე ღარიბ წევრებს ჩვენ ერთად უნდა დავეხმაროთ. საზოგადოების 10-15 პროცენტი შიმშილობს, ამ ხალხის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და ბოლო რესურსების მათზე გადანაწილება უნდა მოხდეს. მინდა, რომ ამ პროცესში თავად ჩავება. ადმინისტრაციების საქმიანობა მაქსიმალურად უნდა გავაკონტროლოთ და თუ ვინმე ოდნავ გაიხრწნება, მაშინვე უნდა შეიცვალოს ახალი წევრით. უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი განახლება, რომ არ მოხდეს დაჭაობება, დახავსება. ჩვენ ამ პოზიტიური მოძრაობის შეჩერება არ გვეპატიება.

მე არ მინდა წალკის ინციდენტის დრამატიზირება მოვახდინო, ამ ხალხს შეხვდნენ ჩემი წარმომადგენლები, ეს არ იყო ორ ერს შორის ჩხუბი, დაპირისპირება მოხდა ორ ჯგუფს შორის. ჩვენი მიზანი არ არის დამნაშავის გარკვევა. ჩვენი მიზანია, დავიცვათ თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მათი ეროვნული წარმომავლობისა. დღეს საქართველოს იმის რესურსები აქვს, რომ ყველანაირ პროვოკაციას პასუხი გასცეს. ვერანაირ პროვოკაციას, რიტორიკას თავს ვერ მოგვახვევენ. საქართველოში დღეს ბევრად უფრო ძლიერი პოლიციაა. გუშინ მან აღმოაჩინა 50 მილიონად ღირებული კრანახის ნახატი. თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას საზღვარგარეთ გაიტანდნენ. ძველ დროში ნამდვილად გაიტანდნენ, მაგრამ გამიოფხიკა ყურები პოლიციამ, სხვა სულისკვეთება აქვს და ეს ყველა მიმართულებით ასეა. მაგალითად, სარფის საბაჟოზე ასლან აბაშიძე თვეში 300 000 დოლარს არეგისტრირებდა. ახლა ერთ დღეში შემოვიდა 100 000 დოლარზე მეტი. წარმოიდგინეთ, რამდენი ფული იკარგებოდა. ჩვენ არავის ვურჩევთ გვაშანტაჟონ. ყველას პასუხს გავცემთ. აჭარაში უშიშროება ამუშავდა, აჩვენა თავის ძალა, სხვა რეგიონებში სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდება, საქართველოს მტრები დღეს „ადგილზე არიან მომჯდარი“ მას შემდეგ, რაც აჭარაში მოხდა. მთელი აზერბაიჯანი ჩვენზე მეტად ზეიმობს აჭარის მოვლენების გამო, რადგან იმათაც, პერსპექტივის განცდა გაუჩნდათ მთელი რეგიონისთვის. საქართველო, სხვა თუ არაფერი, მთელი რეგიონისთვის უზარმაზარი ეკონომიკური კვანძია. პოზიტიური რეაქცია იყო სომხეთში, უკრაინის პრეზიდენტმა აღტაცებულმა დამირეკა. ამ ყველაფრის მერე რომ ვიღაც ხულიგნებმა გვაშანტაჟონ, არ გამოუვათ. ნელ-ნელა წყნარად, სოლიდურად ყველა პასუხს გავცემთ.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს, მე გამოვხატე ჩემი პოზიცია არა ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით, არამედ მისი გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის საქციელთან დაკავშირებით. ევროპის საბჭო არის საპარლამენტო ასამბლეა და სამდივნო, რომელსაც გენერალური მდივანი ჰყავს. ასამბლეამ მთლიანად ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ამის გარდა, მხარი დაგვიჭირა ევროპის კავშირმა და დაგმო ასლან აბაშიძის საქციელი. აშშ-მ უმკაცრესად დაგმო აბაშიძის ნაბიჯები. ევროსაბჭოს ფუნქციაა რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ეს არის დემოკრატიის დამცველი ორგანიზაცია. მან, პრაქტიკულად, ხმა არ გაიღო მაშინ, როცა მისი მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ევროპის საბჭო ჩვენი უფროსი არ არის. ეს არის ის ორგანიზაცია, რომლის უფროსი საქართველოც არის, რაკი ჩვენ ვართ მისი ერთ-ერთი წევრი - ვუხდით ხელფასს სამდივნოს თანამშრომლებს, ყოველწლიურად შეგვაქვს შესატანი, რომელსაც ვიხდით იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციამ დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ასანიძის შემთხვევაში სასამართლომ კარგად იმუშავა, გენერალური მდივნის შემთხვევაში მისი რეაქცია აბსოლუტურად არაა ადეკვატური იყო. ჩემს განცხადებას ძალიან დადებითი რეაქცია ჰქონდა დასავლეთის პრესაში, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ თავმოყვარე ქვეყანა, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი და ამის ზემოთ ჩვენი უფროსი არ არსებობს. რაც შეეხება ევროსაბჭოს წარმომადგენელს საქართველოში, სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს ჩვეულებრივ პროცედურას, რაც საბოლოოდ დიპლომატიური არხებით გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ეს ყველა ევროპელისთვის გაკვეთილია. ნინო ბურჯანაძე ესაუბრა ვალტერ შვიმერს და ისიც წუხს იმის გამო, რომ თავის დროზე ადეკვატური რეაგირება ვერ მოხერხდა, რაც აჭარაში ხდებოდა. ყველამ გააკეთოს თავისი დასკვნები. ჩვენი პოზიცია ნათელია. ევროსაბჭოს გაჩუმება მხოლოდ აბაშიძეს წაადგა. ეს წარსულია და შეიძლება ამაზე ლაპარაკი აღარც ღირდეს, მაგრამ წინ აფხაზეთი გვაქვს და ამიტომ ჩვენი პრინციპული პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა ჟურნალისტებსაც დიდი მადლობა გითხრათ, რადგან აჭარაში რაც ხდებოდა, ეს იყო გმირული საქციელი. აჭარაში ერთ-ერთი მთავარი გმირები ჟურნალისტები არიან, იქ მათ ისეთი ინტენსიურობით და აზარტით სცემდნენ, ბოლოს ამაზე უკვე აღარავინ საუბრობდა, იმდენად შეეჩვია ყველა. თითქოს ჟურნალისტის ცემა აუცილებელიც კი იყო. მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა თქვენს მიმართ. რაც შეეხება ლოთი ქობალიას, ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას მივიღებდი. შევხვდი დათო ბოლქვაძის დედას. არაფერს დავპირებივარ, მაგრამ ყურადღებით მოვუსმინე. მართლაც, ცამდე მართლები არიან, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. იყო სამოქალაქო ომი, ქობალია და მისთანები თავიანთი გადმოსახედიდან მართლები არიან, რადგან ისინი დამხობილ კანონიერ ხელისუფლებას იცავდნენ. ამგვარად, ისინი მოღალატეები არ იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირების დროს ორივე მხარემ ჩაიდინა დანაშაული, მათ შორის, მკვლელობებიც. ყველა სახლშია გაშვებული, ერთადერთი, ვინც ამ პერიოდიდან ციხეში დარჩა, ქობალია იყო. ის 10 წელი ციხეში იჯდა, აქედან 5-ზე მეტი სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა. გარწმუნებთ, სიკვდილმისჯილთა საკანში გატარებული ერთი დღე უტოლდება 10 დღეს. ამ ადამიანმა სერიოზულად ზღო იმ დანაშაულისთვის, რაც ჩაიდინა. მაგრამ მიმდინარეობს ეროვნული შერიგების პროცესი, ომის ფურცელი უნდა გადავფურცლოთ, ამიტომ ეს გადაწყვეტილება დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც მივიღე. მართალი გითხრათ, იმ ღამეს არ მეძინა, როგორც ადამიანს შეიძლება ეს არ მინდოდა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. ხანდახან პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს ის, რაც ადამიანურად ძნელი გასაკეთებელია. რაც შეეხება რომან დუმბაძეს, ის იყო კანონიერი პრეზიდენტის სამსახურში მყოფი მაღალი რანგის სამხედრო. როდესაც ეს ამბები ატყდა აჭარაში, დუმბაძეს ტელევიზიითაც და მისი მეგობრების პირითაც შევუთვალე, რომ ოღონდ შენ გვერდზე მაინც გადექი და არავინ არასოდეს არ შეგეხება მეთქი. მან თავხედურად თქვა, რომ ამას არ გააკეთებდა. უფრო მეტიც, მაშინ, როცა ხიდები ნეტკაჩოვმა ააფეთქა, გამოვიდა და განაცხადა, რომ ხიდები მან ააფეთქა. მან გადაგვიკეტა ჩოლოქზე გზა, იარაღი გადასცა უკანონო ფორმირებებს, რაც მძიმე დანაშაულია. ახლა ხშირად ამბობენ, ის ხომ ორმხრივი წნეხის ქვეშ იყოო. ის ბიჭები, ვინც წამოვიდნენ, ორმხრივი წნეხის ქვეშ არ იყვნენ? მიუხედავად ყველაფრისა, ისინი თავიანთი ქვეყნის ერთგულები დარჩნენ. ამიტომ, თუ ჩვენ როდისმე აფხაზეთის დაბრუნება გვინდა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მოღალატეობა ისჯება, არის წერტილი, საიდანაც მობრუნება ძალიან მძიმეა. ჩვენ იმ ბიჭებს, რომლებიც გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, შევუნარჩუნებთ ხელფასებსაც და კარიერასაც გავუკეთებთ. იმ ბიჭებს, რომლებმაც არ გაისროლეს, მაგრამ იქით დარჩნენ, არაფერს ვუზამთ, გავუშვებთ, მაგრამ თუ ქართველი გენერალი, რომელმაც იანვარში პატაკი ჩამაბარა, როგორც ქვეყნის მთავარსარდალს და ღიად გამოხატა ამბოხი, არ დაისჯება, საქართველო ვერასოდეს ფეხზე ვერ დადგება. ეს არის განსხვავებული სიტუაცია და აქ ჩვენ სიმტკიცე გვმართებს. ეს, აგრეთვე, ეხება რამდენიმე უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირს, მათ შორის, შინაგანი ჯარის სარდალს - ცინცაძეს. მისი მთელი შემადგენლობა წამოვიდა თბილისში, მან კი ღიად გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. მინდა, რომ 26 მაისს დიდი აღლუმი გავმართოთ, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 100 ტანკი, ბრონირებული მანქანა, ბათუმში გემების დიდი აღლუმი ჩატარდება, დიდი სახალხო სეირნობა ბათუმსა და თბილისში. სხვათა შორის, ივნისში ბათუმში სუამის სამიტის ჩატარებას ვგეგმავთ. მინიმუმ, სამი პრეზიდენტი ჩამოვა, უზბეკეთთან ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. სხვათა შორის, აჭარაში ვმართავთ დიდ ეკონომიკურ ფორუმს, რომელზეც მთელი რუსეთის ბიზნესმენები ჩამოდიან პრეზიდენტ პუტინის დავალებით. ახლა დელეგაცია მიმყავს რუმინეთში და თურქეთში, მიმყავს აჭარლები, რათა ბათუმთან კავშირები აღდგეს, რაც საქართველოს გაამდიდრებს. იმედია, რომ ასლან აბაშიძისგან ამოვიღებთ ფულს. როგორც შევარდნაძის ოჯახისგან გადმორიცხული ფული დავურიგეთ ხალხს, ასევე დავურიგებთ ამ ფულს აჭარლებს და რაც მორჩება, დანარჩენ საქართველოს. უნდა აღდგეს საწარმოები აჭარაში, კატერები გადავეცით ფოთის სასაზღვრო დაცვას, რადგან სამხედრო დანიშნულების იყო. ბათუმში მხოლოდ ორი დავტოვეთ. რაც შეეხება სამხედრო დანიშნულების ტექნიკას, ზოგი შეკვეთა წამოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, ზოგიერთი უცხოეთიდან, რისი გაცოცხლებაც არ შეიძლება, უნდა გაიყიდოს.

იყო კომპანია „ბასრი“, რომელიც ათასგვარ უკანონობას ჩადიოდა, იყო ადამიანების წრე, რომელიც ასევე უკანონობას ჩადიოდა, მათ ქონება უნდა ჩამოერთვათ. ას ერთი კომპიუტერი გავუგზავნეთ სკოლებს. ამ კომპიუტერებით აბაშიძე აკეთებდა ქსელს, რათა ყველა ადამიანზე ჰქონოდა კარტოთეკა, დაწყებული თითის ანაბეჭდებიდან, ფეხის ზომით, თვალის ფერით და პოლიტიკური შეხედულებებით დამთავრებული. ეს ყველაფერი მოაწყვეს უშიშროების სამინისტროს სარდაფში, ამის შესახებ აბაშიძემ მეც მითხრა ბოლო შეხვედრაზე. სექტემბრისთვის ექნებოდათ აბსოლუტური მონაცემები, ვინ რა შეხედულების არის აჭარაში, როგორ გამოიყურება, ვინ ჰყავს მეზობელი და დამსმენი. ასეთი ტოტალიტარული სამოთხე ჰქონდა მას მოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს ჩავუშალეთ. ამ კარტოთეკებში საპატიო ადგილი გვეკავა მეც, ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ჟვანიას, ვუპოვეთ დოკუმენტები, სადაც ჩვენი ცხოვრება დეტალურად იყო აღწერილი. ჩემს შესახებ ისეთი დეტალები გავიგე, რომ ზოგიერთი მეც აღარ მახსოვდა. ამაზე ისინი მუშაობდნენ, მაგრამ დროულად ჩაეშალათ. მისი ქონებიდან რისი გაყიდვაც შეიძლება, უნდა გაიყიდოს და ყველაფერი გადაეცეს აჭარლებს.

დაბოლოს, კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავაკეთო კომენტარი. გამიკვირდა, პენსიებთან დაკავშირებით როგორ იღებს ვინმე ხმას. არანაირ პარალელებს არ ვავლებთ, მაგრამ, პირველად სტალინის დროიდან, საქართველოში დაიწყო პენსიის ისეთი ზრდა, რომ ყოველთვიურად პენსია იზრდება ზოგან 3 ლარით, ზოგან - ერთით, ზოგან ორით. იურისტებმა ამაზე შეიძლება იკამათონ, მაგრამ რეალურად ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ყველაფერი გაძარცვული დაგვხვდა, შევარდნაძეს ჩვენთვის მემკვიდრეობით ფული არ დაუტოვებია. ყველაფერი წაიღეს შინ და შეჭამეს, ზოგი მამალაძემ წაიღო, ზოგი რჩეულიშვილმა, ზოგი სხვა მუქთამჭამელმა, ჩვენ შემოვ ვედით ცარიელ-ტარიელ ბიუჯეტზე და მოვახერხეთ შემოსავლების თითქმის ორჯერ გაზრდა არა მხოლოდ ოქრუაშვილის მეშვეობით, არამედ საგადასახადომაც იმუშავა. როცა საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, თბილისში პენსია 14 ლარი იყო, ახლა 20 ლარია. რეგიონებში 12-13 ლარი იყო, რადგან ბანკი 1-2 ლარს აჭრიდა, ახლა რეგიონებში იღებენ 17 ლარს და გვაქვს შანსი, რომ გავხადოთ 18 ლარი, შემდგომ - 19 ლარი. მომავალი წლისთვის თავისუფლად შეიძლება, რომ 28 ლარი გახდეს. ფაქტია, რომ პენსიონერები ახლა გაზრდილ პენსიას იღებენ და იღებენ დროზე. მე ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ ასევე ფული უნდა ვხარჯოთ ბევრ სხვა რამეზე, ფული გვჭირდება არმიისთვის, საქართველო არმიის გარეშე არ აშენდება და აქ ძალიან ბევრი ხარჯი გვაქვს. აუცილებლად ფული უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ გვქონდეს რეზერვი, იმისათვის, რომ გადასახადები შემცირდეს და ხალხი დასაქმდეს. ჩემი დავალებაა, რომ უახლოეს ერთ წელიწადში საქართველოში შეიქმნას ასობით-ათასი ადგილი. მეორე მხრივ, ყველა ადამიანი, რომელიც იღებს სხვადასხვა შეღავათს, უნდა გავარკვიოთ, საჭიროებს თუ არა ამ შეღავათებს. მაგალითად, ლტოლვილები ორჯერ მეტია გაფორმებული, ვიდრე სინამდვილეში არიან. პენსიონერებს შორის მკვდარი სულებია. გაჭირვებულ პენსიონერად გაფორმებულია ისეთი ხალხი, რომელიც სიმდიდრეში ბანაობს, ამ დროს მართლაც გაჭირვებული ვერაფერს იღებს. ეს ყველაფერი გადასახედია და ამ მხრივ ნამდვილი რეფორმაა ჩასატარებელი. ახლა შევდივართ რეფორმების ეპოქაში, შევდივართ საქართველოს გაძლიერების, გამთლიანების ეპოქაში და, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ერთიანობა. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა იქნება, მაგრამ ინტრიგანობა და ჩხირკედელაობა ძალიან ცუდია. ჩვენ ყველანი ვიამაყებთ, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩვენი შვილიშვილები იამაყებენ, რომ საქართველოს დაშლის, განადგურების, დაკომპლექსების დრო მთავრდება და იწყება პერიოდი, როცა დავიბრუნეთ ჯერ აჭარა, შემდეგ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, ეს არის გარდაუვალი თუ ჩვენ თვითონ შიგნიდან არ ავიფეთქებთ თავს. რაც შეეხება სიღარიბეს, ეს არის ჩემი ნომერ პირველი მტერი, მთელი ხელისუფლება ორიენტირებული იქნება დაეხმაროს გაჭირვებულებს, სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. პენსიების ზრდა გაგრძელდება, ჯოხთაბერიძეს ფული ჩვენ დავაბრუნებინეთ. იმ წუთში ძალიან გვჭირდებოდა ამ ფულის დახარჯვა იარაღზე, რადგან რა პროვოკაციებს მოგვიწყობდა აბაშიძე, არ ვიცოდით. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრის მერე ვთქვით, რომ ეს ფული პენსიონერებზე და მასწავლებლებზე დაგვეხარჯა. მასწავლებლებზე იმიტომ, რომ რეგიონებში ისინი არიან საზოგადოების მთავარი საყრდენი. ამჟამად მიმდინარეობს მიწათმოქმედების სამუშაოები და ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება, თუნდაც, რამდენიმე ლარი ადამიანს იმისათვის, რომ შემოდგომ მისთვის მოემზადოს. ამიტომ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე, მილიონი ადამიანის ოჯახში შევიდა შევარდნაძის ოჯახის მიერ გადმორიცხული თანხა. მომავალში ვაპირებთ ორჯერ-სამჯერ ასე წართმეული თანხებით დავალიანების გასტუმრებას. მაგრამ, ამის პარალელურად, უნდა გავზარდოთ პენსიები და ხალხს დროზე მივცეთ. რაც უნდა გვლანძღონ, ხომ ფაქტია, რომ პენსიონერები მომატებულ პენსიას იღებენ, მე მივმართავ მათ - ხომ იღებთ მეტს და დროულად, ბოლოს ხომ ნამდვილად აღარაფერს აღარ იღებდით. ასე რომ, თუ დაინახავთ, სად არის საქმის გამკეთებელი, თქვენი ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, რადგან ჩემთვის თქვენს დახმარებაზე მეტი მთავარი პრიორიტეტი არ არსებობს. მე მყავს ბებია და ბაბუა სახლში, ორივენი ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან, მათი თაობისთვის დახმარების გაწევა ჩემი მთავარი ამოცანაა. ამას ყველანი ერთად შევძლებთ უფრო ძლიერი სახელმწიფოს პირობებში, მთავარია ერთმანეთს ვენდოთ და გარწმუნებთ, რომ სიტუაცია მომავალში კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში, სიტუაციის არევას ვეღარავინ მოახერხებს. საქართველო ძლიერდება, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას, ვდგებით ფეხზე და საზოგადოების ყველა შრეს თავისი სარგებელი ექნება. დამნახავი ამას დაინახავს. სამწუხაროდ, დაუნახავი ადამიანებიც არსებობენ.

დამარცხების ეპოქა დამთავრდა / პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ჟურნალისტების წინაშე 2004 წლის 11 მაისს // დილის გაზეთი. - 2004. - 12 მაისი. - N110 (2436). - 1-2 გვ.

48 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 24 მაისი, ქ. თბილისი

საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის
2004 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წლის სახელმწიფო პრემიები და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში:

1. ლეონიდე გაბუნიას - (გარდაცვალების შემდეგ), აბესალომ ვეკუას - გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ხერხემლიანთა პალეობიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, დავით ლორთქიფანიძეს - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილეს, მედეა ნიორაძეს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ძველი ქვის ხანის არქეოლოგიის განყოფილების გამგეს - 1992-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის - „დმანისელი ადამიანის ადგილი ადრეულ ჰომინიდებს შორის, მისი მატერიალური კულტურა და ბუნებრ რივი გარემო“.

2. ეთერ ქემერტელიძეს (ხელმძღვანელი) - ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორს;

მერი ალანიას - ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების წამყვან მეცნიერ თანამშრომელს; ვახტანგ ბარბაქაძეს - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების წამყვან მეცნიერ თანამშრომელს; ცარუ დალაქიშვილს - (გარდაცვალების შემდეგ); გენრი დეკანოსიძეს - ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომელს; დურმიშხან ტურაბელიძეს - ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომელს - 1960-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის - „ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეულ ნივთიერებათა შესწავლა და ახალი სამკურნალო პრეპარატები“.

მედიცინის მეცნიერებათა დარგში:

1. ლავრენტი მანაგაძეს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემ მიის წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს; დავით გოცაძეს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიური ეროვნული ცენტრის უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელს; აკაკი ნადარეიშვილს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის და სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელს; თეიმურაზ ჩიგოგიძეს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტს; გიორგი ხვადაგიანს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტს - 1988-2000 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის - „შარდის დერივაციისა და ენტეროცისტოპლასტიკის ახალი მიმართულებები - ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირება ნაწლავის დეტუბულირებული სეგმენტით“.

2. გულნარა ჩაფიძეს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორს; ალექსანდრე ალადაშვილს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელს; სიმონ კაპანაძეს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორს სამკურნალო დარგში - 1988-2000 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - „საქართველოში გულის იშემიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური (ინვაზიური და ინტერვენციული) მეთოდების დანერგვა.“

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში:

1. იური ანანიაშვილს - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების კათედრის პროფესორს; კლიმენტი აჩელაშვილს - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ანალიზის მათემატიკური მეთოდების კათედრის გამგეს; იაკობ მესხიას - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს; ვლადიმერ პაპავას - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის გამგეს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს; ავთანდილ სილაგაძეს - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგეს; გიორგი წერეთელს - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორს 1965-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლისათვის - „მაკროეკონ ნომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“.

2. გიორგი ჩიტაიას (გარდაცვალების შემდეგ); თამილა ცაგარეიშვილს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის პროფესორს; ზურაბ წერეთელს - პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტს - 1997-2001 წლებში გამოცემული - „შრომების“ (5 ტომი) და „ეთნოგრაფიუ ული ალბომისათვის“.

ტექნიკის დარგში:

1. ჯუმბერ იოსებიძეს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის გამგეს; თორნიკე აფაქიძეს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის პროფესორს; ალექსანდრე ჩხეიძეს - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანს; ელგუჯა ქუთელიას - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათმცოდნეობის კათედრის გამგეს, სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელს; გიორგი აბრამიშვილს - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, დოცენტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის გამგის მოადგილეს; გელა ყიფიანს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების სამმართველოს უფროსს - 2000 წელს რუსულ ენაზე გამოცემული მონოგრაფიისათვის - „ავტომობილების ხანგამძლეობის, ეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლება ახალი თაობის ზეთების დამუშავებითა და გამოყენებით“.

2. ვლადიმერ ჟოჟიკაშვილს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელს; ირინე ხომერიკს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის საფუძვლების და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორს - 1986-2001 წლებში შესრულებული შრომათა ციკლ ლისათვის - „ინფორმაციის რაციონალური განთავსება მსხვილ განაწილებულ გამოთვლით ქსელებში“.

უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოებისათვის:

ალმასხან გუგუშვილს - (გარდაცვალების შემდეგ); მინდია სალუქვაძეს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს მდივანს; ვახტანგ ჭიჭინაძეს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველს - 1997 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის - „ოპტიმალური და ადაპტური სისტემები“.

საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოებისათვის:

დემი ლაოშვილს - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს - 2000 წელს გამოცემული სახელმძღვანელოსათვის - „ენერგეტიკა.“

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების დარგში:

თეიმურაზ შარაშენიძეს (ხელმძღვანელი); თამაზ ნინუას, გელა სულაძეს, ვალერიან ბიბილურს, ანდრია გიგუაშვილს, ალექსანდრე გოგავას - საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

II. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში 2004 წლის 26 მაისს.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება / საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 2004 წლის სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ / მიხეილ სააკაშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 26 მაისი. - N119 (4848). - 2 გვ.

49 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე

▲ზევით დაბრუნება


ჩემო თანამოქალაქენო!

ჩემო თანამებრძოლებო!

ჩვენი ერის ჯარისკაცებო!

ოთხი თვის წინათ, პირველად წარვდექი ჩემი ერის წინაშე და დავდე ფიცი, რომ დავიბრუნებდით საქართველოს.

დავიბრუნებდით საქართველოს და იმედგაცრუებისა და გათიშულობის წლებს, იმედისა და ერთიანობის ახალი შეგრძნებ ბით ჩავანაცვლებდით.

მე გთხოვეთ, ერთად დავმდგარიყავით, აღგვედგინა კანონიერება და ღირსება, შეგვექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები.

ჩემი ინაუგურაციის დღეს მე აღგითქვით, რომ აღვასრულებდით ჩვენი წინაპრების ოცნებას, იმ გმირების ოცნებას, რომლებმაც თავი გაწირეს თავისუფალი საქართველოსთვის - სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ 300 არაგველის მემორიალთან ვიმყოფებით.

აღგითქვით, რომ შევუდგებოდით ჩვენი დიდი ერის გაერთიანებისა და გამთლიანების პროცესს.

მაშინ მე გთხოვეთ, რომ გერწმუნათ ჩემი და ჩვენი საერთო უკეთესი მომავლის.

დღეს ყველას შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩვენმა რწმენამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო.

ოთხი თვის წინათ, ჩვენშიც და უცხოეთშიც ურწმუნოები სჭარბობდნენ მათ, ვისაც სჯეროდა.

პესიმისტები წინასწარმეტყველებდნენ, რომ პირველივე მცდელობაზე ჩვენ კისერს წავიმტვრევდით, ლაპარაკობდნენ სწრაფი მარცხის გარდაუვალობაზე - მათ არ ეგონათ, რომ საქართველოში რაიმეს გამოსწორება შეიძლებოდა.

და მაინც, დღეს მე თქვენს წინაშე ვდგავარ, საქართველო სწორ გზაზე დგას და ამის უარყოფა შეუძლებელია.

დღეს ჩვენს ხალხში ახალი ძალები იკრიბება.

ჩვენი რწმენა არათუ არ იკლებს, არამედ ძლიერდება კიდეც.

ჩვენი რწმენა დღეს უკვე კონკრეტულ შედეგებს ეფუძნება.

საქართველოს ხელახლა გაუჩნდა შანსი - ისე როგორც ოდესღაც გახდეს დიდი სახელმწიფო.

საქართველო შეიძლება გახდეს სახელმწიფო, რომელშიც ჩვენი შვილები იამაყებენ თავიანთი წარმომავლობით, მოქალაქეობით, საკუთარი პასპორტებით.

საქართველო შეიძლება გახდეს სახელმწიფო, რომელიც მეზობელი ქვეყნების პატივისცემისა და აღტაცების ობიექტად იქცევა.

ჩვენი ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი ნიშნები უკვე სახეზეა.

ჩვენ დავიწყეთ კორუფციასთან ნამდვილი ომი და ამ ომში პირველი ბრძოლები უკვე მოვიგეთ.

დღესდღეობით, საქართველოს მთავრობის არცერთ დონეზე აღარ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები.

ჩვენ გავანეიტრალეთ და განვაიარაღეთ რამდენიმე შეიარაღებული ბანდა.

სერიოზულად წავიწიეთ წინ შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში და მსურს აღვნიშნო, რომ დღეს, როგორც არასდროს, იზრდება ჩვენი შეიარაღებული ძალების ნდობა.

დღეს ჩვენს შორის იმყოფება თბილისელი მოქალაქე როლანდ ნებიერიძე, რომელიც ხუთი ვაჟის მამაა.

ხუთივე ჯარში გასაწვევი ასაკისაა, თუმცა ამ ოჯახიდან აქამდე არცერთი არ წასულა ჯარში, რადგან სახელმწიფოს ნდობა არ ჰქონდათ.

ახლა კი ბატონმა როლანდმა მიიღო გადაწყვეტილება, ხუთივე ვაჟი ერთდროულად გააგზავნოს ქართულ ჯარში.

ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებებს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს შელახული, ფეხქვეშ გათელილი რეპუტაცია ბოლომდე აღდგენილია.

საქართველო, როგორც არასდროს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვრჩებით მის სამხედრო მოკავშირედ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ერაყში ჩვენი კონტიგენტი გასამმაგდეს, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც იქ საკუთარი ნებითა და გადაწყვეტილებით წავლენ, ხელი შევუწყოთ და ერთად ამოვუდგეთ მხარში ჩვენს მოკავშირეებს.

ჩვენ მკვეთრად გაგვიუმჯობესდა ურთიერთობა რუსეთთან და თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავედით.

პირველად დაიწყო სერიოზული ლაპარაკი საქართველოზე, როგორც ევროპის კავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატზე.

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ საქართველო...

ვგულისხმობთ, რომ ყველა ცვლილებამ უნდა მიიღოს შეუქცევადი ხასიათი.

ვგულისხმობთ, რომ თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს ამ ცვლილებების სიკეთე.

ვინ უნდა დაიბრუნოს საქართველო?

ამ კითხვაზე პასუხი თითოეულ ჩვენგანშია.

საქართველოს დაბრუნება მისი თითოეული შვილის, თითოეული მოქალაქის საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს დაბრუნება თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მთავარი არსი და დანიშნულებაა.

საქართველოს დაბრუნება არის მისი გამთლიანება.

ჩვენ ამისკენ პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადავდგით აჭარაში.

დღეს აჭარა და ბათუმი თავისუფალია და ეს არის თითოეული იმ აჭარელის, თითოეული იმ ქართველის დამსახურება, ვისაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი გათავისუფლებისა და გაერთიანების სწამდა.

როდესაც საქართველოს გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, უნდა დავუბრუნდეთ ქართველი ერის მთავარ საფუძველს - ორმა მმართველმა ირწმუნა, რომ ძალა ერთობაშია, ორი დიდი მეფე - ფარნავაზი და ქუჯი დადგა ერთად, საქართველო გახდა მთლიანი.

საქართველო შეიქმნა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წინამძღოლებმა საქართველო დააყენეს საკუთარ თავზე მაღლა.

მათ გვერდზე გადადეს საკუთარი ეგოიზმი, ინტერესი, ძალაუფლებისადმი ლტოლვა, რათა შეექმნათ მძლავრი, მარადიული, მშვიდობიანი გზით მიღწეული ერთობა.

ძალა ერთობაშია.

ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველო არ შექმნილა დაპყრობისა და ძალის გამოყენების გზით.

სინამდვილეში ჩვენი ერი, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი კულტურა არის ჩვენი მიწის მკვიდრთა ადამიანური სოლიდარობის, ჰარმონიისა და ურთიერთგატანის, მრავალფეროვნების შერწყმის უნიკალური ნიჭის შედეგი.

დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, მე მსურს კიდევ ერთხელ მოვიხმო ჩვენი წინაპრების სიბრძნე.

სწორედ მათი ტოლერანტობის, ძმური სიყვარულის, ურთიერთთავგანწირვისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებით ჩვენ ხელახლა უნდა გავაერთიანოთ საქათველო.

მსურს დავადასტურო, რომ არც საქართველო და არც მისი პრეზიდენტი არასდროს არ შეურიგდებიან დაშლილობას.

სწორედ ამიტომ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ვთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ერთიანი სახელმწიფო კავშირების აღდგენის თაობაზე.

ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სახელმწიფოებრივი მოწყობის ყველანაირი მოდელი მათი ინტერესების გასათვალისწინ ნებლად, მათი მომავალი განვითარების უზრუნველსაყოფად.

მსურს მივმართო ჩვენს ოს ძმებს, გამოვხატო მათ მიმართ უღრმესი პატივისცემა და აღვუთქვა, რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის გაითვალისწინებს თითოეული მათგანის - საქართველოში მცხოვრები თითოეული ოსის ინტერესს.

მე, საქართველოს პრეზიდენტს, მსურს პირველად მივმართო მათ მშობლიურ ოსურ ენაზე, იმ ენაზე, რომლის სახელმ მწიფოებრივ სტატუსსა და დაცვის გარანტიას ქართული სახელმწიფო შეუქმნის საქართველოს მცხოვრებ თითოეულ ოსს. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა ოსურად წარმოთქვა.

მე მინდა ასევე მივმართო აფხაზებს და კიდევ ერთხელ ვთავაზობ მოლაპარაკების დაწყებას ფედერალური ურთიერთობების შესახებ და მათი ავტონომიის ფართო, მათ შორის საერთაშორისო გარანტიებზე.

ჩვენ აფხაზ ხალხს მეგობრობის ხელს ვუწვდით და მზად ვარ იგივე აფხაზურად გავიმეორო (საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვა აფხაზურად წარმოთქვა).

და მინდა მივმართო მთელს ქართველ ერს, ვთხოვო ვიყოთ მიმტევებელი, შეგვეძლოს დავინახოთ არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი შეცდომებიც.

შევძლოთ ხელი გავუწოდოთ ყველას, ვისაც მეგობრობა სურს, ვიყოთ მომთმენნი, მაგრამ გვქონდეს უნარი არასოდეს დავიხიოთ უკან მტრის წინაშე, გაქცეულებმა აღარასდროს ვაჩვენოთ ზურგი მტერს.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს დაბრუნებაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ყოველმა მეხუთე მოქალაქემ მიატოვა სამშობლო.

ეს ხალხი გაჭირვებამ, ომმა, ნგრევამ, უპერსპექტივობამ გააქცია.

მათ უკვე გაუჩნდათ შვილები, რომელთაც არასდროს უნახავთ საქართველო.

დღეს მათი დაბრუნება, საკუთარ სამშობლოსთან კავშირის აღდგენა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ამოცანაა.

საქართველოს კონსტიტუცია უფლებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტს, მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

დღეს მე მივმართე მთელ მსოფლიოში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს: საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება, მივანიჭო საქართველოს მოქალაქეობა უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, ვისაც ამის სურვილი აქვს და ვინც მოგვმართავს ამ განცხადებით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევას.

ჩვენ დიდი ტანჯვა-წვალება გამოვიარეთ.

ამ ტანჯვის მთავარი მიზეზი ჩვენი გათიშულობა იყო.

მე გთხოვთ გავერთიანდეთ, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია, როცა ერთად ვართ.

ჩვენ გვეყოფა გამძლეობა, კულტურა და ინტელექტი, რათა უკეთესობისაკენ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური საქციელი და ქმედება.

იმისათვის, რომ ყოველდღიური შრომით არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრება, არამედ ვაქციოთ საქართველო ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოდ.

ჩვენი სანუკვარი მიზნების მისაღწევად საჭირო ძალა თითოეულ ჩვენგანშია, ჩვენს იმ თვითმყოფადობაშია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა.

მე ჩემს მთავრობასთან ერთად ვკისრულობ პასუხისმგებლობას, მოვიხადოთ ჩვენი ვალი პატიოსნად, ღირსებით და თითოეული მოქალაქისადმი პატივისცემით.

ამავე დროს გთხოვთ, მოგვაშველოთ თქვენი ძალა, დაგვიჭიროთ მხარი და თვითონ მიიღოთ მონაწილეობა წარმატების მისაღწევად გასაწევ ტიტანურ შრომაში.

დაე ღმერთმა მოგვცეს გამძლეობა, სიბრძნე.

დაე წმინდა გიორგი გაგვიძღვეს ჩვენ ახალი გამარჯვებების საკენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური / 26 მაისი, 2004. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2777&i=1

50 საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა სახელმწიფო კანცელარიაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი სახელოვანი შეიარაღებული ძალების ოფიცერთა წარმომადგენლებს მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

დღეს ჩვენს ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმი გაიმართა და ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა.

იმ ტექნიკის უმეტესი ნაწილი, რომელიც დღეს გამოჩნდა, გადაყრილი და განადგურებული იყო.

ასევე იყო ხელმოწერილი კონტრაქტები იმის შესახებ, რომ საქართველოს არ ჰქონდა საკუთარი საჰაერო ძალები და კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზეც, რომ ჩვენი ფლოტი ჩაბარებული იყო ჯართად.

თუმცა, კიდევ კარგი, საქართველოში დროულად მოვიდა ხელისუფლება, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ჯარი და რას ნიშნავს საქართველოში არმიის არსებობა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აჭარის პრობლემა არ გადაწყდებოდა, რომ არა თქვენი ძალისხმევა.

მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოღალატეებმა დაინახეს, რომ საქართველოს ჰყავს ძალა, რომელსაც ნებისმიერ რეგიონში წესრიგის დამყარების უნარი აქვს, უკან დაიხიეს.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო აჭარაში განლაგებული შეიარაღებული ძალების - 25-ე ბრიგადის მთელი შემადგენლობა, მათი მოღალატე გენერლის გარდა. ისინი თავისი ფიცისა და სამშობლოს ერთგულნი დარჩნენ.

ეს განსაკუთრებული გმირობის ტოლფასი იყო იმ ვითარებაში და ამ ადამიანების წინაშე მთელი საქართველო ვალშია.

იცოდეთ, რომ ჩემთვის თქვენ ხართ ქართული საზოგადოების ელიტა, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე დაფასებული არა.

თუმცა ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ ქართული ოფიცრობა იყოს ქართული საზოგადოების ყველაზე გამოჩენილი, დაფასებული და წარმატებული ფენა.

ჩვენი ბავშვები უნდა ოცნებობდნენ, რომ გამოვიდნენ ოფიცრები.

თქვენი ოჯახის წევრები უნდა ამაყობდნენ, რომ სახლში ჰყავთ ოფიცრები.

თქვენ არ უნდა გქონდეთ ოჯახის რჩენის პრობლემა.

თქვენ უზრუნველყოფილი უნდა იყოთ პენსიით და არც ეს პრობლემა უნდა იდგეს თქვენს წინაშე.

საბრძოლო დავალებებზე მიმავლებს, მშიერი და გაუბედურებული ოჯახების დატოვების პრობლემაც არ უნდა გქონდეთ.

მთელი ჩვენი საზოგადოების საზრუნავია, რომ ოფიცრებს ეს პრობლემები მოვუხსნათ და დავაფასოთ თქვენი გმირული შრომა.

რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება დრო, გარკვეული თვეები, ბევრად უფრო ძლიერი ქართული ეკონომიკა და ჩვენ ამ ეკონომიკას ვქმნით; დაბოლოს, ამას დასჭირდება მთელი საზოგადოებრიობის გაერთიანებული ძალისხმევა.

ტრადიციულად, 26 მაისს, აქ, ამ შენობაში იმართებოდა მიღება, თუმცა მას სულ სხვა სახე ჰქონდა.

საქართველოს პრეზიდენტს, ჩემს წინამორბედს, მოჰყავდა სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, უცხოელები, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, მაგრამ არასოდეს პატიჟებდა სამხედროებს.

მე მიმაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედროების მოყვანა და მთელი საქართველოს დასანახად, საზეიმო მიღება სწორედ ოფიცრებთან ერთად უნდა გაიმართოს.

დღეს საზოგადოების სწორება თქვენზე და თქვენს გმირობაზე უნდა იყოს.

თქვენ იმედი ხართ საქართველოს გაერთიანებისა, გაძლიერებისა, ეროვნული ღირსების აღდგენისა და, რა თქმა უნდა, ხართ პირადად ჩემი იმედი.

მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა სახელმწიფო კანცელარიაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე // 24 საათი. - 2004. - 27 მაისი. - N124 (673). - A2 გვ.

51 საქართველოს ხელისუფლების არც ერთ დონეზე აღარ არის ხელშეუხებელი ხალხი

▲ზევით დაბრუნება


დაძაბული სამუშაო კვირის, სამხედრო აღლუმისა დაბოლოს, რუსი ბიზნესმენების მიღების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საიმისოდაც მოიცალა, რომ შეგვხვედროდა და ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ თემებზე ესაუბრა, რომლებიც საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს... როდესაც მიხეილ სააკაშვილს მეტისმეტად დაძაბულ რეჟიმზე ჩამოვუგდეთ სიტყვა, საკმაოდ მოულოდნელი პასუხი მივიღეთ (რომ პრეზიდენტი არ იღლება): - ყველაფერზე მეტად უსაქმოდ ყოფნა მღლის. ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდი 1-დან 7 იანვრამდეა, როდესაც საქმისთვის არავის სცალიაო. როგორც ჩანს, სააკაშვილი დაუდგრომელი ბუნების გამო ბევრსაც ასწრებს, და რაგინდ უცნაურ პარალელადაც უნდა გეჩვენოთ, ბევრ საჩუქარსაც იღებს. ჩვენი ბოლო სტუმრობის შემდეგ პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში ბევრი ახალი ნივთი აღმოვაჩინეთ, განსაკუთრებით კი სხვადასხვა ზომის ხმლები მოგვეწონა (ვიზუალურის გარდა, მათი დანიშნულების გათვალისწინებითაც ქვეყნის პირველი პირის მებრძოლ ბუნებას შეესაბამება). მიხეილ სააკაშვილს პირველი კითხვა სწორედ „საკუთარ შეიარაღებაზე“ დავუსვით:

- ეს ყველაზე დიდი ხმალი ამ დღეებში რუსებმა მაჩუქეს. ოქროსფერი კი მახაჭყალის მერის მოადგილის ნაჩუქარია, რომელიც ინაუგურაციაზე იყო ჩამოსული. ბევრი ხალხი შეუწუხებია - პრეზიდენტ სააკაშვილს „რაღაც“ უნდა გადავცეო. როგორღაც დედაჩემამდე მიუღწევია. ვიფიქრე, სერიოზული საქმე აქვს მეთქი, მივიღე და ეს ხმალი მაჩუქა. მესამე ხმალი კი ბათუმში, ქუჩაში მაჩუქა ერთმა აჭარელმა...

- ბატონო პრეზიდენტო, უპრიანი იქნება იმ შეიარაღებაზეც გკითხოთ, იქნება იმ შეიარაღებაზეც გკითხოთ, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმზე ვიხილეთ. როგორ მოხერხდა ამ რაოდენობის ტექნიკის მობილიზება დაბოლოს, ეს ძალის დემონსტრირებაც იყო თუ...

- როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჯარს მხოლოდ ნახევარი დღის სამყოფი ტყვია-წამალი ჰქონდა. აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკაზე. მწყობრში მხოლოდ ამერიკელების შეკეთებული 9 ტანკი აღმოჩნდა, დანარჩენები მოშლილი და გამოუყენებელი იყო. შინაგანი ჯარის კუთვნილი ყველა ტანკი ჯართში ჩასაბარებლად ჰქონდათ გამზადებული. მეტსაც გეტყვით, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, საქართველოს ავიაცია არ სჭირდებაო, არსებობდა გეგმა, რომ ავიაცია გაყიდულიყო. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გაყიდეს, რომ ამ საქმესაც ვერ მოაბეს თავი. წინა ხელისუფლების დროს უშიშროების სამინისტროს მთელი ტაბელური იარაღი ჩამოართვეს და პანკისის ხეობაში გაყიდეს. ყველაფერი ეს დოკუმენტურად ისე გააფორმეს, თითქოს იარაღი უვარგისი იყო და ამიტომ მეტალურგიულ ქარხანაში გადაადნეს(!). ჩვენი მოწოდება იყო, რომ საქართველოს ძლიერი შინაგანი ჯარი ჰყოლოდა. უკვე მოხერხდა 4 ათასი ჯარისკაცის იმ დონეზე მომზადება, როგორც ამერიკელები ამზადებენ „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით. თურმე ჩვენც შეგვძლებია ჯარისკაცების მომზადება.

- გამოდის, ჩვენც მაგრები ვყოფილვართ?!

- ყოველი შემთხვევისთვის, არაფრით ჩამოვუვარდებით, თუ ამის სურვილი გვექნება. ამერიკელების მომზადების უპირატესობა ის არის, რომ მექანიზებულ ჯგუფებს ტექნიკის გამოყენება ასწავლეს. ჩვენ კი, ჯერჯერობით კარგი ტანკისტისა და მფრინავის მომზადების საშუალება არ გვაქვს... გარდა ამისა, მთელი ტექნიკა შეკეთდა. კერძო ორგანიზაციებს ჯარიდან კაპიკებად წაყვანილი 20-მდე „კამაზი“ ჩამოერთვა. რამდენიმე ჯავშანმანქანა და ვერტმფრენები იჯარით იყო გაცემული და ისიც შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა. ამ პერიოდში ჯარის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა და ხალხი მიხვდა, რომ ჩვენ სიტუაციის შემობრუნება გვინდა. იმ ტექნიკის რაოდენობა, რომელიც აღლუმზე იხილეთ, კიდევ გაიზრდება და მალე საქართველოს საკმარისი შეიარაღება ექნება. გავაძლიერებთ ვერტმფრენთა პარკს და არტილერიას. მთავარი ახლა ის არის, რომ კარგი არტილერისტები, ტანკისტები და მფრინავები მოვამზადოთ. ამ მხრივ უკრაინასა და რუსეთთან ვაპირებთ თანამშრომლობას. გვინდა, შემდეგი აღლუმისთვის ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცების რიცხვი გავაორმაგოთ. ამ საქმეში დახმარებისთვის უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მივმართავთ, რათა ქართული არმიის მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდი შეიქმნას. დღეს უცხოეთში ბევრი ქართველია, რომელსაც სურს ქართულ არმიას დაეხმაროს. მინდა ამ ხალხს მივმართო - ოჯახში რომ 200 ლარს გააგზავნიან, 10 ლარი ჯარს გაუგზავნონ (ვპირდები, რომ ამ ფულს ახლა არავინ მოიპარავს). საქართველოს 16-17 ათასი ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი და ტექნიკა სჭირდება. სხვათა შორის, ტყვია-წამლის უზარმაზარი რეზერვები ამოვიღეთ აჭარაში და კიდევ კარგი, ის საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენეს. აჭარიდან წამოყვანილი სამხედრო მანქანებიც და რამდენიმე ვერტმფრენიც შეიარაღებულ ძალებს გადავეცით. ზოგიერთებს კითხვაც გაუჩნდათ - რატომ აკეთებთ ამასო? ჩვენი პასუხი ასეთია - საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთნაირად იცავს აჭარასაც და დანარჩენ საქართველოსაც. ეს ქონების მითვისების კი არა, ქონების კარგი მიზნით გამოყენების შემთხვევაა. ბევრი ფული დავხარჯეთ ქვეყნის არსენალის გაძლიერებაზე. მართალია, ქვეყნის ბიუჯეტს თანხები აკლდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ფულის სწორად დახარჯვაა. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს შეიარაღებული ძალები სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი იყოს ყველასთვის. სამხედრო აღლუმის ჩატარების მთავარი მიზანი გაფრთხილება იყო - თუკი ვინმე ჯერ კიდევ რამეს ფიქრობს ჩვენს წინააღმდეგ, ურჩევნია, კარგად დაფიქრდეს, სანამ ამას გააკეთებდეს... და მეორე - ხალხი უნდა მიხვდეს, რომ დამცველი ჰყავს. ჯარში სამსახური პრესტიჟულ საქმედ უნდა იქცეს. ოფიცერს იმდენ ფულს ვერასოდეს გადავუხდით, რომ გამდიდრდეს, მაგრამ იმის მიღწევა ხომ შეიძლება, ქუჩაში რომ გაივლის, ხალხმა აღტაცებული მზერა გააყოლოს. 26 მაისს გამართული აღლუმის მთავარი მიღწევა ტანკებისთვის ნასროლი ვარდები იყო. ასეთ რამეს ევროპაში ვერ ნახავთ.

- დამოუკიდებლობის დღეს თქვენ აფხაზებსა და ოსებსაც მიმართეთ. რას გულისხმობდით ამ სიტყვებში?

- ჩვენ ყველასთან უნდა ვცადოთ მშვიდობიანი მოლაპარაკება. შეიარაღებული დაპირისპირება ყველაზე უარესია, მაგრამ თუ ყველა საშუალება ამოიწურა, ყველაზე ცუდი გამოსავალი ძალის გამოყენება იქნება. თეორიულად ამისთვისაც მზად უნდა იყოს ქვეყანა. მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ იარაღის გამოყენებას ყოველთვის სჯობს მოლაპარაკება.

მიმაჩნია, რომ ოსების უმრავლესობა კეთილგანწყობილია ქართველების მიმართ. ამას ემატება ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის სავსებით ნორმალური პოზიცია, რომელმაც რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა - არ შეიძლება ერთიან ოსეთზე ლაპარაკი, ვინაიდან არსებობს ორი ოსეთიო. ცხინვალის ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიცია თვლის, რომ საქართველოსთან ინტეგრაციისა და ურთიერთობების დაულაგებლობის გარეშე რეგიონი ვერ განვითარდება. სამომავლოდ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდ მუშაობას გასწევს. ვაპირებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პენსიონერებს მივხედოთ. ისინი ამჟამად დაახლოებით 7 ლარს იღებენ რუსეთისაგან, ჩვენ კი მზად ვართ მათ 17-ლარიანი პენსია გადავუხადოთ. საქართველოს ბიუჯეტში მოიძებნება თანხა დაახლოებით 9-10 ათასი პენსიონერისათვის. ეს ხალხი ჩვენი მოქალაქეები არიან. ისინი ქართველებთან ერთად ქმნიდნენ საქართველოს დოვლათს და ამიტომ უნდა ვიზრუნოთ მათზე. ასევე მზად ვარ, ცხინვალის მუზეუმს დავუბრუნო ოქონის ხატი (რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ დავაბრუნეთ), თუკი მივიღებ გარანტიებს, რომ მუზეუმი ხელახლა არ გაიძარცვება. თუმც ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მის ძარცვაში თავის დროზე ოფიციალური სახელმწიფო ფორმირებების წვლილიც არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია. იქაურები უსათუოდ დაწინაურდებიან საქართველოს ხელისუფლების სტრუქტურებში. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - ჩემი დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული თანამშრომელი ოსია, ცხინვალში ცხოვრობს და სამსახურში ყოველდღე იქიდან დადის (თუმც ახლახან ის შინაგან ჯარში გადავიდა ოფიცრად). მასზე ერთგული მცველი არ მყოლია. ასე რომ, ამ ხალხთან არ შეიძლება დისტანცირება. საქართველოს ტელევიზიის I არხით და გორის ტელევიზიით ოსური გადაცემები უნდა გაკეთდეს, ისევე, როგორც აფხაზურენოვანი. აფხაზები ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოწამლა... როდესაც ოსურად და აფხაზურად ვლაპარაკობდი, მე სოხუმისა და ცხინვალის მთავრობებზე მეტად ხალხს მივმართავდი. ჩვენი მთავარი მოკავშირე ხალხია. დღეს საქართველოში აღმავლობის პროცესი დაიწყო, ამ რეგიონებში კი ისევ სტაგნაციაა. ამიტომ აუცილებელია ვუთხრათ ამ ხალხს, - ჩვენ ერთად უნდა განვვითარდეთ და ამით უკეთესი პერსპექტივა გვექნება. მით უმეტეს, ეს პერსპექტივა კეთილსაიმედოა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე.

- მაგრამ აფხაზეთშიც და ოსეთშიც ხომ არიან რეაქციული ძალები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებას, თუნდაც პენსიების საკითხის მოგვარებას ხელს შეუშლიან?

- არა მგონია. უფრო იმას ვფიქრობ, თბილისში გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ატეხონ ერთი ამბავი. პოლიტიკოსებმა უსათუოდ უნდა მივაღწიოთ კონსენსუსს იმ თემებზე, რომლებზეც ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. არ შეიძლება სპეკულირება ისეთი თემებით, როგორიც არის აჭარის სტატუსი, ოსეთსა და აფხაზეთთან დამოკიდებულება და თუნდაც ოსი პენსიონერებისთვის პენსიების გაცემა და ა.შ. მაგალითად, არ შეიძლება თქმა - აღლუმი არ უნდა ჩაგვეტარებინაო, რადგან ეს ადამიანის ყველაზე ცუდ ინსტინქტებზეა გათვლილი - ჩემი მუცლის გარდა, არაფერი მაინტერესებსო. ოსებსა და აფხაზებს უნდა ვუთხრათ, რომ მათთან გასაყოფი არაფერი გვაქვს.

- ალბათ ერგნეთის პრობლემაც მოსაგვარებელია, რომელიც ცხინვალის ხელისუფლების ბიუჯეტს ავსებს.

- ცხინვალის ერთი დაჯგუფების პირადი შემოსავლები მართლაც ერგნეთზეა დამოკიდებული, ისინი ითბობენ ხელს. ჩვეულებრივ, ხალხს ამ შემოსავლიდან არაფერი ხვდება. ამ ბაზრობით მხოლოდ 100-200 კაცი ხეირობს. სხვათა შორის, იქაც ქართულ-ოსური დაჯგუფებები თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ამ ქართულ დაჯგუფებას წინა მთავრობაში მფარველებიც ჰყავდა. კერძოდ, ერგნეთის საძმო უახლოეს კავშირში იყო შს მინისტრთან, მაგრამ ამ პრობლემას მალე მოვუვლით.

- გასულ კვირას საქართველოს რუსი ბიზნესმენები სტუმრობდნენ. რუსების მადას არაერთხელ დაუზარალებია საქართველო. თუკი რუსები ერეკლე II-ის დროიდან სულ გვატყუებენ, რით არის დაზღვეული დღეს სააკაშვილი, რამდენად შეიძლება მათი ნდობა?

- აქ ნდობის საკითხი არ დგას. ჩემი აზრით, გოსდუმის ზოგიერთ დეპუტატთან ურთიერთობას რუს ბიზნესმენთან საქმის დაჭერა სჯობს იმიტომ, რომ მას ფული აქვს. მთავარია, ამ ფულმა ინვესტორის მოგების პარალელურად ქართული ეკონომიკის აღორძინებისთვის იმუშაოს. ამის გამო ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ პროექტებზე. მაგალითად, პოლიტიკური პროექტი იყო მაგისტრალური გაზსადენის ერთპიროვნული კონტროლი. ხალხი, რომელიც აქ ჩამოვიდა, ასეთ პროექტებში ჩართვას არც ითხოვს. თუ ინვესტორები ააშენებენ საწარმოებს და გაჩერებულ ქარხნებს აამუშავებენ, თუ ხალხი დასაქმდება, თუ ტურიზმში ჩადებენ ფულს და ახალი სასტუმროები აშენდება, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. ასეთ საქმეში ავსტრალიელი, რუსი და თურქი ჩემთვის ერთია. ჩვენი მთავარი პირობა ის იქნება, რომ ამ ობიექტებში, ძირითადად, ქართველები დასაქმდნენ და მეორე - გადასახადები გადაიხადონ. ჩვენ შევქმნით ლიბერალურ საგადასახადო სისტემას და აქ შემოსულ ბიზნესმენებს უკეთეს სამუშაო პირობებს შევუქმნით, ვიდრე თავიანთ ქვეყანაში აქვთ. ინვესტორები ჩვენს კეთილგანწყობაში რომ დავარწმუნოთ, ერთი-ორი წელი მაინც დაგვჭირდება. გასულ კვირას პირველი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. კარგი იქნება, თუ აქ უცხოური ბანკები შემოვლენ. საქართველოში 50 ბანკი მაინც არის და თუ ერთი რუსების იქნება, არაფერი დაშავდება.

თუ რომელიმე ავიაკომპანიას იყიდიან, ესეც კარგია...

- მაგრამ ლაპარაკობენ სტრატეგიული ობიექტების უცხოელებისთვის გადაცემის საშიშროებაზეც. ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, ისევ არიან ჩინოვნიკები, რომლებმაც პირადი მიზნები და ინტერესები შეიძლება საქვეყნო ინტერესზე წინ დააყენონ.

- სტრატეგიული ობიექტი სულ ორია - მაგისტრალური გაზსადენი და ელექტროგადაცემის ძირითადი ხაზი. ასევე არ შეიძლება რკინიგზის პრივატიზება.

- პორტები არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის?

- პორტების პრივატიზება უნდა მოხდეს, მაგრამ არ შეიძლება მათი ერთ ხელში აკუმულირება. ასევე არ უნდა დავუშვათ გადაზიდვების მონოპოლიზება. პორტების პრივატიზება ამ რაკურსით უნდა განიხილოს. თუ პორტი კერძო ინვესტორის ხელში იქნება, არ არის სახიფათო. მთავარია, მან მონოპოლიზება არ მოახდინოს. და კიდევ, არ არსებობს ისეთი კერძო საკუთრება, რომელსაც ვერ დაიბრუნებ, თუკი ეს სახელმწიფო სასიცოცხლო ინტერესს შეეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ძირითადი ობიექტები, მათ შორის, პორტები, ბანდიტი ჩინოვნიკების ხელშია. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ სწორი პრივატიზაციის ჩატარება. მაგრამ ინვესტორთა დაინტერესება რომ გაიზარდოს, დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ვგულისხმობ არა მარტო ქაღალდზე იმის დაფიქსირებას, რომ გადასახადების ლიბერალიზაცია მოხდება, არამედ იმასაც, რომ ინვესტორებმა რეალურად დაინახონ - ჩვენ მუშაობის საშუალება მართლაც გვაქვსო.

- სხვათა შორის, გაჩნდა ასეთი კითხვაც - რატომ შემოდის საქართველოში ასეთი ოდენობით რუსული კაპიტალი და არა ევროპული ან ამერიკულიო.

- ივნისში თურქებსაც ველოდებით... ყველაზე დიდი თავის სუფალი კაპიტალი დღეს თურქეთსა და რუსეთშია და ამიტომ შემოდიან ისინი საქართველოში. ამავდროულად, შეიქმნა პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო საბჭო, რომელსაც გერმანიის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, გერმანელი ბიზნესმენი კლაუს მანგოლდტი ჩაუდგება სათავეში და ის შემოიტანს გერმანულ და დასავლურ კაპიტალს საქართველოში. საინვესტიციო გარემოს შესწავლის მიზნით სექტემბერში დავოსის ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ამერიკული და ევროპული ინვესტიციების შემოსვლაც.

- ითქვა, პრეზიდენტის შეპირებული ე.წ. საგადასახადო ამნისტია (რომელიც ივნისში უნდა ამოქმედებულიყო) არ სრულდება, რადგან ამ ყველაფერმა კანონის სახე ვერ მიიღოო, ასევე ღიად რჩება ინდმეწარმის გადასახადების საკითხი...

- ინდმეწარმეები 1-ლი ივლისიდან იქნებიან გათავისუფლებული დღგ-ის, მოგებისა და ფიქსირებული გადასახადისგან, მაგრამ თუ ისინი ვინმეს მიერ პრივატიზებულ ობიექტზე მუშაობენ, ფართის გადასახადის გადახდა მოუწევთ, ისევე, როგორც მოუწევთ ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის გადახდა. ვაღიარებ, რომ ე.წ. საგადასახადო ამნისტიის (გადასახადების დეკლარირების) ამოქმედება აჭარის მოვლენებმა შეაჩერა და 1-ლი ივლისისთვის გადაიდო. პარლამენტმა ვერ მოიცალა ამ თემაზე სამუშაოდ, მაგრამ ეს საკითხი უთუოდ შევა პარლამენტში საგადასახადო კოდექსთან ერთად. სახელმწიფოს ინტერესშია, რომ დამალული შემოსავლების ლეგალიზაცია მოხდეს. საქართველოში ჩამოგვყავს ცნობილი პერუელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი დე სოტო, რომლის სპეციალიზაცია დამალული ეკონომიკის ლეგალიზებაა. ის აქ თავის ჯგუფთ თან ერთად იმუშავებს.

- ამას წინათ, თქვენი თანაგუნდელი და აქტივისტი, როგორც თავად ბრძანეთ, კორუფციულ გარიგებებში აღმოჩნდა ჩართული. არის ინფორმაცია, რომ ამჟამად ბიზნესის სფეროების ახალი სერიოზული გადანაწილება მიმდინარეობს და გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის თქვენი გუნდის წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

- დღეს სხვა დროა, ვითარება შეიცვალა. საქართველოს ხელისუფლების არც ერთ დონეზე აღარ არის ხელშეუხებელი ხალხი. კენჭაძემ ძალიან კარგად იბრძოლა შევარდნაძის ჩამოგდებისთვის, მაგრამ, როდესაც კაბინეტში დაჯდა, ცდუნებას ვეღარ გაუძლო. კენჭაძის გარდა, რეგიონებში კიდევ დააკავეს ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტი. შეიძლება ხელისუფლებაში 1 ან 2 პროცენტი ასეთი ადამიანებიც მოხვდნენ, მაგრამ ისინი დროზე უნდა აღმოვაჩინოთ და პასუხი გავცეთ. მთავარი არის ის, რომ თვითგანწმენდის პროცესი აუცილებელია ხელისუფლებისთვის. პროკურატურაში იციან, რომ ნაციონალების ბილეთი ხელშეუხებლობის გარანტი არ არის, პირიქით, თავისთავად, ის ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა საქართველოში ქრთამის აღების გამო არავინ დაუკავებიათ და ახლა ეს დაიწყო, ძალიან კარგია. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

- რწმუნებულებისა და გამგებლების მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- ზოგი კარგად მუშაობს, ზოგიც - ნაკლებად... საქმე ისაა, რომ კადრების პრობლემაც გვაქვს. ნაციონალურ მოძრაობას ორი მთავარი ამოცანა აქვს: პირველი - სიღარიბესთან ბრძოლა და ასეთი ხალხის დახმარება, მეორე ამოცანა კი კადრების მომზადებაა. კადრების განახლების პროცესი მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს, არ დავუშვებთ მის დახავსებას. ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ ნაციონალური მოძრაობა გამგებლებს უპირისპირდება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შეიძლება გამგებელი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყოს და ცუდად იმუშაოს, ამაზე პარტიულმა ორგანიზაციამ უთუოდ უნდა მიუთითოს. ეს განხეთქილება კი არა, თვითგანწმენდისა და განახლების პროცესია პარტიაში. ასეთი დამოკიდებულების გარეშე ერთი კლანის მეორით ჩანაცვლება მოხდება, რაც დაუშვებელია. ასეთ პროცესს ყოველთვის წავახალისებ, ოღონდ არა საიმისოდ, რომ ერთმანეთი დავჭამოთ (რა თქმა უნდა, კანონდარღვევის დასაბუთებას მოვითხოვ).

- აზრთა სხვადასხვაობაა ორმაგი მოქალაქეობის შემოღებაზე. ამბობენ, შესაძლოა ამ გზით ბევრი არაკეთილმოსურნე შემოგვეპაროს ქვეყანაში და ერთ დღეს თურქი მესხებიც საქართველოს მოქალაქეები გახდნენო.

- ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება იღებს. ჩვენ ამ პროცესში ჩართული გვყავს უშიშროების აპარატი, ჩვენ გვაქვს კრიტერიუმებიც, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება მოქალაქეობის მინიჭება. თითოეული განცხადების განხილვას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება, ისე ვერავინ შემოძვრება საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობის შემოღების მიზანი ის იყო, რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს უცხოეთშია, დავიბრუნოთ სამართლებრივადაც და ფიზიკურადაც. მაგალითად, გასულ კვირას კახა ბენდუქიძე იყო ჩამოსული. ის უმდიდრესი ქართველია და წლების განმავლობაში არ გამოუხედავს საქართველოსკენ. კარგი იქნება, თუ ის ამ წინადადებით დაინტერესდება. დღესდღეობით მილიონობით ქართველი ცხოვრობს თურქეთში. ვიცი, რომ მათი უმეტესობა არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მათ შორის არიან ბიზნესმენები, რომლებიც მზად არიან ამისთვის. როცა ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს პასპორტი ექნებათ, ტურისტად ჩამოსვლაც გაუხარდებათ. ის ტურისტი კი აქ დიდ ფულს დატოვებს. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ბუნებრივია, ეს პრაგმატული ინტერესიც გავითვალისწინეთ.

- უცხოელი ბიზნესმენების ხელშეწყობის ფონზე, ქართველები ხომ არ შეიზღუდებიან?

- ქართველი ბიზნესმენები არ შეიზღუდებიან, მაგრამ არც პრივილეგიები ექნებათ. ჩვენ პრივილეგია ქართველ ბიზნესმენებს კი არა, საქართველოს მოსახლეობას უნდა მივცეთ. ახალი ოლიგარქების შექმნა არ მინდა. მინდა საქართველოში ბევრი ფული შემოვიდეს, რომ ხალხმა იხეიროს. ქართველებს რომ ფული გაუჩნდებათ, მერე ისინი წავლენ სხვა ქვეყნებში ინვესტიციების განსახორციელებლად.

- რაც პრეზიდენტი გახდა, მიხეილ სააკაშვილს ჭაღარა მოემატაო. ეს ბევრი საზრუნავის გამოა?

- ჭაღარა აჭარამ გამიჩინა, სულ დაძაბული ვიყავი, ყოველ წუთს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება დიდ ენერგიასა და ნერვებს მოითხოვს... საფრთხე რეალური იყო. არ მქონდა იმის გარანტია, რომ იქ ტყვია არ გავარდებოდა. სერიოზული რისკის გაწევა მოგვიხდა, მაგრამ გავრისკეთ იმიტომ, რომ ამ ნაბიჯის გარეშე საქართველო დაგვეშლებოდა. არის მეორე მიზეზიც - ძალიან მაღიზიანებს უსამართლო კრიტიკა. ძალზე მიყვარს კონსტრუქციული კრიტიკა, თუმცა როდესაც ადამიანი თეთრის უკან მუდმივად შავს ხედავს, ეს პრობლემაა, მაგრამ ამასაც შევეგუები. ჭაღარა დიდად არ მანაღვლებს. მის გამო ჩემს მეუღლეს ნაკლებად არ მოვწონვარ, იმედია, ჩემი ხალხიც ასევე ფიქრობს.

იზო რიკაძე

საქართველოს ხელისუფლების არც ერთ დონეზე აღარ არის ხელ შეუხებელი ხალხი // კვირის პალიტრა. - 2004. - 31 მაისი-6 ივნისი. - N22 (483). - 5-11 გვ.

52 პრეზიდენტის ეპითეტები: „პირველი პროფესიული სისტემა“; „ძლიერი პიროვნების ძლიერი გადაწყვეტილება“

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა
უზენაეს სასამართლოში 11 ივნისს

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა. მე მინდა ლადოს მადლობა ვუთხრა დღევანდელი სიტყვებისა და ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რაც მან ბოლო წლებში გასწია. ჩვენ ერთად დავიწყეთ სასამართლო რეფორმის ჩატარება 1996 წელს. მაშინდელმა მთავრობამ პარლამენტში შემოიტანა კანონი, რომელიც სასამართლო რეფორმის სისტემის რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ ითვალისწინებდა. პრაქტიკულად საუბარი იყო მოსამართლეების ხელახალ გადანიშვნაზე, დანარჩენი ყველაფერი უცვლელად რჩებოდა. მაშინ ჩვენ, თანამოაზრეების ერთმა ჯგუფმა, იმ სიტუაციაში, როცა სასამართლოს ავტორიტეტი ნული იყო, ვთქვით, რომ ეს ცვლილებები იყო არაადეკვატური. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა პარლამენტი და მაშინდელი პრეზიდენტი, რომ საჭირო იყო სერიოზული ცვლილებების გატარება. ეს იყო სერიოზული ბრძოლის დასაწყისი.

ჩვენ შემოვიღეთ გამოცდების სისტემა. მინდა ვთქვა, რომ ეს სისტემა ლადომ ააწყო და საოცარი საცირკო ტრიუკების ჩატარება მოგვიხდა, რომ გამოცდების სისტემას ემუშავა. ჩვენ ავაწყეთ სისტემა, როცა საგამოცდო ბილეთები იბეჭდებოდა ამერიკაში, კალიფორნიაში. შემდეგ გერმანიის საკონსულო იღებდა ამ ბილეთებს, რაც ლადოს გერმანიასთან კავშირიდან იყო გამომდინარე და იქიდან თვითმფრინავით მოჰქონდა. აქ საელჩოს წარმომადგენელი ხვდებოდა. შემდეგ ამერიკის ან გერმანიის ელჩებს მოჰქონდათ, პირდაპირ ტელეკამერების წინ ხსნიდნენ და ისე აკეთებდნენ გამოცდების ადმინისტრირებას. რატომ გაკეთდა ასე? - მაშინ საქართველოში არავინ არავის არ ენდობოდა და ხალხს უნდა დაენახა, რომ ეს ყველაფერი პატიოსნად კეთდებოდა, ჩაწყობის გარეშე. უნდა ითქვას, რომ პირველ გამოცდებზე, პრაქტიკულად, არ ყოფილა საჩივრები და ეს მაშინ, როცა ყველაზე უფრო ჩასაფრებულები, ბოდიშს ვიხდი და ინტრიგანები მონაწილეობდნენ ამ გამოცდაში. უფრო მეტიც, იყო შემთხვევა, როცა პირველ ორ-სამ გამოცდაზე სასამართლო სისტემის ბობოლები, მათ შორის ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონენიც არ გამოდიოდნენ გამოცდაზე, რადგან წინასწარ იყო შემოთავაზებები, ამდენს გადავიხდით, ოღონდ ბილეთები მოგვეცითო, მაგრამ რა პასუხსაც მიიღებდნენ, ყველამ კარგად იცის. ერთ მშვენიერ დღეს დავინახეთ, რომ გამოცდაზე ყველა გამოჩნდა და არა მხოლოდ გამოჩნდა, გამოცდის ბოლოს გამოცხადდა, რომ მიიღეს 90-100 ქულა. მაშინ რეკორდი იყო 70 თუ 77 ქულა. ჩვენ დავსხედით და ლადოსთან ერთად გავაანალიზეთ სიტუაცია. გასაგები იყო, რომ მათ ბილეთები ხელში ჩაუვარდათ. წერითი გამოცდის წინა ღამეს ლადო, მე, აწ განსვენებული ზურაბ ახვლედიანი დავსხედით ლადოს კაბინეტში, მაშინ ლადო იუსტიციის მინისტრი იყო და გადავწერეთ ყველა ბილეთი. გადაწერა დილის 7 საათზე დავამთავრეთ და ხელახლა ამოვბეჭდეთ. 9-ის ნახევარზე მოვიდნენ გამოცდის ჩასაბარებლად პარლამენტის დარბაზში. ჩვენ მომღიმარი სახეებით შევედით და ვუთხარით, რომ ბილეთები ერთი საათის წინ შეიცვალა და ყველას ექნება ახალი ბილეთი, რის შემდეგაც რამდენიმე ცნობილმა მოსამართლემ დარბაზი დატოვა. ამას რატომ ვყვები? - სასამართლო რეფორმის დაწყებისას, არც ერთი მოსამართლე არ დანიშნულა ქრთამით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ვეუბნებოდით - თქვენ გნიშნავთ იმიტომ, რომ თქვენ გამოცდებში მიიღეთ ყველაზე მაღალი ნიშნები. ეს იყო ერთადერთი სისტემა, როცა ქალები უმრავლესობა იყო და ბევრმა მათგანმა მაქსიმალური ქულები მიიღო. ესეც აჩვენებს, რომ გამოცდები ობიექტურად ჩატარდა, რადგან იცით, რომ სხვანაირად ქალებს არავინ არსად გააჭაჭანებდა. ეს იყო რეფორმის დასაწყისი. შემდეგ ის იყო, რომ მოსამართლეებს ხელფასი გაუზარდეს და ახლა უზენაესი სასამართლო ერთ-ერთია, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ხელფასია. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად არ განვითარებულა. ახლად დანიშნული მოსამართლეები რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასს არ იღებდნენ, რადგან ხელფასს არ იღებდა არავინ. მაშინდელი ხელისუფლებისადმი ჩემმა ყველა შეგონებამ, რომ ეს არ შეიძლებოდა, აბსოლუტურად ფუჭად ჩაიარა. მაგრამ ფაქტია, საქართველოში არაფრისგან შეიქმნა ქმედითი სისტემა. რეფორმა არ არის სტატ ტისტიკური პროცესი. როცა ჩვენ სასამართლოს რეფორმას ვიწყებდით, ვამბობდით, რომ სასამართლოს რეფორმას უნდა მოჰყვეს პროკურატურის რეფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ ექნებოდა სასამართლოს რეფორმას. ამას უნდა მოჰყოლოდა პოლიციის რეფორმირება. კარგად მახსოვს, ერთ-ერთი რაიონის მოსამართლეს, 32-33 წლის ქალს რაიონის პოლიციის უფროსმა უთხრა, - თუ გინდა 2000 დოლარს მოგცემ ამ საქმეში, თუ არადა, არ მოგასვენებო. კარგად გვახსოვს პირველი სასამართლო შენობები. მაშინ ყველა ისეთი იყო, რომ შედიოდი, ეს იყო რაღაც ფარდული, რომელიც ირყეოდა, ზოგი დაქანებული იყო. ამ ვითარებაში ეს შენობები (ლოზუნგებზე მიუთითებს) აშენდა. ეს ხომ რაღაცა არის. რა აშენდა კიდევ სასამართლოების გარდა ბოლო წლებში? აშენდა მაშინ, როცა ყველა იპარავდა, როცა არავინ არაფერს არ აშენებდა. მახსოვს კარგად, ლადომ და ჩვენ კრედიტი ავიღეთ, დაიწყო კამპანია, ხან ამბობდნენ 15 მილიონი სააკაშვილმა შეჭამაო, ხან ამბობდნენ - ჭანტურიამო. აი, სად არის თქვენი 15 მილიონი. აქ არის კომპიუტერები და როცა ჩვენ მოვედით, აქ იყო რუმინეთში გაკეთებული ორი ანტიკური კომპიუტერი. შეიკერა მანტიები და ასე შემდეგ. ყოველი თეთრი, ყოველ შემთხვევაში, როცა ამას ერთად ვაკონტროლებდით, იხარჯებოდა სწორად. დღეს კიდევ ფული დარჩა. კარგად მახსოვს, ამ ფულით კეთდებოდა იუსტიციის სამინისტრო, როცა ლადო იყო მინისტრი, მან დაიწყო რეკონსტრუქცია. მერე მითხრა კანცელარიის თანამშრომელმა - თუ გინდათ, რომ ფული გამოგიყოთ, ნახევარი მილიონი უკან უნდა მოვიტანოთო. კიდევ კარგი, ის კაცი საქართველოში აღარ არის, თორემ მე ვიცი, ახლა სად იჯდებოდა. ყველა სფეროში ასეთი მიდგომა რომ ყოფილიყო, ქვეყანაში სხვანაირი ვითარება იქნებოდა. რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემები, არის დარღვევები. უამრავი ისტორია მომისმენია და სრულიად ობიექტური ისტორიები. ვიცი, რომ 16 მოსამართლე გათავისუფლდა და ესეც რეკორდია, მაგრამ ისიც ვიცი, აქაც არიან ყაჩაღები, რომლებსაც ხელს ვერ მოკიდებ. მე ვიცი ერთი მოსამართლე, რომელიც მხარეებს ეუბნება - წადით თბილისის გარეუბანში არის სამსართულიანი სახლი, ეზოში შეხვალთ, იქ არის ხე, ხეში არის ხვრელი და იქ ჩადეთ ფულიო. ეს არის 4 სხვადასხვა წყაროდან დადასტურებული. ამ მოსამართლეების გამოვლენით ვართ დაკავებული და ადეიშვილი, რომელსაც უწყინარი გამომეტყველება აქვს, სინამდვილეში ძალიან დაუნდობელია ასეთი ხალხის მიმართ. თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, რომ ამას ერთად აღმოვფხვრით. მაგრამ, რა თქმა უნდა, აგერ, დათო სულაქველიძე ზის აქ. საბრალო სულაქველიძემ ერთი კვირის წინათ გამომიგზავნა წერილი, 5 წლის წინანდელი ჩემი რეზოლუციით, სადაც წერია, რომ მიეცეს ერთოთახიანი ბინა, მაგრამ დღესაც არ გააჩნიათ. ის, რომ ეს კაცი საოლქოს თავმჯდომარე იყო, მას შემდეგ, რაც იმ სარდაფიდან გამოვიყვანეთ, სადაც 30 ლარს იხდიდა, შორს არ წასულა გარდა იმისა, რომ სისტემაში იმუშავა 6 წელი. ეს არ არის საამაყო და ნორმალური. მაგრამ ნიშნავს იმას, რომ თქვენი უმრავლესობა ცდილობს, იმუშაოს წესიერად და სუფთად. ამიტომ მინდა ვთქვა, მიდის ხელისუფლების რევოლუციური ცვლა. ვისურვებდი, რომ დიდი პატივი მიგვეგო წინა პრეზიდენტისთვის, ვისურვებდი ინაუგურაციაზე მოსულიყო, მაგრამ ის კაცი არ იძლეოდა ხელისუფლებას, არ ჩაეტია კონსტიტუციის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ხალხმა სწორად აგებინა პასუხი. კიდევაც დაინდო. რაც უფრო დრო გადის, მინდა მივიდე და მკაცრად დაველაპარაკო. დავინახე, აჭარაში როგორ გაუშვეს სიტუაცია ხელიდან. როგორ შეეძლო, რომ 5-6 წლის წინათ ოსეთის პრობლემა გადაეწყვიტა და თითი თითზე არ დაუკარებია. ამიტომაც ბევრი მისი ხელისუფლებიდან აღმოჩნდა საპატიმროში. ახლა წერილებს რომ წერენ და იძახიან, გამოუშვით, რა მოხდაო. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ ამით კაცობას აკეთებს. როცა კორუფცირებულ თანამდებობის პირს იცავ, შენც ამ კორუფციის თანამონაწილე ხარ. ასეთი რაღაცები ჩვენთან არ გამოვა. ან ეს ხალხი აანაზღაურებს ზარალს, ან ყველანი ბოლომდე მივყვებით. გახსოვთ, კონკრეტული ფაქტი რომ იყო აჭარაში სამხედროსთან დაკავშირებით - გაუშვით, კარგი კაციაო. ეს ის კაცი არ არის, რომელიც იძახის, მე ავაფეთქე ხიდები, მე ავიღე იარაღიო. თუ ეს არ არის, მაშ რაღაა სამშობლოს ღალატი? ეს ნიშნავს, რომ შვილებისათვის არ გინდა შენი ქვეყანა და შენი თავი. ამიტომ არ იქნება დანდობა. დაუცველი ადამიანი დღეს ისევ დაუცველია. მას თქვენგან სჭირდება დაცვა. ყველაზე უარესი შეშინებული სასამართლოა, თუ მას არ შეუძლია დაიცვას თავი ასეთი დარღვევებისგან. ლადო ჭანტურია ჩვენ არსად გაგვიშვია. უფრო მეტიც, 3-ჯერ ვთხოვე დარჩენა, დაწყებული თებერვლიდან, როცა იძახოდა, უნდა წავიდეო. ახლა 2-3 დღის წინათ თქვა, რომ არანაირი სურვილი მას აქ დარჩენის არ აქვს. მე ვაფასებ ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის ძლიერი პიროვნების ძლიერი გადაწყვეტილება. ეს არის ისეთი ადამიანის გადაწყვეტილება, რომლის ცხოვრებაშიც თანამდებობა არ არის მთავარი, რომელიც ყოველთვის დაიკავებს ისეთ თანამდებობას, რადგან ასეთი თვისებები აქვს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ლადოს, ყველაფრისთვის რაც გაკეთდა. მიუხედავად იმისა, სისტემა შორს არის სრულყოფისაგან, ჩვენ შევქმენით პირველი პროფესიული სისტემა საქართველოში, სადაც არის სტაბილური სიტუაცია და კადრების პროფესიონალიზმი ძალიან მაღალია: რა თქმა უნდა, ამ სისტემაში არის ბევრი უსამართლობა, რაც ექვემდებარება გამოსწორებას. ჩვენი ამოცანაა, მოვახერხოთ ამ სისტემის ამუშავება. მე მახსოვს, იუსტიციის მინისტრი, ან მისი მოადგილე იბარებდა მოსამართლეებს ყოველ სამშაბათს თათბირზე და უტარებდა ინსტრუქტაჟს, რომ მელი გადაწყვეტილება, როგორ მიეღო. მგონი ლადომაც იცის, რაც მე ვარ პრეზიდენტი, არც ერთ საკითხზე ჩვენ საუბარი არ გვქონია, გარდა ზოგადსაკაცობრიო და ზოგადეროვნული საკითხებისა, რაც სასამართლოსთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ხალხის ლანძღვა, არამედ იმ ადამიანების დაფასება, ვინც საქმეს აკეთებს.

მე რომ წინა პრეზიდენტი ვყოფილიყავი, აუცილებლად რაღაც ორდენს მოვიტანდი და ლადოს დავაჯილდოვებდი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის აჯილდოებდა, ეს ცუდის ნიშანია და მე ამას არ გავაკეთებ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომიტანია არც გორგასლის, არც აღმაშენებლის და არც სხვა რამე ორდენი, ერთადერთი რაც შემიძლია, ბატონ ლადო ჭანტურიას ვეუბნები - დიდი მადლობა! ბატონი ლადო იქნება პრეზიდენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კარიერის დასაწყისი. მადლობა ასევე იმ ხალხს, ვინც კარგად მუშაობს. ვინც ცუდად მუშაობს, უნდა გამოასწორ როს, თუ არადა, კომპრომისებს არავისთან არ ვაპირებ. მე მინ ნდა გთხოვოთ, რომ ყველამ ერთად აღვუდგინოთ ჩვენი ხალხის სამართლიანობის რწმენა.

პრეზიდენტის ეპითეტები: „პირველი პროფესიული სისტემა“; „ძლიერი პიროვნების ძლიერი გადაწყვეტილება“ / პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა უზენაეს სასამარ თლოში 11 ივნისს // დილის გაზეთი. - 2004. - 12 ივნისი. - N137 (2463). - 4 გვ.

53 მომეცით საშუალება, მივიღო მონაწილეობა აჭარის აღორძინებაში

▲ზევით დაბრუნება


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვა,
წარმოთქმული ჩაქვში 11 ივნისს

როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გაკეთდა, ან რა უნდა გავაკეთ თოთ აჭარაში, აი, პირველი: ფული ამოიღეს - ასლან აბაშიძის რეჟიმის წარმომადგენლებმა ფული მოიტანეს. ორშაბათიდან ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების 300 წარჩინებული სტუდენტი ყოველთვიურად 50 ლარის დამატებით მიიღებს სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში ასლან აბაშიძის დამქაშების მიერ გადახდილი ფულიდან. ეს ფული ხომ აჭარლების ფულია, რომელსაც ჰპარავდნენ მათ. მინდა ვაღიარო, რომ ასლანი ბებიაჩემის - თამარ აბაშიძის ნათესავი იყო (თამარ აბაშიძის მამა ჯიბო აბაშიძე იყო). ბებიაჩემის დედა ჯიბოს აძლევდა ჯიბის ფულს. ასლანის ბაბუას და ბაბუის ძმას კი არ ვაყვედრი, მაგრამ არაფერი მემკვიდრეობა ამ ხალხს არ შეხვედრია. ჯიბო იყო „ჭიათურმანგანუმის“ მფლობელი და ინახავდა ასლანის ნათესავებს. სხვათა შორის, ასლანს ერთხელ ვუთხრი და არ ესიამოვნა ეს. მაგრამ მას მემკვიდრეობა არ ჰქონდა, მისი ფული არის ის, რაც მოჰპარა აჭარლებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს. ჩვენ ორშაბათიდან ამ მოპარული ფულიდან დამატებით ერთი თვის პენსიას დავურიგებთ ყველა პენსიონერს. ეს ჩემი ნაჩუქარი კი არ არის, არამედ ეს არის ასლან აბაშიძის მიერ მათთვის მოპარული ფულის ერთი ნაწილი, რომელიც ისევ აჭარის საზოგადოებას დაუბრუნდა. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე, იმედია, ეს თანხა დარიგდება. აჭარის ყველა პენსიონერს ვთხოვ, გამოცხადდეს საპენსიო პუნქტში და მიიღოს ეს თანხა, რომელიც ამოღებულია ამ მთავრობის მიერ. რა თქმა უნდა, დანარჩენი თანხა მოხმარდება პირველ რიგში გზებს, იმიტომ, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ხალხი უნდა დასაქმდეს. იძახიან, ჩამოვლენ აქ სხვები და დაისაკუთრებენ ყველაფერსო. ვერავინ ვერაფერს ვერ დაისაკუთრებს! მთავარი პირობაა, რომ ყველა სამუშაო ადგილი უნდა იყოს აჭარელი მოსახლეობისთვის - ბათუმელების, ხელვაჩაურელების, ხულოელების, ქობულეთელების, ქედელების, შუახეველების და ასე შემდეგ. აი, ახლა სარფის საბაჟოზე არც ერთი სარფელი არ მუშაობს. უნდა მოვამზადოთ ადგილობრივი მოსახლეობა, ეს ხალხი უნდა ვამუშაოთ. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გამოვა სახლიდან, გაივლის 200 მეტრს, იცავს თავის თავს და თავის ეკონომიკურ ინტერესებს და სულ სხვაგვარად იმუშავებს. და კიდევ, საოცრება ხდება აქ, გავიხედავ და ყველა პარტია ჩემი სახელით გამოდის აჭარაში. მე ნამდვილად არავის ვაყვედრი ჩვენს ბრძოლას. ასლან აბაშიძეს ჩემზე მეტი მტერი ბოლო წლებში არ ჰყოლია. 1996 წელს, როცა პირველად გამიცნო, ეს იყო პარლამენტის ბიუროს გასვლითი სხდომა ბათუმში. გვქონდა უზენაეს საბჭოსთან შეხვედრა, მე და დათო ონოფრიშვილმა გავბედეთ და ვუთხარით, რომ რასაც ის ამბობდა, იყო სრული სისულელე, დავუწყეთ კამათი. ის საშინლად გაბრაზდა და თქვა, ესენი ვინ არიანო, იმის შემდეგ ყველაფერი იკადრა, რომ ჩვენთან ებრძოლა, მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. მაგრამ არაფერი გამოუვიდა იმიტომ, რომ სიმართლე საბოლოოდ მაინც იმარჯვებს. მე ამ კაცს იმიტომ არ ვებრძოდი, რომ პიროვნულად მაღიზიანებდა. ნოდარ გრიგალაშვილი ჩაქვის სასტუმროში იჯდა 1999 წელს, პარლამენტის წევრიც არ იყო მაშინ, იყო ჟურნალისტი, ჩემი სათაყვანებელი ადამიანი. ასლან აბაშიძემ გვითხრა, თუ ჩამოხვალთ ბათუმში კონფერენციაზე, ყველას სათითაოდ გიპოვნიან ზღვაში დამხრჩვალსო. მთელი ჩემი მეგობრები ჩავსხედით ავტობუსში და მაინც ჩამოვედით. ნოდარ გრიგალაშვილი გამოვიდა და თქვა სიტყვა ასლან აბაშიძის რეჟიმისა და მისი მთავრობის თანდასწრებით და ეს მთავრობა სათითაოდ გაიძურწა, თითქოს არ გაუგიათ, რა თქვა ნოდარმა. ეს ხომ არ დამალულა. თბილისის ნოემბრის მოვლენების დროს ლევან ვარშალომიძე იყო ბათუმში და სათითაოდ ითვლიდა - ამდენი სამარშრუტო ტაქსი და ამდენი შეიარაღებული კაცი გამოვიდაო. მაშინ არც რკინიგზის უფროსი იყო, იყო ჩვეულებრივი კერძო პირი. მისი ოჯახი იყო მუდმივი საფრთხის ქვეშ, მათ ემუქრებოდნენ. მამა რომ მოხსნეს, ამაზე არ ვლაპარაკობ, ერთ-ერთი უწესიერესი კაცი იყო ადგილობრივ მთავრობაში, ძალიან ნიჭიერი სამეურნეო მუშაკი. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ განვვლეთ ძალიან რთული პერიოდი. მაგრამ ამ მოვლენების მთავარი გმირი არის არა სააკაშვილი ან ვარშალომიძე, არამედ თითოეული ქობულეთელი, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, ქედელი და ასე შემდეგ. ამიტომ ვერავინ ისარგებლებს ზედმეტად ჩემი სახელით. ჩვენ არ გვინდოდა პარტიული სიების გაკეთება, შევადგინეთ იმ ხალხის სია, ვინც საშუალებას მოგვცემს, რომ აჭარა დავაყენოთ ფეხზე. ვინც გამოგვყვება და მოგვცემს ხმას იმაში, რასაც ჩვენ შევთავაზებთ. აჭარაში უნდა შემოვიდეს ინვესტიციები, შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდეს სოციალური ინფრასტრუქტურა, ჩაიდოს ფული განათლებაში, იმიტომ რომ აქ არის უნიკალური ახალგაზრდობა. პირდაპირ მინდა განვაცხადო, რა მოხდება ამ არჩევნების შემდეგ. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო სწორად, სააკაშვილის სიას ექნება სერიოზული მხარდაჭერა (იმიტომ რომ ეს პარტიული სია არ არის, თითქმის ამ სიის არც ერთი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ არის, მე შეგნებულად გავაკეთე, რომ პარტიული არ ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის ამ სიის ლიდერი), მაშინ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება ლევან ვარშალომიძე და ეს უნდა იცოდეს ყველა აჭარელმა. ლევანმა ძალიან კარგად იმუშავა, პირველივე დღეს დახსნა ყველა ის გაურკვეველი თანამდებობის პირები, რომლებიც მაინც „მოაჯდნენ“ სიტუაციას. პირდაპირ მინდა გითხრათ, რაღაც თანამდებობებზე შეძვრნენ ძველი რეჟიმის წარმომადგენლები. ქობულეთში, მაგალითად, რამდენიმე ადამიანი ისე დაინიშნა, წარმოუდგენელი იყო, რატომ უნდა ყოფილიყო ის ხალხი თანამდებობაზე. ბათუმში და ხელვაჩაურში იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ლევანმა შესძლო ყველაფრის დარეგულირება. შესძლო ის, რომ არცერთი თავისი ნათესავი არ გააჭაჭანა არცერთ თანამდებობაზე. უფრო მეტიც, ერთი-ორი თავისი ნათესავი დაიჭირა კიდეც. მე ამას ძალიან ვაფასებ, იმიტომ კი არა, რომ ნათესავებს დაერიოს. არ არის ეს პრინციპი, მაგრამ თუ დასაჭერია, უნდა დაიჭიროს. ჩვენი მეგობარი იყო ლევან კენჭაძე, ხომ? ახლა იძახიან, დაიჭირეს პარტიის წევრებიო „ნაციონალური მოძრაობის“ 7 თუ 8 აქტივისტია უკვე დაკავებული საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. თუ ადამიანი დამნაშავეა, უნდა დაიჭირონ. ზოგიერთის დაჭერა მე მხოლოდ გაზეთიდან გავიგე. ნოდარ გრიგალაშვილის ძმამ დაიჭირა ერთი-ორი. იმიტომ, რომ გრიგალაშვილის ძმა არ თვლის საჭიროდ ვინმეს ჰკითხოს, დაიჭიროს თუ არა. მისთვის სულ ერთია, „ნაციონალია“, პეტრე თუ პავლე. აგერ არის კაცი, რომელსაც შეუძლია ყველაფერზე მაღლა დადგეს. ის არის სისხლით, ხორცით, წარმოშობით ამ კუთხის შვილი. განასახიერებს აჭარელთა ყველა საუკეთესო თვისებას - სიმშვიდეს, აუღელვებლობას, შრომისუნარიანობას. ლამის ჩემზე უკეთესად სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში და ეს ძალიან რთული იყო, რადგან მე ძალიან კარგად ვსწავლობდი. მან მოახერხა საკანდიდატოს დაცვა და თავის გამოჩენა ისე, რომ თავზე არაფერი გადასდიოდა, ჩემზე უარეს პირობებში იყო, როცა სწავლობდა. მამამისი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და დედაჩემი, რომელიც იყო პროფესორი, ბევრად უფრო მეტ ფულს მიგზავნიდა, ვიდრე მას მამამისი. იმიტომ, რომ წესიერად მუშაობდა ეს კაცი და წესიერად მოდის ეს ოჯახი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს და აზრი გამოთქვას. ჩვენ ასლან აბაშიძეში არავის არ უნდა შევეშალოთ. ყველას მივცემთ ყველაფრის საშუალებას, გარდა ერთი მოწოდებისა, რომ აჭარა როდისმე გამოეყოს საქართველოს. თუ ეს მოწოდება იქნება, პასუხი იქნება უსასტიკესი. თუ ეცდებიან, რომ გადაკიდონ ერთმანეთს ხელოვნურად აჭარლები და საქართველოს სხვა კუთხის წარმომადგენლები, ბათუმელები და ხულოელები, ქობულეთელები და ოზურგეთელები, უსასტიკესი პასუხი იქნება. ხშირად იძახიან, სააკაშვილს ღუპავს გარემოცვა, როგორც გამსახურდია დაღუპაო. ბოდიში, ეს არ არის გამსახურდიას პერიოდი. ეს არის საქართველოს აღმშენებლობის პერიოდი. ხალხს კი არ გადავეკიდეთ, როგორც შევარდნაძის დროს იყო, არამედ, შემოვირიგეთ. კი არ დავჭამეთ ერთმანეთი, პირიქით, გავერთიანდით. იმაზე კი არ ვიფიქრეთ, როგორი სიტყვა ვთქვათ ტრიბუნიდან. აი ახლა, ზაფხულში ყველა გზას გაგიკეთებთ, ყველა სახურავს, ყველა ლიფტს. რაც შეგვეძლება, შევქმნით სამუშაო ადგილებს. ეს არის ჩვენი პროგრამა. აბა, სხვანაირად საქართველო როგორ უნდა გაერთიანდეს? საქართველოს გაერთიანება დაიწყო აჭარამ, აჭარაში რომ ფეხი დაგვცდომოდა, საქართველო დღეს დაშლილი იქნებოდა. მე თვითონ მომემეტა ჭაღარა ამ დროს იმიტომ, რომ რაღაც რომ გართულებულიყო აჭარაში, საქართველო შვიდ ნაწილად იქნებოდა დღეს დაყოფილი. ახლა ყველამ თავი ჩაღუნა. რატომ ეშინია ჩვენი სასუქების, პენსიების, დახმარებების და კეთილი სიტყვების ზოგიერთ ადამიანს ცხინვალში (მოსახლეობას ნამდვილად არ ეშინია)? იმიტომ, რომ იციან, ეს რითი მთავრდება. მთავრდება საყოველთაო სიყვარულით, შერიგებით და საქართველოს გაერთიანებით. გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი მომავალი და ასევე გვიმაგრებს ზურგს სულ სხვა ძალა, არა იდეალური, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. უპირველესად, მინდა ფრაქციას მადლობა ვუთხრა იმის გამო, რომ ძალიან შეკრულები ვიყავით ამ თვეებსა და დღეებში. ბევრი თქვენგანი აჭარიდან არც ჩამოსულა. ვასიკო მაღლაფერიძემ სოფელ-სოფელ იარა. იმ დროს, როდესაც სხვადასხვა ადამიანები თბილისში გაზეთებს ინტერვიუებს აძლევდნენ, გივი თარგამაძე ქობულეთში იყო ტყეში და გადაჰყავდა დემონსტრანტები ბათუმში ორი კვირის განმავლობაში. გივი იმსახურებდა ჩემს თვალში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობას. დანარჩენები იყვნენ ასფალტზე. გურამ აბსანძე ჩამოვარდა, არ შეეშინდა. თამაზ ხიდაშელი ჩამოვარდა თავის შვილებთან ერთად, მე მგონი, მის დანახვაზე დატოვეს ასლანის მომხრეებმა აჭარა. როცა ხალხს ესროდნენ, ხოცავდნენ, გრიშა ქობალიას შვილმა ხალხი შეიყვანა. მე ბათუმში ვიყავი, არ მოველოდი, რომ ბათუმში ხალხი შეიკრიბებოდა შარშან, ოქტომბერში. როცა თქვეს ხალხი იკრიბებაო, ვიყავი ქუთაისში. სასწრაფოდ დავჯექი მანქანაში და გამოვეშურე აჭარისკენ. ჩოლოქს რომ მოვადექით, თქვეს რომ უზენაეს საბჭოსთან ხალხი დაარბიესო. ვუთხარი, არა უშავს, გამაგრდით, მოვდივართ-თქო. ბატონი გრიშას შვილმა ჩამსვა თავის მანქანაში, მანამდე ათასგვარი მანევრი ჩაატარა და ჩოლოქზე გამოვიარეთ ისე, რომ ვერ მიხვდნენ, რას ვაკეთებდით. ჩაქვამდე რომ ჩამოვ ვედით, გვაცნობეს - გვცემეს და დაგვარბიესო. ბათუმში შევდივართ და გივი თარგამაძეს ვურეკავ, მესმის მისი განწირული და თუ არ ვცდები, ასევე არველაძის ხმა, არ შემოხვიდეთ, თქვენი ჭირიმეო. მერე დავინახე, რომ ჩვენი ბიჭები დაუჭერიათ ერთ-ერთი სკოლის ეზოში. სანამ ყველა ჩვენიანი, ვისაც მოსდევდნენ ისინი, არ გავიდა ჩოლოქს იქით, ჩვენ არ დაგვიტოვებია აჭარა. ვთქვით, თუ შემოგვიტევენ, გავწიოთ წინააღმდეგობა-თქო. გადმოვედით, სკოლის ეზოში დავსხედით და ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვიტანა ხაჭაპურები. აი, ეს არის აქაური ხალხი, ჩვენებს სათითაოდ ყველას სახლებში მალავდნენ, საჭმელს და ტაქსის ფულს აძლევდნენ იმიტომ, რომ ზოგს კაპიკი არ ჰქონდა თან. ამ ხალხს განსაკუთრებული გაფრთხილება უნდა, ჩვენ აქ მართლაც გადავაბრუნებთ მთებს! თუ სადმე მაქვს განცდა, რომ არის ეკონომიკური პერსპექტივა, უპირველესად, აჭარაში. მინდა ხალხს მივმართო, რომელიც 20-ში უნდა მივიდეს არჩევნებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ჩვენ ეს არჩევნები ჯერ მოგებული არა გვაქვს, სანამ ხალხი არ მოვა. ძალიან ბევრი ცდილობს, რომ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები. ტყუილად არ თქვა ასლან აბაშიძემ, სიურპრიზს ვამზადებთო, მისი მეგობრები ნამდვილად ამზადებენ სიურპრიზს. კაცი გამოდის და ლაპარაკობს, როგორც ნამდვილი სპეცსამსახურების ოფიცერი, დაიცვა აფხაზი და ოსი სეპარატისტები. ღიად ლაპარაკობს, რომ საქართველო დაიშალოს. ჩვენ ახლა განსაკუთრებული მხარდაჭერა გვჭირდება თითოეული ბათუმელის, ხელვაჩაურელის, ქობულეთელის, ხულოელის, ქედელის, შუახეველის. ჩვენი სია აჭარას დააყენებს ფეხზე. ამ სიის ხელმძღვანელი ვარ მე და ამ სიის მეშვეობით ლევან ვარშალომიძე გახდება ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ ყვლაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აჭარაში საქართველოს აღორძინება დაიწყოს, აჭარაში აღორძინებას მოჰყვება სხვა რეგიონების წარმატება, აქ სამუშაო ადგილების შექმნა გამოიწვევს სხვაგან სამუშაო ადგილების შექმნას. არ ვმალავ, რომ აქ ხალხი, ალბათ, პირველ ხანებში უფრო მდიდრულად იცხოვრებს, ვიდრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამიტომ ჩამოვდივარ მე ყოველ კვირაში აქ, ამიტომ ვუთმობ ამდენ ყურადღებას, რომ წარმატებული განვითარების მოდელი უნდა შევქმნათ აქ, ოღონდ, თუ დაგვეხმარებით ჩვენი აჭარელი მეგობრები. ეს ფრაქცია ჩამოვიდა აქ, რომ კიდევ ერთხელ მორალური მხარდაჭერა გამოხატოს თითოეული ადამიანისადმი. რა თქმა უნდა, აჭარის ბედი წყდება თვითონ აჭარაში. 1999 წელს, როცა ასლან აბაშიძე ძალიან დამიპირისპირდა და სეპარატისტული ლოზუნგები წამოაყენა, ვთქვი ბათუმში (ჩვენს გადაადგილებას ადგილობრივი უშიშროების 65 თანამშრომელი მაინც დაჰყვებოდა) - ახლა ჩვენ ყველანი, მიუხედავად წარმოშობისა და წარმომავლობისა, ვართ აჭარელნი, ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილები და საქართველოს ბედი წყდება აჭარაში. საქართველოს გამთლიანება დაიწყო აქ და საქართველოს ეკონომიკური აღორძინება უნდა დაიწყოს აჭარიდან. ჩვენ გვაქვს მისაღები კანონი აჭარისთვის. ხალხის ნაწილი ავტონომიის გაუქმებას ითხოვს, არ შეიძლება ამ საკითხის დაყენება. აჭარის ავტონომია, თუ ეს რეალური თვითმმართველობა იქნა, არათუ საშიში არ არის, არამედ ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, ქალაქი ფოთი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქია, არც რესპუბლიკა და არც რომელიმე ფოთელი არაფერს იღებს იმიტომ, რომ ფოთში არის ფოთის პორტი. იმიტომ, რომ არანაირი სტიმული არ არის, ქალაქი განვითარდეს. ასე მოხდება აჭარაში, თუ თვითმმართველობა არ იქნება. აქ უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ისეთი თვითმმართველობა, რომელიც ვერასოდეს გაბედავს, რომ დააყენოს საქართველოდან გასვლის საკითხი. ჩვენი ამოცანაა, ამ რეგიონში რაც სიმდიდრეა, აქ დარჩეს და მოხმარდეს და მოხმარდეს ადგილობრივ მოსახლეობას. გთხოვთ, ყველამ ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ, რომ მივიღოთ ნორმალური კანონი, რაც საშუალებას მოგვცემს, აჭარაში იყოს რეალური თვითმმართველობა და მეც შევძლო, რომ აჭარლებს დავეხმარო. იძახიან, რატომ უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაო? იმიტომ, რომ პრეზიდენტს სურს აჭარის მართვაში მიიღოს მონაწილეობა. მომეცით საშუალება, მონაწილეობა მივიღო აჭარის რეგიონის აღორძინებაში. მინდა ყოველდღე დავინტერესდე, გზები გაკეთდა თუ არა, ავტობუსები დადის თუ არა, პენსია გაიზარდა თუ არა, სამუშაო ადგილები შეიქმნა თუ არა. ამავე დროს, არის აჭარის მთავრობა, რომელსაც აკონტროლებს აჭარის პარლამენტი, არის აჭარის ბიუჯეტი, ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ეკონომიკური სივრცე. ეს ყველაფერი გარანტირებულია კონსტიტუციური კანონით, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ.

მომეცით საშუალება, მივიღო მონაწილეობა აჭარის აღორძინებაში / პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, წარმოთქმული ჩაქვში 11 ივნისს // დილის გაზეთი. - 2004. - 12 ივნისი. - N137 (2463). - 2 გვ.

54 „საქართველო სრულიად გახსნილია დიალოგისთვის“

▲ზევით დაბრუნება


მოსკოვში ჩასვლისთანავე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასის“ საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

„ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიც. თებერვალში, პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენ საკმაოდ წინ წავიწიეთ მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და ჩამოთვალა ის სფეროები, რომელშიც წარმატებ ბით თანამშრომლობენ საქართველო და რუსეთი. საქართველოს პრეზიდენტს არ გამოუტოვებია ნაყოფიერი თანამშრომლობა აჭარაში შექმნილი კრიზისის დასაძლევადაც. „საერთო ჯამში, ცხადად ჩანს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება“, - დასძინა საქართველოს მეთაურმა.

მიხეილ სააკაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ ის დიალოგი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან პირველი შეხვედრისას დაიწყო, ამ არაფორმალური შეხვედრისას ახალ იმპულსს შეიძენს.

განსაკუთრებულ პრობლემათა შორის მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი დაასახელა და იქვე აუწყა მოსკოვურ მედიას, რომ მალე საქართველო ცალმხრივად გაამარტივებს სავიზო რეჟიმს: „პირველ რიგში, ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ რუსი ტურისტები, რუსული ბიზნესის წარმომადგენლები. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისას, რაიმე გადაულახავი, ბიუროკრატიული დაბრკოლებები შეხვდეთ.“

საქართველო ელის მოსკოვისგან სათანადო რეაქციას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინადადებაზე, რაც ერთობლივი ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას გულისხმობს.

„არც ერთი სხვა ქვეყანა რუსეთთან მსგავსი წინადადებით არ მისულა. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ერთობლივი ქართულ-რუსული ცენტრი, რომელსაც ექნებოდა მთელი საზღვრის გასწვრივ და, მთლიანად, რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლის მანდატი“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

„საქართველო სრულიად გახსნილია დიალოგისთვის“, - ხაზს უსვამს საქართველოს პრეზიდენტი. დღეს „საქართველოში ძალიან ინტენსიური ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს. ჩვენ შემოვიღეთ ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ყველაზე დაბალ საგადასახადო განაკვეთებს ითვალისწინებს მთელი რეგიონის მასშტაბით. ჩვენ ვეცადეთ ჩვენი საგადასახადო განაკვეთი უფრო დაბალი ყოფილიყო, ვიდრე ის რუსეთშია იმ იმედით, რომ რუსული ბიზნესი საქართველოსკენ დაიძვრება. ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციებზე“, - საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიულობაში არწმუნებს მოსკოვს სამხრეთელი მეზობლის პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, „საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად კახა ბენდუქიძის დანიშვნა. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ მისი მუშაობით. მიგვაჩნია, რომ მისი გამოცდილება. რომელიც მან რუსეთში მიიღო, უნიკალურია და აუცილებელია იმისთვის, რათა ფეხზე დავაყენოთ ქართული ეკონომიკა.“

რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტმა გვერდი ვერ აუარა კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებსაც: „საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ჩვენ პოლიტიკური გზით გვინდა. აუცილებელია, დავიძრათ მკვდარი წერტილიდან. საქართველო მზადაა სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად. ბუნებრივია, ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობისა და მისი თანადგომის იმედიც გვაქვს - ისევე, როგორც ეს აჭარის კრიზისის დროს მოხერხდა.“

შეკითხვა: როგორი იქნება თქვენი კომენტარი სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვიტოს?

მიხეილ სააკაშვილი: „ეს ძალიან პატარა რეგიონია. კონფლიქტის დაწყებიდან, წლების განმავლობაში, ამ რეგიონში, სულ იარაღის ჟღარუნი ისმოდა. ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. იქ საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ - ისეთივე მოქალაქეები, როგორებიც საქართველოს სხვა რეგიონებში. ჩვენ დავიწყეთ პენსიების გაცემა იმ ოსებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ჩვენ გავაგზავნეთ იქ სასუქები, გავაგზავნეთ ექიმები, რომლებმაც მოსახლეობის დიდ ნაწილს უფასო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს; გავაგზავნეთ წამლები. ოსი ბავშვები საქართველოს მთავრობის ხარჯით შავი ზღვის სანაპიროზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ისვენებენ. ამ ყველაფერს ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ყველანი დავარწმუნოთ ჩვენს მშვიდობიან ზრახვებში. ჩვენ არა გვაქვს გადაუჭრელი საკითხები. მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან და მივცეთ მათ გაცილებით უფრო მყარი გარანტიები, ვიდრე, ეს ჩრდილოეთ ოსეთს - ალანიას აქვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

სიტუაცია აქ საკმაოდ ნათელია. არის ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც დაკავებულია კონტრაბანდით. კონტრაბანდა ჩვენ დავხურეთ და მომავალშიც არ მივცემთ გასაქანს. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველო მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენებს იარაღს - იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ერთიანობას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მე არ ვფიქრობ, რომ რამდენიმე ათეული სეპარატისტი, რომელიც დღეს ოსეთშია, ამგვარ საფრთხეს ქმნიდეს. შეიარაღებული პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას ჩვენ სათანადოთ ვუპასუხებთ და ძირშივე ჩავახშობთ. საქართველოს პოლიტიკურ მეთოდთა იმდენად დიდი არსენალი აქვს, რომ იარაღის გამოყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ... ჩვენ რომ გვდომოდა, აჭარაშიც გამოვიყენებდით იარაღს, მაგრამ ჩვენ დიპლომატიური გზა ვარჩიეთ. უდანაშაულო ადამიანები არ უნდა დაზარალდნენ.“

შეკითხვა: თქვენ აღნიშნეთ, რომ სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებისას სერიოზულ ნაბიჯებზე ხართ მზად. კონკრეტულად, რა ნაბიჯებს გულისხმობთ?

მიხეილ სააკაშვილი: „ბუნებრივია, ტერიტორიის სტატუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რადიკალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. ბუნებრივია, ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება. ბუნებრივია, ეს არის პროცესი, რომელიც ურთიერთდათმობებს საჭიროებს. დღეს საქართველოს მთავრობას ხალხის ნდობის სერიოზული მანდატი აქვს. იმისათვის, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, ჩვენ სერიოზულ კომპრომისებზეც ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს შიგნით ფედერაციულ ურთიერთობებზე, რომლებიც ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესების დაცვაზე იქნება დაფუძნებული...“

შეკითხვა: გუშინ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების კომისიის სხდომა ისე დასრულდა, რომ არც დაწყებულა. რა კომენტარს გაუკეთებთ ამ ინფორმაციას?

მიხეილ სააკაშვილი: „პირველ რიგში, ბატონ მაიოროვს, რომელსაც საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმართვა ჰქონდა დავალებული, დაავიწყდა, რომელი ქვეყნების საზღვრები გადის როკის გვირაბთან. ეს არაპროფესიონალური მოდგომაა. მეორე მხრივ, ქართული მხარის მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას კონტრაბანდული ტვირთისა და ბოევიკების დაკავების საპასუხოდ, ოსეთის სამხედრო დაჯგუფებამ საქართველოს უშიშროების სამი თანამშრომელი დააკავა და მათი ბოევიკებზე გაცვლა შემოგვთავაზა. არც ერთი ქვეყანა ასეთ საკითხებში ვაჭრობას არ დაიწყებს. ჩვენ არ ვაპირებთ დავკავდეთ ადამიანების ვაჭრობით. ამ გზას არსად არ მივყავართ.

შეკითხვა: როგორც ცნობილია, მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა გაგრაში არაერთი სანატორიუმი შეიძინა. რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილი: „როგორც ჩანს, აჭარის გაკვეთილებიდან ლუჟკოვმა დასკვნები ვერ გამოიტანა. პირობას ვდებ, რომ აჭარაში ყველა მის ეკონომიკურ ინტერესს დავაყადაღებ და კონფისკაციას გავუკეთებ. ეკონომიკური ინტერესები კი ლუჟკოვს აჭარაში ნამდვილად ჰქონდა. ასევე მოვიქცევით აფხაზეთშიც.“

შეკითხვა: რამ განაპირობა ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდა ერაყში? რა აზრის ხართ სადამ ჰუსეინის გასამართლებასთან დაკავშირებით და აპირებთ თუ არა თქვენ ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას?

მიხეილ სააკაშვილი: „მე მათ არც კი შევადარებდი. შევარდნაძე უწყინარი მოხუცია, რომელიც დღეს მემუარებს წერს. მან ძალიან ბევრი ცუდი გააკეთა საქართველოსთვის და ხალხს ის არ უყვარს. საქართველომ ძალიან დიდი თანხა მიიღო შევარდნაძის ოჯახის პირადი ანგარიშებიდან, რომლებიც მათ აშშ-ში ჰქონდათ გახსნილი - ეს მისთვის საკმაოდ დიდი სასჯელია.

რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას ანტიტერორისტულ კოალიციასთან, ჩვენი სამხედროები არიან კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართული ჯარი მომძლავრებას იწყებს. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები. ჩვენ გვინდა, რომ ერაყში და მთელ რეგიონში მშვიდობა იყოს. ერაყში ჩვენი კონტინგენტის ზრდა გამოიწვია იმან, რომ ჩვენ საამისოდ უფრო მეტი რესურსი გაგვიჩნდა.“

შეკითხვა: განლაგდებიან თუ არა საქართველოში ნატო-ს ჯარები?

მიხეილ სააკაშვილი: „ნატო-ს ჯარები, მათ შორის - ამერიკის ჯარები, საქართველოში არ განლაგდებიან. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვაშენებთ ჩვენ საკუთარ არმიას.“

„საქართველო სრულიად გახსნილია დიალოგისთვის“ // 24 საათი. - 2004. - 3 ივლისი. - N156 (705). - A1, A3 გვ.

55 „ჩვენ ხალხს იარაღზე არ ვცვლით“

▲ზევით დაბრუნება


რუსეთი გონს მოეგოს!

თავდაცვის აკადემიის კურსანტთა გამოშვებაზე საქათველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ახალგაზრდა ოფიცრებისა და ქვეყნისადმი, ცხინვალის რეგიონში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ერთგვარი გამოცხადება იყო. პრეზიდენტი სააკაშვილი უგუნებოდ, მაგრამ ჩვეული რადიკალიზმით და კატეგორიულობით საუბრობდა რუსეთის არმიის, ოსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი სამხედრო დაჯგუფებების მისამართით.

თუ ვიღაც ნაძირლები და კრიმინალი კაზაკები, რომლებმაც აფხაზეთის ომში მონაწილეობით თავი მოიჭრეს, ჩრდილოკავკასიური სახალხო ლაშქარი და კრასნოიარსკიდან ჩამოსული ვიღაც მომხდურები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სისხლის დასაღვრელად ჩამოვიდნენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი აქ საკუთარ სისხლს დაღვრიან. ყველას დაუნდობლად გავანადგურებთ, ვინც საქართველოში მახვილითა და იარაღით შემოვა. მტერი რა ძლიერი და შეიარაღებულიც არ უნდა იყოს, ჩვენ საკუთარ ქვეყანას მაინც დავიცავთ. ჩვენი მტერი ვიღაც ადგილობრივი ასორმოცდაათამდე გზააბნეული ახალგაზრდა კი არ არის, არამედ ის გარეშე ძალაა, რომელიც შეიძლება საქართველოში იმისათვის შემოვიდეს, რათა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და ეკონომიკური პროგრესი შეაჩეროს. ჩვენ ერთხელ ვიყავით იმპერიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ უკვე გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ჩვენც გავხდით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. აი, ამისთვის უნდათ საქართველოს დაშლა! - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა, რომ დღეს ქვეყანა შეიარაღებულ რელსებზე გადასვლის აუცილებლობის წინაშე დგას:

„კარგად მესმის, რომ ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ საქართველოს განადგურებას არავის დავანებებთ, ამიტომ საქართველოში შემოსული ყოველი ზედმეტი კაპიკი თავდაცვაზე უნდა დაიხარჯოს. დღეს ყველანაირი დახმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და საზღვრების განმტკიცებაში, სტრატეგიული მარაგის შექმნაში უნდა წავიდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენზე ათასჯერ ბევრად მეტი რესურსი აქვს. ჩვენი მთავარი რესურსი კი ჩვენი შეიარაღებული ძალები და თქვენ ბრძანდებით, ჩვენი მთავარი რესურსი ჩვენი სამშობლოს სიყვარული და მეგობრობაა!.“

ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი საგანგებოდ რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს და მას უნდობლობას უცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის კეთილგონიერების იმედი არ დაუკარგავს. საქართველო რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად მაინც მომზადებულია:

„იანვარში საქართველომ მეგობრობის ხელი გამოგიწოდათ, მაგრამ ეს მეგობრობის ხელი ჯერჯერობით ისევ ჰაერშია გაწვდილი. სამწუხაროდ, მის ბოლომდე ჩამორთმევაზე რუსეთში არავის უფიქრია. თუმცა მე ძალიან კარგი ურთიერთგაგება ჩამომიყალიბდა რუსეთის პრეზიდენტთან და სხვადასხვა სტრუქტურის დონეზე მოვახერხეთ ურთიერთობის განვითარება, მაგრამ, თუ ისევ გაიმარჯვებს იმპერიული ინსტიქტები, თუ რაღაც ძალებმა 1992 წლის გამეორება გადაწყვიტეს (და დღესაც იხილება რუსეთის პარლამენტში რეზოლუცია), თქვენ აქ 92 წლის საქართველო აღარ დაგხვდებათ. ამ ბრძოლაში ყველა გვერდით დაგვიდგება - მთელი თავისუფალი დემოკრატიული სამყარო. ამის რესურსები კი ჩვენ გვაქვს.“

მიუხედავად საქართველოს საკმარისი სამხედრო რესურსებისა, პრეზიდენტი კატეგორიულად გამორიცხავს ქართველი სამხედროების მხრიდან ოსების მისამართით ცეცხლის გახსნას:

„ჩვენმა სახელოვანმა ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მომხდურის შეტევა ისე მოიგერიეს, რომ მათ შორის მსხვერპლი არ არის. ოსები ჩვენი ხალხია, თუმცა მათ შორის რუსეთიდან შემოსული ელემენტებიც არიან და მათ ჩვენ სხვანაირად, განსაკუთრებული სიმკაცრით მივხედავთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ერთ მუშტად შევიკრათ და ყველანაირი აგრესორი საქართველოდან გავდევნოთ.“

პრეზიდენტი სააკაშვილი ახალგაზრდა ოფიცრების წინაშე თავის გამოსვლაში ხატოვან გამონათქვამებსაც იშველიებდა, ასე მაგალითად:

„საბოლოოდ უნდა დავძლიოთ ყველა ის დაბრკოლება, რომელიც ჩვენს მომავალს წინ დაუდგება. ასეთია საქართველოს ბედი. ყოველ ჯერზე საქართველო ამირანივით აიწყვეტს, მაგრამ შემდეგ ისევ მოდიან მტრები და კვლავაც ცდილობენ, ლურსმანი დაგვარჭონ და ადგილზე მიგვამაგრონ. ამას ჩვენი მტრები ვეღარ შეძლებენ. საქართველო იქნება თავისუფალი და ყველა თავის მეზობელთან იმეგობრებს, ვისაც ჩვენთან მეგობრობა სურს და, ამავე დროს, ყველა აგრესიას პასუხს გასცემს. იარაღით მოსულს იარაღითვე დავხვდებით. იმ ხალხს, ვისაც სურს, საქართველო თავისი ავადმყოფური ამბიციების დასაკმაყოფილებელ არენად გადააქციოს, ვუპასუხებთ, რომ ერთ მუშტად შეკრულები დავხვდებით და მათ წინააღმდეგ ისე ვიბრძოლებთ, როგორც იბრძოდნენ თავიანთი მტრების წინააღმდეგ ავღანელები, ჩეხები, სლოვაკები. ვისზე ნაკლებია საქარ თველო?!“

ბოლოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ ისინი იმ დიდი მხედართ თმთავრების შთამომავლები არიან, რომლებიც საქართველოს

მიწა-წყლის ერთიანობისთვის გმირულად იბრძოდნენ. პრეზიდენტმა ახალგაზრდა ოფიცრები კიდევ ერთხელ შეამზადა ომისათვის:

„წინ დიდი ბრძოლები გვაქვს გადასატანი. ქართველმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველის წვეთი სისხლი არ დაიღვაროს. მაგრამ, თუ ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ ჩვენ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყება, ყველა ქართული ოჯახი საბრძოლველად მზად უნდა იყოს.“

დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიფინგს მართავს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სოფელ ერედვში საკოორდინაციო ცენტრის შექმნა გადაწყვიტა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მუდმივად კონფლიქტის ზონაში იმუშავებს. ამავე დროს, სააკაშვილმა ამხილა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისა და ჩრდილო ოსეთის ერთობლივი მზაკვრული გეგმები:

„ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა ჩაფიქრებული შეიარაღებული დაპირისპირების პროვოკაცია თავიდან ავიცილოთ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია სპეციალურად არის ინსპირირებული საქართველოში მიმდინარე რეფორმების ჩასაშლელად და საერთაშორისო ავტორიტეტის დასასუსტებლად. რუსეთის დუმა იხილავს სრულიად პროვოკაციულ განცხადებას, ხოლო ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო სტრუქტ ტურები პირდაპირ არიან ჩათრეული იმ მოვლენებში, რომლებსაც დღეს აქვს ადგილი. იმის რეალური მცდელობაა, რომ კონფლიქტი წარმოიშვას რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც საქართველოს შიდა კონფლიქტი არ იქნება. ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.“

პრეზიდენტი სააკაშვილი ჟურნალისტებს იმის საქმის კურსში გვაყენებს, რომ იგი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს. პუტინის დავალებით საქართველოში ჩამოვა ელჩი მირონოვი, რომელიც სააკაშვილთან კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრებს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მოსკოვში მოსალაპარაკებლად გააგზავნის უშიშროების საბჭოს მდივან გელა ბეჟუაშვილს.

მიხეილ სააკაშვილი პრინციპულად აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში დაკავებული რაკეტებით დატვირთული რუსეთის სამი მანქანა არავითარ შემთხვევაში არ გაიცვლება ოსების მიერ ტყვედ დატოვებულ სამ ქართველ მებრძოლზე:

„ჩვენ იარაღს ხალხზე არ ვცვლით. თავიდანვე მზად ვიყავით, რომ იარაღი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაგვეცა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. იქ ახალი იარაღი არ შევა. მზად ვართ, ეს იარაღი რუსებს გადავცეთ ლარსში და ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტსაც განვუცხადე. იარაღი მოვიტანეთ თბილისში ამიეკავკასიის დაჯგუფების შტაბში, მაგრამ მის მიღებაზე უარი განაცხადეს, დაჟინებით მოითხოვენ, რომ იარაღი სამხრეთ ოსეთში ჩავიტანოთ. ამას არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ კონფლიქტის ზონაში ახალი იარაღის შეტანა სრულიად დაუშვებელია.“

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ოთხი დღის წინ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობდა, რომ, თუ ქართული მხარე ერგნეთის ბაზრობის სახით კონტრაბანდის გზას გახსნიდა, ოსები პროვოკაციის მოწყობას შეწყვეტდნენ „მაგრამ ცივი წყალი დალიონ, - ამბობს სააკაშვილი, - ერგნეთის ბაზრობის აღდგენასა და იქიდან კონტრაბანდის შემოტანას აღარასდროს დავუშვებთ. ეკონომიკური საზღვარი ჩავკეტეთ და მის გახსნას აღარ ვაპირებთ!“

ამდენად, ცხინვალის კონფლიქტის ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტის მთავარი ამოცანაა, განახლდეს ცხინვალის სოფლებში ჰუმანიტარული პროგრამით გათვალისწინებული პროდუქტის შეტანა, ქართულმა მხარემ არ დაუშვას კონფლიქტის ზონაში დაქირავებული მეომრების შემოსვლა და რაიმე სახის იარაღის შემოტანა. კოკოითის დასჯა კი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უახლოესი მომავლის საქმე არ იქნება.

ზაზა ბაკაშვილი

„ჩვენ ხალხს იარაღზე არ ვცვლით“ / რუსეთი გონს მოეგოს! // ახალი თაობა. - 2004. - 11-17 ივლისი. - N189 (3123). - 3 გვ.

56 საპატრულო პოლიცია ქვეყნის საყრდენი აგური

▲ზევით დაბრუნება


„საქართველო აგურ-აგურ შენდება და თქვენ ხართ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აგური ახალი სახლის მშენებლობაში. საპატრულო პოლიცია ისეთი გამძლე და ძლიერი უნდა იყოს, რომ ყველანი ვამაყობდეთ. მე თითოეული თქვენგანის გვერდით ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თავი პრესტიჟული სამსახურის წარმომადგენლებად იგრძნოთ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის აკადემიის სასწავლო ცენტრში საპატრულო პოლიციის მეორე ეტაპის „კურსანტებს“, რომლებიც ცოტა ხანში „ახალი პოლიციის“ რიგებს შეუერთდებიან.

„პირველ რიგში, მოგილოცავთ ყველას საპატრულო პოლიციის რიგებში მოხვედრას, რომელიც ახალი ქართული პოლიციის შექმნას ითვალისწინებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არსებითად ახალ პოლიციას ქმნის და იგი მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში მაგალითი იქნება. მე ვიცი, რომ შერჩევა იყო ძალიან რთული, მაგრამ ობიექტური, და ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ სასწავლი - დაწყებული სამწყობრო სვლით, პრაქტიკული ჩვევებით დასრულებული. მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ეს არის საქართველოში საზოგადოებრივი წესრიგის სწორი აღქმა და ადამიანებთან, მათ შორის, დამნაშავეებთან ურთიერთობა“, - მიმართა მწყობრად მოწყობილ საპატრულო პოლიციის მომავალ თანამშრომლებს ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც აღფრთოვანებას ვერ მალავს იმის გამო, რომ „ახალი პოლიციის“ რიგებში 70%25 წარსულში პოლიციელი არ ყოფილა. თუმცა, იგი ასევე მიესალმა იმ ყოფილ, პროფესიონალ პოლიციელებს, რომლებმაც საპატრულო პოლიციაში ახლებურად გადაწყვიტეს მუშაობა.

„ბოლო წლების განმავლობაში პოლიციაში უამრავი უარყოფითი ტენდენცია დაგროვდა, რაც ძველი ხელისუფლების დამსახურებაა. დაივიწყეთ ყველაფერი, რაც იყო უარყოფითი, დაივიწყეთ უნარ-ჩვევები, რომლებიც ბოლო წლებში პოლიციაში დამკვიდრდა, დაივიწყეთ ის მეთოდები, რომელიც უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს, დაივიწყეთ მოქალაქეების უმიზეზოდ დაკავება, ჯიბეში წამლის, იარაღის, ფულის ჩაგდება. იცოდეთ, რომ ყველას, ვინც ამას გააკეთებს, დაუნდობლად გავუსწორდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე დაპირებაც დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, დაწყებული ხელფასიდან, ელემენტარული პრობლემებით დასრულებული, ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონდეთ.

„ჩვენ გვინდა ვებრძოლოთ დამნაშავეებს, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული არის ადამიანის უფლებების შელახვა და უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაგზავნა. ყველაზე დიდი დამნაშავის დამცირება, აბუჩად აგდება და წამება, როგორი ცუდი ადამიანიც არ უნდა იყოს იგი, დანაშაულია და ჩვენ ამ გზას აღარ გავივლით. თქვენ არსებითად სხვა პოლიცია უნდა შექმ მნათ, თქვენს დანახვაზე ბავშვები უნდა იღიმებოდნენ, თქვენით თქვენი მშობლები და შვილები უნდა ამაყობდნენ. პოლიციის პატრულის დანახვაზე ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ დაცულები არიან.“

[...]

საპატრულო პოლიცია ქვეყნის საყრდენი აგური // 24 საათი. - 2004. - 20 ივლისი. - N170 (719). - 1, 7 გვ.

57 „გემუდარებით, არ ესროლოთ ჟირინოვსკის!“

▲ზევით დაბრუნება


გუშინ თბილისს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

[...]

მიხეილ სააკაშვილი:

- ბ-ნი ერდოღანი ძალიან საინტერესო პოლიტიკური მოღვაწეა ჩემთვის. მას და ჩემს მოღვაწეობას შორის ბევრ პარალელს ვაკეთებ. ის არის თავის ქვეყნის პატრიოტი, ხელისუფლებაში მოსვლით თურქეთში მთელი პოლიტიკური სისტემა შეცვალა. მას ბევრი დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ ის დღეს ნამდვილი სახალხო პოლიტიკოსი და ბევრი პოლიტიკოსისთვის მისაბაძია. ის მშვიდობის და სტაბილურობის დიდი ქომაგია და მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვიდა, როგორც ჩვენი მოძმე და მეგობარი. მიხარია, რომ ის ჩამობრძანდა მნიშვნელოვანი დელეგაციით და 120 თურქი ბიზნესმენით, რომლებსაც საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება სურთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს მოძმეებს საპასუხო სიყვარულით და მეგობრობით ვუპასუხოთ.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენს ნერვებზე თამაშით გატეხავენ ქართველი ერის ნებას, ძალიან ცდებიან. საქართველო აღარ არის ტერიტორია, საქართველო არის სახელმწიფო და იცავს თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ არის შემთხვევითი, რომ ამ დღეებში, როცა საქართველოს მიმართ არის სიმპათიის ტალღა მთელ მსოფლიოში, როდესაც ძალიან ბევრი ინვესტორი და ბიზნესმენი იხილავს საქართველოში ფულის ჩადების საკითხს, როდესაც უნდა ამოქმედდეს ევროკავშირის და ამერიკის დახმარება, დაიწყო ფართომასშტაბიანი პროვოკაციები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ვერავინ შეძლოს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ტაკიმასხარა ჟირინოვსკის გამოჩენას ჩვენს ტერიტორიულ წყლებში, ჩვენ ვიცოდით, რომ ბ-ნი ჟირინოვსკი აპირებდა ჩამოსვლას, ჩვენი კატარღები იდგა რეიდზე. დღეს დილიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დარეკა რუსეთის ელჩმა და გამოგვიცხადა, რომ ჟირინოვსკი თავის პარტიის წევრებთან ერთად კატერით აპირებს საქართველოს წყლების გადმოლახვას და უმორჩილესად გვთხოვა, რომ გამონაკლისის სახით, არ გაგვეხსნა მისთვის ცეცხლი. ამავე დროს, მოსკოვში გენერალური შტაბის ხელმძღვანელი შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და განუცხადა, რომ რუსეთის მხარე ვერ აკონტროლებს ამ უკონტროლო ადამიანის ქმედებებს. რუსეთის მხარეს ესმის, რომ საქართველოს მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს ყველანაირი ძალა მის აღსაკვეთად, მაგრამ გვთხოვეს, გავუწიოთ ანგარიში რუსეთს და არ მოვახდინოთ ცეცხლის გახსნა. ამ სიტუაციაში რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს?! უნდა გამოეჩინა თავშეკავება და მათთვის არ მიეცა რაიმე საბაბი, თუმცა ის, რაც ხდება, გამოხატავს ურთიერთობის არანორმალურობას. არ შეიძლება ასე გაგრძელება. მათ თუ არ შესწევთ იმის ძალა, დააკავონ ერთი გიჟი რუსეთში, მაშინ მთლად კარგად ყოფილა რუსეთში საქმე.

- თუ არის ცნობილი, კონკრეტულად რა სახის ინვესტიციებს განახორციელებს თურქეთის მხარე, საუბარია იგივე ბათუმის და ფოთის პორტებზე.

- უცხოელი ბიზნესმენები ადრე ბევრ პრობლემას აწყდებოდნენ საქართველოში. ეს ქვეყანა არ იყო კარგი ქვეყანა ინვესტიციებისთვის. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა, ვაქციოთ ნორმალურ ქვეყნად ინვესტორებისათვის. დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მაღალ ეშელონებში კორუფცია აღარ არის და ბიზნესმენს ფულს აღარავინ გამოსძალავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონის უზენაესობა დაცულ იქნეს და ტყუილად არავინ დაისაჯოს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით თურქულ ინვესტიციებზე და მე მიმაჩნია, რომ თურქეთიდან შესაძლოა მილიარდობით დოლარი შემოვიდეს, ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ უანგარო დახმარებაზე, ჩვენ გვინდა, რომ თურქებმა გააკეთონ საქართველოში ფული, ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესმენმა.

„გემუდარებით, არ ესროლოთ ჟირინოვსკის!“ // ახალი თაობა. - 2004. - 12 აგვისტო. - N221 (3155). - 2, 4 გვ.

58 საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს გადარჩენა ისტორიულად ყოველთვის იყო, არის და იქნება დაკავშირებული მისი მებრძოლების თავგანწირვასთან, თავდადებასთან.

ამავე დროს, მინდა მერწმუნოთ, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის და როგორც ამ ქვეყნის შვილის გულის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი თითოეულ ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცთან ერთად კვდება. მე არ მახარებს არც სხვების სიკვდილი, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის უწმინდესი მოვალეობა.

ვნახოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი: ჩვენ გადავკეტეთ ერგნეთის ბაზრობა, კონტრაბანდის უზარმაზარი ხვრელი, რომელიც ძირს უთხრიდა საქართველოს ეკონომიკას. ამას მოჰყვა ჩრდილოეთიდან რეგიონში უზარმაზარი რაოდენობის იარაღის და მებრძოლების შემოდინება. ამის დოკუმენტურ დადასტურებას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მთელი მსოფლიოს წინაშე მოახდენენ. ამის შემდგომ, ჩვენი სასიცოცხლო კომუნიკაციების დასაცავად კონფლიქტის ზონაში ჩვენი კონტიგენტი გავაძლიერეთ. დამატებითი კონტიგენტის შეყვანას მოჰყვა გააფთრებული შეტევები ამ კონტიგენტზე. ჩვენმა ბიჭებმა, ჩვენმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიგერიეს ეს შეტევები და ძალიან სერიოზული პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს.

დღევანდელი სიტუაცია მე და თითოეულ ჩვენგანს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აყენებს. ჩვენ დაგვაყენეს ამგვარი რეალობის წინაშე - საქართველოში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტი დაიწყოს. ბოლო თვეებში, ჩვენი რევოლუციის შემდეგ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: სახელმწიფოს აპარატი ფეხზე დგება, ჩვენი საზღვრები და ეკონომიკური სივრცე კონტრაბანდისთვის და სხვადასხვა უკანონო გადაადგილებებისთვის დავკეტეთ; ჩვენ შემოვიერთეთ აჭარა, მკვეთრად გავზარდეთ საქართველოს ბიუჯეტი, დავიწყეთ ჯარის ფეხზე დაყენება და პოლიციის გამაგრება. მკვეთრად გავაძლიერეთ საერთაშორისო პოზიციები... რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად საქართველოს სტაბილურობა, ეკონომიკური პროგრესი და შემდგომი საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე დროს, ჩვენ გვყავს დაუძინებელი მტრები, რომელთაც საქართველო, ჯერ კიდევ შარშან, გადასანსლად გამზადებულ მსუყე ლუკმად მიაჩნდათ... რა თქმა უნდა, ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისე, როგორც 1990 და 1992 წლებში, ჩვენ სამხედრო კონფლიქტში ჩაგვითრიონ და ამით მთლიანად გადაუსვან ხაზი ჩვენს შემდგომ წინსვლას.

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო ომი ამ რეგიონში 1990-ში. ისიც მახსოვს, როგორ დაიწყო და რატომ დაიწყო ომი აფხაზეთში. ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს ფეხზე დადგომის შანსი აღარ ჰქონდა.

იცით, მე არაფრის მეშინია და უკან დამხევი ადამიანი არა ვარ, მაგრამ ამავე დროს, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ - თუ ახალი კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ დამარცხების უფლება, როგორც ერს, ქართველებს, როგორც ამ ერის შვილებს, აღარ გვაქვს.

ჩვენ დამარცხების უფლება არა გვაქვს... შეიძლება გავნადგურდეთ, დავიშალოთ, როგორც ერი და როგორც ქვეყანა. ვეღარ იქნება ისე, რომ, ვთქვათ, ერთი ნაწილი ქართველობისა იბრძოდეს და ჩვენი ხალხის რომელიღაც მეორე ნაწილი დაკავ ვებული იყოს თავისი ცხოვრებით და თავის საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით. ცალ-ცალკე ვერც ერთი ვეღარ გავიმარჯვებთ. ამ შემთხვევაში ყველანი უნდა დავდგეთ ერთად, ყველამ უნდა გადავდოთ თავი, მთავრობამაც და თითოეულმა მოქალაქემაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამარცხების ფუფუნება ჩვენ უკვე აღარ გვექნება.

მე ვაცნობიერებ ჩვენს პასუხისმგებლობას და სწორედ ამის გამო, მინდა გამოვიყენოთ ყველა მეთოდი, რათა ავიცილოთ თავიდან კონფლიქტი, გამოვიყენოთ ბოლო შანსი მშვიდობის მისაღწევად.

სიტუაცია შემდეგნაირია: ბოლო დღეების მოვლენების შედეგად ჩვენ დავინახეთ, რომ შეზღუდული ძალებით პოზიციების შენარჩუნება შემდგომ მსხვერპლთან არის დაკავშირებული, ხოლო ყველა ძალის შეყვანა გარდაუვლად ნიშნავს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებას. ჩვენ ბოლო დღეებში გვიშენდნენ რამდენიმე სიმაღლიდან, გვიშენდა ე.წ. მესამე ძალა, რომელიც, რა თქმა უნდა, არანაირი მესამე ძალა არ არის. დღეს დილით ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ნაწილმა ამ ძალის განადგურება, მწყობრიდან მთლიანად გამოყვანა და ამ სიმაღლეების დაკავება მოახერხა. ამ სიმაღლეების დაკავება ჩვენ საშუალებას გვაძლევს, კონფლიქტის ზონაში არსებული ძალების ახალი გადაჯგუფება მოვახდინოთ. ჩვენ მზად ვართ, ამ სიმაღლეების კონტროლი სამმხრივ სამშვიდობო კონტიგენტს გადავცეთ, რომელშიც ქართველებიც შედიან. მზად ვართ, სამშვიდობო ძალების კვოტით ჩვენს სოფლებში ხუთასი ჩვენი რჩეული მებრძოლი დავტოვოთ, რომლებიც ქართულ სოფლებს შემოტევებისა და შესაძლო პროვოკაციებისგან დაიცავენ, ხოლო ყველა სხვა პოზიციიდან ჩვენ მზად ვართ, გადავაჯგუფოთ ჩვენი ძალები და კონფლიქტის ზონის გარეთ, გორის ტერიტორიაზე განვალაგოთ. ამის შემდგომ მოწინააღმდეგეს აღარ ექნება საბაბიც კი, რათა გაამართლოს სიტუაციის შემდგომი ესკალაცია... მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს - ეს მშვიდობისთვის ბოლო შანსია და მე მინდა, ყველა პროვოკატორმა ეს კარგად გაიაზროს.

მინდა დავადასტურო ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება - დავიცვათ ჩვენი სოფლების მოსახლეობა, ამიტომ მე, სამშვიდობო ბატალიონთან ერთად, კოორდინატორად გია ბარამიძეს ვტოვებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბატალიონში ჩვენი ყველაზე კვალიფიციური მებრძოლები იყვნენ. ამ დღეებში ჩვენ მივაღწიეთ ერთ მიზანს: ჯარის შეყვანით ყველა ჩვენმა მოწინააღმდეგემ დაინახა და საკუთარ თავზე გამოსცადა ჩვენი ჯარის თუნდაც ძალზე შეზღუდული კონტინგენტის დისციპლინა და გამბედაობა. არც ერთ ჩვენს ჯარისკაცს ფეხი არ მოუცვლია უკან, არ უჩვენებია ზურგი მოწინააღმდეგისთვის და ბევრად მეტი ზიანი მიაყენეს მოწინააღმდეგეს. ეს არის არსებითად ახალი ქართული ჯარი და ახალი ქართული სახელმწიფო...

მინდა მივმართო ოსურ მოსახლეობას. მინდა მოგმართოთ თქვენ, როგორც თქვენი ქვეყნის პრეზიდენტმა. მე ერთხელ მოგმართეთ თქვენ ოსურად, თქვენს ენაზე, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ყველა თქვენგანს ესმის ქართული და არავისზე ნაკლებად არ ლაპარაკობთ საქართველოს სახელმწიფო ენაზე. თქვენ ამ დღეებში დაინახეთ ის თავშეკავება, რომელიც გამოიჩინა სახელმწიფომ და ჯარმა. ჩვენ ცხინვალის და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალის გამოყენების განკარგულება არ გავეცით, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი აგვეცილებინა თავიდან, ჩვენ ბოლო თვეებში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით შერიგების ხელის გამოსაწვდენად, ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში ჩვენ დავიწყეთ ლტოლვილების დაბრუნება ჩრდილო ოსეთიდან საქართველოში, ძველ საცხოვრებელ ადგილებზე. ჩვენმა პარლამენტმა დაიწყო რესტიტუციის კანონის განხილვა...

მაგრამ, ამავე დროს, მინდა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს, რომ სანამ მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, კონტრაბანდის და უკანონობის პირვანდელი მდგომარეობა ვეღარასდროს ვეღარ აღდგება. სწორედ ამის გამო დაიწყო ეს ყველაფერი. საქართველო უნდა დავაყენოთ ფეხზე, გავძლიერდეთ, და ერგნეთი ამ სქემაში უკვე აღარ ჯდება.

მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ჩვენი ქმედება პროვოცირებული იქნება მხოლოდ ცხინვალის ფაქტობრივი მთავრობის მხრიდან. ყოველი ჩვენი ნაბიჯი, მათ შორის, შესაძლოა, ძალიან მკაცრი ნაბიჯებიც იქნება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და მათი პატრონების მოქმედების საპასუხო.

მე ვაფრთხილებ ყველას! ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა როგორმე ამ ზონაში ცეცხლი შევაჩეროთ. მაგრამ ახსოვდეს ყველას, რომ ჩვენ ვიტოვებთ შესაძლებლობას, გავცეთ პასუხი იმ ძალებს იმ მოცულობით და იმ ყველა დასაშვები მეთოდით, რომელსაც პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, აუცილებლად ჩავთვლით ჩვენი ქვეყნის ღირსების, სახელმწიფოს მთლიანობის და მოქალაქეთა უსაფრთხოებ ბის დასაცავად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით // 24 საათი. - 2004. - 20 აგვისტო. - N197 (746). - A1-A8 გვ.

59 „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ომთან...“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში დროებითი სიმშვიდე ჩამოდგა. შეწყდა ღამის სროლები, რომელმაც ბევრი სიცოცხლე წაიღო. მაგრამ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიბრუნოს 90-ან წლებში დაკარგული რეგიონი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი ძალები განალაგა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთს ადანაშაულებს - ოსეთში საბრძოლველად თავისი შეიარაღებული ძალები, დაქირავებული მებრძოლები და კაზაკები შეგზავნაო. მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება მიაპყროს ამ კონფლიქტს.

- რის გაკეთებას აპირებთ, რათა კვლავ დაიპყროთ და დაიბრუნოთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი?

- ჩვენ „დაპყრობა“ არ გვაქვს განზრახული, ეს სიტყვა არ გამოხატავს საქმის არსს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ამ ორ რეგიონზე გამავალი კონტრაბანდული გზის გადაკეტვა. ამჟამად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ეს შემოსავლის წყარო შეუწყდა. იქ ბევრი უმუშევარია და ბევრი იარაღია. მეშინია, რომ ისინი ქართულ სოფლებს შეუტევენ. რუსეთმა ხომ ოსებს უამრავი იარაღი მისცა - ტანკები, 90 ჯავშანმანქანა... ეს ძალიან ბევრია ოსეთის ჯარისათვის, რომელიც 3000 კაცს ითვლის. თუმცა ძალები, რომლებიც გასულ კვირას შემოგვიტიეს, ნამდვილად რუსეთისა იყო. აქ გამოყენებული ტაქტიკა ძალიან ჰგავდა იმას, რასაც ჩეჩნეთში აკეთებენ - დახოცილებს არ ტოვებენ ბრძოლის ველზე მსხვერპლის რაოდენობის დასაფარავად.

- პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდით. ვერ მოახერხეთ მასთან გულითადი ურთიერთობის დამყარება?

- მე პუტინთან კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ რუსეთში მარტო ის არ იღებს გადაწყვეტილებებს. არიან პრორუს სულად განწყობილი ჩეჩნები. მაგალითად, კადიროვის ვაჟმა, რამზან კადიროვმა (ვიცე-პრემიერი. - რედ.) განაცხადა, - მზად ვარ, სამხრეთ ოსეთში რუსეთის დასახმარებლად 5 ათასი ჩეჩ ჩენი გავგზავნოო. მეორე მხრივ, რუსეთში არიან ინგუშები, რომლებიც მტრულად უყურებენ ოსებს... რუსეთის მთავარი პრობლემაა ის, რომ მან ამ ბოლო დროს ტერიტორიები დაკარგა: ბალტიისპირეთი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი საქართველოც. რუსეთი ახალ დანაკარგს ყველანაირად აღუდგება წინ. მე პუტინი პრაგმატიკოსად მიმაჩნია. მაგრამ ურთულეს სიტუაციაში ძლიერ პრეზიდენტსაც კი შეზღუდული აქვს მანევრირების შესაძლებლობები.

- თქვენც წარამარა იცვლით შეხედულებებს. ძალიან აგრესიული განცხადება გააკეთეთ აფხაზეთში შესულ გემებთან დაკავშირებით და კიდევ, ქართველებს მოუწოდებთ, ემზადონ ომისთვის...

- მე ვთქვი, რომ თუ ომი დაიწყო, ეს იქნება რუსეთ-საქართველოს ომი და არა ქართველებისა და ოსებისა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ეროვნულ ნიადაგზე შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ომთან და საჭიროა მოსახლეობა ამისათვის მზად იყოს. მაგრამ ეს, რასაკვირველია, ყველაზე უარესი იქნება, რაც შეიძლება დაგვემართოს. ამის პროვოცირების არავითარი სურვილი არ მაქვს.

- რის გაკეთებას აპირებთ?

- ჩვენ ოსებს ფართო ავტონომიას და საქართველოს ხელის სუფლების ცენტრალურ ორგანოებში დიდ წარმომადგენლობას ვპირდებით. ჩვენ მთელი მსოფლიოს ყურადღება გვინდა მივიპყროთ და ვაპირებთ საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას ოსეთის სტატუსის განსახილველად. რუსეთი ამის წინააღმდეგ გია, მაგრამ მგონი, ახლა პოზიციას იცვლის.

- რით აპირებთ რუსეთის გულის მოგებას, სანაცვლოდ რაც სთავაზობთ?

- რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება იმ წყვილს მაგონებს, რომელიც ერთმანეთს შორდება. ჩვენ მეგობრობას ვთავაზობთ, მაგრამ ორივე მხრიდან ეჭვიანობა შეინიშნება. ჩვენ არ ვჩქარობთ. ეკონომიკურად საქართველო ჯერ ძალიან სუსტია. სამი წლის შემდეგ საქმე გამოკეთდება. ეს რუსეთმაც უნდა შეიგნოს. რაც შემეხება მე, მოცდა შემიძლია, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ოთხ-ნახევარი წლის შემდეგ იქნება.

ლიბერასიონი

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ომთან...“ / წყარო: ლიბერასიონი // კვირის პალიტრა. - 2004. - 30 აგვისტო-5 სექტემბერი. - N35 (496). - 14 გვ.

60 საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ აფხაზეთში სიყვარულით დავბრუნდებით და არა ომით.

ეს შეხვედრა, ალბათ, დიდი ხნის წინათ უნდა გამართულიყო, მაგრამ იმდენი პრობლემა დაგვატყდა თავს, რომ აქამდე ეს არ მოხერხდა.

თუმცა არ ჩათვალოთ, რომ თქვენზე არ ვფიქრობთ და აფხაზეთის თემამ ჩვენი პრიორიტეტების ნუსხაში უკანა პლანზე გადაიწია.

ჩემთვის და ყველა ნამდვილი ქართველისათვის აფხაზეთი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება.

ეს ყველას უნდა გვესმოდეს.

ამ ისტორიულ ეტაპზე ქართული სახელმწიფოს მთავარი დანიშნულებაა ქვეყნის გამთლიანება, გაძლიერება, აფხაზეთის დაბრუნება და მასზე კონტროლის აღდგენა.

აფხაზეთზე კონტროლი მხოლოდ შევარდნაძის მთავრობისა და ხელისუფლების დაკარგული არ არის, ის მთლიანად საქართველომ დაკარგა.

შესაბამისად ის არა მარტო სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ და არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელმა საქართველომ უნდა აღადგინოს.

საამისოდ ყველაზე მოკლე გზა ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტაა - საქართველოს მოდერნიზაცია, ეკონომიკური პროგრესი და ქვეყნის გაძლიერება.

ეს ყველაზე მოკლე და, ამავდროულად, სწორი გზაა.

მაშინ, როცა 1992 წელს ჩვენი მოსახლეობა 5.5 მილიონი იყო, დღეს კი 4 მილიონზე ცოტა მეტია, მაშინ, როცა ჩვენს გარშემო გაძლიერდა მტრული ძალები, ამ ვითარებაში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნისა და მოდერნიზაციის გარეშე ყველაფერი კვლავ სრული კრახით დასრულდება.

აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნა და მოდერნიზაცია ჩვენი ამოცანაა.

საქართველო ყველა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს - ეს საქართველოს ბიუჯეტსაც ეხება.

წელს შარშანდელთან შედარებით ბიუჯეტი გაორმაგებულია, მომავალ წელს იგი მილიარდ 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს, მაშინ როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს ბიუჯეტის რეალური შესრულება ყოველწლიურად მხოლოდ 300 მილიონი დოლარი იყო.

გარწმუნებთ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ნამატის დიდი ნაწილი ჩვენი მთავარი მიზნის განსახორციელებლად იხარჯება.

ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, საზოგადოების მორალის ასამაღლებლად და საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს არმიას სხვადასხვა მხრიდან შესაძლო შემოჭრის აღსაკვეთად ვქმნით და ვაძლიერებთ, რადგან საქართველოს უსაფრთხოებას სწორედ ეს ემუქრება.

ჩვენ არ ვაპირებთ ომის წარმოებას ჩვენს მოსახლეობასთან.

არასოდეს გვიომია ოსებთან და არც ახლა ვაპირებთ ამას.

თქვენ ნახეთ, რომ ზაფხულში ჩვენ კომუნიკაციების დაცვის ოპერაცია განვახორციელეთ, მაგრამ დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე შეიარაღებული ნაწილების შეყვანის ბრძანება საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს არ გაუცია.

ამას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მას არ ვესვრით და არ ვეომებით, ჩვენი სამიზნე სულ სხვა რამ არის.

ზუსტად ასევე თითოეულმა აფხაზმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მტრებად არ აღვიქვამთ.

აფხაზებს, სომხებს და ყველას მათ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, ჩვენი საზოგადოების ნაწილად მივიჩნევთ და მათთან ომს არ ვაპირებთ იმის მიუხედავად, თუ რას ეუბნებიან მათ ადგილობრივი პოლიტიკოსები.

ეს გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

თუმცა, ჩვენ საქართველოს გამთლიანებას ვაპირებთ და კარგი იქნება; თუ ეს ორმხრივად მოხდება. ამ მხრივ ყველა მოგებული დარჩება.

ეს არის ჩვენი მთავარი კონცეფცია, რაც აფხაზეთს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.

ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ვგმობ იმას, რაც ტერორისტებმა რუსეთში გააკეთეს.

ისინი არა მარტო რუსეთის, არამედ ჩვენი და მთელი კაცობრიობის მტრებიც არიან.

ამ ხალხის დიდ ნაწილს ჩვენ და თქვენ სახელებით, გვარებით და სახეებითაც კი ვიცნობთ - პირველად მათ თავის სახე გაგრის სტადიონზე, სოხუმში, გალში გამოაჩინეს...

რუსეთში მათ იმ დროს ცუდად არ უყურებდნენ, მაგრამ ჩვენ მათი სახე უკვე ვიცოდით.

ამ მხრივ, ტერორისტების სახით საქართველოს და რუსეთს საერთო მტრები გვყავს.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში რუსეთში დაიწყო კამპანია, რასაც არა მარტო პრესისა და დუმის წარმომადგენლები, არამედ ზოგიერთი ოფიციალური პირიც აჰყვა, რომ არსებობს კავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ბესლანში მომხდარ ტრაგედიას შორის.

მე მოგახსენეთ, რომ კავშირი არსებობს მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ადრე თავს საქართველოს ესხმოდა.

ჩვენ ისინი მოვაშორეთ, სხვათა შორის, ყველა ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ არც ერთმა მათგანმა საქართველოს საზღვარი არ გადმოლახოს და მაშინ, როცა ცხინვალში შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ჩეჩნეთის საზღვარი ჩაკეტილი გვქონდა, რადგან კარგად ვიცით რა ნაძირლებთან გვაქვს საქმე ბასაევისა და მისი „ძმების“ სახით.

იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთის გეოგრაფია ეშლებათ ზოგიერთი დუმაშია, ეტყობა სახელმწიფო აპარატშიც არიან ასეთები და არიან პრესაშიც, მსურს ვუთხრა, რომ გროზნო და ვლადიკავკაზი რუსეთია, ხოლო თბილისი, სოხუმი და ცხინვალი კი, საქართველო.

ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ძლიერი და მთლიანი იყოს რუსეთში, მაგრამ ხელები შორს საქართველოსგან!

სოხუმი, ცხინვალი და თბილისი საქართველოა და თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ. როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, ჩამობრძანდით, როგორც ტურისტები.

სხვათა შორის, თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამეთანხმა, რომ ჩეჩნების გარკვეულმა ჯგუფებმა, მათ შორის ბასაევის ხალხმა პირველად აფხაზეთში დაღვარეს ქართველების სისხლი და მან ეს მშვენივრად იცის.

იმედია, რომ იმას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა იცის, გაიაზრებს რუსეთის სახელმწიფო კიბის ყველა დონე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი და პრეზიდენტ პუტინის მიღწეულ შეთანხმებებს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და შეიარაღებული ხალხის საზღვარზე მოძრაობას ეხებოდა, დავიცავთ ორივე მხარე.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ისტორიულად, უძველესი დროიდან იყო დაინტერესებული, რომ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დაამყაროს წესრიგი, მათ შორის საქართველოს საზღვრებთან.

რუსეთში წესრიგის დამყარება ჩვენთვის ძალზე დადებითი პროცესია.

თუმცა წესრიგის დამყარებისას ასევე მნიშვნელოვანია გესმოდეს, სად მთავრდება რუსეთის ტერიტორია და სად იწყება მეზობელი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან მეგობრობა სურს.

ეს არის ის, რაზეც მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ.

ჩვენ გვყავს საერთო მტერი ტერორისტების, კონტრაბანდისტებისა და ყველა უკონტროლო შეიარაღებული ელემენტების სახით და საქართველოში არ გვყავს არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც კლოუნ ჟირინოვსკის მსგავსად იტყვის, რომ მეზიზღება რუსეთი ან ერთი რუსი მაინც.

ქართველებს უყვართ რუსეთი, ქართველებს რუსების მიმართ არ გააჩნიათ მტრული გრძნობები და ეს ჩვენი სიძლიერეა.

თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად საქართველო გვიყვარს და ყველაზე მეტად მისი გაერთიანება გვინდა.

ამიტომ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას ამოსავალი სწორედ ეს უნდა იყოს.

კიდევ ერთი, რაც მიმაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ამ განსაცდელის პერიოდში საქართველო რთულ საერთაშორისო გარემოებაში იმყოფება, ჩვენი საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება.

აქ აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკურ შეხედულებებზე.

რა თქმა უნდა, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დებატები უნდა გაიმართოს, მასმედია უნდა იყოს თავისუფალი და ეს მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითად საკითხებზე კამათი არ შეიძლება.

კერძოდ, კამათს არ ექვემდებარება ის, რომ საზღვრები უნდა იყოს დაცული, შეიარაღებული ძალების სამსახური თითოეული მოქალაქის უწმინდესი მოვალეობაა, საზოგადოება გაერთიანებული უნდა იყოს.

წარმოიდგინეთ, დღეს საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი იმის გამოა, რომ ჩვენი მთელი მთავარი ენერგოსიმძლავრეები გალის რაიონის ტერიტორიაზეა განლაგებული.

იქ მდებარე ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს მოიხმარს აფხაზეთი, ე.ი. იმდენს, რამდენსაც მოიხმარს დანარჩენი საქართველო.

ამ ელექტროენერგიას აფხაზეთი ყიდის რუსეთში და შემდეგ ჩვენ ვყიდულობთ უკან.

როდესაც აფხაზი სეპარატისტები, ჩეჩნები და თუნდაც რუსული შეიარაღებული ფორმირებები გალს მოადგნენ, მათ დიდხ ხანს არ სჯეროდათ, რომ ქართველები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველო იყო დაცლილი, დაქუცმაცებული და ერთმანეთზე გადაკიდებული.

ასე რომ, ჩვენ ჩავაბარეთ ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ბასტიონი, სადაც მთელი ქვეყნის ენერგეტიკული სიმძლავრეების 90 პროცენტი იყო კონცენტრირებული.

ბოლო 12 წლის განმავლობაში, კორუფციის გარდა ვიწვნევთ იმას, რომ ვერ ვიპოვეთ ელემენტარული ერთიანობის გრძნობა და ამის გამო, ამ ხნის მანძილზე მთელი ქვეყანაა ჩაბნელებული.

ეს საკითხი არ არის უბრალოდ რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებული.

მაშინ თბილისიდან თვითმფრინავის საშუალებით დავდიოდით სოხუმში იმის გამო, რომ ვერ გავდიოდით არამარტო სამეგრელოში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ასე იყო, რადგან იმ დროს სამოქალაქო ომი იყო.

სწორედ ამან დაგვამარცხა.

ჩვენ ეს აღარასოდეს აღარ უნდა დავუშვათ.

გადამწყვეტ მომენტში, როცა ცხინვალში, პრაქტიკულად სახედრო კრიზისი შეიქმნა, როდესაც ჩვენს სოფლებს დაცლის სრულიად რეალური საფრთხე დაემუქრა, მთელმა საზოგადოებამ თქვა, რომ ეხლა ერთმანეთის „ჭამის“ დრო აღარ არის და მე ყველას მადლობელი ვარ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკვე დადგა ფეხზე, ე.ი. უკვე სხვა დონის სიმწიფეა საზოგადოებაში.

ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი იმედისმომცემი იყო.

თუ საქართველო არის ერთიანი, ჩვენი დამარცხება ძალიან რთულია.

ამაში მე დარწმუნებული ვარ.

თუმცა ვიმეორებ, ამაზე კიდევ მოგვიწევს მუშაობა.

თქვენს გარეშე აფხაზეთი არ იარსებებს, ეს ჩვენთვის ტერიტორია არ არის, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი.

ზუსტად ისე, როგორც თქვენ, აფხაზეთს მეც სიზმარში ვხედავ და ჩემთვის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა ეს არის.

მე არ მოვითმენ, საქართველოში იყოს ტერიტორია, სადაც ქართველებს არ უშვებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მე კარგად ვიცი თითოეული თქვენგანის გრძნობა.

აფხაზეთში არასოდეს მქონია სახლი, თუმცა წარმომავლობა იმ რეგიონიდან მაქვს, რომელიც აფხაზეთის მახლობლად მდებარეობს.

არც ხშირად მიმოგზაურია იქ, მაგრამ ის, რომ აფხაზეთი ხშირად მესიზმრება, იმის ნიშანია, რომ ყველა ქართველისათვის ის თავისი სულის შემადგენელი ნაწილია.

გუშინწინ ეუთოს ელჩებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ხუმრობით მითხრა: სოხუმში მივდივართ და ხომ არ გსურთ ვარდები გაგვატანოთო.

ეს თითოეული ქართველის ოცნებაა.

რაც შეეხება თქვენს მიერ წამოყენებულ საკითხებს:

პირველი - მსურს განვაცხადო, ჩვენი ამოცანა დღეს ერთია - არ დავუშვათ უკანონო ქმედებების განხორციელება ჩვენი ტერიტორიების და კერძოდ, აფხაზეთის მიმართ. აფხაზეთში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები სრულიად უკანონო და მიუღებელია.

აქედან გამომდინარე, მასში მონაწილეობაც უკანონოა და ამ არჩევნების შედეგად არჩეული ხელმძღვანელობა არ შეიძლება იყოს რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი.

ეს საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომ მელსაც ჩვენ საერთაშორისო არენაზე დავიცავთ.

მეორე - ნებისმიერი ქონება, რომელსაც შეისყიდის იქ ნებისმიერი თანამდებობის თუ არათანამდებობის პირი, თუ ეს ქონება არ დარეგისტრირდება და არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კანონებთან, ამ ქონების უდიდესი ნაწილი არის

მიტაცებული და მოპარული ქონება, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ შენაძენად.

ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა თანამდებობის პირმა - ლუჟკოვი იქნება ეს თუ სხვა. ეს ქონება არ იქნება მათი ისე, როგორც ლუჟკოვს არაფერი შერჩა ბათუმში.

მას შეძენილი ჰქონდა საცხოვრებელი კომპლექსები, უზარმაზარი ტერიტორიები ზღვისპირა პარკში. ამ ქონებიდან არც ერთი არ იყო შეძენილი თბილისში დარეგისტრირებული ქონების შესაბამისად და ეს ქონება აღარ არის მისი საკუთრება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში უცხოელებსაც, მაგალითად თურქებს, რუსებს ჰქონდათ შეძენილი ქონება, რომელიც დარეგისტრირებული იყო საქართველოს ყველა კანონის დაცვით და ის ტერიტორია დღესაც იმ უცხოელებს ეკუთვნის.

და მესამე - აუცილებელია დიალოგი აფხაზ ხალხთან, ხიდების გადება - ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

ჩვენ აფხაზეთში სიყვარულით დავბრუნდებით და არა ომით, დავბრუნდებით აფხაზებთან დასამეგობრებლად და დასამოყვრებლად, თუმცაღა ბევრი მათგანი არის კიდეც ჩვენი მეგობარი და მოყვარე.

და მაშინ ვეღარავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას.

სწორედ ეს არის ჩვენი კონცეფცია.

ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვსურს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, მათ შორის თქვენი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შოვინისტები არ ვართ და გახსნილნი ვართ სხვა ერების მიმართ.

საქართველო ჩვენთვის წარმოუდგენელია აფხაზის, აზერბაიჯანელის, სომეხის, ოსის, რუსის და მათ გარეშე, ვინც აქ ცხოვრობდა ოდითგან.

ჩვენი ერის სიძლიერე და ერთობლიობა სწორედ ეს არის.

ჩვენ დავზარალდით იმით, რომ ვყოფდით ერთმანეთს ქართველებად და არაქართველებად, ვყოფდით ერთმანეთს გურულებად, მეგრელებად და კახელებად.

ბოლოს იქამდე მივედით, რომ ერთმანეთის დაყოფა ვერელებად, ვაკელებად და საბურთალოელებად დავიწყეთ.

ჩვენ საქართველოს ვაწყობთ არა ეთნიკური, არამედ სახელმწიფოებრივი ნიშნებით - ჩვენ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია გვაქვს.

მსურს გითხრათ, რომ თქვენ მოქმედი, ბრძოლისუნარიანი ორგანო ხართ, რომელსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.

ეს ორგანო ჩემი პირადი მოკავშირეა იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა საკითხის სახელმწიფოებრივი ლოგიკიდან გამომდინარე გადაწყვეტა.

საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი აფხაზური სტრუქტურის ლეგიტიმურობა არათუ არ უნდა შესუსტდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს და მეტიც, მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი პროცესის ასაგებად თქვენი გამოყენებაა აუცილებელი.

თქვენ მშვიდობის წარგზავნილები ხართ.

მშვიდობა ადამიანური კონტაქტებით თქვენი მეშვეობით უნდა დავამყაროთ და მხოლოდ ამ გზით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული საკითხები.

თუ გვსურს, რომ სოხუმში ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდეს აფხაზურ დროშასთან ერთად, რომელიც ასევე, ქართული სიმბოლიკის მატარებელია, აუცილებელია მოვნახოთ გზა თითოეული ადამიანის გულისკენ.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე / საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესს სამსახური / 10 სექტემბერი, 2004. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი:

http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2776&i=1

61 „ნუ დაუჯერებთ ნურავის, სამართლიანობის განცდისა და კანონის გარდა“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
გამოსვლა უზენაეს სასამართლოში

მოგესალმებით ყველას!

ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა მაშინ, როცა ლადო ჭანტურიას ვაცილებდით და კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რომ მან, ჩვენთან ერთად, მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სასამართლო სისტემის არსებობას.

დღეს ჩვენ ვქმნით არსებითად ახალი სახის სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს, რომელსაც თითოეული მისი მოქალაქე ქმნის. ყველა ადამიანი არის ამ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი.

გვეუბნებიან, რომ გვინდა მაღალი ხელფასები და პენსიები. უნდა ითქვას, რომ გვექნება მაღალი ხელფასები და პენსიები, თუ იქნება გადასახადები, თუ ყველა გადაიხდის და ეკონომიკა იმუშავებს.

ეკონომიკა კი უნდა ამუშაოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა დავიცვათ საქართველოს საზღვრები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ზოგადად, საქართველო დავიცვათ აგრესიისაგან, ვაცხადებთ, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც მხოლოდ ორი-სამი ათასი ჯარისკაცი და მთავრობა კი არ იცავდეს მას, ხოლო ყველა დანარჩენი საკურ რორტო ზონებიდან აკეთებდეს კომენტარებს - საქმეს კარგად ვასრულებთ თუ ვერა, არამედ როცა ქვეყანას უჭირს, ყველა ადგილზე უნდა იყოს და ჯართან და მთავრობასთან ერთად იცავდეს ქვეყანას და მის მთლიანობას.

სხვა შემთხვევაში ამ საქმეს ხელი არ უნდა მოვკიდოთ.

როდესაც ვფიქრობთ, რა გვინდა იმისათვის, რომ საქართველოს შიგნით იყოს წესრიგი და აღმოვფხვრათ კორუფცია, უნდა ვიზრუნოთ კიდეც ამაზე. როცა მთავრობის წარმომადგენლები ხელს ადებენ კორუმპირებულებს, ათიდან ცხრა მოწმე ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. მაშინ ნუ გვთხოვთ, რომ ვებრძოლოთ ამ სენს - თუ შენ, უბრალო მოქალაქეს, არ გინდა დაადო ხელი, დაწერო ჩვენება, მთავრობა ამას შენს მაგივრად ვერ გააკეთებს და მაშინ შენ, შენს შვილებს და შვილიშვილებს აღარ ექნებათ ქვეყანა.

ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ, რომ ვქმნით არსებითად ახალ სახელმწიფოს, მთავარია, არ იყოს გაუცხოება მთავრობასა და ხალხს შორის.

დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა, მაგრამ ეს ნდობა დაიკარგება მაშინვე, როცა დაიწყება გაუცხოება.

ტყუილად კი არ ვამბობთ, რომ ვართ ხალხის ნაწილი.

არც ის არის ყალბი, როცა პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე ქუჩებში დადიან და ხალხს ხვდებიან.

იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არ ვართ ცალკე დიდი იმპერია, ჩვენ ამ საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი ვართ, ჩვენ თითოეული ოჯახის ახლობელი უნდა ვიყოთ, თითოეული ადამიანის ჭირ-ვარამი უნდა ვიცოდეთ. სხვაგვარად ამ ადამიანს შენი რწმენა არ ექნება და არც იმას დაიჯერებს, რომ მისთვის უკეთესი მომავალი გსურს.

თუ სახელმწიფოში სამართლიანობის განცდა არ იქნება, მაშინ ვერც ვერაფერს მივაღწევთ.

თუ ხალხი იმას დაინახავს, რომ მთავრობა, პარლამენტი მხოლოდ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების ინტერესების დამცველია და საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მდგომარეობა არ აინტერესებს, მაშინ არ იქნება საზოგადოებაში ის ენერგია, რომელმაც საქართველო წინ უნდა წასწიოს.

ამჟამად ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში სერიოზული გარდატეხა მოხდა.

ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ეკონომიკას - პრაქტიკულად ორჯერ მეტი გადასახადების აკრეფა ხდება; ჩვენ რეალურად ვზრდით სახელმწიფო ბიუჯეტს; რეალურად გვიჩნდება საშუალება, რომ ბევრად მეტი სოციალური დახმარება მივცეთ ხალხს; რეალურად ვიძლევით უფრო მეტ ხელფასებს; რეალურად შევცვალეთ სახელმწიფო აპარატის კონცეფცია.

წლის დამლევისათვის სახელმწიფო აპარატში არ გვეყოლება არც ერთი თანამშრომელი, რომელსაც 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ექნება, არ გვეყოლება არც ერთი პოლიციელი, რომელსაც 400 ლარზე ნაკლები ხელფასი ექნება.

ეს ვრცელდება მთლიანად სისტემაზე და, ბუნებრივია, გავრცელდება ყველა დონის თანამშრომელზე და ჩვენ არ გვეყოლება არც ერთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც არ ექნება იმდენი ხელფასი, რომ მან და მისმა ოჯახმა გაძლონ და პატიოსნად იმუშაონ.

მაგრამ, ამავდროულად, ეკონომიკა უნდა განვითარდეს.

დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოს მოდერნიზაცია, ეკონომიკური პროგრესი და ქვეყნის ყველა მიმართულებით გაძლიერებაა.

ამ მხრივ, ვფიქრობ, სასამართლოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

წინა წლებში სასამართლომ ბევრი კარგი გააკეთა, თუმცა ძალიან დიდი ზიანიც მოგვაყენა.

საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური მშენებლობის თვალსაზრისით მიადგა ზიანი. რამდენი უცხოელი ინვესტორიც ჩამოვიდა და ფული კონკრეტულ საწარმოში ჩადო, ყოველთვის აღმოჩნდა იქ ბანდიტების ადგილობრივი პატარა ჯგუფი, რომელიც ჩასაფრებული იყო, მაქსიმალურად დიდი თანხა ჩაედო ინვესტორს, შემდეგ მოსამართლის მოქრთამვის გზით - 10, 15, 50 ათასი დოლარის საფასურად - ხდებოდა ამ ინვესტიციის კონფისკაცია.

არ არის ეს ასე?

და ამის შემდეგ, როგორ დავარწმუნო რომელიმე თურქი ინვესტორი, როცა თურქული ინვესტიციების კონფისკაცია ხდება და სასამართლო სისტემაში ჩვენ უთოფო ყაჩაღები გვყავს.

განა ამ დარბაზში არ სხედან ის ადამიანები, რომლებმაც ეს დააკანონეს?

როგორ ვუთხრა მოქალაქეებსა და პენსიონრებს, რომ მოგცემთ მეტ ხელფასს, როცა სახელმწიფო აპარატში გვყავს ხალხი, რომელმაც ნულზე დასვა საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი და აღარავინ დარჩა ჩვენს ქვეყანაში ფულის ჩადების მსურველი.

როგორ უნდა ვილაპარაკოთ ინვესტიციების განვითარებაზე, როდესაც მოსამართლე სარგებლობს იმით, რომ ლადო ჭანტურია აღარ არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ახალი თავმჯდომარე ჯერ არ დაგვინიშნავს, იღებს ქრთამს და უცხოელი ინვესტორის კუთვნილ ტერიტორიას ყაჩაღების ჯგროს უკანონებს.

რა მომავალი ექნება ამის შემდეგ ქვეყანას, თუკი არავინ არის მსურველი, რომ აქ ფული დააბანდოს.

ეს მხოლოდ იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რომ ჩვენ სტაბილურობა არა გვაქვს, ამის მიზეზი უპირველესად ის არის, რომ სამართლებრივ სისტემაში სამართლიანობისა და სტაბილურობის ელემენტარული განცდა არ გაგვაჩნია.

ყოველივე ამაში კონკრეტულ ადამიანებს მიუძღვით ბრალი.

უცხოელები აქ მეორეხარისხოვანია.

საქართველოში მცხოვრები რომელი ინვესტორი და ბიზნესმენია დაცული?

დააკვირდით, თუ ვინმეს ვაპატიმრებთ, მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს და არა ბიზნესმენებს.

მსურს ბიზნესმენებს ვუთხრა - არავინ მათ არ შეეხება.

რა მაქინაციაშიც არ უნდა იყოს გარეული და რაც არ უნდა ქრთამის მიმცემი იყოს ბიზნესმენი, მათ ბიზნესს არავინ მოჰკიდებს ხელს.

ის მაქინაციაში იმის გამო გაერია, რომ სხვა შანსი არ ჰქონდა; ქრთამს აძლევდა იმიტომ, რომ სხვანაირად ვერაფერს მიაღწევდა.

ამიტომ მე ვაძლევ გარანტიას, ჩადონ ფული, მათ ბიზნესს ხელს ვერავინ ახლებს.

და თუკი ვინმე უკვე „ხელმოკიდებულია“, „ხელს გავაშვებინებთ.“

ერთია საგადასახადო ანგარიშსწორება და მეორეა, როცა საგადასახადოს მოტივით ხდება შანტაჟი და გამოძალვა.

ამის ფაქტები მრავლად ყოფილა და მე და ჩემი მეგობრები, ის ხალხი, ვისაც ეს ეხება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები არასოდეს განმეორდეს.

ამისათვის ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება.

მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობა შედგება აბსოლუტურად წესიერი ადამიანებისაგან და მე ეს პიროვნულად, სახელებითა და გვარებით ვიცი - ეს ზოგადი ცნება არ არის.

ჩვენ გვსურს, რომ ამ ადამიანებს - ბიზნესმენებს, ინვესტორებს - გაუჩნდეთ განცდა, რომ ისინი დაცულნი არიან.

უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ეხება დაპატიმრებულ მოხელეებსაც და მათაც, რომლებიც, შესაძლოა, დააპატიმრონ (ძირითადად, დღევანდელ დანიშნულ პირებზე მაქვს ლაპარაკი, რადგან, შესაძლოა, ჩვენც დავუშვათ შეცდომები): რაც არ უნდა თქვას საჯაროდ პრეზიდენტმა, ნებისმიერმა მინისტრმა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირმა - მსურს ამას განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი - როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება იმაში, რომ ესა თუ ის პირი დასაჭერია, თუ კანონი ამას არ ითვალისწინებს, პროცესუალური ნორმები დარღვეულია, თუ მტკიცებულებები დარღვევითაა მოპოვებული, რომელი პროკურორიც არ უნდა გირეკავდეთ, როგორი ზემოქმედებაც არ უნდა მოახდინონ, თქვენ - მოსამართლეებმა უპირველესად უნდა დაიცვათ კანონი და აღასრულოთ თქვენი მოვალეობა.

ძალიან გთხოვთ, ეს თითოეულმა თქვენგანმა გაითვალისწინოს.

ეს არის უმნიშვნელოვანესი გარემოება.

ჩვენ ყველანაირად უნდა მივხედოთ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხსაც.

ჩვენი მთავრობის პერიოდში მკვეთრად შემცირდა წამების ფაქტები, მაგრამ ასეთი და პროცესუალური ნორმების დარღვევის ფაქტები სამწუხაროდ კიდევ არის.

ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს.

ყველას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.

როდესაც მტკიცებულებები დაუშვებელი მეთოდების გამოყენებით არის მოპოვებული, ამ მტკიცებულებების მიღება და გათვალისწინება არ შეიძლება.

უფრო მეტიც: ის, ვინც მსგავს მეთოდებს მიმართავს, უნდა აღმოვაჩინოთ და კანონის მთელი სიმკაცრით დავსაჯოთ.

ასე უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენ ცივილიზებული და ადამიანური სამართლებრივი სისტემა გვსურს. ამაში კი თქვენი დახმარება გვჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჭიანურებული სასამართლო პროცესები მინიმუმამდე შევამციროთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მარტო თქვენი ბრალი არ არის. ეს სახელმწიფო აპარატის მოუწესრიგებლობის ბრალია, ასევე იმის, რომ ორგანიზაცია ცუდად მუშაობს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო აპარატს ჩვენც კარგად ვამუშავებთ და თქვენც გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საქმეების გაჭიანურება, რადგან ზოგიერთი მოქალაქე პროცესის დასასრულსაც კი ვერ აღწევს.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავწმინდოთ სახელმწიფო აპარატი მექრთამეებისაგან.

ბათუმში შეიქმნა პრეცედენტი, რომ მოსამართლე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისათვის 3 ათას დოლარს იღებდა და იგი ქრთამის აღების პროცესში დააკავეს.

მე ისეთი მოსამართლეებიც ვიცი, რომლებსაც ეს თანხა სასაცილოდაც არ ეყოფათ და ამ თანხის გულისთვის ხელსაც არ გაისვრიან.

რაც უფრო იხვეწებიან მექრთამეები, მით უფრო იხვეწება ჩვენი ახალგაზრდული კადრები.

ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დავხელოვნდით.

ეს ხალხი გულანთებით მუშაობს 300-400-ლარიან ხელფასზე, თუმცა მათთვის ფული არაფერს ნიშნავს. ისინი თავიანთი მომავლისათვის ქმნიან კარგ სისტემას, სადაც ასეთი კადრები აღარ იქნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

„ნუ დაუჯერებთ ნურავის, სამართლიანობის განცდისა და კანონის გარდა“ / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა უზენაეს სასამართლოში / წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური // 24 საათი. - 2004. - 10 სექტემბერი. - N215 (764). - A1, A7 გვ.

62 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


უპირველეს ყოვლისა, მსურს მივესალმო მთავრობის წევრებს და აღვნიშნო, რომ ბევრი რამ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გაკეთდა, სრულიად უპრეცედენტოა.

უკანასკნელ თვეებში საქართველოში განხორციელებული ცვლილებების მასშტაბს ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ.

ხანდახან, როდესაც ზოგი ეგრეთწოდებული პოლიტიკოსის გამონათქვამს ან პრესის ზოგიერთი წარმომადგენლის ნაწერს გადავავლებ თვალს, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს საქართველოში არც არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი, შევარდნაძის რეჟიმიდან დარჩა საათი, რომ მელიც ამ დარბაზშია და სხვა დროს აფიქსირებს.

ერთი წლის წინანდელ საქართველოსთან შედარებით, არსებითად სხვა სამყაროში ვიმყოფებით და სრულიად სხვა პირობებში გვიხდება არსებობა და მუშაობა.

შეიცვალა პრაქტიკულად ყველაფერი - ჩვენი მიდგომა საკადრო პოლიტიკისადმი და სახელმწიფო სამსახურისადმი, დამოკიდებულება ჩვენს ხალხთან და უკვე რეალური შედეგები გვაქვს.

ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ვერ იხდიდა ხელფასებსა და პენსიებს, რომელშიც მთავრობა ვერ აკონტროლებდა რეგიონების უმეტესობას და იყვნენ გუბერნატორები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ პოლიტიკურ კამპანიას ღიად ეწეოდნენ ისე, რომ პრეზიდენტი ხმასაც ვერ სცემდა.

იმ პერიოდში ვერ ვაკონტროლებდით ვერც ბათუმის და ვერც ფოთის პორტებს, შესაბამისად - მათ შემოსავალსაც.

ვერ ვაკონტროლებდით ჩვენს საბაჟოებსა და საზღვრებს და თითქმის ყველა მეთვალყურე ვითარებას უიმედოდ მიიჩნევდა.

რამდენიმე თვეში სახელმწიფო სამსახურის კონცეფციის შექმნა მოვახერხეთ.

ჩვენ მრავალი უხელფასო, გამგელებული, გამწარებული და დახარბებული სახელმწიფო მოხელე გვყავდა.

დღეს კი მაღალხელფასიანი, პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო მოხელეებით დაკომპლექტებული სეგმენტები გაჩნდა, რომელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.

მიმდინარე თვიდან პოლიციაში არც ერთ ოპერატიულ მუშაკს არ ექნება 300 ლარზე ნაკლები ხელფასი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კი ხელფასები 400-დან 700 ლარამდე აქვთ.

წინა მთავრობის პერიოდში მანქანებზე, საწვავსა და ფორმებზე თავად პოლიციელებს უნდა ეზრუნათ, თანაც იმ პირობებში, რომ მათ არც ხელფასს უხდიდნენ და უფრო მეტიც - ქრთამის აღებასაც ავალებდნენ, თანხას კი ზედა ეშელონებში იყოფდნენ.

დღეს უკვე სხვა ვითარებაა - საქართველოში უკვე გვყავს პოლიცია, რომელსაც ვუყიდეთ მანქანები, ვამარაგებთ საწვავით, უზრუნველვყავით ზაფხულისა და ზამთრის ფორმებით და აქვთ მაღალი ხელფასი.

პოლიციაში ეს რეფორმა ორ თვეში განხორციელდა.

რეფორმა ხორციელდება ასევე შეიარაღებულ ძალებშიც და რევოლუციის წლისთავისთვის ყაზარმები ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება გარემონტებული.

შევარდნაძის მთავრობის მოპარული ხელფასების და პენსიების დარიგება დავიწყეთ, მასწავლებლების სახელფასო დავალიანება გავისტუმრეთ, პირველკლასელებს ჩანთები და სასკოლო ნივთები დავურიგეთ.

დარჩენილია საპენსიო დავალიანება 45 მილიონი ლარი, რომელსაც წლის დამლევისთვის დავფარავთ.

ბიზნესაქტიურობა გავაუმჯობესეთ, ზოგადად ეკონომიკური ზრდა ათ პროცენტზე მეტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სახელმწიფო სამსახურის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

ზოგიერთი წერს, რომ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკა შევარდნაძისას ჰგავსო.

თუ ადამიანი ბრმა და ყრუ არ არის, ეს არ შეიძლება დაწეროს.

შევარდნაძის პოლიტიკა ასეთი იყო: სანამ კადრი არ დალპებოდა, ხელს არ ჰკიდებდა.

ბოლოს ხალხი მივიდა იქამდე, რომ „დამპალი ხილი“ გადააგდო.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს კადრებს - ჩვენი დანიშნული საბაჟოს უფროსი ჩვენვე დავაპატიმრეთ, ასევე კორუფციისათვის დააპატიმრეს პარლამენტის წევრი, მოსამართლე...

ასეთი ფაქტები საქართველოში არ ხდებოდა.

საქართველოში აქამდე არასდროს დაუკავებიათ პროკურორები.

ამას წინათ, ხუთი არამზადა ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს, რომელთაც 1000 ლარიანი ხელფასიც არ აკმაყოფილებდათ.

დაიჭირეს გამგებლებიც, ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხის გამოსვლებიც იყო.

თუ გვსურს, სახელმწიფო იმ ჭაობიდან ამოვიდეს, რომელშიც შევარდნაძემ ჩაფლა, ყველამ უნდა ისწავლოს, რომ კანონის დამრღვევი პასუხს აგებს.

იმ პერიოდში ამბობდნენ, რომ ქართველი ხალხი კორუმპირებული და უუნაროაო.

ქართველმა ხალხმა მოიშორა ის მთავრობა და ხელისუფლებაში კულტურული, ცივილიზებული და წესიერი ხალხი მოიყვანა.

ნოღაიდელის თქმით, საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებთან დაკავშირებით ვითარება გაუმჯობესდა, მე კი მიმაჩნია, რომ საბაჟოზე ყველაფერი ძველებურადაა.

როდესაც საზღვარგარეთ მივემგზავრები, შევარდნაძის მსგასად არ ვითხოვ 50 მინისტრის გაცილებასა და დახვედრას, თათბირის ჩატარებას და ხიზილალიანი ბუტერბროდების ჭამას - დილის 6 საათზე მინისტრს აეროპორტში ყოფნა არ ევალება.

ამას წინათ, საბაჟოს უფროსი გიორგი გოდაბრელიძე საზღვარგარეთ მიფრინავდა. მისმა მოადგილეებმა უფროსი გააცილეს და აეროპორტში დიდი სუფრაც გაუშალეს.

მის წესიერებაში ეჭვიც არ შემაქვს, მაგრამ ასეთი კაცი კორუფციაში წესრიგს ვერ დაამყარებს. ეს არის ჩვენი მთავრობის ახალი ხალხი?

მე არ ვამბობ, რომ სუფრის გამო ხალხს მოვხსნი, მაგრამ თუ საბაჟოდან არ შემოვა თვეში დამატებით 15-20 მილიონი ლარი, გოდაბრელიძე მოხსნილი იქნება. საბაჟოზე მდგომარეობის გამოსასწორებლად ვადას რევოლუციის წლისთავამდე ვაძლევ.

ეს ყველა სხვა თანამდებობის პირს ეხება.

იცოდეთ, თქვენ გაკვირდებათ პროკურატურა, ოქრუაშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი.

არ ვაპირებ ვიღაცას ვათქმევინო, რომ ხელისუფლება დაჭაობდა.

როგორც კი შევამჩნევ, რომ გუბერნატორი ვერ მუშაობს, შევცვლი.

ასევე დავაკვირდები ახლებსაც.

ეს ხალხის ხელისუფლებაა და ამიტომ მათ უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. ძალიან კარგად ამუშავდა ლადო ჭიპაშვილის სამინისტრო, გაიწმინდა პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქალაქის მერია.

ფული შარშანაც იყო თბილისისათვის გამოყოფილი, თანაც ორჯერ მეტი. შეიჭამა კუვეიტის კრედიტი, მსოფლიო ბანკის კრედიტი...

ამ თანხით თბილისის გზებზე ერთი ორმოც აღარ უნდა არს სებობდეს. ჭიაბერაშვილი კარგად მუშაობს, ხალხთან ახლოს არის, ყველა ეზოში შედის.

მერიაში, როგორც კი კონკრეტული მუშაკების პატიოსნება ეჭვქვეშ დადგა, ისინი სამსახურიდან მაშინვე დაითხოვეს.

კარგი კადრები კი უნდა შევინარჩუნოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ექნებათ მაღალი ხელფასი და ნორმალური პირობები.

ეს არის ჩვენი პრინციპი და პირადად მე უკან არ დავიხევ.

ბოლომდე გამოვიყენებ კანონს, რათა ხელისუფლება ვერავინ დააშანტაჟოს.

გუშინ რომელიღაც ტელევიზიით ითქვა, რომ „სანამ ბიზნესმენების დაპატიმრებები არ შეწყდება.“..

თუ არ ჩავთვლით ჩემი წინამორბედის ოჯახის წევრის რამდენიმეთვიან „მივლინებას“ მე-5 საპყრობილეში, ასეთი რამ არ მომხდარა - ბიზნესმენებისათვის ხელი არავის უხლია.

იმ ხალხს, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ალბათ, ბოლო 8 თვის განმავლობაში სძინავს.

ბიზნესმენი არ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდებოდა.

ბიზნესმენი საქართველოში არსებული სისტემის მსხვერპლი იყო.

იმ დროს კანონი ფეხქვეშ ითელებოდა.

ახლა კი ჩვენ ვამკვიდრებთ კანონის უზენაესობას.

უპირველესად ის ადამიანი უნდა იყოს დაცული, რომელიც საზოგადოებრივ დოვლათს ქმნის.

ჩვენ მოვხსენით მიწის გადასახადები და გლეხისათვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათია, მოვხსენით ტექდათვალიერება, შემოგვაქვს ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ჯერ კიდევ დასახვეწია, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადასახადები თითქმის ორჯერ მცირდება.

პროფესორს, რომელსაც პრესტიჟულ რაიონში 4-ოთახიანი ბინა აქვს, ქონების გადასახადი არ უნდა გადავახდევინოთ, რადგან ასეთ ხალხს საცხოვრებელი მოჭარბებული სიმდიდრით არ შეუძენიათ, უბრალოდ, სხვა სისტემიდან ახალში გადმოვედით.

ასევე არ უნდა იყოს დამატებითი გადასახადებიც.

ახალი კოდექსი გადასახადების შემცირებასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას ითვალისწინებს და არა შესუსტებას.

ნურავინ ელის, რომ საგადასახადო ადმინისტრაცია მკაცრი და პრინციპული არ იქნება.

მაგრამ წესიერი და კარგი საგადასახადო ადმინისტრაცია უნდა ჩამოვაყალიბოთ, რადგან ყველა ჩვენი სამომავლო გეგმა გადასახადების აკრეფასთან არის დაკავშირებული.

პირველკლასელებს სახელმძღვანელოები გადასახადების კარგი ადმინისტრირების შედეგად დაურიგდათ.

მომავალ წელს ყველა გაჭირვებული ოჯახის სათანადო თანხით უზრუნველყოფაც გადასახადების აკრეფასთანაა დაკავშირებული. ასევე გზების შეკეთება, სამხედრო ყაზარმების რემონტი, „ღვაწლმოსილი მუშაკებისთვის“ კეთილმოწყობილი ციხეების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესება - ეს ყოველივე გადასახადების აკრეფის შედეგად გაკეთდება.

აქედან გამომდინარე, ნურავის ექნება იმედი, რომ გადასახადების ამოღება შეწყდება.

გადასახადების ტვირთი შემცირდება და წესიერი ადამიანისთვის ეს მთავარი, კარგი და ახალი ამბავია - ეს ერთი.

და მეორე, ვინაიდან ბიზნესმენი საქართველოში იყო მსხვერპლი და არა შემოქმედი, შეღავათს ვუწესებთ.

საქართველოს ხელისუფლება განიხილავს კანონპროექტს, რომლის ამოქმედების დღიდან ყველა პატიოსან ბიზნესს, რომელზეც პროკურატურაში საქმე არ არის აღძრული და რომელიც ნარკოტიკებთან, ფულის საერთაშორისო გათეთრებასთან და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, 2004 წლის 1 იანვრამდე ყველა საგადასახადო დავალიანებას ჩამოაწერს და არც ერთი მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანო ამ პერიოდამდე განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობას აღარ შეამოწმებს.

ეს კანონპროექტი ითვალისწინებს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზებასაც, თუ პიროვნება ამის შესახებ განაცხადებს.

ეს არის საგადასახადო ამნისტია და იმედია, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მიღებას არ გააჭიანურებს.

მოვუწოდებთ ყველას - ჩადონ ფული ეკონომიკაში.

ეს თანხა უნდა მუშაობდეს ქართული ეკონომიკის საკეთილდღეოდ.

ჩვენ არ დავიწყებთ ქონებისა და დეკლარირებული ფინანსების გადამოწმებას (თუ ზემოაღნიშნულ კრიმინალთან არ არის დაკავშირებული), პირიქით, მივესალმებით იმას, რომ ხალხმა ფული გამოაჩინოს.

ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ინვესტიციები.

წელს საკუთარი რესურსებით, პრაქტიკულად, სასწაული მოვახდინეთ და ბევრი რამის გაკეთება შევძელით.

თუმცა საამისოდ მომავალში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა დაგვჭირდება და შესაბამისად, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო უნდა შევქმნათ.

ამიერიდან ნაცნობ-მეგობრობა უკვე აღარ „გაჭრის“. ვინც ჩადებს ფულს ქვეყნის ეკონომიკაში და ამის ამუშავებაზე იზრუნებს, ის იქნება ჩვენთვის ახლობელიც და მეგობარიც.

მე მიხარია, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა, ხელოვანებმა და სპორტსმენებმა საქართველოში დაბრუნება დაიწყეს და ჩვენი სურვილია, რომ მათი მაქსიმალური რაოდენობა ჩამოვიდეს.

შესაბამისად ისინი თავს მოუყრიან თავიანთ უცხოელ პარტნიორებს და გაიზრდება ნეიტრალური ინვესტიციების რაოდენობა.

ამ დღეებში მივდივარ საგარეჯოში, სადაც 55 მილიონი დოლარი ჩაიდება ნავთობის მოპოვებისათვის, მაშინ, როცა წინა წლებში საამისოდ ჩადებული მაქსიმალური თანხა 5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

გამოჩნდა ხალხი, რომელიც ყულევის ტერმინალის მშენებლობას განაახლებს და აპირებს, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

სასიხარულოა ისიც, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას „ბრიტიშ პეტროლიუმთან“ - მომავალი წლიდან რამდენიმე ათეული დოლარი რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

შემოვა ფული იმისთვისაც, რომ მოვახერხოთ გზების მასშტაბური მშენებლობა. საბჭოთა პერიოდის გახსენებისას ნოსტალგიას სწორედ სარკისებური გზები მგვრის, რომელიც მაშინდელ საქართველოში იყო.

მომავალი წელი საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების წელი იქნება.

ასევე თბილისში დავიწყებთ რესპუბლიკის მოედნის ფუნდამენტურ რესტავრაციას. ეს ახალი ქართული სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი იქნება.

რეგიონებში უნდა დავიწყოთ სერიოზული პროექტის განხორციელება.

1 ივნისს ჩავაბარებთ აჭარაში გვირაბის და გზის პირველ ნახევარს, რომელიც ასლან აბაშიძემ დაიწყო და მიატოვა, რადგან იარაღი უნდა ეყიდა.

ასევე, გერმანელებთან საკრედიტო ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, რათა ბათუმში წყალსადენისა და კანალიზაციის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ეს მთლიანად აჭარასა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

მომავალი წელი არის დიდი მშენებლობების დაწყების წელიწადი.

იმედია, მოვიპოვებთ ფულს ავტობანის გაკეთებისთვისაც. იქნებ თბილისი-ხაშურის მონაკვეთის მშენებლობა მაინც დავიწყოთ.

ვაპირებ, რომ ეს ავტობანი ჩემი პრეზიდენტობის ვადაში გაკეთდეს.

ასე რომ, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო.

მე მსურს, რომ 23 ნოემბერს, ჩვენი რევოლუციის წლისთავს, საკადრისად შევხვდეთ.

ამას წინათ, ერთ-ერთ უკრაინულ გაზეთში დაიბეჭდა სამგვერდიანი სტატია, თუ რას მიაღწია საქართველომ ბოლო 8 თვის განმავლობაში.

ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, უკრაინისთვის კი ეს საინტერესოა, ვინაიდან ბევრი ადამიანისთვის ის, რაც საქართველში ხდება, იმედის მომცემია.

უკრაინაში არჩევნებისთვის ემზადებიან და მათთვის საინტერესოა, რა გზით არის შესაძლებელი მოვლენების განვითარება 60-მილიონიან და ჩვენზე ბევრად დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაში. ერთი მხარე მიიჩნევს, რომ განხორციელდება ქართული სცენარი, მეორე კი ამას უარყოფს.

აი, ეს მნიშვნელობა აქვს საქართველოს კონკრეტული რეგიონებისათვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსათვის.

სრულიად უპრეცედენტო ფილმი გაუშვეს რუსეთის ტელევიზიით.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საქმეები კარგად მიდის იმ ხალხისათვის, ვინც ამას უკვეთავს, ან იღებს.

ჩვენთან მართლაც ისეთი არეულობა რომ იყოს, როგორც ისინი პროგნოზირებენ, მაშინ „შტირლიცის“ მუსიკით ასეთი ფილმების გადაღება და ყურით მოთრეული ხალხის ჩვენება საჭირო აღარ იქნებოდა.

რევოლუციის შემდეგ მათი ვარაუდი რომ გამართლებულიყო იმის შესახებ, რომ საქართველო ათ ნაწილად დაიშლებოდა და სასიკეთო არაფერი მოხდებოდა, მაშინ იგორ გიორგაძისა და თენგიზ კიტოვანის გამოხმობაც არ დასჭირდებოდათ.

ახლა ამ ხალხმა სერიოზული ნერვიულობა დაიწყო - ვაითუ კიდევ უფრო კარგად განვითარდეს მოვლენები, დასახული გეგმები განხორციელდეს, ახალი კოდექსით საქართველოში ვითარება სასიკეთოდ შეიცვალოს, საგადასახადო ბაზა გაფართოვდეს, თბილისი აშენდეს და გალამაზდეს, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ და ა.შ.

რა თქმა უნდა, საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, მაგრამ დაბრუნების გზა ქართულ ეკონომიკაზე, ყველა დასახული გეგმის განხორციელებაზე გადის.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო აპარატის ხელახლა დახავსება. კორუფცია დღეს სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ეს არის ის, რაც მოღალატეს ნორმალური ადამიანისაგან ანსხვავებს.

ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს.

თუ ეს ყველაფერი ასე იქნება, ბიზნესმენები იქნებიან დაცულნი, ისინი ფეხზე დააყენებენ საქართველოს.

საქართველოს ფეხზე დააყენებს ეკონომიკა, ეკონომიკას კი - ქართული ბიზნესი და ბიზნესმენები - ის ადამიანები, ვინც მატერიალურ დოვლათს ქმნიან.

მე არ მიმაჩნია, რომ სასწაულები მოხდება და 3-4 კვირაში ან თვეში ქვეყნის ეკონომიკა ისე გამოსწორდება, რომ ყველა ბედნიერად და უზრუნველად იცხოვრებს. ამას არც არავის დავპირებივარ.

ის, რაც ხალხს დავპირდით, შევასრულეთ კიდეც - მიწის გადასახადისგან გავათავისუფლეთ, პენსიების ზრდის პროცესი და დავალიანებების გასტუმრება დაიწყო და მალე დავასრულებთ კიდეც, მოსწავლეებს სახელმძღვანელოები დავურიგეთ და დამატებით მატერიალური დახმარება გავუწიეთ; პედაგოგების ხელფასები გავისტუმრეთ; საქართველოში შენდება გზები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ჯარი ბევრად უკეთეს პირობებშია, კორუფცია შევამცირეთ და თანამდებობის პირებს პასუხი ვაგებინეთ, მოპარული ფული უკან დავაბრუნეთ.

ეს ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს.

საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის ნაწილი გადასახადისგან გათავისუფლდა.

რაც უფრო გაუმჯობესდება გადასახადების ადმინისტრირება, საშუალება მოგვეცემა საწყის პერიოდში ახალი ბიზნესიც გავათავისუფლოთ გადასახადებისაგან.

ლადო ჭიპაშვილის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, რომელიც სიღარიბის დაძლევასთან არის დაკავშირებული, ჩვენი პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება შესრულებული.

ახლა არ არის პროცესების შეჩერებისა და შენელების დრო.

23 ნოემბრისათვის კონცერტების, ფეიერვერკების და შადრევნების გახსნის გარდა, მსურს მოვაწყოთ დიდი შეკრება, რომელზეც თითოეული მინისტრი, გუბერნატორი და გამგებელი ხალხს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

ამას გავაკეთებ მეც, როგორც პრეზიდენტი და ბუნებრივია, ასევე მოიქცევიან პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.

თუ აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვისაც ანგარიში ჩასაბარებელი არ ექნება, ამ ადამიანებს ისტორიას ჩავაბარებთ და იმ რეჟიმს გავაყოლებთ, რომელიც ერთი წლის წინ მოვაშორეთ ქვეყანას.

თუმცა უმეტესობას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი და ეს მე მახარებს.

მომავალი 23 ნოემბერი ბევრად უკეთესი იქნება, ხოლო შემდეგ წლებში ამ ზეიმს საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავმართავთ.

დიდ მადლობას მოგახსენებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა მთავრობის სხდომაზე / წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური // 24 საათი. - 2004. - 9 ოქტომბერი. - N240 (789). - A8 გვ.

63 საქართველოში უპერსპექტივობის განცდა არავის უნდა გაუჩნდეს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
გამოსვლა „მასკის“ პროგრამის
კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე

უპირველესად მსურს, მოგესალმოთ.

დღეს იყო საკმაოდ საინტერესო დღე, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფო აპარატის მუშაობის ყველა სხვა დღე, რადგან, პრაქტიკულად, ყოველდღე ვხდებით იმის მოწმე, რომ თითო-თითო აგურით სახელმწიფოს მშენებლობა მიმდინარეობს.

დღეს ვიყავით „02“ სამსახურის აღდგენისა და ხელახლა გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც ამერიკაში თქვენთვის კარგად ნაცნობი „911“ სისტემით არის ორგანიზებული, თუმცა ერთი განსხვავებით - სასწრაფო ჯერ მას არ შეერთებია.

სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ ადამიანზე თავდასხმისას პოლიცია მოვიდეს და დაეხმაროს და არა პირიქით - პრობლემები შეუქმნას მას.

სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფასო სასწრაფო, რაც თბილისში უკვე არის, ხოლო 1 მარტიდან საქართველოს სხვა რეგიონებშიც იქნება.

სამარშრუტო და სხვა სახის ტაქსების გარდა სახელმწიფო მოსახლეობას უნდა უზრუნველყოფდეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ამისათვის თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შემოგვყავს ავტობუსები, წლის დამლევამდე ეს პროცესი დასრულდება.

სახელმწიფო დაცული უნდა იყოს და შეიარაღებული ძალები ფეხზე დგება კიდეც.

ერთი სიტყვით, ის ძირითადი სამსახურები, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, ხელახლა ამუშავდება.

ყოველივე ამას შესაბამისი კადრები სჭირდება.

ის ხალხი, ვინც კანონს არ ემორჩილებოდა, დავიჭირეთ, თუმცა მანამდე მათ მაღალი ხელფასები დავუნიშნეთ.

მაგალითად, პროკურორის მინიმალური ხელფასი 500-600 ლარს შეადგენს, მათი უმეტესობა 1000 ლარზე მეტს იღებს და ამის მიუხედავად, გასულ კვირას ქრთამის აღების ფაქტზე ხუთი პროკურორი დაიჭირეს. მოსამართლის ხელფასი 1000-დან 3000 ლარამდე მერყეობს, დღეს კი ერთ-ერთი ცნობილი მოსამართლე ქრთამის აღებისას (რაც ვიდეოკამერითაც დააფიქსირეს) დააკავეს და მან დანაშაული იქვე აღიარა.

ასეთ ადამიანებთან ლაპარაკი შეუძლებელია. პრობლემა ის არის, რომ კორუფციის კულტურა ხალხშია დამკვიდრებული, ხალხი ქრთამს არ იღებს.

ჩვენ ინფორმაციას სწორედ დაზარალებული ხალხისგან ვიღებთ.

სამოქალაქო სამსახურში გვყავს მუშაკების გარკვეული კატეგორია, რომელსაც არაფერი შველის და არაფერი ასწორებს. სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

ყველა სფეროში გვყავს ძალიან ბევრი ნორმალური, არაკორუმპირებული, წესიერი ადამიანი, მაგრამ, ამავდროულად, დარჩნენ ისეთებიც, რომლებსაც არც ხელფასის ზრდა და არც დაშინება აღარ გამოასწორებს. ასეთებისგან (უნდა აღინიშნოს, რომ ბევრნი აღარ არიან) სახელმწიფო სამსახურები უნდა გაიწმინდოს და ახალი, პატიოსანი მოვიდეს. ეს არის ჩვენი რეფორმის არსი.

ისიც მსურს გითხრათ, რომ მე თქვენი წრის წარმომადგენელი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ მეც უცხოეთში მაქვს განათლება მიღებული, მაგრამ უცხოეთში განათლების მიღება არ არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვით ადამიანმა სამსახური უნდა მიიღოს.

ამას წინათ, საპატრულო პოლიციელს გამოცდაზე ვესაუბრე, რომელსაც, მისდა საუბედუროდ, ანკეტაში ეწერა, რომ ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ ენას, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ვკითხე არა იმიტომ, რომ ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს უცხო ენა, ინგლისურის მცოდნე ამდენ პოლიციელს ჩვენ შემდეგი 30 წლის განმავლობაში ვერ მოვიყვანთ, არამედ მისი პატიოსნება შევამოწმე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველოში ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმი პატიოსნება, წესიერება, გონიერება და სწავლის სურვილია და უცხოური დიპლომი სულაც არ არის აუცილებელი.

უფრო მეტსაც გეტყვით, წინა მოწვევის პარლამენტში ბევრ ხალხს ვარჩევდით იმის მიხედვით, თუ ვის ჰქონდა უცხოური განათლება, ანკეტებიც კი ამოვიღეთ და ვთქვით, რომ 15-20 კაცი აუცილებლად უნდა გვყავდეს ამერიკული დიპლომით. გარწმუნებთ, რომ უმეტესობამ ვერ გაამართლა, რადგან ასე შემთხვევით შერჩეული ხალხი, როგორც წესი, ვერ ამართლებს. თუმცა, ამავე დროს, არ მჭირდება იმაში დარწმუნება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საკადრო რესურსია ქვეყნისათვის.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო მსოფლიოს ნაწილია, უნდა ვიყოთ სხვადასხვა აკვიატებული აზრებისაგან თავისუფალი, გვქონდეს თანამედროვე ცოდნა, ყოველივე ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ.

გუშინ კახეთში ჩვენს მეღვინეებთან ვიყავი და დავრწმუნდი, რომ კახელი მეღვინის კონკურენტები მსოფლიოს წამყვანი მეღვინეები არიან. ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებისათვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია, რასაც სწორედ ის თვისებები სჭირდება, რომელიც თქვენ გაქვთ. ჩვენ, ქართველებს ბუნებრივად გვაქვს შრომისმოყვარეობაც, კომპეტენტურობაც და ნიჭიც, ამას ვერავინ წაგვართმევს. თუმცა, ამ ყოველივეს სისტემატიზაცია და ქვეყნის სამსახურში ჩაყენება სჭირდება.

უნდა ვაღიარო, რომ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში კადრების შერჩევის იდეალური სისტემა ვერ შევქმენით.

ბევრი კარგი კადრი გარეთ არის დარჩენილი და ბევრი ცუდი ჯერ კიდევ მუშაობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად როგორც მთელი საზოგადოების, ისე თქვენი დახმარებაც გვჭირდება. ბევრი თქვენგანი სახელმწიფო სამსახურშია და ჩვენი ამოცანა სულაც არ არის ის, რომ ყველა სახელმწიფო სამსახურში იყოთ.

მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი პირობები და თქვენი რესურსები კერძო სექტორშიც გამოავლინოთ.

ხალხი ბრუნდება საქართველოში. ეს არა მარტო კახა ბენდუქიძეს, სალომე ზურაბიშვილს, ნინო ანანიაშვილს და სპორტსმენებს ეხება.

ისრაელის მთავარმა რაბინმა მითხრა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 700 ებრაული ოჯახი დაბრუნდა. ეს წარმოუდგენელი რამ არის, მსგავსი 12 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

მოსკოვში 16 ახალგაზრდა წარმატებულ ბიზნესმენს შევხვდი, რომელთაგანაც 5 უკვე თბილისში ჩამოვიდა და მუშაობს კიდეც. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა. საქართველოში დაბრუნებულმა თითოეულმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მათი კარიერა შეიძლება მათ სამშობლოს გამოადგეს.

მილიონ ადამიანზე მეტმა საქართველო დატოვა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური ქართველი არ არის, მაგრამ ჩემი სურვილია, ყველა დაბრუნდეს, რადგან საქართველოს მკვიდრი არც ერთი ეროვნების ადამიანი არ მინახავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება არ უნდოდეს.

1990-91 წლებში 40 ათასი ოსი ლტოლვილი გადასახლდა. ამ ხალხთან სალაპარაკოდ გივი თარგამაძის ხელმძღვანელობით გავუშვი ჯგუფი და აღმოჩნდა, რომ მათ 95 %25-ს უკან დაბრუნება სურს. მათ თავიანთი სახლები ენატრებათ და იქაური არც კლიმატი და არც საკვები მოსწონთ, არც მათდამი დამოკიდებულება და შვილებისათვის პერსპექტივები ხიბლავთ. პირველი რამდენიმე ოჯახი უკვე ჩამოვასახლეთ, კიდევ რამდენიმე ათეულის ჩამოყვანას ვაპირებთ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა თითოეული მათგანი წამოვიყვანოთ და საქართველოში დავაბრუნოთ.

იყო ასეთი შემთხვევაც - ნიუ-იორკში ოფიციალურ მიღებაზე მემსახურებოდა ოფიციანტი, რომელიც კვალიფიციური დოცენტი აღმოჩნდა. ის გაჭირვებამ გადახვეწა უცხო ქვეყანაში და დღეებს ითვლის სამშობლოში დასაბრუნებლად. ასევე არიან უცხოეთში ქართველი სტუდენტებიც, რომლებიც სწავლის დასრულებისთანავე აპირებენ საქართველოში დაბრუნებას.

ყველა უცხოელი, რომელიც აქ ჩამოდის, უკან დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, რადგან საქართველო სხვანაირი ქვეყანაა. ყოველივე ამას სჭირდება გავრცობა, ის ოპტიმისტური განცდა, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს.

ერთი მხრივ, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ქვეყანაში არსებული ტემპი.

ვიმეორებ, დღეს დაიჭირეს კორუმპირებული მოსამართლე; ამას წინათ ხუთი პროკურორი დააპატიმრეს. ამას მუდმივად გავაგრძელებთ, რადგან თუ ხალხს ძვალსა და რბილში არ გაუჯდება, რომ ასეთი ქმედება ისჯება, ყველაფერი ხელახლა დაიწყება.

მაგრამ ეს მთავარი არ არის.

მთავარია, რომ მოსულ ახალ კადრებს და ძველებსაც, რომლებმაც უკეთ მუშაობა ისწავლეს, უპერსპექტივობის განცდა არ გაუჩნდეთ.

ნახეთ, რამდენი რამ შეიცვალა ქვეყანაში უკეთესობისაკენ.

სპორტსმენებმა ისწავლეს მოგება - თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია - ოლიმპიადაზე 4 მედალი მოვიპოვეთ, მაგრამ სამი ქართველი ოქროსმედალოსანი სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ.

მათგან ორი საქართველოში დაბრუნდა - ამათგან ერთი დოხტურაშვილია, ხოლო მეორის გვარს 23 ნოემბერს გამოვაცხადებ.

ერთი მსოფლიო ჩემპიონიც დავიბრუნეთ სამშობლოში...

ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისის „დინამო“ რამეს მოიგებდა, მაგრამ დღეს უკვე სხვა სულისკვეთებაა - გულშემატკივარი სტადიონზე არ დადიოდა, ხელი ჰქონდა ჩაქნეული, ამ თამაშზე კი ორჯერ მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე „უეფას“ მიერ დაშვებული ადგილების რაოდენობა იყო.

ეს იმიტომ, რომ ვისაც სკამები უნდა ეყიდა, ფული მოიპარა და ახლა ციხეში ზის.

ასე რომ, ყველაფერი ურთიერთდამოკიდებული და დაკავშირებულია.

საკმარისი აღმოჩნდა საგზაო პოლიცია მოგვეხსნა და აჭარაში დამსვენებლები ორჯერ გაიზარდა - ეს იმიტომ, რომ იქ სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩავიდა ხალხი. ადრე ამის შანსი არ ჰქონდათ, რადგან მარტო გზის გავლა მათ 150 ლარი უჯდებოდათ და ეს თანხა კორუმპირებულთა ჯიბეს ავსებდა.

ჩვენ კი ვკამათობთ იმაზე, შეიძლება თუ არა იქ ტრასა ავაშენოთ და შემოვიღოთ გადასახადი 3-5 ლარის ოდენობით. ამ პოზიტიური მოძრაობის შენარჩუნება დღესდღეობით ყველაზე მთავარია.

სამხედრო რეზერვში სამსახურის სურვილი გამოთქვა და ერთბაშად ჩაეწერა 50 ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთ თეთრს არ გადავიხდით, მაგრამ ვისაც სამშობლოს დაცვა გულწრფელად სურს, წავიდეს და იმსახუროს. ეს ხალხი სწორედ ამ განცხადების შემდეგ ჩაეწერა, რეალურად მსურველი უფრო მეტია. კახეთიდან 12 ათასი კაცია ჩაწერილი, შიდა ქართლიდან - დაახლოებით 18 ათასი კაცი. თითქმის ყველა მათგანი ოჯახის მამაა, რომელთაგანაც ზოგს მიწა აქვს დასამუშავებელი, ზოგი სხვაგან მუშაობს, ნაწილი უმუშევარია, მაგრამ საკმაოდ კარგი პერსპექტივით და სხვა. ამ ხალხს თითო თვე საძილე ტომრებში სძინავთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს საკუთარი სამშობლოსათვის მათ მიერ გამოხატული ფიზიკური მსხვერპლია. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ საქართველო ფეხზე დადგეს. და ეს არ არის ათი დეპუტატის შოუ, დეპუტატი იქ, მართლაც, ათია და მათ შორის ჩემი ძმაცაა, მაგრამ დანარჩენი 980 ადამიანი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი არ არის, ეს საქართველოს ხალხი ჩვეულებრივი, მაგრამ საუკეთესო ნაწილია. როცა ბორჯომში ხანძარი გაჩნდა, ამ ხალხს ვალდებულების გრძნობა ჰქონდა, ტყეში გაქცეულიყო და თავად ჩაექრო. ისინი ადგილობრივი მოსახლეობის მოქმედებას არ დალოდებიან.

ჩვენ ხომ დღეს დიდი ინვესტიციები არ გვქონდა, ნახეთ, რამდენი რამ შევძელით შიდა რესურსებით - შევქმენით ახალი პოლიცია და პროკურატურა, რაც ძალიან დიდი ფული ღირდა, ვქმნით ახალ საგადასახადო სისტემას და გვაქვს რესურსი, რომ გადასახადები დავწიოთ, შეიარაღებული ძალები განსხვავებულად აღვჭურვეთ და მოვამზადეთ, დავიწყეთ გზების მშენებლობა და იცით, მეტს რატომ არ ვაშენებთ? - იმიტომ, რომ სიმძლავრეები არ გვყოფნის.

თბილისში სამჯერ მეტი გვაქვს, ვიდრე შეგვიძლია ავითვისოთ.

არავინ ფიქრობდა, რომ ტექნიკა შემოეყვანა და საქმე გაეკეთებინა, სამაგიეროდ, ყველა ფიქრობდა, ფული მოეპარა. ფულის მოპარვის ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზე იყო აწყობილი. მშენებლობის ინფრასტრუქტურა კი საქართველოში არ არსებობდა.

სასტუმრო „ივერია“ მალე დაიშლება და აშენდება თანამედროვე, 30-35 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათი გახდება.

მშენებლობებიც დაიწყო მტკვრის მარცხენა სანაპიროზეც.

მომავალი წლის 1 ივნისს ბათუმი-ჩაქვის პირველი გვირაბი და ავტობანი დასრულდება, შემდეგ კი მეორე ნაწილი გაკეთდება და ქობულეთიდან ბათუმში ჩასვლა 7 წუთში იქნება შესაძლებელი. წლის დამლევამდე, იმედია, მეორე ნაწილის დასრულებაც მოხერხდება.

მომავალ წელს, ასევე, აუცილებლად უნდა დავიწყოთ დიდი ავტობანის მშენებლობა თბილისი-ხაშურის მიმართულებით.

ეს საშუალებას მოგვცემს, გზა ორჯერ შევამციროთ, ხოლო ტვირთგამტარიანობა რამდენჯერმე გავზარდოთ.

ეს არის საქართველოს დღევანდელი პერსპექტივები. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ შეიარაღებულ ძალებს დიდი პერსპექტივა აქვს, განვითარებისათვის უცხო ქვეყნებიდან დახმარება მიიღოს.

ერთი სიტყვით, ჩვენს ქვეყანას მომავალი აქვს.

ჩემო დებო და ძმებო! ეს მომავალი ყველამ ერთად უნდა შევქმნათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოში უპერსპექტივობის განცდა არავის უნდა გაუჩნდეს / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა „მასკის“ პროგრამის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე / წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური // 24 საათი. - 2004. - 12 ოქტომბერი. - N242 (791). - A6 გვ.

64 მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს მიერ სამხედრო სფეროში გადადგმული ნაბიჯებით ვზრდით არა ომის, არამედ მშვიდობის შანსს

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი
2004 წლის 5 ნოემბერს

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 5 ნოემბერს, გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც ილაპარაკა ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ქვეყნის პირველმა პირმა, კერძოდ, განაცხადა:

- უპირველეს ყოვლისა, უნდა შევეხო იმ მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება ჩვენს სამხედრო აღმშენებლობასა და მონაწილეობას საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურებში. როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ ჩვენი მონაწილეობა ერაყის სამშვიდობო ოპერაციებსა და ანტიტერორისტულ კოალიციაში.

ამერიკაში არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტმა ბუშმა, რომელიც, მისივე განცხადებით (ეს ჩემთვის ძალიან კარგია), საქართველოს პრეზიდენტს საკუთარ მეგობრად თვლის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ეხება არა პიროვნულად პრეზიდენტს, არამედ საქართველოს.

დღევანდელ მსოფლიოში მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე საკუთარი უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღმოვუჩინოთ შემდგომი დახმარება ანტიტერორისტულ კოალიციას. რა თქმა უნდა, მისია გარკვეულად სარისკოა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც მიდის, მოხალისეა და ეს ძალიან მკაცრად დაცული პრინციპია. მაგრამ ამის შედეგად მკვეთრად იზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადება და ბრძოლისუნარიანობა.

სახელდებოდა სხვადასხვა ციფრები. მე შემიძლია პირდაპირ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას: მომავალი წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ვგეგმავ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა და მზადყოფნა პოტენციურად ორნახევარჯერ-სამჯერ უნდა გაიზარდოს.

ეს მოხდება იმით, რომ მკვეთრად იზრდება სამშვიდობო ოპერაციების დარგში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება. ეს ხდება იმით, რომ ჩვენ თვითონ ვახორციელებთ სერიოზულ თავდაცვის რეფორმებს.

ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი სიგნალი იყო გუშინ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი. ადრე, როცა მათ ეკითხებოდნენ, ნატოში მიღების რა შანსები აქვს ამა თუ იმ ქვეყანას, ისინი ზოგადად პასუხობდნენ, რომ თეორიულად ნატოს კარები ყველასთვის ღია არის. ნატოს გენერალურმა მდივანმა გუშინ პირველად ღიად თქვა: საქართველოს აქვს ყველა შანსი იმისათვის, რომ მოახდინოს სრული ინტეგრაცია ამ ორგანიზაციაში.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჰაერიდან მოტანილი განცხადება. ეს არის ის, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ ორგანიზაციებთან. ჩვენ ყველაზე ბოლოს შევიტანეთ განაცხადი. მათ პირდაპირ აიღეს და წინ გადმოგვახტუნეს სწორედ იმის გამო, რომ საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა. ეს არის საქართველოს უსაფრთხოებისთვის დამატებითი გარანტიების შექმნის ძალიან კარგი შესაძლებლობა.

ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ, კერძოდ, ამ შემთხვევაში, რუსეთის. ნინო ბურჯანაძეს საინტერესო კონსულტაციები ჰქონდა მოსკოვში. ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 8-დან 10 ნოემბრამდე იქ გავაგზავნოთ გელა ბეჟუაშვილი.

ჩვენ ვართ გახსნილი დიალოგისთვის იქაც, მაგრამ ზიგზაგები ჩვენს პოლიტიკაში არ იქნება. თუ ჩვენ მივიღებთ დახმარებას ჩვენი მთავარი ამოცანების გადაწყვეტაში, ჩვენ ვართ გახსნილი ძალიან ფართო თანამშრომლობისთვის. თუ ჩვენ ხელს შეგვიშლიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, რა თქმა უნდა, აქ წარმოიქმნება ის პრობლემები, რომლებიც აქამდე მუდმივი პერიოდულობით არსებობს.

ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ წლისა და მომავალი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ სამხედრო სფეროში გადადგმული ნაბიჯებით ჩვენ ვზრდით არა ომის შანსს, არამედ მშვიდობის შანსს. რაც უფრო კარგად იქნება მომზადებული ჩვენი შეიარაღებული ძალები, რაც უფრო მეტი რეზერვისტი გვეყოლება (და ყოველთვიურად მათი რაოდენობა მატულობს იმ ბანაკებში, რომლებიც არის), რაც უფრო კარგად იქნებიან ისინი აღჭურვილები, რაც უფრო კარგი დისციპლინა იქნება და რაც უფრო მეტად ეცოდინება შესაძლო ტერორისტს, ამფეთქებელს, სეპარატისტს, რომ იგი მიიღებს საკადრის პასუხს, მით უფრო ნაკლებად ექნება შანსი მას, რომ პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს. აი, ეს არის ჩვენი ამოცანა შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით.

როცა ჩვენ მოვედით, დაგვხვდა დანგრეული, განადგურებული ყაზარმები, დაგვხვდა ორი კვირის უჭმელი ორიათასი დამშეული ჯარისკაცი, დაგვხვდა გაძარცვული ტექნიკა და იარაღი, ყველაფერი წაღებული. არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში ეს არ ყოფილა. ამ ერთ წელიწადში მოხდა შემობრუნება და მომავალი წელი, საერთოდ, ამ პროგრამებიდან გამომდინარე, რომლებიც ახლა დამტკიცდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლის პერიოდი იქნება.

მე ვიცი, როდესაც ამაზე ვსაუბრობ, შემდეგ ამას მოჰყვება ჩვენი მტრების ძალიან ნერვიული რეაქცია და მათი კონტრარეა აქცია. მაგრამ ჩვენ ვართ სახალხო მთავრობა და ამიტომ ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რა კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას იგებს საქართველოს მოწინააღმდეგეც. რა თქმა უნდა, ისიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს ამ პროცესების განვითარებაში. მაგრამ ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ საიდუმლო ჩვენი საზოგადოებისგან არ უნდა გვქონდეს. ეს ერთი და მნიშვნელოვანი.

მეორე - ის საკითხი, რომელიც ეხება მიმდინარე პროცესებს მთავრობაში, პარლამენტში. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი დაპირება, რომ გადასახადები შემცირდება, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ იმ კოდექსით, რომელიც პარლამენტში შევიდა. თუ ამ კოდექსმა კარგად იმუშავა და ადმინისტრირების დონე ამაღლდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულად ავამოქმედოთ პირველადად ბიზნესის განთავისუფლების მექანიზმები. მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ამ კოდექსის ამუშავებიდან ამას ერთი წელი დასჭირდება. ახლა ინდივიდუალური მეწარმეები თავისუფლდებიან საერთოდ. ყველა საწყისი ბიზნესი, რაზეც მე დიდი ხანია ვოცნებობ, რომ, ვთქვათ, პირველი ორი წელი არ იხდიდეს გადასახადებს, ეს იქნება მას შემდეგ, რაც ეს კოდექსი ამუშავდება და დაამტკიცებს, რომ საქართველოში დაბალი გადასახადის პირობებში შესაძლებელია გადასახადების აკრეფა. გადასახადები მკვეთრად მცირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პირველი იანვრიდან იქნება.

ამასთან ერთად, ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ ფინანსური ამნისტიის საკითხები და ბევრმა ეს მონათლა ისე, რომ აი, უნდათ ვიღაცა გაათავისუფლონ პასუხისმგებლობისაგან, შექმნან კორუმპირებული მოხელეების სისტემა. ნურას უკაცრავად! ეს არ მოხდება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.

ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ ვიღაცა პასუხისმგებლობას დაუძვრეს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენიმე კაცმა წინა ხელისუფლების დროს მთელი საქართველო აქცია პოტენციურ დამნაშავედ. ყველა ადამიანი, ვისაც რაიმე შემოსავალი ჰქონდა, უცხოეთიდან დახმარება თუ რაღაც თავისი პატარა მცირე ბიზნესი ან საწარმო, აქცია კანონის დამრღვევად. პრაქტიკულად, დღევანდელი არსებული კანონმდებლობით ყველა ამ ადამიანის ქონების ლეგალიზაცია შეუძლებელია. ამგვარად, ჩვენ ამ ხალხისთვის ვაკეთებთ ამნისტიას. ამნისტია ეხება პრაქტიკულად ყველას, გარდა იმ 10-15 ადამიანისა, რომლებმაც შექმნეს ის სისტემა და რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით. ეს იმ კანონში ჩადებულია და თუ რაიმე არ არის ჩადებული, დარწმუნებული ვარ, პარლამენტში ეს გასწორდება და სათანადო დონეზე იქნება დაცული.

ამავე დროს, როგორც დავპირდით ჩვენს მოსახლეობას, ხალხს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დაპირებები შესრულდეს. როცა ჩვენ მოვედით, პენსია 14 ლარი იყო და 6-7 თვე ხალხს იგი მიღებული არ ჰქონდა. მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსია 27 ლარი იქნება. ასეთია მთავრობის დაპირება და იმედია, მას მთავრობა შეასრულებს. ეს იქნება მინიმალური პენსია საქართველოში ყოველ ადამიანზე. ძალიან კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ საშუალებების მობილიზაცია და რევოლუციის წლისთვის წინა წლების დატოვებული კიდევ ერთი თვის დავალიანება გასტუმრებული უნდა იქნეს. და საერთოდ, ჩვენ ხალხს უნდა ვუთხრათ, რა გავუკეთეთ და რას დავპირდით. როგორც წესი, არჩევნების წინ მოდიან პარტიები და ეუბნებიან ხალხს: ამას და იმას გაგიკეთებთო. შემდეგი არჩევნები, თუ არ ვცდები, სამწელიწადნახევარშია. ჩვენ ახლა უნდა ვუთხრათ, რა გავუკეთეთ ამ წელიწადში.

მე ვფიქრობ, ეს წელიწადი იყო სერიოზული შემობრუნების წელიწადი იმიტომ, რომ ჩვენ დავალიანების უმეტესი ნაწილი გავისტუმრეთ და სადაც არ გაგვისტუმრებია, იმასაც ალბათ ძალიან მალე გავისტუმრებთ. იყო შემობრუნების წელიწადი იმიტომ, რომ დავიწყეთ დისციპლინის დამყარება. იყო შემობრუნების წელიწადი იმიტომ, რომ დავიწყეთ ჯარის შექმნა. იყო შემობრუნების წელიწადი იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც აჭარას ეხებოდა. შემდეგი წელიწადი, დაფუძნებით იმისა, რასაც ჩვენ ვამზადებთ, საქართველოში უნდა იყოს ეკონომიკური გარღვევის, პროგრესის, ეკონომიკური აღმშენებლობის და ინფრასტრუქტურის განვითარების წელიწადი, რომელიც თავისთავად თითოეული ქართული ოჯახისთვის ასევე შექმნის ძალიან ბევრ პოზიტიურ პროცესს.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს. კერძოდ, ცხინვალის რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

- ჩვენი სტრატეგია ცხინვალთან დაკავშირებით დღესავით ნათელია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ არ გადაგვეკეტა ივნისში კონტრაბანდა ერგნეთიდან. ეს ნიშნავდა იმას, რომ დღეს ჩვენ არა მხოლოდ პენსიების გაზრდის საშუალება არ გვექნებოდა, არა მხოლოდ წიგნებს ვერ დავარიგებდით უფასოდ, არა მხოლოდ სხვა ღონისძიებებს ვერ განვახორციელებდით, არამედ ელემენტარულად ჩაიშლებოდა. არმიისთვის არც ტყვია-წამალი, არც საკვები არ გვექნებოდა, აღარ ვლაპარაკობ პოლიციელებზე და ბევრ სხვა პროცესზე. ერგნეთის დაკეტვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ზაფხულში ჩავეთრიეთ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ჩვენ შევყოლოდით, როგორც ეს 1992 წელს აფხაზეთში მოხდა. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ომი რამდენიმე ასეულ ადგილობრივ ყაჩაღთან. ეს იქნებოდა შეტაკება გარედან შემოსულ ძალიან დიდ ძალასთან. ამ შემთხვევაში ყველანაირი ლაპარაკი ნატოსთან თანამშრომლობაზე, დიდ პროექტებზე, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, ადამიანებისთვის რაღაცის შექმნაზე საბოლოოდ დამთავრებული იქნებოდა. აი, ეს იყო საქ ქართველოსთვის მომზადებული სცენარი. ჩვენ კონტრაბანდა ჩავკეტეთ, თუმცა კიდევ არის იქ პატარ-პატარა ნაკადულები, ხანდახან შემოდის ზოგან ერთი საბარგულით სიგარეტი, მაგრამ, ძირითადად, იგი გადაკეტილია. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ამას ვგრძნობთ ჩვენი ბიუჯეტით. პირველი, რაც ქნეს, ჩაგვიკეტეს ლარსის გადასასვლელი იმ კონტექსტით, რომ ეს ბესლანთან იყო დაკავშირებული. თუმცა ამაში მე ძალიან სერიოზულად მეპარება ეჭვი. ორი თვე ლარსი ჩაკეტილი იყო. ჩემი ღრმა რწმენით, ბევრი ადამიანისთვის იყო ერთადერთი მოტივაცია, რომ აი, არ გინდოდათ ერგნეთიდან შემოსავლის ერთად გაკეთება? ახლა იძულებული იქნებით, გახსნათ ცხინვალიც და იძულებული იქნებით ისევ კოკოითს აკეთებინოთ ფული. ჩვენ გამოვაგზავნით იქიდან სომეხი, ქართველი ეროვნების ბავშვებს (რა მნიშვნელობა აქვს ამას), ქალებს, ვაჩვენებთ მათ ტელევიზიით. თითოეული ასეთი ავტობუსიდან 250-700 დოლარამდე შედის იმ ბანდიტურ ფორმირებებში, რომლებიც შემდეგ ყიდულობენ იმ იარაღს, რომელსაც ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენ გაიძულებთ, რომ თქვენ ეს გააკეთოთ. ჩვენ ვთქვით, რომ სულ რომ გადაკეტოთ ლარსი, არასოდეს ჩვენ მაინც ცხინვალს აღარ გავხსნით. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან პრინციპული საკითხია საქართველოს საზღვრების კონტროლი და მანამ, სანამ ბოლომდე არ აღგვიდგენია კონტროლი (და ამის დროც ძალიან მალე დადგება, ბევრად უფრო მალე, ვიდრე მათ ჰგონიათ), ჩვენ მინიმალურ წესრიგს მაინც დავამყარებთ.

აქედან გამომდინარე, რა გვაქვს ცხინვალში? იქ არის რამდენიმე ასეული გაბოროტებული, გამხეცებული კონტრაბანდისტი, კრიმინალი თავიანთი ავტომატებით (ძალიან ბევრი იარაღი ზაფხულის განმავლობაში მათ ჩრდილოეთიდან ჩამოუყარეს), რომელთაც არ იციან, რა ქნან, რადგან საჭმელი შემოაკლდათ, კონტრაბანდით ფულს ვეღარ აკეთებენ და, ბუნებრივია, ფართომასშტაბიან თავდასხმას ჩვენს სოფლებზე ვეღარ ახორციელებენ, იმიტომ, რომ ჩვენი სოფლები გამაგრებულია. ამიტომ, თუ რომელიმე სოფლის მოსახლე გასცდა თავის ბაღ-ბოსტანს და ცოტა იქით გადავიდა, მოკიდებენ ხელს და მოიტაცებენ და ორ დღეში აბრუნებენ.

იქ ძროხებს იტაცებენ, იქ გზებს გვიკეტავენ და ასე შემდეგ ერთადერთი რამის გამო - მათ გამოსავალი არა აქვთ. ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, გამოსავალი გვაქვს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას - ოსებსაც და ქართველებსაც. ჩვენ გავუგზავნეთ ძალიან ბევრი ჰუმანიტარული ტვირთი ეგრეთ წოდებულ ქართულ სოფლებს, თუმცა იქ ოსებიც და რუსებიც ცხოვრობენ. ჩვენ მზად ვართ იგივე გავუკეთოთ ოსებს.

მაგრამ ყოველი დღე მშვიდობის, ყოველი დღე ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩვენი არჩათრევის, ჩვენ გვაძლიერებს (როგორც ამ პროგრამებიდან ნათლად ჩანს, რომლებიც მივიღეთ) და მათ ასუსტებს. ამიტომ დიდი სიბრიყვე და სიბეცე იქნება, რომ ახლა მათ მივცეთ საშუალება რაიმე პროვოკაციაში ჩვენი ჩათრევისა. აი, ეს არის ის, რაც ყველას უნდა გვესმოდეს. დრო დღეს საქართველოზე მუშაობს, ყოველდღე ხდება საოცრება: მე ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რაც გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ დარბაზში თქვენთან შეხვედრისას განაცხადა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ პრეზიდენტი ბუში არჩევნების წინ გამოაგზავნიდა წერილს, სადაც გვესაუბრებოდა ამერიკის სამხედრო დახმარების ასეთ მკვეთრ ზრდაზე. ვერ წარ რმოვიდგენდი, რომ ჩვენ თვითონ შევძლებდით ჩვენი ბიუჯეტის ამოქაჩვას ისე, რომ ჩვენი პოლიციის, უშიშროების სტრუქტურები ასეთ დონეს მიაღწევდნენ. დღეს უშიშროებამ დააკავა სატელეფონო ხულიგნები. ეს ხომ ტექნიკით ხდება. ჩვენ არაფერი არ გვქონდა. ახლა გვაქვს ყველა საშუალება იმისა, რომ ეს ვაკ კეთოთ. ეს გვაქვს სწორედ იმის გამო, რომ დრო დღეს მუშაობს ჩვენზე. დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვითრიონ ამ პროვოკატორებმა იმაში, რაც მათ უნდათ.

ჩვენი ამოცანაა ძლიერი საქართველო. დავით აღმაშენებელმა ათი წლის შემდეგ შეუწყვიტა მტერს ხარკის გადახდა, ვიდრე არ მოძლიერდა. ათი წელი ნამდვილად არ ვაპირებ მოცდას. დავით აღმაშენებლის დროს არც ჯორჯ ბუში იყო ამერიკის პრეზიდენტი, არც „რუსთავი-2“, „იმედი“, „მზე“, და პირველი არხები არსებობდნენ, არ მინდა რომელიმეს ვაწყენინო, „კავკასია“ და ასე შემდეგ და საზოგადოება ასე ინფორმირებული არ იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმინებაა საჭირო. ყველა ხედავს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვდგავართ ჩვენს გზაზე. ამას ხედავს ჩვენი მტერი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს გააჩეროს. ის, რაც ხდება, ეს, რა თქმა უნდა, არის გლობალური თამაშის ნაწილი. ეს არ არის ჩვეულებრივი რაღაც, ხაჩიროვის ბანდა, რომელმაც ააფეთქა ელექტროგადაცემის ხაზი, გავანადგურეთ და დღემდე ხმას ვერ იღებენ ისინი, ვინც მას - ჩვეულებრივ, ადგილობრივ კრიმინალს გადაუხადა და გამოაგზავნა. მათაც ვერ ატეხეს დიდი ხმაური, რადგან არ მოელოდნენ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებდით. ეს წვრილმანი პროვოკაციები არის იმისთვის, რომ როგორმე ჩაგვითრიონ. ზამთარი წინ არის. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ის, რომ პენსია გავზარდოთ, ის, რომ (მე გუშინ მოვაწერე ხელი ბრძანებას) ჩვენს ჯარში მინიმალური ხელფასი პროფესიონალებისთვის ახლანდელი პირველი ნოემბრიდან უკვე არის 115 ლარი, ის, რომ სხვა მიმართულებით ბევრი რამის გაკეთების საშუალება გვეძლევა, ის, რომ მომავალ წელს იწყება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც არ უნდა გავაჩეროთ, ის, რომ პრივატიზაცია არ უნდა ჩაგვეშალოს, რადგან აქედან შემოსული ფულის სამი მეოთხედი მოხმარდება სოციალურ მიზნებს, ერთი მეოთხედი კი - ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების გამაგრებას, ეს ყველაფერი მუშაობს ჩვენზე. ახლა ჩათრევა იმაში, რაც მათ უნდათ, დიდი სიბრიყვე იქნება.

მე დიდი ილუზიები არა მაქვს ზურაბ ჟვანიასა და იმ კაცის შეხვედრაზე. რასაც ეტყვიან ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ყოველთ თვის იმას გააკეთებს. მაგრამ, იმედია, მოსკოვში მას ეტყვიან ამის შესახებ. იმიტომ, რომ ყველა უნდა მიხვდეს, რომ არც საქართველოს და არც რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება ამ რეგიონში დესტაბილიზაცია. დანარჩენი ეს უკვე ჩვენს მარიფათზეა, ჩვენს სიძლიერეზე, ყოველდღიურ ჩვენს საქმიანობაზე, იმაზე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც ახლა ვართ ძლიერები, ექვს თვეში ბევრად უფრო მაგრები ვიყოთ. ერთ წელიწადში ჩვენი დამმარცხებელი არავინ არ იყოს. ამიტომ სურვილიც არავის არ გაუჩნდეს, რომ ვინმემ რაიმე დაიწყოს. პოლიტიკურად ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ამასობაში ეკონომიკა იქნება, ამასობაში დიდი პროექტები იწყება. წელს ჩვენ უცხოური დახმარება, პრაქტიკულად, არ გვქონია. მომავალ წელს უკვე იწყება სერიოზული დახმარება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხით. ეს ვიცი მე და მინდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. ეს იცის ჩვენმა მტერმაც, რომელსაც არ უნდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს. ეს არის და ეს.

აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის იმ ნაწილმა, ვინც დარჩა აფხაზეთში, დაინახა, ვინ არის მათი მეგობარი და ვინ არის მათი ნამდვილი მტერი და არაკეთილმოსურნე. მათ ეს ამ არჩევნებზე იმდენად ნათლად დაინახეს, ამ არაკეთილმოს სურნემ იმდენად ნათლად აჩვენა თავისი სახე, რომ მე ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ყველაზე უფრო სკეპტიკურად განწყობილი აფხაზები ხვდებიან, რომ აქ ქართველები უკვე არაფერ შუაში არ არიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შედეგი ყველაფრისა, რაც იქ მოხდა, თუნდაც კარგი გაკვეთილი.

მეორე. მე ვფიქრობ, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. რომ გითხრათ, ხვალ და ზეგ იქ რაიმე მოხდება, არ მოხდება. ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენზე, უწინარესად, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმაზე, რომ თავად ვიპოვოთ ჩვენში შიდა ძალა, რომ ძალიან სერიოზული სამშვიდობო პროცესი დავიწყოთ, ძალიან სერიოზულად ველაპარაკოთ თითოეულ ადამიანს აფხაზეთში. აქ არ არის საუბარი მარტო ამ ლიდერებზე, რომლებიც, პირდაპირ ვთქვათ, ამ უკანონო არჩევნებში აირჩიეს, არამედ მათზეც და იმ ადამიანებზეც, ვინც მათ გარშემო არიან.

ერთი რამ სრულიად ნათელია ჩემთვის და იმედია თითოეული ქართველისთვის, მე ეს ღრმად მწამს, აფხაზეთი ეს არის მთავარი დანიშნულება, მთავარი მიზანი, მთავარი იდეოლოგია ჩვენი საქმიანობისა. აფხაზეთის გზა გადის ძლიერ საქართველოზე. ძლიერი საქართველო - ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო. ძლიერი საქართველო არის ის, სადაც ხალხს აქვს იმედი და მზად არის - იბრძოლოს თავისი ქვეყნის მომავლისთვის. ძლიერი საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც ჰყვანან ძლიერი მეგობრები, მოკავშირეები და რომელიც თავის მოკავშირეებთან ერთად ცდილობს, რომ ჩაერთოს არა მხოლოდ შიდაქართულ, არამედ საერთაშორისო პროცესებში.

ის, რაც ხდება ბოლო დღეებში, ის, რა გამოხმაურებაც არის ქართულ ინიციატივებზე, ის, რა დახმარებასაც ჩვენ ვიღებთ, ის, რომ ასევე გავააქტიურეთ დიალოგი რუსეთთან (თუმცა ერთხელ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგი), სრულიად ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე. დანარჩენი - ჩვენი მოთმინების, ჩვენი გამძლეობის, ხელისუფლების ტექნიკის, ასევე ჩვენი კარგი მუშაობის და საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან სწორი გათვლების შედეგი უნდა იყოს.

დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში აფხაზეთში დავიწყებთ ძალიან სერიოზულ დიალოგს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. მზად ვართ, ხელი გავუწოდოთ აფხაზ ხალხს, ეს აღარ არის ძველი ურთიერთობები, გავუწოდოთ ხელი როგორც სახელმწიფომ, რომელსაც შეუძლია ყველა ეროვნების მოქალაქეები დაიცვას, როგორც სახელმწიფომ, რომელსაც შეუძლია ყველა ეროვნების მოქალაქეების ინტეგრაცია მოახდინოს, როგორც სახელმწიფომ, რომელსაც შეუძლია ყველა პატარა ერის (ვინაიდან ჩვენ თავად არა ვართ დიდი ერი) სატკივარი, გულისტკივილი, შიში გაიგოს. ამავე დროს, როგორც სახელმწიფომ, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ მისი საზღვრები არის ყველაზე წმინდა რამ, რაც შეიძლება იყოს და ვერასოდეს საქართველო ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი და თითოეული ქართველი და ყველა ეროვნების მოქალაქე (მე მათ, რა თქმა უნდა, არ ვანსხვავებ) ბოლომდე ბედნიერი, სანამ საქართველო არ იქნება მთლიანი. საქართველოს მთლიანობა არის ის მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მივაღწევთ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში და ჩემი პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენი გუნდის მმართველობის პირობებში.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა იმის თაობაზე, თუ როგორ აღინიშნება 23 ნოემბერი. მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მისი თქმით, ამ დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა ჩააბაროს ანგარიში საკუთარ ხალხს, თუ რა გააკეთა და რის გაკეთებას აპირებს. თბილისს ეწვევიან უცხოელი სტუმრები. იგეგმება წმინდა სამების ტაძრის გახსნა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტთა სხვა შეკითხვებთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენს მიერ სამხედრო სფეროში გადადგმული ნაბიჯებით ვზრდით არა ომის, არამედ მშვიდობის შანსს / საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი 2004 წლის 5 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 7 ნოემბერი. - N259 (4988). - 1-2 გვ.

65 მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი მოდელი დავით აღმაშენებლის საქართველოა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემთვის ყველაზე ძვირფასო ადამიანებო! თქვენი სახ ხელით მივესალმები ასიათასობით იმ ადამიანს, რომლებიც ამ დარბაზმა არ დაიტია, ჩვენს თანამებრძოლს, ჩვენს მხარდამ მჭერს, ჩვენი ქვეყნის თავდადებულ ნაწილს. მივესალმები 2 ათასზე მეტ დელეგატს, რომლებიც საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. მივესალმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან ჩამოსულ სტუმრებს. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ვნახე ის მონტაჟი, რომელიც დასაწყისში გვიჩვენეს, რამდენჯერმე უხეშად მომხვდა ყურში ჩემი სახელის ბევრჯერ ხსენება. რადგან ჭეშმარიტი გმირი იმ მოვლენებისა, რაც მოხდა საქართველოში ერთი წლის წინათ და რაც ხდებოდა ამ თვეების განმავლობაში, რაც მოხდა ბათუმში გიორგობის მეორე ბრწყინვალე დღესასწაულზე, არიან არა პარტიული ლიდერები, არამედ ჭეშმარიტი, ნამდვილი გმირები ზაზა დამენია და მისი დედა, რომელიც დღეს აქ თქვენს წინაშე გამოვიდა. ჭეშმარიტი გმირი არის შორენა ხუხუა (და ასობით ასეთი იდეალისტი ახალგაზრდა), თვალწარმტაცი ადამიანი, რომლისთვისაც სამშობლო უბრალოდ პათეტიური სიტყვა და რახარუხი კი არ არის, უბრალოდ რაღაც ზოგადი ცნება და რიტუალების დაცვა კი არ არის (თუმცა რიტუალების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე სახელმწიფოს ეხება), არამედ ეს არის მისი ყოველდღიური მუშაობა.

შორენამ არ გიამბოთ იმის შესახებ, რომ (როცა მას შევხვდი, სპეციალურად გამოვკითხე) ყოველდღე იგი იღვიძებს დილის 6 საათზე, 4 სამარშრუტო ტაქსს იცვლის იმისათვის, რომ გაემგზავროს თბილისიდან სადახლოში (თავისი ხელფასის ნახევარზე მეტს იგი ამ სამარშრუტო ტაქსებზე ხარჯავს), რათა იქ შეიტანოს ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერება და არა მხოლოდ ქართული სახელმწიფო ენა.

აი, ასეთი ხალხი აშენებს ახალ საქართველოს. არავის არ ეგონა, რომ ასე უცბად შეიქმნებოდა სრულიად სხვა მენტალიტეტის საზოგადოება. ნინო ბურჯანაძე მიყვებოდა, რომ როცა იგი ჩავიდა ჭიათურაში, ცხინვალთან ჩვენი ანტიკონტრაბანდული ოპერაციის დროს დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლის სამძიმარ რზე, ერთ-ერთმა ჭირისუფალმა ასე მიატირა: შვილო, რისთვის დაიღუპეო. და იქ იყო დაღუპულის დედა - ციმბირელი ქალბატონი, რომელმაც წამოსწია თავი და თქვა, მეორედ აღარ გაბედო ჩემი თანდასწრებით ამ კითხვის დასმა. იგი ჩემი ერთადერთი შვილი იყო, მაგრამ კიდევ ერთი შვილი რომ მყოლოდა, მასაც ჩემს ახალ სამშობლოს - საქართველოს ულაპარაკოდ და უყოყმანოდ შევწირავდიო.

აი, ასეთი დედები არიან საქართველოში! ამიტომ, „ვარდების რევოლუცია“ ეს უბრალოდ რაღაცა ისეთი მოვლენა კი არ იყო ერთჯერადად გასაშუქებელი, „ვარდების რევოლუცია“ იყო ჩვენი ოცნების დიდებული მანიფესტი. „ვარდების რევოლუცია“ იყო ოცნება ძლიერ, წელში გამართულ, თავისუფალ, ბედნიერ საქართველოზე. რევოლუციით ჩვენ შევიგრძენით თავისუფლების განცდა, ყველაზე ძვირფასი რამ, რაც არის ჩვენს სულში. თავისუფლება დღეს ჩვენი, მუდმივად, სამარადისოდ, ისტორიულად საქართველოს თავისუფლება და საქართველოს გადარჩენაა. „ვარდების რევოლუცია“ არის აქცია, ჩვენი დროშა მთელი მსოფლიოს თვალში (შეხედეთ კარგად ამ დღეებში ტელეეკრანებს) დემოკრატიისა და თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმება. ყველა ჩაგრული და დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლაში პირველ პლანზე, მათი ეროვნული დროშების გვერდით ფრიალებს ქართული ხუთჯვრიანი დროშა და მე ამით ძალიან ვამაყობ.

დღეს ჩვენი დროშა მათთვისაც და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მომავალი გამარჯვებების სიმბოლოა.

ნაციონალური მოძრაობის, ბურჯანაძე-დემოკრატების, ყველა სხვა პარტიული, არაპარტიული ადამიანების გამოჩენამდე (და ჩვენი ჯგუფები, რა თქმა უნდა, მხოლოდ პარტიული ნიშნით არ არის დაკომპლექტებული), რა იყო პოლიტიკა? პოლიტიკა ეს იყო ის, რაც 30 წლის განმავლობაში დაამკვიდრეს შევარდნაძემ და მისმა წინამორბედებმა. მე 5 წლის ვიყავი, როცა იგი გახდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. პოლიტიკა იყო, როგორც ამ ქვეყანაში შესაძლებლის ხელოვნება. რა იყო აქ შესაძლებელი? ინტრიგა, სიბინძურე, ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრა, სპეკულაციები, გარიგებები, ყველაფერი ის, რაც ადამიანის ბუნების ყველაზე უარეს ნაწილს აჩენს და მას ხაზს უსვამს.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართველ ხალხსაც აქვს უნარი შექმნას ის, რასაც ვაცლავ ჰაველი - ჩეხოსლოვაკიისა და ევროპის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი უწოდებდა შეუძლებლის ხელოვნებას, რაც არის ის, რომ პოლიტიკა გამოყენებული იქნეს საკუთარი თავისა და მთელი მსოფლიოს გასაუმჯობესებლად, ჩვენს გარშემო სამყაროს, ჩვენს გარშემო რეგიონის გასაუმჯობესებლად. აი, ამ ხელოვნებას - შეუძლებლის ხელოვნებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე ჩინებულად დაეუფლა მთელ რეგიონში სწორედ ჩვენი ერი და ჩვენი სახელმწიფო.

სად ვიყავით ჩვენ ერთი წლის წინათ? სამყაროში, სადაც 30 წლის განმავლობაში შეგვაჩვიეს ერთი და იგივეს, როცა ერთს ამბობენ, მეორე კეთდება. როცა დაპირებები არაფერს არ ნიშნავს, რასაც გინდა, შეიძლება იმას დაპირდე, მერე მაინც არავინ არ მოგკითხავს მასზე პასუხს. როცა წესიერება არ არსებობს და ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს და აქვს პრეტენზია, რომ წესიერია, თამაშობს და ცუღლუტობს. შეუძლებელია, რომ ამ ადამიანის უკან რაღაცა ბოროტი განზრახვა არ იმალებოდეს, ალბათ რაღაცა ინტერესი აქვს. მან შეგვაჩვია, რომ ეროვნული იდეალები, ეროვნული ფსიქოლოგია არაფერს არ ნიშნავს. ეს რაღაც გადმონაშთია და ამას 70-იან წლებში ნეგატიურ მოვლენასაც კი უწოდებდნენ.

მაგრამ ამ ოთხმოცმა წელმა ვერ ჩაახშო ის, რაც ჩვენმა ერმა გამოიმუშავა ათასწლეულების განმავლობაში. და ეს არის ის, რამაც გადაგვარჩინა: უსამართლობასთან შეუპოვრობა, ბრძოლისუნარიანობა, სიმამაცე, ერთმანეთის გვერდით დგომის უნარი.

თქვენ გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდნენ შარშან (და მე ძალიან კარგად მახსოვს, შარშან ზაფხულში ამას ყველა ამბობდა): რაც უნდა გააკეთოთ, ხალხი არ გამოვა ქუჩაშიო.

ამას ამბობდნენ შევარდნაძე, მამალაძე, რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს ბევრს ლაპარაკობს. და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისინი ძალიან მწარედ ცდებოდნენ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ხალხისთვის პოლიტიკა შეეძულებინათ. ეუბნებოდნენ: ჩვენ ხომ ვართ გაფუჭებულები, მაგრამ ყველა ისინი ასეთივეები არიან, ისინი არიან ჩხუბისთავები, გიჟები, გადარეულები, ამათი ნდობა არ შეიძლება და, საერთოდ, ჯობია, პოლიტიკისგან თავი შორს დაიჭიროთო. რა შუაშია პოლიტიკა? ახალგაზრდებს ეუბნებოდნენ: ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდობის პოლიტიზებას, ახალგაზრდობას არ უნდა აინტერესებდეს, როგორი იქნება მისი ხვალინდელი დღე. ისინი ფიქრობდნენ, რომ არჩევნებზე ხალხი არ მოვიდოდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისინი ძალიან მწარედ შეცდნენ - ჩვენ მივედით არჩევნებზე.

შემდეგ ისინი ვარაუდობდნენ, რომ (რასაც ზურაბ ჟვანია ამბობდა) დაიქსაქსებოდა ერთიანობა და ვერც არჩევნები ჩატარდებოდა. ჩვენ ჩავატარეთ სამი არჩევნები: რეგიონალური, პარლამენტის, პრეზიდენტის, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეაფასა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული. ერთადერთი ქვეყანა თანამეგობრობის სივრცეში - ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, რაც ეს გაერთიანება არსებობს, არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული, ეს იყო საქართველოში.

შემდეგ დადგა დაპირებების ასრულების დრო და ჩვენ დავპირდით ხალხს, რომ დავუბრუნებდით ამ ნაძირალების მიერ მოპარულ ქონებას, მათ ვაგებინებდით პასუხს. ვინც მიგვასწრო საზღვრამდე - მიგვასწრო (იმათაც დავაბრუნებთ), დანარჩენები შევაბრუნეთ იქ, სადაც კანონი ამას ითხოვდა. მათი ქონება ჩამორთმეულია, ხოლო ვისაც ჯერ არა აქვს ჩამორთმეული, სასამართლო პროცედურით ჩამოერთმევა და დაუბრუნდება იმას, ვისაც ეს ეკუთვნის და ვისაც თავის დროზე ჩამოართვეს - ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას.

ჩვენ დავპირდით, რომ დავუბრუნებდით დავალიანებას (და პრემიერმა ამაზე ისაუბრა) და ეს პრობლემა თითქმის მთლიანად გადავწყვიტეთ. როდესაც ვლაპარაკობთ, თუ რა არის ჩვენი მოდელი, რა თქმა უნდა, ჩვენი მოდელია დავით აღმაშენებლის საქართველო. ჩვენ დავპირდით, რომ როგორც თავის დროზე ეს ეტალონურად გააკეთა დავით აღმაშენებელმა, აღვკვეთდით შიდაქართულ ფეოდალიზმს. ის, რაც იყო აჭარაში შარშან გიორგობაზე, არის ტოლფასი იმ დღისა, როცა აჭარა დაუბრუნდა საქართველოს. ჩვენ აჭარა ხელახლა დავუბრუნეთ საქართველოს და ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რათა იგი ხელახლა არ გაგვიხდეს დასაბრუნებელი.

ჩვენ დავპირდით, რომ პენსია გაორმაგდებოდა, მაგრამ მთელი წელი, გარკვეულ ზრდასთან ერთად, მოვანდომეთ ძველი დავალიანებების გასტუმრებას. მე ხელახლა ვადასტურებ, რომ სიტყვას ყოველთვის შევასრულებთ, რადგან ჩვენი სიტყვა პირად ინტერესებზე და საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიღირს. ამიტომ პირველი იანვრიდან საქართველოში მინიმალური პენსია გაორმაგდება და იქნება 28 ლარი, როგორც ჩვენ დავპირდ დით საზოგადოებას, და არავინ სახელმწიფო სამსახურში არ მიიღებს 115 ლარზე ნაკლებს და ჩვენ ამას შევასრულებთ.

რა არის დღეს ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანები? ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს (ამაზე მშვენივრად ისაუბრეს აქ ნინომ, ზურაბმა და სხვებმა), არის ის, რომ ვთქვათ, - რამდენს მივაღწიეთ: ბიუჯეტი გავასამმაგეთ, ციფრები კარგია, ელექტრომომარაგების გრაფიკი ბევრგან გაუმჯობესდა, თბილისში ელექტროენერგია 24 საათი იქნება, აი, ნახეთ, რამხელა წარმატებებიაო. ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ჩვენ შეიძლება დავუშვათ, იმიტომ რომ, სანამ საქართველოში არსებობს გაჭირვება, და საქართველოში უზარმაზარი გაჭირვებაა, სანამ ქვეყანაში იქნება თუნდაც ერთი ჩაბნელებული ფანჯარა, და საქართველოს უმეტესი რეგიონები დროის უმეტეს ნაწილში დღეს ჯერ კიდევ ჩაბნელებულია, სანამ საქართველო არ არის მთლიანი - მთავარი, რაც ჩვენ არა გვაქვს, - მანამდე რაიმე წარმატებებზე საუბარი და, მით უმეტეს, ამ წარმატებებით თავის მოწონება არასწორია და არ იქნება ზნეობრივი და არ იქნება ის, რამაც შეიძლება წარმატებამდე მიგვიყვანოს.

დღეს განსაკუთრებული თავდადება სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოეთხოვებათ. ჩვენ ეს პარტია და პოლიტიკური ძალა იმისათვის კი არა გვაქვს, რომ ვიღაცამ ცხოვრება მოიწყოს. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პასუხი ვაგებინეთ ყველას, და მათ შორის იმ ხალხს, ვინც ჩვენი მანდატით მოვიდა პარლამენტში, ჩვენს გვერდით იდგა, ჩვენთან ერთად იბრძოდა, ჩვენთან ერთად გამოიჩინა თავი და შემდეგ, როცა ყველაზე მარტივ სიტუაციაში აღმოჩნდა თბილ კაბინეტში, ელემენტარულ ცდუნებას ვერ გაუძლო, ისევ იმავე გზას დაადგა, რომელსაც ისინი, ვინც ჩვენ მოვაშორეთ. ჩვენ ასეთ ადამიანებს, რა მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო ვიღაცისთვის, ვძირკვავთ და ამოვძირკვავთ მანამ, სანამ მე ამ ქვეყანაში რაიმე მეკითხება და სანამ ჩვენი ერთიანობა შეურყეველია.

მაფიოზებს, რომლებიც საპატიმრო ადგილებში იმყოფებიან, მობილური ტელეფონები აქვთ, მილიონები ბანკებში უწყვიათ, პრესის რაღაც ნაწილს და რაღაც პოლიტიკურ ჯგუფებს აკონტროლებენ და 24 საათი დაკავებული არიან ახალ ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლით. მაგრამ ამ ხალხმა არ იცის, რომ ჩვენ უკან დამხევი არა ვართ. ამ ხალხმა ისიც არ იცის, რომ ჩვენ შანტაჟს არ ვექვემდებარებით. ეს ხალხი ვერ მიხვდა, რომ ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ხალხს სკლეროზი არასდროს არ დაემართება, ხალხმა მშვენივრად იცის, რა ღირს ეს ადამიანები. ის ხალხი დღეს რეფორმებს ებრძვის რაღაც დროშით, თუნდაც ჩვენი ეროვნული სიწმინდეების დაცვის დროშით, თუნდაც ილიას იდეოლოგიის დროშით. ამაზე ამაზრზენი რა უნდა იყოს! საქართველოს ისტორიაში არავინ არ იყო უფრო დიდი რეფორმატორი, ვიდრე ილია ჭავჭავაძე. გურამ შარაძემ ცოცხალი ილია ჭავჭავაძე რომ ნახოს, ხომ ცოცხლად გაგლეჯდა, ამის შესაძლებლობა რომ ვინმემ მისცეს. და დღეს ის ხალხი, ვინც სუკის აგენტები, საქართველოში ყველაზე ბინძური ადამიანები იყვნენ, ვინც ყველაზე ერთგული მსახური იყვნენ იმპერიისა, რომელიც ჩვენ დავანგრიეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ არ გაგვემარჯვა, დღეს გამოდიან და ბედავენ, რომ საქართველოს ხალხის თვალწინ აფრიალონ ეროვნულობის დროშა. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!

აი, ეს სიცრუით ცხოვრება ასწავლა მათ შევარდნაძემ. შევარდნაძის ერთგული მოსწავლეები ჯერ კიდევ არსებობენ და საჭიროა ბოლომდე მათთან ბრძოლა ჩვენი იდეოლოგიით, ჩვენი სიმართლით, ჩვენი თავდადებით, ჩვენი მაგალითით იმისათვის, რომ ისინი ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ და ვეღარასდ დროს ვერ მოექცნენ საქართველოს ხელისუფლების სათავეში.

ვინც ვითომ დღეს იცავს საქართველოს ეკლესიას, ის ხალხი არ იყო, ვინც საქართველოს პატრიარქს ყველაზე უხეშეურაც ცხყოფას აყენებდა მაშინ, როცა პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, როცა პატრიარქი არ მივიდა მათი პარლამენტის სხდომაზე? ახლა ის ხალხი არის ვითომ დამცველი ეკლესიისა ჩვენგან, იმათგან, ვინც ეკლესიის ერთგული შვილები და მისი მიმდევრები არიან.

ამიტომ ყველაფერ სიყალბეს აქვს საზღვარი. დღეს ჩვენი ამოცანა, როგორც არასდროს, არის კანონის უზენაესობის დამკვიდრება. იმიტომ, რომ მხოლოდ ის მთავრობა, რომელიც პატივს სცემს კანონს, არის ნამდვილად ძლიერი მთავრობა. ისე კი არა, რომ ჩვენ კანონებს ვწერთ და ვიღაცას ვეუბნებით, თქვენ დაიცავითო. ის პარლამენტარი, ის მინისტრი, ის მინისტრის მოადგილე, ის საბაჟოს უფროსი, ის პოლიციის უფროსი, ვინც თვითონ არღვევს კანონს, ის არის ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა წესრიგის დამყარება, რაც უკვე დავიწყეთ. საქართველოში წესრიგი უნდა ემყარებოდეს კანონის უზენაესობას და თითოეული ადამ მიანის ანგარიშვალდებულებას ამ კანონის წინაშე.

მეორე - ეს არის სამოქალაქო შეგნება. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ხალხის 90-95 პროცენტი ენდობა და ამაყობს ახალი საპატრულო პოლიციით. მაგრამ მათგან 60 პროცენტი აცხადებს, რომ მისთვის არაპრესტიჟულია პოლიციელთან თანამშრომლობა. ეს არის ის ქურდული მენტალიტეტი, რომელიც „მოგვახვია თავს შევარდნაძემ - ქურდული საქმის გარჩევა. სირცხვილიაო, რომ „ჩაუშვაო“. საპატრულო პოლიციამ მეტროში რვა ჯიბის ქურდი და ყაჩაღი დააკავა. რვავე შემთხვევაში მსხვერპლმა უარი თქვა პოლიციისათვის ჩვენების მიცემაზე იმიტომ, რომ მას ეს აღარ ეხება. თუ იგი ხვალ გამოვა ხელახლა და საზოგადოების რომელიმე წევრს რაიმეს დაუშავებს, მისი პრობლემა ეს უკვე აღარ არის. თუ ეს არ გადავტეხეთ, მეორე შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოში მენტალიტეტი შევცვალოთ, აღარ გვექნება.

მესამე მნიშვნელოვანი მომენტი - ეს არის ყველა ეროვნების ადამიანის ინტეგრაცია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არსებობს მხოლოდ ორი კრიტერიუმი საქართველოში დაწინაურების: ეს არის პროფესიონალიზმი და საქართველოს ერთგულება. ეროვნულ წარმომავლობას არანაირი მნიშვნელობა ამ ორ კრიტერიუმთან აღარა აქვს, ვინაიდან ჩვენ, ქართველები, 4 მილიონზე ნაკლები ვართ. ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, საქართველოდან გამოსულები, მთელ მსოფლიოში გაბნეული ვართ 6 მილიონზე მეტი. ერთ მუშტად შეკრული 6 მილიონი ბევრად უფრო ძნელი დასამარცხებელია, ვიდრე 4 მილიონი.

ამიტომ ჩვენთვის საქართველოს უახლესი ისტორია - ეს არის, სხვათა შორის, დავით აღმაშენებლის მიერ საფუძველჩაყრილი ისტორია, დავითის, რომელიც დადიოდა მეჩეთში, სინაგოგაში, ეკლესიებში, დავითი, რომელმაც ჩამოიყვანა საქართველოში თავგასაწირად უცხოტომელები და ჩვენ დღეს ამ ხალხის ძებნა არსად არ გვჭირდება, რადგან საუკუნეთა განმავლობაში ეს ხალხი - სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, ოსებიც, აფხაზებიც ჩვენი ისტორიაა, უახლესი, სხვათა შორის, აფხაზეთის ომის ისტორია და ჩვენი საუკუნეების ისტორია სავსეა მათი თავგანწირვის მაგალითებით. ასე იყო წარსულში და ასე უნდა იყოს მომავალშიც.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო „დავიბრუნოთ საქართველო“. ჩვენ ვიბრუნებთ საქართველოს. გახსოვთ, ჩვენ ვიყავით ოლიმპიადაზე ჩვენს ოლიმპიურ გუნდთან ერთად. სხვათა შორის, საოცრება იყო: ეს გუნდი იყო ჩვენი ტრადიციულობისა და მრავალეროვნულობის ბრწყინვალე გამოხატულება. მისი ხელმძღვანელი იყო ნამდვილი ქართველი პატრიოტი ლერი ხაბელოვი, რომელიც წარმომავლობით ოსია. იმ სახეობებში, სადაც ჩვენ ყველაზე მეტ წარმატებებს მივაღწიეთ, იყო ვანო გრიქუროვი, რომელიც სომეხია; კასაბიევი, რომელიც ხუთჯვრიანი დროშით გამოდიოდა იმ პირობებში, როცა მას და მისი ოჯახის წევრებს სიკვდილით ემუქრებოდნენ. ეს იყო ძასოხოვი, ეს იყო რამდენიმე რუსი, რომელიც ჩვენს გუნდში იყო.

ორმა ქართველმა აიღო ოქროს მედალი, ოთხმა ქართველმა ოქროს მედალოსანმა კი სხვა ქვეყნის დროშებით იასპარეზა. აქედან ორი უკვე ბრუნდება საქართველოში: პირველი მათგანის - დოხტურაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებულებას მე უკვე მოვაწერე ხელი. მინდა გაგანდოთ საიდუმლო, რომ ამ დღეებში ჩამოდის კახი კახიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი და ვაწერ ხელს, რომ დაბრუნდეს და საქართველოს სახელით იასპარეზოს.

მე არასდროს დამავიწყდება ფერეიდანში ჩვენი ქართველების მიერ ჩვენსკენ გამოწვდილი ხელები. მათ 400 წლის განმავლობაში, იმ პირობებში, როცა ამის გაკეთება ძალიან რთული იყო და არანაირი იმედი არ არსებობდა, შეინარჩუნეს ყველაზე ძირძველი ქართული, ყველაზე ლამაზი „სულიკო“, რომელიც მე ოდესმე სადმე მომისმენია, რომელსაც თავისებურად ახმოვანებენ. ამ ხალხმა ყველაზე ძლიერად შეინარჩუნა განცდა თავის მშობლიურ მიწასთან ერთობისა, რომელიც ამდენი საუკუნეა არ უნახავთ. მე მახსოვს მათი შეძახილები, როცა საქართველოს დელეგაციასთან ერთად მოვდიოდით: „ნახვამდის, იმედო!“, „ნახვამდის, იმედო!“, „ნახვამდის, იმედო!“ მათთვის ჩვენი აღორძინება, საქართველოს ფეხზე დადგომა არის ის იმედი, რომლის ახდენასაც ისინი ოთხი საუკუნეა ელოდებიან. ჩვენ მათ ამ იმედს არ გავუცრუებთ. ეს არის მათდამი ჩემი დანაპირები.

თქვენ იცით, რომ საქართველოს პირველ მთავრობას ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ჩვენი ბოლო მთავრობისგან განსხვავებით, საქართველო არ გაუძარცვავს. მათ გაიტანეს საქართველოს ეროვნული განძი, ექვთიმე თაყაიშვილი შიმშილით კვდებოდა, მაგრამ ეს განძი უკან დააბრუნეს და შემდეგ მოწამეობრივად კიდევაც გადააყოლეს ამ ყველაფერს. ნოე ჟორდანია ბოლომდე ცხოვრობდა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი ძალიან მცირე პენსიით. ასევე იყვნენ მთავრობის წევრებიც. მათ ჰქონდათ პარიზის ყველაზე მომხიბვლელ გარეუბანში მამული, რომელიც ფორმალურად მათ ეკუთვნოდა. მაგრამ გადაწყვიტეს, რომ იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს საკუთრება, რადგან იგი ნაყიდი იყო საქართველოს ხაზინიდან წაღებული ფულით. წარმოიდგინეთ, რა ფსიქოლოგია ჰქონდა ამ ხალხს, ის ფსიქოლოგია, რომლისთვისაც ახლა ჩვენ ვიბრძვით. ჯერ, საბჭოთა დროს, საბჭოთა კავშირი უგზავნიდა ემისრებს, შემდეგ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ჩადიოდა იქ ხალხი და ეუბნებოდა: გადაეცით ლევილი საქართველოს იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს საკუთრებაო, მაგრამ ჩვენი ემიგრაცია ყოველთვის უარს ამბობდა ამაზე. მე მინდა გაგაცნოთ წერილი, რომელიც გუშინწინ მომიტანეს სახელმწიფო კანცელარიაში და რომელიც ლევილის მეურვეთა საბჭოს მიერ არის გამოგზავნილი. ამ წერილში ნათქვამია: „ჩვენ არასდროს ვთვლიდით ლევილს ჩვენს საკუთრებად. საქართველოს პირველი მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ მხოლოდ დროებით ვფლობდით მამულს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე. ბაბუაჩემის - აკაკი ჩხენკელის სურვილი იყო, რომ დაგვებრუნებინა მამული ქართველი ერისთვის, როცა საქართველო აღიდგენდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაფასებული სახელმწიფოს ყველა აუცილებელ ატრიბუტს. ჩვენს მიერ ერთხმად მიღებული საერთო გადაწყვეტილებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ეს პირობა შესრულდა და ამგვარად ჩვენ ვიხსნით მეურვის მოვალეობას და უპირობოდ ვუბრუნებთ ლევილის მამულს ქართულ სახელმწიფოს“.

ჩვენ ვიბრუნებთ საქართველოს, მაგრამ საქართველოს დაბრუნება, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. ის სიღარიბე, რომელიც არის საქართველოში, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება იყოს. ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, გადასახადების შემცირება გათვლილია იმაზე, რომ გადასახადები იქნება უფრო ნაკლები, მაგრამ მას გადაიხდის უფრო ბევრი ადამიანი. ესე იგი, გათვლილია თითოეული ქართველის მონაწილეობაზე. მთავარია, ჩვენ ყველანი მივხვდეთ, რომ ის, რაც მოხდა, არც სააკაშვილის შემოქმედება არ იყო, არც ნინოსი, არც ზურაბის, არც თუნდაც ამ პარტიის ბირთვის და აქტივისტების.

ეს არის ყველა ადამიანის საქმე და ყველა ადამიანის გას საკეთებელი. თუ ყველა ბიზნესმენი არ მიხვდა, რომ იგი ქმნის საქართველოს ეკონომიკას, რომ სახელმწიფოს შეუძლია მათ დაუწესოს დაბალი გადასახადები, თუ ყველა ქუჩაში გამ მვლელი ადამიანი არ მიხვდა, რომ იგი ქმნის კანონს, თუ იგი არ მისცემს ქრთამს, თუ მოგვაწვდის ინფორმაციას იმ ხალხზე, ვინც მას ამცირებს და არ მისცემს მას დამცირების საშუალებას, რომ ფრონტის ხაზი გადის ყველგან, სადაც არის ასეთი ურთიერ რთობა, მაშინ სხვანაირად იქნება ჩვენი ბიუროკრატიული აპარ რატი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ჯერ კიდევ არის ძალიან დიდი უსამართლობა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ გამგეობების სხვადასხვა დონეზე არის ძალიან დიდი კორუფცია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს მთავ ვრობა განიწმინდა, ამ ვირთხებმა ბრძოლის ველი გადაიტანეს იქ და იქიდან აპირებენ ხელახლა შემობრუნებას და კვლავ საქ ქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას. ნურას უკაცრავად! ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ყველაფერს გავაკეთებ, ჩავიდე ბოლო პოლიციელამდე, ბოლო გამგეობის მუშაკამდე, ბოლო სოციალური დახმარების მუშაკამდე, ბოლო გზის დამგებამდე, ბოლო უკანასკნელ ჩინოვნიკამდე, რომელსაც ასევე უნდა ავუხს სნა, რომ ან ისწავლის ახალი ქართული სახელმწიფოს პრინციპ პებით ცხოვრებას, მიხვდება, რომ იგი არის ხალხის მსახური და არა მისი ბატონ-პატრონი, ან ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოშორდეს სახელმწიფო აპარატს. მისთვისაც ვაშენებთ კიდეც „დასვენების ადგილებს“ ქუთაისში, თბილისში, რუსთავში და რამდენიმე სხვა ადგილზე.

ამიტომ დღესაც ნაციონალური მოძრაობის, ჩვენი გაერთია ანებული პარტიის, სადაც შედიან გაერთიანებული დემოკრატ ტები და ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ ჰქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მთავარი ამოცანაც არის და რჩება უსამართლობასთან უკომპრომისო, დაუდგრომელი, ბოლომდე ბრძოლა, უსამართლობის დამარცხება.

მთავარია საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანობის, სისუფთავის და პატიოსნების განცდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ ძალიან დიდი რეფორმები გვაქვს. უნდა ჩავატაროთ განათლების რეფორმა და შევინარჩუნოთ ის ათასობით წესიერი, ნორმალური, პატიოსანი პროფესორი, აკადემიკოსი, დოცენტი, მეცნიერებათა კანდიდატი, უბრალოდ მეცნიერი მუშაკი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ოქროს ფონდს. ახლების გაზრდას უნდა ათწლეულები და შეიძლება ამ სკოლების შექმნას ასწლეულებიც დასჭირდეს. არადა, შეიძლება ეს რამდენიმე წელიწადში დავკარგოთ და ამას არავინ გვაპატიებს. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რათა ამ ხალხს შევუქმნათ ნორმალური ცხოვრების პირობები. განათლების რეფორმას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ ეს არის ის რეფორმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ამ სისტემაში დასაქმებული ხალხისათვის არის, იმ ხალხისთვის, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი დამოუკიდებელი საქართველოს თაობა.

ცოდნა უნივერსალურია, მათი ცოდნა უნიკალურია. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური რესპუბლიკა მაშინდელ საბჭოთა კავშირში და ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ხალხით დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში.

1991 წელს რომ დაგვეწყო ეს რეფორმა, ბევრად კარგი შეს საძლებლობა გვქონდა, ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ ჯან-ღონით აღსავსე იყო და თქვენ დღესაც ჯან-ღონით აღსავსე ხართ, მაგრამ გავიდა წლები. ბევრი ადამიანი საქართველოდან გაიქცა და ჩვენ ამ ხალხს დავაბრუნებთ უკან, როგორც დავაბრუნეთ ნინო ანანიაშვილი, როგორც რამდენიმე ათეული ჩვენი მეცნიერი, როგორც თუნდაც ჩვენი მთავრობის მინისტრები, როგორც ჩვენი ბიზნესმენები. ისინი ხვდებიან, რომ უცხოურ ოქროს სჯობს შენი სამშობლოს სპილენძი და ვერცხლი, ოღონდ მთავარია, რომ შენს სამშობლოში იყო და შენს სამშობლოს მოახმარო შენი ნიჭი. როგორც თავის დროზე მოიქცნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ბევრი სხვა.

ეს ეპოქა ბრუნდება დღეს საქართველოში, 12 წლის დაგვიანებით ბრუნდება. 1918-21 წლები ის პერიოდი იყო, როდესაც ზაქარია ფალიაშვილი ქმნიდა ოპერას როდესაც ივანე ჯავახიშვილი აარსებდა უნივერსიტეტს, როდესაც ფუძნდებოდა ქართული სამედიცინო სკოლა, როდესაც ფუძნდებოდა ქართული აგრარული სკოლა. მაშინ სამ წელიწადში მოვახერხეთ ეს ყველ ლაფერი იმიტომ, რომ საქართველო იყო იმ ხალხით დასახლებული და ისეთი მთავრობა ჰყავდა, რომელმაც 80 წელიწადი შეინახა თუნდაც ლევილის მამული.

დამოუკიდებლობის შემდეგ გვყავდა მთავრობა, რომელსაც ყველაფერი ადარდებდა, გარდა საკუთარი ქვეყნის აღორძინებისა და საკუთარი ქვეყნის ხელახლა ფეხზე დადგომისა. დღეს მთავარია ამის შეცვლა, ამიტომ რეფორმებს არა აქვს ალტერნატივა. არ შემიძლია არ მოვიხარო ქედი ჩვენი რეზერვისტების წინაშე. ჯერ კიდევ არის ჩვენთან პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, ის ხალხი, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ ცინიზმი ხელახლა დანერგოს საქართველოში, ამტკიცოს, რომ მაინც არაფერი გამოვა, ყველაფერი ცუდად იქნება, მაინც ერთმანეთს დაჭამენ, მაინც ყველაფერი აირევა, ქართველები ხომ არაფრის მაქნისები არა ვართ. ამას ცდილობს ის ხალხიც კი, ვისაც შევარდნაძე სიტყვით არ მოსწონდა, მაგრამ აღმოჩნდა მისი ყველაზე ერთგული მოსწავლე, რადგან შევარდნაძის საქმე უკვდავია, სანამ ცინიზმი და გულგრილობა იარსებებს საქართველოში.

ეს ხალხი ცდილობს ხელახლა ამ იდეოლოგიის თავზე მოხვევას. მათ გამოაცხადეს, რომ რეზერვისტები - ეს არის შოუ. თუ ასეთი შოუ არის, დაიგდონ მათაც ცოტა ღიპები, წავიდნენ იქ, დილის 6 საათზე ადგნენ და ირბინონ ათ-ათი კილომეტრი ერთი თვის განმავლობაში, დაიბანონ წვიმის წყლით სახე, ისწავლონ ელემენტარულად, ისე რომ წავიდნენ და ხანძარი ჩააქრონ ტყეში, როგორც ეს გააკეთეს ჩვენმა დეპუტატებმაც და იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ რეზერვში იყვნენ.

დეპუტატების იქ წასვლა პოზიორობა კი არ არის, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის სოლიდარობის გამოცხადება, იმის კიდევ ერთხელ განცხადება, რომ დეპუტატი, პრეზიდენტი, პრეზიდენტის ოჯახი, პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახი, პრემიერი - ესენი ყველანი ერთნი ვართ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ არ შეიძლება ერთმანეთისაგან დისტანცია დავიკავოთ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ვიყოთ კარგად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით აბსოლუტურად თანასწორი და აბსოლუტურად ერთიანი. ადრე დეპუტატის ბიძაშვილის ბიძაშვილისათვის ქუდი რომ შეგეგდო, ჯარში ვერ წაიყვანდი. დღეს დეპუტატთაგან საუკეთესოები მიდიან ჯარში, უარესები - ციხეში და ეს არის ნორმალური საზოგადოება იმიტომ, რომ არსებობს რაღაც პრინციპი.

ვიღაცამ იწყინა, როცა მე ვთქვი, რომ ჩვენი რეზერვისტები არიან საზოგადოების საუკეთესო ნაწილის წარმომადგენლები. როგორ, ნუთუ ჩვენი პარლამენტარები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი მსახიობები, რეჟისორები არ არიან საუკეთესო ნაწილიო? რა თქმა უნდა, არიან. მაგრამ მე ვგულისხმობ არა იმ ხალხს, ვინც უბრალოდ იარაღი დაიკავა ხელში და ჩაიცვა სამხედრო ფორმა, არამედ იმ ხალხს, ვინც თქვა, იმაზე კი არ უნდა ვიფიქრო, მე რა შემხვდება იმისგან, რომ საქართველო გაუმჯობესდეს, არამედ უნდა ვიფიქრო იმაზე, რა იქნება საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალი, რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველომ საუკეთესო გამოსავალს მიაღწიოსო.

აი, ეს არის ამ ხალხის ფსიქოლოგია. ამ დარბაზში ბევრი რეზერვისტია და მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა, იმიტომ, რომ მეც თქვენსავით სამშობლოს ჯარისკაცი ვარ, ჩვენ ყველანი ვართ სამშობლოს ჯარისკაცები, თუ საქართველოს გადარჩენა უწერია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა გვინდა. ჩვენ არ გვინდა მტრები და არ ვეძებთ მტრებს მსოფლიოში. ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს ყველა ჩვენს მეზობელთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში (თუმცა, ასევე პირველ რიგშია ყველა სხვა ქვეყანა), რუსეთთან, პირველ რიგში - თურქეთთან, პირველ რიგში - აზერბაიჯანთან, პირველ რიგში - სომხეთთან. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კარგი ურთიერთობის წითელი ზღვარი გადის იქ, სადაც იწყება საქართველოს თავისუფლება. ჩვენ მზად ვართ, წავიდეთ ნებისმიერ დათმობაზე, გარდა იმისა, რომ ჩვენ არანაირ დათმობას არ გავაკეთებთ საქართველოს თავისუფლების საზიანოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ხარჯზე. და მინდა, ეს იცოდეს ყველამ: საქართველო ჯერ სრულად არ გათავისუფლებულა,

ჯერ კიდევ საბრძოლო სიტუაციაში ვიმყოფებით. და არ მინდა მოგატყუოთ: ეს იქნება ძალიან ცხარე ბრძოლა, რომელიც დაკავშირებული იქნება დიდ სიძნელეებთან და დიდ მსხვერპლთან ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს: ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ბრძოლა ფაშიზმთან, მაგრამ მაშინ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. ბევრი მათგანი, ვინც იბრძოდა, ძალიან ღირსეული ადამიანი იყო, იმ ომში 300 ათასი ქართველი დაიღუპა, თუმცა ამან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა არ მოუტანა.

დღეს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში შეგვიძლია მოვიპოვოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ხელახლა გავათავისუფლოთ საქართველო, დავაბრუნოთ დავით აღმაშენებლის საქართველო და ამისთვის მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს. საქართველოს შვილებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა კავშირში, იბრძოდნენ ინდოეთში, იბრძოდნენ ირანში, იბრძოდნენ თურქეთში და დღეს შეუძლიათ იბრძოლონ საქართველოსთვის, ამაზე დიდი პატივი აღარ არსებობს.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ დღეს საქართველო ბოლომდე თავისუფალი არ არის. საქართველო მაშინ იქნება ბოლომდე თავისუფალი, როდესაც საქართველოში აღარ იქნება გაჭირვება, როცა აღარც ერთი ადამიანი არ იტყვის, მერე მე რა, რომ საქართველო დამოუკიდებელიაო. ჩვენ ვუცხადებთ ომს სიღარიბეს და ამ ომში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

საქართველო იქნება ბოლომდე თავისუფალი მხოლოდ მაშინ, როცა მის მრავალსაუკუნოვან, ისტორიულ ულამაზეს მიწაზე მისი სურვილის წინააღმდეგ აღარ იქნება არც ერთი უცხოელი ჯარისკაცი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, როცა ერთიანი ვიქნებით. ძალა ერთობაშია. ვინც ქადაგებს დაქსაქსულობას, ინტრიგებს, ვერ ხვდება მთავარს, იმას, რომ დაქსაქსულობა, გათიშულობა, თითოეული ჩვენგანის დღეს გათიშულობა, თუნდაც რამე საკითხში, ნიშნავს საქართველოს გაერთიანების შანსის საბოლოოდ დაკარგვას, საქართველოს გათავისუფლების შანსის საბოლოოდ დაკარგვას. ჩვენ უნდა ვიკამათოთ. დემოკრატია იმისია, რომ ვიკამათოთ, ხმა მივცეთ, არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, რაღაც საკითხებზე შევთანხმდეთ. მაგრამ ერთადერთი საკითხი, რომ აფხაზეთი დასაბრუნებელია, საქართველო გასაერთიანებელია, ვერასოდეს გადაწყდება ჩვენი ერთობის დარღვევის პირობებში.

საქართველო იქნება საბოლოოდ თავისუფალი მხოლოდ მაშინ, როცა როკის გვირაბსა და ფსოუზე იფრიალებს მსოფლიოში ულამაზესი ხუთჯვრიანი დროშა. ყველამ უნდა გაიგოს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გავუძლებთ ნებისმიერ გაჭირვებას, ჩვენ ვისწავლით მოთმენას, ისე, როგორც არასდროს მოგვითმენია, გავიჭირვებთ ისე, თუ საჭირო იქნება, როგორც არასდროს გაგვჭირვებია, გავიღებთ ნებისმიერ მსხვერპლს იმისათვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, იმიტომ, რომ გამარჯვება ყოველთვის მხოლოდ გამბედავი, მამაცი, გმირი ხალხის ხვედრია. ჩვენ ვიქნებით გამბედავები, ჩვენ ვიქნებით მამაცები, არ შეგვეშინდება და ბოლომდე გავიმარჯვებთ.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი მოდელი დავით აღმაშენებლის საქართველოა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 23 ნოემბერი. - N272 (5001). - 1, 2, 3 გვ.

66 მიხეილ სააკაშვილი: ამ ტაძრის თითოეულ ქვაში, თითოეულ წახნაგში ჩადებულია ქართველი ერის საუკეთესო იმედები და საუკეთესო სურვილები

▲ზევით დაბრუნება


[...]

თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ, პატივცემულო სტუმრებო! სრულიად საქართველოვ, ვინც ტელევიზიით ადევნებს თვალყურს ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენი ერის ცხოვრებაში.

მე მინდა, მოგესალმოთ ყველას, მოგესალმოთ დღეს - გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, რომელსაც ჩვენი ერისთვის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მივესალმო მის უწმინდესობას, რომლის მოღვაწეობის გვირგვინი არის სამების საკათედრო წმინდა ტაძრის გახსნა.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტაძარი ააშენა მთელმა საქართველომ. ათასობით, ათიათასობით ადამიანს შეჰქონდა 5-10-15 ლარი შემოწირულობები იმისთვის, რომ ეს ტაძარი აშენებულიყო. ამ ტაძრის თითოეულ ქვაში, თითოეულ წახნაგში, თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჩადებულია ქართველი ერის საუკეთესო იმედები და საუკეთესო სურვილები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის მოღვაწეობა, რომელსაც ჩვენთვის ატარებს ჩვენი სულიერი მამა და პირადად ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი - მისი უწმინდესობა. მინდა გითხრათ, რომ 70-ან წლებში, როცა იგი ჩაუდგა სათავეში ჩვენს ეკლესიებს, ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, ჩვენი ეკლესია ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში იყო - ტაძრები დანგრეული, განადგურებული, სულიერი ცხოვრება მეტწილად ჩამკვდარი საქართველოში. მან მოახერხა საქართველოში რწმენის გამოღვიძება, ხალხის მოზიდვა, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის თავის გარშემო შემოკრება, სამონასტრო ცხოვრების აღორძინება და ხელახლა დაწყება და იგი, როგორც არასდროს, ფართოდ გაშალა საქართველოში. იმ მასშტაბისა, როგორც დღეს არის ჩვენთან სამონასტრო ცხოვრება, არასოდეს, ისტორიის მანძილზე, არ ყოფილა. მან მოახერხა ახალი ტაძრების აგება და მან ეს მოახერხა ჩვენი ერისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში: როცა ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, როცა ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, როცა გვებრძოდნენ და ჩვენ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს, ყოველთვის, ყველაზე რთულ მომენტში ჩვენი ერის გვერდით იდგა. მე ქედს ვიხრი მისი გამბედაობის, მისი პოზიციის, მისი წვლილის წინაშე.

მინდა ვუსურვო მას ხანგრძლივი ჯანმრთელობა, ჩვენი ეკლესიის დიდხანს, დიდხანს ხელმძღვანელობა და ჩვენი ერის სულიერი მამობა კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

ამავე დროს, მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს რწმენა არასოდეს არ ჩამკვდარა. მე გავიზარდე ჩემი დიდი ბაბუის ოჯახში. იგი ნაწამები კაცი იყო, გადასახლებული, დაპატიმრებული. სულ პატარა ბავშვი ვიყავი, როცა დავინახე როგორ იწერდა ჩუმად პირჯვარს და ძალიან გამიკვირდა. ეს ის დრო იყო, როცა კომკავშირლები დადიოდნენ პატრულებზე, ხალხი მიჰყავდათ ეკლესიებიდან და ადგენდნენ მათზე საქმეებს, აპატიმრებდნენ ადამიანებს იმისთვის, რომ შედიოდნენ ეკლესიებში. ჩემი დიდი ბაბუა თავად იყო მოძღვრის ოჯახიდან - მისი დიდი ბაბუა, თავის მხრივ, იყო იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ მეორის კარის მოძღვარი.

მაგრამ ასე იყო მთელი საქართველო, ასე იყო ასიათასობით ჩვენი ოჯახი, რომელიც იმ ურთულეს პირობებშიც კი ინარჩუნებდა რწმენას. ამან გადაგვარჩინა, რადგან ჩვენ საუკუნეების განმავლობაში არ გვქონდა სახელმწიფოებრიობა, მაგრამ გვქონდა ჩვენი რწმენა. რა თქმა უნდა, საქართველო მრავალრელიგიური და მრავალეროვნული ქვეყანაა. დავით აღმაშენელის ტრადიციაა, რომლის სახელი მოიხსენიებოდა დღეს, რომ იგი დადიოდა მეჩეთშიც, სინაგოგაშიც, პატივს სცემდა ყველა აღმსარებლობას.

ტოლერანტულობის ტრადიცია დაცულია ჩვენი კონსტიტუციით და პატივს სცემს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ეკლესია, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ერის უმრავლესობის სულიერი მამა და მოძღვარი და მას სრულიად განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ისტორიაში, მის წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო დღეს გიორგობის დღესასწაული, მიუხედავად ამ ქარიშხლისა, რომელიც არის და რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შეგვაშინებს. ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა აქ, ძალიან ბევრი ადამიანი შეჰყურებს ამას ტელევიზიით. დღეს ჩვენ შემოგვყურებს ასევე მთელი მსოფლიო. დღეს აქ არიან უცხოეთიდან სტუმრები და მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დღეებში ჩვენს მოძმე უკრაინაში შექმნილია საკმაოდ რთული მდგომარეობა. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსა და როგორც ერისთვის, სულერთი არ არის როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები, იქნება თუ არა იქ მშვიდობა, იგრძნობს თუ არა კარგს უკრაინელი ხალხი. მინდა მათაც მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები, გამარჯვებები, მინდა მათ მივმართო და აქ არიან ტელევიზიები, რომლებიც ამას გადასცემენ მას მშობლიურ ენაზე - უკრაინულ ენაზე.

მიხეილ სააკაშვილი: ამ ტაძრის თითოეულ ქვაში, თითოეულ წახნაგში ჩადებულია ქართველი ერის საუკეთესო იმედები და საუკეთესო სურვილები / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 25 ნოემბერი. - N273 (5002). - 1, 2 გვ.

67 „ჩვენ უთუოდ ყველაფერს დავძლევთ, თუ კვლავაც სწორი გზით ვივლით“

▲ზევით დაბრუნება


23 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ქვეყნის წამყვანი ტელეკომპანიების ჟურნალისტებს. ბრიფინგზე ქვეყნის პირველმა პირმა მიმოიხილა ამ ერთი წლის მანძილზე მიღწეული შედეგები.

მიხეილ სააკაშვილმა, კერძოდ, განაცხადა:

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ გიორგობის დღესასწაული, მივულოცო მთელს საქართველოს. ახლა ჩვენი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ჩვენთან ცივა, მთელი დღე ზეიმობს. ჩემი მეუღლე მიყვებოდა, რომ დილის 7 საათზე ავიდა გორის ჯვრის ეკლესიაში. გზაზე ბევრი ხალხი შეხვდა, თანაც გზაც მოყინულია, იქ თოვლია, ზოგს ცხვარი ჰყავდა მოკიდებული ზურგზე, ზოგს ქათმები მიჰყავდა და ამ სიცივის მიუხედავად, ხალხი ეკლესიაში ადიოდა.

დღესაც ბევრი ხალხი იყო სამების წმინდა ტაძარშიც, ბევრი ხალხი იყო საქართველოს ერთიანობის მემორიალის გახსნაზე პარლამენტის წინ, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. თავიდან, ალბათ, რამდენიმე სიტყვით შევეცდები, რომ ბოლო წლების მოვლენები უბრალოდ შევაჯამო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო წინა გიორგობა იმიტომ, რომ ჩვენ დავიბრუნეთ საკუთარი თავის, საკუთარი ძალის რწმენა, დავიჯერეთ, რომ არც ისეთი უუნაროები, არც ისეთი მეორეხარისხოვნები ვართ, როგორც ჩაგვაგონეს, განვთავისუფლდით კომპლექსებისგან და ეს არის მთავარი მიღწევა.

შარშან, 23 ნოემბერს, და ამ წლის განმავლობაში საქართველო მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დასამალი, არ არის, რომ მანამდე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა გარე სამყაროში ცოტა ვინმემ თუ იცოდა, და გაგვიცნო უკიდურესად პოზიტიურად. აი, დღეს თვალს ვავლებ უცხოურ პრესას, ძალიან ბევრი სტატია არის საქართველოზე. ამ სტატიების უმრავლესობა აბსოლუტურად პოზიტიურია. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ დაგვიგროვდა პოზიტიური საერთაშორისო კაპიტალი, რომელიც, რა თქმა უნდა, წაადგება ჩვენს კეთილდღეობას.

ამ წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი იყო აჭარის დაბრუნება, იმიტომ, რომ აჭარა დაკარგული იყო. სხვა არაფერი არ ჰქვია ამ სიტუაციას, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება არ ემორჩილება ცენტრს და მეორე მხარედ დგას კბილებამდე შეიარაღებული ნამდვილი არმია, რომელიც მზად არის, რომ ებრძოლოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ხალხს ძალიან ჩქარა ავიწყდება ყველაფერი, მაგრამ ნუთუ დაგვავიწყდა ის, რა ხდებოდა მარტში, აპრილში, რა ხდებოდა მაისის პირველ დღეებში. აჭარლებთან ერთად (უპირველეს ყოვლისა ეს ადგილობრივმა ხალხმა გააკეთა), ჩვენ მოვახერხეთ აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება.

ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი საზღვრების, საბაჟო საზღვრების ჩაკეტვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, და ყოველგვარი კრიმინალისგან სიტუაციის შენარჩუნება იმ ნაწილში, რაც საზღვრებს ეხება, ჩვენ მოვახერხეთ სერიოზული რეფორმების დაწყება. პოლიციის რეფორმა მხოლოდ ერთი მაგალითია. საქართველოში დაიწყო რამდენიმე სერიოზული რეფორმა, მათ შორის, პრაქტიკულად, სამმაგდება ბიუჯეტი, სამხედრო აღმშენებლობა. დღეს მე დავათვალიერე ახალი ყაზარმა. რევოლუციის წლისთავისთვის გაიხსნა 20-მდე მსოფლიო დონის ახალი ყაზარმა და ამით ძალიან ვამაყობ იმიტომ, რომ მე ევროპაშიც მინახავს ყაზარმები და ასეთი დონის არ არის, რადგან მთელი გული ჩავაქსოვეთ ამის გაკეთებაში.

ჩვენ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუმცა, პირდაპირ ვთქვათ, ვერ მოვასწარით ზამთრამდე. ის გზებიც, რომლებიც დაიგო (ზამთარში ეს მშენებლობა ძალიან რთული შესასრულებელია), არის მხოლოდ იმის მეასედი, რაც უნდა გაკეთდეს. გაზაფხულიდან ყველა ერთად გავალთ გზებზე და დავიწყებთ ხელახლა გზების, სხვა შენობების მშენებლობას და სერიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

აი, ეს არის, ძირითადად, რაც შეიძლება ითქვას ამ ბოლო წელიწადზე.

ისიც უნდა ითქვას, რომ მე მხოლოდ ათი თვეა ვარ საქართველოს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი დრო არ არის იმისათვის, რომ ყველაფერი მოესწროს, მაგრამ ჩვენი ლოზუნგი იყო „დავიბრუნოთ საქართველო“. ჩვენ დავიწყეთ ხალხის დაბრუნება. წელს, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან ნაკლები ხალხია გასული ემიგრაციაში მუდმივად, ვიდრე დაბრუნდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველი წელია ასეთი პოზიტიური სალდოსი. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენს თანამემამულეებთან კავშირის აღდგენა, შემოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობა. უკვე ასობით და ათასობით ქართველმა და საქართველოდან წასულმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანმა გამოთქვა საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს ტელევიზიის პირველ არხზე ჩემი ინაუგურაციის კონცერტს აჩვენებდნენ. კოლინ პაუელმა, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა, მაშინ მითხრა, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ნიჭი თუ არსებობდა, ვერ წარმომედგინაო. მაგრამ ესენი იყვნენ ქართველებიც და არაქართველებიც. მაგალითად, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“ ყველაზე ცნობილი საოპერო დასის მომღერალი მარინა გულეგინა, რომელიც ჩამოვიდა, არის ახალციხელი, სომხური წარმოშობის ჩვენი თანამემამულე. საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა და ყველა ეროვნების ადამიანი ისევე გრძნობს ამ ქვეყანასთან სიახლოვეს, რომ ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოს პასპორტს.

გუშინ წავიკითხე ლევილიდან მიღებული წერილი. ჩვენმა ემიგრაციამ ქართულ სახელმწიფოს გადმოგვცა ისტორიული ლევილის მამული. ასე რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დასრულდება მაშინ, როცა ჩვენ შევძლებთ ყველა ტერიტორიის დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.

რაც შეეხება დაპირებებს, თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მათი შესრულებაც. წელს დავალიანებების უმეტესობა მთავრობამ გაისტუმრა. პირველი იანვრიდან მინიმალური პენსია ხდება 28 ლარი, როგორც ჩვენ ხალხს დავპირდით. მე ისიც ვიცი, რომ ეს არ არის რაღაც სასწაული და არის ცოტა. საქართველოში ჯერ კიდევ საოცარი სიღარიბეა. ჩვენი მთავარი მტერი დღეს არის სწორედ სიღარიბე. ყველაზე დიდი გაჭირვება - უმუშევრობა. მაგრამ ჩვენ ყველაფერს დავძლევთ, თუ გავაგრძელებთ სწორ გზაზე დგომას მე მგონი ყველა ეთანხმება, რომ პრინციპში სწორ გზაზე ვდგავართ. ეს არის მთავარი, რაც ამ წელიწადში მოხდა.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკით თხვებს უპასუხა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ნინო შუბლაძე: ბატონო პრეზიდენტო, მაშინ, როდესაც, საქართველოში რევოლუციის ერთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ, უკრაინა რევოლუციისთვის ემზადება. ძალიან საინტერესოა თქვენი პროგნოზი, როგორ განვითარდება კიევში მოვლენები?

- ძალიან რთულია პროგნოზი და არ არის სწორი, რომ მე, როგორც პრეზიდენტმა, გავაკეთო პროგნოზი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. - მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი შეხედულებები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს სახელმწიფოებრივ ურთიერთობაზე და არა, ვთქვათ, პოლიტიკურ, პარტიულ ურთიერთობაზე. მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, და რა პოლიტიკური და ადამიანური სიმპათიებიც უნდა მქონდეს, ვალდებული ვარ შევინარჩუნო ნეიტრალიტეტი. ამავე დროს, მართლა საოცრებაა, რა ხდება გიორგობის დღესასწაულზე კიევში. უნდა გვესმოდეს, რომ საერთოდ უკრაინის განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის (ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა), ვიდრე ის, რაც მოხდა საქართველოში გასული წლის 23 ნოემბერს და რაც მოხდა თუნდაც 5 მაისს.

სინამდვილეში, რაც ამ გიორგობაზე ხდება, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის არის, პრაქტიკულად, იმავე მნიშვნელობის მატარებელი, რაც ხდება უკრაინაში. მე ერთი რამ ვნახე: მუდმივად, ყველა რეპორტაჟში, რომელიც გადის მსოფლიოს ყველა ტელეარხზე და ამით იწყება ახლა საინფორ რმაციო გადაცემები, პირველ პლანზე არის ქართული დროშები. მე სპეციალურად ვიკითხე დავინტერესდი, რამდენი ქართველია მაინც უკრაინაში; მე თვითონ იქ გავატარე რამდენიმე წელი და ვსაუბრობ უკრაინულად. დღეს მე მათ მივმართე უკრაინულ ენაზე. ამას წინათ 25-წუთიანი ინტერვიუ მივეცი უკრაინის ტელევიზიას მთლიანად უკრაინულ ენაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ბევრი ქართველიც არ არის. ქართულ დროშას იქ აფრიალებენ უკრაინელები. ესე იგი, ჩვენი დროშა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო მთელი მსოფლიოს ხალხებისთვის.

მე მახსოვს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველად ჩავედით დავოსში, ჩემთან მოდიოდნენ ლიბანელები, სირიელები, სხვადასხვა მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, აღარ ვლაპარაკობ ყველა საბჭოთა ქვეყანაზე და ამბობდნენ: ჩვენ თქვენ შეგნატრით. ჩვენ ყველაფერი ეს ვნახეთ ტელევიზიით, ვისურვებდით, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში განმეორდესო. თავიდან მეგონა, რომ ეს ხალხი ცოტა მეხუმრებოდა. მაგრამ დღეს რაც ხდება თუნდაც უკრაინაში, ნათლად ადასტურებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მაგალითს დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა (მაშინ ჩვენ დამონებული ქვეყანა ვიყავით): ჩვენ ქართველები საჭირო ვართ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის. მაშინ ეს მართლაც შეიძლება ყოფილიყო რაღაც ფანტაზიის ნაყოფი. ილია ჭავჭავაძის ყოველი სიტყვა, დასტურდება აი ამ მაგალითზე. დღეს რომ გადახედო ფრანგულ, ამერიკულ, გერმანულ და რუსულ პრესას, ყველა პარალელი კეთდება, უმეტესად მეგობრული, მაგრამ ზოგჯერ მტრული, რომ საქართველოს რევოლუციამ შოკი მოჰგვარა რამდენიმე ათეულ ქვეყანას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ 4,5 მილიონი დავრჩით. პატარა ერმა რამხელა გავლენა მოახდინა. და ეს ხომ არ არის რაღაც გაზვიადება, ეს ხომ არ არის ის, რომ ამ შენობაში ადრე სხვა კაცი იჯდა და ჰყვებოდა 15 წლის წინანდელ ამბებს, როგორ ახდენდა მსოფლიოზე გავლენას. მე არ ვამბობ, რომ გავლენა მე მოვახდინე, ან ნინო ბურჯანაძემ, ან ზურაბ ჟვანიამ. ჩვენმა ხალხმა მოახდინა, ხალხის მაგალითმა, ხალხის ძალამ, ხალხის ენერგეტიკამ, რომელიც გამოთავისუფლდა ამ ერთი წლის წინათ. აღმოჩნდა, რომ ხალხს აქვს უზარმაზარი ენერგია, რომელიც თავისუფლების პირობებში გარეთ გამოდის.

ვფიქრობ, მსოფლიოსთვის ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. დღევანდელი გიორგობა უკრაინაში სწორედ ამ გარეთ გამოსულ ენერგიაზე ნათლად მეტყველებს. პროგნოზები რთული გასაკეთებელია. მე ვისურვებდი, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. ძალიან არ მინდა, რომ იქ ვიხილო რაიმე ძალადობა. ასიათასობით ადამიანია დღეს იქ ქუჩებში. თანაც მთელ უკრაინაში. მე მაქვს დეტალური ინფორმაცია, მთელი მსოფლიო მართლაც პირდაღებული შეჰყურებს და მთელი დღე ისმის ბი-ბი-სი-ზე ევრონიუსზე, რომ, აი, ეს ხდება უკრაინაში. ერთი წლის წინ ასეთი მოვლენები იყო საქართველოში. საქართველო უკვე დაადგა ამ გზას, მოხდება ეს თუ არა უკრაინაში? უკრაინა ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანაა მოსახლეობით, ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალით, და ასეთი კომენტარები კეთდება.

მგონია, ეს ჩვენთვის ძალიან დასაფიქრებელია, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ასეთ მონაპოვრებს.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, ნინო კურატაშვილი: ბატონო პრეზიდენტო, ზუსტად ერთი წელი გავიდა რევოლუციის შემდეგ. თქვენ ფაქტობრივად უკვე შეაჯამეთ განვლილი წელი, რაც ამ დროის განმავლობაში გაკეთდა. მაგრამ რომელია მთავარი საკითხები, რომელთა მოგვარება ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოასწარით ან ვერ გაკეთდა, რა არის ამის მიზ ზი ან რაში ეთანხმებით თქვენს ოპონენტებს?

- მე, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენ ყველას, რამდენად პატარა ჯგუფიც უნდა იყოს, ყოველთვის, ყველას ყურადღებით ვუსმენ. არის ხალხი, რომელიც ყოველთვის ყველაფრის დაუნახავია, არის ხალხი, რომელიც ობიექტურია, მაგრამ ერთი რამ არის: დემოკრატიული დებატები საზოგადოებისთვის მთავარია და უამისოდ საქართველო ვერ განვითარდება. ამიტომ ჩემთვის დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ორი მთავარი პრინციპი, რომლებიც საქართველოში უნდა დამკვიდრდეს.

ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით კორუფციის აღკვეთის კუთხით. დავპირდით ჩვენ ხალხს, რომ კორუფციონერებს თავის ადგილს მივუჩენდით: კანონმა მოსვა ისინი ადგილზე, კან ნონმა ჩამოართვა მათ ქონება, კანონმა დაუბრუნა ამ ქონების დიდი ნაწილი ხალხს. ეს არ გაუკეთებია პრაქტიკულად არცერთ ქვეყანას. ეს მოვახერხეთ ჩვენ საქართველოში და ისევ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით. ეს მაგალითებიც მთელ მსოფლიოში ფართოდ განიხილება, როგორც კორუფციასთან ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური გამოცდილება.

მთავარი ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დავძლიოთ სიღარიბე. რა თქმა უნდა, ათ თვეში ჩვენ ვერ დავძლევდით იმ სიღარიბესა და იმ გაჭირვებას, რომელიც საქართველოშია. მთავრობას არ შეუძლია, მას რესურსები არ აქვს. ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს არის თითოეული ადამიანის მუშაობის თემა, საგანი.

აი, ახალგაზრდა ბიჭი, ჯან-ღონით სავსე შემყურებს და მეუბნება: როდის დაგვაბრუნებთო აფხაზეთში. მინდა წამოვაძახო ამ ბიჭს: ხომ ძალა გერჩის, ბრგე ვაჟკაცი ხარ, შენი თანატოლები აგერ რეზერვისტებში არიან ჩაწერილები, შენი თანატოლები რაღაცას აშენებენ, რაღაცას ქმნიან. შენ კი მოდიხარ ჩემთან, გეგონება, მე რაღაც სატრანსპორტო კომპანია ვიყო ან ავტობუსის მძღოლი და სადღაც უნდა გადაგიყვანო. შენ თუ არ იგრძენი, რომ შენ ხარ შენი ერის ნაწილი (მით უმეტეს, ეს შენ პირდაპირ გეხება, რადგან იქიდან გამოგაძევეს), შენ თუ არ იგრძენი, რომ შენზეა პირადად დამოკიდებული, როგორც ეს იგრძნო ათიათასობით რეზერვისტმა, რომელიც მართლა გადაჰყვა იმას, რაც იქ ხდება, რა თქმა უნდა, საქმე ადგილიდან არ დაიძვრება.

აი, ეს არის, რაც იყო შარშანდელი ნოემბრის გაკვეთილი. ეს ჩვენ გავაკეთეთ და არა სააკაშვილმა. ძალიან მხვდება ყურში, როდესაც ძირითადად ლიდერზე კეთდება ხოლმე აქცენტი. ჯერ ერთი, ლიდერებიც რამდენიმე ვიყავით. მეორეც, ეს გააკეთა ხალხმა, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც იქ იდგა, რომელსაც არ დაეზარა წვიმაში, ქარში, თოვლ-ჭყაპში გამოსვლა, ზუგდიდში გოგოს რომ არ ჩამოეხია ნიღაბი იარაღიანი ბანდიტისთვის, რომელიც პოლიციამ მერე დააკავა (ყველა დაიჭირეს და გამოსწორდა სიტუაცია), რომ არ ყოფილიყვნენ მისი მსგავსნი, სააკაშვილი როგორ გააკეთებდა ამას?

ასევეა საქართველოს აღმშენებლობაც. გაჭირვებაც ერთად უნდა დავძლიოთ, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ: აი, ვუთხარი მძღოლებს - ტექდათვალიერებიდან გათავისუფლებთ, რომ ზედმეტი ფული არავინ არ აგართვათ. პოლიცია ჩამოგაშორეთ, რომ არ გაგაჩეროთ და პრობლემები არ შეგიქმნათ. საგადასახადო ინსპექტორებს დავუმოკლეთ ხელები და კიდევ ბევრად მეტად დავუმოკლებთ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი წესრიგში არ არის და ამ კუთხით სიტუაცია სერიოზულად უნდა გამოსწორდეს და გამოსწორდება კიდეც. გადასახადებს მკვეთრად ვამცირებთ. როგორც დავპირდი მე ჩემს ხალხს, მიწის გადასახადი გავაუქმეთ. ინდივიდუალურ მეწარმეთა გადასახადი, როგორც დავპირდი, ამ ახალ კოდექსში გაუქმებულია. მთელი რიგი სხვა გადასახადები თითქმის ორჯერ მცირდება. დანარჩენი - ეს უკვე ჩვენი მარიფათობის და ჩვენი ბრძოლისუნარიანობის საკითხია.

მე არ მინდა ხალხი მოვატყუო, რომ წინ ია-ვარდით მოფენილი გზა გვექნება. აგერ რუსეთმა, პრაქტიკულად, ორი თვით გადაგვიკეტა სახმელეთო საზღვარი. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ჩავკეტეთ კონტრაბანდა სამხრეთ ოსეთიდან. ბორანი აღარ დადიოდა ნოვოროსიისკში, დაიკეტა ლარსის საზღვარი. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი რამ მომავალშიც განმეორდეს. ამიტომ ჩვენმა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა უნდა ეძებონ ალტერნატიული ბაზრები ჩვენი ღვინოსთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის, სხვა რამისთვის, რაც შეიძლება გამოვუშვათ. უნდა გავიდეთ იგივე უკრაინაში, იგივე შუა აზიაში, იგივე ევროპულ ბაზარზე. ეს სხვა მოთხოვნაა და უკვე სხვა კვალიფიკაციას უყენებს ჩვენს წარმოებას. გვჭირდება სხვა განათლების სისტემა. განათლების რეფორმა მოგვცემს თანამედროვე განათლების სისტემას.

მე ვეთანხმები ასევე ხალხს, რომელიც ამბობს, რომ ხალხის უმრავლესობისთვის უმეტესწილად არაფერი შეცვლილა და ეს ასეა. როცა ამას ობიექტური ოპონენტები ამბობენ, მე ამას ვეთანხმები. ისევე როგორც ვეთანხმები, რომ განსაკუთრებით რეგიონებში არის ძალიან ბევრი უსამართლობა. ბევრ გამგეობაში ისევ არის განუკითხაობა, არის ხალხის დამცირება, ხალხზე ამრეზით ზევიდან ყურება. ამ უსამართლობის გამოსწორება და მასთან ბრძოლა ჩვენი ადმინისტრაციის მთავარი ამოცანაა, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რა თქმა უნდა, ყველაფერი წესრიგში არ არის. დააკავეს რამდენიმე მაღალი დონის მოსამართლე ქრთამის აღებისთვის, დააკავეს პროკურორები, მაღალი რანგის პოლიციის პოლკოვნიკი პატიმრისთვის ნარკოტიკების შეგდების გამო. კიდევ რამდენიმე დააკავეს ადამიანის ცემისა და წამებისთვის. მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ჩვენ ვეუბნებით საზოგადოებას: მოდით, ერთად ვიმუშაოთ, საზოგადოებამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა. ამ დღეებში ვთქვი, რომ, აი, მეტროში ჩავიდა პატრული პირველსავე დღეს თუ 9 ჯიბის ქურდი და ყაჩაღი დააკავა. დანაშაულის ცხრავე მსხვერპლმა უარი თქვა ჩვენების ჩაწერაზე. რატომ? იმიტომ რომ მას არა აქვს განცდა, რომ საზოგადოებას რაღაც გაუკეთოს. კი მაგრამ, როგორ უნდა აღვკვეთოთ დანაშაული? ხვალ რომ იმ ქალბატონის შვილს გაუყრიან დანას, რომელმაც უარი თქვა დანიანი ადამიანის დაჭერაზე? მერე მოვა, იტირებს და სახელმწიფოს დააბრალებს. მან ხომ არ დაიცვა თავისი თავი, თავისი ახლობლები, მეზობლები, თანამოქალაქეები იმით, რომ პრაქტიკულად გააშვებინა ეს ადამიანი? ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ხალხის 95 პროცენტს მოსწონს, მაგალითად, საპატრულო პოლიცია, მაგრამ 60 პროცენტი ამბობს, რომ იგი არ აპირებს ითანამშრომლოს პოლიციასთან. აბა პოლიციამ მარტო რა უნდა ქნას? თუ არ გაჩნდა განცდა, რომ ეს ქვეყანა ჩემია, რომ მე უნდა მივიღო მონაწილეობა მის აღმშენებლობაში, მე უნდა ვებრძოლო დანაშაულს, მე უნდა ჩავერთო სამეწარმეო საქმიანობაში, არაფერი გამოგვივა. ზოგადად კი არ უნდა ვილაპარაკო, რომ გვძალავენ ქრთამს მებაჟეები, რომ საბაჟოში იგივე კორუფციაა. ხომ იცით, რომ ოქრუაშვილი არ იღებს ქრთამს, ხომ იცით, რომ მერაბიშვილი არ იღებს, ხომ იცით, რომ ადეიშვილი არ იღებს, ხომ იცით, რომ არის ასობით და ათასობით ადამიანი, რომ მელიც ეძებს მექრთამეებს, ცდილობს, ქრთამის ამღები დაიჭიროს, რატომ არ მიდიხართ მათთან? რატომ ლაპარაკობთ ზოგადად, რომ ყველაფერი ისევ ისეა, რომ რაღაც სფეროებში არაფერი არ გამოსწორებულა? გაინძერით, გაანძრიეთ ხელი, თქვენ თვითონაც ამოიღეთ ხმა და თქვენ თვითონ ჩაერთეთ საზოგადოების მოღვაწეობაში. თუ ჩვენ ამ მენტალიტეტს არ მივაღწიეთ, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ევროპული ქვეყანა ვართ (ევროპული ქვეყანა რა თქმა უნდა, ვართ), არაფერი გამოგვივა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ევროპული წეს-ჩვეულებები. ეს არის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არც სიცილია არა ვართ, იქ კაცი არასოდეს არ დაწერს ჩვენებას. ჩვენთან არის ასეთი პროცესუალური გარიგება: ოღონდ თავად არ დაგიჭირონ, შეგიძლია სხვა ადამიანზე მისცე ჩვენება, იმას დაიჭერენ და შენ გაგიშვებენ, თუ უფრო ნაკლები დანაშაული ჩაიდინე. 6 პროკურორი დააპატიმრეს, ხუთმა ჩვენება მისცა ერთმანეთზე, ამ ხუთივემ ბოლოს - მეექვსეზე და ამ მეექვსეს აღარავისზე არ ჰქონდა ჩვენება მისაცემი. ისინი პირობითად გაათავისუფლეს და მეექვსე დააპატიმრეს. თავის გადარჩენა უნდათ... როგორც კი საზოგადოებას რაღაც უნდა გაუკეთო, ზოგადად გამოიჩინო შენი მოქალაქეობრივი პოზიცია, იქ ყველა ვამუხრუჭებთ.

მე ახლა ერთი ცალკე მაგალითი ავიღე. არ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ ეს არის ჩვენი პრობლემა. ბევრი სხვა პრობლემაა, მაგრამ მოქალაქეობრივი პოზიციის დაკავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა.

ჩვენ ხომ ვსწავლობთ ჩვენი საქართველოს პატივისცემას. ნახეთ, როგორ შეუყვარდა ხალხს ქართული დროშა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინათ ხალხს ჩვენი დროშა არ უყვარდა. დღეს სამეგრელოს სოფლების ყველა ოჯახში არის ქართული დროშა. ეს დროშები ქუჩაშია გამოფენილი. ესე იგი, სახელმწიფო სიმბოლოსადმი პატივისცემა გაჩნდა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მსოფლიოში მართლა ყველაზე ლამაზი დროშაა. აი, გაჩნდა ჩვენი გერბი, რომელსაც აწერია „ძალა ერთობაშია“ და მასზე გამოსახულია წმინდა გიორგი. ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში ეს გერბი ჰკიდია, სკოლებში ბავშვები მას თვითონ ხატავენ, ძერწავენ. ჩვენი ჰიმნი უკვე შეიყვარა ძალიან ბევრმა ადამიანმა და ჩვენ ვსწავლობთ მის სიმღერას. აი, მაგალითად, თურქეთში ქუჩაში რომ დაუკრან ჰიმნი, ყველა გაჩერდება და გაჭიმული მღერის, ეს ავტომატიკის დონეზეა. თურქეთის პრემიერ-მინისტრი, როცა გვერდზე მედგა და დაუკრეს თურქეთის ჰიმნი, ტუჩებით აჰყვა მის მელოდიას. იმიტომ რომ ყველა თავმოყვარეს უყვარს თავისი სახელმწიფოებრივი სიმბოლო, უყვარს ყველაფერი, რაც მას ეხება. იგივეა ჯარის პატივისცემა, ფორმის პატივისცემა, ამ ჯარში ჩინის პატივისცემა, იგივეა პოლიციის პატივისცემა, იგივეა ერთმანეთის პატივისცემა, ხომ აქედან მოდის, რომ შენ ყველაფერს სახელმწიფოებრივს სცემდე პატივს. აი, ეს მკვიდრდება პირველად საქართველოში. ეს უნდა დაგვემკვიდრებინა 12 წლის წინათ, მაგრამ იმდენად ამოგვიშანთეს სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი, ისეთი ხალხი მოვიდა 1992 წელს, რომელიც თვითონ იყო კომუნისტური პარტიის ნაწილი და რომელიც შანთავდა ამ მენტალიტეტს. იმათ საიდან უნდა ჰქონოდათ ეროვნული სიმბოლოების პატივისცემა? მაგრამ დღეს ეს მკვიდრდება და ეს აუცილებლად, ადრე თუ გვიან მიგვიყვანს იქამდე, რომ თითოეული ადამიანი იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნების მატარებელი და ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ჩემს მოღვაწეობას ჩავთვლი წარმატებულად, თუ ჩემს საპრეზიდენტო ვადაში ჩვენ სწორედ ამ აზროვნებას მივიღებთ.

ტელეკომპანია „იმედი“, გიორგი ახვლედიანი: ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ შექმნილ ქაოსს როგორც აფხაზები, ისე რუსები უკვე ღიად, დაახლოებით ორი თვეა ქართულ მხარეს და ქართულ სპეცსამსახურებს აბრალებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როცა აფხაზეთში გარკვეულწილად დაკონსერვებული სიტუაციაა, ეგრეთ წოდებული მშვიდობა, ქართულ მხარეს ლავირებისა და მოქმედების ნაკლები საშუალება აქვს ხოლმე. ხომ არ ფიქრობს, ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლება გამოიყენოს ეს ვითარება იმისთვის, რომ ეს ქაოსი არა რუსული, არამედ ქართული ვარიანტით დარეგულირდეს. და კიდევ ერთი: ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე დემილიტარიზაციის საკითხთან დაკავშირებითა და ქართული ჯარების გამოსვლასთან მიმართებაში ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად შესუსტდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასეთი ძალიან დიდი ენერგიით დაწყებული აუცილებელი პროცესი?

- პირველი, რაც მინდა ვთქვა: ჩემი პირადი ცხოვრების მიზანი და ამოცანა - ეს არის აფხაზეთზე საქართველოს კონტროლის აღდგენა, მე ისიც ვიცი, რომ ბევრი სულსწრაფი ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ მოთმინება, სიფრთხილე და გარკვეული სახელმწიფოებრივი სიბრძნე, თუმცა გამბედაობა იქ, სადაც ეს ძალიან აუცილებელი იქნება და ეს აუცილებლად დაგვჭირდება.

პირველი დღიდან, როცა შემოვედი ჩემს კაბინეტში, მე დავიწყე აფხაზეთზე ფიქრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკონტროლებთ იმას, რა ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული ბერკეტები გაგვიჩნდა. ძალიან კარგად მუშაობს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და, რა თქმა უნდა, ჩვენ სიტუაცია მიშვებული არ გვაქვს. ამავე დროს, ჩვენ გამოვიჩინეთ უკიდურესი თავშეკავება, რადგან ახლა ჩვენი ყოველგვარი საჯარო აქტიურობა დაასხამდა წყალს საქართველოს მტრების წისქვილზე. ამას ძალიან აფასებს ყველა და მათ შორის ბევრი საღად მოაზროვნე აფხაზი. აქ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ საბოლოო ანგარიშით ეს არის გარდაუვალი პროცესი. საქართველო გაძლიერდება, მომავალ წელს ბიუჯეტი უკვე სამჯერ დიდი იქნება, ვიდრე იყო შარშან. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტის დიდი ნაწილი გარდა პენსიებისა, ხელფასების გაზრდისა, ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორში - დაწყებული მასწავლებლებით და სხვებით, ვინც სახელმწიფო დაფინანსებაზეა, ხელფასის გაზრდას. აქ 115 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. შეიძლება ეს მომავალი წლის პირველი იანვრიდან ყველგან ვერ მოვახერხოთ, მაგრამ, ვთქვათ, პირველი აგვისტოდან, პირველი სექტემბრიდან, როცა ამის საშუალება გაჩნდება, 115 ლარზე ნაკლები არ იქნება. ეს არის საარსებო მინიმუმი, რასაც ჩვენ ხალხს დავპირდით.

ახლა რომ იძახიან, სად წავიდა ამ გაზრდილი შემოსავლების ფულიო, დღეს ვუთხარი ხალხს, ამ ყაზარმების მშენებლობაში წავიდა. ჩვენ რომ მოვედით, ყველაფერი დანგრეული, დაშლილი დაგვხვდა. საბჭოთა ინფრასტრუქტურა შეინარჩუნა ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, საქართველოში კი ამ ხალხმა, მართლაც ერთუჯრედიანმა მავნებლებმა აგურ-აგურ გაიტაცეს და წაიღეს სახლში. ახლა სხვა დრო მოვიდა, სხვა მენტალიტეტია, ნულიდან, მაგრამ დავიწყეთ ამ ყველაფრის ამოღება და გაკეთება.

ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვემზადებით და ველოდებით კონკრეტულ მომენტს. დავით აღმაშენებელმა ჯერ ამოძირკვა ქართველი ფეოდალები, სხვათა შორის, ძალიან მკაცრად. ჩვენ ასლან აბაშიძეს ბევრად უფრო ლმობიერად მოვეკიდეთ, მაგრამ ეს სხვა ეპოქა და სხვა საუკუნეა, თუმცა როცა ბავშვები ნაღმზე აფეთქდნენ, მაშინ მწარედ ვინანე, რომ იგი ასე თავისუფლად გავუშვი საქართველოდან. დავით აღმაშენებელს 10 წელი დასჭირდა, რომ მტრისთვის ხარკის გადახდა შეეწყვიტა და 30 წელი დასჭირდა, რომ თბილისი აეღო. ჩვენ ამდენი წელი არ უნდა დაგვჭირდეს. თანამედროვე მსოფლიოში სხვა სიტუაციებია, სხვა ურთიერთობაა, სხვა ტექნოლოგიებია და სხვა მხარდაჭერა გვაქვს. ქართველი მეფეები თვეობით წერდნენ წერილებს. საცოდავი ერეკლე მეორე წლობით და ათწლეულობით წერდა წერილებს ხან ერთ ევროპელ მეფეს, ხან მეორეს. ისინი არ იღებდნენ ამ წერილებს, ან საერთოდ არ აინტერესებდათ რა ხდებოდა საქართველოში.

დღეს ჩვენ გვაქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა. დღეს ნატოს გენერალური მდივანი ამბობს (სხვათა შორის, ეს პირველად თქვა), რომ საქართველოს აქვს ნატოში შესვლის შანსი. დღეს ევროკავშირმა პირველად აღიარა, რომ ჩვენ გვაქვს შანსი, როდესმე (და შეიძლება ეს როდესმე ძალიან ჩქარაც დად დგეს, შეიძლება ეს იყოს 7-8-9 წელიწადში, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქვეყანას ამის გასავლელად ბევრად მეტი დრო დასჭირდა) გავხდეთ ევროკავშირის წევრი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, რა თქმა უნდა, მთავარი თემა არის აფხაზეთი. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, მაგრამ ჩვენ ვემზადებით.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს. იქაც, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის სერიოზულად ვემზადებით. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო, იქიდან კონტრაბანდა აღგვეკვეთა. ამაზე ძალიან მტკივნეული რეაქცია იყო. ლარსის ჩაკეტვა - ეს იყო მტკივნეული რეაქცია იმაზე, რომ საქართველომ თავისი საბაჟო ბიუჯეტი ხუთჯერ გაზარდა ერგნეთის გადაკეტვით. ხუთჯერ? ახლა ამბობენ, რომ ეს კონტრაბანდა მაინც არის. კი, რაღაც კონტრაბანდა შემოდის იმით, რომ ოსურ სოფლებში ტრაილერებიდან მანქანის საბარგულით გადმოაქვთ 10 ყუთი სიგარეტი. მოგება მათ უღირთ იმად, რომ რისკზე წავიდნენ. მაგრამ, იმასთან შედარებით რაც იყო, ზღვაში წვეთია. ჩვენი საბაჟო შემოსავლები რეალურად ხუთჯერ გაიზარდა და ამასაც ებრძვიან ჩვენები, უბრალოდ ეს ზოგჯერ არ გამოსდით. ძირითადი ეს ზღვა, მდინარე, რომელიც მოდიოდა, ჩაკეტილია. ახლა რაღაც პატარა ნაკადულები ჟონავს. ამან მათ სერიოზულად დაარტყა. ამიტომ ახლა დრო ჩვენზე მუშაობს. სულ რომ გადაგვიკეტონ ხელახლა ლარსიცა და ყველაფერი, უნდა გავძლოთ. ეს სიძნელეები იქნება არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც არასწორად ვთქვით, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ დავიწყეთ გაძლიერება როგორც ქვეყანამ, ჩვენ დავიწყეთ ფეხზე დადგომა და ეს ბევრს არ მოსწონს. არ მოსწონს, რომ აჭარაზე აღვადგინეთ კონტროლი, რომ საზღვრები ჩავკეტეთ, რომ ჯარი ძლიერდება, რომ მაგარი საერთაშორისო რეპუტაცია გვაქვს და ვერ მოახდინეს ჩვენი დისკრედიტაცია. იმ პირობებშიც, როდესაც ფირმები აქვთ დაქირავებული ამერიკაშიც კი, რომ საქართველოზე რაღაც ცუდი დაიწეროს. არ გამოდის მაინცდამაინც. ხანდახან ზოგიერთი რაღაცა გადის, მაგრამ მთლიანობაში არცერთ პატარა ქვეყანას არა აქვს მსგავსი რეკლამა მსოფლიოში, როგორც საქართველოს.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება დრო და სიფრთხილე. მაგრამ დადგება გადამწყვეტი მომენტი, როცა ჩვენ უნდა შევძლოთ ამის გაკეთება. ჩვენ ოსებთან გასაყოფი არაფერი არა გვაქვს. მე კარგად მახსოვს, ბესლანის ტრაგედიის დროს - შტურმის დღეს მიტარბში ჩემი შეხვედრა ოს მოხუცებთან, როგორ ჩამიკრეს გულში, როგორ გამომიტანეს ოსური ხაჭაპურები - ხაბიზგინები. საოცრებაა, მართლა საოცრად თბილი ხალხია და ამ ხალხს ქართველებთან გასაყოფი არაფერი არ აქვს. მაგრამ ის ოსი, ქართველი, აფხაზი, რუსი, ნებისმიერი, რომელიც ამბობს, რომ რაღაც ტერიტორია არ უნდა იყოს საქართველოსი, საქართველოს მტერია და მტერს მტრულად უნდა მოექცე. ზედმეტი პაციფიზმი ჩვენგან არ იქნება.

მე მახსოვს, როგორ იძახდა ზუსტად იგივე ხალხი, დღეს რომ გვაკრიტიკებს: დაანებეთ ასლანს თავი, უბედურება მოხდებაო. ხომ არ დავიხიეთ უკან და არც უნდა დაგვეხია, რადგან დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა, აბაშიძე რომ ბათუმში მჯდარიყო. ასევე, გადამწყვეტ მომენტში არ დავიხევთ უკან და უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ მზად სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებთ ომს. ეს ზოგადად ძალიან ცუდი რამ არის, მაგრამ ყველა ქართველს უნდა შეეძლოს სახელმწიფოებრივი ღირსებისა და დროშის დაცვა. ეს მენტალიტეტი თანდათან მკვიდრდება რეზერვისტებში, სახელმწიფო მოხელეებში. პირდაპირ რომ ვთქვათ, კორუფციის ყველა ფაქტი - ეს არის პირდაპირი დარტყმა სახელმწიფო სტრუქტურებზე, ჩვენს ჯარზე, პოლიციაზე, დარტყმა იმაზე, რომ ჩვენს საზღვრებს გავაკონტროლებთ და ასე შემდეგ.

ამიტომ ჩვენ ჩვენსას გავიტანთ. მე და ჩემს მეგობრებს ჯერჯერობით ჩვენი გაგვაქვს, და ამასაც გავიტანთ ბოლომდე. გუშინ ნაც ვთქვი, რომ საქართველოს თავისუფლება სრული იქნება მაშინ, როცა ჩვენ გავაკონტროლებთ ყველა ტერიტორიას.

ხშირად ღამღამობით მესიზმრება სოხუმი. სხვათა შორის, მე აფხაზეთში ხშირად არა ვარ ნამყოფი. ორჯერ თუ სამჯერ ბავშვობაში ვყოფილვარ აფხაზეთში. ომის დროს გია ბარამიძესთან ერთად ერთი-ორჯერ ვიყავი იქ ტყვეების გაცვლაზე და სხვა საკითხებზე. შემდეგ სასწავლებლად წავედი. მაგრამ ჩემთვის აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა იყო იმხელა დამცირება, იმხელა სულში ჩაფურთხება, იმხელა შეურაცხყოფა, რომ სანამ ჩვენ ამას არ გამოვასწორებთ, სანამ ჩვენ არ ვუპასუხებთ მათ, ვინც დაგვამცირებს მათი დამარცხებითა და მათი გეგმებ ბის ჩაშლით, მანამდე ის ადამიანები, და ასეთები მე ბევრი ვიცი, როგორც ჩემს თაობაში, ისე სხვა თაობაში, ვერ ჩავთვლით, რომ საქართველომ შეასრულა თავისი ისტორიული მისია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, ოღონდ დროა საჭირო.

ტელეკომპანია „მზე“, ვაკო ავალიანი: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველომ ვერ დაძლია სიღარიბე. ხალხს აქვს თქვენი იმედი, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს მთავრობის, გამგებლის, გუბერნატორის იმედი. ყველას აქვს იმედი, რომ სააკაშვილი ჩამოვა, გვიშველის. თქვენ თვითონ რამდენად კმაყოფილი ხართ ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობით?

- უნდა გითხრათ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ახალი ტიპის გუბერნატორები, ახლა მიშა ქარელზე, რამდენიც უნდა ილაპარაკონ, იგი 24 საათი მუშაობს. იმიტომ გაიჩინა ბევრი მტერი, რომ იგი ქართლურად, პირდაპირ უტევს, არ აინტერესებს გახედვა არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. სწორედ გორში რომ იყო კრიმინალი და უბედურება, ისეთი არსად არ იყო. ფაქტია, რომ ეს კაცი აკეთებს ამას, ფაქტია, რომ ხალხს აქვს მისი იმედი. მე ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც მიშა ქარელის იმედი არანაკლებად აქვს, ვიდრე პრეზიდენტისა. იგივე ეხება გიგი უგულავას, იგივე ეხება ჟანი კალანდაძეს. ამ რამდენიმე თვეში ლევან ვარშალომიძემ აჭარაში ააშენა 22 კილომეტრი გზა. გაკეთდა ქობულეთის ორივე გზა, ახლა გაკეთდა ქედის გზა, სადაც 12 წელია არცერთი ორმო არავის არ ამოუვსია, ავტობუსები ჩამოიყვანა, ბევრი სხვა სოციალური პროგრამა განახორციელა, იმ პირობებში, როცა აბაშიძემ თორმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში სულ გააკეთა კილომეტრი და 700 მეტრი გზა, სულ ლაპარაკობდა, რომ აკეთებს და აკეთებს, სხვათა შორის, ბოლოს მან დაიწყო გვირაბის გაყვანა, მაგრამ მთელი ფული საქართველოს წინააღმდეგ იარაღის მოსამარაგებლად დახარჯა და გააჩერა გვირაბის მშენებლობა. ახლა მას ჩვენ ხელახლა ვიწყებთ.

ენერგეტიკა ჩვენ მართლა რთულ სიტუაციაში გვაქვს. მე არა ვარ ბოლომდე კმაყოფილი იმით, თუ მთავრობა როგორ მოემზადა. თუმცა შარშან თბილისში პირველი ზამთარი იყო, როცა 24-საათიანი მომარაგება გვქონდა. იმედია, ასეთივე იქნება მეორე ზამთარიც. ამას გვპირდება ზურაბ ჟვანია და იმედია, ამას აასრულებს.

გურიაში, მაგალითად, ნათურები როგორ იყო: გინდ სანთელი აგინთია და გინდ ის ნათურა. ილიჩის ნათურა უფრო უკეთ ანათებდა, ვიდრე გურულების ნათურა XXI საუკუნის დასაწყისში... ასე იყო. მოვიდა ძაბვა, რაღაცები გაკეთდა. სამეგრელოში გაზაფხულზე დავიწყებთ სერიოზულ მშენებლობას. მომავალი წლის ბოლომდე უნდა დავიწყოთ ორი დიდი მშენებლობა: ეს არის მომავალში თბილისი-ბათუმის ავტობანი, რასაც ავტოსტრადა ჰქვია. აი, ამ დღეებში რამდენი ავარია იყო, მოძრაობა გახშირდა, ტრასაზე ბევრად მეტი ხალხი დადის, მეტი ეკონომიკური აქტიურობაა, მაგრამ ამ გზაზე არაფერი აღარ ეტევა. ჩვენ უნდა ავაშენოთ პირველი მონაკვეთი თბილისი-ხაშური, რადგან იგი ყველაზე გადატვირთულია და დავიწყოთ მშენებლობა. ეს ძალიან დიდი პროექტია. წინა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო შევარდნაძის უახლოესი მეგობარი ბორის სალარიძე. ახლა კი გადაუხადა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი ლარი და თან იძახის, რომ საერთოდ არ ჩამოვალ, ნუ მეძებთ, ოღონდ თავი დამანებეთ და ვიქნები ჩემთვის საზღვარგარეთო, აგერ, ფული წაიღეთ და დამანებეთ თავიო. მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ეს კაცი ამ ფულს ითვისებდა, აბა, მილიონები საიდან მოიტანა?!

მაგრამ საქართველოში ტექნიკა იმისთვისაა, რომ გზა აშენდეს. აი, აეროპორტის გზაზე მივაყარეთ მთელი ტექნიკა, მაგრამ სამუშაოების დასრულება მაინც ვერ მოასწრეს და გაზაფხულისთვის გადაიტანეს იმიტომ, რომ დაიწყო სიცივე, ეს ტექნიკა უკვე გუშინწინდელი დღეა. უნდა შემოვიდეს ახალი ტექნიკა.

ახალქალაქი-ნინოწმინდის და წალკის სიტუაცია: იქ პრობლემა მხოლოდ ერთი რამის გამოა - არ არის გზა და ეს რეგიონები მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. როკის გვირაბი თავისი ბუნებით ანტიქართული პროექტი იყო, ეს კი პროქართული სახელმწიფოს პროექტია. ჩვენ ახლა ვეძებთ ფულს და ვიშოვით მას. მე ვაპირებ, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში ავაშენოთ თბილისი-ახალქალაქის საზღვრის გზა, რითაც ეს გახდება უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალი. ჩვენ ბევრად უფრო ჩქარა ჩავალთ თურქეთში და ესეც მნიშვნელოვანია ჩვენი ვაჭრობისათვის. და, რაც მთავარია, უმცირესობებით დასახლებულ რაიონებს გაუჩნდებათ განცდა, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს ნაწილი არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრგან რეგიონებში დაიწყო მუშაობა. ფაქტია, რომ ბევრ გამგეობაში, ზოგიერთ ადგილობრივ პოლიციაში, სხვა სახელმწიფო ორგანოებში უსამართლობა და კორუფციაა, რა თქმა უნდა, ეს ხალხი, ვინც ამას სჩადის, არის ჩემი პირადი მტერი, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მათაც აუცილებლად მივწვდები. სანამ ერთი ადამიანი მაინც თავს დაჩაგრულად გრძნობს და ვიღაცასთან არათანაბარ პირობებშია, სანამ ვინმე კიდევ ცდილობს კლანისა და მსგავსის შექმნას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანს შევუქმნით ყველანაირ პრობლემას. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის, რაც შეიცვალა ცენტრალური ხელის სუფლების დონეზე, გადაედოს ყველა ადამიანს სამეგრელოში, გურიაში, კახეთში, სვანეთში, იმერეთში. გია გეწაძემ მართლაც საოცრად კარგი საქმეები დაიწყო იმერეთში, მაგრამ ძალიან ძნელია, რადგან მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. იგივე შეეხება მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს და სხვებს. პრაქტიკულად ადგილებზე გაჩნდა ახალი სულ სხვა ტიპის ადამიანები. პეტრე ცისკარიშვილს შემოდგომაზე ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ, ფაქტია, ალალი ბიჭია. და ერთი რამეა: ეს ის ხალხია, რომელიც არაფერს არ იპარავს. ხალხმა იცის, რომ ეს ადამიანები არაფერს არ იპარავენ, არ თაღლითობენ, მის ხარჯზე არ აპირებენ რამეს გაკეთებას და მათი თანასწორია, მათთან ერთად ცდილობს. ზოგს გამოსდის მეტი, ზოგს - არა, რომ რაღაცა გააუმჯობესოს უკეთესობისაკენ.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მომავალი წელი შემობრუნების წელი იქნება. წლევანდელი წელი ცენტრალურ დონეზე შემობრუნების წელიწადი იყო. მომავალი წელი უნდა იყოს ადგილებზე სამართლიანობისა და სიმართლის გავრცელების წელიწადი. თანდათან უნდა ავამუშაოთ ასევე სხვადასხვა პროგრამა. მაგალითად, უნდა გავხსნათ ბევრი უფასო სასადილო ღარიბებისთვის, საქართველოში მშიერი ადამიანი არ უნდა დადიოდეს. ადრე ეს ფული იყო გამოყოფილი, მაგრამ მას ბოლომდე იპარავდნენ.

ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ეს პროგრამები ავამუშავოთ, მივაღწევთ იმას, რომ ახალგაზრდობის გადამზადების პროგრამები ავამუშავოთ. მივაღწევთ იმას (ეს მარტივი რაღაცაა), რომ ყველა სამხარეო ცენტრში, მაგალითად, ახალგაზრდობისთვის იყოს კინოთეატრი, პარკი, თუნდაც საცეკვაო მოედანი, სპორტული მოედნები.

ახლა თბილისში გაიხსნა ერთი დიდი საცურაო აუზი, ერთი დიდი აუზის მშენებლობას ვიწყებთ ბორჯომში, მომავალ წელს დაიწყება მშენებლობა დასავლეთ საქართველოში. 100-150 საჭიდაო ხალიჩა ჩამოვიტანეთ, მოეწყო სათამაშო მოედნები.

ხომ პატარა დეტალია? მაგრამ ეს ყველაფერი ქმნის იმის ერთობლიობას, რომ ადამიანს ჰქონდეს განცდა ელემენტარული სიცოცხლისა და რაღაც პერსპექტივისა. წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ნგრევას, უბედურებას, იმას, რომ საერთოდ ვერსად ვერ გახვიდოდი, ცხვირს ვერ გაყოფდი გარეთ, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დაჯდა წამალზე, მეორეს ხელი მოეცარა, ვინც ვერ გაიქცა საერთოდ დაჯდა სახლში. ახლა გაჩნდა ის, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა ავაშენოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ რეზერვში, ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ფირმები, დავიწყოთ რაღაც საქმიანობა, ჩვენ, როგორც მთავრობამ, ეს უნდა გავაადვილოთ. თუ მთავრობაში ამას ვინმე არ გააკეთებს, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ შეკრული ჯგუფიაო, წინსვლა გაგვიჭირდება. ჩვენი ერთ-ერთი სისუსტე, ჩემი მთავარი სისუსტე ის არის, რომ არც ამ მთავრობაში არავის არ ვინდობ, არავის ხელს არ დავაფარებ და ეს სისუსტეა. რადგან ყველა თაღლითს აქვს არასტანდარტულობის განცდა, იმის განცდა, რომ შენ მისთვის საფრთხეს წარმოადგენ. მეორე მხრივ, გაჩნდა უამრავი წესიერი, ნორმალური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოხელე. ამ ხალხს ჩვენ უფრო მაღალ ხელფასებს ვუხდით, მაგრამ ვუხდით იმისთვის, რომ უკეთესად იმუშაონ.

გაჩნდა ბევრი იდეალისტი. დღეს ოქრუაშვილთან ერთად დავდიოდი. იგი ამ ყაზარმებს რომ აშენებს, გეგონება აშენებს რაღაც საკუთარს, საშვილიშვილოს. ასეა, როცა საკუთარივით აშენებ, ეს განცდა გაქვს: ეს ფანჯარა რა ღირს, პარკეტი რატომ არ არის ბოლომდე გამომშრალი. მშენებელმა რომელიც მასთან მუშაობდა, ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს უთხრა, რომ სისხლი გამიშროო, ყოველ დილას იწყება ვაჭრობა, აბა, ეს რა ღირს, საშინელი წუწურაქიაო, საერთოდ ფულს ვერ ვაკეთებო. ხომ გჯერა, ამდენი წელია მშენებლობაში ვარ და პირველად ვხედავ, რომ ვიღაცამ ფული არ გამაკეთებინაო. როცა იუსტიციის სამინისტროში ვიყავი, ზუსტად ასე გაამწარა მშენებლები. ბოლოს იქ ვაშენებდით რაღაც ობიექტებს და ჩვენი მშენებლობის უფროსს მშენებელმა უთხრა, რომ საერთოდ ამ საქმეში „ვაზვრატი“ (ასეთი ტერმინი არის) უნდა ყოფილიყო მილიონი ლარი, მაგრამ მე მაქსიმუმ 5 ათასს მოგცემ, რადგან ამ ოქრუაშვილმა გამიშრო სისხლი და, პრაქტიკულად არაფერი არ გამაკეთებინაო.

აი, ბევრი ასეთი ოქრუაშვილი გაჩნდა. გაჩნდა ხალხი, რომელსაც აქვს განცდა, რომ ეს იარაღი, რომელსაც ვყიდულობთ, ეს ყაზარმა, ეს სკოლა, რომელსაც ვაშენებთ, ეს დაწესებულებები, რომელიც იქმნება, ეს ფორმები, ჩანთები, რომლებსაც ვყიდულობთ, ეს გზები, რომლებსაც ვაგებთ, ეს ყველაფერი ჩვენია, ამით ჩვენ ვიამაყებთ.

ამათ რომ აიშენეს 5 და 6-სართულიანი სახლები და მერე ჩამოართვეს, რაში გამოადგათ? ახლა სხედან თავიანთ საკნებში და ვინც არ ზის, გადახვეწილია და ელოდება, როდის დავემხობით ჩვენ, რომ დაბრუნდეს - მამალაძე და ასეთი ხალხი. რატომ სვამთ ციხეში წინასწარ პატიმრობაშიო? იმიტომ, რომ ვინც არ ჩასვეს, საკმარისია საზღვრამდე მოასწრონ და არის ქვეყნები, უფრო სწორად ერთი ქვეყანა, სადაც იმალებიან და იქიდან აღარ ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, კანონმა ესეც გაითვ ვალისწინა.

მაგრამ მთელი არსი არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ ქვეყნის შექმნა, შევძლოთ ის, რომ გაჩნდეს განცდა, რომ საქართველო დგება ფეხზე, რომ საქართველოში რაღაცა იცვლება, რაღაც შენდება. სახელმწიფო სექტორში რომ აშენებ, ამას ბიზნესი ავტომატურად მიჰყვება, ბიზნესს უჩნდება ოპტიმიზმის განცდა. გუშინ მითხრეს, რომ 40 მილიონზე მეტი იშოვეს „ივერიის“ დასაშლელად და მის ადგილზე ახალი ულტრათანამედროვე 30-35-სართულიანი ცათამბჯენის ასაშენებლად, რომელიც თბილისის სიმბოლო იქნება. იგი 80-90 მილიონი დოლარი დაჯდება. ადრე არავინ მილიონსაც კი არ მოგვცემდა იმიტომ, რომ არავის არ ჰქონდა განცდა, რომ აქ არავინ შეჭამდა ფულს ან არ მოიპარავდნენ და გაანადგურებდნენ. ესე იგი, რაღაც სიმპტომები გაუმჯობესებისა აშკარად თვალსაჩინოა. ამის შენარჩუნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტული მიღწევების ფონზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არის და ამას ყველა ვხედავთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ჩვენ წელს გზებზე 30 მილიონი ლარი დავხარჯეთ. თბილისში მომავალ წელს მინიმუმ 120 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ყველა ძირითადი გზა უნდა გაკეთდეს. პირველ აპრილს, როგორც კი დათბება, რომ დაიწყება ეს მშენებლობა, სექტემბრის ბოლომდე - ოქტომბრამდე. 24 საათი უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობა. ეს ეხება ბევრ სხვა სფეროს, განსაკუთრებით, რეგიონებში. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გზა აღარ არსებობს. თუ ეს არ გაკეთდა, მალე ურმითაც ვეღარ გაივლის მოსახლეობა და საერთოდ დაავიწყდება, რომ იგი სახელმწიფოს ნაწილია. ჩვეულებრივ, თუ სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანზე, იგი, ბუნებრივია, ხელს აიქნევს ამ სახელმწიფოზე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ, ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ უნდა დაგვაცადონ. მეც 24 საათი ვმუშაობ, მაგრამ მეც მაქვს მარტო 24 საათი და მხოლოდ ორი ხელი (თანაც ერთი მოტეხილი მქონდა ერთი თვე და ამის გამო ვერავის მოხსნას ხელი ვერ მოვაწერე).

სხვათა შორის, შეიძლება ეს ბრიფინგი ბოლოა ამ შენობაში. მე დიდი ხანია აქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ კრწანისის რეზიდენცია იყიდება და ამ ფულით გვინდა პრეზიდენტის ახალი სამსახურის აშენება. ეს არ არის სააკაშვილის სასახლე, ეს არის პრეზიდენტის სამსახური, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლოა ისევე, როგორც ყაზარმები, სკოლები, სხვა სახელმწიფო დაწესებულებები. ჩვენ მოვახერხეთ, რომ მრავალი წლის განმავლობაში არ შემოგვრჩა არც ერთი სასახლე. რომ ნახოთ ერეკლე მეორე რაში ცხოვრობდა თელავში, მართლაც საცოდაობით დაიწვები. წარმოიდგინეთ, კიდევ როგორ გადარჩა საქართველო. მიკვირს, თუმცა მერე, ფერეიდანში რომ ჩახვალ, მიხვდები, როგორ და რატომ გადარჩა საქართველო. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს წინ და, ვფიქრობ, საქმე კარგად იქნება.

„ჩვენ უთუოდ ყველაფერს დავძლევთ, თუ კვლავაც სწორი გზით ვივლით“ / საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი 2004 წლის 23 ნოემბერს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 25 ნოემბერი. - N273 (5002). - 1,2,3 გვ.

68 მიხეილ სააკაშვილი: „წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მოსკოვს მარტოს შეეძლო ემოქმედა“

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

- ბატონო პრეზიდენტო, როცა უკრაინაში ამ დღეებში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ, ხშირად იხსენებენ საქართველოში ერთი წლის წინ მომხდარ „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც გამოიწვია ედუარდ შევარდნაძის გადადგომა პრეზიდენტის პოსტიდან. ამ გარდატეხამ დიდი იმედები აღძრა, ამ იმედთაგან რომელი გამართლდა?

- ადამიანებს დაუბრუნდათ საკუთარი ხელისუფლებისადმი რწმენა. რევოლუციამდე ისინი, კერძოდ, უჩიოდნენ საქართველოში შექმნილ ვითარებას, თუმცა, ამას უკვე შეგუებულები იყვნენ. ნორმალურ მოვლენად მიიჩნევდნენ იმას, რომ სახელმწიფო მოხელეები იღებდნენ ქრთამებს, გვიანდებოდა ხელფასების გაცემა, ქუჩები საშინელ მდგომარეობაში იყო. რევოლუციამ ხალხს დაუბრუნა იმის შეგნება, რომ თვითონვე უნდა იბრძოლონ თავიანთი ბედისთვის, ეს კი ყველაზე მთავარია.

- თქვენი წინამორბედი - ედუარდ შევარდნაძე - გერმანიის ახლო მეგობარი იყო. თქვენ და თქვენი კოლეგების უმრავლესობა - საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი წევრები სწავლობდით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხომ არ კარგავს გერმანია მნიშვნელობას საქართველოსთვის?

- პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმიწვია რევოლუციის შემდეგ, იყო გერმანია. ეს იყო გარკვეული ნიშანი ქართველებისთვის, სიგნალი გერმანიისთვის, რომ საქართველო უფრო მეტია, ვიდრე ერთი ცალკედ აღებული პიროვნება. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, გერმანია ჩვენი უმნიშვნელოვანესი კრედიტორია, და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ სარგებელს იმ კარგი ურთიერთობისგან, რომელიც გერმანიამ დაამყარა რუსეთთან.

- პრობლემის გადასაჭრელად ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები ერთმანეთისკენ. რას სთავაზობთ რუსეთს?

- ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს მეგობრობას. მეგობრობა კი ნამდვილ პარტნიორობას ნიშნავს. მაგალითად, რუსეთს აქვს პრობლემები საქართველოს მოსაზღვრე რაიონებში მოქმედ შეიარაღებულ მოთარეშეებთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვსურს გვყავდეს შეიარაღებული მოთარეშეები ჩვენს ტერიტორიაზე, ანუ ვთავაზობთ რუსებს ერთობლივ პატრულობას. მათ უარი გვითხრეს. შემდეგ შევთავაზეთ ერთობლივი სადაზვერვო ფრენის განხორციელება. არც ამაზე დაგვთანხმდნენ. შევთავაზეთ საქართველოში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, რომელშიც მათი სამხედრო ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავდნენ პრობლემას საზღვრის ამ მხრიდან. ასეთი რამ რუსეთისთვის არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუთავაზებია! ჩვენ კარგად გვაქვს შეგნებული, რომ რუსეთი კანონიერად არის დაინტერესებული თავის სამხრეთ საზღვრებზე უშიშროების დამყარებით.

- და მაინც, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობას ძალზე თბილს ვერ ვუწოდებთ.

- არის ზღვარი, რომლის იქეთაც აღარ შეიძლება დათმობებზე წასვლა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთში უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ სად გადის მათი საზღვრები. თუ რუსი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კარგავენ კავკასიას, ისინი გულისხმობენ ჩეჩნეთს, ჩრდილოეთ ოსეთს, აფხაზეთს, საქართველოს, სწორედ ამაშია პრობლემა! თუ მათ სურთ სტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში, კარგად უნდა ჰქონდეთ შეგნებული, რომ აქ საქმე ეხება სახელმწიფო საზღვარს, და იმისთვის, რომ რეგიონში სუფევდეს უშიშროება, და შენს ტერიტორიაზე არ შემოაღწიონ ტერორისტებმა, აუცილებელია მოსაზღვრე სახელმწიფოსთან თანამშრომლობა.

- ბესლანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს ებრძოლოს ტერორისტებს რუსეთის საზღვრებს გარეთაც. ასეთ განცხადებაში ბევრმა შენიშნა საქართველოს მისამართით გამოთქმული აშკარა მუქარა. თქვენც იზიარებთ ამას?

- ვფიქრობ, რომ ეს ემოციური რეაქცია იყო. ამ განცხადების შემდეგ რუსებთან გვქონდა არაერთი მოლაპარაკება, და მწამს, რომ ომის რიტორიკა მათ ინტერესებს არ შეესაბამება. ასეთი გზით რუსეთი უფრო უსაფრთხო ვერ გახდება. მთელი პრობლემაა ის, რომ რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დიდ სახელმწიფოს, მიაჩნდა: მას შეუძლია ეფექტიანად იმოქმედოს მარტომ, იმის ნაცვლად, რომ ეძებოს კომპრომისები ხანგრძლივი მოლაპარაკების დროს, ისეთ პატარა ქვეყნებთან, როგორიც არის საქართველო. მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა ეს მოსკოვში სულ უფრო მეტმა ადამიანმა შეიგნო. ჩვენ იმდენი საერთო ინტერესი გვაქვს, რომ უთანხმოება ამას ალბათ, ვერ შეუშლის ხელს.

- მიმომხილველები გამოთქვამენ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს სურს საქართველოში სტაბილურობის დამყარება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შეინარჩუნებს კონტროლს ამ ქვეყანაზე.

- ეს გახლავთ დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ყოველთვის წარმოიქმნება ხოლმე. საქართველო დღეს უფრო სტაბილურია და უფრო მეტად წააგავს სახელმწიფოს, ვიდრე ერთი წლის წინათ. როგორც ჩანს, ზოგიერთები ამას ჩვენგან არ ელოდნენ და ახლა იმედგაცრუებულები არიან. მაგრამ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისა და პრეზიდენტ პუტინის ინტერესებს შეესაბამება სტაბილური საქართველო. რა თქმა უნდა, რუსეთში მრავლად არიან არარაციონალური ადამიანები. მე მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ისინი მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ რუსეთის პოლიტიკაზე. ძალზე არაკეთილგონივრული იქნება, ვინმე თუ იფიქრებს, რომ რაიმე სარგებელს ნახავს არასტაბილურობისა და ქაოსის შედეგად. რუსეთისთვის მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ეს იყო ზიანის მომტანი. ბასაევთან საქმე პირველად ჩვენ გვქონდა. მაშინ იგი აფხაზეთში საველე მეთაური იყო და რუსეთის ტელევიზია ამ ადამიანს ხოტბა-დიდებას ასხამდა როგორც გმირსა და თავისუფლებისთვის მებრძოლს. დღეს კი იგი რუსეთის ბენ-ლადენია!

- რუსეთი და შეერთებული შტატები იბრძვიან გავლენისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში. საქართველოში ვინ დარჩება ამ ბრძოლის შედეგად გამარჯვებული?

- გამარჯვებული უნდა დარჩეს ქართველი ხალხი. აქ ხალხის პოზიცია ასეთია: ჩვენ არ გვსურს გავხდეთ ბრძოლის ველი ვიღაცის ინტერესების გამო, ეს არის ბოლო, რაც ჩვენ გვსურს. საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელსაც სურს განვითარება. ჩვენ არ გვჭირდება უკმაყოფილო ან იმედგაცრუებული მეზობლები და ჩვენ არ გვსურს გავხდეთ პოლიტიკური თამაშის ნაწილი.

იულიან ჰანსი
„ბერლინერ ცაიგუნტი“ (გერმანია)
2 დეკემბერი

მიხეილ სააკაშვილი: „წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მოსკოვს მარტოს შეეძლო ემოქმედა“ / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 3 დეკემბერი. - N280 (5009). - 1, 2 გვ.

69 ქართველ ხალხს არ ჰყავს აფხაზ ხალხზე უფრო ახლო ერი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
საჯარო გამოსვლა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების
ინსტიტუტის მეცნიერებთან შეხვედრაზე

მოგესალმებით!

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის კოლექტივთან შეხვედრა ჩემი დიდი ხნის სურვილია.

ვიცი, რომ ინსტიტუტის კოლექტივი ბევრად უფრო დიდია, მაგრამ რადგან ამ ჯგუფის უმეტესი ნაწილი აფხაზეთში ცხოვრობს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათი ჩამოყვანა გაგვიჭირდებოდა. თუმცა, თქვენთან შეხვედრა საკმარისია იმისათვის, რომ აქ ნათქვამი თითოეული სიტყვა მათთანაც მივიდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიით ძალიან კარგი აფხაზური გადაცემა გადის და ეს ძალზე მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია.

საკმაო ხანია, რაც ეს ინსტიტუტი არსებობს, მის საქმიანობას მეც დიდი ხანია ვაკვირდები და უნდა ითქვას, რომ თქვენი საქმიანობა მთლიანად შეესატყვისება ჩვენს პროგრამას, რომლის მნიშვნელოვანი ეტაპი აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩანგრეული ხიდებისა და ნდობის აღდგენაა. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ძალზე ყურადღებით ვადევნებთ თვალს და არავინ უნდა მიიჩნიოს, რომ პასიურად ვიქცევით.

ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ შეგნებულად გამოვიჩინეთ თავშეკავება.

საერთოდ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება, რასაც ჩვენი განვითარების გრძელვადიანი პროცესისათვის უმნიშვნელოვანესი შედეგები ექნება. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ საქართველო მორჩილი და უბრალოდ პასიური დამკვირვებელი აღარ არის.

ჩვენ ამ პროცესების სერიოზული მონაწილეები ვართ. საქართველოს სახელს წაღმა-უკუღმა ატრიალებენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები პოზიტიურად გვახასიათებენ.

მართალია, არაკეთილმოსურნეები ცოტა გვყავს, მაგრამ ისინი საკმაოდ აქტიურნი არიან და ცდილობენ, რომ ყველა გლობალური მოვლენის უკან საქართველოს ხელი დაინახონ.

თუმცა, ამას უკვე შევეგუეთ და აღარ გვაკვირვებს. პირადად მე უკვე შევეგუე იმ ისტერიას, რომელიც მასმედიის ზოგიერთ საშუალებაში საქართველოსთან დაკავშირებითაა ატეხილი.

დადგა დრო, დავუბრუნდეთ ჩვენს მოვლენებს და აფხაზეთთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. უწინარეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ქართველ ხალხს ეთნიკურად, კულტურულად და ტერიტორიულად არ ჰყავს უფრო ახლო ერი, ვიდრე აფხაზი ხალხი. ჩვენი ბედი, კულტურა და ისტორია მჭიდროდაა გადაჯაჭვული და ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. ფიზიკურადაც კი იმდენად ვგავართ ერთმანეთს, რომ საკმაოდ ძნელია, გაარჩიო ქართველი აფხაზისაგან - გამოხედვაც კი ერთნაირი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეროვნული თავისებურებებით განვსხვავდებით, მაგრამ ჩვენ - ქართველ და აფხაზ ხალხს, მაინც ბევრი რამ გვაკავშირებს.

1992-1993 წლებში გარე ძალამ სისხლიანი კონფლიქტი მოგვახვია თავს. ეს კონფლიქტი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ფურცელი იყო და ტრაგედია სწორედ ისაა, რომ ამ გარე ძალას საშუალება მივეცით, ჩვენს ძმებთან სრულიად მიუღებელ დაპირისპირებაში ჩავეთრიეთ. ამ კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ როგორც ქართველები, ისე აფხაზები. აფხაზთა გულისტკივილი, რომელიც ამ სისხლიან კონფლიქტს მოჰყვა, ჩვენი ტკივილი და ტრაგედიაცაა. უნდა ითქვას, რომ ეს პირველი მომენტი არ იყო, როცა ქართველები და აფხაზები დაზარალდნენ.

აფხაზეთში ხშირად იხსენებენ 1930-იანი წლების ტრაგედიას - მაშინაც ბევრი აფხაზი დაზარალდა, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უკლებლივ ყველა ნაწილი.

თავადაც ისეთი ოჯახის წარმომადგენელი ვარ, რომლის უკლებლივ ყველა წევრი დაზარალდა - განადგურდა, ან ციმბირის ბანაკებში 10-15 წლით გადაასახლეს.

ამგვარად, მშვენივრად მესმის აფხაზი ხალხის ტკივილი, რომელიც საბჭოთა დროის რეპრესიებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ იმ პერიოდში საქართველო დამოუკიდებელი არ იყო და მაშინ ქვეყანას არც საკუთარი თავისა და არც ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენლის დაცვის უნარი არ ჰქონდა.

ახლა, რაც შეეხება აფხაზეთში გამართულ არჩევნებს.

ეს არჩევნები იურიდიულად კანონიერად ვერ ჩაითვლება იმ მიზეზის გამო, რომ ომისწინანდელი აფხაზეთის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ (და არა მარტო ქართველებმა, არამედ აფხაზებმა, რუსებმა, სომხებმა, ესტონელებმა, ბერძნებმა, ებრაელებმა) დატოვა აფხაზეთი და დაბრუნებისა და გამართულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ ვერ ჩაითვლება ეს არჩევნები გამართულად. თუმცა, ამავდროულად, სრულიად ნათელია, რომ არჩეული ხალხი, ამ ეტაპზე, აფხაზეთში დარჩენილი აფხაზური წარმომავლობის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს გამოხატავს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს ამ ხელისუფლებასთან, ამ ჯგუფთან და პირადად სერგეი ბაგაფშთან, რომელიც დღესდღეობით აფხაზების უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოს შექმნა.

ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა ერთად უნდა შექმნან ქართველებმა, აფხაზებმა და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებმა ყველა სხვა ერის წარმომადგენელმა.

ქართული, ჩვენი ერთობლივი სახელმწიფოებრიობა ერთად უნდა შეიქმნას იმ პირობებით, როცა განვითარების გარანტიები აბსოლუტურად თავისუფალი და დაცული იქნება - ყველა აფხაზიც დაცული და აბსოლუტურად უზრუნველყოფილი იქნება.

ამავე დროს, ნურავის ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ ათწლეულების, ან სამუდამოდ - ასწლეულების განმავლობაში თბილისში მყოფი საქართველოს ხელისუფლება შეეგუება დღეს არსებულ ვითარებას და არ გადადგამს ნაბიჯებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენი ხელის სუფლების მთავარი ამოცანა.

ჩვენ ძლიერი სახელმწიფოს შექმნას ვაპირებთ, მაგრამ არა აფხაზი ერის ხარჯზე.

ამიტომაც, ჩვენ გვინდა დიალოგი, რათა მომავალში ეს თავსმოხვეული კონფლიქტი თავიდან ავიცილოთ. ძალიან არ მოგვწონს ის, რომ გარე ძალები უხეშად ერევიან აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს შიდა საქმეებში, რის შესახებაც არაერთხელ გაგვიცხადებია. დარწმუნებული ვართ, რომ არც აფხაზებისთვის და არც ქართველებისთვის დიალოგს ალტერნატივა, ამ ეტაპზე, ნამდვილად არა აქვს.

მესმის, რომ არის სირთულეები, სერიოზული წინააღმდეგობა, მაგრამ ჩვენთვის გადაულახავი წინააღმდეგობა ან დაბრკოლება არ არსებობს.

ახლა, როდესაც ჩვენი საზოგადოება მობილიზებული და ძალზე საღად მოაზროვნეა, სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ.

ეს არის ის, რაც აფხაზეთთან მიმართებაში ჩვენს პრინციპულ პოზიციას შეეხება.

ქართველ ხალხს არ ჰყავს აფხაზ ხალხზე უფრო ახლო ერი / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერებთან შეხვედრაზე // 24 საათი. - 2004. - 8 დეკემბერი. - N291 (840). - A8 გვ.

70 მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ გვინდა შედეგი და ყველანი ამ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“

▲ზევით დაბრუნება


14 დეკემბერს, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ქვეყნის პირველმა პირმა, კერძოდ, აღნიშნა:

- ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიდეთ იმ შეთანხმებული პოზიციიდან, რომელიც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს. აქ არის ამ ცვლილებების ორი ეტაპი. რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით ბატონი ზურაბ ჟვანია თავის განცხადებაში გამოაცხადებს.

იცით, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება თავდაცვა და უშიშროება და აქ ჩვენ ყველამ ერთად ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები.

პირველი - ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების სფეროში. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ ორმა სამინისტრომ შეწყვიტოს არსებობა. საქართველოში აღარ იქნება უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროები, არამედ შეიქმნება პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ერთიანი სამინისტრო, სადაც იქნება ავტონომიური კონტრდაზვერვის სამსახური.

მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ არ ვაპირებთ საქართველოში უშიშროების შესუსტებას. ბოლო თვეებში, ბოლო კვირებში საქართველოს წინააღმდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ არნახულად გაააქტიურა ძირგამომთხრელი, აგენტურული სადაზვერვო მუშაობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ უშიშროების სამსახური უკეთესად დავაფინანსოთ, უკეთესად აღვჭურვოთ და ვამუშაოთ იმისათვის, რომ არ დაუშვას საქართველოს შიგნით რაიმე სახის ძირგამომთხრელი საქმიანობა. ეს სამსახური იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. იქნება სრული საზოგადოებრივი კონტროლი და ამავე დროს ეფექტიანი სამსახური გახდება. ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება უშიშროების კადრები.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოვაცილეთ მთელი რიგი არასაჭირო ფუნქცია - საპასპორტო, სხვადასხვა სარეგისტრაციო სამსახური, რომლებიც მთლიანად გადავიდა სამოქალაქო იუსტიციის სამინისტროში და ეს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ჩვენ ვაპირებთ, და ეს ჩემი ინიციატივა იყო, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელებას.

საქართველოში თავდაცვის სფეროში ბოლო წელიწადში გაკეთდა უფრო მეტი, დაწყებული პირველი დღიდან, როცა ქალბ ბატონი ნინო ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ვიდრე ბოლო 12 წლის განმავლობაში. მაგრამ მინდა პირდაპირ ვთქვა: მე, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, არ მაკმაყოფილებს სამხედრო მშენებლობისა და არმიის მოდერნიზაციის ტემპი. ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება, ბევრად მეტი და ინტენსიური მუშაობაა საჭირო.

ამიტომ ამ კუთხით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი გახდეს თავდაცვის მინისტრი და ისეთივე მკვეთრი ტემპით, როგორიც მან მოახდინა პოლიციაში (ვგულისხმობ მის წარმატებას საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით), ჩაატაროს ჩქარი რეფორმები. ოღონდ ამას თავდაცვაში ბევრად მეტი დრო დასჭირდება. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ იქ 6 თვეში დამთავრდება რაიმეს რეფორმირება. ბატონ ოქრუაშვილს აქვს მანდატი, რომ მკვეთრად დააჩქაროს სამხედრო მოდერნიზაციის ტემპი.

ამავე დროს, ამ მოდერნიზებული სამინისტროს - პოლიციისა და საზოგადოების უსაფრთხოების ხელმძღვანელი ხდება ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ძალიან კარგად გამოიჩინა თავი უშიშროებაში. ცალკე იქნება ასევე საგარეო დაზვერვა. ის ცალკე ფუნქცია გახლავთ და ამაზე პარლამენტი კანონის სახით ჩამოყალიბდება.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვაპირებთ მკვეთრად გავაძლიეროთ საქართველოს სამხედრო მშენებლობა, მოვახდინოთ რაციონალიზაცია და, თავის მხრივ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ქვეყნის ინტერესების, უშიშროების დაცვის ფუნქციის გაძლიერება.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა პროფესიონალს ვინარჩუნებთ. მე განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი, რომ ახალი ხელმძღვანელების მისვლა ამ და სხვა სამინისტროებში არ უნდა ნიშნავდეს იქ მომუშავე ხალხის გაშვებას იმის გამო, რომ წინა ხელმძღვანელობამ მიიყვანა. ჩვენ აქედან გამოვედით.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კადრების სტაბილურობა. ყველა პროფესიონალი, წესიერი ადამიანი უნდა დარჩეს ადგილზე გრძელვადიანად - ერთი, ათი, ოცი წელიც, თუ ეს საჭიროა და თუ იგი ჩათვლის საჭიროდ.

მე ვკრძალავ კადრების მასობრივად გაყრას ახალი ხელმძღვანელის მისვლასთან ერთად. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია. რა თქმა უნდა, მოხდება რეფორმები, რაციონალიზაცია, მაგრამ იმ პრინციპით კადრების გაშვება, რომ ახალი ხელმძღვანელი მოვიდა, არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ბლოკს, რადგან მე მაშინ შევთავაზე ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ბატონ ზურაბ ჟვანიას, რომ გვემუშავა თავდაცვის სისტემის ინტენსიფიკაციაზე, წარმოიშვა იდეა, რომ თავად მთავრობასაც სჭირდება დახვეწა. მთლიანობაში მთავრობის საქმიანობა დადებითად არის შესაფასებელი, თუმცა ბევრი ხარვეზია. მაგრამ ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს თვისება, რომ ბავშვი ნაბან წყალს გადავაყოლოთ.

ეს არ უნდა დავუშვათ. შედეგები თვალსაჩინოა. მსოფლიოში მე არ ვიცი ქვეყანა, რომელმაც ერთ წელიწადში მოახერხა ბიუჯეტის გასამმაგება. ეკონომიკური ბლოკი (ამაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად შევთანხმდით), უპირველეს ყოვლისა, მაინც პრემიერის კომპეტენციაა. ამიტომ იგი მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას ცვლილებებზე, თუმცა იქაც კარგი ცვლილებებია. ჩვენ ამ ცვლილებებზე ერთად ჩამოვყალიბდით და მიმაჩნია, რომ პრინციპში, როგორც ვვარაუდობდით, ფუნდამენტური გადანაცვლებები არ არის, მაგრამ ერთი-ორი კარგი ახალი კადრიც ჩნდება. და თვითონ მთავრობის შიდასტრუქტურული მუშაობის ძალიან კარგი რაციონალიზაცია არის. მთლიანობაში, ვფიქრობ, მთავარი, რაც მთავრობას უნდა ახასიათებდეს, ეს არის კურსის შეუცვლელობა და სტაბილურობა, პროგნოზირებადობა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არის ესა თუ ის ნაბიჯი გადასადგმელი.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს კვირა კონსულტაციები ტელეფონით გვქონდა. წასვლის წინ გვქონდა მოკლე კონსულტაცია, მაგრამ მაშინ ბოლომდე არ ვიყავით არაფერზე ჩამოყალიბებული. ყველა უნდა შეეგუოს, რომ კორექტივები და გარკვეული ცვლილებები მოხდება, მაგრამ ეს მოხდება ისე, რომ ფუნდამენტურად ამას არანაირი რყევა არ უნდა მოჰყვეს. ჩვენ გვინდა შედეგი და ყველანი ამ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული.

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ გვინდა შედეგი და ყველანი ამ შედეგზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 16 დეკემბერი. - N291 (5020). - 1, 2 გვ.

71 „თუ ადამიანი ინიციატივიანი არ არის, მას პირში ვერავინ ჩაუდებს ლუკმას“

▲ზევით დაბრუნება


ერთი წლის წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, გვარიანად შეფიქრიანებული ჩანდა - რამდენიმე დღეში არჩევნ ნები იყო და მისი შეშფოთებაც თავდაპირველად ამას მივაწერეთ, თუმც მან სულ სხვა მიზეზი გვითხრა - ყველაფერი რომ ძველებურად დარჩენილიყო, რამდენიმე თვეში ქვეყანა დაგვეშლებოდა, არ მეგონა, თუ ასე ცუდად გვქონდა საქმე, ქვეყანა გვაქვს გადასარჩენიო. პრეზიდენტი ამჯერად გაცილებით იმედიანი იყო. რა აძლევს იმედს (ის ხომ არა, რომ „ფაინანშალ თაიმსმა“ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთა ხუთეულში შეიტანა, რაც საქართველოს პატარა მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცედენტო მოვლენაა), გადაარჩინა თუ არა ქვეყანა, როგორ აფასებს განვლილ ერთ წელიწადს და რა სიახლეებს ჰპირდება საქართველოს მოსახლეობას, ამაზე თავად საქართველოს პრეზიდენტი ექსკლუზიურ ინტერვიუში გვესაუბრება.

- ბატონო პრეზიდენტო, მახსოვს თქვენი ერთი წლის წინანდელი ნათქვამი - ეს ქვეყანა დანგრეული რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ უფრო დანგრეული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონაო. ამჟამად როგორ შეაფასებდით თქვენი ქვეყნის მდგომარეობას?

- დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო დანგრეული აღარ არის და იგი სახელმწიფოდ ყალიბდება. ხალხში სახელმწიფო მენტალიტეტის დამკვიდრება დაიწყო. საზოგადოებამ უკვე იცის, რას ნიშნავს გადასახადის გადახდა, საკუთარი ეზოს მოვლა, ჯარში სამსახური და სხვ. ქვეყანაში დაიწყო იმ ნიშნების ჩამოყალიბება, რაც სახელმწიფოსა და საზოგადოებას განასხვავებს არშემდგარი ქვეყნისგან. გადაწყდა უმნიშვნელოვანესი საკითხი აჭარასთან დაკავშირებით და ამოიძირკვა სეპარატისტი აბაშიძის ბოგინი საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში. ეს არის მთავარი მიღწევა, თუმც გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

- გაპრეზიდენტებისთანავე მთავარ სამიზნეებს - კორუფციის გენერლებს უნდა ვებრძოლოთ. „მაღალჩინოსან“ კორუმპირებულებს უკვე სძლიეთ თუ ისევ გეგულებათ სადმე?

- ყველა აღიარებს, რომ დღეს საქართველოში კორუფციის დონე ბევრად დაბალია. მთავარი ხალხის დაჭერა არ არის. კორუფციის შეზღუდვა შეიძლება იძულებითი და ნებაყოფლობითი ზომების კომბინაციით, სადაც მთავარი ნებაყოფლობითი ზომაა. მთავარია იმ სისტემის შეცვლა, რომლებმაც კორუმპირებულები შვა. ჩვენ ნაკლები სახელმწიფო მოხელე უნდა გვყავდეს, ნაკლებად უნდა იყოს ადამიანის ბედი სახელმწიფოზე დამოკიდებული, მათ უნდა ჰქონდეთ ბევრად მეტი ხელფასი და ბევრად მეტი პრესტიჟის განცდა. არავის ეგონა, რომ საბჭოთა პოლიციის სისტემას რამე შეარყევდა, მაგრამ საქართველომ ამ მხრივ სასწაული მოახდინა. რატომღაც არსებობდა აზრი, რომ ქართველები ბუნებით იყვნენ კორუმპირებული. ჩემს წინამორბედს არაერთხელ უთქვამს - მთელი საზოგადოება კორუმპირებულიაო, რაც აბსოლუტური ტყუილია. დღეს გვყავს ბევრი წესიერი სახელმწიფო მოხელე, რომელიც არც ქრთამს იღებს, არც ვინმეს სძალავს რამეს და არც არავის უწამლავს სიცოცხლეს. ასეთი მოხელეები თანდათან მოვლენ უმრავლესობაში... ამას დრო სჭირდება.

დღეს პოლიციაში ზოგი ფიქრობს - მოვა დრო, როდესაც ძველებურად დავიწყებთ მუშაობასო. როდესაც ასეთები საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ძველი დრო აღარ დაბრუნდება (ამას კი, ვფიქრობ, ორი წელი დასჭირდება), მაშინ სულ სხვა სისტემაში გადავალთ. ამჟამად კი გარდამავალ ეტაპზე ვართ.

კორუფციის ინდექსი ჩვენი ბიუჯეტია. ბიუჯეტის გასამმაგება (შესაძლოა, მომავალ წელს გაოთხმაგდეს კიდეც) იმის მაჩვენებელია, რომ ზუსტად ამდენჯერმე შემცირდა კორუფცია. ასეთი იყო ჩვენი შინაგანი რესურსი იმ პირობებში, როცა მთავრობა არ იპარავს. ეს თანხებიც იქიდან მოვიდა. ბიუჯეტის შემდეგი ზრდა უკვე სერიოზული ინვესტიციებით და ეკონომიკის ამუშავებით უნდა მოხდეს. აღარ მოველი, რომ ამის შესახებ საქართველოს ბიუჯეტი ყოველ წელიწადს გაორმაგდება ან გასამმაგდება. მთავარია, ამას მოჰყვეს ეკონომიკური ურთიერთობები და აქტიურობის გაცხოველება საქართველოში. ეს იქნება ნამდვილი გარღვევა.

- სანაოსნოს პრივატიზაციას დიდი ხმაური მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები სვამენ კითხვას - რატომ გამოცხადდა ამის თაობაზე მხოლოდ 10 დღით ადრე და მხოლოდ „ფაინენშლ ტაიმსში“?

- კარგად თქვა ჟვანიამ, - ყველას ვაძლევთ უფლებას, თვითონ აწარმოოს მოლაპარაკებები და ვინც მეტს გადაიხდის, იმან წაიღოსო. მაგრამ არავინ გამოხმაურებია... ჩვენ დაინტერესებული ვართ, საპრივატიზაციო ობიექტები რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ. სამწუხაროდ, ბევრი აღარაფერი დარჩა გასაყიდი - ობიექტების 90%25 ან გაყიდულია, უფრო სწორად, უფასოდ არის დატაცებული, ან განადგურებული. საქართველოს სანაოსნოს ნარჩენები რომ კიდევ ჰქონდა, გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში შევიტყვე. რაც თავის დროზე ჰქონდა სანაოსნოს, რომ შეგვენარჩუნებინა ან გაგვეყიდა, მილიარდებს ავიღებდით. დღეს ნარჩენებიდან, სამწუხაროდ, ბევრი აღარაფერი დარჩა გასაყიდი - ობიექტების 90%25 ან გაყ ყიდულია, უფრო სწორად, უფასოდ არის დატაცებული, ან განადგურებული. საქართველოს სანაოსნოს ნარჩენები რომ კიდევ ჰქონდა, გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში შევიტყვე. რაც თავის დროზე ჰქონდა სანაოსნოს, რომ შეგვენარჩუნებინა, ან გაგვეყიდა, მილიარდებს ავიღებდით. დღეს ნარჩენებიდან, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეულ მილიონს ავიღებთ.

- რატომ უნდა იყიდოს სანაოსნო მაინცდამაინც ასლან აბაშ შიძის მეგობარმა ნილსენმა?

- ნილსენი ასლანის ძმაკაცი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მას აძლევდა წილს და სამაგიეროდ არაფერი გადაუხდია სახელმწიფოსთვის. როდესაც ის ბიუჯეტში გადაიხდის ფულს, არც ასლანს მისცემს წილს და არც საკუთარ შვილს.

ჩვენ გვჭირდება ფული საიმისოდ, რომ ქვეყნის თავდაც ცვისუნარიანობა გაძლიერდეს, გზები გავაკეთოთ, ენერგეტიკა დავაყენოთ ფეხზე, სოციალური ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. 100 მლნ. დოლარია საჭირო ჰესების შესაკეთებლად და გაზის ტურბინების ასაშენებლად - საიდან მოვიტანოთ ეს ფული? თბილისში განხორციელებული პრივატიზაციის შედეგად მთლიანი შემოსავალი 9 მილიონ დოლარს შეადგენდა. დღეს კი მხოლოდ კრწანისის რეზიდენციაში 15 მილიონს გვთავაზობენ. თუ პრივატიზაციის შედეგად 250 მლნ. დოლარი მივიღეთ, ეს 10-ჯერ მეტი იქნება 12 წლის განმავლობაში მთელი პრივატიზაციის შედეგად, ბიუჯეტში შესულ თანხებზე (აქ „თელასის“ პრივატიზაციას არ ვგულისხმობ).

12 წლის განმავლობაში საქართველოში არცერთი სახელმწიფო შენობა არ აშენებულა, ერთი ახალი ტანკიც არ უყიდია მთავრობას, ერთი ყაზარმა არ გაურემონტებია. ამ პერიოდში მხოლოდ 20 პოლიციის მანქანაა შეძენილი. სახელმწიფო ქონება კაპიკებში იყიდებოდა. წამოიდგინეთ, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი ისეა გაძარცული, რომ მისი ამუშავება დღესაც კი, როდესაც მის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნილებაა, არარენტაბელურია. კაკო ჩხაიძეს დავაბრუნებინეთ ვაგონშემკეთებელი ქარხანა და მალე ისიც გაიყიდება. ჩხაიძე „წესიერი“ აღმოჩნდა, - მას ობიექტი თავის სახელზე ჰქონდა პრივატიზებული. სამწუხაროდ, სახელმწიფო ქონების უმეტესი ნაწილის გასხვისების კვალი დაკარგულია.

- ამ პროცესში ბენდუქიძემ რამე ხომ არ „დააშავა“, მინისტრობა რომ ჩამოართვით?

- პირიქით, ბენდუქიძემ საკმაოდ კარგად მოამზადა ობიექტები პრივატიზაციისთვის. შემოთავაზებული თანხების ოდენობა რომ გაიზარდა, სწორედ მისი დამსახურებაა. ეკონომიკის სამინისტროს იმდენი წვრილ-წვრილი ფუნქცია აქვს, მას საშუალო რანგის ბიუროკრატიც გაართმევს თავს. ამიერიდან ბენდუქიძე ყველა სამინისტროს საქმიანობაში ჩაერევა. ახალ თან ნამდებობაზე იმდენად ენერგიულად დაიწყო მუშაობა, ბევრი მინისტრი დაჩრდილა. ბენდუქიძე გააკეთებს იმ საქმეს, რომელიც ყველაზე უკეთ ეხერხება - სწორ ეკონომიკურ მიმართულებებს დასახავს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კი ალექსიშვილიც კარგად გაუძღვება. მთავარი, რაც პირველად მოხდა საქართველოში, არის ის, რომ მთავრობა გახდა ერთიანი მექანიზმი.

- ამბობენ, ჟვანია და ბენდუქიძე „ჩხუბობდნენ“ და ამიტომ გადაიყვანეს ეს უკანასკნელი სხვაგანო.

- ბენდუქიძეს ისეთი ხასიათი აქვს, რომ ყველასთან ჩხუბობს და ამას არა მგონია, ავი განზრახვით აკეთებდეს. თუმც ვისურვებდი, რომ ხანდახან მკვახე გამონათქვამებისას გაცილებით თავშეკავებული იყოს. მოსაწყენი პოლიტიკოსი მეც არ ვარ, მაგრამ ჩემთვისაც ზოგჯერ ზედმეტია, რასაც ბენდუქიძე ამბობს. ისე კი მართლა ნიჭიერი კაცია, იცის, როგორ ავიცილოთ თავიდან რუსული ოლიგარქიული სცენარები და ამიტომაც არავის არაფერი მისცა უფასოდ (ისე, რომც მოენდომებინა, ჩვენ არც მივაცემინებდით).

- მუხროვანის ბატალიონში მომხდარი ინციდენტი ყველა ჩვენგანისთვის უსიამოვნო ფაქტია. რა ელით „მეამბოხეებს“?

- ჯარისკაცები უბრალო სოფლელი ბიჭები არიან და არც არასწორი პოლიტიკური მოტივები ჰქონიათ. არა მგონია, რომ ისინი მკაცრად უნდა დაისაჯონ. თუმც, არის რამდენიმე ინიციატორი, ერთ-ერთი მშობელი, რომელთაც ორგანიზება გაუკეთეს ჯარისკაცების გადაადგილებას... არასახელმწიფოებრივი აზროვნების გადმონაშთია, როდესაც ჯარისკაცი ფიქრობს - რაკი მძღოლობას, სახლთან ახლოს სამსახურს შემპირდნენ და ეს არ გამიკეთეს, ამის გამო პრეტენზიები უნდა გამოვთქვაო. ასეთი პრეცედენტების დაშვება შეუძლებელია. ბატალიონის ხელმძ ძღვანელობა, რა თქმა უნდა, მკაცრად დაისჯება ამის გამო.

- მოგვეპოვება ინფორმაცია, რომ ყაზარმები, რომელთაც თქვენ თავმომწონედ გაჩვენებენ, კოსმეტიკურად არის შელამაზებული. სინამდვილეში არც რადიატორები თბება და არც ცხელი წყალია.

- არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ჯარისკაცს (რა თქმა უნდა, მეთაურის ხელმძღვანელობით) გახეთქილი მილის შეკეთებაც უნდა შეეძლოს, მიწის გათხრაც და მწყობრში სიარულიც... ნამდვილი ჯარისკაცი ტრიალ მინდორში რომ გაიყვანო, იქაც უნდა შეძლოს საკუთარი ხელით ინფრასტრუქტურის შექმნა. დღეს ნებისმიერ ნაწილში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იქ საბჭოთა ჯარში. ჯარში ხორცი, ფაქტობრივად, არც მიჭამია, დღეს კი ერთ სამხედრო ნაწილში უარი გამოუცხადებიათ ხორცის ჭამაზე - ეს გაყინული ინდური ხორციაო. ხომ ყველაფერს აქვს საზღვარი?! რა თქმა უნდა, ჯარში არის პრობლემები, მაგრამ მიუხედავად ამისა, წელიწადში 12 ათასი რეზერვისტის მომზადებას ვახერხებთ. მომავალ წელს შეიქმნება ნატოს მიერ მომზადებული ორი ახალი ბრიგადა. ახალ ამბავსაც გეტყვით: ზაფხულში გავაკეთებთ სპორტულ-პატრიოტულ ბანაკებს, სადაც 12 ათასი (16-დან 20 წლამდე) ახალგაზრდა მოემზადება. ისინი საკურორტო ადგილებში, კარვებში იცხოვრებენ, დილით ადრე ადგებიან, ჰიმნს იმღერებენ. იქ სასროლეთიც იქნება და საცეკვაო მოედანიც. ბანაკში არა მხოლოდ ბიჭები, 35-40%25 გოგონები იქნებიან. 4 წელიწადში, ქვეყანაში სპორტულ-პატრიოტულ ბანაკგავლილი 50 ათასი ახალგაზრდა და 60 ათასი რეზერვისტი გვეყოლება. ამით სხვა მენტალიტეტის მქონე თაობა გაიზრდება. პარლამენტში ჰიმნს რომ უკრავენ, სამი დეპუტატის გარდა არავინ მღერის - იმიტომ, რომ არ იციან. პირველკლასელებმა კი ყველამ იცის ჰიმნი. მთავარი მარტო ეკონომიკის განვითარება არ არის ჩვენთვის. არის ქვეყნები, კარგი ეკონომიკა რომ აქვთ, მაგრამ როგორც სახელმწიფოები არაფრად ვარგიან. ძალიან ბევრი ფული და საუკეთესო შეიარაღება აქვთ, მაგრამ ყველა ბრძოლას წააგებენ, ვინმე რომ თავს დაესხათ. მხოლოდ სიმდიდრე და კეთილდღეობა ერს ვერ ქმნის...

- რაკი თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა, აფხაზეთ-სამაჩაბლოსთვის ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას?

- ეს საკითხები უპირველესად პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს. იანვარში სამშვიდობო ინიციატივით გამოვალთ. აქამდე ოსები და აფხაზები გვეუბნებოდნენ - დაბრუნებაზე რომ გველაპარაკებით, რას გვთავაზობთო...

- ითქვა, მათ არანაირ სტატუსზე არ სურთ ლაპარაკიო.

- ამ ბოლო დღეებში შეამჩნევდით, რომ კოკოითი აშკარად შეცვლილია. მე მგონი, ისიც ხვდება, რომ სხვა შანსი არ აქვს, მაგრამ ერთია, ის რას ამბობს, სხვაა, რა უნდა ხალხს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. მთელი მსოფლიოს და ამ ხალხის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. მუშტების ბრახუნითა და მუქარით კი არ უნდა ველაპარაკოთ, ჩვენი კეთილი ნება უნდა ვაჩვენოთ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მშვიდობა იყოს საქართველოში... როდესაც თავდაცვის გაძლიერებაზე ვლაპარაკობთ, ეს ძლიერი ქართული სახელმწიფოს ნაწილია. მყარი ჯარის გარეშე სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი არ ჩამოყალიბდება. ჯარი არის ერთ-ერთი ღერძი, რომლის საშუალებითაც ერის ფსიქოლოგია ძლიერდება. ჯარი, რომელსაც ვაშენებთ, ვინმეს შესაშინებლად კი არა, პირიქით, სახელმწიფოს მშვიდი განვითარებისთვის გვჭირდება.

- ბოლო დროს მეტისმეტად გამწვავდა ანაბრების თემა, რომელიც მოტყუებულ ხალხს ძალიან აწუხებს.

- არც ერთ ჩემს წინასაარჩევნო შეხვედრაზე არ მითქვამს - ანაბრებს ხვალ დაგიბრუნებთ-მეთქი. აქამდე არც ერთი ადამიანისთვის არ დაგვიფარებია ხელი. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ქრთამის აღებაზე დაიჭირეს. ახლა მეორე ჩვენმა პარლამენტარმა კაცი გაიტანა და მაშინვე დატოვა პარლამენტი და მიეცა პასუხისგებაში. ჩემს უახლოეს ადამიანებს არ ვაფარებ ხელს და არც სხვებს დავაფარებ, თუ მათი ბრალეულობა გამოიკვეთა.

ანაბრების ვალი 10 მილიარდი დოლარია. ქვეყნის აღმშენებლობაზეც რომ ვთქვათ უარი და სახელმწიფო გაუქმდეს და დავუშვათ, ბიუჯეტი რაღაც სასწაულით ვინმემ მაინც გვაჩუქოს, მის გასტუმრებას, საქართველოს ბიუჯეტის მოცულობის გათვალისწინებით, 10 წელი მაინც უნდა. სანამ საქართველოს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანა არ გადაწყვეტილა და ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია, ანაბრების ფართომ მასშტაბიან კომპენსაციაზე ლაპარაკის დაწყება ხალხის მოტყუება იქნება. ეს ვალი ჯერ კიდევ ჩემი წინამორბედის დროს აღიარა სახელმწიფომ. რაღაც სქემებით მეანაბრეების სოციალური დაცვა დღესაც შესაძლებელია. შესაძლოა, ეს არ არის პირდაპირ ანაბრების თემასთან დაკავშირებული, მაგრამ ნოემბრიდან სიღარიბის დაძლევის პროგრამა ამუშავდება. ყველას, ვისაც შიმშილით სიკვდილის საფრთხე ემუქრება, პენსია საარსებო მინიმუმამდე უნდა შევუვსოთ. ორკაციან ოჯახს, რომელსაც არსებობისთვის 150 ლარი მაინც სჭირდება, პენსიაზე მივცემთ იმხელა დანამატს, რომელიც მოთხოვნას დააკმაყოფილებს (ან 150 ლარამდე გავუზრდით).

- მოსახლეობისთვის ასევე ძალიან ახლობელ თემას გვინდა შევეხოთ. ეკლესიაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე რას იტყოდით? ის ე.წ. ეკლესიის დაშლის სქემა, რომელზეც კობა დავითაშვილი ლაპარაკობს, მართლა არსებობს?

- ეს გეგმა უბრალოდ ჭორებია და მეტი არაფერი. არ მინდა ასეთ სისულელეზე კომენტარი გავაკეთო... მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის საქმეში ხელის ფათური უმადური საქმეა. არ არის საჭირო ამ თემაზე საჯარო დისკუსიები. პირთა ერთ ჯგუფს საკანონმდებლო მექანიზმებით ეკლესიის რეფორმირება სურს, რაც არარეალურად მიმაჩნია. ეკლესია სახელმწიფო ორგანო არ არის, არ შეიძლება მასში გარედან ჩარევა - ეს ბევრი ადამიანის შეურაცხყოფას გამოიწვევს და საზოგადოებასაც დაძაბავს. არის მეორე ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელთაც პოლიტიკური კარიერის გაკეთება ეკლესიის ხარჯზე უნდათ. ეკლესიის რამენაირად პოლიტიზაცია გამოიწვევს პოლიტიკურ ასპარეზზე ეკლესიის გამოსვლას. ეს კი სერიოზული რისკია ეკლესიისთვის. ეკლესიის ავტორიტეტის რამენაირი შელახვა საზოგადოებაზე ცუდ ზეგავლენას იქონიებს. ამიტომ ყოველგვარი მცდელობა, ეკლესია პოლიტიკურ ერთეულად აქციონ, ძალზე საშიში იქნება ეკლესიისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ასე ფიქრობს პატრიარქი და მეც მხარს ვუჭერ მის მოსაზრებას. ჩვენ უნიკალური პატრიარქი გვყავს - მან ყველა ეპოქაში შეინარჩუნა თავისი ავტორიტეტი და რეპუტაცია. ასეთი რამ ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ მოახერხა ეკლესიის წინამძღოლმა. ასეთ პიროვნებას კი მაქსიმ მალური მხარდაჭერა და გვერდზე დგომა, დახმარება სჭირდება მის საქმიანობაში.

იუსტიციის მინისტრობისას ვფიქრობდი, რომ ქალთა კოლონია ეკლესიისთვის გადაგვეცა. ასეთი სოციალური ფუნქციების შესრულება, რაც პოლიტიკას არ უკავშირდება, ძალზე სასარგებლო იქნება ეკლესიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ბათუმის ეპისკოპოსმა მოხუცთა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი დააარსა - ეს უნიკალური დაწესებულებაა. ვფიქრობ, ასეთი ათი რომ მაინც გვქონდეს ქვეყანაში, უმწეოთა დახმარების მხრივ გაცილებით წინ ვიქნებოდით წასული. აი, ეს არის ეკლესიის სასარგებლო სოციალური როლის მოდელი. ეკლესიას უთუოდ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-სოციალური როლი და ეს სწორედ ასეთი ფუნქციების შესრულებით გამოიხატება.

- ქვეყანაში არსებული მძიმე ენერგეტიკული კრიზისი საახალწლოდ საზოგადოებას განსაკუთრებით აღელვებს. ამ მხრივ რაიმე სასიკეთო პერსპექტივა თუ არის მოსალოდნელი?

- რამდენადაც ვიცი, ახალ წელს მოსახლეობას შუქი ექნება. ბოლო ორი წელია, თბილისში დენი არის და რეგიონებშიც უკეთესად ხდება ენერგომომარაგება. თუ ამინდმა არ დაგვაღალატა - დენი მთელ საქართველოში იქნება. მაგრამ ვცდილობთ, უკეთ მოვემზადოთ იმ შემთხვევისათვისაც, თუ ამინდი გაუარესდება. საამისოდ დამატებით 400 მეგავატია საჭირო, ამას კი 150 მლნ. დოლარი სჭირდება. თუ პრივატიზაციის საქმე კარგად წავა, ეს თანხაც გვექნება და ელექტროენერგიის პრობლემაც აღარ შეგვაწუხებს, ვერ წავა პრივატიზაციის პროცესი კარგად და ისევ იქნება პრობლემები.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 559 მლნ. დოლარი კრედიტი შემოვიდა. ამ თანხით საქართველოს მეზობელი რეგიონების განათებაც კი იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ენერგეტიკას ეს ფული არ მოხმარებია. მარტო 500 მილიონი რომ გვქონდეს, ხუდონი აშენდებოდა და საქართველოში ელექტროენეგიის პრობლემაც გადაწყდებოდა...

- თავის დროზე ხუდონჰესის ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი (მაშინდელი მწვანეების ლიდერი) იყო.

- მერწმუნეთ, 500 მლნ. რომ მოგვცენ, დღეს ზურაბ ჟვანიაზე აქტიური მომხრე ხუდონჰესის აშენებას არ ეყოლებოდა. 2006 წლიდან საქართველოში აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი შემოვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გაზოტურბინები ავამუშაოთ, რითაც თბილისსა და დიდ ქალაქებს დენს მივცემთ. მთელი საქართველო დღეს ორ მავთულზეა დამოკიდებული, რომელსაც როდის ვინ ააფეთქებს, არავინ იცის. ამიტომ დიდ დასახელებულ პუნქტებში სრესები უნდა ავაშენოთ, აირით მოვამარაგოთ, - ეს კი ელექტროენერგიის პრობლემას უახლოეს მომავალში გადაჭრის.

- ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზულ პრობლემად კადრები რჩება. პირადად თქვენ რამდენად გაწუხებთ ეს?

- გეთანხმებით, საქართველოში სერიოზული საკადრო პრობლემებია. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ ადრეც ვიყავით ხელისუფლებაში და რაღაც გამოცდილება გვქონდა, კადრები მაინც აღმოგვაჩნდა. ახლა მათი განახლება ხდება. მაგალითად, ძალზე საინტერესო ფიგურაა მიხეილ სვიმონიშვილი. ის ახალგაზრდა ბიზნესმენია, არასოდეს არავის ბიზნესბანაკში არ ყოფილა, დამოუკიდებლად ააწყო საქმე ისეთ პირობებში, როდესაც ყველა ხელს უშლიდა. იმას, რომ სვიმონიშვილი რომელიღაც პარტიაში იყო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - შანსი ყველას უნდა მივცეთ.

რეგიონებში სავსებით ახალი ტიპის გუბერნატორები დავნიშნეთ - ისინი ეკონომიკაშიც ერკვევიან, რამდენიმე ენაც იციან და ხალხთან ურთიერთობაც. მას შემდეგ, რაც უგულავა დავნიშნეთ გუბერნატორად, სამეგრელოში, ფაქტობრივად, აღარ იმართება საპროტესტო აქციები. რატომ? ხალხი აქციებს მართავს იმისათვის, რათა ხელისუფლებას ხმა გააგონოს. ეს უგულავას არ სჭირდება. ის ყველგან მიდის, ხალხს ელაპარაკება და უხსნის ვითარებას...

სამხარეო ცენტრში ახალგაზრდობის გადამზადების ცენტრებს ვაწყობთ. მაგალითად, აჭარაში თურქულ ენასა და კომპიუტერის მოხმარებას ვასწავლით, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თურქი პარტნიორების მოძებნა და ბიზნესის წამოწყება (სხვაგან შეიძლება ინგლისური ან გერმანული ენა ვასწავლოთ და სხვა ბაზრებზე გავაკეთოთ ორიენტაცია). უპირველესად, ახალგაზრდობას პროფესია უნდა მივცეთ. ჩვენთან მოისპო პროფტექნიკუმები, აღარ გვყავს ხალხი, რომელსაც რამე ხელობა აქვს და რაღაცის გაკეთება შეუძლია. ერთ მაგალითს მოვიყვან, თავდაცვის სამინისტროს საწოლები სჭირდებოდა და რაკი აქ ამ საქმის მცოდნეები ვერ გამოინახა, 9 ათასი საწოლი თურქეთში შეუკვეთ თეს(?!). თურქები საწოლებს ქართული ხისგან დაგვიმზადებენ. ნუთუ ასე რთულია საწოლის გაკეთება, რომ მისი გამკეთებელი აქ ვერ მოვძებნეთ? ჩვენთან ცოტამ იცის კარგად მუშაობა. ქართველებს ჯარის ტანსაცმელი რამდენჯერაც შევუკვეთეთ, იმდენჯერ თურქული იყიდეს და თავიანთ შეკერილად მოგვასაღეს. ეს ინსპექტირებისას გაირკვა. რაკი თურქული ტანსაცმელი იაფი ჯდებოდა, ხერხი იხმარეს და თანხასაც იჯიბავდნენ - არადა გვერჩივნა, ძვირი გადაგვეხადა და აქ შეკერილიყო. ჩემთვის კარგი მაგალითია ჩემი მეზობელი ვალერი, რომელიც კვების ტექნოლოგია და ბოლო ათი წელია ვუყურებდი, როგორ თამაშობდა უმუშევარი ეზოში ნარდს. ახლა დაიწყო მჟავე კიტრის გამოშვება. მისი კიტრი ირანულს ბევრად სჯობს. დილას მიდის 8-ზე და ბრუნდება გვიან ღამით. შესაძლოა, კოსმოსური რაკეტები ვერ გამოვუშვათ, მაგრამ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ხის გადასამუშავებელ საწარმოებს უდავოდ ექნება პერსპექტივა. ნაცვლად იმისა, საქმეს მივხედოთ, ჩვენთან ზოგად თემებზეა ლაპარაკი - ვინ არის კარგი კაცი, ვინ - გაფუჭებული და გადარჩება თუ არა საქართველო. ქვეყნის გადასარჩენად რომ საქმის კეთებაა საჭირო, ამას არად დაგიდევენ.

მარტო მთავრობაში კი არა, საზოგადოებაშიც ცოტაა ასეთი ინიციატივანი და უნარიანი ხალხი. უნდა ვეცადოთ, რომ ასეთები რაც შეიძლება ბევრი იყვნენ ნებისმიერ სფეროში. ადამიანს, რომელიც სახლში ზის და უცდის, როდის გაუმჯობესდება მდგომარეობა, ლოდინით არაფერი ეშველება. ხელი ყველამ უნდა გაანძრიოს. მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, ერთი რამ შემიძლია გავაკეთო: ყველას ხელი შევუწყო, რომ არავინ არაფერი წაართვას, არავინ დაჩაგროს. მაგრამ თუ ადამიანი ინიციატივიანი არ არის, მას პირში ვერავინ ჩაუდებს ლუკმას.

- დღეს თქვენი მეუღლის დაბადების დღე იყო. როგორ აღნიშნეთ (პრეზიდენტს შუაღამისას შევხვდით)?

- უკვე ოთხი საათია, რაც სანდრა ქუჩაში დადის და ქუჩის მიუსაფარ ბავშვებს ურიგებს იმ ტკბილეულსა და საჩუქრებს, რაც თავად მიიღო, ზოგი კი მათთვის სპეციალურად იყიდა.

- თქვენ რა მიართვით?

- მხოლოდ ის მოვახერხე, რომ 6 საათზე ვახშამზე დავპატიჟე. მას შემდეგ კი ბავშვებთან დადის - დამირეკა, აქეთ მჩუქნიან რაღაცებსო...

- საახალწლოდ რას ეტყოდით მოსახლეობას?

- ძალზე მნიშვნელოვანია ის, რაც უკრაინაში მოხდა. უკრაინა ჩვენთვის ფანჯარა იქნება ევროპაში. ღმერთმა გადმოგვხედა და ასეთი საინტერესო მოვლენა მოხდა რევოლუციის შემდეგ. 5 მაისს აჭარის განთავისუფლება და 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უკრაინის რადაში იუშჩენკოს ფიცის დადება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო. ჩვენს მტრებს კარგად არ მისდით საქმე, ჩვენ კი ღმერთი გვწყალობს! მე ფიცი დავდე გელათში. აბაშიძე იყო თანამედროვე ლიპარიტ ბაღვაში და ქართველმა ერმა ის გააძევა. ჩვენ უნდა ვეცადოთ დავითივით გავაერთიანოთ საქართველო. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება ამ მომზადებაში.

მოამზადა იზო რიკაძემ

„თუ ადამიანი ინიციატივიანი არ არის, მას პირში ვერავინ ჩაუდებს ლუკმას“ // კვირის პალიტრა. - 2004. - 27 დეკემბერი. - N52 (513). - 7, 36 გვ.

72 მიხეილ სააკაშვილი: წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო. ღმერთმა ქნას, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს

▲ზევით დაბრუნება


როგორც ვიტყობინებოდით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 დეკემბერს, საღამოს სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა, რომელზეც შეაჯამა 2004 წლის შედეგები, აღნიშნა, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ ნოემბრის რევოლუციიდან განვლილ ერთ წელიწადში, ვრცლად ილაპარაკა სამომავლო გეგმებზე.

- დღეს საქართველოზე მუდმივად ყველა ლაპარაკობს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, - ლაპარაკობდნენ ჩვენი მოვლენების გამო, ლაპარაკობდნენ უკრაინის მოვლენების გამო, საქართველო მუდმივად ფიგურირებს საერთაშორისო პოლიტიკურ რუკაზე. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა. ასეთი რამ, გადაუჭარბებლად არასდროს არ ყოფილა ჩვენი მრავალს საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში.

მომავალი წლის გეგმებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ წელს მკვეთრად უნდა გააქტიურდეს სერიოზული ეკონომიკური აღმშენებლობითი პროექტები.

- ჩვენ ვიწყებთ ინფრასტრუქტურის სერიოზულ მშენებლობას, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. - ეკონომიკა არ არსებობს ინფრასტრუქტურის გარეშე. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, გზების მშენებლობა. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოში თითქმის არ მიმდინარეობდა გზების მშენებლობა. ჩვენ მთლიანად მოვაწესრიგებთ გზებს თბილისის შიგნით, ძირითად გზებს ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. მომავალ წელს ავაშენებთ დიდ, 96-კილომეტრიან გზას ზუგდიდი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-სენაკი და იგი 23 ნოემბერს გაიხსნება. იმედია, მომავალ წელს დავიწყებთ დიდი პროექტის - თბილისი-ახალქალაქი-კარწახის გზის მშენებლობას. ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური უმნიშვნელოვანესი პროექტი. იგი პრაქტიკულად მოახდენს ჯავახეთის მთლიან ინტეგრაციას საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში, რაც ქვეყნის მომავლისთვის ძალზე უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მოსამზადებელ სამუშაოებს განვახორციელებთ იმისათვის, რომ მომავალში დაიწყოს დიდი ავტოსტრადის მშენებლობა. ამ გზამ უნდა მიგვიყვანოს თბილისიდან ბათუმამდე და საზღვრამდე. პირველ ეტაპზე ეს უნდა იყოს თბილისი-ხაშურის გზა.

თბილისში იქნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რო მელიც ასევე 23 ნოემბერს გაიხსნება. მომავალ წელს მსოფლიოს ყველა დიდი ავიაკომპანია თითქმის ყოველდღიურად იფრენს თბილისში. როცა მე მოვედი ხელისუფლებაში, პრაქტიკულად, არცერთი კომპანია არ დაფრინავდა. მომავალ წელს არ იქნება არცერთი დიდი ავიაკომპანია, რომელიც არ იფრენს თბილისში. ეს ნიშნავს ტურიზმს და ვაჭრობას, ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული სტიმულების შექმნას.

მომავალ წელს ჩვენ გვექნება ბიუჯეტი სამნახევარჯერ მეტი, ვიდრე შარშან. ჩვენ წლეულს დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები პოლიციის, განათლების სფეროებში, რომლებიც მომავალ წელს ძალიან ფართო ხასიათს მიიღებს. მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმა.

ერთი სიტყვით, საქართველო თვალსა და ხელს შუა იცვლება. რა თქმა უნდა, მოლოდინი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ის ცვლილებები, რომლებიც ხდება. მაგრამ მე არ ვიცი მსოფლიოში სხვა ქვეყანა, რომელსაც განეცადა ასეთი სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები, ვიდრე საქართველომ წელს განიცადა.

რა თქმა უნდა, სამუშაო ძალიან ბევრია. როცა ხელფასებზე ვლაპარაკობთ, რომ მაღალ ხელფასს იღებენ პოლიციელი, მებაჟე, კანცელარიის თანამშრომელი, ეს არ ნიშნავს, რომ ამით პენსიონერს უკეთესი ცხოვრება აქვს. თუნდაც ის, რომ პენსიები ორმაგდება, რა თქმა უნდა, არ წყვეტს პრობლემას. ჩვენ ჩავთვლით, რომ ჩვენი საბოლოო წარმატება არის მაშინ, როცა პენსიონერს ექნება საარსებო მინიმუმი, როდესაც მასწავლებელს ექნება იმდენივე, რამდენიც პოლიციელს, სხვა ასეთი სამსახურების თანამშრომლებს.

მაგრამ ამას დასჭირდება დრო. ეს, რა თქმა უნდა, არც ერთ და არც ორ წელიწადში არ იქნება. ამას სჭირდება ბევრად უფრო სერიოზული მუშაობა. ჩვენ მომავალ წელს ფართომასშტაბიან პრივატიზაციას ვგეგმავთ და პრივატიზაციიდან შემოსული ფული ჩაიდება, ძირითადად, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, თავდაცვის სტრუქტურის სისტემაში, სოციალური პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო კოდექსი, რომლის მიხედვითაც ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები არის მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მთელი შავი ზღვის აუზში. ახლა ჩვენმა ბიზნესმა უნდა ისწავლოს ამის გამოყენება, უნდა გაანძრიონ ხელი, პირში ლუკმას არავინ ჩაუდებს. უნდა ვისწავლოთ მუშაობა. აგერ, ფორმის შეკვეთას ვაძლევთ შეიარაღებული ძალებისთვის. მადლობა ღმერთს, ჯარში ყველას ფორმა აცვია. ამას წინათ მეცინებოდა, როცა სამარცხვინოდ გაიფიცნენ ჯარისკაცები - როგორი კარგი ამერიკული ფორმა ეცვათ!

ეს ხომ წარმოუდგენელი იყო ექვსი თვის წინათ. მაგრამ ეს ფორმა ხომ ამერიკული და თურქულია. რამდენიც ვცადეთ საქართველოში შეკერვა, იმდენი არ გამოვიდა იმის გამო, რომ მივეცით ფული, წავიდნენ თურქეთში, იქ იაფად შეიძინეს და შემოგვასაღეს, როგორც თავიანთი შეკერილი. უნდა ვისწავლოთ ამის კეთება. უნდა ვისწავლოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, ღვინის ბაზარზე გასვლა. დღესდღეობით ერთადერთი ფირმა, რომელიც ღვინის ბაზარზე გადის, არის „ჯი-ვი-ესი“, იგი ამას ბრწყინვალედ ართმევს თავს. ევროპაში ყოფნისას დავდივარ გასტრონომებში და „ჯი-ვი-ესის“ გარდა, არც ერთი ფირმა არ არის წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ საგადასახადო კოდექსით ბევრად უკეთესად მუშაობა. ჩვენ ვაპატიეთ ხალხს ძველი გადასახადები. საზეიმოდ ვაპირებთ პირველი იანვრის შემდეგ შარშანდელი და წინა წლების საგადასახადო დოკუმენტაციის განადგურებას. რატომ? იმიტომ, რომ წინა მთავრობა ყველა ბიზნესმენს დამნაშავედ აქცევდა და ეუბნებოდა, ყურებით გვყავხართ დაჭერილი, არ მოგვცემთ ქრთამს, არ იქნები ლოიალური?

როცა მინდა, შემიძლია გაგანადგურო. ჩვენ არ ვაპატიეთ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათზე ამნისტია არ გავრცელდა, რადგან მათ შექმნეს ეს კორუფციული სისტემა და არა მგონია, რომ მათ მიმართ კეთილგანწყობა უნდა გამოგვეჩინა. მათ ვეუბნებით: რაც აქამდე იყო - იყო, მორჩა. ახლა უკვე კანონი დაიცავი, კანონი უფრო ადამიანური გახდა და შეგეძლება მისი დაცვა, შეგეძლება ადამიანურად ცხოვრება, გადასახადის გადახდაც. შენი გადახდილი გადასახადი მოპარული კი არ იქნება, შენი გადასახადი ააშენებს გზებს, ააშენებს სკოლებს შენი ბავშვებისთვის, ააშენებს ყაზარმებს, გაალამაზებს შენს გარემოს და შენ თვითონ ნახავ ამ გადასახადის შედეგებს. მეორე მხრივ, არ იქნება ისეთი გადასახადი, რომ შენი ბიზნესი დავახრჩოთ. აი, ეს არის ახალი საგადასახადო კოდექსი, ეს არის საგადასახადო ამნისტია. დანარჩენი უკვე დამოკიდებულია საზოგადოების მოქნილობაზე და სხვაგვარ მოქმედებაზე.

კიდევ ერთი. ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის კონსოლიდაცია და ეს არ არის მარტო აჭარა. საქართველოში ყველამ იგრძნო, რომ საქართველო არის მისი სამშობლო. აი, გუშინ მე ახალქალაქში ვიყავი და მთავარი ის კი არ იყო, რომ, ვთქვათ, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად შევეცადე მეცეკვა. მთავარი იყო ის, რომ აქამდე, პრაქტიკულად, ახალქალაქი სრულიად უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ჩვენ გვაშინებდნენ სხვადასხვა ისტორიებით, რომ იქ არიან სხვადასხვა აგრესიული ჯგუფები; რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ქართულ სახელმწიფოს; რომ ხალხი რაღაცნაირად სხვანაირადაა განწყობილი. ჩემი წინამორბედი ჩადიოდა, დარბაზში შეკრებდა აქტივს, წინასწარ არავის არ აფრთხილებდა, რომ იქ რაიმე არეულობა არ მომხდარიყო. ჩაფრინდებოდა, ნახევარი საათით შეხვდებოდა აქტივისტებს, რომ ხალხს არ გაეგო და იქ არ მისულიყო. შემდეგ ისევ უკან გამოფრინდებოდა. ჩვენ გავაფრთხილეთ და დაგვხვდა ათასობით ადამიანი. ყველამ ნახა, როგორ დაგვხვდნენ, ყველამ ნახა, როგორ მღეროდნენ ისინი საქართველოს ჰიმნს, ყველამ ნახა, რა პატივს სცემენ საქართველოს დროშას, ყველამ ნახა, რომ ყველაზე პატარა ბავშვებიც კი (უფროსი თაობის ხალხს ძველი დროიდან ახსოვს) ცდილობდნენ ქართულად საუბარს.

აი, ეს არის სახელმწიფო, აი, ეს არის ახალი მენტალიტეტი. ისინი გრძნობენ, რომ ჩვენი საერთო წარმატების ნაწილი არიან. ჩვენს რეზერვისტთა ბანაკებში პირველად გამოჩნდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი რეზერვისტები. თავისთავად ეს რეზერვისტთა ბანაკები უნიკალური მოვლენაა. სამხედრო შეიარაღებულ ძალებში იქ ადგილობრივი ძველი დარჩენილი საბჭოთა ბაზებიდან დაითხოვეს ოფიცრები, ყველა ავიყვანეთ და ავიყვანთ ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ვისაც ამის სურვილი აქვს. ჩვენ ვართ ისევ ერთი სახელმწიფო, ჩვენ ვაპირებთ, რომ გამოვიდეთ ოსებისადმი წინადადებით (ბოლო ხანებში მათი ხელმძღვანელობა ძალიან შეცვლილია, ღმერთმა ქნას, რომ ეს ტენდენცია იყოს), ასევე აფხაზეთის მიმართ, სადაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ერთი სიტყვით, საქართველოს კონსოლიდაციის პროცესი გარდაუვალია. ამას დასჭირდება დრო, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს. მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ამერიკიდან დაბრუნებულ დავით ნიკურაძეს, რომლის შეკითხვა შეეხებოდა ბოლო დროს საქართველოსადმი მსოფლიოს პრესის დამოკიდებულებას, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერას. ამ შეკითხვის პასუხად ქვეყნის პირველმა პირმა, კერძოდ, განაცხადა:

- ამდენი კარგი სტატია საქართველოზე არ დაწერილა მისი ისტორიის მანძილზე. სხვათა შორის, ახლა უფრო ბევრი იწერება, ვიდრე პირველ თვეებში. პირველ თვეებში იყო სკეპტიციზმი, მე მახსოვს სტატიები იანვარ-თებერვალში, ესენი ისინი არ არიან, ვინც გვგონიაო. მახსოვს ასლან აბაშიძის შეკვეთილი სტატიები ჯერ კიდევ შარშან, რევოლუციის შემდეგ, როცა მე მაცხადებდნენ უკვე დიქტატორად (ეს იყო დეკემბერი, როცა ჯერ არ ვიყავი არჩეული პრეზიდენტად). რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა მიმდინარეობა, მაგრამ საერთო ფონი საოცრად დადებითია. განსაკუთრებით ამას ხაზი გაუსვა უკრაინამ. ეს იყო უკვე ჩვენი რევოლუციის მემკვიდრეობის განმტკიცება და ლეგიტიმაცია. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უდავოდ განთავისუფლების მესამე ტალღაზე, რომელიც დაიწყო საქართველომ. პირველი ტალღა იყო მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებისგან გათავისუფლება. ეს იყო, ძირითადად, დასავლეთ ევროპა და მათ შექმნეს ევროკავშირი. შემდეგ იყო აღმოსავლეთ ევროპა ბერლინის კედლის დანგრევასთან ერთად და ახლა აღმოსავლეთ ევროპაც შევიდა ევროკავშირში. მერე დარჩნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომელთა უმრავლესობა ასევე არიან ევროპული ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც. იგი მივიწყებულივით იყო. ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული, რომ აქ შეიძლება რაიმე მომხდარიყო. საქართველომ აჩვენა, რომ შეიძლება მოხდეს და მოხდეს დადებითი ტენდენციები, არა მხოლოდ რევოლუცია, არამედ ის, რომ ამ რევოლუციას შეეძლება დადებითი შედეგების მოტანა.

და ახლა ეს მოხდა უკრაინაში. ეს უკვე არის ტენდენცია. საქართველო ცალკე იყო, როგორც რაღაც ნაწილობრივი ანომალია. ახლა უკვე უკრაინასთან ერთად ეს არის ტენდენცია, რომელიც დაიწყო საქართველომ ევროპის საბოლოო განთავისუფლების და საბოლოო გაერთიანებისა. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ამაში დარწმუნებული არიან ჩვენი მეგობრები. ბოლო კვირებში ამერიკის სენატმა, მათ შორის, ჩვენი რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით, მიიღო იმდენად დადებითი რეზოლუციები, რომ მე თავი ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი. ჩვენთან ასეთი რამ ვინმეს რომ მიეღო, ჩათვლიდა, რომ ვაყალიბებთ ან პიროვნების კულტს ან რაღაც საშინელ პროპაგანდასთან და უგემოვნებო პიართან გვაქვს საქმე. მაგრამ იმათი დანახული სხვა არის. შეიძლება ის ნაკლი, რომელიც აქედან კარგად ჩანს, იქიდან არ ჩანს. მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს ძალიან დადებითი ფონი.

არ უნდა გვქონდეს მხოლოდ უცხოური დახმარების იმედი და უცხოური დახმარება, ან თუნდაც რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრება თვითმიზანი არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი აწმყო. მარტო იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რომ ვთქვათ, 2006 წელს საქართველოს არმია ოქრუაშვილის პირობებში იმდენად კარგი უნდა იყოს, რომ დავაკმაყოფილოთ ნატოს წევრობის კანდიდატის პირობები, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. მთავარია, იყოს კარგი არმია და არა ის, რომ რაღაც ორგანიზაციის კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ. მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რაღაც ფორმალური კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ. თუმცა, პირველად მრავალი წლის განმავლობაში ისინიც ძალიან კმაყოფილი არიან. მთავარია ის, რომ ამით ჩვენი ხალხისთვის რაღაცა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი. ჩვენ არა ვართ ორიენტირებული გარედან ტაშის დაკვრაზე. ტაშს დაგვიკრავენ მაშინ, როცა ჩვენი ხალხი წავა წინ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანა.

არც იმას ვივიწყებთ, რომ არსებობს რაიმე ცალკე საერთაშორისო წარმატებები შიდა წარმატებების გარეშე. ჩვენი საერთაშორისო წარმატებები, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება ჩვენს შიდა ძალიან სერიოზულ პრობლემებს. რაც შეეხება დემოკრატიას, იცით, რომ ფრიდომჰაუზის ბოლო მოხსენებაში (ეს არის საერთაშორისო დემოკრატიის დამცველი ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია) ნათქვამია, რომ ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც დემოკრატიის კუთხით სერიოზული პროგრესია, ეს არის საქართველო. აი, ეს არის დასკვნა! დანარჩენი ყველაფერი ჭორებია, და ვფიქრობ, მათაც აქვთ არსებობის უფლება, რადგან დემოკრატია ვართ, ზოგი იჭორავებს, ზოგი გაილანძღება, ზოგი ქვას გვესვრის, ჯობია, რომ ეს ქვა შუბლში არ მოგვხვდეს. დანარჩენს როგორმე გავუძლებთ. მე ამას შეჩვეული ვარ, დიდი ხანია პოლიტიკოსი ვარ და შეჩვეული ვარ, მათ შორის, დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებასაც.

როგორც წესი, ეს ლანძღვა, რა თქმა უნდა, მოდის ქვეყნის შიგნიდან. საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში დღეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის კორესპონდენტმა ნინო გიორგობიანმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს გაეზიარებინა თავისი მოსაზრება გუბერნატორების მუშაობის შესახებ და აქვე დაინტერესდა იმით, თუ როდის მოაწერს ქვეყნის პირველი პირი ხელს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას, მისი როლის თაობაზე ქართულ ტელესივრცეში.

- კანონს ხელს მოვაწერ მაშინ, როცა მომიტანენ, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, - საზოგადოებრივი მაუწყებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა დავიწყეთ მაუწყებლობა აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. აქამდე ეს ხალხი გრძნობდა, რომ სახელმწიფო მათთვის არ არსებობდა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელები, სომხები, უპირველეს ყოვლისა (ოსებს ეს არ სჭირდებათ, ისედაც იციან), სწავლობენ ქართულს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის მათ მიმართ ჩვენი პატივისცემის გამოხატულება. ჩვენ გვაქვს ქართული ენის პროგრამები. ზაფხულში სომხური, აზერბაიჯანული წარმოშობის ასობით სტუდენტს ჩამოვიყვანთ და თბილისში მმართველობით კურსებს დავამთავრებინებთ მაღალი სტიპენდიით.

ეს ხალხი უნდა იყოს ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქართველებთან ერთად შექმნის ჩვენს მმართველობით სტრუქტურებს. ეს არის სახელმწიფო, ეს არის დავით აღმაშენებლის მოდელი ძლიერი საქართველოსი. დავით აღმაშენებლის მთავარი მიღწევა იყო, რომ მან გააერთიანა ყველა ქართველი და არაქართველი ქართული სახელმწიფოს გარშემო. ეს არის ჩვენი მოქმედების მთავარი რეცეპტი. ამიტომ მაუწყებლობას ეს ფუნქციებიც აქვს. ახლა ჩავწერე საახალწლო მილოცვები ოსურად, აფხაზურად, აზერბაიჯანულად, სომხურად. ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს. ეს არის ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია. კომერციულმა ტელევიზიამ შეიძლება ეს არ გააკეთოს, რადგან ეს მომგებიანი არ არის, მაგრამ სახელმწიფომ ეს უნდა დააფინანსოს. ჩვენ გვაქვს უნიკალური მუსიკალური კულტურა, რომელიც დღეს „მომგებიანი” არ არის, მაგრამ იგი გრძელვადიანად მუდმივად უნდა „იჯდეს“ ჩვენს მენტალიტეტში. ამჯერად საზოგადოებრივი ტელევიზიის ფუნქცია მრავალმხრივია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

რაც შეეხება გუბერნატორებს. გუშინ მოვისმინე ის საცოდაობა, რომელიც რამდენიმე ადამიანმა (არ მინდა უხეშად ვთქვა) კი არ თქვა, არამედ, ეტყობა წამოსცდათ, რადგან ადამიანი, რომელიც ფიქრობს, შეუძლებელია ასეთ რამეს ლაპარაკობდეს. იმედი მაქვს, რომ არც ფიქრობენ, იმიტომ რომ ამას ფიქრის არაფერი არ ეტყობოდა. გიგი უგულავა ძალიან კარგი გუბერნატორია. მოვიდა გუბერნატორების ახალი თაობა. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ რევოლუცია არის მარტო თბილისში, საპატრულო პოლიცია იქმნება მარტო თბილისში, გზებს აკეთებენ მარტო თბილისში, კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო მარტო თბილისში და რეგიონებზე ეს არ ვრცელდება. ამიტომ ჩვენ დავნიშნეთ ახალი გუბერნატორები, რომლებმაც უნდა აგრძნობინონ ყველა ადამიანს გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, რომ მათთვისაც რაღაც შეიცვალა. ადრე როგორ იყო? ზვიად გამსახურდიას დროს, შევარდნაძის დროს ერთი და იგივე ხალხი იყო და იყო. ერთი და იგივე ხალხი ძიძგნიდა და ჭამდა და დღესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში აგრძელებდა ჭამას. ახლა გაჩნდნენ ახალი გუბერნატორები და ვიღაცას უთხრა უარი ბიძაშვილის, მამიდაშვილის დანიშვნაზე, ძმა ან და გამოუგდო სამსახურიდან, რაღაც ხომ უნდა თქვან. უგულავაზე ვერ იტყვიან, რომ ქრთამს იღებს, რადგან ამას არავინ არ დაიჯერებს და თქვეს ასეთი რამ, რომ არ საუბრობს მეგრულ ენაზე. ჯერ ერთი, ეს ტყუილია! იმიტომ რომ მე დავავალე ესწავლა მეგრული, უფრო სწორად, აღედგინა (იგი წარმომავლობით იქიდანაა) და ამას აკეთებს.

სხვათა შორის, მე ამას მხოლოდ მივესალმები. თარგმნა იმისა იურიდიულ ენაზე, რაც მათ გუშინ თქვეს, გამოიხატება შემდეგნაირად, რომ საქართველოში შეიძლება ვიღაც არ დაინიშნოს თანამდებობაზე იმ მოტივით, რომ მან ქართულის (სახელმწიფო ენის) გარდა სხვა ენა არ იცის. ეს სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში არავის არ გაუვა. საქართველოში არის ერთი სახელმწიფო ენა და ეს ენა არის ქართული. საქართველოში არსებობს მრავალი ენა და ჩვენ ყველას პატივს ვცემთ. სამეგრელოს შემთხვევაში ეს განსაკუთრებით არავის არ გაუვა, იმიტომ რომ არც ერთი ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი სამეგრელოში ამას არასოდეს არც იტყვის და არც იფიქრებს. მე თვითონ დედით მეგრელი ვარ, მაგრამ 100 პროცენტით ქართველი ვარ ისევე, როგორც ყველა დიდი პატრიოტი. ყველაზე მეტად ჩემი ტემპერამენტი, განწყობილება, ემოციურობა, მიმაჩნია, რომ მოდის დედაჩემის მხრიდან, შეესაბამება იმ განწყობილებას (არავის არ მინდა ვაწყენინო), ძალიან დიდი მუხტი მაქვს სწორედ ჩემი მეგრული ფესვებიდან.

მხოლოდ ძალიან ტვინ-გზააბნეულ პოლიტიკოსს შეუძლია მსგავსი რამ მოაფიქრდეს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, ამდენი საუკუნეა ერთი ჩვენი მეზობელი ამას გარდა არაფერს ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა! იმპერიას, კაგებეს, უშიშროებას, ყველას ერთად აღებულს, ეს არ გამოუვიდათ და (არ მინდა გვარები დავასახელო) იმათ რომ არ გამოუვათ, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია!

აფხაზეთის დაბრუნება რომ გარდაუვალია - ეს ყველამ კარგად იცის. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს შეაფერხოს (და ჩვენი მოწინააღმდეგეც ამაში დარწმუნებულია), ასეთი მცდელობაა, რომ ამ კუთხით შეგვასუსტონ. არ გამოვა ეს! ვერ გამოვიდა ეს შევარდნაძის დროსაც, თუმცა გამოვიდა ის, რომ იგივე ჩვენი ქართველების მიერ ჩადენილი ღალატის შედეგად დავკარგეთ კონტროლი აფხაზეთზე. ეს ასე იყო. ვერანაირი მტერი ჩვენ ვერ მოგვერეოდა, შიდა ღალატი რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ყველას ვურჩევ, სამეგრელოს თავი დაანებოს. მე სამეგრელო განსაკუთრებით მიყვარს იმის გამო, რომ ჩემთვის პირადად ერთ-ერთი პატრიოტული მუხტი იქ არის. როდესაც შევარდნაძის რეჟიმიდან თბილისის განთავისუფლება იყო საჭირო, ჩვენ ეს წალენჯიხიდან დავიწყეთ. მე პირადად ჩავედი იქ. როცა რაღაც პრობლემაა, ყველაზე მეტად იქ ვიმუხტები. ყველაზე მეტი თავდადება და მხარდაჭერა სწორედ ამ კუთხეშია და ყველაზე მეტად ეს კუთხე დაზარალდა იმ კატაკლიზმების გამო. მე არ დავუშვებ, რომ ვინმემ რაღაცა პრობლემა შექმნას. იქ არის ეკონომიკური პრობლემა, როგორც დანარჩენ საქართველოში, და ეს ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. იქ არის ძალიან ნიჭიერი ხალხი, როგორც საქართველოს სხვა ადგილებში და ჩვენ ამ ხალხს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს გავაკეთოთ.

მომავალ წელს ჩვენ ძალიან სერიოზული ენერგეტიკული, საგზაო პროექტები გვაქვს. იგივე სამეგრელოში, როგორც დანარჩენ საქართველოში, გაუკეთებელი ძირითადი გზა არ დარჩება. ყველა გზა უმაღლეს დონეზე გაკეთდება, რომელიც ბოლო წლებში დაინგრა და განადგურდა. ენერგეტიკული სიტუაცია მკვეთრად უნდა გაუმჯობესდეს და ამისათვის ჩვენ პრივატიზაციიდან მიღებული ფულის უმეტეს ნაწილს ჩავდებთ. დანარჩენი ეს უკვე არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგები.

კიდევ ერთხელ ვამბობ: ახალი გუბერნატორებით კმაყოფილი ვართ, იგივე ჟანი კალანდაძით, გოგა ხაჩიძით, ბევრი სხვათი, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო. ისევე როგორც კმაყოფილი ვარ ჩვენი მთავრობის ძირითადი მუშაობით. მე ვისურვებდი, რომ მინისტრებმა მეტი იარონ რეგიონებში, სოფელ-სოფელ, შეხვდნენ ხალხს. ერთია, როცა ენერგეტიკის მინისტრი აქედან გვეუბნება, რომ სადღაც ასეთი გრაფიკია. ამას მე ვამოწმებ, როცა სადმე მივდივარ, ვაჩერებ მანქანას, შევდივარ რომელიღაც ბინაში და ვეკითხები, რამდენი საათი გაქვთ დენი. ძალიან ხშირად ეს არ ემთხვევა იმას, რასაც მეუბნება ენერგეტიკის სამინისტრო. მინისტრი თვითონ რომ დადიოდეს (ჩემსავით არ სჭირდება ასი კაცის დაცვა), ბევრად უფრო ობიექტური ინფორმაცია ექნებოდა. ასე რომ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. საინტერესო მინისტრები მოვიდნენ, იგივე ახალგაზრდა სვიმონიშვილი. იგი არ არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, არასოდეს არ უმუშავია მთავრობაში - იგი მოვიდა ბიზნესიდან და იყო რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ იგი არის გონებაგახსნილი ახალგაზრდა და აქვს ზღვა იდეები. ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი უნდა მოვიდეს ადგილობრივ ხელისუფლებაში და ყველგან. ყველას აქვს შანსი, ვინც არის წესიერი, კომპეტენტური და ვისაც უყვარს საქართველო. და რომ იძახიან, ადგილობრივი მენტალიტეტი არა აქვთო, როგორც გუშინ თქვეს გიგი უგულავაზე, მაგათ როგორც ესმით ადგილობრივი მენტალიტეტი - ბიძაშვილის დანიშვნა, გზის მშენებლობის წილში ჩასმა, საგადასახადოში ხელის ფათური... ეს აღარ გაუვათ, მორჩა! ჩვენი საზოგადოება წესიერი და პატიოსანია. ერთი და იგივე ჯგუფები ყველა დროში ხრავდნენ ადგილობრივ შესაჭმელს. ახლა გაგვეზარდა ბიუჯეტი და მეტია შესაჭმელი, ჰოდა გადაწყვიტეს მეტი შეხრან.

მე აქ რისთვის ვარ, რომ მაგათ შევახრევინო, არა? რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსებიან. რა თქმა უნდა, ამით გაღიზიანებული არიან, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია აქვთ. მე ისიც მესმის ხოლმე - ამ მთავრობას 2-3 თვეში ბოლო მოეღება და ჩვენი დრო ისევ მოვაო. ამას ლაპარაკობენ ყველგან. ძველი პოლიციელები ახლებს უყვებიან: ბიჭო, შენ არ იცი, ძველად რა კარგი დრო იყო, ტრაილერებს ვაჩერებდით, თითო მანქანიდან 1500 დოლარი მოგვქონდა. რა არის ეს შენი 250 დოლარი. ნახე, ისევ დაბრუნდება ძველი დრო და ესენი მალე წავლენო. ამასვე ეუბნებიან ქურდები, რომლებიც ციხის საკანში სხედან, გარეთ დარჩენილებს: ახლა ესენი მალე წავლენო. სულ ეს მესმის - 2-3 თვეში წავლენო. ამას ამბობენ იანვრის შემდეგ. ზოგიერთი გაგდებული, კორუმპირებული თანამშრომელი ზუსტად ასე უყვებიან ერთმანეთს, რომ ჩვენ 2-3 თვეში აღარ ვიქნებით. ვშიშობ, რომ მათთვის ცუდი ამბავი მაქვს: ჩვენ კიდევ ძალიან დიდხანს ვიქნებით და ბოლომდე ვაპირებთ საქართველოს გაერთიანებას, გაძლიერებას.

ამას ალტერნატივა არა აქვს. ასეთი შანსი, როგორც დღეს აქვს საქართველოს გაძლიერებას, ჩვენ არ გვქონია მრავალი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ნამდვილად არ ვგავართ სულელებს, რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვათ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მე ვიცი, რამდენი წელი სჭირდება, რომ მთლიანად საქართველოში გზები გავაკეთოთ; რამდენი წელი დასჭირდება, რომ მთლიანად არმია შევქმნათ; რამდენი თვე დაგვჭირდება, რომ პოლიციის რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ; რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ განათლების მართლაც ევროპული სისტემა გვქონდეს; რამდენი წელი დაგვჭირდება, რომ საქართველოში მშიერი ადამიანი საერთოდ აღარ იყოს. ეს ყველაფერი მიღწევადია, მაგრამ ამაზე საჭიროა 24 საათი მუშაობა. აი, ჯარში ოქრუაშვილი მივიდა და რამდენიმე დღეში ვიღაცეები გაიქცნენ და იძახიან: რა უბედურებაა, 40 კაცი გამოიქცაო. მართალია, ევრორემონტიანი ყაზარმაა, მაგრამ გათბობის მილი გასკდაო. შენ დალოცვილო, ჯარისკაცი ხარ, რა მოსამსახურე პერსონალი გჭირდება, გასკდა მილი და შეაკეთე. ყინავდა და გასკდა, მაგრამ ტრიალ მინდორში რომ გაგიშვან, უნდა შეაკეთო. ასეა! რადგან, თუ სახელმწიფო გვინდა, ასეთია სახელმწიფოებრივი აზროვნება. ფორმა გაცვია ისეთი, რომელიც არასდროს გცმია; გაჭმევენ ისე, როგორც არასდროს არ უჭმევიათ და ახლა მილის შეკეთებაც აღარ გინდა? სად არის სახელმწიფოებრივი აზროვნება? ნელ-ნელა ეს ყველგან უნდა დავამკვიდროთ. ჯარისკაცისთვის უმთავრესი მოვალეობაა სამშობლოს დაცვა, პოლიციელისთვის უმთავრესი მოვალეობაა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა; საგადასახადოს ამკრეფი იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, სად და რამდენი მოვტეხოო, არამედ იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტი და იმაზე, რომ თავისი თუნდაც 800-ლარიანი თანამდებობა დიდხანს შეინარჩუნოს და თავისი შვილები ამით არჩინოს. პირველად ჩვენთან გაჩნდა თანამდებობის პირი, რომელიც ხელფასით არჩენს ოჯახს. ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი. 50 ლარს რომ იღებს, იმას, რა თქმა უნდა, ვერ მოსთხოვ, მაგრამ 800 ლარს რომ იღებს, იმას უკვე მოსთხოვ. მივედი აეროპორტში, გასაცოდავებული მესაზღვრეები სხედან კაბინებში, ვეკითხები, რამდენს იღებს ხელფასს: ხელზე 79 ლარს. ამიტომ იყო აეროპორტში ყველა ლაპარაკობდა, რომ იყო მექრთამეობა, საშინელი აღებ-მიცემობა. ერთ კვირაში ხელფასები მოვუმატეთ და ახლა იღებენ 500-დან 800 ლარამდე და სულ სხვა სახეებით ხვდებიან, სულ სხვანაირად არიან ჩაცმულები, სულ სხვანაირად უღიმიან ყველა ჩამოსულს და სულ სხვანაირი განწყობილებაა. ასე, ეტაპობრივად - დღეს აეროპორტს მოვუვლით, ხვალ გზები ბოლომდე შეკეთდება, ზეგ კიდევ რაღაც პრობლემები გადაწყდება და ასე ქვეყანა რაღაცას ემსგავსება. ეს ეტაპები უსაშველოდ არ უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ მე ამისთვის კონსტიტუციით გამომიყვეს საპრეზიდენტო ვადის ხუთი წელი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ხუთ თვეში უნდა მომეთავებინა. მართალი გითხრათ, თავიდან მეც ასე მინდოდა, რომ ჩქარა გადამეწყვიტა. ასე არ გამოდის, ამას სჭირდება დრო და მოთმინება. მაგრამ საპრეზიდ დენტო ვადაში ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი მოვასწრო.

ჟურნალისტთა შეკითხვების სპექტრი საკმაოდ ფართო იყო. კერძოდ, სად აპირებს პრეზიდენტი შეხვდეს ახალ წელს, რომელია პრეზიდენტის წლის საუკეთესო გადაწყვეტილება, ჰყავს თუ არა გამორჩეული ფიგურები და სხვა.

- ჩემთვის ყველაზე მთავარი პარტნიორები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, - ასეთია ქვეყნის პირველი პირის პასუხი, რომლის თქმით, მათ შეინარჩუნეს ერთიანობა და განამტკიცეს იგი.

- ჩვენ შევაერთეთ პარტია, პარლამენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ დიდი საქართველო. სახელმწიფო სამსახურში გაჩნდა ძალიან ბევრი იდეალისტი, გულანთებული ყველა ასაკის ადამიანი. ამ ადამიანების ამოცანაა, ყველასი ერთად, ამ ერთიანობით შევქმნათ სრულიად ხარისხობრივად სხვა ერთობა ჩვენი ქვეყნისა და ამას ჩვენ შევქმნით, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, - ხაზგასმით აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ბრიფინგის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:

- მიმაჩნია, რომ წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო, ყველაზე წარმატებული ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგი წლებიდან. ღმერთმა ქნას, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს. მე ყოველთვის ოპტიმისტად ვრჩები და ჯერჯერობით ყველა ჩემი სურვილი, კერძოდ, რაც წელს მქონდა ჩაფიქრებული, თითქმის ახდა. ამიტომ, რადგან ასეა საქმე, მომავალ წელს ბევრად უფრო მეტს ჩავიფიქრებ და გთხოვთ, თქვენც შემომიერთდეთ ამ სურვილების ჩაფიქრებაში, ყველამ ერთად ავიხდინოთ ჩვენი სურვილები.

მიხეილ სააკაშვილი: წლევანდელი წელი ძალიან წარმატებული იყო. ღმერთმა ქნას, მომავალი წელი კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2004. - 31 დეკემბერი. - N304 (5033). - 1, 2 გვ.

73 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


300 არაგველი

აბაშიძე ასლან

აბაშიძე თამარ

აბაშიძე ჯიბო

აბრამიშვილი გიორგი

აბსანძე გურამ

ადეიშვილი ზურაბ

ადეიშვილი ქართლოს

ავალიანი ვაკო

ალადაშვილი ალექსანდრე

ალექსიშვილი

ალიევი ილჰამ (ილხამ)

ამირანი

ანანი კოფი

ანანიაშვილი იური

ანანიაშვილი ნინო

არველაძე

ასანიძე თენგიზ

აფაქიძე თორნიკე

აჩელაშვილი კლიმენტი

ახვლედიანი არმაზ

ახვლედიანი გიორგი

ახვლედიანი ზურაბ

ბაგაბში სერგეი

ბარამიძე გია

ბარბაქაძე ვახტანგ

ბასაევი

ბაღვაში ლიპარიტ

ბენდუქიძე კახა

ბენ-ლადენი

ბერიძე მერაბ

ბეჟანიძე ავთანდილ

ბეჟუაშვილი გელა

ბზეჟინსკი ზბიგნევ

ბიბილური ვალერიან

ბოლქვაძე დათო

ბოჭორიშვილი კობა

ბურჯანაძე ნინო

ბუში ჯორჯ

გაბუნია ლეონიდე

გამსახურდია ზვიად

გაჩეჩილაძე რევაზ

გელაევი

გელაძე ზაზა

გეწაძე გია

გიგუაშვილი ანდრია

გიორგაძე იგორ

გიორგი ბრწყინვალე

გიორგობიანი ნინო

გოგავა ალექსანდრე

გოგიტიძე

გოგიტიძე სოსო

გოგიტიძე ჯემალ

გოდაბრელიძე გიორგი

გოცაძე დავით

გრიგალაშვილი ნოდარ

გრიქუროვი ვანო

გუგუშვილი ალმასხან

გუგუშვილი პ.

გულეგინა მარინა

დავით აღმაშენებელი

დავითაშვილი კობა

დავითაშვილი ლ.

დაიესი

დალაქიშვილი ცარუ

დამენია ზაზა

დეკანოსიძე გენრი

დე სოტო

დიასამიძე თამაზ

დონდუა დავით

დოხტურაშვილი

დუმბაძე მურმან

დუმბაძე რომან

ელიაშვილი ა.

ერდოღანი

ერეკლე II (ერეკლე მეფე, ერეკლე მეორე)

ვარშალომიძე ლევან

ვაშინგტონი ჯორჯ

ვეკუა აბესალომ

ვენედიქტოვი ალექსეი

ზოსიძე გოჩა

ზურაბიშვილი სალომე

თარგამაძე გივი

თაყაიშვილი ექვთიმე

თევზაძე დავით

ივანაძე ბადრი

ილია II

იმნაძე ნატო

ინჯია

იოსებიძე ჯუმბერ

იუნკერები

იუშჩენკო

კადიროვი რამზან

კალანდაძე ჟანი

კაპანაძე სიმონ

კასაბიევი

კასტრო ფიდელ

კახიაშვილი კახი

კემულარია კოტე

კენჭაძე

კენჭაძე ლევან

კოკოითი ედუარდ

კოპაძე ბეჟან

კრანახი

კურატაშვილი ნინო

ლობჟანიძე

ლორთქიფანიძე დავით

ლუჟკოვი იური

მაიერი რაინჰარდ

მაიოროვი

მაკარიძე ელგუჯა

მამალაძე ლევან

მამაშვილი

მამფორია გიორგი

მანაგაძე ლავრენტი

მანგოლდტი კლაუს

მეზვრიშვილი მედეა

მერაბიშვილი ვანო

მესხია იაკობ

მიქელაძე ზურაბ

მიქელაძე კახა

მიქელაძე ოთარ

მირონოვი

მისი უწმინდესობა

მოდებაძე მამუკა

ნადარეიშვილი აკაკი

ნადარეიშვილი გელა

ნადარეიშვილი თამაზ

ნარჩემაშვილი კობა

ნებიერიძე როლანდ

ნელსონი

ნეტკაჩოვი

ნიკოლაიშვილი ზაზა

ნიკოლაძე ნიკო

ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ

ნიკურაძე რუსუდან

ნილსენი

ნინუა თამაზ

ნიორაძე მედეა

ნოღაიდელი ზურაბ

ონოფრიშვილი დათო

ოქრუაშვილი ირაკლი

პაპავა ვლადიმერ

პარუნაშვილი ნუგზარ

პატარკაციშვილი ბადრი

პატიაშვილი ჯუმბერ

პატრიარქი

პაუელი კოლინ

პრიმაკოვი ევგენი

პროდი

პუტინი ვლადიმერ (ვლადიმირ ვლადიმირის ძე)

ჟვანია ზურაბ

ჟვანია ლაშა

ჟირინოვსკი

ჟოჟიკაშვილი ვლადიმერ

ჟორდანია ნოე

რიკაძე იზო

რჩეულიშვილი

სალარიძე ბორის

სალუქვაძე მინდია

სანდრა (რულოვსი)

სარიშვილი

სებასტიანი ტიმ

სვეტლიჩნი გენადი

სვიმონიშვილი მიხეილ

სიამაშვილი

სილაგაძე ავთანდილ

სობჩაკი ანატოლი

სოლანა (ჰავიერ)

სოლომონ მეორე

სოროსი ჯორჯ

სტალინი

სულაქველიძე დათო

სულაძე გელა

სურმანიძე ედვარდ

ტურაბელიძე დურმიშხან

უგულავა გიგი

ფალიაშვილი ზაქარია

ფანჯიკიძე მაია

ფარნავაზი

ფუტკარაძე ედვარდ

ქარელი მიშა

ქემერტელიძე ეთერ

ქიძინიძე მერაბ

ქობალია გრიშა

ქობალია ლოთი

ქუთათელაძე ი.

ქუჯი

ღვამიჩავა ა.

ღლონტი სულხან

ღოღობერიძე ლანა

ყანჩელი ნატო

ყიფიანი გელა

შალიკიანი ბონდო

შარაშენიძე თეიმურაზ

შარაძე გურამ

შევარდნაძე ედუარდ

შელია გოგა

შენგელაია ელდარ

შვიმერი ვალტერ

შუბითიძე დავით

ჩაფიძე გულნარა

ჩიგოგიძე თეიმურაზ

ჩიტაია გიორგი

ჩუბაი ანატოლი

ჩუბინიშვილი

ჩხაიძე კაკო

ჩხარტიშვილი

ჩხეიძე ალექსანდრე

ჩხენკელი აკაკი

ცაგარეიშვილი თამილა

ცატავა ნიკოლოზ

ცინცაძე (შინაგანი ჯარის სარდალი)

ცინცაძე (პოლიციის უფროსი)

ცინცაძე დავით

ცისკარიშვილი პეტრე

ძასოხოვი

წერეთელი გიგი

წერეთელი გიორგი

წერეთელი ზურაბ

წითელაშვილი გიორგი

წმინდა გიორგი

წულუკიძე ალ.

ჭავჭავაძე ილია

ჭანტურია ლადო

ჭელიძე თეიმურაზ

ჭიპაშვილი ლადო

ჭიტაძე თეიმურაზ

ჭიჭინაძე ვახტანგ

ჭყონია თემურ

ხაბაზი კობა

ხაბელოვი ლერი

ხაბურძანია ვალერი

ხაზარაძე მამუკა

ხალვაში

ხაჩიძე გოგა

ხვადაგიანი გიორგი

ხვიჩია თეიმურაზ

ხიდაშელი თამაზ

ხიმშიაშვილი იოსებ

ხომერიკი ირინე

ხუხუა შორენა

ჯავახიშვილი ივანე

ჯანაშია სიმონ

ჯაფარიძე თედო

ჯოხთაბერიძე გია

ჰაველი ვაცლავ

ჰათაბი

ჰანსი იულიან

ჰუსეინი სადამ

74 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ადიგენი

ავღანეთი

აზერბაიჯანი

ამერიკის შეერთებული შტატები/ამერიკა/აშშ

არაბული ქვეყნები

ასპინძა

აფხაზეთი

აჭარა

ახალქალაქი

ახალციხე

ახლო აღმოსავლეთი

ბათუმი

ბათუმის პორტი

ბალტიის ქვეყნები (ბალტიისპირეთი)

ბაქო

ბელორუსია

ბერლინი

ბერლინის კედელი

ბესლანი

ბობოყვათი

ბორჯომი

ბრატისლავა

ბრიუსელი

ბულგარეთი

გაგრა

გალის რაიონი

გელათი

გერმანია

გერმანიის ფედერაციული რესპ პუბლიკა

გონიო

გორი

გურია

გროზნო

დავოსი

დარიალი

დასავლეთი

დასავლეთ ევროპა

დასავლეთ საქართველო

დიდგორი

ევროპა

ერაყი

ერგნეთი

ერგნეთის ბაზრობა

ერედვი

ესტონეთი

ვაშინგტონი

ვლადიკავკასი

ზუგდიდი

თბილისი

თელავი

თურქეთი

იაპონია

იმერეთი

ინგუშეთი

ინდოეთი

ირანი

ისრაელი

კალიფორნია

კარწახი

კახეთი

კახურა

კვიპროსი

კიევი

კიევის უნივერსიტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტი

კოსოვო

კრემლი

კრწანისის რეზიდენცია

ლაგოდეხი

ლარსი

ლატვია

ლევილი

ლიტვა

ლოხ-ნესის ტბა

მადნეული

მარჯანიშვილის ქუჩა

მახაჭყალა

მიტარბი

მიუნხენი

მოლდავეთი

მოსკოვი

მუხროვანი

მცხეთა-მთიანეთი

ნინოწმინდა

ნიუ-იორკი

ნორვეგია

ოსეთი

ოტავა

პანკისის ხეობა (პანკისი)

პეტერბურგი (სანკტ-პეტერბურ რგი)

პოლონეთი

ჟენევა

რაჭა

როკის გვირაბი

რუმინეთი

რუსეთი

რუსთაველის გამზირი (რუსთავ ველის პოსპექტი)

რუსთავი

საბერძნეთი

საგარეჯო

სადახლო

სამაჩაბლო

სამების საკათედრო ტაძარი

სამეგრელო

სამტრედია

სამცხე-ჯავახეთი

სამხრეთ კავკასია

სამხრეთ ოსეთი

სანკტ-პეტერბურგი

სარატოვი

სარფი

სარფის საბაჟო (სარფის გამშ შვები პუნქტი)

საფიჩხია

საფრანგეთი

სახელმწიფო კანცელარია

სენაკი

სენდაი

სვანეთი

სიღნაღი

სომხეთი

სოჭი

სოხუმი

სტამბოლი

სტრასბურგი

სუამი

ტაჯიკეთი

უზბეკეთი

უკრაინა

უნგრეთი

ურეკი

ფერეიდანი

ფსოუ

ფოთი

ფოთის პორტი

ქარელი

ქართლი

ქაქუთი

ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ქედა

ქვემო ქართლი

ქობულეთი

ქუთაისი

ყაბარდო-ბალყარეთი

ყულევი

ყულევის ტერმინალი

შავი ზღვა

შავიზღვისპირეთი

შვეიცარია, შვეცია

შიდა ქართლი

შუა აზია

შუახევი

ჩაქვი

ჩაქვის ხიდი

ჩერქეზეთი

ჩეჩნეთი

ჩეხეთი

ჩეხოსლოვაკია

ჩინეთი

ჩოლოქი

ჩრდილოეთ კავკასია

ჩრდილოეთ ოსეთი

ჩხოროწყუ

ცენტრალური აღმოსავლეთი

ციმბირის ბანაკები

ციხისძირი

ცხინვალი

წალენჯიხა

წალკა (წალკის რაიონი)

წითელი ხიდი

ჭიათურა

ხაშური

ხელვაჩაური

ხონი

ხულო

ჯავახეთი

ჯეიჰანი

75 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


ავიაცია

ავტობანი

ავტონომიური სტატუსი

ავტონომიური რესპუბლიკა

აკვატორია

ანომალია

არტილერია

არჩევნები

აჭარის უშიშროების სამინისტრო

აღმასრულებელი ხელისუფლება

„ახლები“

„ბასრი“

„ბერლინერ მორგენპოსტი“

„ბერლინერ ცაიგუნტი“

ბესლანის ტრაგედია

„ბი-ბი-სი“

ბიუროკრატია

ბიუროკრატიული აპარატი

„ბოინგი“

ბოლშევიკები

„ბრიტიშ-პეტროლიუმი“

გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

გაერთიანებული დემოკრატები

გაერო

გაეროს განვითარების ფონდი

განათლების რეფორმა

გეოლოგია-მინერალოგია

გეოგრაფია

გეოპოლიტიკა

გიორგობა

გლობალიზაცია

გოსდუმა

გულსისხლძარღვთა კათეტერიზ ზაციის ლაბორატორია

გულის იშემიური დაავადებები

დავოსის ფორუმი

დასავლეთის კონსურციუმი

დემილიტარიზაცია

დიპლომატიური კორპუსი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონი

დოპლეროგრაფია

დუმა

ევროკავშირი

ევრონიუსი

ევროპის საბჭო

ევროპული ცივილიზაცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ეთნოლოგიის კათედრა

ეკონომიკის ინსტიტუტი

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

ეკონომიკური ინტეგრაცია

ეკონომიკური კრიზისი

ეკონომიკური რეფორმა

ეკონომიკური ფორუმი

ელექტროგადაცემის ძირითადი ხაზი

ემიგრაცია

ენერგეტიკა

ენერგეტიკის სამინისტრო

ენტეროცისტოპლასტიკა

ერგნეთის ბაზრობა

ეროვნული სიწმინდეები

ეუთო

„ეხო მოსკვი“

ვარდების რევოლუცია

ვაჰაბიზმი

ვენეციის კომისია

თავდაცვის სამინისტრო

თავისუფალი კაპიტალი

თბილისის სახელმწიფო უნივერს სიტეტი

თიბისი ბანკი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„ივერია“

„იმედი“

ილიჩის ნათურა

ინდულგენცია

ინვაზიური მეთოდი

ინვესტიცია

ინსტიტუციონალიზაცია

ინტერვენცია

ინტერვენციული მეთოდი

ინფორმატიკის საფუძვლების და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრა

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

„იტარ-ტასი“

იტერა

„იუნესკო“

იუნკერები

იურისდიქცია

იუსტიციის სამინისტრო

კაზაკები

„კამაზი“

„კანონიერი ქურდები“

კანცელარია

კარდიოლოგია

კატარღა „გენერალი მაზნიაშვილი“

კატარღა „გრიფი“

კატარღა „ცოტნე დადიანი“

კერძო სექტორი

კიევის უნივერსიტეტი

„კმარა“

კომანდოსები

კომუნისტური პარტია

კომუნისტური რეჟიმი

კონსენსუსი

კონსოლიდაცია

კონტიგენტი

კონტრაბანდა

კონტრდაზვერვის სამსახური

კონფორმიზმი

კორუფცია

კოჯრის ბატალიონი

კრიმინოგენული ვითარება

ლეიბორისტები

ლეიტენანტი

ლიბერალიზაცია

ლიკვიდაცია

„მაგთიკომი“

მაგისტრალური გაზსადენი

„მადნეული“

მათემატიკური მეთოდების კათედრა

მაკროეკონომიკის კათედრა

მაროდიორობა

„მარშალის პაქტი“

„მასკის“ პროგრამა

მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“

„მერსედეს-მაიბახი“

„მეტროპოლიტენ ოპერა“

„მზე“ ტელეკომპანია

მიკროეკონომიკა

მონოგრაფია

მონოპოლიზება

„მრეწველები“

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

მუხროვანის ბატალიონი

ნატო

ნაციონალური მოძრაობა

„ნიუე ციურხერ ცაიტუნგი“

ნობელის პრემია

ნოემბრის რევოლუცია

ოკუპაცია

ოლიგარქი

„ომეგა“ ჯგუფი

ონკოლოგიური ეროვნული ცენტრი

ორმაგი მოქალაქეობა

ოქონის ხატი

პალეობიოლოგია

პალეობიოლოგიის ინსტიტუტი

პარლამენტის იურიდიული კომიტ ტეტი

პაციფიზმი

„პეპსი“

პირველი არხი

პოლიტიკური სტაბილურობა

პოლიციის აკადემიის სასწავლო ცენტრი

პრეზიდენტის ფლიგელი

პრესკონფერენცია

პრივატიზაცია

პროამერიკული პუტჩი

რაო “ეესი”

რეაქციული ძალები

რეგიონალური ფილიალი

რესტიტუციის კანონი

რუსთავის მეტალურგიული კომბინატი

საავტომობილო ტრანსპორტის კა თედრა

საბანკო სექტორი

საბაჟო

საბჭოთა კავშირი

საგადასახადო ამნისტია

საგადასახადო კოდექსი

საგადასახადო პოლიცია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საერთაშორისო საფინანსო ორგ განიზაცია

სავალუტო ფონდი

სავაჭრო პალატა

სავიზო რეჟიმი

საკოორდინაციო ცენტრი

საკრებულო

სამოქალაქო ომი

სამხატვრო აკადემია

სამხედრო აღლუმი

სამხედრო ბაზა

სამხედრო ზონა

საპრეზიდენტო ფლიგელი

სასაზღვრო კორდონი

სასაზღვრო ძალები

სასაზღვრო ჯარი

სასამართლო რეფორმა

სატრანსპორტო მაგისტრალი

სატრანსპორტო ფაკულტეტი

საქართველოს კომპარტიის ცენტ ტრალური კომიტეტი

საქართველოს მეცნიერებათა აკა დემია

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ტექნიკური უნივ ვერსიტეტი

საქართველოს უშიშროების სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინ ნისტრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 29

სახელმწიფო მდივანი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი

საჰაერო ძალები

სი-ენ-ენი

სოფლის მეურნეობა

სტრუქტურული კვლევების რესპ პუბლიკური ცენტრი

სტამბოლის შეთახმება

სუამის სამიტი

სუვერენიტეტი

„სულიკო“

ტაბელური იარაღი

ტერორიზმი

ტოლერანტობა, ტოლერანტულობა

ტრასტული ფონდი

ტროას ცხენი

ტურიზმი

უზენაესი საბჭო

უზენაესი სასამართლო

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

უროლოგიის ეროვნული ცენტრი

უროლოგიური განყოფილება

უშიშროების კომიტეტი

უშიშროების საბჭო

უშიშროების სამინისტრო

უშიშროების სამსახური

„ფაინანშალ თაიმსი“

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

ფეოდალიზმი

ფინანსური პოლიცია

ფიტოქიმიის განყოფილება

ფრიდონჰაუსი

ფსიქოლოგია

ქართული აგრარული სკოლა

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი

ქართული სამედიცინო სკოლა

ქართული ფოლკლორი

ღირსების ორდენი

ყულევის ტერმინალი

შინაგანი ჯარი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი

ცენტრალური საარჩევნო კომის სია

„წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრ რამა

„ჭიათურმანგანუმი“

ხომალდი „გიორგი თორელი“

ხუდონჰესი, ხუდონი

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სისტემა

„ჯი-ვი-ესი“

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი

ჰეგემონიზმი

ჰიდროელექტრო სადგური

ჰუმანიტარული კატასტროფა

ჰუმანიტარული მეცნიერებები

Die WELT