The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მიხეილ სააკაშვილი (ტომი XXVII)

მიხეილ სააკაშვილი (ტომი XXVII)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საქართველოს სახელმწიფო მეთაურები|სააკაშვილი მიხეილ
თარიღი: 2025
აღწერა: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელებიხელმძღვანელები; საქართველოს პრეზიდენტი (1995 წლის ნოემბერი – 2003 წლის ნოემბერი); მიმართვები, ინტერვიუები, სამართლებრივი აქტები (2005 წლის იანვარი-დეკემბერი) თბილისი 2025 ISSN 1987-5576 ISBN 978-9941-9942-6-5 სერიის „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები“; იდეის ავტორები: ემზარ ჯგერენაია, დორის ფოგლი; რედაქტორ-შემდგენლები: მარიამ ხოფერია, ემზარ ჯგერენაია; შემდგენლები: მარიამ ხოფერია, ლელა აბაშიძე; დაკაბადონება: შალვა პაპალაშვილი UDC(უაკ)362.511(479.22) ს-122 © სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, 2025



1 მიხეილ სააკაშვილი: „ხალხი ჩვენგან საქმეს ელის“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ყოფილი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრები წუხელ კანცელარიაში დაიბარეს.

6 იანვარს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა თავდაცვის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს - გიორგი ბარამიძესა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის. ქვეყნის პირველმა პირმა, კერძოდ, განაცხადა:

საკმარისია, სახლიდან გავსულიყავი რამდენიმე დღით, ჩემს მეგობრებთან უკრაინაში, რომ მარტო დარჩენილმა მთავრობის წევრებმა, დამიგულეს და გარეთ, დაუყოვნებლივ დაიწყეს კინკლაობა და ცელქობა.

უფრო სერიოზულად რომ ვთქვა, მინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენ ვართ ხალხის მთავრობა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა ერთმანეთის, არა თუნდაც პრეზიდენტისა და პრემიერის წინაშე, არამედ ჩვენი ხალხის წინაშე. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება ჩვენი ურთიერთშეთანხმებული, ზუსტი განრიგით მოქმედება. აქამდე ჩვენი წარმატება ყოველთვის ეფუძნებოდა ამ ერთიანობასა და გათვლილ მოქმედებებს.

თავდაცვის სამინისტროში რაც გაკეთდა ბოლო თვეებში და რაც არის გიორგი ბარამიძის დამსახურება. სწორედ ეს არის დღევანდელი ჩვენი არმია. როგორც ცა და დედამიწა, იმასთან, რაც იყო. მაგრამ არის პრობლემები, როგორც სხვა სფეროში, სადაც კეთდება საქმე - ორგანიზაციული ხასიათის. ჩვენ დღეს იმაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, რომ რატომ ადრე არ გამოსწორდა ეს პრობლემები, არამედ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე დღეს არის.

ირაკლი ოქრუაშვილს სწორედ ეს მანდატი აქვს. მე მისი დიდი იმედი მაქვს, რომ ამას გააკეთებს და იქნება ორიენტირებული მართლაც თანამედროვე ჯარის შექმნაზე. ჩვენ უკვე ჩავაცვით ჯარს, ვაჭმევთ, რაც ადრე არ იყო, ხუთჯერ უკეთესად აღვჭურვეთ, ვიდრე იყო. და თუკი ვინმე დღეს კიდევ ხმას იღებს, გამოიყენეთ კანონის მთელი ძალა, დეზერტირი და კანონის დამრღვევი უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს - საბრალდებო სკამზე. ამაზე ყველა დავალება გაცემული მაქვს.

მაგრამ მართლაც არის უნიკალური პერსპექტივები, რომ საქართველოში ეს სტრუქტურა რაღაცას დაემსგავსოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს სრული ურთიერთქმედება და კოორდინაცია. პრესკონფერენციებით ლაპარაკი ნორმალურ მთავრობებში არ ხდება. ეს ხდებოდა ჩემი წინამორბედის მთავრობაში და ამიტომაც დაემხო თავზე ქვეყანა. მე ამის მოთმენას არ ვაპირებ. ორივე ჩემი მეგობრები, ახლობლები ხართ, ორივეს ძალიან გაფასებთ, მაგრამ არა მხოლოდ ამას უნდა დაესვას დღეს წერტილი. არამედ ზურაბ ჟვანიას უნდა ვთხოვო, თუ მომავალში რომელიმე მინისტრს გაუჩნდება ცდუნება - მთავრობის შიგნით ურთიერთობა ჯერ გაარკვიოს პრესკონფერენციებით და მერე საქმიან ვითარებაში, კარები ყველასათვის ღიაა, სადაც უნდა, იქ წავიდეს და მიხედოს თავის საქმეს.

საქართველოს მთავრობაში, ქვეყანაში, რომელიც უნდა დადგეს ფეხზე, რომელმაც ხალხს უნდა გაუკეთოს ის, რასაც ჩვენ დავპირდით და რისი გაკეთებაც უკვე დავიწყეთ, ხალხი, რომელიც აპირებს კინკლაობას, არაფერი არ ესაქმება. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და უმკაცრესი მოთხოვნა. ან შეგვიძლია ერთად, კოორდინირებულად მუშაობა, ან ვისაც არ შეუძლია, პრობლემა არ არის. შეუცვლელი ადამიანები ქვეყანაში ნამდვილად აღარ არსებობენ, ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ახალი კადრი.

აწი, როცა სადმე წავალ, მსგავსი რამე არ განმეორდება. როცა აქა ვარ, მაშინ, აქამდე არ მომხდარა და, იმედია, არც ახლა მოხდება და ვაკეთოთ საქმე. ხალხი ჩვენგან საქმეს ელის.

დღეს წავიდეთ და ყველამ ერთად აღვნიშნოთ შობა, ვილოცოთ და დილას, როცა გავიღვიძებთ, ყველამ მივხედოთ ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან სფეროებს. აი, ეს არის ჩემი თქვენდამი რჩევა.

დასასრულ, საქართველოს პრეზიდენტმა ყველას მიულოცა შობის ბრწყინვალე დღესასწაული.

მიხეილ სააკაშვილი: „ხალხი ჩვენგან საქმეს ელის“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 7 იანვარი. - N3-4 (5037). - 1 გვ.

2 „პრეზიდენტობა ჩემთვის ყველაზე მოხერხებული პროფესია არ არის“

▲ზევით დაბრუნება


იური სიმონიანი, „ნეზავისიმაია გაზეტა“, 12 იანვარი

დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი წელი. „ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს 37 წლის პრეზიდენტმა პრიორიტეტული ამოცანა უწოდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას.

- გასული წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან თქვენი პირველი შეხვედრა აღიქვეს, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. მაგრამ შემდეგ, ეს იმედები არ გამართლებულა. გამოდის, რომ პუტინმა არ ირწმუნა თქვენი? ან, იქნებ, ამის მიზეზი გახდა მოსკოვის მისამართით თქვენს მიერ გაკეთებული საკმაოდ მკვახე განცხადებები?

- სამწუხაროდ, ახლა რუსეთი აწყდება სერიოზულ სირთულეებს საერთაშორისო ასპარეზზე. ეს აშკარად ჩანს. მას გართულებული ურთიერთობა აქვს არა მარტო საქართველოსთან, არამედ მთელ დანარჩენ მსოფლიოსთანაც. მე არ ვიცი, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს. საქართველო ერთგვარად გახდა ამ პროცესების ნაწილი, თუმცა, ჩვენ არ გვსურს ვიყოთ რომელიმე რგოლი დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ჯაჭვში, ან შევასრულოთ რაღაც პაიკის როლი გართულებულ ურთიერთობაში.

მე მინდა, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა ეს შეიგნონ. ჯერჯერობით ჩვენ ისინი ვერ დაგვირწმუნებია, რომ არა ვართ რაღაც დასავლური ძალების მომხრე, ქვეყანას კი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სურს იქონიოს მეგობრული ურთიერთობა რუსეთთან. მაგრამ ჩვენ ამ ურთიერთობას სულ სხვაგვარად ვხედავთ.

ჩვენს ურთიერთობაში არსებული მრავალი პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მოქმედების გამო წარმოქმნილი გართულებების მიუხედავად, საქართველოში არ სუფევს მძაფრი ანტირუსული განწყობილება, ვითარების უკეთესობისკენ შემობრუნება კი სულაც არ არის ძნელი.

- იქნებ, ყველა ამ გაუგებრობის მიზეზი იყოს ის, რომ რუსეთში თქვენ აღგიქვამენ როგორც მეამბოხეს, მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში რევოლუციური გარდაქმნების ინიციატორს?

- პირადული თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. მასთან შეხვედრების დროს თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობ. ისევე, როგორც თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოთა მეთაურებთან შეხვედრისას. რა თქმა უნდა, ჩვენმა „ვარდების რევოლუციამ“ გარკვეული შიში აღუძრა ზოგიერთ პოლიტიკოსს თანამეგობრობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოხდა უკრაინაში. სინამდვილეში კი, უკრაინაში მოვლენათა ასეთი განვითარება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მე კიევში ვსწავლობდი და ამ ქვეყანას საკმაოდ კარგად ვიცნობ... ყველა ოფიციალური შეხვედრის დროს აღვნიშნავდი, რომ დემოკრატიის შეჩერება შეუძლებელია. ჰოდა, ეს ასეც მოხდა. ამაში ბრალი არ მიუძღვის საქართველოს...

- რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო პრესაში პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციებს პანკისის ხეობაში თითქოსდა შემორჩენილი მოთარეშეთა ბაზებისთვის წერტილოვანი დარტყმების მიყენების შესახებ. რას უნდა ნიშნავდეს ეს - თბილისისთვის „ნერვების მოშლის“ მორიგ მცდელობას, თუ მოსკოვს მართლაც აქვს იმის საფუძველი, რომ საქართველოს ეს რაიონი მიიჩნიოს პოტენციური საფრთხის კერად?

- ჩემი აზრით, ეს უკვე სასაცილოა. როცა გამოჩნდება ხოლმე ასეთი ინფორმაცია, ჩვენ ვუკავშირდებით რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ასეთი რამ მათ არ უთქვამთ. ნებისმიერმა რუსმა ოფიცერმა, რომელიც კი ნამყოფია პანკისის ხეობაში, ჩინებულად იცის, რომ იქ არაფერი საშიში არ ხდება. ეს რუსეთის ხელმძღვანელობამაც იცის. პანკისში ერთობლივი მოქმედების, ან სხვა საკითხების მოგვარებისთვის ხელოვნური დაბრკოლებები აღარ არსებობს. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა საკითხში და ვთანამშრომლობთ კიდეც...

- რას სთავაზობს თბილისი მოსკოვს სახელმწიფოთაშორ რისი ურთიერთობის ნორმალიზაციის თვალსაზრისით? რუსეთის რომელი მოთხოვნები (ან წინადადებები) არის თქვენთვის, პრინციპში, მიუღებელი?

- ახლა ჩვენ ვმუშაობთ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაზე. თებერვალში თბილისში ველოდებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩამოსვლას. ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ხელშეკრულების პარაფირებას. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ასევე მოვახერხებთ მის ხელმოწერას უკვე მიმდინარე წელს. უკვე კარგა ხანია მსურს, რომ პუტინი ეწვიოს საქართველოს. იგი აქ მუდამ სასურველი სტუმარი იქნება.

რაც შეეხება თანამშრომლობას, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ერთობლივ ანტიტერორისტულ საქმიანობასთან, საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ბედის გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსი. ჩვენ საერთო პოზიციები გვაქვს მრავალი საკითხის შესახებ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს საერთაშორისო უშიშროების საკითხებსაც ეხება. ჩვენ მთლიანად ვერ ვიყენებთ ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს. ღმერთმა ინებოს, რომ საერთო პოზიცია გვქონდეს ჩვენ ასევე აფხაზეთისა და ოსეთის თაობაზეც. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ რუსეთის პოლიტიკის ევოლუცია, რომელიც 2004 წელს ჩვენთვის არც თუ ისე სასიამოვნო მხარეს გადაიხარა, წელს სულ სხვა მიმართულებას აირჩევს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ვიმუშავებთ და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ნორმალური გახდეს.

- „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ერთი წელი გავიდა. ყველა იმედი გამართლდა?

- ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველო სულ სხვა ქვეყანა გახდა. და ეს გამოიხატება არა მარტო ციფრებით, თუმცა, ბიუჯეტი სამჯერ და მეტად გაიზარდა, შეკეთებული გზების რაოდენობით და ა.შ. მთავარია, რომ შეიცვალა ადამიანების განწყობილება. ქვეყანაში დაიწყო ახალი პოზიტიური პროცესები. ჩვენ შევძელით მოგვეგვარებინა აჭარის პრობლემა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. საქართველო დაემსგავსა სახელმწიფოს, რასაც წინათ ვერ ვიტყოდით. ქვეყანაში ახლა ნამდვილად მტკიცდება სახელმწიფოებრიობის სისტემა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც ჩაბმული არიან არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ აქ მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენლები.

- რეგულარულად ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, თითქოს გაუარესდა თქვენი ურთიერთობა „ვარდების რევოლუციაში“ ძირითად მოკავშირეებთან - ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან. რამდენად რეალურია საქართველოში ხელისუფლების გადანაწილება?

- განხეთქილების შესაძლებლობის შესახებ ლაპარაკი უკვე რევოლუციის დასრულებისთანავე დაიწყო. მაგრამ გავიდა ერთი წელი, ეს პროგნოზი კი არ გამართლებულა. უფრო მეტიც, ჩვენი ურთიერთობა არათუ გაუარესდა, არამედ პირიქით, გაუმჯობესდა კიდეც. ჩვენი პარტიები გაერთიანდა. ჩვენი თანამშრომლობა ახლა უფრო მჭიდროა, ვიდრე, წინათ იყო. საქართველომ ყველას უჩვენა გრძელვადიანი კოალიციის ჩინებული მაგალითი. ხშირად ხდება, როცა გარდამავალი პერიოდის დროს ასეთი კოალიციები მიზნის მიღწევისთანავე იშლება-ხოლმე. ჩვენი მიზანი კი, გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე ხელისუფლების აღება. სწორედ ეს არის ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო - საერთო მიზანი: საქართველოს გაერთიანება, მისი ნორმალურ სახელმწიფოდ გადაქცევა ყველა თვალსაზრისით. თანაც, ჩვენ ჩინებული პირადი ურთიერთობა გვაქვს.

- საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა დაკარგული ტერიტორიები. მოლაპარაკება გაჭიანურდა როგორც სოხუმთან, ისე ცხინვალთან...

- ყოველგვარ მოთმინებას აქვს საზღვარი. ამ საკითხების ნებისმიერი გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკური უნდა იყოს. არ არსებობს წმინდა სამხედრო გადაწყვეტილებები. ეს ყველაზე ცუდი იქნება. ჩვენ ეს ჩინებულად გვაქვს შეგნებული და ამაზე ხმამაღლაც ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, ჩვენ ვაძლიერებთ შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ ეს არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს განმტკიცების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მეორე მხრივ, შეგნებული გვაქვს, რომ თვით ყველაზე მძლავრი შეიარაღებული ძალებიც კი, არადა, საქართველოს ალბათ, არასდროს ეყოლება ზემძლავრი შეიარაღებული ძალები, ყველაზე პატარა პრობლემასაც კი ვერ გადაჭრიან. ამ ბოლო ხანებში დაისახა გარკვეული პროგრესი სამხრეთ ოსეთში, თუმცა, იქ ვითარება მაინც შორს დგას სასურველისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო დროებით დაკარგული ტერიტორიების, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნებათა წარმომადგენლების ინტეგრირება. მაგალითად, ქართულ არმიაში უკვე მსახურობენ სომხები, აზერბაიჯანელები, სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები. რაც წინათ არ ყოფილა. ჩვენ ვაპირებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დავაარსოთ სპეციალური სკოლა სხვადასხვა ეროვნული ჯგუფების წარმომადგენელთათვის, რათა ახალგაზრდობამ მიიღოს შესაბამისი განათლება და შეძლოს სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და მართვაში. ჩვენ ვაპირებთ რეალურად განვამტკიცოთ საერთო-სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და არა - რაღაც „სტრატეგიული“ ან კუთხური. საქართველო პატარა ქვეყანაა. იგი შეიძლება იყოს ძლიერი, თუ მისი ყველა მოქალაქე შეიგნებს, რომ ქვეყნის წარმატება მათაც რაღაცას მოუტანს. ოსეთის კონფლიქტი ხელოვნურად არის გაღვივებული. მე იგი ძალზე რთულად არ მიმაჩნია. რუსეთს რომ გამოეჩინა კეთილი ნება ამ საკითხში, იგი კარგა ხნის მოგვარებული იქნებოდა. აფხაზეთში საქმე უფრო რთულადაა. მაგრამ იქაც მივაღწევდით სერიოზულ პროგრესს, რუსეთი ამით დაინტერესებული რომ ყოფილიყო.

- ამ ბოლო ხანებში საგრძნობლად შეიცვალა აფხაზეთის დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ. იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთებმა რუსეთის პასპორტების მიღებაზეც კი უარი განაცხადეს... ხომ არ ისარგებლებს თბილისი ამით, რათა მოაწესრიგოს ურთიერთობა აფხაზებთან?

- ჩვენ არ გვსურს რაიმეთი „ვისარგებლოთ“. რა თქმა უნდა, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თავიანთი მოქმედებით ყველას დაანახეს პოლიტიკური ელიტის ნაწილის იმპერიული ინსტინქტები. ამან დიდად არ გაახარა აფხაზები, რომლებსაც წარსულში, შესაძლოა, რაღაც ილუზიები ამოძრავებდათ. როცა ჟირინოვსკი ცდილობს საქართველოს დაშინებას, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს იგი აფხაზი ხალხის მეგობარი იყოს. აფხაზების მიმართაც ჟირინოვსკი ისეთივე იმპერიალისტია, როგორც ქართველების მიმართ. აფხაზეთის საზოგადოებამ ეს თანდათანობით შეიგნო. ჩვენ არ გვსურს ომის დაწყება, მაგრამ აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს ფართო ავტონომიის ფარგლებში.

უახლოეს მომავალში, უკვე იანვარში, ჩვენ ოფიციალურ წინადადებებს წარვუდგენთ სოხუმსა და ცხინვალს. ჩვენ ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია. გულახდილად რომ გითხრათ, არ მაქვს იმის იმედი, რომ ამას დაუყოვნებლივ მოჰყვეს დადებითი რეაქცია თვითგამოცხადებული მთავრობების გავლენიანი მოხელეების მხრიდან, განსაკუთრებით - აფხაზეთში. მაგრამ ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვეულებრივი ადამიანების რეაქციაზე, რომლებსაც ჩინებულად აქვთ შეგნებული, რომ ასეთ ვაკუუმში, ხელოვნურად ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში, დიდხანს ცხოვრება არ შეიძლება. საჭიროა მორიგების მიღწევა. ამჟამად შექმნილი ვითარება, წამგებიანია ყველასთვის. მე არ შევცვლილვარ. კვლავ ძალზე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. შესაძლოა, ჟურნალისტები უკვე შეეჩვივნენ ამას და აღარ სურთ ჩემთან ერთად იარონ საზოგადოებრივ ადგილებში, მეც დიდად არ მსიამოვნებს, ჩემს გვერდით მათი მუდმივი ყოფნა.

- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თქვენ პრეზიდენტად შეიძლება იყოთ მხოლოდ ორი ვადით. როგორ ფიქრობთ, რა საქმიანობას მოკიდებთ ხელს ცხრა წლის შემდეგ, როცა მოიხსნით პრეზიდენტის უფლებამოსილებას?

- სხვათა შორის, მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაშიც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი პრეზიდენტად. უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტობა არ არის ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი პროფესია, თუმცა, ძალზე პასუხსაგებია. საერთოდ კი, მე და ჩემი მეგობრები ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მთავარი საზრუნავია, გადავჭრათ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები და რაც მალე მოხდება მათი მოგვარება, მით უფრო მალე დასრულდება ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა.

- თუ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, საქართველო იმ დროისთვის ვერ გახდება ნორმალური სახელმწიფო, მაინც აქ დარჩებით საცხოვრებლად თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში დააპირებთ წასვლას?

- ჩემი აზრით, საქართველო ნამდვილად გახდება ყველა თვალსაზრისით ნორმალური სახელმწიფო, და ამაში დარწმუნებულიც კი ვარ. მთავარია, რომ არ მოხდეს რაიმე სტიქიური ან პოლიტიკური უბედურება. მე ვცადე, მეცხოვრა საზღვარგარეთ, მაგრამ ეს არ გამომივიდა. რა თქმა უნდა, საქართველოში დავრჩები.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

(იბეჭდება შემოკლებით)

„პრეზიდენტობა ჩემთვის ყველაზე მოხერხებული პროფესია არ არის“ / წყარო: იური სიმონიანი - ნეზავისიმაია გაზეტა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 13 იანვარი. - N8 (5041). - 1, 2 გვ.

3 რაზე ფიქრობს საქართველო?

▲ზევით დაბრუნება


ინა ობრაზცოვა, თბილისი-მოსკოვი, „არგუმენტი ი ფაქტი“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, ღამის ცხოვრებას ეწევა. ღამის პირველ საათზე აქვს თათბირი „ძალოვანებთან“, სამ საათზე - რეიდი თბილისის აეროპორტში. პრეზიდენტს სურს პირადად შეამოწმოს, თუ როგორ ხორციელდება საპასპორტო კონტროლი. დილით კი - კვლავ სამუშაოზეა... მაგრამ ამის მიუხედავად, რეიტინგი ეცემა, სეპარატისტები კვლავ ურჩობენ, პენსიონერები შიმშილობენ, დივერსანტები ახორციელებენ თავდასხმებს ენერგეტიკულ ობიექტებზე, რუსეთი პანკისის ხეობის დაბომბვით იმუქრება.

- ბატონო პრეზიდენტო, კვლავ ხელმოუწერელია ძირითადი ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ საქართველოს მხარე უარს აცხადებს შეიტანოს დოკუმენტში პუნქტი იმის შესახებ, რომ არ განალაგებს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე. თუ პრეზიდენტი სააკაშვილი გამუდმებით აცხადებს, რომ საქართველოში უცხო ბაზები არ იქნება, მაშ, რა უშლის ხელს ამის დაფიქსირებას ხელშეკრულებაში?

- მართლაც, ჩვენ ვაცხადებთ, რომ უცხო ქვეყნის ბაზებს არ განვალაგებთ საქართველოში, მაგრამ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამის შეტანა რთულია ხელშეკრულებაში. ძნელია, გამოინახოს ფორმულირება იმისთვის, რომ ასეთი მოთხოვნა დაისვას, მაგრამ იგი არ ზღუდავდეს სუვერენიტეტს.

სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზები ნიშნავს დამოკიდებულებას ამ სახელმწიფოებზე. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ისეთი არმიის შექმნას, რომ არავისზე აღარ იყოს დამოკიდებული. ეს პროგრამა-მინიმუმი და ჩემი ოცნებაა.

- ახლა გასაგებია, თუ მთავრობის ბოლო რეორგანიზაცია რატომ ისახავდა მიზნად ძალოვან სამინისტროთა გაძლიერებას. და ეს მოხდა მას შემდეგვე, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შეუწყობს ხელს 2006 წლისთვის ნატოში საქართველოს მიღებას. ეს უბრალოდ დამთხვევაა?

- 2006 წლისთვის საქართველომ შეიძლება მიიღოს მხოლოდ გეგმა, ანუ ჩვენ წამოგვიყენებენ კონკრეტულ პირობებს ნატოში გაწევრიანებისთვის. და თუ ჩვენ მოვისურვებთ, დროთა განმავლობაში შევძლებთ ამის გაკეთებას. ძალოვან სტრუქტ ტურათა რეორგანიზაცია მხოლოდ ჩვენს საშინაო ამოცანებს უკავშირდება. ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, რომელმაც გააუქმა სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. საქართველოში უშიშროებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება კონტრდაზვერვასა და დაზვერვის მცირერიცხოვან დეპარტამენტს, რომელშიც სულ 40 კაცი მუშაობს. მათი ამოცანა, ძირითადში, იქნება ანალიტიკა ღია წყაროების საფუძველზე, კერძოდ, პრესის მონიტორინგი.

- თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკვე გამოთქვამდა წინადადებას გამოყოფილი რეგიონების ძალის გამოყენებით დაბრუნების შესახებ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მოლაპარაკებების პროცესმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და საქართველო უფრო ქმედითი ნაბიჯის გადადგმას აპირებს? მით უმეტეს, რომ ნატოში არ იღებენ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიული პრობლემები აქვთ.

- ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ იმყოფებოდა საქართველოში, პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენს შემთხვევაში ტერიტორიული პრობლემა არ არის დაბრკოლება ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის. მაგრამ საქართველოს არსად ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ სურს ნატოში შესვლა. ჩვენ დავადექით ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკთან ინტეგრაციის გზას. ამავე გზას ადგას რუსეთიც.

ირაკლი თავდაცვის მინისტრად დავნიშნე, რადგან იგი კარგი ორგანიზატორი და სამეურნეო მუშაკია. მსურს, რომ ყოველმა თეთრმა მიაღწიოს ყოველ ჯარისკაცამდე. გაითვალისწინეთ, რომ ქართული არმია 15-ათასიანზე დიდი არასდროს არ იქნება.

- ამიტომ, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ გარდა, ახალი თავდაცვის მინისტრის ამოცანებში ისიც შედის, რომ მან მტკიცედ მოკიდოს ხელი რეზერვისტების მომზადებას...

- რეზერვისტები, ალბათ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას შეტევით ოპერაციებში. მათი გაწვრთნის ვადა სულ სამი კვირაა. ეს ის ძალაა, რომელიც ამოქმედდება მაშინ, თუ, ვინმე ეცდება რაღაც შეტაკებების გადმოტანას ჩვენს ტერიტორიაზე, ღმერთმა ნუ ქნას ეს. მაგრამ ეს იქნება არაორგანიზებული წინააღმდეგობა.

- რომელიც შეტევაში გადაიზრდება...

- ეს გამორიცხულია. ჩვენთვის ეს არის ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანების მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა. ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის, რომ საქართველოში აღმოჩნდა ამდენი ნამდვილი პატრიოტი, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანას სარგებლობა მოუტანონ!

- თქვენ ახლა ლაპარაკობთ როგორც დამწყები ფიურერი. მაშინაც ყველაფერი იწყებოდა პატრიოტიზმით და საზოგადოების მილიტარიზმით.

- ასეთი შედარებებიღა მაკლდა! იცით, კაცთმოძულეობის გარდა, რა იყო მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ჰიტლერისთვის? მას სრულიად არ ჰქონდა იუმორის გრძნობა! ამასთან დაკავშირებით, მე ყველაფერი წესრიგში მაქვს. საქართველოში ნაციზმი ვერასდროს ვერ მოიკიდებს ფეხს. ქართველები ამისთვის მეტისმეტად მხიარული და კეთილმოსურნე ხალხია.

- საქართველოში ახლა არ არსებობს ძლიერი ოპოზიცია, მაგრამ შემცირებების შედეგად ძალზე ბევრი ადამიანი ჩამოაშორეს საქმეს. არ გაქვთ იმის შიში, რომ უკმაყოფილო ადამიანები, შესაძლოა, გაერთიანდნენ და თქვენც ისევე მოგექცნენ, როგორც თქვენ თავის დროზე შევარდნაძეს მოექეცით?

- ჩვენ შევამცირეთ თანამდებობების 40 პროცენტი, მაგრამ დარჩენილი თანამდებობების ნახევარზე მოვიდნენ ახალი ადამიანები. ასე რომ, რეალურად ჩვენ დავითხოვეთ ძველი თანამშრომლების 70 პროცენტი. ეს ის ხარკია, რომელსაც ჩვენ ვუხდით რეფორმებს. ახლა სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ბიუროკრატია ჩვენთან ერთიორად უფრო ნაკლებია, ვიდრე რუსეთში. ადამიანები გაგებით ეკიდებიან შემცირებებს, რადგან ხედავენ შედეგს - კორუფციის დონემ იკლო.

- თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ კორუფციონერთა დაპატიმრებების დროს ხშირად მოქმედებენ სპეციალური დანიშნულების რაზმები და ვერტმფრენები, ეს ბრძოლა კი არა ნამდვილი ომია. როგორია ნადავლი?

- ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენ პირს ეკონომიკური სასჯელიც უნდა დაეკისროს. ასეთია ჩემი პოზიცია. როგორც მომახსენეს, 200 მილიონ დოლარზე მეტი დაუბრუნდა სახელმწიფო ხაზინას. მაგალითად, შევარდნაძის სიძემ ისეთი დავალიანება დააბრუნა, რომელიც გვეყო იმისთვის, რომ ორი თვის განმავლობაში ყველა პენსიონერისთვის დაგვერიგებინა პენსიები მთელი საქართველოს მასშტაბით. ის ფული, რომელიც რკინიგზის ხელმძღვანელმა გადაიხადა, მთლიანად მოხმარდა ხუთი სარკინიგზო სადგურის აღდგენას. საქართველოს საგზაო სამმართველოს უფროსის „შენატანი“ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შეგვეკეთებინა ყველა გზა თბილისის ცენტრში.

- მაგრამ ამ ფულის ჩარიცხვა ბიუჯეტში არ შეიძლება. ვინ ანაწილებს და აკონტროლებს ამ „შავ სალაროს“?

- არსებობენ სხვადასხვა საბიუჯეტო ფონდები. ყველაფერი გამჭვირვალეა. ხარჯებს აკონტროლებს მთავრობა. მაგალითად, ჩვენთან არიან პროკურორები, რომლებიც თვეში პრემიებისა და დანამატების სახით 10-10 ათას დოლარს იღებენ. წინათ ეს ადამიანები თვითონვე იხდიდნენ თავიანთი მივლინების ხარჯებს, ბენზინის ფულს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სხვა ქვეყნებში პარტიზანული მოძრაობების მხარდასაჭერად ეს ფული არ იხარჯება.

- სად არის იმის გარანტია, რომ ამ ნიადაგზე არ აღმოცენდებიან „ახალი ტალღის“ კორუფციონერები?

- ხალხში არ დადის ხმები იმის თაობაზე, თითქოს ახალი მთავრობა კორუმპირებული იყოს.

- როგორია პრეზიდენტის ხელფასი?

- ჩემი წინამორბედი ოფიციალურად იღებდა 115 დოლარს. ჩემი ხელფასი 1,5 ათასი დოლარია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე სახელმწიფო უზრუნველყოფაზე ვარ.

- თქვენ ეს საკმარისად მიგაჩნიათ საიმისოდ, რომ არ გაგიჩნდეთ სახელმწიფო ხაზინით სარგებლობის სურვილი?

- ახლა მე არ მჭირდება სიბერისთვის ფულის დაგროვება. როგორც იურისტი, გაცილებით მეტ თანხებს გამოვიმუშავებ მაშინ, როცა ამოიწურება ჩემი საპრეზიდენტო ვადა.

- რამდენ ხანს აპირებთ პრეზიდენტობას?

- 2009 წლამდე. თეორიულად ათი წელიც არის შესაძლებელი, მაგრამ ტექნიკურად ეს ძალზე რთულია. უნდა გითხრათ, რომ პრეზიდენტობა არ არის ყველაზე მხიარული პროფესია. პრეზიდენტობის ვადას განვსაზღვრავ პროექტების მიხედვით. ჩემი ოცნებაა, გავალამაზო და კეთილმოვაწყო თბილისის ცენტრი. ამას დაახლოებით სამი წელი მაინც დასჭირდება. მსურს აგრეთვე ავტოსტრადის გაყვანა თბილისიდან ბათუმამდე.

- წინათ გითქვამთ, რომ პრეზიდენტის პოსტს არ დატოვებდით მანამ, სანამ საქართველოს დროშა არ აფრიალდებოდა სოხუმსა და ცხინვალში...

- ჩვენ არ ვაპირებთ შევურიგდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. მაგრამ ყველაფერი მოხდება ძალადობის გარეშე, ბუნებრივი გზით. აღდგება ნდობა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რუსეთსა და საქართველოს შორის. მე შევთავაზე საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთობლივად მოემზადებინათ ფედერალური ურთიერთობის გეგმა. 21 იანვარს ვაპირებ მივმართო სამხრეთ ოსეთის ხალხს. არ მსურს ყველაფრის წინასწარ თქმა, მაგრამ ეს იქნება ვითარების მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ გამოთქმული უპრეცედენტო წინადადება, რომელზეც, იმედი მაქვს, უარს არ იტყვიან.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ პუტინთან?

- როცა პირველად ჩავედი მასთან, გარკვეული სიფრთხილე და დაძაბულობა შეინიშნებოდა. მაგრამ საუბარი გაგრძელდა დაახლოებით ოთხ საათს, და თავი ძალზე კომფორტულად ვიგრძენი. ურთიერთობა დაიძაბა აჭარის მოვლენების შემდეგ. ვლადიმერ პუტინი ოქტომბერში რომ გვწვეოდა და ერთად რომ ჩავსულიყავით კახეთში რთველზე, ჩვენი ურთიერთობა გაცილებით უფრო თბილი იქნებოდა. როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა მირჩიეს, საჭიროა კონტაქტების გამოძებნა მის გარემომცველ პირებთანაც, სასურველია უფრო ხშირი საუბარი ტელეფონით, მეგობრული ურთიერთობის დამყარება. მაგრამ არ ვაპირებ ვინმეს ძალით მოვახვიო თავს მეგობრობა. კულუარული თამაშების როლი ჩემთვის შესაფერისი არ არის. ვფიქრობ, რომ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან შეიძლება მოჰყვეს საკმაოდ მძიმე შედეგები, თუ ყველაფერი არ გაკეთდა ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

აშკარად შეინიშნება, რომ ჩვენს საზოგადოებაში რუსული ენა აღარ არის პოპულარული. თანდათანობით მცირდება რუსული სკოლების რიცხვი. ქართველი ბავშვები არ მიდიან იქ სასწავლებლად. რატომ? იმიტომ, რომ ახლა გაცილებით უფრო რთულია ჩვენთვის მოხვედრა რუსეთში, ვიდრე, ვთქვათ, საფრანგეთში. მეგობრებისა და ნათესავებისთვის ტელეფონით დარეკვაც ძვირი ჯდება. ამით ჩვენი ქვეყანა ღარიბდება. მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა ვივაჭროთ რუსეთის ბაზარზე. ეს ძალზე გამარტივებული მიდგომა იქნებოდა, თუმცა, არც უამისობაა. მთავარი ის არის, რომ ჩვენი სასიცოცხლო სივრცე ნელ-ნელა მცირდება.

- კარპატების დეკლარაციაში, რომელსაც ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად მოაწერეთ ხელი, აღნიშნულია, რომ ევროპას ელის გათავისუფლების ახალი ტალღა. თქვენი აზრით, ევროპის კონტინენტზე რომელ ქვეყნებს სჭირდება „გათავისუფლება“?

- ვფიქრობ, რომ დემოკრატიზაციის პროცესი არასდროს არ არის სრულყოფილი და ყველა ქვეყანა, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც, ივლიან დემოკრატიული რეფორმების გზით. ეს პროცესი არ არის დაკავშირებული რა (გაზეთში ტექსტი აკლია)

„რაზე ფიქრობს საქართველო?“ / წყარო: ინა ობრაზცოვა, თბილისი-მოსკოვი, „არგუმენტი ი ფაქტი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 21 იანვარი. - N15 (5048). - 1-2 გვ.

4 მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შესაძლებელია მშვიდობიანად აღდგეს, თუ იქნება სერიოზული საერთაშორისო ძალისხმევა და ჩვენ ყველანი ერთიანი ვიქნებით

▲ზევით დაბრუნება


როგორც ვიტყობინებოდით, 24 იანვარს გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა ილაპარაკა იმ დადებით ძვრებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციიდან განვლილ ერთ წელიწადში, ხაზგასმით აღნიშნა ახალი ხელისუფლების მიერ თავისი ხალხისადმი მიცემულ დაპირებათა შესრულების თაობაზე. ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა, კერძოდ, განაცხადა:

ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა, გავაორმაგეთ პენსია, დავაბრუნეთ დავალიანებათა უმეტესი ნაწილი, მივიღეთ ახალი ლიბერალური საგადასახადო კოდექსი, აღვკვეთეთ კორუფცია, როგორც ვეუბნებოდით ხალხს და ვპირდებოდით, რომ შევქმნით არაკორუმპირებულ სახელმწიფო სამსახურს. ერთი სიტყვით, ჩვენ შევასრულეთ ყველა დაპირება.

როცა შარშან ხალხს ვეუბნებოდი, აი, ეს არის ჩვენი დაპირება-თქო, ამბობდნენ: ოღონდ ეს თქვენ შეასრულეთ და ყველა მოგცემთ ხმას, ყველა დაგიჭერთ მხარსო. ახლა, როცა ეს შესრულდა, ხალხი სვამს კითხვას, რატომ არ ვცხოვრობთ ჩვენ ბევრად უფრო უკეთესად. და მე მათი მშვენივრად მესმის. რა თქმა უნდა, 28 ლარი არ არის ის პენსია, რომლითაც შეიძლება არსებობა. ისიც ვიცი, რომ როცა ვეუბნებოდით, პენსიას გავაორმაგებთ, ეჩვენებოდათ, რომ ეს ძალიან ბევრია. წელს საქართველოში ფასებმა 5 %25-ით მოიმატა. ბუნებრივია, საუბარი იმაზე, რომ თუ რა უნდა ვიყიდოთ ამ 28 ლარით, სრულიად ლეგიტიმური საუბარია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ, მაგალითად, სადმე საქართველოს მაღალმთიან სოფელში, ჩვეულებრივ ადგილებში ეს არის დამატებით პურის ყიდვის საშუალება, რაც ვიღაცას, ვისაც 2000 დოლარი აქვს, სასაცილოდ არ ჰყოფნის, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ეს ბევრს ნიშნავს.

ნოემბრისთვის ჩვენ ვაპირებთ სიღარიბის დაძლევის პროგრამის ამუშავებას. ის ხალხი, ვინც ყველაზე გაუბედურებულია, ვისაც არა ჰყავს მარჩენალი, ვისაც არა აქვს საშუალება, რომ ზამთარში შეშა იყიდოს, ვისაც არა აქვს გამოკვების საშუალება, დამატებით მიიღებს იმ თანხას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ უკეთესად იცხოვროს.

გარდა ამისა, ჩვენ დამატებით ხელზე გავეცით შეღავათების ფული, რადგან, როგორც დღეს ტელევიზორში აჩვენეს სიუჟეტი, ადამიანი მიდიოდა თელასში და უარს ეუბნებოდნენ. მიდიოდა გამგეობაში და მას უარით ისტუმრებდნენ. ახლა მათ ამას ხელზე მივცემთ ფულად. ზოგს დაემატა 15-20 ლარი, ზოგიერთს - 25 ლარამდე და ამას პირდაპირ გადაიხდის, როგორც ნორმალურ ქვეყანაშია. ესეც, რა თქმა უნდა, მიღწევაა.

ამავე დროს, თქვენ იცით, რომ სტრასბურგში ვაპირებ ჩვენი ინიციატივის გაჟღერებას ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით.

სხვათა შორის, დღეს მონიტორინგთან დაკავშირებით ევროსაბჭოში იყო მოხსენების განხილვა. მე ყოველთვის ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენებოდა ის ხმაური, რომელიც უკავშირდებოდა ამ მოხსენებას. გადაჭარბებულად იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი და ბევრი დემოკრატიისთვის მებრძოლი საპარლამენტო ორგანიზაცია. მას ყოველთვის უნდა მეტი დემოკრატია. ასე მუშაობს ეს ორგანიზაცია და მისი ფუნქცია მთელი ცხოვრება ასე იყო. თავისთავად ის, რომ იგი გვაძლევს რეკომენდაციებს, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. დღეს საქართველოს დელეგაციის ყველა შესწორება ჩვეულებრივად გაიზიარეს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი - აჭარასთან მიმართებაში. ამ რეკომენდაციებში პრინციპში მე ყველაფერს ვეთანხმებოდი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთ დღეს რომ ავორთქლდეთ, ის, რასაც ვუტოვებთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს, ეს არის აჭარის გადაწყვეტილი პრობლემა. ნამდვილად არ არის ეს არავის სარეკომენდაციო, როგორ უნდა იყოს აჭარის დამოკიდებულება დანარჩენ საქართველოსთან. ეს არის ის საკითხი, სადაც მე ამ რეკომენდაციებს არ ვეთანხმებოდი. კიდევ კარგი, რომ დღეს შეიცვალა ისე, რომ ეს გადახედული უნდა იქნეს მხოლოდ ზოგადად თვითმმართველობის საკითხების განვითარებასთან ერთად.

რეკომენდაციებში იყო მეორე საკითხი, რომ ევროპულ პარლამენტარებს ზოგადად არ მოსწონთ, რომ ხალხმა საქართველოს პარლამენტში აირჩია ცოტა ოპოზიციონერი. მაგრამ ჩაიწერა ისიც, რომ არჩევნები იყო პატიოსანი და სამართლიანი, რაც დემოკრატიის კრიტერიუმია. მე ვერც ჩემს ხალხს ვერ ვაიძულებდი და ნამდვილად არ ვთხოვდი იმას, რომ მას შემდეგ, რაც მაშინდელი მთელი ოპოზიცია შევარდნაძეს შეეკრა, მაინც და მაინც ისინი აერჩია პარლამენტში და ვერც პარლამენტში არსებული ოპოზიციის კლონირება შემიძლია რაიმენაირი სამედიცინო ან რაიმე სხვა მექანიზმებით. აქედან გამომდინარე, არის იმ რაოდენობის ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში არის. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ევროპულში ეს იწვევს გაკვირვებას - რატომ არის 20 თუ 25 კაცი. მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ მოხდეს ამ პროცესების ხელოვნურად ფორსირება. თავისთავად დროზე მოხდება ამ პოლიტიკური პროცესების ჩვეულებრივად დაწრეტა.

ისევე როგორც, მაგალითად, ევროპელს არ ესმის, რატომ უნდა გადაიხადოს ადამიანმა ფული და გავიდეს გარეთ... რადგან ევროპაში იპარავენ მაქსიმუმ ასი ათასს და ბიუჯეტები შედგება მრავალი მილიარდისგან. ჩვენთან იპარავდნენ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენ გვქონდა სახელმწიფო ბიუჯეტი. არავის არ ესმის, რანაირად შეიძლება პრეზიდენტმა გადაიხადოს იმდენი ფული, რომ ქვეყანამ გაისტუმროს სამი თვის საპენსიო დავალიანება. ასეთი რამ არ ხდება ბელგიაში, ჰოლანდიაში და ნორვეგიაში, მაგრამ ჩვენთან ზუსტად ეს სიტუაცია იყო.

ახლა სიტუაცია დაწყნარდა იმის გამო, რომ ჩვენ წესრიგი დავამყარეთ, გვაქვს დიდი ბიუჯეტი და თუკი იპარავენ, ძალიან ცოტას იპარავენ და იმათაც ვიჭერთ. ახლა გადავალთ ზუსტად ევროპულ პრაქტიკაზე: ყველა დამნაშავეს ჩასვამენ და იგი პასუხისმგებლობას იკისრებს იმ დოზით, რამდენადაც იკისრებს. არის ასეთი კონკრეტული შემთხვევა: ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარჩემაშვილმა, რომელიც როცა შევარდნაძის მინისტრი გახდა, ძალიან პრესტიჟული იურისტი იყო და რეალურად შევარდნაძის რეჟიმმა ჩააგდო იმ პირობებში, რომ დაიწყო მოპარვა და ქურდობა, ჩასვეს ციხეში და მან გადაიხადა მილიონ ლარზე მეტი. ახლა, რა სჯობია, ნარჩემაშვილი შემდეგი ათი წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ქუთაისში, მაგალითად, ამ ფულით, როგორც გეგმავს ადგილობრივი გუბერნატორი, ახალგაზრდობისთვის გაკეთდეს ახალი სპორტული დარბაზი. ვფიქრობ, ამაზე პასუხი სრულიად ნათელია. საშიში დამნაშავე, რა თქმა უნდა, არანაირ ფულად გარეთ არ უნდა გავიდეს. მაგრამ ის ხალხი, ვინც იმ მთავრობამ ჩააყენა ისეთ სიტუაციაში, რომ ასე გაბანდიტდა და გაყაჩაღდა, უნდა ჩამოვაშოროთ სახელმწიფო სამსახურს, მაგრამ უნდა მოვატანინოთ უკან ფული და ჩვენ ეს შევასრულოთ.

ახლა, რაც შეეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ყოველდღიურად ძლიერდება. ყოველგვარი პროვოკაციები (როგორიც არის პოლიციელის დაკავება, რომელსაც დღეს გამოუშვებენ, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროვოკაციები გაგრძელდეს) არის მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ჩაითრიონ სისხლისმღვრელ კონფლიქტში. ვინც იცის და ეს იცის მთელმა ჩვენმა ხალხმა, ვისაც ოდნავი ინფორმაცია აქვს, ჩვენ ყოველდღიურად ვძლიერდებით, ყოველდღიურად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები ძლიერდება, ჩვენი ბიუჯეტი იზრდება, საქართველოში შემოდის ინვესტიციები. ამ დღეებში და ამ კვირებში ძალიან სერიოზული ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკაში ძალიან ბევრი ფული ჩაიდო. აქ რუსების გარდა ბევრი სხვაც არის. ჩვენ გვაქვს წინადადებები შვეიცარიული, ავსტრალიური და სხვადასხვა ფირმებიდან და არის ნამდვილი ალალი შეჯიბრი იმისათვის, ვინ გაიმარჯვებს და ვინ უფრო მეტს გადაიხდის. ისინი საოცარ თანხებს იხდიან. პრივატიზაციაში ჩვენ უკვე ვიღებთ დაახლოებით 10-ჯერ მეტს დარჩენილ 10 პროცენტში, ვიდრე წინა მთავრობამ აიღო დანარჩენ 90 პროცენტში მთლიანად. თბილისში ერთი რეზიდენციის გაყიდვის შედეგად, რომლის ფული ჰყოფნის იმას, რომ კონკრეტული სკოლები გავარემონტოთ და ასევე აშენდეს ახალი კანცელარია, უფრო მეტია, ვიდრე თბილისის ყველა შენობის, ყველა ცენტრალური მიწის გაყიდვის შედეგად შემოვიდა წინა 10 წლის განმავლობაში.

ამ სიტუაციაში, როგორც კი საქართველოში ვინმე ახლა შეძლებს შეიარაღებული კონფლიქტის ინსპირირებას, ეს ნიშნავს, რომ შეჩერდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარება. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა ვცადოთ.

როდესაც ვლაპარაკობთ ცხინვალის რეგიონზე, ჩვენ ზუსტად უნდა ვთქვათ: რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხინვალის რეგიონი მშვიდობიანად დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკურ ოსებს ჰქონდეთ ყველა გარანტია იმისა, რომ მათ ექნებათ თვითმმართველობა და მათი ენის, კულტურული და საგანმანათლებლო უფლებები, მათი ეკონომიკური კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იქნება ქართული სახელმწიფოს ფარგლებში. რა თქმა უნდა, ამისათვის მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული სტატუსი, რათა ეს უფლებები დაცული იყოს. მაგრამ ეს ფასი იმაში არის გადახდილი, რომ მათ აღიარონ, რომ ისინი არიან საქართველოს ნაწილი, აღიარონ რომ საქართველო უნდა აკონტროლებდეს საქართველო-რუსეთის საზღვარს, აღიარონ, რომ საქართველოს კანონები ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ამ რეგიონის ტერიტორიაზე.

აი, ამას ვთავაზობთ დღეს ჩვენს ოსურ მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, ატყდება გარკვეული ლაპარაკი, რას ნიშნავს სტატუსის მიცემა, ეს ხომ არ არის საქართველოს დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯი?

ეს არის საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების შემოთავაზება, რაც ყველაზე საუკეთესოა, რომელიც შეიძლება ჩვენს ხალხს გაუკეთო.

მე არა ვარ მომხრე საქართველოს ფედერალიზაციის ისეთი გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მხარეებად დაყოფას, ვთქვათ, იმერეთის ფედერალური მხარე, კახეთის, ქართლის ან სამეგრელოს ფედერალური მხარეები. ეს ჩემთვის მიუღებელია და ამ გაგებით ყოველგვარი ფედერალიზმის წინ ნააღმდეგი ვარ. რადგან ჩვენ უნდა შევქმნათ ქვეყანა და მერე ვიფიქროთ მის დაშლაზე და არა პირიქით - თავიდანვე დავშალოთ, რომ ვერასოდეს ვერ ავაწყოთ.

მაგრამ, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ წესრიგი აღდგეს, მშვიდობიანი გზით აღდგეს მშვიდობა და მთელმა მსოფლიომ ამაში მხარი დაგვიჭიროს.

ამიტომ მე მინდა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა. მე მინდა, ყველას ესმოდეს, რომ სანამ მე პირში სული მიდგას, ვერავინ საქართველოს ვერ დაშლის.

მე მინდა ჩვენ გვესმოდეს: ახლა ხშირად არის დავა იმის შესახებ, რა სტატუსი უნდა ჰქონდეს აფხაზეთს და, მე, მართალი გითხრათ, მოვისმინე რამდენიმე ძალიან უთავმოყვარეო განცხადებაც იმის თაობაზე, რომ თურმე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რომ აფხაზეთი საქართველოს სრულუფლებიანი ნაწილი იყოს და რაღაც სახით გაურკვეველ კონფედერაციულ ურთიერთობაზე უნდა წავიდეთ. მე ამას არასოდეს არ მივიღებ. მე ვუსმენ ყველას. მე მყავს ხუთი-ექვსი-შვიდი სხვადასხვა მრჩეველთა საბჭო. ყველას მოვუსმენ, ყველას რაღაცას გავითვალისწინებ, მაგრამ საბოლოო ანგარიშით ამ სისულელეს მე არ გავაკეთებ.

მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა შესაძლო საშუალების გამოყენება. იცით, რომ საქართველოში არის ახალი პატრიოტული სული. არის ის, რომ რეზერვისტთა ბანაკებში არის ადამიანების რიგი და მართლა ქედს ვიხრი ამ ხალხის წინ ნაშე, არის ის, რომ ზაფხულში ჩვენ ვაკეთებთ ახალგაზრდულ დასასვენებელ პატრიოტთა ბანაკებს, სადაც უკვე რამდენიმე ასეული ადამიანია ჩაწერილი..

აი, ამას წინათ კოდორში, რომ გადაწყვიტეს, რომ ისევ უნდა დაგვაშანტაჟონ, როგორც ადრე, შევარდნაძე რომ აგზავნიდა მირცხულავას, მოელაპარაკე იქ რომელიღაც ბანდიტებს, რომ ფულს გადავუხდით, ოღონდ არ ჩამოაგდონ მავთულები, ჩვენ ვუთხარით, რომ ამ გარანტიებზე არ წავალთ და მაინც ესროლეს. შემდეგ როცა დაინახეს, რომ არ ვეხუმრებით, გავაგზავნეთ იქ სპეციალური დანიშნულების რაზმი და კოდორელები, უბრალო სვანი მოსახლეობა დასისხლიანებული ხელებით (ჩვეულებრივ ამ აღდგენას უნდა რამდენიმე დღე, თუ კვირები არა) თოვლში, ყინვაში დადიოდა და ეხმარებოდა თბილისიდან ჩასულ ოსტატებს და ეხვეწებოდა, მოგვაშორეთ აქედან ეს ბანდიტებიო. აი, ასეთი ხალხი გაჩნდა საქართველოში.

ამიტომ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ რატომ უნდა გადავიღოთ ფილმი დავით აღმაშენებელზე და სახელმწიფომ რატომ უნდა დააფინანსოს იგი. რომ დააფინანსოს სახელმწიფომ, რა? ჩვენ რომ გადავწყვიტოთ, რომ ვაფინანსებთ ფილმს დავით აღმაშენებელზე, რა არის აქ ასეთი ცოდვა, თუ არა ხარ მართლა ძალიან დაკომპლექსებული და ძალიან გაურკვეველი. რა არის ცოდვა იმაში, რომ სახელმწიფო საკუთარი ისტორიის პროპაგანდას ეწევა? რომელ სახელმწიფოში ითვლება ეს სირცხვილად? რომელ სახელმწიფოსთან უნდა ვიხადოთ ამისათვის ბოდიში? ნუთუ საერთოდ მოგვიშალა რუსეთის იმპერიამ ამ ორი საუკუნის განმავლობაში პატრიოტიზმის და საკუთარი სამშობლოს სიყვარულის ყველანაირი განცდა? რატომ უნდა იმართლებდეს თავს ის ხალხი (იმ ხალხს ნამდვილად ფული არ უთხოვია, მაგრამ თუ გვექნება, ამის ფულიც უნდა მივცეთ)? გამოვაცხადოთ კონკურსი, ვინც უკეთეს სცენარს დაწერს, ვინც უკეთეს რეჟისორს შემოგვთავაზებს, არავისზე მონოპოლია არა გვაქვს გამოცხადებული. რა არის ცუდი იმაში, რომ საქართველო უწევდეს პროპაგანდას თავის ისტორიას?

გაიძახიან, საქართველოს ხელისუფლება მთელი წელიწადი პიარით იყო დაკავებულიო. ჯერ ერთი, პიარი ჩვენ არ გამოგვდის, იმიტომ, რომ, თქვენც კარგად იცით, ხელისუფლების მიმართ ყველა გაზეთსა და სატელევიზიო არხში კრიტიკა არის. ეს ჩვეულებრივია. ვერ გეტყვით, რომ ამას მივესალმები, მაგრამ ამას ვიღებ, რომ ასეა.

ჩემი პიარი ის კი არ არის, რომ რაღაცა ვთქვა, რა გავაკეთეთ. ჩემი პიარი არის ის, რომ ჩოლოქზე აღარ დგას პოსტი. ჩათვალეთ, რომ ეს არის პიარი, რომ იქ ქართველები აღარ ჩხრეკენ ქართველებს. ჩემი პიარი არის ის, რომ ჩვენ ქობულეთში დავაგეთ გზები. ჩემი პიარი იქნება ბორჯომის პარკი, რომელსაც ზაფხულში გავაკეთებთ. ჩემი პიარი იქნება თბილისში გაზაფხულზე დაწყებული გზების გაკეთება. ორ წელიწადში ყველა ძირითადი გზა გაკეთდება და ქალაქს ვეღარ იცნობთ. ჩემი პიარი იქნება ის, რომ ქუთაისში წელს ყველა გზა გაკეთდება, მათ შორის (მე არ დამვიწყებია ჩემი საარჩევნო დაპირებები) ავანგარდის, ავტოქარხნის დასახლებებში, სადაც ხალხს დავპირდი და, შემეძლება იქ ჩავიდე და ვუთხრა ხალხს, რომ აი, მე გაგიკეთეთ. ჩემი პიარი იქნება ის, რომ აპრილში, როგორც კი დათბება, სამეგრელოში დაიწყება ყველა ძირითადი გზის გაკეთება, ზუგდიდში გაკეთდება შიდა გზები. ჩემი პიარი არის ის, რომ საქართველოში იქმნება არმია და დღეს უკვე 4-5-ჯერ უკეთ არის აღჭურვილი, ვიდრე ერთი წლის წინათ და ზოგ შემთხვევ ვაში 10-ჯერ უკეთესად სხვადასხვა კატეგორიებში აღჭურვისა და პირადი შემადგენლობის მომზადებით. ჩემი პიარი არის ის, რომ გაჩნდა პოლიცია, რომელსაც ხალხი ენდობა. რომ იძახიან, რა გაკეთდა საქართველოშიო, გაკეთდა ის, რომ ადამიანი სახელმწიფო აპარატს აღარ უყურებს, როგორც მტერს, ენდობა, უღიმის პოლიციას. ზაფხულში ვამბობდი, რომ გამოვლენ პოლიციელები და ბავშვებს მათ დანახვაზე გაეღიმებათ. დღეს ბავშვებს მათ დანახვაზე ეღიმებათ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი იდეალურად არა გვაქვს, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევქმენით არაკორუმპირებული, წესიერი, ნდობით აღჭურვილი სახელმწიფო აპარატი, ჩვენ მივიღეთ მეტ-ნაკლებად ნორმალური კანონები და წელს ვიწყებთ ინფრასტრუქტურის დიდ აღმშენებლობებს. წელს უნდა დაიწყოს ეკონომიკაში გარღვევა. და რეალურად მოგვცეს პირველი წლის შედეგები. აი, ეს არის ის, რაც დავთესეთ და ახლა უნდა მოგვცეს მოსავალი. დარწმუნებული ვარ, ამ მოსავალს ჩვენ წელს აუცილებლად ყველანი ერთად მივიღებთ.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს. ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, - დადგა თუ არა დრო და აქვს თუ არა ამის სურვილი, რომ გაიმართოს მისი შეხვედრა სერგეი ბაღაფშთან, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:

აფხაზეთზე ჩემთვის ყველაფერი ძალიან გარკვეულია. ის უთავმოყვარეო განცხადებები კი არა, რომ ჩვენ რაღაცები უნდა დავთმოთ. ჩვენ აფხაზეთში დასათმობი არაფერი არა გვაქვს. აფხაზეთიდან გამოდევნეს მთელი ქართული მოსახლეობა. ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც ჩამოართვეს სახლები, მანქანები და იმ სახლებში ახლა ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ამის არანაირი უფლება არა აქვთ. ეს სახლები რუსეთიდან ვიღაც ადამიანებმა იყიდეს, როცა ამის არანაირი უფლება არ ჰქონდათ. მე არ ვაპირებ მივიღო ისეთი პოზა, რომ არაფერი არ მომხდარა, მოდი, ახლა მეგობრები ვართ, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის ამ ჯგუფმა (ჯგუფია და არა ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და, სამწუხაროდ, იქ ხალხს, აფხაზებსაც კი არ მისცეს თავის ხელისუფლების არჩევის საშუალება, ვინც მათ საჭიროდ მიაჩნდათ) უნდა აღიაროს, რომ ყველა ქართველს, და არა მარტო ქართველს, რუსს, ესტონელს, უკრაინელს, და სხვებს აფხაზეთში დაბრუნების უფლება აქვთ. ეს არის ჩემი მთავარი პირობა ყველანაირი სერიოზული კომპრომისებისა და ყველანაირი სერიოზული განხილვისა.

ჩვენ მზად ვართ, რომ აფხაზეთის სტატუსი ძალიან კარგად განვიხილოთ. მაგრამ ის განცხადებები, რომ შეეგუონ ახლა ქართველები, რომ ვერასოდეს ვერ დაბრუნდებიან, შეეგუონ იმას, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი იქნა ეთნიკური წმენდის სახით და შეეგუონ იმას, რომ ეს არასოდეს არ გამოსწორდება, იმიტომ რომ ისტორიამ ასე განკარგა.

ისტორიამ ასე არ განკარგა და ჩვენ არასოდეს შევეგუებით ადამიანის უფლებების ასეთ ფართომასშტაბიან დარღვევას. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ (ისინი საუბრობენ იმაზე, რომ არ დაბრუნდებიან საქართველოში, მე არ მინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში, მე არც ერთ სეპარატისტს საქართველოში დასაბრუნებლად არ ვეპატიჟები) ჩვენ დავბრუნდეთ აფხაზეთში. და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში. ამაზე ნურავის ნურანაირი ილუზია ნუ ექნება. ნუ ექნება ილუზია ნურც იმას, ვინც იქ ქონებას ყიდულობს და ფიქრობს, რომ მას დაიკანონებს, ნუ ექნება ილუზია ბევრ ზოგიერთ ჩვენს მართლა უსუსურ და უსახურ ადამიანს, რომელიც თბილისში ეწევა იმის პროპაგანდას, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება, ამაზე მე და ჩემი მეგობრები 24 საათი ვმუშაობთ.

ჩვენ პარლამენტში მოვიყვანეთ ბევრი ნორმალური ხალხი. ახლა კირკიტაძეზე რომ ატეხეს ერთი ამბავი, როდესმე გახსოვთ, რომ პარლამენტის წევრს რაიმეზე ბოდიში მოეხადოს? პოზაში რომ ჩადგებოდნენ წინა პარლამენტში და ამბობდნენ? ჩვენ ყველაფერში მართალი ვართო. ეს კაცი მოვიდა და 18 წლის ბიჭს - დაცვის წევრს, რომელიც, შეიძლება ეუხეშა კიდევაც, მაგრამ სწორად ეუხეშა, ჩამოართვა ხელი და თქვა: ეს ბიჭი იყო მართალი და ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც სოფლიდან ან ჯარში გაწვეული ბიჭი. მე როგორც პარლამენტის წევრმა (და იგი მართლა ძალიან წესიერი, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არის) ამ ბიჭს ყველამ უნდა მივბაძოთ.

როდის იყო ასეთ რამეს აკეთებდა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი? ეს ხომ კულტურული რევოლუციაა, ეს ხომ კულტურული შოკია იმასთან შედარებით, რაც იყო საქართველოში. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რა ხალხი იჯდა ამ შენობაში - მამალაძე, სარიშვილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ მინდა ნამდვილად ძველი დავიწყებული წინაპრების აჩრდილები შევაწუხო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ხალხი ყველაფერს ეჩვევა და მე მესმის, რომ ეს უკვე აღარ უკვირს. დღეს კოშმარულ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ, რომ დღეს მამალაძე გამოცხადდეს და სადმე აქ დაჯდეს, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო. სხვათა შორის, ისინი ყველა ჰყავთ ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში, სადაც დენდროპარკში და (არავის არ ვაშინებ ამით) ყველას ნელ-ნელა ამწიფებენ, რომ ისევ ხელახლა დარგონ ქართულ ნიადაგში. ამის საშუალებას მათ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ და ვფიქრობ, ამაზე ყველანი ვთანხმდებით.

ტელეკომპანია „იმედის“ კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად, თუ რა ბერკეტი იქნება გამოყენებული ცხინვალის რეგიონის სტატუსის მისანიჭებლად, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:

მე არაფერი დასამალი არა მაქვს. ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ სტატუსზე. მაგრამ ბერკეტი აქ არის ერთი. ჩვენ ვეუბნებით ოსებს, რომ ჩვენ ვაძლევთ ყველაფერ იმას, რაც გინდათ. თქვენ არასოდეს არ გინდოდათ დამოუკიდებლობა, თქვენ გინდოდათ თქვენი უფლებების დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს სახელმწიფო თავისი კომპეტენციებით, თავისი სპეციფიკური ეკონომიკური პაკეტებით ამას ყველაფერს გაძლევთ. მაგრამ მთავარი ბერკეტი იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსახლეობა დაბრუნდება და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, არის ძლიერი ქართული სახელმწიფო. ჩვენი ძლიერება ყოველდღე იზრდება და დრო ჩვენზე მუშაობს.

ამავე დროს ჩვენ ოსებს ვეუბნებით: იმისათვის, რომ თქვენ იყოთ დაცული და ჩვენ რაიმე ისეთი გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რაც არ მოგეწონებათ, გექნებათ კვოტა საქართველოს პარლამენტში, იქნებით წარმოდგენილი სასამართლო ორგანოებში. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი მოსახლეობის ერთ მნიშვნელოვან პროცენტზე, მე მინდა, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს ჩვენს შემადგენლობაში, ისევე როგორც მათი უმეტესობა არის ჩვენ შემადგენლობაში და თავს აღიქვამს საქართველოს მოქალაქედ.

ჩვენ ვეუბნებით, რომ მზად ვართ ყველა გარანტია მოგცეთ იმისთვის, რომ თქვენ არასდროს არავის არ დაგჩაგრავთ, მაგ გრამ არ დაგჩაგრავთ საქართველოში. თუ ჩვენ შევთანხმდებით და ამის შემდეგ კიდევ ვინმე დაიწყებს საუბარს, რომ როკის გვირაბის გამტარ პუნქტს აღარ ჰქვია საქართველო-რუსეთის საზღვარი, რომ თუ ვინმე ოდესმე კიდევ ხელს აღმართავს საქართველოს სახელმწიფო დროშაზე და დაწვავს, ეს ხელები ამ დამწველებს ძალიან სერიოზულად დაუმოკლდებათ.

დანარჩენი უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ კომპრომისებზე. კომპრომისები ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფასი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შესაძლებელია მშვიდობიანად აღდგეს, თუ იქნება სერიოზული საერთაშორისო ძალისხმევა და ჩვენ ყველანი ერთიანი ვიქნებით. თუ დაინახავენ სისუსტეს, რა თქმა უნდა, ისინი ამაზე არ წამოვლენ.

ჟურნალისტთა შეკითხვები მრავალფეროვანი იყო. ისინი შეეხებოდა საქართველოში განხორციელებულ პრივატიზაციას, ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას, ყველა იმ აქტუალურ საკითხს, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შესაძლებელია მშვიდობიანად აღდგეს, თუ იქნება სერიოზული საერთაშორისო ძალისხმევა და ჩვენ ყველანი ერთიანი ვიქნებით. // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 26 იანვარი. - N19 (5052). - 1-2 გვ.

5 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო პრეზიდენტო, პატივცემულო გენერალურო მდივანო, ასამბლეის პატივცემულო წევრებო!

მსურს მივესალმო და მადლობა მოვახსენო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმისათვის, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ ორგანიზაციისათვის მიმემართა.

მთელი ისტორიის განმავლობაში, ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში დიდ დახმარებას უწევდა.

მაშინაც კი, როდესაც ადამიანის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა, ასამბლეას საქართველო უყურადღებოდ არ მიუტოვებია, პირიქით, ის ყოველთვის ჩვენი პარტნიორი იყო და ესმოდა, რომ საქართველოში ძირეული ცვლილებების განხორციელების დღე ოდესმე დადგებოდა.

მე ამაყი ვარ, რომ ერთი წლის წინათ, ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, დადგა.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ასამბლეა დაგვეხმარა მუდმივად დაგვემკვიდრებინა ადგილი ევროპელი ერების დიდ ოჯახში.

ამ დიდი ტრიბუნიდან, ვისურვებდი, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის არამარტო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი, არამედ ჩვენს ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრების გარანტი იყოს.

ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა პირველად ამ დარბაზში გაგვეხმოვანებინა.

დღეს საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს.

ეს გარდაქმნები, უწინარეს ყოვლისა, იმის გაცნობიერებას მოითხოვს, თუ ვინ ვართ ჩვენ და იმისთვის არის საჭირო, რომ უკეთ ვიცოდეთ, რისი აშენება გვსურს.

ეს გარდაქმნები ჩვენივე სისუსტეებისა და სიძლიერის გულწრფელად შეფასებას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა, მტკივნეული რეალობის წინაშეც აღმოვჩნდეთ.

ეს ის გარდაქმნებია, რომლებსაც შედეგები მოჰყვება.

ერთი წლის წინათ, ქართველი ხალხი თავისუფლების დასაცავად გამოვიდა, მაგრამ, იმავდროულად, ისინი თავიანთ მომავალსაც იცავდნენ.

იმ მომავალს, რომელიც ყალბ დაპირებებზე, საყოველთაო უძლურებასა და სახელმწიფოს დეზინტეგრაციაზე აგებული აღარ იქნება, როგორც ეს საქართველოს ახლო წარსულში იყო.

იმ მომავალს, რომელიც განცალკევების პოლიტიკაზე, სახელმწიფოს მიერ სანქცირებულ ქურდობასა და საზოგადოების სოციალურად ღარიბი ფენის უგულებელყოფაზე არ იქნება დამყარებული.

ხმებმა, რომლებმაც მშვიდობიან ვარდების რევოლუციას უნიკალური ძალა მიანიჭა, ის ხმებია, რომლებიც დღეს საქართველოს წარმატებისკენ მოუწოდებს.

დღეს წარმატება დემოკრატიის ახალი წესების, პრინციპების დანერგვას და დაპირებების შესრულებას ნიშნავს.

თუკი ვარდების რევოლუციის მუხტი ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას, ეს თავისუფლების გამოძახილია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდი ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა და რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.

ეს ხმა არამარტო საქართველოდან, არამედ უკრაინიდანაც გვესმის.

ბატონი ვიქტორ იუშჩენკოს გამარჯვება ამის ნათელი მაგალითია.

ვარდების რევოლუცია ჩემი სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია, მაგრამ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე დგომა, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში.

შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული მოლოდინისა და სირთულის მიუხედავად, კიევშიც რევოლუციამ გაიმარჯვა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, ამ მხრივ, აღარ არის უნიკალური ქვეყანა.

მიხარია, რომ უკრაინელ ხალხსაც შეუძლია იზეიმოს თავისუფლება.

ჩვენ სხვა ქვეყნებისთვის და დადებითი საინტეგრაციო პროცესების განვითარებისთვის უნივერსალური მაგალითი ვართ.

ეს გვავალდებულებს, რომ დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის აყვავებული, სამართლებრივი და უფრო მშვიდობიანი ქვეყნები ავაშენოთ.

თუმცა დღეს, ჩემი აქ მოსვლის მიზანი რევოლუციის შემდგომი საქართველოს ქება არ არის.

ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ნება, რომელიც შარშან საქართველომ გამოხატა - აეშენებინა სტაბილური, თანამედროვე და ევროპული დემოკრატია, ურყევია.

საქართველომ უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და დღევანდელი სამშვიდობო ინიციატივა კიდევ ერთი წინგად დადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომლის გასავლელად თქვენი თანადგომა გვჭირდება.

ძალა, რომელიც ჩვენს ყველაზე სათუთ ღირებულებებს ემყარება, ჩვენს მისწრაფებებს რეალობად აქცევს.

ეს მისწრაფებები კი, საერთო მიზნებს ასახავს.

დემოკრატიისკენ სწრაფვა ჩვენს რაობასაც გამოხატავს.

საქართველო ყოველთვის ტოლერანტობით, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ჩვენს ქვეყანაში უყვართ ცოცხალი, ღია დებატები და რაც მთავარია, პატივს სცემენ თავისუფლებასა და ადამიანის ღირსებას.

საქართველო არის დემოკრატიის მაგალითი, რადგან მისი ეროვნული თვითშეგნება დემოკრატიის ტრადიციებს ეფუძნება.

ვარდების რევოლუციის მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ საკუთარი ღირსება დავიბრუნეთ, რაც დემოკრატიისკენ ჩვენი სწრაფვის საფუძველია.

ხანდახან ამის გასახსენებლად რევოლუციაა საჭირო.

მჯერა, რომ გასულ წელს, სკეპტიკოსთა გასაოცრად, წარმატებების მიღწევაში, სწორედ ეს დაგვეხმარა.

ჩვენი სიმტკიციდან და სამართლიანობიდან გამომდინარე, პოლიციაში კორუფციის შემცირება, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და რელიგიური შეუწყნარებლობის აღმოფხვრა შევძელით.

ჩვენი ანგარიშვალდებულებისა და ორგანიზებულობის შედეგად, გავასამმაგეთ სახელმწიფო ბიუჯეტი, გავაორმაგეთ პენსია და გავისტუმრეთ ათწლიანი დავალიანებები.

გამჭვირვალეობიდან და მიუკერძოებლობიდან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში პირველი საზოგადოებრივი ტელევიზია დავაფუძნეთ, რომელიც სახელმწიფო კონტროლისგან და ცენზურისგან თავისუფალია.

ჩვენ ვართ სამართლიანები და საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებით, აქედან გამომდინარე, აჭარის მშვიდობიანი დაბრუნება შევძელით და ახალი გზების მშენებლობისთვის თანხა გამოვყავით, რაც ჯავახეთის მსგავს მოშორებულ რეგიონებს ცენტრთან დაკავშირებას გაუადვილებს.

ეს მიღწევები ქართველი ხალხის საერთო ნებასა და მოთხოვნებს ასახავს.

ეს პოლიტიკური არჩევანი ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორ შენდება ქართული სახელმწიფო - საქართველოს ყველა მოქალაქის აზრის გათვალისწინებითა და მონაწილეობით.

ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც უარყოფს ეთნიკური ნიშნით დაყოფის... და უნდობლობის პოლიტიკას.

ვაშენებთ სახელმწიფოს, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა და მიუკერძოებლობა მმართველობის უმთავრესი პრინციპებია.

ვაშენებთ სახელმწიფოს, რომლის ძლიერება მის ათასწლოვან მრავალფეროვან კულტურასა და საერთო ღირებულებებს ემყარება.

ეს ჩემი პოლიტიკური მანდატისა და მშვიდობის საფუძველია.

ერის აღორძინება, წარსულში დაშვებული შეცდომების გაცნობიერებისა და დავიწყებულ უსამართლობათა გამოსწორების გამბედაობას მოითხოვს.

სამწუხაროდ, კონფლიქტებით მიყენებული ჭრილობები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მწვავედ იგრძნობა, რაც უამრავი ადამიანის პოტენციალსა და ღირსებას ამცირებს.

ჩემმა სამშობლომ იმაზე მეტი ტანჯვა გამოიარა, ვიდრე მას სისხლისღვრითა და ნგრევით მიადგა.

კონფლიქტებმა, რომლებმაც ქვეყანა დაანაწევრა, ჩვენს გულს იმდენად დიდი ტკივილი მიაყენა, რომ ამის სიტყვით გადმოცემაც კი ძნელია.

გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, თუ რა პირობებში ცხოვრობს ოსი და აფხაზი ხალხი.

ზოგი ამას „გაყინულ კონფლიქტს“ უწოდებს.

ეს სიტყვები ვერ გადმოსცემენ იმ გაყინული და მშიერი ხალხის მდგომარეობას, რომელთა სიცოცხლე ნადგურდება, რადგან ჩვენ ამ კონფლიქტების მოგვარებას ვერ ვახერხებთ.

ერთი წლის წინათ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი გავხდი, პირობა დავდე, რომ საქართველოს მშვიდობიანი გზით გაერთიანებაზე ვიზრუნებდი.

მე ვთქვი, რომ პირველი ნაბიჯი ამის განსახორციელებლად, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდა ყოფილიყო.

ჩვენი ძალისხმევა, მიდგომა და შედეგები უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე ჩემი დღევანდელი სიტყვები.

მაშინ, როდესაც ეს პირობა დავდე, ხალხს აღვუთქვი, რომ საქართველოს გაერთიანებისას ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა იმ ნატანჯი ადამიანის ღირსებას, კულტურასა და ფუნდამენტურ უფლებებს დავიცავდი.

ყველას აქვს მშვიდობიან ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების, კარგი განათლების მიღებისა და ჯანსაღი ოჯახის შექმნის უფლება.

კონფლიქტები, ძალადობა და სიხარბე ყოველივე ამას შეუძლებელს ხდის.

ჩვენ უკეთესად და ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ ვემახსოვრებით, როგორც თაობა, რომელსაც მშვიდობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად სიმამაცე ეყო.

დღეს თქვენს წინაშე იმისთვის ვდგავარ, რომ ცხინვალის რეგიონში, რომელიც ზოგადად, სამხრეთ ოსეთის სახელით არის ცნობილი, მშვიდობის დამყარების ჩემეული ხედვა გაგიზიაროთ.

ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი კუთხე, რომელიც გარე სამყარომ დიდი ხანია დაივიწყა და მივიწყებულია საკუთარ სახლშიც.

ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სირთულეებზე და საჭიროებებზე საუბრისას, აფხაზეთსაც ვგულისხმობ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივმართავ.

ვინაიდან ჩვენ საერთო ისტორია, მიწა და მომავალი გვაქვს, ჩვენი საზოგადოებები ერთობლივი ძალებით უნდა ავაღორძინოთ და გავაერთიანოთ, რადგან არცერთ ბავშვს ომის შიში არ ჰქონდეს.

საქართველოს ხელისუფლების სახელით, წარმოგიდგენთ ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) სამშვიდობო ინიციატივას. მშვიდობიანი და გაერთიანებული საქართველოს ჩვენეული ხედვა, უპირველეს ყოვლისა, იმ სურვილისა და უფლების პატივისცემას ემყარება, რასაც ცხინვალის რეგიონის ავტონომია ეწოდება.

თუ საბჭოთა კავშირის დროს ცხინვალის რეგიონი მცირე ავტონომიის უფლებით სარგებლობდა, ამ გეგმის მიხედვით, მას ბევრად უფრო ფართო ავტონომია ექნება.

ფაქტობრივად, უფრო დიდი, ვიდრე თვით ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენი გეგმა ცხინვალის რეგიონს ავტონომიის კონსტიტუციურ გარანტიას აძლევს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი შტოსა და პარლამენტის თავისუფალი და პირდაპირი არჩევის უფლებას გულისხმობს.

ცხინვალის რეგიონის პარლამენტი კონტროლს განახორციელებს კულტურის, განათლების, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის, საზოგადოებრივი წესრიგის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

ამავე დროს, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას სახელმწიფო სტრუქტურებში ხმის უფლება ექნებათ, რის კონსტიტუციურ გარანტიასაც ეს გეგმა იძლევა.

სახელმწიფო სტრუქტურებში - საქართველოს პარლამენტში, სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მათ წარმომადგენლები ეყოლებათ.

იმისათვის, რომ საქართველო ძლიერი იყოს, თბილისში და ცხინვალში ერთად მუშაობა უნდა ვისწავლოთ.

ჩვენი გეგმა ამისთვის აუცილებელ ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნის.

ამ სამშვიდობო ინიციატივაში ოსების უნიკალური ისტორია, მათი მდიდარი კულტურა, ტრადიცია და ენა აისახება.

ეს გეგმა ოსური ენისთვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რაც განათლების სისტემის დეცენტრალიზაციითა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით განხორციელდება.

ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნება, ისტორია და ტრადიციები საქართველოს კულტურას გამონაკლისად აქცევს, ჩვენი გეგმა კი, სწორედ ამ სიმდიდრის დაცვასა და ხელშეწყობას გულისხმობს.

მშვიდობის შენარჩუნებას ვერ შევძლებთ, თუ ხალხი მშიერი, დაუსაქმებელი იქნება, არ შეექმნება საყოფაცხოვრებო პირობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ექნება თვითრეალიზაციის საშუალება და იმედი.

ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას იმსახურებს, რაც, ამჟამად, დანარჩენ საქართველოს აქვს.

ისინი იმასაც იმსახურებენ, რომ საქართველოში ჩადებული ინვესტიციებისაგან და ჩვენს ხელთ არსებული უამრავი შესაძლებლობისაგან სარგებლობა მიიღონ.

ამ გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.

ჩვენ ცხინვალის რეგიონს დახმარების ხელს გავუწვდით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ ეკონომიკის ასაღორძინებელი პროექტები დააფინანსოს.

ჩვენ მათ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის პირობებს შევუქმნით, რაც მოსახლეობას სტაბილური სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს.

ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეა შევთავაზოთ და რუსეთის საზღვრის გადალახვის პროცედურა გავამარტივოთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და კონტროლის უფლება ექნებათ, რათა მათი არჩევანი რეგიონის საჭიროებებს, ინტერესებსა და პრიორიტეტებს პასუხობდეს.

საქართველოსთან ერთად ცხინვალის რეგიონიც აყვავდება.

მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელი სიმამაცე ჩვენგან წარსულში ჩადენილ დანაშაულთა და დაშვებულ შეცდომათა გაცნობიერებას მოითხოვს.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი ბევრია.

ეს გეგმა ქონების რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებას მოითხოვს, რაც 1990-92 წლებში მიმდინარე კონფლიქტის დროს დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის საშუალებას მოგვცემს.

მთავრობა მზად არის სახელმწიფოსგან მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს საპენსიო დავალიანება გადაუხადოს, რომელიც დღევანდელ განაკვეთზე ნაკლები არ იქნება.

წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ეს ინიციატივა სპეციალური კომისიის შექმნის საშუალებას იძლევა, რომელიც ქონებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს და მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებაზე იმუშავებს.

როგორი მძიმეც არ უნდა იყოს წარსულის დავიწყება, სამართლიანობისა და ღირსების შენარჩუნება უნდა შევძლოთ.

ეს ინიციატივა იძულებით გადაადგილებული ყველა პირისთვის დაბრუნების უფლების გარანტი იქნება.

სახელმწიფოს ნება კი, ფინანსურად დაეხმაროს მათ, კიდევ უფრო გაამყარებს ამ უფლებას.

მშვიდობისკენ მიმავალი გზა მოკლე და ადვილი არ იქნება.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ეს ინიციატივა კონფლიქტის მოგვარების გარდამავალი პერიოდის სამწლიან ეტაპს გულისხმობს.

ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობით, ქართულ-ოსური პოლიციის შერეული ჯგუფები უნდა შეიქმნას, რომლებიც სამოქალაქო წესრიგს და თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

ამ პერიოდში ცხინვალის შეიარაღებული ძალები საქართველოს ერთიან შეიარაღებულ ძალას შეუერთდება.

ეს არის პერიოდი, როდესაც ნდობა შიშს შეცვლის, ხოლო იმედი ეჭვს დაამარცხებს.

ეს არის პერიოდი, როდესაც მშვიდობის ნაყოფს და განახლებულ კეთილდღეობას ყველა შეიგრძნობს.

მშვიდობისათვის ბრძოლა სამართლიანი და კეთილშობილური საქმეა, მაგრამ ჩვენ მარტო ამის მიღწევას ვერ შევძლებთ.

თუ წარმატება გვიწერია, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა უფრო აქტიური და თვალსაჩინო როლი უნდა შეასრულონ.

ევროსაბჭომ მომრიგებლის ფუნქცია უნდა იტვირთოს.

ეუთომ მშვიდობის მონიტორინგი უნდა განახორციელოს.

ევროკავშირი მშვიდობის გარანტი უნდა გახდეს.

ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის მხარდამჭერი უნდა იყოს და რუსეთის ფედერაციამ მშვიდობის დასამყარებლად კონსტრუქციული პარტნიორის როლი უნდა შეასრულოს, რასაც მივესალმებით კიდეც.

იმისათვის, რომ მმართველობის ინსტიტუტები და ნდობა აღვადგინოთ, ცხინვალისა და საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობას თქვენი დახმარება სჭირდება.

მე მჯერა, რომ ეს ინიციატივა მშვიდობის დასამყარებლად განახლებულ პლატფორმას ქმნის და კეთილ ნებას გამოხატავს.

ამ ინიციატივის კომპონენტები იმას ადასტურებენ, რომ საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლება ცხინვალის რეგიონის ხალხს ახალ მომავალს სთავაზობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ მივიღეთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალზედ რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინიციატივა კონფლიქტის სამართლიანი მოგვარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

ჩვენ გვესმის, რომ დეტალების შემუშავებას დრო სჭირდება.

ეს მოქნილობას, კომპრომისს და ყველა მხარის კეთილ ნებას მოითხოვს.

ჩვენ იმ მწარე რეალობასაც ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობა ზოგჯერ ყველას ინტერესს არ წარმოადგენს.

ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გამოწვევებისთვის, ამ პროცესებისთვის მიმართულების შეცვლის მცდელობებისთვის, რისკისთვის, რომელიც ძნელი გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვება.

საქართველო მზად არის ამ რისკის გასაწევად.

დღეს საქართველო პირველ ნაბიჯს დგამს.

დღეს მე ვაცხადებ, რომ დადგა დრო, ეს მომაკვდინებელი კონფლიქტები წარსულს ჩავაბაროთ.

დადგა დრო, რომ ხალხს შორის განხეთქილებას ბოლო მოეღოს.

დადგა დრო, რომ სიღატაკეს, უიმედობასა და სასოწარკვეთას ბოლო მოვუღოთ.

დადგა დრო, რომ ყველა, ვისაც ეს კონფლიქტი შეეხო, მშვიდობის ჭეშმარიტი დამცველი გახდეს და არასტაბილურობას, არაჯანსაღ და გაყინულ მდგომარეობას ხელი აღარ შეუწყოს.

მე ვიმედოვნებ, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა პასუხისმგებელი ერი, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, გაერთიანდება და აქტიურ მხარდაჭერას გაგვიწევს.

ასე რომ, ეს და მსგავსი სხვა კონფლიქტები სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ეხლა სწორედ ამის დროა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური / 26 იანვარი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2775&i=1

6 მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთს ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება“

▲ზევით დაბრუნება


ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური (დიდი ბრიტანეთი),
25 იანვარი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ბი-ბი-სის რუსული სამსახურის კორესპონდენტს დანილ გალპეროვიჩს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დროს. საქართველოს პრეზიდენტი შეეხო იმას, თუ როგორ ესახება მას თბილისის ურთიერთობა მოსკოვთან და კიევთან.

ბი-ბი-სი: მრავალი თქვენი კოლეგა, მათ შორის ქართველი პარლამენტარებიც, ამბობენ, რომ საქართველოში შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი ვითარების დამყარება, თუ რუსეთი არ შეუშლის ამას ხელს...

მიხეილ სააკაშვილი: მე მუდამ მიმაჩნდა, რომ რუსეთი თუ დაიკავებდა კონსტრუქციულ, ან თუნდაც ნეიტრალურ პოზიციას იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა წამოჭრილი - იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, უფრო სწორ რად კი, ორ რეგიონთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემები - ჩვენ მათ უკვე კარგა ხნის წინ მოვაგვარებდით.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყანა ვითარდება და ჩვენთვის მხოლოდ ამ პრობლემების მოგვარება როდია უმთავრესი. გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა 12-პროცენტიანი ზრდა, 3,5-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ახლა გაცილებით მტკიცეა სტაბილურობა და მომავლის რწმენა.

რაც შეეხება ამ საკითხებს, მიმაჩნია, რომ ისინი მაინც გადაწყდება - ზოგიერთი იმ ნაციონალისტურ-იმპერიალისტური ძალების წყალობით თუ მათი სურვილის წინააღმდეგ, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში სიმშვიდის დამყარებით მათი ღირსება შეილახება. საქართველოში კი ნამდვილად დამყარდება სიმშვიდე და თანაც უკვე ახლა შეინიშნება ეს, ასე რომ, ამაში ჩვენ პრობლემებს ვერ ვხედავთ.

ბი-ბი-სი: საქართველო ხომ რუსეთის ძველი მოკავშირეა. ამ კავშირის თაობაზე ათასგვარი მოსაზრება არსებობს, მაგრამ მაინც...

მიხეილ სააკაშვილი: ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვაქვს შეგნებული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსეთს საქართველოსთვის, იგი ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორი, როგორც მეგობარი და მეზობელი.

მაგრამ, ხელშეკრულებები, რა თქმა უნდა ორმხრივ კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს. კომპრომისი არ გახლავთ ქუჩა ცალმხრივი მოძრაობით. ეს არის ორმხრივი მოძრაობა, ორმხრივი დამოკიდებულება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ამ თვალსაზრისით ურთიერთგაგებას.

ბი-ბი-სი: ახლა ბევრს ლაპარაკობენ „კიევ-თბილისის ღერძზე“. თუ შეიძლება ითქვას, რომ იგი უკვე შეიქმნა?

მიხეილ სააკაშვილი: ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნება ძველი, კლასიკური გეოპოლიტიკური კავშირების ჩარჩოებში, მაგრამ, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ემოციები უკრაინელ და ქართველს ხალხს შორის.

მე ვმეგობრობ უკრაინის ახალ პრეზიდენტთან. ჩემი აზრით, ეს არა რაღაც გეოპოლიტიკური ღერძია, არამედ დემოკრატიების კავშირი.

სინამდვილეში, საქართველოს და უკრაინას მართავენ ამ ქვეყნების ხალხები. და სხვა სახელმწიფოებმაც, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ამ ქვეყნებთან, უნდა შეიგნონ, რომ მათ ურთიერთობა აქვთ არა მთავრობასთან, რომელიც შეიძლება დაიყოლიონ, მოისყიდონ, დააშინონ, არამედ მთელ ხალხთან, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები, საკუთარი შეხედულებები და ბოლომდე ეცდება მათ დაცვასა და განხორციელებას.

მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთს ჩვენთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება“ / წყარო: ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახური (დიდი ბრიტანეთი) // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 27 იანვარი. - N20 (5053). - 1 გვ.

7 „ჩვენ ვეღარავინ დაგვაჩოქებს“, - განაცხადა გუშინ გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგ პრეზიდენტმა, რომელმაც განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით აღნიშნა:

- დღეს გორში დატრიალდა ტრაგედია, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. ჩვენ მომხდარს ერთმნიშვნელოვნად განვიხილავთ როგორც პოლიტიკური მიმართულების მქონე ტერორისტულ აქტს, რომელსაც აქვს ძალიან შორს მიმავალი მიზნები. საქართველოში მიდის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესები. ქართულმა რევოლუციამ გამოიწვია გლობალური პროცესების სულ სხვანაირად წარმართვა. ახლა მე ვიყავი დავოსში, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამხელა წინსვლა აქვს საქართველოს რეპუტაციის, საერთაშორისო ავტორიტეტისა და საერთაშორისო მხარდაჭერის კუთხით. ქართულმა რევოლუციამ გამოიწვია ის, რომ გათავისუფლების პროცესები გაგრძელდა სხვა ქვეყნებსა და სხვა რეგიონებში. ჩვენ ბოლო თვეებში დავამტკიცეთ, რომ ყველანაირი ხელისშეშლის მიუხედავად, სასაზღვრო ბლოკადების, შინააშლილობის გამოწვევის მცდელობების მიუხედავად, საქართველო დაშლილი, გაუბედურებული ქვეყნიდან, რაც ერთი წლის წინათ იყო (ვისაც მახსოვრობა აქვს, ყველა გაიხსენებს, რა მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ ერთ წელიწადზე ცოტა ხნის წინათ), გახდა სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი სამსახურები, რომელსაც გაუჩნდა პირველად შეიარაღებული ძალები, გაუჩნდა ნორმალური პოლიცია, ამჟამად ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ამ პერიოდში შემოვიერთეთ ასევე აჭარა, შევძელით წესრიგის დამყარება და მსხვილმასშტაბიანი კრიმინალური ბანდების განიარაღება. ძალიან აეწვათ კუჭი ზოგიერთებს, რომელთაც ეს ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინათ.

მე მინდა, ვთქვა, - ის, რაც დღეს გორში მოხდა, არის იმ ძალების მიერ პროვოცირებული, რომელთაც ძალიან არ უნდათ, რომ საქართველო განვითარდეს და გაძლიერდეს.

მე მინდა, ჩემმა თანამოქალაქეებმა ყურადღებით მომისმინონ: ჩვენ ყოველდღე ვძლიერდებით, ჩვენ ყოველდღე ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს განვამტკიცებთ, ყოველდღე რაღაც ახალი პოზიტიური არის ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში და ეს ცვლილებები გარდაუვლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის იმ დონემდე გაძლიერებას, როცა შესაძლებელი გახდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, რაც მე ძალიან მსურს, მშვიდობიანი გზით აღდგენა. მაგრამ ეს ასევე იცის ჩვენმა მტერმა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ამ დონემდე არ განვითარდეს. მან იცის, რომ დრო ჩვენზე მუშაობს. მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ გავიგოთ: იმ ხალხს, ვისაც არ უნდა მშვიდობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავზე მოგვახვიოს თავისი დროის გრაფიკი, თავზე მოგვახვიოს თავისი მოქმედების გეგმა და გადაგვადგმევინოს, ყოველ შემთხვევაში დროზე ადრე, რაიმე მკვეთრი ნაბიჯი, რითაც გამოიწვევს ჩვენთვის გარდაუვალ სიძნელეებს. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მშვიდობის მტრებსა და მოწინააღმდეგეებს ჩაშალონ სამშვიდობო პროცესი და ხელი შეგვიშალონ დაწყებული სამშვიდობო პროცესის მოგვარებაში, რადგან ამ სამშვიდობო პროცესს აქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და თქვენ, მგონი, ამაში ამ დღეებში ყველანი დარწმუნდით.

ასეთ დროს, როცა ამგვარი უბედურება ხდება, ყველა ერი იცდება იმით, თუ რა რეაქცია აქვს. თუ ჩვენ დავიწყებთ წუწუნს, რაც ჩვენსა და მშვიდობის მტრებს სურთ, თუ ჩვენ მათი შეგვეშინდება, თუ ჩვენ დავიწყებთ ურთიერთგადაბრალებას, ურთიერთდადანაშაულებას, ურთიერთდაჭმას, ეს არის ზუსტად ის, რაც უნდათ ამ ტერაქტების ორგანიზატორებს, და მაშინ ჩვენ ვერ გავექცევით შემდგომ ესკალაციას. და თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ასეთ სიტუაციაში იქცევიან ცივილიზებული, დემოკრატიული ერები - გამოვიჩენთ სრულ კონსოლიდაციას, სრულ ერთიანობას, მაშინ ვაჩვენებთ იმ ხალხს, ვისაც უნდა საქართველოში სიტუაციის აფეთქება და ჩვენი პროგრესის შეჩერება, რომ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ერი, ერთ მუშტად შეკრული მრავალეროვანი ხალხი და საზოგადოება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს, საქართველოს სიძლიერე განმტკიცდეს, საქართველოს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა დაემსგავსოს იმას, რაც აქვს ყველა განვითარებულ ქვეყანას და საქართველოს დამარცხება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდეს და საქართველოში არეულობის შემოტანა ვერავინ შეძლოს.

მე მგონი, დღეს ეს ყველა ჩვენგანის არჩევანია. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო საზოგადოების ყველა წევრს, ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოიჩინოს ერთიანობა ამ ხალხის ქმედებების წინაშე. დავანახოთ მათ, რომ ჩვენი დაშინება შეუძლებელია, საქართველო მუხლებზე აღარასდროს დადგება, ჩვენ ვეღარავინ დაგვაჩოქებს და ვერასოდეს ვერ დაგვაბრუნებენ 92-93 წლებში. ისინი ვერასოდეს ვერ შეძლებენ შეაჩერონ საქართველოში მშვიდობის პროცესი. საქართველო გახდება წარმატებული ქვეყანა, საქართველოში გაგრძელდება ინვესტიციების შემოსვლა, საქართველოში გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა, საქართველოში გაგრძელდება ჩვენი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გაძლიერება, რაც ყველასთვის თვალსაჩინოა.

და მაშინ, თუ ჩვენ ყველაფერს ამას გავაკეთებთ ისე, როგორც ეს ჩვენს გეგმებშია, გამოვიჩენთ მოთმინებას, სიმტკიცეს, თანამიმდევრული ნაბიჯების გადადგმის უნარს, ისინი ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ და მე ვიცი, რომ მათი მიზნები ვერ შესრულდება. მაგრამ მინდა თქვენგან მხარდაჭერა და გაგება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ანტიტერორისტული ბრძოლის, ანტიტერორისტული სტრუქტურების, ანტიტერორისტული საკანონმდებლო ბაზის და მთლიანად საზოგადოების გაფრთხილებისა და კონსოლიდაციისაკენ მიმართულ ყველა საჭირო ნაბიჯს.

„ჩვენ ვეღარავინ დაგვაჩოქებს“, - განაცხადა გუშინ გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შემდეგ პრეზიდენტმა, რომელმაც განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 2 თებერვალი. - N25 (5058). - 1-2 გვ.

8 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


დღეს მე ძალიან მიმძიმს ლაპარაკი.

როგორც უკვე ყველამ იცით, გუშინ ღამით, ზურაბ ჟვანია დაიღუპა, მასთან ერთად დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი რაულ უსუპოვი.

ეს ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენი ქვეყნისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის.

საქართველომ დიდი პატრიოტი დაკარგა, რომლის მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის თავგადაკლულ და უანგარო სამსახურს ეძღვნებოდა.

მე დავკარგე ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც გამაჩნდა, ყველაზე სანდო მრჩეველი, ყველაზე დიდი მოკავშირე.

ეხლა, ჩემი და სანდრას, ჩემი ოჯახის, თითოეული თქვენგანის ფიქრები არის ზურაბის ოჯახთან, მის მეუღლე ნინოსთან, დედასთან - ქალბატონ რემასთან და მის სამ უმშვენიერეს, ულამაზეს შვილთან.

ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასათვის ამ მძიმე წუთებში, მინდა მოგიწოდოთ სიმტკიცისკენ და გამძლეობისკენ, რადგან საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ რთულ პერიოდში, ჩვენთვის არ არსებობს უფრო დიდი სამსახური, მაღალი მოვალეობა, ვიდრე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურია.

ამას მიუძღვნა მთელი ცხოვრება ზურაბ ჟვანიამ და ეს ჩვენი ყველაზე წმინდათა წმინდა მოვალეობაა.

რაც არ უნდა გაგვიჭირდეს, ბოლომდე დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ბოლომდე მივუძღვნათ ჩვენი მოღვაწეობა, საქმიანობის ყოველი წუთი ჩვენს ქვეყანას - საქართველოს.

მე მინდა მივუსამძიმრო ორივე ოჯახს, თითოეულ ჩვენგანს, მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ სიმტკიცე, მთელ საქართველოს ვუსურვო სიმტკიცე და მინდა, მე მისურვოთ სიმტკიცე, რადგან ჩვენ ეხლა ყველაზე მეტად სწორედ ეს გვჭირდება.

ჩვენი საქმე უნდა გაგრძელდეს.

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.

ცხოვრება ისეთია, როგორიც დავინახეთ და ყველას ერთმანეთის გვერდით დგომა გვმართებს.

მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს თანამებრძოლთა ხსოვნას...

ეხლა ყველაზე მეტად ნუგეში მის ოჯახს სჭირდება, გთხოვთ შემომიერთდეთ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საგანგებოდ გამართულ მთავრობის სხდომაზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ვებგვერდი / 3 თებერვალი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2774&i=1

9 ძალიან ცოტას ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელმაც ისე აზრიანად იცხოვრა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა

თქვენო უწმინდესობავ!

ქალბატონო რემა, ჩემო ნინო, ჩემო საყვარელო ბავშვებო!

ნამდვილად არ ვგეგმავდი და ვერც წარმომედგინა, რომ აქ, ამ სიტუაციაში მომიხდებოდა თქვენს წინაშე დგომა. ჩვენთვის, ყველასთვის ეს ბოლო ოთხი დღე დიდი ცხოვრებისეული გამოცდა არის. პრაქტიკულად, ჩვენს უმრავლესობას არასდროს არ ჰქონია მსგავსი ადამიანის დაკარგვის ასეთი გამოცდილება. მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ყველა თავისებურად ვეგუებით და თავისებურად ვიტანთ ამ ყველაფერს, რაც თავს დაგვატყდა.

არც ერთი ადამიანი ამ ქვეყნიდან ასე უაზროდ არ უნდა მიდიოდეს. მაგრამ მე ძალიან ცოტას ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელმაც ისე აზრიანად იცხოვრა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ.

დღეს აქ არიან მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ჩვენი მეგობრები, ვინც ყველა საქმე მიატოვა. ბევრად მეტს უნდოდა ჩამოსვლა. თქვენ ნახეთ, რომ წაიკითხეს პრეზიდენტ ბუშისა და ლეგენდარული ვაცლავ ჰაველის წერილები. ამ ბოლო დღეებში ასეთი ასობით წერილი მივიღე. ამ წერილების წაკითხვისას, უბრალოდ, მინდა რომ ყველანი დავფიქრდეთ, თუ რა წერია მათში. ყველანი ხედავთ, როგორი დაფასებულია ზურაბ ჟვანია, ყველანი ხედავთ, ამ დღეებში როგორ გამოდიან ტელევიზიით, აქებენ, ადიდებენ, ხოტბას ასხამენ. და განა აუცილებელია, რომ ადამიანი წავიდეს ამ ქვეყნიდან, რათა იგი დავაფასოთ? როდის ვისწავლით ცოცხალი ადამიანების დაფასებას, ცოცხალი ადამიანების ღირსების დაცვას? როდის ვისწავლით იმის დაფასებასა და ცნობას, რაც გვაქვს და როდის არ იქნება ჩვენი ქვეყნის ვექტორი მუდმივად წარსულისკენ მიმართული?

ეს არის ის კითხვა, რომელსაც საქართველოში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უნდა უპასუხოს. მიუხედავად პესიმიზმისა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, მიუხედავად ცინიზმისა, მე და ჩვენ ყველამ ხომ გადავიტანეთ ეს წლები, როცა ყველა იძახდა, „არაფერი არ გამოვა, ესენიც ისეთები არიან, ამათ ყველაფერი ჩაუფლავდებათ“. ამათ ჯინაზე და ყველა ცინიკოსის ჯინაზე საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა. და ეს გააკეთა, უპირველეს ყოვლისა (და ეს ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ) ზურაბ ჟვანიას მცდელობამ. ამ გზას უკვე ვერავინ ვეღარსაიდან ამოშლის.

მინდა, უბრალოდ, ყველას ვუთხრა, ჩვენს მეგობრებს ვუთ თხრა: ნუ გეშინიათ, რადგან, ყველაზე მეტი, რისიც უნდა გვეშინოდეს ამ უბედურების შემდეგ, ეს თვითონ შიშია.

მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვისმენს: თუ გვინდა, ვისწავლოთ გამარჯვება, უნდა ვიცოდეთ ტრაგედიის ჟამს გაერთიანება. უნდა შეგვეძლოს ყველაფრის გადატანა გამარჯვებაში გაერთიანებისთვის. ამ დღეებში ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია გაერთიანება ტრაგედიაში. ესე იგი, ჩვენს საერთო გამარჯვებაშიც შეგვეძლება გაერთიანება.

ასევე მინდა ვუთხრა საქართველოს არაკეთილმოსურნეებსაც: ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, ნურანაირი ილუზიები ნუ გექნ ნებათ. ზურაბ ჟვანია აღარ არის, მაგრამ ყველანი ჯერჯერობით ცოცხლები ვართ. და თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ შესაძლებელი იქნება იმ საქმის შერყევა, იმისთვის ფუძის, ძირის გამოთხრა, რომელიც ყველამ ერთად დავიწყეთ, იმ თაობამ დაიწყო, რომელიც სწორედ ზურაბის მცდელობით მოვიდა, ძალიან ტყუილად აქვს ამის იმედი. ჩვენ ამის საშუალებას არ მოგცემთ ჟვანიას გამო, ყველა ჩვენგანის გამო, მისი შვილების გამო, ყველა ჩვენი შვილის გულისთვის და ყველა ჩვენი შვილის საკეთილდღეოდ.

საქართველო გახდება ძლიერი ქვეყანა. ეს არის ასევე ჩემი პირადი მოვალეობა და ყველა ჩვენგანის მოვალეობა ჩვენი მომავლის, ჩვენი მეგობრის ზურაბ ჟვანიას წინაშე.

ძალიან ცოტას ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელმაც ისე აზრიანად იცხოვრა, როგორც ჩვენმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ / საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 8 თებერვალი. - N30 (5063). - 1 გვ.

10 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონო ნინო, თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პატივცემულო საზოგადოებავ!

ამ დღეებში, ბატონი ზურაბ ჟვანიას პიროვნებაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ.

არ მინდა რაიმე გავიმეორო, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ დღეს, სხდომას ბატონი ზურაბის დედა - ქალბატონი რემა და მეუღლე - ქალბატონი ნინო ესწრებიან.

მინდა, რომ მათ, პატარა ლიზას, ბუსას და ანას ყველანი ერთად მივესალმოთ.

დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ თავისუფლებისთვის არჩევანი გააკეთა და ქართველმა ერმა დაკარგული და წართმეული სამშობლოს დასაბრუნებლად, ქვეყნის ახალი კურსი, რთული და ამბიციური გზა განსაზღვრა.

ერთ წელზე ცოტა მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისა და ხალხის წინ ნაშე ფიცი დავდე.

დრო გავიდა მას შემდეგაც, რაც ამ დარბაზში, თქვენი სახით, პირველი პარლამენტი შემოვიდა და მე, როგორც რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრმა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო იმ პარლამენტთაგან, რომელიც ამ დარბაზში ოდესმე მინახავს.

ერთი წლის გადმოსახედიდან, სანამ ჩვენს მიღწევებსა და გეგმებზე ვისაუბრებთ, მე გთავაზობთ გავიხსენოთ, თუ რა იყო საქართველო ერთი წლის წინათ.

საქართველო არშემდგარი, დეზინტეგრირებული, ღირსებაშელახული და სრულიად დემორალიზებული სახელმწიფო იყო.

ეს იყო ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, ბატონობდა კორუფცია, დაუსჯელობა და უკანონობა, სადაც რიგით მოქალაქეებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებდნენ და ფულს სძალავდნენ.

იყო ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნდა ბიუჯეტი და არ სრულდებოდა მოქალაქეთა წინაშე აღებული არცერთი სოციალური ვალდებულება, ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა.

საქართველო თავდაცვისუუნარო ქვეყანა იყო - არცერთი ტანკი გამართული არ იყო და ერთსაათიანი ბრძოლისთვის საჭირო ტყვია-წამალიც კი არ გვქონდა, გვყავდა რამდენიმე თვის უჭმელი ჯარი.

გვქონდა ქვეყანა, რომელშიც კლანები, ფაშები და ფეოდალები თარეშობდნენ.

დღეს, ამ დარბაზში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და სხვა ხელმძღვანელები იმყოფებიან.

ერთი წლის წინათ კი, აჭარას სეპარატისტი ფეოდალი მართავდა, რომელიც დედაქალაქში პრინციპულად არ ჩამოდიოდა და საქართველოს პრეზიდენტი მასთან სამათხოვროდ დადიოდა.

საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ავტორიტეტი შელახული, ორიენტირი კი, დაკარგული ჰქონდა, არ გააჩნდა ეროვნული იდეოლოგია და პატივს აღარავინ სცემდა.

დაკარგული ჰქონდა იმის უნარიც, რომ მიზანი ჰქონოდა.

ეს იყო ქვეყანა, რომელიც ღირსეულ შვილებს ყოველდღიურად კარგავდა და ხალხს ერთიანობის განცდა აღარ გააჩნდა, რომლის მოქალაქეთა მთავარი ოცნება სამშობლოდან სხვა ქვეყნებში გაქცევა და თავის შეფარება იყო.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ერთი წლის გადმოსახედიდან ვხედავთ და აი, რა შეძლო ქართველმა ხალხმა ერთ წელიწადში.

ერთი წელი, პრინციპში, ისტორიისთვის არაფერია.

რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს, არც იმის უფლება გვაქვს, რომ მხოლოდ მიღწევებზე ვისაუბროთ.

გასული წელი მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ეხლა მთავარია დავსვათ კითხვა, თუ რა გზა გავიარეთ ამ დროის განმავ ვლობაში.

დღეს საქართველო არის სახელმწიფო.

როდესაც გვეკითხებიან, რა არის თქვენი მთავარი მიღწევა, უნდა ვუპასუხოთ, რომ ჩვენი მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის - პირველად თანამედროვე ისტორიაში საქართველო ნამდვილი სახელმწიფო გახდა.

ამას მიანიშნებს წლის საბიუჯეტო წარმატებები - მისი სამმაგი ზრდა, შემოსავლების მობილიზაცია, კონტრაბანდის გადაკეტვა, ახალი საგადასახადო კოდექსი, ფინანსური ამნისტია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიღწეული წარმატება.

საქართველო, ამ მხრივ, სანიმუშო ქვეყანა გახდა და ყველა პროგრამა სამაგალითოდ მუშაობს.

წარმატების ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი საპენსიო და სახელფასო დავალიანებების გასტუმრება.

ეს არის ის, რომ შევასრულეთ ჩვენ დაპირება პენსიების გაორმაგების შესახებ.

ეს იმასაც ნიშნავს, რომ ხელფასებსა და პენსიებს დროულად გავცემთ და ამას ყველა უკვე შევეჩვიეთ.

პირველად ქვეყნის ისტორიაში, სახელმწიფო მოხელეებმა ხელფასზე ცხოვრება მოახერხეს და ეს ფიზიკურად შესაძლებელი გახდა.

ეს არის შესრულებული სოციალური ვალდებულებები და მინდა ვთქვა, რომ ხელფასების გაზრდის პროცესი სხვა დარგებშიც დავიწყეთ.

ყოველივე ამას კონკრეტული გმირები ჰყავს, ის ხალხი, ვინც ყველაფრის შემოქმედი თავად არის.

მე მსურს, რომ ეს ხალხი ჩამოვთვალოთ და ახალ ორგანოზე - ფინანსურ პოლიციაზე ვისაუბრო.

იმ პერიოდში, როდესაც ყველა ამ ორგანოს ლანძღავდა და ამბობდა, რომ კონტრაბანდისტებთან ბრძოლა გაუმართლებელი ნაბიჯია, მისთვის უნდა მიგვეცა უფლება, რომ ამ გზით - ყველა პენსიონერისა და გაჭირვებული ადამიანის ხარჯზე ეარსება, ფინანსურ პოლიციას, არც ცეცხლის ქვეშ და არც კონტრაბანდისტების შემოტევების დროს, ერთი წუთითაც არ დაუხევია უკან, არ დაუხევია არც მაშინ, როდესაც ათეულობით მანქანა აფეთქდა, განადგურდა და დაიწვა, რამდენიმე ათეული თანამშრომელი დაიჭრა.

თავის მოვალეობას ეს ხალხი დღესაც ღირსეულად ასრულებს.

მინდა მივესალმო ქვემო ქართლის ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ დავით ქარსელაძეს, რომელიც დარბაზში ჩვენთან ერთად იმყოფება.

მან და მისმა მეგობრებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაახლოებით, სამი მილიონი ლარი აკრიფეს, რომელიც პენსიონერებს, გაჭირვებულებსა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეს მოხმარდება.

ბატონო დავით, გაწეული სამუშაოსთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ.

ჩვენ მოვახერხეთ მთავარი ამოცანის გადაწყვეტა - აჭარის ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს კონტროლის აღდგენა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, წინა მთავრობის ერთ-ერთ მოხელეს ეს წარმოუდგენლად მიაჩნდა და ამას მეუბნებოდა კიდეც.

ეს ჩვენც შეუძლებელი გვეგონა, თუმცა მოვახერხეთ.

ეს მოახერხა არა რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, ან თუნდაც ყველამ ერთად, არამედ ჩვეულებრივმა აჭარლებმა, რომლებსაც სისხლსა და ხორცში ჰქონდათ გამჯდარი ის, რომ ვერავინ ვეღარასდროს ააფეთქებდა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ხიდებს.

თქვენ, ალბათ, გახსოვთ ის კადრები - ორი სრულიად დაუცველი ადამიანი, რომლებსაც კბილებამდე შეიარაღებული „ბაბუინები“ სცემდნენ, ესროდნენ, სხვათა შორის, არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი და ემუქრებოდნენ, რომ თავისი ხელისუფლებისა და შემოსავლების გამო, ყველაფერზე წავიდოდნენ.

ეს ორი ადამიანი ახალი ქართული ეროვნული დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ იდგა და ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან.

მინდა მივესალმო ალექსანდრე იაკოვენკოსა და ომარ ჯიჯავაძეს, რომლებიც ჩვენთან ბათუმიდან ჩამოვიდნენ.

ესენი საქართველოს ნამდვილი გმირები არიან.

მინდა ჩვენს სამართალდამცავებზე ვისაუბრო, რომელიც ხალხს ძალიან შეუყვარდა.

არავის ეგონა, რომ საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიცია ნდობით აღიჭურვებოდა და ხალხს შეუყვარდებოდა.

პოლიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ამერიკული ან სხვა ფილმების შედეგი გვეგონა და ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ ეს რეალურად გახდებოდა შესაძლებელი.

მე მინდა მივესალმო ამ ხალხს, საპატრულო პოლიციის თითოეულ თანამშრომელს.

ჩვენთან ერთად მათი წარმომადგენელი დავით ტაბუცაძე იმყოფება.

იგი უშიშრად, მარტო გაეკიდა კბილებამდე შეიარაღებულ ხუთ ბანდიტს, რომლებიც ირანის მოქალაქეს დაესხნენ თავს და დააკავა.

რამდენიმე დღის წინათ, ამ ადამიანმა ოცდაერთი წლის გოგონა გადაარჩინა, რომელიც მტკვარში თავს იხრჩობდა.

იგი დაუფიქრებლად გადახტა მტკვარში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გოგონა წყლიდან ამოიყვანა.

მინდა მივესალმო ბატონ შამილ ქორთოშაძეს, რომელიც სვანეთში აფრასიძეების ბანდის წინააღმდეგ განხორციელებული განმათავისუფლებელი ოპერაციის გმირია.

წლების განმავლობაში ყველა სამართალდამცველი ამბობდა, რომ მათი განადგურება შეუძლებელი იყო, შემორიგება კი ათასჯერ მაინც სცადეს.

ეს ბანდა იტაცებდა ხალხს, მათ ათასობით ადამიანს გამოძალეს ფული და ათეულობით ადამიანი დახოცეს.

ბატონმა შამილმა სვანეთში სპეციალური დანიშნულების რაზმი გადასვა, თუმცა ყუმბარმტყორცნიდან პირველივე გასროლით მისი ვერტმფრენის ერთი ძრავი მწყობრიდან გამოიყვანეს.

წესით, ვერტმფრენი უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ მან ქუთაისიდან სვანეთში კიდევ რამდენიმე რეისი გააკეთა, ახალი ძალები ჩამოიყვანა, რომლებმაც აფრასიძეების ბანდა მთლიანად გაანადგურეს.

შამილ ქორთოშაძეს უკან ერთი წუთითაც არ დაუხევია.

მინდა ორიოდე სიტყვა კვლავ საპატრულო პოლიციაზე ვთქვა - მთელი ეს სისტემა, ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის ობიექტია.

ამ სტრუქტურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მომიყვა ისტორიას, რომელშიც, იმედი მაქვს, გადაჭარბებული არაფერია.

იმისათვის, რომ პოლიციელებმა ქრთამი არ აიღონ, შესამოწმებლად, ხშირად, დარღვევების ინსცენირებას ვახდენთ.

საინტერესოა, როგორ რეაგირებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოება, ამ ფაქტთან დაკავშირებით.

მაგალითად იმერეთში როდესაც მოძრაობის წესების უხეშად დამრღვევმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს ქრთამი შესთავაზა, მან უარი თავაზიანად უთხრა და დააჯარიმა.

ხაშურში მსგავს სიტუაციაში, მოძრაობის წესების დამრღვევი დააპატიმრეს, მანქანა ჩამოართვეს, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს და ორმაგად დააჯარიმეს, გორში კი, მანქანიდან გადმოათრიეს და კარგადაც წაუთაქეს.

რა თქმა უნდა, მსგავს საქციელს, ყველაზე კეთილშობილური მიზნით ჩადენილსაც კი, არ მივესალმებით.

მინდა განათლების სისტემის მუშაკებზეც ვისაუბრო.

აქ იმყოფებიან პედაგოგები ივლიტა ლობჟანიძე და გელა თავაძე.

ივლიტა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტია.

ორივე საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე აზერბაიჯანელებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

ივლიტა აღსაზრდელებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას აწვდის, მაგალითად, იგი მეორე-მესამე კლასელებს თრიალეთის თასზე ესაუბრა და მისი ფოტო აჩვენა.

ბავშვებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერება და ამის შესახებ ბატონ დავით ლორთქიფანიძეს უკვე შევუთანხმდით.

ივლიტამ საახალწლო მოსალოცი ჩამომიტანა, რომელიც ბავშვებმა იმდენად დიდი სითბოთი და გრძნობით დაწერეს, რომ მართლაც მოხიბლული ვარ.

ასეთი ენთუზიასტები, მოხალისეები და ახალი საქართველოს ნამდვილი გმირები, დღეს უკვე ასობით და ათასობით გვყავს.

მინდა, რომ მათ მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ ისინი ამას აკეთებენ.

პირველად თანამედროვე ისტორიაში, არცთუ დიდი, მაგრამ მოდერნიზირებული შეიარაღებული ძალები ყალიბდება.

ერის შესაკვრელად და ეროვნული სიამაყისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არამარტო საქართველოში მზადდება, ყოველ დღე ძლიერდება და მათი მოდერნიზაცია ხდება, არამედ ის შეიარაღებული ძალებია, რომლებიც საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს.

ნურავინ დასვამს კითხვას, თუ რატომ ვართ ჩვენ იქ.

საქართველო უნდა იყოს ამ პროცესების მონაწილე, რადგან ჩვენმა ქვეყანამ, მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს.

ჩვენ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არ ვართ.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მშვიდობიანი პროცესების განსახორციელებლად, დღეს, როგორც არასდროს, საერთაშორ რისო მხარდაჭერა და რესპექტაბელურობა სჭირდება.

მშვიდობის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანა ძლიერი იყოს.

ჯარი მისი შემადგენელი ნაწილია.

ზაფხულში, ანტიკონტრაბანდული ოპერაციის დროს, ჩვენი 16 საუკეთესო ჯარისკაცი დაიღუპა.

აქ იმყოფება ამერიკული პროგრამის მიხედვით კრწანისის პოლიგონზე გაწვრთნილი პირველი ქალი ინსტრუქტორი - ქალბატონი ია.

აქვე იმყოფებიან ერაყიდან ჩამოსული ჩვენი ჯარისკაცები, რომლებსაც მინდა ფეხზე წამოვუდგეთ.

მთელ საქართველოში და თქვენს შორისაც არიან რეზერვისტები.

ეს სრულიად განსაკუთრებული ფენომენია.

ეს არის ხალხი, რომელმაც საკუთარი სამშობლოსა და მისი მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნო.

ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია.

პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტარებმა ჯარში სამსახური დაიწყეს.

ეს იმ საქართველოში ხდება, სადაც პარლამენტარი კი არა, მისი ბიძაშვილი და შორეული ნათესავიც კი ვერ მოხვდებოდნენ ჯარში - ეს სისტემურად შეუძლებელი იყო.

ამ დარბაზში არიან ჩვენი მეგობრები, რომლებმაც რეზერვში სამსახურის დროს, სხვებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

როდესაც ვამბობ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ერთ-ერთი ელჩი შემედავა და მართალიც იყო, რადგან ნინო ანანიაშვილიც ერთ-ერთი ასეთივე დიდი ქართველი პატრიოტია.

მინდა ვისაუბრო ჩვენს ეკონომიკურ გეგმებზე.

დავიწყეთ ჩვენი ქონების პრივატიზაცია და უნდა გვესმოდეს რისთვის ხდება ეს.

ეს არ არის ქონების გასაღების პროცესი, პირიქით, ჩვენ გვაქვს ქონება, რომელშიც ფული უნდა ჩაიდოს.

დღეს, საპრივატიზაციო პროცესები ადრინდელისგან სრულიად განსხვავდება ე.წ. საპრივატიზაციო პროგრამები.

აქამდე ეს პროგრამები იმას გულისხმობდა, რომ ობიექტი უფასოდ გადაეცემოდათ და ოცი წლის შემდეგ ოც მილიონს ჩადებდნენ.

ფული ეხლავე უნდა ჩაიდოს იმისათვის, რომ ხვალ მისი ამოღება შესაძლებელი გახდეს.

ხალხი უნდა დაასაქმონ და ობიექტები ამუშავდეს, იმის სათვის, რომ შემოსავალი გაგვიჩნდეს, რაც ფრიად მომგებიანი იქნება.

მომავალი ჩვენვე უნდა შევიქმნათ.

ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ენერგომომარაგებას შეეხება.

თბილისსა და ბათუმს ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში მიეწოდება, მაგრამ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ამასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა.

ეს ის სფეროა, რომელშიც ინვესტიციები უნდა ჩაიდოს.

ფული ენერგეტიკისთვისაც და ჯანდაცვის სფეროსთვისაც გვჭირდება.

აუცილებელია ახალი საავადმყოფოების აშენება, რადგან ჩვენ სამედიცინო სკოლას ვკარგავთ, რომელიც, პრაქტიკულად, განადგურების პირასაა მისული.

ასევე აუცილებელია განათლების სფეროს დაფინანსება.

ჩვენ ახალ სკოლებს ვქმნით.

ქუთაისში სამთავრობო კადრებისთვის ახალი ადმინისტრაციული სკოლა ყალიბდება, სადაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ისწავლიან.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ სკოლის და ჩვენი უნივერსიტეტ ტების, მეცნიერების დაფინანსება.

ეს თავდაცვის სფეროსაც ეხება.

ქვეყანა საჯირითო ადგილი აღარ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ფული ღირს.

საქართველოს არ აქვს ნავთობი, ჩვენი მთავარი სიმდიდრე ხალხია.

ხალხმა ამ საწარმოებში უნდა დაიწყოს მუშაობა, რომლებსაც რეალური მფლობელები უნდა ჰყავდეს.

მინდა ვთქვა, რომ ამ წლის მანძილზე ბევრი რამ განვახორციელეთ.

ეს ხალხი მართლაც საქართველოს სიამაყეს წარმოადგენს, მაგრამ ის ამ სიამაყის მხოლოდ ნაწილია.

ახალ საქართველოში, რომელშიც ეროვნული ღირსების გრძნობა, გამარჯვების რწმენა და ერთიანობის განცდა დავიბრუნეთ, დღეს ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ეს ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

ჩვენ შევქმენით იდეოლოგია, რომ საქართველოს არა პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მთავრობის წევრები, არამედ თითოეული მოქალაქე თავისი რწმენითა და ცნობიერებით აშენებს.

საქართველოს ამაყი და პატრიოტი ქართველები აშენებენ.

ჩვენ ვიბრუნებთ საქართველოს და საქართველო, თავის მხრივ, საკუთარ მოქალაქეებს იბრუნებს.

ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, წლევანდელი წელი იყო პირველი, როდესაც ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი შემოსულთა რაოდენობაზე უფრო ნაკლები იყო.

ეს უზარმაზარი შემობრუნების დასაწყისია.

საზღვარგარეთ მცხოვრები ათასობით ქართველი ბინებს თბილისში ყიდულობს.

ჩვენ ორმაგი მოქალაქეობა შემოვიღეთ და ათიათასობით ადამიანმა, არამარტო მათ, ვინც ბოლო წლებში დატოვეს საქართველო, არამედ მათაც, ვინც საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილნი არიან თავიანთ ქვეყანას, საქართველოს საკონსულოებს მიმართეს და მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვენ.

ქალბატონი ნინო ანანიაშვილი ამის მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ ნათელი მაგალითია.

ჩვენს გვერდით არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც ქვეყნიდან იმიტომ კი არ წავიდა, რომ სამშობლო არ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ იგი საქართველოს არ სჭირდებოდა.

მინდა გამოვაცხადო, რომ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, მე-12 მუხლის საფუძველზე, კახი კახიაშვილს, ამჟამად საბერძნეთის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობას ვუბრუნებ და ამას აქვე ვაწერ ხელს.

ქართული პასპორტი მას აქვე გადაეცემა.

ეს არის ჩვენი ერთი წლის მიღწევები.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

მე ვსვამ კითხვას, არის თუ არა ეს საკმარისი; - რა თქმა უნდა, არა.

კმაყოფილების გრძნობა ჩვენთვის უცხო უნდა იყოს.

ძირითადი მიზნები განსახორციელებელია და დიდი სირთულეების გადალახვა მოგვიწევს.

ჩვენ შევძელით პენსიების გაორმაგება და სახელფასო სფეროში წესრიგის დამყარება.

ჩვენ ჯერ ვერ შევძელით პედაგოგებისათვის და განათლების მუშაკებისათვის ხელფასების გაზრდა, რასაც წელს აუცილებლად გავაკეთებთ.

ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფცია და განუკითხაობა აღმოვფხვერით, მაგრამ ზოგიერთ რაიონებში, განსაკუთრებით იმერეთსა და სამეგრელოში, ეს სერიოზულ, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

სახელმწიფო სფეროში სტრუქტურული რეორგანიზაცია მოვახდინეთ, ხალხი შევამცირეთ - ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

საქართველომ თითქმის უიმედო კრიზისიდან გამოსვლა შეძლო, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით, ჯერ ვერ შევძელით ევროპული ტიპის ქვეყნად გარდაქმნა.

რა ამოცანები დგას ჩვენს წინაშე - ეს არის სამუშაო ადგილები, რომლებსაც მექანიკურად ვერ შევქმნით, ანუ ჩვენ ის დარგები უნდა განვავითაროთ, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილები შეიძლება იყოს.

აუცილებელია ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და სხვა ბაზრებზე გასვლა.

ასევე ბიზნეს-ინვესტიციების ხელშეწყობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში.

უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა.

იმისათვის რომ ბიზნესი განვითარდეს, მთავრობამ, უწინარესად, ინფრასტრუქტურაში უნდა ჩადოს ფული და გზები, ხიდები, წყალმომარაგების სისტემები უნდა შეკეთდეს, ასევე ენერგოსისტემაში არსებული პრობლემები უნდა დავძლიოთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ განათლების რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ.

უფლება არ გვაქვს უკან დავიხიოთ და შანტაჟს წამოვეგოთ, ვინაიდან ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალი სწორ რედ ამ სფეროს განვითარებაზეა დამოკიდებული.

ეს არის ის, რაც საქართველოს განვითარებულ ქვეყნად გრძელვადიანად აქცევს.

როდესაც სასამართლო რეფორმის განხორციელება პირველად დავიწყეთ, ის სწორ პრინციპებს ეფუძნებოდა, მაგრამ არ შეიძლება ჭაობში მშრალი ადგილი იყოს და ამას არც პროკურ რატურის და არც პოლიციის რეფორმა არ მოყვა.

ამიტომაც სასამართლო რეფორმის დისკრედიტირება მოხდა.

მივესალმები პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ძალისხმევას.

მართალია, საოცრებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა ისე არ ხდება, როგორც ეს მოსამართლეებს ესმით.

ეს არ არის დამოუკიდებლობა სინდისისაგან და კანონისაგან, ეს არის დამოუკიდებლობა წნეხისაგან.

საზოგადოების წინაშე ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რაც სასამართლო სფეროში მომუშავეთაგან 90 პროცენტს აღარ გააჩნია.

თუ ჩვენ გვინდა რაიმეს მივაღწიოთ, ამ სფეროს უნდა მივხედოთ.

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ კოტე კემულარიას, რომელმაც სერიოზული ცვლილებების განხორციელება დაიწყო და ამას, ალბათ, ახალ თანამდებობაზეც გააგრძელებს.

რაც შეხება თვითმართველობის რეფორმას, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, ვაღიარებ - მე არ ვარ მზად იმისათვის, რომ ცენტრიდან ყველა მმართველი ორგანო დავაკომპლექტო, ეს შეუძლებელია.

ვინც ეს სცადა, ყველამ ცუდად დაამთავრა.

რა თქმა უნდა, გამგებლები და მერი შესაბამისი საარჩევნო სისტემის მიხედვით უნდა აირჩიონ, ამის განხორციელებას კი, მომავალი წლიდან შევძლებთ.

მადლობელი ვარ ვანო ხუხუნაიშვილის კომისიის, მან ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გააკეთა.

მადლობელი ვარ ივლიანე ხაინდრავასი, რომელსაც რეგიონების საკანონმდებლო ორგანოს შექმნასთან და გუბერნატორების კონტროლთან დაკავშირებით, ძალზე საინტერესო წინადადებები აქვს, რაც შეუწყობს საქართველოში სუბსიდიალების პრინციპის დანერგვას.

პარლამენტის შემცირება 150 კაცამდე.

მე საუბარი მქონდა ფრაქციათა წარმომადგენლებთან და ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამას მხარი დაუჭირა.

ქართული პარლამენტარიზმისათვის ეს არის ტესტი.

2 მილიონ 300 ათასმა ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, რომ პარლამენტში 150 კაცზე მეტი არ უნდა იყოს.

ის, ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ამ ხალხს სახეში შეაფურთხებს.

არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ამას ხალხი არ პატიობს.

ბალანსი უნდა დავიცვათ - დარჩეს 50 მაჟორიტარი და იყოს პროპორციული სისტემა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ზედა პალატის შექმნაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ეს დემოკრატიულ სახელმწიფოებშია, რადგან პარლამენტი დაბალანსების პრინციპს ეფუძნება.

ეს იქნება გამოცდა: ვართ თუ არა კორპორატიული პარლამენტი, თუ გავხდით გაურკვეველი სახის სახალხო ორგანო.

ვართ თუ არა ისეთი პარლამენტი, რომელიც თავის ამომრჩეველს უსმენს, და იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ოთხი წელი ვერავინ ვერ შეეხება, არამედ იმაზე, რომ 4 წლის შემდეგ ისევ უნდა დაბრუნდეს თავის ამომრჩეველთან.

მე მართლაც აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პარლამენტით, ეს პირველი საკანონმდებლო ორგანოა, სადაც აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა - პარლამენტარებს ერთმანეთი არ უცემიათ.

ეს არის დემოკრატიის საოცარი მიღწევა.

აქ არიან დაცვის თანამშრომელი ძებისაშვილი და პარლამენტარი დავით კირკიტაძე.

ეს ორი კაცი ჩვენი დროის სახალხო გმირია.

ამ ბიჭმა მოახერხა ძალიან ავტორიტეტულ პარლამენტარს შეკამათებოდა და გაეჩერებინა, რასაც სხვები ვერ ბედავენ.

დათო კირკიტაძე, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია, წინა პარლამენტარებისაგან განსხვავებით, მოტრიალდა და თქვა, ეს კაცი მართალია და ბოდიშს ვიხდი, კანონის წინაშე ყველანი თან ნასწორი ვართ და სამართლიანი შენიშვნისას ყოველთვის უკან დავიხევ.

ეს ახალი ტიპის პოლიტიკაა.

ძალიან დიდი მადლობა ორივეს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას.

საქართველო სულ სხვა ქვეყანა, დანარჩენი მსოფლიოსათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი გახდა.

ძალიან ცოტა ქვეყანა ვიცი, რომელიც ასეთ ინტერესს იმსახურებს, ამაში, ვფიქრობ, გაზვიადებული არაფერია.

ჩვენ ინტერესს ვიმსახურებთ არა იმისათვის, რომ საქართველოს ლიდერმა სადმე რამე დაანგრია - ეს არ არის კარგი რეკლამა, არა იმის გამო, რომ ჩვენ დერეფანი ვართ, ან იმისათვის, რომ საოცრება ჩავიდინეთ, არა - ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ.

რუსეთის დუმაში, რამდენიმე წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელს კითხეს: რა არის გასული წლის მთავარი მოვლენა; მათ ქართული რეფორმები დაასახელეს.

თქვენ ნახეთ რა მოხდა უკრაინაში.

აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარია

უკრაინაში ხალხმა იუშენკოს და ტიმოშენკოს მთავრობა აირჩიეს.

ჩვენს სამეზობლოსთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ.

ჩვენს მეზობელ რუსეთთანაც გვაქვს პრობლემები, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს.

ორივე მხარე თანაბრად უნდა წავიდეს კომპრომისებზე, ამასთან დაკავშირებით კი, უნდა მოვილაპარაკოთ.

მე მზად ვარ ხელახლა ჩავიდე მოსკოვში, შევხვდე პრეზიდენტ პუტინს, ხელახლა გავუწოდო მეგობრობის ხელი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საზოგადოება ამ ფაქტს ძალიან კარგად შეხვდა, პრაქტიკულად, ჰაერში გაწვდილი დარჩა.

ძალიან მომეწონა კობა დავითაშვილის გამოსვლა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან ბევრი რამ, რასაც ბატონი კობა აკეთებს, არ მომწონს.

მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

მისი თქმით, არის გარკვეული პრინციპები, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს და არ შეიძლება, რომ ადამიანმა თავზე ხელი აიღოს.

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ პრინციპებზე.

კერძოდ, ეს არის საქართველოს ევროპული ორიენტაცია, უცხოური ბაზები არ უნდა იყოს განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე.

ყველა სხვა პარტია, რომელიც განაცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია არ უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოური ბაზები უნდა იყოს და ქვეყნის განვითარების საქმეში უცხოელები უკანონო გზით უნდა ჩაერიონ, ასეთი პარტიები დაუყონებლივ უნდა გამოცხადდნენ უკანონოდ.

ლიტვაში ყველა პარტია, რომლებიც მუდმივად ქიშპობდნენ, ერთ დღეს გაერთიანდა და არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მათ მოახერხეს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა, რადგან ლიტვის დამოუკიდებლობა მათთვის მთავარი აღმოჩნდა.

იმ პარტიამ კი, რომელმაც ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ასობით მილიონი დოლარი დახარჯა, ვერაფერი გააწყო და გარეთ აღმოჩნდა.

დამოუკიდებლობის გადასარჩენად, ჩვენც ასე უნდა ვისწავლოთ მუშაობა.

უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებთან, ქართულ სახელმწიფოს არამარტო ისინი უნდა სცემდნენ პატივს.

აზერბაიჯანელებმა, რომლებსაც ქართულს ივლიტა და გელა ასწავლიან, უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის ნაწილი გახდებიან, თანამდებობებზე დაინიშნებიან და მათ ისეთივე ხელფასები და უფლებები ექნებათ, როგორიც საქართველოს სხვა ნებისმიერ მოქალაქეს.

მაშინ ისინი არამარტო ისწავლიან ენას, არამარტო არსად გაქცევას არ მოინდომებენ, არამედ იმსახურებენ ქართულ ჯარში, საქართველოს დასაცავად სისხლს დაღვრიან და ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იქნებიან.

ჩვენ ბევრი მითი დავამსხვრიეთ, რამდენი წელია ამბობენ, რომ ახალქალაქში ჩასვლა საშიშია.

ეს მხარეც საქართველოს ჩვეულებრივი ნაწილია, სადაც ისევე უყვართ ჩვენი დროშა, ჩვენი ჰიმნი, როგორც სხვაგან და შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ დღემდე ასეთი დამოკიდებულება იყო.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ესენი ჩვენი აზერბაიჯანელები არიან, ეს ხალხი კულტურის, მეცნიერების სფეროში მოღვაწეობს და ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია.

ამიტომ ჩვენ ადმინისტრაციულ სკოლას ვქმნით.

ეს ხალხი უნდა მოვამზადოთ და მათგან საუკეთესოები ამოვარჩიოთ, რათა მომავალში მათაც შეეძლოთ საბაჟოზე, პარლამენტის აპარატში და სამინისტროებში მუშაობა.

ძალიან მინდოდა, რომ დღეს ალიკ კოზაევი ყოფილიყო აქ.

იგი ცხინვალიდან არის და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტია, რომელმაც ცხინვალის რეგიონიდან საკუთარი რისკის ფასად, ზაფხულში, დაახლოებით, 800 ბავშვი ჩამოიყვანა.

ეს იმისათვის გააკეთა, რომ ქართულ და ადგილობრივ ოსურ მოსახლეობას შორის არსებული მტრობის კედელი მეგობრობისა და ძმობის ხიდით შეიცვალოს.

დღეს, ეს კაცი საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის დილეგში ზის.

ეს ჩვენი სირცხვილია, ეს არის თანამეგობრობის სირცხვილი, რადგან ის ამაზე დუმს და მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი კონფლიქტების ასპექტებია.

დღეს, ყველამ ერთად ტაში დავუკრათ ალიკ კოზაევს და მისი გათავისუფლება მოვითხოვოთ.

რა ვისწავლეთ გასულ წელს; ჩვენ ვისწავლეთ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ფუნქციონირებადი, ძლიერი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფო.

ჩვენ ვისწავლეთ, რომ ჩვენი ერის ძალა მისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებიდან და მრავალეთნიკურობიდან მომდინარეობს.

ჩვენი ძალა ჩვენს მრავალფეროვნებაში, ტოლერანტურობასა და ერთიანობაშია.

ჩვენი დიდი კულტურიდან ვისწავლეთ, რომ ძალა ერთობაშია, ეს ყველაზე უკეთ დავით აღმაშენებელმა გვასწავლა.

საქართველო ძლიერი მაშინ იყო, როდესაც იგი ერთნაირად ეკუთვნოდა მის თითოეულ შვილს და მისი ხელისუფლება ყველას ერთდროულად აღიარებდა და ანგარიშს უწევდა.

საქართველო ძლიერი მაშინ იყო, როდესაც ყველა რელიგიას ერთდროულად სცემდა პატივს, თუმცა საქართველოში განსაკუთრებულ, მთავარ როლს ყოველთვის მართლმადიდებლობა ასრულებდა.

ყოველგვარი მცდელობა, შეირყეს ქართული მართლმადიდებელი ერთიანობა, ყოველგვარი თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე, ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელი პოლიტიკური ქმედებაა.

პოლიტიკაში გარკვეული თამაშის წესები არსებობს, რომელთა უგულვებელყოფა არ შეიძლება.

ეკლესიის შიგნით რაიმე ინტრიგების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა, საქმე არ არის.

ჩვენი ეკლესიის ერთიანობა და მისი განსაკუთრებული როლი ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტებშია მთავარი.

ამ დარბაზში ადგილი, სადაც მისი უწმინდესობა ზის, შარშან 22 ნოემბერს თავისუფალი იყო, ეს პოლიტიკაში მონაწილეობა კი არა, არამედ არმონაწილეობის ხარჯზე სამოქალაქო გმირობა იყო.

ჩვენ ვისწავლეთ, ქართულ სიმბოლიკის პატივისცემა.

საქართველოში არცერთი ბავშვი არ იყო, რომელმაც საქართველოს ჰიმნი იცოდა.

დღეს კი, არ არის არცერთი ბავშვი, რომელმაც ახალი ქართული ჰიმნი არ იცის.

როდესაც ბავშვები მხედავენ, ჰიმნის სიმღერა უნდებათ, ეს არის პატარების მონაწილეობა სახელმწიფოს შენებაში.

ზურაბ ჟვანია სიამაყით მიყვებოდა, თუ როგორი სიამოვნებით მღერიან მისი შვილები საქართველოს ჰიმნს, მათ არ შეუძლიათ რეზერვისტებად წასვლა, პარლამენტში კენჭისყრა, მაგრამ მათ კარგად სწავლა და ჰიმნის სიმღერა შეუძლიათ.

ჩვენ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია და სტაბილურობა ქვეყანაში ერთდროულად უნდა არსებობდეს, თურმე შეიძლება წესიერი მთავრობა გვყავდეს.

ის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ჩვენთან ყველაზე სუფთა მთავრობაა, ყველა აღიარებს.

განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც წინა მთავრობის წევრებმა მოპარული თანხის ნაწილი უკან მოიტანეს, ზოგიერთი ისევ არის დაპატიმრების კანდიდატი, მათ შენობებს ვუშენებთ.

მოვიდა განსაკუთრებული ხალხი, რაც დასაფასებელია.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელი ერთადერთი ნიშნით წარმოვადგინეთ - თუკი რაიმეში წარმატება გვქონდა, ეს, უპირველესად, პენსიებისა და ხელფასების დროულად გაცემას, გაზრდილ შემოსავალს ეხება, რაც ფინანსთა სამინისტროს დამსახურებაა.

როდესაც ადამიანი ასე მუშაობს, იგი აუცილებლად უნდა დაწინაურდეს.

ეს არის ჩვეულებრივი პრინციპი.

მეორე - მთავრობა ძლიერდება იმით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხდება იუსტიციის მინისტრი.

რა თქმა უნდა, გადაჯგუფებები მოსალოდნელია, რადგან ამ მეთოდმა გაამართლა.

ოქრუაშვილი ყველაზე კარგი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ოდესმე გვყოლია.

ბარამიძე იყო კარგი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ შემდეგ, ოქრუაშვილის სახით, უკეთესი მოვიდა, ოქრუაშვილზე უკეთესი მინისტრი კი, მოვიდა მერაბიშვილის სახით, ოქრუაშვილი იყო კარგი პროკურორი, მაგრამ უკეთესია ადეიშვილი, ასე რომ, გადაჯგუფების არ უნდა გვეშინოს.

ჩვენი კადრების საუკეთესო ნაწილი პარლამენტშია.

მადლობელი ვარ იმ მუშაობისათვის, რაც თქვენ გაწიეთ.

ნახეთ, როგორ მუშაობენ მაჟორიტარები - ბორჯომში გრიგალაშვილის მუშაობის შედეგს მალე დავინახავთ, უკვე ბევრი რამ გაკეთდა: ნახეთ, როგორ მუშაობს აკაკი ბობოხიძე შედარებით ღარიბ რაიონში: როგორ მუშაობს დმანისში კახა ოქრიაშვილი - ამ გაუბედურებულ რაიონს პატრონი გაუჩნდა.

კარგად მუშაობენ პარლამენტის კომიტეტები - საბიუჯეტო კომიტეტმა მართლაც უიმედო პირობებში, სრულიად ახალი სახის კოდექსი შექმნა.

ჩვენ ეფექტიანი ხელისუფლება შევქმენით.

ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მოულოდნელ რყევებს, ტერაქტებს, ტრაგედიებს გავუძლოთ, მაინც ძლიერები დავრჩეთ და ოპერატიულად ვიმუშავოთ.

ჩვენ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ აქვს: ქვეყანას, რომელსაც დასაბრუნებელი აქვს ყველაზე თვალწარმტაცი ადგილი, მას კი ძლიერი და აგრესიული ძალები ეწინააღმდეგებიან: ქვეყანას, რომელმაც ძალა უნდა იპოვნოს, რათა თავის პრობლემა გადაჭრას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშტაბურ განვითარებას ვერ განვაგრძობთ.

ჩვენ საქართველოს დაცვა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ბრძოლა უნდა ვისწავლოთ.

ეს არ მოხდება მანამ, სანამ თითოეული ჩვენთაგანი მუშაობას არ ისწავლის, ქვეყანას არ მოვუვლით და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი, დიდება საქართველოს!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლის საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ვებგვერდი / 10 თებერვალი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/Documents/AnnualReports?p=4950&i=1

11 საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

▲ზევით დაბრუნება


მსურს თითოეულ თქვენგანს, უნივერსიტეტის დიდ საბჭოს და ქალბატონ რუსუდანს დიდი მადლობა მოვახსენო.

მიუხედავად იმ ზემოქმედებისა, რომელიც ძალიან ღირსეულ ხალხზე საკმაოდ უხეში ფორმით ხორციელდებოდა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ არავითარ შანტაჟს არ დაექვემდებარებით.

ნახეთ, რომ საჯარო გამოსვლებისგან თავს მაქსიმალურად ვიკავებდი.

ბევრი ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა, უნივერსიტეტის საქმეების განკარგვის დიდი სურვილი გაუჩნდა.

უნივერსიტეტმა მათ სათანადო პასუხი გასცა.

სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

მთავრობას ხალხთან მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს და დიალოგი მუდმივად უნდა გამართოს.

თქვენ საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები ხართ.

ჩვენი მთავარი უპირატესობა ხალხია, მისი განათლება და ინტელექტის დონე.

თქვენ ახალი მთავრობის ძირითად ორიენტირს განასახიერებთ.

ჩვენ მოკლე და გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, რაზეც მთავრობა დღეს მუშაობს.

ორ-სამ თვეში გზების მშენებლობა უნდა დავიწყოთ და ეკონომიკური განვითარების პროცესი მზარდი უნდა გავხადოთ.

ჩვენი გრძელვადიანი გეგმა საქართველოს განვითარებულ, თანამედროვე და წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებაა.

ამ მიზანს მოკლე ვადებში ვერ მივაღწევთ.

ჩვენ გვაქვს საშუალოვადიანი გეგმები, რაც ენერგეტიკის სფეროს რეაბილიტაციას გულისხმობს.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ამუშავდეს, ქვეყანას ენერგეტიკა სჭირდება.

ენერგეტიკის ასაღორძინებლად კი, 2-3 წლიანი სერიოზული მუშაობაა აუცილებელი.

ყოველივე ამის კომბინაცია ქმნის იმას, რასაც საქართველოს განვითარება ეწოდება.

უნდა გავიაზროთ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში.

ვამბობთ და ეს ასეც არის - ჩვენ უზარმაზარი ისტორიული ტრადიცია გვაქვს.

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბევრად უფრო ძველი ტრადიცია გვაქვს, ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანას;

მაგრამ სახელმწიფოს განვითარების თანამედროვე ტრადიცია - მთავარი, რითიც პოლიტიკა განისაზღვრება, არ გვაქვს.

პრაქტიკულად, ნანგრევებიდან ახალ ქვეყანას, თანამედროვე სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ.

როდესაც მიმდინარე პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება, რომ ერთი წლის განმავლობაში ახალი სახელმწიფოსთვის ჩარჩოს შექმნა და ნგრევის შეჩერება შევძელით.

ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, თუ სახელმწიფო აპარატი არ ფუნქციონირებს.

ჩვენ არამარტო ახალი გერბის და დროშის შექმნა (რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ატრიბუტია), არამედ ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაც შევძელით.

შევქმენით ახალი პოლიცია, თუმცა არავის სჯეროდა, რომ ამ ქვეყანაში არაკორუმპირებული, არსებითად განსხვავებული პოლიციის სტრუქტურის ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნებოდა.

საფუძველი ჩავუყარეთ ახალ არმიას.

გაგვიჩნდა ახალი სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ხელფასით თავის რჩენა შეუძლიათ.

ეს არის მთავარი, რაც სახელმწიფო აპარატს არასახელმწიფო მოღვაწისგან განასხვავებს.

ჩვენ გვყავდა მინისტრები, რომელთა ხელფასი 50 დოლარს შეადგენდა, მაგრამ 3-სართულიანი სახლები ჰქონდათ.

დღეს გვყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ, მაგრამ 3-ოთახიანი ბინის შესაძენად გრძელვადიანი კრედიტის აღება მოუწევთ.

ამის საშუალება დღეს მათ ნამდვილად აქვთ.

ეს არის არსებითი განსხვავება ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის.

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, კარგად მახსოვს, რამდენს ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ პოპულისტები ვართ და მხოლოდ იმას გავაკეთებდით, რაც პოპულარულია.

თუ დააკვირდით, ბევრი ძალიან არაპოპულარული საქმეებიც ვაკეთეთ - ქუჩის მოვაჭრეების განაწყენებით დაწყებული და სახელმწიფო აპარატის შემცირებით დამთავრებული.

რატომ მცირდება სახელმწიფო აპარატი? - იმიტომ, რომ თბილისში, სადაც მილიონიანი მოსახლეობაა, შეუძლებელია 3 ათას კაციანი მმართველობითი აპარატის არსებობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 300 კაცზე ერთი მმართველი მოდის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, პიროვნულ პოპულარობას არ ვეძებდით.

ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება პიროვნული რეიტინგისა და პოპულარობის მოპოვებას არ ცდილობდა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმას მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაიზარდა.

ჩვენში პოლიციას საზოგადოების მხოლოდ 6 პროცენტი ენდობოდა, ეხლა კი, ამ ადამიანების რაოდენობა 90 პროცენტს აღემატება.

პროკურატურას ჩვენთან მოსახლეობის 7 პროცენტი ენდობოდა, გამოკითხვების მიხედვით კი, დღეს ეს რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ჩვენთან ინსტიტუტებს, როგორიცაა სამინისტროები, ორგანიზაციები და პრეზიდენტის ინსტიტუტი (ხაზგასმით აღვნიშნავ ინსტიტუტს და არა პიროვნულად პრეზიდენტს), დღეს გაცილებით უფრო ბევრი ადამიანი ენდობა, ვიდრე თუნდაც რამდენიმე თვის წინათ.

სწორედ ეს არის სახელმწიფო.

ხალხი სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ენდობოდეს და მიაჩნდეს, რომ ისინი საზოგადოების აზრს გამოხატავს.

ამავე დროს, ძველი საბჭოთა სტერეოტიპების გადალახვა გვიწევს.

ეს არამარტო ქუთაისის, ან თბილისის წყალგაყვანილობის დაძველებული მილები და დანგრეული ინფრასტრუქტურაა - 12 წლის განმავლობაში საქართველოში ახალი გზა არ აშენებულა და ინფრასტრუქტურის არცერთი პროექტი არ განხორციელებულა.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის მენტალიტეტი.

საქართველო საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო.

მონოპოლია გვქონდა ციტრუსებსა და ღვინოზე, ტურიზმსა და მინერალურ წყლებზე.

მთლიანობაში ეს ძალიან ბევრი ფულია.

ეს ფული დიდი შრომის გარეშე მოდიოდა.

თუმცა, როგორც კი ბაზარზე გავედით და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეს მონოპოლია დაიმსხვრა.

ინერცია იმისა, რომ ვიღაცამ უნდა გვაჭამოს, ღვინისა და ციტრუსების გასაღების ბაზრის ძებნა არ გვჭირდება, ტურისტი თავისთავად უნდა ჩამოვიდეს და საამისოდ რეკლამა აუცილებელი არ არის, მაინც არსებობს.

ეს ინერცია ჩვენი განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

ხალხი სახელმწიფოსაგან ჯერ კიდევ ელის იმას, რისი მოცემაც მას არ შეუძლია.

სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი მოსახლეობის ასე უბრალოდ გამოკვება და ამას ყველანი უნდა შევეგუოთ, რადგან ეს ჩვეულებრივი საბაზრო ურთიერთობებია.

ამავე დროს, სახელმწიფომ თავისი მთავარი ფუნქცია არ უნდა დაივიწყოს.

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, განათლებისა და კულტურის სფეროები ინვესტიციების გარეშე ვერ განვითარდება და საბაზრო ეკონომიკას ვერ მოერგებიან.

ასე რომ, სახელმწიფომ უნდა მოიხსნას ის ფუნქციები, რაც მისი არ არის, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოახდინოს იმაზე, რაც უდავოდ მისია.

სტერეოტიპები, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას ეხება, ყველამ ერთად უნდა დავანგრიოთ.

მაგალითისათვის პარლამენტის დებატები ავიღოთ, უკმაყოფილება გამოითქვა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს გამოსვლისას მკვეთრი ტონი ჰქონდა.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დემოკრატია ის კი არ არის, რომ მარტო ერთმა ადამიანმა ილაპარაკოს და დაბეჩავებულმა ხელის სუფლებამ ხმაც არ ამოიღოს.

ასეთი ხელისუფლება ხომ გვყავდა?

ტოტალიტარულ სახელმწიფოებზე ტკბილმოუბარი და გემრიელი ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ეს დემოკრატია არ არის.

დემოკრატია არის ის, როდესაც ნებისმიერს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, მათ შორის, ყველაზე რადიკალსაც კი, მაგრამ, საბოლოოდ, ხალხი გადაწყვეტს ვინ მართალია და ვინ მტყუანი.

სწორედ ეს არის ნამდვილი დემოკრატია.

სვამენ კითხვას, თუ რას ჰგავს საქართველოს მთავრობა, სადაც ერთი განსხვავებული აზრიც კი არ არსებობს და ამის პროპაგანდას ახდენენ.

მე კი კითხვას ასე ვსვამ: რას ჰგავს ის მთავრობა, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და რომელ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაშია ისეთი მთავრობა, სადაც 50 განსხვავებული აზრი და პოზიცია ფიგურირებს.

არ მოსწონთ ისიც, რომ არსებობს საპარლამენტო უმრავლესობა და მონების ჯგუფს უწოდებენ, რადგან ისინი ერთი მიმ მართულებით აზროვნებენ.

ამ უმრავლესობას ის შიდა დისციპლინა აქვს, რომელიც დემოკრატიას სჭირდება.

ხანგრძლივი კამათის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩვენ ერთიანი ვართ და კერძო ინტერესს არ გავატარებთ.

ეს არის ნამდვილი დემოკრატიული სისტემა.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი პრესა, რომელიც ჩვენი მთავარი მონაპოვარია.

ხალხი ყველა სატელევიზიო არხით გამოდის და ამბობს, რომ მათ სიტყვის თავისუფლება არა აქვთ.

ეს ჩვეულებრივი რამ არის და ესეც არსებული სტერეოტიპია.

დემოკრატია და დებატები არის ის, რაც საქართველოს განავითარებს, ჭეშმარიტება კი, ყველა კამათში დაიბადება.

დებატებსა და ცხარე დისკუსიებში უნდა შევძლოთ ჭეშმარიტების დანახვა, რომლის არსი საზოგადოების წინსვლაშია.

ყველა მთავრობა, რომელიც დისკუსიების ხელოვნურად შეზღუდვას შეეცდება, აუცილებლად დამარცხდება.

ჩვენი ძალა იმაშია, რომ დისკუსიებისა და დებატების არ გვეშინია, ამიტომაც ვართ დღეს თქვენს წინაშე.

შეგვიძლია სხვა სტერეოტიპებზეც ვისაუბროთ.

მაგალითად, გუშინ ქუთაისში რეზერვისტები ჩავიდნენ.

ყველამ ვიცით, რომ ქუთაისის პრობლემა რეზერვისტთა ჩასვლით არ გადაწყდება - ამას ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება სჭირდება, რადგან წყლის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც გადაწყდეს.

ამისთვის აუცილებელია მილიარდობით დოლარის ინვესტიციები და, რა თქმა უნდა, ეს არც დღეს მოხდება და არც ხვალ.

მთავარი ამ ღონისძიებაში ის იყო, რომ ასობით ადამიანმა, განსაკუთრებული ანაზღაურების გარეშე, ოჯახებში წყალი მიიტანა და საზოგადოების სასარგებლოდ იშრომა.

რეზერვისტთა ბანაკებში ოცი ათასამდე ადამიანი რიგში დგას, რათა ყოველ დილას 6 საათზე ადგეს, 5 კილომეტრი 20-გრადუსიან ყინვაში ირბინოს და სხვა დაბრკოლებები გადალახოს.

შემდეგ კი, როდესაც საჭირო გახდება, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილ ხანძარს ჩააქრობს და ქუთაისის მოსახლეობას წყლით მოამარაგებს.

ეს არის ერთი მენტალიტეტი - „საქართველო უნდა ავაშენო მე“.

საქართველოს ვერ ააშენებს ვერც სააკაშვილი, ვერც ნოღაიდელი, ვერც ლომაია, საქართველო ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მენტალიტეტია.

რამდენიმე დღის წინათ ერთმა დამსახურებულმა 75 წლის ადამიანმა წერილი მომწერა: „გთხოვთ, წამიყვანოთ რეზერვისტთა ბანაკში, ნუ გაქვთ ასაკობრივი შეზღუდვა. შემიძლია ყველაფრის კეთება“.

ამავე დროს, ტელევიზიით აჩვენებდნენ 22 წლის ბიჭს, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე კომენტარს აკეთებდა: „ისევ დაპირებები და დაპირებები...“

ეს ბიჭი ნაადრევად არის დაბერებული.

ოცდაორი წლის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ჯანი გერჩის და გადაადგილება შეგიძლია, ალბათ რაღაც გატაცებაც გაქვს, მოდი, შენ ააშენე ეს ქვეყანა.

ჯერ ერთი, არცერთი დაპირება ჩემს გამოსვლაში არ ყოფილა, ჩვენ ყველაფერი ერთობლივი ძალებით უნდა გავაკეთოთ.

თუ ამის მოსმენა არ გინდა, არავინ გავალდებულებს, მაგრამ შენ ააშენე ეს ქვეყანა, იშრომე და შენ იყავი მისი შემ მოქმედი.

მაგალითად, პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფი გამოდის და ამბობს, რომ არ მოსწონს წარწერა საპატრულო პოლიციის მანქანებზე.

აიღეთ საღებავი, ფუნჯი, შეარჩიეთ ფერი, გინდა გადაღებეთ და გინდა მოხატეთ, მე რაც შემეძლო, დავაწერე.

ეხლა ცოტა თქვენც იშრომეთ, თუ ასე კარგად იცით, რა როგორ უნდა იყოს.

ეს არის მთავარი, რაც საქართველოში უნდა დაინერგოს.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ქმედითი საზოგადოება ვართ, რომელიც მის ნაცვლად, ვინმეს მიერ ამა თუ იმ საკითხის გადაწ წყვეტას არ ელოდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს უმწეოები, რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

გუშინ, როდესაც წყალი მეთორმეტე სართულზე აჰქონდათ, ესეც მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღების მაგალითი იყო.

მაგრამ ეს გამონაკლისია.

მთლიანობაში საზოგადოებას შეუძლია, რომ საკუთარ ბედზე თავად იზრუნოს.

როდესაც ჩვენ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ის ეთნიკურად ჭრელია და მასში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ.

ჩვენ უნდა შევძლოთ მათი თვალით დავინახოთ ის, რაც წინა წლებში საქართველოში მოხდა.

ყოველივე ამის დანახვა ოსის და აფხაზის თვალით უნდა შევძლოთ.

ჩვენ ასევე ისიც უნდა შევძლოთ, რომ ყველა აზერბაიჯანელი და სომეხი თავს ამ საზოგადოების ნაწილად მიიჩნევდეს.

ამ ადამიანებისთვის სპეციალურ ადმინისტრაციულ სკოლას ვქმნით, რათა სახელმწიფო აპარატში მათი ინტეგრაცია მოხდეს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე ბანდიტების თარეშზე თანხმობას ვაცხადებთ.

არასოდეს შევეგუები იმას, რომ ვინმემ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა მოახდინოს.

იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით მოხდეს, მშვიდობაზე არამარტო უნდა ვისაუბროთ, არამედ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და სწორედ ეს იყო ჩემი სამშვიდობო გეგმა, რომელიც სტრასბურგში წარვადგინე.

უნდა გავიაზროთ, თუ რისთვის კეთდება ყოველივე ეს.

ჩვენ გვყავს მთავრობის წევრები, მაგალითად, ვერავინ ვერ ეტყვის ზინაიდა ბესტაევას, რომ მან საქართველოთი არ უნდა იამაყოს, რადგან ეს მისი სამშობლოა, ისევე, როგორც ვერავინ ეტყვის მას, რომ მან არ უნდა იამაყოს თავისი ოსობით, რადგან ეს მისი იდენტურობაა.

ეს ის ოსია, რომელიც საქართველოთი ამაყობს და ჩვენ გვყავს აზერბაიჯანელები, სომხები, რომლებიც საქართველოთი ამაყობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი აფხაზი გვეყოლება, რომელიც იამაყებს, რომ იგი საქართველოს ნაწილია.

ეს ჩვენი სიმდიდრეა და არა სისუსტე.

ჩვენ ეს ხალხი სწორედ ასე უნდა აღვიქვათ.

ეს მეორე საკითხია, რაც სტერეოტიპების ნგრევას შეეხება.

ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს.

პირველი წელი სახელმწიფო აპარატის ინფრასტრუქტურის შექმნას დავუთმეთ.

მეორე წელი კი, განათლების სისტემაში, სახელმწიფო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ მმართველობაში სერიოზული რეფორმების განხორციელებას დაეთმობა.

სრული ადგილობრივი დემოკრატიის შექმნა მერების და გუბერნატორების დონეზე უნდა მოხდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მერი და გუბერნატორი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით, არჩეული და არა დანიშნული უნდა იყოს.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მმართველობითი ფუნქციები საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება, რადგან ამის გარეშე ქვეყნის მართვა წარმოუდგენელია.

ეს მორიგი რეფორმაა.

ჩვენ ინფრასტრუქტურის დიდ მშენებლობას ვიწყებთ.

როგორც კი დათბება, საქართველოში ტექნიკა შემოვა, ასფალტის დაგება და მშენებლობები დაიწყება, რათა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნას.

როგორც კი ახალი საგადასახადო კოდექსი გვექნება, ვერცერთი სახელმწიფო ორგანო მეწარმეს ცუდად ვეღარ შეეხება.

თქვენ ფხა და მარიფათი უნდა გამოიჩინოთ, ყველა სტუდენტი უნდა ფიქრობდეს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა დასაქმდეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკას კერძო სექტორი ქმნის.

კერძო სექტორის საშუალებით, პროდუქციის სოფლიდან გასატანად, სახელმწიფოს გზების დაგება შეუძლია, ჩვენს ბიზნ ნესს კი, დღეს ამის ფული არა აქვს.

ჩვენ შეგვიძლია მოველაპარაკოთ სხვა სახელმწიფოებს, რომ შეღავათიანი ტარიფები დავაწესოთ, რაზეც უკვე ვმუშაობთ.

თქვენ არცერთი სახელმწიფო ორგანო ცუდად არ შეგეხებათ, დანარჩენი კი, უკვე ადამიანების გადასაწყვეტია.

ისევ ვუბრუნდები ძველ თემას - საზოგადოებამ თავისი ბედი თავად უნდა განაგოს და ეკონომიკა შექმნას, ისევე, როგორც მე არმიისა და პოლიციის შექმნა შემიძლია.

რაც შეეხება განათლების სისტემას - განათლების რეფორმის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, ამ სფეროში ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს და ჩვენ ამაზეც სერიოზულად ვმუშაობთ.

ფულის გარეშე ხარისხიანი განათლების მიღება წარმოუდგენელია.

სამ-ოთხ წელიწადში ყველა ქართული სკოლის კომპიუტერიზაცია და ინტერნეტში ჩართვა უნდა მოხდეს.

ეს არის კახა ლომაიას პროგრამა და პირველი ქართული ანბანის პრეზენტაციაც გაიმართა.

ეს, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარი ჯდება და ამ თანხას აუცილებლად გამოვყოფთ, მაგრამ ფული უნივერსიტეტებს და ინსტიტუტებსაც სჭირდებათ.

მაგალითად, ავიღოთ „ბაქტერიოფაგი“ - მსოფლიო რანგის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ანალოგი არ მოიძებნება.

ის დღეს მიტოვებული და გაუბედურებულია.

ჩვენ ასეთი საგანძური გვქვს და პრაქტიკულად, მას სრულად ვერ ვიყენებთ.

ამის მსგავსი, პოტენციურად ძალზე მნიშვნელოვანი და გამოუყენებელი სამეცნიერო ცენტრის მაგალითი, ბევრი გვაქვს.

ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

და ბოლოს, მინდა გითხრათ - ეს მთავრობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მანამდე, სანამ მას პარლამენტში საბოლოოდ „შეახრამუნებენ“, ყველაზე გემრიელი ლუკმა თქვენ, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნდა გერგოთ.

მინდა, რომ მათ ყველა კითხვა დაუსვათ და ყველანაირი პირობა დაადებინოთ, რომელთა შესრულებასაც თავად მოვითხოვ.

პარლამენტთან ძალიან ადვილია საერთო ენის გამონახვა, რადგან ისინი მაინც პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ კარგად ვერ იმუშავებენ, სტუდენტებს ვერ მოელაპარაკებიან.

მთავრობა აქ სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი და თუ თქვენ მოიწონებთ, მაშინ ხუთშაბათს მათ პარლამენტიც დაამტკიცებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შემადგენლობის გამოცვლაზე სერიოზულად ვიფიქრებ.

მთელი ძალაუფლება თქვენ - საქართველოს სტუდენტობასა და ახალგაზრდობას გადმოგეცემათ.

დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 16 თებერვალი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2773&i=1

12 ეს „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია

▲ზევით დაბრუნება


გუშინ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მომავალი არჩევნებისთვის პარლამენტართა რიცხვის 150-ით განსაზღვრის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა:

„ჩვენ პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორება შევიტანეთ პარლამენტართა რაოდენობის 235 კაციდან 150 კაცამდე შემცირებაზე. ეს შესწორება ეფუძნებოდა ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მან გამოხატა შარშანწინდელი რეფერენდუმის დროს და დღეს ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პარლამენტმა, მისმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ მხარი დაუჭირა დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას, რომ საქართველოს, მომდევნო არჩევნების შემდეგ, უკვე 150-წევრიანი პარლამენტი ეყოლება.

მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული დემოკრატიის, ქართული პარლამენტარიზმის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, ეს „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია. საქართველოს გაუჩნდა პარლამენტი, რომელიც უსმენს საკუთარ ხალხს, რომელსაც შეუძლია დადგეს საკუთარ პიროვნულ, კორპორაციულ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ის, რაც ხალხმა მოინდომა, რაც ხალხმა უთხრა. ეს არის პირველი პარლამენტი, რომელიც სწორედ ასე იქცევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ საქართველოს კონსტიტუციის შემდგომი დემოკრატიული დახვეწის გაგრძელებას - გასატარებელია სხვა რეფორმებიც. მაგრამ ის, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით შეძლო (დარწმუნებული ვარ, რომ მეორე და მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს) მართლაც ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, ნამდვილად მოსალოცია და მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს მისი გამარჯვებაა! ასევე მადლობა ვუთხრა თითოეულ პარლამენტარს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ კონსტიტუციურ ცვლილებას“.

ეს „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 18 თებერვალი. - N39 (5072). - 1 გვ.

13 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილი წარადგინა

▲ზევით დაბრუნება


მინდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილის კანდიდატურა წარმოგიდგინოთ.

ეს კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარესთან და იურიდიულ კომიტეტთან გამართული კონსულტაციების შედეგად შევარჩიეთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რჩევა ბატონ კოტე კემულარიასაც ვთხოვეთ.

ჩვენს მიერ კადრების შერჩევის პრინციპი სამი სიტყვით გამოიხატება: პატრიოტიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება.

კოტე კუბლაშვილი სამივე კრიტერიუმს იდეალურად შეესაბამება.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებათა დოქტორია, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ფედერალიზმის საკითხებზე, 27 წლის ასაკში გერმანიაში დაიცვა.

იგი პოლიტიკურად ანგაჟირებული არასოდეს ყოფილა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როდესაც ხალხი სხვადასხვა სტრუქტურებში (პოლიციაში, პროკურატურაში, სახელმწიფო აპარატში) მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილია - ჩვენ, ძირითადად, კორუფციისაგან უკლებლივ ყველა რგოლის გაწმენდა მოვახერხეთ, დაგვრჩა ერთი ყველაზე სუსტი ადგილი, რომელზეც საჩივრები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის.

ეს არის საქართველოს სასამართლო.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას.

მე დავსჯი ყველას, ვინც ამ ორგანოს საქმიანობაში უკანონოდ ჩაერევა, მაგრამ ყველა მოსამართლეს უნდა ახსოვდეს, რომ მოსამართლე არ არის კანონი.

საქართველოში კანონი უნდა კანონობდეს და არა მოსამართლე.

სამართლიანობა ფულზე არ უნდა იყიდებოდეს და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს ასე იყოს.

ხელისუფლების სხვა შტოებისგან სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელი იქნება, მაგრამ ბოლომდე დამოკიდებული იქნება კანონზე.

ბატონი კოტეს კანდიდატურას პარლამენტში მომავალ კვირას წარვადგენთ და ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ორგანო მას ამ თანამდებობაზე დაამტკიცებს კიდეც.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილი წარადგინა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 19 თებერვალი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2772&i=1

14 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოტე კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოში წარადგინა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას.

ნამდვილად უჩვეულოა, რომ რამდენიმე თვეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენა მეორედ ხდება.

ასეა, როდესაც თანამდებობაზე აქტიური პოლიტიკოსი მოდის, რადგან მათ თანამდებობების ცვლა ახასიათებთ.

კოტე კუბლაშვილი პოლიტიკოსი არასოდეს ყოფილა.

არც პარტიულ ან პოლიტიკურ საკითხებში ყოფილა ჩართული, თუმცა, თავისთავად, ეს ადამიანისათვის მინუსი არ არის.

იგი თავისი ტემპერამენტით, ხასიათით, ზნეობრივი და პროფესიული თვისებებით მოსამართლის და, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იდეალურად შეე ესაბამება.

ჩვენ შევეჩვიეთ, რომ საქართველოში ბევრი რამ ადვილად წყდება.

დღეს, პარლამენტმა 85 დეპუტატით შემცირების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო.

ეს ის ამოცანაა, რომელიც აქამდე საქართველოს ვერცერთმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა.

ჩვენ საკითხებს ხელის ერთი მოსმით ვწყვეტთ, იმიტომ, რომ ხალხის ხელისუფლება ვართ.

ის, რისი შეცვლაც ვერ წარმოგვედგინა, ორ თვეში მთლიანად შეიცვალა - სრულიად ახალი პოლიცია ჩამოყალიბდა, ახალი სახელმწიფო სამსახური შეიქმნა, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ახალი ურთიერთობა წარმოიშვა.

ასევე, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.

მე ერთი წლის განმავლობაში პირადი პოპულარობის მოსახვეჭად არ მიმუშავია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, განუზომლად ამაღლებულიყო და ეს ინსტიტუტები საზოგადოებაში ყველაზე ავტორიტეტული გამხდარიყო.

მაშინ, როდესაც 1999-2001 წლებში სასამართლო რეფორმა განვახორციელეთ, მას ძალიან დიდი რეკლამა გავუკეთეთ და სწორად დავაკომპლექტეთ, სასამართლო თავისი ნდობის მიხედვით, საზოგადოებაში ყველაზე ავტორიტეტული ორგანო იყო.

ბევრი ჩვენგანი ამ პროცესების მონაწილე იყო.

მაშინ ეს ორგანო ბევრად უსწრებდა პოლიციას, პროკურატურას, პარლამენტსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს.

დღეს კი, პირიქითაა და ამას ნებისმიერი გამოკითხვა მოწმობს.

ყველა უნდა დავფიქრდეთ, თუ რატომ ხდება ასე.

არა იმიტომ, რომ ვიღაც სასამართლოს ლანძღავს, დარწმუნებული ვარ ლანძღვას არც პრეზიდენტის ინსტიტუტს აკლებენ, არც პოლიციასა და პროკურატურას.

პოლიციას საზოგადოების მხოლოდ 6 პროცენტი ენდობოდა, ეხლა კი ეს მაჩვენებელი 95 პროცენტს შეადგენს.

პოპულარობის ხარისხი გაიზარდა.

პოლიციაში პროფესიონალი და ამაყი ხალხი მოვიდა.

პროკურატურაშიც იგივე ხდება და ბევრი თქვენგანი სწორედ ამ სისტემებიდან არის მოსული.

პროკურორებს გაუჩნდათ სურვილი, რომ საზოგადოებასთან სხვაგვარი დამოკიდებულება ქონდეთ.

ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ შეიქმნა პრობლემები სასამართლო სისტემაში და ეს თითოეულმა მოსამართლემ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კანომდებლობის რეფორმირების გზით მივდივართ და ახალ ინსტიტუტებს ვაყალიბებთ.

ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ მუშაობს სისხლის სამართლის სისტემა საქართველოში.

ადრე, ქურდის „გაფუჭება“ თუ უნდოდათ, მისთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედოთ და თავიდან ასე იშორებდნენ.

ეხლა ყველამ კარგად იცის, რომ მტკიცებულების შექმნა ხელოვნურად აღარ შეიძლება.

გამონაკლისები თუ კიდევ არიან, ძალიან გთხოვთ მწვავე რეაქცია გქონდეთ.

თქვენ იცით, რომ საქართველოში ყველა მოქალაქის დაბრუნებას მივესალმებით.

ასევე იცით, რომ საქართველოში დაბრუნდნენ ცნობილი მოცეკვავეები, მომღერლები, მეცნიერები, სპორტსმენები, უბრალო ადამიანები და ბიზნესმენები.

გაიგეს რა ეს კანონიერმა ქურდებმა და გაიხარეს რა, რომ საქართველოში ხელისუფლება ხელოვნურად ასეთ მტკიცებულებებს აღარ ქმნის, მათაც დაბრუნება დაიწყეს.

ჩემი და ჩემი ხელისუფლების მთავარი დამსახურება ის არის, რომ ეს ხალხი საქართველოდან გავაძევეთ და მათ დაბრუნებას ჩვენ არ მივესალმებით.

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობაში ცვლილებები შეგვაქვს.

ეს კი საშუალებას მოგცემთ, რომ ქურდულ შეკრებებში და გარჩევებში ნებისმიერი მონაწილეობა, ოფიციალურად, კანონის მიერ იყოს კრიმინალიზებული და დასჯილი.

საქართველოს პარლამენტში ამ ცვლილებს განსახილველად შემდეგ კვირას შევიტანთ.

ჩვენ გარიგებით სამართალზეც ვლაპარაკობთ.

საქართველოში გარიგებითი სამართალი მუშაობს, თუმცა ეს ბევრი ევროპელი ექსპერტის გაკვირვებას იწვევს.

ადამიანი ფულს ოფიციალურად იხდის და შემდეგ იგი სასჯელს, პრაქტიკულად, პირობით იხდის.

ევროპელისათვის, სადაც შეიძლება პოლიტიკოსებმა, ასობით მილიარდიანი ბიუჯეტის პირობებში, ასობით ათასი მოიპარონ, ეს გაუგებარია, ჩვენთვის კი, ცდუნება დიდი იყო.

ჩვენ გვყავდა ისეთი თანამდებობის პირები, რომლებმაც თავისუფლების სანაცვლოდ სერიოზული თანხა გადაიხადეს.

ერთ-ერთმა იმდენი გადაიხადა, რომ პენსიონრებს სამი თვის დავალიანება გავუსტუმრეთ.

ჩვენი არჩევანი დღესავით ნათელი იყო.

მალე კოდექსში ცვლილებებს შევიტანთ, იმედია, ეს ერთ თვეში განხორციელდება, ჩვენ ნორმალურ სასამართლო სისტემაზე გადავალთ და ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს ყველა კანონის შესაბამისად მოიხდის.

ეს მეორე რეფორმაა, რომელსაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ.

ჩვენ კორუფციასთან სერიოზულ ბრძოლას ვაგრძელებთ და ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ ეს ბრძოლა ოდნავ მაინც შესუსტდება.

საზოგადოებაში არის ხალხი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მე რაღაცეებს ვერ ვამჩნევ.

ტყუილად გგონიათ, რომ რამე მავიწყდება.

ისიც ტყუილად გგონიათ, რომ სახელმწიფოს ვინმეს დავაკარგვინებთ.

ათი წელი რომ გავიდეს მაინც მემახსოვრება, თუ როგორ იქცეოდა თითოეული მოქალაქე ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტებში, იმიტომ რომ მე, ჩემს მეგობრებთან და საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან ერთად, ამ ქვეყნისათვის სიცოცხლე მაქვს გადადებული.

თქვენ იცით, რომ არცერთ თქვენგანთან არცერთ საქმესთან დაკავშირებით არ დამირეკავს და ამის გაკეთებას არც ვაპირებ.

დღეს აქ, თქვენ იღებთ მოსამართლეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც ჩემთვის სამართლიანობისა და წესიერების განსახიერებაა.

ბევრი მოსამართლე, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან ღირსეული, მნიშვნელოვანი თვისებების მატარებელია, რისთვისაც თითოეული თქვენგანის მადლიერი ვარ.

თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი კანონის უზენაესობაა და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

მაშინ, როდესაც აღარ იქნება სააკაშვილი (ეს ცვლა ჩვეულებრივად, ბევრად უფრო გვიან მოხდება და არა იმ დროს როგორც ეს ბევრს ჰგონია), თანამდებობაზე აღარ იქნება თითოეული თქვენგანი (თუმცა სიცოცხლეს დიდხანს ვაპირებთ), ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები და კანონები, ასევე, ავტომატურ რეჟიმში გადასული წესიერება, პატიოსნება და სამართლიანობის განცდა დარჩება.

ეს არის ჩემი ამბიცია, ჩვენ ახალ ქვეყანას ვქმნით.

ერთ წელიწადში სასწაული მოვახდინეთ.

პარლამენტართა რაოდენობის შემცირება ერთ-ერთი ასეთი სასწაულთაგანია.

ეს, ჩემი და თქვენი დამსახურება კი არა, ჩვენი ხალხის მიერ მოხდენილი რევოლუციის პირდაპირი შედეგია.

კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ.

ათი წელი სასამართლოში მოსვლას აღარ ვაპირებ, თუ, რა თქმა უნდა, სასამართლოს გარეთ (შიგნით აღარ შემოვალ) ხალხთან ერთად მოსვლას არ მაიძულებთ.

არ მინდა ჩათვალოთ, რომ სასამართლოს საქმეებში ჩარევას ვაპირებ, მაგრამ გთხოვთ, ობიექტურობის, სამართლიანობისა და საზოგადოებასთან სოლიდარობის გრძნობას ნურცერთი წუთით ნუ დაკარგავთ.

საბოლოოდ ჩვენ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ეს არაფერზე გაიცვლება.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ უზენაეს მოსამართლეს მხარი დაუჭიროთ.

დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოტე კუბლაშვილი უზენაეს სასამართლოში წარადგინა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 23 თებერვალი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=27

15 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის გამო, მთავრობის საგანგებო სხდომაზე განცხადება გააკეთა

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ მთავრობის საგანგებო სხდომა იმიტომ მოვიწვიეთ, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონში ენერგეტიკული კრიზისია შექ მნილი.

ჩვენ საზოგადოებას ფუჭი დაპირებები არ უნდა მივცეთ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.

ენერგეტიკული კრიზისი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ, ასევე უნდა შევიმუშავოთ ზუსტი პროგრამა, რომ საქართველოში ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.

ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელს უკვე ვესაუბრე.

მარტო ის, რომ თბილისი და ბათუმი განათებულია, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონები ჩაბნელებული, ეს სერიოზულ მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს.

ჩვენ ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა დავიწყოთ და თითოეულ ოჯახს, მთელ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ როდის გამოვა საქართველო წყვდიადიდან.

ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გარეშე, ეკონომიკის განვითარება და ქვეყნისთვის სასიკეთო პერსპექტივების განხორციელება შეუძლებელი იქნება.

უახლოეს მომავალში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა ენერგეტიკული კრიზისის მოგვარება იქნება.

დღევანდელი მთავრობის სხდომა სწორედ ამ საკითხს ეძღვნება და ჩვენ ენერგეტიკის მინისტრის მოხსენებასაც მოვ ვისმენთ.

მე მივესალმები, რომ სხდომას პარლამენტარი გიორგი ნაცვლიშვილი და სხვა დეპუტატები ესწრებიან.

მინდა ყურადღება გავამახვილო პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შემ მცირების შესახებ, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

ჩვენი მიღწევა არის ის, რომ უკვე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ასევე ძალიან კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვყავს.

დღეიდან უზენაეს სასამართლოს ორი საუკეთესო მოსამართლე ეყოლება, მათი კანდიდატურები პარლამენტმა დაამტკიცა.

ეს ხალხი პოლიტიკური ნიშნით არ შეირჩა, ჩვენი ძირითადი კრიტერიუმი წესიერება და პატიოსნება იყო.

მოხიბლული ვარ, რომ ცხარე დებატების მიუხედავად, პარლამენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორ რციელების საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდება.

მთავრობას ჰყავს პრესსპიკერი ქალბატონი ლეილა ავიძბა და გთხოვთ, მასთან ერთად მოამზადოთ საინფორმაციო ფურცელი, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახში დარიგდება და საზოგადოების წევრებს არსებულ ვითარებას განუმარტავს.

ჩვენ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ხალხთან საუბარი და სიმართლის თქმა უნდა შევძლოთ.

ფაქტია, რომ სისტემა მთლიანად დანგრეულია, ორმოცდაათ მილიონიანი კრედიტი, რომელიც საქართველომ მიიღო, საკმარისი იყო ხუდონჰესის ასაშენებლად, რაც პრობლემას მთლიანად მოაგვარებდა, მაგრამ ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.

ამასთან ერთად, მეზობელი ქვეყნების ვალიც დაგვემატა.

ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, რომ ეს საკითხი დეტალურად შეისწავლოს.

ჩემი პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე გავარკვიე, რომ ქვეყანას დამატებითი ვალები აქვს.

ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან ქვეყანაში კრედიტის სახით მიღებული თანხები პრობლემების მოგვარებაზე არ დახარჯულა.

თუ ვიღაცის ოფშორულ ანგარიშებზეა საუბარი შვეიცარიაში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

სიმართლე, რომელიც მთავრობამ ხალხს დაუმალა ძალიან მარტივია - არსებული სიმძლავრეებით საქართველოს მთლიანად განათება ფაქტობრივად შეუძლებელია.

ჩვენ საქართველო აპრიორულად იმისათვის გავწირეთ, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში ენერგოდეფიციტი ყოფილიყო.

ხალხს საბოლოოდ უნდა ვუხრათ, რომ საქართველოში არსებული ჰესები, თბოელექტროსადგურები, ასევე იმპორტის შესაძლებელი ხაზები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ თითოეული ქართული ოჯახი ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იყოს.

ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალი სიმძლავრეები და ხაზები გვჭირდება, რათა მთელი საქართველო დამოკიდებული არ იყოს ერთ მავთულზე და იმ ადამიანთა ნება-სურვილზე, რომლებსაც ხაზის დაზიანება იარაღის გამოყენებით შეუძლიათ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობა, ვინაიდან ჰესების რეკონსტრუქციას ვერ შევძლებთ.

ხუდონჰესის ინვესტორიც რომ გამოჩნდეს, მის დასრულებას 5-6 წელი მაინც დასჭირდება, საზოგადოება კი, ამდენს ვერ მოითმენს.

მანამდე საქართველოს გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროები და მის შესაძენად აუცილებელი თანხა არ ჰქონდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.

ჩვენთვის აუცილებელ თანხებს პრივატიზაციიდან მივიღებთ, რაც საქართველოს განვითარების გრძელვადიან პროგრამას მოხმარდება. პრივატიზაციიდან მიღებული ფული ენერგეტიკის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

ჩვენ დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვჭირდება.

მსურს, რომ მოლაპარაკებები გაზოტურბინების თაობაზე, გამჭვირვალე იყოს.

მსოფლიოში სულ ხუთი-ექვსი მწარმოებელია.

თუ ვინმე უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ხელშეკრულებას მასთან გავაფორმებთ.

მშენებლობა არაუგვიანეს აპრილის ბოლოს უნდა დავიწყოთ.

მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ამის შედეგად, თითოეულ ოჯახს 24 საათიანი ენერგომომარაგება ექნება.

რასაც ჩვენ ავაშენებთ, საკმარისი მხოლოდ ბინების გასანათებლად იქნება, ეკონომიკის განვითარებისათვის კი, აუცილებელია ახალი ხაზების მშენებლობა.

ისრაელი ჩვენთვის პატარა ქვეყანაა, რომლის ენერგო საწარმოები 4-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ეკონომიკა მაღალგანვითარებულია.

ჩვენთვის ახალი ხაზების ასაშენებლად მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, შუა აზიისა და ირანის ინტერესების გათვალისწინება.

ჩვენი ენერგეტიკის დამოუკიდებლობა მეტად მნიშვნელოვანია.

ჩემთვის გაუგებარია გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს მთავრობა ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას მონოპოლიებზე დამოკიდებულს გახდის.

ჩვენ ყველა კომერციულ წინადადებას განვიხილავთ.

საქართველოს ინტერესებიდან და მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, ჩვენი დაშანტაჟება ვერავინ უნდა შეძლოს.

დღეს სეპარატისტებს ენგურიდან 200 მეგავატზე მეტი ელექტროენერგია რომ არ მიჰქონდეთ და ხელისუფლება გალის რაიონს მაინც რომ აკონტროლებდეს, საქართველოში ენერგოდეფიციტი აღარ იქნებოდა.

მე არავის ვემუქრები, რადგან ჩვენ მშვიდობიანი განზრახვები გვაქვს,

ასევე არავის ვურჩევ, რომ დენთან დაკავშირებით, პროვოკაციები და შანტაჟი მოაწყოს, რადგან ეს საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია.

ყველამ იცოდეს, რომ დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს.

მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რომ ენერგეტიკის სამინისტროში კორუფცია აღარ არის.

ამიერიდან, შრომის შეფასება თქვენს მიერვე შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოხდება

ის, რომ ადამიანი არ იპარავს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ თანამდებობაზე დარჩეს.

ის, ვინც იპარავს, მირცხულავას მსგავსად, სასჯელს იხდის.

პარლამენტში შეგვაქვს კანონი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდისა და ზარალის ანაზღაურების შემთხვევაშიც კი, დამნაშავე სასჯელს ვერ აიცილებს.

ყველამ გაიგო, რომ მთავრობა აღარ იპარავს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქმესაც აკეთებს.

ენერგეტიკა ჩვენი მთავრობის მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმია.

ჩვენ წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და გზების მშენებლობას ვიწყებთ.

სამი კომპონენტი - ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და პატიოსანი მთავრობა საქართველოს ეკონომიკას ააღორძინებს.

არცერთ ქვეყანაში მთავრობას ეკონომიკის ამუშავება არ შეუძლია, მაგრამ კარგი კანონების პირობებში, მან ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს.

ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო პროექტები არსებობს აჭარაში, ბორჯომსა და ბაკურიანში.

პროექტების ზრდასთან ერთად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება გაიზრდება.

ხალხს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ და თუ გაუარესება იქნება, ესეც არ უნდა დავუმალოთ.

ჩვენი მთავარი კაპიტალი საზოგადოების ნდობის მოპოვებაა.

უმჯობესია ვუთხრათ, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, ვიდრე ფუჭი დაპირებები მივცეთ. ტარიფის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

როგორც საზოგადოებას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი გადასახდელია.

ჩვენი არ გვაქვს ნავთობი, გაზი და არც მემკვიდრეობით დარჩენილი დიდი რაოდენობის თანხა, პირიქით, ყველაფერი გაძარცვულია.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც საკუთარი თავი უნდა შეინახოს.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სიმართლის აღიარება შევძელით და პრობლემის მოგვარების კონკრეტული ვადა დავასახელეთ, რაზეც პასუხს ყველა ერთად ვაგებთ.

ბატონ ზურაბს ვთხოვ, რომ ეს საკითხი პირადად მკაცრად გააკონტროლოს. ენერგეტიკა საქართველოში უნდა მოწესრიგდეს, ქვეყანა უნდა განათდეს.

ჩვენს მიერ დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოში არცერთი ჩაბნელებული სახლი არ უნდა იყოს.

ამის მიღწევა შესაძლებელია, გაუმჯობესება კი, ყოველ კვარტალში უნდა იგრძნობოდეს.

გთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალური საჯაროობის პირობებში, მოლაპარაკება ყველა მიმართულებით დაიწყოს, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით განმარტებები გაკეთდეს, რათა საზოგადოებასთან ინფორმაციის მუდმივი გაცვლა-გამოცვლა მოხდეს.

ჩვენ ამ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ვართ.

მან უნდა იცოდეს, თუ რას ვაკეთებთ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესამსუბუქებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის გამო, მთავრობის საგანგებო სხდომაზე განცხადება გააკეთა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 25 თებერვალი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2770&i=1

16 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოში არის ბევრი დამოუკიდებელი, თავისუფალი და პროფესიონალური ტელეკომპანია.

დღეს აქ გვესწრებიან აჭარის, თრიალეთის, ოდიშის, ფოთის, ბორჯომის, გურიის, ქუთაისის, მცხეთა-თიანეთის, ქვემო ქართლისა და თელავის ტელეკომპანიათა წარმომადგენლები.

მე აქ შემთხვევით არ მომიწვევიხართ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა, თანამოქალაქემ და ადამიანმა მივმართო იმ ხალხს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობს.

მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან კარგად ვიცი, თუ რა გასაჭირი აქვს ხალხს რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა და აქედან გამომდინარე, დასაქმება ჩვენი მთავარი ამოცანაა, ასევეა ელექტროენერგიის დეფიციტი.

მსურს ყველას ვუთხრა, რომ მზად გვაქვს 18 თვიანი პროგრამა და მინდა მოგცეთ სიტყვა, რომ ამ 18 თვის თავზე გაუმჯობესება დაიწყება, ელექტროენერგიის პრობლემა უნდა მოიხსნას.

ეს ჩემი მკაცრი დავალებაა და ჩვენ ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ.

რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას?

მთავრობას საწარმოების ძველი გადასახადებისგან გათავისუფლება შეუძლია და ჩვენ ეს გავაკეთეთ.

მას შეუძლია დაეხმაროს მცირე ბიზნესს და მე მზად ვარ, რომ მცირე ბიზნესის ყოველი ახალი საწარმოს გახსნას დავესწრო.

10 სამუშაო ადგილიც რომ შეიქმნას, მთავრობამ ამას მხარი უნდა დაუჭიროს. ხელისუფლებას შეუძლია გზების მშენებლობა, რადგან გლეხი პროდუქტს ქმნის და მას ნორმალური გზა სჭირდება, რომ ის ბაზარზე გაიტანოს.

საქართველოში არ დარჩება არც ერთი რაიონი, სადაც ეს პრობლემა არ მოგვარდება.

ამჟამად ჩვენი მიმდინარე პრობლემა მიწის საგაზაფხულო სამუშაოებია.

მივიღე გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრსაც დავავალე, რომ 10 დღის განმავლობაში გემებით, მატარებლებითა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის საწვავი შემოვიტანოთ და 20 ლიტრი თითოეულ ოჯახს უსასყიდლოდ დავურიგოთ.

ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა.

მანამდე ამის საშუალება არ გვქონდა, ახლა კი, პრივატიზაციიდან შემოსული თანხით ამას განვახორციელებთ.

20 ლიტრი ბევრი არ არის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ გლეხმა თუნდაც ნახევარი ჰექტარი მიწა კარგად დაამუშავოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საწვავი ძვირი ღირს.

ყველა გუბერნატორსა და გამგებელს ვავალებ - ერთი ლიტრიც რომ დაიკარგოს და უსამართლოდ რომ გადანაწილდეს, პასუხი უმკაცრესად მოეთხოვებათ.

ამას პირადად გავაკონტროლებ.

ეს, რა თქმა უნდა, ერთდროულად არ განხორციელდება.

საწვავი ჯერ ქართლსა და კახეთში დარიგდება, შემდეგ სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში.

კარგად ვიცი, თუ რა გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი, მესმის, რომ გაორმაგებული პენსია, გასტუმრებული დავალიანება და თუნდაც ის, რომ ქუჩაში პოლიცია ხალხს ფულს აღარ ართმევს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ცხოვრება მკვეთრად გაუმჯ ჯობესდეს.

მთავრობამ ერთ წელიწადში, პრაქტიკულად, შეუძლებელი მოახერხა.

არავის სჯეროდა, რომ ამის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა.

ვიცი, რომ ხალხი სამართლიანად ჩივის, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრო, რომ შექმნილი სიტუაციიდან ყველა ერთად გამოვიდეთ.

ვაპირებ, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში ენერგეტიკული პრობლემა მოვაგვაროთ.

საქართველოში არ იქნება არც ერთი სახლი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ვფიქრობ, რომ ეს წელი და მომავალი წლის პირველი ნახევარი გადამწყვეტი იქნება.

მსურს, რომ ქვეყანაში გზების, ანუ ინფრასტრუქტურის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.

საქართველოში არ დარჩება ადგილი, საიდანაც პროდუქციის გატანა და გადაადგილება ძნელი იქნება.

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასი განსაზღვრულ მინიმუმზე მეტი უნდა ჰქონდეთ - 80 პროცენტს უკვე ასე აქვს და მსურს, რომ დანარჩენ 20 პროცენტსაც, მაგალითად, პედაგოგებსაც მსგავსი ხელფასი ჰქონდეთ.

თუ ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და დავინახავთ იმასაც, რომ მთავრობა კარგად მუშაობს და არ იპარავს, თუ ჩვენ უფრო მეტს მოვითმენთ, მაშინ ფეხზე დადგომასაც შევძლებთ.

მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არაფერს აზრი არა აქვს, უფრო მეტს ველით (რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო მეტს ველით) და ეს ხელისუფლებაც ვერაფერს აკეთებს, მაშინ ვფიქრობ, რომ შანსი არ გვაქვს.

მაგრამ მე თქვენი საღი აზრისა და გონიერების იმედი მაქვს, იმისი, რისიც ყოველთვის გვშველოდა, როგორც ერსა და ქვეყანას.

შემიძლია ვთქვა, რომ ბუნებრივი სიძნელეების მიუხედავად, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 13 მარტი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2768&i=1

17 საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება უშიშროების საბჭოს წევრების მონაწილეობით გამართულ ოპერატიულ თათბირზე

▲ზევით დაბრუნება


მე შეგკრიბეთ, რათა იმ გამოძიებაზე გვესაუბრა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი დავალებით მიმდინარეობს.

ვფიქრობ, რომ ქართლში კონტრაბანდასთან დაკავშირებით საგანგაშო ვითარებაა შექმნილი. პროკურატურამ სასამარ რთლოს სანქციით მოპოვებული უტყუარი მასალები წარმოადგინა.

მე არ ვარ სასამართლო, რომ საბოლოო დასკვნები გავაკეთო, მაგრამ ამ მასალების მიხედვით, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან მოვიდა ჩემამდე, ირკვევა, რომ ცხინვალის რეგიონში შიდა ქართლის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა (ვიმეორებ, ამ მასალებიდან გამომდინარე და პროკურატურის მტკიცებით), სეპარატისტებთან ერთად, კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვით არის დაკავებული და ასევე სხვა დანაშაულებრივ საქმიანობასაც ეწევა.

ცხინვალის რეგიონში ჩვენ 16 ბიჭი დაგვეღუპა. დაგვეღუპა იმის გამო, რომ იქ კონტრაბანდული არხები გადაეკეტათ.

ბოლო კვირების განმავლობაში რაიონის პოლიციის უფროსები და სხვა ხელმძღვანელები, პირდაპირ ან ირიბად, მონაწილეობენ კონტრაბანდული არხების კვლავ აღსადგენად, რის წინააღმდეგ ბრძოლასაც ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პენსიონერი ვეღარ მიიღებს პენსიას, ვეღარ დავაგებთ გზებს, ვეღარ შევქმნით სახელმწიფო სტრუქტურებს და ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.

უფრო მეტად საგანგაშოა ის, რომ დამნაშავეები თავად გადმოდიან შეტევაზე და ჩვენს დაშანტაჟებას ცდილობენ. როგორც ჩანს, შეიქმნა კლანი, პოლიციური „გორული მაფია“. არ ვიცი, რა სახელი შეიძლება დაერქვას იმას, რასაც ისინი სჩადიან.

ვერავინ ეღირსება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გაიხრწნას!

ჩვენ შევარდნაძის დროინდელი პოლიციის რამდენიმე უფროსი დავტოვეთ და მათ მუშაობის შანსი მივეცით, რადგან ჩვენ პროფესიონალები გვჭირდებოდა. თუმცა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ თვალები, ყურები და ინფორმაცია არ გვაქვს, ძალიან ცდება.

დღეს დილას ქარელის რაიონის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეები დააპატიმრეს. სეპარატისტებთან ერთობლივი, ფართომასშტაბიანი კონტრაბანდის ფაქტებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ისინი იმ სეპარატისტებთან ერთად მოქმედებდნენ, რომლებმაც ზაფხულში ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები დაგვიხოცეს. ეს ხალხი იმ სეპარატისტებთან ერთად დააკავეს, ვის წინააღმდეგაც ჩვენი სახელმწიფო და ჯარისკაცები იბრძოდნენ.

რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ სახელმწიფო სტრუქტურებში ასეთი ხალხი კიდევ არსებობს?!

მე გთხოვთ, ყველა მტკიცებულება უმაღლეს დონეზე შეისწავლოთ.

გთხოვთ, ხელშეუხებელი არც ერთი ხელმძღვანელი მუშაკი არ დარჩეს - მათი საქმიანობის საბოლოო გარკვევამდე ამ რეგიონის მთელი სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობა, ყველა რაიონის პოლიციის უფროსი გადაყენებულია. შექმენით სამინისტროს სპეციალური ჯგუფი, რომელიც არსებულ გზებს კონტროლზე აიყვანს.

შეცვალეთ სპეციალური რაზმის ხელმძღვანელობა, შეარჩიეთ ყველაზე წესიერი ხალხი, მივცეთ მათ კიდევ უფრო მეტი ხელფასი და ეს ბუდე ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ.

ვავალებ მხარის გუბერნატორს, რომლის წესიერებაში ეჭვი არ მეპარება, სრული კოორდინაცია გაუწიოს ყოველივე ამას, რათა კლანური სიტუაცია გამოვრიცხოთ. გამოძიების მიმდინარეობას პირადად მე ვუხელმძღვანელებ.

ასევე გთხოვთ, რომ ეს მასალები პრესას გააცნოთ.

დანარჩენს სამართალი დაადგენს.

ნამდვილად არ ვაპირებ, რომ დამნაშავედ ვინმე წინასწარ გამოვაცხადო - ეს სახელმწიფო ორგანოების გასარკვევი და დასადგენია.

ხელისუფლების დაჭაობების ყოველგვარ მცდელობას ძირში აღვკვეთთ.

ზოგიერთებს რაღაცები ძალიან მალე დაავიწყდა.

როგორ მოხდა, რომ ჩვენი პოლიციის სტრუქტურებში მუშაობდა ხალხი, რომელსაც კრიმინალური მენტალიტეტი აქვს?

თუ ვინმე კიდევ გყავთ ასეთი, გავალებთ, რომ სტრუქტურები მათგან გაწმინდოთ. დაამყარეთ წესრიგი პოსტზე და უკანონო ქმედების ყველა მცდელობა ძირშივე ჩაახშეთ. ქვეყნის პრემიერს ვთხოვ, რომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სხვა ღონისძიებები განახორციელოს.

მიმაჩნია, რომ საჭიროა გუბერნატორს, პრემიერსა და პროკურატურას შორის კოორდინაცია, ამ საქმის გამოძიება, წინა წლებში მომხდარი მსგავსი ფაქტების ანალიზი და არსებული კავშირების ბოლომდე გახსნა.

როგორც ჩანს, ჩვენს ზოგიერთ პოლკოვნიკს, გენერალს, თუ სხვა ჩინოსანსა და ერგნეთის ბაზრის მესვეურებს შორის განსხვავება პრაქტიკულად აღარ არსებობს.

ლაპარაკია ხალხზე, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების სისხლში აქვს ხელი გასვრილი. ეს ადამიანები, ხელისუფლების თვალწინ, საქართველოს ადგილობრივი პოლიციის რეალური პატრონები გახდნენ.

დაშალეთ ეს მაფია და მათ პასუხი ბოლომდე აგებინეთ.

ყველამ იცოდეს, რომ საქართველოში არსებობდა ზაზა დამენია და არსებობენ ასეთი ქართველებიც - ცოცხლები, ჯანმრთელები, რომლებიც ქართული პოლიციის ფორმას ჯერ კიდევ ატარებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურისაზოგადოებასთან სამსახური

საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება / უშიშროების საბჭოს წევრების მონაწილეობით გამართულ ოპერატიულ თათბირზე // 24 საათი. - 2005. - 14 მარტი. - № 57 - A1, A3 გვ.

18 მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ, როგორც ერს, უნდა გვესმოდეს, რომ მართლაც ვართ ისტორიული ცვლილებების პერიოდში

▲ზევით დაბრუნება


როგორც ვიტყობინებოდით, 29 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გვიან საღამოს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო თანამედროვე საქართველოს ადგილსა და როლს საერთაშორისო ასპარეზზე.

- ახლა უკვე პირველად, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ არსებობს ტელევიზია, არსებობს საერთაშ შორისო კონტაქტები, ჩვენ გავხდით არა მხოლოდ მომლოდინე იმისა, თუ როდის გაირღვევა ჩვენს გარშემო, ვთქვათ, იმპერიული სივრცე, რომელიც არსებობდა, არამედ ვართ შემოქმედი იმ პროცესებისა, რომელიც ქმნის საქართველოს გარშემო სრულიად სხვა საერთაშორისო გარემოცვას, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ხაზგასმით გამოჰყო საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა. სულ რამდენიმე დღის წინათ ამ ქვეყანასთან საქართველომ ძალიან ბევრ სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია, კერძოდ, ენერგეტიკის, ტრანსპორტირების, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროებში.

იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში, ამჯერად მოლდოვაში, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიშინიოვში მისი შეხვედრების შედეგად - ჯერ მოლდოვის პრეზიდენტთან, ვორონინთან, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერთან, მოხერხდა ის, რომ მოლაპარაკების მაგიდას პოზიცია და ოპოზიცია ერთად მიუსხდნენ და არჩევნების შემდეგ ეს გადამწყვეტი იყო.

შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ბატონი როშკა ჩამოვიდა თბილისში, გაიმართა საუბარი მიხეილ სააკაშვილთან.

- პრაქტიკულად, ჩვენ შევძელით ასევე ხელი შეგვეწყო იმაში (მე არ გადავაჭარბებდი ჩვენი როლის შეფასებას), რომ ამ ქვეყანაში შექმნილიყო ევროპული ორიენტაციის ხელის სუფლება. ერთი სიტყვით, საქართველო თვითონ ქმნის თავის გარშემო სრულიად ახალ საერთაშორისო რეალობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მას დღეს ჰქონდა სატელევიზიო ჩართვა საფრანგეთის ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში, რომელშიც მონაწილეობდნენ საფრანგეთის ბევრი ცნობილი პოლიტოლოგი, ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. იგი ამჟამად ევროკავშირის კონსტიტუციის კომისიის თავმჯდომარეა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ამ აზრს არ დაეთანხმა იქ შეკრებილი მთელი აუდიტორია.

- მე მოვიყვანე ცნობილი ფრანგი მოაზროვნის პოლ ვალერის კრიტერიუმები, თუ რა არის ევროპელობა. ეს არის ბერძნულ ცივილიზაციასთან ნათესაობა, მეორე - ეს არის ქრისტიანული რელიგია (თუმცა მე ასევე მომხრე ვარ იქ თურქეთის შეერთებისა) და მესამე - დემოკრატიული სისტემა, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საფრანგეთში ამ გადაცემამ ჩაატარა გამოკითხვა. გამოკითხულთა 50 პროცენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპის კავშირს. სამი წლის წინათ ფრანგების მარტო ხუთი პროცენტი ამბობდა, რომ საქართველო უნდა იყოს რაიმე სახის ევროპის ნაწილი. დღეს ფრანგების 45 პროცენტმა თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის კავშირის ნაწილი. გამოკითხვის მიხედვით შემდეგ მოდიოდა თურქეთი, რომელიც ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა და უკვე რეალურად დგას ევროკავშირში გაწევრების გზაზე, მაგრამ მას ნაკლები პროცენტი ჰქონდა. რუსეთს 33-34 პროცენტი ჰქონდა, ბევრად ნაკლები, ვიდრე საქართველოს. ფრანგების 52 პროცენტი აღიარებდა, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ევროპული ქვეყნის არანაირი წევრი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც რუსეთის მიმართ არსებობს ტრადიციული სიმპათიები.

- ის, რომ საქართველომ ასეთ მოკლე დროში ასეთ გარღვევას მიაღწია ამ ორ წელიწადში, ყოველი მეორე ფრანგი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო უნდა იყოს ყველა ევროპული ინსტიტუტის წევრი, ჩვენ გვგონია, რომ ეს სხვათა შორის ხდება. ეს არის ძალიან დიდი შრომის და ძალიან დიდი გარდაქმნების ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. მე მინდა, უბრალოდ, ყველამ გავითავისოთ: დღეს ისტორია ჩვენზე მუშაობს. თუ ჩვენ რაღაც საოცარი სისულელე არ გავაკეთეთ, თვალსა და ხელს შუა იცვლება რეალობა. ის, რომ ბაღაფში თვითონ გვთავაზობს მოლაპარაკებას და არა - პირიქით, ადრე რომ იყო ხვეწნა, მოდი, დავჯდეთ, მოვილაპარაკოთო. მან თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, რომ მზად ვარ, დავჯდე და ვილაპარაკო საქართველოს ხელისუფლებასთანო. ყველა ხედავს, საით უბერავს ქარი და საით მიდის ტენდენცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს საერთაშორისო კონტაქტები, გამომდინარე ამ რეალობიდან, რაც საქართველოს გარშემო შეიქმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო გახდა უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა. მე ამით ყოველთვის ვამაყობ. როცა ახალ წელს კიევში გამოვდიოდი მილიონი ადამიანის წინაშე, როგორი რეაქცია იყო საქართველოს მიმართ, თქვენ ყველამ ნახეთ, როგორი რეაქცია აქვთ უკვე საფრანგეთში საქართველოს მიმართ დღევანდელი გამოკითხვიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი ადგილი დაუთმო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მომავალ ვიზიტს.

ასეთი რამ, ასეთი რეალობები, რაც ახლა იქმნება საქართველოს გარშემო, ყველაზე უფრო ოპტიმისტურ სიზმარშიც არ შეიძლება დაგვსიზმრებოდა. სულ ცოტა ხნის წინათ, - თქვა ქვეყნის პირველმა პირმა, - პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მე მოვდივარ საქართველოში (და იგი რუსეთის გარდა არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში) იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო იქ მიმდინარე ისტორიულ რეფორმას და დავეხმარო ქართველებს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. ეს ნიშნავს, რომ ეს კონფლიქტები და, ყველაფერი, რაც აქ ხდება, ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი და, ვთქვათ, ერთ-ერთი ჩვენი მეზობლის საქმე, ეს არის ზოგადად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირადი ინტერესის საკითხი. ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ჟესტი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვმართებს ამის გამოყენება და გააზრება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დახვედრისთვის კარგად მოვემზადოთ. იგი აპირებს, გამოვიდეს სიტყვით, აქ შეხვდეს ძალიან ბევრ ადამიანს.

როგორც მოგახსენეთ, საფრანგეთში გამოკითხული ყოველი მეორე ფრანგი ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. სულ ცოტა ხნის წინათ კონცეფცია ძალიან მარტივი იყო: რუსეთი არის ევროპული ქვეყანა, დანარჩენი მისი მეზობლები, ასე თუ ისე, იმყოფებიან ველურ მდგომარეობაში და ისევ სჯობია, იქ წესრიგი ჩრდილოეთმა დაამყაროსო. დღეს რუსეთისადმი ყველაზე უფრო მეგობრულად განწყობილი ქვეყანა ამბობს, რომ საქართველო უფრო მეტად არის ევროპული, ვიდრე რუსეთი. მე ნამდვილად არ ვარ არც კულტურულად, არც შინაგანად ანტირუსულად განწყობილი, უბრალოდ, ეს არის რეალობა. ჩვენ გადავაბიჯეთ რაღაც ზღვარს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმის უკან აღარასოდეს აღარ დავბრუნდეთ, - ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან დასძინა, რომ ხვალ აზერბაიჯანთან დაიწყება ენერგეტიკული პროექტების, ტრანზიტის ხაზების განხილვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან შემოვიდნენ ყაზახური ბანკები, ფულს აბანდებენ თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს: კერძოდ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეებში ოპოზიციის გააქტიურებას ეხებოდა, მათ გამონათქვამს „ხელისუფლების დემონტაჟის შესახებ“, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყველა ქვეყანაში მუდმივად აქტიურია, უბრალოდ, ჩვენთან ეს აქტივობა ქრონიკული ხასიათისაა და ამიტომ შედარებით არაეფექტიანია. საერთოდ, ოპოზიცია აქტიურდება არჩევნების მოახლოებისას. საქართველოში უახლოესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება მომავალი წლის შემოდგომაზე, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა, - და ყველანაირი ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მანამდე მოხდება რაიმეს დემონტაჟი, ზედმეტია. ალბათ ვინმეს ვეშლები შევარდნაძეში ან კიდევ ვიღაცაში, შეიძლება, მაგალითად, აკაევში. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, მას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტები და მასში იმართება დემოკრატიული არჩევნები, - ხაზგასმით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში პარლამენტის არჩევნები გაიმართება 2008 წელს, პრეზიდენტის არჩევნები კი 2009 წელს.

- ვისაც მანამდე უნდა საქართველოში რაიმეს დემონტაჟი და დანგრევა, ის ხალხი სცდება კონსტიტუციის საზღვარს. ჩვენი მოძრაობა პარლამენტის არჩევნების დროს ლეგიტიმური სწორედ იმით იყო, რომ ხელისუფლება გასცდა კონსტიტუციის ფარგლებს, მან დაარღვია თამაშის წესები და ამგვარად ჩვენ ვიყავით მართლები, როცა ეს გავაკეთეთ. ამიტომ აღიარა ეს მთელმა მსოფლიომ. ყველა შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ქართულ დემოკრატიას გარედან შემოტევებისგან. ვიცი, რომ ბევრი ხალხია გარეთაც და შიგნითაც, რომელთაც არ უნდათ საქართველოში სიმშვიდე, ჩვენ ვართ ძალიან სტაბილური, ძლიერი სისტემა. ჩვენი სახელმწიფო აპარატი უკვე არსებობს, საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

- ჩვენი ამოცანაა საქართველოს გაერთიანება. ჩვენ ამ ამოცანას შევასრულებთ, - ხაზგასმით აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვების პასუხად ქვეყნის პირველმა პირმა ილაპარაკა ენერგეტიკის, დასაქმების, მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებზე და, კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოში ენერგეტიკული პრობლემა მომავალ წელს საბოლოოდ მოგვარდება.

- მე მშვენივრად ვიცი, როგორი პრობლემები აქვს ხალხს, მე მშვენივრად ვიცი, რამდენი უსამართლობაა ჯერ კიდევ განსაკუთრებით ქვედა დონეზე, მე მშვენივრად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ქვეყნის თითქმის ნახევარზე მეტი არის ჩაბნელებული და ეს ჩაბნელება უკვე ქრონიკული ხასიათისაა. მაგრამ ჩვენ, როგორც ერს, უნდა გვესმოდეს, რომ მართლაც ვართ ისტორიული ცვლილებების პერიოდში. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც გაისტუმრა დავალიანებების უმეტესი ნაწილი. მაგალითად, ერთმა ჩემმა ნათესავმა აიღო სამეცნიერო გრანტი - სამი ათას ლარამდე (წინა თვეების დავალიანება), როგორც საჩუქარი. სახელმწიფომ მას დაუბრუნა სამი ათასი ლარი - წინა მთავრობის დავალიანება. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ყოველ წელიწადს ბავშვების რაღაც კატეგორიას უფასოდ მისცემს წიგნებს, ყოველ წელიწადს ყველა სოფლის მოსახლეს დაეხმარება დიზელის საწვავით, ყოველ წელიწადს გაზრდის პენსიებს. ეს არის ჩემი დაპირება ჩვენი ხალხისადმი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგზე კიდევ დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის თემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუში საქართველოში ჩამოდის იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს ისტორიულ რეფორმას, დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თქვა: ეს არის ნათელი სიგნალი თითოეული ქართველისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ძლიერი ქვეყანა მთლიანად დგას საქართველოს მხარეზე. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ გვსურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ისეთი, რომელიც იმპერიული ურთიერთობა არ იქნება. მე მოხიბლული ვარ, როგორ უჭირავს თავი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს რუსეთთან მიმართებაში. იგი მეგობრულად არის განწყობილი და ეს არის თანასწორთა ურთიერთობა. ჩვენც ასევე, გარდა იმისა, რომ მე და იუშჩენკო ახლო მეგობრები ვართ, ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ გვინდა პატივისცემა, მაგრამ ორმხრივი: რუსეთის მხრიდან ჩვენდამი და ჩვენი მხრიდან რუსეთისადმი. ცალ კარში თამაში ხანდახან მოხდება, ეს გარდაუვალია. ლავროვმა რამდენჯერმე თქვა, რომ ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ უკრაინა და საქართველო პირდაპირ აღარ არიან ამ გავლენის სფეროში. რამდენჯერმე თქვა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ჩვენ გვაქვს შიდა კონფლიქტები. ჩვენთვის მთავარი თემა აფხაზეთია. ეს თეორია, - სადაც გინდათ, იქ წადით და აფხაზეთი ჩვენ დაგვიტოვეთ, არ გამოვა, რადგან ისტორიის ბორბალს უკან ვერ დააბრუნებთ. ყველა ხედავს, როგორია ტენდენცია, ხედავს, საით მიდის მიმართულება. ამიტომ, როცა აფხაზეთზე ვლაპარაკობთ, მე მივიღე ბაღაფშის წინადადება შეხვედრაზე და მეც მივეცი ამ შეხვედრის თანხმობა უნდა გვესმოდეს, რომ იქიდან 300 ათასი კაცია დევნილი, მათ შორის არიან არა მარტო ქართველები, არამედ ესტონელი, უკრაინელი, სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ყველა უნდა დაბრუნდეს. ეს არის საქართველოს ნაწილი, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და თქვა, რომ ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთი-ორი წელი ძალიან ინტენსიური, ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა და ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც შუქი არ ქრება, სადაც საზღვრები დაცული იქნება, სადაც ყველა ხვდება, თუ ბოლომდე არა, რომ თუ კონფლიქტი გადაწყვეტილი არ არის, ყველა მოდის დიალოგზე, რადგან ამას ალტერნატივა არა აქვს.

- აქამდე ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვიყავით ფაქტი, ახლა საქართველო არის ფაქტორი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელ ევროპაში, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, სიძნელეები იქნება, ჩვენ ყველანი უნდა შევეჩვიოთ თანასწორ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ არის სერიოზული გაუმჯობესება, ეს არის ძალიან შორს იმისგან, რაც უნდა იყოს საქართველო, მაგრამ ჩვენ მიზნამდე მივალთ.

მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ილაპარაკა ცხინვალთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც ოსურ ენაზე საქართველოს პრეზიდენტის ინტერნეტ-საიტზეა გამოქვეყნებული. ამას მოჰყვა ძალიან დადებითი გამოხმაურება - თითქმის 99 პროცენტი - ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. - რაც შეეხება აფხაზეთს: გალის რაიონის მცხოვრებლებს - ქართველებს არ აძლევენ საშუალებას, რომ სკოლებში ქართულ ენაზე ისწავლონ. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომელზეც პრინციპული თანხმობა არის, რომ იქ გაიხსნას გაეროს ოფისი, რომელიც დაიცავს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, იქ აღარ იქნება ბანდიტიზმი, გაეროს ეგიდით შეიქმნება შერეული პოლიცია. უნდა დაიწყოს აფხაზეთიდან წასული ადამიანების დაბრუნება, მათ შორის, თავად აფხაზებისაც. ყველა უნდა დაბრუნდეს და ეს უფლება ყველას მიერ უნდა იყოს აღიარებული. როცა მოხდება ნდობის აღდგენა, ხალხის დაბრუნება, გარკვეული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, შემდეგ ძალიან სერიოზული ლაპარაკი დაიწყება აფხაზეთის სტატუსზე, ისე, რომ აფხაზების უფლებები ბოლომდე გარანტირებული იყოს.

- ჩვენ, როგორც სახელმწიფო, დღითი დღე ვძლიერდებით, ძლიერდება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები. ყველა სახელმწიფოში ყოველთვის არის ხალხი, რომელსაც უნდა ამ სახელმწიფოს დემონტაჟი და სწორედ ეს არის დემოკრატიის სიძლიერე, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა და დასძინა, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ, საბოლოო ანგარიშით, შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას, მათ შორის, კონსენსუსს აფხაზეთთან.

- ჩვენი სიძლიერე მრავალეროვნულობაა. ჩვენი აზერბაიჯანელები, ჩვენი სომხები, ჩვენი რუსები, ჩვენი ოსები, ჩვენი აფხაზები, - ეს რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობაა და მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი არიან. ამას წყალი არ გაუვა, - ხაზგასმით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალისტთა შეკითხვები ფართო სპექტრს მოიცავდა. ქვეყნის პირველმა პირმა ილაპარაკა ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინელ ჟურნალისტ გია ღონღაძეზე, საქართველოდან უცხოეთში წასულ ქართველ ემიგრანტებზე, ქვეყნის აღმშენებლობით პროცესზე, ქართულ ჯარზე, პოლიციის საქმიანობაზე, სხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ, როგორც ერს, უნდა გვესმოდეს, რომ მართლაც ვართ ისტორიული ცვლილებების პერიოდში“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 31 მარტი. - N74 (5107). - 1, 2 გვ.

19

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა

მოგესალმებით თქვენ და თქვენს ტელემაყურებელს.

ხვალ ყაზახეთში ჩემი დღენახევრიანი ვიზიტი იწყება და ბუნ ნებრივია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას - როდ დესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე და ენერგოკრიზისია, რატომ მოგზაურობს პრეზიდენტი ასე ხშირად და რატომ ხვდება ამდენ ლიდერს?

თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველ ლოს მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკით შეუძლია თავის დაცვა და მდგომარეობის გაუმჯობესება.

ისტორიულადაც ასე იყო - დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს დროს და სხვა ეპოქებშიც საქართველომ წარმ მატებას მხოლოდ იმიტომ მიაღწია, რომ მის გარშემო ხელსაყრ რელი საერთაშორისო ვითარება შეიქმნა.

დავით აღმაშენებელს თბილისის დასაბრუნებლად რამდენ ნიმე ათწლეული დასჭირდა, ხოლო ხარკის გადახდის შეწყვეტა 15 წლის შემდეგ შეძლო.

იმ პერიოდში საქართველოს ირგვლივ არსებობდა იმპერიე ები, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე სუსტდებოდნენ და გონიერი მმართველები ამას ქვეყნისთვის სასიკეთოდ იყენ ნებდნენ.

საქართველო ყოველთვის თავისი ისტორიის პასიური შემქ ქმნელი იყო, რადგან იმპერიათა დასუსტების ხელსაყრელ მომ მენტს ელოდებოდა.

ეხლა კი, პირველად, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს ტელევიზია და საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენ აღარ ველოდებით ირგვლივ არსებული იმპერიული სივრცის გარღვევას.

ჩვენ თავად ვართ შემოქმედი იმ პროცესებისა, რომლებიც საქართველოს გარშემო სრულიად განსხვავებულ ისტორიულ რეალობას ქმნიან.

გასათვალისწინებელია ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან, რომელთანაც ენერგეტიკის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მივაღწიეთ.

აქვე იგულისხმება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მაგალითად, მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები.

პრეზიდენტ ვორონინს და მათი ოპოზიციის ლიდერს მოლდოვაში შევხვდი.

ჩვენ ერთ მაგიდასთან მათი დასმა მოვახერხეთ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ვორონინს ოპოზიციის ხმები საპრეზიდენტო არჩევნებზე გასამარჯვებლად სჭირდებოდა.

ოპოზიციის ლიდერს იური როშკას თბილისშიც შევხვდი.

ჩვენ ხელი შევუწყვეთ, რომ მოლდოვაში ევროპული ორიენტაციის ხელისუფლება ჩამოყალიბებულიყო.

საქართველო თავის ირგვლივ სრულიად ახალ ისტორიულ რეალობას თავად ქმნის.

დღეს სატელევიზიო ჩართვა მქონდა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში - აუდიტორიაში ისხდნენ ფრანგი პოლიტოლოგები, მიხეილ გორბაჩოვი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს.

იგი ამჟამად ევროკავშირის კონსტიტუციის კომიტეტის თავმჯდომარეა.

მას მთელი აუდიტორია არ დაეთანხმა.

მე მოვიყვანე ცნობილი ფრანგი მოაზროვნის პოლ ვალერის სიტყვები იმის შესახებ, თუ რა არის ევროპელობა - ეს არის ბერძნულ ცივილიზაციასთან ნათესაობა, ქრისტიანობა (თუმცა მომხრე ვარ, რომ ევროპაში თურქეთიც იგულისხმებოდეს) და მესამე - დემოკრატიული სისტემა.

საინტერესოა ის, რომ ამ გადაცემის ავტორების ინიციატივით საფრანგეთში გამოკითხვა ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირში არის ისეთი ხალხი, რომელსაც ახალი წევრების შემოერთება არ უნდა და ფრანგი პოლიტიკოსები, ჰოლადიელებისგან, ჩეხებისგან, პოლონელებისგან და ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ მხრივ სიფრთხილეს იჩენენ.

გამოკითხულთა 50 პროცენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის კავშირის წევრი უნდა გახდეს.

სამი წლის წინ ფრანგების მხოლოდ ხუთი პროცენტი ამბობდა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა იყოს.

დღეს კი, ფრანგების 45 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს.

ამ გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჩვენს შემდეგ მოდის თურქეთი, რომელიც ევროპის კავშირის წევრობის რეალური კანდიდატია.

ბევრად ნაკლები 33-34 პროცენტი რუსეთმა მიიღო და ამ დროს კი, ფრანგების 52 პროცენტი ამბობს, რომ რუსეთი არც ერთი ევროპული გაერთიანების წევრი არ უნდა იყოს.

ეს ჩემი პირადი აზრი არ არის.

საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად რუსეთის მიმართ სიმპატიით არიან განწყობილი.

ის, რომ საქართველომ ხანმოკლე პერიოდში ასეთ წარმატებებს მიაღწია, ეს ძალიან დიდი შრომისა და განხორციელებული გარდაქმნების შედეგია.

მინდა, რომ ყველამ გავითავისოთ - ისტორია ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, რეალობა ჩვენს თვალწინ იცვლება, სერგეი ბაგაფში თავად გვთავაზობს მოლაპარაკებას, მან წარსულის გამოცდილებიდან განსხვავებით, ინიციატივა თავად გამოიჩინა.

საერთაშორისო ტენდენციებს ყველა ვხედავთ.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო კონ ნტაქტები, არსებული რეალობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველო უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა.

ყოველთვის ვამაყობ იმით, თუ როგორი რეაქცია აქვთ საქართველოზე უკრაინაში, მაგალითად ახალ წელს კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ჩემი გამოსვლა შემიძლია მოვიყვანო.

თავად ხედავთ, ამ გამოკითხვიდან გამომდინარე, როგორი დამოკიდებულება აქვთ საფრანგეთში საქართველოს მიმართ.

ჩვენ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლა საქართველოში.

იგი რუსეთის გარდა, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ყოფილა.

მან განაცხადა - მე საქართველოში ჩავდივარ, რათა მხარი დავუჭირო იქ მიმდინარე ისტორიულ რეფორმებს და დავეხმარო ქართველ ხალხს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარ რებაში.

ის იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტები და აქ მიმდინარე პროცესები აღარ არის მხოლოდ საქართველოს და ჩვენი ერთ-ერთი მეზობლის გადასაწყვეტი საქმე.

ეს არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პირადი ინტერესის საკითხი.

ეს მხარდაჭერის იმდენად მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რომ ყოველივე კარგად უნდა გავიაზროთ.

ამ ვიზიტისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ, ის ძალიან ბევრ ადამიანთან გეგმავს შეხვედრას.

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და უმჯობესი იქნება, რომ მეზობელ ქვეყნებში წესრიგი თავად დაამყაროს.

ასეთი რეალობა იყო წარსულში.

დღეს კი, რუსეთის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი სახელმწიფო ამბობს, რომ საქართველო უფრო მეტად არის ევროპული ქვეყანა, ვიდრე თავად რუსეთი.

მე შინაგანად ნამდვილად არა ვარ ანტირუსულად განწყობილი.

ჩვენ რაღაც ზღვარს უკვე გადავაბიჯეთ და უნდა შევეცადოთ, რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდეთ.

ეს არის ზოგადად ის, რაც საერთაშორისო პოლიტიკას შეე ეხება.

ხვალ ყაზახეთის პრეზიდენტთან ენერგეტიკული პროექტების განხილვას დავიწყებთ და სატრანზიტო ხაზების შესახებ ვიმსჯელებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყაზახური ბანკები საქართველოში, კერძოდ, თბილისის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას აპირებენ.

ასე რომ, ვფიქრობ, ეს ფუნდამენტური გარღვევებია.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური / 1 აპრილი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2436&i=1

20 „ჩვენ კიდევ ერთი რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას.

უპირველეს ყოვლისა, მინდა იმ ცვლილებებზე ვისაუბრო, რომლებიც ახლახან განხორციელდა.

სამეგრელოს გუბერნატორი გიგი უგულავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად გადმოვიყვანეთ.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ გიგის მუშაობით სამეგრელოში, უპირველეს ყოვლისა, ხალხია კმაყოფილი, იგი ძალიან კარგი გუბერნატორი იყო.

მას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, არა მხოლოდ აპარატის მუშაობის ხელმძღვანელობა, არამედ მთავრობასთან ადგილობრივი მმართველობისა და გუბერნატორთა საქმიანობის კოორდინაცია ევალება.

ბუნებრივია, რომ მან სამეგრელო-ზემო სვანეთზე კვლავ უნდა იზრუნოს და აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

რუსეთში საქართველოს ელჩად ირაკლი ჩუბინიშვილი დაინიშნა და ალბათ მის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს.

ჩვენ ამით იმის ჩვენება გვინდა, რომ რუსეთთან კარგ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

როგორც იცით, ამ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია.

ერთის მხრივ, საქართველოს ავტორიტეტი მთელ მსოფლიო ოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალია.

გუშინწინ მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ვორონინის ინაუგურაცია გაიმართა, რომელზეც მან განაცხადა, რომ მოლდოვის დემოკრატიის აფრებს ქართული, ევროპული რევოლუციის ნიავმა დაბერა.

ჩვენ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთელი მსოფლიოსთვის.

გუშინ ერთ-ერთ რუსულ არხზე რამდენიმე რუსი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.

იმედია, ეს არ არის რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასაფიქრებელია და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი კლიმატი ჩვენს ურთიერთობებში უნდა შეიცვალოს.

ირაკლი ჩუბინიშვილს სწორედ ეს ფუნქცია ეკისრება.

ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ საკადრო პოლიტიკა შედარებით სტაბილური გახდა.

ხშირი საკადრო ცვლილებები არც მისასალმებელია და არც გამართლებული.

მათ კარგად მუშაობა მოეთხოვებათ.

ჩვენ დღეს ეკონომიკურ ბლოკთან და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად ახალი კანონპრ როექტი წარმოვადგინეთ.

მთავრობის სხდომაზე ამ კომიტეტიდან ნიკა გვარამია იმყოფება, რომელიც მთელ კომიტეტთან ერთად ძალიან ეფექტურად მუშაობს.

ჩვენ პარლამენტში კანონპროექტი უნდა გავიტანოთ, რომელიც ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის გამარტივებას და გაუქმებას ეხება.

პარლამენტში ანტიბიუროკრატიული კანონპროექტი შეგვაქვს, რომლის მთავარი არხი ძალიან მარტივია - საქართველოში რევოლუცია ხალხმა მოახდინა და ვინაიდან რევოლუციამდე საქართველოში ხალხისთვის კანონებსა და წესებს ბიუროკრატია ადგენდა, ამჟამად ბიუროკრატიისთვის და სამოხელეო აპარატისთვის ხალხი შეიმუშავებს კანონებს.

აქამდე ბიუროკრატია ისეთ წესებს ადგენდა, რომელიც მას აწყობდა.

ბიუროკრატს უნდა გადაეწყვიტა ნებართვის გაცემა, ხალხი კი ემუდარებოდა და ევედრებოდა.

ახლა ხალხი გაუგზავნის შეტყობინებას, რომ იწყებს ახალ ბიზნესს, ხსნის ფირმას, შემოაქვს ან გააქვს პროდუქტი, ბიუროკრატი კი, თუ ჩათვლის საჭიროდ, მივა და კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს, თუ არა, მაშინ ავტომატურად ჩაითვლება, რომ ადამიანს ამა თუ იმ საქმიანობისთვის ნებართვა უკვე აქვს...

სასწორების გამოყენებისთვის აუცილებელია ლიცენზია.

თუნდაც ღვინის და კვების პროდუქტების გამოშვებას სამოცდაათზე მეტი ქველიცენზია სჭირდება.

მაგალითად, ღვინის სხვადასხვა სახეობისთვის განსხვავებული ლიცენზიებია საჭირო.

ეს ყველაფერი უნდა გაუქმდეს, ღვინის ფალსიფიკაცია ამით არ შეჩერებულა.

ჩვენ ფალსიფიკაციასთან ბრძოლა პროდუქციის გამოშვების შემდეგ უნდა გავაძლიეროთ.

ჯერ ადამიანს პროდუქციის შექმნის საშუალება უნდა მივცეთ, ხარისხი კი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვითხოვოთ.

ამჟამად საწარმოთა რეგისტრაცია სასამართლოში ხდება.

ერთი საწარმოს რეგისტრაციისთვის ადამიანი რამდენიმე ადგილზე უნდა მივიდეს.

იმის ნაცვლად, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უმოკლეს დროში გახდეს შესაძლებელი, ხშირ შემთხვევაში ამისთვის 2-3 თვეა საჭირო.

ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა.

“საქსტანდარტი“ ხალხის წვალების იარაღი გახდა.

ეს დაწესებულება უქმდება და მის ფუნქციებს შესაბამისი სამინისტროები შეასრულებენ.

მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ევროკავშირის პირდაპირი სტანდარტის წესები არსებობს და ჩვენ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ.

ამისთვის არ არის საჭირო ცალკე სამსახური, რომლის მთავარი დანიშნულება ხშირ შემთხვევაში ხალხის წვალებაა.

არსებობს კვების პროდუქტების ხარისხის შემოწმების ინსპექცია, რომლის მოხელე ადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პროდუქტი სახელმწიფო სტანდარტებს.

ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.

თუ სახელმწიფო ამას ადგენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის, პრაქტიკულად, კლავს ბიზნესის იდეას.

ყველანაირი სანიტარული კონტროლი, სკოლების, ბაზრებისა და საბავშვო ბაღების გარდა, მთლიანად უქმდება.

სისუფთავის შემოწმება სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის.

ამას თავად მომხმარებელი და მესაკუთრე გააკეთებს.

ამ ეტაპზე საწარმოების სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და კონტროლიც უქმდება.

ნებართვები უქმდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც და ნებისმიერ ადამიანს დიდ მანძილზე მგზავრების გადაყვანის საშუალება ექნება.

თბილისში ამის განხორციელება ძნელია, მაგრამ ქალაქებს შორის გადაადგილება სახელმწიფოს საქმე არ არის.

გადასახადების დროულად გადახდა აუცილებელია, მაგრამ წინასწარი შემოწმებები და ნებართვების გაცემა საჭირო არ არის.

ასევე უქმდება წინასარეისო სამედიცინო შემოწმება, რომ მელიც არც არსებობდა. უქმდება საავტომობილო საგზაო ბარათის ინსტიტუტიც და ჩვენი მოსახლეობის წამების კიდევ ერთი იარაღი - ფიტოსანიტარული კონტროლი, ასევე მოსაკრებელი.

გზებზე ფიტოსანიტარული სამსახურის ინსპექტორების მიერ ტრანსპორტის გაჩერება, შემოწმება და სერთიფიკატების გაცემა უნდა აიკრძალოს.

უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთჯერადი შემოწმება საზღვარზე.

ერთი სიტყვით, საქართველოში კიდევ ერთი რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ჩვენ გვჭირდება დაცული, მაღალანაზღაურებადი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული სამოხელეო აპარატი, რომელიც არ იფიქრებს იმას, რომ ახალი უფროსის მოსვლასთან ერთად სამსახურიდან დაითხოვენ, მის ნაცვლად კი უფროსის კლასელებსა და ნათესავ-მეგობრებს მიიღებენ.

მეორეს მხრივ კი, ჩვენ ისეთი ბიუროკრატიული აპარატი გვჭირდება, რომელიც ხალხზე იზრუნებს და მუდმივად არ აგრძნობინებს, რომ ის თანამდებობით მასზე მაღლა დგას.

ძველი ინსტიტუტები უნდა მოისპოს, თუ გვინდა, რომ საქართველო თანამედროვე ქვეყანა გახდეს.

ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

კორუფცია უკვე მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მისი უფრო მახინჯი ფორმები გაჩნდა, რაც ბიუროკრატიას უკავშირდება.

ეს თვეების მანძილზე ხალხის წვალებაში გამოიხატება.

ახლა ამ ტვირთისგან ხალხსაც და სამოხელეო აპარატსაც გავათავისუფლებთ, რომელმაც თავისი უშუალო ფუნქციები უნდა შეასრულოს.

ეს ცვლილებები სამინისტროთა ქვედა რგოლებისთვის წინასწარ რომ გაგვეცნო, ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ჩვენს დარწმუნებას, რომ ამა თუ იმ სამსახურის არსებობა აუცილებელია.

ეს კანონპროექტი უკვე მზადაა, ახლა კი საჭიროა ქვედა რგოლების დარწმუნება, რომ ამ ცვლილებების მიღება აუცილებელია.

ტექდათვალიერების შეჩერების შემდეგ ავარიების რაოდენობა არ გაიზარდა, რადგან ეს არანაირ კავშირში არ იყო უსაფრთხოებასთან.

გარწმუნებთ, რომ თუ სანიტარული ინსპექცია კვების ობიექტს არ გააკონტროლებს, იქ მოწამლული ადამიანების რაოდენობა არ გაიზრდება, პირიქით, შეიძლება მოიკლოს კიდეც.

ინსპექტორთა მიზანი არა ობიექტის შემოწმება, არამედ ზედმეტი თანხის აღებაა.

იგივე შეიძლება ითქვას ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურზეც.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ამის განხორციელება აუცილებელია.

„ჩვენ კიდევ ერთი რევოლუცია უნდა მოვახდინოთ, რომელიც ბიუროკრატიის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 14 აპრილი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2767&i=1

21 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას!

მე მოხიბლული ვარ იმით, რომ სტუდენტებმა ამ საღამოს გამონახეს დრო და იმის ნაცვლად, რომ რომელიმე დისკოთეკაზე წასულიყვნენ, საქართველოს პრეზიდენტის მოსასმენად მოვიდნენ.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა.

თქვენ ძალიან საინტერესო დროში ცხოვრობთ. მინდა გითხრათ უნივერსიტეტში, კერძოდ კი იურიდიულ ფაკულტეტზე ძალიან საინტერესო განლაგებაა.

მე როცა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ვმუშაობდი, პირველი, რასაც ვაკეთებდით, იყო ის, რომ პირველ სექტემბერს ამ ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტში მოგვყავდა. ისინი იყვნენ იდეალისტები, კარგ ხასიათზე მყოფნი, მომავლის იმედით. მესამე-მეოთხე კურსზე კი მე მათთან იურიდიულ რეფორმებზე ლექციების წასაკითხად მივდიოდი და მხვდებოდა უკვე სხვა შემადგენლობა, ამ ბავშვებს ვეღარ ვცნობდი, იყვნენ ცინიკურები, ამბობდნენ, რომ ამ რეფორმებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო იდეოლოგია, რომელიც მკვიდრდებოდა 90 წლების დროს, ეს იყო ძველი კომუნისტური იდეოლოგიის გაგრძელება. ახლა კი მოვიდა ახალი თაობა, თვითონ ხელმძღვან ნელობა, ახალი დეკანი, გაჩნდა ახალი სულისკვეთება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ თაობრივი კონფლიქტი - ათ წლამდე ბავშვები და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი.

გუშინ მე ვიყავი ბორჯომში, სადაც ქალაქს ვათავისუფლებთ ძველი ნანგრევებისაგან და ვაშენებთ ახალ პარკს. გვინდა, რომ ბორჯომი გახდეს ევროპული კურორტი.

ახლა ჩვენ გვყავს სხვანაირი ბავშვები, რომლებიც სკოლაში 9 საათზე მიდიან, აღმართავენ დროშას და მღერიან ჰიმნს. ამ ბავშვებს უყვართ ხუთჯვრიანი დროშა. მათ იციან, რომ მე რომ ჩამოვედი აქ, ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ამ ბავშვებს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ, რომ პრეზიდენტს ხელი ჩამოართვეს და ყვავილი მისცეს. მათ სჯერათ, რომ ეს არის მათი ქვეყანა და საჭიროა მისი პატივისცემა. ასეთი ბავშვები არ არიან მარტო ქართველები.

სამი წლის წინ ჩვენ ვიყავით ახალქალაქში, სადაც ნინოწმინდის რაიონში შოთა რუსთაველის სახელობის სომხურ სკოლაში 9 წლის გოგონამ საქართველოს ჰიმნი ზეპირად წაიკითხა. ის, რა თქმა უნდა, არის სომეხი, თუმცა არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ათასგვარი სტერეოტიპისაგან.

დღეს ტელევიზიით ვნახე, თუ რა აჟიოტაჟია ატეხილი იმაზე, თუ რა ფერად იღებება ქალაქი. თურმე ამაზე საშინელება არაფერი არ მომხდარა. საქართველოში ბოლო 12 წლის განმავლობაში არაფერი არ მომხდარა, არავინ არაფერს არ აკეთებდა, არ ღებავდა და არავინ არ წუწუნებდა. ყველანი ვისხედით ჭაობში და ვიყავით ძალიან ბედნიერები. საკმარისი გახდა, რომ ვიღაცამ საქმის კეთება დაიწყო, ყველა დაირაზმა იქითკენ, რომ თურმე „ეს არ შეიძლება“ - ასეთი მიდგომა დამამცირებელია, ეს არის ქალაქის განადგურება.

ვარაზისხევზე ბოლო რამდენიმე დღეა, ყვითელი განათებაა.

ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დროს თბილისში ასე განათებული იყო მხოლოდ 9 პროცენტი.

ასეთი განათებული საქართველო მომავალი წლის ბოლოს იქნება 100 პროცენტით.

მე ერთი რამე მესმის, რომ დანგრეულს და განადგურებულს ჯობია, როცა რაღაცა კეთდება.

14 წლის განმავლობაში არსად არ დაგებულა გზა. ჩვენ შევძელით 30 მილიონი ლარის გზა დაგვეგო. მარტო წელს და მომავალ წელს უნდა დავაგოთ 600 მილიონი ლარის გზა.

ტელევიზიით ვნახე, რამდენიმე ინტელექტუალი ადამიანი მსჯელობდა. მათი თქმით, თურმე არაფერს არ ნიშნავს ის, რომ საქართველოში აღარ არსებობს მექრთამე პოლიციელი, მიმდინარეობს განათლების, ჯარის, პოლიციის რეფორმა, არაფერს არ ნიშნავს ის, რომ სახელმწიფოში ებრძვიან კორუფციას, იგება გზები - მაინც არ მოგვწონს არაფერი.

ამ იდეოლოგიით ჩვენ ახალ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ვერ დავეწევით მოწინავე ქვეყნებს. ამ იდეოლოგიით ჩვენ ვერ გავზრდით ბიუჯეტს, ვერ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ვერ აღვადგენთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ახლა საუბარია იმაზე, რომ გზები თურმე იმიტომ კეთდება და იმიტომ იღებება ქალაქი, რომ ბუში უნდა ჩამოვიდეს. საინტერესოა, ბუში თან წაიღებს ამ გზებს და შეღებილ სახლებს? რას იტყვის ის ხალხი მაშინ, როცა გზების მშენებლობა გაგრძელდება ბუშის წასვლის შემდეგაც? მე მეორედ მოსვლამდე ვაპირებ გზების გაკეთებას.

მე მინდა, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ ყველამ ერთად დავსვათ ადგილზე.

სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ფუნქცია აღიდგინა. ჩვენ ვაკეთებთ ბანაკებს. აქ წასვლის სურვილი უკვე 50 000 ადამიანს აქვს. რეზერვისტთა ბანაკში ჩაწერილია რამოდენიმე ასეული ადამიანი. მიუხედავად პროპაგანდისა, ამ ადამიანებს სურვილი აქვთ.

ჩვენ საქართველოში დემოკრატიას ვქმნით არა იმისათვის, რომ ვიღაცას ვასიამოვნოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია არის ის, რომ საზოგადოებრივ დებატებში იბადება ჭეშმარიტება.

მოქალაქეობრივი პოზიცია ყველამ უნდა გამოხატოს. მაგალითად, დათო ახალაია არის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ასევე არის საგანგებო გამომძიებელი. ამ კაცმა რამდენიმე ათეული მებაჟე დააკავა. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სწორედ მან უნდა გააუმჯობესოს სიტუაცია სახელმწიფოში.

ჩვენ უკვე მივედით იმ დონეზე, რომ კორუმპირებულ მოხელეებს ფული არ უნდა გამოვართვათ, კორუმპირებულების ადგილი ციხეშია, ამას ჩვენ ვაშენებთ. ბოლო 340 ათასი, რომელიც პროკურატურის ანგარიშზე დარჩა, მე დღეს ვაცხადებ, რომ ამ ფულით იურიდიული ფაკულტეტის 10 სტუდენტი წავა საზღვარგარეთ. ეს მოხდება იმ ადამიანების ფულებით, ვინც მხოლოდ საკუთარ შვილებს ასწავლიდა საზღვარგარეთ, თვითონ კი ფულს იპარავდა.

მე მინდა ყველამ გავაცნობიეროთ, რამდენი ფუნქცია დაიბრუნა სახელმწიფომ. 1992 წელს გავხდით დამოუკიდებლები, 1991 წლის შემდეგ საქართველოში სასწრაფო არ ყოფილა უფასო - დღეს საქართველოში სასწრაფო, მშობიარობა არის უფასო; გლეხს ურიგდება მიწა და საწვავი, რაც გლეხისათვის ყველაფერია.

ჩვენ საავადმყოფოებსაც ვაფინანსებთ, მაგალითად, ონკოლოგიური ცენტრის დაფინანსება ხუთჯერ გავზარდეთ, რაც ძალიან სჭირდება იმ ხალხს, რომელიც იქ წევს.

როცა ადამიანები ამბობენ, რატომ უნდა ვუთხრათ საპატრულო პოლიციას მადლობა იმისათვის, რომ ის არ იღებს ქრთამს, ბოლო 80 წლის განმავლობაში იგი იღებდა ქრთამს. დღეს კი ამაყობს იმით, რომ ის პოლიციელია, რა თქმა უნდა, უნდა ვუთხრათ მადლობა და ვისაუბროთ მათ გმირობაზე. თუ გმირი მარტო პარლამენტარია, რომელიც ყელს მოიღერებს მიკროფონთან, მაშინ ასეთ საზოგადოებაში ყველაფერი წესრიგში არ არის.

როდესაც ვიღაცა გარიგებს ჭკუას, თითქოს ის არის ერის მამა, ამ დროს ელემენტარულია ის, რომ მან რაღაცა უნდა გააკეთოს, უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს თავგანწირვის უნარი, არის ყველაზე მცოდნე, ამის შემდეგ შეუძლია ილაპარაკოს მთელი ერის სახელით.

მე მინდა გვესმოდეს, რა ისტორიულ მომენტშია საქართველო. 200 წელიწადია საქართველოში არის რუსეთის ჯარი. ჩვენ შეგვიძლია წელს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო რუსეთის ჯარმა დატოვოს. ეს არ არის მარტო სიტყვები, არამედ რეალურია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა მნიშვნელობა აქვს იმას, როცა მოლდოვეთის პრეზიდენტი თავის ინაუგურაციის დღეს გამოსვლაში მოსახლეობას ეუბნება, რომ მოლდოვაში ყველაფერი შემოატრიალა ქართულმა დემოკრატიულმა რევოლუციამ.

ყირგიზეთში გამოდის აკაევი და ამბობს, რომ სააკაშვილი არის კრიმინალებთან შეკრული და საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე დღეს აკაევი აღარ არის თავის თანამდებობაზე.

ტელევიზიით ლუკაშენკო გამოვიდა და საუბრობს ჩვენზე. ძალიან კარგი ქვეყანაა ბელორუსია, ძალიან გთხოვთ, გაემგზავროთ და გაეცნოთ იქაურ ახალგაზრდულ კულტურას და მოძრაობას.

მთელი არსი ამისა არის საქართველო, რომელიც იყო პასიური მომლოდინის პირობებში, როდის დაინგრეოდა დიდი იმპერ რიები, რომ გავმართულიყავით წელში. უცებ საქართველო მიხვდა, რომ ინტერნეტის, ინფორმაციის გაცვლის და ტელევიზიის პირობებში მას თვითონ შეუძლია შექმნას რეალობა, მოარყიოს ის ყველაფერი, რითაც ჩიტს, რომელსაც აფხაზეთი ორი კლანჭით უჭირავს, გააგდებინოს კლანჭებიდან.

ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაგვაროთ მშვიდობიანად.

ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის მთავარი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვართ და არანაირ კომპრომისზე არ წავალთ.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს ბევრი სოციალური პრობლემა, მაგრამ საქართველომ ძალიან სერიოზული ნახტომი გააკეთა 1 წელიწადში. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის ცინიზმი, რომელიც ინერგება ქართულ საზოგადოებაში. იმის დამტკიცება, რომ მაინც არაფერი არ გვეშველება, საზოგადოების ასეთ ნაწილს ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ - ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.

ჩვენ უნდა გავუთავისუფლოთ გზა თავისუფალ ინიციატივას.

მე ვფიქრობ, რომ თქვენ, თითოეული ერთად აღებული, ხართ სახელმწიფოს საუკეთესო წარმომადგენლები. თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც არ ეშინია ნათელი ფერების, სწრაფი ცვლილებების.

მე მინდა ყველამ ერთად ვთქვათ - საქართველოს აქვს კარგი მომავალი. ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა, ეს არის ის, რომ გავერთიანდეთ და დავწვეთ, სანამ არ გავიმარჯვებთ.

ეს არის ჩემი გზავნილი უნივერსიტეტისადმი ამ საღამოს. მე მიხარია, რომ აქ ვხედავ იმედიან სახეებს. მინდა გითხრათ, რომ ყველა ასაკის ხალხს ვაფასებ, მე უიმედო და არაფრისმაქნისი ახალგაზრდებიც მინახავს, რომლებსაც არაფერი არ აინტერესებთ ცხოვრებაში და მინახავს ხალხი ყველა ასაკში, ისეთი, როგორიც გელა ჩარკვიანია, რომელიც ყოველგვარი სიახლისათვის არის მზად.

ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც იქნება მუდმივად ახალგაზრდა და ცვლილებების მისაღებად მზად.

მე მინდა მადლობა გითხრათ.

ყველამ ერთად ვიაროთ უკეთესი სამართლებრივი და სამართლიანი მომავლისაკენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 21 აპრილი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი:http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2766&i=1

22 მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთის ბაზების საკითხი უფრო ემოციურია, ვიდრე პოლიტიკური“

▲ზევით დაბრუნება


RTVI ტელეარხი იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგორ მალაშენკო სასაუბროდ მიიწვევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებს. პირველი გადაცემა - ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ევროპასა და ისრაელში ეთერში გავა 1 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი - 1 მაისს. ვაქვეყნებთ ინტერვიუს ნაწილს, მთელი საუბრის ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი იქნება გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ.

რუსეთის ბაზების შესახებ

იგორ მალაშენკო: ბაზების საკითხი... ეს ძალზე მტკივნეულია იმიტომ, რომ სინამდვილეში მოსკოვი აქამდე რუსეთის პერიმეტრზე შექმნილ ვითარებას ასე განიხილავს: თუ იქ არ არის ბაზები, მაშასადამე, იქ არის დასავლეთი. თუ იქ არ არიან რუსები, ვგულისხმობ სამხედროებს, მაშასადამე, იქ ამერიკის ჯარები დგას. ეს კი საფრთხეს უქმნის უშიშროებას, ლახავს ეროვნულ სიამაყეს და ა.შ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ფიქრობდეს რუსეთელთა უმეტესობა, მაგრამ ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ეს ასე იყოს, ყოველ შემთხვევაში - კრემლში მაინც. და თუ სწორად გავიგე, თანაც, თუ მხარეები ვერ შეძლებენ ბაზების შესახებ მორიგების მიღწევას, მაშინ, სადღაც მაისის შუა რიცხვებისთვის ამ ბაზებს აღარ ექნებათ იურიდიული სტატუსი, ანუ ისინი აღმოჩნდებიან კანონგარეშედ. ალბათ ეს გაამწვავებს ურთიერთობას მოსკოვთან? ან იქნებ, თქვენ ამას არ ელით?

მიხეილ სააკაშვილი: ჯერ ერთი, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ რუსეთის ჯარები თუ გავლენ, ისინი კი აუცილებლად დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, მათ ნატოს ჯარები არ ჩაენაცვლებიან. არა მგონია, რომ ამჟამად, ამ რეგიონში მოიძებნებოდეს სხვა სამხედრო ბაზების განლაგების, სხვა ასეთი დიდმასშტაბიანი ყოფნის ადგილი. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პატარა არმიას, რომელიც მაინც იქნება ყველაზე მცირერიცხოვანი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუ შევადარებთ მეზობლების შეიარაღებულ ძალებს, იქნებ ჩვენი არმია 10, 14-ჯერ ნაკლებიც კი იყოს და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არავის დავესხათ თავს და ჩვენზე თავდასხმაც არავინ იფიქროს.

რაც შეეხება რუსეთის ყოფნას, რუსეთისთვის ამას ტექნიკური აზრი არა აქვს. სამხედრო აზრი კი ამ ბაზებმა დაკარგეს. იქ მოძველებული ტექნიკაა, რომელიც არაფრად არ გამოდგება. იქ მსახურობენ ვადიანი სამსახურის ჯარისკაცები, რომლებიც, გულახდილად რომ ვთქვათ, არასაკმარისად არიან მომზადებული. ეს ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ არის ის, რა ინფორმაციასაც ვიღებთ... და ამას რუსი გენერლებიც ადასტურებენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ახლა ეს უფრო ემოციურ-პოლიტიკური საკითხია. და მე ვიტყოდი, რომ უფრო ემოციური, ვიდრე პოლიტიკური ან სამხედრო. და სწორედ ამიტომაც ჩვენ ახლა მივიწევთ წინ. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე გავიდეთ.

ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსეთს აქვს პრობლემები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ამიტომ მე მათ ვთავაზობ, რომ შევქმნათ პატარ-პატარა, მაგრამ რეალურად ეფექტიანი სტრუქტურები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუ თქვენ გაქვთ პრობლემები იმის გამო, რომ ფიქრობთ, თითქოს ჩვენ განვალაგებთ უცხო ქვეყნების ბაზებს, პირდაპირ გეტყვით, ამას არ გავაკეთებთ. უფრო მეტიც, ჩვენ გვსურს ამის თაობაზე კანონი მივიღოთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა და გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ. მაგრამ საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს, რადგან კარგა ხანია, მომწიფებულია. დღესაც მოვისმინე, ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ძალზე მივუახლოვდით შეთანხმების მიღწევასო (საუბარი გაიმართა 21 აპრილს - რედაქციის შენიშვნა). ჩვენ ასეთი რამ არაერთხელ გვსმენია, მაგრამ იმედი გვაქვს, ამჯერად ეს გამართლდება.

იგორ მალაშენკო: ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, დაესწრებით თუ არა მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რადგან ეს იქცა თავისებურ ლოიალურობის ტესტად: ვინ ჩავა მოსკოვში და ვინ - არა. სხვათა შორის, ზოგიერთები თქვენს ჩასვლას იმასაც უკავშირებენ, გადაწყდება თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს საკითხი შეიძლება ზოგადად დაუკავშირდეს ჩვენი ურთიერთობის საერთო ფონს. მე ამას არ უარვყოფ და ვიტყვი: თუ წავალთ, ეს მოხდება იმიტომ, რომ ეს მუდამ გვსურდა, ხოლო თუ არ წავალთ, არ წავალთ იმიტომ, რომ ასე მოიტანა საქმემ. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის საერთო ფონი, განსაკუთრებით ამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საკმაოდ რთულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველო ყალიბდება, როგორც სახელმწიფო. ჩვენ დავდექით ფეხზე, ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იდგნენ უცხოეთის ჯარები, ამ შემთხვევაში - ეს რუსეთის ჯარებია. იქნებ ეს ვიღაცას აღიზიანებდეს კიდეც, მაგრამ რუსეთის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ნორმალურია.

ამიტომ მე ყოველთვის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობის საერთო ფონი მომცემს მოსკოვში გამგზავრების შეს საძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ჩასვლა საბჭოეთის დედაქალაქში. ყველაფერს წერტილი დაესვა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და მისი დაბრუნება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რუსეთს ჰყავს თავისი ვეტერანები, რომლებმაც გასწირეს სიცოცხლე, და ისინი, ვინც შინ მშვიდობიანად დაბრუნდა ომიდან. მაგრამ ვეტერანები ხომ ჩვენც გვყავს, ისევე როგორც იუშჩენკოსაც ჰყავს თავისი ვეტერანები, რომლებიც პრეზიდენტს არ აპატიებენ, თუ იგი არ იქნება კიევში გამარჯვების დღეს. თუ მე შევძლებ, რომ 9 მაისი ჩვენს ვეტერანებთან გავატარო და მხოლოდ რამდენიმე საათით გადავფრინდე მოსკოვში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. იმ დღეს ჩემთვის ძირითადი მოვლენები განვითარდება ჩემს სამშობლოში, რადგან ჩვენც, ისევე როგორც რუსმა ხალხმა, გავიღეთ დიდი მსხვერპლი. სხვათა შორის, ძალზე ხშირად ამბობენ, პროპაგანდა კარგად მუშაობს: რესპუბლიკები ომში არ მონაწილეობდნენო... ეს სრული სისულელეა. ომი ყველას შეეხო და მე ამას ხაზს გავუსვამ - 9 მაისს.

იგორ მალაშენკო: იცით, თქვენ ბევრი რამ გაქვთ საერთო პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან. თავს მივცემ ნებას და შევნიშნავ, რომ თქვენ ორივე ქარიზმატული ლიდერები ხართ. იქნებ არ მოგწონთ, როცა თქვენს ქარიზმას ადარებენ ლუკაშენკოს ქარიზმას... თქვენც, შეიძლება ითქვას, მოგწონთ ძალაუფლება. ალბათ, თავს ხელისუფლების სათავეში ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. დარწმუნებული ხართ, რომ სხვა ისტორიულ პირობებში თუ იქნებოდით, მაგალითად, ბელორუსიის ხელისუფლების სათავეში, შეძლებდით თავი დიქტატორად წარმოიდგინოთ?

მიხეილ სააკაშვილი: არა. და განვმარტავ, თუ რატომ... არა მარტო იმიტომ, რომ გავიზარდე ოჯახში, რომელშიც სძულდათ დიქტატურა, სძულდათ წარსული, რომელიც ჩვენ განვვლეთ. არა იმიტომ, რომ კიევში, უკვე პირველ კურსზე სწავლის დროს, მითვალთვალებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც თვალყურს ადევნებდნენ, სდევნიდნენ, შემდეგ კი ისინი თვითონ იწყებდნენ სხვის დევნას. როცა საზოგადოებაში არსებობს ჯანსაღი დებატები და დებატების ტემპერატურა მაღალია, არის იმის მეტი შანსი, რომ საზოგადოება წინ წაიწევს გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით. როცა ტემპერატურა დაბალია - ირგვლივ სიმშვიდე სუფევს, ყოველივე ეს ჭაობად გადაიქცევა.

მე მწამს რეალობის ყოველდღიური გამოწვევის. მე ყოველთვის რაღაც უნდა ვამტკიცო. აი, ახლა ამბობენ, რომ თბილისში რეკონსტრუქცია მხოლოდ იმიტომ მიმდინარეობს, რომ ბუში აპირებს ჩამოსვლასო. მე უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს, როცა გიჩვენებთ, რომ ბუშის წასვლის შემდეგაც გაგრძელდება რეკონსტრუქცია. მაშინ ჩემს მოწინააღმდეგეებს რაღაც ახლის მოგონება მოუწევთ. მე მომწონს არჩევნებში გამარჯვება. ეს სკოლა უკვე გავიარე. გავიმარჯვე პარლამენტის 4 თუ 5 არჩევნებში. ეს ჩინებული სკოლა იყო. ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები. გავეცანი მრავალ ადამიანს, ვიმყოფებოდი ისეთ სოფლებში, რომელთა არსებობა წინათ არც კი წარმომედგინა. ეს სიამოვნებას მანიჭებს. ამ დროს შენ ყოველთვის მეტოქეობ დროსთან, კონკურენტებთან. ზოგიერთი მათგანი არცთუ ისე სუფთა მეთოდებს იყენებს, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, დახშულ სივრცეში, რა დიდი გენიოსიც უნდა იყო, ეს სისტემა მაინც თავისას გაიტანს.

ღია სისტემის პირობებში კი მე დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. პირველ კურსზე სწავლის დროს რომ მოვხვედრილიყავი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შავ სიაში, მე ვერ გავხდებოდი დიპლომატი - მე ვსწავლობდი დიპლომატიურ იურიდიულ ფაკულტეტზე, ვერასდროს გავემგზავრებოდი საზღვარგარეთ, პოლიტიკა საერთოდ უნდა დამევიწყებინა. ეს გზა მიმიყვანდა ციმბირის რომელიღაც ბანაკამდე. ღია ხელისუფლების პირობებში შევძელი მიმეღწია იმისთვის, რასაც მივაღწიე და გავხდი ის, რაც გავხდი. ამიტომ მწამს, რომ ღია სისტემის პირობებში ადამიანი მიაღწევს ყველაფერს თუ, რა თქმა უნდა, იგი ძლიერია. დახშული სისტემა ჩემთვის მიუღებელია.

იგორ მალაშენკო: და მაინც, თქვენ გსაყვედურობენ ავტორიტარულ ტენდენციას. ამბობენ, რომ არ წყალობთ ოპოზიციას, ცუდი სიტყვებით მოიხსენიებთ მას. ამბობენ, რომ დე-ფაქტო გააუქმეთ აჭარის ავტონომია. თქვენ გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ დე-ფაქტო გააუქმეთ ქალაქის მერის არჩევნები. და კრიტიკა გაისმის არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ ცოტა ხნის წინ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისში იმყოფებოდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი, რომელმაც გამოთქვა კიდეც მთელი რიგი კრიტიკული შენიშვნები ამის თაობაზე. შინაგანი განწყობის მიუხედავადაც კი, მაინც ვლინდება თქვენი ავტორიტარული ტენდენციები...

მიხეილ სააკაშვილი: ჯერ ერთი ის, რომ საქართველოში არ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგალითად, თბილისში რომ ვნიშნავთ ადგილობრივ პრეზიდენტს - ეს მე არ მომიგონებია. და მომავალ წელს გაიმართება სრულფასოვანი არჩევნები ყველა დონეზე. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე მწამს ადგილობრივი თვითმმართველობის, აქ მეც ადგილობრივი თვითმმართველობიდან მოვედი.

და მეორეც, რა თქმა უნდა, მე ვახორციელებ ოპონირებას ოპოზიციასთან ზუსტად ისევე, როგორც ოპოზიცია აკეთებს ამას ჩემს მიმართ. არა მგონია, თითქოს ოპონენტებს უფრო უხეში სიტყვებით მოვიხსენიებდე, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ლიდერი. მე მათი მისამართით ხანდახან მკვახე სიტყვებს ვამბობ, მაგრამ არც ისინი მრჩებიან ვალში. სწორედ ეს არის დემოკრატიული დებატები. ეს ის არ გახლავთ, როგორც ერთ ანეგდოტშია, რომ თურმე შემიძლია მავზოლეუმის წინ დავდგე და ხმამაღლა განვაცხადო, რომ ნიქსონი სულელია. გახსოვთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია პრეზიდენტის შესახებ ის თქვას, რაც სურს. და მეც მაქვს უფლება, მათ პასუხი გავცე. საზოგადოებას კი თავისი დასკვნები გამოაქვს. სწორედ ეს არის დემოკრატია, ეს არის დებატები. პრეზიდენტი ბრიტანეთის დედოფალი არ გახლავთ, რომელსაც მხოლოდ მოვლენათა მიმდინარეობის თვალყურის დევნება შეუძლია. რა თქმა უნდა, მე წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და არ მეშინია გამოვთქვა ჩემი აზრი. დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში და ერთ გარკვეულ მომენტში მეც, ისევე როგორც ყველას, ხალხი აღარ ამირჩევს. იმედი მაქვს, რომ ეს დამემუქრება გაცილებით უფრო გვიან, ვიდრე ჩემს ოპონენტებს. ეს ნორმალური პროცესია. მაგრამ ეს ის პროცესია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატ-პოლიტიკოსს სურს, რაც შეიძლება შორს გადასწიოს, და იგი ცდილობს, სულ მოვლენათა სათავეში იყოს. თვით უდიდესი პოლიტიკოსებიც კი, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, რაღაც მომენტში, სასაცილოები გახდნენ. მე არ მსურს მათი ბედი გავიზიარო.

ვფიქრობ, რომ საქართველო პოლიტიკური დებატების, პრესის, პოლიტიკური სისტემის თავისუფლების თვალსაზრისით მართლაც უნიკალური ქვეყანაა. განმტკიცდა ჩვენი სახელმწიფო, კორუფციის დონემ იკლო, იკლო კი არა, მე შემიძლია ვთქვა, რომ კორუფცია რეალურად დავანგრიეთ. მრავალმა ადამიანმა პასუხი აგო თავისი ცოდვებისთვის. ზოგიერთი ფიქრობს, თუ რატომ ჩავსვით ესა თუ ის პირი... ამას ხომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო გააკეთებს. მეორე მხრივ კი, ყოველ ადამიანს შეუძლია გამოთქვას თავისი შეხედულება, მოვიდეს არჩევნებზე, ყველას შეუძლია, სცადოს ჩვენი დამარცხება, და უფრო მეტიც, ეს ოდესღაც მოხდება, და როცა მოხდება, ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ამის აღიარებისთვის.

რაც შეეხება აჭარას... იქ სხვა სიტუაციაა. აჭარა ქართული რეგიონია. იქ მცხოვრებ ადამიანებს არ სურთ, რომ გამოირჩეოდნენ დანარჩენი საქართველოსგან. სამხრეთ ოსეთს ჩვენ მივანიჭეთ საკმარისი ავტონომია. ყოველივე ის, რაზედაც ისინი ოცნებობდნენ, ჩვენ ქაღალდზე დავწერეთ და ვთქვით, რომ ამას მივცემდით. ახლა ისინი ფიქრობენ, თუ როგორი პასუხი გაგვცენ. აიღეთ, როგორც ელცინმა თქვა თავის დროზე, აიღეთ იმდენი ავტონომია, რამდენის აღებასაც შეძლებთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მათ მივცეთ თვითმმართველობის ასეთ პირობებში ინტეგრირების საშუალება. ეს ხომ ძალზე პატარა ტერიტორიაა. ეს თათრეთი არ გეგონოთ. იქ სულ სხვა ურთიერთობაა, და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია იგი სწორი კალაპოტით წარვმართოთ. რაც შეეხება აჭარას, აჭარის ხალხმა გადაწყვიტა, რომ ამ რეგიონის სტატუსი სწორედ ასეთი უნდა იყოს. სწორედ ეს არის დემოკრატიის მთელი ხიბლი, როცა ყველა საკითხი ასეთი დემოკრატიული მეთოდებით წყდება.

მიხეილ სააკაშვილი: „რუსეთის ბაზების საკითხი უფრო ემოციურია, ვიდრე პოლიტიკური“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 30 აპრილი. - №101 (5134) - 1-2 გვ.

23 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართველი ერისადმი

▲ზევით დაბრუნება


თბილისის საკრებულოში საქართველოს პრეზიდენტი
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ბოლო წელიწადნახევარი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ამ ვიზიტით საქართველოში ერთბაშად ყველა პრობლემას, რა თქმა უნდა, ვერ მოვაგვარებთ.

ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერი ჩამოდის, დადასტურებაა იმისა, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელების საქმეში საქართველო რეგიონალური ლიდერია.

ჩვენი ქვეყნის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ზოგიერთს წარმოუდგენია.

საქართველოში არა მხოლოდ სამაგალითო რევოლუცია მოხდა, არამედ მთავარი მომდევნო წელიწადნახევარში გახდა ნათელი - დემოკრატიის პირობებში შეიძლება იყო წარმატებული.

ყველაზე მეტად ამ რეგიონში კლეპტოკრატიულ კორუმპირებულ მმართველებს სწორედ ამის ეშინოდათ.

მე კარგად მახსოვს, რას ამბობდნენ რევოლუციის შემდგომ პერიოდში.

ისინი ვარაუდობდნენ, რომ საქართველო დაიყოფოდა ოთხ-ხუთ ნაწილად, ხელისუფლებაში მოვიდოდა გამოუცდელი გუნდი, რომელიც ვერაფერს მიაღწევდა, კორუფცია კიდევ

უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებდა, ქვეყანა დაიშლებოდა და საქართველო არასტაბილურ ზონად გადაიქცეოდა.

ჩვენ ისტორიული პროცესის მომსწრენი ვართ.

უნდა გვესმოდეს, რომ პრაქტიკულად ახალი ქართული სახელმწიფო იქმნება თავისი ინსტიტუტებით, მენტალიტეტით, უნარ-ჩვევებით, განსაკუთრებული ტრადიციებით.

მიუხედავად იმისა, რომ ათასწლიანი ერი ვართ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმატებული გამოცდილება არასოდეს გააჩნდა.

ბოლო პერიოდში ჩვენ შევძელით სახელმწიფოს შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მდიდარი და კომფორტული სახელმ მწიფო.

ჩვენი ბიუჯეტი შევარდნაძის დროს იყო სამას ორმოცდაათი მილიონი დოლარი, წელს კი მილიარდ ცხრაასი მილიონი დოლარი იქნება.

რას ნიშნავს გაზრდილი ბიუჯეტი: ეს არის გზები, რომლებიც შენდება, ლამაზდება ქალაქი, მუნიციპალური ტრანსპორტი, უმთავრესი სახელმწიფო ფუნქციები - პოლიცია და სასწრაფო.

ახლანდელი წყალდიდობის დროს ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ქართული სახელმწიფო არსებობს.

არ დარჩენილა სტიქიით დაზარალებული არცერთი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფო არ დაეხმარა.

ჩვენი რევოლუციის ერთი წლის თავზე უკრაინაშიც იგივე განმეორდა.

უკრაინელებმა დაინახეს, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და მათთვის ეს დიდი სტიმული იყო.

იგივე განმეორდა ყირგიზეთშიც, ეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ეხება, რომელთა წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ საქართველო მათთვის მაგალითია.

ის, რომ პრეზიდენტი ბუში ჩამოდის ქვეყანაში, რომელსაც ამერიკა მთელი მსოფლიოსათვის დემოკრატიისა და თავისუფლების მისაბაძ მაგალითად აღიარებს, ადასტურებს იმას, რომ ეს საქართველოსა და თითოეული თქვენგანის განსაკუთრებული როლი და მისიაა.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის თავისუფალი.

როდესაც კიევის უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობდი, სუკ-მა აღძრა საქმე იმის თაობაზე, რომ უცხოურ ჟურნალებს ვკითხულობდი, იმის გამო, რომ თავისუფალ აზრს გამოვთქვამდი.

ეს რეჟიმი რომ შენარჩუნებულიყო, ვერასოდეს წავიდოდი საზღვარგარეთ, ვერასოდეს შევძლებდი პროფესიულ წინსვლას, იმ საქმით დაკავებას, რომელიც მიყვარდა და ვერც იმას შევძლებდი, რომ დღეს ამ აუდიტორიის წინაშე გამოვსულიყავი.

ოჯახი, რომელშიც გავიზარდე, რეპრესიების მსხვერპლი იყო. ამიტომ ჩემთვის და თქვენთვის თავისუფლება ძალზე მნიშვ ვნელოვანია.

ჩვენ გვძულს ის წარსული, რომელიც ყველა შესაძლებლობას გვიკეტავდა, დახურული საზოგადოება, რომელიც შენს ბედს წყვეტდა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე მხოლოდ ამის გამო ვარ დემოკრატიის მომხრე.

მე ბევრი ადამიანი მინახავს, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს ჩაგრავდნენ, ხოლო შემდეგ, თვითონ გახდა მჩაგვრელი.

მთავარია, ადამიანს საკუთარი ძალის და ნიჭის სჯეროდეს.

თუ ეს ასეა, იგი წინ წავა. ასეთ ადამიანს გაფრთხილება, თავისუფალი დებატები და აზრის გაცვლა-გამოცვლა სჭირდება.

ღია საზოგადოებაში ეს უმთავრესია.

რატომ არის კორუფცია უბედურება? მარტო იმიტომ არა, რომ ვიღაცამ ქრთამი აიღო და ბიუჯეტში ფული არ შეიტანა.

კორუფცია უბედურებაა, იმიტომ რომ ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი შეთანხმების შედეგად ინაწილებს თანხას და სხვისი ნიჭისა და შრომის მიუხედავად, საკუთარ შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლად აგზავნის, სამსახურსაც მათივე შვილები შოულობენ.

დღეს პრესის დღეა, ყველა წარმომადგენელს ვულოცავ ამ დღეს.

ჩვენ ქართული პრესა გადასახადებისაგან გავათავისუფლეთ.

ზოგიერთი ტელევიზიის მეშვეობით საზოგადოებას ამცნობს, რომ მათთვის საეთერო სივრცე დახშულია. ამ განცხადებას ისინი ტელეეთერით აკეთებენ. სასაცილო არ არის?

რამდენჯერ გინახავთ ასეთი ადამიანები ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში? იგივეს უყვებიან უცხოელებსაც, რომლებსაც ამის სჯერათ.

ამას წინათ წერილიც მომწერეს იმის თაობაზე, რომ საკუთარ აზრს მკვეთრად გამოვხატავ.

საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის აირჩიეს, რომ მან თავისი აზრი გამოხატოს და ბოლომდე დაიცვას.

მე პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, მაქვს გარკვეული შეხედულებები და მყარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო.

ხშირად ვუტევ ჩემს ოპონენტებს, მაგრამ ამის საშუალება მათაც უნდა ჰქონდეთ.

მე მჯერა იმისა, რომ თავისუფალი პოლიტიკური დებატების დროს შესაძლებელია ჭეშმარიტებამდე მისვლა.

წინა მთავრობა სტუდენტების პოლიტიზირებას ეწინააღმდეგებოდა.

ეს გაუმართლებელია - სტუდენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული უნდა იყოს პოლიტიკით, რადგან ეს მის მომავალს ეხება, ამაზე უშუალოდ მისი ბედია დამოკიდებული.

მთავარი არის ის, რომ საერთო ეროვნული ინტერესები დავიცვათ, ნორმალური საზოგადოება შეთანხმებული იყოს, ხოლო რაც შეეხება პოლიტიკოსთა შეფასებებს, ეს მათი პირადი არჩევანია. ეს ეხება როგორც პრეზიდენტს, ასევე სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც.

ჩვენ დალაილამები პოლიტიკაში არ გვყავს. კრიტიკის და შეცდომის გარეშე შეუძლებელია რამეს მიაღწიო.

რაც მეტი კრიტიკაა, შეცდომები მით ნაკლებია. მე როგორც მმართველს, ვაღიარებ, რომ სახელმწიფო აპარატს მკაცრად ვაკონტროლებ.

მგონი ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ მსურს, ეს აპარატი პატიოსანი და წესიერი იყოს.

მაგრამ მუდმივი კონტროლის გარეშე, თუ არ იქნებიან ამ წნეხის ქვეშ გუბერნატორები, გამგებლები, პოლიციის უფროსები, პარლამენტარები, მაშინ საზოგადოება წინ ვერ წავა.

ეს არის თავისუფლების არსი.

ეს არის განსხვავება დაჭაობებულ საზოგადოებასა და წინ მიმავალ განვითარებად საზოგადოებას შორის.

ამიტომ არის საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყველასთვის მისაბაძი.

რომელ სხვა ქვეყანაში არის შვიდი ნაციონალური და ოცდახუთი დამოუკიდებელი რეგიონალური სატელევიზიო არხი? მთელ საბჭოთა სივრცეში, ერთად აღებული, გაცილებით ნაკლები დამოუკიდებელი არხია.

ეს ჩვენთვის რთულია, მაგრამ საზოგადოების განვითარებისთვის კარგია.

ეს არის პირველი, მეორე - არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.

საქართველო გაფუჭებულ და ჭაობში ჩაფლულ ავტომობილს მაგონებს, ჩამქრალი ძრავით, ბენზინის გარეშე.

ამ ავტომობილის ახალმა მძღოლმა ძრავა წვალებით შეაკეთა, დაქოქა და ჭაობიდან ამოსვლა დაიწყო.

ამ დროს მგზავრთა ერთი ნაწილი მძღოლს სწრაფად ამოსვლას სთხოვს, ხოლო მეორე - გადადის და მანქანას აწვება.

ამ შემთხვევაში ავტომობილი სწრაფად წავა წინ.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ამოვიყვანოთ ამ ჭაობიდან ქვეყანა, მით უმეტეს, რომ მიზანთან ახლოს ვართ.

სააღდგომო შეხვედრისას საქართველოს პატრიარქმა პრეზიდენტ კენედის სიტყვები გაიმეორა - ჩვენ საკუთარ თავს ყოველდღეა იმას კი არ უნდა ვეკითხებოდეთ, თუ რა გაგვიკეთა ჩვენმა ქვეყანამ, არამედ იმას, თუ რა გავუკეთეთ ჩვენ მას.

ეს სიტყვები გაცილებით ადრე ილია ჭავჭავაძემ თქვა - „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, - აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

ჩვენ მართლაც დიდი მისია გვაკისრია - დავამტკიცოთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში ამ რეგიონში შესაძლებელია წარმატებული და განვითარებული იყო, არანაკლებ ევროპული, ვიდრე ნებისმიერი დასავლეთ ევროპული ქვეყანა.

ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი ფაქტორიც ბევრია.

ეს კონფლიქტების საკითხს ეხება.

აფხაზეთი ჩვენი მთავარი ტკივილია, რადგან უსამართლობის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი, ყველაზე მშვიდობისმოყვარე ხალხი, იქიდან გამოაგდეს.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, სამშვიდობო გეგმა წარმოვადგინეთ.

რამდენიმე დღის წინათ ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობას სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარება შევთავაზეთ - ვაძლევდით საწვავს, პროდუქტებს, ფულად დახმარებას, ტექნიკას, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჯავის და ცხინვალის მოსახლეობას: ჩვენ თქვენი დახმარება გვინდოდა, მაგრამ მათ, ვინც ამ რეგიონს განაგებს, უარი გითხრეს.

დახმარებისთვის ჩვენ ახლაც მზად ვართ.

თქვენ გაშინებენ, რომ პასპორტების პრობლემა შეგექმნებათ.

მზად ვარ, ცხინვალში ქართული საპასპორტო განყოფილება ხვალვე გავხსნა და მსურველებს საქართველოს მოქალაქეობა მივცე.

თუ ეს ცხინვალში არ მოხერხდება, გორში გეპატიჟებით. საპასპორტო განყოფილება პირველი მოთხოვნისთანავე ქართულ პასპორტებს გასცემს.

ივნისში ყველა სამშვიდობო და კონფლიქტის გადამწყვეტ ორგანიზაციას დიდი კონფერენციის გასამართად ვიწვევთ, სადაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ჩვენ სამშვიდობო გეგმას კრიტიკულად განვიხილავთ.

ჩვენ რეზერვისტთა ბანაკი კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით გადავიყვანეთ, რადგან არ გვინდოდა, რომ ეს პროვოკაციის საბაბი გამხდარიყო.

უფრო მეტიც, კონფლიქტის ზონაში ჩვენ სამშვიდობოთა რაოდენობა შეგნებულად შევამცირეთ, რადგან არ მეშინია, ქართული სახელმწიფო საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ ამ პირობებში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას.

არ მინდა მტერს საბაბი მივცე, მაგრამ ცალ კარში თამაში არ შეიძლება.

ყველა საღად მოაზროვნე მშვიდობისმოყვარე ძალას დიალოგისაკენ მოვუწოდებ. არ შეიძლება, რომ 22 წლის ბიჭი სამშობლოს ღალატის ბრალდებით სარდაფში მხოლოდ იმისთვის ჩააგდო, რომ 500 ბავშვი ჩაქვში დასასვენებლად წაიყვანა; არ შეიძლება სახელმწიფო იყოს თავმოყვარე, როცა მის ტერიტორიაზე ასეთი რამ შესაძლებელია.

ჩვენ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს.

ვიწყებთ ანტიბიუროკრატიულ რეფორმას, რაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს კომპეტენტურ მოხელეებს შევავიწროვებთ, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციებს მკვეთრად შევამცირებთ.

ყველანაირი ნებართვებისა და ლიცენზიების 95%25 უნდა გაუქმდეს.

ჩვეულებრივ ქვეყნებში ასეთი ბიუროკრატია ავად თუ კარგად მუშაობს. საქართველოში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ბიუროკრატია პატარა ფუნქციებით, მაღალი ხელფასით. მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ხელფასი მივცეთ, ეს უნდა გავაკონტროლოთ.

ჩვენ ყველა ეს ფუნქცია უნდა მოვაშოროთ იმისათვის, რომ თქვენ გაწმენდილ გზაზე გაიაროთ.

ჩვენს ადმინისტრაციაში ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რევოლუციური ცვლილებაა.

ყოველთვის, როცა მსგავს რამეს აკეთებ, მტრები გიჩნდება, ეს მე კარგად ვიცი. ჩვენ დავითხოვეთ პოლიციელების 80 პროცენტი, თუმცა საპატრულო პოლიცია ხალხმა ძალიან შეიყვარა.

მაგრამ ამ 80 პროცენტს ეს მწარედ ახსოვს.

ისინი სააკაშვილის მტრები არიან, ვისაც ქრთამის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

ანალოგიური რეფორმა ჩავატარე, როცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. გავათავისუფლე მოსამართლეები, რაც მოსამართლეთა იმ ნაწილსაც კარგად ახსოვს.

ჩვენ, როგორც საზოგადოებას, უნდა გვესმოდეს, რომ ამ რეფორმების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და მკვეთრი განვითარება, ვინაიდან საქართველო ძალზე ჩამორჩენილია.

ჩვენ გზების პროგრამა დავიწყეთ. თბილისში გზების გასაკეთებლად 200 მილიონი დოლარია საჭირო.

წელს უკვე 50-60 მილიონი დოლარი დავხარჯეთ.

დავიწყეთ სამეგრელოს დიდი გზის მშენებლობა.

ახალციხეში და ნინოწმინდაში გზა განადგურებულია. არავის ახსოვს ქართული სახელმწიფო, არ უჩვენებს ქართული ტელეარხები, მიუხედავად ამისა, ჩვენი სომეხი თანამოქალაქეები თავის შვილებს ქართულ ენას მაინც ასწავლიან.

ბავშვებმა საქართველოს ჰიმნის ტექსტი ზეპირად ისწავლეს, მაგრამ ვინაიდან მათ არ ჰყავდათ მუსიკის პედაგოგი და არ ჰქონდათ მაგნიტოფონი, სიმღერა არ შეეძლოთ. ამის მიუხედავად, ყოველ დილით, როდესაც ხუთჯვრიან დროშას აღმარ რთავდნენ, ჰიმნს ლექსად ამბობდნენ.

ამ ხალხს უნდა მივხედოთ, იმიტომ რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, ებრაელებისთვის, ოსებისთვის, რუსებისთვის და ეროვნული უმცირესობების სხვა წარმომადგენლებისათვის იქმნება ადმინისტრაციული სკოლა 6-9 თვიანი სწავლებით.

მათ უნდა დაინახონ, რომ ქართულ სახელმწიფო აპარატში, შემცირებულში, მაგრამ მაღალანაზღაურებადში, არაკორუმპირებულში, მათთვისაც არის ადგილი.

ეს მთელი რეგიონისთვის უნიკალური მოდელია.

ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ, უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატია ყველას აძლევს შანსს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და მატერიალური მდგომარეობისა.

ჩვენ მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმების ეტაპზე ვიმყოფებით.

პრეზიდენტი ბუშიც ამის მხარდასაჭერად ჩამოდის.

რუსულ პრესაში პრეზიდენტ ბუშის ვიზიტს ყოფილი გენერალური მდივნების ვიზიტებს ადარებენ.

მახსოვს ის დრო, როდესაც ბრეჟნევის ჩამოსვლის წინ 4 თვე მატარეს ეგრეთწოდებულ „მარშიროვკებზე“.

ის, ვინც ამ პარალელებს ავლებს, არ ესმის, რომ მაშინ საქართველო იყო დაპყრობილი და დამონებული ქვეყანა, გენერალური მდივანი კი, ჩვენი მთავარი დამმონებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მონობის განსამტკიცებლად ჩამოდიოდა.

პრეზიდენტი ბუში თავისუფალი სამყაროს ლიდერია, რომელიც ასევე თავისუფალ ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიის მხარდასაჭერად ჩამოდის.

ის, ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, საბჭოთა კავშირში და წითელი ხალიჩების დროში დარჩა.

ეს ასაკის ბრალი არ არის. მე ახალგაზრდებიც ვიცი, რომლებიც ამ განსხვავებას ვერ ხედავენ.

ეს არის განსხვავება ძველ და ახალ საქართველოს შორის.

ქართველი ჯარში არ მსახურობდა და თუკი ასეთი ხდებოდა, ან მზარეული იყო, ან მეკუჭნავე.

დღეს კი ჯარში მსახური საამაყოა.

ამას წინათ, ერთ-ერთ მანევრს დავესწარი და დავრჩი კიდეც დილით 5 საათზე ათას სამას ორმოცდაათი კაცის ხმაშეწყობილმა ომახიანმა სიმღერამ გამაღვიძა, რომელსაც ისინი ვარჯიშისას ასრულებდნენ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ეს შესაძლებელი იყო.

ქვეყნის იდენტურობის ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ გვყავს გამართული პოლიცია, სამსახურები, არმია.

რა თქმა უნდა, უნდა დაიწეროს სიმღერები სიყვარულზე, ბუნებაზე, მაგრამ ამავე დროს უნდა დაიწეროს სიმღერები და ლექსები საქართველოზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გაკეთებულა.

რადგან ჯარის თემას შევეხე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჯარისკაცები არიან ერაყში და კოსოვოში, რაც საქართველოს დემოკრატიული და საერთაშორისო როლის განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია.

პირადად მე, ამით ძალიან ვამაყობ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართველი ერისადმი. თბილისის საკრებულოში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 3 მაისი, 2005. - ხელმის საწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2765&i=1

24 მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

▲ზევით დაბრუნება


7 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა საგანგებო განცხადება. ქვეყნის პირველმა პირმა, კერძოდ, აღნიშნა:

- ბოლო თვეებისა და ბოლო კვირების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩვენ ვაწარმოებდით ინტენსიურ მოლაპარაკებას საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბაზების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არ შეესაბამება არც საქართველოს, არც რუსეთის ინტერესებს. ისინი ხელს არ უწყობენ ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჩვენ გვინდა საკითხის ცივილიზებული გადაწყვეტა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაიმე სახის არალეგიტიმური ზემოქმედება განვახორციელოთ. გვინდა, რომ ცივილიზებულად, ეტაპობრივად, დიალოგისა და მოლაპარაკების გზით, ყველა ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს ამ ბაზების საკითხის გადაწყვეტა საქართველოში.

ამავე დროს ამ მოლაპარაკების პარალელურად ჩვენ რუსეთთან ვსაუბრობთ ანტიტერორისტული საქმიანობის გაღრმავების კოორდინაციისა და ერთმანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე ამ სფეროში.

ბოლო ხანს მოლაპარაკება ინტენსიურად გრძელდებოდა. დღეს გვიხდება იმის კონსტატირება, რომ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

დღეს ჩვენ გვქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განვიხილეთ ეს საკითხი და მიგვაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო კონტინგენტების ყოფნა აფხაზეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში ამ სიტუაციაში ყოფილი საბჭოთა მემკვიდრეობის ერთ-ერთი ბოლო გადმონაშთია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ამ საკითხის ცივილიზებული, დიპლომატიური გადაწყვეტ ტილების მოძებნა.

ამ სიტუაციაში, როცა გვაქვს ჩვენი მემკვიდრეობის ასეთი გადაუწყვეტი საკითხები, ძალიან რთულია საუბარი 9 მაისს მოსკოვში ჩემს ჩასვლაზე. ამავე დროს, ჩვენ ვულოცავთ ყველას, ყველა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ხალხებს ფაშიზმზე გამარჯვების 60 წლისთავს. ჩვენ აღვნიშნავთ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 60 წლისთავს. ასევე ვულოცავთ რუს ხალხს და გამოვთქვამთ გულწრფელ რწმენას, რომ ჩვენი ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.

ამის შესახებ მე დღეს მქონდა საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან და იგი გაგებით შეხვდა ჩემს პოზიციას.

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 8 მაისი. - N 108 (5141). - 1-2 გვ.

25 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი

▲ზევით დაბრუნება


10 მაისი, 2005-05-10
თავისუფლების მოედანი, თბილისი, საქართველო

ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო სტუმრებო და მეგობრებო!

დღეს ჩვენ ერთად ვწერთ ისტორიას.

ამ ქალაქის კედლებიდან ათასწლეულები გადმოგვცქერის, მათ ბევრი რამ ახსოვთ. ახსოვთ, რომ ჩვენი ისტორია პატარა, მაგრამ უსაზღვროდ ამაყი და გაუტეხელი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა.

თითქმის არ დარჩენილა მსოფლიო ისტორიის არც ერთი იმპერია, რომელსაც ამ კედლებისათვის ცეცხლი და ნგრევა არ მოეტანოს.

ამ კედლებს ახსოვს რომაელები, ბიზანტიელები, ოსმალები, სპარსები, მონღოლები და ბოლოს, რუსები.

მთელი ისტორიის განმავლობაში ამ ქალაქს არაერთი ზესახელმწიფოს ხელმძღვანელი უნახავს, მაგრამ ისინი საქართველოში მოდიოდნენ, როგორც დამპყრობლები საკუთარ კოლონიაში. მათი აქ მოსვლა ნგრევის, სისხლისა და ცრემლის მიზეზი და შედეგი იყო.

და დღეს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თბილისის გულში, ჩვენს გვერდით დგას მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი და უდიდესი ძალაუფლების მქონე ადამიანი, დგას როგორც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი, როგორც მოკავშირე და თანამებრძოლი, როგორც ადამიანი, რომლის ჩამოსვლა ახარებს ყველა ქართველს და რომლის მისალმებაც საამაყოა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის.

ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.

ბატონო პრეზიდენტო, თბილისში ჩამოსვლამდე თქვენ ჰოლანდიის სამხრეთში, მაასტრიხტში ბრძანდებოდით, რათა პატივი მიგეგოთ იქ დაკრძალული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნისთვის.

ორი დღით ადრე კი მე ჰოლანდიის ჩრდილოეთში, კუნძულ ტექსელზე ვიმყოფებოდი, სადაც თავისუფლებისათვის მებრ რძოლი 620 ქართველი განისვენებს.

1945 წლის 20 მაისს ამ ქართველმა გმირებმა მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ბრძოლა გამართეს და თავისუფლების მოსაპოვებლად თავი გასწირეს.

ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩვენმა ხალხმა შესაძლებელზე მეტი გააკეთა.

საქართველომ ხომ პროცენტულად ყველაზე მეტი შვილი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში.

ისტორიულად ქართველების ბრძოლის მთავარ მიზანს ყოველთვის თავისუფლება წარმოადგენდა - არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ხალხის თავისუფლებაც. ჩვენი რწმენით, ეს საქართველოს სულიერი მისიაა.

ამის ნათელი მაგალითია გრიგოლ ფერაძე, ქართველი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, რომელიც საბჭოთა რეჟიმს გაექცა და თავი პოლონეთს შეაფარა მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელ ბავშვებს ნაცისტებისაგან იცავდა. ამისათვის იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვეს.

ოსვენციმში მან საკუთარი სიცოცხლე გასწირა - გაზის კამერაში ერთ-ერთი ებრაელი ბავშვის ნაცვლად დაიკავა ადგილი, სიკვდილს გადაარჩინა და თავად გმირულად დაიღუპა.

ქართული სულისკვეთების კიდევ ერთი მაგალითი ახალგაზრდა გმირის მოქმედება გახლავთ - მელიტონ ქანთარია იყო ადამიანი, რომელმაც ჰიტლერის რაიხსტაგზე პირველმა აღმართა გამარჯვების დროშა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო თავისუფლებისათვის მუდმივად იბრძოდა, ამ ბრძოლების შედეგად თავისუფლება არასოდეს მოგვიპოვებია.

თუმცა ამ მოედანზე იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ ჩვენს წარსულზე ან კიდევ ჩვენი ისტორიის ტრაგედიასა და ტკივილზე ვილაპარაკოთ. ჩვენ აქ მოვედით, რათა სამომავლო მიზნებზე, აწმყოსა და მომავალზე ვიმსჯელოთ, იმაზე, თუ სადამდე მოვედით და საით მივდივართ.

დღეს ჩვენი მეგობრისა და სტუმრის ჯორჯ ბუშის აქ ყოფნა მხოლოდ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენს მივაღწიეთ და რამდენის გაკეთება შეგვიძლია კიდევ როცა ერთად ვართ.

როდესაც ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენთვის მიუღწეველი მიზანი და აუხდენელი ოცნება არ არსებობს. დღეს ჩვენ სრულიად ახალ საქართველოში ვცხოვრობთ და მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

ჩვენი ერთსულოვნებისა და სამშობლოს ერთგულების შედეგად, პირველად ისტორიაში, საქართველოს მთავრობა თქვენი მთავრობაა.

- ეს არის მთავრობა, რომელიც უსმენს ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ იქით კარნახობდეს მას;

- ეს არის მთავრობა, რომელიც პატივს სცემს ხალხის აზრს, ნაცვლად იმისა, რომ ატყუებდეს და არაფრად აგდებდეს;

- ეს არის მთავრობა, რომელიც ემსახურება ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ ძარცვავდეს და უჩანაგებდეს ქონებას;

- და რაც მთავარია, ეს არის მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია თქვენს და მხოლოდ თქვენს წინაშე და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა სრულად აქვს გათვითცნობიერებული.

ჩვენ ერთად ვაშენებთ ახალ მომავალს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის.

ბოლო 18 თვე ჩვენთვის ძალიან კრიტიკული გამოცდა იყო.

ჩვენ არაერთი მძიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, განვიცადეთ ტრაგედიები - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან დასავლეთ საქართველოში მძვინვარე სტიქიამდე, მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერი შეგვაჩერებს.

ჩვენ ვარდებით ხელში მოვედით და სამშობლოს გადასარჩენად ეკლიანი გზა ავირჩიეთ, მაგრამ ამ გზას გავივლით და მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე.

ჩვენს სამშობლოს არა აქვს ისეთი სისუსტე, რაც ჩვენივე სილიერით არ დაიძლევა.

უკანასკნელ წელიწადნახევარში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ:

- წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ჩვენს მოხუცებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა, ხვალინდელი დღის ეშინოდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ მათ სახელმწიფო სრულიად უპატრონოდ და უყურადღებოდ მიატოვებდა.

- წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევით შეეძლოთ, როდესაც ქვეყნის დატოვება მთავარი ოცნება იყო მათთვის, ვინც წარმატებულ მომავალზე ფიქრობდა. პირიქით, შარშან, პირველად 12 წლის განმავლობაში. უფრო მეტი ქართველი დაუბრუნდა საქართველოს, ვიდრე წავიდა. პირველად, პატრიოტული სულისკვეთებით, რწმენითა და იმედით გულანთებული, ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული შვილები საქართველოს უბრუნდებიან.

- წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც უბრალო მოქალაქესა თუ ტურისტს გადაადგილების ეშინოდა, რადგან იგი მომდევნო ქუჩასა და გზის მონაკვეთზე გამოძალვისა და კორუფციის მსხვერპლი გახდებოდა.

- წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც აჭარის დიდებულ მოსახლეობას შიშისა და დიქტატურის, ტირანიისა და უსამარ რთლობის პირობებში ცხოვრების მოთმენა უწევდა.

- წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ითელებოდა.

- წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით სახელმწიფოში, რომელსაც საკუთარი ხალხისა და საზღვრების დაცვის უნარი არ შესწევდა.

ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებებს, ყველას დავანახეთ, რა შეგვიძლია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

იმისათვის, რომ საქართველო ძლიერ და ერთიან ქვეყნად ვაქციოთ, ჩვენ ერთად უფრო მეტი უნდა შევძლოთ. ჩვენს ნაცვლად ქვეყანას არავინ ააშენებს. ჩვენთვის სასურველ მომავალს მხოლოდ ერთი ადამიანი, თუნდაც ერთი მინისტრთა კაბინეტი ან პოლიტიკური პარტია ვერ უზრუნველყოფს.

მიზანს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როდესაც ამისთვის თითოეული ჩვენგანი იშრომებს და პირად პასუხისმგებლობას იკისრებს; როდესაც თითოეული ჩვენგანი ახალი საქართველოს მომავლის შენებაში მონაწილეობას მიიღებს.

ჩვენ ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი მომავალი თაობებისა და მათ წინაშე, ვინც სამშობლოს გადასარჩენად თავი გასწირა.

საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც წინ მიიწევს.

დღეს ჩვენ წარმატებული ვართ იმიტომ, რომ დემოკრატიის იდეალებს ვემსახურებით და ჩვენი წარმატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესამჩნევი.

ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო რწმენა და საერთო ფასეულობები გვაქვს. ვიცით თავისუფლების ფასი თითოეული ადამიანისა და მთელი ქვეყნისათვის. აქედან გამომდინარე, სრულად ვათვითცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას დემოკრატიისათვის ბრძოლის საქმეში, საერთო მიზნის მიღწევაში, რაც იმ ადამიანებამდე, რომლებსაც თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვეს, თავისუფლების მიტანას გულისხმობს.

ბელორუსიიდან, რომელსაც თქვენ სამართლიანად ევროპის უკანასკნელი დიქტატურა უწოდეთ, კუბასა და ბურმამდე, ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარიზმში დამონებულ ხალხამდე, თავისუფლების საერთო ფასეულობები, საერთო მიზნები არსებობს, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ხალხთა იდეალებში არის გაერთიანებული.

უსაფრთხოებისაკენ მიმავალი გზა მხოლოდ თავისუფლებისათვის მხარდაჭერის, დემოკრატიული მართვისა და კანონის უზენაესობის გამყარებაზე გადის. ვარდების რევოლუცია საქართველოში თავისუფლების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ გლობალურად იგი გრძელდება, როგორც ახალი დემოკრატიული ტალღა, რითაც უფრო მეტი და მეტი ერები მოიპოვებენ თავისუფლებასა და დემოკრატიას.

დემოკრატიის გავრცელების საქმეში საქართველო თქვენი პარტნიორი იქნება ყოფილ საბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოს სავლეთში. ეს ჩვენი შემოთავაზებაა, ბატონო პრეზიდენტო!

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ დემოკრატიული ცვლილებების ნაყოფები ახლო აღმოსავლეთში აღმოცენდება. მელნით დანიშნული თითებით ხელაღმართული ერაყელები, ნიშნად იმისა, რომ მათ პირველად მიეცათ საკუთარი თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ვარდებით ხელში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოსული ხალხი. მინდა გითხრათ, რომ ამ რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში თქვენ მარტო არა ხართ. ამჯერადაც ქართველები ერთგულნი ვართ თავისუფლებისათვის ბრძოლის ჩვენი ისტორიული მისიისა და როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში, ეხლაც საუკეთესო ქართველი ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში სხვათა თავისუფლების დასაცავად იბრძვიან. მე მინდა მივესალმო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ერაყში მსახურობენ.

ქართველები სიამაყით გეუბნებით: „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“

თავისუფლების დაცვა და გაფართოება ჩვენი მთავარი დემოკრატიული პასუხისმგებლობაა. საქართველოში ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ბუნებრივად დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი უნდა გავამყაროთ.

საქართველო ამაყია თავისი მრავალეთნიკური კულტურის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. დემოკრატია ჩვენი საზოგადოების ბუნებრივი ატრიბუტია და ჩვენ მას ისევე ვიცავთ, როგორც საკუთარ ეროვნულ თვითმყოფადობას.

მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

მაშინ, როდესაც 90-ანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და საქართველო ფიზიკურად შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც არც ერთი წყარო არ არსებობდა დახმარების, ქართულ ოჯახებში პური ამერიკული ხორბლით ცხვებოდა. ეს იყო დახმარება, რომელმაც ბევრ ქართველს ფიზიკური არსებობის შანსი შეუნარჩუნა, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.

ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის.

როდესაც სამი წლის წინ საქართველოს ტერიტორია დაიბომბა და იგი პირდაპირი აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ამერიკა მის დასაცავად დადგა და კავკასიონზე წითელი ხაზი გაავლო. ამერიკის პრინციპული მხარდაჭერა ერთადერთი იყო, რამაც საქართველო აგრესიულ ინტერვენციას გადაარჩინა.

ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის.

როდესაც წელიწადნახევრის წინ ქართველი ხალხი დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად გამოვიდა, როდესაც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას დახმარება სჭირდებოდა, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დადგა და მისი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებაში გადამწყვეტი იყო.

ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის.

მაგრამ საქართველოსთვის ამერიკის დახმარებას კვლავ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მივესალმებით თქვენს მხარდაჭერას ჩვენი უმთავრესი მიზნის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საქმეში.

მიუხედავად ვარდების რევოლუციის წარმატებისა, საქართველოში კვლავ არსებობს მხარეები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ თავისუფლება. ჩვენ უნდა დავამთავროთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ხალხის იზოლაციაში ყოფნა და მათ თავისუფლად განვითარებისა და კეთილდღეობის აღდგენის თანაბარი საშუალება მივცეთ.

ჩვენ ვითხოვთ დახმარებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეში. მთელი თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, დამოუკიდებლად აერჩია და განესაზღვრა საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. დღეს საქართველომ პირველად შეძლო, მყარად აერჩია თავისი გზა და ეს არის გზა ევროპისაკენ. ჩვენ ყოველთვის ევროპული ოჯახის წევრი ვიყავით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობა ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებით აღვადგინოთ. გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნატოში გაწევრიანებით მთავრდება.

ბატონო პრეზიდენტო, გასულ ზამთარს (ეს იყო პირველი ზამთარი ჩვენი დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ), მე მქონდა შესაძლებლობა, მესმინა თქვენი მეორე საინაუგურაციო გამოსვლისათვის. მე მახსოვს თქვენი სიტყვები: „ყველამ, ვინც ტირანიასა და უიმედობაში ცხოვრობს, უნდა იცოდეს - ამერიკის შეერთებული შტატები არ დახუჭავს თვალს თქვენს შევიწროებაზე და არ აპატიებს მათ, ვინც გჩაგრავთ. როდესაც თქვენ თავისუფლებისათვის აღდგებით, ჩვენ თქვენს გვერდით დავდგებით“.

იმ საღამოს მე მეგონა, რომ პირადად მე მომმართავდით და თქვენ ასევე მიმართავდით ქართველ ხალხს. 18 თვის წინ ქართველი ხალხი თავისუფლების დასაცავად სწორედ ამ ადგილას დადგა. თქვენ სიტყვა შეასრულეთ. ამერიკა რევოლუციის დროს ჩვენს გვერდით იდგა და დღეს თქვენ აქ ჩვენს გვერდით დგახართ.

მინდა თავისუფლების მოედანზე მთელი ერის სახელით მივესალმო მსოფლიო ლიდერს, რომელსაც, როგორც არავის, უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. მივესალმო მას, როგორც საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლს.

Welcome to the Freedom Square, Mr. President.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 10 მაისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2763&i=1

26 პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენცია პარლამენტის შენობაში

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო ძალიან ამაყია, რომ
თქვენ ამ პატარა მიწაზე ჩამობრძანდით!“

ბატონო პრეზიდენტო, ამ ისტორიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მინდა მოგესალმოთ.

როგორც მითხრეს, საქართველოს ქუჩებში თქვენს დასახვედრად 150 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.

მსურს მოგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და თქვენი ვიზიტის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

გუშინ აეროპორტთან სწორედ ის ხალხი ნახეთ, რომელიც ქუჩაში თქვენს დასახვედრად გამოვიდა.

ეს ჩრდილოეთ კორეა არ არის.

ჩვენ არ შეგვიძლია მოსახლეობა მოვატყუოთ და მცდარი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ეს პირადად ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი იყო.

ამ შენობასთან 18 წლის წინათ დემოკრატიისა და მისი პრინციპების დასაცავად 180 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებებისა და დემოკრატიის განვითარების მხრივ, საქართველოს მიმართ არც ერთ ქვეყანას ისეთი მხარდაჭერა არ გამოუხატავს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამ თვალსაზრისით ქართველები ამერიკელების მიმართ მადლიერებას მუდმივად გამოხატავენ.

მსურს მივესალმო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს!

ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობა მილსადენების პროექტებსა და სხვა სტრატეგიულ საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანია.

ეს თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების გაზიარებასა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას შეეხება.

პრეზიდენტი ბუში ის პიროვნებაა, რომელიც ამ საკითხს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მისი აქტიური მხარდამჭერია.

პრეზიდენტი ბუში საქართველოს იმიტომ ეწვია, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა - თავისუფლებისმოყვარე ადამიანს ტირანიის პირობებში არსებობა არ შეუძლია.

ორივემ ვიცით, რომ თავისუფლება მათგან უნდა დავიცვათ, ვისაც მისი შეზღუდვა სურს.

ჩვენი ერთობა კი გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს, რომ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ.

სწორედ ამიტომ 800 ქართველი ჯარისკაცი მოკავშირეთა ძალებს ეხმარება, ერაყში იბრძვის იმ ძალის დასამარცხებლ ლად, რომელთა მთავარი მიზანი ხალხის დამონება, დაშინება და ხოცვაა.

ამიტომ არიან ქართველები ავღანეთში ნატოს მისიით.

აქედან გამომდინარე, ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა, უკრაინის მსგავსად, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას მხარს უჭერს.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანად გადავწყვიტოთ პრობლემები, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებთან - ამ რეგიონების მოსახლეობასა და ტერიტორიებთან არის დაკავშირებული.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესები, მიმდინარე რეფორმები უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ, რათა საქართველოში ცხოვრება უკეთესი გახდეს.

ამას გარდა მივისწრაფვით, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა დავამკვიდროთ და დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ყველა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს გადავწყვეტთ.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბრწყინვალე ლიდერი ბრძანდებით!

საქართველო ძალიან ამაყია, რომ თქვენ ამ პატარა მიწაზე ჩამობრძანდით!

ქართველებს გვწამს, რომ სტუმარი ღვთისაა და თქვენ ყველაზე ძვირფასი სტუმარი ხართ!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

[...]

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენცია პარლამენტის შენობაში / მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო ძალიან ამაყია, რომ თქვენ ამ პატარა მიწაზე ჩამობრძანდით!“ // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 10 მაი ისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News?p=2764&i=2

27 მიხეილ სააკაშვილი: დღეს ჩვენ ერთად ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას

▲ზევით დაბრუნება


თავისუფლებისა და დემოკრატიის ზეიმი - ასე ეწოდა თბილისის ცენტრში - თავისუფლების მოედანზე 10 მაისს გამართულ ღონისძიებას. აქ შეიკრიბა 150 ათასზე მეტი ადამიანი, რათა მისალმებოდა მსოფლიოს ზესახელმწიფოს ლიდერს, გამოჩენილ პიროვნებას, ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილ დიდ სცენაზე ქართული კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, მომღერლებმა და მოცეკვავეებმა საპატიო სტუმრის პატივსაცემად დილიდანვე გრანდიოზული კონცერტი წარმოადგინეს.

უკვე ნაშუადღევს აქ მოვიდნენ ჯორჯ ბუში მეუღლითურთ, მიხეილ სააკაშვილი მეუღლითურთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები, ამერიკის დელეგაციის წევრები.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა საქართველოს მოსახლეობას:

- ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამემამულენო, დღეს ჩვენ ერთად ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას. ჩვენი ქალაქის კედლებს ძალიან ბევრი რამ ახსოვთ. ჩვენი ამაყი, ჩვენი უსაზღვროდ ლამაზი სამშობლო საუკუნეების განმავლობაში იყო მრავალი დამპყრობლის სათარეშო სარბიელი. არ დარჩენილა მსოფლიოში არც ერთი იმპერია, რომელსაც არ მოეტანა აქ სისხლი, ნგრევა, მცდელობა ქართველი ერის განადგურებისა. ამ კედლებს ახსოვთ რომაელები, ბიზანტიელები, ოსმალები, სპარსელები, მონღოლები, რუსები. ვერავინ ვერ გაგვანადგურა, ჩვენ დღესაც ამაყად ვდგავართ თავისუფლები.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში არაერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი ჩამოსულა. ჩამოსულა როგორც დამპყრობელი, ჩამოსულა როგორც დამმონებელი, ჩამოსულა იმისთვის, რათა კიდევ მეტად დაენგრია, კიდევ მეტად დაემცირებინა, კიდევ მეტი შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩვენი ერისთვის. მათი აქ ჩამოსვლა იყო მხოლოდ სისხლის და ნგრევის მომტანი. დღეს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენს გვერდით, თქვენს წინაშე დგას სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც არის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო და დგას როგორც მეგობარი, როგორც პარტნიორი, როგორც მოკავშირე, როგორც თანამებრძოლი, როგორც ადამიანი, ვისი ჩამოსვლაც გვახარებს თითოეულ ჩვენგანს და ვისთან მისალმებაც საამაყოა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო!

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ იყავით რამდენიმე დღის წინათ ჰოლანდიაში, რათა მოგენახულებინათ ამერიკელი ჯარისკაცების სასაფლაო. თქვენამდე ორი დღით ადრე მე ვიყავი ტექსელზე, იგივე ჰოლანდიაში. ძალიან ბევრმა არ იცის მსოფლიოში, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლა, ბოლო ომი ევროპაში ქართველებმა იბრძოლეს და 620 მათგანი გმირულად დაეცა ევროპისა და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისთვის და ისინი გამოვიდნენ გამარჯვებული. ჩვენმა ხალხმა შესაძლებელზე მეტი გააკეთა ევროპის გათავისუფლებისთვის. ჩვენი ფილოსოფოსი, მოაზროვნე და სასულიერო მოღვაწე გრიგოლ ფერაძე, რომელიც გაექცა ბოლშევიკებს პოლონეთში, ჩასვეს ოსვენციმში იმის გამო, რომ იცავდა ებრაელ ბავშვებს დაპატიმრებისაგან. იგი ებრაელი ბავშვის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში და დაიღუპა გმირულად ამ ბავშვის და მთელი ევროპის თავისუფლებისთვის. და ბოლოს, შეიძლება ამ დღეებში ამის შესახებ ბევრს არ გახსენებია სხვაგან, რაიხსტაგზე, ჰიტლერის რაიხსტაგზე დროშა აღმართა ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, ქართველმა, ჩვენმა თანამემამულემ. ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ.

ქართველები ყველგან ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, მაგრამ საქართველოს ამ ბრძოლების შედეგად თავისუფლება არ მოუპოვებია. თუმცა ჩვენ აქ არ შევკრებილვართ წარსულზე სასაუბროდ. დღეს ჯორჯ ბუშის აქ ყოფნა არის დასტური იმისა, თუ რა შეუძლია ერთიანობას, რა შეუძლია თავისუფლებისთვის ერთიან სწრაფვას, ჩვენს ერთსულოვნებას, ჩვენს ერთ მუშტად შეკრულ ხელისუფლებას. პირველად საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც უსმენს ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ კარნახობდეს მას თავის ნებას. ეს არის მთავრობა, რომელიც ემსახურება ხალხს იმის ნაცვლად, რომ ძარცვავდეს და აჩანაგებდეს მას. რაც მთავარია, ეს არის მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია თითოეული თქვენგანის წინაშე, სრულად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავლის წინაშე. უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ჩაბარდა წარსულს დრო, როცა ჩვენი ახალგაზრდები მიდიოდნენ საქართველოდან იმიტომ, რომ აქ არანაირი პერსპექტივა არ იყო. შარშანდელი წელი იყო პირველი, როცა მეტი ქართველი დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა ქვეყნიდან. წარმატებული ქართველები ბრუნდებიან თავისი ქვეყნის დასახმარებლად, თავისი სამშობლოს ასაღორძინებლად. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა კორუმპირებული, გაზულუქებული მოხელეები სისხლს სწოვდნენ ჩვენს ხალხს, წარსულს ჩაბარდა აჭარაში ტირანიის დრო, ადამიანის უფლებების დარღვევის დრო. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჩვენ ვცხოვრობდით სახელმწიფოში, რომელსაც არ შეეძლო დაეცვა თავისი თავი, ჰქონოდა საკუთარი საზღვრები, არ შეეძლო დაეცვა საკუთარი ხალხი. მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ: ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე. ყველას ერთად გვაქვს პასუხისმგებლობა მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებაზე, დაწყებული ბელორუსიიდან, რომელიც იმსახურებს თავისუფლებას. ჩვენ ვიდექით უკრაინელი ხალხის გვერდზე, ჩვენ ვიდექით სხვა ხალხების გვერდზე, დაწყებული ჩრდილოეთ კორეიდან, კუბიდან და ეს არის დემოკრატიის მხარდაჭერა. საქართველო იქნება ამერიკის პარტნიორი ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის გავრცელების საქმეში. ეს არის ჩვენი შემოთავაზება თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ დემოკრატიული ცვლილებების ნაყოფი აღმოცენდება ახლო აღმოსავლეთში. ნიშნად იმისა, რომ ერაყშიც იქნება დემოკრატია, ერაყში თითზე მელანწასმული ხალხი ისეთივე ამაღელვებელი საყურებელია, როგორც ვარდებით ხელში გამოსული ხალხი. მინდა მივესალმო იმ ქართველებს, რომლებიც ამერიკელების გვერდით მხარდამხარ მსახურობენ ერაყში. ისინი აქ არიან წარმოდგენილი და მინდა ყველა ერთად მივესალმოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.

ჩვენ - ქართველები სიამაყით გეუბნებით თქვენ - ამერიკელებს, ჩვენ მუდმივად თქვენს გვერდით ვიქნებით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის ბრძოლის საქმეში. საქართველოს ყველა ეთნიკური კულტურა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე. დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოს დასანახად კიდევ ერთხელ ვუწვდით ძმობის, მეგობრობის ხელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა ერთიანი საქართველოს ფარგლებში. მათთან ერთად მინდა მათი ღირსების, მათი იდენტურობის დაცვა და ერთად ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის.

მე მინდა მივმართო ამერიკას, დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და მთელი მსოფლიოს გასაგონად გითხრათ: როცა 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა და როცა ხალხს შიოდა, პური ამერიკული ხორბლისგან ცხვებოდა, რომელსაც ამერიკა უსასყიდლოდ გვაძლევდა. მინდა მადლობა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, მაშინ ამ დახმარებისთვის.

როცა სამი წლის წინათ საქართველოს ტერიტორია დაიბომბა, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, ამერიკა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აიმაღლა ხმა საქართველოს დასაცავად და უთხრა ყველა ჩვენს მეზობელს, რომ წითელი ხაზი გადის კავკასიის ქედზე და ამის აქეთ არავის არაფერი ესაქმება, ეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. მინდა მადლობა გითხრათ ამისთვის. როდესაც ჩვენ ყველანი ერთად გამოვედით ამ მოედანზე ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად, ამერიკა იყო პირველი ქვეყანა, ვინც გვერდზე დაუდგა ქართველებს თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში. მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის, ბატონო პრეზიდენტო.

საქართველოსთვის ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის დახმარება. „ვარდების რევოლუციის“ წარმატების მიუხედავად, საქართველოში არის მხარეები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ თავისუფლება. ჩვენ უნდა დავამთავროთ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეთა იზოლაციაში ყოფნა. მივცეთ მათ თანაბარი შესაძლებლობა განვითარდნენ თავისუფლების, დემოკრატიისა და ერთიანობის პირობებში.

დღეს ამერიკის პრეზიდენტმა, როგორც არც ერთი სხვა სახელმწიფოს ლიდერმა, ხმამაღლა, კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ საქართველო იქნება ერთიანი და ამერიკა დაიცავს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლების შესანარჩუნებლად. ამისათვის ქართველმა ხალხმა მყარად თქვა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. პრეზიდენტმა ბუშმა კიდევ ერთხელ გამოხატა ღია მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ გრძელი გზა უნდა ვიაროთ დემოკრატიული რეფორმების კუთხით, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, გასულ ზამთარს, ეს იყო პირველი ზამთარი ჩვენი დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ, მე მქონდა შესაძლებლობა, მესმინა თქვენი მეორე საინაუგურაციო გამოსვლისთვის. მახსოვს თქვენი სიტყვები - „ყველამ, ვინც ცხოვრობს ტირანიაში და უიმედობაში, უნდა იცოდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დახუჭავს თვალს თქვენს შევიწროებაზე, არ აპატიებს მათ, ვინც გჩაგრავთ თქვენ. თქვენ, რომლებიც აღდგებით თქვენი თავისუფლებისთვის, ამერიკელები მუდამ დავდგებით თქვენს გვერდით“.

იმ საღამოს მე მეგონა, რომ პირადად მე მომმართავდით; ჩვენს ხალხს მომართავდით, ჩვენს თავისუფლებაზე საუბრობდით, ჩვენს წარმატებაზე ლაპარაკობდით, ჩვენს დემოკრატიას იცავდით, ისევე როგორც ყველა მეზობელი ხალხის დემოკრატიას. თქვენ თქვენი სიტყვები დღეს შეასრულეთ. დღეს, მთელი მსოფლიოს დასანახად, ამერიკა, რომელიც ჩვენს გვერდით იდგა რევოლუციის დროს, დღეს დგას მრავალი თბილისელის წინაშე და დღეს აქ არის 150 ათასი ადამიანი და დღეს თქვენ დგახართ ჩვენს გვერდით, როგორც სიტყვის კაცი და როგორც ჩვენი მეგობარი.

მინდა მთელი ერის სახელით მივესალმო მსოფლიოს ლიდერს, რომელსაც როგორც არავის, უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში. მივესალმო მას, როგორც ჩვენს დიდ მხარდამჭერს და ჩვენს დიდ მეგობარს, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლს.

გასული წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა დააწესა წმინდა გიორგის ორდენი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ეს ორდენი არავისთვის გადაგვიცია, თუმცა შარშან არ ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ბუში აქ ჩამოვიდოდა. მე მინდა საქართველოს თავისუფლების განმტკიცებაში, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ ახალი ქართული ორდენის პირველ მიმღებად - წმინდა გიორგის ორდენის კავალრად გამოვაცხადო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბატონი ჯორჯ ბუში და თქვენი სახელით გადავცე მას ეს ორდენი.

მიხეილ სააკაშვილი: დღეს ჩვენ ერთად ვწერთ ახალი საქართველოს ისტორიას // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 11 მაისი. - №111 (5144). - 2 გვ.

28 მიხეილ სააკაშვილი: „რევოლუციები იყო ხალხის ნების გამოვლინება და არა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეთქმულების შედეგი“

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ სააკაშვილის სავარძელი დგას იმ კაბინეტში, რომელიც ოდესღაც შევარდნაძეს ეკუთვნოდა. ოთახის კედლებზე ნახავთ რელიგიური შინაარსის რამდენიმე სურათს და ფოტოებს, რომელზეც 37 წლის პრეზიდენტი აღბეჭდილია უცხოეთის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან ერთად. დღეს სააკაშვილი ოდნავ მოიცვა ეიფორიამ.

საქართველოს პრეზიდენტი ემზადება თავის სამშობლოში ჯორჯ ბუშის მასპინძლობისთვის, რომელიც 9-10 მაისს განახორციელებს პირველ ვიზიტს კავკასიაში, რაც აქამდე არ გაუკეთებია ამერიკის არც ერთ პრეზიდენტს. 1801 წლის შემდეგ, როცა საქართველო შევიდა რუსეთის იმპერიაში, ამ რეგიონს ყოველთვის განიხილავდნენ, როგორც რუსეთის საგანგებო გავლენის ზონას. „მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 2003 წლის ნოემბრის „ვარდების რევოლუციის“ გმირმა მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, თუ რატომ მიაჩნია მას, რომ ბუშის ჩამოსვლა საქართველოში არის ამ ქვეყნის აღიარებისა და გეოპოლიტიკური შემობრუნების ნიშანი.

- რატომ გადაწყვიტეთ მოსკოვში 1945 წლის 9 მაისის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის ბოიკოტის გამოცხადება?

- ორი დღის წინათ (მოსკოვში გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ) ჩვენ მივხვდით, რომ ამ მომენტისთვის ვერ შევძლებდით საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ ხელშეკრულების დადებას. ასეთ პირობებში კი, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარების ყოფნა ხელს უშლის ჩვენი სუვერენიტეტის სრულად გამოვლინებას, მე ვერ შევძლებდი მოსკოვში გამგზავრებას. ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო, მას შემდეგ, რაც მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს რუსეთის მხარესთან დისკუსიის დროს, წინსვლა მოულოდნელად შეჩერდა. რუსები აცხადებდნენ, რომ ჯარების გაყვანას დასჭირდებოდა თორმეტი წელი, შემდეგ თქვეს, რომ ეს თერთმეტ წელში იქნებოდა შესაძლებელი, ბოლოს კი განაცხადეს, რომ სამი-ოთხი წელიც ეყოფაო.

ჩვენ მზად ვართ, გაგებით მოვეკიდოთ ამას, მაგრამ მსურს გავიხსენო, რომ ლიბანიდან სირიის ჯარების გამოყვანას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდა და თანაც, იქ სირიელი ჯარისკაცების რიცხვი ოთხჯერ აღემატებოდა ჩვენს ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის კონტინგენტს. გუშინ, პირველად ამ 9 თვის განმავლობაში, ტელეფონით ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს. მას შეგნებული აქვს სიტუაცია, იგი რეალისტია. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა ჯარების გაყვანის პროცესმა რუსეთის მხარისთვის არ გამოიწვიოს რაიმე დამცირების გრძნობა. ეს, როგორც ჩანს, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯარების გაყვანის ვადა უნდა გახდეს 2008 წლის დამლევი. სწორედ ამ წლისთვის არის დანიშნული საქართველოში მომავალი პრეზიდენტის არჩევნები.

- რას ელით ბუშის ვიზიტისგან?

- ჯორჯ ბუშმა მტკიცედ განაცხადა, რომ საქმე ეხება იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ისევე როგორც „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარების საქმისთვის ხელშეწყობას. იგი აპირებს, კვლავ დაადასტუროს, რომ პატივი უნდა სცენ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს, რომლებიც წარმოიქმნენ სსრ კავშირის დაშლის შედეგად. ბატონმა ბუშმა ილაპარაკა ასევე იალტის დანაშაულებრივ შეთანხმებაზე, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მე თვითონაც სუამის სამიტის დროს მოვუწოდე დამსწრეთ, გაგვემართა „ახალი დემოკრატიული იალტის კონფერენცია“. 1945 წლის 9 მაისს ყველა ქვეყანა ერთნაირად ვერ აღიქვამს, რადგან ზოგიერთი მათგანისთვის ომის დასრულება გახდა საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისი.

ჯორჯ ბუშის ჩამოსვლას თბილისში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი ვიზიტს მართავს უკრაინასა და ყირგიზეთში მომხდარი მოვლენების შემდეგ. პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემდეგ ბუშს ტელეფონით თვეში სულ ცოტა, ორჯერ მაინც ვესაუბრები. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული როლი შევასრულე ყირგიზეთში პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების საქმეში. მე ტელეფონით დავუკავშირდი ყაზახეთის პრეზიდენტს და ვთხოვე მას დაეთანხმებინა პოსტიდან გადადგომაზე ასკარ აკაევი.

უკრაინაში რევოლუციამდე ერთი წლით ადრე მე ბევრს ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში და ყოველთვის აღვნიშნ ნავდი, რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური ცვლილებები უკრაინაში. ბევრს ეს არ სწამდა, ამბობდნენ, რომ უკრაინა რუსეთთან ძალზე ახლოაო. ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ვიყავი რევოლუციის „ექსპორტიორი“, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციები კიევში, თბილისსა და ბიშკეკში იყო სრულიად განსხვავებულ ქვეყნებში მომხდარი რევოლუციები. ეს გახლდათ ხალხის ნება-სურვილის გამოვლინება და არა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ან ჯორჯ სოროსის რაღაც შეთქმულების შედეგი, როგორც ამის წარმოდგენა სურს ზოგიერთს. საქმე ეხება 1989 წლის რევოლუციების შემდეგ ევროპის გათავისუფლების მეორე ტალღას.

- თქვენ ელით ამ პროცესების გაგრძელებას სხვა სახელმ მწიფოებშიც - ბელორუსიაში, აზერბაიჯანში? - ყველასთვის აშკარაა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი დიქტატურაა, ეს არის ანომალია შუა ევროპაში. რაც შეეხება ილჰამ ალიევს, მას კარგად აქვს შეგნებული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეფორმების განხორციელებას აზერბაიჯანში. ალიევი ფანატიკოსი არ არის. თქვენ ნახავთ, იგი აღარ გასცემს ოპოზიციის მანიფესტაციების სასტიკად დარბევის ბრძანებას, როგორც ეს გააკეთა რამდენიმე წლის წინათ.

ნატალი ნუგაირედი
„მონდი“ (საფრანგეთი), 10 მაისი

მიხეილ სააკაშვილი: „რევოლუციები იყო ხალხის ნების გამოვლინება და არა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეთქმულების შედეგი“ / წყარო: ნატალი ნუგაირედი - „მონდი“ (საფრანგეთი) // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 11 მაისი. №111 (5144 ). - 5 გვ.

29 დადგა იალტაში დაბრუნების დრო

▲ზევით დაბრუნება


60 წლის განმავლობაში „იალტა“ ნიშნავდა ღალატსა და გვერდზე განდგომას. ამ მზიურ შავიზღვისპირა კურორტში ბრიტანეთს, საბჭოთა კავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული დიპლომატიური შეთანხმების შედეგად მილიონობით ადამიანი მოხვდა უმოწყალო ტირანიის ხელში.

როგორც გასულ კვირას ლატვიაში პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, იალტის ხელშეკრულება მოჰყვა მიუნხენის მანკიერ ტრადიციებსა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. მძლავრმა სახელმწიფოებმა როცა მიაღწიეს მორიგებას, მსხვერპლად გაიღეს პატარა ხალხების თავისუფლება.

საბედნიეროდ, ევროპის დაყოფა, რკინის ფარდა, რომელმაც მონიშნა მისი საზღვრები, წარსულის აჩრდილად დარჩა. 1989 წლის თაობამ მიაღწია წარმატებას გდანსკის, პრაღისა და რიგის ქუჩებში და ტერიტორიათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც იალტის კონფერენციის შედეგად დიქტატორის ხელში აღმოჩნდა, ახლა დემოკრატიული ხალხების ერთობას ეკუთვნის. უკვე დადგა დრო, რომ ჩვენც შევიტანოთ წვლილი ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ჩამოყალიბებაში. რუმინეთის პრეზიდენტთან ტრაიან ბესესკუსთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან ამ ცოტა ხნის წინათ გამართული საუბრის შემდეგ ვფიქრობ, რომ დადგა ახალი იალტის კონფერენციის, სამი ძირითადი მიზნით ევროპის ახალი დემოკრატიების ნებაყოფლობითი გაერთიანების დრო.

ჯერ ერთი, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველომ მხოლოდ წელიწადნახევრის წინ მიაღწია თავისუფლებას „ვარდების რევოლუციის“ დროს. მართალია, ჩვენ დიდი წარმატებები მოვიპოვეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ასაშენებლად. ჩვენი ტერიტორიის ორ დიდ ნაწილს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს - არ შეხებია თავისუფლების ტალღა, რომელმაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას გადაუარა. ჩვენ უნდა გამოვნახოთ ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზა და გავაკეთებთ კიდეც ამას, რათა გავაუმჯობესოთ საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრება. სულ ხუთი თვის წინათ დასრულდა უკრაინაში „ნარინჯისფერი რევოლუცია“. ჩემმა მეგობარმა ვიქტორ იუშჩენკომ უნდა გადაწყვიტოს რთული ამოცანები. მან უნდა აღადგინოს ქვეყნის ეკონომიკა, ბოლო მოუღოს კორუფციასა და დამნაშავეობას, რომლებიც უკრაინას მემკვიდრეობით ერგო არაერთი ათწლეულის რეპრესიებისა და უკანონობის შედეგად.

მეორეც, ჩვენ უნდა გავაფართოოთ თავისუფლების საზღვრები შავი ზღვის რეგიონში და მთელს ევროპაში. მოლდავეთს, ისევე როგორც საქართველოს, აქვს სეპარატისტულ რეგიონთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც სულდგმულობს იქ შემორჩენილი საბჭოთა იარაღისა და უკანონო ეკონომიკური საქმიანობის ხარჯზე - იარაღით, ნარკოტიკებითა და ქალებით ვაჭრობა. ეს საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი ნამსხვრევებია.

ბელორუსიაში 10 მილიონი კაცი ფაქტობრივად უუფლებოა. ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის ძირითადი იარაღია ადამიანების დაშინება, თუმცა, ამასთან, თვითონ ეშინია საკუთარი ხალხის. მსოფლიო გაერთიანებას შეუძლია გააკეთოს გაცილებით მეტი იმისთვის, რომ დაეხმაროს ბელორუს ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ახალმა იალტის კონფერენციამ ხელი უნდა შეუწყოს ბელორუსიის გათავისუფლებას სამთავრობო მოხელეებისთვის ევროპის ფარგლებში გადაადგილების მკაცრი შეზღუდვის დაწესების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სფეროს საზოგადოების საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისა და მატერიალური დახმარების გაფართოების გზით და იმ მშვიდობიანი პროტესტების მეშვეობით, რომლებმაც უკვე შეასრულეს თავიანთი როლი საქართველოსა და უკრაინის გათავისუფლებაში.

და მესამეც, ჩვენ გვსურს, რომ თავისუფლების საზღვრები შორს გასცდეს შავი ზღვის რეგიონს. ჩვენ არაორაზროვნად მივანიშნებთ მჩაგვრელებსა და ჩაგრულებს: თავისუფალი ხალხები მშვიდად ვერ ადევნებენ თვალყურს იმას, თუ როგორ ჰყვავის ტირანია. სწორედ ისევე, როგორც ჩვენ ვსარგებლობთ თავისუფლების კეთილდღეობით, ნაკისრი გვაქვს კიდეც პასუხისმგებლობა იმათ წინაშე, ვისაც ჯერ ამისთვის ვერ მიუღწევია. ზიმბაბვეში, კუბაში, ბირმაში, მსოფლიოს სხვა რეგიონებში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს მკაცრი ტირანების რეჟიმების ქვეშ. მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები ძალზე ხშირად არიან მზად, მსხვერპლად გაიღონ თავისუფლება იმის სანაცვლოდ, რასაც ისინი მცდარად მიიჩნევენ სტაბილურობად. ჩვენ ვიცით, რომ სტაბილურობას მოიტანს მხოლოდ იმ ხალხის თანხმობა, რომლებსაც ისინი მართავენ. და ჩვენ გვწამს, რომ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები თუ დაისახავენ პრიორიტეტად თავისუფლებას, დიქტატორთა დღეები დათვლილი იქნება.

იმ პირებმა, რომლებმაც ისტორიულად არასწორი პოზიცია დაიკავეს თბილისში, კიევსა და ბიშკეკში - ისევე, როგორც იმათ, ვინც ეს მათზე ადრე გააკეთა ვარშავაში, ბრატისლავასა და ბელგრადში, - დაკარგეს კავშირი თავიანთ ხალხებთან და ვერ დაინახეს კარსმომდგარი დემოკრატიული ცვლილებები. ხალხის მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს ისინი მუდამ უწოდებდნენ რაღაც იდუმალებით მოცული ძალების მიერ წამოწყებულ „შეთქმულებას“. მაგრამ ნუთუ მათთვის არ იყო ნათელი, რომ კორუმპირებული და დესპოტი ლიდერები სამუდამოდ ვერ მართავდნენ ქვეყნებს თავთავიანთი ხალხის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ?

ისტორიულად შავი ზღვა მდებარეობდა რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიების შესაყარზე. ახლა იქ გადასალახი საზღვარი - თავისუფლების საზღვარია ახალი ახალგაზრდა დემოკრატიებით. ის ღირებულებები, რომლებიც შთაგვაგონებდნენ ჩვენი მშვიდობიანი რევოლუციების დროს - მთავრობა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით, ღია საზოგადოება, კანონის უზენაესობა - არ გახლავთ მხოლოდ ევროპული ღირებულებანი - ისინი საყოველთაოა. თავისუფლების ქარმა, რომელმაც შავი ზღვიდან გადაუარა უკრაინას, ახლა შუა აზიის სტეპებში ბობოქრობს და ლიბანის კედარის ტოტებამდეც მიაღწია.

დადგა დრო, დავბრუნდეთ იალტაში. ამჯერად ჩვენ არ მივმართავთ არანაირ საიდუმლო დიპლომატიას, რომლის შედეგადაც სახელი გაუტყდებოდა ჩვენს ღირებულებებს, ყოვლად უდანაშაულო ადამიანები კი დამონებულები აღმოჩნდებოდნენ. დემოკრატიული ქვეყნების ამ ახალ გაერთიანებაში ჩვენი დიპლომატია იქნება ღია და ჩვენ მომავლისკენ მივაპყრობთ მზერას. მაშინ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ იალტა ვაქციოთ იმედის სიმბოლოდ.

მიხეილ სააკაშვილი
„ვაშინგტონ პოსტი“ (აშშ), 10 მაისი.

დადგა იალტაში დაბრუნების დრო / მიხეილ სააკაშვილი / წყარო: „ვაშინგტონ პოსტი“ (აშშ) // საქართველოს რესპუბლიკა - 2005. - 11 მაისი. - №111 (5144). - 5 გვ.

30 25 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

▲ზევით დაბრუნება


შევაჯამოთ გასული წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენები.

ბოლო წლები ჩვენთვის ნამდვილად დინამიური და ისტორიულად საინტერესო იყო.

ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო. საქართველო განადგურებული, გაუბედურებული ქვეყანა იყო, რომლის მომავლისაც, საკუთარი ხალხის ჩათვლით, არავის სჯეროდა.

საზღვარგარეთ ჩემი სწავლის პერიოდში, საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ქართველობით ვამაყობდით.

ეს ქართული სტერეოტიპი იყო.

90-ანმა წლებმა ეს სტერეოტიპი მიწასთან გაასწორა. ქართველებს რცხვენოდათ, რომ ქართველები იყვნენ.

დღეს ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იყოს ის, შეუძლია საკუთარი ქვეყნით იამაყოს.

დღეს „ვარ ქართველი“ განსაკუთრებულად ჟღერს.

საქართველომ თავისი ღირსება და თავმოყვარეობა აღიდგინა, რაც ჩვენთვის მთავარი წარმატებაა.

დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ზენიტში იმყოფება.

თანამედროვე ისტორიის მანძილზე პირველი შემთხვევაა, რომ ამდენმა ადამიანმა გაიგო, თუ სად არის საქართველო და შენატრის მას.

თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ჯორჯ ბუშმა თბილისში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს მანათობელი შუქურა და მისაბაძი მაგალითია.

საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთ ზენიტში. ეს ჩვენი ხალხის დამსახურებაა.

მე კარგად ვიცი, რა გაჭირვება და სიდუხჭირეა ქვეყანაში.

ამის შესახებ დღეში ასობით ისტორიას ვისმენ, თავადაც დავდივარ და ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავ.

მე არ მაქვს უფლება, არ დავინახო ქვეყნის პერსპექტივა.

ამ წელს ყველაზე ახლო თანამებრძოლი, მეგობარი და მრჩეველი ზურაბ ჟვანია დავკარგე. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო და გონს მოსასვლელად რამდენიმე თვე დამჭირდა, თუმცა გარეგნულად ამის შემჩნევის უფლება არ მქონდა.

პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს კი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, გუბერნატორი ჟანი კალანდაძე დავკარგე.

ცხინვალში ჩვენი 14 ჯარისკაცის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო.

ამის მიუხედავად, მძიმე დარტყმების გადატანა შევძელით.

ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩემს თავსაც და სხვებსაც მოვუწოდებ - ნუ გამოვიჩენთ სულსწრაფობას, რადგან უკან დახევისა და წინდაუხედავი მოქმედებების უფლება არ გვაქვს.

ჩვენი ვალია, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

ჩვენ ვალდებულება მთელი მსოფლიოს წინაშე გვაქვს აღებული.

საქართველო მთელი მსოფლიოს მისაბაძი მაგალითია, რასაც მარტო პრეზიდენტი ბუში არ ამბობს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ დღევანდელი მსოფლიოს ისტორიაში საქართველო, მისი სიმცირის მიუხედავად, სულიერ მისიას აიღებდა და ახლა ამ ისტორიული მისიის შესრულების დრო დადგა.

საკუთარი ხალხისა, მთელი მსოფლიოსა და კაცობრიობის წინაშე უფლება არ გვაქვს, რომ დავმარცხდეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დავით კიკალიშვილი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“: - სიმბოლური იქნება, თუ შეკითხვას 26 მაისის წინ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით დაგისვამთ. ამას წინათ პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „კარგი იქნება, რომ რუსული ბაზების გაყვანის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განლაგდეს“. როგორია თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მთავარი, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მოხდა, არის ის, რომ საქართველო სახელმწიფო გახდა და მასთან სხვანაირი საუბარია საჭირო. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოზირია - ჩვენ ამ რეგიონში ანგარიშგასაწევი ფაქტორი გავხდით. ჩვენ არ გვაქვს იმის სურვილი, რომ საქართველო მხოლოდ დერეფანი იყოს. აღსანიშნავია, რომ დღეს დეკლარაციას მოვაწერეთ ხელი და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც პლაცდარმი და არც პლატფორმა უცხო ქვეყნის ჯარებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ჯარი გვყავდეს, ჩვენი ეკონომიკა გვქონდეს და თვითონ ვვითარდებოდეთ.

გადაწყვეტილებას რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ იმედია მიიღებენ, რადგან ჩვენ ამ საკითხს პრინციპულად ვუდგებით. ჩვენ არ გვსურს, რომ რუსეთი გავიუცხოვოთ და არ ვართ იმდენად ცუდად მოაზროვნენი, რომ არ გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კარგ ურთიერთობას, მაგრამ ყველა უნდა მიხვდეს, რომ საქართველოსთან ხელის წაკვრით ლაპარაკი აღარ შეიძლება. სხვათა შორის, მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ეს ძალიან კარგად ესმის. ხანდახან რუსეთის ტელევიზიით პოლიტიკოსს რომ მოუსმენ, თმა ყალყზე დაგიდგება, ჩემზე მგონი „სერიალებიც“ კი შექმნეს; მაგრამ ეს პროპაგანდა და აჟიოტაჟი გაივლის. შეუძლებელია, რომ იმ ხალხმა, ვისაც საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი ოცნება და გეგმები ჰქონდა, ჩვენს გაძლიერებას ასე ადვილად შეეგუოს. ამას უნდა შევურიგდეთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არც ერთმა მეზობელმა ქვეყანამ თავი საფრთხეში არ იგრძნოს. ყველაფერს ვიღონებთ, რომ რუსეთს ჩვენის მხრივ პრობლემები არ შეექმნას - ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან პრობლემები საკმარისზე მეტი გვაქვს, მაგრამ ბაზების საკითხს აუცილებლად მოვაგვარებთ. ჩვენ მივაღწევთ მათ საბოლოოდ გაყვანას და ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებსაც გადავწყვეტთ. თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის გახსნა ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულობის დასასრულის დასაწყისია. დასასრული მაშინ დადგება, როდესაც მომავალ წელს შახდენიზის გაზსადენი ამოქმედდება და გაზის მოწოდების ალტერნატიული წყარო გაგვიჩნდება, თუმცა არსებულ წყაროსთანაც ჯანსაღი, კომერციული ურთიერთობა გვექნება. მომავალ წელს უსაფრთხოების რეფორმასაც დავასრულებთ და დაცვის ყველა ის გარანტია გვექნება, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ვინმეს მისი დაშანტაჟების სურვილი არ გაუჩნდეს. თუმცა ვიმეორებ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა დავამყაროთ. ისტერია უნდა დამთავრდეს და ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალია. ორ თავისუფალ ქვეყანას კი, ღირსეული, თბილი, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.

გიორგი ახვლედიანი - ტელეკომპანია „იმედი“: - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ გარკვეულწილად შარშანდელი წელი მიმოიხილეთ, მაგრამ საინტერესოა, მოესწრო თუ არა ყველა დაპირებისა და სურვილის განხორციელება? რაზე გწყდებათ ყველაზე მეტად გული, რა ვერ გაკეთდა ამ ერთ წელიწადში? თქვენ ხომ მეორედ იღებთ აღლუმს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს.

- აღლუმით დავიწყებ. ქართულ არმიაში მართლაც სასწაული მოხდა და მიმაჩნია, რომ თავდაცვის ყველა მინისტრმა ძალიან კარგად იმუშავა. განსაკუთრებით კი ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო თვეების მუშაობას გამოვყოფ. არ გვინდა, რომ ხვალინდელ აღლუმზე პროვოკაციული გამოსვლა გვქონდეს. წელს, მოდერნიზაციის თვალსაზრისით, განუზომლად უფრო კარგი, ხარისხიანი და ზოგ სფეროში ბევრად მეტი ტექნიკა გვაქვს, ვიდრე შარშან. გასულ წელს, რაც გვქონდა, ყველაფერი გამოვიყვანეთ, მაგრამ ხვალ იარაღის ჟღარუნს არ ვაპირებთ. წელს ქართულ არმიაში შარშანდელთან შედარებით ჯარისკაცთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიუხედავად, ჩვენი არმია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პატარაა, მაგრამ მალე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი, კარგად მომზადებული და მოტივირებული გახდება. განსაკუთრებით ჩვენი რეზერვისტებით ვამაყობ. ეს სფერო სახელმწიფოს ატრიბუტია. სახელმწიფოს თავმოყვარეობა და ღირსების განცდა არ ექნება, თუ მას შეიარაღებული ძალები არ ეყოლება და თუ მშობელს შვილის ჯარში გაშვება არ მოუნდება. ახლა კი, მართლაც ჯარში წამსვლელთა რიგი დგას. ეს ფსიქოლოგიური გადატრიალებაა, რადგან ტრადიციულად საბჭოთა ჯარში ქართველები არ მსახურობდნენ. მე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ვიყავი. ორი წელი ვიმსახურე და იმის მიუხედავად, რომ ის სხვა ქვეყნის ჯარი იყო, ძალიან სასარგებლო სკოლა გავიარე. ახლა სულ სხვა ვითარებაა - ეს უკვე ჩვენი ჯარი და ჩვენი არმიაა. ჩვენი ბიჭებით, ოფიცრებით ყველა ვამაყობთ. ისინი ჩვენი საზოგადოების ელიტას უნდა წარმოადგენდნენ.

რა შეიცვალა საქართველოში ბოლო წლის განმავლობაში? ქვეყანამ თავისი ფუნქციების შესრულება დაიწყო. გასული წლის დამლევამდე, თუ თქვენ ყაჩაღი თავს დაგესხმებოდათ, ვერც პოლიციაში დარეკავდით და თუ ცუდად გახდებოდით, ვერც სასწრაფოს გამოიძახებდით. დღეს კი საქართველოში არის ფუნქციონირებადი, ეფექტიანი პოლიცია, რომელიც ყველას უყვარს, რომელიც ხალხს არ სცემს, მაგრამ დანაშაულს ხსნის, რომელიც გამოძახებისას დროულად მიდის, კარგად არის აღჭურვილი და ხელფასიც მაღალი აქვს. ამიტომ საზოგადოებამ მუდმივად უნდა აგრძნობინოს მას, რომ აფასებს და მისი შენარჩუნება სურს. ხვალიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო სასწრაფო დახმარება გვექნება. ამაზე დიდი ხანია ვოცნებობ, მაგრამ რესურსების მობილიზება მხოლოდ ახლა შევძელით. ამჟამად მთელ საქართველოში გზების მშენებლობა მიმდინარეობს. შარშანდელი წელი სახელმწიფო აპარატის კორუფციისგან გაწმენდისა და სახელმწიფო სტრუქტურების კონსოლიდაციის წელი იყო. წლევანდელი მშენებლობის დაწყების წელიწადია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. შემოყვანილია ტექნიკა მთელ თბილისში, რეგიონებში - ქუთაისში, გურიაში, ზუგდიდში, აჭარაში, კახეთში გზების მშენებლობა მიმდინარეობს. ფასადები განახლდა როგორც თბილისში, ისე სიღნაღში, ბათუმს ვერც კი იცნობთ. ვიცი, რომ საქართველოს თითქმის ყველა ოჯახი აჭარაში წასასვლელად ემზადება და ყველას ვთხოვ, რომ წავიდეს, რადგან ერთმანეთის დასახმარებლად ეს საუკეთესო საშუალებაა. ტრანსპორტის რეფორმა მთელ საქართველოში ხორციელდება და იმისათვის, რომ რომელიმე აზიურ ან აფრიკულ მეტროპოლისს არ დავემსგავსოთ და ქალაქებში ცივილიზებულმა ტრანსპორტმა იაროს, კიდევ ასეულობით ავტობუსის შემოყვანას ვაპირებთ.

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ევროპული იერ-სახე უნდა ჰქონდეს. წელს ჩვენი სიმძლავრეების შექმნას შევძლებთ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მოვიპოვებთ. ჩვენ საკუთარი სიმძლავრეები უნდა გვქონდეს, რათა ზამთარში დენის გათიშვის აღარ შეგვეშინდეს. ამ ობიექტების დასრულებას შემოდგომისთვის ვგეგმავთ. მსურს, რომ პირველი რეაბილიტირებული ახალი ელექტროსადგური 23 ნოემბერს გავხსნათ. მიმაჩნია, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით წელს ვითარება სერიოზულად გაუმჯობესდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამრიცხველიანება უსწრაფესი ტემპით მიმდინარეობს. რაც 4 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, წელს გაკეთდა, რადგან უმკაცრესი კონტროლი დავაწესეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ამჟამად გამრიცხველიანების პროცესი 20-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე 3-4 თვის წინათ. ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი. ასე რომ, ქვეყანა წინ მიიწევს. სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, ცენტრალური ხელისუფლების ყველა მოსამსახურეს, მინისტრებს კარგი ცხოვრებისთვის საკმარისი ხელფასი აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანი ისეთი მდიდარი არ არის, როგორც ძველი მთავრობის 40-ლარიანი მინისტრები იყვნენ. არც შეიძლება, რომ ასეთ ქვეყ ყანაში მთავრობა მდიდარი იყოს. ბევრი საკითხია, მაგალითად, განათლების რეფორმასთან დაკავშირებული. წელს ზაფხულში პირველად რამდენიმე ათასმა ადამიანმა უმაღლეს სასწავლებელში ქრთამისა და ჩაწყობის გარეშე უნდა ჩააბაროს. ეს ხომ რევოლუციაა? ეს ხომ ძნელი წარმოსადგენია? ეს ტენდენცია კომუნისტების დროიდან მოდის, ბოლო წლებში კი ყველა პროფესიის დიპლომის ყიდვა შეიძლებოდა. ამის ნათელი მაგალითი პარლამენტის წინ გამართული აქციები იყო. თქვენ დაინახავთ, რომ ხალხს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდება - ჩაბარება და სწავლა პატრონის, ფულისა და „ჩაწყობის“ გარეშეც არის შესაძლებელი.

საქართველო სახელმწიფო არ იყო. ჩვენ, პრაქტიკულად, ახალ სახელმწიფოს ვქმნით. თანამედროვე სახელმწიფოებრიობა ჩვენ არასოდეს გვქონია. წინა მთავრობის პერიოდში საქართველო გაურკვეველი წარმონაქმნი იყო, რომელსაც ფორმალურად სახელმწიფოს ატრიბუტები ჰქონდა. ახლა ჩვენს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულებაა. სხვათა შორის, ბრწყინვალედ მუშაობს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. მასთან ერთად ხშირად დავდივარ და ვხედავ, როგორი დამოკიდებულება აქვთ პირადად მის და ჩვენს მიმართ ადამიანებს. ჩვენ ობიექტს კი არა, საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტს წარმოვადგენთ. 31 დეკემბერს უკრაინაში საქართველოს სახელით ვიდექი და მთელი უკრაინა საქართველოს დროშას აფრიალებდა და ტაშს გვიკრავდა. ეს საქართველოს ისტორიაში განუმეორებელი რამაა. უკრაინელებს და ქართველებს ეს ათი საუკუნის შემდეგაც ემახსოვრებათ, ისევე როგორც ამერიკელებსა და ქართველებს პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი ათი საუკუნის შემდეგაც ემახსოვრებათ.

ირაკლი მაისურაძე - ტელეკომპანია „მზე“: - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრწყინვალე მუშაობა ახსენეთ. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდში მთლიანად მინისტრთა კაბინეტის მუშაობას და როგორი იქნება მომავალში თქვენი საკადრო პოლიტიკა - მინისტრები შეიცვლებიან, ადგილებს გაცვლიან თუ დაკავებულ თანამდებობებს შეინარჩუნებენ?

- გასული წელი ექსპერიმენტების წელი იყო. თუ დააკვირდით, საკადრო პოლიტიკა სტაბილური გახდა, რადგან საჯარო მოსამსახურეს ხელფასისა და დაფასების გარდა სტაბილურობის განცდაც უნდა ჰქონდეს. მინისტრის შეცვლასთან ერთად საჯარო მოხელეს სამსახურიდან წასვლა არ მოუწევს. ჩვენ ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის წესი უნდა გავამარტივოთ და ბიზნესს გზა უნდა გავუხსნათ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ახალი ბიზნესის წამოწყება ძნელი იქნება, თუ სტაბილურობის განცდის მქონე სამოქალაქო მოსამსახურე არ გვეყოლება. ამავე დროს, არც ერთ ჩვენ მიერ დანიშნულ თანამდებობის პირს დაუსჯელობის განცდა არ უნდა დაეუფლოს. ყველაზე რთული სწორედ მათი დასჯა აღმოჩნდა. ძველ კადრებს დამცველები არ ჰყავდათ. ამათ კი დამცველები მყისვე გამოუჩნდათ. საკმარისია საშუალო დონის თანამდებობის პირსაც კი ხელი მოჰკიდო (მაშინაც კი, როდესაც ქრთამის გადაცემის მომენტი ვიდეოკამერითაა დაფიქსირებული), რომ მომენტალურად მას უამრავი დამცველი გამოუჩნდება. ჩვენს დანიშნულ ხალხს კიდევ უფრო მკაცრად ვაკონტროლებთ, მაგრამ წესიერ ადამიანს დაფასება სჭირდება. სულ უფრო მეტი ახალი ხალხის მოსვლაა აუცილებელი და ასეთი ადამიანების მოძიებისთვის კარგი სისტემის შემუშავებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას საქართველოში მსგავსი არაფერი ჰქონია. ჩვენ ყველაზე მეტი გამოცდილება გვაქვს, რადგან თავის დროზე მთავრობაშიც ვიყავით და სხვადასხვა თანამდებობაზეც ვიმუშავეთ. ჩვენ კადრების შერჩევის ისეთი სისტემა უნდა შევიმუშავოთ, რომ ადამიანი თავისი ერთგულების, პატიოსნების, კომპეტენტურობისა და პატრიოტიზმის შესაბამისად დაწინაურდეს. ამ სისტემას მე ვქმნი. მართალია, ის ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი და სრულიად სხვადასხვა ასაკის ხალხი უნდა მოვიდეს, მაგრამ მმართველობითი აპარატი ბევრად უფრო მცირე უნდა გვქონდეს და ამას ყველა უნდა შეეგუოს, რადგან მმართველობით აპარატში თითოეული ადგილი კერძო სექტორში 3-4 ადგილს გვაკარგვინებს. ჩვენ კორუფცია შევამცირეთ, მაგრამ სანაცვლოდ შეშინებული ბიუროკრატია მივიღეთ. ნახეთ, რამდენი დაუმთავრებელი შენობაა თბილისში! ადრე გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერ ადგილზე რასაც გსურდა, იმას ააშენებდი. ეხლა კი შეშინებული ბიუროკრატი მილიონის საფასურადაც არაფერს მოგცემს. ჩვენი განწყობა ისე უნდა შეიცვალოს, რომ ეს ბიუროკრატია გამბედავი და პატიოსანი გახდეს. ჩვენ თავად უნდა შევთავაზოთ ხალხს, რომ მოვიდნენ, ააშენონ და ფული ეკონომიკაში ჩადონ. მაგალითად, ჩემი ნაცნობები უნივერმაღის ასაშენებლად 15 მილიონიან ინვესტიციას დებენ, მაგრამ ერთი წელია ნებართვას ვერ იღებენ. თავად მე მომიხდა 4-ჯერ დარეკვა, რადგან ცალკეა ძეგლთა დაცვა, სერთიფიცირებისა და მერიის 10 სხვადასხვა სამსახური. ყოველივე ეს მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რადგან ამით ბევრი იკვებება და დამცველიც ბევრი გამოუჩნდება. ბიზნესს გზა უნდა გავუხსნათ, რადგან ეკონომიკა არ განვითარდება, თუ ბიზნესმენებს ასეთ ინსტიტუტებს გზიდან არ ჩამოვაშორებთ. რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს? - ისინი არ დააყაჩაღოს, გზები აუშენოს, დენი მიაწოდოს და თავი დაანებოს. კეთილი უნდა ვინებოთ და საშუალება მივცეთ, რომ ეკონომიკა განავითარონ, რადგან მათ ეს საქმე ჩვენზე უკეთესად იციან. სახელმწიფო სამუშაო ადგილებს თავისთავად ვერ შექმნის. მართალია, კიდევ გვჭირდება პოლიციელები, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე მანამდე იყო; დანარჩენი ხალხი კი კერძო სექტორში უნდა დასაქმდეს; ამიტომ გზა უნდა გავუთავისუფლოთ მათ, ვინც სამუშაო ადგილებს რეალურად ქმნის. უახლოეს მომავალში ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

ლაშა ხარაზაშვილი - საზოგადოებრივი ტელევიზია: - ბატონო პრეზიდენტო, როგორც უკვე აღნიშნეთ, გასული წლის განმავლობაში, სახელმწიფოს შენების პერიოდში, ოპოზიციური ძალების მხრივ ხელისუფლების მისამართით გარკვეული კრიტიკა ისმოდა. თქვენ, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, როგორ ხვდებით კრიტიკას და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ოპოზიციური ძალების მიმართ?

- მინდა ვთქვა, რომ ამ წელიწადში მთავარი გარღვევა და ფსიქოლოგიური ცვლილება მოხდა - მთავრობის წევრები ერთმანეთს აღარ უპირისპირდებიან. ეს მართლაც უდიდესი მიღწევაა. თქვენ არ გახსოვთ, როგორი მთავრობა გვყავდა? - ერთ მაგიდასთან მე, კახა თარგამაძე და ათი სხვა ადამიანი ვისხედით, ანუ ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ხალხი იყო თავმოყრილი და ითვლებოდა, რომ ეს საქართველოს მთავრობა იყო, სადაც მუდმივად გაუთავებელი გარჩევა, ინტრიგები მიმდინარეობდა და ყველა ერთმანეთს ებრძოდა. ჩვენ პირველად ვაჩვენეთ ხალხს, რომ მთავრობაში არსებული დავებისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ამ შემთხვევაში არავითარი ზემოქმედებისა და შანტაჟის არ გვეშინია. ზოგჯერ შესაძლოა შეცდომაც დავუშვათ, მაგრამ ეს შეიძლება პატიოსანი შეცდომა იყოს და არა სუბიექტური ფაქტორით განპირობებული. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ დასახულ მიზანს ყოველთვის ბოლომდე მივიყვანთ.

რაც შეეხება კრიტიკას. კრიტიკაც არის და კრიტიკაც. ვერც ერთი ნორმალური ხელისუფლება ჯანსაღი, აქტიური ოპოზიციის გარეშე ბოლომდე ეფექტიანი ვერ იქნება. ეს მუდმივი შეჯიბრია. ნამდვილი მასმედიის გარეშეც შეუძლებელია ეფექტიანად იმუშაო, რადგან საჭიროა მუდმივი კონტროლი. ბოლოს და ბოლოს ეს არის სარკე, ზოგჯერ მრუდეც კი, მაგრამ ის ქვეყანაში არსებულ რეალობას ასახავს. თუმცა უნდა აღვნიშნო ზოგიერთი ფაქტი. მაგალითად, პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი ზოგიერთმა პოლიტიკოსმა არაფრად ჩააგდო და სხვადასხვა ტელეარხით გამოსვლისას ცინიკურად განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში სხვადასხვა ქვეყანაში ასე ხშირად დადის და თურმე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა; თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ზომის, ბიუჯეტისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით არც ერთ მსგავს ქვეყ ყანაში არ ჩასულა. საქართველოს ისტორიაშიც მსგავსი ვიზიტი არასოდეს განხორციელებულა. თანაც მან აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყაროა; რომ ქართველმა ხალხმა განაპირობა რევოლუციები უკრაინაში, მოლდოვაში, ლიბანში, ასევე, მოვლენები ერაყში. ძალიან ბევრი ტალახი იქნება ნასროლი, ძალიან ბევრ სიცრუესა და ტყუილს იტყვიან, მაგრამ მე ჩვენი ხალხის იმედი მაქვს. მაგალითად, აეროპორტის ტენდერსაც მოვიყვან. ალბათ გახსოვთ, რა ამბავი ატყდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც კი საქმე კეთდება, ნებისმიერ წამოწყებაზე თანამდებობის პირთა წრეებში, ე.წ. პოლიტიკურ სპექტრში აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ათეული მლანძღველი, დამგმობი, რადგან მათი ფსიქოლოგიით, თუ საქმეს ხელისუფლება აკეთებს და არა ისინი, ეს წამოწყება კარგი არაფრით არ შეიძლება იყოს. თუმცა ყოველივე ამის უკან ჩვენი ხალხი დგას, ის ხალხი, რომელმაც ამდენი გაჭირვება გადაიტანა, საბჭოთა კავშირი დაანგრია და ქართული ეროვნული მოძრაობა წამოიწყო. ეს ამერიკის პრეზიდენტმაც აღნიშნა. ამ ხალხმა ვარდების რევოლუცია თავად მოახდინა და 10 მაისს თავისუფლების მოედანზეც ბოლო ზეიმიც სწორედ ამ ხალხმა მოაწყო, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალყურს აღტაცებით ადევნებდა. ეს ის ხალხია, რომელმაც აჭარაში შარშან სასწაული მოახდინა. ჩვენი ხალხი ბრძენი და ძალიან ჭკვიანია. იგი ამავდროულად საუკუნეებისა და ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ იჩაგრებოდა, თუმცა ყოველივე ამან მას საღი აზრი კიდევ უფრო შემატა. კრიტიკის შეზღუდვა ჩვენი ამოცანა არ არის, პირიქით, ყველა უნდა გამოვიდეს და თავისი სისულელე ბოლომდე აჩვენოს. ჩვენი ხალხი იმდენად ჭკვიანია, რომ პოლიტიკური სპექტრის ამ „მოფუსფუსე“, მოჩხუბარ ნაწილს (მე უფრო მეტ თავდასხმებსაც მოველი, ეს მათი მუშაობის ჩვეული სტილია) რეალურ შეფასებას მისცემს და სიმართლეს გაარჩევს. სიმართლე კი ისაა, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას საქართველო ცინიზმით ხელახლა დააავადოს, არავის მივცემთ უფლებას ჩვენს ხალხს უთხრას, რომ არაფერი გვეშველება, მაინც გაჭირვებაში ვიქნებით, ქართველები ყველაზე უარესები ვართ და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. უნდა გვესმოდეს, რომ არსებული კონფლიქტების მოგვარება ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგებას ნიშნავს. ამას ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ვგეგმავ და ამას ისევ ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთებ. ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილი აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს და ეს მართალია - სააკაშვილი აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს, მაგრამ ჩვენ, ყველა ერთად აფხაზეთს დავიბრუნებთ! თუ ამ ხალხს დაარწმუნებენ, რომ მას არაფერი შეუძლია, მაშინ ვერაფერს მივაღწევთ. თუ დაარწმუნ ნებენ, რომ ვერ შევქმნით ეკონომიკას, მართლაც ვერაფერს გავხდებით. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ყველა ბარიერს ვხსნით, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესებს ვამარტივებთ, მაგრამ ეკონომიკა ხალხმა უნდა შექმნას. თითოეულმა ადამიანმა უპირველესად საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე და შემდეგ ქვეყნის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ხალხი ჯარში, პოლიციაში წავიდეს და სახელმწიფო აპარატში მეტი წესიერი ხალხი დასაქმდეს. მე არც კრიტიკის მეშინია და არც შეურაცხყოფის, რადგან თუ ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებს, ამით ის საკუთარ თავს შეურაცხყოფს. ერთადერთი, რისიც მეშინია, ეს ცინიზმის აღორძინება და ხელახლა დამკვიდრებაა. 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძემ იმდენად დიდი ცინიზმი დანერგა, რომ ყველას ეგონა, არაფერი გამოსწორდებოდა და ყველაფერი ლაყბობა იქნებოდა. ყოველივე ეს იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. სულ უფრო ხშირად მესმის ფრაზა - „შეუძლებელია არ დაინახო, რომ რაღაც დაიწყო“. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. საბოლოოდ ეს ქვეყანა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ააშენოს, საზოგადოებას მაყურებლის პოზიცია არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს ხელისუფლება არ არის ფეხბურთის ნაკრები, რომ კონკრეტული პიროვნების დანიშვნამ გადაგვარჩინოს. საამისოდ თითოეული ჩვენგანის, მოხუცისა და ბავშვის მონაწილეობაა საჭირო. ბავშვებზე უფრო შეგნებული პატრიოტები მართლა არ არსებობენ, მათ სხვა მენტალიტეტი აქვთ, მათ იციან, რომ გამზადებული არავის არაფერი დაუხვედრებია, ქვეყანა მათთან ერთად იქმნება და იზრდება. უფროსი ასაკის ხალხს კი, უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილი პრობლემები ამ ბავშვებს არ უნდა დავუტოვოთ, ჩვენი დაწყებული საქმე ჩვენვე უნდა დავასრულოთ. პირადად მე ვამაყობ იმით, რაც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოხდა. მე ვამაყობ ჩემი ხალხით, თითოეული იმ ადამიანით, რომელიც ახლა გვიყურებს და გვისმენს. მინდა გითხრათ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამინდის მიუხედავად, ყველას გეპატიჟებით ამ დღესასწაულზე, რათა ჩვენს ჯართან, რეზერვისტებთან და სტუმრებთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თავისუფალი, ამაყი და წარმატებული ერი ვართ.

დიდი მადლობა!

25 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 26 მაისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2434&i=1

31 საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე 2005 წლის 26 მაისს

▲ზევით დაბრუნება


ჩემო თანამემამულენო!

ჩემო სამშობლოს ჯარისკაცებო!

გილოცავთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი გათავისუფლების, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს! ეს ულამაზესი დღეა. საქართველო ამაყი ერია.

ერი, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისგან შედგება: ქართველებისაგან და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისაგან, რომელთაც აქვთ ოსური, აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული წარმომავლობა, მაგრამ ისინი ჩვენი სამშობლოს მოქალაქეები და პატრიოტები არიან.

ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვან ისტორიულ დროში. საქართველოში მომხდარმა ვარდების რევოლუციამ, ისევე როგორც თავის დროზე ჩვენმა ეროვნულმა გამათავისუფლებელმა მოძრაობამ საფუძველი დაუდო ევროპის გათავისუფლების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ტალღას.

საქართველოში მომხდარმა ვარდების რევოლუციამ უკრაინის პატრიოტებს შთააგონა და უკრაინა რევოლუციამდე მიიყვანა. მე თქვენი სახელით 31 დეკემბერს, უკრაინის დამოუკიდებლობის მოედანზე ამაყად ვიდექი მრავალი უკრაინელის წინაშე.

მსგავსი წუთები განუმეორებელია ჩვენნაირი მრავალსაუკუნოვანი ერის ისტორიაში.

საქართველოს რევოლუციამ შთააგონა მსგავსი გამათავის სუფლებელი მოძრაობები ახლო აღმოსავლეთს, ყირგიზეთს, შუა აზიას.

ჩვენი რევოლუციის მაგალითით საზრდოობენ თავისუფლებისათვის მებრძოლები ბელორუსიაში.

საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რევოლუციით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მოხდა რევოლუციის შემდეგ, რაც მოხდა პირველად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში წარმატებებს მივაღწიეთ. საქართველოს თავმჯდომარეობით სუამმა შეძლო დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებად გარდაქმნა. ჩვენ დემოკრატიი ისა და სტაბილურობის ერთიან ღერძს ვქმნით. ჩვენთვის დიდი პატივი და სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს დამოუკიდებლობის დღესასწაულს ლატვიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრება.

სიმბოლურია იმიტომ, რომ ლატვიის ქვეყნებმა და საქართველომ ერთად შეძლეს საბჭოთა იმპერიის დანგრევა.

სიმბოლურია იმით, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ერთად ვიღებდით ერთმანეთისაგან შთაგონებას.

სიმბოლურია, რომ ის გზა, რაც გავლო ლატვიამ, საქართველოს კიდევ აქვს გასავლელი - გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანობით, გამძლეობით გავივლით ამ რთულ გზას და დავიბრუნებთ ჩვენს ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში, რომლის ერთ-ერთი ღირსეული წარ რმომადგენელი საქართველო და ქართველი ერი იყო.

საქართველომ უკვე შექმნა დემოკრატიული კონსოლიდირების მაგალითები.

სუამის ბოლო სხდომას შემოუერთდა რუმინეთი და ლიტვა. ჩვენი ინიციატივით დაიწყო იალტის ახალი პროცესი.

თავის დროზე იალტამ გადაანაწილა ევროპა გავლენის სფეროებად.

ახლა ჩვენ მოვახერხეთ შავი ზღვის დემოკრატიული ქვეყნების ახალ გაერთიანების შექმნაზე საუბარი, რომელიც მთელი პოსტ-იმპერიული სივრცისათვის დემოკრატიული სტანდარტების და თავისი ხალხის უკეთესი ცხოვრების დამკვიდრების მაგალითი იქნება.

ჩვენ ასევე შევქმენით წარმატებული მაგალითები. საქართველომ დსთ-ს სივრცეში კორუფციის დაძლევის პირველი წარმატებული პრეცენდენტი შექმნა.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს ნადვილი თანამედროვე შეიარაღებული არმია გაუჩნდა, ჩვენ თქვენით ვამაყობთ.

პირველად საქართველოს გაუჩნდა არაკორუმპირებული, ნამდვილი პოლიცია, რომელიც ხალხს უყვარს. დსთ-ს სივრცეში ეს პირველი არაკორუმპირებული პოლიციაა.

პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ აღვადგინეთ უფასო სასწრაფო დახმარება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება და რითაც მე ძალიან ვამაყობ.

განსაკუთრებულად გაჭირვებულთათვის მთელი რიგი უფასო პროგრამები ამოქმედდება.

წელს პირველად საქართველოში საერთო ეროვნული გამოცდები ტარდება, რომელიც ჩვენ ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს უმაღლეს სასწავლებლებში ყოველგვარი კორუფციის გარეშე მოხვდნენ.

ჩვენ განათლების სფეროში ძალიან ბევრი ცვლილებები გვაქვს.

ძალიან გამახარა აჭარის მთავრობის ინიციატივამ იმის თაობაზე, რომ წელს პირველად ბათუმის სკოლებში აღდგება ახალი, ლამაზი, ეროვნული საბავშვო სასკოლო ფორმა, რომელიც აჭარის მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდება. თუ ეს გაამართლებს, მას მთელ საქართველოში გავავრცელებთ.

ჩვენი კულტურის არნახული აღორძინება დაიწყო.

თქვენ ნახეთ როგორ ამაყად იდგა ამერიკის პრეზიდენტი ჩვენს მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თეატრებით.

რუსთაველის პროსპექტზე თითქმის ყველა თეატრი განახლდება.

ერთ-ორ წელიწადში ეს თეატრები ისეთი ლამაზი იქნება, როგორც არასოდეს.

ჩვენი ბალეტი და ოპერა მხოლოდ ერთ წელიწადში გავიდა მსოფლიო ასპარეზზე.

სპორტის ასაღორძინებლად უკვე დიდ ნაბიჯებს ვდგამთ.

დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს პირველად გაუჩნდა ოლიმპიური ჩემპიონები.

პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სათამაშო მოედნების და სპორტული დარბაზების მშენებლობა დავიწყეთ.

მთელ საქართველოში პირველად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მასობრივი მშენებლობა, შენდება გზები, რისთვისაც რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება, მომავალი წლის დამლევამდე თბილისში ყველა ძირითადი გზა აღდგება.

მომავალი წლის დამლევამდე რეგიონებში ყველა რაიონულ ცენტრთან მისასვლელი გზები აღდგება.

თბილისს მომავალი წლის დამოუკიდებლობის დღესასწაულისათვის თანამედროვე ახალი ტიპის აეროპორტი ექნება.

დავიწყეთ ჩვენი ლამაზი ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, სიღნაღის, ზუგდიდის, თელავის, ბათუმის მასობრივი აღდგენა და ეს პროცესი არ შეჩერდება. ეს კოსმეტიკურ ცვლილებებს არ გულისხმობს.

ჩვენ დავიწყეთ ახალი მშენებლობები თბილისის ისტორიული ცენტრის აღსადგენად.

დაწყებულია უამრავი ახალი პროექტი, სადაც უცხოური და ქართული ინვესტიციები ჩაიდება.

საქართველო არის თავისუფლების მანათებელი შუქურა მთელი მსოფლიოსათვის და თქვენ იცით, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის.

ეს საქართველოს სულიერი მისია და კაცობრიობასთან მიმ მართებაში განსაკუთრებული დანიშნულებაა.

საქართველო ბოლომდე თავისუფალი მანამდე არ იქნება, სანამ მისი ყველა კუთხე არ გათავისუფლდება, სანამ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე სოხუმში აღვნიშნოთ.

მე მთელი ერის წინაშე პირობას ვდებ, რომ ჩვენ, ჩემო თანამემამულეებო, ამას თქვენთან ერთად ნამდვილად მოვახერხებთ.

ჩვენ მშვიდობა გვსურს.

ჩვენთვის არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც მშვიდობა, რადგან მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეიძლება ნამდვილი განვითარება და წარმატების მიღწევა.

ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ სასწაული, როგორც ეს რევოლუციის დროს მოვახერხეთ, რომლის დროსაც პარლამენტში მხოლოდ ერთი ფანჯარა ჩაიმტვრა.

ჩვენი გამძლეობით და ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ აჭარის საკითხის გადაწყვეტა და აჭარის დაბრუნება.

აჭარა დაკარგული ჰქონდა საქართველოს, ჩოლოქის მეორე მხარეს იდგა ჯარი, რომელიც მზად იყო ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით ესროლა.

აჭარაში იყო დიქტატორი, რომელიც მზად იყო აეფეთქებინა პლაჟები და ეს კუთხე გაენადგურებინა.

ჩვენი გამბედაობით, რწმენითა და გამძლეობით მოვახერხეთ აჭარის დაბრუნება, ასევე უნდა მოვახერხოთ საქართველოს საბოლოო გამთლიანება.

ჩვენ გვინდა ყველა მეზობელთან განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყაროთ.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ ვუწვდით მეგობრობის ხელს რუსეთს.

ჩვენ გსურს რუსეთთან მეგობრობა.

ჩვენ გვსურს თანასწორუფლებიანი, ღირსეული ურთიერთობა.

ყველა უნდა მიხვდეს, რომ საქართველო თავისუფალია და თავისუფალ ქვეყანასთან ურთიერთობა ადვილი და კარგია.

ამ შემთხვევაში მართლაც ღირსეულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, კეთილმეზობლური, ადამიანური სივრცე იქნება.

ჩვენ მხოლოდ ასეთი ურთიერთობა გვსურს და დარწმუნებ ბული ვარ, რომ მივაღწევთ კიდეც.

იმ პირობებში, როცა რუსეთი ბოლომდე პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, დარწმუნებული ვარ ყველა მიხვდება, რომ იმპერიული ურთიერთობები აღარასოდეს აღორძინდება, თუმცა დამყარდება დამოუკიდებელი, თავისუფალი, მეგობრული კავშირი, რასაც ერთად მივაღწევთ.

ქვეყანაში ჩვენ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს.

ამჟამად ენერგეტიკული პრობლემების მოსაგვარებლად ვმუშაობთ. ჯერ კიდევ ყველა ბავშვს არ აქვს ღირსეული განათლების მიღების, ყველა ავადმყოფს არ აქვს მკურნალობის საშუალება.

ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ბევრი რამ აკლია.

სხვადასხვა დონეზე კორუფცია კიდევ არის.

უნდა მივხვდეთ, რომ ხშირად იმ კრიტიკის უკან, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერების მხრიდან ხშირად გვესმის, კერძო ინტერესი დგას. ასეთი კრიტიკის მე არ მეშინია.

ერთი რამ ნათელია, პატიოსან სახელმწიფო მოხელეს ვერავინ ვერ დააშანტაჟებს.

ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც ჩვენს საწარმოებს და მეწარმეებს ზედმეტი ტვირთისაგან გაათავისუფლებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მეწარმეებს ამ წნეხისაგან გავათავისუფლებთ, რადგან ბიზნესმა სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, ბიზნესმა კი - ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე.

მივესალმები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს.

მე მუდამ მახსოვს მისი სიტყვები - მთავარია თავისუფლება, პასუხისმგებლობა და ღირსება.

ყველგან მთელ მსოფლიოში ამბობენ, რომ თავისუფლებას მოაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ ერს, როგორც არასდროს სჭირდება ღირსება.

ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ღირსების აღდგენა, მოვახერხეთ ის, რომ ქართველობით ხელახლა ვიამაყოთ.

საქართველოს შვილობით ყველა ეროვნების წარმომადგენლები ამაყობენ.

მე მინახავს სომხები, ოსები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოდან არიან.

მათთვის სამუდამო ადგილი არის საქართველო, რომლის ღირსებას და დიდებას ყველა ერთად დავიცავთ და რომლითაც ყველა ვიამაყებთ.

წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

ბოლო წლებში ჩვენ ყველანი ვიდექით და ვიბრძოდით ერთად.

თქვენ მოაწყვეთ ეს ზეიმები, თქვენ მოახდინეთ რევოლუცია, თქვენ მოიყვანეთ ჩვენი ერი აქამდე.

რამდენიმე დღის წინ თქვენ მთელი მსოფლიოს დასანახად დიდი ზეიმი მოაწყვეთ.

დღევანდელ ზეიმსაც თქვენ ქმნით, თქვენ ქმნით ამ ჯარს, ეს ჯარისკაცები თქვენი და ჩვენი შვილები არიან.

თქვენ შექმნით ერთიან საქართველოს.

მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩაწერილი ამ რიგებში, ვინც კიდევ ფიქრობს და ყოყმანობს - გამოდით დამკვირვებლის მდგომარეობიდან და ნუ ელოდებით, რომ ვინმე შეუქმნის თქვენ შვილებს მომავალს თქვენ გარეშე.

ეს თქვენი გასაკეთებელია.

საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი წავიდა, ისინი დასაბრუნებელი გვყავს, რადგან თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია.

აქ შეკრებილი ადამიანები ახალ რეალობას და ახალ საქართველოს ვქმნით.

ჩვენ დავინახეთ, რომ ისტორია ჩვენს მხარესაა.

დრო ჩვენზე და თავისუფალ მომავალზე მუშაობს.

ჩვენ დავინახეთ, რომ ღმერთი ჩვენს მხარესაა, წმინდა გიორგი გაჭირვების ჟამს არ გვტოვებს.

მე გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან დღესასწაულს.

მე გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს პრეზიდენტის, ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე 2005 წლის 26 მაისს // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 26 მაისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2760&i=1

32 მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს უნდა რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა

▲ზევით დაბრუნება


30 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე სპეციალური განცხადება გააკეთა. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მოსკოვში 30 მაისს მიღწეული შეთანხმების შესახებ და ამ მოვლენას ისტორიული უწოდა.

ქვეყნის პირველმა პირმა, კერძოდ, განაცხადა:

- დღეს საქართველომ და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების საბოლოოდ გაყვანის თაობაზე. მინდა. მოგახსენოთ, ჩემო თანამემამულეებო, რაზეა საუბარი.

რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოში 200 წელიწადზე მეტს ითვლის. იგი მუდმივად ძალაში იყო, გარდა დამოუკიდებლობის მოკლე, სამწლიანი პერიოდისა. 1995 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს სახელით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნა საქართველოში 25 წლით ცხადდებოდა, როგორც მინიმუმი 2020 წლის დამლევამდე.

შემდეგ არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის ის შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო და რომლის უმრავლესობას ჩვენ წარმოვადგენდით და ჩვენ უარი ვთქვით ამ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე.

1999 წელს სტამბოლში ამის კვალდაკვალ უკვე ხელმოწერილი იქნა ახალი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საუბარი იყო ორი ბაზის გაყვანის შესახებ, მათ შორის ვაზიანის ბაზა იყო ყველაზე უმნიშვნელო რუსეთის ბაზებს შორის თავისი პოლიტიკური მნიშვნელობით, ხოლო რაც შეეხება გუდაუთის ბაზის გაყვანას, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაიწყო განხილვა ამ ბაზის - როგორც რუსეთისა და დსთ-ს სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო და მუდმივმოქმედ ცენტრად დაკანონება, პრაქტიკულად, ამ ბაზის ლეგალიზაცია.

შარშან, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მოსკოვში პირველივე ვიზიტის დროს, ჯერ პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და შემდეგ მე, როგორც პრეზიდენტმა, დავსვით საკითხი ბაზების თაობაზე. პირველი ვადები, რომლებიც სახელდებოდა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ, იყო ჯერ 17 წელი, შემდეგ - 15, შემდეგ - 13 და საბოლოოდ ყველაზე ოპტიმალური ვადა, რომელზეც უკვე წელს იყო საუბარი, იყო 10-11 წელიწადი. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი იყო.

დღეს, მრავალთვიანი მოლაპარაკების, მრავალი განხილვის შედეგად (იცით, რომ ეს მოლაპარაკება უნდა გამართულიყო ჯერ კიდევ მაისის ზეიმამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მაშინ არ მოხერხდა) მიღწეულ იქნა შემდეგი პოლიტიკური შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ერთი და მთავარი - რუსეთის სამხედრო ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია. ხელშეკრულების დადების დღიდან ისინი იმყოფებიან გასვლის რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ მოხდება პერსონალის შევსება, ვერ მოხდება იქ ტექნიკის გამოცვლა-შევსება და დაუყოვნებლივ დაიწყება მძიმე ტექნიკის გაყვანა. უკვე წელს მძიმე ტექნიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდგომამდე დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკვე დაუყოვნებლივ საქართველოს გადმოეცემა თბილისში მდებარე ტანკების სარემონტო ქარხანა - ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი, გადმოგვეცემა გონიოს პოლიგონის ძირითადი ნაწილი, რაც ჩვენი მოთხოვნა იყო და გადმოგვეცემა რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხასიათის სამხედრო ობიექტი.

პირველი ბაზა, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან გავა, იქნება ახალქალაქის სამხედრო ბაზა, რომლის გასვლა მძიმე ტექნიკის და ძირითადი შეიარაღებით დასრულდება. მომავალი წლის დამლევამდე ეს არის მთავარი ბაზა, როგორც სამხედრო ერთეული, შეწყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო პერსონალის გაყვანა საბოლოოდ მოხდება 2007 წლის შემოდგომამდე, თუმცა მისი გაყვანა დაიწყება მომავალ წელს.

ბათუმის ბაზის ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება გაყვანილი იქნება მაქსიმუმ 2007 წლის დამლევამდე, ესე იგი, ბაზა შეწყვეტს ფუნქციონირებას და დაიხურება, რადგან მას სამხედრო მნიშვნელობა აღარ ექნება. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც თბილისში, ისე ბათუმში განლაგებულ სამხედრო პერსონალს აქვთ თავიანთი სოციალური პრობლემები და ჩვენ დავთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც ბაზა პრაქტიკულად აღარ იარსებებს, გაყვანა მოხდეს 2008 წლის განმავლობაში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გაყვანის პროცესი დაუყოვნებლივ იწყება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და შეუქცევად ხასიათს იღებს.

გუდაუთის ბაზის დახურვის საკითხი გადაწყვეტილია და პუნქტი ამ ბაზის რაიმე სხვა სახის გამოყენების, მათ შორის, დსთ-ს და რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ, დღის წესრიგში არ დგას. ამ შეთანხმებაში ეს პუნქტი არ შესულა, მიუხედავად წინა განხილვებისა.

ვფიქრობ, ის, რაც დღეს მოსკოვში მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ერთ-ერთი ორი დიდი მტკივნეული საკითხისა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს. ეს არის ყოფილი საბჭოთა რუსული სამხედრო ბაზები და მეორეა - კონფლიქტების დარეგულირება. ამ ორი საკითხიდან ერთ-ერთის გადაწყვეტა ხდება ამ შეთანხმების მიღწევით და ხდება ამ გადაწყვეტილების დაწყება. ეს არის პირველი პრეცედენტი მრავალი წლის განმავლობაში სერიოზული მოლაპარაკების, დარწმუნებული ვარ, ორივე მხარისთვის წარმატებული, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებს შეესაბამება, ეს არის პირველი პრეცედენტი ასეთი დიპლომატიური შედეგის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გამოიჩინა გამბედაო ობა, აჩვენა მშვენიერი პოლიტიკური ალღო, მოახდინა საღი აზრის დემონსტრაცია და გადადგა თამამი პოლიტიკური ნაბიჯი და მე არ შემიძლია, ეს არ დავაფასო.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბოლო რამდენიმე სატელეფონო საუბარი უაღრესად კონსტრუქციული იყო.

მთავარი, რასაც ჩვენ ვაღწევთ, რაც ჩემი ამოცანა იყო, რომ ჩემს პირველ საპრეზიდენტო ვადაში, იმ საპრეზიდენტო ვადაში, რომლითაც არჩეულია საქართველოს პრეზიდენტი (შემდეგი არჩევნები 2009 წელს არის), საქართველო დატოვოს უცხოეთის სამხედრო ძალებმა, საქართველო გაძლიერდეს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება ყველა მეზობელთან. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მტკივნეული საკითხის მოხსნით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს სრულიად სხვანაირად ავაწყობთ - ბევრად უფრო კონსტრუქციულად, ბევრად უფრო დაახლოებულ პოზიციებზე გადავიდეთ, შევძლოთ ბევრი წარსული წყენის დავიწყება და მომავალზე ორიენტირებული ორივე ხალხის ინტერესებში შემავალი პოლიტიკის წარმოება. საქართველოს უნდა რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა. საქართველო არასოდეს არანაირ პრობლემებს არ შეუქმნის რუსეთს. საქართველო მზად არის ყველა საკითხი - უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ისეთი გათვალისწინების საკითხი, სადაც ისინი მთლიანად ემთხვევა საქართველოს ინტერესებს და ასეთი გადაკვეთის ძალიან ბევრი ვექტორი არსებობს, სრული მასშტაბით გაითვალისწინოს და ყოველგვარი დაძაბულობა ჩვენს ურთიერთობაში წარსულს ჩაბარდეს.

შემდეგ ქვეყნის პირველმა პირმა ილაპარაკა ამ ბაზებში დასაქმებულ პერსონალთა სოციალურ პრობლემებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყოველმხრივ გაუწევს სოციალურ დახმარებას ყველა სამხედრო მოსამსახურეს.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, არის ჩვენი ერთიანობისა და საქართველოს პარლამენტის პრინციპული გამბედავი პოზიციის შედეგი.

- თუ ჩვენ გავაგრძელებთ ასე მუშაობას, ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ამ საკითხზე.

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება ასევე ინგლისურ ენაზე გააკეთა უცხოელი ჟურნალისტებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს უნდა რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობა // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 31 მაისი. - №127 (5160). - 1-2 გვ.

33 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ბრიფინგი გამართა

▲ზევით დაბრუნება


დღეს მოსკოვში მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მინდა განცხადება გავაკეთო.

საქართველომ და რუსეთმა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების საბოლოოდ გაყვანის თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ჩემო თანამოქალაქეებო, მინდა შეგახსენოთ, თუ რაზეა საუბარი.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნა 200 წელიწადზე მეტს ითვლის და ჩვენი დამოუკიდებლობის მოკლე, 3-წლიანი პერიოდის გამოკლებით, ამ ხნის განმავლობაში ძალაში იყო.

1995 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოს სახელით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის გახანგრძლივებას 25 წლით - 2020 წლამდე ითვალისწინებდა. შემდეგ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ის შემადგენლობა, რომლის სათავეში ზურაბ ჟვანია იდგა, ხოლო უმრავლესობას ჩვენ წარმოვადგენდით.

ამ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ.

ამის კვალდაკვალ, 1999 წელს სტამბულში ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მხოლოდ ორი ბაზა უნდა გაეყვანათ.

აქედან, ვაზიანის ბაზა, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის ბაზებს შორის ყველაზე უმნიშვნელო იყო, ხოლო რაც შეეხება გუდაუთის ბაზას, პრეზიდენტი შევარდნაძე ამ ბაზას დსთ-სა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარეაბილიტაციო და მუდმივმოქმედ ცენტრად განიხილავდა და, პრაქტიკულად, მის დაკანონებასა და ლეგალიზებას ცდილობდა.

შარშან, ვარდების რევოლუციის შემდეგ, მოსკოვს ჯერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ეწვია, ხოლო შემდეგ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

ორივე ვიზიტის დროს ჩვენ საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხი წამოვაყენეთ, მაგრამ რუსეთის გენერალური შტაბის მიერ დასახელებული პირველი ვადები ჯერ 17 წელიწადს შეადგენდა, შემდეგ 15-ს, შემდეგ 13-ს და ყველაზე ოპტიმალური ვადა, რომლის შესახებაც უკვე წელს დაიწყო საუბარი, 10-11 წელიწადს ითვლიდა, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი იყო.

დღეს მრავალთვიანი მოლაპარაკებისა და განხილვის შედეგად (მოგეხსენებათ ეს მოლაპარაკება ჯერ კიდევ 9 მაისის ზეიმამდე უნდა გამართულიყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხერხდა), საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მიღწეული იქნა შემდეგი პოლიტიკური შეთანხმება - ერთი და მთავარი - რუსეთის სამხედრო ბაზებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ.

ხელშეკრულების დადების დღიდან ისინი გასვლის რეჟიმში იმყოფებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პერსონალისა და ტექნიკის გაცვლა და შევსება ვეღარ მოხდება და მძიმე ტექნიკის გაყვანა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ამ ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი წელს შემოდგომაზე საქართველოს ტერიტორიას დატოვებს.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს გადმოეცემა თბილისში მდებარე ტანკების სარემონტო ქარხანა, რომელიც უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული ობიექტია, გონიოს პოლიგონის ძირითადი ნაწილი, რაც ჩვენი მოთხოვნა იყო და რამდენიმე სტრატეგიული სამხედრო ობიექტი.

საქართველოდან ახალქალაქის სამხედრო ბაზა პირველი გავა, მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებაც მომავალი წლის დამლევამდე დასრულდება, ბაზა, როგორც სამხედრო ერთეული, ფუნქციონირებას შეწყვეტს და ეს არის მთავარი, ხოლო პერსონალის გაყვანა წელს დაიწყება.

ბათუმის სამხედრო ბაზიდან ძირითადი ტექნიკა და შეიარაღება 2007 წლის დამლევამდე გაყვანილი იქნება.

ისიც შეწყვეტს ფუნქციონირებას და დაიხურება, რადგან სამხედრო მნიშვნელობა აღარ ექნება.

ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ როგორც თბილისში, ისე ბათუმში განლაგებულ სამხედრო პერსონალს სოციალური პრობლემები აქვს და ამიტომ დავთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც ბაზა ფუნქციონირებას შეწყვეტს, საბოლოოდ, 2008 წლის განმავლობაში გაიყვანონ.

თუმცა ეს პროცესი დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იწყება და შეუქცევად ხასიათს იღებს.

გუდაუთის ბაზის დახურვის საკითხი გადაწყვეტილია და ამ ბაზის რაიმე სხვა სახით, მათ შორის დსთ-ს და რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ გამოყენების საკითხი, დღის წესრიგში არ დგას.

მძიმე განხილვების მიუხედავად, ეს პუნქტი აღნიშნულ შეთანხმებაში არ შესულა.

ვფიქრობ ის, რაც დღეს მოსკოვში მოხდა, ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.

ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენაა.

ეს იყო ერთ-ერთი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ორი მტკივნეული საკითხიდან - ყოფილი საბჭოთა რუსული სამხედრო ბაზები გაყვანისა და კონფლიქტების დარეგულირების თემა.

დღეს მიღწეული შეთანხმებით, ამ ორი საკითხიდან ერთი უკვე წყდება.

ეს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებული მოლაპარაკების პირველი პრეცედენტია.

მოლაპარაკება ორივე მხარისთვის წარმატებულია, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება რუსეთის ინტერესსაც წარმოადგენს და საკითხის ასეთი დიპლომატიური შედეგით გადაწყვეტა მართლაც რომ პირველია.

ასევე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გამოიჩინა გამბედაობა, აჩვენა მშვენიერი პოლიტიკური ალღო, საღი აზროვნების და თამამი პოლიტიკური ნაბიჯის დემონსტრირება მოახდინა და მე არ შემიძლია, რომ ეს არ დავაფასო.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი უკიდურესად კონსტრუქციული იყო.

მთავარი, რასაც ჩვენ ვაღწევთ, რაც ჩემი ამოცანა იყო, არის ის, რომ ჩემს პირველ საპრეზიდენტო ვადაში (რა ვადითაც საქართველოს პრეზიდენტი აირჩიეს, შემდეგი არჩევნები კი 2009 წელსაა), საქართველო უნდა დატოვოს უცხოეთის სამხედრო ძალებმა, საქართველო უნდა გაძლიერდეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ყველა მეზობელთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ერთ-ერთი მტკივნეული საკითხის მოხსნით, ჩვენ შევძლებთ ბევრად უფრო კონსტრუქციული ურთიერთობის აწყობას, შევძლებთ დავაახლოვოთ პოზიციები, დავივიწყოთ წარსული წყენა და მომავალზე ორიენტირებული, ორივე ხალხის ინტერესებში შემავალი პოლიტიკა ვაწარმოოთ.

საქართველოს რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა სურს.

საქართველო რუსეთს პრობლემებს არასოდეს შეუქმნის.

საქართველო მზად არის ყველა, მათ შორის, უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები, ასევე რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები გაითვალისწინოს, მით უმეტეს, რომ ხშირად ეს ინტერესები ჩვენსას ემთხვევა.

ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველგვარი დაძაბულობა წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ამავე დროს ვიცით, რომ ამ ბაზებთან სოციალური საკითხებიც არის დაკავშირებული.

ვიცი, რომ ახალქალაქის სამხედრო ბაზა ბევრი იქაური მცხოვრებლისათვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარ რმოადგენს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ: ჯერ ერთი, იმ პირობებში, როდესაც ბაზა მომავალ წელს იხურება, პერსონალის დატოვების საკითხი რამდენიმე თვით გადავწიეთ და ამით შემხვედრ ინიციატივაზე წავედით.

მეორე, ძალიან ადამიანურად ვუდგებით მათი საცხოვრებელი ბინების შენარჩუნების საკითხს და რაც მთავარია, ჩვენ მზად ვართ თითოეული სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოში დარჩენა სურს და საქართველოს მოქალაქეა, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ვამსახუროთ, სხვა სახის დასაქმების გარანტია მივცეთ, ან სოციალური დახმარება გავუწიოთ.

ამ რეგიონის ფუნდამენტური სოციალური რეაბილიტაცია ჩვენი ამოცანაა.

წელს, შემოდგომაზე, ასობით მილიონი ლარის ღირებულების დიდი გზის მშენებლობას ვიწყებთ, უკვე დავიწყეთ შიდა გზებისა და სკოლების რეაბილიტაცია და ბევრი სხვა ღონისძიების განხორციელება, რაც წინა მთავრობის მიერ ამ უსამართლოდ მიტოვებულ რეგიონს საერთო სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩაბმის საშუალებას მისცემს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველა შედეგი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ, ჩვენი ერთიანობის შედეგია.

ძალა ერთობაშია!

ერთიანობით უფრო მეტს მივაღწევთ, ურთიერთდაპირისპირებით კი ყველაფერს დავკარგავთ.

განსაკუთრებით მადლობელი ვარ საქართველოს პარლამენტის, პრინციპული, გამბედავი პოზიციისთვის.

პრაქტიკულად, ბაზების დახურვა ამ პარლამენტის მოქმედების ვადაში ხდება, თუმცა საბოლოო პერსონალის გასვლა, კიდევ ვიმეორებ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე და ხელშეკრულების მიხედვით, ბევრად უფრო ადრეც მოხდება.

თუ მუშაობას ასე გავაგრძელებთ, ჩვენს ქვეყანაში არ იარსებებს საკითხი, თუნდაც მრავალი საუკუნის ისტორიის მქონე, რომელსაც ერთად ვერ გადავჭრით.

ჩვენ ამის უნდა გვწამდეს, მაგალითებიც სახეზეა და მხოლოდ ურწმუნოს, პოლიტიკური თვალსაზრისით ბრმასა და ყრუს არ შეუძლია ამის დანახვა და დაფასება.

და ბოლოს, განსაკუთრებით მსურს მადლობა მოვახსენო საქართველოს დელეგაციას, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე.

ბოლოს და ბოლოს რაღაც შედეგს მივაღწიეთ და ამ ხელშეკრულების დასრულებას ერთად უმოკლეს ვადებში შევძლებთ, რადგან დღევანდელი პოლიტიკური პრინციპული შეთანხმების გარდა, ამ ხელშეკრულების იურიდიულად გაფორმებაა საჭირო.

თუმცა პოლიტიკური ვალდებულება სახეზეა და ის უნდა შესრულდეს.

ეს ასეც იქნება, ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც გააკონტროლებს და ასევე, ჩვენი რუსი კოლეგებისა და პარტნიორების კოლეგიალურობისა და ურთიერთგაგების დიდი იმედიც გვაქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ბრიფინგი გამართა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 31 მაისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2758&i=1

34 Выступление Президента Грузии Михаила Саакашвили на саммите СНГ в Тбилиси

▲ზევით დაბრუნება


Вы находитесь в стране, которая два года тому назад была практически полностью развалена. Были ситуации, когда ни одна структура не функционировала. Во всей стране за последние 14 лет отремонтировали всего несколько километров дороги. У нас был энергетический дефицит и в течении недели столица Грузии и регионы были, практически, в темноте.

До «революции роз» полиция не получала зарплату по несколько месяцев, армию не кормили по несколько недель, пенсии не выплачивали по 12 месяцев. В последнем году, до ухода моего предшественника, бюджет Грузии составлял 300 миллионов долларов.

Мы начали налаживать порядок. Очень многие этого не понимали, считали, что проведенные нами некоторые меры были слишком грубы, считали нас агрессивными. Но сейчас нам это отплатилось, потому что за 18 месяцев власть Грузии смогла решить бюджетный вопрос и в этом году он достигнет 2-х миллиардов долларов. Это произошло за счет того, что правительство не крадет деньги, т.к. таких крупных инвестиций у нас еще не было.

Мы провели радикальную реформу в полиции. Первые 6 месяцев моего правления я отчаянно пытался реформировать ГАИ - их уговаривали, обещали премии, повысили зарплату, но они нас всерьез не воспринимали. В конце июня мы приняли решение и всех «гаишников» отправили домой, это был разгар сезона отдыха. Тогда все думали, что произойдут аварии, люди начнут погибать, но ничего не произошло. В течении 3-х месяцев мы жили без ГАИ.

Потом мы привели совершенно новых людей и создали патрульную полицию, которая полностью соответствует европейским стандартам, в 15 раз повысили им зарплату, полагающе одели и, что самое главное, народ их обожает. До этого рейтинг полиции был всего 5 процентов, а сейчас он поднялся до 95 процентов. О них рассказывают всякие истории, как они старикам помогают, как они водителям бензин заливают, роды принимают и т.д. И они действительно стали народными героями. Главное что, это некоррумпированная полиция. Раньше все было по другому - азербайджанцы и армяне могут это подтвердить, они постоянно сюда ездят.

Мы провели серьезную работу в налоговой и таможенной службе - результаты налицо. В этом и в будущем году вся страна реконструируется. Только на дороги мы тратим около 450 миллионов долларов и это при том, что к концу лета все дороги в столице будут соответствовать европейским стандартам. На строительство дороги мы тратим в 50 раз больше денег, чем в прошлом году.

В регионах страны мы строим новые школы, больницы, всякие культурные учреждения, несколько сотен спортивных залов и площадок - только в этом году мы построили 100 залов для дзюдо, ремонтируем фасады. Это все делается для того, чтобы страна ожила.

Позавчера мы открыли лагеря для молодежи, туда приезжает молодежь со всей Грузии. Также все с нетерпением ждут приезда большой украинской группы, а наши отправятся в Артэк. Я был там в молодости и мне очень понравилось. В общем чувствуется движение.

Но конечно, проблем очень много, есть социальное ожидание, и было очень много вопросов, но главное, что страна, о которой многие думали, что ничего не сможет решиться, ожила.

Вопрос Аджарии - все думали, что там будет война. В прошлом году, в Аджарии сорвался саммит ГУАМ, все думали, что там стреляют. Но поезжайте и сами убедитесь, что нет более тихого, спокойного уголка во всем постсоветском пространстве, чем Аджария. Там все произошло без единого выстрела и мы намерены решить наши остальные вопросы таким-же путем, потому что страна нуждается в развитии.

Мы строим новый порт и развиваем транспортную инфраструктуру, о чем наш премьер-министр уже рассказал. Для нас отношения с вами это первоначальный приоритет в нашей политике, потому что мы связанны общим человеческим, культурным пространством.

Я уверен, что у нас - тех стран, которые составляли Советский Союз - общее будущее, развитое и демократическое. Это исторический шанс для всех народов, населяющих бывший Советский Союз, включая, конечно, Россию.

Когда мы говорим о наших отношениях со странами СНГ, мы говорим о том, что все искусственные барьеры надо убрать. Для нас они не приемлемы. Для нас не приемлемы барьеры с транспортом, барьеры связанные с передвижением людей, связанные с какими-то старыми предрассудками. Мы должны понять, что нет другой альтернативы кроме открытого общество, кроме связей и контактов. Очень важно, что мы достигли соглашения с Россией о выводе российских военных баз с территории Грузии, потому что это один из двух вопросов (второй касается конфликта в Абхазии), который стоял на пути улучшения наших отношении. Я уверен, что в наших отношениях сейчас начинается совершенно новый этап.

Я должен особенно отметить российскую политическую храбрость и политическую интуицию. Откровенно говоря, был очень большой нажим, чтобы этот вопрос так и оставался нерешенным, но российское руководство пошло на решение этого вопроса. В этих отношениях есть сферы, которые нужно убирать.

Мы решили этот вопрос, подписали договор и ничего страшного не произошло. Наоборот, появился исторический шанс изменить наши отношения. Для нас другой альтернативы нет. Грузия испытывает экономический прогресс. Должен подчеркнуть, что этот прогресс был достигнут в условиях полной демократии. Я уверен, что у нас пресса одна из самых свободных в мире и мы очень гордимся этим. Несмотря на то, что нет закрытых тем, мы всегда побеждаем в дебатах. Нам все время приходится убеждать общество - как раз при таких дебатах общество идет вперед. Все понимают, что реформы нужны и реформы не имеют альтернативы. Для нас очень важна демократия, свободные выборы, свобода слова, местное самоуправление, которое мы будем развивать не только потому, что нам кто-то рекомендует. Вчера меня спросили будем ли мы развивать в стране местное самоуправление по рекомендациям Европейского совета. Мы готовы прислушаться к советам, готовы делиться опытом, но никто не будет указывать нам кроме собственного народа, кроме собственной ориентаций на наше будущее. Это обычно и нормально, все страны должны так делать.

Нам небезразлична степень свободы в бывшем советском пространстве и конечно, мы никому не можем навязать свою модель развития. Грузия не экспортер революций, хотя мы хотели бы поделится своим примером, опытом, успехами своих реформ.

Из Грузии пытались создать пугало. Я пытался убедить моего коллегу Леонида Даниловича, что ничего страшного не произойдет. Но он целый год повторял: «Украина вам не Грузия и с повтором вашей модели ничего хорошего не выйдет». Я думаю, что все будет хорошо и на Украине и везде, потому что у демократии и реформ альтернативы нет.

Точной модели не существует. Для нас важно не то, чтобы что-то экспортировать; вопрос в том, что своим примером и успехом, в котором мы уверены, своей демократической моделью создать привлекательность такого развития для всех остальных. И это для нас историческая миссия. Во-первых, перед собственным народом, перед всем международным сообществом и, конечно - перед сообществом Содружества Независимых Государств.

Мы приветствуем всех вас, мы счастливы видеть вас у нас. Многие из вас в Грузии уже бывали и я думаю, что вы прекрасно поняли, что народ тут такой же теплый и открытый, как раньше. Мы выдержали испытание свободы. Нас учили дружить друг с другом в школах и на всяких активах, мы вместе служили в армии, но главное дружить сейчас, когда никто этого не заставляет, когда каждый волен выбирать себе друга, партнера и союзника. Когда в тех условиях большинство из нас не только смогло сохранить свою дружбу, а смогло сделать так, чтобы эта дружба переросла в совершенно теплое, честное отношение. Это значит, что в условиях свободы мы и наши народы созданы друг для друга.

От имени своего народа, который с открытым сердцем принимает всех руководителей правительств Содружества Независимых Государств, еще раз хочу поприветствовать вас и пожелать вам хорошо провести остаток вашего времени у нас в Грузии.

Выступление Президента Грузии Михаила Саакашвили на саммите СНГ в Тбилиси // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 3 ივნისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2757&i=1

35 საქართველო უარს ამბობს „ხალხების მამაზე“. ქართველებს არ სურთ სტალინი?

▲ზევით დაბრუნება


თუ ქართველებს ასე უყვართ თავიანთი ისტორია, მაშ, რატომ არ გადაასვენებენ სტალინის ნეშტს საქართველოში - მის სამშობლოში? - ვალერი კოკოვცევი, სამარა.

აი, რა განაცხადა ამ კითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

- ასეთი პრობლემა ჩვენს წინაშე არ დგას, რადგან სტალინი ეკუთვნის არა საქართველოს ისტორიას, არამედ, უფრო რუსეთისას. ამ ადამიანის როლი ჩვენს ისტორიაში ძალზე მცირეა. მოდით, გულახდილად ვთქვათ: საბჭოთა კავშირი ხომ პრინციპში, იგივე რუსეთი იყო. რუსეთის ისტორიისთვის კი სტალინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ ამიტომ, მისი გადმოსვენება საქართველოში საჭიროდ არ მიგვაჩნია.

და საერთოდ, საქართველოში სტალინის მიმართ დამოკიდ დებულება არაერთგვაროვანია. ქართველთა უმრავლესობას არ სურდა, ეცხოვრა იმ პირობებში, რომელიც ჩამოყალიბდა სსრ კავშირში სტალინის ხელმძღვანელობის დროს.

არგუმენტი ფაქტი“ №23

საქართველო უარს ამბობსხალხების მამაზე“ / ქართველებს არ სურთ სტალინი? / წყარო: „არგუმენტი ფაქტი“ // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 9 ივნისი. - N135 (5168). - 1 გვ.

36 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


2005 წლის 8 ივნისი ქ. თბილისი
ქართული ქორეოგრაფიის დღისდაწესების შესახებ

მიღებულ იქნეს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის წინადადება „ქართული ქორეოგრაფიის დღის“ დაწესების შესახებ.

„ქართული ქორეოგრაფიის დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 11 ივნისს, როგორც პროფესიული დღესასწაული.

მიხეილ სააკაშვილი.

ქართული ქორეოგრაფიის დღისდაწესების შესახებ / საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 14 ივნისი. - №139 (5172). - 1 გვ.

37 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


დღეს იმისათვის შეგკრიბეთ, რომ ცხინვალის რეგიონში მომხდარ კრიმინალურ ფაქტებთან და ზოგადად, იქ შექმნილ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხი განვიხილოთ.

სრულიად ნათელია, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად გააქტიურდნენ კრიმინალური ბანდები, რომლებიც რეგიონში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებენ და რამდენიმე მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

ეს ფაქტები პოლიციაზე თავდასხმას, სხვა კრიმინალურ ფაქტებს, რომლებზეც უტყუარი ინფორმაცია გაგვაჩნია და ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და გაუჩინარებას შეეხება.

ჩვენ დადასტურებულად ვიცით, თუ ვინ ჩაიდინა ყოველივე ეს და მსურს ყველას ვუთხრა - ჩვენ ამ ადამიანებს აუცილებლად ვიპოვით და პასუხს ვაგებინებთ.

ყველა ხედავს, რომ საქართველოში კრიმინოგენული ფონი საგრძნობლად გაუმჯობესდა, დანაშაულის რაოდენობამ იკლო და სტაბილურობა მყარდება.

ვერც ერთი სტაბილური, დემოკრატიული სახელმწიფო კი მის ტერიტორიაზე კრიმინალური ანკლავების არსებობას ვერ მოითმენს.

ამავე დროს, საქართველოს წარმატების არამოსურნეებს რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობის დიდი სურვილი აქვთ.

განსაკუთრებით ამ ეტაპზე, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მათ რაიმე სახით, ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში ჩაგვითრიონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას უკვე მივეცი დავალება, რომ ყველა ფაქტი გამოიძიონ.

ამავდროულად, ყველა მხარეს უნდა ესმოდეს, რომ საჭიროა მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყება, ჩვენს მიერ შეთავაზებული ფართომასშტაბიანი და ძალზე ამომწურავი სამშვიდობო გეგმის განსახილველად.

ჩვენ მშვიდობიანი მოლაპარაკება გვჭირდება, ამასთან დაკავშირებით ეუთო-ს მივმართავთ, ამ რეგიონში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებზე ივლისში, ბათუმში, კონფერენცია გვაქვს დაგეგმილი.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ამ კრიმინალური თარეშის რაიმე სახით გაგრძელებას საქართველო არ მოითმენს, მე კი, როგორც მისი პრეზიდენტი ამას არ დავუშვებ.

ამიტომ, ადგილობრივ ჯგუფებსა და ძალებს არჩევანი აქვთ.

ჩვენ გვინდა, რომ იმ ძალზე არასახარბიელო ვითარებიდან, რომელიც იქ ბოლო დღეების განმავლობაში შეიქმნა, სამართლებრივი და მშვიდობიანი გამოსავალი მოვნახოთ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 15 ივნისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2756&i=1

38 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


2005 წლის 7 ივნისი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი (შემდგომში - მუზეუმ-ნაკრძალი).

დამტკიცდეს მუზეუმ-ნაკრძალის თანდართული დებულება.

მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ. მასვე დაევალოს მუზეუმ-ნაკრძალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

მუზეუმ-ნაკრძალს უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაეცეს ცხინვალის რაიონის სოფელ ქურთაში მდებარე მაჩაბლების ყოფილი სახლი, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმ-ნაკრძალთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით.

მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 19 ივნისი. - N144 (5177). - 2 გვ.

39 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება

▲ზევით დაბრუნება


2005 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი

საქართველოსა და ერაყს შორის დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარების თაობაზე
შეთანხმების დადების შესახებ

ნოტების გაცვლის გზით დაიდოს შეთანხმება „საქართველოსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამ მყარების თაობაზე“.

მიხეილ სააკაშვილი

„საქართველოსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე“ შეთანხმების დადების შესახებ. / საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 19 ივნისი. - №144 (5177). - 2 გვ.

40 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ, მონაკოში საერთაშორისო კონფერენციაზე ვიყავით.

მინდა აღვნიშნო ბატონ გია ბარამიძის გამოსვლა, რითაც მან თავისი ქვეყნის ღირსეულად წარდგენა შეძლო.

ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან კარგი მუშაობა.

პირველად საქართველოს მაღალი დონის პოლიცია ჰყავს, სადაც კორუფცია შემცირებულია, პოლიცია მუშაობს სუფთად და შედეგები სახეზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დონე მკვეთრადაა გაზრდილი, დამნაშავეობის დონე შემცირებულია. თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ამ პირობებში დამნაშავეობის ფაქტები გაიზრდებოდა.

მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბოლო ოპერაციები, რომელიც რეკეტირების დიდი ჯგუფის დაკავებას და საგადასახადო სამსახურში კორუფციის ძალიან ფართოდ გაშლილი სფეროს აღმოჩენას ეხება.

მინდა ვთქვა, რომ რევოლუციის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლა, ბევრი კუთხით მკვეთრად გაუმჯობესდა.

გამოკითხვების შედეგად, ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი მოსახლეობაში უჩვეულოდ მაღალია.

ვფიქრობ, რომ მთავარი, რის გამოც ხალხი ხელისუფლებას მხარს უჭერს, დღეს ისაა, რომ ხელისუფლება გასუფთავდა.

დღეს ხელისუფლება ისეთი ხალხისაგან შედგება, რომელსაც კერძო, პირადი კორუმპირებული ინტერესები არ აქვს.

მე საქართველოს ხელისუფლებაზე ვსაუბრობ.

საზოგადოება ამას კარგად ხედავს და აფასებს.

ჩვენ ბრძოლის შესუსტებას არ ვაპირებთ.

რევოლუციის შემდეგ, საგადასახადო სამსახურში იყო პერიოდი, როცა სიტუაცია გაუმჯობესდა; შემდეგ ჩათვალეს, რომ თავი ქუდში აქვთ და ძველებურად შეუძლიათ ჯიბეების გასქელება.

ბოლო პერიოდში ბიზნეს წრეებში გარიგებები დაიწყო. კვების ობიექტებიდან ფული, პრაქტიკულად, არ შემოდიოდა და ამ მხრივ სერიოზული ჩავარდნა იყო.

რამდენიმე ფირმა იხდიდა და იხდის გადასახადს, დანარჩენები რაღაც მექანიზმების გამოყენებით ხშირ შემთხვევაში არაფერს არ იხდის.

ჩვენ გვყავს ჩინოვნიკები, რომლებიც პრაქტიკულად ქვეყნისათვის დამანგრეველ მუშაობას ეწევიან.

ფული, რომელიც ბიუჯეტში არ შედის, უნდა მოხმარდეს გზების მშენებლობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და უმწეო მოქალაქეების დახმარებას.

ის ადამიანები მოხუცების, ჯარისკაცების დახმარებას ითვისებენ.

მათ სინდისზეა, რომ ჩვენს ქვეყანაში ორმოები კიდევ რამდენიმე ხნის მანძილზე იქნება.

მათ სინდისზეა, რომ ჩვენ ვერ მივეხმარებით პენსიონერებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

ის, რაც გუშინ მოხდა, იყო დიდი ხნის წინათ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც ბრწყინვალედ განხორციელდა.

მათი ბრალის დასაბუთების პირობებში, ჩვენ ვაპირებთ და მივაღწევთ რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ის ხალხი, ვინც ლაპარაკობს, რომ 100 და 200 ლარი ქრთამის სახით გაჭირვებისათვის აიღო, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ ჩინოვნიკს, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციაში მუშაობს და ადგილობრივ თვითმმართველობაში, არ აქვს ის ხელფასი, რომ ისინი გაჭირვებულები იყვნენ.

ის, ვინც ხალხს ართმევს ფულს, საზოგადოებისათვის საშიში ელემენტია - ეს არის ბანდიტიზმი.

ამას მე თამამად ვამბობ - ხალხის ხარჯზე ცხოვრების მოწყობის უფლება არავის აქვს.

ყოველივე ეს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების საკითხს აყენებს.

ყველას გვესმის, რომ მთავრობაში სტაბილურობა დამყარდა. მთავრობა ზოგადად კარგად მუშაობს და კადრების გადანაცვლების აუცილებლობას ვერ ვხედავ.

სერიოზულად უნდა დაისვას ფინანსთა სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის საკითხი.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფინანსთა მინისტრი, მე ვნახე მისი მუშაობა სტამბულში.

იგი თავის ოჯახთან ერთად თურქეთში საუკეთესო პირობებში იყო, თუმცა იგი, მაშინ როცა საქართველოს ყველაზე მეტად დასჭირდა, რუსეთში ელჩად წავიდა, ეს ნამდვილი პატრიოტის გადაწყვეტილება იყო.

მის პატიოსნებასა და წესიერებაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ვალერი ჩეჩელაშვილი ჩემი 20 წლის მეგობარია, ჩვენ ერთად მოვდივართ კიევის უნივერსიტეტიდან. მე ვსაუბრობ ჩემს მეგობარზე, ვინაიდან ჩვენ ვართ პატრიოტები, მეგობრობაზე მაღლა დგას ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე.

მთავარი ის კი არ არის, მარტო შენ არ იღებდე ქრთამს, გარშემოც არ უნდა გყავდეს ბანდიტების ჯოგი, რომლებიც დაკავებული არიან საზოგადოების ბოლო კაპიკების მითვისებით.

ფინანსთა სამინისტროში სერიოზული რეფორმები უნდა გატარდეს, როგორც ეს პოლიციის, სამედიცინო და განათლების სფეროებში მოხდა.

ამ სფეროში ბანდიტიზმის დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და იქ შექმნილი სიტუაციისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი.

მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი დონის პროფესიონალთან და საზოგადოების ღირსეულ წევრთან, პრემიერის წინაშე მე ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე.

ჩვენ ყველა ანგარიშვალდებული ვართ მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე.

ამის გარდა მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში თვითმმართველობის შემოტანაზე ძალიან საინტერესო დისკუსია იყო.

ამ მხრივ ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ შევქმნით ისეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ასევე კარგი იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე / პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 29 ივნისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2755&i=1

41 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორია გახსნა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა!

ჩემთვის დიდი პატივია, სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტ ტეტში ამ საღამოს ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა.

ჟანი კალანდაძე გურიის გუბერნატორი და ქართველი ახალგაზრდობის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი იყო.

ისევე, როგორც ზურაბ ჟვანიამ, ასევე მე, ქართულ პოლიტიკაში ბევრს გავუხსენით გზა და ვამაყობ, რომ ჟანის და მის მეგობრებს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება მივეცით. ამას დღესაც ვაკეთებთ.

ჟანი იმის განსახიერება იყო, თუ როგორი უნდა იყოს ახალი საქართველოს ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე.

იგი მებრძოლი, წესიერი ადამიანი იყო.

ჩვენ არა მხოლოდ წესიერი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც თავად არაფერს აშავებენ, არამედ ისეთები, რომლებსაც წესიერების დამკვიდრების ნიჭიც აქვთ.

ჟანი იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელიც განათლებით, პატრიოტიზმითა და განსაკუთრებული იდეალიზმით გამოირჩევა.

იმის გარდა, რომ ჟანი ბრწყინვალე დეპუტატი იყო, შემიძლია სხვა რამ გავიხსენო.

მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჟანი კალანდაძე პარლამენტარის ხელფასს ორთაჭალაში მდებარე ქუჩის ბავშვთა თავშესაფარს ახარჯავდა და უვლიდა მათ, რის გამოც თავად ხელმოკლედ ცხოვრობდა.

იქ მყოფმა ბავშვებმა ჟანის სახით მამა, უფროსი ძმა და ერთგული მეგობარი დაკარგეს.

მახსოვს, მაშინ, როდესაც ჟანის გუბერნატორობა შევთავაზე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა, რომ პარლამენტარის პენსიის დანიშვნისთვის მას ორი თუ სამი თვე სჭირდებოდა და შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში თუნდაც არსად არ ემუშავა, ჟანის პარლამენტარის მაღალი პენსია გარანტირებული ექნებოდა.

მე მას ამის შესახებ ვუთხარი, თუმცა ჟანიმ მიპასუხა, რომ პენსიონერობას არ ვაპირებო.

სამწუხაროდ, ეს ასეც აღმოჩნდა.

სახელმწიფო აპარატში ჩვენ სრულიად ახალი ხალხი გვყავს.

ალბათ მოისმინეთ კიდეც, რომ მიშა ქუთათელაძე - საქართველოს შეიარაღებული ძალების ძალზე ღირსეული წარმომადგენელი, ერაყში დაიჭრა.

მას სასთუმალთან 15-20 წუთის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს შესახებ ესაუბრებოდა.

მიშას მამა ბესო ქუთათელაძე ცხინვალის კამპანიის დროს დაიღუპა. ყოფილი საბჭოთა ჯარის ოფიცრებმა იგი მუხანათურად მოკლეს. იგი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირი იყო.

მისი შვილი მამის კვალს დაადგა და სწორედ ასეთი ხალხი გაჩნდა საქართველოში.

გვყავს მიშა ქუთათელაძის მსგავსი ხალხი, რომელსაც შეუძლია დასახიჩრებულმა - კიდურდაკარგულმა და თვალდაკარგულმა ამაყად და ღირსეულად წარადგინოს საკუთარი ქვეყანა ყველაზე დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტის წინაშე.

არასოდეს დამავიწყდება ის მღელვარება, როდესაც პრეზიდენტი ბუში თბილისში ჩამოვიდა.

ყველანი ვნერვიულობდით, მე - განსაკუთრებით, რადგან მთავარი მასპინძელი ვიყავი.

საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებდა და ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.

ამას ისიც დაემატა, რომ იმ საღამოს ჟანის დაღუპვის ამბავი გავიგე.

თანაც ჩემი მეუღლე ფეხმძიმობის პირველ კვირებში იყო და საკმაოდ შეუძლოდ გახლდათ, და რასაკვირველია, ეს მღელვარება ჩემზეც ძალიან მოქმედებდა.

ყველა ამ „სიკეთეს“ ისიც დაერთო, რომ ამერიკელების ჩამოტანილი ხმის აპარატურა სწორედ საქართველოს ჰიმნის დროს გაითიშა და ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, რადგან ყველა ელოდებოდა, თუ რა მოხდებოდა.

ამ დროს მთელმა მოედანმა (გახსოვთ, რომ იქ, დაახლოებით, 150 ათასი ადამიანი იმყოფებოდა) მსოფლიოს დასანახად საკუთარი ქვეყნის ჰიმნი ერთხმად იმღერა.

მაშინ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, შედგა.

გუშინ, ბორჯომში მეთერთმეტე კლასელების გამოსაშვებ ღონისძიებაზე გახლდით და, ალბათ, ყველამ ნახეთ, თუ როგორი განწყობა იყო ხალხში.

საქართველოში ყოველთვის ორი მენტალიტეტის ადამიანები იყვნენ.

პოლიტიკური ბრძოლა ნორმალური მოვლენაა.

ისიც ნორმალური მოვლენაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს რაღაც მრწამსის გამო ექიშპებიან, რადგან ეს დემოკრატიის თანმდევია; მაგრამ თუ ისინი მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონთ ლომაია, სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა, ამას სულ სხვა ელფერი დაჰკრავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი ტრადიცია არ გაგვაჩნია.

იცით ალბათ, როდესაც აღა-მაჰმად ხანი საქართველოში შემოდიოდა, ერეკლე მეფემ, რომელიც უპრობლემოდ აგროვებდა ხოლმე 30-40-50 ათას ადამიანს, 3 ათასზე მეტი მებრძოლის შეგროვება ვერ შეძლო.

ეს იმიტომ მოხდა, რომ მარკოზაშვილის დარბაზელები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ აღა-მაჰმ მად ხანის ჯარი 80 ათასიანი კი არა, სინამდვილეში 300 ათასიანია, ერეკლე გაქცეულია, ჩვენ ბრძოლისუუნარონი ვართ და მოუწოდებდნენ მათ, რომ საბრძოლველად არ გამოსულიყვნენ.

საქართველო მაშინ საბოლოოდ სწორედ ამის გამო განადგურდა.

დავუშვებთ დღეს ჩვენ იმას, რომ ახალმა მარკოზაშვილის დარბაზელებმა საქართველოს ბოლო იმედი ფეხქვეშ გათელონ? - რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ.

ჩვენ ვიცით, რომ ძალზე მწვავე იქნება, მაგრამ შუა გზაში არ გავჩერდებით.

ჩვენ ვთქვით, რომ შევებრძოლებოდით კორუფციას; ბოლომდე მივყვებით ამ გზას და ერთი წუთით არ შევჩერდებით.

ჩვენ ვთქვით, რომ შევებრძოლებოდით ორგანიზებულ დანაშაულს და აღმოვფხვრით კიდეც; წინა დღეებმა ხომ დაგვანახა.

ქართულმა პოლიციამ რამდენიმე ბრწყინვალე ოპერაცია განახორციელა.

ხომ ნახეთ, როგორ არის ფესვგადგმული საქართველოში ორგანიზებული დანაშაული - მას შეღწეული აქვს ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში და საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტები აქვს.

მას შეღწეული აქვს პოლიტიკაშიც და ისეთი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ქუჩაში ბანდიტების დასაცავად, რომ პირადად მე გაკვირვებისგან სახტად დავრჩი.

ჩვენ არ ვაპირებთ რომ ამას შევეგუოთ და ეს ასე დავტოვოთ.

ვსარგებლობ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით და ამ დღეებში პარლამენტში შემაქვს „ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კანონი“, რომელიც კრიმინალს არა მარტო ინდივიდუალურად დასჯის, არამედ ისევე, როგორც ეს ამერიკაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებშია, დაისჯება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

ზოგ უბნებში არის ადამიანი, რომელსაც „უბნის მაყურებელს“ უწოდებენ და, სამწუხაროდ, სოციალური პრობლემების გამოა ამაში ჩათრეული, ზოგიერთი ახალგაზრდისათვის ის, ლამის, მისაბაძი გმირი ხდება.

„უბნის მაყურებელი“, თუ დამტკიცდა, რომ ასეთად არის გამოცხადებული, საპატიმროში აღმოჩნდება.

კანონიერი ქურდი ავტომატურად აღმოჩნდება საპატიმროში, მიუხედავად იმისა, თვითონ ქურდობს, თუ სხვებთან დადის ფულის გამოძალვის მიზნით.

ორგანიზებულ დანაშაულს ჩვენ ყველა გზას ჩავუჭრით და ისეთ კანონს მივიღებთ, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეესაბამება.

გინდა იყო ე.წ. კარგი ბიჭი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი? - შეგიძლია, მაგრამ იყავი მხოლოდ ქართულ საპატიმროში და არა თავისუფლებაში საქართველოს ნებისმიერ ადგილას.

ეს არის პირველი ინიციატივა, რომლისკენაც მივდივართ.

მეორე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი და თავდაცვის მინისტრთან ერთად ამაზე დღეს ვმსჯელობდით.

ახლოვდება რუსეთის ჯარების გაყვანის თარიღი.

იცით, რომ ჯავახეთის მოსახლეობაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში პრობლემები ყოველთვის იყო იმის გამო, რომ ისინი რუსეთის სამხედრო ბაზებს ამარაგებენ.

ისინი ამით ცხოვრობენ.

რუსეთის ორი ათასი სამხედრო მოსამსახურე მარაგდება ნინოწმინდისა და ახალქალაქის კარტოფილით, ყველით, რძის პროდუქტებით და ამით მოსახლეობა საარსებო მინიმუმს შოულობს.

ბუნებრივია, მათ ყოველთვის ჰქონდათ გარკვეული შიში, რომ რუსეთის ბაზების გასვლით მათ პრობლემები შეექმნებოდათ.

დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე მთლიანად მომარაგდება მათი პროდუქტებით და ჩვენს ჯარს უკეთესი კვება ექნება, ვიდრე რუსეთის სამხედრო ნაწილებში ჰქონდათ.

ჩვენი ნაწილები მთლიანად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობის მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მომარაგდება.

ჩვენ ვიყიდით ამ პროდუქციას ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, რათა სომეხი წარმომავლობის არც ერთ ჩვენს თანამემამულეს ოდნავადაც არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ისინი შემოსავლის გარეშე იმის გამო დარჩებიან, რომ ქართული სახელმწიფო ძლიერდება და სხვა სახელმწიფოს გავლენა სუსტდება.

რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და დღეს ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილი ჩამოვთვალე.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღარიბის ევროპულად დადგენილი სტანდარტების ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რაც კატასტროფული პრობლემაა.

თქვენ იცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არამარტო უნივერსიტეტში სწავლის საშუალება არა აქვთ, არამედ ჯერ კიდევ სკოლაში სიარულისაც.

მაგრამ არსებობს ორი მიდგომა - ამაზე ბერნარდ შოუ ამბობდა: არსებობს ხალხი, რომელიც ხედავს არსებულს და სვამს კითხვას, რატომ არის ეს ასე? და არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ოცნებობენ იმაზე, თუ რა უნდა იყოს და სვამს კითხვას, რატომაც არა?

აი, ჟანი კალანდაძე და ჩვენ ყველანი ამ ბოლო კატეგორიას მივეკუთვნებით.

ჩვენ ამ კითხვას მუდმივად ვცემდით პასუხს.

შარშან, როდესაც ნიღბიანმა შეიარაღებულმა ადამიანებმა საქართველოს პრეზიდენტი არ შეუშვეს ჩოლოქზე და, შესაბამისად აჭარაში, წარმოუდგენელი ოცნება იყო ის, რაც საქართველომ ბათუმში 5 მაისს ნახა, როცა ქვეყნის ხელისუფლება ბათუმში შევიდა.

მაშინ ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი ამბობდა, რომ მოკლე ხანში ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო, ამის მოსაგვარებლად წამოწყებული ყველა ქმედება იყო პროვოკაცია და საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული, მკვეთრი და ზედმეტად რევოლუციური მოქმედება.

ოცნებას ჰგავს ის, რომ ამ კვირის დამლევს ბათუმში, იმ დაბაზებში, რომლებშიც წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაქუცმაცებულიყო შემდგომში საქათველო, ჩვენ, ოსი წარმომავლობის მოქალაქეებთან ერთად, გავმართავთ კონფერენციას ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.

და მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გაძლევთ პირობას, რომ ეს კონფლიქტი ძალიან მოკლე ვადებში მოგვარდება.

თუმცა მაშინ, როდესაც ზემოხსენებული პოლიტიკოსები აჭარასთან დაკავშირებით მოთქვამდნენ და ვიშვიშებდნენ, ჩვენ ვამბობდით, რატომაც არა, ყველაფერი კარგად იქნება.

იცით, რომ შარშან წარმოუდგენელი იყო, რომ ქართველ ხალხს როდესმე ეყვარებოდა პოლიცია.

ეს ხომ მართლაც წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩვენს ზოგიერთ პოლიტიკოსს სხვა მენტალიტეტი აქვს - თუ საგადასახადო მუშაკს 150 ათასი ლარის ოდენობის ქრთამზე დავაკავებთ, სახელმწიფო ცუდია; თუ პანკისში კრიმინალს ანადგურებს, სახელმწიფო ისევ ცუდია; ეს კი იმის გამო ხდება, რომ პოლიტიკოსთა ამ კატეგორიისთვის ეს სახელმწიფო არის უცხო - თუ ოკუპაციურ ხელისუფლებას რამეს მოპარავდი, მაშინ იყავი კარგი კაცი.

ეს ქართული სახელმწიფოა და საქართველოს მოსახლეობისთვის მოპარული ფულია.

შარშან პოლიციაში სამსახური, პოლიციელისთვის ხელის ჩამორთმევა, უბანში პოლიციელთან ერთად ვინმეს რომ დაენახე, სირცხვილი იყო და უბნის ბიჭების შავ სიაში ავტომატურად ხვდებოდი.

ჩვენ ხალხს შევაყვარეთ პოლიცია. რატომაც არა? გაიხედეთ თბილისის ქუჩებში და ნახეთ, როგორი დამოკიდებულებაა დღეს პოლიციის სამსახურის მიმართ.

ამ დღეებში ამ და სხვა უმაღლესი სასწავლებლების შენობებში მოეწყობა მისაღები გამოცდები.

თქვენ ჩვენი სტუდენტობის საუკეთესო წარმომადგენლები ხართ და იცით, თუ როგორი ძნელი იყო უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა, რადგან ჩაწყობის, ნაცნობ-მეგობრობის, კორუფციის ქსელი ფართოდ იყო მოდებული.

ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ყველაფერი ყოველივე ამის გარეშეც შესაძლებელია და რატომაც არა?

ჩვენ ამას მივაღწევთ.

წელიწად-ნახევრის წინათ, მაშინ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ვამბობდი, რომ საქართველოში სასწრაფო დახმარება იქნებოდა უფასო.

მაშინ, ე.წ. ანალიტიკოსების 80 პროცენტი დემაგოგებს და სოციალურ პოპულისტებს გვიწოდებდა. ჩვენ ვთქვით, რატომაც არა და დღეს მთელ საქართველოში სასწრაფო დახმარება უფასოა.

ასეულობით ადამიანი გვიხდის მადლობას, ამბობენ, როგორი კარგები არიან ახალი სასწრაფო დახმარების ბრიგადები და რამდენად კარგად მუშაობენ ისინი ყოველგვარი ზედმეტი ფულის გარეშე.

დღეს საქართველოში ენერგეტიკული პრობლემაა.

იცით, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ყველა სიხშირე და სიმძლავრე განადგურდა, მაგრამ საქართველოს ყველა ოჯახს დენი სჭირდება.

ანალიტიკოსების უმეტესობას ბოლო დრომდე მიაჩნდა, რომ ეს შეუძლებელია.

მე გეუბნებით, რომ ეს შესაძლებელია და რატომაც არა? ოღონდ მუშაობაა საჭირო და ჩვენ ამასაც მივაღწევთ.

ერთი წლის წინათ იმასაც ამბობდნენ, რომ რუსეთის ბაზების გაყვანა შეუძლებელია და ამ ფაქტის შეგუებას ამჯობინებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს საკითხები აქ არ წყდება და საქართველოს დიპლომატიისთვის ეს მიუწვდომელია.

ჩვენ ვთქვით, რომ ამის მოგვარება სწორედ აქ საქართველოშია შესაძლებელი და რატომაც არა? ჩვენ დავდგებით ერთად და მივაღწევთ ამასაც.

ხომ მივაღწიეთ? ხომ მოეწერა შეთანხმებას ხელი? და ხომ დაიწყო რეალურად ეს პროცესი?

დღეს ძალიან ბევრი, ვისაც საკუთარი ქვეყნის არ სჯერა, ამბობს, რომ აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია.

ცოტა ხნის წინათ მონაკოში კონფერენციაზე ვიმყოფებოდი (სადაც პრესტიჟული პრემია გადმომცეს) და მინდა გითხრათ, რომ ბიჭვინთა, გაგრა, კვარიათი, გონიო კარგად მოვლის პირობებში ბევრად უკეთესი ადგილებია.

ამის შესახებ რომ იქ მყოფ ერთ-ერთ ჩემს თანამემამულეს ვუთხარი, დამეთანხმა, მაგრამ ბიჭვინთისა და გაგრის შემთხვევაში შეუძლებლად მიიჩნია.

რატომაც არა? რა თქმა უნდა, კი! ჩვენ ამას მივაღწევთ და გავაკეთებთ.

მოვდიოდი დღეს გზაზე და წერია: „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“. რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს ლოზუნგები უნდა ჩამოვხსნათ და მოვემზადოთ.

უნდა მოვძლიერდეთ და ამ ტკივილს ვძლიოთ.

ყველაფერი ცუდი, რაც მოსახდენი იყო, მოხდა.

ახლა ფეხზე წამოდგომისა და ყველაფრის გამოსწორების დროა.

შეიძლება თუ არა, რომ საქართველო როდესმე განვითარებული, ევროპული ქვეყანა გახდეს?

და დღეს, მე მინდა განსაკუთრებით, ჟანის და თქვენი სახელით, ჟანი კალანდაძესთან და თითოეულ თქვენგანთან, ქართული საზოგადოებისა და ახალგაზრდობის საუკეთესო წარმომადგენლებთან ერთად ვთქვა, რატომაც არა!

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორია გახსნა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 4 ივლისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2746&i=1

42 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას.

მსურს დიდი მადლობა მოვახსენო საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება და ამიტომ ჩვენთან ერთად ყოფნა ვერ მოახერხა, ასევე, უმრავლესობის ლიდერს ბესო ჯუღელს, ბატონ გოგი ლიპარტელიანს, თითოეულ თქვენგანს იმისათვის, რომ საკმაოდ კარგი და საინტერესო სესიის გამართვა მოახერხეთ.

ბოლო წლის განმავლობაში, ხან ერთი ტელეკომენტატორი ან ე.წ. პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი და ხან მეორე კითხულობდა, თუ როდის დაიშლებოდა საპარლამენტო უმრავლესობა.

გეგონება, ლაპარაკი რომელიმე შორეული აფრიკული ქვეყნის უმრავლესობაზე იყო და არც ჩვენს ქვეყანას ეხებოდეს, რომელსაც უამრავი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი.

ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია და არა ფრაგმენტირებაში, როგორც ეს ჩვენი ერის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, არა ერთმანეთის ღალატსა და გაუტანლობაში.

უმრავლესობის ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, მართალია, კამათისა და სხვადასხვა განხილვის ფონზე, მაგრამ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლომდე ვახორციელებთ.

ეს არის პირველი უმრავლესობა, რომელმაც თვითწმენდა მოახერხა, რომელსაც ხელშეუხებელი წევრები არა ჰყავს, ხელს არ აფარებს საკუთარ წარმომადგენელს, თუკი დამნაშავეა და პირიქით, ბოლომდე იბრძვის იმ წევრებისთვის, რომლებიც მართლები არიან, რაც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე.

ჩვენ პირველი უმრავლესობა ვართ, რომელსაც მორალური უპირატესობა აქვს, ეს კი ჩვენი მთავარი ძალაა.

ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელმაც აჭარის საკითხის გადაწყვეტა მოახერხა.

ეს ის საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც ცხინვალისა და, დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის საკითხებსაც გადაწყვეტს.

დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვისაც, რომ საკმაოდ რთული კანონების მიღება მოახერხეთ.

მარტო ლიცენზირების კანონი რად ღირს. ამ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა, მაგრამ უმრავლესობა ყოველივე ამაზე მაღლა დადგა.

უმრავლესობამ ბიზნესს რეალურად უპატრონა, რაც ადრე არასდროს ყოფილა და ამ კანონით ლიცენზიებისა და ნებართვების 80 პროცენტი გააუქმა.

თქვენ მიიღეთ სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული კანონები - სახალხო კანონები.

ეს იმ ხალხის კანონებია, რომლებსაც ადრე პოლიტიკაში წარმომადგენლები არ ჰყავდათ და თქვენ მათი წარმომადგენლები გახდით.

აჭარასთან მიმართებაში, საქართველოს კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენ ისეთი კანონები მივიღეთ, რომელიც საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება და ამით თვითოეული ჩვენგანი იამაყებს.

რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით ჩვენ ისეთი დადგენილება მივიღეთ, რომელმაც ამ ბაზების საკითხის გადაწყვეტა გან ნაპირობა.

ეს ამ უმრავლესობის დამსახურებაა.

ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ზოგიერთებს ხელს ვუშლით.

ოპოზიციაში იმ წარმომადგენლებთან, რომლებსაც ლაპარაკი, აზრის გამოთქმა და ურთიერთობა ადამიანურად შეუძლიათ, კონსენსუსი და საერთო ენა უნდა გამოვნახოთ.

ჩვენ მათ ხელი უნდა გავუწოდოთ, რადგან ეს ჩვენი საერთო ქვეყანაა, საერთო პრობლემები გვაქვს და ტერიტორიებიც ერთად უნდა დავიბრუნოთ.

ამიტომ, ოპოზიციად და უმრავლესობად არ უნდა დავიყოთ.

წინ დიდი ამოცანები გველოდება.

ამ კვირის განმავლობაში თბილისის მერის ხალხის მიერ არჩევის გადაწყვეტილება მივიღეთ, სექტემბერში ახალი თვითმმართველობის კანონის მიღებით თვითმმართველობის განვითარება უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ ასევე პარლამენტის 150 დეპუტატამდე შემცირების გადაწყვეტილება და მაჟორიტარების არჩევის წესი მივიღეთ.

საერთაშორისო ფორუმებზე თქვენი უმეტესობა ჩვენს ქვეყანას ძალზე ღირსეულად წარმოადგენს.

ღირსეულად მუშაობენ ნინო ბურჯანაძე, უმრავლესობის ლიდერი, კომიტეტების თავმჯდომარეები, საპარლამენტო დელეგაციები და ამ მუშაობის შედეგები სახეზეა - საქართველოს არნახული რეპუტაცია აქვს.

ეს არა ცალკე აღებული პრეზიდენტისა და რამდენიმე მინისტრის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენლის დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, წინ ბევრი გამოწვევა, ბევრი გადასაჭრელი ამოცანა გველოდება, მაგრამ ყველა ერთად ამას დავძლევთ.

ძალა ერთობაშია და ერთობით ყველაფერს მივაღწევთ.

დიდ მადლობას მოვახსენებ განსაკუთრებით მათ, ვინც კურორტებიდან ისევ სამუშაოდ და ამ კანონების მისაღებად დაბრუნდა.

ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდად დასვენება შეგვიძლია.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 8 ივლისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2745&i=1

43 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით“

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საქართველოს აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებისა და ქართული და უცხოური არასამ მთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული ეთნიკური კონფლიქტის გადაწყვეტის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი, ამ გადაწყვეტისთვის ახალი ენერგიის მიცემის კუთხით.

მაშინ, როდესაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებაში მოვედით, პირველი, რაც ვთქვით, იყო ის, რომ საქართველოს სახელმწიფოდ ვაქცევდით და მის დანაწევრებას ბოლოს მოვუღებდით.

მაშინ ამ თეზისმა სერიოზული კამათი გამოიწვია და ბევრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ზედმეტად აგრესიულები ვიყავით.

ჩვენ კარგად გვახსოვს, მაშინ, როდესაც შარშან მარტში არ შემოგვიშვეს აჭარაში და რამდენიმე შეიარაღებულმა ადამიანმა გზა გადაგვიკეტა, მსოფლიოში ძალიან ბევრმა თქვა, რომ ჩვენ უკან უნდა დაგვეხია, გავჩერებულიყავით და აჭარის საკითხის გადაწყვეტის მცდელობისათვის თავი უნდა დაგვენებებინა.

მახსოვს ისიც, მთელ მსოფლიოში საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ საქართველოში ომი და შინააშლილობა დაიწყებოდა.

კარგად მახსოვს ის სქემაც, რომელსაც ხატავდნენ - პრეზიდენტმა გამსახურდიამ ცხინვალის რეგიონზე დაკარგა კონტროლი, პრეზიდენტმა შევარდნაძემ - აფხაზეთზე, სააკაშვილი კი აჭარას დაკარგავსო.

მახსოვს, თუ რა სტატიები ქვეყნდებოდა მაშინ - ჩვენ აგრესიულობაში, საკითხებისადმი არაფრთხილ მიდგომაში გვადანაშაულებდნენ.

ქვეყნდებოდა არა მარტო სტატიები, არამედ საკმაოდ მაღალი რანგის მთელი რიგი პოლიტიკოსებისა მირეკავდა, მაფრთხილებდა, რომ ამ საკითხში ჩვენ უკან უნდა დაგვეხია.

დღეს, ამ კონფერენციას აჭარაში, ბათუმში ვმართავთ, სადაც ერთი წლის წინანდელი დაპირისპირების კვალიც კი არ ჩანს.

თანაც, ამ კონფერენციას ვატარებთ იმ პირობებში, რომ არც უკან დავიხიეთ, გაერთიანებაც მოვახერხეთ და შედეგები სახეზეა - ბათუმში თითოეული ადამიანი მოგიყვებათ, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ.

აქ იყო ლიდერი, რომელიც ქალაქის ქუჩებს მხოლოდ იმისათვის კეტავდა, რომ მის შვილს მაღალი სიჩქარე განევითარებინა მისი „ლამბორჯინის“ მარკის ავტომანქანით, ან იმისათვის, რომ მის შვილიშვილს პატარა „კარტინგით“ ესეირნა.

აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ყველაფერი მათ ეკუთვნოდათ.

12 წლის განმავლობაში აჭარაში მხოლოდ ორი კილომეტრი გზა აშენდა, მაშინ ადამიანებს ჩხრეკდნენ და ამცირებდნენ არა მხოლოდ აჭარის შემოსასვლელში, არამედ ყველგან.

ნებისმიერი ადამიანის დაკავება, მისი უფლებების დარღვევა ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ.

აჭარაში 14 წლის განმავლობაში გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი შეკეთდა, ამ ერთ წელიწადში კი ჩვენ დაახლოებით 90 კილომეტრი გზის აშენება მოვახერხეთ და ამ მხრივ მუშაობას კვლავაც ვაგრძელებთ.

მაღალმთიანი აჭარის ყველა დასახლებული პუნქტი ბათუმთან გზით არის შეერთებული.

ბათუმთან შენდება გზები და ავტობანი, მშენებლობა კი შემოდგომაზე დასრულდება.

წელს, გერმანელებთან ერთად ბათუმის წყალსადენისა და კანალიზაციის მთლიან რეაბილიტაციას ვიწყებთ და ბათუმს მრავალი ათწლეულის განმავლობაში წყალსადენი პირველად ექნება.

აქ, ასევე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო.

აჭარაში რამდენიმე ახალი სკოლა შენდება, სკოლების ნაწილი რემონტდება და წელს, პირველ სექტემბრამდე მოხდება აჭარის სრული ინტერნეტიზაცია, ყველა სკოლა კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება. ბათუმში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს.

აჭარის საბაჟოზე, რომელიც ყველა ქართველისთვის დამცირების ადგილი იყო, შარშან მწვანე დერეფანი გაიხსნა, სადაც ადამიანი 2 წუთზე მეტს არ დაყოვნდება - ბევრმა თქვენგანმა ეს უკვე ნახა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯიფ თაიფ ერდოგანთან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ასეთივე მწვანე დერეფანი ზაფხულში თურქეთის მხრიდანაც გაიხსნება და, პრაქტიკულად, ეს ძალიან ადვილად გასავლელი საზღვარი იქნება.

ის, რაც აჭარაში მოხდა, ჩვენი გამბედაობისა და ერთიანობის შედეგია.

დარწმუნებული ვარ, აჭარაში ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ვერ მივაღწევდით.

ამ ბაზების გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია და ის შეუქცევად ხასიათს ატარებს; ესეც საქართველოს სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ეტაპია.

მინდა შეგახსენოთ, რომ ქართულ სახელმწიფოს, რომელიუკვე ჩამოყალიბდა და ფუნქციონირება დაიწყო, წელს 5-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს.

ჩვენ ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირება მოვახერხეთ, მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს და მინდა, რომ ამ პრობლემებს ეტაპობრივად მივუდგეთ.

დარჩა ორი მთავარი პრობლემა - ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) და აფხაზეთი.

ამ პრობლემებს შორის ცხინვალის პრობლემა, მთელი რიგი მიზეზების გამო, ბევრად უფრო მარტივია.

ერთის მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალზე პატარა ტერიტორიაა.

რუსეთში იმ ნაციონალისტებმა, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მიერთებასა და მის რუსეთის ნაწილად ქცევას ფიქრობენ, გეოგრაფია არ იციან.

სამხრეთ ოსეთის შეერთება და ოკუპირება შეუძლებელია, - ამისათვის საქართველოს დაპყრობაა საჭირო.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი თბილისთან, თბილისი-კასპის მონაკვეთზე იწყება.

ბევრმა ქართველმა არც იცის, რომ თბილისის შემოსასვლელთან რამდენიმე მეტრში „ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია იწყება.

თუ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას იერთებ, მაშინ საქართველოს მთავარი ცენტრის ინტეგრაცია უნდა მოახდინო, ე.ი. საქართველო უნდა დაიპყრო.

ეს ყველაზე უფრო ველური ფანტაზიის მქონე ადამიანებსაც კი ვერ წარმოუდგენიათ, - ამ ტერიტორიის მიერთება საქართველოს ოკუპაციას ნიშნავს.

ეს საერთაშორისო თანამეგობრობის უმეტესობამაც არ იცის.

ეს ტერიტორია ცალკე აღებული არ არსებობს.

ეს საჭადრაკო დაფასავითაა. ყოფილ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს არც ერთი დასახლებული პუნქტი (როკის გვირაბთან მდებარე ერთი-ორი სოფლის გამოკლებით), რომლის იქით არ იყოს ის სოფლები (მე მათ არ ვუწოდებდი ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფელს, რადგან იქ ქართველებიც ცხოვრობენ, ოსებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც), რომლებიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და მის უფლებამოსილებას აღიარებდნენ.

ცხინვალის ოსური საზოგადოება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციალურად ქართული საზოგადოების ნაწილია - ისინი, ძირითადად, საქართველოს ტელეარხებს უყურებენ, მათი უმეტესობა ქართულად სრულიად უაქცენტოდ ლაპარაკობს, დადიან თბილისში და მას საკუთარ ცენტრად მიიჩნევენ.

ოსი ხალხი საქართველოში მრავალი ასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა; ისინი ქართული ისტორიის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.

ჩვენ ათასწლეულებზე ვლაპარაკობთ და იმაზე, რომ შერეულ ქორწინებათა ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველებსა და ოსებს შორის იყო და ეს ქართველმა მეფეებმა დაიწყეს.

თამარ მეფის დედა იყო ოსი.

შერეული ქორწინებები ყველაზე ცნობილი მეფეების ოჯახებში გვხვდებოდა.

მეთერთმეტე საუკუნეში ბაგრატ მეფემ მრავალათასიანი ოსური ჯარი მოიხმო დურგალელ დიდის მეთაურობით, რაც ცნობილი ფაქტია.

ეს ჯარი საქართველოს სამეფოს დაეხმარა, შემდეგ კი ქუთაისში 12-დღიანი წვეულება გაიმართა.

ყველამ იცის, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოს გასამაგრებლად მრავალათასიანი ყივჩაღური ჯარი ჩამოიყვანა.

თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს ოსების დახმარებით მოხდა, რადგან მან ამ ჯარის გამოტარებისა და მათი ჩამოსვლის თაობაზე შეთანხმებას წინასწარ სწორედ ოსებთან მიაღწია.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოსური მოსახლეობა ყოველთვის იყო საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ეთნიკური სტრუქტურის ინტეგრირებული ნაწილი და ერთმანეთთან ამდენად დაახლოებული ხალხი მსოფლიოში, ალბათ, ცოტა თუ არსებობს.

პირადად მე და ჩემი თაობა, ეს ჩვენი გამოცდილებაა, გავიზარდეთ ისე, რომ ოსები ქართველი ერის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გვეგონა.

რა თქმა უნდა, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ მათ აქვთ საკუთარი იდენტურობა, კულტურა, ისტორია, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

ამგვარად, კონფლიქტი, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ულტრანაციონალისტური და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების მიერ იყო პროვოცირებული, პირდაპირ რომ ვთქვათ, პროვოცირებული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიერ, რომელსაც რეალური ძალაუფლება არ ჰქონდა და ამგვარად ბოლომდე მისი დადანაშაულება სწორი არ არის, რიტორიკის შედეგადაც, და განსაკუთრებით ამ რიტორიკის შედეგად, რეალურად, ძალიან ძნელი გასაღვივებელი იყო.

90-ანი წლების დამდეგს ყველაფერი იმდენად არეული იყო, რომ ასეთი ძნელად გასაღვივებელი კონფლიქტებიც ღვივდებოდა, თუ ამას ძალიან მოინდომებდი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კონფლიქტს აქვს ელემენტები, რომლებიც შედარებით ადვილად გადაწყვეტადია.

მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ კონფლიქტის გადაწყვეტა სულ უფრო და უფრო რთული გახდება.

უკვე გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე თაობა, რომლებსაც დღევანდელისგან განსხვავებულ პირობებში ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

გაიზარდა ხალხი, რომლებიც, პრაქტიკულად, 12-13 წლის განმავლობაში სამხედრო ბანაკის პირობებში ცხოვრობს.

მათ შეუძლიათ დატოვონ ბანაკი, მაგალითად, სამკურნალოდ, ან გასართობად თბილისში ჩამოვიდნენ, მაგრამ ღამით ისევ ბანაკში დაბრუნდნენ და იქ დაიძინონ.

რეალურად, ეს ტერიტორია სამხედრო ბანაკად გადაიქცა, სადაც მუდმივი მზადყოფნაა იმისათვის, რომ რაღაც უნდა მოხდეს - შეტაკება, ან კონფრონტაცია.

და ეს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის შუაგულში ხდება.

სამწუხაროდ, შარშან, როდესაც სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია დავიწყეთ, ძალიან მარტივი მიზეზების გამო, ამ სიტუაციამ გამძაფრება დაიწყო.

რუსეთში, სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქტები კონტრაბანდად არ ითვლება.

საქართველოშიც არ ითვლებოდა კონტრაბანდად ის, რაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა.

სამხრეთ ოსეთი კი, პრაქტიკულად, არაფერს აწარმოებს.

რუსეთისთვის ეს ძალზე პატარა პრობლემა იყო, რადგან ის დიდ სახელმწიფოს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოს იქიდან შემოსული უკანონო და განუბაჟებელი პროდუქცია კატასტროფულ დარტყმას აყენებდა.

მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას არც ნავთობი აქვს, არც სხვა რაიმე შემოსავალის წყარო - ჩვენ ვიღებთ გადასახადებს და თუ საგადასახადო სისტემა მოშლილია, ქვეყანა არ ფუნქციონირებს.

ვინაიდან როკის გვირაბს ვერ ვაკონტროლებთ, შარშან გადავწყვიტეთ, რომ გზებზე პოლიციის პოსტები დაგვეყენებინა, რათა კონტრაბანდა არ შემოსულიყო.

სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ ამ პოსტებს ძალის გამოყენებით აიღებდა.

ამაზე ჩვენი პასუხი იყო, რომ ძალას, ჩვენ ძალას დავუპირისპირებდით; ამას კი, კონფრონტაცია მოყვებოდა.

ამან ვითარების ესკალაცია გამოიწვია.

შემდეგ იმ სოფლების იზოლაცია მოხდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას, მის უფლებამოსილებას აღიარებენ და ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.

ამის გამო ჩვენ იძულებული გავხდით შემოვლითი გზა დაგვეცვა, მაგრამ სწორედ ამ გზაზე მოხდა შეტაკებები და შემოვლითი გზის დამცველებზე შეტევები განხორციელდა.

ამ დროს ჩვენი შეიარაღებული კონტიგენტის გამოყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ უკვე შარშან ბოლომდე მთელი ტერიტორიის აღება არ შეგვეძლო, არამედ იმიტომ, რომ ეს მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ.

მიმაჩნია, რომ სისხლისღვრა და ყოველგვარი გართულება ბევრად უარესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე თუნდაც სერიოზული სირთულეების შექმნა ამ სოფლების მომარაგების საკითხში ან მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.

შარშან ამ ტერიტორიაზე ხაჩიროვის მეთაურობით მოქმედმა დივერსიულმა ჯგუფმა ელექტროგადამცემი ხაზები ააფეთქა და რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ელექტრომომარაგება, პრაქტიკულად, განახევრდა.

იყო სხვა გეგმებიც, რაც ჩვენმა სამსახურებმა დანამდვილებით იციან.

ეს ეხება სხვა კომუნიკაციებზე თავდასხმას.

მოქმედი ჯგუფები პირდაპირ კავშირში არიან იანვარში გორში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან - როდესაც ნაღმი ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის შენობასთან აფეთქდა.

ჩვენ ვიცით სხვა ფაქტებიც, რომლებიც იგეგმება, რომლის შესახებაც ჩვენმა შესაბამისმა ორგანოებმა იციან და უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

ამას გარდა, ბოლო პერიოდში ოთხი ადამიანის გატაცებისა და უგზოუკვლოდ გაუჩინარების ფაქტი მოხდა, ხშირია ადამიანების ნაღმზე აფეთქების ფაქტებიც და სხვა უბედური შემთხვევები და ინციდენტები.

ამის დაკონსერვება შეუძლებელია.

თუ რა სიტუაციას აქვს ადგილი ჩვენი პარტნიორის, რუსეთის მხრიდან, სხვა საკითხია.

თქვენ იცით, რომ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება დამოუკიდებლობას არ ითხოვს.

მათ ესმით, რომ ეს ტერიტორია სადღაც უნდა იყოს - ეს შეიძლება იყოს საქართველოში, ან რუსეთში.

ისინი ამბობენ, რომ ჩვენ რუსეთში მალე ვიქნებით.

მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების მხრივ, ჯერჯერობით, ამ ფაქტის უარყოფის არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.

უფრო მეტიც, ყველა ქმედება, მინიმუმ ორაზროვან, უარეს შემთხვევაში, სრულიად ნათლად გამოხატულ ხასიათს ატარებს, რომ ერთ დღეს, ეს შეიძლება განხორციელდეს.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი ციმბირიდან ჩამოყვანილი მოქმედი რუსი სამხედრო მოსამსახურეა.

უშიშროების მინისტრი ბაშკირეთის ავტონომიის უშიშროების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი პირი იყო.

ყველა საზღვარს სცდება ის, რომ ახლა, პრემიერ-მინისტრად ბატონი მოროზოვი დაინიშნა, რომელიც ბაშკირეთშია დაბადებული, ცხოვრობდა კურსკში.

გამოქვეყნდა მისი ბიოგრაფია, რომელშიც ცალკე აღინიშნა ის, რომ იგი პრემიერ-მინისტრ ფრადკოვის მეგობარია.

მე ზუსტად არ ვიცი ეს რას ნიშნავს და რა სამსახურეობრივი მდგომარეობის დახასიათება შეიძლება იყოს.

იგივე ხდება აფხაზეთშიც.

აფხაზეთში და ცხინვალის ტერიტორიაზე დაარიგეს რუსული პასპორტები და მე არ მესმის რატომ არის მსოფლიო ამაზე გაჩ ჩუმებული.

ჩვენ აქ არა მარტო საქართველოსა და მის ტერიტორიაზე ვლაპარაკობთ, არამედ რუსულ დემოკრატიასა და მის მომავალზეც.

ჩვენ მოქმედების იმ სქემას ვეხებით, რომელიც არც რუსეთის, არც საქართველოსა და არც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენს და მით უფრო, ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს ინტერესს.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომლის ძიება ჩვენ პირველი დღიდანვე დავიწყეთ.

საერთოდ, ჩვენ პირველი დღიდან იმას ვამბობთ, რომ საქართველო მასში მცხოვრები ყველა ადამიანის საკუთრებაა და ქვეყანაა.

გზაზე ნახავდით ბილბორდებს, რომლებზეც ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი აზერბაიჯანელები, სომხები, აფხაზები, ოსები, რუსები არიან გამოსახული, ქვემოთ კი წარწერაა: საქართველო - ყველას სამშობლოა.

ეს ბილბორდები ჩვენი ერისადმი, ჩვენი მოსახლეობისადმი საქართველოს მთავრობის გზავნილია.

ეროვნების მიუხედავად, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობს, მაგრამ, ამავდროულად, ქართულ სოციალურ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ უმცირესობების ინტეგრაციისთვის ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.

წელს, ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლას ვხსნით, რომელშიც ასი სომეხი, ასი აზერბაიჯანელი ეროვნების წარმომადგენლებიც ისწავლიან და იმედი გვაქვს, რომ ამ სკოლას ოსი მსმენელებიც ეყოლება.

ენისა და ადმინისტრაციული უნარ-ჩვევების 6-თვიანი კურსების დასრულების შემდეგ ეს ხალხი კვალიფიკაციის მიხედვით უნდა დაინიშნოს ადმინისტრაციულ აპარატში - საბაჟო და საგადასახადო სამსახურებში, პროკურატურასა და პოლიციაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში.

ერთი სიტყვით, ჩვენ პოზიტიური დისკრიმინაციის კურსს ვიღებთ.

ჩვენ ვიღებთ კურსს, რომელიც სახელმწიფო აპარატში მათ აგრესიულ ინტეგრაციამდე მიგვიყვანს და არ ველოდებით იმას, რომ ისინი თავად ისწავლიან და კარიერის შექმნას მოახერხებენ.

ამავე დროს, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ინტენსიური შესწავლის სახელმწიფო პროგრამას ვახორციელებთ.

თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ავუხსნათ, თუ რას მოუტანს მათ ენის შესწავლა და რა პერსპექტივა გაეხსნებათ ამით.

თქვენ იცით, რომ ჯავახეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვექმნება, რადგან რუსეთის ბაზა, რომელშიც 3000-მდე რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა, იქ მაცხოვრებელი ხალხის მიერ წარმოებული პროდუქციით მარაგდება.

ერთი კვირის წინათ, თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართული რამდენიმე თათბირის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული არმია, რომელიც მთლიანობაში ტექნიკურ პერსონალთან ერთად 20 ათასი მოსამსახურისგან შედგება, მთლიანად ჯავახეთის რაიონში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით ექსკლუზიურად მომარაგდეს და ამის განხორციელება უკვე დავიწყეთ კიდეც.

ახალქალაქსა და ნინოწმინდას, ნაწილობრივ, ასპინძისა და წალკის პროდუქციაც შეეშველება.

დღესდღეობით, ამ მოსახლეობას ქართული ჯარის მოსამარაგებლად საკმარისი პროდუქტი არ აღმოაჩნდა. მაგალითად, საკმარისია კარტოფილი, მაგრამ არასაკმარისია ხორცი, რძის პროდუქტები.

აუცილებელია, რომ მათ წარმოება გაზარდონ, მათი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების საკითხი კი, რეალურად, უკვე გადაწყვეტილია.

რა თქმა უნდა, ბრაზილიური ხორცი, შესაძლოა, ნინოწმინდაში წარმოებულზე უფრო იაფი ღირდეს, თუმცა განსხვავება საკმაოდ მცირეა.

შესაძლოა, მსგავსი პირობების შექმნა სხვა რეგიონებსაც ზუსტად ასევე სჭირდებათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეს კუთხე ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონტაქტს განსაკუთრებით იყო მოკლებული.

ჯავახეთში მრავალი წლის განმავლობაში პირველად წელს დაიწყო გზების მშენებლობა, ფასადების რესტავრაცია, სკოლების მშენებლობა და სხვა ღონისძიებები.

პირადად მე ერთ-ერთი სკოლის მშენებლობა დავიწყე, ერთი სკოლა ჩემი მეუღლის პატრონაჟის ქვეშ არის, სკოლები ყოველგვარი პატრონაჟის გარეშეც შენდება.

ახალქალაქის ცენტრში დაიწყო გზების შეკეთება, ჩვენ სხვა ღონისძიებებსაც ვახორციელებთ - შეიქმნა ახალგაზრდული ბანაკები, სადაც უკვე წელს ახალგაზრდული დეპარტამენტის პროგრამებით რამდენიმე ათასი ახალგაზრდა დაისვენებს.

დღესდღეობით, ახალგაზრდულ-პატრიოტულ ბანაკებში ზაფხულს 1600 ახალქალაქელი და ნინოწმინდელი ატარებს.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩვენ სპორტული კომპლექსის მშენებლობასაც დავიწყებთ და მომავალ წელს დავასრულებთ.

ზუსტად ასევე აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონების განვითარებასაც ვაქცევთ ყურადღებას.

მართალია, ისინი უფრო ინტეგრირებული იყვნენ საქართველოს ცენტრალურ უბნებთან და დედაქალაქთან, მაგრამ მათ შემდგომ ინტეგრაციას ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს.

თუმცა, უდავოა, რომ მცირე სიძნელეები და პრობლემები იქაც არის.

ერთი სიტყვით, ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდია კონტრასტი წინა ხელისუფლებასთან შედარებით.

საქართველოს წინა ხელისუფლება ეთნიკურ ფაქტორს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა.

საქართველოში, მაგალითად, მუდმივად იყო მითითებები იმაზე, რომ ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენელს რომელიღაც ნათესავი ეთნიკური ქართველი არ ჰყავს; თანამდებობის პირებს საჯაროდ უთქვამს ტელევიზიით, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ეთნიკური ქართველი უნდა იყოს, საქართველოს მხოლოდ ქართველები უნდა მართავდნენ და სხვა.

ეს საბჭოთა ნომენკლატურული ინერციის გადმონაშთი იყო, საბჭოთა ნომენკლატურისთვის კი ეთნიკური წარმომავლობითა და ეთნიკური წარმოშობით იფარგლებოდნენ.

ასე იღებდნენ ისინი თავის პრივილეგიებს.

ძალიან მიხარია, რომ უკრაინაში დღეს ყველა უკრაინულად ლაპარაკობს.

მეც ვსაუბრობ ამ ენაზე და ვამაყობ, რომ საშუალება მქონდა ასობით ათასი უკრაინელისთვის 31 დეკემბერს ღამის 12 საათზე კიევის მთავარ მოედანზე მათ ენაზე მიმემართა.

თუმცა მაშინ, როდესაც კიევში ვსწავლობდი, ნომენკლატურის წარმომადგენელთა ოჯახების გარდა, უკრაინულად არავინ არ ლაპარაკობდა.

თავად მე, პრივილეგირებული ოჯახიდან არ ვიყავი, თუმცა კიევში ყველაზე პრივილეგირებულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ასე შემთხვევით მოხდა.

ჩემი კურსელები კი, თანამდებობის პირთა - მინისტრების, პოლიტბიუროს წევრების შვილები იყვნენ.

უკრაინას ჰყავდა ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო, საქართველოს კი - ბიურო, ნომენკლატურის პრივილეგიებს შორის მხოლოდ ეს განსხვავება იყო. ნომენკლატურის ოჯახებში მაშინ ყველა უკრაინულად ლაპარაკობდა. რატომ? - იმიტომ, რომ ნომენკლატურის პრივილეგიის მინიჭება ენობრივი და ეთნიკური ნიშნებით ხდებოდა.

საქართველოს წინა მთავრობასაც ეს სჭირდა.

მათ მიაჩნდათ, რომ საკუთარი მოქალაქეები ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური ნიშნით უნდა განესხვავებინათ.

ჩვენ სრულიად ახლებური ხედვის ხელისუფლება ვართ.

მჯერა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანა შესაძლებელია საბოლოოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდეს, თუ ყველა ეროვნების ინტეგრირებას მოახერხებს.

ჩემთვის დიდად საამაყოა ისიც, რომ ხალხს ახალი დროშა შევაყვარეთ. ეს დროშა ყველას უყვარს, ახალი ქართული ჰიმნი ყველამ და განსაკუთრებით ბავშვებმა ზეპირად იციან.

ამას წინათ, ქალაქგარეთ ვიყავი და იქ, ექსკურსიაზე მყოფი აზერბაიჯანული და სომხური წარმომავლობის ბავშვები შემხვდნენ, რომელთაგან საქართველოს დროშა ზოგს კისერზე ჰქონდა შემოხვეული, ზოდს კი სამკერდე ნიშანი ეკეთა.

ამით ისინი სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ.

სიამაყით ვიხსენებ იმ მომენტებს, როდესაც ჯავახეთის რეგიონში, რომელიც მოწყვეტილად და პრაქტიკულად მიტოვებულ ტერიტორიად ითვლებოდა, საკმაოდ არაორგანიზებულად ჩავსულვარ და ადგილობრივი სომხები ქართულ ჰიმნს მღერ როდნენ.

მაშინ, როდესაც იქ პირველად ჩავედი, ერთ-ერთი გოგონა ჰიმნს ზეპირად წარმოთქვამდა, რადგან მის სკოლაში მაგნიტოფონის უქონლობის გამო მუსიკა მოსმენილი არ ჰქონდა.

ეს ნინოწმინდის სოფელი განძაში იყო.

მათ, რა თქმა უნდა, მაგნიტოფონი გავუგზავნეთ და ახლა ამ სოფელში ახალ სკოლას ვაშენებთ.

როდესაც ამ სოფელში უკვე სკოლის მშენებლობის დაწყების გასახსნელად ჩავედით, მთელი სკოლა იდგა და ჩვენი გაგზავნილი კასეტიდან ნასწავლ ქართულ ჰიმნს მღეროდა.

აი, ეს არის ინტეგრაციის პროცესი.

აი, ეს არის შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და, რეალურად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება.

წელს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, პროცენტულად, ეთნიკური უმცირესობების სამჯერ მეტი წარმომადგენელია გაწვეული, ვიდრე შარშან. ეთნიკური უმცირესობების ძალზე ბევრი წარმომადგენელი საკონტრაქტო პირობებით ნებაყოფლობითაა მოსული.

რეზერვისტთა ბანაკებში სომხები და აზერბაიჯანელები პირველად გამოჩნდნენ და ისინი იქ სრულიად ნებაყოფლობით გაერთიანდნენ.

როდესაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ბავშვებს შევხვდი, მათ ერთ-ერთი რეზერვისტთა მე-10 ბატალიონის ხელმძღვანელის ვანო ქოჩქიანის ისტორია მოვუყევი.

თავის დროზე ვანო ქოჩქიანი აფხაზეთიდან გამოაძევეს და მან მთელი ქონება დაკარგა.

იგი ჩამოვიდა ქარელში. მას 1992 წელს ოსების მიერ მიტოვებული სახლი მისცეს, რომელიც გაარემონტა და კეთილმოაწყო.

შარშან, ჩვენ საქართველოდან 1991-1992 წლებში წასული ეთნიკურად ოსების დაბრუნების პროგრამის განხორციელება დავიწყეთ.

ბატონ გოგა ხაინდრავასთან და ზინაიდა ბესტაევასთან ერთად რამდენიმე ათეული ოჯახი უკვე ჩამოვასახლეთ, მათ შორის, მიტარბის რაიონში და მზად ვართ, რომ კიდევ რამდენიმე ათეული ათასი ჩამოვასახლოთ.

ამ პროგრამაში ერთ-ერთი ოსური ოჯახი მოხვდა, რომელმაც ვანო ქოჩქიანს სახლის დაბრუნება მოსთხოვა.

დღეს ეს ადამიანი თავდაცვის სამინისტროს გორის შენაერთში მსახურობს და მან უყოყმანოდ, ულაპარაკოდ გადასცა დაბრუნებულ ოსებს თავისი გარემონტებული, მოვლილი სახლი, რომელშიც ამდენი წელი გაატარა და ისევ უსახლკაროდ დარჩა.

ვანო ქოჩქიანმა საკუთარი სახლ-კარი, პირველად, სიძულვილის გამო დაკარგა - იგი გამოაგდეს, მეორედ კი, - ადამიანობისა და სიყვარულის გამო.

სხვათა შორის, ეს ისტორია სრულიად შემთხვევით გავიგე და სპეციალური განკარგულება გავეცი, რათა მას და მის ოჯახს დავეხმაროთ.

შესაძლოა, მსგავსი ისტორია სხვაც იყოს, რომელსაც ვერ გავიგებ.

ყოველივე ამას იმასთან დაკავშირებით ვამბობ, რომ ჩვენ მიდგომა მთლიანად შევიცვალეთ.

მაგალითად, საქართველოში ტერმინის „სამხრეთ ოსეთი“ ხსენება პოლიტიკურად ტაბუდადებული იყო - საქართველოში ამ ტერმინის ხსენება პოლიტიკურ თვითმკვლელობას ნიშნავდა.

თუმცა, არსებობს სხვადასხვა ვარიანტები: სამხრეთ ტიროლს ჰქვია სამხრეთ ტიროლი ავსტრიელებისთვის, და ალტო-ადიჯე იტალიელებისთვის. შემდგომში შეიძლება ასე დაკანონდეს.

პირადად მე, სამხრეთ ოსეთის ტერმინის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრობლემას ვერ ვხედავ.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში ითვლებოდა, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხის წამოჭრაც კი. აბსურდული პოლიტიკური გადაწყვეტილების ტოლფასია.

ჩვენ ეს გეგმა შარშან წარმოვადგინეთ. წელს იანვარში, ევროპის საბჭოში ეს ჩემს მიერ უკვე კარგად არტიკულირებული თემა იყო და მინდა გითხრათ, რომ ის, ავტომატურად, განთავსდა ინტერნეტში.

ყოველივე ეს ჩვენ ოსურ ენაზეც დავბეჭდეთ.

აქედან გამომდინარე, პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საერთაშორისო ფორუმებიდან ვიწყებთ, სწორი არ არის.

ჩვენ იძულებული ვხდებით, რომ აქ ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ არ არის დიალოგი.

მე პირდაპირ ვამბობ, თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ბევრად უფრო გამიხარდებოდა ყოველივე ამაზე საუბარი, ვიდრე უცხოელ ელჩებთან და თუნდაც, უცხოეთიდან ჩამოსულ წარმომადგენლებთან.

ამ თემაზე თქვენთან შეხვედრა ჩემთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა, რადგან დიალოგი პირისპირ უნდა შედგეს.

ჩვენ აქ სწორედ იმის გამო ვართ, რომ დიალოგი არ შედგა.

ჯერ კიდევ შარშან, გაეროში ნდობის აღდგენისა და შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების რამდენიმე ეტაპიანი გეგმა წარვადგინეთ და აღვნიშნეთ - ჩვენ გვესმის, რომ ამის საბოლოოდ გადაწყვეტას მრავალი წელი დასჭირდება.

ჩვენმა ზოგიერთმა რუსმა პარტნიორმა და ადგილობრივმა დეფაქტო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოიწონეს ჩვენი გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილი და აღნიშნეს: ჩვენ ძალიან მოგვეწონა პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმის ის ნაწილი, სადაც ის ამბობს, რომ არ უნდა ვიჩქაროთ და ამას მრავალი წელი სჭირდებაო.

რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურ პასუხად.

შემდეგ, იანვარში, სტრასბურგში წარვადგინეთ გეგმა და ამაზე არანაირი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია.

ეს გეგმა, პრაქტიკულად, ოცნებათა სიაა - ყველაფერი, რაზეც ადგილობრივ ოსებს როდესმე უოცნებიათ და მოუთხოვიათ.

როდესაც ლუდვიგ ჩიბიროვი იყო პრეზიდენტი, შევარდნაძესთან იგი ბევრად ნაკლებსაც დათანხმდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შევარდნაძემ დიალოგზე უარი განაცხადა.

ეს ბევრი მიზეზის გამო მოხდა, მათ შორის, მისი სისუსტისა და ხასიათის გადაუწყვეტაობის გამო.

ეს ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ეს ეპოქა უკვე გავიარეთ.

როცა ჩვენ ამ თემაზე საუბარი დავიწყეთ, ოსები ამბობდნენ: საუბარი საჭიროა, მაგრამ იქნებ, ბოლო წლების განმავლობაში გავლილი ტანჯვისათვის, ჯერ კომპენსაცია მოგეცათო.

მაშინ, სამშვიდობო ინიციატივაში ჩავწერეთ, რომ მზად ვართ რესტიტუცია მოვახდინოთ და შედეგიც სახეზეა - საქართველოს პარლამენტში რესტიტუციის კანონი უკვე არის.

ისინი ამბობდნენ, კარგი იქნება, რომ ქართულმა მხარემ მომხდარის შესახებ სიმართლე აღიაროს.

ჩვენ ყველაფერი არა მარტო ცალმხრივად ვაღიარეთ, რასაც პირადად მე ვფიქრობ, არამედ, შევთავაზეთ, რომ შეგვექმნა სიმართლის კომისია და გამოძიება ერთად გვეწარმოებინა.

დავსაჯოთ ყველა დამნაშავე ან გამოვიძიოთ, ვინ არის დამნაშავე და შემდეგ მათი ბედის შესახებ გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღოთ.

სამწუხაროდ, ისინი ამ წინადადებას არ დათანხმდნენ.

ისინი ამბობენ, ჩვენ გვინდა თვითმმართველობა ადგილზე.

ამ გეგმაში ჩვენ სრული თვითმმართველობაც ჩავდეთ.

ზოგიერთი ადგილობრივი ოსი სვამდა კითხვას: კი, მაგრამ როგორ გვექნება რუსეთთან კონტაქტი?

ჩვენ მზად ვართ, რომ საზღვრის გადაკვეთის პრივილეგირებულ, გამარტივებულ რეჟიმზე ვისაუბროთ.

ბოლო შეხვედრაზე კოკოითმა ძალზე გაუბედავად იკითხა: ხომ არ განგვეხილა თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხი?

ჩვენ მზად ვართ გარკვეული ეკონომიკური ზონისა და ადგილზე საგადასახადო პრივილეგიების საკითხები განვიხილოთ.

მათ არ მოუთხოვიათ, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს ცენტრალური, ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობის 1%25-ზე ნაკლებს ჰქონდეს სტატისტიკურად არაადეკვატური, თუმცა, შექმნილი სიტუაციის მიხედვით, ვფიქრობ, ადეკვატური რაოდენობის ადგილი.

ლაპარაკია კვოტაზე ამ ტერიტორიის ხელისუფლებისათვის საქართველოს პარლამენტში, შესაძლო მოლაპარაკებაზე საქართველოს მთავრობაში დაკანონებულ ადგილებზე.

განსახილველია ბევრი სხვა საკითხიც - ეს ეხება ლტოლვილების დაბრუნებას, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, განსაკუთრებულ კულტურულ ავტონომიაზე, სადაც სრულად გარანტირებულ იქნება ოსური ენა;

ისინი მოითხოვენ, რომ ოსური ენა და კულტურა დაცული იყოს.

ისინი კითხულობენ, თუ რა ბედი ეწევა მათ რუსულ პენსიებს - ჩვენ ვაძლევთ გარანტიას, რომ ყველა პენსია, ყველა სოციალური გარანტია შენარჩუნდება მინიმუმ იმ რაოდენობით, რაც რუსეთშია;

ჩვენ ამის ფინანსური რესურსები გვაქვს.

ჩვენ ვსაუბრობთ იქ განათლებაზე, ოსურ სკოლებზე და ა.შ;

აქვე, ურთიერთობის აღსადგენად დამატებითი ინიციატივებით გამოვდივართ. მზად ვართ, ცალმხრივი ნაბიჯები გადავდგათ, მე მზად ვარ ვისაუბრო იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში დავაფიქსიროთ ავტონომიური სტატუსი, რადგან დღესდღეობით, საქართველოს კონსტიტუციაში ეს ტერიტორია მოხსენიებული არ არის; მზად ვართ, საქართველოს საზოგადოებრივ ტელე-რადიო არხზე ოსურ მხარეს მათი პოზიციისა და პოლიტიკური პროცესების დასაფიქსირებლად, მთელი საქართველოს დასანახად, რეგულარულად 15 წუთი დავუთმოთ;

მზად ვართ, შევქმნათ რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლობა, რომელსაც ორივე მხარის მიერ შერჩეული საბჭო უხელმძღვანელებს;

მზადა ვართ ბევრი სხვა ღონისძიება განვახორციელოთ:

მზად ვართ, 1991 წლის შემდეგ არსებული საპენსიო დავალიანებების ანაზღაურება დაუყოვნებლივ დავიწყოთ და ეს თან ნხა 2006-2009 წლის პერსპექტიულ ბიუჯეტში გაიწეროს;

მზადა ვართ, ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებისთვის; მზადა ვართ ამავე თვეში 50 აბიტურიენტი ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე მივიღოთ, ასევე, წელსვე უზრუნველვყოთ 50 სტუდენტის სახელმწიფო ხარჯზე უფასო სწავლა საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებელში;

ასევე მზად ვართ რესტიტუციის შესახებ კანონი საბოლოოდ მივიღოთ და კომპენსაციის გაცემა დავიწყოთ;

ჩვენ გვსურს დაუყოვნებლივ აღვადგინოთ დიალოგი;

მზად ვართ, ვენეციის კომისიასთან ერთად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის საკითხები განვიხილოთ და მივიღოთ ვენეციის კომისიის დასკვნები, ისევე, როგორც ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე და საერთაშორისო ფორმატში ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებზე ვიმუშაოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ იგივეა აფხაზეთთან მიმართებაში - ჩვენ ამ სიტუაციას ხელოვნურად ვერ შევინარჩუნებთ, რადგან არის კონტრაბანდა, დანაშაულებრივი ქმედებები.

რამდენიმე დღის წინათ დააკავეს გემი თურქული ეკიპაჟით, რომელსაც კონტრაბანდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდა.

გემი ჩამორთმეულია, ეკიპაჟი დაპატიმრებულია და ძალიან დიდი ჯარიმაა გამოწერილი.

ისინი ამ ჯარიმას გადაიხდიან, ან გემის კონფისკაციას მოვახდენთ.

ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ჩავაყენეთ საქმის კურსში ჩვენი ძალიან ახლობელი და მნიშვნელოვანი პარტნიორი თურქეთში, რომელთანაც ამ საკითხთან დაკავშირებით სრული ურთიერთგაგება გვაქვს.

ამ გემზე სხვა ტვირთებთან ერთად კვების პროდუქტები გადაჰქონდათ და მზადა ვართ კვების პროდუქტები, ჩვენის მხრივ, ჰუმანიტარული ჟესტის სახით აფხაზეთს გადავცეთ, რადგან ეს ხალხისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვესმის, რომ იქ სიღარიბესა და კვების პროდუქტებთან დაკავშირებით უდიდესი პრობლემები აქვთ.

თუმცა, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა მაქსიმალურად შორს წავიდეს რამდენიმე პოსტულატზე დაფუძნებით: ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს დაყოფას და ჩვენი ქვეყნის რომელიმე ტერიტორიის მიერ დამოუკიდებლობის სტატუსის დაკანონებას.

სრული დამოუკიდებლობის მიღება მიუღებელია და ყველანაირად გავუწევთ მაქსიმალურ წინააღმდეგობას.

სანამ საქართველო არსებობს და სანამ მას ხელისუფლება ჰყავს, ეს არასოდეს მოხდება.

ამის თაობაზე ილუზია ნურავის ექნება.

ყოველგვარი დიალოგი, რომელიც ტერიტორიის რაღაც ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის მიღებას დაეფუძნება, აპრიორი არის გაუგებარი, მიუღებელი და ჩვენ ამაზე არც ვაპირებთ საუბარს.

ეს საკითხი არ არის ღია, ეს საკითხი დახურული და გადაწყვეტილია, ეს ერთი. ჩვენ არა მხოლოდ მაქსიმალური ავტონ ნომიის მინიჭებისთვის ვართ მზად, არამედ ხელისუფლების მაქსიმალური გაყოფისთვისაც იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ავტონომიები სრულფასოვნად მონაწილეობდეს ქვეყნის ცენტრალურ მმართველობაში და ჰქონდეს თანასწორი, ძალზე მნიშვნელოვანი უფლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მმართველობის განხორციელებისთვის.

ეს მეორე ფუძემდებლური პრინციპია.

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ავტონომიაზე, არამედ ცენტრალური მთავრობის დონეზე ხელისუფლების განაწილებაზეც.

ეს არის მეორე მნიშვნელოვანი პოსტულატი.

საქართველოში მაცხოვრებელი ამ კონკრეტული ჯგუფების იდენტურობის, თვითმყოფადობის, მათთვის შესაბამისი გარანტიების მისაცემად ჩვენ მზად ვართ, ყველანაირი არსებული ლეგიტიმური საერთაშორისო გარანტია დავაკანონოთ და დავუშვათ.

თუმცა, რამდენადაც მომთმენი არ უნდა ვიყოთ, რამდენადაც არ უნდა გვესმოდეს, რომ ამას დრო სჭირდება, რამდენადაც გახსნილები არ უნდა ვიყოთ დიალოგისთვის (და ჩვენ ვართ დიალოგის მაქსიმალურად მომხრენი და გახსნილნი ამისათვის), ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ საკითხების გადასაწყვეტად და არაორდინალური გადაწყვეტილებების მისაღებად საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის მანდატი აქვს მინიჭებული, რაც იშვიათია რომელიმე სხვა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით დემოკრატიის პირობებში.

საქართველოში კი არის დემოკრატია.

მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციაში ჩვენს პარტნიორებს ეს კარგად ესმით და ისინი მზად არიან ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც შესაძლოა კონკრეტულ მომენტში, საზოგადოებრივი აზრის მხრივ, ყველას მოსაწონი ყოველთვის არ იყოს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვესმის, რა როლი აქვს რუსეთს და ჩვენთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთგაგებას მივაღწიოთ, როგორც ეს სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით მოხდა.

ჩვენ რუსეთთან ყველა სადავო საკითხის მოხსნის სრულიად გულწრფელი სურვილი გვაქვს.

სადავო საკითხი კი მხოლოდ ორი დარჩა - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის გაყინვა, სტატუს-კვოს შენარჩუნება ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შეუძლებელია; გაყინული კონფლიქტები კი, როგორც ტერმინი - აბსურდი და სისულელე.

პირველი, რაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავაკეთეთ, განვაიარაღეთ ე.წ. პარტიზანები, რომლებიც სინამდვილეში კრიმინალურ ელემენტებს წარმოადგენდნენ და ხშირ შემთხვევაში სამეგრელოში და ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ.

ბევრი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ისინი ყველას ერთნაირად აწუხებდნენ, არღვევდნენ კანონს და ეს აღვკვეთეთ.

მაგრამ რა იყო ამაზე ჩვენი რუსი პარტნიორების და აფხაზი პარტნიორების პასუხი? - არაფერი.

ჩვენ ეს გავაკეთეთ და მათ ჩათვალეს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო.

სინამდვილეში ეს ძალზე რთული ღონისძიება იყო.

ჩვენ ყოველგვარი კრიმინალური ბანდების თარეში აღვკვეთეთ იქ, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა, მაგალითად, ცხინვალის გარშემო.

ასევე ბევრგან დავამყარეთ კანონიერების რეჟიმი, ვიმეორებ, იქ, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა.

ეს რთულად გადასაწყვეტი საკითხია.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ახლაც მზად ვართ ასეთი ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ ამ საკითხების იგნორირება, უბრალოდ აღარ გამოვა.

მე არ მსურს, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ თვალი დახუჭოს იმაზე, რაც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

ეს, მთლიანობაში, ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს, დემოკრატიის და უსაფრთხოების პრობლემაა.

ეს ასევე რუსეთის დემოკრატიისა და მისი მომავლის პრობლემაცაა.

უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ იმითაც არის განპირობებული, თუ როგორ გადაწყდება მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, რუსეთის შემდგომი განვითარებისა და მსოფლიო თანამეგობრობაში მისი ადგილის დამკვიდრებისაც.

ამიტომ ჩვენ ვართ გახსნილები.

ჩემი კარიერა 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ეროვნულ უმცირესობათა უფლებების სპეციალისტმა დავიწყე.

ჯერ კიდევ კიევის უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ეთნიკური უმცირესობების უფლებებს მივუძღვენი.

ჩემი სადიპლომო ნაშრომი მაშინდელი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემას ეხებოდა.

ამას ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში ვწერდი და ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი გაეროს უმცირესობათა ქვეკომისიის თავმჯდომარე იყო, რომელიც ახლა ევროპის საბჭოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეა.

ადამიანის უფლებები ჩემთვის ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები მრწამსის და პრინციპის საკითხია.

ეს არის ის, რითაც ჩემი საქმიანობა დავიწყე და რაც მინდა ჩემს საქმიანობის მთავარი მიღწევა იყოს.

ამავე დროს, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ჩემი ამომრჩევლების წინაშე კონსტიტუციური მოვალეობა მაქვს - ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა და მისი განვითარება უზრუნველვყო.

ამგვარად, ჩვენ არ გავჩერდებით.

ჩვენ თქვენი დახმარება იმისათვის გვჭირდება, რომ ამ საკითხების გადაწყვეტის პროცესი დაიძრას და ფორსირება მოხდეს.

ჯერჯერობით, ჩვენ ვართ სრული გაყინვის მდგომარეობაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დეფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს, ამ ზონაში ეუთოს მოქმედების ინტენსიფიკაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ.

გამოსავალი არსებობს და ის რეალურად მიღწევადია.

ჩვენ აჭარაში, ბათუმში ვიმყოფებით.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ აჭარის ასეთი სწრაფი რეინტეგრაცია სრულიად შეუძლებლად ითვლებოდა.

საქართველოს რევოლუცია, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, აჭარაში განხორციელებული ღონისძიებები შეუძლებლის ხელოვნების დემონსტრაცია იყო.

პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა და ეს კი შეუძლებლის ხელოვნების დემონსტრაცია იყო.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მოქმედება არა ტანკებით, არა რაკეტებით, არა ვერტმფრენებით, არამედ ვარდებით და დროშებით უყვარს.

ჩემი არჩევნების წინა დღეს ცხინვალში ყოველგვარი დაცვის გარეშე ვიყავი.

ქალაქის ცენტრში მანქანიდან გადმოვედი და ხალხი ზუსტად ისე მხვდებოდა, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში შემხვდებოდა - მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ, ხელს მართმევდნენ.

10 წუთის შემდეგ გარშემო ბევრი პოლიციელი გამოჩნდა და მეგონა (მაშინ ქართულ პოლიციას ზუსტად ისეთი ფორმა ეცვა, როგორც საბჭოთა პოლიციას), რომ ისინი ჩემი დაცვის წევრები იყვნენ, რომლებიც ყველგან დამყვებოდნენ; ვიფიქრე, რომ დაცვა დამეწია (როგორც ხდება ხოლმე, გავექცევი, დამეწევიან), და აღმოჩნდა, რომ ესენი ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

მოვიდა ჩემთან ერთი კაცი და რუსულად მითხრა (თავდაპირველად ლაპარაკი რუსულად დავიწყე, ისინი კი ქართულად მესაუბრებოდნენ. თუმცა, რამდენჯერმე ოსურად გამოსვლა ვცადე და ისევე, როგორც აფხაზურად. მე შევეცდები, რომ ეს ენები მაქსიმალურად ავითვისო): <<, >>.

მე ვკითხე, შენ ვინღა ჯანდაბა ხარ-მეთქი?

მან მიპასუხა: „>>.

პასუხად ვუთხარი, ახლა ამ ხალხს ვესაუბრები და მერე, როცა საჭირო იქნება, წავალ-თქო.

ძალიან ვნერვიულობდით, გარშემო სპეცდანიშნულების რაზმი იყო.

იქედან სოფელ თამარაშენის სკოლაში შეხვედრაზე მივდიოდი...

შემდეგ ჯერზე, როდესაც ცხინვალში ჩავალ, მინდა, რომ ხალხი ზუსტად ასევე დამხვდეს.

ბევრს ოსს ვიცნობ, რომელსაც სახლში ოსურთან ერთად ქართული დროშა აქვს შენახული.

ისევე როგორც სხვა ყვავილები, ცხინვალში ძალიან ლამაზი ვარდები იზრდება და ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი ლამაზად, ვარდივით გაკეთდეს.

ჩვენ არ მოვითმენთ, რომ ვიჯდეთ და ველოდოთ, რომ რაიმე თავისით გადაწყდება.

თავისით არაფერი წყდება და არაფერი ხდება.

ამ საკითხების გადაწყვეტაში ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება.

თქვენ ჩვენი პარტნიორები ხართ, რომლებსაც ცივილიზებული, საღი, აწონილ-დაწონილი და მოთმინებით მოქმედება შეუძლიათ.

თქვენ ხართ პარტნიორები, რომლებმაც იციან დემოკრატიული მოქმედების სტანდარტები.

თქვენ ხართ პარტნიორები, რომლებსაც სამშობლო და ეთნიკური წარმომავლობის, წარსულისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად მისი ყველა მოქალაქე უყვარს.

ამგვარად, ჩვენ ისეთს ვერაფერს გავაკეთებთ, რაც თუნდაც ყველაზე მაღალი იდეალების სასარგებლოდ რომელიმე მოქალაქეს დაჩაგრავს.

სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ძალა.

ჩვენ მზად ვართ ამ ქმედებისთვის და მოწოდებული, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

მსურს დიდი მადლობა გითხრათ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ვიცი, რომ არსებობს ტურისტულად უფრო ცნობილი ადგილებიც იმისათვის, რომ ადამიანმა ივლისის თვე გაატაროს; მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვინც აჭარაში ჩამოვიდა, ნამდვილად არ ინანა.

ვფიქრობ, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო იმ ხალხისთვის, ვინც აქ ცხოვრებაში პირველადაა.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე / „საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით“ // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 10 ივლისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2744&i=1

44 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას.

მინდა მოგილოცოთ უკიდურესად საშიში დამნაშავეების დაკავების ძალზე რთული სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელება და თქვენს მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა მოგახსენოთ.

ეს ოპერაცია კონფლიქტის ზონაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკმაოდ მძიმე ვითარება იყო.

პრაქტიკულად, ჩვენ მოვახერხეთ დანაპირების შესრულება - საქართველოს კონტრდაზვერვა ფეხზე დადგა და პირველად ჩვენს ისტორიაში ეს სტრუქტურა იმას აკეთებს, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურს ევალება.

მაშინ, როდესაც 1 თებერვალს, პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კლასიკური ტერაქტი განხორციელდა, რასაც მისი ორგანიზატორების გათვლებით, ბევრად უფრო მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა და სამი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, თითოეულმა ჩვენგანმა პირობა დავდეთ, რომ დამნაშავეებს, მიწიდან ამოთხრაც რომ დაგვჭირვებოდა, ვიპოვნიდით.

ამის შესასრულებლად რამდენიმე თვის განმავლობაში რთული სამუშაოები მიმდინარეობდა და შედეგებს პირადად ვაკონტროლებდი; დამნაშავეთა ვინაობის დასადგენად დიდი დრო დაგვჭირდა, დრო ამ ინფორმაციის გადასამოწმებლადაც დავხარჯეთ და კიდევ უფრო დიდი პერიოდი - ტერორისტების დასაკავებლად.

ხალხისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ამ ტერორისტებს პასუხს ვაგებინებთ.

ჩვენ ის პირობაც შევასრულეთ, რომ საქართველოში წარმატებული სამართალდამცავი სისტემა და ძლიერი სპეცსამსახური შეიქმნებოდა.

რაც არ უნდა ითქვას და დაიწეროს, ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, თუ რამდენის გაკეთება შეგვიძლია და რა დონის პროფესიონალიზმზეა ლაპარაკი.

ამას დიდი გამბედაობაც სჭირდება და მადლობას ვუხდი ყველა პოლიციელსა და სპეცსამსახურის თითოეულ თანამშრომელს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში ჩვენ პირველი ქვეყანა ვართ, რომელმაც სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გააუქმა და დემოკრატიული ქვეყნის სპეცსამსახური შევქმენით.

ამ სამსახურმა აჩვენა, თუ რას ნიშნავს ამ სფეროში პროფესიონალური, იუველირული მუშაობა.

ასევე მინდა აღვნიშნო და ძალზე სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან საშიში, უკონტროლო ზონა შეიქმნა.

გაჩნდა ხალხი, რომელიც „ტერორისტული“ იარაღით არის აღჭურვილი - ასეთი იარაღი არსად არ უნდა გავრცელდეს და ამ საკითხში რუსეთს თანამშრომლობას ვთხოვ.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ აქტებში სხვა ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობის მიუხედავად (რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც გვაქვს), მსურს ყველამ იცოდეს - ჩვენ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობთ, თუმცა მისი გამოყენება კონფრონტაციისთვის არ გვინდა.

ჩვენ არ გვსურს, რომ ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა კონფრონტაციის გზით განვითარდეს.

ჩვენი სურვილია, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში რუსეთის ფედერაციასთან, ამ ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან და ამ სამსახურების ხელმძღვანელობასთან, რუსეთის მთავრობასთან სრული გაგება და თანამშრომლობა გვაკავშირებდეს.

აქ მყოფი ხალხი დარტყმის ქვეშ აყენებს არა მარტო საქართველოსა და მის უდანაშაულო მოქალაქეებს, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთს, ტერორიზმთან დაკავშირებით, გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა.

ამავე დროს, მინდა ამ რეგიონის მოსახლეობამაც იცოდეს, რომ ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია ჩვენ არ გვინდა, არ უნდა დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და მზად ვართ, რომ ყველა საკითხი ცივილიზებული დიალოგის გზით გადავწყვიტოთ.

მსურს გავაფრთხილო ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს.

პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება, მაგრამ ჩვენ, იქ არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, მშვიდობიანი დიალოგის გზით გვსურს.

ქართული სახელმწიფო ფეხზე დადგა და ჩვენი სიმტკიცე იმაში გამოიხატება, რომ ამ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ.

ასევე მინდა მოგილოცოთ თბილისში განხორციელებული, მეორე ტერაქტის მცდელობასთან დაკავშირებული სპეცოპერაციის წარმატებით დასრულება.

ეს სამუშაო მართლაც კარგად შესრულდა, მაგრამ ამ საქმის გახსნა ბევრად რთული იყო.

თქვენ იცით, რომ ჩვენზე ბევრად დიდი ისტორიის მქონე სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ მსგავსი საქმეების გახსნა.

უბრალოდ, გაკვირვებას ვერ ვმალავ ტელევიზიებით გადმოცემულ ზოგიერთ რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომლებშიც დამნაშავის გამართლებას ცდილობენ და მისი ოჯახის წევრებს აჩვენებენ.

ამით იმ კაცის გამართლებას ცდილობენ, რომელიც არა საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს, არა იქ მყოფ ბავშვებს (რომლებიც რეალურად იყვნენ დაღუპვის წინაშე), არამედ საქართველოს მომავალს ესროდა.

ამ რეპორტაჟებით გვაცოდებენ იმ ადამიანს, რომელმაც საქართველოს მომავალსა და ამ რეგიონის მშვიდობაზე აღმართა ხელი.

ჩვენი პოლიციელი ზურაბ ქვლივიძე იმ ერთადერთი მიზეზის გამო დაიღუპა, რომ ტერორისტის ცოცხლად აყვანის ბრძანება შეასრულა.

მან ეს კრიმინალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა და მისი მეუღლით, დედით, შვილებით და მისი ოჯახის სხვა წევრებით არავინ დაინტერესებულა.

თუმცა, რატომღაც ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილის სენტიმენტალური გრძნობებით დაინტერესდნენ.

მსურს ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

საქართველო ერთი პრეზიდენტის, ერთი მინისტრისა და ერთი ჯგუფის ქვეყანა არ არის.

ეს თითოეული ჩვენგანის ქვეყანაა და მის წინაშეც პასუხისმგებელი ყველანი ვართ.

ჩვენ სიმტკიცე გვმართებს და უნდა გავიაზროთ, თუ რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მათ.

მინდა მოგილოცოთ, რომ ამ გამოწვევებს ჩინებულად, ღირსეულად გაუმკლავდით და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაცია და ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლება ჩვენთან ითანამშრომლებს იმისათვის, რომ ყველა ადამიანს მშვიდობიან, დაცულ სამართლებრივ გარემოში ცხოვრების შანსი ჰქონდეს.

საქართველო და მისი ხელისუფლება კი თავის მხრივ მზად არის, რომ ყველა საკითხი სამართლებრივად, კონფრონტაციისა და ზედმეტი ისტერიის გარეშე გადაწყვიტოს.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და გილოცავთ ბოლო დღეების განმავლობაში მიღწეულ ამ, მართლაც ისტორ რიულ წარმატებებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 25 ივლისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2742&i=1

45 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას.

მე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შენაერთის შენობაში სპეციალურად იმისთვის მოვედი, რომ მთელი საქართველოს სახელით თქვენ მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი ისტორიული სამუშაოსათვის მადლობა გითხრათ.

ჩვენ მთლიანად დაშლილი, განადგურებული სამართალდამცავი სტრუქტურა ჩავიბარეთ.

კარგად გახსოვთ, თუ რა ხელფასები გქონდათ, უფროსები გთხოვდნენ, რომ ფორმა თავად შეგეძინათ, საკუთარი მანქანებით გევლოთ, ბენზინი ჩაგესხათ და კიდევ გარკვეული წილი მათთვის მიგეტანათ.

მუშაობაც შესაბამისი იყო.

ძველი უშიშროების კადრებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ ჩამოართვა ლევან კენჭაძემ უშიშროების პირადი შემადგენლობის ნაწილს სატაბელო იარაღი, როგორც ძველი და უვარგისი, თითქოს ეს იარაღი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გადაადნეს, შემდეგ გაყიდეს, სინამდვილეში კი ის დამნაშავეთა სამყაროს ცენტრში გადავიდა.

კაცი, რომელმაც ეს გააკეთა, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი იყო.

თქვენ კარგად გახსოვთ, თუ როგორ დასცინოდნენ ქართველ სამართალდამცავებს.

კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა კარგად იციან, რომ საქართველო წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის საჯირითო პოლიგონი იყო და პრაქტიკულად, ეს სპეცსამსახურები ჩვენს ტერიტორიაზე სრულიად უხეშად მოქმედებდნენ.

აშკარაა, რომ ისინი დაუსჯელობის სინდრომით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ბოლო პერიოდში ამას წერტილი დავუსვით.

ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს საზოგადოების დაცვა ყველაზე რთული დანაშაულების პირობებშიც შეუძლიათ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გაუხსნელი მძიმე დანაშაული, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

აღარ არსებობს ადამიანების გატაცების ფაქტებიც.

ეს არის ის, რაზეც ოცნება არ შეგვეძლო.

ტექნიკური მუშაობის შედეგად ჩვენ ძალიან რთული ორი ტერორისტული აქტი გავხსენით.

მსურს წლევანდელი წლის ათი მაისი გავიხსენო, როდესაც თავისუფლების მოედანზე ყუმბარა ისროლეს.

მე მინდა გავიხსენო, თუ როგორ მოხდა ეს:

თავისუფლების მოედნის დაცვა, თავდაპირველად, ჩვენმა სტუმრებმა საკუთარ თავზე აიღეს.

საქართველოს უშიშროების სტრუქტურების წარმომადგენლები იქ არ შედიოდნენ, მაგრამ გაცილებით მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ამას პროფესიონალები ელოდნენ.

როდესაც ხალხმა ჯებირები გაარღვია, იმ ადგილის დაცვა, საიდანაც პრეზიდენტი ბუში გამოდიოდა, ჩვენმა თანამშრომლებმა იარაღის გარეშე იკისრეს.

რომ არა თქვენი თანამშრომლების მიერ ტერიტორიისთვის შემორტყმული რკალი, ბევრად უფრო სავალალო შედეგთან გვექნებოდა საქმე.

ეს ადამიანი უშუალოდ იმ ადგილას მოახერხებდა მისვლას, საიდანაც აშშ-ს პრეზიდენტი ხალხს მიმართავდა.

ჩვენ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია, თუ რას გადავრჩით.

განსაკუთრებით მსურს გამოვყო სახელმწიფო დაცვის თანამშრომლის, დავით ნადიბაიძის გმირობა.

ამ კაცმა გადაგდებული ხელყუმბარა მოედნიდან სიცოცხლისათვის წარმოუდგენელი რისკის ფასად გაიტანა.

ჩვენ ასეთი გმირები მოგვიმრავლდა.

ამ გმირობისათვის მინდა მას მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადავუხადო და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი გადავცე.

ასევე მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი პოლიციელის, ზურაბ ქვლივიძის გმირობა, რომელიც მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ მან ტერორიზმში ეჭვმიტანილის ცოცხლად აყვანის ბრძანება შეასრულა.

შეასრულა იმ პირობებში, როცა ამას ვერც ერთი უცხოური სპეცსამსახური ვერ გააკეთებდა.

რამდენიმე დღის წინათ თქვენ ინგლისში განხორციელებული სპეცოპერაცია ნახეთ, რომლის დროსაც ბევრად უფრო გამოცდილმა ბრიტანულმა პოლიციამ წაქცეულ ტერორისტს რვა ტყვია დაახალა.

თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მათ შეცდომა დაუშვეს.

ჩვენმა პოლიციელმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან ისე ისროლა, რომ ტერორისტი ადგილზე არ მომკვდარიყო.

ცოცხლად კი იმიტომ ავიყვანეთ, რომ ვინმეს სპეკულაცია არ დაეწყო, თითქოს ის დამნაშავე არ იყო და კვალის დაფარვა გვსურდა.

თითო საქმეზე 100 და 150 ავყია, უსაქმური და გარეწარი მოიძებნება, რომლებსაც საქმის რეალური გარემოება არც კი აინტერესებთ.

დანაშაულში ეჭვმიტანილის ოჯახის „საცოდაობაზე“ ამ დღეებში მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას.

მისი ნასროლი ყუმბარა პატარა ბავშვს ქუდზე მოხვდა, გარშემო სხვა ბავშვები, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, თქვენი თანამშრომლებიც იდგნენ, რომლებიც დაღუპვის საფრთხის წინაშე რეალურად იყვნენ.

დღეს იმ ოჯახს ვესტუმრე, რომლის უფროსმა, ზურაბ ქვლივიძემ ეს კრიმინალი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა.

ქვლივიძის დედით, მეუღლით, შვილებით და მისი ოჯახის სხვა წევრებით არავინ დაინტერესებულა და არც არავის უხსენებია.

ზურაბ ქვლივიძის ნათესავებს დღეს მე ბოდიში იმ ჟურნალისტების ნაცვლად მოვუხადე, რომლებმაც ეს რეპორტაჟები აჩვენეს და დამნაშავის ოჯახის გამართლება დაიწყეს და მათ ვახტანგ გორგასლის ორდენი გადავეცი.

დღესდღეობით, ხშირად ლაპარაკობენ ეჭვმიტანილის ეთნიკურ წარმომავლობაზე, მის ეროვნებაზე.

მასმედიამ და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეს თემა აიტაცეს და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავე სომეხია.

იმასაც ამბობენ, რომ მის მიერ ნასროლი ხელყუმბარა სომხური წარმოების იყო.

მსურს ყველას ვუთხრა, რომ ზურაბ ქვლივიძის მეუღლე სვეტლანა გადიანიც ეროვნებით სომეხია. ვიმეორებ, იმ გმირის მეუღლე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირა, ტერორისტის ეროვნებისაა, მაგრამ ჩემთვის ამას არავითარი მნიშვ ვნელობა არა აქვს.

თითოეული მათგანი ჩვენი ერისა და სახელმწიფოს შვილები არიან.

ბოლო დღეების განმავლობაში ოსურ წარმომავლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

მსურს მოგახსენოთ, რომ არსებობენ ოსები, რომლებმაც გორის პოლიციის შენობა ააფეთქეს და არსებობს ალან ლაკოევი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მფრინავი.

ალან ლაკოევმა აფხაზეთის ომის დროს ასობით საბრძოლო გაფრენა შეასრულა, წარმოუდგენელი გმირობისათვის მან მრავალი სამთავრობო ჯილდოც დაიმსახურა.

მთელი ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად, უყოყმანოდ ემსახურებოდა საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს.

ყოველივე ამის შემდეგ გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ პრობლემა ოსურ წარმომავლობაში ან ოსურ სისხლშია.

ალანი ნამდვილი ვაჟკაცი და საქართველოს გმირია.

პირველი, ვინც საპატრულო პოლიციის რიგებიდან თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს დაიღუპა, წარმოშობით ოსი, ენვერ გუსოევი იყო.

თქვენს შორის არის გიორგი ხოსროევიც...

ყოველივე ამის შემდეგ რომელ ოსურ ფაქტორზე, მათ კრიმინალობასა და დამნაშავეობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

სამაგიეროდ, არსებობს ხაჭაპურიძე, რომელიც დღეს ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის სახელით აკეთებს განცხადებას.

და ვინმეს უნდა თქვას, რომ ხაჭაპურიძე ქართველია და ლაკოევი და ხოსროევი არ არიან ქართველები? ხაჭაპურიძე მოქალაქეა, ესენი კი არა?

აფხაზეთის ომის დროს ხაჭაპურიძე საქართველოს ღალატითა და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენით იყო დაკავებული, ლაკოევი კი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა.

ისინი ერთმანეთისგან მართლაც განსხვავდებიან, თუმცა არა მარტო წარმომავლობითა და სისხლით, არამედ იმით, თუ რა მრწამსით ემსახურებოდნენ და ემსახურებიან საქართველოს.

ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ის დრო, როდესაც ადამიანის წარმოშობას კითხულობდნენ; ის დრო, როდესაც გვარის მიხედვით ხდებოდა ადამიანის შეფასება, დასრულდა.

თუ ვინმეს სომეხი ეზიზღება, მე მიხეილ სააკაშვილი მასთან სომეხი ვიქნები; თუ ვინმეს ოსი ეზიზღება მასთან ოსი ვიქნები; აზერბაიჯანელი ეზიზღება? - გავხდები აზერბაიჯანელი, ებრაელი? - გავხდები ებრაელი, და მაინც, ყველაზე დიდ ქართველად დავრჩები, რადგან საქართველოს პატრიოტიზმი არა სისხლითა და წარმომავლობით, არამედ თქვენნაირი ხალხის ქმედებებით ისაზღვრება.

ამას განსაკუთრებულად, ხაზგასმით ვაცხადებ, ისევე, როგორც განსაკუთრებული ხაზგასმით მსურს აღვნიშნო ის, რომ არც ერთ შემთხვევაში უარს არ ვიტყვით ჩვენს სამშვიდობო გეგმაზე.

თუმცა მათ ამაზე პასუხი არა აქვთ.

ეს სამშვიდობო გეგმა რამდენიმე ენაზე ვთარგმნეთ და გავავრცელეთ.

ქართული სახელმწიფო თავის ტერიტორიებზე, უკონტროლო ზონებში კრიმინალური ელემენტების თარეშსა და ბოგინს აღარ მოითმენს.

არ მინდა, რომ ყველაფერი ეს რუსეთის წინააღმდეგ მივმართოთ და გამიკვირდა ის აგრესია, რომელიც ზოგიერთმა რუსმა კომენტატორმა ჩემს გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით გამოავლინა.

ჩვენ მზად ვართ რუსეთის საგამოძიებო სამსახურს ყველა მასალა გადავცეთ.

ჩამოვიდეს საგამოძიებო ჯგუფი და თავად დაჰკითხოს დაკავებულები.

ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და არც ერთ შემთხვევაში კონფრონტაცია არ გვაძლევს ხელს.

რუსეთთან ცუდი ურთიერთობა არ გვჭირდება და ასეთი ზონების არსებობა რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება.

ჩვენ ასეთი ზონების არსებობას აღარ მოვითმენთ, თუმცა ვაპირებთ, რომ ადამიანის უფლებების სრული დაცვით, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყდეს.

ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ ძალზე საინტერესო ოპერაციები განახორციელა ანტიტერორისტულმა ცენტრმა, ვახტანგ ზუხბაიას სპეციალური დანიშნულების რაზმმა, კონსტიტუციური წყობის დაცვის დეპარტამენტმა.

მაგალითად, საგადასახადო ორგანოებში განხორციელებული ოპერაციები, პროფესიონალიზმითა და შესრულების თვალსაზრისით, უნიკალურია.

ვერავინ იტყვის, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, რადგან ყველაფერი გადაღებული და დადასტურებულია.

ეს უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმია.

ამის გაკეთება უმრავლესი ქვეყნის სპეციალურ სამსახურებსაც უჭირთ.

იცით, რომ საგადასახადოს თანამშრომლების დაკავების შემდეგ რეკეტირთა ბანდაც დავაპატიმრეთ, რასაც ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვფიქრობ, ეს აქციები მოჭიდავეთა აყვანას იმდენად არ ეხებოდა, რამდენადაც ანტიკორუფციულ ოპერაციებს.

აქციათა ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ იმდენად „მძიმეწონიანი“ ხალხი გავანაწყენეთ, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის „აყირავების“ დრო მოვიდა.

ჩვენმა სპეციალურმა რაზმებმა მაშინაც ძალზე კარგად დაიცვეს საზოგადოებრივი წესრიგი, რასაც პირადად მე მივესალმები და მიმაჩნია, რომ პოლიცია ბრწყინვალედ მუშაობს.

ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ ზოგიერთები აღაშფოთა კიდეც, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიცია ბრწყინვალედ მუშაობს, უნდა აღნიშნო და მთელი საზოგადოების სახელით მას მადლობაც უნდა გამოუცხადო.

მკვიდრდება კლიშე, რომ მიტინგი დაარბიეს - კი არ დაარბიეს, დაშალეს.

აქცია, რომლის გამოც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, დაიკეტა ქუჩა, დაშალეს და ამას გავაკეთებთ ყოველთვის, ამას ყველა სახელმწიფო აკეთებს.

იმ დღეებში, როდესაც ეს თბილისში ამდენად მაღალ დონეზე შესრულდა - პრაქტიკულად, არავინ დაზიანებულა. იმავე საღამოს ისრაელის პოლიციამ ბევრად უფრო მძიმე ძალის გამოყენებით ბევრად უფრო მშვიდობიანი მიტინგი დაშალა.

ასევე მოხდა ინგლისშიც - ბრიტანეთის პოლიციამ ტრიალ მინდორზე გაშლილი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა ძალა.

დროა, რომ ჩვენ ეს პროვინციალიზმი მოვიშოროთ; ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ქართული საზოგადოება უნდა დავიცვათ.

ის, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს - გზების შეკეთება, ფასადების შეღებვა, ახალი ტრანსპორტის შემოყვანა, ახალი შენობების მშენებლობა - ყოველივე ეს წესრიგის შედეგია.

უახლოეს წლებში ამაზე 10-ჯერ მეტი გაკეთდება, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეშინებულ სახელმწიფოსთან ექნება საქმე, ძალიან ცდება.

ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა გადამწყვეტი და მთავარი საკითხია.

მინდა წაგიკითხოთ ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიოში ყველაზე კრიტიკული და ავტორიტეტული ორგანიზაციის „Human Rights Watch“-ის წერილი, რომელიც ჩემს სახელზეა გამოგზავნილი.

„Human Rights Watch“-ი უკიდურესად კმაყოფილია თქვენი მთავრობის ახლახან გადადგმული ნაბიჯებით, რათა აღმოიფხვრა წამება (ძირითადად ადამიანთა ცემა იგულისხმება) პოლიციასა და სამართალდამცავ ორგანოებში. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გამოჩენილი თანამშრომლობით და გილოცავთ, რომ თქვენმა მთავრობამ ძალზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ისეთი სერიოზული ნაბიჯები, როგორიცაა სასამართლოს გარეთ მიცემული არდაშვება სასამართლოში და წინასწარი პატიმრობის ვადების შემცირება. საქართველოში ძალიან მოკლე პერიოდში ბევრი სხვა დადებითი ცვლილებაც განხორციელდა. ძალზე კმაყოფილი ვართ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისა და პარლამენტის მიერ გაწეული სამუშაოებით. პროკურატურამ ძალზე დადებითი ნაბიჯები გადადგა პოლიციელების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის აღსაკვეთად და ამას მთლიანად მივესალმებით. ჩვენს მიერ საქართველოში გამოკითხული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში ვითარება მკვეთრად გამოსწორდა“.

მე არ მახსოვს, რომ ამ ორგანიზაციას რომელიმე ქვეყნის მიმართ ასეთ მოკლე ვადებში ამდენად პოზიტიური შეფასება მიეცა.

ამას თქვენ ყველას ერთად გილოცავთ და მადლობას მოგახსენებთ, რადგან ეს ჩემთვის ძალზე პრინციპული საკითხია.

ჩვენებების მიღება ჩვენ ცემის გარეშე ვისწავლეთ.

მე ვიცი, რამდენად ძნელია ამის გაკეთება.

ამას წინათ ჩემი ახლობლის ბინა გაქურდეს და ქურდები დაიჭირეს.

ბინის პატრონი გაოგნებული იყო, რადგან იქ მყოფ სამ პოლიციელს ორი გარეწარი ქურდი შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა, პოლიციელები კი მშვიდად აგრძელებდნენ საქმეს და ხელიც არ გაუნძრევიათ.

ამ ამბის გამგონეს მე გამიჩნდა აგრესია იმ ქურდების მიმართ.

რა თქმა უნდა, ეს ძალზე ძნელი გასაკეთებელი და რთული მოსათმენია.

ჩვენ უნდა მოვითმინოთ, მაგრამ იქ, სადაც საჭირო იქნება ადეკვატური რეაგირება არც ამას უნდა შევუშინდეთ - ძალას დაუპირისპირდება ძალა, აგრესიას კი აღვკვეთთ.

ესეც უნდა ვისწავლოთ ცივილიზებული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების მუშაობიდან.

ადამიანის უფლებები ერთია, ხოლო ის, რაც მტკიცედ უნდა დავიცვათ - მეორე.

ჩვენ სწორი რეაგირება უნდა შეგვეძლოს და კაპიტულანტური დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს.

ამ წერილში ბევრი შენიშვნაც არის, რომლებიც, ძირითადად, რეგიონებს ეხება, მაგრამ მათ აუცილებლად გამოვასწორებთ.

მინდა, რომ ეს წერილი შესაბამისი დანაყოფების უფროსებს დაურიგდეს და ყველამ იცოდეს, რაში გვაქვს პროგრესი და რაში ვცდებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით უმაღლეს სტანდარტებს მივაღწევთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად ჯერ კიდევ არ არის და ამას ვაღიარებ.

მართალია, მძიმე დანაშაულის აღკვეთა ვისწავლეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალადობრივი დანაშაული, თავდასხმები, საქმის გარჩევები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.

ამას წინათ ტელევიზიით ბიზნესმენ გელაშვილის ისტორია ვიხილე.

ეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქუჩაში საქმის ძველბიჭური გარჩევა აღარ ხდებოდეს.

წელს ბათუმში ჩავიყვანეთ პოლიცია და ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა.

ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ყოველგვარი ძალადობა, ანგარიშსწორება, გარჩევები ერთხელ და სამუდამოდ აღვკვეთოთ.

თუ ძირითად მაგისტრალებზე პატრული ხშირად გამოჩნდება, თუ ბევრად მეტი მანქანა გვეყოლება, მეტი ხელფასები იქნება. ამას მოვახერხებთ.

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ხელფასები გაიზრდება; სექტემბერში საუკეთესო პატრულებს უფასოდ გადავცემთ ბინებს და რამდენიმე მანქანას.

უდავოა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველოდება.

მე ვამაყობ თქვენით; ჩვენ ვართ ამ პროცესების მონაწილეები.

საზოგადოება ამაყობს თქვენით და მას თქვენ უყვარხართ.

ჩვენს ქვეყანაში კულტურული რევოლუცია ხდება.

გაიხსენეთ, ზაფხულში ხალხმა გამოცდები ისე ჩააბარა, რომ ერთი საჩივარიც არ ყოფილა. ასეთი რამ არ მომხდარა აღა-მაჰმ მად-ხანის შემოსევის შემდეგ.

ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა, რომ საქართველოში გამოცდები ასე ჩატარდებოდა; წარმოიდგენდით იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხს პოლიცია ეყვარებოდა.

ეს ფსიქოლოგიური ბარიერი რეალურად იყო.

მე გავიზარდე ოჯახში, სადაც პოლიცია უყვარდათ.

მყავდა ახლობლები, რომლებიც ქურდებთან ბრძოლას თავს სწირავდნენ, მაგრამ საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იყო.

ახლა ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა.

ადრე პატრულში მოსვლა არავის არ უნდოდა; ახლა დიდი კონკურსია.

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს სპეცდანიშნულების რაზმებში 29 კაცი იყო, ახლა ორმოცდაათამდე გაიზარდა.

თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაცია უმაღლესი პილოტაჟის სპეციალური დანიშნულების ოპერაცია იყო.

მე ხომ ვიცი, რამდენი კვირა იგეგმებოდა ეს ოპერაცია; ხომ ვიცი, რა რთული იყო საქართველოში ამის საიდუმლოდ შენახვა; ხომ ვიცი დამნაშავეთა დაკავების შემდეგ კიდევ რამდენ ხანს ვინახავდით ამ საიდუმლოს.

აი, ეს არის უკვე სახელმწიფო და სულ სხვა დონის მუშაობა.

მინდა გითხრათ, რომ მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. თქვენი მინისტრისა და პროკურორის მეშვეობით ყველა პრობლემის თაობაზე შეგიძლიათ მომმართოთ.

თითოეული თქვენი წარმატება ჩემი და მთელი საზოგადოების წარმატებაა.

სახელმწიფო ხართ თქვენ იმ თვალსაზრისით, რასაც ინსტიტუციონალური მშენებლობა ჰქვია.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენი წვლილი ჩვენი საბოლოო ამოცანის გადაწყვეტაში - საქართველოს ტერ რიტორიული მთლიანობის აღდგენაში, - ყველაზე მნიშვნელოვ ვანი იყოს.

ამაში თქვენი თანადგომის იმედი მაქვს.

გუშინდელი დღის შემდეგ მშვიდად ვარ - ჩვენ ძლიერები ვართ და ვერავინ მოგვერევა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა //

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 26 ივლისი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2741&i=1

46 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შვედეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე

▲ზევით დაბრუნება


უპირველეს ყოვლისა, მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასეთი წარჩინებული საზოგადოების წინაშე გამოსვლა.

ვარდების რევოლუცია საინტერესო იმითაც გახლდათ, რომ ის მსოფლიო ისტორიაში სატელევიზიო ეთერით გადაცემული პირველი რევოლუცია იყო.

რევოლუციის ბოლო დღეები CNN-ზე 4-5-6 საათის განმავლობაში სარეკლამო ტიხრების გარეშე გადაიცემოდა.

ჩვენ პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებით ვიყავით შთაგონებულნი, რაც რეალურად ევროპის გათავისუფლების მეორე ტალღას წარმოადგენდა.

მან მართლაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

რევოლუციის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დავოსში გავემგზავრე, სადაც მე საკმაოდ გაოცებული დავრჩი, რადგან ლიბანიდან და სირიიდან ჩამოსული დელეგაციის წევრები ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ - „გვსურს, რომ მსგავსი მოვლენები ჩვენთანაც მოხდეს“.

ჩვენ გავაცნობიერეთ, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები სხვებისთვისაც.

ვფიქრობ, რომ იმ ფაქტის გარდა, რამაც საყოველთაო ყურადღება მიიქცია, ის, რაც მას შემდგომში მოჰყვა, სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

ვიტყოდი, რომ სახელმწიფო მშენებლობის ძირითადი კრიტერიუმი ხალხის მიერ საკუთარი თავის ქვეყნის მესაკუთრედ გაცნობიერებაა.

საკუთრების გრძნობის შეძენა ძალიან რთულია.

რა მოხდა ყოფილ საბჭოთა კავშირში? - სისტემის ნგრევის შემდეგ ერთადერთ რეალურ სახელმწიფოს რუსეთი წარმოადგენდა.

რუსეთს სახელმწიფო ბიუროკრატია და 90-იანი წლების დასაწყისში ყველაზე დემოკრატიული სისტემა ჰქონდა.

პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები მხოლოდ ტერიტორიებს წარმოადგენდნენ, სადაც ძალაუფლება ხელში ყოფილმა საბჭოთა ლიდერებმა ჩაიგდეს.

მაგრამ ისინი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ, რადგან მათ ზემდგომი ორგანოები მოსკოვიდან აღარ აკონტროლებდნენ და შეეძლოთ იმდენი მოეპარათ, რამდენიც სურდათ, მათი ოჯახები კი წარმოუდგენლად გამდიდრნენ.

იგივე განმეორდა საქართველოშიც - პრეზიდენტის ოჯახი მთელ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი იყო.

ის დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახია, მაგრამ საუბარი მაქვს წინა პრეზიდენტის ოჯახზე და არა ჩემზე...

ცინიკური იყო მათი დამოკიდებულება, მაგალითად, პოლიციის მიმართ.

ისინი მათ ეუბნებოდნენ - თქვენ თავად უნდა შეიძინოთ უნიფორმები და მანქანები, საკუთარი სახსრებით იყიდოთ საწვავი, ჩვენ კი ხელფასს არ გადაგიხდით, მაგრამ კორუფციული გზით მიღებული შემოსავლის ნაწილი უნდა გადაგვიხადოთ, რადგან თქვენ ჩვენს მიერ ხართ დანიშნულები.

მსგავსმა გარიგებებმა საბოლოოდ სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე კორუფციის აყვავება გამოიწვია.

ასევე იქცეოდნენ საგზაო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც მანქანებს ყოველი ორი კილომეტრის შემდეგ აჩერებდნენ და მძღოლებს ფულს სძალავდნენ.

ეს არაპატიოსანი ბიზნესი და შემოსავლის იოლი გზით მიღების წყარო იყო.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ გავილაშქრეთ, რომლის მმართველობა წარუმატებელი აღმოჩნდა: პოლიციის თანამშრომლების მიმართ სახელმწიფოს ექვსთვიანი დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თანხა სიმბოლური იყო, ხალხს ხელფასებსა და პენსიებს რამდენიმე თვის მანძილზე არ უხდიდნენ.

ქვეყნის სრული ბიუჯეტი, რომლის მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს, 380 მილიონ ამერიკულ დოლარს არ აღემატებოდა.

ქვეყნის არმია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ჯარისკაცები რამდენიმე თვის მანძილზე ნორმალურად არ იკვებებოდნენ და ტანსაცმელიც კი არ ჰქონდათ...

მთავარი იყო პირველი ნაბიჯის გადადგმა... პირველი აზრი, რომელიც ჩვენ მაშინ დაგვებადა, ახალი ბიუროკრატიული აპარატის შექმნა იყო.

ამ მიზნით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას და გაეროს განვითარების ფონდს რამდენიმე მილიონი დოლარი ვთხოვე, რათა საგადასახადო ინსპექტორებისთვის და მათთვის, ვინც ანტიკორუფციულ გამოძიებას აწარმოებდა, ხელფასი გადამეხადა.

მე ფული მივიღე და ორი თვის მანძილზე საკმაოდ გახმაურებული და წარმატებული ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და საგადასახადო ინსპექციის ეფექტური მუშაობის გამო ჩვენი საგადასახადო შემოსავლები 40 პროცენტით გაუმჯობესდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები ოთხჯერ, ხოლო საბაჟო შემოსავლები ხუთჯერ გაიზარდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიუჯეტმა 380 მილიონიდან 2 მილიარდი შეადგინა.

ამჟამად ის ძალიან დიდი არ არის, მაგრამ სხვაობა კი ძველსა და ახალ ბიუჯეტს შორის საგრძნობლად დიდია.

ამ შედეგს ჩვენი ძალისხმევით წელიწად-ნახევარში მივაღწიეთ.

როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩემი პრეზიდ დენტად არჩევიდან ერთი თვის შემდეგ კონვერტი გადმომცეს, რომელშიც ქართულ ეროვნულ ვალუტაში ორმოცი ამერიკული დოლარის ექვივალენტი იდო.

მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი, თუ რას ნიშნავდა ეს და მითხრეს, რომ ეს ჩემი ხელფასი იყო.

მინისტრებმა უფრო მცირე რაოდენობის თანხა მიიღეს.

არა მგონია, რომ შვედეთის მთავრობის რომელიმე მინისტრი ისეთ ფუფუნებაში ცხოვრობდეს, ისეთივე მდიდრული აგარაკები, მანქანები და პარიზში საცხოვრებელი სახლები ჰქონდეთ, როგორც საქართველოს წინამორბედი ხელისუფლების მინისტრებს ჰქონდათ.

ისინი უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაშინ როდესაც მათი ხელფასი მხოლოდ 20 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

ჩვენს მიერ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ხელფასების გაზრდა იყო.

დღესდღეობით პროკურორის ხელფასი 1000 დოლარს შეადგენს.

რამდენიმე თვის მანძილზე პოლიციის კორუფციულ სისტემასთან ბრძოლის შემდეგ, ჩვენ პოლიციის მთელი შემადგენლობა სამსახურიდან გავათავისუფლეთ (მე არ ვხუმრობ, ეს მართლაც ასე მოხდა).

ეს მაისის თვეში მოხდა, ბევრი კი გვეუბნებოდა, რომ ეს უგუნურების ტოლფასი იყო.

ჩვენ სამსახურიდან საგზაო პოლიციის მთელი შემადგენლობა და პოლიციის დანარჩენი შენაერთების 80 პროცენტი გავათავისუფლეთ... საკურორტო სეზონი ახლოვდებოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა დიდი უბედურების წინაშე აღმოვჩენილიყავით.

მას შემდეგ, რაც პოლიციის რიგები სრულიად ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა, იმ თვეების მანძილზე არც ერთი უბედური საგზაო შემთხვევა არ მომხდარა.

მაგრამ ჩვენ მათ ახალი მანქანები, უნიფორმები, რაციები გადავეცით და 10-ჯერ 20-ჯერ გაზრდილი ხელფასები დავურიგეთ... რაც მთავარია, ბევრად უფრო დიდი პატივი მივაგეთ.

ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიციის რეფორმის, გადასახადების ამოღების გაუმჯობესებისა და გარკვეული სახის გადასახადების შემცირების გარდა, კორუფციის წინააღმდეგაც გავილაშქრეთ და ბიუროკრატია 50 პროცენტით, ხოლო ლიცენზიები და ნებართვები 90 პროცენტით შევამცირეთ.

თუმცა ამით შესაძლოა ვინმე დაზარალდა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხალხს სხვების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო მიადგა.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სტრუქტურული რეფორმები, - ქვეყანამ სხვა იერი მიიღო, ქვეყნის მასშტაბით სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ვგულისხმობ გზებისა და შენობების რეკონსტრუქციას, ასევე ახალი მაგისტრალების, პორტისა და აეროპორტის მშენებლობას;

მაგრამ მთავარი ის არის, რომ საქართველოში კულტურული რევოლუცია მოხდა, რაც მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გულისხმობს.

ჩვენ უკვე სახელმწიფოს წარმოვადგენთ.

ჩვენს საქმიანობას ხან დადებითად, ხან კი უარყოფითად აფასებდნენ.

ეს თემა საქართველოში დღესაც პოპულარულია.

თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოს სახლეობაში სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ნდობის ხარისხი ხუთი პროცენტით განისაზღვრებოდა, ამჟამად კი იგი 90 პროცენტს შეადგენს.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში ოდესმე ხალხს პოლიცია შეუყვარდებოდა.

როდესაც ჩვენ პოლიციის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება დავიწყეთ, მსურველი არავინ აღმოჩნდა.

ეხლა კი, რაც დრო გადის, ეს სამსახური უფრო პრესტიჟული ხდება და კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა კი უფრო და უფრო იზრდება.

მსგავსი რამ ხდება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც.

საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ტარდებოდა.

უმაღლესში ჩასაბარებლად ადამიანები ნაცნობ-მეგობრებს, ახლობლებს იყენებდნენ და ქრთამის სახით ფულსაც იხდიდნენ.

ყველამ იცოდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად 40-50 ათასი დოლარი, ხოლო სამედიცინო ინსტიტუტში 20 ათასი დოლარის გადახდა იყო საჭირო.

მთელი ზაფხულის განმავლობაში მშობლები და ახალგაზრდები შეშლილებს ემსგავსებოდნენ და ყოველივე ეს ნერვიულობისა და ემოციური სტრესის ფონზე მიმდინარეობდა.

ერთი თვის წინ ჩატარებულ გამოცდებში მონაწილეობა 40 ათასმა ახალგაზრდამ მიიღო.

საგამოცდო ტესტები ინგლისში დაიბეჭდა და დიპლომატიური ფოსტით საქართველოში გამოიგზავნა.

ახალ საგამოცდო სისტემას მოსახლეობა ექვსი თვით ადრე წინასწარ გაეცნო.

მისაღები გამოცდები გამჭვირვალედ ჩატარდა.

სატელევიზიო კამერები საგამოცდო ცენტრებში, ხოლო ტელევიზორები შენობის გარეთ განთავსდა...

გასულ წელს, როდესაც მისაღები გამოცდები ჯერ კიდევ ძველი სისტემის მიხედვით ჩატარდა, უკმაყოფილო მშობლების მხრიდან 15-20 ათასამდე საჩივარი შემოვიდა, წელს კი მხოლოდ ორი.

ერთ-ერთი მშობელი ჩიოდა, რომ მას შენობის გარეთ დაყენებული ტელევიზორის გამოსახულება არ მოსწონდა, რადგან თავის შვილს ვერ ხედავდა.

ეს მეტად საგულისხმო ცვლილებაა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ოდესმე შესაძლებელი იქნებოდა.

ეს კი, არა მხოლოდ ხალხის მიერ ხელისუფლების მიმართ ნდობის გაზრდაზე, არამედ საკუთარი ქვეყნის მიმართაც დამოკიდებულების რადიკალურ შეცვლაზე მიუთითებს.

ჩვენ ხალხს გამუდმებით ვეუბნებით - ეს თქვენი ქვეყანაა და მისი შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

მაგრამ ქვეყნის მიმართ არა მხოლოდ ხალხის, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულებაც შეიცვალა, რადგან ხელისუფლება მხოლოდ ხალხის ინტერესებს იცავს და წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, განხორციელებულმა ცვლილებებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

მე ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც რუსეთის დუმის ლიდერებმა სპეციალური სამსახური შექმნეს, რათა სხვა ქვეყნებს საქართველოს მსგავსი მოვლენების განმეორების სურვილიც კი არ გასჩენოდათ (სამწუხაროდ, დარწმუნებული არა ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთის ტელევიზია ამ გამოსვლას ობიექტურად გააშუქებს).

სამწუხაროდ, ეს ხუმრობა არ არის, არამედ რეალობაა.

მე ვიცი, რა მოხდა უკრაინაში.

მთელი წლის განმავლობაში ლეონიდ კუჩმა ამბობდა, რომ უკრაინა საქართველო არ არის.

მოსახლეობას 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის ამსახველ კადრებს აჩვენებდნენ და თან იმეორებდნენ, რომ უკრაინისთვის ეს ცუდი მაგალითი იყო.

უკრაინაში რევოლუციის თვალსაზრისით ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც საქართველოში.

ამ ეტაპზე ჩვენ მიერ მიღწეულ ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად ის მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ერთი კვირის მანძილზე ხვდებოდნენ და პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავდნენ.

ის, რასაც უკრაინა პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით ახორციელებს, ძალიან ჰგავს იმას, რაც უკვე საქართველოში განხორციელდა.

ჩვენ მსგავს ნაბიჯებს ვდგამთ ბიუროკრატიის შემცირებასა და ევროპულ ინსტიტუტებში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც.

ჩვენ ამჟამად „დემოკრატიების კიევური კლუბის“ შექმნაზე ვსაუბრობთ, სადაც ერთიანი სისტემის ამოქმედებაზე, ერთმანეთისთვის და სხვებისთვის მაგალითის მიცემაზე, ასევე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და მიმართულებებზე ვიმსჯელებთ.

ჩვენ ამჟამად იმაზე ვმსჯელობთ, თუ რისი გატანა შეგვიძლია ქვეყნის ფარგლებს გარეთ... აქ საუბარია მაგალითის მიცემაზე.

არა მგონია, რომ ნებისმიერი რამ ვინმეს შეუძლია გარედან თავს მოგახვიოს, რადგან მნიშვნელოვან ცვლილებებს პოლიტიკური იმპულსი და არა თუნდაც პოლიტიკური პროგრამა განაპირობებს.

გასულ წელს ძალიან ბევრი ადამიანი პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით დახმარების გაწევას მთავაზობდა, მაგრამ მე მათ ხელთ არსებული პროგრამებით არც კი დავინტერესებულვარ.

მაგალითად, თქვენ შესაძლოა საქართველოში ორი-სამი წლის განმავლობაში ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტოთ, მაგრამ სად იქნება საქართველოს ხელისუფლება ორი-სამი წლის შემ დეგ, არავინ იცის. ამიტომ სათანადო რჩევა-დარიგებისა და დახმარების მიღება გჭირდებათ.

ხალხმა კი იცის, თუ რა როგორ გააკეთოს.

მაგალითად, საქართველოში პენიტენციალური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით თხუთმეტი დელეგაცია ჩამოვიდა, რაც სამი ახალი ციხის ასაშენებლად საკმარისი იქნებოდა.

ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი უნდა იყოს ციხე და ამჟამად მხოლოდ ისინი უნდა ავაშენოთ.

რაც შეეხება გარედან თავს მოხვევას... ყველაფერი დამოკიდებულია იმპულსზე - ხალხი უნდა გრძნობდეს, თუ რა არის აუცილებელი იმ მომენტში და რა პოლიტიკურ პოტენციალს ფლობს ქვეყანა.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი მაგალითიდან ნათელი ხდება, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში დემოკრატიის არსებობა შესაძლებელია, რადგან თავისუფალი დებატებისა და კონკურენციის, მყვირალა და ხმამაღალი მედიის გარეშე (რისი ყურებაც სიამოვნებას ნამდვილად არ მანიჭებს) საზოგადოების წინსვლა შეუძლებელია.

გამჭვირვალეობის, კრიტიკულობისა და ზეწოლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ვფიქრობ, რომ ჩვენ და ისინიც, ვინც ჩვენგან მაგალითს აიღებს, აუცილებლად წარმატებას მივაღწევთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შვედეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 4 აგვისტო, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2739&i=1

47 „ბორჯომის დეკლარაცია“

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები, გამოვთ თქვამთ მტკიცე რწმენას, რომ დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას და წინაპირობას წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებში და ასევე ჩვენს რეგიონში, რომელიც, მდებარეობს რა ევროპაში და აერთიანებს ბალტიის, შავ და კასპიის ზღვებს, უზარმაზარი პოტენციალითაა დაჯილდოებული. ამ რეგიონში დემოკრატიისა და სტაბილურობის არსებობა მთელს ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების წინაპირობაცაა.

გამოვთქვამთ მტკიცე რწმენას, რომ ჩვენი რეგიონი, იმ შემთხვევაში, თუ იგი განვითარდება დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის პრინციპებზე დაყრდნობით, იქცევა ევროპაში შესაძლებლობათა განვითარების ერთ-ერთ მთავარ სივრცედ, რომელსაც ექნება ადამიანური რესურსების უნიკალური პოტენციალი, სატრანზიტო მაგისტრალები, ენერგორესურსები და ევროპის, ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო ქსელები.

ვდებთ პირობას, რომ ჩვენს ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში, როგორც ევროპული ოჯახის წევრებში, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს და ისტორიას, ჩვენ განვახორციელებთ ზემოაღნიშნულ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.

როგორც „დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრები, ვიზიარებთ რა მსოფლიოში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოების ამ გლობალური ფორუმის უნივერსალურ მიზნებს, ჩვენ ვიცავთ ამ თანამეგობრობის პრინციპებს სეულის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს რეგიონულ თანამშრომლობას დემოკრატიის ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით. ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ევროპის ჩვენს ნაწილში შევქმნათ დემოკრატიულ სახელ ლმწიფოთა თანამეგობრობა - „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა“. ჩვენი მიზანია ეს თანამეგობრობა ვაქციოთ იმ ძლიერ ინსტრუმენტად, რომლის საშუალებითაც აღმოვფხვრით ჩვენს რეგიონში დარჩენილ ყველა გამყოფ ხაზს - ადამიანის უფლებათა დარღვევებს, კონფრონტაციის ნებისმიერ გამოვლინებას, გაყინულ კონფლიქტებს. ამ გზით ხელს შევუწყობთ მთელს ევროპაში, ატლანტის ოკეანიდან კასპიის ზღვამდე დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას.

ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ მოვუწოდოთ ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების რეგიონის ყველა იმ ხელმძღვანელს, რომელიც იზიარებს ახალი ევროპის ჩვენეულ ხედვას და ჩვენს რწმენას რეგიონის მომავლისა და პოტენციალის, ასევე დემოკრატიული მიზნების მიმართ, შემოგვიერთდნენ „დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობაში“. უკრაინაში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც ერთგულია დემოკრატიის იდეის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ბალტიის-შავი-კასპიის ზღვის რეგიონის დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სივრცედ გადასაქცევად, რათა ეს რეგიონი სრულად იქნას ინტეგრირებული როგორც ევროპაში, ისე დემოკრატიულ ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში.

ვაცხადებთ რა ჩვენს განზრახვას 2005 წლის შემოდგომაზე სამიტის ჩატარებასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ რეგიონის ყველა ლიდერს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიზნებს, შემოგვიერთდნენ დემოკრატიული არჩევნის აღნიშვნაში. ჩვენ ასევე ვიწვევთ ევროკავშირსა და რუსეთს, დაესწრონ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით, რათა შეისწავლონ გზები, რომლითაც ეს დემოკრატიული რეგიონი, როგორც ახლო მეზობელი, თავის წვლილს შეიტანს კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში. ჩვენ ვიწვევთ ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც დამკვირვებელს და როგორც „დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წარმომადგენელს.

ჩვენ ვთავაზობთ, უკრაინაში ერთად დავუსვათ წერტილი ევროპის დაყოფის, თავისუფლებების დარღვევისა და ძალითა და შიშით ბატონობის ისტორიას და სათავე დავუდოთ ურთიერთპატივისცემაზე, ნდობაზე, ტრანსპარანტულობასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

„ბორჯომის დეკლარაცია“ / უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 12 აგვისტო, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/Releases?p=2144&i=1

48 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით,

თუ თქვენ შავიზღვისპირეთში იყავით, ნახავდით, რომ ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე თბილისიდან აჭარამდე ასეთი გზა ჯერ არ ყოფილა.

თუ თქვენ რკინიგზით წახვედით, ნახავდით ახალ, კომფორტულ, გარემონტებულ უკრაინულ მატარებელს, რომლითაც მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვიმგზავრე.

თუ თქვენ ბორჯომში იყავით, ნახავდით, რომ იქ ძალიან ლამაზი პარკი გაიხსნა, რომელსაც ჯერ კიდევ დახვეწა სჭირდება.

ამ კურორტებზე თქვენ ნახავდით, რომ წელს იქ იმდენივე დამსვენებელმა მოიყარა თავი, რამდენიც 80-იან წლების ბოლოს იყრიდა.

თუ ვინმე სხვა ადგილებში იყო, საქართველოს ხუთ-ექვს რეგიონში პატრიოტთა ბანაკებს და პატრიოტთა ფორმებში ჩაცმულ სხვადასხვა ეროვნების ადამიანს ნახავდა. მათ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს.

ის, ვინც ქალაქში დარჩა და ოჯახში აბიტურიენტი ჰყავდა, ნახავდა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი ზაფხული იყო, როდესაც ნაცნობებს არავინ აწუხებდა და გამოცდების შედეგებს არ „აწყობდა“. საქართველოში ობიექტური მისაღები გამოცდები პირველად ჩატარდა. ეს საუკეთესო მიღწევაა მთელი ევროპის მასშტაბით.

თბილისში დაბრუნების შემდეგ თქვენ ნახავდით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში.

ქუთაისში იგება გზები, იცვლება ფასადები, შენდება სპორტული ნაგებობები; იგივე ხდება თბილისში დიდი მასშტაბით.

ჩვენ გეგმის გარეშე არაფერს ვაკეთებთ. პირველი ეტაპი სახელმწიფო აპარატის რეფორმირება იყო, რის გარეშეც ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლებოდა.

ჩვენ საკადრო წმენდა კანცელარიიდან დავიწყეთ, რასაც შემდეგ პროკურატურა, პოლიცია, საგადასახადო სამსახური და შეიარაღებული ძალები მოჰყვა.

პირველი წელი ჩვენ ახალ საგადასახადო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის შექმნას, ასევე სამინისტროების რეორგანიზაციას მოვანდომეთ, რის შედეგადაც შემოსავლები გაგვეზარდა.

ჩვენი განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც დაახლოებით 2005 წლიდან დაიწყო, მთელ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, გზების მშენებლობას გულისხმობს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით ასეთი მასშტაბური მშენებლობები ჯერ არ განხორციელებულა.

წლის ბოლოსთვის საქართველოში ყველა რაიონულ ცენტრს ნორმალური მისასვლელი გზა ექნება.

წელს ჩვენ აჭარაში სამეგრელოს დიდი გზის მშენებლობას ვასრულებთ. ყველა გზა კეთდება, მათ შორის, ხულოს დიდი გზა და რაიონებს შორის დამაკავშირებელი შიდა გზები. იგივე ხდება იმერეთშიც.

თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობები მიმდინარეობს. 2007 წლის დასაწყისიდან თბილისი-გორის მაგისტრალური გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება.

მეორე ეტაპი ენერგეტიკის რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩვენ თებერვალში ხალხს სიმართლე ვუთხარით - საქართველოში არსებული სიმძლავრეებით შეუძლებელია ქვეყანას 24- საათიანი ელექტრომომარაგება ჰქონდეს.

ჩვენ თებერვალში საგანგებო ღონისძიებათა პროგრამა შევიმუშავეთ და მუშაობა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დავიწყეთ. წლევანდელი ზამთარი საქართველოს ისტორიაში პირველი იქნება, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი აღარ იქნება.

საქართველოს ყველა რეგიონს გადახდის პირობებში ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა დაზიანებული სისტემის გამო შესაძლოა ავარიებიც მოხდეს.

ჩვენი რეფორმის მესამე ეტაპია ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ენერგეტიკის გარეშე კი სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბარი სასაცილოა.

ჩვენ მომავალ წელს ელექტროენერგია გვექნება და რამოდენიმე ათეული სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცემა.

ამ სამი ეტაპის განხორციელება კი საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს.

ამის პარალელურად ჩვენ საავადმყოფოების მშენებლობას ვაგრძელებთ, რაშიც ინვესტიციები იდება, ასევე საპენსიო სექტორის დახვეწას და პენსიების მომატებას.

ჩვენ სპორტული ობიექტების მშენებლობასაც ვგეგმავთ.

ბათუმში დახურული კორტებისა და აუზების მშენებლობა მიმდინარეობს, მოქმედებას იწყებს კინოთეატრები.

ქვეყანამ განვითარება დაიწყო და ეს პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თქვენ ნახეთ, რა ხდება ჯავახეთში. ჩვენ, პრაქტიკულად, ამ რეგიონის ინტეგრაციის საკითხს ვწყვეტთ, რასაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ეს ის რეგიონია, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა, რომ ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილია.

ეს ჩვენი მიღწევაა ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ გონიოს პოლიგონის გადმოცემა. ერთი წლის წინ, როდესაც მე ეს საკითხი დავაყენე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ამას პროვოკაცია უწოდა. იქ კი უკვე საქართველოს დროშა ფრიალებს - ჩვენ ტერიტორია დავიბრუნეთ და საქართველოს სუვერენიტეტი აღვადგინეთ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 9 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2433&i=1

49 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პატრიოტთა პირველ ეროვნულ ფორუმზე

▲ზევით დაბრუნება


გპირდებით, რომ ხვალ მთელი საქართველო თქვენი იქნება.

წელს ზაფხულში მთელი ქვეყნის ყურადღება თქვენკენ იყო მიმართული, თქვენთვის ძგერდა საქართველოს გული.

თქვენს შორის იყო ქართველების საუკეთესო ნაწილი, ყველა წარმომავლობის ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს: სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები, ქურთები და რა თქმა უნდა, ქართველები. თქვენ ბანაკებში შეიკრიბეთ და ერთმანეთთან ის ურთიერთობა დაამყარეთ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ახალი გამოვლინებაა.

ორი წლის წინ საქართველო მსოფლიო რუკაზე არ არსებობდა, - ის ყველას დავიწყებული ჰყავდა.

ჩვენი ქვეყანა დასაცინი და აბუჩად აგდებული იყო, უპირველეს ყოვლისა, მისი მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ, რომელთაც არა მხოლოდ ქვეყნის მართვის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, არამედ არც თავმოყვარეობა, ღირსება, ქართული ჯილაგისა და სიამაყის განცდა გააჩნდათ.

ჩვენ ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ მათი მორევში ჩარეცხვა მოვახერხეთ, ფეხზე დადგომა დავიწყეთ და უარი ვუთხარით უიმედობას, რადგან ეს საქართველოს ღუპავდა.

ჩვენ პატივი მივაგეთ არა მხოლოდ 11 სექტემბერს დაღუპულებს...

11 სექტემბერი - ეს კრწანისის ომში დამარცხების დღეც არის.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბოლო დღეს ერეკლე II აღა-მაჰმად-ხანის ჯარს წინ მხოლოდ 5-6 ათასი პატრიოტით აღუდგა, რამაც ქვეყნის დამოუკიდებლობას წერტილი დაუსვა. რატომ იყო ერეკლე II ბრძოლის ველზე ასე მცირე რაოდენობის პატრიოტით? იმიტომ რომ ორი კვირით ადრე მარკოზაშვილის რაზმელები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ: ქართველებო, არ გამოხვიდეთ, მტერი ასჯერ ძლიერია და ის არაფერს დაგვიშავებს, - მაგრამ მოვიდა მტერი, რომელმაც მიწასთან გაასწორა, გადაწვა თბილისი, ნამუსი ახადა ქვეყანას და ქართველების ღალატის გამო საქართველოს დამოუკიდებლობას წერტილი დაუსვა.

ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ, რომ მოღალატეებმა ამ ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.

1993 წლის 27 სექტემბერს ათობით ათასი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი იდგა და უყურებდა, თუ როგორ ეცემოდა, სისხლისაგან იცლებოდა და ნადგურდებოდა ბარბაროსების მიერ ჩვენი საუკეთესო ქალაქი სოხუმი, მათ კი ხელიც არ გაანძრიეს, რომ საქართველო გადაერჩინათ.

ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ ღალატს და უკან დახევას.

საქართველოსათვის მთავარია არა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი, არამედ ჩვენი სული და ოპტიმიზმი, რადგან საქართველოში დღესაც ძალიან დიდია ურწმუნო თომათა არმია.

თქვენ გახსოვთ, რომ ზაფხულში, როდესაც თბილისში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დავიწყეთ, ერთი და იგივე ხალხი გამოდიოდა და ამბობდა - ეს ბუშისთვის კეთდება, ის წავა და ყველაფერი დამთავრდება. პრეზიდენტი ბუში წავიდა, თუმცა ამჟამად ასჯერ უფრო მეტი კეთდება.

შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ბორჯომის პარკი გავხსენით, ზოგმა კი, უკეთესის აშენების სურვილი გამოთქვა, რადგან ქილიკის გარდა სხვა საქმე არა აქვს.

თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ, როდესაც აჭარაში საქართველოს ბედი წყდებოდა და ბათუმში არ გვიშვებდნენ, იქაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის გაღვივება სურს. სად არიან დღეს ეს მარკოზაშვილები, რატომ არ იღებენ ხმას იმაზე, რომ აჭარა თავისუფალია და ბათუმში საქართველოს დროშა ფრიალებს.

დღეს ეს ხალხი იმაზე, რაც აფხაზეთში მოხდა, სეპარატისტების წინაშე ბოდიშის მოხდას ითხოვს. რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანები საკუთარი სახლებიდან გამოყარეს? სად არის სამართალი და ჭეშმარიტება?

ჩვენ ჭეშმარიტების და არა კაპიტულანტების მხარეს ვართ.

არც ერთი თქვენთაგანი არ არის დალხენილი ოჯახიდან. დალხენილი ოჯახის შვილები ანტალიაში ისვენებდნენ, თქვენ კი, ჩვენთან ერთად, ბანაკებში ისვენებდით.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ სამუშაო ადგილები არ არის.

მე და ირაკლი ოქრუაშვილი ხშირად დავდივართ სოფლებში და ათობით უსაქმურ ადამიანს ვხედავთ. ქართულ ჯარში 6 ათასი თავისუფალი მაღალანაზღაურებადი ადგილია. რატომ არ მიდის ეს ხალხი ჯარში?!

ჩვენ ამ დონემდე მიგვიყვანეს, თუმცა აუცილებლად უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.

ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ჩვენ ამ განწყობას ავყვებით, საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და აქ ყველა უნდა გრძნობდეს, რომ ეს მისი სამშობლოა.

მინდა გითხრათ, თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რადგან გამზადებული არაფერი დაგხვდათ, ყველაფერი განადგურებული და დანგრეული იყო. სწორედ ამით ხართ ბედნიერები, ყველაფერი თქვენი საკუთარი ხელით არის აღსადგენი, რათა თქვენმა შვილთაშვილებმა თქვენით ისევე იამაყონ, როგორც ჩვენ დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის ეპოქით ვამაყობთ.

ჩვენ საქართველოს პატრიოტული აღორძინების ეპოქის მონაწილენი და მომავალი თაობების სიამაყე ვართ.

თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რადგან საქართველოს სახელით აუცილებლად გაიმარჯვებთ.

მომავალ წელს ჩვენ ახალგაზრდული გადამზადების ცენტრს ვქმნით. ყველა ახალი აშენებული სკოლა, განათებული ბოძი თუ საავადმყოფო - ეს თქვენი გამარჯვებაა საქართველოსათვის და საქართველოს სახელით.

თქვენი გამარჯვება პირად ცხოვრებაში და სიყვარულში, ეს ჩვენი გამარჯვებაცაა. ჩვენ რამდენიმე წელიწადში ხუთნახევარი მილიონი უნდა ვიყოთ, რამდენიც დამოუკიდებლობამდე ვიყავით.

თქვენ გამარჯვებულთა თაობა ხართ.

ჩვენ აღარ გვინდა ხელმოცარულების, დამარცხებულებისა და უპრინციპო ადამიანების საზოგადოება.

ჩვენ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ, გამარჯვებას მოწყურებულ საზოგადოებას ვაშენებთ, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების მტკიცედ სჯერა. თქვენ ამ საზოგადოების ლიდერები და აღმშენებლები ხართ.

თითოეულ თქვენთაგანს უდიდესი მისია აკისრია.

თქვენ პატრიოტიზმის მქადაგებლები და არა მხოლოდ საქართველოს შვილები, არამედ სამშობლოზე ზრუნვის იდეის მთავარი გამავრცელებლები ხართ.

თქვენ მიზნად დაისახეთ, რომ თქვენსავე გარემოცვაში ათი თანატოლი მაინც ჩამოაშოროთ სიცრუის და ცინიზმის მორევს.

მომავალ წელს, როდესაც ბანაკები ორჯერ უფრო დიდი იქნება, ჩვენ ამ დარბაზში ვეღარ დავეტევით.

თქვენ სამაგალითონი ხართ, სამშობლოს სიყვარული და ერთგულება სათაკილო არ არის, ეს ჩვენი არსებობის მთავარი დანიშნულებაა. თქვენ სამაგალითონი ხართ თქვენი ერთსულოვნებით, რადგან ეროვნების მიუხედავად ერთ მუშტად ხართ შეკრულნი.

მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვიყვარს და ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით.

თქვენი შემყურე მე ჩემი ოცნების საქართველოს ვხედავ.

უნდა გვახსოვდეს, რომ დასაბრუნებელი გვაქვს ჩვენი მიწა, მის საზღვრებში ერთიანი და ძლიერი საქართველო, სადაც ქათველობა სირცხვილი არ იქნება და სადაც ამ ქვეყნის ყველა ეროვნების მოქალაქეს გადადგილებას ვერავინ აუკრძალავს.

ჩვენი საზღვარი ფსოუზე, როკის გვირაბზე და ყველა იმ მიწაზე გადის, რომელიც წინაპრების მიერ არის მოპოვებული.

ჩვენ მშვიდობიანად, ერთიანობით, გამძლეობითა და სულიერებით ჩვენი მიწა, ჩვენი სამშობლო უნდა დავიბრუნოთ.

თქვენ მთელი საქართველო გიყურებთ.

სამი თვის წინ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოს ლიდერმა განაცხადა, რომ ქართველებმა ისტორიის ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი მომენტი შექმნეს.

რევოლუციურმა საქართველომ ბევრი აიყოლია და მთელი მსოფლიო განაცვიფრა. ჩვენი ქვეყანა წარმატებული და მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, რათა გამარჯვების რწმენით შემართულმა ერმა, რომლის გერბზეც მისი მთავარი ფორმულაა ამოტვიფრული - „ძალა ერთობაშია“, შემდეგი თაობებისთვის ესტაფეტის გადაცემა ამაყად შეძლოს.

წავიდეთ გამარჯვებისკენ!

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პატრიოტთა პირველ ეროვნულ ფორუმზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 11 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2737&i=1

50 საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდა პატრიოტებისადმი

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასებო, სანამ ბათუმში შადრევანი ამოქმედდება, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რაც თქვენ დღეს მთელ საქართველოს დაანახეთ.

ჩვენ ერთიანები, ოპტიმისტები, მებრძოლი სულის ადამიანები და ქვეყნის ღირსეული შვილები ვართ.

მსურს, რომ თქვენ ცხინვალელი და აფხაზი თანატოლებიც შემოგიერთდნენ. მე მათ თქვენი სახელით მივმართავ - გეყოთ ავტომატის სამიზნეში ყურება, ჩაებით ერთიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და მშვიდობიანი საქართველოს მშენებლობის ფერხულში.

ბათუმში, რომელიც ისეთივე დამონებული იყო, როგორც საქართველოს ორი დარჩენილი რეგიონი, მთელი ზაფხულის განმავლობაში აღმშენებლობითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

დღეს ბათუმში შეკრებილია ხალხი, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთ თანამედროვე შადრევანს ხსნიან, როგორც განახლებისა და სილამაზის სიმბოლოს, რაც თავისუფლებამ, დემოკრატიამ და ახალმა ეპოქამ მოიტანა.

საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდა პატრიოტებისადმი // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 11 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2735&i=1

51 მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე

▲ზევით დაბრუნება


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და აქ დამსწრე საზოგადოებას, ასევე ამერიკელ და ქართველ ხალხს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს ამ გაბედულ პროგრამაში გამოვლენილი შორსმჭვრეტელობისა და სიბრძნის გამო. მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს კონგრესს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს ჩემი მწუხარება და თანაგრძნობა გამოვხატო აშშ-ში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს - საქართველო ამერიკის, მისი მეგობარი ქვეყნის ძალზედ მადლიერია.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ამერიკა ასეთი პრობლემების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სირთულეების დაძლევას უახლოეს მომავალში შეძლებთ.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: გრეტჰენ ბრავნოვს, სტივ გროტს, პოლ აპლეგარტს, ჯონ ჰიუკოს, კერი დუკავიჩს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს, გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომელიც დასაწყისიდანვე ჩვენთან ერთად მუშაობდა.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედითი დახმარებაა, რომელიც ოდესმე მინახავს. მე ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებულ უამრავ დახმარების პროგრამას ვიცნობ.

ჩემი აზრით, ეს პროგრამა ყველაზე ქმედითი და მიზანმიმართულია, რომელიც ბევრ დადებით შედეგს მოგვიტანს.

საქართველოში პროგრესი ჩვენივე ძალებით მიმდინარეობს. მოვაგვარეთ სახელისუფლებო ბიუროკრატიისა და კორუფციის პრობლემა. ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტი ხუთჯერ გავზარდეთ, რაც კორუფციის შემცირებაზე მეტყველებს. ამჟამად მთელ ქვეყანაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობას, ენერგოსისტემის რეაბილიტაციას, წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთებას და ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს, რისი განხორციელებაც დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუძლია თავისუფალ და დემოკრატიულ ხელისუფლებას მოქალაქეთა ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ის ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის მიმართ და მასმედიის, პოლიტიკური ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, მოსახლეობის ყოველდღიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სწორედ ეს გვაძლევს შედეგს.

ეს ასევე უდიდესი დადასტურებაა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შორსმჭვრეტელობისა, რაც თბილისში მისი ისტორიული ვიზიტით გამოიხატა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ხელისუფლების ცვლილება ვინმესთვის უმნიშვნელო ზიანის მიყენების გარეშეც შესაძლებელია.

ახალი, საკუთარი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლების ფორმირება შესაძლებელია იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც დემოკრატიას თან ახლავს. ასეთი ხელისუფლება გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ავტორიტარული, კორუფციული და კლეპტოკრატიული რეჟიმი, რომელიც საქართველოს მანამდე მართავდა.

მსურს კვლავ ხაზი გავუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას, გზების რეკონსტრუქციის, ენერგოსისტემის რეაბილიტაციის, სიღარიბის დაძლევისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რადგან ყოველივე ეს პროგრესის მაჩვენებელია.

მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებათა ტემპის შენარჩუნებაა და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ.

მინდა კვლავ დავუბრუნდე დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და თანამშრომლობის საკითხებს. ეს არის თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, რომლებიც მსგავს ფასეულობებს იზიარებენ, საკუთარი შვილებისთვის ერთნაირი სურვილები და ოცნებები აქვთ და უზენაესი ფასეულობის - თავისუფლების ღრმად სწამთ.

ამერიკა საქართველოში ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. მე ამ შეხედულებებზე გავიზარდე. იმ თაობისთვის, რომელიც საბჭოთა მმართველობას გადაურჩა, მრავალი წლის ტანჯვას, გადარჩენისთვის ბრძოლას, მცდელობას ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის, გამართლება აქვს დღეს მიმდინარე და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული უდიდესი ცვლილებებისა და საქართველოში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის გამო, რისი თვითმხილველი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც იყო.

ქალბატონო კონდოლიზა, მსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი შესაძლებლობის მინიჭებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 12 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2733&i=1

52 ეს არის თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
გამოსვლაათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის
დახმარების პროგრამის ფარგლებში
ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე

2005 წლის 12 სექტემბერი, ნიუ იორკი

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და აქ დამსწრე საზოგადოებას, ასევე ამერიკელ და ქართველ ხალხს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს ამ გაბედულ პროგრამაში გამოვლენილი შორსმჭვრეტელობისა და სიბრძნის გამო. მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის კონგრესს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს ჩემი მწუხარება და თანაგრძნობა გამოვხატო აშშ-ში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს - საქართველო ამერიკის, მისი მეგობარი ქვეყნის ძალზედ მადლიერია.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ამერიკა ასეთი პრობლემების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სირთულეების დაძლევას უახლოეს მომავალში შევძლებთ.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: გრეტჰენ ბრავნოვს, სტივ გროტს, პოლ აპლეგარტს, ჰონ ჰიუკოს, კერი დუკავიჩს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს, გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომელიც დასაწყისიდანვე ჩვენთან ერთად მუშაობდა.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედითი დახმარებაა, რომელიც ოდესმე მინახავს. მე ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებულ უამრავ დახმარების პროგრამას ვიცნობ.

ჩემი აზრით, ეს პროგრამა ყველაზე ქმედითი და მიზანმიმართულია, რომელიც ბევრ დადებით შედეგს მოგვიტანს.

საქართველოში პროგრესი ჩვენივე ძალებით მიმდინარეობს. მოვაგვარეთ სახელისუფლებო ბიუროკრატიისა და კორუფციის პრობლემა. ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტი ხუთჯერ გავზარდეთ, რაც კორუფციის შემცირებაზე მეტყველებს. ამჟამად მთელ ქვეყანაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობას, ენერგოსისტემის რეაბილიტაციას, წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთებას და ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს, რისი განხორციელებაც დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუძლია თავისუფალ და დემოკრატიულ ხელისუფლებას მოქალაქეთა ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ის ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის მიმართ და მასმედიის, პოლიტიკური ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, მოსახლეობის ყოველდღიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სწორედ ეს გვაძლევს შედეგს.

ეს ასევე უდიდესი დადასტურებაა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შორსმჭვრეტელობისა, რაც თბილისში მისი ისტორიული ვიზიტით გამოიხატა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ხელისუფლების ცვლილება ვინმესთვის უმნიშვნელო ზიანის მიყენების გარეშეც შესაძლებელია.

ახალი, საკუთარი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლების ფორმირება შესაძლებელია იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც დემოკრატიას თან ახლავს. ასეთი ხელისუფლება გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ავტორიტარული, კორუფციული და კლეპტოკრატიული რეჟიმი, რომელიც საქართველოს მანამდე მართავდა.

მე მსურს კვლავ ხაზი გავუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას, გზების რეკონსტრუქციის, ენერგოსისტემის რეაბილიტაციის, სიღარიბის დაძლევისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რადგან ყოველივე ეს პროგრესის მაჩვენებელია.

მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებათა ტემპის შენარჩუნებაა და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ.

მინდა კვლავ დავუბრუნდე დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და თანამშრომლობის საკითხებს. ეს არის თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, რომლებიც მსგავს ფასეულობებს იზიარებენ, საკუთარი შვილებისთვის ერთნაირი სურვილები და ოცნებები აქვთ და უზენაესი ფასეულობის - თავისუფლების ღრმად სწამთ.

ამერიკა საქართველოში ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. მე ამ შეხედულებებზე გავიზარდე. იმ თაობისთვის, რომელიც საბჭოთა მმართველობას გადაურჩა, მრავალი წლის ტანჯვას, გადარჩენისთვის ბრძოლას, მცდელობას ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის, გამართლება აქვს დღეს მიმდინარე და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული უდიდესი ცვლილებებისა და საქართველოში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის გამო, რისი თვითმხილველი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც იყო.

ქალბატონო კონდოლიზა, მსურს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი შესაძლებლობის მინიჭებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

ეს არის თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისდახმარების პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005 - 14 სექტემბერი. - N215 (5248). - 2 გვ.

53 საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამოცე სესიაზე

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

ბატონო გენერალურო მდივანო, ბატონო პრეზიდენტო, სახელმწიფოთა მეთაურებო, პატივცემულო სტუმრებო. ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს ამ ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლა და თქვენთვის იმის გაზიარება, თუ რამდენად მეტის გაკეთება შეუძლია პასუხისმგებელი ქვეყნების საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების დაჩქარების, სიღარიბის დაძლევის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.

გასული ექვსი წლის მანძილზე გაერო წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ამ იდეალების გავრცელების პასუხისმგებლობა ეკისრა. ამ თვალსაზრისით გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების დასახვა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დღეს გაეროს დაარსებიდან და იალტის ხელშეკრულების დადებიდან სამოცი წლის შემდეგ ჩვენ ეს ორგანიზაცია უნდა გარდავქმნათ, რათა ყველაზე გადაუდებელი პრობლემები მოვაგვაროთ, რაც სიღარიბესთან, გარემოს დაცვასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.

ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იოლი არ არის. საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ამ საკითხებს, განსაკუთრებით კი რეფორმების გატარების აუცილებლობას, გაეროს გაძლიერებასა და მისი მუშაობის გაუმჯობესებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები

ორი წლის წინ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია სოციალური უთანასწორობის შემცირების, ადამიანის უფლებების დაცვის, დაავადებულ და მოწყვლად ადამიანებზე ზრუნვის გაზრდისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, რაც ათასწლეულის განვითარების მიზნების მთავარი შემადგენელი ნაწილია. ჩვენი ხელისუფლების სათავეში ყოფნის მცირე დროის მანძილზე ათასწლეულის განვითარების თითქმის ყველა მიზნის განხორციელების თვალსაზრისით დიდ წარმატებას მივაღწიეთ.

ეკონომიკა ვითარდება... მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით განვითარების ტემპის, ეფექტიანად გატარებული რეფორმებისა და კარგი ბიზნესგარემოს შექმნის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ სამეულში მოხვდა.

ჩვენი წარმატებები გარკვეული საზღაურია ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილი სიძლიერის მიმართ. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე დემოკრატიის პირობებში.

მიუხედავად თვალშისაცემი პროგრესისა, საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ.

ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად ჩვენ უფრო მეტის გაკეთება მოგვიწევს.

საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მის ტერიტორიაზე არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები აფერხებს.

აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება, ელემენტარული უფლებებით სარგებლობა და უსაფრთხო გადაადგილება.

აფხაზეთიდან ასობით ათასი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გამოაძევეს.

საქართველო არასოდეს შეურიგდება მასობრივ წმენდას. ამის სამართლებრივი არგუმენტაცია ამორალურია და მომავლისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის.

დღეს მთელი მსოფლიოსა და გაეროს დამკვირვებელთა თვალწინ ამ სახლებს მათ მეპატრონეთა დაუკითხავად ჰყიდიან.

რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ხშირ შემთხვევაში ამ სახლებს მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ყიდულობენ და მიუხედავად ამისა, მსოფლიო მაინც დუმს და რეაგირებას არ ახდენს.

ეს უკანონო ტერიტორიები საქართველოს განვითარებას აფერხებენ და ამავე დროს, საშიშ შავ ხვრელებს წარმოადგენენ, რომლებიც კრიმინალების, ტერორისტების, ადამიანებითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა თავშესაფრად და სხვა საფრთხეების წყაროდ იქცნენ.

ეს ტერიტორიები ფაქტობრივად საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო სტაბილურობას. ამ საფრთხეების უგულებელყოფა უკვე შეუძლებელია.

საქართველოს ხელისუფლება ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებზე სრული კონტროლის მშვიდობიანი გზით დამყარებისკენ მიისწრაფის.

ჩვენი აზრით ის მეთოდები, რომელთაც ტერიტორიების მისათვისებლად მეცხრამეტე საუკუნეში იყენებდნენ, ჩვენს დროში აღარ გამოდგება. დღეს ეთნიკურ სიმრავლეს, ინტეგრაციულ პროცესებსა და ადამიანის უფლებების მტკიცე დაცვას გაცილებით უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ტანკებს, საბრძოლო ვერტმფრენებსა და სხვა საბრძოლო იარაღს.

ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მივისწრაფით, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილისა.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენ მშვიდობიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და მთლიანი საქართველოს აშენებისკენ მივისწრაფით.

ჩვენ სამშვიდობო წინადადებათა მეშვეობით ხელს ვუწყობთ მშვიდობიან პროცესებს სამხრეთ ოსეთში, სადაც ჩვენ ამ ინიციატივებს აქტიურად ვახორციელებთ და ასევე აფხაზეთში.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული და პოზიტიური იქნება, რათა ის კონფლიქტები, რომლებიც იმპერიული წარსულისგან მემკვიდრეობით გვერგო, საბოლოოდ მოვაგვაროთ.

მაგრამ იმისათვის, რომ არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეები დავძლიოთ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უფრო მეტი ძალისხმევა გვესაჭიროება და არა მხოლოდ საუბარი ამ კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობაზე - ჩვენ გვსურს, რომ გაერომ რეალური ქმედებები განახორციელოს.

ეს იმ გაეროს გულისხმობს, რომელსაც კონფლიქტების მოგვარება ხელეწიფება.

ეს იმ გაეროს გულისხმობს, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე კი არ ისაუბრებს, არამედ აფხაზეთის ძალისმიერ ანექსიას რეალურად ბოლოს მოუღებს.

სწორედ ამიტომ საქართველო გაეროს გაძლიერებისა და რეფორმირებისკენ მიისწრაფის, რათა იგი 21-ე საუკუნის გამოწვევებს გაუმკლავდეს.

გაეროს რეფორმა

კონფლიქტების მოგვარების საკითხი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში გაეროს უდიდეს პრიორიტეტად უნდა იქცეს.

გაეროს ორგანიზაციების - უშიშროების საბჭოს, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის, ასევე სხვა სტრუქტურების მეშვეობით უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და მათ უფრო მეტი გაბედულება გამოიჩინონ, თუ გვსურს, რომ ადამიანთა სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიზეზი დავამარცხოთ.

მხარი განსაკუთრებულად უნდა დავუჭიროთ მეტ გამჭვირვალობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და ფართო წარმომადგენლობას უშიშროების საბჭოში.

ჩვენ ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის გაძლიერებასა და გარდაქმნას იმისათვის, რომ მან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგი უფრო წარმატებულად განახორციელოს.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ გარეშე ძალების როლის გაძლიერებას მშვიდობის დამყარების საქმეში, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, სადაც მოუგვარებელი კონფლიქტები ჯერ კიდევ არსებობს.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამშვიდობო კომისიების შექმნას, რომლის მოვალეობა კონფლიქტების მოგვარება, პოსტკონფლიქტური რეგიონების რეაბილიტაცია და ეკონომიკური დახმარება იქნება.

შეუძლებელია, რომ დღეს არსებული რისკი უფრო დიდი იყოს - საჭიროა მხოლოდ ირგვლივ მიმოხედვა იმის დასანახად, რომ ეს კონფლიქტები ყოველდღიურად უდიდეს ნგრევასა და ძალადობას წარმოშობს.

ჩვენ ასევე ვხედავთ სტიქიური უბედურებებით გამოწვეულ ნგრევასა და განადგურებას. ჩვენი გულები სავსეა მექსიკის ყურისა და ნიუ ორლეანის მაცხოვრებელთა მიმართ თანაგრძნობით.

და თუ არსებობს ერთადერთი პრიორიტეტი, რამაც შესაძლოა საერთაშორისო თანამეგობრობა გააერთიანოს, ეს უსაფრთხოებისა და მშვიდობის დასამყარებლად საყოველთაო სწრაფვა უნდა იყოს.

ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხია, არამედ ახლანდელი და მომავალი თაობების მიმართ ყველა ლიდერისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

დასკვნა

ვიხედები რა მომავლისკენ, მსურს ჩემს გამოსვლაში ოპტიმიზმმა გაიჟღეროს, რადგან მე ამ უდიდესი ორგანიზაციის სიძლიერის მჯერა.

მე ოპტიმისტი ვარ, რადგანაც უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყნიდან ვარ, რომელსაც აქტიური ლიდერები ჰყავს და სადაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები და გარდაქმნები ხორციელდება.

დემოკრატია, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს რეგიონში აღმავლობის გზაზეა, მაგრამ მათ უსაფრთხოება და სტაბილურობა ესაჭიროებათ, რათა განვითარება და კეთილდღეობა მუდმივი იყოს

ამისათვის ჩვენ უფრო ძლიერი, ეფექტური და უფრო აქტიურად მოქმედი გაერო გვესაჭიროება.

დიდი მადლობა

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის მესამოცე სესიაზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 15 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2731&i=1

54 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით,

ჩემთვის დიდი პატივია საპატრულო პოლიციის ერთი წლისთავის შესრულებასთან დაკავშირებით თქვენს წინაშე გამოსვლა.

როცა ბავშვი ხდება ერთი წლის, ამ თარიღს არ აღნიშნავენ, მაგრამ ერთ წელიწადში ეს ბავშვი იმდენად გაიზარდა, დავაჟკაცდა, დაჭკვიანდა და გაძლიერდა, იმდენად საამაყო გახდა ყველასთვის, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენი საქმიანობა ყოველდღე აღვნიშნოთ.

საქართველოს საპატრულო პოლიცია არა მარტო თითოეული ქართველის სიამაყის საგანია, არამედ მთელ მსოფლიოში სერიოზული განხილვის და აღფრთოვანების საგანი გახდა.

ამერიკის ყველაზე დიდმა რადიოსადგურმა საქართველოს საპატრულო პოლიციას ვრცელი გადაცემა მიუძღვნა. მათ იშვიათად აინტერესებთ სხვა ქვეყნის მიმდინარე მოვლენები.

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია.

მთავარი ის კი არ არის, რომ თქვენ ახალი ფორმა გაცვიათ და ახლი მანქანებით დადიხართ, უკეთესი ხელფასები გაქვთ, მთავარი არის ის, რომ საქართველოში ქართული საზოგადოების 90 პროცენტზე მეტი საპატრულო პოლიციას დადებითად აფასებს. ეს არის ფსიქოლოგიური და კულტურული რევოლუცია.

ჩვენს ქვეყანაში ხალხმა პოლიციის დაიჯერა.

ხალხი ამაყობს თქვენით, საკმარისია, რომ ადამიანს რაიმე პრობლემა შეექმნას, რეკავს პატრულში.

ეს რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა. თქვენ გხედავენ როგორც ბოლო მომენტის დასაყრდენს და გაჭირვების ტალკვესს.

თქვენ ეკუთვნით მთელ საქართველოს.

ეს არ არის ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის სიამაყის საგანი, თუმცა უნდა ითქვას, რომ პოლიციის ჩამოყალიბების დასაწყისში, ჩვენი ხელისუფლების პირველმა მინისტრმა გია ბარამიძემ, შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დაიწყო ეს რეფორმა და ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ბრწყინვალედ მუშაობს, დიდი წვლილი შეიტანეს თქვენს ჩამოყალიბებაში.

ამ სიამაყესთან ერთად ჩვენს არაკეთილმოსურნეებს არ სურთ თქვენს საქმიანობაზე საუბარი. ეს ადამიანები გონებაშეზღუდულნი არიან, მათ არ უყვართ საქართველო.

პატრული - ეს ერთჯერადი სიამოვნების საგანი კი არ არის; თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების და დღევანდელი თაობის მთავარი სიამაყის საგანი დღეს, დღევანდელი დღიდან და ასი წლის შემდეგ.

მთავარია, რომ ამ სახელს ყველა ერთად გავუფრთხილდეთ, არ შეილახოს თქვენი რეპუტაცია. წინ ბევრი რამ არის - გავზრდით ხელფასებს 10 პროცენტით, იქნება ახალი მანქანები, გარემონტებული შენობები. მთავარია, რომ თქვენ იყოთ მოწოდების სიმაღლეზე, ვინაიდან საქართველოს საპატრულო პოლიციამ 5000 მეტი ადამიანი დანაშაულს, ხოლო 300 მეტი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. დაგვეღუპა სამი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

ენვერ გუსოევი - შეიარაღებული ყაჩაღების აყვანისას დაიღუპა. კონტრაბანდის აღკვეთას შეეწირა გელა კაკუბერია. გურამ თოფჩიშვილი, რომელმაც ორი ადამიანის გადარჩენას შესწირა თავი.

სამსახურეობრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის 1000-ზე მეტ თანამშრომელს მივეცით წახალისებები და ჯილდოები. 200 პატრული ინსპექტორი მიიღებს ვადამდელ წოდებას, 1000 მეტ პატრულის თანამშრომელს გადაეცემა მადლობის სიგელები.

ჩვენ საპატრულო პოლიცია შევქმენით ჩვენი ქვეყნისათვ ვის ძალიან რთულ პერიოდში, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონში კონტრაბანდის გადაკეტვის შედეგად შეტაკებები მიმდინარეობდა.

ეს საქართველოსათვის ძალიან რთული პერიოდი იყო, თუმცა ჩვენ წინ შესაძლოა ბევრი რთული პერიოდი გვქონდეს, - მიმდინარეობს საქართველოს უმთავრესი ტერიტორიის - აფხაზეთის ანექსიის პროცესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

ცხინვალში კიდევ არის კრიმინალების ბუდე, მათ აქვთ სერიოზული მხარდაჭერის იმედი საზღვარგარეთიდან, თუმცა ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ ჩვენ ამას დავუშვებთ.

ერთი წლის წინ, როცა ჩვენ აქ შევიკრიბეთ, მე მაშინ დაგპირდით, რომ ყველაზე წარმატებულ პოლიციელებს მივცემდით მანქანებს და ბინებს. ალბათ მაშინ იფიქრეთ, რომ როგორც ყოველთვის, ეს დანაპირებად დარჩებოდა.

დღეს ალბათ ხვდებით, რომ ამ ერთი წლის მანძილზე რასაც დაგპირდით, ყველაფერს ვასრულებთ.

ამ ერთი წლის მანძილზე ჩვენს მომხრეებს და მოწინააღმ მდეგეებს ეს მაგალითი კარგად დავასწავლეთ.

დღეს ყველაზე წარმატებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ვასაჩუქრებთ:

პაატა გიორგაძე - შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი საჩუქრდება ავტომანქანა „ნივით“.

ვლადიმერ ხვინგია - ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საჩუქრდება ავტომანქანა „ნივით“.

ჯონი ბაკურიძე - ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი საჩუქრდება ავტომანქანა „ნივით“.

ინსპექტორი ნინო მათიაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი, რომლებმაც ერთმანეთი საპატრულო პოლიციაში გაიცნეს და დაქორწინდნენ, საჩუქრდებიან ავტომანქანა „ნივით“.

დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი ლიპარტელიანი საჩუქრდება ოროთახიანი ბინით.

თბილისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსი გოგა გრიგალაშვილი საჩუქრდება ოროთახიანი ბინით.

მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ საპატრულო პოლიციის ერთი წლისთავი.

მომავალ წელს ჩვენ მოგცემთ ორჯერ მეტ მანქანას და ბინას გაზრდილ ხელფასთან ერთად.

კონკურსის შერჩევა იქნება დემოკრატიულად და თავის გამოჩენის საშუალება ყველას ექნება.

მჯერა, რომ თქვენ პირნათლად შეინარჩუნებთ სახელს და რეპუტაციას, თბილისი კი დღითიდღე ლამაზდება და გახდება ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელ ევროპაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 18 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2729&i=1

55 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით.

დღეს რამდენიმე საკითხი გვაქვს განსახილველი, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებული საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე ჩამოვყალიბდეთ.

მიმაჩნია, რომ რა სახის პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, როგორი პროპაგანდაც არ უნდა გასწიონ, საქართველოს ერთადერთი ალტერნატივა აქვს - აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ არც კონფლიქტის მონაწილეებსა და არც ხალხს შორის დიალოგი არც ერთი წუთით, არც ერთი დღით არ შეწყდეს.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრთან შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და ყველა სხვა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

ეს ჯგუფი ყოველდღიურ კოორდინაციას გასწევს იმისათვის, რომ სეპარატისტული მხარის წინააღმდეგობისა და პროვოკაციის მიუხედავად, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ვაიძულოთ სამშვიდობო დიალოგი აწარმოოს.

ვფიქრობ, რომ ამის მექანიზმი ძალზე მარტივია და ის მოსახლეობასთან ყოველდღიურ კონტაქტს, საერთაშორისო მექანიზმების კიდევ უფრო მძლავრად ამოქმედებასა და საქართველოს შემდგომ განვითარებას და მის ეკონომიკურ ძლიერებას გულისხმობს.

დღეს საქართველოში არეულობის მსურველი ის ხალხია, რომელიც ხედავს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ყოველდღიურად ძლიერდება და ამით გულზე სკდება.

ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ გზებს, ვაუმჯობესებთ ენერგეტიკას, ვზრდით საბიუჯეტო შემოსავლებსა და ინვესტიციებს. შესაბამისად, საქართველოს რეპუტაცია ყოველდღიურად მყარდება და ეს ზოგიერთებს, რბილად რომ ვთქვათ, არ სიამოვნებს.

ჩვენ არ უნდა გავახაროთ ისინი და ყველანაირი გართულება თავიდან უნდა ავიცილოთ.

ამჟამადაც და მომავალშიც ჩვენ სიმშვიდე, განვითარება და ეკონომიკური პროგრესი გვჭირდება.

ეს საქართველოსთვის ერთადერთი შესაძლო ვარიანტია.

ამიტომ გთხოვთ, რომ ამ შემადგენლობით პრემიერ-მინისტრთან ხშირად შევიკრიბოთ და ჩვენს ერთობლივ მოქმედებაზე კონკრეტულად ჩამოვყალიბდეთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები, ამერიკელები ამ პროცესში ერთვებიან და მხარს უჭერენ სამშვიდობო დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს.

ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ის, რომ ამ წლების განმავლობაში ღიად გაისმა მოწოდება უცხოეთის მხრიდან სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხრივ სეპარატისტების მხარდაჭერა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

ამავე დროს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ პროვოკაციები არ განახლდეს და ძალადობრივი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ამისათვის ჩვენ განსაკუთრებული კოორდინირება გვჭირდ დება.

მოხარული ვარ, რომ რამდენიმე წუთის წინ ძალზე საინტერესო საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან.

უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი გადალახულია და არ შემიძლია ამ ფაქტს არ მივესალმო.

ეს ფაქტი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა უწყებების დონეზე ჩვენი რეფორმების კოორდინაციას ვახდენთ.

იცით, რომ მსოფლიო ბანკმა დსთ-ს სივრცეში საქართველო რეფორმების აბსოლუტურ ლიდერად აღიარა.

რეფორმები უკრაინაშიც მიმდინარეობს და ჩვენ გვჭირდება, რომ ბევრი საკითხი ერთობლივად გადავჭრათ.

ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ პოლიციის რეფორმაზე, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციაზე, ლიბერალიზაციის კოორდინაციაზე (აღარაფერს ვამბობ ორმხრივ კავშირებზე, რაც ყველა სფეროში მნიშვნელოვანია) და მიმაჩნია, რომ უკრაინაში ამჟამად უნიკალური ვითარება შეიქმნა იმისათვის, რომ სათავეში რეფორმატორების მთავრობა მოვიდეს, რომელიც პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ერთად ამ ქვეყნის ძალიან სწრაფ განვითარებას შეძლებს.

ამით საქართველო და მთელი რეგიონი მხოლოდ გაიხარებს და ახალი რეალობით უკეთესად ისარგებლებს.

ამგვარად, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია ის, რომ უკრაინაში პოლიტიკური კონსესუსი გამონახეს.

უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნისთვის ეს ძალზე სასიამოვნოა.

ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შესაძლოა უკმაყოფილოც იყვნენ, მაგრამ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.

მინდა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით განვაცხადო: საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის რომელიმე რეგიონში, მით უმეტეს, ცხინვალის რეგიონში რაიმე სახის ახალი კონფრონტაციის კერის შექმნა არ დაუშვას.

ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეებს აძლევს ხელს არეულობის შემოტანა, რადგან დრო ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობს - ეს ერთი.

მეორე - მინდა ჩვენი პოზიცია დავადასტურო: ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმებსა და შეიარაღებულ აქტებს, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.

კონფლიქტის ზონაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ქართული სახელმწიფო იცავს და ნებისმიერი შეიარაღებული პროვოკაცია უნდა იქნას აღკვეთილი და გამოძიებული, ხოლო ძალადობის ჩამდენი გამოვლენილი და დასჯილი.

მესამე - ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინასწარი პირობებისა და ულტიმატუმების გარეშე განაახლოს.

ყველაზე ძლიერი საფუძველი იმისა, რომ მოლაპარაკება არ ვაწარმოოთ, გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ.

მოლაპარაკებისთვის ჩვენ მზად ვართ და იმის პირობასაც შევქმნით, რომ ყველა დანარჩენი თავს ვალდებულად ჩათვლის მოლაპარაკება აწარმოოს.

სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს, რადგან მისი ჩაშლა ყველასთვის სერიოზული პრობლემების შექმნას ნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ამერიკელების მადლიერი ვარ მათი პოზიციისთვის, რომელიც სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად და უცხო ქვეყნების ჩარევის აღსაკვეთად გამოხატეს.

გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს შუაგულის ანექსიის პროცესი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება.

მოვუწოდებ რუსეთს, რომ საკუთარი თანამდებობის პირები - შინაგან საქმეთა მინისტრი, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ამ ტერიტორიიდან გაიწვიოს.

ეს ხალხი საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ელემენტარულ ცივილიზებულ ნორმებს არღვევს.

მოვუწოდებ რუსეთს, გაიხმოს ამ ტერიტორიიდან საკუთარი შეიარაღება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შეწყვიტოს.

მიმაჩნია, რომ საქართველო და რუსეთი ჩვენს შორის არსებული, მემკვიდრეობით მიღებული საკითხების გადაწყვეტას ცივილიზებულად შეძლებს, როგორც ეს სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით მოვახერხეთ.

თუმცა ესკალაციის, მილიტარიზაციის, მით უმეტეს, პირდაპირი ანექსიის განხორციელების ყოველგვარი მცდელობა, არც საქართველოს და არც რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ჩვენთვის პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ფედერაციის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

ყველანაირ ასეთ ეფექტს ცუდი შედეგი ექნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ჩვენ ჩრდილოკავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის ელემენტების შეტანა არ გვსურს.

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელსაც განვითარება და მის ყველა უშუალო მეზობელთან, უწინარესად კი რუსეთთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება სჭირდება.

ჩვენ აღარ ვართ ორი წლის წინანდელი სახელმწიფო, რომელიც კორუფციისა და განუკითხაობის მორევში იყო ჩაფლული, - ჩვენ უკვე დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვერც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო ვერ მოითმენს იმ ვაკხანალიას, რაც მის ტერიტორიაზე ხდება - მძიმე ტექნიკის შემოტანა, ბანდიტური დაჯგუფებების თარეში, ტერორისტული აქტების დაგეგმვა და განხორციელება (თუმცა ბევრი მათგანი ჩავშალეთ და მომავალშიც აღვკვეთთ), მაფიოზური გარჩევები, ნარკოტიკების ტრეფიკინგი, ქართული და უცხოური ვალუტის გაყალბება (უცხოური ვალუტის გაყალბების საამქროებიც კია შექმნილი).

ამ სიტუაციაში საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წესრიგი დამყარდეს.

ჩვენ თანამშრომლობა გვსურს იმისათვის, რომ ყველაფერი ცივილიზებული დიალოგისა და მშვიდობიანი გადაწყვეტილების ფარგლებში მოხდეს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით არც უკან დახევას ვაპირებთ და არც თვალის დახუჭვას.

ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს იმისათვის, რომ ფეხზე დავდგეთ და ყველანაირი მეთოდით სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება შევძლოთ.

მე ვთხოვ პრემიერ-მინისტრს, რომ საკოორდინაციო ჯგუფთან ერთად, მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით ყოველდღიური კონტროლი აწარმოოს.

ჩვენ გვინდა კონტაქტი ჩვეულებრივი, ავტორიტეტული ადამიანებისა და ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობა აღარ დაირღვეს და ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, დღის წესრიგიდან გამოირიცხოს.

ეს ჩვენი მყარი და ურყევი პოზიციაა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 23 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2727&i=1

56 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველკურსელებს სიტყვით მიმართა

▲ზევით დაბრუნება


მინდა მოგესალმოთ.

ალბათ აცნობიერებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო, დასამახსოვრებელი, ყველაზე რომანტიკული და შესაძლოა, ყველაზე რთული ეტაპი დგება.

მინდა მოგილოცოთ და დიდი მადლობა გითხრათ.

დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და თქვენს მშობლებს, თქვენს მასწავლებლებს, ყველას, ვისაც ჩვენი შექმნილი სისტემის სჯეროდა.

საქმე იმაშია, რომ გამოცდები საქართველოში ჩაწყობის და კორუფციის წყარო იყო.

მახსოვს, 1970-იან წლებში სამედიცინო ინსტიტუტში მშობელთა რიგები რომ იდგა.

მახსოვს „გამოსვენებული“ აბიტურიენტები, გულწასული მშობლები, ჩაკეტილი კომისია და მაინც, მოწყობის საფასურად 50-60 ათასი მანეთს იხდიდნენ.

ერთმა ჩემმა კახელმა ნათესავმა ავტომანქანა „ვოლგა“, ორი სახლი - ერთი კახეთში თავის ვენახიანად და თბილისში ბინა იმისათვის გაყიდა, რომ მისი შვილი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში 7 წლის განმავლობაში აბარებდა, მერვედ მაინც მოხვედრილიყო.

მახსოვს, რომ ჩაწყობის მთელი კონვეიერი იყო აწყობილი.

პირადად მე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებდი და სასწავლებლად კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე უნდა წავსულიყავი.

სპეციალურად ვიყავი მომზადებული რუსული სკოლის პროგრამით და მოსაწყობად, როგორც ოქროს მედალოსანს, მხოლოდ ერთ გამოცდაში მჭირდებოდა ხუთიანის მიღება, რაც ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.

წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ყველაფერი ჩაწყობილი იყო და საბუთების შეტანა არ გვირჩიეს.

საგამოცდო ნამუშევარი, ფაქტობრივად, დაწერილიც არ მქონდა, რომ სამმა გამომცდელმა სტაცა მას ხელი, წაიღეს და ჩემს ნაწერში ლურჯი კალმისტრით ჩასწორება დაიწყეს, რათა შემდგომ იქ შეცდომები „აღმოეჩინათ“.

თუმცა გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ლექტორი (რომლის სახელი და გვარი მოგვიანებით გავარკვიე - ეს იყო დოცენტი თინა აგლაძე), რომელმაც მათ ჩემი ნაწერი წაართვა და გადამარჩინა.

და მართლაც, იმ წელს ერთი გამოცდით ჩავირიცხე.

ამას იმიტომ ვყვები, რომ იცოდეთ, წესიერი ხალხი მაშინაც იყო.

თუმცა, მთელი სისტემა იმისთვის მუშაობდა, რომ არც ერთი წესიერი ადამიანი არ დარჩენილიყო და უმაღლეს სასწავლებელში საკუთარი ცოდნით არც ერთი აბიტურიენტი არ ჩარიცხულიყო.

ასე მუშაობდა ყველაფერი.

პირველად სისტემა, რომლითაც თქვენ ჩააბარეთ, მოსამართლეთა გამოცდებზე დავნერგეთ.

1997 წელი იყო და ყველა ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა.

მაშინ ბილეთები სან-ფრანცისკოში დავბეჭდეთ და ამერიკელების დახმარებით დიპლომატიური ფოსტით ჩამოვიტანეთ.

პირველ გამოცდაზე არც ერთი ძველი, კორუმპირებული მოსამართლე არ მოვიდა.

გამოცდა კარგად ჩავატარეთ და ხალხიც ჩაირიცხა.

ისინი არც მეორე გამოცდაზე გამოჩდნენ და ვიფიქრე, რომ თავისით მიხვდნენ და დაგვასვენეს-თქო.

მესამე გამოცდაზე დარბაზში ყველა გამოცხადდა და ამან დამაეჭვა.

უნარ-ჩვევების მსგავს ტესტებში ყველა კორუმპირებულმა მოსამართლემ უმაღლესი ქულა მიიღო - შეფასების 100 ქულიანი სისტემით არც ერთ მათგანს 90 ქულაზე ნაკლები არ მიუღია, მაშინ როდესაც საკმაოდ კარგად მომზადებული კადრები 75 ქულაზე მეტს ვერ იღებდნენ.

გასაგები გახდა, რომ ტესტები ვიღაცამ გაყიდა.

შემდეგი, წერითი გამოცდა უნდა ყოფილიყო. წინა ღამით მივედი იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან ლადო ჭანტურიასთან, რომელიც აღნიშნულ ტესტებზე ჩვენთან ერთად მუშაობდა.

მოვიწვიეთ რამდენიმე წესიერი პროფესორი, მათ შორის ახლანდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მაშინ ჩემი თანაშემწე იყო, დავსხედით და ახალი ბილეთები დავწერეთ.

მე საერთაშორისო სამართლის ბილეთები შევადგინე, ადეიშვილმა - ადმინისტრაციული სამართლის, ჭანტურიამ - სამოქალაქო სამართლის, ხოლო პროფესორმა ზურაბ ახვლედიანმა სახელმწიფო სამართლის ბილეთების შედგენა იკისრა.

მთელი ღამე გავათენეთ და ბილეთების წერა გამოცდის დაწყებამდე 15 წუთით ადრე დავასრულეთ.

დილის რვა საათზე დარბაზში შეკრებილ კონკურსანტებთან შევედით და ვამცნეთ, რომ მათი და მათი ცოდნის დაცვის მიზნით ყველა ბილეთი თავიდან დაიწერა.

ყველა კორუმპირებული მოსამართლე ადგა და დარბაზიდან ისე გავიდა, რომ წერა არც კი დაუწყიათ.

ასე გვიხდებოდა ამ სისტემის შექმნა და სამართლიანობის მოპოვება.

მთავარი ის არის, რასაც დღეს საქართველოში ვამკვიდრებთ, რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს - ეს არის სოციალური სამართლიანობა და საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად თითოეული ადამიანის თანასწორობა.

იცით, კორუფცია რას ნიშნავს? - კორუფცია მარტო ის კი არ არის, რომ რომელიმე პოლიციელმა, ან გამომცდელმა ქრთამი აიღოს.

კორუფცია იმას ნიშნავს, რომ როგორი ჭკვიანები და ნიჭიერები, გამძლეები და შრომისმოყვარეებიც არ უნდა იყოთ, მაინც ერთი და იგივე ხალხი იშოვის ფულს, ერთი და იგივე ხალხის შვილები ისწავლიან კარგ ინსტიტუტებსა და სკოლებში და ერთი და იგივე ხალხი და მათი შვილები იშოვიან სამსახურს.

მთელი ქვეყანა კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

საქართველოში ამ სისტემის შექმნას ვეღარავინ ეღირსება.

ამიერიდან, საქართველოში წინ წავა ის, ვინც ნიჭიერი და ჭკვიანი, შრომისმოყვარე და თქვენსავით მონდომებულია; ვისაც სჯერა, რომ წარმატებას საკუთარი ძალებით მიაღწევს.

ხომ იყო დამკვიდრებული აზრი, რომ საქართველო თბილისელებისაა, ხოლო თბილისი, თავის მხრივ, ვაკელებისა და ვერელებისაა (ვაკის წინააღმდეგი არანაირად არ ვარ, რადგან ამ რაიონის სამი მოწვევის დეპუტატი ვიყავი), მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები უწინარესად, რაჭველების, კერძოდ კი ონელების არის.

ამ რაიონის 51 აბიტურიენტის ორი მესამედი სტუდენტი გახდა და მათმა უმრავლესობამ სახელმწიფო გრანტი ისე მიიღო, რომ საერთოდ არ გაუგიათ, რა არის რეპეტიტორის პროფესია.

თქვენს წინაშე გამოვიდა ანა მამუკელაშვილი - თელაველი, საქართველოს აბსოლუტური ლიდერი და ჩემპიონი.

ძალიან მიხარია, ყოჩაღ, კახელებო!

სამი ცხინვალელი ოსი, რომელიც სხვადასხვა ბარიერების მიუხედავად ჩამოვიდა და გამოცდები ჩააბარა, ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა.

პირველ ათეულში წალენჯიხელები არიან.

წალენჯიხაზე შორს არის ფერეიდანი, საიდანაც ირანის ორი ახალგაზრდა მოქალაქე - ჩვენი ფერეიდნელი თანამემამულე ჩამოვიდა და ყოველგვარი ჩაწყობისა და პროტექციის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ქართული სწავლა ძალზე რთულია, ქართულად ჩააბარა, მოხვდა ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში და სახელმწიფო გრანტი მიიღო.

ნანა ბალაჯაევა - საინგილოს ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადიდან, მანაც ქართულად ჩააბარა, სახელმწიფო გრანტი მიიღო და შედეგებით ბევრ ჩვენს თანამემამულეს გაუსწრო; ისიც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის აბიტურიენტი გახდა.

ოთხმა უსინათლო აბიტურიენტმა (ერთ-ერთი მათგანი თქვენს წინაშე გამოვიდა) ბრაილის სისტემით ჩააბარა გამოცდები, სათანადო ქულები დააგროვა და სტუდენტი გახდა - ამ ახალგაზრდებით მე ძალიან ვამაყობ.

ქობულეთელი ირაკლი ჭყონია, რომელიც სოფელ კვირიკედან არის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველგვარი რეპეტიტორისა და „პატრონის“ გარეშე ჩაირიცხა და გრანტი მიიღო.

ტყიბულელი თამთა მინდიაშვილი - იგი მაღალმთიანი სოფელ სოჩხეთიდანაა, საიდანაც თბილისში ჩამოსასვლელად ხუთი ავტობუსისა და რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის გამოცვლაა საჭირო; თამთა ჩამოვიდა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა აფხაზეთიდან დევნილი მალხაზ გოგუა, ისევე როგორც აფხაზეთის რამდენიმე ასეული სხვა ჩვენი თანამემამულე, რომლებიც აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში და ჩვენ მათ სოხუმის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში გადავიყვანთ.

მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელი თელულ ჯაფაროვა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერს სიტეტის სტუდენტი გახდა.

ასეთები ბევრნი არიან...

მინდა გითხრათ, რომ წინ ძალზე რთული გზა გაქვთ გასავლელი.

საქართველომ დაიწყო აღმშენებლობა და ჩვენ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით.

საქართველოში არის ხალხი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ძვრებს ან არად აგდებს, ან ვერ ამჩნევს; მაგრამ რისი მიღწევაც წელიწადნახევრის განმავლობაში შეიძლებოდა, ჩვენ გავაკეთეთ.

ეს ამ გზის მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ ძალზე კონკურენტუნარიან სამყაროში ვცხოვრობთ.

მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც ნავთობის ფასი თითქმის ორჯერ გაიზარდა.

მაგალითად, ჩინელებმა ისწავლეს მუშაობაც და სწავლაც ისინი ქმნიან პროდუქტს და ამისათვის სჭირდებათ ნავთობი; ნავთობზე მოთხოვნის ზრდა მისი ფასის ზრდას იწვევს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ არ დავეწიეთ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ვითარდება და წინ მიდის, ჩამოვრჩებით, უგზოუკვლოდ დავიკარგებით მსოფლიოს სახელმწიფოთა ოკეანეში და ჩვენი მომკითხავი უკვე აღარავინ იქნება.

ეს კი თქვენ უნდა გააკეთოთ, რადგან თქვენ არც კონკურენციის გეშინიათ და არც შეჯიბრების, არც სწავლისა და შრომის.

მაშინ ყველაზე ძლიერები ვიქნებით და მთელ მსოფლიოს დავარწმუნებთ, რომ ჩვენც შეგვძლებია რაღაც.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

მაგალითად, მალაიზიაში, ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, ყველა - უმაღლეს სასწავლებლებსა თუ ფირმებში, გეუბნებიან, რომ მათი ქვეყანა ყველაზე კარგი და ლამაზია, ძალიან ბევრი შრომითი რესურსი და განათლებული ხალხი ცხოვრობს და მოგიწოდებს, რომ ინვესტიცია ჩადო, თან გარწმუნებს, რომ იქ მშვიდობა და სტაბილურობაა.

ჩვენც ასე უნდა ვისწავლოთ ცხოვრება.

ჩვენთან კი რა ხდება? - ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, საქართველოში ჩამოვიდა და საკუთარი ავტომანქანა ერთ-ერთ სამრეცხაოში გაარეცხინა; საქართველოში ჩამოსვლით გახარებულმა, მომსახურე პერსონალს, შვიდის ნაცვლად, ოცი ლარი გადაუხადა, რომელიც საკუთარ ბედს უჩიოდა და ამიტომ ქვეყანას ლანძღავდა, მთავრობასაც და ხალხსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხუთ წუთში ოცი ლარი აიღო.

ასეთი რამ ამერიკაშიც კი არ ხდება.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ სათაკილო შრომა არ არსებობს - ყველა შრომა საპატიოა.

არაფერი მაქვს თურქეთის საწინააღმდეგო, ძალიან კარგი ქვეყანაა და ძალზე სწრაფად ვითარდება, მაგრამ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 250 თურქი მუშა გზას აგებს.

მაშინ, როდესაც იქვე ბიჭები დგანან, მზესუმზირას შეექცევიან და მათ აკრიტიკებენ; მერე კი წუწუნებენ, რომ მათ არავინ მიხედა და ისინი არავინ დაასაქმა.

ოჯახის რჩენა თუ შეგიძლია, საღამოს შეყვარებულის კაფეში დაპატიჟება, ან მისთვის ნაყინის ყიდვა თუ შეგიძლია, რა არის ამაში სამარცხვინო?

თუ ის არის ცუდი, რომ უბნის ბიჭებმა არ დაგინახონ, რომ გზას აკეთებ.

თუ ჩვენ ამ ფსიქოლოგიას, ამ მენტალიტეტს არ შევცვლით, არაფერი გვეშველება.

ჩვენი პირველი ამოცანა სახელმწიფო სექტორში ხელფასების გაზრდა იყო - თუ პოლიციელს, მებაჟეს, ჯარისკაცს მაღალი ხელფასი არ ექნება, მთელი საზოგადოება ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ეს ამოცანა შევასრულეთ და პირველი ეტაპი გადავლახეთ.

მეორე, ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხებოდა - ჩვენ ყველგან ვაშენებთ გზებს და ვანვითარებთ ენერგეტიკას.

თუ დენი არ იქნება, ბიზნესიც ვერ განვითარდება.

ამჟამად, ჩვენ მეორე ეტაპზე ვიმყოფებით.

მომავალი წლის დამლევამდე თბილისში ცუდი გზა (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი მაგისტრალები) და გზის პრობლემა აღარ იქნება.

მომავალი წლის გაზაფხულზე ჩვენ თბილისი-ბათუმის ავტობანის (დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თბილისი-სოხუმის ავტობანს ავაშენებთ) მშენებლობას ვიწყებთ.

მარტში ამ მაგისტრალის თბილისი-გორის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება.

თუ ამ კვირის დამლევს აჭარაში ფესტივალზე წამოგვყვებით (სექტემბერში აჭარა არაფრით ჩამოუვარდება ზაფხულის სეზონს), ნახავთ, რომ პირველად საქართველოში დიდი გვირაბი და მასზე მიბმული ავტოსტრადა გაიხსნა და დარწმუნდებით, რომ საქართველოში 25 წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა.

მარტში ვთქვით, რომ ამას გავაკეთებდით და დანაპირები შევასრულეთ კიდეც; მოდით, წავიდეთ შაბათს ბათუმში და ვნახოთ, რა შეგვძლებია.

ზოგი თქვენგანი, ალბათ, ზაფხულში იყო ბორჯომში და ახალი პარკიც ნახა.

მოდით, მომავალ წელსაც ვნახოთ ბორჯომის პარკი.

მომავალ წელს დისნეილენდში აღარავინ წავა და ყველა ჩვენი პარკის სანახავად ჩამოვა.

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ მძაფრი კონკურენციის პირობებში ვცხოვრობთ.

იცოდეთ, რომ საქართველოში მცხოვრები, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერიანი სტუდენტი ისეთივე ხელგახსნილია, როგორიც კალიფორნიის, მალაიზიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების სტუდენტები არიან, რადგან ამ შემთხვევაში ინტელექტისა და ნიჭის შეჯიბრი მიდის.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდ ინტერნეტსივრცეში, სადაც იდეების, ინოვაციების, გამოგონებების, უბრალოდ სხარტი გონების შეჯიბრი იმართება, ქართველები ყველას იქით ვასწავლით, მთავარია, არ დავიზაროთ და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენც ბევრი რამ შეგვიძლია.

ამისათვის აუცილებლად უნდა ვისწავლოთ უცხო ენები - აუცილებლად გვჭირდება ინგლისური, თურქული, რუსული, რადგან ჩვენ ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს და მათ ვეჯიბრებით.

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სხვა მეზობელი ქვეყნების ენები; ჩინურიც და იაპონურიც გვჭირდება, რადგან ამ ქვეყნებში ეკონომიკა ძალზე განვითარებულია.

ჩვენ მაგრები ვართ, მაგრამ ეს მსოფლიოს ხალხებსაც უნდა გავაგებინოთ და ეს მათ ენაზე უნდა გავაკეთოთ...

წინა გამომსვლელებმა კახა ლომაიას დამსახურება აღნიშნეს და მინდა ამ თემასაც შევეხო.

მსურს მადლობა ვუთხრათ კახა ლომაიას და იდეალისტების იმ ჯგუფს, რომელმაც ლანძღვის მიუხედავად, ისეთი სისტემა შექმნა, რომ პრეტენზიები (ისიც უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებით) მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა.

დღეს თქვენ მართლაც პირველები ხართ.

განათლების სამინისტრომ დაკისრებული ისტორიული მისია - ჩაეტარებინა პირველი ობიექტური ეროვნული გამოცდები, წარმატებით შეასრულა.

მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თქვენ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც პირველები ხართ.

თქვენ ყველას დაანახეთ და დაამტკიცეთ, რომ გამოცდების ნეიტრალურად და ობიექტურად ჩატარება შესაძლებელია.

ჩვენ თქვენით ვამაყობთ.

თქვენ ხართ პირველები, ვინც ეს გააკეთა და უკვე დღეს, ლატვიის, ლიტვის, უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე სხვა ქვეყნის განათლების სამინისტროებიდან ჩამოდიან ჯგუფები, რათა შეისწავლონ მეთოდები, გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და გადაიღონ ის, რაც საქართველომ ახალი, ევროპული განათლების სისტემის განვითარების საქმეში შეიტანა.

მსურს ისიც აღვნიშნო, რომ პირველს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მისია, პირველად საქართველოს ისტორიაში ისეთი პოლიცია შეექმნა, რომელიც ხალხს ეყვარებოდა.

მათ ეს შეძლეს - საქართველოში ასეთი პოლიცია უკვე არის.

ჩვენ ამ პოლიციით ვამაყობთ, ისინიც პირველები არიან და მადლობას ვუხდით მათ.

მინდა გითხრათ, პირველად, მას შემდეგ, რაც დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის დროს საქართველოს ჰყავდა მოხალისეთა ჯარი, თავდაცვის სამინისტროს პირველად აქვს შანსი, პატარა, მაგრამ ბრძოლისუნარიანი, თანამედროვე ტიპის რეგულარული, პროფესიული არმია ჩამოაყალიბოს.

ჩვენ ჩვენი პირველი ჯარისკაცებით ვამაყობთ, რომლებიც უკვე იცავენ ჩვენს სამშობლოს.

ენერგეტიკის სამინისტროს პირველად აკისრია მისია, რომ საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად წელს ზამთარში წყვდიადიდან გამოიყვანოს და მთლიანად გაანათოს.

თქვენ სანთლის შუქზე კი არა, ჰალოგენების ნათურებზე უნდა ისწავლოთ, რომელსაც მთელ საქართველოში პირველად ვაყენებთ.

ჩვენი ფინანსური სამსახურები არიან პირველები, რომლებსაც იმდენი შემოსავალი შემოაქვთ ბიუჯეტში, რომ თქვენს პროფესორებსა და ლექტორებს, საქართველოს საჯარო მოსამსახურეებს მათი ოჯახების სამყოფი ხელფასი ჰქონდეთ და თქვენი და თქვენი ოჯახების დამცირებისა და გამოძალვის ხარჯზე არ აიწყონ ცხოვრება.

პირველად, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, გვაქვს უფასო სასწრაფო და ამის მისაღწევად, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ.

პირველად, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული მოძრაობა „პატრიოტები“ და პატრიოტული ბანაკები დავაარსეთ. მივესალმოთ მათ, ისინი თქვენს შორისაც მრავლად არიან.

პირველად, საქართველოში 15-წლიანი ნგრევისა და უიმედობის შემდეგ სკოლების, საავადმყოფოების, გზების, სასტუმროების, ტურისტული ობიექტების მშენებლობები დაიწყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო პირველად იწყებს ფეხზე წამოდგომას, მაშინ როდესაც აღარავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო და ამ საქმეშიც პირველები ვართ.

თქვენ იმ ქვეყნის შვილები ხართ, რომელი ქვეყნის შვილებსაც მთელ მსოფლიოში ამაყად სიარული შეუძლიათ.

როდესაც კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემი ქართველობით განსაკუთრებულად ვამაყობდი და ეს მართლაც განუმეორებელი გრძნობა იყო.

როდესაც ვამბობდი, რომ ქართველი ვარ, სიამაყისა და ღირსების განსაკუთრებული გრძნობა მეუფლებოდა.

ეს ღირსება ბოლო წლების განმავლობაში მთლიანად დაიკარგა.

საფრანგეთში ისეთი ქართველიც ვნახე, რომელმაც მითხრა: არაბი ვარო.

დღეს, პირველად, საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში ამაყად ჟღერს და თქვენ ეს იცით.

თქვენ იცით, რომ ჩვენი რევოლუცია იგივე მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო - უკრაინაში და ამის შესახებ მთელმა უკრაინამ იცის; იგივე მოხდა ლიბანში, და ამის შესახებ მთელმა არაბულმა სამყარომ იცის; განმეორდა ყირგიზეთში და ამის შესახებ მთელმა შუა აზიამ იცის.

რამდენიმე დღის წინათ, ტელევიზიით ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა, რომელიც იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოს ვარდების რევოლუცია ეთიოპიაში არ განმეორდება.

გამახსენდა პრეზიდენტი კუჩმა, რომელიც 2 წლის წინათ ამბობდა, უკრაინა საქართველო არ გეგონოთ, აქ ვარდები არ ხარობს და რევოლუციაც არ მოხდებაო.

საქართველოზე ფიდელ კასტროც შეშინებული ლაპარაკობს.

ზიმბაბვეს პრეზიდენტს რობერტ მუგაბეს საკმაოდ უცნაური რეაქცია ჰქონდა, როდესაც მას ჩემი თავი წარუდგინეს, რადგან საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ტელევიზიით მუდმივად მიმართავდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოვლენები ზიმბაბვეში არ განმეორდება.

ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს გასავლელი.

იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მაისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს ეწვია, მან თქვა: „თქვენ, ქართველებმა, შექმენით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი“.

ჩვენ ქართველებმა მართლაც შევქმენით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი და ეს, უდავოდ, ასეა!

თავისუფლების პირობებში ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.

დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფლება უზარმაზარ ენერგიას ათავისუფლებს და თქვენ ამ ენერგიის პირველი გამოვლინება ხართ!

ორი წლის წინათ, საქართველოში, წინამორბედი პრეზიდენტის ჩათვლით, არავინ იცოდა ეროვნული ჰიმნის ერთი ხაზი, ერთი სიტყვაც კი და არც მისი მოტივი იცოდა ვინმემ.

დღეს ყველამ, მათ შორის პატარებმაც და თქვენც, ჰიმნი ზეპირად იცის.

ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, ყველაზე გამომხატველი დროშა გვაქვს, რომელიც ყველამ ნახა და რომელსაც მთელი მსოფლიო ცნობს.

ეს ჩვენმა თაობამ შექმნა, ეს თქვენი დროშაა.

თქვენ ხართ თაობა, რომელმაც მშვენივრად იცის, თუ რა არის სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა, კარგად ნაცნობია გრძნობა, რომელსაც საკუთარი ქვეყნით სიამაყე ჰქვია.

მარტო ის რად ღირს, რომ იცით - მარტო საკუთარი სახლი და კარმიდამო კი არა, თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, გორი, სოხუმი, ცხინვალი არის ჩემი!

ყველაფერი ეს ჩემია - ჩვენია.

ეს განსაკუთრებული გრძნობაა, რადგან იდეალიზმის გარეშე ქვეყანას ვერ შექმნი.

ყველა თავის სფეროში ქმნის და ყველას თავის სფეროში ებრძვიან.

ვიცი, რომ ბრძოლა კიდევ მოგვიწევს.

ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით ბრძოლა იმიტომ კი არ ატყდა, რომ მართლა შენობასთან დაკავშირებით იყო დავა.

მას ბრძოლა დაუწყეს, რადგან ვერ აიტანეს, რომ იგი მსოფლიო კლასის ქართველი პროფესიონალია, რომელსაც მილიონიანი ჰონორარები ჰქონდა, მისით მთელი რუსეთი ამაყობდა და აცხადებდა, რომ ის რუსეთის ბალერინაა.

ნინო ანანიაშვილს მოწვევები მსოფლიოს ოპერისა და ბალეტის წამყვანი თეატრებიდან ჰქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, ყველაფერი მიატოვა, საქართველოში დანგრეულ, განადგურებულ შენობებში ჩამოვიდა, ჩვენს ბავშვებთან ერთად ქართული ბალეტის აღორძინება დაიწყო და ექვს თვეში მსოფლიო კლასის დასი ჩამოაყალიბა.

ეს სიამაყის მაგალითია.

მას, ვინც ამას ებრძვის, ღირსება და თავმოყვარეობა არ გააჩნია.

მას, ვინც ამბობს, რომ თბილისი ან გორი არ უნდა გავალამაზოთ და ქუჩები არ უნდა მოვაწესრიგოთ, ღირსებისა და სიამაყის განცდა არ გააჩნია.

ვინც წელს ზაფხულში ბათუმში იყო და ნახა, რომ თავისუფლების პირობებში ასობით ახალი კაფე, დისკოთეკა, სხვა გასართობი ადგილი და პლაჟი გაიხსნა, ეს არ ესიამოვნა და მაინც ბუზღუნებს, რომ აჭარაში არაფერი შეცვლილა, იმას სიამაყის გრძნობა და ღირსება არ გააჩნია, რადგან ასეთ ადამიანს ცხოვრებაში აღარაფერი გაახარებს.

და იცით, ეს რა ხალხია? - ამ ხალხს საკუთარი თავისა და საკუთარი ძალების რწმენა სრულებით არ გააჩნია, მათ არც იმის დაჯერება შეუძლიათ, რომ კონკურენტუნარიანები არიან.

მათი წამალი ხართ თქვენ, რადგან თქვენ საკუთარი თავის, საკუთარი ძალის, საკუთარი ცოდნის, საკუთარი ღვაწლის გწამთ.

ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის, მისი ნათელი მომავლისაც გჯერა და იმისაც, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ადგილიც გექნება.

ამიტომ, პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ - კრიტიკის გარეშე არავის და არაფერს არ შეხედოთ - არც პრეზიდენტ სააკაშვილს, არც მთავრობას, არც თქვენ ლექტორებს, არც თანატოლებს და არც იმ უცხოელებს, რომლებიც გარკვეულ რჩევებს მოგცემენ.

მოკლედ, დიდი კრიტიკის, ანალიზისა და ბჭობის გარეშე არაფერი ირწმუნოთ.

ირწმუნეთ მაშინ, როდესაც თავად დარწმუნდებით ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ერთია კრიტიკული აზროვნება, ყველაფრის გაანალიზება და მეორეა ის, რომ ცინიზმი, გულგრილობა და უიმედობა არ დაუშვათ!

ეს გრძნობები ახლოს არასდროს გაიკაროთ.

საქართველოში ხალხის უმეტესობა 15 წლის განმავლობაში სვამდა კითხვას - გვეშველება რამე?

თქვენ ეს კითხვა არ დაგისვამთ.

არც ჩვენ დაგვისვამს ეს კითხვა, რადგან ვთქვით, რომ ჩვენ ვუშველით ჩვენს ქვეყანას,

გვეშველება იმიტომ, რომ ჩვენ ვუშველით საკუთარ თავს, ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

მინდა უბრალოდ აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან ჭკვიანი, ლამაზი, სპორტული და გამბედავი თაობა წამოვიდა.

თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც დასვენებაც იცის და სწავლაც და თუ საჭირო იქნება და სამშობლო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, გადამწყვეტ მომენტში ყველაფერს გვერდზე გადადებს და სამშობლოს დასაცავად იარაღსაც აიღებს ხელში.

ჩვენ ახალი პროფესიების ხალხი გვჭირდება, გვჭირდება გამომგონებლებიც და ისინიც, ვინც ყველაფერს თავად გააკეთებს.

ასეთი ადამიანების პოვნა ძალზე რთულია.

პირდაპირ გეტყვით, საქართველოდან გზებისა და გვირაბების მშენებლები გაიქცნენ, გეოლოგებმა და ინჟინრებმა ქვეყანა დატოვეს.

მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე, კვალიფიციური სპეციალისტი გაიქცა საქართველოდან.

მათი ადგილი თქვენ უნდა დაიკავოთ.

ჩვენ ახალი, მაღალი დონის კვალიფიციური კადრები გვჭირდება.

თქვენ ჭკვიანები, გონიერები, ნიჭიერები ხართ და ახლა მთავარია, საკუთარ თავზე იმუშაოთ, რადგან თქვენი შემცვლელი უკვე აღარავინ იქნება.

თქვენ ის თაობა ხართ, ვინც საკუთარი ცოდნით უნდა გადაა არჩინოს ქვეყანა.

დღეს მთავარი იარაღი არა ტანკი, არა თვითმფრინავი და სხვა ტექნიკა, არამედ ცოდნა და საკუთარი ძალის რწმენაა.

მე მინდა გადმოგცეთ ესტაფეტა და გითხრათ, გავა 20 წელიწადი და ამ დარბაზში, ამ ადგილზე ჩემს ნაცვლად ერთ-ერთი თქვენგანი იქნება.

თუმცა, ის იქნება სხვა საქართველო.

თვითმფრინავით მგზავრობისას ჩვენმა მფრინავმა მაჩვენა თვითმფრინავის კაბინიდან მარცხნივ განათებული სოხუმი მოჩანს, მარჯვნივ - ბათუმი, შუაში - ქუთაისი, ხოლო კარგ ამინდში წინ თბილისი ჩანს.

როგორც ხელის გულზე, ისე მოჩანს ჩვენი ქვეყანა.

ეს ის ქვეყანა იქნება, სადაც საზღვრები აღარ ჩაიკეტება, სადაც ეთნიკური შუღლის ნასახიც აღარ დარჩება და აღარ იარსებებს საქართველოს არც ერთი კუთხე, სადაც ქართველებს, როგორც დღეს, მხოლოდ ქართველობის გამო არ უშვებენ.

ქართველები შემოუშვებენ ყველას, ვისაც საქართველოსთვის სიკეთე და სიხარული ენდომება.

ეს იქნება ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები და თქვენ უკვე თავისუფლად გადაადგილდებით, თავისუფლად ივლით ყველგან.

ამ ქვეყანაში აღარ დაყოფენ ადამიანებს ოსებად, რუსებად, აფხაზებად, აზერბაიჯანლებად, სომხებად იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი, ძლიერი, წარმატებული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქართველოს შვილები ვართ.

ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ამას თქვენ მიაღწევთ.

მანამდე კი ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ყველანაირ თავდასხმას და ყველაზე რთულ გამოწვევებს უნდა გავუძლოთ.

ნუ გეშინიათ, მთავარია, კარგად ისწავლოთ.

იქნება დრო, როდესაც რომელიმე გამოცდაზე იმის გამო არ მიხვალთ, რომ თქვენს მეგობარ ბიჭს (ან გოგოს) წაეჩხუბეთ, მსგავსი რამ მეც მომსვლია.

შესაძლოა სხვა რამემ გაგიტაცოთ და პროფესია შეიცვალოთ, ესეც შესაძლებელია, რადგან ადამიანი ეძებს და ყოველთვის ახალს პოულობს.

შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ საერთოდ არ გჭირდებათ უნივერსიტეტი, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება და მსგავსი შემთხვევა ძალზე მცირე პროცენტი უნდა იყოს, რადგან ჩვენთვის ყველა ადგილი მნიშვნელოვანია.

ახალგაზრდობისთვის პროფესიული მომზადების ცენტრებსაც კი ვქმნით მათთვის, ვინც უნივერსიტეტების მიღმა დარჩა და მათაც ყველაფერს გავუკეთებთ.

მთავარი, რაც არ უნდა დაგავიწყდეთ არის ის, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, ყველაფრის მიმღწევები ხართ და საქართველოსა და მსოფლიოში არ არსებობს მწვერვალები, რომლებსაც ჩვენი ქართველი სტუდენტები, მომავალში საქართველოს განათლებული, ინტელექტუალური, დახვეწილი და ლამაზი მოქალაქეები ვერ შეწვდებიან.

თქვენ ნებისმიერ მწვერვალზე ახვალთ და ნებისმიერ სიმაღლეს დალაშქრავთ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენ წარმატებული იყოთ.

დიდი მადლობა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, რომ სულ ია-ვარდით მოფენილ გზებზე გევლოთ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველკურსელებს სიტყვით მიმართა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 25 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2725&i=1

57 მიხეილ სააკაშვილის მისალმება ფინეთის პრეზიდენტისადმი

▲ზევით დაბრუნება


საქართველო საინტერესო ქვეყანა გახდა.

დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ფინეთის პრეზიდენტი.

თორმეტ ოქტომბერს ჩვენ ნავთობსადენის ქართულ მონაკვეთს გავხსნით, რის გამოც საქართველოში მეზობელი ქვეყნების - თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ჩამოვლენ.

უახლოეს დღეებში ჩვენს ქვეყანას ყაზახეთის და ლატვიის პრეზიდენტები ეწვევიან, საქართველოში ასევე ამერიკის კონგრესის თავმჯდომარეც ჩამოვა.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიის პრემიერ-მინისტრთან.

ფინეთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული და ეფექტური ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროპაში.

ვფიქრობ, რომ ასეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში, სახარბიელოა.

ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე; ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენც შევქმენით გამჭირვალეობის, არაკორუმპირებულობისა და ეფექტური მართვის საუკეთესო მაგალითები.

ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.

ბორჯომის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ უკრაინაში საქართველო-უკრაინასა და სხვა რეგიონალურ სახელმწიფოთა შეხვედრა გაიმართება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირ რის წევრ ქვეყნებთან ერთად ერთ კოალიციაში ერთიანდებიან.

ეს არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ.

მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინასთან ჩვენ რეფორმების კოორდინირებას ვახდენთ.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში მსოფლიო ბანკმა საქართველო რეფორმების სფეროში აბსოლუტურ ლიდერად აღიარა, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ტემპით კი - მეორე ადგილზე ვართ.

ეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის - მსოფლიო ბანკის დასკვნაა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ფორმატს „სამს პლუს სამი“, რომელიც საქართველომ და ლიტვამ ერთად წამოაყენა.

სამი ბალტიისპირეთის ქვეყანას პლუს კავკასიის სამი ქვეყანა - ეს ფორმატი გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთდახმარებას ნიშნავს.

ასე რომ, საქართველო ბევრი საინტერესო პროცესის ინიციატორია.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს სამშვიდობო გეგმა ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.

საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

ჩვენ შევძლებთ კონკრეტულ საუბარს რუსეთის ფედერაციასთან.

იმედი მაქვს, რომ ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ახალი ურთიერთობების დაწყების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილის მისალმება ფინეთის პრეზიდენტისადმი // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 28 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2724&i=1

58 მიხეილ სააკაშვილი ჩაქვი-მახინჯაურის ახალი საავტომობილო გვირაბის გახსნის ცერემონიას დაესწრო

▲ზევით დაბრუნება


მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. მრავალი წლის ნგრევის, დატაცების, ხალხის დაცინვის, ბნელი პერიოდის შემდეგ საქართველოში დაიწყო შენება და ახალი მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, რაზეც მე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. შესაძლოა, ბევრი ქვეყნისათვის გვირაბის გახსნა არ იყოს განსაკუთრებული მოვლენა, საქართველოსათვის, სადაც ამ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში 2 კილომეტრი გზა გაკეთდა, მილიონობით დოლარი დაიტაცეს, აჭარის მმართველმა მოსკოვში ასი მილიონი დოლარი წაიღო - ეს სასწაული წარმატებაა. მე ვიყავი შუახევში, სადაც მოსახლეობამ გზასთან, წყალმომარაგებასთან და სკოლებთან დაკავშირებული პრობლემების მოხსნის თაობაზე განმიცხადეს. მე შემიძლია ბათუმში თამამად მივიდე ყველგან და განვაცხადო, რომ 22 სკოლა გარემონტებულია უმაღლეს დონ ნეზე. მრავალი წლის შემდეგ აჭარელ ბავშვებს აცვიათ სკოლის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ მათ უფასოდ დაურიგა. შესაძლებელი გახდა ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია, მომავალი წლის სექტემბერში ქობულეთში ჩვენ ავაშენებთ ევროპული სტანდარტების სკოლას. არ მიყვარს, როცა ჩემი დანაპირები არ სრულდება, ჩემმა თანამოაზრეებმა ეს კარგად იციან. დღეს 30 სექტემბერია, გვირაბი დასრულდა, ჩემი პირობაც შესრულებულია. ეს არის შენება. ეს მარტო პრეზიდენტის გაკეთებული საქმე როდია, ეს ყველა თქვენგანის მიერ არის შესრულებული. ამ გვირაბის მშენებლობისათვის მუშები დაუზოგავად შრომობდნენ, ეს ახალი ქართული სამუშაო კულტურაა. მათ სჯერათ, რომ ისინი აშენებენ საკუთარ ქვეყანას, ახალ საქართველოს მათი და ჩვენი შვილებისათვის. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიპარავთ. აქ გარშემო სასახლეები რომ ავიშენოთ, ცხოვრება იქნება წამება. ჩვენი ქვეყანა იქნება დამშეული, გაუბედურებული, ჩამონგრეული, ჩვენც მშივრები ვიქნებით. ეს გვირაბები, გზები, პარკები, განახლებული ბულვარები, საავადმყოფოები, სკოლები ყველა ჩვენთაგანისათვის იქმნება. ჩვენ ამით ვართ კმაყოფილნი, ჩვენ ვაშენებთ ჩვენთვის, თქვენთვის - მთელი საქართველოსათვის.

მე წარმომიდგენია, როგორი გახდება ჩვენი აჭარა. ჩემი ამოცანაა, რეგიონი, რომელიც წლების განმავლობაში დაჩაგრული იყო, დადგეს ფეხზე და მთელი საქართველოსათვის საამაყო სავიზიტო ბარათი გახდეს.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ბათუმის ბულვარში შადრევანი დადუმებული იყო. ჩვენ მოვახერხეთ ამ შადრევნის გახსნა. ეს არის განწყობა; ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარაში გაცილებით მეტი შემოსავალი იყო წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ფულით, რომელიც წელს ტურიზმით შემოვიდა, ვარშალომიძემ იქირაოს გემი და ამ ხალხს ციტრუსი რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე გაატანინოს. ჩვენ მომავალ წელს უკეთესად შევხვდებით ყველაფერს. მთავარი პრობლემა ჩოლოქიდან სარფამდე გზის განათებაა. პირველ იანვარს ბათუმში სასტუმრო „ინტურისტი“ გაიხსნება, რომელიც ასევე სავიზიტო ბარათი იქნება. მომავალი წლის გაზაფხულზე ბათუმისა და ქობულეთის წყალსადენის სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ბათუმსა და ქობულეთში ისეთივე წყალსადენი სისტემა იქნება, როგორიც პარიზსა და რომში. ყველა სოფლის წყალმომარაგების სისტემა წელს ნორმალური თანამედროვე ტიპის იქნება. მე გაძლევთ პირობას, რომ აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე, ყველა დასახლებულ პუნქტს, მომავალ წელს ექნება შუქი. პირველად ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში წელს აჭარას ექნება ოცდაოთხსაათიანი ელექტრომომარაგება. ეს არის ჩემი სიტყვა. მომავალი წლის ბოლოსათვის ამას დაემატება წყალმომარაგების სისტემა და ცივილიზებული გზა. აჭარაში ყველა დასახლებულ პუნქტს ექნება გზა, წყალი, შუქი. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ხალხის დასაქმებაა. როცა იქნება ინვესტიციები, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო აეროპორტი, ხალხს გაუხარდება ჩამოსვლა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ბევრად მეტი ინვესტორი მოვიდეს. ორ დღეში ბათუმში ყაზახეთის პრეზიდენტი ჩამოდის და საქართველოში რამოდენიმე ასეულობით მილიონი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერდოგანს გვირაბის მშენებლობის მობილიზაციაში, ასევე თურქ მშენებლებს, რომლებიც მშენებლობის ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ. ჩემთვის აღმშენებლობის მაგალითია ის, რასაც თანამედროვე თურქეთის მთავრობა აკეთებს და ის, რასაც პოლიტიკაში ჩემი პირადი მაგალითი ათათურქი აკეთებდა, რომელმაც შეძლო ურთულეს პირობებში თურქეთის ფეხზე დაყენება. ჩვენ ასეთივე გამოწვევები გვაქვს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თურქეთის მხრიდან ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდება ამ მშვენიერ, სტაბილურ რეგიონში, ვინაიდან ბათუმი ტრადიციულად იყო მთელი შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი.

ჩვენი სურვილია ეს ქალაქი მთელი შავი ზღვისპირეთის ტურისტულ, ეკონომიკურ და სილამაზის ცენტრად ვაქციოთ.

ამ დღეებში აქ ფესტივალი იმართება. ჩემი სურვილი იყო ხალხს ენახა, რომ ყველაზე კარგი სეზონი აჭარაში სექტემბერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა ხალისი, მომავალ წელს აიღოს მეტი კრედიტი, გახსნას მეტი კაფე, მაღაზია, მომავალ წელს გაცილებით მეტი ხალხი მიიღოს.

მომავალ წელს ჩვენ გვეყოლება ორი ახალი მატარებელი, რომელიც თბილისიდან და ერევნიდან ივლის. ეს იქნება დამატებითი შემოსავლები. გვირაბი არის პირველი მერცხალი. ჩემი პრეზიდენტობის ვადაში მე ვაპირებ ავაშენო ბევრად მეტი გვირაბი, ვიდრე კომუნისტებმა ათწლეულების განმავლობაში, სამჯერ მეტი გზა, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძემ შეძლო. პირველ მარტს ჩვენ ვიწყებთ თბილისი-ბათუმი, თბილისი-სოხუმი ავტობანის მშენებლობას. ჩემი პრეზიდენტობის ვადაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჩავალთ თბილისიდან გორში ავტობანით და გავაგრძელებთ მშენებლობას. ამისთვის ჩვენ სურვილიც და თანხებიც გაგვაჩნია.

რაც შეეხება არჩევნებს, ყველაფერი ეს კეთდება არა არჩევნებისათვის, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ, არამედ კეთდება ორასი, სამასი წლისათვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, ხალხი მოიგონებს ამ თაობებს. იმ ხალხს კი, ვინც ჩვენს მიერ გაკეთებულ ფასადებზე საკუთარი პლაკატები გააკრა და ილანძღება, მინდა ვუთხრა: დიახ, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს არჩევნებამდე, არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღესაც. ეს ეჭვს არ იწვევს, ეს არ არის დაპირება, ეს არის გაკეთებული, დაწყებული და დასამთავრებელი საქმეები. იმედი ეფუძნება იმას, რაც უკვე გაკეთდა. ამიტომ დღეს მე ვაერთებ ქობულეთისა და ბათუმის რაიონს და ამ გვირაბში პირველი ბავშვებთან ერთად გავალ.

მიხეილ სააკაშვილი ჩაქვი-მახინჯაურის ახალი საავტომობილო გვირაბის გახსნის ცერემონიას დაესწრო // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 30 სექტემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2722&i=1

59 Совместная пресс-конференция президента Грузии Михаила Саакашвили и президента Казахстана Нурсултана Назарбаева

▲ზევით დაბრუნება


Михаил Саакашвили

Уважаемые члены делегации, уважаемые журналисты!

Хочу поприветствовать нашего друга, уважаемого президента Казахстана в Грузии.

Он здесь не бывал почти десять лет и в этом смысле это также очень знаменательный визит.

За эти годы Казахстан достиг совершенно феноменальных успехов в области экономического развития.

Казахстан стал примером экономических реформ на всем постсоветском пространстве, стал примером процветания и благополучия для своих граждан.

Когда говорят об азиатском феномене, о феномене Южной Кореи и других Азиатских тиграх, надо отметить, что в сфере развития экономики мы в ближайшее время получим нового европейского тигра - в виде Казахстана, и в этом смысле, наше сотрудничество имеет очень важное значение.

У нас полное взаимопонимание во всех вопросах.

Грузия и Казахстан имеют множество общих интересов, в том числе касающихся транспортной, энергетической, туристической инфраструктур.

У нас достаточно потенциала для того, чтобы Казахстан стал одним из основных партнером Грузии в смысле экономического сотрудничества.

Мы многому учимся у Казахстана и, естественно, делимся опытом.

Я думаю, что политическое развитие Казахстана и те задачи, которые были сформулированы Нурсултаном Абишевичем - достижение политического и демократического развития - повышают экономическое благосостояние граждан, одновременно развивая демократию и политическую систему.

Это то совершенно четкое видение того, как страна и весь регион должны двигаться вперед.

Я думаю, что это заслуживает всяческой поддержки и поощрения.

Наше сотрудничество мы рассматриваем в региональном масштабе.

Вы знаете, что Грузия очень интенсивно сотрудничает со странами этого региона. У нас так же хорошие отношения со всеми нашими кавказскими соседями, мы очень тесно развиваем сотрудничество с Турцией.

С Турцией мы ведем переговоры о строительстве новой железной дороги Турция-Ахалкалаки, новый газопровод из Азербайджана войдет в строй в следующем году.

В ближайшие дни вместе с президентами Турции и Азербайджана мы проведем инаугурацию грузинского участка нефтепровода.

С президентом Украины Виктором Ющенко мы подписали Боржомскую декларацию, а в начале декабря в Киеве соберутся руководители Румынии, Украины, Грузии и Литвы.

Не исключено, что в этой встрече примут участие руководители и других больших европейских государств.

Мы сделали новые практические шаги для укрепления демократии в регионе и для развития нового сотрудничества со странами Евросоюза и нашего региона.

Я думаю, что Боржомская декларация имеет историческое значение не только для наших стран, но и для всего региона.

В этом смысле Грузия проводит очень активную политику и мы очень благодарны, что Нурсултан Абишевич вместе со всем руководством Казахстана действительно надежный партнер.

Все вопросы, которые мы решаем, движутся вперед и они решаются.

Это касается не только подписания меморандума и создания планов, но это и вопрос конкретного сотрудничества с учетом реальных взаимных интересов.

Это, оказывается, можно прекрасно совмещать и в случае с Казахстаном.

Хочу вас еще раз поблагодарить.

Вы видели вчера, как тепло приняли в Аджарии Нурсултана Абишевича.

Вы видели десятки тысяч людей, которые с флагами и возгласами приветствовали президента Казахстана.

Это еще раз показывает, насколько теплые чувства испытывает наш народ к народу Казахстана и его президенту.

Спасибо.

Александр Аксютиц

- У меня вопрос к президенту Грузии. Михаил Николаевич, залог успеха казахстанских реформ, как говорят международные авторитетные аналитики, в том, что у нас всегда на первом месте была экономика, а потом уже политика. Сейчас Грузия переживает этап активного реформирования, и что Вы можете сказать о Казахстанском принципе.

Михаил Саакашвили: Во-первых, я действительно благодарен Нурсултану Абишевичу за то, что он сказал. Конечно, нам надо набраться терпения. Эти реформы - они радикальны, но они эффектны. Все это признают. Всемирный Банк в этом году в своем исследовании сказал, что Грузия, по темпу реформ, по темпу либерализации, на втором месте в мире. И это для нас очень важно.

Во-вторых, все это требует терпения. Действительно, мы с большим интересом наблюдаем за экономическими реформами в Казахстане. Без процветания, без того, что у каждого человека должен быть достаток, не может быть нормального политического развития. Это совершенно очевидно.

Совершенно очевидно, что политическое развитие в комплексе экономического благосостояния приводит страну к успеху, потому что свободы, в том числе экономические и политические свободы, они очень взаимосвязаны.

В стране не может быть только политической или только экономической свободы. Потому что, если человек не может спокойно передвигаться, не может спокойно открывать бизнес, развиваться, вкладывать деньги, не оглядываться на правоохранительные органы, на прессинг государственного аппарата - без этого не будет никакого развития. Казахстан, в смысле освобождения бизнеса и экономических реформ, действительно очень далеко ушел. И мне импонирует это видение, что следующим этапом развития должно быть политическое и демократическое развитие, что это взаимосвязано. Естественно, это взаимосвязано.

При голодном желудке, естественно, нет демократии. Но не бывает экономического процветания без свободы для общества, для любого индивидуума в этом обществе. Я с интересом прочитал послание Нурсултана Абишевича к парламенту Казахстана, которое он послал в начале этого года, и там четко сформулирована программа политического демократического развития. И я думаю, что это видение очень правильное, и очень многие страны так развивались. Мы желаем Казахстану всяких успехов на этом пути.

Я знаю какая поддержка у президента внутри своего общества, все опросы это показывают. Достаточно посмотреть, как развивается Казахстан, чтобы понять, в чем причина этой поддержки. И я думаю, что результаты всех этих реформ покажут себя и через 10, и через 100 лет. Пройдет 500 лет и казахское общество тоже будет гордиться, что за эти десятилетия Казахстан стал примером не только экономического, но и политического развития. В этом смысле, я думаю, что будут большие успехи.

Политическая демократизация через экономическое развитие - это как раз та модель, которую могли бы с большим интересом изучать все остальные. У нас в Грузии в этом году тоже будет почти 10%25-ый рост, я так думаю, несмотря на рост цен на нефть. Дело не просто в том, что страна растет, а доходы перераспределяются.

В этом году на Черном море у нас было в два раза больше отдыхающих, чем в прошлом. Это значит, что появился средний класс, который может себе позволить отдых на море. В этом году Грузия продаст в два раза больше вина за границу, чем в прошлом году. Это благодаря тому, что Казахстан снял барьеры на нашу продукцию. Мы сотрудничаем и с другими странами - наприме,р с Украиной. Так что, мы проводим активную политику.

Но мы можем помочь в выходе на рынки, в изучении общего климата. А другое - должен сделать сам бизнес. Я думаю, казахский бизнес в этом смысле производит впечатление. За последний год я встречался с большим количеством казахских бизнесменов и меня всегда впечатляла их деловая хватка. Это уже не советский и постсоветский бизнес. Это уже современный, мыслящий бизнес. А современного бизнеса не может быть без экономической свободы. Он сам по себе не разовьется - его приказом не сделаешь. В условиях экономической свободы бизнес становится нормальным и успешным. В этом смысле, конечно, мои комплименты тому, что делает Казахстан.

Естественно, есть много других вопросов, необходимо проработать с международными организациями. Я приветствую инициативу Нурсултана Абишевича в приглашении международных организаций и наблюдателей на выборы, дать возможность заранее изучить, как это все проходит. И все должно произойти прозрачно. Я совершенно уверен, и он настроен так-же, что все будет прозрачно, очевидно для всех.

У Казахстана нет, в отличие от других стран, проблемы с тем, чтобы иностранцы присутствовали. Наоборот, Казахстан нас пригласил и много других стран приглашает. Это очень важно, так как показывает, что страна развивается быстро, она сильна и не боится не только собственной тени, но и никого другого. Она, как страна, уверена в своих силах, в стабильности своей политической системы и хочет развития в дальнейшем. Мы это можем только приветствовать и ставить в пример другим.

- Вопрос к обоим президентам. Вы уже много беседовали о двусторонних отношениях, о новых инвестициях. Мне интересно, ведутся ли переговоры по поводу экспорта газа из Казахстана в Грузию, и не будет ли противоречить Россия во время этих переговоров

Михаил Саакашвили: Я думаю, что действительно это очень важная договоренность, которую мы практически достигли, о доставке казахского газа на очень хороших взаимоприемлемых условиях для Грузии. В Грузии это будет первая зима, когда у нас, теоретически, не будет недостатка электроэнергии, потому что у нас есть газотурбины, но мы практически удваиваем потребление газа. Мы, в этом смысле, приобрели очень важного партнера и, я думаю, с Россией у нас общие пересекающиеся интересы - этот газ потребляют российские предприятия, которые находятся на территории Грузии.

Здесь, у нас находятся российские химические предприятия, газотурбинные российские предприятия и т.д. Естестсвенно, в интересах и России, и Грузии, и Казахстана развивать эти отношения. В целом, я должен сказать, что есть проблемы с политической риторикой, но российский бизнес тоже вошел в Грузию, это мы только приветствуем.

Вчера мы договорились с Нурсултаном Абишевичем, что в Кобулети построим новую гостиницу, куда будут приезжать казахи, и если через год рядом возникнет российский комплекс, потом французский и английский - мы будем это только приветствовать. Но мы всегда будем помнить, что первым был казахский (бизнес).

Это очень важно. Хочу сказать, что по праву того, что кивчаги один раз уже выручили Грузию, главная площадь столицы Грузии, которую мы сейчас развиваем, полностью будет в казахских руках. Мы сегодня открываем строительство гостиницы на этой площади.

- Вопрос президенту Грузии. Как вы знаете, кандидатура Казахстана выдвигается на пост председателя в ОБСЕ в 2009 году. Какова позиция Грузии по этому вопросу?

Михаил Саакашвили: Грузия полностью это поддерживает. Я думаю, что в Казахстане, особенно к тому времени, все эти преобразования дадут еще большие всходы и это будет не очередное председательство ОБСЕ, а это будет председательство, которое реально сможет превратить ОБСЕ в деятельную организацию в нашем регионе. Потому что ОБСЕ, честно говоря, пока особой роли не смогло сыграть в разрешении конфликтов. К тому времени, я думаю, и политическое и экономическое развитие, и все тенденции Казахстана приведут к тому, что Казахстан сможет сыграть действительно серьезную, решающую роль в решении вопросов в нашем регионе. И конечно, Грузия это всячески приветствует.

Я хочу сказать, что в рамках СНГ у нас самый приятный опыт общения с Казахстаном. Казахстан никогда никому проблем не создает, наоборот, всегда стремится решать проблемы. И это не только мой опыт. Это опыт последнего десятилетия, последних 15 лет. Я думаю, что тут персональный фактор Назарбаева очень важен, но в целом - характер казахов. Они никому никогда проблем не создавали, они сами, несмотря на все проблемы, которые им создавали, из них выходили и находили решения мирным, деловым, открытым, душевным способом. И в этом смысле, любое Казахское участие в международном процессе для нас только полезно и мы на него очень расчитываем.

Михаил Саакашвили: Хочу добавить, что Грузинские железные дороги перевезут почти в два раза больше нефти, чем в прошлом году. Это означает, что вырастит наш бюджетный доход, увеличится товарооборот в целом. Как вы знаете, в Кулеви сейчас строится новый порт и это тоже расширяет инфраструктуру для перевозки казахской нефти, тем более, что наша железная дорога даже сейчас может перерабатывать почти в два раза больше, чем реально перерабатывает сегодня. А когда она заполнит свои пределы, тогда мы будем рассматривать другие возможности и будем ее модернизировать.

Строительство новой дороги Карс-Ахалкалаки уже начинается. В марте начнем вместе с американцами строить автомобильную дорогу, которая создаст совершенно новую возможность для транзита из Азербайджана через Грузию, и мы должны понять, что это не просто транзитная дорога или коридор какой-то, а экономика. Вокруг этого создается инфраструктура, это дает возможность создать новые рабочие места, создаются предприятия, гораздо легче будет вывозить нашу продукцию за границу и она станет более конкурентоспособной.

В общем мы создаем ту инфраструктуру, которую тщательно разрушали за последние 15 лет. В этом смысле, я совершенно согласен, что экономическое развитие Казахстана не просто пример для подражания, а также возможность поднять все другие страны региона. Некоторые страны это принимают, а некоторые - нет. Но в процессе реформирования, гораздо легче синхронизировать реформированные, открытые экономики, чем закрытые, более феодального типа. Это совершенно очевидно.

С одной стороны, главное - экономические свободы не только внутри наших стран, но и на всем пространстве, низкие тарифы, свобода передвижения людей, передвижения товара и т.д. И с другой стороны, важно демократическое развитие всего региона. Демократия не имеет альтернативы. Это совершенно очевидно.

У каждой страны разные циклы и этапы развития, но это все взаимосвязано. В этом смысле, я думаю, наши страны постепенно будут двигаться вперед. Визит Нурсултана Абишевича действительно исторический, так как мы конкретно достигаем результата. Мы не говорим в целом или вокруг да около. Нурсултан Абишевич не любит говорить вокруг да около, он даже сказал, что не приедет, пока не увидит конкретные результаты. Я еще в прошлом году приглашал его, но пока все не проработали, пока не отметили все пункты, не решили вопрос газа и инфраструктуры - визит не состоялся. Это отличный пример совершенно нового подхода, в том числе в отношениях в рамках СНГ.

Дай Бог, чтобы все страны переняли этот опыт.

Совместная пресс-конференция президента Грузии Михаила Саакашвили и президента Казахстана Нурсултана Назарбаева [ამონარიდი] // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 3 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2432&i=1

60 ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მე მინდა მივესალმო ლატვიის პრეზიდენტს.

საქართველოში დიდი სტუმრიანობაა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.

ჩვენი მეგობრებისათვის საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა გახდა.

ჩვენ გვახსოვს წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალბატონ ვაირას ვიზიტი, როცა მან მცხუნვარე მზის ქვეშ რამდენიმესაათიან აღლუმს მედგრად გაუძლო.

ამ ვიზიტს თან ახლავს საინტერესო მოლაპარაკებები. პრეზიდენტს ჩამოჰყვა ათეული ბიზნესმენი. პირველი კონკრეტული შედეგი სახეზეა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რიგა-თბილისი რეისის გახსნის შესახებ. ეს არის ის, რასაც მთავრობა მუდმივად უნდა უკეთებდეს ხალხს.

ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ეს არის პირველი ბალტიის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს საჰაერო შეტყობინება ექნება.

საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს ჰქონდათ საინტერესო კონსულტაციები.

ჩვენ აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ „ბორჯომის დეკლარაციას“, რაც ნიშნავს იმას, რომ დეკემბერში კიევში შევიკრიბებით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან: უკრაინა, საქართველო, რუმინეთი, ლიტვა და ლატვია.

ლატვია არის მნიშვნელოვანი მონაწილე და ლიდერი ევროპული ინტეგრაციის პროცესების მთელ რეგიონში.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ „სამს პლიუს სამი“ ფორმატის ამუშავებას.

ეს არის ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი სომხეთი.

ჩვენ მზად ვართ თბილისში ჩავატაროთ სამიტი, რათა ხელი შევუწყოთ ევროპულ ინტეგრაციას და ამ ქვეყნების დაახლოებას.

ასეთ კონტაქტებს პირდაპირი მნიშვნელობა აქვს როგორც დემოკრატიის განმტკიცების, ასევე კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

ჩვენ ვაპირებთ მომავალში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას.

მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძირითადი ეროვნული იდეაა არა ის, რომ რომელიმე სტრუქტურაში გავწევრიანდეთ, არამედ ის, რომ განვვითარდეთ, როგორც ევროპული ერი. ჩვენ, შესაბამისად, მივისწრაფით ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ, რადგან ყველა ერი, რომელიც კულტურულად და ისტორიულად ევროპულია, ნებისმიერი ევროპული ინსტიტუტის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს. ლაპარაკია ისტორიულ განვითარებაზე.

როდესაც თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაიწყო, ამით ძალზე მნიშვნელოვან პროცესს დაუდო სათავე, რომელსაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და ხელიც შევუწყოთ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ამ პროცესის ხელშეწყობით დაინტერესებულია და ამას ყოველთვის ერთიანი არჩევნებით გამოხატავს. თუმცა, ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი შედეგები მოჰყვა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმებს. საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტს ევროკავშირის გაფართოების თაობაზე შეკითხვა დაუსვეს (საფრანგეთში რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შესახებ ინფორმაცია წამყვანი საინფორმაციო საშუალებებითაც გადაიცა), ლაპარაკი იმაზეც იყო, რომ საქართველო, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები, მაგრამ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ არსებობს ერთიანი, ფართო, ევროპული სცენარი, რომელიც პროცესების განვითარებაზე ლოგიკური მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, როდესაც ლატვიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, არავის ჰქონდა იმედი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ სტრუქტურის წევრები გახდებოდნენ. ლატვია პირველი იყო, თუმცა ძნელი იყო იმის დარწმუნებით თქმა, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. ლატვია ის მაგალითია, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც განმეორდეს.

მიხეილ სააკაშვილი: რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მეორე ქვეყნად აღიარა. მან ეს ანგარიში სექტემბერში გამოაქვეყნა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კორუმპირებული ქვეყანა იყო, რომელიც დღეს სრულიად ახალ ეტაპს გადის. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასები იყო, მაგრამ ჩვენ ერთად ვაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება აქვს და ამისათვის მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ლატვიას დღეს ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ფუნქციონირებს, საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე გადავდივართ და წინ მივიწევთ. მიუხედავად ამისა, პრობლემები ჯერ კიდევ არის.

რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, ეს საკმაოდ რთული საკითხია. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ ჩვენს წინადადებებზე, შესაძლოა, მით უფრო ნაკლები იყოს ინტერაქტიული ნაბიჯები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ მხრივ ღიად გამოთქვა სურვილი, რომ პროცესში ისიც აქტიურად ჩაებას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულ ფუნქციასა და აქტიურ როლს შეასრულებს. ხშირად ხელს გვიშლის ბევრი ქმედება, რაც ზოგჯერ აღმაშფოთებელიც კი არის, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობის ხანგრძლივი პროცესი გვაქვს და კონსულტაციებს მუდმივად ვმართავთ; თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი პოზიტიური ცვლილების მომსწრეც გავხდით.

ორი დღის წინათ ცხინვალის რეგიონში რამოდენიმე შეიარაღებული პირი დასახლებულ სოფელში გადმოვიდა. იმ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას აშენებს, მსგავსი ფაქტები არ შეიძლება იყოს წახალისებული. ასეთი პრეცედენტი არ უნდა განმეორდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანაა. როდესაც დსთ-ს სტანდარტებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ საკუთარ საზღვრებს ვაკონტროლებთ. რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ ეს ყოველთვის იოლი არ არის. იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში ევროპაც კონსტრუქციულ როლს შეასრულებს. ძალიან კარგია, რომ ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ევროპის ფორმატი ყველასთვის მისაღებია. ეუთო უფრო აქტიური უნდა გახდეს, შიდა მოლაპარაკებებში კი ევროკავშირმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, შესაძლოა ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ ევროკავშირმა სამშვიდობოების ფუნქცია იკისროს. ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც ევროკავშირის სივრცის ნაწილს უკვე წარ რმოადგენენ.

ბევრი სკეპტიკურად უყურებდა იმას, რომ ლატვია და სხვა ქვეყნები ამ სტრუქტურის რიგებში ასე მალე შევიდოდნენ. რასაკვირველია, არის ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ლატვიის მსგავსი პოლიტიკური პოზიცია აქვთ. ბევრს არ სჯეროდა, რომ მათი ბნელი წარსულის დავიწყება შესაძლებელი გახდებოდა და ამ მიზანს ისინიც მიაღწევდნენ....

აუცილებელია კონტაქტები გაფართოვდეს. აქ ლაპარაკია სინდისის, მორალის ხმაზე, რომელსაც ევროპიდან მივიღებთ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ეს ყველაფერი არ უნდა დაივიწყოს. აქ საუბარი ეხება პრინციპებს, მორალს, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა განვითარდეს. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრი სირთულის წინაშე ვიდექით, მაგრამ ალბათ იცით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ამიტომ აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება. ამავდროულად, ჩვენი მისწრაფებები მტკიცე უნდა იყოს.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეზობელი ქვეყნის მხრივ ანექსიის მცდელობას აქვს ადგილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღმოსავლეთელ მეზობელთან ლატვიასაც აქვს ტერიტორიული პრეტენზიები. რა ფორმით აპირებენ საქართველო და ლატვია საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების დაცვას - ისინი ამას ცალ-ცალკე გააკეთებენ, თუ რაიმე სახელმწიფოებრივ გაერთიანების შექმნიან, რომელსაც მომავალში შესაძლოა უკრაინაც შეუერთდეს (გუშინ ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხიც წამოიჭრა).

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ და გვსურს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, ცივილიზებულად, ევროპული მეთოდებით გადაწყდეს. მიმაჩნია, რომ მშვიდობის დაცვა და თითოეული ოჯახის უსაფრთხოება საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლის ინტერესებშია. ამჟამად საქართველოში ჩვენ ვქმნით სიტუაციას, სადაც ეთნიკური უმცირესობის ყველა წარმომადგენლის უფლებები დაცული და გარანტირებული იქნება. ამ პროცესებში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, მეორეს მხრივ, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ საქართველოს ტერიტ ტორიაზე რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანთა ე.წ. ოფიციალურ პირთა რანგში ყოფნას - მათ უფლებამოსილებას ჩვენ არ ვცნობთ. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომელიც ცალმხრივ და ძალადობრივ ქმედებებს გამორიცხავს. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში რუსეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბაზებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენ საკმაოდ ცივილიზებული მეთოდებით გადავწყვიტეთ. ამას მსოფლიოში ცოტა თუ ელოდა, მაგრამ ჩვენ ეს ერთობლივად შევძელით. იმედი მაქვს, რომ ზემოაღნ ნიშნული საკითხების გადაწყვეტასაც სწორედ ასე შევძლებთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მას დიდი ტერიტორია აქვს, ხოლო საქართველო პატარაა და ჩვენ დასათმობი ტერიტორიები არ გაგვაჩნია. ეს უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა სწრაფად და ყველა მხარის სასარგებლოდ მოგვარდეს. ამ პროცესში გამარჯვებული არ არსებობს და დამარცხებულიც არ უნდა იყოს. საქართველო არ მიისწრაფის იმისკენ, რომ გამარჯვებული იყოს, და მით უმეტეს არ შეეგუება იმას, რომ დამარცხებული აღმოჩნდეს. ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობით, კეთილდღეობით, ტერიტორიული მთლიანობითა და კეთილმეზობლური დამოკიდებულებით წარსულისგან მემკვიდრეობით მიღებული პროცესის ყველა მონაწილე მოგებული დარჩეს.

ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი პრეს-კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 5 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2431&i=1

61 მიხეილ სააკაშვილმა ლატვია-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ ლატვია-საქართველოს ბიზნესფორუმს დაესწრო. პრეზიდენტებმა სასტუმროს ჰოლში გამოფენილი ლატვიური და ქართული პროდუქცია დაათვალიერეს. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და განაცხადა:

„საქართველო უკრაინასთან ერთად უკვე ევროპული მენტალიტეტის ქვეყნად დამკვიდრდა. საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრობის უეჭველი კანდიდატია.

ეს არის კარგი ფაქტორი იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკაში მოხდეს ახალი განვითარება.

საქართველოში ყაზახი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში უზარმაზარი თანხების ჩადებას აპირებენ.

რეალურად, ქართულ ობიექტებზე არსებობს შეჯიბრი, ვინ რომელი ობიექტის განვითარებას შეეცდება. კარგი პერსპექტივებია სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგოსფეროებში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით.

თბილისში და ბათუმში შენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტები. პირველ ეტაპზე ჩვენი ფუნქცია სახელმწიფო აპარატის კორუფციისაგან გაწმენდა იყო, მეორე ეტაპზე კი - ინფრასტრუქტურა, გზები, ენერგეტიკა.

წელს პირველად საქართველოს თეორიულად არ ექნება ენერგეტიკის პრობლემა.

ჩვენ ვაშენებთ რამდენიმე ათეულ კილომეტრ გზას.

მომავალ წელს საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში იქნება კარგი გზა, თბილისში კი გზის პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი.

ჩვენ ვიწყებთ ახალი ავტობანის მშენებლობას და უახლოეს ორ წელიწადში თბილისი და გორი ერთმანეთს ამ ავტობანით დაუკავშირდება.

საქართველოს ფუნქცია ამაშია, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, გავუხსნათ გზები და ბიზნესმენებს მივცეთ თავისუფლება, ჩვენ კი მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ.

ჩვენ მივესალმებით თქვენს ინტერესს ქართულ ეკონომიკაში.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არცერთ თქვენგანს ქართველ პარტნიორებთან არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმატების მაგალითების შექმნა.

თუ წელს ათი ლატვიელი ბიზნესმენი იქნება წარმატებული, ეს ნიშნავს, რომ ხვალ ორმოცდაათი იქნება, შესაბამისად ქართველ ბიზნესმენებს ყველანაირად წავახალისებთ იმისათვის, რომ ლატვიაში ეკონომიკური აქტიურობით დაკავდნენ.

გისურვებთ წარმატებულ მუშაობას.

მიხეილ სააკაშვილმა ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 5 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/Releases?p=3928&i=2

62 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

▲ზევით დაბრუნება


1823 2005 წლის 6 ოქტომბერი ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წელს მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალებიდან დათხოვნის შესახებ:

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სამხედრო ძალებში 2005 წლის საშემოდგომო გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:

1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1920 კაცით, მათ შორის:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფში - 920 კაცით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში - 1000 კაცით.

2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა გაიმართოს 2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2005 წლის 30 დეკემბრამდე.

3. საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.

4. 2005 წლის შემოდგომაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებული იქნას 300 წვევამდელი.

5. ქალაქებსა და რაიონებში შეიქმნას გამწვევი კომისიები შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით. კომისიები მუშაობას შეუდგნენ 2005 წლის 7 ოქტომბრიდან.

6. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი 11) საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.

7. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები, ამ ბრძანებულების გამოქვეყნების დღიდან, ვალდებული არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემა განხორციელდეს წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2 ბ კორპუსი).

9. ეთხოვოს ქ. თბილისის მერს (გ. უგულავა), დახმარება გაუწიოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის მომზადება-ფუნქციონირებაში.

10. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ თავისი განკარგულებით განსაზღვროს შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი.

11. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ (დანართი 12).

12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვლ. ჭიპაშვილი):

ა) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

13. მოქალაქეთა მიერ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში.

14. დათხოვნილ იქნენ სამხედრო ძალებიდან რეზერვში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადებში მოიხადეს სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

15. დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ივ. მერაბ ბიშვილი). ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება რაიონების (ქალაქების) გამგეობების სამხედრო განყოფილებებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო-სავალდებულო სამსახურს.

16. საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ (გ. ბეჟუაშვილი) პერიოდულად მომახსენოს მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

17. ეთხოვოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, ფართოდ გააშუქონ გაწვევის მიმდინარეობა და მისი სახელმწიფ ფოებრივი მნიშვნელობა.

18. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება // 24 საათი. - 2005. - 8 ოქტომბერი. - N223 (1083). - A2 გვ.

63 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის ერთობლივი პრესკონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მინდა მივესალმო ჩვენს სტუმარს, ლიტვის პრეზიდენტს, ჩვენს მეგობარს ვალდას ადამკუსს!

ლიტვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს ჩემთვის და იმ თაობისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და დამოუკიდებლობის შედეგად მოვიდა.

ჩვენ გვქონდა საერთო ლოზუნგი: თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის.

ლიტვა ბალტიის ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოძრაობის მედროშე იყო, ისევე როგორც ამ მხრივ საქართველო - ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა თუ ბევრ სხვა ქვეყანაში.

ჩვენ აღფრთოვანებით ვადევნებდით თვალს იმას, რომ ლიტვა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელმაც დიდი ზეწოლისა და საბჭოთა იმპერიის უზარმაზარი წინააღმდეგობის მიუხედავად დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის დღე, როდესაც ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რადგან მაშინ ვთქვი, რომ საქართველო იქნებოდა შემდეგი.

ამის შემდეგ ერთად ბევრი ქარტეხილი გავიარეთ.

ლიტველებს და ქართველებს საბჭოთა იმპერიამ ავტომატები და სხვა იარაღი სიამოვნებით დაურიგა.

ჩვენგან განსხვავებით მინდა ეს გულისტკივილით აღვნიშნო: ლიტველებმა საბჭოთა არმიას ეს იარაღი არ გამოართვეს და იმ პირობებში, როდესაც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, პროვოკაციაზე არწამოგება პრაქტიკულად ცარიელი ხელებით (მათი ყველაზე დიდი იარაღი რეზინის ჯოხი იყო) მოახერხეს.

ჩვენ კი, მაშინდელი პოლიტიკოსების გამოუცდელობის გამო, დიდი სიამოვნებით გამოვართვით იარაღი და შემდეგ ამ იარაღით სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რომელმაც საქართველო საგრძნობლად დასწია უკან.

დამოუკიდებლობის მიღწევის დასაწყისში, ლიტვისა და საქართველოს ეკონომიკური შემოსავლები დაახლოებით ერთნაირი იყო და საქართველო, მთელი რიგი მონაცემებით, საგრძნობლად სჯობდა კიდეც მაშინდელ საბჭოთა ლიტვას.

დღეს ლიტვის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენი დაანგარიშებით, 3-4-ჯერ აღემატება ჩვენსას.

ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობ ბაში დაკავებული ვიყავით ნგრევით, ხოლო ლიტვა და მისი ხალხი - აღმშენებლობით.

ვფიქრობ, რომ ვარდების რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა.

რევოლუციის შემდეგ საქართველოშიც ისეთივე აღმშენებლობა დაიწყო, როგორიც ლიტვაში მთელი ამ წლების განმავ ვლობაში.

ამიტომ, ლიტვა ჩვენთვის არა მარტო მეგობარი, არამედ აღმშენებლობის პროცესში, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

ბევრი რამ გვინდა გადმოვიღოთ და ვისწავლოთ ამ ქვეყნისგან და ზოგადად, ერთმანეთისგან - ეს ერთი.

მეორე - ლიტვა არის ერთ-ერთი მთავარი ხმა ევროპის კავშირში.

ლიტვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა და ის საქართველოს დაეხმარება ნატოში პოზიციების გასამყარებლად.

მე ვიტყოდი, ეს არის ზნეობრივი ხმა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ყველა ევროპული სახელმწიფო ერთნაირად არ უჭერს მხარს; იმ პირობებში, როდესაც ევროპას ბევრი სხვა პრობლემაც აქვს მოსაგვარებელი. ლიტვა მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალზე გეგმაზომიერად იცავდა საქართველოს ინტერესებსა და პოზიციებს.

პრეზიდენტ ადამკუსს ეკუთვნის ინიციატივა 3+3 - ბალტიის სამი ქვეყანა და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა.

საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყანაა და ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყანა.

ამ ინიციატივის მიხედვით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ლუბლიანაში დეკემბერში 6 მინისტრი (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) ერთმანეთს შეხვდება, რათა სამი კავკასიური ქვეყნის ევროპის კავშირსა და ნატო-ს სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს.

ეს არის პრეზიდენტ ადამკუსისა და ჩემი ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შარშან ვილნიუსში ვიზიტისას გავახმოვანეთ და ამას ბოლომდე მივიყვანთ.

ასევე, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ წუთებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში სიტყვით გამოდის, სადაც ერთმანეთს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთის და საქართველოს წარმომადგენლები ხვდებიან.

ეს არის საქართველოს მეგობრების ახალი ჯგუფი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა და რომელსაც ასეც ეწოდება: „საქართველოს ახალი მეგობრები“.

ამ ჯგუფის ფუნქციაა, დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში.

რუმინეთში ჩვენი და ლიტვის საგარეო მინისტრებმა ეს საკითხი ერთმანეთთან განიხილეს.

ეხლა ლიტვის საგარეო უწყების პირველი პირი საგანგებოდ საქართველოსთვის მოწვეულ კონფერენციაზე სიტყვით გამოდის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს.

ამგვარად, პრეზიდენტ ადამკუსის სტუმრობა ჩვენი ნამდვილი მეგობრისა და ახლობლის ვიზიტია.

წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს რეკორდულად მაღალია.

თუმცა, 10 წლის განმავლობაში, სანამ ლიტვა შენდებოდა, ჩვენი ქვეყანა ინგრეოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ვცდილობთ, დავეწიოთ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს.

ამას წლები დასჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იყოს და ამას საქართველო აუცილებლად მიაღწევს, თუ ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა მოგახსენოთ ყველა ინიციატივისთვის, რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ და კიდევ ერთხელ მოგესალმოთ აქ, თბილისში.

[...]

შეკითხვები

ლიტვის ტელევიზია

კითხვა საქართველოს პრეზიდენტს: პატივცემულო პრეზიდენტო, ლიტვას იმედი აქვს, რომ თქვენ რეგიონში მიმდინარე ყველა პროცესის ლიდერი იქნებით (ვგულისხმობ 3+3 ფორმატის ფარგლებში გამართულ სამიტს). მაინტერესებს, გახდება თუ არა შესაძლებელი, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ასევე ერთ მაგიდასთან დასხდნენ?

მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდეს, რადგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის გადამწყვეტი არის ის, ვიქნებით ჩვენ დემოკრატიული, თანამედროვე ევროპული ტიპის ქვეყნები, თუ წავალთ უკან ფეოდალური ტიპის კორუმპირებული რეჟიმისკენ, რომლიდანაც გამოსვლა დავიწყეთ. კარგად გავეცანი ლიტვის პრეზიდენტის ბერლინში გამოსვლას - „შავი ზღვის ხედვა“. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბატონმა ადამკუსმა საქართველოზე ძალიან ბევრი ილაპარაკა. მან ასევე ბევრი ისაუბრა რეგიონზე. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც იგი ჩემი სიტყვების ციტირებას ახდენდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არასოდეს ივიწყებს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული და ერთად უნდა წავიდეთ წინ. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორი განსხვავებული პოლიტიკური კონცეფციაც არ უნდა იყოს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებული რა პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს, კავკასიის სამივე ქვეყანა ევროპასთან და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ერთობლივი პოლიტიკის გამომუშავებას შევძლებთ. არსებობს ევროპული დემოკრატიული გზა და არსებობს კორუმპირებული, ფეოდალური რეჟიმის, არეულობისა და შინააშლილობის გზა. საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიულობა და სტაბილურობა, სამთავრობო სიმტკიცე და თავისუფალი არჩევნები, ასევე ეკონომიკური წინსვლა არის სწორი არჩევანი. თუ ციფრებში გამოვსახავთ, საქართველოს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს. ყოველივე ეს ურთიერთკავშირშია. დღეს ის, ვინც ერთი წლის წინათ საქართველოს „ჩაფლავებას“ წინასწარმეტყველებდა, იმედგაცრუებულია. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემზე და საქართველოს ხელისუფლებაზე იმდენი სიბინძურე ითქვა (სპეციალური ცენტრებიც კი შეიქმნა), რომ მსოფლიოს ყველა პრეზიდენტს ათი წლის მანძილზე ეყოფოდა. ამის მიუხედავად, ვერავინ ვეღარ ამბობს (ვერც ჩვენს ჩრდილოეთით და ვერც სხვაგან), რომ საქართველო „ჩაფლავდა“. ჩვენი ქვეყანა განვითარების ყველა სფეროში წარმატებას აღწევს. რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი ნახტომი გვქონოდა, მაგრამ ეს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს ევროპული დემოკრატიული გზის გარდა, იმ გზის გარდა, რომელიც მათი ხალხის ინტერესების ბოლომდე გამოხატვას უზრუნველყოფს, ალტერნატივა არა აქვს. ამ მხრივ, ჩვენთვის მაგალითია ლიტვა. ეკონომიკური წარმატებების მიუხედავად, პრობლემები იქაც არის, თქვენთანაც მოლოდინი უფრო მეტი იყო, ვიდრე წარმატება - ეს ჩვეულებრივია; მაგრამ ყველა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც თქვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსენსუსის პოვნა და მთავარ საკითხებთან მიმართებაში ერთობლივი პოზიციის გამომუშავება მოახერხა. ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი ეროვნული თანხმობის დეკლარაციას განიხილავს, რომელიც ლიტვაში რამდენიმე წლის წინათ ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში მიღებული დეკლარაციის მსგავსად ყველა პარტიას მოუწოდებს, რომ სხვადასხვა პოზიციების მიუხედავად მთავარ პრინციპებზე შეთანხმდნენ. ეს პრინციპები კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უარს არ ვიტყვით დამოუკიდებლობაზე, დემოკრატიაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი ჩვენს პარლამენტში განხილულია და ესეც ერთ-ერთი მსგავსებაა ლიტვასა და საქართველოს შორის. ჩვენ ძალზე ბევრი რამ გვაკავშირებს და ქვეყნების განვითარების საქმეში ბევრი საერთო გვაქვს. ამ მხრივ, ეს გზა მთელი რეგიონისთვის მისაღებია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ინიციატივა წარმატებული იქნება. ისტორიული დიალექტიკა სწორედ აქეთ მიისწრაფის. მსურს უკრაინის მაგალითი მოგიყვანოთ: თქვენც იცით და ჩვენც გვახსოვს, რომ ვალდას ადამკუსის, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ალექსანდრე კვასნევსკისა და საქართველოს პრეზიდენტის გარდა დასავლეთსა და ევროპაში არავის სჯეროდა, რომ უკრაინაში დემოკრატიის გამარჯვება შესაძლებელი იყო. მხოლოდ ასეთმა ხედვამ მოუტანა გამარჯვება უკრაინის ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის სწორ, დემოკრატიულ გზაზე დადგომის საკითხში. ზუსტად ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ არა მარტო ამიერკავკასიის ქვეყნებთან, არამედ ბელარუსთან მიმართებაში... საქართველომ ბევრი საყვედური მიიღო, მათ შორის ზოგიერთი ევროპელისგანაც, რომ ჩვენ ზედმეტად რადიკალურები ვართ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას, ჩვენ ბოლომდე რადიკალურ პოზიციას გამოვავლენთ. ამას წყალი არ გაუვა. მიმაჩნია, რომ ლიტვისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს სრულად ემთხვევა.

თენგიზ გოგოტიშვილი, ტელეკომპანიარუსთავი 2“

შეკითხვა ლიტვის პრეზიდენტს: თქვენს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ბევრი გამოძიება და საიმპიჩმენტო პროცედურა მიმდინარეობს. ეხლა გამოძიება დაიწყო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მისი მეუღლის მიერ სასტუმროს პრივატიზაციის თაობაზე. ყოველთვის საუბარია რუსული ფულის კვალზე. მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსული ფული და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ქვეყნის ნატოსა თუ ევროპულ სტრუქტურებთან კავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენს?

[...]

მიხეილ სააკაშვილი: მართალია, შეკითხვა ჩემთან არ იყო, მაგრამ ეს საერთო პრობლემაა. კარგად ვიცი, რა რაოდენობის თანხა იხარჯება საზღვარგარეთ იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სურათი შეიცვალოს. ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე, არცთუ საქმიანი აქტივისტი ამით საკუთარ კეთილდღეობას იწყობს, მაგრამ საქართველოსთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რა გადაცემებიც არ უნდა გაუშვან სხვა ქვეყნის ტელევიზიებით, როგორი შეურაცხყოფაც არ უნდა მოგვაყენონ, რა ჭორებიც არ უნდა გაავრცელონ (ამაზე მთელი სამსახურები მუშაობს), რა ფილმებიც არ უნდა გადაიღონ, ეს იმ ხალხის თამაშებია, რომლებსაც არ ესმით, თუ რას ნიშნავს ეროვნული სიამაყე. მათ არ ესმით, რას ნიშნავს იმ ერების ეროვნული ღირსება, რომლებსაც ისინი ეთამაშებიან. ეროვნული ღირსება ფულზე არ იყიდება - ეს რომ ფულზე იყიდებოდეს, მსოფლიო სხვაგვარად იქნებოდა განაწილებული. ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი არჩევანი ფულზე არ იყიდება. ის ხალხი, ვინც ფულზე იყიდება, საქართველოში მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებს. საიდუმლოს კი არავისთვის წარმოადგენს, რომ ასეთი ხალხი არსებობს. უფრო მეტიც, მათ შეიძლება არც იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, ვინ რამდენად იყიდება. თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია და თუ ამ ფულით მანქანას ან სახლს შეიძენენ, ესეც ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ფული იქნება და „დიდი მადლობა“ მათ სპონსორებს, რომ ამ გზით, მართალია მახინჯად, მაგრამ მაინც ჩვენს ეკონომიკაში დებენ თავიანთი კორუმპირებული შემოსავლის ნაწილს.

კითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ლიტვის ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც აქ თავიანთი გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩამოდიან, სხვადასხვა უწყებებში ყოველთვის სხვადასხვა ადამიანები ხვდებათ დანიშნული. რას აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას?

მიხეილ სააკაშვილი: კორუფციის ინდექსი კარგადაა ნაჩვენები ჩვენს ბიუჯეტში. ორი წლის წინანდელთან შედარებით, ჩვენი ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა და ეს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის დაფინანსება მივიღოთ. ჩვენ ვიღებთ ინვესტიციებს საუდის არაბეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მეორეს მხრივ კი არსებობს ფული, რომელიც ბიუროკრატების ჯიბეში იყო, მაგრამ ეს თანხა ხალხს დაუბრუნდა. აღმშენებლობის პროცესი მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს - შენდება გზები, სკოლები, წყლის მიწოდების საკომუნიკაციო სისტემები იცვლება, ინფრასტრუქტურა ვითარდება და როდესაც ყოველივე ამაზე ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოს სავლები 10-ჯერ გაიზარდა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ სასწაულზე. ეს საკმაოდ რთული, კომპლექსური პროცესია. საქართველოში სერიოზული ძვრები მოხდა. ორი წლის წინათ ხალხის 5 პროცენტი მხარს უჭერდა საქართველოს, ხოლო 95 პროცენტს სძულდა ის. ეხლა ყველაფერი შეიცვალა, ეს კიდევ ერთი მიღწევაა, სასწაული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ამ წლის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ და ცვლილებები ადვილი შესამჩნევია. ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის მოდელი ძალზე სუსტი იყო და ამიტომ განათლების სფეროში რეფორმებს ვახორციელებთ. ბევრი რამ ლიტვის მაგალითით გავაკეთეთ, ლიტვაში კი ბევრი ევროპული მოდელია გადმოღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოვირჩევით, მაინც ბევრს ვაღწევთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნორმალური ქვეყანა გავმხდარიყავით. მინდა შევადარო ჩვენი დღევანდელი პოლიციელები, პროკურორები, საგადასახადო ინსპექტორები ადრინდელ მუშაკებს. ჩვენი ქვეყნის შემოსავლები რამდენჯერმე ნაკლებია ლიტვის შემოსავალთან შედარებით, მაგრამ მოვახერხეთ, რომ იგივე ან ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი გადაგვეხადა ჩვენი მოსამსახურეებისთვის, რადგან კორუფციის თვალსაზრისით ჩვენი პოლიციელები, პროკურორები, საგადასახადო მუშაკები, სახელმწიფო მოსამსახურეები უფრო დიდი პრობლემ მის წინაშე იდგნენ, ვიდრე ლიტვაში. ჩვენ, პრაქტიკულად, გარკვეული ადმინისტრაციული სასწაული მოვახდინეთ და ჩვენი ლიტველი კოლეგებისგან უდავოდ ბევრი რამ ვისწავლეთ. ლიტვისგან ბევრი რამის გადმოღება შეიძლება და რაც მთავარია, სხვის შეცდომებზე სწავლა უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარ შეცდომებზე.

ნინო მამალაძე, ტელეკომპანიაიმედი

შეკითხვა ორივე პრეზიდენტს: თქვენ იმ გამოცდილების შესახებ ილაპარაკეთ, რომელიც ლიტვისგან უნდა მივიღოთ. მაინტერესებს, როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში. არსებობს ქართული მხარის სამშვიდობო გეგმა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებრიობაა ჩართული და მაინტერესებს, რამდენად მიიღებს მონაწილეობას ლიტვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი: მიმაჩნია, რომ 3+3 ფორმატი ძალზე მნიშვნელოვანია. ბუქარესტში საქართველოს ახალი მეგობრების ჯგუფის მიმდინარე შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყანა საქართველოს საკითხებს განიხილავს. ვფიქრობ, ჩვენ ნატო-ს ყველა პირობა შევასრულეთ და ამ პროცესში ეს ორგანიზაციაც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს. ამერიკელები ბოლომდე გვიჭერენ მხარს. გუშინ მოსკოვში ამერიკის დელეგაცია სწორედ ცხინვალის რეგიონის საკითხთან დაკავშირებით სალაპარაკოდ ჩავიდა. დეკემბერში ლუბლიანის სამიტი გველოდება, ასევე ეუთო-ს სამიტიც და იმედია, რომ ევროკავშირიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ლიტვამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საზღვრის მონიტორინგის ახალი ინიციატივის დაწყების საქმეში (საქართველო-რუსეთის საზღვარს ვგულისხმობ). მართალია, ლიტვა ევროპის კავშირში ყველაზე დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ევროკავშირის შიგნით ყველა განხილვისას საქართველოს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნამდვილად არის. ამგვარად, ლიტვისა და სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას მხოლოდ მივესალმებით.

[...]

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის ერთობლივი პრესკონფერენცია // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 10 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2430&i=1

64 მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ქართული მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე

▲ზევით დაბრუნება


მინდა მივესალმო ყველას!

მივესალმები ჩვენს მეგობრებს - თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ასევე „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომად დგენლებს.

ეს არის დღე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ ყველაფერი ისტორიული განვითარების გზით და იმ მიმართულებით მიდის, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით.

ჩვენი ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა და ქვეყნის მნიშვნელობა იზრდება. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ნებასა და ეკონომიკურ გათვლებზეა დაფუძნებული.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ აზერბაიჯანში პროცესები ისე ვითარდება, როგორც ამას საქართველო ისურვებდა.

აზერბაიჯანი მდიდარი ქვეყანა ხდება, სადაც სოციალური ინფრაქტრუქტურა და ეკონომიკა ვითარდება, რაც ხალხს უკეთესად ცხოვრებაში ეხმარება.

მიხარია, რომ აზერბაიჯანს ჰყავს ლიდერი, რომელიც არა მხოლოდ თავისი ხალხის დიდი იმედია, მაგრამ ჩვენთვისაც ასევე ძალიან ახლობელია.

მე ვსაუბრობ პირადად ჩემს მეგობარზე - ილჰამ ალიევზე და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის თავის ქვეყანაში ახორციელებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანი წარმატებული ქვეყანა იყოს. ეს ქართველებისთვის გადამწყვეტია იმიტომ, რომ ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტისას ჩვენ ეკონომიკურად წარმატებულ მეზობელს და სტრატეგიულ მოკავშირეს ვიძენთ.

თქვენ ჩვენი სახით მეგობრული ქვეყანა გყავთ, რომელიც მზად არის აზერბაიჯანს ყველაფერში მხარში ამოუდგეს. თურქეთი - ეს არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოა, რომელსაც დიდი გული აქვს, არამედ ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში საქართველოს უანგაროდ გვერდით უდგას.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც საქართველოს სერიოზულად არავინ აღიქვამდა, თურქეთმა საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა.

შარშან აჭარაში კრიზისის დროს საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე იყო, თურქეთის ზომიერმა პოზიციამ კი ამ კრიზისის უმტკივნეულოდ გადაწყვეტას ხელი შეუწყო.

თურქეთი საიმედო პარტნიორია, თურქული ფირმები ქართულ ბაზარზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში შემოდიან და ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც მონაწილეობას იღებენ. ბათუმის აეროპორტი თურქული ინვესტიციებით შენდება.

ჩვენ მივესალმებით ამას და მიგვაჩნია, რომ ის ინტეგრაციული პროცესები, რომლებსაც ამჟამად რეალური საფუძველი ეყრება, გარდაუვალია.

ჩვენ ერთი რეგიონი ვართ, ერთი ეკონომიკა გვაქვს და ურთიერთგადახლართულ კომპლექსს ვქმნით.

„ბრითიშ პეტროლიუმთან“ ჩვენ მუშაობის კარგი გამოცდილება გვაქვს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ „ბრითიშ პეტროლიუმთან“ თანამშრომლობა დავიწყეთ და ბევრი საკითხის სწორად წარმართვა მოვახერხეთ.

ჩვენი თანამშრომლობის კარგი მაგალითია არა მხოლოდ ეს სადგური, არამედ ბორჯომის ახალი პარკი, რომელიც ასევე განახლებისა და სილამაზის სიმბოლოა.

ჩვენ ერთად ბევრი სხვა სოციალური პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. საუბარია ახალციხეში წყლის სისტემის ამოქმედებაზე.

ჩვენი ქვეყანა მზად არის პატარა თუ დიდი პროექტების განსახორციელებლად.

საქართველო მზად არის თავისი საკონტრაქტო მოვალეობები შეასრულოს და კანონი უმკაცრესად დაიცვას.

მე მივესალმები ყველა მეგობრული მთავრობის წარმომადგენელს.

რას ნიშნავს საქართველოსათვის ეს ნავთობსადენი?

ეკონომიკურად ის უფრო მეტი ინფრასტრუქტურის შექმნას და მეტი ინვესტიციის მოზიდვას ნიშნავს, მაგრამ ნავთობსადენს ყველაზე მეტად პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს მნიშვნელობა მსოფლიო რუკაზე და ამ რეგიონში იზრდება.

მომავალ წელს ჩვენ გაზსადენს მივიღებთ, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საქართველოს რეალურ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მოუტანს.

ეს არის ისტორიული დღე, მაგრამ ყველა შედეგს ჩვენ დღეს ვერ დავინახავთ, ამისთვის მოთმინება გვჭირდება.

ეს რეგიონი აღარ არის ჩიხი, ის მეტად მნიშვნელოვანია.

ჩვენს ქვეყანას ბევრი ალტერნატივა და არჩევანი აქვს.

იმ ქვეყანაში, სადაც კონკურენცია და თავისუფლად გადაადგილების საშუალებაა, ხალხს უფრო მეტი თავისუფლება აქვს მინიჭებული, დემოკრატიული ღირებულებები კი უფრო მეტად არის დაცული. ეს კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნავთობი და გაზი.

რაც უფრო მდიდარი იქნებიან ჩვენი ქვეყნები, უფრო ადვილი იქნება მათთან ურთიერთობა და პარტნიორობა. აქ დაპირისპირება კი არ არის, არამედ გარკვეული კომერციული კონკურენციაა, რომლის შედეგადაც ყველა მხარე მოგებულია.

დიდი მადლობა ყველა თანამშრომელსა და კომპანიას, რომელიც აქ მუშაობდა.

მოგესალმებით საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილიდან, რომლის ფეხქვეშაც ნავთობია. აქედან გამომდინარე, ამ მიწის მნიშვნელობა ნამდვილად ისტორიულია.

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ქართული მონაკვეთის გახსნის ცერემონიაზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 12 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2720&i=1

65 მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი მისაბაძია არა მხოლოდ თავისი ოჯახებისა და მეზობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის

▲ზევით დაბრუნება


კვირას, 16 ოქტომბერს, ბორჯომში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა რეზერვისტები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს დასავლეთ საქართველოში წყალდიდობის დროს ადამიანების გადარჩენაში და უანგაროდ დაეხმარნენ გაჭირვებაში ჩავარდნილთ.

დაჯილდოების ცერემონიაზე ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ, განაცხადა:

- წელს საქართველოს რამდენიმე სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. ასეთი რამ საბჭოთა დროსაც ყოფილა, როცა საერთოდ, იგი ტელევიზიით არ შუქდებოდა. ასევე ყოფილა ჩვენი წინა მთავრობის დროს, როცა ეს კი შუქდებოდა, მაგრამ მშველელი ამ ხალხს არავინ ჰყავდა. ლენტეხის, რაჭის, გურიის წყალდიდობებისა და სხვა ასეთი შემთხვევების დროს, პირველად ჩვენ ხალხს დავანახეთ, რომ ჰყავს პატრონი და ჩვენ სახელმწიფო ვართ. ჩვენ არა მხოლოდ იმ დღეებში ვიყავით იქ, როცა ამას მასმედია აშუქებდა, არამედ მერეც.

ლენტეხში ყველა გზა, თითქმის ყველა ძირითადი ხიდი აღდგენილია და ყველა დაპირებული კომპენსაცია გადახდილია. ეს ეხება რაჭისა და ლეჩხუმის უმეტეს ნაწილსაც. ზუსტად ასევე მოხდება ოზურგეთშიც. გუშინ, მაგალითად, ორი მუშა, რომელიც აქ უნდა ყოფილიყო მეგზევეთა დაჯილდოებაზე, ოზურგეთში მუშაობდა წყალდიდობის ლიკვიდაციის სამუშაოებზე და ამიტომ ჩამოსვლა ვერ შეძლო. მუშაობა არც ერთი წუთით არ წყდება.

ასევე უნდა ვთქვა, რომ დღეს ბორჯომის პარკში ათასი ბავშვია და ასეა ყოველდღე. მათ შორის დიდი ნაწილი ხელმოკლე ოჯახებიდან არის, უმეტესობა კი - წყალდიდობით დაზარალებული რაიონებიდან. ბავშვები უფასოდ, უსასყიდლოდ მოჰყავთ, აჭმევენ, ყველა ატრაქციონზე დაჰყავთ, აჩვენებენ თავიანთი ქვეყნის სილამაზეს და აცილებენ უკან.

მაგრამ საქართველოს ბოლო წლების ერთ-ერთი ლამაზი მოვლენა ჩვენი რეზერვისტები არიან და მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო მათი გმირობა, რადგან ეს ხალხი (მე ადრეც ვთქვი), არის ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. როცა მე ეს ვთქვი, თბილისში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა უცხოელმა ელჩმა გამომიგზავნა წერილი და გამოთქვა გაკვირვება, რატომ ამბობთ, რომ რეზერვისტები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილიაო. რა დააშავეს ბალერინებმა, დეპუტატებმა (ასეთი სია ჰქონდა), იურისტებმა და ასე შემდეგ (კიდევ სხვა პროფესიები ჰქონდა ჩამოთვლილი). ამ ელჩს, რომელიც ბოლომდე ვერ გაერკვა ჩვენს ფსიქოლოგიაში, ამას წინათ შევხვდი და დავუდასტურე, რომ სწორედ რეზერვისტები არიან ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ორი მიზეზის გამო. ერთი: ამ ხალხმა განაცხადა, რომ მზად არის სამშობლოს, თავის ქვეყანას შესწიროს ყველაზე მთავარი - საკუთარი სიცოცხლე. ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელიც ადამიანს აქვს. და მეორე: ამას აკეთებენ არა ხელფასის, არა რაღაც პრივილეგიებისა და უპირატესობათა გამო, არამედ სრულიად უანგაროდ და შეგნებულად. თავისუფლება ღირსებისა და სამშობლოს გარეშე ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ეს არის ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თავისუფალი არჩევანი თავისი ქვეყნის დასაცავად და ღირსების აღსადგენად არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ადამიანს აძლევს ცხოვრების აზრს და დანიშნულებას.

უნდა აღვნიშნო, როგორ მუშაობდა ეს ხალხი. უნდა ითქვას, რომ ჩვენმა გუბერნატორმა რამდენიმე ადამიანი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანა ადიდებული წყლიდან და სიკვდილს გადაარჩინა, ასევე სხვა ჩვენმა რეზერვისტებმა. დღესაც, აი, ამ წუთში რეზერვისტთა ბატალიონში არის ხალხი საქართველოს სხვადასხვა ადგილზე და ისინი ემზადებიან, როგორც თავის დროზე ლენტეხში, ქუთაისსა და რაჭაში, ბევრგან, სადაც საჭირო გახდა მათი დახმარება. ყოველგვარი დაძალების გარეშე ეს ხალხი იცვამს ფორმას, გამოდის იმის მიუხედავად, რომ თავიანთი ოჯახებიც დაზარალებული ჰყავს, და ამას აკეთებს.

დღეს ჩვენ საუკეთესოებს გადავცემთ ჯილდოებს, ვინც ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი, თუმცა ყველა საუკეთესოა. მათ არ უთხოვიათ, მაგრამ ყველა დანარჩენს გადავცემთ ფულად პრემიას და პრეზიდენტის პირადი მადლობის წერილს.

მე უნდა ვუთხრა ყველა დანარჩენ ადამიანს საქართველოში: აი, ეს ხალხი მისაბაძია არა მხოლოდ თავისი ოჯახებისა და მეზობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

აი, ეს არის სამშობლოს სამსახური, ასეთი ხალხი დააყენებს ფეხზე საქართველოს. ეს არის ჩვენი ქვეყანა და მარტო მთავრობა ვერაფერს გახდება. საჭიროა ყველამ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება, მისი დაცვა, გალამაზება, გაუმჯობესება და უკეთესი ცხოვრების მოტანა.

შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდოები გადასცა გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ირაკლი გორგაძეს, ეროვნული გვარდიის მე-12 რეზერვისტთა ბატალიონის შტაბის უფროსს ვლადიმერ სურგულაძეს, ეროვნული გვარდიის მე-12 რეზერვისტთა ბატალიონის მეთაურს ზვიად უნგიაძეს, რეზერვისტთა ბატალიონის კაპრალებს გია მგალობლიშვილს და შოთა სირაძეს, რეზერვისტთა ბატალიონის ასმეთაურის მოადგილეს რობერტ სირაძეს, მე-12 რეზერვისტთა ბატალიონის ზურგის უფროსს გიორგი შილაკაძეს და რეზერვისტთა ბატალიონის ასმეთაურს იოსებ ჩხაიძეს.

დასასრულ, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა:

- კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ მადლობა და ვუთხრა ყველას - წყალდიდობით დაზარალებულს, რომ მე ყოველდღე ვაკონტროლებ სიტუაციას. ყველა ადამიანი, ვინც უსახლკაროდ დარჩა, მიიღებს კომპენსაციას. ყველა ადამიანმა უკვე მიიღო დახმარება - საკვები პროდუქტები. ყველა ბავშვი იქნება კომპენსირებული ექსკურსიებითა და სხვა ღონისძიებებით. ჩვენ მათ სათამაშო მოედნებს დავპირდით და ამ დღეებში ვიწყებთ მათ მშენებლობას, გზებს დავპირდით და მუშაობა უკვე დაწყებულია. ყველაფერი, რასაც ხალხს დავპირდით, პირნათლად და ბოლომდე იქნება შესრულებული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც თავის დაპირებებს ასრულებს.

ჯილდოების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა რეზერვისტები ტრადიციულ სადილზე მიიწვია.

მიხეილ სააკაშვილი: ეს ხალხი მისაბაძია არა მხოლოდ თავისი ოჯახებისა და მეზობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 18 ოქტომბერი. - N241 (5274). - 2 გვ.

66 მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი წარადგინა

▲ზევით დაბრუნება


მე შეგკრიბეთ, რათა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარმოგიდგინოთ გელა ბეჟუაშვილი.

ამ სფეროში იგი დიდი ხანია მოღვაწეობს. ჩვენი ბიოგრაფიები ერთმანეთს ჰგავს.

მას კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული; ასევე ამერიკაში ტეხასის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.

შარშან, გელა ბეჟუაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დავაბრუნეთ, როდესაც ის სერიოზულ პროგრამას გადიოდა. გარდა ამისა, მან სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დონეზე მთელი სერია რთული და წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე წარმატებულია.

ჩვენ მთელ მსოფლიოში კარგი რეპუტაცია გვაქვს.

სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით საქართველო ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა.

ჩვენი რეფორმები შესწავლილია და ბევრი ქვეყანა მათ გადაღებას ცდილობს.

ამ მხრივ ჩვენი კურსი უცვლელი იქნება.

ქართული სახელმწიფოს მთავარი ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ერთიანობის აღდგენაა.

ეს ჩემი ცხოვრების მიზანია, რომელსაც მივაღწევ.

მეორე - ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩემი პირველი პრეზიდენტობის ვადაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტას ვაპირებ. კარგი დიპლომატიის პირობებში ამ საკითხის რეალურ გადაწყვეტას შევძლებთ.

ჩვენი ამოცანაა - საქართველოს ტერიტორიის უცხოური ბაზებისგან ბოლომდე გათავისუფლება, საჭიროა ასევე ხელშეკრ რულების ხელმოწერაზე მუშაობა იმ შეთანხმებებიდან და პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის მაისში მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.

იმ ქაოსს, რომელიც ამ სამინისტროშია, წერტილი უნდა დაესვას.

არ უნდა განმეორდეს ის სიტუაცია, როცა მე საგარეო საქმეთა სამინისტროდან ელემენტარული ინფორმაციის მიღებისათვის თვეების მანძილზე ლოდინი მჭირდება. საჭიროა სამინისტროს წესრიგში მოყვანა. იმ პირობებში, როცა თითქმის ყველა სამინისტრომ მუშაობა ისწავლა, ის ჩავარდნა, რომელიც აქ არის - უნდა ამოიქაჩოს.

მე საკმაოდ ვითმინე.

არ უნდა გავიგო ის, რომ ამ სამინისტროში ვინმე ახლობლობის პრინციპით ინიშნება. ამასთან შეგუებას არ ვაპირებ.

ელჩებისა და სხვადასხვა თანამდებობის პირთა დანიშვნის დროს საჭიროა გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკა.

მიუხედავად მეგობრობისა, მე კი უსამართლო კრიტიკისაგან კბილებით დაგიცავთ, მაგრამ ნუ გექნებათ ილუზია - სამართლიანი კრიტიკისგან არასოდეს დაგიცავთ.

მთავრობამ გამჭვირვალეობის, ხელისუფლების სრული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულების პირობებში უნდა იმუშაოს.

ჩვენ ხალხის ხელისუფლება ვართ და ამ ხალხს უნდა ვეუბნებოდეთ, რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანი უკეთესად ცხოვრობდეს.

იმ პირობებში, როცა საქართველოს მიმართ მთელი მსოფლიო კარგად არის განწყობილი; როდესაც ყველგან საქართველოს შესახებ ერთმანეთზე უკეთესი სტატიები იბეჭდება, ყველა გაკვირვებულია აქ მომხდარი ცვლილებებით, ამ პირობებში ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ მთავარი ტკივილი - აფხაზეთის ეთნიკური წმენდა მსოფლიოს ნათლად დაენახა.

ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმის დაფიქსირება, რომ ცხინვალის რეგიონსა და მის შემოგარენში მუდმივი ძალადობრივი აქტები ხორციელდება.

ამას უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მე ამას მოველი და მკაცრად მოვითხოვ. თუკი ეს არ შესრულდება, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ გაგიშვებთ.

არც ერთი მინისტრი ხელშეუხებელი და დიდი ხნის ვადით არ იქნება.

ჩვენ ცოტა დრო და უზარმაზარი, თითქმის შეუძლებელი ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი. ეს ამოცანა გადაწყდება მაშინ, თუკი ყველა დონეზე კარგად ვიმუშავებთ.

გისურვებთ წარმატებას ძალიან რთულ საქმიანობაში.

მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი წარადგინა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამ მსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 20 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2718&i=1

67 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენთა ფორუმზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას!

ცუდი ამინდის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ყოფნა საინტერესო იქნება.

საქართველო ორი წლის წინათ სრულიად დაშლილი და განადგურებული ქვეყანა იყო.

სახელმწიფო აპარატში არავის, პრეზიდენტის ჩათვლით, არ ჰქონდა იმდენი ხელფასი, რომ საარსებო მინიმუმზე მეტი გამოსვლოდა.

პირველად როცა შევედი ჩემს კაბინეტში, ნახევარი თვის ხელფასი მომიტანეს, რომელიც ორმოცი დოლარის ექვივალენტის თანხა იყო.

შემდეგ წავედი დავოსში, სადაც სამი დღის ყოველდღიური ხარჯებისათვის ოცდაათი დოლარი მომცეს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ასეთი ხელფასები იყო, თუმცა წინა პრეზიდენტს, დღესაც, ყველაზე მდიდარი თუ არა, ერთ-ერთი მდიდარი ოჯახი აქვს.

ჩვენს მინისტრებს კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ მათ ჰქონდათ დიდი სახლები არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, დადიოდნენ ძვირფასი მანქანებით და ხელფასებზე არ წუწუნებდნენ.

სამი თვის წინათ, როდესაც მინისტრების ხელფასების 500 დოლარით შემცირება მოვინდომე, განათლების მინისტრმა განმიცხადა, რომ ის გადადგება, ვინაიდან მას ბინის კრედიტი აქვს გადასახდელი.

ეს ფაქტი უკვე მიუთითებს, თუ რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია საქართველომ.

ჩვენთვის პირველ ეტაპზე საზრუნავი სახელმწიფო აპარატის შექმნა იყო.

გაეროს განვითარების სააგენტოს თხოვნით მივმართეთ, რომ გამოეყოთ თანხა რამდენიმე ათეული მინისტრის და მათი მოადგილეების, ასევე საგადასახადო მუშაკებისა და გამომძ ძიებლების ხელფასებისთვის, რათა მათ დამატებით შემოსავ ვლებზე არ ეფიქრათ.

ჩვენ UNDP-დან ათ მილიონ დოლარამდე მივიღეთ, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ხმაურიანი გამოძიებები და გადასახადების ამოღება დაგვეწყო.

პირველ ორ თვეში გადასახადების ამოღება 40 პროცენტით გაიზარდა. ამან სახელმწიფო აპარატის განვითარებას და სისტემური მუშაობის დაწყებას შეუწყო ხელი.

პირველ ხუთ თვეში ჩვენ საკმარისი ფული გვქონდა იმისათვის, რომ პოლიციის რეფორმირება დაგვეწყო.

პოლიციელებისგან წესიერად და პატიოსნად მუშაობა მოვითხოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოს დაკარგვით დავემუქრეთ, თუმცა ეს სასაცილოდ არ ეყოთ. მანამდე, საბჭოთა წყობილების დროსაც და განსაკუთრებით ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, მთავრობა პოლიციელებს არ აძლევდა მანქანებს, ბენზინს, ფორმას, არ უხდიდა ხელფასს, მაგრამ მუშაობას სთხოვდა.

ჩვენ ისიც გავარკვიეთ, რომ ორი წლის განმავლობაში თბილისის პოლიციელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ იღებდა იმ სასაცილო ხელფასსაც (20-40 დოლარის ეკვივალენტს) კი, თუმცა კორუფციული გზით მიღებული შემოსავლის ნაწილი ადგილობრივი სამმართველოების უფროსებიდან დაწყებული მინისტრამდე უნდა გადაეხადათ.

ეს იყო სახელმწიფო დონეზე დაკანონებული ბანდიტიზმი.

უფრო მეტიც, 1995 წელს, როდესაც ასეთმა პოლიციამ მაშინდელი უკანონო ბანდიტები - „მხედრიონი“ დაამარცხა, ამას ბევრი მიესალმა კიდეც, რადგან „უფრო მოწესრიგებულად“ შეეძლო სცოდნოდა, თუ ვისთვის უნდა მიეცათ ფული.

მსგავსმა გარიგებებმა საბოლოოდ სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე კორუფციის აყვავება გამოიწვია.

ეს იყო მახინჯი სისტემა, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ 2003 წლის ნოემბრისთვის ადგილობრივ ბიუჯეტებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მილიონ ამერიკულ დოლარზე ოდნავ მეტია.

დღეს ადგილობრივ ბიუჯეტებთან ერთად საქართველოს ბიუჯეტი 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და მალე შესაძლებელია 3 მილიარდი გახდეს.

ეს არის შემცირებული კორუფციისა და ლეგალიზაციის ინდექსი.

ეს იმ პირობებში, როდესაც დიდი პოლიტიკური რისკის ფასად, სახელმწიფო აპარატი შევამცირეთ და ეს ბიუჯეტი 40 პროცენტით ნაკლებ ხალხს ინახავს.

ჩვენ ლიცენზიებისა და ნებართვების 80-90 პროცენტი შევამცირეთ ასევე რისკის ფასად, რადგან სანიტარული ინსპექცია მკვეთრად შემცირდა.

მიმაჩნია, რომ მთავარი შემმოწმებელი მომხმარებელია და არა სახელმწიფო.

თუ მომხმარებელმა დაინახა, რომ რომელიმე რესტორანში ანტისანიტარია და სიბინძურეა, იქ მეორედ აღარ შევა.

სანიტარული ინსპექტორი კი იქ შედიოდა, ართმევდა გადასახადს და საერთოდ არ აინტერესებდა, იყო თუ არა იქ სისუფთავე.

ჩვენ ეს გავაუქმეთ და არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა.

შარშან ჩვენ მთელი საგზაო პოლიცია დავითხოვეთ და ორი თვის განმავლობაში საგზაო პოლიცია არ არსებობდა.

ზოგი ამბობდა, რომ ეს ჩვენ დაგვღუპავდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან ის პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში არაფერს აკეთებდა.

სანაცვლოდ, ჩვენ ახალი თანამშრომლები ავიყვანეთ, მივეცით მათ ახალი მანქანები, უნიფორმები, რაციები, 10-ჯერ, 20-ჯერ გაზრდილი ხელფასები დავურიგეთ და მივაღწიეთ იმას, რომ დღევანდელი გამოკითხვებით, მათ მიმართ მოსახლეობის ნდობის 5 პროცენტი 95 პროცენტამდე გაიზარდა.

ხალხს პოლიცია შეუყვარდა, რაც ცოტა ხნის წინათ საქართველოში წარმოუდგენელი რამ იყო.

მსგავსი რეფორმა სახელმწიფო აპარატის სხვა სფეროებშიც განვახორციელეთ და სახელმწიფომ ის უმთავრესი ფუნქციები დაიბრუნა, რომელიც ადრე დაკარგული ჰქონდა.

ეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას შეეხება.

თუ დანაშაულის მაჩვენებლებს თვალს გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ დანაშაული რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა ეს ასე არ არის - ფორმალურად, მისი ლეგალიზაცია მოხდა.

ადრე პოლიციელი ამას ორი მიზეზის გამო მალავდა.

პირველი - მას გეგმა ჰქონდა, რომ დანაშაული არ ყოფილიყო და მეორე - დამნაშავისგან იგი ქრთამს იღებდა და არაფერში არ სჭირდებოდა, რომ ეს სადმე დაერეგისტრირებინა.

ამჟამად, დანაშაულის დონე, ფორმალურად გაზრდილია, რეალურად კი შემცირდა კიდეც, თანაც ეს იმ პირობებში, როდესაც პოლიციაში ადამიანის უფლებები აღარ ირღვევა.

თქვენ იცით, რომ არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის უკიდურესად მკაცრი საერთაშორისო ორგანიზაცია „ემნესთი ინტერნეიშენალი“, რომელმაც ერთი კვირის წინათ საქართველოზე მოხსენება გამოაქვეყნა. როდესაც სპეციალისტებმა ეს სტატია ნახეს, ყველას გაუკვირდა, რადგან ასეთი პოზიტიური და „ტკბილი“ ეს ორგანიზაცია არავის მიმართ არ ყოფილა.

იგივე გააკეთა „ჰუმან რაითს სვოჩმა“...

ჩვენ ძალზე რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ჩვენ ამ რეგიონში პირველი ქვეყანა ვართ, სადაც ხალხს აღარ სცემენ, აღარ აწამებენ და პოლიცია უკანონო მეთოდებს აღარ მიმართავს. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი წესრიგი შენარჩუნებულია.

საქართველოში აღარ ხდება ადამიანის გატაცების ფაქტები - შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ეს ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო.

საქართველოში აღარ დარჩა ორგანიზებული დიდი კრიმინალური ბანდა, რომელთაც ვარდების რევოლუციამდე ტერიტორიები გადანაწილებული ჰქონდათ.

ეს არის სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი.

სახელმწიფომ ელემენტარული ფუნქციები დაიბრუნა.

ჩვენი შეიარაღებული ძალები მოქნილი, ეფექტური გახდა და სულ უფრო მეტად პასუხობს ნატოს სტანდარტებს.

ვარდების რევოლუციამდე საქართველოში სასწრაფო დამარების სამსახური არ იყო.

დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი, უფასო სასწრაფო დახმარების სამსახურია.

პირველი ეტაპი იყო სახელმწიფო აპარატის რეფორმა, რადგან ეს ქვეყანაში სახსრებს ქმნიდა.

მეორე ეტაპი არის - გზები და ენერგეტიკა.

ეს ეტაპი ენერგეტიკის რეაბილიტაციას გულისხმობს.

წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ისტორიაში პირველი ზამთარი იქნება, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, თეორიულად, ელექტროენერგიის დეფიციტი აღარ იქნება. თეორიულად იმიტომ, რომ ქსელები მოუმზადებელია უწყვეტი ენერგიის მისაღებად.

თუმცა, ეს პირველი წელი იქნება, როდესაც საქართველოს იმდენი ელექტროენერგია ექნება, რამდენიც მასზე მოთხოვნაა.

თბილისსა და რამდენიმე ქალაქში ეს სისტემა ავაწყეთ; რაიონებსა და სოფლებში სრულად ჯერ ვერ მოვახერხეთ, რადგან ბოლო 12 წლის განმავლობაში ელექტროენერგია ფაქტობრივად არ გვქონია და თუ იქ დენი წავა, დაზიანებული სისტემის გამო გარკვეული პრობლემები იჩენს თავს.

თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამას მალე გადავლახავთ.

ეს გადასახადების ამოღების ხარჯზე მოხდება.

წლის დამდეგს ჩვენ ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 7 პროცენტს ვიღებდით. ეხლა ამ მაჩვენებელმა თითქმის 80 პროცენტს მიაღწია და წლის დამლევამდე 100 პროცენტსაც მივაღწევთ.

ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ სახელმწიფომ სიმტკიცე გამოიჩინა.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოპულისტებს გვიწოდებდნენ, მაგრამ ჩვენ, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, პოპულისტური მანევრირება არ დაგვიწყია.

კარგად ვიცი, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ საქართველოს არა აქვს ნავთობი და არც სხვა ბუნებრივი რესურსები, რომ ყველაფერი დააფინანსოს.

ჩვენ, მოქალაქეები ვაფინანსებთ სახელმწიფოს.

ამგვარად, თუ გადავიხდით, დენი გვექნება.

კარგად მახსოვს, როდესაც აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოს სტუმრობდა, უნდა ავსულიყავით ძალზე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე ბაკურიანში და ხალხმა ელექტროენერგიის მოთხოვნით გზის გადაკეტვა განიზრახა.

მათი ქმედებით შესაძლებელი იყო გაგვფუჭებოდა საერთაშორისო რეპუტაცია, რადგან ჟურნალისტები მრავალი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და ჩვენს ღონისძიებას აშუქებდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ შევუშინდით.

გარემოებების მიუხედავად, კანონი ყველასთვის ერთია.

წინასაარჩევნო პერიოდში, ტყიბულში (რომელიც საქართველოს ძალიან ღარიბი რაიონია), ჩვენი კანდიდატი იყრიდა კენჭს. ელექტროენერგია გამორთული იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი დამატებითი ხმების მოსაპოვებლად დენის ჩართვას გვირჩევდა, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ.

ჩვენმა კანდიდატმა ხმათა დაახლოებით 90 პროცენტი მოიპოვა.

ჩვენი ხალხი ძალზე გონიერია და ყველაფერი ესმის, თუ სამართლიანად მივუდგებით.

ამგვარად, ამ ინფრასტრუქტურას ჩვენ ეხლა ვაწესრიგებთ.

ჩვენ სახელმწიფო გადაწყვეტილების ლიბერალიზაცია მოვახერხეთ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

ჩვენი საგადასახადო ბაზა ერთიანი ეროვნული პროდუქტის თითქმის ოცი პროცენტია - ეს შესაძლებლობის მაქსიმუმია.

სახელმწიფო შენახვაზე ჩვენ სოციალური პროგრამის ბაზაზე ერთიან ეროვნულ პროდუქტთან შედარებით ორჯერ მეტს ვხარჯავთ, ვიდრე, მაგალითად, ჩინეთი.

ეს საკმაოდ მაღალი ციფრია - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვკრებთ გადასახადებს და ლეგალიზაციის დონე მაღალია.

ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ მკაცრი ანტიკორუფციული ღონისძიებები განვახორციელეთ და გავამარტივეთ სისტემა.

თქვენ იცით, რომ ორი კვირის წინათ მთელი დასავლეთის საბაჟოს შემადგენლობა დავაპატიმრეთ. კორუფციის ფაქტებზე ახალ პოლიციაში ათეულობით თანამშრომელი, 15 მოსამართლე იხდის სასჯელს და ჩვენ ხელში გვიჭირავს ეს სისტემა იმისათვის, რომ საქართველოში კორუფცია ხელახლა არ აღორძინდეს.

ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარება დავიწყეთ.

დავიწყეთ გზების შეკეთება - წელს თბილისის გზების შეკეთებაზე ორჯერ უფრო მეტი დავხარჯეთ, ვიდრე ბოლო 12 წლის განმავლობაში.

მომავალ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გზების შეკეთებაზე რამდენჯერმე მეტ ფულს დავხარჯავთ, ვიდრე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში დაიხარჯა.

გზები და ენერგეტიკა ეკონომიკის ძირითადი არტერიაა - მათ გარეშე ეკონომიკა არ გვექნება.

ჩვენ საქართველოს ქალაქების განახლება და გალამაზება დავიწყეთ.

შენობების ფასადების განახლებით ზოგი უკმაყოფილოა - ამბობენ, რა დროს ფასადების, გზებისა და ქუჩების განახლებაა, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ ძალზე გაჭირვებულია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია - პირველი: ამ სამუშაოებზე ასობით ათასი ადამიანია დასაქმებული; მეორე: როდესაც ყველაფერი დასრულდება, ტურიზმის განვითარებაში მილიონიანი და მილიარდიანი ინვესტიციები ჩაიდება.

ამის პირველი შედეგები უკვე სახეზეა - ყაზახურმა ბანკებმა განაცხადეს, რომ მილიარდ დოლარზე მეტს დებენ საქართველოს შავიზღვისპირეთში ტურიზმის განვითარებისთვის.

ეს ამ თვეში დაიწყება და წელიწადნახევარი გაგრძელდება.

მომავალ წელს ორი დიდი გზის მშენებლობას ვიწყებთ - ერთი იქნება სამხრეთ საქართველოზე გამავალი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც ყველაზე მოკლე სატრანზიტო გზა იქნება აზერბაიჯანიდან საქართველოზე გავლით თურქეთისაკენ და მას ამერიკელებთან ერთად ავაშენებთ; ხოლო მეორე, თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტობანი, რომლის პირველ ნახევარს 2008 წელს, საბოლოოდ კი, ვიმედოვნებ, 2012 წლისთვის დავასრულებთ.

ეს ის არის, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხება.

ჩვენი ეკონომიკური რეფორმის შემდგომი ეტაპი და ჩვენი შემდგომი ინიციატივა შეეხება იმ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც პარლამენტში განსახილველად შემაქვს.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვყავს ძლიერი პრორეფორმისტული უმრავლესობა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი წლის, თუნდაც ნახევარი წლის წინათ მის დაშლას ბევრი ელოდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც საქართველოს პალამენტში უპრეცედენტო უმრავლესობა ჰყავდა, ამ პერიოდის განმავლობაში 7 დეპუტატი დაკარგა, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნების შედეგად მას 8 წევრი შეემატა.

აქედან გამომდინარე, დღეს უფრო მეტი წევრი გვყავს, ვიდრე პარლამენტში შესვლისას გვყავდა (თუ არ ჩავთვლით იმ პარტიის 5-6 წევრს, რომლებიც ვიცოდით კიდეც, რომ ჩვენს რიგებს დატოვებდა).

ეს პოლიტიკური სისტემის სიმტკიცისა და სტაბილურობის მაჩვენებელია.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ჩვენს ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს.

ეს წინადადებები ექსპორტ-იმპორტის - ყველა საექსპორტო და საიმპორტო პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს; მეორე - საბანკო სისტემის ლიბერალიზაციას შეეხება - დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ ბევრად უფრო ლიბერალური სისტემა გვაქვს, უცხოური ბანკების აქტიურობისთვის განსაზღვრული ნებართვებია საჭირო და ჩვენ სრული ლიბერალიზაცია და შეზღუდვების მოხსნა გვსურს; მესამე - სასამართლო პროცედურების გამარტივებას, ვადების შემცირებასა და სისტემის დახვეწას ითვალისწინებს. ადამიანს იმის გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ სამართალს სასამართლოში იპოვის.

ის, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, ლიბერალიზაციასთან და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად შედეგებს მოგვცემს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 8 პროცენტი იქნება და ეს იმ პირობებში, როდესაც ნავთობის ფასის ზრდამ საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.

რუსეთი ნავთობის ქვეყანაა და იქ ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5 პროცენტი იქნება.

საქართველოს რომ, რუსეთის მსგავსად, ნავთობი ჰქონდეს, ჩვენთან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ჩვენი და სავალუტო ფონდის ეკონომისტების გათვლებით, 20-23 პროცენტს შეადგენდა.

უკრაინაში ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, 2 პროცენტზე ნაკლები იყო, ხოლო აგვისტოში, პრაქტიკულად, ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ შეინიშნებოდა.

თქვენ იცით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რეგიონები (კახეთი და რაჭა), სადაც ღვინის წარმოება იყო, პრაქტიკულად განადგურდა, თუმცა 2003 წელს გამოცოცხლება დაიწყო.

შარშან ჩვენ 50 პროცენტით მეტი ღვინო გავყიდეთ, ვიდრე რევოლუციამდე, ხოლო წელს ვაწარმოებთ და ვყიდით ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე შარშან.

ვენახების რაოდენობა მეტი რომ გვქონდეს, მოთხოვნის შესაბამისად, ოთხჯერ, ექვსჯერ მეტი ღვინის წარმოებას შევძ ძლებდით.

ღვინის ფასი, დაახლოებით, სამჯერ გაიზარდა.

მაგალითად რაჭაში, ბოლო რთველის შედეგად, თითოეული გლეხის ოჯახში ოთხჯერ მეტი ფული შედის, ვიდრე შარშან.

ეს იმის შედეგია, რომ მთავრობა აქტიურად ერევა ამ საქმეში და დაინტერესებულია, რომ საქმე წინ წავიდეს.

ჩვენ გზა გავუხსენით ღვინის იმპორტს უკრაინასა და ყაზახეთში, სადაც ჩვენი ღვინის იმპორტის ლიბერალიზაციის კანონი მიიღეს.

რუსეთთან ინტენსიური მუშაობის შედეგად ბევრი შეზღუდვა შემცირდა.

იგივე საკითხებთან დაკავშირებით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვმუშაობთ თურქეთის მხარესთანაც.

ამავე დროს, ჩვენ ხელს ვუშლით ღვინის ფალსიფიკაციას და ამ საქმეს მკაცრად მოვკიდეთ ხელი.

ღვინის ფალსიფიკაცია დიდი მასშტაბებით იყო და საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად, ღვინის გაყალბებისთვის ტექნოლოგები და მენეჯერები დავაპატიმრეთ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცნობილ ღვინოებზე ყალბი სერთიფიკატების გაცემისთვის პასუხისგებაში მივეცით.

ქინძმარაულის საკრებულოს თავმჯდომარე დავაკავეთ იმისათვის, რომ მან გორიდან ჩამოტანილ ყურძენზე გასცა ცნობა, თითქოს ის კახეთის ამ სოფელში იყო მოყვანილი.

ეს სწორედ ლიბერალიზაციისა და სახელმწიფოს ეფექტიანი და დროული ჩარევის შედეგია.

ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, ასეთივე ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ ჩვენს მეზობლებთან მიმართებაში.

თურქეთთან ერთად ვამზადებთ ხელშეკრულებას, რომელიც, ერთის მხრივ, თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს, რაც ქართულ პროდუქციას თურქეთის ბაზარზე გზას გაუხსნის (მაგალითად, ქართული ღვინო შევა თურქეთის საკურორტო ზონებში, ან ქართული სოფლის პროდუქტები სპეციფიკური აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი), ხოლო მეორეს მხრივ, თურქულ სამშენებლო ფირმებს ქართულ ბაზარზე გაუხსნის გზას, რადგან ჩვენთან სწორედ ეხლა იწყება სამშენებლო ბუმი.

სერიოზული სამშენებლო ფირმების გარეშე კი გაგვიჭირდება.

ისევე, როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით გზებს ჰოლანდიური, გერმანული, თურქული და სხვა ქვეყნების კომპანიები აგებენ. სამშენებლო სექტორშიც უნდა შემოვიდეს უცხოური კაპიტალი, რათა ის სიმძლავრეები დავძლიოთ, რომლებიც 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ნადგურდებოდა.

ჩვენ ყველაფერს ხელახლა ვსწავლობთ და ვეუფლებით - გზების მშენებლობას, სამშენებლო პროფესიებს, გვირაბების გაყვანას, ვსწავლობთ ძალიან სწრაფად, რადგან ქართველები ნიჭიერი ხალხია.

სხვათა შორის, განათლების რეფორმაც ამას ემსახურება.

საქართველომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებული ეროვნული გამოცდები ჩაატარა.

ეს ჩემი შეფასება არ არის, ეს განათლების სფეროს ევროპელი სპეციალისტების დასკვნაა.

ეს გამოცდები სოციალური სამართლიანობის გამოვლინება იყო, რადგან ყველაზე მეტი წარმატებული აბიტურიენტი პროვინციებიდან ჩამოვიდა.

ისინი ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე ემზადებოდნენ და სტუდენტები მხოლოდ საკუთარი ცოდნის წყალობით გახდნენ.

ადრე იმდენად კორუმპირებული იყო მთელი სისტემა, რომ მათ ჩაბარების შანსიც კი არ ჰქონდათ.

მომავალ წელს ჩვენ პროფესიული გადამზადების ცენტრებს ვქმნით, რათა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ მოზარდებს სამშენებლო, სერვისის, სასოფლო სამეურნეო თუ სხვა პროფესიები შევასწავლოთ.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის პროფესიონალები გვჭირდება, რადგან საქართველოში არის სოფლები, სადაც, მაგალითად, ერთ ჰექტარზე ტონანახევარ ყურძენს ვიღებთ, ხოლო იმავე ან მეზობელ სოფლებში იგივე ფართობზე 15-20 ტონა მოსავალი მოჰყავთ.

ეს დიფერენციაცია ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მუშაობის მიხედვით ხდება.

მსხვილფეხა საქონლის წველადობა იქ, სადაც ევროპული პროგრამა მოქმედებს, მაგალითად, სკანდინავიური ტექნოლოგიით მუშაობენ, ათჯერ მეტია, ვიდრე იქ, სადაც ეს ტექნოლოგიები არ დაუნერგავთ.

ამიტომ ჩვენ ეს საქმეც უნდა ვისწავლოთ.

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით საქართველოს პოტენციალი აქვს და მესამე მსოფლიოს სტანდარტებიდან განვითარებულ სტანდარტებზე გადასვლა შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პოტენციალი რეალურად გვაქვს, რადგან ძალიან გონიერი და ნიჭიერი მოსახლეობა გვყავს.

ამას წინათ, შატილში - ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე პატარა სოფელში ვიყავი, სადაც აქამდე არ იყო ელექტროენერგია, გზა, სკოლა, ამბულატორიაც კი, და პრაქტიკულად, რამდენიმე მოსახლეღა იყო დარჩენილი.

იქ ავაშენეთ სკოლა, გავხსენით ამბულატორია, დავდგით მზის ბატარეები, რათა გაჩნდეს დენი, და ჩავიტანეთ ტექნიკა.

ვნახე, როგორი გონიერი ბავშვები არიან შატილში - ისინი თანამედროვე კომპიუტერებთან სხედან და მომავალში იმ ბავშვების კონკურენტები გახდებიან, რომლებიც კომპიუტერებთან სინგაპურში, სან-ფრანცისკოში სხედან. ეს დღესავით ნათელია.

ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოს ყველა სკოლის კომპიუტერიზაცია მაქსიმუმ ორი, ორწლინახევრის შემდეგ დასრულდეს.

აჭარაში, იმ რეგიონში, რომელსაც ჯემალ იმნაიშვილი წარმოადგენს, ყველა სკოლა გარემონტდა, ისინი კომპიუტერებით აღიჭურვა და ინტერნეტის ქსელშიც ჩაერთო. ყოველივე ეს სამ თვეში განხორციელდა.

აჭარა კი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია, სადაც ეს სფერო ყველაზე ნაკლებად იყო განვითარ რებული.

ასე რომ, საქართველო ძალზე მიმზიდველი და დინამიურად განვითარებული ქვეყანაა.

ყველა მონაცემი ამას მიუთითებს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ინვესტიციების რაოდენობისა და ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის ზრდა 13-14 პროცენტს შეადგენს.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი არ დაიწევს, ხოლო თუ შემცირდა, მაშინ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რეგიონში კორუფციის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა და აქ, კანონის თვალსაზრისით, ინვესტიციები ყველაზე მეტად დაცულია.

საქართველო ის ქვეყანაა, რომელზეც შუა აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მოკლე გზა გადის. ეს საჰაერო მიმოსვლასაც ეხება.

წელს ჩვენ ორი ახალი აეროპორტის მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

ეს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ბათუმის აეროპორტია.

ასევე, ახალი პორტი შენდება ყულევში, ხოლო ფოთისა და ბათუმის პორტების შესაძლებლობების გამოყენება უფრო ეფექტიანი იქნება.

რაც შეეხება რკინიგზას, იქ, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 40-50 პროცენტით გაიზარდა.

უცხოელი ტურისტების რაოდენობაც 50 პროცენტით იმატა, თუმცა სავიზო რეჟიმის მოხსნასთან ერთად ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება.

წლის დამლევისათვის თურქეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება - თურქეთის მხარესთან ამაზე ვმუშაობთ და ამ ქვეყანასთან ხალხის მიმოსვლა მკვეთრად მოიმატებს.

ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკის მკვეთრ ზრდასთან ერთად, ჩვენს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება და მეტი ტურისტი ჩამოვა.

უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენთვის სამუშაო ადგილების გაჩენას და სოციალურ განვითარებას ნიშნავს.

ყოველივე ზემოთქმულს - სახელმწიფო აპარატს, ინფრასტრუქტურას, ლიბერალიზაციას, სასამართლო რეფორმას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი შესაძლებლობების გახსნა უნდა მოჰყვეს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ინვესტორთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.

ეს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია, რომლის აშენებას 4-5 წელი დასჭირდება და არსებობს სერიოზული შანსი, რომ მომავალ წელს საქართველომ მისი მშენებლობა განაახლოს.

ხუდონის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველო ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოებით, არა მარტო გადაფარავს ელექტროენერგიის ბევრად უფრო გაზრდილ მოთხოვნილებას, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც მოგვამარაგებს.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ელექტროენერგიის დეფიციტია, მათ მომარაგებასაც ვფიქრობთ.

ეს ჩვენი ეკონომიკური განვითარების ძირითადი პერსპექტივებია.

ის, ვინც საქართველოში 6 თვის წინათ იმყოფებოდა, შეამჩნევდა, რომ საქართველო ბევრადაა შეცვლილი უკეთესობისკენ.

თბილისი სხვა ქალაქი ხდება.

ის, ვინც ერთი წლის შემდეგ ჩამოვა, კიდევ უფრო მეტ ცვლილებას შეამჩნევს.

ალექსანდრე დიუმა თბილისს „აღმოსავლეთის პარიზს“ უწოდებდა და დარწმუნებული ვარ, რომ ორი წლის შემდეგ ეს მართლაც იქნება ევროპის ამ ნაწილის ყველაზე ლამაზი, ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე საინტერესო ქალაქი, ისევე როგორც პრაღა - ცენტრალურ ევროპაში და პარიზი - დასავლეთ ევროპაში.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ ის წარმატება, რომელსაც საქართველო მიაღწევს.

პრაქტიკულად, ჩვენთან კულტურული რევოლუცია მოხდა, ხალხმა სხვაგვარი დამოკიდებულება გამოიმუშავა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ეროვნული ღირსების, საკუთარი ადგილის მიმართ.

შრომის რაციონალური წარმართვის თვალსაზრისით, ხალხმა საკუთარი ნიჭის გამოყენება ისწავლა და ოპტიმიზმის შეგრძნება გაუჩნდათ.

შარშან იყო პირველი წელი, როდესაც ქვეყანაში უფრო მეტი ქართველი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა; როდესაც უფრო მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა - პირველად, ბოლო 15 წლის განმავლობაში დემოგრაფიული მაჩვენებელი გაიზარდა.

იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება.

მსურს ყველა მოქმედ და პოტენციურ ინვესტორს მივესალმო და ვუთხრა, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა.

არ მინახავს ადამიანი (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რომელსაც საქართველოში ერთხელ ჩამოსვლის შემდეგ, ეს ქვეყანა ისე არ შეყვარებოდა, რომ კიდევ მრავალჯერ დაბრუნებისა და ამ ქვეყანასთან დამეგობრების სურვილი არ გასჩენოდა.

ადრე ეს მხოლოდ კულტურული და ადამიანური ურთიერთობები იყო, ეხლა კი ეკონომიკურ ურთიერთობებზეც გავრცელდება - ეს ეკონომიკური წარმატება და პროგრესი იქნება.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას მუშაობაში

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენთა ფორუმზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 29 ოქტომბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2716&i=1

68 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით!

მე მინდა ყველა სამინისტრომ და ადგილობრივმა მმართველობამ ბიუროკრატიული პროცედურების კუთხით თავის საქმიანობას გადახედოს იმ სფეროებში, რომელიც მოქალაქეებთან თქვენს ურთიერთქმედებას ეხება.

ჩვენ მთავრობასა და ძირითად სტრუქტურებში შეთანხმებული მუშაობა მოვახერხეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოქალაქეებთან შეხების კუთხით პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს.

არცერთი მინისტრი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. არ ვსაუბრობ პრემიერ-მინისტრზე, რომელიც მოქალაქეების ზარებს გამუდმებით პასუხობს. მან იცის „კის“ თქმაც და „არას“ თქმაც. თქვენ იმის შიშით, რომ არ იცით რა თქვათ, სატელეფონო ზარებს არ პასუხობთ.

ეს არ არის ჭორი. საკმარისია, მე უცხო ნომრიდან დავრეკო თქვენთან, არცერთი თქვენგანი, კახა ბენდუქიძის გარდა, სატელეფონო ზარს არ პასუხობს, ჭიპაშვილი არასოდეს არ პასუხობს სატელეფონო ზარებს. თქვენ არ ხართ იმპერატორები, თქვენ პატარა ქვეყნის, პატარა სამინისტროების მინისტრები ხართ, თქვენ უნდა იყოთ ხალხში და მოქალაქეებს პასუხი გასცეთ.

გიგი უგულავამ სამსახურში მეტროთი დაიწყო სიარული, რასაც მე მივესალმები.

ჩვენ გვინახავს ქალაქის მერები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაცვისა და მანქანების გარეშე საზოგადოებაში არ ჩნდებოდნენ.

მოვუწოდებ ყველა სამინისტროს ხელმძღვანელს, საზოგადოებასთან მუდმივად იყოს ურთიერთქმედებაში. შეგეძლოთ დასტურის მიცემა, უარის თქმა, მაგრამ საზოგადოებასთან იყოს სრული ურთიერთქმედება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხალხი ადგილობრივ ბიუროკრატიასთან ურთიერთქმედებით გაწამებულია.

ყოველი ნებართვის აღება - ეს არის დიდი და რთული პროცედურის გავლა.

ცოტა ხნის წინ ლუდსახარში ნატახტარში ჩვენმა პარლამენტის წევრმა გახსნა. სანამ პრემიერ-მინისტრმა არ დარეკა სამჯერ, წყალი და დენი არ ჩაურთეს. წარმოიდგინეთ მეწარმე, რომელიც არ არის პარლამენტის წევრი, არ იცნობს ზურაბ ნოღაიდელს, ის არის დაუცველი და გაუბედურებული.

უკვე აღარ არიან ჩინოვნიკები, რომლებიც ფულს იღებენ, მაგრამ აღარ არიან მოხელეებიც, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ.

ზის შეშინებული ბიუროკრატი, რომელიც აღარ იღებს ფულს, მაგრამ სასარგებლოსაც არაფერს აკეთებს. ეს რეალობაა.

ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ დაშინებულ, უმოქმედო ბიუროკრატიას. ქრთამი ისჯება, ინიციატივა - არა. ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.

მეორე საკითხი ბიუროკრატიულ პროცედურებს ეხება - საგარეო საქმეთა სამინისტროში საბუთის გაცემას. საკონსულოში ისეთივე რიგია, როგორიც ეს 90-იან წლებში იყო. ხალხი უამინდობაში დგას, არავის ეს არ აინტერესებს.

იუსტიციის სამინისტროში კარგი რეფორმები ტარდება, მაგრამ თელავში პასპორტის აღების დროს ძალიან გაწვალდები. არის თუ არა რევოლუცია მომხდარი ამ სფეროში, რისთვის მოხდა რევოლუცია, თუ რომელიღაცა სოფლის მოსახლე გაწვალდება პასპორტის აღებისას.

ჩვენ ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს ხალხი ჩვენი ამომრჩეველია, მათ მოგვიყვანეს ჩვენ. მანამ ვინმე ზის თბილ კაბინეტებში, ეს ხალხი ელემენტარული დახმარების მისაღებად არ უნდა წვალობდეს.

ეს ეხება ყველა სფეროს, აღარ ვსაუბრობ ობიექტების გაყიდვაზე. პატარა ობიექტის გაყიდვისათვისაც დიდი ბიუროკრატიული პროცესებია გასავლელი. ადამიანს ურჩევნია ორმოცდაათჯერ მივიდეს ბაზარში და იქ იყიდოს, ვიდრე სახელმწიფოსაგან, იმიტომ რომ სახელმწიფო უმოქმედო ორგანიზაციაა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ თავზე არ შეუძლია.

პატარა მაღაზიის გაყიდვაც კი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს უსაშველო პროცედურაა.

ჩვენ ჩვენი ხალხის მომსახურება უნდა ვისწავლოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ხალხისათვის შექმნილი მთავრობა და არა მხოლოდ ტელევიზიიდან მოსაუბრე მთავრობა.

თქვენი საქმიანობა იზომება ადამიანით, რომელიც მივა სახელმწიფო სამსახურში და მიიღებს ნებართვას, გახსნის ბიზნესს, იყიდის ობიექტს, გაივლის საბაჟო პროცედურებს, აიღებს პასპორტს - მაშინ ვიტყვით, რომ მთავრობა კარგია. თუ ხალხს ამას ტელევიზორიდან მოუყვებით და შეუქმნით პრობლემებს, ამას არავინ არ დაიჯერებს.

ამიტომ მე გთხოვთ, რომ ნურავის ნუ დაემალებით კაბინეტებში - დამალული მინისტრი გაძევებული იქნება კაბინეტიდან.

ჩვენ მუდმივად უნდა ვუსმინოთ ხალხს - ეს ჩვენი მმართველობის და რევოლუციის ლოზუნგია.

გთხოვთ, ამ მიმართულებით გამოვფხიზლდეთ და გამოიტანოთ დასკვნები.

ჩვენ სიტუაცია მონიტორინგზე გვაქვს, წერილებს მუდმივად ვიღებთ და ვიცით, რა ხდება.

ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მერიაში მშენებლობებზე ნებართვები დროულად და კარგად გაიცეს. ბევრი სხვა სფეროა, სადაც პრობლემები არსებობს.

მე ვავალებ პრემიერ-მინისტრს, ამ სფეროში სიტუაცია აიყვანოს კონტროლზე და წლის ბოლომდე პროცედურების გამარტივება დასრულდეს.

მოხელეების საქმიანობა ხალხის კმაყოფილებით თუ უკმაყოფილებით უნდა შეფასდეს. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ როცა ყველა უკმაყოფილოა, ეს კონკრეტული მოხელის საქმიანობაზე მიგვითითებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 2 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი:http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2715&i=1

69 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ხევიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად წარადგინა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით!

მსურს მოკლე განცხადება გავაკეთო იმ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ჩამოვყალიბდით.

ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განვიხილეთ.

ჩვენ გვსურს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მანდატი გაფართოვდეს და ის განსახლებისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეთა სამინისტრო გახდეს.

ეს განპირობებულია იმით, რომ დღესდღეობით, რეალურად, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი, შესაძლოა მეტი ქართველიც არის და მათი უმრავლესობა საქართველოს მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებში ცხოვრობს.

ამ მიმართულებით აქამდე მწყობრი სამთავრობო პოლიტიკა შექმნილი სრულად არ იყო, თუმცა ამის შესახებ გარკვეული პრინციპების დონეზე გაცხადებული გვქონდა.

შარშან ჩვენ ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტი შემოვიღეთ.

ათასობით ჩვენმა თანამემამულემ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ ამგვარი შესაძლებლობა ასობით ათას ადამიანს მიეცეს.

ჩვენ გვინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ფართო კულტურული კავშირები დამყარდეს.

პირადად მე ამით მუდმივად ვარ დაკავებული.

ამას წინათ, ფესტივალი „ჩვენებურები“ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, სხვა ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ერთად, დედაჩემიც იყო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან სულიერი და სამართლებრივი კავშირი დავამყაროთ, აღვადგინოთ და განვამტკიცოთ.

ეს ქართული სახელმწიფოს ისტორიული ამოცანაა.

ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის შიგნით მიგრაციული პროცესების სწორი რეგულირებაა საჭირო.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაჩქაროთ მაღალმთიანი აჭარიდან, დამეწყრილი ზონებიდან ხალხის სხვადასხვა ადგილებში გასახლება.

მეორე: გია ხევიაშვილს ვავალებ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, ბევრად უფრო დეტალურად აღვწეროთ თითოეული ეთნიკური ქართველისა და სხვა მოქალაქეების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მიტოვებული ქონება.

ქალაქ ცხინვალიდან ყველა ეროვნების მოქალაქეები გამოყარეს (ამჟამად ჩვენ რესტიტუციის კანონს განვიხილავთ).

ასევე აფხაზეთში - სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გალში ქართველისა და სხვა ეროვნების ადგილობრივი მცხოვრების მიერ დაცლილი ყველა ბინა უნდა იყოს აღწერილი, დოკუმენტირებული, ფოტოგრაფირებული და ქართული სახელმწიფოს მიერ მათი კანონიერი მფლობელებისათვის დაბრუნებული.

მსურს ამ ქონების ყველა შესაძლო შემსყიდველი გავაფრთხილო: ეს ქონება არავის შეერგება, რადგან მანამდე, სანამ ამ ქვეყანაში თუნდაც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი იქნება, ამ ქონებას არასოდეს არავის არ ვაჩუქებთ.

უკანონოდ მოპოვებული არასოდეს დაკანონდება!

ამისათვის ჩვენ ბევრად მეტი მასალები, დოკუმენტები გვჭირდება, კიდევ უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ და ყველაფერი დეტალურად აღვწეროთ, რათა ამ ქონების უკანონო გასხვისება აღვკვეთოთ და ის კანონიერ მფლობელებს დავუბრუნოთ.

ამ ადამიანებს შორის არა მარტო ეთნიკური ქართველები, არამედ უკრაინელები, ესტონელები, ეთნიკური აფხაზები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან.

ჩვენ ამ ქონების დასაბრუნებლად უნდა მოვემზადოთ, რისთვისაც წინასწარ დიდი სამუშაოები უნდა შევასრულოთ.

ეს ჩემი დავალებაა ახალი მინისტრის მიმართ.

უკვე მოგახსენეთ, რომ ჩვენ სამინისტროს მანდატი გავაფართოვეთ და ამგვარად, ქალბატონ ეთერ ასტემიროვას სხვა თანამდებობაზე გადასვლა სწორედ ამ გარემოებებით არის განპირობებული.

ამ სამინისტროში ახალი, სპეციფიკური სამუშაო სხვა გამოცდილების მქონე ადამიანის (სასურველია პოლიტიკური წრიდან) ყოფნას მოითხოვს, რადგან ამ უწყების ხელმძღვანელობა პოლიტიკური ფუნქციაა.

ქალბატონ ეთერ ასტემიროვას გაწეული სამუშაოსათვის მსურს დიდი მადლობა მოვახსენო.

მიმაჩნია, რომ მისი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მის პროფესიონალიზმს საქართველოს სახელმწიფო სამსახურში ღირსეულად გამოვიყენებთ, რადგან ჩვენ არც ერთი კომპეტენტური კადრი დასაკარგი არ გვყავს.

კიდევ ერთხელ მსურს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება გია ხევიაშვილს, მიმაჩნია, რომ დიდი სამუშაო ელის, თუმცა მას ყველაფერში დავეხმარებით.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ვარდების რევოლუციის 2 წლისთავისთვის ჩვენი საერთო ოცნების ასრულებას - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას ვაპირებთ.

ეს გადაწყვეტილება 1997 წელს ჩვენ ერთად მივიღეთ.

მაშინ გია ხევიაშვილი ამის დიდი ენთუზიასტი იყო.

ეს იქნება სიმბოლური ჟესტი იმისა, რომ ჩვენი გმირი ქართველები, ისევე, როგორც ცოცხალი თანამემამულეები, საქართველოში უნდა დავაბრუნოთ.

ამ მხრივ, შარშან რამდენიმე ქვეყანაში წარმატებული ვიზიტები გვქონდა.

არასოდეს დამავიწყდება შეხვედრები ჩვენს თანამემამულეებთან ფერეიდანში, ისრაელში, თურქეთში, ბალტიის ქვეყნებში...

ახლა ამას სისტემატიზაცია და მწყობრში მოყვანა სჭირდება.

ეს არის ის, რაც საქართველოში, პრაქტიკულად, ახალი სამინისტროს შექმნას, ახალი მინისტრის წარდგენას შეეხება.

ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი უცვლელი, სტაბილური რჩება.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ მოვალეობებს საუცხოოდ ართმევს თავს.

ჩვენ ეფექტიანი, ერთიანი, კომპეტენტური, ძლიერი მინისტრთა კაბინეტი გვაქვს.

ამ კაბინეტისა და პრემიერ-მინისტრის მუშაობით ძალზე კმაყოფილი ვარ, პრემიერ-მინისტრის საქმიანობა კი სულ უფრო მეტ ქებას იმსახურებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გია ხევიაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად წარადგინა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 4 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2714&i=1

70 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით!

მიხარია იმ ხალხთან შეხვედრა, რომლებიც ახალი საქართველოსათვის კარგი პარტნიორები არიან.

მინდა გითხრათ, რომ დღეს სამუშაო დღე 87-ე საშუალო სკოლაში მისვლით დავიწყე.

ორი წლის წინათ ეს სკოლა განადგურებული და დანგრეული იყო.

მე საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, როდესაც ამ სკოლას პირველად ვესტუმრე და მაშინ უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა დამეუფლა.

დღეს ამ სკოლაში 18 ახალი კომპიუტერი დგას და კომპიუტერული დარბაზებიც მოვინახულე.

ამ სკოლის დირექტორს ხელფასი 100 ლარიდან 400 ლარამდე გაეზარდა, ასევე ყველა პედაგოგს.

ვნახე არა შემცირებული, არამედ გაზრდილი კოლექტივი, ვნახე დაწყებული სარემონტო სამუშაოები, რომელიც მალე დასრულდება და, ერთი სიტყვით, ვნახე გაუმჯობესებული ვითარება და პერსპექტივა.

რამდენიმე დღის წინათ, ქუთაისში ვიყავი, რომელიც იცით, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ, დეპრესირებული ქართული ქალაქია.

იქაური მოსახლეობა, ძალზე დაუმსახურებლად, გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ვნახე ახალი საავადმყოფო, რომლის მსგავსი მხოლოდ უმაღლეს განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ჰოლანდიაში თუ მინახავს - ისეთივე აპარატურით, მედპერსონალით, ფასადითა, თუ პალატებით.

ვნახე ახლადაშენებული ციხე, რომლის მსგავსი მხოლოდ სკანდინავიაში თუ არის.

ვნახე კინოთეატრი, რომელსაც რომანტიულად „სულიკო“ უწოდეს, და მსგავსი კინოთეატრები ნიუ-იორკსა და პარიზში მინახავს.

სხვათა შორის, იმ კინოში ჩემთან ერთად ბევრი ქუთაისელი ბავშვი შემოვიდა.

ეს კინოთეატრი პირველია, რომელიც ქუთაისში ბოლო 15 წლის განმავლობაში გაიხსნა, თანაც ახალი ტექნოლოგიით.

მომსახურე პერსონალს სიახლის, თუ გამოუცდელობის გამო ფილმის გაშვება ცოტა ხნით შეაგვიანდა.

მახსოვს მსგავს შემთხვევაში ჩემს ბავშვობაში რა ამბავი ატყდებოდა, მაგრამ ჩემს გარშემო მყოფი ბავშვები დაბნეულები ისხდნენ და მაშინ მივხვდი, რომ მათი უმრავლესობა კინოში პირველად იყო.

ეს კინოთეატრი ჩემთვის ნორმალიზაციის სიმბოლოა - ჩვენ ვხდებით ნორმალური ქვეყანა, სადაც კინოც, საავადმყოფოც, გზაც უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.

ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ უკიდურესი სიღარიბეა, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ, ქართველებს შეგვძლებია იმ სტანდარტების შექმნა, როგორიც ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებშია.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს, რომ ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყანა, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით, შესაძლოა, მსოფლიოს მესამე ქვეყნების დონესაც შევესაბამებოდეთ.

ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ დღეს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გასამმაგებული და გაოთხმაგებული ხელფასები თქვენი დამსახურებაა.

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, თანაც ამ ხელისუფლებას მემკვიდრეობით უზარმაზარი ვალები და განადგურებული ქვეყანა ერგო.

ბევრს არ ეგონა, რომ ამ ვალებს ოდესმე გავისტუმრებდით, თუმცა დავალიანებების (საპენსიო, სახელფასო, სამეცნიერო გრანტები და სხვა) უმეტესობა დავფარეთ.

ეხლახან გაირკვა, რომ ჰოლანდიაში საჰაერო ნავიგაციის ანგარიში დააყადაღეს, რადგან წინა მთავრობას 20-30 მილიონიანი ვალი ჰქონია.

ჩვენ დაგვხვდა ქვეყანა, სადაც არა თუ კინოთეატრები, არამედ 15 წლის განმავლობაში გზები არ შეკეთებულა, ქვეყნის ტერიტორიის უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, აქედან გამომდინარე კი, არავითარ ეკონომიკაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ჩვენ თქვენთან ერთად დავიწყეთ ყველაფრის შექმნა.

როდესაც ვლაპარაკობთ იმის თაობაზე, რომ ჩვენ ბიუჯეტი 4-5-ჯერ გავზარდეთ, ზოგ სექტორში ეს მაჩვენებელი 6-7-ჯერ გაიზარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ეს ფული თქვენი ჯიბიდან შემოვიდა.

ამისათვის ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ.

სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევდით.

ახლოვდება რევოლუციის წლისთავი და ჩემი სიამაყის მეორე საგანი არის ის, რომ საქართველოს ხალხს პატიოსანი და არაკორუმპირებული ხელისუფლება ჰყავს.

ეს თქვენზე უკეთ არავინ იცის.

მსურს ოფიციალურად განვაცხადო ის, რაც თქვენ ისედაც კარგად იცით: საქართველოში „წილში ჩაჯდომის“ ინსტიტუტი აღარ არსებობს.

თუკი ვინმე ამ საკითხში ეჭვს შეიტანს, ის ქართული სახელმწიფოს, ჩვენი მომავლისა და პირადად ჩემი მტერია.

ჩემი, ნოღაიდელისა და ამ მინისტრების ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს შვილიშვილებს დავუტოვოთ ახალი სახელმწიფო, ახალი ქვეყანა.

გარწმუნებთ, ეს ინტერესი არავითარ ფულზე არ იყიდება, არავითარ კეთილდღეობაზე არ გაიცვლება.

უფრო მეტიც, ის, ვისაც ბევრი ფული ჰქონდა, ზოგი რუსეთშია დამალული, ზოგიც - ციხეში და არავის არაფერი შერჩა.

ეს ნათელი გაკვეთილია ყველა იმ ჩინოვნიკისთვის, რომელიც მომავალში მსგავსი რამის გამეორებას შეეცდება.

ჩვენ ასევე ვისწავლეთ ინტერაქცია იმისა, თუ სად იწყება და მთავრდება სახელმწიფო, სად იწყება თქვენი ინიციატივა და როდის უნდა ჩავერიოთ ჩვენ.

იმ პირობებში, როდესაც აქტიური მთავრობა და სახელმწიფო გვაქვს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვიცოდეთ საზღვრები, რომლის იქით, მთავრობა არ უნდა გადავიდეს.

ჩვენ ვიცი, თუ როგორ უნდა შეგიწყოთ ხელი: მაგალითად, შავი ზღვის კურორტებზე ტურისტთა რაოდენობა წელს თითქმის ორჯერ გაიზარდა - რამდენიმე ასეული სომეხი დამსვენებელიც ჩამოვიდა.

ეს იმიტომ, რომ გზებზე აღარ დგას ინსპექცია, რომლებიც სომხებს აჩერებდა და ფულს სძალავდა.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს ბევრად მეტი დამსვენებელი იქნება და საამისოდ ნიადაგსაც ვამზადებთ - ყაზახ ინვესტორებთან და ბევრ თქვენგანთან ერთად ახალ სასტუმროებს ვაშენებთ...

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს.

წინა წლებში სახელმწიფო გამოყოფდა კრედიტს, რომელიც ან შეხვდებოდა ვინმეს, ან არა, ამიტომაც ეს სექტორი სწრაფად ვერ ვითარდებოდა.

წელს, ჩვენ კრედიტი არავისთვის მიგვიცია, თანაც წელს ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან და ყველას ეშინოდა, რომ ამ მოსავალს ვერ გავყიდდით.

თუმცა ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ქართულ ღვინოს აღარავის გავაყალბებინებდით.

უკრაინაში ვიზიტისას, პრეზიდენტმა იუშჩენკომ სოფელ-სოფელ მატარა და ყველა სოფელში ქართული ღვინო იყო, რომელსაც ქართული მისამართები და წარმოშობის ადგილი ეწერა.

ნებისმიერი უკრაინული რესტორნის მფლობელმა უკვე იცის, რომ ქართული ღვინო საქართველოდან უნდა შეიტანოს - მან უკვე ისწავლა, რომ მოლდოვაში და ბულგარეთში „ხვანჭკარას“ არ ასხამენ.

თუმცა, ხშირ შემთხვევაში ფირმები, რომლებიც ამ ღვინის ჩამოსხმას უზრუნველყოფს, არც თქვენ გაგიგიათ და არც მე.

წელს, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, ღვინის ფალსიფიკაციისთვის რამდენიმე ტექნოლოგი დავაპატიმრეთ.

ასევე, დავაკავეთ სოფელ ქინძმარაულის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც არაადგილობრივ ყურძენზე წარმოშობის ყალბი სერთიფიკატი გასცა.

ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე გავედით - ყაზახეთს, უკრაინას ქართულ ღვინოზე შეზღუდვები მოვახსნევინეთ, ეხლა ამ მიმართულებით თურქეთთან ვმუშაობთ.

ერთი სიტყვით, დამაბრკოლებელი გარეშე ფაქტორების მოხსნით, რეკლამებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტ ღვინოს გავყიდით.

ეს სახელმწიფოს ჩარევის კლასიკური ნიმუშია.

ცოტა ხნის წინათ, რაჭაში ვიმყოფებოდი (ბატონი ნიკო ლეკიშვილი - ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი საპატიო მიზეზის გამო თან არ გვახლდა) და ვნახე, რომ ამბროლაურში ამ წლების განმავლობაში ხალხს პირველად ჰქონდა თვალები გაბრწყინებული.

კარგად მახსოვს, რა უბედურება იყო იქ შარშან და შარშანწინ.

ხალხმა მოწეული მოსავალი მთლიანად პირველად ჩააბარა და ბევრად უფრო მეტი მოსავლის აღების ინტერესი გაუჩნდა.

ეს იმიტომ ხდება, რომ საწარმოები ადგილზე იხსნება და სენაკშიც კი, აღარ ვლაპარაკობ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „ხვანჭკარას“ ვეღარავინ აწარმოებს.

ეს ჩვენი თქვენთან ურთიერთთანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მომენტია.

ჩვენ უნიკალური ქვეყანა ვართ.

თქვენ იცით, რომ ნებართვებისა და ლიცენზიების უდიდესი ნაწილი გავაუქმეთ.

ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც სანიტარული ინსპექცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

ეს ნორმალური არ არის, მაგრამ ჩვენ ამაზე წავედით, რადგან ამ სტრუქტურაში ვითარების შეცვლის მცდელობა, „მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავდა.

მივხვდით, რომ ჯობს, მომხმარებელი მეორედ აღარ შევიდეს საჭმელად რომელიმე კაფესა თუ რესტორანში, ვიდრე, თუნდაც თვეში ერთხელ, იქ სანიტარული ინსპექტორი შევიდეს და ობიექტს შემოსავლის ნაწილი წაართვას.

ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს მანქანის ტექნიკური დათვალიერების ინსტიტუტი, არც ეს არის ნორმალური, მაგრამ სანამ ამ სფეროში კორუფციის, თუნდაც ერთი პროცენტი, რისკი არსებობს, ტექნიკურ დათვალიერებას ვერ ვაწარმოებთ.

ასევე ბევრი საექსპორტო და საიმპორტო ლიცენზიები და ნებართვები გავაუქმეთ.

ეს ნაბიჯიც სრულიად შეგნებულად გადავდგით.

არის საკითხები, რომელთა გადაწყვეტის დროსაც ჩავერევით, მაგრამ უმეტეს საკითხებში თქვენთვის უმთავრესი რეცეპტი მაქსიმალური თავისუფლება და ელემენტარული განვითარებაა.

ამავე დროს, იცით, რომ ვარდების რევოლუციამდე ჩვენი შემოსავლები („ჩათვლებითა და პრაკრუტკებით“ ე.ი. ფულის ბრუნვით და ქაღალდიდან ქაღალდზე გადანაცვლებით) მაქსიმუმ 800 მილიონ ლარს შეადგენდა.

სინამდვილეში კი, მაქსიმუმ 550 მილიონი იყო, დანარჩენი სხვადასხვა მაქინაციების წყალობით ჩანდა, რაც ყველამ კარგად ვიცით როგორც კეთდებოდა.

ამჟამად, სუფთა შემოსავალი, დაახლოებით, 2 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს - ესეც თქვენი შემოტანილი შემოსავალია.

ყოველივე ეს, იმ პირობებში გახდა შესაძლებელი, როდესაც გადასახადების რაოდენობა 22-დან 7-მდე, სოციალური გადასახადი 33 პროცენტიდან 20 პროცენტამდე, პროგრესული საშემოსავლო გადასახადი 20-დან 12 პროცენტამდე და დამატებითი ღირებულების გადასახადი კი, 20-დან 18 პროცენტამდე შემცირდა.

აქედან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ გადასახადების შემცირებით შემოსავალი გაიზარდა.

ამით სტიმული მოგვეცა, რომ მომავალში გადასახადები კიდევ უფრო ნაკლები იყოს, რადგან დავინახეთ, რომ, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია შემოსავლის გაზრდა.

მაგრამ ეს ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის თემაა.

მეორე საკითხია ის, თუ სად ჩაიდება თქვენგან შემოსული თანხები.

არ შეიძლება, რომ ჩვენ ამდენად ღარიბები ვიყოთ - ჩემი სურვილია, რომ 1 მარტიდან პენსია 5 ლარით გავზარდოთ, ხოლო სექტემბრიდან კიდევ 5 ლარი დავამატოთ, რადგან პენსიონრები ყველაზე დაჩაგრულ ფენას წარმოადგენენ.

მათთვის, ვინც დღეს შიმშილის ზღვარზეა, სიღარიბის დაძლევის პროგრამა უნდა ავამოქმედოთ, რომელიც ამჟამად შემუშავების სტადიაშია და ყველას, ვისაც საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ზემოაღნიშნული 38 ლარი საარსებო მინიმუმამდე უნდა შევუვსოთ.

მაგრამ თუ თქვენს შემოტანილ ფულს ჩვენ მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე დავხარჯავთ, რაც უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკა ვერ განვითარდება.

თუ თქვენ არ გექნებათ გზები, რომელიც ეკონომიკის მთავარ არტერიას წარმოადგენს, არაფერი გამოვა.

გზებთან დაკავშირებით შემიძლია მონაცემებიც მოვიყვანო: საქართველოში ქართული პოლიციის მიერ, ყოველდღიურად, 150 მანქანა რეგისტრირდება, 2003 წელს კი, დღეში მხოლოდ 25 რეგისტრირდებოდა.

პასპორტები 2,5-ჯერ მეტმა ადამიანმა აიღო ვიდრე 2003 წელს, პირადობის მოწმობების გაცემა 6,5-ჯერ გაიზარდა.

ხვალ მეტროში ახალი მატარებლის პრეზენტაცია გაიმართება (მთელი შემადგენლობის გამოცვლას 1 წელიწადი დასჭირდება) და აქაც უნდა აღინიშნოს, რომ მეტროთი წელს 2-ჯერ მეტი ადამიანი სარგებლობს, ვიდრე ერთი წლის წინათ.

თავდაპირველად, ახალი ავტობუსები თითქმის ცარიელი დადიოდა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ეხლა ყველა სავსე დადის.

საზოგადოება, ხალხი უფრო მობილური გახდა, მაგრამ ამისათვის ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო.

ასევე, გზებთან ერთად, უმთავრესია ენერგეტიკის საკითხი.

წელს გზების მშენებლობაზე ძალიან ბევრი ფული ჩაიდო და ასევე დიდი თანხა ენერგეტიკის განვითარებას მოვახმარეთ.

მომავალ წელს, ამ საქმისთვის უფრო მეტის დახარჯვას ვაპირებთ.

რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც საქართველოს რეგიონების აბსოლუტურ უმრავლესობას ამ წლამდე დენი საერთოდ არ ჰქონდა.

ჩვენ უფასო ელექტროენერგია არ გვაქვს, მისთვის ხალხმა ფული უნდა გადაიხადოს.

იცით, რომ პოპულისტებსაც გვიწოდებდნენ, მაგრამ გადახდის გარეშე დენს არავის ვაძლევდით.

თუმცა, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ წელს იყოს პირველი ზამთარი, როდესაც ავარიების (რის ალბათობასაც მოუწესრიგებელი ქსელების გამო არ გამოვრიცხავ) მიუხედავად, საქართველოს, თეორიულად, მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია ექნება.

ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი განვითარებაა.

მომავალი წლიდან საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრში ახალი გზით ჩავალთ, ეს ერთი.

რევოლუციის წლისთავისთვის სამეგრელოში ავტორალის მოწყობასაც ვაპირებთ და ეს პირობა გზის მშენებლობის დაწყებისას დაიდო.

ეს ხუმრობა არ გეგონოთ და, თუ რომელიმე თქვენგანს სურვილი ექნება ავტორალის მონაწილე გახდეს, 16 ნოემბერს სამეგრელოს ახალ გზაზე თქვენც გიწვევთ.

მეორე, მომავალ წელს თბილისი-გორის ავტოსტრადის მშენებლობას ვიწყებთ.

თბილისი-კასპის მონაკვეთი მომავალ წელსვე დასრულდება, ეს ყველაზე საშიში ადგილია, რადგან ავარიების უმეტესობა სწორედ ამ მონაკვეთში ხდება.

2007 წლისთვის თბილისი-გორის მონაკვეთი დასრულდება, რასაც თბილისი-ბათუმის მონაკვეთი მოყვება, ხოლო ამის შემდეგ თბილისი-სოხუმის მონაკვეთის მშენებლობას შევუდგებით.

ამ შემთხვევაშიც ჩვენს პარტნიორობაზეა ლაპარაკი.

მაგალითად, გუშინ პრემიერ-მინისტრმა კასპის რაიონში ასფალტის წარმოების ქარხანა დაათვალიერა.

ამ ქარხანას თვეში მაქსიმუმ 10 კილომეტრის გზის დაგება შეუძლია, რაც, პრაქტიკულად არაფერი არ არის.

ჩვენ იმაზეც ვლაპარაკობთ, რომ გვაქვს ფული და მომავალ წელს 300-400 სკოლის აშენებას ვგეგმავთ.

ამ დარბაზში სამშენებლო ფირმების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც მინდა ვკითხო: მზად ხართ ამ რაოდენობის სკოლები ააშენოთ? - თუ მზად ხართ 500 სკოლასაც ავაშენებთ.

სკოლების მშენებლობა აუცილებელია, რადგან ეს მომავლისთვის ჩადებული ფულია.

ამას წინათ, შატილში ვიყავი, სადაც ახალი სკოლა გავხსენით.

მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერით აღჭურვილი ბავშვი შატილში, სინგაპურში, ლონდონსა, თუ სან-ფრანცისკოში კომპიუტერით აღჭურვილი ბავშვის თანასწორია.

ჩვენთვის ეს წაუგებელი ინვესტიციაა.

ბავშვები, რომლებიც ეხლა იზრდებიან, სხვა თაობაა და მათ სულ სხვა განწყობა აქვთ.

ჩვენ სწრაფად გვსურს წინსვლა და ფული უპირველესად განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ჩვენს მომავალ თაობაში უნდა ჩავდოთ.

აქაც თქვენი დახმარება გვჭირდება.

მაგალითად, აჭარაში ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია მოვახერხეთ, მაგრამ უმეტეს ფირმებს, რომლებიც ბათუმის სკოლების სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდნენ, პრობლემები შეექმნათ და მომავალ წელს ამ სამუშაოებს თურქული კომპანიების დახმარებით გავაგრძელებთ.

თბილისში გზების სარემონტო სამუშაოებს რამდენიმე უცხოური ფირმა ასრულებს, რადგან ჩვენი ფირმები, რომლებმაც უნდა ითქვას, რომ კონკურენციის პირობებში კარგად მუშაობა ისწავლეს, მაინც ვერ აღმოჩნდნენ მზად იმ სიმძლავრეების დასაძლევად, რომელიც დედაქალაქში რეალურად იყო.

არადა, ჩვენ დრო არც ისე ბევრი გვაქვს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასწაულმომქმედი არავინ არის - საქართველო 12 წლის განმავლობაში ინგრეოდა.

1991 წელს ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც მაშინ - ლიტვასა და ესტონეთში.

ეხლა, ევროპული მაჩვენებლების მიხედვით, მათ 3-4-ჯერ ჩამოუვარდებით.

ნავთობის არ ქონის პირობებში ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური მაჩვენებელი შეიძლება 10-დან 13 პროცენტამდე იყოს.

წელს მოველოდებოდით, რომ ეს მაჩვენებელი 6-7 პროცენტს შეადგენდა, ამასთან ნავთობის ფასის ზრდამ ჩვენ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა.

ნავთობის მქონე ქვეყანაში, რუსეთში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტი იყო, უკრაინაში, სადაც მართალია ნავთობი არ არის, მაგრამ მეტალურგიის წარმოებაა განვითარებული, აგვისტოში მინუს ორი პროცენტი იყო, რაც ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რადგან საქართველოსთვის ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ჩვენს ქვეყანაში კი, თუ ყველაფერი კარგად წავა, ეკონომიკური ზრდა 8,5-9 პროცენტს შეადგენს.

იმისათვის, რომ თუნდაც ყველაზე დაბალ დონეზე მყოფ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს დავეწიოთ, მომავალი 5-7 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 ციფრიანი ყოველწლიური ზრდა გვჭირდება, ანუ იმისათვის, რომ საქართველო რუმინეთის, ან ბულგარეთის დონეს მიაღწიოს, ჩვენთვის მინიმუმ 10 პროცენტიანი ზრდაა აუცილებელი.

ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენ ბევრი გეოპოლიტიკური რისკის წინაშე ვდგავართ და თუ ვერ გავმდიდრდით, თუ თქვენ ვერ გამდიდრდით (თქვენ ამდიდრებთ ეკონომიკას), მაშინ ჩვენ იმ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში ვიქნებით, რომელიც არა უბრალოდ გეოპოლიტიკურ რისკს შეიცავს, არამედ რისკს სეპარატიზმის გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, თავდაცვისუნარიანობის მხრივ, აღარ ვლაპარაკობ კონკურენტუნარიანობაზე და კიდევ სხვა მრავალ რისკს.

აქედან გამომდინარე, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამიტომ ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ.

მთავარს უკვე მივაღწიეთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მინისტრი, პარლამენტარი, ბიზნესმენი, თუ სხვა.

თუ გვსურს, რომ ეს პრინციპი სამუდამოდ დამკვიდრდეს, კანონის ყოველგვარი დარღვევა უნდა აღმოვფხვრათ.

ჯერჯერობით კიდევ არსებობს სოციალური გადასახადის დამალვის ფაქტები და ყალბი ჩათვლების ინსტიტუტი, რასაც ბოლო უნდა მოვუღოთ.

საბიუჯეტო სექტორიდან სოციალური გადასახადის სახით დღეს უფრო მეტი თანხა შემოდის, ვიდრე მთლი კერძო სექტორიდან ერთად აღებული.

ეს ნიშნავს, რომ ამ გადასახადს მალავენ, რადგან შეუძლებელია საბიუჯეტო სექტორიდან მიღებული თანხა (რომელიც ისევ თქვენგან შემოდის) ორჯერ მეტი იყოს, ვიდრე თქვენი გადახდილი ხელფასებიდან.

ეს უნდა გამოვასწოროთ.

ფალსიფიკაციის საკითხიც უნდა ამოვწუროთ და ამასაც ბოლომდე უნდა მივყვეთ, რადგან აქ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

აქ იმყოფება „ბორჯომის“ წარმომადგენელი, რომლისთვისაც ამ მინერალური წყლის ფალსიფიკაცია კატასტროფაა.

ამ კომპანიამ ყველაზე რთულ წლებში დაიწყო ამ პრობლემასთან ბრძოლა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარებოდა.

აქ იმყოფებიან „თელიანი ველისა“ და რამდენიმე სხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებიც რუსეთის, ყაზახეთის ბაზრებზე უკვე გავიდნენ და მომავალ წელს ანტალიის ბაზარზეც გავალთ, მაგრამ ფალსიფიკაციის აღმოფხვრის გარეშე თქვენი შესაძლებლობები შეზღუდული იქნება.

რაც შეეხება კონტრაბანდასა და აღურიცხავ საქონელს - საბაჟოზე წესრიგი დავამყარეთ, მაგრამ ჩვენ თქვენთან პარტნიორობა გვსურს, რადგან სხვაგვარად ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდება.

საქართველოში მეფრინველეობა, დიდი სირთულეებით, მაგრამ ნელ-ნელა ვითარდება.

ეს არ არის პროტექციონიზმი, ეს იმ ზომების დაცვაა, რომ მელიც მსოფლიო საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის მისაღებია.

ამიტომ, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალზე სერიოზული კოორდინაცია და ურთიერთმოქმედებაა აუცილებელი.

ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ამოცანა სოციალური პრობლემების მოგვარება, სიღარიბესთან ბრძოლა, სტანდარტების მოწესრიგება, თქვენთვის უკეთესი პირობების შექმნაა.

ჩვენ განათლების რეფორმა განვახორციელეთ და მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ძალზე პრინციპულად ვიმოქმედეთ.

ერთი წლის წინათ კახა ლომაიას ყველა ლანძღავდა - ბევრი პედაგოგი მიმდინარე მოვლენებს სკეპტიკურად უყურებდა, აღარაფერს ვამბობ პარლამენტარებზე, ქუჩაშიც კი, გამვლელები მის მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილი.

თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ლომაიას ხედვა სწორი იყო და ეს, პრინციპში, ჩვენი საერთო ხედვა იყო.

ეს კლასიკური ნიმუშია იმისა, რომ მთავრობა იმაზე კი არ რეაგირებს, თუ რა განწყობაა დღეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, არამედ იქიდან გამოვდივართ თუ რა არის ჩვენი სამომავლო ხედვა და საბოლოოდ სად უნდა მივიდეთ.

როდესაც ლომაიამ და ჩვენ, ყველამ ერთად, მისაღები გამოცდები ჩავატარეთ, მთავარი რაც შეიცვალა იყო ის, რომ მათაც კი, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი, დაიჯერეს, რომ თურმე არ ვხუმრობთ.

რას ნიშნავდა ეს მისაღები გამოცდები? - ეს ნიშნავს, რომ ისეთი სისტემა შევქმენით, როდესაც სოციალური სამართლიანობა დაცულია, ანუ მიუხედავად იმისა ვისი შვილი აბარებს, რა კავშირები აქვს, რამდენი ფული აქვს, თუ კიდევ სხვა რამ, ყველას თანაბარი შესაძლებლობა აქვს.

უმაღლეს სასწავლებლებში წელს, პროცენტულად, ყველაზე მეტმა ადამიანმა ონიდან ჩააბარა.

ონი რაჭის ქალაქია, სადაც, პრაქტიკულად არ არსებობს რეპეტიტორის ცნება, ხალხს იმის ფული არა აქვს, რომ თბილისში ჩამოვიდეს და აქ მოემზადოს, მრავალი წლის განმავლობაში იქ საერთოდ არ იყო დენი და ბავშვებს სწავლა სანთლის შუქზე უწევდათ.

ამის მიუხედავად, ონელები დასხდნენ, გამოცდებისთვის დინჯად მოემზადნენ და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი შედეგიც აჩვენეს.

ეს ძალიან დიდი სენსაცია იყო, რამაც საკუთარ ძალებსა და ჩვენი ერის შინაგან შესაძლებლობებში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.

ეს უკვე სხვა ბავშვები და სხვა სტუდენტები არიან - მათ უკვე აღარაფრის შეეშინდებათ.

მათ იციან, რომ თუ მაგრები იქნებიან, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს და ყველაფერს მიაღწევენ.

თუმცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლებს მიღმა დარჩა.

ამავე დროს საზოგადოების მთავარი თემა სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

მომავალ წელს სამშენებლო სექტორში ასობით ათასი ადამიანი დაგვჭირდება - მარტო თბილისში ხუთი ცათამბჯენი, შავი ზღვისპირეთში რამდენიმე ათეული სასტუმრო აშენდება.

წელს სახელმწიფო დაკვეთით სკოლები, სამხედრო და სხვა ობიექტები შენდებოდა.

თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში სხვადასხვა სფეროების ელემენტარული პროფესიების წარმომადგენლების ნაკლებობაა, ჩვენ არ გვყავს შემდუღებლები, ზეინკლები, ხარატები, გზებისა და გვირაბების სპეციალისტები და სხვა.

ეს პროფესიები საქართველოში უკვე აღარ არსებობს.

ამიტომ, მომავალი წლისთვის ჩვენი დავალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით და იქ, სადაც უმუშევრების რაოდენობა ყველაზე დიდია (გლდანში, ვარკეთილში, ლილოში, ქუთაისში, ტყიბულში და სხვა რაიონებში), გადამზადების ცენტრები შეიქმნება.

ამ ცენტრებში, უპირველეს ყოვლისა, მოვამზადებთ ოსტატებს, რადგან საქართველოში ოსტატების ნაკლებობაცაა და შემდეგ ისინი მოამზადებენ ხალხს, რომელსაც სწავლისთვის სტიპენდიასაც დავუნიშნავთ.

ჩვენ გვირაბების საუკეთესო სპეციალისტები გვყავდა, მაგრამ ისინი რუსეთში წავიდნენ.

მთელი ტექნიკა ვლადიკავკაზსა და სოჭშია გაყვანილი.

ეს ხალხი ისევ გვჭირდება.

ჩვენ ჩავდებთ ფულს იმისათვის, რომ ეს სპეციალისტები მოვამზადოთ და აქ მარტო ახალგაზრდობაზე არ არის ლაპარაკი.

უნდა მოვამზადოთ კომპიუტერისა და სერვისის სპეციალისტები, ხალხს სამშენებლო პროფესიები უნდა ვასწავლოთ.

საქართველოში უამრავი ტურისტული ობიექტი იხსნება.

წლის დამლევისათვის, შარშანდელთან შედარებით, 60-70 პროცენტით მეტი მგზავრი და ტურისტი იქნება, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი, დარწმუნებული ვარ, გაორმაგდება.

გარწმუნებთ, დღეს საქართველო არ არის მზად იმისათვის, რომ სერვისის ხალხი მოამზადოს.

ჩვენ, როგორც სახელმწიფო მზად ვართ იმისათვის, რომ თქვენთან ერთად ჩავდოთ ფული და ტურიზმის, რესტორნის ბიზნესისა, თუ სხვა სახის მომსახურებისთვის ცალკე სკოლები გავხსნათ.

ერთი სიტყვით, ჩვენი გრძელვადიანი ინტერესია, რომ თქვენი ბიზნესის გაფართოებისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და დასაქმების პრობლემის გადაჭრის გზაა.

დღესდღეობით მოსახლეობის უმეტესობა რაღაც შემოსავლით ცხოვრობს, მაგრამ ეს დროებითი და შემთხვევითი შემოსავალია.

აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც თვეში 50-60 ლარს შოულობს, სრულად დასაქმებულად ვერ ჩაითვლება.

ასევე, ადამიანი არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულად, რომელსაც უბრალოდ აქვს მიწა და არა აქვს კარგი ტექნოლოგია, რადგან თუ ერთი და იგივე სოფელში ერთ ჰექტარზე 15 ტონა ყურძენი მოდის, ხოლო მეორე ჰექტარზე მხოლოდ ტონა ნახევარი, ეს მხოლოდ კლიმატის, სტიქიის, ან მორწყვის პრობლემა კი არა, ტექნოლოგიის პრობლემაა.

ამიტომ, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ.

მზად ვართ შემოვიყვანოთ ტრაქტორები და სპეციალური ბიზნეს-გეგმებიც შევიმუშაოთ, რომელთა საშუალებითაც ტექნიკას გლეხებს სარგებლობაში გრძელვადიანად გადავცემთ.

ამისათვის ჩვენ სერიოზული სისტემური მიდგომა გვჭირდება და ამ შემთხვევაშიც სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია.

მაგრამ თქვენი ბიზნესის უკეთესობისკენ შეცვლა მაინც თქვენს უნარზეა დამოკიდებული.

ჩვენ მზად ვართ, რომ უახლოეს ერთ თვეში მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტში ახალი კანონპროექტების პაკეტი შევიტანოთ.

პირველი, საგადასახადო კოდექსის შემდგომი გამარტივების საკითხია, მაგალითად, საჭიროა ჟურნალის გაუქმება, რადგან მიმაჩნია, რომ საქმეში ეს ზედმეტი დამაბრკოლებელი რგოლია.

მეორე, ექსპორტ-იმპორტის პროცედურების გამარტივებას შეეხება.

ამ მხრივ, დღესდღეობით ბევრი რამ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მართალია, ჩვენ უკვე ბევრი რამ გავამარტივეთ - მაგალითად, როდესაც ადამიანს მანქანა შემოჰყავდა, ერთი ტერმინალიდან მეორეში, მეორედან მესამეში უწევდა სიარული; ეხლა კი, ერთი ადგილი არსებობს, სადაც მაქსიმუმ 40 წუთში ყველა პროცედურის გავლაა შესაძლებელი.

სხვათა შორის, უმეტეს ქვეყნებში ეს ასე არ არის.

ეს მთელ ბიზნესზე უნდა გავრცელდეს - ექსპორტის გატანა, თუ იმპორტის შემოტანა უკიდურესად მარტივი, გამჭვირვალე და ხანმოკლე პროცედურა უნდა იყოს.

მესამე საკითხი შრომის კოდექსის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

დღევანდელი შრომის კოდექსი სოციალისტურ-კომუნისტურ დონეს შეესაბამება და იქ იმდენი ნორმაა ჩადებული, რომ ლეგალური მუშახელის ყოლის დიდი სურვილიც რომ გქონდეთ, ამ კოდექსის მიხედვით ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

დღეს შრომის ისეთი კოდექსი გვჭირდება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ წყობასთან სრულ შესაბამისობაში იქნება - ადვილი უნდა იყოს ხალხის დასაქმება, ადვილი უნდა იყოს მეორე საწარმოს გახსნა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს დახურვა, ან სხვაგან გადატანა.

ერთი სიტყვით, მეწარმისთვის საქმის ლეგალურად კეთება ადვილი უნდა იყოს.

ახალ შრომის კოდექსზე მუშაობას ჩვენ ორ კვირაში დავასრულებთ და მსურს, რომ ის თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განვიხილოთ.

მინდა, რომ მართლაც დასაქმების კოდექსი მივიღოთ და არა ის ფორმალური ქაღალდი, რომელიც დღეს გვაქვს და რომელსაც არავინ ასრულებს.

ეს ყველამ კარგად ვიცით.

შემდეგი სასამართლო რეფორმაა და სასამართლო პროცედურების უკიდურესი გამარტივების საკითხი.

ერთის მხრივ, ჩვენ კრიმინალს ვებრძვით და ამ საქმეში უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ.

ამ თვალსაზრისით, მეწარმეებთან თანამშრომლობა უნდა ავაწყოთ.

სხვათა შორის, საქართველოს რამდენიმე რაიონი შევისწავლეთ, სადაც ბიზნესი და სამეწარმეო საქმიანობა არ ვითარდება.

ეს ხდება არა იმიტომ, რომ იმ რაიონებში უნიჭო ხალხია, არამედ იმიტომ, რომ იქ კრიმინალები კიდევ არიან.

საქართველოში, პრაქტიკულად აღარ ხდება ადამიანთა გატაცების ფაქტები, ჩვენს ქვეყანაში აღარ არიან ორგანიზებული ავტორიტეტები, აქ არც ერთი ღიად მოქმედი კრიმინალური ბანდა აღარ არსებობს.

მაშინ, როდესაც ახალ საპატიმრო ადგილებს შევქმნით, პატიმრები მობილური ტელეფონებით ვეღარ ისარგებლებენ და ვერავის დაატერორებენ, რადგან ამ კავშირის საშუალებების ჩახშობას ვაპირებთ.

მაგალითად, ვატო ყიფიანი ვეღარ შეძლებს ზოგიერთი ბიზნესისა და პარლამენტის ზოგიერთი წევრის აზრების ციხიდან მართვას - ეს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

ჩვენ კრიმინალების განეიტრალებას შევძლებთ, მაგრამ სასამართლოს გარეშე ბიზნესის დაცვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სასამართლო არც პოლიციაა და არც პროკურატურა - ეს ცალკე სამყაროა.

ჩვენ გვსურს, რომ უსაშველო სასამართლო დავები აღარ არსებობდეს.

თუ ვინმე გიჩივლებთ, სასამართლო პროცესი 4 წელი არ უნდა გრძელდებოდეს, არ უნდა იყოს საჭირო, რომ 50 სხვადასხვა ინსტანციას მიმართოთ და საქმე გაჭიანურდეს.

ყველა სასამართლო პროცედურა მაქსიმუმ 5 თვეში უნდა დასრულდეს.

კანონის ენაც მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ.

ჩვენი ზოგიერთი კანონი ისეა დაწერილი, რომ ყველას, მათ შორის სასამართლოს, სხვადასხვაგვარად გაგება შეუძლია.

ჩვენ ყველა კანონი ისე უნდა დავწეროთ, რომ სასამართლომ მისი ინტერპრეტაცია ვერ მოახერხოს და თუ შემდეგ ამას მაინც გააკეთებს, დისციპლინარული კოლეგიის გავლენის ქვეშ მოხვდება.

ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, თქვენი დახმარება და რჩევა გვჭირდება.

სასამართლო რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და მას კანონპროექტთა ახალი პაკეტის ნაწილად მივიჩნევ.

ყოველივე ამის შემდეგ, აუცილებელია საბანკო სისტემის გამარტივება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, რომან გოცირიძესთან კონსულტაციები უკვე გვქონდა.

მართლაც მთელი რიგი პროცედურები უნდა გავამარტივოთ.

წინა წლებში, საქართველომ საკუთარ თავზე გაუაზრებლად ისეთი ვალდებულებები აიღო, რომლებიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იყო.

ევროკავშირის ყველაზე განვითარებულმა წევრებმა, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდნენ, რომ ამ ორგანიზაციის წევრები რეალურად იყვნენ, სანამ 2-3 მილიარდიანი სუბსიდიები არ მიიღეს (ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და კვიპროსს ვგულისხმობ), საკუთარი ცხოვრება ასე არ გაურთულებიათ.

ჩვენ კი, საბანკო პროცედურები, გაურკვეველი მოსაზრებებით, რატომ გავირთულეთ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი არ მივიღეთ და რატომ გააკეთა ეს წინა მთავრობამ, ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება.

საბანკო პროცედურების მაქსიმალურ ლიბერალიზაციას ვაპირებთ; ასევე უცხოურ ბანკებს საქართველოში მუშაობისთვის მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ.

ჩვენ, თითქმის, ყველა მიმართულებით ნაკლები რეგულაცია გვჭირდება.

სახელმწიფოს ამ საკითხშიც ძალიან მარტივი, გამჭვირვალე პროცედურები და ნაკლები ჩარევის საშუალება უნდა ჰქონდეს.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია იმისათვის, რომ საქართველოში მეტი კაპიტალი მოვიზიდოთ.

ჩვენ ლიცენზიების შემცირებას და, ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურ ლიბერალიზაციას გავაგრძელებთ.

მსოფლიო ბანკს ტყუილად არ უთქვამს, რომ მსოფლიოში, რეფორმების ტემპის მხრივ, საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, იმდენი წელი დავკარგეთ უაზროდ, რომ, ამ მხრივ, პირველ ადგილზეც უნდა ვიყოთ.

ამ ჭაობიდან ამოსასვლელად ბევრად უფრო მეტი რადიკალიზმი უნდა გამოვავლინოთ - ფაქტობრივად, საკუთარი სხეულის ამოყვანა, ჩვენივე თმებით გვიწევს.

ჩვენი დამხმარე არავინ იქნება, თუ ჩვენ, თქვენ საკუთარ თავს ამ პრობლემების დაძლევაში არ დავეხმარებით.

ბოლოს მსურს გითხრათ, რომ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას გავაგრძელებთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრივ მაღალი ნდობა გვაქვს.

როგორც მთავრობას ნდობა გვაქვს და ამას ბოლო არჩევნები მოწმობს, როდესაც ხუთივე რაიონში უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოიგეს, თანაც ისე, რომ ოპოზიციამაც, პირველად საქართველო ისტორიაში, ვერაფერი თქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, ვამბობდით, რომ არჩევნები ყალბდებოდა, ეს 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ხდებოდა.

ამ არჩევნებზე წინასწარ ატყდა აჟიოტაჟი, რომ არჩევნები გაყალბდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არჩევნები გაიმართა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა წააგეს, ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ან არაფერი თქვა, რაც ასევე დიდი მიღწევაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ, ერთის მხრივ, საზოგადოების განწყობა სტაბილურია და მას სურს, რომ ეს კურსი გაგრძელდეს, მეორეს მხრივ კი, მთავარი მიღწევაა ის, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობა გაიზარდა.

ეს პარტიების, პიროვნებათა, ან პრეზიდენტის პოპულარობაზე მნიშვნელოვანია, თუმცა, ვინც რა არ უნდა თქვას, ბოლო გამოკითხვების შედეგები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, გვიჩვენებს, რომ ხელისუფლების პოპულარობა მაღალია.

პოლიციას ჩვენი საზოგადოების 5 პროცენტი ენდობოდა, ეხლა კი, ამ მაჩვენებელმა 90 პროცენტს გადააჭარბა.

ეს უკვე შეუქცევადი პროცესია.

შესაძლოა ხვალ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, რომელიმე ჩვენგანმა ისეთი რამ გააკეთოს, რაც საზოგადოებას არ მოეწონება და სხვისკენ იბრუნებს პირს, მაგრამ ინსტიტუტი დარჩება, რადგან 90-პროცენტიანი ნდობის მქონე პოლიცია ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საგადასახადო სისტემას ნაკლები ნდობა აქვს, მაგრამ ნელ-ნელა, პარტნიორობის პირობებში, ჩვენ ისეთი საგადასახადო მოდელის შექმნას ვაპირებთ, რომ ამ სისტემასაც ანალოგიური მაჩვენებელი ექნება.

მართალია, შეიძლება საგადასახადოს მიმართ სიყვარული არ ჰქონდეთ (მე არ ვიცი ნორმალური მეწარმე და ბიზნესმენი, რომელსაც ეს სტრუქტურა უყვარს), მაგრამ გარკვეული ნდობის მოდელი შემუშავდება და მომავალშიც განვითარდება.

რევოლუციის ორი წლის თავზე ჩვენთვის ეს მთავარი მიღწევაა და ამით ვამაყობ.

ორი წლის წინათ ჩვენ სახელმწიფო არ ვიყავით, მაგრამ გავხდით.

თანაც ისეთი სახელმწიფო გავხდით, რომელმაც ორი წლის განმავლობაში იმას მიაღწია, რის მისაღწევადაც ჰოლანდიასა და გერმანიას ომის შემდეგ 10-15 წელიწადი დასჭირდა.

როგორც აღმოჩნდა, ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ქართველებს ორგანიზება, ერთმანეთის გატანა, მოთმენა და გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა არ შეუძლიათ, სრული სისულელე იყო და ეს იმ ხალხის მიერ იყო მოგონილი, რომელსაც თავად არ ჰქონდა არაფრის გაკეთების უნარი.

აღმოჩნდა, რომ ქართველები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საღად მოაზროვნე, საქმე-საქმეზე რომ მიდგება ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული ხალხია.

ნახეთ მთელი რიგი უწყებების წარმომადგენლები და თუნდაც თქვენს ბიზნესში როგორ მუშაობენ ადამიანები.

ესე იგი, შეგვძლებია მუშაობაც და ძალიან ძლიერი სახელმ მწიფო ინსტიტუტების შექმნაც.

ორ წელიწადში, პრაქტიკულად არაფრისგან რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და ძალზე კარგად ამუშავდა.

აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაც შეგვძლებია და ნახეთ ერთ-ორ წელიწადში როგორი იქნება საქართველოს ქალაქები, თბილისის მეთაურობით.

როგორც, ოდესღაც, ისევ ვიტყვით, რომ ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ეს ასეც იყო, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს დაგვავიწყდა.

ერთი სიტყვით, პერსპექტივა კარგი გვაქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ურთიერთგაგება გვჭირდება.

არ დაგპირდებით, რომ ვინმეს პრივილეგიას მივანიჭებ - ეს გამორიცხულია და სისულელეა, მაგრამ ყველასთვის რომ ვიბრძოლებ, რათა არავის უფლება არ შეილახოს და უსამართლოდ არავინ დაიჩაგროს, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ.

ერთ საკითხსაც უნდა შევეხო.

ბევრი ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ წილში არავის ვუჯდებით, მაგრამ მაინც მინდა ერთ ინიციატივას დავუჭირო მხარი:

აქ მყოფთაგან ბევრი სახელგანთქმულია ფილანტროპიით და, სხვათა შორის, ეს თეატრიც სწორედ ამის შედეგია.

იმის თქმა მსურს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება და ამ კატეგორიის ხალხისთვის უფასო სასადილოები უნდა შევქმნათ.

მე მივესალმებოდი, თუ თქვენ ამ საქმეში მიიღებდით მონაწილეობას.

სახელმწიფო უკვე ზრუნავს მსგავსი ობიექტების გახსნაზე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იქნება, როდესაც სახლში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სავახშმოდ დავსხდებით, თუ იმის განცდაც დაგვეუფლება, რომ ამ საღამოს საქართველოში არავის შია.

ეს სრულიად შესაძლებელია.

მე, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ გავალდებულებთ და ამით არც რაიმე პრივილეგია მოგენიჭებათ, თუმცა ამ საკითხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უკიდურესად თბილი იქნება.

ეს ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობის გამოხატვა იქნება, ზოგიერთი თქვენგანი ამ საქმეში უკვე ჩაერთო და ამას ყოველმხრივ მივესალმები.

მსურს დიდი მადლობა მოგახსენოთ, ჩვენ კიდევ გვექნება არაფორმალურ გარემოში ურთიერთობის შესაძლებლობა, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ: ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რათა ამ გზიდან გადახვევის სურვილი არავის გაგვიჩნდეს.

ეს გზა წარმატებულ, მისაბაძ და სანიმუშო საქართველომდე აუცილებლად მიგვიყვანს, რაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის მთავარი და სანუკვარი მიზანია.

დიდი მადლობა!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა // პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 15 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი:http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2712&i=1

71 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის კოფი ანანის ერთობლივი ბრიფინგი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მადლობელი ვარ, რომ ბატონმა კოფი ანანმა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში ვიზიტი ვარდების რევოლუციის წლისთავს დაამთხვია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თბილისი უკვე ყველა სახელმწიფო მოღვაწის რუკაზე აღინიშნა.

ბატონი კოფი ანანი ახლო-აღმოსავლურ ტურს თბილისში დაასრულებს, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას ეძღვნებოდა.

სერიოზულ და საინტერესო ვიზიტებს 22-23 ნოემბერსაც ველოდებით.

მივესალმებით გაერო-ს გენერალურ მდივანს და მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ საქართველოში მისმა წარმომადგენელმა, მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით, ძალზე კარგად იმუშავა.

ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ უკიდურესად იმედგაცრუებული ვართ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით - ჩვენს თვალწინ იქაური კანონიერი მოსახლეობის (ქართველები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები) 80 პროცენტის კუთვნილი ქონება იყიდება; თითქმის ყოველ დღე, ადამიანებს იქ იტაცებენ, აწამებენ და კლავენ; მეორე მხარე კატეგორიულ უარს ამბობს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნაზე, რათა ყოველივე ეს გაკონტროლდეს; მთელი მსოფლიოს დასანახად, ხდება დანაშაული კაცობრიობის წინაშე, აფხაზეთში სულ უფრო მეტი იარაღი შედის და ამ რეგიონის სრული მილიტარიზაცია ხდება.

საქართველოს მშვიდობა სურს, მაგრამ საქართველო არასდროს არ შეურიგდება ადამიანის უფლებების ამგვარად გათელვას.

ჩვენი რევოლუციის მთავარი გაკვეთილი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ყველა ადამიანისთვის თავისუფლების მინიჭებაა, ეს არის დემოკრატია ყველასათვის, სადაც ყველა ჯგუფების ინტეგრაცია ხდება.

მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ ყველა რეგიონს, მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, შანსი უნდა მივცეთ.

და ბოლოს, იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გაერო გააქტიურდება და მისი წევრი ქვეყნები ამ ორგანიზაციას საშუალებას მისცემენ, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს.

მინდა ბატონ გენერალურ მდივანს მადლობა მოვახსენო იმისათვის, რომ ჩვენი შეხვედრა ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს დაამთხვია, მან დღეს ეს თარიღი მოგვილოცა.

მინდა მას ვარდების რევოლუციის ამსახველი ალბომი გადავცე და სამახსოვროდ, ვარდი ვაჩუქო.

[...]

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და გაერო- გენერალური მდივნის კოფი ანანის ერთობლივი ბრიფინგი / საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 19 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News?p=2429&i=1

72 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ზუგდიდში

▲ზევით დაბრუნება


დღეს ზუგდიდში, სამეგრელოს გულში ვიმყოფები და დადიანების ისტორიული სასახლის წინ ვდგავარ.

ეს ის ადგილია, საიდანაც ორი წლის წინათ, თბილისისკენ ეროვნული ღირსების, სამშობლოსა და პიროვნული თავისუფლების დასაცავად, ხალხი მარშით დაიძრა.

ის ხალხი, ვინც წალენჯიხაში პირველ ავტობუსში ჩაჯდა, საკუთარი კმაყოფისთვის, თანამდებობისა და ქონებისთვის არ იბრძოდა.

მათ მიიჩნიეს, რომ საქართველოს ბედის ბორბალის უკუღმა ტრიალი უნდა შეეჩერებინათ და ამაზე პასუხისმგებლობა თავად ეკისრათ.

მათ შეუერთდნენ იმერლები, კახელები, გურულები, ქართლელები, აჭარლები, რაჭველები...

ასე ფიქრობდა მთელი საქართველო - უშველებელ კოლონაში საქართველოს ყველა კუთხის პატრიოტები თბილისისა და ქვეყნის გასათავისუფლებლად გაერთიანდნენ.

მაშინ არც ჩვენ ვიცოდით და არც ამ ადამიანებმა, რომ ამ მარშს ისტორიული მნიშვნელობა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის ექნებოდა და გამოძახილსა და გაგრძელებას უკრაინასა და ყირგიზეთში ჰპოვებდა.

უკრაინის ლიდერები ამბობდნენ, რომ ვარდების რევოლუციის გარეშე, ნარინჯისფერი რევოლუცია არ მოხდებოდა.

ჩვენს რევოლუციას გამოძახილი ჰქონდა ლიბანში, ბელარუსში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში.

ის, რომ ჩვენი მოძრაობა ისტორიაში ევროპის გათავისუფლების მეორე ტალღის სახელით შევიდოდა, ძალიან ბევრს არ ეგონა.

პირველი ტალღა იყო ხავერდოვანი რევოლუცია პრაღასა და ვარშავაში, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა ჩვენს მოძრაობას „მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი“ უწოდა.

გუშინ ჩვენი რევოლუციის ორი წლისთავი გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოგვილოცა.

22-23 ნოემბერს თბილისში მსოფლიოს ბევრი ცნობილი მოღვაწე და ზოგიერთი მეგობარი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება.

ის, რასაც ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოს დაბადების დღეა.

სრულიად თამამად შეიძლება ითქვას (თუ კარგად დავუკვირდებით ეს ასეცაა), რომ ჩვენს ქვეყანას ორი დაბადების დღე აქვს - პირველი, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ ფორმალური თავისუფლება მოიპოვა და მეორე, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის დღეს, როდესაც საქართველომ ნამდვილი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა.

ამის შედეგად საქართველო მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

მანამდე ჩვენს ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც ბევრგან იცნობდნენ, როგორც სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწესა და თანამდებობის პირს, მაგრამ საქართველოს თითქმის არავინ იცნობდა.

დღეს კი ასე არ არის - საქართველოს, პრაქტიკულად, ყველგან და ყველა იცნობს.

საქართველოს იცნობენ, როგორც ვარდების რევოლუციის სამშობლოს.

ჩვენს ქვეყანასთან ასოცირდება მსოფლიოს სამი მთავარი სიმბოლო - თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჯვარი, რომელიც ჩვენს ისტორიულ დროშაზეა გამოსახული, წმინდა გიორგი, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდა ჩვენი ქვეყნის სახელს და ყველაზე ლამაზი ყვავილი ვარდი.

ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს, თუ როგორი იყო საქართველო ორი წლის წინათ.

ეს იყო ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავდა ჯარი, პოლიცია, არ ჰქონდა არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებოდა, არ ჰყავდა არც ერთი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ისეთი ხელფასი ექნებოდა, რომ აღარ დასჭირდებოდა მოპარვა.

ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად ვიყავით.

დღეს, იმ დღიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს ყოველივე ეს უკვე აქვს.

ორ წელიწადში ჩვენ განვლეთ ის გზა, რომლის გავლისთვისაც გერმანიასა და ჰოლანდიას ომის შემდეგ 10-15 წელიწადი დასჭირდა.

დღეს ჩვენ გვაქვს კარგად მომუშავე სახელმწიფო უწყებები, ძლიერი სამართალდამცავი სისტემა, ხუთჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, რისთვისაც ასე მცირე პერიოდის განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია, გვაქვს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი და სიმბოლიკა, რომლებიც ხალხს უყვარს და მთელ მსოფლიოში ყველა პატივს სცემს.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია ის, რომ კორუფცია დავძლიეთ.

ამას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც ვერავინ წარმოიდგენდა და ეს თითოეული ამ ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითია.

ჩვენ სახალხო მთავრობა გვყავს.

ჩვენი მთავრობის თითოეული წევრი ხალხის წიაღიდანაა გამოსული.

ის ხალხიც კი, რომელიც ყოველთვის მზადაა აქილიკოს და ლანძღოს ჩვენი ხელისუფლება, ვერ ახერხებს, რომ მათ კორუფციაში დასდონ ბრალი, რადგან ჩვენ ამ სენს ვებრძვით.

თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენს მიერ მოყვანილი თანამდებობის პირები დავაპატიმრეთ, რამდენი ილაპარაკეს იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ შურისძიება იყო.

ამაზე სათქმელი უკვე არავის არაფერი აქვს.

ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ კორუფციის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა, რომ ის ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული იყო.

პრეზიდენტის ერთგულება ხალხისა და კანონის ერთგულებას ნიშნავს.

ცალკე პრეზიდენტის ერთგულება, ჩვენი მთავრობის პირობებში, არ არსებობს და ყველა, როგორი ახლობელი და მეგობარიც არ უნდა იყოს, კორუფციისთვის ბოლომდე პასუხს აგებს.

ეს ჩვენი მთავარი სიძლიერეა და ამ საკითხში „ჩვენი“ და „სხვისი“ არ ვიცით.

მეგობარი, ახლობელი და ნათესავი განსაკუთრებით მკაცრად განისჯება და პასუხი მას განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვება.

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის ერთ ნაწილს სახელმწიფოებრიობის განცდა აკლია - არა აქვს ეროვნულობისა და ქვეყნის სიამაყის განცდა.

ამ დღეების განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, მაგრამ ბოლო პერიოდში სამეგრელოში ვიმყოფები და მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

მართლაც საოცრება იყო, როდესაც გზაში ყოველ ნაბიჯზე სახელმწიფოებრიობის გამოვლინების ფაქტებს ვხვდებოდი.

მაგალითად, იმ სახლების წინ, სადაც პრეზიდენტის კორტეჟმა გაიარა და იქ, საიდანაც რეზერვისტები არიან, ფორმიანი ადამიანები იყვნენ გამოსული და მხედრულ სალამს იძლეოდნენ.

ეს მათთვის არავის დაუვალებია, ამაში ისინი ხელფასს არ იღებენ, მათ უბრალოდ მოთხოვნილება აქვთ (ათობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ გაიარა მომზადება რეზერვისტთა ბანაკებში), რომ სახელმწიფო სიმბოლოებისადმი საკუთარი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატონ.

ყველგან არის პატრიოტთა ბანაკები და „პატრიოტთა“ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები ყველა სოფელში ვნახე.

წელს ამ ბანაკებში 15 ათასი ახალგაზრდა დავასვენეთ, ხოლო მომავალ წელს ეს რიცხვი 30 ათასს გადააჭარბებს.

საბჭოთა დროს საქართველოში ჯარში სამსახური ყველას სძულდა და კარგად მესმის რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც იგივე გრძელდებოდა.

დღეს საქართველოს ჯარში სამსახურზე გრძელი რიგი დგას და ერთ ადგილზე რამდენიმე კაცი მოდის.

ცოტა ხნის წინათ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თანაც ერთმანეთზე უკეთეს ახალგაზრდებს აქვთ საკუთარი ქვეყნის არმიასა და ჯარში მსახურის სურვილი.

ეს ეროვნული სიამაყისა და ღირსების საოცარი გამოვლინებაა.

იცით, რომ წელს აჭარაში პირველად ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ბავშვებს სკოლის ფორმები შევუკერეთ, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ბათუმში მოხდა (შემდეგში ამას მთელი საქართველოს მასშტაბით ვაპირებთ).

ამ ოთხი დღის წინათ, როდესაც სოფელ მუხურში მივდიოდი, სოფლის ცენტრში ძალიან ლამაზ ფორმებში გამოწყობილი ბავშვების ჯგუფი შევნიშნე.

დავინტერესდი და შევიტყვე, რომ ეს მუხურის ისტორიული საშუალო სკოლის ფორმა იყო, რომელიც სკოლის დირექტორის მედეა ხუბულავას ინიციატივით, საკუთარი სახსრებით შეიკერეს.

ამით საოცრად მოვიხიბლე.

ამ დღეებში მოსახლეობას აქ საღებავები დაურიგეს და სენაკში ვნახე ქალბატონი ვალია ფანცულაია, რომელიც საკუთარ სახლს გულმოდგინედ ღებავდა.

აქ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ არც ერთ მათგანს უფასო საღებავი ბაზრობაზე არ გაუყიდია.

თითოეულმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ მათი ღირსება, საკუთარი თავისა და ქვეყნის პატივისცემა საკუთარი კარ-მიდამოს მოვლით იწყება.

ამას წინათ ონში ვიყავი და ადგილობრივი ფოლკლორული გუნდის შესრულებული სიმღერა მოვისმინე.

ეს გუნდი, შესრულების ხარისხით, ბევრი ქვეყნის ნებისმიერ აკადემიურ კოლექტივს აჯობებს.

სწორედ ონიდან პროცენტულად ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში.

ონში რეპეტიტორის ფული არავის აქვს და მოსახლეობას ელექტროენერგია წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა და ყველაზე უკეთ ეროვნული გამოცდები სწორედ აქაურმა ბავშვებმა ჩააბარეს.

ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რა შეიცვალა საქართველოში და საით მიდის ქვეყანა.

ასევე მოვდიოდი სოფელ ლესიჭინეში, სადაც გზაზე შეკრებილ ხალხს პლაკატი ჰქონდა გაშლილი: „ბატონო პრეზიდენტო! თუ შეიძლება ერთი წუთით შეჩერდით“.

რა თქმა უნდა გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ლამაზად გამოწყობილი, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს ბავშვთა გუნდი დამხვდა.

როგორც აღმოჩნდა, მათი პრობლემა იყო ის, რომ მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც ხელფასი ვერ გადაუხადეს, სოფლიდან წავიდა და მისი დაბრუნება და ხელფასით უზრუნველყოფა მთხოვეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი გუნდისთვის სპეციალური ეროვნული პროგრამა ავამოქმედოთ და თითოეულ სახალხო კოლექტივს (მინიმუმ ასს), მომავალ წელს გამოვუყოთ ფული, რათა პირველ წელს ფორმებისა და ინსტრუმენტების (ასევე სარემონტო სამუშაოებისთვის) განახლება შეძლონ.

შემდეგი წლიდან დავიწყებთ დაფინანსებას, რათა ქართული ფოლკლორი, როგორც ყოველთვის, ისევ უნიკალური და საამაყო იყოს.

მეტი ეროვნული ღირსების გამოვლინება შეუძლებელია, ვიდრე ის, რაც ამ ცოტა ხნის წინათ კახეთში, სოფელ ნაფარეულის მცხოვრებლებმა გააკეთეს - მოსკოვის ვაი-კინემატოგრაფისტების ჯგუფი ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შეკვეთით, ჩუმად გადაიღეს ფილმი, რომელშიც ფეხქვეშ ითელებოდა არა მარტო პრეზიდენტის, არამედ მთელი ქვეყნის ღირსება.

თბილისში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენდამი მტრულად განწყობილ ელემენტებსაც კი სიამოვნებით დაეხმარებიან - ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა შესთავაზა ამ კინემატოგრაფისტებს ნაფარეულში ჩასვლა და დაპირდნენ, რომ გამგებლისთვის მიცემული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოსახლეობა მათ კარგად შეხვდებოდა და ქართველების მიერ მათი ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს ფირზე აღბეჭდავდნენ, რომელსაც შემდეგ მთელი რუსეთის დასაცინად, ტელევიზიით აჩვენებდნენ.

თუმცა, თუ რა პასუხი გასცა მათ ნაფარეულის მოსახლეობამ (რომელიც სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა) ეს მთელმა საქართველომ და რუსეთმაც ნახა.

იმ ხალხს, ვინც ეს კინემატოგრაფისტები თბილისიდან გააგზავნა, ღირსების განცდა არ გააჩნია, ნაფარეულის მკვიდრთ კი აქვთ და საკადრისი პასუხი მათ ყველას დასანახად გასცეს.

სახელმწიფო თვითშეგნების ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია.

თუნდაც, როგორ გამოეხმაურენ ქართველი ბიზნესმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას უფასო სასადილოების გახსნასთან დაკავშირებით.

დღესაც ზუგდიდში ახალი სასადილო გავხსენით იმ ძალზე დამსახურებული ხალხისთვის, ვისაც საკუთარი გამოკვების საშუალება არა აქვს.

უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 100 ასეთ სასადილოს გავხსნით.

ცინიკოსების ქილიკის მიუხედავად (და ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ეროვნულ ჰიმნს აბაიბურებს და პაროდიებს აკეთებს, დროშასა და ეროვნული სიმბოლოების გამოვლინებას დასცინის) მთელმა საქართველომ, პატარა ბავშვმაც კი, იცის თავისი ჰიმნი.

ასეთი ქვეყანა მსოფლიოში ძალიან ცოტაა.

თქვენ გახსოვთ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტისას, როდესაც ამერიკელების მიერ ჩამოტანილი ხმის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა, ასი ათასზე მეტმა ადამიანმა აიტაცა და მსოფლიოს ყველა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ერთხმად იმღერა.

ძალიან ცოტა ერის ისტორიაში თუ ყოფილა ასეთი ლამაზი და ამაღელვებელი წუთები და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩვენი ერის განსაკუთრებული ღირსება და თვისება.

ამ ზოგადი ფასეულობების გარდა, ორი წლის წინათ, რევოლუციის დროს დაწყებული და დღეს მიღწეული მონაპოვრები, კონკრეტულ შედეგებშიც გამოიხატება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, მოდით მაინც ჩამოვთვალოთ რას მივაღწიეთ.

ჩვენმა ხალხმა მართლაც შეძლო, რომ ქვეყნის ბედის ბორბალი წაღმა დაეტრიალებინა.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხუთჯერ გაიზარდა.

გაორმაგდა და დროულად გაიცემა პენსიები, მრავალწლიანი საპენსიო და სახელფასო დავალიანებები კი, თითქმის, მთლიანად გავისტუმრეთ.

პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა ყველა მოსამსახურის ხელფასი, ბოლო მასწავლებელთა კატეგორია იყო, რომელსაც ეს არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მათიც და სხვათა ხელფასები საარსებო მინიმუმს აღემატება.

ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო, რომელიც ყველა დაქირავებულ პირს იმ ოდენობის ხელფასს უხდის, რომ აღარავინ მოიპაროს.

ჩვენ დავდეთ პირობა, რომ პენსიების ზრდა გაგრძელდებოდა და ამ პირობასაც ვასრულებთ - ჩვენს პარლამენტარებს მალე საკუთარი პენსიის ცოტათი შემცირება, ხოლო მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასების ზედა ზღვარის დადაბლება მოუწევთ, მაგრამ სანაცვლოდ, ასობით ათას ყველაზე დაუცველ ადამიანს მომავალი მარტიდან ისევ გავუზრდით პენსიას და მთელი წლის განმავლობაში ეს ზრდა 28-დან 38 ლარამდე გაგრძელდება.

ვიცი, რომ ეს ბევრი არ არის, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ სიღარიბის დაძლევის პროგრამას ავამოქმედებთ.

ამისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარია გათვალისწინებული და ჩვენს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა შემოსავლის წყარო არა აქვთ და, თეორიულად, არც შეიძლება, რომ ჰქონდეთ, ამ პროგრამის ფარგლებში, პენსიას 38 ლარიდან საარსებო მინიმუმამდე გავუზრდით.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უფასო სასწრაფო დახმარების სამსახური გვაქვს.

აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, რომელიც 70 წელს არის გადაცილებული, მითხრა - მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად ვგრძნობ და ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ჩემის სახლის წინ რამდენჯერმე ჩავლილ სასწრაფოს მანქანას რომ ვხედავ, სიმშვიდეს მეუფლება და იმედი მეძლევაო.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრ, ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყანასაც კი, უფასო სასწრაფო დახმარების ფუფუნება არა აქვს.

ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ.

შენდება ახალი სამედიცინო დაწესებულებები, უფასო ამბულატორიები, მთელი რიგი, მათ შორის, მძიმე დაავადებების (ტუბერკულოზი, ინფექციური და ფსიქიატრიული დაავადებები) მკურნალობა უფასოა.

საქართველოში დიაბეტით დაავადებულთათვის, რაც ადრე არ იყო, სახელმწიფოს ხარჯზე 12 ათასი ადამიანისთვის, ვისაც ინსულინი სჭირდება, მკურნალობა უფასოა.

15 წლამდე ბავშვებისა და 75 წელს გადაცილებულთათვის პოლიკლინიკებში მკურნალობა უფასოა.

სამ წლამდე ბავშვებისათვის სტაციონარული მკურნალობა უფასოა.

ბავშვებისთვის კარდიოქირურგიული ოპერაციები უფასოა.

საქართველოში მშობიარობა არის უფასო.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად, გლეხები მიწისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან გავათავისუფლეთ.

ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ კახეთში უკეთესი რთველი ყოფილიყო - მართალია, იდეალური არ იყო და უკეთესს ვამჯობინებდი, მაგრამ, ამ მხრივ, ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა.

ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, პირველად სწორედ ჩვენ დავიწყეთ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ის პირები, რომლებიც ყალბ საბუთებს გასცემდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით.

ჩვენს გლეხებს ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა გავუხსენით და წელს, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტ ღვინოს გავყიდით.

ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადამამუშავებელი ქარხნები იხსნება.

ამას წინათ, აგარაში ახალი გადამამუშავებელი ქარხანა გავხსენი და კიდევ ერთი ქარხანა ახლო მომავალში გაიხსნება.

აჭარაში ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა შენდება, სხვათა შორის, მანდარინზე ფასი მკვეთრად გაიზარდა.

ეს ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს.

ორი დღის წინათ, ფოთში წისქვილკომბინატი მოვინახულე, რომელიც წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად ამუშავდა. იქ შესული ხორბლის 70 პროცენტი ქართული წარმოებისაა.

ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს საქართველოში ბიზნესმენებს წილში ვერავინ ჩაუჯდება და თუკი ასეთი რამ მოხდება, ამის გამკეთებელი ჩემი მოწინააღმდეგე და საქართველოს მტერი გახდება.

მთავარი პრობლემა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმუშევრობაა და პირადად მე, განათლების მინისტრს დავავალე, რომ მომავალი წლისთვის ხალხის გადამზადების ცენტრები შექმნას.

ეს ცენტრები არა მარტო ახალგაზრდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, არამედ ყველა ასაკის ხალხისთვისაც.

ამ ცენტრების შესაქმნელად რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რადგან უპირველეს ყოვლისა პედაგოგები უნდა მოვამზადოთ (საქართველოში პროფესიონალები აღარ დარჩა).

ჩვენ ასობით ათასი მუშახელი დაგვჭირდება, სერვისისა და მშენებლობის სექტორში, დაგვჭირდება გზებისა, ხიდებისა და გვირაბების სპეციალისტები, ასევე კომპიუტერის სპეციალისტები, ამისათვის კი ხალხი ხელახლა უნდა მოვამზადოთ.

საქართველოში პროფესიული განათლება დიდი ხანია განადგურდა და აუცილებელია ამის აღორძინება.

როგორც ეროვნული გამოცდები ჩავატარეთ კარგად, ესეც მაღალ დონეზე უნდა გაკეთდეს.

ეს დავალება განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო და სიტყვას გაძლევთ, რომ მომავალ წელს ყველა ადამიანს, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლებისა და კვალიფიკაციის მიღების სურვილი ექნება, ყველა პირობას შევუქმნით.

პარლამენტში ახალი კანონპროექტი შემაქვს, რომლის მიხედვითაც, ძალიან ბევრი ნორმის სრული ლიბერალიზაცია მოხდება, რაც ბიზნესის ლეგალიზაციას შეუწყობს ხელს.

წელს, პირველად, საქართველოში მთელი პოსტ-კომუნისტური სივრცისთვის სამაგალითო, განათლების რეფორმა განხორციელდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში ჩაწყობისა და კორუფციის გარეშე უმაღლეს სასწავლებელში ვინმე ჩაირიცხებოდა.

ამ წლიდან კი, ვეღარავინ წარმოიდგენს, რომ ჩაწყობითა და კორუფციით უმაღლეს სასწავლებელში როდესმე ვინმე მოხვდება.

ეს უკვე სულ სხვა ფასეულობებზე აღზრდილი ახალგაზრდა თაობაა.

ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული გამარჯვებაა.

რევოლუციის შემდეგ 28 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო კაპიტალურად გარემონტდა 180 სკოლა.

მინდა მომავალი წლისთვის სკოლების შეკეთების ახალი პროგრამა შევიმუშავოთ, 300-მდე სკოლის მაღალ დონეზე შეკეთებას და ინვენტარის გამოცვლასაც ვგეგმავთ.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყველა სკოლის სრული კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია მოხდეს და ჩვენ ამასაც გავაკეთებთ.

ეს პროგრამა უკვე დაწყებულია - წელს აჭარაში ეს პროცესი დასრულდება.

მომავალ წელს ასეთივე პროგრამის დასრულებას სამეგრელოსა და კახეთის უმთავრეს ნაწილებში ვაპირებთ.

მთლიანობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ეს პროგრამა სამ წელიწადში დასრულდება.

ამას წინათ, შატილის ახალ სკოლაში კომპიუტერები ვნახე და მინდა ვთქვა, რომ კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი შატილსა თუ ბათუმში, იგივეა, რაც კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი ჰონკონგში, ან ნიუ-იორკში.

აქ უკვე ტალანტისა და ინტელექტის შეჯიბრი გაიმართება და ამ შეჯიბრში ქართველები ტოლს არავის დავუდებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში სრულიად ახალი შესაძლებლობები გაგვეხსნება.

მე ვნახე ის ხის სკოლა, რომელიც შატილში ავაშენეთ და მსგავსი სოფლებისთვის 100 ახალი ხის სკოლის აშენებას ვაპირებთ.

თუ ქართული ბიზნესი ამას დაძლევს, შეკვეთას მივცემთ და თუ პროგრამა კარგად იმუშავებს, ყოველწლიურად 100-150 თანამედროვე ხის სკოლას ავაშენებთ.

გვინდა სპეციალური ავტობუსებიც დავნიშნოთ და იქ, სადაც ბავშვებს სკოლაში მისასვლელად 2-4 კილომეტრის ფეხით უწევთ გავლა, სკოლის ავტობუსებით ვატაროთ - თქვენ ამის მოწმეც გახდებით.

ვამაყობ, რომ პირველად, რევოლუციის შემდეგ, წელს განხორციელდა ის, რომ არა უცხოელებმა და საქველმოქმედო ფონდებმა, არამედ ქართულმა სახელმწიფომ ქართველები საზღვარგარეთ სასწავლებლად საკუთარი ხარჯით გაუშვა.

ესეც ჩვენი ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა.

მთელ ქვეყანაში აღმშენებლობის არნახული პროცესი მიმდინარეობს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში საგზაო მშენებლობა ისეთი ტემპით არ გაჩაღებულა, როგორც წელს.

საქართველოში 500 კილომეტრი ახალი გზა დაიგო, ხოლო 4 ათასი კილომეტრი - კაპიტალურად შეკეთდა.

რემონტდება ხიდები, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად აშენდა გვირაბი.

ჩვენი მთავარი ქალაქები შენდება, ნათდება და ლამაზდება.

ნახეთ როგორი ლამაზია თბილისი!

ვინც დასავლეთში გამოივლის, ყველას ვთავაზობ, რომ შეიაროს და ღამის სენაკი ნახოს.

ვერავინ წარმოიდგენს, რომ საქართველოს რომელიმე ქალაქის მსგავსი სახეცვლილება შესაძლებელი იყო.

ასობით ახალი სკვერი, სათამაშო მოედანი და სპორტული მოედანი აშენდა.

ბორჯომის პარკი ბოლომდე განადგურებული, დანგრეული და პროფკავშირების მიერ „პრივატიზირებული“ და მიტაცებული იყო.

ეს პარკი ამ ორგანიზაციას ჩამოვართვით და ისეთი პარკი ავაშენეთ, როგორიც ამერიკელებს, ფრანგებს და სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც კი შეშურდებათ.

ჩვენი პოლიციის რეფორმას ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტ-კომუნისტური სივრცისთვის.

ამერიკელების მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, დღეს ქართული პოლიციის ნდობის რეიტინგი 75 პროცენტია.

ასეთი რეიტინგი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნების პოლიციას თუ აქვს, ევროპაში არსად სხვაგან, მსგავსი არ ყოფილა.

მინდა გითხრათ, რომ მათ ეს ნდობა დამსახურებულად მოიპოვეს - ეს არის ზრდილობიანი, გამართული, მოწესრიგებული, წესიერი და მოტივირებული პოლიცია.

ეს არის პოლიცია, რომელმაც, მაგალითად, გუშინ ცხინვალის ციხიდან ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლების უნიკალური ოპერაცია განახორციელა.

ეს არის პოლიცია, რომელმაც ამავე რეგიონში ზაფხულში ორი ტერორისტი დააკავა და ძალიან ბევრ საშიშ დამნაშავეს პასუხი მოთხოვა.

ეს არის პოლიცია, რომელმაც საქართველოში ორგანიზებული დანაშაული დაამარცხა - ჩვენს ქვეყანაში ვერც ერთი სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფლად ვერ გადაადგილდება.

მსგავს შედეგს ვერც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ვერ მიაღწია.

ჩვენ ამას მივაღწიეთ და ამ გზაზე უკან დახევას არ ვაპირებთ.

ვინც რა არ უნდა თქვას, დამნაშავეობასთან, კანონის ფარგლებში ძალზე ულმობელი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ საქართველოში ნამდვილი, ძლიერი ჯარი ჩამოვაყალიბეთ.

გუშინ სამეგრელოს ტერიტორიაზე, პირველად, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, სენაკის დიდი სამხედრო ნაწილი გავხსენით.

ძალზე გამახარა იმ ფაქტმა, რომ ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, კოპენჰაგენში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად პირველად დაასახელა.

ადრე ეს საჯაროდ არასოდეს არ თქმულა.

საქართველოსთვის კი, ნატო-ს წევრობა, რაც უახლოეს წლებში შეიძლება განხორციელდეს (არ დაგიმალავთ, ორი წლის წინათ, ეს პირადად მეც წარმოუდგენელ ოცნებად მიმაჩნდა), ყველაზე ძლიერი პოლიტიკური სამხედრო ბლოკის მიერ საქართველოს საზღვრების ურღვეობის დაფიქსირებას ნიშნავს.

წელს ჩვენ რუსეთის ბაზების გაყვანა დავიწყეთ, დავდეთ დიდი პოლიტიკური ხელშეკრულება, რაც მრავალი თაობის ოცნება, მათ შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ანდერძის ნაწილიც იყო.

ვამაყობ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოცნებისა და ანდერძის აღსრულების დღეს, შემიძლია მის სულს და გმირის შთამომავლებს მოვახსენო: ანდერძის არა მარტო ის ნაწილი შესრულდა, რომ ქაქუცას ნეშტი თავისუფალი საქართველოს მიწას დაუბრუნდებოდა, არამედ ისიც, რომ საქართველო უცხოური შეიარაღებული სტრუქტურებისგან გათავისუფლებულიყო.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ არა მხოლოდ დავიბრუნეთ აჭარა, არამედ მისი აღმშენებლობის არნახული პროცესიც დავიწყეთ.

ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი, დღეს გაჩუმებული არიან, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ.

აჭარაში, წარსული პრობლემების მიუხედავად, მშენებლობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს.

ბევრად უფრო მეტის ჩამოთვლა შეიძლება: მაგალითად, რამდენად წინ წავიდა ქართული კულტურა; როგორ აღორძინდა ქართული ბალეტი, რომელიც სულ რაღაც ერთ წელიწადში მსოფლიო არენაზე გავიდა; როგორ განახლდა ჩვენი თეატრები და კულტურის სახლები; პირველად, მრავალი წლის შემდეგ, მასიურად იხსნება კინოთეატრები.

კინოთეატრი დღეს ზუგდიდშიც გავხსენით, მეც იმ ბავშვებივით ბედნიერი ვიყავი, რომლებთან ერთადაც მულტიპლიკაციური ფილმი ვნახე და უნდა ვთქვა, რომ თავი პარიზში, ლონდონში, ან სხვა ნებისმიერ მსგავს ქვეყანაში მეგონა.

დღეს ზუგდიდში პროკურატურა გავხსენით, რომელიც მართლაც, საუკეთესო გერმანულ, ჰოლანდიურ პროკურატურას ჰგავს.

სხვათა შორის, ზუგდიდის პროკურორი და სამხარეო პროკურატურის ხელმძღვანელი როლანდ ახალაია ნამდვილი გმირია, რადგან მან 2-3 წლის წინათ შევარდნაძის რეჟიმს გამოწვევა ესროლა - პოლიციისა და პროკურატურის რეფორმის ჩემეულ ვარიანტს მხარი დაუჭირა და ამისათვის სამსახურიდან გააგდეს, თუმცა მას უკან არ დაუხევია.

შედეგად ჩვენ ახალი პროკურატურა, ახალი პოლიცია მივიღეთ და დღეს ის სამხარეო პროკურორია.

მიმაჩნია, რომ იმ კადრების დაფასება, რომლებმაც ყველაზე რთულ წლებში რეფორმატორული და წესიერი სულისკვეთება შემოგვინახეს, ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანაა.

ყველა ეს წარმატება, რომლითაც რევოლუციის ორი წლისთავზე თქვენს წინაშე წარვსდექი, მთავრობის სატრაბახო და დასაკვეხნი, ჩემი ან მთლიანად ხელისუფლების მიღწევა არ არის.

ეს ქართველი ხალხის საერთო გამარჯვებაა და ეს არის ის, რისთვისაც ვარდების რევოლუციის მონაწილეებს მრავალი საუკუნის შემდეგაც ეტყვიან მადლობას.

არსებობენ ცინიკოსები, რომლებიც ჩვენს გამარჯვებებს მუდმივად აქილიკებენ და ტალახში სვრიან.

ვიცი, რომ ტელე-არხებით მუდმივად მიმდინარეობს დებატები და მათი უმეტესი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია, მაგრამ ამ დებატების დროს სულ მახსენდება დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები.

ასეთ ხალხს ილია შემდეგნაირად ახასიათებდა: „ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ - დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო; თითქოს მარტო იმისათვის, რომ ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ - აი უარმყოფელი და, მაშასადამე ბრძენი! თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს უმალ მიუჩენდა საკუთარ ადგილს“.

ასეთი ხალხი ხომ მრავლად არის და რა უნდა ვქნათ?

ისევ ილიას დავესესხები: „ბრიყვსა და სულელს რომ შენი ჭკუა უჩვენო, მხოლოდ ერთი გზა გაქვს - ხმა არ გასცე და საქმე აკეთო. ენა ყველასა აქვს, ჭკუა ცოტას. ერიდე დავას მოლაყბეებთან!“

ეს არის ჩემი რჩევაც ყველა ჩემი თანამებრძოლისთვის მიცემული.

ამ ხალხისათვის და სხვა ქვეყნებში ჩვენი არაკეთილმოსურნეთათვის ჩვენი პასუხი კი ის იქნება, რომ ჩვენს თაობებს და შვილიშვილებს ვათქმევინოთ - თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის პერიოდში ცხოვრობდა ის თაობაა, რომლის დროსაც საქართველო ნამდვილი სახელმწიფო გახდა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც თანამედროვე ქართული პოლიცია შეიქმნა; ეს ის თაობაა, რომელმაც საქართველოში ძლიერი ჯარი ჩამოაყალიბა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც ჩვენი ქვეყანა უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთებისგან გათავისუფლდა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდა (ჩვენ ამას რამდენიმე წელიწადში მივაღწევთ); ეს არის თაობა, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დადგა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც სოფლის მეურნეობა განვითარდა და მოწინავე გახდა; ეს არის თაობა, რომელმაც სამართლიანი განათლების სისტემა და სამართლიანი სოციალური მოდელი შექმნა; ეს არის თაობა, რომელმაც მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა.

და რაც მთავარია, ჩემო ძვირფასებო, ყველა ვინც დღეს მიყურებთ, მინდა დაფიქრდეთ - ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ისტორიაში შევიდეთ, როგორც თაობა, რომლის ძალისხმევითა და უშუალო მონაწილეობით, პირველად, დავით აღმაშენებლის ეპოქის შემდეგ, საქართველო ხელახლა გაერთიანდა.

ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება, ამას გულწრფელად გეუბნებით.

როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენი შემოსავალი, ერთ სულ მოსახლეზე, იგივე იყო, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეხლა ისინი 4-5-ჯერ გვისწრებენ, ხოლო რუსეთი 2-3-ჯერ გვისწრებს.

იმისათვის, რომ ეს ჩამორჩენა უკან მოვიტოვოთ და მათ გავუთანაბრდეთ, ყოველწლიურად დიდი ტემპით უნდა ვიზრდებოდეთ.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ვინგრეოდით, და ამის გამოსწორებას დრო დასჭირდება.

წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თითქმის, 9 პროცენტს შეადგენს.

რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ნავთობი აქვს და ამის გამო უფრო სწრაფად უნდა ვითარდებოდეს) მხოლოდ 5 პროცენტია, უკრაინის ანალოგიური მაჩვენებელი, სამწუხაროდ, მხოლოდ ნულსა და 2 პროცენტს შორისაა.

ნავთობის გაძვირების მიუხედავად, რაც დიდ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ თითქმის 9 პროცენტს მივაღწიეთ.

თუმცა იმისათვის, რომ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და თუნდაც რუსეთს დავეწიოთ, ყოველწლიურად, 6-7 წლის განმავლობაში, ასეთი, ან უფრო მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება.

ჩვენნაირი ეკონომიკის პირობებში მეტი ზრდა წარმოუდგენელია, რადგან 100 პროცენტიანი ზრდა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ეკონომიკაში არ მომხდარა და ამ მხრივ, არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

ე.ი. ჩვენ რამდენიმე წლიანი სტაბილური, თანმიმდევრული ზრდა გვჭირდება.

ამას კი, მოთმინება, ურთიერთთანადგომა, დიდი სიბრძნე და საქმისადმი შორსმჭვრეტელი მიდგომა გვესაჭიროება.

ჩვენ უკიდურესად მომთმენნი უნდა ვიყოთ, რადგან წინ ძალიან ბევრი სირთულე გველოდება.

ჩვენზე დიდი ზეწოლა განხორციელდება, რადგან ყველა მიხვდა, მათ შორის, ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც, რომ შეგვეძლია ჩვენი ქვეყანა წარმატების მოდელად ვაქციოთ.

საქართველოს მთელი მსოფლიო, მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე უყურებს.

ვეღარავინ ამბობს ჩვენზე, როგორც ერთი წლის წინათ ამბობდნენ, რომ ჩავფლავდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგება.

თუმცა ჩვენი არაკეთილმოსურნე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო წელში ვერასდროს გაიმართოს, რადგან მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცესა და მეზობელ ქვეყნებში (ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებს ვგულისხმობ) ეს თავისუფლების ერთ დიდ ტალღას გამოიწვევს.

ამისათვის დიდი გამძლეობა და მოთმინება გვჭირდება.

რევოლუციის ორი წლისთავზე, მსურს, სწორედ ამისკენ მოგიწოდოთ.

ჩვენ უნიკალური შანსი გვაქვს, მაგრამ, სხვაგვარად, ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ.

მთავარი, რასაც ეკონომიკური ზრდის პირობებში გპირდებით არის ის, რომ ყველა შემოსავალი თანაბრად განაწილდება, მთელი ფული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი ბავშვების განათლებას, მოხუცებულთათვის უკეთესი პირობების შექმნას მოხმარდება.

იმისათვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს განვითარებული ქვეყანა, იმისათვის, რომ ჩვენი მილიონ-ნახევარი მოქალაქე დავიბრუნოთ, გავმთლიანდეთ და ჩვენი მთავარი სანუკვარი ოცნება ავისრულოთ, თითოეულ ჩვენგანს მუხლჩაუხრელი შრომა მართებს.

ჩვენი სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება და ჭეშმარიტი არსი კი, სწორედ ეს არის.

მსურს გითხრათ, ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში დავდივარ და ჩემმა მეგობრებმა და ჟურნალისტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ზუგდიდიდან ჩავჯდებოდი ავტობუსში და თანამებრძოლებთან ერთად ორი წლის წინანდელ მარშრუტს გავიმეორებდი.

ვფიქრობ, რომ მსგავსი თეატრალური ჟესტები სხვა პოლიტიკოსებს უნდა დავუტოვოთ, მით უმეტეს, რომ ამის მსურველი და მოყვარული ბევრია.

ჩვენ ერთხელ უკვე წავედით ზუგდიდიდან თბილისში და საქართველოს დედაქალაქი გავათავისუფლეთ.

თბილისის გათავისუფლების გარეშე, ბათუმს ვერ გავათავისუფლებდით, მაგრამ დღეს აქ უკვე სხვა მარშრუტი გვაქვს - შემდეგ ჯერზე სამეგრელოდან ჩვენი მესამე დიდი ქალაქის, სოხუმისა და ჩვენი აფხაზეთის გასათავისუფლებლად წავალთ.

ეს ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება და მიზანია.

ჩვენი აღქმული მიწა აქედან რამდენიმე კილომეტრშია და მას აფხაზეთი ჰქვია.

ჩვენი სახელმწიფოს დანიშნულება აფხაზეთისა და აფხაზების დაბრუნებაა.

მთელი ჩვენი ძალების მობილიზაცია რომ დაგვჭირდეს, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, მთელი შიდა რეზერვი უნდა გამოვიყენოთ, შეუძლებელი შევძლოთ და ეს გავაკეთოთ.

ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ამის წინააღმდეგი ძალზე მძლავრი ძალა იქნება, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა და საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების წარმომადგენელმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოვახერხეთ სასწაულის მოხდენა.

წმინდა გიორგის მფარველობითა და ქართული ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ თავისუფლებისა და წარმატების ტალღას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აუცილებლად გავავრცელებთ, ისევე, როგორც ეს ევროპის საგრძნობ ნაწილზე მოვახერხეთ.

ჩვენი აღქმული მიწა, ჩვენი აფხაზეთი ჩვენგან შველას ითხოვს.

საქართველო ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება და ვერც აფხაზეთი იქნება წარმატებული, თუ ის საქართველოს სრულფასოვანი თანასწორი სუბიექტი არ გახდება.

ჩვენ ბევრი ადამიანი გვყავს თბილისშიც და სხვაგანაც, ვისთვისაც ყოველდღიური კინკლაობა, ერთმანეთის ლანძღვა და პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასი აფხაზეთი.

მართალია, ასეთები სრულ უმცირესობაში არიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, ტელევიზიით ისინი უფრო ჩანდნენ.

ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ჩვენ, ვისაც ჩვენი სამშობლო გვიყვარს, ვისაც ღირსება და თავმოყვარეობა გვაქვს, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს - თავისუფლებისა და დემოკრატიის ტალღა, რომლის გავრცელება ზუგდიდიდან დაიწყო და თბილისსა და ბათუმს მიაღწია, აუცილებლად გადაედება სოხუმს და საქართველო მთლიანი, თავისუფალი, ბედნიერი და წარმატებული იქნება.

დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ზუგდიდში // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 20 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2711&i=1

73 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სამების საკათედრო ტაძარში

▲ზევით დაბრუნება


თქვენო უწმინდესობავ!

პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ!

პატივცემულო სტუმრებო!

მსურს პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას.

მე და ჩემმა მეგობრებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე მუშაობა 1997 წლიდან დავიწყეთ.

მაშინ ქართული ემიგრაციის იმ ნაწილმა, რომელიც ლევილში ჩვენს მამულს და ქაქუცას საფლავს უვლიდა, ჩათვალა, რომ ამისთვის ნიადაგი ჯერ არ იყო მომზადებული.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ანდერძის მიხედვით, ის თავისუფალ საქართველოში უნდა გადმოსვენებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაჭრილია, ის მაინც თავისუფალია.

საქართველო გათავისუფლდა არა ფორმალურად, არამედ სულიერად.

საქართველომ ირწმუნა საკუთარი ძალების, ირწმუნა იმის, რომ მას რთული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია.

ჩვენ ყოველთვის გვყავდა ეროვნული გმირები. როდესაც საქართველოს სამეფო გაუქმდა და ჩვენი არისტოკრატიის უდიდესმა ნაწილმა ეროვნული დამოუკიდებლობა ჩინ-მედლებზე, ეპოლეტებზე და მაღალ ხელფასებზე დიდი სიამოვნებით გაცვალა, საქართველოს უკანასკნელმა დედოფალმა მარიამმა საპატიო გადასახლებაში წასვლაზე უარი თქვა.

როდესაც დამპყრობელი ჯარის გენერალმა ძალადობის გამოყენებით დედოფლის სახლიდან გამოყვანა შეძლო, მან ხანჯალი იშიშვლა და გენერალი ციციანოვი მოკლა, რის შემდეგაც ხელბორკილდადებული მარიამი ჩრდილოეთში ფეხით ჩაიყვანეს.

ამ ხნის განმავლობაში მისი სახელი ტაბუდადებული იყო.

არავის აწყობდა იმის დაფიქსირება, რომ საქართველოში იყო ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

1832 წელს ქართული არისტოკრატიის საუკეთესო ნაწილი აჯანყდა, მაგრამ ის მარცხით დასრულდა.

ჩვენ ყოველთვის გვყავდა ხალხი, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ.

შემდეგ 60-იან წლებში თერგდალეულთა თაობა - ილია ჭავჭავაძე გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ მომკვდარა და ქართული ეროვნული სული აღორძინდება.

მან საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ფეხით მოიარა და თქვა, რომ ერთიანი, მრავალეთნიკური წარმომავლობის მქონე ერი, მზად არის ხელახლა გაერთიანდეს და აღორძინდეს.

ჩვენ ბევრი სხვა ქარტეხილი დაგვატყდა, იყო ორი მიმართულება: სერგო ორჯონიკიძე, რომელიც საქართველოში დამპყრობლებს ხელახლა შემოუძღვა. ჩვენდა სასირცხვილოდ ამ ჯარის სათავეში ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები იყვნენ.

მათ წინააღმდეგ კი ნამდვილი პატრიოტები - სომხები, ქათველები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები იბრძოდნენ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი იყო.

მაშინ ორჯონიკიძის გზამ დროებით იმარჯვა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა.

საქართველოში წინააღმდეგობის გაწევის მცდელობები ოდითგანვე იყო. კათალიკოსმა ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას წერილი მისწერა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოითხოვა. ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. მან ეს კარგად იცოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე იგი შეგნებულად წავიდა. როდესაც ბოლშევიკებმა ის აწამეს, მან ამაყად განაცხადა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული საქართველოს, ჩემი სხეული თქვენთვის მომიცია ჯალათებო, რაც გინდა ის უყავით მას“. ეს არის ჩვენი ეროვნული აღორძინების მთავარი არსი.

საქართველოში ყოველთვის იყვნენ ორჯონიკიძეები, მაგრამ ათ ორჯონიკიძეზე ყოველთვის მოდიოდა ერთი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთი ექვთიმე თაყაიშვილი, ერთი მარიამ დედოფალი, ისინი საბოლოო ჯამში გამარჯვებულები აღმოჩნდებოდნენ.

მე მიხარია, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში ჩვენი შეიარაღებული ჯარების წარმომადგენლები ფორმაში ჩაცმულები მოვიდნენ.

ჩვენ ქედს ვიხრით მათი გამბედაობის წინაშე!

მე დღეს აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ბავშვი ვნახე, ეს სრულიად სხვა თაობაა.

ეს არის ის თაობა, რომელიც საქართველოს მთავარ სიმბოლოებს - ხუთჯვრიან დროშას, საქართველოს ჰიმნს, აბუჩად არასოდეს აიგდებს, იმიტომ რომ ეს ბავშვები ქვეყნის პატივისცემას ითავისებენ და მათ ბევრ ბრიყვზე უკეთესად იციან საკუთარი ქვეყნის ფასი.

საქართველოში ორჯონიკიძეები დღესაც არიან, ჩართეთ ტელევიზორი და მათ იქაც ნახავთ, მაგრამ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ ქაქუცას დროს საქართველო სახელმწიფო არ იყო, ქაქუცას დროს საქართველო დაშლილი იყო. დღეს საქართველო სახელმწიფოა, ის არ არის ჯერ ერთიანი, მაგრამ აუცილებლად წავა ამ გზით.

ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ჩვენ ვერასოდეს ვერავინ დაგვამარცხებს.

მე გუშინ თქვენი სახელით მხედრული სალამი მივაგე ქაქუცა ჩოლოყაშვილს, იმიტომ რომ ის საქართველოს ყველაზე გაბედული და ერთგული ჯარისკაცი იყო, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, თუმცა უკან ერთი წუთით არ დაუხევია.

როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან მიდიოდა, ბათუმის საზღვრიდან უკან მობრუნდა, მობრუნდა სრულიად წაგებულ თამაშში, რადგან ნათელი იყო, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა.

მან ჩათვალა, რომ თავის ქვეყანაში ბოლომდე უნდა ებრძოლა.

როდესაც მეტეხის ციხეში მყოფი შეფიცულები დასახვრეტად მიჰყავდათ, ისინი სასაკლაოზე სიმღერით თავაწეულები მიდიოდნენ. ისინი არც ფანატები იყვნენ და არც გიჟები, მათ სამშობლო უყვარდათ და ესმოდათ რას ნიშნავდა მისთვის თავგანწირვა.

მათ სწამდათ, რომ ათწლეულების შემდეგ ჩვენ შევიკრიბებოდით და მათ გმირობას დავაფასებდით - ეს არის მთავარი რწმენა, რომელიც ჩვენი ერის სულისკვეთებას გამოხატავს და იმასაც, რომ ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ერთიანობისა და აღმშენებლობის ეპოქაში, იმ ეპოქაში, რომელიც გვქონდა და მომავალშიც აუცილებლად გვექნება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ყველა ჩვენი დაღუპული ეროვნული გმირების ხსოვნის წინაშე.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სამების საკათედრო ტაძარში // საქართველოს რესპუბლიკა. - 2005. - 22 ნოემბერი. - N271 (5304). - 1 გვ.

74 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო ფორუმი „ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაცია“ გახსნა

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით!

მინდა განსაკუთრებული აღტაცება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის სტუმრების მიმართ და აღვნიშნო, რომ მათი სტუმრობა პირადად ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს.

დღესვე ჩვენ რამდენიმე პრეზიდენტის ჩამოსვლას ველოდებით.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული, დემოკრატიისათვის მებრძოლი ადამიანების აქ ყოფნა, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია.

განსაკუთრებული პატივია დიდი ევროპელი ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოაზროვნის ანდრე გლუკსმანის საქართველოში ჩამოსვლა.

მე ბავშვობიდან მისი წიგნებისა და სტატიების დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

16 წლის ასაკში, შესაძლოა ბევრი არ მესმოდა, თანაც მაშინ ამ წიგნების კითხვა საკმაოდ საშიში იყო.

მე განსაკუთრებულად ვაფასებ მის ნოვატორულ აზროვნებას და უნდა აღვნიშნო, რომ ის დღემდე ევროპის ერთ-ერთ დიდ მოაზროვნედ რჩება.

დიდი პატივია ნათან შარანსკის აქ ყოფნა.

იგი თავისუფლებისათვის ბრძოლის უმაღლეს იდეალს განასახიერებდა.

ის არის ადამიანი, რომელიც 1970-80-იან წლებში ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

ეს არის ადამიანი, რომელიც იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც არავის არაფრის სჯეროდა.

ყველაზე დამაბნეველი იყო იმ ადამიანის გამოჩენა, რომელსაც გარკვეული იდეალები ჰქონდა, ეს იდეალები კი, იმის საწინააღმდეგო იყო, რასაც საბჭოთა რეჟიმი ქადაგებდა.

მე მისი წიგნების ერთგული მკითხველი ვარ.

მისი წიგნი დემოკრატიის შესახებ კლასიკური ახსნაა იმისა, თუ რა უპირატესობები აქვს დემოკრატიას ყველა სხვა რეჟიმთან შედარებით.

ჩერჩილმა ერთხელ ორაზროვნად თქვა: დემოკრატია არის ყველაზე უკეთესი ყველა უარეს სისტემათა შორის.

შარანსკიმ თავის წიგნში დაასაბუთა, რომ დემოკრატია ყველაზე უკეთესი და კარგი სისტემაა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს.

ამ ორი პიროვნების ჩამოსვლა და ასევე ყველა თქვენთაგანის აქ ყოფნა, ნათელი დასტურია იმისა, თუ რას ნიშნავს ვარდების რევოლუცია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

მე არ დავიწყებ დღეს საუბარს ვარდების რევოლუციისა და მისი შემდგომი ეტაპის შედეგებზე.

ამის შესახებ თავის გამოსვლაში აშშ-ს სენატორმა ჯონ მაკკეინმა დეტალურად ისაუბრა.

ეს იყო არა მხოლოდ მეგობრის, არამედ საქართველოს ყველაზე მიუკერძოებელი შემფასებლის სიტყვები.

ეს იყო ის სენატორი, რომელმაც შევარდნაძის დროინდელი რეჟიმის კორუმპირებულობაზე და უკანონო ქმედებებზე პირველმა აიმაღლა ხმა.

ეს ის სენატორია, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და ბევრ უცხოელ დამკვირვებელთან კონფლიქტში შევიდა.

სენატორმა მაკკეინმა აქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა და ამ ადამიანებს სიმართლე უთხრა.

ხშირად ამბობენ, რომ რევოლუციის წინა პერიოდში უცხოეთი მხარს გვიჭერდა - ეს სრულ სიმართლეს არ შეესაბამება.

უცხოეთში ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს საშიში იყო და ძალადობის საფრთხეს შეიცავდა.

მე კარგად მახსოვს, რომ თბილისში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც წუთი-წუთზე ელოდნენ ძალადობის, სროლისა და სისხლისღვრის დაწყებას.

უკრაინაში ბევრი დიდი ქვეყნის ტელეკომპანია არ ჩავიდა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ იქ არაფერი საინტერესო არ მოხდებოდა - არჩევნები გაყალბდებოდა, მაგრამ არავინ გაისროდა და ყველა დაიშლებოდა.

მე თვითონ ვიმუშავე იმაზე, რომ უკრაინაში ჟურნალისტები ჩასულიყვნენ და პირველი, ვინც იქ ჩავიდა, ქართველი ჟურნალისტები იყვნენ.

იქაც მოვლენები ისე განვითარდა, როგორც საქართველოში.

მსურს განსაკუთრებული პატივი მივაგო პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ პირველი საბჭოთა ქვეყანა, სადაც ძველი პოლიტიკური კლასის არც ერთი წარმომადგენელი არ დარჩა და სადაც პოლიტიკური ელიტა მთლიანად გამოიცვალა.

ამაში დიდი როლი ზურაბ ჟვანიას ფაქტორმა და მისმა პიროვნებამ შეასრულა.

ის მსოფლიოს ყველა კუთხეში გვაგროვებდა, ისე, როგორც ამას შემდგომ ჩვენ ვაკეთებდით.

შედეგად, ქვეყნის სათავეში სრულიად სხვა ხალხი მოვიდა.

მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას მართავენ.

ქვეყნის სათავეში ჩვენი მოსვლისას სტერეოტიპები შეიქმნა იმის თაობაზე, რომ ჩვენ გამოუცდელი ხალხი ვიყავით, რომელიც ურთიერთობას დიდხანს ვერ შეძლებდა, დაიშლებოდა და ერთმანეთს გადაეკიდებოდა.

ამას ამბობდა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატთა უმრავლესობა.

ამას წერდა უცხოური და ჩვენი გაზეთების უმრავლესობაც.

გავიდა ორი წელი და არავინ არსად წასულა.

ყველა, ვინც ლიდერი იყო, ადგილზეა და ჩვენ, როგორც არასდროს, ერთიანები ვართ.

მეორე სტერეოტიპი იყო ის, რომ ეს გამოუცდელი ხელისუფლებაა, რომელსაც ქვეყნის მართვასთან დაკავშირებით წარმოდგენა არა აქვს.

პირველი თვეებიდან რაც გაკეთდა, ეს მწყობრი, გამართული გეგმის ნაწილი იყო.

ეს იყო ხელფასებისათვის ფულის მოპოვება, გადასახადების აკრეფის ზრდა, ამაზე დაფუძნებით, მთელი ბიუროკრატიის რეფორმირება, ამის პარალელურად, ინფრასტრუქტურის განვითარების დაწყება, როგორც ეკონომიკური განვითარების საფუძველი, შემდეგ კი, ქვეყნის ინსტიტუციონალიზაცია.

ქვეყნის სათავეში რეფორმატორთა ჯგუფი მოვიდა, რომელმაც დამარცხებულ და წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით, გამოცდილება 1995 წლიდან დააგროვა.

მესამე სტერეოტიპი იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ პოპულისტები, რომლებიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდნენ.

ქვეყანაში ეს შეხედულება მარტივად გაქრა.

მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს.

ენერგოსექტორის რეფორმირებისას წლის დამდეგს ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 7 პროცენტს ვაგროვებდით.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც თანხას არ გადაიხდიდა, ელექტროენერგიას ვერ მიიღებდა და ეს უკიდურესად არაპოპულარული განცხადება იყო.

სექტემბერში ტყიბულში, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რაიონია, საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ დეპუტატთა არჩევნები გვქონდა.

ამ პერიოდში ტყიბულს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რადგან მოსახლეობა დენის გადასახადს ვერ იხდიდა.

ხალხს იქ მართლაც ძალიან უჭირს, უმუშევრობის დონე მაღალია და ქალაქში, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობა ნაკლებ როლს ასრულებს.

ჩვენი დეპუტატობის კანდიდატს კი ყველა პირობას უყენებდა: თუ დენს ჩართავთ, ხმას მოგცემთ, თუ არა და ოპოზიციას დავუჭერთ მხარსო.

ოპოზიცია უკვე გამარჯვებას ზეიმობდა.

არ დაგიმალავთ, რომ ამ საკითხს განვიხილავდით და, რაღაც მომენტში, მართლაც გადავწყვიტეთ, ელექტროენერგია რამდენიმე დღით მაინც ჩაგვერთო (ამ ხერხს ძალიან ბევრი ქვეყნის მთავრობები მიმართავენ-ხოლმე).

თუმცა, არჩევნების წაგების ფასადაც კი, ეს ნაბიჯი არ გადავდგით და ჩვენმა კანდიდატმა, დენის არ ჩართვის პირობებში, ხმათა 87 პროცენტი დააგროვა.

მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ნოღაიდელი ერთ-ერთი ყველაზე „ავი“ მომხრე იყო იმისა, რომ ყველა შემთხვევაში დაგვეცვა წესები და არჩეული გზიდან არ გადაგვეხვია.

აგვისტოში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ესტუმრა და ბორჯომის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამთო კურორტზე, ბაკურიანში უნდა ავსულიყავით.

გზად, წაღვერში, სადაც ზოგადად ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, იმ დროს გადაუხდელობის გამო, ელექტროენერგია გათიშული იყო.

ელექტროენერგიის მოთხოვნით, მოსახლეობა გზის გადაკეტვას აპირებდა.

ამ ფაქტს კი, მსოფლიოს რამდენიმე ტელეკომპანია გააშუქებდა და ყველას უჩვენებდა როგორი „პოპულარულია“ საქართველოს მთავრობა.

ჩვენ ამ მუქარის შიშითაც არ ჩავრთეთ დენი მანამ, სანამ ხალხმა დახარჯული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა; არც გზა გადაუკეტია ვინმეს, ბაკურიანიც დავათვალიერეთ და კმაყოფილიც დავრჩით.

ამ თვის ბოლოს დენის საფასურის აკრეფის მაჩვენებელი უკვე 80 პროცენტს აღწევს - ე.ი. 7 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გავზარდეთ.

ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო ბრძენი, უფრო ორგანიზებული და გონებაგახსნილია, ვიდრე ეს ე.წ. პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილს წარმოედგინა.

ნახეთ, როგორი დამოკიდებულებაა პოლიციის მიმართ.

საქართველოში წელიწად-ნახევრის წინათ პოლიციის ნდობის რეიტინგი 5 პროცენტს შეადგენდა, დღეს პოლიციის ნდობის რეიტინგი კი, ამერიკელების გამოკითხვების მიხედვით, 75 პროცენტს აღემატება.

ასეთი მაჩვენებელი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნებში, შვეციასა და ნორვეგიაში თუ არის და მსგავსი არც იტალიაში ყოფილა, არც საფრანგეთსა და გერმანიაში.

რა შეიძლება იყოს ინსტიტუციონალიზმის ამაზე მეტი გამოვლინება?

ჩვენ ახალი საპროცესო კოდექსი შემოვიღეთ და ვთქვით, რომ მოქალაქე ვალდებულია ითანამშრომლოს პოლიციასთან.

საქართველოში იყო შექმნილი სტერეოტიპი, რომ აქ ხალხს აწამებენ, მაგრამ დღეს უკვე არსებობს „ამნესტ ინტერნეშენალისა“ და „ჰუმან რაითს ვოჩის“-ის გამოკვლევები, რომლებშიც ნათქვამია, რომ საქართველოში წამების არც ერთი ფაქტი აღარ ფიქსირდება.

ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ იხუმრა კიდეც, რომ „ამნესტ ინტერნეშენალის“ ბოლო მოხსენება შეგვიძლია წითელ წიგნში შევიტანოთ, რადგან ამ ორგანიზაციას მსგავსი დადებითი გამოხმაურება არც ერთი ქვეყნის მიმართ არ ჰქონიაო.

ჩვენ აღარ ვცემთ ხალხს, მაგრამ დანაშაულის გასახსნელად საზოგადოების მხრივ თანამშრომლობას ვითხოვთ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება პოლიციას ინფორმაციით არ უზრუნველყოფს, დამნაშავეები თავისუფლად ივლიან.

პოლიტიკური კლასის უმეტესმა ნაწილმა სწორედ ამ ტერმინით „იყვირა“, რომ ეს „ჩაშვების“ დაკანონება იყო.

ამას ე.წ. სერიოზული პოლიტიკოსები და ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი პარლამენტის ტრიბუნიდან, გაზეთებით, პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ამბობდნენ.

ინტელიგენციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე ამბობდა, რომ „მთავრობამ დააკანონა ჩაშვება“, ეს სიტყვები გუშინწინ პირადად მოვისმინე.

თუმცა ჩვენმა ხალხმა ეს გამონათქვამები არაფრად ჩააგდო.

მათ იციან, რომ ეს „ჩაშვება“ კი არა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან თანამშრომლობაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას იმაზეც ვიღებთ, რომ ჩვენს სამეზობლოში არ იყვნენ ნარკოტიკებით მოვაჭრეები, კრიმინალები, რომლებმაც შესაძლოა ხვალ შვილი მოგვიკლან, დაგვისახიჩრონ, ან უკეთეს შემთხვევაში სცემონ.

საზოგადოება ბევრად უფრო მომზადებული, გონებაგახსნილი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი საჯარო პირი, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობს და მსჯელობს.

ამიტომ დღეს მადლიერება უნდა გამოვხატოთ და პატივი მივაგოთ არა ცალკეულ პოლიტიკოსებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს.

თუმცა აქ იმყოფება რევოლუციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერები, რომლებმაც დასახული მიზნის მისაღწევად, თავი გადადეს და, ფაქტობრივად, გაწირეს კიდეც.

ჩვენი აღტაცებაც, სწორედ, ხალხის მიმართ უნდა გამოვხატოთ, რადგან მან აჩვენა, რომ ბევრად უფრო მომზადებული, ორგანიზებული და ბევრად უფრო გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მნიშვნელობა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.

უდაოა, რომ მოლოდინი ძალიან დიდი იყო.

ყველაზე დიდი წყევლა, რაც შეიძლება საქართველოს ხელისუფალისთვის ყოფილიყო, არჩევნებში ხმათა 96 პროცენტის მიღება იყო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ იმედის გაცრუება უსაზღვრო რაოდენობის ადამიანისთვის შეგეძლო.

თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული კვლევების შედეგად ორი წლისთავზე ხელისუფლების რეიტინგი 75 პროცენტზე მეტია.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მომთმენი და ბრძენი აღმოჩნდა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წინ დიდი გამოწვევები გვექნება, მაგრამ საქართველოში, მთავარი რამ, კულტურული რევოლუცია ხორციელდება.

საქართველოში ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენ პროცენტს შეაგროვებენ გამოკითხვების მიხედვით ესა თუ ის ლიდერები, მთავარია ის, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხი უპრეცენდენტოდ გაიზარდა; მთავარია ის, რომ ჩვენ ნდობა მივიღეთ განათლების, სამართალდამცავ, საგადასახადო სისტემებში და ეს ჩვენი მთავარი კაპიტალია.

ლიდერების მიმართ ნდობა იწევს და იკლებს, ლიდერები, მინისტრები, მთავრობები შეიცვლებიან, მაგრამ მთავარი, რაც არ უნდა შეიცვალოს არის ის, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ.

ეს ვარდების რევოლუციის მთავარი გაკვეთილია.

ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მაჩვენებლები მაღალია, მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანია, მთავარი საფუძველი, რომელსაც ეს თაობა ქმნის არის ინსტიტუტებისადმი ნდობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი.

რა თქმა უნდა, ამ მხრივ, კულტურული რევოლუცია დასრულებული არ არის.

მთავარი გამოწვევაც სწორედ ისაა, რომ თავისუფლების პირობებში საზოგადოების ყველა ფენაში პასუხისმგებლობის შეუქცევადი დამკვიდრება შევძლოთ, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკური სპექტრი, თუ მთლიანად საზოგადოება.

დღესდღეობით ბევრი ცნების გადაფასების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მთავარი რაც მოხდა ისაა, რომ ქართულმა საზოგადოებრიობამ საკუთარი საზოგადოების საკუთრება თავის ხელში აიღო.

შემთხვევითი არ არის, რომ ყველას უყვარს ქართული დროშა.

ორი წლის წინათ, ქვეყნის დროშა სახლში არავის არ ჰქონ ნდა და ქართველებმა ეს კარგად იციან.

დღეს კი არ არის ოჯახი, განსაკუთრებით რეგიონებში, ვის სახლშიც საქართველოს დროშა არ ინახება და ასეთი ოჯახი თბილისშიც ბევრია.

ამ დროშას სხვადასხვა დღესასწაულის დროს ხალხი თავად ფენს, რაც კომუნისტების პერიოდისგან რადიკალურად განსხვავებული მოვლენაა.

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, საბჭოთა საქართველოს დროშა საგანგებოდ მოჰქონდათ-ხოლმე, რათა აივნიდან გადმოგვეფინა.

დღეს ამის თქმა არავის სჭირდება, ხალხი თავად აკეთებს ამას.

დღეს საქართველოში, ეროვნების მიუხედავად, არც ერთი ბავშვი არ არის, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ჰიმნი არ იცის.

ორი წლის წინათ საქართველოს ჰიმნის სიტყვები არავინ იცოდა, ჩემი, როგორც მინისტრისა და ოპოზიციონერის, ნებისმ მიერი თქვენგანისა და წინამორბედი პრეზიდენტის ჩათვლით.

ეს მხოლოდ სიმპტომებია და იმის გამოხატულება, თუ რა შეიცვალა.

ადამიანები გრძნობენ, რომ ეს მათი ქვეყანაა და დღეს თბილისის ყველა უბანში, კორპუსებში ამხანაგობები იქმნება, რომლებიც ბიუჯეტიდან ფულს ითხოვენ, რათა თავად შეაკეთონ გზები, გააკეთონ მოედნები.

ისინი ამბობენ, რომ მათ უკეთ იციან რისთვის უნდა დაიხარჯოს ფული და ისინი ამ ფულს მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო ფორუმიევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაციაგახსნა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 22 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2709&i=1

75 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ფორუმზე „ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაცია“

▲ზევით დაბრუნება


უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან ესტონეთის, რუმინეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ისევე, როგორც სხვა სტუმრები - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ლეგენდარული ზორან ჯინჯიჩის მეუღლე, რომელიც სერბეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს და ასევე ბევრი გამოჩენილი პოლიტოლოგი.

მათი უმრავლესობა თქვენს წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა.

გუშინ ვნახე, თუ როგორ იზეიმა ჩვენმა მეგობარმა, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის რევოლუციის ერთი წლისთავი და პირადად ჩემთვის ეს ძალიან ამაღელვებელი იყო.

ჩვენი რევოლუციის ისტორია წარსულის ისტორიაა, მაგრამ ამავდროულად ეს გამბედაობის, სიმამაცის, იმედისა და მომავლის ისტორიაა.

მინდა გავიხსენოთ, თუ როგორი იყო საქართველო და მთლიანად ეს რეგიონი ორი წლის წინათ.

იმ პერიოდში ეს სრულიად მივიწყებული და კორუმპირებული, არშემდგარი სახელმწიფოების რეგიონი იყო და ეს არა მარტო საქართველოს, არამედ ამ რეგიონის ყველა ქვეყანას ეხებოდა.

ევროპა სრულიად სხვა პლანეტაზე იყო.

აქ უკიდურესი სიღარიბე სუფევდა და ხალხს ამ სიღარიბის გადალახვის ყოველგვარი იმედი დაკარგული ჰქონდა.

დღეს აქ დევიდ ლინჩმა კარგად თქვა, რომ მთავარი მითები, რომელიც ამ რეგიონს უკავშირდებოდა იყო ის, რომ საქათველო არშემდგარი სახელმწიფოს წარმოადგენდა, კავკასიური საზოგადოებები კლანურ საზოგადოებებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც სახელმწიფოდ ვერასდროს ჩამოყალიბდებოდნენ. მათი მართვა შეუძლებელი იქნებოდა და საერთოდ, ამ რეგიონში თანამედროვე სახელმწიფო არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო.

ვარდების რევოლუციამ, შემდეგ კი, უკრაინის რევოლუციამ ეს მითი მთლიანად დაამსხვრია.

გეოპოლიტიკაში და ზოგადად, ევროპის ისტორიაში ეს ნამდვილი ტექტონური ძვრებია.

ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, რეგიონისთვის ეს ორი წელი მიღწევებისა და მოლოდინის გამართლების წლებია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოლოდინის გამართლება შეუძლებელია.

როდესაც წარმატებებზე ვლაპარაკობთ, მინდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არ არის.

პიროვნულ გმირობასა და სიმამაცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მსურს რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, თუ რატომ არის ეს ყველაზე მთავარი.

ეს არ იყო მხოლოდ ლიდერების გამბედაობა, ეს იყო სრულიად უბრალო და უცნობი ადამიანების სიმამაცე, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე გამოჩნდნენ, შემდეგ კი, შესაძლოა ყველას დაავიწყდა.

ვარდების რევოლუცია ძალადობის გამოუვლინებლობის კლასიკური მაგალითია.

იმ პერიოდში ძალადობას ყველა ელოდა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს მმართველმა რეჟიმმა, საქართველოს წინა პრეზიდენტმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა; გასცა ბრძანება, რომ პოლიციას ძალა გამოეყენებინა; გასცა ბრძანება, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან თბილისისკენ მომავალი ხალხი ნებისმიერი მეთოდით და, მათ შორის, ძალის გამოყენებით შეეჩერებინა.

შედეგად, პოლიციამ ცეცხლი გახსნა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, სადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ ცეცხლი გახსნა ქართლში და სამეგრელოს რეგიონში, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებას სრულიად მიტოვებული ჰქონდა და ის კრიმინალებს, ყაჩაღებსა და გასამხედროებულ ფორმირებებს „გადააბარა“.

იქ ადგილობრივ ბანდიტებს დაევალათ, რომ პროტესტის ნებისმიერი გამოვლინება სისხლის ფასად ჩაეხშოთ და ეს მიმართული იყო, როგორც რევოლუციის ლიდერების (თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც კი იყო ორგანიზებული და მართლაც სასწაულით გადავრჩით), ისე ხალხის წინააღმდეგ.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დადგა მომენტი, როდესაც დაშინებამ და ტერორმა ვეღარ გაჭრა - „მანქანა“, რომელიც ძალის გამოყენებისთვის იყო მომართული, იმდენად გაუმართავი და დაჟანგული იყო, რომ თავისი ბოლომდე ვერ გაიტანა, თუმცა ამის მცდელობა ჰქონდათ.

ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ, ქალბატონმა მანანა სტურუამ დიდი სიმამაცე გამოიჩინა, შეიარაღებულ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოხსნა, რაც მას, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

მინდა დღეს მას ქართული სახელმწიფოს სახელით ღირსების ორდენი გადავცე.

როდესაც გამბედაობაზე ვლაპარაკობთ, მსურს მოგახსენოთ, რომ ქალბატონი მანანა საზოგადოების წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა.

მანამდე არავინ იცოდა მისი სახელიც კი და პირადად მე ნანახიც არ მყავდა.

მისი საქციელი მოქალაქის გმირობის ნიმუში იყო.

მან იმ „მანქანის“ წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც მანამდე დაუსჯელად მოქმედებდა და დარწმუნებული იყო, რომ ძალის გამოყენების პირობებში მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი, ახალგაზრდა ადამიანი ამ „მანქანას“ დაუპირისპირდა.

ქვეყანას და რეგიონს, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, ძალიან დიდი მომავალი აქვს.

როდესაც მომავალზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი მომავალი აქ მყოფი ხალხია; ჩვენი მომავალი ერთმანეთთან ყოფნაშია; ჩვენი მომავალი არის ესტონეთი, რომელიც, სულ რაღაც 14 წლის წინათ ჩვენნაირი საბჭოთა ქვეყანა იყო, მაგრამ დღეს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონით ყველაზე წარმატებული მოდელია არა მარტო პოსტს საბჭოთა სივრცეში, არამედ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და წარმატებული სახელმწიფოა.

ესტონეთი არის სახელმწიფო, სადაც ყველაზე კარგად განვითარებული მაღალი ტექნოლოგიებია, რითიც ის კონკურენციას იაპონიას, ბევრ სხვა აზიურ და სკანდინავიურ ქვეყნებს თანაბარ დონეზე უწევს.

ესტონეთი არის ქვეყანა, რომელსაც სტაბილური პოლიტიკური სისტემა აქვს.

სხვათა შორის, ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც დამოუკიდებელი ესტონეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ესტონეთის მთავრობას აგონებს, რომელიც ესტონეთში დამოუკიდებლობის შემდეგ მოვიდა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ არნოლდ რუუტელი, რომელიც ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერი იყო და დღემდე ამ ქვეყნის პრეზიდენტია, დღეს საქართველოში, ჩვენს გვერდით იმყოფება და ეს შემთხვევითი არ არის.

მსურს რუმინეთზე ვისაუბრო.

თუ ჩვენ განვითარების ჩვენთვის ყველაზე ახლობელ და მნიშვნელოვან მოდელზე ვლაპარაკობთ და ვკითხულობთ, თუ საიდან მოდის ენერგია, ეს რუმინეთის სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველოს დიდი ისტორიული კავშირი აქვს.

ეს უძველესი პოლიტიკური და სავაჭრო კავშირებით, ასევე რუმინეთის დიდი განმანათლებლის - ანთიმოზ ივერიელის, დიდი ქართველი პატრიოტის რუმინეთში მოღვაწეობით იწყება.

რუმინეთი საქართველოსთვის, როგორც ისტორიულად, ასევე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი წლებიდან უდიდესი ინტერესის საგანი იყო.

გაიხსენეთ როგორ კომენტარებს აკეთებდნენ საქართველოში რუმინეთის საშინაო პოლიტიკაზე, როგორ ვადარებდით ერთმანეთს ჩვენს და რუმინელ მოღვაწეებს ამ წლების განმავლობაში.

მინდა გავიხსენო ისიც, რომ რუმინეთი პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

ეს 1991 წლის შემოდგომაზე მოხდა და საქართველო ამას არასოდეს დაივიწყებს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელიც ჩვენთვის განვითარებისა და წინსვლის ნათელი მაგალითია.

რუმინეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამ ორგანიზაციაში ჩვენ მათი დახმარებით ვაპირებთ შესვლას, რადგან, ამ შემთხვევაში, რუმინეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს - შავ ზღვაზე ის ჩრდილო-ატლანტიკური სტრუქტურების ლიდერია.

უსაფრთხოების პოლიტიკურ სფეროში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ჩვენთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

რუმინეთი ის ქვეყანაა, რომელმაც იქიდან დაიწყო, სადაც დღეს საქართველო იმყოფება.

რუმინეთს დღესდღეობით ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ძალზე ენერგიული, ნოვატორი და საინტერესო ადამიანია და მიმაჩნია, რომ საკუთარი ქვეყნისადმი პრეზიდენტ ბასესკუს მიდგომა რუმინეთის განვითარების დაჩქარების თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი მაგალითია.

რუმინეთის ევროკავშირში ყოფნა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ შავი ზღვა ევროპის შიდა ზღვა გახდეს, როგორც, მაგალითად, ხმელთაშუა ზღვა.

ეს იდეაც პრეზიდენტ ბასესკუს ეკუთვნის და ეს იდეოლოგია მან ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა.

პირადად მე, მადლიერი ვარ მისი, რადგან იგი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს სათავეში სრულიად გაცნობიერებულად ჩაუდგა და ამისათვის მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო.

რა თქმა უნდა, უკრაინასაც უნდა შევეხო.

უკრაინის რევოლუცია პირადად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

უკრაინელი ხალხი ძალიან მიყვარს და ამ ხალხის წინაშე თავს მოვალედ ვგრძნობ, მაგრამ გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ხალხი ჩვენი მოძმე ერია.

საბჭოთა კავშირის დროს ერთმანეთის სიყვარულს გვაძალებდნენ, მაგრამ იძულებით ჭეშმარიტ სიყვარულზე ლაპარაკიც არ შეიძლება.

თავისუფლების პირობებში დამყარებული ურთიერთობა და ამ პირობებში გაჩენილი სიყვარული უნიკალური მოვლენაა, რომელიც ცოტა ერს თუ რგებია წილად.

როდესაც უკრაინის რევოლუციის დროს განვითარებულ მოვლენებს ვადევნებდი თვალყურს, ისეთივე განცდა მქონდა, როგორიც ფეხბურთელს ეუფლება საყვარელი გუნდის მატჩის დროს - თავადაც რომ უნდა მოედანზე გასვლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არა აქვს.

იმ პერიოდში თითოეული ჩვენგანი ძალიან ნერვიულობდა.

იმ დღეებში საქართველოს მინისტრთა კაბინეტი მოვიწვიე და ვკითხე, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

პასუხად, მათ მომიგეს, რომ საქართველოს ამბები არ იციან, თუმცა კარგად იციან რა ხდება უკრაინაში.

იმ დღეებში და იმ წუთებში მთელი საქართველო უკრაინის გულშემატკივარი იყო და სწორედ ამით ცხოვრობდა.

ჩვენ ერთმანეთს რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების გამოცდილებას ვუზიარებთ.

უკრაინის თითოეული გამარჯვება საქართველოსა და მთლიანად რეგიონის გამარჯვებაა, რადგან ჩვენი საერთო მომავალი არა მარტო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ წარმატებული, დემოკრატიული განვითარების მოდელია და სწორედ ეს არის მთავარი.

დემოკრატიის წარმატება კანონის უზენაესობის გარეშე შეუძლებელია.

ჩვენი მთავარი მონაპოვარი მყარი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, კანონის უზენაესობის დამკვიდრების დასაწყისი (რადგან წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი), სიტყვის თავისუფლება და ხალხის მიერ საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღებაა.

ეს ჩვენი, ხალხის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანაა.

ეს არის არა რომელიმე მთავრობის, არა პრეზიდენტის, არა რომელიმე პარტიის, არამედ სახალხო მმართველობაში მყოფი ქვეყანა და ქვეყნები.

საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობა ხალხმა იკისრა და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მთავარი მონაპოვარია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას დიდი მომავალი გვაქვს, არსებული კონფლიქტები კი, მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.

მადლობელი ვარ უკრაინისა და რუმინეთის, რასაც ისინი რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანად მოსაგვარებლად აკეთებენ.

ჩვენ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად ამ გეგმის განხორციელებას შევძლებთ.

1 დეკემბერს კიევში ვიკრიბებით, რათა „დემოკრატიული არჩევნის“ კონფერენცია შედგეს და ეს კარპატებისა და ბორჯომის დეკლარაციების გაგრძელება იქნება.

დაახლოებით, ერთი წლის წინათ კარპატებში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა დაიწყო.

ბორჯომის დეკლარაციამ კიევის კონფერენციისთვის ფორმატი შექმნა, რომელიც დეკემბერში გაიმართება.

შემდეგ ბუქარესტში ვიზიტს ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ რუმინეთი ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ერთი რამ სრულიად ნათელია - დემოკრატიის დამყარების უნივერსალური მეთოდი არ არსებობს.

მთელი წლის განმავლობაში პრეზიდენტი კუჩმა ამბობდა, რომ უკრაინა საქართველო არ არის, თუმცა უკრაინაშიც ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენს ქვეყანაში.

პრეზიდენტმა აკაევმა ვარდების რევოლუციის თაობაზე წიგნი დაწერა, რომელშიც კარგი არაფერი უთქვამს ჩვენზე - ყირგიზეთშიც იგივე განმეორდა.

ერთი რამ სრულიად ნათელია, რევოლუციის მოდელი არ არსებობს, თუმცა ფერი, რომელიც უკრაინამ აირჩია, რუმინეთის მსგავსი იყო და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც იგივე ფერი დომინირებს.

იმ დემოკრატიული ტალღის შემდეგ, რომელიც რუმინეთში იყო და რა თქმა უნდა, ბალტიისპირეთმა დაიწყო, ჩვენს ქვეყნებსაც გადმოედო და აღარავის - არც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და არც მთელს მსოფლიოში, აღარ შეუძლია თქვას, რომ ჩვენს ხალხს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.

ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ რა იარაღითაც არ უნდა გვებრძოლონ, რა თავზეხელაღებულებიც არ უნდა იყვნენ და რა ძალაც არ უნდა გამოიყენონ, არის მომენტი, რომლის იქით ხალხი მაინც ყველაფერს საკუთარ ხელში აიღებს.

ეს ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღის მთავარი გაკვეთილია.

ზოგი ამას უფრო მეტი რეფორმირებით პასუხობს, ზოგი კი, მეტი რეპრესიებით.

საბოლოოდ, შედეგი ყველასათვის ერთია - მეტი თავისუფლება, სასურველია ნაკლებ ფასად და ადამიანთა ნაკლები ტანჯვის პირობებში.

თუმცა თავისუფლების ამ ტალღას ალტერნატივა არა აქვს.

ნამდვილი სახელმწიფოებრიობა მხოლოდ თავისუფლებისა და დემოკრატიის პირობებში იქმნება.

დემოკრატიის, თავისუფლების, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების, ინსტიტუტების გაძლიერება, მოქალაქეთა მიერ საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობის აღების პირობებში, საქართველოს ბოლო ორი წლის გამოცდილებაა.

ამ საზეიმო დღეს კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს სტუმრებს მივესალმო და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო, რადგან წმინდა გიორგი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა - სწორედ ეს მოხდა ორი წლის წინათ საქართველოში და ერთი წლის წინათ კიევში.

დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ფორუმზეევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაცია“ // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 23 ნოემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2707&i=1

76 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

▲ზევით დაბრუნება


მინდა მოგესალმოთ და გიორგობის ბრწყინვალე დღესას სწაული მივულოცო მთლიანად ჩემს ერს, ჩემს ძვირფას თანამემამულეებს!

მრავალ გიორგობას დავესწროთ ბედნიერად, დიდი და ახალ-ახალი გამარჯვებებით, ჩემო ძვირფასებო!

ორი წლის წინათ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ყველას მიერ დავიწყებული საქართველო, დასაცინად განწირული ქვეყანა, რომლის მომავლის ბევრ ჩვენს თანამემამულესაც არ სჯეროდა, მთელი მსოფლიოსთვის (ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ) მისაბაძ მაგალითად გვექცია.

ის, რაც ჩვენ ზუგდიდსა და თელავში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ და მის კედლებში დავიწყეთ, გადაედო უკრაინას (აქ იმყოფება ჩემი მეგობარი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც ტყუილის თქმის საშუალებას არ მომცემს) და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არაბულ სამყაროს, სხვა კონტინენტებს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას და ყველამ გაიგო სად მდებარეობს საქართველო.

საქართველო თავისი გამბედაობით, დიდსულოვნებით, სიყვარულით, საკუთარი თავმოყვარეობითა და ღირსებით მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი გახდა.

ჩვენი ერი განსაკუთრებული ერია, ჩვენი თავისუფლება განსაკუთრებულია.

ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველოდება.

თავისუფლება - რომელიც მოვიპოვეთ, თავისუფლება - გამოვხატოთ საკუთარი აზრი, თავისუფლება - სწორად ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენლები, თავისუფლება, რომ ჩვენი მიწის ბატონ-პატრონები თავად ვიყოთ - მოთმინებას მოითხოვს.

ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ ეს ერთი მეასედია იმისა, რაც უნდა გავაკეთოთ.

ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

საქმე, რომელიც ჩვენ თქვენთან ერთად დავიწყეთ, ამ ბავშვების, ყველა ჩვენგანის გასაგრძელებელია.

ეს საქმე იმისათვის უნდა გავაგრძელოთ, რომ საქართველო საბოლოოდ გადარჩეს და საბოლოოდ მოიპოვოს თავისუფლება, რომელიც ჩვენ განსაკუთრებით გვეკუთვნის.

მე მინდა ჩვენს ქვეყანას და მთელ თავისუფალ სამყაროს ეს დიდი დღესასწაული კიდევ ერთხელ მივულოცო.

გუშინ ჩვენ ერთად მივულოცეთ უკრაინას რევოლუციის წლისთავი და პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ თქვა, რომ უკრაინის რევოლუცია საქართველოს რევოლუციის გაგრძელება იყო.

ჩვენი თავისუფლება ჯერ კიდევ არ არის საბოლოო.

ჩვენი ძმები, ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი ცხინვალი გათავისუფლებას კვლავაც მოითხოვს.

თავისუფლებისა და დემოკრატიის ტალღა, რომელიც თბილისში წამოვიწყეთ, გიორგობის მეორე დღესასწაულზე ბათუმში გაგრძელდა, მთელ საქართველოში გაგრძელდება.

ევროპის გათავისუფლების ტალღა, რომელიც ჩვენს მეგობრებთან ერთად დავიწყეთ, აუცილებლად გაიმარჯვებს.

დღეს ჩვენ ისევე გვიყურებს მთელი მსოფლიო და ევროპა, როგორც არაერთხელ.

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს წინ.

ძალიან დიდი ძალისხმევა და მუხლჩაუხრელი შრომა გვჭირდება იმისათვის, რომ უკან არ დავიხიოთ, რომ ის ბოროტი ძალები დავამარცხოთ, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას ჩვენთან და ჩვენს გარშემო უპირისპირდება, რათა საბოლოოდ გავიმარჯვოთ და საბოლოოდ მივაღწიოთ თავისუფლებას.

გილოცავთ გიორგობას, ვარდების რევოლუციის ორი წლისთავს.

მინდა კიდევ ერთხელ მოგეფეროთ ყველას.

რევოლუციის დროს მე, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ერთად ვიდექით, მაგრამ რევოლუციის, ამ მოვლენების ნამდვილი გმირები თქვენ ხართ, ის ადამიანები, რომლებმაც ყოველივე ეს შექმენით.

მინდა ქედი მოვიხარო მრავალეროვანი საქართველოს წინაშე.

ჩვენ საბოლოოდ, მთელი მსოფლიოს დასანახად, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

გილოცავთ 23 ნოემბერს, გიორგობას, გამარჯვებას და რევოლუციის დღეს!

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 23 ნოემბერი, 2005. - ხელმის საწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2706&i=1

77 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნაზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით!

დღეს ისტორიული დღეა.

მინდა ყველას მოგილოცოთ ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნა.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ეს სკოლა ზურაბ ჟვანიას სახელს ატარებს. პოსტსაბჭოთა ეპოქიდან გამოსვლასა და საქართველოს, როგორც სრულფასოვანი და მისაბაძი ქვეყნის ჩამოყალიბებაში ზურაბ ჟვანიას დიდი როლი მიუძღვის. იგი ჩვენი ეპოქის გამოჩენილი მოღვაწე იყო, ამას ისტორია შეაფასებს.

ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის ფაქტი, რომ მან ქართულ პოლიტიკაში პოსტ-ნომენკლატურული თაობა მოიყვანა, მოიყვანა ის ხალხი, რომელსაც არცერთ დროს არცერთ მთავრობაში არ უმსახურია, მაგრამ თავისი შეგნებით და მენტალიტეტით მიხვდა იმას, რომ ჩვენ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა გვჭირდება.

1994 წელს, ზურაბ ჟვანია ნიუ-იორკში ჩემთან და სანდრასთან სტუმრად ჩამოვიდა. ჩვენ მაშინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ბევრს ვსაუბრობდით, თუმცა იმედი გვქონდა, რომ ქვეყანა ქაოსური და დამცირებული მდგომარეობიდან გამოვიდოდა, რომ საქართველოს კარგი მომავალი ექნებოდა.

ის, რაც საქართველოში ახლა ხდება, ჩვენი პირველი საუბრების გაგრძელება და განვითარებაა.

მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვხსნით ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციულ სკოლას.

საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, რომლის იდენტურობა არის ის, რომ იგი სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანებისაგან შედგება. ეს არის ქვეყანა, რომელიც რელიგიური ტოლერანტულობით გამოირჩევა. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერეა.

ჩვენი სახელმწიფო ეკუთვნის ყველას, ვინც აქ ცხოვრობს. მისი აღმშენებლობისათვის ყველამ უნდა იზრუნოს.

ამ მხრივ, ეს სკოლა მრავალმნიშვნელოვანია.

ჩვენ პირველად ვაძლევთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას ამ ადამიანებს, რათა დაეუფლონ ქართულ ენას, შეისწავლონ ადმინისტრაციული კოდექსი, ვინაიდან ეს ადამიანები შემდეგში სახელმწიფო აპარატში სხვადასხვა დონეზე დაინიშნებიან.

ჩვენ ახალ სახელმწიფო აპარატს ვაყალიბებთ.

ამ ხალხმა ახალი ქართული სახელმწიფო უნდა შექმნას, ეს ისტორიული მომენტია.

არ შემიძლია არ აღვნიშნო განათლების სფეროში კახა ლომაიას მეთაურობით დაწყებული რეფორმები. ეს არა მარტო საქართველოს ისტორიული რეფორმა, არამედ მთელი პოსტს საბჭოთა სივრცისათვის უპრეცენდეტო წარმატებაა.

რამოდენიმე ხნის უკან ქუთაისში კინოთეატრი გავხსენით, სადაც ბევრი გახარებული ბავშვის სახე ვნახე. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

საბჭოთა კავშირის შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი თავისი საერთო საცხოვრებლით არ შექმნილა.

დღეს აქ ვნახეთ ევროპული დონის საერთო საცხოვრებელი, ისეთივე, როგორშიც მე სტრასბურგსა და ამერიკაში მიცხოვრია.

ჩვენ თანამედროვე ცხოვრების ატრიბუტებს ვიბრუნებთ, რითაც მე ვამაყობ.

მე ვამაყობ იმით, რომ ვიწყებთ სკოლების გარემონტების პროგრამას. მომავალ წელს ქუთაისში ნახევარი სკოლები ევროპულ დონეზე გარემონტდება.

მე მინდა ისეთი სკოლები, სადაც სასადილო, სველი წერტილები, სპორტული დარბაზები, განათლების დონე და კომპიუტერიზაცია იქნება ისეთივე, როგორიც ევროპული დონის სკოლებშია.

თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, ეს უნდა გავაკეთოთ. მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობაა.

მომავალი წლიდან საქართველოში კაპიტალურ მშენებლობებში 500-700 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. თუ ჩვენ რეალურად შევხედავთ, ქვეყანაში საკმარისი პროფესიონალი მუშახელი არ მოიძებნება. დღეს საქართველოში გზებს თურქები და გერმანელები აგებენ.

ჩვენ პროფტექნიკური სასწავლებლები უნდა აღვადგინოთ.

წინა მთავრობის დროს პროფტექნიკური სასწავლებლები საერთაშორისო დონის აკადემიად გადაკეთდა. ქვეყანაში ამ სასწავლებლებმა არსი დაკარგეს, რის გამოც პროფესიონალები ვეღარ მივიღეთ.

ჩვენ შევქმნით 10 და მეტ პროფტექნიკურ სასწავლებელს, სადაც ადამიანებს მოვამზადებთ და პროფესიას მივცემთ. ამ პროფტექნიკურ სასწავლებლებში სტუდენტებს ექნებათ სტიპენდია და მომზადდებიან იმ პროფესიებში, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს. ფოთში, აგარაში, აჭარაში ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ პროცესის გასაგრძელებლად ჩვენ შრომის ბაზარი უნდა მოვამზადოთ.

საქართველოში სრულიად ახალი ტიპის სამოქალაქო სამსახური შეიქმნა. ჩვენ ამ სამსახურის ეფექტურობის სამი პრინციპი გვაქვს: კომპეტენტურობა, კორუფციასთან ბრძოლა და იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ.

საქართველოში სამოქალაქო სამსახური ამ სამ პრინციპზე დგას. როგორც კი რომელიმე პრინციპი დაირღვევა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაირღვევა.

ჩვენ არ გვაქვს დიდი რაოდენობით ნავთობი, რომ მხართეძოზე წამოვწვეთ; ჩვენ გვაქვს შინაგანი ორგანიზებულობა და სიძლიერე. ხშირად კამათობენ კადრების ცვლილებაზე. თუ ადამიანი თავს ვერ ართმევს დაკისრებულ მოვალეობას, გად დავიყვანთ სხვა სამსახურში. ჩვენ ოპტიმალური შედეგი უნდა მივიღოთ.

თუმცა კადრებში სტაბილურობაც უნდა იყოს. ბიუჯეტის მიღებასთან ერთად. კადრები შემცირდება, შემდეგ მოხდება დასტაბილურება. სამოქალაქო სამსახურში კადრები უნდა იყოს განსაკუთრებით პატარა, რათა ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვეს. ამ მხრივ უკან დახევას არ ვაპირებთ.

ჩვენ გვინდა სტაბილური კადრები. როცა ახალი მინისტრი მოდის, ძირითადი ბირთვი უნდა დარჩეს უცვლელი. სამი პრინციპი ყველამ უნდა დააკმაყოფილოს.

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ. ყველა საუბრობდა, რომ შევარდნაძის ჩინოვნიკებზე ვიძიეთ შური. ყველას კარგად ახსოვს კლასიკური ისტორია ვაკე-საბურთალოს გამგებლის შესახებ. დღეს სად არის ეს გამგებელი, ყველამ იცის. ეს ჩვენი ხელისუფლების სიძლიერეა. ასევე ყველას ახსოვს პარლამენტის წევრები, რომლებსაც დანაშაულზე პასუხი ვაგებინეთ.

ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს მთავრობა კორუმპირებულია. ეს მუდმივი კონტროლისა და წნეხის პირობებშია შესაძლებელი.

დღეს ყველა მონდომებულია და ხვდება იმას, რომ სხვანაირად შეიძლება მართვა. ხალხი კი არ არის მსახური სამოქალაქო სამსახურის, არამედ სამოქალაქო სამსახურს აქვს პატივი და ღირსება, რომ ემსახუროს ხალხს. ჩვენ ქვეყნის სამსახურში ათასობით წესიერი მოსამსახურე გვჭირდება. სხვანაირად პროფესია არაფერს არ ნიშნავს.

ჩვენი მლანძღველი კარიერისტების ხროვას ჰგონია, რომ პრეზიდენტობა ფუფუნებაა. პრეზიდენტობა ჩვეულებრივი პროფესიაა. იმ დღეს, როცა შედეგი არ მაქვს, ცუდი დღეა და ცუდ ხასიათზე ვარ. თუ ადამიანი შედეგებზე ორიენტირებული არ არის, მისი ფასი კაპიკია, გინდა პრეზიდენტი იყოს, გინდა გაეროს გენერალური მდივანი და გინდა ავტოსადგომის მეპატრონე. ეს ყველა მმართველის პრინციპია.

დღეს მე ვარ გახარებული იმით, რომ ორი თვის წინ დანაპირები სკოლა გავხსენით. ჩვენ ჩვენს დანაპირებს ვასრულებთ.

თქვენ ხართ ბედნიერი თაობა. აქ სხვადასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანები არიან. მე კონკურსის წარმატებით ჩატარებით კმაყოფილი ვარ. თითოეული თქვენთაგანი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ თითოეული თქვენთაგანი ახალ ქართულ სახელმწიფოში თანამდებობის პირი გახდება ისეთ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც დავით აღმაშენებელმა შექმნა და რომლის ხელახლა შექმნისათვის ჩვენ ვზრუნავთ. თქვენ იმუშავებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ერთად ააშენებს ქართულ სახელმწიფოს; სადაც ყველას წინსვლისათვის თანაბარი პირობა და შანსი ექნება.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნას.

ეს დღე საქართველოსა და თქვენს ისტორიაში ჩაიწერება.

მე მჯერა, რომ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ნათელი და სწორი მომავალი.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლის გახსნაზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 9 დეკემ მბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2705&i=1

78 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენებთან ერთად გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე

▲ზევით დაბრუნება


მოგესალმებით ყველას!

დღეს ძალზე მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

ასეთი ტიპის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში პირველად იმართება და მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტრადიციებს ჩვენ მხოლოდ ახლა ვაყალიბებთ.

ჩვენ შევქმენით ახალი გერბი; ჰიმნი, რომელიც ყველას უყვარს; დროშა, რომელიც ყველაზე ლამაზია; გაგვიჩნდა საკუთარი თოვლის ბაბუაც, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა და ერთ დღეში ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქცა.

დღეს კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ვმართავთ ნამდვილ საქველმოქმედო ვახშამს.

დღევანდელი ვახშმის განმავლობაში ერთ საათს ერთად გავატარებთ. თქვენგან შემოსული თანხის სანაცვლოდ კი, შემდეგი ორი-სამი თვის განმავლობაში 20 ათასი ადამიანი კარგად გამოკვებას უფასოდ შეძლებს.

ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა.

მსგავსი საქველმოქმედო საღამოების გამართვას წელიწადში ორჯერ - 26 მაისსა და წინასაახალწლო დღეებში ვაპირებთ.

აქ დღეს იმ კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქართული ბიზნესის ელიტას წარმოადგენენ.

აქვე მსურს დავსძინო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველი გაცილებით მეტი იყო, თუმცა ადგილების სიმცირის გამო მხოლოდ იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლები ამოვარჩიეთ, რომლებიც გადასახადებს იხდიან, კანონს იცავენ და არც ამ ვახშამს დამაყვედრიან.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამას წინათ ტელევიზიით მოვისმინე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ქალბატონის კომენტარი, რომელიც თურმე 10 ვეტერანს აჭმევდა; თუმცა იმის გამო, რომ ფინანსური პოლიცია გადასახადების სრულად გადახდას სთხოვს, მათ გამოკვებას ვეღარ ახერხებს.

მან ისიც თქვა, რომ სააკაშვილი მეგობრებს უწოდებს მათ, ვინც ხალხს უფასოდ აჭმევსო, მაგრამ ფინანსური პოლიციის შემოწმების შემდეგ მან ამ „მეგობრობას“ ვერაფერი გაუგო.

მსურს აღვნიშნო, რომ ასეთი ხალხი აქ ვერ მოხვდება და არც მე მივალ მათთან.

თქვენ კი ის ადამიანები ხართ, ვისაც საქართველოს საჯარო ხელისუფლება ეყრდნობა, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვამაყობთ, თქვენი ფულის წყალობითაა - თქვენს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე კეთდება გზები, შენდება სკოლები, ქართული შეიარაღებული ძალების გადაიარაღება ხდება, მოქმედებს ქართული პოლიცია.

დღეს კი თქვენი პირადი შემოსავლის ნაწილს აძლევთ იმ ხალხს, ვისაც დღეს საქართველოში შია.

ამ დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, სირცხვილია რომ ქვეყანაში შიმშილია და უფასო სასადილოების გახსნა დიდად სატრაბახო არ არის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ შიმშილი ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის.

ძალზე ბევრი მშიერი ადამიანი მყავს ნანახი ამერიკაშიც და რუსეთშიც.

რუსეთის ტელევიზიით ნიშნისმოგებით ამბობენ ხოლმე, რომ საქართველოში მშივრებს ვაჭმევთ. მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვაჭმევთ, ისინი კი - არა.

ეს საზოგადოების სიმწიფისა და განვითარების ნიშანია და არა განუვითარებლობის.

დღეს საქართველოში ერთმანეთს ორი სხვადასხვა მენტალიტეტი ებრძვის.

ამის დასტურად მსურს საახალწლო დეკორაციების მაგალითი მოგიყვანოთ.

თბილისში და ქვეყნის სხვა რეგიონებში, ისე როგორც არასდროს, ძალიან ბევრი სინათლე და დეკორაციაა.

საზოგადოების 90 პროცენტს ეს უხარია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გლეჯენ გირლანდებს და სახლში ჰკიდებენ.

ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ კარგია, როდესაც საზოგადოდ ქუჩა, ქალაქია განათებული, ხოლო მეორეს სრულებით არ აინ ნტერესებს გარეთ რა იქნება, მთავარია სახლში რა ექნება.

ზოგიერთს სახლშიც არ მიაქვს და ამის მაგალითსაც მოგახსენებთ - ჩამოგლეჯილი გირლანდები და დეკორაციები ბარათაშვილის ხიდზე ასფალტში ფეხით ჩაეტკეპნათ.

ეს არის ამ ორი მენტალიტეტის ბრძოლა, ბრძოლა იმაზე, თუ რა არის ჩვენი შეგნება, ვართ თუ არა საზოგადოება.

გულწრფელად გეტყვით, ქართულ გაზეთებს თითქმის არ ვკითხულობ, რადგან იქიდან ინფორმაციას ვერ ვიღებ და მათი დონე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძალზე დაბალია.

ამას წინათ, შემთხვევით წავიკითხე ინტერვიუ, რომელშიც კულტურის სფეროს წინა ეპოქის ერთ-ერთ წარმომადგენელს ეკითხებიან: „როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას?“ ის პასუხობდა: „ძალიან ცუდად“. მაგრამ არგუმენტი ის იყო, რომ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენს ქვეყანას არც გამოწვევები აქვს, არც ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და მთავარი პრობლემა რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვაა, რადგან ის იქვე ახლოს ცხოვრობს.

მესმის, რომ ადამიანისთვის მთავარი მის ოჯახთან და უახლოეს გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებია, მაგრამ თუ გაქვს პრეტენზია, რომ შენი ნათქვამი მოისმინონ და გაითვალისწინონ, მაშინ უფრო გლობალურად უნდა იაზროვნო.

რუსთაველის გადაკეტვით მას გზა ოდნავ უმრუდდება, სამაგიეროდ კი, მთელი საზოგადოება უკეთ გრძნობს თავს.

ეს ის საკითხია, რაზეც სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

ნახეთ, რა ხდება ქურდებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ქურდის ინსტიტუტი აღარ იარსებებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ ამის აღმოფხვრა სტალინმა ვერ მოახერხა, სააკაშვილი კი, მით უმეტეს ვერ მოახერხებსო.

სტალინმა ეს არ გააკეთა, რადგან, თავის მხრივ, საბჭოთა რეჟიმი დანაშაულებრივი რეჟიმი იყო.

ჩემი და ბევრი თქვენგანის ოჯახი იმ რეჟიმის მიერ განადგურდა და როდესაც საქმე პოლიტიკურ კონტროლს ეხებოდა, ქურდი და კრიმინალი მისი მეგობარი იყო.

ჩვენი პოლიტიკური კონტროლი თავისუფალ საზოგადოებას ემყარება და ამგვარად, არ საჭიროებს იმ მეთოდებს, რომ მელსაც ზემოაღნიშნული წყობა იყენებდა.

მაშინ ჩვენი საზოგადოება იყო „ზონა“, რომელსაც მაყურებლები და ქურდები სჭირდებოდა.

ჩვენ დღეს ამ ინსტიტუტს ვებრძვით და მას ბოლომდე ამოვძირკვავთ.

მაკვირვებს ის, რომ ამაზე საჯაროდ მხოლოდ ხელისუფლება ლაპარაკობს და ის ხალხი, ვისაც წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს საზოგადოებისთვის, არაფერს ამბობს.

კრიმინალური ავტორიტეტების ბოგინი საზოგადოებისთვის მართლაც სახიფათოა, თუმცა გარეთ ისინი უკვე აღარ არიან.

ხვალ კი, ხელს მოვაწერთ კანონიერი ქურდების შესახებ კანონს და ისინი საერთოდ აღარ იარსებებენ.

თუ ვინმეს ქურდობა მოუნდება, მისი ადგილი ციხეში იქნება, ხოლო მისი ქონების ადგილი კი - სახელმწიფო საკუთრებაში, შემდეგ კი კერძო საკუთრებაში გადავა.

ჩვენ იმ სისტემაში ვცხოვრობდით, რომელშიც ცნობილი კრიმინალი და მკვლელი ვატო ყიფიანი ციხიდან რეკავდა და იმ მოსამართლეებს ემუქრებოდა, რომლებმაც მასზე სანქცია გასცეს.

ეს სულ რამდენიმე თვის წინათ იყო.

1993 წელს მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი ბიძა - ჯიმი ყიფიანი დანიშნა.

სწორედ რომ დანიშნა, და უზენაეს სასამართლოს იმ დროს თბილისში ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალის ბიძა მართავდა.

ციხის ადმინისტრაციას ასე მხოლოდ ფორმალურად ერქვა, რეალურად კი მას ქურდები მართავდნენ, სამინისტროებიცა და მთავრობაც ქურდების ხელში იყო.

ტარიელ ონიანი ჩამოდიოდა თბილისში და მის ესკორტს კობა ნარჩემაშვილი უზრუნველყოფდა.

ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით.

ასე მართავდნენ საქართველოს და რომელ ბიზნესსა თუ განვითარებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი?

დღეს ტარიელ ონიანი ესპანეთის მიერ იძებნება, რადგან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ევროპულ ორგანიზაციებთან.

ჩვენი სპეცსამსახურების მონაცემებით ამჟამად იგი მოსკოვში იმყოფება და იგორ გიორგაძის მეშვეობით რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს.

იგი საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის შეტანაში მათ დახმარებას სთავაზობს, სანაცვლოდ კი რუსეთისგან დაცვას ელის.

ამ საქმიდან მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთს კი ღმერთმა შეარგოს ის და თუ სურვილი ექნება, კიდევ რამდენიმე „ონიანს“ გავუგზავნით.

ამჟამად მნიშვნელოვან გამყოფ ხაზზე ვიმყოფებით.

რა არის სახელმწიფოს როლი?

მომავალ წელს ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ.

თუმცა ამ გეგმის ორი მესამედი კერძო სექტორის ინიციატივას წარმოადგენს.

ჭავჭავაძის პროსპექტზე დაგეგმილია ახალი შენობის დადგმა, რომელსაც ძალზე საინტერესო არქიტექტურა აქვს.

მინდა, რომ თბილისი მართლაც ძალზე ლამაზი და მსოფლიოში ცნობილი ქალაქი გახდეს.

ხალხს, რომელიც ამ ულამაზეს შენობას დადგამს, პირადად არ ვიცნობ, ისინი არ მოსულან პრეზიდენტთან და საკუთარი ბიზნესის დაცვა არ უთხოვიათ.

ადგილას, სადაც ეს შენობა დაიდგმება, ვაკე-საბურთალოს ჩვენს მიერ დანიშნული გამგებლის პირადი ჯიხური იდგა და თბილისის ცენტრის ხედს აფუჭებდა.

იგი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და ბიზნესის განვითარებას საშუალებას არ ძლევდა.

ეხლა დავითაძე ციხეშია, ჯიხური დანგრეულია და იმ ადგილას თავისუფალი ბიზნესის მიერ თანამედროვე, ლამაზი შენობა შენდება. სახელმწიფო ამ საქმეში არ ერევა - იგი მხოლოდ ხელს უწყობს მას.

ეს კლასიკური ილუსტრაციაა იმისა, თუ რა არის სახელმწიფოს ახალი როლი ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ ძალზე სწრაფად უნდა განვვითარდეთ.

თუ ჩვენ არ განვვითარდით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პენსიონერი იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული რისკისა და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.

რუსეთის მიერ ბუნებრივი გაზის ფასის გაორმაგება (უკრაინას 4-ჯერ უზრდიან ბუნებრივი გაზის ფასს) სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ამის შესახებ რუსეთის მხარეს ველაპარაკეთ და დავრწმუნდით, რომ ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური საფუძველი არა აქვს.

ჩვენს პროდუქტებს რუსეთის ბაზარი ჩაუკეტეს.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის ზეწოლამ, რომელსაც თავისთავად ბევრი მინუსი აქვს, ბალტიის ქვეყნები ნამდვილ, თანამედროვე სახელმწიფოებად აქცია.

თუ ჩვენ გვინდა, რომ თანამედროვე ქვეყანა და ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს, ასეთ პირობებში ორიენტაცია, ამ რეალობაზე ჩქარი ტემპით მორგება და სხვა ბაზრებზე გასვლა უნდა შევძლოთ.

საქართველოში „ბორჯომზე“ დაუცველი ბრენდი არც ერთი არ იყო, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ბოთლში გაზიანი წყლის ჩასხმა და მისთვის ბორჯომის დარქმევა.

ამ კომპანიამ ბევრი სირთულე გადალახა და საკუთარი ბრენდის შექმნა მოახერხა, თანაც იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ ჰქონდა.

წელს წარმატებული რთველი გვქონდა, ჩამოვასხით ღვინო და 2-3-ჯერ მეტ ღვინოს ვყიდით, ვიდრე როდესმე გაგვიყიდია წარსულში.

კახელმა გლეხმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის სტუმრობის შემდეგ ყურძენი უფრო ძვირად ჩაიბარეს, ვიდრე მანამდე.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

დრო, როდესაც უფროსის შიშით ან ფასი იზრდებოდა ან ღვინის ხარისხი, წავიდა.

ეს სისტემა არასდროს ამართლებდა.

ჩვენ ფაქტორების კომბინაცია გავაკეთეთ - დავიწყეთ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ; რეალურად გავხსენით ბაზრები უკრაინასა და ყაზახეთთან, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ავამუშავეთ.

სახელმწიფოს როლი აქ დასრულდა.

დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია - თქვენ უნდა გახვიდეთ ჩვენს მიერ გახსნილ ბაზრებზე, უნდა იპოვოთ ახალი გამსაღებლები, თქვენ უნდა აიღოთ სერთიფიკატები და ამისათვის ჩვენი საელჩოები თქვენი წარმომადგენლები იქნებიან.

უახლოეს 4 წელიწადში საქართველოს 5-6-ჯერ მეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე დღეს.

მოლდოვა საქართველოსთან შედარებით 9-ჯერ მეტ ღვინოს აწარმოებს. მართალია, მათი პროდუქცია უფრო იაფია, მაგრამ მას გარკვეული ნიშა აქვს დაკავებული.

ჩვენ შეგვიძლია საბჭოთადროინდელი მაჩვენებლები დავიბრუნოთ, რომლებიც დღევანდელს 5-ჯერ აღემატებოდა.

თუმცა ამას საბანკო სექტორის, მინის წარმოების მუშაობა სჭირდება.

საბანკო სექტორის მუშაობას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ სესხების მოცულობის ზრდა 69 პროცენტს შეადგენს. ეს ჩვენს რეგიონში აბსოლუტური რეკორდია (2001 წელს უკრაინას 37 პროცენტი, ხოლო ლატვიას 36 პროცენტი ჰქონდა და ეს მიიჩნიეს რეკორდულ მაჩვენებლად. ბულგარეთს, რომელიც ევროკავშირის წევრია, 29 პროცენტი ჰქონდა).

სესხების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 233 პროცენტით გაიზარდა, ბანკების აქციები 58 პროცენტით გაიზარდა და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ამ სექტორში რუსეთის ბანკებიც შემოვიდნენ.

ჩვენს ბანკებთან ერთად, ყველა ქვეყნის ბანკების აქტიურობას მხოლოდ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ.

მთლიანი დეპოზიტები 40 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ანაბრები ლარებში - 96 პროცენტით.

შესაბამისად იკლებს დოლარიზაციის მაჩვენებელი.

რაც არ უნდა ილაპარაკონ, წელს საქართველოში რეალური ინფლაცია 6-7 პროცენტს შეადგენდა.

ნავთობის ფასი რომ არ მომატებულიყო, ამის ნახევარი იქნებოდა - რუსეთში კი, სადაც ნავთობი არის, რეალური ინფლაცია 12-13 პროცენტს შეადგენს.

ეს სწორი ფინანსური პოლიტიკის და ჩვენი ერთობლივი ქმედებების შედეგია.

მომავალ წელს დიდი პერსპექტივები გვაქვს.

როდესაც ვლაპარაკობთ სამუშაო ადგილების შექმნაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტენსიური და ინიციატივიანი მუშაობა გვჭირდება.

მომავალ წელს საქართველოში მარტო მშენებლობის სფეროში პირდაპირი ინვესტიციების სახით, მინიმუმ, 800 მილიონი ევრო, საერთოდ კი მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

დაახლოებით 200 მილიონი ევრო გზების მშენებლობას მოხმარდება. სახელმწიფო უშუალოდ სახელმწიფო შეკვეთაში დებს ფულს, 100 მილიონი ბათუმისა და თბილისის აეროპორტების მშენებლობებში ჩაიდება, აღარაფერს ვამბობ ასობით ახალ სასტუმროზე შავიზღვისპირეთში, თბილისში ახალი კომპლექსების, ასევე კერძო ბინათმშენებლობაზე. საქართველოში ამის ბუმი მოსალოდნელია და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

თუ ჩვენი ეკონომიკა მილიარდ ევროს აითვისებს, ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმარისი ბეტონის ქარხნები, დანადგარები უნდა გვქონდეს, კვალიფიციური ხალხი უნდა გვყავდეს, რაც დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე კვალიფიციური მუშახელის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩვენ სამუშაო ძალა გვჭირდება.

სენაკში სახელმწიფო დაკვეთით, თურქებთან ერთად სამხედრო ნაწილს ვაშენებდით. ხუთჯერ მოგვიხდა ქართველი ხელოსნების გამოცვლა, იმდენად არაკვალიფიციურები აღმოჩნდნენ ისინი.

მლესავებისა და შემდუღებლების ჩამოყვანაც თურქეთიდან მოგვიხდა.

რა უნდა ამ პროფესიის ადამიანების საქართველოში მომზადებას?

სამწუხაროდ, ამდენი წლის უმოქმედობის შედეგად ეს კომპრომისები დაიკარგა და უკვე აღარ არსებობს.

რეალურად, თუ მომავალ წელს ჩვენს ხალხს კვალიფიკაციას მივცემთ და მათ გამოვიყენებთ, უმუშევრობის პრობლემა თითქმის სრულად აღმოიფხვრება.

დღეს, უმუშევრობაზე მეტად, სიღარიბისა და დაბალი შემოსავლების პრობლემა გვაწუხებს.

ჩვენი საზოგადოების 45 პროცენტი ისეთი შემოსავლით ცხოვრობს, როგორიც არ შეიძლება ცივილიზებული საზოგადოების შესაბამისი იყოს.

ამიტომ, ერთის მხრივ, უფრო რეგულარული სამუშაოების მიცემა გვჭირდება, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხის კვალიფიკაციის ამაღლება.

შემოსავლები მხოლოდ ამის შემდეგ და ისიც ეტაპობრივად გაიზრდება.

სხვაგვარად წარმოუდგენელია.

ჩვენი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ შედარებით იაფი მუშახელი გვყავს, მაგრამ ამ ადამიანებს საკმარისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რათა ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენა ღირსეულად შეძლონ.

ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც, თავის მხრივ, დიდი გამოწვევაცაა.

ამის მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: რიყეზე გაკეთდა სასრიალო მოედანი. გიგი უგულავა ყველას სთხოვს გახსნან ჯიხურები, გაყიდონ საჭმელი, ღვინო... არავინ ხელს არ ჰკიდებს ამ საქმეს.

ბიზნესს მეტი ინიციატივა და მეტი მოქნილობა სჭირდება.

ბათუმში მომავალ წელს რამდენიმე ათეული სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, რაც მეტი ტურისტის ჩამოსვლას შეუწყობს ხელს.

უკვე შემოდიან სომხები, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება; ჩამოვლენ ყაზახები; რუსებმა, რუსეთში გაწეული პროპაგანდის მიუხედავად, ბაკურიანსა და გუდაურში სამი თვით ადრე შეუკვეთეს სასტუმროები.

რუსეთთან ბევრად უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ და ამ თვალსაზრისით, გაერთიანებული ქართული ბანკის ინიციატივას, ისევე როგორც სხვა კომპანიების ინიციატივებს, მხოლოდ მივესალმებით.

ჩვენი ღვინის წარმოებაში რუსები ძალზე აქტიურად ჩაერთვნენ და წახალისებას ნამდვილად იმსახურებენ.

ჩვენ მაინც უფრო მეტი მოქნილობა უნდა გამოვიჩინოთ.

მალე ქვეყანაში მილიარდევროიანი მშენებლობა უნდა წამოვიწყოთ და დღეს ტუფი სომხეთიდან შემოგვაქვს, მაშინ როცა საქართველოსაც აქვს საკუთარი, თუმცა ის ვიღაცამ უნდა გადაამუშაოს.

ხის მასალა ფინეთიდანაც კი შემოგვაქვს, აღარ ვლაპარაკობ რუსეთზე, უკრაინაზე, თურქეთზე და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხის მასალა თავზე საყრელი აქვს, თუმცა მასაც დამუშავება სჭირდება.

პირველი დიდი კომბინატი, ვფიქრობ მარტვილში იანვარში გაიხსნება.

უამრავი მსგავსი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია.

მომავალ წელს 150 ხის სკოლის შეკვეთას ვაპირებთ.

საქართველოში კი არ არსებობს სიმძლავრე, რომელიც ხის მარტივ კონსტრუქციას გამოუშვებს.

შექმენით ის და კონტრაქტზე ხვალვე მოგიწერთ ხელს, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასებში.

ამაში წელს იმდენს გადავიხდით, რამდენსაც ფინურ კონსტრუქციაში გადავიხდიდით, რადგან ეს საქართველოში გამოშვებ ბული ხე-ტყეა და ჩვენთვის ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.

თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მისი ყიდვა ფინეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში მოგვიწევს.

ქვეყანას აქვს რესურსი, რომ განვითარდეს.

ავიღოთ მანდარინი: წელს 4-ჯერ მეტი მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან.

რუსეთმა შექმნა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ასე თუ ისე მანდარინი იქამდე მაინც აღწევს. უკრაინაში მაქსიმალურად გადის, მაგრამ წლის დასაწყისში ვინმეს რომ მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა მოეფიქრებინა, მთელ მოსავალს შეისყიდიდა და დღეს უკვე უზარმაზარ მოგებას ნახავდა.

ჩვენი მოცულობით მანდარინის გატანა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინამდე და რუსეთამდე, მერე ფუჭდება.

თუმცა შენახვის ტექნოლოგიის აღმოჩენისა და წვენების წარმოების შემთხვევაში მას ბაზარი ექნებოდა შავიზღვისპირეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ყაზახეთში, შუა აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.

სხვათა შორის, ევროპულ ქვეყნებში მთელ რიგ პროდუქციაზე კვოტები გვაქვს.

ისევე როგორც ამბროლაურში ყურძენს მოვკიდეთ ხელი (მომავალ წელს 12 ახალი ქარხანა კეთდება), ასევე უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს მანდარინისა და ვაშლის შემთხვევაშიც.

ადრე ვაშლი გორიდან და ცხინვალის რეგიონიდან ყუთებით რუსეთში მიდიოდა და იყიდებოდა, იქ ყიდულობდნენ სხვა პროდუქტს, რომელსაც აქ ყიდდნენ და ა.შ.

მსგავსი ვაჭრობის ხანა დასრულდა.

ჯერ ერთი რუსეთი დაბრკოლებებს ქმნის და მეორეც, ჩინეთმა ძალიან ბევრი ვაშლის ხე დარგო, რომელიც 2-3 წელიწ წადში მოსავალსაც მისცემს.

არ მგონია, რომ ჩინეთის ყურძენი ხვანჭკარასა და საფერავს დაამარცხებს, მაგრამ თუ ხვალ ვაშლის უკეთესი ჯიშები არ შემოვიტანეთ, თუ არ დავრგეთ, ამაში ნამდვილად გვაჯობებს.

ძალიან კარგად მუშაობს ზასოხოვი - აგარაში გადამამუშავებელი საწარმო გააკეთა, ახლა ჩაის ფაბრიკას აკეთებს, ციტრუსების გადამამუშავებელ საწარმოს მომავალ წელს აჭარაშიც ააშენებს, მაგრამ მასაც ვუთხარი, რომ თუ იგი ხეხილის ბაღებს არ იყიდის, ამ კონკურენციას ვერ გაუძლებთ.

ჩვენ ეხლა დიდი კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით.

ძალიან სერიოზული სიმძლავრეების შექმნა გვმართებს.

საქართველოში მომავალ წლებში მშენებლობისა და სერვისის ბუმი იქნება.

ეს მარტო საქართველოს არ ეხება.

როგორც ვთქვით, ჩვენ შევქმნით სიმძლავრეებს, ავაშენებთ შავიზღვისპირეთს, ჩვენს გზებს, მაგრამ მალე აზერბაიჯანში 8 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ამ სფეროებში.

ეს მთლიანად აუთვისებელი ბაზარია.

ქართული სამშენებლო ფირმები შემდეგ იმ ბაზარზე უნდა გადავიდნენ.

ჩვენ არავინ არ უნდა გვაჯობოს, აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, ტარიფები ერთნაირი გვაქვს, ბარიერი კი - არა.

ამიტომ იქაც უნდა შევიდეთ და აზერბაიჯანული ბაზარი მთლიანად უნდა ავითვისოთ.

შუა აზიაში უზარმაზარი მშენებლობაა და იქაც ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ამ რეგიონის ლიდერები.

დღეს საკუთარი თავისთვისაც კი არაფერი გვაქვს შექმნილი.

ამიტომ ეს სიმძლავრეები უნდა შევქმნათ, მით უმეტეს, რომ მაღალ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს.

საქართველოდან ქართველი ინჟინრები, მშენებლები, გზის მშენებლები, სერვისის სპეციალისტები მთელ შუა აზიასა და კავკასიის ქვეყნებს აითვისებენ.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

დღეს ღორები და ძროხები ჰოლანდიიდან კი აღარ შემოგვყავს, არამედ სომხეთიდან, რადგან სომხეთში ჩვენზე უკეთ განავითარეს ეს დარგი.

ჩვენ არ უნდა ჩაგვეყენებინა ჩვენი თავი ამ მდგომარეობაში.

მიხარია, რომ მათ წარმატება აქვთ, მაგრამ ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავით წინ.

ამას ობიექტური მიზეზები აქვს.

სასწაულია, რომ საქართველოს 8-9 პროცენტიანი ზრდა იმ პირობებში აქვს, როდესაც დენის მუდმივი მომარაგება არ გვქონდა.

დენის მუდმივი მომარაგება, წლევანდელი ზამთრით დაწყებული, შეუზღუდავად იქნება.

გუშინ კახეთი 24 საათიან ენერგომომარაგებაზე გადავიდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეროვნული შემოს სავლის 2-3 პროცენტიან ზრდას შეუძლია მოგვცეს მუდმივი ელექტრომომარაგება.

სომხებმა ამით მიაღწიეს ყველაფერს.

ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10 პროცენტს შეადგენდა და ეს იმიტომ, რომ მათ მუდმივი დენი ჰქონდათ.

ძნელია ილაპარაკო ხე-ტყის გადამუშავებაზე მაშინ, როდესაც გენერატორზე ხარ დამოკიდებული, ძნელია იფიქრო მანდარინისა და ჩაის გადამუშავებაზე მაშინ, როდესაც ასევე დენის მუდმივი მომარაგება გესაჭიროება.

სხვა მიზეზების მიუხედავად, კომპანია „მარტინ ბაუერმა“ ძირითადად ელექტროენერგიის პრობლემების გამო ვერ შეძლო წარმატებულად ემუშავა.

ამიტომ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ამოცანა რეორიენტაცია და განვითარების ზრდის ტემპების მკვეთრი დაჩქარებაა.

წინ მძიმე გამოცდა გველოდება.

თუ გაზს გააძვირებენ, ცემენტის ქარხნები ქვანახშირზე უნდა ვამუშაოთ და ეს ტყიბულის ქვანახშირი უნდა იყოს.

ამით ტყიბული ამუშავდება და მისი მოსახლეობა დასაქმდება.

თუ მანდარინზე შეგვექმნება პრობლემა, უნდა გადავამუშაოთ ის და ბაზარზე კონცენტრანტის სახით უნდა გავიტანოთ.

ამით უფრო ხარისხიან პროდუქტს და მეტ შემოსავალს მივიღებთ.

აქედან გამომდინარე, ეს გამოწვევები უფრო უკეთესი ეკონომიკური მოდელისკენ გვიბიძგებს.

თუმცა ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ და კონფლიქტური სიტუაციები არ უნდა შევქმნათ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მაშინ, როდესაც ქვეყანა სამ ნაწილადაა გაყოფილი, „ბი+“ კლასის რეიტინგი მივიღეთ. მისთვის, ვინც ამ საკითხში ერკვევა, გასაგებია, რომ ეს ძალზე მაღალი საინვესტიციო რეიტინგია და ერთი წლის წინათ ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მეტი ფული ჩაიდება, საერთაშორისო სააგენტოები საქართველოში ფულის ჩადებისა და ხალხის დასაქმების ბევრად მეტ გარანტიებს მოგვცემენ.

თუმცა ჩვენ ქვეყნის გაერთიანება გვჭირდება, საამისოდ გადადგმული ნაბიჯები კი ეკონომიკისთვის საზიანო არ უნდა აღმოჩნდეს.

ეს ჩვენი მთავარი პრინციპია.

არ შეიძლება შევქმნათ ისეთი დაძაბული სიტუაციები, რომლებიც დაწყებულ ეკონომიკურ აღმავლობას დაანგრევს.

ამიტომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ.

ამერიკის შეერთებული შტატები პირველად ჩაერთნენ კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება.

თუ შეამჩნიეთ ამის შემდეგ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა რუსეთმაც და საქართველოს შიგნით მოქმედმა ჯგუფებმაც.

ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას არა სუსტის პოზიციიდან, არამედ ძლიერი ქვეყნის პირობებში უნდა მივაღწიოთ.

ამ სიძლიერეს, რა თქმა უნდა, თქვენ ქმნით.

უდავოა, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

მაგალითად, საქართველოში მინის პროდუქციის წარმოება მოთხოვნის 10 პროცენტითაც არ შეგვიძლია, რადგან აქამდე ხელის შეშლის მეტს არავინ არაფერს აკეთებდა.

ეხლა უკვე არავინ აღარ გიშლით ხელს, არავინ არაფერს გართმევთ და შეგიძლიათ ამ წარმოებასაც მიხედოთ.

რატომ უნდა შემოგვქონდეს მინა? მასალა არ გვაქვს, გამოცდილება გვაკლია, თუ მუშახელი არ გვყავს?

თბილისის სუპერმარკეტებში ბალტიმორის აჯიკა იყიდება, სამაგიეროდ ევროპის ბევრ ქალაქში მოსკოვში გამოშვებული ტყემალი იყიდება...

ჩვენი ბაზრის სხვა პროდუქციაზე აღარაფერს ვამბობ.

თურმე საბაჟოზე ისეთი ტარიფებია, რომ ჩვენთან პროდუქციის გამოშვებას აზრი არა აქვს.

ეს სისულელეა!

მაგალითად, „პსპ“ და „ავერსი“ წარმატებული კომპანიებია და მშვენივრად ააწყეს მუშაობა იმ პირობებში, როდესაც საბაჟოზე უცხოურ წამლებზე ტარიფები არ არსებობს.

არ მჯერა, რომ ყველაზე დაბალი ტარიფების პირობებშიც კი ბულგარული კიტრი ქართულ კიტრზე უფრო იაფი შეიძლება იყოს; მთავარია, სწორად ავაწყოთ აქაური და უცხოური პროდუქციის დაბეგვრის სისტემა.

აქ ტარიფების განსხვავებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ სამართლიან პირობებზეა.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ჩვენ ხომ ტურიზმისა და სერვისის ქვეყანა ვართ და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ხელს გვაძლევს - რაც უფრო მეტი მოვა, ააშენებს, გააკეთებს (რა თქმა უნდა, ქართველი სუბკონტრაქტორები უნდა იყვნენ), ჩვენთვის უკეთესია.

ამიტომ, მთავრობასთან დიალოგი უნდა გავაგრძელოთ, რათა ეს სისტემა სწორად და სამართლიანად ავაწყოთ.

საგადასახადო კოდექსი პირველ შედეგებს მომავალ წელს მოგვცემს და ამ შედეგების პარალელურად გადასახადების შემდგომ შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს მეტ ეკონომიკურ აქტიურობას მოგვცემს.

მომავალ წელს უკვე უნდა გამოვაცხადოთ, რომ 2007 წლიდან ასეთი გადასახადები გვექნება, რათა სტაბილური დაპირებების შესრულების პირობებში ხალხმა ახალ საქმეებში ფულის ჩადება დაიწყოს.

ეკონომიკურ განვითარებას ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივცეთ ბიძგი.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პრობლემა გვექნება.

როგორც ვთქვით, ერთის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობის საკმაოდ კარგი მაგალითები გვაქვს, მეორეს მხრივ კი არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ აქ 1921 წელია.

თქვენ იცით, რომ ის, რითაც ბოლო წლების განმავლობაში გვემუქრებოდნენ, შეასრულეს კიდეც - გაზი ძვირდება, მანდარინს ვეღარ ვყიდით და რაღაც ჯგუფს გულწრფელად სჯერა, რომ ამით სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

თუმცა, დღეს 1921 წელი არ არის, არც გიორგაძეა სერგო ორჯონიკიძე, თუმცა ის უფრო დიდი მასშტაბის ბანდიტი იყო, არც მე ვარ ნოე ჟორდანია და აღარც ლენინია იმ ქვეყანაში.

თუ ჩვენ ვიქნებით კონსოლიდირებული, თუ რუსეთთან დიალოგს და ცივილიზებულ ურთიერთობებს გავაგრძელებთ და არავითარ შემთხვევაში არ წავალთ კონფრონტაციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მეთოდებით ისეთი მოდელის შექმნას შევძლებთ, რომელიც საქართველოს თანამედროვე, ევროპულ, განვითარებულ ქვეყნად აქცევს და 2008 წელს ნატო-ს წევრიც გახდება.

ეს ჩვენი ამოცანაა და მანდარინისა და გაზის ბლოკადით ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, რადგან ეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და განვითარების შეუქცევადი პროცესია.

ამისათვის ჩვენ კონსოლიდაცია, თქვენთან ერთად კონსენსუსის მიღწევა და პარტნიორობა გვჭირდება.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და დღეს სწორედ ამას ვაკეთებთ.

ყველა ჩვენგანს შეეძლება ახალი წელი საზეიმოდ და კარგად აღნიშნოს, რადგან თითოეულ თქვენგანს საახალწლო სუფრასთან შეეძლება გაიხსენოს, რომ თქვენ იმ დღეს და შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების მზრუნველობამოკლებული ადამიანები დააპურეთ.

მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ის კომპანიები, რომლებიც ამ კეთილ წამოწყებაში მონაწილეობენ: კომპანია „პეპსი“, კომპანია „პსპ“, სააქციო საზოგადოება „მადნეული“, ბანკი „რესპუბლიკა“, კომპანია „ცენტრ პოინტი“, კომპანია „თელიანი ველი“, საქართველოს ბანკი, კომპანია „ავერსი“, შპს „აჭარა“, კომპანია „ჯეოსელი“, ენერგია ინდუსტრი კომპლექსი, კომპანია „აქსისი“, „ტრას-ინვესტ-კაპიტალ ჯორჯია“, BTA სილქ-როუდ ბანკი, „პლასტმასი“, კომპანია „სიმო“, შპს „ნოლა“, თი-ბი-სი გრუპი, კომპანია „კოკა-კოლა“, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია, კომპანია „ფრონტერა“, კომპანია „დიო“, გაერთიანებული ქართული ბანკი, კომპანია „სარკე“, კომპანია „ენერჯი ინვესტი“, კომპანია „ერსტენ იანგი“, „DLA ფაიფერი“.

თითოეულ თქვენგანს ჩემი, საქართველოს მთავრობისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (რომელმაც დღეს მოყვარულთა შორის ფეხბურთში ჩემპიონატი მოიგო) სახელით მადლობას მოგახსენებთ.

ასევე, მადლობას გიხდით იმ ხალხის სახელით, ვისაც თქვენ დაეხმარეთ - ეს ხალხი კი, ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მთავარი ტკივილია.

დიდი მადლობა და ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენებთან ერთად გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 28 დეკემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2704&i=1

79 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მე მსურს ხელი მოვაწერო კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ.

ამ კანონის მიზანია საქართველოში ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდის ინსტიტუტის აღმოფხვრის ინსტიტუციონალური გაფორმება. კომუნისტების პერიოდში მთელ საბჭოთა სივრცეში კანონიერი ქურდები საქართველოდან იყვნენ.

ბოლო წლების განმავლობაში, ვარდების რევოლუციამდე, ქურდებს ქართულ საზოგადოებაშიც დომინანტური მდგომარეობა ეკავათ.

ყველა სახელმწიფო სტრუქტურა - პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელობა ქურდებთან იყო შეკრული.

რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის სახელიც მთელმა საქართველომ იცის, პრაქტიკულად საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, განკარგულებებს იძლეოდა.

ჩვენ ვიღებთ ძალიან მკაცრ კანონს, რომელიც საშუალებას იძლევა, დაადგინოს ამ ხალხის ვინაობა, ჩამოართვას ქონება და გადასცეს სახელმწიფოს.

ეს კანონი იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაიშალოს იმისათვის, რომ მათი ხელმძღვანელობით ბიზნესში ჩარევა და მკვლელობები აღარ მოხდეს.

ჩვენი მიზანია მათი ფინანსური ბაზის მოშლა.

მეორე - კოტე კემულარიას მიერ დაწყებულ რეფორმასთან ერთად საქართველოს ციხეებში წესრიგი უნდა დავამყაროთ.

აქამდე ციხეებს ქურდები მართავდნენ.

პრივილეგირებული პატიმრები თავს კარგად გრძნობენ და როგორც სასტუმროში, ისე ცხოვრობენ.

ციხის საავადმყოფოებში მათ ცალკე ნომრები აქვთ, საიდანაც სხვადასხვა კერძს უკვეთავენ და მობილური ტელეფონით ინტერვიუებს „არიგებენ“.

ამას წინათ, ცნობილ პატიმართან ქურდები შეიკრიბნენ და მას ხელისუფლების წინააღმდეგ პიარის გაკეთება მოსთხოვეს.

ამის საპასუხოდ ჩვენ რუსთავსა და ქუთაისში ახალ საპატიმროს ვხსნით.

დღეს ხელს ვაწერ ბრძანებას, რომლის თანახმადაც, მომავალ წელს თბილისში ახალი, სამი ათასადგილიანი იზოლატორი და საპატიმრო ერთი წლის ვადაში აშენდება.

ამის კოორდინაციას იუსტიციის მინისტრ გია ქავთარაძესთან ერთად კოტე კემულარიას ვავალებ.

ყველა კრიმინალური ავტორიტეტი იზოლირებული იქნება.

ჩვენ უზრუნველვყობთ იმას, რომ მათ გარე სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდეთ.

ჩვენ უზრუნველვყობთ იმას, რომ ციხეებში ნარკოტიკებით ვაჭრობა დამთავრდეს. ამისათვის კი მკაცრი ზომების გატარება და ევროპული ნორმების შემოღება მოგვიწევს.

ჩვენს ციხეებში ქურდების „ბოგინს“ ბოლო მოეღება.

დღეს კი ჩვენი ციხეები კრიმინალებისა და ორგანიზებული დანაშაულის მართვის ცენტრად არის გადაქცეული.

თუ ციხეებში წესრიგი დამყარდება, ქურდობისა და ძარცვის ფაქტები საგრძნობლად შემცირდება.

მსურს მადლობა მოვახსენო საქართველოს პარლამენტს და მის უმრავლესობას, რადგან დიდი ლობირების მიუხედავად მათ ამ კანონის მისაღებად გამბედაობა ეყოთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოხმაურება ექნება და რაც მთავარია, მის ამოქმედებას დიდი შედეგები მოჰყვება.

ამის უზრუნველყოფას შინაგან საქმეთა მინისტრს და გენერალურ პროკურორს ვავალებ.

მაშ ასე, დღეს ხელს ვაწერთ საქართველოს კანონს ორგანიზებული დანაშაულის შესახებ და პრეზიდენტის ბრძანებულებას თბილისში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საპატიმროს მშენებლობის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 29 დეკემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2703&i=1

80 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მიმართვა

▲ზევით დაბრუნება


რამდენიმე წუთში ჩვენ 2005 წელს გავაცილებთ.

2005 წელი ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დადებითი ცვლილებით აღინიშნა - ამ პერიოდში ჩვენმა ერმა თავაშვებულობას კანონი დაუპირისპირა, ქაოსს - წესრიგი, უიმედობას - იმედი და საკუთარ ძალებში რწმენა, უმოქმედობას - ყოველდღიური ენერგია, უფერულობას - ფერები, გლოვას - ზეიმი, ნგრევას - შენება.

ასევე, 2005 წელი საქართველოში დიდი სტუმრიანობის წელიწადი იყო.

არასდროს ისტორიაში საქართველოს ამდენი მაღალი სტუმარი არ სწვევია.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა თავისუფლების მოედანზე ჩვენს ქვეყანას კაცობრიობის მანათობელი შუქურა უწოდა.

მთელი მსოფლიოს გასაგონად ითქვა, რომ საქართველო კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან და მძლავრ მომენტებს ქმნის.

2005 წელს ჩვენ და უკრაინამ ბორჯომში დავაფუძნეთ და სათავეში ჩავუდექით დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობას.

რამდენიმე თვეში ამ თანამეგობრობაში რამდენიმე ევროპული და პოსტსაბჭოთა ქვეყანა გაერთიანდა.

ამ თანამეგობრობის მიზანი მთელი პოსტიმპერიული სივრცის საბოლოო გათავისუფლებაა, მათ შორის ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიის საბოლოო გათავისუფლება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

2005 წელს ბევრი სასიკეთო პროცესი მოხდა განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ჯარის შექმნისა და წესრიგის დაცვის საქმეში, ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი იდეალიზმითა და შრომისმოყვარეობით ყოველდღიურად ახორციელებენ ამ სასიკეთო ძვრებს.

ჩემო მეგობრებო, ჩვენი ქვეყანა სწორედ თქვენს წესიერებასა და პროფესიონალიზმზე დგას.

რა თქმა უნდა, საქართველო თავისი დიდი აღორძინების გზის მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება.

შემდეგი წელი ძალიან ბევრის განმსაზღვრელი იქნება.

მსურს ვიცოდეთ, რომ ჩვენი მტერი ბოლოჯერ კიდევ გაიბრძოლებს.

აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს (რასაც უკვე აკეთებს კიდეც), რათა ისევ უკუღმა დაატრიალოს ჩვენი სამშობლოს სწორი მიმართულებით ამოძრავებული ბედის ბორბალი.

ის დღე და ღამე ფიქრობს, თუ როგორ დაგვასუსტოს შიგნიდან და როგორ არ დაუშვას საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება.

თუმცა როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეს ძალა, მას არ უნდა შევუშინდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ბოროტება გვებრძვის.

მთელი ჩემი ცხოვრება და გამოცდილება კი სიკეთის გამარჯვებაა ბოროტებაზე.

წმინდა გიორგის წინამძღოლობით ჩვენ ის ძალა გაგვამარჯვებინებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასახსნელად ყოველთვის მაშინ მოდიოდა, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა; ძალა, რომელიც ჩვენს გვერდით იყო ორი წლის წინათ, როდესაც თითქმის განადგურებული ქვეყანა, ფენიქსისებრ, მკვდრეთით აღსდგა; ძალა, რომელიც მეორე მზიან გიორგობას აჭარის გათავისუფლებაში დაგვეხმარა; ძალა, რომელმაც მაისში თავისუფლების მოედანზე ხელი დააფარა ყუმბარას, რათა ის მსოფლიოს თვალწინ არ აფეთქებულიყო; ძალა, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იქნება, თუ ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ ჩვენი საკუთარი ძალა ჩვენს ერთობაშია, თუ ჩვენ ყველანი მთელი გულით მოვინდომებთ და მთელ ძალ-ღონეს მოვიკრებთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და გასამთლიანებლად.

თბილისიდან, სინათლის ქალაქიდან, მინდა საქართველოს ყველა კუთხეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს, უცხოეთში მყოფ და მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს მივესალმო.

მივესალმები მათ, ვინც ამ წუთებში საკუთარ ოჯახში არ იმყოფება და მორიგეობს - ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ენერგეტიკოსებს, მეხანძრეებს.

მივესალმები ჩვენს მოედნებზე შეკრებილ ხალხს, პატრიოტთა მოძრაობის წევრებს, სტუდენტებს, მათ შორის მათ, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში პატიოსნად ჩატარებული პირველი გამოცდების შედეგად ჩაირიცხა.

ვულოცავ ყველა თაობას - დაწყებული ჩვენი სათაყვანებელი შრომის ვეტერანებიდან, ჩემი ბებია-ბაბუის თაობიდან, ჩემი პატარა, საყვარელი მოქალაქეებით დამთავრებული.

ახალი წელი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახური დღესასწაულია.

ამ ახალ, აღმშენებლობის 2006 წელს მე, სანდრა, ედუჩა და ნიკუშა თითოეულ ოჯახს ბედნიერებასა და წარმატებებს ვუსურვებთ.

გილოცავთ ახალ წელს!

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მიმართვა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 31 დეკემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2700&i=1

81 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადო მოღვაწეები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა

▲ზევით დაბრუნება


უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის!

ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

დღეს პატივი მაქვს საზოგადო მოღვაწეებს სახელმწიფო ჯილდოები გადავცე.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალზე იშვიათად ვიძლევით ჯილდოებს, რადგან მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ამ ჯილდოს განსაკუთრებულად უნდა უფრთხილდებოდეს და პატივს სცემდეს.

მედლებისა და ორდენების ხელსახოცებივით დარიგება უმწეო და უნიჭო სახელმწიფოს ფუნქციაა.

დღეს დაჯილდოებულების რაოდენობა რამდენჯერმე უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ღირსეულის ამორჩევა განსაკუთრებ ბული პასუხისმგებლობაა.

მეორეს მხრივ, თქვენ მართლაც განსაკუთრებული ხალხი ხართ და ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად ნიჭიერია ქართული საზოგადოება და რამდენად საინტერესო მოღვაწეები არიან საქართველოში.

ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი წელი იყო.

2005 წელს საქართველოში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები მოხდა.

წელს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, თუმცა ამას წინ დიდი სამუშაო უძღოდა და კიდევ დიდი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს.

იმის გამო, რომ სახელმწიფოებრივი გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ ქართველებმა მოვლენების სათანადოდ შეფასება არ ვიცით.

პრეზიდენტ ბუშის საქართველოში ვიზიტი უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რადგანაც ამ ვიზიტისას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ქართველმა ერმა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი შექმნა, ქართველებმა შექმნეს ის, რამაც გათავისუფლების ტალღა ევროპის დარჩენილ ნაწილსა და ახლო აღმოსავლეთში ააგორა.

პირადად მე არ მახსოვს ამერიკის მე-20 საუკუნის არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც რომელიმე სხვა ერის მიმართ ასე „დაერიგებინოს“ ქათინაურები.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი საერთო მუშაობის შედეგია.

წელს პირველი პრეცენდენტი იყო, როდესაც აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაწყობის გარეშე მოხვდნენ.

უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენი ნაციონალური „სპორტი“ ჩაწყობა, კორუფცია და მექრთამეობა იყო.

ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იყო, რითაც საქართველო გამოირჩეოდა.

წელს მოვახერხეთ და დავამტკიცეთ, რომ, თურმე, სხვაგვარადაც შეიძლება ცხოვრება.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, წლევანდელი წელი პირველია, როდესაც საქართველოს რეგიონებში ოქტომბრიდან დენი არ გათიშულა და ელექტროენერგია ყველას აქვს.

ეს დიდი ფსიქოლოგიური რევოლუციაა.

მთელი თაობა სანთლის შუქზე გაიზარდა.

მაგალითად, პროცენტულად, ონიდან ყველაზე მეტი აბიტურიენტი მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში და ამ ხალხს, სწორედ, სანთლის შუქზე უწევდა სწავლა, რადგან იქ დენი ბოლო 13 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

წელს პირველი ზამთარია, როდესაც ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევს, რადგან ადამიანს დავიწყება სჩვევია - როცა შუქია, სიბნელე აღარ ახსოვთ; როდესაც მახინჯი შენობის ნაცვლად ლამაზი შენდება, ძველი ავიწყდებათ, ხოლო ახალ გზებზე სიარულისას არ ახსოვთ, რომ იქ ადრე ორმოები იყო.

თუ ჩვენ კარგის დაფასებას არ ვისწავლით, რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგომი წინსვლა საკმაოდ გართულდება.

წელს საქართველოში აღმშენებლობა დაიწყო, რაც მომავალ წელს დიდ აღმშენებლობაში გადაიზრდება.

მომავალ წელს ავტოსტრადების, ათეულობით ახალი ტურისტული ობიექტისა და სასტუმროების მშენებლობას ვიწყებთ, დიდი საწარმოების ამუშავებასა და ახალი საწარმოების შექმნას.

ერთი სიტყვით, საქართველო ნორმალური ქვეყანა ხდება.

ეს კი ძალიან ძნელად მისაღწევი აღმოჩნდა.

ვამაყობ იმით, რომ წელს პირველი წელია, როდესაც ქარ რთულმა კინომ სერიოზულ წარმატებას მიაღწია მთელ მსოფლიოში.

თუმცა ქართველი რეჟისორები ყოველთვის იყვნენ განთქმული და ზოგი მათგანი ამ დარბაზშიც იმყოფება.

წელს დავიწყეთ არა მარტო ინფრასტრუქტურის, არამედ ჩვენი ქალაქების გარეგნული იერსახის გაუმჯობესება და მაქვს ამბიცია, რომ თბილისი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ლამაზი ქალაქი გახდეს.

ასევე მაქვს ამბიცია, რომ შავიზღვისპირეთში (ეს არის უზარმაზარი ზოლი - დაწყებული ბულგარეთიდან, დამთავრებული თურქეთის სანაპირომდე) ბათუმი ყველაზე ლამაზი ქალაქი გახდეს.

გაძლევთ პირობას, რომ ერთ-ორ წელიწადში ეს ასეც იქნება.

საქართველო ყველას ჩამოწერილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ვცოცხლობთ და შეგვიძლია ყველაზე კარგები ვიყოთ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში თქვენ შეგაქვთ წვლილი.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არის საზოგადოება, თუმცა საზოგადოებრივი დებატები ძალზე ცხარეა და ზოგჯერ პრობლემურიც.

ჩვენთან ყველაფრის შესახებ შეიძლება აზრის გამოთქმა, ნებისმიერი ტელეარხითა თუ სხვა საშუალებებით შესაძლებელია ნებისმიერი აზრის გამოთქმა და კრიტიკა.

ეს დემოკრატიული საზოგადოების ნორმალური გამოვლინებაა, მაგრამ მეორე მთავარი ატრიბუტი, რაც დემოკრატიას უნდა ახლდეს, არის პასუხისმგებლობა.

ერთია, როდესაც ყველაფრის ლაპარაკი შეგიძლია, ხოლო მეორეა, გესმოდეს, რომ შენს წინ ქართული საზოგადოება დგას და მისი მომავალი შენზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიტყვა და კალამი გიჭრის და საზოგადოება ინტერესით გიყურებს.

ჩვენი ქვეყანა სამ ნაწილადაა დაყოფილი.

ამ ქვეყნის გაერთიანება კი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს კულტურის მოღვაწე, გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს.

ამ ადამიანს, შესაძლოა, ძალიან კარგად იცნობდეთ და ყოველდღე ხვდებოდეთ მას.

ამ წუთებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ საქართველოს კანონის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით დემონსტრაცია იმართება.

ჩემთვის გაუგებარი მოტივაციით, ოპოზიციამ ამ კანონს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებამაც უნდა ამოიღოს ხმა.

ეს ხელისუფლების ერთი ჯგუფის თემა არ არის, რადგან კულტურის მეორე მოღვაწე ტელევიზიით აცხადებს, რომ ხელისუფლებამ „ჩაშვების“ ინსტიტუტი შექმნა და ეს არის ცუდი.

ეს ფრაზა ჩემთვის ძალზე პატივსაცემმა მსახიობმა თქვა.

როდესაც ამ ადამიანს ქუჩაში ცოლს გაუძარცვავენ, სადარბაზოში ქალიშვილს გაუუპატიურებენ და ვაჟიშვილი ნარკომანიით დაეღუპება, მერე ვნახავ თუ არ ითანამშრომლებს პოლიციასთან იმ უბედურების წინააღმდეგ, რომელიც ამას ავრცელებს.

ამის თქმა მას კარგი კაცობა ჰგონია, ხოლო პოლიციასთან თანამშრომლობა „ჩაშვება“ და ცუდი ტონი.

ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ არის უნივერსალური ფასეულობები და უნივერსალური წესები, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, კამათი ნორმალურია, საქართველოსთვის ყველაზე ცხარე კამათია დამახასიათებელი - ჩვენი ტემპერამენტით ვერც ნორვეგია ვიქნებით და ვერც შვეცია.

ჩვენ ასეთი ხასიათი გვაქვს - უნდა ვიხმაუროთ, ვიჩხუბოთ, ზოგჯერ ერთმანეთი გავლანძღოთ კიდეც, მაგრამ მინდა, რომ ქვეყანაში იყოს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება და პასუხისმგებლობის მქონე, კონსტრუქციული ოპოზიცია.

ისეთი ოპოზიცია არ გვჭირდება, რომელიც ხელისუფლებას ყველაფერში დაეთანხმება - ეს კონსტრუქციულობის ტოტალიტარული გაგებაა.

მაგალითად, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ოპოზიციამ უნდა გვითხრას, რომ ის ნახევრად ცარიელია.

უნდა იყოს დისკუსია, შეთანხმება, მაგრამ როდესაც გვეუბნებიან, რომ ჭიქა სრულიად ცარიელია, ან საერთოდ არ არსებობს, კამათი ძალზე რთულია, რადგან კამათს თავისი ჩარჩოები აქვს.

ყოველივე ამის შემდეგ იწყება კონფრონტაცია, რაც საზოგადოების წინსვლას, რა თქმა უნდა, არ წაადგება.

ყოველივე ამაზე ტკივილით ვსაუბრობ, მაგრამ მთლიანობაში ქართული საზოგადოება ძალიან მაღალი დონისაა და ძალიან ძლიერია.

მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით ძირითადად ნეგატიურ პოზიციებს აშუქებენ, ამერიკელების გამოკვლევების მიხედვით, ჩვენი საზოგადოების 75 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

ისინი ხედავენ პრობლემებს, მაგრამ მაინც მიიჩნევენ, რომ სწორ გზას ვადგავართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალი კლასისაა.

ჩვენს სოფლებში განათლებული, კულტურული, დახვეწილი ხალხი ცხოვრობს და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ამ ხალხის კულტივირება არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე და ეს თქვენი შექმნილიცაა.

ჩვენ ყველანი განათლებული საზოგადოება ვიყავით და მეტწილად ვართ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განათლების სისტემაში ბევრმა ცუდმა პროცესმა ჩვენი განვითარების ეს ყველაზე სენსიტიური სფერო ძალზე დააზარალა.

ჰიმნი, რომელიც დავით მაღრაძემ დაწერა, მთელმა საქართველომ ზეპირად იცის და მღერის მას - ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს ღირსება.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც საკუთარი დროშა უყვარს; ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელშიც ადამიანებმა გაჭირვების დროს ერთად დგომა იციან; ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია არაკორუმპირებულად მუშაობა.

კომუნისტების შექმნილ ე.წ. ელიტას ეს ვერ წარმოედგინა.

თუმცა შესაძლებელი ყოფილა არაკორუმპირებული გამოცდები, არაკორუმპირებული პოლიცია, არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი, ბიზნესის პატიოსნად კეთება.

ვამაყობ იმით, რომ ჩვენ კულტურული აღორძინება ისევ დავიწყეთ, ჩვენი ფილმები ვახსენე...

დუტა სხირტლაძემ, ოთარ ეგაძემ, გურამ ქართველიშვილმა კი ჩვენი ისტორიის ქრონიკები თეატრში დადგეს.

ვინც ეს სპექტაკლი ნახა, ყველა მოხიბლულია, რადგან ჩვენს ქვეყანას საკუთარი ისტორია უნდა ვასწავლოთ და ამ ისტორიის სხვაგვარად გააზრება უნდა შევძლოთ.

უნდა დავძლიოთ კომპლექსი, რომ ჩვენზე არაორგანიზებული, საშინელი და უარესი ერი არ არსებობს.

ამას გვეუბნებოდა და გვაგონებდა ის ჯგუფი, რომელიც იმ იმპერიამ ხელოვნურად შექმნა.

ეს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ჩვენ საკუთარი თავის რწმენა არ გვქონოდა და გვგონებოდა, რომ მათ გარეშე დავიღუპებოდით, ჩვენ სახელმწიფოებრიობას ვერ მივაღწევდით.

ჩვენი ყოფილი იმპერიული ხელისუფლება დღეს ნავთობით ვითარდება, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი ნავთობის გარეშეც და გაზის ფასის ზრდის პირობებშიც ორჯერ მეტია.

ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, ნახეთ მომავალ წლებში რა მოხდება.

მართალია, ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ შიდა რესურსები ვიპოვეთ, ადამიანური და ორგანიზაციული.

აღმოჩნდა, რომ ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, მათზე ორგანიზებულებიც შეიძლება ვიყოთ, წელგამართულებიც და ძლიერებიც.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ დიდ მადლობას.

დაჯილდოებულ პირთა სია:

ღირსების ორდენით დაჯილდოვდა:

გიორგი (გოგი) ოჩიაური - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს სახალხო მხატვარი

ანზორ ერქომაიშვილი - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ ხელმძღვანელი

ბაჩანა ბრეგვაძე - მწერალი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი - საქართველოს ეროვნული მუზეუმის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის საკრებულოს წევრი

ფრიდონ თოდუა - საქართველოს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი

იულონ გაგოშიძე - არქეოლოგი, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის საკრებულოს წევრი

გია ჯაფარიძე - მოქანდაკე

გია ბუღაძე - მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი

დავით მაღრაძე - პოეტი, ქართული პენ-ცენტრის პრეზიდენტი

ზურაბ ნიჟარაძე - საქართველოს სახალხო მხატვარი, პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი

გიორგი გაჩეჩილაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ნანა ჯორჯაძე - კინორეჟისორი

რუსუდან ფეტვიაშვილი - მხატვარი, ხელოვნებისა და რელიგიის აკადემიის საპატიო აკადემიკოსი

დავით ნინიძე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გენერალური დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

გიორგი (გოჩა) ინგოროყვა - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიული კათედრის გამგე

დავით ზურაბაშვილი - მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკის დირექტორი

თემურ ჯანჯღავა - ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიული ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი

ანზორ მელია - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კლინიკა „გული“-ს დირექტორი

ქეთევან ბეზარაშვილი - კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ლევან იმნაიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი

ლევან თუთბერიძე - კინორეჟისორი

ლევან კორინთელი - კინოპროდიუსერი

ღირსების მედლით დაჯილდოვდა:

ლევან წულაძე - რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეატრ „თეატრალური სარდაფის“ დამფუძნებელი

დიმიტრი (დუტა) სხირტლაძე - მსახიობი

გურამ ქართველიშვილი - მწერალი, დრამატურგი

ოთარ ეგაძე - რეჟისორი

გიორგი უშიკიშვილი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, ანსამბლ „ლაშარი“-ს ხელმძღვანელი

ბესიკ წილოსანი - კომპანია „ორიონ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელი.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადო მოღვაწეები ღირსების ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა // საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ოფიციალური ვებგვერდი / 31 დეკემბერი, 2005. - ხელმისაწვდომობის რეჟიმი: http://www.saakashviliarchive.info/ge/PressOffice/News/SpeechesAndStatements?p=2701&i=1

82 პირთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აგლაძე თინა

ადამკუსი ვალდას

აკაევი ასკარ

ანთიმოზ ივერიელი

აპლეგარტი პოლ

ასათიანი მიხეილ

ასტემიროვა ეთერ

აფრასიძეები

აღა-მაჰმად ხანი

ახალაია დათო

ახალაია როლანდ

ახვლედიანი გიორგი

ახვლედიანი ზურაბ

ბაგრატ მეფე

ბაკურიძე ჯონი

ბალაჯაევა ნანა

ბარამიძე გიორგი

ბაღაფში სერგეი

ბასესკუ

ბეზარაშვილი ქეთევან

ბესესკუსი ტრაიან

ბესტაევა ზინაიდა

ბობოხიძე აკაკი

ბრავნოვი გრეტჰენ

ბრეგვაძე ბაჩანა

ბურჯანაძე ნინო

ბუღაძე გია

ბუში ჯორჯ

გაგოშიძე იულონ

გადიანი სვეტლანა

გამსახურდია ზვიად

გაჩეჩილაძე გიორგი

გელაშვილი

გვარამია ნიკა

გიორგაძე იგორ

გიორგაძე პაატა

გლუკსმანი ანდრე

გოგუა მალხაზ

გორბაჩოვი მიხეილ

გორგაძე ირაკლი

გრიგალაშვილი გოგა

გროტი სტივ

გუსოევი ენვერ

დავით აღმაშენებელი

დავითაძე

დალაი ლამა

დამენია ზაზა

დესტენი ჟისკარ

დუკავიჩი კერი

ეგაძე ოთარ

ედუჩა

ელცინი ბორის

ერდოგანი რეჯიფ თაიფ

ერქომაიშვილი ანზორ

ვალერი პოლ

ვახტანგ გორგასალი

ვიკე-ფრეიბერგა ვაირა

ზასოხოვი

ზურაბაშვილი დავით

ზუხბაია ვახტანგ

თავაძე გელა

თამარ მეფე

თარგამაძე კახა

თოდუა ფრიდონ

თოფჩიშვილი გურამ

თუთბერიძე ლევან

იაკოვენკო ალექსანდრე

იმნაიშვილი ლევან

იმნაიშვილი ჯემალ

ინგოროყვა გიორგი (გოჩა)

იუშჩენკო ვიქტორ

კაკუბერია გელა

კალანდაძე ჟანი

კახიაშვილი კახი

კეკელიძე კორნელი

კენედი

კენჭაძე ლევან

კიკალიშვილი დავით

კილაძე სიმონ

კირკიტაძე დავით

კვასნევსკი ალექსანდრე

კოზაევი ალიკ

კოკოვცევი ვალერი

კოკოითი

კორინთელი ლევან

კუბლაშვილი კოტე

კუჩმა ლეონიდ

ლაკოევი ალან

ლაფერაშვილი გიორგი

ლეკიშვილი ნიკო

ლიპარტელიანი (ინსპექტორი)

ლიპარტელიანი გოგი

ლინჩი დევიდ

ლობჟანიძე ივლიტა

ლომაია კახა

ლუკაშენკო ალექსანდრე

მათიაშვილი ნინო

მაისურაძე ირაკლი

მაკკეინი

მალაშენკო იგორ

მამალაძე

მამალაძე ნინო

მამუკელაშვილი ანა

მარიამ დედოფალი

მარკოზაშვილი

მაღრაძე დავით

მახარაძე ფილიპე

მგალობლიშვილი გია

მელია ანზორ

მინდიაშვილი თამთა

მირცხულავა

მოლოტოვი

მოროზოვი

ნადიბაიძე დავით

ნარჩემაშვილი კობა

ნიკუშა

ნინიძე დავით

ნიჟარაძე ზურაბ

ონიანი ტარიელ

ორბელიანი სულხან-საბა

ოქრიაშვილი კახა

ოქრუაშვილი ირაკლი

ოჩიაური გიორგი (გოგი)

ჟვანია

რაისი კონდოლიზა

როშკა იური

რუუტელი არნოლდ

სანდრა (რულოვსი)

სარიშვილი

სირაძე რობერტ

სირაძე შოთა

სტურუა მანანა

სურგულაძე ვლადიმერ

სხირტლაძე დუტა (დიმიტრი)

ტაბუცაძე დავით

ტიმოშენკო

უნგიაძე ზვიად

უშიკიშვილი გიორგი

ფანცულაია ვალია

ფერაძე გრიგოლ

ფეტვიაშვილი რუსუდან

ფრადკოვი

ქავთარაძე გია

ქანთარია მელიტონ

ქართველიშვილი გურამ

ქარსელაძე დავით

ქვლივიძე ზურაბ

ქორთოშაძე შამილ

ქოჩქიანი ვანო

ქუთათელაძე ბესო

ქუთათელაძე მიშა

ღონღაძე გია

ყიფიანი ვატო

ყიფიანი ჯიმი

შარანსკი ნათან

შევარდნაძე ედუარდ

შილაკაძე გიორგი

ჩარკვიანი გელა

ჩერჩილი უინსტონ

ჩიბიროვი ლუდვიგ

ჩოლოყაშვილი კონსტანტინე

ჩოლოყაშვილი ქაქუცა

ჩუბინიშვილი ირაკლი

ციციანოვი

ძებისაშვილი

წილოსანი ბესიკ

წულაძე ლევან

ჭყონია ირაკლი

ხაინდრავა გოგა

ხაინდრავა ივლიანე

ხაჩიროვი

ხაჭაპურიძე

ხევიაშვილი გია

ხელაია ამბროსი

ხვინგია ვლადიმერ

ხოსროევი გიორგი

ხუბულავა მედეა

ხუხუნაიშვილი ვანო

ჯანჯღავა თემურ

ჯაფარიძე გია

ჯაფაროვა თელულ

ჯინჯიჩი ზორან

ჯორჯაძე ნანა

ჯუღელი ბესო

ჰიტლერი

ჰიუკო ჯონ

83 ადგილთა საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


აგარა

ავანგარდის დასახლება

ავტოქარხნის დასახლება

აზერბაიჯანი

ალიაბადი

ალტო-ადიჯე

ამბროლაური

ამერიკის შეერთებული შტატები

ამიერკავკასია

ასპინძა

ანტალია

აფრიკა

აფხაზეთი

აშშ

აჭარა

ახალქალაქი

ბათუმი

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის წყალსადენი

ბალტიის ზღვა

ბალტიისპირეთი

ბალტიმორი

ბაშკირეთი

ბელგია

ბელორუსია

ბიშკეკი

ბიჭვინთა

ბორჯომი

ბორჯომის პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი

ბრიტანეთი

ბულგარეთი

ბურმა

ბუქარესტი

განძა

გდანსკი

გლდანი

გუდაუთის ბაზა

გულრიფში

გურია

დავოსი

დიდი ლიახვის ხეობა

დიდუბე-ჩუღურეთი

დმანისი

ევროპა

ევროპის საბჭო

ეთიოპია

ერევანი

ესპანეთი

ვაზიანის ბაზა

ვაკე-საბურთალო

ვარაზისხევი

ვარკეთილი

ვარშავა

ვლადიკავკაზი

ზაქათალის რაიონი

ზემო სვანეთი

ზიმბაბვე

ზუგდიდი

თავისუფლების მოედანი

თამარაშენის სკოლა

თბილისი-კასპის მონაკვეთი

თბილისის აეროპორტი

თბილისის ისტორიული ცენტრი

თელავი

თრიალეთი

თურქეთი

იალტა

ინგლისი

იტალია

კავკასია

კავკასიის ქედი

კავკასიონი

კალიფორნია

კარპატები

კასპი

კასპიის ზღვა

კახეთი

კვარიათი

კვირიკე

კიევი

კიევის უნივერსიტეტი

კიშინიოვი

კოპენჰაგენი

კრასნოდარის მხარე

კრწანისი

კრწანისის პოლიგონი

კუბა

კურსკი

ლათინური ამერიკა

ლენტეხი

ლესიჭინე

ლიახვი

ლიბანი

ლილო

ლუბლიანა

მაასტრიხტი

მალაიზია

მარტვილი

მახინჯაური

მეტეხის ციხე

მექსიკის ყურე

მიტარბი

მონაკო

მოსკოვი

მუხური

ნაფარეული

ნინოწმინდა

ნიუ ორლეანი

ნორვეგია

ოდიში

ორთაჭალა

ოსვენციმი

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი

პოლონეთი

პრაღა

რაიხსტაგი

რაჭა

რაჭა-ლეჩხუმი

რიგა

როკის გვირაბი

რუსეთი (რუსეთის ფედერაცია)

რუსთაველის პროსპექტი

რუსთავი

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

საინგილო

სამარა

სამების საკათედრო ტაძარი

სამცხე-ჯავახეთი

სამხრეთ კავკასია

სამხრეთ ოსეთი

სამხრეთ საქართველო

სამხრეთ ტიროლი (ალტო-ადიჯე)

სან-ფრანცისკო

სენაკი

სერბეთი

სეული

სვეტიცხოველი

სინგაპური

სირია

სიღნაღი

სკანდინავია

სტამბოლი (სტამბული)7

სტრასბურგი

სომხეთი

სოჩხეთი

სოჭი

ტექსელი

ტეხასი

ტყიბული

უკრაინა

ფერეიდანი

ფინეთი

ქარელი

ქინძმარაული

ქუთაისი

ყაზახეთი

ყვარელი

ყირგიზეთი

შავი ზღვა

შავიზღვისპირეთი

შატილი

შვედეთი

შვეცია (შვეიცარია)

შორეული აღმოსავლეთი

შუა აზია

ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ ოსეთი

ჩრდილოეთ კავკასია

ჩხოროწყუ

ცენტრალური ევროპა

ცენტრული აზია

ცხინვალის რეგიონი (ცხინვალი)

წალკა

ჭავჭავაძის გამზირი

ხარაგაული

ჯავა

ჯავახეთი (ჯავახეთის რეგიონი)

ჰოლანდია

ჰონკონგი

84 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


„ავერსი“

ავტონომია

ავტონომიური ოლქი

ავტონომიური სტატუსი

ავტოსტრადა

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია“

ანექსია

ანტიკორუფციული ოპერაცია

ანტიტერორისტული ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია

აფხაზეთის ომი

„აქსისი“

ბატალიონი

„ბაქტერიოფაგი“

ბი-ბი-სი

ბიუროკრატია

„ბრითიშ პეტროლიუმი“

„ბორჯომი“

ბორჯომის დეკლარაცია

ბრაილის სისტემა

ბრიტანული პოლიცია

გაერთიანებული ქართული ბანკი

გაერო

გაეროს გენერალური ასამბლეა

განათლების რეფორმა

„გაყინული კონფლიქტი“

გენერალური მდივანი

გენუის კონფერენცია

გეოგრაფია

გერბი

გლობალური ფორუმი

გორის შენაერთი

დასახლებული პუნქტი

დაუსჯელობის სინდრომი

დელეგაცია

დემოგრაფიული მაჩვენებელი

დემოკრატია

„დემოკრატიების კიევური კლუბი“

„დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა“ (დსთ)

„დემოკრატიული არჩევნის თანამეგობრობა“

დემონსტრაცია

დენდროპარკი

დეფაქტო ხელისუფლება

დესტაბილიზაცია

დიალექტიკა

დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

დივერსიული ჯგუფი

„დიო“

დიპლომატიური მისია

დიპლომატიური ფოსტა

დისკრიმინაცია

„DLA ფაიფერი“

დუმა

ევროატლანტიკური ინტეგრაცია

ევროსაბჭო (ევროპის საბჭო)

ეთნიკური კონფლიქტი

ეთნიკური უმცირესობები

„ემნესთი ინტერნეიშენალი“, „ამნესტ ინტერნეშენალი“

ენერგია ინდუსტრი კომპლექსი

ენერგოდეფიციტი

ენერგოკრიზისი

„ენერჯი ინვესტი“

ერთიანი ეროვნული პროდუქტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაო ობა“

ეროვნული უმცირესობები

ეროვნული უშიშროების საბჭო

„ერსტენ იანგი“

ესკალაცია

ეუთო

ვარდების რევოლუცია

ვახტანგ გორგასლის ორდენი

ვენეციის კომისია

ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრაციული სკოლა

თავდაცვის სამინისტრო

თავისუფალი ეკონომიკური ზონა

„თბილისი მარიოტი“

„თეატრალური სარდაფი“

თეზისი

„თელიანი ველი“

თი-ბი-სი გრუპი

თრიალეთის თასი

იალტის კონფერენცია

იალტის შეთანხმება

იალტის ხელშეკრულება

იდეალიზმი

„იმედი“

ინაუგურაცია

ინტეგრაცია

„ინტურისტი“

ინფლაცია

ინფრასტრუქტურა

იუსტიციის სამინისტრო

„კარტინგი“

კიევის კონფერენცია

კლეპტოკრატიული რეჟიმი

კლინიკა „გული“

კონსოლიდაცია

კონსტიტუცია

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი

კონსტიტუციური წყობა

კონტრაბანდა

კონტრდაზვერვა

კონტრდაზვერვის სამსახური

კონფედერაცია

კონფისკაცია

კონფლიქტის ზონა

კონფრონტაცია

კორუფცია

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

კრწანისის ომი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი

კულტურული რევოლუცია

„ლამბორჯინი“

„ლაშარი“

ლუდსახარში ნატახტარი

„მადნეული“

„მაკაროვი“

მაჟორიტარების არჩევის წესი

„მარტინ ბაუერი“

„მარშიროვკა“

„მზე“

მილიტარიზაცია

მილიტარიზმი

მიტინგი

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

„მონდი“

მონოპოლია

მუზეუმ-ნაკრძალი

მშვიდობიანი მიტინგი

მწვანე დერეფანი

„მხედრიონი“

„ნარინჯისფერი რევოლუცია“

ნატო

ნეიროქირურგიული კათედრა

ოდიში (სატელევიზიო არხი)

ოკუპაცია

ოპერატიული დეპარტამენტი

ოპოზიცია

ორგანიზებული დანაშაული

„ორიონ ტექნოლოჯი“

პატრიოტიზმი

პარლამენტი

პენიტენციალური სისტემა

„პეპსი“

პესიმიზმი

„პლასტმასი“

პოლიტიზირება

პოსტ-ნომენკლატურული თაობა

პოსტსაბჭოთა სივრცე

პრემიერ-მინისტრი

პრივატიზაცია

პროგრესი

პროვინციალიზმი

პროკურატურა

პროპაგანდა

„პსპ“

რატიფიკაცია

რეაბილიტაცია

რეზერვისტთა ბანაკი

რეზერვისტთა ბატალიონი

რეინტეგრაცია

რეკეტი

რეკეტირთა ბანდა

„რესპუბლიკა“ ბანკი

რესტავრაცია

რესტიტუცია

რესტიტუციის კანონი

რეფორმირება

რუსთავი

საბაჟო

საბჭოთა კავშირი

საბჭოთა პოლიცია

საგადასახადო კოდექსი

საგადასახადო ორგანო

სადიპლომო ნაშრომი

საერთაშორისო თანამეგობრობა

საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო ფორუმი

საზოგადოებრივი წესრიგი

სამართალდამცავი სტრუქტურა

სამართალდამცავი ორგანო

სამოქალაქო ომი

სამოქალაქო საზოგადოება

სამშვიდობო ინიციატივა

სამხარეო პოლიცია

სამხედრო ბაზა

სამხედრო ბანაკი

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი

საპატრულო პოლიცია

საპროტესტო გამოსვლა

საპროცესო კოდექსი

„სარკე“

სატაბელო იარაღი

სატრანზიტო მაგისტრალი

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

საქართველოს შეიარაღებულ ძალები

„საქსტანდარტი“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი“

სეულის სამოქმედო გეგმა

სილქ-როუდ ბანკი

„სიმო“

სისხლის სამართალი

სიღარიბის დაძლევის პროგრამა

სოფლის მეურნეობა

სპეკულაცია

სპეციალური დანიშნულების რაზმი (სპეცდანიშნულების რაზმი, სპეციალური რაზმი)

სპეცოპერაცია

სპეცსამსახური

სსრ კავშირი

სტატუს-კვო

სტრუქტურული რეორგანიზაცია

სტრუქტურული რეფორმა

სუამის სამიტი

სუბკონტრაქტორი

სუკ-ი

ტერაქტი (ტერორისტული აქტი)

ტერორისტი

ტოტალიტარიზმი

ტურიზმი

ტურისტული ინფრასტრუქტურა

„ტრას-ინვესტ-კაპიტალ ჯორჯია“

ტრეფიკინგი

უზურფრუქტი

უშიშროება

უშიშროების საბჭო

უშიშროების სამინისტრო

ფედერალიზმი

ფეოდალური რეჟიმი

ფინანსური ამნისტია

ფიტოსანიტარული სამსახური

ფიტოსანიტარული კონტროლი

„ფრონტერა“

„ქართული ქორეოგრაფიის დღე“

ღირსების ორდენი

ყივჩაღური ჯარი

შახდენიზის გაზსადენი

შერეული ქორწინება

შინაგან საქმეთა მინისტრი

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია

შოთა რუსთაველის სახელობის სომხური სკოლა

შპს „აჭარა“

შპს „ნოლა“

„ჩვენებურები“

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი

ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკი

ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო

ხელნაწერთა ინსტიტუტი

„ხვანჭკარა“

„ჯეოსელი“

„ჰუმან რაითს სვოჩი“

CNN

„Human Rights Watch“