![]() |
წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა |
![]() |
1 წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა |
▲ზევით დაბრუნება |
393
გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემ-მაგიერი;
მივსწერე: „მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
მათი ერთგული გაძღებიხ ყოველი სული მშიერი,
ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
394
ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით;
ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;
თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.
სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით“.
395
კაცნი გავგზავნენ, მე გულსა მომეცა უფრო ლხინები,
დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;
მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები,
აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.
396
პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი,
მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;
ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვნი საწუთროსა გმობანი“.
![]() |
2 წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა (ხელნაწერი) |
▲ზევით დაბრუნება |
აბაშიძე ალექსანდრე
კახიანი ლამარა
ლომიძე სოფო
კიკვაძე ნინო