The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დიდის კარის წინ

წინ

(ჩემს მარიამს)

განვვლე გზა გრძელი,

ბნელი და ძნელი

და მივაღწიე იმ დიდს კარის ბჭეს,

სითაც ცხოველ არსს

ამა სოფლის კარს

გზა აღარა აქვს უკუ დაბრუნდეს;

*

სადაც წინ გვიძევ

და სითაც გვიწვევს

თავის წიაღში იგი ცხოვრება,

სად ნაცვლად მზისა

ჰნათს სხივი ღვთისა,

სა უფევს მხოლოდ ჭეშმარიტება!

*

მიველ კარს დიდსა,

ველი ჩემს რიგსა,

სოფლისგან გულით დაწყლულებული,

რაც მე გამტანჯა

და რაც დამსაჯა,

მასა გრძნობს შენი ეგ წრფელი გული.

*

სხვას არას ველი;

არავის ვსწყევლი,

თუმცა ამ სოფელს არცა რას ვლოცავ;

მაგრამ კი შენთის

და სამშობლოსთვის

იმ დიდს კარს წინა ცრემლით ვილოცავ.

1889 .