The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


მესხის გამოხედვა

მესხის გამოხედვა

ის გახედვა მზიური

შვილთა ვალი და სესხია,

შეგრძნება ტიტანიური,

იტყვი: ნამდვილი მესხია.

ის გამოხედვა სხვა, წრფელ,

ვერავის ვერ მოესყიდა

და ამაყობდა ქართველი

იმ ერთი ვიმე მესხითა.

იმ გამოხედვით არეებს

უკვდავ ცა მიესხურათ,

ვეფხვების შემოგარეებს

სხვა ვერვინ იტყვის მესხურად.

ის გამოხედვა გასდევდა

შთამომავლობას მესხივედ,

იბრძოდა, თავს გადასდებდა

თავგანწირული მესხივით.

არის ტალღათა მოხეთქვა

ძლიერი, არ უნებური.

მითხარით, სხვა გამოხედვა

სად არის მესხისებური?!

გრიგალია თუ სეტყვაა,

არ მეშინია მე სხვისა,

ქართველში გამოხედვაა

იმ ერთი ვინმე მესხისა.

1940