The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შემოდგომის დილა

შემოდგომის დილა

ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა,

დილით სიცივე იყო ფარული,

ჰბერავდა ქარი მადათოვიდან,

როგორც სიკვდილი და სიყვარული,

მგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი,

სიყვითლე, ნება ხეთა კვდომისა,

მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,

დღე იყო ისევ შემოდგომისა.

1916