ისევ დაბნელდა, მიდის დღე სწორედ,
გარინდებული მოსჩანს საგანი.
არ შემიძლია, ტყვია მესროლე,
ალბათ სიჩუმე ისევ დადგება
და სიზმარივით გაივლის ქარი.
ღმერთო, ბნელდება! ღმერთო, რა დღეა!
არ შემიძლია, რაღაც სხვა მინდა,
საშინელ გრიგალს ისევ მე ველი.
სული ნაზია და სული წმინდა,
როგორც ქაღალდი დაუწერელი.