სხვა ხომალდები მოადგა ნაპირს, დაუშვა აფრა
და ჩაჰყურებენ მძიმე ნაპირს კრეისერების მძიმე ლანდები,
წითლად ნანთები ზღვა იზმორება, ქაფის გორები
და სიშორეში ჰაეროვნად ლილიანდები...
დასძრა შუქურამ და აელვარდა შენს ირგვლივ ქაფზე
ათასი ალი, ათასი ლალი და უმძიმესი ბრილიანტები.