The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


სო... ორ

... ...

ვარდი ხარ? არა!

ზამბახი? არა!

მარამ, შენ ღაწვთზე აღყვავებულნი,

არიან ორნივ შეზავებულნი!

ნეტარ მას ბულბულს, ვინც შენს ვარდს, ზამბახს

ზედ დამღერს მარად, ვით ეშყის ბანაკს;

ვინც დასუნოსა

თმა ლადანასა,

დაუდევნელად ბროლ მკერდზე გაშლილს;

ანუ შეეხოს

შენს წელს კიპაროზს,

სიყვარულისა სარტყელით მოვლილს,

სიცოცხლე მისი,

ვითა მაისი

ნეტარბითა აჰყვავდეს ახლად,

და ვითა ილა აზაფხულისა, სააოდ განვლონ მის

ღეთა ნათლად!

ეგ ორნი თვალნი,

ორნი ვარსკლანი,

ეშყის სადგურნი ბრწყინვენ გონებით,

მა ტრფიალებით

მიჰმართა ვისცა,

განიხსნას მისთვის სიხარულის ცა!

შენთა სიტურფეთ,

როს ნდნი მოტრფეთ,

ვით ფარვანანი გარე დაჰფრინვენ,

და შექცევაში,

სიამის ზღვაში,

გონება გართულს რომ მიგიზიდვენ,

მე განშორებულს,

სვე გამწარებულს

მაშინ გონებით თუ დამივიწყებ,

არ შევინანებ,

ოღონდ კი შენს გულს

ზოგჯერ ვახსოვდე ჩემდამო ერთგულს!

1835 .