The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წერილი სოფლიდან

წერილი სოფლიდან

შემოდგომაა. წვიმამ მოლია

ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.

ზაფხულის დღეთ ის ქაფი ქრება,

არის ცეცხლის ხმ და ჩაფიქრება...

იშლება თვალწინ ფერადი ნოხი -

თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.

იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლია

ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.

არ გებრალებით? მე მქონდა გული, -

ახლა ის არის, როგორც ყინული.

თქვენ კი ჯერ ისევ მაისს ედრებით,

მომწერეთ რამე; ოჰ, გევედრებით!

ვინ იცის, იქნებ გალხვეს ყინული

ღრმა მწუხარებით შემორკინული.

1915