The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნელა მივდივარ ბაღში

***

ნელა მივდივარ ბაღში

მე, პეტრე-დიდის ქუჩით.

შემხვდა ვიღაცის ბავშვი,

პატარა, თვალებლურჯი.

და დღეა უმძიმესი

და შენზე ფიქრი არ ღირს.

ახლო ეზოდან მესმის

დაჭრილი ხმები არღნის.

მომდევს ფიქრების გროვა

და საკუთარი ჩრდილი.

ახლა სიკვდილის დროა,

დიდიხანია ვტირი.

ნელა მივდივარ ბაღში

მე, პეტრე-დიდის ქუჩით.

შემხვდა ვიღაცის ბავშვი,

პატარა, თვალებლურჯი.