The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ქაღალდი

ქაღალდი

ქაღალდი, სუფთა - ზამთრის ველივით,

შრიალებს ღამით თუ ღელავს დღისით.

მარადის ფიქრობს, რომ ყოველივე

იწყება მისით, თავდება მისით!

ქაღალდი მრავალს იჩენს მარიფათს,

ქაღალდი მოდის რაგინდრაფერი:

იყო, არის და რჩება ღარიბად...

წერთ? ქაღალდია, სხვა არაფერი!

მაგრამ მოვიდა ერთხელ მგსანი,

შემოქმედება აზრს შეუზავა,

ვეფხის - დაარქვა მას - ტყაოსან”,

და საუკუნე გააუკვდავა!