The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გზაზე

გზაზე

თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,

ჩუმი, მყუდრო და სევიანი იყო საღამო.

თოვლზე დაცემულ სისხლის წვეთის მსგავსად მზის რგოლი

ღრუბელთა შორის იშლებოდა სხივ-ანათრთოლი.

ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი

და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

ამ დროს მომესმა სევიანი სიმღერა გზაზე:

ეს ხომ მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე.

გადაიარა ჩემს თვალთაწინ და მიიმალა,

სამარადჟამოდ გაურკვევი აღმიძრა ძალა.

და მივდიოდი მარტოდ-მარტო სევდიან გზაზე

და ისევ-ისე ვოცნებობდი სხვ ეყანაზე.

ლურჯი ბურუსით ინთქმებოდა ხშირი ტყე-ველი

და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი!