The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
სანთლები

სანთლები

ორს ურმუხტისფერ სივრცეს იქით სანთლები სჩან,

დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური;

ერთხელ ზღვა გასწყრა, აირია, გაჟინიანდა,

ალღემა შეჰქმნეს ვაი-ვიში, აურზაური

და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა...

ას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს,

ისთვ ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს,

მიუწვდომელი სანთლები კი, ბრწყინავს და ბრწყინავს.

როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს!