ღამევ, რა მოგივიდა?
ო, ყოველდღე მზეები
ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების
მძიმედ მიემართება.
ის ოცნებაც ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
ქარო, რა გემართება?