***
მას შემდეგ მტერმა სისხლი დალია,
და ღამე გაჰქრა, როგორც ზმანება.
და ის ყოველთვის იდუმალია,
რაც ჩემში იწვევს აღფრთოვანებას.
მხოლოდ ფიქრისთვის ახლა მცალია,
ის ღამე გაჰქრა, როგორც ზმანება.