***
თეთრი დღეები მარად ივლიან
და მე ცხოვრება როგორ ვიწამე.
მაღლა ბრწყინვალე ცის დუმილია,
აქ ჟრიამული ისმის მიწაზე.
და მე სიცოცხლის აზრი ვიწამე.
მაღლა ბრწყინვალე ცის დუმილია
და ჟრიამული ისმის მიწაზე.