The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შემოდგომის დღე

შემოდგომის დღე

შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე,

დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი:

როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილ,

როგორ ირხევა გაძარცული ტყე...

შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე.

ივა და ცვივა ხეებს ფოთოლი,

გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;

დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,

გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...

ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი.

სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,

გამოუთქმელი მიტაცებს შვება!

რა არის იგი? ბედნიერებით

გამოწვეული უბედურება,

თუ უბედობა სიმწარე ვნებით.

დამშვიდდი, გულო: შეგიყვარდება

ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო!

წავა დღეები უსიხარულო,

ისევ აღდგება გამქრალი ვნება,

ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!

წავიდა, გაქრა... ვერ შევეკითხე.

რისთვის გამშორდა, ისთვის წავიდა...

გამიქრა სულის ოცნება წმინდა,

ილულება მზე, იძარცვება ტყე...

შემოდგომის დღე, ემოდგომის დღე.