The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


დაღლილ წამთ ქვეშ

დაღლილ წამწამთ ქვეშ

დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,

რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,

შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა,

მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში.

ჩემი ცხოვრება, ვით სხეული დაუმარხველი,

წარსულისაგან სწყევლის, სწყევლის ამ ფერმკრთალ სახეს,

ის ვერ განშორდა განმყინვებელ, მკვლელ თვალთა ცქერა,

ვერ განერიდა თმას მთრთოლავსა და მოცახცახეს.

სიზმართა რგოლში ადო მკაცრი ტანჯვა-წამების

მაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს;

სიზმართა რგოლში მე ვიგონებ ჩემს დამმონებელს,

დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს.