***
ქვის ქანდაკებას ვუმზერ,
დილას დავტოვე ბინა.
მიწა აყრია გულზე
და მიცვალებულს ძინავს.
ღრუბელი მიდის დაბლა
და შუადღეა ჩუმი.
ვგრძნობ მგლოვიარე საფლავს,
ვგრძნობ სასიკვდილო დუმილს.