The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ყანები

ყანები

გამოჩნდა რხევა მაღალი ტანის,

ნამგალით მკლავზე, მავალი ობლად,

მისი სიმღერა ხმა არის ყანის,

სადგურის ლო მივარდნილ სოფლად.

სიმღერა სულით ემშვიდობება

გადამწკრივებულს ზღვისკენ წეროებს,

მზე ეხუჭება, როგორც ობობა,

ნაზად დაქსელილს ხის კენწეროებს.

სულმა არ იცის რა არის მონა,

გზებზე ნახირი ისევ ბრუნდება.

კრავებს მირეკავს სოფლის მადონა.

მადონა ქოხებს დაუბრუნდება.

1913