The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
აკაკის

აკაკის

ნათქვამი აკაკის საფლავთან, მთაწმინდაზე,

საზეიმო მიტინგზე. 1940 . 16 ივნისს.

შენ მოგვიზომე სამშობლო

შენი ჩანგურის სიმებით;

შენ გვიანდერძე სამშობლო

და მისი დახსნის იმედი.

გული გაცვითე სიმღერით

და ლექსი ქართლის დიდებით;

ბნელს გვილამპრავდი ჭაღარით

და ცრემლის მარგალიტებით.

მომავლის მზესთან ადიდე

მიწაში მყოფი გმირები,

მათი აკლდამის ნათელი,

მათი საფლავის დირენი.

დღე-ღამის სიგრძე-სიმოკლემ,

გზა გასჭრა სავსე ეკლითა;

დღეს ჩვენს ჩანგებზე, პოეტო,

მზის სხივი გადმოგვეკიდა.

შენც ჩვენთან მღერი, ზეზე ხარ,

გსურს, რომ ახალ მზეს უყურო,

დიდი მთაწმინდის სიწმინდევ,

ადაღთილო, უღლოვ,

დანაცრებულო, დამწვარო,

დაბერებულო ბულბულო!