The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


AVE MARIA

AVE MARIA

ელვარებს, დნება წმინდა ნათელი

მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი.

ძლიერო სულო! შენკენ მოილტვის

ლოცვა-ვედრება და საკმეველი.

რა რიგ მწყურია შენს შორი-ახლოს

განახლებისა მოვიკლა ჟინი,

ცქეროდე თუ როგორ ბრწყინავს

ღვთაებრიობის შენის ვირგვინი.

რამდენი ღამე გამითეია

მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა,

მე ვერ ვამჩნევდი თუ როგორ ავდა

მთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ დედა.

ასე, არ მინდა ვუცქირო წმიდანთ,

გარს რომ გარტყიან, ელა ბნელება,

და თვალწინ მხოლოდ შენი აჩრილი

უხილავ ძალით ხორციელდება.

ოჰ, ეს ნათელი, თვალთა ნაელი

გულის სიღრმემდე მწვდება, მედება!

რა არის შენთან კაცთა ბორკილი

ან ხორციელის შემოქმედება?

იყო რო შენ ქვეყნა იყავი

მაგ განუსაზღვრელ მშვენიერებით,

მაგრამ რით უნდა დაგეტკბო გული,

კაცთა ღალატით თუ ცბიერებით?

ეხლა აღარ ხარ და ჰქმნის ოცნება

უკვდავი სახით უბრალო ტილოს,

რომელსაც ძალუძს თუნდაც ველუ

დაატყვევოს და დაიმორჩილოს.

მასში ყველაა, რასაც დაღლილი

ადამიანი ქვეყნად იებს,

შვენება, სული და სილამაზე

ჩვენს ლოცვაშია, მუდამ რომ ჰგიებს.

ელვარებს, დნება წმინდა ნათელი

მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი...

დედაო ღვთისავ! შენსკენ მოილტვის

ლოცვა-ვედრება და საკმეველი.