The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შემოდგომა

შემოდგომა

I

ობოლ ფოთლებს, ნაზ ვავილებს

ქარიშხალი თავზე ივლებს;

კორდი კდემით თვალებს ნაბავს,

მორცხვად თავს ხრის, სუნთქვას სძაფავს.

ტანთ-გახდილი და შიშველი

მთას შესჩივის: ვერ მიშველი?

ვიღაც კვნესის, ვიღაც ჰკვდება,

ვიღაც ნისლში ინაკვთება.

II

მოწყენილია მიდამო, თეთრი

ნისლის ზღვა მინდორს გადაეფინა.

გადმოიშალა სიცი მკვეთრი,

ჩემს არსებაში იპოვა ბინა.

მომბეზრდა ყოფნა... სულს შეეთვისა

აზრი: დაფარვა ქარიშხლის ფიფქით,

ვით ყრუ ძახილი უკვდავებისა

დროთ საზღვარს იქით, დროთ საზღვარს იქით!