The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში

შემოდგომა “უმანკო ჩასახების

მამათა სავანეში

ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს

გადირეკს ნოემბრის ბაღები.

მხურვალე ვნებები გამივლის,

ასახლის ჩაქრება ჭაღები.

არჩება აუზთან სანდალი

ძველი ფოთლები, ყვითელი...

რომანზე ისვენებს შანდალი,

რომანში - შეშლილი ვითელი.

ვეწვევი განდეგილ მამათა

უმანკო ჩასახვის სავანეს:

იქ შავი თოვლივით დამათოვს

ჭვარტლი და ბურუსი თავანის.

სიმკაცრით შემხედავს საშვენი

თვალები შეკრული კამარის:

ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი

არ არის, არ არის, არ არის!

დაჰქრიან უდაბნოს ქარები,

მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!

სამრეკლოს ანგრევენ ზარები...

წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

გრიგალთა სადაურ შებერვას

მისდევენ ფოთლების შვავებ...

თებერვალს უხმობენ, თებერვალს,

სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

და ვიცი ღელვათა საგანი,

როდესაც ღამეა უკუნი,

და ჩემი მდუმარე საკანი

და ცეცხლის მფარველი გუგუნი -

ერთგვარად მიიტანს ამ სახის

ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:

გაზელებს - მგოსანი სასახლის,

ხელთათმანს-სასახლის მდივანი.