The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


პირველი მაისი

პირველი მაისი

პირველი მაისი,

პირველი მაისი,

პირველი მაისი

მოვიდა ამაყი:

წითელი ყაყაჩო

თუ იასამანი,

ხავედის ვარდები

და თეთრი ზამბახი.

მეფეს კი, ფეს კი -

ქარით და გრიგალით

თითქო არავისა

და არარაისი -

ციხეში, ბორკილში,

შიმშილში, ომებში

სურს ჩაკლას მუშათა

პირველი მაისი.

დრო მოვა... და ისევ,

პროლეტარიატი

მაისის ვარდებით

სიცოცხლეს აივსებს,

სალამი იმ დღეებს,

სალამი იმ ბრძოლებს,

იმ ნათელ გაწევას,

იმ პირველ მაისებს!

1908