The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ

წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ

თავნი იტყვიან სტეფანე

უფევს ღმერთი წარმართთა ზედა, გიხაროდენ ყოველსა ერსა,

რომელიცა ქალწულისაგან გამოგჳჩ[ნდა].

ალავარნი ზეცისანი

განგეხუნეს შენ ზესკნელისანი,

სტეფანე, და იხილენ საყდარნი

და ერნი ნათლისანი

ზეშთა კრებულისანი,

მაქებელნი მამისანი

ძისა და სულისა წმიდისანი.

ჰა სრული სათნოებითა,

სავსე იგი სასოებითა,

სანატრელი სტეფანე, სარწმუნოებითა

მამისა აღსარებითა,

ძისა დიდებითა,

სულისა წმიდისა მადლითა,

სამებისა ქადაგებითა.

არისეველმან მოშურნემან

და შემდგომად ჭურმან რჩეულმან,

სიკუდილდ მისცა სტეფანე პავლე მოციქულმან,

ხოლო ერმან უშჯულომან,

კრებულმან ამაომან,

ქვაჲ დაჰკრიბა უწყალომან,

და გჳრგჳნოსან-ყო უფალმან.

ნგელოზნი აღიარებენ,

ადამიანნი ადიდებენ

ღუაწლსა შენსა, სტეფანე, აქებენ

მღდელნი და დღესასწაულობენ,

მთავარნი უგალობენ,

მეფენი იხარებენ

და მეოხად აღგიარებენ.

ათლისა წარუვლისამან,

მოწამეთა მათ წინამძღურისამან,

წამა ძჱ მარჯულ მამისა პირველ-მოწამემან,

მასწავლელმან მარტჳლთამან,

მოღუაწემან მწირთამან,

მოძღუარმან მოღუაწეთამან

და მეოხმან მორწმუნეთამან.

რი ბრალსა დასდებდა

და კრებული ქვასა დაჰკრებდა,

ხოლო წმიდაჲ სტეფანე ქრისტესა აღიარებდა,

სიკუდილსა მას იხარებდა,

სულსა შეჰვედრებდა,

ერისათჳს ევედრებოდა

და გჳრგჳნოსან იქმნებოდა.