The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბუმბერაზი

ბუმბერაზი

ფრანგულაშვილები მთელ ვემო იმერეთში განთმული იყვნენ ძვლთა დროთაან. ხშირათ მათ ვეშაპიძებსაც ეძახდენ. მართლაც ვეშაპის ძალა ჰქონდათ, ეშაპივით ჭამდენ და სვამდენ. ომში პირველობას არ სჩემობდენ, ვეებერთელა ხანჯალს , ომელიც კამეჩის უღელზე ტი იყო, ისე ატრიალებდენ, თითოს სახრეაო.

თავისებურათაც ხმარობდენ იარაღს. მტრი თუ რიგ-რიგათ იდგა, ერთიმეორის უკან, პირდაპირ ჰკრავდენ მუცელში, მკერდში, სულ ერთი იყო ძვალში თუ რბილში, და ორს-სამს წამოაგებდენ ხანჯალზე ან გამოფუშავდენ შესაწვავ გოჭივით. თუ მტერი ერთწყებათ იდგა, მაშინ მარჯვენა ყურიდა მარცხნივ წელამდე გადუქნევდენ; ორს გაკვეთდენ; მესამე ჰაერის ძალით, ხანჯლის ელვარებით, შიშით მიწაზე ინართხებოდა.

ფრანგულაშვილი მარტო ერთი ესწრებოდა ომს. არც მეტი და არც ნაკლები. ასეც უნდა ყოფილიყო, - ფრანგულაშვილების გვარი სულ ერთი ოჯახისაგან შესდგებოდა.

ერთი ფრანგულაშვილი ომში დაკეპეს. ბერი გოგია დიდხანს დაჰყურებდა მიწაზე განართხულს, სისხლით და მტვერით შეთხუპნულს გვამს. ბუტბუტით სთქვა: ამქვეყნის აღარაა!“ მაგრამ აინც სინჯა ბედი: ქრისტიანი კაცი მოუვლელათ არ დატოვა, იქნებ ასეთს მეომარს წმინდა გიორგიც შეეწიოსო; გაბანა, პირში ღვინო ჩაასხა; მრავალი ჭრილობა ჰქონდა. ცალ-ცალკე არ ღირდა ეხვევა. ოროციოდე მილი დაუდვა; მთელს ტანს დააყარა წვრილი ნაწეწი კანაფი და ერთს დიდს ზეწარში გაახვია. მხოლოთ ცხვირის ნესტოები და ტუჩი დაუტოვა თავისუფალი ჰაერის სასუნთქავათ.

ბერი დიდხანს ეცადა ვეებერთელა ხანჯალი ხელიდან გამოერთმია, მაგრამ ვერაფერი გააწყო, სანამ ხანჯლის ტარს ქონი არ წაუს და შეკუმშულ თითებში ზეთი არ ჩაუსხა. მხოლოთ მაშინ გამოლიტა ხელიდან ხანჯალი და იქვე ქარქაშში ჩაუგო.

- ბიჭო, ეს რა დამმართია! - გაკვირვებით დაიძახა მესამე დღეს ფრანგულაშვილმა.

- დაჭრილი ხარ, შვილო.

- სადა ვარ?

- ჩემთან, სენაკში...

- წყალი...

- , შვილო.

- გმადლობ, რამდენი ხანია დამჭრეს?

- სამი დღეა.

- აბა, გამხსენი.

- მე ითონ ვაპირებდი ეს-ეს არის.

ბერი განცვიფრებას მიეცა, როცა ჭრილობების მაგიერ ოდნავი წითელი ზოლები დაინახა. მხოლოდ ნაჯახის ჭრილობა ბეჭზე და ლეკურის შუბლიდან ცხვირზე გადმოსული ოდნავ იღებებოდა სისხლით.

- აბა, ისევ მილს გავუკეთებ და შევხვევ, - აილაპარაკა ბერმა.

- არა, წმინდა მამა, მარილი დააყარე, მეტი არაფერი უნდა.

- ას მბ, ვილო, აგწვავს, გაგახელებს.

- არაფერია, მაგას ვერც კი ვიგრძნობ, ისე დავრევი მტერს.

ფრანგულაშვილი ისე წამოდგა ფეხზე, თითოს ნაწირვებს მოისვენა და ახლა ჯარში სალხინოთ წასასვლელათ ემზადებაო.

- დიდბა შენდა, უფალო, - წამოიძახა ბერმა, - შეგიმნია კლდე ადამიანი და ვერხვის ფოთოლი ადამიანი!

..............

ფრანგულაშვილები დიდხანს ინახავდენ საარაკო პაპის ზღაპრულს ხანჯალს.

კუთხეში იყო იყუდებული და კაი ვაჟკაცი უნდოდა, ქარაშიდან ამოეღო. ფრანგულაშვილებს რომ ინდა ფოლადის სახნისი, თოხი, ბარი, სასხლავი, წალდი და ნაჯახი ვთ ახლა, იმ ხანჯლდანაა ყველა გადამდნარი.

..............

ფრაგნულაშვილები შემდეგ გამრავლდენ.

ერთი ფრანგულაშვილი გაღარიბდა. საჭმელიც კი არ ჰქონდსაკმაოთ. ნათქვამია, მუცელს აქორებ - ქორია და აღორებ - ღორიაო“. ღარიბი ფრანგულაშვილიც ცოტას ჭამდა, ბევრს კი მუშაობდა.

ერთხელ ცოლს უთხრა: თორმეტი კაცის სადილი დამიმზადე, რასაღალო მიწა მაქვს, ელა ერთად უნდა გავოხნო, მერე ტყეში წავალ, იქნებ, ცოტა რამ ფული ვიშოვოო.

ქალმა დაამზადა სადილი და ყანაში წაუღო.

- სადაა, კაცო, ნადი?

- ეს-ეს არის მუშაობა მივატოვეთ, აქეთ-იქით წავიდენ, კარგ ვახშამი გაგვიკეთე?

- დალოცა ღმერთმა, ქე უმუშავნიათ მუყაითათ, - თქვა ქალმა და წავიდა.

საღამოს კაცი მარტო დაბრუნდა სახლში.

- სხვები სად არიან? - დაეკითხა ქალი.

- დაალაგე სუფრაზე ყველაფერი, მოვლენ!

ქალმა სუფრა დადგა აივანზე, რაც რამ ჰქონდა გამოიტანა.

ქმარი დაჯდა.

- დიდება ღმერთსა, ღმერთმა გაუმარჯოს გლახუა ფრანგულაშვილ, მის ცოლს სიდონიას, - დაილოცა და დალია პირველი დოქი შუა ღვინო.

- რას შვრები, კაცო, არ მოუცდი ნადს?

- სადაური ნადი, რა ნადი, ქალო! ნადიც მე ვარ და მასპინძელიც, თუ რამე შეგიძლია, გამიმასპინძლდი.

- უი, თვალები კი დაიდგა! - შემოიკრა სიდონიამ ხელი ლოყაზე, - კაცო, ღმერთი არ არის, ორი ბატი მყავდა, იმის იმედი მქონდა, და დავკალი... ბათმანი ვილი ისესხე...

- ნუ დამიწყებ ლა ლუკმის ანგარიშს. უშაობი თორმეტ კაცზე მეტი გავაკეთე და შენ ბატებს თორმეტი უცხო კაცი შეჭამს, თუ მე შევჭამ, რა ნაღვლება.

- უი, უი, ჩემი ცოდვა, რა ყოფილხა, დამიდგა თვალები!

..............

დიდი მებატონის სამარეულოში დარიან ფარეშები. ილანძღებიან მზარეულები. მოურავი ბრძანებლობს.

- აქენი ცხვარი, რას ზოზინობ, ვირის შვილო!

- ბიჭო, ნუ მოუნდი ჭამას, წაიღე ღომი!

- სუფრა-ყასუმი მეიტა აქ!

- გადააბრუნე, ჰო, ნუ გეძინბა.

- ლენგერი! ლენგერი!

- ბატონო, კულოს თხოულობს!

- სადაა ჩაფი, ცარიელი ჩაფი. ოჯალეში უნდა ამევიღო და ვერც ერთი ვერ ვიშოვე. ოჯახდაქცულებს მწვანეით გაუვსიათ ველა.

- გაცალე, ბიჭო, ქვაბში; მერე ჩვენ დავლევთ.

- ამაში ბეჭია, აქ ღომის ქერქი ჩარჩენილა, აქ ხარშო, დამაგიანდება და ბატონი მომკლა. გადავასხამ ამ ტიალს!

- მეიტა, ძამია, მაგ ჩაფი, მე გაგიცლი ამწამში.

- აბა, თუ ძმა ხარ, მემეხმარე... ბიჭოს, რას შვება ეს კაცი? სვა, ძმაო? ვერ გამოცლი! იმე! შენი მტერია, გამოცალა. ბარაქალა! - ფარეშმა დაატანა ცარიელ ჩაფს ხელი და საჭურესკენ გაიქცა.

- ვინ ხარ, ძბობილო? - დაეკითხა მოურავ უცნო.

- გლახუა ფრაგულაშვილი გახლავარ; ბატონთან წერილი მაქვს, წყალობა მიქნი, მიართ.

- კარგი, ძმაო, ძაან სმა კი გცოდნია, ბატონი არ მომიკვდე! დაბრძანდი, სადილი მიირთვი და ამასობაში ბატონიც პასუხს მოგცემს.

- გმადლობ, ბატონო. შორი გზა მაქ და ნუ დამაგვიანებ.

- ახლავე.

..............

- ბარათი მოგართვეს, ბატონო.

- მოიტა!.. რა დეემართა ამ ჩემ მოყვარე კაცს, რომ ერ ჭვირთ თივას მთხოვს? მოურავო!

- ბატნო, შენი ჭირიმ!

- კარგათ გაუმასპინძლდი ამ ბარათის მომტანს, დაალევინე. მერე საუკეთესო ზვინიდან თივა მიეცი, რაც კი წაიღოს.

- თქვენი ნებაა, ბატონო.

..............

- ბატონო, ენი ჭირიმე, იმ ბიჭს ჭვირთი კი არა, მთელი ზვინი მიაქვს.

- ხუმრობ თუ?

- შენი რისხვა არ მომეცეს! ქალბატონის ცხენისთვის განგებისათ ცალკე ზვინი მედგა. იმას შემოახვია ბაწარი და შეანძრია. გავაჩრეთ. ლა რავაც მიბრძანებთ.

- ბიჭო, ინ ეშმაკია?

- აი, დასწყელა ღმერთმა ვინცხაა! ჯერ ერთი ჩაფი ღვინო სულმოუთქმელათ დაცალა, მერე რთი გოჭი, თორმეტი ჭადი, მისი ღომით, შეჭამა. სხვა, როგორც სხვებმა, ძროხის ხორცი, პური მიაყოლა, და, რომ ადგა, ერთი ჩაფი ღვინო კიდევ ალია, ბატონი და დავილოცოვო.

- მიცი, ძმაო, მიეცი, შემახედე, რას ეგვანება ზურგზე ზვინგადებული კაცი, წეიღებს კი?

- წეიღებს, შენი მტერი წაღებულა ისე!

..............

სტუმარი და მასპინძელი, ქალი და კაცი, მსახური და ბატონები გამოვიდნენ საკვირველების სანახავათ.

ფრანგულაშვილმა კარგათ მოარყია ზვინი, მერე ზურგით მიადგა, გულ-მკედზე ჯვარედინათ გადიხლართა ბაწარი, რომლითაც ზვინი იყო შეკრული, წაიღუნა და... ზვინი დაადგა გზას. ადამიანი არ მოჩანდა.

მასპინძელმა ვერ მოითმინა და მიაძახა ფრანგულაშვილს:

- შენს ბატონს უთხარი ჩემს მაგიერ, სახლში არ დაგაყენოს, შენ დაუმსებ, ძმაო, ოჯახს.

- ვეტყვი, ბატონო! - დაიძახა ზვინმა.

ასეთი იყვნენ ფრანგულაშვილები, ზოგჯერ ვეშაპიძეებათ დეულ.

1911 წ.

ახრაკში გატარებულ აჭას წყალს დაასხაამენ. აქედან გამოსულ წყალნარე ღვინოს შუაღვინოს ეძახიან. (ავტორის შენიშვნა).