The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წერილიდან მისდამი

წერილიდან მისდამი

როს დამვარდება ხელით სადავე,

გაქრება სული და სისადავე;

როს იმ ყვავილებს ცრემლებს ვათოვებ,

გთხოვ: სასიკვდილოდ ნუ მიმატოვ.

როს გამიმეტებს ჩემი დიდება

და საქართველოს გაბედითება,

როს წაერთმევა სუნთქვა იმედებს,

გთხოვ: შენი ელი ნუ გამიმეტებს.

1916