The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ნ... დმი

... დმი

მნათობო! თვით შენ აღმიხსენ, რა მემართების, რასა ვჰგრძნობ,

როს და ვჰწითლდები, რად ვჰკრთები, ვჰშიშობ და

ვჰხარობ?

მაშინ რად ენა სდუმდების, როს შენთან უბნობას ვჰცდილობ,

და რისთ ნაცვლად სიტყვათა, მხოლოდ ოხრვითა ვმეტყველობ?

მრავალგზის ვფუცავ არ გნახო, მაგრამ ყოველ ჟამს გეძიებ,

როს გხედავ, გულსა სახმილსა მდუმარედ მყოფსა აღმიგზნებ.

მაშინ მე, შმაგი, ყოველთა გარე ჩემს საგანთ ვივიწყებ;

ხანა ვჰსწყევ შენთა სიტურფეთ და ხან კი მათვე ვაღმერთებ.

მრავალ გზის ვფუცავ გივიწყო, და ვჰქმნაცა ნება გონების;

მარამ როს გხედავ, გონების რჩევა სრულიად არ მესმის...

ული ხელმწიფებს და უფრო უძლიერესად შენ გეტრფის,

და გულის მონად შექმნილი გონებაც შენდა მოჰფრინვის!

1830 .