The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წისქვილი

წისქვილი

მდინარეს გადუბურავს ტყის ნაბადი და ნაწყენი ბუტბუტებს: ანკარა რუდ დავიბადე თოვლსა და ყინულთა შორის, მწვანე ბალახს ვესხურებოდი წვეთებად, ისევ შევვერთდებოდი და თეთრ პატარა ქვებზე მივჩხრიალებდი; შველი მკოცნიდა, მძივებიით თევზები დასრიალებდნენ ჩემს მკერდზე, ჩემს გულში. რა კარგი დრო იყო! მერე კი ყოველი ნაწრეტი, ნარეცხი, ღვარი და წუმპე შემომიერთდა; ამამღვრიეს, გამსვარეს... არაფერია, აი ზღვაშიაც მოდები, იქაც კარგია, ფართოდ გავიშლები... ეს სილა და ტლაპო მომშორდება.

როგორ მოვხვდი ამ ადგილას? - ფიქრობდა ხიდათ გადებული მუხა. - მზის სხივები მეხვეოდნენ. მთვარე სანამ გულში, ფოთლებს შორის, არ ჩამიძვრებოდა, არა მშორდებოდა; არეს ჩრდილით ფარადი; სიყვარულით შემომცქეროდა ქვეყანა; ბატონობას მაწვდიდა ხეობა. ახლა ყოელი წირპლიანი მჯაბნის; შუა წელზე რომ დამადგებიან, მაშინ დაიწყებენ ხტუნვას - რა ენაღვლებათ რომ მტკივა, მტკივა... მაგრამ მოვიდეს ერთი ნიაღვარი, გაყურბინებთ სეირს: შიგ შუაზე ჩავტყდები, როცა შუაზ იქნბა ვინმე წისქვილში საფქვავით მიმაალი; დაიყურყუმალებს, მე კი გავსწევ ზღისკ...

წისქვილის ქვ ციბრუტივით ტრიალებს და უშვერად ილანძღება:

- ვაი დედა, რა დროს მოვესწარი! ფეხის მოკიდებას ვერავინ ჰბედავდა ჩვენს სალს კლდეზე, გრილოდა მუდამ, მთელი ენი გვარეულობა ხელუხლებელი იყო. ახლა უყურეთ ამ ლაწირაკს, როგორ გვიტრიალებს, როგორ გვფშვნის და ტეხა. ეს გლახაკი მარცვლებიც რომ არ იშლის და სეტყვასავით მოდის; ფქ, ვაცამტვერებთ, მაგრამ მაინც ჩნდება და ჩნდება. ჰუ, რა სიცხეა... მაგრამ არაფერია. ჩავძირავ მეც ითკენ. შეჩერდება ბორბალი და დავესვენები მშვიდად მდინარის ძირში.

მთვარე დაჰყურებს წისქვილს და მორცხვად პირს იბრუნებს. მიჯნური მშორდება და იცვლება. მეც იცლები. კარგი არ იყო, როცა მხარი მხარს მიდებული ერთმანეთს თავს ვევლებოდით მე და მიწა. ჩემს კოცნას ცეცლის ფრქვევით უპასუხებდა. დანელდა გული. გამოგვერია ჭაღარა და ვშორდებით ერთმანეთს... მოვა დრო და სიყვარულის ქსელი კიდევ შეგვბოჭავს...

მეწისქვილე, მოხუცი მეწისქილე, ზის წისქვილის დერეფანში და ფეხს იბანს. აგონდება რის წერა. შავი ძარღვიანი გოგო, პატარა ბავშვი, ანა და ენახი, მტერ-მოყვარე, მერე კუბო, ტირილი... არაფერია, დიდია ღმერთი, იქ კიდე შევხვდები მათ.

მოკაშკაშე მთვარე. მდინარე ტირიფებით დაბურული, მასზე გადაგდებული ხიდი. წისქვილი ისლის სახურავით. დერეფანში ზის მეწისქვილე და ფეხს იბანს, ჰაერი გაჩერებულია.

ყველას რაღაცა იმედი აქ.

1919 წ.