The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


ჩვენი იფნის ტყიდან ისმის

***

ჩვენი იფნის ტყიდან ისმის

ხმაურობა უძოს ხევის,

გადმოისმის, გადაისმის

ხმა ზვირთების მიმოხვევის.

რაღაც ნაცნობ სიხარულს მგვრის,

უძოს ხევო, ჟღერა შენი,

შინდისიდან ნიავი ჰქრის,

ტყის ფოთლების ამაზრზენი.

მოსვენებას შესთხოვს ვისმე?

კი, მაგრამ ვის? ჰე, ვის? ჰე, ვის?

აივანზე ტყიდან ისმის

ხმაურობა ძოს ხევის.

1955