The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


გული სწუხს და სწუხს...გარეთ წვიმს და წვიმს

***

გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს

ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.

ტყე განიძარცვა და მის კალთებზე

ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.

სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,

ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...

და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის

აუხდენელი მესმის ზღაპარი.

გაჰქრა ზაფხული... ავიდა ის დღე,

როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,

მე ყვავილები მესიზმრებოდა,

და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.

ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე

ერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,

დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...

გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს.