The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
წითელი დროშით

წითელი დროშით

წითელი დროშით

ქალაქთა ბჭენი

და ველთ სიუხვე

სიბრძნითა ჰქმენი

ქებათა-ქება,

ქებათა-ქება,

დიდ არს, სამშობლოვ,

სახელი შენი!

წითელი დროშით

სინათლის მფენი

უძლეველ შრომი

მშვენებით ჰშვენი.

ქებათა-ქება,

ქებათა-ქება,

დიდ არს, სამშობლოვ,

სახელი შენი!

წითელი დროშით

სძლიე რამდენი

ომის ქარ-ცეცხლი,

განსაცდლის დღენი!

ქებათა-ქება,

ქებათა-ქება,

დიდ არს, სამშობლოვ,

სახელი შენი!

წითელი დროშით

დღეთ ჩვენთა ზნენი,

მშვიდობას ლოცავს

ყრმაა თუ ბრძენი.

ქებათა-ქება,

ქებათა-ქება,

დიდ არს, სამშობლოვ,

სახელი შენი!